მიცვალებუმიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს... სიმართლის გარდალზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს... სიმართლის გარდა

„თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!” – დიახ, ეს აკაკის სიტყვაა ილიას დაკრძალვისას წარმოთქმული, თუმცა, ეს ციტატა ნიკა რურუას ყოფილ ცოლს სოფო გორგაძეს ფეისბუქსტატუსში თავისად აქვს გამოყენებული, რომელიც სრული სახით ასე „გამოიყურება“: „ნიკა რურუა თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!” და ახლა საქმე ასეა: ვაჟა, ილია, აკაკი და "ერის მამა"… ნიკა რურუა“. 

გავრცელებული ინფორმაციით რურუა გულის შეტევამ იმსხვერპლა. მაია ორჯონიკიძის აზრით რურუას გარდაცვალებაში რუსეთის ხელი ურევია, მეგი გოცირიძე კი ივანიშვილის კვალს ხედავს.~ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა რურუა… ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქართველი და საქართველოზე გადამკვდარი პატრიოტი.. ცარიელი გული იყო… ცრემლები მახრჩობს… ხვალ მოდიოდა ჩემთან ევროპაში… რესტ ინ პეაცე, ბროტჰერ!… აუცილებლად მივიყვანთ შენს, ჩვენს საქმეს გამარჯვებამდე!”, – წერდა სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე. „ნიკა იყო ჩემი მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ის იყო გამორჩეული კულტურის მინისტრი, კულტურის ბევრ მინისტრს შორის“, – უთხრა მედიას რურუების ოჯახში სამძიმრის სათქმელად მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

“მე ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან და ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა. პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით. მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიკა რურუას მეგობრების „დიდი მწერლების, „საზოგადო მოღვაწეების“ და იმ სამეგობროს შეფასებაც გასაგებია „ერთად დაღვრილი სისხლი, რომ აერთიანებდათ“. გიორგი მარგველაშვილთან „ნაწილობრივ“, მაგრამ ყოფილი პრემიერის, კვირიკაშვილის რურუასთან მეგობრობა ფრიად დამაფიქრებელია – საინტერესოა რა ნიშნით მეგობრობდნენ რა ჰქონდათ საერთო, ან რურუას რომელ გუნდში მოიაზრებოდა „სხვადასხვა“ გუნდში აღმოჩენამდე?… ბევრი ითქვა და დაიწერა რურუას შესახებ, უცებ აღმოვაჩინეთ რომ ნიკა რურუას მსგავსი ქართველი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიძებნება. უცებ გავარკვიეთ, რომ რურუა ყოფილა ის პატრიოტი, რომელიც „ებრძოდა სტალინის ძეგლს“, ოკუპანტებს, ოკუპაციას, არჩევნების წაგების მიუხედავად სადარბაზოს კარი დაკიდა ერთ-ერთ კორპუსში და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ… ჩვენ, უბრალო მოკვდავთ სხვა „დეტალებიც“ გვახსოვს ძმები რურუების და რურუების საძმოს „ცხოვრებიდან“, მაგრამ ჩვენ უბრალონი ვართ და აბა ვის რაში ადარდებს ჩვენი მახსოვრობა, მთავარია ბრალიანებს რა ახსოვთ და რა უნდათ… და, როდესაც ერთმა „უბრალომ“ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, „ბრალიანებით“ აღფრთოვანებულმა „უბრალოებმა“ – მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, – ბრძანეს. მხოლოდ ერთ ადამიანს გაახსენდა რომ ეს გამონათქვამი, სრული სახით ასე ჟღერს: მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა. დიახ, სიმართლის გარდა! – „რა ვთქვა აბა? – ამ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდნილა! ოჯახის წევრთან სამუდამო განშორებაზე დიდი ტკივილი არ ვიცი, თუ არის რამე… და მაინც დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდი ნიკა რურუას გვერდით და მოვისმენდი სიკვდილის წინ მის აღსარებას“, – ეს პოსტი თამუნა თორაძემ გამოაქვეყნა. დღეს შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს ვინ არის თამუნა თორაძე, საქართველოს ტრაგიკულ ისტორიას ახსოვს ვინ იყვნენ თორაძეები და ვინ არის თამუნა თორაძე. ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი, ერთი „შემთხვევითობა“: ნიკა რურუას სამოქალაქო პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში მიმდინარეობდა, სწორედ იმ ვერის სასაფლაოსთან, სადაც 1992 წელს მისმა „საძმოს“ წევრებმა თორაძეების ოჯახის სამი წევრი უმოწყალოდ ჩახოცეს და შემდეგ დარჩენილ ოჯახის წევრებს „ბეტეერით“ მიადგნენ: „კარებზე აბრახუნეს, ხმა არ გავეცით, მერე ფანჯარაში მოგვიბრახუნეს: კარები გააღეთ! ვიცით, რომ აქ ხართ! ლიმონკებს შემოვყრით და ყველანი დაიხოცებით! ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ბოლოს კახამ თქვა გაეღო კარები თამრიკოს. თამრიკომ კარები გააღო და სთხოვა მკვლელებს, ჩაეწიათ ავტომატები, ბავშვებს შეაშინებთო. ბიჭის ხმა გაისმა თორაძეები აქ არიან, ხო?! კახამ დაიძახა, აქ ვართ ხელცარიელებიო. შემოლაგდნენ გაფითრებული დაძაბული სახეებით წინ მომარჯვებული ავტომატებით და მიუშვირეს ორივეს! კახა იმედოს გადაეფარა, ბიჭო, არ ისროლო, უიარაღოდ ვართ და შეეცადა აეწია რურუას ავტომატი ზევით! მაგრამ კიდევ იყვნენ წვერებიანი და ნიღბიანი ბიჭები, რომლებმაც იარაღი მიუშვეს იმედოს და კახაზე! დაყარეს ძირს ორივე ძმა ჩვენს წინ, ვუყურებდი და ვხაოდი ბოლო ხმაზე! მაგრამ ვერავინ შევაჩერე! ვერც ავდექი! დავინახე წვერებიანი როგორ გავიდა ოთახიდან, როცა დარწმუნდა, ორივე ძმა მოკლული იყო! რურუა (ჟორჟიკა - ქ.ზ.) არ ვიცი, რამ გააბოროტა ესე, რომ მაკაროვი ამოიღო, ჩვენსკენ გამოიშვირა! თვალით ჩამოგვიარა ბავშვებს, მერე კი დაბლა დაწია და სროლა გააგრძელა უკვე მოკლულ უსულო სხეულზე! თითქოს ვითვლიდი, ეხლა მორჩება, ეხლა და, მგონი, 7 დავითვალე! გატრიალდნენ და გიჟებივით გარბოდნენ. ჰაერში ისროდნენ უკვე სახლიდან გასულები! თითქოს ზეიმობდნენ და აგებინებდნენ ერთმანეთს! რომ მორჩა. მოვკალით! არ ვიცი. ეს რანაირად შეიძლება გადმოგცეთ, რო თქვენც შეიგრძნოთ ამ თვითეული არა ადამიანის ჩადენილი!“…

ნუთუ არ ახსოვს ჟორიკა რურუას ჩემი სახე?! ჩემი თვალები?! როცა დაწია ჩემსკენ მომართული იარაღი და გააგრძელა მკვდარ სხეულზე სროლა?! ნუთუ არასოდეს შეაწუხებს იმის შიში, რომ მოწმე დატოვა?!ან იმ მეორეს (წვერებიანს) დინჯად რომ მიაბიჯებდა?!. შეიძლება ადვილია ვიღაცებისთვის ამის მოსმენა ან წაკითხვა!!! მერწმუნეთ, არ არის ადვილი ამ ყველაფრის შემსწრემ ცხოვრება გააგრძელო და რამე კანონის იმედი გქონდეს, იმ ქვეყანაში და საერთოდ დედამიწაზე, სადაც კანონს იყიდი თუ ბევრი ფული გაქვს! იმასაც არ დავივიწყებ, რომ ეს ადამიანები ერთ დროს გაჭირვებული ოჯახის შვილები იყვნენ! „ვლასტზე“ და „მაფიოზობაზე“ ოცნებობდნენ!..როგორც ამბობენ, კეკუაც რამდენიმე წელში რურუებმა გაისტუმრეს ჯერ ციხის „კლეტკებში“ და მერე „თავის ჩამოხრჩობით“. ჩამოკიდეს, რა თქმა უნდა! “ თორაძეების ოჯახის განადგურებას „მომხრეების“ ვაკეში, გია ბარამიძის და მისი ძმის განადგურება მოყვა, მანამდე, თორაძეების მეგობრის გელოვანის მკვლელობაზე მხოლოდ ბრალი წაუყენეს გიორგი რურუას…

თამუნა თორაძისთვის მაშინ, უცნობი, წვერებიანი და ნიღბიანი „ბიჭები“ დღეს თუ ცოცხლები არიან აუცილებლად წარმატებული ბიზმესმენები იქნებიან! ოთხმოცდაათიანელ „ბოროტებს“ მხედრიონელებს“და სხვა კრიმინალურ ჯგუფებს რომლებსაც დაღვრილი სისხლი აერთიანებდათ და სხვა უამრავი ჰქონდათ საერთო. ხელისუფლებამ და ქუჩამ თითქმის ერთდროულად 1995-წელს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. საძმოები სხვადასხვა ქვეყნებში მიმოიფანტნენ ვიდრე ქვეყნის სათავეში დიდი მიხეილი „კრიმინალების და ქურდების რისხვა“არ მოგვევლინა პრეზიდენტად და აქტიურად დაიწყო „ბოროტების“რეანიმაცია, რაც მშვენივრად გამოუვიდა და უკვე ჩასარეცხი კრიმინალები -პოლიტიკოსებად და ბიზმესმენებად აქცია, მართალია ბოლოს „ბიზნესწილების“ანუ დიდი ფულის გამო მაინც დაერივნენ ერთმანეთს, „ვერელი ბოროტები“, რომ სხვა დონე იყო ვერ გათვალა „უდელმა“ვანომ და ზის დღემდე დამარცხებულ-დადუმებული ციხეში, მაგრამ მანამდე შეხმატკბილებულად ძარცვავდნენ ხალხს და ქვეყანას (არც ეხლა აკლებენ)… ყველაფრისტი“, სისხლის მსმელი, კრიმინალები, ერთნაირი შემართებით ბიზნესმენებიც იყვნენ და ზონდერებიც. 2007-წელს „იმედის“დარბევის ფაქტზე, გიორგი რურუა მისგან მართულ ზონდერჯგუფთან ერთად სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა… ორი წლის წინ ინტერვიუში „ყოფილი „მხედრიონელი“ თემურ ხაჩიშვილი ყურადღებას ამახვილებს, თუ რა პოლიტიკურ წიაღში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „მხედრიონი“: – „მხედრიონში“ ჩამოყალიბდნენ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით, პირველ რიგში – გიგა ბოკერია, ასევე ძმები რურუები, მამა-შვილი გაბაშვილები და სხვები. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენდნენ „მხედრიონის“ იმ მანკიერ მხარეს, რასაც საზოგადოება გმობდა. მე არ მსმენია პატიოსანი და, იმავდროულად, ფულიანი არც „მხედრიონელი“, არც ზვიადისტი პირადად მე – მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობზე ვიმუშავე, თუმცა როგორც ხედავთ, ჩემი მატერიალური მდგომარეობა უმწვავესია იმ ფონზე, როცა უღირსი „მხედრიონელები“ ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებულნი და დღეს უზრუნველად ცხოვრობენ.

პირველი პოლიტიკური წრთობა მათ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინაღმდეგ ქმედებებში მიიღეს. მაგალითად, ბოკერია სასტიკად არბევდა ზვიადისტებს, მან პირადად დააპატიმრა თბილისში ზვიადისტების მხარდასაჭერად ჩამოსული რუსი დისიდენტი ვალერი ნოვოდვორსკაია… ვაცნობიერებ, რომ მეც მეკისრება ამ დარბევების გამო პასუხისმგებლობა, როგორც „მხედრიონის“ ხელმძღვანელს… “, – აცხადებს თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. დიახ, 90-იან წლებში დამნაშავეთა სამყაროს პოლიტიკაში ჩარევამ პოლიტიკის კრიმინალიზაციას დაუდო დასაბამი. “მხედრიონის” პოლიტიკური ამბიციებით გამოსვლამ ქურდული კონტრკულტურა ორად გაყო – ისინი, ვინც პოლიტიკაში მოვიდა და ისინი, ვინც ქურდული განდგომილობა დაიცვა. 1992 -წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სისხლიანი მოვლენებით. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს ადამიანები „ჩაიხუტა“ გატეხილი სახელითა და ძალიან მძიმე რეპუტაციით „უპატრონა“და მათთან ერთად არანაკლები ბოროტება აკეთა ვიდრე ოთმოცდაათიან წლებში აკეთებდნენ“ბოროტების“ორდენის კავალრები… რობერტ სტურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავა 2011-წელს „ყველაზე წარმატებულ კულტურის მინისტრს“ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ასე ამკობდა- „კულტურის მინისტრი, რომელსაც ადამიანების სისხლში აქვს ხელები გასვრილი და მკვლელები რომ ქვეყნის სათავეში იქნებიან, ბოლოს და ბოლოს მკვლელებს რომ კულტურას ჩააბარებენ, ის კულტურა მოკვდება. მომავლის მოსპობის მცდელობა მიდის, იმიტომ, რომ ამ ნაციონალების იდეა თავიდანვე უისტორიო ახალი ქართველის შექმნა იყო. ჩვენთან, როგორც წესი, ასეთ რამეებს შეთქმულების თეორიის ნაწილს მიაწერენ, მაგრამ ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება.უცხოელები ამათ იყენებენ შემსრულებლებად. დავალებები ერთ ჯგუფს ეძლევა მოსკოვიდან, სხვა ჯგუფს ვაშინგტონიდან, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც ვაშინგტონიდანაც, რუსეთიდანაც, თეირანიდანაც, ბეირუთიდანაც, ჯანდაბიდან და ოხრობიდანაც რომ დაავალონ, შეასრულებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის… 

მათი ნავსაყუდელი არის სააკაშვილის მმართველობა და ყველანაირად ეცდებიან ეს ნავსაყუდელი არ დაკარგონ. ყველაფერზე ხელს მოაწერენ, რობიკო სტურუას მოხსნის კი არა, დახვრეტის ბრძანებას მოაწერენ ხელს, ერთი წუთით არ დაფიქრდება ამაზე ნიკოლოზ რურუა“. 

დაბოლოს, ნიკა რურუა არავის გაუსამართლებია მის მიერ ჩადენილ ცოდვათა გამო. არავის მოუთხოვია მისთვის პასუხი, ამიტომ წავიდა ის ამქვეყნიდან გმირის სახელით, დიდი მელომანის მანტიაში გახვეული. მეტიც, თურმე რურუამ ააყვავა „ქართული კინო“. არადა, თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია „აყვავებული“ „ქართული კინო“ რომ დავინახოთ: კინოთეატრებში გახსნოლი სახინკლეები და სასტუმროები, სუპერმარკეტები და სალონები. აი, როგორ ააყვავა ნიკა რურუამ „ქართული კინო“. არაფერს ვიტყვით „ვიდრე მე ვარ, კინოს ვერ გადაიღებ“-ო, იმ რეჟისორებს რომ ეუბნებოდა რურუა, ვინც ნაცხროვის რეჟიმს ქუჩაში, აქციებზე აპროტესტებდა.

„მშვიდობით საქართველოს თავისუფლების არწივო.მშვიდობით რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის დაუმორჩილებელო რაინდო“, – საინტერესოა არა? დიახ, საინტერესოა, ამიტომაა რომ ყოფილმა ცოლმა ნიკა ილიას რანგში აიყვანა. კიდევ კარგი, მთაწმინდაზე ადგილი აღარ არის, თორემ ვიხილავდით ილიას გვერდით „მხედრიონელ“ ნიკა რურუას… 

ქეთევან ზარნაძე
скачать dle 12.0