2012 წლის 4 აპრილს ათენში საბერძნეთის პარლამენტის წინ თავი მოიკლა სამოცდაჩვიდმეტი წლის პენსიონერმა დიმიტრის კრისტულასმა. ის ვეღარ ყიდულობდა მისთვის საჭირო წამლებს მას შემდეგ რაც საბერძნეთის მთავრობამ შეამცირა მისი პენსია. სანამ თითს გამოკრავდა ჩახმახს მან თქვა "მე არ ვიკლავ თავს, ისინი მკლავენ".

ასეთი ისტორია ბევრია (სამწუხაროდ საქართველოც არ უჩივის ანალოგიური შემთხვევების სიმცირეს) მკაცრი ეკონომიკა რომელიც გამოწერილი იყო როგორც წამალი კრიზისისგან განსაკურნებლად ამ კრიზისზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. მისი შედეგები რომ ფასდებოდეს ისე როგორც ფასდება ნებისმიერი წამლის კლინიკური ცდის შედეგები ეთიკის კომიტეტი გააჩერებდა, შეწყვეტდა ამ პოლიტიკას. მაგრამ ხელმძღვანელებმა არ იციან თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი პოლიტიკა. მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა არ ფუნქციონირებს იმიტომ რომ ის არაა ლოგიკური, ისაა ეკონომიკური იდეოლოგია, ამბობს დევიდ სტაკლერი ევროპაში საშუალოდ ჯანმრთელობაზე იხარჯებოდა საერთო სახელმწიფო ხარჯების ცამეტი პროცენტი. 2008 წლიდან ოცამდე ქვეყანამ შეამცირა ხარჯები ამ სფეროში რათა დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო მონეტარული ფონდის "FMI", ევროკომისიის და ევროპული ცენტრალური ბანკის მოთხოვნები და მათ მიერ ნაქადაგევი მკაცრი ეკონომიის გეგმები. ეს არ ყოფილა ხუმრობა. მას შემდეგ რაც საბერძნეთის მთავრობამ ჯანმრთელობის ბიუჯეტი შეამცირა 40 პროცენტით, თვითმკვლელობათა დონე, რომელიც ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო ევროპაში, გაორმაგდა. უმუშევრობამ ევროპაში 2012 წელს მიაღწია 10,5%-ს, პორტუგალიაში, საბერძნეთში და ესპანეთში 25%-ს ორი ახალგაზრდიდან ერთი უმუშევარი იყო. 

შედეგი:
ევროპაში ათწლეულების მანძილზე თვითმკვლელთა რაოდენობა მცირდებოდა, ეხლა კი, პირიქით, იზრდება. სტაკლერს მოყავს მრავალი მაგალითი რათა ხაზი გაუსვას სოციალური დაცვის, განსაკუთრებით შვედეთის მაგალითის ღირსებებს. 1990-იან წლებში კრიზისული პერიოდის გავლისას მთავრობამ გადაწყვიტა ინვესტირება სამუშო ადგილების შექმნის პროგრამებში. შედეგი: უმუშევრობის მუდამ მზარდი დონის მიუხედავად თვითმკვლელობათა რაოდენობამ იკლო.

სტაკლერის აზრით, მოქალაქეთა ჯანმრთელობაში ინვესტირებულ ერთ დოლარს სამი დოლარი მოაქვს ეკონომიკისთვის. აი, როგორ აფასებს აღნიშნულ სიტუაციას კიდევ ერთ ჭკვიანი ევროპელი, ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და მწერალი ქალბატონი კლოდ ალმოსი. 2014 წელს ფრანგულმა გამომცემლობამ გამოსცა მისი წიგნი "ნუთუ ასე ცხოვრობენ ადამიანები?" რეზიუმე – დღეს ვეღარავინ გაურბის ეკონომიკურ კრიზისს და ისიც აღარაფერს ერიდება. სამუშაოს დაკარგვა, სამუშაოს დაკარგვის შიში, მოხმარების შესაძლებლობათა შაგრენის ტყავივით შემცირების დანახვა, სხვათა უბედურებების მოწმედ ყოფნა და გეშინოდეს რომ გაუბედურდები თვითონ. დღევანდელ ადამიანს ემართება ის რაც უბრალო სტრესზე უფრო მძიმეა. ეს დარტყმები ხვდება ჩვენს არსს და არა მარტო ჩვენს ქონებას. ეკონომიკური კრიზისი კი აჩენს გულების დამღრღნელ და გამხეთქ ფსიქოლოგიურ კრიზისს რომელიც ტანჯავს ადამიანთა სხეულს და თავს. არა და ამ კრიზისზე არ ლაპარაკობს არავინ. არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არც ფსიქოლოგ-ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტები. ეს სიჩუმე კი ცუდ დღეში აგდებს ადამიანებს. მათ უჩნდებათ სირცხვილის გრძნობა რომელიც სრულებით უადგილოა. უთხრა ადამიანს რომ ავადმყოფია მსოფლიო და არა ის, რომ მას უჭირს ცხოვრება იმიტომ რომ ცხოვრებაა აუტანელი და არა იმიტომ რომ ის სუსტია ნიშნავს იმის თქმას რომ ადამიანმა უნდა იბრძოლოს და არ მოიკლას თავი. 

როდესაც საზოგადოება ხუთი ბავშვიდან ერთს აცხოვრებს სიღარიბის ზღურბლზე დაბლა ის აუბედურებს მილიონობით ადამიანს. და კრიზისი ამავე დროს ცუდ დღეში აგდებს საშუალო კლასის წევრებსაც, მეტიც, შეძლებულებსაც. საშუალო კლასის წევრებს, შეძლებულებსაც კი ეშინიათ რომ კრიზისმა მათ შეიძლება დააკარგვინოს მათი სოციალური სტატუსი, მდგომარეობა და ეს მათ აგდებს დეპრესიაში. არადა ეს ხალხი უხილავია, არ ჩანს. მათ აქვთ ჭერი, საჭმელი, ისინი არიან "ბურჟუები" ან საშუალო კლასიდან გამოსულები და საზოგადოებას არ უნდა რამის გაგება მათი ტანჯვის შესახებ. როდესაც ცხოვრება ირევა ერთია შიში იმის გამო რომ ვერ გააგზავნი ბავშვებს დასასვენებლად და სხვაა შიში იმის გამო რომ ვეღარ შეძლებ ბავშვების კვებას და დაბინავებას, მაგრამ ყველა დარდობს და ღელავს. ჟურნალისტებსაც არ დაუსვიათ კითხვები კრიზისის ფსიქოლოგიურ შედეგებზე, იმაზე თუ რას ნიშნავს ბავშვისთვის ზრდა კრიზისის პერიოდში. არადა კრიზისის პერიოდში ცხოვრება საშინელია როგორც მშობლებისთვის ისე ბავშვებისთვის რომლებიც უნდა ჩამოყალიბდნენ არასტაბილურობის და გაჭირვების პერიოდში. ათიოდე წლის წინ მე ვმუშაობდი პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში ბავშვებთან რომლებიც მარტო, საკუთარი თავის ანაბარა მიტოვებულები იყვნენ უკვე დილიდან. ისინი მარტო უნდა ამდგარიყვნენ. მათ მარტო, მშობლების თუ ახლობლების დახმარების გარეშე უნდა ჩაეცვათ. საუზმის დროს ისინი უნდა ყოფილიყვნენ მარტო. ისინი მარტო და სხვის თანხლების გარეშე უნდა წასულიყვნენ სკოლაში. რა აზრი უნდა მივცეთ ბავშვების ასეთ მარტოობას, ყველაფერ ამას მაშინ როდესაც ბებია-ბაბუები, მშობლები, ძმები საერთოდ არ დგებიან დილით იმიტომ რომ მათ არა აქვთ სამუშაო, იმიტომ რომ ისინი უმუშევრები არიან? ყველა ეს ადამიანი ცხოვრობს აზრით რომ ეს არ მოწესრიგდება, რომ ეს უსაშველო და უიმედოა და ისინი არ ცდებიან, მათთვის მომავლის იმედი ჩამქრალია… 

კრიზისი და ამის დამშვები საზოგადოება ცუდ დღეში აგდებს მშობლებსაც რომლებიც დამნაშავედ გრძნობენ თავს იმიტომ რომ არ შეუძლიათ თავისი შვილებისთვის ლამაზი რამის ჩუქება და ბავშვებს უჩენს მშობლებით უკმაყოფილების გრძნობას, აჩენს თაობათა კონფლიქტს. ბავშვისთვის მომავლის ცნება სულაც არაა აბსტრაქტული და შორეული. "როდესაც ვიქნები დიდი..., როდესაც ვიქნები ჩემს ირგვლივ მყოფი დიდების მსგავსი… ამას ამბობს ყველა ბავშვი. მოზარდი ბავშვისთვის მოდელია, მისაბაძი ნიმუშია უფროსი და ეს აჩენს კითხვას: "მეუბნებიან რომ სკოლაში კარგად უნდა ვისწავლო, მაგრამ ჩემი დედ-მამა განა ცუდი მოწაფეები იყვნენ?" ვიმედოვნებ რომ პოლიტიკოსები წაიკითხავენ ჩემს წიგნს და ნათქვამს და გაიგებენ რომ მათ არ ესმით ადამიანთა ტანჯვა. ტოტალური სიჩუმე და ტყუილი მხოლოდ აუარესებს ვითარებას… 

კლოდ ალმოსის წიგნს და რეკომენდაციებს სავარაუდოდ ეცნობიან ევროპელი პოლიტიკოსები, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებმა ქვეყნის საზიანო რეკომენდაციების უსიტყვოდ მიმღებ-შემსრულებლებმა იციან მაინც საით მიექანებიან ქვეყანასთან და ხალხთან ერთად?… კატასტროფაა ის რაც ახლა შეშლილ მსოფლიოში ხდება ნეოგლობალიზმი უფსკრულისკენ უბიძგებს კაცობრიობას. ყველამ იცის, ვინც მართავს ამ პროცესებს თუმცა მისი დამღუპველი ტენდენციის შეჩერება არავის ძალუძს ღმერთის გარდა…

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
6-08-2018, 22:58


შპს "აგრორემმანქანასერვისის" დირექტორის, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ექსპერტ გივი ქურდიანის განცხადებით, ნაციონალების მმართველობის პერიოდში საგამოძიებო ორგანოები თითქოს დაინტერესდნენ აგრარულ სექტორში არსებული განუკითხაობით, მაგრამ გამოძიებას ფორმალური სახე ჰქონდა.

გივი ქურდიანი: 2005 წელს გამოგზავნეს პროკურატურის სპეციალური განყოფილებიდან ოთხკაციანი ჯგუფი სოფლის მეურნეობის სამინისტროში რევიზიის ჩასატარებლად, თუმცა ეს არ ყოფილა ძირეული შემოწმება, მხოლოდ იმას ირკვევდნენ, სხვადასხვა დროს რა თანხები ჩაირიცხა სამინისტროს ანგარიშზე და მერე როგორ განაწილდა. რა საქმეს მოახმარეს "მიმღებებმა" ეს ფული, ამას არ ამოწმებდნენ, ჩვენ მარტო სამინისტროგვეხებაო. ასე მოხდა იაპონურ გრანტებთანდა გენშერის "საჩუქართან" დაკავშირებითაც, შემოწმება ფაქტობრივად სამინისტროს "ცოდვების" დაფარვას ემსახურებოდა. ამ გამომძიებლების პროფესიონალიზმი კიდევ ცალკე თემაა. ისინი ჩემთანაც მოვიდნენ სამინისტროს თანამშრომლის თანხლებით, მაგრამ სამინისტროდან ერთი დოკუმენტიცკი არ ჰქონდათ, რომლის საფუძველზეც შემამოწმებდნენ. 600.000 ლარის ღირებულების, მათ შორის 80 კომბაინის მარაგ-ნაწილები იყო ჩემთან, რაც უნდა გამეყიდა. რვა ლოტად (რვა ყუთი) იყო ეს ნაწილები, მაგრამ მათი დასახელება და თითოეულის ფასი არ იყო არ მითითებული, მხოლოდ ერთიანი ფასი ეწერა. თავის დროზე ვუთხარი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ეს ყველაფერი უნდა გაშიფრულიყო, ხომ შემეძლო მომეტყუებინა, რაც მინდოდა ის ჩამეყარა ყუთებში. არავითარი რეაგირება, აზრიც არ ჰქონდა მათთან ლაპარაკს, ინგლისური მაგათ არ იციან და მუშაობა. ამის მერე მივმართე მომწოდებელ ფირმას "ტომენს", რომლის სერვის-აგენტიც ვიყავი და მათ გამომიგზავნეს ინვოისები, სადაც ყველაფერს დასახელება და ფასები ქონდა მინიჭებული. გავხსენი ყუთები, შევადგინე საბუთები და დავალაგე ნაწილები როგორც წესია, ვამატებდი ჩვენი მომსახურების თანხას მარაგ-ნაწილებს, ვყიდდი და ფულს სამინისტროს ვურიცხავდი.

ამ საქონლის დოკუმენტაცია სამინისტროს აუცილებლად უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეგენი არაფერს ინახავდნენ. პროკურატურის წარმომადგენლებს ხსენებული დოკუმენტაცია მოვთხოვე რომ შეგვედარებინა, თქვენ ხომ გაქვთო, მე ხომ შემიძლია რამე დაგიმალოთ, უსაბუთოდ როგორ მიდიხართ შესამოწმებლად-თქო. მოკლედ, არ ვაჩვენე ჩემი დოკუმენტაცია, რაც ძალიან ეწყინათ, როგორც მითხრეს, თურმე მემუქრებოდნენ. მერე საბაჟოდან ამოუღიათ ფაქტურები და იმაზე მუშაობდნენ. სამინისტროდან თანამშრომელი დამიკავშირდა, გამომძიებლები ძალიან გაბრაზებულები არიან და ყურადღება მიაქციე ამ საქმესო. სამინისტროში მისულს ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა, პატიოსან კაცად რომ მოგაქვს თავი, ორი კვირა ვიმუშავეთ და ნახე რამდენი "კომპრომატი" ამოგიტივტივდაო, რამდენიმე ათას დოლარზე იყო საუბარი. მათ მომზადებულ მასალებს რომ გადავხედე, გამეცინა, ვუთხარი, რომ ამ ორი კვირის ნაშრომს 15 წუთში თვითონვე დახევდნენ, გაუკვირდათ.

2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მიგზავნიდა იაპონია მარაგ-ნაწილებს, რომელთა ფასი იენებში იყო, რომელიც ჯერ დოლარში უნდა გადაგეყვანა და მერე ლარებში. ამ წლების განმავლობაში ვალუტების კურსი ხომ იცვლებოდა, ამათ ერთი კურსი, მაქსიმუმი ჰქონდათ აღებული, იმით ანგარიშობდნენ ყველა წელზე და ზუსტ ციფრს როგორ მიიღებდნენ. ამის თქმის შემდეგ გადაამოწმეს და მართალი ყოფილხარო. მერე ხელში ჩამივარდა მათ მიერ შედგენილი ოქმი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ერთიკაცი არ დაუკითხავთ, მარტო ის ეწერათ რა თანხა ჩაირიცხა სამინისტროში და შემდგომ სად გადაირიცხა ფული. საქმის ცოდნა ერთია, მაგრამ გულიც უნდა შეგტკიოდესქვეყანაზე, შენი ინტერესები წინ არ უნდა დააყენო. როგორც გითხარით, ტექნიკის შესყიდვაზეთავიდან იაპონიაში ტარდებოდა ტენდერი. ბოლო ტენდერის დროს კირვალიძისმოადგილე სარჯველაძე, რომელიც მექანიზაციის სფეროს კურირებდა, სამუშაოდ რუსთავის აზოტის ქარხნაში გადავიდა. მინისტრის მეორე მოადგილემ, რომელიც პროფესიით ეკონომისტი, ძალზე წესიერი ადამიანი იყო, მაგრამ ტექნიკაში ვერ ერკვეოდა, მთხოვა იაპონიაში წავყოლოდი, არადა ტენდერამდესამი დღეღა იყო დარჩენილი. ვერც მე ვახერხებდი წასვლას, მაგრამ დავამშვიდე, რომ კავშირზე ყოფილიყო და აქედან მივცემდი რჩევას.

ტენდერზე რომ გამოვიდოდა ტექნიკა, მაშინვე არ დათანხმებულიყო შესყიდვაზე, ჩაეწერა მარკები და ფასები, ტელეფონით ეცნობებინა და რეალური ფასებს დავადგენდი. მართლაც ასე მოიქცა, პირველ ორ ტენდერზე ძალიან მაღალი ფასებით იყო გამოტანილი "ბელარუსის" ტრაქტორები, არ ვურჩიე შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში ის ფირმაც მონაწილეობდა, რომლის წარმომადგენელიც ჩემი კომპანია იყო საქართველოში. მომსახურეობის თანხას, 25.000 აშშ დოლარს ვკარგავდი, რომელსაც იაპონია მირიცხავდა, მაგრამ სანამ რეალური ფასი არ დაიდო, მანამდე არ ვაყიდინე, რომ სახელმწიფოს არ ეზარალა. ფასთა სხვაობით 18 ტრაქტორი დამატებით შევიძინეთ, რაც ფაქტობრივად ვაჩუქე სახელმწიფოს. აი, ეს არის პატიოსანი მუშაობა. ტექნიკას მოვლა-პატრონობა, შეკეთება ჭირდება, როგორ შეიძლება ტექნიკაზე, რომელშიც მილიონობითთანხაა გადახდილი არ იზრუნო. სამინისტროს მივწერე, სერვისცენტრები გაეხსნათ, რომ ტექნიკა არ განადგურებულიყო. დაინტერესდნენ, რას გვირჩევო, შევხვდი სარჯველაძეს, ის ახალციხელია, შემომთავაზა ახალციხეში გაგიხსნი ტექნოსერვისს, იქ ჩაიტანე შენი დანადგარები და იმუშავეო. რა მინდოდა ახალციხეში, როცა თბილისში შენობაც მაქვს და დანადგარებიც, ისედაც ერთი საწარმო რას ეყოფა, 7–8 ადგილზე მაინც უნდა იყოს სერვისცენტრი. ასეულობით კილომეტრს რომ გაატარებ შესაკეთებელ ტექნიკას, უარესად გაფუჭდება. გარდა ამისა ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, საწვავი და ტრანსპორტის მომსახურეობა ძვირია, ასე რომ, საბოლოო ჯამში ტექნიკის შეკეთება უზარმაზარითანხა დაჯდებოდა, ამიტომ უარი ვუთხარი სარჯველაძეს.

– როგორ გადაწყდა საბოლოოდ ეგ საკითხი?

– ტენდერის ჩატარება გადაწყვიტეს, ვითომ ამ გზით უნდა გამოევლინათ ის საწარმოები, რომლებიც ტექნიკას რემონტს ჩაუტარებდა. მართალია, სარჯველაძეს ვეჩხუბე, მაგრამ მერე მაინც ვუთხარი რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინათ ტენდერში მონაწილეებს, მით უმეტეს გამარჯვებულებს. პირველი გამოცდილება და სტაჟია, რომელი წლიდან ფუნქციონირებს კონკრეტული საწარმო, მერე მოდის ტექნიკური შეიარაღება, ქონების საბაზრო ღირებულება, წესდება და დებულება, რა უნდა გააკეთოს ამ საწარმომ. გამოაცხადეს ტენდერი, იაპონური გრანტით შეძენილი ტექნიკა ხომ იყიდებოდა, გაყიდვიდანშესული ფული გამოყვეს საპარტნიორო ფონდიდან და გაანაწილეს, ტენდერში გამარჯვებული თითოეული კომპანია 150.000 ლარს მიიღებდა. ჩემთან მოვიდა სამინისტროს თანამშრომელი, ტენდერისთვის მასალები მზადდება, თითოეულ გამარჯვებულზე 150.000 ლარი იქნება გამოყოფილი, მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ ამ თანხის 30% უნდა შემოიტანოო, "ატკატს" ითხოვდნენ. უარი ვუთხარი, ამხელა თანხა რომ შემოვიტანო, ანუ 45.000 ლარი, მერე როგორ დავფარო ეს დანაკლისი, ერთ თეთრს არ შემოვიტან-თქო. სამინისტროს წარმომადგენელმა სარჯველაძეს უთხრა, ქურდიანი უარს ამბობსო. მერე სხვებთან მოილაპარაკეს, საგარეჯოდან მონაწილეობა მიიღო ყოფილმა ქარხანამ, ვითომ იქ არის გახსნილი ცენტრი, არადა ცარიელი კედლებია, თავის დროზე მართლაც კარგი ქარხანა იყო, მაგრამ ყველაფერი გაყიდეს. დანარჩენები იყო გორში, სამტრედიაში, პანტიანში, კახეთის სხვა რაიონში და ა.შ.

ტენდერი ისე ჩაატარეს, რომ ჩვენ არავის არ დაგვიძახეს, ვისაც გამოცდილება და ბაზა გვქონდა. სატენდერო კომისიები მუშაობდნენ, უშიშროების სამსახურიდანაც იყო წარმომადგენელი ქალბატონი, სოფლტექნიკის ყოფილი მინისტრი დავით სარიშვილიც იყო კომისიის წევრი, დანარჩენი სულ თავიანთი ხალხი ყავდათ. ხუთიანსა და ოთხიანს იმის მიხედვით წერენ, ვის რა აქვს გაკეთებული. სარჯველაძეს კომისიის წევრებისთვის უთქვამს, გივი ქურდიანის კომპანია ამოაგდეთ კონკურსიდან, მას 150.000 ლარი არ ეყოფა, მერე ცალკე გამოვუყოფთგაცილებით მეტ თანხას, ამიტომ მინიმალურიქულები დაუწერეთო. უშიშროების თანამშრომელს გაკვირვებია, ორიანი როგორ დავუწერო ასეთ გამოცდილ კომპანიასო, მხოლოდ ამ ქალბატონმა და დავით სარიშვილმა დამიწერეს ხუთები. ამოაგდეს ჩვენი კომპანია ტენდერიდან, ერთი თვის მერეღა გავიგე ტენდერი რომ ჩატარდა. სარჯველაძესთან კი მქონდა მწვავე კამათი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ყველაფერი დამთავრებული იყო. ტენდერში "გამარჯვებულებიდან" ერთი პლეხანოველი ქურდი იყო, რომელსაც ბინის მეტი არაფერი ჰქონდა, ორი საგარეჯოელი ახალგაზრდა კაცი, ვითომდა ქარხნის "მფლობელები", მესამე "გამარჯვებული~ ხაშურიდან იყო. ამ ხაშურელთან დაკავშირებით დამირეკა მერე სატენდერო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გივი აბალაკმა, რომელმაც სამინისტროს ხელმძღვანელობის კარნახით ორიანი დამიწერა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მიცნობდა, იცოდა რაც შემეძლო, ჩემი ახლობელია, აუხსენი როგორ იმუშაოსო. ამას უსინდისოს გარდა ვინ იკადრებდა?!

იმ ტენდერს არავითარი შედეგი არ მოყოლია, ვერცერთმა `გამარჯვებულმა~ ვერ იმუშავა, რაც არც იყო გასაკვირი. ქუთაისში ქარხანას მილიონნახევარი ლარი გადაურიცხეს, ვითომ ხარკოვიდანშემოიტანეს აგრეგატებიდა მიკროტრაქტორებს აწყობდნენ, რამდენიმე ააწყვეს, აჩვენეს შევარდნაძეს, ეს იყო და ეს. მთლიანად ჩაკლეს მუშაობა, რემონტიც აღარსად ტარდებოდა. 2009 წელს ბრძანება გამოსცეს და მთლიანად ჩამომართვეს ის მარაგ-ნაწილები, რომლითაც რემონტს ვატარებდი. ჩემს მოვალეობაში კადრების მომზადებაცშედიოდა, რა ტექნიკაც შემოვიდოდა, ორი წლის განმავლობაში მომსახურეობას ვუწევდით, თუ ეს ტექნიკა გაფუჭდებოდა, ადგილზე ჩადიოდნენ ჩვენი წარმომადგენლები და არემონტებდნენ. თუ "მექანიზატორის" მიზეზით ფუჭდებოდა, მას უნდა გადაეხადა მარაგ-ნაწილის და შეკეთების თანხა, თუ ქარხნული წუნი იყო, აქტი დგებოდა, ფოტოებს გადავიღებდით და ქარხანა უფასოდ გვიგზავნიდა სათადარიგო ნაწილებს, არასდროს დაუგვიანებიათ. 20–25 ათას აშშ დოლარამდე გრანტსაც წინასწარ მაძლევდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები ჩაგვეტარებინა.

ხსენებული ბრძანება რომ მივიღე, ჩავაბარე ის მარაგ-ნაწილები, თურმე იმიტომ გაჰქონდათ, რომ "მექანიზატორის" ალექსეევკაში მდებარე ბაზაზე უნდა შეენახა თ. მოიყვანეს სრულიად უცოდინარი ხალხი, ჯართივით შეყარეს თვითმცლელ სატვირთო ავტომანქანაზე ყველაფერი, რაც კომბაინსა და ტრაქტორს ჭირდებოდა, არადა კარგი ნაწილები იყო. მცხეთიდან და გურჯაანიდანაც ასე წაუღიათ. გამიკვირდა, როგორ უნდა გაერჩიათ, მაგრამ ბაზაზეც ასე ჯართად დაუყრიათ, ფაქტობრივად სათადარიგო ნაწილების გარეშე დატოვეს ამდენი ტექნიკა. მერე ეს უამრავი ნაწილი ვიღაცებს ერთ ლარად მიყიდეს, მათ კი მაღაზია გახსნეს თბილისში და მამასისხლად ყიდდნენ ნაჩუქარ საქონელს. განვადებით რომ შეასყიდეს ხალხს ტექნიკა, ბევრმა მათგანმა ბოლომდე ვერ დაფარა თანხა, მერე მათაც ერთ ლარად შეასყიდა სახელმწიფომ ეს ტექნიკა, რაც თავისთავად ცუდი არ იყო, ხალხმა ისარგებლა. ჭკვიანმა ადამიანებმა იყიდეს ის კომბაინები და ტრაქტორები, მათ მუშაობაც იცოდნენ და ტექნიკის მოვლა-პატრონობაც, მაგრამ მარაგ-ნაწილები და რემონტია საჭირო ხომ. ამათ ეს ნაწილები გააჩუქეს და რემონტზეც ყველას უარი უთხრეს, კონკურენცია რომ არ გაეწიათ "მექანიზატორისთვის". ყველაფერი ხელში რომ ჩაიგდეს, "მექანიზატორმა" შეადგინა კალკულაცია (რა ჯდება ხვნა, კულტივაცია, თესვა და ა.შ.) და ყველა სამუშაოს ცეცხლის ფასი დაადეს. კალკულაციის მიხედვით და საერთოდაც მიწა 20–25 სანტიმეტრის სიღრმეზე უნდა მოიხნას, მაგრამ ტრაქტორისტებს დაბალ ხელფასს, ჰექტარზე შემოსული თანხის 5–8%-ს უხდიდნენ და ისინიც 15 სმ-ის სიღრმეზე ხნავდნენ, რომ საწვავი დაეზოგათ და იმ თანხით ესარგებლათ.

მიწის ხარისხი გაფუჭდა და ცხადია, კარგი მოსავალი ვერ მოვიდა. მექანიზატორს ერთი ჰექტრის მოხვნაში 5–8 ლარს რომ გადაუხდი, როცა მლესავი ერთი კვ.მეტრის გალესვაში ითხოვს ამდენ თანხას, ცხადია, რომ ის სამუშაოს ხარისხიანად არ შეასრულებს. მექანიზატორები არიან დაჩაგრულები, თორემ შპს "მექანიზატორის" ადმინისტრაცია ხელფასებითა და პრემიებით ხომ არის განებივრებული და საწვავსაც საკმაო რაოდენობით იღებს. "მექანიზატორი" ას ლარს რომ ითხოვს ერთი ჰექტარი მიწის მოხვნაში, კერძო პირები ამ ფართობს 60 ლარად ხნავდნენ, კონკურენტი რომ არ ყავდეთ, იმიტომ გააჩერეს კერძო ტრაქტორების რემონტი, დღესაც გაჩერებული ვართ, როგორც ამ ტექნიკის მეპატრონეები, ისე შემკეთებელი კომპანიები. "მექანიზატორი" თავის ტექნიკასაც არ უვლის, არ ხდება მისი აღდგენა-შეკეთება, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ტექნოპარკია ფაქტობრივად გაჩერებული. 15 მილიონად შეფასებულ ტექნიკას სამ წელიწადში თავისი ღირებულების სულ 4% რომ აქვს შესრულება, ეს არის მუშაობა? ამ ციფრებს მე ხომ არ ვიგონებ, სახელმწიფოაუდიტის დასკვნაში წერია. "ბელარუსის" ქარხანა უნდა აშენებულიყო საქართველოში, სამინისტროს ლილოში უნდოდა აშენება. ბელორუსიიდან დელეგაცია იყო ჩამოსული, ათვალიერებდნენ ადგილებს, ჩემთანაც მოვიდნენ, ზემოდან ჰქონდა მითითება, რომ აქაც მოეყვანათ. კი მოიყვანეს, მაგრამ ერთი წუთი არ გააჩერეს ის ხალხი, ლილოში წაიყვანეს, აქ ჯობიაო, არადა იქ ტრიალი მინდორის მეტი არაფერია.

ირაკლი დვალი (მექანიზაციის ექსპერტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი): როცა საკმაოდ დროის განმავლობაში ასეთი მიზერული შესრულება გაქვს, ბუნებრივადჩნდება ეჭვი, რომ ან დამალულია შემოსავალი, ანდა ვერ მუშაობს ტექნიკა, არ არის მორგებული ჩვენს პირობებს. ისე შემოიყვანეს ეს ტექნიკა, რომ არ გაითვალისწინეს იმუშავებდა თუ არა ჩვენთან. ბრინჯის ამღები კომბაინები (10 ერთეული) ჩვენი პირობებისთვის გამოუყენებელია, ამას გარდა არც კარტოფილის ამღებმა იმუშავა, რადგან ის მსუბუქი ნიადაგებისთვის არის გათვალისწინებული, ჩვენთან კი მძიმე ნიადაგებია. როცა ახალი ტექნიკა შემოგყავს, თავიდან 2–3 ცალი უნდა შეიძინო, გამოსცადო თუ იმუშავებს ჩვენს პირობებში, თუ გაამართლა, მერე უნდა შემოიყვანომასობრივად. ეს რომ გააკეთო, საქმე უნდა იცოდე, როცა არ იცი, სახელმწიფოს აზარალებ. სახელმწიფომ ასეულობით მილიონი ლარის ტექნიკა აჩუქა "მექანიზატორს", რომელიც მომსახურეობაში იმხელა ფულს ახდევინებს მოსახლეობას რომ ტყავს აძრობს, მაგრამ მაინც ზარალშია, ეს როგორ ავხსნათ? საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, დახნულ-დათესილი ფართობები კი კლებულობს, 2008 წელს 75.200.000 ლარი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, ომიანობის წელს 329.000 ჰა მიწა დამუშავდა, 2012 წლიდან კლება იწყება და 220.000 ჰა-ზე ჩამოვიდა. 2012 წელს ბიუჯეტი 228 მილიონამდე იყო გაზრდილი, მერე სულ იმატებდა, 2017 წელს 313 მილიონი იყო, 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, სამინისტროს ერთი მილიარდ 128 მილიონი ლარი აქვს მიღებული, მაგრამ მნიშვნელოვნად არის შემცირებული დამუშავებული ფართობები. იმდენი მაინც არ უნდა დამუშავებულიყო, რა რაოდენობაც 2008 წელს იყო? უკან მიდის მებოსტნეობა, კარტოფილის, ლობიოს წარმოება, ნიორიც კი ჩინეთიდან შემოაქვთ ამ უზარმაზარი დაფინანსების პირობებში.

გივი ქურდიანი:
გარდა ამისა, გაზრდილია საქონლის დაცემა, ბოლო სამ წელიწადში 200 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაეცა, ღორის შემთხვევაშიც იგივე ხდება. მეფრინველეობის ფაბრიკები თუ მუშაობენ, მაგრამ ეს მათი მეპატრონეების დამსახურებაა, რადგან მთავრობა ამ დარგს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. პირუტყვის დაცემა იმიტომაც ხდება, რომ ვეტექიმები არ ყავთ, რაიონს, სადაც 40–60 სოფელია, სულ ორი ვეტექიმი ყავს, როგორ გაწვდება ეს ხალხი ამდენ სოფელს? სამაგიეროდსამინისტროს აპარატში ყავთ 37 ვეტექიმი. აღარც მექანიზატორებსა და მელიორატორებს ამზადებენ, არც ვეტექიმებსა და ზოოტექნიკოსებს. ძველი სპეციალისტები არიან დარჩენილი, რომლებიც ისევ ძველი მეთოდებით და მედიკამენტებით მკურნალობენ, ეს რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის, მაგრამ ახლა რა წამლებიც შემოდის ქვეყანაში, ყველა უვარგისია, ვერაფერს შველის. დაცემა ერთია, მაგრამ სად მიდის ამდენი დაცემული პირუტყვის ხორცი? ჩვენი ინფორმაციით, ყველა სოფელში არიან დამამზადებლები, საქონელი ვისაც მოუკვდება, მათ ურეკავს და 1 კგ ხორცს ორ ლარად აბარებენ, ეს უკანასკნელნი კი ქალაქებში ყიდიან, ნაწილს საზკვების ობიექტებშიაბარებენ, ნაწილს ძეხვის წარმოებაში. ასე გვატყუებენ მოსახლეობას.

ირაკლი დვალი:
მეცხვარეობა ტრადიციული დარგია, ესეც განადგურდა, მაგრამ მეტნაკლებად მაინც შემორჩა. ბოლო წლებში ას მილიონამდე ლარი დაიხარჯა ამ დარგზე, ამხელა თანხას რომ დახარჯავ, შესაბამისად მეცხვარეობაც უნდა აღორძინებულიყო, ცხვარიც საკმარისი უნდა გყავდეს და ხორცსაც უნდა ყიდდე, მაგრამ სინამდვილეში 800 ტონა ხორცი შემოდის საზღვარგარეთიდან. მაშინ სად წავიდა ის ასი მილიონი, რაში იქნა გამოყენებული? სოფლის მეურნეობისსამინისტრო უნდა ინტერესდებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში კადრების მომზადებით, რამდენჯერ გვქონდა მათ წარმომადგენლებთან ამ თემაზე საუბარი, ვუხნით, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ვერაფერი შევასმინეთ, არ აინტერესებთ. ისე, როგორ გააგებინებ, როცა არცერთი არ არის დარგის სპეციალისტი. სამინისტროში არსებობს სოფლის მეურნეობისპროგრამების სააგენტო, დიდ ფულს ხარჯავენ მაყვლის, მოცვის, მარწყვის წარმოებაზე, სამაგიეროდ, ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, ჩაი, ბოსტნეული, არავითარი პროგრამა არ არსებობს. სახელმწიფომ პირველ რიგში ის უნდა აწარმოო, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად ესაჭიროება, ეს არის პური, ყოველდღიური საკვები პროდუქტი.

ამ დროს, საერთოდ არ ექცევა ყურადღება ხორბლის, ქერის, ბოსტნეული კულტურების, ხილის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას, მთავარი რაც არის, იმას არ აქცევენ ყურადღებას. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენთან ყველაზე განვითარებული დარგია, ბიუჯეტიდან ისევ ამ დარგზეა გამოყოფილი 25 მილიონი დარგი, ხორბლის წარმოებაზე კი ერთი თეთრი ვერ გაიმეტეს. ქვეყნის გარედან ამათ არავინ კარნახობს რა გააკეთონ, ნურავის დავადანაუშელებთ, რომ ჩვენს საქმეში ერევიან, თვითონ ადგენენ ამ პროგრამებს. სხვათა შორის, მე თვითონ შევადგინე ოთხი წლის წინ პროგრამა, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის განათლება მიგვეცა — რა დროს და როგორ უნდა დაიხნას მიწა, როდის უნდა დაითესოს, რომ მაღალი მოსავალი მიიღონ, მექანიზატორებისთვის აგვეხსნა, როგორ მოუარონ ტექნიკას. ეს პროგრამა მივუტანე მინისტრს (ოთარ დანელია), სამინისტროს სამეცნიერო ცენტრს, შპს "მექანიზატორის" ხელმძღვანელობას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ევროკავშირის წარმომადგენლობას, მათ ყავთ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ყველამ დადებითად შეაფასა. სამინისტროში მითხრეს, განვიხილავთ, პასუხისთვის მოგვიანებით მობრძანდითო. სამი თვის მერე მივაკითხე, რომელ განხილვა-განხორციელებაზეა საუბარი, როცა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (ხელმძღვანელი გეოგრაფ-გეოლოგი კოტე ხუცაიძე) ორი საათი ეძებეს ეს პროგრამა, სადღაც თაროზე ჰქონდათ შემოდებული.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
31-07-2018, 13:35


შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ხევსურეთი იძულებით აყრილი და დეპორტირებული კუთხეა, რომელიც ცხრა თემისგან შედგებოდა ხევსურები საკუთარი მიწა-წყლიდან თავისი ნებით არ წასულან!

გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთი კომუნისტურმა რეჟიმმა აყარა და სამგორისა და შირაქის ნახევარუდაბნოებში ჩაასახლა.
ჩასახლებულთა დიდმა ნაწილმა (უფროსმა და საშუალო თაობამ) ვერ შეძლო გარემოსთან ადაპტირება და ამოწყდა…
დღევანდელი ხევსურეთი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისგან შედგება, ვინც ფარულად უკან დაბრუნება, ანუ გამოქცევა და გამოპარვა შეძლო არხილოს კალოდან, რადგანაც აკრძალული იყო ხევსურეთში ხევსურთა უკან მიბრუნება. მათ უშიშროება და მილიცია ჟინვალთან, 300 არაგველის ხიდის ყურზე აპატიმრებდა და უკან აბრუნებდა. 

სწორედ ამ ბარბაროსულმა ძალადობამ დაანგრია ხევსურეთის ისტორიული და ეთნო-კულტურული, ეთნო-ფსიქოლოგიური სამყარო უნიკალური სამეურნეო სისტემებით, მიწის კერძო-სათემო მფლობელობით, რჯულის (სამართლის) უმაღლესი კატეგორიებით, თანასწორთა ეგზალიტარული საზოგადოებით და აქცია იგი დემოგრაფიული და კულტურულ-ეკონომიკური კოლაფსის ზონად!

მოშალა სამშობლოს მცველთა მხარე, რომელიც შეუვალად იცავდა ჩრდილოეთის საზღვარს ბარბაროსული ურდოებისგან და არა ოდენ ჩრდილოეთის საზღვარს…

სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა და გვჭირდება ამ კუთხის საგანგებო ყურადღების არეალში მოქცევა.
სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა და ვიბრძოდით მთის კანონის და მთის აღორძინების ფონდის შესაქმნელად, რომ მთიანეთის ისტორიულ თემთა კრიზისული ვითარების დაძლევა შეგვძლებოდა და, კერძოდ, ხევსურეთის გადარჩენა!

მაგრამ ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ ამაოდ დავშვრით და მაღალი მთიანეთისთვის შედეგი ნულოვანი დადგა…
გაუწყებთ საგანგაშო ფაქტს: ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დათვის-გველეთ-მოწმაოს თემიდან (რომელსაც ბრწყინვალე სამეურნეო სივრცე და ეთნო-კულტურული გარემო გააჩნია) დარჩენილი ხუთი მოსახლიდან ოთხი ახალგაზრდა ოჯახი აიყარა და წავიდა!
ამავე დროს, აქ, მამა-პაპის ნასახლარში დაბრუნების მსურველი ორი კომლი უკან მიბრუნდა! ისინი ელოდებოდნენ რაღაცას მთის კანონისგან და ხელისუფლებისგან (და პირადად ჩემგანაც) მაგრამ იმედი გაუცრუვდათ!

ჩვენ ვერც მომსვლელს და ვერც აქ მყოფს ვერაფრით მივეხმარეთ! მთის ფონდი სარულიად უსარგებლო აღმოჩნდა მათთვის!
იცით, ეს რას ნიშნავს, ბატონო ბიძინა?! ჩვენს თვალწინ დასრულდა კიდევ ერთი უძველესი თემის ისტორია და დარჩა რამდენიმე ჩამქრალი კერა და ნასახლარი!

ბოლო ხუთი წლის მოლოდინის მერე დარჩა ერთი ქალი, ზამთარში იმანაც გამოკეტა სახლი და სიძესთან წავიდა! ეს არის დრამატული ვითარების სიცხადე!
ვითარება ანალოგიურია სხვა მაღალ მთიანეთის თემებშიც. მეტსაც გეტყვით, მთის კანონმა მაღალი მთის კრიზისული ზონის თითო-ოროლა მცხოვრებიც მთისწინეთში კომპაქტურ დასახლებებში ჩამობერტყა. მაგალითად, ხადადან ფასანაურსა და ანანურში, უკანაფშავიდან ჟინვალში და მაღაროსკარში, არხოტი-ბაცალიგოსა და ლიქოკის ტემებიდან ბიჩინგაანებსა თუ მლაშეში…

ვინაიდან მთის კანონის შეღავათები იქ უკეთ ვრცელდება, სადაც კომპაქტური დასახლებებია, სადაც დენი, გაზი, წყალი და სახელმწიფო დაწესებულებები (სკოლა, საავადმყოფო, საკრებულო და ა. შ.) ფუნქციონირებს.

ხოლო მაღალი მთიანეთის დეპრესიულ თემებში, სადაც პენსიონერიც კი არ არის დარჩენილი და არანაირი დაწესებულება არ არსებობს, იქ მთის კანონი ვერ მოქმედებს, ვერ ეხმარება ახალგაზრდა ადამიანს, ვერც მეურნეს…
ხომ არის სავალალო, ერთგვარად პარადოქსული, მოულოდნელობა?

რაც შეეხება მთიანეთის აღორძინების ფონდს მას არ აღმოაჩნდა მაღალი მთის ზონაში მყოფი ან იქ დაბრუნების მსურველთა დახმარების სტატუსი… ადამიანი, რომელიც არც პენსიონერია და არც მოსამსახურე და მთაში ცხოვრება სურს, ისევ ისე დაუცველი დარჩა, როგორიც იყო სახელმწიფოს ყურადღების გარეთ…
5000-ლარიანი ონლაინ რეჟიმში გაცემული გრანტებიც მათთვის მიუწვდომელი დარჩა, რომელიც მოსწრებაზე რიგდებოდა.
მათ არ იციან ეს ტექნოლოგიები, მათ იციან მეურნეობა და კონკრეტული დახმარება სჭირდებათ, თუნდაც სესხი, ოღონდ გრძელვადიანი და დაბალი პროცენტით საკუთარი პროექტის და იდეის განხორციელებისთვის.

მთიელებს არც ის მოეწონათ, რომ იქ გაუსვლელობის 9-თვიანი რეჟიმი დაუწესეს მთის კანონით…
რა ქნას თუშმა, ფშაველმა თუ მოხევე მწყემსმა, რომელიც მომთაბარეობს და ბარში გამოზამთრებას სულ მცირე, 6–7 თვე სჭირდება!
მას არ ეძლევა მთიელის სტატუსი, ესეც ხომ უცოდინარობის სინდრომია!

მსგავსი რამეები უნდა შეიცვალოს მთის კანონში.

საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ ფონდი დაიშალა წვრილ-წვრილ გრანტებად და ულუფებად, იგი მიბმული აღმოჩნდა ფონდზე აწარმოე საქართველოში და კოოპერატივებზე. ანუ კვლავ გადაჯაჭვული ბიუროკრატიულ კლანებთან და სტრუქტურებთან!
მთიანეთის განვითარების ეროვნული საბჭო დახურული (ჩაკეტილი) აღმოჩნდა ჩვენთვის, მთის კანონის შემქმნელთათვის, აკადემიისთვის, მთიანეთის კომისიისთვის…

ხომ არსებობს გაფანტული სკლეროზი ადამიანი ვერ იხსენებს სად რა დადო, ისეა ეს ფონდიც კაცი ვერ გაიგებს, როგორ გაიფანტა და სად რა გაკეთდა!..
ამ დროს თურმე 62 მილიონი უკვე დახარჯულია.
საგანგებოდ გადავამოწმეთ: ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, მაღალმთიანი ზონების დეპრესიულ სივრცეზე არაფერი გაკეთებულა, ფაქტობრივად, შედეგი ნულოვანია! არ არის ეს საგანგაშო?!

ბატონო ბიძინა! თითო ისტორიული კუთხისთვის (სულ 11 ასეთი მაღალმთიანი რეგიონია) თითო მილიონი რომ გამოგვეყო! მიზნობრივი, ეთნო-კულტურული ტრადიციული სამეურნეო მოდელებისთვის და დაბრუნებისთვის კუთხეების გაცოცხლება დაწყებული იქნებოდა…
ყველა კუთხისთვის საკუტარი კვოტა რომ მიგვეცა ვითარებისა და საჭიროების მიხედვით, ჩვენზე ეშმაკი ვერ იცინებდა. არადა, ვტრიალებთ ერთ ჩაკეტილ საბედისწერო წრეზე და გარედან შიგნით ვერ შევდივართ!

თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბატონ ერეკლე ტრიპოლსკის, თუ რამდენი შესანიშნავი პროექტი წარვუდგინეთ რეგიონულ კომიტეტს, რამდენი იდეა მივაწოდეთ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი კვირიკაშვილის მთის ეროვნული საბჭო ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყრუ კედლად იქცა!..

კვირიკაშვილს საკმაოდ მძაფრი წერილიც მივწერე საერთო გაზეთში, მაგრამ რად გინდა, რაც არ ეწადა გიგისა, ყურებში მძიმედ მისდისა!
ის საერთოდ ვერ მოვახედეთ ჩვენსკენ…

ახლა ამას არ დავწერდი და წარსულს უკან არ მივადევნებდი ქვად, რომ ეს მისთვის პირადად და საჯაროდ თქმული არ მქონოდა.
შემოვდივართ წინადადებით პარლამენტისა და ხელისუფლების წინაშე:
უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს მთიანეთის ეროვნული საბჭო, ჩვენ ვერ შევძელით ამ დახურულ ზონაში ვერც ერთი მეცნიერის, ვერც ერთი სწავლულის, ვერც ერთი აკადემიკოსის შეყვანა?!!

მთის საზოგადოება აღშფოთებულია მათი ამ საიდუმლო სერობით, ამ გრანტომანიით და აღებ-მიცემობანას თამაშით!
ბატონო ბიძინა! ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ თხოვნით: ისევ თქვენ უნდა გვიშველოთ! არ არის სხვა საშველი…
არ გამოჩნდა კაცი პოლიტიკურ სივრცეში და არც ხელისუფლებაში, რომელსაც ეტყვი და მოგისმენს, რომელსაც შეეძლება პრობლემის დანახვა და გადაწყვეტა, კაცი, რომელსაც სტკივა საკუთარი ქვეყანა.

დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მომაწოდა 200-მდე ბენეფიციარის სია, რომელთაც მთის ფონდი ეხმარებოდა. ორ წელიწეად-ნახევარსი 62 მილიონამდეა დახარჯული. არ არის ეს მცირე თანხა. სად, რაზე და როგორ ნაწილდებოდა იგი?! ეს პირადად ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის) გაუგებარია…
მაღალმთიანეთის ის სივრცე, სადაც მრავალი პრობლემა დგას და დემოგრაფიული კრიზისი მძვინვარებს, ისევ მკვდარ ზონად დარჩა, არც ერთი სინათლის სხივი არ მოძრაობს ამ მკვდარ ტბებში, იმედის ერთი ნაპერწკალი არ გაჩენილა ამ მილიონებიდან… ამაში არ შედის არხოტის გზები და ხიდები შატილის ჰესები, თუ მუცოს რესტავრაცია – ეს სხვა პროგრამის ნაწილია.

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

ჩვენ ვთავაზობდით (და ვთავაზობთ) ხელისუფლებს ნათელ იდეას და კონკრეტულ პროექტებს. მთიანეთის თემთა გადარჩენისთვის. ამას არ იღებდა მთის განვიტარების ეროვნული საბჭო, არც უკეთესს გვთავაზობდა, ჩაიკეტა ბანკებთან ურთიერთობის ძველ მევახშურ სტერეოტიპში.
ძველი ხერხებით ჭრიან და ხერხავენ, ჭრიან და ხერხავენ!..

ამიტომაც, ბატონო ბიძინა, ისევ თქვენ მოგმართავთ, ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემის დანახვა და შველა და რაიმეს გადარჩენა!
მაღალმთიანეთის ზოლი (მთის სოლარული სარტყელი) ისეთივეა ჩვენი ქვეყნისთვის (ერისთვის), როგორც ოზონის გარსი დედამიწისთვის, მოგვერღვევა, გაქრება ეს გარსი და დავიღუპებით, ერი ამ ფატალურ დროში (უამისოდ) ვერ გადარჩება!
ბატონო ბიძინა! გაგვიწიეთ რეკომენდაცია მთავრობასთან, დაგვაწყებინნონ ამ ოზონის გარსის აღდგენა თუნდაც ერთი თემიდან და ეს იყოს ხევსურეთი! და იყოს დათვის-გველეთ-მოწმაოს ისტორიული ეთნო-კულტურული, უნიკალური სამეურნეო თემი!
იქნებ, ერთ თემში მაინც შევძლოთ, თუნდაც სანიმუშოდ ერთი მოდელის ხორცშესხმა და იმის ჩვენება, თუ რა ტიპის სამეურნეო და ეთნო-კულტურული პროექტის შეთავაზება შეიძლება არა ოდენ ხევსურთათვის, არამედ სხვა ისტორიული ტემებისთვისაც…

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი



მეტის ნახვა
26-07-2018, 14:30


დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამო, ორ მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული. 

„იცით, რომ სამშენებლო მოედნიდან სამშენებლო მანქანების ბორბლების გარეცხვასთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცრეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რეგულაცია გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვის და დარღვევის თვალსაზრისით, რომლის გამოც, სამწუხაროდ, ორ მილიონამდე ჯარიმა იქნა ამოღებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა რეგულაციები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დაკავშირებულია მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის პრევენციასთან და სავალდებულო, აუცილებელია ნებისმიერი თანამედროვე ქალაქისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.
მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ, რომელიც თანამშრომლობისთვის მზადაა. მისი თქმით, მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს

1tv.ge

მეტის ნახვა
13-07-2018, 15:30


გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე:

– ბატონო სოსო, არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მთავრობა შეიწირა. რით ვერ მოიძებნა ოპტიმალურიგამოსავალი, რათა ქართული ეკონომიკისგანვითარების გზას მივაგნოთ?

– იმის სათქმელად რომ მდგომარეობა უარესდება, ენა არ მომიბრუნდება, გარკვეული მიმართულებებით პროგრესის ნიშნები არის, თუმცა, მთავარი გამოწვევა რაზეც, ჯერჯერობით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ღირსეული პასუხი ვერ გასცა არის ის, რომ მაკრო-ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახა. ზოგადად, ზრდა გვაქვს, მაგრამ ამის სარგებელს, ნაყოფს საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვერ გრძნობს.
ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის შეძლოს, მოახერხოს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორმე თითოეულ ოჯახზე დაიყვანოს. ზოგადად, ამას ეკონომიკური ტერმინით ინკლუზიურიეკონომიკა ჰქვია. ანუ კორელაცია, კავშირი ეკონომიკაზე 10%-ით მკვიდრდება, ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობის კეთილდღეობა 7–8%-ით მაინც უნდა იზრდებოდეს. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, კვლევები ადასტურებენ, რომ იზრდება უთანაბრობა, სიღარიბე განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში.

ახლა, ფაქტობრივად, ასიმეტრიული განვითარება გვაქვს, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი უკეთესად ცხოვრობს, შეიძლება ეს მზარდი ნაწილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ნაწილი ამ თამაშს ისე უყურებს როგორც კინოფილმ `პირველ მერცხალში~ ჩვენი ფეხბურთელები ფოთიდან უყურებენ ინგლისელების თავურით თამაშს, მხოლოდ თვალყურის დევნებაში არიან, რეალურად კი, თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

_ ანუ, საზოგადოებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული ეკონომიკა არ გვაქვს?

– არის ასეთი გამოთქმა: ჯოჯოხეთამდე გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლულიო. ნებისმიერმა ხელისუფალმა სანამ თავის საქმიანობას დაიწყებს უნდა გაიცნობიეროს ჰიპოკრატეს პრინციპი, რაც მედიკოსებს აქვთ – არ ავნო. ანუ, სანამ ცოცხალ ორგანიზმს მკურნალობას დაუწყებ, მანამდე ეს სუბიექტი რომლის სამკურნალოდაც მოგიწვიეს, დაგიძახეს თუ დაგიქირავეს იმაზე უარეს მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო, ვიდრე აქამდე იყო. ეს სლოგანი თითოეულ ხელისუფალს უნდა ჰქონდეს. თვითონ საქართველოს ეკონომიკა იმდენად ღია და გახსნილი სისტემაა – 140 ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური კავშირები, რომ აქ, მარტო საკუთარი ჭკუით, გონებით და თანმიმდევრული პოლიტიკით ყველაფერს ისე ვერ დაალაგებ როგორც გინდა. მაგრამ ჩვენი ამოცანაა გარე, ნეგატიური ფაქტორები ჩვენს საწინააღმდეგოდ კი არ გავაძლიეროთ, არამედ მათი ჩვენი ინტერესების შესაბამისად გამოყენება შევძლოთ. მაგალითად, საქართველოს აქვს კარგი გეოგრაფიულ-გეო-პოლიტიკური მდებარეობა, იგი არის გზაჯვარედინზე, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ეკონომიკასმომსახურების, ენერგეტიკული და ფინანსური ხაზით, რასაც მიზანსწრაფული მოქმედება სჭირდება, რათა ის პოტენციური კლიენტების, ადრესატების ერთობლივი მოქმედება ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოხდეს. ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის შიდა ეკონომიკური ველი ნეგატიური ფაქტორებისგან დავიცვათ, ხოლო მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ კუვეითი ან სხვა ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს რომელიღაც ერთი ბუნებრივი ფაქტორისგან მიღებული რენტული შემოსავლით.

იმ პიკური მდგომარეობისთვის, რაც 1988 წელს გვქონდა, არ მიგვიღწევია. ვარდნა იმდენად მკვეთრი იყო, ზემოთ ასვლას წლები სჭირდება. ჩვენ, დაახლოებით, 35-40 წლით უკან გადავვარდით.

– როდის უნდა შეიქმნას ქვეყანის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია?

– განზრახულობა არის, მაგრამ ეს ზოგადი ცნებაა. ეს იგივეა გქონდეს სურვილი იყო ჯანმრთელი და მდიდარი. ვინ ამბობს ამაზე უარს, მაგრამ მისი მიღწევის გზებია მოსაძებნი, ხომ? გვინდა ვიყოთ ენერგეტიკული და ფინანსური ჰაბი. კი ბატონო, მაგრამ რა კეთდება საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით კაპიტალი შემოვიდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, მომზადდეს კვალიფიციური კადრები, რათა ისინი ქვეყნიდან კი არ გარბოდნენ, არამედ ეს რესურსი ადგილზე გამოვიყენოთ?! – სამწუხაროდ არაფერი. შესაძლოა, მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ ვისაც ჩვენ ვეჯიბრებოდით ისინი ხომ არ გაჩერებულან ერთ ადგილზე, არამედ კვლავ წინ მიიწევენ. ამიტომ, 1988 წელს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების წევრი ქვეყანავიყავით და 32 ქვეყნის საშუალო დონის მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე წარდგენილიმშპ-თი, დაახლოებით, 40%-მდე იყო. 30 წლის შემდეგ კი, იგივე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ეს პროცენტი 12-ს შეადგენს. ანუ, პრობლემა უფრო მწვავედ დგას, საკუთარი გზა ვერ გვიპოვია.

– როგორ გავარკვიოთ რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა?

– არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყანა სწორი გზით ვითარდება თუ მხოლოდ ციფრების მანიპულაციას აქვს ადგილი. მოდით, მოვახდინოთ შეფასება – საქართველოში უფრო მეტი ქართველი ბრუნდება თუ პირიქით, გადის. მეორე – ზოგადად, კმაყოფილი მოსახლეობა სჭარბობს თუ პირიქით, მესამე – ბოლო ექვსი თვის მანძილზე მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდა, გაუმჯობესდა თუ იგივე დარჩა. ამ კრიტერიუმებით თუ ვისარგებლებთ, მაშინ ეს მაჩვენებლები გაცილებით სოლიდური, ობიექტური იქნება, ვიდრე სავალუტო ფონდის დეპეშით გამოგზავნილი შეფასება, თუ სტატისტიკის სამსახურის მიერ დადებული ციფრი მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ირჩევს არა სავალუტო ფონდი ან რომელიმე საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ორგანიზაცია, არამედ საზოგადოება, ხალხი. ნებისმიეირ ხელისუფლება ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამიტომ, ხალხის აზრი განმსაზღვრელია. რაც არ უნდა კარგად წარმოვაჩინოთ საქმე, თუ საზოგადოება უკმაყოფილოა, ჩვენი შეფასება არაფერი იქნება.
რატომ გადიან ქვეყნიდან? – საბჭოთა კავშირის პირობებში ქართველთა 96% საქართველოში ცხოვრობდა, მხოლოდ 4% იყო გასული დანარჩენ 14 რესპუბლიკაში, რუსეთის ჩათვლით. დღეს, ბევრი ქართველი დამდუღრულივით გარბის საქართველოდან იმის გამო, რომ პერსპექტივა, ეკონომიკური ცოდნა-გამოცდილება არ აქვს. ერთ-ერთ პოლიტიკოსთან შეხვედრაზე ვიყავი, მან ტრაბახი დაიწყო: თუ ადრე, საქართველოდან ძიძები, მომვლელები გადიოდნენ, ახლა, ქვეყანას ინჟინრები, ინტელექტუალები ტოვებენ, რაც პროგრესზე მიუთითებსო. როგორ მიუთითებს ყოველივე პროგრესზე? პირიქით, საქმე უფრო მძიმედ არის, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ქვეყანაში სათანადო სამსახურს, თავისი უნარის, ცოდნის გამოყენების არეალს ვერ პოულობს და იძულებულია მოღვაწეობა ქვეყნის გარეთ გააგრძელოს.

– ბატონო სოსო, ახალმა პრემიერმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანა, როგორ უყურებთ ამას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით?

– ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძე ფინანსთა მინისტრის რანგში შვიდი თვე იყო, მის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივები და ვერბალური განცხადებები მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ფუნქციებში არ ეტეოდა. ბევრი პოლიტიკურიგანცხადება გაკეთდა. მან, გარკვეულწილად, გააკეთა განცხადებები საბანკო სექტორის მიმართ, თქვა, რომ მათი ქმედება გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ზოგად ეროვნულ სახელმწიფოებრივ ეკონომიკურ ინტერესებსდამორჩილდეს.

ბახტაძე, ასევე, გამოვიდა ინიციატივით ბანკებს სესხის გაცემაზე გარკვეული შეზღუდვებიდაუწესდეს. საქართველოში საშუალო საპროცენტოგანაკვეთი შინამეურნეობათა სესხებზე ეს იქნება თუ არა იპოთეკით დატვირთული, დაახლოებით, 15%-ია, მაშინ როცა აშშ-ში ეს, დაახლოებით, 3,25%-ის ფარგლებში მერყეობს. დაახლოებით, 4–5ჯერ უფრო დაბალია საპროცენტოგანაკვეთი, სესხის ღირებულება განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან. კიდევ უფრო დაბალია იაპონიაში – 1,68%, ლუქსემბურგში – 2%. ჩვენთან, ბანკები ამით დიდ შემოსავალს ღებულობენ. საბანკო სექტორის მიმართ სახელმწიფოს საშუალება აქვს რეგულირებაუფრო იოლად მოახდინოს, იგი განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს კაპიტალის სიდიდე და ა.შ. ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფომ იმ სფეროზე იზრუნა, რომელზეც უფრო მეტი ზემოქმედების საშუალება აქვს.

ახლა ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების ზღვარი 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე იწევა, ამით ბიზნესს სერიოზული შეღავათი ეძლევა.

– ეს რეგულაციები მისასალმებელია, მაგრამ რამდენად საკმარისია. კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

– გასაკეთებელი ბევრია: როდესაც ქვეყანაში სამეურნეო-სამეწარმეოერთეულების რაოდენობა მხოლოდ 120 კაცზე სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში; როდესაც დარღვეულიაპროპორცია დაქირავებით დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს შორის, ანუ ანაზღაურებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყანაში მცირეა; როდესაც ბანკების მთლიან შემოსავლებში არაპროფილური საქმიანობიდან შემოსავლები თითქმის სჭარბობენ მათ ძირითად, პროფილური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, ასეთ დროს რაიმე კმაყოფილებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ჩვენ, ვცდილობთ, ის სტრუქტურა აღვადგინოთ, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში გვქონდა. ეს არის ფანტომური ტკივილების, ცნობიერების შედეგი, როცა მაგალითად, ადამიანს კიდური აღარ აქვს და წვივი სტკივა. ჩვენ, ფაქტობრივად, რაც მალე დავივიწყებთ იმ ძველ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს ჰქონდა, მით უკეთესი. უნდა შევძლოთ ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, სადაც უფრო მაღალი წილი ადამიანურ კაპიტალს ექნება და შრომითი დანახარჯები შედარებით ნაკლები იქნება. ნაკლები იმედები უნდა დავამყაროთ აგრარულ სექტორზე იმ გაგებით როგორც ეს ადრე გვესმოდა. ძველი ტრადიციული ტექნოლოგიებით სასოფლო მეურნეობა შედეგს ვერ მოგვიტანს. მაშ, რა ვუყოთ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს? _ პოლიტიკა რომ ადამიანები აგრარული სექტორისათვის ზედმეტი გავხადოთ, სწორი იქნება. მაგრამ პოლიტიკა რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ სოფლად ცხოვრებისაგან, სწორი არ იქნება. აქვე, ერთსაც გეტყვით: საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისისთვის 100-ზე მეტი დარგი ჰქონდა განვითარებული, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანის თაობაზე, აღმოჩნდა, რომ ამ 106 დარგიდან რომელიც გვქონდა, ფაქტობრივად, არ აღმოგვაჩნდა დარგი, რომლითაც ბაზარს ჩვენს პირობებს ვუკარნახებდით. სხვა ქვეყნებს ზოგს გაზი აღმოაჩნდა, ზოგს ბამბა, ზოგს ფერადი ლითონები და ა.შ. ჩვენ ცოტ-ცოტა ყველაფერი გვქონდა, მაგრამ რომ განგვევითარებინა ჩვენი რესურსები ამას არ გაწვდებოდა. ამიტომ, უნდა შეგვერჩია რომელიმე დარგი და მის განვითარებას შეწყობოდა ხელი, ამ ძიებაში წლები გავიდა. უნდა ავარჩიოთ დარგი და მის საფუძველზე მოვახდინოთ ყველა დანარჩენისრესტრუქტურიზაცია და ეკონომიკის ასე განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ვიქნებით მარადიული ჩამორჩენილობისთვის.

– ბატონო სოსო, ხშირად ისმის, რომ მიბმული ვართ თურქეთის ეკონომიკას. რატომ არ შეიძლება ვთქვათ სხვა, თუნდაც ჩინურ მოდელს მივებათ?

– დიახ, თურქეთის ეკონომიკაზე დამოკიდებული ვართ. თურქეთს ჩვენს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში, დაახლოებით, 14–17% უჭირავს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსეთზე მოდიოდა ჩვენი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 60%. რუსეთისგან თავის დაღწევა შევძელით, მასზე ისე დამოკიდებულნი აღარ ვართ. ჩვენს ქვეყანაში ხდება თურქული საქონლის რეალიზაცია. საქართველოში იმდენ თურქულ საქონელს ვყიდულობთ, რითაც თურქეთში, დაახლოებით, 60 ათას სამუშაოს ვქმნით. რა გამოდის, ჩვენი თანამემამულენი უცხოეთში შოულობენ ფულს, რაც საქართველოში შემოდის და მერე, ამ ფულით თურქულ საქონელს ვყიდულობთ. საქართველოგამოდის როგორც მეგა-ერგნეთი, ფაქტობრივად, სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილი, რაც ნაკლებად ემსახურება ჩვენი ეკონომიკისგანვითარებას. ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ უცხოური იმპორტირებული საქონლის იმ საქონლით ჩანაცვლება, რომლის წარმოების კულტურა, ტრადიცია, პოტენციალი გაგვაჩნია.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
8-07-2018, 13:00


სკანდალური ინტერვიუ ბატონ თეიმურაზ ქარჩავასთან, რომელიც გამაოგნებელ ისტორიას ჰყვება იმ მაქინაციების შესახებ, რის შედეგადაც სატენდერო კომისიამ უარი უთხრა 70 მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონე `პაუერ ჩაინას~ და არჩევანი სრულიად უსახო და უცნობ "კონტიზე" გააკეთა

შეერყა თუ არა სავარძელი საქართველოს პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს და მის "ბიზნესპარტნიორ-მინისტრ" ქუმსიშვილს "ანაკლია პორტის" პროექტში, "ყაჩაღ ბანკირ" ხაზარაძესთან ერთად, უმოწყალოდ აიშალა სამთავრობო და საპარლამენტო ჭილყვავი, ჟურნალისტებთან ერთად!

ბუნებრივია, ამას მოველოდი, მაგრამ ყველა ერთად ანკლიას თუ მიადგებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რამდენიმე მიზეზის გამო:

– 2013 წლიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაიმე საქმიანი არავის დაუწერია "ანაკლია პორტზე" გარდა შეკვეთილი წერილებისა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მათმა ავტორებმა პორტზე (მითუმეტეს, მშენებარე "ღრმაწყლოვან პორტზე"), საერთოდ არაფერი იცოდნენ.

– ერთერთმა მათგანმა კი, ამასწინათ, ყოველგვარი "გამოძიების" გარეშე, განაჩენი გამოუტანა ანაკლიის "ათასწლეულის" პროექტს!

მის "საბრალდებლო დასკვნაში" ნათქვამია – "…ხაზარაძემ და მისმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად კერძო ინვესტიციავერაფრით მოიზიდეს, რადგან მსოფლიოს გავლენიანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის აბსოლუტურად უტოპიურ და ჩანასახშივე წარუმატებლობისათვის განწირულ პროექტში ფულის ჩადება არ მოინდომეს."
არადა, "ანაკლია პორტის" პროექტის დროებითი ჩავარდნა, ამ პროექტის უტოპიურობის კი არა, მრავალ მიზეზთან ერთად კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის კორუფციული გარიგების შედეგია და იგი არ უნდა მიებას ფოთის პორტს და მის დღევანდელ მფლობელს!

ადრეც, არაერთხელ აღვნიშნე – ფოთის პორტში მოქმედ, მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გადამზიდავკომპანია "მაიერსკს", სანამ ანაკლიაში "ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა" ანონსირდებოდა, არასოდეს გამოუხატავს ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროექტისადმი. მაგრამ, როგორც კი ტენდერის გამარჯვებულად "ხაზარაძე და კონტი ჯგუფი" იგივე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოცხადდა და პორტის მშენებლობის ნაცვლად "კონტეინერების ტერმინალის" პიარს მიჰყვეს ხელი და ყველა საინფორმაციო საშუალება ანაკლიის "კონტეინერების ტერმინალის" მშენებლობაზე აუწყებდა მკითხველს, მე პირადად გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ "მაიერსკი" უსათუოდ იტყოდა თავის სიტყვას, რაც მოხდა კიდეც!

ბუნებრივია, "ხაზარაძე კონტისეული" ანაკლიაში მშენებარე "კონტეინერების ტერმინალი", ფოთში არსებული ტერმინალისუშუალო კონკურენტია და მისი მეპატრონე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშენებლობა არ განხორციელდეს, ან თუნდაც შეფერხდეს და სანამ აშენებულა სახელი გაუტყდეს!

ამ პროცესის თანამონაწილენი არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც უარგუმენტოდ, ზოგადი "ბრალდებებით" ამტკიცებენ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უპერსპექტივობას, ისევე, როგორც ზოგიერთი, მთავრობის წარმომადგენელი და პარლამენტარი.

გერმანულმა კომპანიამ, რომელსაც ტენდერის 12 მოწილეს შორის ყველაზე ღირსეული, ტენდერის პირობების უნაკლოდ შემსრულებელი უნდა შეერჩია. ამ მომსახურებისთვის ორ მილიონამდე ევრო მიიღო!
გერმანელებმა გასაგებია, რა მოგებაც ნახეს ამით, მაგრამ საქართველომ რა შედეგი მიიღო?

ვესაუბრებით, კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" პრეზიდენტს, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას:

– 2016 წლის ივნისში დასაწყები "ანაკლია პორტის~ მშენებლობა დღემდე არ დაძრულა. არადა, ეს პუნქტი, ტენდერის ერთერთი უმკაცრესი მოთხოვნა იყო!

– მკითხველს უნდა შევახსენო: კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" და მასში შემავალი, ჩინური კომპანიის "ფაუერჩაინას" ტენდერის ბოლო ეტაპზე ჩამოშორება, დიდწილად, საქართველოს მთავრობის მიერ (სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, რომლებიც სახელმწიფოს უნდა მოეგვარებინა), სწორედ, პორტის მშენებლობის, 2016 წლის პირველ ივნისს დაწყების, დაჟინებულმა მოთხოვნამ გამოიწვია!

ტენდერის ფინიშზე დარჩენილი "ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან" განსხვავებით, ჩვენი კონსორციუმი რამდენიმე წელიწადი ემზადებოდადა ამუშავებდა "ანაკლია პორტის" მშენებლობის კონცეფციას. დეტალებში იყო გათვლილი ყველა ტექნიკური საკითხი (არაფერს ვამბობ პროექტის დაფინანსებაზე, რადგან, ამ საკითხის საეჭვოობის შემთხვევაში არასერიოზულია "ათასწლეულის პროექტზე" საუბარი), ბუნებრივია, მათი შესრულებისვადებთან ერთად. ამიტომაც მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ასამდე შეკითხვა გავუგზავნეთ, რომელთა შესწავლა და გადაწყვეტა აუცილებლადმიგვაჩნდა, სანამ სახელმწიფოსა და ტენდერში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება დაიდებოდა.

ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამ შეკითხვებში მშენებლობის დაწყების ვადის პირველი ივნისის ნაცვლად 2016 წლის ბოლომდე გადატანა იყო, რაზედაც კატეგორიული უარი მივიღეთ.

ასევე, სახელმწიფოსგან ვითხოვდით, პორტის მშენებლობის პარალელურად ინფრასტრუქტურის სინქრონულად მოწყობის გარანტიას, რომელიც, მიუხედავად ჩვენი კონსორციუმის წინადადებისა – ინფრასტრუქტურაც ჩვენ დაგვეფინანსებინა და აგვეშენებინა არ იქნა მიღებული და ეს შეკითხვაც უპასუხოდ დარჩა ყველა სხვა დანარჩნთან ერთად, რომელთა ჩამოთვლა საგაზეთო ინტერვიუში შეუძლებელია!

მახსენდება, ჩვენი შეკითხვების სიმრავლის გამო, მთავრობიდან ასე გვიპასუხეს – "რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკურენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?"

ჩვენი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო – ჩვენ პორტის მშენებლობას სერიოზულად ვაპირებთ და შეკითხვებსაც ამიტომ ვსვამთ!
ბუნებრივია, საქმისადმი ასეთი მიდგომა, ქვეყნის ანგაჟირებული მთავრობის თვალში, ჩვენი მისამართით გაღიზიანებას იწვევდა და საბოლოოდ, ყველა ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. არადა, ბოლო მომენტამდე ველოდით, მთავრობაში მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მიახვედრებდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ მინისტრებს და უშუალოდ პრემიერმინისტრს, რომ ტენდერში გამარჯვებულის – "სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტენდერის პირობებზე უპრეტენზიოთანხმობა" ათასწლეულის პროექტს ჩაშლიდა, რაც, სამწუხაროდ აცხადდა კიდეც!

თქვენი შეკითხვის არ იყოს – მესამე ივნისი მიიწურა `ანაკლია პორტის~ მშენებლობაკი დღემდე არ დაძრულა!

– მესამე ივნისი მიიწურა, რაც თქვენ საქართველო დატოვეთ და აქ არ გამოჩენილხართ. რა ვუთხრათ "ანაკლია პორტის" მშენებლობით დაინტერესებულ მკითხველს:

– ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ, მთავრობის უნდობლობის გამო განაწყენებულმა დატოვა საქართველო?

– სად მოღვაწეობდა იგი ამ დროის მანძილზე?

– ფუნქციონირებს თუ არა თვენი კონსორციუმი "ანაკლია პორტი და ეკო პარკი"?

– საბოლოოდ ჩამოშორდა ბატონი თეიმურაზ ქარჩავა "ანაკლია პორტის" ფაქტიურად ჩაშლილი მშენებლობის იდეას, თუ, შეიძლება იგი კვლავ ჩადგეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის უკეთესი მომავლის სამსახურში?

– ის, რომ, "ხაზარაძე და კონტი ჯგუფი" ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ იყვნენ, ჩემთვის, მათი ტენდერში გამოჩენისთანავე იყო ცნობილი!

იქნება მკითხოთ – რა არგუმენტებზე დაყრდნობით ვაცხადებ ამას?

ამ კითხვაზე საქართველოს მთავრობამ გვიპასუხა ტენდერის ფინიშის სწორზე – "რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკუენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?"

როცა, ასეთი უპასუხისმგებლო მონაწილე გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად (სინამდვილეში "ანაკლია პორტის" ტენდერს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი კონსორციუმი, ქვეყნის მთავრობისგან სატენდერო პირობებზე უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მოლოდინში თამაშგარეთ დატოვეს), ჩემი საქართველოში დარჩენა, უამრავ კითხვას გააჩენდა და ისედაც გართულებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებდა…

მომიყვნენ, – მავანმა ისიც კი სცადა, ჩემთვის დაებრალებინა საქართველოს მთავრობის და მისი რჩეულის "ხაზარაძე და კონტი ჯგუფის" წარუმატებელი, ფულის სამათხოვროვოიაჟი დედამიწის გარშემო!

წარმოიდგინეთ, ეს ორი წელი საქართველოში რომ ვყოფილვიყავი, რამდენ პროვოკაციებს მოაწყობდნენ ჩემი და ჩემი კონსორციუმის წინააღმდეგ, ოღონდ თავი დაეძვრინათ ჩასვრილი საქმიდან!

აქვე უნდა ვთქვა – მიუხედავადყველაფრისა ყურადღებითვადევნებდი თვალს საქართველოს მთავრობის და მისი "რჩეულის" მცდელობას, მოეძიათ პორტის ასაშენებელი თანხები (რაც ტენდერში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღაბამდე მზად უნდა ჰქონოდათ!) და მზად ვიყავი შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდი კიდეც, მაგრამ, როცა, ისინი, ჩემი კონსორციუმის წევრებს მიადგნენ ფულის სამათხოვროდ, მაშინ მივხვდი, რა დონის ავანტიურისტებთან გვქონდა საქმე მე და საქართველოს მოსახლეობას!

ასეთ ხალხს როგორ უნდა გავუნაწყენდე?

მაშინაც კი არ გავნაწყენებულვარ ამ მთავრობაზე, როცა – 2015 წლის აპრილში ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, ერთერთ უდიდეს გადამზიდავ კომპანიის Mშც-სთან მიღწეული შეთანხმება – ანაკლია პორტის, კონტეინერების ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება (1.200.000.000$) ჩამიშალეს. შეხვედრიდან მეოთხე დღეს, როცა ურთიერთთანამშრომლობისა და კონტეინერების ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულებაზე უნდა მოგვეწერა ხელი, მორიდებით მაუწყა კომპანიის წარმომადგენელმა, რომ MSC-ს სამეთვალყურეო საბჭომ, საქართველოს მთავრობიდან მიიღო შეტყობინება – ბატონ თეიმურაზ ქარჩავას და მის კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკს" ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა არ გააჩნიაო!

მაშინ ვიფიქრე – მტერი მყავს ალბათ და მთავრობის სახელი გამოიყენა-მეთქი!

განაწყენებულს არ დამიტოვებია საქართველო – გუდაწყვეტილი კი წამოვედი ორი წლის წინ, იმის გამო, რომ, ამ ჩინოვნიკებს, სახელმწიფო სამსახურიპირად ბიზნესად აქვთ ქცეული!

რას ვაკეთებდი საქართველოდან წასული?

– ბუნებრივია, უსაქმურად არ ვყოფილვარ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რომ იტყვიან, საქართველოში ერთი ცენტი არ მიშოვია, მე იქ "ბიზნესი" არ მქონია. უპოვართა თანადგომა, ქველმოქმედება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ახლის მშენებლობა, ანაკლია პორტის პროექტთან დაკავშირებული 20 წლის მანძილზე ჩემი საქმიანობა და ინვესტიციები პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ დამიგეგმავს, ყველა ეს საქმე ჩემი ქვეყნის და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყო გამიზნული.

გვიან მივხვდი – ურთულესი საქმე ყოფილა, ჩვენს დროში, საქართველოში კეთილი საქმის კეთების ნებართვის მოპოვება!
კონსორციუმი "ანაკლია პორტი და ეკო პარკი" რა თქმა უნდა ფუნქციონირებს (ჩვენი, აწ უკვე ყოფილი კონკურენტის მსგავსად, იგი სახელდახელოდ არ შექმნილა "ანაკლია პორტის" ტენდერში მონაწილეობის მისაღებად), მასში შემავალ კომპანიებთან, მათ შორის "ფაუერ ჩაინასთან" ერთად და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. აქტიურად ვმონაწილეობთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მეგაპროექტების განხორციელებაში, როგორც ინვესტიციებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
მეც მაქვს შეკითხვა თქვენს გაზეთთან და საქართველოს მთავრობასთან!

– ბრძანეთ!

– ყურადღება მიაქციეთ, რა მოთხოვნებს უყენებდა ქვეყნის მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს და როგორ შესრულდა იგი:
"ანაკლია პორტის" ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს "ხელმოწერის თარიღიდან არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, გამარჯვებულმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა გადაიხადოს აუნაზღაურებადი ხელმოწერის ბონუსი 3.000.000 (სამი მილიონი დოლარის) აშშ დოლარის ოდენობით."
ამის გარდა ტენდერში გამარჯვებულს მზადყოფნაში უნდა ჰქონოდა – „წინასამშენებლო გარანტია ერთი წლის ვადით 20 მილიონის ოდენობით. პერფორმანს გარანტია 20 მილიონის ოდენობით ყოველი გაფართოების ფაზისათვის. დამატბითი პერფორმანსგარანტია 40 მილიონის ოდენობით, რომელიც მთელ საინვესტიციო პერიოდზე ვრცელდება.“

– რა ბედი ეწია ამ ზემოთხსენებულ მილიონებს?

– ხომ არაფერს გეუბნებათ ის ფაქტი, რომ ზღვის ნაპირის ჩიჩქნა ბიუჯეტის ფულით დაიწყეს?

– ვინ გვიპასუხებს – სად არის ეს თანხები?

ვიდრე "ანაკლია პორტის" მშენებლობის ახალ შესაძლებლობაზე ჩამოვაგდებდეთ სიტყვას, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, სადაც მიუკერძოებელი უცხოელი აუდიტი ჩაერთვება. დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, როგორ მოხდა უფულო კონსორციუმის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადება, რა გაკეთდა 2016 წლის 5 თებერვლიდან დღემდე, ვისი და რა ოდენობის თანხები დაიხარჯა ანაკლიაში ჩატარებულ სამუშაოებზე, მოსახლეობის გასახლებისთვის გადახდილი კომპენსაციის ჩათვლით!
ხომ არ ავიწყდება მთავრობას, სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ჩემი კომპნიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული პორტის ასაშენებელი მიწების საკითხი, დღემდე სასამართლო პროცესებს რომ ელოდება?

აქამდე ვიმედოვნებდი საქმე დაიძვრებოდა, მაგრამ, დღეს, როცა ყველაფერი გამოაშკარავდა და ცხადია ესენი ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ არიან, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილონ ჩემი კომპანიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 2100 ჰექტარი მიწის ფართობის საკითხი!

საქმე მზად არის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებზე გასატანად.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, მე და ჩემი კონსორციუმის წევრებმა "ანაკლია პორტის მშენებლობაში" ჩართვაზე!
უახლოეს დღეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და იქ უფრო ვრცლად ვისაუბროთ!

ხაზარაძის ბანკირობა არაფერს ნიშნავს მსგავსი პროექტების დაფინანსების ნდობის მოსაპოვებლად. არც მისი კომპანიონი, ამერიკული კონტი გახლავთ დიდი ხვითო, საერთაშორისო საინვესტიციო სარბიელზე!

უცხო არ უნდა იყოს, რასაც ახლა ვიტყვი – ამერიკელი "კონტი" ანაკლიის მიდამოებში სამუშაოს (შეკვეთის) საძებნელად გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაჩაღდა საუბარი. გასაოცარიაროგორ გახდა იგი მეგაპროექტის ინვესტორი?!

შედარებისათვის, თქვენი ნებართვით ჩვენი კონსორციუმის "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" წევრებს დაგისახელებთ:

1. POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი);
2. AECOM TECHNICAL SERVICES INC (აშშ);
3. BRITIDH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი);

მიმაჩნია, ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის, თუ რა წინასამშენებლო გარანტიები გააჩნდა ჩვენს კონსორციუმს, რომლებიც საქართველოს მაშინდელ მთავრობას წარედგინა:

თურქული სამშენებლო კომპანია "B. ERGÜNLER YOL YAPI INSAAT TAAHHUT MADENCILIK AS"-ის საბანკო გარანტია 180 მილიონ დოლარზე.

ყოველივე ზემოთთქმულისა და წარმოდგენილი გარანტიების შემდეგ, საუბარი "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის" უპერსპექტივობაზე და მისი დაფინანსების საეჭვოობაზე მხოლოდ ამ პროექტისადმი მტრულად განწყობილს შეუძლია!
ალბათ დამიჯერებთ, რომ – მე არ მინდა იგი, საქართველოს მთავრობის ან ქართული მედიის წარმომადგენელი იყოს!

დავით ქობალია


P.S.:  2014 წელს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში, საბანკო ექსპერტებთან ერთად კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" "ანაკლია პორტის" პროექტის განხილვის შემდეგ დადებული დასკვნის მოკლე შინაარსს გავიხსენებ:

"კონსორციუმ ანაკლია პორტი და ეკო პარკის~ მიერ შემოთავაზებული პროექტის დამფინანსებლების ჩამონათვალი უნიკალურია, სადაც წამყვანი პოზიცია ჩინურ სახელმწიფოგიგანტ კომპანიას "პაუერჩაინას" უკავია. ის, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აძლევს საბანკო, ან სახელმწიფო გარანტიას ტენდერში გამარჯვებულს და მიუხედავად ამისა, ჩინური სახელმწიფოკომპანია `პაუერჩაინა~ მზადყოფნას გამოთქვამსდააფინანსოს პროექტი, თვითონვე ააშენოს იგი, და მისი ექსპლოატაციაც უზრუნველყოს, პროექტის გარანტირებულ წარმატებას განაპირობებს. ბატონებო, ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის დაწყებას, პროექტის მასპიძელი ქვეყნის მთავრობის კეთილი ნება აკლია მხოლოდ!"

აქვე მკითხველ ვთავაზობ, „ფაუერჩაინა“-ს საზღვარგარეთის ბიზნეს-დანაყოფის პრეზიდენტის ბ-ნ დინგ ჩენგგუოს მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილს, სადაც იგი საქართველოს მთავრობას აუწყებს:

„...ჩვენ აღნიშნულ პროექტში ინტერესთა გამოხატვის ადრეული ეტაპიდან ღრმად ვართ ჩართულნი ჩვენს პარტნიორებთან, ბატონ თეიმურაზ ქარჩავასთან ერთად. როგორც პოტენციურმა ინვესტორმა, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისათვის, რომ ჩინეთის ხელისუფლებისგან წინამდებარე პროექტისათვის სახელმწიფო მხარდაჭერამოგვეპოვებინა. ჩვენ კარგად გვესმის ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა თქვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და ამ პროექტში მონაწილეობის მიღების ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია საჭირო შესაძლებლობა და გამოცდილება ამ უნმიშვნელოვანესი პროექტის განხორცილებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, „ფაუერჩაინას“ მტკიცე განზრახვა ანაკლია პორტის პროექტთან მიმართებაში არ შეცვლილა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობის მიერ შერჩეულ იქნება პორტის განხორციელების სწორი სტრუქტურა, დაწესებული იქნება კეთილსინდისიერი საინვესტიციო პირობები და შეიქმნება რისკის განაწილების მექანიზმი მთავრობასა და ინვესტორს შორის, იმისათვის, რომ ძირითად ინვესტორად მოზიდული იქნას პორტის საინვესტიციო კომპანია და ასევე იმისათვის, რომ ბანკებმა წინამდებარე პროექტი მიიღონ, როგორც დაფინანსებადი პროექტი.“

როგორც ნახეთ, ბატონი დინგ ჩენგგუო ოპტიმიზმი არ გამართლდა. "შესანიშნავმა სამეულმა" კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის შემადგენლობით სულ ფეხებზე დაიკიდეს "ფაუერჩაინა" თავისი 70-მილიარდიანი ბრუნვით და ისეთი ხელოვნური ბარიკადები აღუმართეს, ისეთი აბსურდული მოთხოვნები წაუყენეს, ისეთი ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული აბლაბუდები დაუხლართეს, "ფაუერჩაინა" მიხვდა, რომ ამათთან საქმის დაჭერა არ ღირდა.
როგორც ამბობენ, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, "ფაუერჩაინა" თვითონ ამბობს უარს პროექტის განხორციელებაზე და საკუთარი ნებით ტოვებს ასპარეზსო.

შედეგი: ქვეყანას ხელთ შერჩა მოპარტახებული ანაკლიის სანაპირო და პორტის აშენების გაურკვეველი, ბუნდოვანი, პესიმისტური პერსპექტივა.
ტენდერი რომ მიკერძოებულად, კანონის სრული დარღვევით, სატენდერო პირობების უგულებელყოფით, ჩატარდა, ამის გამორკვევა და დამტკიცება ადვილზე ადვილი საქმეა, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იმ დოკუმენტებს გადაავლებს თვალს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამწუხარო და გამაოგნებელ ისტორიას ასახავს.

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ამ დოკუმენტების შესწავლა, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი თვითონ მონაწილეობდა და თვითონ ლობირებდა ანაკლიის პორტის ტენდერის გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა ობიექტურად შეისწავლისანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ამ საუკუნის აფიორაში მონაწილე ყველა პირს სათანადოდ მიუზღავს.

კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე – ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედიიყო, სადაც ნელ-ნელა იძირებიოდადა უჩინარდებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.

მადლობა ღმერთს, ეს სამკუთხედი დაიშალა, მაგრამ სანამ ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება და არ ამოიძირკვება ის შხამიანი ფესვები, რაც მათ ქართული ეკონომიკის წიაღში ასე ღრმად ჩაუშვეს, მანამდე ეკონომიკის წინსვლა უკიდურესადშეფერხდება.
დ.ქ.


მეტის ნახვა
5-07-2018, 11:00


"რა ამოწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდეს"

"საერთო გაზეთის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით "როდის დაინტერესდებიან სათანადო ორგანოები შპს "მექანიზატორში" შექმნილი საგანგაშო მდგომარეობით", შპს "აგრორემმანქანასერვისის" დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მიწათმფლობელთა და მექანიზატორთა კავშირის" თავმჯდომარის მოადგილე, სოფლის მეურნეობისმექანიზაციის ექსპერტი ბატონი გივი ქურდიანი გამოეხმაურა და მრავალი საინტერესოინფორმაცია მოგვაწოდა.

ბატონი გივი მექანიზაციის დარგის სპეციალისტია, 60-იანი წლების პირველი ნახევარში ოსტატად დაიწყო მუშაობა დიღმის საცდელ-სარემონტო მექანიკურ ქარხანაში და ყველა თანამდებობრივი საფეხური გაიარა, სანამ ამ საწარმოს გენერალურიდირექტორი გახდებოდა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პერიოდში ხსენებული ქარხანა შრომითმა კოლექტივმაშეისყიდა და მას შემდეგ აგრორემმანქანასერვისის~ სახელით ფუნქციონირებს. გთავაზობთ ინტერვიუს გივი ქურდიანთან, სადაც ის საუბრობს, თუ როგორ ნადგურდებოდა ათწლეულების მანძილზე ტრადიციული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგი, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია.

გივი ქურდიანი: საქართველოს სოფლის მეურნეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ჩვენი წინაპრების ძირითად საქმიანობას მიწათმოქმედება და მესაქონლეობა წარმოადგენდა. იმდენ პროდუქციასვაწარმოებდით, რომ ექსპორტზეც გაგვქონდა, ცნობილი ფაქტია, რომ გლეხობას ურმებით ჩაჰქონდა ფოთის პორტამდე ხორბალი, სიმინდი, სხვა პროდუქტები და იქ ახდენდა რეალიზაციას.

ერთ მაგალითს გეტყვით, მე 19-საუკუნეში, სამურზაყანოდან (დღევანდელი გალის რაიონი) თურქეთში ყოველწლიურად ერთი მილიონი ფუთი სიმინდი გადიოდა. ბუნებრივია, დიდი ყურადღება ექცეოდა ვაზს, მზადდებოდასაუკეთესო ალკოჰოლურისასმელები, ამის ექსპორტირებაც ხდებოდა, რადგან დიდი მოთხოვნილება იყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენთან მოწეული ყველა აგრარული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, ერთია, ჰაერი რომ არ არის დაბინძურებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სარწყავად სუფთა, გამდინარე წყალი გამოიყენება. გეხსომებათ, როგორ იყო განვითარებული ჩაის წარმოება, ეს კულტურა მე 19 საუკუნის 30-იანი წლებიდან შემოვიდა საქართველოში, საბჭოთა მმართველობის დროს დარგის ინდუსტრიალიზაციამოხდა და გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჩაის პლანტაციების საერთო ფართობმა 67.000 ჰექტარს მიაღწია. აშენდა 150-ზე მეტი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა, დასაქმდა უამრავი ადამიანი, ეს იყო ყველაზე შემოსავლიანი, რენტაბელური დარგი, რომელიც დღეს მთლიანად განადგურებულია. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თურქეთში დადის ჩაის საკრეფად, ოჯახი რომ არჩინოს. კომუნისტებმაგამოუყენებელი, ყამირი მიწებიც აითვისეს, მათ შორის, მთიანი ფერდობებიც, ასე რომ, თითქმის ყველა მიწის ფართობი მოსავლიანი გახდა. უამრავი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შემოდიოდა საქართველოში, აშენდა სხვადასხვა დანიშნულების გადამამუშავებელი საწარმოები, სოფლის მეურნეობისტექნიკური მომსახურების ბაზები და ა.შ. 80-იანი წლებისთვის საქართველო 35.000 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ფლობდა, რომელსაც შვიდი სპეციალიზებული ქარხანა ემსახურებოდა, მათ შორის ჩვენი ქარხანა. მთელ საქართველოს ვემსახურებოდით, ტრაქტორებისა და კომბაინების რემონტის გარდა, სათადარიგონაწილებსაც ვამზადებდით, რასაც რესპუბლიკის გარეთაც ვაგზავნიდით.

დღეს იმ ტექნიკის 7% თუ იქნება დარჩენილი, დანარჩენი ჯართად გაიყიდა უცხოეთში. ამ 7%-დან, რაც დაახლოებით 8.500 ერთეულს შეადგენს, ნახევარი გამოუყენებელია, რადგან მოსახლეობას მისი დაქირავებაძვირი უჯდება. სოფლის მეურნეობის განვითარებაში მთავარი როლი მექანიზაციას ეკისრება, ჩვენ კი ეს დარგი ფაქტობრივად გავანადგურეთ. ერთსაც გეტყვით, 2000 წლიდან საქართველოში შემოსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ ექსპლუატაციისთვის გამოუყენებელია. ამის მიზეზი ის არის, რომ განაცხადებს, რა ტექნიკა გვჭირდება, არაკვალიფიციური სპეციალისტები წყვეტენ, თუმცა ამაზე უფრო კონკრეტულად მოგვიანებით ვისაუბრებ. ქვეყნის ნგრევა-გაჩანაგების პროცესი 1989 წლიდან დაიწყო, რამაც "პიკს" საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიაღწია. დამოუკიდებლობა კი მივიღეთ, რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ მავნებლურიპოლიტიკის გამო, კაპიტალისტურ წყობაზე გადასვლას უმძიმესი შედეგი მოყვა. მთლიანად მოიშალა მრეწველობა, როგორც ნედლეულის მწარმოებელი, ისე გადამამუშავებელი ქარხნების სახით, სოფლის მეურნეობამაც ადრინდელი ფუნქციებისუდიდესი ნაწილი თითქმის მთლიანად დაკარგა. სახელმწიფო მასობრივმა უმუშევრობამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მოიცვა, რის გამოც საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწა. 90-იანი წლების დასაწყისში გამეფებულიქაოსის დროს კრიმინალების ხელში აღმოჩნდა საწარმოებისა და ქარხნების მთელი ქონება, ჯართად გაიყიდა ძვირადღირებული მანქანა-დანადგარები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უკვე გითხარით. ეს პროცესი "მშვიდობიან" წლებშიც გაგრძელდა, ტექნიკური აღჭურვილობის განადგურება არ იკმარეს და ბოლოს ფაბრიკა-ქარხნებიც დაანგრიეს, ადგილზე იყიდებოდა სამშენებლო მასალად მიზერულ ფასში.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ქართველების ხელით ხდებოდა.
სასოფლო-სამეურნეოტექნიკის უქონლობის გამო, დაუმუშავებელი დარჩა ასეულათასობით ჰექტარი სახნავები (აგროსექტორში გამოყენებული მიწის 60%), ბაღ-ვენახები და სხვა სავარგულები. ბევრმა ვენახები და ხეხილიც კი აჩეხა. მეცხოველეობის ფერმები მთლიანად მოსპეს. ამიტომაცაა უვარგისი, გენომოდიფიცირებული აგრარული პროდუქტებიუცხოეთიდან რომ შემოგვაქვს და ფაქტობრივად იმ ქვეყნების ეკონომიკასვანვითარებთ. სოფლები დაიცალა, ხალხმა მასობრივად მიატოვა მამა-პაპისეული სახლკარი და ქალაქებს მიაშურა, სადაც დღემდე უმწეოების სტატუსით სარგებლობენ, სახელმწიფოსგან ელიან ყოველთვიურ მწირ დახმარებას, რაც არასწორია.

ჩემი აზრით, ბევრმა მათგანმა დიდი დანაშაული ჩაიდინა სოფელი რომ მიატოვა, მათ შეეძლოთ ფიზიკური შრომით ადგილზე მიეღოთ იმდენი შემოსავალი, რომ ოჯახი ერჩინათ. ამ უბედურებას რუსეთთან გაუმართლებელი ომი დაემატა, რის შედეგადაც ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ნაციონალების უნიათო ხელისუფლებისა და მათი ბელადისვისთურმე ეს ტერიტორიები მხოლოდ ქვა-ღორღი და კლდეები ყოფილა. სააკაშვილისა და მისი გუნდის "საგმირო" საქმეების შესახებ უამრავ ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ ჯერ იმაზე მინდა გესაუბროთ, როგორ აღმოფხვრესქვეყანაში კორუფცია, რითაც თავს იწონებენ. მათი "არაკორუმპირებულობა" საკუთარ თავზე ვიწვნიე. 80-იანი წლების მეორე ნახევარში კოოპერატივების ჩამოყალიბება რომ დაიწყო, გაზეთ "პრავდაში" წავიკითხე ინფორმაციაამ საქმის ასე ვთქვათ, პიონერზე, მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი მძლავრ ქარხანაზე. დავინტერესდი, ჩავედი იმ ქარხანაში, შევხვდი მთავარ ეკონომისტს, ვთხოვე აეხსნათ, როგორ გადავიდნენ კოოპერატივის პრინციპზე. ქარხნის დირექტორსაც ვესაუბრე და ყველაფერი გავარკვიე. საქართველოში დაბრუნებისთანავე მოვახსენე სოფლის მეურნეობისმაშინდელ მინისტრს რასაც ვაპირებდი, დაინტერესდა ანალოგი თუ არსებობდა, დოკუმენტაცია გავაცანი, მოეწონა და მხარი დამიჭირა. მინისტრი საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარესაც ესაუბრა, კარგია თუ ანალოგი არსებობსო და ისიც დათანხმდა. მოვამზადე სათანადო მასალები და 1988 წელს კოოპერატივების სისტემაზე გადავედით, რამაც უფრო ეფექტური გახადა ჩვენი მუშაობა, რადგან მეტი თავისუფლება გვქონდა, ფონდებიც დაგვიტოვეს, ცენტრალიზებულადაც ვიღებდით, რაც გვჭირდებოდა. სხვათა შორის, კოოპერატივები ძირითადად 1995 წლის მერე ჩამოყალიბდა საქართველოში. სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვების წესით გასხვისებარომ დაიწყო, ტენდერში ჩვენმა კოლექტივმაგაიმარჯვა და 1996 წელს შევიძინეთ ეს ქარხანა ათწლიანი იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით.

2005 წელს, ანუ ერთი წლით ადრე დავამთავრეთ სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება, სოფლის მეურნეობისსამინისტროში მივედი, ხელმძღვანელობასთან მინდოდა შეხვედრა, რომ ქარხანა ჩვენს საკუთრებაში დაგვერეგისტრირებინა. მინისტრს ვერ შევხვდი, მაგრამ სამინისტროს იურიდიულ სამსახურში მაცნობეს, რომ თურმე ვიღაცას "ლაპა" ედო ამ ქონებაზე და სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო, მატყუებდნენ. ავუხსენი, რომ სამინისტროს კომისიამ თავის დროზე ყველაფერი შეაფასა, თანხა გადავიხადეთ, ყველა საბუთი წესრიგში იყო და რა პრეტენზია უნდა ჰქონოდათ. კარგი, მოგცემთ სათანადო დოკუმენტს, ოღონდ ერთი 5.000 დოლარი მაინც გვაჩუქეო. ეს საუბარი ვინმე სოსო მდივნიშვილთან მქონდა, რომელიც თურმე არც კი ყოფილა თანამშრომელი. სხვა გზა არ მქონდა, დავთანხმდი, ჩვენი ბუღალტერიც მახლდა, მივიტანე ეს თანხა, 2000 ლარი მქონდა დარჩენილი გადასახდელი, რადგან დაგვიანებისთვის დაგვაჯარიმეს, ამ თანხას თუ გინდა ნუ გადაიხდიო, უარი ვუთხარი, ბიუჯეტს ვერ მოვატყუებ-თქო და ეს თანხაც გადავიხადე. ამის მერე სოსო მდივნიშვილი მეუბნება, არ გამოვა ეს საქმე, დავზვერე და მართლაც "ლაპა" ადევს მაგ ქარხანას, ისე, ძალიან იაფად გიყიდიათო. ჩვენ რა შუაში ვიყავით, როცა იმ პერიოდში ყველაფერი იაფი იყო, კომისიას 105.000 დოლარად ჰქონდა ყველაფერი შეფასებული, აქედან 85.000 დოლარად მთლიანი ქონება, რასაც კიდევ ემატებოდა 20.000 დოლარი. ამ "არაკორუმპირებულებს" შევთავაზე მოსულიყო მათი კომისია და ადგილზე შეემოწმებინათ, აქტში შეცდომის არსებობის შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იყო, გაესწორებინათ თუ არა და ჩამოერთმიათ, რას იპოვნიდნენ, რაც არ არსებობდა. რომ არ დავუთმე, მერე განაწყენებულებმა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ჩამომართვეს, სახელმწიფოსიაო.

რანაირად იყო სახელმწიფოსი, როცა 1988 წელს, თვითონ სახელმწიფომ შემასყიდა. სოფლის მეურნეობისსამინისტრო აშენებდა ამ ობიექტებს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ დაამთავრეს დააკონსერვეს, უკვე ჭირდა ცხოვრება და ბანკიდან აღებულ სესხს ვერ ფარავდნენ. სამინისტროს ხელმძღვანელობამ შემომთავაზა, რომ რაც აშენდა, შემასყიდდნენ, ოღონდ ბანკის კრედიტი ჩვენს საწარმოს უნდა დაეფარა. დავფარე სესხი და საკუთრებაში გადმომცეს ეს ობიექტები, თუმცა ნაციონალებმა წამართვეს, მოგვიანებით ორი იჯარით გადმომცეს. ქარხნის მესაკუთრისსაბუთიც ოთხი წლის დაგვიანებით, 2009 წელს დიდი დავიდარაბის შემდეგ მომცეს. სხვათა შორის, დღემდე მიდის იმ ობიექტებზე დავა, ფაქტია, რაღაც ინტერესი აქვთ.

რამდენჯერმე მივმართეთ ოფიცილურადეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასეთი პასუხი მომწერა: შენობა კი გეკუთვნით მაგრამ რომელ მიწაზეც დგას ის სახელმწიფოს ეკუთვნის და დაზარალდებაო. სასამართლოში სარჩელი შევიტანე, ახლაც სასამართლო განხილვაშია ეს საქმე, რადგან მოპასუხე მხარემ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა სააპელაციოს გადაწყვეტილება, ობიექტური განხილვის შემთხვევაში, ეს საქმე დადებითად უნდა გადაწყდეს, ვინაიდან ყველა საბუთი მაქვს მაშინდელი ეკონომიკისა და სოფლის მურნეობის სამინისტროებიდან, რომ სადავო შენობა შესყიდულია 1989 წელს კოოპერატივ "აგრორემმანქასერვისის" მიერ. ასევე შენახული მაქვს 1.300.000 მანეთის ბანკში სესხის დაფარვის და ფულის გადახდის ჩეკები. მხოლოდ ისაა საჭირო, საქმე მცოდნე სპეციალისტებმა განიხილონ, რაც დღეს ყველა სფეროში საუბედუროდ დეფიციტია.

– ბატონო გივი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, როგორ ნადგურდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის ქართული სოფელი და ვის მიუძღვის ამაში "წვლილი".

– ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება. მეურნეობები და კოლმეურნეობები რომ დაშალეს და გააუქმეს, როგორც გითხარით, ტექნიკა ჯართად გაყიდეს, იგივე ბედი ეწია სარწყავ სისტემასაც. ამ ყველაფერს მაშინდელი უშიშროების სამსახური, პოლიცია, რაიონების პრეფექტები თუ გამგებლები "კურირებდნენ". აქტიურად იყო ჩართული ლევან მამალაძეც, რომელიც ბოლოს ქვემო ქართლის გუბერნატორი გახლდათ და დღესაც იძებნება. ზემოხსენებული მეურნეობების ხელმძღვანელობას და სოფლის მეურნეობის სამსახურებს მონაწილეობა არაფერში მიუღიათ, მათ ცხვირს ვინ ჩააყოფინებდა. ჩემს თვალწინ იძარცვებოდა და იყიდებოდა ყველაფერი. არეულობის პერიოდში, შუა აზიიდან შემოტანილილითონი რომ გავყიდე, უშიშროების სამსახურიდან დამადგნენ, მიმანიშნეს, როგორ არ გეშინიაო, ზუსტად იმ დროს დახოცეს ცხიმკომბინატისა და საკონსერვო ქარხნის დირექტორები ქურდებმა და მხედრიონელებმა. ამხელა ქარხანა მებარა, ამიტომ იძულებული ვიყავი იარაღი მეტარებინა. ზვიად გამსახურდია იყო ისევ ხელისუფლებაში 3.000 ტონა ლითონი რომ შემოვიტანე და საწყობში მქონდა. არადა ფაქტობრივად უკვე ყველაფერი გაუქმებულიიყო. მაგ პერიოდში იყო სამტრედიაში (რაიონის პრეფექტი ზვიად ძიძიგური) რკინიგზა რომ გადაკეტეს, რუსეთის არაფერი გვინდაო. შვიდი ვაგონი, 350 ტონა ლითონი დავკარგე, რადგან ჩემი ტვირთიც იქ მოხვდა.

მარტო ეს ზარალი განიცადა ქვეყანამ ამ უგუნური საქციელით? არეულობით ყველა სარგებლობდა, თბილისში იყო ლითონის ბაზა, გამოვსებული იყო საქონლით, მისმა ხელმძღვანელებმა ბიუჯეტის გვერდის ავლით ყველაფერი გაყიდეს, ისე გამდიდრდნენ, რომ ამერიკაში გადავიდნენსაცხოვრებლად. სამტრედიაში ასეთი პრობლემა რომ შეიქმნა, მოსკოვში ჩავედი, რუსებმა მითხრეს, მძიმე მრეწველობა და ნედლეული თქვენ არ გაქვთ, გაყიდეთ აქედან გამოგზავნილი ლითონი და ისარგებლეთ, ესეც არ გინდათ, ჭკუა არ გაქვთ და ჩვენ რა გიშველოთო. დახმარება ვთხოვე, რომ ჩვენი კუთვნილი ფონდები კემეროვოს ოლქში ჩაესვათ, იქიდან ბაქოს გავლით შემოდიოდა თბილისში ტვირთები და პრობლემა ნაკლები იყო. დამთანხმდნენ, ჩემი მოადგილე ფულით გავაგზავნე კემეროვოში, ფონდები უკვე მოხსნილი გვქონდა, მაგრამ მომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე აღგვიდგინეს, იქვე გამოგვიყვეს 500 ტონა ლითონი და ჩამოვიდა ეს ტვირთი თბილისში. აქ მშენებლობისთვის და წარმოებისთვის ვის ეცალა, ძარცვა-გლეჯვაზე იყნენ გადასული, ამიტომ უცხოელებზე გავყიდეთ, თურქებმა იყიდეს. საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა ვიღაც, დაელაპარაკა უშიშროების სამსახურისწარმომადგენლებს, მერე მათ დამიბარეს, ხომ ხედავ როგორი მდგომარეობაა, როგორ არ გეშინია, ცალკე "მხედრიონი", იქით ქურდები და სხვა დაჯგუფებები, ჩვენთან ერთად იმუშავეო. თვითონ ბარტერულ გაცვლებს აკეთებდნენ, შაქარი შემოჰქონდათ. დავთანხმდი, ჩავიტანე ფოთის პორტში ეს ლითონი და მაშინ ვნახე ჩვენი დალეწილ-დაჭრილი ტექნიკა მთებად რომ იდგა, გამზადებული იყო გასატანად.

თუ რამე ვაგონი შემოდიოდა საქართველოში, ბათუმში ჩადიოდა და იქ იშლებოდა, ცალცალკე ჰქონდათ დახარისხებული ფერადი და შავი ლითონები, ასე გაიძარცვა საქართველო. ჩვენი ქარხანა სოფლის მეურნეობის გარდა, ქარხნებსაცემსახურებოდა, აბრეშუმის კომბინატს რაღაცა დანადგარები დავუმზადეთ, ხაშურშიც იყო კარგი საწარმო, ფართლეულს უშვებდნენ, მათაც გავუკეთე ფარდული, მერე ეს ყველაფერი ჯართად დაჭრეს და უცხოეთში გაყიდეს. აბრეშუმის წარმოებას კაცი გააუქმებდა? საბურთალოზე უნიკალური კერამიკული კომბინატი იყო, მიწასთან გაასწორეს, ამის მერე მიადგნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ფაბრიკა-ქარხნებს, დანადგარები ჯართის ფასად გაყიდეს, ხოლო შენობა-ნაგებობები მთლიანად დაანგრიეს და სამშენებლო მასალებად ყიდდნენ. უბედურება ის არის, რომ უცხოელი ტურისტების თვალით უყურებდნენყველაფერს, იქამდე მივიდნენ, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალაშენებული ქართული სკოლაც კი არ დაინდეს, რომელიც სექტემბერში უნდა გახსნილიყო, კედლებზე საღებავიც კი არ იყო შემშრალი. დაანგრიეს და მთელი მასალა დიღომში ბაღებისა და სახლების ასაშენებლად გამოიყენეს, მასალები ყოველგვარი საბუთის გარეშე, იაფად იყიდებოდა. ერთადერთი ჩვენი ქარხანა შევინარჩუნე, თოფითა და ავტომატით ვიცავდი, რომ არ გაძარცვულიყო. მე თვითონაც არ ვარ მშიშარა კაცი, გარდა ამისა, ძმა მყავდა იმ დროს პატიმარი, მას დიდი ავტორიტეტი, სერიოზული სახელი ჰქონდა ციხეშიც და გარეთაც, მისი ეშინოდათ, ვერ გამიბედეს, თორემ ბევრი მომადგა დასაყაჩაღებლად. აი, ასე წვალებით შევინარჩუნე ეს ქარხანა.

თოფ-იარაღიანი ხალხის თარეში კი დასრულდა, მაგრამ მერე სხვა პრობლემებმა იჩინა თავი, ქვეყანა ფაქტობრივად შიმშილობდა, რადგან სოფლის მეურნეობა გაჩერებული იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრმა იზარალა უცოდინარობისა და რაც მთავარია, სიჯიუტის გამო. ფულს წამგებიან ბიზნესში დებდნენ, ცხადია, ზარალდებოდნენ და არცთუ იშვიათად, საცხოვრებელსაც კარგავდნენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კვირიკაშვილის მამა ჯემალ კვირიკაშვილი და ლონგინოზ ზაქაიძე, ძალიან წესიერი, პატიოსანი ადამიანი, რომელიც ადრე ცეკაში მუშაობდა, უმუშევრები იყვნენ. ერთობლივი ფირმა გავუხსენი ჩემთან, დიზელ-გენერატორებს ვუშვებდი, ამას უცხოეთში საკვებ პროდუქტზე ცვლიდნენ და შემოჰქონდა თ. მოგვიანებით შევარდნაძემ დაიბარა ზაქაიძე, წაიღე ერთ მილიონი დოლარი, იჯარით აიღე მიწები და მარცვლეული დათესე, ხორბალი გვჭირდებაო. მათ ეს ფული აიღეს და სხვაგან გადავიდნენ, მერე დამიბარეს, ფული გვაქვს, შემოდი საქმეში, 5.000 დოლარი შემოიტანე, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრი გახდეო. დავთანხმდი, მაგრამ დავინტერესდი რას აპირებდნენ, მარცვლეული უნდა მოვიყვანოთ, კახეთში უკვე აღებული გვაქვს 2800 ჰექტარიო. გავაფრთხილე, თუ ამ ფულს მთლიანად ხვნა-თესვაში გავუშვებდით, წავაგებდით, 600.000 დოლარი ამ საქმეში ჩავდოთ, დანარჩენი თანხით შუა აზიიდან ხორბალი შემოვიტანოთ, ეს თანხა წელიწადში ექვსჯერ მაინც დაბრუნდება, მიწა კი ერთწლიანია, ერთ წელს მოდის მოსავალი, მეორე წელს რა იქნება არავინ იცის, აქ თუ წავაგეთ, ზარალს იმპორტიდან დავფარავთ-თქო. უარი მითხრეს, მეორე წელს მოსავალი კი მოვიდა, მაგრამ 800 ჰა-ზე ვერ აიღეს, კომბაინი არ იყო, როცა კომბაინი იშოვეს, უკვე დაგვიანებული იყო, ბალახი მოედო ყანას. მერეც რაღაც პრობლემები შეექმნათ, ასეულ ათასობით თანხა დაკარგეს. მომდევნო წელს რაღაც დათესეს, მაგრამ საშინელი გვალვა იყო, ყველაფერი დაიწვა, დარჩნენ მშივრები, ჩემგან სესხულობდნენ ფულს.

ხელისუფლებამ იაპონური გრანტით რომ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ამან დადებითად არ იმოქმედა აგრარულ სექტორზე?

ეს გრანტი კიდევ ცალკე თემაა, ჟვანიას გუნდს, რომელიც საკუთარ თავს "ახალგაზრდა რეფორმატორებს" უწოდებდა, ხელის შეშლის მეტი არაფერი უკეთებია. ამ გრანტს `ორი კ-რ~ ერქვა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის კენედის სახელობის ფონდი გასცემდა, თავიდან მისი შექმნილი იყო და ჩამორჩენილ ქვეყნებს ეხმარებოდნენ. კომუნისტების მმართველობისას მათი დახმარება რაში გვჭირდებოდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან საკმარის თანხასაც ვიღებდით და უამრავ ტექნიკასაც. მძიმე დღეში რომ ჩავვარდით, ჩვენც ჩაგვსვეს პროგრამაში და სხვა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიც. ყოველ წელიწადს გამოიყოფოდა ხუთი მილიონი დოლარი, იაპონელების მითითებით, ამ თანხით მხოლოდ მარცვლეულისთვის საჭირო ტექნიკა უნდა შეგვეძინა, სხვა კუთხით განკარგვის უფლება არ გვქონდა. მოგვეცით განაცხადი რა გჭირდებათ, ჩვენი ფირმებს(მოსკოვშიც ჰქონდათ ასეთი ფირმა) გადავცემთ ამ ნუსხას, ისინი მოიძიებენ სხვადასხვა ქვეყნებში საჭირო ტექნიკას, ჩატარდება ტენდერი, ჩამოვიდეს თქვენი წარმომადგენელი და აარჩიეთ, რომელი ფირმის საქონლის შეძენა გინდათო, ასეც კეთდებოდა. მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი ჩამოვიდა, რომელიც შევარდნაძესთან მეგობრობდა და დახმარების სახით, 15 მილიონი მარკა ჩამოიტანა. გენშერმა ეს ფული შევარდნაძეს გადასცა, სარწყავი სისტემები აღადგინეთო. იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ გულუა იყო, იგი წესიერი და კარგი სპეციალისტი იყო, მაგრამ მისი პატიოსნება შევარდნაძის გუნდს არ აწყობდა. ბატონი ბაკური პირდაპირ თათბირზე გაათავისუფლეს ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ მაჭავარიანმა და მის ნაცვლად დავით კირვალიძე დანიშნეს. სწორედ კირვალიძისხელში განადგურდაგენშერის მიერ ჩამოტანილი 15 მილიონი მარკა ისე, რომ საქმეს არაფერი მოხმარებია.

მანანა სუხიშვილი

(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
5-07-2018, 10:30


ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა სარგებლობა უნდა მოუტანოს ქვეყანას ტურიზმის "ბუმმა", როცა სოფლის მეურნეობის იმდენ პროდუქტსაც კი ვერ აწარმოებ, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოკვებო.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტის, პროფესორ სოსო არჩვაძის განცხადებით, ტურისტების მიერ შემოტანილი ფულის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის, რადგან კვების პროდუქტები უცხოეთიდან, ძირითადად თურქეთიდან შემოდის. ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი ხდება, ანუ თურქეთის ეკონომიკას ვანვითარებთ. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ამ პროდუქციის უტილიზაციის და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადგილი იქნებაო. ალბათ ამ ყველაფრიდან გამომდინარე იყო, ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად რომ გამოაცხადა. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამაც ამოქმედდა, რასაც საქმეში ჩახედული ადამიანების განცხადებით, დადებითი შედეგი მოყვა, დაიხნა და დაითესა წლობით მიტოვებული მიწის ფართობები. სოფელზე გულაცრუებულმა, ოჯახის სარჩენად დედაქალაქში თუ უცხოეთში გადახვეწილმა გლეხობამ, უკან დაბრუნება დაიწყო, მაგრამ ეს "ბედნიერება" დიდხანს არ გაგრძელებულა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ტრადიციულ აგრარულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა რატომღაც აღარ მიიჩნიეს პრიორიტეტულ დარგად, რაც დროებით გამოცოცხლებულ სოფელს და ჩვენ ბაზარსაც დაეტყო. 2016 წლის სექტემბერში სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კი მოგვწერეს, ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში 772.616 ბენეფიციარი (წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტი) განისაზღვრა, 1 აგვისტოს მდგომარეობით, 44.698.610 ლარის ღირებულების სარგებელი იქნა ათვისებულიო, ისე, დამუშავებული ფართობების მოცულობა ოფიციალური მონაცემებითაც საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებენ სანდო წყაროები. გასაგებია, რომ დახმარების პროგრამამ ამოწურა თავისი ვადა, მაგრამ ის ტექნიკა, რომელიც სახელმწიფომ გლეხობისა და ფერმერების მომსახურეობისთვის შეიძინა, ხომ უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი ფინანსებით დაიქირაონ და გამოიყენონ? კომპეტენტური და სანდო წყაროების ცნობით, სახელმწიფო შპს "მექანიზატორს", რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურაა, კი ყავს 1300-მდე ტრაქტორი, მაგრამ აქედან 350 თუ იქნება მეტნაკლებად მუშა მდგომარეობაში. როდესაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაზიანებული ტრაქტორებით იყო გამოვსებული "მექანიზატორის" სერვისცენტრები, ბუნებრივია, დავუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საიდანაც გვაცნობეს, რომ "მექანიზატორის" ათას ერთეულამდე ტექნიკა პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად სამუშაოებს ასრულებს. პროცესის მიმდინარეობისას, ბუნებრივია ტექნიკის დაზიანება, მაქსიმალურად ოპერატიულად ხდება მათი აღდგენა, რათა ხელი არ შეეშალოს მუშა პროცესს. 2015 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში დაზიანდა და შემდგომ აღდგენილი იქნა შპს "მექანიზატორის" კუთვნილი 89 ერთეული კომბაინი და 343 ერთეული ტრაქტორი. აგროვადების გათვალისწინებით, იმ რეგიონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ხორციელდება, შპს "მექანიზატორის" ტექნიკა აქტიურად არის ჩართული პროცესში, რა რაოდენობაც საჭიროა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისასო. 

თუ ასე გამართულად მუშაობდა შპს "მექნიზატორის" ტექნიკური პარკი, მაშინ რატომ დაარბენინებდნენ ტრაქტორებს აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს რეგიონებს შორის, საგაზაფხულო ხვნის პროცესს კახეთში რომ დაასრულებდნენ, მერე დასავლეთის რეგიონში გადაყავდათ იგივე სამუშაოების შესასრულებლად, რადგან გამართული ტექნიკა არ ყოფნიდათ. დასავლეთ საქართველოში ერთი და ორი თვით გვიან დგება გაზაფხული? ცხადია, დასავლეთის რეგიონშიც გვიანდებოდა ხვნის პროცესი, კახეთში უკვე სხვა სამუშაოების დრო დგებოდა, ცხადია, ტექნიკა იქ არ იყო და გვიანდებოდა ამ სამუშაოების შესრულება. აგროვადები თუ დაირღვა, მერე აზრი ეკარგება ამ სამუშაოებს, რადგან ვეღარ მიიღებ მოსავალს, ფუჭი შრომაა. ამიტომ გახდა ხალხი იძულებული დახნული მინდვრები მიეტოვებინა, მით უმეტეს, რომ შემდგომ სამუშაოებში ფული თვითონ უნდა გადაეხადა. არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ გადაყრის წყალში ფინანსებსა და შრომას. ჩვენ გამომძიებლის ფუნქციაზე არ გვაქვს პრეტენზია, რომ მტყუან-მართალი ვარჩიოთ, ეს შესაბამისი ორგანოების პრეროგატივაა. სხვათა შორის, სახელმწიფო აუდიტმა დადო დასკვნა, რომ იმ ტექნიკიდან მიღებული შემოსავალი, რომლის შეძენაც სახელმწიფოს მილიონობით ლარი დაუჯდა, ნახევარ მილიონსაც კი არ შეადგენდა. თანაც ეს დასკვნა იმ წლების მონაცემების მიხედვით დაიდო, როცა ეს ტექნიკა, ასე თუ ისე, სრული დატვირთვით მუშაობდა, ანუ 2013–2015 წლებში. რატომ არ დაინტერესდა მთავრობა შემდეგი წლების მუშაობის შესწავლით, ესეც სერიოზულ კითხვას ბადებს.

"საერთო გაზეთს" ხელში ჩაუვარდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2469 განკარგულება (მას ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი), რომელიც შპს "მექანიზატორის" საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება. განკარგულების თანახმად "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ოთხი მილიონი ლარი უნდა მიმართოს შპს "მექანიზატორის" ანგარიშზე კაპიტალის გასაზრდელად, შემდგომში კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურად გამართვისთვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად და 2015 წელს წარმოშობილი ვალდებულებების დასაფარად. ამ ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უნდა განეხორციელებინა ცვლილება ამ უწყების 2015 წლის ბიუჯეტში. გარდა ამისა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის შესაბამისად, უფლება მიეცეს შპს "მექანიზატორს", სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების (მათ შორის, საბურავები) და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობითო. მარტივი ენით რომ ვთქვათ, შპს "მექანიზატორს" ეს ოთხი მილიონი ლარი იმისთვის გამოუყვეს, რომ შეესყიდა სათადარიგო ნაწილები, აღედგინა დაზიანებული ტექნიკა და მექანიზატორებითვის დაეფარათ სახელფასო დავალიანება.

"საერთო გაზეთი" უკვე წერდა, რომ ამ კონტიგენტს თვეობით უგვიანებდნენ ხელფასებს. "ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, იყო შემთხვევები, როცა საერთოდ არ უნაზღაურებდნენ მათ შრომას, იმის მომიზეზებით, შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაცია სათაო ოფისამდე არ მოსულაო, რომელი მხარე ითავსებდა ილუზიონისტის "ფუნქციას", ადგილობრივი სერვისცენტრი თუ "მექანიზატორის" ადმინისტრაცია, ღმერთმა იცის. პროფესსიონალ მექანიზატორებს ისედაც მიზერულ ხელფასს უხდიდნენ, ამასაც უგვიანებდნენ ან არ უხდიდნენ, რითაც აიძულეს ეს ხალხი სამსახურიდან წასულიყო. მერე მოკრიბეს შემთხვევითი ადამიანები და დაასაქმეს, ვითომდა ფინანსების დაზოგვის მიზნით, იაფფასიან, უხარისხო საპოხ-საცხებ მასალებს ყიდულობდნენ და იყენებდნენ, სწორედ ეს ყველაფერი იყო ძვირადღირებული ტექნიკის დაზიანების მიზეზი. ხდებოდა თუ არა ამ ტექნიკის აღდგენა-შეკეთება, ესეც საკითხავია, სპეციალისტთა განცხადებით, "მექანიზატორმა" აუქციონზე დაზიანებული, ფაქტობრივად გაძარცვული ტრაქტორები გამოიტანა, რომლებსაც ისეთი ფასი ადევს, არავის უღირს შეძენა. მათი შეკეთება იმხელა თანხა დაჯდება, მაგ ფასში მთლად ახალ ტრაქტორს იყიდიო, ამბობენ. სამთავრობო განკარგულებაში, სათადარიგო ნაწილების შესაძენად, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებზეცაა საუბარი, თუმცა დაინტერესებულ პირებს, ტენდერების გამოცხადება-ჩატარების შესახებ არაფერი სმენიათ. შპს "მექანიზატორმა" ამ ტექნიკის დილერი კომპანიების მესვეურთ თურმე ისეთი ფოკუსი ჩაუტარა, რომ დღესაც ჭკუაზე ვერ მოსულან. სანდო წყაროს ცნობით, მათ 2017 წლის დასაწყისში ე.წ. ინვენტარიზაცია ჩაატარებინეს, ვითომდა მათთვის უნდა მიეცათ შეკვეთა, შეადგენინეს დოკუმენტაცია რომელ ტრაქტორს რა სათადარიგო ნაწილი ჭირდებოდა, მიიღეს სასურველი ინფორმაცია, მერე ესენი "გადაყარეს" და სულ სხვა, უცხოურ კომპანიასთან დაამყარეს ურთიერთობა. იმ კომპანიას კი შემოატანინეს სათადარიგო ნაწილები, სავარაუდოდ გაცილებით მაღალ ფასში, გამოიყენეს თუ არა ეს მარაგ-ნაწილები, სათანადო ორგანოების მსჯელობის თემაა. ჩვენ ინფორმაცია ადრეც გვქონდა და დავწერეთ კიდეც, რომ სათადარიგო ნაწილებს არ ყიდულობდნენ, სხვა დაზიანებული ტექნიკიდან ხსნიდნენ, რამდენიმე ტრაქტორიდან ერთს აკოწიწებდნენ, რომ მთლად არ გაჩერებულიყო ტექნიკური პარკი, რაც მათთვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. სპეციალისტთა განცხადებით, ტექნიკის ძარცვა, თუნდაც ასეთი "კეთილშობილური" მიზნით, სისხლის სამართლის დანაშაულია და თავის დროზე ისჯებოდნენ კიდეც ახალი მოდის "კონსტრუქტორები".

სად წავიდა ზემოხსენებული ოთხი მილიონი ლარი? სად წავიდა ის ოთხი მილიონი და "განმკარგავების" ხელფასებსა და დანამატებს მოხმარდა, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინცო, აცხადებენ სანდო წყაროები. რატომ ანიჭებენ საქართველოს ხელისუფალნი უპირატესობას უცხოელ ბიზნესმენებსა თუ სპეციალისტებს, ეს ცალკე საკითხია. რომ კითხო, საკუთარი მოქალაქეების დასაქმებისთვის "იღწვიან". შპს "მექანიზატორმა", რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდება და ამ ხალხის დასაქმებასა და კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, როგორც აღვნიშნეთ, ქართველი დილერები ჩააჩოჩა, მას თავად მოუნდომებია დილერის ფუნქციის შეთავსება, მაგრამ ქარხანა-მწარმოებლებთან ვერ გარიგებულა, რადგან მათ თავიანთ დილერებს მიანიჭეს უპირატესობა. "მექანიზატორის" ხელმძღვანელობას დილერებისთვის უთქვამს კიდეც, მართალია, თქვენ ქარხანა გიჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენსას მაინც გავიტანთ, რადგან მთავრობის მეთაურისგან გვაქვს მხარდაჭერა, ის დაგვეხმარებაო. მართლაც თუ იყო ამ საქმეში პრემიერი კვირიკაშვილი ჩართული, ამის მტკიცებას ვერ მოვყვებით, მაგრამ ფაქტია, "მექანიზატორს" დილერების გვერდის ავლით შემოუტანია მარაგ-ნაწილები, "იმპორტიორ-პარტნიორებისთვის" უკრაინასა და თურქეთში მიუკვლევია. სხვათა შორის, დამადასტურებელ მასალასაც გავეცანით, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ მეტი კონკრეტიკისგან. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინელები ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან აქტიურად ყოფილან ჩართული ქართულ ბიზნესში და თურმე დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. ეს "სიამტკბილობა" კვირიკაშვილის გამინისტრების, განსაკუთრებით კი გაპრემიერების შემდეგ გახდა აშკარა. რით დაიმსახურეს მათ საქართველოს მთავრობისგან ასეთი ყურადღება, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ქართველი ბიზნესმენებისა და ადგილობრივი დაქირავებული მუშახელითვის მთლად სასურველი პარტნიორები არ არიან, ეს ჩვენთვის არაერთხელ უთქვამთ. 

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
28-06-2018, 13:45


სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, გვესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

– ჩემი აზრით, ნახევარი, ერთი წელი არ არის ის ვადა, რომ სათანადოდ შეაფასო სად იყო დაშვებული შეცდომები, დღეს ახალი ხელმძღვანელების საქმიანობის კრიტერიუმი მიღწეული წარმატებები იქნება, აქედან გამოჩნდება, რამდენად სწორად მუშაობდა წინა მინისტრი. თუ მართლაც არის ობიექტური პრობლემები, რომელსაც მეორე მინისტრიც შეიძლება წააწყდეს, მაგრამ გადაილახება და ტემპის დაბრუნება მოხდება, შესაბამისად ეს უკვე აჩვენებს წინამორბედების ჩავარდნას. ამ ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, მთავარმა პროკურორმა შოთაძემ ჯერ იყო და თქვა, უცხოელ პროკურორებს ჩამოვიყვანთო, რითაც ფაქტობრივად მთელი პროკურატურის დისკრედიტაცია მოხდა. შოთაძის განცხადება იმის მიმანიშნებელი იყო, რომ იგი საკუთარ სისტემაში აღარავის ენდობა, რომელსაც ავტორიტეტი ექნება. ამიტომ მისი გადადგომაც საჭირო იყო, რადგან ჩემი აზრით, ესეც არ იყო მთავრობისთვის ქულების მომტანი. იგივე საპარლამენტო კომისიის შექმნაც, ე.ი. ვაღიარეთ, რომ არ გვყავს სათანადო დონის საგამოძიებო სტრუქტურები? თან რა ხდება, იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს, საზოგადოებას "ქართული ოცნების" მიმართაც გააჩნდა კითხვები, რატომ არ ისხდნენ ეს ადამიანები მსჯავრდებულის სკამზე, სამწუხაროდ კომისია შევუქმენით, სადაც უმრავლესობით დავნიშნეთ და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დავავალეთ.

მართალია, "ქართულ ოცნებას" ისეთი შეცდომები არ დაუშვია, რაც ადამიანის ღირსებას შეეხებოდა, არ არის უსამართლობის განცდა, რომ ვიღაცას უმიზეზოდ ჩაგრავენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით იმ ადამიანებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც რას იმსახურებდა. ჩვენ "ქართული ოცნების" ლოიალობასთან გვაქვს პრეტენზია, ის მეტად ლოიალურია წინამორბედებთან მიმართებაში, ვიდრე ამას საზოგადოება მოითხოვს. ასე თუ მივყვებით, პრაქტიკულად ყველგან ხდება იმის აღიარება, რომ, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვპირდებოდით, ვერსად წინ ვერ წავიწიეთ. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვერ აკეთებ, უნდა გადადგე, ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მთავრობა სწორად მოიქცა რომ გადადგა, ამით ახალ სამთავრობო გუნდს საშუალება მიეცემა ჩავარდნები გამოასწოროს. დღეს პარლამენტის რეპუტაციაც საკმაოდ შელახულია, ამიტომ ვისურვებდი, რომ პარლამენტმაც თავიდან მიმართოს ამომრჩეველს ახალი მანდატის მოსაპოვებლად, რათა ხელი არ შეუშალოს მთავრობის საქმიანობას, თუნდაც თავისი ასე ვთქვათ, არაპოპულარობით. საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატები არიან ძირითადად მაკონტროლებელი ფუნქციის მატარებელი, ჩვენს კრიტიკა იქნება თუ პოზიცია, ის ძალა უნდა ჰქონდეს, რაც საერთოდ აქვს ავტორიტეტულ ორგანოს.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მთავრობასთან ერთად პარლამენტსაც ჭირდება ახალი ნდობის მოპოვება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტი არ იყოს მთავრობისთვის ასე ვთქვათ, დამამძიმებელი თავისი ავტორიტეტით. პერსონალიებზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ, თვითონ მთავრობის პროგრამა იყო ლიბერალური, უფრო მემარჯვენე, ახალ მთავრობას თუ ექნა მემარცხენე ცენტრისტული პროგრამა, ანუ სოციალ-დემოკრატიული მიმართულებით, რაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ, ძირითადი მიმართულებებიც ეს უნდა იყოს. შესაბამისად, ხელისუფლებაშიც ის ხალხი უნდა იყოს, ვინც ამ პოზიციას იზიარებს, დეპუტატს კითხვას რომ უსვამ, მას რა თქმა უნდა გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა უნდა გააჩნდეს. თუ ისევ ის ადამიანები იქნებიან მხარდაჭერილი, შესაბამისად ეს ჩვენი ხალხის პრობლემა იქნება. არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ საზოგადოებამ თავისი მხარდაჭერა-არმხარდაჭერა ამ გზით დააფიქსიროს, თორემ მიტინგებით პრობლემა არ წყდება. 

ხალხი სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადებას უჭერდა მხარს, მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რამაც ისეთი ინტერესი გააჩინა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილმა ხალხმა სოფლებში დაბრუნება დაიწყო. 2016 წლიდან ეს დარგი აღარავის გახსენებია და შესაბამისად, სოფლად ყველაფერი ისევ ჩაკვდა. ტურიზმი განვავითაროთო, რა სარგებელს მივიღებთ ამით, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც კი უცხოეთიდან შემოგვაქვს. დედაქალაქში მალე გავლა შეუძლებელი გახდება ქრონიკული საცობების გამო, ამდენი ტაქსი არასდროს მინახავს, ლამის მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული, რომ როგორმე ოჯახი არჩინოს. ქალაქის განტვირთვის ახალ-ახალი გზების ძიებას, იქნებ ჯობდეს პროფესიონალებს დაუჯერონ, ააღორძინონ სოფლის მეურნეობა, ხალხს ადგილზე დასაქმების საშუალება რომ გაუჩნდება, თვიონვე დაუბრუნდება სოფელს..

მთავარი მიზანი ისაა, ხელისუფლებამ შეძლოს იმ გამოწვევების გადალახვა, რომელიც მის წინაშე დგას, საბოლოო მიზანია, ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ და ამას როგორ მიაღწევ, სოფლის მეურნეობით, მაღალი ტექნოლოგიებით, ინდუსტრიალიზაციით თუ საერთოდ უსაქმურობით…დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ისეთი შედეგი მივიღოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა კარგად ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, რეალობა გვიჩვენებს, რომ რომ ვისაც თავისი თავის გამოკვება არ შეუძლია, ის დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებზე და შენი ეკონომიკა ყოველთვის არ არის მდგრადი. ვთვლი, რომ სოფლის მეურნეობა ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციის განვითარება, დიდი საწარმოები, წარმოუდგენლად მიმაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბაზარი ძალიან მცირეა. აქცენტი მცირე საწარმოებზე, იმ გადამამუშავებელი საწარმოებზე უნდა გაკეთდეს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან იქნება დაკავშირებული. საკუთარი დარგის წარმოება-განვითარება და არა იმპორტი, ეს არის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.

ბუნებრივია, ამას ჭირდება ფინანსები ჭირდება, ამ დაფინანსებას კი ბანკები არ იძლევიან. მათ სოფლის მეურნეობაში არ უნდათ ფულის ჩადება, იმიტომ, რომ ბევრად უფრო მიმზიდველი სეგმენტები აქვთ, სადაც პირველ რიგში თვითონ არიან წარმოდგენილები, ამას გარდა უნდათ სავალუტო სპეკულაციები, რასაც ბოლო ხანს ძალიან ხშირად ვხედავ, ეს არის ლარის კურსის ცვალებადობა, რაც ბანკებს კოლოსალურ მოგებას აძლევს და ეს ასახულიც არის მათ შემოსავლებზე. ტურიზმი ვახსენეთ, გეთანხმებით, ჩვენ პროდუქციას ვერ ვაჭმევთ ტურისტებს, ამიტომ რა ფულიც შემოდის მათგან, ისევ უკან გადის მათი კვებისა და მომსახურებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება თუ გვინდა, პროგრამა ლოკალურად ერთ კაცზე არ უნდა იყოს დამყარებული. ბევრს ეხსომება კოლმეურნეობა, თუ არ მოგვწონს ეს სახელი, საბჭოთა გადმონაშთად ვთვლით, დავარქვათ კოოპერატივი, კიბუცი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, საჭიროა კოლექტიური მეურნეობა. თავის დროზე იმიტომაც შექმნეს კოლმეურნეობები, რომ ერთი ადამიანი ვერასდროს ახერხებს სოფლის მეურნეობაში იმ წარმატების მიღწევას, რაც კოლექტიურ შრომას შეუძლია მოუტანოს, რადგან ტრაქტორის და ნებისმიერი ტექნიკის შეძენა, საკმაოდ ძვირადღირებული "სიამოვნებაა", ერთი ადამიანი ვერასდროს შეიძენს თუ არ არის საერთო საკუთრება და საერთო საქმეს არ ემსახურება. ამ ტრაქტორებისა და მექანიზმების გარეშე კი დღევანდელი სოფლის მეურნეობა არ არსებობს, როგორ შეძლებ კონკურენცია გაუწიო, უფრო იაფი დაგიჯდეს პრუდუქციის წარმოება იმ უცხოელთან შედარებით, რომელიც უამრავ ჰექტრებს ტექნიკით ამუშავებს. ჩვენი გლეხისა და ფერმერისთვის ეს ხელმიუწვდომელია, ამიტომ არის საჭირო კოლექტიური მეურნეობის შექმნა, მიწის ფართობების გამსხვილება და ეს ყველაფერი სახელმწიფოსთან უნდა იყოს ასე ვთქვათ, მიბმული. 

– ბატონო დავით, იმ ტრაქტორების და აგრეგატების ლამის 90%, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს პირდაპირ ქარხანა-მწარმოებლისგან შეიძინა, ჩვენს გლეხობას და ფერმერებს მომსახურებოდა და რაშიც მილიონობით თანხა (სავარაუდოდ 15 მილიონი ლარი) გადაიხადეს, სანდო წყაროების ინფორმაციით, გაძარცვული ყრია სახელმწიფო შპს `მექანიზატორის~ სხვა და სხვა სერვისცენტრებში. 


– ზუსტად მაგ ტრაქტორებთან დაკავშირებით მოხსნეს მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი კირვალიძე, რომელიც მერე პრემიერმა კვირიკაშვილმა დააბრუნა თავისი მრჩევლის სტატუსით და როგორც ამბობენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაფორმალური მმართველი, ბატონი კირვალიძე გახლდათ. მე იმიტომაც ვუთხარი გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელთანაც ვმეგობრობ, თანამდებობიდან გადამდგარიყო, რომ ჭაობია შექმნილი, მე ხომ არ დამირქმევია მისთვის ბრეჟნევი? 

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ადამიანებს სახელ-გვარებით ვირჩევთ და არა მათი ხედვით, პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ეს კაცი არის წესიერი, ზრდილობიანი, ასე, ვაცლავ ჰაველზე წესიერი კაცი არ არსებობდა, იბრძოდა თავისი ხალხის თავისუფლებისთვის, მათი უფლებების დასაცავად, მაგრამ პრეზიდენტად ვერ ივარგა და ჩეხებმა თანამდებობიდან გადააყენეს, იგივე მოხდა პოლონეთში ვალენსასთან დაკავშირებით. პატიოსნება, მორალური ღირებულებები, ეს სიმბოლოა, რომლისკენაც ყველა პოლიტიკოსი უნდა მიისწრაფოდეს, მაგრამ როცა ტექნოკრატებზე მიდის არჩევანი, იქ ადამიანის პროგრამა და პროფესიონალიზმია მთავარი, რამდენად შეუძლია მას თავისივე წარმოდგენილი პროგრამის შესრულება. ლაპარაკი ყველას შეუძლია, თუ ადამიანი არ ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა შეიცვალოს. ვთვლი, რომ მამუკა ბახტაძეს სწორი ხედვა აქვს, მას სრულად ვეთანხმები, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემა ბანკებშია. ამას ყოველთვის ვამბობდი, თავის დროზეც ვთქვი, რომ კახა ბენდუქიძე და ლადო გურგენიძე, ბანკირები ვერასდროს ააშენებდნენ ქვეყანას, პირიქით, გააღატაკებდნენ ხალხს, ვფიქრობ, ამას ყოველწლიურად ადასტურებს ცხოვრება, ხალხი სულ უფრო და უფრო ღატაკდება, ხოლო ბანკირები სულ უფრო მდიდრდებიან, ეს სანამდე უნდა გაგრძელდეს? გაიხსენეთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, პარლამენტარებს უკვე მოგვიწოდებდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაგვეტარებინა საპენსიო რეფორმა, თურმე უკვე დაგვიანებულიც იყო და ამ მიმართულებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მიიღებდა, ე.ი. მისთვის ფული უნდა მიგვეცა. 

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
21-06-2018, 15:30