სარეკლამო ადგილი

947x125



„ჩვენ ვგეგმავთ განათლებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას. ეს არის რეალურად სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს“ – საქართველოს ახალი პრემიერ- მინისტრის მცირე მთავრობის კონცეფციამ პოლიტიკოსებში, ექსპერტებსა და პროფესიულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია ეფექტურად დაწარმატებულად განხორციელდეს და რატომაა აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მანანა ნიკოლაიშვილი გვიამბობს:

– სანამ მცირე მთავრობის კონცფციაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ შარშან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა. შედეგად სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდა, ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი კი განათლების სამინისტროს შეერწყა. ამჯერად, ორი დიდი სამინისტროს გაერთიანებაზეა საუბარი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ამ რეორგანიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს მექანიკური შეერთება არ იქნება და ახალი პრემიერ მინისტრი ცვლილებებს სწორად განახორციელებს. ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია გამართლებული და წარმატებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრული კატასტროფით დამთავრდება. დავიწყოთ იმით, რომ სამინისტროების სახელწოდებაში დაიკარგა მეცნიერება, ძეგლთა დაცვა და ახალგაზრდობის პოლიტიკა. კი ბატონო განათლება, სპორტი და კულტურა პრიორიტეტია, მაგრამ არც ზემოთ ხსენებული დარგებია მეორეხარისხოვანი და სამინისტროების დასახელებაში უნდა ჩანდეს. მეორე და მთავარი – მინისტრი ანუ გადაწყვეტილების მიმღები მის უწყებაში შემავალი ყველა დარგის მცოდნე ადამიანი უნდა იყოს და არა მოადგილეების იმედად მყოფი. კულტურა და განათლება მთელი ერის სახეს განსაზღვრავს და ამ სისტემაში უვიცი და არაპროფესიონალი მენეჯერის ან პოლიტიკოსის დანიშვნა არ შეიძლება. კეთილი ინებონ და მოძებნონ შესაბამისი კანდიდატი. სხვა გამოსავალი არ არის. 

– ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა და მასშტაბური ინვესტიციები უნდა იყოს, არადა „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე განათლების სისტემაში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვა. საინტერესოა, როგორ შეძლებს ახალი პრემიერი განათლებაში ფუნდამენტური რეფორმის გატარებას დიმიტრი შაშკინისა და მისი წინამორბედების დანატოვარი კადრებით? 

– არა მხოლოდ განათლების, კულტურის სამინისტროც სავსეა ნაციონალების დატოვებული კადრებით, რომლებმაც ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს. ამიტომ ვამბობ, რომ მექანიკური ცვლილებები საკმარისი არაა. სამინისტო მთლიანად უნდა შეიცვალოს, ახალი კონკურსები უნდა ჩატარდეს და ახალი კადრები უნდა შეარჩიონ. პარლამენტში უნდა შემუშავდეს განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის ახალი კონცეფციები და რაც მთავარია, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

– სამინისტროების გაერთიანებასთან საპარლამენტო არჩევნები რა კავშირშია?

– როცა ორ ამხელა სამინისტროს აერთიანებ, მაშინ კანონმდებლობიდან დაწყებული, ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენი მთავრობების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პარლამენტი უსაქმურებითაა სავსე. თუ საკანონმდებლო ორგანო კარგ კანონს და ბიუჯეტს მიიღებს, კარგად დაგეგმავს და გააკონტროლებს, აღსრულებას რა უნდა? მთელ მსოფლიოში კანონშემოქმედებითი მუშაობა ყველაზე მძიმე და შრომატევადი საქმიანობა გახლავთ, საქართველოში კი პირიქითაა.. ყველა უვიცი, უქნარა, „ფულის ტომარა“ და ბანდიტი პარლამენტშია და ამის გამო, სახელმწიფო თავზე გვექცევა. საქართველოს პარლამენტი არის აბსოლუტურად უავტორიტეტო, არაპროფესიონალი, მილიონერების კლუბად ქცეული გაერთიანება და სხვა არაფერი. მე თუ მკითხავთ, საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი მილიონერი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხალხს და რეალობას მოწყვეტილი არიან. ამ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის ლობირებისა და ფულის შოვნის გარდა არაფერი აინტერესებთ. ბუნებრივია, პარლამენტში მყოფი თითო-ოროლა პროფესიონალი „ამინდს“ ვერ ქმნის, ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტში უნდა შევიდნენ თვალსაჩინო ექსპერტები და სპეციალისტები. განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ახალი კანონებია მისაღები და რაც მთავარია, ამ სფეროებში სამართლიანობა უნდა აღდგეს. უნდა შემუშავდეს ეფექტური სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და სტრატეგია, რასაც დღევანდელი არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული პარლამენტი ვერ გააკეთებს. მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ რიგები და ზოგადად, პარლამენტი ნაციონალებითაა სავსე. ისიც გემახსოვრებათ, რომ მე და თქვენ წლების განმავლობაში ვწერდით როგორ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების დატაცება. სწორედ ამ პერიოდში მიიტაცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი შენობები, მათ შორის სკოლები და ბაგა-ბაღები, მიწის ფართები, სტადიონები და ა.შ. ყოვლად წარმოუდგენელია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების ყოფნის პირობებში სამართლიანობის აღდგენა და მიტაცებული ქონების უკან დაბრუნება. არადა, ეს ქონება უნდა დაბრუნდეს! მიტაცებული სპორტული და საგანმანათლებლო ობიექტები სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს, მუსიკალური სკოლები და მათი დაფინანსება უნდა აღდგეს და მუსიკა და სპორტი მასობრივი უნდა გახდეს. მაშინ ახალგაზრდებში ამდენი აგრესია აღარ იქნება და აღარც ამდენი ქუჩას და ნარკოტიკებს აყოლილი ბავშვი გვეყოლება.

– მთავრობა ამბობს, რომ სამინისტროების გაერთიანების თვითმიზანს თანამშრომელთა გათავისუფლება არ წარმოადგენს და სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას არ უნდა ველოდოთ? 

– საზღვარგარეთ სამინისტროებში საკმაოდ მცირერიცხოვანი თანამშრომლები ჰყავთ, თუმცა საქმეს კარგად აკეთებენ. ამიტომ ვფიქრობ, „გაბერილი შტატების“ შემცირება უნდა მოხდეს. საერთოდ გასაუქმებელია სამინისტროების ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი და სხვა სტრუქტურები უნდა შეიქმნას. განათლების სამინისტროს შემთხვევაში, მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანუ აკრედიტაცია და ავტორიზაცია უნდა დარჩეს და პარლამენტში გადავიდეს. გამოთავისუფლებული თანხები მოსწავლის ვაუჩერის მომატებაზე უნდა დაიხარჯოს. ვაუჩერი რომ მოიმატებს, მასწავლებლის ხელფასიც გაიზრდება და განათლების ხარისხიც მოიმატებს. გაბერილ შტატებში და სამინისტროების სსიპებში მილიონები იხარჯება და ამ დროს მასწავლებელს 150 და 200 ლარიანი ხელფასი აქვს. როდის უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი? მისცენ ეს ფული სკოლებს და უნივერსიტეტებს. ექსპერიმენტული დარგები რომ სულს ღაფავენ და უნივერსიტეტებს ცდების ჩატარების საშუალება არა აქვთ, რა სპეციალისტები უნდა გაზარდონ? გაზარდონ სტუდენტის საგრანტო დაფინანსება, რომ განათლების ხარისხი გაიზარდოს. აფრიკის ყველა სახელმწიფოსაც კი აქვს განათლების მართვის სტრუქტურები და ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი სტრუქტურა არ გააჩნია. მამუკა ბახტაძეს გულწრფელად ვურჩევ ჯერ საკადრო რეფორმა ჩაატაროს, საბოტაჟნიკ `ნაციონალებთან~ ერთად არაპროფესიონალი და უსაქმური ხალხი სახლში გაუშვას და ის პროფესიონალები მოიყვანოს, ვინც სააკაშვილმა „ჩარეცხა“.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
10-07-2018, 14:24


წინასიტყვაობის მაგიერ

ამასწინათ გურიაში ვიყავით თანამშრომლის დედის ორმოცზე.

საოცარი სილამაზისაა გურია, მაგრამ ამ საოცარი სილამაზის მხარეში კიდევ უფრო საოცარი სილამაზისაა ჩოხატაური – გურიის მიკროშვეიცარია და ამ მიკროშვეიცარიაში ჩადგმული კიდევ ერთი საოცრება – სოფელი ხიდისთავი.
სასაფლაოზე გასვლის შემდეგ, წესისამებრ, სუფრა გაიშალა.
სუფრასთან ასამდე კაცი იჯდა – სულ ასაკოვანი ადამიანები.

– ახალგაზრდები რატომ არ ჩანან? – გავიკვირვეთ.

– ახალგაზრდები თხილის და ჩაის საკრეფად არიან თურქეთში გადასული, ზოგიც ევროპაშია, ზოგიც რუსეთში, ზოგი – ამერიკაში. მოხუცებიღა დავრჩით, ნენა და ჩვენც მივდივართ ნელ-ნელა "საზღვარგარეთ"… ვის უნდა დარჩეს ეს ქვეყანა, არ ვიცი. – ასეთი იყო პასუხი ჩვენს კითხვაზე.

მხოლოდ გურიაში არ არის ასეთი მდგომარეობა – მთელ საქართველოში ასეა – ახალგაზრდები მასობრივად მიდიან ქვეყნიდან.
ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები ვნახე ამასწინათ – 800 გამოკითხული ახალგაზრდიდან თითქმის ას პროცენტს საზღვარგარეთ სურს განათლების მიღება, ხოლო 80 პროცენტი უკან დაბრუნებას არ აპირებს.

მართლაც ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანას, განგების მიერ ბოძებულ სამოთხეს, რომელიც ვიღაც-ვიღაცებს რატომღაც ჯოჯოხეთად ეჩვენებათ და თავქუდმოგლეჯილი გარბიან აქედან.

რედაქციაში დაბრუნებული თორმეტი წლის წინათ გამოქვეყნებულ ერთ ჩემს წერილს გადავაწყდი, რომელშიც ზუსტად იმ უმტკივნეულეს თემაზეა ლაპარაკი, რომელზეც ახლა გესაუბრეთ.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ თორმეტი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა და ქვეყნის დაცარიელების შემაძრწუნებელი პროცესი გრძელდება.

სად გარბიხართ, ქართველებო?

კოდორის ხეობაში ჩატარებული "ძლევამოსილი" სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ორი მონა გაათავისუფლა, სამაგიეროდ, ავსტრიის პოლიციამ 52 ქართველი დაიჭირა, რომლებიც საქართველოდან მონობას გაექცნენ, უფრო ზუსტად, მონობის საძიებლად გაიქცნენ, ოღონდ მაძღარი მონობის საძიებლად.

"აღსდექ, კრულვითა დაღდასმულო,
ქვეყანავ, მშიერ მონების.
საბედისწერო ომში გვიწვევს
დღეს აღშფოთება გონების".

როდინდელი ლექსია ეს და ახლა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში რამ გამახსენა?
ის ორი მონა, კოდორის ხეობაში რომ აღმოაჩინეს, ლუკმაპურის შოვნის სურვილმა აიყვანა იქ, კოდორში.
კოდორი იყო მათი ავსტრიაც და ჰოლანდიაც – რა ექნათ, უფრო შორს ვერ წავიდნენ…

– ორი მონა გავათავისუფლეთ, ორი მონაო – აცმუკდნენ და აჭყლოპინდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რაც კი ტელეკამერები იყო, ამ ისტორიული ფაქტის აღსაბეჭდად მიმართეს.

ამ ხელისუფლებას რომ ორი კაცის მონობა გაუკვირდება – ლამის მთელი საქართველო დაიმონეს და ორი მონა გინდ იქით იყოს, გინდ – აქეთ.
ათასობით და ათიათასობით ადამიანს რომ დაამშევ, მერე წყალწყალა სუპს რომ დაუდებ წინ და თანაც თავს იწონებ: ერთი მნახეთ, რა გულმოწყალე, რა კეთილი ბატონი ვარ, როგორ ვზრუნავ ჩემს საცოდავ მონებზეო, – ეს რაღაა, თუ არა მონათმფლობელობის აგიტაცია-პროპაგანდა, ბატონყმობის რაღაც ახალი, ცინიზმამდე და მარაზმამდე აყვანილი ფორმა?

მშიერი მონების ქვეყანა და მშიერი მონების სევდიანი და სასოწარკვეთილი ქვეყნის ბედნიერი, სახეგაბადრული, მაძღარი და გაყეყილი ხელისუფლება, რომელიც გგონია, რომ სადაცაა დააბოყინებს და თავზე გადაგასხამს ჯერ კიდევ მოუნელებელ საქართველოს.

***

რამდენი ადამიანია წასული საქართველიდან მაძღარი მონობის საძიებლად? ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს (არ უნდათ, რომ არსებობდეს და იმიტომ), თუმცა ამბობენ, რომ სადღაც მილიონნახევრამდე, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
კი მაგრამ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სულ საქართველოში?

ამბობენ, ოთხმილიონნახევარი, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
ამ ასი ათასს ისე იტყვიან, თითქოს საქმე ას ქათამს ან ას გოჭს ეხებოდეს.

ორმილიარდიანი ჩინეთი ახერხებს ზუსტად დათვალოს თავისი მოსახლეობა, ჩვენ ოთხი თუ ხუთი მილიონის დათვლა ვერ მოგვიხერხებია?

ვერ მოგვიხერხებია იმიტომ, რომ არც იმ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და არც ამ ხელისუფლების ინტერესებში შედის ამის გაკეთება.
ქვეყანაში, სადაც არჩევნების დროს მკვდრები ცოცხლდებიან და ცოცხლები ქრებიან, ზუსტი სტატისტიკა ხელის შემშლელი ფაქტორია.
არეულ-დარეული, ერთმანეთში ალუფხული დავთრით ცდილობდნენ და ცდილობენ ღმერთის მოტყუებას საქართველოს ძველი და ახალი პატრონები და ბატონები.

შემაძრწუნებელი სანახავია გოგორიშვილების და მისთანების კალმით გადადღაბნილი ეს დავთარი – გადაფხეკილი, გადაშლილი, ათჯერ ჩასწორებული და გადასწორებული დოკუმენტი, მონათა სია, ქართველთა გაბითურების ამაზრზენი მოწმობა.

– ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ძალიან ბევრს რომ არ ვხოცავთ, ძალიან ბევრს? – შეჰბედეს თურმე ლენინს, როდესაც რევოლუციის მსხვერპლთა რიცხვმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.

– რა მოხდა მერე, ნიკოლოზს თვლით კი არ ჩაუბარებია ჩემთვის რუსეთი, – მოსწრებულად მიუგო პროლეტარიატის ბელადმა.
რამდენი ვიყავით ქართველები ამ ოცდაათიოდე წლის წინათ და რამდენი ვართ ახლა?

ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გაგვცემს – არც შევარდნაძეს გადმოუბარებია თვლით სამოქალაქო ომით გაპარტახებული საქართველო და არც სააკაშვილს მიუთვლია მისგან მისხალ-მისხალ, იმანაც ის გადააბარა სოროსს, რაც წინამორბედმა გადმოულოცა – დაუთვლელად, ბითუმად, "ოპტომ".
ნახირს ითვლიან, ცხვრის ფარას ითვლიან და ისე აბარებენ მწყემსები ერთმანეთს.

ქართველებს არ ითვლიან – ჯოგად, ბრბოდ, მასად, "კუჩად" გადმოლალავენ ხოლმე ახალი "მწყემსები" თავიანთ საჩეხში.
რამდენი ვართ დღეს ქართველები?

რამდენი ვართ და, რამდენიც ვიყავით, იმას მინუს რუსუდან გუგუსიანი, მინუს ამირან რობაქიძე, მინუს სანდრო გირგვლიანი, მინუს ნავთლუღის ბაზრობასთან დახვრეტილი სამი ბიჭი, მინუს საკნებში ჩახოცილი შვიდი პატიმარი, მინუს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ყოფას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, მინუს ყველა, ვინც საზღვარგარეთ გაიქცა და იქ დალია სული მარტოობაში, სიღატაკეში, მონობაში, სამშობლოსა და ახლობლების ნატვრაში.

90-იან წლებამდე უკან თუ დავიხევთ და იქიდან დავიწყებთ ათვლას, მაშინ რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, გია აბესაძე, ვოვა ვეკუა, ზურაბ ჭავჭავაძე, ირაკლი გოცირიძის ორი ვაჟი, გურამ შარაძე და მისი ვაჟები, მანანა გიგინეიშვილის ვაჟი, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ამირან კალაძე, გოჩა ესებუა, სოსო სიგუას დედა, რომელიც შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო საკუთარ სახლში მხეცურად აწამეს და მოკლეს…

რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ძმათამკვლელ ომში დახოცილი გამსახურდიას ჯარისკაცები და კიტოვანის გვარდიელები, `მხედრიონელები~ და სახალხო მოლაშქრეები, ყველა ქართველი, ვინც ან ერთმანეთს, ან მტერს შეაკვდა, სოხუმთან თუ ტამიშთან, ცირკთან, დიდუბის მეტროსთან, კოდორის ხეობაში, წალენჯიხაში, ხობში, კახეთში, იმერეთში…

საქართველოს ბოლო ათწლეულების ცხოვრება მინუსების უსასრულო, გრძელზე გრძელი ბილიკია – ბილიკი არყოფნისკენ, ბილიკი საერთო აკლდამისკენ, ბილიკი უფსკრულისკენ.

– წარმატებული ოპერაცია იყო, ერთი გუგუსიანი დაიღუპა და ისიც შემთხვევით, – ამბობენ ხელისუფალნი.

იქ, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ, არაფრად უღირთ ათასების სიცოცხლე, ასიათასების სიცოცხლე.
ათასიც და ასი ათასიც ერთისგან შედგება და როცა ათასს და ასი ათასს ერთი აკლდება, იქ აუცილებლად ირღვევა ღვთის მიერ დაწესებული დიდი ჰარმონია.
– საქართველოს მინუს ეს ხელისუფლება უდრის გადარჩენას! – წავიკითხე ამასწინათ ერთ კედელზე მიწერილი.
ჩვეულებრივი კედელი იყო, აშკარად დილეტანტი კალატოზის მიერ აცაბაცად ამოყვანილი, ბათქაშჩამოცვენილი, გაქუცული.
მართლაც ერთი ჩვეულებრივი კედელი იყო, ოღონდ არაჩვეულებრივი შინაარსის…

***
– ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არნახულად იზრდება, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის მონაცემებიო, – გადარეულია სიხარულისგან პრეზიდენტი სააკაშვილი.

მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა თუ აღმავალი გზით მიდის, ეს შვიდასი ათასი უპოვარი და ღატაკი საიდან, თქვე უღმერთოებო?
შვიდასი ათასი ლუმპენპროლეტარი, მათხოვრის დონეზე დასული, არასმქონე ქართველი.
კი მაგრამ, სულ სამი მილიონი ვართ დარჩენილი (მილიონნახევარი საზღვარგარეთაა) და ამ სამი მილიონიდან შვიდასი ათასი თუ ლუმპენპროპლეტარია, მაშ ვინ ცხოვრობს უზრუნველად ამ `ბედნიერ~ საქართველოში?

არ დაგავიწყდეთ, რომ ღატაკებად მხოლოდ ისინი ითვლებიან, რომლებსაც სახლში ტელევიზორი და მაცივარიც კი არა აქვთ, ხოლო დანარჩენები – ტელევიზორ-მაცივრიანები, მაგრამ უმუშევრები, უსახსრონი, მშივრები – უზრუნველყოფილთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.
თუ გაქცევის თავი გაქვს, ასეთი ქვეყნიდან უნდა გაიქცე, აბა, რა უნდა ქნა?

თუმცა სად გაიქცევი, ამათ ისეთი გრძელი საცეცები აქვთ, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის რომელიმე ფერმაში თხის წველის დროს ჩაგავლებენ.

***

"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი" – ესეც როდინდელი ლექსია, მაგრამ იმდენად თანამედროვეა, გეგონება, აგერ, ახლახან, ნოღაიდელის მთავრობის მორიგი სხდომის მოსმენის შემდეგ დაიწერა ცხელ გულზეო.

მაძღარ მონობას ეძებენ-მეთქი, ვთქვი ზემოთ. თუმცა ეს ფრაზა სხვარანირადაც შეიძლება ითქვას: – მონობას კი არა, თავისუფლებას ეძებენ საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი ქართველები, თუმცა თავისუფლების ძებნაში კვლავ მონის უღელში ყოფენ თავს, რადგან ქართველებისთვის საქართველოს გარეთ თავისუფლება მაინც ტყვეობაა, მაინც მონობაა.

ასეთ ვარსკვლავზეა ქართველი კაცი დაბადებული, ასეთი ზნე და ხასიათი აქვს – ახალ ნიადაგს ვერ ეგუება – "გადარგვას" არ ექვემდებარება.
მეორე თვისებაც აქვს ქართველს – ხშირად მონობაში გადიდკაცებაზე უარს არ ამბობს და მერე მტრისას, ეს მონობაში გადიდკაცებული თავის სისხლსა და ხორცს რომ მოუტრიალდება, რათა პატრონს ერთგულება დაუმტკიცოს და თავი მოაწონოს.
ჩვენ გადიდკაცებული მონების მონები ვართ, ყმების ყმები.

ის რა კაცია, ვინც სხვა კაცის კაცის კაცია? იმას, როცა მოესურვებათ, მაშინ ამოშლიან კაცთა სათვალავიდან, როცა მოუნდებათ, ისევ ჩაწერენ…
მბრძანებლის, ზედამხედველის სტატუსით მოვლენილი სხვისი მონები სხვებს ვერ გაათავისუფლებენ.
თავისუფლება უმაღლესი, უზენაესი ღირებულებაა და მას დასარიგებლად და გასაცემად მონებს არავინ მიაშავებს.

***

სად გარბიხართ, ქართველებო?

დიდგორიდან არ გაქცეულხართ, ბასიანიდან არ გაქცეულხართ, დიდი თურქობის დროს არ გაქცეულხართ, არაბობის და მონღოლობის დროს არ გაქცეულხართ და რაღა "მოქკავშირისა" და "ნაცმოძრაობის" დროს შეგიჩნდათ დამღუპველი შიში?

სად გარბიხართ, ქართველებო?

სხვა საქართველო არსად არის, სხვა საქართველოს ვერსად ნახავთ.

აბა, სად გარბიხართ, სად მიეშურებით, სად მიიჩქარით?

უცხოელებმა თვითონ ზიდონ თავიანთი ღამის ჭურჭელი, თქვენ კი თქვენი ჯვარი ზიდეთ!!!

მეტის ნახვა
8-07-2018, 18:00


გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე:

– ბატონო სოსო, არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მთავრობა შეიწირა. რით ვერ მოიძებნა ოპტიმალურიგამოსავალი, რათა ქართული ეკონომიკისგანვითარების გზას მივაგნოთ?

– იმის სათქმელად რომ მდგომარეობა უარესდება, ენა არ მომიბრუნდება, გარკვეული მიმართულებებით პროგრესის ნიშნები არის, თუმცა, მთავარი გამოწვევა რაზეც, ჯერჯერობით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ღირსეული პასუხი ვერ გასცა არის ის, რომ მაკრო-ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახა. ზოგადად, ზრდა გვაქვს, მაგრამ ამის სარგებელს, ნაყოფს საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე ვერ გრძნობს.
ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის შეძლოს, მოახერხოს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორმე თითოეულ ოჯახზე დაიყვანოს. ზოგადად, ამას ეკონომიკური ტერმინით ინკლუზიურიეკონომიკა ჰქვია. ანუ კორელაცია, კავშირი ეკონომიკაზე 10%-ით მკვიდრდება, ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობის კეთილდღეობა 7–8%-ით მაინც უნდა იზრდებოდეს. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, კვლევები ადასტურებენ, რომ იზრდება უთანაბრობა, სიღარიბე განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში.

ახლა, ფაქტობრივად, ასიმეტრიული განვითარება გვაქვს, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი უკეთესად ცხოვრობს, შეიძლება ეს მზარდი ნაწილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ნაწილი ამ თამაშს ისე უყურებს როგორც კინოფილმ `პირველ მერცხალში~ ჩვენი ფეხბურთელები ფოთიდან უყურებენ ინგლისელების თავურით თამაშს, მხოლოდ თვალყურის დევნებაში არიან, რეალურად კი, თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

_ ანუ, საზოგადოებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული ეკონომიკა არ გვაქვს?

– არის ასეთი გამოთქმა: ჯოჯოხეთამდე გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლულიო. ნებისმიერმა ხელისუფალმა სანამ თავის საქმიანობას დაიწყებს უნდა გაიცნობიეროს ჰიპოკრატეს პრინციპი, რაც მედიკოსებს აქვთ – არ ავნო. ანუ, სანამ ცოცხალ ორგანიზმს მკურნალობას დაუწყებ, მანამდე ეს სუბიექტი რომლის სამკურნალოდაც მოგიწვიეს, დაგიძახეს თუ დაგიქირავეს იმაზე უარეს მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო, ვიდრე აქამდე იყო. ეს სლოგანი თითოეულ ხელისუფალს უნდა ჰქონდეს. თვითონ საქართველოს ეკონომიკა იმდენად ღია და გახსნილი სისტემაა – 140 ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური კავშირები, რომ აქ, მარტო საკუთარი ჭკუით, გონებით და თანმიმდევრული პოლიტიკით ყველაფერს ისე ვერ დაალაგებ როგორც გინდა. მაგრამ ჩვენი ამოცანაა გარე, ნეგატიური ფაქტორები ჩვენს საწინააღმდეგოდ კი არ გავაძლიეროთ, არამედ მათი ჩვენი ინტერესების შესაბამისად გამოყენება შევძლოთ. მაგალითად, საქართველოს აქვს კარგი გეოგრაფიულ-გეო-პოლიტიკური მდებარეობა, იგი არის გზაჯვარედინზე, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ეკონომიკასმომსახურების, ენერგეტიკული და ფინანსური ხაზით, რასაც მიზანსწრაფული მოქმედება სჭირდება, რათა ის პოტენციური კლიენტების, ადრესატების ერთობლივი მოქმედება ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოხდეს. ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის შიდა ეკონომიკური ველი ნეგატიური ფაქტორებისგან დავიცვათ, ხოლო მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ კუვეითი ან სხვა ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს რომელიღაც ერთი ბუნებრივი ფაქტორისგან მიღებული რენტული შემოსავლით.

იმ პიკური მდგომარეობისთვის, რაც 1988 წელს გვქონდა, არ მიგვიღწევია. ვარდნა იმდენად მკვეთრი იყო, ზემოთ ასვლას წლები სჭირდება. ჩვენ, დაახლოებით, 35-40 წლით უკან გადავვარდით.

– როდის უნდა შეიქმნას ქვეყანის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია?

– განზრახულობა არის, მაგრამ ეს ზოგადი ცნებაა. ეს იგივეა გქონდეს სურვილი იყო ჯანმრთელი და მდიდარი. ვინ ამბობს ამაზე უარს, მაგრამ მისი მიღწევის გზებია მოსაძებნი, ხომ? გვინდა ვიყოთ ენერგეტიკული და ფინანსური ჰაბი. კი ბატონო, მაგრამ რა კეთდება საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით კაპიტალი შემოვიდეს, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, მომზადდეს კვალიფიციური კადრები, რათა ისინი ქვეყნიდან კი არ გარბოდნენ, არამედ ეს რესურსი ადგილზე გამოვიყენოთ?! – სამწუხაროდ არაფერი. შესაძლოა, მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ ვისაც ჩვენ ვეჯიბრებოდით ისინი ხომ არ გაჩერებულან ერთ ადგილზე, არამედ კვლავ წინ მიიწევენ. ამიტომ, 1988 წელს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების წევრი ქვეყანავიყავით და 32 ქვეყნის საშუალო დონის მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე წარდგენილიმშპ-თი, დაახლოებით, 40%-მდე იყო. 30 წლის შემდეგ კი, იგივე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ეს პროცენტი 12-ს შეადგენს. ანუ, პრობლემა უფრო მწვავედ დგას, საკუთარი გზა ვერ გვიპოვია.

– როგორ გავარკვიოთ რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა?

– არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყანა სწორი გზით ვითარდება თუ მხოლოდ ციფრების მანიპულაციას აქვს ადგილი. მოდით, მოვახდინოთ შეფასება – საქართველოში უფრო მეტი ქართველი ბრუნდება თუ პირიქით, გადის. მეორე – ზოგადად, კმაყოფილი მოსახლეობა სჭარბობს თუ პირიქით, მესამე – ბოლო ექვსი თვის მანძილზე მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესდა, გაუმჯობესდა თუ იგივე დარჩა. ამ კრიტერიუმებით თუ ვისარგებლებთ, მაშინ ეს მაჩვენებლები გაცილებით სოლიდური, ობიექტური იქნება, ვიდრე სავალუტო ფონდის დეპეშით გამოგზავნილი შეფასება, თუ სტატისტიკის სამსახურის მიერ დადებული ციფრი მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ირჩევს არა სავალუტო ფონდი ან რომელიმე საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ორგანიზაცია, არამედ საზოგადოება, ხალხი. ნებისმიეირ ხელისუფლება ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამიტომ, ხალხის აზრი განმსაზღვრელია. რაც არ უნდა კარგად წარმოვაჩინოთ საქმე, თუ საზოგადოება უკმაყოფილოა, ჩვენი შეფასება არაფერი იქნება.
რატომ გადიან ქვეყნიდან? – საბჭოთა კავშირის პირობებში ქართველთა 96% საქართველოში ცხოვრობდა, მხოლოდ 4% იყო გასული დანარჩენ 14 რესპუბლიკაში, რუსეთის ჩათვლით. დღეს, ბევრი ქართველი დამდუღრულივით გარბის საქართველოდან იმის გამო, რომ პერსპექტივა, ეკონომიკური ცოდნა-გამოცდილება არ აქვს. ერთ-ერთ პოლიტიკოსთან შეხვედრაზე ვიყავი, მან ტრაბახი დაიწყო: თუ ადრე, საქართველოდან ძიძები, მომვლელები გადიოდნენ, ახლა, ქვეყანას ინჟინრები, ინტელექტუალები ტოვებენ, რაც პროგრესზე მიუთითებსო. როგორ მიუთითებს ყოველივე პროგრესზე? პირიქით, საქმე უფრო მძიმედ არის, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ქვეყანაში სათანადო სამსახურს, თავისი უნარის, ცოდნის გამოყენების არეალს ვერ პოულობს და იძულებულია მოღვაწეობა ქვეყნის გარეთ გააგრძელოს.

– ბატონო სოსო, ახალმა პრემიერმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები შემოიტანა, როგორ უყურებთ ამას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით?

– ფაქტობრივად, მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძე ფინანსთა მინისტრის რანგში შვიდი თვე იყო, მის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივები და ვერბალური განცხადებები მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ფუნქციებში არ ეტეოდა. ბევრი პოლიტიკურიგანცხადება გაკეთდა. მან, გარკვეულწილად, გააკეთა განცხადებები საბანკო სექტორის მიმართ, თქვა, რომ მათი ქმედება გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ზოგად ეროვნულ სახელმწიფოებრივ ეკონომიკურ ინტერესებსდამორჩილდეს.

ბახტაძე, ასევე, გამოვიდა ინიციატივით ბანკებს სესხის გაცემაზე გარკვეული შეზღუდვებიდაუწესდეს. საქართველოში საშუალო საპროცენტოგანაკვეთი შინამეურნეობათა სესხებზე ეს იქნება თუ არა იპოთეკით დატვირთული, დაახლოებით, 15%-ია, მაშინ როცა აშშ-ში ეს, დაახლოებით, 3,25%-ის ფარგლებში მერყეობს. დაახლოებით, 4–5ჯერ უფრო დაბალია საპროცენტოგანაკვეთი, სესხის ღირებულება განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან. კიდევ უფრო დაბალია იაპონიაში – 1,68%, ლუქსემბურგში – 2%. ჩვენთან, ბანკები ამით დიდ შემოსავალს ღებულობენ. საბანკო სექტორის მიმართ სახელმწიფოს საშუალება აქვს რეგულირებაუფრო იოლად მოახდინოს, იგი განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს კაპიტალის სიდიდე და ა.შ. ამიტომ, პირველ რიგში, სახელმწიფომ იმ სფეროზე იზრუნა, რომელზეც უფრო მეტი ზემოქმედების საშუალება აქვს.

ახლა ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების ზღვარი 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე იწევა, ამით ბიზნესს სერიოზული შეღავათი ეძლევა.

– ეს რეგულაციები მისასალმებელია, მაგრამ რამდენად საკმარისია. კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

– გასაკეთებელი ბევრია: როდესაც ქვეყანაში სამეურნეო-სამეწარმეოერთეულების რაოდენობა მხოლოდ 120 კაცზე სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში; როდესაც დარღვეულიაპროპორცია დაქირავებით დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს შორის, ანუ ანაზღაურებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყანაში მცირეა; როდესაც ბანკების მთლიან შემოსავლებში არაპროფილური საქმიანობიდან შემოსავლები თითქმის სჭარბობენ მათ ძირითად, პროფილური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, ასეთ დროს რაიმე კმაყოფილებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ჩვენ, ვცდილობთ, ის სტრუქტურა აღვადგინოთ, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში გვქონდა. ეს არის ფანტომური ტკივილების, ცნობიერების შედეგი, როცა მაგალითად, ადამიანს კიდური აღარ აქვს და წვივი სტკივა. ჩვენ, ფაქტობრივად, რაც მალე დავივიწყებთ იმ ძველ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს ჰქონდა, მით უკეთესი. უნდა შევძლოთ ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, სადაც უფრო მაღალი წილი ადამიანურ კაპიტალს ექნება და შრომითი დანახარჯები შედარებით ნაკლები იქნება. ნაკლები იმედები უნდა დავამყაროთ აგრარულ სექტორზე იმ გაგებით როგორც ეს ადრე გვესმოდა. ძველი ტრადიციული ტექნოლოგიებით სასოფლო მეურნეობა შედეგს ვერ მოგვიტანს. მაშ, რა ვუყოთ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს? _ პოლიტიკა რომ ადამიანები აგრარული სექტორისათვის ზედმეტი გავხადოთ, სწორი იქნება. მაგრამ პოლიტიკა რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ სოფლად ცხოვრებისაგან, სწორი არ იქნება. აქვე, ერთსაც გეტყვით: საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისისთვის 100-ზე მეტი დარგი ჰქონდა განვითარებული, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის გატანის თაობაზე, აღმოჩნდა, რომ ამ 106 დარგიდან რომელიც გვქონდა, ფაქტობრივად, არ აღმოგვაჩნდა დარგი, რომლითაც ბაზარს ჩვენს პირობებს ვუკარნახებდით. სხვა ქვეყნებს ზოგს გაზი აღმოაჩნდა, ზოგს ბამბა, ზოგს ფერადი ლითონები და ა.შ. ჩვენ ცოტ-ცოტა ყველაფერი გვქონდა, მაგრამ რომ განგვევითარებინა ჩვენი რესურსები ამას არ გაწვდებოდა. ამიტომ, უნდა შეგვერჩია რომელიმე დარგი და მის განვითარებას შეწყობოდა ხელი, ამ ძიებაში წლები გავიდა. უნდა ავარჩიოთ დარგი და მის საფუძველზე მოვახდინოთ ყველა დანარჩენისრესტრუქტურიზაცია და ეკონომიკის ასე განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში განწირული ვიქნებით მარადიული ჩამორჩენილობისთვის.

– ბატონო სოსო, ხშირად ისმის, რომ მიბმული ვართ თურქეთის ეკონომიკას. რატომ არ შეიძლება ვთქვათ სხვა, თუნდაც ჩინურ მოდელს მივებათ?

– დიახ, თურქეთის ეკონომიკაზე დამოკიდებული ვართ. თურქეთს ჩვენს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში, დაახლოებით, 14–17% უჭირავს. საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსეთზე მოდიოდა ჩვენი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 60%. რუსეთისგან თავის დაღწევა შევძელით, მასზე ისე დამოკიდებულნი აღარ ვართ. ჩვენს ქვეყანაში ხდება თურქული საქონლის რეალიზაცია. საქართველოში იმდენ თურქულ საქონელს ვყიდულობთ, რითაც თურქეთში, დაახლოებით, 60 ათას სამუშაოს ვქმნით. რა გამოდის, ჩვენი თანამემამულენი უცხოეთში შოულობენ ფულს, რაც საქართველოში შემოდის და მერე, ამ ფულით თურქულ საქონელს ვყიდულობთ. საქართველოგამოდის როგორც მეგა-ერგნეთი, ფაქტობრივად, სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილი, რაც ნაკლებად ემსახურება ჩვენი ეკონომიკისგანვითარებას. ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ უცხოური იმპორტირებული საქონლის იმ საქონლით ჩანაცვლება, რომლის წარმოების კულტურა, ტრადიცია, პოტენციალი გაგვაჩნია.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
8-07-2018, 13:00


ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ყურადღება გასულ კვირას, რუსეთის გარდა, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბრიუსელისკენ იყო მიპყრობილი. ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი აფრიკა-ახლო აღმოსავლეთიდან მომწყდარი მიგრანტების ბედის განსაზღვრა იყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში არაოფიციალურად შეიკრიბნენ, როგორც ამბობენ, `მოთელვისთვის~. არაოფიციალურ შეხვეარდა 16 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა დემონსტრაციულად უარი განაცხადეს არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე. სამიტი, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, საერთო აზრს ვერ მიაღწიეს.

გასულ კვირას, ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტი მართლაც დაძაბული გამოდგა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველ დღეს შეხვედრა 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააგრძელეს. მიგრანტებთან მიმართებაში კი გაურკვევლობაა. ევროკავშირის ქვეყნების სურვილია, მესამე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადანაწილდნენ მიგრანტები. ამის გარდა, ევროკავშირის გეგმაა, აზია-აფრიკის ქვეყნებში შეიქმნას მიგრანტების საფილტრაციო ბანაკები, რომლებსაც ზედამხედველობას პოლიცია გაუწევს. ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით იტალიის პირველი ვიცე-პრემიერი და შსს-ის მინისტრი მატეო სალვინი ლიბიაში. იქაურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ქვეყანაში მიგრანტთა ბანაკების შექმნაზე. სალვინის ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. 

ევროკავშირის გეგმებმა მიგრანტებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი კრიტიკა დაიმსახურა ექსპერტების მხრიდან. მათთვის გაუგებარია, რომელი ქვეყნის პოლიციამ უნდა განახორციელოს ზედამხედბელობა მიგრანტების ბანაკებში, ან რას ნიშნავს ფილტრაცია. ისრაელელი სამხედრო ექსპერტის იაკობ კედმის განცხადებით, ბანაკების შექმნისთვის გამოყოფილი მილიონობით თანხა არაოფიციალური, გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირებების ხელში აღმოჩნდება. "…ლიბიაში, სადაც არ არსებობს ერთიანი ხელისუფლება, ვისთვის აპირებენ ფულის მიცემას? ვინ იქნება გარანტორი, რომ თანხები მიზნობრივად გაიხარჯება?" – აცხადებს იაკობ კედმი. რუსეთის სენქციებზე იგივე კედმის განცხადებით, ამით რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის. "…რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მათთვის სასიკეთოც აღმოჩნდაო", – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ მიგრანტების საკითხმა, რომელიც პრობლემად იქცა ევროკავშირისთვის, შესაძლოა, წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ამაზე მეტყველებს იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტესა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შელაპარაკება სამიტზე. კონტემ მოუწოდა, საფრანგეთმაც გაუღოს კარი მიგრანტებს. ამაზე გაღიზიანებულმა მაკრონმა უპასუხა: "…არავის ჭკუის სწავლება არ გვჭირდებაო". ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებმა ჩაკეტონ თავიანთი ქვეყნის საზღვრები, რითიც ეჭვქვეშ დადგება შენგენის არსებობა. ევროკავშირის სამიტის შემდეგ შემაჯამებელი ერთობლივი დოკუმენტი არ მიუღიათ, რაც დღემდე არ მომხდარა. ამიტომ მიმომხილველებმა "უშედეგო სამიტად" მონათლეს.

"სავაჭრო ომი" ევროკავშირის დასასუსტებლად არის აგორებულიო, აცხადებენ ექსპერტები. "ევროკავშირის ქვეყნებიდან ეკონომიკურად ძლიერი სამია – გერმანია, დანია და ნიდერლანდები. დანარჩენები დოტაციის ხარჯზე ცხოვრობენ, ფაქტობრივად, გერმანელების, – აცხადებს კედმი. – ამას თუ დავუმატებთ სავაჭრო ომს, ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა". ამასობაში შეირყა კანცლერ ანგელა მერკელის პოზიციები ქვეყნის შიგნი თ. მართალია, ევროკავშირის სამიტზე კონკრეტულად არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ყველა საკვანძო საკითხი შემოდგომისთვის გადაიდო, მერკელის კოალიციური მთავრობის ბედი, ექსპერტების განცადებით, ჯერაც გაურკვეველია.

გასულ კვირას ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილში მაკრონის აშშ-ში ვიზიტისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა, საფრანგეთი გასულიყო ევროკავშირიდან. ამით სანქციები შეგიმსუბუქდებათო, უთქვამს ტრამპს. რამდენად მართალია პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, უცნობია. კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. არავის უარყვია და არც დაუდასტურებია ჩვენი ამერიკელი კოლეგების ინფორმაცია. თუმცა ამან, ეჭვი, რომ ტრამპი ევროკავშირისადმი არაკეთილგანწყობილია, კიდევ უფრო გაამყარა.

როგორც დაგეგმილი იყო, გასულ ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. "…თქვენი ჩამოსვლა იმედს გვისახავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება. აქამდე სასურველი პოლიტიკური ვითარება არ იყო. ახლა სიტუაცია გამოსწორდა", _ უთხრა შეხვედრის დაწყებამდე სტუმარს პუტინმა. თავის მხრივ ბოლტონმა ჟურნალისტებს განუცხადა: "…პრეზიდენტები ერთმანეთს კარგად იცნობენ. შარშან უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ პირად შეხვედრაში უჩვეულო არაფერია. ეს უფრო გააუმჯობნესებს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის".

ჯონ ბოლტონის ვიზიტის მიზანი დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება გახლდათ. როგორც გადაწყდა, პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდებიან. პრეზიდენტებამდე პირველი დიპოლმატები – მაიკლ პომპეო და სერგეი ლავროვი ისაუბრებენ. სამიტი ერთდღიანი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ყველა საკითხზე, რომლებიც მრავლადაა დაგროვილი, ვერ მოასწრებენ საუბარს და რაიმე კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან. მათივე ვარაუდით, ჰელსინკში გამოჩნდება, როგორ განვითარდება აშშ-რუსეთის ურთიერთობა სამომავლოდ.

ჯერ მხოლოდ რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი და დროა ცნობილი, მაგრამ ევროპელებს უკვე აშფოთებთ ორი ქვეყნის დაახლოება. ამის თაობაზე წერენ ევროპული გამოცემები. ამერიკული გამოცემები კი აღნიშნავენ, რომ ტრამპი დიპლომატიურ ენაზე ვერ შეძლებს პუტინს აჯობოსო. ამ დღეებში კი ამერიკელი სენატორები ბიზნესმენების თანხლებით უკვე ჩავიდნენ რუსეთში.

გია ბურდული

მეტის ნახვა
8-07-2018, 12:00


კეშას ბლოგი

ვინც მიცნობს, კარგად იცის, მწარეა ხოლმე ჩემი კალამი. არ ვინდობ ადამიანებს, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ, რომლებიც თავიანთ საქმეს არ ასრულებენ, რომლებიც ფიზიკურად ან მორალურად ანადგურებენ… ზოგჯერ, ზედმეტიც მომდის, ზოგჯერ, მიზანს ვცდები, შესაძლოა – მაგრამ, როცა სათქმელი მომაწვება – უკან დასახევ გზას ვერ ვიტოვებ.

დღეს ერთი ფიქრი ამეკვიატა – მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, მე რა შემიძლია გავიღო ადამიანებისთვის…
სახლი არ ამიშენებია ჯერ, არც ხე დამირგავს, საღამოობით იმაზე ფიქრით არ ვიძინებ – დღის მანძილზე ვის რა ვარგე. ერთ კინკილა შვილს ვუზრდი ქვეყანას და ვწერ…

გზა მაინც გაუყვანელია, მაინც დაუსრულებელია გზა – არ შველის ჩემი წერა და ყვირილი, დაუგებელია ისევ გზა, ხან ვინ გადავარდება ამ გზიდან, ხან ვის აუცურდება ფეხი. მაინც არ ვდგები მოსახვევიდან, მაინც არ ვიკაპიწებ მკლავებს და მაინც არ ვცდილობ საკუთარი ხელებით გზის დაგებას.
იმიტომ, რომ მე ჯერ არ გადავარდნილვარ გზიდან, ჯერ არ ამცურებია ფეხი, ჯერ არ მოვსრიალებულვარ, ჯერ არ აღმოვჩენილვარ ხრამში…
ვზივარ სადღაც მოსახვევში და ვუყურებ, ვუყურებ და ვჩხუბობ დაუგებელი გზის გამო, ვაბრალებ ყველას და ყველაფერს, მერე უსწორ-მასწორო გზიდან, გადაცვენილი ხალხის დროულად არ ამოყვანაში, არ გადარჩენაში ვანაშაულებ ისევ სხვებს და ისევ ვჩხუბობ – და თან ვზივარ, ვზივარ სადღაც მოსახვევში და შორიდან ვუყურებ…

მამა რომ გარდამეცვალა – მაშინ მივხვდი, რომ 50 წელი სიცოცხლისთვის ძალიან ცოტაა, მაშინ გავაცნობიერე, რას ნიშნავს დარჩე უმამოდ, თორემ, ცრემლს ჩამოვაგდებდი, შევწუხდებოდი, მაგრამ რეალურად რას გავიგებდი, რეალურად, როგორ მივხვდებოდი, რა არის უმამომა, სანამ მამა სახლში მელოდა…
მას შემდეგ, რაც მამა დამეღუპა, იმდენ ადამიანში მიძებნია მამა, ვერ დავთვლი, რამდენიმემ დიდი სიტყვაც მითხრა – მამაშვილობა მითხრა – ვერ აასრულა, ვერ შემიყვარა შვილივით, ვერც მე შევიყვარე, ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომაც მე ერთხელ დავკარგე მამა და არა იმდენჯერ, რამდენჯერაც მამაშვილობა მითხრეს.

სიყვარული რომ შემეძლოს, მე ახლა მგლოვიარე ქალბატონი ვიქნებოდი, ჩემი შვილები იქნებოდნენ, მდინარეში დამხრჩვალი ბავშვები, ჩემი შვილები იქნებოდნენ დანით დაჩეხილი ბავშვები…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, უამრავი მშიერი ბავშვი მეყოლებოდა და რამდენიმე დაპურებული. ერთის დაპურება მიჭირს ახლა სათანადოდ, მაგრამ სიყვარული შემაძლებინებდა, კიდევ რამდენიმე დამეპურებინა, გამოვძებნიდი საშუალებას, ვნახავდი გამოსავალს.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ის ბავშვებიც ჩემი შვილები იქნებოდნენ, რომლებმაც დანა დაარტყეს ჩემს მეორე შვილს, არ ვიცი, დაარტყამდნენ, თუ არა, რომ სცოდნოდათ რომ ძმები არიან, რომ სცოდნოდათ, რომ ერთი ჯიშისა და ჯილაგისგან მოდიან, ან იქნებ მაინც დაერტყათ, ეგაც ვინ იცის…
მაგრამ, მე რომ მკვლელი შვილები მყოლოდა, სისხლიან ტანისამოსს ვერ გადავყრიდი, არ მეცლებოდა ერთი შვილის ხელის დასაფარებლად, როცა მეორეს მიწაში ვდებ, არ მექნებოდა დრო, ერთის გადასამალად, როცა მეორე სისხლისგან იცლება.

მე რომ სიყვარული შემეძლოს უამრავი და-ძმა მეყოლებოდა, ზოგი მოკლული, ზოგი დაჭერილი, ზოგი გაღატაკებული, ზოგი დაბნეული… და ხო, ყველას დავეხმარებოდი. ყველას ვერ გავწვდებოდი? – ტყუილია, გავწვდებოდი – მე ხომ მარტო აღარ ვიქნებოდი, მე უამრავი და-ძმა მეყოლებოდა, ერთმანეთს დავეხმარებოდით ყველა…

მე რომ სიყვარული შემეძლოს – ჩემი ძმა იქნებოდა თავშიტყვიადახლილი, ნაწამები ტატუნაშვილი… ოთხოზორიაც ჩემი ძმა იქნებოდა… ყველას გვარის ჩამოთვლას ვერ მოვახეხებ, ბევრი შვილი და ძმა გვყავს ჩვენ წამებით მოკლული…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ბებიები და ბაბუები მეყოლებოდა, ცხორების ჯაფით გადაღლილი ბებიები, ბაბუები დაკოჟრილი ხელებით. რას გაბედავდა სახელმწიფო წამლის ფული არ დაეფინანსებინა ჩემი ბებიისთვის, როგორ შეძლებდა სახელმწიფო ბოლომდე არ ემკურნალა ჩემი ბაბუისთვის, ფანჯრიდან გადმოიხედავდა მინისტრი და იმდენი და-ძმა ვიქნებოდით შეკრებილი, იმდენი შვილი ეყოლებოდა ბებიას და ბაბუას – ვის შეუძლია ამდენი შვილიშვილის პატრონები აშიმშილოს და სიღატაკეში აცხოვროს.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ქალაქი და სოფელი ერთნაირად მეყვარებოდა, ჩემი სოფლელების მოყვანილ პროდუქტს ვიყიდდი, არ ვიყიდდი უცხო ქვეყნის გაუგებარ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და შეუწყობდა მერე მთავრობა ქართულ მრეწველობას და მეურნეობას ხელს, რა გზა ექნებოდა სხვა.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ეკლესიაში მხოლოდ სალოცავად კი არ ვივლიდი, მამაოს – მხოლოდ სიტყვისთვის არ ვიტყოდი, მე რომ სიყვარული შევძლო, მამაო რომ მამასავით შევიყვარო, რამდენიმე მამაოს გარდა, მრევლი აღარ ეყოლებოდათ დანარჩენებს და იძულებულნი გახდებოდნენ, იმ მამაოებისთვის მიებაძათ, რომლებიც ჩვენზე ისე სწუხან, როგორც საკუთარ ოჯახზე.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ეკლესიიდან გამოსული, მარხვადაცული, ნაზიარები, სხვების გასაკითხად როგორ მოვიცლიდი, როგორ ჩავყრიდი წყალში ჩემს ზიარებას, სხვებზე საჭორაოდ, როგორ გავაქიაქებდი, როგორ დავდებდი სანეხვეზე.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, არც ტანისამოსი გამიკვირდებოდა, არც ბრენდი, არც ტუჩი და კანჭი, არც მანქანა და სახლი – ადამიანი და არაადამიანი გამიკვირდებოდა მხოლოდ.

მაგრამ, არ შემიძლია მე სიყვარული, უსიყვარულოდ ვცხოვრობ მე – ამიტომ, მოკლეს ბავშვებმა ბავშვები და ერთის მშობელმა სისხლიანი ტანისამოსი გადამალა, ერთის მშობელმა – ცოცხლები გადამალა, ერთის მშობელმა საქმე შეაკერინა – რომ იცოდეს, ვინმემ რომ უთხრას, იმ ერთის მშობელს, რომ ის მეორეც მისი შვილია, რომელიც მიწაში ჩავდეთ, ისიც მისი შვილია, რომელიც მარტო დაიცალა სისხლისგან – ასე ვერ მოიქცეოდა, ვერ აირჩევდა, ვინ გაეწირა და ვინ არა.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს, შვილმოკლულ მამას ვინ გალანძღავდა, ყველანი შვილმოკლული მამები და დედები ვიქნებოდით, ვინ მოიცლიდა პოლიტიკისთვის, ვის დაუდგებოდა სახლებში გული, ვინ წავიდოდა სამსახურში – უფროსიან-უმცროსიანად ვიდგებოდით ერთად, მანამ, სანამ სამართალს არ მოგვცემდნენ.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შევეძლოს, ჩვენ ასე ცოტანი, ისე ბევრნი გამოვჩნდებოდით, იმდენნი ვიქნებოდით, მთელი დუნია ჩვენი იქნებოდა…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს, ბანაკებად არ დავიყოფოდით, მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არ დავიყოფოდით, პარტიებად და უპარტიო პარტებად არ დავიყოფოდით და ჩვენი ხმა იქნებოდა ერთიანი და ერთი.

ხო, ჩვენ ცოტანი ვართ და უფრო და უფრო ვცოტავდებით – ეს კიდევ ცალკე სასაუბროა, ეს კიდევ სხვა თემაა – მაგრამ, ცოტაც კი შეიძლება დიდი ძალა იყოს, ცოტამაც შეიძლება ერთ დღეს თავისი სათქმელი თქვას.

ერთი ბიჭია, 10-11 წლის იქნება, სოლოლაკში ცხოვრობს, ვიცი, რომ ოჯახი ჰყავს, მაგრამ ვერ დავადგინე კონკრეტულად ვინ პატრონობს, არ ამბობს, ყველაფერზე საუბრობს ამის გარდა, ეშინია, რომ წაიყვანენ და უპატრონო სახლში გამოამწყვდევენ. უმეტესად მათხოვრობს, სკოლაში არ დადის, არც არასოდეს უვლია. შემხვდა გუშინ, ბურახის აპარატთან იდგა, ვიღაც ბავშვებთან ერთად, იმ ბავშვებს ჰქონდათ ბურახის ფული, ამას არა და არ უსხამდნენ 30 თეთრიან ბურახს უფულოდ, მთხოვა: – ერთი ჭიქა შეგიძლია მიყიდოო? ათასი მადლობა მითხრა. მომიბოდიშა კიდეც, გიცანი და იმიტომ გთხოვე, თორემ, ისე არ გთხოვდიო.

ვერ გადავწყვიტე, ვერ მივხვდი რა ვქნა, რა სჯობს მისთვის, იყოს იმ ოჯახში, სადაც უნდა ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავის სარჩენად პატარაობიდან მათხოვრობა უწევს, თუ სახელმწიფოს ვთხოვო და უპატრონო სახლში გადავაყვანინო, სადაც, იქნებ რამე ხელობა მაინც ასწავლონ…
ვერ გადავწყვიტე, რადგან არ მიყვარს ისე, როგორც საჭიროა, თორემ, რომ მიყვარდეს, როგორ დავტოვებდი ქუჩაში, პატარა ხელით ჩაბღუჯული ერთი ჭიქა ბურახით?

არ შეგვიძლია ჩვენ სიყვარული, თორემ, რას გაბედავს სახელმწიფო, პატარა ბავშვები აშიმშილოს და ამათხოვროს, რას გაბედავდა სახელმწიფო, რომ უპატრონო ბავშვთა სახლების ეშინოდეს ბავშვებს…

არ შეგვიძლია ჩვენ საკუთარი თავის სიყვარული, თორემ, რა დროს პოლიტიკა და პარტიებია, რა დროს დაპირისპირება და ბანაკებია, რა დროს პრემიები და დანამატებია – ვცოტავდებით, ყველა დილით და საღამოს ვცოტავდებით, ვინც ვრჩებით, მათ მიწა აღარ გვადარდებს ჩვენი, ხალხი აღარ გვადარდებს, მხოლოდ საკუთარი სახლი და საკუთარი ჭერი, მხოლოდ მანქანა და ფული, მხოლოდ კანჭი და ტუჩი…

არადა, მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს – წარმოდგენაც კი მიჭირს, რამხელა ძალა ვიქნებოდით, რამდენი ვიქნებოდით, რა კარგად ვიქნებოდით…



მეტის ნახვა
8-07-2018, 11:00


ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. 

imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში წვიმამ იმატა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ამ წუთებში, უსაფრთხოების მიზნით,  ელექტროგადამცემ ბოძებს ხსნიან.  სტიქიის ზონაში გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, სტიქიის ადგილზე 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.
5 ივლისის სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მაშველები.  ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.


 

მეტის ნახვა
6-07-2018, 17:00


სწრაფად აწესრიგებს შარდ-სასქესო სისტემის მუშაობას.

თუკი გაქვთ: შენელებული და გახშირებული შარდვა, შარდვის დროს წვა, შარდსადენის ხვრელის ბაგეთა მიწებება, სუნი, გამონადენი, ტკივილი წელის, გავის ძვლის, თირკმლის არეში, შარდის წვეთ-წვეთად გამოყოფა, მოშარდვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა, ნაადრევი ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა).
აღადგენს სექსუალურ სიძლიერეს. 

სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს ხსნის ტკივილებს მკერდის, ბეჭისა და იღლიის არეში. 
მასტოპატიების შემთხვევაში, უნარი აქვს, გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. 

მშობიარობის შემდეგ, პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას, თავიდან აიცილებთ მასტიტს და შეინარჩუნებთ ჩვილის კვებას საკუთარი რძით. 

"სალხინო" რეკომენდირებულია, აგრეთვე, სხვა რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესებით გამოწვეულ დაავადებათა სამკურნალოდ. 
იგი, ტრადიციულად, გამოიყენებოდა სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებათა დროს. 80-იანი წლებიდან კი მრავალი ქვეყნის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტების მიერ რეკომენდირებულია რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესების და მათ მიერ გამოწვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც. კერძოდ, კოლპიტის, პროსტატიტის, პულპიტის, პარადონტიტის, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადების, ქრონიკული ბრონქიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ქრონიკული და მწვავე გასტრიტის, ჰეპატიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის, ენდომეტრიოზის, რადიკულიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ეფექტურია ბუასილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.

გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი, შეგუბების (მასტიტი) საწინააღმდეგო მოქმედება. 

აფთიაქებში გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტის ნახვა
6-07-2018, 12:00


რა ეშველება ამ ქვეყანას, სადაც ერთ კაცს რომ დანიშნავ თანამდებობაზე, ორი კაცი მეთვალყურედ უნდა მიუჩინო, რომ არ იქურდოს, არ იმამაძაღლოს, არ მოიპაროს, თუმცა არც ეს შველის საქმეს – დრო გადის, ის ერთი იმ ორ მოყურიადესთან საერთო ენას პოულობს და ახლა უკვე სამნი იპარავენ ერთად.

საყოველთაო-სახალხო უბედურებაა ის, რაც გვჭირს, ეროვნული, ზოგადნაციონალური ავადმყოფობა, რომლისგანაც ვერა და ვერ განვიკურნეთ.

მსოფლიოში, ალბათ, ძნელად მოიძებნებაქვეყანა, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით, ასეთი აზარტით და ხალისით ძარცვავდნენ მისი მოქალაქეები, როგორც ამას ქართველებიაკეთებენ.

ჩვენ კი დავმგარვართ და ბიძინა ივანიშვილისკენ ვიშვერთ ხელს _ რატომ არ ასწორებს ამ ზნეგამრუდებულ, მამაძაღლობის და ოღრაშობის გზაზე შემდგარ ქვეყანასო.

ერთმა ბიძინა ივანიშვილმა რა ქნას, ერთმა კაცმა როგორ დაუმოკლოს საჯიბგიროდ გამზადებული ხელი და როგორ გამოუცვალოს საცუღლუტოდ მომართული ტვინი და გონება ათასებს და ასიათასებს?

არა მარტო ილია ჭავჭავაძე, მე 19 საუკუნის მთელი ქართული მწერლობა იმის თავგამოდებულ ცდაში იყო, ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტად და ჭეშმარიტ მოქალაქედ აღზრდილიყო, ჩვენ კი იოლი გამოსავალი მოვძებნეთ - ავიღეთ და ილია მოვკალით, მოგვიანებით კი საერთოდ მოვკალით ქართული მწერლობა, რომ კიდევ ვიღაცას არ შევეწუხებინეთ ზედმეტად თავისი აღმზრდელობით-დიდაქტიკური შეგონებებით.

ეკლესიაა და, როგორც ირკვევა, თვითონ იქცა ბიზნესცენტრის მაგვარ რაღაც ორგანიზაციად, სადაც მილიონები ტრიალებს თურმე.
სკოლაა და იმ სკოლამ სხვას რა განათლება უნდა მისცეს, სადაც მასწავლებლები თვითონ ვერ აბარებენ გამოცდებს.

ოჯახია და მშობლები უცხოეთში არიან წასული სამუშაოდ, შინ მარტო დარჩენილი ბავშვები და ბებია-ბაბუები კი, ერთმანეთისგან ეპოქებით დაშორებულნი, ერთმანეთს ვერ უგებენ, ერთმანეთისა არ ესმით.

არა ეკლესია, არა მწერლობა, არა სკოლა, არა ოჯახი – აბა, სად უნდა აღიზარდოს და ვინ უნდა აღზარდოს ადამიანი თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ?

არა ეკლესია, არა მწერლობა, არა სკოლა, არა ოჯახი, სამაგიეროდ, ყოველივე ამას ჩანაცვლებული ინტერნეტი და ამ ინტერნეტის ჯუნგლებში "აღზრდილი" თანამედროვე მაუგლები – ეს არის კაცობრიობის საბედისწერო მომავალი და, როგორც ჩანს, ამ მომავალს ვერც საქართველოასცდება.

სხვათა შორის, პოლიტიკაში შემოსვლის პირველ ხანებში ბიძინა ივანიშვილმა სცადა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ სულიერ ფასეულობებზე წამოეწყო საუბარი და საზოგადოების ყურადღება იმაზე გაემახვილებინა, თუ როგორ უნდა აღიზარდოს ადამიანი სრულყოფილ ადამიანად, სრულყოფილ პიროვნებად, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა ეს თემები.

საზოგადოებას დღესვე, ახლავე, დაუყოვნებლივ სურდა ყველანაირისიკეთე მიეღო და თანაც ისე, რომ თავად დიდად არ გარჯილიყო.

ჩვენ გვინდა, უკეთესად ვიცხოვროთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ.

ჩვენ გვინდა, ეს დუხჭირი რეალობა შევცვალოთ, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ თვითონ შევიცვალოთ.

თუ უკეთესები არ გავხდით, თუ უკეთესობისკენ არ შევიცვლებით, ვერაფერს ვერ შევცვლით და ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.

სახელმწიფოს ფუნქცია სულაც არ არის მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი პური, რაც შეიძლება მეტი კარტოფილი და ლობიო მოიყვანოს.

სახელმწიფოს უპირველესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი "პროდუქტის", მაღალი სულიერების და მაღალი კულტურის ადამიანის ჩამოყალიბებას.

თუ ეს არ გაკეთდება, პურიც შეიჭმება, კარტოფილიცდა ლობიოც, მაგრამ ქვეყანა სახელმწიფოდ, ხალხი კი ერად ვერ შედგება.
მინაწერი: სასაცილოა და იმავე დროს უკიდურესად გამაღიზიანებელი, როცა "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ფინანსურ დარღვევებსა და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებებზე უკიჟინებს.

ცალკეული ფაქტები, ცხადია, დღესაც ხდება, მაგრამ ეს ფაქტები იმ გრანდიოზული მასშტაბების კორუფციასთან და ბანდიტიზმთან შედარებით, რასაც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი, ზღვაში წვეთია.

ექსპერტების და ანალიტიკოსების დასკვნით, "ნაცმოძრაობამ" ცხრა წლის განმავლობაში 16 მილიარდი "აითვისა" და მიიტაცა.
ამას თუ მივუმატებთ შევარდნაძის პერიოდში მიტაცებულ მილიარდებს, ადვილი მისახვედრია, რა უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო "ქართულ ოცნებას", რომელსაც, სახელმწიფოს ნაცვლად, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ნანგრევები დახვდა, კეთილდღეობის და ბედნიერების იმიტაციის შესაქმნელად ნანგრევებზე გადაფარებული ბრჭყვიალა და ჭყეტელა ფალასფულასით.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს განხორციელებული, მე ვიტყოდი, რევოლუციური რეფორმები, ვგულისხმობსამინისტროების შერწყმას და ე.წ. მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, ბევრ სხვა სიკეთსთან ერთად, მკვეთრად შეამცირებს ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური ელიტისგან მომდინარე კორუფციული საფრთხეების რისკებს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განთლებისა და კულტურის სამინისტროს შერწყმა, რომელიც, ფაქტობრიოვად, ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების ახალ ფილოსოფიურ ხედვად, ახალ კონცეფციად მიმაჩნია.
ამის შესახებ უფრო ვრცლად საუბარს "საერთო გაზეთის" მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

ვ.ხ.

მეტის ნახვა
5-07-2018, 11:30


სკანდალური ინტერვიუ ბატონ თეიმურაზ ქარჩავასთან, რომელიც გამაოგნებელ ისტორიას ჰყვება იმ მაქინაციების შესახებ, რის შედეგადაც სატენდერო კომისიამ უარი უთხრა 70 მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონე `პაუერ ჩაინას~ და არჩევანი სრულიად უსახო და უცნობ "კონტიზე" გააკეთა

შეერყა თუ არა სავარძელი საქართველოს პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს და მის "ბიზნესპარტნიორ-მინისტრ" ქუმსიშვილს "ანაკლია პორტის" პროექტში, "ყაჩაღ ბანკირ" ხაზარაძესთან ერთად, უმოწყალოდ აიშალა სამთავრობო და საპარლამენტო ჭილყვავი, ჟურნალისტებთან ერთად!

ბუნებრივია, ამას მოველოდი, მაგრამ ყველა ერთად ანკლიას თუ მიადგებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რამდენიმე მიზეზის გამო:

– 2013 წლიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაიმე საქმიანი არავის დაუწერია "ანაკლია პორტზე" გარდა შეკვეთილი წერილებისა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მათმა ავტორებმა პორტზე (მითუმეტეს, მშენებარე "ღრმაწყლოვან პორტზე"), საერთოდ არაფერი იცოდნენ.

– ერთერთმა მათგანმა კი, ამასწინათ, ყოველგვარი "გამოძიების" გარეშე, განაჩენი გამოუტანა ანაკლიის "ათასწლეულის" პროექტს!

მის "საბრალდებლო დასკვნაში" ნათქვამია – "…ხაზარაძემ და მისმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად კერძო ინვესტიციავერაფრით მოიზიდეს, რადგან მსოფლიოს გავლენიანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის აბსოლუტურად უტოპიურ და ჩანასახშივე წარუმატებლობისათვის განწირულ პროექტში ფულის ჩადება არ მოინდომეს."
არადა, "ანაკლია პორტის" პროექტის დროებითი ჩავარდნა, ამ პროექტის უტოპიურობის კი არა, მრავალ მიზეზთან ერთად კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის კორუფციული გარიგების შედეგია და იგი არ უნდა მიებას ფოთის პორტს და მის დღევანდელ მფლობელს!

ადრეც, არაერთხელ აღვნიშნე – ფოთის პორტში მოქმედ, მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გადამზიდავკომპანია "მაიერსკს", სანამ ანაკლიაში "ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა" ანონსირდებოდა, არასოდეს გამოუხატავს ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროექტისადმი. მაგრამ, როგორც კი ტენდერის გამარჯვებულად "ხაზარაძე და კონტი ჯგუფი" იგივე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოცხადდა და პორტის მშენებლობის ნაცვლად "კონტეინერების ტერმინალის" პიარს მიჰყვეს ხელი და ყველა საინფორმაციო საშუალება ანაკლიის "კონტეინერების ტერმინალის" მშენებლობაზე აუწყებდა მკითხველს, მე პირადად გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ "მაიერსკი" უსათუოდ იტყოდა თავის სიტყვას, რაც მოხდა კიდეც!

ბუნებრივია, "ხაზარაძე კონტისეული" ანაკლიაში მშენებარე "კონტეინერების ტერმინალი", ფოთში არსებული ტერმინალისუშუალო კონკურენტია და მისი მეპატრონე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშენებლობა არ განხორციელდეს, ან თუნდაც შეფერხდეს და სანამ აშენებულა სახელი გაუტყდეს!

ამ პროცესის თანამონაწილენი არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც უარგუმენტოდ, ზოგადი "ბრალდებებით" ამტკიცებენ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უპერსპექტივობას, ისევე, როგორც ზოგიერთი, მთავრობის წარმომადგენელი და პარლამენტარი.

გერმანულმა კომპანიამ, რომელსაც ტენდერის 12 მოწილეს შორის ყველაზე ღირსეული, ტენდერის პირობების უნაკლოდ შემსრულებელი უნდა შეერჩია. ამ მომსახურებისთვის ორ მილიონამდე ევრო მიიღო!
გერმანელებმა გასაგებია, რა მოგებაც ნახეს ამით, მაგრამ საქართველომ რა შედეგი მიიღო?

ვესაუბრებით, კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" პრეზიდენტს, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას:

– 2016 წლის ივნისში დასაწყები "ანაკლია პორტის~ მშენებლობა დღემდე არ დაძრულა. არადა, ეს პუნქტი, ტენდერის ერთერთი უმკაცრესი მოთხოვნა იყო!

– მკითხველს უნდა შევახსენო: კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" და მასში შემავალი, ჩინური კომპანიის "ფაუერჩაინას" ტენდერის ბოლო ეტაპზე ჩამოშორება, დიდწილად, საქართველოს მთავრობის მიერ (სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, რომლებიც სახელმწიფოს უნდა მოეგვარებინა), სწორედ, პორტის მშენებლობის, 2016 წლის პირველ ივნისს დაწყების, დაჟინებულმა მოთხოვნამ გამოიწვია!

ტენდერის ფინიშზე დარჩენილი "ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან" განსხვავებით, ჩვენი კონსორციუმი რამდენიმე წელიწადი ემზადებოდადა ამუშავებდა "ანაკლია პორტის" მშენებლობის კონცეფციას. დეტალებში იყო გათვლილი ყველა ტექნიკური საკითხი (არაფერს ვამბობ პროექტის დაფინანსებაზე, რადგან, ამ საკითხის საეჭვოობის შემთხვევაში არასერიოზულია "ათასწლეულის პროექტზე" საუბარი), ბუნებრივია, მათი შესრულებისვადებთან ერთად. ამიტომაც მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ასამდე შეკითხვა გავუგზავნეთ, რომელთა შესწავლა და გადაწყვეტა აუცილებლადმიგვაჩნდა, სანამ სახელმწიფოსა და ტენდერში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება დაიდებოდა.

ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამ შეკითხვებში მშენებლობის დაწყების ვადის პირველი ივნისის ნაცვლად 2016 წლის ბოლომდე გადატანა იყო, რაზედაც კატეგორიული უარი მივიღეთ.

ასევე, სახელმწიფოსგან ვითხოვდით, პორტის მშენებლობის პარალელურად ინფრასტრუქტურის სინქრონულად მოწყობის გარანტიას, რომელიც, მიუხედავად ჩვენი კონსორციუმის წინადადებისა – ინფრასტრუქტურაც ჩვენ დაგვეფინანსებინა და აგვეშენებინა არ იქნა მიღებული და ეს შეკითხვაც უპასუხოდ დარჩა ყველა სხვა დანარჩნთან ერთად, რომელთა ჩამოთვლა საგაზეთო ინტერვიუში შეუძლებელია!

მახსენდება, ჩვენი შეკითხვების სიმრავლის გამო, მთავრობიდან ასე გვიპასუხეს – "რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკურენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?"

ჩვენი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო – ჩვენ პორტის მშენებლობას სერიოზულად ვაპირებთ და შეკითხვებსაც ამიტომ ვსვამთ!
ბუნებრივია, საქმისადმი ასეთი მიდგომა, ქვეყნის ანგაჟირებული მთავრობის თვალში, ჩვენი მისამართით გაღიზიანებას იწვევდა და საბოლოოდ, ყველა ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. არადა, ბოლო მომენტამდე ველოდით, მთავრობაში მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მიახვედრებდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ მინისტრებს და უშუალოდ პრემიერმინისტრს, რომ ტენდერში გამარჯვებულის – "სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტენდერის პირობებზე უპრეტენზიოთანხმობა" ათასწლეულის პროექტს ჩაშლიდა, რაც, სამწუხაროდ აცხადდა კიდეც!

თქვენი შეკითხვის არ იყოს – მესამე ივნისი მიიწურა `ანაკლია პორტის~ მშენებლობაკი დღემდე არ დაძრულა!

– მესამე ივნისი მიიწურა, რაც თქვენ საქართველო დატოვეთ და აქ არ გამოჩენილხართ. რა ვუთხრათ "ანაკლია პორტის" მშენებლობით დაინტერესებულ მკითხველს:

– ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ, მთავრობის უნდობლობის გამო განაწყენებულმა დატოვა საქართველო?

– სად მოღვაწეობდა იგი ამ დროის მანძილზე?

– ფუნქციონირებს თუ არა თვენი კონსორციუმი "ანაკლია პორტი და ეკო პარკი"?

– საბოლოოდ ჩამოშორდა ბატონი თეიმურაზ ქარჩავა "ანაკლია პორტის" ფაქტიურად ჩაშლილი მშენებლობის იდეას, თუ, შეიძლება იგი კვლავ ჩადგეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის უკეთესი მომავლის სამსახურში?

– ის, რომ, "ხაზარაძე და კონტი ჯგუფი" ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ იყვნენ, ჩემთვის, მათი ტენდერში გამოჩენისთანავე იყო ცნობილი!

იქნება მკითხოთ – რა არგუმენტებზე დაყრდნობით ვაცხადებ ამას?

ამ კითხვაზე საქართველოს მთავრობამ გვიპასუხა ტენდერის ფინიშის სწორზე – "რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკუენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?"

როცა, ასეთი უპასუხისმგებლო მონაწილე გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად (სინამდვილეში "ანაკლია პორტის" ტენდერს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი კონსორციუმი, ქვეყნის მთავრობისგან სატენდერო პირობებზე უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მოლოდინში თამაშგარეთ დატოვეს), ჩემი საქართველოში დარჩენა, უამრავ კითხვას გააჩენდა და ისედაც გართულებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებდა…

მომიყვნენ, – მავანმა ისიც კი სცადა, ჩემთვის დაებრალებინა საქართველოს მთავრობის და მისი რჩეულის "ხაზარაძე და კონტი ჯგუფის" წარუმატებელი, ფულის სამათხოვროვოიაჟი დედამიწის გარშემო!

წარმოიდგინეთ, ეს ორი წელი საქართველოში რომ ვყოფილვიყავი, რამდენ პროვოკაციებს მოაწყობდნენ ჩემი და ჩემი კონსორციუმის წინააღმდეგ, ოღონდ თავი დაეძვრინათ ჩასვრილი საქმიდან!

აქვე უნდა ვთქვა – მიუხედავადყველაფრისა ყურადღებითვადევნებდი თვალს საქართველოს მთავრობის და მისი "რჩეულის" მცდელობას, მოეძიათ პორტის ასაშენებელი თანხები (რაც ტენდერში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღაბამდე მზად უნდა ჰქონოდათ!) და მზად ვიყავი შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდი კიდეც, მაგრამ, როცა, ისინი, ჩემი კონსორციუმის წევრებს მიადგნენ ფულის სამათხოვროდ, მაშინ მივხვდი, რა დონის ავანტიურისტებთან გვქონდა საქმე მე და საქართველოს მოსახლეობას!

ასეთ ხალხს როგორ უნდა გავუნაწყენდე?

მაშინაც კი არ გავნაწყენებულვარ ამ მთავრობაზე, როცა – 2015 წლის აპრილში ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, ერთერთ უდიდეს გადამზიდავ კომპანიის Mშც-სთან მიღწეული შეთანხმება – ანაკლია პორტის, კონტეინერების ტერმინალის მშენებლობის დაფინანსება (1.200.000.000$) ჩამიშალეს. შეხვედრიდან მეოთხე დღეს, როცა ურთიერთთანამშრომლობისა და კონტეინერების ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულებაზე უნდა მოგვეწერა ხელი, მორიდებით მაუწყა კომპანიის წარმომადგენელმა, რომ MSC-ს სამეთვალყურეო საბჭომ, საქართველოს მთავრობიდან მიიღო შეტყობინება – ბატონ თეიმურაზ ქარჩავას და მის კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკს" ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა არ გააჩნიაო!

მაშინ ვიფიქრე – მტერი მყავს ალბათ და მთავრობის სახელი გამოიყენა-მეთქი!

განაწყენებულს არ დამიტოვებია საქართველო – გუდაწყვეტილი კი წამოვედი ორი წლის წინ, იმის გამო, რომ, ამ ჩინოვნიკებს, სახელმწიფო სამსახურიპირად ბიზნესად აქვთ ქცეული!

რას ვაკეთებდი საქართველოდან წასული?

– ბუნებრივია, უსაქმურად არ ვყოფილვარ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რომ იტყვიან, საქართველოში ერთი ცენტი არ მიშოვია, მე იქ "ბიზნესი" არ მქონია. უპოვართა თანადგომა, ქველმოქმედება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ახლის მშენებლობა, ანაკლია პორტის პროექტთან დაკავშირებული 20 წლის მანძილზე ჩემი საქმიანობა და ინვესტიციები პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად არ დამიგეგმავს, ყველა ეს საქმე ჩემი ქვეყნის და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყო გამიზნული.

გვიან მივხვდი – ურთულესი საქმე ყოფილა, ჩვენს დროში, საქართველოში კეთილი საქმის კეთების ნებართვის მოპოვება!
კონსორციუმი "ანაკლია პორტი და ეკო პარკი" რა თქმა უნდა ფუნქციონირებს (ჩვენი, აწ უკვე ყოფილი კონკურენტის მსგავსად, იგი სახელდახელოდ არ შექმნილა "ანაკლია პორტის" ტენდერში მონაწილეობის მისაღებად), მასში შემავალ კომპანიებთან, მათ შორის "ფაუერ ჩაინასთან" ერთად და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. აქტიურად ვმონაწილეობთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მეგაპროექტების განხორციელებაში, როგორც ინვესტიციებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
მეც მაქვს შეკითხვა თქვენს გაზეთთან და საქართველოს მთავრობასთან!

– ბრძანეთ!

– ყურადღება მიაქციეთ, რა მოთხოვნებს უყენებდა ქვეყნის მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს და როგორ შესრულდა იგი:
"ანაკლია პორტის" ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს "ხელმოწერის თარიღიდან არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, გამარჯვებულმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა გადაიხადოს აუნაზღაურებადი ხელმოწერის ბონუსი 3.000.000 (სამი მილიონი დოლარის) აშშ დოლარის ოდენობით."
ამის გარდა ტენდერში გამარჯვებულს მზადყოფნაში უნდა ჰქონოდა – „წინასამშენებლო გარანტია ერთი წლის ვადით 20 მილიონის ოდენობით. პერფორმანს გარანტია 20 მილიონის ოდენობით ყოველი გაფართოების ფაზისათვის. დამატბითი პერფორმანსგარანტია 40 მილიონის ოდენობით, რომელიც მთელ საინვესტიციო პერიოდზე ვრცელდება.“

– რა ბედი ეწია ამ ზემოთხსენებულ მილიონებს?

– ხომ არაფერს გეუბნებათ ის ფაქტი, რომ ზღვის ნაპირის ჩიჩქნა ბიუჯეტის ფულით დაიწყეს?

– ვინ გვიპასუხებს – სად არის ეს თანხები?

ვიდრე "ანაკლია პორტის" მშენებლობის ახალ შესაძლებლობაზე ჩამოვაგდებდეთ სიტყვას, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, სადაც მიუკერძოებელი უცხოელი აუდიტი ჩაერთვება. დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, როგორ მოხდა უფულო კონსორციუმის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადება, რა გაკეთდა 2016 წლის 5 თებერვლიდან დღემდე, ვისი და რა ოდენობის თანხები დაიხარჯა ანაკლიაში ჩატარებულ სამუშაოებზე, მოსახლეობის გასახლებისთვის გადახდილი კომპენსაციის ჩათვლით!
ხომ არ ავიწყდება მთავრობას, სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ჩემი კომპნიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული პორტის ასაშენებელი მიწების საკითხი, დღემდე სასამართლო პროცესებს რომ ელოდება?

აქამდე ვიმედოვნებდი საქმე დაიძვრებოდა, მაგრამ, დღეს, როცა ყველაფერი გამოაშკარავდა და ცხადია ესენი ანაკლიაში პორტის ამშენებლები არ არიან, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილონ ჩემი კომპანიისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 2100 ჰექტარი მიწის ფართობის საკითხი!

საქმე მზად არის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებზე გასატანად.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, მე და ჩემი კონსორციუმის წევრებმა "ანაკლია პორტის მშენებლობაში" ჩართვაზე!
უახლოეს დღეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და იქ უფრო ვრცლად ვისაუბროთ!

ხაზარაძის ბანკირობა არაფერს ნიშნავს მსგავსი პროექტების დაფინანსების ნდობის მოსაპოვებლად. არც მისი კომპანიონი, ამერიკული კონტი გახლავთ დიდი ხვითო, საერთაშორისო საინვესტიციო სარბიელზე!

უცხო არ უნდა იყოს, რასაც ახლა ვიტყვი – ამერიკელი "კონტი" ანაკლიის მიდამოებში სამუშაოს (შეკვეთის) საძებნელად გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაჩაღდა საუბარი. გასაოცარიაროგორ გახდა იგი მეგაპროექტის ინვესტორი?!

შედარებისათვის, თქვენი ნებართვით ჩვენი კონსორციუმის "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" წევრებს დაგისახელებთ:

1. POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი);
2. AECOM TECHNICAL SERVICES INC (აშშ);
3. BRITIDH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი);

მიმაჩნია, ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის, თუ რა წინასამშენებლო გარანტიები გააჩნდა ჩვენს კონსორციუმს, რომლებიც საქართველოს მაშინდელ მთავრობას წარედგინა:

თურქული სამშენებლო კომპანია "B. ERGÜNLER YOL YAPI INSAAT TAAHHUT MADENCILIK AS"-ის საბანკო გარანტია 180 მილიონ დოლარზე.

ყოველივე ზემოთთქმულისა და წარმოდგენილი გარანტიების შემდეგ, საუბარი "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის" უპერსპექტივობაზე და მისი დაფინანსების საეჭვოობაზე მხოლოდ ამ პროექტისადმი მტრულად განწყობილს შეუძლია!
ალბათ დამიჯერებთ, რომ – მე არ მინდა იგი, საქართველოს მთავრობის ან ქართული მედიის წარმომადგენელი იყოს!

დავით ქობალია


P.S.:  2014 წელს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში, საბანკო ექსპერტებთან ერთად კონსორციუმ "ანაკლია პორტი და ეკო პარკის" "ანაკლია პორტის" პროექტის განხილვის შემდეგ დადებული დასკვნის მოკლე შინაარსს გავიხსენებ:

"კონსორციუმ ანაკლია პორტი და ეკო პარკის~ მიერ შემოთავაზებული პროექტის დამფინანსებლების ჩამონათვალი უნიკალურია, სადაც წამყვანი პოზიცია ჩინურ სახელმწიფოგიგანტ კომპანიას "პაუერჩაინას" უკავია. ის, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აძლევს საბანკო, ან სახელმწიფო გარანტიას ტენდერში გამარჯვებულს და მიუხედავად ამისა, ჩინური სახელმწიფოკომპანია `პაუერჩაინა~ მზადყოფნას გამოთქვამსდააფინანსოს პროექტი, თვითონვე ააშენოს იგი, და მისი ექსპლოატაციაც უზრუნველყოს, პროექტის გარანტირებულ წარმატებას განაპირობებს. ბატონებო, ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის დაწყებას, პროექტის მასპიძელი ქვეყნის მთავრობის კეთილი ნება აკლია მხოლოდ!"

აქვე მკითხველ ვთავაზობ, „ფაუერჩაინა“-ს საზღვარგარეთის ბიზნეს-დანაყოფის პრეზიდენტის ბ-ნ დინგ ჩენგგუოს მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილს, სადაც იგი საქართველოს მთავრობას აუწყებს:

„...ჩვენ აღნიშნულ პროექტში ინტერესთა გამოხატვის ადრეული ეტაპიდან ღრმად ვართ ჩართულნი ჩვენს პარტნიორებთან, ბატონ თეიმურაზ ქარჩავასთან ერთად. როგორც პოტენციურმა ინვესტორმა, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისათვის, რომ ჩინეთის ხელისუფლებისგან წინამდებარე პროექტისათვის სახელმწიფო მხარდაჭერამოგვეპოვებინა. ჩვენ კარგად გვესმის ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა თქვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და ამ პროექტში მონაწილეობის მიღების ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია საჭირო შესაძლებლობა და გამოცდილება ამ უნმიშვნელოვანესი პროექტის განხორცილებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, „ფაუერჩაინას“ მტკიცე განზრახვა ანაკლია პორტის პროექტთან მიმართებაში არ შეცვლილა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობის მიერ შერჩეულ იქნება პორტის განხორციელების სწორი სტრუქტურა, დაწესებული იქნება კეთილსინდისიერი საინვესტიციო პირობები და შეიქმნება რისკის განაწილების მექანიზმი მთავრობასა და ინვესტორს შორის, იმისათვის, რომ ძირითად ინვესტორად მოზიდული იქნას პორტის საინვესტიციო კომპანია და ასევე იმისათვის, რომ ბანკებმა წინამდებარე პროექტი მიიღონ, როგორც დაფინანსებადი პროექტი.“

როგორც ნახეთ, ბატონი დინგ ჩენგგუო ოპტიმიზმი არ გამართლდა. "შესანიშნავმა სამეულმა" კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის შემადგენლობით სულ ფეხებზე დაიკიდეს "ფაუერჩაინა" თავისი 70-მილიარდიანი ბრუნვით და ისეთი ხელოვნური ბარიკადები აღუმართეს, ისეთი აბსურდული მოთხოვნები წაუყენეს, ისეთი ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული აბლაბუდები დაუხლართეს, "ფაუერჩაინა" მიხვდა, რომ ამათთან საქმის დაჭერა არ ღირდა.
როგორც ამბობენ, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, "ფაუერჩაინა" თვითონ ამბობს უარს პროექტის განხორციელებაზე და საკუთარი ნებით ტოვებს ასპარეზსო.

შედეგი: ქვეყანას ხელთ შერჩა მოპარტახებული ანაკლიის სანაპირო და პორტის აშენების გაურკვეველი, ბუნდოვანი, პესიმისტური პერსპექტივა.
ტენდერი რომ მიკერძოებულად, კანონის სრული დარღვევით, სატენდერო პირობების უგულებელყოფით, ჩატარდა, ამის გამორკვევა და დამტკიცება ადვილზე ადვილი საქმეა, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იმ დოკუმენტებს გადაავლებს თვალს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამწუხარო და გამაოგნებელ ისტორიას ასახავს.

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ამ დოკუმენტების შესწავლა, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი თვითონ მონაწილეობდა და თვითონ ლობირებდა ანაკლიის პორტის ტენდერის გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში.

იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა ობიექტურად შეისწავლისანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ამ საუკუნის აფიორაში მონაწილე ყველა პირს სათანადოდ მიუზღავს.

კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე – ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედიიყო, სადაც ნელ-ნელა იძირებიოდადა უჩინარდებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.

მადლობა ღმერთს, ეს სამკუთხედი დაიშალა, მაგრამ სანამ ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება და არ ამოიძირკვება ის შხამიანი ფესვები, რაც მათ ქართული ეკონომიკის წიაღში ასე ღრმად ჩაუშვეს, მანამდე ეკონომიკის წინსვლა უკიდურესადშეფერხდება.
დ.ქ.


მეტის ნახვა
5-07-2018, 11:00