ოკუპაცია, ყოჩაღი კონსტანტინე და  სერგია, რომელიც წყალს მიჰქონდა

ვახტანგ ხარჩილავა:

კონსტანტინე შუბითიძემ იმარჯვა და, როგორც იქნა, დააცდენინა ფრაუ მერკელს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. შუბითიძის მოხერხება რომ არა, შეიძლება ვერც ჩვენ და ვერც დანარჩენ მსოფლიოს ვერასოდეს გაეგო, რომ ოკუპირებული ვართ.

მართალია, ფრაუ მერკელმა სიტყვა ოკუპაცია ისე გადმოუგდო კონსტანტინეს, როგორც ბებია გადაუგდებს კანფეტს აბეზარ შვილიშვილს, მაგრამ ეგ არაფერი – მთავარია, რომ სიტყვა ოკუპაცია, როგორც იქნა, დასცდა ქალბატონი ანგელას ბაგეებს, რასაც მქუხარე ტაშით შევხდა დამსწრე აუდიტორია, შემდეგ კი ეს ეიფორიული განწყობა მთელ ქვეყანას განეფინა.

საზეიმოდ და სადღესასწა ულოდ გვაქვს საქმე, აბა, რა – ფრაუ მერკელმა აღიარა, რომ ოკუპირებული ვყოფილვართ თურმე, მერე კი, ამაში ბოლომდე რომ დარწმუნებულიყო, წავიდა და ოძისში ჭოგრიტით, საკუთარი თვალით დაათვალიერა რუსული სამხედრო ბაზა.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა კოსმოსიდან იმის დაფიქსირებაც კი შეუძლიათ, რა ხდება რომელიმე მივარდნილი სოფლის ორღობეში, ჭოგრიტით ჭვრიტინი რა საჭირო იყო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს, ეტყობა, მაინც სხვა ხიბლი აქვს.
ოკუპაციის აღიარებამ კი გაგვაბედნიერა, მაგრამ იმან, რაც ამ თემას ფრაუ მერკელმა მოაყოლა, ჩვენს ბედნიერებას ცივი წყალი გადაასხა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ასე თუ ისე მოაზროვნე და ჭკუადამჯდარ ქართველებს დაემართათ, თორემ ნაცებს და მათ ფანებს გინდ ცივი წყალი გადაასხი, გინდ საყინულეში შედგი – მათ გახურებულ თავებზე არაფერი არ მოქმედებს.

– ზუსტად იმიტომ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, საქართველოს შესვლაზე ნატოში ერთი ხუთი წელი არც იფიქროთო, – გვაუწყა ქალბატონმა ანგელამ გერმანული პირდაპირობით და პატიოსნებით. ვიღაც-ვიღაცებს კარგი რომ ეგონათ, რა ცუდი ყოფილა ეს ოხერი ოკუპაცია – მაგის გამო კიდევ ხუთი წელი ნატოში ვერ შევალთ თურმე.

ხუთი წლის მერეც ოკუპირებულები რომ ვიყოთ, კიდევ ხუთი წლით გადაიდება ჩვენი გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, მერე კიდევ ხუთი წლით, მერე კიდევ ხუთი წლით?

ამასობაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, არ არის გამორიცხული, გაეროშიც გაწევრიანდნენ, ხოლო კონსტანტინე შუბითიძე შეიძლება, იმ დროისთვის, უკვე ბაბუა იყოს…

ფრაუ მერკელი ისე წავიდა საქართველოდან, რომ მას ვერავინ ვერ უთხრა, თუ რამდენი რამ აკავშირებს გერმანიას საქართველოსთან.

"დაკითხვას" რომ ვუწყობდით ამ ცნობილ გერმანელ პოლიტიკოსს, იქნებ სჯობდა, ეს დრო "დაკითხვისთვის" კი არა, იმისთვის დაგვეხარჯა, რომ გერმანელი სტუმრისთვის "საქართველოს გერმანია" გვეჩვენებინა.ბევრმა ქართველმა და კიდევ უფრო ბევრმა გერმანელმა არც იცის, რომ აგერ შუაგულ საქართველოში გერმანული კოლონიები არსებობდა, სადაც გერმანელთა რამდენიმე თაობა აღიზარდა.

გერმანელები საქართველოში 1817 წელს გამოჩნდნენ, ხოლო 1927 წლის სტატისტიკით საქართველოში 13 გერმანული კოლონია არსებობდა – ლუქსემბურგი, როზენბერგი, ლიბკნეხ ტდორფი, ანენფელდი, გრიუნტალი და ა. შ. თბილისში კი ამ დროს 4200 გერმანელი ცხოვრობდა. მათი აქ ცხოვრების კვალი დღემდე არ წაშლილა, მათი სახლები დღემდე დგას თბილისსა თუ სართიჭალაში, ბოლნისსა თუ ასურეთში, მათი სასაფლაოები დღემდეა შემონახული.

საუკუნეზე მეტი ხანი ქართული მიწა კვებავდა გერმანელთა რამდენიმე თაობას და არავის ისინი არ უდევნია, არავის არ შეუვიწროებია, არავის დაუმცირებია – შრომობდნენ, იღვწოდნენ, თავიანთ კულტურას, ზნეს და ხასიათს ინარჩუნებდნენ. ქართველებს არასოდეს დაუყვედრებიათ მათთვის, რომ ქართულ მიწაზე ცხოვრობდნენ და აქ თავიანთ მიკროგერმანიას აშენებდნენ, თქვენ კი, ფრაუ მერკელ, გაჭირვების და დუხჭირი ყოფის გამო გერმაიაში სამუშაოს მაძებარ ქართველებს დასტა-დასტა ყრით გერმანიიდან.

აი, ეს მაინც ეთქვა ვინმეს ქალბატონი მერკელისთვის, ჩაეყვანა ბოლნისში თუ ასურეთში და იქ, საქართველოს მიკროგერმანიის ფონზე ეთქვა, რომ საქართველო მეტ სიყვარულს, მეტ თანადგომას და მხარდაჭერას იმსახურებს ევროპისგან, კერძოდ, გერმანიისგან.

თუ შორს წასვლა გეზარებოდათ, აგერ, აქვე, ორთაჭალაში, შევარდნაძის საფლავზე მაინც მიგეყვანათ და იმ კაცის სახელი კიდევ ერთხელ შეგეხსენებინათ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანებაში. ფრაუ მერკელი აღმოსავლეთ გერმანიიდანაა და ვინ ვინ და, მან ხომ შესანიშნავად იცის, რა უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა გერმანიის გაერთიანება და რა წვლილი აქვს ამაში შეტანილი შევარდნაძეს.

ერთ უბრალო თაიგულს მაინც ხომ იმსახურებდა ეს ადამიანი ქალბატონი მერკელისგან? ორთაჭალაში მისვლას ვერ მოაბით თავი და გორში როგორ ჩახვიდოდით, თორემ ფრაუ მერკელისთვის სტალინის სახლ-მუზეუმიც რომ გეჩვენებინათ და იქვე ისიც გეთქვათ, რომ აქ დაიბადა ის ქართველი კაცი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გერმანული სახელმწიფოს და გერმანელი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა და როცა ვიღაცები გერმანიის, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაციის იდეით გამოდიოდნენ, სწორედ სტალინი იყო ის პიროვნება, რომელმაც განაცხადა: ჩვენ ვებრძვით არა დიდი კულტურის და დიდი ისტორიის მქონე გერმანელ ერს, ჩვენ ვებრძვით არა გერმანიას, არამედ ფაშიზმს.

რომ არა სტალინის მტკიცე პოზიცია, არ არის გამორიცხული, გერმანიას, როგორც ერთიან სახელმწიფოს, საერთოდ არ ეარსება. ასე რომ, გერმანია, გარკვეულწილად, ვალშია საქართველოს წინაშე, თუმცა ეს ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, ვიღაცამ ხომ უნდა მიანიშნოს? ცალკე ისტორიაა თუ როგორ ექცეოდნენ ქართველები გერმანელ ტყვეებს – თვითონ გაჭირვებაში და სიდუხჭირეში მყოფნი უკანასკნელ ლუკმას უყოფდნენ, ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, თანაგრძნობას გამოხატავდნენ მათ მიმართ რითაც შეეძლოთ და როგორც შეეძლოთ. ასეთია საქართველო და ასეთე ბი არიან ქართველები, ძვირფასო ქალბატონო მერკელ!

ნატოში შესვლის იმედი ხომ გადაგვიწურა ფრაუ მერკელმა და იქვე ისიც დაამატა, რომ არც ევროკავშირში გაწევრიანება გვეღირსება ახლო ხანებში – ევროკავშირში რომ შევიდეთ, თურმე ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალება გვქონია შესასრულებელი. რით ვერ დაილია ეს საშინაო დავალებები?
კიდევ რა დავალება გვაქვს შესასრულებელი – გავწყდით წელში, გავსავათდით, მოსახლეობის ნახევარი ქვეყნიდან გაგვექცა, ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი კაცს – კიდევ რა დავალება უნდა შევასრულოთ, მთლად ხომ არ ამოვწყდებით, მთლად ხომ არ ავიყრებით ჩვენი მიწა-წყლიდან?

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გაცხადებიდან კი არ დაუწყია ამ "საშინაო დავალებების" შესრულებაზე ფიქრი, თითქმის ოცი საუკუნეა, ის რწმენით და მენტალიტეტით დაპირისპირებულ მტრულ გარემოცვაში მარტო იბრძვის იმ ღირებულებების და ფასეულობების გადასარჩენად, რომელსაც ევროპული ფასეულობები და ღირებულებები ჰქვია.

დიახ, ჩვენ ევროპელები ვართ, თუმცა ჩვენი ადგილი ევროპაში მაინც ვერ მოიძებნა დღემდე და ისევ რაღაც საშინაო დავალებე- ბის შესრულებაზე გვესაუბრებიან. მარტოობის ოცი საუკუნე განვლო საქართველომ, სანამ აქამდე მოვიდოდა და, მიუხედავად ამისა, მაინც ევროკავშირის თუ ნატოს კარებთან გვიწევს ყურყუტი, თანაც გვეუბნებიან, რომ კარები ღიაა, ოღონდ შიგ შესვლის უფლება არ გვაქვს.

პატარა ქვეყანაა საქართველო, მაგრამ ამის გამო თვალში ნუ გეპატარავებით – საქართველოს თავისი სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

* * *

წავიდა ქალბატონი მერკელი და დაგვიტოვა დიდი სევდა და იმედგაცრუება.
ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენი მხსნელი და მშველელი არავინ არ არის, თუ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ საკუთარ პრობლემებს.
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა – ეს სტრი სხვა ვარსკვლავს," ეს სტრიქონი ამეკვიატა, ამ წერილს რომ  ვწერდი.

როგორც ჩანს, დადგა დრო, საქართველო სხვა პოლიტიკურ სინტაქსზე, სხვა რიტორიკაზე გადაერთოს, თორემ ჩვენი საქმე ისეა, როგორც ერთ ძველ ანეკდოტში:
სერგია წყალს მიაქვს და მთელი ხმით ყვირის:
– სერგია ვარ!სერგია ვარ!
– გიცანი, სერგია, გიცანი! – ჩამოსძახა ქუთაისელმა ხიდიდან.

კარგია, რომ ფრაუ მერკელმაც "გვიცნო" და ოკუპირებული ხართ თქვენო, გვითხრა, მაგრამ ამით რა, ჩვენს გასაჭირს რაიმე ეშველება?


მეტის ნახვა
29-08-2018, 17:00


გვესაუბრება "იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ყოფილი წევრი ბესო მიქავა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე "თავისუფლებისმოყვარეთა" "გრანდიოზული" აქციების დროსვე აცხადებდა, რომ სინამდვილეში ეს იყო კორუმპირებული მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებოდა მისი ე.წ. გუნდის ნაწილი კვირიკაშვილის მეთაურობით. მმართველი ძალა სავსეა "საბოტაჟნიკებით", ნაცების ე.წ. ბანდა არსად წასულა, ხელისუფლებაში არიან, დროზე გაწმინდოს ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" პროვოკატორებისგან, თორემ გამწარებული ხალხი მტყუან-მართალის გარჩევას აღარ დაიწყებსო. ბესო მიქავას ვარაუდი საფუძველს მოკლებული რომ არ იყო, შემდგომ განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა.

ბესო მიქავა: როგორც კი დაიწყო ვითომდა თავისუფლების მოთხოვნით აქცია პარლამენტის წინ, მაშინვე გამოჩნდა ორი მხარე, ე.წ. აქცია და ე.წ. კონტრაქცია. სინამდვილეში არავითარი კონტრაქცია არ ყოფილა, თუმცა მავანთ ძალიან უნდოდათ, რომ ყოფილიყო. აქციის დაშლის შემდეგ, "პროტესტანტებმა" სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს ვითომდა 17 მაისი უნდა "ეზეიმათ", მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი მივიდა. იმ ღამეს პარლამენტთან ვიყავი, ავტომანქანა მოშორებით მყავდა გაჩერებული, მობილური ტელეფონი დამიჯდა და დამტენის ასაღებად წავედი. პოლიციას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, პარლამენტის შენობის ზედა მხარეც გადაკეტილი ჰქონდა, ორი კორდონი იყო. ავტომანქანისკენ მიმავალი შევესწარი, როგორ რეკავდა ვიღაც, შემდეგ მოდიოდა რამდენიმეკაციანი ჯგუფები, პოლიციელებს ისინი შიდა კორდონისკენ მიყავდა, გახსნიდნენ კორიდორს და ამ ხალხს კანცელარიის წინ მოწყობილ აქციაზე უშვებდნენ. "სტუმრებში" ჩემი ნაცნობები შევნიშნე, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ნარკოტიკთან, სიგარეტსაც კი არ ეწევიან. გამიკვირდა შუაღამისას ამ ხალხს იქ რა უნდოდა, მერე გამახსენდა სადაც მუშაობდნენ და ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად მოყავდათ ხალხი, აქციას მონაწილეებით "ამარაგებდნენ" მრავალრიცხოვანი რომ გამოჩენილიყო, ე.ი. მთავრობაც ჩართული იყო ამ ყველაფერში.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა ამ უკანასკნელს, მით უმეტეს, რომ ის ძვირადღირებული აპარატურა, რომელსაც "პროტესტანტები" იყენებდნენ, თი-ბი-სი ბანკს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი მამუკა ხაზარაძემ მოიგო, მაგრამ პროექტის განსახორციელებელი თანხა სახელმწიფოს მოსთხოვა. იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ. ვფიქრობ, მან ხელი არ მოაწერა შესაბამის დოკუმენტს ხაზარაძეს ბიუჯეტიდან დაფინანსება რომ მიეღო, ამას ეკონომიკის მინისტრის თანხმობა ჭირდებოდა. გახარიას უარმა "ხაზარაძესა და კომპანიას" იმედები გაუცრუა, რომ მილიარდებს იშოვნიდნენ, ანაკლიის პროექტის წყალობით, საშვილიშვილოდ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი. ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უჭერდა მხარს, საერთოდაც ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ, მოქკავშირის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ანაკლიის პროექტის ასე ვთქვათ, ჩაგდებამ ფულის შოვნის შესაძლებლობა კი დაუკარგა, მაგრამ სურვილი რა თქმა უნდა დარჩა და დაიწყეს მოქმედება, რომ როგორმე განეხორციელებინათ. 

ცოტა მოგვიანებით აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, კვირიკაშვილს გადააყენებდნენ და მის თანამდებობას გიორგი გახარია დაიკავებდა. სწორედ იმ პერიოდში კვირიკაშვილი აგინებს ფაქტობრივად თანაგუნდელ, ნაციონალ ნიკა მელიას, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბატონი კვირიკაშვილი ნაცმოძრაობასთან ძალზე დაახლოებული გახლდათ, თავის დროზე მათ საარჩევნო შტაბშიც კი იყო, შესაბამისი ფოტოც მაქვს, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ჩემს ინტერვიუსთან ერთად. სხვათა შორის, თავიდან გამიკვირდა მელიამ კვირიკაშვილს რომ არ უჩივლა, თითქმის არ ჰქონია რეაქცია გინებაზე, სამაგიეროდ, კვირიკაშვილი გამოჩნდა მაგარ ბიჭად. "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განვაცხადე, რომ კვირიკაშვილის ფიტულს დავწვავდი ამერიკის საელჩოსთან, როგორც მანამდე სააკაშვილის ფიტული დავწვი, ეს პირველმა გავაკეთე. აბა, სად უნდა დამეწვა, ამერიკელების მოყვანილი იყო სააკაშვილი, ისინი იყვნენ მისი პატრონები და თქვენვე წაიყვანეთ-თქო. კვირიკაშვილიც ამერიკის კაცია, ამიტომ მათ საელჩოს წინ ვაპირებდი კვირიკაშვილის ფიტულის დაწვასაც. შემდეგ იყო ღამის კლუბ "ბასიანში" პოლიციის შევარდნა და აჟიოტაჟი, რასაც პარლამენტის წინ აქციები მოყვა.

სულელი უნდა იყო, თუ რაიმე მიზანი არ გამოძრავებს, რომ ვიღაც ნარკობარიგის დასაჭერად კლუბში შევარდე და ასეთი სისულელეები აკეთო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებას მოყვა ეს შევარდნა-აქციები, მაგრამ ეს გეგმა მანამდე არსებობდა და მექანიზმიც ამუშავებული იყო. ეს აქციები მთავრობის ხელდასმით იყო ორგანიზებული, რადგან ხელშეუხებელი იყო მისი მხრიდან. მე 9 აპრილის შიმშილობის აქციას რომ ვმართავდი, ბორდიურზე დაჯდომის უფლება არ მომცეს, ამ დროს ეს "პროტესტანტები" რას აღარ აკეთებდნენ იქ, მთელი ღამე საშინელი ხმაური იყო და კაციშვილს ხელი არ შეუშლია, ე.ი. ვიზირება იყო მიცემული. ამავე გეგმის ნაწილი იყო ე.წ. კონტრაქცია, რომელთანაც შეჯახება უნდა მომხდარიყო, რაც პირადად მე არ დავუშვი. გიორგი გაბედავას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილი, ვურჩიე, კანცელარიასთან შევიკრიბოთ, აქციის მონაწილეებს დავეთანხმოთ კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში და იგივე მოვითხოვოთ, მაშინვე მქონდა დიდი ეჭვი, რომ პარლამენტის წინ აქცია კვირიკაშვილის ინიციატივით იყო დაწყებული და მინდოდა მისი ნასროლი ბუმერანგივით დაბრუნებოდა.

ახალგაზრდებს ვუთხარი, თუ აქციის დაშლა გინდათ, ჩვენც მოვითხოვოთ კვირიკაშვილის გადადგომა, დამიჯერეთ, თვითონ დაშლიან აქციას-თქო. ასეც მოხდა. გიორგი გაბედავამ თქვა, მივალთ 9 აპრილის მემორიალთან, სანთლებს დავანთებთ და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე უკან დავბრუნდებითო, პოლიციამ ნება მოგვცა, მაგრამ მერე ვიღაცამ დარეკა და უმიზეზოდ გამოგვრეკეს. ამ ახალგაზრდების მოტყუება რომ არ გამოუვიდათ, მერე წამოსწიეს ე.წ. ფაშისტი გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და უცებ ფაშისტი გახდა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილამდე მივიდა ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სახელით სარგებლობდა, პარტიის წევრებს ეგონათ, რომ ბატონი ბიძინას დავალება იყო და ემორჩილებოდნენ კვირიკაშვილის ბრძანებას, მათ შორის პოლიციელებიც. შვილმოკლული მამების აქციაც ამათი აგორებულია, მე არ ვამბობ, რომ ზაზა სარალიძე მონაწილეობდა მათ მაქინაციებში, ამ ხალხის უბედურება ამათ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. კვირიკაშვილის ამ აქციაზე მისვლა, მისთვის ბოთლის სროლა და ა.შ. კვირიკაშვილის ჩაწყობილი მგონია, რომ მათ თანამონაწილედ არ გამოჩენლიყო.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის, პირველ რიგში კი გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ მან შეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. მე თქვენ გაზეთთან რამდენიმე თვის წინაც ვთქვი, რომ სააკაშვილის ნარჩენები დესტაბილიზაციას აწყობდნენ, მაშინ ჩაცხრა დაძაბულობა, მაგრამ ახლაც ცდილობენ ქვეყანაში გარკვეულწილად არიონ სიტუაცია.

– ბატონო ბესო, ჩვენს გარშემო ძალზე დაძაბული ვითარებაა, თურქეთი ღიად დაუპირისპირდა ამერიკას, სომხეთი მის ტრადიციულ მეგობარ რუსეთს. ამ დროს სერგეი შამბა აცხადებს, რომ ქართველებს მტრად არ თვლის და მოლაპარაკებას გვთავაზობს, აგერ გერმანიის კანცლერი მერკელი გვსტუმრობს. რა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე, რას უნდა ველოდოთ?

– სომხეთში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა, პრემიერი ფაშინიანი რომ ამერიკის კაცია, ამას აღარავინ მალავს. ფაქტია, რუსეთში მყოფმა სომხურმა ლობმა ამერიკას გზა გაუხსნა სომხეთისკენ, ირანის წინააღმდეგ, სადაც სერიოზული სომხური ლობი არსებობს, ომი რომ მზადდება, ეს ყველას კარგად მოეხსენება, სირიაშიც არსებობს ასეთი ლობი. დღევანდელი სომხები იმ არმენების შთამომავლები არიან, რომლებიც სირიაში, კილიკიაში ცხოვრობენ. რუსეთმა ფაქტობრივად ნება დართო სომხეთს, რომ გაამერიკელდეს, ისიც ითქვა, რომ სომხეთში ჩაიდო ამერიკის სომხური ლობის ფული, ამ დროს სომხეთი რუსეთის მოკავშირედ ითვლება, რუსეთის პოლიტიკური ელიტა რატომღაც არ აპროტესტებს ამერიკის სომხეთში შესვლას, მათ შორის, ლავროვიც. როგორც კი პუტინისგან საქართველოს მიმართ რაიმე დადებითი წინადადება წამოვა, მეორე დღესვე გამოდის ლავროვი და საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. გაუჭირდებათ მისი იარაღად გამოყენება, მით უმეტეს კავკასიაში ჩვენი კავკასიელებთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ამასთან ერთად მუდმივად ექნებათ კულტურული ომი ჩვენთან.

ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამერიკამ სომხეთში მოეწყო ჩუმი რევოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ცენტრი საქართველოა. სომხეთმა მათ რომ შესთავაზოს, ნატოს ბაზებს დავაკანონებთ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ სანაცვლოდ რას მივიღებთო, თავისთავად შესთავაზებენ მთელს კავკასიას კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებთან ერთად, აფხაზეთი და ეს რეგიონები ფაქტობრივად უკვე ისედაც სომხების ხელშია. რუსეთის დაშლაზე რომ მთელი მსოფლიო მუშაობს, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. სომხეთის ოცნებაა ზღვაზე გასვლა და კავკასიაზე ბატონობა, ამას თუ შეპირდება ამერიკა, ყველაფერს გააკეთებენ, პუტინსაც სიამოვნებით გააგორებენ, ეს საშიშროება უკვე დგას. სომხებს არასდროს ექნებათ იდეური ომი ნატოსთან, გამორიცხულია, ისინი თვალის დაუხამხამებლად "გადაუვლიან" მთელ კავკასიას. 

შემთხვევით არ დაუწყია შამბას ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი, ეს ინიციატივა რუსეთიდან მოდის. ეს უკანასკნელი ჯერაც არ გამოსულა იმ ხაფანგიდან, რომელშიც 2008 წლის პროვოკაციული ომის დროს აღმოჩნდა. იმას კი არ უნდა კითხულობდნენ, ვინ დაიწყო ომი, ის უნდა იკითხონ ვინ წააგო ეს პროვოკაციულად დაწყებული ომი. რა თქმა უნდა საქართველომ და რუსეთმა წააგო – ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, რუსეთმა კი სამშვიდობო მისიის შესრულების შესაძლებლობა.

რამდენად ჭკვიანურ პოლიტიკას გაატარებს რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ერთი ფაქტი აუცილებლად მინდა აღვნიშნო. პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს ერდოღანმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეგობარია. მანამდე არაერთხელ იყო გაცხადებული თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ ბათუმს თავიანთ ტერიტორიად თვლიან. პუტინიც თუ იტყოდა, ერდოღანი ჩემი მეგობარიაო, პოლიტიკის ენაზე ეს ნიშნავდა რომ "მწვანე შუქს" უნთებდა მათ აჭარაში შემოსვლაზე. პუტინმა მკაცრად გასცა ოფიციალური პასუხი, ჩვენ თურქეთთან სახელმწი- ფოებრივი ურთიერთობა გვაქვსო, რითაც ცივი წყალი გადაასხა ერდოღანს. რუსეთის პრეზიდენტზე გაბრაზებულმა ერდოღანმა მერე ანტირუსული განცხადება გააკეთა, თუმცა მალევე დაშოშმინდა. ჩემი აზრით, პუტინმა თავისი ქვეყნისთვისაც სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო თურქეთი ბათუმში რომ არ შემოუშვა. თურქეთი ნატოს წევრია, მისი საქართველოში შემოსვლა ნატოს შემოსვლას ნიშნავს, რაც რუსეთის ინტერესებში არანაირად არ ჯდება.

როგორც გითხარით, ირანთან ომი გარდაუვალია, ამიტომაც შემოდიან საქართველოში ასე მასიურად ირანელები. ესენი ლტოლვილები არ არიან, ჯიბესქელი ხალხია, ისვენებენ, ერთობიან. ირანთან ომს რომ დაიწყებას ამერიკა, ამ ირანელებს და სირიე ლებს, რომლებიც ასევე მრავლად არიან საქართველოში, ირანის წინაღმდეგ საბრძოლველად გაუშვებს. აქ ერთი მაგრამ არსებობს, 1946 წელს სტალინმა ირანთან ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმადაც, როგორც კი ირანში უცხო ძალა შევა, რუსეთს უფლება აქვს მთელი ირანის ოკუპაცია მოახდინოს. რამდენად გამოიყენებს ამ უფლებას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება არსებობს, რომელზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი. რაც შეეხება ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს, დარწმუნებული ვარ ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი სირიელი ლტოლვილის მიღება გვაიძულონ.

მანანა სუხიშვილი


მეტის ნახვა
27-08-2018, 14:30


გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

_ ბატონო მამუკა, წელს უჩვეულო საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება  - პირველად ხდება, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს. რამდენად სწორია ეს და ზოგადად, რა მოლოდინები გაქვთ?

_ ეს, დასავლეთთან გარკვეული კონსულტაციების შედეგად მიღებული, გარკვეული მანევრია. იმის თქმა, რომ "ქართული ოცნება" მხარს არავის უჭერს, სწორი არ იქნება. სალომე ზურაბიშვილს ამ პარტიის მხარდაჭერა ნამდვილად ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც ვერ იქნება სრულყოფილი. ეს ერთი, მეორეც, გულახდილად უნდა ითქვას: სახელისუფლებო გუნდში ერთი პირი არ აქვთ მიუხედავად იმისა, მშვენივრად იციან, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭირონ. დღეს ასეთი ვითარებაა: ამ გუნდის ზოგიერთი წევრი ხმამაღლა ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატურა უნდა დააყენოს, სხვაგვარი მიდგომა არასწორიაო, ზოგიც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ელიტას ვგულისხმობ და არა რიგითი პარტიის წევრებს. ასეთი უცნაური სიტუაციაა. ამ გუნდში არიან ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ სალომეს მხარი უნდა დაუჭირონ. არჩევნები ახლოვდება და მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, არ მახსოვს მმართველი ძალა კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო კონსოლიდირებული არ ყოფილიყოს. "ქართულ ოცნებას" კონსოლიდირება ძალიან აკლია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ არის გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" ბოლო მომენტში სხვა კანდიდატურა დააყენოს, რადგან ვხედავ შემდეგ პროცესს - პრაქტიკულად, სალომე ზურაბიშვილი მარტოა მიტოვებული. 

_ როგორც აღნიშნეთ, "ქართული ოცნების" ნაწილი მხარს უჭერს ზურაბიშვილს, ნაწილი კი -არა. რა გამოდის, არჩევნები ოპოზიციას უნდა შევატოვოთ?


_ არ მგონია, არჩევნები ოპოზიციას შეატოვონ, მაგრამ შესაძლოა გვერდზე გადგნენ ან პასიური პოზიცია დაიკავონ. ავიღოთ, თუნდაც მაჟორიტარები, მათი გარკვეული ნაწილი ზურაბიშვილის მომხრეა, მეორე ნაწილი პრინციპულად არ უჭერს მხარს და ნაწილიც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. აი, ეს არის უბედურება და "ქართული ოცნების" მთავარი ხინჯი, რომ კონსოლიდირებული გუნდი არ ჰყავთ. მაჟორიტარებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ რა მოხდება კონკრეტულ რეგიონში. თუ კონკრეტული მაჟორიტარი პასიურად მოიქცა, ჩრდილში ჩამოჯდა და თქვა: რაც გინდათ ის ქენითო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება. იმიტომ, რომ რიგ რაიონებში ადგილობრივი პარტიის ხელმძღვანელი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ არის შერჩეული და მასზეა დამოკიდებული. არ ვიცი ამ სიტუაციას რა უშველის.

_ თქვენ ახსენეთ, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა საკუთარი კანდიდატიც წარადგინოსო. ვინ წარმოგიდგენიათ ამ ამპლუაში?

_ არავინ წარმომიდგენია, აზრზე არ ვარ ვინ შეიძლება ეს იყოს იმიტომ, რომ ისიც კი არ ვიცი "ქართულ ოცნებას" რა უნდა. ამის პროგნოზი რომ გავაკეთო, უნდა ვიცოდე მას რა უნდა. ჯერ ვერ გავიგე - ქალი უნდათ პრეზიდენტად თუ კაცი, საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი და ა.შ.

_ ამ ფონზე არასასურველი კანდიდატი არ შეგვრჩეს ხელთ?

_ აი, ეს უკვე მეორე საკითხია. მოდით, სხვა კანდიდატებსაც შევეხო თ. რიგი კანდიდატები როგორც ჩემთვის, ისე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, აბსოლუტურად, მიუღებელია მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის წევრები ბევრს ბაქი-ბუქობენ. არ გამოვა, ეს ადამიანი პრეზიდენტი ვერ გახდება, ვგულისხმობ, გრიგოლ ვაშაძეს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა. ოპოზიცია მართალია იმაში, რომ მმართველი ძალის მიმართ საზოგადოებაში დიდი ანტაგონიზმი, გაღიზიანების მაღალი ხარისხია, მაგრამ არანაკლები გაღიზიანებაა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული, იმედგაცრუებული ამომრჩეველი "ნაცმოძრაობას" დაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ასე, რომ რა საარჩევნო კამპანიაც არ უნდა ჩაატარონ, ზოგი მათგანი წინასწარ განწირულია, ამას ნათლად ვხედავ, ვგულისხმობ, ვაშაძეს. მე, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, თორემ შეიძლება რაიმე გარიგება მოხდეს, ან ვაშაძემ ისეთი მუშაობა დაიწყოს, რომ ვარსკვლავები მოსწყვიტოს, ვერ გეტყვით. დღევანდელი გადმოსახედიდან "ნაცმოძრაობის" განაყარი პარტიებიდან ბევრად უფრო სიმპატიურად გამოიყურება დავით ბაქრაძე. მას გამოცდილებაც აქვს და თავშეკავებაც იცის, ერთი სერიოზული შეცდომის გარდა, რომელიც ჩანგლებით თავდაცვას უკავშირდებოდა, საზოგადოებას სხვა მისი გადაცდომა არ ახსოვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხალხს არც მისი გაკეთებული საქმე ახსოვს. საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის არიან ალეკო ელისაშვილი, დავით უსუფაშვილი. პირადად, უსუფაშვილის მიმართ ნაკლები პრეტენზია მაქვს. იგი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკუადამჯდარი და გამოცდილი პოლიტკოსია, თუმცა მას აკლია ის, რაც პრეზიდენტისთვის საჭიროა და თანაც, მმართველი ძალის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის უკან ისევ ფიგურირებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელი "რესპუბლიკური პარტია". აქედან გამომდინარე, მას ბიოგრაფიაში არსებული ამ ფრაგმენტის გამო, სერიოზული პრობლემები აქვს. რაც შეეხება ელისაშვილს, მას გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ასოცირდება როგორც პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი და გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, ოღონდ, თბილისში. 

_ თუ არ ვცდები, დაახლოებით, 15 საპრეზიდენტო კანდიდატი გვყავს, მაგრამ დიდი არჩევანის საშუალება მაინც არ არის, ანუ, პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალფეროვნება არ არის.

_ მრავალფეროვნება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ხარისხს. საერთოდ, უნდა გითხრათ, განსაკუთრებული მოვლენაა ის, რომ საზოგადოების სერიოზულ ნაწილში, პოლიტიკური ელიტის მიმართ, ნიჰილიზმია. დღეს რომ იყოს არჩევნები, ძალიან დიდი ალბათობით გავაკეთებდი პროგნოზს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მივა. "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება, მიუხედავად იმისა დაუჭერს თუ არა ვინმეს მხარს, რათა მოსახლეობა არჩევნებზე მივიდეს. აქვე, ერთსაც გეტყვით: ხალხს უკვე აღარ აინტერესებს ვინ პრო-დასავლელია და ვინ პრო-რუსი, მათ სურთ სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. ახლა, დაიწყო ლარის გაუფასურების პროცესიც. ადამიანები ჯერ ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ცოტა ხანში თავს იჩენს დენის საფასურის გაზრდისგან გამოწვეული პრობლემა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას. სხვათა შორის, მიაქციეთ ყურადღება, არცერთი კანდიდატის პლატფორმა ცნობილი არ არის, საკვანძო საკითხებს თუ არ ჩავთვლით.

_ ვაშაძემ განაცხადა: გამარჯვებისთანავე საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავთ და მთავრობას გადავაყენებთო. სცენარის გაგრძელება მიშას ჩამოყვანა, მისთვის ყველა დანაშაულის ჩამოწერა და სრული ქაოსის შექმნა ხომ არ არის?

_ თქვენს დასმულ კითხვას, პასუხი თავად გაეცით. ის ფორმატი, რომელიც ახლა არსებობს, ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლისთვის არ გამოდგება, რადგან ყველა ერთი გუნდიდან არის აფრენილი, ვგულისხმობ, "ნაცმოძრაობის" განაყოფ პარტიებს. ეს არ არის ის ვითარება, როდესაც პრეზიდენტის არჩევა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხდება. ხალხმა ზუსტად ისიც კი არ იცის რა უფლებები აქვს ქვეყნის პირველ პირს. პრეზიდენტი რომელსაც ახლა აირჩევენ ბევრად უფრო შეზღუდული იქნება თავის უფლებებში, ვიდრე წინამდებარე. ასეთი ვითარებაა.

_ პრეზიდენტის უფლებები ახსენეთ. ხშირად ისმის: რა მოხდა თუკი პრეზიდენტი "ნაციონალი" გახდება, მას მაინც არაფერის უფლება არ აქვსო. ასე მარტივადაა საქმე?

_ პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურაა. მას შეუძლია, გარკვეულწილად, მედიატორის როლი შეასრულოს, იაქტიუროს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიპლომატიურ სივრცეში. რა თქმა უნდა, მას შეუძლია პარლამენტის წინაშე ზოგი თანამდებობის პირის წარდგენა. ასევე, შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია იმ მხრივ, რათა არ დაირღვეს კონსტიტუცია. ომის დროს კი მთავარსარდალია. ძალიან კომიკური სიტუაციაა, კაცს არაფრის უფლება არ აქვს და უცებ, ომის შემთხვევაში, მთავარსარდალი ხდება, ეს წარმოუდგენელი, ალოგიკურია. ეს არის პრინციპული დაპირისპირება კანდიდატებს შორის, ანუ ებრძვიან ერთმანეთს იმიტომ, რომ ის შედეგი მიიღონ, რაც მათი პარტიის, პოლიტიკური ძალის გამარჯვებას ხაზი გაუსვამს.

_ პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლებაც ხომ აქვს?

_ კი ეს შეუძლია, მაგრამ ძალიან სერიოზული ავანტიურისტი უნდა იყო, რომ ამ სიტუაციაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნო, რისთვისაც მზად არავინ არის და არც ამის რესურსია შექმნილი.

_ ავანტიურა რაზეც თქვენ საუბრობთ, არც ვაშაძეს აკლია, არც ჯაფარიძეს და არც ბაქრაძეს.

_ კი, ეგრეა. რასაკვირველია მათ შეუძლიათ ამ ავანტიურაზე წასვლა, მაგრამ ეს ისეთ ვითარებაში უნდა გააკეთო, როცა გამარჯვება გარანტირებული გაქვს. ასეთი სიტუაცია კი საქართველოში კიდევ დიდხანს არ შეიქმნება. არც "ევროპულ საქართველოს", არც "ნაცმოძრაობას" თუნდაც ერთადაც რომ იყვნენ, ამის შანსი მაინც არ აქვთ იმიტომ, რომ ძალაუფლება, არჩევნების წინ, მათ ხელში არ არის.

_ როგორი პრეზიდენტი ჭირდება დღეს ქვეყანას?

_ კარგი. ახლა, მკითხავენ: ცუდი რომელიაო? არა, ცუდში არ არის საქმე. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს თვისებები, რაც კონსტიტუციით განსაზღვრულს ესადაგება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზურაბიშვილს არ აქვს ის რესურსი, რომ ამ შავ პიარს მარტო ებრძოლოს. ამ ეტაპზე, ხელისუფლება, სალომეს დაცვას, მხარდაჭერას მანცდამაინც არ ცდილობს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
27-08-2018, 05:30


(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28)

2012 წლის 12 მაისი, დღის 12 საათი. "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი. მესამე სართულზე ლიფტით ავდივართ დაცვის წევრებთან ერთად. ბატონი ბიძინა მხარზე ხელს მადებს და მისაღებში შევდივართ. საკმაოდ მოზრდილი დარბაზია, თითქმის ყველა მისი მომავალი "თანამებრძოლი" იქაა. უცებ ზუზუნი წყდება, სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. ირაკლი ალასანიას ვესალმები, ხელს ვართმევ. დაახლოებით 50 ფანფარონი კედელზე "შპალერივითაა" გაკრული. ივანიშვილი თავის დაკვრით ესალმება, გამარჯობა გამორჩეულად არავისთვის უთქვამს. მომავალი პოლიტელიტა ელოდება, როგორც ჩანს, სათათბიროდ არიან შეკრებილები. თუმცა ჩვენი საუბარი რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით, თუ ვიყოჩაღებ, შეიძლება თათბირი "ჩავშალო" კიდეც.

იცით, მისაღებში ჩვენი შესვლის მომენტი არ ამომდის თვალებიდან, დეტალურად მახსოვს, როგორ დაუკრეს თავები იატაკამდე ბატონ ბიძინას. ვიფიქრე, სადაცაა ძირს გაგორდებიან-მეთქი. ზოგი კუთხეში იყო მიყუჟული მურმან დუმბაძის თამადობით. ეგ კი არა, იმ წუთისთვის მეც თითქმის ღმერთი ვიყავი მათთვის. რატომ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელკავი გამომდო და ისე შემიყვანა თავის კაბინეტში. შიშიც დავინახე ზოგიერთის თვალებში, ჯერ ხომ ყველას ბედი არ იყო გადაწყვეტილი? დღევანდელი გადასახედიდან უკვე თამამად შემიძლია იმ ერთი მომენტის შეფასება – ე.წ. პოლიტიკოსების ჯოგი ელოდებოდა სახრავს. შეიძლება ყველაზე ასე არ ითქმის, რასაკვირველია, ჯოგში ერივნენ გულანთებული ადამიანებიც, მაგრამ საერთო ფონზე ისინი გამოკვეთილად არ ჩანდნენ. ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ისეთი ტიპაჟი, რომლის წინაშეც უნდა კანკალებდე და რომლისაც უნდა გეშინოდეს. ის იმდენად უშუალო და უბრალოა, სადღაც გულის კუნჭულში შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროთ – ნუთუ ეს ის მილიარდერია, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ და რომელიც აქამდე იდუმალებით იყო მოცული? ხშირად ვამბობ და ვიმეორებ: გაოცებული ვარ, ასეთმა ემოციურმა და უბრალო ადამიანმა როგორ მოახერხა, რომ 2011 წლამდე მისი ლანდიც კი არავის უნახავს?
მოკლედ, იმას მოგახსენებდით, მისაღებში შევედით-მეთქი…

ვინც იქ ვნახე, თითქმის ყველამ უღალატა – ზოგმა პირდაპირ დაუწყო ლანძღვა, ზოგმა – ირიბად, ბევრი მტრად მოეკიდა, ბევრი კიდევ დადუმდა და დღემდე სეირს უყურებს. სხვათა შორის, მე ყველაზე დიდ მოღალატეებად ისინი მიმაჩნია, რომლებმაც დუმილის გზა არჩიეს. ასეთებს თითქოს აღარაფერი აინტერესებთ, თავის დროზე თავიანთი მიიღეს და როცა შემდგომში სადეპუტატო მანდატები თუ თანამდებობები დაატოვებინეს, გაუჩინარდნენ. არ დაიჯეროთ, ისინი ჩირგვებში არიან და როცა ივანიშვილს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ, სიამოვნებით კრუსუნებენ, პოლიტიკურ ორგაზმს განიცდიან. თუ ბატონ ბიძინას ფეხი დაუცდა, ეგრევე მიესევიან. ღალატის კლასიკური მაგალითი აჩვენეს "რესპუბლიკელებმა", რომელთა მადის დაკმაყოფილება ბიძინა ივანიშვილს ძალიან ძვირი დაუჯდა. სხვებზე რომ არაფერი ვთქვა, მარტო თინა ხიდაშელის ე.წ. ამერიკული პიარი მილიონები დაჯდა. თუმცა შედეგი იყო არაფერი.

ალბათ, ყველას გახსოვთ ირაკლი ღარიბაშვილის არნახული და არგაგონილი გინება, რომელიც ფარული ჩანაწერის სახით გავრცელდა და ადრესატი გახლდათ თინა ხიდაშელი. ამ გინების მიზეზი იყო ამერიკაში ლობისტებისთვის წაღებული ფული. ავი ენები ამბობენ, თინა თავის მამიდაშვილ ცოტნე ბაკურიას შეხვდა ამერიკაში და დიდი აფიორა გაათამაშესო. ამ თემაზე 2012-შიც ავტეხე ერთი ამბავი, ცოტნეს ძმა – მამუკა ბაკურიაც მომივარდა, შენ "მავნეების" დაკვეთას ასრულებო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ირაკლი ღარიბაშვილის გინება დედის რძესავით შეირგო ქალბატონმა თინიკომ. თუ რამე საეჭვო იყო, წასულიყვნენ სასამართლოში, ბაჟის ფულს ვერ გადაიხდიდნენ უსუფაანები თუ ენას ჭალი მოედებოდათ? ირაკლი ღარიბაშვილი რომ სამართლიანად იყო აღშფოთებული, ამას წინებზე "რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილის "აღიარებაც" მოწმობს, რომელიც "რუსთავი 2"-ს ჩამოუკაკლა:

"მე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ შტაბში ვიყავი, არც თუ პატარა საქმე მებარა. მისი გამოსვლების ხელმძღვანელობა, რა ტექსტებით წასულიყო, საპროგრამო დებულებები… ის კი არა, რაღაც პერიოდი "ფეისბუქზე" მის ნაცვლად ვპასუხობდი ხალხს… ხალხს რომ ეგონა, ბიძინას ელაპარაკებოდა, სინამდვილეში მე ვალაპარაკებოდი. ერთი პერიოდი მითხრა, მე არ შემიძლია და შენ დაელაპარაკეო. ცხადია, მისი ნებართვით ვაკეთებდი".

დავით ზურაბიშვილის თქმით, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და კახა ლომაია "ქართუს" სარეკლამო კამპანიაში იყვნენ. ხედავთ, რამხელა "პოდლობასთან" გვაქვს საქმე? კაცმა ხიდაშელს, ზურაბიშვილს და მათ "სასტავს" სარეკლამო კამპანიის წარმართვა სთხოვა, იმდენად ენდო, "ფეისბუქგვერდიც" კი ჩააბარა და 6 წლის შემდეგ ყბედობს, ეს მე ვიყავიო. დაუკვირდით, მთხოვა, მე არ შემიძლია, დროებით შენ უპასუხეო. მერე რა? იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ისე იყო გადატვირთული, ბუნებრივია, სოციალურ ქსელებში საწერად ვერ მოიცლიდა. რაკი შენ დაგავალა თუ გთხოვა, ახლა კომპრომატად უდებ?! მეტიც, თინიკომ და დათიკომ სარეკლამო კამპანიაში გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და კახა ლომაია ჩართეს. რაის ვარსკვლავები და დიდი რეჟისორები ეგენი მყვანან, რომ დიდი შედეგები მოეტანათ "ქართული ოცნებისთვის"? უბრალოდ ფული აკეთეს ბიჭებმა! ეს ისეთი ვრცელი თემაა, კიდევ დავუბრუნდები უახლოეს ხანში და ჩემი არქივიდან აუცილებლად ამოვა გიორგი სიგუას წერილებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს ის გიორგი სიგუა გახლავთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ რომ ჩამოქანდა თბილისში და თანამდებობა მოითხოვა. პრინციპში, "ეკუთვნოდა" კიდეც – ნიუიორკში, გაეროს შტაბბინასთან, თავის "პადელნიკებთან" ერთად მიხეილ სააკაშვილს დედა აგინა (ალბათ, ეს ვიდეოც გახსოვთ). კი ჩამოვიდა სიგუა თბილისში, მაგრამ ახედეს, დახედეს, არ მოეწონათ და უთხრეს, ამერიკაში როდის უნდა დაბრუნდეო? ვააა… რას ჰქვია, დავბრუნდეო? – შეიცხადა ამან და ეგრევე მოქანდა ჩემთან. რა იყო, რა ცუდი ფერი გადევს სახეზე-მეთქი? ასე და ასე მითხრეს, წარმოგიდგენიაო? კაი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გთხოვ, ბიძინას მიაწვდინე ხმა, უკვე მჩაგრავენო. მაგას ვერ ვიზამ, ხმას ვერ მივაწვდენ, მაგრამ პრესაში "გაგიბაზრებ"-მეთქი. წავიდა, "გავუბაზრე", მიდგა, მოდგა, უცებ ერეკლე ტრიპოლსკის თანაშემწე გახდა, რამდენიმე თვეში ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს. მიედო, მოედო, დაიწყო ჩალიჩი, შექმნა "ჯემფესტი" ანაკლიაში, რომელიც დიდწილად ბიუჯეტიდან დააფინანსებინა "მავნებს" და თან პერიოდულად დაიწყო ძრომიალი "რუსთავი 2"-ში. ერთხელ ვეღარ მოვითმინე, დავურეკე – ბიჭო, რა გინდა ამ ტელევიზიაში, დღეგამოშვებით გვარამიას ანგარიშს რომ აბარებ-მეთქი? აუუუ… ეხლა შენ უნდა დაგეკითხო, სად ვივლი და რას გავაკეთებო? გამეცინა, აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ გამახსენდა, მისი ჩამოსვლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მისივე "მეგობრები" რომ მწერდნენ, არჩევნებისთვის მოგროვილი ფული "მოტეხა" და დაითესაო. ორიოდე თვის წინ სოციალურ ქსელებში ფოტო გავრცელდა, მიშა სააკაშვილთან გადაუღია, თან ყველაფერი მოუნანიებია. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა, რაც საკუთარი თვალით ვნახე, იმას გიყვებით. ყოველ შემთხვევაში, არსად უთქვამს, სააკაშვილისთვის მუხლები არ დამიკოცნიაო. სხვათა შორის, სიგუას ამერიკელი "მეგობრები", ანუ ემიგრანტები მაშინ ძალიან შფოთავდნენ, ნერვიულობდნენ, მის მიერ ჩადენილ "საგმირო" საქმეებზე მწერდნენ, მაგრამ რაკი "ნაცმოძრაობა" გადავაშენეთ, ეს საქმე დიდად აღარ გასკანდალებულა.

სიმართლე გითხრათ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან იმ პერიოდში არც ერთი საკითხი არ მიმიტანია, თუ რამე მნიშვნელოვანი იყო, მის პრესმდივანს, მაია ფანჯიკიძეს ვეუბნებოდი. ამ მხრივ პირდაპირ შემოსევა მქონდა – ბევრს ეგონა, რაკი შევხვდი და პრესკონფერენციებზე შეკითხვებს ვუსვამდი, რაკი ის ჩემს მიმართ ყოველთვის გამოხატავდა სიმპათიას, ყოველ საღამოს ერთად ვისხედით, შეკითხვებს ვადგენდით და თან სტაფილოს წვენს მივირთმევდით. რასაკვირველია, ასე არ იყო, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილს ნანახიდან და გაგონილიდან აზრის გამოტანა უჭირს, დაგინახეს ტელევიზორში, რომ ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკები? მორჩა, მოდის თხოვნები წვიმასავით, თან საყვედურების თანხლებით: "ბიჭო, ამას გვიმალავდი"? "ეეე… თუ ასე ახლოს იყავი, რატომ არ გვითხარი"? მოდიოდნენ წინადადებებით, პროექტებით, თხოვნებით: ერთს მე 19 საუკუნის საწნახელი ჰქონდა სახლში და იყიდოსო, ბაბუაჩემის ბაბუის ნაქონია და ცოდვაა, გაფუჭდებაო; მეორე თავის ნახატებს მაჩეჩებდა, იყიდოს, რა უჭირსო? მესამემ – შვილიშვილები მყავს დასასაქმებელი, უცხოეთში აპირებენ წასვლას, თუ წავლენ, შენი და ბიძინას სინდისზე იქნებაო; მეოთხემ – პროექტი მაქვს, ოღონდ ბიძინას უნდა შევხვდე, მის მეტი ვერავინ გაიგებს ამ პროექტის გენიალურობასო; ერთი მოვიდა, შენ გენაცვალე, გადაეცი, კბილები ჩამისვასო. მოჰქონდათ წერილები, პირადად ხელში გადაეციო. ასეთები იყვნენ ასობით და ათასობით. ბევრი მოვიმდურე, ბევრი გადავიკიდე, ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა მავანის საწნახელი, მავანის ნახატები, ვერ დაასაქმა მავანთა შვილიშვილები, ვერ ჩაუსვა ზოგიერთს კბილები და ქე დაგვიწყეს ორივეს ლანძღვა-გინება. გამოგიტყდებით, ასეთი თხოვნა-მუდარებით დღესაც მაწუხებენ, მაგრამ რა შედარებაა, ფაქტობრივად ჭექა-ქუხილი უკვე გადავლილია. კალამი გამექცა, ძირითად თემას გადავუხვიე, დავუბრუნდეთ ისევ ბიძინა ივანიშვილის პირვანდელ გარემოცვას, სადაც საქმე გადარბენა-დასწრებაზე იყო. ღალატის მეორე სანიმუშო მაგალითი გახლავთ ირაკლი ალასანიას "მოღვაწეობა", რომელიც გახდა თუ არა თავდაცვის მინისტრი, ეგრევე წარმოიდგინა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. სანამ ირაკლი მინისტრი გახდებოდა, ივანიშვილთან უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა. ამ ენერგიულმა ბიჭმაც, გუბაზ სანიკიძის მსგავსად, ვერ მოითმინა და ვიღაცასთან ტელეფონზე საუბრისას აუგად მოიხსენია, პირდაპირ აგინა და გაუგებარი პიროვნება უწოდა. "ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ"?! ეს ე.წ. ფრთიანი ფრაზა სწორედ მაშინ დაიბადა ქართულ სინამდვილეში. ალასანია წუხდა, რომ ვერა და ვერ გაარკვია, რას უპირებდა ივანიშვილი, იღებდა თავის გუნდში თუ არა, ბოლოს და ბოლოს, წავიდე ქვეყნიდან თუ დავრჩეო?! ირაკლი ფარულად ჩაწერეს და გამოუქვეყნეს.

ვითომც არაფერი მომხდარა, ეს ამბავი თვითონაც გაატარა და ბიძინამაც გაუტარა – სამეგრელოში გააგზავნა არჩევნების მოსაგებად. როდესაც 5 მილიონი ლარი გამოუყვეს სამეგრელოში (შვიდ რაიონში) საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, ივანიშვილმა შესთავაზა, ძალიან რთულ რეგიონთან გაქვს საქმე, თუ გინდა, ხალხს დაგახმარო. ჰმ… რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო, ეგღა მაკლია, სამეგრელოს ყველა რაიონში არჩევნები ვერ მოვიგოო. კარგი, აბა, შენ იციო.

წავიდა ირაკლი… ვერ მოიგო, ყველა რაიონში წააგო, საკუთარი თავიც კი ვერ გაიყვანა. რატომ? იმიტომ, რომ სანამ ის სამეგრელოში ჩავიდოდა, ცოტა არ იყოს, სახიფათო განცხადებები აკეთა ახალაიების მისამართით – ამტკიცებდა, ყოველ კუთხე-კუნჭულში უკანონო დაჯგუფებებს ქმნიან და აიარაღებენო:

"ახალაიები სააკაშვილის ბრძანებით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნიან. როგორც კი ეს განცხადება გავაკეთე, შედეგიც მივიღეთ. ჩემი განცხადების გავრცელებისთანავე დაიწყო გადაადგილებები და სახლებში განთავსებული უკანონო დაჯგუფებები შტაბებში გადაიყვანეს. შემდეგ კი ამ სარეზერვო ინიცატივის ფორმალიზება და კანონის ჩარჩოში მოყვანა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილისგან თვალებში ნაცრის შეყრას დიდი ხანია შევეჩვიეთ, მან ივანიშვილის გამო კონსტიტუციაც კი შეცვალა".

მამა, როლანდ ახალაია, ძმები – ბაჩო და დათა ახალაიები მეგის ქარდავასთან თუ ათასი ჯურის ავანტიურისტებთან ერთად მართლაც არ აპირებდნენ დათმობას. ახლა რომ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლება დემოკრატიული გზით, ნებაყოფლობით გადავაბარეთო, არის სრული სიცრუე – ეს საერთაშორისო ავაზაკი სამეგრელოს თვლიდა იმ ბასტიონად, სადაც წაგების შემთხვევაში უნდა გამაგრებულიყო. იქ გადაატანინა დიდძალი იარაღი და რაც მთავა- რია, "კომპრომატები" კასრებით. კომპრომატების საკითხი ებარა მეგის ქარდავას. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ამ ქვეყანაში იგივე განმეორდებოდა, რაც მოხდა 1991 წლის დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას მხარს უჭერდა "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და რიჩარდ ნორლანდიც ჩავიდა ზუგდიდში, ახალაიებმა მაინც მოიგეს. გასაგებია, მოსახლეობა იყო ტერორის ქვეშ, ძალიან ბევრი გახლდათ ახალაიების გავლენის ქვეშ, ძალიან ბევრს ჰქონდა პირადი ინტერესები, მაგრამ ირაკლი ასე მაინც არ უნდა გაფარჩაკებულიყო. რა მოხდა, რატომ გაფარჩაკდა? მან ზურგზე წამოიკიდა ის ტვირთი, რომლის აწევაც ვერ შეძლო. არადა, უნდოდა, გული ერჩოდა, ენერგიაც ჰქონდა, მაგრამ საამისო ბაზა არ გააჩნდა, უკუდო ამპარტავანი გამოდგა, რომელმაც დახმარებაზე უარი თქვა. ავი ენები ამბობენ, ფულის დახარჯვა არ უნდოდა და ამიტომაც თქვა უარიო. მით უარესი!

მოკლედ, ეწვია ირაკლი ალა- სანია 2012 წლის არჩევნების წინ ზუგდიდს, რათა ბეჭებზე დაედო "ნაციონალური მოძრაობა" და ახალაიების კლანჭებიდან გამოეხსნა სამეგრელო. "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გარანტიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მონდომების მიუხედავად, ის მაინც ჩაფლავდა. იმ პერიოდში სამეგრელოში მცხოვრებ კახა მიქაიასთან დაახლოებული ერთი ფრიად ალალი ადამიანი მიყვებოდა, ჩამოვიდა ალასანია, დაადგა თავზე კახას, უნდა დამეხმაროო. ამან ხათრით ვეღარ უთხრა უარი და დასდევდა უკან, მაგრამ ერთხელაც ამოუვიდა ყელში და პირდაპირ მიახალა – ძმაო, ირაკლი, მე არც შენი პარტიის წევრი ვარ, არც რაიმე პირადული ვალდებულება მაქვს, მოდი, რა, შემეშვიო. არადა, მიქაიას, რომელიც "დაიცავი საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და თავის დროზე ძმებ გაჩეჩილაძეების გვერდით ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, სამეგრელოში ნამდვილად ჰქონდა გავლენა. რაში სჭირდებოდა ალასანიას მისი დახმარება? ამას მომდევნო ნომრებში მოგიყვებით.

(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
24-08-2018, 21:00


ვახტანგ ხარჩილავა

სალომე ზურაბიშვილის მიერ 2018 წლის 8 აგვისტოს დასმულ კითხვას ფართოდ და ამომწურავად პასუხობს ერთი წლის წინათ, "საერთო გაზეთში" გამოქვეყნებული ვრცელი პუბლიკაცია "დიდი ღალატის ანატომია" ("ს.გ.", №30–31. 2017 წ.), სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა საეჭვო ნაბიჯები უძღოდა წინ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებს.
გთავაზობთ ფრაგმენტებს წერილიდან:


"სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერები ხშირად იმეორებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა პროვოკაციაზე წამოაგო საქართველოს ხელისუფლება და აიძულა ის ომში ჩართულიყო, მაგრამ იმ ნაბიჯებს თუ გავიხსენებთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებამდე დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში დგამდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროვოკაცია გაცილებით ადრე დაიგეგმა და მის განხორციელებასა და აღსრულებაში მთავარი როლი სწორედ "ნაცმოძრაობამ", ანუ საქართველოს ხელისუფლებამ ითამაშა.
მოდით, მივყვეთ მოვლენებს და ვნახოთ, რას ღაღადებენ ფაქტები.

2006 წლის შემოდგომიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს კოდორის ხეობას სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ზემო აფხაზეთი, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე ხაზგასმულად, ყოველგვარი ეგრეთ წოდებულის გარეშე, სისტემატურად მოიხსენიებს სამხრეთ ოსეთად, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უკვე 17 წელია გაუქმებულია და ის, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ქართულ სახელმწიფოში საერთოდ არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილმა თითქოს არც იცის ეს ამბავი და წარამარა იმეორებს სახელწოდებას – სამხრეთ ოსეთი.
პარალელურად გრძელდება კოდორის (დალის ხეობის) ზემო აფხაზეთად მოხსენიება, თუმცა ამ ხეობას საქართველოს ისტორიის არც ერთ მონაკვეთში ზემო აფხაზეთი არ რქმევია.

მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ყოველგვარი დასაბუთების და მოტივაციის გარეშე ჯიუტად აგრძელებს სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთად და კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად დასახელებას, რითაც მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოებას ყური გაუხედნოს ამ ახალი ტერმინებით.
არსებობს უამრავი საარქივო მასალა – მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლები, ინტერვიუები, სააკაშვილის განცხადებები სამთავრობო სხდომებზე და ასე შემდეგ, რომლებშიც დოკუმენტურად არის ასახული და დაფიქსირებული ის, რაც ზემოთ ვთქვით.

სამწუხაროდ, ამ აშკარად საეჭვო, აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის პიარ-კამპანიას არც საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია დიდი პროტესტი და არც პოლიტიკური წრეებიდან.
ÐоÑожее изобÑажение

ცხადი იყო, სააკაშვილს რაღაც სერიოზული ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ არც მას აუხსნია და არც სხვები ჩაძიებიან, რას ემსახურებოდა ეს ჩანაფიქრი, რა იყო ამ ჩანაფიქრის მთავარი დედააზრი და რით იყო ის სასარგებლო და აუცილებელი ქართული სახელმწიფოსთვის?!

2007 წლის 10 მაისის დადგენილებით, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს და რომელიც შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სადაც სულ მალე არჩევნები ჩატარდა და ამ ახლად მოვლენილი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად, არა ხელმძღვანელად, არა ადმინისტრაციის უფროსად, არამედ, ხაზს ვუსვამ, პრეზიდენტად, არჩეული იქნა დიმიტრი სანაკოევი.

თუმცა დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ სანამ ქართველთმოძულეობაში ეჭვმიტანილი დიმა პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე, ზემოთნახსენები დადგენილებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შეყვანილი იქნა ახალგორის რაიონიც.

ახალგორთან დაკავშირებით კიდევ ერთ, უაღრესად საინტერესო და საყურადღებო დეტალს გაგახსენებთ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, ხოლო საქართველოს ცეკას მდივანი გივი გუმბარიძე იყო, ეროვნული მოძრაობისა და ახალგორის რაიონის ქართველობის დაჟინებული მოთხოვნით ახალგორი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გამოეყო, ანუ ახალგორი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს უკვე აღარ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვით, მოგვიანებით საერთოდ გააუქმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ.

აი, ასეთი ისტორიის მქონე რეგიონი, ახალგორი, თავის ქსნის ხეობიანად, რომელიც მთლიანად ქართველებით იყო დასახლებული, "ნაციონალურმა მოძრაობამ", საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, აიღო და მათ მიერვე შეკოწიწებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში წიხლებით შეტენა, პრეზიდენტად კი ათას ავტომატზე გადამხტარი დიმა დაასვა თავზე!
შემთხვევით, არა საბჭოთა კავშირის დროინდელ, არამედ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების და მისი ლიდერის სააკაშვილის მიერ "დახატულ" ახალ რუკას ხომ არ გვიფრიალებენ რუსები ცხვირწინ, სადაც ნათლად და მკვეთრად ჩანს ის საზღვრები, რომლითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი "ნამდვილ" და "რეალურ" სამხრეთ ოსეთად აქცია საქართველოს ხელისუფლებამ.

ერთმა ფრანგმა დიპლომატმა ახალგორის მოსახლეობას ასეთი რამ უთხრა: ევროპა და ევროკავშირი რით და როგორ უნდა დაგეხმარონ, როცა თქვენს ხელისუფლებას დოკუმენტურად, იურიდიული ნორმების სრული დაცვით უღიარებია სამხრეთ ოსეთის არსებობაო?!

ტერმინ სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად დაკანონების პარალელურად იმაზეც იზრუნეს, რომ წილკნის ეპარქია ცხინვალის ეპარქიას გადასცემოდა.

თითქმის იდენტური მეთოდებით იმუშავა ნაცების ხელისუფლებამ კოდორის ხეობასთან მიმართებაში – კოდორის ხეობას სახელი გადაარქვა, მას ზემო აფხაზეთი უწოდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი, რომელიც წლების განმავლობაში გმირულად იცავდა ხეობას, განაიარაღა, რის შემდეგაც 2008 წლის აგვისტოში ამ აუღებელი, სტრატეგიულად ურთულესი ხეობის აღება მტერმა თითქმის უბრძოლველად, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეძლეს. გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, კოდორის ხეობის უბრძოლველად გადაცემაში ქართულმა მხარემ დიდი ფული აიღო. სახელდებოდა ციფრი – 50 მილიონი დოლარი, სახელდებოდნენ პირები, რომლებიც ამ ფინანსურ გარიგებაში მონაწილეობდნენ, სახელდებოდნენ შუამავლები და ა. შ. თუმცა ეს ყველაფერი არც მაშინ და არც შემდეგ, სათანადო გამოძიების საგანი არ გამხდარა.

სანამ 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდებოდა, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ, აბსოლუტურად გაუგებარი და ლოგიკას მოკლებული ქმედებებით, პოზიციები განუმტკიცა არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ აფხაზ და ოს სეპარატისტებს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ნაცმოძრაობა" სეპარატისტული რეგიონებისთვის წინასწარ ქმნის ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გააადვილებს.

საქართველოს ხელისუფლების თავდადებული მეცადინეობით, სამხრეთ ოსეთი ქაღალდზე უკვე არსებობს, ზედ ქართული სახელმწიფოს ბეჭედი აქვს დასმული და პრეზიდენტის ხელმოწერაც ამშვენებს, კოდორის ხეობას უკვე ზემო აფხაზეთი ჰქვია და ესეც სათანადოდ არის დამოწმებულ-დაკანონებული, ახლა საჭიროა ერთი პატარა, ლოკალური ხასიათის ომი, რომ ეს ტერიტორიები მოწინააღმდეგე მხარემ გადაიბაროს და გადაიფორმოს.
დოკუმენტები უკვე მზად არის. ახლა ომი უნდა მოხდეს!..

და ეს ომიც მოხდება…

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის, თითქმის 25 წელიწადია, მთავარი ამოცანა, მთავარი დევიზი, მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, იმ დოკუმენტებით, რომლებიც "ნაცმოძრაობამ" შექმნა, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა არა საქართველომ, არამედ ტერიტორიული მთლიანობა თავიანთი ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში აღიდგინეს სეპარატისტულმა რეგიონებმა – აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა!
არ არის ეს გამაოგნებელი პარადოქსი, როცა "ნაცმოძრაობა", გარე ოკუპანტის გამოჩენამდე, თვითონ მოგვევლინა შიდა ოკუპანტის როლში და შიდა ქართლი სამხრეთ ოსეთად გამოაცხადა, კოდორის ხეობა – ზემო აფხაზეთად და ეს ყველაფერი ოფიციალურად გააფორმა.

"ნაციონალებო", სახელშეცვლილო "ნაციონალებო", "ნაციონალების" ბიძაშვილ-მამიდაშვილო პარტიებო, გიფიქრიათ თქვენ ოდესმე, რატომ არ აღიარა რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რატომ აღიარა მაინცდამაინც ამ ომის შემდეგ?

რატომ და იმიტომ, რომ ამ ომამდე საქართველო აკონტროლებდა ამ სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიების ნაწილს, ომის შემდეგ კი ამ რეგიონებმა აღიდგინეს ტერიტორიული მთლიანობა თავიანთი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, ამ საზღვრების დაფიქსირებასა და დაკანონებაში კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს, მათ საქართველოს ხელისუფლება ჯერ იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებით, მოგვიანებით კი დამარცხებისთვის განწირულ ომში ჩაბმით დაეხმარა, რომლის შედეგებიც ნებისმიერმა ოდნავ გონიერმა ადამიანმა წინასწარ იცოდა, ოღონდ, რატომღაც არ იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც დღემდე თავს იმით იმართლებს, რომ, თურმე, პროვოკაციაზე წამოაგეს და აიძულეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო.
არადა, 5–6–7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არაფრით არ ჰგავს პროვოკაციაზე წამოგებული და შეცდომაში შეყვანილი კაცის განცხადებებს.

და საერთოდ, რას ნიშნავს პროვოკაციაზე წამოგება?

რა არ იცოდა სააკაშვილმა, რას ვერ ხვდებოდა ისეთს, რასაც შეიძლება პროვოკაცია და პროვოკაციაზე წამოგება დავარქვათ?
განა სააკაშვილმა არ იცოდა, რომ როკის გვირაბს მიღმა რუსეთის 58-ე არმია იდგა 70 000 ჯარისკაცით და დიდძალი სამხედრო ტექნიკით, რომელიც ქართული მხარის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აუცილებლად ჩაერთვებოდა ბრძოლაში.

ÐоÑожее изобÑажениеაგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს სააკაშვილსა და ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობას შორის სამხედრო კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე შედგა ფარული გარიგება, რომლის მიხედვითაც, სამშვიდობოები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს საშუალებას მისცემდნენ ცხინვალში შესულიყო, რის შემდეგაც ქართული ჯარი ადვილად გადაკეტავდა როკის გვირაბს, დაიკავებდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტებს და ობიექტებს, გადაკეტავდა გზებს და მთელ რეგიონში კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენდა.

იმასაც ამბობდნენ, რომ ამ გარიგებაში ქართულმა მხარემ რუს სამშვიდობოებს ძალზე სერიოზული თანხა გადაუხადა.

სააკაშვილი და მისი ტვინით გაპენტილი "სამხედრო სტრატეგოსები" სამოქალაქო სექტორიდან – ბოკერიები, ადეიშვილები, უგულავები, თარგამაძეები, მერაბიშვილები, იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი ამ "გენიალური" გეგმის განხორციელებაში, რომ გორში წინასწარ ჰქონდათ დასაწყობებული დიდძალი სურსათ-სანოვაგე, დროშები, ალმები, ტრანსპარანტები, ფერადი ბუშტები – გამარჯვების შემდეგ ცხინვალში გრანდიოზული ზეიმი უნდა გამართულიყო ძლევამოსილი მთავარსარდლის, საქართველოს განმათავისუფლებელი გმირის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.

როგორი კრეტინი, როგორი იდიოტი და სულელი უნდა იყო, როგორ არ უნდა გიყვარდეს და იმ დონეზე როგორ უნდა გეკიდოს ფეხებზე ქვეყანა, მსგავს იაფფასიან ავანტურაში გააყოფინო თავი და იმაზე არ იფიქრო, რას რა შეიძლება მოჰყვეს?

დღეს ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე და მრისხანედ შემართული მუშტებით ოკუპაციას აპროტესტებენ.

კი, მაგრამ, თქვენ თვითონ არ ხართ ამ ოკუპაციის თანაავტორები და ოკუპანტების ბიზნესპარტნიორები?

რამდენადაც ვიცი, "ნაცმოძრაობის" ელიტა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს აპირებდა იგივეს გაკეთებას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. ისინი მთელი სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ რუსი სამშვიდობოები, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მზად იყვნენ, ცხინვალი დაეთმოთ.

მაშინ ერთი ჭკვიანი და გონიერი ადამიანის ჩარევით შესაძლებელი გახდა ამ ავანტურისტების შეჩერება და დიდი კატასტროფის თავიდან აცილება, თუმცა 2008 წელს, როცა "ნაცმოძრაობას" ძალაუფლება უკვე თავში ჰქონდა ავარდნილი და ცა ქუდად არ მიჩნდა და დედამიწა ქალამნად, მათი დაოკება ვერავინ შეძლო და მათ შორის ვერ შეძლეს ამერიკელებმაც, რომლებიც, თუ მათ გულწრფელობაში ეჭვს არ შევიტანთ, "ნაციონალებს" აფრთხილებდნენ, რომ რუსებთან საომარ კონფლიქტში არ შესულიყვნენ. რა თქმა უნდა, ქართული სოფლების საარტილერიო დაბომბვები რუსულმა მხარემ დაიწყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ომი. ომად ის მაშინ იქცა, როცა მთავარსარდალმა სააკაშვილმა ტელევიზიით ოფიციალურად განაცხადა, რომ ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მიზნით ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს იწყებდა და ბრძანება გასცა, ქართული სამხედრო შენაერთები ცხინვალისკენ დაძრულიყვნენ.

– Это уже война! – გახარებულმა და კმაყოფილმა წამოიძახა რუსმა გენერალმა სააკაშვილის ამ ბრძანების მოსმენის შემდეგ, ცხადია, ყოველივე ამის ამსახველი და დამადასტურებე- ლი სატელევიზიო კადრების ჩანაწერებიც არსებობს.

ჰოდა, გადაახვიეთ, თქვენს "ნაციონალ" მეგობრებთან ერთად უყურეთ! ერთი ნახვით თუ ვერაფერს გაიგებთ, კიდევ გადაახვიეთ და კიდევ უყურეთ, საქართველოს კი თავი დაანებეთ. ვინ დაიწყო ეს ომი და ვისთან ერთად, თქვენ, ნაციონალებმა" და თქვენმა ბელადმა შესანიშნავად იცით. თქვენ ისიც გეცოდინებათ, სად წავიდა ის 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ დახმარების სახით მიიღო.

ვის ჯიბეებში დაილექა ეს მილიარდები – ქართველთა სისხლის ფასად, ქართველი ჯარისკაცებს სიცოცხლის ფასად, ათიათასობით ქართული ოჯახის უბედურების და ტრაგედიის ფასად ნაშოვნი მილიარდები? რას ცუღლუტობდა და ქვეყნის ბიუჯეტიდან რამდენს ახარჯავდა ბატონი სააკაშვილი დოქტორ დოტის და უფრო იაფფასიან დოტებს, ვიცით, მაგრამ რას ცუღლუტობდა იგივე სააკაშვილი, როცა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ქმნიდა და კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს არქმევდა, არ ვიცით!

კი, მაგრამ, არ უნდა ვიცოდეთ? და თუ არ უნდა ვიცოდეთ, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რატომ არ უნდა ვიცოდეთ?"

ვახტანგ ხარჩილავა

მინაწერი ერთი წლის შემდეგ: 

სალომე ზურაბიშვილმა მის განცხადებაზე, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენე და რომელსაც დიდი ხმაური და დისკუსია მოჰყვა, მოგვიანებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშნელოვანი: რუსეთი. რუსეთს 2008 წლის აგვისტომდე უკანონდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას.
2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამი- სად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ. მეტიც, სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურება და მოღალატებრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უზურუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებული იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად.

ეს იყო სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლეა "ნაციონალებისა" და მათი სატელიტებისათვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

დაბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა". აბსოლუტური სიმართლეა ის, რასაც ქალბატონი სალომე ბრძანებს, ისე, როგორც სიმართლეა, რაც „საერთო გაზეთში“ ერთი წლის წინ ითქვა.

საქართველოს პრეზიდენტობის მრავალრიცხოვანი კანდიდატებიდან ერთადერთი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც არ ერიდება საგნებსა და მოვლენებს ნამდვილი სახელები დაარქვას. ეს კი, უდაოდ, მისასალმებელია, რადგან ამის გარეშე ქართული სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება შეუძლებელია.

ვ.ხ.


მეტის ნახვა
24-08-2018, 10:00


საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანდა თავის საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში, ეს არის ევროკავშირის მისია, რომელიც იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ კანცლერს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ეს არის მშვიდობა, ეს არის განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში.
როდესაც ჩენ ვსაუბრობთ ჩვენს საგარეო მიზნებზე, არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ – საქართველო ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი არჩევანი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ვფიქრობთ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, გავცვალოთ გამოცდილებები“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა. მისივე თქმით, საქართველო ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.

მერკელი საქართველოს დღეს ეწვია.

მეტის ნახვა
23-08-2018, 17:00


მრავალი წლის წინ, სოციალისტური წყობილების დროს, რუსეთში მოღვაწეობდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დაჯილდოებული კაცი – ვლადიმერ სერგის ძე ალხიმოვი.

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ვლადიმერ ალხიმოვი 1976 წლიდან 1986 წლამდე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკს ხელმძღვანელობდა. გუგლის საძიებო სისტემა იუწყება, რომ 1985 წელს ვლადიმერ სერგის ძის ქალიშვილმა ნატალია ალხიმოვამ და მისმა მეუღლემ, პიანისტმა ანდრეი გავრილოვმა, რომლებიც ლონდონში ცხოვრობდნენ, საბჭოთა კავშირს თხოვნით მიმართეს თავისუფალი გადაადგილების შესახებ მთელ მსოფლიოში. მათ სსრკ-ის მაშინდელი ხელმძღვანელის მიხეილ გორბაჩოვისგან თანხმობა მიიღეს, მაგრამ ამით დასრულდა ვლადიმერ ალხიმოვის კარიერა.

საბჭოთა კავშირის ბანკის მმართველი ვლადიმერ ალხიმოვი 1993 წელს გარდაიცვალა. იგი ნოვოდევიჩის სასაფლაოზეა დაკრძალული. ვლადიმერ სერგის ძის ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა ერთი გარემოება: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვლადიმერ სერგის ძის ოჯახის დრამა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან არის დაკავშირებული.

ამბავი, რომელსაც გიამბობთ, წლების განმავლობაში ბურუსით იყო მოცული და მას თითქოსდა საბედისწერო ტაბუ ედო. ოფიციალურ დოკუმენტაციაში ვლადიმერ ალხიმოვის ქალიშვილის ნატალიას ერთადერთ მეუღლედ ანდრეი გავრილოვი სახელდება, თუმცა საბჭოთა კავშირში უაღრესად ცნობილი და ავტორიტრეტული პირის ვლადიმერ სერგის ძის პირველი სიძე გრიგოლ ვაშაძე გახლდათ.

საბჭოთა კავშირის საბანკო სისტემის მმართველის ალხი- მოვის სიძობამ დიდად შეუწყო ხელი ახალგაზრდა გრიგოლის კარიერულ წინსვლას და არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის, არამედ მამამისის, ნოდარ ვაშაძის კარიერასაც დიდად დაეხმარა. გრიგოლის და ნატალიას მალე ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც ნოდარი დაარქვეს. მშვენიერი იდილია სუფევდა ალხიმოვების ოჯახში, სანამ ნატალია ალხიმოვას ახალი სიყვარული არ ეწვია. ეს გახლდათ სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი. ნატალია და ანდრეი ინგლისში გაიპარნენ...

ეს იყო უდიდესი დარტყმა არა მხოლოდ ალხიმოვებისა და ვაშაძეების ოჯახისთვის, არამედ საბჭოთა სისტემისთვის – სსრკ-ის გმირის, "მორალურად მდგრა დი" საბჭოთა საბანკო სისტემის ხელმძღვანელის ქალიშვილი კაპიტალისტურ ბრიტანეთში გაიქცა საყვარელთან ერთად!

ვლადიმერ სერგეევიჩმა იმდენი მოახერხა, რომ ოფიციალურ წრეებში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მისი ქალიშვილი პიანისტთან ერთად სამწლიანი მივლინებით გაემგზავრა ინგლისში, ამას დაემთხვა მიხეილ გორბაჩოვის თანხმობაც ნატალია ალხიმოვას თხოვნაზე მსოფლიოში თავისუფალი მიმოსვლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ოჯახური ტრაგედიის გახმაურება არც ალხიმოვებს აძლევდა ხელს, არც ვაშაძეებს და კაცმა რომ თქვას, არც საბჭოთა ნომენკლატურას, ამიტომაც მიჩუმათდა ეს ამბავი და ტაბუ დაედო.

გრიგოლ ვაშაძეს, როგორც რუსეთში ეძახდნენ, გრიშას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთთან შვილი აკავშირებს, ნატალია ალხიმოვასა და მისი საერთო ვაჟი – ნოდარი, რომელიც სრულწლოვანებამდე ალხიმოვების ოჯახში იზრდებოდა და გრიშაც, როგორც ბავშვის მამა, ოჯახისთვის კვლავაც ძვირფასი ფიგურა იყო, მით უფრო მას შემდეგ, რაც ვლადიმერ სერგეევიჩი ბანკის თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, ამ უკანასკნელმა საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა ამერიკულ მხარესთან ალასკის საკითხთან დაკავშირებით და მან ისევ შეძლო გავლენების მოპოვება სსრკ-ის მმართველ წრეებში.

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 18 ივნისს, 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდეგ კოსმოსური და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში.
არასერიოზულია იმის ახსნა, რომ საბჭოთა დიპლომატი ამ დეპარტამენტებში არ მუშაობდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომლად ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ბიძა, საბჭოთა დიპლომატი, კგბ-ს პოლკოვნიკი თემურ ალასანია.

1988–90 წლებში გრიგოლ ვაშაძემ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასპირანტურა დაამთავრა. ოფიციალური მონაცემებით, 1991 წელს, როგორც ჩანს, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მითითებით, მან ოფიციალურად დატოვა დიპლომატიური სამსახური და ნიუ-იორკში გადავიდა  საცხოვრებლად. მაშინ ის უკვე იყო დაქორწინებული დიდი თეატრის ბალერინა ნინო ანანიაშვილზე. იმ ხანებში ცოლ-ქმარმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან საქართველოს ახალი კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას.

2004 წელს ნინო ანანიაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად სააკაშვილის პროპაგანდისტულ გუნდს შეუერთდა. მიშამ მოიწვია ოჯახი თბილისში საცხოვრებლად და შესთავაზა კიდევაც პრიმა-ბალერინას თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა.

2006 წელს ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვაჟის ნიკოლოზის ნათლია გახდა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან ერთად.
გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც მეტსახელად, თავისი მოგრძო ულვაშების ასოციაციით, "ტარაკანასაც" ეძახიან, 2006 წელს მიშა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უბოძა. შეიძლება გაგიკვირდეთ და ვაშაძე მაშინ კვლავ გახლდათ რუსეთის მოქალაქე, ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლიდან 2012 წლამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძირი არ შეერყა სააკაშვილის ბოგინს საქართველოში.

მოკლედ, კარგა ხანს არ თმობდა "ტარაკანა" რუსეთის მოქალაქეობას, არც რუსეთის დუმის წევრებს ეთმობოდათ თურმე ამხანაგი გრიშა და არ სურდათ, მას რუსეთის მოქალაქეობა დაეთმო. სავარაუდოდ, "ერთ ქვაბში მირთმეული ფაფის" გამო და ა. შ. თუმცა 2009 წელს ამხანაგმა გრიშამ ოფიციალურად მაინც  მიმართა რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეობის დათმობაზე და რუსული პასპორტიც გააგზავნა. თან დასძინა თურმე, "რუსეთი ჩემს გულში დარჩებაო". სხვანაირად არც შეიძლება იყოს – სადაც გაგიტარებია ყმაწვილკაცობა, შეგიქმნია ახალგაზრდული ოჯახი, გყავს შვილი, გქონდა ბრწყინვალე კარიერა, შეიძლება ის წლები და ის ქვეყანა შენს გულში არ იყოს?!

მით უმეტეს, ზემოთ "ქვაბში ფაფის ჭამაზე" რომ ვთქვი, ვგულისხმობდი იმას, რომ ვაშაძეს რუსეთში ისეთ სახელმწიფო უწყებებში აქვს ნამუშევარი, რომ მას არც სურს და არც შეუძლია მოწყდეს რუსეთს და თავის წარსულს, რადგან, როგორც ყოფილმა ცოლმა იცის ქმრის ლოგინის საიდუმლოებანი, ასევე კგბ-ს თანამშრომელზეც ყოფილი არ ითქმის, ის მუდამ მიბმულია სამსახურთან ინფორმაციულად და მენტალურად.

2008 წლის თებერვალში გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ მან აგვისტოს ომის წინა დღეებში რუსეთის მხარეს შესთავაზა, დამატებითი პოლიციური ძალები შეეყვანა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და არ შეეცვალათ რუსი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო პოლიციური ძალებით.

ვაშაძის საქართველოში ჩამოყვანისთანავე ექსპერტები და ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ:

"მისი თბილისში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ხელისუფლება რუსული მიმართულებისკენ გადაიხარაო". ამასვე ადასტურებდა მაშინ გაზეთი "კომერსანტი" და დასძენდა: ამ კავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემხვედრი ნაბიჯები გადადგაო. მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობის დათმობა მოუხდა, თუმცა აღნიშნავდა: "მე აღარ ვარ რუსეთის ხელისუფლების ქვეშ, მაგრამ ხელისუფლებები მიდიან, რუსეთი და რუსი ხალხი კი რჩება…"

2009 წელს გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა გაუუქმეს. გარდა პოლიტიკური მოღვა- წეობისა, გრიგოლ ვაშაძე მსხვილი ბიზნესკომპანიების მფლობელია. ის გახლავთ ხელმძღვანელი ”Georgia Arts Managment"- ისა და “ Gregori Vashadze and BR”-ისა.

ჯერ კიდევ 2000 წელს წერდნენ რუსეთში გრიგორი ვაშაძეზე, როგორც მეღვინე-ბიზნესმენზე. გრიგოლ ვაშაძის ღვინის კომპანიამ გამოუშვა წინანდალში ღვინო "ანანიაშვილის" საფირმო პარტიები.

გრიგოლ ვაშაძის, მეტსახლად "ტარაკანას" შესახებ ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. იმის მიუხედავად, რომ გრიგოლ ვაშაძეს პოლიგლოტს ეძახიან, ის ცუდად ფლობს ქართულ ენას. რუსული პრესა წერდა: საჯარო გამოსვლებისას, როგორც წესი, უაზროდ ლაპარაკობს, ნერვიულობს და მარჯვენა ხელით მუდმივად აწვალებს მარცხენა მხარეს პერანგის შესაკრავსო.

მაგრამ, მოდი, გვერდზე გადავდოთ ჩვენი შთაბეჭდილებები და საზოგადო მოსაზრებანი და "ნაცმოძრაობას" და იმ 10 ოპოზიციურ პარტიას მოვუსმინოთ, გრიგოლ ვაშაძეს საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად რომ გვთავაზობენ. ვინ ვინ და მათ და მათმა ლიდერმა, როგორც სოციალურ ქსელში უწოდებენ, "მფრინავმა ჰოლანდიელმა" – სააკაშვილმა, ხომ მშვენივრად იცის, ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? მათ მოიწვიეს რუსეთიდან იგი და მისი პოლიტიკური კარიერის შე- სახებაც მშვენივრად უწყიან. რა გამოდის, თანამოაზრეები და მეტიც, თანამზრახველებიც არიან?!

მე წეღან შემთხვევით არ მიხსენებია სააკაშვილის დედის ძმა თემურ ალასანია, მიშას დამრიგებელი და მასწავლებელი, ერთადერთი კაცი, რომელიც თურმე ნერვიულ აღგზნებაში მყოფ სააკაშვილს აწყნარებს. როგორც თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძეც და სააკაშვილიც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ისეთ რაღაცებს კადრულობენ, რომ აშკარაა, ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.

ექსპერტები ფიქრობენ, ვაშაძის გაპეზიდენტება რომ უნდა სააკაშვილს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი ორმაგი აგენტია და ვაშაძის პრეზიდენტობის კანდიდატად შემოთავაზება იმ რუსეთის კარნახით ხდება, რომელსაც თითქოსდა ებრძოდა და ებრძვის"ნაცმოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილიო. სინამდვილეში ესენი ერთი ძუძუთი გამოკვებილი კგბ-ს ლეკვები არიან, რომელთაც მითითება აქვთ – ლანძღონ რუსეთი, თან აკეთონ რუსული ინტერესების რუსული საქმე, ხოლო მათ, ვინც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობს, "რუსეთუმეს" იარლიყი უსირცხვილოდ მიაკერონ.
გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ადრე ქუთაისის მერობის კანდიდატად იყო დასახელებული "ნაცმოძრაობის" მიერ და აცხადებდა "ქუთაისი საქართველოს დედაქალაქიაო", მოგვიანებით ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს მეთაურობდა, რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანმა წარუდგინა ქართულ საზოგადოებას და ხალხს. თაკო ჩარკვიანმა, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა…

სულ ცოტა ხნის წინ ახალი დროების კგბ-ს ლეკვების წკმუტუნისგან თავმობეზრებულმა საზოგადოებისთვის ცნობილმა ერთმა ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ვისაც გამძაფრებული პრეტენზია აქვს ევროპელობაზე, შევახსენებ, ვინ იყვნენ მათი მშობლები და უახლოესი ნათესავები – კომუნისტების დროს მწერალთა კავშირის მდივანი, "ცისკრის" და "დროშის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე (კომკავშირის "ლევი" სტრუქტურა) ჯანსუღ ჩარკვიანი, მინისტრი და ყოფილი რაიკომის მდივანი ნოდარ ვაშაძე – გრიგოლ ვაშაძის მამა, ოთარ ნოდია – ცეკას მაღალჩინოსანი, სააკაშვილის ყოფილი განათლების მინისტრის გია ნოდიას მამა, კოლია შაშკინი - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სააკაშვილის მინისტრის დიმიტრი შაშკინის მამა, ნუგზარ გუნცაძე - დიდუბის რაიონის აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე ხოშტარიას ბაბუა, გივი ალასანია – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პრორექტორი, სააკაშვილის ბაბუა, თემურ ალასანია - საერთაშორისო ჩინოვნიკი, კგბ-ს ოფიცერი, სააკაშვილის ბიძა".

ზემოთჩამოთვლილი კავშირების გარდა, ამ ფეისბუკ-პოსტმაც დაადასტურა, რომ საქართველოს დღესაც ძველი კადრები მართავენ. ისინი არსად არ წასულან, მამების ადგილი შვილებმა და- იკავეს და შვილი მამის კარგად გაკვალულ და გათელილ გზას გააგრძელებს, აბა, რას იზამს?! როგორც სააკაშვილი აგრძელებს თავისი ბაბუის, "უღმერთოთა კავშირის" დამაარსებლის გზას, ასევე გრიგოლ ვაშაძე თავისი მამის ნოდარ ვაშაძის კომუნისტურ იდეოლოგიას იზიარებს და საბჭოთა ელიტის წარმომადგენელია. ეს ხალხი, რომლებიც ვითომდა პროდასავლური ორიენტაციის ხალხია, სინამდვილეში, სსრკ-ს პირმშოები გახლავან. სსრკ მართავს დღესაც საქართველოს და ასეც უნდათ, რომ გაგრძელდეს…

შევარდნაძის აჩრდილი დადის საქართველოში.

შევარდნაძე მართავს საიქიოდან საქართველოს.

შევარდნაძე "ცოცხალია" და, მგონი, ბრეჟნევიც…

მშობელი ხომ მაშინ კვდება, როცა შთამომავალი ივიწყებს?!

ვაშაძე პრეზიდენტობას აპირებს!

რატომაც არა, როცა აქვეა საბჭოთა მაღალჩინოსნის შთამომავალი მიშა და აქვე არიან რუსეთის პირდაპირი და ფარული აგენტები "ნაცმოძრაობიდან"?
ვლადიმერ სერგის ძე ალხიმოვის, საბჭოთა კავშირის გმირის უსაყვარლესი სიძე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს, თან გაიძახის: დასავლური პოლიტიკური კურსი მიჭირავსო. რუსული ფულით გამძღარი "ტარაკანა" ქართველი ხალხის მოტყუებას აპირებს. 
მართლაცდა: «Блин , заебали, просто!..»

ირანდა კალანდაძე



მეტის ნახვა
23-08-2018, 11:00


კომპენსაციის მიღებით დაინტერესებული არ ვართ, გვინდა, ჩვენი შვილის მკვლელები ვნახოთ განსასჯელის სკამზე, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ისაუბრეს საქმეზე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.

„ჩვენ კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულები არ ვართ. გვინდა, რომ ჩვენი შვილის მკვლელები ვნახოთ განსასჯელის სკამზე, დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ. დიდი მადლობა ყველას, ცენტრს – გაწეული შრომისთვის“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ცენტრი „ემპათია“ ევროსასამართლოში გზავნის საჩივარს „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელშიც მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილია. დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიურისასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. 

როგორც „ემპათიაში“ აცხადებენ, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაიგზავნება ევროკონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე-5 (თავისუფლების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე-13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.
„საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
1tv.ge

მეტის ნახვა
22-08-2018, 13:30


საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორად შოთა რეხვიაშვილი, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია. პრემიერმა გურიის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ ნასარაია, იმერეთის რეგიონის რწმუნებულად კი შალვა ტაბატაძე წარადგინა.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციისა, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში და გვქონდეს შესაძლებლობა მოვახდინოთ მათზე ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.  იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გივი ჭიჭინაძემ ეს თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

imedinews.ge


მეტის ნახვა
20-08-2018, 12:00