სარეკლამო ადგილი

947x125



"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი შოთა გლურჯიძე:

_ ბატონო შოთა, არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. რა მოლოდინი გაქვთ?

_ ჩემი აზრით, წლევანდელი არჩევნები, სახელისუფლო, უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უზომოდ საშინელი დევნით ხასიათდება. ოპონენტების მიერ არჩეული ბრძოლის ეს ფორმა დიდი ხანია პოლიტიკის ფარგლებს გასცდა და პირად შეურაცხყოფაში, უზნეო დევნასა და ცილისწამებაში გადაიზარდა. პირადად, ქალბატონ სალომეს დიდი ხანია ვიცნობ. მასთან ურთიერთობა იმ დროიდან მაქვს, რაც საქართველოში ჩამოვიდა. სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტობა ანდა ამ ქვეყნის მიმართ ლოიალური განწყობა დააბრალო, ეს აბსოლუტური უნამუსობაა. მეტიც, ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე ზედმეტად რუსოფობიც კი არის. ზოგადად, იგი, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია. მის ბიოგრაფიაში, ჩვენთვის საყვარელი ემიგრაციის ბედ-იღბალი, სრულად არის ასახული. ამიტომ, ვთვლი, თუ იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ჩვენი მხრიდან ეს იქნება პატივისცემის გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც წლების მანძილზე ქართული კულტურა შეინარჩუნეს. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა, საკუთარი ხარჯით, პატარა მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა, რაც ბევრმა არ იცის. შეკითხვა _ კათოლიკეა იგი თუ მართლმადიდებელი, უადგილოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქალბატონი ამ წიაღში გაიზარდა, საკუთარი მართლმადიდებლური ეკლესია აქვს და როგორ შეიძლება კათოლიკე იყოს. ანუ, იგი, ბავშვობიდან ამ სივრცეში იზრდებოდა, მეტად ქართველია, ვიდრე აქაური ქართველები.

ასე ვიტყოდი, სალომე ზურაბიშვილი, ყველა თვალსაზრისით, სამაგალითო ქართველია. მას თავისუფლად შეეძლო საკუთარი ცხოვრება საფრანგეთში გაეგრძელებინა, მაგრამ ამ ოჯახის მისია ყოველთვის საქართველოში დაბრუნება, მისით სუნთქვა იყო. ამიტომ, ჩემთვის, სალომე ზურაბიშვილი უალტერნატივო კანდიდატია. წინა არჩევნებში ქალბატონ სალომეს რაღაც სისულელეები მოუგონეს და მონაწილეობის საშუალება არ მისცეს, რის გამოც `ქართულ ოცნებაზე~ ძალიან გაჯავრებული ვიყავი. ამის გამო, მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა. მას, ჩემი აზრით, სალომესთვის მხარი უნდა დაეჭირა. გასაგებია, რომ იგი თავად იყო კანდიდატი, მაგრამ სალომესაც უნდა ჰქონოდა საშუალება, რათა კენჭი ეყარა. ძალიან მინდა, რომ ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს. პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ `საერთო გაზეთის~ ფურცლებიდან, ამ ინტერვიუს მეშვეობით მინდა ქართველებს მოვუწოდო: მხარი ღირსეულ კანდიდატს დაუჭირონ. ეს არამარტო სალომესადმი, არამედ, იმ ადამიანებისადმი მხარდაჭერა იქნება, რომლებმაც ქართული გენი, კულტურა წლობით შეინარჩუნეს და ატარეს. ეს, ჩვენი, ერთგვარი ვალია. ამ საკითხს ასე ვუყურებ.

_ როგორ დაახასიათებთ "ნაციონალების" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს?

_ არ მინდა იმ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებიც პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბინძურ პიარს იყენებენ. ჩემთვის სავსებით საკმარისია ის, რომ გრიგოლ ვაშაძე კენჭს 5 ნომრით იყრის. ეს ციფრი ქართველებისთვის, უკვე, საძულველია. აქედან გამომდინარე, მგონია, ეს მისი ოჯახის მთავარი პრობლემაც არის, რომელსაც წესით, უწინაც სხვა არჩევანი უნდა გაეკეთებინა, როცა დაინახა თუ რა ძალასთან ჰქონდა ურთიერთობა. ახლაც, ამ სივრცეში, დარჩენა, ჩემი აზრით, კულტურული, ნორმალური ადამიანისთვის, სამარცხვინოა. 

_ სალომე ზურაბიშვილისადმი შავი პიარის აგორება, ძირითადად, მისი განცხადებიდან დაიწყო, რაც ომის თემას უკავშირდებოდა. ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება როგორია?

_ ეს იმდენად ღრმა საკითხია, ასე მარტივად პასუხს ვერ გაგცემ. შესაძლოა მერე, ამ ინტერვიუდან მავანმა რაღაც ნაწილი ამოგლიჯოს და ათასგვარი სიბინძურე დამაბრალოს, როგორც ეს სალომეს შემთხვევაში მოხდა. ეს ძალიან რთული საკითხია, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამ თემის გამოსაძიებლად შექმნილი იყო კომისია თუმცა, ისეთი პირებით დაკომპლექტებული, რომელთა მიმართ ნდობა არც საზღვარგარეთ აქვთ და არც ქვეყნის შიგნი თ. საკითხი კვლავ აქტუალურია, ამიტომ, მე, პარლამენტის ადგილას კიდევ ერთხელ მოვიწვევდი საგამოძიებო კომისიას, ოღონდ, ამჯერად საერთაშორისო დონისას და ამ საკითხს წერტილს დავუსვამდი. რა თქმა უნდა, საქმის მოკვლევა "ნაცმოძრაობას" არ აწყობს და კოაბიტაციაში მყოფი "ქართული ოცნებაც" ამ საქმის გამოძიებას არ ჩქარობს. სალომეს განცხადებიდან რამდენიმე ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ბინძურად ატრიალებენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს არ გტკიოდეს, ამ თემის მიმართ მკაფიო პოზიცია არ გქონდეს. ამიტომ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ამ თემით სპეკულირებას საბოლოოდ წერტილი დაესვას. ასეთია ჩემი პოზიცია.

_ ხშირად მსმენია: ვაშაძე და ბაქრაძე საარჩევნო სიაში კი არა, არამედ ციხეში უნდა იჯდნენ. "ქართული ოცნება" აქაც ხომ არ ტყუის, როდესაც თავის დროზე "ნაცმოძრაობის" გასამართლების საკითხი არ დააყენა?

_ ყველაფერზე მკაფიო პასუხი უნდა გვქონდეს. ამ ადამიანებს იგივე, ვაშაძეს ხელფასს ვუხდით, რაც ჩვენი ჯიბიდან მიდის. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ანგარიშვალდებულია პასუხი გაგვცეს იმ თემებზე, რაც ცოტა ხნის წინ "პატრიოტთა ალიანსმა" დააყენა. ჩემი აზრით, ეს ინიციატივა ძალიან დაგვიანებულია. სულაც არ არის საჭირო 300 ათასი თუ მეტი ხელმოწერის შეგროვება იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, იგივე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელმაც 2003–2012 წლები უნდა შეისწავლოს. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ამას მთელმა საქართველომ ხელი მოაწეროს. ეს ხალხი სწორედ იმისთვისაა არჩეული, რომ მსგავსი მწვავე საკითხები განიხილოს. მგონი, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ბუსუსებიანი პრეზერვატივი. გამოიძიონ რა, როგორ მოხდა, რამდენად აქვს ამ ხალხს მორალური, ზნეობრივი უფლება, რათა პარლამენტში ისხდნენ. ბევრი მათგანი "ქართულ ოცნებაშია" გადაბარგებული. მათ არ აქვთ ზნეობრივი უფლება საქართველოს პარლამენტის წევრებად იწოდებოდნენ.

_ ხშირად გვესმის: რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, მას მაინც არავითარი უფლებები არ აქვსო. ამ ლოგიკით, არაუშავს თუ ქვეყნის სათავეში ვაშაძეს ან ბაქრაძეს ვიხილავთ?

_ იცი რა, მართლაც ხშირად გვესმის: მთავარია ინსტიტუცია იყოს და მნიშვნელობა არ აქვს მას ვინ წარმოადგენსო. ვთვლი, რომ ეს არასწორია. ეს ინსტიტუცია მართლა პატივსაცემი რომ გახდეს, ჰქონდეს ძალა, სათავეში ღირსეული ადამიანი უნდა ედგეს. მის სათავეში ღირსეული ადამიანი თუ იქნება, დამერწმუნეთ, რამდენიმე წელში იგი საზოგადოებაში უზარმაზარ როლს შეიძენს და შესაბამისად, პოლიტიკაშიც. ვიცი, რომ ქალბატონი სალომე ამ ინსტიტუციას ღირსეულად ჩაუდგება სათავეში. შესაბამისად, ასე ქვეყანაც მოიგებს, პრეზიდენტის ინსტიტუტიც გაძლიერდება და მის მიმართ პატივისცემაც გაჩნდება. მთავარია, მის სათავეში ზნეობრივი, წესიერი ადამიანი იდგეს.

_ წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვაშაძეა, რომელიც სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას შეწყალებას გვპირდება. როგორ საქართველოში გავიღვიძებთ?


_ ახლახან, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა: ხმა ვაშაძეს უნდა მივცე, რა ვქნა, მიყვარს ბალეტიო. არ ვიცი, ვისაც ბალეტი უყვარს, შეიძლება ხმა მას მისცეს. ჩემი აზრით, მისი გაპრეზიდენტება შეუძლებელია. საერთაშორისო, ძალიან ბნელი ძალების მხარდაჭერა რომ არა, "ნაცმოძრაობა" არც იარსებებდა. ფანტასმაგორიაა, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, საქართველოში სამოქალაქო ომს გამოიწვევს. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას არ შეეგუება, ვერც ვაშაძეს მოგვახვევენ თავს და ვერც ბაქრაძეს. ასე, რომ ეს ცუდი სიზმარი უფროა. ვაშაძე სააკაშვილის ხელში მარიონეტია და რასაც მიშა ეტყვის, იმას გააკეთებს.

_ არჩევნებთან მიმართებაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის როლზე რას იტყვით?

_ ჩვენი საზოგადოების ეს ორი კომპონენტი, საქართველოში, ყველაზე დიდი პრობლემაა. ვთვლი, რომ ასეთი ძალების გარედან დაფინანსება მაინც მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, ენ-ჯე-ოების გარედან დაფინანსება კანონით, მაქსიმალურად, უნდა შეიზღუდოს. იმიტომ, რომ როდესაც ისინი ფინანსდებიან რაღაც ფონდების მიერ, რომლებიც განლაგებულია სხვა ქვეყნებში ან მის კონგლომერატებში, ეს ხალხი მათ ინტერეს ატარებს. ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან იბადება, იმ პრობლემებს ასახავს, რაც საქართველოში არსებობს და არა იმას, რაც ეფხანებათ ევროსაბჭოში, ევროკავშირში, აშშ-სა თუ რუსეთში. ჩემი აზრით, ასეთი აკრძალვა უპრიანი იქნებოდა. ამაზე, შესაძლოა, ერთი ამბავი ატყდეს: საზოგადოებრივ სექტორს ხურავთო და ა.შ., მაგრამ ენ-ჯე-ოებმა იმ თემებზე უნდა იმუშაონ, რაც საქართველოში ადამიანებს მართლა აწუხებთ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
26-10-2018, 11:00


"გავა ერთი საუკუნე, ასი წელი და დადგება უკეთესი დრო, როცა თამარ მეფის მერე საქართველოს "ხელმწიფედ" მოვა ქალი და ქვეყანას მაშინ ეშველება. ელოდეთ იმ დროს და უფლის რწმენით აღიჭურვეთ"

უძლიერესი იყო ხევსურეთის (ფხოვის) ქადაგთა ინსტიტუტი. მათ ჰქონდათ უნიკალური მიკრო და მაკროსამყაროს ხედვა. ფხოვის სივრცეში მოძრაობდნენ ხილული და ნახევრადხილული არსებანი. რასაც უახლესი მეცნიერება ხედავს ვაკუუმში, ისინი ხედავდნენ ასტრალში. გლობალური და ვირტუალური სივრცის არსებანი და ფხოვის ნათელმხილველნი ხევისბერნი და ქადაგნი ერთად ცხოვრობდნენ.
ერთი ინფორმაციით, რომელიღაც ქადაგი, რომელიღაც დროში სამ ვირტუალურ არსებას (ნახევრადხილულს) მთვარიან ღამეს აჰყავს მაღალი ციხის ქონგურზე და იქიდან აგდებენ. მოტეხენ ხელს და ფეხს და მყისიერად შეუხორცებენ და ეტყვიან: თუ წმიდად არ იქნება და ზოგიერთ გადაცდომას დაუშვებს, კიდევ გადმოაგდებენ და აღარ უშველიან.

ნათელმხილველი ქადაგი თემის (საყმოს) იმედი და მყარი ეთნო-ფსიქიკური აურის შემქმნელი იყო.
როგორც შუმერთა ნათელმხილველი ზიუსოდრა წინასწარმეტყველებს წარღვნას, ასევე ხევსურთა ქადაგი ალდი (ალდია) წინასწარმეტყველებს მიწისძვრას და ხევსურეთის საყმოს მოუწოდებს, ყველანი სახლებიდან გარეთ გამოდითო. მართლაც მოხდა ისეთი მიწისძვრა, რომ კლდეები ჩამოიშალა და კოშკები და ქვითკირები წელში გადატეხა.

ხალხი გარეთ გამოვიდა და გადარჩა. მაშინ, თურმე, არც ერთი ხევსური არ დაღუპულა მიწისძვრით.
ამავე ქადაგმა ზვავებისგან გარიყულ თემს დაკარგული ადამიანი აპოვნინა. შემოუთვალა: წუხელ ღამით ჩემთან მოვიდა "გარდაცვლილი" და მითხრა, აქა და აქ ვარ, სხვაგან ნუ მეძებენო!

მივიდნენ, გათხარეს და სწორე იქ ნახეს ზვავში დაპრესილი!.

ხევსურეთის ნათელმხილველთა ქადაგთა და ხევისბერთა ინსტიტუტი ისეთივე ძლიერი და მისტიკური იყო, როგორც შუმერის, ბაბილონის, დელფოსის წინასწარმეტყველთა კასტა. როგორც ბიბლიურ რჯულისკაცთა და ნათელმხილველთა ინსტიტუტი! `ალდეას~ სახელწოდებაც კი თითქოს ქალდეური წარმომავლობისა იყო. ყველა თემში იყო თითო ნათელმხილველი მაინც. დადუში, ახადში (ფშავი), გუდანში, მადალიგოში, ზეისტეჩოს, ატაბეს თუ კარატის ჯვარის და არხოტის თემებში. მაგრამ გამოჩნდებოდა ხოლმე რომელიმე ასტრალური კავშირის მისტიკური მედიუმი, რომლის სიტყვა-წინასწარმეტყველება არამარტო ხევსურეთის, არამედ მთიანეთის ყველა თემში ვრცელდებოდა!

იგი გუდანის ჯვარის ან ბაცალიგოს პირქუშის სალოცავის "კვრივში" ჯდებოდა და აქედან აცხადებდა საყმოს ბედისწერას, დროში ჩამომდგარი ხიფათის და მისი არიდების შესაძლებლობას. თემი არ მოქმედებდა მისი ჩარევის გარეშე და მით უფრო, არც სალაშქროდ წავიდოდა! როგორც ცნობილია, ქადაგმა კრწანისის ომში წამსვლელ ლაშქარს "დიდი ხიფათი" უწინასწარმეტყველა: "დაიღუპებით, მაგრამ რაღაცას გადაარჩენთო!.." მე ვფიქრობ, რომ ქადაგმა მეფის გადარჩენა იგულისხმა, რომელიც გუდანის ჯვარის საყმოს მეომრებმა მართლაც ტყვეობიდან იხსნეს.

აქ უნდა გავიხსენოთ სტრაბონის ინფორმაცია, რომ "იბერებს და კოლხებს მთვარის ტაძრები ედგათ და იქ ქადაგ-მისანთა ძლიერი ინსტიტუტი არსებობდა…"
ივანე ჯავახიშვილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ ასეთი მკვეთრად გამოხატული მნათობთა სარიტუალო-საკულტო კერები შეომრჩენილია ხევსურეთში ძლიერი ქადაგ-მისანთა ინსტიტუტით.

ეს მართლაც ასეა კარატეს ჯვარის, კოპალა-იახსარის თუ სანეს სალოცავთა რიტუალები მთვარის (და, ზოგადად, მნათობთა) კულტთან შერწყმული წმიდა გიორგის მისტერიებია, ხევისბერი, ქადაგი და დასტურ-მაგანძულთა ძლიერი ინსტიტუტით.
ხევსურეთის და, ზოგადად, მთიანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნათელმხილველი-წინასწარმეტყველი თარხანათ გაგა იყო. მისი ქადაგებანი დღემდე მოჰყვება ფხოვის თემს და ვრცელდება მთელი ერის სივრცეზე.

კერძოდ, მან იქადაგა: აიყრება ხევსურეთი, უდაბურ ნასახლარებად იქცევა, დაიცლება ქვეყანა თავისი ხალხისგან, მთლიანად ამოწყდება(დამთავრდება) ფუნჩიას გვარიო! ფუნჩიამ, როდესაც ეს ქადაგება გაიგო, ფარ-ხმალი აისხა და თარხანათ გაგას მოსაკლავად წავიდა: "ჩემი მაწყევარი ჩემს წინო!" მაგრამ ფუნჩიას გზაში ადიდებულ მდინარეზე ხიდი ჩაუტყდა და წყალმა წაიღო. ასე გაუცხადდა ქადაგის სიტყვა…
ხოლო მისი მთავარი ბედისწერული ქადაგებაც გაცხადდა: ხევსურეთი მართლაც "უდაბურ ნასახლარებად და ნასოფლარებად" იქცა. ხევსურები იძულებით აყარეს 50-იან წლებში და ნახევარუდაბნოებში ჩაასახლეს. ზოგადად კი, მთელი ქართველი ერი დაიძრა თავისი მიწა-წყლიდან და ლტოლვილად იქცა!
თარხანათ გაგამ თავისი ქვეყნის აპოკალიფსი დაინახა და საკუთარი ბედისწერაც იწინასწარმეტყველა: "ცეცხლში მწვავენო!"

მან იქადაგა, რომ მოვა "ყვითელთმიანი ხალხი. იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მთებსა და კლდეებსაც კი ტილივით შეაცოცდებიანო. ჩვენ შევებრძოლებით მათ, ბევრსაც ამოვწყვეტთ, მაგრამ ვერ გავათავებთ მათი სიმრავლის გამო. ეს ტომი კაცის ხელით არ დაილევა, თუ ღმრთმა არ ამოწყვიტაო!.. შესთხოვეთ უფალს, მოგვცეს ძალა და შევებრძოლოთ ამ კალიისფერ ეშმაკებსო…"

ეს იყო რუსის ჯარის შესვლა ხევსურეთში. ხევსური მეომრები გავიდნენ სახლებიდან და ბუნებრივი დაცული სიმაგრეებიდან დაიწყეს პარტიზანული ომი.
რუსებმა სოფლები და ყანები გადაწვეს. თარხანათ გაგა საკუთარი სახლის ცეცხლში ჩაიწვა. ეს იყო მისი წინასწარმეტყველების გაცხადება.

დააკვირდით, როგორ ჰგავს ფხოველი (ხევსური) ქადაგის სიტყვა ბიბლიური იოველის ქადაგებას:
"დრო დგება ისეთი, როდესაც მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი _ კუტკალიამ, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა… გაიღვიძეთ ლოთებო და მეძავნო, იტირეთ და ივალვალეთ ღვინის მსმელნო, რადგან მოადგა ჩვენს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, რომელსაც კბილები ლომის და ყბები ძუ ლომისა აქვს. ჩაჰბერეთ საყვირი სიონზე, შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები, გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი (!) დაუბრუნდით თქვენს ღმერთს. ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში: აბა, სად არის მათი ღმერთიო?!"
მრავალი საუკუნის წინ წარმოთქმული ეს ქადაგება თითქოს დღევანდელი ტექსტია, ჩვენი ხიფთის და ვითარების მაუწყებელი.

თარხანათ გაგას ყველაზე ბოლო ქადაგება გახლავთ მეტად საგულისხმო და ნიშანდობლივი სწორედ დღევანდელი ვითარებისთვის მისადაგებული, როცა ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს…
კერძოდ, მან იწინასწარმეტყველა: გავა ერთი საუკუნე, ასი წელი და დადგება უკეთესი დრო, როცა თამარ მეფის მერე საქართველოს "ხელმწიფედ" მოვა ქალი და ქვეყანას მაშინ ეშველება. ელოდეთ იმ დროს და უფლის რწმენით აღიჭურვეთ…

მე ვხედავ, ჩვენს ხეობებში უკან მიბრუნებულ ფეხშიშველ, მშიერ-ტიტველ ხალხს, მაგრამ იქ თემ-სოფლები და სახლები აღარ დახვდებათ და მოუწევთ ქვაბებში და ნახიზნარებში შესვლა. არ ექნებათ საკვები, ბევრი ამოწყდება შიმშილით, მაგრამ მაინც დარჩებიან იმდენი, რომ ჯიში არ გადაშენდეს.

გაგას ეს ქადაგებანი ხევსურთა ყველა თემსა და სალოცავში გააქტიურდა: ხევსურეთის თემის კითხული კაცები მიიჩნევენ, რომ ნათელმხილველის ეს წინასწარმეტყველება სწორედ სალომე ზურაბიშვილზე მიანიშნებს და ის უეჭველად გახდება საქართველოს "ხელმწიფე", ანუ პრეზიდენტი.

ეს მართლაც ასე იქნება, რაკი მან იქადაგა! დაველოდოთ და ვნახოთ! 100 წელი გადის ამ მისტიკური მედიუმის ქადაგებიდან. იქნება, მართლაც შებრუნდეს ერი საკუთარ ისტორიულ კუთხეებში მამა-პაპის მიწა-წყალზე და აღიდგინოს (გადაირჩინოს) საკუთარი თავი!

კობა არაბული,
მწერალი, ეთნოლოგი

მეტის ნახვა
25-10-2018, 17:54


თუ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის საჭირო და სწორი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია, მაშინ დავღუპულვართ, გავთახსირებულვართ, 
სულიერად და მორალურად მოვმკვდარვართ და რა გვეარჩევნება?


ძვირფასო ქართველებო,
მე თქვენ არ გეკითხებით, მოგწონთ თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად;
მე თქვენ არ გეკითხებით, მხარს უჭერთ თუ არა "ქართულ ოცნებას";
მე თქვენ არ გეკითხებით, პატივს სცემთ და აფასებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს საქართველოს წინაშე;
მე თქვენ არ გეკითხებით, როგორია თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია;

კიდევ უამრავ რაღაცას არ გეკითხებით, რაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ სხვა კითხვებით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ ერთადერთ კითხვას დაგისვამთ:
გიყვართ თუ არა საქართველო?

უხერხული კითხვაა ეს, რადგან ყველა ქართველი თვლის, რომ საქართველო უყვარს და ამ კითხვის დასმაც კი შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოს. არადა, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაპირებ, უბრალოდ, კითხვას ვსვამ: გიყვართ თუ არა საქართველო?
კი, მაგრამ, როგორ შეიძლება საქართველო გიყვარდეს და, იმავე დროს, ხმას აძლევდე ვაშაძეს ან ბაქრაძეს, ანუ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს.

ვაშაძეში და ბაქრაძეში კი არ არის საქმე — სინამდვილეში მათ ზურგს უკან ატუზული სააკაშვილი აპირებს ხელისუფლებაში მობრუნებას, სააკაშვილი — საერთაშორისო მასაშტაბის ავანტურისტი, სისხლის სამართლის დამნაშავე, ქვეყნის ღალატში ეჭვმიტანილი, წაგებული ომის მთავარსარდალი, რომლის პროვოკაციულ ქმედებებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა "ნაცმოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმის ფუნდამენტური და ობიექტური ანალიზი.

საზოგადოებამ მხოლოდ მცირე ნაწილი იცის იმ შემზარავი და გამაოგნებელი დანაშაულობებისა, რაც "ნაცმოძრაობას" აქვს ჩადენილი, თუმცა დრო მოვა, აქამდე დაფარული ყველა შემზარავი საიდუმლო გამჟღავნდება და საქართველოც და, მასთან ერთად, დანარჩენი მსოფლიოც, აუცილებლად შეძრწუნდება ამ დანაშაულობების მასშტაბებით.

დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ნიურნბერგის პროცესი აუცილებლად შედგება და მაშინ ბევრს შერცხვება, ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე ორიენტირებული პროპაგანდით, მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ტერორით დაბრმავებული და გონებადაბინდული, "ნაცმოძრაობას" რომ უჭერდა მხარს.
არჩევნები, სინამდვილეში, საზოგადოების ლუსტრაციაა, ერთგვარი სოციოლოგიური გამოკვლევაა, თუ როგორი და რანაირი ადამიანებისგან შედგება მოცემულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობა. არჩევნების შედეგებით ადვილად შეიძლება გამოვიანგარიშოთ, რამდენი პატრიოტი, რამდენი გონიერი და საღად მოაზროვნე მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში და რამდენი ცუდად ინფორმირებული, რამდენი შლეგი, რამდენი ფარისეველი ადამიანი ჰყავს საზოგადოებას.
– ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, მან არჩევნები უნდა გააყალბოს. სხვანაირად ან გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, ან დავით ბაქრაძე, — ამტკიცებენ "ნაცმოძრაობის" ფანები.

როგორ დავიჯერო, საქართველოში იმდენ ქართველს არ უყვარს საქართველო, საქართველოში იმდენი უღირსი და უთავმოყვარეო ქართველი ცხოვრობს, რომ, თუ არჩევნები არ გაყალბდა, ისინი ხმას იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს მისცემენ, რომელმა პოლიტიკურმა ძალამაც მათი ღირსება და თავმოყვარეობა შელახა, ასობით უდანაშაულო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, ათიათასობით მოქალაქე ციხეებში გამოკეტა, ასიათასობით ადამიანი დააყაჩაღა, გაძარცვა, გააუბედურა, მერე კი მტერს შეეკრა და ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ფეშქაშად მიართვა.

როგორ დავიჯერო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ ძალას უჭერს მხარს და, თუ არჩევნები არ გაყალბდა, ჩვენი მოქალაქეების დასტურით და ნება-სურვილით, კვლავ ეს ძალა მობრუნდება ხელისუფლებაში.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ან ამ არჩევნებს, ან ასეთი ქვეყნის არსებობას რა აზრი აქვს?!
თუ საქართველოს სწორი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია და ვაშაძის ან ბაქრაძის არჩევას აპირებს პრეზიდენტად, მაშინ დავღუპულვართ, გავთახსირებულვართ, სულიერად და მორალურად მოვმკვდარვართ და რა გვეარჩევნება?

თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ არის და ჭორებს ქართველი ერის გარდაცვალების შესახებ ნაციონალები და მათი სატელიტები ავრცელებენ, რომლებიც ჩვენი გარდაცვალების ყალბ ცნობას მათ მიერვე დაფინანსებული ყალბი სოციოლოგიური კვლევებით ადასტურებენ.

მე თქვენ არ გეკითხებით, გიყვართ თუ არა სალომე ზურაბიშვილი;
მე თქვენ არ გეკითხებით, მხარს უჭერთ თუ არა "ქართულ ოცნებას";
მე თქვენ არ გეკითხებით, პატივს სცემთ და აფასებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს საქართველოს წინაშე;
მე თქვენ არ გეკითხებით, როგორია თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია.

მე თქვენ გისვამთ ერთადერთ კითხვას:

გიყვართ თუ არა საქართველო?

და თუ საქართველო გიყვართ, მაშინ არ დაუშვათ "ნაციონალების"მობრუნება ხელისუფლებაში, რადგან ეს იქნება სრული კატასტროფა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ!

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
24-10-2018, 23:00


ერთი კლასელი მყავდა, ჩუმჩუმელა და მავნე, კლასში ყველა სიგლახის დამწყები და ხელშემწყობი. მასწავლებელი რომ დანაშაულში დაიჭერდა, ისეთ უწყინარ სახეს მიიღებდა, გეგონებოდა, ჭიანჭველაზე ფეხი არ დაუბიჯებიაო.

ამ ჩემს კლასელს მაგონებს დავით ბაქრაძე. ამასაც ისეთი უწყინარი სახე აქვს და ისე აღშფოთდება ხოლმე მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე, თითქოს თვითონ არ იყო 10 წელიწადი ნაცების ავკაცობის "გამპრავებელი" და ჩემი კლასელივით ყველა სიავის მომსწრე და ხელისშემწყობი.

პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას თქვა: "მე არა ვარ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატიო" და არც უთქვამს, პრინციპში ტყუილი. ჯერ ერთი, არ აწყობს _ ძებნილი კაცის მხარდაჭერილ კანდიდატს ვინ მისცემს ხმას, ამიტომ, ამჯერად, `ევროპული საქართველოს~ მიერ გამოცხადებული კანდიდატი ბატონი დავითი არა მარტო მისი ახალი ბელადის _ გიგი უგულავას ფავოროტია, არამედ, როგორც ამბობენ და როგორც სოციალური ქსელიდანაც კარგად ჩანს, გიგა ბოკერიას რჩეულია და ფსონი მასზე სწორედ იმ თვისებების გამო დაიდო, ჩემს კლასელს რომ ჰქონდა და ბაქრაძესაც რომ ახასიათებს…

ხალხმა ბაქრაძეს უკვე შეარქვა "გიგას დათო", ანუ გიგა ბოკერიას დათო და მის საარჩევნო კამპანიას, ჩვენი ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს.
დავით ბაქრაძე 2008 წლიდან 2012 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და სრულად "აპრავებდა" ნაცების "საგმირო" საქმეებს. თუმცა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო მისი მიმართვა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში _ დანა-ჩანგლებით გამოდით, ხალხო და წინ აღუდექით რუსეთის აგრესიასო.

ბევრი მკითხაობა არ უნდა ამას, "გიგას დათოს" ეშინოდა, რუსებს წ-ვერებით არ დაეკიდათ თავის პარლამენტიანად და ხალხს მოუწოდებდა დაზაფრული.
ახლა მისი მომხრეები ამბობენ, მოუგონეს, არ უთქვამს მსგავსი არაფერიო. ვიდეომიმართვაც გამქრალია, თუმცა, აგერაა მამაჩემი, ცოცხალი მომსწრე, რომელიც, მახსოვს, გაკვირვებული ამბობდა: ეს კაცი ვახშამზე ხომ არ გვეპატიჟება, რა დანა-ჩანგალი, რას ბოდიალობსო.

ეს იმ დროს, როცა ნაცების, გინდა ევრონაცების, გინდა აფრონაცების "უძლეველი" მთავარსარდალი ტრიბუნით მირბოდა ცხინვალში, ოსებზე გამარჯვების ზეიმზე სიტყვით გამოსასვლელად.

ეს "გაწონასწორებული" და უწყინარი ბაქრაძე ახლობლებში გიტარაზე დაკვრით და სიმღერით რომ არის სახელგანთქმული, პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი მოზრდილი თავი 2008 წლის მოვლენების დროს გამოიჩინა. იმ პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით, სახალხო მიმართვაში ამბობს: "რუსები შეუტევენ ზუგდიდს და მოგიწოდებთ, ნებისმიერი საშუალებით წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს!" მერე დაეწყოთ "იზმენა" _ თბილისისკენ მოიწევს მტერი, არიქა, დანები და ჩანგლებიო…

მამაჩემი კი ხუმრობდა მაშინ, მაგრამ ბაქრაძე და ნაცები არ ხუმრობდნენ _ რა ევახშმებოდათ, გამზადებული ჰქონდათ გუდა-ნაბადი, წითელ ხიდზე იყვნენ გამწკრივებული გასაქცევად და ჩვენ მოგვიწოდებდნენ შეასკდით რუსის ჯარსო.

ვთქვათ და, მართლა გამოსულიყო ხალხი, რაც ნაცების ყველაზე დიდი მიზანი იყო, მაშინ დაიწყებოდა მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა რუსული ჯარის მიერ, რასაც მსოფლიოში მოჰყვებოდა რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდზე აჟიოტაჟი და წამოვიდოდა კომპენსაციები, რაც ისევ მათ ჯიბეში ჰპოვებდა ნავსაყუდელს… 

მოკლედ, ესენი ქართველების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებოდნენ, რის გამოც არა მხოლოდ ავანტიურისტული ომი წამოიწყეს, არამედ, როგორც ამბობდნენ, ჯანმრთელ ხალხს ხოცავდნენ და მათ ორგანოებს ყიდდნენ.

ახლა ირკვევა, რომ, მაშინ, როცა ბაქრაძე და პარლამენტის ნაცი წევრები ხალხს რუსეთის წინააღმდეგ სისხლისღვრისკენ მოუწოდებდნენ, სწორედ იმ პერიოდში თურმე თვითონ ფინანსური მაქინაციებით იყვნენ დაკავებული.
აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მაკა მეტრეველმა უცხოური ბანკის HBDC ბანკის ანგარიშზე 276 000 გირვანქა სტერლინგი, ანუ 800 000 ლარი გადარიცხეს.

2014 წელს საქართველოს პროკურატურამ ამ ფინანსურ მაქინაციაზე საქმე აღძრა, რადგან ბაქრაძის და მისი მეუღლის ქონებრივ დეკლარაციაში არ იყო მითითებული საიდან შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ მითითებული თანხა. 
დაიწყო გამოძიება.

დავით ბაქრაძემ გამოძიებისას შევარდნაძის პერიოდის მოხელეებისთვის დამახასიათებელ მეთოდს მიმართა: თანხა ჩემს სიმამრს ეკუთვნოსო.
ამ ფაქტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბრაზურასავით გადაეფარა და სცადა, დავით ბაქრაძისთვის ჭუჭყიანი ცხვირი მოეწმინდა…
როგორც ვხედავთ, დავით ბაქრაძე იმის მაგივრად, რომ ახლა ციხეში იჯდეს, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდის და აცხადებს, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი კი არ უნდა გავაკეთოთ თურმე, არამედ, "ქართულ ოცნებასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის "ევროპული საქართველოს" სასარგებლოდ…

ისევ გლახა დიაკვნის ალილუიასავით გამომდის, მაგრამ რა ვქნა, უნდა გავიმეორო: ესეც შევარდნაძის ლეკვი იყო და მიშამ, "გიგას დათო", თავის დროზე ედიკას ნაფტალინიდან ამოიღო და მავნე წურბელასავით დაასვა თავზე საქართველოს მოსახლეობას. 
მტერი ალბათ, იცინის ახლა, ბაქრაძე რომ იძახის _ ხუთ წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარითო.

როგორ უნდა ენდო ახლა ამას, კაცს, რომელიც მისი სავიზიტო აფერისტული ღიმილით მიშასთან ერთად პუტინს შეხვდა და მერე ამაყად აცხადებდა: ფრენების, ვაჭრობის, გზავნილების საკითხი რუსეთთან მოგვარდება და სიტუაციის დალაგებას მოვახერხებთ...
კარგით, რა, მართლა... ამას ხმას კი არა, მათხოვარი რომ იყოს, ოც თეთრსაც არავინ მისცემს. "ცრუქაქუნას" ეძახიან გურიაში ბაქრაძისნაირ კაცს.

"ნაცმოძრაობაც" ამნაირი ცრუქაქუნებით არის სავსე და წარმოიდგინეთ, როგორი გაკოტრებული უნდა იყოს, მაგალითად, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძის ზურგს უკან რომ იმალება და ამ ხერხით ცდილობს თვითონ და მოღალატე ნაცები ქართველი ხალხის კისრებზე შემოსკუპებას.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა რომ არ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, რეალურადაა მოსალოდნელი ნაცების კანდიდატების ვაშაძის ან ბაქრაძის გაპრეზიდენტება, რაც ავტომატურად ნიშნავს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოშვებას, ადეიშვილის, თოფურიძის, ქარდავას, კეზერაშვილის და სხვების დაბრუნებას. განავალში მჯდომი გვარამიას კვლავ გაპროკურორებას და ამათი ბელადის მიშა სააკაშვილის ზარზეიმით ჩამოდორბლებას საქართველოში.

არც ისე ბრიყვები ვართ ისევ კრიმინალებს რომ მოგცეთ საპარპაშოდ საქართველო.
რამ გამახსენა და, "ევროპული საქართველოს" წევრი ყბადანგრეული გივია თარგამაძე სადაა, ნეტა, რატომ არ ჩანს ამათ გვერდით?
სავარაუდოდ, ისიც ჩრდილშია გარკვეულ დრომდე, სანამ, მათი აზრით, გააპრეზიდენტებენ ან "ულვაშიან ტარაკანას", ან ცრუქაქუნა "გიგის დათოს".

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
24-10-2018, 19:00


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულ საქართველოს დელეგაციაში იმდენი ნაციონალი და ნაციონალების მიერ მწერლებად, პოეტებად, ზოგადად, ხელოვნების მუშაკებად დანიშნული იმდენი ტიპი ვიხილე, გულმა მიგრძნო, აქ აუცილებლად სააკაშვილიც გამოჩნდება-მეთქი. 
ისე თქვენ აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მე ეს წინათგრძნობა ამიხდა _ სააკაშვილიც გამოჩნდა და დამატებად კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც თან მოჰყვა, რითაც, როგორც იტყვიან, კომპოზიცია შეიკრა.


_ ვინ დაპატიჟა ეს მსჯავრდებული კაცი იქ და რა სტატუსით ესწრება ამ ღონისძიებასო? _ იკითხა ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა ამ პასუხგაუცემელ კითხვას "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, ნაწილობრივ, თავად სააკაშვილმა გასცა პასუხი: _ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება. ჩვენი პროექტია, ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანზე აგებული კონცეფციაც ნიკა რურუას ეკუთვნისო.

ბოდიში, თქვენ ყოფილხართ, ბატონებო, ყველაფერი…

კი, მაგრამ, თუ თქვენ ხართ ყველაფერი, ესენი ვინღა არიან, ხელისუფლების წარმომადგენლების სტატუსით რომ დაეხეტებიან ამ თქვენს მიერ მოხატულ-მოჩუქურთმებულ-მოვარაყებულ პავილიონებში?

_ ვინ არიან და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საქართველო ოკუპირებულია, ხარატიშვილს რომ არ ეთქვა ეს, მთელი ეს ღონისძიება ისე ჩაივლიდა, ვერავინ გაიგებდა, რა დღეშიც ვართო, _ ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენთ, მაგრამ სააკაშვილის განცხადების შინაარსის შენარჩუნებულია.

ხარატიშვილი ვინ არის?

ხარატიშვილი დრამატურგი ყოფილა თურმე…

_ საქართველო ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ გაღატაკებული და გაუბედურებულია, მაგრამ ამ ბრწყინვალებას, რაც აქ არის, ჯერჯერობით ვერ მოერივნენო, _ თქვა სააკაშვილმა.

რა აიჩემა ამ კაცმა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რისი თქმა უნდა ამით? იმის ხომ არა, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხალხს კი არ აურჩევია, ის თვითმარქვიაა, რომელმაც ძალად მიიტაცა ძალაუფლებაო?

ეტყობა, გრიშას (ვაშაძეს) მიშამ ასწავლა, ასე და ასე თქვიო და ისიც გაზეპირებულივით იმეორებს _ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაო.
თქვენ საკუთარ თავში ხომ არ გეშლებათ "ქართული ოცნება", პატივცემულო ნაცებო?

ეგრეთ წოდებული თუ ვინმეა, სწორედ რომ თქვენ ხართ, თქვენ, ვინც 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების გზით მოხვედით ხელისუფლებაში, ოღონდ ამ გადატრიალებას პოეტური და რომანტიკული სახელი დაარქვით _ "ვარდების რევოლუცია", თითქოს მხოლოდ ვარდები გეჭირათ ხელში და ამ დროს კი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ქვეშ "ფიშტოები" და ავტომატები გქონდათ მოყუჩებული.

სააკაშვილმა ფრანკფურტში თავი შეიკავა და არ თქვა, რომ არა მარტო პავილიონებში გამოფენილი ეს ბრწყინვალება, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფო მან შექმნა, რომ ის არის დავით, უკაცრავად, მიხეილ აღმაშენებელი, რომელმაც ქართული სახელმწიფო აღაშენა და აღაყვავა, რომ ის არის სტრატეგოსი და უძლეველი მთავარსარდალი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა, ეს ომი მაინც "მოიგო" და გამარჯვება ცეკვა-თამაშით და დიდი მხიარულებით აღნიშნა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მისულ გერმანელს, ინგლისელს თუ ფრანგს, რომელსაც შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, საქართველოს დელეგაციის ხილვისას შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ საქართველოში კვლავ "ნაცმოძრაობაა" ხელისუფლების სათავეში, პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილია, კულტურის მინისტრი ნიკა რურუაა, "ნაცმოძრაობის" მიერ აღზევებულ ეგრეთ წოდებულ მწერალთა და ხელოვანთა "სასტავიც" იგივეა, რომელსაც მხოლოდ ერთი "ახალბედა" ავტორი ბესიკ ხარანაული დაემატა.

დიახ, ფრანკფურტში სტუმრად მიწვეულ დელეგაციაში ხატია ბუნიათიშვილის მოშიშვლებული ძუძუებით დაწყებული, ლაშა ბუღაძის თვალების ბრიალით და სააკაშვილ-რურუათი დამთავრებული, ყველაფერი ისე იყო, როგორც ამ ექვსი თუ შვიდი წლის წინანდელ საქართველოში!

საქართველო რომ დიდი კულტურის ქვეყანაა, საქართველო რომ დიდი მწერლობის ქვეყანაა, საქართველო რომ დიდი ხელოვნების ქვეყანაა, საქართველო რიმ უძველესი დამწერლობის ქვეყანაა, ამის წარმოჩენა თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე, არც სააკაშვილის დამსახურებაა, არც რურუასი, არც გიორგაძის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დეა მეტრეველის, რადგან ის უბრწყინვალესი საუნჯე, რაც ერს დაუგროვებია თავისი არსებობის მანძილზე, თვითონ მეტყველებს თავის თავზე, თვითონ წარმოაჩენს თავის უნიკალურ ფენომენს, მაგრამ, როცა ამ თვალ-მარგალიტს "ნაცმოძრაობ", სოროსის თუ სხვა საეჭვო ღირებულებების ფონდების მიერ დაფინანსებულ ყალბ თვლებს მოაყრი სამშვენისად, აქაოდა, აი, ეს არის ჩვენი თანამედროვე მწერლობის საუკეთესო ნიმუშებიო, ეს უკვე დანაშაულია.

ვინ შეარჩია ეს წიგნები, ვინ შეარჩია ეს თანამედროვე ავტორები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ვინ შეარჩია და რა ნიშნით, რა კრიტერიუმით, როცა ფრანკფურტში წარდგენილ ავტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ უცნობია ქართველი მკითხველი საზოგადოებისთვის.
უცნაური ტენდენცია მკვიდრდება ბოლო ხანებში _ ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, თუ იჩალიჩებენ და მათ ნაცოდვილარს რომელიმე უცხო ენაზე ათარგმნინებენ, ეს მათ მდარე ნაღვაწს ხარისხს და წონას შეჰმატებს.

ჯერ სამშობლოში უნდა გიცნობდნენ მწერლად თუ პოეტად, სამშობლოში უნდა გაფასებდნენ და გაღიარებდნენ, თორემ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად თუ იტალიურად გადაღებილი უნიჭობა მაინც უნიჭობად რჩება.

მწერალთა კავშირში ნიკოლაი ზაბოლოცკი, რომელიც უნიჭიერესი პოეტი და მთარგმნელი იყო, ერთი ქართველი პოეტის ლექსების თარგმანებს კითხულობს.
გალაკტიონმა უსმინა, უსმინა და ბოლოს წამოიძახა: შესანიშნავია, ბრწყინვალეა! ახლა დაუყოვნებლივ ვთარგმნოთ რუსულიდან ქართულად ეს ლექსები და პოეტი ესა და ეს გენიალური პოეტი იქნებაო.

ჩვენც ასე ხომ არ მოვიქცეთ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად გერმანულ ენაზე თარგმნილი თანამედროვე ქართველი ავტორების ერთი ნაწილის "შემოქმედება" გერმანულიდან ქართულად ხომ არ გადმოვთარგმნოთ?

ფრანკფურტში ქართველთა სტუმრობა ფრანკფურტის მერიის ულამაზეს დარბაზში "საბას" ახალი ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალით "დაგვირგვინდა".

"საბას" პრემია, უკვე მესამედ თუ მეოთხედ, ცხადია, ლაშა ბუღაძეს მიენიჭა.

სიმართლე გითხრათ, ესეც წინასწარ ვიცოდი _ ფრანკფურტში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე "საბას" პრემია სხვა ვისთვის უნდა გადაეცათ თუ არა ლაშა ბუღაძისთვის?

ლაშა ბუღაძემ, ისარგებლა რა შემთხვევით, თავისი ქვეყანა საქართველო, კიდევ ერთხელ დააბეზღა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ის მოძალადე, ნახევრად ველურ ქვეყნად წარმოაჩინა, სადაც პოეტებს, მათ შორის ისეთ დიიიდ პოეტებს, როგორებიც არიან ზურაბ რთველიაშვილი და ზურაბ რატიანი, სცემენ, ავიწროებენ და, ისინიც იძულებულნი არიან, ქვეყნიდან გაქცევით უშველონ თავს.

დაგაფსით თავზე და ჩაგისვარეთ დღესასწაულში _ ჰქვია იმას, რაც თავის დროზე თამარ მეფის ხსოვნის შეურაცხმყოფელმა ბუღაძემ გააკეთა.
დაგაფსით თავზე ჰქვია იმას, რაც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოიმოქმედა, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს და სასჯელს იხდიდეს, მთელ მსოფლიოში დაეხეტება და ქართულ მართლმსაჯულებას და ქართულ სახელმწიფოს სამი თითის კომბინაციას აჩვენებს.

სამწუხაროა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც კი ნაციონალებმა თავიანთი პოლიტიკური ინტერესების რეკლამირებისთვის გამოიყენეს…

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
24-10-2018, 17:00


დღვეანდელი ვითარება ძალიან გავს შევარდნაძის დროინდელს. შევარდნაძის დროს თუ შაოსანი დედები წყვეტდნენ საკითხებს, დღეს შვილმკვდარი მამების „ფენომენი“ მოგვევლინა. აქვე აღვნიშნავ, მტერსაც კი არ ვუსურვებ შვილის სიკვდილს მოესწროს და როცა ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მეც, ისევე როგორც სრულიად საქართველო, შეძრული ვიყავი. შვილმოკლულ ოჯახებს, რომელთა შვილები მეგობრებს შორის საქმის გარჩევას შეეწირნენ, ბოლომდე ვგულშემატკივრობდი. დღესაც მათი ამ დიდი, მოუშუშებელი ტკივილის გახსენება მზარავს, თუმცა მას შემდეგ რაც ხორავას ქუჩის ტრაგედია აქ მოკლული ბავშვის მამამ პოლიტიკაში გადაიყვანა და შესაბამისად შვილის სული საბურთაოდ გახადა, მას, ამ შვილმოკლულ მამას, უკვე ვეღარ განვიხილავ როგორც მხოლოდ შვილმოკლულს. ის, იმ „შაოსანი დედების“ „ინსტიტუტს“ დაემსგავსა, რომელიც მისმა შემქმნელმა საჭირო დროის საჭირო მომენტში გააქრო…

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ „შვილმკვდარი მამების“აქციაზე ნაცხროვის სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მიზანი აშკარად იკვეთება. ძალზედ სამწუხაროა მშობლისთვის და საზოგადოებისთვის ახალგაზრდის სიკვდილი, ფაქტია, რომ სარალიძის შემთხვევაში მისი შვილი და ლევან დადუნაშვილი ბულინგის გამო საქმის გარჩევას შეეწირენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიგი ობიექტური მიზეზების გამო დადუნაშვილის მშობლები არ დგანან სარალიძის მამის გვერდით და ნაცხროვას დაღუპული შვილით სპეკულაციის საშუალებას არ აძლევენ. სამაგიეროდ ზაზა სარალიძეს სხვადასხვა დროს მხარდასაჭერ აქციაზე გვერდს უმშვენებდა სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი, დედა-გიული ალასანია, ძმა-დავით სააკაშვილი, ბიძაშვილი-ნიკა ალასანია და სხვა მსხვილ-წვრილფეხა ზონდერ- ნაცები რომლებიც ცხრა წლის მანძილზე კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ათას სიბინძურეს სჩადიოდნენ და შიშის ზარს სცემდნენ საზოგადოებას. სარალიძემ მშვენივრად იცის ვინ არის და რას წარმოადგენს მისი ნათესავი თუ ახლობელი ზვიად კუპრავა, მაგრამ სავარაუდოდ ის არ იცის როგორ ექცევიან ნაცები „გამოყენებულ“პერსონებს. ვიღაც-ვიღაცეები იმასაც ამბობენ, რომ თითქოს პოლიტიკა არაფერ შუაშია და მხოლოდ მკვლელების დასჯას მოითხოვენ, მაგრამ მკვლელების გარემოცვაში რომ დგანან, ვერ ამჩნევენ?! მკვლელების გაპროტესტებული მკვლელობა და დაუსჯელი დამნაშავეების აღდგენილი სამართლიანობა არ არსებობს! გასაგებია, რომ ტრაგედია მოხდა, მოუნელებელი ტკივილია მშობლისთვის შვილის დაკარგვა, მაგრამ მიუღებელია შენს ტრაგედიას სახელმწიფო გადააყოლო, პოლიციას აგინო, აფურთხო, გამოიწვიო, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთო და არასერიოზული პოლიტიკური განცხადებები აკეთო. აშკარად ჩანს, რომ პროცესები ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით შეპყრობილი ნაცხროვის მიერ იმართება… საინტერესოა ნაცების ზეობის პერიოდში, რომ მომხდარიყო ეს ტრაგედია ზაზა სარალიძე ხმის ამოღებას გაბედავდა?სწორედ მის გვერდზე მდგარი ზონდერების მიერ ჩადენილი მკვლელობების გადასაფარად ხდება ის რაც ხდება. ყველას ახსოვს „სანაქებო პოლიციელების’ და „უძლეველი სპენაზელების“ მიერ აფრასიძეების ოჯახის მძიმე ტექნიკით განადგურება, ბუტა, სანდრო და სხვა უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა რომლებიც უმოწყალოდ ჩახოცეს და დღესაც არ გამოუძიებიათ ძირფესვიანად. ასევე ნაცრეჟისორების მიერ დადგმული მუხროვანის ამბოხი და ჩაცხრილული გია კრიალაშვილი დაჭრილ მეგობრებთან ერთად…რუსეთის ვითომ ჯაშუშებისგან გაუპატიურების და წამების შედეგად მიღებული ჩვენებები და გაუგონარი წნეხი პოლიტიკური ოპონენტების და არასასურველი ხალხის მიმართ.

სწორედ ეს ყველაფერზე წამსვლელი, ამაზრზენი ნაცხროვა დგას დღეს ზაზა სარალიძის გვერდით და საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს. ზაზა სარალიძესთან ერთად პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც შვილის მკვლელის დასჯას მოითხოვს და კატეკორიულად უარყოფს, რომ მის ვაჟს, თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა 2017- წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევის ჯგუფთან და შვილის მკვლელობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მიმდინარე წლის აპრილში ხელისუფლების მიმართ მაჩალიკაშვილის ოჯახს, ახლობლებს და ხეობის მაცხოვრებლებს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები ჰქონდათ-თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება; თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯა. შემდეგ გაიჟღერა მუქარამ, რომ თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, „საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19- წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავსტრიულმა გამოცემამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სუს-ის განცხადებით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26- დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ. მალხაზ მაჩალიკაშვილი ირწმუნება, რომ სპეცოპერაციას სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი მითითებით ჩაუდეს მის დაჭრილ შვილს ყუმბარა, სუსის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა-„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დუისში, სპეცოპერაციის დროს, ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა“ — საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი იგივე (ვახა ტერლოევი) სისტემატიურად აქვეყნებს, იოსებ გოგაშვილის ფოტოს და მას, მისი შვილის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფ, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს. სოსო გოგაშვილის გადადგომის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა- „გადადგომით ეს არაფერს არ ნიშნავს, გოგაშვილი უნდა დაისაჯოს იმ სასტიკი დანაშაულისთვის. ის უნდა დაისაჯოს, გომელაურიც უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მაგათი გადადგომა და გადაყენება არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. მე კი ვიცი, რომ ეს საუკუნის დანაშაულია, ამას იძახის დღეს მთელი მსოფლიო.“

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადრეც დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ წინ ტერაქტის მოწყობით და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად თავის აფეთქებით, თუმცა შემდეგ აღნიშნული განცხადება საკუთარ მღელვარებას გადააბრალა და ტერაქტის მოწყობის სურვილი უარყო. “პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პალამენტარი გიორგი ბეგაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მუქარას, იოსებ გოგაშვილის ოჯახის განადგურების შესახებ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:“უამრავი ადამიანი დგას ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ემსახურება თავის სამშობლოს. მუქარა ასეთი ადამიანების მიმართ არის დაუშვებელი!!!სოსო გოგაშვილი გამორჩეული ადამიანია, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენს ქვეყანას! მან უამრავი საფრთხე და რისკი ააცილა ჩვენს სახელმწიფოს! ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ერთგული ადამაინი. იოსებ გოგაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ასეთი ღია მუქარა ეხება მთელ ქვეყანას!!!” დიახ, ასეთი ღია მუქარა ეხება მთელს ქვეყანას და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სახელმწიფომ კი მკაცრი ზომები უნდა მიიღოს მათ მიმართ ვინც პოლიციელებს აგინებს და აფურთხებს. საზოგადოებას ისედაც არ აკლია ნიჰილიზმი და არ ჭირდება სახელმწიფოს მიერ დაუცველი და გაწირული პოლიციელის თუ სპეცსამსახურის თანამშრომლების ღირსების შელახვის ყურება.

ნაცხროვა დღეს, რომ „შვილმკვდარი მამების“ პროტესტს „ამაგრებს“ არცთუ შორეულ წარსულში მომხდარ მოვლენებს შევახსენებ: 2012- წლის აგვისტოს ბოლოს ლაფანყურში ცამეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა (ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სამხედრო სპეცოპერაციას ათი მეომარი ემსხვერპლა, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე), აგრეთვე ორი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი და ერთი სამხედრო ექიმი.შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, სახელმა ლაფანყურის საქმეში მოგვიანებით გაიჟღერა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლოპოტის ხეობაში დახოცილი მეომრები ჩრდილო კავკასიიდან შემოსული “ბოევიკები” კი არა, საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ მიმავალი ქისტი ახალგაზრდები იყვნენ. პანკისის ხეობაში ამბობდნენ, რომ ისინი (და არა მარტო ისინი) სწორედ გია ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა, რომლებსაც შემდეგ რამდენიმე თვე კახეთში, შაქრიანის ბაზაზე ამზადებდნენ და დაღესტანში გადასასვლელად დერეფანსაც სწორედ ის დაჰპირდაო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, სახელდებოდა მისი ძმა, დავით ლორთქიფანიძეც, რომელიც იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.მალე ლაფანყურის მოვლენებს გამოეხმაურა კავკასიის იმარათი — გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდნენ და ღალატის დამტკიცების შემთხვევაში გია ლორთქიფანიძესა და მის თანამოაზრეებს სასჯელი არ ასცდებოდათ (სასჯელმაც ძაან დააგვიანა)აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული თანხის საფასურად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს საქართველო-დაღესტნის საზღვრის უსაფრთხოდ გადაკვეთის გარანტიას აძლევდა, აღარც ექსპერტები უარყოფდნენ. თუმცა გია ლორთქიფანიძე ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებდა და მოსახლეობას არწმუნებდა, ლაფანყურის მოვლენებთან საერთო არაფერი მაქვსო. საბოლოოდ, შურისძიების მომლოდინე ჩეჩნებიც და ჩვენი საზოგადოებაც ლაფანყურის საქმის გამოძიების დასრულებას ელოდნენ, მოულოდნელად, 2013 -წლის 15- აპრილს “ფეისბუკში” გამოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას განცხადება, სადაც ამხილა გია ლორთქიფანიძე. – "სრული ლი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გამაჩნია მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის, ბაჩო ახალაიას (ის შინაგან საქმეთა მინისტრად ახალი დანიშნული იყო..) წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა ჩვენი თანამებრძოლები, უკიდურესად დაგვიძაბა ურთიერ- თობა ჩვენს ქისტ ძმებთან, რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის იმიჯი”. აღნიშნულმა განცხადებამ ლახვარი ჩასცა ნაცლიდერებს. ისინი ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული განცხადების ტექსტი დათა ახალაიას არ ეკუთვნოდა. თუმცა საწინააღმდეგოს ამბობდა მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი — განცხადება მართლაც დათა ახალაიას დაწერილიაო, რაც კვლავ უარყო გია ლორთქიფანიძემ. მან მედიას განუცხადა, რომ თანამშრომლობდა ლაფანყურის საქმის საგამოძიებო ჯგუფთან და სიმართლე მალე გახდებოდა ცნობილი…

ნაცმოძრაობის სამართალდამცავები ყელამდე სიბინძურეში იჯდნენ დანა ჩანგლით მიირთმევდნენ ფეკალიებს. აჭარის კუდის უფროსმა პატარი- ძემ „ვერხუშკების“დავალებით ერთი „მტრის“მოშორება თავის ძმას დაავალა და არცთუ ცოტა თანხა გაატანა ჩეჩენ ქილერებთან რომლებმაც „ობიექტი“, რომ გაიკითხეს არ აღმოჩნდა „გასასაღებელი“და დამკვეთი კუდის უფროსის ძმა გაიკუზა, სოლიდური თანხაც „აახიეს“და კარგადაც ანერვიულეს ნაცჯეელები. კიდევ უამრავი ფაქტის გახსენება შეიძლება რომლებიც ლორთქიფანიძის და მერაბიშვილის„რეჟისურით“ხორციელდებოდა. ლორთქიფანიძის კრიმინალურ დაჯგუფებებს ხშირად აშუქებდა ოდესის მედიაც…ყოფილი ნაცი, რომ არ არ- სებობს რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა დამარცხებული ხალხის ტელევიზიამ. როცა მირზა სუბელიანის და ორი პირის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სუბელიანი აღნიშნულ ჩანაწერში ლამის ბასტილიის აღებას აღიარებს, თან დაუსაბუთებლად ტრაბახობს, რომ ყველგაყველა „გასატანი ს.ს საქმე თვითონ მოუკვარახჭინებია. ეტყობა დიდხანს იფიქრა „სცენარისტმა“რომელი კონკრეტული ქმედებები უნდა დაფიქსირებულიყო ჩანაწერში საზოგადოება კარგად, რომ აღშფოთებულიყო. თან, ნაცყოფილი ფაქტიურად ხელისუფლებას და კონკრეტულ ადამიანებს „მესიჯს უგზავნის“.

ეჰ, რუსთავი-2 რაღაც ვეღარ დგამს ძველებურ სპექტაკ- ლებს ხალხი ქუჩაში, რომ გამოიყვანოს, სოციალურ ქსელში მაგრად ღადაობენ მათ სცენარებზე და ერთხმად აღიარებენ, რომ მეგის ქარდავას უკეთესად გამოდიოდა ხალხის „დაგოიმება“…პირველ არხთან საუბარში ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას საპატიმროში რამდენჯერმე შეხვდა.„მირზა სუბელიანთან მისი მოთხოვნით ვიყავი, მაგრამ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ ჩამითვლია. როგორ შეიძლება, ამის სერიოზულად ჩათვლა? სამარტოო საკანში ზის და კარგად ვერ არის, ეს ადამიანი დიდი სტრესის ქვეშაა. ამიტომ, მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი. უბედურებაა, რომ პატიმრის სანახავად შევედი და ეს ვიღაცამ ჩაიწერა.

შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს. მისი და ოჯახის მოთხოვნით შევხვდი. რეებს ლაპარაკობს, მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა. ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის და ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე-თქო. გონს მოდი-თქო, ისიც ვუთხარი.

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი ასეთი პოსტი „გამოაცხო“რომლის შინაარსაც დიდი უმრავლესობა იზიარებს და უხამსად დაცინის სპექტაკლის ავტორებს „ვისაც მართლა გონია რომ ვიღაც სუბელიანს მართლა 50 კაციანი ბანდები ყავდა, ვაი მაგათ პატრონს… უდესიანის და ბასიშვილის ბანდებს მოკითხვა… ვის დაკარგვია სუბელიანი ან ვის დაეკარგა, ისევ ნაცებს, მარა რაღაც ვერ მართეს ბოლოს, მძაფრსიუჟეტიანი არ გამოვიდა… ხო ისიც მაგარი იყოო ყოფილმა პროკურორმა გვარამია ნიუკუტიამ რომ ბრძანა ვანო ნაკაიძემ 5 მილიონი გადაუხადა თბილისის პროკურორს დისშვილის საქმეზოო, ხოო 5 მილიონი გადაიხადა ივანე ნაკაიძემ მისი დისშვილი რომ 8 წლიან,, სროკზე,, წასულიყოო ხორავას ქუჩის საქმეზე… ვინც შენ იურისტობა დაგაბრალა ვაიი მაგის ტვინს და ვინც შენ კაცად აღგიქვა საერთოდ…

მოკლედ, ძალიან წვალობს ნაცსექტა როგორმე ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს. თბილისი არც იდგა და არც ეხლა დადგება ნაცხროვის გვერდით რაიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი კი „ხარჯიანია“ასე, რომ ფარული ჩანაწერებს, სპექტაკლებს და დამარცხებული ტელევიზიის შოუს ვადა გაუვიდა, ვადა გაუვიდა ნაცხროვასაც…

და ბოლოს, სამშობლო არც ხაჭაპურია და არც ძროხა, სამშობლო სხვა რამეა და ეს არც სარალიძემ იცის და არც მისმა „პადელნიკმა“ ნაცხროვამ. სარალიძემ ისიც არ იცის, რომ ნაცსექტა მას საჭირო დრომდე, საჭირო მომენტამდე გამოიყენებს და მერე, ასევე საჭირო დროს სარალიძის შვილი, რომელიც ხელისუფლებამ კი არა, საკუთარმა მეგობრებმა საქმის გარჩევის დროს მოკლეს, დაავიწყდებათ…


ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
24-10-2018, 16:00


ქ. ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში

● აშშ-ის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს „აილენ­დის" კლა­სის ორი ხო­მალ­დი – „დი­ოს­კუ­რია“ და „ოჩამ­ჩი­რე“ გა­დას­ცა. ცე­რე­მო­ნია ფოთ­ში, სა­ნა­პი­რო დაც­ვის ბა­ზა­ზე გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ და ვი­ცე-პრე­მი­ერ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გახ­ს­ნეს.

დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიტყ­ვით მი­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა: "სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ასეთ მა­ღალ დო­ნე­ზე არას­დ­როს ყო­ფი­ლა. შა­ვი ზღვა მსოფ­ლიო უსაფ­რ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში აუცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტ­ნი­ო­რებს კარ­გად ეს­მით შა­ვი ზღვის რე­გი­ო­ნი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის რო­ლი მსოფ­ლიო უსაფ­რ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს მე­გობ­რებს ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის".

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­ნა­პი­რო დაც­ვის 20 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­კერ­დე ნიშ­ნით ათი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და­ა­ჯილ­დო­ვა. ხო­მალ­დე­ბის გად­მო­ცე­მის პრო­ცეს­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის მი­ნის­ტ­რის მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი გა­და­ე­ცათ აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვი­სა და სა­ელ­ჩოს თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რებს.

● ნი­კო ნი­კო­ლა­ძე 175–19 ოქ­ტომ­ბერს ფოთ­ში ნი­კო ნი­კო­ლა­ძის და­ბა­დე­ბი­დან 175 წლის­თა­ვი აღ­ნიშ­ნეს. იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ნი­კო ნი­კო­ლა­ძის ძეგ­ლ­თან გან­თავ­ს­და სა­ნო­ტა­ციო და­ფა. ფო­თის საზღ­ვაო ნავ­სად­გუ­რის მხარ­და­ჭე­რით კე­თილ­მო­ეწყო ტე­რი­ტო­რია და და­ირ­გო მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი.
სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა ნი­კო ნი­კო­ლა­ძის კოშ­კი, სა­დაც ქა­ლაქ ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ნი­კო­ლა­ძი­სე­უ­ლი ავე­ჯი გან­თავ­ს­და. კოშ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი `ქარ­თუ ჯგუფ­მა~ და­ა­ფი­ნან­სა.

2019 წლი­დან სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა აღ­დ­გე­ბა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის, მზია გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 2019 წლი­დან აღ­დ­გე­ბა სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა.
„ეს პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, ე.წ. ქვე­კომ­პო­ნენ­ტი. ამ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობთ ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბებ­თან, რა­თა მო­სახ­ლე­ო­ბის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით სწო­რად შე­ირ­ჩეს პრო­ექ­ტე­ბი, აგ­რეთ­ვე – ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რა­თა შე­ჯერ­დეს თან­ხის ოდე­ნო­ბა“, – აღ­ნიშ­ნავს მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე.

თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­რი­ის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით შე­ის­წავ­ლეს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 163 300 კვ.მ-ს შე­ად­გენს.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მო­ი­ცავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­სახ­ლე­ბებს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა.
სო­ფელ ჯორ­ჯი­აშ­ვილ­ში სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­სუფ­თავ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, აგ­რეთ­ვე სო­ფე­ლი ღო­უ­ბა­ნიც, სა­დაც არა­ლე­გა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტ­თან ახ­ლოს.
სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია შპს „ბა­ზი­სი“. შეს­ყიდ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით 15 999 ლარს შე­ად­გენს.

● ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი:
ქა­ლაქ თეთ­რიწყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დუმ­ბა­ძის ქუ­ჩი­სა და მიმ­დე­ბა­რე სა­მი ჩი­ხის მო­ას­ფალ­ტე­ბა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­იხ­რე­შე­ბა გზის გვერ­დუ­ლე­ბიც.

● მიმ­დი­ნა­რე წელს გან­ხორ­ცი­ელ­და ქ. თეთ­რიწყა­რო­ში ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლის და მიმ­დე­ბა­რე ორი ჩი­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ას­ფალ­ტ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და მო­ეწყო სა­ნი­აღ­ვ­რე არ­ხე­ბი.
სა­ერ­თო ჯამ­ში ორი­ვე ქუ­ჩა­ზე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და ერთ კი­ლო­მეტ­რამ­დე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზას. სა­მუ­შა­ოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით 318 315 ლარს შე­ად­გენს.

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფე­ლი ვე­ლის­ცი­ხე მა­ლე კა­ხე­თის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტ­რი გახ­დე­ბა. ვე­ლის­ცი­ხის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვე­ლის­ცი­ხის ვა­სო გო­ძი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რ­ში გა­ი­მარ­თა სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.
პრო­ექ­ტის შექ­მ­ნი­სა და სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის იდეა გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ვე­ლის­ცი­ხეს და­უბ­რუნ­დეს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი ფუნ­ქ­ცია, გახ­დეს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი, მი­წის­ქ­ვე­შა გვი­რა­ბე­ბი­თა და კა­ფე-ბა­რე­ბით, მარ­ნე­ბი­თა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის ცენ­ტ­რის შექ­მ­ნით.

● 7–9 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, გა­ი­მარ­თე­ბა ღვი­ნი­სა და ალ­კო­ჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­გუს­ტა­ცია-კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით: „სა­ქარ­თ­ვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“. იგი ვა­ზი­სა და ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პატ­რო­ნა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა, ხო­ლო და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე `შა­ტო ზე­გა­ა­ნი~ უმას­პინ­ძ­ლებს.

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ჰე­რე­თის­კარ­ში „აჭა­რუ­ლი დღე­ე­ბი 2018“ გა­ი­მარ­თა. ზე­იმ­ზე მო­სულ სტუმ­რებს შე­ეძ­ლოთ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ძვე­ლი აჭა­რუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ნივ­თე­ბი, და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ სამ­ზა­რე­უ­ლო. გა­ი­მარ­თა სპორ­ტუ­ლი და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც.
აჭა­რის დღე­ე­ბი ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ აჭარ­ლებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვილ­მა პი­რა­დად მი­უ­ლო­ცა.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან სა­თე­მო კავ­ში­რი „ჰე­რე­თი“ და ლა­გო­დე­ხის კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი 2017 წელს ჩა­ე­ყა­რა და იგი აჭა­რუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● „სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პულ გზა­ზე: DCFTA-ს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ – ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი გი­ორ­გი გო­გი­ლაშ­ვი­ლი, მე­რის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ბა­ლარ­ჯიშ­ვი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი.
იმ­ს­ჯე­ლეს ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რ­ცის შე­სა­ხებ, მის ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და მიზ­ნებ­ზე.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი:
● ქვე­შე­თის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში გზის 8,2 კმ სიგ­რ­ძის მო­ნაკ­ვე­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია;
● სოფ. ზე­მო მლე­თა­ში საყ­რ­დე­ნი კედ­ლის მოწყო­ბა;
● გუ­და­ურ­ში ერ­თ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის მო­ნაკ­ვე­თის მო­ას­ფალ­ტე­ბა.
დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი თა­ნი­აშ­ვილ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის სივ­რ­ცი­თი მოწყო­ბის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.
● უკა­ნაფ­შა­ვის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვალ სო­ფელ შუ­აფხო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ნა­პირ­სა­მაგ­რის მოწყო­ბა. უხ­ვი ნა­ლე­ქის დროს მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი დიდ­დე­ბო­და და საფ­რ­თხეს უქ­მ­ნი­და მო­სახ­ლე­ო­ბას. დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბი ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს.

მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ქა­ლაქ მარ­ტ­ვილ­ში ში­და­სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე – თბი­ლი­სის, შე­რო­ზი­ას და და­დი­ა­ნის ქუ­ჩებ­ზე ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი იგე­ბა. ჯამ­ში მო­წეს­რიგ­დე­ბა 1 464 მეტ­რის გზა.
თბი­ლი­სის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით სურ­მა­ვა მე­რი­ის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად გა­ეც­ნო.
პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 351 303 ლარს შე­ად­გენს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით სრულ­დე­ბა.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● პო­ლო­ნელ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­მუ­კა წო­წე­რი­ას­თან და მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ანაკ­ლი­ის ღრმაწყ­ლო­ვა­ნი პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.
ანაკ­ლი­ის პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იგეგ­მე­ბა. პრო­ექტს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ ახორ­ცი­ე­ლებს.
● სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სან­დ­რე მო­წე­რე­ლი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით, თხი­ლის მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლა "კარ­და­კარ“ პრინ­ცი­პით და­იწყე­ბა.
ალექ­სან­დ­რე მო­წე­რი­ლი­ამ თხი­ლის მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გეგ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რებს, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ებს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გ­ში მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რებს, აგ­რო­ნო­მებს, და დარ­გის სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­აც­ნო.

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● ფოცხოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ლე­ძა­ძა­მე-ფოცხოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, დას­რულ­და გზის მოხ­რეშ­ვა-დატ­კეპ­ნის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ამ­ჟა­მად ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნის სა­ფა­რი იგე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახა­ლი, კე­თილ­მოწყო­ბი­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით ისარ­გებ­ლე­ბენ.
● ლე­ძა­ძა­მეს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, სო­ფელ ლე­გო­გი­ე­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბე­ტო­ნის სა­ფა­რის და­სა­გე­ბად.
● 18 ოქ­ტომ­ბ­რი­დან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­იწყო ხორ­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 646 025 ლარს შე­ად­გენს.

ჩხო­როწყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა და­თო გო­გუ­ამ და მე­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გო­ჩა ჩი­ქო­ვან­მა, მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და სოფ­ლის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თან ერ­თად, სო­ფელ ზუმ­ში მიმ­დი­ნა­რე გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. სა­სოფ­ლო გზის 2 კმ-ზე ას­ფალ­ტ­ბე­ტო­ნი და­ი­გე­ბა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის მოხ­რეშ­ვა. პრო­ექტს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი 490 000 ლა­რით აფი­ნან­სებს. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ასე­ვე სა­ნი­აღ­ვ­რე არ­ხე­ბის მოწყო­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2018 წლის 17 დე­კემ­ბერს უნ­და დამ­თავ­რ­დეს.

ბოლ­ნი­სის  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა – ში­და­სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კე­თილ­მოწყო­ბა და­იწყო. მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე, სო­ფელ­ში 925 გრძივ მეტ­რ­ზე 18 სმ სის­ქის ბე­ტო­ნის სა­ფა­რი და­ი­გე­ბა. კომ­ფორ­ტუ­ლი გზით 7000 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ისარ­გებ­ლებს.
ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექტს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია შე­ას­რუ­ლებს. ამ ეტაპ­ზე მძი­მე ტექ­ნი­კა მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

პრო­ექ­ტი რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 700 000 ლა­რი.
სა­მუ­შა­ოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი და­ვით შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი ქვე­მო ქარ­თ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ზა­ურ დარ­გალ­თან ერ­თად გა­ეც­ნო.

● გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ამ სო­ფელ ტა­ლა­ვე­რის ერ­თი უბ­ნის სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის მოწყო­ბის საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­იწყო.
მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვ­და.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის საპ­რო­ექ­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ჟა­მად სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში სა­ვე­ლე სა­მუ­შო­ებს ატა­რე­ბენ, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში, საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცია მომ­ზად­დე­ბა.
პრო­ექ­ტის შედ­გე­ნის შემ­დეგ გა­მოცხად­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ტენ­დე­რი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 80-მდე ოჯახს სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მას სა­ბო­ლო­ოდ მო­უგ­ვა­რებს. სო­ფელ ტა­ლა­ვე­რის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ამ­ჟა­მად წყა­ლუზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო და ათე­უ­ლო­ბით სა­უბ­ნო ონ­კა­ნია, რი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა სარ­გებ­ლობს.

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ამ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში, სას­მე­ლი წყლის სა­კითხის გა­და­საჭ­რე­ლად, არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.
კერ­ძოდ: 2013 წელს მო­აწყო სას­მე­ლი წყლის ორი ჭა­ბურ­ღი­ლი ქსელ­თან ერ­თად; 2014 წელს – სას­მე­ლი წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო, სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მი­სა და ჭა­ბურ­ღი­ლის მოწყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი; 2015 წელს – სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა.

● ქა­ლაქ ბოლ­ნისს კი­დევ ერ­თი ქვა­ფე­ნი­ლი­ა­ნი ქუ­ჩა შე­ე­მა­ტე­ბა. ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზალ­ტით ქვა­ფე­ნილს და­ა­გებს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი კომ­პა­ნი­ამ 45 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში უნ­და და­ას­რუ­ლოს. პრო­ექ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მო­ეწყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი და ბორ­დი­უ­რე­ბი. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი და­საქ­მ­დე­ბი­ან.

● სო­ფელ რა­ჭი­სუბ­ნის ში­დაგ­ზე­ბის კე­თილ­მოწყო­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ამ დრომ­დე არ ყო­ფი­ლა კე­თილ­მოწყო­ბი­ლი გზა, ას­ფალ­ტის სა­ფარს აგებს. შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა 1700 გრძი­ვი მეტ­რია.
მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი და­ვით შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან ერ­თად გა­ეც­ნო.

და­ვით შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი: "საგ­ზაო ინ­ფარ­ს­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მარ­თ­ვის მიზ­ნით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სო­ფელ რა­ჭი­სუბ­ნის რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე ში­და­სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის კე­თილ­მოწყო­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დას­რულ­დე­ბა. ამ ქუ­ჩებ­ზე, სოფ­ლის და­არ­სე­ბის დღი­დან, არ ყო­ფი­ლა ას­ფალ­ტი­რე­ბუ­ლი გზა. ჩვენ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი".

● ქა­ლაქ ბოლ­ნი­სის ცენ­ტ­რა­ლურ ქუ­ჩა­ზე ტრო­ტუ­ა­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძვე­ლი ფი­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟის შემ­დეგ და­იწყო ბა­ზალ­ტის ახა­ლი ფი­ლე­ბის და­გე­ბა. სა­მუ­შაო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტი რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● სო­ფელ ამამ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ქ. თბი­ლი­სის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტ­ვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. ექიმ­თა ჯგუ­ფი შეხ­ვ­და მო­სახ­ლე­ო­ბას, ისა­უბ­რეს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და­ა­ვა­დე­ბა­ზე, მის დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკუ­ნა­ლო­ბა­ზე. მსურ­ვე­ლებს ჩა­უ­ტარ­დათ გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი და მი­ე­ცათ შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.
შეხ­ვედ­რა დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, მე­გი ედი­ბე­რი­ძის თა­ოს­ნო­ბით გა­ი­მარ­თა.

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში

● მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის „აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ მა­გის­ტ­რა­ლის (E 60) ალ­გე­თი-სა­დახ­ლოს მო­ნაკ­ვე­თის“ პრო­ექ­ტის სკო­პინ­გის ან­გა­რი­შის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა.
ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ზა­ურ ტა­ბა­ტა­ძე, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბი.
სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­დ­გე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს შე­ეძ­ლო.

● მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გრძელ­დე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ ეტა­პის­თ­ვის, ა(ა­)იპ „სუფ­თა მარ­ნე­უ­ლის“ ძა­ლის­ხ­მე­ვით ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­სუფ­თავ­და ოთხი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის 18 სო­ფე­ლი.
სტი­ქი­უ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­დან 54 ნა­გავ­მ­ზი­დით ჯამ­ში 540 კუ­ბუ­რი მეტ­რი ნარ­ჩე­ნია გა­ტა­ნი­ლი.
მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.


მეტის ნახვა
24-10-2018, 15:03


ზაზა ოქუაშვილი - ოსტაპ ბენდერის  ზეაღმატებული "მემკვიდრე"?!
(გაგრძელება, დასაწყისი იხ. "სგ" N37)

მოდი და გაიგე, როდის ცრუობს და როდის ღაღადებს სიმართლეს ზაზა ოქუაშვილი, თუ "ქართული ოცნება" ასე ატერორებდა, 2016 წელს რატომღა უხდიდა მადლობას ხელისუფლებას? მადლობას კი იხდიდა, მაგრამ გულს თურმე სხვა ზრახვები უღრღნიდა "პატივცემულ" ზაზას, როგორც ირკვევა, მადლიერების გამოხატვამდე გაცილებით ადრე დაუწყია ინტრიგების ხლართვა. საქმეში ჩახედული ადამიანების ცნობით, ის ჯერ თავის ძველ ნაცნობს, იმჟამად სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს დაუკავშირდა, თავის რომელიღაც კომპანიაში დაპატიჟა, დროებით სარგელობაში "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანაც გადასცა ნდობის გასაღრმავებლად. ყიფიანი უმუშევარი რომ დარჩა, ოქუაშვილმა თავისთან "დაასაქმა", თუმცა 2-3 წელი ხელფასს არ უხდიდა. "ქართული ოცნების" სხვა წევრებზეც რომ ჰქონოდა "კომპრომატები", ოქუაშვილს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მეუღლეც დაუპატიჟებია ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, რაც ვიდეოზე გადააღებინა, ანუ "მტკიცებულება" შექმნა. ნოდარ ხადურს ავტომანქანების გამოძალვასთან კავშირში რომ "ამხელდა" და ვინიცობაა ეს უკანასკნელი იუარებდა, ზაზა-ბატონი ამ "კომპრომატს" გამოუქვეყნებდა, მაშინ შენს ცოლს ჩემს კომპანიაში რა უნდოდაო. ოქუაშვილს სხვების მიმართაც გამოუჩენია "გულუხვობა", ავტომანქანებით დაუსაჩუქრებია დიდი ბრიტანეთის ელჩი, ტურიზმის დეპარტამენტი, ერთ-ერთი აჭარელი კოლეგა-დეპუტატი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც სთხოვდა, სხვადასხვა ღირებულების ავტომობილები საჩუქრად წაიყვანეთო. "ავი ენები" იმასაც ამბობენ ზაზა ოქუაშვილმა `ფილიპ მორისი~ და "საქართველოს ბანკი" მილიონობით თანხაში "გადააგდო", "ომეგას" ამერიკული კომპანიის 120-მილიონიანი დავალიანება ჰქონდა, ამიტომ "ფილიპ მორისი" მათთან ხელშეკრულებას წყვეტდა, ოქუაშვილმაც შემდეგი გეგმა მოიფიქრა, თუ ამერიკელები "ომეგასთან" აღარ ითანამშრომლებდნენ, 120 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მხოლოდ "ომეგას" კუთვნილი შენობა-ნაგებობები შერჩებოდათ ხელში. ოქუაშვილმა მთელი თავისი ქონება "საქართველოს ბანკში" ჩადო 30 მილიონ დოლარად, მიღებული თანხა ოფშორულ კომპანიაში (პანამა) გადარიცხა, ანუ ფული გადამალა. ბანკის ხელმძღვანელობამ რომ გაიგო "ფილიპ მორისი" "ომეგასთან" თანამშრომლობას წყვეტდა, მიხვდნენ 30 მილიონ დოლარში მხოლოდ ვაშლიჯვრის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები რჩებოდათ, ანუ გაცილებით ნაკლებად ღირებული ქონება. ბანკის წარმომადგენლები მაშინვე დაუკავშირდნენ ოქუაშვილს, ამან სესხის აღება არ უარყო, მაგრამ ფულს ვეღარ დავაბრუნებ და სესხის გადახდა არ შემიძლიაო. "საქართველოს ბანკმა" სასამართლოს მიმართა და მხოლოდ ოთხწლიანი დავის შემდეგ მოახერხა პროცესის მოგება. 

"ფილიპ მორისი~ და "საქართველოს ბანკი" რას მიქვია, როცა ზაზა ოქუაშვილს საკუთარი მამა ჰყოლია ორგზის "გადაგდებული" და სასამართლო დავებიც ჰქონია ამ საქმეებზე. ბოლო ხანს, ინტერნეტტელევიზიით გავრცელდა სიუჟეტი ზაზა ოქუაშვილის "საქმენი საგმირონის" შესახებ. 2003 წელს, ზაზა-ბატონს სამი სასამართლო დავა ჰქონდა, ორ მათგანში მამამისი, აწ გარდაცვლილი რობერტ ოქუაშვილი უჩიოდა, მესამეში თავისი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების დროს შეძენილი ბავშვის შვილად აღიარებას ითხოვდა ზაზა ოქუაშვილისგანო. რობერტ ოქუაშვილის მტკიცებით, ზაზამ მინდობილობაზე მამის ხელმოწერა გააყალბა და ამ ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მას მალულად გაუყიდა სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართი (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), სადაც ახლა "ომეგას" სტამბაა განთავსებული. რაც შეეხება მეორე სარჩელს, რობერტ ოქუაშვილის განცხადებით, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი ფართი (1020,66 კვ.მ), ტელეკომპანია "იბერიის" ტერიტორია, იჯარით ჰქონდა შვილისთვის გადაცემული, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში მისგან ერთი თეთრი არ მიუღია. ზაზა ოქუაშვილმა გავლენიანი მფარველების წყალობით, სამივე დავა მოიგო, მარტოხელა დედაზე ისიც უთქვამს, ეგ ჩემი კი არა, მამაჩემის საყვარელი იყოო, რაც მისმა დაცვის წევრებმა დაუდასტურეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალბატონის სარჩელი უამრავი მოწმის ჩვენებით იყო გამაგრებული, სასამართლომ მხოლოდ ზაზას "ტელახრანიტელების" ვერსია მიიჩნია სარწმუნოდო. "ომეგაში" უმუშავია ოქუაშვილის დედასაც, მაგრამ მამაზე გამწყრალ ზაზა-ბატონს თანამშრომლების თანდასწრებით, ხელისკვრით გაუგდია დედამისი სამსახურიდან. როცა ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ზაზა ოქუაშვილის თანამეცხედრეს, ქალბატონმა პარლამენტარმა მოკლე პასუხით გამოისტუმრა, ჩემი მამათილი რვა წლის გარდაცვლილია, მოდით, ცოცხლებზე ვილაპარაკოთო. ვერაფერს იტყვით, "რკინისებური" არგუმენტია. ძალზე საინტერესოა 51-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების ამბავი, რომელმაც კოლექტიური ნაცები უნისონში ააჟრიამულა "ყარიბ" პრეზიდენტყოფილთან. კომპეტენტური წყაროების ცნობით, როდესაც ზაზა ოქუაშვილი მთავრობის გარკვეულ წევრებთან "სიამტკბილობაში" გახლდათ, სამი თვით ადრე გაარკვია, რომ აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე 1 სექტემბრიდან 50 თეთრით ძვირდებოდა. მან მაშინვე ე.ი. წინასწარ გამოიტანა აქციზური მარკები ფინანსთა სამინისტროდან, 24-საათიან რეჟიმში ამუშავა საწარმოები, დაამზადა დიდი რაოდენობით სიგარეტი, გამოიყენა იაფად ნაყიდი მარკები, მაგრამ თამბაქოს ნაწარმი ძვირად გაყიდა, რამაც დიდძალი მოგება მოუტანა. მან პარალელურად ხელოვნურად დააგროვა საგადასახადო ვალდებულებები და დაცვის მექანიზმების შექმნას შეუდგაო.

პოლიტიკოსობა და მედიამფლობელობა

მოგეხსენებათ, ზაზა ოქუაშვილის თანამეცხედრე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მეორეგზის პარლამენტარი გახლავთ. "ვარდების რევოლუციამდე" ასლან აბაშიძის "აღორძინების" სიით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არც არის გასაკვირი, ზაზა ოქუაშვილსა და აბაშიძეს წლების განმავლობაში ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ, ადგილობრივ ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის მონოპოლისტის პოზიცია ეკავათ. ზაზა ოქუაშვილმა თავის ბოლო ლონდონურ "აღსარებაში" ბრძანა, ნაციონალებს არასდროს დავუყაჩაღებივარ, ერთობლივად ვმოქმედებდითო. თუ ეს სიმართლეა, გამოდის სააკაშვილ-ოქუაშვილის ტანდემმა ასლან აბაშიძეს, როგორც ძველი თბილისელები იტყოდნენ, "კუკლა" გაუთამაშეს, რომ "ომეგას" ასლანისეული წილიც უშფოთველად მიეთვისებინათ. ისე, თუ მართლაც თავიდანვე "ჩაბრატებულები" არ იყვნენ ეს ორი "პატიოსანი გვამი", ნაცები ოქუაშვილს "ფილიპ მორისის" ნაცვლად რატომ გადაუხდიდნენ იმ 70 მილიონ დოლლარს, რომელზეც "საერთო გაზეთის" წინა ნომერში ვისაუბრეთ? 

სხვათა შორის, სანამ ზაზა ოქუაშვილის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან "დატერორების" ამბავს შევიტყობდით, რასაც ცნობილი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება და ზაზა-ბატონის მხრიდან ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატისადმი ღია მხარდაჭერა მოყვა, ტელეკომპანია "იბერიას" უკვე ეტყობოდა, კოლექტიური ნაცებისადმი "გულგრილი" რომ არ იყო. ყველა თოქ-შოუში, როგორც წესი ჩამომწკრივებულები ყავდათ ხსენებული კონტიგენტის ოდიოზური სახეები, წამყვანები ისეთი მოწიწებით უსვამდნენ კითხვებს და უსმენდნენ, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში, გაკვირვებას გამოთქვამდა ტელეკომპანიის მფლობელებისა და თანამშრომლების მიმართ, ამათ ამნესია ხომ არ დაემართათ, კარგი, ის არ ადარდებთ ხალხმა რა გადაიტანა ნაცრეჟიმის დროს, ის როგორ დაავიწყდათ თავად როგორ მოექცნენ ნაციონალები, დითირამბებს რომ უმღერიან და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტებს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენო. აკაკი გოგიჩაიშვილის მეთაურობით, "რუსთავი-2"-ის "ნაღებიც" რომ გამოჩნდა "იბერიის" ეთერში თუ მის მიღმა, აშკარა გახდა, რომ რაღაც ბინძურ თამაშს ჰქონდა ადგილი.

სანდო და კომპეტენტურმა წყაროს ცნობით, ბოლოდროინდელ ამბებს წინ უძღვოდა ე.წ. რეფორმები და გადალაგებები "იბერიაში". გაიხსენეთ რამდენი წამყვანი და ასე ვთქვათ, სახე წავიდა თუ გაუშვეს ტელევიზიიდან, გიორგი გასვიანი, ლალი მოროშკინა, მაკა რაზმაძე და ა.შ. ეს მოვლენები ტელეკომპანიაში ვანო პავლიაშვილის, ანუ ვანიჩქას მისვლის შემდეგ განვითარდა. ვანო პავლიაშვილის ჟურნალისტური `მოღვაწეობის~ ისტორიაში უფრო ღრმად ქექვას არ დავიწყებთ, ახლო წარსულიდან ვიტყვით, რომ ვანიჩქა ჯანსუღ ჩარკვიანის გაზეთის "ქართული სიტყვის" რედაქტორი გახლდათ და პარალელურად, მისი ქალიშვილის, თაკო ჩარკვიანის უახლოესი მეგობარია. როცა ეს გაზეთი დაიხურა, სწორედ ამ ახლად განაციონალებული ქალბატონი თაკოს რეკომენდაციით იქნა მიღებული პავლიაშვილი "იბერიაში". აქედან გამომდინარე, ეს "ობიექტური" ტელევიზია პირდაპირ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან არის მიბმული. როგორც ირკვევა, ოქუაშვილს "საქართველოს ბანკისთვის" დაახლოებით 85 მილიონამდე აქვს გადასახდელი. ასე რომ, ამ კაცისთვის ეს არის ჩვეულებრივი მაქინაციები, ვალების აღება, მერე ვიღაცების გადაგდება რაღაც ინტრიგებით და ა.შ. იგივე ყიფიანიც მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, მასთან ოფიციალურად მუშაობდა, მაგრამ სამი წლის განმავლობაში ოქუაშვილი ხელფასს არ უხდიდა. ბოლოს, როგორც თვითონ ლევან ყიფიანი ამბობს, ოქუაშვილმა უთხრა, თუ გინდა დავალიანება აგინაზღაურო, ახლა ეს ჩანაწერები გავაკეთოთ, ამას არსად წავიღებ, შიდა მოხმარებისთვის გვჭირდებაო. ოქუაშვილს წესიერ ბიზნესი არასდროს უკეთებია, მთელი თავისი "მოღვაწეობის" მანძილზე სულ მაქინაციებში იყო ჩართული. "ქართული ოცნებამ", ოქუაშვილს სააკაშვილის მიერ წართმეული ბიზნესი და ტელეკომპანია "იბერიაც" დაუბრუნა, ამან კი, იმის მაგივრად მადლობა მოეხადა, ახალ ხელისუფლებას აქეთ სთხოვს 25 მილიონს, სააკაშვილმა წამართვა და თქვენ უნდა მომცეთო. დალოცვილო, სააკაშვილმა წაგართვა და" ქართულ ოცნებას" სთხოვ ამ ფულს? ოქუაშვილმა ახლა რა მოიფიქრა, გვარამია-კვესიტაძესთან ინტერვიუში რომ თქვა, ოფშორული კომპანია შევქმენიო, იცრუა, არავითარი ოფშორული კომპანია არ იყო, საქართველოშია რეგისტრირებული. ჩარიცხა იქ ის ვითომდა ვიღაცებისგან მოთხოვნილი ოთხი მილიონი, იმედი ჰქონდა, რომ ბანკიდან ახლადშექმნილ კომპანიას ასე ადვილად ვერ მისცემდნენ ამხელა თანხას, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ყველაზე კურიოზული ის არის, რომ ეს თანხა "ომეგას" დირექტორებს საკუთარი ხელით აქვთ გამოტანილი ორ ეტაპად.

ოქუაშვილი ბრძანებს, ეს ფული ვიღაცებმა წაართვესო, ამ "ძარცვა-ყაჩაღობის" შესახებ სხვამ კაციშვილმა არ იცის და ვერცვერავინ ამტკიცებს, რომ მათ ეს ფული ვიღაცამ წაართვა. კაცმა, რომელმაც ამხელა ამები დაგეგმა, თვითონ არ ამბობს ოქუაშვილი მე დავგეგმეო, იმას ვეღარ მოიფიქრებდა, რომ ჩემი თანამშომლები ბანკიდან ამხელა ფულითნ რომ გამოვლენ, შეიძლება ვიღაც დახვდეს და წაართვასო? თუ სხვა რაღაცაში არ იყო საქმე, ასეთი შემთხვევისთვის ხომ გაემზადებოდა, ამდენ ჩანაწერებს თუ აკეთებდა, ერთი ვიდეოკამერის შოვნა გაუჭირდა, რომ ესეც გადაეღო, რატომ არ გადაიღო, თუ გადაიღო, რატომ არ ჩანს სადმე? შეიძლება ისევ ოქუაშვილს მიუტანეს მათ ეს ფული, ვიცით ჩვენ ეს? არ ვიცით!

ვფიქრობთ, ოქუაშვილის მხრიდან სახელმწიფო რეკეტზე საუბარს, სერიოზული პოლიტიკური სარჩული უდევს. ის რასაც ოქუაშვილი ბიზნესძალას ეძახის, ეს არავითარი ბიზნესძალა არ არის, ბიზნესი უბრალოდ მიზეზია, აქ უკვე აშკარად იკვეთება სახელმწიფო შეთქმულების ნიშნები, რომელშიც ის აქტიურ მონაწილეობას იღებს. ეს შეთქმულება მარტო საქართველოში არ დაგეგმილა. სხვათა შორის, კრემლის რუპორად აღიარებულმა "ოპოზიციონერმა" ჟირინოვსკიმ ახლახანს განაცხადა, ნახეთ თუ გრიშა ვაშაძე არ გაიმარ- ჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებშიო. ოქუაშვილი რომ ჩართულია ამ პროცესში, ბევრი მტკიცება არ ჭირდება, სათანადო სამსახურებმა ყურადღებით მოუსმინონ მის ინტერვიუს "რუსთავი-2"-თან და დარწმუნდებიან ამ ინტერვიუმ ფაქტობრივად გვარამია-კვესიტაძის კარნახით ჩაიარა, აშკარად ჩანდა როგორ აქეზებდნენ ოქუაშვილს, რომელმაც მგონი, ისიც არ იცის, რა ჰქვია მისი ხელდასმით გაკეთებულ ჩანაწერებს და აუდიოფირის მაგივრად, აუდიოფილმს ამბობს. მთელ ინტერვიუს გვარამია მართავდა, ოქუაშვილმაც ჟირინოვსკივით, ღიად დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს, საიდან ხარ ასე დარწმუნებული "პატივცემულო", ვინ მოგაწოდა ეს ინფორმაცია, იქნებ ჩვენც გაგვიმხილო, რომ 29 ოქტომბრამდე
ვიცხოვროთ...


მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
24-10-2018, 13:00


საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპი "მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტი" წარადგინეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება. 

"ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს", - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოკლე დროში შეცვლის ავტოპარკს ელექტრომობილებით.

მამუკა ბახტაძის თქმით, ელექტრომობილებზე გადართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი შეიქმნას. 
პრემიერმინისტრის თქმით, შიდა წვისძრავიან მანქანებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ელექტროტრანსპორტს მიეცა. 

"მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე", – თქვა მამუკა ბახტაძემ. 

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ელექტრომობილების მძღოლებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება ზონალური პარკირების საფასურზე, ასევე პარკირების ადგილებზე; იგეგმება ელექტრომობილების სპეციალური დამტენების მონტაჟიც.
პრემიერმინისტრის თქმით, აუცილებელია, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან თბილისში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა.

მამუკა ბახტაძემ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტიც ახსენა, რომელზეც თქვა, რომ პროექტი კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული იყო.

"შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროქტი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობილები ხდება უფრო და უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო და უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქათველოში დ რაც უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს და საბოლოო ჯამში მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია",- თქვა ბახტაძემ.

imedinews.ge



მეტის ნახვა
22-10-2018, 12:30