_ ბატონო ნიკოლოზ, პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერები ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას მიზანში ჰყავს ამოღებული. სიმართლეს ვინც იტყვის, გამოდის, რომ აგენტია?

_ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის, რაც თქვა მანამდე ჯონ ტეფტმა და რაც ეწერა ტალიავინის დასკვნაში. სხვათა შორის, მაკკეინსაც აქვს ნათქვამი, სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგოო.

რუსეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ გარკვეულ დივერსიულ ქმედებებს ახლაც ახორციელებს, გავცეთ პასუხი საარტილერიო ცეცხლით, რატომ ვართ ჩუმად? ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ საზღვრისპირა რეგიონებში და ათასი უბედურება ხდება – რა ვქნათ, შევუტიოთ რუსებბს და საბოლოოდ დავღუპოთ ქვეყანა?
ღამით დაბომბეს ცხინვალი, მაგრამ ვის ბომბავდნენ? ცხინვალიდან ხალხი უკვე გაყვანილი იყო და ქალაქის დაბომბვა რისთვის იყო საჭირო, იმისთვის ხომ არა, რომ რუსეთის ჯარი შემოსულიყო? ჯარს ხელმძღვანელობდა გიგი უგულავა. გიგი უგულავას მოგებული ომი როგორი იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?
ახლახან ვლადივოსტოკში კონფერენცია ჩატარდა, სადაც აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად იაპონიიის პრემიერი სინძო აბე იყო ჩასული. იაპონიის პრემიერმა კონფერენციაზე მემორანდუმის ტიპის ხელშეკრულებაზე ისაუბრა კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით. საუბარი იყო იაპონური კომპანიების დაფუძნებაზე კურილიის ტერიტორიაზე. რუსეთის ხელისუფლება დასთანხმდა ამ წინადადებას. დაწესდა კუნძულების ერთობლივი მართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ იაპონია ნელ-ნელა, სამშვიდობო მოლაპარაკებებით აღწევს იმას, რომ კავშირები შეინარჩუნოს ამ კუნძულებთან, ანუ ყველაფერი იწყება კომუნიკაციით.
ბევრს გაუკვირდება, რასაც ვიტყვი, მაგრამ შევარდნაძის დროს ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიდიოდა _ ერგნეთის ბაზრობა არსებობდა, ცხინვალში ჩახვიდოდი თავისუფლად, არძინბა შევარდნაძესთან ჩვეულებრივ კომუნიკაციაში იყო და მეტიც, ითხოვდა, საქართველოს ქართულ-აფხაზური სახელმწიფო დარქმეოდა. შევარდნაძემ მაშინ სასტიკი უარი სტკიცა. მაგრამ რა მოხდებოდა, ყოფილიყო ქართულ-აფხაზური სახელმწიფო, დავით აღმაშენებელი ქართველთა. აფხაზთა, კახთა, რანთა და სხვათა მეფე რომ იყო, ამით რამე დააკლდა ან საქართველოს ან აღმაშენებლის მეფობას?

იაპონიაზე ვსაუბრობდი და რაღა შორს მივდივარ, ამას წინათ ალიევსა და პუტინს შორის შეხვედრა შედგა. ალიევმაც და ყველამ შესანიშნავად იცის, რუსეთი ეხმარება სომხეთს ყარაბაღის საკითხში. ამ ვითარებაში 5 მლრდ დოლარის შეიარაღება გადასცა აზერბაიჯანმა რუსეთს, რუსეთი უამრავ ინვესტიციას დებს აზერბაიჯანში. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც პაშინიანმა სააკაშვილის თამაშის გამეორება, ანუ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და მისთანები დაიწყო.

აზერბაიჯანი, რომელმაც ყარაბაღი დაკარგა რუსეთის გამო, არასდროს წასულა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ელოდება მოლაპარაკებების შანსს, მათ მშვენივრად იციან, რომ რუსეთის გარეშე ყარაბაღის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
შარშან ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ აზერბაიჯანმა ლამის აიღო ყარაბაღი. პუტინმა უბრძანა, გაჩერებულიყვნენ და ომი შეწყდა. იგივე ხდება დნესტრისპირეთში.

იაპონია, უზარმაზარი ქვეყანა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ნახევარი მსოფლიო მოლაპარაკებებით ცდილობენ რუსეთთან ურთირთობების დალაგებას, ჩვენ გინებით ვაპირებთ პრობლემის მოგვარებას.

თუ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა ისეთი რამ, რომ, ვთქვათ, საუბედუროდ, გაიმარჯვა ნაცების რომელიმე კანდიდატმა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 20% ოკუპირებულ ტერიტორიებს დაემატება კიდევ 80%.

მოდით, ღიად ვილაპარაკოთ: დღეს საქართველოში მიმდინარეობს ორი ძალის ბრძოლა _ თურქული და რუსული ძალების. ის, ვინც ამბობს, რომ რუსეთს არ დაველაპარაკოთო, არის პროთურქული ძალა, ან არ გამოვრიცხავ, იყოს აზერბაიჯანული, ან სომხური ძალა. აქედან არც ერთს არ აწყობს, საქართველომ სიტუაცია დაალაგოს რუსეთთან. ადრე ქართველებს ეჭირათ სადავეები რუსეთში, ახლა სომხები არიან გაბატონებული. სომეხია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სომხებიც რაღაცას ცდილობენ სათავისოდ.

უკვე მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ ლავროვი უნდა გადადგეს და მის ნაცვლად მარია ზახაროვა დაინიშნება საგარეო საქმეთა მინისტრად, რადგან ბოლო პერიოდში, პაშინიანის გამო, ლავროვსაც მიაწერენ სომხეთში განვითარებულ მოვლენებს.
მოკლედ, რაც უნდა იყოს, ჩვენი ხსნა არის რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ეს ამ ხელისუფლებასაც უნდა, მგონი, რომ თქვას, მაგრამ ვერ ბედავს რატომღაც.

_ როგორ გაბედავს, როცა "ნაცმოძრაობა", ანუ მთავარი ოპოზიციური ძალა თითქმის საფლავში ჩაჰყვა მაკკეინს. ასეთ დროს რუსეთზე ხმის ამოღებას მართლაც დიდი ვაჟკაცობა უნდა.

_ მაკკეინი და აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი მამასისხლად იყვნენ გადაკიდებული. გურიაში თუ ვინმეს ძალიან გაუნაწყენდებოდნენ იცოდნენ თქმა: ჩემს კუბოსთან არ დავინახოო. იმდენად ბოღმით სავსე იყო მაკკეინი, სიკვდილის წინ დაუბარებია: ჩემს კუბოსთან არ მოუშვათ დონალდ ტრამპიო. მომაკვდავი უნდა ცდილობდეს, ყველას შეუნდოს. მაკკეინი კი ისეთი ღვარძლიანი იყო, სიკვდილის წინაც ვერ დაივიწყა ტრამპის სიძულვილი. ტრამპიც მისი დაკრძალვის დღეს გოლფის სათამაშოდ გაეშურა. ფეხებზე დაიკიდა მაკკეინი, ჩვენ კი საფლავში მივყვებით. პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე აპირებდნენ დაკრძალვაზე წასვლას, მერე მიხვდნენ, ეტყობა, ტრამპი არ მიდის და ჩვვენ სად მივეხეტებითო.

ტრამპის დაცვას კი არა, პარლამენტის "ოცნების" დეპუტატები და თვით პრემიერ-მინისტრიც კი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერას ვერ ბედავს. ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, გუნდი არ ჰყავს. 

– ბატონო ბიძინა, ვინც გიცავთ და თქვენი ერთგულია, მას გვერდით არ იკარებთ, ვინც გლანძღავთ და თქვენი და ამ ქვეყნის მტერია – მმართველ პოზიციებზე არიან წამოსკუპებული. ეს რა სამართალია?!


– რამდენი ხანია, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან თუ სხვა საშუალებებიდან, საიდანაც ხმა მიგვიწვდება, ვლაპარაკობთ: ხალხი, რომლებიც თქვენ გარს გახვევიან, თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მაგრამ რად გინდა, როგორც ჩანს, ივანიშვილამდე ჩვენი ხმა არ მიდის.
ამ არჩევნების წინ მარიხუანაზე რა ამბებიც ტრიალებს, ან ტელევიზიის დაბლოკვაზე რომ ყრანტალებს ზოგიერთი, არაა ეს მტრის გაკეთებული საქმე?
ასეთი მრჩევლები რომ ჰყავს ბატონ ბიძინას გვერდით, ხალხი, რომლებმაც არაერთხელ მისცეს უსარგებლო რჩევები, ყველა იდეა ჩააფლავეს, ასეთ ადამიანებს რატომ უჯერებს, ვერ გამიგია.

კიდევ ვიმეორებ, იგივე მოუვიდა გამსახურდიას, შევარდნაძეს და სააკაშვილსაც, გარემოცვამ უღალატა და გარემოცვამ დაღუპა. დასკვნები ხომ უნდა გამოვიტანოთ!

_ ახლა მომაგონდა: გამსახურდია თავის გარშემო კგბ-ს აგენტებს რომ პოულობდა. ლუსტრაციის კანონზე იყო ერთ ხანს საუბრები, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია?

_ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რუსეთში ბირთვული კვლევების ცენტრის კურატორი გახლდათ კგბ-ს ხაზით. ცნობილი ამბავია ეს. ვაშაძე რუსი პოლიტიკოსია, მთელი ცხოვრება ემსახურებოდა რუსეთს. სააკაშვილის ბიძა არ არის კგბ-ს გენერალი? სააკაშვილი და სააკაშვილისტები არ უჭერენ მხარს ვაშაძეს? წმინდა წყლის რუსული პროექტია ვაშაძე და სხვისკენ იშვერენ ხელს.

იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, თვით "რუსთავი 2"-ც რუსეთზე მუშაობს. აზიზღებს მოსახლეობას ყოველივე დასავლურს, არადა, დასავლეთში დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს და წესიერ ცხოვრებას, ამერიკაშიც რომ სიმპათიით სარგებლობს ტრადიციული ღირებულებები, დაამტკიცეს კიდევაც ტრამპის არჩევით და უარი უთხრეს ლესბოსელ ჰილარი კლინტონს.

ახლახან პოლონეთში ლუსტრაციის კანონი მიიღეს და ვინც საბჭოთა კგბ-ს თანამშრომელი იყო წარსულში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვერ დაინიშნებიან. ჩვენთან თანამდებობაზე კი არა, პრეიდენტობაზე იყრის კენჭს კგბ-ს თანამშრომელი და საარჩევნო კლიპებს იღებს.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
Yesterday, 18:30


ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც უფრო ახლოვდება შუალედური არჩევნები, მით უფრო მეტს საუბრობენ და შიშობენ კიდეც პროცესში უცხო ქვეყნების ჩარევაზე.
პოლიტოლოგები ცალკეული ფირმებისა და კორპორაციების სახელმწიფო საქმეებში ჩარევასა და გავლენაზეც საუბრობენ. ამიტომაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი კანონს. დადგენილებით, ნებისმიერ ფირმას, კორპორაციას თუ ცალკეულ პიროვნებას, ვისზეც ეჭვს მიიტანენ ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევაზე, მასალები გადასცენ სათანადო ორგანოებს და 45 დღეში დაუწესონ სანქციები სახელმწიფო დონეზე.

დონალდ ტრამპზე კიდევ ერთ დარტყმად შეაფასეს ექსპერტებმა მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მინაპორტის დათანხმება თანამშრომლობაზე სპეციალურ პროკურორ მიულერის საგამოძიებო ჯგუფთან, რომელიც არჩევნებში რუსულ კვალს იძიებს. დღემდე წაყენებული ბრალდებებით, მინაპორტს 10 წლამდე პატიმრობა ელოდებოდა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, შესაძლოა, მას ბრალდება დაუმძიმდეს. რა გახდა მისი თანამშრომლობაზე დათანხმების მიზეზი, უცნობია. სასამართლო პროცესები 16 ნოემბრიდან დაიწყება, როდესაც შუალედური არჩევნები უკვე ჩავლილი იქნება.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია _ ტრამპის მოწინააღმდეგეები ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ მისი დისკრედიტაციისთვის. ერთ-ერთმა პორნოვარსკვლავმა გამოსცა წიგნი (?!), სადაც, ყველაფერთან ერთად, ავტორის ტრამპთან ინტიმური ურთიერთობებიც არის აღწერილი. წიგნი ახლო მომავალში გამოდის. თეთრი სახლის ადმინისტრაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეტებია.
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება _ ავღანეთში 2003-დან 2006 წლამდე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ ქმედებებში დაადანაშაულა ამერიკელი სამხედროები. ტრიბუნალის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა აშშ-ის ადმინისტრაცია. უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებით, თუ ჰააგის მოსამართლეები აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრავენ საქმეს, თავადაც აღძღავენ საქმეს მოსამართლეების წინააღმდეგ. სანქციებითაც დაიმუქრა და საერთოდ არ ვითანამშრომლებთ ტრიბუნალთანო, განაცხადა. ექსპერტების თქმით, აშშ-ის დამოკიდებულება ჰააგის ტრიობუნალის მიმართ საფრთხეს უქმნის მსოფლიოში საერთაშორისო სამართალს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკვე პირდაპირ ემუქრებიან სირიას, ირანსა და რუსეთს. თუ იდლიბის პროვინციაში ტერორისტებზე განახორციელებენ შეტევას, ასეთ შემთხვევაში მათი ჯარები დაუპირისპირდებიან სირიისა და რუსეთის სამხედროებს. გასული კვირის ბოლოს ისრაელის მხრიდან განხორციელდა დამასკოს აეროპორტზე სარაკეტო შეტევა, მაგრამ სირიის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა რაკეტები და ობიექტი უვნებლად გადარჩა. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები უკვე მიუახლოვდნენ სირიის საზღვრებს. თურქეთმაც გააძლიერა სამხედრო კონტინგენტი სამხრეთის საზღვრებთან, იდლიბის მიმართულებით. პენტაგონი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე არ საუბრობს, რაც ტრამპის გაღიზიანებას იწვევს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისზე ზუგრსუკან განაცხადა: "…ცოფიანი კი არა, ზომიერი ქოფაკი ყოფილაო". მათივე ცნობით, საგარეო პოლიტიკის საკიტხებს მასთან აღარ ათანხმებსო. ამერიკელი მიმომხილველები ვარაუდობენ, არჩევნების შემდეგ ჯეიმს მეტისს თანამდებობას დაატოვებინებსო.

გასული კვირის მთავარი მოვლენა რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში უკვე მეოთხედ გამართული აღმოსავლეთ ქვეყნების ეკონომიკური ფორუმი გახლდათ. საკვანძო საპორტო ქალაქი ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ არენად იქცა. იმის გარდა, რომ 60-ზე მეტი ქვეყნის 6 ათასზე მეტი ბიზნესმენი იმყოფებოდა, ფორუმს ჩინეთის, მონღოლეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ხელმძღვანელებიც ესტუმრნენ. პოლიტოლოგებმა ფორუმი ხუთი ქვეყნის სამიტად მონათლეს. პრესისთვის ეკონომიკურმა საკითხებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ბიზნესმენები გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, დაწვრილებით ტრადიციულად არ საუბრობენ, კომერციულ საიდუმლოებად რჩება. თუმცა, როგორც იუწყებიან, საკმაოდ ბევრი სოლიდური კონტრაქტი გაფორმდა. ფორუმის დასრულების შემდეგ სტუმრები კმაყოფილები იყვნენ.

ფორუმი პოლიტიკურ ჭრილშიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ხუთივე ქვეყნის ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიისა და ჩინეთის პირველ პირებს ერთმანეთთან პირისპირ 7 წელი არ უსაუბრიათ. ვლადივისტოკში კი სინძო აბე და სინ ძინ პინი ერთმანეთს დიდხანს ესაუბრნენ.

სამხრეთ კორეის დელეგაციას წლეულს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. მან პრეზიდენტის ჩაუსვლელობის გამო ბოდიში მოიხადა. პრეზიდენტის მოუცლელობის მიზეზი გასაგებია _ უახლოეს მომავალში, შემოდგომაზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა და ორივე კორეაში დიდი სამზადისია. სამხრეთელმა პრემიერმა ფორუმზე თავის სიტყვაში ერთობ საინტერესო ფრაზა თქვა: `…ვლადივოსტოკში ახლა თვითმფრინავით ჩამოვედი თ. მოხარული ვიქნები და ვისურვებდი, გაისად რომ მატარებლით ჩამოვიდე~. აღსანიშნავია, რომ მატარებლით სამხრეთიდან ვერსად წავლენ, თუ ჩრილოეთ კორეის ტერიტორია არ გაიარეს. გამყოფ ზონაში სარკინიგზო ხაზი აყრილია. სავარაუდოდ, პრემიერმა დიპლომატიურად მიანიშნა, რომ გაყოფილი კორეის გაერთიანებას თუ არა, დაახლოებას ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის სასტიკი წინააღმდეგია აშშ-ის ადმინისტრაცია.

სენსაციად იქცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს საჯარო დიალოგი. იაპონელმა სტუმარმა აღნიშნა, რომ პუტინს უკვე 22-ედ ხვდება და ისურვა ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესება და სადავო საკითხების მოგვარება. რუსეთის პრეზიდენტმა იქვე შესთავაზა, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. "…ახლავე თუ არა, წლის ბოლომდე მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო აქტს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და შემდეგ დავიწყოთ სადავო საკითხების მოგვარებაზე მუშაობა. ჩინეთთანაც გვქონდა უთანხმოება სხვადასხვა საკითხებში, მაგრამ შევძელით მოგვარება", _ უთხრა სტუმარს. აბეს არაფერი უპასუხია. თუმ, ცა მათი საუბარი კულუარებშიც გაგრძელდა. მართალია, იაპონელ პოლიტიკოსთა ნაწილი წინააღმდეგია, უპირობიოდ გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ მომავლის განჭვრეტა ძნელია.

ჩინეთისა და რუსეთის მჭიდრო ურთიერთობა არახალია. ფორუმზე მათი მეგობრობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა და სინ ძინ პინმა ქალაქში გაისეირნეს. ერთ-ერთ კაფეში სტუმარ-მასპინძელმა `ბლინები~ თავად მოამზადეს, ხიზილალასთან ერთად მიირთვეს და არაყიც დააყოლეს. სწორედ რუსეთ-ჩინეთის დაახლოება აღიზიანებს აშშ-ის ადმინისტრაციასაც. ამიტომაც, ფორუმი ჯერ დასრულებული არ იყო, ამერიკულმა მხარემ ჩინეთს კიდევ უფრო გაუმკაცრა სანქციები. აშშ-ის პრესის ინფორმაციით, ამ კვირაში რუსეთის მიმართაც გაამკაცრებენ სანქციებს.

ვლადივოსტოკის ფორუმის პარალელურად, რუსეთში მიმდინარეობდა სამხედრო სწავლება "აღმოსავლეთი 2018", სადაც რუს სამხედროებთან ერთად ჩინელი და მონღოლი სამხედროები მონაწილეობდნენ. მსგავსი მასშტაბის მანევრები 1981 წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღარ ჩატარებულა. დასავლური პრესის შეფასებით, რუსეთმა ძალის დემონსტრირება მოახდინა და, ფაქტობრივად, ამერიკული მხარე გააფრთხილაო. წვრთნები პუტინმაც მოინახულა და კმაყოფილი დარჩა. რას მოუტანს მსოფლიოს ორი დიდი ქვეყნის "კუნთების თამაში" ძნელი სათქმელია.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილება უკვე აშკარა ხდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტმა ჰოლანდიელი დეპუტატის წინადედებით მიიღო დეკლარაცია _ ხმის უფლება შეუჩერდეს უნგრეთს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყანას ევროპარლამენტში ხმის უფლებას ართმევენ. თუმცა გამორიცხული არ არის, სხვა "ურჩმა" ქვეყნებმაც გაიზიარონ უნგრელების ბედი, განსაკუთრებით მათ, ვინც ეწინააღმდეგება მიგრანტების მიღებას. მიგრანტების მიერ ევროპის ქვეყნებში ამდენი დანაშაულის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ მელას მართლაც უყვარს თავისი მახრჩობელა.

გია ბურდული

მეტის ნახვა
Yesterday, 17:30


ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან მამა ბასილ მკალავიშვილთან.

_ მამაო, როგორც ვხედავთ, დღეს ურთულესი ვითარებაა, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკლესიაში. როგორია ამ მხრივ თქვენი მოსაზრება?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი.
ჩემო ძვირფასო, მართლაც გული მტკივა და შეძრწუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის ასეთი დაცემით, რამეთუ ჩვენ თვალწინ ნადგურდება ყოველივე და რატომღაც ეს გასაჭირი არ აღელვებთ პოლიტიკოსებს.

მინდა სიმართლე მოგახსენოთ: თავი და თავი ამ უბედურებისა არის ის, რომ მოყოლებული 2003 წლიდან დღემდე, საქართველოს ბედს განაგებს არაფორმალური მმართველი, ჯორჯ სოროსის აგენტები, საქართველოს ციხეში რვა კაცის მკვლელი, მართლმადიდებლობის უბოროტესი მტერი, ქვასროლია ბოკერია. ის იქამდე გაკადნიერდა, რომ მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს თავად იბარებს დაკითხვაზე, როცა თავად არის დასაკითსი მის მიერ ჩადენილ შავბნელ საქმეთა გამო.

ეს ჯალათი სინოდის კრებებს ზედამხედველობდა და თავისი სურვილისამებრ წყვეტდა ყველა საკითხს. ვაი, სირცხვილო!
ვეკითხები ერს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ მოღალატის ბოგინი. სამწუხაროდ, გიგა ბოკერია და ძმანი მისნი გახდნენ დღევანდელი ხელისუფლების სახე. ნაცვლად იმისა, რომ ბოკერია ციხეში იჯდეს და ცოდვებს ინანიებდეს, აქეთ დაგვცინის და გვემუქრება. აი, ბედის ირონია…

_ მამაო, რას იტყვით მარიხუანას ლეგალიზაციაზე?

_ მე მგონი, ჩვენს მთავრობაში უკვე ნორმალურად ვეღარ აზროვნებენ. როგორ შეიძლება გულში გაივლო ასეთი მკრეხელობა. ეს ხომ დამღუპველია ერისთვის, ეს ხომ ისეთ არეულობას გამოიწვევს, ისეთ სიბილწეს შემოიტანს ქვეყანაში, წარმოდგენაც შეუძლებელია. ათეული წლების წინ მარტო, მრევლთან და აკადემიკოს გურამ შარაძესთან ერთად ვებრძოდით ყოველგვარ უმსგავსობას. მაშინ დუმდა სრულიად საქართველო, ეკლესია. ბატონი გურამი დახვრიტეს, მე 5 წლით ციხეში გამომამწყვდიეს და სარბიელი სექტანტებს დაუთმეს, რის გამოც დღეს მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ვინც ამ საწამლავს მიიღებს, ისინიც ხომ ღვთის შვილნი არიან. ხელისუფლებავ, ნუთუ ასე გძულთ თქვენი ერი, საზოგადოება, რომელთა მეშვეობით ზიხართ თბილ სავარძლებში, ასე რატომ იმეტებთ? მინდა ხმა მივაწვდინო ქართველ ხალხს, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ტელევიზია ყოფილი მხედრიონელების ხელთ არის, რომლებიც თითქოს მართლმადიდებლობისთვის დევნულთ იცავენ, როცა მე, საერთოდ არც მახსენებენ.

_ მამაო, ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ ლგბტ-ის წარმომადგენლები. რას გვიქადის ყოველივე ეს?

_ არანაირი გამართლება, არანაირი კომპრომისი უმსგავსოთა მიმართ, ვინც მათ თანაუგრძნობს და გვერდით დაუდგება, სოდომ-გომორის თანამონაწილეა.
ვაფრთხილებ ფაქტობრივ ხელისუფლებას: მკაცრად აკრძალეთ საქართველოში ეს დამღუპველი სენი. გააცნობიერეთ, ამერიკის ზოგ შტატში, ევროპის ქვეყნებში, სადაც დააკანონეს ეს სიბინძურე, როგორ ისჯებიან ღმერთისგან წყალდიდობებით, ქარიშხლებით. თუმცაღა, იქედან გამომდინარე, რომ ეს სიბილწე ფეხს იკიდებს საქართველოში, დამსახურებული ღვთის სასჯელი არ გვაკლია. კიდევ ბევრს გვითმენს უფალი, მაგრამ ის გულმოწყალეა, ხედავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი, რომლებიც მთელი არსებით ემსახურებიან უფალს, ებღაუჭებიან ღირსეული წარსულის ფესვებს და ცდილობენ, შეინარჩუნონ ერის მონაპოვარი, მზაობას აცხადებენ, იარონ ქრისტეს ეკლიან, წინააღმდეგობებით სავსე ვიწრო ბილიკზე.

_ მამაო, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაციები იმის შეახებ, რომ ბათუმში და აჭარის რაიონებში ხულოში, ქედაში და სხვაგან არსებულ მეჩეთებთან შექმნილია სკოლები, მედრესეები, სადაც ამზადებენ ქართველ ვაჟებს 20–30, ზოგ სკოლაში ასი მოსწავლეც არის. შემდეგ გადაჰყავთ თურმე თურქეთში. ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ხართ?

_ მეტად საინტერესო საკითხია. ტრაგიკული წარსულით და სამწუხარო აწმყოთი, რომელზეც მოკლედ ვერ გიპასუხებთ, რამეთუ ეს ჩემი და ყველა ქართველის გულისტკივილია.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში მრავალი მეჩეთია, კვლავ შენდება თურქი დამპყრობლის აზიზიეს მეჩეთი, რომელიც თურმე ქართული ფულით უნდა აშენდეს. უფრო მეტიც, მთავრობის მაღალი ეშელონების ზოგი წარმომადგენელი აცხადებს, რომ 10–20–30 მილიონს მიახმარს მშენებლობას. ეს მაშინ, როცა უამრავი ავადმყოფი, ინვალიდი ბავშვი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება, ან რამდენი დაუცველი მოხუცი მედიკამენტების უქონლობის გამო სულს ღაფავს.

აჭარაში აქტიური ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც აქტიურ ფაზაში შევიდა პირწავარდნილი სააკაშვილის დროს. ბათუმი ოკუპირებულია. აჭარის რეგიონში მეჩეთებთან გახსნილია მედრესეები, სადაც ქართველ ბიჭებს ამზადებენ, მერე თურქეთში გზავნიან. იქიდან კი ხოჯებად და მოლებად ბრუნდებიან, ყურანს ქადაგებენ, აგრესიას ამჟღავნებენ მართლმადიდებლობის მიმართ. აჭარის ახალგაზრდებს მუსლიმანურად ნათლავენ. ეს ხომ ერის ასიმილაციაა. თურქებს უზარმაზარი ტერიტორიები აქვთ მიტაცებული. ისმის კითხვა: არა ვართ ანექსირებული? ტერიტორიულად, ზნეობრივად, სულიერად.
ხალხო, ჩვენს თვალწინ, წინაპრების სისხლით გაპოხიერებულ მიწას ინაწილებენ და მკვიდრდებიან, ძირძველ კულტურას, ტრადიციას, ზნეობას, ოჯახის სიწმიდეს გვიბღალავენ, ყოველივე ქართულ გვართმევენ და, რაც მთავარია, ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებენ.

ჩვენ ვამაყობთ სახელოვანი წინაპრებით, რომელთაც სიცოცხლის ფასად გადმოგვაბარეს ყოველივე. ჩვენც ხომ ვიქცევით წინაპრებად. რით იამაყოს მომავალმა თაობამ? ყოველივე ნიშანდობლივი, წარხოცილია და გაცამტვერებული.

თურქებს ყოველგვარი უფლებები აქვთ ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. მათ ტერიტორიაზე კი ქართული სანომრე ნიშნების მანქანებს ტურისტებად ჩასულს არ ატარებენ, თვითონ გადაჰყავთ, ჩვენს მანქანებს აჯარიმებენ კიდეც. საქართველოს ისტორიას ასეთი გასაჭირი არასოდეს ჰქონია. ბათუმს საქართველოდ აღარ აღიქვამენ. ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში ლტოლვილები, უუფლებონი ვართ.

ახლა თურქებმა გადაიღეს ერთობლივი ფილმი "ხიდი", რომელიც, როგორც ამბობენ, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორი ისტორიული მეგობრობა, სიყვარული გვქონია, როგორ გვეხმარებოდნენ, გვიცავდნენ რუსი აგრესორებისგან. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს ხომ ყოველი ჩვენგანისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. თურქეთი არნახულ დაფინანსებას აძლევს სულგაყიდულ ქართველთ, რომლებიც სიამაყით აცხადებენ: `ფილმს ვიღებთ ქართულ-თურქულ ისტორიულ ძმობასა და მეგობრობაზეო~. სწორედ ამიტომ გვიკრძალავენ თურქები `დიდგორობის~ გამართვას, თურმე ამით მათი თავმოყვარეობა ილახება.

_ მამა ბასილ, მსოფლიო პატრიარქზე რას იტყვით _ ბართოლომეოსი ეკუმენისტია.

_ მთელმა მსოფლიომ იცოდა, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი რომ ეკუმენისტი იყო - აღმოსავლეთის პაპიზმის მიმდევარი. დღეს კი მან ღია ბრძოლა გამოუცხადა მართლმადიდებლობას. ამასაც მოვესწარით. მისი მიზანია მართლმადიდებლობაში ლიბერალური ტენდენციები შემოიღოს. ეს დასაწყისია უკომპრომისო ბრძოლისა ეკუმენიზმსა და ქრისტეს რწმენას შორის. ის შენიღბულად აღარ მოქმედებს. არჩევანი გაკეთებული აქვს, რამეთუ აშკარად ებრძვის ჭეშმარიტ ღმერთსა და მის მიმდევრებს. წილნაყარია ეშმაკთან. მოითხოვს ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება დიდი სჯულის კანონს, უფლის დადგენილ დოგმატებს. ეს პროცესი დასაბამია თითოეული ჩვენგანის გამოცდისა. რას ავირჩევთ, ქრისტეს მძიმე ჯვარს თუ დროებით, მიწიერ პურს… სწორედ ახლა, როგორც არასდროს, ჟამი არს მართლმადიდებელთა კონსოლიდაციისა, ერთიანობისა. სწორედ ახლა არს ზეციურ ძალთა მზერა მოპყრობილი საქართველოს ეკლესიისკენ. ვინ იქნება ის ღვთისნიერი, რომელიც იტვირთავს მძიმე ჯვარს და წარუძღვება ერს. პირველ რიგში, ვინ განწმენდს ეკლესიას უკეთურთაგან, შემდეგ ერთ მუშტად შეკრავს ერს, როგორც ქრისტემ შემატა დაკარგული ცხოვარი თავის ბაკს. ვინ იქნება ის ჭეშმარიტი, რომელიც ღირსეულად მიუმძღვანებს უფალს ქართველთ, როგორც ეს წმიდა ნინომ აღასრულა? ვევედროთ ყოვლადწმიდა დედას, გაგვაძლიეროს, განსაცდელის ჟამს თავისი კალთა გადმოგვაფაროს, იყოს შუამდგომელი ჩვენსა და ღმერთს შორის, რათა უზენაესს ერთობით ვაღიარებდეთ.

რაც ჩვენს თავს დღეს ხდება, ყოველივე თავსდატეხილი განსაცდელი შედეგია 2014 წლის 25–29 ივნისს სტრასბურგში ხელმოწერილი მემორანდუმისა. იმ საბედისწერო დოკუმენტში ისეთი ამაზრზენი პუნქტებია ჩადებული და გულისხმობს, პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველგვარი ტრადიციული სარწმუნოების დასამარებას. მისი წაკითხვაც კი შოკისმომგვრელია, არათუ შესრულება.

ამას მოჰყვა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ხმის უმრავლესობით მიიღო. ეკლესიამ კი ცალსახად პოზიცია დააფიქსირა.
საპატრიარქო რომ თავის სიმაღლეზე იდგეს და ღმერთისგან დაკისრებულ ფუნქციას ასრულებდეს, ამ უკიდეგანო უფსკრულის პირას არ აღმოვჩნდებოდით. სააკაშვილის დროს ეკლესია მართული იყო, თავის ნებაზე ატრიალებდნენ. ახლა იქ ისეთი ქაოსია, ძნელი გასარკვევია, რა ხდება.

ქართველი ხალხის, ყველა მართლმადიდებლის სახელით მივმართავ, როგორც ხელისუფლების, ასევე ეკლესიის მესვეურთ: პირადი ინტერესები გვერდზე გადადეთ, გეყოთ,. რაც დააგროვეთ. ხალხის ცხოვრებით იცხოვრეთ, ყოველივე დროებითი და წარმავალია. ყველას საშინელი სამსჯავრო მიგველის. მიხედეთ დაბეჩავებულ ხალხს, გადაირჩინეთ სული!

ღმერთმა დაგლოცოთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
23-09-2018, 09:30


(გაგრძელება. დასაწყისი "ს.გ" N28-32)

ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილიდან მცირე ამონარიდით დავიწყებ – ვისთან ვერ ვითანამშრომლებ? წერს ბატონი ბიძინა 2011 წლის მიწურულს და იქვე აკონკრეტებს:
"ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ".

ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმთან გარიგებულთა ვინაობა ღიად დაასახელა, პირადად ჩემთვის ჩამონათვალი მოულოდნელი არ ყოფილა – მაგალითად, "ახალ მემარჯვენეებზე", გიორგი თარგამაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე, გია თორთლაძეზე, პაატა დავითაიასა და სხვებზე საზოგადოებაში მანამდეც არსებობდა ეჭვები, მოულოდნელი იყო "ლეიბორისტებისა" და შალვა ნათელაშვილის ხსენება მათ გვერდით. ბიძინა ივანიშვილის წერილის ეს თავი ასე მთავრდება:
"დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ".

ივანიშვილმა დასაწყისიდანვე უარი თქვა ნათელაშვილთან თანამშრომლობაზე და როგორც დრომ გვიჩვენა, არც რაიმე სახის რევიზიას ჰქონია ადგილი. ქარდავები, დავითაიები, თორთლაძეები და სხვები რომ ყოველთვის სააკაშვილის "პადელნიკები" იყვნენ და დღესაც არიან, ეს ვიცოდით და ვიცით, მაგრამ შალვა ნათალაშვილი, კაცო, შალვა, რომელიც 2007-ში (როცა მიშა დასაჭერად დასდევდა) სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა, რომელიც რუსეთის აგენტად იყო შერაცხული?! არა, კი დადიოდა რაღაც ჭორები, მიშას საკრებულოს თავმჯდომარეობა მიჰყიდაო, კაი "მაყუთი" აიღოო, მაგრამ ჩემთვის ამის დაჯერება მაინც წარმოუდგენელი იყო და ამის თაობაზე ბატონ ბიძინას ვკითხე კიდეც. პასუხი ასეთი გახლდათ:

- ვინ უნდა დავიყენო გვერდით, გაყიდული შალვა ნათელაშვილი, 2007-ში ფორმალურად რომ დარბოდა და იმალებოდა?!
- აი, შალვაზე ვერ წარმომიდგენია, რომ გაყიდული იყოს, სააკაშვილს ებრძვის გააფთრებული.
- მე წარმომიდგენია და ვიცი!
`ლეიბორისტების~ ოფისი. შალვა ნათელაშვილის კაბინეტი. მე ვცდილობ, დავამშვიდო აღელვებული შალვა, მაგრამ არ გამომდის:
- ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილსა და სააკაშვილს დაუკვეთა ჩემი მკვლელობა!!!
– შალვა, მე მგონი, აჭარბებ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა შენი მხრიდან.
- ნახე, რას აქვეყნებს ცნობილი საიტი "ვიკილიქსი", ეს არის ამერიკელი დიპლომატის წერილი გაგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში: "საქართველოში
ამერიკის ელჩმა, ჯონ ტეფტმა მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით დაურეკა. ტეფტმა და საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის შესახებაც ისაუბრეს. სააკაშვილმა უთხრა ელჩს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს შალვა ნათელაშვილი თავის ოჯახთან ერთად ცხინვალის გავლით რუსეთში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ნათელაშვილი კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რუსულ ფულს იღებდა იმისთვის, რომ 2 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციები ხელისუფლების დასამხობად გამოეყენებინა". ნახე, როგორი გეგმა იყო, მე უნდა გავქცეულიყავი ცხინვალის გავლით, რუსეთის მიმართულებით და ჩამცხრილავდნენ საზღვარზე. ამ ყველაფერში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილი, ის არის მკვლელი, ქილერი, მას ბევრი ჰყავს გასტუმრებული ამ ქვეყნიდან. მე ხომ არაფერს ვიგონებ?!

- აქ ივანიშვილი რა შუაშია? როგორც ვხედავ, ტეფტი მას საერთოდ არ ახსენებს.
- სააკაშვილი ელაპარაკება ტეფტს და ისიც აგზავნის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ წერილს. აი, რა დონის გულუბრყვილო ვარ, კაცს ჩემი მოკვლა აქვს შეკვეთილი და მე პრემიერ-მინისტრად ვასახელებ. პრემიერ-მინისტრად დავასახელე კაცი, ამხელა პიარი გავუკეთე მთელ მსოფლიოში და მადლობის სანაცვლოდ აგერ, ტყვიას მესროდა თურმე!
- საინტერესოა, რატომ დაასახელე პრემიერობის კანდიდატად, რა აზრი გქონდა ამაში ჩადებული?
- ნესტან კირთაძემ მირჩია.


ალბათ, დამეთანხმებით, ეს უკვე შეურიგებელი მტრობაა. შალვა ნათელაშვილი განიცდის, ნერვიულობს, ივანიშვილს აკრიტიკებს, ლანძღავს, ყველგან უჩივის, ამერიკაშიც, ევროპაშიც, კერძოდ – ჰააგაშიც, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ ვერაფერი დააკლო. თუ ნინო ბურჯანაძე უფრო დელიკატურია და დიპლომატიის რაღაც დონეს მაინც ინარჩუნებს მილიარდერის მიმართ, ნათელაშვილი ყველაფერზე მიდის. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს მომენტს, სატელევიზიო გამოსვლების დროს არ გაკენწლოს ნათელაშვილი. აშკარაა, ამ ჭიდილში ივანიშვილი იგებს, მისი პირველივე წერილის შემდეგ "ლეიბორისტებში" იწყება რყევები, პარტიიდან მიდიან მნიშვნელოვანი ფიგურები – კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და სოსო შატბერაშვილი. ისინი თავიანთ ყოფილ ლიდერს ადანაშაულებენ ფულის აღებასა და ათასგვარ მაქინაციებში. რასაკვირველია, არ არის ლამაზი, როცა თანამებრძოლები ასე შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი სამწუხარო რეალობა. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს შალვა ნათელაშვილმა, ჩემი პარტია ამ ადამიანების წასვლით არ დაზარალდაო, ივანიშვილმა ვერაფერი დამაკლო, ვერ ჩამძირაო, ეს იქნება მტკნარი სიცრუე. "ლეიბორისტების" ლიდერი იმაზე მეტად ფიცხია, ვიდრე პოლიტიკური მოღვაწე უნდა იყოს, ის ხშირად გადადის გაუწონასწორებელ მდგომარეობაში და უშვებს უამრავ შეცდომას.

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ურყევი დამოკიდებულებისა, შალვა ნათელაშვილს ჰქონდა შანსი, შეენარჩუნებინა სოლიდურობა, აეღო კურსი სიდინჯისკენ, რათა თავადვე არ გაენადგურებინა ჯიბეში ჩადებული გარკვეული რეიტინგი, რაც სრულიად საკმარისი იყო ხოლმე პარლამენტში მოსახვედრად. არა, მან ეს ვერ და არ გააკეთა, სრულად ავარდა `ფინთი გოიმივით~ და 2012 წლის შემდეგ თავისი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ ივანიშვილი არ ტყუოდა, უნებლიედ თავადვე "გააპრავა". სულაც რომ მართალი ყოფილიყო არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ უფალთან და ერთან, წუპაკი `"ნაციონალების" გვერდით მაინც არ უნდა დამდგარიყო. ბოლოს და ბოლოს, ქარდავებთან, დავითაიებთან, მაჭუტაძეებთან, ვაშაძეებთან, გვარამიებთან და ათასი ჯურის უნიჭო ავანტიურისტებთან რომ დადგები, სააკაშვილთან ხარ გარიგებული, აბა, რა ხარ?!

წინა საპარლამენტო არჩევნების დროს დავწერე, "ლეიბორისტული პარტია" ვერ გავა, დაახლოებით 5 პროცენტს აიღებს-მეთქი. მაშინ შალვამ დამირეკა და "შემაჩვენა" – მეგონა, თუ არ გიყვარდი, პატივს მაინც მცემდიო. შალვა, მიყვარხარ და პატივსაც გცემ, მაგრამ რეალობა ასეთია, მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი. ჩემი პროგნოზი გამართლდა. შალვა ისე იყო გაღიზიანებული, ყვიროდა, ივანიშვილს ცულით მივუვარდები თავის შუშის სასახლეში და თავს მოვაჭრიო. გრაფიკიდან ამოვარდნილმა ნათელაშვილმა ივანიშვილს ვერა, მაგრამ თავად კი მოიჭრა უამრავჯერ თავი – ჭორების გავრცელება იქცა მის მთავარ ხელობად, სადაც კი რამე საეჭვო თემა წამოიჭრება (მაგალითად ნარკოტიკები), ეგრევე ბერა ივანიშვილს მიაწერს, არიქა, ეგ "კრიშავსო". შემდეგ კი რამდენიმე საათში ირკვევა, რომ ბერას არანაირი კავშირი არ აქვს იმ საქმესთან. რომ გითხრათ, შალვას ნათქვამ სიტყვას შედეგი არ აქვს-მეთქი, მოგატყუებთ, აქვს სადღაც 3–5 პროცენტის ფარგლებში, რაც ნამდვილად აღარ არის საკმარისი, რათა პოლიტიკაში "იბაირამო". ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს, რომ შალვა ნათელაშვილი, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა მშვენიერი რეიტინგი, ვიღაც მაჭუტაძის დონეზე დაეშვა და იმ პოზიციებიდან გამოუცხადა ომი ბიძინა ივანიშვილს. ამით მან გაუშვა ხელიდან დიდი შანსი, რომ ქართულ პოლიტიკაში დარჩენილიყო სოლიდურ პიროვნებად და ივანიშვილთან ელაპარაკა ცოტა სხვა სიმაღლეებიდან. შალვა, ჩემო მეგობარო, შენ შეგეშალა, ბიძინამ გაგიგო, გაგთქვა და ამიტომაც შეიძულე სამარადჟამოდ. თუმცა მანამდე სცადე, "პლასტინკა" შენებურად დაგედო, გამოხვედი და პრემიერ-მინისტრობა შესთავაზე. არ დატრიალდა "პლასტინკა" შენებურად, ბიძინამ სულ სხვა სიმღერა დაუკვეთა და მოდი, ვთქვათ სიმართლე, კაი გვარიანადაც მიგაფარჩაკა. მაპატიე, არ მინდოდა ამის თქმა, უბრალოდ შენმა გამოხტომებმა მაიძულა… აი, ამას წინებზე რაღაც ვიდეო ვნახე რომელიღაც სატელევიზიო გადაცემიდან ამოჭრილი, სადაც ივანიშვილს მახინჯს უწოდებ – ტიპი ისეთი მახინჯია, დაკომპლექსებული იყო და საზოგადოებაში თავს ვერ ყოფდა, გარეთ ვერ გამოდიოდაო. ჯერ ერთი, ივანიშვილი სულაც არ არის საფრთხობელა და მეორეც – ასეთი ლაპარაკი რა კაცის საქმეა, ამით რას მიაღწევ? ვერაფერს, რაც აქამდე პოლიტიკური ქულები მოგინაგრებია, თუ უკვე არ გაგიცამტვერებია, ნულამდე დაიყვან.

გელა ზედელაშვილი
(გაგრძელება იქნება)

მეტის ნახვა
22-09-2018, 17:30


თქვენი არ ვიცი და… მე ამხანაგი გრიგოლ ვაშაძე თავისი ჰაბიტუსით ფილმ "ღიმილის ბიჭების" ერთ-ერთ პერსონაჟს — ბეთჰოვენას მაგონებს. ერთი ეგაა, ბეთჰოვენა, რომელიც ვიოლინოს თანხლებით დადიოდა და სულ ცაში იყურებოდა, უფრო კეთილშობილი გახლდათ. მას მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო, ვიოლინო გადადო და ფრონტის ხაზზე წავიდა.

პრინციპში, ვაშაძეც ჩამოვიდა ფრონტის ხაზზე რუსეთიდან, როცა სამშობლოს დასჭირდა, მაგრამ ეს საქმე ცოტა ვირეშმაკულად გამოუვიდა — თან პატრიოტულს მიაწვა, თან რუსული პასპორტი ვერ დათმო, თან პროდასავლური კურსი აიღოსავით. ერთი სიტყვით, რამდენიმე ცხენზე ერთდროულად ჯდომა მოინდომა და აერია რამსები — თან რუსებს ლანძღავდა 2008-ში, ეს რა გვიქენით, თქვე ბოზებოო, თან კიდევ წერილი გააგზავნა რუსეთის კულტურის სამინისტროში — არიქა, ჩვენი ერები კულტურულად უნდა დავაახლოვოთ, ერთობლივი კონცერტები გავმართოთო… უი, არა, არა, თქვენ ნუ შეწუხდებით, მომღერლებსა და მოცეკვავეებს ჩვენ გამოვაგზავნით, თქვენ მხოლოდ ტაში დაუკარით, რომ ძმობას, ერთობას და სოლიდარობას უფრო ღრმა საფუძველი ჩაეყაროსო. დიახ, ეს წერილი იწერებოდა მაშინ, როცა გორი, ახალგორი და მიმდებარე სოფლები ჯერ კიდევ ცეცხლის ალში იყო გახვეული.

დღეს ამხანაგ გრიგოლს თავის ბიოგრაფიასაც უხსენებენ — შენა, კაცო, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრე 1981-ში… 1990 წლამდე, როცა საქართველო საბჭოთა იმპერიას ებრძოდა და ჩვენი ახალგაზრდობა ტანკებით გადათელეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში იყავი მოკალათებული, ახლა იმ ნიგერიელისა არ იყოს, ტელევიზორში აქეთ რომ დაგვამუნათა, რა "ფრითენზიები" გაქვსო? აბა, რა გითხრათ… შენიშვნა სამართლიანია, ამხანაგი გრიგოლი ვერც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მოიყვანა აზრზე და ისე იყო წამოპლაკული საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, ისე გახდა დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი, ისე ჩააგრიალა ცხოვრება 2008 წლამდე, გეგონება არც არაფერი მომხდარა. ჰო, კიდევ იმას საყვედურობენ, იმ ბირთვულ რაღაცაში რომ მუშაობდი, მანდ კაგებეს გარეშე არ მიგიღებდნენ, ვის ატყუებ, რომ ვითომ პროდასავლელი ხარო? ვერაფერს იტყვი, ესეც სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ ამხანაგი გრიგოლი მაინც იძახის, ჩემი წილი რუსეთი ჩემია, ჩემშია, ვერავინ წამართმევსო. რასაკვირველია, მისი წილი რუსეთი მასშია, მისია და ვერც ვერავინ წაართმევს. ან კი რატომ უნდა წაართვას?!

შემდეგ, როცა ამხანაგი გრიგოლი უმუშევარი დარჩა, რაღაც ბიზნესი წამოიწყო. ბიზნესი კი არა, სინამდვილეში ეს იყო საკუთარი მეუღლის პიარ-მენეჯერობა, სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს უგეგმავდა. მამუკა გამყრელიძემ, მიშას დროს ჩინეთში ელჩად რომ იყო გამწესებული, "კავკასიის" ეთერში თქვა: გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე დიდი გამოცდილება ცოლის სამსახურში მიიღოო. ჰა, ჰა, ჰა… გაიგონეთ? ცოლის სამსახურში მიიღო დიდი გამოცდილებაო. დიახ, სწორედ ამაზე ამბობს ზაალ უდუმაშვილი, ამხანაგ გრიგოლს რომ ვუყურებ, კლასი, გამოცდილება და ცოდნა ზედ აწერიაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მიხა სააკაშვილს მისივე ნათელ-მირონმა ნინო ანანიაშვილმა სთხოვა, ჩემი პიარ-მენეჯერობით ბევრი არაფერი გამოდის, ქმარი უნდა დამისაქმოო. იმან უთხრა, არ არი პრობლემაო და 2008 წელს ეგრევე მოსვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად, ბოლოს კი საგარეო საქმეთა მინისტრად. აი, კლასი… აი, გამოცდილება… აი, ცოდნა-განათლება!

თუმცაღაააა… ამხანაგი გრიგოლი მაინც არაადექვატურია, ხშირად ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, კაცს რუსი ვანია გეგონება. თუნდაც ის ვთქვათ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჟურნალისტებს რომ წამოუწვინა: უკვე ЗАЕБАЛИ, ანუ უკვე ტვინი მოტ…ანითო!
მას შემდეგ, რაც გრიგოლმა საპრეზიდენტო ხეტიალი დაიწყო, ბევრი მიჰქარა, ანუ ბევრი თავხედობა ჩაიდინა. მაგალითად, ჩავიდა კახეთში და რამდენიმე დედაკაცს ეუბნება, ყველა ყურით მოათრიეთ საარჩევნო უბნებშიო. ჰმ… სადაა, ბიჭო, ყურით მოსათრევი ხალხი კახეთში? ან სამიოდე გამოშტერებულმა ქალმა როგორ უნდა მოგითრიოს ყურით ზაქებივით ბიჭები?!

კიდევ ერთი დიდი სისულელე: ამ დღეებში საჩხერეში ჩავიდა, ერთ მუჭა ხალხს შეხვდა, როგორც იცის ხოლმე, ყველა გადაკოცნა, ყველას ხელი ჩამოართვა (ეს "ნაციონალების" საფირმო ნიშანია) და უცებ დააბრეხვა:

"საჩხერე, ივანიშვილის მშობლიური მხარე, სხვა რეგიონების მსგავსად, უყურადღებოდ არის მიტოვებული. ადგილობრივებმა ყველაზე უკეთ იციან ოლიგარქის ტყუილის მაღალი ფასი. მოსახლეობა თანადგომას ითხოვს და ჩვენი ეიმედება. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოძრაობა "ძალა ერთობაშია" გაზრდის პენსიას 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასს — 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასს — 2000 ლარამდე. ჩვენ გამოვაცხადებთ ორ წლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კრედიტების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება 2012 წელს არსებული ლარის კურსით".

აი, ამ რამდენიმე წინადადებაში უამრავი ტყუილია — ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილისგან საჩხერე ნამდვილად არ არის მიტოვებული, ჯერ კიდევ 2012 წლამდე იქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული — გზები, გაზი, წყალი… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მშობიარობა უფასო, გაზი — უფასო, დიდი სპეციალური დარბაზი, სადაც ჭირია თუ ლხინი — უფასო, ყოველ დაქორწინებულზე — ხარჯები უფასო, პლიუს 5 ათასი ლარი საჩუქრად. ჰო, კიდევ ისა… თავის დროზე ყველა ოჯახს რომ თეთრი ნივა აჩუქა ივანიშვილმა, მაგაზე არავინ ლაპარაკობს. აი, ახლა ჩავიდა საჩხერეში ამხანაგი გრიგოლი გაზეთ "პრავდაში" გახვეული ღიმილით და იძახის, აქაურებს ჩვენი იმედი აქვთო. ვისაც მაჭუტაძე-ვაშაძე-დავითაია-ქარდავას იმედი აქვს, ის აზრზე არ არის, რომ მომავალ პრეზიდენტს არც პენსიების გაზრდა შეუძლია, არც ხელფასებისა და მით უმეტეს, ვერც ბანკების საკითხს მოაგვარებს. ტყუის ამხანაგი გრიგოლი, ტყუის და ვირეშმაკობს!
მისტერ ბეთჰოვენს მარიხუანასთან დაკავშირებითაც აქვს თავისებური ხედვა, ამ შემთხვევაში ტრადიციულ გაგებას აწვება და სინამდვილეში აბრაკადაბრა კი გამოსდის:
"არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონტიტუციურ სასამართლოსთან: პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები".

ან სიმღერები, ან პედოფილია რა შუაშია მარიხუანასთან? რა სიმღერები შემოგვაპარეს და ვინ ამბობს, რომ პედოფილია თავისუფალი "პროფესიაა"? არა, ამას არ აინტერესებს სინამდვილე, ამას მხოლოდ სიტუაციის დაძაბვა სწყურია და ამ დროს რომ კაი გვარიანად უქიქინებს, ვერ გრძნობს. წააგებს ამხანაგი გრიგოლი, უთუოდ წააგებს და მერე დაიწყებს, გამიყალბესო!

პრინციპში, უკვე წაგებულია, რაღა გაყალბება უნდა?!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
22-09-2018, 14:00


გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, 46 კანდიდატი ქვეყნის პირველი პირობისთვის ემზადება. როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო მარათონს?

_ დიდი ჭადრაკის მოლოდინი არ მაქვს, უფრო მარტივი თამაშები იქნება. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრს საუბრობენ კანდიდატების მრავალრიცხოვნობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გასაკვირი არც არის, რადგან კანდიდატები გარკვეულ თანხას იღებენ. ამ კუთხით, მათი რიცხვი, მე თუ მკითხავთ, ცოტაც კი არის. ჩვენთან არ არსებობს სპეციალობა, რომელიც პრეზიდენტად მოგამზადებს. ნებისმიერს შეუძლია თავის კანდიდატურა წარადგინოს, ამის მაგალითია ტრამპი. მაგალითად, უცხოეთში ასეთი ფილტრის ფუნქციას ქონება ასრულებს. თუ ადამიანს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შესაბამისი სახსრები არ მოიზიდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერც მიიღებს. ერთხელ, როცა ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, ერთ-ერთ უცხოელ ექსპერტს ჰკითხეს: პრეზიდენტის არჩევისას, თქვენთან, სულით ავადმყოფობაზე _ ფსიქოს ტიპის შემოწმება თუ ხდებაო. მანქანის მართვისას ამოწმებთ ნორმალურია თუ არა ადამიანი და სახელმწიფოს მართვისას არ უნდა შემოწმდეს? ეს სწორი შეკითხვა იყო. მან გვიპასუხა: არჩევნებში მონაწილეობა მოითხოვს ბიზნესი გქონდეს, ისე ვერ მიიღებ მონაწილეობას ფულია საჭირო, ასევე, საიმისო რიტორიკა რათა ადამიანები მიიზიდო და ა.შ. ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე ფილტრს ვერ გაივლი თუ ჯანსაღი ფსიქიკა არ გექნაო.

_ ბატონო რამაზ, "ქართული ოცნება" დამოუკიდებლ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. მის განცხადებას, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რას ფიქრობთ რა შანსები აქვს სალომეს?

_ ამ საკითხზე, ბევრი მიზეზის გამო, შეიძლება ობიექტური არ ვიყო. ჯერ ერთი, თვითონ სალომე ძალიან მესიმპატიურება _ დიდი ხნის ნაცნობობა გვაქვს, მის მეუღლესაც დიდ პატივს ვცემ, ეს ფაქტორები ჩემზე მოქმედებს. ზურაბიშვილი დასაკარგი კანდიდატურა არ არის, ამ შეფასებაში ვერავინ შემედავება. იგი თავისი საქმის პროფესიონალია. შეიძლება მან, ხშირად, არ იცის პიარზე მუშაობა, არ იცის რა არის მისთვის მომგებიანი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მას ნაფიქრი არ აქვს იმაზე, რასაც ლაპარაკობს. მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები ტენდენციურია. ბოლოს შარი მოსდეს აფხაზეთს მეზობელი უწოდაო. როგორც ირკვევა ასეთი კონტექსტი იყო: ის საუბრობდა სამეგრელოს მეზობელ აფხაზეთზე, ანუ იგი, აფხაზურ-მეგრულ ურთიერთობებზე მსჯელობდა. ეს სხვადასხვა რამ არის. აფხაზეთი სამეგრელოს მეზობლად რომ არის, ამას ნებისმიერ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ. რატომ უნდათ ზურაბიშვილის გაფუჭება? _ იმიტომ, რომ ის რაც სამაჩაბლოს ომის დაწყებაზე თქვა, სინამდვილეში, სხვაგვარად იკითხება. მან, რეალურად, საქართველო კი არა, სააკაშვილი დაადანაშაულა. ეს სააკაშვილის წინააღმდეგ ნათქვამი განცხადებაა. თუ დააკვირდებით ზურაბიშვილი მიუღებელი სწორედ სააკაშვილის მომხრეებისთვისაა. ასე, რომ სალომეს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის მომხრეებმა იციან: მათ პრეზიდენტის სავარძელში შეურიგებელი მეტოქე დახვდებათ. ზურაბიშვილი კოჰაბიტაციისკენ გადახრილი პრეზიდენტი არ იქნება. სწორედ ამაშია ყველაზე უფრო ძაღლის თავი დამარხული _ თუ რატომ არის ასეთი შეურიგებლობა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" როცა მას უტევს საკუთარ თავს იცავს.

სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ კანდიდატურა მოხსნას ხომ? ვის აწყობს, თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ასარჩევი კანდიდატი აღარ დარჩებათ? _ ისევ და ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ხომ? მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ზურაბიშვილმა პიარს ცოტა მეტი ყურადღება არ უნდა მიაქციოს. იმ პირდაპირობას, რაც აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს ახასიათებთ. იგი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, რაც პროფესიონალიზმის დასტურად მიაჩნია. დიახ, ზურაბიშვილი იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, უბრალოდ, იგი, ამჟამად, საჯარო პოლიტიკაში ჩაერთო და დახმარება ესაჭიროება.

_ დავუშვათ, ზურაბიშვილი აიძულეს კანდიდატურა მოხსნას. რა გამოდის, არჩევნები ოპოზიციას უნდა შევატოვოთ ხელთ? ასე რა შედეგამდე მივალთ?
_ ამ შემთხვევაში, მიღებულ შედეგს დიდი "მარჩიელობა" არ დასჭირდება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ საუკეთესო ვარიანტში შეიქმნება მეორე ტურის პირობები _ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის. მათგან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, გამარჯვებული "ნაცმოძრაობა" იქნება. მერე უკვე აურზაურის ატეხავენ, რაც იმისთვის სჭირდებათ, რასაც ვაშაძე საზოგადოებას დაუფარავად ჰპირდება. იგი ამბობს: ჩვენ თუ მოვალთ ამ ხელისუფლებას შევარყევთ, დაიწყება დემონტაჟიო. ამის სურვილს არც მალავენ. აი, რა სიტუაცია შერჩება მოსახლეობას.

_ რუსეთის ძუძუთი გაზრდილი და ახლა, პრო-დასავლელად მოვლენილი ვაშაძე თან გვპირდება, რომ შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას. რა საქართველოში მოგვიწევს ცხოვრება?

_ რევანშის პირობებში ყოფნა მოგვიწევს. ერთ-ერთი ვის კისერზეც ეს რევანში ნამდვილად გადატყდება, ეკლესია იქნება. "ნაცმოძრაობა" ისედაც არ გამოირჩეოდა, ეკლესიის მიმართ, დიდი ლოიალობით. ეკლესიის მოწოდება _ ზურაბიშვილმა კანდიდატურა მოხსნასო, პირდაპირ "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს.ე.ი. რა გამოდის?! _ ეს მოთხოვნა `ნაცმოძრაობის~ მიერაა გაკეთებული. ვინც ეკლესიაში ამას ითხოვს, სავარაუდოა, რომ მას "ნაცმოძრაობის" რევანშის ინტერესი აქვს.

_ ბატონო რამაზ, მიუხედავად იმისა რომ 46 კანდიდატია, არჩევანის საშუალება არ არის, პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ვგულისხმობ?

_ გეთანხმებით, არ არის. საქართველოში, ზოგადად, მრავალფეროვნების საქმე ძალიან ცუდად გვაქვს. პრინციპში, დღეს, ისევ იგივე ალტერნატივის წინაშე დგას საზოგადოება _ "ნაციონალები" სხვადასხვა სახით, ფორმით და მეორე მხრივ, "ქართული ოცნება". კი ბატონო, ეს ისევ და ისევ ჩვენი ხარვეზია, რომ ერთიდაიგივე ვითარებაში ვართ, მაგრამ აქედან ადეკვატური გამოსავალი თუ არ ვიპოვეთ, ჩვენ, ისევ, როგორც 9 წლის წინ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

_ მოდით, კიდევ ერთ უცნაურ კანდიდატს შევეხო თ. ზურაბ ჯაფარიძემ ქართული პოლიტიკა პორნოგრაფიამდე დაიყვანა.

_ ნუ, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკა აღარ არის. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ყველა ადამიანს ვინც პოლიტიკაში შეაბიჯებს, ჩვენ, პოლიტიკოსს ვეძახით, მაგრამ ასე არ არის. ყველა ადამიანს არ აქვს პოლიტიკის უნარი და ამას ვერც მოთხოვ. ამ ადამიანებმა ნახეს ღია კარები, შანსი რომ შესულიყვნენ და შევიდნენ. ეს უკვე ჩვენი საზოგადოების მოუმწიფებლობის შედეგია. პოსტ.საბჭოთა სივრცეში გვაქვს ასეთი სიტუაცია _ იქაც, ვინ აღმოჩნდება პოლიტიკაში კაცმა არ იცის. ამიტომ, შექმნილი მდგომარეობა დიდად გასაკვირი არ არის, მაგრამ ხალხზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ამერიკის სინამდვილეში ამბობენ, რომ იქ, სულ ორი პარტიაა, რაც ტყუილია. ორი კი არა, ასზე გაცილებით მეტია, მაგრამ ხალხი ამ ორი პარტიის გარდა, სხვას გასაქანს არ აძლევს. იქ, საზოგადოებამ შეზღუდა პარტიების რიცხვი და პოლიტიკური სიტუაცია უფრო გაამარტივა. ხალხი თავისას შვება, თუმცა, შეცდომას ხელისუფლებაც უშვებს. ჩვენი ხელისუფლება ფულს წაგებულებისთვის რომ არ დებდეს _ წაგებული პარტიისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის _ შენ კი წააგე, მაგრამ უკეთესად, ვიდრე სხვამო, მაშინ პოლიტიკური პარტია რომელიც წააგებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა. ახლა, პრაქტიკულად, მარტო იმიტომ რჩებიან პოლიტიკაში, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ შემოსავალი ჰქონდეთ. ეს შემოსავალი აქვთ კიდეც. სხვა მოტივი არც მათ აქვთ და არც კანონმდებლობამ არ შექმნა იმის პირობა, რომ პოლიტიკოსებში ბუნებრივი შერჩევა მოხდეს. ცნობილი გამონათქვამია: სადაც ბუნებრივი შერჩევა არ ხდება, იქ ევოლუციაც არ არსებობს. ამიტომაც გვყავს ევოლუციის გარეშე განუვითარებელი პოლიტიკური სპექტრი.

_ ბატონო რამაზ, რამდენად მომგებიანია მარიხუანას კულტივაციის თემის შემოგდება ახლა, არჩევნების წინ?

_ რა გარანტია გვაქვს, რომ საკმაოდ მოკლე დროში მარიხუანას თემა საწინააღმდეგო გავლენას, იმ მუხტს არ მოაგროვებს, რომლის პიკი არჩევნების დღეს იქნება. ეს არის მთავარი _ როდის მოდის ამ გავლენის პიკი. რა გარანტია გვაქვს, რომ არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" დამარცხებაში დაინტერესებული ძალები ამ მუხტს კულმინაციამდე არ მიიყვანენ?! ამის გარანტია არ მაქვს. ამიტომ, უფრო ის მაწუხებს რა მოხდება არჩევნებში, ვიდრე ის რა მოყვა მარიხუანას კულტივაციის პროექტს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
21-09-2018, 16:30


ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება საქართველოში – რომელიმე კერძო ტელეკომპანიის მფლობელს ბიზნესი ჩაუვარდება თუ არა, მყისვე საყოველთაო-სახალხო განგაშს ტეხს _ ხელისუფლება დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის და ჩემს ბიზნესზე ზეწოლას ახდენს, რომ ტელევიზიის დაფინანსება ვერ შევძლო და იძულებული გავხდე, გავაჩეროო.

განსაკუთრებით თამბაქოს ბიზნესში ჩართული ბიზნესმენები აქტიურობენ ამ მიმართულებით.

ჯერ იყო და, TV პირველის მეთამბაქოე მფლობელმა შემოჰკრა ბუკსა და ნაღარას, ახლა იგივეს აკეთებს ტელეკომპანია "იბერიას" მეთამბაქოე მფლობელიც.
ცოტა არ იყოს, გასაკვირი კი არის, რატომ მაინცდამაინც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მფლობელებს უჩნდებათ მოთხოვნილება, ჩვენი ფილტვების "დაკაპჩონების" ხარჯზე ნაშოვნი ფულით თავისუფალი მედიის განვითარებას და მედიაპლურალიზმის დამკვიდრებას ემსახურონ, თუმცა ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანია, რომლის ფინანსურ უზრუნველყოფაზეც თვითონ არიან პასუხისმგებელნი და არა სახელმწიფო, და არა ხელისუფლება და არა ბიუჯეტი, რომელიც, მოგეხსენებათ, მოსახლეობიდან აკრეფილი თანხებით ივსება.

ესენი კი, ეს დალოცვილები, ფინანსური პრობლემა შეექმნებათ თუ არა, იმწამსვე ხელისუფლებას მივარდებიან და ლამის არის თავიანთი ტელეკომპანიების ბიუჯეტიდან დაფინანსება მოსთხოვონ. (ვალების ჩამოწერას რომ ითხოვ, ექსკლუზიურ პირობებს რომ ითხოვ, შეღავათებს რომ ითხოვ, ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის ხარჯზე უნდა გაკეთდეს?).

კი, მაგრამ, ჩვენ, ხალხმა, როდის განვაცხადეთ თანხმობა, თV პირველი ჩვენ ვარჩინოთ, "იბერია" ჩვენ ვარჩინოთ, "კავკასიაც" და სხვა დანარჩენი მედიასაშუალებებიც ჩვენ ვარჩინოთ?

ამასწინათ უცნაური აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

უცნაური იმდენად, რამდენადაც შინაარსი ამ აუდიოჩანაწერისა, არავითარ ლოგიკას, არანაირ საღ, პრაგმატულ აზრს არ შეესაბამება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციაა.

გავიხსენოთ, რაზეა საუბარი ამ ჩანაწერში.

ლევან ყიფიანი ურეკავს ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს და ეუბნება, რომ თუ ის სამ მილიონს გაიღებს, ყიფიანი მზად არის საქმეში ჩართოს გავლენიანი პირები და ბიზნესმენს მოუხსნას ის ფინანსური დავალიანება, რაც მას სახელმწიფოს წინაშე აქვს.

საუბარია 53 მილიონზე, რომელიც ომეგა-ჯგუფს სახელმწიფოსთვის აქვს გადასახდელი.

ქველმოქმედებისა და სიკეთის ქმნის ხასიათზე დამდგარი ყიფიანი ამ 53 მილიონის ჩამოწერას სულ რაღაც სამ მილიონად ჰპირდება პატივცემულ ბიზნესმენს _ ამ სამი მილიონიდან ნახევარ მილიონს ბიუჯეტში შეიტან, დაბნარჩენ 2,5 მილიონს გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვინც ამის გაკეთებაში დაგვეხმარებაო.

ბიზნესმენი, რომელმაც, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგარიში ნამდვილად იცის და ისიც იცის, რომ 53 მილიონი თითქმის 18-ჯერ მეტია 3 მილიონზე, გაკვირვებასაც კი არ გამოთქვამს ყიფიანის ამ ჰუმანურ შეთავაზებაზე და არც კი სვამს კითხვას: რაიმეს ხომ არ მატყუებთ თქვენ, ბატონო ლევან, როდის იყო, სამ მილიონად 53 მილიონს "არასხოდებდნენ". თანაც, ამ სამი მილიონიდან მხოლოდ ნახევარი მილიონი მიდის ბიუჯეტში. დანარჩენ 52,5 მილიონს ნახევარ მილიონად როგორ და რანაირად ჩამოწერენ. ეს ხომ შეუძლებელია? – მსგავსი არაფერი უთქვამს ყიფიანისთვის ოქუაშვილს, ისე მშვიდად და წყნარად მოუსმინა "შუამავალს", თითქოს, რაც მან ილაპარაკა, იოლად და დაუბრკოლებლად განსახორციელებელი საქმე იყო.

სწორედ ეს გარემოება ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ეს აუდიოჩანაწერი თავიდან ბოლომდე გაყალბებული და ფალსიფიცირებულია.

თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ აუდიოჩანაწერი როგორც გინდა, ისე შეცვალო _ ამოაგდო ან ჩასვა სიტყვები, ჩაამატო ან ამოიღო მთელი წინადადებები, მოახდინო მოსაუბრეთა ხმის ზუსტი კალკირება და მიიღო ის ტექსტი, რომელიც გჭირდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარია, არსებობდეს მასალა, ანუ ორ პირს შორის საუბრის ჩანაწერი, მერე კი, თუ მოინდომებენ, ამ ჩანაწერს ისე შეუცვლიან ტექსტს, მხოლოდ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ტექსტი ფაბრიკაციაა, თუმცა ზოგჯერ ამის დადგენაც ვერ ხერხდება, იმდენად დიდი ოსტატობით და იუველური სიზუსტით არის გაყალბებული ჩანაწერი.

როგორც ჩანს, ყიფიანსა და ოქუაშვილს შორის რაღაც ტიპის სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა, რომელიც შემდეგ ახალი შინაარსის ტექსტის დასამონტაჟებლად იქნა გამოყენებული.

რა ამოძრავებდა, რა მიზანი ჰქონდა მას, ვინც ამ აუდიოჩანაწერის გაყალბება შეუკვეთა?

მიზანი პირველი: მედიაზე ზეწოლად გაესაღებინა და ამით დაეშანტაჟებინა მთავრობა, რომელიც მას სრულიად კანონიერად იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას სათხოვდა, რომელიც მას ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა.

მიზანი მეორე: ეს ჩვეულებრივი ფინანსური დავა, რომლის მსგავსი სახელმწიფოსა და ნებისმიერ ბიზნესჯგუფს შორის უამრავჯერ წარმოქმნილა, გადაეყვანა პოლიტიკურ ჭრილში, მექრთამეობაში დაედანაშაულებინა ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან, რომ ამით ჩირქი მოეცხო თვით ბიძინა ივანიშვილის სახელისთვისაც.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს მეორე მიზანი იყო ის უმთავრესი და უპირველესი მიზანი, რისთვისაც ეს აუდიოჩანაწერი შეითითხნა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ჩანაწერის უკან არა მარტო "ომეგა-ჯგუფი", არამედ ის პოლიტიკური ძალა დგას, რომელსაც `ნაცმოძრაობა~ ჰქვია და რომლის წისქვილზეც, დიდი ხანია, ასხამს წყალს ტელეკომპანია "იბერია".

"სააკაშვილ-ოქუაშვილ ფიქჩერსის" ერთობლივი "ნაწარმოები" მგონია ეს თეთრი ძაფით ნაკერი აუდიოსიყალბე, ასე რომ გამოირჩევა მის შემოქმედთა უნიჭობით, პრიმიტიულობით, გონებრივი სიდუხჭირით.

ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებული რომ არის, ამ აზრს კიდევ უფრო მიმტკიცებს ის გარემოება, რომ ჩანაწერში გაჟღერებულია ანზორ ჩუბინიძის გვარი, რომელიც ამ კორუფციული სქემის მთავარ ფიგურანტად არის წარმოდგენილი.

ვინც ანზორ ჩუბინიძეს იცნობს, დაგვერწმუნება, რომ იშვიათზე იშვიათია ისეთი წესიერი, კეთილშობილი და პატიოსანი ადამიანი, როგორიც ბატონი ანზორია.

ანზორ ჩუბინიძისა და უჩა მამაცაშვილის სახელების "ჩაკერება" ამ ჩანაწერში იმიტომ დასჭირდათ მის ავტორებს, რომ ეჭვის კვალი რაც შეიძლება ახლოს მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის სახელთან.

ჭიტა, სააკაშვილო, გიცანი! შენ ხარ ამ "პროექტის" ავტორი, ოქუაშვილი, "იბერია" და "ომეგა-ჯგუფი" კი ის მასალაა, რომელსაც ამ არჩევნების პერიოდში შენი ინტერესებისთვის გამოიყენებ, მერე კი ნახმარი `პრეზერვატივივით~ მიაგდებ, როგორც ეს გჩვევია და როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებია.

ერთადერთი, რასაც ამ აუდიოჩანაწერის გასაჯაროებით ოქუაშვილი მიაღწევს, ისაა, რომ მას ახლა ნამდვილად მოუწევს ამ 53 მილიონის ბოლო კაპიკამდე გადახდა…

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
20-09-2018, 15:00


გვესაუბრება "გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი:

_ ქალბატონო ნანა, საუბარი რუსულ-ქართული ურთიერთობებით დავიწყოთ. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან, გარკვეული სიგნალები არის. ხომ არ დადგა დრო ურთიერთობების დალაგებაზე ვიფიქროთ?


_ ყველა ადამიანს ვინც ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, რუსეთუმეებად ნათლავენ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ: პროცსი დაგვიანებულიც კი არის იმიტომ, რომ რუსეთს სრულიად აკმაყოფილებს ის სტატუს-კვო, რაც საქართველოში აქვს. მან, უგუნური ხელისუფლების დამსახურებით, გაყვანილი ჯარი უკან შემოიყვანა როგორც სამხრეთ-ოსეთში, ისე აფხაზეთში. ფაქტობრივად, ამ ორ რეგიონს მთლიანად აკონტროლებს. საბოლოოდ, მათი დამოუკიდებლობა აღიარა და ახლა, სულაც რომ არ დაელაპარაკო, მას ეს სტატუს-კვო ძალიანაც აწყობს. უგუნური პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ: რუსეთმა ჯერ ჯარი გაიყვანოს და მერე დაველაპარაკებითო. მამაცხონებულო, თუ ჯარს გაიყვანს, რაღაზე უნდა დაელაპარაკო, მერე უკვე სალაპარაკოც აღარაფერია, ხომ? 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, ექსპერტები გაუთავებლად ყვირიან: ნატოში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მიგვიღებენო, ამის მიღმა არაფერი დგას იმიტომ, რომ ნატოს ხელმძღვანელობაში, ლიდერ სახელმწიფოებში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხის შემცველი იქნება. ამიტომაც, არ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ჩვენ მაინც ჯიუტად ვიმეორებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებს არაფერში ადგება. აი, ეს არის მოცემულობა, რაშიც დღეს ვიმყოფებით. რუსეთის ხელმძღვანელობას ჰყოფნის გონიერება, გამოცდილება, რათა მიხვდეს, აქედან დიალოგის დამწყები არავინაა, ამის არც უნარ-ჩვევები აქვთ, არც გამოცდილება და არც სურვილი. ამიტომ, რუსეთი სხვადასხვა ხელმძღვანელის და მაღალჩინოსნის პირით მუდმივად იმეორებს მესიჯს: კი ბატონო, მზად ვართ დიალოგისთვის. მათ გარანტია აქვთ, რომ აქედან დიალოგში ვერავინ შევა.

_ ნატოსთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტისას, მერკელმაც ისაუბრა.

_ დიახ, საინტერესოა მერამდენედ უნდა გვითხრან, რომ გავიგოთ: ნატოში არავინ გვღებულობს. თუკი ვინმე ნატოს წევრი ქვეყნის ხელმძღვანელობაში არის ეს ყველას სათითაოდ აქვს ნათქვამი. როცა ვამბობთ: საფრანგეთის, გერმანიიც ხელმძღვანელობა გვეუბნება ნატოში ვერ შეხვალთო, ჩვენ რუსეთუმეებს გვეძახიან. გეგონება, მერკელი მე მირეკავს ღამე და მითანხმებს რა უნდა თქვას. იგი ელემენტარულ რამეს გვეუბნება: სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ნატოში ვერ მიგიღებთ. თუ ოკუპირებული აღარ იქნება და საქართველო გამთლიანდება რაღად გვინდა ნატო?! 

_ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი ნატოში გაწევრიანებისკენაა მიმართული.

_ ჩვენი კურსი მიმართული არის ხელისუფლების შენარჩუნებისკენ. ხელისუფლებას ყველა დასავლეთის მხარდაჭერის იმედით ინარჩუნებს. აი, ეს არის ჩვენი კურსი. ეს არ არის ქვეყნის კურსი, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კურსია, რასაც ქვეყნის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
ის ექსპერტები, რომლებიც თავგადაკლულები გაჰკივიან: თქვენ რუსეთუმეები ხართ, ჩვენ მედასავლეთეები, ნატოში უნდა შევიდეთო, იცით ვის მაგონებს? _ ცუდად გაზრდილ ბავშვს, რომელიც სუპერმარკეტში იატაკზე გაწვება, ხელ-ფეხს იქნევს, ისტერიკას მართავს მიყიდე, მიყიდეო. აი ვის გვანან ეს უმწიფარი ადამიანები.

ამ დროს გვავიწყდება ისიც, რომ მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და აქ ოჯახებს არჩენს. ჩვენ გვინდა რუსეთში ფულიც ვიშოვოთ, ღვინოც გავყიდოთ, თან მას დედა ვაგინოთ და ოკუპანტი ვეძახოთ. ეს რა პოლიტიკაა?

_ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან მტრობიდან პარტნიორობაზე გადასვლა?

_ მიუღწეველი არაფერია, ყველაფერს თავის საფასური აქვს. თუ ქვეყნის მთლიანობიის აღდგენა გინდა, უნდა დაჯდე და კარგად იანგარიშო ეს რის საფასურად გიღირს. პარტნიორული ურთიერთობა ახსენე, ხომ. ამ იდეის მოწინააღმდეგეები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი პარტნიორულ ურთიერთობას არასდროს მოინდომებს, ყოველთვის ენდომება შენი უფროსი იყოს. ამ ფასად პარტნიორობა არც მე მიღირს. პარტნიორობა ნიშნავს თანაბარს, თანასწორუფლებიანს. როცა ვიღაც უპირატესია, თავზე გადგას, გინდ რუსის ჩექმა ყოფილა კისერზე მობჯენილი და გინდ ნატოს ჯარისკაცი, რა მნიშვნელობა აქვს.

_ ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია იკვეთება: პოლიტიკოსები ორად იყოფიან _ პრო-დასავლელებად და პრო-რუსებად, პრო-ქართული სად არის?

_ პრო-ქართულთან დაკავშირებით ძალიან ნიშანდობლივი იყო შემდეგი განაცხადი: ყველა პრო-ქართული, სინამდვილეში, პრო-რუსულიაო. თუ ქართული ინტერესები რუსეთის ინტერესებშია, მაგას რა სჯობს. სიტყვების რახა-რუხში, ლოზუნგებში, უაზრო პროგნოზებში ჩანს მთელი მათი სიმარტივე და სიბრიყვე. რატომღაც ჰგონიათ, ვიღაცაზე თუ იტყვიან: ეს რუსეთუმეაო, ამით გაანადგურებენ. რაც უნდა იძახონ, შინაარსი არ იცვლება. ცნობილი ქალაქური გამოთქმაა: უსაქციელო ქალი სხვას ბოზს ეძახისო. სჯობს, საკუთარ უსაქციელობას მიხედონ.

ერთ შედარებას მოგიყვან: საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, რაც შეერთებულმა შტატებმა გრანტები დახარჯა, დღეს, კრემლმა რომ გამოაცხადოს იმავე რაოდენობის გრანტებს გაძლევთო, ეს ვითომ პრო-დასავლელები ყველას მიასწრებენ იქ მისვლას, ვისაც კი რუსეთუმეებს ეძახიან. ამით ყველაფერია ნათქვამი: მთელი მათი პრო-დასავლურობაც და პრო-რუსულობაც. მე გადავეცი რუსეთს ყველა სტრატეგიული ობიექტი?! 2008 წლის ომი ახალი დამთავრებული იყო, რომ ენგურთან დაკავშირებით საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა. წყალზე, ოქროს საბადოებზე და სხვა რესურსებზე, აღარაფერს ვამბობ. ახლა, "რუსთავი 2"-ის მეწილე კობა ნაყოფიას შვილი გახდა. ეს თუ არ არის რუსული ფული, აბა, რა არის?! საბჭოთა პერიოდის მერე რუსული ფული ჩემს ჯიბეში არ ყოფილა. კი ბატონო, აქ შესაძლებელია აკეთო რუსული განცხადებები და რეალურად, სულ სხვა ქვეყნის ინტერესებს მოემსახურო და პირიქით, იძახო ამერიკული ლოზუნგები და რუსეთის ინტერესებს მოემსახურო. ერთ სასაცილო მომენტს გავიხსენებ: სტრატეგიული ობიექტები რომ გაყიდეს ერთი ამბავი ავტეხეთ. მაშინ ბენდუქიძე გამოვიდა და თქვა: ბუნებაში სტრატეგიული ობიექტი არ არსებობს, ასეთი რამ არ ვიცი, ყველაფერი უნდა გაიყიდოსო. 2008 წელს კი თავად კიოდნენ: დაგვიბრუნდეს სტრატეგიული ობიექტებიო. თუ ბუნებაში არ არსებობს, მაშინ რა უნდა დაგიბრუნდეს?!

ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ხანდახან, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ლოზუნგით ისეთი მარგინალური პიროვნებები გამოდიან, რომლებიც თავად ამ იდეის მარგინალიზაციას ბრწყინვალედ ახრეხებენ. ვფიქრობ, არც ეს არის შემთხვევითი.

_ შამბას ბოლოდროინდელ განცხადებებსაც მინდა შევეხო თ. მან თქვა, რომ ქართველები აფხაზების მტრები არ არიან და რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ.


_ შამბას განცხადება ქართველმა საზოგადოებამ მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვა. მის განცხადებაში საკვანძო სიტყვებია _ მეზობელი სახელმწიფოები. ანუ, ის ამბობს, რომ ჩვენ ცალკე სახელმწიფო და ქართველების მეზობლები ვართო. მეზობლები რომ ვართ ეს გეოგრაფიის სახელმძღვანელოდანაც ვიცით, მაგრამ ერთი სახელმწიფო ვართ, რასაც შამბა არ აღიარებს. აფხაზეთში ძალიან მწვავედ განიცდიან, რომ რუსეთთან ასეთმა მჭიდრო დაახლოებამ და რუსეთის ფაქტიურმა პროტექტორებმა აფხაზებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. მას როგორც ეთნოსს, რეალურად, გადაშენების საფრთხე ემუქრება. შამბა ამას ხედავს, იგი მეცნიერი კაცია, მაგრამ იგი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ, რასაც ვერცერთი ქართველი ვერ გაიზიარებს. რა ფორმულით, რა სახით უნდა მოხდეს ჩვენი ინტეგრირება ერთიან სახელმწიფოში, ამაზე არც არავინ ფიქრობს და არც არავინ ლაპარაკობს. ეს არის პრობლემა.

_ ახლახან, საქართველოში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დიდი ხმაური მოჰყვა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

_ ამ ამბავს მწვავედ არ აღვიქვამ და მოგახსენებთ რატომ: რუსებმა უნდა იცოდნენ: აქ რომ ჩამოდიან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ალტერნატიული ინფორმაცია მიიღონ, ვიდრე ის, რაც რუსეთში აქვთ. მათ უნდა დაინახონ, რომ საზოგადოებაში მოწინააღმდეგე ჯგუფებიც არსებობენ და მომხრეც. იმ ხალხს რაც შეეხება, რომლებიც აქ კივილ-წივილით დახვდნენ, მათ ზრდილობას და კდემამოსილებას ვერ მოთხოვ. როცა რუსები აქ ჩამოდიან უნდა იცოდნენ რა ვითარებაც არის. რაც არ უნდა იძახონ არ ვიცოდითო, ფაქტია, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მათ სახელმწიფოს აღიარებული აქვს და ეს, რეალურად, ქართული მიწებია, რაც მათ მშვენივრად უწყიან. ვიღაცამეს თუ გააპროტესტა, ამაში გასაკვირი არაფერი არის.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
18-09-2018, 13:30


აი, მეგობრებო, დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატთა საბუთების მიღება, მთავარსარდლობის სულ 41-მა მსურველმა მოიყარა თავი. სიმბოლურია, არა? "ქართული ოცნების" პირობებში 41-მდე ავედით და ამ ეტაპზე გავჩერდით. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს 21 იყო, ახლა ეს მაჩვენებელი გავაორმაგეთ. მართალია, ამ ჯერზე რაოდენობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ჩვენი რა მიდის? ერთი ეგ არი, ბევრი და უხარისხო ხალხი ცოტა ძნელი საყურებელია.

რასაკვირველია, 41-ვე კანდიდატს ვერ გავწვდებით, ყველას ჩვენებურად ვერ გაგაცნობთ, მაგრამ ვეცდებით, ე.წ. ცნობადი სახეების პოლიტიკური პორტრეტი დაგიხატოთ, ანუ გაჩვენოთ ის, რასაც ვერ ამჩნევთ ან არ ჩანს. მაგალითად, დავიწყოთ დავით ბაქრაძით, რომელიც "ნაციონალების" ზეობის ხანაშიც კი ინარჩუნებდა კაი ბიჭის სტატუსს. არ ვხუმრობ, ბაქრაძე ერთადერთი იყო იმ დაუნდობელ ბრბოში, ვისთან დალაპარაკება, ასე თუ ისე, შეიძლებოდა. მე პირადად, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ, ხშირად მქონდა ხოლმე სატელეფონო მიმოწერა და ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის იძლეოდა პასუხს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბატონი დავითი ნამდვილად არ არის გარეული სააკაშვილის ბინძურ საქმეებში, მკვლელობებში, გაუპატიურებებსა და ბიზნესების "ახევებში". შემდგომშიც, იცოდა რა ბიძინა ივანიშვილმა მისი `უმანკოების~ შესახებ, არაერთხელ შესთავაზა, შეეშვი მიშას, თავი დაანებე, არ აჰყვე, თორემ გაგაგიჟებსო. ბაქრაძე თავს იკავებდა კაი ხანს, მამა-მარჩენალს როგორ ვუღალატოო? ბოლოს მაინც `უღალატა~, ჩაჯდა გიგა ბოკერიას ნავში, აქეთ უგულავა მოისვა, იქით კიდე ძველი "პადელნიკები" და გაცურა სხვა მიმართულებით, დღეს ამ ნავს "ევროპული საქართველო" აწერია.

ახლა მკითხავთ, ნუთუ დავით ბაქრაძეს ცოდვები არ აქვსო? წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის "პადელნიკი" იყო და ნუთუ არაფერი დაუშავებიაო? უი, ეგ არც იფიქროთ, ცოდვები აქვს იმდენი, ვერ დაითვლით. პირველი – მას ძალიან კარგად ეხერხება თვალის დახუჭვა, სიტუაციიდან განზე გადგომა და სიცილი მაშინაც კი, როცა იცის, რომ ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს. რაც მართალია, მართალია, იუმორის გრძნობა არ ღალატობს მაშინაც კი, როცა ტირის. გაიხსენეთ, როგორ ბღუოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და როგორ მოგვიწოდებდა, ჩანგლებით, კოვზებით და ჯაყვებით დავიცვათ ჩვენი მამულ-დედულიო. ვერ დაგიმალავთ, ამასაც ნიჭი უნდა, ნიჭი და მოხერხება. შეიძლება არ გახსოვთ, იმ დღეებში, როცა რუსი თბილისისკენ მოიწევდა, როცა თავზე ბომბებს გვაყრიდა, ბატონმა დავითმა გურამ პეტრიაშვილის რეკორდი დაამხო. ბატონი გურამი გახლავთ საბავშვო მწერალი და მსახიობი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. აი, სწორედ ის აკეთებდა ანალოგიურ განცხადებებს, როცა ნაძირლებმა ეროვნულ ხელისუფლებას შეუტიეს და დასამხობად გაწირეს – გამოდით, ხალხო, ჩანგლებით, ჯაყვებით და ფიწლებითო. საბავშვო მწერალს დაავიწყდა, რომ ხელისუფლებას აქეთ უნდა დავეცავით, იქით უნდა შეეტია, იქით უნდა გაერეკა შეიარაღებული მანქურთები. კაი, ვაპატიოთ ერთსაც და მეორესაც ეს შეცდომა, ემოციურ ნიადაგზე ადამიანს შეიძლება ყველაფერი დაემართოს. დავით ბაქრაძე, საერთოდ, არ გახლავთ პროტესტანტი ადამიანი, მან ხმის ამოუღებლად "გაატარა" სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, 2007 წლის მოვლენები, 2001 წლის დარბევა, ციხეებში წამების ამბები, გაუპატიურებები, უამრავი უდანაშაულო ადამიანის გასტუმრება საიქიოში, ბიზნესების "ახევები" და ასე შემდეგ. როგორ იტყვიან ხოლმე ჩვენში? თუ დანაშაულს ხედავ და ხმას არ იღებ, შენ უფრო მეტი დამნაშავე ხარო, ხომ? ნაღდად ეგრეა, ბატონი ბაქრაძე ხედავდა უამრავ სიბინძურეს, მაგრამ ხმას არასოდეს იღებდა, ის უბრალოდ იღიმოდა.

თუ ბატონი დავითი აგვისტოს ომის დღეებში ჩანგლებით ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა, შემდეგ, როცა ამ დღეებზე ამერიკელებს ფილმი გადააღებინეს, საპიაროდ ჩამოყვანილ შერონ სტოუნთან პოზირებდა და ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა. მაშინ ერთ-ერთ ფოტოზე "წავიღადავე" და ბაქრაძეს ეწყინა – ეგრევე მომწერა, ეგ საჭირო არ იყოო. შეიძლება მართლაც არ იყო საჭირო, არ ვიცი, მაგრამ თვითონ სიტუაციამ ამაღებინა ხელში კალამი.

ყველაზე მთავარი დანაშაული, რაც დავით ბაქრაძემ ჩაიდინა, ეს გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის გაუპატიურება და სააკაშვილის საგოდრე კისერზე მორგება. ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ ქვეყანაში რუსული "პონტი" გაეთამაშებინა – როცა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურებოდა, პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაბრძანდებოდა, შემდეგ კი დრო გვიჩვენებდა. ამიტომ, ბაქრაძეს უთხრა, ჩამოართვი ყველა უფლება მომავალ პრეზიდენტს, ანუ შენს თავს და გადმომეცი მე, ანუ მომავალ პრემიერსო. ამანაც აიღო, მიჭრა-მოჭრა, მიკუწ-მოკუწა და დაახლოებით მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. ზოგს ჰგონია, დღევანდელი კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყო… არა, ბატონებო და ქალბატონებო, ეგ მიხა სააკაშვილმა ქნა დავით ბაქრაძის ხელით. აი, ფოტომტკიცებულება, სადაც ვდგავართ მე, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და დავით ბაქრაძე, ეს ის დროა, როცა კონსტიტუციის საბოლოო, გაუპატიურებული ვარიანტი წარმოგვიდგინეს სასტუმრო "ივერია ბლუ"-ში. სოსო იძახდა, მე არა ვარ დამნაშავე, მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს ვხელმძღვანელობდიო. დავიჯერე. ავთო დემეტრაშვილი თავისებურად "აპრავებდა" სააკაშვილის დავალებას, ხოლო ბაქრაძე ისევ უმისამართოდ იღიმოდა და ამბობდა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, დემოკრატიას არ ექმნება არანაირი საფრთხეო. ესეც დავიჯერე, მაგრამ სახეზე მაინც მეტყობა წუხილი. მაგარი ის იყო, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი რომ მოვარდა კონსტიტუციის ე.წ. პროექტის განხილვის დაწყებამდე და ცინცაძეს უთხრა:

– ბატონო სოსო, მოდით, ჩაგწერთ, რა, ჩაგწეეერთ!

– შვილო, ჯერ განხილვა არ ყოფილა, როგორ ჩამწერ? – მხრები აიჩეჩა ცინცაძემ.

– არაუშავს, ბატონო სოსო, ვითომ უკვე დამთავრდა, ჩაგწერთ, რააა, ჩაგწეეერთ! – არ მოეშვა "რუსთავორელი".

გაიყვანა, ჩაწერა, ვითომ უკვე დამთავრდა, გაუშვეს ეთერში ვითომ დამთავრებულზე. აი, ასეთ დემოკრატიას აშენებდნენ სააკაშვილი და ბაქრაძე საქართველოში – ვითომ დემოკრატიას.

ზემოთ აღვნიშნე, ბატონ დავითს იუმორის გრძნობა არ ღალატობს-მეთქი, მაშინაც კი ხუმრობს, როცა ტირის, მაგრამ ზომიერების გრძნობა აქვს მიშვებული ალჩუზე, ვერ აკონტროლებს საერთოდ. ჯერ იყო, ტელეფონით თავისი ოჯახის წევრებს ახარჯინა წელიწადში 10 ათასი ლარი ბიუჯეტიდან, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ახლა კიდევ პლაკატებს აკვრევინებს ყველგან – ტყეში, ღრეში, ქუჩებში, კედლებზე, სახურავებზე, კლდეებზე და ვინ იცის, სად, რომელ კუთხე-კუნჭულში. სხვათა შორის, სანამ პლაკატების გაკვრას დაიწყებდა, მინდოდა შემეთავაზებინა, წინ

მეტის ნახვა
18-09-2018, 12:30