სარეკლამო ადგილი

947x125



არც ერთი ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ერთ ჩემ სოფლელ ქალს მაგონებს, რომელიც სულ ჩხუბობს. ერთხელ მეზობელ დედაკაცს აუხირდა, შენი ძროხა დაუკრეფავში გადმოდისო. ამან უთხრა, იმანაც არ დააკლო, ერთმანეთს რაღა არ ეძახეს და ბოლოს ამან რომ ვეღარაფერი მოიგონა, დოინჯი შემოიყარა, ფეხები მხრების სიგანეზე გადგა, კბილები დაკრიჭა და ეუბნება: იიი, შე საცოდავო, შენი მახინჯი ქმარი კიდენა ღვინოი რო ყლურწამს, ეგ როგოღა არიო?!

ჰოდა, ამ მიხოსაც ვეღარაფერი მოუგონია, რა წამოაძახოს ბიძინა ივანიშვილს და მიადგა სალომეს: იიი, შენ კიდე პრეზიდენტად მახინჯი ზურაბიშვილი რო წამოასკუპე, ეგ უნდა ვაღიაროთო? არ ვაღიარებთ, არაო!

წინა წერილში ვწერდი, ამ ჩემ ფეხებს, თუ არ აღიარებთ-მეთქი და მე მართლაც ფეხებზე მკიდია, მაგრამ სოფლის ბოლოში მცხოვრები ჩემი თანამოქალაქე დაზაფრულია, მიხო რო არ აღიარებს, სალომე პრეზიდენტი ვერ იქნებაო? იქნება, თუ გინდა, ლამპა მაანათე-მეთქი! თითქოს მიჯერებს… მერე თვალს “რუსთავი 2”-ისკენ გააპარებს და ეჭვი ეპარება. სანამ სალომეს გაეროს ტრიბუნაზე არ დაინახავს, ბოლომდე მაინც ვერ დარწმუნდება. მეც აღარ ვუხსნი არაფერს.

ჰოდა, იმას ვამბობდი… გაბოროტებულმა მიხომ, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა, რომელიც მზეს ეუბნება, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო, თავის “ფეისბუქგვერდზე” ისევ გამოყო დინგი და ასეთი რამ თქვა:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და „გავაპრავოთ“ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა? ამ სასამართლოების იმედი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, პროკურორი ამოწევს ყველა საქმეს, არჩევნების შედეგები იქნება ბათილად ცნობილი და გამოაბრძანებენ იმ ქალს, თოჯინას გარეთ იმ სასახლიდან, რომელიც ვითომ მემკვიდრეობით ერგო, როგორც სხვა ყველა გამყალბებელს მსოფლიოში”.

სწორად თქვა თავის დროზე თეა წულუკიანმა, სააკაშვილი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ის არა მხოლოდ მოწყვეტილია რეალობას, არამედ მას თავში აქვს მოწყვეტილი რეალობის შეგრძნების ჭანჭიკი და საერთოდ აღარ უსწორდება “ზაჟიგანია”. შეიძლება აღარ გახსოვთ, მიხოს ამგვარი გამოხტომა პირველი არ არის, ჯერ კიდევ შარშან თეა წულუკიანს უწოდა მახინჯი:

“ივანიშვილის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა: ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ! რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა: „ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ. თქვენ მახინჯი ხართ, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და უკვე ვიქნები ფხიზელი. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან. მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს”.

იცით… ნუ ეტყვით ამას (მაინც ცოდოა), რომ ჩერჩილი კი არა, სინამდვილეში ნაპოლეონია, თორემ შეიძლება რომელიმე სახლის სახურავზე ავიდეს და აღარ ჩამოვიდეს. არა, ეგ იქიდან გადმომხტომი არ არის, მაგ მხრივ არ იდარდოთ, უბრალოდ ერთი “ყარაული” სჭირდება, ბევრი ლაქლაქი იცის და ამ ლაქლაქში ფეხი არ დაუცურდეს. ჰო, ფეხი, თორემ კრამიტები ისედაც დაცურებული აქვს. ისე, ნაპოლეონზე გამახსენდა… ალბათ, იცით, პატივცემული ბონაპარტი ტანმორჩილი კაცი იყო, როგორც ერეკლე მეორე (პატარა კახი), ან თუნდაც იოსება პაპა (სტალინი), ერთხელაც დგას შემაღლებულ ადგილზე, ჭოგრიტით გაჰყურებს ფრონტის ხაზს, მივიდა მისი ერთი თავხედი გენერალი და შეჰკადრა, მომეცით ჭოგრიტი, მე უფრო მაღალი ვარ, უკეთესად დავინახავ და მოგახსენებთ ბრძოლის ამბებსო. ნაპოლეონი არც კი შეტრიალებულა, ისე უპასუხა: შენ მაღალი კი არა, უბრალოდ გრძელი ხარო. ჰოდა, მიხოსაც ჰგონია, რომ ივანიშვილზე, ან თუნდაც წულუკიანზე მაღალია და იქამდეც ვერ სწვდებიან, სადამდეც თურმე პუტინიც კი ვერ მისწვდა. ჰა, ჰა, ჰა… ამ დროს ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვაჩვენა იგივე პუტინმა გორში მიხოს ნატურალური ზომა, როცა თვითმფრინავის ხმა ჩაურთო. ჰო, ჩაურთო, რადგან ხმა იყო, თვითმფრინავი კი საერთოდ არ გამოჩენილა. აი, მართლაც ის გახლდათ მიხოს ნატურალური ზომა, სულ რაღაც ორიოდ მტკაველი. ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ დასდევდა სააკაშვილი ტუალეტიდან ტუალეტში იგივე პუტინს, თუ სადმე, უცხოეთში გამართულ თავყრილობაზე გადაეყრებოდა ხოლმე — მზად იყო, პუტინი რომ მოფსამდა, მისი პენისი დიდი სიამოვნებით დაეფერთხა და სურათიც გადაეღო. მერე ბრუნდებოდა თბილისში და გვიყვებოდა, თუ როგორი კეთილი თვალები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს. ტიპმა უკვე მოაბეზრა თავი ყველას თავისი “სკაიპ” და “ფეისბუქ” ჩართვებით, თავისი კოკაინური გამოხტომებით. ის ცდილობს, ყირაზე დააყენოს რეალობა და მახინჯად წარმოაჩინოს ყველა და ყველაფერი, ვინ და რაც კი მას არ ემორჩილება. არ მინდა, მის გარშემო მოძუნძულე ცხოველების გვარ-სახელები ჩამოვთვალო, რომლებიც მართლა სიმახინჯეებთან ასოცირდებიან. რა აზრი აქვს? შეიძლება ვინმე გამომრჩეს და მერე თქვას, სიაში არ ვარ, მაშასადამე, მშვენიერება გახლავართო. სააკაშვილი დაუკრეფავში ისე გადადის, ბოდიშსაც არ იხდის, გაიხსენეთ მისი მიმართვა თამარ ჩუგოშვილისადმი — “ე, გოგო, აზრზე მოდი”! ეს არსება მთლად გამოსულია ადამიანობის არეალიდან და იმის გამო, რომ თავს ზევით ძალა აღარ აქვს, ყველაფერს კადრულობს. ნახეთ, როგორ იმუქრება, ივანიშვილის მახინჯ თოჯინას პირველივე პროკურორი გამოიყვანს იმ სასახლიდან და ციხეში გაამწესებსო. სანაძლეოს დავდებ, უახლოეს მომავალში იტყვით, სალომეს, მაგ მახინჯს სასახლიდან გამოვათრევ, ცხენის კუდზე გამოვაბამ და ალაზნის ველზე ვახოხიალებო… ოღონდ იქვე არ დაამატებს, როგორც მე მახოხიალეს გორის მისადგომებთანო. არა, მაგას არ იტყვის, ეგ არ ითვლება, იმასაც დაივიწყებს, უკრაინაში რომ ჩამოათრიეს ერთ-ერთი სასტუმროს სახურავიდან!

ჩვენი წინაპრებისგან გამიგონია, კაცი ქალისადმი მოპყრობით იზომებაო. დიახ, ასეა ეს, მაგრამ სააკაშვილი საერთოდ აღარაფრით იზომება — არც ქცევით, არც მიდგომით, არც სიტყვა-პასუხით, არც მსჯელობით, არც ადამიანობით, მის გავეშებულ და გაბოროტებულ სულში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს, როგორმე ისევ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება და ყველას გაუსწოროს ანგარიში. მან პრეზიდენტობის პერიოდში ყველა ის ადამიანი აწამა, სადღაც ჩაკლა, ვისაც კი ერთი პანჩური მაინც ამოურტყამს ბავშვობაში. ახლა ანგარიშსწორების მეორე ეტაპზე ოცნებობს, ყველას გვაწამებს და ჩაგვკლავს, ვისაც კი ოდნავი წვლილი მიგვიძღვის მის გაძევებაში. სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ასეთი გამონათქვამებიც სწვდებოდა ჩემ ყურს: არც “ოცნება” მაინტერესებს და არც სალომე ზურაბიშვილი, ეგ ბარბაროსი რომ მოვიდეს, ან ციხეში ჩამალპობს, ან კიდევ საიქიოში გამისტუმრებს! დიახ, თუ პირველ ტურში ბევრს ეგონა, ბიძინა ივანიშვილი უჩემოდაც მოიგებსო, მეორე ტურში ამ ბევრმა რეალურად ჩახედა საფრთხეს თვალებში და ამიტომაც იდგა რიგები საარჩევნო უბნებში, რაის კარტოფილი და რომელი ხახვი? მოკლედ, ქართველი ხალხი მართლა ბრძენია, რომ ეს მახინჯები ხელისუფლებაში არ მოუშვა!

P.S. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა “მახინჯი” ნიშნავს ხეიბარს. ნუ, ეხლა არც წულუკიანია ხეიბარი, არც ზურაბიშვილი და არც ჩუგოშვილი… აი, ყველა “ნაცი” რომ ტვინით ხეიბარია მიხოს მეთაურობით, ამას მთელი ქვეყანა ხედავს. ვინც ვერ ხედავს, ისიც ხეიბარია!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
21-12-2018, 10:30


გვესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:

_ ბატონო ვაჟა, საკონსტიტუციო სასამართლომ 7 დეკემბერს მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა, რითაც მათ საშუალება მიეცათ მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში წარმოება განეახლებინათ. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში, 2500 განაცხადია შესული, რის უკანაც ათასობით ჰექტარი მიწის უცხოელზე გასხვისება იგულისხმება. როგორია ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება?

_ ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ჩვენს მიწებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ეხება. ამ ეტაპზე, საქართველოს განვითარების გზა ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყურადსაღები მახასიათებელია. ვიდრე ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიდგენს და თავისუფალ ხალხთა თანასწორუფლებიანი ოჯახის ღირსეული წევრი არ გახდება, ვგულისხმობ, ევროკავშირს, მანამდე მიწის როგორც ჩვეულებრივი აქტივის განხილვა, დაუშვებელია. ამას ჩვენს სინამდვილეში გარკვეული ისტორიაც აქვს. აღარ მოვყვები თუ როგორ დაყოვნდა მიწის რეფორმა იმის გამო, რომ ამ პროცესს დამოუკიდებლობის პირველ წლებში გარკვეული კონტექსტი ჰქონდა. ბოლო პერიოდს თუ შევეხებით, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას ასეთი მიდგომა იყო _ მიწა უნდა შევიდეს მიმოქცევაში და გაიყიდოს. უფრო მეტიც, უნდა გაიყიდოს ყველაფერი _ მინდვრები, მდინარეები, მათი კალაპოტებიც კი, ჭალები და ა.შ. იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა _ ასეთი იყო ხელისუფლების ერთ-ერთი წევრის კახა ბედნუქიძის პოზიცია, რაც ქვეყნის განვითარების ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მიუღებელია. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ "ნაცმოძრაობის" ზემოხსენებული მიდგომები უარყოფილი იქნა, მაგრამ ლიბერალური თეორიების მომხრეების გავლენა, მათ შორის, საქართველოში საკმაოდ ძლიერია. ეს გავლენა ძლიერი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც. ამიტომაც იყო საუბრები იმაზე, რომ უნდა მომხდარიყო მიწების გასხვისება, რაც თითქოს, განავითარებდა სოფლის მეურნეობას, აგრალურ სექტორს, გამოიწვევდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ა.შ. მაგრამ ქართულ საზოგადოებაში პროტესტის დიდი მუხტის გამო "ქართული ოცნება" იძულებული გახდა გონივრული გზით წასულიყო. განსაკუთრებით, ფასეულია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ამჟამად, პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას პოზიცია, რაც ამ თემასთან მიმართებაში სავსებით ადეკვატურია.

"ქართული ოცნება" იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებების პაკეტი მოემზადებინა, რომლის თანახმადაც უცხოელებზე მიწების გასხვისება აკრძალულია. მათზე ნებადართულია მხოლოდ ცალკეული მიწის ნაკვეთების გასხვისება თუ ამას თან ახლავს სწორი ინვესტიცია და კონკრეტული პროექტი. შესწორებების ეს ნაწილი კონსტიტუციაში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად 16 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეალური ვარიანტი არ არის, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სავარგულების გასხვისებასთან დაკავშირებით ადეკვატურია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რის თანახმადაც უცხოელებზე მიწის გაყიდვის მორატორიუმი გაუქმდა, სავარაუდოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ერთკვირიანი შუალედის პერიოდში თქვენს მიერ ნახსენები 2500 განაცხადის დაკმაყოფილება იგეგმებოდა. გამორიცხული არც ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში რეესტრში რაიმე სხვა მნიშვნელოვანი განაცხადებიც შესულიყო და სხვა ფართობების დაკანონებაც მომხდარიყო. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ასეთი შესასძლებლობა შექმნა. ჩვენ, ქართული საზოგადოების წევრებმა ეს შესაძლებლობა გავაპროტესტეთ, რითაც მთავრობა ვაიძულეთ ყოველდღიურ რეჟიმში გაეკეთებინა განცხადებები, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაკანონება ამ კონკრეტულ პერიოდში არ მომხდარა. ასეთ დროს, როგორც წესი, საპროტესტო აქცია აზრს მოკლებული არ არის, რაც გაიმართა კიდეც საკმაოდ პატივსაცემი ადამიანების ხელმძღვანელობით. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საზოგადო მოღვაწენი, ისე რიგითი მოქალაქეები. ბუნებრივია, არსებობენ მოდური აზროვნების ტყვეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დღესვე, დაუყოვნებლოვ, გასხვისება ქვეყნის აღმავლობას გამოიწვევს.

ასეა თუ ისე, საზოგადოებამ შეძლო ხელისუფლება ეკონტროლებინა, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია. ნიშანდობლივია, რომ უცხოელებზე ხელაღებით, დაუყოვნებლივ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაყიდვის მოსურნე მეხოტბეები იმაზე არ საუბრობენ, რატომ არ მოიქცა ასე თუნდაც, ჩეხეთის ხელისუფლება, რომელმაც თავის დროზე, 10 წლით აკრძალა სასოფლო სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გასხვისება იმ მოტივით, რომ მეზობელი გერმანელი ფერმერები ეკონომიურად და ფინანსურად გაცილებით ძლიერები იყვნენ და ისინი ჩეხ ფერმერებთან მიმართებაში არათანასწორ კონკურენტუნარიან პირობებში იქნებოდნენ ჩაყენებული და შედეგად, იძულებული გახდებოდნენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მათთვის მიეყიდათ. მსგავსი დამოკიდებულებაა პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში. იგივე ხდება ახალ ზელანდიაში, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ეკონომიკაა _ უცხოელებზე მიწების გაყიდვა აქაც კატეგორიულად იკრძალება. მიწის უცხოელებზე გასხვისება აკრძალულია თურქეთშიც, სადაც 10 ჰექტარზე მეტ მიწას ვერაფრით შეიძენთ. ასეთი რამ დაუშვებელია. საქართველოში ლიბერალიზმის ოაზისის მოწყობა მაშინ, როცა ჩვენი სამეზობლოს ყველა წევრ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია, დაუშვებელია. ვგულისხმობ, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს. თუ არ ვცდები ასეა უკრაინაშიც. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას გამოიწვევს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი _ მეწინავეობას თუ ჩვენი ეროვნული ინტერესების ჩარეცხვას?! მიწა ჩვეულებრივი საბაზრო ურთიერთობების ელემენტი არ არის, არამედ საარსებო სივრცის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხისადმი განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულება არის საჭირო.

თუ მიწების გაყიდვას ვინმე იმით გაამართლებს, რომ ეს ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მაშინ ამას შავი იუმორით შევხედავ და ვიტყვი: იგივენაირად შეგვიძლია ადამიანების ორგანოებით ვაჭრობას შევუწყოთ ხელი, ან ძალიან მომგებიანია სექს-ბიზნესი და მოდით, მის განვითარებასაც შევუწყოთ მაშინ ხელი ან იგივე, ნარკობიზნესი ვაწარმოოთ, რომელიც მთელს მსოფლიოში მომგებიანია. ამით იმის გამართლება, რომ ეს ეკონომიკას განავითარებს და იმის თქმა, რომ ამის გამო საარსებო სივრცის ნაწილს უნდა შეველიოთ, რასაც სასოფლო-სამეურნეო სავარგული წარმოადგენს, არ შეიძლება. ახლა, მთელ რიგ რეგიონებში მიწის ნაყოფიერი ფენის ვაჭრობით არიან დაკავებულნი. რიგ ქვეყნებს შეუძლიათ სულაც არ დაიპყრონ მეზობელი ქვეყანა _ ვთქვათ, საქართველო. მათ შეუძლიათ აიღონ ჩვენი მიწის ნაყოფიერი ფენა, განათავსონ უნაყოფო ველზე და ამით გარკვეული კეთილდღეობა შეიქმნან. მაშინ ეგავყიდოთ ჩვენ მიწის ეს ნაყრი ფენა. ამიტომ აქ, გონივრული მიდგომაა საჭირო. სხვათა შორის, ერთი რამაც მინდა ვთქვა: ასეთი გადაწყვეტილებები საყოველთაო გამოკითხვით უნდა მიიღებოდეს, იქნება ეს პლებიციტი თუ რეფერენდუმი, რადგან ეს მთელს საზოგადოებას ეხება და მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი მოსაზრება თავს მოგვახვიონ. სამწუხაროდ, ხელისუფლებაც თვლის, რომ ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე უპრიანია სასოფლო სამეურნეო სავარგულების გაყიდვა. მაშინ გავყიდოთ ყველაფერი. მაგრამ რატომ ხალხს არ ვეკითხებით რა სურთ?! ესეც ძალიან სიმპტომატურია და პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

_ როგორც ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. მაშინ გაუგებარია, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი ახალი კონსტიტუციის მიღებამდე 9 დღით ადრე?

_ რა თქმა უნდა, საეჭვო თემაა. არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში გარკვეული ლობის მოქმედებას ჰქონოდა ადგილი.

_ ბატონო ვაჟა, 11 ათასი უცხოელი საქართველოში, ჯამურად, 50 ათას ჰექტარ სასოფლო- სამეურნეო
დანიშნულების მიწის ფართობს ფლობს. როგორ ფიქრობთ, უნდა ამოქმედდეს თუ არა დროულად კანონიერი ექსპროპრიაციის ყველა მექანიზმი?


- მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია მაქვს, ასეთი ძალადობრივი ზემოქმედების მომხრე არ ვარ რაც გასხვისებულია, იმის გამოსყიდვა შეიძლება, ჩამორთმევა_ არა. იმიტომ, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ვაღიარებთ და მესაკუთრის მიმართ ასეთი
რევოლუციური მეთოდების გამოყენება ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. ამიტომ, ეს მიზანშეწონილი არ არის.

შესაძლებელია გამოსყიდვა, მაგრამ ესეც არარეალურია, რადგან იმ გაყიდული და გასაყიდი მიწების უმრავლესობა, ფაქტობრივად, დაუმუშავებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა მიწისთვის რაღაც საკრალური ფუნქციის მინიჭება არ უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია ასე გავაკეთოთ: მიწებს რომელთაც შეეცვალათ მესაკუთრე და ამჟამად, მესაკუთრე უცხოელია, შეგვიძლია მათ მიმართ საკანონმდებლო დონეზე შემზღუდავი გადაწყვეტილებები შევიმუშავოთ _ ისინი დავავალდებულოთ, რომ ეს მიწა დაამუშაონ და მასზე დოვლათი შექმნან. ჩამორთ- მევა, წართმევა ან თუნდაც, არაადეკვატური საფასურის გადახდა, არარეალური მგონია. ამიტომ იყო ეს პროტესტი დროული და საზოგადოების სიმწიფის გამოცდა, რომ ფაქტობრივი დიალოგის დარღვევამდე უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული, რადგან შემდეგ მესაკუთრესთან დაპირისპირება ძნელი იქნება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი მიწები დაამუშაონ და დოვლათი შექმნან..

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
21-12-2018, 05:30


ვახტანგ ხარჩილავა:

"ნაცმოძრაობის" (ფსევდონიმი _ გაერთიანებული ოპოზიცია) მხარდამჭერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქრიდან რამდენმა ადამიანმა იცის, სინამდვილეში, რაშია საქმე და რა იმალება ამ დემოკრატიის და თავისუფლების სახელით გაჟღერებული მაღალფარდოვანი და ვითომდა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გაჟღენთილი მოთხოვნების და მოწოდებების უკან?

საერთოდ, რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში, ვინ არიან ეს ლიდერები, ამ ლაშქარს რომ მიუძღვიან წინ და საით მიჰყავთ "რუსთავი 2"-ის ტვინების გამომრეცხავი მანქანის მიერ დაზომბირებული და დაჰიპნოზირებული ხალხი?

რატომ არავის არ უჩნდება ეჭვი, რომ ეს ლიდერები, გულუბრყვილოთა თვალის ასახვევად, ვითომდა, პროდასავლური ანაფორები რომ გადაუცვამთ, შეიძლება ახალი ყაიდის მღვდელი გაპონები იყვნენ? ამ გაპონების მეთაური, მთავარი გაპონი, გვარად სააკაშვილი, ამსტერდამიდან მოუწოდებს ექსტაზში ჩავარდნილ ლაშქარს, არ დაიღალონ, არ გაჩერდნენ, წინ იარონ!

წინ კი ხაფანგია, მახეა, განსაცდელია, თუმცა გაპონები საპირისპიროს უმტკიცებენ "მრევლს"…


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურმა მშვიდობიანად, განსაკუთრებული ექსცესების და დარღვევების გარეშე ჩაიარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც არ ცნობს არჩევნების შედეგებს, არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
გასაოცარი მოთხოვნაა თავისი ალოგიკურობით და არასერიოზულობით _ თუ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიგაჩნია, მაშინ ამ არჩევნების შედეგების ანულირებას და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას უნდა მოითხოვდე და არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც პრეზიდენტის არჩევასთან არანაირ ბმაში არ არის.

"ნაცმოძრაობისგან" და მის კალთას შეყუჟული ე.წ. ოპოზიციური პარტიებისგან, აგრეთვე, მათი სატელიტი არასამთავრობოებისგან არაფერია გასაკვირი, მათ შორის არც ის, რომ არაფრად არ ჩააგდონ, ერთი კანდიდატი მეორეზე 20%-ით ანუ 300 000 ხმის უპირატესობით რომ გაიმარჯვებს, მაგრამ ამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს, წესით და რიგით, ობიექტურნი და მიუკერძოებელნი რომ უნდა იყვნენ, რა ემართებათ, შავზე შავის და თეთრზე თეთრის თქმა რომ უჭირთ?
სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების (მათი ნაწილის) ორჭოფულმა, ზოგჯერ ფარისევლურმა და დემაგოგიურმა დასკვნებმა მისცა საბაბი და მოტივაცია ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ელაპარაკათ და შედეგების ცნობაზე უარი განეცხადებინათ.
ერთ ორგანიზაციას ეყო თავხედობა და ისიც კი განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულაო.

სხვა არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, სინამდვილეში, პირწმინდად წააგო ლევან გაჩეჩილაძესთან პაექრობაში, მაგრამ გრ. ვაშაძის ამჟამინდელი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მეცადინეობით, მაშინ იმდენი ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა, იმდენი გაყალბებული ბიულეტენი ჩაიყარა საარჩევნო ყუთებში, იმდენი "კარუსელი დატრიალდა" სააკაშვილის სასარგებლოდ, რომ დამარცხებული სააკაშვილი პრეზიდენტად გამოცხადდა, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების დაკვირვებულ თვალს ეს ყველაფერი რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა.

სააკაშვილმა არნახული თავხედობით და უტიფრობით, ფაქტობრივად, მიიტაცა პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ დემოკრატიის სადარაჯოზე ფხიზლად მდგარ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ყაჩაღურ აქტზე, რომელსაც რატომღაც არჩევნები ერქვა, არავითარი რეაგირება არ ჰქონია.

ის კი არა, ამ ბანდიტობის შემდეგაც კარგა ხანს ეძახდნენ სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას", ხოლო საქართველოს _ დემოკრატიის რეგიონალურ ოაზისს.

მერე რა, რომ ამ "ოაზისში" უმოწყალოდ დახოცილი უდანაშაულო ადამიანების სისხლის ტბები იდგა და ციხეებში გამოკეტილი ათიათასობით ადამიანის სასოწარკვეთილი გმინვა ისმოდა, მაინც ოაზისს ეძახდნენ, ამ ოაზისის შემოქმედს კი _ დემოკრატიის შუქურას.

ეს "შუქურა" პრეზიდენტობის პოსტის მიტაცების შემდეგ 7 თვეში რუსეთთან ომში ჩაება.
რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ზემძლავრი სახელმწიფოებიც კი ერიდებიან, მაგრამ უშიშარ "შუქურას" არ მორიდებია…

დღემდე ამოუხსნელ გამოცანად რჩება, რამ შეაგულიანა ბუნებით მხდალი სააკაშვილი და რამ გაალომგულა ასე, რომ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ რუსულ სამხედრო მანქანას, რომელიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემს, არ შეეპუა და ბრძოლაში შეჰყვა?

_ პროვოკაციაზე წამომაგესო, _ ამბობს დღეს სააკაშვილი, თუმცა აგვისტოს ომის წინა პერიოდს და უშუალოდ ომის დღეებში განვითარებული მოვლენების დეტალებს და ნიუანსებს თუ გავიხსენებთ, სააკაშვილის ქმედებები სულაც არ ჰგავდა პროვოკაციაზე წამოგებული კაცის ქმედებებს.

წინასწარ წაგებისთვის განწირული ბლიც-ომის შემდეგ, როცა რუსებმა თბილისისკენ გაიწიეს, რასაც შეიძლებოდა სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დამხობა მოჰყოლოდა (`ნაცმოძრაობის~ პოლიტიკური ელიტა უკვე გარბოდა საქართველოდან, აშშ-მა, ევროპის სახელმწიფოებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს _ რუსეთს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების დამხობა სურსო. როგორ დემოკრატიულად იყო `არჩეული~ სააკაშვილი, ამაზე ცოტათი ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა დემოკრატიაზე ფიქრისთვის ვის ეცალა _ მთავარი იყო, `რიგითი~ სააკაშვილი გადაერჩინათ და მთელი ოთხი წლით, 2012 წლამდე გადაარჩინეს კიდევაც.

სააკაშვილი კი გადაარჩინეს, მაგრამ საქართველო გამესამედდა, დაიღუპა უამრავი ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ათიათასობით ქართველი ლტოლვილად და დევნილად იქცა, თუმცა სააკაშვილს ამაზე დიდად არც უნაღვლია _ რა მოხდა, რაღაც 150 სოფელი დავკარგეთო, _ განაცხადა. 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, "ნაცმოძრაობის" მიერ აკვიატებული და ათასჯრ გამეორებული ლოზუნგი სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა! სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში ბრალს საქართველოს დებს! _ ვის გასაგონად და ვის საყურადღებოდ იყო ნათქვამი?
თქვენ გგონიათ, ქართველი ამომრჩევლის თვალების ასახელად და გონს მოსაყვანად იჭაჭებოდნენ ნაციონალები და მათი სატელიტი პარტიები ასე თავგამოდებით?

არც დაიჯეროთ! ქართველი ხალხის გასაგონად კი არა, რაღაც სხვა ძალების გასაგონად იმეორებდნენ ასე დაჟინებით და მიზანმიმართულად ეს ფარისევლობასა და დემაგოგიაში დაოსტატებული ნაძირლები ამ ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს _ სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" თქვენ გღალატობენ, ისინი არ არიან და ვერც იქნებიან თქვენი ერთგული პარტნიორები, თქვენი მიზნების და ამოცანების უსიტყვო შემსრულებლები. თქვენი ყველაზე საიმედო პარტნიორები ვართ ჩვენ და ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით. დავამტკიცეთ თუნდაც 2008 წლის აგვისტოში, როცა ნახევარი საქართველო რუსეთს შევალეწეთ, სამაგიეროდ, რუსეთს ოკუპანტის იარლიყი ავაკარით შეუბლზე. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავიმეოროთ ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება. "ქართული ოცნება" კი ამის გამკეთებელი არ არის, რაც მთი ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა წელიწადმაც დაამტკიცა.

აი, ეს ქვეტექსტი ედო სარჩულად ვაშაძის საარჩევნო კამპანიას, აი, ეს მესიჯები იგზავნებოდა უწყვეტ რეჟიმში დასავლეთის მიმართულებით და, როგორც ჩანს, მათ ნაწილობრივ დაარწმუნეს კიდევაც საერთაშორისო ინსტიტუტების და ცალკეული სახელმწიფოების ადმინისტრაციების ნაწილი, რომ ეს მესიჯები რეალობას შეესაბამება.

როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ნაკლებად აინტერესებთ, საქართველოში დემოკრატია იქნება, ფაშიზმი თუ პირველყოფილი თემური წყობილება, მთავარია, საქართველოს შეუნარჩუნდეს რუსეთის წინააღმდეგ მუდმივად დაპირისპირებული სუბიექტის ფუნქცია, რაზეც ნაციონალები და მათი სატელიტები შინ თუ გარეთ ხმამაღლა და ხაზგასმით აფიქსირებენ თავიანთ მტკიცე მზადყოფნას, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ.

რევანშის დაუძლეველი წყურვილით შეპყრობილი სააკაშვილი, ცხადია, ყველაფერზე წავა, ყველაფერზე დათანხმდება, რომ "სამეფო ტახტი" დაიბრუნოს.

ამ მიზნის მისაღწევად ის უყოყმანოდ გაწირავს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გადარჩენილ საქართველოსაც და მთელ ქართველ ხალხს თავის "ნაცმოძრაობიან" "ქართულ ოცნებიანად" რუსულ იმპერიას შეაწყვეტს.
ეს სიტუაცია რაღაცით ჰგავს "კავკასიური ცარცის წრის" იმ სცენას, როცა ნამდვილი დედა ბავშვს ხელს გაუშვებს _ აბა, ბავშვს შუაზე ხომ არ გავხლეჩო?

ესენი, ეს ნაციონალები და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, მზად არიან, საქართველო თუნდაც შუაზე გაიხლიჩოს ან ნაწილ-ნაწილ დაიშალოს, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ, "ქართული ოცნება" კი, რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მას, დარწმუნებული ვართ, ამაზე არ წავა.

"ქართული ოცნება", ალბათ, გრუშესავით მოიქცევა და, ღმერთმა ნუ ქნას, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თავის ქვეყანას გასახლეჩად და გასაგლეჯად ვერ გაიმეტებს.

ეს არის დიდი განსხვავება "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის.
ის, ვისაც "ნაცმოძრაობა" პატრიოტობად ასაღებს., სინამდვილეში, დიდი პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენასთან კი არ გვაახლოებს, არამედ კიდევ უფრო გვაშორებს მას.

"ნაცმოძრაობა" იმ ინსტრუქტორს ჰგავს, რომელიც სპეციალურ ბანაკებში თვითმკვლელ ტერორისტებს ტრენინგებს უტარებს, ფსიქოლოგიურად წვრთნის და იმ მომენტისთვის ამზადებს, როცა მსვერპლი მზადაა, ჯიჰადის ქამარი შეიბას და მტერს ეკვეთოს.

"ნაცმოძრაობას" საქართველოსთვის ჯიჰადის ქამრის შებმა უნდა…

მეტის ნახვა
19-12-2018, 12:30


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ მოხდა ერთი გამაოგნებელი ფაქტი. პროტესტის ნიშნად ერთი კაცი ასფალტზე დაწვა, ერთი ქალი კი მანქანის "კაპოტზე".

საინტერესოა, რომ ეს მამაკაციც და ის ქალბატონიც "ნაცმოძრაობის", ანუ, როგორც დღეს თავიანთ თავს უწოდებენ, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და მათი წარმომადგენლები არიან. 
"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ, შუა ასაკს გადაშორებულ ქალებს, როგორც ვატყობ, აშკარად აწუხებთ სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა. მათ ახლა, როგორც ბუხარს შეშა, ისე სჭირდებათ სექსი, მაგრამ "ნაცმოძრაობის" წევრებში ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომელიც თავის ფუნქციას პირნათლად და დაუზარელად შეასრულებს.

ე. წ. ოპოზიციის წევრი მამაკაცებიდან ზოგი ცისფერია, ზოგი პლანაქეში და ნარკომანი, ზოგი, მაგალითად, ნიკანორ მელიასმაგვარი ბატონები, იმდენს კივიან და ისე უმიზეზოდ ხარჯავენ ენერგიას ჩხავილში, არაფრის თავი აღარ ექნებათ, ხოლო ის მამაკაცი, რომელიც შუა დეკემბერში ცივ ასფალტზე იწვა, კაცად არ გამოდგება, არც წელი ევარგება, აწი, მაგას და აღარც ქვედა კიდურები. 

ნაცი ქალები კი მოწესრიგებულ, ვაჟკაც პატრულის თანამშრომელ კაცებს რომ ხედავენ, პირდაპირ ისტერიკა ემართებათ და ეგრევე ეკვეთებიან "საჭიდაოდ".

ხომ დაინახეთ, იმ 130-კილოიანმა ქალბატონმა, სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, „კაპოტზე“ შემოჯდა. ელასტიკებში გამოწვართული ფეხები გაფშიკა და სულ ფეხსაცმელები უბრაგუნა მანქანის სახურავს.
ხანგამოშვებით, ასეთივე უბედურ დღეში არიან მეგი გოცირიძე, მაია ორჯონიკიძე, თაკო ჩარკვიანი, ქეთა გაბიანი და სხვები _ ამათ ერთი, ნაცთათვის პრეზიდენტად წოდებული, საპენსიო ასაკის ულვაშა ვაშაძე კი არა, ჯანიანი კაცები სჭირდებათ!

შეიცოდეთ, ხალხო, ეს ადამიანები, დააგრილეთ, დაამშვიდეთ ისინი და ქვეყანაც დამშვიდდება. 
ძალიან ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა გიორგი გახარია, იმის გარდა, რომ შესანიშნავი მინისტრია, ასევე შესანიშნავი ფსიქოლოგიც ყოფილა. მან რეალურად შეაფასა ოპოზიციონერი ქალბატონების ფსიქოლოგიური და სექსუალური მდგომარეობა, და თავის ბიჭებს შეტევაზე გადმოსულ ქალბატონებთან ბღლარძუნს მაინცდამაინც არ უშლის...

იმედია, ბატონი მინისტრის მიერ არჩეული სტრატეგია, რომელიც, ალბათ ფროიდის მოძღვრების საფუძვლიან ცოდნას ემყარება, ნაცქალბატონებთან მიმართებაში გაამართლებს. ნაცკაცებს კი, ჯობია, "ვირის აბანოთი" და ბროწეულის ოყნებით ვუმკურნალოთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
19-12-2018, 09:30


თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ქართულმა ოცნებამ" წაიფორთხილა, შეიქმნა საშიშროება, რომ "ნაციონალები" ერთ სახელისუფლებო შტოს ხელში ჩაიგდებდნენ და ამას შემდგომში მოჰყვებოდა პრობლემების ესკალაცია.

ხალხოსნურ ენაზე რომ ვთქვათ, კაი გვარიანად აირეოდა მონასტერი. ჩვენ ეს არ დავუშვით, მთელი საქართველო დავდექით ფეხზე და გზა გადავუკეტეთ ბოროტებას. ახლა "მიშმაკები" ამტკიცებენ, ჩვენ 800 ათასი ადამიანი გვიჭერს მხარს, სერიოზული ძალა ვართ, ნება იბოძეთ, ანგარიში გაგვიწიეთ, სალომეს პრეზიდენტობა გააუქმეთ და ჩვენი გრიგოლის ძლევამოსილება აღიარეთო, თქვენი არჩევნები ყალბიაო. ამ შემთხვევაში, მე სრულად ვეთანხმები "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ "ნაციონალების", ანუ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოთრეული და ცესკოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებული 740 ათასი ხმა არის ყალბი და გამოგონილი. დიახ, მე კარგად ჩავიხედე ამ საკითხში და ასევე ვაცხადებ, ეს გახლავთ ყალბი ციფრები. ადრეც მოვუწოდე "ქართულ ოცნებას" და კიდევ გავიმეორებ: "ნაციონალებმა" არჩევნები გააყალბეს თითქმის ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში, ასევე ყველა რგოლში, დააშინეს და დააშანტაჟეს ლამის ნახევარი საქართველო. ვინაიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გადატენილია მათი "პადელნიკებით", იქაც ადგილი ჰქონდა დიდ ოღრაშობას!

ჰოდა, ასე იყო თუ ისე, ჩვენ არ დავუშვით ბოროტების დაბრუნება… თუმცა, ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოხდა გაუგონარი რამ – ვითომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს და ვინმე მოპოეტო ელემენტ მიხეილ ღანიშაშვილს გაუგზავნეს ოფიციალური მოსაწვევები. კილაძე რა წარმონაქმნიცაა, იცით, ის წლების განმავლობაში აწარმოებს ცილისმწამებლურ კამპანიას "რუსთავი 2"-თან ერთად "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არანაკლებ ზიზღიანობით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილის მიმართაც და უწოდებს მოღალატეს. რაც შეეხება ვინმე ღანიშაშვილს, მისი არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი (გნებავთ გაუნათლებლობაში ჩამითვალეთ), ახლა გავიგე, "დავგუგლე" და აი, ეს ამომიგდო:

"ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა, ვინაც სალომეს ხმა მისცას, გაუბედურდეს ცხოვრებით, მისი სახლ-კარი დაიქცას"!

დიახ, თურმე მწერალსა და პოეტს, მიხეილ ღანიშაშვილს (ილტოსპირელს) სალომე ზურაბიშვილისთვის ლექსიც მიუძღვნია, რომელიც არაერთ გამოცემაში გამოქვეყნებულა. სანამ ილტოსპირელის "შედევრს" შემოგთავაზებთ, ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: როცა ჯაბა იოსელიანი ცოცხალი იყო, მისთვის პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს უკითხავს, ამა და ამ კანონიერ ქურდს იცნობო? ჯაბა დაფიქრებულა… არა, არ ვიცნობ და ისეთი ქურდის დედა, მე რომ არ ვიცნობო. ჰოდა, თითქმის იგივეს გავიმეორებ – ისეთ მწერალსა და პოეტს დააფსას თავზე ელისო კილაძემ, მე რომ არ ვიცნობ! მეტიც, კობა ხაბაზმა და მეგი გოცირიძემ დამატებით დააფსან თავზე, საქართველოში ცნობილი და უფრო სტაჟიანი პოეტები რომ არ იცნობენ!

ახლა კი დავუბრუნდეთ ღანიშაშვილის "შედევრს", რომელმაც საქართველოს მმართველი პარტიიდან დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო, ანუ მიწვევა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე. სათაური გახლავთ "მოღალატე":

"ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა,
ვინაცა სალომეს ხმა მისცას,
გაუბედურდეს ცხოვრებით,
მისი სახლ-კარი დაიქცას!
სიცოცხლე აღარ ეღირსოს,
ოდენ სიკვდილზე აიცრას,
ცრემლად მოექცეს ყოველი,
თუკი ფიქრობდეს რაც-რას!
მისი ჯიშ-გასაგისობა
უფალმა აღარ დაიცვას,
გაწყდეს, გათავდეს 
შვილ-ძირით,
გეენის ცეცხლში დაიწვას!
წყევლა, კრულვა და გინება
იმ წელს, იმ დღესა და იმ წამს,
როცა ის დედას გაუჩნდა,
მისი აკვანი დაირწა!
შენა ხარ, ზურაბიშვილო,
ღალატად ითქმის რაიცა,
სამშობლოს გამამტყუვნარო,
სუნთქვაც ჩაგიწყდეს, ხმაიცა!
რუსის წისქვილზე 
წყლის მსმხელო,
პუტინის ხასაც, ყმაიცა
ერთად ხარ, 
კრემლის ერთგულო,
ის დროა, აქით გაიქცა.
ეხლა რო ხელისუფლება
ხელისუფლობდეს მაინცა,
ანდა ერი რო ერობდეს,
ცოტა გვწყალობდეს ცაიცა.
შენნაირ მოღალატისთვის
ციხეა ძმაიც, დაიცა,
ხაროში უნდა გგმანავდნენ,
წამებაში რო გაიცრა.
კრულ იყოს მისი სახელი,
ვინაც ღალატზე წაისწვრა,
გამყიდველს საქართველოსას
სიკვდილთან 
ჰქონდეს ჟამის წვნა"!

კარგად წაიკითხეთ? კარგად გააცნობიერეთ, რას წერს ეს ღვარძლი და ბალღამი, რომელიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ოფიციალურად დაპატიჟეს? როგორც მეუბნებიან, ეს ფაქტი დიდი გარჩევის საგანი გახდა სამთავრობო კულუარებში და ასევე პარტია "ქართულ ოცნებაში". ამავე პარტიის ბევრმა წამყვანმა ფიგურამ უარი თქვა თელავში წასვლაზე. იკვლევენ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წაიმარაზმა? ფაქტია, შიგნით ბევრი გველი გყავს ჩაბუდებული და სიტუაციას ვერ აკონტროლებ. აი, ეს გახლავთ მიკრო-სქემა, თუ როგორ წააგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური "ქართულმა ოცნებამ". ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმები – ზოგიერთი "გამპრავებელი" აცხადებს, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტია და მოსაწვევების გაგზავნაშიც არაფერია საგანგაშო. კი, ბატონო, თუ "ყველას პრეზიდენტია"-ს პრინციპით მივუდგებით, მაშინ დაეპატიჟებინათ ყველა, რატომ მხოლოდ ელისო კილაძე და გიჟუა მიხეილ ღანიშაშვილი? რა დააშავეს ნოდარ მელაძემ, ნიკა გვარამიამ, ან ეკა კვესიტაძემ? რაც მთავარია, რა დააშავეს შენმა მომხრეებმა, რომლებმაც მეორე ტურში გადაგარჩინეს?

არ ვლაპარაკობ მასაზე, მთელ მოსახლეობაზე, მაგალითად, რა დააშავა ამ გაზეთის რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ, რომელიც ამბრაზურასავით ჰყავთ გადაფარებული და მეორე ტური თავის წილ მოიგო? მოდით, თავი დავანებოთ ყველას და ყველაფერს, ეს ფაქტი გახლავთ საბოტაჟის საუკეთესო ნიმუში – სადღაც ვიღაც რეგვენს აზრად მოუვიდა, მოსაწვევები გაეგზავნა საზოგადოებისთვის მიუღებელი პერსონებისთვის, რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ის, რომ უკიდურესად გაღიზიანდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლამის შეაკვდნენ "ნაციონალურ მოძრაობას". მათ დაინახეს, რომ "ქართული ოცნებისთვის" მადლსა და უმადურობას ერთი ფასი ჰქონია და ისევ გრძელდება ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია. სხვათა შორის, მოგვიანებით გაჩნდა მორიგი ვერსიაც – ინაუგურაციაზე მისაწვევ პირთა სია გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახურმა შეადგინაო, სალომე ახალია და ბუნებრივია, პროტოკოლის ახალი სამსახური ვერ ეყოლებოდაო. სრული იდიოტობა. ესე იგი, მარგველას ხალხმა ინაუგურაციაზე ბომბი რომ შემოგიგდოს, არ ამოწმებ, ხომ? იქნებ ბინ ლადენი დაგიპატიჟა, არ უნდა წაიკითხო? არ მჯერა ამ ვერსიის. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, ეგ კარგია, უნდა დავპატიჟოთ ყველა, მოვიდნენ და გულები დაუსკდეთო. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ სადღაც იქ, ზემოთ ვერ არიან თავიანთ მატორზე და კაი გვარიანად ურევენ სიტუაციას. ესე იგი, მტრის შემორიგებას ცდილობ და ამ დროს კარგავ ასეულობით ათას მომხრეს? ან კი რა მტერი და რა ანგარიშგასაწევი ფიგურები არიან კილაძეები თუ ღანიშაშვილები?!

ისე, კარგად გალექსა დღევანდელი სიტუაცია ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც ადრე თავგადაკლული "ნაცი" იყო (თუმცა ბოლო დროს მოვიდა აზრზე):

"ხვალ თელავში ზეიმია,
სამზადისი – დიდიო,
მოსაწვევი თუ გინდა,
მელიასთან მიდიო"!

აბა, მეტი რაღა უნდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო? ალბათ, ბოლოს დაგებადებათ კითხვა: ნეტა შენ თუ დაგპატიჟეს ინაუგურაციაზეო? კი, დამპატიჟეს, დიდი მადლობა, მაგრამ ის შეცდომა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, არ უნდა დაეშვათ. სადღაც გულში მაინც ვფიქრობ, ელისო კილაძის თემა სალომე ზურაბიშვილს განგებ შეუგდეს, რათა მის გარშემო გამოიწვიონ გულგატეხილობა და ხელჩაქნეულობა. როგორც ჩანს, მიზანი მიღწეულია. მთავრობის ადმინისტრაციია ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, სტუმრრები პოლიტიკური ნიშნით არ შეგვირჩევიაო. ამ შემთხვევაში პოლიტიკა არაფერ შუაშია, აქ წინა პლანზე გამოდის მორალი – თუკი შენ ცილისმწამებელს საკუთარ თანამებრძოლთან აიგივებ, ათანაბრებ და მის გვერდით აყენებ, ის თანამებრძოლი შეურაცხყოფილი რჩება, ის აუცილებლად მიგატოვებს. გაიგეთ, ხალხო, სწორედ მორალისა და ამორლობის აღრევამ დაგვიდო პირველი ტურის შედეგი, ოღონდ ნაწილობრივ. ვიმეორებ – "ნაცებმა" არჩევნების გაყალბების არნახული, უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. სხვათა შორის, ვინმე ღანიშაშვილმა განაცხადა, მე არ ვიცი, მოსაწვევი ვინ გამოწერა ჩემს სახელზე, მაგრამ ინაუგურაციაზე არ მივდივარო. აი, ისევ მორალთან მივდივართ, ის წავა თუ არა, ამას არ ქავს მნიშვნელობა, ამ გიჟუამ დაწყევლა თითქმის მთელი საქართველო. არა, ძველებისგან გამიგონია, წყევლა მაწყევარისააო, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა, ალბათ დამეთანხმებით.

P.S. მე არავის არაფერს წამოვაყვედრი. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავილაშქრებ ბოროტების წინააღმდეგ და იმდენჯერ დავამარცხებ. ამ აზრზეა ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობარი. მე მხოლოდ იმას ვჩივი – როგორ უნდა გამოავლინონ ამდენი მოღალატე?!

და ბოლოს… ამ წერილს არ ვწერ პირადი განაწყენების ფონზე, უკვე გითხარით, მე დამპატიჟეს და იმის გამო, რომ მორალი და ამორალობა ერთ სიმაღლეზე დააყენეს, თავი შეურაცხყოფილად ვიგძენი და თელავში არ წავედი. არ ვიცი, შეიძლება არასწორად მოვიქეცი, შეიძლება ჩემი ადგილი აუცილებლად უნდა დამეკავებინა… შეიძლება სწორად მოვიქეცი… ამ წუთას სინდისმა როგორც მიკარნახა, ისე გადავწყვიტე.

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
19-12-2018, 08:30


ილია ჭავჭავაძე მოკალით - საქართველოს გული დაუსერეთ! ზვიად გამსახურდია მოკალით - საქართველოს დასერილ გულზე მარილი დააყარეთ! ბადრი პატარკაციშვილი მოკალით - საქართველოს დასერილ და მარილდაყრილ გულზე წიხლი დააჭირეთ!

ახლა ვინ ამოიღეთ მიზანში, ბოზნო, თახსირნო, მკვლელნო, წუმპენო, წუმწუმნო, ძონძნო, ტალახნო, რისთვის იკრიბებით "ლეიბორისტების" ბუნაგში, როდისთვის გეგმავთ ხელისუფლების დამხობას და ქვეყნის კიდევ ერთხელ გაპარტახებას?!

წინა კვირაში, ერთ-ერთ დღეს დიდი სტუმრიანობა იყო "ლეიბორისტების" ოფისში. რევოლუციის მოსაწყობად გამოიძახეს და სიმაღლის მიხედვით გამოცხადდნენ:

1. აკაკი ასათიანი – ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, რომელსაც კრიტიკულ მომენტში გული ასტკივდა და საქართველოს რომელიღაც კურორტზე წამოკოტრიალდა. ეს იყო მაშინ, როცა თბილისში კანონიერ ხელისუფლებას უტევდნენ და ზვიად გამსახურდია ავტომატების კაკანით "აცილებდნენ". კაკო ყოველთვის არის იქ, სადაც ფულია და ვალებს ისტუმრებენ. როგორც ჩანს, სწორ მისამართზე მოხვდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ირმა ინაშვილმა ამოიყვანა ნაფტალინიდან, გარეცხა, დაუბლოკდა და დღემდე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 100 ათას ლარს. მართალია, პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ "პატრიოტთა ალიანსის" წყალობით კვალიფიკაცია მიიღო და როგორც უკვე გითხარით, ფინანსდება ბიუჯეტიდან. კაკოს მთელი ცხოვრება ვალები აქვს და მა რა ვქნათ, აღარ დავუფაროთ? კი, უნდა დავუფაროთ და ამიტომაც არის საჭირო, თვითონაც გაანძრიოს ტვინი, 2020-ში ისეთ ვინმეს უნდა შეეკრას, ვისი წყალობითაც ისევ დაფინანსდება. არ აქვს მნიშვნელობა, მიშა იქნება, გრიშა, თუ გარგანტუა და პანტაგრუელი! მართალია, კაკო ასათიანს 1991 წლის გადატრიალებისას გული ასტკივდა, მაგრამ მაინც გადარიალებულად ითვლება და როცა გადატრიალებული გადამტრიალებლებთან მიდის, ეს დიდი უზნეობაა… ფული ოხერია, მაგრამ მაინც უზნეობაა-მეთქი!

2. გოჩა ჯოჯუა – პოლიტიკური საქმოსანი. არსად არ ფიგურირებს და ამ დროს ყველგანაა. ერთი პერიოდი "პატრიოტთა ალიანსს" უვლიდა გარშემო, მერე ნინო ბურჯანაძეს სასამართლოში უჩივლა და პარტია წაართვა თავის დაფინანსებიან-კვალიფიციურობიანად. მართალია, არც ჯოჯუა გახლავთ პარლამენტში, მაგრამ ბიუჯეტიდან ფინანსდება წელიწადში 300 ათასი ლარით. ესეც დილემის წინაშე დგას, 2020 წლის შემდეგაც ხომ სჭირდება მაყუთი? ამიტომ მივიდა იქ, სადაც გეგმავენ რევოლუციას და კაი მოგებას! ეს ტიპი ერთხელ კი გაიგდო კაკო ბობოხიძემ წიხლქვეშ და ათრია ტყლაპოში, მაგრამ ეს მაინც იმავე ტყლაპოში მიცუცქდა, იქ ფული ეგულება და იმიტომ. ფული ოხერია, მაგრამ როცა ერთხელ ტყლაპოში ნათრევი მთრეველთან მიდის, ეს დიდი უზნეობაა!

3. ნიკა მაჭუტაძე – ამომავალი ვარსკვლავი ქართულ პოლიტიკაში. სანამ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე არ დამარცხდა წინა საპარლამენტო არჩევნებში და არ აიკრა გუდა-ნაბადი რუსეთისკენ, მანამდე მაჭუტაძის არსებობის შესახებ მხოლოდ შინაურებმა თუ იცოდნენ. გამოიყვანა, შემოგვტენა ბანმა და მას შემდეგ აღარ გაჩერებულა – ბოდავს და ბოდავს. ესეც ფინანსდება ბიუჯეტიდან წელიწადში 300 ათასი ლარით, რადგან ბურჭულაძის პარტიამ ("სახელმწიფო ხალხისთვის") საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 3-პროცენტიანი ბარიერი. ოდა, ამასაც უნდა კიდევ მაყუთი, არ ვიცი, ბანი რამდენს უგდებს, მაგრამ თადარიგი მაინც ხომ უნდა დაიჭიროს? თანაც დიდი პრეტენზიები აქვს, სულ მცირე, დეპუტატობას უნდა გამოჰკრას ხელი "ნაციონალების" წყალობით. თუ რევოლუციაც მოახდინა, ეჭვი არ შეგეპაროთ, ჩეგევარა არიფი იქნება ამასთან შედარები თ. მაჭუტაძე რომ რევოლუციას მოგიწყობს და პარლამენტში გამოგეჯგიმება, კი უნდა მოიკლა თავი ჟანგიანი პისტოლეტით!

4. ლევან თარხნიშვილი – უამრავ თანამდებობაზე გადამხტარი. 2012-ში, როცა "ნაცმოძრაობა" ყინულზე წაქცეული სახედარივით მოსრიალდა, ეს ჯეელი გახლდათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ანუ მიხოს "გამპრავებელი". რაც ამან (სართვლოდ გამზადებულ გოდორს რომ მიუგავს თავი) არჩევნები აყალბა 2008 წლიდან მოყოლებული, ხათუნა გოგორიშვილსაც კი შეშურდებოდა. საერთოდ, ამ ცხოვრებას ახასიათებს ასეთი რამ – თუ დამნაშავეს არ დასჯი, ის ცოტა ხანს გაიყურსება, მომენტს დაელოდება, ცოტა მოიკეთებს, ცოტა მოძლიერდება და იქით მოინდომებს შენს დასჯას. პატიება გამორიცხულია და სწორედ ეს გახლავთ `ქართული ოცნების~ უდიდესი შეცდომა. აი, დადგა დრო, შეიკრიბნენ დამნაშავეები, მართლა კრიმინალები ბუნაგში და გამოგვიცხადეს, რომ თურმე დამნაშავეებმა და კრიმინალებმა მისცეს ხმა სალომე ზურაბიშვილს. ახალ კამპანიას იწყებენ კრიმინალები… არა, კამპანია ძველია, მაგრამ თემაა ახალი, აქეთ გაბრალებენ, შენ კრიმინალებმა აგირჩიესო!

5. ბაჩუკი ქარდავა და პაატა დავითაია – უკაცრავად და… ესენი ტყუპები მგონია. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ორივეს თავი სართიჭალაში გასაყიდად გამოტანილ კვახს მიუგავს და მეორეც – ორივე აფერისტია, ორივეზე სასაცილო რაღაცებს ყვებიან, ერთს რუსეთში დაუტრიალებია დიდი ამბები, მეორეს – აქ, საკუთარ მამულში. ისე, ყველაზე მაზალო მაინც ის იყო, დავითაია რომ დანიშნეს 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ, რომ გამოიძია, ოფიციალურად ომის დაწყებაში რუსები დაადანაშაულა და შინაურულად კიდევ ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებდა. ერთხელაც მაგარი "ჩეპე" მოუვიდა, აქუს კანტორის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, ოფიციალურად იქაქანა და გამორთული კამერის მიღმა სულ საწინააღმდეგო ილაპარაკა, თურმე კამერა ჩართული ყოფილა. მაშინ აქუმ არ დაინდო, ესეც გაუშვა ეთერში. გეუბნებით, ამ "ჩვენ თითონა" პარტიების ე.წ. ლიდერები, მარტო თვითონ რომ არიან დარჩენილები, უნიკალური აფერისტები არიან!

6. რევოლუციურ ბუნაგში ასევე გამოჩნდა გიორგი ახვლედიანი, ნინო ბურჯანაძის მარჯვენა თითი, რომელიც ცოტა უფრო ჭკვიანი მეგონა. თავად ბურჯანაძე თავს იკავებს, ვირეშმაკობანას თამაშობს, ჯერ პირდაპირ ვერ რისკავს მიხო სააკაშვილის "გაპრავებას" და ამიტომაც აგზავნის ახვლედიანს. თუმცა ქალბატონ ნინოს გვერდითაა დიდი გუბაზი, სანიკიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფაზე და მიხო სააკაშვილის "გაპრავებაზეა" გადასული. ამ შემთხვევაში ზედმეტ რისკებზე წასვლა აღარ არის საჭირო. ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ეგ ქალი სააკაშვილთან არის გარიგებულიო, სახტად დავრჩი, არ დავიჯერე და თვითონ მაგ ქალმაც ატეხა ერთი ამბავი. აჰა, გავიდა 6 წელიწადი და ახლა ვხედავთ, ვინ ვისთან არის შეკრულ-გარიგებული!

რაღა ბევრი გავაგრძელო? როდესაც რევოლუციური ბუნაგი გაიხსნა და ნაფტალინიდან ამოქექილები იქ ჩავიდნენ, ძალიანაც არ გამკვირვებია, 30 წელიწადია ამათ ვუყურებ და ვეღარაფერს გამომაპარებენ… აი, უბრალოდ ერთი რამე მიკვირს – რატომ უნდა მიხვიდე, შენ, ზვიად გამსახურდიას შვილი იქ, სადაც ფაქტობრივად იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება? არა, ამათ გადატრიალებულს დააფსას დედალმა ჩუტრუკმა გარდი-გარდმო, მაგრამ სადაც სიტყვა "დამხობა" ისმის, კოკო გამსახურდიავ, იქ რა გინდა? ამას დავანებოთ თავი, შე უდღეურო, გადახედე, რა ხალხის გვერდით ზიხარ, ვინ არიან, ვინ რა როლი ითამაშა ზვიადის განადგურებაში. სულ მქონდა ეჭვი, რომ დიდ ადამიანებს ხშირად გამოყ…ევებული შვილები გამოსდით და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები!

და ბოლოს, შალვა ნათელაშვილი – ვატყობ, ეშმაკსაც კი შეეკვრება, ოღონდ ბიძინა ივანიშვილი დააზარალოს. პრინციპში, შეეკრა და არა ერთხელ, სატანის მოციქულ გვარამიას ძმაკაციც კი იყო ერთი პერიოდი. ამან მიხოს შესთავაზა, გრიგოლი ვინ არი, მე წარმადგინე პრეზიდენტობის კანდიდატადო. იმან უარი უთხრა. ეს გაიბუტა. ახლა ისევ შეურიგდა. შალვას შემთხვევაში ფილმი "მონანიება" მახსენდება – ეშმაკთან მიხვედი აღსარების ჩასაბარებლად, შალვა? ან იქნებ არც მიხვედი და ყოველთვის იქ იყავი?!

რევოლუცია არ და ვერ იქნება… არ ხართ თქვენ ის ხალხი, ქართველ ერს რომ აჯობებთ. ერთხელ რომ აჯობეთ, მაშინ სხვა დრო იყო… სიმართლე გითხრათ, მაშინ არც ველოდით და ჩვენც დავიბენით, ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია, იქით გაგისწორდეთ, თქვე მარადიულო ბოზებო!!!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
18-12-2018, 15:00


გიორგი არველაძე: 
"საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი, უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი.
ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით".


გიორგი ინასარიძე, ოთარ გველუკაშვილი, ანტონ უგულავა, დიკო ბარქაია, ზაზა ფანცქველაძე, ევგენი აფრასიძე, ომეხ აფრასიძე, ხვიჩა კვირიკაშვილი, ალექსანდრე გომაშვილი, ბუთა რობაქიძე, მურთაზ ქარდავა, თემურ ხუფენია, სულხან ლომიძე, ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა, თემურ ცეკვავა, თამაზ კურკუმული, ალექსანდრე თაბაგარი, ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მანჯავიძე, ლევან გულუა, რევაზ სარჯველაძე, მურმან გორგაძე, რომან სურმანიძე, მარად ართმელაძე, ვლადიმერ ხოშტარია, აკაკი კორკოტაშვილი, ავთო გუმაშვილი, ვახო გუმაშვილი, ვახტანგ მარგოშვილი, რევაზ ცალანი, სანდრო გირგვლიანი, გია თელია, ჯემალ ჩაფიძე, ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია, ვალერი ბენდელიანი, ზურაბ ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვი, მიხეილ ბერძენიშვილი, გელა ცინდელიანი, ხვიჩა კოკაია, ვალერი ფხალაძე, მიხეილ კარაკოსიანი, გიგა ჩარბაძე, ალექსანდრე ხოსიტაშვილი, ოლეგ მესიძე, ჯუმბერ ნაგერვაძე, თენგიზ გოგია, როლანდ მახარაძე, გიორგი გამცემლიძე, როინ შავაძე, პაატა ქარდავა, დავით ცინდელიანი, ნატა ჯიჭონაია, ალექსანდრე კვეზერელი, ზურაბ მანთაძე, გია კრიალაშვილი, ჯიმი მეგრელიძე, მამუკა ჩარჩხალია, ვარლამ ნემსიწვერიძე.

ეს არის "ნაცმოძრაობის" ჯალათების მიერ მოკლული ახალგაზრდების არასრული სია. მათი უმრავლესობა წამებით არის მოკლული, ზოგი ციხეში, ზოგი ციხის გარეთ, ზოგი უგზოუკვლოდ გაუჩინარებული. ერთ-ერთი მათგანს 30 წლის დავით ცინდელიანს თურმე ყელზე თოკით ქვა მოაბეს და ცოცხლად ზღვაში გადააგდეს. დღეს ყველამ იცის, რა უყვეს 16–18 წლის აჭარელ ახალგაზრდებს ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციისას". ჯერ როგორ დახოცეს უიარაღო ბავშვები და მერე მიცვალებულები როგორ გამოშიგნეს. ჯანმრთელი ორგანოები ამოაცალეს....

"ნაცმოძრაობის" მმართველობისას ახალგაზრდების არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური გადაგვარებაც მიზანმიმართულად მიმდინარეობდა.

თავიანთ თავს პოლიტიკურ პარტიას რომ ეძახიან, იმ უსაზიზღრესი საქმეების ჩამდენი ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს ტელეკომპანია `იმედის~ ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ, ამჯერად ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ხელი რომ ვეღარ მიუწვდება, ქართველ გოგო-ბიჭებს ფეისბუკში ასეთი სტატუსი მიუძღვნა:

"საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი, უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი.
ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით".

მეგობრებო, ეს ის კაცია, ვინაც დაგეგმა და დადგა ე.წ. "მოდელირებული ქრონიკა", ვითომდა ახალი ომით ხელახლა დაზაფრა მათი სასტიკი რეჟიმისგან ისედაც დაზაფრული და განადგურებული ქართველი ხალხი. ეს ის კაცია, ვისაც სულ ცალ ფეხზე ეკიდა ყოველთვის მოსახლეობა, მისი პრობლემები და გასაჭირი და თავისი დისკოს მოცეკვავე უკრაინელი ცოლის კაბის კალთას იყო მიშტერებული.

ახლა ხომ კარგად ხედავთ ყველა, როგორ ეზიზღებოდათ და ეზიზღებათ ნაციონალებს, საქართველოს მტრების ერთგულ ლეკვებს, არა მხოლოდ საქართველოს წარსული, არამედ მისი მომავალიც. როგორი გაბოროტებული უნდა იყო ადამიანი, მომავალ თაობაზე, ახალგაზრდობაზე ასეთი წარმოდგენა გქონდეს და ასე გულღვარძლიანად "შეამკო", როგორც ეს "ნაცმოძრაობის" ჭირიანმა "ასკოლკამ" გიორგი არველაძემ გააკეთა. ასე რამ დაბოღმა ეს საცოდავები, რომ ახალგაზრდებსაც ვერ იტანენ, საკუთარ მომავალს უთავმოყვარეოებსა და უტვინოებს ეძახიან. ბოღმისგან და ბოროტებისგან გამომეტყველებაც რომ დაუმახინჯდათ, ხომ ყველა ვხედავთ?

ნაციონალებო, სწორედ ესენი მოგიღებენ ბოლოს თქვენ, ახალგაზრდები ჩაგრეცხავენ თქვენ, პოლიტიკურ კანალიზაციაში, თქვე მართლა ვირთხებო!

თუ ჩვენ, უფროსმა თაობამ, ეს ვერ მოვახერხეთ, ახალგაზრდები მოგიღებენ ბოლოს ისე, რომ პოლიტიკური მოუსავლეთიდან ვეღარასდროს ვეღარ ამოყვინთავთ, მაინც მანდ იყო თქვენი ადგილი, ქართველების სისხლში ხელგასვრილო ჯალათებო!

ახლა დაეჭედა პოლიტიკურად თქვენს კუბოებს ბოლო ლურსმანი. ვერც კი ხვდებით, ალბათ, რომ ყველაზე საბედისწერო შეცდომა ახლა დაუშვით, ჩვენს ღირსეულ ახალგაზრდებს რომ კიდევ ერთხელ შეაფურთხეთ.
ფურთხის ღირსებიც არა ხართ!

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
18-12-2018, 10:30


გვესაუბრება ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, როგორ დაახასიათებთ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს?

_ ქალბატონი სალომე მთელ საქართველოში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ევროპული პოლიტიკა იცის არა წიგნებიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან. იგი ევროპულად აზროვნებს. ჩვენ ხომ ევროპისკენ მივიწევთ. სალომე ზურაბიშვილი თავისი აზროვნებით, წესით უკვე ევროპელია, ანუ საითკენაც ჩვენ მივიწევთ, უკვე იქ არის. იგი თავისი ხასიათის გამო და პოლიტიკური პროფესიული ასაკის გამოც ამ თანამდებობაზე ყოფნისას კარიერაზე ფიქრს არ დაიწყებს. ომის თემაზე გაკეთებული განცხადება "ნაცებმა" სათავისოდ გამოუყენეს და ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამეს. ეს არის "ნაციონალების" დაუნდობელი სტილი, მათთვის ტყუილ-მართალს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ზურაბიშვილს სიფრთხილე დააკლდა. ეროპაში ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ. აქ, ჯერ იმაზე უნდა იფიქრო, მეტოქე რას დაგაბრალებს. ევროპაში დაბრალების კულტურა ნაკლებია. ამ პირობებში წარიმართა პირველი ტური.

_ როგორ შეხვდა ამ პროცესებს საზოგადოება?

_ მოსახლეობაში მიმდინარე პროცესები ცალკე მოვლენაა. პოლიტიკოსები აკეთებენ გათვლას _ რის მერე რა მოხდება. ისინი ჭადრაკს თამაშობენ. მოსახლეობა არ ითვლის რის მერე რა მოხდება, ის იმას აკეთებს, რაც იმ წუთას მას გულს მოფხანს. ეს ყოველთვის ასე იყო. საზოგადოებას უკმაყოფილება რაღაცნაირად უნდა გამოეხატა, რაც იმით გამომჟღავნდა, რომ "ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცეს. გავლენა იქონია სუბელიანის, ფარცხალაძის თემებმა. ისე გამოჩნდა, რომ რა დანაშაულებებსაც "ნაცმოძრაობა" სჩადიოდა, იგივეს აკეთებდა "ქართული ოცნება". ივანიშვილმა თქვა: რასაც აკეთებენ, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენო. ეს, "ნაციონალების" მხრიდან კარგად გათვლილი პიარი იყო. მათ სჭირდებოდათ საზოგადოებას დაენახა თითქოს, "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ამ თემაში არ განსხვავდება. სურდათ ხალხს ეთქვა: არც ერთს მივცემ ხმას, არც მეორეს და სახლში დავრჩებიო. მოსახლეობის სახლში დარჩენა განაპირობა სწორედ სუბელიანების, ფარცხალაძეების თემების წამოტივტივებამ, ასევე, შვილმკვდარ მამებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. პოლიტიკური პროცესების პარალელურად პედალირება ამ საკითხებზეც ხდებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და მოსახლეობის 50% სახლში დარჩა. ასე, რომ პირველი ტური "ნაცებმა" იდეალურად გათვალეს. რაც შეეხება მეორე ტურს, აქ, ნაციონალებმა" ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რის გათვლასაც უკვე ექვსი წელია ვერ ახერხებენ _ "ნაცებს" ჰგონიათ, თუ "ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ, თვითონ გაიმარჯვებენ. "ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაიმარჯვებს. ის თაობა, ვისაც მათი მოღვაწეობა ახსოვს, მხარს არასდროს დაუჭერს, თუ მათში ცვლილებები არ მოხდა. არადა, "ნაცები" შეცვლას არც აპირებენ. ფაქტობრივად, მეორე ტურში წაგება ამან განაპირობა — გრიგოლ ვაშაძემ და დანარჩენებმა აჩვენეს, რომ ისინი ისევ სიცრუეზე, ძალადობაზე ორიენტირებულნი არიან. სააკაშვილის ყოველდღიურად ეთერში ჩართვა, ციხიდან ახალაიების, მერაბიშვილის გამოშვების პირობა მეორე ტურშიც გაგრძელდა. ხალხმა ცხადად დაინახა, რომ "ნაცები" მოსვლას აპირებენ და ის 50% სახლებიდან გამოვიდა. ჩამოყალიბდა მოძრაობა _ "არა ნაცებს", რამაც მეორე ტურის შედეგი გადაწყვიტა.

_ ბატონო რამაზ, "ნაციონალები" აცხადებენ: არჩევნები გაგვიყალბესო.

_ "ნაციონალების" მხრიდან გაყალბებაზე საუბარი, სამარცხვინოა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ამ საქმეს გაყალბება არ სჭირდებოდა "პატრიოტთა ალიანსის" აქცია იყო, სადაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ნაცების აქციაზე _ მსოლოდ ხუთი. მიტინგების შეფარდება გიჩვენებს, რომ არჩევნებში მიღებული ციფრები _ 20%-ით ზურაბიშვილის გამარჯვება კიდევ მცირე მოგებაა. აშკარაა, პირველ და მეორე ტურშიც "ნაცებმა" რაღაც იეშმაკეს. ამიტომ, ლოგიკური მეჩვენება ინაშვილის მოთხოვნა: შეისწავლონ შედეგები, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია: როგორ ქაჩავდნენ ვაშაძისკენ ხმებს "ქართული ოცნების" კომისიებში ჩამჯდარი "ნაციონალები". "ქართული ოცნების" შემადგენლობა ხომ "ნაცებისგან" თავისუფალი არ არის. მათ სახელად ჰქვიათ "ქართული ოცნება", თორემ, რეალურად, "ნაცები" არიან. "ნაცებს", გარდა იმისა, რომ ვერ ხვდებიან _ ხალხს ასეთი აგრესიული, დანაშაულზე, სიცრუეზე წამსვლელი პარტია არ უნდა, კიდევ ერთი რამ შეეშალა. ანუ, ერთი ის, რომ ვერ ხვდებიან: ხალხის სიმპათია უნდა მოიპოვონ და არა შიში. მეორე _ რაც უფრო უსიმპატიუროდ, არალოგიკურად მოიქცევი, მით უფრო დაგაკლდება ხალხის მხარდაჭერა. ევროპული, ცივილური სტილი დამარცხებულის მხრიდან მეტოქის გამარჯვების აღიარებაა. მათ 2012 წელს აღიარეს "ქართული ოცნების" გამარჯვება. ახლაც იგივე უნდა გაეკეთებინათ. 20%-ით მოგების ფონზე ჯიუტად იმის ძახილი: ვაშაძემ მოიგო, არჩევნები გაყალბდაო, უაზრობაა. 

_ რა შეცდომები დაუშვა "ქართულმა ოცნებამ"?

_ ძირითადი შეცდომები მენეჯმენტშია დაშვებული. როგორც ჩანს პოლიტიკური მართვა, ივანიშვილმა, ცუდად იცის. კომერციული სტრუქტურის მართვა პოლიტიკურისგან ძალიან განსხვავდება. ივანიშვილმა იცოდა "ნაცმოძრაობა" რასაც წარმოადგენდა, მაგრამ ვერ გაუშვა. ანუ, საქმე ასე მარტივად არ არის _ არ მოგეწონა და გაუშვა, ბევრად რთული მექანიზმები, რთული პროცესებია. ივანიშვილი ბუნებით ქველმოქმედია, მას არ უყვარს პიარი, მოქმედებს პრინციპით _ სიკეთე გააკეთე და გაიარე. ივანიშვილი წლების მანძილზე სიკეთეს ყოველგვარი პიარის გარეშე აკეთებდა. ეს გააგრძელა პოლიტიკაშიც. ამ დროს პოლიტიკას პიარი სჭირდება იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ბუნდოვანია რას აკეთებს ხელისუფლება. 

ამან გამოიწვია ის, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი დაცემულია და უფრო გახშირდა ლაპარაკი მესამე ძალაზე. ამ არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ეს არის აქცენტი მესამე ძალაზე. რეალურად, მგონია რომ ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკური იერი აქვს. ანუ პოლიტიკოსები ხედავენ, რომ მესამე ძალა საჭიროა, მაგრამ შესაძლებლობები ნაკლებადაა. ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს "პატრიოტთა ალიანსს". იგი, ხალხის თვალში გამოჩნდა როგორც ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვს "ნაციონალების" იურიდიული და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.

_ მოდით, დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილშიც შევხედოთ. არჩევნების პერიოდში "ნაცები" კრემლის აგენტობაში სდებდნენ ზურაბიშვილს ბრალს. ეს ბრალდებები ხალხის გასაგონად გაისმოდა თუ მათი პატრონებისადმი?

_ თქვენ მეკითხებით: "ნაცებმა" მესიჯები თავიანთ პატრონებს გაუგზავნესო, მე არ ვთვლი, რომ მათი პატრონები მხოლოდ უცხოელები არიან. ვაშაძის კანდიდატურასაც ეტყობოდა _ ვინ არის პატრონი. "ნაცები" ორ ფრონტზე _ რუსეთის და ევროპის დაკვეთებზე თამაშობენ. რამდენადაც შეუძლიათ _ სიტყვით, ჯარისკაცებით, სისხლით აჩვენებენ დასავლეთს, რომ ევროპაზე ორიენტირებულნი არიან. დიდი თანხები ევროპიდან მისდით, მეორე მხრივ, საქმეს _ რუსეთისას აკეთებენ. ამჟამადაც, თუ არ ვცდები რუსულ დაკვეთაზე მუშაობდნენ. 

ჩინეთმა სასწრაფოდ შეცვალა სტრატეგია და იგივე ლოგიკით თავისი კომუნიკაციები პატარა ქვეყნებისკენ _ კავკასიისკენ წამოიღო, რაც გამოიხატა ჩადებულ ინვესტიციაში, რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია. ეს აბრეშუმის გზა "გასაფუჭებელი" იყო. რუსეთი ჩინეთის სტრატეგიის შეცვლით მილიარდებს კარგავს. თუმცა, იგი ჩინეთს ჭიდაობას ვერ დაუწყებს. ამიტომ, ძველი ხერხის გამოყენება გადაწყვიტა, რაც რუსეთმა 90-იან წლებში გამოიყენა _ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უცხოური კაპიტალი რომ არ შესულიყო, მან, ფაქტობრივად, თავის გარშემო ყველგან კონფლიქტი გააღვივა იმდენად, რომ რუსეთის გარშემო არსებულ ცეცხლოვან რკალს კონფლიქტების ჯაჭვს უწოდებდნენ. ამ კონფლიქტების, არეულობის საშუალებით რუსეთმა, იმ პერიოდში, პოსტსაბჭოტა ქვეყნებში უცხოური კაპიტალის შესვლა დაბლოკა და ეს ქვეყნები თავისი გავლენის ქვეშ დატოვა. ჩვენ, რუსეთის ამ ნაბიჯმა უფრო მიგვაქცია ევროპისკენ და არა პირიქით. მაგრამ თავისთავად ესმომენტი _ აურიე ქვეყანა და მერე იმ ქვეყანაში კაპიტალი აღარ შევა, რუსეთის სტრატეგიაა. ვთვლი, რომ რუსეთისთვის ახლაც ეს სტრატეგია იყო საჭირო. შორეული აღმოსავლეთიდან ეს ხაზები თუ არ შეწყდებოდა, ნაწილი მაინც მის ტერიტორიაზე რომ გადასულიყო, რუსეთს ამისთვის არეულობა სჭირდებოდა, რისი განხორციელებაც "ნაციონალებმა" ითავეს.
_ თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით 2018 წლის არჩევნები ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებად გამოცხადდა.

_ ეს გაუგებარია. ჩვენ, გვახსოვს 2012 წელს თეფშებს როგორ ატუსაღებდნენ, რას უშვებოდნენ საბანკო მანქანას და ა.შ იმასთან შედარებით, ეს არჩევნები, დემოკრატიულობის განსახიერებაა. მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობა" ახერხებს იმას, რომ უცხოელ პარტნიორებს თავად აწვდიდეს ინფორმაციას და არა "ქართული ოცნება". რა ინფორმაციაც მისდით უცხოელებს, იგივეს ამბობენ. მით უმეტეს, ახლანდელი სცენარი 2003 წლის `"ვარდების რევოლუციის" სცენარს ბევრი ელემენტით ჰგავდა. ერთ-ერთი ელემენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციის სამსახურში ჩართვა. ყველას გვახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი უმთავრესი მოტორი იყო. მაშინაც, დასავლეთს ინფორმაციას არასამთავრობო ინსტიტუტები აწვდიდნენ. დასავლეთს, დღესაც, არასამთავრობოების ნდობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების. 

დასავლეთისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველო მას მერე გახდა, რაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის იდეა ჩამოყალიბდა. იქამდე, საერთოდ არ ვარსებობდით, საქართველოს მიმართ ინტერესი არ იყო, მერე შევუყვარდი თ. მახსოვს, შვილ ბუშთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მან შევარდნაძეს მხარზე ხელი დაუბარტყუნა და უთხრა: მე, მიყვარს ის ქვეყნები, საიდანაც ნავთობის სუნი მცემსო. ეს ნავთობის სუნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, გვგონია, რომ დემოკრატიის გამო ხდება ყველაფერი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დასავლელ პარტნიორებს ნავთობის სუნი დემოკრატიაზე უფრო მეტად იზიდავდეს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
17-12-2018, 15:30


უცხო სიტყვათა ლექსიკონის თანახმად, სიტყვა “ფანფარონი” ფრანგული ენიდან მოდის და ნიშნავს – ბაქიას, მკვეხარას, თვითდაჯერებულ ადამიანს. აი, რუსები რომ იტყვიან ხოლმე, “სამადავოლნი ბალვან”-იო, სწორედ ეგაა. ჰოდა, რამ და ვინ გამახსენა ეს სიტყვა ახლა?

4 დეკემბერია, საღამოს 8 საათი, წამოწოლილი ვარ დივანზე, თან ხელში ტელევიზორის პულტს ვათამაშებ. გავიხედე, უცებ გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ოქრუაშვილი არ წამოიტრაკნენ ინგა გრიგოლიას “რესაქციაში”? ვააა… თვით ინგასაც კი გაუკვირდა, თქვენ ერთად რანაირად მოხვედით სტუდიაშიო? ერთმა აფერისტმა, ანუ ფანფარონმა იქით ჩაიხითხითა, მეორე აფერისტმა, ანუ ფანფარონმა კიდევ აქეთ… ისაო, როცა მამული განსაცდელშია, პირადი რაღაცები გვერდზე უნდა გადავდოთო, ჩვენაო, შვილებსა ვზრდით, გვინდა, ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრონო… გვინა, რომ არსად გაიქცნენო… აი, ბიძინა ივანიშვილი კიდე იგეთ პოლიტიკურ სიტუაციასა ქმნის, ახალგაზრდები გარბიანო. ჰოდაო, ჩვენ რო მივხედავთ სამშობლოს, გაქცეულებიც დაბრუნდებიან, ვინც გაქცევას აპირებს, ისინიც გადაიფიქრებენ, ავაყვავებთ სახელმწიფოს, თავისუფლების მოედანზე დავდგამთ ერთ დიდ სამოვარს, ავადუღებთ ჩაის, პურზე სქლად წავუსვამთ შოკოლადიან კარაქს, ანუ “ნუთელას”, შემოვუსხდებით მრგვალ მაგიდას და შთამომავლებს ვესაუბრებით არა მხოლოდ ხელოვნებაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ მოვიპოვეთ თავისუფლება, ძმობა, ერთობა და სიყვარულიო. გულში გავიფიქრე, ორივენი რა დიდი პროჭები იყავით, იმას არ ეტყვით-მეთქი? გეგონება გაიგეს, მიხვდნენ, ეგრევე დაიწყეს თავის მართლება, პოლიტიკა იგეთი რაღაცაა, შეიძლება დღეს ადამიანი გძულდეს, ხვალ კიდე შეგიყვფარდესო, მის გვერდით დაჯდე და მამულის ბედზე იფიქროო.

მოკლედ, ილაპარაკეს, იქაქანეს, ღეჭეს მრავალჯერ ნათქვამ-ნაბოდიალები და ბოლოს მიადგნენ მთავარს… მთავარს რა, მიადგნენ თავიანთი ბებიების მძ…ნერით გატენილ მუთაქებს და ამოღერღეს… ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არჩევნებით არასოდეს წავა, რევოლუცია უნდა მოვაწყოთო. ვაჰმეო, შეჰკივლა ინგა გრიგოლიამ, მომესმა თუ თქვენ მართლა რევოლუციას აანონსებთო? არ მოგესმაო, ჩაიბურდღუნა თავისებურად გუბაზმა, საქართველოს პაშინიანი უახლოვდებაო. უი, გაიკვირვა ისევ ინგამ, პაშინიანი რომელი ხართო? ჯერ არ ვიცითო, მაგას გავარკვევთ და მერე გეტყვითო. 

გუბაზ სანიკიძე: “ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება და მთავარი ის არის, რომ ფაშინიანს თვითონ ეპოქა ქმნის და ვითარება. ფაშინიანმა დაიწყო მოძრაობა ქვეყანაში ორი მანქანით, 10 კაცი დადიოდა. რაც შეეხება 16 დეკემბერს, გამორიცხულია, ჩვენ ამას არ შევუერთდებით იმიტომ, რომ მე პირადად მაქვს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. სალომემ ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო, მაგრამ ფაქტორია. ახლა სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოჰყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება და მთელი ამბები, ამიტომ სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე. საქართველოს ხელისუფელბას მივმართავ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი თქვენთაგანი ჩემი მეგობრები ხართ, ქვეყანა არ წაიყვანოთ აქეთ. არ ხართ იმპერატორები, არ ხართ მაგრები, ძალიან სუსტად ხართ. მე რევოლუციის არ მეშინია. დასჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია?! მოხდება რევოლუცია, თუ არაფერს არ შეცვლით, თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლი თ. თუ აქ არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას და მე კი არ ვარ ამის გარანტორი, ქართველი ხალხია”.

ისევ ბლა-ბლა-ბლა ქართველი ხალხის სახელით უსახელოთა პირიდან. დიდ გუბაზ ირაკლი ოქრუაშვილმაც გაუტოლა თავი, ეს არჩევანი ჩემთვის იყო ჭაობს, სიბნელესა და ცვლილების მოლოდინს შორის, ასე მივიღე მე გადაწყვეტილება და სხვანაირად არ შემეძლო, რომ დამენახა მე რაიმე სახის პოზიტივი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდიო. ვერაფერი გაიგეთ, ხომ? იძულებული ვარ, აგიხსნათ: ესე იგი, ირაკლი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ხალხს საძინებლებში უვარდებოდა და ისე აპატიმრებდა, მერე კი ფულს ახევდა, მერე კი მიხომ თავისსავე წუმპეში ახოხიალა, ამბობს, მე იგივე ვარ მარად და მარად, გინდ წინ მომი…ვით, გინდ – უკანო. მაინც ვერაფერი გაიგეთ, ხომ? ვაააჰ, კაცოოო, აეგ ტიპი მიხომ “ფიფრინავში” ჩასვა და პარიზში გააგდო. თუმცა მანამდე ალაპარაკა, სააკაშვილს რომ დავუპირისპირდი, შემეშალა, სულ ტყუილები გითხარით, მაპატიეთო. ამის მერე შესვა ვირზე კი არა… “ფიფრინავზე” და გააგდო. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეხლაც ფრანციაში იჯდებოდა და პერიოდულად “კამაზით” გამოქანდებოდა “ჩერეზ” ცხინვალი რევოლუციის მოსაწყობად. რაც მართალია, მართალია, სულზე მოუსწრო ივანიშვილმა არა მხოლოდ მაგას, მაგის გამო ციხეში გამომწყვდეულებსაც, მაგრამ რას ვხედავთ? ირაკლიმ ცოტა მოიკეთა თუ არა, წელში გაიმართა თუ არა, ეგრევე მიადგა ბიძინას, უნდა დაგამხოო, უნდა გაგაგდოო, თანაც ფრანციაში, სადაც მე ვეგდე, იქაო. თან არ დაგავიწყდეთ, ოქრუაშვილი ამ საქმეში იმ სააკაშვილს შეეკრა, რომლის წინააღლდეგაც სასამართლოში არაერთი ჩვენება მისცა. აი, აღარც სინდისი, აღარც ნამუსი, აღარც კაცობა, აღარც ადამიანობა, აღარც არაფერი. ნახეთ, რას ბოდიალობს:

“ჩემთვის ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია კარტოფილი. ჩვენ დღეს მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც არის არჩეული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ, გარკვეული იდეების მატარებელი ადამაინების მიერ და ქურდების, ძველი ბიჭების, პრობაციონერების, ნარკომანების, იმ ადამიანების მიერ, რომელთაც ძალიან უჭირდათ და იძულებულნი იყვნენ, კარტოფილი აეღოთ. სააკაშვილის ფაქტორი ასე ადვილად წასაშლელი არ არის, მეთოდებს დახვეწენ, არაფერი დათმობები არ იქნება. ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“.

ოპააა… ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არისო, ისევ მომიწევს “კამაზზე” შემოჯდომაო. უმადურობა მინახავს, როგორ არ მინახავს, მაგრამ ეგეთი და ამ დონისა? არასოდეს!

გუბაზ სანიკიძემ მეორე დღეს, 5 დეკემბერს თავისივე ჭკუის დავით აქუბარდიას მიაკითხა, რაღაცები გამომრჩა და მალაპარაკეო. ილაპარაკა, ძალიან ბევრი სისულელე ილაპარაკა, მთელი ცხოვრება სააკაშვილს ვებრძოდი და ახლა მიშოსტობას მაბრალებენო. მერე ბიძინა ივანიშვილს მიადგა, თამარ მეფეს რომ ახსენებ, შენ რა იცი, ეგ ვინ იყოო? საოცარია პირდაპირ, გუბაზს თამარ მეფე და საქართველოს ისტორია პრივატიზებული აქვს, მარტო მაგან იცის, ვინ ვინ არი, სხვამ ხმა არ უნდა ამოიღოს. მაშ, კაცო, მაშ, მაგან რა იცის, თამარი ვინ იყოო? – კვერი დაუკრა “ჯანგოს” ქმარმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს “კრაოტის” ქვეშ იმალებოდა. მაი ამბავი არ იცით, ხომ? რაკი ეს უდღეურები არ ისვენებენ და სხვაზე ასე ქილიკობენ, უნდა მოვყვე: ესე იგი, გაგანია ომია აფგხაზეთში, დღე-დღეზე სოხუმი უნდა დაეცეს, ქართველები იღუპებიან, “აქუ” სახლშია, დივანზე კოტრიალობს. მაშინ “ჯანგო” არ ჰყავდა ცოლად, მისი მეუღლე ერთი პატივსაცემი პოეტესა გახლდათ (გვარს შეგნებულად არ დავასახელებ), რომელიც აფხაზეთში იბრძოდა. ერთ დღესაც მეომარი პოეტესა სახლში დაბრუნდა, ხედავს, მისი ქმარი მხართეძოზეა წამოწოლილი და ტროცკის ბიოგრაფიას კითხულობს. შე ლაჩარო მაიმუნოო, გადატენა ავტომატი და ჰაერში ისროლა, სასიკვდილოდ მაინც ვერ გაიმეტა. “აქუ” შეძვრა “კრაოტის” ქვეშ, იქიდან იხვეწებოდა, შევრიგდეთ, შენ რომ გგონია, ეს ის არ არის, ზავი, ზავიო. ჰოდა, ახლა ეს მელაპარაკება ცინიკურად, ბიძინა ივანიშვილი უწინგურია, არც თამარ მეფე გაუგონია, არც დავით აღმაშენებელი, არც ილია ჭავჭავაძეო. მაშ, მაშ, ზუსტად ეგრეაო, უდასტურებს გუბაზი თავისი ბუყბუყა ხმით, გეგონება წყალში გაუკუებიათო. სირცხვილი და თავის მოჭრა, ვეღ გაძღა ამათი მუცლები, ერთს მილიონის შოვნა უნდოდა ბიძინას ხარჯზე და ვერ იშოვა… თუმცა ამბობენ, მილიონი კი არა, ცოტა მეტიც იშოვა, თქვენ რომ გგონიათ, არც მთლად ეგრეა საქმეო… მეორეს კიდევ თავისი ტელევიზიისთვის ახალი ოფისი უნდოდა და ბიძინამ არ მისცა საყიდელი ფული. ერთი შეიტანა პარლამენტში, დაიძინა და 2016 გაიღვიძა, მეორეს კიდევ დღემდე სძინავს, თან მაგიდის ქვეშ ტაშტში აქვს ფეხები ჩაწყობილი. მოუნდათ ბიჭებს მილიონები და კაი ცხოვრება ივანიშვილის ხარჯზე, ვერ მიიღეს და დადგნენ რევოლუციურ ხასიათზე. ბებიათქვენის ტრაკმა, თუ გადატრიალებ-გადმოტრიალება გინდათ, საკუთარ “კრაოტებში” გადატრიალდით და გადმოტრიალდით, ლამის ნაწოლები რომ გაგიჩნდათ ტრაკზე!

და ბოლოს… იცით, გუბაზმა რა იკადრა “აქუსთან” პირდაპირ ეთერში? აეგრე, თითქოს სასხვათაშორისოდ წაიჭორავა, ბიძინას მეგრელები ეზიზღებაო. ჰი, ჰი, ჰი… მაგას სხვებიც ამბობენ, ხო იციო, დაუკრა ბეჭედი ირიბად “ჯანგოს” ქმარმა. ჰოო-ვო, ვერ იტანსო, კაცო, ალერგია აქვსო, ჩაიხითხითა მომავალმა ფაშინიანმა, უფრო სწორად, ფაშინიანობის მსურველმა. ამიხსენით, ხალხი არა ხართ? ეს ხომ წმინდა წყლის “კაკებეშნიკური” მეთოდია, რომელიც გაცვდა და დაიხა ჩინური ჩითის “ტრუსიკივით”? ასე აუგორეს სიბინძურე ზვიად გამსახურდიას, კახელები ეზიზღება და შაჰ-აბასის ნაბიჭვრებს ეძახისო, ასევე ცდილობდნენ სიბინძურის აგორებას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მეგრელებს და კახელებს ვერ იტანსო. ქალი კახელია და მეგრელი ქმარი ჰყავდა, როგორ შეიძლება, ან ერთს ვერ იტანდეს, ან მეორეს? ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი და უამრავი თანამდებობის პირი მეგრელები ჰყავს, თუ ეზიზღება, იქ გააჭაჭანებდა? აი, სადამდე შეუძლია ადამიანს დაშვება და ტლაპოში ჩაფლობა, ხედავთ?!

შარშან ერთმა სოლიდურმა ადამიანმა მითხრა, გინება და ბილწსიტყვაობა არ გიხდება, ცოტა თავი შეიკავეო. დავფიქრდი, თითქოს მეც არ მომეწონა და გადავწყვიტე, უფრო კეთილშობილურად მეცხოვრა… აი, არ გამომდის, ვერ ვცხოვრობ კეთილშობილურად, არ მაცდიან, არ მაძლევენ ამის საშუალებას, ეს… ეს… ეს… ფანფარონები!!!

P.S. კარტოფილზე, ხახვზე, მაკარონზე და ბადრიჯანზე გაყიდულები თქვენკენ მოიკითხეთ, თქვე ფულის ხურუშიანებო!!!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
17-12-2018, 12:30