გაეროს ჯინის ინდექსის (კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი) მიხედვით, სოციალური უთანასწორობის მხრივ, საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ლიდერია და ევროპულ დონეს 2-ჯერ აღემატება. ბოლო მონაცემებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა, რადგან მათ მეტი მდიდარი და ნაკლები ღარიბი მოქალაქე ჰყავთ. საქართველოში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების შემოსავლები ყველაზე ღარიბის შემოსავლებს 17-18-ჯერ აღემატება. მხოლოდ ფულადი შემოსავლებით კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 28-მდეც კი ავიდეს. შემოსავლების არათანაბარი გადანაწილების გამო, ადამიანების უდიდესი ნაწილი შემოსავლების მხრივ, საშუალო დონესაც ვერ აღწევს. მოსახლეობის 21% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს, ყოველი მეხუთე ადამიანი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. რა შიდა თუ გარე ფაქტორებმა გამოიწვია მოსხლეობის მასობრივად გაღატაკება, როგორ ხდება მევახშეობით „ფულის გათეთრება“ და რომელი სახელმწიფო სტრუქტურები არიან ამაში ჩართული? ამ და სხვა თემებზე „საერთო გაზეთს“ „უსამართლობის მსხვერპლთა დაცვის სახალხო კომიტეტის“ ხელმძღვანელი და „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

– ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ქართველი ხალხის დასახმარებლად, საქართველოში უზარმაზარი ფულის ნაკადები შემოვიდა, თუმცა ადრესატამდე მხოლოდ მცირე ნაწილმა მიაღწია. ისიც ვიცით, რომ ათასნაირი გრანტების სახით, საქართველოში დღესაც დიდი ფული შემოდის, თუმცა, ადგილზე ხდება ამ თანხისთვის მიმართულების შეცვლა და „თითიდან გამოწოვილი თემებით“ მოვაჭრე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მევახშეებს ხმარდება. ასე, რომ ყველაფერს დასავლეთს ვერ დავაბრალებთ..

– უფრო გასაგებად აგვიხსენით, როგორ ხვდება ქართველი ხალხის დახმარებისთვის გამიზნული თანხა მევახშეების ხელში?

- კონკრეტულ მაგალითს გეტყვით… 2008 წელს ამერიკაში იპოთეკური კრიზისის გამო, ორი უდიდესი ბანკის ნაციონალიზაცია მოხდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ადამიანების ხელში დიდი რაოდენობის „შავი ფული“ მოხვდა. ჯერჯერობით, სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ კონკრეტული ადამიანისგან მივიღე შეთავაზება, რომ გარკვეული რაოდენობის ფული მევახშეობაში „გამეთეთრებინა“ და მიღებული სარგებელი გაგვენაწილებინა. რა თქმა უნდა, მე მაშინვე უარით ვუპასუხე, მაგრამ ვიღაც სხვა დათანხმდა.. ძალიან ბევრია ბანკებიდან 0,5 პროცენტად გასული ფული, რომელიც უზარმაზარ პროცენტებში სესხდება. მერწმუნეთ, დღეს ქართულ მევახშეობაში მთლიანად აღურიცხავი, „შავი ფული“ ტრილებს, რომლის წარმომავლობა არავინ იცის.

წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, საიდან აქვს მევახშეს, რომელსაც 200 სახლი აქვს იპოთეკით დატვირთული, ამხელა თანხა და გაარკვიოს ამ ფულის წარმომავლობა, მაგრამ ამას არ აკეთებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ისევ ფულის გამომგზავნები დაინტერესდებიან, სად მიდის გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად თუ სამუშაო ადგილების შესაქმნელად გამოგზავნილი ფული. საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი, რომ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვოს, რომ საკუთარი ფულის ხარჯვა აკონტროლონ და მკვიდრ მოსახლეობას მიაქციონ ყურადღება. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ამ სიტუაციის გამოყენებას, თუმცა ყველაზე ცუდია, რომ რომ ასეთ გარიგებებში სახელისუფლებო რგოლების ცალკეული წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.

– დაგვიკონკრეტეთ, რომელ რგოლებს გულისხმობთ?

– ალბათ იცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს უამრავი პროგრამა: სოფლის მეურნეობისა თუ მეცხოველეობის განვითარების, დასაქმების და ა.შ. მაგრამ ვერც განვითარებულ სოფლის მეურნეობას ვხედავთ და ვერც დასაქმებულ ადამიანებს. ეს იმიტომ ხდება, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი ფული სხვა მიმართულებით იხარჯება. მაგალითად, ვიღაც ვითომ მეცხვარეს მეცხვარეობის განვითარებისთვის გარკვეული თანხას გადასცემენ, მაგრამ არავითარი ცხვარი და საქონელი... ეს ფული მეცხვარესთან შეთანხმებით, პირდაპირ გაპროცენტებისთვისაა გამიზნული.

ფულის "გასათეთრებლად“, უამრავი სქემაა შემუშავებული. თქვენი აზრით, შემთხვევითია, რომ ზოგიერთი დევნილი სოლიდურ მევახშედ ჩამოყალიბდა და ოჯახის ყველა წევრისთვის ცალ-ცალკე სახლი მიიღო, როცა უამრავ დევნილს ერთი სახლიც არ გაჩნია? განსაკუთრებით საწყენია, რომ ადამიანები, რომლებსაც უსახლკაროდ დარჩენის სიმწარე გამოცდილი აქვთ, დღეს აგრესორის როლში თავად გვევლინებიან და ადამიანებს ქუჩაში ყრიან.

— შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაგვისახელოთ?

– რამდენიც გინდათ.. 6 მარტს სოხუმიდან დევნილი მოქალაქე გ-ია ნორიოში მცხოვრებ ოჯახს ასახლებს. სამი წელია, ეს დავა გრძელდება. ნორიოში მცხოვრებ ოჯახს გ-იასგან 12 000 დოლარი ჰქონდა ნასესხები. ოჯახმა მევახშეს 4 000 დოლარამდე პროცენტების სახით გადაუხადა და თხოვა, ერთად ვერ მოგცემ და ნაწილ ნაწილ, 3000 დოლარობით დაგიფარავო. მევახშე არაფრით დათანხმდა და დღეს 12 000 დოლარის სანაცვლოდ, 35 000 დოლარს ითხოვს. მსესხებელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ გამუდმებით თავის მოკვლაზე ფიქრობს და ახლობლები მარტო არ ტოვებენ. აი, ამას აკეთებს დევნილი, რომელმაც მშვენივრად იცის, რა არის უსახლკაროდ დარჩენა .. მეორე დევნილმა მევახშემ ხ-ძემ გორში მცხოვრებ ოჯხს 5000 დოლარი ასესხა და სანაცვლოდ, 25 000 მოითხოვა. რომელი ერთი დაგისახელოთ?  ბევრი დევნილი ვიცი, დაუნდობელ მევახშედ რომ ჩამოყალიბდა და ათობით ოჯახი გამოასახლა.

ვაცნობიერებ, რომ ყელამდე ჭაობში ვართ ჩაფლული, მაგრამ ვერ ვხვდები, როდის გავხდით ასეთი კაციჭამიები? ეს ხომ არც დასავლეთის ბრალია, არც აღმოსავლეთის, არც ხელისუფლების და არავისი ჩვენს გარდა? ასეთი მევახშეები ხალხის დასანახად, ეკლესიაში ლოცულობენ და მერე წვრილშვილიან ოჯახებს ქუჩაში მიერეკებიან. მაინტერესებს, სანთლით ხელში რომ დგანან, რას ფიქრობენ და რას ინანიებენ? იმდენ და ისეთ საშინელებას ვხედავ, რომ შეიძლება თავი ვეღარ შევიკავო და აღდგომა დღეს სვეტიცხოველში მეგაფონით ვიყვირო, ფარისევლებო გაეთრიეთ გარეთ თქო.

ათწლეულებია გრძელდება და უკვე შევეგუეთ, რომ დედები, ცოლები და დები უცხოეთში მოახლეებად გავუშვით, რომ ქმრებმა ახალი აიფონები დიჭირონ, ახალ მანქანებში ჩასხდნენ, ახალი საყვარლები გაიჩინონ და სუფრასთან საქართველოზე და ქართველობაზე რიხიანად ილაპარაკონ. ამიტომ მარტო გარე მტერს ნუ ვეძებთ, ცოტა საკუთარ თავსაც მოვკითხოთ რა არის ჩვენთვის ქართველობა, ჩვენი გენეტიკური კოდი და ჩვენი მორალი?

— თუ საქართველოში მევახშეობა ყვავის და ამ საქმეში სამთავრობო თუ არსამთავრობო სტრუქტურები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვიღაცისთვის მასიური უმუშევრობა და გაღატაკებული ოჯახები მომგებიანიც კია, რადგან ეკონომიურად წელგამართულ ადამიანს არც ბანკის და არც მევახშეების ფული არ ჭირდება..

– დიახ, ასეა. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ყველანაირი ღორის და ქათმის გრიპი ხელოვნური იყო და ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. გლეხს ქათმები და ღორები გაუწყვიტეს, რომ ბრაზილიიდან შემოტანილი ბარკლები ძვირად გაეყიდათ. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, ფაროსანაც რომელიღაც ბოროტი ძალის მიერ არის შემოყვანილი. ცხადია, დასავლეთ საქართველოს ძალიან გაუჭირდა, იმიტომ, რომ ბევრ რაიონში თხილი ერთადერთი შემოსავალი იყო. დღეს თხილზე დამოკიდებული ხალხი ფაქტობრივად, გაკოტრდა. მოგეხსენებათ, ფშავ-ხევსურეთი, მთა თუშეთი და საქართველოს უამრავი რეგიონი მოსხლეობისგან დაცლილია. ამ ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნებისმიერ სხვა რაიონზე მეტად არის შემორჩენილი მოსახლეობა. თუ ასე გაგრძელდა, ეს რეგიონიც დაიცლება მოსახლეობისგან.

— თბილისში გახშირებულ ხანძრები, ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების გადაწვაც ხელოვნურია?

– სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესი წესების გარეშე ვითარდება. მახსოვს რამდენიმე თვის წინ ბოლოს დამწვარი ბაზრობა „თერგის“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ მითხრა, დირექტორს ბაზრობის გაყიდვა უნდა და თავიდან რომ მოგვიცილოს, ყოველ თვე გადასახადს გვიზრდისო. ბუნებრივია, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ მგონია, რომ ეს ხანძრები ბაზრობების მესაკუთრეთა ხელშეწყობით მოხდა. ასეთ ვაიბიზნესმენებს მინდა ვუთხრა, რომ ბოროტებაზე აგებულ ბიზნესს დიდი დრო არ უწერია. 1988 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში პირველი ლიცენზირებული აფთიაქი მე გავხსენი და ამ სფეროში მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ შინაგანმა მორალმა საშუალება არ მომცა, რომ წარმატებული ბიზნესი ადამიანების ძარცვის ხარჯზე მეკეთებინა. სამწუხაროდ, ჩვენს ბიზნესმენებს „სუფთა ბიზნესით“ და ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე ფული არც ერთ სფეროში არ უშოვიათ და ამას ნებისმიერ მათგანს დავუმტკიცებ. ქართველ ბიზნესმენებზე გულაცრუებული დღემდე, პროდუქტის შესაძენად დიდ მარკეტებში არ შევდივარ.

უცხოეთიდან შემოტანილ, ლამაზად შეფუთულ გენმოდიფიცირებულ შხამს მირჩევნია, ქართველი გლეხის წარმოებული, ნატურალური პროდუქცია ვიყიდო. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ამიტომ გეზი პროდუქციის რაოდენობაზე კი არა, ხარისხზე უნდა გავაკეთოთ. ქვეყანაში ყოველწლიურად, სულ უფრო ცოტა ქართველი რჩება, მილევადი ერების რიცხვში ვართ და იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, საკუთარი სიხარბისა და გაუმაძღრობის გამო, მოწამლულ პროდუქტს ვაჭმევთ, სახლებიდან ვყრით და ქონებას ვუწვავთ ერთმანეთს. ამ დღეებში, ოფისში ერთი იპოთეკარი გვესტუმრა, რომელმაც მევალე გამოსახლებისთვის ვერ გაიმეტა და აღმასრულებელს თხოვა, ცოტა დროს კიდევ მივცემ, იქნებ ფული იშოვოსო. აღმასრულებელმა იცით რა უპასუხა? მარტო მე ათასობით გამოსახლება მაქვს ჩანიშნული და ახლა თუ არ გამოასახლე, არ ვიცი, მომდევნო პროცესი როდის ჩაინიშნებაო. ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში ვართ და პარლამენტი კიდევ აჭიანურებს ჩვენი ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტის განხილვას, სადაც ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელიდან გამოსახლების აკრძალვაზეა საუბარი.

– როგორც ვიცი, ხელისუფლებამ თქვენი ინიციატივა მოიწონა.

– ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებაში ამ კანონპროექტის მომხრეები არ არიან, მაგრამ მათ ის ხალხი უპირისპირდება, ვინც მევახშეობითაა დაკავებული. კანონპროექტის განხოლვა კი არა, რამდენიმე დღის წინ, პაპაშვილმა საპოლიციო გამოსახლების დაბრუნება მოითხოვა. ან საპოლიციო გამოსახლება დააბრუნეთ ან ჩვენ შევიმუშავებთ რაღაც ახალსო. საინტერესოა, ზონდერ-ჯგუფების შექმნას ხომ არ გეგმავენ?

საზოგადოებაში გაცხოველებული კამთი მიდის რუსეთია ჩვენი მეგობრი თუ დასავლეთი. მე კი ვიტყოდი, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არიან და ყველა ქვეყანას თავისი სტრატეგიული ინტერესი ამოძრავებს. ამიტომ საკუთარი ქვეყნის მეგობრები და მხარდამჭერები თავად უნდა ვიყოთ და საკუთარ სიხარბეს და გაუმაძღრობას ქვეყანა არ გადავაყოლოთ...

ნელი თორდია

მეტის ნახვა
12-03-2018, 16:00


"საყდრისის კომიტეტი" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს.„2018 წლის 6 მარტს ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ იჯარით გადასაცემად ელექტრონულ აუქციონზე წარადგინა 162868.00 კვ.მ. (16.2 ჰექტარი) მიწის ფართობი (საკადასტრო კოდი 82.12.45.415, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი დმანისი). აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია "არემჯი გოლდი" სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც ცხადყოფს რომ აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ეყოლება. ჩვენს ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს მიმართა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გადაცემა მოითხოვა, რასაც სასწრაფო წესით, 2018 წლის 26 იანვარს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით დარეგისტრირება და აუქციონზე გამოტანა მოჰყვა. საყურადღებოა ასევე აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის იჯარის დაბალი ღირებულება - მხოლოდ 15000 ლარი.

ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს კიდევ ერთი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 82.12.45.380), რომლის პრივატიზებას "არემჯი გოლდი" ასევე სთხოვდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თუმცა იანვარში სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობამ უარი განაცხადა ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ "სოფლის არსებობის ძირითადი საშუალება მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. სოფელს ისედაც მცირე საძოვრები და ასევე მცირე ტყის მასივი აქვს, ამიტომ რაიმე მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია, სოფლის მოსახლეობის მძიმე საარსებო პირობებს კიდევ უფრო უფრო გააუარესებს.“ (სოფ. დიდი დმანისის საერთო კრების ოქმი, 11.01.2018 წ.).
16.2 ჰექტარი მიწის ფართობის აუქციონზე გატანას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ "ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, რადგან აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ შპს „არემჯი გოლდი“ აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს და ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე.“ (დმანისის მერის, გიორგი ტატუნაშვილის წერილი 22.02.2018/N07-782).

აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის ეს წერილიც ფაქტობრივად ადასტურებს აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილის - „არემჯი გოლდის“ არსებობას.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთზე კომპანია ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს, სადაც მანამდე კომპანიის მხრიდან უკანონო სამუშაოების არაერთი ფაქტი გამოვლინდა („არემჯი გოლდზე“ გაცემული გარემოზე ზემოქმედების N000056 ნებართვით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიერი შემოწმება-დასკვნა, გვ. 36. გარემოს დაცვის სამინიტრო 29.12.2015-15.03.2016წწ).

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "არემჯი გოლდი“ უახლოეს პერიოდში კვლავ აპირებს დამატებით, დაახლოებით 17 ჰექტარი მიწის ფართობის იჯარით აღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც:

  • უახლოესი კვლევის თანახმად ("მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა", 2017 წ.) "არემჯი გოლდის" მიერ საყდრისის საბადოზე საქმიანობის შედეგად ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებამ საგანგაშო ნიშნულს გადააჭარბა (ტყვია, კადმიუიმი) და საეჭვოდ გახშირდა ონკოლოგიური და სხვა ტიპის დაავადებები ადგილობრივ მოსახლეობაში;
  • კომპანიას არ შეუსრულებია არცერთი ნაკისრი ვალდებულება და დღემდე არ ანაზღაურებს მისი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებულ ზიანს (2013 წ. - 29 153 880 ლარი, 2014 წ. – 1 078 188 ლარი, 2016 წ. - გარემოზე მიყენებული ზიანი დაუზუსტებელი ინფორმაციით მილიარდ ლარს აჭარბებს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო დათვლას დღემდე „ვერ ახერხებს“);
  • ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა კომპანიას.
  • აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია „არემჯი გოლდზე“ დამატებითი ტერიტორიების იჯარით გადაცემა, რადგან კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება ნიშნავს დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენას და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს.

მივმართავთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აუქციონიდან მოხსნას ან უარეს შემთხვევაში შეაჩეროს 16.2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა.

ამასთან, „საყდრისის კომიტეტი“ მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ აღნიშნული პრობლემების მიმართ და აქტიურად ჩაერთონ პროცესებში" - აღნიშნულია "საყდრისის კომიტეტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
newposts.ge


მეტის ნახვა
12-03-2018, 13:30


ამასწინათ ერთ-ერთ ტელეარხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს ვუსმინე.
აქამდე ამ ადამიანზე ზედაპირული და ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა, რადგან ის თვითონ არ გვანებივრებდა თავისი ინტერვიუებით თუ საჯარო გამოსვლებით.

ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ვრცელი ინტერვიუ, რომლითაც მამუკა ბახტაძე ფართო საზოგადოებას გაეცნო.
პირადად ჩემთვის ეს გაცნობა ერთგვარი სიურპრიზი, როგორც იტყვიან, ერთგვარი სასიამოვნო მოულოდნელობა, უფრო მეტიც, ერთგვარი აღმოჩენა იყო.

რა უნდა იყოს იმაზე მეტად სასიხარულო, როცა გონიერ, ჭკვიან და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის პრობლემებით გულწრფელად შეწუხებულ ადამიანს დაინახავ, რომელიც არა მარტო წუხს ამ პრობლემების გამო, არამედ აქტიურად ცდილობს მათი დაძლევის გზები და საშუალებები გამოინახოს.

კიდევ უფრო სასიხარულოა ის ამბავი, როცა ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში მოდის და ერთ-ერთ ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებს, რაც მას საშუალებას მისცემს, თავისი იდეები რეალურად განახორციელოს.

პირველივე ცვლილებები, რაც მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის რანგში შემოგვთავაზა, ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური ცვლილებები, რაც აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება ქართული ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი საინტერესო ცვლილება განახორციელა, თუმცა ეს ბოლო საგადასახადო ცვლილება, შეიძლება, აქამდე მიღებული ყველა ცვლილების მთავარ ქვაკუთხედად და მათი ეფექტურად ამოქმედების მთავარ ბერკეტად იქცეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა აყალიბებს უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს მცირე მეწარმეებისთვის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენას და ის შეეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, სულ 120 000 ფიზიკურ პირს და მათ უკან მდგომ ადამიანებს.
ამ ინიციატივით ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ მოსახლეობის ყველა ფენა.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს.

მამუკა ბახტაძე: "დღეს ეს ზღვარი არის 100 000 ლარიდან ჩვენ 5-ჯერ ვზრდით ამ ზღვარს. ჩვენ ასევე 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და ნაცვლად დღეს არსებული 5%-იანი ზღვარიდან, ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულამდე. ჩვენი მიზანია, მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს ხარჯავდნენ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში და ისინი მთლიანად იყვნენ ფოკუსირებულნი თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მეწარმეები გავათავისუფლოთ ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან. მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები".

დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ. საავანსო რეჟიმში. ეს პრაქტიკა გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან.

მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ, დარეგისტრიდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდარტულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას, ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ბიუჯეტიდან 5–7 დღის ვადაში.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გარდა, ინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

მამუკა ბახტაძე:
"ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, იგულისხმება საქველმოქმედო ორგანიზაციები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, რომ გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე".

კიდევ ერთი ინიციატივა ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევის გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან. 

მამუკა ბახტაძე: "მინდა შეგახსენოთ, რომ ეს, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით, ჩვენ მნიშვნელოვნად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდეს იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან".

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით ინიცირებული ცვლილებებიც. თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ანაზღაურდება გადახდილი აქციზის 100%. აქამდე ნაზღაურდებოდა მხოლოდ 50%.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, შეღავათები ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზო გადასახადისგან.

მამუკა ბახტაძე: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან, როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი".

აი, ასეთია ახალი საგადასახადო ცვლილებების ზოგადი შინაარსი.

როგორც ვთქვით, ამ ცვლილებების ამოქმედება დროთა განმავლობაში თავისთავად მოიყოლებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც, რომლებიც მოსახლეობას პრობლემებს შეუმსუბუქებს და მიტივაციას გაუჩენს აქტიური მოქმედებისთვის.
ადამიანები სამშობლოს კი არა, სამშობლოში არსებულ უვარგის კანონებს გაურბიანო, _ ნათქვამია.
საქართველოდან ბევრი ქართველი გაიქცა.

ისინი საქართველოს კი არა, სწორედ უვარგის კანონებს და ამ უვარგისი კანონების გამო შექმნილ მძიმე სოციალურ სოციალურ პირობებს გაექცნენ.

ვერ ვიტყვით, რომ ამ ახალი საგადასახადო ცვლილებებით ყველა უვარგისი კანონი უცებ შეწყვეტს არსებობას და ყველაფერი ერთბაშად გამოსწორდება.

არა, ეს ნამდვილად ვერ მოხდება ასე, თუმცა ეს ცვლილებები უეჭველია, დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება აქტიურად იწყებს მოქმედებას, რომ ძირეულად შეცვალოს იმ საგადსახადო პოლიტიკის ცალკეული პარამეტრები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარებას აფერხებს და ამუხრუჭებს.

"მამუკა ბახტაძე _ კაცი მომავლიდან", ეს სათაური ამ წერილისთვის შემთხვევით არ შეგვირჩევია.

ქვეყანას რაც შეიძლება მეტი მომავალზე მოფიქრალი კაცები სჭირდება სახელისუფლო სტრუქტურების ყველა რგოლში, კაცები, რომელთათვისაც მთავარი დევიზი იქნება დიდი ილიას ეს სიტყვები: "ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს".

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
10-03-2018, 18:00


გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

_ ბატონო ელიზბარ, საქართველოს ხელისუფლებას ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის გარეშე შესვლას სთავაზობენ, რაც იმ მიმართვაში გაპროტესტდა, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს თქვენც აწერთ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

_ ამ მიმართვას, ჩემს გარდა, კიდევ ხუთი ადამიანი აწერს ხელს, ბევრი ხელმომწერი გამოგვაკლდა, ეს მათ სინდისზე იყოს, რაც კაცუნების საქციელს უფრო შეეფერება. ეს ფაქტი ყველა ნორმალური ქართველისთვის აღმაშფოთებელია. ახლა, სხვადასხვა ფორმულირებები გვესმის. საკითხის ამგვარი დაკონსერვება ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ნატოში შევალთ, დაკარგულ ტერიტორიებზე უფლება აღარ გვექნება და ნატოსაც არავითარი სურვილი არ ექნება ჩვენ დაგვეხმაროს. მაშ, რისთვის შევდივართ?! ჩემი აზრით, ნატო, დღესდღეობით, არის ამერიკის პოლიცია. ჯერ არ მინახავს ქვეყანა, რომლის ინტერესებსაც ნატო დაიცავდა. თუმცა, ნატოში გაწევრიანებით შესაძლოა უბატონოდ თავში ხელი არავინ წამოგვარტყას, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ნატოში თუ შევალთ, მან ჩვენი ტერიტორიები უნდა დაიცვას. საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე უთავოდ, უგულოდ არის დარჩენილი, რაც არცერთი ჭეშმარიტი ქართველისთვის მისაღები არ არის. საელჩოებისადმი მიმართვა, რომელსაც ხელი მოვაწერე. ეს იდეა ამერიკის საელჩომ შემოგვთავაზა. მათ მოსინჯეს თუ რამდენად დათანხმდება საქართველო ნატოში მე 5 პარაგრაფის ანუ, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გარეშე შესვლას. მიმართვაში წერია, რომ საქართველოს "საგარეო პოლიტიკამ", რუსებთან დაძაბულმა ვითარებამ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვამდე მიგვიყვანა. ამაზე ერთი ამბავი ატეხეს, მიმართვაზე ხელისმომწერნი დასავლური კურსის მოწინააღმდეგედ შეგვრაცხეს. აქამდე, მიხეილ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა. გამიკვირდა, მაგრამ "რუსთავი2"-მა გადმოსცა _ როგორ საუბრობს მთელი მსოფლიო იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მთლად ნორმალური არ არის.

ახლა, ისე გამოჰყავთ, თითქოს, სააკაშვილს ქართული სოფლების გადარჩენა უნდოდა და შეტევაც ამიტომ განახორციელა. ჩვენ ევროპის წინააღმდეგნი როდი ვართ, მაგრამ უბედურება იცით რაშია _ რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ? მე რომ ევროპა მიყვარს, ეს ევროპა ჩვენს პოსტლიბერალებს არ ესმით. მათ არ წაუკითხავთ არც დანტე, არც გოეთე, არც თომას მანი, არც შექსპირი, არც რილკე. ეს არის უმეცართა ბრბო, ჯოგი, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ _ თვითონ კარგად იცხოვრონ. ავიღოთ, თუნდაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ვამბობ – ფულის გამო სამშობლოს ღალატობენ. უბედურება ისაა, რომ მამათმავლები და დედათმავლები, ეს უზნეო ადამიანები, ზნეობას გვასწავლიან. დღეს თავად ევროპა განიცდის ტრაგედიას. წაიკითხონ შპინგლერის "ევროპის დაშვება" და ბიუკენენის "ევროპის სიკვდილი". ისინი ძლიერ ევროპას, მის კულტურას მისტირიან, რომელიც ამ გლობალიზაციის ტალღამ, პოსტლიბერალიზმის გაბატონებამ წალეკა.

მეორე მხრივ, არსებობს ტენდენცია, თითქოს, ესენი თავისუფლებისთვის იღწვიან. თავისუფლება, როგორც ცხოველური ინსტიქტების თავისუფლება ისე ესმით, რაც უზნეობას ქადაგებს. გარკვეულ საზოგადოებაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა დაიცვას წესი, ზნეობა და ტრადიცია, რაც მთავარი განმსაზღვრელია. როცა სოკრატე კვდებოდა, ამბობდა: სიკვდილის კი არ მეშინია _ ის დინჯად მოდის, არამედ უზნეობის, რომელიც სწრაფად მოდის და გვიპყრობს, ეს არის საშიში. აი, სწორედ ეს უზნეობა გაბატონდა უკვე მთლიანად საქართველოში. ამიტომ არის, რომ დღეს, ეს პოსტლიბერალები ვითომ თავისუფლებას ქადაგებენ და ამ დროს, ხალხის დამონებას აპირებენ. ლიბერალების თავკაცები "სოროსიდან" ნაშობი პარტიები არიან. მაგალითად, "რესპუბლიკელები", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ა.შ. სოროსის კეთილი ნება ყოფილა, თურმე, ჩვენთვის თავისუფლება მოეტანა. განა ჩვენ დროს არ იყვნენ პიდარასტები? _ ქიშვარდა და ტუზიკა საქეიფოდ დაგვყავდა, მაგრამ იმ აზრს არავინ მინერგავდა, რომ პიდარასტობა ნორმალურია. ეს ავადმყოფობაა.

მეცინება როცა მეუბნებიან სიძულვილის ენით საუბრობო. ეს ხალხი მეზიზღება და ტკბილი ენით ველაპარაკო? არ შეიძლება ეს არანორმალური ხალხი ნორმალურად გამოვაცხადოთ. ლგბტ-ს განვითარება სამ საფეხურს მოიცავს: პირველ საფეხურზე ისინი ამბობენ: ჩვენც ადამიანები ვართ, ნუ დაგვჩაგრავთ, მეორე საფეხურზე უკვე თქვეს: ჩვენ თანასწორნი ვართ და მესამე საფეხურზე _ თქვენ მიბრძანდით, ეს სამყარო ჩვენიაო. არ შეიძლება ავადმყოფმა ხალხმა ქვეყანა მართოს. დღეს, ავადმყოფებს არჩევენ იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი, თავისი ცნობიერებით, ქვეყანას უფრო კარგად ანგრევს. ეს ის ძალაა, ცირკის მიდამოებში რომ ბინადრობენ, სწორედ ამ წრიდან არიან და მორალს გვიკითხავენ. მათ ერთი ამბავი ატეხეს: ელიზბარ ჯაველიძემ ქალბატონს შეაგინა და ეს როგორ გაბედაო.

_ ბატონო ელიზბარ, რა მოხდა სინამდვილეში, რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?

_ ჯერ ერთი, ამ ქალბატონმა აზრი შეგნებულად გამაწყვეტინა, რათა პროვოკაცია გამოეწვია. არც ვიცოდი თუ ისევ ეთერში ვიყავი. ჩემს ოჯახში მინდა შევიგინები, გინდ _ არა. აქ, ჩართვას ყმაწვილი უძღვებოდა, თორემ ქალბატონთან გინებას არც ვიკადრებდი. თავს არ ვიმართლებ, ჩემი დამოკიდებულება ამ ქალბატონისადმი, რომლის სახელის ხსენებაც არ მინდა, ძალზედ უარყოფითი, გინებაზე ბევრად უარყოფითია. რაც ჩემს გულში იყო, ის გაჟღერდა. უფრო სწორად, ეს სიტყვები თავად გააჟღერეს. ჯერ არ მინახავს სხვა, ასეთი ანტიპოპულარული ჟურნალისტი იმიტომ, რომ ამ ამბით მთელი საქართველო გახარებულია. ტელე-ეკრანზე გინებას, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ, ეს არაეთიკური, არაზნეობრივია. მე, ძალიან კარგად, დეტალებში ვიცი მისი არასასურველი ბიოგრაფია.

ამ ფაქტის შემდგომ, ჩემთან განხორციელებული ზარებით დავრწმუნდი, რომ ეს ქალბატონი ფართო საზოგადოების სიმპატიას არ იმსახურებს. ამ ქალზე საუბარს არ ვაპირებ, არ მინდა ხალხს ის თავზარდამცემი ფაქტები ვამცნო, რაც ჩემთვისაა ცნობილი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან იგი დაუნათესავდა ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ აქ ქალბატონმა, თუ სინდისი აქვს, უნდა გაითვალისწინოს, ამ პიროვნების მეგობრების ღირსება და ზნეობა, თორემ, ცალ კარში თამაში საკადრისი არ არის. რა თქმა უნდა, ჩემი გინება ეთერში გადასაცემი არ იყო. ვიმეორებ, გაბრაზებულმა, ჩემს სახლში შევიგინე. თუმცა, ქეთი დევდარიანის |"ჩემი ცოლის დაქალებს" რომ ვუყურებ, იქ გაბატონებულ ბილწსიტყვაობას, სოლოლაკელი შოფრებიც არ იკადრებენ, ამას ნატო ფერაძის საუბარსაც თუ დავამატებთ, ჩემი გინება კურთხევად უნდა მიიღოთ თქვე დედათმავლებო და მამათმავლებო. დასასრულს დავსძენ: ჯულიეტოვნა, მარუსია გაბუნია, მე რუსეთის აგენტობას მაბრალებს, ხოლო ერის დამაქცევარი სააკაშვილი, ქვეყნის გადამრჩენად გამოჰყავს. ალბათ, იმიტომ, რომ ციხეში გაუპატიურების კადრების ყურებისას საკუთარ თავს წარმოიდგენს და სიამოვნებით კრუტუნებს.

_ ბატონო ელიზბარ, ამ ფაქტის შემდეგ, ერთ-ერთმა მწერალმა, "რუსთავი2"-ის ეთერით, საიდანაც ბილწსიტყვაობის ნიაღვარი გადმოსჩქეფს, თქვენი გინება დაიწუნა…

_ "რუსთავი2"-ის ეკრანს წლებია არ ვუყურებ, რადგან ამ გველების საბუდარიდან მხოლოდ შხამი იღვრება, რაც ქართულ სულსა და ცნობიერებას წამლავს. დიახ, მეც დამირეკეს და მაცნობეს: "ქართველი კლასიკოსი" შენზე უდიერად საუბრობსო. ეს აღმოჩნდა ე.წ. მწერალი, უფრო სწორად მეწაღე ლაშა ბუღაძე, რომელმაც თურმე, ირონიით მოიხსენია მასონები, მერე კბილი კაკებეს აგენტებს გადაჰკრა, მე კი უავტორიტეტო, ლამის ტვინნაღრძობ პიროვნებად გამომიყვანა. მივმართავ მას, ახლა, კარგად მისმინე შე ნეხვის ტომარავ: შენ მეწაღეთა იმ ბრიგადას ეკუთვნი, რომლებიც დალესის მიზნებს ახორციელებენ, ქართულ ზნეობას, სულიერ სიწმინდეს და ერს რყვნიან. აქვე, ვიტყვი: თქვე მჯღაბნელებო, ცხოველზე დაბლა დაეშვით, სქესობრივი ლტოლვის ობიექტად დედათქვენები გაიხადეთ. შენთვის, ამხანაგო ბუღაძევ, ჭეშმარიტ ქართველებს მაშინ უნდა ამოერტყათ პანღური, როცა შენს ბინძურ საჯდომზე ალოკილი ენით მეფე თამარის წმინდა სახელის გაბინძურება სცადე. კაგებე-ს ფესვებს შორს ნუ ეძებ, სჯობს, შენს ირგვლივ მოიძიო შე მართლა ორმაგო აგენტო _ ერთი მხრივ, რუსეთის მაგინებელი და ამავდროულად მისი საქმის მკეთებელი ხარ, მეორე მხრივ, ამერიკის ფულიანი აგენტი და მისი საჯდომის მლოკავი.

ჩემი აზრით, ტვინნაღრძობია ყველა ის, ვინც მწერლად მიგიჩნევს. ტვინნაღრძობია მამაშენიც, რომელსაც შენი დონის არაკაცები მხატვრად მიიჩნევენ, მაგრამ მას ქართველი ხალხი "მალიარს" უწოდებს. მამაშენის "ტვინსიჯანსაღეზე" ერთი ფაქტი მახსენდება: დროთა უკუღმა ტრიალმა, მამაშენი სამხატვრო აკადემიის რექტორი გახადა, რომელმაც თავისუფლების მოყვარულის სახელი შემდეგნაირად გაითქვა: იხმო თავისი სტუდენტები და მათ უთხრა: თუ თავისუფლება გსურთ ურთიერთს შეაფურთხეთ, ამის ნუ შეგეშინდებათო. ლაშა ბუღაძევ, სხვებს რომ აფურთხებ, დაისვი გვერდით მამაშენი და რამდენიც გინდათ იმდენი აფურთხეთ ერთმანეთს.

_ საელჩოებისადმი გავრცელებული მიმართვის შემდეგ, მავანმა არც აცია, არც აცხელა და ხელისმომწერლების კარიკატურა შექმნა, სადაც მათ პუტინი ლექციას უკითხავს. ამაზე რას იტყვით?

_ დიახ, ამ კარიკატურის შესახებ მეც შევიტყვე, სადაც რეზო ამაშუკელი და რობერტ სტურუა სხედან, პუტინი კი ლექციას უკითხავს. ალბათ, იქ, მეც ვარ გამოკრული. ეს სასაცილოა. 5–6 გაზეთის რედაქტორი ვიყავი, აბა, ერთი ფრაზა ამომიღონ, სადაც რუსეთს ვადიდებ. ასევე, 18 წიგნის ავტორი ვარ და რუსეთის ქება-დიდებას ვერც იქ მიპოვნიან. როცა მე რუსეთს ვაგინებდი, ამათ, ბოდიში მომითხოვია, და აღარ იცოდნენ დიდი რუსეთის საჯდომში როგორ შემძვრალიყვნენ. ახლა მოტრიალდნენ. ხომ არ გგონიათ, რომ ევროპისკენ იხედებიან? მათ, როგორც ზემოთ ვახსენე, ევროპა არ იციან. მათთვის ევროპა ცხოველური თავისუფლებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ჩვენ არ დაგვინდობს. დღეს რომ ჩვენს ქვეყანაში ნატოს ჯარები განვალაგოთ, რუსეთი, პირველი ჩვენ დაგვარტყამს, ერთი რაკეტაც საკმარისია და გაგვაქრობს. ესენი გაიქცევიან როგორც 2008 წლის ომის დროს ჩემოდნებით გარბოდნენ. მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე კი გვეუბნებოდა: საქართველო ჩანგლებით და დანებით დაიცავითო. ამაზე არ ფიქრობენ, არ აინტერესებთ. ცხოველსაც აქვს ინსტიქტი თავისი ბუნაგის მოვლის, ამათ _ არა! 
გაიღო საზღვარი, ქართველი ხალხი გადის და შემოდის უცხოტომელი, რომელიც ფულს გადაიხდის და ბინადრობის უფლებას მოიპოვებს. მერე, ხან ბორდელებს ხსნიან და ხან – რას.

ერთ თურქოლოგს ვიცნობ უსტუნ იერს, რომელიც აქ მუშაობს. იგი თურქეთს ქართულ კულტურას და მეცნიერებას აცნობს. ასეთ ადამიანს ყველაფერზე უარი უთხრეს, მგონი, კათედრასაც უხურავენ. რატომ? _ ამერიკის პოლიტიკას ეს არ აწყობს. ჩვენ, სხვადასხვა დიდი ერების სივრცეში მოქცეული, პატარა ერი ვართ. ობიექტი ვართ, რომელსაც ჩეხავენ და ამას აქაური ლიბერალები უწყობენ ხელს. თუ ამერიკის მიმდევარი არ ხარ ტელევიზიაში ვერ გამოჩნდები. თუ მაინც გამოგაჩინეს, რაც მე გამიკეთეს, იმ ვითარებაში მოგაქცევენ და დაგამცრობენ. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა. იგი განათლების სფეროშიც ერევა. გაიხსენეთ, რა განათლების მინისტრები გვყავდა _ ყველა მათგანი ანტიეროვნული იყო. განათლების სისტემა ეროვნულ საფუძვლებზე უნდა იყოს დაფუძნებული, მათ ამერიკიდან გადმოიტანეს ის, რასაც იქ დაუნ ბავშვებს ასწავლიან. სოროსი განდევნეს რუსეთიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ავსტრიიდან, მისი სამშობლო უნგრეთიდანაც კი. იგი უნგრელი ებრაელი შოროშია. დღეს, სოროსის ძალები მხოლოდ საქართველოში არიან გაბატონებულნი. არადა, გაიძახიან: ამერიკის იდეების მომხრე ვართო. მაშინ კეთილი ინებონ და როგორც ტრამპმა გამოაცხადა სოროსი მოღალატედ, ესენიც ასევე მოიქცნენ. ტრამპმა მას კარი დაუკეტა, ესენი პირიქით იქცევიან. ჩვენ, დღეს, სახელმწიფო პოლიტიკა არ გვაქვს, ქართველი ხალხი ჩვენს თავს არ ვეკუთვნით. ამერიკის ელჩებს აქ, უზარმაზარი გავლენა აქვთ. არადა, გავიძახით: რუსებმა დაგვჩეხესო. კი, 9 აპრილს მერვე პოლკმა დაგვჩეხა, მაგრამ გასაქცევი გზა დაგვიტოვა. 26 მაისს კი სააკაშვილმა ყველა გზა გადაგვიკეტა, ჩიტი ვერ გაფრინდებოდა, ასეთი სისხლიანი გუბეები მტერსაც არ დაუყენებია, პოლიციის პირველი სართული სისხლით იყო გასვრილი, ძლივს გარეცხეს კედლები. ამაზე ხმას რატომ არავინ იღებს? _ იმიტომ, რომ ამერიკამ გვითხრა, ეს სწორი იყოო და მას ხომ არ გაამტყუნებენ. ამერიკის შეფასებას ჩუგოშვილიც დაეთანხმა და ამის თაობაზე საჯაროდაც განაცხადა. დღეს, იგი მეორე პირია.

ლომჯარია რომელმაც პომადის წასმა არ იცოდა, ტუჩები სულ დადღაბნილი ჰქონდა, ახლა, სახალხო დამცველია. გიგაურს "სტოსი" მიჰყავს, რომელიც ცხრა ღობეზეა გადამხტარი, კაპიტნობა მერაბიშვილმა მისცა. რა ხდება? "ქართული ოცნების" მომხრე ვარ, მაგრამ ოცნება კი არ უნდა შერყვნან, არამედ უნდა გაწმინდონ. ქართველი კაცის ოცნება არ გახლავთ იმ ხალხთან მეგობრობა, კოაბიტაცია, ვინც მათ აუპატიურებდა. ასეთი რამ, რაც სააკაშვილს თავში მოსდიოდა, ველურიც ვერ მოიფიქრებს. სამეგრელოში კაცი მეუღლისა და ვაჟიშვილის წინაშე გააუპატიურეს. მას "ვიაგრა" უყიდეს და ისე შეამზადეს. აი, ამას მიესალმებიან ეს პოსტლიბერალები. მე, არც რუსეთის მომხრე ვარ და არც ამერიკის, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო მეჯავრება იმიტომ, რომ სულში მიძვრება, სული, ზნეობა ამიქოთა. დღეს, სიტყვა სამშობლო ლექსიკიდან საერთოდ ამოიღეს. აღარც ეროვნებას ახსენებენ. დავიწყეთ ხელმოწერები, რათა პიროვნების დამადასტურებელ ქართულ დოკუმენტებში ეროვნების, მამის სახელის გრაფა აღდგეს. ამბობენ, ეროვნების აღიარება ჩვენს ქვეყანაში ეთნიკურ დაპირისპირებას გამოიწვევსო. ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი ჯერ არ მახსოვს.ე.წ. ლიბერალურმა ძალებმა ამით ხარკი გაიღეს, რათა ევროპარლამენტში მივეღეთ. ეს საკითხი პარლამენტში ორი მოსმენით გავიტანეთ, მერე, სააკაშვილი შემოვარდა და გაგვდევნა.

_ ბატონო ელიზბარ, ბოლო დროს ოპოზიციასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილზე იერიში მასმედიამაც გაააქტიურა. რას უკავშირდება ყოველივე?

_ დიახ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უტევენ, წავლენ-წამოვლენ და მეზობლის კურდღლებივით მას ახტებიან. რაშია საქმე?! საკმაოდ სერიოზულ გაზეთებში რამდენ ინტერვიუშიც კი ბიძინა ივანიშვილს შევაქე, მაშინვე ამოიღეს. რატომ?! იგი ერთადერთი ძალაა, რომელიც "ნაცებს", "გირჩს" და ა.შ. აჩერებს. ესენი ავადმყოფები არიან, რა "გირჩი", რის "გირჩი", მათ თეთრი ხალათები უნდა ჩააცვა, სახელოები შეუკრა და აქედან გაუშვა. თუნდაც, ავიღოთ "ევროპული საქართველო", ისიც მოღალატეა. ბოკერიას ცოლს ეკრანზე გამოსაჩენად და სატლიკინოდ რა უნდა _ ცხრა ღობეზეა გადამხტარი. ანდა, ბოკერიამ როგორ უნდა გვასწავლოს ჭკუა, ზოგიც პუბლიცისტად აცხადებს თავს, მეცინება. ამით დავალებას ასრულებენ, რათა ეროვნება, ზნეობა, ტრადიცია მოსპონ. ერთადერთი კაცი, რომელიც ამათ წინააღმდეგობას უწევს, ბიძინა ივანიშვილია. მას მადლობა უნდა ვუთხრათ იმის გამო რა სიკეთეც აქვს დათესილი. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ასეთი ქველმოქმედი ყოფილიყოს. ხალხის გონებაში სურთ ბიძინა ივანიშვილი ამ უბედურების მთავარ შემოქმედად გამოიყვანონ. ამას იქმს ნებსით თუ უნებლიედ, როგორც "ქართული ოცნების" გარკვეული ძალები, ისე "ნაცები".

ფრიად საგულისხმოა ის, რომ დღეს აღარ მალავენ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სწადიათ, რომელმაც ერთხელ უკვე დაღუპა ჩვენი ქვეყანა და მომავალში თუკი თავის ბნელ მიზნებს მიაღწევს, ისე გაასწორებს მიწასთან, რომ ვეღარაფერი გვიშველის. მთავარია ქართველი ხალხი ერთად დადგეს, იმაზე იზრუნოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ახლა, ჭაში ვართ ჩავარდნილი. ამათ მიაჩნიათ, ამერიკა ჩამოუშვებს თოკს და ამოგვიყვანს. ამერიკა პირიქით ჩაგვძირავს, არც რუსეთი მოიკლავს თავს. ჩვენს თავს თავად უნდა მივხედოთ. ძილქუშიდან უნდა გამოვიღვიძოთ, თორემ, ერი აღარ იქნება. ერი რომ აღარ იქნება, ამათ ჰგონიათ, თვითონ, ინდივიდუალურად დარჩებიან და კარგად იცხოვრებენ. არა, ასე არ იქნება! 

_ ბატონო ელიზბარ, წეღან ახსენეთ, ტელევიზიები ერს რყვნიანო. რამდენადაც ვიცი ის ტელევიზია, სადაც თქვენ პროვოკაცია მოგიწყვეს თამბაქოს მაგნატს ავთო წერეთელს ეკუთვნის...

_ მის წერეთლობაში დიდად ეჭვი მეპარება, რამეთუ, მე თავად წერეთლების შთამომავალი ვარ და ასეთი წერეთელი წერეთლებს რატომღაც არა ახსოვთ... ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება. იან კელი გვეუბნება: ტელევიზია ნაირგვარი უნდა იყოსო. არცერთი ტელევიზია ქართული სახელმწიფოს, ერის ინტერესებს არ ატარებს. ასეთი უწიგნურობა და უზნეობა რაც დღეს ჟურნალისტებშია, ჯერ არ ყოფილა. იმაზე კი არ საუბრობენ, რომ ერს უჭირს, არამედ ვინ ვის ჩაუგორდა ლოგინში. ბრძოლას მსოფლიო პოლიტიკა წარმართავს. გაბატონებულია აზრი _ ვინც ცნობიერებას მართავს, გამარჯვებულიც ის არის. ამერიკის, ინგლისის ინსტიტუტებში ტვინის გამორეცხვის მეთოდი შემუშავდა, რაც ქართულმა ტელევიზიებმა ძალიან ნიჭიერად აითვისეს. უსმენ სისულელეს, ტყუილს და გგონია, რომ შენი აზრია. ეკრანებზე ავადმყოფი ხალხი გამოჰყავთ. "ტვ-პირველზე" სამივე ქალბატონი რომელთაც გადაცემები მიჰყავთ, ანტიქართველები არიან.  ასევეა, "რუსთავი2"-ც. სამწუხაროდ, ამას ვერ ავკრძალავთ, მაგრამ ზურგი უნდა შევაქციოთ.

_ ბატონო ელიზბარ, ვინც გაჰყვირის გავამწვავოთ რუსეთთან ურთიერთობაო, თავად ისინი ხომ არ ასხამენ მის
წისქვილზე წყალს?

_ დიახ, თავად არიან მასთან ფულით შეკრულები. გაიხსენეთ, სააკაშვილი როგორ დაცუნცულობდა რუსეთში. ესენი ის აგენტები არიან, რომლებიც ჩვენ, აქეთ გვაბრალებენ აგენტობას. რაც არ უნდა ტალახი მესროლონ, მე ვერ შემეხება. არსებობს ცხოვრების გზა, როგორ გავიარე, ვის მხარეს ვიყავი. მე ყოველთვის საქართველოს მხარეს და მისი ჯარისკაცი ვიყავი და ასე იქნება ბოლომდე.

_ ბატონო ელიზბარ, საუბრის დასაწყისში ახსენეთ, დღეს, შეკვეთილი მწერლობა გვაქვსო. რა იგულისხმეთ?

_ კაცი დედაზე სიზმარში აქტს რომ ნახავს, ის ნორმალური არ არის. ახლა, წინ ასეთი ხალხი წამოსწიეს. მამუკა ხაზარაძე იძახის: მწერლობას ვეხმარებიო. ვის ეხმარება - ამ უზნეო ხალხს, რომლებსაც მწერლობის არაფერი გაეგებათ? უბედურებაა, რომ ასეთი ბანკირების ხელში ვართ. ესენი ჰალსტუხიანი ყაჩაღები არიან, ქართველ ხალხს ძარცვავენ. გერმანიაში წლიური გადასახადი 3%- ია, ესენი ქართველ გაჭირვებულ ხალხს 19–20%-ს ართმევენ. მთელი ტერიტორიები შეიძინეს. ბანკირების ქვეყანა გავხდით. ამაშია ჩვენი უბედურების სათავე.

თამარ შველიძე



მეტის ნახვა
10-03-2018, 17:30


საქართველოს პრემიერ– მინისტრი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა გააცნობიეროს.

"მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულები ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად",- წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.


მეტის ნახვა
9-03-2018, 15:30


საქართვთველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგზ ფხალაძე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის კონკრეტულ ასპექტებს განმარტავს დააცხადებს, რომ ახალი შთანხმება, რომელიც გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის გუშინ  ბრიუსელში შედგა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატის შექმნა არსებული ფორმატის გაძლიერებას და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმებს გულისხმობს.

„მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და უკვე უმაღლეს დონეზე აყვანა. გარდა ამისა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის პერსპექტივები, რაც სექტორალურ ინტეგრაციას უკავშირდება, ანუ ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირ სექტორული თანამშრომლობის საშუალებას, ევროპკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და შესაბამის კომისრებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას.

ყოველივე ეს იქნება უშუალოდ პრეზიდენტ იუნკერის მეთვალყურეობის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან და განსაკუთრებით დააჩქარებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპებს.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეფორმების გაღრმავებას, რათა ევროინტეგრაციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის და აბსოლუტურად ყველა დარგმა იგრძნოს ის სიკეთეები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც დღეს გვაქვს და ყველა მიმართულებით ინტენსიურად წარიმართოს თანამშრომლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მეტის ნახვა
9-03-2018, 14:00


ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წლის თავზე, "რუსთავი 2"-მა მორიგი "სენსაცია" შემოგვთავაზა, რომ მათ ციხიდან მძიმე დანაშაულობებში მსჯავრდებული კოტე ციხისთავი დაუკავშირდა და ამცნო, სანაია გრიგოლ ხურცილავას არ მოუკლავს, იმ პერიოდში №1 ტერორისტად შერაცხულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა მთავრობის დაკვეთითო.

კოტე ციხისთავი, რომელიც თავად გახლდათ ჭიჭიაშვილის ბანდფორმირების წევრი, მკვლელობის დამკვეთებს შორის, შს მინისტრ კახა თარგამაძესა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს. 

ჩნდება კითხვა, თუ მართლაც პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ მკვლელობის დამკვეთ-ორგანიზატორები, რატომ დუმდა ამდენ ხანს კოტე ციხისთავი, განსაკუთრებით ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობის დროს, რომლებიც გიორგი სანაიას "გულმხურვალე" ჭირისუფლებად ასაღებდნენ თავს. 

ციხისთავის ქაჯანასავით ენის ამოდგმას რომ პოლიტიკური სარჩული უდევს, ალბათ, დიდი ანალიზი არ ჭირდება, თამაზაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, სოროსის მიერ ნაკვები და ამერიკის აწ უკვე ყოფილი ელჩის იან კელის "ნაფერები" ადგილობრივი ფსევდოლიბერალების ღარიბაშვილისადმი დამოკიდებულება კარგად მოგეხსენებათ. არც ისაა უცხო, როგორ ებრძვიან ღიად თუ შეფარულად თავად ბიძინა ივანიშვილს თუნდაც თავისივე "აღზევებული" პერსონები.

ირაკლი ღარიბაშვილი და მისი წრე, როგორც ყოველთვის წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე აქტუალური, ჯერ იმ თემას შემოაგდებენ ხოლმე, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, შეიძლება მაღალ თანამდებობაზე მოგვევლინოს, შემდეგ კი წამოვა "კომპრომატების" ნიაღვარი მის საახლობლოზე. შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია, მავანთ ღარიბაშვილი უკვე გამოაცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატად და დაიწყო მეორე, ტალახის სროლის ეტაპი, რომლის წყაროც კოტე ციხისთავია თავისი "აღიარებითი" ჩვენებით. როგორც ჩანს, ბევრს უფრთხობს ძილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობა, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობენ, მათ შორის ბინძურ მეთოდებსაც, რომ ეს არ დაუშვან. ამ ბინძურ "ბრძოლაში" ციხისთავის გამოყენებასაც აქვს ალბათ კონკრეტული მიზეზი, სანდო წყაროს განცხადებით, ციხისთავს ეტყობა პატიმრობის ვადა ეწურება, ეშინია შოთა ჭიჭიაშვილის შურისძიების, რომელთანაც ბოლოს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ხსენებული "აღიარების" სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიას მისცემდნენო. ჭიჭიაშვილსა და ციხისთავს რომ ურთიერთობა გაუფუჭდათ, ამაზე წლების წინ თავად ჭიჭიაშვილი საუბრობდა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში. ადამიანების გატაცებაში, ბანდიტიზმსა და სხვა მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილი ჭიჭიაშვილი 2003 წლის ივნისში, მოსკოვში დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. სასამართლომ მას 22@წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროდ აღიარებულ სა#7 დაწესებულებაში იხდიდა. იგი 2013 წელს, ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე გაათავისუფლეს და მალევე დატოვა საქართველო, წლებია ევროპაში ცხოვრობს. საგაზეთო ინტერვიუში ჭიჭიაშვილი კოტე ციხისთავს ნაძირალად და ნომრიან აგენტად იხსენიებს, რომელიც ძალოვნებმა "შეუგდეს", იგი პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაშიც (2001 წელი) ციხისთავს ადანაშაულებდა და ეჭვობდა, რომ გატაცების რეალური მიზეზი არა ცისკარიშვილის ნარკომოვაჭრეებისადმი ვალი, არამედ კახა თარგამაძეს, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება იყო. იმ პერიოდში ესენი მოაზრებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებად, ერთმანეთს კი უცინოდნენ, მაგრამ ზურგს უკან ძირს უთხრიდნენ, პეტრე კი ჟვანიას მეგობარი იყო. ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით, ავტომანქანა გვჭირდებოდა, ციხისთავს დავავალე მისი მოძებნა, მან კი პეტრე ცისკარიშვილი მოგვიყვანა. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი პოლიციის აგენტი იყო.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძის განცხადებით, რომელიც იმ პერიოდში პანკისის ხეობას კურირებდა კოტე ციხისთავი 2000 წელს გაიქცა ციხიდან, ანუ იმ დროს, როცა სასჯელაღსრულების სისტემა უკვე იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა და მინისტრი კი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. კახა თარგამაძის ადვოკატობას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ გვაინტერესებს, როგორ გააქცია თარგამაძემ მასთან დაპირისპირებული პერსონის "სამფლობელოდან" პატიმარი? 

ერთი საგულისხმო დეტალი, კოტე ციხისთავის "აღიარების" შემდეგ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფეისბუქმომხმარებელ მირიან ყარაულაშვილის "რუსთავი 2"-სადმი მიმართვა — მოძებნეთ თქვენი ნაძირალა დამფუძნებლების "მარჯვენა ხელი" გიორგი ტახირიჩ არველაძე და ჰკითხეთ, იმ ნაძირალა სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის და თავისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კურატორობის დროს, რატომ შეუშვა ნაციონალების გამორჩეული სახეები, პეტრე ცისკარიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი ციხისთავის "კამერაში", რომელიც უკვე რამდენიმე თვის მისჯილი იყო. როგორ და რატომ სცემეს სიკვდილამდე ციხისთავს პირადად ოქრუაშვილმა, ცისკარიშვილმა და ერთმა მათივე თანამშრომელმა, რომლის გვარიც აღარ მახსოვს.

თუ ამ მკვლელობის ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდათ, ამდენი წელი რატომ არ იძიებდნენ, თამაზაშვილი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ნაციონალები დაუსჯელს დატოვებდნენ, ან რაში ჭირდებოდა მას სანაიას სიკვდილი? თელავის არასრულწლოვანთა ინსპექციაში რომ ვმუშაობდი, კოტე ციხისთავი აღრიცხვაზე მყავდა აყვანილი, როგორც ძნელად აღსაზრდელი. უჭკუო ბიჭი არ იყო, მაგრამ, როგორც დღეს, მაშინაც იყენებდნენ, მისი არ მჯერა, ოღონდ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ციხისთავი ბოლოს 2001 წელს დააკავეს, სანაიას მკვლელობა უკვე მომხდარი იყო და ხურცილავაც დაჭერილი გვყავდა. ძალიან საინტერესოა მისი დაკავების ისტორია, ციხიდან გაქცევისა და ბანდიტურ დაჯგუფების წევრობისთვის ძებნილი კაცი, პოლიციის კორდონის ცხვირწინ დასეირნობდა, ე.ი. უნდოდა რომ დაეჭირათ. ეტყობა პანკისში ვერ ჰქონდა საქმე კარგად და უნდოდა ციხეში უსაფრთხოდ ყოფილიყო. იმ ჯგუფში, რომელმაც გრიგოლ ხურცილავა შემთხვევის ადგილზე გაიყვანა, მეც ვიყავი, მე მყავდა ხელბორკილით მომაგრებული ხელზე.

რა თქმა უნდა გავესაუბრეთ, საქმესთან დაკავშირებით ისეთი სიბინძურეები მოყვა, თუნდაც გარდაცვლილი ადამიანის პატივისცემის გამო, ვერ გავიმეორებ, თუმცა არც იმის მომხრე ვარ, რომ სანაიასგან წამებული გმირი შექმნან. რომ ამბობენ სანაიას ვიდეოკასეტა ჰქონდა, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსნების ნარკობიზნესში ჩართულობას ამტკიცებდაო, მე სანაია პანკისის ხეობაში ჩამოსული არ მინახავს, ელენე თევდორაძე, გია ბარამიძე, პეტრე ცისკარიშვილი, კობა დავითაშვილი, ზოგი სხვა მაგათი ფრთის წარმომადგენელი ჩამოდიოდნენ. ვერ გეტყვით, რა კასეტა გადასცა ელენე თევდორაძემ სანაიას, რომელიც თურმე თვითონ არ უყურებია.

ისე ხმები სულ სხვა ჩანწერებიან კასეტაზე ვრცელდებოდა, რომელიც თითქოს სანაიას უნდა გადაეცა ასლან აბაშიძისთვის. მაგ კასეტას თავიდან ბოლომდე ვუყურეთ პოლიციელებმა, რომელსაც მერე აჭარის ტელევიზია ატრიალებდა, ოღონდ მხოლოდ გარკვეულ ფრაგმენტებს. ასლან აბაშიძემ ეტყობა მაინც დაინდო ახალგაზრდა პოლიტიკოსები და ბოლომდე არ აჩვენა საზოგადოებას მათი "ამურული გართობა". აქვე ერთსაც გეტყვით, იმ ღამეს, როცა სანაია მოკლეს, უშიშროების სამინისტროში განგაში იყო გამოცხადებული, შეიძლება ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს, მაგრამ საოცარი დამთხვევა იყო. ჩემი ვარაუდით, რაღაც მოხდა, არ არის გამორიცხული, კოტე ციხისთავმა მართლაც იცოდეს სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ამბობს კი სიმართლეს? ის ახლა ასე ვთქვათ, თავებს მარხავს, ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში, რომ სპეციალურად ძაბავდნენ ვითარებას, რომ შევარდნაძე ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ, ვინ იყო ამით დაინტერესებული ხომ გამოჩნდა? საბოლოოდ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი დავკარგეთ. ახლაც იგივე ნიშნები იკვეთება, აქცენტი ისეთ ადამიანებზე გადააქვთ, ვინც სანაიას მკვლელობასთან არაფერ შუაშია, ეს საზოგადოების გათიშვისა და არეულობის გამოწვევისთვის კეთდება".

იმ პერიოდში ჟურნალისტის მკვლელობის არაერთი ვერსია განიხილებოდა, საუბრობდნენ სანაიასა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას დაპირისპირებაზე, ფიზიკურად როგორ გაუსწორდნენ ჟვანიას დაცვის წევრები სანაიას ოქროყანაში, ახალგათხრილი ორმო აჩვენეს და ცოცხლად დამარხვით დაემუქრნენო. თვითმხილველები იმასაც ამბობდნენ, სანაიას სახლთან მისულ ჟვანიას და მის თანმხლებთ მეზობლებმა ქვები, კვერცხები და პამიდვრები დაუშინეს ყვირილით მკვლელოო. ისიც ითქვა, რომ თავად "რუსთავი 2"-ის შიგნით არსებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა სანაია. რომ მან რამდენიმე დღით ადრე, სამსახურში დაკარგა სახლის გასაღები და მკვლელი სახლში ელოდა და ა.შ. "საერთო გაზეთი" შსს-ს ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანსაც გაესაუბრა, რომელსაც იმ პერიოდში საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა.

რესპოდენტის განცხადებით, ყველა ამ ვერსიაზე გამოძიებამ სერიოზულად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მეტი ხელჩასაჭიდი იმ ვერსიაში იყო, რომლითაც საბოლოოდ წარიმართა გამოძიება და განაჩენიც დადგა. მთავარ პროკურატურას ახლა სს-ის საქმე არ უნდა აღეძრა, შეიძლება მოკვლევა ჩატარებულიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ ოფიციალურ ვერსიამდე მივლენ, რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული და იტყვიან, იგივე ციხისთავმა კი თქვა, მაგრამ არ დადასტურდაო. ციხისთავი კრიმინალია, მან შეიძლება შეიცვალოს პოზიცია, ამიტომ არ შეიძლება მის ნათქვამზე ააგოს ოფიციალურმა სტრუქტურამ თავისი მუშაობა. საქმეს როცა აღძრავ, ეს ნიშნავს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ და დაანგრიო გამოძიება-მსჯავრდების ვერსია, თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ რატომ იწყებ ძიებას? ისე, თუ მართლაც უფრთხილდებიან სანაიას კოლეგები და ოჯახის წევრები გარდაცვლილის ხსოვნას, ხელახლა არ უნდა წამოეწიათ ეს საქმე, რომელიც არცთუ სახარბიელო კონტექსტში წარმოაჩენს მოკლულს. მკვლელობის საქმის გამოძიება კახა თარგამაძის შს მინისტრობის დროს დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ გახსნილად კობა ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს გამოცხადდა. ნარჩემაშვილს მანამდეც აქვს მონაწილეობა მიღებული მოკვლევა-გამოძიებაში, რადგან მას შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან მაშინდელ გენპროკურორ ნუგზარ გაბრიჩიძესთან ერთად გააკეთა სატელევიზიო განცხადება სანაიას მკვლელობის გახსნასთან დაკავშირებით. გაბრიჩიძე თუ ცოცხალი აღარ არის, კობა ნარჩემაშვილი პარლამენტში ზის, სიმართლის გაგება თუ უნდათ, დაკითხონ ნარჩემაშვილი, აცხადებს წყარო. დაკითხონ ციხისთავი, რის საფუძველზე გააკეთა ხსენებული განცხადება.

"რუსთავი 2"-ის ის თანამშრომლები, რომლებმაც ბოლოს ნახეს სანაია, მისი თანამშრომელი და მეგობარი გახარია, რომელსაც გაექცა თუ გაეპარა სანაია და მოგვიანებით გმირთა მოედანზე იპოვა. ელენე თევდორაძეს, რომელიც ამბობდა რომ თურმე ვიდეოკასეტა გადასცა სანაიას, უამრავი ინტერვიუ აქვს მიცემული, როგორც კი კონკრეტულად მიადგებოდნენ ამ ფაქტს, სხვა თემაზე გადახტებოდა და იმაზე იწყებდა ლაპარაკს. "რუსთავი 2"-ში ყველამ, თავიანთი პრეზიდენტიანად იცოდნენ როგორ იქცეოდა და სად უნდა წასულიყო იმ ღამით სანაია, სადაც შემთხვევით გადააწყდა ხურცილავას. საქმეში დევს ყველა მასალა, მათ შორის ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომ "გრიცკო" ნამდვილად სანაიას ავტომანქანით წავიდა სანაიას სახლში, სადაც ასევეა მტკიცებულებები, რომ იქ იყო და მან მოკლა სანაია ტაბელური იარაღით. ზუსტად ამ იარაღით გავიდა ძიება ხურცილავაზე, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. სხვათა შორის, მერე მის ხელმძღვანელობასაც სთხოვდნენ პასუხს, რატომ არ ჩამოართვეს იარაღი სამუშაოს დამთავრების შემდეგ. აბსოლუტურად ყველა ვერსიაა დამუშავებული, ყველა მოწმე დაკითხული, მათი ჩვენებების საფუძველზე გავიდა გამოძიება ამ ვერსიაზე. მათი ჩვენებები რომ არ გამოქვეყნებულა და საზოგადოებამ არ იცის რა აქვთ გამოძიებისთვის ნათქვამი, იმიტომ აყრიან ხალხს თვალში ნაცარს და გამოძიების მიმართ უნდობლობაზე საუბრობენ. იყო შემტევი ჟურნალისტი, ისეთ რაღაცებს ამბობდა, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ, ამიტომაც იყო პოპულარული, მაგრამ ეს ერთი მხარეა. ისიც ხომ უნდა ითქვას, რაც ამ ადამიანს ჭირდა. ამას თუ დამალავ, დამთავრებულია, საქმეზე ჭეშმარიტებას ვერ დაადგენ.

რესპოდენტი არ გამორიცხავს, რომ მართლაც არსებობდა ჟვანიასა და სანაიას დაპირისპირება ზემოხსენებულ ვიდეოკასეტასთან დაკავშირებით, ეგ ვერსია აუცილებლად იქნება შესწავლილი. პირადად მე, არ დამვიწყებია კახა თარგამაძის მიმართვა "რუსთავი 2"-ელების მიმართ, რომლებიც "პოლიტიკური" დანაშაულის დაუყოვნებლივ გახსნას და დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ, ეს დანაშაული აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ ვეჭვობ, რეალური მიზეზი მოგეწონოთ და საინტერესოა, მაშინ რა რეაქცია გექნებათო. სანაიას ნაყალბევად აჟრიმულებული "გულშემატკივრები" საქმის გახსნის შემდეგ, მართლაც საეჭვოდ გაისუსნენ და 17 წლის მანძილზე დუმილის უფლებას "იყენებდნენ", სანამ კოტე ციხისთავის სატელეფონო ზარმა არ ახსნა "ჯადო".

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-03-2018, 13:30


"რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია? ვის მივმართო, რუსთაველი მკვდარია!"


კადრები წყვეტენ ყველაფერს! მართალია "გაევროპებულ" ქართულ ნორჩ ინტელიგენციას, ეს გამოთქმა თურმე საბჭოურ გადმონაშთად მიაჩნია, მაგრამ ფაქტია – ევროპასა და ამერიკაში, აფრიკაშიც და ავსტრალიაშიც, მხოლოდ პროფესიონალები სჭირდებათ. პროფესიონალიზმი არის თავისუფლებაც და დემოკრატიაც! ეს ესმით ყველგან, მაგრამ არ ესმით საქართველოში!

ყველაფერი დაიწყო სასამართლო რეფორმის გარიჟრაჟზე. მაშინ როცა პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილი "ვარსკვლავთბიჭუნად" "მონათლა", ხოლო შევარდნაძემ – რეფორმების მამად, მაშინ, როცა სასამართლო რეფორმაში მილიონები ჩაიდო, ეგრედწოდებულმა რეფორმატორულმა ჯგუფმა ერთი ხელის მოსმით, კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით, გაათავისუფლა მოსამართლეები ვადაზე ადრე. ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც უკანონობა გააპროტესტა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იყო აწ გარდაცვლილი მოსამართლე ჭაჭუა. მან სასამართლო მოიგო და იმის ნაცვლად რეფორმატორებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად ეცნოთ, რუსთაველზე იმ მოსამართლეების ფიტულები დაწვეს, რომელთაც კანონი არ დაარღვიეს. ასე, კონსტიტუციის დარღვევით დაიწყო სასამართლო რეფორმა, რომელსაც სხვათაშორის, ევროპაცა და ამერიკაც ტაშ-ფანდურით შეხვდა.

უკანონობა კანონიერებას არ მოიტანს. სააკაშვილმა სასამართლო რეფორმის გარიჟრაჟზე აპრობირებული "მეთოდი", 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგაც გამოიყენა და ყველა, მისთვის არასასურველი მოსამართლე, ერთი ხელის მოსმით გაათავისუფლა ვადაზე ადრე, დაკავებული თანამდებობიდან. და, ამ ყველაფერს სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპი დაარქვა. იმხანად, მიშამ და მისმა ჯგუფმა, ირიბად, მაგრამ მაინც აღიარა რომ რეფორმის პირველი ეტაპი ჩავარდა და მეორე ეტაპი იქნება ის, რასაც ხალხი ელოდა წლების განმავლობაში.

მეორე ეტაპის შედეგად, საქართველოს დღეს ჰყავს უამრავი უსამართლოდ გასამართლებული ადამიანი და რაც მთავარია 200 პოლიტიკური პატიმარი!

სასამართლო რეფორმის განხორციელების საქმეში, დი- დი როლი იუსტიციის საბჭოზე მოდის. ასე იყო რეფორმის გარიჟრაჟზე, მეორე ეტაპზე და ასეა დღესაც! ამიტომ, თავის დროზე, როცა იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევნები ტარდებოდა, კოჰაბიტირებულებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ საჭირო ადგილას თავისი ხალხი გაეყვანათ და ეს ასეც მოხდა, რათქმა უნდა ამ პროცესებს ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.

არცერთ მოსამართლეს, რომლებიც მიხეილის სატანურ რიტუალში იღებდა მონაწილეობას და თანამემამულეებს, მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ სიცოცხლეს უმწარებდა, წამებისთვის იმეტებდა, მატერიალურად და სულიერად ანადგურებდა, უკანონო გადაწყვეტილებით კლავდა, აუპატიურებდა, ყველანაირ სისაძაგლეზე თვალებს ხუჭავდა დღეს, დანაშაულის გრძნობა არ აწუხებთ, შესაძლოა ღმერთსაც "რაღაცასაც" შესთხოვენ არადა მათი ღმერთი მიხეილია და წყვდიადის ანგელოზები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყავთ მოსამართლე წევრების სახით, აქა იქ კოჰაბიტირებულ ხელისუფლებაშიც "მოგუდულში" დაატყლაშუნებენ ფრთებს. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ მიხეილმა დღემდე მოქმედი "ლოცვაც" დაუტოვა, რომლის შეცვლა არც უფიქრიათ კოჰაბიტირებულ წყვდიადის ანგელოზებს.

სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დევს ის ჯადოსნური სიტყვები, რის საფუძველზეც დღემდე აქვთ აფრები აშვებული მოსამართლეებსდა ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. მუხლი 7. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. ასევე, კატეგორიულად აკრძალულია ვინმემ მოსამართ- ლეს დაუსაბუთებელ, უკანონო გადაწყვეტილებაზე ანგარიში
მოსთხოვოს. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ 2005 წელს ნათლობის ჯვრები და ქორწინების სამკაულები დანაშაულებრივი გზით შეძენილად სცნო ყველანაირი და- საბუთების და მტკიცებულებე- ბის გარეშე და "სოდის" ნაძარცვი "გააპრავა". სამაგიეროდ, კოდუას ცოლისძმას აღმკვეთი ღონისძიება გირაო შეუფარდა როცა მანამდე ჩადენილ დანაშაულზე განაჩენი არ იყო დამდგარი. "ჯილდოდ" ნატო ხუჯაძე დღეს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა და პენსიის ასაკამდე მსუყე შემოსავლი ექნება, შემდეგ პენსიასაც სო- ლიდურს მიიღებს. პარლამენტის მიერ ოფიციალურად პოლიტპატიმრებად აღიარებულ ცოტნე ანანიძის.

დიმიტრი ჭეიშვილის, ხვიჩა გამარჯობაძის, ალექსანდრე სოლომონიძის და სხვა მრავალ უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებიც უვადოდ აირჩი- ეს. მოსამართლე ილონა თოდუა. ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში, ხუთ სხვა მოსამართლესთან ერთად, მოხვდა ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ რუსთაველის გამზირზე გამოკრულ პლაკატებზე, როგორც ხელისუფლების დაკვეთის გამორჩეული შემსრულებელი. რაც შეეხება მის კომპეტენციას, 2008 წელს, ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული პროცესების პერიოდში, სახალხო დამცველის ანგარიშში შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა: "მოსამართლე ილონა თოდუას მხრიდან დარღვეულია "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა… ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსამართლის არაკომპეტენტურობაზე, რომელმაც კანონის არცოდნის გამო 26 დღით გააჭიანურა სარჩელის წარმოებაში მიღება".

2012 წელს ილონა თოდუამ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა. ამასთან დაკავშირებით,ქართული ოცნები" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ მაშინ ასეთი გან- ცხადება გააკეთა: "მოსამართლის გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს, სასამართლო კი აბსურდულ ლოგიკას ავითარებს. სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, აჯარიმებს პოლიტიკურ პარტიებს ისე, რომ ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატა უკანონო შემოწირულობა"… ზონდერ მოსამართლეები საზოგადოებას რამოდენიმე ეტაპად "ჩაუდე. რატომღაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო (განსაკუთრებით მოსამართლე წევრების დასი) ჩქარობს სისხლით განბანილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას. გასულ კვირას აღნიშნულ "შეუქცევად" პროცესთან დაკავშირებით პრემიერმაც გააკეთა კომენტარი.

რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენ გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით".

მოსამართლის მანტია უვადოდ გადაეცა გიორგი გოგინაშვილს. მან 2011 წელს, როდესაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს სერგო თეთრაძეს, რომელსაც შპიონაჟი ედებოდა ბრალად. თეთრაძე საპატიმროში გარდაიცვალა.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ და- ადგინა, რომ თეთრაძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სულხან მო- ლაშვილის მამა, მალხაზ მოლაშვილი, მისი შვილის საქმის მოსამართლის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის მიერ გამოტანილი განაჩენები "ენით აღუწერელი ცინიზმია". მოლაშვილის მამის განცხადებით, მოსამართლეს პროკურორი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდა და არასდროს უფიქრია, რომ უდანაშაულო ადამიანს ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მისი თქმით, ეს ადამიანი მისგან ზიზღის მეტს არაფერს იმსახურებს.მოლაშვილმა. მისივე შეფასებით, "ასეთ მოსამართლეებს არამარტო კანონის წინაშე, არამედ ღმერთის წინაშე აქვთ დანაშაული ჩადენილი". ზონდერ-ხროვის მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხს ასე ეხმაურება. "გაოგნებული ვარ, მოლაშვილის, თეთრაძის, ნორა კვიციანის და ასე შემდეგ… მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ეს ნიშნავს – საზოგადოების აცინვას. გარდაცვლილების სულების მაინც არ შერცხვათ? და ამ მოსამართლეების სამართლიანი განაჩენების როგორ უნდა ვირ- წმუნოთ მომავალში, როცა ოდნავ სინდისმა არც კი შეაწუხათ და თავად სიამოვნებით გახდნენ უვადო მოსამართლეები, მათ რომ- ლებმაც ასეთი სისატიკისთვის გაიმეტეს უდანაშაულო ადამიანები და სააკაშვილის ჯურღმულებში გაამწესეს"…

სიტუაცია იუსტიციის საბჭოში, როგორც ჩანს, ძალზე მძიმეა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას ასე აღწერს: "საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში, სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის… სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარეა, ამავე დროს საბჭოს წევრიც არის, ჩემგან პასუხები მოითხოვა იმაზე, თუ რატომ მივეცი მედიას კომენ- ტარი, რომ ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ… ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ისინი დღეს ახორციელებენ, არის საშიში, ვინაიდან ცდილობენ, რომ გააჩუმონ სხვა წევრები, რომლებიც საერთოდ რამეზე საუბრობენ და ამავე დროს კრიტიკულები არიან" გამორიცხული არაა, რომ "ხელის ბიჭებს" იუსტიციის საბჭოში, ჩვეულებისამებრ, პატარა გესტაპოს შექმნა სურთ."გესტაპოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომ ჩვეულებრივი კრიმინალური ბანდა აქვთ შექმნილი, ფაქტია. საინტერესო ბიოგრაფიებით და ქონებრივი დეკლარაციებით. აღსანიშნავია, რომ კარიერული "აღმაფრენა" სწორედ "მიხეილის კურთხევის შემდგომ ეწყებათ". ნაწილის  განათლებამ საერთოდ საგონებელში ჩამაგდო. მოკლედ საბჭოს ნომერ პირველი ამოცანაა ნებისმიერ ფასად, თუნდაც გვამებზე სიარულის გაგრძელებით, ყველა ზონდერ მოსამართლე უვადოდ დაინიშ- ნოს. მოსამართლის კანდიდატის შერჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის -კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის საფუძველზე ხდება.

კეთილსინდისიერებაა ღრმა სოფლიდან გადმობარგება და ქალაქის ცენტრში რამოდენიმე სასახლის წამოჭიმვა. (სოფელში 2008-წლის ომის დროს დამალვა) ხოლო კომპეტენტურობა გაურკვეველი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება ან თსუ -ში სამოსნობა! სწორედ, ქართველი ხალხის წამების, უდანაშაულოდ ციხეში ჩალპობის, ძარცვის, მათი საერთაშორისო ნორმებით და კონსტი- ტუციით მინიჭებული უფლებების აყრის შედეგად გამდიდრდნენ ის მოსამართლეები რომლებიც გააფრთებით იბრძვიან დღეს საკუთარი ოჯახის საკეთილდღეოდ უვადო მოსამართლის მანტიისათვის. რამდენი ადამიანი გაამწარეს და დაასამარეს და რამდენს კიდევ გაუყენებენ უსამართლობის მორევს. არ არსებობს არც ერთი მოსამართლე, რომელმაც მომხდარის გამო სინანული გამოთქვა ან თუნდაც სასამართლოდან წავიდა. გირგვლიანის საქმის მოსამართლემ გიორგი ჩემიამ 2016 წელს სცადა, მოსამართლე მეორედ ვადით გამხდარიყო, ხოლო ლევან მურუსიძე თავის თითოეულ გადაწყვეტილებას ამართლებს. როდესაც მათ "ზონდერ-მოსამართლეებს" უწოდებენ, სწყინთ, ვის ვანდობთ ადამიანების ბედს, ამ მოსამართლეებმა უნდა განსაზღვრონ თუნდაც დამნაშავეების მომავალი? რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეებს რომელიმე თავმოყვარე ქვეყანა აიტანდა? გავრცელებული ინფორმაციით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც მურუსიძის ლანდი მართავს და განკარგავს. რაც შეეხება საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს პრესაში (და არამარტო) გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 13 წლის მოზარდს და ამ ფაქტის დასაფარად ბავშვის მშობლები დააპატიმრებინა, მემუქრებოდნენო. ამის შემდეგ მიქაუტაძე დააწინაურეს და დღეს იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიცაა. ბავშვის ცემის ფაქტზე აღძრულისაქმე თავისი ექსპერტიზის დასკვნით და ვიდეოკადრებით მეორე წელია სეიფში განისვენებს, ხოლო მშობლების მიმართ აღძრულ საქმეზე მათი ბავშვის მცემელი მიქაუტაძე დაზარალებულადაა ცნობილი.

ბავშვის ორივე მშობელს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდა პროკურატურა, თურმე შვილის სისხლის დანახვით გამწარებულ დედას რაღაც სიტყვები უთქვამს მიქაუტაძეზე, რასაც ჯგუფურად ჩადენილი მძიმე დანაშაული და- არქვეს და დევნის და ზეწოლის შედეგად ნაცემი ბავშვის ოჯახმა ქვეყანა დატოვა, მაგრამ იუთუბიზეც დატოვა სამახსოვროდ ცემის და დევნის დამადასტურებელი ჩანაწერები…გასულ წელს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქა- უტიძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, როდესაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკა ციმაკურიძემ განმარტა, რომ საბჭოს მდივანს აშკარა ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, რადგან ერთ-ერთი კანდიდატი მისი მეუღლე გახლდათ და აუცილებელი იყო გიორგი მიქაუტაძის ამ პროცესისგან აცილება. ეკა ციმაკურიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დახურულია, ამიტომ მაია კვირიკაშვილის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, კანდიდატთა სამართლიანობის პრინციპით შერჩევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა საკვირველია საბჭოს მდივნის მეუღლე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა, მაია კვირიკაშვილის თქმით, ეჭვი იმის შესახებ, რომ მის არჩევაში მისივე მეუღლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტა- ძე რაიმე ფორმით მონაწილეობდა, საფუძველს მოკლებულია…

ავი ენები ამბობენ, რომ საბჭოს წევრები ირაკლი შენგელია და ლევან თევზაძე სიძე-ცოლისძმა ყოფილან…მოკლედ იუსტიციის საბჭოა საქულას დუქანი თუ სპეცდავალებების შემსრულებელი კრიმინალური ბანდა გასარკვევია, მაგრამ გარკვევის კომპეტენტური მსურველები, რომ არ ჩანან სამწუხაროა! დამაფიქრებელია, რატომ ირჩევენ სასწრაფო წესით რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეებს უვადოდ? რისთვის ემზადებიან სისხლში ნაჭყუმპალევი, გვამებზე მოსიარულე, მეცამეტე ლეგიონის მოსამართლეები? შტურმში, ემანდ მათი გამპრავებლებიც არ მოხვდნენ. დაბოლოს საბჭოს მოსამართლე წევრებს და მათ დანიშნულ "უვადოებს" ვურჩევდი ხშირად და აზრიანად უყურონ ფილმ "მონანიებას" და კარგად გაიაზრონ თავის მომავალი. იქნებ რაიმე შეცვალონ, რომ სისხლად არ ექცეთ და პური მიწად.

ქეთევან ზარნაძე




მეტის ნახვა
7-03-2018, 17:38


27 თებერვალს ტელეჟურნალისტმა გოგონამ შემაჩერა რუსთაველზე და პროვოკაციულად მკითხა: საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა ხელისუფლების რეაქცია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე და რა უნდა გააკეთოსო ხელისუფლებამ?..

იგივე კითხვა დასვეს ამ არხის ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა კუტხეში და იმავე საღამოს ამ ინტერვიუების ნაწილი აჩვენეს თავიანთი ოპოზიციური ტელევიზიით.

მიღებული პასუხები შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ.
პირველი: უმრავლესობის აზრით, არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ჩვენ (ხალხს) არავინ, არაფერს არ გვკითხავს და პასუხი კითხვებზე უნდა გასცენ მათ, ვინც დახმარებას დაგვპირდა, ვისაც ჩვენი პატრონობის პრეტენზია გააჩნიათ… იგულისხმება ორი დაპირისპირებული მხარე: რუსეთი და ამერიკა…

ამაზრზენი, გულისამრევი პასუხია, რაც მხოლოდ ერთს ნიშნავს: რომ გამოკითხულთა უმრავლესობას სახელმწიფოებრივი შეგრძნება დაკარგული აქვს!!!

რესპონდენტები ღიად ამბობდნენ და თავიანთ ნათქვამს სხვადასხვა ლოგიკური დასკვნებით ამაგრებდნენ:
აბა, ამის გამო ხელახლა ომს ხომ არ დავუწყებთ ამხელა რუსეთსო!..

(ვითომ მათ და მათნაირებს ერთი ომი მაინც რუსეთისთვის გამოცხადებული ჰქონდათ უკვე და ომის, ბრძოლის სურვილი უკვე გამოლეოდათ…

რეალურად, ეს პასუხი მობოდიშებას უფრო ჰგავდა, ვითომც, ჩვენ წინათ ვაჟკაცები, კაცები ვიყავით, ბრძოლის უნარი, სურვილი და შნოცა გვქონდა, მაგრამ დღეს, უბრალოდ, სხვა დროაო…)

მე იმედი დავიტოვე, რომ რესპონდენტთა ნაწილი ამ კითხვებზე პასუხს უფრო კონკრეტულად, უფრო დამაჯერებლად გასცემდა, სადაც არც საკუთარ პასუხისმგებლობას დაივიწყებდა და არც მთავრობისას, ჩვენი ქვეყნის მიმართ. რადგანაც, დღევანდელი მთავრობა, ვისაც რაღაც უნდა გაეკეთებინათ, არ ან ვერ გააკეთეს და კონესპონტენტი ჩვენ გვეკითხება, რას იზამდი იქ შენ, მთავრობის მაგივრად რომ აგვერჩიეო?!. კორესპონდენტი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენისთანა უბირი ხალხისგან მზა პასუხს მიიღებდა, მთავრობის დასახმარებლად, რასაკვირველია, მაგრამ, ვუმუხთლეთ…

ვუმუხთლეთ იმიტომ, რომ, განა ჩვენ არ ავირჩიეთ დღევანდელი მთავრობა, ხომ შესანიშნავად ვიცოდით, ამ მთავრობაში ვინ რისი გამკეთებელი იყო?..

რაც ერია, ის ბერიო…

მე უფრო იმ რესპონდენტების იმედი მაქვს, ვინც ოპოზიციურმა გადაცემამ "არჩევანმა" არ გამოაჩინა.
ისე კი… დღევანდელი ოპოზიცია ხომ იყო ოდესღაც მთავრობა?

მე მათ გასაგონად მინდა ვთქვა, წინა მთავრობების გასაგონად. რატომ მაშინ არ გააკეთეთ გასაკეთებელი, როდესაც ჩვენი "რიგითი" გმირი ანწუხელიძე აწამეს, რაც ასიათასობით ადამიანმა ვიდეოთი ნახა და რაა მერე?..

ღირსების მქონე მთავრობა შესანიშნავად გამოარჩევდა წამების ამსახველ ვიდეოში მწამებლებს, რადგან სწრაფად დაადგენდა მათ სახელსა და გვარებს და შემდგომ მათ ან ჩამოიყვანდა თბილისში და აქ გაასამართლებდა, ან იქვე სათითაოდ ჩააძაღლებდა!… ისე, რომ არც კი დატოვებდა კვალს. ანწუხელიძის მწვალებლები საკუთარმა მეზობელმა, თანამოქეიფემ მოკლა, თუ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ან ავტოავარიაში გარდაიცვალა.

ასე მოხდებოდა რამდენჯერმე და ოთხოხორიას მკვლელი ათასჯერ დაფიქრდებოდა, სანამ იარაღს ქართველი ძალოსნების გარემოცვაში შემართავდა.

ოთხოზორიას და ტატუნაშვილის სიკვდილი იმათ კისერზეა, ვინც თავის დროზე ანწუხელიძის მკვლელები ცოცხალი დატოვა! და ხვალ შეიძლება მთელი ჯგუფი ქართველ პატრიოტთა ჯგუფი მტერმა სამგზავრო ავტობუსით წაიყვანოს, ჩვენს თვალწინ აწამოს, ჩვენი წაყრუებით არდანახვითა და არგაღიზიანებით გათამამებულმა გააუპატიუროს და ქათმებივით დასჭრას ყელი…
აი, ეს ვთქვი ამ ოპოზიციურ ტელეარხზე ინტერვიუში და მხოლოდ და მხოლოდ ორი სიტყვა დამიტოვეს ეთერში: მთავრობა უსუსურად, ღირსებააყრილი, საწყალობლად ვიქცევით-მეთქი. ამით დავიწყე და ჩემი სიტყვის დასასრულსაც დრეს კითხულობთ.

მიხო მორჩილაძე

მწერალი

P.S.
მე მაინც იმათი იმედითა ვარ, ვინც "არჩევანმა" არ გაუშვა ეთერში...

მეტის ნახვა
7-03-2018, 17:00