სარეკლამო ადგილი

947x125



სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში კარტოფილის ახალი კლონების გამრავლებაზე მუშაობს.
კარტოფილის ადგილობრივი, ინტროდუქცირებული ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ახალი კლონების გამრავლება, ქსოვილის კულტურის (ინ ვიტრო) მეთოდით მიმდინარეობს. კარტოფილის უვირუსო მინიტუბერების (SEEE) მიღების მიზნით, ლაბორატორიის თანმაშრომლებმა სათბურებში 8000-ზე მეტი სინჯარის მიკრომცენარე დარგეს.

ვეგეტაციის განმავლობაში, მეცნიერები კარტოფილის ახალი კლონების ზრდა-განვითარების თავისებურებებს შეისწავლიან, რომელიც კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად მიმდინარეობს. მონაცემები სტატისტიკურად დამუშავდება, მიღებული შედეგები კი, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში „Highly Interactive Data Analysis Platform“ განთავსდება.
სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრამის ფარგლებში „თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა“ ხორციელდება.

imedinews.ge

მეტის ნახვა
10-04-2018, 14:00


10 მილიონი ლარი მაღალმთიანი რეგიონების პროექტებისთვის

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამო- ყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ბოლო სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის
„დანერგე მომავალი" – მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის; 7 მილიონი ლარი კი – სასოფლო- სამეურნეო ოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბსაძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში, რაც მთაში მცხოვრები ხალხისთვის ძალიან დიდი სიკეთეა.

"საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. ამ პროგრამის მიზანია, არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს და მთიან რეგიონებში
დასახლდეს. პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით შარშან ისარგებლა 7300–მდე ოჯახმა, რომელსაც შეეძინა შვილი – ეს არის პირველ ორ შვილზე დამატებით 100, ხოლო 3 და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარი; პროგრამით ისარგებლა: 70 000-მდე პენსიონერმა 20-პროცენტიანი დანამატით პენსიაზე; სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა – პენსიაზე 100-პროცენტიანი დანამატით; 35-პროცენტიანი დანამატით ისარგებლეს სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებმა; 80 000-მდე ოჯახმა ისარგებლა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკისა და სტრატეგიის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში
კახეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგო პრევენციული ღონისძიების გატარება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონში 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი
დამონტაჟდება. მონიტორინგის მეშვეობით დადგინდება გავრცელების არეალი და შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონის- ძიებები.
სოფელ კაჭრეთის ეკოჰაბში კახეთის ტყეების ტურისტული პოტენციალისა და რეკრეაციული ტყეების შესახებ იმსჯელეს. "ტყეების მდგრადი მართვა საქართვე- ლოში" – ორგანიზაცია CENN- ის ამ პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით "სათემო განვითარება და ტყეები", რომელიც ეხებოდა ტყეების ტურისტული პოტენციალის, რეკრეაციული ტყეების და არამერქნული რესურსების გამოყენების საკითხებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთისა და ჟინვალის 12 ათასზე მეტ მცხოვრებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა, საკუთარი ძალებითა და რესურსით, დუშეთში წყალ- მომარაგების ინფრასტრუქტუ რის სამუშაოები დაასრულა და 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე სადრენაჟე სისტემა დაამონტაჟა. უფასო სამედიცინო აქციები: შეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის სამედიცინო ცენტრმა მოაწყო სამედიცინო აქცია, რომ- ლის ფარგლებში, ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალკვალი- ფიციურმა ექიმებმა სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკრამულში გაიმართა მოსახლეობის უფასო რინინგის აქცია C ჰეპატიტზე, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ქ. ლაგოდეხში, ბაგრატიონის ქუჩაზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასმელი წყლის პროექტის განხორციელებისას დაზიანებულ გზაზე ასფალტი იგება. სოფელ გიორგეთში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი გიორგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება. მასზე 107 000 ლარი დაიხარჯება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში
„უსაფრთხო და სტაბილური თემის ჩამოყალიბება“ – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სიღნაღში დაასრულა ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამართული რეგიონალური საბაზისო ტრენინგი „ადვოკატირება – მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის
შეღა- ვათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. მთავრობის პრიორი- ტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. ამით საქართველოში შესაძლებელი გახდება ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება. შეღავათიანი
საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკური პირი, ანუ ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტი. ახალი ინიციატივა ითვალისწინებს არაერთ საგადასახდო შეღავათს, რომლებიც წაახალისებს მცირე მეწარმეობას და შესაბამისად – ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშ- ვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი. გარდა ამისა, რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობას. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი გან- ვითარებისთვის საქართველოში.

ქ. ფოთის მერიაში

საგაზაფხულო სამუშაოე ფარგლებში ა(ა)იპ სერვისების ცენტრი ქალაქში ხეების გასხეპვის, გადაბელვისა და კირით შეთეთრების სამუშაოებს ახორციელებს. ცენტრალურ პარკსა და სკვერებში ხეების გასხეპვა დასრულდა. ამჟამად სამუშაოები ქუჩებში მიმდინარეობს. ფოთში ვეტერანთა საკითხებზე სპეციალური წარმომადგენელი იმუშავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ფოთის მერ გოჩა კურდღელიასა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსს, გენერალ ვლადიმერ იმნაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე. ფოთში ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელი უზრუნველყოფს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობას და პრობლემების კოორდინირებულად მოგვარებას.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარებთან ერთად თამაკონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტად დასახელდა უკვე აშენებული საბავშვო ბაღის გახსნა და შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემებია სასმელი წყლით უზრუნველყოფა და გაზიფიცირება.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთის" წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ისაუბრეს მათ მიერ რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა სენაკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რაშიც მუნიციპალიტეტის მერი ორგანიზაციის წევრებს აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. უკვე დაგებულია ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენა, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 712 000 ლარით ფინანსდება. სოფელ კირცხში, მდინარე ხობისწყალზე, ხობი-საჯიჯაო–ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის ადგილას, ახალი კაპიტალური ხიდი აშენდა. მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დააფინანსა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. პირველივე დღეს ახალი გუბერნატორი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


ადიგენის მუნიციპალიტეტში

დასრულდა სოფელ საღრაძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა.  7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძის მეტალოკონ- სტრუქციის ხიდის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო. დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ დაათვალიერა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

უკვე რამდენიმე დღეა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნო. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივაა. მის ფარგლებში დაფინანსდა საპილოტე პროექტი
„ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“, რომლის კოორდინაციის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა (PSC) პირველი შეხვედრა გამართა.  სამუშაო ჯგუფის (PSC) წევრებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები და იმსჯელეს მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ხელმძღვანელობდა.

დმანისის მუნიციპალიტეტში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე "ციფრული წიგნიერება და ელექტრონული ბიზნესი". შეხვედრის დასრულების შემ- დეგ, მონაწილეებმა მიიღეს უფასო ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებგვერდი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით „ინტერნეტი განვითარებისათვის“. ამ პროგრამის გასაცნობად საგანგებო შეხვედრა გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მეწარმეებისთვის, რომლებსაც გააცნეს ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმა მათი კომერციული საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

სკოლამდელი აღზრდის ხელ მისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ადგილობრივი თვითმმართველობაც ეტაპობრივად აშენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებს.მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საიმერლოში. ორსართულიანი საბავშვო ბაღი ოთხ ჯგუფზეა გათვლილი, თითოეულს ექნება სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი, სამზარეულო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსოები და სპორტულ-სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 686 000 ლარი.



მეტის ნახვა
9-04-2018, 15:41


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე  შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა დაარბიეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ადამიანი მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.

ღამიდან რუსთაველზე მდებარე მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოდიოდნენ მოქალაქეები, მოქონდათ ყვავილები, ანთებდნენ სანთლებს.  მემორიალი ყვავილებით შემაკეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლიმა, დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგოადო მოღვაწეებმა. დაღუპულთა ხსონას პატივი მიაგო ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც.ილია მეორემ ყვავილებით შეამკო მემორიალი და ადგილზე შეკრებილი ხალხი აკურთხა. მან ასევე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს, როდესაც ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დამთავრდა, დამთავრდა მშვიდად, მე მინდა, ყველას გავახსენო, რომ აი, აქ საქართველოში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მათ შორის აი, ამ ქალებისა და ბავშვების და მაშინდელი ეროვნული მოძრაობის საშუალებით, ეს ომი აქ არ იყო ძალიან ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ, მათ ღვაწლს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ და მე მგონი იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ კეთილდღეობაშიც ამ ადამიანების ღვაწლი დიდია," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტის ნახვა
9-04-2018, 15:30


საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გვესაუბრება "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" წევრი, ადვოკატი დავით მელაძე.

– იპოთეკურმა სესხებმა საბოლოოდ გაანადგურა ისედაც სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობა, ამ სფეროს კარგად ვიცნობ, რადგან სასამართლოში ორივე მხარის, კრედიტორის და მსესხებლის ინტერესების დაცვა მიწევს. ჩემი აზრით, კერძო მევახშეობა საერთოდ უნდა აიკრძალოს, რადგან კერძო იპოთეკარებისგანაა ყველაზე მეტად ხალხი დაზარალებული. ზოგიერთი მევახშე თაღლითობისთვის ორ-სამჯერაა ნასამართლევი, მაქინაციების წყალობით უამრავი თანხა დააგროვეს, ლამის მილიონიანი ბრუნვა აქვთ, ფულს მამასისხლად ასესხებენ და ხალხს ტყავს აძრობენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ აძლევს სახელმწიფო კერძო იპოთეკარს ფულის გასესხების უფლებას. პირს, რომელსაც სპეციალური განათლება არ აქვს, არ იცის როგორ უნდა გასცეს თანხა, გასესხების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან მას საბოლოოდ წამგლეჯი ფინანსური პოლიტიკა აქვს. სახელმწიფომ ახლა კი დაუწესა მათ პროცენტის ზედა ზღვარი, საპროცენტო განაკვეთი 3-დან 3,5-მდეა, მაგრამ ესეც არასწორია. ფაქტია, 10.000-დოლარიან ბინას 300 დოლარად ვერ გააქირავებ, ის შეიძლება 50 დოლარად გაქირავდეს, შესაბამისად გადასახადიც 0,5% უნდა იყოს და არა 3,5%, მაშინ სახელმწიფო რატომ აწესებ ამხელა საპროცენტო განაკვეთს? ამას ერთი ახსნა აქვს, თავად საკანონმდებლო ორგანოში ზის უამრავი მევახშე, რომლებიც ამ "ბიზნესით" ირჩენდნენ თავს და არც ახლა უშვებენ ხელიდან, ხალხის "რჩეულნი", ხალხს უსახლკაროდ ტოვებენ. ბიზნესის წამოწყების მსურველნი, რომელთაც არც სათანადო განათლება აქვთ და არც გამოცდილება, ბრმად უვარდებიან ხელში მევახშეებს, ქართული ბიზნესის "კლასიკური" სახე - ორი ნაცნობი ხვდება ერთმანეთს, ერთი ამბობს რომ ბიზნესშია, სიტყვაზე, 10.000 ქილა კაკლის მურაბა აქვს და ხელსაყრელ ფასში ყიდის, მეორე სთხოვს არავის მისცეს, თვითონ აიღებს მთელ პარტიას. დაშორდებიან ერთმანეთს და ერთი მურაბის ძებნას იწყებს, მეორე ფულის. ეს სოციალური საკითხი სახელმწიფომ უნდა გადაჭრას, ხელისუფლება უნდა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს რაღაც შექმნან, მათ ხელშესაწყობად სწორი ფინანსური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

ბოლო ხანს მომრავლებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს იმხელა პროცენტები აქვთ დაწესებული კრედიტზე, რომ გამორიცხულია რაიმე ბიზნესი წამოიწყო. ვინ არიან მიკროსესხების გამცემნი? კანონითაა გაწერილი, ვინ არის უფლებამოსილი მსესხებელს იპოთეკის ხელშეკრულება გაუფორმოს, მაგრამ ამ პირობების შესრულებას არავინ ითხოვს და შესაბამისად, დამრღვევსაც არავინ აგებინებს პასუხს. მიკროსაფინანსო ბანკის გახსნის შემთხვევაში, აუცილებელია ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე (საწესდებო კაპიტალი) 200.000 ლარი იდოს, ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს შსს-დან უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე არ არის ნასამართლევი, აუცილებელია ოფისი და ა.შ. სპეციალურად შექმნეს ეს კანონი, მაგრამ ისიც ბევრი სხვა კანონივით, საერთოდ არ მუშაობს. საბანკო სფეროში სრული მონოპოლიზაციაა, ეროვნული ბანკი რასაც იტყვის, იმას ასრულებენ. არ გაინტერესებთ მათი უზომოდ გამდიდრების "საიდუმლო"? ყველა ბანკს აქვს სარეზერვო ფონდი, ერთ-ერთ ბანკის მაგალითზე გეტყვით, მის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, რადგან ყველგან ანალოგიური ვითარებაა. ამ ბანკს 500-მილიონიანი სარეზერვო ფონდი აქვს და ქონების გადასახადსაც ამ თანხის მიხედვით იხდის, თუმცა რეალურად სარეზერვო ფონდში მილიარდ რვაასი მილიონი აქვს, რომელშიც გადასახადს არ იხდის. როგორ წარმოიშობა სარეზერვო ფონდი და როგორ ხდება გადასახადის დამალვა, ეს ცალკე თემაა. ბანკი რომ გაკოტრდეს, იმ 500 მილიონზე გაცილებით მეტი თანხით გავა `საქმიდან~, რომელიც სარეზერვო ფონდად აქვს.

საქართველოში ფინანსური პოლიტიკის ეფექტიანობა ნულს უტოლდება, იმიტომაცაა ქვეყანაში ასეთი სიდუხჭირე, არასწორი ფინანსური პოლიტიკა ტარდება. მევახშეობას, ძირითადად ბანკები ეწევიან, მათ სწორი ფინანსური პოლიტიკა რომ ჰქონდეთ, მცირე მეწარმეობა განვითარდებოდა და სოფლის მეურნეობაც ფეხზე დადგებოდა. მახინჯი ფორმა იყო მიწების პრივატიზაცია და ხალხისთვის მცირე მიწების დარიგება. მიწები კი დაარიგეს, მაგრამ ხალხს არც სარწყავი წყალი მისცეს, არც ტექნიკა, სოფელი ფაქტობრივად უპატრონოდ დატოვეს, იმიტომაც დარჩა უამრავი დაუმუშავებელი მიწა. რვა მილიარდია ჩადებული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ არაფერი ეტყობა, მომხმარებელ ერად ვართ გადაქცეული.

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური სამსახურები მოქმედებს, ისევე როგორც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. თაღლითობას სჩადის, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე საკრებულოს დეპუტატი, პარლამენტარი, მინისტრი, მისი მოადგილე და ა.შ. პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასებს ხელოვნურად რომ გაზრდი, ესეც თაღლითობაა. საწვავის ბიზნესშიც ხელოვნურადაა შექმნილი მონოპოლია, იგივე გერმანიაში, ამის გამო ყველას დაიჭერდნენ, რადგან ესეც თაღლითობაა. მონოპოლიის შექმნით, ქვეყანაში თავისუფალ კონკურენციას სპობ, იმპერატიულად ავალებ ვიღაცას, რომ დღეს ბენზინი 10 თეთრით უნდა გააძვიროს, მაგრამ ვერ ასაბუთებ რატომ უნდა გაძვირდეს. საწვავის იმპორტიორ-რეალიზატორებს "ბობოლა" მეწილეები ყავთ, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან. ვთქვათ, ერთი ლიტრი ბენზინი 2,20 ლარი ღირს, რეალიზატორმა ფასი რომ დააკლოს და 1,60 ლარად გაყიდოს, `ბობოლები~ წილიდან ამოვარდებიან, რასაც ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. ეს არის კარტელური, თაღლითური გარიგება და რახან ასეთი თაღლითური გარიგებები არსებობს, მის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სამსახურიც უნდა არსებობდეს. მე ამ სამსახურში რომ ვმუშაობდე, აუცილებლად დავიჭერდი იმ ხალხს, რომელიც ხელოვნურად აძვირებს საწვავს, სესხებზე ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ა.შ.

ბანკებს დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა რომ დაუწესეს, იმიტომაც დაიწყო მასობრივად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გახსნა, რომლებიც გაცილებით მაღალი პროცენტებით გასცემენ სესხებს. ამ ორგანიზაციებს უმეტეს შემთხვევაში თავად ბანკები ხსნიან, მათი შვილობილი კომპანიებია, მათი ხელით მევახშეობენ ბანკები და ლამის მთელი საქართველო დატოვეს სახლკარის და მიწის გარეშე. ევროპის ქვეყნებში ნოემბრიდან აპრილამდე გამოსახლება შეჩერებულია, რადგან ეს ზამთრის პერიოდია. საფრანგეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჩვენი "ხრუშჩოვკების" მსგავსი კორპუსებია აშენებული, სინამდვილეში ეს ფრანგული მოდელია, ხრუშჩოვი საფრანგეთში რომ იყო ჩასული, მოეწონა და წამოიღო ეს პროექტი. როდესაც ადამიანი გაკოტრდება და ბინიდან გამოსახლება ემუქრება, ქუჩაში რომ არ დარჩეს და რაიმე უბედურება არ ჩაიდინოს, ამ კორპუსებში აძლევენ ბინას. ჩვენთან საშველი არ დაადგა ამგვარი კანონის მიღებას, მერიის მფლობელობაში უამრავი მიწებია, შექმნან სპეციალური ფონდი, ჩაიდოს რაღაც მექანიზმი კორუფცია რომ არ განვითარდეს და გადასცენ მიწის გარკვეული ფართობები ინვესტორს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად, საიდანაც ბინების ნახევარი მერიის საკუთრება იქნება და უბინაოდ დარჩენილ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეასახლებენ.

ჩვენთან ღია ცისქვეშ რომ ყრიან ოჯახებს, რამდენი ხანი შეიფარებს მათ ნათესავი და მეზობელი? ამიტომაც ინგრევა ოჯახები, დედ-მამა საზღვარგარეთ გარბის, იქ ხშირ შემთხვევაში სხვა ოჯახებს ქმნიან, მათ შვილები კი ბებია-ბაბუების ამარა რჩებიან. დიდი ალბათობაა, რომ მშობლების ყურადღებასა და სითბოს მოკლებული ბავშვები დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ. მერე უკვირთ და მოთქვამენ, კრიმინალური ფონი დამძიმდაო. მე არ მახსოვს ოჯახის გამოსახლების დროს, რაიონის დეპუტატი, გამგებელი ან სხვა საჯარო მოხელე მოსულიყო და თანადგომა გამოეცხადებინა უსახლკაროდ დარჩენილი, გაუბედურებული ოჯახისთვის. მსოფლიო დონის მაფიები არიან შემოსული საქართველოში და სანამ ისინი მთელ ქვეყანას შეიწირავდნენ, ერმა და ბერმაც ხმა უნდა ამოიღოს...

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
9-04-2018, 13:30


უფროს თაობას ახსოვს დრო, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდეს საწარმოო სიმძლავრეებს ფლობდა და ლამის ყველა ქუჩაზე ფაბრიკა-ქარხანა გუგუნებდა. მე 20 საუკუნის საქართველოში მანქანათმშენებლობა მოწინავე დარგი იყო: ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, რომელიც სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რომელიც მუდმივ ძაბვაზე მომუშავე ელმავლებს აწარმოებდა, ფოთის ჩარხმშენებელი ქარხანა, რომელიც წყალქვეშა ფრთიან კატერებს აწარმოებდა, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხანა, რომელიც მაღალი სიზუსტის ჩარხებს აწარმოებდა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა და რა თქმა უნდა, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა, სადაც 14 000-მდე ადამიანი მუშაობდა და ყოველწლიურად, 100 საბრძოლო თვითმფრინავს ამზადებდა. აღსანიშნავია, რომ ქარხანა, რომელმაც არსებობის მანძილზე, სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის 8 500 ზე მეტი თვითმფრინავი დაამზადა, სსრკ-ში პირველმა შეძლო რეაქტიულძრავიანი გამანადგურებლების სერიულად გამოშვება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში არსებული ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობა გაჩერდა. 1990-იანი წლების განუკითხაობის პერიოდში საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა და სამრწეველო პოტენციალის შენარჩუნებაზე ფიქრისთვის არავის ეცალა. სამაგიეროდ, ბევრი გამოჩნდა ისეთი, ვინც სახელმწიფოსა და ხალხისთვის წართმეული ქონებით მილიონები იშოვა.

„საერთო გაზეთს“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და მწერალი ვაჟა კაკაბაძე ესაუბრა:


– დავიწყებ იმით, რომ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო გიგანტური ქარხნების მშენებლობა, რაც ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ერთი ის, რომ სოციალისტური წყობა ყველა ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებდა და ამასთან, ლოკალიზების ნაცვლად, წარმოება მთელ ქვეყანაზე იყო გაშლილი, რომ მოკავშირე რესპუბლიკების ერთმანეთზე დამოკიდებული ყოფილიყვნენ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ნედლეული ფაქტობრივად, ყველა რესპუბლიკიდან შემოდიოდა და მზა პროდუქცია ისევ რესპუბლიკების მიხედვით ნაწილდებოდა. იგივე პრინციპით მუშაობდნენ ქუთაისის საავტომობილო და თბილისის საავიაციო ქარხნები. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირში საუკეთესო იყო და უმაღლესი ხარისხის სამხედრო თვითმფრინავებს ამზადებდა. მე ეკონომიურის გარდა, გეოლოგიური ფაკულტეტის მაქვს დამთავრებული და ვიცი, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის მარგანეცი ჭიათურაში იწარმოება. სტუდენტობის პერიოდში, ჭიათურაში პრაქტიკას გავდიოდი. სწორედ ამ პერიოდში ამერიკელები ჩამოვიდნენ და ჩვენებს შესთავაზეს, ყვირილაზე ფილტრებს დავაყენებთ, დარჩენილ მარგანეცს წავიღებთ და მდინარესაც გავასუფთავებთო. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ამერიკელების შემოსვლას არ დაუშვებდა და ყვირილა დღემდე შავი მოედინება..

— თქვენი აზრით, რატომ ვერ მოვახერხეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებული მემკვიდრეობის შენარჩუნება?

– ზოგჯერ, დროშების ფრიალი და ემოციურობა რაციონალურად აზროვნებაში ხელს გვიშლის და იმიტომ. რასაკვირველია, დამოუკიდებლობა უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ შეიძლებოდა, ეკონომიკური სარგებელიც გვენახა. მაგალითად, პოლონელებმა სტალინის ძეგლი კი არ გადააგდეს, გაყიდეს და შემოსავალი მიიღეს. თუ გახსოვთ, რკინიგზის საავადმყოფოს მახლობლად, მიონის ქარხანა მდებარეობდა. ეს იყო გასაიდუმლოებული საწარმო, სადაც სამხედრო დანიშნულების რადიო და ელექტროაღჭურვილობას და მიკროსქემებს ამზადებდნენ. შემდეგ ამ ნაწილებს კოსმოსურ ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებზე ამონტაჟებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მიონს დროშებით და ტრანსპარანტებით მივადექით და მოვითხოვეთ რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს გაჩერება. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, ქარხნის დირექტორმა გვითხრა, საწარმოში ხალხი მყავს დასაქმებული და რუსები ფულს გვიხდიან. საწარმოს გაჩერება კი არა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ ქარხანაო. მაშინ ემოციებმა გვძლია და დღეს ოდესღაც უმნიშვნელოვანესი ქარხნისგან მხოლოდ გაყიდული შენობებია დარჩენილი. ამ პერიოდში გაჩერდა საავიაციო, მეტალურგიული და კიდევ რამდენიმე ქარხანა, მაგრამ საავიაციოს კარგი დირექტორი ჰყავდა და გადარჩა. შრომითი რესურსების შენარჩუნებისა და შემოსავლების მიღების მიზნით, ვაჟა თორდიამ ქვაბების და ტაფების გამოშვება დაიწყო და დღეს თუ ეს ქარხანა მუშაობს, მისი დამსახურებაა.

– როგორც ამბობენ, მღვრიე წყალში თევზი ადვილი დასაჭერია. იმ არეულობით ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კარგად ისარგებლა და მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე დიდძალი ქონება დააგროვა.


– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყდა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონება ხალხის იყო და ხალხზე უნდა განაწილებულიყო, მაგრამ ამ დროს ისეთი დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ქვეყანაც დააზარალეს და ხალხიც. იმ პერიოდში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ნიკო ორველაშვილთან ერთად, მეც ვიყავი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ქონების გადანაწილებამდე მომხდარიყო მოსახლეობის აღწერა, თუმცა ჩვენი აზრი არავინ გაითვალისწინა. 1993–1994 წლებში დაახლოებით, 5 მილიონი აქცია-ვაუჩერი დაიბეჭდა, მაგრამ ამ დროისთვის, საქართველოში 5 მილიონი ადამიანი აღარ ცხოვრობდა. ვფიქრობ, მოსახლეობის რიცხობრივი აღწერა შეგნებულად არ მოხდა, ამიტომ როცა ვაუჩერების დარიგება დაიწყო, ვიღაცას ძალიან ბევრი შეხვდა. აქცია-ვაუჩერის საწყისი ანუ ნომინალური ღირებულება 20 დოლარი იყო. მფლობელს შეეძლო თავისი აქცია რომელიმე საწარმოში ჩაედო, მოწილე გამხდარიყო და დივიდენდები მიეღო. იმ დროს მინისტრთა კაბინეტში ვიყავი, 1994 წელს კი უკვე ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი და ამ პროცესებმა ჩემს თვალწინ ჩაიარა. მაშინაც და დღესაც ვფიქრობ, რომ იმ დროს მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება არ შეიძლებოდა, რადგან გაღატაკებული ადამიანი მას საწარმოს განვითარებაში არ ჩადებდა, მაგრამ ჩემი აზრი არავინ გაითვალისწინა. როგორც ვვარაუდობდი, ხალხმა, რომელსაც პურის ფული უჭირდა, ვაუჩერების გაყიდვა დაიწყო. მიდიოდნენ სავალუტო ჯიხურებში და 20 დოლარის ღირებულების ვაუჩერს ხან 25 დოლარად, ხან 20-ად, ბოლოს კი 5 დოლარადაც ყიდდნენ. რა თქმა უნდა, ვიღაცამ ეს ვაუჩერები ხელში ჩაიგდო, მაგრამ წარმოების ამუშავება მაინც ვერ შეძლო. საბჭოთა დირექტორები საბაზრო ეკონომიკისთვის მზად არ იყვნენ. წარმოდგენა არ ჰქონდათ მარკეტინგსა და მენეჯმენტზე და არ იცოდნენ პროდუქციის ბაზარზე გატანა. ამიტომ უმეტესობამ პროდუქციისა და მანქანა-დანადგარების ჯართად გაყიდვა დაიწყო. სახელმწიფო ქონება კაპიკებში გაიყიდა, რადგან საზღვარგარეთ ჯართის ნორმალურ ფასად გაყიდვისთვის საჭიროა ISO-ს სტანდარტების დაცვა — ჯართი ერთნაირ ზომაზე უნდა იყოს დაჭრილი, ჟანგი არ უნდა ჰქონდეს შეპარული, რომ დნობის დროს ფოლადი არ გაფუჭდეს და ა.შ.

– მანქანა-დანადგარების გარდა, ასევე კაპიკებად გაიყიდა ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული ლიანდაგები, თუმცა სახელმწიფო ქონების განიავებისთვის არავინ დასჯილა.


– იცით, ლიანდაგები როგორ გაიყიდა? მივიდოდა ათი კაცი, დაიწყებდა ლიანდაგების აყრას, დაადგებოდა თავზე პოლიცია და იმასაც წილში სვამდნენ. ტროლეიბუსის სპილენძის სადენებს მოხსნიდნენ, შეაგდებდნენ მანქანაზე და მიჰქონდათ. ერთი სიტყვით, სრული განუკითხაობა იყო, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა საშინელ დღეში ჩააგდო. დაახლოებით, 1990 წელს თბილისში გაჩნდა რაღაც საფონდო ბირჟის მსგავსი, მაგრამ სამოქალაქო ომი და კრიმინალების თარეში ამ ტრადიციის გაღრმავების პირობებს არ ქმნიდა. ამ ბირჟის ბაზაზე ჩამოყალიბდა „კავკასიის ბირჟა“, რომლის მფლობელები ამჟამად ქვეყნიდან გაქცეულები არიან. კუპონების პერიოდში „კავკასიის ბირჟამ“ შევარდნაძის მთავრობასთან შეთანხმებით აქციები გამოუშვა და ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ამით მილიონები იშოვა.

– როგორ?


– მარტივი სქემა მოქმედებდა: ადამიანი მიდის ეროვნულ ბანკში, იღებს კუპონებში კრედიტს, მიდის ბირჟაზე და ყიდულობს მაგალითად, 20 დოლარს. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როცა კუპონი ყოველ საათში განიცდის ინფლაციას. ამ 20 დოლარიდან 15 დოლარს იტოვებს და მეორე დღეს 5 დოლარით ზუსტად იმდენ კუპონს ყიდულობს, რამდენიც ბანკიდან გამოიტანა. სესხს უკან აბრუნებს, მოგება რჩება და ისევ კრედიტი გამოაქვს. რასაკვირველია, ამ მაქინაციებში შევარდნაძის ხელისუფლების ხელი ერია. საბოლოოდ, ადამიანთა გარკვეულმა წრემ დიდი ფული იშოვა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გაღატაკდა.

– როგორც იცით, ხალხისთვის წართმეული ფულით ზოგმა არასათავრობო ორგანიზაცია დააფუძნა, ზოგმა ბანკი გახსნა და ხალხის „გატყავებას“ აგრძელებს. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა წართმეული ფულის სახელმწიფოსთვის დაბრუნება?

– მომხრე ვარ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი აგონ და ფული სახელმწიფოს დაუბრუნდეს, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე დაგვიანებულია.. როგორც ეკონომისტს მგონია, რომ ახლა ამ ხალხის „გაკულაკებით“ ისიც დაინგრევა, რაც გაკეთებული აქვთ და ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. ჩვენ წარსულის შეცდომებზე ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება. ყველა ბიზნესმენი ცდილობს, რომ ფული სწრაფად იშოვოს და მომავალზე ორიენტირებული არავინაა. კი ბატონო, აშენდა მეფრინველეობის ფერმა, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავენებელი საწარმო და გაიხსნა რამდენიმე სასტუმრო, მაგრამ ეს ეკონომიკას ჩიხიდან ვერ გამოიყვანს. ბაზარზე რომ გავიდეთ, აქცენტი ინოვაციებზე უნდა გავაკეთოთ. ბაზრის მოთხოვნა ყოველ წუთს იცვლება და რომ დავეწიოთ, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიას აუკრძალეს სამხედრო ინდუსტრიაში თანხის ჩადება. ამათაც აიღეს და მეცნიერებასა და ეკონომიკაში ჩადეს და იაპონია ზესახელმწიფოდ იქცა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, რადგან იაპონელებზე ნაკლებად ნიჭიერები არ ვართ. ჩვენს მოსწავლეებს ისეთი გამოგონებები აქვთ, რომ ამერიკელებმა ნასას პროგრამაში წაიყვანეს. ამიტომ მგონია, რომ წარსულის შეცდომებზე ტირილს მომავალზე ორიენტირებული საწარმოების აშენება ჯობია და კარგი იქნება, თუ ჩვენი მეწარმეები ამაზე იფიქრებენ…

ნელი თორდია

მეტის ნახვა
9-04-2018, 13:00


პირადად მე, რამდენიმე პიროვნებისგან მსმენია, რომ გრიგოლ ონიანის წიგნში "სტალინი" არასწორად არის მოთხრობილი ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება სტალინის პირადი ვაგონის ქალაქ როსტოვიდან გორში ჩამოტანას. საქმის გასარკვევად ვესტუმრე საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელს, ამიერკავკასიის, შემდგომ, საქართველოს რკინიგზის უფროსის მოადგილეს გუგული მაისურაძეს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:

– როგორ მოხერხდა სტალინის ვაგონის გორში ჩამოტანა?


– დავიწყოთ იმით, რომ ამ ვაგონის როსტოვიდან გორში ჩამოტანის ბრძანებას აწერდა ხელს სსრკ-ს გზათა მინისტრი ნიკოლაი კონარევი და არა ბორის ბეშჩევი (და არა ბეშევი, როგორც გრიგოლ ონიანის წიგნშია მოხსენებული). ბეშჩევი იმ დროს ცოცხალიც აღარ იყო, ის 1981 წელს გარდაიცვალა. ბეშჩევის შემდეგ გზათა მინისტრად 1977-დან 1982 წლამდე მუშაობდა ივანე პავლოვსკი, რომელიც ნიკოლაი კონარევმა შეცვალა. სწორედ, მის დროს მოხდა ვაგონის ჩამოყვანა გორში. ეს მოხდა ან 1986, ან 1987 წლებში. ასე რომ, ედუარდ შევარდნაძეს ამ საქმეში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. ეს განახორციელა ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა. სწორედ რომ მისი თაოსნობით მოხდა სტალინის ვაგონის ჩამოტანა გორში.

ბატონი გრიგოლის წიგნში („სტალინი“)წერია, რომ ვაგონის ჩამოტანის ორგანიზაცია დაევალა რკინიგზის უფროსის მოადგილეს, ვლადიმერ ჯაფარაშვილს. სინამდვილეში ვლადიმერი ჩემი მოადგილე იყო და არა რკინიგზის უფროსისა. მეორე მოადგილედ აღმდგენი მატარებლების განხრით ჩემთან მუშაობდა ავთანდილ მაისურაძე. სწორედ, აღმდგენ მატარებელს უნდა შეესრულებინა სადგურის ლიანდაგებიდან ვაგონის სპეციალურ ლაფეტზე გადატანა. სტატიაში აღნიშნულია, რომ, თითქოს, ჯაფარაშვილმა მოიწვია სავაგონო უბნის უფროსი ნოდარ კოპალეიშვილი და ახალგაზრდა ავთანდილ ოქრომჭედლიშვილი. სინამდვილეში კოპალეიშვილი არასდროს ყოფილა სავაგონო უბნის უფროსი. ამ თანამდებობაზე იმ დროს მუშაობდა ახალგაზრდა ინჟინერი ლევან სართანია. კოპალეიშვილი გახლდა ამ უბნის ტექნიკური გასინჯვის პუნქტის უფროსი, ოქრომჭედლიშვილი კი რიგითი ცვლის ოსტატი იყო. ვაგონის მისაღებად როსტოვში გააგზავნეს ლევან სართანია. ეს ძალიან კარგად იცოდა ოქრომჭედლიშვილმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიცრუე და კიდევ სხვა მრავალი მან მიაწოდა ბატონ გრიგოლს, რის შესახებაც მან მე მითხრა ჩემი შენიშვნების საპასუხოდ.

კიდევ ერთი სიცრუე, თითქოს როსტოვში ჩასულებს ვაგონის გადმოცემაზე უარს ეუბნებოდნენ და „უარის მთქმელთა“ შორის განსაკუთრებით ალექსანიანია ნახსენები. ეს პიროვნება ადრე ჩვენს რკინიგზაზე მუშაობდა, შემდეგ როსტოვში სამგზავრო სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. მას ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვაგონის გადმოცემას ხელს როგორ შეუშლიდა, როცა ამის შესახებ საკავშირო მინისტრის ბრძანება იყო გაცემული? სინამდვილეში, როგორც ლევან სართანია იგონებდა, ალექსანიანი, პირიქით, ეხმარებოდა მათ ვაგონის დაკომპლექტებაში. უხერხულია, მეტი თუ არა, ადამიანს ეს დააბრალო! ასევე წერია, რომ, თურმე, ვაგონის ტექნიკურ გამართვაში კოპალეიშვილი და ოქრომჭედლიშვილი იყვნენ დაკავებულნი. რკინიგზის ყველა ნორმატივებით ვაგონის უსაფრთხო მოძრაობის პასუხისმგებელი, რკინიგზის სამმართველოს ფარგლებში, მხოლოდ ადგილობრივი მუშაკები არიან. ოქრომჭედლიშვილს კიდევ ერთი ტყუილი ეკუთვნის. თურმე, ის საჩქაროდ უნდა გადმოფრენილიყო თბილისში, რომ გორში უზრუნველჰყო ვაგონის მიღება. სასაცილოა პირდაპირ! მას არავინ ეკითხებოდა ვაგონის მიღება-ჩაბარებას. კიდევ უფრო დიდი ტყუილი, თითქოს ის — რიგითი ცვლის ოსტატი, რომლის მსგავსი ასეულობითაა რკინიგზაზე, მივიდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში თხოვნით, რომ ოლქს თავისი ძალებით დახმარება აღმოეჩინა ვაგონის გადატვირთვაში ლიანდაგებიდან სამხედროებისვე ლაფეტზე. სწორედ, ამაზეა ნათქვამი, არამკითხე მოამბეო…

სინამდვილეში, რკინიგზის ხელმძღვანელობიდან არავის აზრადაც არ მოსვლია, დახმარებისთვის სამხედროებისთვის მიემართა და არც მიუმართავთ, რადგან ისეთი მძლავრი ტვირთამწევები, როგორიც რკინიგზის აღმდგენ მატარებლებს გააჩნია, სამხედროებს არ ჰქონდათ. გორის სადგურის ლიანდაგიდან ვაგონის გადატანა საქენერგოდან ნათხოვარ ლაფეტზე თბილისის აღმდგენი მატარებლის 120 ტონიანი ტვირთამწევის სარკინიგზო ამწით მოხდა. ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა აღმდგენი მატარებლის უფროსი ალიკო საყვარელიძე. ასე რომ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის არავითარი ბრძანება გორში მძლავრი ამწის ჩატანის შესახებ არ ყოფილა. სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო ორი ავტოამწე, რომლის მოყვანაც გორის ხელმძღვანელობამ უზრუნველჰყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოქრომჭედლიშვილი იმ დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა გორში. სხვანაირად, როგორ შეეძლო მას არ დაენახა უშველებელი სარკინიგზო ამწი, რომლითაც მოხერხდა ვაგონის გადატანა ლაფეტზე. გოგორწყვივიან ურიკების გადატანა ლიანდაგებზე არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. სიძნელეები შეგვექმნა ვაგონის ძარის გადატანისას ურიკებზე. ორი ამწის პარალელური მუშაობა ძნელი იყო. მახსოვს, ერთ-ერთი ბაგირი, რომელიც ავტოამწსზე იყო ჩაბმული, ვაგონის კიბის თუჯის სახელურს ედებოდა და შეიძლება ის დაზიანებულიყო. მაშინ მივეცი უფლება, ამისთვის არ მიექციათ ყურადღება. თუ მოაჯირი დაზიანდებოდა, მას შევადუღებდით. შედუღება საჭირო არ გახდა, რადგან ვაგონის ძარა ურიკებზე მოაჯირის დაზიანების გარეშე დაიდგა.

გიორგი კორძაძე

მეტის ნახვა
5-04-2018, 21:00


გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმა, თქვენ საჯარო პოლიტიკიდან წახვედით, ამჟამად, რას საქმიანობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ დიახ, საჯარო პოლიტიკიდან გარკვეული ტაიმ-აუტი ავიღე. რიგ საკითხებზე ხელისუფლებასთან აქტიური ოპონირება მიწევს. პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა. ხელისუფლება, ყოველდღიურად, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალში შესასვლელი კარი საერთოდ დაიხუროს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ვინმესთან სალაპარაკოც აღარაფერი გვექნება. ამიტომ, გადავწყვიტე რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების კუთხით ვიმუშავო.

_ კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულოდან რუსი დიპლომატის გაწვევა მოჰყვა. რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივეს?

_ სოლიდარობის მიზნით (ასე განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ) საქართველომ, არარსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ქვეყნიდან შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსული სექციის ათიდან ერთ-ერთი დიპლომატი გააძევა. აღსანიშნავია, რომ მის გაძევებას არც მატერიალურად ხელშესახები და არც პოლიტიკური დივიდენდის მომცემი შედეგი არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვეება. სამაგიეროდ, მდგომარეობა გავირთულეთ და კვლავ მოჯადოებულ წრეში დავრჩით. გიორგი კვირიკაშვილის წერილს წინგადადგმულ, პროგრესულ ნაბიჯად ვთვლი. მიმართვაში გამოთქმული იყო შემდეგი აზრი: ჟენევის ფორმატმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა, საჭიროა ურთიერთობების განახლება, რათა მასში მონაწილეობა უმაღლესმა პოლიტიკურმა წარმომადგენლობითმა პირებმა მიიღონ. ფაქტობრივად, ითქვა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საჭიროა პირდაპირი დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატში მონაწილე საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის ასევე, იყვნენ აშშ როგორც შუამავალი, გაერო, ეუთო და ევროკავშირი. ისმის კითხვა: თუკი აშშ გაეროს და ეუთოს ფორმატში ისედაც მონაწილეობს, ასევე, ევროკავშირის პროტექტორია, მაშინ რაღა საჭირო იყო ცალკე, დამოუკიდებლად აშშ-ს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შუამავლობა?! საერთაშორისო ინსტიტუტები ხომ ისედაც ახდენდნენ დაკვირვებას და შუამავლობას. სწორედ ამ საკითხმა გადაწყვიტა მიმდინარე პროცესის ბედი.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს, უმაღლესი რანგის ვიზიტად, ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო ეწვია. მან არაორაზროვნად დააფიქსირა მზაობა, რათა მინსკი რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალ ასპარეზად ქცეულიყო. ამ ვიზიტამდე, 4 დეკემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საგარეო საქმეთა მიმართულებას კურირებს. მან, საეკლესიო საკითხებთან მიმართებით, პირდაპირ გამოთქვა სურვილი აფხაზეთში ახალი დიალოგის გახსნაზე. სოხუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კუთვნილი რეზიდენცია არსებობდა. მიტროპოლიტმა მაშინ უპრეცედენტო რამ თქვა: ეს რეზიდენცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაუბრუნდეს და იქ გაიმართოს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, შეხვედრებიო. რა თქმა უნდა, აშშ-ს რეაქციამ მაშინაც არ დააყოვნა, მეორე დღესვე მოხდა 12 ეპისკოპოსის მობილიზაცია, რომლებიც ვიზიტად აშშ-ში წაიყვანეს. მე, არავის განვიკითხავ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ამერიკის მხრიდან, რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით, მუდმივ კონკურენციას, ეჭვიანობას გულისხმობს, არადა იგი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ნახეთ რა მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ აშშ საკუთარი განცხადების ერთგული დარჩენილიყო, რომელიც ელჩის პირით გააჟღერა, მან უკან წაიღო თავისი სიტყვები. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როდესაც შეშფოთებული აშშ, უცებ, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ქართული მხარის სუვერენული უფლებაა აწარმოოს პირდაპირი დიალოგი, მათ შორის, ოკუპანტ სახელმწიფოსთან. მაგრამ რამდენიმე დღეში, რეალ-პოლიტიკის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, ჩვენი ხელისუფლება აიძულეს ლოგიკური პროცესების წინააღმდეგ ემოქმედა, რაც გულდასაწყვეტია. აი, რა მივიღეთ ამ ნაბიჯით. ჩვენ უკვე ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნაცვლად გაუმჯობესებისა, კიდევ უფრო მძიმდება. თუმცა, არის კი რუსეთი ის აქლემი, რომელიც ისე დაეცემა რომ ვირის საპალნე ვეღარ ზიდოს?! ეს კითხვა დასავლეთში უნდა აწუხებდეთ. ბოლო წლების შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთისკენ მიმართული სანქციებით ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ზარალდება, ვიდრე რუსეთი. ამ სანქციებს შედეგი ჯერ არ მოუტანია. მოუტანს კი დასავლეთს შედეგს დიპლომატიური ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წამოიწყეს? _ რა თქმა უნდა, არა!

_ ბატონო დიმა, კვირიკაშვილის მიმართვას მალევე გამოუჩდნენ პროვოკატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთს მხოლოდ ჟენევის ფორმატში უნდა ველაპარაკოთ. მაგალითად, ბოკერია ამტკიცებს, რომ რუსეთს არ უნდა დავუთმოთ, პრინციპულები ვიყოთო. რას მოგვიტანს ასეთი პოლიტიკა?


_ დიახ, გეთანხმებით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელისუფლებო საკვანძო სიმაღლეებზე და ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ სპარინგ-პარტნიორებს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით დესტრუქციულნი არიან და საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ. აგვისტოს ომის შემდეგ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისა და მისი ძალოვანი კვანძის ბედი ასე გადაწყდა: ჯერ ომი გაცივებული არ იყო რომ ქართულმა მხარემ რუსეთისთვის ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციით გადაცემის მემორანდუმს ხელი მოაწერა. სწორედ, ბატონი ბოკერია იყო ის ადამიანი, რომელმაც 2010 წელს დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური საზღვრები ფსოუდან ენგურზე გადმოსწია. ამ ბრალდებას ყოფილი ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს, ფაქტობრივად, მოახერხეს მკვდარი წერტილიდან დაძვრის პროცესში მყოფი ვითარება შემოეტრიალებინათ. ამის ნათელი დადასტურებაა დიპლომატის გაუაზრებელი გაწვევა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს აგვარებდა. ნონსესია, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს და დიპლომატს აძევებ. იმიტომ, რომ საქართველო, რუსეთთან საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის თვალსაზრისით, კოლოსალურ მოგებას იღებს, რამაც 2017 წლის სტატისტიკით მილიარდორასმილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო მაჩვენებელი არ არის. 2018 წელს საქართველო ტურისტების შემოდინების კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს ელის. რუსი ტურისტი მსოფლიოში საუკეთესო გადამხდელად ითვლება. რუს ხალხს უყვარს საქართველო, ისინი ერთგვარ ნოსტალგიას განიცდიან. ხალხებს შორის _ სწრაფვა, ხელისუფლებებს შორის კი ანტაგონიზმია, რაც დაუშვებელია.

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. იმ აშშ-სი რომლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებით განსაკუთრებული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული და მასაც ისევე როგორც კვირიკაშვილის წერილს დაემართა, უბრალოდ, ფრთები შეუკვეცეს. შეიცვალა ნარატივი, რაც ურთიერთობის გამძაფრებისა და პოლიტიკური ვითარების შემდგომი ესკალაციის განხორციელების მიზნით შავბნელი ელემენტებით დამუხტეს. აი, ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ნამდვილი ომი, მესამე მსოფლიო ომის კონტურები უკვე ნათლად ისახება. დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულმა ჭიდილმა, გამორიცხული არ არის ეპიცენტრი სწორედ საქართველოში ჰპოვოს. ზუსტად ამაზე მინდა აქცენტის გაკეთება _ საქართველო ზესახელმწიფოთა შორის არსებული პოლიტიკური ინტერესების ჭყლეტვის ობიექტი აღმოჩნდება. ამას ემატება რუსეთის შორეულ ბუფერში არსებული ძალიან დრამატულად განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ ასადის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ქვეყანაში _ სირიაში ლეგიტიმურად ითვლება, ჩრდილოეთით მოვლენებს ვერ აკონტროლებს, სადაც ქურთებით დასახლებულ რეგიონებს თურქეთის არმია გამალებული უტევს, თურქული სამხედრო ექსპანსია თავის ზენიტშია. სირიის ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვას. აქვე, ყურადსაღებია დამასკოს აღმოსავლეთით განვითარებული მოვლენები, სადაც ასევე, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და ასადის ხელისუფლება გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რაც დასავლური, ზოგიერთი რეაქციული ძალისთვის ყოვლად მიუღებელია. იქ, უკვე, ბალანსის მისაღწევად კონტრ-ზომები ხორციელდება. ვინაიდან, თურქეთი სირიაში უკვე ახორციელებს სამხედრო ექსპანსიას, ირანი მზად არის თავისი კონტიგენტი გაზარდოს, რუსეთის ფედერაცია კი ხვალ მზად იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაციების სერია დაიწყოს. საქართველოს ეპიცენტრად ქცევის ერთ-ერთი მანიშნებელი, ინდიკატორი სწორედ ის არის, რომ რუსეთის სამხრეთში შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო მობილიზაცია ხდება. 58-ე არმიას ერთდროულად ორი დივიზია დაემატა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან განლაგდა. რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდა რუსული სამხედრო მანქანა. ყველაფერი ზემოთქმული საქართველოსთვის უდიდესი რისკების შემცველია.

_ ბატონო დიმა, რუსეთი რეგიონში დომინანტია. რა მოხდება თუ პირველობას თურქეთი წაართმევს?

_ ასეთი საფრთხე რეალურია. სწორედ ამისკენ არის მიმართული რიგი დასავლური რეაქციული ძალების მოქმედება, რომ რუსეთის როლი და ახლო აღმოსავლეთზე მისი დომინანტური გავლენა მაქსიმალურად შეასუსტოს. სირია შორეულ ბუფერად შემთხვევით არ მოვიხსენიე. რუსეთს სამხრეთით ორი ბუფერი აქვს _ სირია-ერაყი და კავკასია, რომელიც მისი სასიცოცხლო ზონაა. სირიაში თურქეთი ძალიან გააქტიურებულია და მასთან ერთად გააქტიურებულია ე.წ. სირიის თავისუფლების არმია, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთისგან ფინანსირდება. რაც ყველაზე მთავარია თურქეთისა და სირიის ე.წ. თავისუფალი არმიის გვერდით ისლამური სახელმწიფოს ლიდერები იბრძვიან, რაც უკვე ნათელს ჰფენს შემდეგს: მიზნის მიღწევის გზაზე დასავლეთი ყველაზე უფრო უზნეო, მიუღებელი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ფაქტობრივად, ეს, ყველაფერი, რუსეთის როლის დასასუსტებლად ხდება. თუ რა პასუხს გასცემს რუსეთი, ეს შემდეგი გარემოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ _ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სულ ახლახან ახალი შეიარაღების პრეზენტაცია გამართა, რომლის ანალოგი არავის გააჩნია. არის თუ არა ეს მინიშნება, რომ რუსეთმა დასავლეთის გამოწვევა მიიღო და მზად არის პასუხი ადეკვატური მეთოდებით გასცეს.

ფაქტია, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. ვიმეორებ, ამის ნათელი დაადსტურებაა შეიარაღების გაძლიერება, სამხრეთით ახალი დივიზიების მობილიზაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა სირიის მიმართულებით თავისი ძალების ფართომასშტაბიანი გადასროლა განახორციელოს და ამისთვის სწორედ საქართველო გამოიყენოს როგორც დერეფანი. როგორ განხორციელდება აღნიშნული, ამაზე ახლა ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ თუკი ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, ვფიქრობ, მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრის ფონზე უმოქმედო, არაფრისმომცემი აქტის განხორციელება _ ქვეყნიდან პირის გაძევება, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა დაუშვებელი იყო. ვის გაუფუჭა ამით ხელისუფლებამ საქმე, ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ხომ?! ვითარება ყოველდღე იცვლება, საჭიროა სრულიად ქართული ელიტარული საზოგადოების მობილიზება და რუსულ საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარება. რასაც პოლიტიკოსები არ აკეთებენ, ის ხალხმა უნდა გააკეთოს. ქვიშის საათი დადგმულია, დრო აღარ რჩება. ღმერთმა დაიფაროს ასეთი პლაცდარმისთვის მზადება დაიწყოს, რომ საქართველო ზესახელმიფოთა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი აღმოჩნდეს. ერთხელ ვნახეთ რა შედეგები გამოიღო იმან, როდესაც საკითხების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საქართველო კრახამდე მიიყვანა. ვგულისხმობ შემდეგს: მაკ კეინის საარჩევნო კამპანიას საქართველოს ტრიტორიული მთლიანობა შეეწირა და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსავალი ეძია, საქართველოს სხეულს მისი ორგანული ნაწილები საერთოდ მოსწყვიტა. სხეულს, რომელიც 1991 წლიდან დღემდე გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთიანი სახელმწიფო. თუ ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით სიარულს გავაგრძელებთ, მავანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკის გადახედვასაც ჩაუყრის საფუძველს. ასე, რომ ძალიან ფრთხილად, ქართველებო! დღეს, ჩვენ, ერთსულად უნდა გადავიქცეთ, ეროვნული ინტერესის დასაცავად საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს.

ვინაიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ერთი მხრივ, მიმდინარეობს ქვეყნისთვის დემოგრაფიული პლაზმის შეცვლა, მეორე მხრივ, რეგიონალური იმიჯის შეცვლა. საქართველო ამიერკავკასიაში ყოველთვის რეგიონალური ძლიერი მოთამაშე იყო. მისი გეოპოლიტიკური სტატუსი გვაძლევდა ფუფუნებას, რომ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავით. დღეს, ჩვენ რეგიონალური ბორდელის სტატუსი მივიღეთ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია _ თურქეთისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის ჩვენ როგორც სათამაშო, სექს-ტურიზმის, ნარკო-ტურიზმის ქვეყანა, ისე განვიხილებით. როგორც ჩანს, საქართველომ როგორც ერმა და სახელმწიფომ აქამდე არსებული ფორმით ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და სხვადასხვა გაზსადენებისთვის, ნავთობსადენებისთვის, ჰაბებისთვის, ტერმინალებისთვის ტერიტორიული წარმონაქმნი გახდეს და აქ, ტრადიციული ქრისტიანული სახელმწიფოსთვის ადგილი აღარ უნდა იყოს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-04-2018, 18:30


24-მარტს სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძიზე" თეთრის ნაცვლად, დამსვენებლებს მოყვითალო თოვლი დახვდათ. კურორტის ადმინისტრაციის ცნობით, თოვლის ფერის შეცვლა წინადღით, ყვითელმა წვიმამ განაპირობა. სწორედ მან შეუცვალა თოვლს ფერი. ასეთივე მოვლენა შეიმჩნეოდა რუსეთში (სოჭში, კრასნოდარის მხარეში) და უკრაინის რიგ ქალაქებში. დაახლოებით 19 მარტიდან უკრაინის სოციალურ ქსელებში და პრესაშიც, გაჩნდა ცნობები უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ყვითელ-ნარინჯისფერი ნალექის შესახებ. საზოგადოება გაოგნებულია არსებული მოვლენით, ხოლო სპეციალისტთა აზრი ურთიერთსაწინააღმდეგო. 

ერთ-ერთი უკრაინელი მკვლევარი არცთუ ძველ წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ყვითელი ნალექი მესამე მსოფლიო ომის მოახლოებას ნიშნავს და იმოწმებს ალოის ირმაიერს რომელიც წარმოშობით ბავარიიდან გახლდათ. ირმაიერი პირველი მსოფლიო ომის დროს სანგარში ცოცხლად დაიმარხა, მას გაუმართლა და მოასწრეს მისი მიწიდან "ამოთხრა" ძალიან მალე თავის "ხილვებით" სახელი გაითქვა…მისი წინასწარმეტყველებები ძირითადად ეხება მესამე მსოფლიო ომის დაწყებასა და მიმდინარეობას. 

ვხედავ დედამიწას როგორც ბურთს და მასზე თვითმფრინავების საჰაერო გზებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავენ, როგორც თეთრი მტრედების ჯგუფი. "დიდი წყლიდან" დაუყოვნებლივ მოვა შურისძიება. ამავე დროს "ყვითელი ბოლი" მიაღწევს ალიასკასა და კანადას, მაგრამ შორს არ წავა…

ისევ ვხედავ თვალწინ დედამიწას, როგორც ბურთს, რომლის ზემოთაც თეთრი მტრედები მიფრინავენ. დიდი რაოდენობით მტრედები სილიდან ზემოთ აფრინდნენ და მაშინ ჩამოვარდა ყვითელი მტვერი. ეს მოხდება თბილ ღამეს, როდესაც ოქროს ქალაქი განადგურდება. თვითმფრინავები ყვითელ მტვერს ჩამოყრიან შავ ზღვასა და ჩრდილო ზღვებს შორის. გაჩნდება სიკვდილის ზოლი, ზღვიდან ზღვამდე, ნახევარი ბავარიის სიგანით. იქ სადაც მტვერი დაეცემა – ყველაფერი მოკვდება, თითოეული ხე და ბუჩქი, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი გახმება და გაშავდება. სახლები მთლიანი დარჩება. მტვრის ყვითელი ზოლი მიაღწევს ყურეს ზემოთ მდებარე ქალაქებამდე. ეს გრძელი ზოლი იქნება, მაგრამ მე არ ვიცი ეს რა არის და ამიტომ არ შემიძლია მასზე უფრო ზუსტად წერა. ვინც ამ ზოლს გადავა მოკვდება. ისინი ვინც იქნებიან ერთ მხარეს, ვერ შეძლებენ მეორეზე გადასვლას. ამიტომ შემტევი ჯარები დაიშლებიან. ისინი იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ. ყველაფერს რაც თან ექნებათ გადაყრიან. არავინ იქ აღარ დაბრუნდება. რუსეთის მომარაგება შეწყდება.
ორი ჯარი იბრძოლებს დასავლეთიდან სამხრეთ–დასავლეთისაკენ. დივიზიები ჩრდილოეთისაკენ შემოუხვევენ და მოიგერიებენ მესამე არმიის შეტევას.

აღმოსავლეთით ბევრი ტანკი იქნება, რომლებიც ისევ მიდიან, მაგრამ შიგნით მხოლოდ გაშავებული გვამები იქნება. იქ პილოტები ყრიან პატარა შავ ყუთებს, რომლებიც მიწაზე დაცემამდე ფეთქდება. მაშინ იფრქვევა ყვითელი და მწვანე ბოლი ან მტვერი. ყველაფერი, რასაც ეს მტვერი შეეხება მოკვდება, ადამიანი, ცხოველი, მცენარე. ეს იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ ადამიანები შავდებიან, ხოლო მათი სხეულები ძვლებს ჩამორჩებიან. ერთი წლის მანძილზე ვერავინ ვერ შევა ამ ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რისკავს. ამის გამო შეტევა რეინზე შეჩერებულ იქნება. სამი არმიის არცერთი ჯარისკაცი უკან არ დაბრუნდება. ინფიცირებულ ზონაში ბალახი უკვე აღარ გაიზრდება მაგრამ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას. ბუნებრივი კატასტროფის თუ სხვა რამის გამო რუსები იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ გაიქცნენ. რეინზე ვხედავ ნახევარმთვარეს, რომელსაც ყველაფრის გადაყლაპვა უნდათ. ისინი ჩრდილოეთით გაფრინდებიან, სადაც მესამე არმია უტევდა, რათა ყველაფერი გაანადგურონ. იქ ყველაფერი მკვდარი იქნება. ბოლო ბრძოლა კიოლნის ახლოს გაიმართება.
ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრენილ თვითმფრინავს რომელიც რაღაცას აგდებს დიდ წყლებში, და მაშინ რაღაც ძალიან გასაკვირი მოხდება. წყალი იმ სიმაღლეზე აიწევა როგორც ციხესიმაგრე, და რასაც დაეცემა თან წაიღებს. მე არ ვიცი ეს რა არის…მიწისძვრა მოხდება და ინგლისის სამხრეთ ნაწილი ჩაიძირიბა. სამი ქალაქი განადგურდება: პირველი წყლით, მეორეზე, რომელიც ზღვის დონეზე მაღლაა განლაგებული მხოლოდ ეკლესიის გუმბათიღა გამოჩნდება, ხოლო მესამე მთლიანად განადგურდება. ყველაფერი ელვისებურად სწრაფად მოხდება.

ვხედავ სამ ზოლს – შეიძლება იყოს სამი დღე, კვირა ან თვე – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კუნძულები ჩაიძირება, იმიტომ რომ ზღვა აბობოქრდება. ვხედავ დიდ ხვრელებს ზღვაში, რომლებიც შეივსებიან, როდესაც დიდი ტალღები უკან დაბრუნდებიან. ზღვის მახლობლად განლაგებული ლამაზი ქალაქი თითქმის მთლიანად ჩაიძირება ზღვაში, ჭუჭყში და სილაში. სხვა ქვეყნები რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ, დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, ზღვა მშფოთვარე იქნება, ტალღები სახლის სიმაღლე, ისე აქაფდებიან თითქოს მიწის ქვეშ რააც იხარშება. კუნძულები გაქრება, ხოლო კლიმატი შეიცვლება. იანვარი იმდენად თბილი იქნება, რომ კოღოებოც კი იცეკვებენ. შეიძლება ეს სხვა კლიმატურ ზონაში გადასვლაა. მაშინ უკვე აღარ იქნება ნორმალური ზამთრები, ისეთები რომელიც ჩვენ ეხლა ვიცით.

ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც სამოცდათორმეტი საათი გაგრძელდება. დილაც ბნელი იქნება, სეტყვა მოვა, ელვა და ჭექაქუხილი იქნება, მიწისძვრები შეარყევენ მიწას. ამ დროს არ გამოხვიდეთ სახლიდან, მხოლოდ სანთლები აანთეთ. ჩამოაფარეთ ფარდები და არ გააღოთ ისინი. წყალი და პროდუქტები, რომლებიც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში არ იქნება მოიწამლება და ასევე ის სურსათი რომელიც მინის ჭურჭელში იქნება. ყველაგან სიკვდილია, მტვრით გამოწვეული, ბევრი ადამიანი მოკვდება. სამოცდათორმეტ საათში ყველაფერი მორჩება, მაგრამ ვიმეორებ: არ გახვიდეთ გარეთ, დაწვით მხოლოდ სანთლები და ილოცეთ. იმ ღამით მოკვდება უფრო მეტი ხალხი ვიდრე, ორივე მსოფლიო ომში. არ გახსნათ ფანჯრები სამოცდათორმეტი საათის მანძილზე. მდინარეებში იმდენად მცირე წყალი იქნება, რომ მათი გავლა ადვილი შესაძლებელი იქნება. საქონელი დაიღუპება, ბალახი გაყვითლდება და გახმება, ადამიანთა გვამები გაყვითლდებიან და გაშავდებიან. შემდეგ ქარი ღრუბლებს აღმოსავლეთისკენ წაიღებს. ქალაქი რკინის გუმბათით საკუთარი ხალხის მსხვერპლი გახდება. ისინი ყველაფერს დაწვავენ, იქნება რევოლუცია, ხალხი გაველურდება. საკუთარი მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდებს ქალაქს, მაგრამ იმათ გამო არა ვინც აღმოსავლეთიდან მოვლენ. ძალიან მკვეთრად ვხედავ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. იტალიაშიც არ იქნება სიმშვიდე. აღმოსავლეთიდან მოსულნი ბევრ ხალხს მოკლავენ. პაპი გაიქცევა, ბევრი ღვთისმსახური მოკლულ იქნება, ბევრი ეკლესია დაინგრევა.

რუსეთში მოხდება რევოლუცია და სამოქალაქო ომი. იქნება ბევრი გვამი ქუჩებში, არავინ არ მიხედავს მათ. რუსები ისევ ირწმუნებენ ღმერთს და მიიღებენ ჯვრის ნიშანს. მმართველები თავს მოიკლავენ და ამით ჩამოირეცხავენ სისხლიან დანაშაულს. ვხედავ, როგორ ირევიან ერთმანეთში წითელი და ყვითელი მასები, წარმოიშობა ბუნტი და საშინელი მკვლელობები. მაშინ იმღერებენ საახალწლო სიმღერებს და დაანთებენ სანთლებს ხატებთან. ქრისტიანების ლოცვით ჯოჯოხეთის ურჩხული დამარცხდება, უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ირწმუნებს ღვთისმშობლის შეწევნას, დახმარებას. გამარჯვების შემდეგ იმპერატორს გვირგვინს დაადგავს პაპი. რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ვხედავ სამ ცხრიანს, მესამეს მოაქვს მშვიდობა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება ადამიანთა ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენებს ღვთის შიში გაუჩნდებათ. კანონები რომელთაც სიკვდილი მოაქვთ ბავშვებისთვის, გაუქმდება. მაშინ დამყარდება სიმშდვიდე. ვხედავ სამ მანათობელ გვირგვინს, გამხდარი ხანშიშესული ადამიანი იქნება ჩვენი მეფე.

სამხრეთითაც ისევ გამოჩნდება "ძველი გვირგვინი". პაპი დაბრუნდება და იგლოვებს დაღუპულ ძმებზე. ამ მოვლენების შემდეგ მოვა ხანგრძლივი და ბედნიერი დროის მონაკვეთი. ისინი, ვინც ცოცხლები დარჩებიან ძალიან ბედნიერები იქნებიან. ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას იქ, სადაც იწყებდნენ მათი წინაპრები. რამდენად შეიძლება ერთმანეთს დავუკავშიროთ ყვითელი ცა და ნარინჯისფერი ნალექი ირლმაიერის წინასწარმეტველებას ძნელი სათქმელია, მაგრამ მტვრის ფერიც ნამდვილად უცნაურია და კიდევ უფრო უცნაურია ის დამთხვევაც, რომ ხმელთაშუა ზღვაში და მის ირგვლივ გემების მართლაც არნახული მოძრაობა შეიმჩნევა. აღნიშნული წინასწარმეტყველება ძალიან გავს მამა პიოს წინასწარმეტყველებას - როდესაც გვიან იქნება, თეთრი ბურუსიდან ერთ ღამეში დიდი კლდე აღმოცენდება – ღამე ომის გამოცხადების გარეშე. ბუხარესტიდან ნიუნბერგამდე და დრეზდენიდან ბერლინამდე ხაზები დაკავებული იქნება ჯარების მიერ. მესამე ხაზი გავა რურას ბასეინიდან კალინინგრადამდე. შემდეგ სამხრეთიდან მოფრინდებიან შავი და ყავისფერი ჩიტები ისეთი სიმძლავრით, ცას და მიწას შეცვლიან. ჯარების მთავარი შტაბ–ბინა ქალაქ კირსბერგში, ბონის მახლობლად. პირველი ბომბა ეკლესიას დაეცემა ბავარიის ტყის მახლობლად. ყველაფერი განადგურდება და ვერავინ ვერ გადაურჩება ამას. წყალდიდობის შედეგად დაიღუპება ქალაქები და სოფლები. სამხრეთ ინგლისი ჩრდილო სანაპიროთი ჩაიძირება. შოტლანდია გადარჩება. დასავლეთით მიწა გაქრება და გამოჩნდება ახალი მიწები.

დაიღუპებიან ნიუ–იორკი და მარსელი. პარიზის ორი მესამედი განადგურდება. რაისტენი, აუგსბურგი, ბენნა გადარჩება. აუგსბურგი და დუნაის სამხრეთით მდებარე ქვეყნები ვერ იგრძნობენ ომის შედეგებს. ვინც განადგურების მხარეს გაიხედავს, დაიღუპება, მისი გული ვერ გაუძლებს ამ საშინელ სანახაობას. ერთ ღამეს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე ორ მსოფლიო ომში. შემდეგ რწმენა გახდება ძლიერი. ამ საშინელებიდან ორ წელიწადში მოვა ოქროს ხანა.
საინტერესოა ოქროს ხანას რამდენი ადამიანი მოესწრება.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
5-04-2018, 16:57


ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე უნიკალური დენდროლოგიური პარკი შენდება, თუმცა რას წარმოადგენს ეს პარკი, ამის შესახებ არათუ საზოგადოება, არამედ ელექტრონული და ბეჭდური მედიაც არ არის საკმარისად ინფორმირებული.
Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოში მშენებარე ამ იშვიათი პარკის თაობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. არადა, დაახლოებით, ერთ წელიწადში საქართველოს ექნება დენდროლოგიური პარკი, რომელიც გადაშლილი იქნება ზღვასა და მთას შორის ისეთ უნიკალურ ლანდშაფტზე, როგორსაც მსოფლიოში, ფაქტობრივად, ანალოგი არ აქვს.


როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

ამ თემაზე სასაუბროდ "საერთო გაზეთი" "მწვანეთა პარტიის" გენერალურ მდივანს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ბატონ გია გაჩეჩილაძეს ეწვია.
შეკვეთილში უკვე აშენდა უზარმაზარი საკონცერტო, საკონფერენციო დაწესებულება — შავი ზღვის არენა – Black Sea Arena-ს სახელწოდებით, გასართობი პარკი "ციცინათელა", იქვე აშენდა სასტუმრო და პარკი "საქართველო მინიატურებში", რომელიც შეკვეთილში ორ ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს.
დენდროლოგიური პარკი, რომელიც ერთ წელიწადში გაიხსნება, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. აქ თავს მოიყრის არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. დაირგვება 150-მდე ჯიშის ხე, რაც გააჯანსაღებს ბუნებას, პარკს ექნება, როგორც რეკრეაციული, ასევე, ტურისტული მნიშვნელობა. იქნება შესანიშნავი დასასვენებელი, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, გამაჯანსაღებელი ტერიტორია.

– ბატონო გია, რა კეთდება წვერმაღალასა და შეკვეთილში. `ნაცმოძრაობა~ და მათი მხარდამჭერები რომ აპოკალიპსურ სურათს ხატავენ, მართლა ასეა? იქცევა გურია-აჭარა თუ შენდება?

– სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, შეკვეთილში. არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას ჩვენი მედიასაშუალებები, მაგრამ ფაქტია, ტელევიზიები სდუმან, გაზეთები სდუმან, შეკვეთილში კი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პარკი შემდება, რომელიც სულ მალე საქართველოს სავაიზიტო ბარათი გახედება.
შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორია ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებით გაშენებული მუსიკოსების პარკი, მინიატურების ბაღი. კარგი იქნება, ვინმემ მოინდომოს და მოსახლეობას გააგებინოს, რა კეთდება და რა გაკეთდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, რა გაკეთდა და კეთდება შეკვეთილში.

იქ გაშენებული მუსიკოსთა პარკი არა მხოლოდ უნიკალურია თავისი სივრცული მოწყობით, არამედ იქ დგას ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, რომლებსაც, როცა მიუახლოვდებით, თითოეული ქანდაკებიდან, იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი, შესანიშნავი მელოდიები ისმის.
ვისაც უნდა, გაიგოს, როგორია თანამედროვე საქართველო, იქ უნდა ჩავიდეს და ნახოს ეს პარკები.

სულ მალე ამ საოცრებებს დაემატება დენდროლოგიური პარკი, რომელიც მსოფლიოში არსებული დენდროლოგიური პარკებისგან სრულიად განსხვავდება.
ჩვენს დენდროლოგიურ პარკში უნიკალური ჯიშის ხეები დაირგვება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 სახის იშვიათი ჯიშის ხეს ჩამოიტანენ. მათ შორის აფრიკიდან და აზიის ქვეყნებიდან. ჩამოიტანენ უნიკალურ სექვოიას, რომელიც ათასი წელი ხარობს და არის მარადმწვანე ჯიშის მცენარე. 2–3 ჰა ფართობზე გაშლილი იქნება გიგანტური ხეები, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ბიომრავალფეროვნებისთვის დამახასიათებელი მცენარეები. ეს იქნება არა მხოლოდ რეკრეაციული, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი შენაძენი, რადგან დენდროლოგიური პარკები, ძირითადად, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით არის ხოლმე საინტერესო, როგორც უნიკალურ ჯიშებზე დაკვირვებისა და მეცნიერული შესწავლის ფართომასშტაბიანი ობიექტები.
ყველაფერი ეს კეთდება ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ის პარკები, რომლებიც უკვე გაიხსნა.
ბიძინა ივანიშვილმა ყოველივე ეს გააკეთა და აჩუქა საქართველოს.
ეს რჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობებს.

– გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია განგაშს ტეხს: ხეების გადატანის დროს ეკოსისტემა ზიანდება და ნადგურდებაო...

– ეს არის "რუსთავი 2"ის ყალბი და დემაგოგიური რიტორიკა. ასე აწვდის ის მოსახლეობას ინფორმაციას შეკვეთილში მიმდინარე პროცესების შესახებ და ეუბნება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს საკუთარ ეზოში. არადა, იმ ტერიტორიიდან, სადაც პარკი უნდა გაშენდეს, ბიძინა ივანიშვილის სახლამდე 2 კმ-ზე მეტია.

ყველამ უნდა იცოდეს, ყოველივე ამას "რუსთავი 2" საზოგადოების გასაღიზიანებლად აკეთებს.
რაც შეეხება ზიანს. თუ რაიმე ზიანდება, ამაში ივანიშვილი კომპენსაციას იხდის.

ორმოებზე მოგახსენებთ.

საქართველოში მოქმედებს კანონი ნიადაგების დაცვის შესახებ. ამ კანონისა და იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმებულია ხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მომუშავე ფირმა ვალდებულია, მოახდინოს იმ ტერიტორიების აღდგენა. შესაბამისად, ორმოები შეივსება და იმ ადგილებში ნარგავები დაირგვება. ქარსაფარი ზოლიც აღდგება. ამაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და მე ამას თვალ-ყურს ვადევნებ. ყოველივე ამის პარალელურად კეთდება სასურველი პარკი მომავალი თაობებისთვის, რომელიც, ასევე, მომავალი ეკოლოგებისთვის იქნება საინტერესო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.

– ბატონო გია, რატომ არავინ არ ლაპარაკობს ამაზე?

– ეს მიკვირს მეც.

ის ტელევიზიები და სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც თავის დროზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადარჩინა, რატომ არიან გაჩუმებული? დღეს ისინი ბოკერიას და მისნაირების გაპიარებით არიან დაკავებული და თითქმის ყოველდღე ნაციონალები უზით ტელევიზიებში. სამარცხვინოა მათი საქციელი.

– ეს ადამიანები გარემოს დაცვის საკითხებზე ტელევიზიებში ლაპარაკობენ ბრყელ-ბრტყელ სიტყვებს, აქციებს ამართვინებენ გაურკვეველ სუბიექტებს ხეების დაცვის მოთხოვნით. ცოცხალ ჯაჭვებს ავლებენ ხეებს. ვითომ ყიდულობენ მცენარეებს და ა.შ.

– არსებობს ორგანიზაცია, რომელიც სატელიტური აპარატურის საშუალებით ამოწმებს მსოფლიოში არსებული ტყეების მდგომარეობას. 2001-დან 2012 წლის ჩათვლით მონაცემებით, საქართველოს ტყეებიდან გამქრალია ათასობით ჰექტარი ტყე.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ხანძრები იყო. კი, ბატონო, იყო ხანძრები 1000 ჰა-ზე. მაგრამ დანარჩენი 8 000 ჰექტარი გამქრალია. იცით ეს რამდენი ხეა? 4-დან 5 მლნ-მდე ხე არის განადგურებული 2001-დან 2012 წლამდე. ამ უნამუსოებს ახლა განგაში აქვთ ატეხილი ერთი ხის გადარგვაზე.
ერთ მაგალითს მოვიყვან.

2013 წელს გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის მონაცებები, რომელიც ცხადყოფს, რას ჩადიოდნენ 2003 წლიდან ნაციონალები ქალაქ თბილისში. კერძოდ, ოფიციალური ნებართვაა გაცემული 21 000 ხის მოჭრაზე თბილისში.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებულია, აგრეთვე, ფირმა, რომელიც შენობას აგებდა გარკვეულ ადგილას. იგი მერიას სთავაზობს — ხეებს, რომლებიც მშენებლობას ხელს უშლის, გადავრგავთო, მაგრამ უგულავა კატეგორიულად ითხოვს იმ ხეების მოჭრას.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ უწევენ ხელოვნურად დისკრედიტაციას ბიძინა ივანიშვილის სახელს და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მისი ინიციატივით, 2016 წელს 100 კმ-ზე მეტი გზა არის გაყვანილი საქართველოს ტყეებში, ტყის აღდგენის და რეაბილიტაციის მიზნით. ხეები, რა თქმა უნდა, იჭრება ამ გზების გაყვანის დროს, მაგრამ ყოველივე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტყეს მოვუაროთ.

როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში `ქართული ოცნება~ 2012 წლიდან შეჩერდა ტყეების მრავალწლიანი იჯარით გაცემის ნებართვები. წლების განმავლობაში ნაციონალებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე გაცემული ჰქონდათ 40–49-წლიანი იჯარით ტყით სარგებლობის ნებართვები. ფაქტობრივად, უცხოელებისთვის საკუთრებაში ჰქონდათ მიცემული საქართველოს ტყეები. ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, როცა ამ კანონის მოქმედება შეაჩერა პარლამენტმა.
ახლა ფანტასტიკის სფეროს რომ განეკუთვნება, ისეთ რამეს გეტყვით. შეიძლება არ დაიჯეროთ, რადგან ასეთი რამ ხშირად არ სჯერათ ადამიანებს. 2012 წლის დასაწყისში, ნაციონალების ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ცვლილება გარემოს დაცვის კანონში, თუ ადამიანი წინასწარ გადაიხდიდა გარკვეულ თანხას, მას უფლება ეძლეოდა, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა კონკრეტული ტყის მასივში. მათ შორის, წითელ წიგნში შეტანილი ჯიშების განადგურების უფლებით და ა. შ.

იმ ხელისუფლების მოქმედების პირობებში არც ერთ მაკონტროლებელ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონდა უფლება, შესულიყო ტყეში და შეემოწმებინა, რა ხდებოდა იქ.

იმ ხანებში აქცია გავმართეთ `მწვანეთა პარტიამ~, იქვე შევაგროვეთ ასობით ხელმოწერა და წარვუდგინეთ მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც გაოცებული იყვნენ. მათ განაცხადეს, რომ ამაზე დიდი ბარბაროსობა არც გაეგონათ. მაშინ გაუქმდა ეს განკარგულება, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოს და ქართული ფლორისა და ფაუნის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ეს უნამუსოები ახლა ცდილობენ, რომ დაამცირონ ის საქმე, რაც კეთდება, დისკრედიტაცია გაუწიონ ბიძინა ივანიშვილის სახელს. თქვენ გინახავთ ოდესმე "რუსთავი 2"-ზე სიუჟეტი მუსიკალურ პარკზე, ან დენდროლოგიურ პარკზე, ან მინიატურების პარკზე? მაგრამ არა უშავს. გადახედეთ საქართველოს ისტორიას. თუ ვინმე კარგს აკეთებდა საქართველოსთვის, ამცირებდნენ, ან კლავდნენ, ან ქვეყნიდან აძევებდნენ. ყოველივე სიკეთე ჰქონოდეს ბიძინა ივანიშვილს, ის, ყველაფერს კარგს იმსახურებს ჩვენი მოსახლეობისგან.

– ბატონო გია, "ნაცმოძრაობას" არა მხოლოდ კონკრეტულად ადამიანების წინაშე, არამედ, როგორც ირკვევა, სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული. პარლამენტარები, ვინც თანხმდებით ამაში, რატომ არ აყენებთ მათი გასამართლების მოთხოვნას. ხომ იცით, რომ ხალხი ამაში მხარს დაგიჭერთ?

– ვიცი, რომ ხალხი მხარს დაგვიჭერს, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. მოხდა ისე, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ყველა ცვლილება ძალადობრივად მოხდა. ამჯერად მშვიდობიანად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას. როგორც ჩანს, ამის გამო ბევრ რამეზე მოხდა თვალის დახუჭვა. ახლა ჯერი ხალხზეა. არ უნდა დაიჯეროს მოსახლეობამ, რომ `ნაცმოძრაობის~ განაყოფები უკეთესნი არიან. ისინი ერთი მთელის ნაწილები გახლავთ და მათი ნდობა არ შეიძლება.

პირადად ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს "ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, არ იარსებებდა.
ესენი არიან ჩვეულებრივი დემაგოგები, რომლებიც სხვისი სახელის დისკრედიტაციით, ვითომდა თავიანთ პოლიტიკურ ქულებს იწერენ. თუ ასე ძალიან აინტერესებთ, გაყვნენ სატყეო დეპარტამენტის ჯგუფს და ნახავენ, რა ხდება ჩვენს ტყეებში. იმაზე არავინ წუხს, რომ საქართველოს ტყეები უმძიმეს მდგომარეობაშია და მიხედვა სჭირდება. აუცილებელია სანიტარული ჭრები, ტყის მოვლა. თუ ჩარევა არ მოხდა, ძალიან მძიმე შედეგებია მოსალოდნელი.
სიკეთის დანახვა ნაციონალებს არ უნდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ აკეთებს იმას, რაც მიაჩნია, რომ ადამიანმა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის იმის მიუხედავად, რომ ლანძღვა-გინება არ აკლია უმადური ხალხისგან.

გაიხსენეთ სიტყვები "ახალი აღთქმიდან": "ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის… ნეტარნი ხართ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტსო~… ხომ გახსოვთ?! ასე ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელიც მართლა მშველელად მოევლინა ჩვენს ქვეყანას.

ირანდა კალანდაძე

რ ე დ ა ქ ც ი ი ს ა გ ა ნ:
შეიძლება მოატყუო აწმყო, მაგრამ მომავალს ვერ მოატყუებო, _ ნათქვამია.
დღეს "ნაცმოძრაობა" და მისი ნაბიჭვრები, დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებს რომ ეძახიან თავიანთ თავს, კერძო თუ მოსყიდული საინფორმაციო საშუალებებით, მოსყიდული ჟურნალისტებით, მოსყიდული არასამთავრობო ორგანიზაციებით საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ გავა სულ მცირე ხანი, 20–30 წელიწადი და მთელი სისრულით წარმოჩინდება გრანდიოზული მასშტაბები იმ საშვილთაშვილო საქმეებისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანას გაუკეთა.
ჩვენ, ივანიშვილის თანამედროვეებს, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ და ახლოს ვდგავართ ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესებთან, ამ სიახლოვის გამო შეიძლება გვიჭირს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული უნიკალური პროექტების სრულყოფილად აღქმა, თუმცა დროით და მანძილით დაშორებული მომავალი თაობები აუცილებლად გაოცდებიან ამ კაცის ნამოქმედარით და ნამოღვაწარით/

მეტის ნახვა
5-04-2018, 16:30