"ბახალას" ამბის გარშემო დიდი დისკუსიაა გამართული. ჭორები ვრცელდება, დიდ რაოდენობას ასახელებენო – ესეც ითქვა; არა, "ის"კი არ ჰქონდა "ეს" ჰქონდაო; არა, არაფერი არ ჰქონდაო; ჰქონდა, მაგრამ თავისთვისო… სხვათაშორის, იმასაც ამბობენ, რა ჩადებაზეა საუბარი, რა წრეშიც "ბახალა მოძრაობდა", სწორედაც რომ ვერ გაუბედავდნენ ჩადებასო.

ერთი "ბახალა" და ნარკოტიკის დიდი ოდენობით დაბრალება კი არა, ყველა ცოდოა რაიმეს დასაბრალებლად, მაგრამ თუ არავინ აბრალებს ვინმეს რამეს და მართლა სახეზეა დანაშაული, რა ვქნათ, დამნაშავედ არ უნდა სცნოს სასამართლომ ერთი ჯგუფის შიშით? დავიჯეროთ, კონკრეტულ მოსამართლეებს საქმის მასალები კი არ აძლევენ საფუძველს, პირადი შურისძიება ამოძრავებთ კონკრეტული პირების მიმართ? და ეს კონკრეტული პირები, რატომღაც, მაინც და მაინც ხელოვანი ან ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანები რატომ არიან?

მოგერიდება კაცს გვარ-სახელების ჩამოთვლა იმ პირებისა, რომლებიც ხელოვნების მსახურებასთან ერთად ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებასაც კარგად ემსახურებიან, ბევრად უკეთ, ვიდრე საკუთარ საქმეს, მღერა იქნება თუ ცეკვა, დაკვრა იქნება თუ წერა; ხატვა იქნება თუ როლის შესრულება და ა.შ ეს ხალხია დაკავშირებული კლუბებთან თუ რესტორნებთან ხოლო რამდენი ღამის კლუბია დღეისათვის თბილისში, სადაც ახალგაზრდობა ერთობა? გართობა ჰქვია, თორემ რეალურად ნარკოტიკზე რომ არის საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა გასამხიარულებლად და სასმელში გახსნილი ნარკოტიკი იყიდება, ვითომ სიცრუეა? "საცეკვაო ნარკოტიკი" ვითომ აღარ არის მოდაში?

კაფე "გალერიში" რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკის მიღებით, მაშინ ატყდა ყაყანი, დაიხუროსო, მაგრამ ერთი "გალერი" იყო და დამთავრდა? "ბიო" (ხელოვნურად გამდიდრებული მარიხუანა) არ კლავსო – ამბობდნენ. არ მაგონდება ფართო საზოგადოებას გაეგო, რომ ახალგაზრდა "ბიო-ს" ერთ-ერთი სახეობით, მეფედრონით გარდაიცვალა, რომელსაც ნარკომომხმარებლები "აბაზანის მარილის" სახელით იცნობენ…

ახალგაზრდა გოგონა აგერ ახლახანს, რამდენიმე თვის უკან შეიწირა ე.წ კლუბურმა ნარკოტიკმა, მაგრამ ამ ტრაგედიიდან მე 2 დღეს კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს საავადმყოფოში ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, მთლიანობაში კი, იმ დროისათვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ათეულობით ახალგაზრდა მოხვდა…

კონკრეტულ დანაშაულზე, რაც ნარკოტიკების დიდ რაოდენობას ეხება, პირს თავისუფლების აღკვეთა 8-იდან 20 წლამდე ან უვადოდ ეხებაო და ეს ცინიზმია, როცა განზრახ მკვლელობაზე 7-იდან 15 წლამდეაო… ამ ერთ კატეგორიას რომ ჰკითხოს კაცმა, ნარკოტიკი არ კლავს, აფრთიანებს…

საინტერესოა, ვინმემ ჰკითხოს მათ, განზრახ მკვლელობაზე რომ გაიზარდოს აღკვეთის ვადები, ამაზე რას იტყვით პატივცემულებოო? თუმცა კითხვაც არა არის საჭირო, პასუხი იქნება, არაადექვატურიაო…

უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლი! – გაცვდა ყური ამ ფრაზით! თან ვინ არიან ამ ფრაზას რომ ამბობენ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე უსამართლო სისტემის მორიგი კი არა, არაფრის და არანაირი მსხვერპლი რომ არ შეუმჩნევიათ, განურჩევლად ყველა რომ დამნაშავე იყო და იმიტომ იჭერდნენ, ან სულაც, კლავდნენ…
"მორიგი" – ვის შემდეგ, ვინ იყვნენ მანამდე "მსხვერპლები", ნარკოტიკების მომხმარებლები თუ გამსაღებლები?
კაცმა რომ თქვას, საინტერესოა კიდევ ერთი რამ – შეწყალების თხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება. არავის აქვს შეწყალების საწინააღმდეგო, მაგრამ ადამიანი არ ამბობს დავაშავე და ვნანობ, მეტს აღარ დავაშავებ, ამ ერთხელ მაპატიოთ იქნებო და პრეზიდენტმა რატომ უნდა შეიწყალოს? ადამიანი ამბობს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას ციხიდანაც, არ მქონდა არაფერი და ვიბრძოლებ ამის გამოო და ესენი რის გამო შეწყალებას ითხოვენ თუ შესაწყალებელი არაფერია?

ნარკობარიგობით განთქმული ერთ-ერთი ცნობადი სახე სახელმწიფოს თუ ხელისუფლებას დამუქრებია, თუ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, იძულებული ვიქნები, საერთოდ გადავიხვეწო აქედანო. ხალხი კი მისძახის, ისემც გიქნიათ ყველა "ბარიგა" მოუსავლეთში გადახვეწილხართო, მაგრამ ვინ სადაა გამქცევი, მშვენივრად, თბილად და ტკბილად არიან მოკალათებულები და წამლავენ მომავალ თაობებს…

სასწაული ხალხი ვართ საქართველოში, ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ნაწილი დამნაშავის დასჯას ითხოვს, ნაწილი – დაუსჯელობას. კახა მამულაშვილს ("მამულიჩას") რომ 5. 591 გრ კოკაინი, 1,15 კანაფის ფისი და ე.წ "ექსტაზი" 0, 2048 გრამი აღმოაჩნდა და ბანდალ-ბანდალით მიჰყავდათ სამართალდამცველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რატომ გაანთავისუფლეს გირაოს სანაცვლოდო, – ბრაზობდა ხალხი, არადა, იმავე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები უდგებოდნენ თავდებში; ახლა გიორგანაშვილი დააკავეს და რატომ დააკავესო…
კაცმა რომ თქვას, მართალია ის ხალხი, ვინც გიორგანაშვილის დაკავებას აპროტესტებს და სასამართლოს შენობის ფანჯრებს აგურს ესვრის უსამართლობის კერასთან ბრძოლის სახით. თვითონაც ნარკოტიკთან (მარიხუანა) დაკავშირებით ჰქონია პრობლემა კანონთან ბექა წიქარიშვილს და ისროდა გიორგანაშვილის გამო, აბა, რას იზამდა. თუშური ანდაზაა, თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსო…

სწორედაც რომ არ უნდა დაეკავებინათ გიორგი გიორგანაშვილი. აბა, როცა იმავე დანაშაულისთვის სხვას უშვებ, "ბახალას" კი უსჯი, სამართალი სად არის? "მამულიჩას" აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა 15 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, რასაც, როგორც ფაქტი გვიჩვენებს, ბრალდების მხარეც უყოყმანოდ დაეთანხმა და ბრალდებულმა შინისაკენ გასწია, 20 000-ლარიანი გირაოთი "ბახალამ" რატომ ვერ გასწია შინისაკენ? "მამულიჩა" თუ არ იყო პაბლო ესკობარი, "ბახალა" აღმოჩნდა?

მოკლედ რომ ვთქვათ, შერჩევით სამართალს კი არ აპროტესტებენ, ზოგადად, ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებას და ბრალის წაყენებას აპროტესტებენ…

"მამულიჩა გამოუშვეს! ყოჩაღ, ლელა! გზა მიშას კარის მომღერლობიდან "ოცნების" კარის მომღერლობამდე" – წერდა მაშინ ჟურნალისტი ელისო კილაძე, ახლა კი, გიორგანაშვილის დაკავებას აპროტესტებდა და საკუთარი შვილის უდანასაულობაზე იგავ-არაკობდა…

"საბრალო ბახალა" არის თუ არ არის "საბრალო", მაინც ვერ დადგინდა რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ როცა პრეცედენტი დადგა, იგივე "მამულიჩა", იდენტურ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – რის საფუძველზე, უცნობია; პროცესი ისე ჩატარდა რომ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი დაუმალეს. ამას რა ჰქვია, ლელა წურწუმია მდგარა კანონზე მაღლა? ახლა გიორგანაშვილის მეუღლეც "საბრალოა" უკვე, ვერ იკანონა, ვერ გამოაშვებინა სასამართლო დარბაზიდან მეუღლე… საინტერესოა, ლელასთან არ მიესვლებოდა `ბახალას~ მეუღლეს? – ეცადა მაინც. რა ვიცი, "მამულიჩას" დაკავება-გამოშვებაზე ირაკლი ვაჭარაძე ბობოქრობდა, ლევან აბზიანიძე "პლანის" სავარაუდოდ მოწევის ეჭვის გამო მოკლეს და ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს. "ნაცების" ბრალია, ლელას გამო ასჯერ რომ შეიწყალესო და ეგებ დახმარებოდა გაკვალულ ბილიკზე… ზვიად კვაჭანტირაძე მაინც სად შეიმალა, "მამულიჩას" თუ ესარჩლებოდა, `ბახალას~ რატომ არ გამოესარჩლა?

როგორც აღვნიშნე, ერთი კატეგორიის ხალხი აპროტესტებდა ნარკოპოლიტიკას და ერთი კატეგორიის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ("ბახალა" ამ შემთხვევაში მიზეზი არის), ისინი, რომლებიც უცხოური გრანტის ჭამაში არიან გაწაფულები და რას გააპროტესტებენ, მნიშვნელობა არ აქვს.

მარიხუანის მოხმარება სასარგებლო ყოფილა ჯანმრთელობისთვის; ნარკოპოლიტიკა შესაცვლელი, ძალიან სიმკაცრეა თურმე და ნარკოლიბერალიზაციაა საჭირო, ანდა, სულაც, დეკრიმინალიზაცია უკეთესი ყოფილა. პარლამენტში ვითომ რაღაც ძვრა იყო და ისევ ჩაჩუმებულან, რა წესია ესაო, – ამჯერად ამას აპროტესტებდა მანამდე დაჟინებული მზერებით შეწუხებულ-აღშფოთებული ბაია პატარაია…

"არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობაო" – მაშასადამე, პირთა ჯგუფისთვის მშვიდობა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარებასთან ასოცირდება. ამაზე მეტად გამოთაყვანება რომ მოუნდება ადამიანს, რაღა უნდა უთხრა, რას შეასმენინებ… სწორედ აქედან გამომდინარე უყვირეს აქციის მონაწილეებმა გამვლელ მონაზონს და მიალანძღეს საპატრიარქოც, შს მინისტრმა თქვა, პროცესები უნდა დაჩქარდესო, მაგრამ ეკლესიის ბრალია ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარების პროცესი რომ გადაიდოო… აქციაზე შეკრებილი აღშფოთებულების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, არ სდომებია ხალხს არც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია-დეკრიმინალიზაცია და არც `ბარიგები~ თუ ნარკოტიკის მომხმარებლების მხარდაჭერა…

მამა გიორგიმ (რაზმაძე) თქვა, "ცისფერი კომისრების" მიერ მართული ნაძირალების ხროვა გვყავსო; ნარკოტიკების თემა შემოგდებულია რათა ახალგაზრდობა დაღუპონო…

მისი თქმისა არ იყოს, ისეთი სურათი იხატება, რომ ვიღაცების გამიზნული მოთხოვნაა "ჩაკაიფებული საქართველო" და რადგან ჯერჯერობით მაინც ვერ ხერხდება მიზანთან მიახლოება, გამიზნულად ხდება ძალოვანი სტრუქტურების დაშანტაჟება.

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
1-02-2018, 18:16


დღეიდან საქართველოში ახალი, ინოვაციური საინფორმაციო სერვისი იმუშავებს. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ (Information Security and Protection Centre) დაინტერესებულ პირებს ახალ, მრავალპროფილურ და კომბინირებულ მომსახურეობას სთავაზობს, რომლის ფარგლებში ცენტრი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს მისთვის სასურველ მომსახურეობას გაუწევს.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ სერვისი საინფორმაციო სფეროში ნოვაცია და პრაქტიკულად, ხვალინდელი დღეა ინფორმაციისა და ინტერნეტის ეპოქაში. თანამედროვე პირობებში, ინფორმაციასთან წვდომა და მართვა გაადვილებულია, მაგრამ ცხადია, სამთავრობო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპანიები და კერძო პირები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგებიან ცალკეული ზოგადი თუ კერძო სახის ინფორმაციის დაზუსტების, მოპოვების, გავრცელებისა და უსაფრთხოების კუთხით. რთულია საჭირო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

ცენტრი ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ, კომბინირებულ მომსახურეობას. დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კი არ მიიღონ მათთვის სასურველი, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციები, არამედ გადაამოწმონ უკვე არსებულის უტყუარობა სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალებით.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში სრული კონფიდენციალობის დაცვით, იმუშავებენ კონკრეტულ შეკვეთაზე, რომლის არეალი მოიცავს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას. სრულიად ახალი მიმართულება იქნება საინფორმაციო უსაფრთხოება და დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ, ტექნიკურ სერვისსაც.

მნიშვნელოვანია ცენტრის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება, რომლის სერვისითაც სხვადასხვა მედიაგამოცემას, კომპანიასა და კერძო პირს შეუძლია ისარგებლოს. ცენტრის მიერ ინფორმაციის მოპოვების, გავრცელებისა და შეკავების გეოგრაფიული არეალი მიმდინარე ეტაპზე მოიცავს - ევროპას, დსთ-ს, თურქეთს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთს. ცენტრში საქმიანობენ მაღვალკვალიფიციური მენეჯერები, ანალიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები, უსაფრთხოების სისტემისა და კიბერსპეციალისტები, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს აძლევენ გარანტიას მიიღოს ყოველმხრივ კვალიფიციური, მაღალპროფესიონალური მომსახურეობა.

საკონტაქტო ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის:
ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/ispc.ge
ელექტრონული ფოსტა - ispc.ge@gmail.com

მეტის ნახვა
1-02-2018, 17:41


ილიკო სუხიშვილმა ახლახან კლუბ "რესპუბლიკაში" ახალი "ქართული ცეკვა" წარმოადგინა.
როგორც წესი, ამ ამბავზე საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი სუხიშვილს გენიოსს უწოდებდა და ზოგი თათხავდა. ცოტა ხნის წინ სუხიშვილის და, ქალბატონი ნინო გამოვიდა და მოწყალე ღიმილით განგვიცხადა: ეს არის ექსპერიმენტი, რომლისაც არ უნდა შეგვეშინდესო.

არ გვეშინია, ბატონო!

ჩვენ, კაცმა რომ თქვას, უკვე აღარაფრის აღარ გვეშინია. იმდენი რამე გამოვცადეთ, პოლიტიკოსების ღალატიდან, ძმათა სისსხლისღვრიდან, მშობლიური მიწების დაკარგვიდან დაწყებული, ლიტერატურის გაბახებითა და ენის წაბილწვით დამთავრებული, ახლა დახვეწილ ქართულ ეროვნულ ცეკვას ვინმე სტრიპტიზად თუ გადააქცევს, ესეც აღარ გაგვიკვირდება.

ქორეოგრაფები ხმას არ იღებენ, როგორც ჩანს, მათთვისაც სულ ერთია ნაციონალური ცეკვა ბერიკების ჯლიგინს თუ დაემსგავსება. მერე რა, აქ ხომ ყველაფერი გაყიდული და გამაიმუნებულია და ბარემ ესეც იყოს, რა დაშავდება ამითო?!

ცნობილი ქორეოგრაფი, ბატონი გელოდი ფოცხიშვილი,
ამ ცეკვას ასეთ განმარტებას უკეთებს: "ეს არის იმპროვიზირებული ქართული ჩანახატი. ილიკო სუხიშვილმა ქართული ელემენტები გადააკეთა თანამედროვედ. აქ არ ყოფილა, ცხადია, ფოლკლორი…
რაც შეეხება კლუბს, მას აქვს თავისი პრინციპები. კლუბში ახალგაზრდობა დადის, ფინანსური დაინტერესებაა. კლუბში კარგი ანაზღაურებაა. რომ გაიგებენ, სუხიშვილები ცეკვავენ ამ კლუბშიო, ხალხი მოვა, დალევენ შამპანურს და კლუბს ფინანსურად შეეწევა ეს…
სუხიშვილები ამ ცეკვით თანამედროვე ქართულ ცეკვას ამკვიდრებენ".

თვით ილიკო სუხიშვილი კი უკმაყოფილოა, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ მისი ნამოღვაწარი და ბრძანებს: "არ მინდოდა კონკრეტული ხალხის, კუთხის ან თუნდაც ისტორიის, ციხესიმაგრის გადარჩენის ისტორიის მოყოლა. [მინდოდა] უფრო ხასიათის და განწყობის გადმოტანა. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა ქართველი გოგო და ბიჭი ქართულს შინაგანად როგორ ცეკვავენ?

…თუ ქართველი ახალგაზრდა ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე მოძრაობს, როგორც თვითონ, იდენტურად და არა სხვა ვინმე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ქართული არ არის. არ არის აუცილებელი, ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრას. ჩემთვის ეს პროექტი იმდენად ცოცხალია, რომ მინდა განვითარდეს და არასდროს გამოვტოვებ შანსს, რომ წარმოვადგინოთ სხვადასხვა სახით", ასე ცეკვავენ დღეს თანამედროვე ქართველებიო, აბა, სულ ძველ ცეკვებს ხომ არ იცეკვებდნენო, გაახლება და გაჯანსაღება სჭირდება ყველაფერსო, _ ბრძანებს ბატონი ილიკო.

ყველაფერს განახლება რომ სჭირდება, ჩვენც ვიცით, მაგრამ თუ ახალია, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ვუწოდოთ ახალ ნამუშევარს, მაგალითად, "ახალი ქართული ცეკვა".

თანამედროვე ცეკვა "ქართულის" შემსრულებლები, უმშვენიერესი მოცეკვავე გოგონები კედებით, კლუბის სცენაზე მკვეთრი მოძრაობებით თავისუფლებას, ლიდერობის სურვილს, საკუთარი მე-ს წარმოჩენის დაუძლეველ წადილს და საკუთარი სხეულის ნაწილების გამომზეურების დემონსტრირებას იმდენად თამამად ახდენენ, რომ მე რომ მამაკაცი ვიყო, ცოტათი შემეშინდებოდა კიდევაც ასეთი ჰეგემონიზირებული მშვენიერი ქალის, რომელსაც, არავინ იცის, საერთოდ, რა დააურვებს…

გარკვეული ხნის შემდეგ სცენაზე ჩნდება კოსტუმ-შარვალში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც თეთრი პერანგი თითქოს ნაუცბათევად ჩაუცვამს, ისე, რომ შარვალში ჩატანებაც ვერ მოუსწრია, პერანგის ღილები თითქმის გახსნილი აქვს, გულმკერდი მოუჩანს და რაღაცნაირად თავბრუდახვეული, თითქოს მოუვლელი, პეწდაკარგული, დაბნეული, სცენის ცენტრში ცეცხლივით მოგიზგიზე ქალს მორცხვად უახლოვდება და ბოლოს იმდენს ახერხებს, რომ მის ზურგს უკან უმწეოდ ფართიფურთობს უვარგის მამლაყინწასავით, ვითომ, ეტმასნებასავით ქალს, ვერც ამას ახერხებს კარგად და ბოლოს, როცა ქალი სცენის სულ სხვა ნაწილში "გაშლის ფრთებს", თვითონ გამოდის სცენის ცენტრში და თავგანწირულად იქნევს ხელებსა და ფეხებს…

ამ ცეკვაზე აგეტირება ადამიანს, რადგან თუ ეს არის თანამედროვე ქართული ცეკვა, ჩვენს ყოფაში დღეს არსებული არასახარბიელო მდგომარეობა ერის ძირითად მენტალობაში გადასულა და ეგ არის.

ერთმა კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა ამასწინათ ტელევიზიით განაცხადა: ჭაობშია ქვეყანა, რადგან ამ უმშვენიერეს დადგმას ვერ აღიქვამსო. ჭაობი, ჭაობიო, ხშირად ახსენებდა ამ სიტყვას. მართლია ის კრიტიკოსი. ქართული გენია "როკვით განფენილი~ იმდენად წყალმარჩხია, მისი დაგუბება ნამდვილად ჭაობად ქცევას ნიშნავს. ამიტომ ეძებს ეს "გენია" გამოსავალს, კალაპოტს, მაგრამ რა მაინცადამაინც ცეკვა "ქართულის" თავანკარა კალაპოტში ეკვეხება? ახალ მდინარედ რომ იქცეს და იქ იჩუხჩუხოს, არ გამოვა?

ზოგიერთმა თქვა, ცეკვაც გააპოლიტიკურესო. ზოგადად, ხელოვნება, ცეკვა, მუსიკა, მხატვრობა, ეპოქის აღმნიშვნელია, მისი მისწრაფებების გამომხატველი. ახლა ამას ხელოვნების "გაპოლიტიკურება" ჰქვია, თორემ ადრეც ასე იყო _ ხელოვნების ყოველი ნაწარმოები იმ სოციალურ-პოლიტიკურ ყოფას აღნიშნავდა და აღწერდა, რომელშიც იქმნებოდა, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მერეც.

სამწუხაროა, რომ ილიკო სუხიშვილმა, ექსპერიმენტის ობიექტად აქცია ქართული ხალხური ცეკვის სახელით ცნობილი მსოფლიო საგანძური და ამის შემდეგ, ერთი უბრალო ქართველის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი ქვემოთ მოცემული მოსაზრება ამ "ცეკვაზე" ლეგიტიმური და სამართლიანი არის თუ არა, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

_ "სუხიშვილების ილიკო ხარ თუ ვინც ხარ, სახე გაქვს გასაფხრეწი იმის გამო რაც იკადრე.ცეკვა რომ დადგი და მსოფლიოს ანახე მაგის გამო არა!  იმიტო რომ მაგ ცეკვას "ცეკვა ქართული" უწოდე, ასე გაავრცელე მსოფლიოში და მაგ ცეკვას დაარქვი ქართველების სახე – აი, ამიტომ!"

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
1-02-2018, 15:12


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარადგინა 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსი", რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოს ხუთეულშია. „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით, 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა (2015 წელს მე-16 ადგილზე იყო) - მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებენ.

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვე გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ღია ბიუჯეტის კვლევას 2012 წლიდან ახორციელებს.
ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  1. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  4. მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  5. სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  6. სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  7. სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას ამახვილებს ასევე საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 22 ქულა (მსოფლიოში მე-17 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (მე-18 ადგილი).

ვულოცავთ საქართველოს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.
შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამჭირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.openbudgetsurvey.org.

მეტის ნახვა
31-01-2018, 13:47


ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.


"თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, საუბარია ხელისუფლების შეთქმულებაზე ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ. საბჭოთა გადმონაშთი იყო ის შეთქმულება, რომელიც მოაწყო წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის წინააღმდეგ და საბჭოთა გადმონაშთი არის ის, რასაც აკეთებენ ამ შეთქმულებისთვის ხელის დასაფარებლად. ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელიც დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს და მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის, ასე ვთქვათ, წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც ვიხილეთ ჩვენ მანამდე, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ის, რაც მოხდა თავის დროზე გირგვლიანის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს

მეტის ნახვა
30-01-2018, 21:29


 ოზურგეთში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის გაშენება. ამ გასაოცარი პარკის მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თემიდან გადააქვთ უზარმაზარი ხე-მცენარეები. მათ შორის საუკუნეებს გადაცდენილი გიგანტური ხეები, როგორც ჩვენში იტყვიან – მერქნოსნები. „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთხსენებულ პარკში 60-მდე ხე-გიგანტის გადარგვა იგეგმება, აქედან მხოლოდ 5 პროცენტამდე – ერთეული სახელმწიფოსგან იქნება შესყიდული, დანარჩენი 95 პროცენტი კი – კერძო პირებისგან. სხვადასხვა ალაგიდან გადმოფესვებული, თითქმის ტოლ-ასაკიანი ხეები, რომელთაც მრავალი რამ უხილავთ ათეულობით წლების გადასახედიდან, ერთიანად ულამაზეს ზღვისპირეთში მოიყრიან თავს და ერთიანი ფიქრით შესწვდებიან ცასა და ხმელეთს, ზღვასა და სატალღეთს… ნეტავი მას, ვისაც ძალუძს ამ საუბრების და ჩურჩულის მოსმენა, მათი შრიალით სულის ტკბობა. სადა გვყავს ჩვენი ვაჟა- ფშაველა, მესაიდუმლე ხეთა და ბალახთა, ყვავილთა და ფრინველ- ნადირთა… ან კიდევ – ხოგაის მინდი, გველისმჭამელის სიბრძნითა და გულმისნობით ზეადამიანურ საოცრებათა შემსმენელი?!.

 ჩვენთან, ჭალიპირის სანახიდან უზარმაზარი, ადრე სიცოცხლით აჩქროლებული, ამ-ბოლოს კი წყენამორეული ცაცხვი გადაამზევეს. ჭაობიან, წუნწუხ ალაგს საავადოდ მოეჭყლურთა ფესვი და მერქანი, ცას მიწვართული გიგანტისა, ჭლექმოკიდებულივით ჩამოეყარა ფრთები, ტკივილმოძალებულს სოკოები დაჰყროდა ატკივილებულ ტანზე, ალაგ-ალაგ ტოტები და კეწეწები შეხმობოდა კიდეც. დაღონებულ პატრონს, აბა, რა უნდა ეწამლა ამოდენა ხისთვის, ან რა გაეგებოდა მისი წამლობისა? გული წყდებოდა, მაგრამ თავს ზემოდ ძალა არ იყო. ეგ ჩაილაპარაკა მხოლოდ: ოთხი საწნახელი გამოვა და დანარჩენი შეშად გამომადგებაო. ხეს ესმის ადამიანისა, თქმა თქმაა და მისი არც ფიქრი გამოეპარება და არც მიზანი. ახედა ზეცას, დაიწყო შეუსვენებლივი ჩურჩული და ვედრება უფლისადმი, გადმომხედე, გამჩენო, და მისაშველეო… ჰოდა, მოხდა სასწაული, შეისმინა თითქოს უფალმა ვედრება ესე, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები, ესაშველა ხესაც და პატრონსაც, რომელსაც მეტად დიდი თანხა გადაუხადეს, დიდი შრომითა და თანამედროვე ტექნიკის წყალობით მიუძირყოფეს უზარმაზარ ცაცხვს და საგანგებოდ შემოყვანილი ბეტონის გზით, რომელიც ასე სჭირდებოდა სოფელს, ზღვისკენ წაასვენეს და ბარჟით მიაყენეს წვერმაღალასა და შეკვეთილის ნაპირს. ასე აღმოჩნდა ჭალისპირის ცაცხვი ძმათა სამყოფლოში, შეყვარებულების სავანეში.

მალევე მოვინახულე, არ ვიცი, ნიადაგთან შეგუებამ დამართა თუ გარემოს შეცვლამ, ნაღვლიანი მეჩვენა, გულსაწყენად დუმდა. ორი კვირის თავზე ისევ მივაკითხე, გაოგნებული დავრჩი, სიცოცხლე და ხალისი დაბრუნებოდა, მიწაში იმედიანად ჩაჯიჯგვულიყო და საამოდ შრიალებდა.

საოცრებაა ხე. მით უფრო გიგანტური, ის სამყაროს ერთსახეს ქმნის და ბევრ რამეზე გაფიქრებს ადამიანს…
დედაქალაქში გვაქვს დენდროლოგიის პარკი, რომელიც 1956 წელს ცნობილი მეცნიერისა და მკვლევარის იოსებ ჩოდრიშვილის იდეითა და ცეკას მაშინდელი მდივნის, მართლაც გამორჩეული კაცის ვასილ მჟავანაძის უშუალო მხარდაჭერით აშენდა. თავდაპირველად, პარკი 250 ჰექარზე იყო განაშენიანებული, მოგვიანებით მიემატა 50 ჰა ტერიტორია უნიკალური ხე- მცენარეებითა და შესაბამისი მოწყობილობებით, ინფრასტრუქტურითა და სამეცნიერო დაწესებულებით. მაგრამ, როგორც სხვა ეროვნულად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ცენტრები, სააკაშვილის „ნაც-ხელისუფლების“ მიერ, 2006 წელს, თბილისის დენდროლოგირი პარკი გაუქმდა, შესაბამისად, შეუწყდა ყოველგვარი მეთვალყურეობა და დაფინანსება. ხოლო გაუქმებულ და უპატრონოდ, უკაცრავად პასუხია და, მიგდებულ ამ ულამაზეს სივრცეს რა მსახვრალი კვალიც დაეტყო – ყველას კარგად გვახსოვს. ამ დროს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა ტერიტორია, გაწმინდა, დაასუფთავა, გააკულტურა გაველურებულ-გაჯაგებული ადგილები და საშვილიშვილო, სამერმისო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. კეთილი და ეროვნული საქმეების კეთება ამ ცამაღალი კაცისგან რა გასაკვირია, მაგრამ მადლიერების გამოხატვა თვით უფალსაც მატებს შუქსა და ძალას. ასევე დიდი მადლობით და პატივისცემით უნდა მოვიხსენიოთ სამეგრელოში „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რამეთუ მათი ზრდილობიანი, მაღალზნეობრივი და კეთილგულოვანი დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მოსახლებისადმი ნამდვილად ყურადღებისა და განსაკუთრებულად აღნიშვნას იმსახურებს. ხალხი იმედით ელის მათ გამოჩენას, საქმდებიან სოლიდური ანაზღაურებით ადგილობრივები, რემონტდება და უმეტესწილად, ახლიდან კეთდება გზები, შუკები, ეწყობა სკვერები, სათამაშო მოედნები, სხვადასხვა შენობები და.ა.შ. ფინანსური დახმარება ეწევა შეჭირვებულთ, ავადმყოფთ და კიდევ მრავალი რამ. ასევე, გადაძირებულ-გადარგული ხის პატრონები იღებენ მეტად სოლიდურ თანხას!.. ყოველ კეთილ საქმეს გამოუჩნდება მაწყევარი და ბოროტად მომზირალი, რომლებიც თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო – ყოველივე კარგსა და სამომავლოს უპირისპირდებიან! ასე ხდება ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფლისგან კურთხეული საქმე არ შეიძლება შეყოვნდეს და დამარცხდეს. ერთი რამის მეშინია მხოლოდ, ადამიანური უმადურების უსაშინლესმა ნაღველმა, ასე რომ წალეკა და გაანადგურა ბევრი რამ, არ მოსპოს სიკეთის ქმნის უღვთიურესი წადილი. ხეები დენდროლოგიურ პარკში შრიალებენ და ქრშიალებენ… ასე იქნება მერმის, მაშინაც, როცა ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებით და ამ ქვეყანაზე, უფლის ნებით, უშურველი, ჩვენზე უკეთესი ქართველები იქნებიან!..

ლაშა გვასალია
ზუგდიდი

მეტის ნახვა
30-01-2018, 21:09


"ვინც ბორმანის წინაღმდეგია, ის სახელმწიფოს წინააღმდეგია."  ადოლფ ჰიტლერი

1946 წლის 1 ოქტომბრს ფაშისტური გერმანიის მაღალი სამხედრო პირების უმაღლესი სამხედრო ტრიბუნალი გაიმართა. 12 ადამიანს ტრიბუნალმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ჩამოხრჩობით, მაგრამ მხოლოდ 10 მათგანი დასაჯეს. ორი მათგანი გერმან გერინგი და მარტინ ბორმანი სასჯელს გადაურჩნენ.
როცა საბჭოთა ჯარები გერმანიაში შევიდნენ, ბორმანი გაქრა. ტრიბუნალმა მას სასიკვდილო განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.

იმ ხანებში სპეცსამსახურებში უკვე გავრცელებული იყო საიდუმლო ცნობები ბორმანის თანამშრომლობაზე საბჭოთა დაზვერვასთან.

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ბორმანის საფლავი მოგვიანებით მოსკოვში აღმოაჩინეს. ამან კიდევ უფრო განამტკიცა ვითომდა აბსურდული ვერსია ბორმანის თანამშრომლობაზე საბჭოთა კავშირთან.

როგორც ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სახელმწიფო საიდუმლოების შენახვა გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო. ყველა ინტრიგა, სახელმწიფო თუ პირადი საიდუმლოება უნდა დარჩენილიყო აბსოლუტურად საიდუმლოდ. ხალხს არ უნდა სცოდნოდა ისეთი რამ, რაც ხელისუფლების კომპრომეტირებას მოახდენდა. ჰიტლერის პირადი საიდუმლოებები მესამე რეიხში ზესაიდუმლოებად ითვლებოდა. ასევე იყო მარტინ ბორმანის პირადი ცხოვრებაც.

მარტინ ბორმანი არ იყო უბრალო კაცი.

თავისი კარიერის განმავლობაში ბორმანს უამრავ პირად მტერთან მოუხდა ღია თუ ფარული ბრძოლა.
ალბერტ შპეერი იხსენებდა: მისხალი საყვედური ჰიტლერის მხრიდან ბორმანის მისამართით საკმარისი იყო, რომ ბორმანის მტრები ყელში სწვდომოდნენ და მოეხრჩოთ იგი, თუმცა მმართველობის პერიოდში ჰიტლერს ერთი შენიშვნაც არ მიუცია ბორმანისთვის, რადგან მან მშვენივრად იცოდა, ეს იქნებოდა პირდაპირი კრიტიკა თვით ფიურერის მისამართით.

ყველასთვის გამოცანად რჩებოდა ის, თუ როგორ შეძლო მარტინ ბორმანმა მცირე დროში, რიგითი ჯარისკაციდან ჰიტლერის პირადი მდივნის თანამდებობამდე მიეღწია და ხელში ჩაეგდო უდიდესი ძალაუფლება.

1924 წელს სტუდენტი ბორმანი მასწავლებლის ჯგუფურ მკვლელობაში დაადანაშაულეს. მაშინ ის ერთ-ერთი მილიტარისტული კავშირის წევრი იყო, ასეთი ჯგუფები მრავლად არსებობდა მაშინ გერმანიაში და ნაციის გადარჩენის იდეით იყო გაერთიანებული, კონკრეტულად, ებრაული ძალების გაძლიერების თვალსაზრისით.
მაშინ დამნაშავეებს 11-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ბორმანს მხოლოდ 1 წლით.
შემდეგ თვით მარტინ ბორმანი წერდა, რომ ის დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობისთვის.
მალე იგი ვალტერ ბუგის ქალიშვილზე გერდაზე დაქორწინდა. ვალტერ ბუგი ჰიტლერთან იყო დაახლოებული.
ჰიტლერი ბორმანისა და გერდას ქორწილში ხელისმომკიდე გახლდათ.

მარტინ ბორმანმა მალე ფიურერის საკანცელარიო სამსახური ჩაიბარა. ასეთ რუტინულ სამუშაოზე ბევრი ამბობდა უარს. ჰიტლერი ხვდებოდა, რომ მას სწორედ ბორმანისნაირი შრომისმოყვარე და საქმისადმი თავდადებული ადამიანი სჭირდებოდა ამ საქმეში.

ბორმანი მართლაც შეუცვლელი იყო.

ცოტა ხანში მის ხელში აღმოჩნდა მესამე რეიხის ყველა სამსახურის აუცილებელი და საიდუმლოებით მოცული დოკუმენტები.

ბორმანი ჰიტლერის ყველა შენიშვნას, ყველა დავალებას და ბრძანებას საკუთარი უბის წიგნაკში იწერდა, რაც მას ინტერპრეტირების საშუალება აძლევდა და, შესაბამისად, მოქმედების სრული თავისუფლება ენიჭებოდა. საბოლოოდ, ფიურერის ყველა ფინანსური საქმე მარტინ ბორმანს გადაეცა, მათ შორის, ადოლფ ჰიტლერის "გერმანიის სამრეწველო აღორძინების ფონდისაც".
ევა ბრაუნიც კი ბორმანს უწევდა ანგარიშს, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ ადოლფი მთლიანად იყო მასზე დამოკიდებული.

თვით გებელსიც კი ცდილობდა, მასთან ურთიერთობა არ დაეძაბა.
ხალხმრავალ სუფრაზე ბორმანი თითქმის მშიერი რჩებოდა, რადგან არადროს მიირთმევდა სხვა რამეს იმის გარდა, რასაც ჭამდა მისი ფიურერი. ის არ ეწეოდა ჰიტლერის თანდასწრებით, ყოველთვის მის უკან მოდიოდა და ჯდებოდა ჰიტლერის უკან სკამზე, აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას, რათა ე.წ. ბატონის ნამდვილი ასლი ყოფილიყო.

საბჭოთა ტერიტორიის დაპყრობის გეგმის განხილვისას ბორმანი წერდა: `აღმოსავლეთ ურალის სახელმწიფოს არსებობა გამორიცხულია, ამისთვის 100-წლიანი ომიც რომ დაგვჭირდეს, უნდა ვიბრძოლოთ. ვოლგის კოლონიები რეიხის ნაწილი უნდა გახდეს, ასევე ბაქო და მისი შემოგარენიც. ლენინგრადი მიწასთან უნდა გავასწოროთ და გადავცეთ ფინეთს. ყველგან გერმანელები უნდა ჩავასახლოთ. ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ – დახვრეტები, გადასახლება და ა. შ."

ბორმანის პირად კონტროლზე იყო ებრაელთა საკითხი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბორმანი იყო ადოლფ ჰიტლერისა და მესამე რეიხის ერთ-ერთი და უმთავრესი დასაყრდენი, თუმცა, როგორც ვთქვით, იგი ნიურნბერგის პროცესს არ დასწრებია და, შესაბამისად, არც დაუსჯიათ. 1945 წლის გაზაფხულზე მარტინ ბორმანი უკვალოდ გაქრა.
1945 წლის 1 მაისს მარტინ ბორმანმა ბუნკერი დატოვა. ჯიბეში ედო ჰიტლერის ანდერძი და საკუთარი დღიური შენიშვნებითა და ჩანაწერებით.

ჯერ კიდევ ნიურნბერგის პროცესამდე მიმდინარეობდა ბორმანის ძებნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს.

ბორმანის შესახებ ცნობები 60-იან წლებშიც ვრცელდებოდა, თითქოს ის ცოცხალი იყო და სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა ბუენოს-აირესში. ამის შესახებ ისრაელის დაზვერვა იტყობინებოდა, რომელიც შეუჩერებლად ეძებდა ნაცისტ დამნაშავეს. იპოვეს კიდევაც ვინმე ადოლფ ეიხმანი, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული…

ბორმანის ადვოკატი ნიურნბერგის პროცესზე აცხადებდა, რომ ფიურერის მარჯვენა ხელი ან მკვდარი იყო, ან საბჭოთა ხელისუფლებას ჰყავდა დატყვევებული.
შშ-ის გენერალი გოტლიბ ბერგერი ამტკიცებდა, რომ ბორმანი საბჭოთა კავშირის აგენტი იყო, რითაც მან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი სასამართლოზე იტყობინებოდა, რომ, ბუნკერიდან გამოსულმა ბორმანმა რუს ოფიცერს გარკვეული სახის დოკუმენტაცია გადასცა მოსკოვში გადაგზავნად.
ინგლისის, გერმანიის, აშშ-ის სპეცსამსახურები 30 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ამ ვერსიას.
ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებდა, რომ 1948 წლის გაზაფხულზე ბორმანი მოსკოვში იმყოფებოდა.
ამ ვერსიას ავრცელებდა აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვაც.

1971 წლის 11 სექტემბერს გერმანულმა გამოცემამ გენერალ რეინფოლდ გელენის მემუარები გამოაქვეყნა. გელენი დასავლეთ გერმანიის საშინაო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. ისიც ამტკიცებდა, რომ ომის დასრულების შემდეგ მარტინ ბორმანი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, თუმცა კომენტარებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, კატეგორიულად იკავებდა თავს.

ბორმანის შესახებ საბჭოთა კავშირში დაბეჭდილი გამოცემა ასე მთავრდება.
მოსკოვთან ახლოს არსებობს ძველი სასაფლაო, სადაც უამრავ მივიწყებულ საფლავს შორის აღმოაჩენთ ძველ სამარხს წარწერით – მარტინ ბორმანი – 1900–1972 წელი.
შშ-ის გენერალი ოლენდორფი ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნავდა: "ის, რომ ბორმანი საბჭითა კავშირის აგენტი იყო, ფაქტებით დასტურდება".

ნაცისტები მესამე რეიხის დაცემის საქმეში ბორმანს უკვე ხელაღებით ადანაშაულებდნენ.
გერინგისა და მესამე რეიხის სხვა ხელმძღვანელების მტკიცებით, გერმანიის ქალაქების დაცლა და მოსახლეობის დევნის ოპერაცია არ მოდიოდა ჰიტლერისგან, ეს იყო ბორმანის ბრძანება და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მითითება…

ნიურნბერგის ბრალმდებლის სიტყვებით, ებრაელების დევნისა და ძარცვის ინიციატივა და ბრძანებულებები ბორმანისგან მოდიოდა. მისივე თქმით, ებრაელთა გასანადგურებლად შექმნილი სპეციალური ბანაკებისთვის ბორმანი დიდძალ თანხებს და სამხედრო კადრებს გზავნიდა. ის ებრაელთა მიმართ შეუპოვარ წინააღმდეგობას, მათ პირდაპირ განადგურებას ითხოვდა ისე, რომ ჰიტლერმა ამის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა.
ბორმანი ხელს უშლიდა უკრაინის სპეციალიზირებულ არმიას ებრძოლა საბჭოთა კავშირის წინაღმდეგ, რითაც თავისი ბრძანებულებით, უკრაინა არჩევანის წინშე დააყენა.

ის, თავისი მოქმედებებით ცდილობდა მესამე რეიხის ხელმძღვანელობისგან გერმანიის მთავრობა გაეთავისუფლებინა ისე, რომ დაესუსტებინა იგი. ცდილობდა, ჰიტლერი, ფაქტობრივად, მხოლოდ მისი გავლენის ქვეშ მოექცია.

ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობისას გერმანული მხარე არგუმენტირებულად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბორმანი გადაბირებული იყო საბჭოთა დაზვერვის მიერ – გერმანიის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ.

შპაიერი, გერმანიის სამხედრო მრეწველობის მინისტრი ასე აფასებდა ბორმანს: ბორმანის გავლენა ნაციონალურ უბედურებად იქცა. საბჭოთა კავშირმა იგი გმირად უნდა აღიაროსო.
საბჭოთა მკვლევარი ბორის ტარტაროვსკი 1992 წელს აქვეყნებდა წერილს ბორმანის საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ.

ბორმანი დავერბოვკებული იქნა 1920-იან წლებში. ის მიწვეული იქნა მოსკოვში, სადაც გაიარა სადაზვერვო სკოლა, რის შემდეგაც იგი გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყო, ნაცისტების პარტიაში უნდა ჩარიცხულიყო და ჰიტლერის ნდობა უნდა მოეპოვებინა. ის 1945 წლამდე მოღვაწეობდა, როგორც საბჭოთა აგენტი, ხოლო 1945 წლის მაისში ის გადაარჩინეს საბჭოთა ტანკისტებმა, რომლებიც ჰიტლერის ბუნკერს ბომბავდნენ. შემდეგ ბორმანი ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა 1972 წელს. მისი საფლავი ლეფორტოვოს სასაფლაოზეა.
ჟურნალისტი ლუის კინსლერი აღნიშნავს: მარტინ ბორმანი თანამშრომლობდა საბჭოთა დაზვერვასთან, რადგან სურდა კავშირის დამყარება საბჭოთა კავშირთან, მით უმეტეს, რომ სსრკ მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიას თავის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა.

მაგრამ მანამდე, გერმანიის მიერ ამხელა ავანტურას ჯერ კიდევ ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, მარტინ ბორმანი, 1922 წელს, საბჭოთა სპეცსამსახურების შემადგენლობაში შევიდა. მსოფლიოს, მაშინაც ნავთობის ციებ-ცხელება ჰქონდა შეყრილი. ბაქოს ნავთობის ვაჭრობა მთლიანად ებრაელი ოლიგარქების – ალფრედ ნობელისა და ძმები როკფელერების ხელში იყო. `ნობელის ნავთობი~ – ასე ეწერა უმსხვილეს კომპანიას ბაქოში.

ყურადსაღებია სწორედ ბორმანის ბრძანებულება და გეგმები ბაქოსა და მისი შემოგარენის ნაცისტური გერმანიის შემადგენლობაში გადასვლასთან დაკავშირებით.

არიული რასა დომინანტი უნდა ყოფილიყო მთელ მსოფლიოში, ხოლო ებრაელების მიერ საბჭოთა ტერიტორიების ფინანსური ოკუპაცია ნაციზმს ამაში აშკარად უშლიდა ხელს. ჰიტლერის უკანასკნელი სიტყვებიც ხომ ეს იყო – ყველაფერი ებრაელების ბრალია…

ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციაში უდიდესი წვლილი ებრაულ მასონიზმს და მათ ფინანსებს რომ აკისრიათ, ამაზე დღეს უკვე ყველაზე ნაკლებად კამათობენ…

არ არის გამორიცხული მესამე რეიხის ერთ-ერთი ბურჯის – მარტინ ბორმანისა და იოსებ სტალინის ინტერესები ამ კუთხით ერთმანეთს დამთხვეოდა.

როგორც ამბობენ ხოლმე – "ნეტ ხუდა ბეზ დობრა". სტალინისა და ბორმანის, ამ ორი, ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანის ნებსითი თუ უნებლიე ბრძოლა, გარკვეული მიზნისთვის, გასულ საუკუნეში გამარჯვებით დასრულდა. დღეს სადაც ანტიფაშისტები სწყევლიან ბორმანს, იქვე სტალინსაც აყრიან ფურთხსა და ნაგავს, თუმცა საიდან ჰქრის სიო თუ ქარიშხალი სტალინისა და მასთან დაკავშირებული ადამიანების მისამართით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს…

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
30-01-2018, 18:11


გვესაუბრება პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი ბაღათერ არაბული

– ბატონო ბაღათერ , "საერთო გაზეთის"  წინა ნომერში გამოქვეყნდა მთავარი რედაქტორის წერილი "პენისი კალმის ნაცვლად, თანამედროვე პროლეტკულტელები და "წმინდანთა" დისციპლინა…", რაშიც თანამედროვე მწერლობის ბევრი პრობლემატიკაა მიმოხილული. თქვენი აზრით, რა პროცესები მიდის დღეს მწერლობაში?

_ დიახ, პირველ რიგში, მივესალმები თქვენს რედაქციას, რომელიც უდაოდ შესანიშნავ გაზეთს აკეთებს.
ჩემი აზრით, "საერთო გაზეთი" ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო გაზეთია, რაშიც უდიდესი წვლილი მის
მთავარ რედაქტორს ვახტანგ ხარჩილავას მიუძღვის, რისთვისაც მას დიდი მადლობა. რაც შეეხება
შეკითხვას, მინდა ბატონი ვახტანგის წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიის პათოსი სრულად გავიზიარო.
ქართულ მწერლობაში შეიქმნა ტენდენცია, რაც ადამიანის ნიველირებას, მისი ღირსების, ზნეობის შელახვას
ემსახურება, რაც საკმაოდ თვალ- შისაცემია. ბურჭულაძემ, დეისაძემ და სტატიაში მოხსენიებულმა სხვა
მწერლებმა ვერავინ დამარწმუნებს, რომ არ იციან რას და რატომ წერენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, მათ
მართლაც ვიღაც ავალებს ასე წერონ, რაც შემდეგს ემსახურება_ საზოგადოება გარყვნან და თავის ჭკუაზე ატარონ.

ზოგადად, საზოგადოებას მწერლის სჯერა. მათ კი ამ ე.წ. მწერლებისგან ესმით: რა მწერალია ილია, რა პოეტია რუსთაველი, გალაკტიონი ორღობის პოეტიაო, რაც მკითხველს მეხსიერებაში ილექება და იგი ამ აზრის დაჯერებას იწყებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს პროცესები იდეურობის დონეზეა აყვანილი, მსგავსი ტექსტები შეგნებულად ჟღერდება ტელევიზიებში თუ სხვაგან. ბილწსიტყვაობა რაც
ამ მწერლების ნაწარმოებებს ახასიათებს, ვფიქრობ, ყურადღების მისაქცევად, მკითხველისთვის თავის დასამახსოვრებლად კეთდება, მაგრამ ეს იაფფასიანი, დროებითი ტალღაა. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ პროლეტკულტელები, რომელთა ქმედებებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ მწერლობას და კულტურას, ახლაც, იგივე ხდება. იმედია, ეს ტალღა გადაივლის და დავიწყებას მიეცემა. დაუშვებელია დღევანდელ მწერლობას სამი-ოთხი კაცი განსაზღვრავდეს.

_ თუმცა, ეს მწერლები საკმაო სახელმოხვეჭილნი არიან და ლიტერატურული პრემია "საბას"ლაურეატებიც
მრავალჯერადად ხდებიან.


_ ეს კიდევ ცალკე აღშფოთების საგანია. არ შეიძლება ერთიდაიმავე პიროვნებებს სამჯერ, ოთხჯერ და ზოგჯერ,
რვაჯერ მისცე "საბა", ამ დროს კი ის მწერლები, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ამ პრემიას ჩრდილში იყვნენ
მარტო იმის გამო, რომ მათი შემოქმედება განსხ- ვავებულია და მასში დედის გინება არ არის, თანაც,
ისინი არ არიან ტელე-პოეტები, ტელეპროზაიკოსები.  ამიტომ,  მათ  საზოგადოება ნაკლებად იცნობს.

ვახტანგ ხარჩილავას, ტარიელ ხარხელაურს, ელა გოჩიაშვილს, მანანა ჩიტიშვილს, რომლებიც თავისი თაობის
გამორჩეული პოეტები არიან პრემია "საბა" არასდროს მიუღიათ, ხოლო შამუგიას, ბუღაძეს, ბურჭულაძეს და სხვა მისთანებს გაურკვეველი ტიპის  ტექსტებში  სამჯერ-ოთხჯერ  აქვთ  ეს  პრემია  მიღებული, რაც სულ მცირე უხერხულია. კი ბატონო, აკა მორჩილაძე ნიჭიერი მწერალია, მაგრამ როგორ შეიძლება "საბა" რვაჯერ მისცე?! მაშინ ნობელის პრემიაც გაიცემოდა ორჯერ-სამჯერ, რუსთაველის პრემიაც გავცეთ ერთ პიროვნებაზე რამდენჯერმე. ასე ხომ არ შეიძლება? _ ეს დაუშვებელია. წესით, ეს პრემია ლიტერატურული პროცესის განვითარებისთვის არის დაწესებული, მაგრამ რატომ მხოლოდ შამუგიას, ბუღაძის ლიტერატურული პროცე- სების განვითარებისთვის? იგი
ყველა თაობის კუთვნილება უნდა იყოს და სრულიად ქართული მწერლობის ლიტერატურული პროცესების მიმდინარეობა წარმოაჩინოს. აღნიშნუ- ლი პრობლემა მარტო მწერლობაში როდია, იგი თავს იჩენს სკოლებში, უნივერსიტეტებში, პარლამენტში, მთავრობაში. პარლამენტის წევრები წერენ კანონს ნარკომანიის ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის შესახებ, რასაც გუშინ სოროსიდან გამოჩეკილი პარლამენტარები კურირებენ.

საქართველოში, მომხმარებელს შეუძლია 80 გრამი ნარკოტიკი _ მარიხუანა ჯიბით ატაროს, რაც ოცი ადამიანის საკმარისი ოდე- ნობაა. დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო არავის აქვს, მათ მკურ- ნალობა სჭირდებათ, მაგრამ ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაცია ძალიან დიდი
დანაშაულია. საქართველოში ახალგაზრდობის 80% უმუშევარია, არ იციან სად გაატარონ დრო: ზოგი კაზინოში შედის, ზოგი სამორინეში. თუ მათ საშუალებას მივცემთ ნარკოტიკი განუსაზღვრელი რაოდენობით მოიხმარონ, ეს ძალიან ცუდი იქნება, რაც ერის დაღუპვის და დანაშაულის ტოლფასია. ეს სა- კითხი ახლა, შემთხვევით არ მიხსენებია იმიტომ, რომ ამის პროპაგანდას მწერლებიც ეწევიან. დეისაძე
"იმედის" ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: კარგ ნაწარმოებს და მუსიკას მაშინ ვწერ, როცა მარიხუანა მაქვს მოწეულიო. ამ პროპაგანდაში ჩართული იყვნენ სხვა მწერლებიც, მსახიობები, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნარკოტიკი კარგია. ეს გლობალური მოვლენა
ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

_  თქვენ  აღნიშნეთ  სკოლებში,  უმაღლეს  სასწავლებლებშიც იგივე   სიტუაციააო,   რა   გაქვთ  მხედველოვაში?

_ მოგახსენებთ. ნაცვლად იმსა, რომ სკოლებში ილია, ვაჟა, გალაკტიონი  ისწავლებოდეს,  რაც ახალგაზრდა თაობას სამშობლოს სიყვარულს შთააგონებს, მათი შე- მოქმედება სასწავლო პროგრამიდან ამოღებულია, როგორც სკოლებში ისე  უმაღლეს  სასწავლებლებში.
შემიძლია მაგალითად ერთი კონკრეტული შემთხვევა მოვიყვანო: პიროვნება, რომელიც "ნაციონალების| დროს განათლების მინისტრის  მოადგილე  იყო,  ახლა  კი,"ილიაუნში" სტუდენტებს ლექციებს უკითხავს, ასოცირებული პროფესორია, მათ ეუბნება: პატრიოტიზმის,
სამშობლოს თემაზე წერა არის ჩამორჩენილობის, პროვინციალიზმის ნიშანი, რაც ქართულ ლიტერატურაში მიუღებელიაო. როგორ შეიძლება უმაღლესში ასეთი ლექტორი ასწავლიდეს, ის ხომ მომავალ თაობას წამლავს. მისი აზრით, რაც უფრო ნაკლები ეცოდინება სტუდენტს
სიყვარულზე, სამშობლოზე, ზნეობაზე, უკეთესი ყოფილა. სწორედ აქედან მოდის თანამედროვე მწერლების მსგავსი იდეოლოგიაც. წლების მანძილზე ვახტანგ ხარჩილავასთან  ერთად  "ცისკარში" ვმუშაობდი, ახლაც, ამ ჟურნალში ვარ. აქვე, გამოდიოდა ახალგაზრდული ჟურნალი "ნობათი", ჩვენ, ყოველთვის, ახალგაზრდა, ნიჭიერ მწერლებს ვეძებდით. ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი მწერლები არ გვყავდეს. ნიჭიერი, ახალგაზრდა მწერალი ახლაც ბევრია, უბრალოდ, მთავარია მათი მოძებნა, სწორ გზაზე დაყენება, დაკვალიანება. დღეს, ეს "ჩანერგილი" მწერლები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ვფიქრობ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქარ- თულ მწერლობაში მოდიან, თავის ჭკუაზე, გემოვნებაზე დაიყვანონ.

_ ბატონო ბაღათერ, რადგან მწერლობის პრობლემებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმ ქაოსზე, რაც ზვიად რატიანის თემას უკავშირდება?

_  ამ  თემის  გარშემო  დიდი ხმაური ატყდა. დეისაძე, ბუღაძე, შამუგია და სხვები რატიანის დასაცავად
გამოვიდნენ. კი, მწერალი უნდა დაიცვა, მაგრამ მას უფლება არ აქვს თავისი საქციელით საზო- გადოებას შეურაცხყოფა მიაყენოს. არ შეიძლება პატრიარქის გინება ჩვეულებრივი  მოვლენა  იყოს.  ამ დროს კი რა ხდება?! _ ეს ახალგაზრდა მწერლები შინაგან საქმეთა
მინისტრს ემუქრებიან, საზოგადოებას მიანიშნებენ, ჩვენ უფლება გვაქვს გაგინოთ, გიგინოთ ოჯახი, კიდეც დავლევთ, შეურაცხყოფას მოგაყენებთ, პატრიარქსაც შეგიგინებთ,  თქვენ  კი  ხმის  ამოღება არ გაბედოთო. არ არის ეს ქვეყნის აბუჩად აგდება? საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  გვაჩვენა,  თუ  რისთვის მოხდა რატიანის დაკავება. რატიანი ნიჭიერი პოეტია, მაგრამ უმიზეზოდ პატრიარქის გინება, მიუღებელია. მან შეურაცხყოფა მია- ყენა მწერლის ღირსებას. მწერალი ყოველთვის ერის  წინამძღოლად, მის დამცველად მოიაზრებოდა. მეფეები მწერლები, პოეტები იყვნენ. მწერლის სიტყვას ერი ენდობოდა. როცა დედას იგინები საკუთარ თავ- საც შეურაცხყოფას აყენებ და კო- ლეგებსაც. "რუსთავი2"-მა ეს თემა "აწია" და ისე წარმოაჩინა, თითქოს, რატიანის დაკავებით ეროვნული ტრაგედია მოხდა. დეისაძემ, ბურჭულაძემ, ბუღაძემ, პირდაპირ, დალესის დოქტრინით მიმართეს გიორგი გახარიას: "გავაშავებთ თქვენს მოძალადე სისტემას, გავაკე- თებთ შარჟებს, სასაცილოდ ავიგდებთ თქვენი სისტემის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომანებისა და ლექსების პერსონაჟებად გაქცევთ, გავაკეთებთ თქვენთვის ფრიად უსიამოვნო პერფორმანსებს. მადლობლები ვართ ახალი შთაგონება რომ გაგვიხსენით. სანამ ამ საქმეში მონაწილე ერთი მოძალადე გაიშნიკი გარეთ იქნება, მანამ არ მოგცემთ მოსვენებას, არ ამოგასუნთქებთ".

ისინი პირდაპირ ტერორს ახდენენ შსს მინისტრზე და იგი იძულებული გახდა ამ მწერლებთან მისულიყო. რაზეა საუბარი, როცა შენი ქვეყნის შსს მინისტრს და "საზ. მაუწყებელს" აშანტაჟებ?! შამუგიებს და მსგავსთ "რუსთავი2"- ზე ერთი აუგი სიტყვა არ წამოსცდენიათ, ეს ტელევიზია ხომ წლებია ქვეყანას წამლავს. სისხლისღვრების, "ნაცების" მიერ ჩადენილი უზნეობების გაპრავება, სწორედ,"რუსთავი2"-დან ხდებოდა და ხდება. ერთი არავის გაუპროტესტებია "რუსთავი2"-ის იდეოლოგია, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დივერსია, სამაგიეროდ, მაღლაფერიძეს  დაუწყეს ძირის გამოთხრა. არ შეიძლება მწერალი ორმაგი სტანდარტით ცხოვრობდეს. ჩემი აზრით,
"საზმაუ-ზე", პარალელურად, უნდა მოხდეს იმ პროცესების წარმოჩენა, რაც ლიტერატურაში მიმდინარეობს და არა შერჩევითი ჯგუფების, არამედ ნამდვილი ლიტერატურის პრო- პაგანდა. დღეს, ტელევიზიები ლიტერატურულ პროცესებს არ აშუქებენ.

"იმედიც", ფაქტობრივად, "რუსთა- ვი2"-ს დაემსგავსა. პრობლემებზე საფიქრალია. ამას სახელმწიფომაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმიტომ, რომ რომელი მწერლებიც "ნაცების"  დროს  ხმაურობდნენ, ისინი "ქართული ოცნებისგანაც" ხელშეწყობილნი არიან. დანარჩენ მწერლებს  არც  არავინ  ეძებს  და არც აფასებს. თუნდაც, ხომ საინტერესოა, გახარიას ასეთ პრინციპულ მოთხოვნას რომ უყენებენ, სად იყვნენ "ნაცების" დროს, როცა გირ- გვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილს კლავდნენ? სად იყო მაშინ ბუღაძე, შამუგია, დეისაძე და სხვები, ხმას რატომ არ იღებდნენ? გეტყვით პასუხს: ისინი "ნაცების" ნავში ანუ "ნაცების" "ტანკში" ისხდნენ და ახლაც, იგივეს აკეთებენ. ყველა ამ თემის აწევა "რუსთავი2"-ის პროპაგანდით, ხელშეწყობით ხდება.

კულტურის სამინისტრო, ტელევიზიები ისევ "ნაცების" კადრებით არის გადაჭედილი. იდეოლოგია, რასაც იმ პერიოდში "ნაცები" ეწეოდნენ, დღესაც ყვავის. ცუდია რომ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, რომელთაც შე- უძლიათ მწერლობისთვის კეთილი საქმეები აკეთონ, ამ ტენდენციის დამმკვიდრებელნი გამოდიან. ხელს უწყობენ სწორედ იმ უზნეობის, არასამართლებრივი პროცესების განვითარებას, საზოგადოების დაძაბვას. ვფიქრობ, მწერლის მოვალეობაა სიკეთის კეთება. მან საზოგადოებას თავისი სიმთვრალით, გინებით, უწმაწური ტექსტებით კი არ უნდა დაამახსოვროს თავი, არამედ საკუთარი შემოქმედებით. ამის ნაცვ- ლად ისინი, სამწუხაროდ, დაკვეთას ასრულებენ. ის პროცესები, რასაც დღეს, ქართულ ლიტერატურაში ნერგავენ,  ევროპამ  უკვე  გაიარა. ესენი ქარავანს ჩამორჩენილი მოგ ზაურებივით არიან. უხამსი ტექსტები, რაც ევროპაში 20-30 წლის წინ იწერებოდა, ჩვენებმა ახლიდან აითვისეს. ახლა, მწერლობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ დააკვირდით, იგივე, ტელეფილმებს, გინების გარეშე ფილმს ვერ ნახავთ. ამ ფილმების სცენარისტები ხომ იგივე მწერლე- ბი არიან. ეს კასტაა, რომელიც ამ მეთოდით მოქმედებს ლიტერატურაშიც და კინოშიც. ზოგჯერ ისეთი გინება ისმის, რომ უბრალოდ, შეგრცხვება.

ეს არის ტალღა, რომელმაც საზოგადოების გემოვნების ერთგვარი დეგრადირება უნდა მოახდინოს, ბულვარული სტილის ლიტერატურშჩინით საზოგადოების გემოვნება გარყვნას. მოგეხსენებათ, გარყვნილი საზოგადოების მართვა, ძალიან ადვილია. აი, ეს პოლიტკაა დღეს...

ხელისუფლებამ,  პრესამ,  ტელევიზიამ ცოტა სხვა გეზი უნდა აიღოს. მათ, რა თქმა უნდა, წერას ვერ აუკრძალავ, მაგრამ პარალელურად, უნდა არსებობდეს ჭეშმარიტი ლიტერატურის პროპაგანდაც.
სწორი პროცესების წარმართვა და პოლიტიკის შემუშავება მწერლობის განვითარებისთვის აუცილებელია, რაზეც, პირველ რიგში, ხელისუფ- ლებამ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უნდა იზრუნონ.

_ გამოდის, ვინც ღირებულს ქმნიან ის მწერლები იმიტომ არ ჩა- ნან, რომ საკუთარ ტექსტებს ტუა- ლეტში არ
წერენ?


_  სამწუხაროდ,  ასეა.  ამაში სწორედ იმ ტელევიზიებს მიუძღვის დიდი წვლილი, რომლებიც მათ პროპაგანდას უწევენ. იქ, მომუშავე ჟურნალისტებიც ამ გემოვნებით არიან აღზრდილნი. ისინი, სწორედ, იმ "ილიაუნში" აღიზარდნენ, სადაც ლექტორი ის ქალბატონია, რომე- ლიც ქადაგებს, რომ პატრიოტიზმი, ზნეობა, რელიგია ეს ყველაფერი ბლეფია და ჩვენ, ახალ სარწმუნოებას, იდეოლოგიას, რელიგიას ვქმნითო. სწორედ ეს ახალი რელიგიაა უზნეობა, აღვირახსნილობა. დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. ეს საზოგადოების დაშლის, გარყვნის, უზნეობისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს. ეს უზნეობა უნდა აიკრძალოს. ამას ჩვენ, ვერ ავკრ- ძალავთ,  მაგრამ  როცა  ადამიანი შინაგან ცენზორს კარგავს, უკვე ყველაფერზეა წამსვლელი.

_ წეღან, `საბას~ პრემიაზე ისაუბრეთ. ანალოგიური ხდება ფრანკფურტის,  დრეზდენის  და სხვა წიგნის
ბაზრობებზე, სადაც ერთიდაიმავე მწერლების წიგნები ითარგმნება და იბეჭდება. ამაზე რას გვეტყვით?


_ გეთანხმებით, მართალს ბრძანებთ. "საბას" პრემია იცით, როგორ გაიცემა? _ ერთიდაიგივე ჯგუფია, ვთქვათ, 10-კაცინი. პირველ წელს 5 კაცი ჟიურიში ზის და მეორე 5 კაცს, მათი კასტის წარმომადგენლებს  პრემიას  ურიგებს.  მეორე წელს, ჟიურის წევრები ისინი არიან ვინც წინა წელს პრემია მიიღეს და ახლა, მათ აძლევენ პრემიას, ვინც წინა წელს ჟიურიში ყოფნისას ისინი დააჯილდოვა. გესმით, რა ხდება? ასე წრეზე ტრიალებს ეს "საბა". პრემიებს ერთიდაიგივე ხალხი იღებს. მაგალითად, დაახლოებით, 5 წლის წინ, პრემია ორჯერ ზედიზედ მისცეს ვინმე მაისურაძეს, რომელიც გერმანიაში სწავლობდა, ჩამოვიდა და პატრიარქის ლანძღვაგინებისთვის პრემია მისცეს. ჩემი აზრით, ამგვარ ტექსტებში "საბას" პრემიის მიღება უზნეობაა.

მაშინ მამუკა ხაზარაძეს კიდევაც გავუგზავნე წიგნიდან ციტატები, რაშიც მან პრემია გასცა. მეორე წელს, თითქოს, ჯინაზე მას პრემია ისევ მიაკუთვნეს. მეტი რაღა გითხრათ?! ხაზარაძეს, ალბათ,  სულ  არ ადარდებს  ვის აგინებენ. ასეთი ტენდენციაა, რომ საზოგადოება უფრო გამოშტერდეს, გამოსულელდეს, მან კი ამით მეტი ფული აკეთოს. რაც შეეხება ფრანკფურტს, ევროპას ეროვნული, ქართული პოეზია და პროზა, რომელიც ადამიანური, ღირებულია, უფრო ენატრება. ვფიქრობ, ქართული ლექსი ევროპისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ამ
მწერლების გინება, ლანძღვა და უზნეობა.

კულტურის სამინისტროში არის წიგნის პალატა, რომლის ირგვლივაც ეს მწერლები არიან შეკრებილნი. მისი ხელმძღვანელი გახლავთ დეა მეტრეველი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე "ნაცების" დროს დაინიშნა. მაშინაც და ახლაც ფრან- კფურტის, დრეზდენის და წიგნის სხვა  ბაზრობებზე  ერთიდაიგივე ხალხი  მიდიოდა  და  დღესაც  მიდის. "მწერალთა სახლში" წიგნის პალატის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოეწყო. დეა მეტრეველს შევეკითხე: ვინ არჩევს იმ ხალხს, ვინც წიგნის ფესტივალზე იგზავნება, ვინ გყავთ კომისიაში-მეთქი, მიპასუხა: რისმაგ გორდეზიანი, ირმა რატიანი, ლაშა ბაქრაძე და ა.შ. ეს ხალხი თავის ადგილზე შეიძლება კარგია, მაგრამ ლიტერატურის პროცესები მათ არ იციან. მეტრეველი დამპირდა, თქვენს აზრს გავიზიარებო, მაგრამ წიგნის ბაზრობებზე მაინც იგივე ხალხი მიჰყავთ.

კულტურის მინისტრი, წიგნის პალატის მუშაობაში, ალბათ, უფრო მეტად უნდა ჩაერიოს. იცით, როგორ იბეჭდება იქ, მწერლების ნაწარმოებები? მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდებმა ინტერნეტი  კარგად  იციან, რისი მეშვეობითაც ნახულობენ გამომცემლობებს გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ. შემდეგ, მათ ეუბნებიან: გამოაგზავნეთ წერილი კულტურის სამინისტროში, რომ გინდათ ჩვენი წიგნის თარგმნაო. მართლაც მოდის წერილი უცხოეთიდან და ნაწილს ისინი აფინანსებენ, ნაწილს _ 70%-ს კულტურის სამინისტრო. მერე, იქ, წიგნის პრეზენტაცია ხდება.

საერთოდ, ეს წიგნები იქაურ მაღაზიებში არ შედის იმიტომ, რომ თუ იმ სამყაროსთვის, სივრცისთ- ვის, ქვეყნისთვის ცნობილი არ ხარ, კერძო მაღაზიაში არაცნობად მწერალს არავინ დადებს. მათ ეს წიგნები უკან, საქართველოში მოაქვთ და აქ, ისე აშუქებენ, თითქოს მათზე ფრანკფურტში ან სადმე სხვაგან დიდი  მოთხოვნაა.  არ  არსებობს არავითარი სახელმწიფო პოლიტიკა თუ რომელი მწერლის შემოქმედება უნდა ითარგმნოს ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს საკითხი თვითინიციატივაზეა მიშვებული, რაშიც კულტურის სამინისტრომ უფრო მეტი პრინციპულობა უნდა გამო- იჩინოს. წიგნის პალატას გონია, რომ თანამედროვე მწერლები ისინი არიან, ვინც დღეს, ასეთ უზნეო ტექსტებს წერენ.

_ "მწერალთა კავშირი" რას აკეთებს ამ დროს?

_  მწერალთა  კავშირი  არასამთავრობო ორგანიზაციაა, პროფესიული ნიშნით გაერთიანებულ თანამოაზრეთა ერთობა. იმ არასამთავრობოებს, რომლებიც დასავლეთიდან, ევროპიდან თუ ამერიკიდან ფინანსდებიან  მეტი საშუალება აქვთ, რაც არ გააჩნია "მწერალ- თა კავშირს". მას სახელმწიფო არ აფინანსებს. იგი ფინანსდებოდა 2003 წლამდე, მერე "ნაცებმა" დაფინანსება შეწყვიტეს. სამწუხაროა, როცა სამკაციანი პარტიები, რომლებიც 100 კაცს ვერ შეკრებენ, ფინანსდე- ბიან. მწერლობა კი უპატრონოდაა მიგდებული.

_ მაგრამ, თუნდაც, ეს აღვირახსნილობა რომ გააპროტესტოთ, ან ამ თემებზე იმსჯელოთ, იკამა- თოთ, ამას დაფინანსება რად უნდა?

_ ტელევიზიები, ვისაც ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, ანუ ჩვენ, არ გვიკარებენ. საქმეც ამაშია, რომ ტელევიზიები მთელ იდეოლოგიას სახელმწიფოს მასშტაბით მართავენ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ  იმის  საშუალება,  რომ "მწერალთა კავშირში" ჩავატაროთ ღონისძიებები _ წიგნების პრეზენტაციები, საიუბილეო საღამოები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

თამარ შველიძე





მეტის ნახვა
30-01-2018, 15:36


ალო, ტაქსი!!!

ტაქსია თუ ოთხ ბორბალზე შემდგარი საქათმე?!


ტაქსს ვაჩერებ, უკანა სავარძელში ვჯდები და მძღოლს ოპერის თეატრთან მიყვანას ვთხოვ.
ასიოდე მეტრი გავიარეთ, უცებ მძღოლი მომიტრიალდა და ცოტათი დარცხვენილი მეუბნება: – არ ვიცი, უფროსო, სად არის ოპერის თეატრი და იქნებ მითხრათ, რა გზით წავიდეო.

იმდენად მოულოდნელი იყო მძღოლის ნათქვამი, ვიფიქრე, ხომ არ მეხუმრება-მეთქი, თუმცა გაურკვეველი სიტუაციიდან ისევ მძღოლის დამატებითმა ახსნა-განმარტებამ გამომიყვანა: – ზესტაფონიდან ვარ, ერთი კვირაა, რაც `ტაქსაობა~ დავიწყე და ბოდიშს გიხდით, ქალაქს კარგად არ ვიცნობო.

– კი, მაგრამ ოპერის თეატრი როგორ არ იცი, შე დალოცვილო. რუსთაველის პროსპექტი ხომ იცი? – ვკითხე გაბრაზებულმა.
– რუსთაველის პროსპექტი როგორ არ ვიცი, – იწყინა მძღოლმა. – ჰოდა, რუსთაველზეა ოპერის თეატრი, ერთი ოპერის თეატრი გვაქვს საქართველოში და არ უნდა იცოდე? – ვუსაყვედურე მძღოლს.
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ბატონო… აწი მეცოდინება. – ისეთი ხმით მითხრა, შემეცოდა.
ეს ამბავი ერთ ტაქსის მძღოლს ვუამბე – ასე და ასე, შენმა კოლეგამ ოპერის თეატრი არ იცოდა-მეთქი.
– მაგ თემასთან დაკავშირებით უარეს ამბავს გეტყვიო, – მომიგო მძღოლმა.
ამაზე უარესი რაღა იქნება-მეთქი? – გავიკვირვე.
– ბირჟაზე ვდგავართ ტაქსები და კლიენტებს ველოდებით. ერთი კოხტად ჩაცმული, შუახნის ქალბატონი მოვიდა და ჩემს წინ მდგარი მანქანის მძღოლს რაღაცას ელაპარაკება.
უცებ ქალბატონი მთელი ხმით აყვირდა: – მე შენ ვინ გგონივარ, შე გარყვნილო, ბოზი და გათახსირებული სახლში გეყოლება, შე უნამუსოო, – უკივლა მძღოლს, კარი მთელი ძალით მიუჯახუნა და ჩემსკენ წამოვიდა.
– დაბრძანდით ქალბატონო-მეთქი და კარი გავუღე.
ქალი დაჯდა, მაგრამ იმდენად იყო ანერვიულებული, ვერა და ვერ დაწყნარდა. – მე მაგას ვინ ვგონივარ, მაგ თავხედს და უზრდელს. ეს რა მაკადრა, მაგ გათახსირებულმაო, – იძახდა გამწარებული.
– მაინც, რა გაკადრათ ასეთი? – გავბედე და ვკითხე.
– ოპერის თეატრთან მიმიყვანე-მეთქი, ვთხოვე და – რომელი ოპერის თეატრთან მიგიყვანოთ ქალბატონოო, – გამეარშიყა თავისი ჭკუით. მე მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა არშიყობაო, – ბრაზს ვერ იოკებდა ქალბატონი.

ვერაფრით ვერ დავარწმუნე ქალბატონი, რომ ის საწყალი მძღოლი კი არ გაეარშიყა, მას, უბრალოდ, ჰგონია, რომ თბილისში რამდენიმე ოპერის თეატრია.

სასაცილო ამბავია, ხომ? თუმცა სასაცილო კი არა, უფრო სატირალია ის სიტუაცია, რაც ტაქსებთან დაკავშირებით თნილისში ხდება.

ეს არის აბსოლუტურად თვითდინებაზე მიშვებული, აბსოლუტურად უკონტროლო სფერო, სადაც სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევს, ქვეყანაში კი არ არსებობს არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მომსახურების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში თუნდაც მინიმალურ წესრიგს დაამყარებს.

როგორც კი ვინმე საუბარს წამოიწყებს ტაქსებით მომსახურების სფეროში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე, მას ასეთი არგუმენტებით აჩუმებენ: ეს ადამიანები პურის ფულს "ტაქსაობით" შოულობენ და ოჯახს ამით არჩენენ. რა ვქნათ, ოჯახის რჩენის ეს უკანასკნელი საშუალებაც წავართვათ?

ეს ერთი შეხედვით ჰუმანური არგუმენტი სინამდვილეში სწორედ რომ ანტიჰუმანური არგუმენტია, რომელსაც არ შეიძლება ასე თუ ისე ოდნავ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მოხელემ თავის მოქალაქეებს უთხრას და არსებულ პრობლემაზე კომენტარი ამ "ჰუმანური" განცახდებით ამოწუროს.

ამ განცხადების გამკეთებელს ავიწყდება, რომ საქმე ეხება არა რაღაც ტვირთების გადაზიდვას, არამედ ადამიანების მომსახურებას, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებას.

თავი რომ დავანებოთ ავტომანქანების ტექნიკურ გაუმართაობას, ვინმე აკონტროლებს, ვინმემ იცის, ვინმემ შეისწავლა, რა კატეგორიის ადამიანები უსხედან ე.წ. კერძო ტაქსების საჭეებს?

მე მინახავს ხეიბარი, ინვალიდი ტაქსის მძღოლები, მინახავს აშკარად კრიმინალური მანერების მქონე ტიპები, ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები, მინახავს ღრმად ასაკოვანი, 80-84 წლის მოხუცები, რომლებიც მოქალაქეებს ტაქსებით "ემსახურებიან".

ქუჩაში ტაქსის დაჭერა საკმაოდ სახიფათო და რისკიანი საქმეა, რადგან შეიძლება ისეთ ვინმეს გადაეყარო, რომელმაც, გარდა იმისა, რომ მანქანის მართვაც კი არ იცის ხეირიანად, არ იცის კლიენტთან ურთიერთობის ელემენტარული ნორმები – უზრდელობს, უხეშობს, იგინება.

გვესმის, რომ ბევრმა გაჭირვების გამო მიმართა ამ ხელობას, გაჭირვების გამო ჩამოვიდა სოფლიდან თუ სხვადასხვა ქალაქიდან, რომ ოჯახი არჩინოს, მაგრამ ეს არ შეიძლება აკეთო იმის ხარჯზე, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და ხელი მოჰკიდო იმ საქმეს, რომელიც არ იცი.

კარგი, მას არა აქვს იმდენი შეგნება, მაგრამ სახელმწიფოში რაღაც სტრუქტურა ხომ უნდა არსებობდეს, რომელიც, სანამ ლიცენზიას და ტრაფარეტს მიყიდდეს ტაქსის მძღოლობის მსურველს, ჯერ დაელაპარაკება ამ ადამიანს, მოსთხოვს ჯანმრთელობის ცნობას, გაარკვევს, რამდენად იცის ქალაქი, იმასაც დაადგენს, მძღოლობის რა გამოცდილება აქვს, იცის თუ არა, თუნდაც საყველპურო დონეზე, რომელიმე უცხო ენა, ვთქვათ, ინგლისური, რა წარსული აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს ნებართვას, მოემსახუროს ადამიანებს.
ძნელია ამის გაკეთება?

არ არის ძნელი, უბრალოდ, ცოტა მეტი პრინციპულობა და გამბედაობაა საჭირო.
ქვეყანაში წლებია, თავი ვერ მოება ავტომანქანების ტექდათვალიერების საკითხს და, ალბათ, კიდევ დიდ ხანს ვერ მოებმება, მაგრამ ის ხომ შეიძლება გავაკეთოთ, რომ ის ავტომანქანები მაინც შემოწმდეს, რომელთა მძღოლებიც "ტაქსაობას" აპირებენ.

წესრიგი, კონტროლი, კანონის ჩარჩოები ყველგან და ყველაფერშია საჭირო, მით უმეტეს ადამიანების მომსახურების ისეთ სფეროში, როგორიც ტაქსით მომსახურებაა.
ქვეყნის სირცხვილია, ქვეყნის პრესტიჟის შელახვაა ის, რაც ამ სფეროში ხდება.

კულტურული და ცივილიზებული ერი ვართო, ვირწმუნებით, მაგრამ საქმით ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რომ ამის დაჯერება ძნელია.

ტაქსი ქალაქის სავიზიტო ბარათია, ტაქსის მძღოლი – პირველი მასპინძელი.
რა შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნას სტუმარს, როცა ეს მასპინძელი გაუპარსავი, უკაცრავად და, დაუბანელი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, აქოთებული სალონით ხვდება სტუმარს?

ჩვენი, ადგილობრივი მაცხოვრებლების თავი ჯანდაბას, ჩვენ დიდი ხანია შევეჩვიეთ, იმას, რაც ამ ქალაქში ხდება, მაგრამ სტუმრებისა მაინც მოგვერიდოს, რომლებიც ტაქსით სარგებლობას თუ გადაწყვეტენ, ტაქსის ნაცვლად ოთხ ბორბალზე შემდგარ საქათმეში ამოჰყოფენ ხოლმე თავს.

ეს უმწვავესი პრობლემა, რომელზეც ამ წერილში ვისაუბრეთ, მაქსიმუმ ორ თვეში შეიძლება მოგვარდეს, თუ ამას ქალაქის მთავრობა მოინდომებს.

ჰოდა, მოინდომეთ, ბატონებო, მოინდომეთ!
ვისარგებლებთ შემთხვევით და ბარემ აქვე ვიტყვით, რომ ასევე დიდი პრობლემაა, მე ვიტყოდი, სრული ქაოსია ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით მომსახურების სფეროშიც.
სამარშრუტო ტაქსები, დღისით საკმაოდ მრავლად არიან ქალაქში, მაგრამ მოსაღამოვდება თუ არა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სადღაც უკვალოდ ქრება.

როგორც აგვიხსნეს, სამარშრუტო ტაქსები კერძო საკუთრებაა და მათი მძღოლებიც ისე იქცევიან, როგორც მოეპრიანებათ.
– საღამოს მგზავრების ნაკადი მკვეთრად იკლებს და რა ვქნათ, ცარიელები ხომ არ ვივლითო, – ამიხსნა ერთმა მძღოლმა.
კი, მაგრამ, რა ქნას იმ მგზავრმა, რომელსაც უკანასკნელი 80 თეთრი აქვს გადანახული სახლში დასაბრუნებლად და თავის სამარშრუტო ტაქსს ელოდება, ის კი არა და არ მოდის, რადგან მძღოლმა, რომელიც დღისით 15 კაცის ნაცვლად 30 კაცს ტენიდა მანქანაში, საკმარისი ფული უკვე გამოიმუშავა და სულაც არ ენაღვლება იმ მგზავრის ბედი, რომელიც მის მოლოდინში ქუჩაში იყინება.

რა ხდება, რა განუკითხაობაა ეს – ნუთუ ამ სამარშრუტო ტაქსებს სხვა არანაირი ვალდებულება არა აქვთ გარდა ერთისა – დღისით რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ, საღამოს კი თვითნებურად მიატოვონ ხაზი და სახლში წავიდნენ.
რა გამოდის – ეს პატივცემულები მხოლოდ დღის ცვლაში მუშაობენ?
კი, ბატონო, ეს სამარშრუტო ტაქსები მათი პირადი საკუთრებაა, მაგრამ ეს ქალაქიც ხომ არ არის მათი პირადი საკუთრება, რომელსაც, როგორც უნდათ, ისე ექცევიან, პასუხის მომთხოვნი კი არავინ არის.

გიორგი გამეზარდაშვილი

რედაქციისგან:
იმედი გვაქვს, ქალაქის ახალი მერი, ბატონი კახი კალაძე, რომელიც სერიოზულ ცვლილებებს აანონსებს, ყურადღებას გაამახვილებს ამ წერილში წამოჭრილ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებსაც დროულად და ოპერატიულად გამოძებნის.

მეტის ნახვა
30-01-2018, 13:49