რომან რურუა, მსოფლიო ჩემპიონი
– პირველ რიგში, ახალ წელს მივულოცავ "საერთო გაზეთს", მთელ თქვენს შესანიშნავ კოლექტივს. მართლაც შეუპოვარი და პატრიოტი ადამიანები ხართ. სულ გამარჯვებით გევლოთ!

წარმატებები, წინსვლა, გაერთიანება, გაძლიერება, გამთლიანება მინდა ვუსურვო ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას. "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო", უთხრა ილია ჭავჭავაძემ საქართველოს, მომავლებმა ცუდ დღეში ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა. გვიჭირს დღეს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 2018 წელი საქართველოსთვის წარმატებების და ძლიერების წელი იქნება.

იხარეთ, მრავალჟამიერ! გილოცავთ წელს 2018!

მეტის ნახვა
22-12-2017, 13:13


„საერთო გაზეთის“ სტუმარია ეკონომისტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური პაპასქუა:

– ბატონო იური, სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი განმაპირობებელი, ალბათ, ქვეყნის სწორი საგადასახადო პოლიტიკაა. მოდით, საუბარი საგადასახადო კოდექსით დავიწყოთ, ამ კუთხით, რა პრობლემებია?

– კოდექსი რომ გვაქვს, ეს კარგია.
მოქმედი საგადასახადო კოდექსი რიგით მესამეა. წინამორბედებში დაუსრულებლივ შეჰქონდაც ცვლილებები და დამატებები. ყველა შემთხვევაში, ეს ცვლილებები არ იყო ორიენტირებული სრულყოფასა და გამარტივებაზე. ცვლილებების ნაწილი ცალკეული ლობისტური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ახირებებს ითვალისწინებდა. ხშირი, გაუმართავი, გამკაცრებისკენ მიმართული, გადამხდელის ინტერესების საწინააღმდეგო ცვლილებები და დამატებები ქმნიდენ არასტაბილურ, ამასთან გადამხდელისთვის არახელსაყრელ გარემოს. ამ მხრივ, არც მოქმედი კოდექსია გამონაკლისი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საგადასახადო სისტემა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ პარტნორობის წევრ ქვეყნებში ყველაზე საუკეთესოა. გადამხდელები ოფისიდან გაუსვლელად უკვე სარგებლობენ ელექტრონული დეკლარირებით, სასაქონლო ზედდებულებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა მთლიანად ელექტრონულია, საკასო აპარატების ფისკალური მეხსიერება მიერთებულია ერთიან ელექტრონულ ბაზასთან, საბაჟო ოპერაციები და დეკლარირებაც ელექტრონულად ხორციელდება, ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსოლიდირებული ვერსია და სიტუაციური სახელმძღვანელო განთავსებულია შემოსავლების სამსახურის საიტზე და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.

– გაძვირდა აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას და ლარს კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აგდებს. აქვე, საინტერესოა რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი?


– ერთი შეხედვით, აქციზის გაძვირება და „მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელი“, კავშირში არ უნდა იყოსო, შესაძლოა იფიქროს სხვამ, თუმცა თქვენ სწორად შენიშნეთ მათი ურთიერთდამოკიდებულება.
ის, რაც ჩვენთან დამკვიდრდა, ესტონური არაა. ესტონურისგან მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის იდეაა გადმოღებული. ესტონურ მოდელს მხოლოდ ესტონეთში, კონკრეტულ გარემოში, დროსა და ვითარებაში ქონდა წარმატება. ეს მოდელი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ გადაუღიათ, ევროკავშირმაც კი არ მიიღო და გავრცელება ვერ ჰპოვა. თეორიული გათვლებით, ამ მოდელს (ასე მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ) კვლავწარმოების გაფართოების მოტივაცია გააჩნია. ვერ ვუარვყოფ, რაღაც ეტაპზე ეს ასეც მოხდება. მაგრამ მაშინ, როდესაც სამეწარმეო სუბიექტების 90%-ზე მეტი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოა, მათ გაფართოებისთვის იმდენი რესურსი არ რჩებათ, რომ ეკონომიკას მატება მალე დაეტყოს.
მოგების გადასახადის ახალი მოდელის შემოღებით ბიუჯეტის შემოსავლებს არანაკლებ 500,0 მილ. ლარი აკლდება რამდენიმე წელიწადს მაინც. ეს მნიშვნელოვანი თანხაა, მით უფრო, ჩვენი ეკონომიკისთვის.

– რით ივსება ბიუჯეტი?


– ეს მართლაც საინტერესო საკითხია – რით ივსება, რისგან შედგება ბიუჯეტი?
ადრე, ბიუჯეტში ყველაზე დიდ ნაწილს გადასახადები შეადგენდა. დღეს, გადასახადები მთლიან შემოსავლებში იმდენი არაა, მათი ადგილი მოსაკრებლებმა, ჯარიმებმა, საურავებმა შეავსო. ნახეთ, რა წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე: 2011 წელს პრეზიდენტმა გამოსცა ეკონომიკური დამოუკიდებლობის აქტი, რითაც ახალი გადასახადის დაწესების, მისი გაზრდის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი. არ ვიცი, ვის შეიძლება მოუვიდეს ასეთი აზრად, ხალხს შეეკითხოს: გინდათ ეს გადასახადი თუ არა, მოქნილია იგი თუ არა? რომელი გადამხდელი იტყვის, არიქა, გამიზარდეთ გადასახადი, მეტი მაქვს და არ მჭირდებაო. ამიტომაცაა, როცა ბიუჯეტს პრობლემები ექმნება, ყოველთვის არის ცდა მოსაკრებლები გაზარდონ. დღეს ბიუჯეტის შემოსავლების უფრო მეტი ნაწილი მოსაკრებლებია.

– გამოდის, რომ ბიუჯეტი მოსაკრებლებით ივსება. რატომ ხდება ასე?

– აბა, გადასახადები იმდენი არაა, ბიუჯეტს რომ ეყოს. ეკონომიკა არ იზრდება ან ნელა იზრდება. გადასახადების განაკვეთების გაზრდა ისედაც უკმაყოფილებას გამოიწვევს, ამასთან, ეს შესაძლებლობა შეზღუდულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის აქტით. ჯარიმების გადაუხდელობაზე საურავებს ვერ დააწესებ. ჯარიმებზე საურავები რომ დააწესო, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? – ასე მოსახლეობას სულ განადგურდება.

– ოპოზიცია მუდმივად გადასახადების შემცირებას ითხოვს. რას მოგვცემს ეს ყოველივე?

– სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საგადასახადო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე ნორმალურია. იგი არც ყველაზე დაბალია და არც ძალიან მაღალი. მაგრამ პრობლემა სხვა რამ არის. ვინ იხდის გადასახადს? – კოდექსის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელიც შემოსავალს ღებულობს. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. სინამდვილეში, იურიდიული პირი არაფერს იხდის. არაპირდაპირი გადასახადები – დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი მომხმარებლის გადასახადია, საწარმო, იურიდიული პირი აგენტის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ. პირდაპირ გადასახადებსაც (მოგებას, საშემოსავლოს, ქონების გადასახადს) სინანდვილეში მომხმარებელი იხდის. რა არის მოგების გადასახადი? ესაა გადასახადი სხვაობიდან შემოსავალს მინუს ხარჯები. ქონების გადასახადს ვინ იხდის? ქონების გადასახადი თვითღირებულებაში აისახება და შესაბამისად, როცა პროდუქციას ვყიდულობ, მომხმარებელი მას იხდის. რაც თვითღირებულებაში შედის, იმის გადამხდელი მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელია. ასეა ამ გადასახადების რეალური ბუნება.

– ამდენი გადასახადი ზურგზე ღატაკ ადამიანებს აწევთ, ასე როგორ ავაშენოთ მდიდარი სახელმწიფო?

– უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რაზეც ახლა ვისაუბრე, ეს გადასახადი არ არის. გადასახადი არის ის, რაც კოდექსითაა გათვალისწინებული. ეს არც მოსაკრებელია. ჩვენ გვაქვს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. სულ 6 გადასახადია დაწესებული: აქციზი, დამატებითი ღირებულების გადასახადი, მოგების, საშემოსავლო, იმპორტის და ქონების გადასახადი. ეს არის რასაც საგადასახადო კოდექსი არეგულირებს. სხვა მოსაკრებლებია სათამაშო ბიზნესიდან, მომსახურებიდან და საქმიანობიდან, ჯარიმებია, საურავებია. ბიუჯეტში გადასახადებს ბევრად სჭარბობს სხვა შემოსავლები. ეს ნიშნავს, ეკონომიკა არ ვითარდება. მოსახლეობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს. მომხმარებელი, მოსახლეობა ინახავს სახელმწიფოს და ბიუროკრატიას, რომელიც, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. ადრე, ძალიან საინტერესო საზოგადოებაში ვცხოვრობდით, სადაც სხვა რამ იყო პრივილეგია. ჩვენ ის მოვსპეთ, გავანადგურეთ. აღმოვჩნდით, სრულიად უცხო, დაუცველ გარემოში, სადაც დამოუკიდებლად თავი უნდა გაიტანო და სხვაც უნდა არჩინო. სოციალისტურ იდეალაბს მრავალჯერ დაუბრუნდება საზოგადოება. სანამ მთავარი საზრუნავი ადამიანი არ გახდება, საშველი არ მოვა.

– ბატონო იური, ბოლოს ინვესტიციებზეც მინდა გკითხოთ. მაგალითად, თურქეთმა ეკონომიკა სწორედ იმით გააძლიერა, რომ ინვესტორებს ბეგარა ხუთი წლით მოუხსნა. ჩვენთან როგორი საინვესტიციო გარემოა?

– ძალიან რთულ თემას შეეხეთ. იცით, როგორ განვითარდა სამხრეთ-კორეა? მან საოცარი რამ გააკეთა. როცა ქვეყნის თავები დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ არ ჰყავდათ სათანადო კადრები. გადაწყვიტეს კადრების კვალიფიკაცია აემაღლებინათ, თუ ადგილზე არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტები, სასწავლებლად ევროპაში აგზავნიდნენ, ოღონდ, მიზნობრივად ასწავლიდნენ საჭირო სპეციალობებს. შედეგად, კორეა უცებ განვითარდა, დღეს, იგი, იაპონიის დონეზეა. თურქეთმა 80-იანი წლების დასაწყისიდან საოცარი რამ გააკეთა, მან ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, რამაც ბაზა შექმნა და მერე, ყველაფერი დალაგდა. ინვესტიციები უფაქიზესი თემაა. ვინც ევროპაში წავიდა და ისწავლა, მათი გაგებით, საქართველოსთვის, ინვესტიციები აუცილებელია. ბევრს წარმოუდგენია, რომ უცხოური ინვესტიცია ეს არის საქართველოს გადარჩენა, სინამდვილეში ასე არ არის. თუ განვიხილავთ იმ ინვესტიციების გენეზისს, რაც საქართველოში განხორციელდა, თუ როგორ დაიწყო, რა ხდებოდა, გაოცდებით. რა ინვესტიციაც მივიღეთ, უფრო მეტი საქართველოდან გავიდა. არცერთი პირველი ინვესტორი აქ, არ დარჩენილა. იმიტომ კი არა, რომ მას არასაინვესტიციო გარემო შეექმნა, არა! იგი სხვა მიზნით იყო აქ ჩამოსული. იყიდა იაფად, გაამსხვილა ადვილად და გაყიდა. ვიღაც ამბობდა: უცხოურ ინვესტიციაში ის კი არ უნდა დავინახოთ, რომ ვიღაცა ფულს დებს, ეს კულტურაც არისო, ჩვენ წარმოების კულტურას ვღებულობთო. უცხოური ინვესტიციის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მაგრამ უპირატესობა რომ მივანიჭოთ, სწორი არ იქნება. მავანი ამბობს: ბიუჯეტს ხომ უხდისო. რას უხდის? – მოგების გადასახადს არ გადაუხდის. უცხოური ინვესტორი თუ აქაური მუდმივი დაწესებულების სახით ჩამოყალიბდება, მასზე ის კანონი მოქმედებს, რაც გვაქვს. კონკრეტული ინვესტორი აქ ჩადებს ფულს, რათა დაიწყოს მუშაობა, მერე წარმოებას გააფართოვებს, მოგებას მიიღებს და რაღაც მომენტში უკან წაიღებს, თანაც აქ, თავის ხალხს ასაქმებს და ის შემოაქვს რაც სჭირდება. როცა ჩვენ იმპორტს ვზრდით, ბევრმა არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ, ვმუშაობთ იაპონიაზე, ამერიკაზე, საფრანგეთზე, ანუ იმ ქვეყნებზე, საიდანაც ეს იმპორტი მოდის. ჩვენ მათ ქვეყნებს ვუწყობთ ხელს. როგორც იცით ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გავხდით. უნდა ვიყოთ კიდეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ და ჩვენი არაფერი გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა შევცვალოთ იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობა. თუ ეს არ შეიცვლება, ჩვენი ვალუტა არასოდეს არ იქნება მყარი და ა.შ. კარის გაღება იმპორტისათვის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და ჩვენი არ შევქმნა თ. პირიქით, ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომ აქ შეიქმნას უფრო მეტი და ფასეული და მაშინ გვეშველება. თავის დროზე, აქ, უცხოური ინვესტიცია იყო წახალისებული. დღეს, ეს მიდგომა შეიცვალა, ადგილობრივთან გათანაბრდა, მაგრამ ჩვენ, მაინც უცხოურ ინვესტიციას გავიძახით. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს უცხოური ინვესტიციაა და სხვა ვინმე მოდის? – არავინ დაიჯეროს, ეს ტყუილია. ეს არის აქ შექმნილი ფული, ოფშორში დარეზერვებული და იქედან ისევ აქ შემოსული. ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
19-12-2017, 17:11


მარიხუანას მოხმარებისთვის, როგორც კანონით განმარტავენ, პირადი მოხმარებისთვის, სასჯელი გაუქმდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს ლეგალიზაციას, ეს არ ნიშნავს, რომ არ ისჯება პლანტაციების გაშენება, გაყიდვა, ყიდვა, დიდი დოზით შენახვა – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არისო…
ანუ, მარიხუანა ნარკოტიკია, მაგრამ თუ პირადი მოხმარებისთვის გინდათ, ანუ, თუ პირადად თქვენ გინდათ დაშტერება, ბაზარი არ არის, დაშტრედით, დაშტრედითო – გვითხრეს…

ეო, ჯაფარიძემ, მარტო ჩვენ რა პონტში დავშტერდეთო, სხვები ფხიზელი თვალით რომ გვიყურებენ – გვიტყდებაო, სხვებიც რომ არ ეწევიან – მარტონი ცუდად ვკაიფობთო, მანამდე არ მოვისმევენებთ, მანამდე არ ჩავაგებთ ხმლებს ქარქაშებში – სანამ ყველა არ მოწევთ, სანამ ყველა არ დაშტერდებითო…
ყველამ საკუთარი შვილების დაშტერებით, რომ დავიწყოთ, ბატონო ზურაბ?
შვილო, ზურაბ, სადამდე?

სადამდე უნდა იჯდე, შვილო ზურაბ, ნეხვში, სადამდე? იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც თქვენნაირ ჭკვიან ადამიანს პლანის ლეგალიზაციისთვის უწევს ბრძოლა მომხრეების შესაძენად, იმ მთავრობას რა ვუთხარი – თქვენ რომ ისე დაგიტოვათ საქმე, რომ დაბოლილების გარდა ამომრჩეველი არა გყავთ…
თქვენი მოსაწონი ისე არც არავინ დარჩა – ნაციონალები იყვნენ და ჯერ ადიდეთ, მერე ლანძღეთ… საკუთარი პარტია სცადეთ – არ გაამართლა ეკონომიკაზე საუბრებმა, ფინანსებზე საუბრებმა, მერე წყალწაღებულმა მეორე წყალწაღებული იპოვნეთ და ბურჭულაძეს დაუკავშირეთ ბედკრული ბედი… კიდევ კარგი, ბურჭულაძემ თქვენც გადაგაგდოთ, თორემ ვის დააბრალებდით თქვენს პოლიტიკურ კრახს…
და მაშინ დაიწყეთ ძებნა – რა ველი იყო დაუკავებელი, ვისი უფლებების დაცვა იქნებოდა მომგებიანი… ლესბო და გეი სასტავი დაკავებული დაგხვდათ – ნარკოტიკის დამცველი რაინდის ადგილი ცარიელი…

ვაღიაროთ, ჭკუა ხომ სჭირდება იმის მოფიქრებას, რომ დაბოლილები საკმაოდ დიდი ძალაა საქართველოში?
ხოდა, ბოლო აქციაზე პირადი მოხმარებისთვის კანონით უკვე არადასჯადი დაბოლილები თამამად გამოეფინენ და ხმა ამოიდგა ჯაფარიძემ…
ერთკაციან პარტიებს ორი ძმაკაცი რომ მოგყვებათ აქციაზე და ყველა აქციის ორგანიზება ექვსნიშნა ციფრი გიჯდებათ – აბა, მიყურეთ, აბა, შემომხედეთო…
ჯერ ერთი, შვილო ზურაბ, დიდი ხანია ორი ძმაკაცის იქეთ კიდევ ვინმე დაგტრიალდებს თავს? და მეორეც, ნეხვი ყოველთვის უფასო იყო და რაღა ახლა დაედებოდა ექვსნიშნა ციფრის ფასი?

ნეტა რამდენი ნერგი მარიხუანა დაგიჯდა აქცია, შვილო ზურაბ?
იმ ზურაბმა ციხე მაინც ააშენა, იმის სიცოცხლემ ლეგენდა მაინც დატოვა – რა ტყუილად იღუპავ თავს, რა ტყულად ისუნთქავ ნარკოტიკს, რა ტყუილად ზიხარ ნეხვში…

ან რა მოწიე ეგეთი, ფეისბუქზე რომ დაგიწერია, ვისაც ჩემი აქცია არ მოეწონება დიდი ადგილი გაანთავისუფლა მთაწმინდაზე ხანძარმა და დაუყევით რივოკითო… ფრაზის დაბოლოების ერთი ადგილი მაინც გქონდეს, შვილო ზურაბ…
ჯერ ერთი, კი არ გაათავისუფლა ხანძარმა ადგილი, გადაწვა, შვილო ზურაბ, ტყე გადაწყვა და დაბოლილი რომ არ ყოფილიყავი, ჩემსავით საკუთარი თვალით ნახავდი, როგორ მართლა სიცოცხლის ფასად ჩააქრეს მეხანძრეებმა… მეორეც, ზუსტად იმიტომ გაათავისუფლა ის ადგილები ხანძარმა, ნუ, როგორც ამბობ, რომ იქედან დავეშვეთ და იქედანაც ზუსტად იმიტომ უნდა დავეშვეთ, თურმე, შენ რომ დაგასკდეთ… მანამდე არაფერი ჭამო კი არადა, მანამდე არაფერი მოწიო, შვილო ზურაბ, დასკდომასაც დამსახურება უნდა… ზუსტად იმიტომ გამოვექანები ახლა ჩემი გადამწვარი მთაწმინდიდან, რომ ნეხვში მოვადინო ზღართანი…

ხო, არ მომეწონა და მაქვს მგონი ჩემი კონსტიტუციური და მორალური უფლება არ მომწონდეს რაღაცეები და ვთქვა საკუთარი აზრი… ამიტომ ასე უნდა მიპასუხო?? კაცს პოლიტიკოსად მოგაქვს თავი, უკვე ორ ძმაკაცზე მეტიც გიდგას გვერდით და ის ორძმაკაციანი დრო აღარ გახსოვს, კაცს პოლიტიკოსად მოგაქვს თავი და პლანის გარდა არაფერზე საუბრობ – მაინც არ გეძახი ნარკომანს, კაცს პოლიტიკოსად მოგაქვს თავი და ოფისში პლანის პლანტაციას აშენებ – მაინც არ გეძახი ბარიგას და ახლა თავზეც კი არ უნდა მიყო, ყველაფერს აქვს საზღავრი.
როგორ მითხრეს, რა დროს მარიხუანააო…
რა სინდისით გითხრეს, შვილო ზურაბ?

ბევრჯერ დაგინდე, შვილო ზურაბ, ბევრჯერ არ ვთქვი სათქმელი ბოლომდე, რადგან, ვიცი ჭკვიანი ხარ, ვიცი ეკონომიკისა და ფინანსურ სამინისტროის გამოადგებოდა ჩემს ქვეყანაში შენნაირი კაცი, ვიცი რომ კარგი ადამიანიც ხარ და ოჯახსაც ტრადიციულად მიჰყვები და მიგყავს…
მაგრამ ნეხვს თავზე მაყრი და გადავაქოთე ძველი წიგნები და რეცეპტები და ვერსად ვიპოვნე ნეხვი თმებს უხდებოდეს და ნეხვის სუნი ბუზის გარდა ვინმეს იზიდავდეს, თორემ, ახლაც გავჩუმდებოდი…
ხოდა, რა დროს მარიხუანაა, როგორ აპირებ მარიხუანის გაკონტროლებას – როცა ჩემი სახლის წინ 15 წლის მოზარდები ფსიქოტროპული წამლებით იჭყიპებიან?

რა დროს მარიხუანაა, როცა ეკლესიას თავზე გვანგრეენ და გკიდია, იმიტომ რომ დაბოლილების გარდა სხვა ამომრჩეველი ვერ დააინტერესე?
რა დროს მარიხუანაა, როცა ამდენი კარგი იდეა და პროექტი გაქვს, მაგრამ იმხელა ამბიცია, რომ არავისთვის გინდა გაზიარება, არავისთვის გემეტება, ერთი მოკავშირეც ვერ იპოვნე, ხო ვერც ის ექვსნიშნა ფიცრის ინვესტიცია მოიპოვე და ამიტომ რაზეც ხელი მიგიწვდა, იმას დასჯერდი? რატომ, მარიხუანას არც ინვესტორი უნდა, არც მეკავშირე, ხო? მხოლოდ დაბოლილები და ზურაბა…

რა დროს მარიხუანაა, როცა მოზარდები ისევ ქუჩებში გადიან, როცა მოზარდების დედები საზღვარგარეთ მიდიან, რათა უპატრონონ რომელიმე ნარკომან მოხუცს, რომელმაც ახალგაზრდობაში იმდენი მოწია და გაიკეთა, ახლა ისიც აღარ ახსოვს, როდის უნდა ჭამოს და როდის უნდა მოისაქმოს…
რა დროს მარიხუანაა, როცა ქვეყანაში ასე ღიად, ასე დაუფარავად მიდის ტრადიციული ორიენტაციის დევნა და სექსუალური უმცირესობის პროპაგანდა?
სხვათა შორის, მე თქვენ გკითხეთ ერთხელ, თქვენი ოჯახის წევრები როგორ გინდათ რომ ცხოვრობდნენ და გინდათ თუ არა, რომ ეწეოდნენ-თქო და მაშინ არ დავბეჭდე თქვენი პასუხი, არჩევნები იყო კარზე მომდგარი და დაგინდეთ, არჩევნები იყო კარზე მომდგარი და გულწრფელად მინდოდა გაგემარჯვათ, იმდენი ბევრი კარგი პროექტი გქონდათ…

ხოდა, ახლა გიწვევთ, გამოიყვანეთ თქვენი ოჯახის წევრები, მოდით, ერთი კვირის მანძილზე დღეში სამჯერ მოვაწევინოთ მარიხუანა და დავაკვირდეთ – რამდენად ადეკვატურები იქნებიან, შეძლებენ თუ არა სწავლას, მუშაობას, მანქანის ტარებას, ურთიერთობებს, მეხსიერების ჩავარდნები პროცენტულად როგორ ექნებათ, რამდენად ხშირად იქნებიან გაღიზიანებულნი, განერვიულებულნი… თუ თანახმა იქნებით და თუ ამ ერთკვირიანი მარათონისთვის გამოიყვანთ თქვენს ოჯახს – ჩავთვლი რომ გულწრფელად გწამთ იმის, რასაც აკეთებთ, თორემ, ასე, სხვისი შვილების, სხვისი ქმრების, სხვისი ძმების, სხვისი მამების, სხვისი ცოლების, სხვისი დედების, სხვისი შვილების ხარჯზე მარიხუანასაც გაამართლებთ და ციანიდსაც…
ოჯახი რატომ გარიეო, ვინც იფიქრებს და მეტყვის, რატომ, ბატონი ზურაბი ევროპული ყაიდის პოლიტიკოსობას ხომ იბრალებს და ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული მეთოდია, როცა პოლიტიკოსი ასე ღიად ლობირებს რაიმეს, აუცილებლად აჩვენებს ამომრჩეველს, რომ თავად და მისი ოჯახიც ამის მომხმარებელია, ასე რომ… დავკვალიანდეთ, ამერიკული ყაიდის პოლიტიკოსი ვართ თუ კომუნისტური პოლიტიკის – სამსახურში აღდგომა დღეს ხელებს რომ უმოწმებდნენ თანამშრომლებს, წითელი კვერცხის კვალი ხომ არ ატყვიათო და სახლში პასკას ჯვარს გადადაწერდნენ და სანთელს ჩუმად ანთებდნენ… მე მაინც მგონია, რომ ზუსტად ასეთი კომუნისტური, ორმაგი მორალის პოლიტიკოსი ხართ და თუ დამიმტკიცებთ საწინააღმდეგოს, მთაწმინდიდან გამოქანების რა გითხრათ, მაგრამ საჩვენებლ თითს მოვკაკვავ…

და ბოლოს – ზოგჯერ შუაღამისას, როცა ძილი მიფრთხება, როცა ეგოიზმი და ამბიცია ზენიტში ადის – მეც ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემი ადგილი სადღაც ზემოთაა, სადღაც პარლამენტში, მინისტრად, პრეზიდენტად, რატომაც არა… ვფიქრობ, რომ არავისზე ნაკლები იდეები არ მაწუხებს და იმ მომენტში მეც მგონია, რომ სხვებზე უკეთ გავაკეთებ საქმეს… მაგრამ, პარლამენტში მოსახვედრად, არც ბოზობა დამიწყია, არც ნარკომანობა, არც აფერისტებს ჩავხუტებივარ, არც აფერისტობა დამიწყია, არც ნეხვში ჩავმხტარვარ, არც არავინ მომიტყუებია, სახლში აღდგომას კვერცხსაც ვღებავ და ნააღდგომებს წითელი თითების გამოჩენისაც არ მრცხვენია, როცა რამეს ვამბობ და ვაკეთებ, სულ იმას ვფიქრობ, საკუთარი ოჯახისთვისაც ხომ იგივეს ვიტყოდი და გავაკეთებდი…
ამიტომ დამყვება მე ორიოდე მეგობარი და თქვენ დაბოლილების არმია…

თამო კეშელავა

მეტის ნახვა
19-12-2017, 17:07


გვესაუბრება მწერალი მერაბ შათირიშვილი

– ბატონო მერაბ, რამდენადაც ვიცით, თქვენ საეკლესიო წრეებთან დაახლოებული ბრძანდებით. რას იტყვით, რა კრიტერიუმით გამოარჩია პატრიარქმა თანამოსაყდრედ მეუფე შიო?

– პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ მეუფე შიო არ მიეკუთვნება არც ერთ საეკლესიო დაჯგუფებას…

– რას ამბობთ, საპატრიარქოში დაჯგუფებები და კლანებია? ვინ და რატომ შექმნა ეს დაჯგუფებები?

– დიახ, ბატონო, არის კლანები. ახლა კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ეს კლანები ერთმანეთთან მკვეთრად არიან დაპირისპირებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ერთიანდებიან და ხან პატრიარქს უტევენ, ხან მის რჩეულს. არაა გამორიცხული, მეუფე შიოს რაიმე მოუწყონ. ის რისკისა და საფრთხის წინაშე დგას.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მეუფე არის უპატიოსნესი ადამიანი.

— თქვენ ამბობთ, რომ საპატრიარქოს მართავენ კლანები. თუ ასეა, უპატიოსნესი მეუფე როგორ აღზევდა?

– აქ იმ ღვთიურმა ფორმულირებამ გაიმარჯვა, რომელიც გულისხმობს: უკანანი წინ აღმოჩნდებიანო. მეუფე შიო უპრეტენზიოდ, ჩრდილში მოღვაწეობდა, მაგრამ ჩრდილში დგომა არ ნიშნავს იმას, რომ უფალი ვერ გხედავს.
"ციანიდის საქმემ" იმის პროვოცირება და ილუსტრირება მოახდინა, რაც სინამდვილეში ხდება ეკლესიაში.
უწმიდესისთვის მძიმედ წარმოსადგენია ის, რომ ვინმეს მისი ან რომელიმე საეკლესიო იერარქის მოწამვლა უნდოდა, მაგრამ უფრო მძიმე არის ის, რომ მავანი დამნაშავე, რომელიც იგივე მისი შვილია, საპატიმროში იმყოფება. მას ყველა უყვარს, არავის დასჯა არ უხარია. სამწუხაროდ, "ციანიდის საქმის" გამომჟღავნებით ნათელი მოეფინა იმას, რომ საპატრიარქოში არიან ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან პატრიარქის სიცოცხლეს, იბრძვიან კვერთხისთვის, პატრიარქობისთვის.
ჩემი აზრით, ამ ამბავმა უკარნახა უწმიდესს, თავის სიცოცხლეში დაესახელებინა თანამოსაყდრე და გადაერჩინა ქართული ეკლესია. ეს იშვიათი და მისასალმებელი პრეცედენტია.
მისი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, უფლის მიერ ნაკარნახევია და ამას ვერც ვერავინ შეეწინააღმდეგება აშკარად, თუმცა წინააღმდეგობის სხვა ხერხი გამონახეს.

– კერძოდ?

– სინოდის წევრთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა ამერიკაში. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სამღვდელო პირები, კერძოდ, ჩემდა გასაოცრად, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი), რომელიც ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ გამოდიოდა, იმ მღვდელთმთავრებს ჩაუდგა სათავეში, რომლებიც თეთრ სახლში გაემგზავრნენ ამერიკელ პოლიტიკოსებთან შესახვედრად და სათათბიროდ. მოგეხსენებათ, ამერიკელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა მხარს უჭერს და ფინანსურად აძლიერებს არამართლმადიდებლურ იდეოლოგიებს, ლგბტ საზოგადოებებს.
ახლა მე ვსვამ კითხვას: კერძოდ, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დღესაც წინააღმდეგია ლგბტ საზოგადოების თუ აღარა?
ძალიან მაინტერესებს ის მეუფეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ აშშ-ი მართლმადიდებლობის გადამრჩენელია, ხოლო რუსეთი არის აგრესორიო, ადრეც ასე ფიქრობდნენ თუ ახლა შეიცვალეს პოზიცია?
ვეთანხმები, რუსეთი არის აგრესორი, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, რომ ამერიკაში ნამყოფი მეუფეები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ აღარ ან ვეღარ წავლენ.

– ოპონენტები გვეტყვიან, რომ ძალიან რადიკალურად ვმსჯელობთ და ამერიკა მართლმადიდებლობის წინააღმდეგი არ არის.

– ამერიკა მართლმადიდებელი ქვეყანა არაა, ჩემო კარგო, ხოლო ეს ვიზიტი აშშ-ში კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ აფუთფუთდა, ამჯერად, მეორედ საპატრიარქო. მეუფე შიოს დასახელება `ციანიდის საქმის~ შემდეგ მეორე მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო. ამას ღიად ვეღარ შეეწინააღმდეგნენ პატრიარქობის მსურველთა ჯგუფები და ამ პოლიტიკური ნაბიჯით გამოხატეს წინააღმდეგობა. ამ ნაბიჯით უთხრეს ხელისუფლებას, ეკლესიაში ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკის მხარდამჭერები და იქნებ ჩვენს შორის აარჩიოთ ვინმე პატრიარქობის ტახტისთვისო.

– კი, მაგრამ, პატრიარქს ხელისუფლება ირჩევს?

– ყველას გვახსოვს, ზოგ მეუფეს თავთან პრეზიდენტის ფოტო ეკიდა, ზოგი დღემდე ძველზე ლოცულობს, ზოგი ახლის მეხოტბეა. მგონი, ხვდებით, რას ნიშნავს ეს. ყველას სურს პრივილეგია და კომპენსაციები `ძლიერთა ამა ქვეყნისათაგან~. ამას ჰქვია სახელად ანგარება. რაც ცოდვაა მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით.
მეუფე შიოს თანამოსაყდრედ გამოცხდებამ თვალწინ წამომიყენ ლეო ტაქსილის ვატიკანისებური საშიში ტენდენციები ტახტისთვის ბრძოლაში…
90-იანი წლებიდან, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვა, ეკლესია გაივსო მკვლელებით, ნარკომანებით, ყოფილი `მხედრიონელებით~ და გვარდიელებით.

– ბატონო მერაბ, როგორ აღწევდნენ ეს ადამიანები ეკლესიის წიაღში? საპატრიარქოს და პატრიარქის გარეშე ხდებოდნენ ისინი საეკლესიო პირები და შემდეგ უმაღლესი იერარქები?


– როდესაც სახელმწიფო ვერ არეგულირებს შავბნელი იდეოლოგიის ადამიანების შესვლას ეკლესიაში, ვაწყდებით ასეთ პრობლემებს.

– სახელმწიფო რა შუაშია?


– სახელმწიფო ყველაფერს განაგებს.
მაგრამ თქვენ გინდათ, ალბათ, უწმიდესის პასუხისმგებლობა გამოკვეთოთ. მე გეტყვით, უწმიდესი თავისუფლების სახელით მოსულ ამ ტალღას ვერ შეაჩერებდა, დიახ, რამდენიმეჯერ ნასამართლევი ხალხი მოხვდა ეკლესიაში…
კი, ბატონო, სავლე პავლედ იქცა, მაგრამ წარსულისგან მოწყვეტა უნდა დაგვანახონ. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ფერი იცვალეს, მაგრამ მე ვხედავ, რომ კვლავ სავლეებითაა სავსე ეკლესია და ფერის ცვალება მათ არც კი შეხებიათ.
როგორც კი არასამთავრობოებმა დაიწყეს ყაყანი, მეუფე შიოს რუსეთში აქვს საეკლესიო განათლება მიღებულიო, მაშინვე წავიდნენ მეუფე იაკობის მეთაურობით მღვდელმთავრები ამერიკაში — ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი არ შეიძლება იყოს რუსული განათლების მქონე კაცი, იმ ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის ერთგულება უწერიაო და უგალობეს თეთრ სახლში იმ იდეოლოგიას, რომელსაც ტაბურეტკებით ებრძოდნენ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ.
ხედავთ, როგორ ყველაფერზე მიდიან?
ახლა თანდათან ვრწმუნდები, რომ "ციანიდის საქმეში" ბევრი რეალობაა. უნდა ვთქვა, რომ ამერიკული ვოიაჟი "ციანიდის საქმეზე" ნაკლები არაფრით არაა. გამომჟღავნდა ეს ხალხი — დასავლური გარყვნილი იდეოლოგიის ტაშის დამკვრელები გვყოლია ეკლესიაში და არ გვცოდნია.
ამერიკა მართლმადიდებლობის გადამრჩენელიაო.
როგორ არის მართლმადიდებლობის გადამრჩენელი, როცა ქრისტიანული სარწმუნოების პირდაპირი მტერი სექტები აშშ-ში იშვა და იქიდან ფინანსდება?
ეს ფარისეველი სავლეები ისე არიან ვატიკანიზმით დაავადებული, რომ ყველაფერზე მიდიან.
ქართულ ეკლესიას დღეს განწმენდის აუცილებლობა უდგას. შიგნიდან უნდა მოხდეს ეს განწმენდა და საზოგადოებამაც უნდა ამოიღოს ხმა.
სიმართლის თქმა უნდა ვისწავლოთ, არ უნდა შეგვეშინოს ამ სიმართლის ხმამაღლა გამომჟღავნების. ვიდრე ხმამაღლა მხილებას არ დავიწყებთ, არც საზოგადოებაში დაიწყება გაჯანსაღება, არც ეკლესიაში და ჩვენს ქვეყანასაც არ ეშველება არაფერი.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
19-12-2017, 16:55


გვესაუბრება ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე.

– ბატონო გრიგოლ, რა შეფასება შეიძლება მივცეთ სააკაშვილის მოქმედებას უკრაინაში, რასაც ახლა ვხედავთ?


– დღეს სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური მტერია, მან საჯაროდ განაცხადა, რომ სურს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. თავისთავად, ყველა ხელისუფლებას ჰყავს და ეყოლება ოპოზიცია. სააკაშვილის მიზანია დააჩქაროს უკრაინის ხელისუფლების ცვლილება. იგი არ ელოდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს და ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას.

დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილის მიერ პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მოხდა უკანონოდ. უკრაინელმა კოლეგებმა მაჩუქეს იქაური სისხლის სამართლის კოდექსი. კანონი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ითვალისწინებს სასჯელს სამიდან ხუთ წლამდე. როგორც ვნახეთ, უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი მხოლოდ დააჯარიმა. საჯაროდ განაცხადეს, რომ ვაჯარიმებთო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება, რეალურად, არც დაუჯარიმებიათ. პირებს, რომლებიც მას საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაეხმარენ, იგივე მისი მომხრეების მიმართ, როგორც იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სხვადასხვა სანქციები განხორციელდაო. გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დაინდო. ვფიქრობ, რომ ეს ან თამაშია, რათა სააკაშვილი გმირად აქციონ, ან უკრაინელი ძალოვანი სტრუქტურების სისუსტეა, რასაც დრო გვიჩვენებს. გასულ კვირას ვნახეთ, რომ სააკაშვილს აკავებენ, იქაური კანონით ეჭვმიტანილის სტატუსით, მიკროავტობუსში სვამენ და ბრალის წარსადგენად უნდა წაეყვანათ, იქ შეკრებილმა ხალხმა მანქანა ალყაში მოაქცია და არ გაატარა. ამის გარდა, სააკაშვილს მისცეს საშუალება, რომ სახურავიდან, სადაც იყო ასული, თავისი მომხრეებისთვის მოეწოდებინა: დამეხმარეთ, ამ უკანონობას წინ აღუდექითო, რათა ძალოვნებას იგი არ წაეყვანათ. შემდგომ ვნახეთ, რომ ხალხის რაოდენობამ მოიმატა, მიკროავტობუსი დააზიანეს, საბურავები დაუშვეს, სააკაშვილი გამოჰყავთ თუ თვითონ გადმოდის მანქანიდან, სადაც ბადრაგთან ერთად იმყოფებოდა და პარლამენტის წინ დაიწყო აქცია მხარდამჭერებთან ერთად. ამასთან, კარვებიც გაშალეს, მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა მუხლებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, სახელმწიფო ღალატის მუხლითაც, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მძიმე დანაშაულია. ვერ გეტყვით, სახელმწიფო ღალატში უკრაინელები რას გულისხმობენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, როდესაც ქვეყანა საომარ ვითარებაშია რუსეთთან, ამ დროს სააკაშვილი "მაიდნის" პროვოცირებას ახდენს რადას წინ, კარვებს შლის და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. სავარაუდოდ, უკრაინელებმა ეს ჩაუთვალეს დანაშაულად.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა. თუმცა ნახეთ, როგორ კურიოზულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ჯერ ერთი, სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ არ დადგა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შემდეგ მანქანიდან გაუშვეს თუ გაექცათ უკვე დაკავებული სააკაშვილი. გამოდის, რომ უკრაინული ძალოვანი სტრუქტურა ან სუსტია, ან არ ემორჩილება თავის ხელისუფლებას, ან არაპროფესიონალები არიან, ან გათამაშებული სცენაა. იმ შემთხვევაში, თუ გათამაშებულია, ეს მიგვანიშნებს, რომ სააკაშვილის გმირად წარმოჩენა ხდება. "მოუხელთებელი ჯოს" იმიჯს უქმნიან.

უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია, სააკაშვილის ქმედება, ფაქტობრივად, ზურგში დანის ჩარტყმა. სახელმწიფოს დასუსტებაა, საერთაშორისო დონეზე ქვეყნისთვის იმიჯის შელახვაა. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის და სხვა ორგანიზაციების განცხადებები, რომ უკრაინამ არ უნდა დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ყოველივე ეს, ვიმეორებ, ქვეყნის იმიჯის შელახვაა. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ხედავს საშიშროებას, რომ სააკაშვილის სათავეში მოსვლა, რაც გამოიწვევს უკრაინის დაშლა-დანაწევრებას უფრო მეტად, ვიდრე ახლა, კარგი იქნებოდა, გაეთვალისწინებინათ საქართველოს მაგალითი. თუნდაც ის, რომ შევარდნაძის დროს დაწყებული კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სააკაშვილმა გააგრძელა და 2008 წელს მისი ავანტიურული მოქმედების შედეგად დავკარგეთ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. ბაზების ჩაყენებით და სადემარკაციო ხაზის გავლებით, რუსეთმა, ფაქტობრივად, ჯერჯერობით, დაიკანონა ჩვენი ტერიტორიები. ამ შეცდომებს თუ დანაშაულებებს თუ გაითვალისწინებენ უკრაინელები, კარგი იქნება, თუ არა, სათავეში მოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილი დაშლის უკრაინას.

"ნაცმოძრაობას" დღეს აქვს ლოზუნგი, პირდაპირ ვთქვათ, ლენინური — ოლიგარქებს ვებრძვითო, გაიძახიან. დღეს მსოფლიო პოლიტიკას ბიზნესმენები, მაგათი ენით, ოლიგარქები აკონტროლებენ. მაშინ მოდით, ჯერ დონალდ ტრამპი გადავაყენოთ და სხვისი გადადგომა მერე მოვითხოვოთ. სააკაშვილს არ მოსწონს უკრაინის პრეზიდენტი — ოლიგარქიაო, გაჰყვირის. უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს მოწინააღმდეგე ოლიგარქები და მათი წაქეზებით და დაფინანსებით იბრძვის სააკაშვილი უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, სწორედ ის ოლიგარქები გამოიყენებენ სააკაშვილს და შემდეგ გასწევენ გვერდზე. რა ფორმით, ძნელი სათქმელია.

– სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრობა უნდა, მაგრამ როგორ შეიძლება პირმა, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, დაიკავოს ასეთი მაღალი თანამდებობა?

– ვფიქრობ, რომ იგი ცდილობს, უკრაინის ხელისუფლებაზე მოახდინოს ზეწოლა თავისი მოქმედებით. სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლით მას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და აღიდგინოს მოქალაქეობა. ვფიქრობ, მას უნდა უკრაინის ხელისუფლება გამოიწვიოს პროვოკაციებზე, დააღვრევინოს სისხლი, რათა შემდეგ უფრო დიდი ლეგიტიმაცია ჰქონდეს, მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მას სხვისი სისხლის დაღვრა არაფრად უღირს, იგი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყოველთვის სხვის ხარჯზე იბრძოდა.

– როგორ განვითარდება მოვლენები? რა მოხდება სამართლებრივად?


– როდესაც რომელიმე ქვეყანა ითხოვს პირის ექსტრადაციას, პრიორიტეტი იმ ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება. თუ მას არ აქვს ქვეყნის მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში, ექსტრადირების პროცედურა რთულდება. სააკაშვილის თემა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა, რადგან პოლიტიკოსად ითვლება და საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ასე რომ, თუ გაასამართლებენ და მიუსჯიან, მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ შეიძლება კვლავ გაიმართოს მოლაპარაკება მის გადმოსაცემად. ყოველივე უკრაინის ხელისუფლების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.

– რამდენად გამართლებული იყო სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა იმ დროს, როდესაც უკვე ძებნილი იყო? ეს ხომ არ მიგაჩნიათ ორმაგ თამაშად უკრაინის მხრიდან?

– ვიდრე უკრაინაში ჩავიდოდა, იგი ამერიკაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, იქიდან მიიღო თანხმობა. ფაქტობრივად, ამერიკელებისგან იგი პროტექციას ითხოვდა, ამასთან, გამოიყენა იქაურ პოლიტიკოსებთან ნაცნობობაც. მისი განცხადებები, საქართველოში ჩამოვალო, არარეალურია. სააკაშვილის აქ ჩამოსვლა მისი თანაგუნდელების გარდა არავის უნდა. `ნაცმოძრაობას~ კი მისი ჩამოსვლა საქართველოში არეულობის მოსაწყობად უნდა. ნაცები ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ყველაფერს გააკეთებენ. თუმცა სააკაშვილის გარეშე უმაქნისები არიან, რამდენიმე ჯგუფად დაიშალნენ, მაგრამ ლიდერი არავინ ჰყავთ და ამიტომაც მისტირიან სააკაშვილს. იმედია, ხალხი აღარ გაიმეორებს 2003 წლის შეცდომას.

გია ბურდული

მეტის ნახვა
19-12-2017, 16:45


აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, იერუსალიმი ვაღიაროთ ისრაელის დედაქალაქად, ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოპერატიულად "მოუწოდა" ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიაროს. პასუხად კი მიიღო "კარგად უნდა დავფიქრდეთ" -ო, მაგრამ დიდიხანია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ნაცვლად `უფროსი ძმა~ ფიქრობს… საინტერესოა უმრავლესობის წევრი შალელიშვილი საკანონმდებლო ორგანოში რა დამსახურების გამო მოხვდა?ან, აქამდე არცერთი გადაწყვეტილება არ აწუხებდა არც აღელვებდა? შოთა შალელაშვილის უპასუხისმგებლო მიმართვას (თუ შეგნებულ პოვოკაციას) პრემიერისადმი, პასუხს და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მწვავე რეაქციას, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აბრაამ შმულევიჩმა სრულიად არაადექვატური განცხადებით უპასუხა და საქართველოს ღვარძლი და რისხვა დაატეხა. რას გვამადლის ეს პატივცემული გვამი და რატომ თვლის რომ საქართველო ისრაელთან ვალშია ან რატომ გვავალდებულებს მთელი მუსულმანური სამყაროს გადაკიდებას უცნობია.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველო არ არის ამერიკა, წინდაუხედავ განცხადებებს უნდა მოერიდონ! არ ჭირდება, იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას პოლიტიკური ანალიზი. ანტიქრისტეს დასახვედრად ამზადებენ სოლომონის ტაძარს. ხოლო იერუსალიმი არა მარტო ისრაელის.. არამედ მთელი “ახალი” მსოფლიოს დედაქალაქად გამოცხადდება.. სადაც “იკურთხება” მსოფლიო “მმართველად” ანტიქრისტე. რაც დაწერილია წმინდა წერილებში, ისე ხდებოდა და მოხდება ყველაფერი ვფიქრობ, ხალხი ამას ვერ შეცვლის…მესამედ აშენებული სოლომონის ტაძრის მომდევნო სცენარზე არსებობს ათონელი ბერის წინასწარმეტყველებაც- თურქეთს დაიკავებს რუსეთი, თურქეთი კი გაქრება რუქიდან, იმიტომ, რომ მათი ერთი მესამედი გაქრისტიანდება. 1/3 დაიღუპება და 1/3 გაემართება მესოპოტამიისაკენ. შუა აღმოსავლეთი ომის სცენად იქცევა, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება, ჩინელებიც კი გადმოლახავენ მდინარე ევფრატს, ეყოლებათ რა 200-მილიონიანი არმია და იერუსალიმამდე მივლენ. ამ მოვლენების მოახლოების ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რადგან მისი დანგრევა ნიშნავს სოლომონის ტაძრის აღდგენის დასაწყისს, რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იყო აშენებული. კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთი არ ითამაშებს პირველხარისხოვან როლს ამ ომში, მაგრამ მას კონსტანტინოპოლს მისცემენ, იმიტომ კი არა, რომ საბერძნეთს ეთაყვანებიან რუსები, არამედ იმიტომ, რომ არ მოიძებნება უკეთესი გამოსავალი და მოელაპარაკებიან ბერძნებს, მათზე დიდი ზეწოლა იქნება გარემოებათა მხრიდან. ბერძნული არმია ვერ მოასწრებს იქ მისვლას, რომ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპელების მხარდაჭერა ექნებათ და იმდენად გაამაყდებიან, რომ შეეცდებიან ევროპის მართვას, მაშინ 1/3 ებრაელი გაქრისტიანდება.

სერაფიმ როუზი, იერუსალიმის ტაძრის შესახებ რომელიც ორჯერ დაინგრა უკანასკნელად პირველი საუკუნის 70-ე წელს. წერდა, – აპოკალიფსის თანახმად იუდეველები მოახერხებენ ტაძრის მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მესიად. `არსებობს ძალზე მნიშვნელოვანი ნიში იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ. კაცობრიობის ისტორიაში პირველად სწორედ ახლა გახდა ეს შესაძლებელი. უწინდელ დროში მხოლოდ ერთხელ სცადეს მისი აღდგენა – IV საუკუნეში. ცოდნა ამის შესახებ ძალზე კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ განანათლებს ადამიანს ე ისტორიის კითხვა. ამ მოვლენის შესახებ IV საუკუნის რამდენიმე წყაროს ნახვა შეიძლება: მას მოიხსენიებს წმიდა კირილე, აგრეთვე იმ დროის ზოგიერთი სხვა საეკლესიო მემატიანეც. იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, ანთებულმა სურვილით გაენადგურებინა ქრისტიანობა, გადაწყვიტა: რაკი ქრისტე წინასწარმეტყველებდა, რომ იერუსალიმის ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩებაო, ამიტომ, მოდი, მე აღვადგენ ტაძარს და ამით ცხადად დავამტკიცებ, რომ ქრისტე თვითმარქვია იყოო, – ხოლო რადგან ასეა, ამიტომ ჯერ-არს წარმართობა ავაღორძინოთო. ამგვარად, იულიანე განდგომილმა, ამ განზრახვით განგებ დააბრუნა ებრაელები იერუსალიმში, და მათაც იმპერატორის ნებართვით, ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. ერთი დღის განმავლობაში მათ რაღაც გააკეთეს, ხოლო როცა მეორე დილით მივიდნენ, ნახეს, რომ ყველა ქვა მიწაზე იყო გაბნეული. მათ ხელმეორედ სცადეს მშენებლობის დაწყება, მაგრამ მიწიდან ცეცხლოვანმა ბურთებმა იწყო ამოფრქვევა. ამის შესახებ ბევრი ისტორიკოსი მოწმობს. თანამედროვე, რაციონალურად მოაზროვნე ისტორიკოსები, რამდენადაც მათ არ ძალუძთ უგულებელჰყონ ძველი ტექსტების არსებობა და რაკი ხედავენ, რომ რაღაც ამის მსგავსი ნამდვილად მოხდა, შემდეგნაირად იწყებენ ამ მოვლენის ახსნას: "ისინი ალბათ ნავთობის საბადოს გადააწყდნენო”, ანდა "მიწისქვეშა გაზის ამოფრქვევა იქნებოდაო”. მაგრამ ცხადია, ღმერთმა ეს სასწაული იმისთვის აღასრულა, რომ იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისათვის შეეშალა ხელი, რადგან ჯერ არ მოსულიყო ამის დრო, – ტაძარი მხოლოდ ქვეყნის დასასრულის წინ უნდა აღდგეს. როგორც არ უნდა იყოს, მათი მცდელობანი, აეშენებინათ, აღედგინათ მესამე იერუსალიმის ტაძარი, ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, და ებრაელებმაც უარი თქვეს ამ საქმეზე. ამრიგად, ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩა. ასე აღსრულდა იულიანე განდგომილის დროს უფლის წინასწარმეტყველება ტაძრის შესახებ.

მაგრამ ახლა, დაწყებული 1967 წლიდან, ის ადგილი, სადაც უწინ ტაძარი იდგა, უკვე ებრაელებს ეკუთვნით. და პირველად ხდება შესაძლებელი ტაძრის მშენებლობა. ხელისშემშლელია მხოლოდ ის, რომ იქ მუსლიმთა დიდი მეჩეთი დგას. თუკი მას დაანგრევენ, ალბათ, ო დაიწყება (უკანასკნელი ცნობებით, პალესტინაში გაჩაღებული ბ დაიწყო მას შემდეგ, რაც 2000 წლის ბოლოს ისრაელის პრემიერი დემონსტრაციულად მივიდა იერუსალიმის ტაძრის მთაზე და სიმბოლურად ჩაუყარა საძირკველი მესამე ტაძრის აღდგენას! დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო წმიდა მიწაზე მხოლოდ 1948 წელს წარმოიქმნა. ანტიქრისტე სწორედ ებრაელებთან მოვა. თავიდან იგი ებრაელებთან მივა, ხოლო შემდეგ მათი მეშვეობით მთელს მსოფლიოსაც მოევლინება. და მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყოველივე აღესრულება, უშულოდ მეორედ მოსვლის წინ, ებრაელთა უმნიშვნელო რაოდენობა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცევა. ამიტომაც ეს ნიში ტაძრის შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ დავინახავთ, რომ იერუსალიმის ტაძარი შენდება, მაშინ გვეცოდინება, რომ ქვეყნის დასასრული მოახლოებულია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტად ეს არის ერთ-ერთი ნიში, სასწაული თავად დასასრულისა. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ტაძარი არ შენდება, მაგრამ ავრცელებენ ყოველგვარ ხმებს მასზედ, რომ ადგენენ გეგმებს, ამზადებენ ქვებს და ა.შ. ცხადია, რომ ებრაელები ემზადებიან ამისთვის…აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოოგლე-მ თავის რუქაზე სოლომონის ტაძარი უკვე ააშენა…" ტაძრის მთა ჩვენს ხელთაა." მის რუქაზე ანტიქრისტეს კურთხევის ტაძარი ზუსტად წელიწადია დგას ალ-აქსას მეჩეთის ადგილზე, ტაძარი რომელშიც გვირგვინი უნდა დაადგან ანტიქრისტეს. ვირტუალურ რეალობაში აშენებული ტაძარი, რომ ხვალ რეალობად იქცევა. "გუგლი" როგორც ცნობილია ახალი მსოფლიო მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურაა და აპოკალიფსისის მოახლოებაც ამიტომ "გვახარა"

…დამაფიქრებელია ზვიად გამსახურდიას მიერ თავის ერთ-ერთ ლექციაზე გაჟღერებული მსგავსება სოლომონისა და სვეტიცხოველის ტაძრებს შორის- "სვეტიცხოველი არის ტაძარი, რომელშიც ყველაზე უფრო ღრმად და ყოველმხრივედ არის არეკლილი საქართველოს სულიერი მისსია, ქართული სულიერება, ქართული ქრისტიანობა. თქვენ იცით, რომ ეს უჩვეულო ტაძარია. არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში, ყოველ შემთხვევაში მე ასე აგონია, არ არსებობს საკულტო სვეტი. სვეტი, უფრო სწორედ, ორი სვეტი არსებობდა იერუსალიმის ტაძარში, სოლომონის ტაძარში. ხოლო აქ ქრისტიანული ტაძარია აგებული სვეტთან დაკავშირებით. თავდაპირველი საფუძველი ამ ტაფრისა იყო სვეტი. მისი აგების ისტორია უკავშირდება სვეტის აღმართვის ისტორიას. ხოლო ეს სვეტი სიმბოლურად განასახიერებს ცხოვრების ხეს ისტორიულადაც ამ ადგილას იზრდებოდა კედარი, რომელიც არის ცხოვრების ხის სიმბოლო, რომელიც მოიჭრა და შემდეგ ეს მოჭრილი კედერი ანგელოზებმა წმინდა ნინოს ლოცვით აღმართეს და ამ ადგილას აშენდა პირველი ტაძარი, პირველი ეკლესია წმინდა ნინოსი, ხოლო შემდეგ უფრო გვიან აშენდა სვეტიცხოველი, რომელიც არის ალეგორიული ტაძარი, ისევე როგორც სოლომონის ტაძარი იყო ალეგორიული".

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
18-12-2017, 20:16


რატომ დარჩნენ დედოფლისწყაროელი გლეხები სახნავ-სათესი მიწის გარეშე, ვინ და როგორ დააბრუნა სიღნაღის რაიონში მონათმფლობელური წყობა და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული პროცესები? „საერთო გაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

– მოზარდებში აგრესიის მატებამ და გახშირებული ძალადობის შემთხვევებმა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პრობლემის მიზეზი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში უნდა ვეძებოთ. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ჩვენს ტრადიციებს და გენეტიკას მთლიანად აცდენილია. გლობალისტებმა და ლიბერალებმა რამდენიც არ უნდა „დაგვამუშაონ“, ისეთი ძლიერი ფესვები და გენეტიკა გვაქვს, „უცხოს“ ადვილად ვერ მივიღებთ. სწორედ უცხოსა და მიუღებელის ძალით შემოჩეჩებამ გამოიწვია ადამიანებში აგრესია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მოსახლეობის 30% ფსიქიკაშერყეული დადის და ძალადობის ფაქტების გახშირება რა გასაკვირია? წარმოიდგინეთ, სოფლის მოსახლეობას რომ სახნავ-სათესი მიწისა და ელემენტალური შემოსავლის გარეშე დატოვებ, მშვიდად როგორ უნდა იყოს? ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2011 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა შპს „ჯეო აგრო“. ტელევიზიებში განუწყვეტლად ტრიალებდა სარეკლამო რგოლები, რომ ეს იყო წარმატებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ინვესტიციები უნდა მოეზიდა, სოფლის მეურნეობა უნდა განევითარებინა, მოსახლეობა უნდა დაესაქმებინა და ქვეყანა აეყვავებინა. იმავე წელს სახელმწიფომ ამ „ჯეო აგროს“ დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე სოფლების ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს ტერიტორიაზე 3600 ჰექტარი მიწა გადასცა. ერთი წლის შემდეგ, 2012 წელს „ჯეო აგრომ“ ეს მიწები „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა. ეს კერძო სტრუქტურაა და არავინ მომცემს ინფორმაციას, ბანკიდან აღებული ფულით რა გააკეთა, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ იპოთეკის თანხა ვერ გადაიხადა და 2016 წელს ეს 3600 ჰექტარი მიწა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში გადავიდა. წარმოიდგინეთ, ხსენებულ სამ სოფელში მცხოვრები 5000-მდე ადამიანის მდგომარეობა, რომლებმაც ბანკის ხელში ჩავარდნილ მიწებზე მარცვლეული კულტურების თესვის და თავის რჩენის ერთადერთი საშუალება დაკარგეს. იქ სხვა შემოსავალი არ არსებობს და მიწის დამუშავების უფლება თუ არ მისცეს, ეს 5000 ადამიანი იძულებული გახდება დედაბუდიანად აიყაროს და სხვაგან გადაიხვეწოს..

– როგორც ვიცი, ამ ადამიანებმა დახმარებისთვის თქვენს ორგანიზაციას მიმართეს.

– ჩვენ რომ სიტუაციის გასარკვევად ჩავედით, ბანკს მიწის ნაკვეთებთან დაცვა ჰყავდა დაყენებული. თბილისიდან სპეცდანიშნილების რაზმებიც კი ჩაიყვანეს, რომ ხალხს მიწა არ დაემუშავებინა და ხორბალი არ დაეთესა. 20 ნოემბერს ზემო და ქვემო ქედის და არხილოს მოსახლეობამ გამგეობის წინ აქცია გამართა და დილიჩის გასხვისებული მიწების დაბრუნება მოითხოვა. ეს ხალხი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად უხდიდა „ჯეო აგროს“ მიწის იჯარის ფულს. სხვა საკითხია, კომპანიას ეს ფული ბანკის ანგარიშზე შეჰქონდა თუ არა.. აქციების ფონზე, ბანკი იძულებული გახდა, რომ ხალხისთვის თესვის უფლება მიეცა, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის.

– „საქართველოს ბანკის“ პოზიციის შესახებ რა იცით?

– ამ საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისში კახეთის რეგიონის გუბერნატორი დედოფლისწყაროს დეპუტატი და რაიონის გამგებელი ჩამოვიდნენ. სხვათა შორის, დედოფლისწყაროს ამჟამინდელი გამგებელი „საქართველოს ბანკის“ ყოფილი თანამშრომელია. მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ „საქართველოს ბანკი“ მზადაა გლეხებს ჰექტარი მიწა 1700 ლარად დაუბრუნოს, თუმცა გლეხებს ამის საშუალება არა აქვთ. ისიც უცნობია, როგორ მოსავალს მიიღებენ, რადგან „ჯეო აგროს“ დროს, ამ მიწებზე სარწყავი სისტემები და ყველანაირი ინფრასტრუქტურა განადგურდა და მოსავალი მთლიანად ბუნების წყალობაზეა დამოკიდებული. საერთოდ, მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის და არა „ჯეო აგროს“ ან რომელიმე ბანკს, ამიტომ გლეხებს მიწის გამოსასყიდი კი არ უნდა დაუწესონ, უნდა გაარკვიონ „ჯეო აგროსთვის“ მიწის გადაცემა რამდენად კანონიერად მოხდა, რა დააშავა ამ ხალხმა და სხვისი ვალის გამო რატომ უნდა დაზარალდეს? შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები ქვეყანას ისე ყიდიან, თითქოს მამა-პაპის დანატოვარი იყოს და პასუხს არავინ თხოვ თ. ის, რაც ახლა ხდება, სწორედ ასეთი დაუსჯელობის შედეგია.

– საბოლოოდ, ბანკთან შეთანხმება შედგა თუ არა?

– ჩვენ წერილი გაუგზავნეთ დედოფლისწყაროს გამგებელს და პასუხად მივიღეთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ და „ჯეო აგროსთან“ შეთანხმება მიღწეულია და მოსახლეობა მზადაა მიწის საფასური 8 წლის განმავლობაში გადაიხადოს. თუმცა, ამ შეთანხმებას მოსახლეობის მცირე ნაწილმა მოაწერა ხელი. უმრავლესობა თავს იკავებს, იმიტომ, რომ ხალხი გადახდისუუნაროა. ამ ეტაპზე სიტუაცია ასეა გაჩერებული.

– როგორც ვიცი, მსგავსი პრობლემები მხოლოდ დედოფლისწყაროში არაა და თქვენი ორგანიზაცია ანალოგიურ პრობლემებზე საქართველოს რამდენიმე რაიონში მუშაობს.

– ნამდვილად ასეა. წლების წინ, სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, 1500 ჰექტარზე განთავსებული იყო ახალი ჯიშების გამოყვანის სელექციური ცენტრი თავისი ინფრასტრუქტურით და შენობა-ნაგებობებით. შემდეგ ეს ტერიტორია კეზერაშვილმა და ადეიშვილმა მიისაკუთრეს და 2012 წლის დეკემბერში ვიღაც არაბებს გადაუფორმეს. ეს 1500 ჰექტარი ახლა არაბების ხელშია, რომლებმაც სიღნაღში მონათმფლობელური წყობა დაამკვიდრეს და ადგილობრივი მოსახლეობა მონებად აქციეს. წარმოიდგინეთ, ადამიანებს თავიანთ მიწაზე გავლის საშუალებას არ აძლევენ და ადგილობრივი მცხოვრების საქონელი რომ გადავიდეს, იმ საქონელსაც კი ართმევენ. თუმცა, საქონელს ვინ დაეძებს, კაცს ცოლი წაართვეს და სამი შვილი უდედოდ დატოვეს.
– ცოლი როგორ წაართვეს?

– ჩვეულებრივად.. არაფერს ვაჭარბებ. ილიაწმინდელი კაცის ცოლი არაბმა წაიყვანა და არავინ იცის, ის ქალი ახლა სადაა. ის არაბი ამ კაცს შვილების წართმევითაც ემუქრება. ბავშვების ბებია გაგიჟებულია, ბავშვებს ცოცხალი თავით არავის დავუთმობო და ეზოდან არ უშვებენ. მოსახლეობა ისეთ დღეშია, რომ მზადაა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს და მიწები თვითონ დაამუშაოს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ მარტო კანონმა და ხელისუფლებამ კი არა, უცხოელს პირველ რიგში, ხალხმა უნდა მისცეს მეზობლად ცხოვრების უფლება და ეს იქნება ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია. თუ ჩვენთან ცხოვრება და მეზობლობა უნდათ, მობრძანდნენ, მაგრამ იმდენი მიწა მივცეთ, რაც საცხოვრებლად ეყოფათ. ჩვენ მიწაზე შეყვარებული ხალხი ვართ ამას თუ წაგვართმევენ, რაღა დაგვრჩება? იმ არაბმა ახლა იორი დააგუბა, ტბას აკეთებს და არაბული ქალაქი უნდა გავაშენოო. მილიონ ნახევარი ქართველი საქართველოდან ლუკმა პურის საშოვნელად არის გაქცეული და იმათ რა ვუყოთ, არასოდეს დავაბრუნოთ? ან ჩვენ გამრავლებას არ ვაპირებთ? სად ვასახლებთ ჩვენს ხალხს? იქ ირანული და ჩინური სოფელიო, აქ არაბული ქალაქიო და ჩვენი ადგილი სად არის საქართველოში?

– თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა უცხოელებზე უკვე გასხვისებული მიწების უკან დაბრუნება სამართლებრივად როგორ წარმოგიდგენიათ?


– ისეთ დიდ ქვეყნებშიც კი, როგორიც აშშ და ინგლისშია, როცა დაინახეს, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა, ნაციონალიზაცია განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს, ამიტომ უნდა დაანებონ თავი ტაშ-ფანდურს, შეადგინონ გეგმა და მიწის გამოსყიდვა დაიწყონ. სულ ახლახან, თბილისის საახალწლოდ განათებაში 3 მილიონი გადაიხადეს. გასაგებია, რომ ახალი წელი მოდის, მაგრამ ჩვენ ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ, რომ გართობა უნდა მოვიკლოთ და გაყიდული საქართველო გამოვისყიდოთ. მერწმუნეთ, ასეთი სიტუაცია მარტო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში არაა. გარდაბანში, თელავში, წყალტუბოში, აბაშაში და ყველგან იგივე ხდება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, რომ მიწა მოიხნას და დაითესოს, რომ ხალხი არ დაიმშეს და მერე ამ საქმეებს სამართლებრივად მივხედავთ. ჩვენ ახლა ეროვნული ღირსების დარბაზი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც სწორედ ასეთ ეროვნულ საკითხებზე მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დედოფლისწყაროელთა გასაჭირზე „ჯეო აგროს“ პოზიციის გაგებითაც დავინტერესდით. კომპანიის დირექტორის თქმით, ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან მიწის დაკარგვის მიუხედავად, ბიუჯეტის წინაშე აღებულ ვალდებულებების შესრულება უწევთ.

შპს „ჯეო აგროს“ დირექტორი ბესიკ თეთვაძე:


– როგორც იცით, ჩვენ ვერ დავფარეთ საბანკო ვალდებულებები და ბანკმა მიწა სესხის უზრნველყოფიდან გამომდინარე, ოფიციალურად წაიღო. დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ ფართის დათმობა მოგვიწია. შესაბამისად, ამჟამად, არავითარი მოლაპარაკებების პროცესებში არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან იურიდიული და ფაქტიური მფლობელიც ბანკია.

– როგორც ვიცი, ადგილობრივი მოსახლეობა საიჯარო გადასახადებს წლების მანძილზე კეთილსინდისიერად იხდიდა. ამიტომ საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა საბანკო ვალდებულებების შესრულება?

– 3535 ჰექტარიდან გაქირავებული დაახლოებით 300–500 ჰექტრამდე იყო. თანაც ჩვენ მოსახლეობასაც შეღავათებს ვუკეთებდით- ნაწილს თავიდან ვახდევინებდით და ნაწილს მოსავლის აღების შემდეგ. ამის გარდა, ჩვენ ქონების გადასახადის სახით ვალდებულებებიც გვაქვს ბიუჯეტთან და ყოველწლიურად, ლამის 400 000 ლარს ვიხდით. ასე, რომ ყველაზე მეტად მაინც ჩვენ დავზარალდით..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
18-12-2017, 20:10


ამას წინათ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა გამოაცხადა, მეგის ქარდავას კი ვიცნობ, მაგრამ ვინმეს თუ აწამებდა, არასდროს გამიგონია, არც სამეგრელოში არსებული სამალავების ვიცი რამე, არც კასტილიანი გამაუპატიურებლის შესახებ მსმენია და სერგო თეთრაძე, წამებით თუ მოკლეს, ეგეც ახლა გავიგე პირველადო. ეს კაცი ადრე იმასაც ამბობდა, არ მახსოვს, სააკაშვილი ოდესმე მსტუმრობდა თუ არა სახლში და, საერთოდ, არც ის ვიცი, ციხეში რისთვის ვზივარო.

კაცი ღირსეულად თუ აღზევდება, დაცემაც ღირსეულად უნდა შეეძლოს. მაგრამ სად აქვთ ნაცებს ღირსება. ვირთხულად აღზევდნენ და მათი დაცემაც ამაზრზენია.

როგორც ჩანს, ნაცების ყოფილ მინისტრსაც ამნეზია დამართია ციხეში. ვერ გაიხსენა ის `საწყალი~ ყველასაგან უარყოფილი და `დავიწყებული~ მეგისა ქარდავა, თავის დროზე, მიშა სააკაშვილმა ორჯერ საკუთარი ხელით რომ დააჯილდოვა ღირსების ორდენით და უკრაინელებმა ივანო-ფრანკოვსკის ციხიდან ახლახან პირდაპირ საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, დაჭერა ვერ აუტანია თავისუფლებისმოყვარე ბიჭს, გული გახდომია, თურმე, ცუდად.
რაც შეეხება მიშიკოს, მას ისედაც ჰქონდა მეხსიერების დაქვეითება _ როცა რაიმე სჭირდებოდა, ახსოვდა, როცა არა _ არა.
მოკლედ, საქმეში ჩაუხედავმა რომ უსმინოს ამათ, იფიქრებს: ეს ნაცები ანგელოზები ყოფილან, ქართველი ხალხია თურმე ცილისმწამებლები, აბრალებდნენ პატიოსან ბიჭებს რაღაც-რაღაცებს, თორემ ამათ 9 წელიწადი ბუზი არავისთვის აუფრენიათ _ შრომობდნენ, თხილის გულს იყოფდნენ და ლუკმად იმას ჯერდებოდნენ, ავსებდნენ ბიუჯეტს, აშენებდნენ, ეფერებოდნენ ხალხს, ამათ დააგეს გზები სავალუტო ფონდის თუ მსოფლიო ბანკის ფულით ვალად, რომელსაც დღემდე ჩვენი ზურგის ტყავით ვიხდით, ხოლო ქვეყანას უცხოპლანეტელები მართავდნენ. ისინი კლავდნენ, აწამებდნენ, ისინი ყიდდნენ მიცვალებულების ორგანოებს, ეს უცხოპლანეტელები თხრიდნენ მიწისქვეშა ბუნკერებს და იღებდნენ წამების და გაუპატიურების კადრებს და აკონსერვებდნენ (ეტყობა, სხვა პლანეტაზე წაღება უნდოდათ), ისინი აცხადებდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ისინი აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ ქონებას ხალხს, მათ მოკლეს ვერაგულად პატარკაციშვილი, მათ შეიწირეს ნაციონალების თანამოძმე და თანაგუნდელი ზურაბ ჟვანია, უცხოპლანეტელებმა ესროლეს გურამ შარაძეს, მათ უბოძეს ქართული პასპორტები ჩინელებს, თურქებსა და ინდუსებს, მათ დაანგრიეს განათლების, ჯანდაცვის სისტემა და მეცნიერებათა აკადემია და ა. შ. და ა.შ.

ამის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, მიშა სააკაშვილმა ის რომ თქვას, სააკაშვილი კი არ ვარ, თავად ნაპოლეონი ვარ, ბონაპარტე, ელბადან გამოვიქეციო, ესეც არ იქნება გასაკვირი.
ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
18-12-2017, 18:00


როდესაც ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს `ძველი ღმერთები~ გავიდნენ ასპარეზიდან და ჯერ არც ქრისტე იყო მოვლენილი, კაცობრიობას ერთ მომენტში დაუდგა უღმერთობის ჟამი... ჩამოდგა `უმთვარო ღამეთა~ სინდრომი და ადამიანი უდაბურ სამყაროში სრულიად მარტო აღმოჩნდა...
ალბათ ასეთივე ჟამი იდგა ნოეს დროსაც, როდესაც უფალმა კაცობრიობის დასჯა გადაწყვიტა, მათივე ურწმუნოების მიზეზით, ხოლო `ნოე ახლოს იყო ღმერთთან~ და მას მისცა ცივილიზაციის და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა?! – `უფალს შეუძლია ადამიანს ენდოს, თუ მისი სიწმიდე ამის საშუალებას აძლევს!~
იგივე უნდა ითქვას ჩვენს დღევანდელ დროზე: როდესაც დასრულდა `ანდრეზული დრო~ და ხევისბერთა ეპოქა, ერის საკრალური სივრციდან გავიდნენ ხევისბერნი, და თემ-სოფლის `კითხული კაცნი~... აგრეთვე, ინტელექტუალური სივრციდან განდევნეს სწავლულნი და მწიგნობარნი, ამდენად ერი ლიბერასტთა და მედროვე ფსევდო-პატრიოტთა ხელში აღმოჩნდა! – ქვეყანა მოიცვა სექტანტთა და ანტიქრისტეთა ანარქიამ...


მე, ჩემს ერთ წერილში, საგანგებოდ ვწერდი სიბრძნე დაკარგული ერის ტრაგედიაზე – ვაჟა-ფშაველას `გველის მჭამელში~ (და მითშიც) ხოგაის მინდია კარგავს სიბრძნეს და იღუპება, მასთან ერთად იღუპება თემიც.
მინდია კარგავს სიბრძნეს, რომელიც აუცილებელი იყო სამშობლოს (თემის, საყმოს) დაცვისთვის... ჩვენს რეალობაშიც ეს დრამატული ვითარება მეორდება: დგება სიბრძნედაკარგული, უგმირო ერის, ბედისწერული დრო...
ეს დრო კაცობრიობასაც დაუდგა, რადგანაც იგი გადის უფლის ხელდასხმული სივრციდან (უფლისმიერი წესრიგიდან) და, სიბრძნედაკარგული შედის `სატანის ზოდიაქოში...~
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მკვიდრდება მავნებლური – `ლიბერასტულ-ანტი ეროვნული~ ტენდენცია, თითქოს ქვეყანას არ სჭირდება ლიდერი: `ბრძენი მოძღვარი~, რომელიც წინ წარუძღვება ერს და წარმართავს მას წაღმართი გზით... პოლიტიკოსები ებრძვიან გმირს და კაცს, რომელიც `სოფლისა თავსა ესახლა~ და თვალ-ყურს ადევნებდა მის ბედისწერას...
მათ არც ბრძენი პატრიარქი უნდა და არც ერისკაცი...
ეს მომაკვდინებელი იდეა მიმართულია `გონიერი გულის~ და გონების წინააღმდეგ, რომ ამ განურჩეველმა მასამ ითარეშოს და, მოიჭამოს საკუთარი თავი და ქვეყანაც... და უპატრონო ერი აღმოჩნდეს სხვის ხელში!..


ვიღაცას ძალიან მოუნდა და დასჭირდა, ამ საუკუნეში ქართველი ერის გაყვანა საკუთარი ქვეყნიდან (მიწიდან), მამა-პაპეული და უფლისეული საზღვრიდან. ეს ტენდენცია მკვეთრად და აშკარად გამოიხატა საზღვრების გახსნაში და ერის თითქოს საკუთარი ნებით, მაგრამ სინამდვილეში იძულებით, მიზანმიმართულ დეპორტაციაში. ორ მილიონზე მეტი ქართველი უკვე განდევნილია სამშობლოდან. მათ უკან არავინ არ აბრუნებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერის სრულ უმცირესობაში გადაყვანის პროცესი რამდენიმე წელში დასრულდება ამაზე დუმს ხელისუფლება.
სწორედ ამ `უჟამო ჟამს~ ერს მოევლინა უბრძენესი პატრიარქი- სასულიერო და საერო სივრცის შემკვრელი ენიგმური მოძღვარი – ილია II – ნათელმხილველი და ბედისწერის წინასწარ მცნობელი.
`– არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არს!!!~ – გვეუბნება პატრიარქი... მაგრამ ჩვენი მასონურ-ლიბერასტული საზოგადოება ებრძვის ღმერთს და ქვეყანას (ხალხს), ანგრევს ერის ეთნო-ფსიქოლოგიური დაცვის კარმულ გარსს... მის ხვთიურ აურას, შლის ტრადიციული ცოდნის სივრცეს...
სკოლიდან დევნიან სახარებას და მოძღვარს!..


პატრიარქს არაფრის ეშინია, გარდა საკუთარი ხალხის სიბეჩავის და უმწეობის, მისი ურწმუნობაში ჩავარდნის, რასაც თან სდევს ზნეობრივი კრიზისი და `გამოხატვის თავისუფლება...~
`გამოხატვის თავისუფლება!~ – ეს მასონური, `ზნეობრივი შიდსი~, რომელიც არაფერს კრძალავს – `ქენი რაც გინდა და როგორც გინდა... – გინდ ჩაიცვი, გინდა შიშველმა იარე და გამოეყუდე ტელევიზიის ეკრანზე!
`გამოხატვის თავისუფლება!!~ – ახალი მასონურ-იეღოვურ-ლიბერასტული დივერსია ერის ზნეობრივ სივრცეზე – მეტად სახიფათო ტენდენცია ჩვენი ერისთვის: თავგასულობა-მრუშობა, მკვლელობა, სქესთა ცვლა, ნუდიზმი, ფემინიზმი... ეკლესიის და ისტორიულ ფასეულობათა შეურაცხყოფა, ანუ მთლიანად გასვლა სამოქალაქო და საეკლესიო მორალის სივრციდან!..


ამ უმძიმეს ვითარებას, უცნობი შინაგანი ენერგიებით უპირისპირდება პატრიარქი, აქარვებს და ანელებს ერის სიდუხჭირეს, ასწორებს ხელისუფალთა პოლიტიკურ შეცდომებს, აწყნარებს ხალხის და პარტიული კლანების ვნებათა ღელვებს, აჩერებს სისხლისღვრებს და ქვეყნის ჩათრევას შიდა საეკლესიო და კლანურ დაპირისპირებებში, ამშვიდებს საზოგადოებას...
პატრიარქი საკუთარ თავზე იღებს და ინაწილებს ერის ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს... მას ისევე სდევნიან და უცხადებენ ტერორს, როგორც ილია მართალს თავის დროზე(!) – წამლავენ ციანიდით, თუ უტიფარი ცილის წამებით...
ის გვიცავს ჩვენ! და ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს პატრიარქს: ვპატიობთ ათასნაირ გადამთიელს და სატანისტს მისდამი უტიფრობას!
...საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა ადვილი მასთან ბრძოლა (მისი ამოცნობა) შინაური თუ გარე მტრებისთვის: – ორმოც წელზე მეტი მიჰყავდა (და მიჰყავს) მას, უდაბურ დროსა და სივრცეში, ერი და ეკლესია გადარჩენისკენ... ინტუიტური, გენიალური უნარით და მან ეს შეძლო!!! მან შეძლო განსაცდელიდან ერის გაყვანა – ვითარცა უდაბნოდან – მოსემ...
ერი, რომელიც იწვა `პროკრუსტეს~ სარეცელზე და, ცალ-ცალკე აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და წამლავდნენ ფსიქოტრონული შხამით... პატრიარქმა შეძლო მისი წამოყენება! – კიდევ ერთი, კვირიასებრი პიროვნების გამოხმობით და შემწეობით, რომელმაც თავისი ქველობით XXI საუკუნის `სვეტიცხოველი~ დაუდგა საქართველოს. დიახ, ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილი გახლავთ!..


როცა სული ინგრევა, ინგრევა მატერიალური სივრცეც!
პატრიარქმა მისცა ერს სულიერი და მატერიალური საზრდო, რამდენჯერ დააპურა მშიერი მრევლი და დაადო წყლულზე სალბუნი...
ხევსურეთის მონახულების შემდეგ უწმიდესმა იქ ურიცხვი სურსათ-სანოვაგე და სამოსელი შეგზავნა სამი `ტრაილერით~. მსგავსი ნობათი აქამომდე აქ არავის ენახა!.. – `ძვლებზე დაგვეწერება თქვენი მადლი და სიკეთეო!~ – შემოუთვალა პატრიარქს უხუცესმა შატილიონმა კაცმა.
პატრიარქის `ძვლებზე დაწერილი~ ლოცვანი და სინანული დიდხანს შერჩება ერის მეხსიერებას– სანუგეშოდ...


ჩემი სტუდენტობის დროს, 70-იან წლებში, სულ სამად-სამი ტაძარი იყო მოქმედი, ილია მეორის მეოხებით აღდგა 41 ეპარქია და შეიქმნა სრულიად ახალი ღვთაებრივი სახელმწიფო სახელმწიფოში.
ეს არის შეუძლებლის შესაძლებლობა და სასწაული უწმიდესის სინერგიის გამოვლენით.
მან შექმნა ბიბლიური, ქრისტიანული ოაზისი, სადაც ჩაისახა ერის გადარჩენის და აღორძინების თესლი... და ვფიქრობ, მართლაც გადარჩა იგი!
ახლა 41-მა მთავარეპისკოპოსმა და მათმა მრევლმა, ერთად რომ ილოცონ, ერთად რომ დაანთონ სანთლები და დადგნენ საზღვრების ირგვლივ ქართლის მთებზე ვერავინ შეძლებს მის გადმოლახვას.
– ჩვენმა პატრიარქმა ზარბაზნების ნაცვლად მონასტრები ჩადგა საზღვრების გასწვრივ და, ქვეყნის გულშიც არაერთი ტაძარი აღმოაცენა ნანგრევებიდან, ნახანძრალი ქვეყანა აქცია სულ სხვა ოაზისად, სადაც `ბიბლიური პატრიარქის~ მოვლილი უამრავი სასწაული ხილი ჰყვავის და მწიფობს ჩვენთვის...
სამწუხაროდ, ჩენ კარგად ვერ ვცნობთ ამ ბაღის სიდიადეს!


მისი უწმიდესობის საკრალური, სიბრძნით გაჯერებული შეგონებანი მეტად მნიშვნელოვანია ერისთვის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დეპრესიის დროს.
მე მახსოვს `სათამაშო თოჯინების კეთების~ დავალება, მისი უწმიდესობის მიერ, მრევლისთვის. ბევრმა მართლაც დაიწყო თოჯინების კეთება: ამით ისინი აღმოჩნდნენ ახალ, `ვირტუალურ სამყაროში~- თითქოს ბავშვობაში... ეს `მწარე დროსთან~ და რეალობასთან გარიდების `პარადიგმული ცდა~ იყო...
პატრიარქისეული `დიდების გაბავშვების~ ეს იდეა – პირდაპირ გენიალურია: დიდები ვერასოდეს დახატავენ იმას, რასაც ბავშვები ხატავენ. დიდები ვერ ამჩნევენ ყვავილებს და პეპლებს, გნებავთ, მზის ამოსვლას...
პატრიარქს სურს დაღლილი, დაღვრემილი, კომპიუტერში ჩაწნეხილი ადამიანების წამიერად, ბავშვობის სუფთა, ბრჭყვიალა სამყაროში შებრუნება...
.....
ნუ დაგვავიწყდება, პატრიარქის კურთხევით (და მისივე მონაწილეობით) დარგული, ადამიანთა `სიყვარულის~, თუ ტკივილის სახსოვარი `გონიერი ხეები~, რომლებიც მომავალ თაობებს შეუნახავენ ამ დროთა ხსოვნას: ისევე, როგორც ღვიის და მაყვლის ბუჩქები, ხმელი წიფლის და კედრის ხეები რომ ინახავენ დროთა ინფორმაციებს! და, ზოგჯერ, უფლის სიტყვასაც აუწყებენ ადამიანთა მოდგმას?!...
– მეტად საგულისხმოა პატრიარქისმიერი: – აისბერგისთვის შემოვლის, `კედლისთვის~ (რომელიც ყოველთვის წინ გიდგას) თავით არდაჯახების შეგონება, თუ თევზის დაჭერის ბრძნული სწავლებანი...
– მნიშვნელოვანია ერისთვის გვართა კავშირების დაარსება, აგრეთვე შვიდგზის ლოცვების, მესამე ბავშვის ნათლობის დამკვიდრება უწმიდესის ნებით, ერის დემოგრაფიული გაჯანსაღებისთვის ღვთიური ლიტურგიებია, რამაც უამრავი ახალგაზრდა მიიყვანა ეკლესიებში...
– მიწა და მიწასთან მიახლოება, წინაპრებთან სულიერი კავშირი, ისტორიულ თემთა და პროვინციათა აღდგენა – აი, პატრიარქის საფიქრალ თემათა კიდევ ერთი ნუსხა...


`ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!~ – უწმიდესს ეკუთვნის ეს საოცარი ღვთიური ფრაზა – ილია მართლისეული სენტენციის ბრწყინვალე პერიფრაზი, რომელმაც უფრო მეტი საკრალურ-საკრამენტული სიღრმე მისცა ამ მცნებას.
მართლაც ღმერთია ყველაფერი: `ანი და ჰოე~, ენა და სამშობლო! ღმერთის მოციქულია ადამიანი მიწაზე, რომელიც მას სამშობლოდ ექცა გენეტიკური კოდის მიხედვით, მაგრამ არსებობს `უსამშობლო~ კოსმოპოლიტთა მოდგმაც, რომელთაც არ უყვართ არც სამშობლო და არც პატრიარქი...


როდესაც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ მისი ცხოვრება იყო `მზიანი ღამე~, ეს ერთდროულად მინიშნება იყო უჩვეულოდ მძიმე დროზე და მისი გათენების შესაძლებლობაზეც!
ერს, ქვეყანას, როდესაც უღმერთობის აპოკალიფსური ჟამი უდგას, ზოგჯერ, უფლისავე ნებით, გამოუჩნდებიან ბრწყინვალე წმინდანნი (ნოე, მოსე...ქრისტეს გენიოსი მოციქულნი), გაუნათებენ ცხოვრების გზას და `მზიანი ღამის~ ეფექტს ქმნიან.
ჩვენს პატრიარქსაც სწორედ ასეთი მისია მიანიჭა უფალმა, რომ ქართველი ერი ერთხელ კიდევ გადარჩეს ამ საუკუნეშიც...
ამის დასტურია პატრიარქის ბოლოდროინდელი არაორდინარული გადაწყვეტილება... თანამესაყდრის დასახელება და მეუფე შიოს ამორჩევა!
ამ ურთულეს ვითარებაში პატრიარქმა გააკეთა, ალბათ, ერთადერთი და გენიალური სვლა, რომელიც სულ სხვა სიბრტყეზე გადაიყვანს მოვლენებს და ერს და ეკლესიას ერთხელ კიდევ ააცდენს წყალქვეშა რიფების კატასტროფას.


...ახლა, როდესაც პატრიარქსაც უდგას `თავისი შემოდგომა~ და მწიფს `მისი ბაღი~ ჩვენთვის, ჩვენ უნდა შევიდეთ პატრიარქის ბაღში და მოვისთვლათ ის `ხილი~, რომელიც მან მოგვცა ჩვენ სულის საზრდოდ... კიდევ ერთხელ რუდუნებით ვიხმიოთ ეს ნუგბარი და შევიტკბოთ იგი...
მე ამ `რამექნას ციხის~ საიდუმლო კარის გადმოსახედიდან, რომელიც პატრიარქის ლოცვით გაიხსნა, ერთხელ კიდევ მადლიერებით და მოკრძალებით მოვიკითხავ მის უწმიდესობას დაბადების 85-ე და აღსაყდრების მე-40-ე წლისთავზე, სიყვარულით მოვეფერები და ამ `ბოლო თქმით~ გავასრულებ წერილს:
თქვენო უწმიდესობავ,
ძვირფასო პატრიარქო!
ქართველი ერის ისტორიის ყველაზე უმძიმეს დროში მობრძანდით თქვენ `მზიანი ღამის ეტრატით~ და მზებუდობის ღამეებში მოუვლინეთ საქართველოს ღვთიური ნათება.
დიდი, შხაპუნა წვიმა რომ მოვა უდაბნოში – ჯერ მდინარეებს აადიდებს და მერე ბალახსაც ამოიყვანს ეგრეთვე თქვენ, თქვენი ლოცვებით აღმოაცენეთ რწმენის მდელოები ქართველთა `სულის უდაბნოში~, შექმენით იმედის ოაზისები! – გააცოცხლეთ ყოველივე სულთან კავშირში მყოფელი: მუსიკა, პოეზია, მხატვრობა, ხალხური ორნამენტი...
თქვენ, თვითონ ხატმწერმა და შემოქმედმა, საგალობლების შემქმნელმა, აკურთხეთ თქვენი მადლით, ქართველი კაცის ღვთიური ნიჭი, დაიცავით და იხსენით იგი ეშმაკის ხელისაგან.
თქვენ აკურთხეთ მიწა და მამული, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ დასაბამითგან დღემდე (!) და აღამაღლეთ მუნ `ტაძართა სიმფონია~ და სრულიად ახალი რეალობა შექმენით.
თქვენ შეაღწიეთ უძველეს (საკრალურ) ისტორიულ თემთა სიღრმეში და შატილში პირველ ტაძარს ჩაუყარეთ საფუძველი. იქ, სადაც, არცა რომელი პატრიარქი და ეპისკოპოსი არ შესულა, არცა რომელთამე საუკუნეთა წიაღ!-
და თქვენ მოჰფინეთ, ქრისტესმიერი, დიდი ენერგეტიკული ნათება ქალდეურ–იბერიულ ქალაქთა მდუმარე ნაშთებს, რომლებმაც XXI საუკუნემდე მოიტანეს უძველეს დროთა სუნთქვა.
ვერავინ იტყვის იმას, რაც არ თქმულა მზის ქვეშეთში: თქვენი აქ ყოფნის სიხარულს ვულოცავთ ქართველ ხალხს – უფლის ამ უჩვეულო ჯილდოს – ხთონური მტრების გარემოცვაში, სულიერი და ფიზიკური დეპრესიის ჟამს, `სიმურთა~ დენასა და ხორშაკთა ქროლვაში!
თქვენ 40 წელი გედოთ ხელი სარეცელზე მწოლარე ერის პულსზე და შეძელით მისი წამოყენება!
თქვენივე კურთხევით და ლოცვით, – თითქოს არსაიდან მოვიდა კაცი, მადლცხებული, უშიში და გონიერი, ვითარცა კვირია და, ვგონებთ, რომ იგიც თქვენთან ერთად აღასრულებს უფლის ნებას და ერის ოცნებას!
მადლობა უფალს, უწმიდესო, თქვენი მოვლინებისთვის და აქ ყოფნისთვის, ამ უჟამო ჟამს. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.

კობა არაბული
მწერალი- ეთნოლოგი
დეკემბერი, 2017 წელი

მეტის ნახვა
16-12-2017, 21:06