ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის რომელიღაც მუხლი დაირღვაო, ნაციონალები და მათი სატელიტები ფრიად გაამხიარულა. მერე რა, რომ ეს დარღვევა, მხოლოდ ერთ ეპიზოდს, მერაბიშვილის ციხიდან თავზე "ტომარაგადაფარებულ" გაყვანას ეხება, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა თუ გაიყვანეს, თანაც ამ ფორმით. ვანიჩკას "პოლიტპატიმრად" გამოცხადებას, "ოპერატიულად" გამოეხმაურა სააკაშვილიც, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო მერაბიშვილი, მივესალმები სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩემი თანამებრძოლის პატიმრობის უკანოდ გამოცხადებასთან დაკავშირებითო. მმართველი ძალის განცხადებით, ევროსასამართლოს მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ უცვნია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მერაბიშვილის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სრულიად კანონიერი იყო, საერთოდ არ მოიცავდა მის პოლიტიკურ საქმიანობიდან ჩამოშორების მოტივაციას. ეტყობა, ნაციონალებისა და მათი ლიდერისთვის ცალკე გადაწყვეტილება გამოსცეს, სააკაშვილს ისიც გაურკვევია, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლის, ქვეყნის `ექსხერხემლის~ მრავალწლიანი პატიმრობის მთავარი მიზანი, მისგან სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. ოლიგარქ ივანიშვილს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ არაფერი მომიპარავს. ამის გამო, უდანაშაულო ადამიანს ამდენი ხანია აწამებენო.

ივანიშვილის "უნდობლობისა"რა უკვირს მიხეილ-ბატონს, როცა უკრაინელ ჟურნალისტსაც გაუჩნდა მის მიმართ კითხვა, პარტია გაქვთ (თანაც ორი, თუ მეტი არა – მ.ს.), ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობთ, მუდმივად მოგზაურობთ, ამას როგორ ახერხებთო. კი "დაამშვიდა" მიშამ "კოლეგა", რა არის აქ გასაკვირი, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ, ბებია მუშაობს (ცხონებული მზია ბებია მაშინ ცოცხალი იყო), დედა მუშაობს, ცოლი მუშაობს და ფულს მიგზავნიან, მეც ერთ-ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდიო, მაგრამ დაუჯერა თუ არა ყოფილმა "კოლეგამ", ვერაფერს მოგახსენებთ. სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ქართველებს (თუ არ ჩავთვლით ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერებს) ნამდვილად არ სჯერათ სააკაშვილის არგუმენტის. მათ არც ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობა და პოლიტპატიმრობა სჯერათ და აქედან გამომდინარე, მის უვადო პატიმრობას თუ არა, მრავალწლიან სასჯელს მაინც ითხოვენ. მერაბიშვილი ოთხი ბრალდებითაა მსჯავრდებული: "აკურას"ღვინის ქარხნის ჩამორთმევა – 2 წელი და 3 თვე; სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხწელიწადნახევარი; ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე. მას საბოლოო ჯამში, ამ უკანასკნელი სასჯელის ვადა შეეფარდა, რადგან ნაციონალებისგან "ქვეყნის დამაქცევრად" გამოცხადებულმა "ქართულმა ოცნებამ", ნაციონალების დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის წესი გააუქმა და უდიდესი სასჯელი შთანთქავს უმცირესს. ეს ბრალდებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც საზოგადოება მერაბიშვილს ედავება, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას არ უჩივის, ახსოვთ ვანოს მოთხოვნილი ორი "ტრუპი", ნავთლუღში, კორტებთან თუ სხვაგან ჩაცხრილული უდანაშაულო ახალგაზრდები, 7 ნოემბრის აქციის და ტელეიმედის დარბევა, ბადრი პატარკაციშვილისა თუ სხვა ბიზნესმენებისთვის ქონების "ახევა" და ა.შ. კი გვიმტკიცებს სააკაშვილი, "ანგელოზები" ვართ მე და ჩემი უახლოესი თანამებრძოლი, "გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე" მერაბიშვილიო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ათასობით საჩივარს, რომელიც მთავარ პროკურატურაში დევს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით?! არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს განვითარების ლაბორატორიის~ დირექტორი, ექსპარლამენტარი ირაკლი გოგავა `საერთო გაზეთისთვის~ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურები სადამსჯელო ორგანიზაციებად აქცია, მიზანი ერთი იყო – კორუფციით, შავი ბიზნესითა თუ კანონიერად ნაშოვნი ფული ამოღებულიყო მოსახლეობისგან.

საქართველოსთვის ასტრონომიული თანხებია, რაც მათ ამოიღეს, თანაც ეს ნახევრად ოფიციალურად ხდებოდა, საპროცესო გარიგებების მეშვეობითო. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2011 წლის ჩათვლით, 900-ათასამდე სს-ის საქმე იყო აღძრული, საიდანაც მხოლოდ 1%-ზე თუ დადგა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენების უმეტესობა საპროცესო გარიგებით დასრულდა. გარიგებისთვის საჭირო თანხა 5.000 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, ესეც წვრილმანი დანაშაულის შემთხვევაში, თორემ დანარჩენ შემთხვევებში მილიონებს უტოლდება. ჯამში 16-დან 19 მილიარდამდე ლარი ყოფილა ამოღებული. ირაკლი გოგავას განცხადებით, ეს ფული ნაციონალების მიერ შექმნილ 3–4 ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციაში წავიდა, ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი ყოფილა. არცერთი ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, დაშლილია, მათი მთელი დოკუმენტაცია კი უკვალოდაა გამქრალი. ბიზნესმენებს დაწესებული ჰქონდათ "სტავკები", რამდენი უნდა გადაერიცხათ ამ ფონდებში და რამდენი ოფშორულ ანგარიშებზე. იმიტომაც ვერ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პირწმინდად გაძარცვეს ხალხი. ნაციონალებმა კორუფცია კი არ მოსპეს, მისი ერთ ხელში კონსოლიდაცია მოხდაო. ბიზნესმენებთან ერთად, ყველა მსხვილი იმპორტიორიც "გასტავკული" ყოფილა, "ხარკი" 10–20%-ის ფარგლებში მერყეობდა, "სტავკაც" ალბათ იმის მიხედვით დგინდებოდა, ვის რა "დამსახურება" ჰქონდა "მეფის კარზე". ირაკლი გოგავას ნაცნობი უკრაინელი ბიზნესმენი, რომელსაც ხორბლის შემოტანა უნდოდა, ნაცელიტას ერთ-ერთ მინისტრთან გადაუმისამართებია, ამ უკანასკნელმა "ატკატის" სახით 20% მოითხოვა, არადა ხორბლის მარჟა 7–8, მაქსიმუმ 10%-ია. ცხადია, ეს გარიგება ვერ შედგა, მაგრამ იყო ხალხი, ვინც მოთხოვნებს თანხმდებოდა, ციხეში გამოკეტვისა და ქონების "ექსპროპრიაციის"შიშით. "საერთო გაზეთი" თავის დროზე წერდა იმ ბიზნესმენების შესახებ, რომლებსაც ბიზნესის "ახევა" არ აკმარეს და გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეპატრონე ჯემალ ლეონიძეა. მისთვის წართმეული ობიექტები, შემდეგ დავით კეზერაშვილის კომპანია "გალფის" სახელით მოევლინენ საწვავის ბაზარს.

სწორედ, ამგვარი "სპეცოპერაციების" შედეგად იქცნენ ნაცხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოსული პერსონები მილიარდერებად. მიწისა და სხვა უძრავი ქონების "ერთგულ" ხალხზე ერთ ლარად გასხვისება, სააკაშვილის ჩვეული მეთოდი იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში გამდიდრებულებმა, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მიკროქალაქი შექმნეს, მთავარი გამზირით, სიხარულის ქუჩა. ამ ქუჩაზეა წამოჭიმული სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი `თანამებრძოლების~ ფეშენებელური ვილები. საწვავის ბიზნესი და საგანმანათლებლო სფერო ხომ მთლიანად სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში იყო და დღესაც იგივე გრძელდება. როგორ "უფეშქაშა" გაგანია ომის დროს სააკაშვილმა საკუთარ დედას ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა პრესაში, მათ შორის, ჩვენს გაზეთშიც. სააკაშვილი, რომლის ქონების ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, დღეს ირწმუნება უპოვარი ვარ, მხოლოდ ოჯახის წევრების ხელფასით ვარსებობო. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, დავით გაგნიძის განცხადებით, საქართველოდან მთლიანობაში 25 მილიარდი ლარია გატანილი და ვინ იცის, რომელ ოფშორულ ზონაში "დავანებული". "ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, აქედან 18 მილიარდი სააკაშვილის `ყულაბაშია~. აი, ამაზე რომ არ მოსთხოვა მას პასუხი "ქართულმა ოცნებამ", იმიტომაც ბედავს სააკაშვილი აქეთ წაუყენოს ბრალდებები მმართველ ძალას და მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, რომელიც სააკაშვილზე ნაკლებ ქონებას არ ფლობს. `გაღლეტილი~ ვანოს მატერიალური აღზევება, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროიდან დაიწყო, როცა ერთ-ერთი `ენჯეოს~ ხელმძღვანელი გახდა, რომელსაც მემამულეთა თუ მიწისმფლობელთა ასოციაცია ერქვა. საქმეში ჩახედული ხალხის განცხადებით, სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ქართული მიწების განიავება. დღეს აღარც ეს ორგანიზაცია არსებობს, სამაგიეროდ, დაგვრჩა მულტიქონების მფლობელი მერაბიშვილი, რომელიც მიზერული სასჯელით გაამწესეს `მატროსოვის~ კომფორტულ ციხეში და მომავალი წლის მარტში ეწურება სასჯელის ვადა, თუმცა შეიძლება უფრო ადრეც, საახალწლოდ ვიხილოთ `თავისუფლებაზე~. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, მერაბიშვილს ახალი ბრალი წაუყენონ, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილიო, თუმცა საკითხავია, რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი. "ნაცბობოლებთან", მათ შორის, მერაბიშვილთან დაკავშირებითაც, ხალხი მწარედ ხუმრობს, ჩვენც გვაშოვნინონ მილიონები და ასეთი სასაცილო სასჯელით, სიამოვნებით ჩავჯდებით ციხეში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი სასჯელაღსრულების სისტემა, სააკაშვილის ციხესთან შედარებით, სამოთხეაო. რა ქონებას ფლობს მერაბიშვილი, დაზუსტებით შეიძლება თვითონაც არ იცის, მაგრამ ექსგუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესქონების რეალური მფლობელი რომ "გაღლეტილი" ვანოა, ეს არაერთხელ უთქვამთ კარგად ინფორმირებულ წყაროებს. ხე-ტყის ბიზნესსაც, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, ვანო აკონტროლებდა და დღესაც აქვს ამ სფეროდან შემოსავალიო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, თავის დროზე მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე რეალურად ის მართავს და "წილსაც" იღებს. ნაციონალების მმართველობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (აქ არ იგულისხმება ნაცვლიშვილ-გიგაურისა და სხვა `ელიტარების~ ორგანიზაციები), არაერთხელ მოაწყეს საპროტესტო აქციები დიღმის ფეშენებელურ კვარტალსა თუ თბილისის ზღვაზე, მათი განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე უზარმაზარი ვილა მერაბიშვილის საკუთრება იყო. ამ აქციების გამო, პროტესტანტებს არაერთხელ მოუწიათ თბილისის პოლიციის სამმართველოსა თუ სხვა ქალაქების "კაპეზეებში" ყურყუტი და ცემა-წამების ატანა. დღეს კი, თურმე სააკაშვილის "არარსებული" ანგარიშების"არგათქმის" გამო "ეწამებ" მერაბიშვილი.

ისე, საბანკო ანგარიშების "არმქონე" სააკაშვილთან ერთად, მოქმედ ხელისუფლებასაც გვინდა დავუსვათ კითხვა, რატომ გაყიდა პრეზიდენტყოფილმა ნახევარ მილიარდ დოლარად შეფასებული სახელმწიფო ქონება, ფოთის პორტი, 130 მილიონად, რომლის თითქმის ნახევარიც თურმე დღეს არ ფუნქციონირებს. ვითომ ასეთი გულუბრყვილო იყო სააკაშვილი რომ მეოთხედ ფასად გაესხვისებინა ეს ობიექტი, თუ იქ რაიმე ინტერესი არ ჰქონდა? კოსტუმებსა და აბანოს ხარჯებს რომ ედავებოდა მთავარი პროკურატურა სააკაშვილს და თავი ნაცების საქილიკო გაიხადეს, სტრატეგიული ობიექტების `უპრაგონო~ გაყიდვაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს თემა? საქართველოს რკინიგზის "ჩაძირვაზე" რომ მოსთქვამენ ნაციონალები და მათი სატელიტები, სწორედ, მათი მმართველობისას დაიწყო ამ უწყების ქონების განიავება, მათ არ დანიშნეს იქ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ბატონი ეზუგბაია, რომლის ანაზღაურებაც ასტრონომიულ ციფრებს უტოლდებოდა? ძალით თავსმოხვეული კოაბიტაციის წყალობით, სააკაშვილს მხოლოდ ოთხ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული, სამსახურებრივი უფლეამოსილების ბოროტად გამოყენება (გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე); 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეიმედში შეჭრის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით (8.837.461 ლარი) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა (სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხარჯების საქმე).

სააკაშვილი ამბობდა: პოროშენკომ შემომთავაზა, ან ჰოლანდიაში წადი, ან პოლონეთში ანდა საქართველოში, მაგრამ ევროპაში არ წავალო, თან ბიძინას ემუქრებოდა, საქართველოში ჩამოვალ და ივანიშვილს დავამხობო, მაგრამ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ვეჭვობ, რომ დანაქადნის შესრულება შეძლოს...

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-12-2017, 16:24


რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწყობს ტერაქტს _ ფანატიკოსი, ჯინსებსა და კედებში, თუ ღვთის სახლში შეპარული ანაფორაგადაცმული ფარისეველი

ვახტანგ ხარჩილავა:

ის, რაც ქართულ ეკლესიაში ბოლო ხანებში ხდება, შეიძლება გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო.
ესეც ტერაქტია, ოღონდ სხვა ტიპის და სხვა ხასიათის ტერაქტი, სადაც, მართალია, არც ავტომატებს ისვრიან და არც ხელყუმბარებს, სამაგიეროდ, ისეთი იდეოლოგიური ბომბის აფეთქებას აპირებენ ვიღაც-ვიღაცები, რომელმაც შეიძლება ეს ქვეყანა ორად გახლიჩოს.
განსაკუთრებით საგანგაშო და თავზარდამცემია ის გარემოება, რომ ამ ტერორისტული აქტის განმხორციებლები შეიძლება ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ანაფორები აცვიათ, ჯვრები და პანაღიები ჰკიდიათ, თავზე მიტრა ახურავთ და რომელთა მთავარი მისია საზოგადოების გახლეჩა კი არა, საზოგადოების გაერთიანებაა იმ დიდი სიკეთისა და სინათლის გარშემო, რომელსაც ჰქვია სიყვარული და რომელიც არს ღმერთი.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწყობს ტერაქტს _ ფანატიკოსი, ჯინსებსა და კედებში, თუ ღვთის სახლში შეპარული ანაფორაგადაცმული ფარისეველი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის, ბნელი გზებით ნაშოვნი სიმდიდრისა და ოქრო-ვერცხლის შესანარჩუნებლად მზად არის, მთელი ქვეყანა გაწიროს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.
უპრეცედენტო, ჭეშმარიტად ბრძნული და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება _ ასე შეფასდა უწმიდესისა და უნეტარესის ეს ნაბიჯი.
ამ გადაწყვეტილ; ებით, ფაქტობრივად, გზა მოეჭრა ყველა იმ შესაძლებელ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა მომავალი კათოლიკოსის არჩევის პროცესს მოჰყოლოდა.
სამწუხაროდ, საქართველოს მწარე ისტორიული გამოცდილება აქვს ამ მხრივ.
ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული მრავალი დრამატული ფაქტი დღემდე რჩება სხვადასხვა ვერსიების, ბრალდებების, მითქმა-მოთქმის საგნად, რაც სრულებითაც არ უწყობს ხელს ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებას და განმტკიცებას.
ილია II-მ მოსაყდრის თავის სიცოცხლეშივე დასახელებით, რაც განმტკიცებული და დადასტურებულია მის მიერ შედგენილი სათანადო ტექსტით და ხელმოწერით, ფაქტობრივად, აღკვეთა ის სპეკულაციები, გნებავთ, შიდა დაპირისპირებების საფრთხე, რასაც, ადვილი შესაძლებელია, მომავალში ადგილი ჰქონოდა.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რის შესახებაც ნაკლებად ვლაპარაკობთ, თუმცა ეს ამბავი ნამდვილად არის ყურადღების და აღნიშვნის ღირსი.
საქართველოს პატრიარქს, უჭკვიანეს ადამიანს, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსეს, არ შეიძლება არ სცოდნოდა და წინასწარ არ გაეთვალა, რომ მოსაყდრის დასახელებით იმედგაცრუებული სხვადასხვა ჯგუფების რისხვა, რომლებსაც თავისი ფავორიტები ჰყავდათ და ჰყავთ მომავალი პატრიარქის თანამდებობაზე, სწორედ მას დაატყდებოდა თავს.
მან სრულიად შეგნებულად და გააზრებულად თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა, რითაც ფარად აეფარა და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქა მდგომარეობა არა მარტიო მეუფე შიოს, არამედ მთლიანად ეკლესიას.
ამის გაკეთებას დიდი სულიერი სიმტკიცე, თავგანწირვისთვის მზადყოფნა და, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება.
მეუფე შიოს (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ და ერუდირებულ ადამიანს, თავმდაბალ, უწესიერეს პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის, მოყვასს სიკეთის ხელი გაუწოდოს.
მეუფე შიო, ამასთან ერთად, დაჯილდოებულია შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭით, რაც მან არაერთხელ გამოავლინა თავისი საეკლესიო მოღვაწეობის განმავლობაში.

ის, როგორც ყოველმხრივ შემკული პიროვნება, გულწრფელი სიყვარულით უყვარს მის მრევლს, მის ნაცნობ-მეგობრებს, სასულიერო თუ საერო პირებს.
არის უკონფლიქტო, გაწონასწორებული ხასიათის ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა რაიმე სახის დაპირისპირებასა თუ ინტრიგებში, რომლებიც, სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღშიც არცთუ იშვიათად გვხვდება.
აი, ასეთი გამორჩეული და ნამდვილად ღირსეული კანდიდატი შეარჩია პატრიარქმა თავის მოსაყდრედ, რომლის წინააღმდეგი, წესით და რიგით, არავინ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინოდის წევრებში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მკვეთრად აგრესიული და უარყოფითი შეფასებები გააკეთეს პატრიარქის ამ გადაწყვეტილების მიმართ.
მართალია, პიროვნული ზადი და ხინჯი ვერ მოუძებნეს მეუფე შიოს, მაგრამ `ნაკლად~ ის ჩაუთვალეს, რომ მას თურმე განათლება რუსეთში აქვს მიღებული.
სწორედ ამ `ნაკლზე~ აიგო ის შავი პიარი, რომელიც მეუფე შიოს წინააღმდეგ ააგორეს ე.წ. დასავლური ორიენტაციის მედიასაშუალებებმა, რომელთა საქმიანობასაც სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ანტიქართულს, ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივს.
ამ შავ პიარს სინქრონულად აუწყო ხმა ზოგიერთმა სასულიერო პირმაც, რომლებიც პატრიარქის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს, უკანონოს უწოდებდნენ, თუმცა იმის ახსნა-განმარტებით, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ამ გადაწყვეტილების არალეგიტიმურობა და არაკანონიერება, თავი არავის შეუწუხებია.
Картинки по запросу საპატრიარქო
ზოგიერთები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და იმის თქმასაც არ მოერიდნენ, რომ პატრიარქს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით არ მიუღია და ამის გაკეთება მას რუსებმა აიძულეს.
მთელი ამ პარანოიკული ბოდვის მთავარ არგუმენტად ის იგულისხმებოდა, რომ მეუფე შიოს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში მოღვაწეობდა, რომლის განახლება-რესტავრაციას, რუსეთში მოღვაწე სხვა ქართველების დახმარებით და მათთან ერთად, ფასდაუდებელი ამაგი დასდო.
გვინდა ვიკითხოთ: რუსეთში სწავლა-განათლების მიღება რატომ ნიშნავს ავტომატურად რუსეთუმეობას და რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გატარებას?
ბევრმა თქვა და მეც გავიმეორებ: განა რუსეთის უნივერსიტეტებში არ სწავლობდნენ ის ქართველები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ მწერლობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში?

ამ გლობალისტური იდეოლოგიის ზეობის ჟამს, თუ საქართველოს ჯერჯერობით კიდევ უდგას სული, ეს მათი წყალობით, მათი დანატოვარი იმედით, მათი უკვდავი ანდერძით, მათი თავდადები თ.
დიახ, რუსეთში სწავლობდნენ, ოღონდ სწავლობდნენ არა იმიტომ, რომ რუსეთს მომსახურებოდნენ, არამედ იმისთვის, რომ იქ მიღებული სწავლა-განათლებით თავის სამშობლოს გამოსდგომოდნენ.
სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ რუსეთში განათლებამიღებული თერგდალეულთა თაობა თვითონ ჩაენაცვლა სახელმწიფოს, თვითონ იქცა ქართული სახელმწიფოებრიობის იდეების ქადაგად და მებაირახტრედ.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, რუსეთში სწავლობდნენ…
საერთოდ მეუხერხულება, ამაზე რომ ვლაპარაკობ, იმდენად პროვინციალური და სულელურია თემა, რომლის გარშემოც ასეთი აურზაურია ატეხილი.
მთავარი ის კი არ არის, ვინ სად სწავლობდა, არამედ მთავარი ის არის, ვინ არის თვითონ.
"მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"-ო, _ ბრძანა პოეტმა.
მეუფე შიო ბუნებით არის გამორჩეული პიროვნება და როცა პატრიარქმა მასზე გააკეთა არჩევანი, ალბათ, ეს იყო უმთავრესი, რითაც ის სხვებისგან გამოირჩა და არა იმით, სად, რომელ კონტინენტზე მიიღო წვრთნა.

და კიდევ ერთი: ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ რუსული მწერლობა, რუსული კულტურა, რუსული ხელოვნება, რუსული განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე ევროპულია, თავიდან ბოლომდე ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებზეა აგებული.
ასე რომ, ადამიანებისთვის იმის წამოძახება, რომ რუსეთში მიიღეს განათლება, სამარცხვინო და სულმდაბლური სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
დაბოლოს, რუსეთში 700 000-მდე ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს, რომლებსაც არავისზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო.
ჩვენი როყიო და პროვოკაციული განცხადებებით ნუ ვაყენებთ მათ შეურაცხყოფას, ნუ ვტკენთ გულს და ნუ ვუბიძგებთ გაუცხოებისკენ.

როგორც ვთქვით, სინოდის წევრთა ერთმა ჯგუფმა პატრიარქის არჩევანს თავიდანვე დაუდო პოლიტიკური სარჩული და მისი გადაწყვეტილება საქართველოსადმი აგრესიულად განწყობილი რუსული სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული პოლიტიკური მოტივებით ახსნა, ხოლო სულ მალე ამერიკიდან დაბრუნებულმა მეფე იაკობმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის ლიდერია, ისეთი პოლიტიკური განცხადებები აკეთა, საგარეო საქმეთა მინისტრს შეშურდებოდა.
_ რუსეთი ერთმორწმუნეა, მაგრამ მოღალატეაო. აი, ამერიკას კი არასოდეს არ უღალატია ჩვენთვისო. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ამერიკასთან თანამშრომლობაშიო, _ ბრძანებდა მეუფე იაკობი და მას რომ ვუსმენდი, მეგონა, უცხოური გრანტებით დაფინანსებულ რომელიღაც ახალი პოლიტიკური პარტიის მეთაურს ვუსმენდი.
არადა, მეუფე იაკობი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც, წესით და რიგით, პოლიტიკაში კი არ უნდა ერეოდეს და პოლიტიკურ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ ამბიონიდან ერს სულიერი ამაღლებისკენ, ერთიანობისკენ უნდა მოუწოდებდეს და ღვთისკენ მიმავალ გზას უნდა აჩვენებდეს.
მეუფე იაკობმა და მისმა ჯგუფმა ახალი `ღმერთის~ ძებნა აშშ-ის პოლიტიკურ ინსტიტუტებში და იმ ორგანიზაციებში დაიწყეს, რომელთანაც, მათივე ინფორმაციით, დახურული, საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ, სადაც გაქარწყლებულა თურმე ის არასწორი წარმოდგენები, რაც აქამდე ამერიკელებს ჰქონიათ ჩვენს სამღვდელოებაზე.
_ ჩვენთან საუბრის შემდეგ სულ სხვა წარმოდგენა შეექმნათ ჩვენზეო, _ ამაყად განაცხადა მეუფე იაკობმა, თუმცა არც ის დაუზუსტებია, ან აქამდე რატომ ჰქონდათ ამერიკელებს ცუდი წარმოდგენა ქართულ ეკლესიაზე და მის წარმომადგენლებზე და ისეთი რა თქვეს და რა უთხრეს ამერიკელებს მეუფე იაკობმა და მისმა კოლეგებმა, რომ ეს ცუდი წარმოდგენა ერთბაშად შეეცვალათ?

ამასაც რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა ჰქონოდათ დახურული და საიდუმლო შეხვედრა სასულიერო პირებს ვინმესთან? რა არის ისეთი, რაც თავის ერს, თავის მრევლს უნდა დაუმალოს სასულიერო პირმა?
სასულიერო პირები ხართ თუ კონტრდაზვერვის თანამშრომლები ან დიპლომატიური კორპუსის წევრები, საიდუმლო შეხვედრებს რომ მართავთ?
ასეა თუ ისეა, მეუფე იაკობმა და მისმა თანამოაზრეებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური ორიენტაცია აშშ-ის სასარგებლოდ და ასევე ღიად მიანიშნეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს პატრიარქის "პრორუსული" გადაწყვეტილების საპირწონედ, მის ალტერნატივად.
აი, ეს არის ის ქმედება, რომელსაც ტერაქტი ვუწოდეთ წერილის დასაწყისში და რომელსაც, ადვილი შესაძლებელია, ქართული ეკლესიის შიგნით რღვევა და დაპირისპირება მოჰყვეს.

რა ქნას ყოველივე ამის შემდეგ მრევლმა _ პოლიტიკური ნიშნით ორად უნდა გაიყონ და აშშ-ის მომხრეები მეუფე იაკობის და მისი ჯგუფის მხარეს უნდა დადგნენ, სხვები კი მეორე მხარეს?
კი, მაგრამ, ამ ორი მხარის პოლიტიკურ დაპირისპირებაში დაკარგულ ღმერთს რა პასუხს ვცემთ ან ერთი ღმერთით, ერთი ჯვრით, ერთი მადლით შეკრულ ჩვენს ერთიანობას რა ხვედრს ვუმზადებთ?
რა საინტერესოა, მეუფე იაკობი ახალ რელიგიას, უფრო ზუსტად, ერთდროულად რელიგიური და პოლიტიკური ელემენტებით შეჯერებულ ახალ ორგანიზაციას ხომ არ ქმნის, ნეტავ?

არ მინდა დავიჯერო, რომ მართალია ის, რასაც ზოგიერთ მეუფეზე და მათ შორის მეუფე იაკობზეც ლაპარაკობენ.
არ მინდა დავიჯერო, რომ მღვდელმთავართა ერთი ნაწილი ვერცხლისმოყვარეობამ. სიმდიდრის და ქონების მოხვეჭის დაუოკებელმა სურვილმა ისე დააბრმავა და გადააგვარა, რომ თავიანთი უპირველესი და უმთავრესი მისია დაავიწყდათ.
არ მინდა დავიჯერო, რომ ზოგიერთ მღვდელმსახურს ერისკაცობაში ისეთი ცოდვები აქვს ჩადენილი, რომ მათ მოსანანიებლად მთელი ცხოვრება სენაკში უნდა იყო ჩაკეტილი და მუხლმოყრილი ღმერთს პატიებას უნდა ევედრებოდე, ისინი კი შავ ჯიპებში ჩამსხდარნი, გალაღებულნი და ნაპატიებნი, სხვებს მოძღვრავენ, სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ სწორად.
თუ მოინანიებ, ყველა ცოდვა მიგეტევება, მაგრამ რომ არ ჰგვანან ესენი მონანიებულებს და გულწრფელი სინანულით განწმენდილებს, ამას რა ვუყოთ?
მკრეხელობად მიმაჩნია იმის გაფიქრებაც კი, რომ მავანს და მავანს ანაფორა ისე აქვს მორგებული ტანზე, როგორც მგელს ცხვრის ტყავი, რომ თავისი მგლობა დამალოს.
არც იმის დაჯერება მინდა, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადებამ ზოგიერთი დააშინა _ ვაითუ, რისთვისაც აქამდე მიმიღწევია და რაც აქამდე მიშოვია, ყველაფერი ერთბაშად დავკარგოო და სწორე ამ შიშის გამო მოიძიეს "მოკავშირედ" ნატო და ამერიკა, რომ მათ კალთას შეეხიზნონ და თავი დაცულად იგრძნონ.

ქართველი კაცი ხშირად იტყვის ხოლმე _ უზარმაზარი იმპერიები აღიგავნენ პირისაგან მიწისა, საქართველო კი დღემდე არსებობს და დღემდე ფეხზე დგას!
ქართველი კაცი სიამაყით ამბობს ამას, მაგრამ სიამაყესთან ერთად მის ნათქვამში გაკვირვებაც და გაოცებაც იგრძნობა.
მას გულის სიღრმეში ნამდვილად უკვირს, მართლაც რა ძალამ გადაარჩინა გავეშებული იმპერიების რკალში მოქცეული ეს პატარა ქვეყანა?
რამ გადაარჩინა და ქრისტიანობამ, ანუ იმან, რის გამოც გვაოხრებდნენ, განადგურებდნენ, გვწვავდნენ, გკვლავდნენ, მაგრამ ეს ყველაფეერი კიდევ უფრო გვაძლიერებდა, რომ არ დაგვეთმო უმთავრესი ღირებულება _ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა.
თუ დღეს ვიღაც-ვიღაცების სიხარბის, ეგოისტური ინსტინქტების, სულმოკლეობისა და სულმდაბლობის წყალობით, ქართულ ეკლესიას ბზარი გაუჩნდება, ამან შეიძლება ქართული სახელმწიფოებრიობა შეიწიროს.

მეტის ნახვა
8-12-2017, 16:14


_ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რატომ არიან ეს მოზარდები ასეთი აგრესიულები? ვინ არის დამნაშავე მომხდარში _ სკოლა? ოჯახი? საზოგადოება? რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს უბედურება არასოდეს განმეორდეს? _ აი, კითხვები, რომლებსაც გასულ კვირას მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეძრწუნებული და შეშინებული საზოგადოება სვამს.

რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიაა, რომ ამ შემზარავ ამბავს ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ისიც არანაკლებ დიდი ტრაგედიაა, რომ იმ მოზარდების სახით, რომლებმაც თანატოლები დანებით დაჩეხეს, რამდენიმე მკვლელი შეემატა მკვლელთა არცთუ ისე მცირერიცხოვან რიგებს.
იმედია, გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლევს ყველაფერს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ის ვერ დაადგენს და პასუხს ვერ გასცემს ერთ მთავარ კითხვას _ რა ხდება ამ ქვეყანაში, რა ხდება იმ საქართველოში, სადაც ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია სულაც არ გახლავთ ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა?

როგორც წერილის დასაწყისში ვთქვით, შეძრწუნებული და შეშინებული საზოგადოება მომხდარში გარკვევას ცდილობს და იმ მიზეზებს ეძებს, რომლებსაც შეიძლება ეს ტრაგედია გამოეწვია, ამ ძიებაში კი ხან მანდატურებისკენ იშვერს თითს, ხან მასწავლებლებისკენ, ხან შსს-სკენ და ა. შ.
მიზეზები მართლაც ბევრია, მაგრამ არის ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც არავინ ლაპარაკობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია და კიდევ სხვა ტრაგედიები, არის ტრაგედია იმ ბავშვებისა, იმ მოზარდებისა, რომლებსაც ჩვენ, უფროსებმა, სამშობლო დავუკარგეთ და ის ნიადაგი გამოვაცალეთ, რომელზეც ადამიანი ადამიანად უნდა აღზარდოს და სრულფასოვან მოქალაქედ უნდა ჩამოყალიბდეს.
ძალიან ვთხოვ ყველას, ეს სიტყვები პოეტური შეფერილობის მაღალფარდოვან სიტყვებად არ ჩამითვალოთ.
სინამდვილეში სწორედ ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რაც ჩვენს გარშემო ხდება და რასაც ვერ უძლებს მოზარდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა.
ეს არის მორალურად და ფსიქიკურად ტრავმირებული თაობა, უსამშობლოდ, უეროვნებოდ, გრიგალის მიერ მიწიდან ამოგლეჯილ ხესავით უფესვოდ დარჩენილი თაობა, რომელსაც ვცდილობთ, არაფერი დავაკლოთ და შეძლებისდაგვარად მართლაც ყველაფერს ვაძლევთ, რისი გაღებაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვაძლევთ მთავარს _ იმის გაგებას და შეგრძნებას, ვინ არიან ისინი? ვისი გორისანი არიან? რა წარსულიდან, რა ტრადიციებიდან მოდიან და როგორები და რანაირები უნდა იყვნენ, რომ ყველა წოდებაზე, ყველა ტიტულზე აღმატებული, ღირსეული ადამიანის სხელი ერქვათ.

ვინმემ უთხრა, ვინმემ აუხსნა ამ ბავშვებს, რომ ქართველი კაცისთვის უდიდეს სირცხვილად, ლაჩრობად, არაკაცობად ითვლებოდა, თუ ვინმეს დანას დაარტყამდა?!

ასეთ კაცს მთელი საზოგადოება მოკვეთდა და ზურგს შეაქცევდა ხოლმე, როგორც უკანასკნელ ვიგინდარას და ნაძირალას.
ვინმემ უთხრა, ვინმემ აუხსნა ამ ბავშვებს, რომ ქართველ კაცს წარმოუდგენელ დაცემად მიაჩნდა, ერთ კაცს რამდენიმე ერთდროულად დასხმოდა თავს და ეცემა?!

არ გეგონოთ, რაღაც ძალიან შორეულ ამბებს ვყვებოდე _ სულ რაღაც ნახევარი საუკუნე გვაშორებს იმ დღიდან, როცა ერთმა არაკაცმა დანით მოკლა ერთი გამორჩეული თბილისელი ბიჭი, რამაც შოკში ჩააგდო იმდროინდელი თბილისის საზოგადოება, იმდენად არაქართული, იმდენად არათბილისური იყო ის, რაც მოხდა.

დღეს ასეთი ამბები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელიც კი გვტკივა და გვწყინს, მაგრამ არ გვიკვირს, იმდენად შევეჩვიეთ და შევეგუეთ ყოველივე ამას.
უფრო მეტიც, დღეს ვიღაცა ვიღაცას დანით რომ დაჭრის, ეს ამბავი ვაჟკაცობად და კაიბიჭობად მიაჩნია და ვინ ხარ, რა ეროვნებისა ხარო, რომ ჰკითხო, _ ქართველი ვარო, _ ამაყად და თავმომწონედ გეტყვის.

არადა, არ არის ეს კაცი ქართველი _ ქართული გვარ-სახელი კი აქვს, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი სალახანა და არამზადაა, რომელსაც ქართველობასთან არაფერი აკავშირებს, გარდა გვარ-სახელისა.

ამ მოზარდების რომ გვიკვირს, განა იგივეს არ აკეთებენ უფროსები _ მათი უბნელები, თანაქალაქელები, თანასოფლელები, რომლებისთვისაც არაკაცობად არავის ჩაუთვლია დანით ადამიანების ჭრა და ჩეხვა.

ამ ქვეყანაში ყველაფრის სამინისტროს ხომ არ დავაარსებთ, თორემ ადამიანის ქართველად აღზრდის და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბების სამინისტრო კი უნდა არსებობდეს საქართველოში.

ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.
ცალკე სამინისტრო კი არა, წესით და რიგით, მთელი სახელმწიფო სისტემა, პირველ ყოვლისა, ადამიანის ადამიანად, თავისი ქვეყნის პატრიოტად და წესიერ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს.

ესაა სახელმწიფოს უმთავრესი და უპირველესი დანიშნულება და არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სოფლის აღორძინებაზე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ფიქრი, რადგან ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ქვეყანას პატრონი და გულშემატკივარი არ ეყოლება.
ვინ უნდა აღზარდოს, როგორ უნდა აღიზარდონ ეს ბავშვები კარგ ქართველებად, კარგ მოქალაქეებად, კარგ ადამიანებად, როცა არც სკოლა, არც მედია, არც მწერლობა, არც სახელმწიფო და საერთოდ, არავინ არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით.
ისინი მარტოდმარტო, უპატრონოდ, უკონტროლოდ იზრდებიან _ სიძულვილით, აგრესიით, უსიყვარულობით გაჯერებულ იმ უდაბნოში, რომელსაც ინტერნეტსივრცე ჰქვია.

ისინი სხვა "ქვეყნიდან", სხვა `სახელმწიფოდან~ არიან და ამიტომაც გვიყურებენ, როგორც უცხოებს, ამიტომაც არ ესმით ჩვენი.
ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, წამდაუწუმ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც ჩვენ ვბაძავთ, რომლებიც სამაგალითოდ მიგვაჩნია.

ჩვენ ნელ-ნელა ვემსგავსებით მათ და ეს ძალიან გვიხარია, თუმცა, გასაკვირია, რა არის ამაში გასახარელი?
თუ გვინდა, გადავრჩეთ, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ის საქართველო, სადაც ქართველები ქართველებად გაიზრდებიან და არა უსამშობლო, ურწმუნო, უჯიშო არსებებად.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
7-12-2017, 17:04


მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი სიმაილ ჰანია აცხადებს, რომ  აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. მან ახალი ინტიფადა ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი დააანონსა. ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა ღაზაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ ნაბიჯით აშშ-მა მოკლა სამშვიდობო პროცესი, მოკლა ოსლოს ჩანაწერი. ეს გადაწყვეტილება არის აგრესია, ჩვენთვის ომის გამოცხადება.
ჩვენ ყველას უნდა მოვუწოდოთ და ვიმუშაოთ ახალი ინტიფადის დასაწყებად სიონისტური მტრის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰამასის ლიდერმა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ავრცელებს.

ტრამპის განადწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ამით მან "ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო."

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა, მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

მეტის ნახვა
7-12-2017, 15:21


დედაქალაქის მერი კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიის მიზანია, თბილისი მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის ყოველთვის იყოს და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

„ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტის ნახვა
7-12-2017, 15:12


5 დეკემბერს დატრიალებული სამარცხვინო ამბებით პარაშენკომ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი.
პარაშენკოს ადგილი ამიერიდან "პარაშასთანაა", მიშა კი კვლავ "კრიშაზე" რჩება და იქ დარჩება, სანამ თვითონ არ გადმოხტება იქიდან.
5 დეკემბერს კინაღამ გადმოხტა...

მის მხარდამჭერებს რომ არ გაეკავებინათ, გადმოხტებოდა.
გადმოხტომით კი გადმოხტებოდა, მაგრამ დაშავებით არაფერი დაუშავდებოდა _ მიშას ხომ ფრთები აქვს!
მიშას ფრთები აქვს, პარაშენკოს _ არა!

მიშა პოლიტიკური ფრინველია, პარაშენკო ფულით გატენილი ტომარა.
ფულით გატენილი ტომარა მიშაც არის, მაგრამ ტომარა-მიშას ფრთები აქვს, ტომარა-პარაშენკოს _ არა!
მიშა მსოფლიოს მოქალაქეა, რომელსაც არც პასპორტი სჭირდება და არც სხვა რამ დოკუმენტი, ისე გადაალაჯებს ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვარს, ბუზს ვერავინ აუფრენს.

მიშა მსოფლიოს მოქალაქეა, პარაშენკო _ მხოლოდ უკრაინის.
მიშა მსოფლიო ბანდის წევრია, პარაშენკო მხოლოდ უკრაინული ბანდიუკის ატამანი.
კრამიტდაცურებულ მიშას ისეთი ვიღაცები "კრიშავენ", პარაშენკოს ხურდის დამთვლელადაც რომ არ აიყვანენ.
პარაშენკოს ყვავებს არწივი მიშა მანქანაში რომ ჰყავდათ დამწყვდეული, მიშას უთქვამს: ფისი მინდა და გადამიშვით ერთი წუთი მანქანიდანო.
_ გადაგიშვათ, არა ისა... გაუშვი შარვალში, ჩაფსმული არ ჩამოგიყვანეთ `კრიშიდან~, რა მნიშვნელობა აქვს, ერთხელ ჩაიფსამ თუ ორჯერო?
მიშა არ არის ქვეშაფსია _ მიშამ მთელს მსოფლიოს გადააფსა თავზე და თუ მოეხოშება, გადაა...მს კიდევაც და პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს.
მიშა მაგარია.

მიშას ვერავინ ჩასვამს ციხეში, რადგან მსოფლიოს 7 წამყვანი ფსიქიატრის დასკვნა უდევს ჯიბეში, რომ გიჟია.
სხვათა შორის, ისეთი ამბები ჩაუტარებია მანქანაში, შეშინებულ სპეცნაზელებს პარაშენკოსთვის დაურეკავთ _ ბატკა, ეს ისეთ რაღაცებს აკეთებს აქ, გადაგვიყვანა ჭკუიდან _ სავარძლის ტყავები კბილებით დაფლითა და დაღრღნა, ტანსაცმელი შემოგვაჭამა და შემოგვახია, ამის ჩასმა ციხეში როგორ შეიძლება _ ნამდვილი გიჟიაო.

_ თუ გიჟია, გაუშვით. როგორც ქართველი ხალხი ბრძანებს, "გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო", _ უპასუხია ბატკას.
გაუშვეს...

გაუშვეს, რომ მალევე დაიჭირონ, ოღონდ ციხეში კი არ ჩასვამენ, სავარაუდოდ, მეგი გოცირიძეს გადასცემენ მოსათვინიერებლად.

გიორგი გამეზარდაშვილი

მეტის ნახვა
6-12-2017, 16:29


გელა მუხაშავრია 80 წლის გახდა. ეჩოთირება ეს 80 წელიწადი და ამბობს: ვაააა, რამდენი მიცხოვრია, მერე იწყებს ამბების მოყოლას და ყველაფერი ერთნაირად საინტერესოა, ბავშვობიდან დაწყებული დღემდე, თბილისიდან -გურიამდე და დედულეთიდან -მამულეთამდე, სოფლიდან ქალაქამდე, სტუდენტობიდან-ექიმობამდე და ოჯახიდან მეგობრობამდე!!!

გელა მუხაშავრიამ დაიპყრო ექიმისათვის საოცნებო ყველა სიმაღლე, აღზარდა ექიმები, შექმნა და დღემდე ხელმძღვანელობს საქართველოს პროქტოლოგიურ ცენტრს, აქვს ორი საავტორო ოპერაციული მეთოდი, რომლის შესახებაც სტატიები გამოქვეყნდა ამერიკულ სამედიცინო ჟურნალში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ასობით მადლიერი და ტკივილებდამცხრალი პაციენტია. თუმცა ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს და ეს მართლაც გამორჩეული და საამაყოა მისთვის. სანამ ეს ჯილდო გადაეცემოდა, ჯანო ბაგრატიონმა დაწერა- ჩემო გელა, ამ წოდებით შენ დოკუმენტურად გაღიარებენ, თორემ ჩემი თაობისთვის-ვინც შენი განვლილი გზა იცის და კარგად გიცნობს, იმათთვის ნაღდად საპატიო თბილისელი კარგა ხანია ხარო. გიზო ნიშნიანიძემ კი მისი „პაემანი ვერაზე“ რომ უსახსოვრა, ზედ წაუწერა: არც კი მახსოვს, როდის შეგხვდი და, მით უმეტეს, როდის დაგშორდი, მახსოვხარ თუ არ მახსოვხარ, ჩემთან ხარ და ჩემთან მეგულები, ძმა ხარ არა დედით, არა მამით, დედაქალაქით, თბილოსელობი თ. ბედთან ერთად იმასაც ტრ..ი უნდა, შენისთანა პატრონი გყავდეს, რომ მიქელ-გაბრიელს აქ არაფერი შეეშალოს და რამე ცოდვა არ ჩაადენინოს!“-ო.

ახლა გელას შეუძლია ბევრი ღირსეული ადამიანი გაიხსენოს, ამაყობს მისი თაობით და ხვდები, იგი მისი თბილისის მემატიანეა. დედაქალაქი მისთვის ყოველთვის ავლაბარში იწყებოდა და ასეა ახლაც, ისევ ბავშვობისდროინდელ, მშობლების სახლში ცხოვრობს და არც უფიქრია სხვაგან, უკეთეს უბანში თუ სახლში ცხოვრებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს კედლები წინაპრების ხსოვნას ინახავენ, კედლის ბზარებიც ნაოჭებიაო. სიმოვნებით იგონებს იმ დროს, სახლი სავსე რომ იყო სტუმრებით, გურიიდან თუ იმერეთიდან(დედულეთიდან) ჩამოსული სტუდენტებით თუ სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანებით. მათთვის ამ სახლში სულ იყო ადგილი და ერთი კუთხე სავსე იყო „ლეჟანკებით“, თბილისი ყველას მასპინძელი და შემფარებელი იყო და ამ ტრადიციას ყველა ერთგულებით ეკიდებოდაო. ნატრობს იმ თბილისსაც, რუსთაველზე ადამიანები ერთმანეთს ღიმილით რომ ესალმებოდნენ და ცნობილი ადამიანების, მსახიობების, პოეტების, მხატვრების სანახავად დადიოდნენ! ქუჩას მაშინ სხვა დატვირთვა და ხიბლი ჰქონდაო!

გელასთან შემთხვევით შეხვედრილი ადამიანებიც კი მის მეგობრობას იჩემებენ და ეს არც არის გასაკვირი — მასთან ნებისმიერი ურთიერთობა უშუალო, ძალდაუტანებელი დამოკიდებულებაა. პირველივე შეხვედრისთანავე გრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ მას დიდი ხანია იცნობ და უფრო მეტიც, ყოველთვის გიტოვებს ახალი შეხვედრის საბაბს, რადგან მას ჩვენ, ყველა -„არასიაფანდები“, მაგრად „ვევასებით“. თავს ფრაზითაც დაგამახსოვრებს _ ხან ჟარგონს იშველიებს და ხანაც სიტყვებს ეთამაშება. მაგალითად, თუ არის სიტყვა ქვეყანა, ზეცაში ცხოვრებას ზეყანა უნდა ერქვასო. წერა და სიტყვებთან თამაში ახალგაზრდობაშიც ჰყვარებია, მაგრამ ახლა, როცა მოსაგონარი ბევრი აქვს, პოულობს დროს, რომ დაჯდეს და დაწეროს, ზოგი აფორიზმად, ზოგი ლექსად, ზოგიც უბრალოდ, გახსენებად. არ წყდება ყოველდღიურობას და ქვეყნის მაჯისცემასაც ადამიანის გულისცემასავით ზომავს, თანმიმდევრობით უყურებს საიფორმაციო გამოშვებებს და გულისტკივილამდე წუხს ყველა ნეგატიურ ამბავზე, რაც მის ქვეყნას და მომავალს უკავშირდება.
ერთხელ, სუფრაზე გელა წამომდგარა და გამოუცხადებია- ტყის სადღეგრძელო უნდა დავლიოო. თანამეინახეებს უფიქრიათ, როგორც მეტყევე-ენტომოლოგის შვილი, ალბათ ტყის გადარჩენისას ამბობსო. თუმცა ვერ მიუხვდნენ… — გაუმარჯოს ტყეს, სადაც მგელი მგელია, ირემი-ირემი, დათვიც დათვობს და ტურაც ტურაა. იცი, რომელი რაზეა წამსვლელი, მგელი ჩაგისაფრდება, დათვი დაგტორავს, ტურა მოგეპარება, იცი ეს და შენც შესაბამისად მოერიდები. ადამიანებს კი სმოკინგები აცვიათ, მჭერმევტყველებენ და ზოგში მგელია, ზოგში _ ტურა, ზოგში _ ვინ და ზოგში _ რა, მიდი და გამოიცანი… ტყე ნაღდია, გაუმარჯოს ტყეს, სადაც არავინ თამაშობს, ყველა ნაღდია, ისაა, რაც არისო! დღემდე ასე ამბობს გელა და ამიტომაა, ნიღაბი მხოლოდ საოპერაციოში რომ უკეთია, თორემ ცხოვრებაში ნიღბიანებს ვერ ეგუება და ამბობს: იყავი ის, რაც ხარ!

კოლორიტული, ერთგული, გამორჩეული, პროფესიონალი, ექიმზე მეტი, ადამიანთა ურთიერთობის მონოპოლისტი, იმედიანი, ქველმოქმედი, ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი, ღვაწლმოსილი, არასტანდარტული, შემკული, ყველასთვის საკუთარი, კაცი ჩემი სასალმეთიდან, ჩემი ქალაქის ბრენდი, მთავარი ღირებულებების მასწავლებელი, ყველაზე მდიდარი ღარიბი — ასე შეაფასეს იგი იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც უცხოვრია და ვისთან ერთადაც ბერდება!
მესზე ბევრი დაწერილა, თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ქართული გამოცემა, სადაც მასთან ინტერვიუ არ გამოქვეყნებულა. იგი ხალისიანი მოსაუბრეა, გულწრფელობითა და არტისტულობით გამორჩეული. კარგი მოსმენაც იცის, გულიანი და ყურადღებიანი, თუკი შეგატყოთ, რამე გიჭირთ, აუცილებლად გკითხავთ- მე რა შემიძლია, და თავი არ ეზოგება!

დღეს ჩვენ რა შეგვიძლია მისთვის?

_ მადლიერება და სიყვარული გვინდა გამოვხატოთ, რომ განგებამ მასთან შეგვახვედრა, სიკეთის, სიყვარულის და უანგარობის მაგალითები ხელისგულზე დაგვიდო და გვათქმევინა _ გილოცავთ და გვინდა, როგორც გურიაში იტყვიან-მშვიდობა იყოს, ვიყოთ ერთ ხანს და ვუყუროთ ერთმანეთს. აწი, ამ სიყვარულს არაფერი შეცვლის!

ნინო კვაჭანტირაძე
აკაკი სიხარულიძე

მეტის ნახვა
6-12-2017, 16:25


გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

– ბატონო ვახტანგ, ლარი კვლავ `ცურვას~ განაგრძობს, საზოგადოება ხან პრემიერისკენ იშვერს ხელს, ხან ეკონომიკის მინისტრისკენ, ხანაც `ეროვნული ბანკისკენ~. რა ხდება, რეალურად ვინ მართავს ამ პროცესებს?

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამ პრობლემას ვერა და ვერ მოევლო. ყველაფერს ფუნდამენტალური ანალიზი სჭირდება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, უცხოური მოდელების გადმოღების სენი დაგვემართა. ანუ, ვიღებთ რაღაც უცხოურ მოდელს და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ. ასეთი პრაქტიკა არასდროს ამართლებს იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკის მდგომარეობა, პერსპექტივები და ა.შ. ჩვენი მოდელისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე ვართ ჩამოკიდებული, რაც ხან ეფექტიანია, ხან — არა! რეალურად, ექსპერიმენტების სიტუაციაში ვიმყოფებით. ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ეკონომიკის განვითარების საკუთარი მოდელი გვჭირდება და არა სავალუტო ფონდისგან ნაკარნახევი იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური სისტემა, გეო-ეკონომიკური მდგომარეობა, აბსოლუტურად, განსხვავდება უცხოური და მით უმეტეს, განვითარებული ქვეყნების მოდელისგან. მაგალითად, თავის დროზე ე.წ. ბენდუქიძის რეფორმებიდან გამომდინარე ეკონომიკური სისტემის სრული ლიბერალიზაცია გამოცხადდა, ამ პერიოდში, სავალუტო კურსთან მიმართებაში, ისეთი მოდელი დავნერგეთ, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს, ვგულისხმობ, ლონდონის ასევე, აშშ-ს, ევროპის ბანკთაშორის საფინანსო ბაზრებს. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს იგივეა ლამბორჯინის ძრავი საბჭოთა ძველ მანქანას ჩავუყენო თ. აღნიშნული ძრავა ამ მანქანას საერთოდ დაანგრევს, გააცამტვერებს იმიტომ, რომ სულ სხვა მოდელისთვის არის ეფექტური. რეალურად, ჩვენი სავალუტო ბაზრის სისტემა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც სხვა მოდელებზე დაყრდნობით სავალუტო ფონდი გვკარნახობს. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს: ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე სავალუტო ბაზარია, რადგან მცირე და პატარა ეკონომიკა გვაქვს. მეორე — მონაწილეების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია მით უმეტეს, რომ სავალუტო ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ორი-სამი ბანკი, რომელთაც სავალუტო ბაზრის ტრანზაქციების, დაახლოებით, 30% უკავიათ. ეს ბანკების მონოპოლიურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, ინტერვენციების თვალსაზრისით, ნაკლებეფექტიანია იმიტომ, რომ ბლუმბერგის სისტემაში იგი სრულ სურათს ვერ ხედავს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს. დახურული სისტემა გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ბადებს. ასეთი სისტემა 2006 წლიდან მოყოლებული გვაქვს. მანამდე რაც არსებობდა, სავალუტო ბირჟის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სწორედ ის იყო განკუთვნილი.

– ბატონო ვახტანგ, მაინც ვის ეკისრება ყოველივეზე პასუხისმგებლობა?


– რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამბობენ, რომ სავალუტო კურსზე უნდა აგოს პასუხი – მთავრობამ, ეკონომიკურმა გუნდმა, `ეროვნულმა ბანკმა~ და ა.შ. როდესაც პასუხისმგებელი ყველაა, მაშინ რეალურად, პასუხისმგებელი არავინაა. ანუ, უნდა არსებობდეს კონკრეტული ორგანო, რომელიც სავალუტო კურსზე პასუხისმგებელი იქნება. თავის დროზე, როდესაც პარლამენტში `ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონი დამტკიცდა, მისი ძირითადი ფუნქციები, მოვალეობები, პასუხისმგებლობა მკაფიოდ იყო განსაზღვრული. `ეროვნული ბანკი~ პასუხისმგებელი იყო მონეტარულ, საპროცენტო, სავალუტო პოლიტიკაზე ასევე, ფასების თაგეთირებასა და კონტროლზე. მოგვიანებით ეს ყველაფერი შეიცვალა, ბანკს მთელი რიგი პასუხისმგებლობები მოეხსნა და დარჩა მხოლოდ ფასების მონიტორინგის კონტროლი, რაც არასწორია. იმ პერიოდში `ეროვნულმა ბანკმა~ ზედმეტი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა მოიშორა და საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან კანონში პირდაპირ მხოლოდ ფასების კონტროლი დატოვა. ეს არასწორია იმიტომ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური პარამეტრების ცვლილება მონეტარულ თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასებზე ანუ, ინფლაციის პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, რეალურად, გავლენას გარკვეული პერიოდის მერე ახდენს. შეიძლება ეს პერიოდი სამი თვიდან ერთ წლამდე განისაზღვროს. ანუ, შედეგის ასახვა ფასებსა და ინფლაციაზე ამ პერიოდის მერე ხდება. ჩვენ კი ვეძებთ მიზეზს რამ იმოქმედა ამ მომენტში. არა, ეს ადრინდელ პარამეტრების ცვლილებებში უნდა ვეძებოთ, რამაც დღეს, ინფლაციურ პროცესებზე გავლენა იქონია.

– ბატონო ვახტანგ, რა არის, ბოლო პერიოდში, ლარის მუდმივი ავადმყოფობის მიზეზი?

– კითხვა ლოგიკურია — რატომ არის ამ ხნის მანძილზე ლარი სულ ავადმყოფურ მდგომარეობაში. მავანი ამბობს: მოდით, ვალუტა შევცვალოთო. ამ ხალხს ავანტიურისტებს ვეძახი. ფრაგმენტული რეფორმები არ გვშველის. მთავარი რამაც შეიძლება არსებული სიტუაცია გამოასწოროს და ასევე, უმუშევრობის, ექსპორტის განვითარების ზრდის პრობლემა გადაჭრას, ესაა წინაპირობების შექმნა, რათა საინვესტიციო ნაკადები ეკონომიკის რეალურ სექტორში წამოვიდეს. ეკონომიკის რეალური ზრდა მაშინ მოხდება, როდესაც საინვესტიციო ნაკადები მიმართული იქნება ჩვენს საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაში და დამოკიდებული აღარ ვიქნებით ფულად გზავნილებზე, ტურიზმიდან შემოსავლებზე. კანონმდებლობა რომელიც ინვესტიციების მოზიდვას ეხება, კარდინალურად უნდა შეიცვალოს. უცხოური ინვესტორისთვის ეკონომიკის სექტორი მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ეს მიმართულება დღეს, მკვდარია. მით უმეტეს, რომ ეს სეგმენტი `ეროვნული ბანკის~ რეგულირების ქვეშაა, რაც აბსოლუტურად, მიუღებელია და ვერავინ გებულობს ეს ასე რატომ არის. `ეროვნული ბანკი~ სრულიად სხვა მიმართულების ორგანოა და სულ სხვა მიზნები აქვს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ორგანო ამ სისტემიდან გამოცალკევებული უნდა იყოს იმიტომ, რომ კომპანიებისთვის საინვესტიციო ნაკადები, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა საბანკო სესხის ალტერნატივაა. არ შეიძლება მთელი ეკონომიკა საბანკო სესხზე იყოს დამოკიდებული, როგორც ეს ჩვენთან ხდება. სანამ ეს არ მოწესრიგდება, მუდმივად ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით. აქვე, აღსანიშნავია, რომ გვაქვს საბირჟო ჰაბის პოტენციალი, რაც ჩვენს გარდა სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო ქვეყანა გავხდეთ. დღეს, ჩვენთან არ არსებობს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ, რა უნდა გავაკეთოთ. მარტო სავალუტო ფონდის ფრაგმენტულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შორს ვერ წავალთ. თუ ნებას მომცემთ, აქვე, ერთი სიახლის შესახებ მოგახსენებთ: მზადდება პროექტი, რომელიც სავალუტო კურსის დაზღვევის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დამხმარე მექანიზმი იქნება. ეს შვება იქნება კურსის რყევებთან დაკავშირებითაც.

– დღეს, საქართველოში არსებული საბანკო სისტემა მთლიანად სავალუტო ფონდზეა მიბმული. ეს რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?


– დიახ, თავისთავად, ასეა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაფინანსებას სავალუტო ფონდისგან იღებს, ცდილობს მისი ნებისმიერი რეკომენდაცია შეასრულოს. მაგრამ ნებისმიერი სახის რეკომენდაცია გაანალიზებული უნდა იყოს. რეკომენდაციები ზოგად ხასიათს ატარებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა ეცადოს დამატებითი შეთანხმება ან კორექცია მოხდეს. როცა საკითხს ასე მიუდგები და ქვეყნის ინტერესზე იზრუნებ, სავალუტო ფონდიც მოგისმენს და თუ დაამტკიცებ, რომ გარკვეულ ნაწილში შენი ხედვა უფრო ეფექტიანი იქნება, აღნიშნული ორგანიზაცია ამას განიხილავს. ამისთვის საჭიროა ინტენსიური მუშაობა, კვალიფიციური, კომპეტენტური კადრები და ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და ვეცადოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება დაიწყოს. რეალურად შევქმნათ წინაპირობები იმისთვის, რომ ჩვენთან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იყოს.

– რადგან სავალუტო ფონდი ვახსენეთ საინტერესოა ლათინო-ამერიკული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ამ ორგანიზაციამ გაკოტრების პირას მიიყვანა.

– დიახ. იცით ეს რატომ მოხდა? — მაგალითად, მექსიკა პირველი იყო, რომელიც როგორც კარგი მოსწავლე სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ასრულებდა და რეალურად, მერე, კრიზისის პირობებში აღმოჩნდა. თავად სავალუტო ფონდს დამატებით 42 მილიარდი დოლარის გამოყოფა დასჭირდა, რათა ეს კრიზისი ჩაეხშო. შემდეგი იყო არგენტინა, რომელმაც ზუსტად იგივე შედეგი მიიღო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების პირდაპირ, ბრმად შესრულები თ. მისთვის სავალუტო ფონდს დამატებით 32 მილიარდი დოლარის გამოყოფა დასჭირდა. ბრაზილიაშიც იგივე მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია ზოგადი ხასიათისაა და არ შეიძლება პირდაპირ გამოყენება, საჭიროა დეტალური ანალიზი. შესაბამისად, მერე სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული ურთიერთობების შესანარჩუნებლად თუ მთავრობის გუნდი რაღაც ნაწილში რეკომენდაციებს არ ეთანხმება, ეს დასაბუთებული უნდა იყოს, გაიარონ დამატებითი კონსულტაციები. ჩვენთან სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება. ამიტომაც არის რომ პირდაპირ მიღებული რეკომენდაცია, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგით მთავრდება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-12-2017, 20:19


ვაგრძელებთ საუბრებს ბატონ რამაზთან. იგი ამჯერად გაგვაცნობს რა საკვების მიღება არ შეიძლება ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატებთან:

– ბატონო რამაზ, ზოგადად, რა როლს ასრულებს კვება, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.


– საკვები ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, განსაკუთრებით, ვიტამინებსა და მინერალებს უნდა შეიცავდეს. მცირე რაოდენობით მიიღეთ ცხიმიანი საკვები და შაშხი. სასარგებლოა სიარული ბუნების წიაღში — დღეში 10კმ. ტერფის მიდამოებში განლაგებულია სპეციალური წერტილები და მათზე ზემოქმედება ხელს უწყობს ლიბიდოს ამაღლებას. ამიტომ, სასარგებლოა ფეხშიშველა სიარული. ეფექტს იძლევა არა რბილ ნოხზე, არამედ ზღვის მსხვილქვიშიან ნაპირზე სიარული. სიყვარულს და სექსსაც ასაკი არ გააჩნია. იმპოტენცია არ არის განაჩენი. სექსუალური დღეგრძელობა ასაკზე დამოკიდებული არ არის. მაგალითად, 99 წელს მიღწეულ ამერიკელ მამაკაცთა უმრავლესობამ კითხვას, თუ როდის დაკარგეს სექსისადმი ინტერესი, უპასუხეს, რომ მათ ამ ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

– ბატონო რამაზ, როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნეთ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას წამლებთან საკვების შეუთავსებლობამ.


– დიახ, ასეა. სამედიცინო სამყაროში დიდი შეშფოთება გამოიწვია მამაკაცის ტრაგიკულმა ისტორიამ, რომელიც ქოლესტერინის დამწევი პოპულარული საშუალების — ლიპრიმარის დოზის გადაჭარბების გამო დაიღუპა. როგორც გაირკვა წამალი დამნაშავე არ იყო. პაციენტი მრავალი წელი ჩვეულებრივ მკურნალობდა ამ წამლით. პრობლემა მას მერე წარმოიშვა, რაც მან დღეში 2–3 ჭიქა ახალგამოწურული გრეიფრუტის დალევა დაიწყო. ამის მერე იგი თირკმლის უმძიმესი უკმარისობით გარდაიცვალა. მისი თირკმლები გამოტენილი იყო კუნთოვანი ქსოვილის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ცილებით. გრეიფრუტის წვენი ჩ ვიტამინის, კალიუმის და უჯრედისის საუკეთესო წყაროა, მაგრამ ერთ ჭიქა წვენს შეუძლია არსებითად შეაფერხოს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწლავური ფერმენტების მოქმედება, რომლებიც ხელს უწყობს მრავალი მედიკამენტის შეთვისებას. განსაკუთრებით საშიშია გრეიფრუტის კომბინირება ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, იმუნოდეპრესანტებთან, ერითრომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატთან და ვიაგრასთან. გრეიფრუტის წვენთან, განსაკუთრებით ახალგამოოწურულთან დაუშვებელია შემდეგი მედიკამენტების მიღება: ანტიარითმიულის, ანტიბიოტიკების, ანტიკოაგულანტების, ანტიალერგიულის, ანტიეპილეფსიურის, ბეტა-ბლოკატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, ჰორმონული, იმუნოსუპრესორების, ანალგეტიკების, ვირუსსაწინააღმდეგო, ჰელმინტოლოგიური, სოკოს საწინააღმდეგო, ხველების საწინააღმდეგო (დექსტრომეტორფანი) და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების. გრეიფრუტის წვენის მიღება საშიშია ჰიპოტენზურ ან სხვა საგულე პრეპარატებთან ერთად, რადგან ამ დროს მკვეთრად იზრდება ამ ჯგუფის პრეპარატთა რაოდენობა სისხლში, რამაც შეიძლება სასიკვდილო შედეგი გამოიწვიოს. ამერიკელები სავალდებულო წესით ახდენენ გრეიფრუტის წვენთან ყველა ახალი წამლის ტესტირებას. იგი უარყოფით გავლენას ახდენს 200-ზე მეტ პრეპარატზე.
ნაბახუსევზე პარაცეტამოლის მიღება შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს!

ასევე, შეუთავსებელია სამკურნალო პრეპარატები და ალკოჰოლი. მაგალითად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას თუ ალკოჰოლს, განსაკუთრებით, წითელ ღვინოს მიიღებთ, თქვენ სერიოზული ჰიპერტონული კრიზის რისკის ქვეშ დგებით. დაუშვებელია ნაბახუსევს თავის ტკივილის დროს ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის — პარაცეტამოლის მიღება. ალკოჰოლისა და პარაცეტამოლის ურთიერთმოქმედებით წარმოქმნილი ნივთიერებები იწვევს ღვიძლის ნეკროზს და უკმარისობას. ამის გამო ბევრი სიცოცხლეს გამოესალმა. აქვე, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჯორჯ ბუში უფროსის თანაშემწეს შეემთხვა. იგი ალკოჰოლიკი არ იყო, მაგრამ ჩვევად ჰქონდა ყოველდღიურად დაელია 3–4 ჭიქა თეთრი ღვინო. ოთხი დღის განმავლობაში მან გაცივების სამკურნალოდ მიიღო ათი აბი პარაცეტამოლი. ეს დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ღვიძლი დაშლოდა. მისი გადარჩენა მოასწრეს და ღვიძლი სასწრაფოდ გადაუნერგეს. განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება დიმედროლთან, ძილის მომგვრელ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, სუპრასტინთან და მის ანალოგებთან ერთად. ალკოჰოლთან ერთად კლოფელინის (წნევის დამწევი საშუალება) მიღებამ, შესაძლოა გონების დაკარგვა გამოიწვიოს, პარალელურად, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება. ალკოჰოლური სასმელები ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას კიდევ უფრო აქვეითებს სისხლის შედედებას. შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს — სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ალკოჰოლი ასევე, აბსოლუტურად, შეუთავსებელია ინსულინთან და დიაბეტის საწინააღმდეგო ნებისმიერ პრეპარატთან, რადგან ასეთი შეხამება იწვევს დიაბეტურ კომას. ალკოჰოლის გავლენით ანტიბიოტიკები და ვიტამინები (C, B ჯგუფის, ფოლის მჟავა) არ შეიწოვება და მკურნალობა სრულიად არაეფექტურია. სპირტიან ნაყენზე დამზადებული მრავალი პრეპარატი უკუჩვენებითია მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს. ამ შემთხვევაში ისინი ანალოგიური აბებით უნდა შეიცვალოს.
რა საფრთხე ემუქრებათ თამბაქოს მომხმარებლებს?!

სიგარეტიც მოქმედებს წამალთა შეთვისებაზე, რის გამოც მწეველებს დიდი სიფრთხილე მართებთ. წამლების მოქმედებაზე გავლენას ახდენს თამბაქოს ბოლში შემავალი ტოქსიკური კომპონენტები. პირველ რიგში, მას მიეკუთვნება ბენზპირენი. ადამიანი რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ჩაისუნთქავს ამ შხამის, დაახლოებით, 1 მილიგრამს. ეს ძალიან ბევრია. ამის გამო მწეველთა ღვიძლი მუდმივ სტრესულ მდგომარეობაშია. ეს იწვევს ზოგიერთი წამლის დაჩქარებულ გადამუშავებას და მათი სამკურნალო მოქმედების შემცირებას. მწეველებს, როგორც წესი, სჭირდებათ წამლების გადიდებული დოზა, რაც თავის მხრივ, მავნე გავლენას ახდენს ღვიძლზე. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღწევად მათ უნდა მიიღონ დიდი დოზით პარაცეტამოლი. ბრონქული ასთმით დაავადებულ მწეველებზე სუსტად მოქმედებს ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, თეოფილინი. განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმედებს თამბაქოს კვამლი მრავალ საგულე საშუალებაზე, მაგალითად ანაპრილინზე და ოქსპრენოლოლზე.

- რძის პროდუქტები ანტიბიოტიკების შეწოვას აფერხებს?

- ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში მენიუდან, ალკოჰოლთან ერთად, უნდა გამოირიცხოს რძე და რძის პროდუქტები, რადგან მათში შემავალი კალციუმი ბოჭავს ანტიბიოტიკების დიდ ნაწილს და თითქმის მთლიანად აფერხებს მათ შეწოვას. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ უჯრედისის მაღალი შემცველობის პროდუქტები (ბოსტნეული, ხილი) არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელს უშლის მათ შეწოვას. აქედან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება. ანტიბიოტიკებით მკურნალობისას, პირველ რიგში, თავი შეიკავეთ ბარდისგან, ბროკოლისგან და კომბოსტოს სხვა სახეობებისგან. ნაკლებად მიირთვით ხორცეული. დროებით უნდა შეიკავოთ თავი მჟავე საჭმელებისგან, ყავისგან, კოლასგან, გაზიანი სასმელებისგან, ძმრიანი კერძებისგან.

– ბატონო რამაზ, იქნებ მკითხველს კონკრეტულად ურჩიოთ ამა თუ იმ პრეპარატის მიღებისას, რა საკვებისგან შეიკავონ თავი?

– მაგალითად, ანტიდეპრესანტებთან შეუთავსებელია ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით წითელი ღვინო, რძის პროდუქტები, პარკოსნები, ყავა, კომბოსტოს მწნილი, ძროხის და ქათმის ღვიძლი, გამოყვანილი თევზი და ხორცი, ლეღვი, ბანანი, ქიშმიში. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს თირამინს, რომელმაც ანტიდეპრესანტებთან ურთიერთმოქმედებით შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრი მომატება გამოიწვიოს. არ იკრძალება ხილისა და ბოსტნეულის წვენი.

შეუთავსებელია C ვიტამინის მაღალი შემცველობის პროდუქტები (ციტრუსები, ბოსტნეული) ნოვოკაინთან, ფოლის მჟავას შემცველი პროდუქტები (პარკოსნები, ღვიძლი, პომიდორი) ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს. უარი თქვით ყავაზე, კაკაოზე, შოკოლადზე, ცხარე და მარილიან საუზმეზე. არ იკრძალება თევზი და ზღვის პროდუქტები, მცენარეული ზეთები. მიიღეთ ბოსტნეული, ახალი ხილი, ჩირი, რძე და რძის პროდუქტები.

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას ერიდეთ ჰისტამინის შემცველ პროდუქტებს, კონსერვებს, ღვინოს, მჟავე კომბოსტოს, ასევე, ციტრუსებს, პომიდორს, ბანანს, ხენდროს, კვერცხს, ბულიონებს, ნიგოზს, შოკოლადს. არ იკრძალება პროდუქტები, რომლებიც იცავს კუჭის ლორწოვან გარსს — სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, ყაბაყი, ვაშლი, მსხალი, ატამი.

(გაგრძელება იქნება)

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-12-2017, 20:16