კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, გაარღვიონ სპეცრაზმის ალყა და ლიდერის გაყვანის შესაძლებლობა არ მისცენ სამართალდამცავებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

მუხლი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადაციას არ გამორიცხავს.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღიათ.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა.
რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია”, – აცხადებენ პროკურატურაში.ინფორმაციას1tv.ge ავრცელებს.




მეტის ნახვა
5-12-2017, 12:55


პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე ისნის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების წინასწარ ტერორისტებად გამოცხადებას, არასწორად მიიჩნევს. მისი განცხადებით, სს-ის საქმე არა ტერორიზმის ბრალდებით, არამედ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით უნდა აღძრულიყო.

დავით გაგნიძე:
როგორ ამტკიცებენ, რომ ეს ხალხი ტერორისტები იყვნენ, სად არის მათი ტერორისტული საქმიანობის შედეგი ან მტკიცებულებები? სიმართლე გითხრათ, მე ამ ყველაფერში უცხოური სპეცსამსახურების ხელწერას უფრო ვხედავ, ეჭვს მიძლიერებს "რუსთავი 2"-ის ქმდებაც, რომელიც სულ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკაშია, ახლა კი საოცრად ლოიალურები გახდნენ და სპეცოპერაცია კარგად დაგეგმილ-ჩატარებულად შეაფასეს. სპეცოპერაცია მართლაც კარგად ჩატარდა იმ კუთხით, რომ წინასწარ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და არ იყო ამ მხრიდან მსხვერპლი, მისასალმებელია მთავრობის განცხადებაც, რომ იქ მცხოვრებთ მატერიალურ ზარალს აუნაზღაურებენ. სპეცოპერაციის მსვლელობისას საკმაოდ იყო ხარვეზები, მაგრამ ერთ ძირითადზე გავამახვილებ ყურადღებას, თუ ჩვენი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახური ამდენი ხანი საქმის კურსში იყვნენ ტერორისტების არსებობის შესახებ, რა პრობლემა იყო მათი პიროვნების დადგენა და საცხოვრებელი კორპუსის გარეთ სათითაოდ აყვანა? აქ ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, ჯერ დამთავრებულიც არ იყო სპეცოპერაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული აჰმედ ჩატაევიაო. საიდან იცოდა ან საერთოდ, რა შუაში იყო აქ თურქეთის ხელისუფლება, შემთხვევით ეს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ხომ არ გააკეთეს?
თან ნახეთ რა პერიოდს დაემთხვა ისნის ინციდენტი, შს მინისტრი ახალი დანიშნულია, ამიტომ მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს, თუმცა ხსენებული ღონისძიების ჩატარება არც შსს-ს პრეროგატივაა, ასეთი ოპერაციები უსაფრთხოების სამსახურმა უნდა ჩაატაროს. დაღუპული ძალოვანიც ხომ უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო. ხელისუფლებას რომ აკრიტიკებენ, ამდენი იარაღი უპრობლემოდ როგორ გადმოიტანეს საზღვარზეო, რათ უნდოდა შემოტანა, როცა ადგილზე უამრავი იარაღი და საბრძოლო მასალაა. ტერაქტის მომწყობებს ადგილზე ხვდება იარაღიც და სხვა საშუალებებიც, საწამლავი იქნება ეს, ქიმიური იარაღი თუ სხვა. რუსული ჯარი საქართველოდან რომ გავიდა, აქ იარაღის და საბრძოლო მასალის უზარმაზარი არსენალი დატოვეს, რომელიც სადაა მიძინებული, ერთეულებმა თუ იციან. ხალხსაც კი პირდაპირ ურიგებდნენ ავტომატებსა და ტყვია-წამალს გარკვეული `გასამრჯელოს~ ფასად. 1992 წელს, ზუსტად ეს იარაღი დაურიგეს ციხიდან ამნისტიით გამოშვებულ ყაჩაღებსა და სხვა ჯურის კრიმინალებს, რომლებიც ვითომდა აფხაზეთში საომრად გაუშვეს. ეს იარაღი ბოლომდეა ამოღებული? მავანთ ეკონომიურად რომ გაუჭირდათ, მერე დაიწყეს მისი გაყიდვა და როგორ გაიგებს პოლიცია გამყიდველ-მყიდველის ვინაობას, რომელი მათგანი იტყვის. არ გეგონოთ, რომ პანკისის ხეობაში ნაკლები იარაღია, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გვქონდა ეჭვი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს პანკისში უამრავი იარაღი გადმოიტანეს და ჩამარხეს, პოლიგონი ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ახალგაზრდებს სროლას ასწავლიდნენ. განა ჩვენს ძალოვნებს არ შეეძლოთ ამ ყველაფრის აღკვეთა, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება.

ისნის სპეცოპერაციის შეფასებისას, მე იარაღის შემოტანაზე უფრო იმ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, ამდენი ძალოვანს რომ კრიბავ ერთ კონკრეტულ ადგილზე, ამ შემთხვევაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქნებ სხვაგან იგეგმებოდა ტერაქტი და ეს უბრალოდ სატყუარა იყო. რა საჭირო იყო იმხელა ცოცხალი ძალის და ჯავშანტექნიკის იქ გადასროლა, როცა მაქსიმუმ 50 სპეცრაზმელი ჭირდება 3–4 კაცის აყვანას. ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო სატყუარა ხომ არ არის, რომ ყურადღება აქეთ გადაგატანინონ და `მოშიშვლებულ~ ადგილზე დაგარტყან. მე რასაც ვუყურებ, ეჭვი მიჩნდება, რომ მართლაც `მოშიშვლებული~ დარჩა მნიშვნელოვანი ობიექტები. ხელისუფლებამ მერე თვითონვე აღიარა, ასეთი ოპერაციების ჩატარების გამოცდილება არ გვაქვსო. თუ თვითონ არ აქვთ, უსაფრთხოების სამსახურში ხომ დარჩნენ ძველი, გამოცდილი კადრები, მათ ჰკითხონ. 90-იან წლებში ვინც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, სულ ასეთი წინააღმდეგობები არ არ გვქონდა შეიარაღებულ ბანდფორმირებებთან? ან ეს ჩეჩნები რატომ გამოყავთ "სუპერბოევიკებად", ნამდვილად არ არიან ასეთი უძლეველები, თვითონ მქონია მათთან შეხება და კარგად ვიცი. 90-იან წლებში ახმეტის რაიონში პოლიციის ორ თანამშრომელს შეტაკება მოუხდა ჩეჩნებთან, მართალია, თვითონაც დაიღუპნენ, მაგრამ ორი მოწინააღმდეგე მოკლეს და ორიც დაჭრეს. დავიჯერო ვერ ხვდებიან, რომ ჩეჩნების გაფეტიშებით, ჩვენს ბიჭებს აყენებენ შეურაცხოფას. ან ფეისბუქში დადებული პოსტის გაპიარება რა საჭირო იყო, ვიღაც რომ იმუქრებოდა, ძმის მოკვლას არ გაპატიებთ, ათასებს გავაყოლებთო, ამით ხომ ხალხში პანიკას თესავენ.
იმ დღეებში სამედიცინო დაწესებულებები გადაჭედილი იყო შიშისგან დაზაფრული ხალხით. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი ყველას, ვინც იმ ვიღაც ტვინგაცხელებულის მუქარის ტირაჟირება მოახდინა, ხალხის დაშინება ნაკლები ტერორისტული აქტი ხომ არ გგონიათ. როგორც გითხარით, ამ ყველაფერში უცხო ქვეყნების, კერძოდ, დასავლური სპეცსამსახურების კვალს ვხედავ, მაგრამ ეს რაში ჭირდებოდათ, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, თუმცა რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შეიძლება უნდოდათ რუსეთის მოქალაქეები გამოეჩინათ და ხმაურით აეყვანათ იმის სათქმელად, ხომ ხედავთ რუსეთი რას აკეთებს საქართველოშიო. ქართველ ძალოვნებთან კი მაქვს შენიშვნა, ქუჩაში რატომ არ აიყვანეს ის ხალხი, მაგრამ მისცეს კი მათ ამის უფლება? შეიძლება ოკეანისგაღმელმა `ინსტრუქტორმა~ არ დართო ნება, უხმაუროდ მომხდარიყო იმ ადამიანების დაკავება, რომელიც წინასწარ ჩეჩენ ტერორისტებად შევრაცხეთ. უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ გვაკერია ენაზე, ესეც შერჩევითია? ნაცები და მათი განაყრები თავს იწონებენ, ჩვენმა რუპორმა `რუსთავი-2~-მა გააღვიძა მთავრობის წვრები, არაფერი იცოდნენ ამხელა სპეცოპერაცია რომ მიმდინარეობდაო. ზუსტად ეს ადასტურებს, რომ ოკეანისგაღმიდან მოწყობილი იყო ყველაფერი და პირველი ინფორმაციაც მათ მთავარ დასაყრდენ ტელევიზიას მიაწოდეს. არ არის გამორიცხული ხმაურიანი სპეცოპერაცია იმისთვის ჭირდებოდათ, რომ მოსახლეობაში ფსიქოზი გამოეწვიათ, რასაც გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. ვფიქრობ, კიდევ რაღაც მზადდება, თანაც გაცილებით უფრო სერიოზული, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო. აგერ სპეცოპერაციის მეორე თუ მესამე დღეს ბათუმში თურქების კუთვნილი სასტუმრო დაიწვა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, რამაც ბუნებრივია, საშინლად იმოქმედა ჩვენს ხალხზე. მე შემთხვევითი არც რუსების ის ნათქვამი მგონია, ერდოღანს როგორც უნდა, ისე ათამაშებს საქართველოსო. ფაქტია, თურქეთი აშკარად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. დარწმუნებული ვარ, ზამთარში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი მოხდება, მიმდინარე მოვლენებს თუ კარგად გავაანალიზებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მსოფლიო "მამები" რუსეთს თავისი გავლენის სფეროებს უბრუნებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს სახით.

– დავაკონკრეტოთ თქვენეული დასკვნის საფუძველი.

– გავრცელებული ინფორმაციით, ის ბინა ისანში, რომელშიც ხსენებული პირები ცხოვრობდნენ, ავსტრიაში მცხოვრებ პანკისელ ქისტს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაა პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების `ნავსაყუდელი~, თითქმის ყველა კრიმინალური `ლიდერი~ ვენაში ცხოვრობს. ჩემი ვარაუდით, რომ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები ავსტრიიდან იმართებოდა. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დამნაშავეთა სამყაროს მჭიდრო ურთიერთობა აქვს თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან, რეალურად იქაური სპეცსამსახურები მართავენ თანამემამულე კრიმინალებს, იაპონურ `იაკუძას~, ჩინურ `ტრიადას~ და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყარო ე.წ. კანონიერი ქურდების თაოსნობით, რუსეთის გავლენის სფეროა, რა გასაკვირია, რომ ავსტრიაში თავშეყრილი კრიმინალური `ბოსებიც~ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებოდეს. ამიტომ მივიჩნევ, რომ რუსეთს გავლენის სფეროებს უბრუნებენ. რუსეთი ღიად რომ არ ჩანს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მის საქმეს სხვები აკეთებენ. ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოში შეიძლება მხოლოდ ერთი-ორმა კაცმა თუ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა, დანარჩენებმა, მათ შორის იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც სპეცოპერაციისას დაიღუპნენ, შეიძლება არაფერი იცოდნენ. მათ უბრალოდ ეტყოდნენ, იყავით მაგ ბინაში და თუ ვინმე მოვიდა, წინაღმდეგობა გაუწიეთო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უცხოური სპეცსამსახურების გაკეთებულია ეს ყველაფერი, რაშიც ჩეჩნები ბრმა იარაღად გამოიყენეს, როგორც ლაფანყურის დროს. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, საიდან და რა მიზნით მოგვევლინნენ ის შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის წევრების უმეტესი ნაწილი მძინარეები დახოცა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ვერ გავიგეთ, რეალურად რა მოხდა კახეთში. ვფიქრობ, ვერც ახლა გავიგებთ. ერთ-ერთი მათგანი თუ მართლაც ჩატაევი იყო, ჯერ ამის დადგენა რა დიდი პრობლემაა, როცა მისი დნმ, თითის ანაბეჭდები არსებობს, ისიც მაინტერესებს როგორ შემოაღწია ამერიკელების მიერ საშიშ ტერორისტად გამოცხადებულმა ადამიანმა, როცა ამერიკა აკონტროლებს აქ ყველაფერს, თუ რაიმე წინასწარ არ იყო დაგეგმილი. ადგილობრივი დიდ ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე პერსონებიც რომ ადასტურებენ, ჩატაევი იყოო, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, დაესიზმრათ, იქნებ სულ სხვა პიროვნება იყო? ცალფეხა და ცალხელა კაცი ასე იბრძოლებს, კბილებით აძრობდა "ლიმონკას" და ისე ისროდა? ერთ-ერთი მათგანი ჩატაევის დაცვის წევრი იყოო, მარტო ამით ვამტკიცებთ, რომ ჩატაევიც იქ იყო? გამორიცხავთ, რომ ხელყუმბარის აფეთქებისას მოწყდა იმ ვიღაცას კიდურები? თუ მართლაც ჩატაევი იყო, ოფიციალურ წყაროს რომც არ დაედასტურებინა, ინფორმაცია მაინც გამოჟონავდა.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ისნის ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები ფსევდოხალიფატის მებრძოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის წარმატებული საბრძოლო ოპერაციის შემდეგ, საქართველოს გავლით ჩეჩნეთში ბრუნდებოდნენ. თუ ზუსტი ინფორმაცია არ გაქვს, მტკიცებას ვერ მოყვები, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ალბათობით ის ხალხია, კადიროვის მომხრე ჩეჩნები ქართველ ძალოვნებს ამხელა წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, ჩაბარდებოდნენ, რისი ეშინოდათ. სპეცოპერაციის რეალური ხელმძღვანელების ინტერესში არ იყო, რომ ეს ხალხი რუსეთში გადასულიყვნენ, საქართველოში უნდა მომხდარიყო ლოკალური შემთხვევა, ეგ ჯგუფი თუ არ იქნებოდა, სხვები გამოჩნდებოდნენ, მათ მოუწყობდნენ ანალოგიურ ღონისძიებას. მათი ცოცხლად აყვანა, ალბათ არც უნდოდათ, რა გარანტია ჰქონდათ, რომ არ ალაპარაკდებოდა ის ხალხი. მთავარი იყო ქართველებისთვის ეჩვენებინათ, ხომ ხედავთ რუსები რას გიწყობენ, ტერიტორიების ნაწილი წართმეული გაქვთ, სხვა გამოსავალი არ გაქვთ, რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დაბრუნდეთ, ჩვენც მოგეხმარებითო. ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ მოხდება რაღაც. მოკლედ, რუსეთი სხვისი ხელით აგვარებს ყველაფერს. პუტინმა თუ არ ვცდები, ორი წლის წინ თქვა, მსოფლიოს გადანაწილება დასრულებულიაო, მაგრამ ამერიკელების რაღაც ჯგუფი ვერ თმობს საქართველოს, რადგან აქ დიდი ფული აკეთეს და იგივეს გაგრძელება უნდათ. სად წავიდა ის ოთხი მილიარდი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ წამოვიდა საქართველიში, რომელზეც დღეს რატომღაც ხმას არავინ იღებს. ჩვენი ხალხისთვის უკეთესობისკენ შეიცვალა რამე ამხელა ფულის შემოსვლის შემდეგ, უფრო პირიქით მოხდა. მარტო სააკაშვილს რომ მიეთვისებინა ის ფული, ვინ აპატიებდა, მაშინვე გააგორებდნენ. `ატკატი~ დაბრუნდა უკან და იმ ხალხმა მიიღო, ვინც ყველაზე მეტს გაჰყვირის. უკრაინაშიც ზუსტად ფულის გამო მოეწყო ევრომაიდანი.

– ბატონო დავით, საქართველოში აქამდე სიმშვიდე იყო, არ გავმხდარვართ ტერორისტების სამიზნე. ეს საქართველოს იმ მოქალაქეების დამსახურება ხომ არ იყო, რომლებიც ფსევდოხალიფატის მხარეს იბრძოდნენ და გავლენიანი პოზიციები ეკავათ?


– ეს სიმშვიდე პიროვნებებზე დამოკიდებული ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, საქართველო იყო ე.წ. გადასატვირთი პუნქტი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მუსულმანები, ჩამოჰქონდათ ფული, იმართებოდა რუსეთის საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებები, საქართველოს გავლით გადიოდნენ მებრძოლები ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთისკენ, აქედან გამომდინარე, არავის აწყობდა აქ არეულობა. არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის გარეული ისნის ინციდენტში, ეს უცხოური სპეცსამსახურების ნამოქმედარია, რომლებმაც ის უბედური ჩეჩნები მოატყუეს და შეყარეს მანდ. რა თამაშს თამაშობს ერდოღანი, რომელმაც ჩატაევის საქართველოში ყოფნა `დაადასტურა~, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მას ადვილად ვერავინ გაუგებს ვისი მოკავშირეა, ასე რომ, ჭკუას მოვუხმოთ. რუსეთს რა თქმა უნდა აწყობს საქართველოში არეულობა, მაგრამ მათ კვალს ამ მოვლენებში ვერ ვხედავ, კრემლს ისეთი ძლიერი აგენტურა ჰყავს, რომ უფრო სხვანაირად მოაწყობდნენ ყველაფერს, ყოველ შემთხვევაში თავის მოქალაქეებს არ გამოუშვებდა აქ რაიმე ოპერაციის განსახორციელებლად. მაშინვე ტერორისტის იარლიყი რომ მიაწებეს იმ ხალხს, იქნებ იარაღით მოვაჭრეები იყვნენ, ახალი ამბავია საქართველო ნარკობიზნესის და იარაღით ვაჭრობის სატრანზიტო ქვეყანად რომ ითვლება?

საერთოდ არსებობს ოპერატიული მუშაობის ორი მეთოდი, გერმანული და ანგლოსაქსური, მეფის რუსეთი, კომუნისტები და საქართველოც, `ვარდების რევოლუციამდე~ გერმანული სისტემით მუშაობდა. ოპერატიულად ვადგენდით დამნაშავეს და ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე ხდებოდა მისი აყვანა. ამერიკელები ანგლოსაქსური სისტემით მუშაობენ, წინასწარ გაჰყვირიან, მოვდივართო. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციისა თუ სხვა სამსახურების მაღალჩინოსნები სატელევიზიო კომენტარებს არიგებენ. ჩვენი მედიასაშუალებები ხომ არ უნდა ჩამორჩნენ ამერიკელ კოლეგებს, ხშირად ამათი აქტიურობა, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების, თავხედობაში გადადის, რაც ძალზე გამაღიზიანებელია.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
4-12-2017, 21:38


ანზორ საკანდელიძე: "ლეოგრანდის" ტრაგედიამ დაადასტურა, რომ ეროვნული კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელებში უმძიმესი ფოტოები გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს ერთ-ერთი გარდაცვლილი ხანძრის დროს, ფანჯრის ჩამტვრევას და თავის გადარჩენას.


სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი ტრაგედიას სააკაშვილის ხელისუფლების დროს, სამშენებლო სტანდარტებიდან ინჰალაციის, ინსოლაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ამოღებას აბრალებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქობულეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ვერაფერი გვასწავლა, რასაც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ადამიანების ბოლით გაგუდვაც მოწმობს. სოციალურ ქსელებში საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითად ევროპაში ყველაზე დიდი ბერლინის აეროპორტის მშენებლობას ასახელებენ, რომელიც სამი წლის წინ უნდა გახსნილიყო, მაგრამ დღემდე ვერ იხსნება, რადგან შესაბამისი სახელმწიფო ორგანო სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამო, უარს ამბობს შენობას უსაფრთხოების სერტიფიკატი გადასცეს. ამ ამბავს ბერლინის მერის თანამდებობაც კი შეეწირა. ხოლო სახელმწიფოს მშენებლობის დროს გაპარული ხარვეზების გამოსწორება 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

სასტუმროს თურქმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ეროლ ავგორენმა თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას, მომხდარში ნაწილობრივ, გარდაცვლილები დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ხანძრის დროს, გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. დაცული იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და რა გახდა ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი? მთავარი კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. სანამ გამოძიება თავის შედეგებს დადებს, ტრაგედიის მიზეზებზე სასაუბროდ, საქართველოს მშენებელთა ლიგის თავმჯდომარეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ანზორ საკანდელიძეს დავუკავშირდით:

– დავიწყებ იმით, რომ ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და სრული ქაოსი და გაუგებრობაა. 2002 წლიდან მოქმედებდა ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის კანონი, რომელიც 2008 წელს ნაციონალების ხელისუფლებამ გააუქმა, რომ რაც შეიძლება მეტი ფართი მიეტაცებინა. სწორედ ამის შედეგია ერთმანეთზე მიდგმული შენობების მომრავლება. სპორტის სასახლესთან, მჭიდროდ განაშენიანებულ ალექსიძის ქუჩაზე ან ვაკის აუზთან ისეთი ვიწრო გასასვლელებია, რომ სახანძრო მანქანამ შეიძლება საერთოდ ვერ გაიაროს. ეს არის უსერიოზულესი საფრთხე, რომელსაც სასწრაფოდ მიხედვა ჭირდება.

– გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში გარდაცვლილთა უმეტესობა კვამლით არის გაგუდული. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია სწრაფი და ძლიერი დაკვამლიანება?


– ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ შიდა მოპირკეთებისთვის სწრაფად აალებად მასალებს იყენებენ, რომლებიც წვის დროს, მომწამვლელ ნივთიერებებს გამოჰყოფენ. მასალები შემოწმებული არაა და სტანდარტიც არ გვაქვს, როგორი უნდა იყოს, რადგან სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და ყველაფერი გააუქმებულია და არ არსებობს. შიდა მოპირკეთებისთვის გამოყენებულ მასალებს განსაკუთრებით, ორი თვისება – ცეცხლგამძლეობა და ცეცხლმედეგობა უნდა ჰქონდეს. ცეცხლგამძლეობა ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურას ისე უნდა გაუძლოს, რომ დეფორმაცია არ განიცადოს, ხოლო ცეცხლმედეგობა ნიშნავს, რომ ამ მაღალ ტემპერატურას ხანგრძლივი დროით უნდა გაუძლოს. როგორ შეიძლება მოსაპირკეთებლად ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც 5 და 20 წუთში აალდება და დნება? ამ სასტუმროს მაგალითი პრეცენდენტი უნდა გახდეს, რომ ასეთი უბედურება სხვაგანაც არ მოხდეს. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ადამიანების თავშეყრის ადგილებში გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალების შემოწმება.

– თურქი ინვესტორის თქმით, მის სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული იყო..


– გააჩნია, რას ეძახის წესების დაცვას. ზოგადად, თურქეთი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ფალსიფიცირებული და უხარისხო საშენი მასალების მწარმოებელი ქვეყანა. თურქულ სამშენებლო მასალებს და ცემენტს მთელ მსოფლიოში ერიდებიან და რაღა ჩვენ მოგვწონს? საინტერესოა, უცხოური ინვესტიციის ხელშეწყობა იმას ნიშნავს, რომ მონურად დავემორჩილოთ და ვერაფერი შევუმოწმოთ? საქართველოში რომ უცხოელი ინვესტორები ბატონობენ და პარპაშებენ, მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს. თქვენს რედაქტორს, ბატონ ვახტანგ ხარჩილავას, რომელიც შესანიშნავი პოეტი გახლავთ, გენიალური სიტყვები აქვს ნათქვამი „არ აგიშენებთ სამშობლოს არვინ, თუ აგიშენებთ – სამშობლოს ფასად“. ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებ და სხვებმაც უნდა გაითავისონ, თორემ უბედურება ამით არ დამთავრდება..

– თქვენი აზრით, სახელმწიფომ პირველ რიგში რაუნდა გააკეთოს?


– ამ ტრაგედიის თავი და თავი 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმებაა. სამინისტროს აღსადგენად, მზად ვართ ქუჩაში გამოვიდეთ და სახალხო მოძრაობა დავიწყოთ.
ეს საქმე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, რადგან უდიდესი ეროვნული კატასტროფის წინაშე ვდგავართ და თუ ჭკუაზე არ მოვალთ, ათი ასად და ათასად იქცევა.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
4-12-2017, 17:08


მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო არასტაბილური ხდება. გამართლდა იმ პოლიტიკოსების მოსსაზრება, რომლებიც აცხადებენ, დღეს ევროპაში ლიდერი პოლიტიკოსების დეფიციტიაო. შედეგად კი მსოფლიოში ცხელი წერტილები მომრავლდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სამყაროში გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ამიტომაც ცდილობენ, შედარებით მდიდარი და ძლიერი ქვეყნები საკუთარი ინტერესების წინ წამოწევას საერთაშორისო მასშტაბით.
ამასობაში მთავარი პოლიტიკურ მოვლენების ეპიცენტრად რუსეთი იქცა. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სოჭში რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გახლდათ. საუბრის ძირითადი თემა სირიის საკითხი გახლდათ. სამიტს უცხოეთის ქვეყნების ავტორიტეტულმა გამოცემებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. საინტერესოა, რომ უცხოელმა ჟურნალისტებმა სოჭის შეხვედრა `ახალ იალტად~ მონათლეს (მხედველობაში ჰქონდათ 1945 წელს იალტაში სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის შეხვედრა). მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ იალტაში სწორედ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს შედგა სამიტი, სადაც გერმანიის მომავალი განიხილესო.

სამმხრივი შეხვედრის წინა დღეებში ასევე სოჭში იმყოფებოდა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართა ხანგრძლივი შეხვედრა. პრესასთან შეხვესრისას ასადმა რუსეთს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. ბაშარ ასადთან საუბრის შემდეგ ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერს, საუდის არაბეთის მეფეს, ეგვიპტის პრეზიდენტს. დონალდ ტრამპთან პუტინის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. ტრამპმა პუტინი-ასადის შეხვედრას საუკეთესო შეფასება მისცა. თუმცა, ამერიკული პრესა აღნიშნავს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში პოზიციები დათმო და მაყურებლის როლში დარჩა.
აღსანიშნავია, აგრეთვე, სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის განცხადება, რომელიც მან რუსეთში ვიზიტისას გააკეთა: "…ჩვენ წინააღმდეგი ვართ არაბული ქვეყნების შინაურ საქმეებში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ჩარევისა. რომ არა რუსეთის ჩარევა სირიის კონფლიქტში, საერთოდ დავკარგავდით ქვეყანას".

ვიდრე პოლიტიკოსები მსჯელობენ, სირიაში შევიწროებულმა რადიკალურმა ისლამისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაინაცვლეს. სწორედ მათ უკავშირებენ ეგვიპტეში განხორციელებულ არნახულ სისხლიან ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 27 ბავშვი დაიღუპა. ამის გარდა, ავღანეთში 20 ადამიანი იმსხვერპლეს ტერორისტებმა. საყურადღებოაა ის გარემოებაც, რომ ტერორისტები ევროპის ქვეყნებს ღიად ემუქრებიან საშობაოდ ტერორისტული აქტებით. ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამაც. მართალია, ახლახან ავიცილეთ მოსალოდნელი დიდი უბედურება, მაგრამ, როგორც ამბობენ, "ეშმაკს არ სძინავს:…

`ბებერი ქალბატონის~ ევროპის, კონტინენტზე გარეგნულად ერთი შეხედვით თითქოს სიწყნარეა, მაგრამ თუ დავუკვირდებით, სიმშვიდე მოჩვენებითია. ევროკავშირის ჩინოვნიკები ქვეყნების მჭიდრო ურთიერთობაზე კი საუბრობენ, მაგრამ რეალურად კავშირი მყიფეა. უნგრეთი კვლავ სასტიკი წინააღმდეგია, მიიღოს მიგრანტები. ქვეყანაში კვლავ გრძელდება მათი ყოფილი თანამემამულის, ავანტურისტი მილიარდერის სოროსის საწინააღმდეგო გამოსვლები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ბრიუსელი და რამდენიმე ქვეყანა ფინანსურად ჰყავს დაპყრობილი და სწორედ მან მოახვია ევროპას მიგრანტებიო. ეს მაშინ, როდესაც მთელი რიგი ქვეყნები მიგრანტების უფლებების დაცვას ემხრობიან.

გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. კანცლერი ანგელა მერკელი ლიდერად ითვლებოდა. თუმცა 24 სექტემბერს გამართული არჩევნების შემდეგ მისი პოზიციები საკმაოდ შეირყა. ქრისტიან-დემოკრატებმა არჩევნებში კი გაიმარჯვეს, მაგრამ მთავრობის დასაკომპლექტებლად არასაკმარისი ხმები მიიღეს. მიმდინარეობდა კონსულტაციები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, თითქოს შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ რამდენიმე პარტიამ უარი განაცხადა კოალიციურ მთავრობაში მუშაობაზე. მათი განცხადებით, ეფექტურ მთავრობას ვერ შექმნიან და ამიტომაც უარს ამბობენ.
ვითარება საკმაოდ გართულდა და საქმეში პრეზიდენტი ფრანც ვალტერ შტაინმაიერი ჩაერთო, რომელსაც პოლიტიკუერ პენსიაზე გასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ. მან მოლაპარაკება გამართა თანაპარტიელ სოციალ-დემოკრატ მარტინ შულცთან, რათა პარტია დათანხმებულიყო კოალიციური მთავრობის შექმნაზე. თუმცა შულცმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიიღო და პარტიას მიანდო საკითხის გადაწყვეტა. პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში მერკელი იმ ხმებსაც ვეღარ მიიღებს, რაც აქვს, ხოლო ვადამდელ არჩევნებს არ დათანხმდება. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, რაც გერმანელებს არ უყვართო, აცხადებენ ექსპერტები. მიმომხილველები ყურადღებას მიგრანტებზე ამახვილებენ. მათი თქმით, ბერლინის ცენტრში ალექსანდრ პლატცზე მიგრანტები იმდენ დანაშაულს სჩადიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები იქ გავლას ერიდებიან. პოლიცია კი ხელ-ფეხ შეკრულია, მათ უფლება არ აქვთ, მიგრანტებს რაიმე უთხრან. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ გერმანიის ისტორიას არ ახსოვს. ვნახოთ, როგორ გადაწყდება საკითხი _ ბუნდესტაგი აირჩევს კანცლერს, თუ ახალი არჩევნები ჩატარდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი კი ნათელია, მერკელმა, ფაქტობრივად, დაკარგა ავტორიტეტი და, შეიძლება, თანამდებობასაც შეელიოს.
ახლახან იტალიელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს დოკუმენტური ფილმი 2014 წელს `მეიდანზე~ დაღუპულების შესახებ. მათი რესპონდენტები სამი ქართველი მებრძოლია, რომლებიც დეტალურად ყვებიან იმდროინდელ ამბებს. მათ გვარებს ჩვენ ამჯერად არ გავიმეორებთ გარკვეული მოსაზრებით, მაგრამ ვინც ნახა ფილმი, მათ იციან.
მებრძოლების მონათხრობით, ბოგანო სააკაშვილის მითითებით ჩავიდნენ უკრაინაში. მათ ვინმე მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობდა. 2013 წლის შემოდგომაზე ჩასულ ორ მებრძოლს თავად ანდრეი პარუბეი, რადას დღევანდელი სპიკერი დახვდათ. ერთიც 2014 წელს ჩავიდა. სასტუმრო `უკრაინაში~ დაბინავებულებთან ხშირად მიდიოდა პაშინსკი სააკაშვილთან ერთად, მოგვიანებით კი მათ კონსულტაციას ამერიკელი ინსტრუქტორი უწევდა. `ჩვენი დავალება იყო პროვოკაციის მოწყობა მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის~, _ ამბობს ერთ-ერთი. როგორც გაირკვა, ერთმა მებრძოლმა უარი თქვა ხალხისთვის სროლაზე, სამაგიეროდ, ის ლიტველმა დაქივრავებულებმა ჩაანაცვლეს. შედეგად, მაშინ `მაიდანზე~ ასამდე ადამიანი დაიღუპა.
ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბევრი კითხვაც დატოვა. განსაკუთრებით აინტერესებთ, თუ რატომ დასჭირდა პოროშენკოს მაინცდამაინც ახლა ეს ფილმი. მიიჩნევენ, რომ მან იცოდა ამ ფილმის გადაღების შესახებ. უკრაინელი ჟურნალისტი ელენა ბოიკო აცხადებს, რომ ინტერნეტში არსებობს კიდევ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც მოგვითხრობენ იმდროინდელი `მაიდნის~ პერიპეტიებზე. ეჭვიანი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ფილმი პოროშენკოს წისქვილზე ასხამს წყალს. ვარაუდობენ იმასაც, რომ პოროშენკოს შეუძლია თავის მართლება საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე _ აგერ, ბატონო, მკვლელობები უცხოტომელებმა ჩაიდინესო. თითს საითაც გაიშვერს, დიდი მკითხაობა არ სჭირდება _ ერთ-ერთი პირველი საქართველო იქნება. მით უფრო, როდესაც ფილმი სწორედ აღმოსავლეთ ევროპის სამიტის დაწყებამდე გამოჩნდა.
ექსპერტებს აქვთ კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით პოროშენკოს შლეგ სააკაშვილთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებენ და ყველაფერი მოჩვენებითიაო. პოროშენკომ სააკაშვილს საფრთხობელას როლი მისცა თავის პოლიტიკურ თეატრში, რომლითაც დასვლეთის ქვეყნებს აშანტაჟებს _ ჩემი გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელისუფლების სათავეში ჩემზე არაადეკვატური ეს პიროვნება მოვიდესო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად, გადმოგვცენ დამნაშავე სააკაშვილი, საკითხი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ექსპერტები აცხადებენ, რომ პოროშენკო რამდენიმე თამაშს ეწევა. დაკავების ნაცვლად, სააკაშვილი დადის და დემაგოგობს სხვადასხვა ტელევიზიებში. გასულ კრირას რადას დეპუტატ მასილჩუკთან ჰქონდა დებატები ერთ-ერთ ტელევიზიაში. კამათი იმდენად გამწვავდა, რომ მასილჩუკმა თავისი ყავარჯნით სააკაშვილის საცემად გაიწია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიუშვეს.

გია ბურდული

მეტის ნახვა
4-12-2017, 16:55


ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება, რომელსაც ოთარ კაპანაძის ქუჩაზე არსებული რვა შენობა დაექვემდებარება.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პირველ ეტაპზე, რამდენიმე პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დღეს კი, ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

როგორც გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ არის განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მფლობელი ნაგებობას ხუთი დღის ვადაში არ დაანგრევს, ზედამხედველობის სამსახური დემონტაჟს თავად განახორციელებს.

„დავიწყეთ საქმის წარმოება. მათ კონკრეტული ვადა მიეცათ იმისთვის, რომ დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ შენობის მესაკუთრე კონტაქტზე არ გამოდის და იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, მაშინ გვაქვს უფლება, დადგენილების შესაბამისად, დემონტაჟი თავად განვახორციელოთ. გვინდა ყველას ვთხოვოთ და გავაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე შენობა-ნაგებობების განთავსებას მოვერიდოთ. დღეს ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებით, თუმცა პროცესი თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ, ქალაქის განვითარება მხოლოდ გეგმის მიხედვით განხორციელდება და სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული ყველა შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. თბილისი აუცილებლად უნდა განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და გეგმის შესაბამისად. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ, ჩვენთან ერთად, ერთსულოვანი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მეტის ნახვა
4-12-2017, 16:25


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით მისი უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებას და ამ ინსტიტუტის სამართალდამცავებთან კოორდინირებულ მუშაობას:“მსურს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საზოგადოებას, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა. ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმტავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს, შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას, ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას, ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მთლიანად საზოგადოების შრომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს.

გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ, უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით სტრატეგია.

პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ცაერთვება საპატრულო პოლიცია.

გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ, ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვის და მედიაციის პროგრამები, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.

ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები მაგისტრანტები და დოქტორანტები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლების მონაწილეობას ამ პროცესში, ეს გულისხმობს მშობლების ინტენსიურ ჩართულებას სკოლის ცხოვრებაში, ასევე საინფორმაციო-საკონულტაციო მომსახურების შეთავაზებას. ჩვენ არამხოლოდ დანაშაულის პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ არამედ უპირველეს ყოვლისა ისეთი ვითარების ფორმირებაზე, სადაც ძალადობა და აგრესია დაუშვებელია.

გვჯერა, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ეს, ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ, ეს კი მხოლოდ ცოდნისა და განათლების გავრცელებით, ღირებულებათა სწორი სისტემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით მიიღწევა. ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მეტის ნახვა
4-12-2017, 16:21


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა:
“უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთაინდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ჰყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს”, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

მეტის ნახვა
2-12-2017, 22:40


ქვიშხეთი-ზვარეს  სარკინიგზო გვირაბის გათხრა დასრულდა

საქართველოში ყველაზე გრძელი – 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. „საქართველოს  სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში  ყველაზე მასშტაბური პროექტი“ – ასე შეა- ფასაპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვიშხეთი-ზვარეს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა. თბილისი-მახინჯაურის  მთავარი  სარკინიგზო  მაგისტრალის მოდერნიზაციის  პროექტის  პრეზენტაციას, საქართველოს  მთავრობის, ჩინეთის დელეგაციისა და საქართველოს  რკინიგზის  ხელმძღვანელობასთან ერთად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მოადგილე არჩილ  მაღრაძე  და  ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი  პარლამენტში  კობა  ლურსმანაშვილი დაესწრნენ.
“ამ  მასშტაბური  პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება  სარკინიგზო  ხაზის  გამტარუნარიანობა,  გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძ- რავი  შემადგენლობის  უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო  და  მატარებელი  თბილისიდან  ბათუმამდე  მანძილს  კიდევ უფრო  მოკლე  დროში  დაფარავს. ასე  რომ,  თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით  მალე  ჩვენ  გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან  შესაბამისობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინის ტრმა პროექტის პრეზენტაციაზე.

ფეხბურთის ტურნირი წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თენგიზ სულაბერიძისა და იუზა ლოსაბერიძის სახელობის ტურნი- რები  ჩატარდა.  გამარჯვებულები  ორ  ასაკობრივ  კატეგორიაში, 2004  და  2006  წლებში  დაბადე- ბულ  ვაჟთა  შორის  გამოვლინდა.  დაჯილდოების  ცერემონიას იმერეთში  სახელმწიფო  რწმუნებული – გუბერნატორი  გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი,  ფეხბურთის  ფედერაციის პრეზიდენტი  ლევან  კობიაშვილი და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. სოკარის განვითარების თასის გათამაშებაში იმერეთის რეგიონიდან 300-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა.

დუშეთის პარკი კეთილმოეწყო

ქ.  დუშეთში  გრძელდება  ცენტრალური  პარკის  რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში, რეგიონული განვითარების  მესამე  პროექტის  (ღDP III) ფარგლებში დაიწყო და ითვალისწინებს  პარკის  სრულ  რეაბილიტაციას.  კერძოდ:  მოიკირწყლება  სასეირნო  ბილიკები;  აღდგება შადრევანი;  დაირგვება  დამატე- ბითი  ხეები  და  ბუჩქები;  დაიდ- გმება  სკვერის  სკამები,  სანაგვე ურნები,  ლამპიონები;  მოეწყობა საზოგადოებრივი  საპირფარეშო, ფანჩატური  სამაგიდო  სათამა- შოებისთვის;  რეაბილიტირდება არსებული როტონდა, სადაც მომავალში  შესაძლებელია  მოეწყოს კაფე-სანაყინე; ბოლნისის ტუფით კაფე-სანაყინე; ბოლნისის ტუფით შეიმოსება ტაძრისა და სამრეკლოს ფასადები; საკანალიზაციო სისტემა მიუერთდება ქალაქის არსებულ ქსელს. სრულად რეაბილიტირდება  პარკის  ირგვლივ  არსებული ტროტუარები.რეგიონული  განვითარების მესამე  პროექტს  ახორციელებს საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს  მთავრობისა  და  მსოფლიო ბანკის  მხარდაჭერით.  გარდა  ქ. დუშეთის  ცენტრალური  პარკის რეაბილიტაციისა,  ითვალისწინებს ისტორიული უბნის, აგრეთვე, ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიისა და ჭილაშვილების სასახლის რეაბილიტაციას.
პროექტის მიზანია, ადგილობრივი ურბანული ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია,  შენობებისა და ფასადების კონსერვაცია, ურბანული  ლანდშაფტისა  და  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; პროექტი ხელს შეუწყობს მხარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას, ადგილობრივების  დასაქმებას, ინვესტიციების  მოზიდვას,  საზო- გადოებრივი  სივრცეების,  მომსახურების  სფეროს  და  ტურისტული პოტენციალის განვითარებას; განხორციელდება  არა  მხოლოდ ობიექტების  რესტავრაცია-რეაბილიტაცია,  არამედ  მათი  შესაძლებლობები  და  პოტენციალი გარდაიქმნება  ეკონომიკურ  და სოციალურ რესურსად.
საზოგადოებისათვის  ცნობილია  ქ.  დუშეთის მიღწევები კულტურული  მემკვიდრეობის დარგში:  2013  წელს  ქალაქის  96 შენობას  მიენიჭა  კულტურული მემკვიდრეობის   ძეგლის  სტატუსი, ხოლო 2015 წელს ქ. დუშეთი გახდა  მსოფლიო  მემკვიდრეობის ქალაქების  ასოციაციის  წევრი, რაც ქმნის ერთგვარ წინაპირობასა და  გარანტიას  ქალაქის  კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, შენარჩუნების, დაცვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და მისი პოპულარიზაციისათვის როგორც ქვეყნაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს  ქ.  დუშეთში,  ერეკლე  II-ის ქუჩაზე,  ყოფ.  სამხედრო  დასახლების  ტერიტორიაზე  იწყება ,,საზოგადოებრივი  ცენტრის”  მშენებლობა.  პროექტის  დასრულების  შემდეგ  მოსახლეობა  შეძლებს  ისარგებლოს  პიროვნების, ქონების,  ბიზნესის  რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისით, აგრეთვე მიიღოს სოციალური თუ საარქივო დოკუმენტაციასა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომახურება.
ზუგდიდის ბულვარის რეკონსტრუქცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან  ერთად,  ზუგდიდის  ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე წყლის ძველი არხის დემონტაჟი მიმდინარეობს.”ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის. პროექტით  გათვალისწინებულია მოაჯირებიანი  ხიდგადასასვლელების,  სარწყავი  სისტემისა  და  წყალსაწრეტის  მოწყობა, ასევე  დეკორატიული  ქოთნების განთავსება.  მცენარეები  ადრე გაზაფხულზე,  თებერვალსა  და მარტში  დაირგვება.  ყველა  მიმ დინარე პროექტს პირადად ვუწევ  ზედამხედველობას, რათა სამუშაოები მაღალი სტანდარტის შესაბამისად შესრულდეს“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.სამუშაოები  2018  წლის  7 ივნისს  დასრულდება.  პროექტის ღირებულება 789 970 ლარს შეადგენს.

სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ფოთში

ქალაქში   სანიაღვრე  სისტემების  რეაბილიტაციის  პროექტის ფარგლებში  სანიაღვრე  არხების მოწესრიგებისა  და  მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები რეკვავას, გორგასლის, ერეკლე მეორის, შავი ზღვის, ბარნოვისა  და  მაჩაბლის  ქუჩებზე წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაო  პროცესს  ფოთის მუნიციპალიტეტის  მერის  მოადგილე ირაკლი თოფურია ადგილზე გაეცნო. პროექტის ღირებულება 764 399 ლარია. ამ ეტაპზე 555 681 ლარის სამუშაო უკვე შესრულებულია.

ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდებ

 სახელმწიფო  ბიუჯეტიდან 2017  წლის  12  ივლისის  სტიქიის  შედეგების  სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო. ამ თანხის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს  სახიდე გადასასვლელების,  სანიაღვრე არხების,  საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ  ხაბუმეში  (ჯუმითის უბანში)  სახიდე  გადასასვლელის მშენებლობისთვის  80 000  ლარია გათვალისწინებული.  ასევე  სტიქიის  სალიკვიდაციო  სამუშაოების ფარგლებში სოფელ მუხურში სანიაღვრე  არხის  მოწყობა  მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაათვალიერა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი  

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ და მერიის არქიტექტურის, ურბანიზაციისა  და  მშენებლობის  სამსახურის  უფროსმა  ჯემალ  კვარაცხელიამ ქალაქ წალენჯიხაში #1  პირველი  საბავშვო  ბაღის სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაათვალიერეს.  საბავშვო  ბაღში მთლიანად იცვლება ინფრასტრუქტურა,  რომელიც  თანამედროვე სტანდარტების  დონეზე  იქნება კეთილმოწყობილი  და  120  ბავშვზეა გათვლილი.
სამუშაოებს  ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული  სამშენებლო კომპანია (AWERD). შემსყიდველია  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 330 000 ლარია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ცენტრალური საავტო- მობილო  გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაცია მიმდინარეობს 6,1 კმ-ზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს  რეგიონებში  განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი  თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს. მიმდინარე სამუშაოებზე  დასაქმებულია  50-მდე ადგილობრივი მუშახელი. პროექტი  გარდამავალია  და 2018 წლის ივნისში დასრულდება.

ბორჯომი - საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაბა წაღვერში

სამუშაოები  დასრულებულია. შენობაში სრულად შეიცვალა ძველი კარ-ფანჯარა, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და  კერამიკული  ფილების  იატაკი,  დამონტაჟდა  ცენტრალური გათბობის  სისტემა,  მოწესრიგდა სველი  წერტილები,  ელგაყვანილობა, შეიღება შენობების ფასადი, კეთილმოეწყო ასევე ეზო. ამჟამად  შენობაში  დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ოთახები ახალი ავეჯით, სათამა-შოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ეს  სააღმზრდელო  დაწესებულება რიგით მეშვიდეა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა  ბოლო  3  წლის  განმავლობაში შეაკეთა. ბაღის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.

რუსთავი

●   რუსთავის  ახალი  მერი ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში  მოქალაქეთა  მიღებას აგრძელებს. ირაკლი ტაბაღუამ ილია ჭავჭავაძის,  ჟიული  შარტავასა  და 13  ასურელი  მამის  სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველები მიიღო, გაეცნო მათ პრობლემებს და დახმარებას დაჰპირდა.
მოსახლეობასთან  შეხვედრებს, საკრებულოში, აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატებიც დაესწრნენ. რუსთავი  10  ტერიტორიულ ერთეულადაა დაყოფილი. მას შემდეგ, რაც ირაკლი ტაბაღუა მერის უფლებამოსილების  შესრულებას შეუდგა, მოქალაქეთა მიღება უკვე 9 ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში გამართა.
ქალაქის მერის ინიციატივით, მსგავსი  ფორმატის  შეხვედრები მოსახლეობასთან,  რეგულარუ- ლად,  ადმინისტრაციული  ერთეულების  ოფისებში  გაიმართება. მოქალაქეები  რუსთავის  მერთან მიღებაზე ჩაწერას, როგორც ქალაქის მერიის მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში,  ისე  ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეძლებენ.
●  რუსთავის  მერი  ირაკლი ტაბაღუა  ინფრასტრუქტურის სამსახურის  წარმომადგენლებთან ერთად, ცურტაველის ქუჩაზე, #10 საბავშვო ბაღის მშენებლობას ადგილზე გაეცნო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების  მშენებლობა  აქტიურ ფაზაშია – შენობის  ორივე  სარ- თულზე უკვე მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ცურტაველის ქუჩაზე მდებარე #10  საბავშვო  ბაღის  ავარიული შენობის  ადგილზე  თანამედროვე სტანდარტების  ახალი  საბავშვო ბაღი აშენდა. განსხვავებული დიზაინის ორსართულიანი შენობა ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 180 ბავშვზეა გათვლილი. ბაგა-ბაღი გათბობის, ვენტილაციის,  ხანძარსაწინააღმდეგო  და  უსაფრთხოების  სისტემებით აღიჭურვება. მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტისთვის 1 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.
2017  წლის  ინფრასტრუქტურული  პროექტების  ფარგლებში, რუსთავის  სხვადასხვა  უბანში დაზიანებული  გზებისა  და  შიდა ეზოების საფარის, სანიაღვრე ქსელების, გარე განათების სისტემისა და  საცხოვრებელი  კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენდება ახალი სპორტული მინიმოედნები, უკვე არსებულ  სტადიონებს  კი  აღდგენითი სამუშაოები უტარდება.

ბოლნისის “აგროდაზღვევის პროგრამა“

ბოლნისის  მუნიციპალიტეტში  „ერთიან  აგროპროექტში“ ჩართულ  ბენეფიციარს  სეტყვის შედეგად  მიყენებული  ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფლის მეურნეობის  პროექტების  მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენელი გიორგი მეგრელიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში  დაზარალებულ  დავით  ხმელიძეს  შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ხორბლის ნაკვეთები დაათვალიერეს.
2017 წლის ნოემბრის მონაცემებით  საქართველოს  მასშტაბით „აგროდაზღვევის  პროგრამის“ ფარგლებში  გაცემულია  20 682 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 15 365 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან  სადაზღვევო  პრემიის სუბსიდიის თანხამ 7 252 990 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 20 466 ჰა ფართობი  მიწის  ნაკვეთი,  ხოლო მოსავლის  ღირებულება  ჯამში 136 480 969 ლარია.
სახელმწიფოს  ფინანსურმა მხარდაჭერამ  მეწარმეებს  დამატებითი  ბიძგი  მისცა  წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის  მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველო – ბიზნესის“ ფარგლებში  ახორციელებს  „ერთიან აგროპროექტს“,  რომელიც  გათვლილია  გრძელვადიან  განვითარებაზე  და  მისი  მიზანია  ხელი შეუწყოს  სოფლის  მეურნეობის დარგში  კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,  მაღალხარისხიანი პროდუქციის  წარმოების  სტაბილურ  ზრდას,  სურსათის  უვნებლობისა  და  სასურსათო  უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
დმანისი - საჭირბოროტო პრობლემების განხილვა
დმანისის  მუნიციპალიტეტის მერიის,,  ქალთა  ოთახისა“ და სახალხო  დამცველის  აპარატის ორგანიზებით  სამუშაო  შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებების თემას, ოჯახში ძალადობასა  და  ადრეულ  ასაკში ქორწინებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალთა  ოთახის  თანამშრომელი  და მრჩეველი  გენდერულ  საკითხებ- ში,  მერიის  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები  რომელთაც  სამსახურებრივად  ეხებათ  ქალთა,  სოციალურად დაუცველთა და ბავშვთა უფლებების დაცვა. შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის  დეპარტამენტის და  რეგიონული  დეპარტამენტის ინიციატივით გენდერული თანასწორობის  სტრატეგიული  გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლის  ოფისმა  შეიმუშავა,  რეგიონის  სპეციფიკის  გათვალისწინებით.

თეთრიწყარო - მიწის რეგისტრაცია

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერმა  გიორგი  ქორიძემ, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე  პროექტის  მენეჯერ მა  ელენე  გრიგოლიამ  და  საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის სამსახურის  უფროსმა  ნოდარ ეფრემიძემ, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო  რეფორმის  ფარგლებში, დაბა მანგლისში მიმდინარე  სისტემური  რეგისტრაციების სამუშაოები განიხილეს და იმსჯელეს გამოვლენილი პრობლებური საკითხების გადაჭრის გზებზე.

გორი - თაფლის კოოპერაციული საწარმოს პროგრამა შიდა ქართლის მეფუტკრეებისთვის

პროგრამის ფარგლებში გორში აშენდება  თაფლის  გადამმუშავებელი  საწარმო.  იგი  აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისთვის  საჭირო  თანამედროვე დანადგარებით  და  შესაძლებელი იქნება  საათში  800  კგ-მდე  თაფლის როგორც გადამუშავება, ისე ერთგვაროვანი  თაფლის  მიღება. მოეწყობა  სასაწყობო  ინფრასტრუქტურა.
პროგრამაში  მონაწილეობისთვის  კოოპერატივში  გაერთიანებული  მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35-ს, რომელთაც საკუთრებაში  უნდა  ჰქონდეთ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების  სააგენტოს  მიერ აღრიცხული  სულ  მცირე  7000 სკა.
წარმოებული  თაფლის  მაღალი  ხარისხის  უზრუნველყოფის მიზნით,  პროგრამაში  მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება, დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა  და  HACCP-ის სისტემები.
„მეფუტკრეობის  სასოფლო- სამეურნეო  კოოპერატივების ერთიანი  საწარმოო  უზრუნველყოფის“  სახელმწიფო  პროგრამა 2018 წელს განხორციელდება. სახელმწიფო პროგრამის მიზანია  მეფუტკრეობის,  როგორც სოფლის  მეურნეობის  ეკონომიკურად  ეფექტიანი  და  მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება.



მეტის ნახვა
2-12-2017, 22:32


“ლარი დავარდა, დავარდა, საქმე წავიდა  შავადა,ნუ გეშინიათ, დავარდნას ყოველთვის მოსდევს  ავარდნა”. ხალხური
საქართველოს  მოქალაქეებს რომ ჰკითხო, ასი კაციდან ასივე გეტყვის,  რომ  ქართული  ლარი დოლარზეა მიბმული და ლარის კურსის მერყეობა საერთაშორისო  საფინანსო  ბაზარზე  დოლარის  კურსის  ცვლილებით  არის განპირობებული.

ასი კაციდან ასივე ერთსა და იმავეს იმიტომ ამბობს, რომ ასე ამბობენ ექსპერტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები, ანუ ადამიანები, რომლებსაც  ამ  საქმის  მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მიიჩნევს  საზოგადოება.
ამ  ფონზე  სრულიად  მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო  ექსპერტ  ვახტანგ ლეჟავას განცხადება,  რომელიც მან  ერთ-ერთ  ტელეგადაცემაში გააკეთა, სადაც სწორედ ლარის კატასტროფული  გაუფასურების  გარშემო  იყო  გამართული დიდი  დისკუსია.
ბატონი  ლეჟავას  მოსაზრებით,  ლარი  მყისიერად  რეაგირებს  არა  დოლარის,  არამედ თურქული ლირას კურსის ცვალებადობაზე და ლირას კურსის ნებისმიერი,  თუნდაც  უმნიშვნე- ლო  რყევები  დაუყოვნებლივ აისახება  ლარზე.
ვახტანგ ლეჟავამ გადაცემის წამყვანს  სთხოვა,  გამოექვეყნებინა ცხრილი, სადაც თვალსაჩინოდ  იყო  ასახული,  თუ  როგორ კვალი-კვალში  მისდევს  ლარი ლირას  და  როგორი  საოცარი სიზუსტით  აირეკლავს  იმ  ცვალებადობას,  რასაც  ბოლო  ხანებში საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი  ლირა  განიცდის.

წამყვანმა  ტექნიკური  პრობლემები  მოიმიზეზა,  რის  გამოც ცხრილის ჩვენება მაყურებლისთვის  თურმე  შეუძლებელი  იყო. დისკუსია გაგრძელდა, თუმცა დისკუსიის მონაწილეებს, სამწუხაროდ,  სიტყვა  არ  დაუძრავთ ვახტანგ  ლეჟავას  მიერ  გაჟღერებული  არაორდინარული  და, იმავე  დროს,  საკმაოდ  სკანდალური მოსაზრების გამო, რომელიც  უდავოდ  შეიცავდა  ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვან ქვეტექსტს.
ვახტანგ ლეჟავას ამ რეპლიკამ „საერთო გაზეთში“ დაბეჭდილი ერთი ინტერვიუ გაგვახსენა ეკონომისტ სოსო არჩვაძესთან, რომელიც ბატონი ვახტანგის  სატელევიზიო  ჩართვამდე ორი  თვით  ადრე  გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

„ერთ  მაგალითს  გეტყვით, მესტიის  რაიონში  თითქმის ყველა  ადგილობრივმა  მცხოვრებმა  თავისი  სახლი  სასტუმროდ  გადააკეთა,  ტურისტებს კი  ღებულობენ,  მაგრამ  მათი გამოსაკვები  პროდუქტები  სხვა რეგიონებიდან  ჩააქვთ.  მარტო სახლს ვინ ჩივის, კაცს 12 ძროხა  ყავდა,  ფერმა  გააუქმა  და ბოსელი ჰოსტელად  გადააკეთა,  ახლა  ხორცი,  ძეხვი,  რძის პროდუქტები  გარედან  შეაქვს. მარტო სვანეთში კი არა, საქართველოს  ნებისმიერ  რეგიონში ასეთი  სიტუაციაა, ლამის მთელი ქვეყანაა ქცეული უტილიზაციის ობიექტად.  შემოდის  ტურისტი, დახარჯავს  ფულს,  მაგრამ  ამ ფულის  დიდი  ნაწილი  საქართველოდან  გადის,  რადგან  კვების პროდუქტების დიდ ნაწილი თურქეთშია  წარმოებული.  თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ამ დოვლათის უტილიზაციის, წარმოებისა  და  სხვა  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადგილი იქნება. იმის  გამო,  რომ  ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია  ჩვენს  მოთხოვნილებას  ვერ აკმაყოფილებს, ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი გვიწევს.  მართალია,  გარკვეული  პროდუქციის  ექსპორტიც ხდება,  მაგრამ  იმპორტის  წილი 70–80%-მდეა.  ევროკავშირმა ნება  დაგვრთო,  რომ  ევროპის ბაზარზე  8.000  ტონა  ხორცი შევიტანოთ.  ქართული  ანდაზა მახსენდება  –  ყვავს  რა  ჰქონდა,  ბუს  გაჰქონდაო.  ადგილზე დაახლოებით  40–50  ათას  ტონა  ხორცს  ვაწარმოებთ,  60–70 ათასი ტონა კი საზღვარგარეთიდან  შემოგვაქვს, თანაც, მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, საჭიროზე  ნაკლებ  რაოდენობას მოვიხმართ.  ყიდვის  საშუალება რომ  გვქონდეს,  150–200  ტონა უნდა შემოვიტანოთ. ასეა ბევრ სხვა პროდუქტთან დაკავშირებითაც. ჩვენ თუ მილიარდ დოლარზე მეტის საქონელი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს ექსპორტზე, გამოდის, მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და როგორ უნდა დავიჭიროთ დოლარის კურსი?  

2003  წლამდე  ჰოლანდიას უფრო მეტი ყვავილების ექსპორტი ჰქონდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი  შიდა  პროდუქტი  იყო. მერე ცოტა შეიცვალა ვითარება, მაგრამ  თუ  გვინდა  ეკონომიკა წინ  წავიდეს,  ტურიზმი  განვითარდეს,  პირველ  რიგში  შესაბამისი ბაზა უნდა გვქონდეს, აგროსექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა უნდა  იყოს  განვითარებული.  იმ ტურისტულ  ობიექტებში  თურქული  საქონლითა  და  ნედლე- ულით  მზადდება  პროდუქტები, ასე  რომ,  ჩვენ,  ფაქტობრივად, თურქეთის  ეკონომიკის  გაძლი- ერებას  ვემსახურებით. მე  ორი  წლის  წინ  ჩავატარე კვლევა,  როგორც  გითხარით, როცა  თურქეთიდან  ვაწარმოებთ იმპორტს, ამით ვაძლიერებთ თურქულ  ეკონომიკას,  მარტო იმის  ხარჯზე,  თურქულ  საქონელს  რომ  ვყიდულობთ  დაწყებული  ტექსტილიდან,  დამთავ- რებული სანტექნიკის საშუალებებით,  თურქეთში  დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. ჩვენ ერთ  დღეს  უარი  რომ  ვთქვათ თურქულ  პროდუქციაზე,  დაახლოებით  60.000  კაცით  გაიზრდება  თურქეთში  უმუშევართა რაოდენობა.  ამის  გარდა,  თურქი  გადამზიდავების  საქართველოში მოძრაობა, ცენტრალური ავტომაგისტრალის გაყოლებაზე კვების  და  საეჭვო  რეპუტაციის მქონე  ობიექტების  არსებობა, ეს  არის  თურქეთის  ეკონომიკის გაგრძელება საქართველოს ტერიტორიაზე.

დედაქალაქის  აეროპორტის რეკონსტრუქციასთან  დაკავშირებით, გერმანული ფირმა გაცილებით მეტ ტერმინალს, ასაფრენ ზოლს  და  მომსახურების  უკეთეს  პირობებს,  თანაც  იაფად სთავაზობდა  ქართულ  მხარეს, მაგრამ რატომღაც ნაციონალების  ხელისუფლებამ  ნაკლებად ცნობილი  თურქული  ფირმა  ამჯობინა, უფრო მძიმე და უარესი პირობები ჰქონდა. რომ იტყვიან, თეთრი ძაფითაა ნაკერი, ეს „გარიგება“,  რომლის  გამოც  2027 წლამდე თბილისიდან იაფად და კომფორტულად  შესაძლებლობები  არ  გვექნება  არც  ჩვენ  და არც  საქართველოს  სტუმრებს. ამ კონტრაქტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ თბილისიდან 200 კმ-ის  რადიუსში  არ  უნდა  იყოს აეროპორტი,  რომელიც  კონკურენციას  გაუწევს  თბილისის აეროპორტს.  კიდევ  კარგი,  ქუთაისი  230  კმ-შია  და  “კოპიტნარის”  აეროპორტით  სარგებლობის  საშუალება  გვაქვს.
 
არ ვიცი რა დავარქვა იმ დამატებით გადასახადს,  რომელსაც  ხსენებული  ხელშეკრულების  გამო იხდის თითოეული მგზავრი დედაქალაქის  აეროპორტში,  კონტრიბუცია თუ ბეგარა. უამრავი „დრაკონის კბილია“ დათესილი საქართველოს ეკონომიკაში თუ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც ჯერ არ გამომჟღავნებული, მაგრამ შხამიან ნაყოფს ანტისახელმწიფოებრივი  შედეგით  კიდევ მოიტანს და ამისთვის მზად უნდა  ვიყოთ“.
როგორც  ხედავთ,  ბატონო სოსო  არჩვაძე,  ფაქტობრივად, ხსნის და შიფრავს იმ მიზეზებს, იმ  წინაპირობებს,  რის  გამოც ლარი  ასე  მყარად  არის  მიბმული  თურქულ  ლირაზე.

ორი სერიოზული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის, სოსო არჩვაძის და ვახტანგ ლეჟავას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  გაკეთებული  ეს  ორი დასკვნა, რომლებიც ერთმანეთს ამყარებს და ავსებს, ვფიქრობთ, სერიოზული  განსჯის  და  განხილვის  საგანი  უნდა  გახდეს სახელისუფლო  წრეებისთვის, რომლებიც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთის გამომ- რიცხავ ვერსიებს გვთავაზობენ. თუ  ლირა  დოლართან,  ლარი  დლართან  მიბმულ  ლირასთან,  ხოლო  ქართული  ეკონომიკა  თურქულ  ეკონომიკასთან არის  მიბმული  და  მისი  ერთგ- ვარი  გაგრძელებაა,  მაშინ  ხელისუფლებამ,  პირველ  რიგში, იმაზე  უნდა  იფიქროს,  როგორ უნდა  გათავისუფლდეს  ქვეყანა ამ  მდგომარეობისგან.
ტყუის,  ვინც  ამბობს,  რომ ქვეყანაში  არაფერი  არ  კეთდება ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გაკეთებით  როგორ  არ  კეთდება,  მაგრამ,  როგორც  ჩანს, რაღაც  მთავარი  არ  კეთდება ისე,  რომ  ქვეყანა  სიღარიბის ჭაობიდან  ამოვიდეს  და  წელში გაიმართოს,  ხოლო  რა  არის  ეს მთავარი,  ამის  დასადგენად  და განსასაზღვრად,  როგორც  ჩანს, ქვეყნის  საუკეთესო  ინტელექტუალური ძალების მოხმობა და მათთან დათათბირება, მათი მოსაზრებების ურთიერთშეჯერება და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური  განვითარების  კონცეფციის ჩამოყალიბებაა  საჭირო.

გიორგი გამეზარდაშვილი



მეტის ნახვა
2-12-2017, 21:43