სარეკლამო ადგილი

947x125




მინავლული ბჟუტავს ჭრაქი,
ჩაქრა ალმასი და ფარჩა,
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ზოგი იქით, ზოგი _ აქით,
ზოგს შვება და ზოგსაც ტანჯვა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ცხოვნდეს იგი, სამშობლოსთვის
ვინც ბოლომდე დაიხარჯა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ღმერთო, მარტო დარჩენილებს
არ მოაკლო შენი გარჯა.
მარტო დარჩა პატრიარქი,
საქართველოც მარტო დარჩა.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
28-01-2018, 14:07


„საერთო გაზეთს“ უსამართლო მსხვერპლთა დაცვის სახალხო კომიტეტის ხელმძღვანელი, სახალხო ტრიბუნების პრეზიდენტი  მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

–  ჩვენს  წინა  ინტერვიუში გითხარით,  რომ  ჩვენი  ორგანიზაცია  შეუერთდა  საზოგადოებრივპოლიტიკური  მოძრაობა „ეროვნული ღირსების დარბაზს“ შეუერთდა, სადაც უსამართლობის  მსხვერპლთა  კომიტეტს ვხელმძღვანელობ.

მიმაჩნია, რომ სწორედ  „ეროვნული  ღირსების დარბაზია“  ძალა,  რომელსაც ქართული  საზოგადოება  დიდი
ხანია ელის. რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა და რეგისტრაცია გაიარა „უსამართლობის მსხვერპლთა
ინტერესების დაცვის სახალხო  ფონდმა“,  რომლის  მთავარი მიზანი  უსამართლო  რეჟიმების მსხვერპლთა
ინტერესების დაცვაა. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ნაწილმა,  რომელიც  თავს  უსამართლო  რეჟიმის  
მსხვერპლად მიიჩნევს, იდეურად, მატერიალუ- რად და ორგანიზაციულად უნდა მიიღოს  მონაწილეობა  საკუთარი  პრობლემების  მოგვარებაში.

„ეროვნული  ღირსების  დარბაზის“ გადაწყვეტილებით, შეიქმნა წარმომადგენლობები  აჭარაში, სამეგრელოში,
გურიაში და იმერეთში, რომლის შემადგენლობა აღნიშნულ რეგიონებში არსებულ საგვარეულო კავშირებს ეყრდნობა. ამ ადამიანებს სურვილი აქვთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ უსამართლობის  წინააღმდეგ ბრძოლაში.  ჩვენ  პირდაპირ  ვამ- ბობთ, რომ საგვარეულო მოძრაობა არის სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების  ყველაზე ეფექტური ფორმა. სახელმწიფო გვარებისგან  შედგება,  ამიტომ ნებისმიერ გვარში მოიძებნებიან დაზარალებული  ადამიანები  და ვერც ერთი გვარი თავს ვერ დაიცავს, თუ საქართველომ განვითარების კურსი არ შეცვალა. ჩვენ ვაპირებთ საგვარეულო კავშირების ყრილობასთან ერთად, დიდი ეროვნული ყრილობის ჩატარებას, იმისთვის,  რომ  ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული, რეალური მდგომარეობა დავანახოთ.

– იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელი კატეგორიის ადამიანებს მიიჩნევთ უსა- მართლო რეჟიმების მსხვერპლად  და როგორ  აპირებთ მათი  უფლებების დაცვას?


– საქართველოში  მოსახლეობის 80–90%  უსამართლო  რეჟიმების მსხვერპლია.  ესენი არიან  მეანაბრეები,  იპოთეკარები, პოლიტპატიმრები, იძულებით  გადაადგილებული ემიგრანტები, სოციალურად დაუცველები და დაუძლურებულები, უმუშევრები, უსამართლო კანონებით და საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულები, პენსიონერები,  ვეტერანები  და  ა.შ. დღეს თითქმის აღარავის ახსოვს მეანაბრეები, რომლებსაც საბჭოთა  კავშირის  დროს,  შემნახველ სალაროებში  შეტანილი  დანაზოგი  სახელმწიფომ  წაართვა. მე  ამას  საუკუნის  აფიორა  დავარქვი.

წვიმასა და ქარში ქუჩაში მჯდარი  ბებიები  მწვანილს რომ ყიდიან, სწორედ ის მეანაბრეები არიან,
რომლებსაც სიბერისთვის გადანახული კაპიკები წაართვეს, პურის ფულის საშოვნელად ქუჩაში გამოსვლა
აიძულეს და იქაც არ  აჩერებენ.  სწორედ  ხალხისთვის  წართმეული  ფულით  გაგვიხსნეს ხაზარაძეებმა და
სხვებმა კომერციული ბანკები და ფულის შეტანა რომ დაგვაგვიანდეს, პროცენტებით სულს ამოგვხდიან. მეანაბრეების ფულის დაბრუნება კი წლები გადის და არავის ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფული
სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული.

– სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდის მეანაბრეთა რაოდენობა მცირდება. დარჩენილებს კი საკუთარი ფულის
დაბრუნების იმედი დიდი ხანია, გადაეწურათ..


–  დიახ,  საქართველოს  მოსახლეობის  რაოდენობა  (მათ შორის  მეანაბრეები)  ყოველწლიურად  
მცირდება.  მოგეხსენებათ,  გაეროს  მონაცემებით, 2050  წლისთვის  მოსალოდნელია საქართველოს
მოსახლეობის  მილიონ  170 000  ადამიანით შემცირება და რაღაც თუ არ ვი- ღონეთ,  დემოგრაფიული კატას
ტროფა გვემუქრება. ხელისუფლება  დღემდე  ყიდის  საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილ ფაბრიკა-ქარხნებს,
მაგრამ მეანაბრეე- ბის  ვალის  გასტუმრება  არავის გახსენებია.  სამწუხაროდ,  ჩვენ იმ  სახელმწიფოს  
სამართალ- მემკვიდრეები ვართ, რომელმაც საკუთარ მოქალაქეს, რომელსაც ლარის  ქურდობისთვის  იჭერს, მთელი  ცხოვრების  დანაზოგი წაართვა  და  ამისთვის  არავინ დასჯილა. ეს არის შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დაწყებული მიზანმიმართული პროგრამა, რომელმაც  ხალხისთვის  წართმეული ფულით ხალხის მძარცველი ბანკები შექმნა. აი, ამიტომ გვყავს  700 000  ემიგრანტი  და ამიტომ  იზრდება  მათი  რაოდენობა ყოველწლიურად.

საბანკო სისტემამ საქართველო, როგორც სახელმწიფო ფაქტობრივად დაშალა.  დაანგრია  ოჯახები,  და
აავადა  ხალხი..  ქვეყანაში  არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ არსებობს,  რადგან  ხელისუფლება
მოსახლეობასთან  ვალშია  და ამ  ვალის  დაბრუნება  არ  სურს. უცხოეთის მაგალითების მოყვანა რომ უყვართ, 2008 წელს ისლან- დიაში  განვითარებულ  მოვლენებზე რატომ არავინ საუბრობს?

– ისლანდიის „ჩუმი რევოლუცია“  იმდენად  „ჩუმი“  აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება ვერ
მიიპყრო.
.

– უბრალოდ, არ ახმოვანებენ, რომ  მსოფლიოში  პრეცენდენტი არ გაჩნდეს. დიახ, 2008 წელს ისლანდიაში  
მოხდა  მშვიდობიანი რევოლუცია, რომლის დროსაც, ხალხმა მთავრობა გადააყენა და ბანკირებიც უკან მიაყოლა.
ქვეყნის სამი მთავარი ბანკის ნაციონალიზაციის შემდეგ, ისლანდიამ უარი  თქვა  საერთაშორისო  სავალუტო ფონდთან და ევროპის ბანკთან ურთიერთობაზე, იმიტომ, რომ  სწორედ  ამან  მოსპო  ქვეყნის  ეკონომიკა.  თუ  ხელისუფ- ლებას მაინცდამაინც უცხოეთის მაგალითები  უნდა,  
ისლანდიის მაგალითზე  გვესაუბროს.  რეჟიმის  მსხვერპლთა  თემას  დავუბრუნდები  და  გეტყვით,  რომ  
საქართველოში  პატიმრების  90% პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით არის პატიმარი. მშიერი კაცი  პურს  რომ  მოიპარავს  და სამწლიან ციხეს მიუსჯი, უნდა გახსოვდეს, რომ მშიერი შენი პოლიტიკის გამოა.

–  თუმცა, ყველა მშიერი არ იპარავს.. ხომ ასეა?


–  ღმერთმა დამიფაროს ქურ- დობა გავამართლო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ხელისუფლების  არასწორი
 პოლიტიკის გამო შიმშილობენ. იმ ევროპაში, ასე რომ მოწონთ, უმუშევარ ადამიანს უმუშევრობის კომპენსაცია ეძლევა და არაფრის მოპარვა არ უწევს. ჩვენთან ერი დამშეულია.. უსახლკაროები,  სოციალურად
დაუცველები, ემიგრანტები, რომლებსაც სამშობლოდან იძულებით გადაადგილებულს ვეძახი, ქვეყნის  
პოლიტიკის  გამო  დაზარა- ლებულები არიან.

– როგორც ვიცი, 21 იანვარს კასპში გამართულ აქციას შეუერთდით, სადაც „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხანის
მიერ ჩინელთა დასაქმება გააპროტესტეს.


– მინდა სწორად გაიგონ. ჩვენ ჩინელებს კი არა, სახელმწიფოს მიერ  გატარებულ  პოლიტიკას ვებრძვით.  როცა  კასპის  მოსახლეობას  დასაქმების  პრობლემა აქვს და სამსახურის საძებნელად სხვა ქვეყანაში მიდის,
ჩინეთიდან მუშების მასიურად ჩამოყვანა და კასპში დასაქმება დაუშვებელია.

ახლა  ჩინური  კომპანია  კასპში ახალი  ცემენტის  ქარხანას  აშენებს, რომელსაც დღეს დასაქმებული
მუშების 20%-იც არ ჭირდება.  თანაც  ახალ  ქარხანაში 80% ჩინელი იმუშავებს. სწორედ ამას აპროტესტებს
კასპის მოსახლეობა და ჩვენ მათ სამართლიან პროტესტს ვუერთდებით. კასპელების ნახევარზე მეტი უცხოეთშია სამუშაოდ გადახვეწილი და მათ ქალაქში სამუშაოდ ჩინელები ჩამოჰყავთ. გაერომ გადაშენების გზაზე  მდგარი  ქვეყნების  ხუთეულში  შეგვიყვანა  და  ამ  დროს ქვეყანაში  ისეთი  ხალხი  შემოგვყავს  
ლამის  სინათლის  სისწრაფით  რომ  მრავლდება.  როცა ადგილობრივ მოსახლეობას მოწამლული  და  დაბინძურებული ჰაერის გარდა, სარგებელი არაფერი  აქვს,  ამას  ინვესტიცია  კი არა, კოლონიად ქცევა ქვია. იც- ით, რომ ცემენტის მტვრის გამო, ყველაზე მეტი სიმსივნით დაავადებული ადამიანი კასპში ცხოვრობს და ამ ადამიანებს მკურნალობის  საშუალებაც  არა  აქვთ? დაავადებული ადამიანი რომ წამალს ვერ ყიდულობს, მსხვერპლი არაა? ჯანდაცვის სისტემაში რომ ფარმაკომაფია ყვავის, ეს კიდევ ცალკე თემაა..

მრავალი წელია, რაც ფარმა- კოლოგიური მაფია, სადაზღვევო კომპანიები  და  საავადმყოფოები  ავადმყოფებს
ძარცვავენ  და დღესაც  არაფერი  შეცვლილა. ამიტომ  ვამბობ,  რომ  გარე  მოვაჭრით  დაწყებული,  
ავადმყოფით  დამთავრებული,  ამ  ქვეყანაში  ყველა  დაზარალებულია. ადამიანი თუ ლიბერალურად არ
აზროვნებს და სისტემის მონაწილე არაა, როგორი განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, უმუშევრობისთვის
განწირულია. ახლა ბევრს საუბრობენ ოჯახში ძალადობაზე, რომელიც  ასევე,  სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
არსებული    რეალობის    შესაცვლელად,  „ეროვნული  ღირსების დარბაზს“ აქვს არსებული პრობლემების  
მოგვარების  გზები,  სამოქმედო  გეგმა,  ეკონომიკური  და  იდეოლოგიური  პროგრამები.  და  ბოლოს,  
„ეროვნული    ღირსების    დარბაზი“    საზოგადოების   აქტიურ   ნაწილს მოუწოდებს,  რომ  
მობრძანდნენ ჩვენთან და თავისი ახალი იდეებით მონაწილეობა მიიღონ ჩვენი მიზნებისა  და  ამოცანების  
განხორციელების  საქმეში.  ერთად გადავარჩინოთ  საქართველო!

ნელი თორდია




მეტის ნახვა
26-01-2018, 18:16


"ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “kommersant.ru“–სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კარასინმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ბოდერიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მან საქართველოს მხრიდან გამოთქმულ პროტესტს პროპაგანდისტული შოუ უწოდა.

„საქართველო აფხაზეთის საზღვარი 2017 წელს 1.2 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა, საქართველო- სამხრეთ ოსეთისა კი დაახლოებით 200 ათასმა. ვფიქრობ ეს ციფრები თვისთავზე თავად ლაპარაკობენ. სამწუხაროდ, ქართული მხარე, იმის ნაცვლად რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, ორიენტირებულია პროპაგანდისტული შოუს დადგმაზე, იმისთვის, რომ „ახალი ბერლინის კედლის“ თეზისი გაამართლოს. ეს სასაცილოც კი ხდება: უცხოელ სტუმრებთან საურთიერთობოდ და ინტერვიუს ჩასაწერად დაქირავებული ჰყავთ კონკრეტული ადგილობრივი გლეხი, რომელიც მორიგეობით ერთი და იგივე ტექსტით საუბრობს.“- განაცხადა კარასინმა.

კარასინმა აღნიშნა, რომ წელს რუსულ–ქართული დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 10 წელი სრულდება და იმედი გამოთქვა რომ ეს წელი იქნება ის ზღვარი, საიდანაც მოხდება ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლა.მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების, მათ შორის უვიზო რეჟიმის აღდგენა საქართველოსთან სასურველია, თუმცა არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე. უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობაზე გრიგორი კარასინს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია.

„რუსულ- ქართული მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ისტორიაში მწარე იუბილეა - საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ათწლეული. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ზღვარი იქნება შემობრუნება უკეთესობისკენ, ეს შესაძლებელია, თუ წარსული იქნება გააზრებული და მოვა რეალისტური გაგება იმისა, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფოს სჭირდება თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე აგებული თანბამშრომლობა. სხვა გონივრული ალტერნატივა არ არსებობს“- განაცხადა კარასინმა.

მომავალ კვირაში პრაღაში კარასინი და პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს პრაღაში შეხვდებიან. შეხვედრის ერთ-ერთი თემა 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ.  რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მონიტორინგზე ქართულმა მხარემ შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტი გააფორმა. ამ დრომდე ეს არ გაუკეთებია რუსულ მხარეს. კარასინი აცხადებს, რომ ამას უახლოეს თვეებში გააკეთენ, რის შემდეგაც 2011 წლის შეთანხმება ამოქმედდება.


მეტის ნახვა
25-01-2018, 18:28


ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაციის (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) "შემოქმედმა" ნაცმოძრაობამ და მისმა განაყრებმა ლამის ტერორისტების ხელშეწყობაში დაადანაშაულოს მოქმედი ხელისუფლება. "ბრალის" გასამყარებლად "ჩამჭრელ" კითხვებს სვამენ, რატომ გაათავისუფლეს ციხიდან საერთაშორისო ტერორისტად შერაცხული აჰმედ ჩატაევი, ვინ დაეხმარა მას საქართველოში შემოსულიყო, როგორ შეიძლებოდა სპეცოპერაციები მსხვერპლით დამთავრებულიყო, მით უმეტეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა მოეკლათო და ა.შ. ექსომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი უფრო შორს წავიდა, სასწრაფოდ "გამოაცხო" ლოზუნგი "როცა სახელმწიფო კლავს", რაც მაშინვე აიტაცეს ნაცებმა და მათმა სატელიტებმა, პანკისელებს "თანადგომა" გამოუცხადეს და აქციაც დააანონსეს, თუმცა კანცელარიასთან მოწყობილი აქცია ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა მრავალრიცხოვნებით. უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის მომხრე არავინაა, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ენდობა ამ ე.წ. უფლებადამცველებსა და სამართლის მაძიებლებს.

"ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს რუსეთს და ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზების მსურველთ, სწორედ ისინი არიან რუსეთის ე.წ. ლიბერალური ფრთის "პროტეჟეები" და შესაბამისად მათი ინტერესების გამტარებელნი საქართველოში", აცხადებდა ჩვენთან ინტერვიუში პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე. პროფესიონალი "ოპერატივნიკის" პოზიცია რომ საფუძველს არ არის მოკლებული, ზოგიერთი რუსული მედისაშუალების "წუხილიც" მოწმობს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იგნორირებას უკეთებენ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს, როგორ შემოაღწიეს საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა, როგორ შეძლეს მათ იარაღის მთელი არსენალის დედაქალაქში შეუმჩნევლად შეტანა, რატომ გაათავისუფლეს ჩატაევი ციხიდან, ასევე მათ მოთხოვნას იუსტიციის მინისტრი მივიდეს პარლამენტში და ანგარიში ჩააბაროს. პასუხის გაცემის მაგივრად, ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, პროვოკაციული კითხვებისგან თავი შეიკავონო. ერთ-ერთ რუსი ჟურნალისტს ისიც აინტერესებს, რატომ ფიქრობდნენ სპეცოპერაციის ორგანიზატორები, რომ ჩატაევი ცოცხალი ჩაბარდებოდა. ოპერაციაც არ ჰგავდა დაგეგმილს, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 საათი არ გაგრძელდებოდაო. საეჭვოა, კითხვის ავტორებმა, როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოში რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა პოზიცია გაიზიარონ.

რუსი ძალოვნების ვარაუდით, ჩატაევის ლიკვიდაცია შესაძლოა საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი მოქმედების შედეგს წარმოადგენდეს. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თურქულმა სპეცსამსახურებმა ჩეჩენი წარმოშობის პირები მკაცრ კონტროლზე აიყვანეს, მათ მცირე ეჭვის საფუძველზეც კი აკავებენ, შეიძლება ტერორისტებთან აქვთ კავშირიო. თურქებმა ჩატაევი ჯერ იძულებული გახადეს საქართველოში დაბრუნებულიყო, შემდეგ ის ქართული სპეცსამსახურების კონტროლქვეშ მოექცაო. ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი ეთანხმება ქართველ ექსპერტთა იმ ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ სირიიდან და ერაყიდან წამოსულმა "ბოევიკებმა" ტრანზიტულ გზად თურქეთი და საქართველო აირჩიეს. საქართველოში მარტო იმიტომ კი არ გროვდებიან "ბოევიკები", რომ ის სატრანზიტო ქვეყანაა, ქვეყნის შიგნითაც არსებობს რადიკალებისა "ჯიჰადისტური ინტერნაციონალის" რიგების მატების წყაროები. "იგილის" კვალი რომ გამოჩნდებოდა საქართველოში, ეს ნახევარი წლის წინ ვთქვით, პანკისიდან ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ წასული, რაც იმას ნიშნავდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დაცემის შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. აშკარაა, ახლო აღმოსავლეთში გამოცდილება მიღებული ტერორისტები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ სამხედრო ინსტრუქტორობა, სამშობლოში ბრუნდებიანო. რუსებმა რომ არ გვითხრან, ჩვენ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ასე მოხდებოდა და ხდება კიდეც, რაც საქართველოს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. მაშინ რას ემსახურება ამ "ყოვლისმცოდნე" პოლიტიკოს-"ენჯეოშნიკთა" მხრიდან სპეცოპერაციების და ხელისუფლების კრიტიკა?

სხვათა შორის, რუსულ მედიაში ასეთმა ვერსიამაც გაიჟღერა, ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუს კურატორთა ბრძანებით შეეძლო. საქართველო მისთვის ერთგვარი დერეფანი იყო, რუსებმა ჩატაევი გაუშვეს ან გადაიყვანეს საქართველოს გავლით, იმ პირობით, რომ რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა და იმ იმედით, რომ მას ქართული სპეცსამსახურები გაანეიტრალებდნენ. ამით რუსული სპეცსამსახურები ორ კურდღელს დაიჭერდნენ, არასასურველ მოწმესაც მოიშორებდნენ და მათთვის სასურველ ხმაურსაც გამოიწვევდნენ, რასაც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებდნენო. ფაქტია, მიზანი მიღწეულია, ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ისეთი აჟიოტაჟი მოყვა ადგილობრივი პოლიტიკოსების, "ენჯეოშნიკებისა" და მედიის მხრიდან, რომ რუსებს ალბათ არც დაესიზმრებოდათ.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძის აზრითაც, ვიღაცის ინტერესშია მასობრივი, თანაც არაჯანსაღი ხმაური და დაინტერესებულთა რიცხვში მარტო რუსეთი არ არის.

დავით გაგნიძე:
"აშკარად ძალიან დიდი საფრთხეები ავიცილეთ. მე ვახტანგ გომელაურს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ მის ერთ-ერთ მოადგილეს, ის საკმაოდ გამოცდილი, თანაც ფრთხილი ადამიანია. თუნდაც აქედან გამომდინარე მიმაჩნია სრულ აბსურდად ის მოსაზრება, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს წინასწარ, გამიზნულად ჰქონდათ დაგეგმილი ვინმეს ლიკვიდაცია. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, თავი დაანებონ ჩვენი სპეცსამსახურების ლანძღვას, პირველ რიგში ამ ვითომ ობიექტურ-დემოკრატიულებს ვგულისხმობ. თუ მართლაც რაიმე გაკეთდა არასწორად, ეს უცხოელი "დირექტორებისა" და "ჩანერგილების" მიზეზით მოხდებოდა, მაგრამ მათ როგორ შებედავენ გაკრიტიკებას, მარტო ჩვენს მთავრობაზე ხელის შეწმენდა ეხერხებათ. რა ინფორმაციების გასაჯაროებას ითხოვენ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური უთანმებს ოპერაციის გეგმას ოპოზიციონერებსა და არასამთავროებებს? ამის მომთხოვნი ან სრული უწიგნურია, ანდა ქვეყნის მოღალატე. თუ ასეთი პატრიოტები არიან, იმ ფრანგი ჟურნალისტს მოსთხოვონ პასუხი გამონათქვამზე, ქართველ ერს მომავალი არ აქვსო. ამათ პირიქით, აიტაცეს ამ ვიღაც გადამთიელის ნათქვამი და ტაშს უკრავენ, აი, როგორ "ობიექტურად" გვაფასებენო. დამოუკიდებელი მუშაობის საშუალებას არ აძლევენ ჩვენს სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტურებს და თურმე კიდევ ჩვენ ვყოფილვართ უუნაროები და კორუმპირებულებიც. 2000-იანი წლების წლების დასაწყისში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი (თურქი და არაბი) დავაკავეთ, მაგრამ უცხოელმა "პარტნიორ-მეგობრებმა" გაგვაშვებინეს. ცნობისთვის, ორივეს პასპორტები საფრანგეთში იყო დამზადებული. ასე რომ, თავი დაანებონ ქართველების კრიტიკას, თუ არ გაჩერდებიან, იმ ადამიანების გვარებსაც დავასახელებ. ბევრს რომ ტლიკინებენ ეს ვაი-პოლიტიკოსები და ე.წ. უფლებადამცველები, ვინ და რატომ გაუშვა ჩატაევიო, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი მთავრობა დამოუკიდებლად აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას?

ჩატაევმა სანამ თავზე არ დაამხო ყველაფერი, მანამდე ყური არ გააბარტყუნეს თურქეთმა თუ დასავლეთმა, ხომ ნახეთ, ბოლომდე არც ამბობდნენ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატაევიც იყო, იმიტომ არ ამხელდნენ, რომ პირველ რიგში დასავლეთს დაარტყამდა, რომელმაც ლტოლვილის სტატუსით აღჭურვა და შეიფარა. სწორედ ეს არაინფორმირებულობა ბადებს ხალხში ათას ეჭვს თუ ვერსიას და ჯოხი ჩვენს მთავრობაზე ტყდება. ამიტომ კეთილი ინებონ და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ, საქართველო კურტნის მუშა ხომ არ არის, ყველას ტვირთს მას რომ ჰკიდებენ.
ადრეც გითხარით, უწყებებში მარტო ხელმძღვანელების შეცვლა არაფერს ნიშნავს, მთავარი შუა, შემსრულებელი რგოლია, ისაა საქმის გამკეთებელიც და გამფუჭებელიც. ვინ არიან თუნდაც ძალოვან სტრუქტურებში შუა და დაბალ რგოლებში საკვანძო თანამდებობებზე — ისევ ნაციონალების დანიშნული კონტიგენტი, ძირითადად მათი აქტივისტები და უცხოური სპეცსამსახურების "ჩანერგილები".

ახლა აღარ დავიწყებ იმის განხილვას, პროფესიონალები თავიანთი ინიციატივით გაყარეს ნაციონალებმა შემსრულებელი რგოლებიდან თუ ვინმეს მითითებით მოხდა ეს, მთავარია, სტრუქტურები, რომლებზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, ამ აგენტურისგან გაიწმინდოს. გამოძიების დასრულებამდე ძნელია იმის მტკიცება, უმიზეზოდ ესროლეს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს, მაგრამ თუ გაირკვა, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენდა მისი ამ ფორმით გაუვნებელყოფა, ჩათვალეთ, რომ სწორედ ამ აგენტურის წარმომადგენლის ხელით, ან ამგვარის მითითებით მოხდა. ისეთი ხალხი ინიშნება თანამდებობებზე, რომ ვერავინ დამარწმუნებს, ეს ჩვენი მთავრობის ინიციატივით ხდებოდეს. მოუსმინეთ, რა განცხადებებს აკეთებდა და აკეთებს უჩა ნანუაშვილი, ეს დაიცავდა საქართველოს მოსახლეობის უფლებებს? ნუთუ არ დადგა დრო, რომ გავარკვიოთ საიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორის თუ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოდიან. ამ რბილად, რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს, მერე თანამდებობებზე გვინიშნავენ და თურმე ჩვენი ჯიბიდან უნდა ვარჩინოთ. რას ჩაცვივდნენ დუისში და პირდაპირი ეთერით გვაჩვენებდნენ ახალგაზრდა კაცის დასაფლავების პროცესს, ამას ვითომ გულშემატკივრის პოზიციიდან აკეთებდნენ?

პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამენ, მაგრამ საბედნიეროდ ქისტები არ აყვნენ ამათ პროვოკაციას. ნაციონალების და ამ გაურკვეველი წარმომავლობის "ენჯეოშნიკებისგან" აღარაფერი მიკვირს, მაგრამ რა განცხადებებს აკეთებს შალვა ნათელაშვილი? თურმე უკვე გამოუკვლევია და დაუდგენია ბიძინა ივანიშვილის "დანაშაულობები", ბარემ "ბრალიც" წაუყენოს და დაიჭიროს. ასე როგორ უნდა გაიმასხარავო თავი პარტიის ლიდერმა, მით უმეტეს იურისტობაზე პრეტენზიის მქონე კაცმა? გასაგებია, რომ წინასწარ არ უნდა გამოაცხადო დამნაშავედ, მაგრამ გასამართლებელია იმის თქმა, სრულიად უდაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩაატარეს სპეცოპერაციაო, ეს არ არის უსაფრთხოების სამსახურის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა? ნათელაშვილის პროფესსიონალ იურისტობაზე დიდი წარმოდგენის არ გახლავართ, რადგამ კარგად მახსოვს მაგის გამომძიებლობის პერიოდი, მაშინაც ასეთი ლაქლაქა და არაფრის გამკეთებელი იყო. ვის წისქვილზე ასხამს წყალს თავისი პროვოკატორული განცხადებებით, ამხელა კაცი ვერ უნდა მიხვდეს? შეიძლება ხვდება კიდეც, მაგრამ ეტყობა დავალებებს ასრულებს. საეჭვო ფულით დაფინანსებული პოლიტიკოსების, არასამთავრობოების და მედიის გვერდით რომ დადგება პარტია, იმის საქმე წასულია.

"მწვანე ზოლიდან" შემოვიდნენ ტერორისტები და იარაღიც იქიდან შემოიტანესო, ეგ. "მწვანე ზოლი" (დაუცველი) საქართველოს კი არა, მასზე ბევრად ძლიერ ქვეყნებსაც აქვს, სად ჰყავს საქართველოს იმდენი მესაზღვრე, რომ მთელი პერიმეტრი გადაფაროს. ამას თავი დავანებოთ, რა დონის შტერი უნდა იყო, იარაღის ქვეყნის გარედან შემოტანაზე რომ ისაუბრო. ადრეც გითხარით და გავიმეორებ, სულ არ ჭირდებოდათ იარაღი და საბრძოლო მასალის შემოტანა, ტერორისტებს ყველაფერი ადგილზე ხვდებათ. ცნობისთვის, ნაციონალები შევარდნაძის მმართველობის დროსაც აქტიურად ცდილობდნენ პანკისის ხეობის აფეთქებას, მაშინ "ახალგაზრდა რეფორმატორები" ერქვათ. როგორ დაძვრებოდნენ ეს ე.წ. რეფორმატორები პანკისში "წამალზე", ყველა ძველი პოლიციელი გეტყვით. მაშინ ის ინფორმაციაც გვქონდა, როგორ ურიგდებოდა ეს გუნდი ჩეჩენ საველე მეთაურ გილაევს, თბილისში ჩამოდი, 3.000 შეიარაღებულ კაცს დაგახვედრებთ და შევარდნაძე ჩამოვაგდოთო. გილაევი არ დათანხმდა, თორემ ესენი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. მავანმა ისიც გაიხსენოს, საიდან და რა მიზეზით აღმოჩნდა პანკისში "ტყვეობაში".

თურმე თბილისიდან გაიტაცეს, თბილისელი კაცი იმასაც ვერ ამბობდა, თუნდაც თვალებახვეული, რა გზებით გაიყვანეს კახეთის გზაზე. სინამდვილეში ვითომდა თბილისიდან გატაცებული, ნარკომოვაჭრის "გადაგდების" გამო "გასკვანჩეს" პანკისშივე და მაგისი გამოხსნა, ლამის ჩეჩნებთან და ქისტებთან შეიარაღებულ კონფლიქტად დაუჯდა ქვეყანას, რადგან ხეობაში იარაღით შევარდნას ითხოვდა ერთი-ერთი მაგათი ლიდერი. რომ არა სამართალდამცავების უდიდესი ძალისხმევა, ტრაგიკულ შედეგემადე მიიყვანდნენ ქვეყანას ეს პროვოკატორები. მაშინ პანკისში თუ დაძაბულობის კერა არსებობდა, ესეც ამათი და სხვა მოღალატე ჩინოსნების დამსახურება იყო. ქისტები ჭკვიანი ხალხია და როგორც ახლა, არც მაშინ აყვა ამათ ბინძურ პროვოკაციებს. ბოლოს ერთიც მინდა დავამატო, ქისტები თავადვე ითხოვდნენ დახმარებას მთავრობისგან, ახალგაზრდობას იბირებენ ტერორისტები და სირიაში გაყავთო, ხოლო შემდეგ, როცა ძალოვანი სტრუქტურები რაიმე ღონისძიებას ატარებდნენ, ერთი ამბავი ატყდებოდა, უდანაშაულო ახალგაზრდებს იჭერენ, რეპრესიებს გვიწყობს ხელისუფლებაო. ვფიქრობ, ეს უკმაყოფილებაც ამ ვითომდა პროდასავლელი ლიბერალების წაქეზებით ხდებოდა, რომლებიც ეთნიკურობასა და რელიგიაზე მანიპულირებით ცდილობდა თავისი ბნელი ზრახვების განხორციელებას.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
24-01-2018, 19:52


ნარკოპოლიტიკის გარშემო გაჩაღებული ვნებათაღელვის ფონზე, 8 იანვარს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსურ მიდგომას და დროულ მოწესრიგებას საჭიროებს, რადგან მდგომარეობა მძიმეა და პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციით არის შესაძლებელი. „საერთო გაზეთს“ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძე ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთისგან ვერ არჩევს დეკრიმინალიზაციას, ლიბერალიზაციას და დეპენალიზაციას, ამიტომ განვმარტავ, დეპენალიზაცია ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არ ჩაგსვამენ, მაგრამ შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით რაღაც ჯარიმა ან სასჯელი დაგაკისრონ. დეკრიმინალიზაციის დროს, სისხლის სამართალთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ, შეიძლება ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა დამსჯელი ღონისძიებები განხორციელდეს. ლეგალიზაცია ნიშნავს, რომ ნარკოტიკები სუპერმარკეტებში გაიყიდება, როგორც სიგარეტი ან ალკოჰოლი.

– საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა რიცხვის გაზრდას გამოიწვევს. რა გარანტია გვაქვს, რომ ასე არ მოხდება?


– გარანტიებს მარტო ღმერთი იძლევა, მაგრამ იმ ქვეყნების გამოცდილებამ, სადაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკა დაინერგა, გვაჩვენებს, რომ ხანგრძლივი პერსპექტივისას და ჭკვიანურად დაგეგმილი ღონისძიებებისას, ჩვენ ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას ვიღებთ. გაერომ 1998-დან 2008 წლამდე, 10 წლიანი პროექტი განახორციელა – პროექტის მიზანი იყო ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მკვეთრი შეცირება, მაგრამ შედეგი საწინააღმდეგო მივიღეთ. ამდენად გამოიტანეს დასკვნა, რომ ნარკოტიკების მომხმარების შემცირება დასჯისა და აკრძალვის მეთოდით შეუძლებელია. აღარაფერს ვიტყვი მომხმარებლის ციხეში ჩასმაზე, რაც საერთოდ მარაზმია. ბოლოს და ბოლოს, ნარკოტიკების მომხმარებელი ან ავადმყოფად უნდა ვაღიაროთ ან კრიმინალად.

– თუ ავადმყოფებად უნდა ვაღიაროთ, მაშინ ნარკოტიკის გაყიდვა კრიმინალი რატომაა? ავადმყოფს წამალი ლეგალური გზებით უნდა მივაწოდოთ, ასე არ არის?

– მეთადონის პროგრამები და ჩანაცვლებითი თერაპია იმისთვის არსებობს, რომ ნარკომანს წამალი ლეგალურად მივაწოდოთ. წამალს ვაწვდით, როცა ექიმთან მიდიან, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არ მიდიან საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო. მოგეხსენებათ, ზოგიერთი დამქირავებლისთვის მეთადონის პროგრამაში ჩართულობა შეიძლება ადამიანის სამსახურიდან გაშვების მიზეზი გახდეს. ზუსტად იმიტომ, რომ ნარკომომხმარებელზე ასეთი ძლიერი სტიგმა არსებობს, ადამიანები ამ დამოკიდებულებას მალავენ. თუ 55 000 ნარკომომხმარებელი გვყავს და აქედან 5000-მდე მეტადონის ჩანაცვლებაშია, დანარჩენები სად არიან? ეს ხალხი დაფარულია მკურნალობისა და სერვისებისთვის, იმიტომ, რომ არ გენდობა. დეკრიმინალიზაციის იდეაც ისაა, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს ხალხი, რომელიც თავს იკავებს დახმარების თხოვნისგან. მეორეს მხრივ არალეგალური სიტუაციით სარგებლობს ნარკომაფია – ერთის მხრივ დაინტერესებულია ამ ნივთიერებების გაყიდვით და მეორეს მხრივ მომხმარებლების მოზიდვით. ასე რომ დეკრიმინალიზაცია ნარკომაფიასთან ბრძოლაა.

– ჩანაცვლების პროგრამები მარიხუანისთვისაც არსებობს?


– ჩანაცვლების თერაპია მხოლოდ ოპიოიდებს ეხება. რაც შეეხება ჰალუცინოგენებს, რომლებსაც მარიხუანაც მიეკუთვნება, მათ ჩანაცვლება არ ჭირდებათ, იმიტომ, რომ აბსტინენცია ანუ „ლომკა“ ნაკლებ გამოხატული აქვთ. გასაგებია, რომ მარიხუანას მწეველები სოციალურად საშიშები არ არიან, კარგ გუნებაზე არიან და დედას არ იგინებიან, მაგრამ პირველ ორ მოწევას ძალიან დიდი რისკები ახლავს. საზოგადოების რაღაც ნაწილი მოითხოვს „ვითომ დეკრიმინალიზაციას“ და რეალურად, ლეგალიზაციას და უნდათ, რომ სადაც უნდათ, იქ იყიდონ და გაყიდონ, რაც არასწორია, რადგან ამით ძალიან ბევრ ფსიქოზს მივიღებთ. მეორე მხრივ, შეიძლება ამან ცოტათი მაინც დაგვიცვას დიზაინერული ნარკოტიკების, ე.წ. ბიო-ების შემოტევისგან, რომლებსაც სადღაც ჩინეთში, კუსტარულად ამზადებენ. ბიოსგან გამოწვეული ფსიქოზები ბევრად უფრო მეტია და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც ჰქონდეს. მაშასადამე, უფრო სახიფათოა. ახლა, მითხარით, თუ ავკრძალავთ, აღარ შემოვა? რა თქმა უნდა, შემოვა. მეტსაც გეტყვით, აქვე, საქართველოში, გაჩნდება ლაბორატორიები, რომლებიც ამ ბიოებს დაამზადებენ. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ორ ცუდს შორის ნაკლებ ცუდი ავირჩიოთ. რასაკვირველია, მარიხუანის მოწევაზე ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარიხუანას სახალხოდ მოწევისთვის ტაში დავუკრათ და „ოსანა“ ვუმღეროთ. იმის ნაცვლად, რომ მარიხუანას დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილოს, საზოგადოებისა და მედიის ის ნაწილი, რომელიც ამას მხარს უჭერს, ფაქტობრივად, „ოსანას“ უმღერის. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ნარკომანების „ჩაქოლვას“ ითხოვს. და ბავშვი რომ „გასინჯავს“, უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი ჰგონია. სინამდვილეში, ვერც ერთი და ვერც მეორე ნაწილი ვერ აცნობიერებს მარიხუანისგან მომდინარე საფრთხეებს. მე მინახავს მარიხუანის ისეთი ფსიქოზები, რომ დღემდე, როგორც შიზოფრენიას, ისე მკურნალობენ. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ასეთი რისკის შესახებ არ გააფრთხილო? მით უფრო, რომ მარიხუანა ლამის ასფალტზეც კი იზრდება, მაგრამ ზოგადად, სხვადასხვა ნიადაგზე სხვადასხვანაირი მოდის.

– პირიქითაც ხომ ხდება მარიხუანადან მძიმე ნარკოტიკზე გადასვლა?


– როგორ არ ხდება.. ეს არის ე.წ. ექსპერიმენტული მოხმარება, ანუ ადამიანს აინტერესებს და სინჯავს. თუ მოეწონა, აგრძელებს და რაღაც მომენტში, როცა აღარ აკმაყოფილებს, გადადის უფრო რთულზე. ეს პროცენტი საქართველოში ნამდვილად არავის შეუსწავლია, მაგრამ ის, რომ მსუბუქიდან მძიმე ნარკოტიკზე გადადის, ადამიანის პიროვნულ და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს – იმიტომ, რომ არ ვასწავლეთ როგორ უნდა გადალახოს თავისი პრობლემები. მარიხუანისგან განსხვავებით, მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს სერიოზული სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდება. ეს ყველაფერი ფული ღირს, ამიტომ ვიღაცას ფულის ხარჯვას ამის შემოტანა, გასაღება და ფულის შოვნა ურჩევნია. არგენტინაში საერთოდ, ლეგალიზაცია დაუშვეს და ყველა ადამიანს შეუძლია პირადი მოხმარებისთვის, 5 ძირი მარიხუანა მოიყვანოს. თუ მეტის მოყვანა უნდა, სახელმწიფო აღრიცხვაზე აიყვანს და ზედმეტ რაოდენობას თვითონ გაყიდის. იცით, ეს რატომ გააკეთეს? – ეს იცავს სახელმწიფოს საზღვარზე ყველანაირი მარიხუანას ძირზე დამზადებული ნარკოტიკის შემოტანისგან და არსებული ნარკოტიკის ხარისხიც გაკონტროლდება.

– ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებას, იქნებ, ჯობდეს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა საზღვრები უფრო ეფექტურად აკონტროლონ? თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შედის ნარკოტიკების ქვეყანაში შემოდინება?

– როცა სახელმწიფოს აქვს იმის უფლება და უნარი, რომ საზღვრები აკონტროლოს და ნარკოტიკების შემოტანა აღკვეთოს და მაინც შემოდის, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ნარკომაფია არსებობს. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის ამაში ჩართული, მაგრამ მაფია ხელისუფლებაში მყოფი მფარველის გარეშე არ არსებობს. დეკრიმინალიზაციის ჩატარებით, მაფიას ხელიდან გამოვაცლით უზარმაზარ შემოსავალს და ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს მივაყენებთ, მაგრამ ამაზე არც ერთი მაფიოზური სტრუქტურა არ დათანახმდება. ჯერ კიდევ 60-იან წლებში, ამერიკის სენატში განიხილავდნენ, – მოდი, მივცეთ ნარკომომხმარებლებს საშუალება, რომ ნარკოტიკები იყიდონო. ადგა ერთი სენატორი და თქვა, ამის უფლებას მაფია არ მოგვცემსო და მორჩა! ზუსტად ასეა ჩვენთან. რა ბრტყელ-ბრტყელი და ჭკვიანური სიტყვებიც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალ თაობებს და ერს ვიცავთ, ფაქტია, რომ ნარკოტიკებთან და მაფიასთან ომი წაგებულია!

ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, დეკრიმინალიზაციაა. ავკრძალოთ ნარკოტიკის მოხმარება საბავშვო ბაღების თუ სკოლების ახლოს და ამაზე ჯარიმა დავაწესოთ. ვიფიქროთ იმაზე, როგორი პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ სკოლებში, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო სისტემა ნარკოტიკების თემის განსახილვისთვის დახურულია. ბავშვი სრულიად მოუმზადებელი შედის ცხოვრებაში და არ იცის, რისგან და როგორ უნდა დაიცვას თავი.

ბავშვი ნარკოტიკებისკენ მიდის, როდესაც სხვა ინტერესები არ აქვს. როდესაც მშობლები და მასწავლებლები არ აწვდიან საკმარის ინფორმაციას, მას უყალიბდება არაცნობიერი დეპრესიული განცდა, რომელსაც ნებისმიერი ნარკოტიკი ხსნის. თუ ხედავთ, საგანმანათლებლო პროგრამებიც კი გაქრა ჩვენი ტელევიზიებიდან და სკოლაში პროგრამები ისე შეამცირეს, რომ 4 წლიწადში სრულიად საკმარისია იმ მოცულობის სწავლება. ადამიანის ტვინი ამას ვერ უძლებს ახალი ინფორმაციის ნაკლებობას (არ მითხრათ, რომ ჩვენი მედია, ნიუსები, ან მობილურები ამ ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებენ) და სიამოვნების ძებნას იწყებს. სად იპოვის ამ სიამოვნებას სექსში, ალკოჰოლში, ნარკოტიკებში თუ მუსიკაში არ ვიცი, მაგრამ როცა ადამიანს მომავლის რწმენა არა აქვს და არ იცის რისთვის არსებობს, სასოწარკვეთულებამდე ერთი ნაბიჯია.. ახლა ძალიან მოდაშია და მთელ მსოფლიოში მოდებულია ანტიდეპრესანტები, თითქოს ეს დეპრესიას მოხსნის, არადა, ანტიდეპრესანტების უმეტესობა ასევე დამოკიდებულებას იწვევს. არა მარტო ბავშვები..

ასეთ მძიმე ვითარებაში მარტო დეკრიმინალიზაცია არაფერს მოგვცემს, თუ რეაბილიტაციური და პრევენციული ღონისძიებები არ დავნერგეთ და სამართლიანი კანონმდებლობა არ შევიმუშავეთ. როგორ, ვიღაცას რომ მეგობართან ორი „მასტირკა“ პლანი მიაქვს, ისიც გადამყიდველად ითვლება და 70 000 აბი სუბუტექსი რომ შემოაქვს ისიც?! და როგორც წესი, ეს უკანასკნელი უფრო მალე გამოდის ციხიდან საერთოდ. კანონი, რომელიც სამართლიანი არაა, არასდროს არ მუშაობს. რასაკვირველია, გადამყიდველების მიმართ კანონი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ უნდა გავარჩიოთ, ვინ ყიდის, რას და რამდენს. ეს დოზები არის გასასწორებელი. იმ პირობებში, როდესაც ადამიანის ტვინი უინტერესო და ინფორმაციულად დაცლილ ცხოვრებაში სიამოვნებას ეძებს, არ შეუძლია გადალახოს ლტოლვა და იძულებულია, ნებისმიერი გზით მოიპოვოს ის, რაც უნდა. ამ კომპულსიებს ბრძანებით და აკრძალვით ვერ გადავლახავთ. ამისთვის არსებობს ფსიქოთერაპია და ფსიქიატრია, რომელიც ლტოლვას ამცირებს. ლტოლვის შემცირება რომ ჩვენი ან რომელიმე პოლიტიკოსის ნებით იყოს შესაძლებელი, მსოფლიოში ნარკოტიკები არ იარსებებდა. ასე, რომ უნდა ჩავატაროთ დეკრიმინალიზაცია ნაბიჯ-ნაბიჯ და კიდევ უფრო შევამსუბუქოთ ის სასჯელები, რომლებიც არსებობს. დეკრიმინალიზაციის პაკეტში, რომელიც პორტუგალიაში 2001 წელს განხორციელდა, ყველაფერი ერთდროულად ჩატარდა და იქაც იყვნენ მოწინააღმდეგეები, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიაში ჩატარებულმა ნარკოპოლიტიკის რეფორმამა გაამართლა. თუ კიდევ გადავდებთ 3–4 წლით ამ რეფორმებს, მერე შემდეგი მთავრობა და შემდეგი „ურა“ საზოგადოება გვეყოლება თავიდან „გასაზრდელი“. დღეს ისევ ისეთი სიტუაციაა საზოგადოებაში, რომ “ ნულოვანი ტოლერანტობის“ ხანა მახსენდება.

მცოდნე ხალხს არავინ უსმენს, რადგან ყველა „ მეზობელმა“ უკეთ იცის, რა უნდა ქნას მთავრობამ და თავი ექსპერტი ჰგონია.
დეკრიმინალიზაცია ნარკომაფიასთან ბრძოლის იარაღია, ხოლო ყველა, ვინც დეკრიმინალიზაციის წინააჭმდეგია, ნებსით თუ უნებურად ნარკომაფიის წისქვილზე ასხამს წყალს.

რამდენიმე დღის წინ, ნარკოპოლიტიკის გარშემო მიმდინარე პროცესებში საქართველოს საპატრიარქო ჩაერთო. 12 იანვარს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დიდი განხილვა, რომელზეც საპატიარქოს წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვის შეჩერება ითხოვეს. საპატრიარქოს აზრით, მსგავსი რეფორმა ნარკოდამოკიდებულების მიმართ სასჯელის შემსუბუქებასა და ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ სასჯელის გამკაცრებას უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა საპარლამენტო განხილვები არ უნდა დაიწყოს, სანამ უმთავრეს საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება.
კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი გელა ლეჟავაც. მისი თქმით, დეკრიმინალიზაციას თავისი წესები აქვს- ჯერ უნდა მოგვარდეს სამედიცინო და სოციალური საკითხები და დეკრიმინალიზაციაზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი. მოხდება თუ არა ნარკოპოლიტიკის თემაზე დიდი ეროვნული თანმობის მიღწევა, დრო გვაჩვენებს.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
24-01-2018, 19:41


გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. პრემიარმა აღნიშნა, რომ ქართულ დელეგაციას წარმატებული და პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა.

"გვქონდა ძალიან კონკრეტული შეხვედრები, რომლებიც კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. ყველა კომპანიის წარმომადგენელი და ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან,"- განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა კონკრეტული შეხვედრების დეტალებზეც ილაპარაკა. "იყო რამდენიმე მსხვილი ინდური კომპანია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო მსოფლიო მასშტაბის კომპანია wipro, რომელიც განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გაკეთებას, რათა საქართველოდან სხვა ქვეყნებს შესთავაზოს თავისი სერვიზები. ასევე, იყო ამერიკული მსხვილი კომპანია hillwood-ი, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროში ძალიან მსხვილი მოთამაშე და საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობისთვის სწორ ქვეყანად განიხილავს,"- დასძინა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრს დავოსში პოლიტიკური შეხვედრებიც ჰქონდა. "რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე - საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ასევე, გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთივის, რომელშიც ვიმყოფებით,"- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

ფორუმს პრემიერმინისტრის რანგში  გიორგი კვირიკაშვილი უკვე მესამედ დაესწრო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელიც.

მეტის ნახვა
24-01-2018, 17:56


შემიწყალეთ. ბატონო პრეზიდენტო!

წლებია გწერთ და გეკითხებით, გედავებით გთხოვთ და, შემიწყალეთ ერთხელ მაინც, შემიწყალეთ და პასუხი გამეცით დაგროვილ კითხვებზე.
რასა იქმნთ, ბატონო პრეზიდენტო, პირის დაბანაზე გადასულხართ, როგორც ვხედავთ. ხელმა ხელი დაბანა, გადმობანა და მერე ხელმა ხელი პირისახის დრო დამდგარა.

წინა კვირას ერთ გაზეთში ინტერვიუ დაიბეჭდა — ისევ ბრალს გდებენ, არ ახალია, მესმის, არც გაგიკვირდებოდათ, ალბათ. მე ერთი რამ გამიკვირდა მხოლოდ — გიწოდეს მშიშარა, ბატონო პრეზიდენტო.
დაწერეს ხსენებულ ინტერვიუში როგორც, მეტადონის პროგრამაში გყოლიათ ოჯახის წევრები და მერე ამოუწერიათ საბუთებიდან — წერენ იმასაც კი, ზუსტად ვიცით სად კაიფობდა პირველი ლედიო და საბურთალოსკენ იშვერენ ხელს.
აი, თურმე რატომ არ მოგყავდათ ცოლად, ბატონო პრეზიდენტო, აი, თურმე რატომ იკავდებდით თავს — ჩვენ კიდევ რაღაც ჩვენთვის მიუწვდემელ ფილოსოფიურ კრედოში გვეგონა იყო საქმე.

შემიწყალეთ, ჩემო მითხარით და პრეზიდენტო, ანუ, ნარკომანი პირველი ლედი შემოგვატყუეთ? ნარკომანი ცოლი არც პირველია და არც ბოლო, მაგრამ ლედი? ამას ისევ ცრუ სჯობს ფილოსოფოსი. მეც არ მიკვირდა, რა ემართება ამ პირველ ცოლს (ლედი როგორღა დავუძახო, მეუხერხულება) ნიჭიერის ჟიურიში ყოფნისას, გიჟივით რომ წამოხტება ხოლმე გაუგებარად აღფრთოვანებული-თქო, იქეთ მაღალქუსლებზე შემდგარ კაცზე გადაირია, დედა, ისე რთულია მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული, ისეთი ნიჭიერია ის, ვინც კაცია და ქალივით აცვია, რომ პირდაპირ დალიო გადავიდეს ფინალშიო.
შემიწყალეთ, ბატონო მითხარით და პრეზიდენტო, მართალია, რომ თქვენი ცოლისძმა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო დააკავეს ციხეში 4 წელიც და არ დაუყვია? ჯერ სააკაშვილს შეუწყალებია და გაუნახევრებია პატიმრობის ვადა, მერე თქვენ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეგიწყალებია თ. ა, სააკაშვილს რატომ უსხამდით თურმე ხელის წყალს დასაბანად, თქვენი სცოდნია ცოლისძმის ამბავი, ყოფილხართ ვალშიც, ცოლის, თუ საცოლის, თუ საყვარლის ნარკოტიკზე დამოკიდებულის ამბავიც ეცოდინებოდა უცილობლად.
შეწყალების კომისიის გარეშე, როგორ შეიწყალეთ, ჩემო ყოვლისშემძლე პრეზიდენტო, ჰა?

კაცი რომ დაგეკითხოთ, არაფერი შეგიძლიათ, კაცმა რომ გთხოვოთ, უფლებები არა გაქვთ – ცოლი მეტადონის პროგრამიდან ისე ამოწერეთ, კვალი დააფარინეთ, ცოლისძმას იარაღის ტარების და სროლის კანონიერი უფლება აქვს და ციხიდან ერთი თითის დატკაცუნებით გამოგყავთ, ნათესავებიდანაც ზოგს რა პრობლემა ჰქონდა სამართალთან და ზოგს რა — ასეთი საქმეების მოკვარახჭირება უუფლებოდ, დახმარების გარეშე — არ გამოვა, არ მოხერხდება, დასტურ ვიცი.
აბა, მხოლოდ ჩვენი დახმარება არ შეგიძლიათ, ბატონო პრეზიდენტო?
ოჯახი ქვეყანაზე მაღლა დგას, სისხლი, თუნდაც ნარკოტიკით გაჟღენთილი — ყველა სხვა მოქალაქეზე მაღლა დგას, დაღვრილი სისხლი, თქვენი ნათესავის მიერ მოქალაქის დაღვრილი სისხლი რა მოსატანია თქვენი სანათესაოს ძვირფას სისხლთან, ბატონო პრეზიდენტო, ბაგრატიონი მაინც იყოთ!
გამოიყენეთ ნაცნობობა ეგ თქვენი, ბატონო და შეგვიწყალეთ პრეზიდენტო ჩვენ, შეგვიწყალეთ უკანონობისგან, ნარკოტიკისგან შეგვიწყალეთ, ძალადობისგან და ყაჩაღებისგან დავიფარეთ, ქურდებისგან შეგვიწყალეთ, პირველი მოგვარიდეთ ლედი, ბატონო პრეზიდენტო, და თუ ისე შეგვიწყალებთ, რომ თქვენც გაგვერიდებით, მაგას რაღა სჯობს.
შემიწყალეთ, ბატონო მითხარით და პრეზიდენტო, მართლა 226 ადამიანი შეიწყალეთ? და 226 საქმეს გაეცანით?
შემიწყალთ, ბატონო და ამიხსენით პრეზიდენტო, როგორ მოხვდა შეწყალებულთა სიაში არასრულწლოვანთა და უმწეო მდგომრეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, როგორ მოხვდნენ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ნარკორეალიზაციისთვის გასამართლებული პირები, როგორ მოხვდნენ სამუდამო პატიმრები ამ სიაში?

შემიწყალეთ, ბატონო მითხარით და პრეზიდენტო, როგორ მოახერხეთ, რომ 226 შეწყალებული მსჯავრდებულიდან მხოლოდ ორია არასრულწლოვანი? ა, ხომ მკვლელობისთვის თქვენ განზრახ, თაღლითობისთვის, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ნასამართლევი ადამიანები შეგეწყალებინათ უნდა, არასრულწლოვნებისთვის დრო და ადგილი სად დაგრჩებოდათ.

ვიფიქრე, ქალ მსჯავრდადებულებს დაინდობდით მაინც, მხოლოდ 13 შეგიწყალებიათ, როგორ, ვერც იმათ დაიმსახურეს მკვლელების და ბარიგების გვერდით დგომა?

ოჯახი და ოჯახის მეგობრები, ოჯახი და ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი ოჯახის წევრებთან დანაშაულის ტიპი აერთიანებთ — აი, თურმე თქვენი კრედო, ბატონო პრეზიდენტო, აი, თურმე თქვენი პრეზიდენტობის მიზანი — მე არ კიდევ რას ვფიქრობდი, რას არ მიგაწერდით...
მახსოვს 2010 წელს ბუშმა 19 ადამიანი შეიწყალა. დედა, რა ცოტა მსჯავრდებული ყოლიათ ამერიკაში. ხოდა, ბოლო წუთს, მე 19 მსჯავრდებულის შეწყალება გადაიფიქრა, რადგან გაარკვია, მამა და რომ მსჯავრდებული პოლიტიკური პარტიების დამფინანსებელი იყო ასე ვთქვათ, კორუფციის და ჩაწყობის სუნი ეცა.

თქვენ რატომ არ გეცათ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მარტო პირველი ცოლი და კრიმინალურ-დაბოლილი სანათესაო რატომ გეცათ?
შემიწყალეთ, ბატონო და გადამარჩინეთ დაყაჩაღებისა პრეზიდენტო და მოკვლისაგან, ქურდისა და წამლისაგან, და დაშინებისაგან მოტაცებასა, მიხსენით, ბატონო პრეზიდენტო, ძალადობისგან.

ვიცი, უშიშარი ხართ, ვითარცა პრეზიდენტი, რატომ არ უშიშარი იქნებით, სამთავრობო დაცვაც გიცავთ და ბიჭებიც ძველი, ნარკომანებიც თქვენს მხარესაა და კანონიც, რეზიდენციაშიც ხართ გამოჭიმული და ყაჩაღები ბანდაც გახვევიათ, მე ვქნა რა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვინ შეგვიწყალებს.
ხოდა, პირის დაბანითაა პრეზიდენტი დაკავებული, სანამ პრეზიდენტია კი უშიშარია, მაგრამ პრეზიდენტი რომ აღარ იქნება, მერეც ხომ უნდა ჩამობანოს ვინმემ ხელ-პირი, ხომ მერე შეიწყალონ უნდა, ვითარცა თავად შეიწყალა? ამიტომ ვადის ამოწურვასთან ერთად შიში წვეთობით ეღვრება სულში, ვადის ამოწურვასთან ერთად მეტი მოკავშირის პოვნას ცდილობს, თუნდაც წრეში კრიმინალურ, თუნდაც იმ პარტიაში, რომლის ლანძღვის გამოც ავირჩიეთ პრეზიდენტად.

შემიწყალეთ, ბატონო პრეზიდენტო, მონოლოგით გესაუბრებით წლებია, იქნებ ერთხელ, ერთხელ მაინც დიალოგზე გადავიდეთ და კითხვებზე მიპასუხოთ.

თამო კეშელავა

მეტის ნახვა
23-01-2018, 15:26


დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პედაგოგისთვის ტუბერკულოზის დიაგნოზთან დაკავშირებული კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ბაღის პედაგოგები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება.

“დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსწავლემ და ყველა მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან კონკრეტულ, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზი, გაიარონ შემოწმება. შემოწმების ხარჯს თავის თავზე აიღებს ბაღების სააგენტო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ დღის განმავლობაში ყველა მშობელი მიიყვანს პატარას და ყველა მასწავლებელი გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ შემოწმება ამ მიმართულებით და ეს მკაცრი მოთხოვნაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა
23-01-2018, 12:24


ვახტანგ ხარჩილავა: ეს დრო რაღაცით ჰგავს გასული საუკუნის 20-იან წლებს, როცა ქართულ მწერლობას ათასი ჯურის ლიტერატურული მიმდინარეობები მოეძალა, პოეტის სახელი კი დებოშიორ, მოხულიგნო, ნიადაგ მთვრალი და გაბრუებული ადამიანის სინონიმად იქცა, რომე- ლიც მთლად ვერ იყო საღ ჭკუაზე, ანუ ცოტას აფრენდა.

სამწუხაროდ, ეს გაუკუღმართებული წარმოდგენა პოეტზე დღემდე ბოგინობს ჩვენს საზოგადოებაში, რასაც ხშირად თავად პოეტებიც უწყობენ ხელს.

არადა, ქართულ სინამდვილეში პოეტები იყვნენ მეფეები, მხედართმთავრები, სახელმწიფო მოღვაწეები.

კიდევ ერთი ნიშნით ჰგავს ეს დრო გასული საუკუნის არა 20- იან, არამედ 30-იან წლებს.

ასე მაგალითად, ერთ-ერთი პოეტი, რომელიც ლიტერატურული წარმოშობით ზუსტად გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან არის, თუმცა მან ამის შესახებ შეიძლება არც იცის, ამბობს: "ჩვენ, მწერლები და პოეტები, ხანდახან ვთვრებით და ხანდახან ვიგინებით კიდეც (მაგალითად, ასე: მოძალადე პოლიციელებო, თქვენი ოჯახები მოვტყან!) და აწი, უფრო ხშირად დავთვრებით და უფრო ხშირად შევაგინებთ მოძალადე "გაიშნიკებს". ამის მთქმელს და მის ამფსონებს რომ ჰკითხო, ისინი დემოკრატიული, ევროპული ყაიდის საქართველოსთვის იბრძვიან და იღვწიან, ოღონდ იმას არ შიფრავენ, რატომ უნდა გაკეთდეს ეს კეთილშობილური საქმე მაინცდამაინც სიმთვარალეში და მაინცდამაინც გინებით? გინებაც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და როცა ძალადობის ძალადობით აღმოფხვრას ცდილობ, შენც მოძალადე ხარ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, პოეტი ხარ, ხარატი თუ ქვისმთლელი, ხოლო, როცა ვიღაცას (ოჯახს შეუგინებ, შეიძლება იმ ვიღაცამ თავ-ყბა გაგიერთიანოს და ეს არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან თავად ხარ შენზე განხორციელებული ძალადობის გამომწვევი პროვოკატორი.

XX საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მწერლობაში პარტიული გაწვევა გამოეცხადებინა. პარტიული დავალებით კომუნისტები და კომკავშირლები – ფეიქრები, ზეინკლები, ხარატები, კოლმეურნეები, პარტიული აქტივისტები პირდაპირ ინიშნებოდნენ პოეტებად, მწერლებად, ჟურნალისტებად, კრიტიკოსებად.

ასე ჩამოყალიბდა პროლეტკულტელთა კასტა, რომელმაც კლასობრივი ბრძოლა გამოუცხადა ნამდვილ მწერლებს, ნამდვილ ხელოვანებს და რეპრესიების პერიოდში ლომის წილი შეიტანა მათ ფიზიკურ განადგურებაში.

ბოლო ათი–თხუთმეტი წლის განმავლობაში ლიტერატურულ არენაზე მწერლებისა და პოეტების სახელით გააქტიურებულ ადამიანთა ერთ ჯგუფს რომ ვუყურებ, ასე მგონია, როლეტკულტელებივით ესენიც ვიღაცამ დანიშნა მწერლებად და პოეტებად, მისცა ფართო ასპარეზი, გზა გაუხსნა დასავლეთისკენ, დაუთმო ტრიბუნა, დაუფინანსა წიგნები, ჩამოურიგა პრემიები, სანაცვლოდ კი ზუსტად ის დაავალა, რასაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ავალებდნენ პარტიული ბოსები რევკომის სხდომებზე მწერლებად და პოეტებად "ნაკურთხ" ადამიანებს.

მორალური და ზნეობრივი კანონების იგნორირება, ტრადიციების მსხვრევა, მწერლობისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში საზოგადოების მიერ აღიარებული და დაფასებული ადამიანების და მათი შემოქმედების აბუჩად აგდება და გაბიაბრუება, სექსუალური აღვირახსნილობის პროპაგანდა, თაობათა დაპირისპირების მცდელობა, პატრიოტიზმის და სამშობლოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამორჩენილობად და პროვინციალიზმად შერაცხვა, კოსმოპოლიტური იდეების წინ წამოწევა და ფართოდ რეკლამირება, უღმერთობის, ურწმუნობის ქადაგება და ადამიანის სრული გათავისუფლების მცდელობა ყოველგვარი მოვალეობებისგან – აი, იმ "ღირებულებათა" არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული საუკუნის 30-იანი წლების პროლეტკულტელების და თანამედროვე როლეტკულტელებისთვის საერთოა.

XX საუკუნის 30-იან წლებში ქართველმა პროლეტკულტელებმა მთავარი დარტყმა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განახორციელეს. ილიას შემოქმედებას, მის პიროვნებას, მის მოსაზრებებს კარგა ხნის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ სტალინმა მაგიდას არ დააარტყა მუშტი და დაუკრეფავში გადასულ ილიას კრიტიკოსებს არ დაუცაცხანა: – ილიას რომ ლანძღავთ, მასზე დიდი პიროვნება ქართველებს ვინ გყოლიათო?

"დიდმა" ლიბერალმა, ქართველ ლიბერალთა გურუმ და მასწავლებელმა ლევან ბერძენიშვილმა წარმატებით აიტაცა 30-იანი წლების პროლეტკულტელთა ესტაფეტა და ჯერ ილიას, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას წამოარტყა თავში: – ესენი რა პოეტები და რა მწერლები არიანო?
 ბერძენიშვილის კოლეგამ და თანაპარტიელმა, ასევე "დიდმა" ლიბერალმა, დავით უსუფაშვილმა, რომელიც ბედის ირონიით ოთხი წელი ედგა სათავეში საქართველოს პარლამენტს, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველაფერი ის, რასაც ილია, ვაჟა, აკაკი, ზოგადად, მთელი ქართული მწერლობა თავისი არსებობის მანძილზე ემსახურებოდა და რასაც გალაკტიონმა "სამშობლოს გრძნობა განსაკვირველი" უწოდა.

  – მე არ ვეტყვი ჩემს შვილებს, გიყვარდეთ სამშობლო-მეთქი. მე მინდა, ისინი თავისუფალ ადამი- ანებად გაიზარდონ, მერე კი გინდ სამშობლო შეიყვარონ, გინდ ქალი. – აი, ამ შინაარსის "სიბრძნე" გადმოაფრქვია ლიბერალმა დავითმა, რითაც, ფაქტობრივად, გათქვა ის პირველწყარო, ის იდეოლოგია, საიდანაც ეს განცხადება იღებს სათავეს.
   დიახ, მწყობრად ჩამოყალი- ბებული იდეოლოგიაა ის, რასაც ზოგჯერ ცალკეული ჭკუანაღრძობი თუ ზნეობამოშლილი პერსონების მკრეხელურ გამოხტომებად ვიღებთ ხოლმე და, აქედან გამომდინარე, ამგვარ გამოხტომებს არც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და არც დიდი საფრთხის შემცველ მოვლენად აღვიქვამთ.

  ესენი, ეს თანამედროვე პროლეტკულტელები, ცუდად იცნობენ კი არა, საკუთარი პერსონების "სიდიადით" მონუსხულნი და დაყრუებულ-დაბრმავებულნი, საერთოდ არ იცნობენ იმ ატმოფეროს, რომელიც ოქტომბრის რევოლუციიდან, ანუ 1917 წლიდან 1930 წლამდე სუფევდა "წითელ" რუსეთში, თორემ იმდენ მსგავსებას დაინახავდნენ მათსა და იმ პერიოდის კომკავშირლებსა და პარტიულ აქტივისტებს შორის, თვითონვე გაოცდებოდნენ.
  მათ ძალიან გაუკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ წითელ რუსეთში პირველი დეკრეტი სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით გამოიცა, რომლითაც ადამიანებს სრული სექსუალური თავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

  კომკავშირელ გოგონას დიდ პარტიულ ცოდვად, ლამის პარტიის ღალატად ეთვლებოდა, თუ კომკავშირელ ბიჭუნას სექსუალური ჟინის დაკმაყოფილებაზე უარს ეტყოდა.

   სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი საცდელ ექსპერიმენტული კომუნები, სადაც ყველაფერი საერთო იყო, მათ შორის, ქალიც და კაციც. ქალი კომუნის წევრი ყველა მამაკაცის ცოლი იყო, კაცი კომუნის წევრი ყველა ქალბატონის ქმარი. ხოლო ამ იდეოლოგიის ავტორი და მამათმთავარი ლეიბა ბრონშტეინი, იგივე ლევ ტროცკი, თავად იყო მამათმავალი და იმ საყოველთაო სიდუხჭირის ჟამს განსაკუთრებით მდიდრულ სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა.

Результат изображение для ბუღაძე ლაშა  ყოველივე ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ წითელი რუსეთის პირველი მთავრობის 23 წევრიდან 20 ებრაელი იყო, შეიძლება დავასკვნათ, რომ 1917 წლის ოქტომბრის თვეში პროლეტარიატის სახელით მომხდარი რევოლუცია სულაც არ იყო პროლეტარიატის რევოლუცია.

 ლიბერალურ-სიონისტური ბის ნაზავით ნასაზრდოები ეს დიდი შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, 20 მილიონამდე მართლმადიდებელი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა, სხვადასხვა ვარიაციებით დღემდე გრძელდება და გრძელდება იგი საქართველოშიც, რომლის ავანგარდში ე.წ. ლიბერალები დგანან, ხოლო მწერლები და პოეტები, რომლებსაც ზემოთ თანამედროვე პროლეტკულტელები ვუწოდეთ, სწორედ რომ ამ ლიბერალური იდეების რუპორები და გამხმოვანებლები არიან თავიანთი შემოქმედებით.

  ჩვენ გვგონია, რომ ეს ბუღაძეები, ბურჭულაძეები, დეისაძეები, ქარუმიძეები, შამუგიები, ამაღლობლები, სხვანი და სხვანი, მანიაკალური მისწრაფებების, სექსუალურად აღვირახსნილი და გაუწონასწორებელი ადამიანები არიან და ამიტომ წერენ ამ სულელურ ტექსტებს, თუმცა, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარად არის – მათ იციან, რასაც აკეთებენ და რატომაც აკეთებენ, მათ იციან, რასაც ემსახურებიან და ისიც იციან, რომ ეს სამსახური აუცილებლად დაუფასდებათ.

  ისინი ჩვეულებრივი იდეოლოგიური მუშაკები, იდეოლოგიური დესანტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დიდად არაფრით განსხვავდებიან, ვთქვათ და, ალე ფეოდოსიშვილისგან, რომელიც ასეთ რაღაცას ამბობდა: "დედას მოვკლავ და დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ ითხოვს ამას".

  ესეც ზუსტად ის რევოლუციაა, რის გამოც ამხანაგი ალე მზად იყო, დედა მოეკლა და მამა დაეხრჩო. დიახ, ეს ერთი და იგივე რევოლუციებია, ოღონდ სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა ვარია ციებით. ესენიც, ეს თანამედროვე პროლეტკულტელებიც, პირველყოვლისა, დედ-მამას ერჩიან, საკუთარ სამშობლოს ერჩიან, ეროვნულ ფასეულობებს და ღირებულებებს ერჩიან და რაც ყველაზე ამაზრზენია – ერჩიან, ზოგადად, ადამიანს.

  მათთვის ადამიანი ის ქმნილება კი არ არის, რომელიც ღმერთმა შექმნა სახედ თვისა, არამედ ეს არის ნახევრად პირუტყვი, სექსუალურ ინსტინქტებს დამონებული, სასტიკი, საზარელი და უბადრუკი არსება. აქედან ერთი ნაბიჯია დასკვნამდე: უბადრუკია ისიც, ვინც ეს უბადრუკი არსება შექმნა…

"ჩვენ ყველანაორად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვსწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც დაამკვიდ რებენ ადამიანთა ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
 სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას;
 შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.
  პატიოსნება და წესიერება, გადაიქცევა რა წარსულის გადმონაშთად, გამასხარავებულ იქნება და ისინი არავის დასჭირდება.
  უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორისადმი ცხოველური შიში ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა, ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ჩვენ ოსტატურად და შეუმჩნევლად განვავითარებთ, ეს ყველაფერი აყვავდება მძაფრ ფერებში და მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირალებად…
   ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ დაგავხრწნათ ისინი.
 ახალგაზრდებისაგან ჩვენ შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს“.


 ეს არის ფრაგმენტები ტექსტიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ალენ დალესის დოქტრინის სახელით არის ცნობილი.
  ალენ დალესი XX საუკუნის 50-იან წლებში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი გახლდათ.
მკვლევართა შორის დღემდე გრძელდება დავა და კამათი იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ამ ტექსტის ავტორი.
  ერთნი თვლიან, რომ დოქტრინის ავტორი ნამდვილად ალენ დალესია, მეორენი მიიჩნევენ, რომ ტექსტი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ არის შეთხზული, ტექსტის ავტორად კი დალესის სახელი სპეციალურად იქნა გამოყენებული, რომ ამით ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაცია მოეხდინათ.
  მოდით, თავი დავანებოთ იმის დადგენას, ვინ არის ამ მართლაც სატანისტური დოქტრინის ავტორი.

 კაცმა რომ თქვას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს, მთავარი ის არის, რომ მსოფლიოს ხალხთა თითქმის ყველა ენაზე თარგმნილი ეს ტექსტი ნამდვილად არსებობს და რაც ნამდვილად გამაოგნებელი და განსაცვიფრებელია, პრიოცესები, რომლებიც მთელ რიგ ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოშიც მიმდინა რეობს, ზუსტად ამ დოქტრინაში გაცხადებული გეგმის მიხედვით ვითარდება და ხორციელდება.

  ახლა კი პატიების თხოვნით და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა მკითხველ საზოგადოებას შევთავაზო რამდენიმე ფრაგმენტი თანამედროვე პროლეტკულტელების შემოქმედებიდან: "მიდგება, როცა ტუალეტში შევალ, საიდანაც ეს-ესაა დედაჩემი გამოვიდა და იმის ბაყვებით შემთბარ უნიტაზზე ჩამოვჯდები"…
  "ქალები ორ ნაწილად იყოფა – ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ: ვინც იგუბებს, უკეთეს მინეტს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც ყლაპავს. რასაკვირველია, ეს კანონზომიერება სულაც არაა, უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად, ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეტს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავებ, პირი სპერმით ევსება, გული კი ლოცვებით. აი, ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა – პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში – ყლე".
  "აი, პატრიარქი, რომელსაც სინამდვილეში ფრთები აქვს და ღამით გლდანის მასივის თავზე დაფრინავს. აი, ცირკი, აი, ბოზი, პანელზე მდგარი, აი, მართლმადი- დებელ მშობელთა კავშირი, რომლებიც, იდეაში, ნეტარ არიან, აი, დიდძუძუებიანი ქართლის დედა და პატარაძუძუებიანი ქართველი ვარსკვლავი, თბილისის მერი, აი, გალაქტიონის მერი, აი, მსუქანი მერი, ჭანტურია – ჩემი მეზობელი, აი, ინგა გრიგოლია, აი, პრეზიდენტი. აი, თითი, კერძოდ კი შუა თითი, აი, ვარაზისხევი, აი, შუქნიშანი, აი, ერი, რომელიც წითელზე გადადის. რა დასამალია და, ხანდახან მწვანეზეც გადავდი- ვართ. აი, მწერალთა კავშირი, აი, თამაზ წივწივაძე, რეზო ამაშუკელის წიგნით ხელში, აი, მეორადი მოხმარების ტანსაცმელი. აი, ჩემი ლექტორი გრივერ ფარულავა, აი, ქართული სუფრა, აი, "ასავალ-დასავალი", აი, ქალწულობის შემნახველი სალარო, აი, ეროვნული სული, აი, ცივილიზაცია, აი, ჩვენ". – "აქებდე იმას, რომელსაც ჩვენში უთვალავი შესატყვისი აქვს. მადლობა უფალს, დიახაც, უთვალავი. მაგალითადრე, სირი, შიბლა, დიშლა, ბალაყანა, ტინკი, ვინკი, კუტუ, ჭუჭუ, ჭუჭული- კა, კიტრი, ყლე, როგორც საბაც განმარტავს, როგორც მამაკაცის სარცხვინელს. ბარეღამ აქვე, სარცხვინელი. მადლობა უფალს შაბანა, შამბალა, წუნურა, პიტალო, საოხრე, სამგლე, ჩოილარი, სამში გრძელი, ბანჯგვლიანი ნაგავი. მადლობა უფალს!" 
   "გვერდით თეთრთავსაფრიანი ქალები შექუჩულან. კვარცხლბეკივით ამაღლებულ ალაგას, მანაზე, რამდენიმე თხა დაუბამთ და იმათ წინაშე იჩოქებენ. თხები შარდავენ. დაჩოქილი ქალები კი შარდის ჭავლს პირებს უხვედრებენ და დალევას ლამობენ. მლაშე შარდს რომ გადაყლაპავენ, თავსაფრის კიდით ტუჩებს მოიწმენდენ და ჩურჩულით იტყვიან: მარილი ჩვენი მოგვეც ჩვენ, ჯიმშერ!"
  "სწორედ იქ, თამარის შავ მურყვამთა შორის უნდა მოვტყნა მოტყინარე ტყვნითა. კოიტუსი, როგორც კოსმოსი, უსასრულოდ მცირე და უსასრულად დიდი, ერთიან ველში ექცევა – ტოტალური შემოქმედების ველში".
  "არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე. მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც, შესაძლოა, სექსუალური აქტისდროს მამაჩემს ედო პირში… აბა- ზანაში ბანაობისას ვიბანდი იმავე საპნით, რომლითაც, შესაძლოა, დედაჩემმა გაუპარსავი ფანჩარი გაიქაფა. მე საკუთარ პენისს ვეალერსები. ეს სექსის ახალი ვარიაციაა. საპონი ტესტია. ამ ყველაფერს მივესალმები ისევე, როგორც დაიკოს ფარულ მასტრუბაციებს, რომელთა წარ- მოდგენისას სიცილისგან შარვალ- ში გამდის"…"განათლების მიღება საპირფარეშოშიც შესაძლებელია და არათუ შესაძლებელი, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოც კი. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ, ისეთი ავტორებიც კი ვიცი, ვინც საპირფარეშოში არათუ კითხულობს, წერს კიდევაც".
  "ყველა ლექსი, ალბათ, დალი მაქვს სველ წერტილში. წეყველა ლექსი, იმიტომ, რომ, შევ- დივარ წიგნებით, ფურცლებით და ა. შ… უნდა ითქვას ეს ერთხელ და სამუდამოდ. ასე რომ, ყველაზე დიდი ხელოვნება, დიახაც, იქმნება და იკითხება სწორედ ამ ადგილზე, სადაც მარტო ხარ"…
   "ადამიანის თავზე დანთხეული ფეკალიები და თესლი მოიყვანს ახალ ცხოვრებას, როგორც წვი- მას, რომელიც დანამავს ღალიან მინდვრებს და იმდენად მოაშენებს თავისუფლების მეომრებს ხოლო მერმე ამათ, თავისუფლების ამ მე- ომრებს მოიმკიან, გათიბავენ და გალეწავენ და მათი დაფქვილი იფქლიდან მოზელენ ცომს, რომელსაც თავისუფლების ქალები თავის მენსტრუალურ სისხლს შეურევენ".

ეს ამონარიდები ძალიან მცირე ნაწილია იმ "თვალმარგალიტებისა", რომლებიც უხვად არის მიმოფრქვეული თანამედროვე პრო- ლეტკულტელთა "შემოქმედებაში".

საქმეში ჩაუხედავმა მკითხველმა შეიძლება არც კი დაიჯეროს, რომ ამ "თვალმარგალიტების" ავტორთა უმრავლესობა ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატია, ამ პრემიას კი, როგორც მოგეხსენებათ, დასაწყისიდან დღემდე, ბატონი მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.
  თქვენ უნდა ნახოთ და მოუსმინოთ, როგორი თავმოწონებით საუბრობს ხოლმე ნომინანტთა დაჯილდოებისას პატივცემული მამუკა და როგორ ამაყობს იმით, რომ ამ პრემიით ლიტერატურული პროცესების განვითარებას და ნიჭიერი ავტორების წარმოჩენას უწყობს ხელს.
 შეიძლება არაფერი გესმოდეს ლიტერატურისა, შეიძლება საერთოდ ვერ ერკვეოდე მწერლობაში, მაგრამ ლიტერატურისა და მწერლობის ცოდნა რა საჭიროა იმის გასაგებად, რაც ამ ტექსტებში წერია?


  ასე რომ, გამორიცხულია, ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარე რატი ამაღლობელი ატყუებდეს, რომელიც, როგორც თვითონ აღიარებს, თავის "შედევრებს" ტუალეტში ქმნის და ნამდვილი მწერლობის ნაცვლად სირითა და შამბალათი გაძეძგილ ტექსტებს აჩეჩებდეს ხელში.
  მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენია, ბანკირია და, ცხადია, ის, როგორც ანგარიშიანი კაცი, ფულს ჰაერში ტყუილუბრალოდ არ გადაყრის.
  მან, რა თქმა უნდა, შესანიშნა- ვად იცის, რას აფინანსებს და რა- ტომ აფინანსებს და ისიც კარგად მოეხსენება, რა პროპაგანდისტულ მანქანას ემსახურება ყოველივე ეს.

 ხაზარაძე ერთგულად მიჰყვება ზემოთნახსენები "დალესის დოქტრინის" ინსტრუქციას და ყველანაირად უწყობს ხელს იმ შემოქმედებით ინტელიგენციას, რომელიც ადამიანთა შეგნებაში სექსის, ძალადობის, ღალატის, უზნეობის კულტს ნერგავს. უფრო მეტი რა უნდა გაუფუჭოს ხაზარაძემ საკუთარ ქვეყანას, ან ისეთი რა უნდა გაუკეთოს, რომ ეს ღალატი და დანაშაული გადაიფაროს?

  არ იფიქროთ, მხოლოდ მწერლობაში ხდებოდეს მსგავსი დივერსიული ხასიათის პროცესები. არა, ეს კარგად გამართული და ორგანიზებული სისტემაა, რომელშიც ჩართულნი არიან პოლიტიკოსების ერთი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია (განსაკუთრებით ელექტრონული მედია) ინტერნეტსაიტები, სოციალური ქსელები და ა. შ. ყოველივე ეს, ერთად აღებული, საკმაოდ სერიოზული და სახიფათო ძალაა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან მუდმივი რყევების, მუდმივი ბიძგების, მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში ჰყავს და მას ნორმალურ, მშვიდ გარემოში განვითარების საშუალებას არ აძლევს.


27 წელია საქართველო მუდმივი შანტაჟისა და მასობრივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ამ უმსგავსობას ჯერ- ჯერობით დასასრული არ უჩანს.
  შანტაჟი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებზე დიდი ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თავიდან ბოლომდე შანტაჟის ელემენტებითაა გაჟღენთილი წერილი, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა და რომელიც პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.

  „თქვენ ჯერ ერთი კვირაა, მინისტრი ხართ და უკვე მოფუჭდით – თქვენმა სისტემამ იძალადა მთვრალ ადამიანზე და მერე თქვენმავე სისტემამ გამოაქვეყნა მთვრალი ადამიანის დამონტაჟებული, საცოდავად შეკოწიწებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის იგინება. კი, ბატონო, გინება მართლაც რა საჭიროა, პრემიერ- მინისტრი ხომ არ ხარ! მაგრამ უცნაური ისაა, რომ თქვენც და მთელი თქვენი სისტემა მთელი ეს დღეები ცდილობდით, ნაწამე- ბი ადამიანის გინება წარმოგეჩინათ ისეთ რამედ, რაც მის წამებას ლეგიტიმურს ხდიდა.

  ეს კარგად დაიმახსოვრეთ: თქვენმა სისტემამ ოთხი საათის განმავლობაში აწამა ადამიანი. მართალია, გაგიმართლათ, რომ არ შემოგაკვდათ და ახალ გირგვლი- ანად არ გექცათ ეს საქმე, მაგრამ მაინც არ გაგიმართლათ – ეს ნაწამები ადამიანი აღმოჩნდა ზვიად რატიანი – თანამედროვეობის ერთ- ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტი საქართველოში. ასე რომ არა, ეს „ქეისიც“ ისე მიიჩქმალებოდა, როგორც არაერთი მიჩქმალულა. ოთხი საათის განმავლობაში ნაჟეჟი ადამიანი რომ შეაგინებდა პოლიციელებს, ეს გაგიკვირდათ? მართლაც ცუდად გქონიათ საქმე, ამის მეტი რესურსი თუ არ გაქვთ – ლამის გული ამიჩუყდეს. დიახ, ჩვენ, მწერლები და პოეტები, ხანდახან ვთვრებით და ხანდახან ვიგინებით კიდეც (მაგალითად, ასე: მოძალადე პოლიციელებო, თქვენი ოჯახები მოვტყან!) და აწი, უფრო ხშირად დავთვრებით და უფრო ხშირად შევაგინებთ მოძალადე გაიშნიკებს.

   თქვენ გგონიათ, ამ დამონტაჟებული, შეთითხნილი ვიდეოე- ბით დაგვხევთ უკან და ამით საკუთარ სადისტ თანამშრომლებს „გააპრავებთ“? ცუდად გცნობიათ ქართველი ხალხი და მით უმეტეს, ჩვენი მწერლები. ჩვენ ასეთი რამეები „თამაშად და გვიჩანს მღერად“, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, შევდივართ ამ ომში. და ამ ომში გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი (საიდუმლოდ გეტყვით, რომ ეს თქვენ არ ხართ). თუ სამართლიანი რეაგირება არ იქნება, ჩვენ შეურაცხმყოფლად გავაშავებთ თქვენს მოძალადე სისტემას – გავაკეთებთ შარჟებს, სასაცილოდ ავიგდებთ თქვენი სისტემის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რომანების და ლექსების პერსონაჟებად გაქცევთ, ქუჩის სტენსილების მთავარ „გმირებად“ გამოვიყვანთ მოძალადე ნაბუშრებს, გავაკეთებთ თქვენთვის ფრიად უსიამოვნო პერფორმანსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღეა ახალგაზრდა არტისტები უკვე გვთხოვენ ამ ნაბიჯებს. მადლობლები ვართ, ახალი შთაგონება რომ გაგვიხსენით. სანამ ამ საქმეში მონაწილე ერთი მოძალადე „გაიშნიკიც“ კი გარეთ იქნება, მანამ არ მოგცემთ მოსვენებას, არ ამოგასუნთქებთ! მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შეგიყვანთ ისტორიაში – მართალია, ძალიან კომიკურები და საშვილიშვილოდ დასაცინები გახდებით, მაგრამ, რაც მთავარია, ისტორიაში შეხვალთ, ამას თქვენით ხომ ვერასოდეს მოახერხებდით.

  ეს მუქარაა? დიახ, ეს მუქარაა, თქვენ გაქვთ მთელი სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ ადამიანს სცემოთ, მერე ვიდეოები შეუთითხნოთ, მერე ეს ვიდეო ყოვლად სამარცხვინო „შიზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეთერში გააშვებინოთ, გყავდეთ ფეისბუკზე 10 ლარად დაქირავებული ანონიმი ტროლების მთელი არმია და მოძალადე სისტემის ხელის ბიჭები, მაგრამ ჩვენ მოძალადეებს არ ვურიგდებით. არ ვურიგდებოდით წარსულში და არ შევურიგდებით მომავალშიც.

   ბატონო გახარიავ, თქვენ ინ- ტერვიუში თქვით, რომ ჩვენთან, თანამედროვე მწერლებთან ერთად გინდოდათ რეფორმის გატარება. თქვენ მართლა ეს გგონიათ რეფორმა? შევარდნაძისდროინდელი რეიდებით რომ დადიხართ, მთვრალ ხალხს რომ აწამებთ და მერე ვიდეოებს უთითხნით – მართლა ეს გგონიათ რეფორმა?! სადისტ პოლიციელებს რომ ხელს აფარებთ, ეგ გგონიათ რეფორმა? და ფიქრობთ, რომ ჩვენ მოვალთ თქვენთან და ამ ყველაფერში ხელს შეგიწყობთ? მგონი, მართლაც ვერ აცნობიერებთ ვითარების სირთულეს.

  ჩვენ ვიცით საზოგადოების განწყობა (ეს ჩვენი პროფესიული თვისებაა), ამიტომაც ქართველი მწერლების, პოეტების, მხატვრების, პერფორმერების და ზოგადად, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ ბოდიში მოიხადოთ საქვეყნოდ. და ამ ბოდიშს თან უნდა ახლდეს ძალიან მკაფიო მოქმედებები. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ თქვენ დაინახეთ საკუთარი სისტემის დანაშაულებრივი სახე.

  ბატონო გახარიავ, შეთითხნილი ვიდეოს გამოქვეყნებით და ამით საკუთარი სადისტი პოლი- ციელების სახიდან ფურთხის ჩამოწმენდით თქვენ თავი მიიყენეთ კედელთან. ახლა თქვენი გადა საწყვეტია, შემობრუნდებით მაგ კედლიდან, თვალებში ჩაგვხედავთ და ბოდიშს მოიხდით, თუ დარჩებით მანდვე ეგრე აყუდებული სამუდამოდ. ბოდიშს ველით! დროის ათვლა დაწყებულია.“

გასაოცარია პირდაპირ – რატომ ჰგავს ასე ძალიან 2017 წელს დაწერილი ეს ტექსტი ათეული წლების წინ გამოქვეყნებულ "დალესის დოქტრინის" ტექსტს?
  ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პირდაპირ გადმოიწერეს, თავში და ბოლოში შსს მინისტრის გიორგი გახარიას გვარ-სახელი ჩასვეს და წავიდააა!
  რა თქმა უნდა, მიუღებელია, დაუშვებელია, დასაგმობია, თუ პოლიცია მოქალაქეს ცემს, მაგრამ ასევე მიუღებელი, დაუშვებელი და დასაგმობია, როცა ცდილობ, ერთი კონკრეტული შემთხვევა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციისთვის, მისი იმიჯის შესალახად და სახელის გასატეხად გამოიყენო, ხოლო ორი კვირის დანიშნულ მინისტრს წამ- მზომი ჩაურთო და თავზე ნაცრის დაყრა მოსთხოვო.

 მეტი რა უნდა ექნა შს მინისტრს– თავისი ფეხით ეახლა მწერლებს, ფაქტის ობიექტურად გამოძიებას დაჰპირდა და რეფორმების ჩასატარებლად თანამშრომლობა შესთავაზა.

– რა თანამშრომლობა, რისი თანამშრომლობა? ჩვენ, მწერლებმა, როგორ უნდა ვითანამშ- რომლოთ პოლიციასთანო, – ისე გაკვირვებით იკითხა ერთმა მწე- რალმა, თითქოს მწერალი კი არა, ძველი ბიჭი იყო და პოლიციას- თან ერთად პოლიციის რეფორ- მაზე სჯა-ბაასი "გრეხად" ჩაეთ- ვლებოდა.

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ 27 წელია, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, ხანდახან მგონია, რომ დღემდე ვერ გავითავისეთ და ვერ გავაცნობიერეთ, როგორ უნდა ვიქცეოდეთ და როგორ უნდა ვექცეოდეთ ჩვენს დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს. თითქოს დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, რომ ქართული პოლიია – ეს არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პოლიცია, ჩვენი პოლიცია და არა სსრკ–ის მილიცია;თითქოს დღედე ვერ გავითა ვისეთ, რომ სუს-ი – ეს არის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური და არა კგბ ან გრუ.

 ჩვენს მოქალაქეთა ერთ ნაწილს ქართული პოლიციის და სუს-ის მიმართ ისეთივე აგრესიული და მტრული დამოკიდებულება აქვს, როგორიც 27 წლის წინათ ჰქონდა მილიციასთან თუ კგბ-სთან, რომლებიც სრულიად ობიქტური მიზეზების გამო ქარ- თველი კაცის ცნობიერებაში მისი თავისუფლების შემზღუდავ სადამსჯელო სტრუქტურებთან იყო ასოცირებული.

ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სახელმწიფოსთან გაუცხოებისა და კონფრონტაციის საგანგაშო პროცესს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან რაღაც ძალები მიზანმიმართულად უწყობენ ხელს, ამ პროცესის შესაჩერებლად კი ვინ უნდა იბრძოდეს პირველ რიგში, თუ არა მწერალი, თუ ის ქართველი მწერალია და არა უფესვო, უჯიშო, უსამშობლო მჯღაბ- ნელი, რომელსაც კალამი და თავისი სასქესო ორგანო ერთ- მანეთში არევია და ამ სასქესო ორგანოთი "წერს" ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს, ვიღაც-ვიღაცები კი ამ უმსგავსობას ტაშს უკრავენ, ახალისებენ, აქეზებენ, პრემიებით აჯილდოებენ, რეკლამირებას უწევენ, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული მწერლობის განად- გურებისკენ არის მიმართული.

ქართული მწერლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა დღეს, ის დაიწყო გაცილებით ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ითქვა, რომ ქართული მწერლობა მოკვდა, ნამდ ვილი მწერლები კი მთაწმინდაზე განისვენებენო, ხოლო ამ ფრაზას თავისუფლებისა და დამოუკი- დებლობისთვის საბრძოლველად შემართული ქართველები დიდი აღტაცებითა და ოვაციებით შეხ- ვდნენ.
 – თუ ქართული მწერლობა მოკვდა, მაშინ საქართველოც მომკვდარა და თქვენ რა გიხარიათ – მკვდარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა რა ჭირად უნდა-მეთქი, – დავწერე მაშინ, 28 თუ 29 წლის წინათ და კინაღამ ჩამქოლეს.

ქართული მწერლობის ნელი და მტანჯველი სიკვდილი მოკვდინების პროცესი დღემდე გრძელდება და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ის მოკვდება მასთან ერთად მოკვდება საქართველოც, რადგან საქართველოს სული ქართულ მწერლობაში დგას.


Картинки по запросу ლაშა ბუღაძე  რუსთავი 2–ზეარის ასეთი მწრალი ლაშა ბუღაძე, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ თავის ერთ მოთხრობაში დაწვრილებით აღწერა თამარ მეფის ქორწინების პირველი ღამე, როცა თამარის ქმარი, გიორგი რუსი, იმის ნაცვლად, რომ დედოფალთან გაეყო სარეცელი, ქათამს მიუდგა.
  მწერალი ისე დამაჯერებლად ჰყვებოდა ამ ფანტასმაგორიულ ამბავს, თითქოს თავისი თვალით ენახოს, როგორ ჩინჩლავდა ოკუპანტი რუსი დედოფლის კარზე გაზრდილ ქართულ "ქათამს".
  ცხადია, მოთხრობის მრისხანე პათოსი რუსეთისათვის თავსლა- ფის დასახმელად იყო მიმართული,თუმცა რუსეთს ყურიც არ შეუ- ბერტყავს ბუღაძის ამ "მომაკვდინებელ" დარტყმაზე, სამაგიეროდ, ქართველები გადაირივნენ და იმ დონეზე გადაირივნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, საქმეში ჩარეულიყო და ახალგაზრდა მწერალი თავის კარზე ეხმო სამასლაათოდ.

  ჟამთააღმწერელი დუმს, თუ რაზე ისაუბრეს მხცოვანმა პოლიტიკოსმა და ახალგაზრდა კალმოსანმა, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ვიზიტის შემდეგ ბუღაძე კიდევ უფრო გაყოყოჩდა და გათამამდა და იქით შეუტია ყალყზე შემდგარ ქართველებს, რომლებიც, როგორც მათ სჩვევიათ, მალევე დაცხრნენ და დაშოშმინდნენ.
  სულ მალე ბუღაძეს ტუზი დაეცა – ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობის" სახით, მისიანები მოვიდნენ, თამარის პაპას, დიდ დავით აღმაშენებელს, ქალაქიდან "აახვევინეს" და პირი იქითკენ უქნეს, საიდანაც მოვიდა. მართალია, ბუღაძე საჯიშედ ამორჩეულ ბუღასავით გალაღდა, წერასაც უმატა და უმატა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთი ვერაფერი შექმნა, თამარ მეფის ხსოვნის შეურაცხმყოფელი მკრეხელური მოთხრობის მიერ მოტანილი "დიდება" და "სახელი" გადაეწონა და დაეჩრდილა. ფრიად უნიჭოდ და უგერგილოდ დაწერილი ეს "ნაწარმოები" მისი შემოქმედების "მწვერვალია" და ის მხოლოდ ამ "შედევრით"  შევა ქართული მწერლობის ისტორიაში.

  ბუღაძეს პოლიტიკურ პროცესებში ლავირება ეხერხება და თანაც ამას ისე მოხერხებულად აკეთებს, რაიმე რომ უთხრა, აქეთ შემოგიტლიკინებს ენას – რა პოლიტიკა? რისი პოლიტიკა? მე მწერალი ვარ და ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ვირჯები – სიბნელიდან სინათლისკენ მივუძღვები ჩემს ერსო.
  ეს იმ ერზეა საუბარი, რომლის წმინდანის საწოლ ოთახში ისე უბოდიშოდ შეაბიჯა, თითქოს საკუთარ "სპალნაში" შესულიყოს. აშკარად მესიანისტური "გადახრები" აქვს ბუღაძეს – ჰგონია, რომ ქართველი მოსეა და "ლურჯად ნახავერდები" ქართული უდაბნოდან მაინცდამაინდ იმან უნდა გამოგვიყვანოს. ბუღაძე, რომელიც ვითომდა პროდასავლური ღირებულებების რეკლამირება-პროპაგანდით სპეკულირებს, დღე და ღამე "ნაციონალური მოძრაობის" ჯიბის ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის სტუდიაში ზის და მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ პოლიტიკური ინტრიგისთვის ხელსაყრელი ესა თუ ის თემა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ინტერესებს არ მოარგოს. ბუღაძეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ნაციონალური მოძრაობის" შტატგარეშე წევრი, მისი საიდუმლო აგენტი, რომელიც გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს "ნაცმოძრაობისთვის", ვიდრე თუნდაც პარტიის ოფიციალური თავმჯდომარე. ასე იყო ამჯერადაც, როცა პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული სამწუხარო შემთხვევა ლაშა ბუღაძის მეცადინეობით და ორგანიზებით არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ, ზოგადად, მთელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდა, რომელსაც აქტიურად აშუქებდა "რუსთავი-2" და, როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთს ასხამდა.

  ვიზიარებ იმ ვერსიას, რომ ამ კარგად მომზადებული და ორგანიზებული აქციის მთავარი წამქეზებელი სწორედ რომ მამუკა ხაზარაძე იყო, რომელმაც, როგორც ჩანს, უცებ იყნოსა, რომ რატიანის თავგადასავლიდან მისთვის ხელსაყრელი ინტრიგა გამოდნებოდა, სასწრაფოდ შეაკრებინა თავისი ლაურეატების "როტა", "სტარშინად" ბუღაძე დანიშნა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ გალაშქრება ბრძანა. როგორც ჩანს, ვიღაცები ლაურეატობის მეორე ან მესამე წრეზე აპირებენ წასვლას, ისე გულმოდ- გინედ იჭაჭებოდნენ, ისე ომახიანად, ისეთი ხაფი ხმით უტევდნენ შსს-ს, პოროკურატურას, სასამართლოს.
   ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რატიანის ერთი დათრობის ხარჯზე აპირებდნენ ესენი აშენებას, თავად რატიანი კი, რომელიც ამ ორომტრიალში ყველაზე ნაკლებად ხმაურობდა, დიდად არც აინტერესებდათ.

  ლაშა ბუღაძე საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გადასწვდა და მას სიცრუისა და სიბნელის გამავრცელებელი საბჭოთა რუდიმენტი, სამარცხვინო მაუწყებელი, ნეხვი უწოდა. რა ჰქვია ამას, როცა "რუსთავი-2"-ის სახით თავად ზიხარ ნეხვში, თანაც სისხლით გაჟიჟინებულ ნეხვში და ნეხვს სხვას რომ უწოდებ? იმდენი სიცრუე და სიბნელე აქვს გავრცელებული "რუსთავი-2"-ს, რომლის "ამბიონიდანაც" ლაშა ბუღაძე, ეკა კვესიტაძე და მათი ამფსონები საზოგადოებრივ მაუწყებელს ლანძღავდნენ, ცოტა სინდისმაც ხომ უნდა შეგაწუხოს და იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდე, ვისი სამრეკლოდან არისხებ ზარებს? ან უკიდურესად ფლიდი და ფარისეველი თუ არ ხარ, "ნაცების" დროს ნაპროკურორალი კაცი რომ გაზის თავზე გენდირექტორად და იმის ინსტრუქციებს რომ ასრულებ, ვასიკო მაღლაფერიძეზე როგორ უნდა თქვა აუგი? ჩემი თაობის ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ თეიმურაზ მაღლაფერიძე, შესანიშნავი ფი- ლოლოგი და პედაგოგი, კარგი მწერალი და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, რომელსაც თავის განუყრელ მეგობართან, იური ჯაფარიძესთან ერთად, ფეხით ჰქონდა შემოვლი- ლი მთელი საქართველო.

 ჩვენ, მაშინ, ცხადია, პატარა ბიჭები ვიყავით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბატონი თეიმურაზი და ბატონი იური გვემეგობრებოდნენ, გვეძმაკაცებოდნენ და ამ მამაშვილური სიყვარულის ფონზე, თითქოსდა სასხვათაშორისოდ, ხაზგასმისა და პათეტიკის გარეშე გვასწავლიდნენ მთავარს და უპირველესს – სამშობლოს სიყვარულს. ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, რომ არ ვთქვა, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები: ჩვენ ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას, მათ შორის, ვასიკო მაღლაფერიძესაც, რაღაც შეეშალოს, მაგრამ ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული – თეიმურაზ მაღლაფერიძის შვილმა, გამორიცხულია, საქართველოს საზიანო საქმეს მოაწეროს ხელი, რადგან ისიც რელიგიასთან გათანაბრებული იმ სწავლებიდან მოდის, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

დღეს, როცა სიტყვა სამშობლო ბევრისთვის შინაარსისგან დაცლილ ბგერების გროვად იქცა, ალბათ, ვიღაც-ვიღაცებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით სამშობლოს სიყვარულზე და, ზოგადად, სამშობლოზე ლაპარაკი. ჩვენ მათთვის დროს ჩამორჩენილი გოები ანუ გოიმები ვართ, რომლებიც დახავსებულ და ჩასაძირად განწირულ ხომალდს, სამშობლოს, ჩავბღაუჭებივართ და მზად ვართ, მასთან ერთად შთავინთქათ მღვრიე და მრისხანე ოკეანის ფსკერზე. დაე, ვიყოთ ჩვენ სულელი გოები, თქვენ კი, თქვენ, რომლებიც ყ..ამოგდებულები და შიშველ-ტიტვლები დატანტალებთ ქართულ მწერლობაში, თქვენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გარყვნათ, გააბითუროთ, გაათახსიროთ საკუთარი ერი, რადგან ეს გლობალიზმის საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი და გაყიდვადი "პროდუქტია", ჩვეულებრივი მოღალატეები და გამყიდველები და მეტი არაფერი!

მეტის ნახვა
20-01-2018, 19:43