სარეკლამო ადგილი

947x125



გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე ექს-პრეზიდენტმა ალმაზბეგ ატამბაევმა განაცხადა, რომ დასვენების პერიოდში საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომზადების საქმით დაკავდება.
 
სდპყ-მა უნდა აჩვენოს, როგორი უნდა იყოს პარლამენტი, – ამბობდა ატამბაევი.

ყირგიზეთის რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ სანამ პარტია შედეგებს აჩვენებდა, მანამდე ის იმ ჭუჭყისგან უნდა გათავისუფლებულიყო, რომელშიც 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია.

დღეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში მმართველ პოსტებზე იმყოფებიან, აქვთ მსხვილი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია პარლამენტში, თუმცა მთავარი ძალა უფლებისგან მაინც ჩამოშორებულნი არიან.

დღეს დღეობით სდპ-ში თავმოყრილია იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებმაც სდპ პარტიად გამოაცხა და 2010 წელს, რევოლუციის შემდეგ და ხალხს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აღუთქვა. ერთ-ერთი ლოზუნგი, რის გამოცა სდპ-ის მხარდამჭერები მაშინ ქუჩაში გამოვიდნენ, იყო ბრძოლა ტოტალური კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ გავიდა წლები და ქვეყნის მმარველმა ლიდერებმა გადალახეს მხოლოდ ერთი პრობლემა – მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებზე ნათესავების გადანაწილების ნაცვლად, თანამდებობებზე ღირსეული ადამიანები მოიყვანეს, რომლებსაც ნამდვილად შესტკიოდათ გული ქვეყანაზე, რესპუბლიკაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ასე დიდ ხანს არ გაგრძელებულა. უფრო მეტიც, ქვეყანა შევიდა სრულიად ახალ ფაზაში – „წრიულ გირაოში“– პარტიული პრინციპით. დღეს სდპყ-ის წევრობა ნიშნავს ხელშეუხებლობას და რაც უფრო ურყევი პოზიცია გექნება პარტიაში მით მეტად უსაფრთხოდ იქნებით. შეიძლება სწორედ ამიტომაც, უკანასკნელი ხუთი წელიწადი, ლამაზი და ხმამაღალი ლოზუნგების მიუხედავად, კორუფციის ჭაობიდან არც ერთი თევზი არ ამოუყვანიათ. საშუალო დონის კორუფციონერებმა კი ღიმილის მომგვრელი სასჯელები, ან უბრალოდ, ზეპირი გაფთხილებები მიიიღეს.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი გახლავთ დეპუტატ ჟაგორკა კენეშას ურთიერთობა სდპყ-ის ფრაქციის წარმომადგენელთან მუზაფარა ისაკოვთან.

გასული წლის თებერვალში გენერალურმა პროკურატურამ ისაკოვის წინააღმდეგ სს საქმე აღძრა და უკვე მარტში განაცხადა კიდეც მისი ბრალის დამტკიცების თაობაზე. გაითვალისწი ნეს, რომ კორუფციას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, პროკურატურას მოუხდა დაემტკიცებინა, რომ დეპუტატმა, რომელმაც წარსულში სუზაკსკის რაიონის ტაშბულაკსის აულში ოპგ-ს ორ განიზაცია ჩამოაყალიბა (სადაც შედიოდა რაიონის სახელმწიფო რეესტრისა და არქიტექტურის სამსახურები), სასოფლო-სამეურნეო მიწის უკანონო გაყიდვით ინდივიდუალური საცხოვრებ ლის მშენებლობის ნებართვა გასცა და პირადად თვითონ მოაწერა ხელი 315 უკანონო გადაწყვეტილებას ნაკვეთების გადაცემის შესახებ. გაყიდული ფართობების მთლიანი რაოდენობა 14 ჰექტარს შეადგენდა. 315 ნებართვაზე თითოეულმა მოქალაქემ 3000 აშშ დოლარი გადაიხადა, რაც თითქმის მილიონი ამერიკული დოლარია. ეს თანხა ყოფილი დეპუტატის ჟოგორკა კენეშას ჯიბეში აღმოჩნდა.

თუმცა, მანამდე ამ საქმის ხმამაღლა განმცხადებელი პროკურატურა უცებ ჩაჩუმდა, ანდა ჩააჩუმეს. საქმე გადაეგზავნა არქივს ისე, რომ სასამართლომდე არც მისულა. ისაკოვი კი კვლავ ამაყად იკავებს დეპუტატის სავარძელს – ფარავს წარსულის ბნელ საქმეებს და სარგებლობს „დეპუტატის ხელშეუხებლობით“.

სდპყ-ის პარტიის წევრის მანდატი ყველაზე საუკეთესო დაცვაა პარლამენტის დეპუტატისთვის. ამ მანდატითაა დაცული ილდიზ მუსაბეკოვი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს წარუდგა, როგორც სამი შვილის დედა და სამაგალითო მეუღლე. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა მამხილებელი სტატია, სადაც სამი შვილის დედა ემუქრებოდა ჟურნალისტს, რომ მას 10 მამაკაცს გააუპატიურებნებდა.

„მე შენ ცოცხლად გაგატყავებ!“ – უყვიროდა დეპუტატი სატელეფონო საუბარში ჟურნალისტს (ამ საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში ახლაც შეგიძლიათ იხილოთ).

თუმცა პარტიის წევრებს შორის რეალური გამაუპატიურებლებიც არიან.

პარლამენტის არჩევნების პერიოდში, ორი წლის წინ, სდპყ-ის სიის კანდიდატებს შორის 57-ე ნომრად დილმურატ აკპარალიევი ირიცხებოდა, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს გაუპატიურე ბის გამო გაასამართლეს, მაგრამ, მოგვიანებით, 2010 წლის მარტში, ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ და ბეჭდა ინფორმაცია „ყირგზეთში ოპგ-ს წევრები ჩატკალისა და ალაბუგონსკის რაიონის ე.წ „გლავარები“ დააკავესო“. ინფორმაციას ჯალალაბადის პრესამსახური ავრცლებდა. მათი ცნობის თანახმად, მილიციას მიმართა სოფელ ალა-ბუკას მაცხოვრებელმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოტყუებითა და გამოძალვით მას პირადი თანხა 66 000 ყირგიზული ფული წაართვეს. გამომძალველებს შორის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გვარმაც გაიჟღერა, მაგრამ არც თაღლითობისთვის, არც აკპარალიევის მიერ უკანონო შეიარაღების გამოვლენისთვის სისხ ლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ამასთან ერთად, 2012 წელს ის ალა-ბუკინსკის რაიონის დეპუტატად აირჩიეს, ხოლო შემდეგ ამ რაიონის წარმომადგენლად პარლამენტში.

ჟაგორკა კენეშა დღემდე გახლავთ პარტიის წევრი.

2010 წლიდან კიდევ ერთი სექსუალური მანიაკი იჯდა პარლამენტში. ტოროგაი ზულპუკაროვმა თანამშრომლებთან ერთად 1991 წელს მუქარითა და სხეულის დაზიანებით მათთვის უცნობი მოქალაქე ოროზალიევი გააუპატიურეს. იმ პერიოდში ზულპუკაროვი მილიციელად მუშაობდა, თუმცა სდპყ-ის ფრაქციის წევრზე ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ თქმულა. საინტერესოა, რომ პატიმრობის პერიოდი მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია ასე: „კერძო მეწარმე“.

აქვს კი ზულპუკაროვს უფლება მუშაობდეს ყირგიზეთის პარლამენტში? მორალურად არა, მაგრამ, როგორც ჩანს, სოციალ-დემოკრატიული პარტია მორალურ ასპექტზე ყურადღებას არ ამახვილებს.

2013 წელს ჟოგორკა კენეშას მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ირინა კარამუშკინას მძღოლმა სამსახურებრივი ავტომობილით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ორი ადამიანი გაიტანა, მათ შორის, ერთი გარდაიცვალა, მეორე დახეიბრდა. მძღოლმა ორი წელი პირობითი სასჯელი მიიღო, ხოლო დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. დეპუტატს ბოდიშიც არ მოუხდია თავისი მძღოლის დანაშაულის გამო არც დაზარალებულისთვის, არც გარდაცვლილი ყმაწვილის ოჯახისთვის, არც ხალხისთვის.

არის კიდევ ერთი „პატიოსანი ადამიანი“ – ულან პრიმოვი, რომელსაც ასევე ოკუპირებული აქვს სდპყ საპარალმენტო სავარძელი.

ერთ წელზე მეტი ხნის წინათ პროკურატურამ ის დაადანაშაულა სახელმწიფო ტენდერებში უკანონო მონაწილეობაში, რომელიც პრიმოვის სახელთან იყო აფილირებული.

არც ისე დიდი ხნის წინათ კომპანიამ, რომელიც მისი მამის სახელზე გადარეგისტრირდა, გაიმარჯვა 8 სახელ მწიფო ტენდერში, რომელიც მთლიანობაში 28 მილიონს შეიცავდა, თუმცა აქამდე სამართალდამცავმა ორგანოებმა არავითარი ზომები არ მიიღეს. პრიმოვი კი საპარლამენტო ტრიბუნიდან სინდისის ქენჯნის გარეშე აცხადებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი“ ორიენტირებულია კორუფციაზე და გამჭვირვალობის ამაღლებას მოითხოვს, თუმცა მისთვის ამ კუთხით ყველაფერი ცხადზე ცხადია.

2010 წელს ხალხი, რომლებმაც მოაწყვეს რევოლუცია კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლების წინააღმდეგ, დღეს ხედავს სდპყ, რომელიც ხალხს აღუთქვამდა სამართლიანობის პოვნას და დამკვიდრებას და ახლა თავად გადაიქცა დანაშულის წყაროდ, ხოლო ადამიანებს, რომელთაც გუშინ და დღეს ქრთამის აღებაში ადანაშულებდნენ და გაუპატიურებაში და გამოძალვაში იყვნენ ეჭვმიტანილნი, ყირგიზეთის კანონმდებლობა იცავს. ეს დამნაშავეები დღეს პარტიის აქტიური წევრები არიან, სარგებლობენ უმაღლესი უფლებით და აქვთ დეპუტატის მანდატი, რათა დაფარონ თავიანთი დანაშაულები ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

სოორონბაი ჟეენბეკოვი, ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტი, ჰპირდება ხალხს, რომ ის დაიწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ ქვეყანაში. შეძლებს კი პრეზიდენტი ამოძირკვოს კორუფცია და გაწმინდოს პარტია იმ ადამიანებისგან, რომლებიც ანაგვიანებენ მას?

ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, რომელსაც ყირგიზეთის მოსახელობის უმრავლესობამ ოქტომბრის არჩევნებზე ნდობა გამოუცხადა, გაამართლებს იმედებს და პირობას შეასრულებს – გადააქცევს ყირგიზეთს კანონიერებისა და წესრიგის ქვეყნად.

ინტერნეტ-მასალების მიხედვით მოამზადა შოთიკო ბათიაშვილმა

მეტის ნახვა
20-01-2018, 18:39


არც ერთ პანკისელს, რომლებიც საინფორმაციო საშუალებებში კომენტარებს აკეთებდნენ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასტან დაკავშირებით, და არ გაუკეთებია მკვეთრი აგრესიული განცხადებები ზოგადად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ისინი ითხოვენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას და ეს სავსებით ნორმალური და მისაღები მოთხოვნაა.

ქისტების არა, მაგრამ იმ ქართველი პოლიტიკოსების, იმ პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა კი ნამდვილად მიკვირს, რომლებიც პირზე ადგებიან და საქართველოს მის ხელისუფლებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰკივიან, რომ ქართული სახელმწიფო მკვლელი სახელმწიფოა.
ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ისიც კი იკადრა, რომ დუისში სამძიმარზე ჩასულმა, თემირლანის ახლადგათხრილ საფლავთან პოლიტიკური განცხადება გააკეთა და კონკრეტულ პიროვნებას და ხელისუფლებას, რომელიც ვითომ ამ პიროვნებას ემორჩილება, ამ ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ღიად დასდო ბრალი და ეს გააკეთა მწუხარებისგან ისედაც თავზარდაცემული მშობლების და პანკისელების წინაშე.

ეს კაცი, კარგა ხანია, საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქვეყნის დამსმენად და ჩამშვებად იქცა, რომელიც ერთი ადამიანისადმი პათოლოგიური სიძულვილის გამო მზად არის, მთელი ქვეყანა გასწიროს და საფრთხის ქვეშ დააყენოს, ოღონდ იმ ერთ ადამიანს რაიმე ზიანი მიადგეს.
ასე იყო ამჯერადაც...

არადა, ეს პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტობაზე აპირებს კენჭის ყრას.

კი, ბატონო, იყაროს, მაგრამ სანამ ამას გააკეთებს, იქნებ ცნობა წარმოადგინოს, რომ ჯანმრთელია ფსიქიკურად, თორემ ერთ ჩვენს ნაპრეზიდენტალს ხომ დასდევს ნახევარი მსოფლიო დამამშვიდებლებით ახლა და ეს მეორეც თუ დაემატა, ნამეტანი იქნება.
ისიც საკითხავია, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი, რომელი უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, საკუთარ სახელმწიფოს ასე რომ უპირისპირდება და კრიჭაში უდგას?

ან ისეთი პრივილეგიებით სარგებლობენ რა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა მათ შორის, სამსახურმაც უსაფრთხოების, მათ დალიო შეუთანხმონ და მათ დალიო გაანდონ თურმე წინასწარ სპეცოპერაციების ჩატარების დეტალები და ოპერაციის დამთავრების შემდეგ მათვე დალიო ჩააბარონ ანგარიში?
საქართველოს სპეცსამსახურებმა გააკეთეს ისეთი რა, რასაც დანარჩენ მსოფლიოში თითქმის ყოველ კვირას არ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, რომლებიც ერთ საეჭვო გატოკებაზეც კი ადგილზე ახდენენ ტერორიზმში ეჭვმიტანილის ნეიტრალიზებას.

რა თქმა დალიო, დიდი ტრაგედიაა ის, რაც დუისში მოხდა, ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, მაგრამ იმას ეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს კომპლექსები გავუჩინოთ და დამნაშავეებად გამოვაცხადოთ მაშინ, როცა მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებული მოქმედებების გამო ისინი საქართველოს მოქალაქეებისგან ნამდვილად იმსახურებენ მადლობას.
კითხვები არსებობს საინფორმაციო საშუალებების ზოგიერთი წარმომადგენლის მისამართითაც, რომელთა მოქმედებები ხშირად ძალიან ჰგავს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას.

შეიძლება იყო ყვითელი პრესა, მაგრამ ყვითელ პრესასაც აქვს თავისი საზღვრები, რომლის გადალახვა დაუშვებელია, დასჯადია.
იყო ყვითელი პრესა და შავ საქმეებს ემსახურებოდე, თანაც თავის დასაცავად სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს იფარებდე ფარად, სხვა არაფერი რომ ვთქვათ, დიდი უზნეობა და ფარისევლობაა.

საერთაშორისო ტერორიზმმა, რომლის ფრაგმენტები საქართველოსაც მოსწვდა, არნახული მასშტაბები მიიღო.

საქართველო, თავისი მდებარეობის გეოპოლიტიკური წყალობით, ძალიან ახლოს იმყოფება ამ შემზარავი ბოროტების სამოქმედო არეალთან!

ტერორი მხოლოდ ის არ არის, როცა ადამიანებს თუ ობიექტებს აფეთქებენ.

ისიც ტერორია, როცა მშობლიურ სახელმწიფოს აშანტაჟებ, ცილს სწამებ, დანაშაულში სდებ ბრალს, დესტაბილიზაციით ემუქრები, მოკლედ რომ მოვჭრათ, ატერორებ, რითაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია.

აი, შინაური ასეთი `ტერორისტები~ მოგვიმრავლდნენ ქვეყანაში, რომლებიც, უნდათ მათ ეს თუ არ უნდათ, ნამდვილი ტერორისტების უნებლიე მოკავშირეები არიან. დროა იქნებ, მავანთა და მავანთა ქმედებებს სწორედ ამ კუთხით შევხედოთ და ის პასუხი მოვთხოვოთ, რასაც ისინი იმსახურებენ.

მეტის ნახვა
20-01-2018, 14:01


ფაროსანას შემოსევამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. ამჯერად, იზამთრებს მწერი და ეს ამბობენ როგორც, გამოზაფხულს მოსახლეობას, მისი სახით, კვლავ, თავს რისხვა დაატყდება. იგი ერთ ჯერზე 200 კვერცხს დებს და კატასტროფული სიჩქარით მრავლდება. სცადა აზიურ ქვეყანამ ფაროსანასთან გამკლავება მრავალმა, თუმცა, ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. საქართველოში გასამკლავებლად პროგრამა სახელმწიფო აზიურ ხორციელდება ფაროსანასთან, რომელსაც სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტო და პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველო უდგას სათავეში. პროგრამის შესასრულებლად უკვე მილიონობით ლარია გამოყოფილი.

წრეებთან საუბრის შემდეგ სამეცნიერო აშკარა ხდება, რომ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია, მოსახლეობა კი ამის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ ფლობს. საზოგადოებას დიდი ზარ-ზეიმით ამცნეს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეძენილია საშუალება, პრობლემას რომელიც გადაჭრის, თუმცა თუ მეცნიერთა ნაწილს მოვუსმენთ რეალობა ბევრად მძიმეა. კითხვები ბევრია, პასუხები კი, თითქმის, არ ჩანს.

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად საშუალო ტოქსიურობის მქონე ბიფენთრინი იქნა არჩეული მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ დიმეთოატი მალათიონი და უფრო მეტად ლეტალურია აზიური ფაროსანასთვის, ხოლო აცეფატი და ფასტაკი მსუბუქად ტოქსიური ნივთიერებების რიცხვს მიეკუთვნება. სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კი რატომღაც უპირატესობა ბიფენთრინს მიანიჭა, რომელიც ფაროსანას განადგურებას სხვა ზემოხსენებულ ნივთიერებებზე ბევრად მეტად არ იწვევს.

იგი, საკმაოდ ტოქსიურია ფუტკრისთვის, ასევე, არის პოტენციური კანცეროგენი და სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით საშიშია თევზებისა და სხვა წყლის ორგანიზმებისთვის. მისი წყალსატევებთან დაუშვებელია გამოყენება, რის შესახებაც მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. უფრო მეტიც, მძღოლები რომელთაც ეს ნივთიერება დაურიგდათ პირდაპირ გზის პირიდან ასხურებენ მას მნიშნელოვანი ფართობის ტერიტორიებზე. არც ის დაგვავიწყდეს დალიო, რომ ბიფენთრინი შეტანილია გარემოსთვის განსაკუთრებით მავნე ნივთიერებათა სიაში, ე.წ . список список - ში.
საქართველოში ჩატარებული ტენდერის შედეგად მთავრობამ ყველასათვის უცნობი თურქული წარმოშობის პრეპარატი `ზონდერი~ შეიძინა, რომლის ინსტრუქციაც (თავფურცელის და სხვა თანმდევი ინფორმაციის შემცველი კიდევ ორი გვერდის გარდა) მხოლოდ ორი გვერდია და მასში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა მოწოდებული. მაშინ როცა სხვა ქვეყნების წარმოების ცნობილი პრეპარატების ინსტრუქცია 14 - დან 28-30 გვერდამდეა. გაუგებარია, რატომ არ შეიძინეს აშშ-ს, კანადის ან ევროკავშირის რომელიმე კარგად ცნობილი მწარმოებლის პროდუქცია? აქვე, საინტერესოა, შემოწმდა თუ არა თურქული წარმოების პრეპარატის ტოქსიურობა და მისი აზიური ფაროსანას მიმართ ლეტალობა.

ინფორმაცია არანაკლებ საინტერესოა პრეპარატ "ზონდერის" ფასთან დაკავშირებით, კერძოდ, რა ფასად იქნა შეძენილი თურქული წარმოების პრეპარატი და რომელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში. რა საჭირო იყო ტენდერის და თუ ასე სწრაფად დასრულება რა დაშავდებოდა ტენდერი ერთი კვირის განმავლობაში გაიმართებოდა.

აზიური ფაროსანა ჩვენთან აფხაზეთიდან გავრცელდა. კითხვა ისმის: როგორ განხორციელდა თუ საერთოდ განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გალის რაიონის ტერიტორიაზე შესაბამისი მუშახელის მომზადება პლანტაციების თხილის "ზონდერით" დასამუშავებლად? არსებობს თუ არა შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაცია და სწავლება-ინსტრუქტაჟის ჩატარების დამადასტურებელი საბუთები? არანაკლებ საინტერესოა, ვინ გააკონტროლებს თუ რამდენად სწორად გამოიყენებს მოსახლეობა პრეპარატ "ზონდერს", რამდენად იქნება ეს შესაბამისობაში ინსტრუქციის მოთხოვნებთან?

წეღან როგორც მოგახსენეთ, ბიფენთრინის პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციის დარღვევა აშშ-ში ფედერალურ დანაშაულად ითვლება. საინტერესოა, როგორ აფასებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ გადაწყვეტილებას, რომ ბიფენთრინი მოსახლეობას დაურიგდა. რამდენად დამაჯერებელია, რომ ასეთ მოკლე ვადებში სამი ათასი კვალიფიცირებული მუშაკი და ინსტრუქტორი მომზადდა? აქვე, არსებობს თუ არა იმ ორასოცდაათი ათასი მოსახლის ინსტრუქტირების მოწმობა, რომელთაც დაურიგდა ეს პრეპარატები. არჩილ თქმით ჭირაქაძის: ბიფენთრინით ეზოებისა და სახლების დამუშავება, რაშიც მოსახლეობა ფულს იხდის, ბოლო დრომდე გრძელდებოდა.


მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბიფენთრინის ავიაციის საშუალებით გაფრქვევის შესახებ. არადა, ამ დროს საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ გამოყენების ერთ-ერთი მთავარი და მკაცრი შეზღუდვა პრეპარატის ატმოსფეროში გაფრქვევის პირდაპირი აკრძალვაა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ბატონი არჩილი საეჭვოდ რომ გადაწყვეტილება რეკომენდებული ეს იყო კომპეტენტური უცხოელი ექსპერტების მიერ. არჩილ ჭირაქაძე: ცხადია, ამ დროს ხერხით გაფრქვევის მკვეთრად ეცემა პრეპარატის ეფექტურობა და მრავალჯერ იზრდება გარემოს დაბინძურება.

მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან გვინდა გავამახვილოთ დეტალზეც: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა გეგმა საქართველოში იაპონური კრაზანას შემოყვანის თაობაზე. ცნობილია, რომ ამგვარი მოქმედებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა მსგავსი პრობლემის წინაშე მდგომმა ყველა სხვა ქვეყანამ. მეცნიერთა აზრით, საკითხი მეცნიერთა კორპუსის და ეს არ უნდა საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე გადაწყდეს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
18-01-2018, 13:50


უცნაური ხალხი გამოვდექით ქართველები, დავგმეთ ბესლანის ტერაქტი, 11 სექტემბრის ტერაქტი, ვიგლოვეთ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დახოცილი ადამიანები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი ჩვენს სამშობლოში გაჩნდა ტერაქტის საშიშროება, უცებ აღმოვჩნდით ტერორიზმში ეჭვმიტანილების დამცველები.

ფაქტები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა მას შემდეგ, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს, თუკი პანკისის ხეობაში დაიწყება საპროტესტო აქციები. სოციალურ ქსელში "ნაცები"და მათი "მონათესავე" პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოების შეცდომაში და შეყვანას საპროტესტო "ტალღის აგორებას" ცდილობენ და ათასნაირი ინფორმაციის არასერიოზული გავრცელებით `სუს~-ის ამაოდ დისკრედიტაციას ლამობენ.

სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები ოპონენტებს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებენ: "როდესაც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზეც კი უარს ამბობს კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, მე მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და მე მგონია, რომ არის ნამდვილად აქ იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, ეს იყო გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული ამას და არ ამბობენ მხოლოდ ქართული სპეცსამსახურები, ამას ერთ-ერთი განვითარებული, დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყნის შს მინისტრიც კი ამბობს", – განაცხადა ზემოდ აღნიშნულთან სოფო დაკავშირებით კილაძემ.

ცოტნე გამსახურდიამ აღნიშნული პროცესები ასე შეაფასა - "ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" იყო ერთერთი უსასტიკესი და უბნელესი წარმონაქმნი თანამედროვეობის ისტორიაში. პანკისის ხეობიდან იქ საბრძოლველად დაახლოებით ასამდე ახალგაზრდა იყო წასული, დაიღუპა უმეტესი ნაწილი. მაინტერესებს, ერთმა ინდივიდუალურად პანკისელმა უხუცესმა, თუ რომელიმე კოლექტიურმა ორგანომ თუ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მათი დაგმო საქციელი, ან მოუწოდა კეთილგონიერებისკენ? მესმის, რომ პანკისს აკლია ყურადღება, მძიმე ეკონომიკური პირობებია, სოციალური ვაკუუმია. ნახეთ, რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში.

ცნობადი-ნაცმაცუნები სასაცილოა "დღესაც რუსულ კვალს" რომ ხედავენ ყველაფერში, სინამდვილეში კი კუდებით არიან გადაბმული სწორედ რუსულ სპეცსამსახურებთან...

სულ ახლახან, ოპოზიცია მხარდამჭერ მედიასთან ერთად დასტიროდა ჩატაევს არადა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკლ მაკოლმის განცხადებით – ჩატაევი სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და `ისლამური სახელმწიფოს~ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებისთვის იყო პასუხისმგებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა.

ჩატაევი არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში და ბოლოს უკრაინაში. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ სააკაშვილის მიხეილ, ვანო მერაბიშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩარევის შედეგად უკრაინის ხელისუფლებამ ჩატაევი საქართველოს გადასცა. ჩატაევი თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. შემდგომ კი ის სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.
მალე ლაფანყურის მოვლენებს გამოეხმაურა კავკასიის იმარათი – გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდნენ და ღალატის დამტკიცების შემთხვევაში გია ლორთქიფანიძესა მის თანამოაზრეებს სასჯელი და არ ასცდებოდათ (რჩება მუქარა ძალაში)."

იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული თანხის საფასურად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს საქართველო-დაღესტნის საზღვრის უსაფრთხოდ გადაკვეთის გარანტიას აძლევდა, აღარც ექსპერტები უარყოფდნენ. 2013 წლის 15 აპრილს “ფეისბუკში” გამოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას განცხადება, სადაც ამხილა გია ლორთქიფანიძე.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უწყებები აგრძელებდნენ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო რეგიონულ კოლეგებთან ინფორმაციის აქტიური გაცვლის მიმართულებით. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი პროგრამის იმპლემენტაციის მიმართულებით.

და ბოლოს, ისე, ყოველი შემთხვევისათვის:
  • 2006 წლის 11 ივლისი, ინდოეთი: მუსლიმი ტერორისტები თავს ესხმიან რკინიგზას მუმბაიში – დაღუპულთა რაოდენობა – 182 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა - 770.
  • 2005 წლის 9 ნოემბერი, იორდანია: სამი დასავლური დაბომბვა ცენტრალურ ამანში სასტუმროს – დაღუპულთა რაოდენობა – 67, დაშავებულთა რაოდენობა - 150.
  • წლის 2005 ოქტომბერი, რუსეთი: თავდასხმა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ნალჩიკში -
  • დაღუპულთა რაოდენობა – 130
  • 2005 წლის 1 ოქტომბერი, ინდონეზია: სამმა სუიციდმა აიფეთქა თავი ინდონეზიის დასასვენებელ კუნძულ ბალიზე. დაღუპულთა რაოდენობა – 22 ადამიანი.
  • წლის 2005 23 ივლისი, ეგვიპტე: ეგვიპტის დასასვენებელ კურორტზე შარმ ელ შეიხზე დაბომბვის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი უცხოელი ტურისტების ჩათვლით.
  • 2005 წლის 7 ივლისი, ბრიტანეთი: სამი მეტროს და ავტობუსის დაბომბვა, დაღუპულთა რაოდენობა – 56, დაშავებულთა რაოდენობა – 700.
  • 2004 წლის 1 სექტემბერი, რუსეთი: 30 კაციანი ჯგუფი შეიჭრა ბესლანის სკოლაში, სადაც 1100 მძევალი აიყვანეს. დაღუპულთა -300 რაოდენობა.
  • 2004 წლის 1 მარტი, ესპანეთი: 10 ბომბი აფეთქდა მატარებელში. მაროკოელი ისლამისტები დამნაშავეები არიან. დაღუპულთა რაოდენობა – 191.
  • წლის 2003 ნოემბერი, თურქეთი: სტამბოლში მოხდა აფეთქებები. დაღუპულთა რაოდენობა - 33.
  • 2003 წლის მაისი, მაროკო: კასაბლანკას პორტში ისლამისტების 5 შეტაკების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა 45-ს.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს სტატისტიკა ძალიან `სეკვესტრირებულია~ და გაცილებით მეტი ტერაქტი მოხდა, გაცილებით მეტი მსხვერპლით. თუ ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ შედეგები და ნიანგის ცრემლებს ვღვრით დამდგარი შედეგის შემდეგ, მაშინ ასეთი კატეგორიის ადამიანები კარგი იქნება ან საერთოდ ხმას ნუ ამოიღებენ, აღიარონ ან, რომ ტერორიზმს უჭერენ მხარს.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
17-01-2018, 13:51


ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: _ საქართველოში დღეს სულ ორი-სამი გაზეთია, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ. მათ შორის საუკეთესოა „საერთო გაზეთი“. აქ უმაღლესი დონისაა თითქმის ყველა პუბლიკაცია მაშინ, როცა ზოგიერთი გაზეთის სტატიიდან შინაარსის გაგება გაუჭირდება ადამიანს. ეს ამ გაზეთის რედაქტორის, ბატონი ვახტანგ ხარჩილავას დამსახურებაა, რომელიც ასევე არის შესანიშნავი პუბლიცისტი. იშვიათია დღეს მისნაირად მოაზროვნე ადამიანი და მწერალი. ჩვენი ქვეყანა ახალ წელს უამრავი პრობლემით სავსე ხვდება, თუმცა მთავარი პრობლემა ქვეყნის სიყვარულის დეფიციტია. 2018 წელს ეს სიყვარული გაძლიერებულიყოს. მე, როგორც დემოგრაფი, ვისურვებ: ყოველ ოჯახში, მინიმუმ, სამი ბავშვი ყოფილიყოს! ეს გადაარჩენს ჩვენს ერს, ქვეყანას!

მეტის ნახვა
16-01-2018, 16:29


კახა კალაძე მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გამოცდის ჩაბარება მერიის ყველა თანამშრომლებს მოუწევს, მათ შორის იმათაც, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს, ხოლო თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმები იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება და პატიოსნება. "რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მე პირველივე დღიდან ვამბობდი. რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სახლში გაშვება. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურები იყოს მოქნილ და სერვისებზე და ადამიანებზე ორიენტირებული. რეფორმები, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ და ვახორციელებთ, ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში", - თქვა კალაძემ. რეორგანიზაცია მერიაში თებერვალში დასრულდება.

მეტის ნახვა
16-01-2018, 16:11


2018 წლის 10 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის„18-საათიან“ და ,,21-საათიან“ საინფორმაციო გადაცემებში გავიდა სიუჟეტები სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის„ თაობაზე.

სიუჟეტებში გამოკვეთილად, იქნა ხაზგასმით ჩემი ნახსენები - თამაზ ურთმელიძის გვარი, ნაჩვენები იქნა კადრები, სადაც მე, 2016 წელს მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. რეალურად, სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმო ჩემს პიროვნებას.
სიუჟეტის საერთო კონტექსტი იყო სრულიად უარყოფითი და ეხებოდა იმას, რომ თითქოს დეკლარაციების შევსებისას თანამდებობის პირები მალავენ ქონებას და ჩადიან დანაშაულს.

ჟურნალისტური ეთიკა მოითხოვს, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღოს უშუალოდ იმ პირისაგან, რომელსაც ეხება სიუჟეტი. იმ შემთხვევაში განსაკუთრებით, როცა პიროვნება უარყოფით კონტექსტშია ნახსენები, მას ცალსახად უნდა მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა ხაზგასმა გააკეთა ჩემს პიროვნებაზე, იგი მე არ დამკავშირებია და არ შესაბამისად მიუღია ინფორმაციაუშუალოდ პირველწყაროსაგან.

საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირები იყვნენ კანონმორჩილნი გარდა და სხვა მოთხოვნებისა, სწორად ავსებდნენ სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციებს. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციებიდან დგინდება, რომ ყოველი 10-დან არასწორად ივსება 8 დეკლარაცია. ასევე ცნობილია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები შეიცვალა და 2017 შემოწმება მოხდა ახალი წლის დეკლარაციების წესით. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა ახალი წესის ამოქმედებამ ხომ არ გამოიწვია მომრავლებული შეცდომები, ან საკანონმდებლო ხარვეზი ხომ არ უდევს საფუძვლად აღნიშნულ სტატისტიკას.

ჩემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ მე არ დავეთანხმე დეკლარაციის შევსების უარყოფით შეფასებას და დაჯარიმებას, მაგრამ კანონმორჩილი მოქალაქემ როგორც, კანონის მოთხოვნის შესაბამისად გადავიხადე დაკისრებული წინასწარ ჯარიმა, ხოლო ჩემი უფლებების დასაცავად, ადმინისტრაციულისარჩელით მივმართე შესაბამის სასამართლოს. ჩემი მოთხოვნაა გაუქმდეს დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი და დამიბრუნდეს ჯარიმის თანხა.

რადგან მე არ მომეცა საშუალება ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა სიუჟეტის მომზადებისას, გთხოვთ, ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ სრულად, ოფიციალურად თქვენი ტელევიზიით, იმავე საეთერო დროს-18 საათიან და 21 საათიან საინფორმაციო გადაცემებში.

პატივისცემით,
ადვოკატი,
თამაზ ურთმელიძე

მეტის ნახვა
12-01-2018, 14:09


წლევანდელი წლის პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გახლდათ. პოლიტოლოგები აცხადებდნენ, რომ ტრამპი გახდა თეთრი სახლის ლიდერი იმაზე ნაკლები მხარდაჭერით, ვიდრე ოდესმე ჰქონია აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტს. ტრამპის ინაუგურაცია იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან მედიას შეუტია. "ომს ვაწარმოებ მედიასთან. ისინი დედამიწის ზურგზე ყველაზე უსინდისო არსებები არიან", _ განაცხადა ტრამპმა.

 მას მხედველობაში, პირველ რიგში, ამერიკული მედია ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრამპს მხოლოდ მედიასთან არ მოუწევდა ბრძოლა. პრეზიდენტობის 10 თვეში ტრამპმა თავისივე დანიშნული 12 მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი გადააყენა თანამდებობიდან.

საშინაო პოლიტიკაში ტრამპმა წარუმატებლობები პრეზიდენტობის დაწყებისთანავე განიცადა. სწორედ ამ გარემოების გასანეიტრალებლად და საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად ტრამპის ბრძანებით დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებით სირიის სამთავრობო ჯარების აეროდრომი. თუმცა მისი ერთ-ერთი დაპირება ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსთან" უკომპრომისო ბრძოლა და მისი სრული განადგურება გახლდათ. ამისთვის აშშ-ისა და რუსეთის სამხედროებმა გარკვეული შეთანხმებაც დადეს - ამიტომაც აღმოჩნდა მსოფლიო საზოგადოებისთვის მოულოდნელი სირიის სამთავრობო ჯარების აეროდრომის დაბომბვა. საინტერესო გახლდათ ის გარემოება, რომ ტრამპმა შეტევის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი იმყოფებოდა. ტრამპმა ჩინელ სტუმარს დაბომბვის შესახებ ოფიციალური სადილობისას აცნობა, როდესაც დესერტად შოკოლადის ტორტს მიირთმევდნენ. მოგვიანებით ექსპერტებმა ფაქტი ნართაულ მუქარად შეაფასეს, თუმცა სტუმარს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და არც კომენტარი გაუკეთებია. მოგვიანებით ჩინეთის მხარემ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა.

მოსკოვში ტილერსონის სტუმრობის თითქმის ერთი თვის შემდეგ სერგეი ლავროვმა განახორციელა საპასუხო ვიზიტი ვაშინგტონში. ტილერსონის შემდეგ ლავროვი დონალდ ტრამპმა მიიღო. რუსეთის ოფიციალური პირები, 2013 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილან თეთრ სახლში. ამჯერად შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სტუმარ-მასპინძლებმა ნაყოფიერად შეაფასეს. გავრცელებული ინფორმაციით, უნდა შექმნილიყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებდა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას დიდი ოცეულის ფარგლებში.

ლავროვის ვიზიტმა ახალი ძალით ააგორა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანია, ამერიკული პრესა წარმოუდგენელი ჭორებით დაიხუნძლა.

ამაშობაში საფრანგეთში მეთერთმეტე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ევროპელი პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ბინძური საარჩევნო კამპანია საფრანგეთის ისტორიაში არ ყოფილა. გამარჯვება ახალგაზრდა, 39 წლის ემანუელ მაკრონმა (რომელსაც 64 წლის ცოლი ჰყავს) მოიპოვა.

პირველი ტურის შემდეგ თავის უშუალო კონკურენტს მარი ლე პენს მაკრონი მხოლოდ 1,5 პროცენტით უსწრებდა, ხოლო მეორე ტურში თითქმის 30 პროცენტით აჯობა. მაკრონისგან განსხვავებით, ლე პენს ჰქონდა სამოქმედო გეგმა. მისი აზრით, საფრანგეთმა უარი უნდა თქვას ევროზე და დააბრუნოს მიმოქცევაში ეროვნული ვალუტა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა ადგილობრივ პროდუქციას. ამის გარდა, დღემდე ლე პენი ნატოში და ევროკავშირში ყოფნას საჭიროდ არ მიიჩნევს. პირველი ოფიციალური ვიზიტი დაონალდ ტრამპმა ევროპა-ახლო აღმოსავლეთში განახორციელა. ვოიაჟის დაწყებისას პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ ტრამპი ცოტა ხნით მაინც გაეცლება ვაშინგტონის ჭაობს, რომლის ამოშრობასაც აპირებდაო. თავდაპირველად ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია, სადაც მართლაც გრანდიოზული დახვედრა მოუწყეს.

არაბეთში ტრამპმა 280-მილიარდიანი ხელშეკრულებები გააფორმა. საუდის არაბეთის და ისრაელის შემდეგ ტრამპი ევროპას ეწვია. ტრამპის ევროკავშირში ვიზიტის შემდეგ ევროჩინოვნიკები იმედგაცრუებული დარჩნენ, მათ ვერ მიიღეს ფინანსური დახმარების დაპირებაც კი. ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა სიცილიაზე გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრა. წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში განვითარდა. დიდი ოცეულის სამიტზე დაგეგმილი იყო დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ პირველი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს პიოლიტიკოსები მოუთმენლად ელოდნენ. დიალოგი შედგა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუბარს მხოლოდ ამერიკელი და რუსი პირველი დიპლომატები ესწრებოდნენ. ორმხრივი შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

მსოფლიოს, განსაკუთღებით ევროპის ქვეყნებისთვის ტერორიზმი და მასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ. თუმცა პოლიტიკურ არენაზე წლეულს გაჩნდა ახალი თავსატეხი ჩრდილო კორეის სახით. წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 15-ჯერ გამოსცადეს ბალისტიკური რაკეტები. აგვისტოს მიწურულს ქვეყანაში წყალბადის ბომბი წარმატებულად გამოსცადეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ჩრდილო კორეის სრული განადგურებით დაემუქრა. მსგავსი განცხადება გაეროს ტრიბუნიდან მისი არსებობის მანძილზე არც ერთ პოლიტიკოსს, მით უფრო, ქვეყნის მმართველს არ გაუკეთებია. სწორედ ამ განცხადებამ შეაშფოთა მსოფლიო. აღსანიშნავია, რომ რეგიონში საომარი ვითარების დაწყებას ეწინააღმდეგებიან იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები. ჩინეთი და რუსეთი ორივე ქვეყანას დიალოგისკენ მოუწოდებენ.

ტრამპის საგარეო პოლიტიკას მიმომხილველების ნაწილი დადებითად აფასებს, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი მოღვაწეობა მან ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოყვანით დაიწყო. ამასთან, ამერიკის მოკავშირე თურქეთთან იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, `ამერიკა არ გვჭირდებაო~. პოლიტოლოგების გაოცება გამოიწვია ტრამპის გადაწყვეტილებამ, ირანთან შეაჩეროს ბირთვული თანამშრომლობა. 2011 წელს გაეროს ჩარევით, როგორც იქნა, დაიყოლიეს ეს ქვეყანა, შეეჩერებინა ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანელებმა უპასუხეს, რომ მათი ქვეყანა კვლავ დაიწყებს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას.

ამასობაში კი რუსეთი აძლიერებს საკუთარ გავლენას მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურების იქ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საუდის არაბეთის მეფის სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის მოსკოვში სტუმრობა. საუდის არაბეთის მონარქის ვიზიტი რუსეთში ისტორიაში პირველი გახლდათ. არაბეთის დელეგაციის შემადგენლობაში ათასზე მეტი წევრი იყო, რაც ბევრის მთქმელია. ვიზიტისას გაფორმდა 15-ზე მეტი ხელშეკრულება. არაბებს განსაკუთრებით შეიარაღების შეძენა სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე აშშ-სთან გააფორმერს ხელშეკრულება იარაღის შეძენაზე.

აღსანიშნავია ასევე სოჭში გამართული რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც უცხოელმა ჟურნალისტებმა "ახალ იალტად" მონათლეს. ამერიკულმა პრესამ აღნიშნა, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში პოზიციები დათმო და მაყურებლის როლში დარჩა. გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი. მიუხედავად ტრამპის მუქარისა, რომელი ქვეყანაც არ აღიარებს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, საკითხი ხმების უმრავლესობით ვერ გავიდა.

პალესტინის მეთაურის მაჰმუდ აბასის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში,. კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რომელიც გასულ კვირაას ესპანეთის კატალონიაში განვითარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82 პროცენტს გადააჭარბა, ეს მაშინ, როდესაც რაფერენდუმზე მოსახლეობის 43-მა პროცენტმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. არჩევნებზე ხმების უმრავლესობა - 70 ადგილი დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მიიღეს, რახოის პარტიამ კი მხოლოდ 3 ადგილი მოიპოვა. ვნახოთ, როგორ გასრულდება წლევანდელი წელი. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი 2018 მშვიდობიანი იქნება საქართველოსთვის, და საერთოდ, მსოფლიოსთვისაც, თუმცა ისეთი ვითარებაა სამყაროში, როდის აფეთქდება `ბომბი~ სახელად ომი, არავინ იცის…

გია ბურდული

მეტის ნახვა
12-01-2018, 12:19


    გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს მოაწერა ხელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის შემდეგ მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ საკანონმდებლო მუშაობის შესახებ, რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს.

მიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებების უკეთ დასაცავად. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომლებიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქმნება პროცედურები. ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში, რაც ასევე აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით.

ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ ამ კანონების პრაქტიკაში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო შედგეს და ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით შემდგომ საკანონმდებლო სამუშაოებსაც. ერთერთი კანონი, რომელიც ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი, ეს არის "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები. ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. აქამდე წვევამდელებს შეეძლოთ, რომ მცირე ანაზღაურების საფასურად ემსახურათ სპეციალური დაცვის სამსახურში. ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, რომ კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი ამ სამსახურში აყვანა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს ამ კანონებს და ისინი ძალაში შევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა და ასევე, საზოგადოებამ აქტიურად მიადევნოს თვალი, იმას, თუ როგორ განხორციელდება და დაინერგება ეს კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მეტის ნახვა
11-01-2018, 14:56