სარეკლამო ადგილი

947x125



რატომ დარჩნენ დედოფლისწყაროელი გლეხები სახნავ-სათესი მიწის გარეშე, ვინ და როგორ დააბრუნა სიღნაღის რაიონში მონათმფლობელური წყობა და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული პროცესები? „საერთო გაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

– მოზარდებში აგრესიის მატებამ და გახშირებული ძალადობის შემთხვევებმა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პრობლემის მიზეზი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში უნდა ვეძებოთ. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ჩვენს ტრადიციებს და გენეტიკას მთლიანად აცდენილია. გლობალისტებმა და ლიბერალებმა რამდენიც არ უნდა „დაგვამუშაონ“, ისეთი ძლიერი ფესვები და გენეტიკა გვაქვს, „უცხოს“ ადვილად ვერ მივიღებთ. სწორედ უცხოსა და მიუღებელის ძალით შემოჩეჩებამ გამოიწვია ადამიანებში აგრესია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მოსახლეობის 30% ფსიქიკაშერყეული დადის და ძალადობის ფაქტების გახშირება რა გასაკვირია? წარმოიდგინეთ, სოფლის მოსახლეობას რომ სახნავ-სათესი მიწისა და ელემენტალური შემოსავლის გარეშე დატოვებ, მშვიდად როგორ უნდა იყოს? ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2011 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა შპს „ჯეო აგრო“. ტელევიზიებში განუწყვეტლად ტრიალებდა სარეკლამო რგოლები, რომ ეს იყო წარმატებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ინვესტიციები უნდა მოეზიდა, სოფლის მეურნეობა უნდა განევითარებინა, მოსახლეობა უნდა დაესაქმებინა და ქვეყანა აეყვავებინა. იმავე წელს სახელმწიფომ ამ „ჯეო აგროს“ დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე სოფლების ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს ტერიტორიაზე 3600 ჰექტარი მიწა გადასცა. ერთი წლის შემდეგ, 2012 წელს „ჯეო აგრომ“ ეს მიწები „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა. ეს კერძო სტრუქტურაა და არავინ მომცემს ინფორმაციას, ბანკიდან აღებული ფულით რა გააკეთა, თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ იპოთეკის თანხა ვერ გადაიხადა და 2016 წელს ეს 3600 ჰექტარი მიწა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში გადავიდა. წარმოიდგინეთ, ხსენებულ სამ სოფელში მცხოვრები 5000-მდე ადამიანის მდგომარეობა, რომლებმაც ბანკის ხელში ჩავარდნილ მიწებზე მარცვლეული კულტურების თესვის და თავის რჩენის ერთადერთი საშუალება დაკარგეს. იქ სხვა შემოსავალი არ არსებობს და მიწის დამუშავების უფლება თუ არ მისცეს, ეს 5000 ადამიანი იძულებული გახდება დედაბუდიანად აიყაროს და სხვაგან გადაიხვეწოს..

– როგორც ვიცი, ამ ადამიანებმა დახმარებისთვის თქვენს ორგანიზაციას მიმართეს.

– ჩვენ რომ სიტუაციის გასარკვევად ჩავედით, ბანკს მიწის ნაკვეთებთან დაცვა ჰყავდა დაყენებული. თბილისიდან სპეცდანიშნილების რაზმებიც კი ჩაიყვანეს, რომ ხალხს მიწა არ დაემუშავებინა და ხორბალი არ დაეთესა. 20 ნოემბერს ზემო და ქვემო ქედის და არხილოს მოსახლეობამ გამგეობის წინ აქცია გამართა და დილიჩის გასხვისებული მიწების დაბრუნება მოითხოვა. ეს ხალხი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად უხდიდა „ჯეო აგროს“ მიწის იჯარის ფულს. სხვა საკითხია, კომპანიას ეს ფული ბანკის ანგარიშზე შეჰქონდა თუ არა.. აქციების ფონზე, ბანკი იძულებული გახდა, რომ ხალხისთვის თესვის უფლება მიეცა, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის.

– „საქართველოს ბანკის“ პოზიციის შესახებ რა იცით?

– ამ საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისში კახეთის რეგიონის გუბერნატორი დედოფლისწყაროს დეპუტატი და რაიონის გამგებელი ჩამოვიდნენ. სხვათა შორის, დედოფლისწყაროს ამჟამინდელი გამგებელი „საქართველოს ბანკის“ ყოფილი თანამშრომელია. მოლაპარაკებების დროს გაირკვა, რომ „საქართველოს ბანკი“ მზადაა გლეხებს ჰექტარი მიწა 1700 ლარად დაუბრუნოს, თუმცა გლეხებს ამის საშუალება არა აქვთ. ისიც უცნობია, როგორ მოსავალს მიიღებენ, რადგან „ჯეო აგროს“ დროს, ამ მიწებზე სარწყავი სისტემები და ყველანაირი ინფრასტრუქტურა განადგურდა და მოსავალი მთლიანად ბუნების წყალობაზეა დამოკიდებული. საერთოდ, მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის და არა „ჯეო აგროს“ ან რომელიმე ბანკს, ამიტომ გლეხებს მიწის გამოსასყიდი კი არ უნდა დაუწესონ, უნდა გაარკვიონ „ჯეო აგროსთვის“ მიწის გადაცემა რამდენად კანონიერად მოხდა, რა დააშავა ამ ხალხმა და სხვისი ვალის გამო რატომ უნდა დაზარალდეს? შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები ქვეყანას ისე ყიდიან, თითქოს მამა-პაპის დანატოვარი იყოს და პასუხს არავინ თხოვ თ. ის, რაც ახლა ხდება, სწორედ ასეთი დაუსჯელობის შედეგია.

– საბოლოოდ, ბანკთან შეთანხმება შედგა თუ არა?

– ჩვენ წერილი გაუგზავნეთ დედოფლისწყაროს გამგებელს და პასუხად მივიღეთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ და „ჯეო აგროსთან“ შეთანხმება მიღწეულია და მოსახლეობა მზადაა მიწის საფასური 8 წლის განმავლობაში გადაიხადოს. თუმცა, ამ შეთანხმებას მოსახლეობის მცირე ნაწილმა მოაწერა ხელი. უმრავლესობა თავს იკავებს, იმიტომ, რომ ხალხი გადახდისუუნაროა. ამ ეტაპზე სიტუაცია ასეა გაჩერებული.

– როგორც ვიცი, მსგავსი პრობლემები მხოლოდ დედოფლისწყაროში არაა და თქვენი ორგანიზაცია ანალოგიურ პრობლემებზე საქართველოს რამდენიმე რაიონში მუშაობს.

– ნამდვილად ასეა. წლების წინ, სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში, 1500 ჰექტარზე განთავსებული იყო ახალი ჯიშების გამოყვანის სელექციური ცენტრი თავისი ინფრასტრუქტურით და შენობა-ნაგებობებით. შემდეგ ეს ტერიტორია კეზერაშვილმა და ადეიშვილმა მიისაკუთრეს და 2012 წლის დეკემბერში ვიღაც არაბებს გადაუფორმეს. ეს 1500 ჰექტარი ახლა არაბების ხელშია, რომლებმაც სიღნაღში მონათმფლობელური წყობა დაამკვიდრეს და ადგილობრივი მოსახლეობა მონებად აქციეს. წარმოიდგინეთ, ადამიანებს თავიანთ მიწაზე გავლის საშუალებას არ აძლევენ და ადგილობრივი მცხოვრების საქონელი რომ გადავიდეს, იმ საქონელსაც კი ართმევენ. თუმცა, საქონელს ვინ დაეძებს, კაცს ცოლი წაართვეს და სამი შვილი უდედოდ დატოვეს.
– ცოლი როგორ წაართვეს?

– ჩვეულებრივად.. არაფერს ვაჭარბებ. ილიაწმინდელი კაცის ცოლი არაბმა წაიყვანა და არავინ იცის, ის ქალი ახლა სადაა. ის არაბი ამ კაცს შვილების წართმევითაც ემუქრება. ბავშვების ბებია გაგიჟებულია, ბავშვებს ცოცხალი თავით არავის დავუთმობო და ეზოდან არ უშვებენ. მოსახლეობა ისეთ დღეშია, რომ მზადაა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს და მიწები თვითონ დაამუშაოს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ მარტო კანონმა და ხელისუფლებამ კი არა, უცხოელს პირველ რიგში, ხალხმა უნდა მისცეს მეზობლად ცხოვრების უფლება და ეს იქნება ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია. თუ ჩვენთან ცხოვრება და მეზობლობა უნდათ, მობრძანდნენ, მაგრამ იმდენი მიწა მივცეთ, რაც საცხოვრებლად ეყოფათ. ჩვენ მიწაზე შეყვარებული ხალხი ვართ ამას თუ წაგვართმევენ, რაღა დაგვრჩება? იმ არაბმა ახლა იორი დააგუბა, ტბას აკეთებს და არაბული ქალაქი უნდა გავაშენოო. მილიონ ნახევარი ქართველი საქართველოდან ლუკმა პურის საშოვნელად არის გაქცეული და იმათ რა ვუყოთ, არასოდეს დავაბრუნოთ? ან ჩვენ გამრავლებას არ ვაპირებთ? სად ვასახლებთ ჩვენს ხალხს? იქ ირანული და ჩინური სოფელიო, აქ არაბული ქალაქიო და ჩვენი ადგილი სად არის საქართველოში?

– თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა უცხოელებზე უკვე გასხვისებული მიწების უკან დაბრუნება სამართლებრივად როგორ წარმოგიდგენიათ?


– ისეთ დიდ ქვეყნებშიც კი, როგორიც აშშ და ინგლისშია, როცა დაინახეს, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა, ნაციონალიზაცია განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს, ამიტომ უნდა დაანებონ თავი ტაშ-ფანდურს, შეადგინონ გეგმა და მიწის გამოსყიდვა დაიწყონ. სულ ახლახან, თბილისის საახალწლოდ განათებაში 3 მილიონი გადაიხადეს. გასაგებია, რომ ახალი წელი მოდის, მაგრამ ჩვენ ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ, რომ გართობა უნდა მოვიკლოთ და გაყიდული საქართველო გამოვისყიდოთ. მერწმუნეთ, ასეთი სიტუაცია მარტო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში არაა. გარდაბანში, თელავში, წყალტუბოში, აბაშაში და ყველგან იგივე ხდება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, რომ მიწა მოიხნას და დაითესოს, რომ ხალხი არ დაიმშეს და მერე ამ საქმეებს სამართლებრივად მივხედავთ. ჩვენ ახლა ეროვნული ღირსების დარბაზი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც სწორედ ასეთ ეროვნულ საკითხებზე მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დედოფლისწყაროელთა გასაჭირზე „ჯეო აგროს“ პოზიციის გაგებითაც დავინტერესდით. კომპანიის დირექტორის თქმით, ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან მიწის დაკარგვის მიუხედავად, ბიუჯეტის წინაშე აღებულ ვალდებულებების შესრულება უწევთ.

შპს „ჯეო აგროს“ დირექტორი ბესიკ თეთვაძე:


– როგორც იცით, ჩვენ ვერ დავფარეთ საბანკო ვალდებულებები და ბანკმა მიწა სესხის უზრნველყოფიდან გამომდინარე, ოფიციალურად წაიღო. დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ ფართის დათმობა მოგვიწია. შესაბამისად, ამჟამად, არავითარი მოლაპარაკებების პროცესებში არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან იურიდიული და ფაქტიური მფლობელიც ბანკია.

– როგორც ვიცი, ადგილობრივი მოსახლეობა საიჯარო გადასახადებს წლების მანძილზე კეთილსინდისიერად იხდიდა. ამიტომ საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა საბანკო ვალდებულებების შესრულება?

– 3535 ჰექტარიდან გაქირავებული დაახლოებით 300–500 ჰექტრამდე იყო. თანაც ჩვენ მოსახლეობასაც შეღავათებს ვუკეთებდით- ნაწილს თავიდან ვახდევინებდით და ნაწილს მოსავლის აღების შემდეგ. ამის გარდა, ჩვენ ქონების გადასახადის სახით ვალდებულებებიც გვაქვს ბიუჯეტთან და ყოველწლიურად, ლამის 400 000 ლარს ვიხდით. ასე, რომ ყველაზე მეტად მაინც ჩვენ დავზარალდით..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
18-12-2017, 20:10


ამას წინათ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა გამოაცხადა, მეგის ქარდავას კი ვიცნობ, მაგრამ ვინმეს თუ აწამებდა, არასდროს გამიგონია, არც სამეგრელოში არსებული სამალავების ვიცი რამე, არც კასტილიანი გამაუპატიურებლის შესახებ მსმენია და სერგო თეთრაძე, წამებით თუ მოკლეს, ეგეც ახლა გავიგე პირველადო. ეს კაცი ადრე იმასაც ამბობდა, არ მახსოვს, სააკაშვილი ოდესმე მსტუმრობდა თუ არა სახლში და, საერთოდ, არც ის ვიცი, ციხეში რისთვის ვზივარო.

კაცი ღირსეულად თუ აღზევდება, დაცემაც ღირსეულად უნდა შეეძლოს. მაგრამ სად აქვთ ნაცებს ღირსება. ვირთხულად აღზევდნენ და მათი დაცემაც ამაზრზენია.

როგორც ჩანს, ნაცების ყოფილ მინისტრსაც ამნეზია დამართია ციხეში. ვერ გაიხსენა ის `საწყალი~ ყველასაგან უარყოფილი და `დავიწყებული~ მეგისა ქარდავა, თავის დროზე, მიშა სააკაშვილმა ორჯერ საკუთარი ხელით რომ დააჯილდოვა ღირსების ორდენით და უკრაინელებმა ივანო-ფრანკოვსკის ციხიდან ახლახან პირდაპირ საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, დაჭერა ვერ აუტანია თავისუფლებისმოყვარე ბიჭს, გული გახდომია, თურმე, ცუდად.
რაც შეეხება მიშიკოს, მას ისედაც ჰქონდა მეხსიერების დაქვეითება _ როცა რაიმე სჭირდებოდა, ახსოვდა, როცა არა _ არა.
მოკლედ, საქმეში ჩაუხედავმა რომ უსმინოს ამათ, იფიქრებს: ეს ნაცები ანგელოზები ყოფილან, ქართველი ხალხია თურმე ცილისმწამებლები, აბრალებდნენ პატიოსან ბიჭებს რაღაც-რაღაცებს, თორემ ამათ 9 წელიწადი ბუზი არავისთვის აუფრენიათ _ შრომობდნენ, თხილის გულს იყოფდნენ და ლუკმად იმას ჯერდებოდნენ, ავსებდნენ ბიუჯეტს, აშენებდნენ, ეფერებოდნენ ხალხს, ამათ დააგეს გზები სავალუტო ფონდის თუ მსოფლიო ბანკის ფულით ვალად, რომელსაც დღემდე ჩვენი ზურგის ტყავით ვიხდით, ხოლო ქვეყანას უცხოპლანეტელები მართავდნენ. ისინი კლავდნენ, აწამებდნენ, ისინი ყიდდნენ მიცვალებულების ორგანოებს, ეს უცხოპლანეტელები თხრიდნენ მიწისქვეშა ბუნკერებს და იღებდნენ წამების და გაუპატიურების კადრებს და აკონსერვებდნენ (ეტყობა, სხვა პლანეტაზე წაღება უნდოდათ), ისინი აცხადებდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ისინი აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ ქონებას ხალხს, მათ მოკლეს ვერაგულად პატარკაციშვილი, მათ შეიწირეს ნაციონალების თანამოძმე და თანაგუნდელი ზურაბ ჟვანია, უცხოპლანეტელებმა ესროლეს გურამ შარაძეს, მათ უბოძეს ქართული პასპორტები ჩინელებს, თურქებსა და ინდუსებს, მათ დაანგრიეს განათლების, ჯანდაცვის სისტემა და მეცნიერებათა აკადემია და ა. შ. და ა.შ.

ამის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, მიშა სააკაშვილმა ის რომ თქვას, სააკაშვილი კი არ ვარ, თავად ნაპოლეონი ვარ, ბონაპარტე, ელბადან გამოვიქეციო, ესეც არ იქნება გასაკვირი.
ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
18-12-2017, 18:00


როდესაც ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს `ძველი ღმერთები~ გავიდნენ ასპარეზიდან და ჯერ არც ქრისტე იყო მოვლენილი, კაცობრიობას ერთ მომენტში დაუდგა უღმერთობის ჟამი... ჩამოდგა `უმთვარო ღამეთა~ სინდრომი და ადამიანი უდაბურ სამყაროში სრულიად მარტო აღმოჩნდა...
ალბათ ასეთივე ჟამი იდგა ნოეს დროსაც, როდესაც უფალმა კაცობრიობის დასჯა გადაწყვიტა, მათივე ურწმუნოების მიზეზით, ხოლო `ნოე ახლოს იყო ღმერთთან~ და მას მისცა ცივილიზაციის და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა?! – `უფალს შეუძლია ადამიანს ენდოს, თუ მისი სიწმიდე ამის საშუალებას აძლევს!~
იგივე უნდა ითქვას ჩვენს დღევანდელ დროზე: როდესაც დასრულდა `ანდრეზული დრო~ და ხევისბერთა ეპოქა, ერის საკრალური სივრციდან გავიდნენ ხევისბერნი, და თემ-სოფლის `კითხული კაცნი~... აგრეთვე, ინტელექტუალური სივრციდან განდევნეს სწავლულნი და მწიგნობარნი, ამდენად ერი ლიბერასტთა და მედროვე ფსევდო-პატრიოტთა ხელში აღმოჩნდა! – ქვეყანა მოიცვა სექტანტთა და ანტიქრისტეთა ანარქიამ...


მე, ჩემს ერთ წერილში, საგანგებოდ ვწერდი სიბრძნე დაკარგული ერის ტრაგედიაზე – ვაჟა-ფშაველას `გველის მჭამელში~ (და მითშიც) ხოგაის მინდია კარგავს სიბრძნეს და იღუპება, მასთან ერთად იღუპება თემიც.
მინდია კარგავს სიბრძნეს, რომელიც აუცილებელი იყო სამშობლოს (თემის, საყმოს) დაცვისთვის... ჩვენს რეალობაშიც ეს დრამატული ვითარება მეორდება: დგება სიბრძნედაკარგული, უგმირო ერის, ბედისწერული დრო...
ეს დრო კაცობრიობასაც დაუდგა, რადგანაც იგი გადის უფლის ხელდასხმული სივრციდან (უფლისმიერი წესრიგიდან) და, სიბრძნედაკარგული შედის `სატანის ზოდიაქოში...~
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მკვიდრდება მავნებლური – `ლიბერასტულ-ანტი ეროვნული~ ტენდენცია, თითქოს ქვეყანას არ სჭირდება ლიდერი: `ბრძენი მოძღვარი~, რომელიც წინ წარუძღვება ერს და წარმართავს მას წაღმართი გზით... პოლიტიკოსები ებრძვიან გმირს და კაცს, რომელიც `სოფლისა თავსა ესახლა~ და თვალ-ყურს ადევნებდა მის ბედისწერას...
მათ არც ბრძენი პატრიარქი უნდა და არც ერისკაცი...
ეს მომაკვდინებელი იდეა მიმართულია `გონიერი გულის~ და გონების წინააღმდეგ, რომ ამ განურჩეველმა მასამ ითარეშოს და, მოიჭამოს საკუთარი თავი და ქვეყანაც... და უპატრონო ერი აღმოჩნდეს სხვის ხელში!..


ვიღაცას ძალიან მოუნდა და დასჭირდა, ამ საუკუნეში ქართველი ერის გაყვანა საკუთარი ქვეყნიდან (მიწიდან), მამა-პაპეული და უფლისეული საზღვრიდან. ეს ტენდენცია მკვეთრად და აშკარად გამოიხატა საზღვრების გახსნაში და ერის თითქოს საკუთარი ნებით, მაგრამ სინამდვილეში იძულებით, მიზანმიმართულ დეპორტაციაში. ორ მილიონზე მეტი ქართველი უკვე განდევნილია სამშობლოდან. მათ უკან არავინ არ აბრუნებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერის სრულ უმცირესობაში გადაყვანის პროცესი რამდენიმე წელში დასრულდება ამაზე დუმს ხელისუფლება.
სწორედ ამ `უჟამო ჟამს~ ერს მოევლინა უბრძენესი პატრიარქი- სასულიერო და საერო სივრცის შემკვრელი ენიგმური მოძღვარი – ილია II – ნათელმხილველი და ბედისწერის წინასწარ მცნობელი.
`– არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არს!!!~ – გვეუბნება პატრიარქი... მაგრამ ჩვენი მასონურ-ლიბერასტული საზოგადოება ებრძვის ღმერთს და ქვეყანას (ხალხს), ანგრევს ერის ეთნო-ფსიქოლოგიური დაცვის კარმულ გარსს... მის ხვთიურ აურას, შლის ტრადიციული ცოდნის სივრცეს...
სკოლიდან დევნიან სახარებას და მოძღვარს!..


პატრიარქს არაფრის ეშინია, გარდა საკუთარი ხალხის სიბეჩავის და უმწეობის, მისი ურწმუნობაში ჩავარდნის, რასაც თან სდევს ზნეობრივი კრიზისი და `გამოხატვის თავისუფლება...~
`გამოხატვის თავისუფლება!~ – ეს მასონური, `ზნეობრივი შიდსი~, რომელიც არაფერს კრძალავს – `ქენი რაც გინდა და როგორც გინდა... – გინდ ჩაიცვი, გინდა შიშველმა იარე და გამოეყუდე ტელევიზიის ეკრანზე!
`გამოხატვის თავისუფლება!!~ – ახალი მასონურ-იეღოვურ-ლიბერასტული დივერსია ერის ზნეობრივ სივრცეზე – მეტად სახიფათო ტენდენცია ჩვენი ერისთვის: თავგასულობა-მრუშობა, მკვლელობა, სქესთა ცვლა, ნუდიზმი, ფემინიზმი... ეკლესიის და ისტორიულ ფასეულობათა შეურაცხყოფა, ანუ მთლიანად გასვლა სამოქალაქო და საეკლესიო მორალის სივრციდან!..


ამ უმძიმეს ვითარებას, უცნობი შინაგანი ენერგიებით უპირისპირდება პატრიარქი, აქარვებს და ანელებს ერის სიდუხჭირეს, ასწორებს ხელისუფალთა პოლიტიკურ შეცდომებს, აწყნარებს ხალხის და პარტიული კლანების ვნებათა ღელვებს, აჩერებს სისხლისღვრებს და ქვეყნის ჩათრევას შიდა საეკლესიო და კლანურ დაპირისპირებებში, ამშვიდებს საზოგადოებას...
პატრიარქი საკუთარ თავზე იღებს და ინაწილებს ერის ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს... მას ისევე სდევნიან და უცხადებენ ტერორს, როგორც ილია მართალს თავის დროზე(!) – წამლავენ ციანიდით, თუ უტიფარი ცილის წამებით...
ის გვიცავს ჩვენ! და ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს პატრიარქს: ვპატიობთ ათასნაირ გადამთიელს და სატანისტს მისდამი უტიფრობას!
...საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა ადვილი მასთან ბრძოლა (მისი ამოცნობა) შინაური თუ გარე მტრებისთვის: – ორმოც წელზე მეტი მიჰყავდა (და მიჰყავს) მას, უდაბურ დროსა და სივრცეში, ერი და ეკლესია გადარჩენისკენ... ინტუიტური, გენიალური უნარით და მან ეს შეძლო!!! მან შეძლო განსაცდელიდან ერის გაყვანა – ვითარცა უდაბნოდან – მოსემ...
ერი, რომელიც იწვა `პროკრუსტეს~ სარეცელზე და, ცალ-ცალკე აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და წამლავდნენ ფსიქოტრონული შხამით... პატრიარქმა შეძლო მისი წამოყენება! – კიდევ ერთი, კვირიასებრი პიროვნების გამოხმობით და შემწეობით, რომელმაც თავისი ქველობით XXI საუკუნის `სვეტიცხოველი~ დაუდგა საქართველოს. დიახ, ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილი გახლავთ!..


როცა სული ინგრევა, ინგრევა მატერიალური სივრცეც!
პატრიარქმა მისცა ერს სულიერი და მატერიალური საზრდო, რამდენჯერ დააპურა მშიერი მრევლი და დაადო წყლულზე სალბუნი...
ხევსურეთის მონახულების შემდეგ უწმიდესმა იქ ურიცხვი სურსათ-სანოვაგე და სამოსელი შეგზავნა სამი `ტრაილერით~. მსგავსი ნობათი აქამომდე აქ არავის ენახა!.. – `ძვლებზე დაგვეწერება თქვენი მადლი და სიკეთეო!~ – შემოუთვალა პატრიარქს უხუცესმა შატილიონმა კაცმა.
პატრიარქის `ძვლებზე დაწერილი~ ლოცვანი და სინანული დიდხანს შერჩება ერის მეხსიერებას– სანუგეშოდ...


ჩემი სტუდენტობის დროს, 70-იან წლებში, სულ სამად-სამი ტაძარი იყო მოქმედი, ილია მეორის მეოხებით აღდგა 41 ეპარქია და შეიქმნა სრულიად ახალი ღვთაებრივი სახელმწიფო სახელმწიფოში.
ეს არის შეუძლებლის შესაძლებლობა და სასწაული უწმიდესის სინერგიის გამოვლენით.
მან შექმნა ბიბლიური, ქრისტიანული ოაზისი, სადაც ჩაისახა ერის გადარჩენის და აღორძინების თესლი... და ვფიქრობ, მართლაც გადარჩა იგი!
ახლა 41-მა მთავარეპისკოპოსმა და მათმა მრევლმა, ერთად რომ ილოცონ, ერთად რომ დაანთონ სანთლები და დადგნენ საზღვრების ირგვლივ ქართლის მთებზე ვერავინ შეძლებს მის გადმოლახვას.
– ჩვენმა პატრიარქმა ზარბაზნების ნაცვლად მონასტრები ჩადგა საზღვრების გასწვრივ და, ქვეყნის გულშიც არაერთი ტაძარი აღმოაცენა ნანგრევებიდან, ნახანძრალი ქვეყანა აქცია სულ სხვა ოაზისად, სადაც `ბიბლიური პატრიარქის~ მოვლილი უამრავი სასწაული ხილი ჰყვავის და მწიფობს ჩვენთვის...
სამწუხაროდ, ჩენ კარგად ვერ ვცნობთ ამ ბაღის სიდიადეს!


მისი უწმიდესობის საკრალური, სიბრძნით გაჯერებული შეგონებანი მეტად მნიშვნელოვანია ერისთვის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დეპრესიის დროს.
მე მახსოვს `სათამაშო თოჯინების კეთების~ დავალება, მისი უწმიდესობის მიერ, მრევლისთვის. ბევრმა მართლაც დაიწყო თოჯინების კეთება: ამით ისინი აღმოჩნდნენ ახალ, `ვირტუალურ სამყაროში~- თითქოს ბავშვობაში... ეს `მწარე დროსთან~ და რეალობასთან გარიდების `პარადიგმული ცდა~ იყო...
პატრიარქისეული `დიდების გაბავშვების~ ეს იდეა – პირდაპირ გენიალურია: დიდები ვერასოდეს დახატავენ იმას, რასაც ბავშვები ხატავენ. დიდები ვერ ამჩნევენ ყვავილებს და პეპლებს, გნებავთ, მზის ამოსვლას...
პატრიარქს სურს დაღლილი, დაღვრემილი, კომპიუტერში ჩაწნეხილი ადამიანების წამიერად, ბავშვობის სუფთა, ბრჭყვიალა სამყაროში შებრუნება...
.....
ნუ დაგვავიწყდება, პატრიარქის კურთხევით (და მისივე მონაწილეობით) დარგული, ადამიანთა `სიყვარულის~, თუ ტკივილის სახსოვარი `გონიერი ხეები~, რომლებიც მომავალ თაობებს შეუნახავენ ამ დროთა ხსოვნას: ისევე, როგორც ღვიის და მაყვლის ბუჩქები, ხმელი წიფლის და კედრის ხეები რომ ინახავენ დროთა ინფორმაციებს! და, ზოგჯერ, უფლის სიტყვასაც აუწყებენ ადამიანთა მოდგმას?!...
– მეტად საგულისხმოა პატრიარქისმიერი: – აისბერგისთვის შემოვლის, `კედლისთვის~ (რომელიც ყოველთვის წინ გიდგას) თავით არდაჯახების შეგონება, თუ თევზის დაჭერის ბრძნული სწავლებანი...
– მნიშვნელოვანია ერისთვის გვართა კავშირების დაარსება, აგრეთვე შვიდგზის ლოცვების, მესამე ბავშვის ნათლობის დამკვიდრება უწმიდესის ნებით, ერის დემოგრაფიული გაჯანსაღებისთვის ღვთიური ლიტურგიებია, რამაც უამრავი ახალგაზრდა მიიყვანა ეკლესიებში...
– მიწა და მიწასთან მიახლოება, წინაპრებთან სულიერი კავშირი, ისტორიულ თემთა და პროვინციათა აღდგენა – აი, პატრიარქის საფიქრალ თემათა კიდევ ერთი ნუსხა...


`ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!~ – უწმიდესს ეკუთვნის ეს საოცარი ღვთიური ფრაზა – ილია მართლისეული სენტენციის ბრწყინვალე პერიფრაზი, რომელმაც უფრო მეტი საკრალურ-საკრამენტული სიღრმე მისცა ამ მცნებას.
მართლაც ღმერთია ყველაფერი: `ანი და ჰოე~, ენა და სამშობლო! ღმერთის მოციქულია ადამიანი მიწაზე, რომელიც მას სამშობლოდ ექცა გენეტიკური კოდის მიხედვით, მაგრამ არსებობს `უსამშობლო~ კოსმოპოლიტთა მოდგმაც, რომელთაც არ უყვართ არც სამშობლო და არც პატრიარქი...


როდესაც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ მისი ცხოვრება იყო `მზიანი ღამე~, ეს ერთდროულად მინიშნება იყო უჩვეულოდ მძიმე დროზე და მისი გათენების შესაძლებლობაზეც!
ერს, ქვეყანას, როდესაც უღმერთობის აპოკალიფსური ჟამი უდგას, ზოგჯერ, უფლისავე ნებით, გამოუჩნდებიან ბრწყინვალე წმინდანნი (ნოე, მოსე...ქრისტეს გენიოსი მოციქულნი), გაუნათებენ ცხოვრების გზას და `მზიანი ღამის~ ეფექტს ქმნიან.
ჩვენს პატრიარქსაც სწორედ ასეთი მისია მიანიჭა უფალმა, რომ ქართველი ერი ერთხელ კიდევ გადარჩეს ამ საუკუნეშიც...
ამის დასტურია პატრიარქის ბოლოდროინდელი არაორდინარული გადაწყვეტილება... თანამესაყდრის დასახელება და მეუფე შიოს ამორჩევა!
ამ ურთულეს ვითარებაში პატრიარქმა გააკეთა, ალბათ, ერთადერთი და გენიალური სვლა, რომელიც სულ სხვა სიბრტყეზე გადაიყვანს მოვლენებს და ერს და ეკლესიას ერთხელ კიდევ ააცდენს წყალქვეშა რიფების კატასტროფას.


...ახლა, როდესაც პატრიარქსაც უდგას `თავისი შემოდგომა~ და მწიფს `მისი ბაღი~ ჩვენთვის, ჩვენ უნდა შევიდეთ პატრიარქის ბაღში და მოვისთვლათ ის `ხილი~, რომელიც მან მოგვცა ჩვენ სულის საზრდოდ... კიდევ ერთხელ რუდუნებით ვიხმიოთ ეს ნუგბარი და შევიტკბოთ იგი...
მე ამ `რამექნას ციხის~ საიდუმლო კარის გადმოსახედიდან, რომელიც პატრიარქის ლოცვით გაიხსნა, ერთხელ კიდევ მადლიერებით და მოკრძალებით მოვიკითხავ მის უწმიდესობას დაბადების 85-ე და აღსაყდრების მე-40-ე წლისთავზე, სიყვარულით მოვეფერები და ამ `ბოლო თქმით~ გავასრულებ წერილს:
თქვენო უწმიდესობავ,
ძვირფასო პატრიარქო!
ქართველი ერის ისტორიის ყველაზე უმძიმეს დროში მობრძანდით თქვენ `მზიანი ღამის ეტრატით~ და მზებუდობის ღამეებში მოუვლინეთ საქართველოს ღვთიური ნათება.
დიდი, შხაპუნა წვიმა რომ მოვა უდაბნოში – ჯერ მდინარეებს აადიდებს და მერე ბალახსაც ამოიყვანს ეგრეთვე თქვენ, თქვენი ლოცვებით აღმოაცენეთ რწმენის მდელოები ქართველთა `სულის უდაბნოში~, შექმენით იმედის ოაზისები! – გააცოცხლეთ ყოველივე სულთან კავშირში მყოფელი: მუსიკა, პოეზია, მხატვრობა, ხალხური ორნამენტი...
თქვენ, თვითონ ხატმწერმა და შემოქმედმა, საგალობლების შემქმნელმა, აკურთხეთ თქვენი მადლით, ქართველი კაცის ღვთიური ნიჭი, დაიცავით და იხსენით იგი ეშმაკის ხელისაგან.
თქვენ აკურთხეთ მიწა და მამული, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ დასაბამითგან დღემდე (!) და აღამაღლეთ მუნ `ტაძართა სიმფონია~ და სრულიად ახალი რეალობა შექმენით.
თქვენ შეაღწიეთ უძველეს (საკრალურ) ისტორიულ თემთა სიღრმეში და შატილში პირველ ტაძარს ჩაუყარეთ საფუძველი. იქ, სადაც, არცა რომელი პატრიარქი და ეპისკოპოსი არ შესულა, არცა რომელთამე საუკუნეთა წიაღ!-
და თქვენ მოჰფინეთ, ქრისტესმიერი, დიდი ენერგეტიკული ნათება ქალდეურ–იბერიულ ქალაქთა მდუმარე ნაშთებს, რომლებმაც XXI საუკუნემდე მოიტანეს უძველეს დროთა სუნთქვა.
ვერავინ იტყვის იმას, რაც არ თქმულა მზის ქვეშეთში: თქვენი აქ ყოფნის სიხარულს ვულოცავთ ქართველ ხალხს – უფლის ამ უჩვეულო ჯილდოს – ხთონური მტრების გარემოცვაში, სულიერი და ფიზიკური დეპრესიის ჟამს, `სიმურთა~ დენასა და ხორშაკთა ქროლვაში!
თქვენ 40 წელი გედოთ ხელი სარეცელზე მწოლარე ერის პულსზე და შეძელით მისი წამოყენება!
თქვენივე კურთხევით და ლოცვით, – თითქოს არსაიდან მოვიდა კაცი, მადლცხებული, უშიში და გონიერი, ვითარცა კვირია და, ვგონებთ, რომ იგიც თქვენთან ერთად აღასრულებს უფლის ნებას და ერის ოცნებას!
მადლობა უფალს, უწმიდესო, თქვენი მოვლინებისთვის და აქ ყოფნისთვის, ამ უჟამო ჟამს. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.

კობა არაბული
მწერალი- ეთნოლოგი
დეკემბერი, 2017 წელი

მეტის ნახვა
16-12-2017, 21:06


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 30 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. მათი დოკუმენტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე შესწორდა.
გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. კანონი საბუთებსა და მონაცემთა ბაზებში შეუსაბამო მონაცემების გასწორებისათვის შეღავათებს აწესებს. ამნისტიის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა ბაზების და საარჩევნო სიის სრულყოფა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა დროს გაყალბებული მონაცემებით აიღეს საბუთები: პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა.
ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.
პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით ფულადი ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მეტის ნახვა
15-12-2017, 13:08


პოროშენკომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა _ ეგონა, სააკაშვილის სახით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იჭერდა და ხელთ ფსიქიკურად ავადმყოფი, ფაქტობრივად, შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანი შერჩა!

შეცდომამ სააკაშვილის პირველი დაკავებისთანავე იჩინა თავი, როცა ის საბადრაგო მიკროავტობუსში იმდენად ცუდად გახდა, რომ ბადრაგი პანიკაში ჩავარდა.
პოროშენკოსთან ხანმოკლე დათათბირების შემდეგ ლუცენკომ განკარგულება გასცა, პატიმარი გაეთავისუფლებინათ.
ასე რომ, სააკაშვილი მის მხარდამჭერებს კი არ გაუთავისუფლებიათ _ ბადრაგმა გაუშვა.

სააკაშვილი როცა მეორედ დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს, მას ავადმყოფობის იგივე ნიშნები გაუმეორდა, რაც საბადრაგო ავტომანქანაში დაემართა.
ოთხჯერ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება, თუმცა პაციენტის დაშოშმინება მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებები არ მისცეს.

ექიმების დასკვნით, სააკაშვილის ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია და არა ციხეში.
სააკაშვილი ციხისთვის უვარგისი კაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ზოგადად, უვარგისი კაცია.
ექიმებისვე დასკვნით, სააკაშვილის ფსიქიკაზე გამანადგურებლად მოქმედებს ჩაკეტილ სივრცეში მოთავსება. ამ დროს ის აბსოლუტურად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და პანიკური შიშით შეპყრობილი იმ ნადირს ემსგავსება, რომელიც გალიაში ჩაკეტეს.
პოროშენკოს, ალბათ, ჭორად კი ჰქონდა გაგონილი, რომ სააკაშვილი ალაგ-ალაგ ცოტას ურიკინებდა მაგრამ, როგორც ჩანს, მას ვერ წარმოედგინა, რომ კაცი, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ასე დანგრეული ექნებოდა ფსიქიკა.
როგორც ამბობენ, პოროშენკო შოკში ჩავარდა, როცა ფირზე დაფიქსირებული ის კადრები აჩვენეს, სადაც სააკაშვილის იზოლატორში ყოფნის მომენტებია აღბეჭდილი.

ეს ფირი, რა თქმა უნდა, საიმედოდ არის შენახული და საჭიროების შემთხვევაში, მას აუცილებლად ანახებენ იმ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, რომელსაც სააკაშვილის მისამართით ჯერ კიდევ რაღაც ილუზიები და ცრუ წარმოდგენები გააჩნია.
ვფიქრობთ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკრაინის უშიშროების სამსახურის იზოლატორში დამთავრდა, ისე, როგორც დამთავრდა მისი გმირად წარმოჩენის ტრაგიკომიკური მცდელობები.

სააკაშვილის უშიშრობა და შეუპოვრობა მისი გმირული ხასიათით კი არ არის განპირობებული, არამედ ეს არის პარანოიკული ენერგიის მოზღვავების გამოხატულება, რომელიც მერე პათოლოგიური შიშით და დეპრესიით იცვლება.
ის, რაც არ იცოდა პოროშენკომ, ცხადია, შესანიშნავად იციან სააკაშვილის ახლობელმა ადამიანებმა. მათ ისიც დაზუსტებით იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა და რა დაემართებოდა დაპატიმრებულ სააკაშვილს.

მათ იცოდნენ, რომ ამ დაპატიმრებით ფარდა აეხდებოდა დიდ საიდუმლოს _ გმირად და დემოკრატიის შუქურად აღიარებული სააკაშვილი ფსიქიკურად შერყეული ერთი ავადმყოფი კაცია, რომელსაც ახალ-ახალი "გმირობებისკენ" წაქეზება კი არა, შველა და დახმარება სჭირდება.
სააკაშვილის პარანოიდული შეტევების შედეგები საკუთარ ზურგზე აქვთ ნაწვნევი მის ძალოვანი უწყებების მინისტრებს, რომლებსაც უძილობით გატანჯული, ჰალუცინაციებით დამფრთხალი სააკაშვილი შუაღამისას წამოყრიდა ხოლმე საწოლებიდან, რომ მათ გარემოცვაში უფრო უსაფრთხოდ და დაცულად ეგრძნო თავი.

თავადაც ავანტიურისტი და ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ზურგს უკან მასზე დიდი ავანტიურისტების და საერთაშორისო მასშტაბის `რაზბოინიკების~ აჩრდილები ილანდება, რომლებიც, ადრე თუ გვიან, სააკაშვილს აუცილებლად შეიწირავენ.
იცის ეს სააკაშვილმაც, მაგრამ არც მას და არც მის გულწრფელ გულშემატკივრებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ _ სააკაშვილი ის ყუმბარაა, რომელიც ზარბაზნის ლულიდან უკვე გამოისროლეს და სამიზნისკენ მიმართეს…

მინაწერი: პეჩორის რაიონის მოსამართლემ ციხისთვის "დაბრაკული" სააკაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, რასაც `ნაცებისა~ და მათი მხარდამჭერების აჟიოტაჟი და ღრიანცელი მოჰყვა.

"ნაცებო" და "ნაცების" მხარდამჭერებო, სულ ტყუილად გიხარიათ, რაც გიხარიათ და ბედნიერებისგან ფრთაშესხმული სულ ტყუილად უვლით დავლურს.
ერთადერთი, რაც მართლა უნდა გიხაროდეთ ისაა, რომ თქვენი გაბანძებული ბელადისთვის "პერედაჩების" ზიდვა უკრაინაში არ მოგიწევთ და აქვე, "მატროსოვის" ციხეში, მიუცუნცულებთ ხოლმე.

აი, ეს გაგრძელება და ფინალი აქვს მოსამართლე სოკოლის განაჩენს.
თქვენ კი ვერაფერს მიმხვდარხართ და გიხარიათ…

გიხარიათ და გიხაროდეთ, აი, დარდი…

მეტის ნახვა
15-12-2017, 12:44


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს და ეროვნული ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გაფრთხილებას ახსენებს.
"შეგახსენებთ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად გადავდგით - 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100 პროცენტს. ასევე, 100,000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/3534478
ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები. რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შემოთავაზებებით, ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებს. თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge " - წერს კობა გვენეტაძე.
ინფორმაციას newposts.ge ავრცელებს.

მეტის ნახვა
14-12-2017, 14:42


ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი ფოთში
ფოთს აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას გამოჩენილი ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ეწვია.  მეექვსე  საჯარო  სკოლის ეზოში სტუმარმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ-ამერიკულ ბაღს, სადაც ნაძვის ხე დარგო. სკოლის მოსწავლეებმა  სტუმარს  გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. ჰაიდი ფაიფერმა უფროსკლასელებს უამბო  თავის  ცხოვრებასა  და  ნასას ექსპედიციაში  მიღებულ  გამოცდილებაზე. ასტრონავტი ხომალდ „შატლით“ კოსმოსურ სადგურზე ორჯერ გაფრინდა და ეკიპაჟთან ერთად ტექნიკური სამუშაოები შეასრულა. მან კოსმოსში სულ 27 დღე  დაჰყო. „როცა  დედამიწას  გასცდები, ხვდები წყვდიადში. სწორედ მაშინ აცნობიერებ,  თუ  რა  ძვირფასია ჩვენი  პლანეტა,  რომელსაც  ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. არ არის გალაქტიკაში სხვა ადგილი, სადაც ადამიანი შეძლებდა ცხოვრებას“, – აღნიშნა სტუმარმა. ამე- რიკელი ასტრონავტი იმედოვნებს, რომ მისი ნაამბობი ახალგაზრდა თაობისთვის  იქცევა  შთაგონების წყაროდ ახალი აღმოჩენებისთვის. გამოჩენილ ასტრონავტს ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. ჰაიდი  ფაიფერის  ფოთში სტუმრობა ამერიკის საელჩოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა.

ხარაგაული ზამთარს მომზადებული შეხვდა

 ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გამართულ  თათბირზე  ზამთრის სეზონის დადგომასთან  დაკავშირებით  სოფლებში  გასატარებელ ღონისძიებებსა  და  ამინდის  გაუარესების  შემთხვევაში  მისაღებ ზომებზე ისაუბრა.„მოსახლეობასთან  მუდმივი კონტაქტი  გქონდეთ.  წინასწარ დაიჭირეთ  თადარიგი,  რომ  უხვი ნალექის  შემთხვევაში  მოსახლეობისა და ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები არ შეგვექმნას“, – მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინ- ფრასტრუქტურული  პროექტები სოფლებში  ხარისხიანად  სრულდება.  ხარაგაულის  მერმა  წარმომადგენლებისგან  მოისმინა  თუ რა  პრობლემებია  ამ  დროისთვის სოფლებში და შესაბამის სამსახურებთან მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

წყალტუბო - საწურბლიას მღვიმეში სპელეოთერაპიის ცენტრი ამოქმედდება

წყალტუბოში,  საწურბლიას მღვიმეში  სპელეოთერაპიის  ცენტრის  მშენებლობა  3  თვის  წინ დაიწყო  და  2018  წლის  იანვარში დასრულდება, სტუმრების მიღება კი  გაზაფხულიდან  იგეგმება.  აქ მკურნალობა შეეძლებათ ასთმური და  ბრონქული  შეტევების  მქონე პაციენტებს. პროექტს გარემოს და ბუნებრივი  დაცვის  სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. საწურბლიას  მღვიმე  და  მისი უნიკალური  მიკროკლიმატი  დაცული  ტერიტორიების  სააგენტოს სპეციალისტებმა და ჩეხეთის მღვიმეების სამსახურმა შეისწავლეს.  კვლევის  შედეგად  დადგინდა,  რომ  მას  აქვს  სამკურნალო ეფექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მღვიმის კეთილმოწყობის სამუშაოები. სპელეოთერაპიის ცენტრში განთავსდება  სხვა  თანამდევი  ინფრასტრუქტურაც.ცენტრის  მშენებლობა  ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საპროექტო ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 647 777 ლარს.     

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში

ფონდ  “აფხაზინტერკონტის“ მიერ  ორგანიზებულ  შეხვედრაზე პროექტის – „სასოფლო-სამეურნეო  ექსტენციის  მხარდაჭერა რაჭაში“ – ფარგლებში  გადამზადებულ  მეფუტკრეებს  სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი  ხორციელდება  გაეროს  განვითარების  პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ფერმერთა უშუალო საჭიროებებზე მორგებული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ამ სექტორის მდიდარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის. მეწარმეებისთვის  ხელსაყრელი  გარემოს  შექმნა,  სხვადასხვა საკონსულტაციო  მომსახურების უზრუნველყოფა,  კონფერენციების, გამოფენების და სხვა ღონის- ძიებების  გამართვა  ადგილობრივ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, პოპულარიზაცია  გაუწიონ  პროდუქციას  და  თავიანთი  ნაწარმი შესთავაზონ  ფართო  საზოგადოებას.  ეს  ყველაფერი  კი  ხელს შეუწყობს  სოფლის  მეურნეობის სხვადასხვა დარგის კიდევ უფრო განვითარებას.

ზუგდიდი - გზების რეაბილიტაცია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ოქტომბრის  ცენტრიდან ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო  გზამდე  (ახალკახათის გავლით), საავტომობილო  გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი  საქართველოს  რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება  და  მისი  ღირებულება  218 088 ლარია.

აბაშა - მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებს შეხვდა

აბაშის  მუნიციპალიტეტის მერი  ლევან  მაკალათია,  მერიის სხდომათა  დარბაზში  მოადგილესთან,  სამსახურების  ხელმძღვანელებთან  ერთად,  აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს  და  საკრებულოს წევრებს  შეხვდა.  მათ  ერთობლივად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული  პრობლემები  და  მათი მოგვარების  გზებზე  იმსჯელეს. შეხვედრაზე  ისაუბრეს  სამომავლოდ  განსახორციელებელ  პროექტებზე, ყურადღება გამახვილდა აგრეთვე  ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხებზე.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვა და მათი  ჩართვა  მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესებში.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტში (ქ. მარტვილი, მშვიდობის ქუ- ჩა)  სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების  ცენტრის  მშენებლობა გრძელდება.  პროექტის  ღირებულება 126 899 ლარია, სამშენებლო სამუშაოებს  ტენდერში  გამარჯვებული  შპს  „ნიუ  ბილდ  გრუპი“ ასრულებს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა  და  ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის  დაფინანსებით ხორციელდება.

ჩხოროწყუ - 1 500 000 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა მუნიციპალიტეტში დასრულებული  ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. დაბა  ჩხოროწყუში,  საროდო- ნაიოს უბანში, მიმდინარე წლის 12 ივნისის  სტიქიის  შედეგად  დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა ბეტონის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხი. სოფლ ჭოღაში მიმდინარეობს ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა. ხელშეკრულების თანხა 39 464 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ,  რომ  სახელმწიფო  ბიუჯეტიდან  2017  წლის 12  ივლისის  სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციოდ  1 500 000  ლარი  გამოიყო.  თანხა  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების,  სანიაღვრე  არხების,  საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწყობას ხმარდება.

ბორჯომი - ახალდაბაში გზების კეთილმოწყობა დასრულდა

პროექტის მიხედვით, ასფალტბეტონის  საფარი  დაიგო  აღმაშენებლის ქუჩაზე და ვაჟა-ფშაველას ქუჩის I და II მონაკვეთებზე, რკინაბეტონის საფარი კი – რუსთაველის  ჩიხში,  რიკაძეებისა  და კაპანაძეების უბნებში. სამუშაოების ფარგლებში სულ 2  კილომეტრისა  და  700  მეტრის გზის მონაკვეთი კეთილმოეწყო. ამ ქუჩებზე  გზის  საფარი  არასოდეს ყოფილა,  დღეს  კი  ადგილობრივებს უკვე სუფთა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით შეუძლიათ ისარგებლონ.

რუსთავი - ყველაზე ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობა

ადგილობრივი  თვითმმართველობის  ინდექსის  2017  წლის ანგარიშის  პრეზენტაციაზე,  “ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის” კვლევების  მიხედვით, ყველაზე  მაღალი  შედეგის  მქონე 5 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა ქალაქ რუსთავის მერია. პროექტს  “ადგილობრივი თვითმმართველობის  ინდექსი”, ფონდის “ღია  საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური  მხარდაჭერით,  კონსულტაციებისა  და ტრენინგების ცენტრი (ჩთჩ), ინფორმაციის  თავისუფლების  განვითარების  ინსტიტუტი  (IDFI) და  მმართველობითი  სისტემების განვითარების  ცენტრი  (MშDჩ) ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირებაა.

სენაკი - საკარმიდამო ნაკვეთები აღარ დაიტბორება

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის დავალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი შლამისა და ინერტული მასალისგან გაიწმინდა ბელიაშვილისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე არსებული მილხიდი, აგრეთვე ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხი და სტალინის ქუჩაზე მდებარე  გზის  სავალი  ნაწილის გასწვრივ  მდებარე  კიუვეტი  100 გრძივ მეტრზე. შედეგად, წყალუხვობისას  მიმდებარედ  მცხოვრები მოსახლეობის  საკარმიდამო  ნაკვეთების დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს. ასეთივე სამუშაოები შესრულდა ჯიხას  ქუჩის  ჩიხში – გზის  სავა-ლი  ნაწილის  გასწვრივ  კიუვეტი მოეწყო 350 გრძივ მეტრზე. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და გამწვანებისა ცენტრის თანამშრომლები ასრულებენ.

ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  ეთნიკური  უმცირესობების  წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. “ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალეთნიკურია და ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ მრავალფეროვანი ეთნოსით. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე თბილი, მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. ცენტრალური, სამხარეო თუ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენ- განმა საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოთ თავი”, – ამ სიტყვებით გახსნა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის  სამსახურის  წარმომადგენელმა  საზოგადოებას  მუნიციპალიტეტში განხორციელებული  ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო  მინისტრის წარმომადგენელი, ასევე არასამთვარობო სექტორის, “ქალთა ოთახის”, სახალხო დამცველის აპარატის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონული სასწავლო ცენტრის  ადმინისტრატორი  და ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი.



მეტის ნახვა
14-12-2017, 14:33


თბილისიდან სტამბულამდე და უკან "თურქიშ აირლაინსის" "პეგასუსის" თვითმფრინავით ვიმგზავრეთ, რომლის ფრთებზე ბერძნული მითოლოგიის ზღაპრული ფრთოსანი ცხენია გამოსახული. უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ამ სახელმწიფოს, ხალხს, ერს თავისი, საკუთარი არ აქვს, მაგრამ სხვისას იფერებს, იშნოვებს და მეტიც, მსოფლიოს წინაშე თავს მაღლა წევს, შრომობს, აშენებს და არავისზე ნაკლებად არ მიაჩნია თავისი სახელმწიფო…

თურქმა შესანიშნავად იცის საკუთარი თავის ფასი. იცის, რომ ის არ არის ძველი, დიდებული კულტურის შემოქმედი. თვითონვე აღიარებს, რომ არ ცხოვრობს საკუთარ მიწაზე, მან იცის, რომ ის იყო მომთაბარე, არ გააჩნდა საკუთარი მიწა, კულტურა, ტრადიცია, მაგრამ შეიძინა, წაართვა, მიითვისა. ეს იცის და დღემდე კომპლექსი აქვს, მეჯღანუაშვილის კომპლექსი, რომელსაც მუდმივად ფარავს მსოფლიოს წინაშე, იმ მსოფლიოსი, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, სულაც არ ანაღვლებს ეს ამბავი, რადგან ბევრი მათგანის ისტორიაც ისეა შექმნილი, როგორც თურქეთისა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ თურქს კომპლექსი აწუხებს მეზობელ ი, გაჭირვებული საქართველოს წინაშეც, რომლის ინდუსტრიითაც აიდგა ფეხი გასული საუკუნის 80–90-იან წლებში. დღეს კი ქართული ეკონომიკა თურქულ ეკონომიკასთან არის მიბმული და მისი ერთგვარი გაგრძელებაა...
თურქები აღიარებენ, რომ საქართველო დიდებული კულტურის ქვეყანა იყო და არის. ნებისმიერმა მათგანმა იცის, რომ არსებობდა შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, მოსწონთ და ეთაყვანებიან ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, ქართულ თვითმყოფად სამზარეულოს.

თუ ყური მოჰკრეს, რომ "გურჯისტანიდან" ხარ, აღფრთოვანებული თვალებით გიყურებენ, ცერს მაღლა სწევენ და დიდი პატივისცემით გეპყრობიან მანამ, სანამ იმსახურებ ამას და უკადრებელს არ იკადრებ…
თურქეთი დღეს 80-მილიონიანი უმდიდრესი სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, მას სურს 3-მილიონიანი საქართველოს მსგავსი კულტურა ჰქონდეს და მეტიც, თავისას ქართულ კულტურასთან აიგივებს.
ჩვენ ერთი კულტურის ხალხი ვართ, ამბობს თურქი და დასძენს: ერთნაირი ცხოვრების წესი გვაქვს, თითქმის ერთი ხალხი ვართ, ამბობს და კმაყოფილია ამით.

მე, რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგები. თქვას, რაც უნდა, სინამდვილეში რომ ასე არაა, ეს გულში თვითონაც მშვენივრად იცის, მაგრამ მუდმივ კომპლექსს, აღზევებული მდაბიოს კომპლექსს ვერ იშორებს და თუმცა მდიდარია, მაინც უნდა გაჭირვებულ, მაგრამ კულტურულ, ღრმა ისტორიის მქონე ერს გაუტოლდეს, დაემსგავსოს, მეტიც, საკუთარი თავი გააიგივოს მასთან.

სურს დაივიწყოს, რომ ჯერ კიდევ მე 11 საუკუნეში მომთაბარე იყო და მიჩვენებს მისი თურქი რძლის ფოტოს, რომელიც ქერაა და ცისფერთვალება…
თურქების უმრავლესობა მუქკანიანია, მომწვანო, მოყვითალო ფერი გადაჰკრავთ და უპროპორციო სხეულის ნაწილები აქვთ, თუმცა ლამაზ თურქსაც შეხვდები, რომლებიც, სინამდვილეში, ალბათ, თურქები არც არიან.


ულამაზესია მარმარილოს ზღვა.
თოლიები გაჰკივიან, ლამის მხარზე დაგასხდნენ.
ზღვის ნაპირზე ჰაერი თევზის სუნით არის გაჟღენთილი.
ზღვისპირას მუდმივად დგომით გამომშრალი, გამხმარ ტარანასავით თურქი შავი ულვაშების ქვემოდან გამოჩრილ თეთრ კბილებს აჩენს და პირდაპირ მეუბნება, რომ ქართველი ვარ.

_ გურჯი. შენ ქართველი იქნები, _ ამბობს, თავს უცნაურად აკანტურებს.
_ გურჯი ქალები ყველაზე ლამაზები ხართ. _ დარწმუნებით ლაპარაკობს.
_ რუსები? რუსები არ არიან ლამაზები? _ ვეკითხები, რადგან მგონია, რომ სითეთრის გამო მიაჩნია ქართველები ლამაზებად.
_ რუსები კარგები არიან, მაგრამ ქართველი ქალი ჯობია. ქართველი ქალი უფრო ალერსიანია. მე ვიცნობ ნინოს, თეას, მაიას, შენ რა გქვია.
_ ირანდა.
_ ირანდა, _ იმეორებს რამდენიმეჯერ, თან თავს აქეთ-იქით იქნევს.
ცივა. სუსხია ზღვის ნაპირას. ბალაგანზე თითქმის წყალში დგანან მოვაჭრეები და ახალდაჭერილ თევზს ჰყიდიან.
თევზის რეწვა თურქეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
თურქეთის უბრალო მოქალაქეს შეუძლია საკუთარი წვრილი ბიზნესი აწარმოოს _ დაიჭიროს თევზი საკუთარი ქვეყნის ზღვაში და გაყიდოს ან ცოცხლად, ან იქვე შეუწვას მსურველს…

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოცხადებულ აუქციონზე 2005 წელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზჭერის უფლება რამდენიმე ფირმამ მიიღო.

ლიცენზიანტმა ქართველმა ბიზნესმენებმა თევზჭერის უფლება იჯარით თურქ მეთევზეებს გადასცეს.
უბრალო ქართველი მეთევზეები კი ხელისუფლებისგან კრედიტებით დახმარებას ითხოვენ, რათა თურქებს, რომლებიც საქართველოში მას შემდეგ შემოდიან, რაც თურქულ წყლებში თევზჭერა სეზონურად შეწყდება, უთხრან: ჩვენ თვითონ დავიჭერთ თევზს და მოგართმევთ ხოფაში...

წვრილი ბიზნესი აქვს მუსტაფას. იგი 22–25 წლის იქნება. მუსტაფა სტამბულის ერთი ცენტრალური ქუჩის კუთხეში წაბლს წვავს და ჩაის და ნამცხვრებს სთავაზობს მსურველებს. იქვე უდგას წვენების საწური აპარატი, რომელიც ფორთოხალს ჯერ რეცხავს, მერე ჭრის, წურავს და ნატურალურ წვენს ჰყიდის. ქუჩაში სამი მაგიდა უდგას და ამ მაგიდებს ხშირ-ხშირად წმენდს გულდასმით… ვინ იცის, შეიძლება ხვალ მუსტაფა მსხვილი ბიზნესმენი გახდეს, კაფეების ან რესტორნების მფლობელი. მას სახელმწიფოც ეხმარება ამაში.

თურქეთის რომელ კუნჭულშიც უნდა იყო, დღეში ხუთჯერ მუეძინი შეახსენებს თურქ ერს, რომ `არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა~. მაშინ ყველა ანებებს თავს საქმეს და იჩოქებს უხილავი და უსახო ალლაჰის წინაშე.
თურქეთის ტერიტორიაზე ვერსად ვერ ნახავ დანგრეულ ან მოუვლელ მეჩეთს. იდეალური წესრიგი და სისუფთავეა მეჩეთების ეზოში და თვით მეჩეთშიც.
მეჩეთში შესვლა თუ გინდა, ფეხსაცმელი კიბეებთან უნდა დატოვო, მტვერი ტაძარში არ უნდა შეიტანო. არამუსულმანიც ვერ შევა მეჩეთში ფეხსაცმლით. ფეხმორთხმული მლოცველები, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ნირვანაში არიან, იმას მაინც ხედავენ, ქალი უთავსაფროდ რომ დგახარ და მიგანიშნებენ, რომ მათ სალოცავს პატივი უნდა სცე, თავსაბურავი უნდა დაიხურო. უცებ მახსენდება სიონში შორტებიანი, ნახევრადგახდილი, ზურგჩანთებიანი უცხოელი ტურისტები, მაგრამ შთაბეჭდილებისგან ეს მაშინვე მავიწყდება, რადგან ჩემს წინ თავად სულთან სეულეიმანის სარკოფაგია. გვერდით ჰიურემ სულთანის და მათი შვილებისა და შვილიშვილების საძვალეები. სარკოფაგები მეჩეთის გვერდით აშენებულ სპეციალურ აკლდამაშია განთავსებული. სარკოფაგებს კუბოს ფორმა აქვს. უზარმაზარი კუბო სულთნისაა, შედარებით მორჩილი მეუღლის, უფრო მომცრო შვილების და სულ პატარა სულთნის გარდაცვლილი მცირეწლოვანი შთამომავლის. სარკოფაგის თავი დასავლეთისკენაა მიმართული და მათ სიცოცხლეში რომ ეხურათ, ის ჩალმა ადევს სარკოფაგის წვერს, დასავლეთის მხარეს.

თავიანთი დიდებული სულთნები თურქებს წმინდანებად მიაჩნიათ და მათ საძველეებთან ლოცულობენ კიდეც.
თურქებს არ უყვართ რუსები.
თუმცა რუსი ტურისტებით სავსეა თურქეთი, თურქმა რომც იცოდეს, ერთ სიტყვას არ იტყვის რუსულად. სამაგიეროდ, ამერიკელები მოსწონთ.
ამერიკამ ისინი აღიარა.
ამერიკამ თურქეთი დააფასა.
ამერიკას კარგად ესმის თურქეთის!..

_ ბათუმი და მთელი აჭარა თურქული ტერიტორიაა, _ მეუბნება ჩემი მასპინძელი, რომელსაც, მგონი, მიაჩნია, რომ მე, შეიძლება, სინამდვილე არ ვიცოდე და ამ აბსურდში, ცდილობს, დამარწმუნოს.

მეღიმება და ვეუბნები, რომ სხვა თემაზე ვილაპარაკოთ, ვიდრე ყველაფერს გავიხსენებთ.
თურქი უხერხულად იშმუშნება და კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ სურს მას, კომპლექსები ჩამოიბერტყოს… როგორ უჭირს დიდ ქართულ კულტურასთან შეხვედრა, როგორ უნდა, რომ მის წიაღში იყოს, როგორ უნდა, რომ იყოს ის, რაც არ არის…
ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსები არ ვიცი, დიპლომატიის ეთიკისთვის, არ ვიცი, უცოდინრობით, ამბობენ, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია და ის არასდროს ყოფილა ჩვენი ისტორიული მტერი.

ალბათ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, თურქეთი ვერასდროს გახდება ჩვენი მეგობარი ვერც მენტალობით, ვერც კულტურით, ვერც ტრადიციით, ვერც წარსულით და ისტორიით, რადგან თურქი ერი დღეს არის იმ მომთაბარე თურქი სელჩუკების შთამომავალი. ჩვენს წინაპრებს რომ ჟლეტდა, ჩვენს ტაძრებს რომ ანგრევდა და ხელნაწერებს რომ წვავდა. გენეტიკა, გენეტიკის მეხსიერება, წარსული კი, რაც უნდა დაანგრიო და წაშალო, ის არსებობდა ესაა ფაქტი და ამ რეალობას თუ გაექცევი, ნამდვილი პოლიტიკოსი კი არა, ქოსატყუილა მეზღაპრე ხარ, რომელიც ვერც ქვეყანას მოუტანს სიკეთეს და ვერც საკუთარ თავს...

შეუძლებელია დღეს პატივი არ სცე თურქ ხალხს და თურქეთის სახელმწიფოს, რომლებმაც შექმნეს და გააძლიერეს ევრაზიის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა თავიანთი შრომითა და თავდადებით.
როგორც კი ფეხს დაადგამ თურქეთის ტერიტორიაზე, მიიხედ-მოიხედავ, ხედავ მოფუსფუსე ხალხს, ინტერესით და საქმით გართულს, ქალაქები დუღს, სადღაც ქარხნის თუ ფაბრიკის კვამლი ამოდის, ყველა პატივს სცემს ეროვნულ დროშას, ერდოღანს, შენობებზე აქა-იქ დაინახავ პლაკატს, რომელზეც გამოსახულია ცხენზე მჯდომარე შავფაფახიანი კაცი. ეს ყველა დროის თურქთა ბელადი მუსტაფა ქამალ ათათურქია…
პატივსაცემი ხალხია თურქები. ანგარიშგასაწევი.

_ მე შემიძლია მოვკვდე საქართველოსთვის, _ ვამბობ.
ჩემს მასპინძელს აღმოსავლური ცბიერებით ეღიმება, თან ბაქლავას მთავაზობს.
რა შუაში იყო ახლა ჩემი "გამოსვლა"?
ვგრძნობ, ცოტა უკმაყოფილოა.
ამჯერად, თურქეთში ფულის საშოვნელად ჩამოსულ გურჯის ქალს ვერ შეხვდა. ცოტა დაბნეულია და სადღაც გონების სიღრმეში სიტყვას ეძებს, რა მიპასუხოს.
_ მე მიყვარს ჩემი მიწა, _ ამბობს.
მან იცის, რომ თუ საჭირო იქნა, იბრძოლებს ამ მიწისთვის…
უკან ვბრუნდები.

ათათურქის აეროპორტში არაბები, ყაზახები, ზანგები, თურქები, თურქები და თურქები, ერთმანეთში ირევიან.
იქვე ქალები სხედან. მოტკეცილი ელასტიკის შარვლებით და ჯინსებით. ხშირ-ხშირად ისწორებენ ვარცხნილობას, ნერვიულად იცვლიან ჯდომის პოზას. ლაპარაკობენ მიმიკებით და ხელებს გამომწვევად შლიან.
ნამდვილად თბილისელები იქნებიან, _ ვფიქრობ. ვდგები და შორიახლოს ჩავუვლი. 
ეჰ, ქართულად ლაპარაკობენ…

რამდენიმე საათში "პეგასუსს" თბილისისკენ მოვყავართ.
ქართული ავიახაზები მთლიანად თურქულ ავიახაზებზეა დამოკიდებული.
თბილისის აეროპორტები თურქული ავიაკომპანიის კურირების ქვეშაა.
ორსაათიანი ფრენის შედეგ თურქი გოგონა მომხიბლველი ხმით აცხადებს, რომ უკვე თბილისის აეროპორტში ვართ.
ღამის 3 საათია.
ირგვლივ სიწყნარეა…
მოწყენილობა…
სიცივე…
თითქოსდა მიუსაფრობაც…
უპატრონობა…
სიღარიბე…
უკვე ჩემს მიწაზე ვარ.
თბილია ქართული მიწა.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
12-12-2017, 16:49


სამთვიანი შესვენების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ კვლავ შეახსენა თავი მსოფლიოს. ქვეყანაში კვლავ გამოსაცადეს ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც მეზობელ ქვეყნებს _ იაპონიას და სამხრეთელ თანამოძმეებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. გულგრილი არც ამერიკის შეერთებული შტატები დაუტოვებია _ ახალი ტიპის რაკეტა თავისი ტექნიკური მონაცემებით ნიუ-იორკსაც კი მისწვდება. იარაღმა ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის ტრადიციული აღფრთოვანება გამოიწვია, სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განარისხა. მართალია, ცნობას ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ თავდაპირველად თავდაჭერილად და მშვიდად შეხვდა, მაგრამ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩინ ინს `ბინძური ლეკვი~ უწოდა.

აშშ-ი ჩინეთის პასიურობით უკმაყოფილოა და მოუწოდებს, აქტიურად ჩაებას კორეის პრობლემის მოგვარებაში. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვითარება საკმაოდ გამწვავდა. მათი განცხადებით, ჩრდილოელებზე ეკონომიკური სანქციები არ მოქმედებს და, საერთოდაც, არაეფექტურია. ექსპერტებს აშინებთ ის გარემოებაც, რომ ტრამპმა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოულოდნელად არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღოს, რაც რეგიონისთვის დამღუპველი იქნება. თუმცა, როგორც კულუარულად გავრცელდა ჭორი, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ აშშ-ის კონგრესმენებს შორის იყო საუბარი, რომ თუ ტრამპის იმპიჩმენტს ვერ შეძლებდნენ, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება მაინც ჩამოართვან. ამას დაერთო პენტაგონის გენშტაბის უფროსის განცხადება. როგორც ამბობენ, იგი უარს იტყვის დანაშაულებრივი (ანუ ბირთვული იარაღის) ბრძანების შესრულებაზეო.

სამხრეთ კორეა და იაპონია რთულ სიტუაციაში არიან, რადგან, თუ ვინმეს არ აწყობს რეგიონში საომარი ვითარება, სწორედ ეს ქვეყნებია. სამხრეთის დედაქალაქი სეული პირობითი საზღვრიდან 20 კილომეტრშია. ექსპერტების განცხადებით, ჩრდილოელებს ბალისტიკური რაკეტების გამოყენება არც დასჭირდებათ, ჩვეულებრივი საარტილერიო დანადგარებით შეუძლიათ თავისუფლად მისწვდნენ. რამდენად შეძლებს აშშ სამხრეთელების დაცვას, უცნობია. გასათვალისწინებელია სამხრეთში არსებული ატომური ელექტროსადგურები, რომელთა დაზიანების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი კატასტროფაა მოსალოდნელი.

ჩინეთი და რუსეთი მოუწოდებდნენ აშშ-სა და სამხრეთ კორეას, არ ჩაეტარებინათ ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგიონში. თუმცა, მათი აზრი არ გაითვალისწინეს და უკვე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი წვრთნები, რაც ჩრდილოელებისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია. იაპონია და სამხრეთ კორეა ჩრდილოელებთან დათმობაზე ვერ წავლენ, რადგან აშშ-ის რისხვას დაიმსახურებენ. რეგიონში კი მომავლის შიშმა და გაურკვევლობამ დაისადგურა. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ორი თვეა დარჩენილი…
ამასობაში კი აშშ-ი კვლავ ეძებენ ტრამპის რუსეთთან გარიგების კვალს. მისი ყოფილი მრჩევლის _ ფლინის დაკითხვამ, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. მისი განცხადებით, არანაირი შეთქმულება რუსეთთან არ ყოფილა. ტრამპის განცხადებით, ფლინის სატელეფონო საუბარი რუსეთის ყოფილ ელჩთან კისლიაკოვთან კანონიერი იყო. თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზი ის ყოფილა, რომ ფლინმა თავიდანვე არ თქვა სიმართლე. `მას დასამალი არაფერი ჰქონდაო~, _ განაცხადა ტრამპმა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ფლინზე ზეწოლა გაგრძელდება და ტრამპის მოწინააღმდეგეები ეცდებიან, როგორმე გამოსძალონ მათთვის სასურველი ჩვენება სამომავლოდ კი ვითარების კიდევ უფრო გამძაფრებას ელოდებიან.

გასულ კვირას აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ტრამპის მიერ წარდგენილი საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ორი ხმის უპირატესობით მიიღეს კანონი. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე არ ყოფილა სენატში ასეთი ხანგრძლივი და მძაფრი დებატები. კანონპროექტს დემოკრატები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, არც რესპუბლიკელებში იყო ერთსულოვნება, მაგრამ ორმა ხმამ გადაწყვიტა კანონის ბედი. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ კანონი მდიდრების სასარგებლო იქნება, შემცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება და, რაც მთავარია, ბიუჯეტში 1,5 ტრილიონი დოლარი იქნება დეფიციტიო. აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მსხვილი ბიზნესმენები, მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებენ, საკმაოდ მომგებიანიაო, აცხადებენ.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში კიდევ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად და საელჩო ამ უძველეს ქალაქში გადაიტანოს. პალესტინელები ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანამ, შესაძლოა, რეგიონში სიტუაცია გაამძაფროს. საელჩოს გადატანას არც თავად სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა სამთავრობო სტრუქტურები ემხრობიან. მათი განცხადებით, დიპლომატების და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა გაძნელდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თელ-ავივში არსებული საელჩოს შენობა მრავალ ფუნქციას ითავსებს, მათ შორის, დაზვერვისას.

გავრცელებული ჭორებით, შესაძლოა, თანამდებობა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დატოვოს. როგორც აშშ-ი ამბობენ, ახალ წლამდე თუ არა, შემდეგ წავა თანამდებობიდანო. ამას უარყოფს ტრამპი, მაგრამ ამ თემაზე საუბარი, უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს. მის ადგილზე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი პომპეო განიხილება. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ჭორი გამოდგება თუ სინამდვილე. საერთოდაც, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, უცნაური მოვლენა აფრიკის ქვეყანაში, კოტ-დევუარში განვითარდა, რომელიც ევროპა-აფრიკის ქვეყნების კავშირის სამიტს მასპინძლობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ლიბიაში არსებული მონათვაჭრობის საკითხი. დიახ, 21-ე საუკუნეში არსებული ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ფრანგი ტელეჟურნალისტების სიუჟეტით გახდა ცნობილი, ევროპაში გადასვლის მსურველები ლიბიაში იყრიდნენ თავს. ამით სარგებლობენ ადგილობრივი კრიმინალები, ატყვევებენ მიგრანტებს და სხვადასხვა ქვეყნების პლანტატორებს. თუ სხვა მეწარმეებს ასყიდებენ, განურჩევლად, ქალია თუ კაცი. ერთი მონის ფასი თურმე 300–500 აშშ დოლარია.

საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ლიბიელებს კოლოსალურ თანხებს უხდიან, რათა როგორმე შეაჩერონ ევროპისკენ მიმავალი მიგრანტები. სამიტზე ევროპელები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. არავის გახსენებია, რომ შუა საუკუნეების გადმონაშთი, თითქმის დავიწყებული მონებით ვაჭრობა ქვეყანაში 2011 წელს მომხდარ ე.წ. ფერადი რევოლუციის შედეგია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ `ევროპა რა შუაშია, როდესაც თავად აფრიკელები ვაჭრობენ აფრიკელებით~-ო. საინტერესოა, კიდევ რომელ უმსგავსობას გადმოიღებს კაცობრიობა შორეული წარსულიდან.

საგანგაშო შემთხვევა მოხდა ჰააგის ტრიბუნალზე. ყოფილ იუგოსლავიის გენერალს სლობოდან პროლიაკს საერთაშორისო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტუსაღმა მოსამართლეს მიმართა: `…არ ვცნობ თქვენს ვერდიქტს და არც ვეთანხმებიო~ და ფლაკონიდან რაღაც დალია. როგორც შემდეგ გაირკვა, გენერალმა თურმე ძლიერმოქმედი საწამლავი დალია. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სერბი გენერლის ქმედება მისმა ყოფილმა მოწინააღმდეგემ ხორვატმა ოფიცერმა გმირულ საქციელად შეაფასა. საგანგაშოა და აქვე საკითხავია, თუ ვინ და როგორ მიაწოდა მსოფლიოში ერთ-ერთ დაცულ ციხეში ძლიერმოქმედი საწამლავი პატიმარს. თუმცა აქვე გასახსენებელია, რომ 2006 წელს ამავე ციხეში საეჭვო ვითარებაში (ამას ადასტურებენ ევროპელი ექსპერტები) განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი.

გია ბურდული



მეტის ნახვა
12-12-2017, 16:44