სარეკლამო ადგილი

947x125




პრომეთეს მღვიმეს 23 წელიწადი უხელფასოდ იცავდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს  თავმჯდომარემ  დავით მარკოზაშვილმა გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23  წლის  განმავლობაში  იცავდა, ღირსების  ორდენი,  მადლობის სიგელი  და  ფულადი  ჯილდო გადასცა. გარემოსა   და   ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს  ცნობით,  გიორგი  ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური  ბუნებრივი  ძეგლის პირვანდელი  სახით შენარჩუნებაში.  ასეთი  დამსახურებისთვის, 2010  წელს,  მღვიმის  სახმელეთო გამოსასვლელის  ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა.

2018 წლის პრიორიტეტები ხარაგაულში

საკრებულოს სხდომაზე ხარა გაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ  დეპუტატების  კითხვებს უპასუხა. საკრებულოს  წევრთა  უმრავლესობის  მხრიდან  ძირითადი აქცენტი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის გზის 50 კმ-იანი მონაკვეთის დაბის ტერიტორიაზე გავლას შეეხო. დეპუტატების პოზიცია ასეთია: აღნიშნული გზის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი,  რომელიც  პროექტის მიხედვით დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე გადის, შემოვლითი გზით უნდა განხორციელდეს. საკრებულოს  წევრის,  თემურ ფცქიალაძის განმარტებით, აუცილებელია მოლაპარაკებები გაგრძელდეს აზიის განვითარების ბანკთან, რადგან ამ მონაკვეთის დაბის ტერიტორიაზე გავლას ხარაგაულის  მოსახლეობა  წინააღმდეგობას  გაუწევს.  გზის  ცენტრალურ ქუჩაზე დაგეგმვა, მაშინ როდესაც გზაზე ორი საჯარო სკოლა მდებარეობს, მიზანშეუწონელია. არჩილ  მაღრაძის  განმარტებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას რამდენჯერმე ჰქონდა მოლაპარაკება  საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რათა ეს მონაკვეთი გვირაბებისა და ესტაკადების  მოწყობით  შემოვლითი გზით გაკეთებულიყო. „საუკუნის პროექტი რომ კეთდება,  ამაზე  ყველა  ვთანხმდებით. უნდა  აღინიშნოს,  რომ  ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა  წაადგება  ხარაგაულის ეკონომიკურ  გაძლიერებას  და სოციალურ  ფონს  უკეთესობისკენ  შეცვლის.  მუნიციპალიტეტის  მერიამ  რამდენჯერმე  დასვა საკითხი საავტომობილო  გზების დეპარტამენტთან, რომ დაბის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობა- ნაგებობები ამორტიზებულია  და ისინი ავტომანქანების ინტენსიურ მოძრაობას ვერ გაუძლებს. დეპარ ტამენტიდან მივიღეთ პასუხი, რომ ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი და  მაქსიმალურად  იქნება  დაცული  უსაფრთხოების  ყველა  ზომა. ასევე,  ჩვენთვის  ცნობილია,  რომ აღნიშნულ  მონაკვეთზე  აიკრძალება ტრანზიტული მოძრაობა და გზაზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებიან. გთავაზობთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და  ერთად  ვიმსჯელოთ  აღნიშნული  პრობლემის  მოგვარებაზე. ალბათ, შეიძლება პროექტის შეცვლა“, — აღნიშნა არჩილ მაღრაძემ საკრებულოს სხდომაზე.
დეპუტატებმა  მომავალ  წელს სოფლებში  განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს  ყურადღება.  ხარაგაულის მერის პირველი მოადგი- ლის განმარტებით, ჯერ არ არის გარკვეული, თუ რა თანხით დააფინანსებს  რეგიონული  განვითარების ფონდი ხარაგაულს. არჩილ მაღრაძე  აღნიშნავს,  რომ  პროექტები  მზად  არის  და  როგორც  კი დაზუსტდება  ხარაგაულისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა, მუნიციპალიტეტის მერიას საშუალება მიეცემა, განსაზღვროს 2018 წლის პრიორიტეტები.

გურჯაანში მაწანწალა ძაღლების პრობლემა მოგვარდება

გურჯაანში  აშენდება  ძაღლების  თავშესაფარი  და  იგი  მთელ რეგიონს  მოემსახურება.  მშენებლობა  მომავალი  წლისთვისაა დაგეგმილი  და  მასში  მონაწილეობას,  წინასწარი  ინფორმაციით, ყველა  მუნიციპალიტეტის  მერია მიიღებს.  გურჯაანის  2018  წლის ადგილობრივი  ბიუჯეტის  პროექტში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის  მოწყობის  მიზნით 100 000 ლარი უკვე გათვალისწინებულია. საკითხზე მუშაობენ სხვა თვითმმართველობებიც. რეგიონში მაწანწალა  ძაღლების  პრობლემა წლებია არსებობს და მოსახლეობამ  საკითხის  მოგვარება  არაერთხელ მოითხოვა.

აბაშა - დისკუსია შშმ პირთა ინტეგრაციის შესახებ

აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,  ძეგლთა  დაცვისა  და ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახურის  ინიციატივით,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  პირველ  საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია. მასში მონაწილეობდნენ აბაშის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები  შშმ პირები, მათი ახლობლები, ასევე, ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებლის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჭანტურია, აბაშის  მუნიციპალიტეტის  მერი ლევან  მაკალათია,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები, სკოლების დირექტორები, სპეციალური  მასწავლებლები,  საკრებულოს წევრები, ფსიქოლოგები, საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიის  ძირითადი  თემები  იყო  შშმ  პირთა  ინტეგრაცია საზოგადოებაში,  მათთვის  თანაბარი  შესაძლებლობების  უზრუნველყოფა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  როლი  შშმ  პირთა  ინტეგრაციის  საკითხებში  და  შშმ  პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები.

მარტვილი-სერგიეთის საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

ქალაქ მარტვილის და სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის  მშენებლობა  დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 1857 მეტრი ასფალტბეტონის საფარი, ასევე  მოეწყო  გზის  გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოს შესასვლელებში. პროექტის  ღირებულებამ 652 875  ლარი  შეადგინა.  სამუშაოზე  დასაქმებული  იყო  30  ადგილობრივი, მუშაობდა 10 ერთეული ტექნიკა.
მარტვილი-სერგიეთის  დამაკავშირებელი  გზის  მშენებლობა საქართველოს  რეგიონებში  განსახორციელებელი  პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ჩხოროწყუ - ახალი საავტომობილო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,  სოფელ  თაიაში,  ახალი  საავტომობილო  გზის  მშენებლობა აქტიურად  მიმდინარეობს.  იგება ასფალტბეტონის  საფარი.  პროექტი  რეგიონული  განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯტის  თანადაფინასებით  ხორციელდება  და  მისი  ღირებულება 1 800 000 ლარია. მიმდინარე  სამუშაოები  მერმა შესაბამისი  სამსახურების  წარმომადგენლებთან  ერთად  დაათვალიერა. აღნიშნული  პროექტის  ფარგლებში, საავტომობილო  გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები სოფელ ნაფიჩხოვოშიც ჩატარდა. ასფალტირებული გზა ჯამში 7.300 კმ მანძილზე დაიგო.

წალენჯიხის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ ადმინისტრაციული  ერთეულის წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა  გამართა.  მერმა  ისაუბრა  მუნიციპალიტეტის  გაზიფიცირების  პროექტირების  მიმდინარეობაზე,  მიმდინარე  და დასრულებულ  სხვადასხვა  ინფ- რასტრუქტურულ  სამუშაოზე; ასევე  ტუბერკულოზის,  აივ/ ინფექცია  შიდსის,  ჩ ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის  საპილოტე  პროგრამის  დაწყებასთან  დაკავშირებით, რომლის  ფარგლებშიც  აქცენტი დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და  დანერგვაზე  გაკეთდება.

ზუგდიდი - “ყველაზე სუფთა ქალაქი”

“სუფთა  რეგიონში”  —  ამ დევიზით გამართული კონკურსის გამარჯვებულების  დაჯილდოება გაიმართა  თბილისში.  კონკურსი  პროექტის — დავასუფთაოთ საქართველო:  ფაზა  III”— ფარ- გლებში ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: “ყველაზე  სუფთა  ქალაქი” — ზუგდიდი; “სუფთა სოფელი” — სოფელი ორსანტია; — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ახალაბასთუმნიდან პაატა გოგელიას და  მერაბ  ჭკადუას  ეზოები,  ზუგდიდიდან კახა დარასელიას ეზო; საქართველოში  საუკეთესო დასუფთავების  ცენტრის  ხელმძღვანელი  “ზუგდიდდასუფთავების” უფროსი ნუგზარ მალაშხიაა. კონკურსი  “სუფთა  რეგიონი” საქართველოში  მიმდინარე  წლის აპრილში  დაიწყო  და  ის  ხუთ ნომინაციაში  ჩატარდა.  კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოევლინა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი და ლამაზი ეზო. ამ ეტაპისთვის კონკურსი დასრულდა  და  გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ. დაჯილდოებას  ესწრებოდნენ: შვედეთის  ელჩი,  გარემოსა  და ბუნებრივი  რესურსების  დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლები და პარლამენტის  წევრები,  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერი და ვიცე-მერი. კონკურსი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა  და  ბუნებრივი  რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონი გამალებით შენდება

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც  ამ  ეტაპზე  დასავლეთ ტრიბუნაზე  ტარდება,  ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ დაათვალიერა. პროექტის   ღირებულება 1 863 000 ლარია. იგეგმება: ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა  და  გარე  კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, გათბობის, ვენტილაციისა და განათების სისტემების მონტაჟი. გარდა ამისა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისთვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომები.
სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი  და  იგი  ექსპლუატაციაში  2018  წლის  მარტში  შევა.  მშენებლობას  კომპანია  „ელიტა ბურჯი“  აწარმოებს.  სამშენებლო სამუშაოებზე  დასაქმებულია  15 ადგილობრივი.

ტრენინგი-შეხვედრა ნინოწმინდაში ნარჩენების მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით

პროექტ   “დავასუფ თაოთ საქართველოს”  ფარგლებში, ნარჩენების  მართვის  საკითხებზე ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტში შეხვედრა-ტრენინგი  გაიმართა. საქართველოში  ნარჩენების  მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების,  ნარჩენების  მართვის  დაგეგმვის,  ეკოსისტემებზე  სტიქიური ნაგავსაყრელების  გავლენისა  და ამ  კუთხით  რეგიონებში  საერთაშორისო  პრაქტიკის  დანერგვის პერსპექტივებზე  გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ  და  ქიმიის მეცნიერებათა  დოქტორმა,  გარემოს  მონიტორინგის  ექსპერტმა  ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრეს. პროექტის  პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მისი მოადგილეები, საკ- რებულოს  თავმჯდომარე  სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ბოლნისის გამწვანება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების  სამსახურმა  ქალაქ ბოლნისში,  ლადო  ასათიანის ქუჩის  მწვანე  ზოლზე  ორმოები გაამზადა  წაბლის  ხეების  ნერგების დასარგავად.

დმანისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

დმანისის  მუნიციპალიტეტი შეუერთდა  16-დღიან  კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვიზუალური აგიტაცია გენდერული ძალადობის საკითხებზე დანაშაულის პრევენციის მიზნით, რომელიც დასრულდა მსვლელობით. ვიზუალური აგიტაცია მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობის  საკითხებზე  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების შესახებ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახისა“ და ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ.



მეტის ნახვა
11-12-2017, 18:28



"საერთო გაზეთის" სტუმარია ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი:

– ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, რაც მოწმობს, რომ ერი მთლად გადაგვარებული არაა და საღად აზროვნების უნარი კიდევ შემოგვრჩა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, სანამ ურემი არ გადაბრუნდება, გზას ვერ ვხედავთ და ზოგჯერ, ამის მერეც გვიჭირს სწორი გზია დანახვა. მიჭირს ამ თემაზე ემოციების გარეშე საუბარი და უნდა მაპატიოთ.. პირველ რიგში, გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრებ და შემდეგ გეტყვით, რომ მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტი სკოლას ვერ იხსნის! მანდატურის კონტროლის არეალი კი არ უნდა გაზარდონ, მმართველი პარტია უნდა გამოვიდეს თავისი „ნაჭუჭიდან“, სპეციალისტებს და ექსპერტებს უნდა დაუძახოს და სასწრაფო ზომები გაატაროს, თორემ ასეთი ინციდენტები კიდევ გაგრძელდება. არ შეიძლება ამდენი უმოქმედობა და მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა. შედეგებს კი არა, მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და მიზეზი სწორედ ხელისუფლების უმოქმედობაში იმალება..

– კონკრეტულად, რა ზომები უნდა მიეღო ხელისუფლებას სკოლებში წესრიგის და დისციპლინის დასამყარებლად?


– პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა გაეტარებინა, რაც კანონში ცვლილებების შეტანას კი არა, ძირფესვიანად ახალი კანონების მიღებას გულისხმობს. განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდში, გიორგი მარგველაშვილმა ბრძანა, ეროვნულ სასწავლო გეგმებს გადავხედე და არაფერი შესაცვლელი არ არის, ცოტა ცვლილებებია შესატანიო. ხელისუფლების შესაცვლელად იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ იგივე, უვარგისი ზოგადი, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების კანონები გვქონოდა, რაც მანამდე. მე ვიღებდი მონაწილეობას „ქართული ოცნების“ პროგრამის შედგენაში, სადაც პირველ რიგში, კანონმდებლობის შეცვლაზე იყო საუბარი. მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე აღარ შეცვალეს, ანუ მოგვატყუეს, ხომ? ამ „ზოგადი განათლების კანონით“ მართვა არის დანაშაული. მეტი რა ვთქვა? დანაშაულებრივი კანონები შეინარჩუნეს, კადრები დატოვეს, ერთ ადამიანს არ უშვებენ მმართველობიდან და ამ დაქცეულ განათლების სისტემას მარტო მინისტრის შეცვლა უშველის? მით უმეტეს, როცა მინისტრებადაც არაპროფესიონალებს ნიშნავენ.. ჯეჯელავა რომ ამბობდა, ამაზონის მსგავსი საიტი უნდა შევქმნათ და სკოლის საქმე იქ უნდა გავარჩიოთო, ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი იტყვის? სკოლა არასწორად გატარებულმა რეფორმებმა დაანგრია, რაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. სისტემის ნგრევის მასშტაბები სააკაშვილმა ზენიტში აიყვანა და „ქართულმა ოცნებამაც“ იგივე გააგრძელა. რატომაა განათლების სამინისტრო დღემდე ლომაიას და შაშკინის კადრებით სავსე და ვინ ლობირებს ნაციონალების მიერ პოლიტიკური ნიშნით დანიშნულ ადამიანებს, რომლებმაც სკოლებიდან 20 000-ზე მეტი წესიერი და მცოდნე პედაგოგი გარეკა, დედა უნივერსიტეტი ლამის ტექნიკუმად გადაგვიკეთა და მეცნიერები ჩარეცხა?

– როგორც მახსოვს, სკოლებში ძალადობის შემთხვევები მას შემდეგ გახშირდა, რაც „თავისუფლების ინსტიტუტის“ მოთხოვნით, მასწავლებლის უფლებები შეზღუდეს და მოსწავლეს უზომოდ დიდი უფლებები მისცეს.. აკრძალეს ბავშვების ჩხრეკა და გააუქმეს არასრულწლოვანთა საქმის ინსპექტორები, რომლებსაც ე.წ. რთულად აღსაზრდელ ბავშვები სკოლაშიც და სკოლის გარეთაც კონტროლზე ჰყავდათ.

– არა მარტო ინსპექტორები.. პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა საქმეებისთვის ცალკე სამმართველოები იყო, სადაც არასრულწლოვანთა ფსიქიკისა და ფსიქოლოგიის მცოდნე ადამიანები მუშაობდნენ. სკოლას მენეჯერი კი არა, პროფესიონალი დირექტორი მართავდა და განათლების სამინისტროში სკოლისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანები მუშაობდნენ. სულ რომ ცეკას მდივნის ცოლი ყოფილიყავი, არ დაგაწინაურებდნენ, თუ შესაბამის საფეხურებს არ გაივლიდი. აი, ასეთი გამოცდილების მქონე პროფესიონალები გამოყარეს სამინისტროდან, მათ ნაცვლად, იურისტები შერეკეს და მინისტრებად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაგვინიშნეს. მგონი, დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც კანონში წერია, რომ სკოლის დირექტორი შეიძლება არაპროფესიონალი ანუ პედაგოგიური განათლების არმქონე ადამიანი იყოს.
საერთოდ, ქვეყანაში, სადაც მსხიობებითადა სპორტსმენებით სავსე პარლამენტში ერთი პედაგოგი არ ჰყავთ, რომელი განათლების პრიორიტეტულობაზე და პედაგოგის პროფესიის პრესტიჟულობაზეა საუბარი?
ქვეყანაში აღზრდის კონცეფცია არ არსებობს. ნაციონალურმა მოძრაობამ სკოლებიდან სამლოცველო კუთხეები და ხატები გამოყარა და „ქართულმა ოცნებამაც“ იგივე გზა გააგრძელა. თუ ბავშვს რწმენა, ღვთის შიში და სიყვარული არა აქვს, არც მოყვასისი სიყვარული ექნება, არც ზნეობა და მორალი. ასეთ ცივსისხლიან სადისტს მანდატური დაამაგრებს?
`ნაციონალების~ მიერ მაფიად ჩამოყალიბებულ განათლების სისტემას მარტო მინისტრების შეცვლა როგორ უშველის, როცა მთავარი მაფიოზები ადგილებზე არიან.

– სკოლებში ძალადობის ფაქტები რელიგიის სწავლების დროსაც ხდებოდა..


— ჩხუბი და კინკლაობა და ასეთი სადისტური მკვლელობა ერთი არ არის. ვიმეორებ, სკოლა ხელკეტიანმა ადამიანმა კი არა, პედაგოგიკამ, ფსიქოლოგიამ, სკოლათმცოდნეობამ, ღმერთმა და სიყვარულმა უნდა მართოს. ათეული წლებია, საქართველოში გაშმაგებული ბრძოლა მიდის ეკლესიის, სკოლის და ოჯახის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ამაზე დგას. მიზანი თითქმის მიღწეული აქვთ, რადგან მშობლები შვილებს საერთოდ მოწყდნენ.. ოჯახების უმეტესობა დაშლილია. თუ ერთიანია, ქმარი ცალკე „სეირნობს“, ცოლი ცალკე და შვილისთვის ვერც ერთი იცლის. ძალიან მძიმე სათქმელი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სკოლა კორუმპირებულია და სასკოლო დისციპლინა დარღვეული. მე 11 და მე12 კლასელები სკოლას მასობრივად აცდენენ და გაცდენების მაჩვენებელი სხვა კლასებშიც მაღალია. ბევრი მოსწავლე სააფთიაქო ნარკოტიკებს მოიხმარს. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი რომ ჩავარდა, ამას წინა წლების საატესტატო გამოცდების შედეგებიც ადასტურებს. სკოლებში უამრავი ძალადობის ფაქტი ხდება, რომელიც არ ხმაურდება. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში მიღებული არ არის განათლების ეროვნული დოქტრინა ანუ რასაც ესენი ეროვნულ მიზნებს ეძახიან და რაც აქვთ — ცუდი, კოსმოპოლიტური და უვარგისი, ისიც არ სრულდება.

– ამ თემებზე განათლების სამინისტროსთან თუ გქონიათ საუბარი?


– სამინისტრო ყველასთვის მიუწვდიმელია და ვის უნდა ელაპარაკო? უამრავი სკოლის დირექტორისგან მსმენია, რომ მინისტრთან შეხვედრას ვერ ახერხებს. რატომ უნდა იყოს მინისტრი სკოლის დირექტორისთვის მიუწვდომელი?
– გავრცელებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. გადაწყდა, რომ სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საწყის ეტაპზე საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შედგება უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის გეგმას შეიმუშავებს.
– მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ძალოვანმა სტრუქტურებმა სკოლებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე დილის 9 საათიდან 4 საათამდე პატრულირება უნდა განახორციელონ. უნდა გადმობრძანდნენ ძვირადღირებული მანქანებიდან და ფეხით შემოვლა მოახდინონ. ეს დანები და ხანჯლები ყველა ქუჩაზე და ბაზრობაზე რომ თავისუფლად იყიდება, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვას აკრძალავს. სასწრაფოდ უნდა შევიდეს კანონში ცვლილება და საერთოდ უნდა აიკრძალოს ცივი იარაღის თავისუფალი გაყიდვა. დანა მხოლოდ მონადირის ან ამ ტიპის სპეციალიზირებულ მაღაზიაში უნდა გაიყიდოს და მხოლოდ ზრდასრულზე. დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს სკოლის დირექტორების კონკურსის შედეგები. პარლამენტმა უნდა შეცვალოს დირექტორის შერჩევის კრიტერიუმები და თანამდებობაზე მხოლოდ ის ადამიანები დატოვონ, რომლებიც კომპეტენციით, ცოდნით და გამოცდილებით დაკავებულ თანამდებობას შეესაბამებიან.

— თქვენი აზრით, მომხდარის გამო, სკოლის დირექციას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს?

– სანამ ამაზე გიპასუხებთ, აუცილებლად უნდა ვახსენო კიდევ ერთი პრობლემა. სკოლის დირექტორების უმეტესობა ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ტრენერად მუშაობს და ტრენინგების დროს, სკოლის რამდენიმე დღით დატოვება უწევს, რაც დაუშვებელია. გასაგებია, რომ იმ ტრენინგებში დიდ გასამრჯელოს იღებენ, მაგრამ თუ ტრენერის ხელფასი უნდათ, სკოლის რთხოებაზე და ამას საკანონმდებლო დონეზე უნდა აგვარებდეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა ბრძანა, პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრება ნაადრევიაო. როგორ, ამხელა დანაშაული მოხდა და პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს? მიუხედავად იმისა, რომ 51-ე სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს დიდ პატივს ვცემ, ვერც ის, ვერც სკოლის დირექცია და კლასის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. სკოლა ვალდებული იყო, რომ პრობლემა დაენახა და თუ თვითონ ვერ მოერეოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მშობლებთან ერთად ემოქმედათ. დიახ, ვისაც თანამდებობრივად ევალებოდა, რომ ასეთი ტრაგედია არ მომხდარიყო, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ კანონს პატივი ვცეთ და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროის ინფორმაციით, 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დაკავებულია. „ ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ობექტურობის და სამართლიანობის ხარისხი მსგავს თემებში. შსს-ს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული, გამოძიების პროცესი დასრულდება და ყველა ადამიანი, ვინც პირადად მონაწილეობდა ამ დანაშაულში ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარის, სამართლიანად დაისჯება.” — განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
9-12-2017, 18:22


9 დეკემბერს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.ამასთან დაკავშირებით "სარეთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კორუფცია სერიოზული დანაშაულია, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, სახელმწიფოს რესურსების გონივრულ მართვას და საჯარო სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

"2004 წლიდან დღემდე ამ სფეროში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში. მართალია წვრილმანი მექრთამეობა ჩვენ ქვეყანაში დღეს უკიდურესად იშვიათია, მაგრამ კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეები კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმების მხრივ, განსაკუთრებით ხელისუფლების მაღალ დონეზე.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც საქართველოში მაღალი დონის კორუფციის რისკებს განაპირობებს, აღსანიშნავია დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის ხარვეზები, რაც, თავის მხრივ, საკვანძო ინსტიტუტების (პირველ რიგში პარლამენტისა და სასამართლოს) სისუსტის შედეგია. კორუფციის პოტენციურ წყაროდ რჩება არასათანადოდ დარეგულირებული კავშირები თანამდებობის პირებსა და კერძო კომპანიებს შორის, ხოლო სამართალდამცავ უწყებებს არ შესწევთ მაღალი დონის კორუფციის ეფექტურად გამოძიების უნარი პოლიტიკური ხელძღვანელობისგან არასაკმარისი დამოუკიდებლობის გამო. გამოწვევად რჩება საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის, პატრონაჟისა და ფავორიტიზმის აღმოფხვრა და მისი ჩამოყალიბება დამოუკიდებელ და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ ინსტიტუტად,"- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორუფციასთან ბრძოლის სფეროში შემდგომი პროგრესის მისაღწევად საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმირება და ამავე დროს გადადგას ნაბიჯები უფრო პლურალისტური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნისაკენ, კერძოდ:

1.უზრუნველყოს პარლამენტისა და სასამართლოს საზედამხედველო როლის გაძლიერება;
2.ხელი შეუწყოს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და უფრო თანაბარი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას;
3.პატივი სცეს საკვანძო საზედამხედველო ინსტიტუტების (მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პროკურატურის) დამოუკიდებლობას;
4.შექმნას ძლიერი და დამოუკიდებელი უწყება კორუფციის (განსაკუთრებით მაღალი დონის კორუციის) გამოძიების ფუნქციით და ზოგადად უზრუნველყოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების ეფექტური შესრულება პრაქტიკაში;
5.გადადგას ქმედითი ნაბიჯები რეალურად დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შესაქმნელად
6.მთავრობსა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით მიიღოს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები;
7.მიიღოს ზომები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში არსებული კორუფციის რისკების შესამცირებლად;
8.ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას.

მეტის ნახვა
9-12-2017, 18:16


ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის რომელიღაც მუხლი დაირღვაო, ნაციონალები და მათი სატელიტები ფრიად გაამხიარულა. მერე რა, რომ ეს დარღვევა, მხოლოდ ერთ ეპიზოდს, მერაბიშვილის ციხიდან თავზე "ტომარაგადაფარებულ" გაყვანას ეხება, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა თუ გაიყვანეს, თანაც ამ ფორმით. ვანიჩკას "პოლიტპატიმრად" გამოცხადებას, "ოპერატიულად" გამოეხმაურა სააკაშვილიც, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო მერაბიშვილი, მივესალმები სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩემი თანამებრძოლის პატიმრობის უკანოდ გამოცხადებასთან დაკავშირებითო. მმართველი ძალის განცხადებით, ევროსასამართლოს მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ უცვნია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მერაბიშვილის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სრულიად კანონიერი იყო, საერთოდ არ მოიცავდა მის პოლიტიკურ საქმიანობიდან ჩამოშორების მოტივაციას. ეტყობა, ნაციონალებისა და მათი ლიდერისთვის ცალკე გადაწყვეტილება გამოსცეს, სააკაშვილს ისიც გაურკვევია, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლის, ქვეყნის `ექსხერხემლის~ მრავალწლიანი პატიმრობის მთავარი მიზანი, მისგან სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. ოლიგარქ ივანიშვილს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ არაფერი მომიპარავს. ამის გამო, უდანაშაულო ადამიანს ამდენი ხანია აწამებენო.

ივანიშვილის "უნდობლობისა"რა უკვირს მიხეილ-ბატონს, როცა უკრაინელ ჟურნალისტსაც გაუჩნდა მის მიმართ კითხვა, პარტია გაქვთ (თანაც ორი, თუ მეტი არა – მ.ს.), ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობთ, მუდმივად მოგზაურობთ, ამას როგორ ახერხებთო. კი "დაამშვიდა" მიშამ "კოლეგა", რა არის აქ გასაკვირი, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ, ბებია მუშაობს (ცხონებული მზია ბებია მაშინ ცოცხალი იყო), დედა მუშაობს, ცოლი მუშაობს და ფულს მიგზავნიან, მეც ერთ-ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდიო, მაგრამ დაუჯერა თუ არა ყოფილმა "კოლეგამ", ვერაფერს მოგახსენებთ. სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ქართველებს (თუ არ ჩავთვლით ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერებს) ნამდვილად არ სჯერათ სააკაშვილის არგუმენტის. მათ არც ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობა და პოლიტპატიმრობა სჯერათ და აქედან გამომდინარე, მის უვადო პატიმრობას თუ არა, მრავალწლიან სასჯელს მაინც ითხოვენ. მერაბიშვილი ოთხი ბრალდებითაა მსჯავრდებული: "აკურას"ღვინის ქარხნის ჩამორთმევა – 2 წელი და 3 თვე; სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხწელიწადნახევარი; ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე. მას საბოლოო ჯამში, ამ უკანასკნელი სასჯელის ვადა შეეფარდა, რადგან ნაციონალებისგან "ქვეყნის დამაქცევრად" გამოცხადებულმა "ქართულმა ოცნებამ", ნაციონალების დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის წესი გააუქმა და უდიდესი სასჯელი შთანთქავს უმცირესს. ეს ბრალდებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც საზოგადოება მერაბიშვილს ედავება, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას არ უჩივის, ახსოვთ ვანოს მოთხოვნილი ორი "ტრუპი", ნავთლუღში, კორტებთან თუ სხვაგან ჩაცხრილული უდანაშაულო ახალგაზრდები, 7 ნოემბრის აქციის და ტელეიმედის დარბევა, ბადრი პატარკაციშვილისა თუ სხვა ბიზნესმენებისთვის ქონების "ახევა" და ა.შ. კი გვიმტკიცებს სააკაშვილი, "ანგელოზები" ვართ მე და ჩემი უახლოესი თანამებრძოლი, "გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე" მერაბიშვილიო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ათასობით საჩივარს, რომელიც მთავარ პროკურატურაში დევს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით?! არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს განვითარების ლაბორატორიის~ დირექტორი, ექსპარლამენტარი ირაკლი გოგავა `საერთო გაზეთისთვის~ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურები სადამსჯელო ორგანიზაციებად აქცია, მიზანი ერთი იყო – კორუფციით, შავი ბიზნესითა თუ კანონიერად ნაშოვნი ფული ამოღებულიყო მოსახლეობისგან.

საქართველოსთვის ასტრონომიული თანხებია, რაც მათ ამოიღეს, თანაც ეს ნახევრად ოფიციალურად ხდებოდა, საპროცესო გარიგებების მეშვეობითო. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2011 წლის ჩათვლით, 900-ათასამდე სს-ის საქმე იყო აღძრული, საიდანაც მხოლოდ 1%-ზე თუ დადგა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენების უმეტესობა საპროცესო გარიგებით დასრულდა. გარიგებისთვის საჭირო თანხა 5.000 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, ესეც წვრილმანი დანაშაულის შემთხვევაში, თორემ დანარჩენ შემთხვევებში მილიონებს უტოლდება. ჯამში 16-დან 19 მილიარდამდე ლარი ყოფილა ამოღებული. ირაკლი გოგავას განცხადებით, ეს ფული ნაციონალების მიერ შექმნილ 3–4 ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციაში წავიდა, ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი ყოფილა. არცერთი ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, დაშლილია, მათი მთელი დოკუმენტაცია კი უკვალოდაა გამქრალი. ბიზნესმენებს დაწესებული ჰქონდათ "სტავკები", რამდენი უნდა გადაერიცხათ ამ ფონდებში და რამდენი ოფშორულ ანგარიშებზე. იმიტომაც ვერ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პირწმინდად გაძარცვეს ხალხი. ნაციონალებმა კორუფცია კი არ მოსპეს, მისი ერთ ხელში კონსოლიდაცია მოხდაო. ბიზნესმენებთან ერთად, ყველა მსხვილი იმპორტიორიც "გასტავკული" ყოფილა, "ხარკი" 10–20%-ის ფარგლებში მერყეობდა, "სტავკაც" ალბათ იმის მიხედვით დგინდებოდა, ვის რა "დამსახურება" ჰქონდა "მეფის კარზე". ირაკლი გოგავას ნაცნობი უკრაინელი ბიზნესმენი, რომელსაც ხორბლის შემოტანა უნდოდა, ნაცელიტას ერთ-ერთ მინისტრთან გადაუმისამართებია, ამ უკანასკნელმა "ატკატის" სახით 20% მოითხოვა, არადა ხორბლის მარჟა 7–8, მაქსიმუმ 10%-ია. ცხადია, ეს გარიგება ვერ შედგა, მაგრამ იყო ხალხი, ვინც მოთხოვნებს თანხმდებოდა, ციხეში გამოკეტვისა და ქონების "ექსპროპრიაციის"შიშით. "საერთო გაზეთი" თავის დროზე წერდა იმ ბიზნესმენების შესახებ, რომლებსაც ბიზნესის "ახევა" არ აკმარეს და გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეპატრონე ჯემალ ლეონიძეა. მისთვის წართმეული ობიექტები, შემდეგ დავით კეზერაშვილის კომპანია "გალფის" სახელით მოევლინენ საწვავის ბაზარს.

სწორედ, ამგვარი "სპეცოპერაციების" შედეგად იქცნენ ნაცხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოსული პერსონები მილიარდერებად. მიწისა და სხვა უძრავი ქონების "ერთგულ" ხალხზე ერთ ლარად გასხვისება, სააკაშვილის ჩვეული მეთოდი იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში გამდიდრებულებმა, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მიკროქალაქი შექმნეს, მთავარი გამზირით, სიხარულის ქუჩა. ამ ქუჩაზეა წამოჭიმული სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი `თანამებრძოლების~ ფეშენებელური ვილები. საწვავის ბიზნესი და საგანმანათლებლო სფერო ხომ მთლიანად სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში იყო და დღესაც იგივე გრძელდება. როგორ "უფეშქაშა" გაგანია ომის დროს სააკაშვილმა საკუთარ დედას ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა პრესაში, მათ შორის, ჩვენს გაზეთშიც. სააკაშვილი, რომლის ქონების ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, დღეს ირწმუნება უპოვარი ვარ, მხოლოდ ოჯახის წევრების ხელფასით ვარსებობო. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, დავით გაგნიძის განცხადებით, საქართველოდან მთლიანობაში 25 მილიარდი ლარია გატანილი და ვინ იცის, რომელ ოფშორულ ზონაში "დავანებული". "ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, აქედან 18 მილიარდი სააკაშვილის `ყულაბაშია~. აი, ამაზე რომ არ მოსთხოვა მას პასუხი "ქართულმა ოცნებამ", იმიტომაც ბედავს სააკაშვილი აქეთ წაუყენოს ბრალდებები მმართველ ძალას და მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, რომელიც სააკაშვილზე ნაკლებ ქონებას არ ფლობს. `გაღლეტილი~ ვანოს მატერიალური აღზევება, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროიდან დაიწყო, როცა ერთ-ერთი `ენჯეოს~ ხელმძღვანელი გახდა, რომელსაც მემამულეთა თუ მიწისმფლობელთა ასოციაცია ერქვა. საქმეში ჩახედული ხალხის განცხადებით, სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ქართული მიწების განიავება. დღეს აღარც ეს ორგანიზაცია არსებობს, სამაგიეროდ, დაგვრჩა მულტიქონების მფლობელი მერაბიშვილი, რომელიც მიზერული სასჯელით გაამწესეს `მატროსოვის~ კომფორტულ ციხეში და მომავალი წლის მარტში ეწურება სასჯელის ვადა, თუმცა შეიძლება უფრო ადრეც, საახალწლოდ ვიხილოთ `თავისუფლებაზე~. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, მერაბიშვილს ახალი ბრალი წაუყენონ, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილიო, თუმცა საკითხავია, რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი. "ნაცბობოლებთან", მათ შორის, მერაბიშვილთან დაკავშირებითაც, ხალხი მწარედ ხუმრობს, ჩვენც გვაშოვნინონ მილიონები და ასეთი სასაცილო სასჯელით, სიამოვნებით ჩავჯდებით ციხეში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი სასჯელაღსრულების სისტემა, სააკაშვილის ციხესთან შედარებით, სამოთხეაო. რა ქონებას ფლობს მერაბიშვილი, დაზუსტებით შეიძლება თვითონაც არ იცის, მაგრამ ექსგუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესქონების რეალური მფლობელი რომ "გაღლეტილი" ვანოა, ეს არაერთხელ უთქვამთ კარგად ინფორმირებულ წყაროებს. ხე-ტყის ბიზნესსაც, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, ვანო აკონტროლებდა და დღესაც აქვს ამ სფეროდან შემოსავალიო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, თავის დროზე მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე რეალურად ის მართავს და "წილსაც" იღებს. ნაციონალების მმართველობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (აქ არ იგულისხმება ნაცვლიშვილ-გიგაურისა და სხვა `ელიტარების~ ორგანიზაციები), არაერთხელ მოაწყეს საპროტესტო აქციები დიღმის ფეშენებელურ კვარტალსა თუ თბილისის ზღვაზე, მათი განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე უზარმაზარი ვილა მერაბიშვილის საკუთრება იყო. ამ აქციების გამო, პროტესტანტებს არაერთხელ მოუწიათ თბილისის პოლიციის სამმართველოსა თუ სხვა ქალაქების "კაპეზეებში" ყურყუტი და ცემა-წამების ატანა. დღეს კი, თურმე სააკაშვილის "არარსებული" ანგარიშების"არგათქმის" გამო "ეწამებ" მერაბიშვილი.

ისე, საბანკო ანგარიშების "არმქონე" სააკაშვილთან ერთად, მოქმედ ხელისუფლებასაც გვინდა დავუსვათ კითხვა, რატომ გაყიდა პრეზიდენტყოფილმა ნახევარ მილიარდ დოლარად შეფასებული სახელმწიფო ქონება, ფოთის პორტი, 130 მილიონად, რომლის თითქმის ნახევარიც თურმე დღეს არ ფუნქციონირებს. ვითომ ასეთი გულუბრყვილო იყო სააკაშვილი რომ მეოთხედ ფასად გაესხვისებინა ეს ობიექტი, თუ იქ რაიმე ინტერესი არ ჰქონდა? კოსტუმებსა და აბანოს ხარჯებს რომ ედავებოდა მთავარი პროკურატურა სააკაშვილს და თავი ნაცების საქილიკო გაიხადეს, სტრატეგიული ობიექტების `უპრაგონო~ გაყიდვაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს თემა? საქართველოს რკინიგზის "ჩაძირვაზე" რომ მოსთქვამენ ნაციონალები და მათი სატელიტები, სწორედ, მათი მმართველობისას დაიწყო ამ უწყების ქონების განიავება, მათ არ დანიშნეს იქ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ბატონი ეზუგბაია, რომლის ანაზღაურებაც ასტრონომიულ ციფრებს უტოლდებოდა? ძალით თავსმოხვეული კოაბიტაციის წყალობით, სააკაშვილს მხოლოდ ოთხ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული, სამსახურებრივი უფლეამოსილების ბოროტად გამოყენება (გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე); 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეიმედში შეჭრის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით (8.837.461 ლარი) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა (სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხარჯების საქმე).

სააკაშვილი ამბობდა: პოროშენკომ შემომთავაზა, ან ჰოლანდიაში წადი, ან პოლონეთში ანდა საქართველოში, მაგრამ ევროპაში არ წავალო, თან ბიძინას ემუქრებოდა, საქართველოში ჩამოვალ და ივანიშვილს დავამხობო, მაგრამ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ვეჭვობ, რომ დანაქადნის შესრულება შეძლოს...

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-12-2017, 16:24


რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწყობს ტერაქტს _ ფანატიკოსი, ჯინსებსა და კედებში, თუ ღვთის სახლში შეპარული ანაფორაგადაცმული ფარისეველი

ვახტანგ ხარჩილავა:

ის, რაც ქართულ ეკლესიაში ბოლო ხანებში ხდება, შეიძლება გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო.
ესეც ტერაქტია, ოღონდ სხვა ტიპის და სხვა ხასიათის ტერაქტი, სადაც, მართალია, არც ავტომატებს ისვრიან და არც ხელყუმბარებს, სამაგიეროდ, ისეთი იდეოლოგიური ბომბის აფეთქებას აპირებენ ვიღაც-ვიღაცები, რომელმაც შეიძლება ეს ქვეყანა ორად გახლიჩოს.
განსაკუთრებით საგანგაშო და თავზარდამცემია ის გარემოება, რომ ამ ტერორისტული აქტის განმხორციებლები შეიძლება ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ანაფორები აცვიათ, ჯვრები და პანაღიები ჰკიდიათ, თავზე მიტრა ახურავთ და რომელთა მთავარი მისია საზოგადოების გახლეჩა კი არა, საზოგადოების გაერთიანებაა იმ დიდი სიკეთისა და სინათლის გარშემო, რომელსაც ჰქვია სიყვარული და რომელიც არს ღმერთი.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწყობს ტერაქტს _ ფანატიკოსი, ჯინსებსა და კედებში, თუ ღვთის სახლში შეპარული ანაფორაგადაცმული ფარისეველი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის, ბნელი გზებით ნაშოვნი სიმდიდრისა და ოქრო-ვერცხლის შესანარჩუნებლად მზად არის, მთელი ქვეყანა გაწიროს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.
უპრეცედენტო, ჭეშმარიტად ბრძნული და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება _ ასე შეფასდა უწმიდესისა და უნეტარესის ეს ნაბიჯი.
ამ გადაწყვეტილ; ებით, ფაქტობრივად, გზა მოეჭრა ყველა იმ შესაძლებელ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა მომავალი კათოლიკოსის არჩევის პროცესს მოჰყოლოდა.
სამწუხაროდ, საქართველოს მწარე ისტორიული გამოცდილება აქვს ამ მხრივ.
ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული მრავალი დრამატული ფაქტი დღემდე რჩება სხვადასხვა ვერსიების, ბრალდებების, მითქმა-მოთქმის საგნად, რაც სრულებითაც არ უწყობს ხელს ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებას და განმტკიცებას.
ილია II-მ მოსაყდრის თავის სიცოცხლეშივე დასახელებით, რაც განმტკიცებული და დადასტურებულია მის მიერ შედგენილი სათანადო ტექსტით და ხელმოწერით, ფაქტობრივად, აღკვეთა ის სპეკულაციები, გნებავთ, შიდა დაპირისპირებების საფრთხე, რასაც, ადვილი შესაძლებელია, მომავალში ადგილი ჰქონოდა.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რის შესახებაც ნაკლებად ვლაპარაკობთ, თუმცა ეს ამბავი ნამდვილად არის ყურადღების და აღნიშვნის ღირსი.
საქართველოს პატრიარქს, უჭკვიანეს ადამიანს, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსეს, არ შეიძლება არ სცოდნოდა და წინასწარ არ გაეთვალა, რომ მოსაყდრის დასახელებით იმედგაცრუებული სხვადასხვა ჯგუფების რისხვა, რომლებსაც თავისი ფავორიტები ჰყავდათ და ჰყავთ მომავალი პატრიარქის თანამდებობაზე, სწორედ მას დაატყდებოდა თავს.
მან სრულიად შეგნებულად და გააზრებულად თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა, რითაც ფარად აეფარა და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქა მდგომარეობა არა მარტიო მეუფე შიოს, არამედ მთლიანად ეკლესიას.
ამის გაკეთებას დიდი სულიერი სიმტკიცე, თავგანწირვისთვის მზადყოფნა და, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება.
მეუფე შიოს (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ და ერუდირებულ ადამიანს, თავმდაბალ, უწესიერეს პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის, მოყვასს სიკეთის ხელი გაუწოდოს.
მეუფე შიო, ამასთან ერთად, დაჯილდოებულია შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭით, რაც მან არაერთხელ გამოავლინა თავისი საეკლესიო მოღვაწეობის განმავლობაში.

ის, როგორც ყოველმხრივ შემკული პიროვნება, გულწრფელი სიყვარულით უყვარს მის მრევლს, მის ნაცნობ-მეგობრებს, სასულიერო თუ საერო პირებს.
არის უკონფლიქტო, გაწონასწორებული ხასიათის ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა რაიმე სახის დაპირისპირებასა თუ ინტრიგებში, რომლებიც, სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღშიც არცთუ იშვიათად გვხვდება.
აი, ასეთი გამორჩეული და ნამდვილად ღირსეული კანდიდატი შეარჩია პატრიარქმა თავის მოსაყდრედ, რომლის წინააღმდეგი, წესით და რიგით, არავინ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინოდის წევრებში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მკვეთრად აგრესიული და უარყოფითი შეფასებები გააკეთეს პატრიარქის ამ გადაწყვეტილების მიმართ.
მართალია, პიროვნული ზადი და ხინჯი ვერ მოუძებნეს მეუფე შიოს, მაგრამ `ნაკლად~ ის ჩაუთვალეს, რომ მას თურმე განათლება რუსეთში აქვს მიღებული.
სწორედ ამ `ნაკლზე~ აიგო ის შავი პიარი, რომელიც მეუფე შიოს წინააღმდეგ ააგორეს ე.წ. დასავლური ორიენტაციის მედიასაშუალებებმა, რომელთა საქმიანობასაც სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ანტიქართულს, ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივს.
ამ შავ პიარს სინქრონულად აუწყო ხმა ზოგიერთმა სასულიერო პირმაც, რომლებიც პატრიარქის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს, უკანონოს უწოდებდნენ, თუმცა იმის ახსნა-განმარტებით, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ამ გადაწყვეტილების არალეგიტიმურობა და არაკანონიერება, თავი არავის შეუწუხებია.
Картинки по запросу საპატრიარქო
ზოგიერთები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და იმის თქმასაც არ მოერიდნენ, რომ პატრიარქს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით არ მიუღია და ამის გაკეთება მას რუსებმა აიძულეს.
მთელი ამ პარანოიკული ბოდვის მთავარ არგუმენტად ის იგულისხმებოდა, რომ მეუფე შიოს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში მოღვაწეობდა, რომლის განახლება-რესტავრაციას, რუსეთში მოღვაწე სხვა ქართველების დახმარებით და მათთან ერთად, ფასდაუდებელი ამაგი დასდო.
გვინდა ვიკითხოთ: რუსეთში სწავლა-განათლების მიღება რატომ ნიშნავს ავტომატურად რუსეთუმეობას და რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გატარებას?
ბევრმა თქვა და მეც გავიმეორებ: განა რუსეთის უნივერსიტეტებში არ სწავლობდნენ ის ქართველები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ მწერლობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში?

ამ გლობალისტური იდეოლოგიის ზეობის ჟამს, თუ საქართველოს ჯერჯერობით კიდევ უდგას სული, ეს მათი წყალობით, მათი დანატოვარი იმედით, მათი უკვდავი ანდერძით, მათი თავდადები თ.
დიახ, რუსეთში სწავლობდნენ, ოღონდ სწავლობდნენ არა იმიტომ, რომ რუსეთს მომსახურებოდნენ, არამედ იმისთვის, რომ იქ მიღებული სწავლა-განათლებით თავის სამშობლოს გამოსდგომოდნენ.
სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ რუსეთში განათლებამიღებული თერგდალეულთა თაობა თვითონ ჩაენაცვლა სახელმწიფოს, თვითონ იქცა ქართული სახელმწიფოებრიობის იდეების ქადაგად და მებაირახტრედ.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, რუსეთში სწავლობდნენ…
საერთოდ მეუხერხულება, ამაზე რომ ვლაპარაკობ, იმდენად პროვინციალური და სულელურია თემა, რომლის გარშემოც ასეთი აურზაურია ატეხილი.
მთავარი ის კი არ არის, ვინ სად სწავლობდა, არამედ მთავარი ის არის, ვინ არის თვითონ.
"მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"-ო, _ ბრძანა პოეტმა.
მეუფე შიო ბუნებით არის გამორჩეული პიროვნება და როცა პატრიარქმა მასზე გააკეთა არჩევანი, ალბათ, ეს იყო უმთავრესი, რითაც ის სხვებისგან გამოირჩა და არა იმით, სად, რომელ კონტინენტზე მიიღო წვრთნა.

და კიდევ ერთი: ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ რუსული მწერლობა, რუსული კულტურა, რუსული ხელოვნება, რუსული განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე ევროპულია, თავიდან ბოლომდე ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებზეა აგებული.
ასე რომ, ადამიანებისთვის იმის წამოძახება, რომ რუსეთში მიიღეს განათლება, სამარცხვინო და სულმდაბლური სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
დაბოლოს, რუსეთში 700 000-მდე ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს, რომლებსაც არავისზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო.
ჩვენი როყიო და პროვოკაციული განცხადებებით ნუ ვაყენებთ მათ შეურაცხყოფას, ნუ ვტკენთ გულს და ნუ ვუბიძგებთ გაუცხოებისკენ.

როგორც ვთქვით, სინოდის წევრთა ერთმა ჯგუფმა პატრიარქის არჩევანს თავიდანვე დაუდო პოლიტიკური სარჩული და მისი გადაწყვეტილება საქართველოსადმი აგრესიულად განწყობილი რუსული სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული პოლიტიკური მოტივებით ახსნა, ხოლო სულ მალე ამერიკიდან დაბრუნებულმა მეფე იაკობმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის ლიდერია, ისეთი პოლიტიკური განცხადებები აკეთა, საგარეო საქმეთა მინისტრს შეშურდებოდა.
_ რუსეთი ერთმორწმუნეა, მაგრამ მოღალატეაო. აი, ამერიკას კი არასოდეს არ უღალატია ჩვენთვისო. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ამერიკასთან თანამშრომლობაშიო, _ ბრძანებდა მეუფე იაკობი და მას რომ ვუსმენდი, მეგონა, უცხოური გრანტებით დაფინანსებულ რომელიღაც ახალი პოლიტიკური პარტიის მეთაურს ვუსმენდი.
არადა, მეუფე იაკობი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც, წესით და რიგით, პოლიტიკაში კი არ უნდა ერეოდეს და პოლიტიკურ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ ამბიონიდან ერს სულიერი ამაღლებისკენ, ერთიანობისკენ უნდა მოუწოდებდეს და ღვთისკენ მიმავალ გზას უნდა აჩვენებდეს.
მეუფე იაკობმა და მისმა ჯგუფმა ახალი `ღმერთის~ ძებნა აშშ-ის პოლიტიკურ ინსტიტუტებში და იმ ორგანიზაციებში დაიწყეს, რომელთანაც, მათივე ინფორმაციით, დახურული, საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ, სადაც გაქარწყლებულა თურმე ის არასწორი წარმოდგენები, რაც აქამდე ამერიკელებს ჰქონიათ ჩვენს სამღვდელოებაზე.
_ ჩვენთან საუბრის შემდეგ სულ სხვა წარმოდგენა შეექმნათ ჩვენზეო, _ ამაყად განაცხადა მეუფე იაკობმა, თუმცა არც ის დაუზუსტებია, ან აქამდე რატომ ჰქონდათ ამერიკელებს ცუდი წარმოდგენა ქართულ ეკლესიაზე და მის წარმომადგენლებზე და ისეთი რა თქვეს და რა უთხრეს ამერიკელებს მეუფე იაკობმა და მისმა კოლეგებმა, რომ ეს ცუდი წარმოდგენა ერთბაშად შეეცვალათ?

ამასაც რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა ჰქონოდათ დახურული და საიდუმლო შეხვედრა სასულიერო პირებს ვინმესთან? რა არის ისეთი, რაც თავის ერს, თავის მრევლს უნდა დაუმალოს სასულიერო პირმა?
სასულიერო პირები ხართ თუ კონტრდაზვერვის თანამშრომლები ან დიპლომატიური კორპუსის წევრები, საიდუმლო შეხვედრებს რომ მართავთ?
ასეა თუ ისეა, მეუფე იაკობმა და მისმა თანამოაზრეებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური ორიენტაცია აშშ-ის სასარგებლოდ და ასევე ღიად მიანიშნეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს პატრიარქის "პრორუსული" გადაწყვეტილების საპირწონედ, მის ალტერნატივად.
აი, ეს არის ის ქმედება, რომელსაც ტერაქტი ვუწოდეთ წერილის დასაწყისში და რომელსაც, ადვილი შესაძლებელია, ქართული ეკლესიის შიგნით რღვევა და დაპირისპირება მოჰყვეს.

რა ქნას ყოველივე ამის შემდეგ მრევლმა _ პოლიტიკური ნიშნით ორად უნდა გაიყონ და აშშ-ის მომხრეები მეუფე იაკობის და მისი ჯგუფის მხარეს უნდა დადგნენ, სხვები კი მეორე მხარეს?
კი, მაგრამ, ამ ორი მხარის პოლიტიკურ დაპირისპირებაში დაკარგულ ღმერთს რა პასუხს ვცემთ ან ერთი ღმერთით, ერთი ჯვრით, ერთი მადლით შეკრულ ჩვენს ერთიანობას რა ხვედრს ვუმზადებთ?
რა საინტერესოა, მეუფე იაკობი ახალ რელიგიას, უფრო ზუსტად, ერთდროულად რელიგიური და პოლიტიკური ელემენტებით შეჯერებულ ახალ ორგანიზაციას ხომ არ ქმნის, ნეტავ?

არ მინდა დავიჯერო, რომ მართალია ის, რასაც ზოგიერთ მეუფეზე და მათ შორის მეუფე იაკობზეც ლაპარაკობენ.
არ მინდა დავიჯერო, რომ მღვდელმთავართა ერთი ნაწილი ვერცხლისმოყვარეობამ. სიმდიდრის და ქონების მოხვეჭის დაუოკებელმა სურვილმა ისე დააბრმავა და გადააგვარა, რომ თავიანთი უპირველესი და უმთავრესი მისია დაავიწყდათ.
არ მინდა დავიჯერო, რომ ზოგიერთ მღვდელმსახურს ერისკაცობაში ისეთი ცოდვები აქვს ჩადენილი, რომ მათ მოსანანიებლად მთელი ცხოვრება სენაკში უნდა იყო ჩაკეტილი და მუხლმოყრილი ღმერთს პატიებას უნდა ევედრებოდე, ისინი კი შავ ჯიპებში ჩამსხდარნი, გალაღებულნი და ნაპატიებნი, სხვებს მოძღვრავენ, სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ სწორად.
თუ მოინანიებ, ყველა ცოდვა მიგეტევება, მაგრამ რომ არ ჰგვანან ესენი მონანიებულებს და გულწრფელი სინანულით განწმენდილებს, ამას რა ვუყოთ?
მკრეხელობად მიმაჩნია იმის გაფიქრებაც კი, რომ მავანს და მავანს ანაფორა ისე აქვს მორგებული ტანზე, როგორც მგელს ცხვრის ტყავი, რომ თავისი მგლობა დამალოს.
არც იმის დაჯერება მინდა, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადებამ ზოგიერთი დააშინა _ ვაითუ, რისთვისაც აქამდე მიმიღწევია და რაც აქამდე მიშოვია, ყველაფერი ერთბაშად დავკარგოო და სწორე ამ შიშის გამო მოიძიეს "მოკავშირედ" ნატო და ამერიკა, რომ მათ კალთას შეეხიზნონ და თავი დაცულად იგრძნონ.

ქართველი კაცი ხშირად იტყვის ხოლმე _ უზარმაზარი იმპერიები აღიგავნენ პირისაგან მიწისა, საქართველო კი დღემდე არსებობს და დღემდე ფეხზე დგას!
ქართველი კაცი სიამაყით ამბობს ამას, მაგრამ სიამაყესთან ერთად მის ნათქვამში გაკვირვებაც და გაოცებაც იგრძნობა.
მას გულის სიღრმეში ნამდვილად უკვირს, მართლაც რა ძალამ გადაარჩინა გავეშებული იმპერიების რკალში მოქცეული ეს პატარა ქვეყანა?
რამ გადაარჩინა და ქრისტიანობამ, ანუ იმან, რის გამოც გვაოხრებდნენ, განადგურებდნენ, გვწვავდნენ, გკვლავდნენ, მაგრამ ეს ყველაფეერი კიდევ უფრო გვაძლიერებდა, რომ არ დაგვეთმო უმთავრესი ღირებულება _ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა.
თუ დღეს ვიღაც-ვიღაცების სიხარბის, ეგოისტური ინსტინქტების, სულმოკლეობისა და სულმდაბლობის წყალობით, ქართულ ეკლესიას ბზარი გაუჩნდება, ამან შეიძლება ქართული სახელმწიფოებრიობა შეიწიროს.

მეტის ნახვა
8-12-2017, 16:14


_ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რატომ არიან ეს მოზარდები ასეთი აგრესიულები? ვინ არის დამნაშავე მომხდარში _ სკოლა? ოჯახი? საზოგადოება? რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს უბედურება არასოდეს განმეორდეს? _ აი, კითხვები, რომლებსაც გასულ კვირას მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეძრწუნებული და შეშინებული საზოგადოება სვამს.

რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიაა, რომ ამ შემზარავ ამბავს ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ისიც არანაკლებ დიდი ტრაგედიაა, რომ იმ მოზარდების სახით, რომლებმაც თანატოლები დანებით დაჩეხეს, რამდენიმე მკვლელი შეემატა მკვლელთა არცთუ ისე მცირერიცხოვან რიგებს.
იმედია, გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლევს ყველაფერს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ის ვერ დაადგენს და პასუხს ვერ გასცემს ერთ მთავარ კითხვას _ რა ხდება ამ ქვეყანაში, რა ხდება იმ საქართველოში, სადაც ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია სულაც არ გახლავთ ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა?

როგორც წერილის დასაწყისში ვთქვით, შეძრწუნებული და შეშინებული საზოგადოება მომხდარში გარკვევას ცდილობს და იმ მიზეზებს ეძებს, რომლებსაც შეიძლება ეს ტრაგედია გამოეწვია, ამ ძიებაში კი ხან მანდატურებისკენ იშვერს თითს, ხან მასწავლებლებისკენ, ხან შსს-სკენ და ა. შ.
მიზეზები მართლაც ბევრია, მაგრამ არის ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც არავინ ლაპარაკობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია და კიდევ სხვა ტრაგედიები, არის ტრაგედია იმ ბავშვებისა, იმ მოზარდებისა, რომლებსაც ჩვენ, უფროსებმა, სამშობლო დავუკარგეთ და ის ნიადაგი გამოვაცალეთ, რომელზეც ადამიანი ადამიანად უნდა აღზარდოს და სრულფასოვან მოქალაქედ უნდა ჩამოყალიბდეს.
ძალიან ვთხოვ ყველას, ეს სიტყვები პოეტური შეფერილობის მაღალფარდოვან სიტყვებად არ ჩამითვალოთ.
სინამდვილეში სწორედ ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რაც ჩვენს გარშემო ხდება და რასაც ვერ უძლებს მოზარდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა.
ეს არის მორალურად და ფსიქიკურად ტრავმირებული თაობა, უსამშობლოდ, უეროვნებოდ, გრიგალის მიერ მიწიდან ამოგლეჯილ ხესავით უფესვოდ დარჩენილი თაობა, რომელსაც ვცდილობთ, არაფერი დავაკლოთ და შეძლებისდაგვარად მართლაც ყველაფერს ვაძლევთ, რისი გაღებაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვაძლევთ მთავარს _ იმის გაგებას და შეგრძნებას, ვინ არიან ისინი? ვისი გორისანი არიან? რა წარსულიდან, რა ტრადიციებიდან მოდიან და როგორები და რანაირები უნდა იყვნენ, რომ ყველა წოდებაზე, ყველა ტიტულზე აღმატებული, ღირსეული ადამიანის სხელი ერქვათ.

ვინმემ უთხრა, ვინმემ აუხსნა ამ ბავშვებს, რომ ქართველი კაცისთვის უდიდეს სირცხვილად, ლაჩრობად, არაკაცობად ითვლებოდა, თუ ვინმეს დანას დაარტყამდა?!

ასეთ კაცს მთელი საზოგადოება მოკვეთდა და ზურგს შეაქცევდა ხოლმე, როგორც უკანასკნელ ვიგინდარას და ნაძირალას.
ვინმემ უთხრა, ვინმემ აუხსნა ამ ბავშვებს, რომ ქართველ კაცს წარმოუდგენელ დაცემად მიაჩნდა, ერთ კაცს რამდენიმე ერთდროულად დასხმოდა თავს და ეცემა?!

არ გეგონოთ, რაღაც ძალიან შორეულ ამბებს ვყვებოდე _ სულ რაღაც ნახევარი საუკუნე გვაშორებს იმ დღიდან, როცა ერთმა არაკაცმა დანით მოკლა ერთი გამორჩეული თბილისელი ბიჭი, რამაც შოკში ჩააგდო იმდროინდელი თბილისის საზოგადოება, იმდენად არაქართული, იმდენად არათბილისური იყო ის, რაც მოხდა.

დღეს ასეთი ამბები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელიც კი გვტკივა და გვწყინს, მაგრამ არ გვიკვირს, იმდენად შევეჩვიეთ და შევეგუეთ ყოველივე ამას.
უფრო მეტიც, დღეს ვიღაცა ვიღაცას დანით რომ დაჭრის, ეს ამბავი ვაჟკაცობად და კაიბიჭობად მიაჩნია და ვინ ხარ, რა ეროვნებისა ხარო, რომ ჰკითხო, _ ქართველი ვარო, _ ამაყად და თავმომწონედ გეტყვის.

არადა, არ არის ეს კაცი ქართველი _ ქართული გვარ-სახელი კი აქვს, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი სალახანა და არამზადაა, რომელსაც ქართველობასთან არაფერი აკავშირებს, გარდა გვარ-სახელისა.

ამ მოზარდების რომ გვიკვირს, განა იგივეს არ აკეთებენ უფროსები _ მათი უბნელები, თანაქალაქელები, თანასოფლელები, რომლებისთვისაც არაკაცობად არავის ჩაუთვლია დანით ადამიანების ჭრა და ჩეხვა.

ამ ქვეყანაში ყველაფრის სამინისტროს ხომ არ დავაარსებთ, თორემ ადამიანის ქართველად აღზრდის და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბების სამინისტრო კი უნდა არსებობდეს საქართველოში.

ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.
ცალკე სამინისტრო კი არა, წესით და რიგით, მთელი სახელმწიფო სისტემა, პირველ ყოვლისა, ადამიანის ადამიანად, თავისი ქვეყნის პატრიოტად და წესიერ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს.

ესაა სახელმწიფოს უმთავრესი და უპირველესი დანიშნულება და არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სოფლის აღორძინებაზე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ფიქრი, რადგან ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ქვეყანას პატრონი და გულშემატკივარი არ ეყოლება.
ვინ უნდა აღზარდოს, როგორ უნდა აღიზარდონ ეს ბავშვები კარგ ქართველებად, კარგ მოქალაქეებად, კარგ ადამიანებად, როცა არც სკოლა, არც მედია, არც მწერლობა, არც სახელმწიფო და საერთოდ, არავინ არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით.
ისინი მარტოდმარტო, უპატრონოდ, უკონტროლოდ იზრდებიან _ სიძულვილით, აგრესიით, უსიყვარულობით გაჯერებულ იმ უდაბნოში, რომელსაც ინტერნეტსივრცე ჰქვია.

ისინი სხვა "ქვეყნიდან", სხვა `სახელმწიფოდან~ არიან და ამიტომაც გვიყურებენ, როგორც უცხოებს, ამიტომაც არ ესმით ჩვენი.
ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, წამდაუწუმ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც ჩვენ ვბაძავთ, რომლებიც სამაგალითოდ მიგვაჩნია.

ჩვენ ნელ-ნელა ვემსგავსებით მათ და ეს ძალიან გვიხარია, თუმცა, გასაკვირია, რა არის ამაში გასახარელი?
თუ გვინდა, გადავრჩეთ, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ის საქართველო, სადაც ქართველები ქართველებად გაიზრდებიან და არა უსამშობლო, ურწმუნო, უჯიშო არსებებად.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
7-12-2017, 17:04


მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი სიმაილ ჰანია აცხადებს, რომ  აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. მან ახალი ინტიფადა ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი დააანონსა. ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა ღაზაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ ნაბიჯით აშშ-მა მოკლა სამშვიდობო პროცესი, მოკლა ოსლოს ჩანაწერი. ეს გადაწყვეტილება არის აგრესია, ჩვენთვის ომის გამოცხადება.
ჩვენ ყველას უნდა მოვუწოდოთ და ვიმუშაოთ ახალი ინტიფადის დასაწყებად სიონისტური მტრის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰამასის ლიდერმა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ავრცელებს.

ტრამპის განადწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ამით მან "ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო."

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა, მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

მეტის ნახვა
7-12-2017, 15:21


დედაქალაქის მერი კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიის მიზანია, თბილისი მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის ყოველთვის იყოს და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

„ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტის ნახვა
7-12-2017, 15:12


5 დეკემბერს დატრიალებული სამარცხვინო ამბებით პარაშენკომ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი.
პარაშენკოს ადგილი ამიერიდან "პარაშასთანაა", მიშა კი კვლავ "კრიშაზე" რჩება და იქ დარჩება, სანამ თვითონ არ გადმოხტება იქიდან.
5 დეკემბერს კინაღამ გადმოხტა...

მის მხარდამჭერებს რომ არ გაეკავებინათ, გადმოხტებოდა.
გადმოხტომით კი გადმოხტებოდა, მაგრამ დაშავებით არაფერი დაუშავდებოდა _ მიშას ხომ ფრთები აქვს!
მიშას ფრთები აქვს, პარაშენკოს _ არა!

მიშა პოლიტიკური ფრინველია, პარაშენკო ფულით გატენილი ტომარა.
ფულით გატენილი ტომარა მიშაც არის, მაგრამ ტომარა-მიშას ფრთები აქვს, ტომარა-პარაშენკოს _ არა!
მიშა მსოფლიოს მოქალაქეა, რომელსაც არც პასპორტი სჭირდება და არც სხვა რამ დოკუმენტი, ისე გადაალაჯებს ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვარს, ბუზს ვერავინ აუფრენს.

მიშა მსოფლიოს მოქალაქეა, პარაშენკო _ მხოლოდ უკრაინის.
მიშა მსოფლიო ბანდის წევრია, პარაშენკო მხოლოდ უკრაინული ბანდიუკის ატამანი.
კრამიტდაცურებულ მიშას ისეთი ვიღაცები "კრიშავენ", პარაშენკოს ხურდის დამთვლელადაც რომ არ აიყვანენ.
პარაშენკოს ყვავებს არწივი მიშა მანქანაში რომ ჰყავდათ დამწყვდეული, მიშას უთქვამს: ფისი მინდა და გადამიშვით ერთი წუთი მანქანიდანო.
_ გადაგიშვათ, არა ისა... გაუშვი შარვალში, ჩაფსმული არ ჩამოგიყვანეთ `კრიშიდან~, რა მნიშვნელობა აქვს, ერთხელ ჩაიფსამ თუ ორჯერო?
მიშა არ არის ქვეშაფსია _ მიშამ მთელს მსოფლიოს გადააფსა თავზე და თუ მოეხოშება, გადაა...მს კიდევაც და პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს.
მიშა მაგარია.

მიშას ვერავინ ჩასვამს ციხეში, რადგან მსოფლიოს 7 წამყვანი ფსიქიატრის დასკვნა უდევს ჯიბეში, რომ გიჟია.
სხვათა შორის, ისეთი ამბები ჩაუტარებია მანქანაში, შეშინებულ სპეცნაზელებს პარაშენკოსთვის დაურეკავთ _ ბატკა, ეს ისეთ რაღაცებს აკეთებს აქ, გადაგვიყვანა ჭკუიდან _ სავარძლის ტყავები კბილებით დაფლითა და დაღრღნა, ტანსაცმელი შემოგვაჭამა და შემოგვახია, ამის ჩასმა ციხეში როგორ შეიძლება _ ნამდვილი გიჟიაო.

_ თუ გიჟია, გაუშვით. როგორც ქართველი ხალხი ბრძანებს, "გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო", _ უპასუხია ბატკას.
გაუშვეს...

გაუშვეს, რომ მალევე დაიჭირონ, ოღონდ ციხეში კი არ ჩასვამენ, სავარაუდოდ, მეგი გოცირიძეს გადასცემენ მოსათვინიერებლად.

გიორგი გამეზარდაშვილი

მეტის ნახვა
6-12-2017, 16:29