სარეკლამო ადგილი

947x125



"ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში" – ამის შესახებ ჟურნალისტებს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პიუმ განუცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება.

„როგორც იცით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. აღნიშნული ურთიერთობების წარმატება ისახება 3 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციაში, ასევე 200 პროექტში, რომელიც განხორციელდა საქართველოში. წელს ვაპირებთ, რომ ინვესტიციის სახით ჩავდოთ 3 მილიონი ევრო და ველოდებით, რომ მომავალ წელს ინვესტიციების ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ეკონომიკის ყველა სფეროში. რა არის მნიშვნელოვანი საქართველოში, ის რომ საზოგადოება და პრემიერ-მინისტრი ბატონი კვირიკაშვილი არის ლიდერი რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით ამ რეგიონში.
ის წარმატება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა, არის მისი განვითარების ნათელი მაგალითი. ამას ამყარებს პრემიერის 4-პუნქტიანი გეგმაც.
პირველ რიგში, საქართველოს უნდა, განხორციელდეს ბევრი ბიზნესი ახლაც და მომავალშიც. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რადგან იცით, რომ საქართველოს აქვს წყალი. ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა ტრანზაქციებში, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ხელისუფლებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ, საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც“, – განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პიუმ.

მეტის ნახვა
28-11-2017, 17:00


თბილისის მერი კახა კალაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და შეჯიბრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება, დღეს დიღომში მდებარე სპორტკომპლექს „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

დედაქალაქის მერმა სპორტული ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, თითოეული მსგავსი ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მასში ჩართული. თბილისის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება, რადგან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2018 წლის მასპინძელი ჩვენი დედაქალაქია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „ვითიბი ბანკს“ თანადგომისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია. ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს ღონისძიებაში 1700 სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადა სპორტის ცხრა სახეობას აერთიანებს. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.

გასულ წელს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპინძლა, ხოლო 2017-2018 წელს აღნიშნული საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რომლის აღსანიშნავადაც, სიმბოლურად, ოლიმპიადის დროშა თბილისის
მერს გადაეცა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.

მეტის ნახვა
28-11-2017, 16:56


2019 წლის პირველივე თვეებში ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური შეიძლება, რამდენიმე თვით გაჩერდეს. ამის მიზეზი ენგურჰესის კაშხლის 14 კილომეტრიანი გვირაბის ძველი და ახალი ბზარებია, რომლებიც დაკვირვებას და შესწავლას მოითხოვენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ენგურის კაშხალში ოთხ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბეტონია ჩასხმული და მისი საიმედოობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა, გვირაბი, რომელიც ოთხი ათეული წელია ექსპლუატაციაშია, გარკვეულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. მით უმეტეს, რომ ფილტრაციული წყლის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, არსებობს მეწყერის განვითარების საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, ენგურჰესის რეაბილიტაციას 25 მლნ. დოლარი დაჭირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა მეზობელი სახელმწიფოებისგან მოუწევს.
თავის  დროზე,  ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიის ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება გახლდათ. იმდენად თამამი, რომ სკეპტიკოსები ჰესის აშენების იდეას უტოპიად და ფანტაზიად მიიჩნევდნენ. ვიღაცას კავკასიონის კალთებზე დაწყებული მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე, ვიღაცას კი ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა აშინებდა.
რამდენად საშიშია ენგურის გვირაბში არსებული ბზარები და რა მოხდება კაშხალის გარღვევის შემთხვევაში? ამ და სხვა თემებზე ჰიდროტექნიკოსი, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა გვესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ ენგურჰესი უნდა განვიხილოთ როგორც კომპლექსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, ურთიერთობები ხალხებსა და რეგიონებს შორის და ყველაფერი, რაც  ქვეყნის  მომავალს  აერთიანებს.  მე  ვამაყობ,  რომ  30  წლის განმავლობაში  გახლდით  ჰიდროპროექტის  ინსტიტუტის  დირექტორი, რომელმაც მსოფლიოში უნიკალური ენგურის კომპლექსი ჩაიფიქრა  და  სანამ  დაშლიდნენ, ზედამხედველობას უწევდა.

– ვინ, როდის და რატომ დაშალა თქვენი ინსტიტუტი?

– 2010 წელს კახა ბენდუქიძის პერიოდში  გაიყიდა.  იგივე  ბედი ეწია  ენერგეტიკის  მიმართულებით  მომუშავე  სხვა  ინსტიტუტებსაც. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ  ვართ  ერთადერთი  ქვეყანა, რომელმაც  ყველა  საპროექტო, სამშენებლო,  საძიებო  და  სამეცნიერო-კვლევითი  ორგანიზაცია ლიკვიდაციაში გაუშვა. ჩვენს გარდა,  არ  არსებობს  სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ენერგეტიკული კვლევაძიების, ენერგეტიკული და  უსაფრთხოების  საკითხებზე მომუშავე  სტრუქტურა.  პირდაპირ  გეტყვით,  რომ  ეს  არის  ბნელი მომავალი, უპერსპექტივო და განუვითარებელი  ქვეყნისა,  რომელსაც  თავისი  ენერგეტიკული მოწყობის  ძირითადი  პრინციპები  გარე  ძალებზე  აქვს  აგებული. შესაბამისად, თუ ხელისუფლებამ გადამჭრელი  ზომები  არ  მიიღო, ჩვენ როგორც ინტელექტუალური, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყოველთვის სხვაზე დამოკიდებული ვიქნებით. არადა, ჩვენთან ეს სკოლა 1922 წლიდან, ზაჰესის შექმნის  დროიდან  არსებობდა  და საბჭოთა  კავშირის  დაშლამდე, ქართული  მათემატიკის,  ფიზიოლოგიისა  და  ენათმეცნიერების სკოლებისა მსგავსად, სოფლიოში აღიარებული იყო. დღეს მსოფლი- ოში განახლებადი და არატრადიციული ენერგეტიკის მიმართულებით ვითარდება და ჩვენ კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზეც კი ვერ მივდივართ,  რადგან  წარსულის გარდა, აქტივში არაფერი გვაქვს. წარსულით  ცხოვრება  კი  მოგეხსენებათ,  მომავლის  გარანტი  არ გახლავთ.

– სანამ მომავალზე ვისაუბრებთ, იქნებ ენგურჰესის გვირაბში არსებულ ბზარებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე გვიამბოთ?

–  მომავალ  წელს  ენგურჰესს ექსპლუატაციაში  შესვლიდან  40 წელი  შეუსრულდება.  1991  წელს ჰიდროელექტროსადგურმა მთლი- ანად  გამოისყიდა  მასზე  დახარჯული  თანხები  და  მას  შემდეგ ქვეყნის  წინსვლასა  და  ეკონომიკის  განვითარებაზე  მუშაობს.  25 წლიანი ქაოსის პერიოდში დარგის მუშაკებმა  შეძლეს,  რომ  ობიექ- ტის  შენარჩუნება  და  ძირითადი ნაგებობები  გადარჩენილიყო  და დღეს  ის  ენერგეტიკის  საბაზისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რო- მელზეც  ქვეყანაში  წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარი  მოდის.  თუმცა,  ეს  ყველაფერი  არაა..  ენგურჰესი  ენერ- გეტიკის  ორგანიზმში  შემავალი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელშიც  აკუმულირებულია  უდიდესი მოცულობის  სიმძლავრეები  და მათ რეალიზებას შემოდგომაზამთრის პერიოდში ახდენს, როდესაც მისი  მოთხოვნა  და  გამოყენების პარამეტრები უფრო აქტუალურია. გარკვეული ანომალიები და ფილტრაციული გამოვლინებები არავი- თარ საფრთხეს არ წარმოადგენს, როცა ის კონტროლირებადია.

– რას გულისხმობთ?

–  ენგურის  გვირაბი  დაპროექტებულია ბზარების გათვალის- წინებით  და  მისი  კონსტრუქცია იმდენად  ზედმიწევნით  არის  და- საბუთებული,  რომ  ნაგებობასთან  მიმართებაში  პასუხგაუცემელი  კითხვები  არ  გვაქვს.  ჩვენ ეს  ნაგებობა  ექსპლუატაციაში გამოვცადეთ.  ავტომატიზირებული  სისტემით  ყოველდღიური დაკვირვებებით,  ვიზუალური  თუ კომისიური დათვალიერებით და იმ შეფასებებით, რომელიც ინფორმაციის  სახით  შემოდის,  ნაგებობის საიმედოობასთან  დაკავშირებით, საფრთხეებს ვერ ვხედავთ, თუმცა ადამიანის მსგავსად, პერიოდულად ენგურჰესსაც  ჭირდება  „ექიმთან მისვლა“  და  გამოკვლევის  ჩატარება.
– რა სიხშირით?
—  ჩვენ  ექსპლუატაციის  ინსტრუქციაში  გათვალისწინებული გვაქვს ნაგებობის ქცევისა და შეფასების  კრიტერიუმები.  დადგენილია,  რომ  12–15  წელიწადში ერთხელ,  სარეაბილიტაციო  სამუშაოები  უნდა  ჩატარდეს  ენგურის  ყველა  ძირითად  ნაგებობაზე (კაშხალი,  გვირაბი,  მიწისქვეშა ჰესის შენობა, წყალმიმღები, გამთანაბრებელი  რეზერვუარი  და ა.შ.) ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონზომიერად,  გარკვეული  ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ამის გარდა, სადგური  5  წელიწადში  ერთხელ უნდა  გავაჩეროთ  და  შევაფასოთ მისი  „ჯანმრთელობისა  მდგომარეობა“ ჰესის გაჩერება, რომელიც 2019 წლისთვისაა დაგეგმილი, გამიზნულია  სწორედ  ამ  შეფასებისათვის.  სამწუხაროდ,  საბჭოთა კავშირის  დაშლის  მერე  ენგურის დათვალიერება  და  ინსტრუქციაშია ჩამოთვლილი პარამეტრები და ორიენტირები, არ სრულდებოდა, რასაც შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოეწვია. საბედნიეროდ, ჩვენი  სპეციალისტები  გმირობის ტოლფასი  თავგანწირვით  აკონტროლებდნენ  სიტუაციას  და  იძლეოდნენ  სათანადო  შეფასებებს იმისათვის,  რომ  ნაგებობის  ექსპლუატაცია რაც შეიძლება მდგრადი და საიმედო ყოფილიყო.

—  თუმცა, არც ბუნებრივი კატაკლიზმები უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით, 2011 წელს ფუკუშიმას ატომურ რეაქტორზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ. ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, რა მოხდება კაშხლის გარღვევის შემთხვევაში?

–  რა  თქმა  უნდა  ბუნებრივი კატაკლიზმების  გამორიცხვა  შეუძლებელია,  მაგრამ  ჩვენი  ნაგებობები  გათვლილია  9  ბალიან მიწისძვრაზე  და  10 000  წელი- წადში  ერთხელ  რომ  მეორდება, ისეთ  წყალმოვარდნაზე.  წარმოიდგინეთ  რამხელა  დიაპაზონში ხდება  ნაგებობის  შეფასება  და მისი  სიმტკიცისა  და  მდგრადობის გაანგარიშება. 1962-დან 1968 წლამდე  დაპროექტდა  ენგურის თაღოვანი კაშხალი, მეორე ეტაპი იყო  ტექნიკური  პროექტი,  რომე- ლიც1968  წლიდან  1972  წლამდე განხორციელდა და 1972 წლიდან 1982  წლამდე  ტარდებოდა  მუშა პროექტირება.  ჩვენ  სამ  ეტაპად გავიარეთ რთული გზა, რომელსაც ენგურის ნაგებობების დასაბუთება, მისი საიმედოობისა და კრიტერი- უმების დადგენა და შეფასება ქვია და  ეს  საბჭოთა  კავშირის  სინამ- დვილეში  უნიკალური  შემთხვევა გახლდათ.  კაშხლის  გარღვევის შემთხვევაში,  დადგენილია  გარ- ღვევის ზოლი და ტალღის გავრ- ცელების პარამეტრები. ობიექტზე გვაქვს დაკვირვებების ავტომატიზირებული სისტემები, რომლებიც ყოველ წუთს და ყოველ წამს ახდენს  არსებული  მდგომარეობის შეფასებას.  სიტუაცია  24  საათის განმავლობაში კონტროლდება და ამ  კონტროლიდან  გამოვარდნის თეორიული შანსიც მინიმუმამდეა დაყვანილი, იმიტომ, რომ ის ადა- მიანის  სუბიექტურ  მოქმედებაზე დამოკიდებული  არაა  და  გათვლებს და შეფასებებს ავტომატურ რეჟიმში  აკეთებს.  თუ  რაღაც  ინსტრუქციით  გათვალისწინებულ მოთხოვნებთან  თავსებადი  არ იქნება  და  ნაგებობის  მდგრადო- ბაში  ეჭვი  გვეპარება,  ამავე  ინტრუქციით  გათვალისწინებულია წყალსაცავის ეტაპობრივი დაცლა კაშხლის ტანში არსებული წყალ- გამშვები  სისტემებით.  ამის  გარდა,  არსებობს  ისეთი  საგანგებო სიტუაცია,  როგორიც  ომის  წინა პერიოდია. ამ შემთხვევაშიც, ინსტრუქციით გათვალისწინებულია წყალსაცავის  უვნებელ  დონემდე დაცლა, რომლითაც მოსახლეობას და ეკონომიკას არ დააზარალებს.

– აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეო საომარი მოქმედებების  დროს,  ენგურის წყალსაცავი დაცლილი იყო?

–  ენგურის  წყალსაცავის მაქსიმალური  ნიშნული  ზღვის დონიდან 510 მეტრია, ხოლო წყლის  მოცულობა  მილიარდ  100 მილიონი კუბის ფარგლებში გახ- ლავთ. ომების დროს, წყალსაცავი დაცლა არ მომხდარა, მაგრამ მინიმალური ნიშნულები იქნა შენარჩუნებული,  რაც  საშუალებას გვაძლევდა, რომ პროცესები გვეკონტროლებინა.  საგანგებო  სიტუაციებში არსებობს მექანიზმი, რომელიც ნაგებობების რღვევისა და  დაზიანებების  რისკების  შემ- ცირებას  უზრუნველყოფს.  თუმცა  პრევენცია  მარტო  ეს  კი  არა, ისიც არის, რომ სტიქიური მოვლენების  გავრცელების  ზონაში უსაფრთხოების  კრიტერიუმები მაქსიმალურად  დაცული  იყოს.

– დაგვიკონკრეტეთ, რომელი უსაფრთხოების კრიტერიუმებს გულისხმობთ?

– ამ ზონაში არ შეიძლება ადამიანების ჩასახლება და შენობა-ნაგებობების, მრეწველობის, ტრანს- პორტისა და სხვა კომუნიკაციების განთავსება.  დასაშვებია,  მარტო ერთწლიანი  სასოფლო-სამეურნეო კულტურები წარმოება. უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოების ზონების დაცვის შემთხვევაში, ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება.

– როგორც ვხვდები, ამჟამად, უსაფრთხოების ზონები დარღვეია..

–  სამწუხაროდ,  ასეა.  უსაფრთხოების ზომები  პროექტში დადგენილი  და  განსაზღვრულია, მაგრამ იმის მერე, ბევრი რამ შეიცვალა.  მოსახლეობის  ცხოვრების  დონე  ძალიან  გაუარესდა, ადამიანებმა  თავის  გადარჩენის გზების  ძიება  დაიწყეს  და  სწორედ  ამ  უსაფრთხოების  ზონებში დასახლდნენ. აქ აშენდა სახლები, განთავსდა სამრეწველო და გადა- მამუშავებელი  ობიექტები  და  ეს უზარმაზარი  პრობლემა  25  წლიანი  ანარქიისა  და  განუკითხაობის  შედეგია,  რომელიც  ჩვენს ქვეყანაში  დატრიალდა.  ამჟამად, ყველაფერი  კეთდება  იმისათვის, რომ  ტექნიკური  ღონისძიებებით თუ  ფინანსური  მხარდაჭერით  ამ ამოცანის დამორჩილება გონიერების  ფარგლებში  შევძლოთ.
 უახლოეს  პერიოდში  ასევე  დადგება ენგურის წყალსაცავის ლამისგან გაწმენდის  საკითხი.  (ლამი — წყლის  აუზის  ფსკერის  რბილი ნალექი)  სხვათა  შორის,  ლამი შეიცავს  ძვირფას  მეტალებს  და სამშენებლო მასალას — ჰუმუსოვან  ფენას  სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის  რაც  საშუალებას  გვაძლევს,  რომ  სასოფლო- სამეურნეო  წარმოებისათვისაც გამოვიყენოთ  და  შევინარჩუნოთ წყალსაცავის  მუშა  მოცულობა. ჩვენი  ინსტიტუტის  შეფასებით, მარტო  ენგურის  ქვედა  ბიეფში (წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც წყალსატბორავ ნაგებობას ეკვრის) დაახლოებით, 5000 ჰექტარზე 30-დან 50 მილიონამდე  კუბური  მეტრის  სამშენებლო  მასალა  მოიპოვება,  რაც სასოფლო  სამეურნეო  მიზნებით გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვ- ნად წასწევს წინ. თანაც ისე, რომ არც გარემოს დაცვის მოთხოვნებს დავარღვევთ  და  სასოფლო  სამე- ურნეო  სავარგულებსაც  ხალხის სამსახურში დავაბრუნებთ. ზემოთ თქმულის  მიუხედავად,  არ  მინდა დავამშვიდო  ხელისუფლება  და სპეციალისტები,  ვინც  ენგურთან მიმართებაში  საღად  აზროვნებს ან  ვერა.  ყველას  მინდა  ვუთხრა, რომ  ენგურის  ექსპლუატაციაში არსებული  პრობლემები  კანონზომიერად  დამდგარი  შედეგია, რომელსაც მოგვარება ჭირდება.
თავის დროზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ჰიდროელექტროსადგურის შექმნა,  რომელსაც  არც  ჰიდრო- ტექნიკურ მშენებლობაში და არც თაღოვანი კაშხლების მშენებლობაში ანალოგები არ აქვს. დიახ, ეს გახლავთ უნიკალური ობიექტები, რომლებიც  უნიკალურ  მოვლას საჭიროებს.  რა  თქმა  უნდა,  ამას ჭირდება  ფული  და  დრო,  რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყოველ 12–15 წელიადში მოხდეს სრულფა- სოვანი რეაბილიტაცია, 5 წელიადში ერთხელ მოხდეს დათვალიერება და იმ მონაცემების კორექტირება, რომლებსაც ავტომატიზირებული აპარატურისა და სისტემების მეშ- ვეობით ვღებულობთ. ვიმეორებ, ენგურის მართვის პროცესები კონტროლირებადია. ის დღეს სავსებით შეგნებულად და კვალიფიციურად იმართება და ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ენგურის გაჯანსაღების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, მაგრამ ასეთი მიდგომით, ჩვენ შევძლებთ ენგურ- ჰესის ექსპლუატაცია საუკუნეების განმავლობაში შევინარჩუნოთ.
და   ბოლოს,   ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკულ ხერხემალსაც უწოდებენ, 1961–1978 წლებში აშენდა.  სადგურის  შემადგენლობაში შედის უნიკალური თაღოვანი კაშხალი, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესია   მსოფლიოში   (271,5მ)  სადაწნეო  დერივაციული  გვი- რაბი,   რომელიც   პარამეტრებით უდიდესია  ევროპაში  და  მიწისქვეშა  სამანქანო  დარბაზი,  რომელიც  ასევე,  ერთ-ერთი  უდიდესია ევროპაში.   „ენგურჰესის“   ამჟამინდელი  საპროექტო  სიმძლავრე 1300   მეგავატია,   ენერგიის   საშუალო   წლიური   გამომუშავება კი   5   მილიარდ   კილოვატსაათს აჭარბებს,  რაც  არა  მხოლოდ  საქართველოს, არამედ, საზღვარგარეთის  მასშტაბითაც  შთამბეჭდავი   მაჩვენებელი   გახლავთ.   2015 წელს  ენგურჰესის  თაღოვან  კაშხალს  ინდუსტრიული  მშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსი  მიენიჭა. დაგეგმილია და დაწყებულია კვლევითი სამუშაოები   ამ   კვანძში   ახალი სიმძლავრეების  ამოქმედებისაათვის,  რომლის  შემდეგაც  თაღოვან კაშხალთან  დამატებითი  1000  მეგავატამდე  სიმძლავრის  განვით რება  იქნება  შესაძლებელი,  რაც ძირფესვიანად  შეცვლის  ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა  და  მოხმარების  სტრუქტურას. შესაძლებელს   გახდის   მართვისა და   სარემონტო-პროფილაქტიკური   სამუშაოების   ჩატარებას   ვადებისა და სეზონურობის ფაქტორით   გამოწვეული   შეზღუდვების გარეშე.

ნელი თორდია





მეტის ნახვა
27-11-2017, 15:57


თბილისის ბიუჯეტი საკრებულომ დედაქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ბიუჯეტის ზრდა 100 მილიონით მაინც უნდა მოხდეს და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე იქნას გადანაწილებული.წინასწარ ცნობილია, რომ თბილისის მთავრობა ოპოზიციის შეთავაზებებს არ გაიზიარებს. ის, სავარაუდოდ, გაიზრდება თუმცა, დაიხარჯება იმ პროექტებზე, რომლებსაც კახა კალაძე წინასაარჩევნო პერიოდში აანონსებდა.
„გრძელდება მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან იმ მიზნით, რომ გარკვეული ოდენობით, რაც შესაძლებლობა ექნება ცენტრალურ ბიუჯეტს, გაიზარდოს მუნიციპალიტეტის დაფინანსება იმისთვის, რომ შევძლოთ უფრო მეტი პროექტის განხორციელება 2018 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ.


მეტის ნახვა
24-11-2017, 20:59


მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ლონდონში ახლახან გამართული "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომლის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.


მეტის ნახვა
24-11-2017, 19:13


როგორ უნდა განიტვირთოს დედაქალაქი ქრონიკული "საცობებიდან", რაც საწვავის და დროის უაზრო ფლანგვის გარდა, რაც ყველაზე მტკივნეულია, მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს ჰაერს, გვესაუბრებიან საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ექსპერტი ვასო რჩეულიშვილი და ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი.

– მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, თბილისში მას შემდეგ იმატა "საცობებმა", რაც აზერბაიჯანმა აკრძალა საქართველოდან ავტომანქანების რეექსპორტი.

– ვაჟა იორდანიშვილი: აზერბაიჯანმა რეექსპორტი კი არ აკრძალა, უბრალოდ ავტომობილის წლოვანებაზე დააწესა ზღვარი, ძველ ავტომანქანას იქ ვერ გაყიდი. ქართველ იმპორტიორებს იმ მიზნითაც შემოყავდათ ავტომობილები, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში გაყიდდნენ, რახან იქ შეიზღუდა დაწესებულ ზღვარზე მეტი ხნოვანების ავტომანქანების რეექსპორტი, ცხადია, ეს ნაკადი აქ დარჩა. ეს ხალხი სამომავლოდ აღარ შემოიყვანს ძველი ავტომანქანების დიდ რაოდენობას. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენთანაც დაწესდება მსგავსი რეგულაცია, რომ აღარ შემოვიდეს ძველი, გაუმართავი ავტოტრანსპორტი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი ავტოპარკი. ამ ქაოსს გარკვეულწილად ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ აღარ იყო სავალდებულო ავტომანქანების ყოველწლიური ტექნიკური შემოწმება. მომავალი წლიდან იწყება ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ტესტირება, რაც თვისობრივად განსხვავდება მანამდე არსებული ტექდათვალიერებისგან, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ გარეგნულ დათვალიერებას გულისხმობდა. ავტომობილი შემოწმდება იმ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც უკვე შემუშავებულია, შესაბამისად გაიცემა დამადასტურებელი ოქმი ვარგისია თუ არა კონკრეტული ავტომობილი უსაფრთხო მოძრაობისთვის. ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელიცაა, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, საგზაო მოძრაობის მთავარი შემადგენელი ნაწილი ავტომობილია, თუ მისი ვარგისიანობა არ შემოწმდა, მუდმივად გვექნება ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. შსს-ს გასული წლის სტატისტიკით, ავტოპარკის 91% 10 და მეტი ხნოვანების ავტოტრანსპორტია, აქედან ნახევარი 20 და მეტი წლისაა. გარდა იმისა, რომ ეს მოძველებული ავტოტრანსპორტი ავტოავარიების საფრთხეს ქმნის, გარემოსაც მნიშვნელოვნად აბინძურებს. ყველა კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%-ზე მეტი, ავტოტრანსპორტზე მოდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის პირველადი მონაცემების მიხედვით, ლეტალური შედეგით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო, ჰაერის დაბინძურების გამო, ყოველ 100.000 კაცზე 300 გარდაცვლილია. საგზაო შემთხვევების 20% და მეტიც, გაუმართავი ავტომანქანების მიზეზით არის მომხდარი, გასულ წელს ავტოავარიის შედეგად 600 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10.000 დაშავდა. 600 ადამიანი საქართველოს ერთი სოფელია, აქედან გაუმართავი ავტოტრანსპორტის მიზეზით 120 ადამიანია გარდაცვლილი.

– ბატონო ვაჟა, ტექნიკური ინსპექტირება ყველა ნორმის დაცვით რომ ჩატარდეს, ქვეყნის ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ გაჩერდება.


– ავტოტრანსპორტის ტესტირების მოტივაცია არ არის ავტოპარკის გაჩერებაა, მისი უპირველესი მიზანი ავტოტრანსპორტის ტექნიკურად მოწესრიგებაა, რისთვისაც მძღოლმა ფინანსური და ფიზიკური რესურსების მობილიზება უნდა მოახდინოს. სამომავლოდ ინფორმაციები გამოქვეყნდება რა შემოწმებებს გაივლიან ავტომანქანები, ნორმების დაკმაყოფილება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ცნობილი თემაა, რომ ბევრ ავტომანქანას არ აქვს კატალიზატორი, სავარაუდოდ, ჯერ არ მიექცევა ამას ყურადღება, მაგრამ გამონაბოლქვი არ უნდა იყოს ძალზე მომწამლავი, მერე თანდათან გამკაცრდება მოთხოვნები. რაც შეეხება თავად კატალიზატორს, ეს დამატებითი მოწყობილობაა გამონაბოლქვის სისტემაზე, რომელიც მავნე აირების ატმოსფეროში გამოფრქვევას ხელს უშლის, იგი საწვავის არასრული წვის შედეგად გამოყოფილ მავნე აირებს წვავს და შედარებით უვნებელი აირები გადის ჰაერში. ასე რომ, კატალიზატორს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ავტომანქანას მოწესრიგებული აქვს შიდა წვის ძრავი, შეიძლება გამონაბოლქვი დასაშვებ ნორმებში ჩაჯდეს და არ იყოს ადამიანისთვის მომწამვლელი. არის შემთხვევები, როცა ავტოიმპორტიორები თვითონვე ხსნიან კატალიზატორს გაყიდვამდე ავტომანქანას, რადგან ესეც დამატებითი შემოსავლის წყაროა, ეს მოწყობილობა ფერადი ლითონისგანაა დამზადებული და ჯართში აბარებენ, მისი ფასი 100 ლარის ფარგლებშია. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას უხარისხო საწვავის იმპორტი და რეალიზაცია, მის ხელშია ადმინისტრირება. პერმანენტულად უნდა მოწმდებოდეს ლაბორატორიებში საწვავის ხარისხი, გარემოს დაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გაააქტიუროს ამ კუთხით მუშაობა. როცა სერთიფიკატის გამცემიც და შემმოწმებელიც ერთი და იგივე ორგანიზაციაა, შეიძლება გარკვეული კითხვები ჩნდებოდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხის კონტროლი, საჭიროა დაემატოს სხვა მაკონტროლებელი რგოლი. აბსურდია იმის თქმა, რომ შეიძლება ქვეყანაში კარგი საწვავი შემოდის და მერე ადგილზე `აფუჭებენ~, ადგილზე ვერაფერს გადაურევენ, თუ უხარისხო არ შემოვა.

– დავუბრუნდეთ ქრონიკული `საცობების~ საკითხს, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?

– ჩვენ პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე, განვითარებასა და კომფორტზე უნდა ვიზრუნოთ. მოსახლეობა რომ დაინახავს ამ ტრანსპორტით გაცილებით კომფორტულად გადაადგილდება, ავტობუსები ზუსტად გრაფიკის მიხედვით მოძრაობენ, აღარ გაუჩნდებათ სურვილი კერძო მსუბუქი ავტომანქანით იმოძრაონ და შესაბამისად ქალაქის ქუჩებიც განიტვირთება. ამიტომაა აუცილებელი დამატებით ახალი დიდი ტევადობის ავტობუსების შემოყვანა, რომელთათვისაც სპეციალური ზოლები უნდა გამოიყოს, სადაც სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს. დედაქალაქი და საერთოდ ქვეყანა მსუბუქ ავტომობილებზე კი არა, ფეხით მოსიარულეებზე და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე უნდა იყოს მორგებული. მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსებით, ე.წ. მარშრუტკებით საგარეუბნო რეისებზე და მეტროსადგურებიდან საცხოვრებელ მასივებში უნდა ხდებოდეს მგზავრების გადაყვანა, კარგი იქნება ტრამვაის მოძრაობასაც თუ აღვადგენთ. თბილისში არ არის მაინც და მაინც ვიწრო ქუჩები, რომ დიდი ტევადობის მუნიციპალურ ტრანსპორტს მოძრაობა გაუჭირდეს, ევროპის ქალაქებში გაცილებით ვიწრო ქუჩებია, მაგრამ იქ ნაკლებია ე.წ. საცობები.

ვასო რჩეულიშვილი: მეტრო "დიდუბესთან" და "დინამოს" სტადიონთან მოწყობილ ფართო წრეებზეც მკითხეთ, რომელიც მართლაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოძრაობას. ნაციონალებმა ებრაული ფირმა მოიწვიეს და მათ გააკეთებინეს ეგ პროექტი, ამ ფირმას ექვსი პროექტი ჰქონდა, ადგილობრივმა სპეციალისტებმა მხოლოდ ერთზე ვიმუშავეთ, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე არსებული გზაჯვარედინის მოწესრიგებაზე. მაშინდელი ხელისუფლება მერე თვითონვე ამბობდა, რომ მოწვეულ ფირმას მხოლოდ ეს პროექტი გამოუვიდა, დანარჩენები სისულელეაო. მეტრო `დიდუბესთან~ "საცობი" არ იყო, სწორედ ამ "გრანდიოზული" წრით შექმნეს. მაგ მონაკვეთზე შუქნიშნის არსებობა აუცილებელია, რადგან დიღმიდან სანზონისკენ მიმავალ ტრანსპორტს მანამდე არ უჭირდა მოძრაობა, ახლა თორნიკე ერისთავის ქუჩისკენ მოხვევა ძალიან ჭირს, თავად ხსენებულ წრეზე ხომ საშინელება ხდება. იქ არსებული ფეხით მოსიარულეთა ხიდიც ჩემი აზრით, ზედმეტია, რადგან მოუხერხებელია და ხალხი მაინც სავალ ნაწილზე გადადის. ეს ხიდი უნდა მოიხსნას და ძველი მდგომარეობა დაბრუნდეს, წრის რადიუსიც უნდა შემცირდეს და იქ მოძრაობის მოწესრიგება დიდ პრობლემა აღარ იქნება. იგივე შეიძლება ითქვას `დინამოს~ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც. კურიოზი ისაა, რომ ხსენებულმა ებრაულმა ფირმამ მაგ მონაკვეთის პროექტი ისე გააკეთა, რომ მოხვევის რადიუსი არ იცოდა. ავტობუსი რომ შევიდა წრეზე, გაიჭედა, მერე იმიტომაც შეამცირეს წრის რადიუსი, რომ ავტობუსები ვერ ბრუნდებოდნენ. საუბარი იყო, რომ ტროტუარები გათავისუფლდება ავტომობილებისგან, რაც ძალიან კარგია, თუმცა ზოგ ადგილზე შეიძლება დარჩეს ავტოსადგომი, რადგან ტროტუარი ფართოა და ფეხით მოსიარულეს თავისუფლად შეუძლია იმოძრაოს. რაც შეეხება "მარშრუტკებს", ვფიქრობ, როგორც ადრე იყო, ძირითადად მეტროს ბოლო სადგურებიდან უნდა იმოძრაონ საცხოვრებელ მასივებში, თორემ ნებისმიერ გამზირს რომ გახედო, ამ ყვითელი ზოლითაა გაჯერებული მოძრაობა.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
20-11-2017, 20:59


აკადემიური უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტიო – გვითხრეს, მომავალიო, მომავალი, თორემ, ძველი კოკასა შიგან იდგა და წარმოდინდა უკვეო.
რაო? აკადემიურიო? ანუ, ეს ფილოსოფოსი პრეზიდენტი აკადემიური ქცევებითაც არ გამოირჩეოდა? მოვუკვდი მე მაგას აღარა. როგორ დახვეწილად იცოდა ხოლმე ღაწვების აფაკვლა – იცოდა რატომ, თუმცა? ჯერ კიდევ, იცის. არსად წასულა, ვერსად გაგიგდიათ.

ხოდა, მიდის მსჯელობა, ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი, როგორი იქნება, რა გვარისა და წარმომავლობის, ცოლი ეყოლება თუ კარგი ცოლი, შვილის ყოფილი ქმრები და მეგობრები ნასამართლევი ნარკომანები ეყოლება თუ დოცენტები და ასე უსასრულოდ.
არადა პრეზიდენტი ცოცხალია, პრეზიდენტს ვადა არ გასვლია, პრეზიდენტს ჯერ მოსავალი არ აუღია.
რა კეთილი, რა თბილი, როგორი მოსიყვარულე – ყველას გვერდით ედგა – ყველა ფეხმსუბუქი ქალბატონის ქომაგი, ყველა ნარკომანის და ხულიგანის დამცველი… მაინც ავიწროებდნენ, მაინც ჩაგრავდნენ, მაინც აუგად იხსენიებდნენ…

ახლა კი, ახლა სიცოცხლეშივე, მმართველობის პერიოდშივე შემცვლელი უნდათ მოუძებნონ…
მოვუკვდი მე აღარა, ასულა დუშეთში, პრეზიდენტი რომ გახდა მას მერე, გაუჩერებია მანქანა ბირჟასთან და ჩამოურიგებია სამიოდე ადამიანისთვის მთელი 30 ლარი… დადის ოთხი წელია ეს ამბავი ლეგენდად. დადის რა, მე თავად დავატარებ თუ დავათრევ – რად გინდა, არავინ უფასებს, არავინ აიტაცა, არავინ გააპიარა…

თქვენზე იყოს იმ სამი ადამიანის ცოდო, მარგველაშვილი რომ მეორედაც აგერჩიათ – ხომ ისევ ავიდოდა, ხომ ისევ გააჩერებდა ბირჟასთან მანქანას და ხომ ისევ ჩამოარიგებდა 30 ლარს?
ახლა, მარგველაშვილს საერთოდ არავინ უპირებს კანდიდატად წამოყენებას – როცა ავირჩიეთ, მაშინაც მივქარეთო.
რათა, კაცო, რათა?

ტყუილად ირხეოდა მთელი ოთხი წელი ლერწამის თავთავივით ხან აქეთა მხარეს და ხან იქეთა? თქვენ ფუყე თავთავის რხევაში არ აგერიოთ, ფილოსოფოსის თავი და მხრები, მსუყე თავთავის რხევა რა რთული ამბავია, იცით, განა?
საერთოდ, თუ არ გინდოდათ და არ მოგწონდათ, რას აგვარჩევინეთ, ბატონო, რას მოგვახვიეთ თავს, ჩვენი თავის ტკივილი არ გვეყოფოდა, ახლა ამ საცოდავის მწარე ბედზეც რომ უნდა ვიდარდოთ?
არ გვინდოდა და არ მოგვწონდა რას გვიქვიან – არ ვიცნობდით საერთოდო…
ბიჭოს, გაგეცნოთ ჯერ, დაგიშალეთ?

ნაციონალებო, თქვენ რაღა მოგივიდათ, აკი, როცა ვეტო გჭირდებოდათ, მაშინ სადილად პატიჟებდით და არც დანა-ჩანგლის მოხმარების წესს უწუნებდით და ახლა? ახლა ვის უტოვებთ? ახლა რატომ მოიძულეთ? ახლა რატომ ეძებთ ახალ კანდიდატს? რავა, ამას ცუდად ეფაკლება ღაწვები?
გუშინდელივით მახსოვს, როგორ წარგვიდგინეს მეოჯახე ფილოსოფოსი ოჯახის გარეშე და როგორ გვითხრეს რომ უნდა აგვერჩია.
ახალ კანდიდატს რა ეშველება, ნეტავი? ახალ კანდიდატს ვინ წარადგენს და ვინღა გვთხოვს გვერდში დავუდგეთ და შემოვხაზოთ?
ახლა, მეორეს მხრივ, მარგველაშვილი თუ შემოვხაზეთ, იმიტომაც არ მოეხაზა, აი? იმიტომაც არ მოგვეხაზა, აი?
კაცო, რამდენმა პრეზიდენტმა გაიარა ჩემს ხელში, არც ერთი არ შემცოდებია ასე, იმიტომ რომ, ამ საწყალმა პრეზიდენტობის მეტი არაფერი იცის და რა უნდა ქნას აწი, რა გააკეთოს, რით ირჩინოს თავი, რით არჩინოს ოჯახი, ვინღა მისცემს კარტოფილის თესლს, ვინღა მოურწყავს ნარგავებს? სადღა ექნება ძვირადღირებული ვისკი და კოსტიუმები?

გული მეწურება, მაგრამ რა ვუყო…

როცა მე მისკენ ვიყავი, ის ეშმაკებისკენ იყო და ახლა ეშმაკებიც რომ შემოეცალნენ და დარჩა ეულად – კი ისევ მისკენ ვარ, მაგრამ ეშმაკსაც რომ დავიწყებია, ისეა მაგისი საქმე და ვეღარ ვუშველი.
მაინც მიკვირს, ვინ, კაცო, ვინ უნდა მოიყვანოთ ამაზე აკადემიური, ამაზე ბუნჩულა, ამაზე კეთილი და თბილი, ამაზე ჭკვიანი და განათლებული? – მაინც რა საყვარლად ეფაკლება ხოლმე ღაწვები – ჩაქრიიი…

პრეზიდენტი მიდის და პრეზიდენტი მოდის!
გაუმარჯოს პრეზიდენტს!
თამუნა კეშელავა

მეტის ნახვა
20-11-2017, 20:54


დედოფლისწყაროს მერის პირველი სამუშაო დღე

ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერის  უფლებამოსილების  შეს- რულებას ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი სამუშაო დღე მოქალაქეებთან შეხვედრით დაიწყო და მათს პრობლემებს გაეცნო. 21  ოქტომბრის  თვითმმართველობის  არჩევნებში  ნიკოლოზ ჯანიაშვილმა  ხმების  65,45  პროცენტით  გამარჯვება  პირველივე ტურში მოიპოვა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ჯანიაშვილი  ამ  თანამდებობაზე  უკვე მესამედ  აირჩიეს.  თავდაპირველად  დედოფლისწყაროს  გამგებლად  2014  წლის  თებერვალში  ის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაამტკიცა, შემდეგ კი 2014 წლის თვითმმართველობის  არჩევნებ- ზე  პირდაპირი  წესით  არჩეული გამგებელი  იყო.  წინა  არჩევნებზე ჯანიაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი  ყველაზე  მაღალპროცენტიანი  მხარდაჭერა  ჰქონდა. 2014  წელს  გამგებელმა  9 910  ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა დაახ- ლოებით 89 პროცენტია. თვითმმართველობის  რეფორმის ფარგლებში, ამიერიდან მუნიციპალიტეტებში გამგეობას მერია ჩაანაცვლებს.

გურჯაანს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

არჩილ  ხანდამაშვილი  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების  შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან პირველი სამუშაო დღე მერიის თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო და  სამსახურების  მუშაობის  სპეციფიკას გაეცნო.

ყვარელი - ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ყვარლის ახლადარჩეული მერი როსტომ  სესიაშვილი  უფლება- მოსილების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ ყვარლის  მუნიციპალიტეტის  გამგეოობა  ავრცელებს.  ახალმა  მერმა სამუშაო  დღე  თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო. როსტომ  სესიაშვილი  მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017  წლის  21  ოქტომბრის  ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების  პირველივე  ტურში აირჩია - მან  ამომრჩეველთა  ხმების 63,85 პროცენტი მიიღო. როსტომ  სესიაშვილმა  დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული  ფაკულტეტი,  შემდეგ - ამავე უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს აგრონომიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სხვადასხვა  დროს  მუშაობდა კერძო სტუქტურებში, ხოლო 2013 წლიდან  „ქართული  ოცნების“ ყვარლის  რაიონული  ორგანიზაციის  თავმჯდომარეა.  გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ.

დუშეთი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჭოპორტში

დუშეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნა შესაძლებელი  გახდა  ისეთი  ორგანიზაციებისა  და  პროექტების  ხელშეწყობით, როგორებიცაა: არასამთავრობო ორგანიზაცია “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო”, ევროკავშირის  სოფლის  მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა  (ENPARD)  და  ევროკავშირის  მიერ  დაფინანსებული პროექტი  „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში”. სოფელ  ჭოპორტის  სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 200 კვ.მ ფართზეა განთავსებული, აღჭურვილია თანამედროვე  სტანდარტების  შესაბამისად.  ის  განკუთვნილია,  ძირითადად,  კოოპერატივის  ევრების  პროდუქციისთვის, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი დროით შესანახად.

ლიტვის დელეგაცია ამბროლაურში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლიტვის დელეგაციას უმასპინძლა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა  და  ლიტვის რესპუბლიკის  ლაზდაიას  მუნიციპალიტეტს  შორის  2016  წელს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მას შემდეგ ორი მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს.
ზუგდიდი - ზრუნვა ხანდაზმულებსა და შშპ–ზე

ზუგდიდის მუნიციპალი გამგეობა  და  ჩეხური  არასამთავრობო  ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN) წარმატებით ახორციელებენ ინოვაციურ პროექტს - „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“.
პროექტის  ფარგლებში,  გამგეობის  სოციალურ  საქმეთა  და ჯანდაცვის  სამსახურის  წარმომადგენლები, მობილური ჯგუფის წევრებთან  ერთად,  ჭითაწყარისა და  ინგირის  ადმინისტრაციულ ერთეულებში  მარტოხელა  ხანდაზმულებთან იმყოფებოდნენ.
ჭითაწყარში  მცხოვრებ  მარტოხელა ბენეფიციარს, რომელიც ეტლს საჭიროებდა, ახალი ეტლი გადაეცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობასთან  ერთად  ამ პროგრამაში  აქტიურად  თანამშრომლობენ  საერთაშორისო  ასოციაცია,,  საქართველოს  ქალები მშვიდობისა  და  სიცოცხლისათვის“ და LDS,, CHARITY”.
ინგირში მცხოვრებ მარტოხელა ბენეფიციარს კი საკვები პროდუქტები მიუტანეს და სამედიცინომომსახურება გაუწიეს.
ამ პროექტის  განხორციელება  გამგეობამ  ივლისში  დაიწყო. სამიზნე  ჯგუფს  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები  მოწყვლადი  ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარ-მოადგენენ,  რომელთაც  არ  აქვთ ფიზიკური და ეკონომიკური საშუ- ალება,  მოიწესრიგონ  თავიანთი საცხოვრებელი გარემო და პირობები. პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი. ნარაზენის  ადმინისტრაციულ ერთეულში  ეტლით  მოსარგებლე ბენეფიციარს  გამგეობის  სოციალურ  საქმეთა  და  ჯანდაცვის სამსახურის  წარმომადგენლებმა ახალი ეტლი გადასცეს. მიმდინარე წელს ახალი ეტლი, ჯამში,  ეტლით  მოსარგებლე  31 ბენეფიციარს გადაეცა.

ფოთს ახალი მერი ჰყავს

ფოთის  ახალარჩეული  მერი გოჩა  კურდღელია  უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალუ- რად  შეუდგა.  2017  წლის  თვითმმართველობის  არჩევნებში  მან ფოთელი  ამომრჩევლის  ხმათა 55,14 პროცენტით მიიღო. „მადლობას ვუხდი ჩემს თანაქალაქელებს  იმ  ნდობისთვის, რომელიც  მათ  გამომიცხადეს. ეტაპზე  ყველაზე  პრიორიტეტული  ქალაქის  ბიუჯეტის  სწორად დაგეგმვაა. 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული ყველა ის პროექტი, რომელთა განხორციელებასაც მოსახლეობა  ჩვენგან  ითხოვს“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
გოჩა  კურდღელია  ფოთშია დაბადებული,  დიპლომირებული ინჟინერ-ეკონომისტია.  სხვადასხვა  დროს  მუშაობდა:  სენაკის პროფესიულ  ტექნიკურ  სასწავლებელში - საწარმოო  ოსტატად, ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად; ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ტექნიკოსად; საზღვაო -სავაჭრო  ნავსადგურის  სატვირთო განყოფილების უფროსად; დააფუძნა  არაერთი  შპს,  მათგან  უმეტესობას  სათავეში  ედგა.  იყო თვითმმართველი  ქალაქ  ფოთის საკრებულოს წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

აბაშის მერი გუბერნატორმა წარადგინა

აბაშის  მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ლევან მაკალათია საჯარო  მოხელეებსა  და  საზოგადოებრიობის  წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან  შონიამ წარუდგინა. ისაუბრეს სამომავლო გემებსა  და  განსახორციელებლ პროექტებზე.
ლევან შონიამ და ლევან მაკალათიამ აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს. ლევან მაკალათია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კომერციისა  და  მარკეტინგის ფაკულტეტზე. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა:
ქ.  თბილისის  გლდანი-ნაძალადევის  რაიონულ  სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების  უფროსად;  აუდიტორულ-საკონსულტაციო  კომპანია  UBC International-ის აუდიტორად; შპს Audit Company-ს ეკონომისტად; საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების  სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის კურორტების  განვითარების  სამმართველოს უფროსად; 2013-2015 წლებში - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული  განვითარებისა  და  მართვის სამმართველოს  უფროსად;  2015 წლიდან  იყო  შპს  „პროგრესული მშენებლების“  დამფუძნებელი  და დირექტორი; საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

მარტვილი - სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა

მუნიციპალიტეტში  (ქ.  მარტვილი,  მშვიდობის  ქუჩა)  ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარე- ბის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობაზე,  რომელიც რეგიონში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი  მუნიციპალიტეტიდან  126 899  ლარით  ფინანსდება, დასაქმებულია 10 ადამიანი. მარტვილის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო  ცენტრის სამსახურს 3 სამედიცინო დახმარების მანქანა და 41 თანამშრომელი ჰყავს (ექიმები, მედპერსონალი და სხვა თანამშრომლები).

ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3  წლის  განმავლობაში  40  საყრდენი კედლის მშენებლობის პროექტი  განახორციელა  როგორც ბორჯომის  სხვადასხვა  ქუჩაზე, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.  სამუშაოებისთვის  1  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
საყრდენი კელდების რეაბილიტაციას  ყველზე  ხშირად  ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან ბორჯომში არსებული რთული რელიეფის  გამო  ხშირია  კედლების  რეაბილიტაციისა  და  ახალი კედლის მშენებლობის საჭიროება. ადგილობრივი  მუნიციპალიტეტი საყრდენი კედლების მშენებლობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

ჩხოროწყუ - ქალები მუნიციპალიტეტის განვითარებაში

საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ასოციაცია,, ათინათი“ ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში ახორციელებს  პროექტს,,  ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“, რომელიც  დაფინანსებულია  გაე როს  განვითარების  პროგრამის,, გენდერული  თანასწორობის  გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  ქალთა  თანასწორობას, მათს ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებას,  სოფლებში  არსებული  სოციალური  და  ეკონომიკური  პრობლემების  მოგვარებას. ამ მიზნით ხაბუმესა და მუხურში ფუნქციონირებს ქალთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ  სოფლის  პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე. საინიციატივო  ჯგუფის  წევრებმა სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემის  გამოსავლენად  ჩაატარეს  მოკვლევითი  სამუშაოები, რომელთა  შედეგად  გამოვლინდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები სამიზნე
სოფლების მიხედვით. ქალთა  საინიციატივო  ჯგუფებმა, გამოვლენილი პრობლემე- ბის მოგვარების მიზნით, მოამზადეს  პრეზენტაციები,  რომლებიც წარუდგინეს  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს  და  პროექტის ფარგლებში  გამოვლენილი  სოფლის მწვავე პრობლემების მოგვარებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის  გათვალისწინება სთხოვეს.
შეხვედრას  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო და საინიციატივო ჯგუფის წევრებს გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

სენაკის ახალი მერი მუშაობას შეუდგა
მუნიციპალიტეტის  ახალი მერი ლევან კუპრეიშვილი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანე თის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა. “ახალი  მერი  ევროპული განათლების  მქონე  და  გამოცდილი კადრია. მიხარია, რომ ასეთი ენერგიული  მერი  ჰყავს  სენაკს. ლევანი  მოდის  კონკრეტული გეგმებით  უკეთესი  სენაკისთვის. ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ სენაკში”, - განაცხადა ახალი მერის  წარდგენისას  სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
ლევან შონიამ და ლევან კუპრეიშვილმა  სენაკის  ყოფილ  გამგებელს გოჩა დგებუაძეს გაწეული მუშაობისთვის  მადლობა  გადაუხადეს. სენაკის  ახალმა  მერმა  თანამშრომლებს  სამომავლო  გეგმები გააცნო. ლევან  კუპრეიშვილი  ბიზნესის  ადმინისტრირების  სპეციალისტია;  ხვადასხვა  დროს სწავლობდა  ინგლისში,  ქალაქ ბორნმუსის  ბიზნესის  სკოლაში, ქ.  ბრაიტონში,  The University Of Wewrickკ-ში  დაიცვა  დისერტაცია  თემაზე  „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი  ანალიზი“.ბოლო  წლებში  იყო  „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია  „ჯიარ  ქონების  მართვის“  გენერალური  დირექტორის მოადგილე.
რუსთავს ახალი მერი ჰყავს
რუსთავის  ახლად  არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა უფლება- მოსილების შესრულებას ოფიცი ალურად შეუდგა. წარდგენის შემდეგ ახალმა მერმა სამსახურების წარმომადგენლებთან  გაცნობითი ხასიათის  შეხვედრა  გამართა  და ვრცლად  ისაუბრა  სამომავლო გეგმებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერად აირჩიეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა  დავით  შერაზადიშვილმა  უფლებამოსილების  პირველი სამუშაო  დღე  ჟურნალისტებთან ერთად  გაატარა.  ადგილობრივ თვითმმართველობის  არჩევნებში გამარჯვებულ  მერთან  ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია “ქვემო ქართლის”  გადამღებმა  ჯგუფმა ჩაწერა. “დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა  მერის  რანგში  და  ძალიან  სასიხარულოა,  რომ  ეს  დღე ჟურნალისტებთან  ერთად  გავატარე.  ჩვენი  მუშაობა  არის  გამ ჭვირვალე  და  ყოველთვის  მზად ვარ,  ჟურნალისტების  ნებისმიერ შეკითხვას  გავცე  ამომწურავი პასუხი”, - აღნიშნა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერმა  დავით შერაზადიშვილმა.

დმანისის ახალი მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დმანისის  მუნიციპალიტე- ტის  საკონფერენციო  დარბაზში გამართულ შეხვედრაზე დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიორგი ტატუაშვილი გამგეობისა და ა(ა)იპ სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.
,, გიორგი კვალიფიციური და გამოცდილი იურისტია, ღირსეული  დმანისელია. დარწმუნებული ვარ, გიორგი იქნება კარგი მმართველი, ის ახალი შემართებით განავითარებს  დმანისს”, - განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.
გიორგი  ტატუაშვილმა  ისაუბრა  სამომავლო  გეგმებსა  და მომავალი  თანამშრომლობის საკითხებზე. 21  ოქტომბრის  თვითმმართველობის  არჩევნებში,,  ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს“  დმანისის მერობის კანდიდატმა  გიორგი  ტატუაშვილმა ამომრჩევლის ხმების 75,62 პროცენტი მიიღო.

გორი - ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან

უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ- ლებით  გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა  და  ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორის პირვე- ლი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე  საოკუპაციო  ხაზთან  მდებარე სოფელ  ხურვალეთს  სტუმრობ- დნენ.  მინისტრები  საოკუპაციო ზოლში  მცხოვრებ  დათა  ვანიშვილს  გაესაუბრნენ  და  ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
დევნილთა  და  განსახლების მინისტრმა უკრაინის ვიცე-პრემი- ერს საქართველოს მტკიცე მხარ- დაჭერისთვის  მადლობა  გადაუ ხადა: „ბერლინის კედელი იყო საზღვარი  ცივილიზაციასა  და  ანტიცივილიზაციას  შორის,  ცივილიზაციასა  და  ბოროტებას  შორის, როგორც  დღეს,  ეს  ხელოვნური ბარიერი  არის  საზღვარი  ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას  შორის.  მჯერა,  რომ  როგორც ბერლინის  კედელი  დაინგრა,  ისე დაინგრევა ნებისმიერი  ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობა- ში  ვართ,  გვაქვს  ოკუპირებული ტერიტორიები,  უკრაინაში  ჯერ კიდევ  მიმდინარეობს  საომარი მოქმედებები.  თუმცა  ორი მეგობარი  ქვეყნის  მტკიცე  პოზიცია და  საერთაშორისო  მხარდაჭერა არის  საქართველოსა  და  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია“.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა პავლო როზენკომ, ე.წ საზღვრიდან  საერთაშორისო  თანამეგობრობას  მიმართა  და  რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების  გამკაცრებისკენ მოუწოდა:
„ის რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში არის ერთი ადამიანის გაუაზრებელ სურვილს შეწირული უამრავი განადგურებული, დახვრეტილი  ადამიანი  და  უსახლკაროდ  დარჩენილი  ოჯახები. გამოვთქვამ  იმედს,  რომ  ყველაფერს აქვს დასასრული და აქედან მივმართავ საერთაშორისო თანამე- გობრობას, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აღდგეს საქართველოსა  და  უკრაინის  ტერიტორიული მთლიანობა“.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს ოფიციალური მიზანს იძულებით გადაადგილებულ  პირებთან  დაკავშირებით  საქართველოში  არსებული გამოცდილების  გაზიარება  წარმოადგენდა.
 



მეტის ნახვა
15-11-2017, 00:51


გვესაუბრება საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, `ქართული ოცნების~ აქტიური მხარდამჭერი ალი ბაბაევი.

_ ბატონო ალი, თბილისში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მთიანი ყარაბაღის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. რას იტყვით ამაზე?

_ სანამ ეს კონფერენცია შედგებოდა, მანამდე გამოჩნდნენ ადამიანები, როგორც აზერბაიჯანიდან, ისე სომხეთიდან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ დესტაბილიზაციას რეგიონში ყარაბაღის პრობლემა უკვე 27 წელიწადია ქმნის. შეიკრიბა ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რუსეთი, აშშ-ი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, თუმცა დღემდე არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამიტომაც შეხვედრა შედგა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ისტორიულად კავკასიის ცენტრში, თბილისში.
სომხების და აზერბაიჯანელების გარდა შეხვედრაზე იყვნენ თითქმის 16 ქვეყნის წარმომადგენლები.

_ შეხვედრის ინიციატორი რომელიმე უცხოური ორგანიზაცია ხომ არ ყოფილა?

_ ინიციატორები სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ. აზერბაიჯანსა და სომხეთში ცნობილი ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, მეცნიერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუმრები კალიფორნიიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინადან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და სხვ.
გაიმართა საუბრები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.
საყურადღებო იყო თურქი ექსპერტის სიტყვა. მან ერთგვარი გეგმა დასახა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტის დარეგულირება.
დიალოგის შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, სადაც გაერთიანდნენ სომხეთიდან ჩამოსული ექსპერტები, აზერბაიჯანელები, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და შემდგომი შეხვედრების პერსპექტივები განიხილეს.

_ აზერბაიჯანელები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანული ტერიტორიაა, სომხები თვლიან, რომ ის სომხეთს უნდა ეკუთვნოდეს. პირადად თქვენ როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა?


_ ყველა ადამიანი, რომელმაც ისტორია არ იცის, იტყვის, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის მიწაა.
თუ გაეროს ოთხი გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანისაა, ევროპარლამენტი თვლის, რომ იგი აზერბაიჯანს უნდა ეკუთვნოდეს, ევროსაბჭოც აღიარებს, რომ ტერიტორია სომხების მიერ არის მიტაცებული. როგორღა ამტკიცებს ვინმე, რომ ეს ტერიტორია სადავოა?
პრობლემას ამძაფრებს ის, რომ დღეს სომხეთის ხელისუფლებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, სეპარატისტებს უწყობდნენ ხელს.
სომხეთში დემოკრატიული ხელისუფლება თუ მოვა, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონში სტაბილიზაციისკენ, მშვიდობისკენ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებისკენ, ეს მოუტანს სტაბილურობას და სიმშვიდეს მთლიანად რეგიონს.

_ საუბარი რაზეა, მთიანი ყარაბაღის მთლიანად გადაცემაზე თუ გაყოფაზე?


_ ჯერ ლაპარაკობენ 7 რაიონის გადაცემაზე აზერბაიჯანისთვის. მერე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ყარაბაღი თვითონ გადაწყვეტს თავის მომავალს  – მიიღოს თუ არა ავტონომიური სტატუსი. აზერბაიჯანი თანახმაა, მაგრამ ყველა შეხვედრაზე სომხეთის მხარე წინააღმდეგობას წევს, ნებისმიერ შეთანხმებას, საბოლოო ჯამში, სომხები არღვევენ.

_ 30 ოქტომბერს ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონია ჩატარდა. დამეთანხმებით, მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი.


_ რეგიონში ძალიან სეიროზული ნაბიჯი გადაიდგა. ამ მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი ყარსში უკვე ჩავიდა. იქედან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მოხვდება. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. სომხები, მოგეხსენებათ, ამ საკითხს კრიტიკულად უყურებენ, რადგან, სანამ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარდება, ამ გზით სარგებლობის უფლება მათ არ ექნებათ.
რამდენიმე დღის წინათ მოქმედების ფაზაში შევიდა კიდევ ერთი პროექტი სახელწოდებით "ასტარა 1" და "ასტარა 2" _ ირან-აზერბაიჯანს შორისაც გაიხსნა პირდაპირი რკინიგზა. არაბეთის ქვეყნებიდან ტვირთები იმოძრავებს ირანი-ბაქო-მოსკოვის, ასევე ბაქო-თბილისი-თურქეთის მიმართულებით.
ამ პროექტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის. ამაზე უნდა იფიქრონ აფხაზებმა და ოსებმა. საქართველო რეგიონში ტრანზიტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება და დიდი ეკონომიკური მომავალი აქვს.

_ ცოტა ხნის წინათ ჩვენ ერთად შევხვდით თურქეთში ბიზნესმენებს, რომლებსაც, ჩვენთვის და მათთვისაც, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ. ახალი ხომ არაფერი გაგიგიათ, რა ხდება ამ მიმართულებით?


_ ზოგადად, თურქები პატივს სცემენ ქართველებს. თურქეთში, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ ბიზნესმენებს კაბინეტებში ქართული დროშა უკიდიათ. ქართულ სიტყვებს იმეორებენ.ნრაც შეეხება ყარაფაფახ-თურქებს, მათ ორგანიზაციასთან თვითონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანია დაახლოებული. მხოლოდ თურქეთში დღესდღეობით 3 000 000 ყარაფაფახი-თურქი ცხოვრობს.
წლეულს "დმანისობაზე" ყარაფაფახელთა წარმომადგენლობა იყო ჩამოსული თურქეთიდან.
დღესასწაულზე გაუგებრობა მოხდა ბაქოს ჯგუფსა და ადგილობრივებს შორის. ყარაფაფახელთა წარმომადგენლობა კონფლიქტში არ ჩარეულა, მეტიც, ისინი ადგილობრივი, ოფიციალური ხელისუფლების მხარეს დადგნენ, ქართულ სუფრას შეუერთდნენ და ჩვენთან ერთად მოილხინეს. მათ აქვთ გეგმები, რომ ქვემო ქართლსა და სხვაგან, საიდანაც მათი წინაპრები იყვნენ, ინვესტიციები განახორციელონ, შექმნან სამუშაო ადგილები.
თქვენ იყავით მათთან სტამბულში, ბურსაში და თქვენი თვალით ნახეთ, რა უზარმაზარი ქარხნების მფლობელები არიან. ეს ადამიანები თურქეთში ცნობილი პირები გახლავან, ავტორიტეტული ხალხი, რომლებიც გაძევებული არიან საქართველოდან. რა ხდება, ამას, ალბათ, შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ ობიექტურად, მაგრამ ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ გაურკვეველია იმ ჰუმანიტარული დახმარების ბედი, რომელიც მათ მიერ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იყო გამოგზავნილი.
პირადად მე, ხელისუფლების ერთ-ერთი მხარდამჭერი, გულშემატკივარი და თანამებრძოლი, ვთხოვ ხელისუფლებას, გაარკვიოს ეს საქმე.
ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მივჩნიე, ჩავსულიყავი თურქეთში და გამეცნო ის ხალხი, მათი საქიანობა.
ამ ადამიანებს დიდძალი კაპიტალი აქვთ თურქეთში. საქართველოში თავიანთი წინაპრების ხსოვნის საპატივცემულოდ მოდიან და არა პირადი მოგებისთვის. ეს ადამიანები თავს საქართველოს დიასპორის წარმოამდგენლებად თვლიან თურქეთში.

_ ახლახან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. აირჩიეს საკრებულოების თავმჯდომარეები და წევრები, თვითმმართველი ქალაქების მერები. თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესებში.


_ პოლიტიკურად ძალიან სერიოზული და გლობალურად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესების წინაშე ვართ, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის შედეგებს ჰქონდა.
წინაასაარჩევნო პროცესი ძალიან დემოკრატიულად მიმდინარეობდა. "ნაცმოძრაობამ" უნდა შეიგნოს, რომ საქართველო მათ არჩეულ დიქტატორულ გზას აღარ დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში, ამ არჩევნებში პირველად იყო წარდგენილი ქალაქის მერად აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანი. მარნეულში თემურ აბაზოვმა გაიმარჯვა. სასიხარულო ამბავია ეს.
დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის ძალიან სერიოზული გამოწვევები. პირველ რიგში, ტერიტორიის 20% გვაქვს დასაბრუნებელი, ეკონომიკური ვითარება გასაუმჯობესებელი, ევროპასთან ურთიერთობა გასაღრმავებელი, ნატოსკენ ინტეგრაციის პროცესი დასახვეწი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები დასალაგებელი და რა დროს კინკლაობა და პოლიტიკური ინტრიგებია?! "ქართული ოცნება" ქვეყანას უძღვება და მართავს პროგრესის მიმართულებით.
ის ძალები, რომლებიც ამ მიმართულებას ეწინააღმდეგებიან, ქვეყნის მოღალატეები არიან.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
13-11-2017, 21:10