სარეკლამო ადგილი

947x125



„საერთო გაზეთის“ სტუმარია დემოგრაფი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორი ანზორ თოთაძე:
– არავისთვის საიდუმლო არ გახლავთ, რომ საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა და ამ ფონზე, ძალიან უცნაურია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაჩაღებული ბინათმშენებლობის ბუმი. ახლად აშენებული კორპუსები სანახევროდ ცარიელია, ხალხი ემიგრაციაში მიდის, მყიდველი არავინაა, მაგრამ მშენებლობის ტემპები მაინც იზრდება.

– სამშენებლო კომპანიები მოგებაზე ორიენტირებული არიან, ამიტომ, შესაბამისი გათვლების გარეშე არაფერს აშენებენ.

– სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა – რატომ და ვისთვის აშენებენ? გემახსოვრებათ, სააკაშვილმა ბრძანა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ლაზიკა, სადაც მალე 600 000 კაცი იცხოვრებსო. მერე განაცხადა ქუთაისში 500 000 კაცი იცხოვრებსო და ბათუმში 400 000 კაცი დასახლდებაო, როცა მთელ აჭარაში არ ცხოვრობდა ამდენი. საერთოდ, სააკაშვილს როყიო ლაპარაკი ახასიათებდა, მაგრამ იგივე სხვა ადამიანებმაც გაიმეორეს. მახსოვს ერთ-ერთ ტელეგადაცემაში კახა ბენდუქიძემ ბრძანა, ლაზიკა ტეროტორიით და მოსახლეობით თბილისს გაუტოლდებაო. გამოდის, რომ ამ გეგმის თანახმად, მარტო ორ ქალაქში – თბილისსა და ლაზიკაში 2 მილიონ ნახევარ ადამიანს უნდა ეცხოვრა. ამას დაუმატეთ ქუთაისი თავისი 500 000-ით, ბათუმი 400 000-ით, რუსთავი, ფოთი და ა.შ. ყველა სოფელი და პატარა ქალაქი დიდ ქალაქებში რომ გადაგვესახლებინა, ამდენი მაინც არ გამოდიოდა. მაშინ რა მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდნენ ამხელა რიცხვებს? რამდენიმე დღის წინ, ბათუმთან ახლოს, ერთ-ერთი სოფელში ვიყავი სტუმრად და ვნახე, რომ ბათუმში დიდი მშენებლობებია გაჩაღებული. 20–30 სართულიანი სახლები შენდება. ზოგი კორპუსი უკვე დასრულებულია, თუმცა არავინ ცხოვრობს. ზოგი მშენებლობის პროცესშია, ზოგან მშენებლობა ახლა იწყება. მთლიანად, აჭარაში 333 000 კაცი ცხოვრობს. აქედან 154 000 ბათუმშია. სოფლად მაცხოვრებელი133 000 ადამიანი ახლავე რომ ავყაროთ და ბათუმში დავასახლოთ, ამდენ ცარიელ ბინას მაინც ვერ შევავსებ თ. ბათუმში ყოფნისას, გავიგე, რომ ერთ-ერთ ახლად აშენებულ კორპუსში ირანის მოქალაქემ 30 ბინა შეიძინა. აი, ვისთვის შენდება ეს კორპუსები.. ჩვენ მივდივართ და სხვები ჩამოდიან და მე ამ მდგომარეობას ემიგრაციულ და იმიგრაციულ სიკვდილს ვუწოდებ.

– დემოგრაფიის თვალსაზრისით, საქართველოს სხვა რეგიონებში რა მდგომარეობაა?


– დემოგრაფიული ვითარების დამძიმება 1989 წლიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მოგეხსენებათ, 1989–2002–2014 წლებში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობისა და შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტ და საიმედო მონაცემებს იძლევა. 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ 3 მლნ. 713 804 კაცი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ 1989 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 687 000-ით, ხოლო 2002 წელთან შედარებით, 657 000 -ით შემცირდა. საგანგაშოა, რომ მოსახლეობის კლება განსაკუთრებით ქართველებით დასახლებულ რეგიონებში შეინიშნება.

– იქნებ, რეგიონების მიხედვით დაგვისახელოთ, მოსახლეობა სად და რამდენით შემცირდა..


– მე 19 და მე 20 საუკუნის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი იმერეთია. 1989 წელს იმერეთის მოსახლეობა 767 000 კაცს შეადგენდა. 2002 წელს ეს რიცხვი 700 000-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს იმერეთში მაცხოვრებელთა რიცხვმა 534 000 კაცი შეადგინა. შესაბამისად, იმერეთის მოსახლეობა 2014 წელს 1989 წელთან შედარებით, 233 000-ით, ხოლო 2002–2014 წლებში 165 000-ით შემცირდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მომდევნო 25 წელიწადის განმავლობაში, კლება თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა, იმერეთს გაუკაცრიელება მოელის.

– რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში?


– 2002–2014 წლებში ანუ ბოლო 12 წლის განმავლობაში, სამეგრელოს მოსახლეობა 135 000 კაცით, ხოლო გურიის მოსახლეობა 30 000 კაცით შემცირდა. საგანგაშოა, რომ ცარიელდება საქართველოს ძირძველი, მთიანი კუთხეები: რაჭა, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და სხვა. მაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 000 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი მხოლოდ 17 000 კაცი ცხოვრობს და ისინიც ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანები არიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაჭის მოსახლეობაში 400–500 კაცით მეტი კვდება, ვიდრე იბადება და თუ ასე გაგრძელდა, ორ-სამ ათწლეულში რაჭა მოსახლეობისგან საერთოდ დაიცლება. ანალოგიური ვითარებაა სვანეთში. 1980 წელს ზედა და ქვედა სვანეთში 30 000 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი მხოლოდ 13 000 კაცი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ისტორიულად, დასავლეთ საქართველოში ყოველთვის მეტი მოსახლეობა იყო, ვიდრე აღმოსავლეთში. მაგალითად, 1886 წელს რუსმა მოხელეებმა ამიერკავკასიის საოჯახო სიები შეადგინეს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ 1 მლნ. 731 000 კაცი შეადგინა. აქედან 1 მილიონ 218 000 კაცი ანუ მოსახლეობის 70% ქართველი იყო. საოჯახო სიების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში 396 000 ქართველი ცხოვრობდა, ხოლო დასავლეთში 822 000 კაცი ანუ თითქმის ორჯერ მეტი. აღმოსავლეთ-დასავლეთში მოსახლეობის რაოდენობა 1989 წელს გათანაბრდა. ამ დროს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 1 824 000 კაცი ცხოვრობდა. 2014 წელს ვითარება შეიცვალა და თუ დასავლეთ საქართველოში მაცხოვრებელთა რაოდენობამ მილიონ 323 000 კაცი შეადგინა, აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის 600 000-ით მეტი ანუ მილიონ 902 000კაცია. დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის ნაწილი თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში წავიდა, ნაწილი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რაც მეტად უარყოფითი მოვლენაა. ბუნებრივია, ეს ვითარება დასავლეთ საქართველოს ქალაქებზეც აისახა. მაგალითად, 1989 წელს ქუთაისის მოსახლეობა 233 000 შეადგენდა, 2014 წელს კი ეს რიცხვი148 000-მდე შემცირდა. ქუთაისმა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით, ყოველთვის თბილისის შემდეგ იყო, ადგილი ბათუმს დაუთმო და მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

– როგორი დემოგრაფიული სურათი გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში?


– ბოლო 12 წლის განმავლობაში, კახეთის მოსახლეობა 89 000-ით შემცირდა, რაც ძირითადად, ქართულ რეგიონებზე აისახა. ზოგადად, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში სოფლების გაუკაცრიელება შეინიშნება. 2014 წელს ქალაქის მოსახლეობამ 2 მლნ 122 000 შეადგინა, ხოლო სოფლის მოსახლეობა 1 მლნ. 591000, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელთან შედარებით, ქალაქის მოსახლეობა 162 000 კაცით შემცირდა, ხოლო სოფლის მოსახლეობა 496 000-ით. თუ 1989 წლის აღწერის შედეგებს შევადარებთ, დღეს სოფლის მოსახლეობა 818 000 კაცით არის შემცირებული. სოფელი თითქმის მთლიანად დაიცალა ფერტილური ასაკის მოსახლეობისგან, რის გამოც შობადობა საგრძნობლად შემცირებულია. თუ ადრე სოფლად გაცილებით მეტი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად სოფლებში საქართველოში დაბადებულ ბავშვთა მხოლოდ მესამედი იბადება.

– გაუკაცრიელებული სოფლები ახსენეთ.. რამდენი ასეთი სოფელი გვაქვს და კიდევ რამდენს ემუქრება გაუკაცრიელება?


– სამწუხაროა და დასაფიქრებელია, რომ ასეთი სოფლების რიცხვი იზრდება. მაგალითად, თუ 2002 წელს 143 გაუკაცრიელებული სოფელი გვქონდა, ამჟამად, 223 გაუკაცრიელებული სოფელია. იზრდება მცირე სოფლების რაოდენობაც. თუ 2002 წელს 16 ერთ კაციანი სოფელი გვქონდა, ახლა ასეთი 39 სოფელია. 19 ორკაციანი სოფლის ნაცვლად, ახლა 46 ორკაციანი სოფელი გვაქვს, 11 სამკაციანი სოფლის ნაცვლად, ახლა 27-ია და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე საცხოვრებელი პირობები იქნება ასეთ სოფლებში, თუმცა ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან ძნელია ერთკაციან და ორკაციან სოფლებში კომუნიკაციების გაყვანა და ინფრასტრუქტურის განვითარება. 2002 წელს 132 სოფელი გვქონდა, სადაც ერთიდან ათ კაცამდე ცხოვრობდა, ახლა ასეთი 255 სოფელი გვაქვს. 2002 წელს საქართველოში 28 დიდი სოფელი აღირიცხა. აქედან თითოეულის მოსახლეობა 5000 კაცს აჭარბებდა. ამჟამად, ასეთი სოფლების რაოდენობა თორმეტამდე შემცირდა და იქაც ძირითადად, მოხუცები არიან. შემცირდა 100 კაციანი სოფლების რაოდენობაც. ამჟამად, 1306 სოფელი გვაქვს, სადაც 100 კაცამდე ცხოვრობს და ეს საქართველოში არსებული სოფლების 36%-ია.

– როგორც ბრძანეთ, მოსახლეობის კლება განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რეგიონებს შეეხო. იქნებ, ამ პროცესების გამომწვევ მიზეზებზეც გვიამბოთ?

– 1989 წელს ქართველები საქართველოს მოსახლეობის 70% შეადგენდნენ, მაგრამ ამ პერიოდიდან დაიწყო ქვეყნიდან სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის გადინება და ასეთ პროცესებს მარტო ჩვენთან კი არა, უკრაინაში, ბელორუსიაში და სომხეთშიც ჰქონდა ადგილი. ისტორიულად, ქართველების შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტი სომეხი ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით, ქვეყნიდან მათი მასიური გასვლა დაიწყო. 1989 წელთან შედარებით, 2012 წელს საქართველოში სომხების რაოდენობა 269 000 კაცით შემცირდა და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზე აზერბაიჯანელებმა გადაინაცვლეს. განსაკუთრებით შემცირდა რუსების რაოდენობა. 1989 წელს საქართველოში 341 000 რუსი ცხოვრობდა, ამჟამად კი მხოლოდ 26 000 ცხოვრობს. ასე, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ქართველების პროცენტული რაოდენობა სხვა ეროვნების ადამიანების წასვლის შედეგად გაიზარდა და არა ბუნებრივი მატების გამო. 2014 წელს საქართველოში 3 224 000 ქართველი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 86.8% შეადგენდა. 1989 წელთან შედარებით, 2014 წელს ქართველების რაოდენობა 562 000- ით შემცირდა. ხოლო 2002 წელთან შედარებით, 436 000 კაცით. როგორც ხედავთ, ქართველების რაოდენობა ძირითადად, 2002–2014 წლებში შემცირდა და ეს წლები ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ემთხვევა.

– ნაციონალებს რომ ჰკითხოთ, ხელისუფლებაში მათ მოსვლას ქვეყნის აღმშენებლობა და აყვავებას მოჰყვა და ქართველების რაოდენობის შემცირება რას უნდა დავაბრალოთ?

– ამას უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეზე შევაჩერებ ყურადღებას. საბჭოთა კავშირის დროს, პატიმართა რაოდენობით 15 მოკავშირე რესპუბლიკას შორის, მე 11 ადგილზე ვიყავით. შევარდნაძის დროს, დაახლოებით 5000 პატიმარი გვყავდა და უცებ, პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე აღმოვჩნდით. ყველაზე უცნაურია, რომ ამ პერიოდში საქართველოდან მილიონ 671 000 კაცი გავიდა და ეს ძირითადად, 20-დან 50 წლამდე ადამიანები იყვნენ ანუ ის ასაკობრივი კატეგორია, სადაც დანაშაულის ჩადენის ალბათობა ყველაზე მეტია. ამ ხალხის წასვლის შემდეგ, საქართველოში ძირითადად, მოხუცები და 18 წლამდე ახალგაზრდები დარჩნენ.ე.ი დანაშაული და პატიმართა რაოდენობა კი არ უნდა გაზრდილიყო, უნდა შემცირებულიყო, თუმცა, პირიქით მოხდა.

– დიახ, ასეა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ციხეებში პატიმართა რაოდენობა 400%-ით გაიზარდა.

– ამასაც თავისი მიზეზები აქვს. წარმოგიდგენიათ, 25 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი რამდენი ოჯახია? ბუნებრივია, ეს ხალხი არჩევნების დროს, ხმას ნაციონალიურ მოძრაობას მისცემდა, რადგან ქვეყანა შიშით იმართებოდა.
პატიმრების უმეტესობა სწორედ ფერტილური ასაკის ახალგაზრდა იყო, რომელსაც ოჯახი უნდა შეექმნა და ერი გაემრავლებინა. მე დავიანგარიშე და ეს მასობრივი დაპატიმრებები რომ არა, საქართველოში იმდენი ბავშვი დაიბადებოდა, რამდენიც ერთ წელიწადში იბადებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა დემოგრაფიუო პროცესებზე საშინლად იმოქმედა. იმ წლებში იმდენი რამე გაფუჭდა, რომ ამის ხელის „ერთი ხელის მოსმით“ გამოსწორება ძალიან ძნელია და როცა შეუსრულებელ დაპირებებზე ვსაუბრობთ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დემოგრაფიულმა პრობლემებმა კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი დაარღვია. ჩვენ კავკასიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი ვიყავით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1926 წელს ყოველი მესამე კავკასიელი ქართველი იყო. 1965 წლამდე, ჩვენი მოსახლეობა აზერბაიჯანისას თითქმის 400 000-ით აჭარბებდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობის გათანაბრება პირველად 1965 წელს მოხდა. ამჟამად კი აზერბაიჯანის მოსახლეობამ თითქმის 10 მილიონს გადააჭარბა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 713 804 კაცს შეადგენს.

– არასახარბიელო მონაცემებია. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, ასეთი დემოგრაფიული პრობლემები მხოლოდ ჩვენ გვაქვს?

– მოგეხსენებათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ცხრაში ქრისტიანულ მართლმადიდებლობას აღიარებდნენ. სწორედ ამ ცხრა რესპუბლიკაში შემცირდა 1989–2016 წლებში მოსახლეობა 14 მილიონით. დანარჩენ მაჰმადიანური რელიგიური აღმსარებლობის რესპუბლიკებში კი მოსახლეობა 23 მილიონით გაიზარდა. რაც შეეხება ჩვენს უშუალო მეზობლებს, ბუნებრივი მატება (ანუ რამდენი ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა) ყველგან მაღალია. 2000-იან წლებში თურქეთში ბუნებრივმა მატებამ 8 მილიონ 835 000 შეადგინა, აზერბაიჯანში 830 000, სომხეთში 120 000 კაცი ხოლო საქართველოში მხოლოდ 53 000 და ეს ბუნებრივი მატებაც ძირითადად, არაქართველებით დასახლებულ რეგიონებზე მოდიოდა.

– წინა წლებში როგორი ბუნებრივი მატება გვქონდა?

– 60 -იან წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება 650 000 იყო. 70-იან წლებში 453 000. ასე, რომ აშკარა კლება სახეზეა. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე, ასეთი მძიმე დემოგრაფიული სურათი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ყოფილა პერიოდი, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, უარესი მდგომარეობა გვქონია, მაგრამ მაშინ სრულიად სხვა რეალობა იყო. გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო რთულდება დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, ამიტომ ისედაც მძიმე ვითარება სხვადასხვა მიზეზების გამო, კიდევ უფრო მძიმდება. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელია აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება და ამის გაკეთებას რაც უფრო სწრაფად დავიწყებთ, მით უკეთესია..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
7-11-2017, 19:12


ტექსტის თარგმანი ინგლისურ ენაზე გაეგზავნათ:

აშშ ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ პენსეს; აშშ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს; ჰელსინკის თავმჯდომარესა და თანათავმჯდომარეს აშშ-ში როჯერ ვიკერსა და ქრისტოფერ სმისს; გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერრესს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაჯანის; ევროკავშირის პრეზიდენტს ჯეან-კლოდ ჯანკერს; ევროსაბჭოს მდივანს ჰავიერ სოლანას; გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს; საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს; რუსეთის ფედერაციის ელჩს აშშ-ში ანატოლი ანტონოვს; გერმანელ პოლიტოლოგს ოსკარ ლაფონტაინს; გერმანის ბუნდესტაგის დეპუტატს სარა ვაგენკნეხტს, ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინისა და სხვა ოფიციალურ პირებს.

ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ერთი ჯგუფის სახელით მოგილოცოთ ეს საპატიო მოვალეობა თქვენი ქვეყნისა და ასევე მთელი მსოფლიოს წინაშე. დადგა დრო, ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტად ჰყავდეს სამართლიანობისთვის მებრძოლი (ასე გვახსოვს თქვენი წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიიდან) ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც თქვენ ბრძანდებით!
გისურვებთ წარმატებას წინააღმდეგობებით აღსავსე ამ რთულ გზაზე!
ბატონო პრეზიდენტო, მოგეხსენებათ, ქართველი ერი დღევანდელი სამყაროს ერთერთი უხუცესი ერია; თავად საქართველო კი პატარა, ლამაზი, უძველესი კულტურის ქვეყანაა (ყოველ შემთხვევისთვის, ასეთი იყო 1992 წლის 6 იანვრამდე), მდებარე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, რაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, განაპირობებს მის პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს კი ყოველთვის საბედისწერო იყო მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლისა და განსაკუთრებით კი ქართველთათვის – დაწყებული მითიური არგონავტების ლაშქრობიდან, დამთავრებული თანამედროვე მსოფლიო გლობალური პროცესებით.

ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ 1992 წლის 6 იანვარს აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტის ჯორჯ G.ჭ. ბუშის ადმინისტრაციისა და სსრკ იმპერიის ხელმძღვანელების გორბაჩოვ-შევარდნაძის უშუალო ჩარევით, საქართველოს რესპუბლიკაში განხორციელდა შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
საქართველოს ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა. ერთ დროს ბედნიერი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი დღეს უკიდურეს გაჭირვებას, დეგრადაციას განიცდის და თითქმის გადაშენების პირასაა მისული.
გაეროს ბოლო მონაცემების მიხედვით ქართველი ერი მსოფლიოს მომაკვდავი ერების ხუთეულშია შესული.
შOშ! შOშ! შOშ!
ბატონო პრეზიდენტო, მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის შექმნა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით განხორციელდა:
1990 წლის 28 ოქტომბერს კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი ბატონობის შემდეგ ქართველი ერის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი – პირველად სსრკ-ში შემავალ ქვეყნებს შორის საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც უდიდესი უმრავლესობით გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო~, რომლის სპიკერიც გახლდათ საქართველოში ეროვნული მოძრაობის წინამძღოლი და სულისჩამდგმელი, ბატონი ზვიად გამსახურდია.

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობის 98,9%-მა გამოხატა საკუთარი ნება და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918–21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს კონსტუტუციის საფუძველზე კი მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია.
1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ (87%), ქართველებმა და მათთან ერთად არაქართველთა უდიდესმა უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტად აირჩია ბატონი ზვიად გამსახურდია.
მისი აღმატებულება, ბატონი ზვიად გამსახურდია – ერუდიტი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი, ესეისტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, პოლიტიკოსი, ადამიანის უფლებათა უდიდესი დამცველი, დაიბადა და აღიზარდა მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში.
თავისუფლებას მოწყურებული ქართველი ერი დიდი სიხარულით შეხვდა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობას, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა…

როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც ელცინის რუსეთს და არც აშშ-ს იმდროინდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ჯორჯ H. ჭ. ბუშის ხელმძღვანელობით არ აწყობდათ საქართველოს რესპუბლიკის ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება: 1991 წელს უკრაინის რადაში გამოსვლისას ბატონმა ბუშმა მიმართა საბჭოთა რესპუბლიკებს, რომ ამ ეტაპზე სსრკ-ს დაშლა შეუძლებელია და შესთავაზა `დემოკრატია~ თავისუფლების სანაცვლოდ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-დასავლეთი ევროპა დაუპირისპირდა საქართველოს რესპუბლიკის პირველ და ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას. დაუპირისპირდა ადამიანს, რომელიც ათწლეულების მანძილზე იბრძოდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდია იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის და ასევე იღვწოდა პოლიტიკაში საერთაშორისო ნორმების, ზნეობისა და მორალის დამკვიდრებისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა იგი `დინების საწინააღმდეგოდ ცურვაში~ დაადანაშაულა; ხოლო აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, ბატონი ჯეიმს ბეიკერი უფრო შორს წავიდა და ბატონ ზვიად გამსახურდიას `დიქტატორი~ უწოდა.
როგორც შემდგომ გამოჩნდა, Aაშშ-დასავლეთი ევროპის ხელისუფალთათვის კარგად აპრობირებული მეთოდია დიქტატორად გამოაცხადონ იმ ქვეყნების პრეზიდენტები, ვინც მათთვის მიუღებელია და ვისი მოშორებაც სურთ…
1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დამარცხებულმა კომუნისტურმა ნომენკლატურამ საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო მინისტრის ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, კრიმინალურ ჯგუფებთან ერთად, დასავლეთის მიერ მართულ `ოპოზიციასა~ და კრიმინალურ პრივილეგირებულ საბჭოთა ინტელიგენციაზე დაყრდნობით მოაწყო სახელმწიფო გდატრიალება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპყრობილეებიდან სპეციალურად გამოშვებულმა 4000-ზე მეტმა კრიმინალმა.

1991 წლის 22 დეკემბერს, დილის 8 საათზე, მთავრობაზე შეიარაღებული თავდასხმით დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება, რომლის მიზანიც იყო ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანა და საქართველოს ესენგეში შეყვანა, რაც კანონიერი ხელისუფლების განდევნის შემდეგ სრულად განხორციელდა. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების დასამხობად გამოყენებული იქნა სსრკ წითელი არმია, კერძოდ, ამიერკავკასიის შეიარაღებული სამხედრო ნაწილები.
1992 წლის 6 იანვარს 16-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ დეპუტატებთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დატოვა თბილისი, რათა თავიდან აეცილებინა შემდგომი სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი, გაემგზავრა ჯერ მეზობელ სომხეთში, ხოლო შემდეგ თავი შეაფარა რესპუბლიკა იჩქერიას – ჩეჩნეთს.

აშშ-სა და დასავლეთი ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელისუფალთ საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი პუტჩი შეაფასეს, როგორც ქართველი ხალხის `თავისუფალი~ ნების გამოვლინება. მათ უგულებელჰყვეს რა საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა, მხარი დაუჭირეს კრიმინალების სამხედრო ხუნტას იოსელიან-კიტოვან-სიგუას შემადგენლობით და ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ 1992 წლის 7 მარტს ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან საქართველოში ჩამოსულიყო… შევარდნაძე საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა, ერთნაირად მისაღები რომ არ ყოფილიყო აშშ-სა და დასავლეთი ევროპის ხელისუფალთათვის.
ამ დროისათვის მთელს საქართველოში და განსაკუთრებით კი დედაქალაქ თბილისში ეწყობოდა მშვიდობიანი მანიფესტაციები და მიტინგები ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით, რომელსაც სამხედრო ხუნტა სისხლში ახშობდა. არნახული ტერორი მძვინვარებდა… დედაქალაქში რომ აღარ ედგომებოდათ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების დიდმა ნაწილმა თავის გადარჩენის მიზნით დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს მიაშურა, სადაც ასევე მოსახლეობა ერთხმად ითხოვდა კანონიერების აღდგენას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ უკანონო ფორმირება `მხედრიონმა~ სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად ხუთგზის დალაშქრა და გადაწვა საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, სადაც მკვლელობასთან ერთად არ ერიდებოდნენ ძარცვას, ადამიანთა წამებას, ახალგაზრდა გოგონების გაუპატიურებას, სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოკვეთას და სხვა საშინელებებს. ყოველივე ამის დამადასტურებელი ვიდეო- მასალა და ნაწამებ ადამიანთა მონათხრობები გადმოცემულია წიგნში `მე ვადანაშაულებ~, რომელიც 2001 წელს გამოიცა საქართველოში.

სწორედ ამ პერიოდში, 1992 წლის 2 დეკემბერს, დიდი ძალისხმევის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმურ პრეზიდენტს დევნილობაში, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიეცა საშუალება დასავლეთ ევროპაში გამგზავრებულიყო. იგი ეწვია ჯერ ჰელსინკს (ფინეთი) და შემდეგ ვენას (ავსტრია). მან არაერთი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოში მომხდარი შეიარაღებული სამხედრო გადატრიალებისა და მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში დატრიალებული ტერორის შესახებ. ასევე არაერთ გაზეთს, ტელევიზიას, რადიოს მისცა ინტერვიუ… შეხვედრები ჰქონდა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც!
სამწუხაროდ, მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა…
`ცივილიზებული~, `დემოკრატიული~ აშშ-დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფალნი სრული დუმილით შეხვდნენ ისეთ ყოვლად უსამართლო და უკანონო ფაქტს, როგორიც ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობაა. უფრო მეტიც, მათ ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ ბატონი ზვიად გამსახურდიასთვის ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო… მათი მცდელობა, ამ გზით აეძულებინათ ბატონი გამსახურდია პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, კრახით დამთავრდა – თურქეთისა და ლიტვის პრეზიდენტების ძალისხმევით ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გააღწია ევროპიდან და კვლავ ჩეჩნეთში დაბრუნდა.

1993 წლის აგვისტოში შევარდნაძისა და მისი სამხედრო ხუნტის წყალობით გაჩაღდა სისხლისმღვრელი ომი საქართველოს ძირძველ მიწაზე – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც გახლდათ შედეგი საქართველოში ხელოვნურად გაღვივებული ეთნოკონფლიქტებისა. ამ ომმა შეიწირა 30 000-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე, 300 000 ქართველი კი გამოძევებულ იქნა საკუთარი საცხოვრისიდან და საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად იქცა. ეს ომი სხვა არაფერი იყო, თუ არა მიზანდასახული გენოციდი, მოწყობილი ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მიმართ, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
1993 წლის 24 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდში შედგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნებისა და კანონიერი ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შესახებ. მისი აღმატებულება, ბატონი ზვიად გამსახურდია, საომარ ქმედებათა აღსაკვეთად და კანონიერების აღსადგენად, საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს არალეგიტიმურმა ხუნტის მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტის დაბრუნებას ელცინის რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის, ადმირალ ბალტინის სადამსჯელო ჯარის ნაწილების მოწვევით უპასუხა და ამასთან, აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი ელცინის რუსეთს ჩააბარა.

ამრიგად, განხორციელდა კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკისა და მისი კანონიერი ხელისუფლების მიმართ. გაგრძელდა საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მორიგი დევნა… იგი იძულებული გახდა რამოდენიმე თანმხლებ პირთან ერთად სამეგრელოს ტყეებისთვის შეეფარებინა თავი…
ამავდროულად, ოქტომბრის მეორე ნახევარში (1993), აშშ-ს პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა წერილი გაუგზავნა ხუნტის მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძეს, სადაც გამოხატა მისდამი მხარდაჭერა და ვაშინგტონში მიიწვია, რაც პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების დაპირება უფრო იყო, რამეთუ კანონიერების აღდგენის მოთხოვნით საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას მომხრეების მხრიდან იმ პერიოდში კვლავ გრძელდებოდა დაუმორჩილებლობის აქციები და საპროტესტო მიტინგები.

ბატონო პრეზიდენტო, 1993 წლის 25 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართა ევროპის უშიშროებისა და ერთიერთობის საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც მოხსენებით წარდგა საქართველოდან იმ ხანად დაბრუნებული `ნიუ-იორკ თაიმსის~ კომენტატორი, ბატონი თომას გოლცი: `ბატონი გამსახურდია უდაოდ ძალზე პრობლემატური პიროვნებაა, მაგრამ მას აქვს ის, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ვუწოდებთ და იგი ხელისუფლებას პუტჩის მეშვეობით ჩამოაშორეს…ედუარდ შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება, იმაში მდგომარეობს, რომ მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის იარაღით დამხობის შემდეგ~…
ჩორრენტ შიტუაციონ ინ Gეორგია ანდ Iმპლიცატიონს ფორ Fორ U.შ. Pოლიცყ. Bრიეფინგ ოფ ტჰე ჩომმისსიონ ონ შეცურიტყ ანდ ჩოოპერატიონ ინ Eუროპე, ჭასჰინგტონ, Dჩ, Oცტობერ 1993.
ბატონო პრეზიდენტო, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სამართლის ნორმების აღდგენისა და პოლიტიკაში მორალისა და ზნეობის დამკვიდრებისათვის ბრძოლა `დემოკრატ~ აშშ-დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პრობლემად მოიაზრებოდა და სამწუხაროდ, დღესაც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით.
შეშფოთებულმა ვაშინგტონმა კვლავ გვერდი აუარა ამ განცხადებას და შეწუხებულმა – შევარდნაძეს არაფერი დაუშავდესო, სახელმწიფო მდივანი ვარენ ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ მიავლინა მოსკოვს, რათა მიეღო გარანტია, რომ ელცინის რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა საქართველოს დამაქცევარ ედუარდ შევარდნაძესაც და მის უკანონო დე-ფაქტო ხელისუფლებასაც. ასე და ამგვარად, აშშ-ს ადამინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაიცვა `დემოკრატია~ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის შემდეგ…
ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ სპეციალური სამხედრო დანიშნულების ჯარის ნაწილები მიავლინა საქართველოში შევარდნაძის დაცვის წევრების გასაწრთვნელად.

პუტჩისტების მიერ მოწვეული, კრიმინალური სახელმწიფო საბჭოს მემკვიდრე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ 1995 წლის ნოემბერში გამართულ უკანონო, ფალსიფიცირებული არჩევნებით მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტი…
ამ დროს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით ბატონი ზვიად გამსახურდია კვლავ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო და ამ თანამდებობაზე არჩეული იყო 5 წლის ვადით – 1996 წლის 16 მაისამდე… მიუხედავად სახელმწიფო გადატრიალებისა, ბატონი ზვიად გამსახურდია არ გადამდგარა და არც საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი უზენაესი საბჭოს ლიკვიდაცია არ გამოუცხადებია.

ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ 1993 წლის 31 დეკემბერს, 00 საათსა და 30 წუთზე შევარდნაძის ხუნტისა და მისი სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა ტერორისტული აქტი – ვერაგულად მოკლეს საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია… მკვლელობა დღესაც გამოუძიებელია. რაც დრო გადის, მით უფრო იგრძნობა სიმძიმე დანაშაულისა, რომელიც ქართველი ერის მიმართ იქნა ჩადენილი როგორც შინაური, ასევე გარეშე (აშშ-ს იმდროინდელი ადმინისტრაცია, ელცინის რუსეთი, დასავლეთი ევროპა) მტერთა მიერ 1991–1993 წლებში.
ფაქტია, ტყვია ესროლეს საქართველოს და ქართველი ერის მომავალს და ამაზე პასუხი არავის უგია:
განადგურებულია ქართული სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერებათა აკადემია;
გაყიდულია მიწა, წყალი, ტყე, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები;
ფაქტიურად, ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკა. საქართველო მსოფლიო სავალუტო ფონდისა და აღვირახსნილი ბანკირების სათარეშო ობიექტია;
საგარეო ვალმა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3 მილიონამდეა, 10 მილიარდს გადააჭარბა;
ყოველწლიურად შიმშილითა და ავადმყოფობით 300-ზე მეტი ბავშვი იღუპება. მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით პენსიონრები შიმშილის ზღვარს მიღმა არიან.
მილიონნახევარზე მეტი ქართველი საზღვარგარეთაა გადახვეწილი ლუკმა-პურის საშოვნელად…
ბატონო პრეზიდენტო, 26 წელზე მეტია საქართველოს მოღალატე დე-ფაქტო ხელისუფალთა ხელით ყველა შესაძლო ფორმით ხორციელდება საქართველოს ნგრევა და ქართველთა გამიზნული გენოციდი. ხუნტის მემკვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების ერთერთი წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ მოკლე ხნის წინ ვიზიტით თეთრ სახლში ბრძანდებოდა…

კანონიერი ხელისუფლების დამხობამ იმდროინდელ აშშ-ს ხელისუფლებას საშუალება მისცა ინვესტიციები განეხორციელებინა ისეთ სფეროში, რაც ბიოლოგიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. 2002 წელს აშშ-მ საქართველოსთან გააფორმა შეთანხმება `ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიოლოგიური იარაღის განვითარებას და ამავე სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობას~! 2011 წელს აშშ-ს თავდაცვის უწყებამ განახორციელა 300 მილიონიანი ინვესტიცია და დედაქალაქში, სართაშორისო აეროპორტის მახლობლად სენატორების ლუგარ-ნანის პროგრამის მიხედვით აშენდა ლაბორატორია, რომელსაც რიჩარდ ლუგარის სახელი ეწოდა. ამ პროგრამის ფარგლებში სულ 22 ლაბორატორიაა აშენებული, სადაც მიმდინარეობს განსაკუთრებით საშიში დაავადებების ბაქტერიებისა და შტამების შესწავლა, მათ შორის ჯილეხის, ქათმის (H5N1) და ღორის (H1N1) გრიპისაც… ექსპერიმენტები მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობაზე სხვადასხვა გრიპის ვირუსით ან საექსპერიმენტო ვაქცინით. ქართველ ხალხზე ასეთი `ზრუნვის~ შედეგად საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებები, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე და სხვა პათოლოგიები და ბევრი სხვა დაავადებებიც… შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სიკვდილიანობაც… `მსგავსი ლაბორატორიების შექმნა მიზნად ისახავს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლას. `ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, ბომბების ჩატვირთვასა და იქიდან ვირუსების სხვა ობიექტებზე გადატანას დიდი დრო არ დასჭირდება~, – ბრძანა საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ბატონმა ჯეფრი სილვერმანმა…

ეს და ბევრი სხვა უწესრიგობანი ხდება მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაზეც 2007 წელს ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე. იგი წინ აღუდგა აშშ-ს მცდელობას ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის შესახებ. ასევე დაგმო ამ ქვეყნის მისწრაფება მსოფლიო ჰეგემონიისკენ. მან ბრძანა, რომ 1999 წელს ხელმოწერილი იქნა ევროპის ადაპტირებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას და ვარშავის ბლოკის ლიკვიდაციას. ნატოს ქვეყნებმა უარი განაცხადეს – ამ ხელშეკრულებას არ მოაწერდნენ ხელს, ვიდრე რუსეთი არ გაიტანდა თავის სამხედრო ბაზებს საქართველოდან და მოლდოვადან. როგორც ბატონმა პუტინმა ბრძანა, საქართველოდან, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით დაწყებული იყო და დაჩქარებული ტემპებით მიდიოდა კიდეც რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანა…
სწორედ ამ დროს დასავლეთის რეაქციული ძალების მიერ შთაგონებულმა საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოიწყო ტრაგიკული ავანტიურა – შუაღამისას მისი ბრძანებით ქართული საჯარისო ფორმირებები თავს დაესხნენ შიდა ქართლს, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს და მძინარე მოსახლეობას ბომბები დაუშინეს. (იხილეთ დასკვნა, გამოქვეყნებული ევროკავშირის სპეციალური მისიის მიერ ქალბატონ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით).

მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა, დასავლეთი სამხედრო დახმარებას რომ არ დაჰპირებოდა… სხვათა შორის, ქალაქ სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთის ავიაციამ დაბომბა, გადავსებული იყო ამერიკული იარაღით… იმხანად მთელი სოცქსელები მოიცვა სააკაშვილის ფოტომ, სადაც ის ტელეფონის ყურმილით ხელში სასოწარკვეთილი და შეშფოთებული საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს… მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო…ეს ომი, რა თქმა უნდა, საქართველოს დამარცხებით დამთავრდა, რასაც მოჰყვა ქართველთა მორიგი მსხვერპლი, დანგრეული სოფლები, ლტოლვილების ახალი ტალღა და ყველაზე უმძიმესი, რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება… ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიის 20% პროცენტი დაიკარგა… თუმცა, რუსეთის მხრიდან ეს აღიარება არ მოხდებოდა, რომ არა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობის მანძილზე ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური მოვლენა, როდესაც ჯორჯ ბუშის (ახალგაზრდა) ადმინისტრაციის ზეწოლით 77 ქვეყანამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და მსოფლიოში ასეთი უკანონობის პრეცედენტი შექმნა…
ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ 1999 წელს. შეგახსენებთ, რომ ამავე წელს აშშ-პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და ნატოს ჯარების მიერ განხორციელდა სპეცოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს ასამბლეამ გამოაცხადა კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფა, რაც აღიარებული იქნა აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ. სწორედ ამ ფაქტმა გზა გაუხსნა რუსეთს ეღიარებინა ძირძველი ქართული მიწა-წყლის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა… ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა საქართველოს 1991 წლის 6 იანვრის შემდეგ, შედეგია კანონიერი ხელისუფლების დამხობისა.

ამ ბოლო ხანებში იყო ასევე ტერორისტების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და გადაადგილების არაერთი შემთხვევა… რაც შეეხება მიგრაციას, ისეთი ფორმით მიმდინარეობს უცხოტომელების საქართველოში გამიზნული შემოყვანა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მოკლე ხანში ქართველებიც, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები აბორიგენი ერის მსგავსად, რეზერვაციაში აღმოვჩნდებით…
მაპატიეთ, თქვენო აღმატებულებავ, თუ სიტყვა გამიგრძელდა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უბედურებისა, რასაც ადგილი აქვს საქართველოში ბოლო 26 წლის მანძილზე და შედეგია საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სამხედრო შეიარაღებული გადატრიალებისა, რამაც დასაბამი მისცა საქართველოში უკანონობისა და უსამართლობის აღზევებას… ეს კი ძირს უთხრის ქართული სულიერებისა და თვითმყოფადობის ხუთიათასწლოვან ისტორიას. თუმცა ლეგიტიმურ ხელისუფლებათა დამხობის პროცესი საქართველოს რესპუბლიკით არ დაწყებულა და არც მისით დასრულებულა… შემდეგ იყო `არაბული გაზაფხული~, უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა და აგერ უკვე 6 წელია მიდის ყოვლად უსამართლო სისხლისმღვრელი ომი სირიაში, მისი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ… აღარაფერს ვამბობ ცენტრალურსა თუ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალებათა (სამხედრო თუ საპარლამენტო) შესახებ დაწყებული ნიკარაგუით გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, დაგეგმილი და ხელშეწყობილი თქვენს წინამორბედ ხელისუფალთა მიერ.

ბატონო პრეზიდენტო, თვალყურს ვადევნებ რა თქვენს მოღვაწეობას, ვხედავ რაოდენი სირთულეებისა და წინააღმდეგობათა დაძლევა გიწევთ თქვენი ქვეყნის სამართლის ნორმებისკენ შემობრუნების გზაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს წერილი, გარკვეულწილად, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას თქვენს წინამორბედ ხელისუფალთა მოღვაწეობის შესახებ და გაგიადვილებთ ბრძოლას მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად… ერთად ვუთხრათ უარი უხეშ სამხედრო ძალას და გადავაქციოთ პლანეტა დედამიწა მართლაც მშვიდობისა და სიყვარულის ოაზისად!…
როგორც საქართველოს რესპუბლიკის დღემდე ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია ბრძანებდა:
`იარაღი უძლურებაა! ძალა არის ზნეობა, სიმართლე, მორალი~!
ქართველი ხალხი დღესაც იმ იმედითაა, რომ აღსდგება საქართველოში კანონიერი ხელისუფლების იურისდიქცია, რაც ერთადერთი გზაა საქართველოსა და ქართველი ერის გადასარჩენად.
თქვენც ხომ იმ იმედით აგირჩიათ ამერიკის მოსახლეობის გონიერმა ნაწილმა, რომ ქვეყნის ცხოვრების სამართლიან პრინციპებზე გადსავლას დაპირდით?!…
გფარავდეთ ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!

* * *
ბატონო პრეზიდენტო, ეს წერილი უკვე დასრულებული იყო, როდესაც მომაწოდეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი დაინტერესდა საქართველოს პრზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობით და მიუთითა კიდეც გამოძიების დაწყების შესახებ. მინდა ბატონ ელჩს შევახსენო, რომ ჯობს გამოძიება დაიწყოს ფაქტიდან, როდესაც 1990 წლის ნოემბერში კუნძულ მალტაზე, ერთ-ერთი სამხედრო კრეისერის ბორტზე შედგა შეხვედრა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას – მიხეილ გორბაჩოვს, ედუარდ შევარდნაძეს და აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და ვიცე- პრეზიდენტ ჯეიმს ბეიკერს შორის. სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საბჭოეთი თმობდა თავის გავლენას ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაზე, ხოლო ყველა დანარჩენი რესპუბლიკა სახეშეცვლილი ესენგეს შემადგენლობაში დარჩებოდა… ასევე, გორბაჩოვ-შევარდნაძემ მიიღო სიტყვიერი დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, რაც ცრუ დაპირება აღმოჩნდა… ფაქტობრივად, ამ შეხვედრაზე გადაწყდა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკისა და მისი დღემდე ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ბედიც…

მეტის ნახვა
7-11-2017, 18:16


რუსულ ტელეარხებზე ლალი მოროშკინას გამოჩენას ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვება. ზოგისთვის ყოფილი სახელმწიფო მოხელეს რუსეთში ვიზიტები და რუსულ ტელევიზიებში გამოჩენა ქვეყნის მტრობაა, ზოგისთვის კი დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების გეგმის ნაწილი. „მე ევროპული ქვეყნიდან ვარ და მივეჩვიე, რომ ქალებს უსმენენ“ – ასე გააჩუმა ლალი მოროშკინამ ოპონენტი რუსეთის პირველ არხზე გამართულ გადაცემაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოღალატე უწოდა: „ამ ადამიანმა საქართველოს უღალატა. მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ცხრა წლის მანძილზე ის ნამდვილ ბოროტებას წარმოადგენდა“ – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

რა აზრი აქვს ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგს „მცოცავი ანექსიის“ პირობებში და რის მიღწევას ცდილობს რუსულ ტელევიზიებში აქტიურობით? ამ და სხვა თემებზე „საერთო გაზეთს“ ლალი მოროშკინა ესაუბრა:

– თავიდან რუსეთის ტელევიზიებში გამოჩენისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან დიდი ტრიბუნის გამოყენების შანსი მქონდა, რომელიც რუსეთის გარდა, უკრაინას, ევროპას და ამერიკას მოიცავს. მივხვდი, რომ, ამ ტრიბუნიდან შემიძლია ვთქვა, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ნორმალური კონტაქტების აღდგენა და ა.შ. რუსი საზოგადოება არაერთგვაროვანია. მისი უდიდესი ნაწილი მზადაა საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის და ახლა მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, თუ სახელმწიფოს მხრიდან, ვინ ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში.

– ოვაციები რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ დაკარგული ტერიტორიების დასააბრუნებლად, მარტო ეს არ კმარა..

– თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთში ჩავდივარ როგორც ექსპერტი და პოლიტოლოგი და „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს თუ არ ჩავთვლით, სრულიად მარტო ვარ. ვისაც ნაციონალების ფარსში მონაწილეობა და თავის დაბრმავება უნდა, დაიბრმავოს, მე კი ჩემს საქმეს ვაკეთებ. მინდა ვაჩვენო რუსეთს, რომ საქართველო მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკება ტერიტორიების დასაბრუნებლად. პირველ რიგში, 2008 წლამდე სტატუს კვოზე ანუ კოდორზე და ახალგორზეა საუბარი. თუ არავინ ჩავიდა და ამ თემებზე საუბარი არ დაიწყო, თავისით ვის და რა დაუბრუნებია? არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში საარჩევნო წელი მოდის და საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკიც მიიღებს მონაწილეობას.

– ამით რისი თქმა გსურთ?


– ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ახლებურ ხედვაზე და ახლებურ სახელმწიფო წყობაზე გადადის და ვფიქრობ, მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის კი არა, სერიოზული ურთიერთობების დალაგების შანსი გვექნება.

– თქვენი და „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტებმა „მცოცავი ანექსია“ ვერ შეაჩერა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთს საუბრის გარდა, სხვა რაღაცას ელის ჩვენგან..


– რაღაც სხვას ნამდვილად ელის. რუსეთი სახელმწიფო დონეზე ურთიერთობას ელის და არა ოპოზიციურ პარტიებთან და ცალკეულ ელემენტებთან. ვიმეორებ, მე ერთგვარი ხიდი ვარ ორ მთავრობას შორის, დანარჩენი უკვე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის გააგზავნიან სამთავრობო სტრუქტურებიდან რუსეთში, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი დავიწყოთ. გერმანიამ ებრაელები გაანადგურა, მაგრამ ომის შემდეგ, ამ ერებმა მშვიდობაზე საუბარი შეძლეს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. დღეს ისრაელი თავის ახალგაზრდებს გერმანიაში სასწავლებლად აგზავნის. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ – ევროპულ გზას თუ პალესტინა-ისრაელის დაუსრულებელი ომის გზას და მთელი ცხოვრება ომში ვიქნებით..

– თქვენი აზრით, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, იქნება თუ არა რუსების მოთხოვნებს შორის, დასავლურ ორიენტირებზე და ევრო-ატლანტიკურ კურსზე უარი თქმა?

– არა, ზუსტად ვიცი, რომ არ იქნება. ეს მოსაზრება ნაციონალების არასწორი პროპაგანდის შედეგია და სხვა არაფერი. თურქეთი რუსეთის პარტნიორია, ამ აქვეყანაში დიდი ბიზნეს-ინტერესები აქვს, ერდოღანი ხშირად ჩადის მოსკოვში და მისთვის ნატოდან გამოსვლა არავის უთხოვია და ჩვენ რატომ მოგვთხოვენ?

– მაშინ რა არის ამ მოლაპარაკებებში რუსების ინტერესი? რას ელიან?

– ელიან იმას, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რისი არა ერთი მოთხოვნა იყო. მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ იდიოტს შეიძლება უნდოდეს. წარმოიდგინეთ, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთს უკრაინასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და საქართველოსთან, სადაც ომი დამთავრდა, არა. რუსეთს ჭირდება პარტნიორი ქვეყნები, ჭირდება საქართველოდან იაფი პროდუქტი, იაფი მუშახელი და ამაზე არის მოთხოვნა.

– ბევრს ეგონა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარ დაბრკოლებას სააკაშვილის ფაქტორი წარმოადგენდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის უთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდოდა. მოხდა თუ არა ასე და თუ არა, რატომ?

– ძალიან კარგად მახსოვს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინმა ქართული მხარე მოსკოვში მიიპატიჟა. ამას მოჰყვა კინკლაობა, მარგველაშვილი უნდა წასულიყო თუ ღარიბაშვილი, რადგან პრემიერმა და პრეზიდენტმა ვერ გაიყვეს რომელს რომელი რანგის შეხვედრებზე უნდა ევლო. თუ გახსოვთ, ეს იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება, რაც იმით დამთავრდა, რომ პროცესები დროში გაიწელა და შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა. დღეს, როდესაც სარკოზით დაწყებული, მაკრონით დამთავრებული, ძველი და ახალი პრეზიდენტები ერთმანეთს ასწრებენ პუტინთან მოლაპარაკებებზე ჩასვლას, „სირაქლემას პოზიცია“ კარგს არაფერს მოგვიტანს. კულტურულ დონეზე, რუსეთთან პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ ტაშ-ფანდურის გარდა, აუცილებელია, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე და მცოცავ ანექსიაზე დავიწყოთ საუბარი.

– საუბრის დროს თქვით, რომ კულტურულ დონეზე, რუსეთთან პრობლემა მოგვარებულია. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა იგულისხმეთ?

– ვიგულისხმე, რომ ცნობილი მომღერლები, კახუჩელადან და ნინო ჩხეიძიდან დაწყებული და მგზავრებით დამთავრებული, რომლებიც თავიდან ძალიან აპროტესტებდნენ რუსეთში ვიზიტებს, დღეს რუსეთში ძალიან მაღალ სცენებზე დგანან. მგზავრები უკვე რუსეთში პოპულარული ჯგუფია და კახუჩელა უამრავ რუსულ გადაცემაში მონაწილეობს. რეალურად, ამჟამად რუსეთში იმდენი ქართველი მოღვაწეობს, რამდენიც მგონი, საქართველოში აღარ დარჩა და მათი უმეტესობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტი გახლავთ. მე ადრეც ვთქვი, რომ ესაა ქვეყანა, სადაც სოფო შევარდნაძე წამყვანია, სადაც ქართველი რეჟისორები რეზო გიგინეიშვილი და სხვები არაჩვეულებრივ ფილმებს იღებენ, სადაც ანშლაგებით იმართება ქართული კონცერტები, იხსნება ქართული რესტორნები და მიდის ქართული პროპაგანდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თუ არ ჩაერთო მოლაპარაკებებში, მით უმეტეს, რომ რუსეთის მხრიდან ამის სურვილი არის, მაშინ საერთოდ ყველაფერზე უნდა ვთქვათ უარი. უარი ვთქვათ რუსეთიდან ფულის გზავნილებზე და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა. ნუ შემოვუშვებთ რუს ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან შემოსული ტურისტების თითქმის 80% შეადგენენ, უარი ვთქვათ მილიონ 200 000 ქართველზე, რომელიც იქ ცხოვრობს, დავიბრმავოთ და დავიყრუოთ თავები და გავაგრძელოთ ცხოვრება, რომელიც დაკარგულ ტერიტორიებთან არ და ვერ მიგვიყვანს. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია და რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესია.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
6-11-2017, 21:15


გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

_ ბატონო ვახტანგ, აგვისტოს მეორე ნახევარში მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი იყო და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდიოდა, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. რით ახსნით ყოველივეს?


_ ამან შეიძლება საკმაოდ რთულ სიტუაციამდე მიგვიყვანოს. `ეროვნულ ბანკს~ სავალუტო ბაზარზე, წესით, ცოტა აქტიური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, რათა ლარი არ გაუფასურებულიყო. `ეროვნულ ბანკს~ მერე გაუჭირდება ლარის კურსის კონტროლი იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ზედმეტი ზეწოლა ლარზე, წარმოქმნილი მოლოდინების ფონზე, სავალუტო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ყოველთვის ართულებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარეობს ლარიზაციის პროგრამა, სესხები ლარში გაიცემა. ანუ, წესით ლარზე მოთხოვნა მატულობს, მაგრამ კურსის ცვლილება, ამ კუთხითაც, აბსოლუტურად, საპირისპიროდ მოხდა.
საერთოდ, კურსის ცვლილებას, ლარის გაუფასურების თვალსაზრისით, შეიძლება რამოდენიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. ერთი _ `ეროვნული ბანკის~ მხრიდან ლარის ფულადი მასის გაზრდა, რაც მდგომარეობს შემდეგში _ `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, რეფინანსირების სესხებს გასცემს უფრო მზარდი მოცულობით, რაც რეალურად არ მომხდარა. მეორე მიზეზი შეიძლება ასეთი იყოს _ დოლარზე მოთხოვნა ბუნებრივად ხდება იქედან გამომდინარე, რომ იმპორტზე ორიენტირებული კომპანიები თავის საქმიანობას ააქტიურებენ და იგივე, საიმპორტო შესყიდვების მოცულობებს ზრდიან, რაც ასევე, არ მომხდარა. არსებობს სხვა წინაპირობებიც _ ის, რომ ქვეყანას საგარეო ვალების გადახდა და ამისთვის დოლარი სჭირდება. ამ შემთხვევაში, ხდება დოლარის აკუმულირება, მაგრამ ესეც, არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ერთი მიზეზი გვრჩება _ არასრულყოფილი კურსის ფორმირების სისტემა, რაც დღეს `ეროვნულ ბანკში~ ფუნქციონირებს და მეორე, ბანკების სპეკულაციური ოპერაციები, რაც შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით, სწორედ, ლარის გაუფასურებისკენ იყო მიმართული.

_ `ეროვნულ ბანკს~ ახალი რეგულაციები შემოაქვს, ერთ-ერთი ლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდაა. როგორ შეაფასებთ ამ მიდგომას?

_ ჩნდება კითხვა _ რისი მეშვეობით ზრდის საპროცენტო განაკვეთს? _ ალბათ, ეს ეხება დეპოზიტების დაზღვევას, რაც თავისთავად საპროცენტო განაკვეთებზე იმოქმედებს. ანუ, რეალური საპროცენტო განაკვეთები დაიწევს დეპოზიტებზე და შესაბამისად, გაიზრდება სესხებზე. ეს ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ როდესაც კომერციული ბანკები ამ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გარკვეულ თანხას იხდიან, ისინი ამ სხვაობას ყოველთვის ამოიღებენ მეანაბრეების, მსესხებლების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ბანკის ხარჯი დეპოზიტების ან მსესხებლის ხარჯზე გადადის. აქედან გამომდინარე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა თითიდან გამოწოვილი ინიციატივაა, რომელიც არავის სჭირდება და პრიორიტეტულიც არ არის. ანუ, აქ, სულ სხვა პრიორიტეტული საკითხებია, რაც უმალ უნდა გადაწყდეს. ის, რომ `ეროვნულმა ბანკმა~ შემოიტანა რეგულაციები იგივე მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში, თანხების მოზიდვის თვალსაზრისით, დაუწესა ლიმიტები, ანუ, მხოლოდ 100 ათასის ფარგლებში შეიძლება იყოს თანხები მოზიდული და არა წვრილი მეანაბრეებისგან ან ინვესტორებისგან, რაც, პრაქტიკულად, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს აეკრძალათ. ვთვლი, რომ ეს არ არის აბსოლუტურად ეფექტიანი. მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში, საკმაოდ გაუჭირდებათ თანხების მოზიდვა იმისათვის, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები, ნელ-ნელა, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ბაზრის სეგმენტს დაიკავებენ, რითაც საბანკო სისტემა კიდევ უფრო გაიბერება, რაც მიზანშეწონილი არ არის და ყოველგვარი თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს არღვევს. რაც შეეხება თვითონ თანხების მოზიდვის თემას, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი გზა დარჩათ _ თანხები ფასიანი ქაღალდების გამოშვების მეშვეობით მოიზიდონ, იქნება ეს ობლიგაციები თუ აქციები. ესეც, გარკვეულწილად, ამ ორგანიზაციებისთვის საპრობლემოა იმდენად რამდენადაც ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჩვენთან განუვითარებელია, საფონდო ბირჟა ორიენტირებულია მხოლოდდამხოლოდ მსხვილ დივიდენდებზე და არა საშუალო დონის კომპანიებზე. დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა დღეს საფინანსო ბაზარზე და თუ სისტემის რეფორმირება დროულად არ მოხდება, საბოლოო ჯამში, შეიძლება აბსოლუტურად კომერციული ბანკების დიქტატის ქვეშ აღმოვჩნდეთ როგორც საპროცენტო განაკვეთების თვალსაზრისით, ისე დაბანდების კუთხით, რაც ძალიან ნეგატიურია ჩვენი ეკონომიკისთვის.

_ ახლა, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები ახსენეთ. კომერციულ ბანკებს, ძირითადად, `ეროვნული ბანკი~ ზედამხედველობს, მაგრამ არსებობს უამრავი მიკრო-საფინანსო, საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც არავისგან კონტროლდება. არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რათა `ეროვნულმა ბანკმა~ მათ პასუხი მოსთხოვოს.

_ დიახ, თავისთავად, ასეა. `ეროვნულმა ბანკმა~ შეზღუდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, გარკვეულწილად, დაკრედიტრებასთან დაკავშირებით, რაღაც რეგულაციები შეიტანა, რაც პოზიტიურია, მაგრამ არა საკმარისი. `ეროვნულმა ბანკმა~ უშუალოდ უნდა დაარეგულიროს ნებისმიერი კომპანიის საკრედიტო საქმიანობა. ანუ, ამ საქმიანობაზე ლიცენზია უნდა გაიცეს, საკრედიტო საქმიანობა მკაცრად რეგულირებადი უნდა იყოს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას _ ეს არის საფინანსო ბაზრებზე არსებული ე.წ. ფორექს კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ ანგარიშის გახსნას და ა.შ. მათი რამოდენიმე წარმომადგენლობა საქართველოშიც არის, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ ანგარიშის გახსნას და ვაჭრობას უცხოეთის საფინანსო ბაზარზე და სხვადასხვა ბირჟაზე. `ფორექსი~ ეს არის საერთაშორისო სავალუტო ბაზარი. ამ საკითხის დარეგულირებაც, მე თუ მკითხავთ, `ეროვნულ ბანკს~ ეხება. მან ეს მიმართულება უნდა არეგულიროს იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ხსნის ანგარიშს და ვაჭრობს, გათვითცნობიერებული არ არის რამდენად სარისკოა იქ ვაჭრობა და ამიტომ, მათი დიდი ნაწილი თანხებს კარგავს.

_ რატომ არის ეს საკითხები საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე, ეს მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები რომელიმე ბანკის გაგრძელება ხომ არ არის?

_ ბუნებრივია, აქ ინტერესთა კონფლიქტია. საკრედიტო ბაზარი ბანკებისა და მიკრო-საფინანსოების ინტერესთა გადაკვეთაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს ლობირებს. ეს არ არის სწორი და ასე არც უნდა იყოს. `ეროვნული ბანკი~ არის მარეგულირებელი არა მხოლოდ საბანკო სისტემით, არამედ საფინანსოთიც. არ შეიძლება `ეროვნული ბანკი~ სირაქლემას პოზიციაში იყოს.

_ ბატონო ვახტანგ, როგორ რეგულირდება ევროპის სახელმწიფოებში სესხის გაცემაზე პროცენტი. როგორც ვიცი, იქ, ეს 7–8%-ს არ სცდება. ეს ბანკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული თუ კანონი არეგულირებს?


_ ეს, ჩვეულებრივი, თავისუფალი კონკურენტული პრინციპის შედეგია. ანუ, იქ, საბანკო სისტემა მონოპოლიზირებული არ არის. ჩვენთან, საბანკო სისტემაში ე.წ. ოლიგოპოლიაა, ანუ, მთლიანად აქტივების 80%-ს მხოლოდ რამოდენიმე ბანკი ფლობს, პლუს ამას ემატება არაპროფილური აქტივები. რეალურად, ამ საბანკო ოლიგოპოლიაში შესვლა და მოქმედება ძალიან რთულია. თუ გახსოვთ, საქართველოში, რამოდენიმე უცხოური ბანკი იყო შემოსული, მათ შორის, ფრანგული ბანკი. მათ, საბოლოო ჯამში, თავიანთი წარმომადგენლობები დახურეს, წილები გაყიდეს და წავიდნენ. უცხოეთში ასე არ ხდება. იქ, ძალიან ბევრი ბანკია, სადაც თავისუფალი კონკურენციაა, ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო არც კი უშვებს იმას, რომ ბანკების ოლიგოპოლია ჩამოყალიბდეს.

_ კომერციულ ბანკებს წელს ორჯერ მეტი მოგება ჰქონდათ, ვიდრე წინა წელს. ეს, ალბათ, იმითაც არის განპირობებული რომ ყველაფერი მათ ხელშია: საწარმოები, ბინები, ანუ სხვა პროფილურ საქმიანობებს ეწევიან…


_ ეს მკაცრად უნდა იყოს აკრძალული, მათ შორის, ბანკების ჰოლდინგები, მათთან ასოცირებული კომპანიები და პირები, მსხვილი აქციონერები. ეს დაუშვებელია. ბანკი მხოლოდ საბანკო საქმიანობას უნდა ახორციელებდეს. მეორეც, ბანკების შემოსავლებს თუ გადახედავთ, ეს სამომხმარებლო სესხებიდან შემოსული თანხებია _ ჯარიმები. წარმოიდგინეთ, ბანკებმა ჯარიმებიდან უფრო მეტი აიღეს, ვიდრე იგივე საკრედიტო პროცენტიდან, რაც არანორმალურია. რეალურად, ბანკები ბიზნესის განვითარებას არ აფინანსებენ იმიტომ, რომ ბიზნესი ჩვენთან ვერ ვითარდება. გამოდის, რომ ბანკები, საბოლოო ჯამში, მსხვილ მევახშეებს დაემსგავსნენ, რომლებიც, მონოპოლიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ, რაც პირდაპირ მოსახლეობას ურტყამს. ეს ფული მიდის იგივე, არაპროფილურ აქტივებში. შედეგად, ბიზნესის დაფინანსება არ იზრდება, არამედ იზრდება მათი საკუთრების მოცულობა და გავლენა რეალურად ეკონომიკაზე.

_ ბოლოს, მცურავ კურსზეც მინდა გკითხოთ…


_ კურს ბლუმბერგი აყალიბებს. რეალურად, ეს მეთოდი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები _ სადაც პატარა ეკონომიკა, პატარა სავალუტო ბაზარია, იგი დამაზიანებელია. ეს მეთოდი შეიძლება კარგად მუშაობდეს ინგლისის ან საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. ჩვენ, კურსის ფორმირების, აბსოლუტურად, განსხვავებული მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც თავის დროზე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მუშაობდა და სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკონემდაციების საფუძველზე იყო გამოყენებული. ახლა, რა კურსიც არის, ეს სპეკულაციების, კურსის ცვლილების ისეთ საშუალებას იძლევა, რაც ბანკებს აწყობთ. ვიმეორებ, ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-11-2017, 19:07


ეს ზამთარი, საბედიწეროდ, მძიმე და დრამატული შეიძლება გამოდგეს ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს წინ ძალზე მძიმე და რთული ზამთრის თვეები ელის, რითაც შეიძლება ჩვენმა არაკეთილმოსურნე ძალებმა ისარგებლონ და შექმნილი სიტუაცია თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენონ.


დავიწყოთ იმით, რომ სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, ზამთრის თვეები მთელ კავკასიაში და მათ შორის, საქართველოშიც უჩვეულოდ მკაცრი და ცივი იქნება.
საქართველოში ტემპერატურა, შესაძლებელია, მინუს 20 გრადუსამდეც კი დაეცეს, რაც, ცხადია, უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის პრობლემებით ისედაც დამძიმებულ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც სრულიად გასაგები მიზეზების გამო, სათანადოდ მომზადებული არ არის ამ მძიმე კლიმატური პირობების გასამკლავებლად.

მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, მკვეთრად გაიზარდა გაზის ტარიფიც.
არადა, ზამთრის თვეებში ელექტროენერგიაზე და გაზზე მოთხოვნილება თითქმის სამმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ამ გასამმაგებული დანახარჯის საფასურის გადახდა გასამმაგებულად მოუწევს, ეს კი ძალზე რთულად გადასაწყვეტი ამოცანაა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ლარი უფასურდება, რაც ავტომატურად იწვევს ფასების ზრდას პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, და, საერთოდ, ყველაფერზე, რასაც ადამიანი მოიხმარს.
გაძვირებული დენი, გაძვირებული გაზი, გაძვირებული საკვები პროდუქტები, გაძვირებული მედიკამენტები — კი, მაგრამ, რამდენს შეიძლება გასწვდეს თუნდაც საშუალო ხელფასის მქონე მოქალაქე ამ გაუფასურებული და მსყიდველობითუნარდაკარგული ლარის პირობებში?
საქართველოში მილიონ ორასი ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, ამას თუ იმ ადამიანთა რაოდენობაც დაემატება, რომლებსაც დღესდღეობით, მცირე, მაგრამ, ასე ვთქვათ, მაინც სტაბილური შემოსავალი აქვთ, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო შეიძლება ისინიც მომენტალურად გაღარიბდნენ,. მივიღებთ მოსახლეობის კატასტროფულად დიდ რაოდენობას.
ჯერჯერობით მწვავედ არ იგრძნობა იმ დარტყმის სიმძიმე, რომელიც აზიური ფაროსანას შემოსევამ დასავლეთ საქართველოს მიაყენა, მაგრამ მცირე ხანში ამ დარტყმის უმძიმესი შედეგებიც აუცილებლად იჩენს თავს.

აი, ასეთია მდგომარეობა, რომელიც ახლო ხანებში შეიძლება საქართველოში შეიქმნას.
ძალზე პირქუში და არასასიამოვნო სურათი დაიხატა, თუმცა ამ არასახარბიელო სურათის შეფერადება-გადაკეთებას, ალბათ, მაინც ის სჯობს, რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რაც საშუალებას მოგვცემს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მივიღოთ.
ლოგიკა გვიკარნახებს, ვივარაუდოთ, რომ ამ მძიმე სოციალური ფონით აუცილებლად შეეცდებიან ისარგებლონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც, არ არის გამორიცხული, საქართველოს გარედან იმართებოდნენ და გარკვეულ ინსტრუქციებს ასრულებდნენ.
უკვე დადის ხმები იმის შესახებ, რომ ამ პოლიტიკურ ძალებსა და რადიკალურად განწყობილ დაჯგუფებებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის გაერთიანების და ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შესახებ.
თუ ეს მოხერხდა, ეს იქნება საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც შექმნილი მდგომარეობის მთავარ მიზეზად ქვეყნის მიერ აღებულ პროდასავლურ კურსს დაასახელებს და ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვექტორების შეცვლას მოითხოვს, რასაც შეიძლება მოსახლეობაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდეს.

არ არის დასამალი ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს მიერ აღებული პროდასავლური კურსის მიმართ, რომელმაც, მათი აზრით, ვერანაირი რეალური სიკეთე ვერ მოუტანა საქართველოს ვერც ეკონომიკის განვითარების და გაძლიერების კუთხით, ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით.
რამდენად სწორი და რეალურია ეს მოსაზრებები, ამის კვლევა და დადგენა ამ წერილის ფარგლებში, ცხადია, შეუძლებელია და ეს არც წარმოადგენს ჩვენს მიზანს, უბრალოდ, ამის აღნიშვნა იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეთქვა: მოსახლეობის განწყობა სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ პროდასავლური.
რუსეთი, საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ფენებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ რჩება ნატოსა და დასავლეთის ალტერნატივად, რომელთან პირისპირ დიალოგის შემთხვევაში, შესაძლებელია მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და მრავალი პრობლემის მოგვარება, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.

ასე რომ, რუსული ხიბლი საქართველოში ჯერ კიდევ არ გახუნებულა.
სწორედ რუსულ ფაქტორებზე იქნება გაკეთებული აქცენტები ზემოთნახსენები პოლიტიკური გაერთიანების თუ კოალიციის მიერ, რომელიც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის განწყობის რადიკალიზაციას შეეცდება და, თუ საჭირო გახდება, არც დესტაბილიზაციის პროვოცირებას მოერიდება.
ჩვენ, რატომღაც, ხშირად გვავიწყდება, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მხრიდან რუსეთის სამხედრო შენაერთების ალყაში ვართ, რომლებსაც, თუ მოინდომებენ, სულ რამდენიმე საათში შეუძლიათ კონტროლი დაამყარონ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მრავალჯერ თქმულა, რომ რუსეთი ვერ შეეგუება საქართველოზე კონტროლის დაკარგვას, ვერ შეეგუება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რადგან ეს მისთვის რუსული სახელმწიფოს რღვევის დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ის ელოდება ხელსაყრელ მომენტს, ხელსაყრელ სიტუაციას და არა მარტო ელოდება, არამედ თვითონაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააჩქაროს სიტუაცია, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კატეგორიულ უარს იტყვის დასავლურ ორიენტაციაზე და მხსნელად და მშველელად რუსეთს დაუძახებს.

აი, ეს სიტუაცია შეიძლება სწორედ ამ ზამთარს დადგეს…
სამწუხაროდ, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს საგანგაშო პროგნოზი გამართლდეს.
რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ე.წ. მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებებისა.
ფაქტობრივად, ეს არის აგენტურა, რომელიც ხან ეროვნულ-ნაციონალური, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ პროდასავლური ნიღბითაც არის შეფუთულ-შენიღბული.

აგენტურა ვერ გამოდგება ქვეყნის მხსნელად და გადამრჩენლად, რადგან აგენტურა ყოველთვის იმ სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებს, რომელმაც ის დაიქირავა.
ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის, რომ ვინმე დავაშინოთ, ხალხში პანიკა და უიმედობა დავთესოთ.
ჩვენი მიზანია, თვალი გავუსწოროთ მკაცრ რეალობას, ნათლად დავინახოთ მოსალოდნელი საფრთხეები, რომ ყველა შესაძლებლობა იქნას გამოყენებული ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და მოვლენათა ესკალაციას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ ოპერატიულად მიიღოს პრევენციული ზომები.
საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს ერთი დადებითი მახასიათებელი — ის კრიტიკულ სიტუაციებში შესაშურ ოპერატიულობას იჩენს და ძალთა მაქსიმალურ მობილიზებას ახდენს ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად.
გავიხსენოთ თუნდაც ზაფხულის თვეები, როცა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა ხანძრის კერები, მაგრამ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მინიმალური რესურსებით, მოახერხა ამ მასშტაბური საფრთხის შეჩერება.
მართალია, "ნაცმოძრაობა" უნიათოს და უსუსურს ეძახის "ქართულ ოცნებას", მაგრამ ამ "უნიათო" და "უსუსურმა" "ქართულმა ოცნებამ" მარტივ მამრავლებად დაშალა თვით "ნაციონალური მოძრაობა" და როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ასე რომ, "ქართული ოცნების"ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, ის შინაგანი ენერგია, რომლითაც მას სერიოზული პრობლემების დაძლევა შეუძლია.

როგორც ზემოთ ვთქვით, საჭიროა შემუშავდეს კომპლექსური გეგმა იმ მძიმე სოციალური ფონის შესარბილებლად და შესამსუბუქებლად, რომელიც შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას.
ამ გეგმის უმთავრესი და უპირველესი ამოცანა ლარის კურსის დასტაბილურება უნდა იყოს, რაც შეუძლებელია ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის პირობებში.
პირდაპირ და გახსნილად უნდა ითქვას — ეროვნული ბანკის მუშაობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მთავრობის მხრიდან სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
სპეციალისტების აზრით, ლარის კურსთან დაკავშირებული კატასტროფული მდგომარეობა ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის ფარული გარიგებებისა და დანაშაულებრივი მაქინაციების შედეგია.
ზოგიერთი ექსპერტი უფრო შორს მიდის და ლარის ე.წ. `მცურავ კურსს~ აფიორას უწოდებს, რომლითაც ვიღაც-ვიღაცები ჰაერიდან მილიონებს აკეთებენ.
ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ არაპროგნოზირებადი, არასტაბილური ლარი ანგრევს ეკონომიკას, უკიდურესად აღარიბებს ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას და, რაც უმთავრესია, პროვოცირებას უკეთებს და კიდევ უფრო ძაბავს პროტესტისა და უკმაყოფილების განწყობას მოსახლეობაში.
საბოლოო ჯამში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ქართულ სახელმწიფოს ტანკებით და ქვემეხებით დაანგრევს გარედან მოსული მტერი თუ ლარზე მანიპულაციებით დაანგრევენ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები.

ყველაფერს აქვს ფინალი და ფინალი აქვს იმ დრამატულ ამბავსაც, რაც ლართან დაკავშირებით ხდება.
საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ფინალს ქართული სახელმწიფოებრიობა არ შეეწიროს.
არსებობს თუ არა რესურსები იმ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებზეც საუბრის დასაწყისში ვლაპარაკობდით?
რა თქმა უნდა,. არსებობს, ოღონდ ამ რესურსების ასამოქმედებლად, პირველ რიგში, აუცილებელია პოლიტიკური ნება და კიდევ იმის გაცნობიერება, რომ ყველანაირი ძალაუფლება, თუნდაც ფულით, ძალოვანი სტრუქტურებით, სხვადასხვა უწყებებით და ინსტანციებით გამაგრებული და გამყარებული, არამდგრადი და არამყარია, თუ ის ხალხის მხარდაჭერას არ ეყრდნობა.
სახელმწიფო არ შეიძლება იმისთვის არსებობდეს მხოლოდ, რომ მისმა ბიუროკრატიამ და ჩინოვნიკებმა მაძღრად და მსუყედ იცხოვრონ.
არ შეიძლება ნორმალური ერქვას იმ მდგომარეობას, როცა პენსიონერს 180 ლარი აქვს პენსია, ხოლო რომელიმე ჩინოვნიკს 30-ჯერ, 40-ჯერ მეტი ხელფასი და ხელფასზე კიდევ დანამატი აქვს.

ეს არასწორია, ეს დისკრიმინაციულია, ეს არასამართლიანია.
სწორედ ამგვარი მიდგომა აჩენს უფსკრულს მოსახლეობასა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელსაც ან არ სურს, ან ვერ ახერხებს დაიცვას სოციალური სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპი.
შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოიხსნა და არ მოქმედებს ფორმულა `პროლეტარიატი კაპიტალიზმის მესაფლავეა~.
სამწუხაროდ, საგანგაშოდ იზრდება ქართული პროლეტარიატის რიცხვი.
ნუ ვაიძულებთ მათ, მაინცდამაინც ბარი და ნიჩაბი აიღონ ხელში და `ექსპლუატატორებისთვის~ საფლავის თხრა დაიწყონ.
დაბოლოს, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ, რადგან ფული და სიმდიდრე აქვს, უვნებლად და დაუზიანებლად გადაურჩება ამ კატაკლიზმებს.
ჩვენ ან ყველა ერთად გადავრჩებით, ან ყველა ერთად დავმარცხდებით.

მინაწერი:

ეს ინტერვიუ გასულ კვირას ჩაიწერა, ხოლო ორშაბათს, უაღრესად მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მოხდა მთავრობაში.
გვინდა გვჯეროდეს, ეს ცვლილებები სწორედ იმ საფრთხეების პრევენციის მიზნით განხორციელდა, რომლებზეც ამ წერილშია საუბარი.
ისიც გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ცვლილებები ახალი ხედვების, ახალი კონცეფციების და პრობლემებისადმი ახლებური მიდგომების საფუძველი გახდება.

მეტის ნახვა
4-11-2017, 18:53


პოლიტიკურად ბოლომდე შეუმდგარ ქვეყნებში, რომელთა ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ყველა ქვეყნის დამნაშავეთა სამყარო ცდილობს სათანადო ადგილი დაიმკვიდრონ. ამ ე.წ. შეუმდგარ ქვეყნებში იგულისხმება პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოც, – აცხადებს პროფესიონალი სამართალდამცავი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე.

მსოფლიოს დიდი ხანია მაფიოზური სტრუქტურები მართავენ, რაც განსაკუთრებით აშკარად 21-ე საუკუნეში გამოჩნდა. მაფია, მოგეხსენებათ, იტალიური სიტყვაა და ორგანიზებულ დანაშაულობებს ნიშნავს, რომელმაც გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულიდან, უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.
მე‑19 საუკუნიდან მოყოლებული გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე, მსოფლიოს ერთი მაფიოზური სტრუქტურა მართავდა, რომელსაც ბრიტანული ლომი ერქვა. აშშ-ის დიდი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ (1929–32 წწ), რომელიც დიდი დეპრესიის სახელითაცაა ცნობილი, მსოფლიო მაფიოზის დაფნის გვირგვინი აშშ-ს გადაეცა. ამ საქმიდან დიდი ბრიტანეთის გამორიცხვა მაინც არ შეიძლება, რადგან ყველაფერი ნისლიან ალბიონზე განთავსებული სიონისტური ცენტრიდან იმართება. მე‑20 საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან რუსეთის იმპერია, უფრო სწორად საბჭოთა კავშირი კარდინალურად შეიცვალა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მნიშვნელოვანი აღმასვლა და მეორე მსოფლიო მაფიოზური ცენტრის შექმნა.
სიონისტებმა აშკარად დაინახეს როგორ იზრდებოდა საბჭოთა მაფიის გავლენა, ამით შეშფოთებულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა 1947 წელს, ფულტონში თავის ისტორიულ გამოსვლაში დასაბამი მისცა ცივ ომს. აღსანიშნავია, რომ ცივი ომი ანგლოსაქსებსა და სლავებს შორის დაპირისპირებას კი არა, სიონისტების მიერ სტალინიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ საღვთო ომს წარმოადგენდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირმა დიდი ბრიტანეთის წაბაძვით, ნარკოტიკებით არალეგალური მასობრივი ვაჭრობა დაიწყო, ჯერ ავღანეთიდან, ხოლო შემდეგ ოქროს სამკუთხედიდან (ბირმა, ლაოსი, ვიეტნამი), მოგებული ფულის მსხვილ ბანკებში განთავსების საკითხმა, დასავლურ სპეცსამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობამდე მიიყვანა. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლა.

სხვათა შორის, კრიმინალური სამყაროს მართვას ყოველთვის ცდილობდნენ ქვეყნების პირველი პირები, ხანდახან წარმატებითაც. მე‑19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა მართლაც გენიალური ადამიანი, ადვოკატი ჰელმუტ შტიბერი, გერმანული სპეცსამსახურების ფუძემდებელი, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ამ კუთხით. შტიბერის თეორიის მიხედვით ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში კანონიერი ქურდის ორდენი, ამერიკელი განგსტერების მაფიოზური დაჯგუფებები, იაპონური იაკუძა, ჩინური ტრიადა და სხვა დანაშაულებრივი დაჯგუფებები. სწორედ მათი მეშვეობით ახდენდნენ ხელისუფლებები ხალხის დამორჩილებას და დაკაბალებას. დროთა განმავლობაში შტიბერის თეორიამ რასაკვირველია, მოდერნიზაცია განიცადა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, მეტასტაზებივით მოედო მსოფლიოს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვითონ სახელმწიფოები გახდნენ კრიმინალურები. ამის მაგალითები უამრავია უახლეს ისტორიაშიც და წარსულშიც. მშრალი კანონი ავიღოთ, რომელიც აშშ-ში 1919–1932 წლებში მოქმედებდა. ხელსუფლებამ იცოდა, რომ ამ კანონის შემოღება კრიმინალების ფინანსურ მომძლავრებას და სამართალდამცავი სტრუქტურების კორუმპირებულობას გამოიწვევდა, მაგრამ მაინც მიიღეს. 80-იანი წლებში, მიხეილ გორბაჩოვმაც მიიღო მშრალი კანონი, რომლის შემოღება სტალინმაც კი ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ წამგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის. გორბაჩოვის ნოვაციამ მართლაც უდიდესი ზარალი მიაყენა საბჭოთა კავშირს, ისევე, როგორც თავის დროზე ამერიკას. საბოლოო ჯამში, ამერიკაში დიდი ეკონომიკური კრიზისი დადგა, საბჭოთა კავშირი კი დაიშალა. თუ პოსტსაბჭოთა კრიმინალურმა სამყარომ კაპიტალისტური ქვეყნების ზეგავლენით განიცადა ცვლილება, თავის მხრივ კაპიტალისტური სამყაროს კრიმინალურმა სფერომაც განიცადა ცვლილება პოსტსაბჭოთა სივრცის გამოისობით. იქ კანონიერი ქურდის ინსტიტუტი არ არის, მაგრამ ჩამოყალიბდნენ ე.წ. კარგი ბიჭები, რომლებსაც სერიოზული ავტორიტეტი გააჩნიათ და სიტყვაც ეთქმით.

– ბატონო დავით, ამ ფონზე რა პოზიცია უკავია საქართველოს?


– როგორც გითხარით, ჯერ კიდევ შეუმდგარ ქვეყნებში ყველა ქვეყნის კრიმინალი ცდილობს ადგილის დაკავებას, რადგან, როგორც კი აქ სიტუაცია დალაგდება, მერე ძალიან ძნელია საკუთარი ნიშის დამკვიდრება. უცხოტომელები ცდილობენ თავიანთი ე.ე. გეტოების შექმნას, დამცავი ბარიერების გაძლიერებას, საქართველოს მოქალაქეებთან ფაქტიურ თუ ფიქტიურ ქორწინებაში შესვლას, გარეგნულად დადებითი იმიჯის შექმნას, ეკონომიკურად მომძლავრებას. მათ მატერიალური სახსრები არ აკლიათ, უძრავი ქონების შესყიდვას ეკონომიკური ობიექტების შექმნას ვგულისხმობ. ამ ობიექტებში დასასაქმებლად საკუთარი ქვეყნებიდან ჩამოყავთ მუშახელი, რომლებიც სულ ერთად ცხოვრობენ და კაცმა არ იცის ამ გეტოების შიგნით რა ხდება. რა კატეგორიის ხალხის იმპორტს ეწევიან, რა ზნეობისა და მორალის მატარებელი ხალხია ეს ერთი შეხედვით უწყინარი მუშახელი ვინმემ იცის? რამდენიც არ უნდა აგზავნოს მოთხოვნები ჩვენმა შს სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა ექსპორტიორ ქვეყნებში, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, აზრი არ აქვს, რადგან არცერთი ქვეყნის სპეცსამსახური არ გვეტყვის სიმართლეს თავიანთ ჩამოყვანილ ხალხზე. ამ მიგრანტებმა უნიღბოდაც რომ ჩაიდინონ დანაშაული, მაინც ვერ მოვძებნით, განა იმიტომ, რომ ადგილობრივ ხსენებულ სტრუქტურებს ეს არ უნდათ, უბრალოდ, ურთულესია უცხოტომელ კრიმინალთა ვინაობისა და ადგილსამყოფელის დადგენა. ზუსტად ასეთი გეტოებია შექმნილი აჭარაში, კახეთში, თბილისი ხომ მთლიანად წალეკეს. ჩინელები თუ გეტოებში ცხოვრობენ, თურქებს, აფრიკელებს, პაკისტანელებს, ინდოელებს თუ სხვა მიგრანტებს სახლები აქვთ ნაქირავები და ჯგუფებად ცხოვრობენ. სანამ საქართველო სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებან, მიგრანტები საკმაოდ მომძლავრდებიან და მათი გაკონტროლების შესაძლებლობას ადვილად აღარ მოგვცემენ. თავის დროზე, ადგილობრივი კრიმინალები, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ საბჭოთა სივრცის კრიმინალებთან, საქართველოდან გავყარეთ, თავსაც ვიწონებდით, ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტები აღარ არსებობენო.

ამ კეკლუცობაში უმთავრესი გამოგვრჩა, მათი ადგილების დასაკავებლად გააფთრებული ფარული ბრძოლა მიდის, რომელიც ჩვენდა საბედნიეროდ ამ ეტაპზე უსისხლოა, მაგრამ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ეს პროცესი ჩვენც გადმოგვწვდება. ჩინელი, ინდოელი, პაკისტანელი, თურქი, აფრიკელი, ვიეტნამელი და სხვა ქვეყნების კრიმინალები თავიანთი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელობით ყოველდღიურად ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამყარებას, რათა საქართველოს მომავლის გარკვევის შემდეგ, მყარად იდგნენ ფეხზე. დარწმუნებული ვარ, მათ სათანადო ლობებიც ყავთ ადგილობრივ ოფიციოზში. უცხოტომელების პოზიციები სულ უფრო მყარდება, რადგან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც საკმაოდ საეჭვო წყაროებიდან ფინანსდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ისედაც იმიჯშელახულ და უმეტესწილად არაპროფესიონალებით დაკომპლექტებულ სამართალდამცავი სტრუქტურების ოპერატიულ სამსახურებს ბოლომდე გაუტეხონ სახელი. ეს ვითომდა უფლებადამცველები, გვერდით დადგომის მაგივრად, პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას ეწევიან, რაშიც გამონაკლისების გარდა, აქტიურად არის ჩართული მედიაც. ყველაზე გასაოცარი ის არის, ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა მთელი მსოფლიო კრიმინალურ ქაოსშია გახვეული. დასავლეთის ქვეყნებში არ ხდება კრიმინალი, პოლიციელი არ კლავს იქ მოქალაქეს, ან თვითონ ეს მოქალაქე უდანაშაულო ხალხს, ან მოსწავლეები არ ხოცავენ ერთმანეთს? მაგრამ ჩვენსავით ისტერიკებს არ იწვევს იქ ეს დანაშაულობები. სენსაციებს მოწყურებული ქართველი ჟურნალისტებიც ცეცხლზე ნავთს ასხამენ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ შეიძლება სამოქალაქო სექტორი და მედიასაშუალებები ვერ ხვდებიან ამ აჟიოტაჟით ქვეყნის უსაფრთხოებას რომ უთხრიან ძირსო. ძალიან კარგად ხვდებიან, მაგრამ მსუყე გრანტების გამო, ყველაფერს კადრულობენ.

კრიმინალის და კრიმინალებთან ურთიერთობის პრობლემა ამ ეტაპზე ვერცერთმა ქვეყანამ სათანადოდ ვერ მოაგვარა. შეიძლება ვინმე შემედავოს, როგორ არა, აგერ ნახეთ ევროპაო. ევროპაში არ არის უმაღლეს დონეზე განვითარებული ნორვეგია, სადაც ერთმა იდიოტმა ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დახვრიტა, პოლიციელს კი იარაღი არ ჰქონდა რომ შეეჩერებინა. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ინგლისი ტერორისტულმა აქტებმა წალეკა, აგერ ჩვენს მეზობელ თურქეთში რა საზარელი დანაშაულობები ხდება. ნებსით თუ უნებლიედ რატომ ვანადგურებთ სახელმწიფოს დაცვის ბურჯს, რასაც შსს და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის სამსახური ჰქვია? ადრეც გითხარით და გავიმეორებ, აბრეშუმის გზა მრავალ ხიფათთან და კრიმინალთან არის დაკავშირებული, მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური შეეცდება საქართველოში დამკვიდრებას და ქვეყნის ქაოსში ჩათრევას, თუ მათ სასარგებლოდ არ წარიმართა მოვლენები. დავანებოთ თავი ჩვენი სამართალდამცავი სისტემის ლანძღვას, მივცეთ პოლიციას ნორმალურად მუშაობის საშუალება, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, მით უმეტეს, რომ გამოუცდელობის და უცოდინარობის გამო, ოპერატიულ საქმიანობაში ამდენი ხარვეზი გააჩნიათ. გულწრფელად ვუსამძიმრებ ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, მაგრამ ამ ტრაგედიით არავინ უნდა ისპეკულანტოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამდენი ლანძღვით და აბსოლუტურად უცოდინარ არამკითხეთა კონტროლით, რაღაც ძალებს სურთ იმპოტენტად აქციონ ოპერატიული სამსახურები. იმიტომაც არ იხსნება ძველი დანაშაულობები, რადგან პოლიციელებს უკვე ყველაფრის ეშინიათ.

პატრულებს რომ ადანაშაულებენ, რატომ მაშინვე არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაო, ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა უამრავი შემთხვევა, როცა დაკავებულები პოლიციელებს ატყუებდნენ. ამიტომ, მე იმ პატრულს ხელაღებით ვერ დავადანაშაულებ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მილიციაში მუშაობა და არ ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა დაკავებულისთვის მინის ჭიქის მიცემა, რადგან შეიძლება გატეხოს და ან თვითდაზიანება მიიყენოს, ან ოპერთანამშრომელი დააზიანოს. დაკავებულს კარგად ვიცნობდი, მთხოვა წყალი დამალევინეო, არავისთვის მიკითხავს, ისე მივაწოდე მინის ჭიქით წყალი, მან უცებ გატეხა ჭიქა და ნამტვრევი ვენაზე დაიდო, თუ არ გამიშვებთ, გადავიჭრიო. ყველას შეგვეშინდა, მერე შემოვიდა გამოცდილი ოპერთანამშრომელი, დაკავებულს ნაგვის ვედრო მიაწოდა, მიდი, გაავსე შენი სისხლითო, ესეც მაშინვე დაშოშმინდა, გიჟი კი არ ვარ, რატომ უნდა გადავიჭრაო. ოპერატიულ სამსახურში მუშაობის დიდი სტაჟი მაქვს, მაგრამ შეიძლება უცებ მეც არ დამეჯერებინა ახალგაზრდა კაცის ცუდად გახდომა. ხშირი იყო შემთხვევა დაკავებული მოიგონებდა ცუდად ყოფნას, მოვა ექიმი, რომელმაც შეიძლება თქვას, ზომები უნდა მივიღოთ, საავადმყოფოში გადავიყვანოთო. წაიყვანენ ტყუილად საავადმყოფოში და დამთავრდება მერე ის საქმე. რა გამოდის, მავანს ჩადენილი დანაშაული უნდა ეპატიოს, ამ დროს დაზარალებულს რას ვეუბნებით, მისი უფლებები არ ირღვევა? ყველაზე უკეთესი გამოსავალი ის არის, რომ საქმე იქამდე არ მივიყვანოთ, რომ პატრულის გამოძახება გახდეს საჭირო.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
3-11-2017, 21:31


გასულ წელს, სრულიად მოულოდნელად, დიასპორის სამინისტრო გაუქმდა. როგორც ამბობენ, ხელისუფლება სამინისტროების სერიოზულ რეორგანიზაციას და რეფორმირებას აპირებდა და დიასპორის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სხვა სამინისტროს გაუქმებაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ამ სხვა სამინისტროებმა მთავრობის გადაწყვეტილებას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და თავი გადაირჩინეს, თუმცა ამასობაში დიასპორის სამინისტრო უკვე გაუქმებული იყო.

ასე შეეწირა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და უმნიშვნელოვანესი სამინისტრო რეორგანიზაციის მცდელობას, რომელიც ისე დამთავრდა, რომ არც დაწყებულა.

იმ დროს, როცა სხვადასხვა გარემოებათა გამო, მილიონნახევარი (შეიძლება მეტიც) ქართველი უცხოეთშია გადახვეწილი და ეს რიცხვი კი არ იკლებს, მატულობს, საზოგადოების მიერ დიასპორის სამინისტროს გაუქმება სრულ გაუგებრობად და ანაქრონიზმად იქნა აღქმული.
სამშობლოს მოწყვეტილი ქართველებისთვის დიასპირის სამინისტროს არსებობა ერთგვარი იმედის კუნძულივით იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ისე მოულოდნელად ჩაიძირა, რომ ჩაძირვის მიზეზებიც კი არავის აუხსნია ამ კუნძულს იმედის თვალით მიჩერებული მილიონობით ადამიანისთვის.
არადა, დიასპორის სამინისტრომ, იმ უკიდურესად მწირი დაფინანსების პირობებშიც კი, ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო, თუმცა ვერ მოასწრო იმ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ფრიად მომგებიანი იქნებოდა, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ასევე, ზოგადად, ქართული სახელმწიფოსთვის.
მწირ დაფინანსებას რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს დიასპორის სამინისტროს წლიური ბიუჯეტი სულ რაღაც 1 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იმ დროს, როცა ჩვენი მეზობლები, სომხები და აზერბაიჯანელები, ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ თავიანთი სამინისტროების ნორმალური და ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ თავიანთ დიასპორებთან ნორმალური ურთიერთობა და მჭიდრო კავშირების შენარჩუნება შეძლონ.

ისინი თვალისჩინივით უფრთხილდებიან თითოეულ ადამიანს, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია მათ ეროვნულ ფესვებთან ეძებენ, პატრონობენ, განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ამ ადამიანებს შეუნარჩუნონ სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი.
რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ, ქართველები?
რას ვაკეთებთ და დიასპორის სამინისტროს ვაუქმებთ!
უპასუხოდ რჩება პოეტის ცრემლნარევი შეკითხვა: საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი.
საქართველო არ ეძებს თავის დაკარგულ შვილებს.
დედას, რომელსაც თავისი შვილები უპატრონოდ ჰყავს მიგდებული, დედობას ჩამოართმევენ ხოლმე.
ენა როგორ მომიტრიალდება იმის სათქმელად, ქართული სახელმწიფო იმის ღირსია, რომ დედობა ჩამოართვან-მეთქი, თუმცა ის მილიონნახევარი ქართველი რომ მახსენდება, დედამ რომ დაივიწყა, ეს მკრეხელური აზრი კვლავ ამოტივტივდება ხოლმე და საკუთარ თავზე ვბრაზდები.

საქართველო ინვესტიციების შიმშილს განიცდის და ინვესტორების ძებნაში ხან ჩინელებს მიადგება, ხან არაბებს, ხან – თურქებს, ხან – ირანელებს, ხან – ინდოელებს, მაგრამ, ფაქტობრივად, არ ახსენდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძალა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები.
შეიძლება ამის მთავარი მიზეზი ის იყოს, რომ ეს ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და იქ ეწევიან ბიზნესსაქმიანობას, ეს კი პროდასავლურად და იმავე დროს პატრიოტულად განწყობილ ქართველთა (ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს), ერთი ნაწილისთვის მიუღებელია.
არ ვიცი, ვინ დაგვაჯერა და ვინ დაგვარწმუნა, რომ ოკუპანტად შერაცხულ ქვეყანას არ უნდა დაველაპარაკოთ, ხმა არ უნდა გავცეთ, მასთან პირდაპირ დიალოგში არ უნდა შევიდეთ და თუ რომელიმე ქართველი, ვინც ამ აკრძალვას არ დაექვემდებარება, ერის მოღალატედ გამოვაცხადოთ.
აი, ეს არის ის გარედან ნაკარნახევი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელსაც საქართველო ბრმად და მორჩილად მიჰყვება, აგერ უკვე 25 წელიწადია, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რისთვისაც კეთდება თურმე ეს ყველაფერი, ერთი ნაბიჯით არ წავწეულვართ წინ.
კაცობრიობის არსებობის მანძილზე სახელმწიფოთა შორის უამრავი ომი მომხდარა და ყველა ეს ომი, საბოლოო ჯამში, დაპირისპირებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებებით, პირდაპირი დიალოგით და შეთანხმებით მთავრდებოდა.

გამონაკლისი რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც ერთი მხარე, საქართველო, უარს ამბობს პირისპირ დაელაპარაკოს მეორე მხარეს, რითაც, ფაქტობრივად, უარს ამბობს იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებსაც დღეს მეორე მხარე აკონტროლებს.
ეს ელემენტარული ლოგიკაა და, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ერის მოღალატეები ისინი კი არ არიან, რომლებიც რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოგვიწოდებენ, არამედ ფრიად საეჭვოდ გამოიყურებიან ისინი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ მოლაპარაკებას და რუსეთ-საქართველოს შორის ისეთი კედლის აღმართვას ცდილობენ, რომ ერთმანეთს ხმა საერთოდ ვერ მივაწვდინოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. (იქნებ უკვე დამშვიდობებული ვართ და არასამთავრობოების, ე.წ. ექსპერტების, ე.წ. პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტურ-ლიტერატურული შპანის მიერ ატეხილი ფსევდოპატრიოტული ქაქანი და კაკანი რეალური სურათის შესაფუთად და მისაჩქმალად გვჭირდება?)
აი, ასეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და რა გასაკვირია, თუ საქართველო იმ 700 000 ქართველისკენ არც კი იხედება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

კი, მაგრამ, რამდენი 700 000 ვართ ჩვენ, ამ 700 000 ქართველს არხეინად რომ შევაქციეთ ზურგი?
რუსეთთან თუ გვაქვს პრეტენზიები, გვქონდეს, მაგრამ იმ 700 000 ქართველს რას ვერჩით და რას ვემართლებით, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით სამშობლოს წინაშე. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტების მიერ ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან იგზავნება.
ისინი საქართველოში ათასობით და ათიათასობით ქართულ ოჯახს არჩენენ რუსეთში ტანჯვით და წვალებით ნაშოვნი ფულით და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები ხანდახან მაინც გავამხნევოთ და თბილი სიტყვა ვუთხრათ, ქართული სახელმწიფო საერთოდ არ იხედება მათკენ თითქოს ისინი არც არსებობენ.
არა მგონია, ჩვენი სურვილით და ჩვენი ნებით ვაკეთებდეთ იმას, რასაც ვაკეთებთ როგორც ჩანს, ვიღაცები გვაძალებენ და გვაიძულებენ, ასე მოვიქცეთ.
თუ ეს ასეა, მაშინ იმ ვიღაცების მიერ ის საქართველოც ოკუპირებული ყოფილა, რომელიც ჩვენ თავისუფალი და დამოუკიდებელი გვგონია…


როგორც მოგახსენეთ, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობა დრევანდელ საქართველოში დიდ ცოდვად ითვლება.
სულ ახლახან, აგვისტოს თვეში, საქართველოს ხელისუფლება კინაღამ ჯვარს აცვეს როგორ გაბედეთ და რუსეთს დახმარება როგორ სთხოვეთო?
არადა, ნახევარი საქართველო იწვოდა, მაგრამ ამ ვაიპატრიოტებს ერჩივნათ, ნახევარი საქართველო დამწვარიყო და გადაბუგულიყო, ოღონდ რუსეთისკენ არ გაგვეხედა. ასე უყვართ მათ საქართველო, ოღონდ საქართველოზე მეტად ის ფული იყვართ, რომელსაც მათ საქართველოსადმი ამგვარი სადომაზოხისტური სიყვარულის გამო უხდიან.

თითქოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვართ, ესენი კი ზედამხედველებივით გვადგანან თავზე და საკმარისია, საავადმყოფოს შიდა განაწესით დადგენილი ტექსტიდან ოდნავ გადაუხვიოს ვიღაცამ, იმწამსვე სვავებივით დააცხრებიან თავზე, რომ ენა ამოგლიჯონ, ზურგზე კი მოღალატის ბირკა მიაკრან.
არ ვიცი, რა ჰქვია ყოველივე ამას და არც ის ვიცი, სადამდე შეიძლება ამ შიზოიდურ-პარანოიკულ სიტუაციას ქვეყანამ გაუძლოს.
ცოდვათა ჩამონათვალში ერთ-ერთ მთავარ ცოდვად ქართველის მიერ რუსეთში ფულის შოვნა ითვლება.
ასე, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ლამის არის, ცოცხლად შეჭამონ მაგან ფული რუსეთში იშოვაო.
რა თქმა უნდა, იმაზე არაფერს ამბობენ, რუსეთში ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი ამ კაცმა საქართველოს რომ მოახმარა.
რუსეთში მრავლად არიან წარმატებული ქართველი ბიზნესმენები, მილიონერები, მილიარდერები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი სიკეთე გაუკეთონ საქართველოს, თუმცა საქართველო მათ არ უხმობს ხომ შეიძლება რუსეთში ნაშოვნ და საქართველოში შემოტანილ ამ მილიონებს რუსული ინტერესები შემოჰყვეს თან.

ეს შიში სრულიად უსაფუძვლოდ და ალოგიკურად გეჩვენება, მით უმეტეს, მაშინ, როცა იცი, რომ საქართველოში საკუთრივ რუსეთს ძალზე სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტები უჭირავს ხელში და რაღაც მიზნების განსახორციელებლად ქართველებით დაკომპლექტებული ეკონომიკური დესანტის გამოყენება არაფერში სჭირდება.
ორმაგი სტანდარტი, ორმაგი მიდგომა ერთის მხრივ, ცხოველი ინტერესი რუსული ბაზრისადმი და, ზოგადად, რუსული კაპიტალისადმი, მეორეს მხრივ, ანტირუსული განწყობის მიზანმიმართული, დაჟინებული დეკლარირება, ერთის მხრივ აბაშიძე-კარასინის ფორმატი და მეორეს მხრივ, ანტირუსული განცხადებები, თავისთავად ქმნის იმ ატმოსფეროს რუსეთში, რომელიც იქ მოღვაწე ქართველებს, თუნდაც ბიზნესის კუთხით, ბევრ დაბრკოლებებს უქმნის.
ალბათ, ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ქართველებმა, რომლებიც პირველები იყვნენ ბიზნესის სფეროში, თანდათან დათმეს (თუ დაათმობინეს…) პოზიციები.
ჩვენ უკვე გაგვისწრეს ოსებმა, აფხაზებმა, ადიღეელებმა, ჩეჩნებმა, ინგუშებმა, შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა.
არაფერს ვამბობთ სომხებზე და აზერბაიჯანელებზე, რომლებიც რუსეთის ბიზნესელიტაში წამყვან პოზიციებს იკავებენ.
როგორი სამწუხაროა, რომ ჩვენი არაპრაგმატული პოლიტიკით ჩვენ თვითონ ვუფუჭებთ საქმეებს უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, რაც შემდეგში ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან.

**
შეიძლება უცხოეთშიც იყო წარმატებული და დაფასებული ადამიანი, მაგრამ სრულყოფილი პიროვნება მხოლოდ შენს სამშობლოში შეიძლება გახდე.
ეს სიტყვები ცხონებულ ფრიდონ თოდუას ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, მაგრამ ბოლოს ყველაფრით უზრუნველყოფილი ყოფა დათმო და სამშობლოში დაბრუნდა.
სრულყოფილებას რომ თავი დავანებოთ, ადამიანი ბედნიერი მხოლოდ საკუთარ სამშობლოში შეიძლება იყოს.
საქართველოს გარეთ გასული ქართველები ამ ჭეშმარიტებას განსაკუთრებული ტკივილით და სიმძაფრით გრძნობენ ხოლმე.
ნუ ჩავუკეტავთ სამშობლოსკენ მომავალ გზას ამ ადამიანებს, რადგან ყველა გზა, რომლებზეც ბედმა ეს ადამიანები ატარა, საბოლოოდ მაინც სამშობლოსკენ მომავალ გზაზე გამოდის…


ერთი ოცნება მაქვს: როდის დადგება ის დრო, როცა ჩინელები და ინდოელები კი არა, თურქები და არაბები კი არა, დღეს უცხოეთში მოღვაწე მდიდარი ქართველები დაიძრებიან საქართველოსკენ, რომ დახლზე გასაყიდად გამოტანილი სამშობლო უცხოს და გადამთიელს არ დაუთმონ…

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
3-11-2017, 21:27


გვესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:

– ბატონო დემურ, არჩევნების მერე ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ეს ნორმალურია, კურსი მცურავია და ლარი ხან გამყარდება, ხან გაუფასურდება. მოდით, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ და გვითხარით, რეალურად რა ხდება.

– ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები, დაახლოებით, სანაგვეზე გადაგდებულ უსაშველო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ შეხედულებებს ჰგავს, რამაც უდიდესი მსოფლიო კრიზისი გამოიწვია. ეს არ არის პროფესიონალის განცხადება, არამედ საკმაოდ არასერიოზულია იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს წესით, უნდა ჰქონდეს ერთი დიდი ამოცანა, რომელიც მაკრო-ეკონომიკის საერთო პოლიტიკაში ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, ეს პრიორიტეტები მას არ გააჩნია. იგი, თითქოს, ინფლაციის დასაშვებ დონემდე და მის შეჩერებაზეა ორიენტირებული, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოდის ყველა ძირითად საქონელზე ფასები ინტენსიურად იზრდება, ნახეთ, რა ხდება წამლებთან, საწვავთან და ა.შ. დაკავშირებით. ამიტომ, ეს განცხადება ძალიან საშიშია. ამ ნეოლიბერალური შეხედულებებით აშკარაა, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმეს არ აკეთებს და კომერციული ბანკების ცრუ მომსახურე რეჟიმზეა გადასული, რაც ლარის კურსსაც ეტყობა და საქართველოს ეკონომიკასაც.

– ლარის გაცურვა-გამოცურვაში, მავანი, ალბათ, დიდ ფულს აკეთებს თუ რას ემსახურება ეს პოლიტიკა?

– არ შეიძლება ლარი თავის ჭკუაზე ცურავდეს. სახელმწიფო წესით იმიტომ არსებობს, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა საკუთარი შრომის საფუძველზე. სახელმწიფო დონეზე ასეთი პოლიტიკა, უპასუხისმგებლობა, ადამიანებს განვითარებისკენ მავალ გზას საერთოდ უკეტავს. მსგავსი რამ ევროპის, აზიის წამყვან ქვეყნებში, აშშ-ში რომ მოხდეს, უზარმაზარი ეკონომიკები დაინგრევა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ეკონომიკური გათვლა, პროგნოზი, რაც საქართველოზე ძალიან მძიმედ აისახება. რა გვიკვირს მილიონნახევარი მოსახლე ქვეყნიდან არის გასული, მიგრაციის მაღალი ტემპია, შარშანდელთან შედარებით, ქვეყნის მოსახლეობა, თითქმის, 20 ათასზე მეტით შემცირდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება, მიზერული ეკონომიკაა. 4–5%-იანი ზრდა თუ იქნა, ესეც მიზერია და ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს ვერც სიღარიბის პრობლემას მოაგვარებს, ვერც დასაქმებისას. ამიტომ, სურათი საკმაოდ მძიმეა. შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განცხადება ქვეყნის მდგომარეობას ძალიან მძიმედ ახასიათებს. მე, ამ ქვეყნიდან არსად გავრბივარ, თითოეულ ჩემს სიტყვაზე პასუხ ვაგებ ის, რაც გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა არის განუვითარებლობის გარანტი და სამწუხაროდ, მთლიანობაში, ხელისუფლება არის იმის გარანტი, რომ მის ერთ-ერთ ძალიან მძლავრ და მნიშვნელოვან შტოს შეუძლია ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც თითქმის, მთელი ხელისუფლება იზიარებს. დასკვნა მკითხველისთვის მიმინდვია.
თავის ნებაზე ვერსად, ვერაფერი ვერ იცურებს იმიტომ, რომ ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკაზეა დაფუძნებული. თავისუფალი ეკონომიკა არ ნიშნავს სისულელეების კეთებას. სწორად გაგებული ლიბერალური ეკონომიკა ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ არა ის უტოპიური და მითოლოგიაზე აგებული ეკონომიკა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები საუბრობენ. ასე არსად არ ხდება საქართველოს გარდა.

– რა როლი მიუძღვის ამ პროცესებში სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს?


– არავის, არაფერი როლი არ აქვს, ტყუილად ნუ ვაბრალებთ დასავლეთს ჩვენს წარუმატებლობას. 25 წელი გავიდა და სახეზეა კვლავ პოლიტიკური პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის დეფიციტი, პოლიტიკური ჯგუფების უამბიციობა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების სტრატეგიაზე გაიყვანონ. ამიტომ, არის ეს პოსტსაბჭოური ქვეყნის სინდრომი. ხელისუფლებაში მოდის ვიღაც ბელადის მატარებელში შემხტარი ხალხი, თავის საქმეებს აგვარებს რაც შეიძლება მალე იმიტომ, რომ იცის ის პროფესიონალი არ არის და მისი მომავალი, პოლიტიკაში, ნულოვანია. ამიტომ, რაკი ბედმა გაუღიმა და გრუზინული ოცნება ახდა იგი სარფიან თანამდებობაზე მოხვდა, იმას აკეთებს, რასაც უკვე წლებია ვხედავთ.

სხვას ნურაფერს ნუ ვაბრალებთ, ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის დეფიციტი. ჩვენ საზოგადოებას, ახალგაზრდებს ვატყუებთ, თითქოს, ისინი ეკონომისტები და ფინანსისტები არიან. არავითარი ეკონომისტები და ფინანსისტები საქართველოში არ მზადდება, ვერცერთი მათგანი საუკეთესო და მაღალი დონის უნივერსიტეტებში ვერ გაივლიან. აქ, ისწავლება შესავალი კურსები, რაც არ არის პროფესიონალიზმი.
ბატონო დემურ, როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდმა ბევრი ქვეყანა გაკოტრების პირას მიიყვანა.
ეს ყველაფერი არის არასწორი წარმოდგენები. არ შეიძლება სავალუტო ფონდის მტრად აღქმა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი უბედურება არ შეიძლება სავალუტო ფონდსა და რუსეთს მოვკიდოთ კისერზე. ჩვენ, ჩვენი უბედურება გვჭირს და არ გვინდა საკუთარ თავს გავუმხილოთ რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რატომ არის მდიდარი ქვეყანა უსაშველოდ, სამარცხვინოდ ღარიბი და არ გვინდა მივხვდეთ რა არის ამის რეალური მიზეზი.
ხელოვნურად არავინ გაგაკოტრებს, არავინ გაგაფუჭებს. ქართველები საკუთარ თავს კარგა ხანია თავად იფუჭებენ.

– ახლახან, სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იმყოფებოდა და ჩვენი მთავრობა შეაქო. რაში აისახება ეკონომიკის ზრდა მაშინ, როცა მოსახლეობა ღატაკდება?

– კარგია თუ არა მთავრობა, ხელისუფლება, ამას ერთადერთი შემფასებელი ჰყავს არა სავალუტო ფონდი, არამედ საქართველოს მოქალაქეები. თუ ჩვენ ორიოდე დღის წინ დასრულებულ არჩევნებს შევხედავთ ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლებით კმაყოფილია. რაკი ასეთი შედეგია, ქართველი ხალხი ძირითადად, ხელისუფლების კმაყოფილია. ამიტომ, სავალუტო ფონდი აქ არაფერ შუაშია. ანუ, მოგვწონს ის მდგომარეობა რომელშიც ვართ, სხვა ახსნა ამას არ აქვს.
კარგით. მოდით ისევ ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკებს დავუბრუნდეთ. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს უწევს კომერციულ ბანკებს, მაგრამ მიკრო-საფინანსო, საკრედიტო ორგანიზაციებს პატრონი არ ჰყავთ.
მთლად უკონტროლოდ არ არიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ რეგულაცია არასაკმარისია. უკანონოდ არაფერი არ არის შექმნილი, ერთადერთი ონლაინ-კომპანიებში იყო საკანონმდებლო ხარვეზები, მაგრამ თვითონ პოლიტიკა არის მცდარი და ვიღებთ იმას, რომ მახინჯმა ფინანსურმა სისტემამ, რაც ხელისუფლებებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბეს, ეკონომიკის ყველაზე დიდი დამამუხრუჭებელი ძალის ფუნქცია შეიძინა. ზღაპარს ჰყვება ვინც ამბობს, რომ ეკონომიკა განვითარდება. ამ მახინჯ ფინანსურ სისტემაში ვერაფერი განვითარდება. მთლიანობაში ყველაფერი ხელისუფლების ხელშია. როგორ განვითარდნენ სხვა ქვეყნები? არსებობს ბრწყინვალე გამოცდიელბა, შესანისნავი მონოგრაფიები თუ რატომ განვითარდნენ რიგი ქვეყნები და არ განვითარდნენ სხვები. მე, ეს ყველაფერი კარგად ვიცი, ბევრი დრო დავკარგე, რომ ამაში გავრკვეულიყავი. ჯერჯერობით, საქართველოში არაფერი კეთდება ისეთი, რაც გაკეთდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში დასავლეთი იქნება ეს თუ აზია.
კომერციული ბანკები დროებითი ლიკვიდურობის აღმოსაფხვრელად, ეროვნული ბანკიდან ათდღიან სესხებს იღებენ, თუმცა, სესხად გაცილებით მეტს იღებენ. ეროვნული ბანკი ამას ყურადღებას არ აქცევს, ვიდრე მათ ეს დროებითი ლიკვიდურობის დაკარგვის შესავსებად სჭირდებათ. აქაც, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სად მიდის ზედმეტი ფული, რომელსაც ბანკი ათი დღით საკმაოდ დაბალი პროცენტით იღებს? ცხადია, მომენტალურად სავალუტო ბირჟაზე ხდება ვალუტის შეძენა, ათი დღის მერე შეთამაშდება კურსი და არაფრისგან, ჰაერისგან ადამიანები ძალიან დიდ ფულს შოულობენ. ამიტომ, შემთხვევით არაფერი ხდება.

– ბატონო დემურ, წეღან ახსენეთ, ზღაპარია ვინც ყვება, რომ ეკონომიკა განვითარდებაო. თუ ხელისუფლება არ ზრუნავს, ხომ შეიძლება შეიკრიბონ გარკვეული სპეციალისტების ჯგუფი, ვინც ქვეყნის ეკონომიკურ კონცეფციას შეიმუშავებს?


– ეს საქართველოა, აქ, ქართველები ცხოვრობენ, მათ ასეთი ამბიცია არ აქვთ შეიკრიბონ თვითორგანიზაციის გზით და სერიოზული, ამბიციური პროექტები განახორციელონ. ქართველები იმად რჩებიან, რაც საუკუნეების მანძილზე იყვნენ ისინი გათითოკაცებული რაღაც ფორმით ცდილობენ ამ სიტუაციას მოერგონ და ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. თუ აკრიტიკებენ მას ისიც იმიტომ, რომ გარკვეულად ყურადღება მიიქციონ. ასე არაერთმა მათგანმა ასე თუ ისე თავიანთი სიტუაცია გაიუმჯობესა. ასეთ ნაბიჯებს მხოლოდ შინაგანად თავისუფალი ადამიანები დგამენ. ვცდილობ, ამ პროცესს სტიმულები მივცე, არ ვარ უმოძრაოდ. ვფიქრობ, საქართველოში თანდათანობით მოხდება იმ ათასობით ადამიანის თვითორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავალზე ძალიან მყარ შეხედულებებს ჩამოაყალიბებს და ის ძალა იქნება, რომელიც ეცდება ეს ყველაფერი რეალიზდეს, რათა ჩვენ ღირსეული, ფანტასტიური ქვეყანა გვქონდეს. სხვის ხელს შემყურე ადამიანებს თვითორგანიზაციის უნარი არ აქვთ, ეს შეუძლია მხოლოდ თავისუფალ, ღია საზოგადოებაში მყოფ თავისუფალ ადამიანებს.

– ბატონო დემურ, კომერციულ ბანკებს გასულ წელთან შედარებით დიდი მოგება ჰქონდათ. რის ხარჯზე?

დიახ, ეს ყველაფერი ოფიციალური მონაცემებია. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც საბანკო მოგებები ასეთი ფანტასტიკური მასშტაბით იზრდებოდეს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
3-11-2017, 21:21


თურქეთის სახელმწიფო არც ჩვენი მუდმივი მტერია და არც ჩვენი მუდმივი მეგობარი. თურქეთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა.
თურქეთში საქართველოდან წასული უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, როგორც ქართველები, ისე არაქართველები.
თურქეთში ცხოვრობენ საქართველოდან სხვადასხვა დროს გადმოსახლებული აზერბაიჯანელები, რომელთა ნაწილი ყარაფაფახ-თურქებს, ანუ შავქუდიანებს ეძახიან საკუთარ თავს.


ყარაფაფახ-თურქებს თურქეთში უზარმაზარი დიასპორა აქვთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ შავქუდიანებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობენ.
წლეულს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე თურქეთიდან ყარაფაფახ-თურქთა ფართო წარმომადგენლობა იყო ჩამოსული, დაგეგმეს საინტერესო ღონისძიებები და პროექტები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, საქველმოქმედო აქციებსაც აპირებდნენ, თუმცა მათგან 6 ბიზნესმენს, გაურკვეველი მიზეზებით, საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.

ჩვენ სტამბულსა და ბურსაში შევხვდით პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ იმ 6 ადამიანს და ყარაფაფახის-თურქთა მსოფლიო გაერთიანების სხვა წევრებსაც, მათ შორის ყარაფაფახელ სტუმრებს მაკედონიიდან. გთავაზობთ საუბრების ჩანაწერებს:

სეიფულ თურქსოი, ყარაფაფახ – თურქთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარე:

– მინდა ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე მოგიყვეთ. 33 წელიწადია, ჟურნალისტი ვარ. დღევანდელი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერი ვიყავი ჯერ კიდევ მისი არჩევნების პერიოდში, ვიცოდი, რომ ის თურქეთს აყვავების გზით წაიყვანდა.
დღესდღეობით ყარაფაფახ-თურქთა ორგანიზაციასთან ერთად `აბრეშუმის გზის~ საზოგადოებას ვხელმძღვანელობ. ჩვენი ორგანიზაციის სახელით საქართველოშიც ხშირად დავდიოდი და თურქულ ტელევიზიებსა და მედიის სხვა საშუალებებში ყველგან საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ვლაპარაკობდი.
ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ყარაფაფახი-თურქი ცხოვრობს. ჩემი წინაპრებიც საქართველოდან იყვნენ. ჩემი პაპის მამა საქართველოდან იყო.

– საერთოდ, რატომ გახდა საჭირო ყარაფაფახ-თურქთა ორგანიზაციის შექმნა და რას ემსახურება ეს ორგანიზაცია?


– ჩვენ გვინდა, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ყარაფაფახ-თურქებთან მეგობრული და კულტურული ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორული ხელოვნების მოძიება და გაღვივებაა ჩვენი მიზანი.
პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით.
ყარაფაფახელები თურქეთის 44 ქალაქში ცხოვრობენ. მსოფლიოში კი აშშ-ში, შუა აზიის ქვეყნებში და ბევრ სხვა ქვეყანაში.
დღეს თურქეთი დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენთან ბევრია ჩრდილო კავკასიელი, აზერბაიჯანელი, შუა აზიის ქვეყნების ძველი მკვიდრნი. ჩვენს ქვეყანაში მათ დღეს აქვთ თავიანთი საზოგადოებები და გაერთიანებული ჯგუფები, ასეთივე ორგანიზაციაა ყარაფაფახ-თურქთა გაერთიანებაც, რომელსაც სურს თავის ორგანიზაციაში გააერთიანოს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში მყოფი ყარაფაფახელი თურქები, დაიცვას მათი კულტურა, ტრადიციები და ისტორია.
ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული საქმიანი ხალხი, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ყარაფაფახელ თურქებს ეკონომიკური და მატერიალური დახმარება გაუწიონ ქველმოქმედების სახით. ჩვენ არც ერთი ქვეყნის და ცხადია, არც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავრეულვართ და არც აწი ვაპირებთ ჩარევას. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ვცნობთ. თურქეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. იგი დღემდე ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკური ხაზის მომხრე ვართ და გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან.
ჩვენ, ყარაფაფახ-თურქთა გაერთიანების წევრები, ადამიანები, რომლებმაც თურქეთში წარმატებული ბიზნესსაქმიანობა ჩამოვაყალიბეთ, ვდცილობთ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ ქვემო ქართლის ეკონომიკურად გაჭირვებულ მოსახლეობას.

ერკან კოჩალი, წარმოშობით ბოლნისის რაიონიდან, ბიზნესმენი, მსხვილი სამშენებლო კომპანიის დირექტორი სტამბოლსა და ბურსაში:

– უკვე ორი წელიწადია, რაც საქართველოში ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო ღონისძიებებს ვახორციელებთ, 10-მდე ღონისძიება ჩავატარეთ, კონცერტები აშუღების მონაწილეობით, სახალხო ზეიმები.
თურქეთში ჩვენ საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებად ვთვლით თავს, რადგან ჩვენი წინაპრები საქართველოდან იყვნენ. ჩვენი ნათესავები, ყარაფაფახი თურქები საქართველოში დღესაც ცხოვრობენ. ისინი ჩვენი ნათესავები არიან. ვცდილობდით დღესასწაულებზე ან სხვა ტიპის ღონისძიებებზე შევხვედროდით ერთმანეთს, გაგვეწია ჩვენი თანამოძმეებისთვის მატერიალური დახმარება.
რამდენიმე ღონისძიებაში კიდევაც მივიღეთ მონაწილეობა.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა შესანიშნავი მიღება მოგვიწყო. გავაფორმეთ ერთობლივი მემორანდუმი ქვემო ქართლსა და ჩვენს ორგანიზაციას შორის კულტურულ-მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად. მემორანდუმი ითვალისწინებდა თურქეთში საქართველოს დღეების ჩატარების ღონისძიებას, ასევე თურქული დღეების მოწყობას საქართველოში. გვსურდა ხაზი გაგვესვა, რა მიღწევები გააჩნდა ქართულ-თურქულ ურთიერთობებში ენერგეტიკის კუთხით, სავაჭრო, მრეწველობის მხრივ, კულტურის თვალსაზრისით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ამით გვსურდა საქმიანი ადამიანები ჩაგვება კულტურულ-საქველმოქმედო საქიმაინობაში. ამ საკითხზე სიმპოზიუმის ჩატარებასაც ვგეგმავდით.
როცა ჩვენ ქვემო ქართლის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ ჰუმანიტარული დახმარების რა ფორმა იქნებოდა საჭირო და აუცილებელი რეგიონის მოსახლეობისთვის, მათ გვითხრეს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ რეგიონში არსებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდ ნაწილს მუსულმანური წესით ნათლობის საშუალებაც არ ექნებოდა და თურქეთიდან სპეციალისტები წავიყვანეთ, რათა მოენათლათ იქაური ბავშვები. 400 ბავშვი მოინათლა მაშინ. ერთი ტრაილერი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც გაიგზავნა საქართველოში. ეს აქცია ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს დავამთხვიეთ.
ქალაქ რუსთავში ყველაზე ცოტა ყარაფაფახი-თურქი ცხოვრობს, თუმცა ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება სწორედ რუსთავის მოსახლეობამ მიიღო.
ორგანიზაცია `თIKA~-ს (თურქეთის საქმიანი ადამიანების გაერთიანება) გუბერნიის ხელმძღვანელებთან ერთად საბაჟოზე პრობლემები შეექმნა, თუმცა ტვირთი გადმოვიტანეთ, მაგრამ სრულად არა. მერე შეგვექმნა საქართველოში გადმოსვლის პრობლემა. ჩვენს ორგანიზაციაში 150-მდე ბიზნესმენია გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, შეიქმნა პრობლემა, რის გამოც ორგანიზაციის ექვს აქტიურ წევრს საქართველოში შემოსვლის უფლება აეკრძალა.

– მიზეზი?

– ამის შესახებ არაფერი ვიცით. თვითონ მეც, ორგანიზაციის ხელმძღვანელს და კიდევ 5 პირს საქართველოში შემოსვლის უფლება აღეკვეთა.
საქართველოს წარმომადგენელს ჩავაბარეთ ჰუმანიტარული ტვირთი ნოვრუზ-ბაირამის დღეებში, წამოვედით თურქეთში და როცა კვლავ საქართველოში ჩამოსვლა დავაპირე, აღარ შემომიშვეს.

– ტვირთი რომელიმე ორგანიზაციის სახელით შემოგქონდათ?

– საქონელი მთლიანად მაია რაჯაბოვას სახელზე გავაფორმეთ. ის იყო ქვემო ქართლში ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 150 ადამიანი იყო ჩასული ჩვენი ორგანიზაციიდან საქართველოში სხვადასხვა დროს, 6 ადამიანს შეექმნა პრობლემა მაია რაჯაბოვასთან და სწორედ იმ 6 ადამიანს აეკრძალა საქართველოში ჩამოსვლა.
300 000 დოლარის ჰუმანიტარული დახმარება რომ გადაირიცხა კულტურული ორგანიზაცია `სალამის~ თავმჯდომარის მაია რაჯაბოვას სახელზე, მას შემდეგ რაჯაბოვასა და ჩვენი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

– კერძოდ, რა საკითხზე წარმოიშვა კონფლიქტი?

სეფულ თურქსოი: – ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, როგორ გადანაწილდა ჰუმანიტარული ტვირთი. მაია რაჯაბოვამ ყალბი პასპორტები წარმოგვიდგინა და სხვა ყალბი დოკუმენტაცია გვაჩვენა. ვინც წინააღმდეგობა გავუწიეთ და დოკუმენტაცია მოვთხოვეთ, ყველა დავიბლოკეთ. ყველას შეგვეზღუდა საქართველოში ჩამოსვლა.
100%-იანი ეჭვი გვაქვს, მაია და მისი მეუღლე თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ სავაჭრო ბაზრობებზე ჩვენს მიერ გამოგზავნილ ჰუმანიტარულ საქონელს ყიდიან.

როგორც გითხარით, ჩვენ არ ვაპირებდით მხოლოდ ჰუმანიტარული აქციებით შემოვფარგლულიყავით. ჩვენ გვინდოდა ჩაგვეტარებინა სიმპოზიუმები და ფორუმები, ახალი ბიზნესურთიერთობების დაგეგმვის თვალსაზრისით, მეცნიერების, კულტურის გაცვლის კუთხით.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სიმპოზიუმი ჩავატარეთ ანკარაში, სადაც ამ ქვეყნების 40-მდე დეპუტატი მონაწილეობდა. მე იქაც აღვნიშნე, თურქული, აზერბაიჯანული და ქართული ბიზნესურთიერთობები უფრო უნდა გაღრმავდეს-მეთქი. იმ ფორუმზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი – შაჰდენიზიდან წამოსული გაზი საქართველოს გავლით გასულიყო მსოფლიო ბაზარზე.

ჰიქმეთ კარაბოკა, ბიზნესმენი:
– ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თქვენს ქვეყანას. ახლახან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რომ განხორციელდა თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვინც ეწვია თურქეთს და მხარში დგომა აღგვითქვა.
ამას წინათ ყარსში გამოსვლისას კიდევაც ვთქვი, ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქულ ურთიერთობებში ძალიან კარგია ეკონომიკური პარტნიორობა და ერთობლივი ბიზნესპროექტები, მაგრამ აუცილებელია კულტურული ღონისძიებები. ჩვენ, ყარაფაფახი-თურქები, ამ სამი ქვეყნის ურთიერთობებში ჩვენს სიტყვას ვიტყვით-მეთქი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილდღეობა და განვითარება, რადგან იქ ჩვენი თანამოძმე ყარაფაფახელები ცხოვრობენ და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაც შედის ჩვენს ინტერესებში.

– მას შემდეგ, რაც 6 პირი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა საქართველოში და მიზეზების შესახებ არაფერი იცით, არ მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, გაეცათ პასუხი საქართველოში თქვენი შემოსვლის აკრძალვის შესახებ განმარტების თაობაზე?

– ჩვენ მივმართეთ თურქეთის ელჩს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩს ანკარაში.
არ ვიცით, რაში გვდებენ ბრალს, დაგვიდონ თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სახის გამოსვლა ან მოქმედება განვახორციელეთ და დავიჯერებთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ღირსი.
წლევანდელ ელაგ-ბაირამის დღესასწაულზე ვიღაცებმა პროვოკაცია მოაწყვეს. როცა გავიგეთ, რომ მსგავსი რამ ხდებოდა, გამოვეყავით საერთო ჯგუფს, ხელისუფლების გვერდით დავდექით.

– პროვოკაციაზე გამახსენდა, თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ ბორჩალოში, როგორც ამბობენ, სეპარატისტული ჯგუფები ავტონომიას ითხოვენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?


სეიფულ თურქსოი: – ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვართ. ჩემ სამუშაო კაბინეტში თურქული დროშის გვერდით ქართული დროშა ჰკიდია. ზოგიერთები მეხუმრებიან კიდევაც, საქართველოზე გაყიდული ხარო. როგორ შეიძლება ასეთი რამის მომხრე ვიყო? მე, ისევე, როგორც თურქეთის ხელისუფლება, პატივს ვცემ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ გვინდა, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არა ვართ მტრები, არა ვართ ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები, გაუგებრობას აქვს ადგილი და იმედი გვაქვს, ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს აღორძინებაში აქტიურად ჩავერთოთ, თურქეთში საქართველოდან წამოსულთა დიასპორის სახელით. გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ტურისტული, ენერგეტიკული, ეკონომიკური კუთხით ჩვენი კავშირებისა და შესაძლებლობების გამოყენებით.

საქართველო მამაჩემის დაბადების ადგილია, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს და მისთვის სიკეთე არ მინდოდეს?! მე ძალიან დიდი შესაძლებლობები მქონდა და მაქვს სხვა კუთხით ვიმოღვაწეო თურქეთში, მაგრამ, რასაც ვაკეთებ, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ, მინდა იცოდეს ეს ქართველმა საზოგადოებამ.
ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას – თუ რაიმე დანაშაული მიმიძღვის საქართველოს წინაშე მითხრან, თუ არადა, აგვიხსნან, რატომ გვიკეტავენ კარს და არ გვიშვებენ საქართველოში მე და ჩემს 5 მეგობარს! კიდევ ვიმეორებ – ჩვენ ვართ ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები!
მე ჟურნალისტი გახლავართ. შემიძლია გამოვიდე თურქეთის ყველა ტელეარხით, შევხვდე ბი-ბი-სი-სა და სი-ენ-ენ-ის ჟურნალისტებს და მოვუყვე, რა მოხდა საქართველოში. რა მოჰყვება ამას, მგონი, წარმოგიდგენიათ. როგორ გაუტყდება სახელი საქართველოს, როგორ დაეჭვდებიან ბიზნესმენები, როგორ შეწყვეტენ კონტრაქტებს ან მომავლის პერქპექტივებს გააუქმებენ. არ მინდა ეს გავაკეთო. ნუ მაიძულებენ ამას.

მოჰსინ კაჩმაზი, წარმოშობით მარნეულის რ-ნის სოფელ ყიზილაჯლოდან, ყარაფაფახ-თურქთა მსოფლიო ორგანიზაციის გამგეობის წევრი, ბიზნესმენი, ავტომობილების აქსესუარების ქარხნის დირექტორი:

– ჩემი წინაპრები საქართველოდან იყვნენ, მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს, არ მინდა ჩემში გაფერმკრთალდეს ეს განცდა. არ ვიცი, რას მერჩის საქართველოს ხელისუფლება, რატომ არ მიშვებენ საქართველოში?!
წარმოშობით საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელების შთამომავალი ვარ. ჩემი ქარხნის შესასვლელში საქართველოს დროშა მიკიდია. მიყვარს საქართველო. საქართველომ კი მტრად გამომაცხადა. მე ვამაყობდი იმით, რომ ბაბუაჩემი საქართველოში იყო დაბადებული.
1989 წლიდან თქვენს ქვეყანაში დავდივარ და ბიზნესსაქმიანობას ვეწევი. ახლა აღმოვჩნდი საშიში საქართველოსთვის?
წლეულს `დმანისობაზე~ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე ვიყავი, ინტერვიუც მივეცი აზერბაიჯანის ტელევიზიებს, სადაც ვთქვი, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მეგობრობა უფრო მჭიდრო უნდა გახდეს-მეთქი. ასე ვფიქრობდი ყოველთვის, ასე მიმაჩნია ახლაც.
თქვენ ჟურნალისტები მეოთხე ხელისუფლება ხართ, გაარკვიეთ ეს საქმე. თუ დამნაშავე ვარ, დავისაჯო.
ჩემი წინაპრების დაბადების ადგილის, იგივე ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ გამოვალ? როგორ გგონიათ? ბაბუაჩემს პირადობის დოკუმენტში ეწერა 1924 წელი, დაბადების ადგილი თბილისი. საქართველო ჩემი სამშობლოა.
მე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი და მხარდამჭერი ვარ თურქეთში და საქართველოს წინააღმდეგ ვიმოქმედებ? როგორ შეიძლება ეს ადამიანმა საერთოდ იფიქროს.
ჩვენ არა ვართ 100 და 1000, ჩვენ ვართ 60 000. ამ 60 000 ადამიანის რესურსი, ბიზნესსაქმიანობა რომ არ გამოიყენო, ეს უგუნურებაა.

* * *
პრობლემა, რომელზეც გულისტკივილით ისაუბრეს ჩვენმა რესპონდენტებმა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმე და პრეროგატივაა, მაგრამ, ამ ადამიანების ასე უსიტყვოდ და ხელაღებით, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება იმის გარდა, რომ საქართველოს სახელს სერიოზულად დააზარალებს რეგიონში, ინვესტორებსაც დააფრთხობს და მათ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენთან ინვესტიციების განხორციელების სურვილსაც კი დაუკარგავს. ამაზე კი, მგონი, ღირს დაფიქრება.
თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეზე ნათელი პასუხის გაცემა ისევ ჩვენი ქვეყნის მომავლისა და პრესტიჟისთვის არის აუცილებელი.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
2-11-2017, 17:41