გვესაუბრება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მაგალითად, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების საშუალებასაც არ აძლევენ.


_ თუ ამ საკითხების სიღრმეებში წავალთ, გაზეთის ფორმატი ვერ დაიტევს, იმდენად საშიში ნაღმი დევს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში.
თუმცა, უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ინტერვიუს მსურს ერთმნიშვნელოვნად გასდევდეს ჩემი განწყობა _ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის უკუღმართად განხორციელებული კოჰაბიტაციის შედეგი.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას.
მე მიმაჩნია, რომ სახელისუფლებო პარტიას უფრო მეტ შედეგს მოუტანდა ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატად დაესახელებინათ. ამით "ქართულმა ოცნებამ", გარკვეულწილად, შეიზღუდა თავი.
"ნაცმოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს კი სხვა განზრახვები აქვთ. კიდევაც თქვა სააკაშვილმა _ ამ არჩევნებით უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დემონტაჟიო. სააკაშვილის მოსაზრებით, "ქართულ ოცნებას" არჩევნებით ხელისუფლებას ვერ წაართმევ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებით შეფუთულ პროცესებში არეულობის დიდი გეგმა დევს.
იმ შემთხვევაში, თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთიდან პიარის ცნობილი სპეციალისტები ჰყავს ჩამოყვანილი _ ვერ გაიმარჯვებს, მათ სათადარიგო კანდიდატი ჰყავთ ბაქრაძის სახით.

_ რას ფიქრობთ, რუსეთი ხომ არ ჩაერევა არჩევნებში?

_ ორი ცნობილი "პიარშჩიკი" უკვე გამოაგზავნეს. თქვენი აზრით, ეს ხალხი ისე წამოვიდა, არავინ იცის რუსეთში და ვერც ვერავინ გაიგებს? ცხადია, საქართველოში არეულობა რუსეთის ინტერესებში შედის. რაც მეტად აიმღვრევა აქ წყალი, მით მეტ `ღლავს~ დაიჭერენ.
სერგეენკოს პირადი მიწერ-მოწერა გაასაჯაროვეს რუსებმა და ამით ის გვითხრეს, რომ ყველაფერი ვიცით, რასაც აკეთებთ და რაც ხდება საქართველოშიო.
დღეს შექმნილი ვითარება იმის შედეგია, რომ `ქართულმა ოცნებამ~ პოლიტიკურად და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეცდომები დაუშვა და კიდევ ვიმეორებ, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა არ გაასამართლა "ნაციონალური მოძრაობა".
დამისახელეთ მსოფლიოში სახელმწიფო, რომლის მთავრობაც ომს წააგებს და მერე ზეიმობს.
ჰიტლერმა თავი მოიკლა, ნაპოლეონიც გაიქცა ქვეყნიდან, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?!

_ რომის იმპერატორმა _ ოტონმა თავი მოიკლა ბრძოლაში წაგების მერე. ნერონმაც თავი მოიკლა, ხალხის მტრად რომ გამოაცხადეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმემ აქაც იგივე უნდა გააკეთოს, მაგრამ სინდისმა მაინც შეაწუხოთ და გაჩუმდნენ.

_ დიახ, დიახ. ამიტომ არის აუცილებელი ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან" და რომ იტყვიან, ცივ წყალს გადაასხამს მათ ელექტორატს.
შემიძლია გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც თავს არ დაუხრის "ნაცმოძრაობას".
მაგრამ, მოდით, დავუშვათ, გაიმარჯვა ბაქრაძემ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ხელისუფლებაში მოვა "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ფრთა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებამ არ გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ ჩვენ, ხალხმა ხომ გავასამართლეთ, ხომ გამოვუტანეთ განაჩენი?

გინდა ვაშაძემ გაიმარჯვოს, გინდა _ ბაქრაძემ, ორივე შეიწყალებს სააკაშვილს და მერე ნახეთ თქვენ შეწყალებული მიშას ჯლიგინი საქართველოში.

_ რა შეუძლია ასეთ ვითარებაში "ქართულ ოცნებას"?

_ "ქართულ ოცნებას" რომ შეძლებოდა, აქამდე არ მიიყვანდა საქმეს.
ხომ გახსოვთ, კიდევაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა: მე დავბრუნდი იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა ხალხსო.
ჩვენ სხვა რა გზა გვაქვს, თვითონ უნდა ვიაქტიუროთ, ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად, ყოველგვარ უკმაყოფილებასა და გაჭირვებაზე მაღლა დავდგეთ და გადავარჩინოთ არა "ქართული ოცნება", არამედ ქვეყანა.

შეიძლება ვინმემ დაარწმუნა "ქართული ოცნების" მესვეურები, "ნაცმოძრაობა" მაგალითად, "ევროპული საქართველოთი" ჩავანაცვლოთო, მაგრამ ეს ვერაგული ჩანაფიქრია _ ხალხმა შეიძლება მოითმინოს "ქართული ოცნების" და "ნაცმოძრაობის" გაუთავებელი პაექრობა, მაგრამ ბოკერიას ვერ მოითმენს.

სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პოლიტიკურ ველზე სხვა ძალები არ ჩანან _ "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო" "გირჩი", "მირჩი" _ ანუ "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობის" ქოფაკები. როცა საჭირო გახდება, ამ "ქოფაკებს" დაუძახებენ, უბრძანებენ, რომ ერთ გუნდად შეიკრან და მაშინ იქნება ჩვენი საქმე უფრო უარესად.
მე თუ ვხვდები ამას, ეს არ უნდა იცოდეს "ქართულმა ოცნებამ"?

თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ქართველ ხალხს _ ახლა უნდა ვივაჟკაცოთ, მივიდეთ საარჩევნო ყუთთან და საქართველო გადავარჩინოთ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც გამოვა ქუჩაში, თავს სასიკვდილოდ დადებს და "ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს. 

დღეს საქართველოში "ქართული ოცნების" მომხრეები, ე.წ. "2012-იანელები", რომლებმაც მოიტანეს გამარჯვება 2012 წელს, ნებისმიერ რაიონში დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ეს ხალხი არის იგნორირებული. ისინი ცოცხალი თავით `ნაცმოძრაობას~ მხარს არ დაუჭერენ. ეს ადამიანები უნდა შევკრიბოთ. ამიტომ შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა "2012-იანელები _ ღირსეული საქართველოსთვის". ჩვენ მთელ საქართველოში გავერთიანდებით. ქუჩაში დავწვებით და "ნაცმოძრაობას" არ დავაბრუნებთ! ჩვენ ვიქნებით ძალა, რომელიც "ნაცმოძრაობას" სამკვდრო-სასიცოცხლოდ დავუდგებით წინ და ხელისუფლებაში არ მოვუშვებთ! ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

"ქართულ ოცნებას" და მტერს შორის რომ არ დგას ეს უანგარო, მებრძოლი ხალხი, იმიტომ არის ჩატეხილი ხიდი. 2012 წლის მონაპოვარს არ დავთმობთ. ვერავინ დაგვიდგება წინ.

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: "ქართული ოცნების" და საქართველოს გადარჩენა აქ არის და ჩვენ ამას გავაკეთებთ!
რეგიონებში "ნაციონალებს" ყველგან უკვე ბაზისი აქვთ შექმნილი ადგილობრივ ხელისუფლებებში. კადრები ჰყავთ შეშვებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში _ ნათესავი, მეგობარი, ოჯახის წევრი, დეიდა, მამიდა, ყველა ჩასაფრებული ჰყავთ საკრებულოებში და გამგეობებში. უმალავენ ამას ბიძინა ივანიშვილს? არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ვინ დაამხო ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე? _ ვინ და თავისმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც შეთქმულება მოუწყვეს.
პირადად მე, ფოთში, 2012-ში ოთხი "მამალი" ნაციონალი მყავდა გადმობირებული, რომელთაგან ორი ახლა საკრებულოშია "ქართული ოცნების" სახელით.

ცხვრის ქურქში გახვეული მგლების გარემოცვაშია ბიძინა ივანიშვილი და როდის გაუკეთებენ მუხთალ საქმეს, არავინ იცის.
შესამჩნევი რყევები რომ დაიწყება, მაშინ გაიქცევიან ვირთხები გემიდან და უკვე გვიანი იქნება.
ჩვენ, ხალხმა, ამას წყნარად ვუყუროთ?

თუ არ ვიმოქმედეთ, ეს იქნება ჩვენი მცონარობა, ჩვენი ლუარსაბ თათქარიძეობა და ამას არავინ გვაპატიებს.
ამისთვის შეიქმნა "12-იანელები _ ღირსეული საქართველოსთვის" და არა იმისთვის, რომ რაიმე თანამდებობები გვინდა. ჩვენ ვართ ხალხი, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გამოვტაცეთ ქვეყანა ხელიდან ნაციონალებს და ახლაც დავდგებით თუნდაც საბედისწერო ბრძოლაში ნაცებისგან საქართველოს გადასარჩენად.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
5-10-2018, 08:00


(დასასრული, დასაწყისი იხ. "სგ" N28.)

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საერთოდ, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერა უსასრულოდ შეიძლება. თუმცა ამ ეტაპზე ამ წერილით დავასრულებ და ერთგვარ, ანუ ჩემებურ დასკვნასაც დავდებ.


ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, აქვს თუ არა მას ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც აიქნევს, დაიქნევს და უამრავ სასწაულს ჩაიდენს? თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრის ჭკუით, ივანიშვილი არის რობოტი, უსულო, უგულო, უხორცო ადამიანი, რომელიც ფულის გარდა არაფერს იძლევა. გინდათ, უფრო ჰუმანურად ვთქვა? ბევრის მდარე გონებით, ივანიშვილი არის ძროხა, რომელიც ფულს იწველება და იწველება, მას არ აქვს არაფრის დარდი, არ სტკივა, არ უხარია, უგრძნობია, რკინაა. სწორედ ამის გამო გაავდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი – 2012 წლიდან ჩვენში ბევრი “დოლარების წვიმას” ელოდებოდა და იმედი გაუცრუვდა. ამას წინებზე ერთ-ერთი ტელევიზიით სიუჟეტი გავიდა, სადაც ბირჟაზე ჩამომჯდარი კახელი იძახის, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ გვინახავს, რუსებს მივუერთდებით და ისინი შეგვინახავენ, აბა, როგორო?! ვატყობ, ბატონ ბიძინას მალე ეტყვიან, ამ ქვეყნად მოსვლა არ გვითხოვია, შენ არ გაგვაჩინე, მაგრამ თავში ქვა იხალე და გვარჩინეო. პრინციპში, ამას გარკვეულ წრეებში უკვე ამბობენ კიდეც. კაი, კაი, მე არ გამიჩენიხართ, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, მაინც გარჩენთო, – თქვა ივანიშვილმა და ასე ჩამოეკიდა 5 ათასამდე ადამიანი მის ჯიბეს. ამათგან ზოგი ხელოვანია, ზოგი სპორტსმენი, ზოგი მეცნიერი, ზოგიც ვითომ დამსახურებული მუშაკი. ალბათ, გახსოვთ, ორიოდე წლის წინათ მსახიობებს უთხრეს, შეიძლება სტიპენდიები (დახმარებები) შეგიწყდეთ, ქველმოქმედებასაც აქვს საზღვარიო… უთხრეს და ატყდა ერთი ამბავი – რას ჰქვია, შეგვიწყდეს, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და უნდა მოგვეცესო… ბიძინა ვინ არი, რო ეგრე მოგვექცესო?! ჰოდა, მართლაც, ბიძინა ვინ არი, რო ჯულიეტა ვაშაყმაძეს ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარი არ მიართვას და მისმა ძემ კიდევ კვირაში ერთხელ ორი საათის განმავლობაში იგივე ბიძინას არ აგინოს?! ნუ, ეხლა, ქალბატონ ჯულიეტას ადგილზე ნამუსიანი ადამიანი ამ ფულს არაფრისდიდებით არ მიიღებდა, მაგრამ “დაიმსახურა” და რა ქნას? ეს ივანიშვილი კიდევ ის კაცი არ არის, გულში ბოღმა ჩაიბუდოს და ჯულიეტა გადააგდოს! თუ გინდათ, გიორგი შენგელაიას მაგალითი გავიხსენოთ კიდევ ერთხელ (ეს ხომ უმადურობის კლასიკური ნიმუშია?), რომელმაც პრეტენზიები წამოაყენა, ჩემ ძმას 5 ათასს აძლევს და მე კიდევ 3 ათასს, მაგას უნდა, რომ ძმები ერთმანეთს გადაგვკიდოსო. გამოგიტყდებით, როცა ბატონ გიორგის ვუყურებ, სიბერისა მეშინია, მაგრამ ზოგიერთი ახლობელი მანუგეშებს, არ იდარდო, ეგ ახალგაზრდობაშიც ეგეთი ოღრაში იყოო. არა, მეც კარგად ვიცნობ, ბევრი გვისაუბრია, რაღაც უპრინციპო პრინციპები კი აწუხებს, მაგრამ ამხელა ხელოვანმა ამ დონეზე რანაირად უნდა გაუბეროს?!
კარგი, გასაგებია და ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კაცი უდიდესი ქველმოქმედია (თუმცა შალვა ნათელაშვილს ამაშიც შეაქვს ეჭვი), 2012 წლამდე მართლა სასწაულები ჩაიდინა, მაგრამ დარჩა თუ არა შემდეგ იგივე სასწაულმოქმედად და დაუშვა თუ არა საბედისწერო შეცდომები? ჩემი აზრით, ის ისევ დარჩა უდიდეს ქველმოქმედად, მაგრამ პოლიტიკაში დაუშვა შეცდომები. არა, ე.წ. ქართულ პოლიტიკას, ე.წ. ქართველ პოლიტიკანებს და ე.წ. ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ეს შეიძლება ეს არც არის ივანიშვილის მიერ დაშვებული შეცდომები, ეს ჩვენი ბუნების, მოდგმისა და ჯიშის გამოვლინებაა. გავიხსენოთ 1937-იანი წლები, რატომ მოხდა, რომ რეპრესიებმა საქართველოში უფრო მძლავრად გაშალა ფრთები, ვიდრე აზრებაიჯანში, სასომხეთსა თუ სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში? რატომ იყო ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში? იმიტომ, რომ აქ უფრო მეტი ჩამშვები, მოღალატე და გამყიდველი აღმოჩნდა. წერდნენ და წერდნენ “დანოსებს” ავაზაკები პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ. ამ ქვეყნის ცხოვრება ძალიან კარგადაა ასახული ფილმ “მონანიებაში”. დრო გადის, ტექნოლოგიები ვითარდება, ცხოვრებაც თითქოს წინ მიდის, მაგრამ დააკვირდით, ჩვენი ცნობიერება ისევ ღალატით, გამყიდველობით, ბოღმით და ათასნაირი უბადრუკობით იკვებება. აქ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები მახსენდება:
“ერთადერთი, ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს, ესენი არიან დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. მათ უთხრეს, კი, მაგრამ თქვენ არ ხართ საქრათველოს მოქალაქეები? კანდელაკს და ბაქრაძეს უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოსო. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეს თქვა 2015 წლის 19 ნოემბერს, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებამდე. ახლა როგორ გგონიათ, იგივე კანდელაკი და ბაქრაძე 1937 წელს რომ მოსწრებოდნენ, არ იქნებოდნენ სახელოვანი “დანოსჩიკები”? იქნებოდნენ და ნახევარ საქართველოსაც აუგებდნენ ანდერძს, ყველა დარბაისელს დააპატიმრებდნენ, დახვრეტდნენ და ვინც გადარჩებოდა, გააციმბირებდნენ. ესენი იმათი შთამომავლები არიან, ხალხს გულაგებში რომ ალპობდნენ, სისხლი ყივის, გენი არ იკარგება. მართალია, გადამწყვეტ მომენტებში მოღალატეებს არ უმართლებთ, მათ წადილს არ ითვალისწინებენ, მაგრამ ქვეყანა მაინც ზიანდება. ბოლო პერიოდში პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყოფილი თუ ახლანდელი გარემოცვის წინააღმდეგ მიდის მასირებული შეტევა მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიის საშუალებით. განგებ ხდება ფაქტებისა თუ გამოგონილი ზღაპრების გამუქება, კორუფციული ჯოჯოხეთის დახატვა. ეს შეტევა უკრაინაში სააკაშვილის გაქსუების დღიდანვე დაიგეგმა, თავიდან გახლდათ გეგმა “ბ”, მაგრამ დღეს უკვე გახდა გეგმა “ა”. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი “რჩეულის”, სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც “ნამაღლარი” მომღერალს ეუბნება, ნოდარ მელაძე უნდა გახდეს “ფილს კომანდერიო”. ნიჟარაძე თავის მხრივ უმტკიცებს, რომ ნოდარმა ჩაისვარა და უკვე სუნი ასდის. გაიხსენეთ? ჰოდა, ახლა ნოდარი უკვე გახლავთ “ფილდ კომანდერი”, რომელიც აცხობს და აცხობს ყოველ შაბათს ფარულ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს. აქ ვერ გაიგებთ, რა დამონტაჟებულია და რა გამოგონილი, ბიზინა ივანიშვილთან დაახლოებული თუ ვერ დაახლოებული პირები საუბრობენ რაღაც გარიგებებზე, წილების გადანაწილებაზე, აღებ-მიცემობაზე. შეიძლება ორი ადამიანი სულ სხვა თემაზე საუბრობდა, შეიძლება ბიზნესიც ახსენეს, შეიძლება ფულზეც წაუცდათ სიტყვა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ ორივეს “დიქტოფონი” უდევს ჯიბეში. ხალხი ერთმანეთთან მეგობრობს, ისინი ერთად დადიან რესტორნებში, ერთმანეთს დითირამბებს უძღვნიან, ერთმანეთს ემაგობრებიან და ამავე დროს ერთმანეთს ფარულად წერენ. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ მხრივ შავ დღეში? რასაკვირველია, როდესაც ყოველი მეორე მოღალატე და პროვოკაციის მომწყობია, როდესაც ყველა “სპეკულიანტობს” შენი სახელით, რათა მილიონები იშოვოს, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი. მით უმეტეს მაშინ, როცა გვარამია-მელაძის მიერ მომზადებულ ე.წ. სკანდალებს შენივე გუნდის წევრი “აპრავებს”. აგერ, წინა შაბათს გამოგდებულ სიუჟეტში ვინმე დავით ჭიჭინაძეც მონაწილეობს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაითხოვეს “ქართული ოცნებიდან”. ბატონი დავითი ისე ლაპარაკობს მწყაზარი სახით, გეგონება, ამ ხელისუფლებაში არ ბრძანდებოდეს და გეგონება, თავს არ იწონებდა, მე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი გახლავართო. ჰო, კიდევ ერთი… გეგონება, პარლამენტარობას სამშენებლო ბიზნესს არ უთავსებდეს და გეგონება, ზემოთ მჯდომისთვის “განკუთვნილი” სიკეთეებით არ სარგებლობდეს. ესე იგიო, პრემიერი და ვიცე-პრემიერი რომ 700 მილიონს მოიპარავენ, ქვეყანაში უკვე ძაან ცუდადაა საქმეო, – იძახის მელაძის გადაცემაში ბატონი ჭიჭინაძე. კი, მაგრამ ეს ის კაცია არ არის, ყოფილ პრემიერს კბილებით რომ იცავდა და ამტკიცებდა, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარიაო?! დიახ, იცავდა და იმასაც ამბობდა, გლეხს რომ რამის სწავლა უნდოდეს, ხელში თოხს არ აიღებდაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ თვითონ ჭიჭინაძესაც არ ჰქონია უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული!

იცით, რატომ გავიხსენე ჭიჭინაძის მაგალითი? თქვენი არ ვიცი და… მე უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკვე ჩამოყალიბდა ხროვა, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება და ირაზმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ხროვაში ერთიანდებიან როგორც გარეულები, ისე შინაურები და როგორც ზვიად გამსახურდიას მაგალითმა გვიჩვენა, ამ შემთხვევაში შინაურები უფრო საშიშნი არიან. ახლა უფრო ცოტა შორს წავალ: ვინ გამოიყვანა პოლიტიკურ ავანსცენაზე ორი თენგიზი – კიტოვანი და სიგუა? რა თქმა უნდა, ბატონმა ზვიადმა. წინასწარ განჭვრეტდა პრეზიდენტი, რომ ცოტა ხანში ერთი რკონის ტყეში გავარდებოდა, მეორე კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდებოდა? რა თქმა უნდა, ვერა. ორი თენგიზიდან ერთმა, რომელიც უაღრესად განათლებულია და მე თუ მკითხავთ, ცოცხალი ენციკლოპედიაა, ჩემთან საუბარშიც აღიარა, რომ რაც მათ ჩაიდინეს, ეს გახლდათ წმინდა წყლის სამხედრო გადატრიალება. მეორე თენგიზი ისევ რკონის ტყეშია, ისე ძველ ჩვენებას აწვება და ჰგონია, რომ ის ეროვნული გმირია. არადა, მახსოვს, როცა ზვიად გამსახურდიამ სიგუა წარმოგვიდგინა პრემიერ-მინისტრად, მაშინ საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში ვმუშაობდი და ყველა გახარებული იყო, ძალიან წამოსადეგი, ძალიან სიმპატიური პრემიერი გვყავსო. ბიძინა ივანიშვილმაც წარმოგვიდგინა არაერთი წარმოსადეგი და სიმპატიური პიროვნება, არაერთზე ამყარებდა იმედს… თქვენ წარმოიდგინეთ, როცა “ნაციონალების” მომავალზე ვედავებოდი, მაშინაც კი სჯეროდა, რომ ჩვენ დასაკარგი კადრები არ გვყავდა და როგორმე ისინი უნდა შემოგვებრუნებინა, ქვეყნის მშენებლობის საქმეში გამოგვეყენებინა. ის საერთოდ არ ფიქრობდა ღალატის ასეთ მასშტაბებზე. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და ვინმე ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება არ ენდობოდა, ცხვირწინ გაუცოცხლებდნენ და რაღაც გაუგებარ გარიგებებში დაადანაშაულებდნენ. მოდით, ვთქვათ სიმართლე, რაში სჭირდება ივანიშვილს ვინმეს ტელევიზია (როცა თვითონ სამი ტელევიზია დახურა), ვინმეს სრულიად ურეიტინგო “იბერია”, ან თამბაქოს წიტიანი ქარხანა, ან ავტომობილების ქარაქუცა გარაჟი? ამ ადამიანმა არაერთხელ გასაგებად განაცხადა, საქართველოში ბიზნეს-ინტერესები არ გამაჩნია და არც მომავალში მექნებაო. არა, მაინც აკვეხებენ ყველგან მის სახელს, მაინც ცდილობენ მისი სახელით რაღაც მაქინაციების ჩატარებას, რომელსაც მერე პოლიტიკური მტრები, ანუ პოლიტიკურ-სოციალური ავაზაკები იყენებენ. ეს ავაზაკობა დღეს არ დაწყებულა, ერთ საუკეთესო მაგალითს გაგახსენებთ: 2012 წლის ზაფხულში, “ნაცებისთვის” საბედისწერო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რასაც ახლა “რუსთავი 2” აკეთებს, იგივეს აკეთებდა ე.წ. ტელეკომპანია “რეალ ტვ”. ეს გახლდათ გურამ დონაძის მიერ მართული კანტორა (მაშინ გურამი გახლდათ დღევანდელი ნოდარი). მოდიოდნენ ამ “რეალ ტვ”-დან ე.წ. ჟურნალისტები – ვალერი კვარაცხელიას შვილი, თაკო კვარაცხელია და ლაშა ბერულავას ცოლი (გვარ-სახელი აღარ მახსოვს) ივანიშვილის პრეს–კონფერენციებზე, რათა მოეწყოთ პროვოკაციები. ერთხელ თაკო კვარაცხელია ეკითხება – ბატონო ბიძინა, ამ დილით რა დავალება მოგცათ ვლადიმერ პუტინმა? ბატონი ბიძინა გაღიზიანდა, დაუწყო ჭკუაზე დარიგება. მე ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე: შვილო, თაკო, ეგ შეკითხვა მამაშენ ვალერის რომ დაუსვა, უკეთესად არ გიპასუხებს?! პროვოკატორები გაჩუმდნენ, სახეები წაეშალათ. აი, ნახეთ თავხედობის უმაღლესი დონე, იმ ადამიანის შვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს და ვლადიმერ პუტინს გმირად მოიხსენიებს, ივანიშვილს პრორუსულობაში ადანაშაულებს. ეს გახლდათ დაგეგმილი პროვოკა- ცია და იგივე კამპანია გრძელდება დღესაც, ანუ მეთოდი “ნაცხუხულას” არ შეუცვლია. დიახ, რაც ხარ და იყავი შენ, ზუსტად ის უნდა გადააბრალო სხვას.

მეტსაც გეტყვით, იმავე პერიოდში გურამ დონაძის ერთი მოწაფე გამოვარ- და და დაიწყო მტკიცება, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა მთხოვა, შევხვდი და დიდი ფული შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარიო. ეს ამბავი მაშინ საკმაო დოზით გასკანდალდა, მაგრამ მერე ე.წ. ჟურნალისტი ტყუილებში გამოიჭირეს და ამ სფეროდან საერთოდ გაქრა. იმ ბიჭის გვარსა და სახელს არ ვახსენებ, უკვე ფერფლწაყრილია, არ მინდა, საზოგადოების თვალში სარკოფაგიდან ამოვიღო. ფული არა, იხვის ტოლმა, ივანიშვილს რა სჭირდა (რა სჭირს) სამაგისო, ვიღაც გამვლელი პროვოკატორისთვის ფული შეეთავაზებინა, მის გავლენას დახარბდა, პროფესიონალიზმს თუ სახელსა და დიდებას? აი, ეს ბინძური კამპანია დღემდე გრძელდება და ახლა საქმეში უკვე ზაზა ოქუაშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის მსგავსნი არიან ჩარეულნი, რა თქმა უნდა, შინაური მტრების ხელშეწყობით. ვინ არის ლევან ყიფიანი, რომელიც თურმე ივანიშვილის სახელით საქმეებს აგვარებდა? ან აგვარებდა კი? მე ცოტა ეჭვი მეპარება. არავინ, ის მოხვდა “ქართული ოცნების” გუნდში ვიღაცის დამსახურებით და არა ივანიშვილის მეცადინეობით. დღეს “მავნები” გაჰყვირიან, ყიფიანი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი გახლავთო. უკაცრავად, 2011–2012 წლებში “ქართული ოცნების” დაფუძნების აქტს ხელს ყველა აწერდა და ბოლოს 3500 ადამიანი მოგროვდა (დაფუძნებისთვის ეს საჭიროზე მეტი იყო, თორემ მილიონებზეც ავიდოდა). ჰოდა, იმას ვამბობდი, დღეს მიდის ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, დაუკვირდით, შინაური და გარეული მტრები ცდილობენ, საეჭვო და გაყალბებულ ჩანაწერებში თუ უსუსურ ფაქტებში მისი სახელი გააკვეხონ. მიუხედავად იმისა, რომ სიცრუის ფაბრიკა მთელი ძალით მუშაობს, ამ მხრივ მაინც უჭირთ – ვერა და ვერ ნახეს სერიოზული ხელჩასაჭიდი!

რა უნდა ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირებას და ვიღაც არიფების დაბოლებას? არც არაფერი! მაგალითად, ჩემთან ძალიან ბევრი რეკავდა, ძალიან ბევრი მოდიოდა (ახლაც ბევრს აქვს სურვილი), ამაზე ერთ-ერთ წინა წერილშიც მოგახსენეთ, ყველას რაღაცა ჰქონდა სათხოვარი. ამ შემთხვევაში მთავარი ის გახლდათ, რომ ტელევიზორში, პრეს- კონფერენციების დროს იხატებოდა საჩემო სურათი – ისე ჩანდა, თითქოს მე და ბატონი ბიძინა ყოველ საღამოს სტაფილოს წვენს ერთად მივირთმევდით. ახლა, მე რომ მავანთათვის დაპირებები მიმეცა, საქმეებს მოგიგვარებთ, “მაყუთი” დადეთ, ან წილში ჩამსვით-მეთქი, როგორ ფიქრობთ, უარს რომელი იტყოდა? არა, სულაც არ ეცოდინებოდა ივანიშვილს არაფერი, შემეძლო, უფრო დაბალ დონეებზეც მეჩალიჩა, ან საერთოდ არ მეჩალიჩა და რაიმე თაღლითური სქემა შემედგინა, ხომ ვიშოვიდო კაი “მაყუთს”? კი, რაღაცას მოვახერხებდი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ მთხოვნელთაგან რამდენი ჩამწერდა ფარულად?

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ასიდან ასივე ჩამწერდა! სამწუ- ხაროდ, ჩვენში არიან ადამიანები (ბიზნესმენები, საქმოსნები), რომლებსაც ყველა დროში მოსვრილი აქვთ ერთი ადგილი და როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, ეგრევე იწყებენ საქმეების მოკვარახჭინებას იქ, სადაც ჭუჭრუტანას ნახავენ. როდესაც მიხეილ სააკაშვილის ნიღბიანი ბიჭები შეცვივდნენ “იბერიაში”, იქ ვიყავი, მთელი ღამე ეზოში გავატარე. ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ სულო ცოდვილო, ახლა ვფიქრობ, ნეტა მართალი ხომ არ იყო სააკაშვილი? არა, ავტომატებით შევარდნას არანაირად არ ვამართლებ, მაგრამ როგორც ჩანს, ოქუაშვილებისა და ჩხეიძეების ბიზნეს-მიღწევები ყოველთვის უკავშირდება გადასახადების არგადაუხდელობას. მოიცადე, მე თუ ორიოდე თეთრი მაქვს შემოსავალი და აქედან ზუსტად ვიხდი ბიუჯეტში, შენ, გამილიონერებულო, რატომ არ იხდი წლების განმავლობაში, რა, წითელი კოჭი ხარ? იმ ხელისუფლებას ფეხებზე ეკიდა, არ გადაიხადე და დაგადგა ავტომატით, ესენი სიტყვიერად გეუბნებიან, ზრდილობიანად, თერთმეტჯერ გრაფიკსაც გიდგენენ და შენ მაინც უარს ამბობ, თან ვიღაც ყიფიანთან ლაყბობის ჩანაწერებს ავრცელებ, ეს სადაური წესია, ასე რომელი საზოგადოება დაგიდგება მხარში? სხვათა შორის, სააკაშვილის დროს ხალხი ნიღბებისა და ავტომატების გამო აღშფოთდა, თორემ არავის უთქვამს, ოქუაშვილი ცამდე მართალიაო. ისე, კი “ამათრახებენ” ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოქუაშვილს დაჭერით დაემუქრაო. არა, ეს ვერ აღვიქვი მუქარად, მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში გასაგებად თქვა, თუ ოქუაშვილი ყიფიანს ქრთამს სთავაზობდა, ეგეც დასაჭერიაო. დიახ, ამას ამბობს კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანაბარია – ქრთამის მიმცემიც ისჯება და ამღებიც!

ალბათ, გახსოვთ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, პირველივე შეხვედრა ჰქონდა აფთიაქარებთან, ანუ ფარმაცევტული კომპანიების მე- პატრონეებთან. საუბარი დაძაბული გამოდგა, ბატონი ბიძინა მათ აკრიტიკებდა, რომ ქვეყანაში იყო კარტელური გარიგებები და მედიკამენტების ფასებს ეკიდა ცეცხლი. ამ შეხვედრის შემდეგ “ავერსის” თანამშრომლები მიყვებოდნენ, ჩვენი “უმფროსი” პაატა კურტანიძე ბრილიანტებით გაწყობილი ფეხ- საცმელებით აღარ დადის, მზადაა, თუ საჭირო გახდება, “კალოშებიც” ჩაიცვასო. გამიკვირდა, რა ბრილიანტები, რის ატამი, რომელი კურკა-მეთქი? რას ამბობ, პაატა სულ ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ფეხსაცმელებით დადის, მაგრად ევასება, ეგეთი გემოვნება აქვს, ბი- ძინას გაპრემიერების შემდეგ გაიხადა და ჩვეულებრივი “ტუფლები” ჩაიცვა, ეტყობა, შიში შეეპარაო. გავიდა ცოტა დრო, რამდენიმე თვე და კურტანიძის იმავე თანამშრომლებს ვკითხე, თქვენი “უმფროსი” რას შვრება-მეთქი? ბუნებრივია, მოვი- კითხე, დაჩაგრულ კაცს უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებდი? ჰოოო… კარგადაა, ისევ ბრილიანტიანები ჩაიცვაო, თავი სამშვიდობოს დაიგულაო. არ ვიცი, შეიძლება კურტანიძემ რაღაც დონეზე “ჩააწყო”. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ფარული ჩანაწერი აუცილებლად ექნება, რა იცი, რა ხდება?!

აი, ასე, ჩემო ძვირფასო მკითხველებო… ამას წინებზე დავწერე, ბიძინა ივანიშვილის სახელი ბევრმა გამოიყენა, დღესაც ბევრი იყენებს და მომავალშიც ბევრი გამოიყენებს-მეთქი და ამ წუთასაც ამავე აზრზე ვარ. ალბათ, ივანიშვილმა იმის მეასედიც არ იცის, რაც მისი სახელით კეთდება და რასაც მისი სახელით კადრულობენ. კიდევ ბევრის თქმა და გახსენება შეიძლება, ამას მომავალში პერიოდულად გავაკეთებთ, ამჯერად კი აქ დავსვათ წერტილი.


მეტის ნახვა
5-10-2018, 07:30


სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნაციონალების მიერ აგორებული შავი პიარი დიდი ხანია, გასცდა დასაშვებ ნორმებს და სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდა.

ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით, მისთვის საარჩევნო კამპანიის ნორმალურ, ცივილიზებულ პირობებში ჩატარებისთვის ხელის შეშლა ნებისმიერი მეთოდებით, მისი ღირსებისა და პატივის მიზანმიმართული შელახვა გამოგონილი ბრალდებებით, რაც უაღრესად ცინიკური და ამაზრზენი ფორმებით ხორციელდება.

იქმნება შთაბეჭილება, რომ `ნაცმოძრაობამ~ საქართველოში ინკვიზიციის შავბნელი დრო დააბრუნა და "კუდიანებზე" ნადირობა დაიწყო.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელოსუფლებას _ იმოქმედეთ კანონის მიხედვით და დაუსჯელობის სინდრომით გაპარპაშებულ კრიინალებს პასუხი მოსთხოვეთ.

ის, რაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით ხდება, ეს არა მარტო ქალბატონი სალომეს, არამედ ყველა ღირსეული და საღად მოაზროვნე ქართველის, მთელი ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, რადგან ხდება გაუგონარი რამ _ ნამდვილი დამნაშავეების მიერ ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას – თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ეს იქნება მათი პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი, რაც აუცილებლად დამთავრდება ქართული ნიურნბერგის პროცესით.

ამიტომაც იბრძვიან ისინი ასეთი თავგანწირვით სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

გარდა სალომე ზურაბიშვილისა, მათთვის მისაღებია ნაბისმიერი სხვა კანდიდატის გამარჯვება, რადგან ამით ნაციონალებს გადარჩენის შანსი უჩნდებათ, "ნაცმოძრაობის" გადარჩენა კი საქართველოს დამარცხებას ნიშნავს.

"ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც იცის, რომ მათი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, არჩევნებისთვის კი არა, დესტაბილიზასიისთვის, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისთვის, ქაოსისა და არეულობის მოსაწყობად ემზადება.
– სამარცხვინო კამპანია, რომელიც თქვენი მხრიდან წარიმართება ქალბატონი კანდიდატის მიმართ, არც კაცობა, არც არაფერი არ შეიძლება ამას ეწოდოსო, – უთხრა ირაკლი კობახიძემ ნაციონალებს.

კი, მაგრამ, რა კაცობაზე ელაპარაკებით ამათ, ბატონო ირაკლი, სად აქვთ ამათ კაცობა და ადამიანობა?

ბატონმა ირაკლიმ ისიც ბრძანა, ამათ მიერ აგორებულ შავ პიარს ჩვენ შავი პიარით არ ვუპასუხებთ, თორემ განა არ ვიცით, ვაშაძეს რუსეთი გულში რომ ჰყავს სამარადისოდ აღბეჭდილი და მისი სახით საქართველოს პრეზიდენტობაზე რუსეთის განუყოფელი ნაწილი რომ იყრის კენჭსო.

თუ ეს ყველაფერი ვიცით, მაშინ რატომ გაატარა რეგისტრაციაში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კაცი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სიყვარულს გულით ატარებს და მისი განუყოფელი ნაწილია?

მართალია, ლუსტრაციის კანონი ვერა და ვერ მივიღეთ, მაგრამ ამხანაგი გრიგოლის ბიოგრაფიის პატრონს რა ლუსტრაცია სჭირდება, ისედაც თავიდან ბოლომდე ლუსტრირებული არ არის?

მართალია, ნაკლებად არის ეს მოსალოდნელი, მაგრამ ხომ არსებობს ალბათობა, ეს რუსეთის ნაწილი, რუსული პოლიტიკის ბარაქიანი ძუძუთი გაზრდილი, ფაქტობრივად, რუსი პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე, რაღაც მანქანებით, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს?

თუ მოარულ ხმებს დავუჯეებთ, რუსეთი ზესახელმწიფოს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და თუ მოინდომებს, მოსკოვის ერთი უბნის ხელა სახელმწიფოში თავისი კაცის გაყვანა არ უნდა გაუჭირდეს.
ძალიან მაინტერესებს, ეს რომ მოხდეს, რას ვშვრებით?

შავ პიარს შავი პიარით ხომ არ ვუპასუხებდითო, ვიტყვით?

ამ განცხადებამ გასული საუკუნის 90-იან წლებში ნათქვამი ერთი ისტორიული ფრაზა გამახსენა: დაე, მათ ტყვიები გვესროლონ, ჩვენ კი ვარდები ვესროლოთო.

როგორი საბედისწერო შედეგებით დამთავრდა ეს ყველაფერი, ყველას კარგად ვახსოვს…
შავ პიარს შავი პიარით არა, მაგრამ სიმართლით აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ.
პრობლემა ის არის, ჩვენ ამ სიმართლესაც რომ ვერ ვამბობთ ბოლომდე.

ვერ ვამბობთ ამ სიმართლეს ვერც "ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი უსასტიკესი რეჟიმის შესახებ, ვერც 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შესახებ და თუ რაიმეს ვამბობთ, ვამბობთ ფრაგმენტულად, ზედაპირულად, სასხვათაშორისოდ.
არადა, ამ სიმართლის დამამტკიცებელი უამრავი ფაქტი, უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, რომლის ამოწევას და სამხილების ტომეულად დალაგებას არაფერი არ უნდა, პოლიტიკური ნების გარდა.

ეს სიმართლე, ცხადია, არ დაიმალება და, ადრე თუ გვიან, "ნაცმოძრაობას" და მის ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ სამსჯავროზე წარდგენა, თუმცა აუცილებელია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რადგან ამ პროცესის დროში გაწელვამ შეიძლება ქვეყანა უკიდურესად დააზიანოს და დააძაბუნოს.

პინოჩეტი 80 თუ 82 წლის იყო, სამართალმა კარზე რომ მიუკაკუნა.

ღმერთმა გვაშოროს და თუნდაც ყველანი რომ გავწყდეთ და ერთი ქართველი რომ დარჩეს ცოცხალი, იმ ერთი ქართველის ხელით სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, უგულავას, ბოკერიას, ბაქრაძეს, სხვებს და სხვებს, 80 წლის იქნებიან ისინი თუ 90-ის, აუცილებლად მიუკაკუნებთ სამართალი კარებზე, რადგან დანაშაული, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, ჩამოწერას და ანულირებას არ ექვემდებარება.

– აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე იტალიაში სააკაშვილი შეხვდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს. სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდა და დაიგეგმა აგვისტოს ომის სცენარი. – არ უთქვამს ეს სალომე ზურაბიშვილს, ეს სულ სხვა პოლიტიკოსმა თქვა, თუმცა "ნაცმოძრაობას" ამ უმძიმესი ბრალდებისთვის არ უპასუხია, რადგან მათ ხელს არ აძლევთ ამ თემის გარშემო დისკუსიის და დებატების გამართვა – იციან, რაც აქვთ ჩადენილი და დეტალებში ჩაკირკიტება და ჩაძიება მათთვის ხელსაყრელი არ არის.

ჩვენ ბევრს ვლაპარაჯკობთ აგვისტოს ომზე, მაგრამ ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რასაც სააკაშვილი აგვისტოს ომამდე აკეთებდა.
ძალიან მოკლედ, რამდენიმე წინადადებით ვიტყვი: სააკაშვილმა აღადგინა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მიუერთა რა მას ახალგორიც, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოეყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს.

სააკაშვილმა სახელი შეუცვალა კოდორის ხეობას და ზემო აფხაზეთი დაარქვა, რაც ასევე უყოყმანოდ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიოს ნაცვლად სააკაშვილმა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობა აღუდგინა სეპარატისტულ რეგიონებს, შექმნა სათანადო იურიდიული და სამართლებრივი ბაზისი ამ გაუგონარი მკრეხელობის "გასაპრავებლად" და ყოველივე ეს მის მიერ დამონებულ და "დაჩმორებულ" პარლამენტს დააკანონებინა, რის შემდეგაც ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა რუსეთს არ გასჭირვებია.

დღეს რუსული მავთულხლართები აბსოლუტური სიზუსტით მისდევს სააკაშვილის და ქართული პარლამენტის მიერ გავლებულ დაკანონებულ საზღვრებს.

აი, ამ შემზარავი ღალატის ჩამდენები დღეს სხვისკენ იშვერენ ხელს…

სხვისკენ იშვერს ხელს რუსული პოლიტიკის "ასკოლკა" ვაშასძე, სხვისკენ იშვერს ხელს სააკაშვილის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების დამკანონებელი, სააკაშვილის პირადი "ნოტარიუსი" ბაქრაძე, ქართული სამართალი კი დუმს და, მასთან ერთად დუმს ქართველი საზოგადოებაც, რომელიც ვერა და ვერ ახერხებს, მკვეთრად და ნათლად თქვას: ნაციონალო ფარისევლებო, არ გაბედოთ სალომე ზურაბიშვილისთვის მოღალატის დაძახება, რადგან ზურაბიშვილი კი არა თქვენ თვითონ ხართ ნამდვილი მოღალატეები და ქვეყნის გამყიდველები.

არც იმის გამბედაობა ყოფნის ვინმეს, რომ ამ ორ პოლიტიკურ შულერს, ვაშაძეს და ბაქრაძეს, პირში მიახალოს: კაგებეშნიკო ვაშაძე და სააკაშვილის მონავ, ბაქრაძევ, არც იოცნებოთ საქართველოს პრეზიდენტობაზე – ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს!

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
5-10-2018, 07:00


გვესაუბრება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა:

_ ბატონო გოგა, სახეზეა საარჩევნო კამპანია _ ბრძოლა წესების გარეშე. `ქართული ოცნების~ მხარდაჭერილ კანდიდატს "ნაციონალები" ღალატში სდებენ ბრალს.

_ პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ეს ბრალდება არ არის. პირისთვის ბრალის წაყენება სამძებრო ორგანოებში ხდება, ეს კი ცილისწამება, სადისტურ-ბოლშევიკური მეთოდოლოგია გახლავთ, რასაც "ნაცმოძრაობა" ყოველთვის ძალიან აქტიურად იყენებდა იმიტომ, რომ ამ პარტიის დამფუძნებელის ფესვები ბოლშევიკური, ჩეკისტური სამყაროდან მოდის. მხედველობაში მყავს მიხეილ სააკაშვილი თავის ბიძიანად. ერთიც და მეორეც საბჭოთა კავშირის უშიშროების სამჭედლოში გაიზარდნენ, ვგულისხმობ, მოსკოვის და კიევის დიპლომატიურ აკადემიას. ორივე ამ ინტერესების დაცვას ემსახურებოდნენ. იქვეა, ვაშაძეც, რომელიც 1976-დან 1981 წლამდე (სტალინის მერე, ასეთი რეპრესიები, დისიდენტური საქმიანობის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისუფლებისთვის იღწვოდა და ილტვოდა, საბჭოთა კავშირიში არასოდეს ყოფილა) მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა. იგი, დღესაც, ამ ბნელ დაწესებულებას, მშვიდობისა და თავისუფლების კუნძულს ეძახის. საბჭოთა დიპლომატია გარდა უშიშროების სპეცსამსახურებისა სხვა არაფერი ყოფილა. საბჭოთა დიპლომატიური მისიების შესრულებისას ყველას კაგებეს სკოლა ჰქონდა გავლილი და მის დავალებებს ასრულებდა. ეს ცნობოლია. დღეს, საქართველოში, ჩამოიყვანეს ცნობილი რუსი პიარ-მენეჯერი, რომელიც პუტინს არჩევნებს "ულაგებდა", ასევე, სობჩაკის საარჩევნო პიარ-მენეჯერი იყო.

ახლა, აქ, იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ გრიგოლეტო ვაშაძეს კრემლის იდეების განხორციელებაში დაეხმაროს. მათი მიზანია კონკურენტს ისეთი რამ დააბრალონ, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ჩემი შენ გითხარიო ისე გამოსდით — მთელი ცხოვრება თავად ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს და დღესაც ამას აკეთებენ. თუმცა, ღალატი სალომეს გადააბრალეს. ამას აჰყვა პრესის ძირითადი ნაწილი. ასეთი ბნელეთით მოცული სხვა ინსტიტუცია როგორიც, უმეტეს შემთხვევაში, ქართული პრესაა, ძნელი წარმოსადგენია. მეტსაც გეტყვით, მედია-სამყარო იქამდე დაეცა, რომ ტელეეთერში პირდაპირ ცილისმწამებლური კლიპები გაჩნდა ვითომდა სალომეს მოღალატეობაზე. საზოგადოების ამაზე მეტად დაცემა წარმოუდგენელია. ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, საქართველოშიც, 1933 წელს გერმანიაშიც, ამგვარ კამპანიებს, აზროვნებას ექვსი მილიონი ებრაელი და დაახლოებით, 12 მილიონი ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე ემსხვერპლა. ამიტომ, ვფიქრობ, ქართველი საზოგადოებისთვის ძნელი წარმოსადგენი და გასაგები არ უნდა იყოს რასთან გვაქვს საქმე. ეს, აბსოლუტურად, დესტრუქციული ძალაა. ახლა, მე, გეკითხებით: დამისახელოს ვინმემ თუნდაც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული. არის ასეთი ქვეყანა?

ასევე, მაინტერესებს: რომელი ქვეყანა არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით უკრაინაში გარდა რუსეთისა? ორივე შემთხვევაში _ უკრაინაშიც და საქართველოშიც თავის თავში დესტაბილიზაციის მატარებელი სააკაშვილი გახლავთ. ყველაფერს აკეთებენ, რათა როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამიტომ, შეკითხვა მარტივია: თუ ორივე შემთხვევაში _ უკრაინაშიც და საქართველოშიც დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესებშია და ამას ორივეგან სააკაშვილის ხელით აკეთებენ, ე.ი. ვის ინტერესებს ახორციელებს მიშა? _ ბუნებრივია, რუსეთის. მან იგივე გააკეთა 2008 წელსაც. სააკაშვილი ვისი ხელით აკეთებს ამ ყველაფერს? _ უშიშროების თანამშრომლის გრიგოლეტო ვაშაძის, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ისე დაინიშნა, რომ ამავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და საერთოდ, აგვისტოს ომის დროს, რუსეთის მოქალაქე გახლდათ. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს _ ადამიანი იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, რომელთანაც შეიარაღებული კონფლიქტი აქვს და რომლის აგრესიის ქვეშაც სახელმწიფო იმყოფება. ამ შემთხვევაში, საქართველო, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა და ამ დროს, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ასეთი რამ, მხოლოდ, სააკაშვილის მმართველობის დროს თუ იქნებოდა შესაძლებელი.

_ ბატონო გოგა, 2008 წლის ომი ახსენეთ. მოდით, მკითხველს მოვუთხროთ რეალურად, რა ვითარებაში და ვინ დაიწყო ომი?

_ დიახ, ახლა, რაც შეეხება იმ დიდ სიცრუეს, რომელშიც წლების მანძილზე ამყოფებენ საზოგადოებას და სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ამას აყოლილია — თვლის, რომ სჯობს ტყუილები ვილაპარაკოთ. სტრასბურგში, ჰააგაში, ნიუ-იორკში, ჟენევაში ბევრად მოგებული დავრჩებით თუ ვიტყვით ისეთ ტყუილს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს სიცრუეა. ხელებს ასავსავებენ, როგორ თქვა სალომემ, რომ საქართველო დამნაშავეაო. საქართველოს არაფერი დაუშავებია. საქართველო ოკუპირებულია რუსეთის იმპერიალიზმის მიერ და ეს პირველი მცდელობა არ არის.

უკანასკნელი სამი საუკუნე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით იწყება. 1801 წელს საქართველოს სამეფო და მერე, საპატრიარქო ტახტიც გააუქმეს და რუსეთმა მიიერთა. მერე, ეს ყველაფერი რევოლუციის შედეგად დაკარგა და 1921 წელს საქართველოში ისევ ინტერვენცია, ოკუპაცია განხორციელდა, მერე 2000 წლებში სალომე ზურაბიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, როცა იგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი სრულად იქნა გაყვანილი, სააკაშვილმა კი 2008 წლის აგვისტოში ისევ შემოიყვანა. აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ თითქოს, სააკაშვილმა რუსულ სამხედრო აგრესიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. არსებობს უამრავი მასალა, კადრი, ფილმი მაქვს გაკეთებული, სადაც სააკაშვილი პირდაპირ, ღიად ადასტურებს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა. მანამდე, ცხინვალიდან გაიყვანეს ოსური ეროვნების მოსახლეობა, ხოლო ქართველები ყველანი დატოვეს და ცეცხლი გაუხსნეს. ამიტომ, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინაშეა დამნაშავე იმიტომ, რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი და არა რუს ოკუპანტებს, რუსულ ინტერვენციას. რუსი ოკუპანტები საქართველოში რომ შემოვიდნენ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე მოკურცხლა, რომ 11 ათასი მანქანა იდგა აზერბაიჯანის საზღვარზე, ერთმანეთს ასწრებდნენ. ასე, რომ მედგარ წინააღმდეგობაზე ლაპარაკი, აბსურდია. 

2008 წლის 2 ოქტომბერს, ორი თვის თავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც შავით თეთრზე წერია: ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია გართულება და, პრაქტიკულად, ფართომასშტაბიანი ომი. ამ რეზოლუციას ხელს აწერს გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი კანდელაკი _ ეს ავადხსენებული კაცი, რომელიც ევროპელ დიპლომატებს, პარლამენტის წევრებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ხმა არ მიეცათ, ეს ცნობილია. ასეთი ბოროტმოქმედი გახლავთ კანდელაკი. მთელი ეს ორგანიზაცია ბოროტმოქმედთა ჯგუფია. ახლა, საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან, რომელიც მათ დღემდე უჭერს მხარს, ასევე, პრესის უგუნურობით ხდება პროპაგანდა, რაც ჩემი აზრით, სამარცხვინოა. 

ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის საქართველოში პოლიტიკური გამწვავების შემოტანის უბადრუკი მცდელობა, რაც ვერ მოხდება. ანუ, ეს არის საქართველოში რუსული რევანში, რომელსაც სათავეში უდგას "ნაციონალური მოძრაობა" და ვითომ, მას გამოყოფილი "ევროპული საქართველო". რას ჰქვია დავით ბაქრაძის "ევროპული საქართველო"?! ყველას კარგად გვახსოვს მისი მოწოდება _ რუსული სამხედრო აგრესიისგან თავი დანა-ჩანგლით დაგვეცვა იმ დროს, როცა თავად წითელი ხიდისკენ გარბოდა თავის თანაპარტიელებთან ერთად. 

_ თქვენ, პრესკონფერენცია გამართეთ, სადაც სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები დოკუმენტურად დაადასტურეთ.

_ დიახ, და როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთ დოკუმენტს თავად აწერენ ხელს, რაც ბოკერიას გადაწყვეტილებით გაკეთდა. 2008 წლის 2 ოქტომბერს რეზოლუცია მათ მიერ არის ხელმოწერილი, ანუ, დათანხმდნენ ამ რეზოლუციის შინაარსს, რომელიც მთელი საპარლამენტო ასამბლეის მიერაა დამტკიცებული. გარდა ამისა, სააკაშვილი 2008 წელს ამის შესახებ თავის გამოსვლაში პირდაპირ ამბობს. ასევე, არსებობს კადრები, სადაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გურგენიძე იგივეს იმეორებს: სეპარატისტების მიერ პროვოკაციის აღკვეთის მიზნით სამხედრო მოქმედებები დაიწყოო. არცერთი მათგანი რუსეთს არ ახსენებს. გარდა ამისა, მაქვს კადრები, სადაც ვაჟბატონი, საქართველოს დიდ პატრიოტად რომ მოაქვს თავი _ გრიგოლეტო ვაშაძე ამბობს: რუსები, საერთოდ, არაფერშუაში არიან, ეს სეპარატისტები არიან, რუსები, საერთოდ, საქმის კურსში არ არიან აქ რა ხდებაო. აი ასეთი ვითარებაა. ჰაერზე კი არ ვლაპარაკობ, ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. ყველა მასალა წარვადგინე, ნებისმიერ დროს შემიძლია ვთქვა როდის, ვინ, რა თქვა. ასე, რომ სურათი ნათელია. ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ, ამას, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, გაანალიზება სჭირდება და სწორი გადაწყვეტილების მიღება _ არჩევნებზე მისვლა და სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვა. იმიტომ, რომ ამდენად მომზადებული ყველანაირად _ გამოცდილებით, ცოდნით, სკოლით _ ფრანგული სკოლის დიპლომატია მსოფლიოში სახელგანთქმულია და თავისი ბიოგრაფიით, ფესვებით, ცხოვრების წესით, სხვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ მეგულება. მოსკოვში დაბადებულის, გაზრდილის, ჩამოყალიბებული რუსის საფრანგეთში დაბადებულ, გაზრდილ, ევროპელ სალომე ზურაბიშვილთან შედარება არც კი შეიძლება. ორი წელი და რვა თვე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა საქართველოდან ევროპელი დამკვირვებლების დიდი მისია გააგდებინა, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს აფიქსირებდნენ _ ყველა გაფაჩუნებას, გასროლას, დაცემინებას. ეს ანგარიშები ყველაფერი დევს სტრასბურგშიც, ჰააგაშიც, ბერლინშიც, ნიუ-იურკშიც, ვენაშიც და ვაშინგტონშიც. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილის ქართულ ეთერში ნათქვამი სიმართლე ავნებს საქართველოს, აბსურდია. ეს არის სრული დემაგოგია. 

_ როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, დაასრულებს "ნაცებთან" კოაბიტაციას?

_ სალომეს გამგელებული ებრძვიან იმიტომ, რომ მშვენივრად ესმით_ მარცხისთვის არიან განწირულნი. რაც შეეხება კოაბიტაციის დასრულებას, ეს კიდევ ერთი მითია, რომ პრეზიდენტი რაიმეს დაასრულებს და ა.შ. "ნაცმოძრაობის" ნამსხვრევი _ ბაქრაძე დადის და იძახის: პენსიას გავზრდიო, გრიგოლეტო ამბობს: პენსია 400 ლარი გახდებაო. ეს ხომ ტყუილია. დღევანდელი კონსტიტუციით მსგავსი უფლება პრეზიდენტს არ აქვს. სააკაშვილი უცხოეთიდან გაჰყვირის: 28 ოქტომბერს დავამ- თავრებთ "ქართულ ოცნებას" და მის მმართველობასო. ეს ყველაფერი სიცრუეა იმიტომ, რომ დღევანდელი კონსტიტუციით არანაირი მსგავსი უფლებები პრეზიდენტს არ აქვს _ ვერც ვერაფერს დაამთავრებს, ვერც პენსიას გაზრდის, ეს არ არის მისი კომპეტენცია.

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბირთვული განიარაღების კომიტეტში მუშაობდა. როგორ ფიქრობთ, ვინ გააკარებდა კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული განიარაღების კომიტეტში ადამიანს, რომელსაც რუსეთის უშიშროების კომიტეტში სათანადო ინსტრუქტაჟი არ ჰქონდა მიღებული. ეს ხომ სასაცილოა. საერთოდ, სასაცილოა, რომ ეს ადამიანი საქართველოში აღიქმება როგორც პოლიტიკური ფიგურა. ასეთი ხალხი ადრეც იყო მაღალ თანამდებობაზე, მაგალითად, იგორ გიორგაძე, რომელიც განსხვავებით გრიგოლეტოსგან, არასდროს მალავდა, რომ რუსეთის უშიშროების თანამშრომელია. იგი, პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს მხო- ლოდ რუსეთთან ერთად ხედავდა.
ამიტომაც არის დღეს მოსკოვში.

იგივეა, ვაშაძეც _ რუსეთიდან მისი ამფსონები ცდილობენ მას საქართველოში ხელისუფლების რაღაც წილი ერგოს, რომ მერე რაც შე- იძლება მეტი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, ეს ფაქტია.

_ მისი ბიოგრაფიის მიუხედავად, დღეს, ვაშაძე პრო-დასავლელად გვევლინება. მეტიც, ევროპის სახალხო პარტიაც კი უჭერს მხარს. ეს რა ფენომენია?

_ ეს არის იმ ფსევდო-ლიბერალიზმის შედეგი, რაც პრაქტიკულად, ევროპას ანგრევს და თავისი მავნე გავლენით მთელი მსოფლიო შეარყია. რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიას, მათი ლიდერი დონ პედრო, აქ, ჩამოდიოდა და მერაბიშვილს პოლიტპატიმარს ეძახდა. მოგვიანებით კი სამარცხვინო მოვლენების მომსწრე გავხდით _ დეპუტატების მთელი წყება, უბრალოდ, პოლიტიკური მექრთამეები არიან, რომელთაც სათავეში დონ პედრო უდგათ. მათ წინააღმდეგ, მექრთამეობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული, ეს ნათლად აჩვენებს რა ვითარებაში არიან ფსევდო-ლიბერალური ძალები.

_ ვაშაძე გვპირდება შევიწყალებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიასო.

_ ეს გეგმის ნაწილია. მისი ფუნქცია არის შეიწყალოს სააკაშვილი, ახალაია, ადეიშვილი და ამით შეეცადოს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას. ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის უკმაყოფილებას, ესენი დაეყრდნობიან თავიანთ სექტას, მისი ნამსხვრევები პარლამენტის შენობის წინ დგანან, ესეც დესტაბილიზაციის მცდელობაა. ეს რუსული გეგმის ნაწილია, რასაც ვაშაძე არც მალავს, პირდაპირ აცხადებს რისთვისაც მოდის.

ასე, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე ვინ დგანან მეორე მხარეს _ ცოცხებით გამაუპატიურებელთა პარტია, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატის გინება დედის ნანასავით ესმით ჟურნალისტებს _ რუსულად კარგად ჟღერს გინება, ხოლო ტვინის განძრევა _ შეურაცხყოფაა. ადრე, ქმედება ცოცხით ხდებოდა, ახლა, ვაშაძე ამას სიტყვით აკეთებს, რაზეც რეაქცია არ აქვთ. მოდით, ქართველებო ამაზე დავფიქრდეთ და ძნელი მისახვედრი აღარ იქნება რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
4-10-2018, 21:47


კეშას ბლოგი

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო – როცა ბურჭულაძემ პოლიტკაში მოსვლა გადაწყვიტა – გადაწყვიტა და არ დაახანა:
როგორც კონფიდენციალურმა წყარომ გვიამბო, ბატონმა პაატამ ცოლი მიუგზავნა ივანიშვილს – 60 წლის პაატას უკვე სასიმღერო კარიერის გაგრძელება არ უნდა, პოლიტიკაში უნდა მოსვლა და აბა, თქვენ იცით, 9 მილიონი უნდა ამ ამბავსო.
მაშინ ვერ გაუგია ივანიშვილს, რად უნდოდა ბურჭულაძის სასიმღერო კარიერის დასრულებას და პოლიტიკაში მოსვლას 9 მილიონი და არ უყიდია ბურჭულაძე…

აბა, ბანი, იყიდება ბანი, სულ რაღაც 9 მილიონად…
აბა, ბანი, ვინ იყიდის ბანსა?

ბურჭულაძემ ასე არ იყოო, თავად უნდოდათ ჩემი ყიდვა და არ გავიყიდეო, პოლიტიკაში მთხოვდნენ მოსვლას ფულის სანაცვლოდ და ფული არ ავიღე – ისე მოვედი პოლიტიკაში, მოვედი, ვიბოდიალე და გავიქეციო.
ჰოდა, სანამ პოლიტიკაში იყო დიდი ბანი, გაიქცა და ჩრდილოეთს შეაფარა თავი, გაიქცა და რუსეთში გამოჯდა, გაიქცა და რუსულ კულტურას ჩაუჯდა…
რა ფერისაა რუსული ფული, ბატონო პაატა?
სულ ერთია ფულის ფერი, ბატონო პაატა?

ბატონმა პაატამ, მაშინ, რამდენიმე წლის წინ ბრძანა – ივანიშვილმა ჩემზე რომ თქვა, ფულს ვთხოვდი, ტყუილია, მაგრამ არ ვუჩივლებ, იმიტომ რომ მე თბილისში გაზრდილი კაცი ვარ და ვერ ვუჩივლებ, მოვიდეს და თბილისურ პასუხს გავცემო.
მანამდე ვენის ციხეში დაწერა ბურჭულაძის თბილისში გაზრდილმა შვილმა – ვენის ციხის დღიურები.
მანამდე რუსს უმღერა რუსი ჯარისკაცების მემორიალთან…
ახლა, კობას ემუქრება დავითაშვილს – უნდა გიჩივლო შეურაცხყოფისთვისო.
ანუ, ვიღაცას შეიძლება ვუჩივლოთ, ვიღაცას – არა?
ესაა თბილისელობა, ასე ითხოვს თბილისი?

ვერ უჩივლებს ივანიშვილს – ვერა, იმიტომ რომ იცის, ჩანაწერი იქნება სადღაც აუცილებლად, როგორ მიაგზავნა ცოლი, გამყიდეო, სარფიანად გამყიდე და 9 მილიონი მომიტანეო.

ქმარი 9 მილიონზე ნაკლებად ქალმა როგორ უნდა გაყიდო.
მერე იყო, გადაგდებების სერია, გადააგდო ჯაფარიძე, გადააგდო ყველა, ვინც გაეკარა და ვისაც გაეკარა – გადააგდო სახლის მეპატრონეც კი – სადაც ოფისი ჰქონდა – ოფისის ფული არ გადაიხადა, იმ კაცმა, ვისთვისაც ფული არაფერს ნიშნავს, ოფისის ფული არ გადაიხადა – რატომ უნდა გადაეხადა, ვერ მოუტანა ამ ოფისმა მოგება, ვერ გაყიდა ამ ოფისმა.

მერე იყო „იავნანა“ – საერთოდ არაფერი შეხება რომ არ აქვს „იავნანამ რა ჰქმნა?!“-სთან და ძილისპირული რომ იყო მხოლოდ.
ბევრი რამ დაიწერა ამ საქველმოქმედო ფონდზე, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს – მაგრამ არ შეგვპასუხებია ბურჭულაძე – დოკუმენტურად როცა ვედავებით, იქ შეპასუხება არ უყვარს.

რა ქნას, თბილისელი კაცია და არ შეუძლია დოკუმენტებით საუბარი.
რა ქნას, წლებია დოკუმენტებს ვთხოვთ, არ გვაძლევს და კიდევ აქეთ ველანძღვინებით და მეტი რა ჰქნას, რას ვთხოვთ მეტს.
ხოდა, მე პირველი ვიყავი, ვინც „საერთო გაზეთი“-ს ფურცლებიდან გაგაგებინეთ, რომ გადამგდებია თქვენი ბანი, რომ ჩავიდნენ გურიაში, იმ გურიაში, სადაც გურულები გურულად მოიხსენიებდნენ ამ თბილისელ ვაჟკაცს – 8 სულიანი ოჯახი წაიყვანეს სახლის სანახავად, ოთახები აარჩევინეს ბავშვებს, ფოტოები გადაუღეს ოთახებში და სახლებში, რაღაც დოკუმენტები აკეთებინეს, მერე სოფლის გაშლილ სუფრასთან ჩასკდნენ და წამოვიდნენ.
გავიდა დრო და სახლის მეპატრონეს უთხრეს – გაყიდე სახლი, რას გველოდებიო.

გავიდა დრო და ოჯახის უფროსს უთხრეს – ვინ ხარ, ვის დაკარგვიხარ, არ გიცნობთო.
გავიდა დრო და მე მითხრეს – არ ჩავსულვართ გურიაში, ტყუილია, არ ვყოფილვართ მაგ ოჯახთან საერთოდ, არც მაგათი დოკუმენტები გვაქვს და არც მაგათი ფოტოებიო.

ფეხზე დადგა სოფელი, ობლებს ვის დაგაჩაგვრინებთ, მთელი სოფელი მოწმე არა ვართ – ერთ სუფრასთან არ ვისხედით და ობლების გახარებისთვის არ გლოცავდითო?

რა გზა ჰქონდათ, გაჩუმდნენ, გაისუსნენ – ჩაიმალნენ.
არც იმ დოკუმენტურ ფილმზე გაუღიათ ხმა, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ფულს ათეთრებდა ამ თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციით, ჩრდილოვან და ჩრდილოეთის ბიზნესებზე საუბრობდნენ.

800 ათასის ღირებულების სახლები იყიდეს და ამისათვის მილიონ ორასი ათასზე მეტი ჩაირიცხეს ხელფასები.
სად გაგონილა საქველმოქმედო თანხას აჭარბებდეს ხელფასი?
სად გაგონილა აქამდე?

ნახევარი მილიონით მეტი ხელფასებზე, ვიდრე ქველმოქმედებაში?
ჩვენ რომ ბოლო ლარს ვრიცხავდით, იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს ნახევარი მილიონით მეტი ხელფასებში?
ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელი არ იყიდება? – ვის სჯერა ახლა მაგის.
არ იყიდება კი არა – ვერ იყიდება.

ისე, იცოდა, ეტყობა, შეჩვეული იყო, ეტყობა, თორემ, ასე ცა მოწმენდილზე ვის მოუვა თავში თავის გაყიდვა? ყიდულობდნენ, ეტყობა, მანამდე, ჰყავდა, ეტყობა მანამდე მყიდველი – მაგრამ მყიდველიცაა და მყიდველიც, თანხაცაა და თანხაც…
რა ფერის ფული გინდათ, ბატონო პაატა?

ახლაც ნაცების გვერდით დგას, ახლაც იმათ უსწორებს კუდს…
არ ღირს ნაცების გამონაცვალი ბანი 9 მილიონი.

აი, ჩვენ კი ვღირვართ, ბურჭულაძემ და მისნაირებმა ნამდვილად უნდა შემოიტანონ ბიუჯეტში მილიონები – უფასოდ არ ვუსმენდეთ ამათ ბჟუტურს – დავაწესოთ გადასახადი – დამღალა უფასო სისულელებმა – ფული რომ ექნებათ გადახდილი ამ სისულელეების საუბარში, იქნებ უფრო მარტივად ასატანი იყოს მოსმენა.

და გულწრფელად მაინტერესებს – რატომ გაიწელა ასე ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშების შესწავლა – მესმის, რომ კარგად მღერის, მაგრამ – მით უფრო მეტი მოეთხოვება ხელოვნებასთან ნაზიარებ ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანების ნდობას იყენებს.
თუ ჩვენ ვტყუით და ეს კაცი ცამდე მართალია – ჩვენ დაგვიჭირეთ, ჩვენ, ვინც ფაქტებით ვამბობთ, რომ მატყუარა – დაგვიჭირეთ ცილისწამებისთვის.
თუ არადა, გამოიძიეთ ბურჭულაძის საქმე, კორუფციით დაწებული, ტყუილით გაგრძელებული და ახალი ეთნოდაპირისპირების დაწყების მცდელობით დასრულებული.

თუ არადა, ეგრე როგორ გამოვა, ვისაც რაც უნდა ის თუ უნდა აკეთოს, ვისაც რა მოეპრიანება, იმის თქმა თუა შესაძლებელი?
არ მინდა, ნუ იმღერებს, არ მინდა, ნუ გამოვა საქართველოს სახელით, ისედაც სულ რუსეთის სახელით გამოდის – ნუ იმღერებს, არ გვემღერება ახლა მაინც, ახლა, როცა კაცებს ცოლები ყიდიან და ვერც ყიდიან.

გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ფოტოებს რომ უღებდნენ ბავშვებს სახლის ფონზე, ოთახებს რომ არჩევინებდნენ – უკვე იცოდნენ, რომ ამ სახლს არ იყიდნენ, უკვე იცოდნენ, რომ ტყუილი იყო მათი სიხარული.
გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რომ ვიღაცისთვის საჩვენებლად უნდოდათ ის ფოტოები, რომ ეთქვათ, აი, სახლი ვუყიდეთ და ბედნიერები არიანო.
მე გული მეწურება და ის ოჯახი ისევ მიწურში ცხოვრობს.
მე გული მეწურება, ის ოჯახი მიწურში ცხოვრობს და ეს ითხოვდა კიდევ 9 მილიონს.



მეტის ნახვა
3-10-2018, 22:13


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში არჩევნებში გამარჯვებიდან 6 წლის თავზე განცხადება გაკეთდა.
"ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს. 
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო:  
-    ძალადობა; 
-    კორუფცია; 
-    მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; 
-    რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება. 
2012 წლამდე, ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დესპოტიად, რომელსაც არაფერი ქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან.
ქართველი ხალხის წინაშე ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. ამ დანაშაულთა გამო, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ და მისი სულისჩამდგმელის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში.

„ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა:
-    აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; 
-    აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო;
-    დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით;
-    თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს.
დღეს, დემოკრატიული გარდატეხიდან 6 წლის თავზე, ჩვენ ვხედავთ ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედიასაშუალებების უსუსურ მცდელობას, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ იმგვარი დანაშაულები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება. როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი  - სიცრუე და ძალადობა - როგორც ადრე იყო, დღესაც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად. სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი და ახლა რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი ეს პოლიტიკური ძალა. ნაციონალური მოძრაობა ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე, რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის. ტოტალური, ურცხვი პროპაგანდის მანქანიდან მომდინარე ეგრეთწოდებული ახალი ამბები და ეგრეთწოდებული პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება,  უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ, ერთ დიდ და ფალსიფიცირებულ  „მოდელირებულ ქრონიკად“ გადაიქცა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობაზე სპეკულირებით (რაც განსაკუთრებულად უღირსი საქმეა), ისინი ამაოდ ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ ის იარლიყი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნიშანია. ამ პირობებში, „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ უსუსური ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი:

-    1) „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს (რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით); მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მიცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს - მოღალატეობა დასწამა;

-    2) ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაცმოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა;

-    3) გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაცმოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს. და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას „იბერიას“იყენებს;

-    „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გადაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი“. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2004-12 წლებში ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე. დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში;
-    4) უსუსური ეგრეთწოდებული ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედიას და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 
გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე: არ მინდა იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები.

-    ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში;
-    ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე; 
-    ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვამტკიცოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი;
-    ჩვენი ამოცანაა გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა, საბოლოოდ, დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები.
ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. 
სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი: 
-    დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი;
-    გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში;
-    პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.
ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას - „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის.
სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად. 
ჩემო მეგობრებო ! 
მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. 
ერთად საქართველოსთვის!", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც პარტიის ცენტრალურ ოფისში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადება და საზოგადოებისადმი მიმართვა წაიკითხა.
imedinews.ge


მეტის ნახვა
1-10-2018, 12:30


"ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას… მაგალითად, მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი”.
წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი

გასულ კვირას მეუფე ანტონმა (ბულუხია) წმინდად იმერული კილოთი ბრძანა: არ გავჩერდები საქართველოში თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნებაო.

ბოდბელი მეუფე იაკობი (იაკობაშვილი)უფრო შორს წავიდა და პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი უწოდა.
ამ მეუფეებს არც შევარდნაძის დროს გამოუხატავთ პროტესტი, არც სააკაშვილის დროს უცდიათ საქართველოდან წასვლა, როცა სინოდალურ განჩინებებს ბოკერია, უგულავა და ძმანი მათნი უწერდნენ, არც მარგველაშვილის პრეზიდენტობისას გასჩენიათ პროტესტის გრძნობა და რაღა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება გახდა მაგათვის მეორედ მოსვლა და აპოკალიპსი, აი, ეს არის საინტერესო.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას რომ ეს მეუფეები ღვთის კი არა, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსახურები იყვნენ, მისგან იღებდნენ სუბსიდიებს და დივიდენდებს სიჩუმისთვის და თანხმობისთვის ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯის კურთხევაში?!

მაშინ ზოგი სააკაშვილს კოცნიდა გულ-მკერდზე და ხატების გვერდით იმ არანორმალურის პორტრეტი ეკიდა თითქოს წმინდანი ყოფილიყოს, ზოგი როლანდ ახალაიას აძლევდა რეკომენდაციას პატრიარქთან _ ჯილდო რომ მიეღო, ზოგი სანდრა რულოვსს ნათლავდა და ზოგიერთი ბაჩო ახალაიას აღსარებებს იბარებდა.

მაშინ რატომ არ გამოვიდა არც ერთი მღვდელთმთავარი და არ გააპროტესტა, რაც ხდებოდა 10 წლის განმავლობაში?
ამაზე უპასუხებენ: ვლოცულობდით, ბატონო, ხელისუფლებას ღმერთს ვავედრებდითო. 

კი, ასე იყო: მწამებლებსა და ჯალათებს ეკლესია ყოველ დილით ლოცავდა და მრევლსაც აიძულებდა სანთლები დაენთოთ მიშას სიცოცხლისათვის.
თუმცა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მეუფე იაკობზე (იაკობაშვილი) ერთმა დიდი ხნის მრევლმა, ასაკოვანმა კაცმა მითხრა: მისი სწავლება არც ქრისტიანობაა და არც იუდაიზმი, ეგ არის რაღაც ჰიბრიდი, მიშას დემოკრატიასავით არისო.

ბოდბელი მღვდელმთავარი მას შემდეგ გახდა საზოგადოების განსაკუთრებული დაინტერესების ობიექტი, რაც საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად შარშან ნოემბერში ვაშინგტონში იმყოფებოდა, როგორც მაშინ თქვეს, ინტერ-რელიგიურ შეხვედრებზე და კონფერენციაზე დასასწრებად.
დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებისგან შედგებოდა. ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (ჩDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

ვაშინგტონში დაწყებული მჭიდრო „მეგობრული“ ურთიერთობა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სტუმრობით გაგრძელდა ბოდბეში, მეუფე იაკობთან…

არადა, სჯულის კანონის მიხედვით, აკრძალულია მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა არათუ სტუმრად მიიღოს, არამედ პური გატეხოს არამართლმადიდებელთან, რომელიც წმინდა სამების, როგორც ერთარსების მგმობელი და უარმყოფელია…
მაგრამ მოუსმინეთ, რას ამბობს მეუფე: „არის რაღაცა, რასაც არ დათმობს ადამიანი, ხო? არის რაღაც, რასაც არ დავთმობთ, თუ საჭირო გახდა [კონკრეტული ნაბიჯები] რა პრობლემააა, მარტო ქადაგება არა, რა“…
„2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საუბარი მომიწევდა…

ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ.
კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუბნებით რა, სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან რა, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო~… – განაცხადა მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის განხილვის პერიოდში ქორეპისკოპოსმა.
დააკავირდით მისი მეტყველების სტილს: „გეუბნებით, რა“, „მარტო ქადაგება არა, რა“, – ჰგავს ეს ტონი ეპისკოპოსის მეტყველებას? 
მუქარას უფრო ჰგავს, ჩემი აზრით, რომელიც დღევანდელ დღეს ისე უადგილოა, როგორც ღორის თავ-ფეხი სამარხო სუფრაზე.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქმიანი კაცია. ის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელი გახლავთ და ამავე დროს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფრომაციაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას განიხილავს, წერია:

„დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებათა უმეტესობა 2011 წლის პირველ ნახევარზე მოდის და მათგან უმსხვილესი (936,000 ლარი) ფონდს გამარტივებული შესყიდვების პროცედურების გზით მიენიჭა 2011 წლის 15 აგვისტოს“.

ბოდბელი მეუფე „ციანიდის საქმეშიც“ აქტიურად ფიგურირებდა.

იმ პერიოდში დაეჯახა აშკარად პატრიარქის სიძეს და დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს და, როგორც ამბობენ, ცემა-ტყეპაც გამართულა.
მერე საინფორმაციო საშუალებებთანაც დაადასტურა მეუფემ: კარგად მიიბერტყა ერთი ადამიანიო. ამ ერთ ადამიანში, ცხადია, ოხანაშვილს გულისხმობდა.
წლების წინ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სამთავროს დედათა მონასტრის ყოფილ მორჩილთან, რომელიც ამბობდა: საპატრიარქოში იარაღის ტრიალი იყო, არა მე ვარ უფრო ადრინდელი მღვდელმსახური და არა მეო.

მაშინ ცოტა არ იყოს, მეეჭვებოდა ამ ამბის სისწორე, მაგრამ ახლა ვხვდები, ესენი არაფერზე რომ არ დაიხევდნენ უკან.
სამწუხაროდ, დღეს უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ბოდბელი ქორეპისკოპოსი მანქანის მოპარვისთვის არის ნასამართლევი და ეს კიდევ არაფერი – მეუფე იაკობი „მხედრიონის“ წევრი ყოფილა და სამოქალაქო ომის დროს თბილისის კომენდანტის გელა ლანჩავას მოადგილე. ავტომატით დადიოდა თურმე ქალაქის ქუჩებში.

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთი იღუმენის მოწოდებას წავაწყდი. ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე მეუფე იაკობს მკვლელს უწოდებდა და ეკლესიის გახლეჩაში ადანაშულებდა. აი, რას წერდა მღვდელმონაზონი:

“ყოვლად სამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მღვდელნო, ქრისტეს მიერ დიაკონნო, სამონაზვნო დასნო ზიარნო დედაეკლესიისა, ქრისტეში საყვარელო ერო, მოგმართავთ რა, პირველ რიგში, უმორჩილესი თხოვნითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვოთ პატრიარქის ჩამობრძანება საქართველოში, რათა მიხედოს საქმეს, რომელიც ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააფუჭა და ეკლესია პოლიტიკური ნიშნებით შუაზე გაყო, საერთო ძალებით აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა სინოდის განჩინებებს, რაც საეკლესიო კანონიკით დასჯადია და აღვივებს შუღლს ხალხთა შორის, რაც სისხლის სამართლებრივადაა დასჯადი, ენატრება რა საბჭოთა კავშირის რეჟიმი და ძველბიჭური გარჩევები, რასაც თავადვე ადასტურებს ამბიონიდან. მოგიწოდებთ, ზემოთ ხსენებულ ქორეპისკოპოსს არ მიმართოთ არანაირ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აღსარების საიდუმლოსთნ და მოვითხოვოთ გამოაშკარავდეს მისი ბიოგრაფიის 10 წელიწადი. ეს მოთხოვნა თანხვედრაშია მოციქულების მიერ დადგენილ კანონთან. განსაკუთრებით კი სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიებულ იქნას კონსტანტინე და კახაბერ იაკობიშვილების (კონსტანტინე მეუფე იაკობია, კახაბერი კი მისი ძმა) 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს დისლოკაციისა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალური ცნობები. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში...

...ეხლა დამირეკოს, რატომ არ მირეკავს არ გაინტერესებთ? ვთავაზობ მეუფე იაკობს დამირეკოს ეხლა და დამირეკოს სასწრაფოდ. ვერ მირეკავს? ეს იმას ნიშნავს, მას, მას და პიტალო კახას ერისკაცობაში ბირჟაზე ჩემს გვერდით არ დავიყენებდი. კიდევ 15 წუთი ველოდები მის ზარს. თუ არ დარეკავს, რა განცხადებებს გავაკეთებ კიდევ, თვითონ უფრო კარგად იცის. მთელი საქართველო კი უფრო კარგად გაიგებს".

ჩვენ ცხადია, არ ვიცით, რა საიდუმლო არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს იღუმენს, მაგრამ ვითვალისწინებთ ჟურნალისტის მოვალეობას – მან კატა უნდა დაინახოს ბნელ ოთახში და დაიჭერენ თუ არა მას, ეს ჩვენს პრეროგატივას სცილდება. არც ის არის ჩვენი მიზანი დავამტკიცოთ, ნამდვილად იყო "მხედრიონელი" მეუფე იაკობი, არის თუ არა მკვლელი, მოიპარა თუ არა რაიმე, ან შეგნებულად ხლეჩს თუ არა ეკლესიას, საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი და არსებობს ჭორი, რომელიც ძალიან ხშირად არ შეიძლება სიმართლის მარცვალს არ შეიცავდეს.

პატრიარქი აცხადებს: ნუ ჩაერევით პოლიტიკაში მღვდელმსახურებო, ეკლესია ყოველთვის ნეიტრალური იყო, შეინარჩუნეთ ზომიერებაო, მაგრამ მეუფე იაკობი კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ხან საჯაროდ, ერში, ხან ამბიონიდან მრევლისთვის და თან დასძენს, პატრიარქის მოწოდება მე არ მეხებოდა, მე არ ვქადაგებ პოლიტიკურადო.

თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების დროს მიუთითებდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს: საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთაო. მრევლს მოუწოდებდა, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაეშვათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვებაო.

ძალიან მერყეობს ეს ჩვენი მეუფე, რაღაც, ძალიან…

აბა, რას უნდა ნიშნავდეს ის განცხადება, რაც მან ამერიკაში ვიზიტის მერე გააკეთა: „ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატიაო“?
რელიგიის ისტორიისა და წმინდანების ნაშრომების გათვალისწინებით, მეუფე რუსეთზე სხვა რამეს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ...
საბჭოთა კავშირის პირობებში აღზრდილი იერარქიის მემკვიდრე სასულიეროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ხელდამსხმელი არაფერზე ფიქრობდა, გარდა სასულიერო პირთა რაოდენობისა.


გარკვული დროის წინ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, სადაც იუწყებოდნენ, რომ ბულგარეთში საეკლესიო კრიზისი მძვინვარებდა. სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვდნენ, რომელთა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა. შედეგმა მრევლი შეძრა. სპეცსამსახურებთან კავშირში არ აღმოჩნდა თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, მათ შორის პატრიარქიც. დანარჩენები КГБ-სთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა.

ეს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად მოვიტანე, რომ ლუსტრაცია არა ხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სასულიერო პირებშიც უნდა მოხდეს და გაირკვეს ბოლოს და ბოლოს, ვინ რატომ აქტიურობს ასე თავგამოდებით პოლიტიკურ ასპარეზზე…


2003 წელს ბოდბელი ეპისკოპოსი კონმეუფე იაკობი სტანტინე იაკობაშვილი, ბერად აღიკვეცა და მერე უკვე 2010 წლიდან იწყება მისი იერარქიული სვლა ზემოთ, ეპის- კოპოსის ტიტულამდე. მოარული ხმებით, ქორეპისკოპოსს პატრიარქის ტახტისკენ უჭირავს თვალი.

უკვე მერამდენე პირზე ვწერ, რომლებსაც პატრიარქობა უნდა, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ტახტი ერთია – მსურველი ბევრი.

„მინდა მასმედიას ვთხოვო – ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით, თორემ იცით, სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს… ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არა ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ". – ბრძანა ამას წინათ ბოდბელმა ქორეპისკოპოსმა.

მეტი თავმდაბლობა გმართებთ მეუფეო, ასე აშკარად მითითება – რაც თქვენი საქმე არ არისო და პატარა ბავშვივით თითის დაქნევა არ ეკუთვნის მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილ ქართულ მასმედიას!..

მაგრამ კვლავაც იმუქრებით, მეუფეო: თუ საჭირო გახდება, ჩვენს ძალას გაჩვენებთ, ნახევარ მილიონ ადამიანს გამოვიყვან ქუჩაშიო. რისი ნახევარი მილიონის გამომყვანი ხარ შენ… _ არ გამომყვანის ასე და ისეო, _ დაუწერა ვიღაცამ ფეისბუკზე მეუფეს.

თუ ამდენი ადამიანის გამოყვანა შეგეძლოთ, გამოგეყვანათ, მეუფევ, იმ დროში, როცა "ნაცმოძრაობა" უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ქათმებივით ხოცავდა, როცა 2500 ადამიანი ციხეში ჰყავდა გამომწყდეული, როცა ცხინვალიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა და ადგილობრივ ქართველობას გავეშებული მტრის პირისპირ ღვთის ანაბარა ტოვებდა, როცა 12 აგვისტოს ჯერ კიდევ გაუციებელი ქართველი ბიჭების ცხედრებზე ცეკვავდა და "გამარჯებას" ზეიმობდა.

გამოგეყვანათ მაშინ, მეუფე, ის 500 000 ქართველი. 500 000-ს თავი დავანებოთ, 5000 კაცი გამოგეყვანათ, ჯანდაბას, 500 კაცი მაინც გამოგეყვანათ, ამდენს თუ ვერ მოახერხებდით, 50 კაცი გამოგეყვანათ, ან სულაც 5, ან მარტო გამოსულიყავით, თუ საქართველო ასე გიყვარდათ.

ხანდახან მგონია, რომ ნატოში და ევროკავშირში შესვლა სამოთხეში შესვლაში გეშლებათ, მეუფევ _ სულ ნატო და ევროკავშირი რომ გაკერიათ პირზე, უფრო შორს რომ არ წავიდეთ, ერთი ის იკითხეთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი „ცხვარი“ დაკარგეთ, რამდენი ადამიანი გახდა იეღოველი, 50-იანელი, ბაპტისტი, რამდენი შეუერთდა სხვადასხვა მწვალებლურ სექტებს იმის გამო, რომ თქვენ, მეტწილად, სამშენებლო ბიზნესით იყავით დაკავებული, მიწების დაკანონებას და სიმდიდრის დაგროვებას ჩქარობდით და მრევლისთვის ვეღარ მოიცალეთ?

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ამასობაში „მგელმა“ გააჩანაგა თქვენი ფარა და ვინც დარჩა, აღარც მათშია რწმენა, იმედი და სიყვარული.


ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
30-09-2018, 09:30


ტყვია და სისხლში მისი შემცველობა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამას სექტემბერში, ესტონეთის საელჩოს თანამშრომლებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრების საგანგაში განცხადებები მოჰყვა, რომლებსაც საქართველოში ყოფნის პერიოდში სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა დაუდგინდათ.

„საერთო გაზეთს“ ასოციაცია "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს" თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე ესაუბრა:

– რატომ არის მომატებული ტყვიის შემცველობა? დავიწყოთ იმით, რომ რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების და ბენზინის მაფია მოქმედებს და ჩვენი ყველა უბედურება საბაჟოდან იწყება. რაც კი იმპორტზე შემოდის, ყველაფერს თავისი მაფია ჰყავს. სანამ ბიზნესი ასე კარტერულ გარიგებებზე იმუშავებს, მანამდე არაფერი გვეშველება, ამიტომ პირველ რიგში ამ სფეროს მოწესრიგებით უნდა დაიწყოს. როცა ჰაერის ტყვიით დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ბენზინისა და თავად ავტომობილების ხარისხი, უფრო სწორად, უხარისხობა გახლავთ. არც ერთი ჩვენი მეზობელი არ უშვებს თავის ტერიტორიაზე ისეთ ძველ მანქანებს, როგორც ჩვენ. ეს მანქანები როგორც არ უნდა ვარემონტოთ და რაც არ უნდა შევუცვალოთ, იმ კონდიციამდე მაინც ვერ მივა, რომ ეკოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, თუმცა ეს მთავარი უბედურება არ არის.. ჩვენ ჰაერის დაბინძურებას მარტო ქუჩაში ვზომავთ, მაგრამ იცით, ბინებში რა ხდება? რასაც ქუჩაში ვიწამლებით, ათჯერ იმაზე მეტად ვიწამლებით ჩვენს საკუთარ ბინაში.

– საკუთარ ბინაში რამ და როგორ შეიძლება მოგვწამლოს?

– რამ და არც ერთ სამშენებლო, მოსაპირკეთებელ თუ სანტექნიკურ მასალას, რაც საქართველოში შემოდის, საბაჟოზე არავინ ამოწმებს, ამიტომ რაც მსოფლიოში ნაგავია, ყველაფერი ჩვენთან შემოაქვ თ. გაივსო საქართველო უხარისხო სამშენებლო თუ სარემონტო მასალებით. ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია საღებავებში, წებოებში და სხვა დამხმარე სამშენებლო მასალებში. საღებავები, რომლებიც ეკოლოგიურ სისუფთავესთან ახლოს იყო, საქართველოში აღარ შემოდის, იმიტომ, რომ თურქეთიდან უფრო იაფფასიანები შემოყარეს. ხელოსნებისგან გამიგია, კარგი საღებავია, უცბად შრებაო.. ამ დროს, რაც უფრო ადრე შრება, მით უფრო მეტ ტყვიას შეიცავს და მით მეტად მომწამლავია, მაგრამ მარტო საღებავები? ახალი სახლები სულ ტოქსიკური სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით არის ნაშენები და გამკითხავი არავინაა. რკინა-ბეტონიდან დაწყებული, ყველა საშენი და მოსაპირკეთებელი მასალა შესამოწმებელია და შემოწმების ნაცვლად, ტყვია და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები ჩვენი ხელით შეგვაქვს ბინებში. ეს ევრორემონტი კი არა, ევროსიკვდილია, ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ორგანიზმში დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება. უნდა არსებობდეს აუცილებელი მოთხოვნა, რომ ჩაბარების დროს ბინა შემოწმდეს საშენებლო- ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებზე, როგორც ტოქსიკურ მასალებზე ასევე, რადიაციაზე და რადონზე. ეს გახლავთ რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე მომწამვლელი და ჰაერზე ცხრაჯერ მძიმე რადიაქტიული გაზი, რომელსაც თეთრ სიკვდილს ეძახიან. ის ყველგან და ყველაფერშია: მიწაში, წყალში და ა.შ. რადონის გამოსხივებამ მთელ მსოფიოში უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, ამიტომ დაიწყეს რადონომეტრების შექმნა და სამშენებლო მასალების შემოწმება, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი ჯერ გაჟღერებულიც არ არის..

— თქვენი აზრით, წყალში ტყვიის მაღალი შემცველობა სასმელი წყლის პლასტმასის მილებში გატარებას არ უკავშირდება?

– გააჩნია, პლასტმასის მილი რომელი მასალისგან არის დამზადებული და შემოწმებულია თუ არა. ტოქსიკური პლასტმასიც შეიძლება იყოს და რკინაც. ალბათ იცით, რომ სანამ ატომური ელექტროსადგურზე კატასტროფა მოხდებოდა, ჩერნობილი სამრეწველო რეგიონი იყო და ათასობით ქარხანა და წარმოება ჰქონდა. ავარიის შემდეგ ჩერნობილის ტერიტორია გამოცხადდა მკვდარ ზონად, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა იქ პარტიზანულად შესვლა და ლითონის ჯართად გამოტანა დაიწყეს. შემდეგ ეს ლითონი გადაადნეს და მილები, არმატურები, „შველერები“ და სხვა სამშენებლო მასალები დაამზადეს. მოგვიანებით, რადიაციით დაბინძურებული 100 ტონა ლითონის სამშენებლო მასალა მოსკოვში შეიტანეს და როგორც ჩანს, შემოწმების გარეშე დაიწყეს მშენებლობაში გამოყენება. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით „გასკდა“. იაპონელებმა რომელიღაც საბავშვო ბაღთან, გაიარეს, სადაც მილებს ამონტაჟებდნენ. რომელიღაცას ჯიბეში დოზიმეტრი ედო და განგაში ატეხა. გაყვნენ და ნახეს, რომ იმ ბაღში ყველა მილი რადიაციულად დაბინძურებული იყო და ბავშვებს წყლის ნაცვლად, შხამს ასმევდნენ. ამის მერე ატყდა ერთი ამბავი და ცხადი გახდა, რომ რუსეთი ამ მასალას ქვეყნის ტერიტორიაზე არ გააჩერებდა. მაშინ ითქვა, რომ ეს ჩალის ფასად ნაყიდი მილიონი ტონა რადიაციური ლითონი საქარველოში გივი თარგამაძემ და მისმა ძმამ შემოიტანეს. ამიტომ ვამბობთ, რომ შესამოწმებელია ყველაფერი.. მშენებარე, უკვე აშანებული თუ მომავალში ასაშენებელი..

– გამოდის, რომ ჩვენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ვაკეთებთ ეკონომიას და საბოლოოდ, მკურნალობაში ორმაგ ფულს ვიხდით. არავისთვის საიდუმლო არაა, საქართველოში მძიმე დაავადებების რიცხვმა იმატა და თურქეთის კლინიკები ქართველი ონკოპაციენტებით სავსეა..

– რადგან კლინიკები ახსენეთ, გეტყვით, რომ სამშენებლო მასალები საავადმყოფოებშიც კი არაა შემოწმებული. ბევრჯერ შეთავაზეთ, რომ გვყავს სერტიფიცირებული ჯგუფი, გვაქვს შესაბამისი ხელსაწყოები და შეგიძლია შემოწმების დაწყება, მაგრამ პასუხიც არ გვაღირსეს. წარმოიდგინეთ, ძვირადღირებულ ოპერაციებს აკეთებენ და შემდეგ პაციენტები „გაზის კამერებში“ შეჰყავთ, რომლებიც სავსეა ტოქსიკური აირებით, რადონით, რადიაციით, მძიმე მეტალებით და ათასი უბედურებით. ეს მაინც არ უნდა შეამოწმო? როგორ უნდა მისცე საავადმყოფოს სერტიფიკატი ისე, თუ სამშენებლო ეკოლოგიაზე არ გყავს შემოწმებული? დროზე თუ არ დავიწყეთ სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაცვაზე ზრუნვა, მალე გვიან იქნება. ქალაქის მერია იქნება თუ ტექნიკური ზედამხედველობა, ვინც ამ შენობებს იბარებს, მათმა შვილებმაც ხომ ამ ქალაქში უნდა იცხოვრონ? რაზე ფიქრობენ, რატომ აძლევენ ამის უფლებას? 14 წელია, ამაზე ვიბრძვი, სად არ დავწერე, როგორ არ ვეცადე და ნაბიჯი ვერ გადავადგმევინე. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ეხება? რამდენჯერმე მივმართე ამირან გამყრელიძის სამსახურს, მაგრამ არაფერი.. მსოფლიო სტატისტიკა გვეუბნება, რომ ადამიანთა 50%-ზე მეტი სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობისგან გამოწვეული მძიმე დაავადებებით იღუპება და ჩვენ ჯერ ის ნორმებიც არ დაგვიდგენია, რომლებიც სიკვდილიანობას იწვევს. არც დაუდგენიათ, არც დაუმუშავებიათ და არც აუმოქმედებიათ. ყოველდღიურად ვიღაცა ავადდება, ვიღაცას დაავადება უმძიმდება და ვიღაცა კვდება და გამკითხავი და მომკითხავი არავინაა..

– როგორც ვიცი, საბჭოთა კავშირის დროს რაღაც მსგავსი ნორმები არსებობდა და ნაციონალური მოძრაობის დროს გაუქმდა, თუმცა არც დღევანდელ ხელისუფლებას უზრუნია აღდგენასა თუ ახლის შექმნაზე..

– საქმეც ამაშია, რომ არსებობდა და ამ ყველაფერს მშენებლობის სამინისტრო არეგულირებდა. 2004 წელს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გააუქმეს, რომ ასე ეპარპაშათ. ამიტომ არის ასეთი განუკითხაობა სეისმოუსაფრთხოებაში და როდის დაგვემხობა ეს სახლები, კაციშვილმა არ იცის, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. . ჯანმრთელობის დაცვას მიმართავ და ჩვენ არ გვეხებაო, მერიას მიწერ და ჩვენ არ გვეხება, თვითონ მშენებლის და ინვესტორის პრობლემააო.. გამოდის, სულ რომ ამოვწყდეთ ამ დაავადებებისგან, პასუხს არავინ არაფერზე აგებს.

– ამოწყვეტის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს?

– ერთადერთი გამოსავალია, რომ გაჩნდეს პასუხისმგებელი სტრუქტურა, როგორიც ადრე მშენებლობის სამინისტრო იყო და ზუსტად ახლა არის ამისთვის ხელსაყრელი მომენტი. სამინისტროების შეცირება რომ მოხდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების სამსახური ჩამოაცილეს და მთავრობის ადმინისტრაციას დაუქვემდებარეს, რომელსაც კახიშვილი ხელმძღვანელობს. იქ უკვე დარჩა ინფრასტრუქტურა, ანუ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და მშენებლობის დეპარტამენტი. დაარქვან ბარემ მშენებლობის სამინისტრო და გახსნან სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ტყვია იქნება თუ სხვა ტოქსიკური გამონაბოლქვი და რადიაცია. ამ საქმეში ჟურნალისტებმაც უნდა დაგვიჭირონ მხარი და მთელმა საქართველომაც, თუ გვინდა, რომ ამ ჭირს გადავურჩეთ.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
30-09-2018, 08:00


დავით უსუფაშვილი, სხვებთან შედარებით, განათლებული კაცია, მაგრამ მან ვერა და ვერ მოიგო ქართველი ხალხის გული, რა 1%-იანიც იყო, იგივე დარჩა. ამას, რასაკვირველია, აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. აი, პირადად მე, როცა ტელევიზორში ვუსმენ, სულ მგონია, რომ ნახევარს თინა ხიდაშელის (ცოლის) დაწერილს კითხულობს, ანუ გაზეპირებულს იმეორებს. არადა, ვიცი, შეიძლება ასე არ არის.

და მაინც, რა არის დავით უსუფაშვილის ურეიტინგობის მიზეზი? მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, არ უნდა ჰქონოდა ურიგო მომავალი, 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუმთავრებია, იურიდიული განხრით. თუმცა მას ხშირად უხსენებენ პირველ "ჩეპეს" – მაშინ, როცა კომუნისტური პარტია იშლებოდა, ფაქტობრივად დაიშალა, წინა დღეს შევიდა მის რიგებში. არა, ეს არ გახლავთ დიდი კომპრომატი, კომუნისტურ პარტიაში ვინ არ შესულა და გამოსულა, მაგრამ შავ ლაქად მაინც რჩება – მან ეს აქტი ჩაიდინა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა იქიდან ხალხი გამორბოდა.

მოგვიანებით დავითს ჰკითხეს, ეს როგორ გააკეთეო? რას ამბობთ, პარტიაში იმიტომ შევედი, რომ შიგნიდან დამენგრიაო. ვერაფერს იტყვი, თუ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მთელი ცხოვრება სოციალიზმს ებრძოდნენ, ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს და ფაქტობრივად, ამ საქმეს შეეწირნენ კიდეც, უსუფაშვილი უფრო მაგარი გამოდგა – შევიდა, მიიხედ-მოიხედა, იქით ჩაქუჩსა ძვრა უყო, აქეთ ნამგალსა წიხლი ჰკრა, ლენინის ბიუსტს თვალებში თითი ატაკა და ოდესღაც უძლეველი პარტია დაანგრია, უცებ ხუხულად აქცია. ნუ იცინით… მართალია, ეს ამბავი ზუსტად ნაცარქექიას "პონტსა" ჰგავს, მაგრამ ფაქტია, ამ ადამიანმა კომუნისტურ პარტიას დედა უტირა. თუმცა იცით, როცა ტანისამოსიდან მტვერი ჩამოიბერტყა, რა გააკეთა? აი, უკან მობრუნებულმა კომუნისტებმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რომ დაამხეს და დასაწყისში "სახელმწიფო საბჭო" დაირქვეს, იქ შევიდა, მრჩევლად დაიწყო მუშაობა. არ ვიცი, კიტოვანს, სიგუას და შევარდნაძეს მისი რჩევა რა ფეხებად უნდოდათ, მაგრამ ეს სოფლიდან ჩამოსული ტიპი, რატომღაც, სტუდენტობის დროიდან მოყოლებული, სულ "ხოდში" იყო. ამბობენ, უსუფაშვილი ქიზიყის სოფელ მაღაროდან როა, ამას საგულდაგულოდ მალავს, ამ მხრივ დაკომპლექსებულია, დედაქალაქელობას აწვებაო. არადა, მშვენიერი სოფელია ზემო მაღარო, ლამის ზედ აკრავს სიღნაღს და მშვენიერი ხედებიც აქვს. მე მგონი, მან ამით უნდა იამაყოს. მერე რა, რომ სოფლელია, არც ქალბატონი თინა ხიდაშელი გახლავთ დედაქალაქელი, საგარეჯოს სოფელ ანთოკში გაიზარდა, რა პრობლემაა? მეტიც, თინას მამა – ანზორი ცნობილი "გაიშნიკი" იყო, არც ეგაა პრობლემა!

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ერთი რამ ცხადია, დღეის მდგომარეობით გამომცხვარ ლიბერალ დავით უსუფაშვილს აშკარად ჰქონდა მიდრეკილება კომუნისტობისკენ, კომუნიზმისკენ და დიადი მომავალიც "ეჭყანებოდა", რომ არა ავადსახსენებელი მიხეილ გორბაჩოვი და მასხარა რონალდ რეიგანი. პრინციპში, ესენი კი წაეხმარნენ უსუფაშვილს, მაგრამ თვითონაც დაუშვა მიუტევებელი შეცდომა – უკვე გითხარით, შევარდა პარტიაში და ჩამოშალა, შემოეშალა, ანუ ვერ მოზომა. არაუშავს, ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ერი თავისუფალიაო, თქვა დავითმა და ედუარდ შევარდნაძის ეგიდით დაიწყო ახალი კონსტიტუციის წერა… პრინციპში, წერა რა, სხვები წერდნენ და ესეც კითხულობდა. აი, ამ დროს სულზე მოუსწრეს ამერიკელებმა, სხვა სიომ დაუბერა, იურისტების ერთმა ნაწილმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დააფუძნა, დამფუძნებელთა შორის დავითიც აღმოჩნდა. მეტიც, შემდეგ თავმჯდომარე გახდა. ეს იყო უკეთესი ტრამპლინი, ვიდრე კომუნისტური პარტია. დაიწყო უსუფაშვილის ცხოვრებამ საათივით წიკწიკი – გაჩნდა ამერიკულ-ევროპული პროექტები, უცხოეთში წასვლა-სწავლის შანსი, შევიდა დიუკის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში, დაამთავრა, ჩამოვიდა და ეგრევე დანიშნეს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარედ. ეს ისტორიული ფაქტი მოხდა 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილის ზეობის ხანაში.

ბარემ აქვე აღვნიშნავ… "რესპუბლიკელებს" (ძმები ბერძენიშვილები, დავით ზურაბიშვილი და სხვები) თავიდანვე აქვთ "წამოკიდების" მეთოდი – ვინც ხელისუფლებაში მოდის, უცებ შეეტენებიან, მხარს დაუჭერენ, პარლამენტში შევლენ და მერე იჭერენ გაუგებარ ლიბერალურ კურსს, მიუღებელ იდეებზე ბოდვას და დგებიან განზე. ამას ჩვენებურად ღალატს ეძახიან. იყვნენ უზენაეს საბჭოში, შემდეგ შევარდნაძესთან, შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან და… ასევე უპრობლემოდ აღმოჩნდნენ კოალიცია "ქართულ ოცნებაში". კარგად მახსოვს ამ თემაზე ჩემი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან:

– "რესპუბლიკელებზეა" ატეხილი ერთი ამბავი, ნეტა რაში გჭირდებოდათ, რატომ დაიყენეთ გვერდით მოღალატეები?
– "რესპუბლიკელებს" რას ერჩი, რას უწუნებ?
- ყველას წამოეკიდნენ, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა და მერე უღალატეს. უჯიშო კოსმოპოლიტები არიან და მოვა დრო, თქვენც გიღალატებენ.
- განათლებული ხალხია… თუ ვინმე არასწორ გზას დაადგება, მე კი არა, ქვეყანას უღალატებს. ახლა ასეა საჭირო, არ ინერვიულო, მე ყველაფერი ვიცი, ისე იქნება საქმე, ვერც კი წარმოიდგენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, "რესპუბლიკელები" უღალატებდნენ, განზე გაუდგებოდნენ, მაინც მისცა მათ სრული კარტბლანში – ადგილები პარლამენტში, ადგილები სამინისტროებში და რაც მთავარია, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე დროს ახდა ჩემი ნათქვამიც (ამას დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდებოდა), უჯიშოთა მოდგმა ტრადიციულად გადგა გვერდზე და ყველაფერზე დაიწყო ვაჭრობა. სწორედ ამ ვაჭრობის შედეგი გახლდათ, თინა ხიდაშელი რომ გახდა თავდაცვის მინისტრი. რა იყო ვაჭრობის საგანი 5 წლის განმავლობაში? უსუფაშვილს უნდა მიეღო ის კანონები და ცვლილებები, რასაც იღებს დღეს ირაკლი კობახიძე. ფაქტობრივად, დავითმა დაიწყო იმნაირივე მოქმედება, როგორც დაიწყო კომუნისტურ პარტიაში – შეყო თავი და შიგნიდან თხარა გვირაბი, დააზიანა "ქართული ოცნება". როდესაც მას ახსენებდნენ, რომ ესა და ეს კანონიაო მისაღები, ასე და ასეა საქმე გასაკეთებელიო, ის ყოველთვის თავს იკატუნებდა და დრო გაჰყავდა. მიუხედავად ამისა, როცა წინა პარლამენტს ყავლი გაუვიდა, დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, დატოვე უჯიშოთა ჯოგი, გადმოდი "ოცნებაში", მაინც გამოსადეგი კაცი ხარო. უარი თქვა დავითმა, თანაპარტიელებს გაუწია ანგარიში თუ რამე სხვა მოსაზრება ჰქონდა, არ ვიცი. პრინციპში, თანაპარტიელების ხათრით რომ მოქცეულიყო ასე, მაშინ აღარ დატოვებდა "რესპუბლიკურ პარტიას" და აღარ შექმნიდა "შენების მოძრაობას", ყოვლად უსახურ ორგანიზაციას, სადაც არც არავინ შედის, არც არავინ გამოდის.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, დავითმა (ერთი შეხედვით) პოლიტიკური გზის გაკვლევა დამოუკიდებლად დაიწყო. დაუკვირდით, ის ყოველთვის ასე იქცეოდა, ყოველთვის იყო ურეიტინგო და თითქოს უპერსპექტივო, მაგრამ ცხოვრებაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ხოლმე, რაღაცებს გაარტყა – ბოლოს და ბოლოს, 5 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის მეორე პირი, 1%-იანი ადამიანისთვის განა ეს ცოტაა? კაი, ახლა იტყვით, ეგ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებააო, მაგრამ ხომ იყო, ხომ "გაარტყა" კაცმა რაღაცას?!

რა შანსი აქვს ბატონ უსუფაშვილს, რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი? არავითარი. მაშ რატომ იყრის კენჭს, არ იცის? აი, მე მყავდა ერთი დიდი ბებია, თუ ისეთ რაღაცას ჰკითხავდნენ, რაც არ იცოდა, ეგრევე უპასუხებდა ხოლმე: ეშმაკმა რო სილა გკრათ, მე რა ვიცი?! მთლად ასე არ გიპასუხებთ, მაგრამ საქართველოში ვის თავში რა იხარშება, როგორ იხარშება, რატომ იხარშება, ძალიან ძნელი გასარკვევია!

ისე, რაღა დაგიმალოთ და… დავითი ხშირად ბასტი-ბუბუსაც მაგონებს თავისი ჰაბიტუსით და საუბრის მანერით. ეს ნამდვილად არ არის კომპრომატი, დამიჯერეთ.

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
30-09-2018, 08:00