სარეკლამო ადგილი

947x125



,,საერთო გაზეთის” სტუმარია ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე.

- ბატონო ამირან, მოგეხსენებათ,,, ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი წინა საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილის ერთ გამონათქვამზე ააგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების საკითხს შეეხება. ნაცმოძრაობა საქმეს ისე წარმოაჩენს თითქოსდა ზურაბიშვილის ამ განცხადების გამო ჰააგის სასამართლოში საქართველომ შეიძლება წააგოს პროცესი და ქართველი სამხედროები და სხვა პირები დაექვემდებარონ, ასე ვთქვათ, მძიმე სანქციებს. რას იტყვით ამაზე?

– ახლა მოგახსენებთ რასთან გვაქვს საქმე – ჰააგის სასამართლო განიხილავს ომის დანაშაულებს და არა იმას თუ ვინ დაიწყო ომი. ეს ერთი, მეორეც, მე ვერ ვიპოვე და ვერც ვერავინ წარმომიდგინა სალომე ზურაბიშვლის განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგრამ დღეს, მეტ აქცენტს აკეთებენ არა ამაზე, არამედ ცხინვალის დაბომბვაზე, რომ ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი. სხვათა შორის, მსგავსი განცხადებები უამრავ ქართველ პოლიტიკოსს აქვს გაკეთებული და ამის გამო ქვეყანა არ დაუნგრევიათ. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის ძირითადი ოპონენტი გაცილებით მწვავე შინაარსის განცხადებებს აკეთებდა, ვიდრე ზურაბიშვილი, დიახ, ის აცხადებდა, რომ რუსეთი არაფერ შუაშია და ა.შ.და ა.შ. ბოლო დროს მისი ახალი ინტერვიუც გავრცელდა, რომელსაც არავინ უარყოფს, უბრალოდ, მათ უნდათ დაგვიმტკიცონ, რომ ზურაბიშვილის განცხადებას იყენებენ ჰააგაში და სხვის განცხადებებს კი არ იყენებენ. აი, აქ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვაშაძის ინტერვიუ, რომელიც ახლახან გავრცელდა, მაშინ იქნა ჩაწერილი როცა ვაშაძე საქართველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი კი ექსმინისტრი. აი, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამაზე ისინი არაფერს ამბობენ, ესეც ორმაგი სტანდარტი წინასაარჩევნოდ და სხვა არაფერი.

ახლა საუბრობენ იმაზე სალომე ზურაბიშვილი, რომ გახდება პრეზიდენტი შესაძლოა მან იგივე განცხადება გააკეთოს და სახელმწიფო მეთაურის რანგში მისი განცხადებები უფრო დამაზიანებელი იქნებაო და ხომ შეიძლება იგივე განცხადება გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთოს? ამაზე არავინ სვამს კითხვას. მე ასეთ რამეებზე ცოტა უხეშად ვიტყვი – არ ვბოლდები. და აქ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რაც მან ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი თუ არა. ძმათა სასაფლაო პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის, ამაზეც ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ რატომღაც ჩვენს პოლიტიკოსებს ეს არ ესმით.

ახლა რაც შეეხება ცხინვალის დაბომბვის თემას და ამის გამო, მისი განცხადების გამო ზურაბიშვილისთვის მოღალატის იარლიყის ჩამოკიდებას. მოღალატე რას ნიშნავს? იმას რომ მას უნდა ჰქონდეს ჩადენილი ღალატი. ღალატი არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც უნდა დაადგინოს სასამართლომ, ისევე როგორც მკვლელობა, ქურდობა, ძალადობა და ა. შ. სასამართლოს განჩინების შემდეგ შეიძლება უკვე, რომ კონკრეტულ პირს, დამნაშავეს ვუწოდოთ მკვლელი, მოღალატე, მოძალადე და ა. შ. ანუ ჩვენ აქაც ვარღვევთ ყველანაირ სტანდარტს და ადამიანები, რომლებიც საუბრობენ დასავლურ ღირებულებებზე და ყველა დამნაშავის მიმართ მკვლელი იქნება თუ მოძალადე იცავენ უდანაშაულობის პრეზუმციას, რატომღაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ეს სტანდარტი მთლიანად დაირღვა, რასაც ასევე არ ვეთანხმები. ხაზს ვუსვამ, მე არ ვიზიარებ არც მის განცხადებას, ასევე არც იმას რა დევნაც მოუწყვეს მას და მის ოჯახს.

და თუ მოღალატეა და ღალატს ჰქონდა ადგილი, მაშინ უჩივლონ სასამართლოში, ან მიმართონ პროკურატურას, რატომ არ აკეთებენ ამას? დიახ, რატომ არ უჩივიან? უჩივლოს პოლიტიკურმა პარტიამ ან ფიზიკურმა პირმა, აქამდეც უნდა ეჩივლათ, მაგრამ ღალატს ვერ დაამტკიცებენ, და გეტყვით რატომ.
გარდა ტალიავინის კომისიისა, რომელზეც ყველა საუბრობს 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელ რეზოლუციასაც საქართველოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, რაც ვთვლი, რომ შეცდომა იყო. 
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, ალბათ ერთმა პროცენტმა თუ იცის რაზე გვაქვს საუბარი და რაზე გვაქვს ხელი მოწერილი საერთოდ. აი, სწორედ ეს რეზოლუცია იქნება ის, რაც შესაძლოა ჩვენ წინ დაგვიდონ ძალიან ცუდად, იგივე სტრასბურგის სასამართლოში, სადაც სასამართლო განხილვები ფაქტობრივად, დასრლებულია და, რა თქმა უნდა, მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილების მიღებისასაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ რეზოლუციამ, თუმცა ჰააგის სასამართლო იხილავს კონკრეტულად ცალკეული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მძიმე დანაშაულებებს და არა იმას თუ ვინ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს იქ არავის აინტერესებს, ისევე როგორც ის ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი თუ არა.

ჩვენ დავბომბეთ, რუსებმა თუ უცხოპლანეტელებმა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო თუ დამტკიცდა, რომ ჩვენმა ქმედებებმა, კონკრეტული პირების ქმედებებმა გამოიწვია გენოციდი, ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს და სხვა მძიმე დანაშაულებებს, რასაც მთლიანობაში ომის დანაშაულებს ვეძახით, მაშინ რა თქმა უნდა, ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

- რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვის და რა შეიძლება დაემუქროს ამ გამოძიებით?

– ჩვენ სამხედროებს გენოციდი არავისთვის მოუწყია. ომის დანაშაულები ჩვენი სამხედროების მხრიდან არ იკვეთება, ახლა თუ ტანკით გადაადგილება და არტილერიის ან სხვა სამხედრო ტექნიკის გამოყენებას ვიგულისხმებთ ეს ომის დანაშაულებად არ ითვლება. ომის დანაშაულებში არის კონკრეტული ჩამონათვალი და ჩვენ ასეთ ფაქტებს არ ვიცნობთ და ვერც დაგვიმტკიცებენ. აი, ჩვენი სამხედროებისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დანაშაულები კი არის ჩადენილი, მათ შორის მძიმე ფაქტები, დაწყებული ეთნიკური წმენდიდან, დამთავრებული ჩვენი სამხედროებისა და მოქალაქეების წამების ფაქტებით. და არსებობს ამის ვიდეო მასალა. შესაბამისად იმის საფრთხეს, რომ ჩვენ სამხედროებს იქ რაიმე დაემუქროს, მე ვერ ვხედავ. 

რაც შეეხება თავად ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას და პროცესს: აქ ორი ვარიანტია, პირველი: უარი ვთქვათ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, რაც არაგონივრულია, ჩვენ იქ ჩვენ უფლებებს ვერ დავიცავთ და დარჩება ერთი მხარე — რუსეთის და სამხრეთ ოსეთის, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ, თუ არადა უნდა გავიწვიოთ ის ხელმოწერაც და საერთოდ შევწყვიტოთ რომის სტატუტის ფარგლებში თანამშრომლობა. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. შესაბამისად რჩება მეორე ვარიანტი, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა ბოლომდე სანამ პროცესები არ დასრულდება. და თუ ვთანამშრომლობთ, სასამართლო წარმოუდგენელია ორივე მხარის გამოკითხვის გარეშე ხომ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პროცესზე პროკურორებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევთ მონაწილეობა ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის რომ იქ სიმართლე დავამტკიცოთ. ჩვენ ანალოგიურად უკვე ვიმოქმედეთ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც უამრავი ჩვენი მოაქალაქე იყო ჩასული. ამით არაფერი დანგრეულა და არც გაუგია მოსახელეობას რამდენი ასეული მოწმე იქნა იქ ჩაყვანილი და ალბათ, სამხედროებიც. რატომღაც ვფიქრობ, რომ ჰააგის თემა ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოიყენება.

დამაინც, რაც შეეხება სამხედროების საკითხს. მე სპეციალურად გავაკეთე ეს შესავალი იმისთვის, რომ ვინც წაიკითხავს მოქმედი თუ თადარიგში მყოფი სამხედრო კარგად გაერკვიოს ამ ყველაფერში და გაიგოს, რომ არავითარი საფრთხე მათ არ ემუქრებათ. სახელმწიფო დაიცავს, როგორც მომქმედ, ისე თადარიგში მყოფ სამხედროს და არა მარტო მათ – მოქალაქეებს. ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ და თუ ეს ასე არ მოხდება, მე ვიქნები პირველი, ვინც ხმას ამოიღებს. მე აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ და კარგი იქნება თუ მეორე ტურის დარჩენილ პერიოდს მშვიდად ჩავატარებთ. 

ქეთი ხომერიკი

მეტის ნახვა
26-11-2018, 07:30


"საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს, ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, თუ არ გვინდა 2004–2012 წლების რეალობაში დაბრუნება", აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს, რადგან არ გვინდა იმ წარსულში დაბრუნება, სადაც არბევდნენ ჟურნალისტებს, ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს. ჩვენ ეს გადმოცემით ხომ არ ვიცით, საკუთარი თვალით ვნახეთ. ამიტომ ნურავინ შემეკამათება, რატომ ლაპარაკობ ნაციონალების მმართველობის ცხრა წელზეო, თუმცა ახლა უკვე 15 წელზე ვლაპარაკობ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, არაერთ ფაქტზე გვქონდა მწვავე პოზიცია და მომავალშიც გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვართ, ჩვენს ქვეყანას არ ვუდგავართ ოპოზიციაში, არ ვართ სახელმწიფოს მტრები. პოლიტიკური ეგოიზმის, რაღაც ამბიციების გამო ვერ ვიტყვით, არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო. ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ბოღმა-შურიანობა, სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკოსებს ზოგჯერ გაუკეთებიათ არჩევანი არა ქვეყნის, არამედ საკუთარი პარტიების სასარგებლოდ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, რადგან ეს არის საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი შვილების მომავლის მხარდაჭერა. მინდა ქალბატონმა სალომემ კარგად გააცნობიეროს და დარწმუნებული ვარ გააცნობიერებს, რომ მას ახლა მხოლოდ "ქართული ოცნება" კი არა, ქართველი ხალხი ირჩევს, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, და გაამარჯვებინებს კიდეც. ქალბატონი სალომე მომავალში სწორედ ამ ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული, იმედი მაქვს, პრეზიდენტი რომ გახდება, სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებს ქართველ ხალხს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ხალხი კარგად აცნობიერებს შექმნილ ვითარებაში რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს. პირველ ტურში პრაქტიკულად არ მიგვიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ჩვენმა მხარდამჭერებმა ან გადახაზეს ყველა კანდიდატურა, ანდა არ მივიდნენ არჩევნებზე. ამომრჩეველთა იმ 53%-ში, ვინც არჩევნებზე არ მივიდა, ჩვენი მხარდამჭერების დიდი წილი იყო. ახლა მათ მოვუწოდებთ იაქტიურონ, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, თუ არ გვინდა ჩვენი შვილების მომავალი საფრთხის წინაშე დავაყენოთ. 

სააკაშვილი, ბოკერია, ვაშაძეები, ბაქრაძეები და ა.შ. არც მალავენ, რომ მათ ინტერესში შედის გარკვეული პროვოკაციების აგორება, ვფიქრობ, უფრო არჩევნების შემდეგ ვარაუდობენ ამის ორგანიზებას. ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ, რომ არაფერი არ ხდება, მაგრამ საზოგადოება აშკარად შუაზეა გაყოფილი, მიდის ფარული დაპირისპირება, ფაქტობრივად ფარული ომი. ძალიან დიდია რადიკალიზაცია საზოგადოების სხვა და სხვა ჯგუფებს შორის, რასაც აღრმავებს ის ამორალური საქციელი, როცა მწამებელი, მკვლელი, ქართული მიწების გამჩუქებელ-გამყიდველი და სხვა არაერთი დანაშაულის ჩამდენი, სალომე ზურაბიშვილს ეძახის მოღალატეს. ამის ჩამდენები და ის ხალხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გონორით რომ გვესაუბრებიან, მათი ხმა არ გამიგია, როცა ხელ-ფეხი დაგვამტვრიეს 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე. ვინც ვერ მოგვკლეს, დაგვაზიანეს, თითქმის ყველას ჯანმრთელობა აქვს შერყეული. 50.000-ზე მეტმა მოწმემ სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ვაშაძე, რომ ამბობს გაპრეზიდენტების შემთხვევაში შევიწყალებ ამ დამნაშავეებს და გავათავისუფლებო, ესენი გარეთ რომ გამოვლენ და იქ დახვდება ეს 50.000-ზე მეტი მოწმე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება. ამიტომ მინდა საღი გონებით, მშვიდად გავაკეთოთ მეორე ტურში არჩევანი. ვერავის ვერ შეაშინებს ვაშაძე, ვერც სააკაშვილი, ეს უკანასკნელი ამსტერდამში დარჩება, სანამ არ ჩამოვიყვანთ და "მატროსოვზე" არ მივაბრძანებთ. 

ამ "შავ" საარჩევნო კამპანიაში, ნაცმოძრაობის მთავარი თემა, რასაც თავიანთი რუსი პიარსპეციალისტების დახმარებით ავითარებდნენ, აგვისტოს ომის თემა იყო. დღემდე აქტუალურია სამხედროების დაპირისპირების მცდელობის საკითხი სალომე ზურაბიშვილთან. ჩემი აზრით, ეს მარტო ქალბატონ სალომესთან კი არა, სახელმწიფოსთან დაპირისპირების მცდელობაა. მინდა ქართველ სამხედროებს მივმართო, ჰააგის ტრიბუნალი რიგით ჯარისკაცებსა და ოფიცრებს არ ემუქრება, ის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ემუქრება, რომლებმაც მთელი რიგი კანონები დაარღვიეს ომის პირობებში. პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ემუქრება ჰააგის ტრიბუნალი. აგვისტოს ომის კონტექსტში მთელი კამპანია მიდიოდა მოღალატის თემაზე აპელირებით, ჯერ ერთი, სიტყვა მოღალატეს ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, თანაც ვინ ლაპარაკობდა ღალატზე? სააკაშვილი, ბოკერიები, ვაშაძე და მთელი მათი გუნდი ის ხალხია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს, სხვაზე რომ აღარაფერს ვთქვათ, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მიატოვეს კონფლიქტის ზონაში, პატრიარქი რომ არ ჩასულიყო და არ გამოესვენებინა, იმ სიცხეში ბუზი ჭამდა და ნადგურდებოდა. მე აფხაზეთის ომის დროს 22 წლის ვიყავი, ყველას ახსოვს ვინც იქ მნახა, ხელით თუ ზურგზე მოკიდებული რომ გამომყავდა დაჭრილები და გარდაცვლილები, წინა ხაზზე არცერთი არ დამიტოვებია. მე ჩამოვასვენე დაღუპული ჟურნალისტები თბილისში. ამათ მთელმა გენერალიტეტმა, სააკაშვილებმა, კეზერაშვილებმა, ბაქრაძეებმა ასე დატოვეს ქართველი ჯარისკაცები ტრიალ მინდორზე. პატრიარქი ტიროდა, ჯარისკაცებისადმი, ჩვენი თანამემამულეებისადმი ასეთ დამოკიდებულების შემხედვარე. ჩვენი მიზანი ხომ ის არის, შვილი ისე აღზარდო, სამშობლოს სამსახურში იყოს და თუ საჭირო გახდა, თავი შესწიროს. მე იმიტომაც მოვუწოდებ ქართველ ხალხს მხარი არ დაუჭირონ ნაციონალებს, რადგან ჩვენ შვილებს, რომლებსაც სამშობლოს დასაცავად ქართულ ჯარში გავუშვებთ, ასე გაწირავენ და მიატოვებენ ბრძოლის ველზე. ნაციონალებზე დიდი მოღალატე ვინ არის, როცა კოდორის ხეობა, სადაც არავითარი საომარი მოქმედებები არ ყოფილა, მარტო კი არ ჩააბარეს, სამარცხვინოდ გაყიდეს, იქ კონკრეტული გარიგება მოხდა. კიდევ ერთხელ ვითხოვ მთავარი პროკურორისგან, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი სიმამაცე, ნუ მიაქცევს ყურადღებას აბსურდულ მოსაზრებებს, ამერიკელები რას იტყვიან, ბრიუსელი რას იტყვისო. ვერავინ ვერაფერს იტყვის, როცა დავადასტურებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა 2008 წლის ომის დროს. 

ამ ომის თემა რომ არ გამოვიძიეთ, იმიტომაცაა ნაციონალები სხვებს რომ დასძახიან მოღალატეებს. ესენი მოღალატეობაზე როგორ უნდა ლაპარაკობდნენ, მე საქართველოს უახლეს ისტორიაში ამათზე დიდი მოღალატე არ მეგულება. 

"პატრიოტთა ალიანსის" ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის შეფასებას, იყო თუ არა ის რეჟიმი, 300.000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. თუ რეჟიმი იყო, მაშინ დაგვიჭიროს მხარი "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციამ. ეს ხალხი 25 ნოემბერს, დღის სამ საათზე თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით. არამარტო ამ რეზოლუციის მხარდამჭერები, არამედ ყველა, ვინც სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდება. 23 ნოემბერს, ბათუმში, ამავე დროს ერას მოედანზე შევიკრიბები თ. ჩვენ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ამერიკას, ბრიუსელს, სტრასბურგს, სადაც კარგად თამაშობენ ეს ბატონები, გრიგოლ ვაშაძე და დანარჩენი ამხანაგები, საერთოდ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ რამდენნი ვართ, ვისაც არ გვინდა წარსულში, სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმში დაბრუნება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი ვიყოთ. ველოდებით უამრავ ადამიანს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დააბრუნებს საქართველოს სააკაშვილ-ბოკერიების რეალობაში. კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია, საზოგადო მოღვაწე თუ რიგითი მოქალაქე, ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი, უფლება არ გვაქვს, მიზეზთა გამო არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. ყველა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ამით ჩვენი შვილების მომავალს ვუჭერთ მხარს. ვაშაძის გამარჯვება ნაციონალების მობრუნებას ნიშნავს, რომლებიც ყველას სახლთან მივლენ, ყველას აწამებენ, გაასმაგებული ძალებით გააძრობენ ტყავს ჩვენს ერს. თუ მმართველმა პარტიამ რაიმე დააშავა, ამ არჩევნების მერე მოვთხოვოთ პასუხი. გპირდებით, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც "ქართულ ოცნებას" არაფერს არ აპატიებს.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
25-11-2018, 14:30


უმადური ერის ტრაგედია და ცოდვამოუნანიებელთა სინდრომი

"სულ ლაშქარსა ვართ, რაც კია _ ძუძუს მომწყვიტა დედამა!" _ ამბობს ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონის" ერთ-ერთი მისტიკური გმირი.

ეს მართლაც ასეა, და ომი ჩვენთვის _ ქართველი ერისთვის უწყვეტი პროცესია _ ის არასოდეს მთავრდება! და როდესაც გვგონია, რომ დამთავრდა, ის სწორედ მაშინ იწყება; მაშინ დგება ჩვენი "ძილ-ღვიძილის" და დაღუპვის ხიფათი…

იბერთა ისტორია ომის ისტორიაა, ბრძოლა "ყოფნა-არყოფნისათვის": არაოდენ ფიზიკური, არამედ ზნეობრივი სივრცის დაცვისთვის, ისტორიული ცივილიზაციის გადარჩენისთვის…

სიტუაცია ახლაც იგივეა _ დრამატული მოვლენა მეორდება _ ჩვენ ვერც ამირანის მითში დავამარცხეთ დამანგრეველი სატანური ენერგია ბოლომდე და ვერც ახლა.

მოგვეჩვენა, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ასე არ არის!

ქვეყანას გამოუჩნდა ბოროტი მოუნანიებელი ცოდვების განუკურნებელი სენით შეპყრობილი ძალა, "დაუნდობელი ნაცისტური სექტა", რომელსაც შეუძლია, რომ ყველაფერი უარყოს და სხვას გადააბრალოს. მათ, ფაქტობრივად, აღარ შეუძლიათ თეთრისა და შავის გარჩევა. მათ დაკარგეს მორალი და უმორალოდ იბრძვიან ძალაუფლებისთვის! გაუგონარი უტიფრობით უსწორდებიან პრეზიდენტობის კანდიდატ მანდილოსანს, დახვეწილ, კულტურულ ქალბატონს…

მათთვიც უცხოა "არა იცრუო", "არა ცილ სწამო", "არა კაც ჰკლა"… მათ ამოძრავებს მოუნანიებელთა სინდრომი, დანაშაულთა არაღიარების ცოდვა და ასე ხელისუფლებაში შემობრუნებისთვის იბრძვიან.

მათ უნდათ, საზოგადოებამ და `ოცნებამ~ დაივიწყოს მათი გაუგონარი არაადამიანური დანაშაულებები და ცოდვათა დავიწყებულ სამყაროში გვაცხოვრონ. ისტორია, ხალხი ვერასოდეს ივიწყებს წარსულს: ჰეროსტრატების, ნერონების, ჰიტლერების, პილატეების დანაშაულს და ცოდვას, არამც თუ გუშინნდელს _ ნაცების ნამოქმედარს!

მთავარი მორალია. "კოჰაბიტაცია", ანუ "ბილწთან ზავით შეკვრის" სინდრომი მორალის ნგრევა იყო!
"შერიგება ბილწთან", ბოროტთან თანაცხოვრების იძულება ერისთვის და საკუთარი თავისთვის, ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების დანაშაულის ტოლფასი უმძიმესი შეცდომა და სასჯელი ერისთვის, რომლის ისტორიული ცნობიერება (მენტალობა) და ფსიქოლოგია შეუთავსებელია ამ მოვლენასთან!

თუ `კოჰაბიტაცია~ მკვეთრად უარყოფილი არ იქნა, "ოცნება" ვერაფერს დაალაგებს, ქვეყანა მუდმივ შეუთავსებლობაში და მორალურ რყევაში იქნება. საზოგადოება ახლა მოიგებს ომის ერთ ფაზას, რომელიც ნაცების შეჩერებას და სალომეს გაპრეზიდენტებას გულისხმობს!

მაგრამ ეს ბრძოლაა და ამ ბრძოლის შემდგომი რადიკალური ფაზა თუ არ გაგრძელდა, თუ არ აღმოიფხვრა "ნაციონალ-ფაშისტური" სექტის შხამიანი ფესვები, ქვეყანა (ერი) კატასტროფას ვერ გადაურჩება! 

ამიტომ უსწრაფესად უნდა დაიწყოს ახალი ეროვნულ-პატრიოტული ძალების ჩამოყალიბება 2020 წლის საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნებისთვის… "ოცნებამ" უნდა იზრუნოს ერის კონსოლიდაციისთვის. უნდა რადიკალურად შეცვალოს საზოგადოებასთან მიდგომის კრიტერიუმები, სწრაფად გაწმინდოს პოლიტიკური სივრცე და "სულიერი ზონები" ფაშისტურ-ლიბერასტული ელემენტებისგან, მათი უარყოფითი "კარმით".
დაეჭიროს მხარი "პატრიოტთა ალიანსს" და დაიწყოს ნაცების პარტიის აკრძალვის საპარლამენტო პროცედურა: ერის წინაშე მათ დანაშაულთა სასამართლო პროცესები…

მიმდინარე მოვლენების ფონზე საზოგადოების ცნობიერება და "გარჩევის" უნარი წაშლილია _ მას შავ-თეთრი, კეთილი და ბოროტი, ანუ, უკეთესი და უარესი აერია ერთმანეთში! მოხდა ფასეულობათა სრული დევალვაცია და ნიველირება. შეიძლება ვიხმაროთ ახალი ცნება (ტერმინი) "ზნეობრივი დალტონიზმი". საზოგადოებაში "ზნეობრივი დალტონიზმი" ინერგება…

მე მრცხვენია იმ დროის და იმ ვითარების, რომელსაც ქართველთა ერთი ცდუნებული ნაწილი აბრუნებს საქართველოში.
საზოგადოების ეს ნაწილი აღმოჩნდა რევანშისტულ-ობსტრუქტიულ პარტიათა და არასამთავრობო ლიბერასტულ სექტათა მსხვერპლი და სატანისტური (ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული) ტელევიზიების და, კერძოდ, "რუსთავი 2"-ის მძევალი…
საზოგადოება და ხელისუფლებაც მოექცა ყოვლად უტიფარი, ფაშისტურ-ლიბერასტული, ანტიქართული, მაზომბირებელი მასმედიის ძალადობის არეალში.

სიტყვა ცვლის ადამიანთა ფსიქიკას და რწმენასაც კი, როდესაც დღე და ღამ ყურში ჩასჩიჩინებენ სატანისტურ ტექსტებს.
სრულიად წარმოუდგენელია გრიგოლიების, ჟიჟილაშვილების, კვესიტაძე-გვარამიების, სანაია-გაბუნიების თუ ჯანგირაშვილების დაბრუნება ზნეობრივ სივრცეში, მათ მიერ ერისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო, მასტაბილირებელი, პატრიოტული თუნდაც ერთი გადაცემის მომზადება…

ისინი იქცნენ "ფუნაგორიებად" _ ნეხვში ჯდომა და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ნერვების წეწვა იქცა მათთვის საარსებო მატერიად და ცხოვრების წესად.

მე მრცხვენია თუნდაც ივანიშვილის წინაშე! ადამიანს, რომელმაც, ფაქტობრივად, "მორგიდან ამოთხარა ქვეყანა" და გამოიყვანა გაუგონარი ტირანის ბრჭყალებიდან, ბოდიშს ვახდევინებთ?

კაცს, რომელმაც XXI საუკუნის "სვეტიცხოველი" დაუდგა სამშობლოს, გენიალურ ქველმოქმედს და პატრიოტს, მილიარდები რომ დახარჯა თავისი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენისთვის, თავის მართლება და პატიების თხოვნა უწევს უმადური ერისთვის _ არაფრისთვის და იმისთვის "რატომ კარგი აგიგიაო!.."

ბოდიშის მოხდა უწევს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში `კაცი კაცადი` ვერ ნახა, რომელიც არ უღალატებდა და არ "ჩააფლავებდა" თვით მის "იმიჯს" და ღირსებას და საქველო საქმეებს მის მიერ ქმნულს საკუთარი სამშობლოსთვის!..
ეს პრობლემა გვიდგას ჩვენს ყველა სფეროში: "კაცი-კაცადი" სანთლით საძებარი გახდა…

ამავე პრობლემამ დააქცია ბიბლიური "სოდომი და გომორი", როდესაც უფალმა 10 კაციც კი ვერ ნახა ღირსეული!..
უნდა ითქვას, რომ არსემომს ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებაში `დეფიციტი~, მაგრამ არსებობს ღირსეულ ადამიანთა ძებნის და პოვნის ნაკლები სურვილიც…

გამაოგნებელია ჩვენი საზოგადოების (ვიტყვი ქართველთა!) უმადურობა!
კაცი მოვიდა და თავი გადადო, რომ ერისთვის მომაკვდინებელი ვირუსი აერიდებინა. ის, ფაქტობრივად, "ქოლერიან" ("ჟამით" მოოხრებულ) სივრცეში შემოვიდა, სადაც მიწა-წყალი უკვე წართმეული იყო და ერიც აყრილი ამ მიწიდან! ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა "მკვდარ ზონაში", როგორც მკურნალი შედის ქოლერიან თემში და, რა თქმა უნდა, ადვილი არ აღმოჩნდა მისი გაცოცხლება!..

მკვდარ სხეულში ცოცხალს თუ შეიყვან, რა მოხდება, არავინ იცის: _ ცოცხალი წამოაყენებს მას თუ მკვდარი გაიწოვს?! 
კაცს, სამების ტაძრის ამშენებელს, ბოდიშის მოხდა რომ უწევს მთელი ერის სივრცეზე ჩაყრილი მილიონებისთვის და ქველობისთვის, სიკეთისთვის, არაერთი განწირული ადამიანის გადარჩენისთვის პატიებას რომ ითხოვს:
_ ეს უმორალო და უმადური ქვეყნის თუ ხალხის მახინჯი სულიერი ანომალიაა, სხვა ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდება, პიგმეების ტომებშიც კი!

მკვდარს რომ "გამოაღვიძებ" და გამოღვიძებული რომ გეტყვის: "წადი, შენი ასე და ისე, _ რატომ გამაცოცხლეო!" _ აი, ასეთი უმადური მკვდრები ვართ ჩვენ და არც არაფერი გვეშველება!
ჩვენ შეგვიძლია ჯერ ვლანძღოთ და ვაგინოთ კაცი, რომელმაც მართლა გადაგვარჩინა და მერე მოვიყვანოთ რუსის გენერალ ალასანიას ქილერები, რომელიც მილიონს იხდის ივანიშვილის მოსაკლავად!..
ზისტად ასე მოვაკვდინეთ ილია მართალი _ ერის მამას ჯერ ტალახი ვაყარეთ, მერრე ტყვია და მერე ხელისუფლებაში ორჯონიკიძეები მოვიყვანეთ!

ახლაც იგივეს ვიმეორებთ _ მოგვყავს რუსის აგენტები, სააკაშვილის ჯალათები, გრიშები, გრიშისტები და მიშისტები, ეკლესიის მაგინებელი იუდა სამნიძე-ბერძენიშვილები, ბარამიძე-ბოკერიები, ილიას და რუსთაველის მტრები! პატრიარქის ცილის მწამებლები! და ამ ჯალათებს ქართველ მანდილოსანს ვალანძღვინებთ! ვითმენთ მათ შეურაცხყოფას და სიცრუეს! ქართველები ასე არ უნდა ვიქცეოდეთ!

ქართველმა ერმა უნდა იგრძნოს და გააცნობიეროს, რომ საბედისწერო ზღვარზე ვდგავართ! როგორმე უნდა გაიღვიძოს, მოიკრიბოს ძალა და 28 ნოემბერს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანოს ნაციონალების ამ უზნეო და "ცოდვათა მოუნანიებელ სექტას", სადღაციდან მოვლენილ "ჰიქსოსებს", რომელთაც ქვეყანა აპოკალიფსის ზღვარზე დააყენეს და "მაოხრებელი მკვდარივით" გვებლანდებიან ყველგან, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე…

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი

მეტის ნახვა
24-11-2018, 22:00


შორიდან დავიწყებ:
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისის პირველი საპროტესტო აქციის მონაწილე ვარ.
მას მერე მიტინგები თითქმის არ გამიცდენია.


აქვე ვიტყვი: ცუდია, რომ ლუსტრაციის კანონი არა გვაქვს მიღებული. უფრო ცუდია და სირცხვილიც, თუ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გაბედა!

9 აპრილის შემდეგ ყველაზე სამარცხვინო და ქვეყნისთვის გამანადგურებელი რბევა, ალბათ, 2007 წლის 7 ნოემბრის დღე იყო.
დილით ტელევიზორი ჩავრთე…

სასწაულები მესმის, საშინელებები ხდება…

არ მახსოვს, რით და როგორ მივედი.
ქაშუეთის წინ ვდგავარ და კიდევ არ მჯერა, რაც ხდება…
გაშეშებული ვარ ჩემი ასაკისა და ჭაღარის იმედად…
უცებ დავინახე, სამი ნიღბოსანი მორბის ჩემკენ…

შევბრუნდი, ვიკადრე გაქცევა… ერთი და ორი ხელჯოხი კი არა, გვარიანად მომხვდა ბეჭებში, მარჯვენა ხელი საფეთქელზე ავიფარე და… თითქოს მაჯა წამაცალეს, ერთბაშად მარცხენა მუხლი ბეტონს დავკარი, ეკლესიის შიგნით შევგორდი. რომელიღაც მღვდელმა მტაცა ხელი, წამომაყენა, გრძელ სკამზე დამსვა… სამ-ოთხ წუთში მტევანი გამიშავდა, დამისივდა… ხელისგული გადმომიბრუნეს, სისხლიანი მაქვს, დამსხვრეული ძვალი ლურსმანივით მაქვს ამოსული… უცნობი ქალბატონი ცხვირსახოცით თუ თხელი კაშნეთი მწმენდს სისხლს და მიხვევს…

კარგა ხნის მერე წამოვედი. მშრალ ხიდთან, მშობლიურ "ცისკარში" ავედი. თანამშრომლები შემომეხვივნენ. დასამშვიდებელ წამლებს მასმევენ, საავადმყოფოში წაყვანა უნდათ. უარს ვამბობ. ერთადერთ სიტყვას ვიძახი _ უარესი მხვდება! რატომო? _ უკვირთ. თავს ძალად ვიბრუნებ: აბა, ამათგან სხვა რას ველოდი?!. მე ხომ ესენი (ნაციონალები) არც მაშინ მიყვარდა, როცა ხელისუფლებაში არ იყვნენ. რა ნაგვებიც იყვნენ, მაშინაც ვიცოდი! _ ლამის ვყვირი.

ტაქსი გამოიძახეს. სახლში გამიშვეს.

თითქმის ორი თვე მკლავი ბინტით მეკიდა მკერდზე.

26 მაისის ღამეს ვინც იქ იყო, ეხსომება, შეღამებულზე, 9–10 საათისთვის საშინელი თავსხმა წვიმა მოვიდა. თავი ვერსად შევაფარე. საშინლად დავსველდი. გადავწყვიტე, უფროს ძმასთან ავსულიყავი ავლაბარში, წელს ზემოთ მაინც გამომეცვალა. იქნებ გაციებას გადავურჩე, _ ვფიქრობ. ამ დროს ჩემი უმცროსი, თხუთმეტი წლის ბიჭი მირეკავს, მიტინგზე ხარო? ხო-მეთქი. ახლავე მოდი სახლშიო.მაშინვე გადავწყვიტე შინ წასვლა. დიდი დიღმის ბოლო "მარშრუტკას" მივუსწარი. სახლში რომ მივედი, უკვე კინო "რუსთაველიდან" გამოჰყავდათ თავგახეთქილი, ნიკაპებდალეწილი, გაფითრებული და დათრგუნული ადამიანები…

გადავურჩი!.. _ რომელს გადავურჩი, ცემას თუ სიკვდილს, ახლაც არ ვიცი.
ბევრს უთქვამს და მეც გავიმეორებ.

იმ ტრაგიკულ 9 აპრილს რუს ჯარისკაცებს გასაქცევი გზა მაინც არ ჩაუხერგავთ… ქართველმა (!) "ნაციონალებმა" კი ქართველები პირუტყვებივით სასაკლაოზე შერეკეს და გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს.

ნაცებს სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეთ, არც უნდა ფიქრობდნენ უკან მობრუნებაზე!


ახლა იმას ვიტყვი, ქალბატონ სალომესთვის წინა ტურში ხმა რომ არ მიმიცია!
მიუხედავად იმისა, ბატონ ჯანრის კარგად ვიცნობდი, "ცისკრის" ხშირი ავტორიც იყო. ვახლობლობდით. სტუმრადაც ვყოფილვართ მათ ოჯახში, კარგი ფრანგული ღვინო და ყავაც დამილევია… თუმცა მე ჩემს უახლოეს მეგობარს და გულმართალ ქართველ კაცს _ ბატონ თემურ შაშიაშვილს მივეცი ხმა.

ახლახან ქალბატონმა სალომემ ბრძანა _ დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორისო!
ვეთანხმები.

მხარს ვუჭერ!

მის მოწინააღმდეგეს, ბატონ ვაშაძეს, ერთი ურემი ხმა რომ მქონდეს, ერთს არ ვუწილადებდი. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ვპირდები, ათ-თხუთმეტ ხმას ოჯახში და საახლობლო-სანათესაოში მაინც მოვიპოვებ მის სასარგებლოდ!

ზაურ კალანდია
P.S.
წინა კვირას ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში ვიყავი. ორი-სამი "ბრძოლა" გადავიხადე; ვიფიქრეთ, ვიკამათეთ… დავრწმუნდი, მეგრელები საღად აზროვნებენ და ფიქრობენ და 28 ნოემბერს სწორ და გონივრულ არჩევანს გააკეთებენ.
ზ.კ.

მეტის ნახვა
24-11-2018, 21:00


თავიდანვე მინდა განვაცხადო: იმ რეზოლუციას, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" წამოაყენა და რომელსაც უკვე 300 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, თუ არ დაეთანხმება და ხელის მოწერით არ დაადასტურებს ამ ქვეყნის მოყვარული ნებისმიერი ადამიანი, მწერალი იქნება, ხელოვანი თუ სხვა ვინმე, ეს იქნება ღალატი. მერე სიები უნდა გამოქვეყნდეს იმათი, რომლებიც აქეთ-იქით დახტიან პოლიტიკური ამინდის მიხედვით. ერმა უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის.

ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს განწმენდის დრო.

უცოდველი არავინ არაა, მაგრამ ვინაც ისეთი ცოდვები ჩაიდინა სამშობლოს და ერის მომავლის წინაშე, რაც "ნაცმოძრაობამ" და მისმა განშტოებებმა, სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული.

თუ ხელისუფლება ამ არჩევნების შემდეგ ისევ გააგრძელებს კოჰაბიტაციურ ფორმაში ურთიერთობას ამ ნაძირლებთან, პირველი მე ვიქნები, ვინც მათ გადაეღობება.

დღეს ვითარება ასეთია: "რუსთავი 2"-ის სათაო ოფისმა ტვ I-ში გადაინაცვლა. მე მათ "პირგველები" დავარქვი. ამჟამად არ მოვყვები თითოეული მათგანის დახასიათებას, მაგის დროც მოვა, მაგრამ მთელი ერის საყურადღებოდ ვაცხადებ _ თუ ჩვენ არ შევისწავლეთ საქართველოში არსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა _ საიდან ფინანსდებიან და რა მიზანს ემსახურებიან, იგივე წრეზე მოგვიწევს სიარული, რაზეც დავდივართ ბოლო რამდენიმე ათეული წელია.

ამხანაგი გრიშა, რომელიც "ობრაზცოვის კუკლას" ჰგავს, თავის დროზე, 10 წლის წინ მე "მოვნათლე" და დავარქვი "ტარაკან პრუსაკი". გიჟი-გადარეული და საქართველოს მტერი, სისხლისმსმელი სააკაშვილი და ეს "ტარაკანა" ერთი კაცის თოჯინები არიან და ეს კაცი გახლავთ თემურ ალასანია, რომელმაც თავის დროზე გამოჩორკნა მიშა თავისი ხელით, როგორც პაპა კარლომ ბურატინო. დანარჩენი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციონერებიც ყველანი თემურ ალასანიას თოჯინები არიან.

პირი არავინ არ გააღოს და არ გაბედოს ხმამაღლა იმის თქმა, რომ ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიცია, ესენი გახლავან 11 თითო-ოროლა კაცისგან შემდგარი ჯგუფები.

ოპოზიციის ზოგიერთ ყმაწვილს, ძმა რომ გაუთხოვდა ამერიკაში, თვითონაც რომ წაეთრიოს, უკეთესია, მოშორდება აქაურობას.
ვინც იმას ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ რაიხსფიურერები და ა. შ. რასაკვირველია, მე ამას ვეთანხმები! მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, უნდა დაისაჯონ ქალბატონი გურგენა დონაძე და ის ვითომ ჟურნალისტები და ვითომ მოღვაწეები, უფროსი დაიკო ლევან ბერძენიშვილი და გურუც. თავი და თავი ყველა უბედურების. თუ ჩვენ დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, რომ ისინიც ქართველები არიან და ჩვენები არიან, ხომ გახსოვთ, `ამოითხარე თვალი იგი მაცდუნებელი~. თუ ბოლომდე არ იქნება სულიერი განწმენდა, ჩვენ არაფერი გვეშველება.

დროა, გამოფხიზლდეს საქართველო, თავი დავანებოთ პრანჭიაობას და ვითომ იურიდიულ მარკერებს. მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენ რომ მეტად თავმოყვარეები ვიყოთ, პირველ რიგში, ზურაბ ჯაფარიძე უნდა გამოვათრიოთ და ხეზე დავკიდოთ თავისი იმ ამფსონებით, რომლებმაც შარვლები ჩაიხადეს და ეპატიჟებიან რუსებს. ნუ დაემგვანება ერი "გირჩის" შარვალჩახდილ პეტუხებს, თორემ ღმერთი დაგვსჯის აუცილებლად.

დღეს საუბარი არ არის რომელიმე პარტიულ კუთვნილებაზე. ლაპარაკი არაა პარტიკულარულ ურიერთობებზე. აქ საუბარია ერის მომავალზე, მის ბიოლოგიურ გადარჩენაზე. მე არავის არ ვაშინებ. მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა ჩემი სტატია და გამოსვლა ბოლო ხანებში იწყებოდა იმით, რომ ვამბობდი: დააპატიმრეთ ბოკერია.

ამას იმიტომ ვამბობდი, რომ, ეს არის განზოგადებული სახე იმ საშინელების, იმ ბინძური რეჟიმის, რომელსაც წარმოადგენდა თვითონ გიგა ბოკერია.

მივმართავ თბილისელებს, გავიხსენოთ, ვინ წამოაყენა "ნაცმოძრაობამ" თბილისის მერის კანდიდატურაზე.
ცალტვინა იდიოტი აყუდებული ბუტაფორია უდუმაშვილი, ეს არის კაცი, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა, როგორ ეხვეოდა საქართველოს აოხრების მთავარ დირიჟორს იგორ შკლიაროვს.

ახლა კახა კალაძეს უმიზნებენ, რომ მოაცილონ ხელისუფლებას.

მტრების ჯინაზე კახა კალაძე მოუხდა ჩვენს ქალაქს. ყველანაირად ცდილობენ სააკაშვილის ლეკვები, რომ მასაც მიაყენონ ჩრდილი. მაგრამ ვერ მივართვით. კახის გვერდით მთელი თბილისი დგას!

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ხალხს, ყველას, ვისაც ოდესმე ჩემი სჯეროდა, ან სჯერა _ მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ციფრი 48.

საქართველო უნდა გადარჩეს!



მეტის ნახვა
24-11-2018, 18:00


საუკუნე გავიდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან, ანუ იმ ომიდან, რომელიც ისტორიკოსებმა ერთ-ერთ უდიდეს სისხლისმღვრელ ომად აღიარეს. ამ ომმა 18 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, იმ დროს `ისპანკად~ წოდებული გრიპიც მძვინვარებდა, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საომარმა მოქმედებებმა თავისი გააკეთა. 1918 წლის 11 ნიოემბერს, დილის 5 საათზე, პარიზის შემოგარეში, კამპენსკის ტყეში, მატარებლის მარშალ პოშის ვაგონში ანტანტის წარმომადგენლებმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე. დილის 11 საათიდან კი შეწყდა საომარი მოქმედებები. აღნიშნული ადგილი იმის გამო აირჩიეს, რომ გერმანიის დელეგაციისთვის დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინათ. უნდა გავიხსენოთ 1940 წელი, როდესაც პირსისხლიანმა ჰიტლერმა სწორედ ამ ვაგონში მოაწერინა ხელი ფრანგებს კაპიტულაციაზე, რის შემდეგაც ის დაწვეს. თუმცა ფრანგებმა ისტორიული ვაგონი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღადგინეს. გამარჯვებულმა მხარემ ანტანტამ გერმანიას მკაცრი რეგულაციები დაუწესა. თუმცა ისტორიკოსების მტკიცებით, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული არ ყოფილა.

ადამიანური მსხვერპლის გარდა, ომმა სხვა უმძიმესი შედეგებიც მოუტანა სამყაროს. კერძოდ, დაინგრა ოთხი დიდი იმპერია _ ოსმალეთის, ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და გერმანიის. მსოფლიოში დაისადგურა ეკონომიკურმა კრიზისმა, რუსეთში მოხდა ერთბაშად ორი რევოლუცია (გადატრიალება), რომლებმაც თავისი უარყოფითი როლი ითამაშეს სამყაროში. ისტორიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ სწორედ ომში დამარცხებამ შეუწყო ხელი გერმანიაში ფაშიზმის აღორძინებას.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავად პარიზში პომპეზური ღონისძიება გაიმართა. საფრანგეთის დედაქალაქში 70-მდე ქვეყნის პირველი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. ღონისძიება 11 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. თავდაპირველად პარიზს ორი დღით ადრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ეწვია, რომელმაც ყვავილებით შეამკო ბრიტანელი ჯარისკაცების საძმო საფლავი. თუმცა ძირითად ღონისძბემაზე არ დარჩა. რატომ, უცნობია.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დღეს, 11 ნოემბერს დილით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიიც კანცლერმა ანგელა მერკელმა კამპენსკის ტყეში დადგეს მემორიალური დაფა, ისტორიულ ვაგონში ისაუბრეს და მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზეიმო ცერემონია მართლაც პომპეზური და სანახაობრივადაც ლამაზი იყო. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მაკრონისთვის საუკუნის ღონისძიება იყო, მან შეძლო დაპირისპირებული ქვეყნების თუნდაც ერთი დღით შეკრება. მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამომსვლელი პოლიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

მიუხედავად საუკეთესოდ გამართული საზეიმო ცერემონიისა, მაკრონს გულში ხინჯი მაინც დარჩა _ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჯერად აშკარად ცივად შეხვდა, ხელიც არ ჩამოართვა, რაც შეუმჩენეველი არ დარჩათ ექსპერტებს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მაკრონის იდეა ევროკავშირში შეიქმნას დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემა, ტრამპმა შეურაცხყოფად მიიღო. მით უფრო, მაკრონმა განაცხადა, ევროკავშირს დამოუკიდებელი სამხედრო შენაერთი რუსეთის, ჩინეთის და აშშ-სგან თავდაცვისთვის სჭირდებაო. ტრამპმა უკმაყოფილება ჯერ კიდევ პარიზში გამგზავრებამდე აშკარად გამოთქვა სოციალურ ქსელებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპას დასახელებული ქვეყნებიდან არავინ შეუტევს, მაკრონმა ტრამპს ამით პასუხი გასცა ნატოს საწევრო გადასახადის გაზრდაზეო. როგორ დასრულდება ტრამპის და მაკრონის დაპირისპირება, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია.

პარიზში საზეიმო ღონისძიებას პოლიტოლოგები განსაკუთრებულად ელოდნენ. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაანონსებული იყო, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ერთმანეთს პირისპირ შეხვდებოდნენ დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. თუმცა საზეიმო ცერემონიამდე ემანუელ მაკრონმა მხარეებს სთხოვა, მათი შეხვედრა პარიზში არ გამართულიყო, რათა ამას საზოგადოების ყურადღება ძირითადი ღონისძიებიდან სხვა თემაზე არ გადაეტანა. მასპინძელ მხარეს პროტოკოლის შეცვლაც მოუხდა _ ელისეის სასახლეში საზეიმო სადილზე ტრამპი და პუტინი არა გვერდიგვერდ, არამედ პირისპირ დასვეს. ასეთ პირობებში პირისპირ საუბარი შეუძლებელი იყო. თუმცა სადილის შემდეგ სასახლე ყველაზე ბოლოს, საკმაოდ მოგვიანებით, ტრამპმა და პუტინმა დატოვეს. ჟურნალისტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მათ ისაუბრეს. მათი ვარაუდი დაადასტურა პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რა თემაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა. ცნობილი გახდა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა თვის ბოლოს არგენტინაში, `დიდი ოცეულის~ სამიტზე გაიმართება. არგენტინის პრესის ინფორმაციით, ტრამპმა ორგანიზატორებს სთხოვა, მისი არგენტინაში ვიზიტი ერთი დღით შეემცირებინა თ. პუტინი-ტრამპის პირისპირ შეხვედრა არგენტინაში კვლავ სათუო გახდა. მართალია თუ არ არგენტინული პრესის ინფორმაცია, უცნობია. თუმცა მიმომხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ორივე პრეზიდენტის მოქმედების წინასწარ გათვლა შეუძლებელია.

პოლიტოლოგები ვარაუდობდნენ, რომ გასულ კვირას აშშ-ში გამართული არჩევნები ტრამპისთვის ერთგვარი რეფერენდუმიც იქნებოდა. რესპუბლიკური პარტია ცდილობდა პროვინციული ქალაქების ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოეპოვებინა, დემოკრატები სხვადასხვა ელექტორატზე მუშაობდნენ. არჩევნები დასრულდა, მაგრამ ვინ გაიმარჯვა, ტრამპმა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად თუ დემოკრატებმა, გაურკვეველია. ექსპერტები მიიჩნევენ, ანგარიში საყაიმოაო. დონალდ ტრამპს სენატში უმრავლესობა აქვს, კონგრესში კი დემოკრატებმა მოიპოვეს უპირატესობა. ექსპერტების განცხადებით, ძალთა ასეთი გადანაწილებით დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებენ, რადგან კონგრესის გადაწყვეტილებას სენატი დაბლოკავს. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებაში ტრამპს კონგრესი შეუშლის ხელს, რადგან ეს უწყება კურირებს საგარეო პოლიტიკას.

მრავალი ათწლეულის მანძილზე აშშ-ში რომ მწვავე პერიოდია, ამას თავად ამერიკელი პოლიტოლოგებიც ადასტურებენ. იმასაც ამბობენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 1860 წლის არჩევნებს დაემსგავსოს (იმ წლებში მოხდა აშშ-ში სამოქალაქო დაპირისპირება). ექსპერტები შიშობენ, რომ საზოგადოების დაყოფამ, შესაძლოა, ამერიკაში ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ასევე აღნიშნავენ, რომ დღეს აშშ-ში `ცივი სამოქალაქო ომი~ უკვე მიმდინარეობს. ტრამპი დანებებას არ აპირებს. არჩევნების შემდეგ მან უკვე შეცვალა მთავარი პროკურორი. ამასთან, უკვე დააანონსა, რომ მეორე ვადითაც აპირებს პრეზიდენტობას, რისთვისაც უკვე დაიწყო ფინანსების მოძიება.

ახალი კონგრესი, რომელიც მუშაობას იანვრიდან შეუდგება, მრავალფეროვანია. იმის გარდა, საკანონმდებლო ორგანოში რომ ბევრი ქალია, არიან მუსულმანები, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებიც. არჩევნების დროს მოხდა კურიოზული შემთხვევა _ ერთ-ერთ შტატში გაიმარჯვა პირმა, რომელიც არჩევნებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. ფლორიდასა და ჯორჯიის შტატებში გუბერნატორების გამოსავლენად ხმების ხელახალი დათვლა მიმდინარეობს. რას მოუტანს აშშ-სა და სამყაროს იქ არსებული ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობა, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება.
გერმანიაში გასულ კვირას გამოააშკარავეს მოქმედი სამხედრო მოსამსახურეთა რადიკალური დაჯგუფება, რომელიც პოლიტიკურ მკვლელობებს გეგმავდა. დაწვრილებით საქმის დეტალები გერმანულ პრესას ჯერ არ გაუშუქებია.

პოლიტიკური ვითარება ბუნდოვანი რჩება არა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში, არამედ მსოფლიოში. გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსების საუკუნის წინანდელ შეცდომებს დღევანდელები და ააცილებენ თუ არა სამყაროს კატასტროფას, საკითხავია. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე გაიმეორეს საუკუნის წინანდელი შეცდომები. როგორც ჩანს, ისტორია მართლაც მეორდება.

გია ბურდული

მეტის ნახვა
24-11-2018, 16:00


ალბათ, სულ რაღაც ორი-სამი თვის წინ ბიძინა ივანიშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამდენი ბრძოლა დასჭირდებოდა, ამდენი ხარჯის გაღება მოუხდებოდა და მეტიც, ნოემბრის შუა რიცხვებში ტელე "იმედის" ეთერში ისევ მოუწევდა ბოდიშნარევი მტკიცება, რომ ხალხი სამართლიანად არის გაბრაზებული. გრძნობადობა არ იყო პარტიაში, მთავარი გუნდი მოსწყდა ხალხსო. იქამდე მიმიყვანეს, რომ მეც კი გამამწარეს და გამომიყვანეს მწყობრიდან, მკაცრი საუბრები მქონდა, წინასაარჩევნო კვლევებიც კი ვერ ჩაატარეს ხეირიანად, რა ცდომილებაც იყო, თავად ნახეთო. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ვერ წარმოიდგენდა, თუ მეორე ტურის წინა დღეებში თეონა გეგელიას და ნიკა ლალიაშვილის წინაშე მოუწევდა თავის მართლება. არადა, ამ კაცს არაფერი აქვს საბოდიშო და თავის გასასამართლებელი, ამდენი სიკეთე ქვეყნისთვის არავის გაუკეთებია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმადურები, როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი.

ბიძინა ივანიშვილის ახალი იდეა: აღარ არის ყალბი გუნდურობის დრო, მხოლოდ ერთგულებაზე ორიენტირება არ არის სამართლიანი. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ პროფესიონალები. იმედია, პროფესიონალები მხოლოდ "ნაციონალები" არ აღმოჩნდებიან.

ივანიშვილის აზრით, ძალიან ცუდია, რომ დღეს ბრძოლა ისევ მიდის თეთრსა და შავს შორის. "ოცნებას" არ ჰყავს ღირსეული ოპონენტი, "ნაცმოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა. სწორედ ამიტომ დაიწყო რღვევის პროცესი "ქართულ ოცნებაში". დიახ, მმართველმა ძალამ უნდა შეძლოს, რომ სიცრუის მძევლად არ დატოვოს მოსახლეობა, ანუ "რუსთავი 2"-ის მძევლად. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნათლად და ჯანსაღად აფასებს მოვლენებს, ეს კი იძლევა იმის იმედს, რომ მეორე ტურის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება.

რაც შეეხება 600 ათასი ვალჩამოწერილის ხსენების დღეს, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებას, მისი აზრით, ხალხს უნდა შევუმსუბუქოთ ყოფა. ეს პროცესი გაგრძელდება ადგილობრივი მმართველობების დონეზე. ესეც მართალია, ხალხზე ზრუნვა არ უნდა იყოს ერთჯერადი. დაქირავებული ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივად აქტიურ რეჟიმში. ბიძინა ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ პარტია და მთავრობა იზრუნებს ხალხზე, ერთ წელიწადში, უფრო ადრე, მე ყველაფერს გავაკეთებ იმას, რაც შესაძლებელია.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც თვითონ ამბობს, შეხვედრა ჰქონია საარჩევნო შტაბების უფროსებთან და უთქვამს, ან იმუშავეთ განსაკუთრებულ რეჟიმში, ან დატოვეთ თანამდებობებიო. მოგეხსენებათ, შტაბების ხელმძღვანელებად არჩევნების წინ ავტომატურად გახდნენ რაიონების მერები. სხვათა შორის, უკვე არის კულუარული ინფორმაცია, რომ მეორე ტურის შემდეგ მერების უმეტესობა დაემშვიდობება თანამდებობას, შესაბამისად, "ბორჯომისა" და ყავის სმას, აღარაფერს ვამბობ "ნაშებსა" და რესტორნებზე.

ბიძინა ივანიშვილს არ შეცვლია აზრი "ნაცმოძრაობაზე". ამ დესტრუქციულ ძალას ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები საერთაშორისო არენაზე. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც იცის, ვინ არიან ესენი. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ძალა ისევ შემობრუნდეს, ასე დავაბნევთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ესენი ვერ მობრუნდებიან, ამის პირობას გაძლევთ, უბრალოდ ამათი მოქმედება აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას. თუმცა, ნიკა ლალიაშვილის შენიშვნის თანახმად, ყველაფერი მზადაა რევოლუციისთვის. ივანიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობას" კი აქვს მზად რევოლუციური სცენარი, მაგრამ არ გააჩნია რესურსი, 8 ათას კაცზე მეტის გამოყვანა არ შეუძლიათ. საზოგადოებამ კარგად შეაფასა მოვლენები, როგორ მოვახერხეთ, რომ ამხელა ნდობა აქამდე მივიყვანეთ? ხალხი ნაწყენია, მაგრამ არა გაბრაზებული. ზუსტი შეფასებაა, ხალხი ნაწყენია და არა გაბრაზებული. დასკვნა, რევოლუციის "მამებს" აქვთ სურვილი, მაგრამ არ აქვთ რესურსი და დასავლეთის მხარდაჭერა.

ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბნებზე, ნუ დავსხდებით სახლში. ყველამ ვიცით, ვინ არიან ესენი და რას წარმოადგენენ. რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა? აქ თვალშისაცემია ისიც, რომ ეს კაცი უფრო თვითკრიტიკულია, ვიდრე ოდესმე:
„ჩართულობა გუნდის წევრებისა იყო ძალიან დაბალი. იგივე ხდებოდა ზუსტად რეგიონებშიც. სანამ მეორე ტური დადგებოდა, პირველი ტურის შემდგომ უფრო სწორად, მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა ყველა მუნიციპალიტეტთან, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეები, შტაბების უფროსების, სამწუხაროდ რასაც ვხედავდი, იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, რაც იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთერთობა, უფრო სწორად, არ იყო კარგი, ისეთივე დამოკიდებულება იკვეთება ბევრ რეგიონში. პრობლემაა მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის ურთიერთობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ის პრობლემები, რომლებიც უხვადა გვაქვს ჩვენ და უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს, მხარი მხარს შეუდგან და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემის დაძლევა, დაეხმარონ ერთმანეთს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ხალხს ის გაჭირვება, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ამას არც ვმალავდით, დღესაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც გვაქვს. ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ჩვენ ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე მაქსიმალური გრძნობადობა უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, რომ ეს მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ყოფა შეუმსუბუქოს".

როგორც ხედავთ, ივანიშვილს გაცილებით ადრე სცოდნია იმ პრობლემების შესახებ, რამაც მეორე ტურამდე მიგვიყვანა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, ალბათ სხვანაირად "ქართული ოცნება" ვერც გამოცოცხლდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს კრახით დაასრულებდა. ეს იქნებოდა მოულოდნელი კატასტროფა ქვეყნისთვის. იგივე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმაც — ზოგი ჭირი მარგებელია:

"აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამას მრავალგვარი მიზეზები აქვს, მე ყველას არ ჩამოვთვლი. ერთ-ერთზე გეტყვით, რომ გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი, თვითდაჯერებულობა ემატება, ერთ-ერთზე გავაკეთებდი მე მახვილს, რომ ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუგინდ ის, რომ პირველ ტურში შედეგებს, რასაც ველოდებოდით და რაც თქვენს კითხვაშიც ჩანს, მე ვიყავი ჩართული რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ ძველ გუნდზე და ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით. იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებია თ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება, ეს იყო სირცხვილი. ის, რასაც ელოდნენ, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს მწყობრიდან, ეს იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ და არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ქვია, დამეთანხმებით. ძირითადზე ვსაუბრობ მე. მე კარგად დავინახე, ვხედავდი, ზოგი ჭირია მარგებელია, მე ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი და ყველაზე სასიამოვნო რაცაა, დავინახეთ რომ თურმე საზოგადოება აფასებს, როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია".

აი, ეს გახლდათ ძირითადი შინაარსი ამ ინტერვიუსი. რაღა დაგიმალოთ და… მე პირადად კმაყოფილი დავრჩი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუხაზა "ნაცბანდელებს". პრინციპში, ამას მოხაზვა კი არა, "მოყომარება" უფრო ჰქვია. ისე, ვერც იმას დაგიმალავთ, რომ ბატონმა ბიძინამ საკუთარ გუნდსაც კარგა გვარიანად მოუხაზა. ეს კი, გამოგიტყდებით და უფრო სასიამოვნო იყო...

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
22-11-2018, 14:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადება

"დღეს მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამისი ნათელი დასტურია იუნისეფის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადჰყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე.

ეს პრობლემა წლების მანძილზე ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც, პრაქტიკულად, მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას.

ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.
ამაზე ვსაუბრობდი მეც, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.
მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა.

მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.
ამ 600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ.

ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას.

ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა."

"საერთო გაზეთის" კომენტარი:

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა თავისი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმდებით და 600 000 ადამიანის საბანკო დავალიანების დაფარვა თავის თავზე აიღო.

ბანკების მიერ წლების განმავლობაში შავ სიაში ჩაკეტილი და მძევლებად აყვანილი ყველა მიმართულებით გზამოჭრილი 600 000 ადამიანი, ამიერიდან, თავისუფალია და ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.

რა უნდა იყოს ამაზე უფრო სასიხარულო ამბავი ქვეყნის ცხოვრებაში _ საქმე ხომ ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს ეხება და თუ მთლად წყალწაღებული ნაძირალა არ ხარ, ეს ამბავი, ცხადია, უნდა გიხაროდეს, მაგრამ ის, რაც მთელი ერისთვის მართლაც საზეიმო მოვლენაა, "ნაცმოძრაობისთვის" გლოვისა და მწუხარების საგნად იქცა.

"ნაცმოძრაობა" შოკშია და დამბლადაცემულივით ლუღლუღებს: არ დაიჯეროთ, ივანიშვილი გატყუებთო.

"ნაცმოძრაობას" მისი სატელიტი რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაცია აჰყვა და განგაში ატეხა: ყველაფერი ეს ამომრჩეველთა მოსყიდვას ჰგავსო.
არა, ძვირფასო ასო-ებო, ეს არ არის მოსყიდვა _ მოსყიდვის კლასიკური მაგალითი ის იყო აგერ, სულ ახლახან, "ნაცმოძრაობა" ხელშეკრულებებს რომ აფორმებდა მოსახლეობასთან და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვალების დაფარვას, სახლების გამოსყიდვას და სახლების აშენებას რომ ჰპირდებოდა.
ასო-ებს მაშინ ხმა არ ამოუღიათ, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, სინამდვილეში ვისი ასო-ები არიან ეს სინდისგარეცხილები.

_ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მოგვპარა ეს იდეა. გუშინ თუ გუშინწინ რომ დავაანონსეთ, ის იდეა მოგვპარაო, _ წიკვინებენ ნაციონალები.
გუშინ და გუშინწინ კი არა ნახევარი წლის წინათ დაიწყო ამ თემაზე საუბარი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საბანკო სექტორში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ნახევარი წლის წინათ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ისაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც პირდაპირ განაცხადა: არ შეიძლება ამის მოთმენა, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანაო.

თუმცა არის ერთი გარემოება, რაზეც ამომრჩეველი განსაკუთრებით ვაშაძის, ანუ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.
გამორიცხულია ეს ამბავი, მაგრამ, ვთქვათ და, რომ გაპრეზიდენტდეს ვაშაძე, ის ამ მილიარდნახევრის გადამხდელი რომ არ არის, ხომ ფაქტია, მისი შეფიც, სააკაშვილიც, როგორც თვითონ ამბობს, ჯიბექესატადაა, თუმცა, არაუშავსო, ირწმუნება მიშა _ თქვენ გრიშა აირჩიეთ პრეზიდენტად, მერე მე ჩამოვალ და იმ მილიარდნახევარს სასწრაფოდ მოვატანინებ ივანიშვილს და ვალებსაც გაგინულებთო.

არ გეგონოთ, ვხუმრობდეთ, სიტყვასიტყვით ასე თქვა სააკაშვილმა ამ ორიოდე დღის წინათ.
არა, არ იქნება ამ კაცის გამოსწორება _ ხომ ხედავთ, ისევ წართმევაზე, დაყაჩაღებაზე, წაგლეჯაზე უჭირავს თვალი.

კი, მაგრამ, ყაჩაღი და ბანდიტი რაში გვჭირდება ივანიშვილთან `შუამავლად~, როცა ეს ადამიანი თავისი ნება-სურვილით და თავისი ინიციატივით აპირებს თანამემამულეებისთვის ხელის გამართვას, როგორც ეს ათასჯერ გაუკეთებიათ მანამდეც.

რაც შეეხება ბანკებს, რაკი ყინული დაიძრა და საბანკო სექტორში რეფორმები დაიწყო, ეს პროცესი მხოლოდ შავი სიების გაუქმებით და მოქალაქეთა ნაწილისთვის ვალების ჩამოწერით არ დამთავრდება.

"საერთო გაზეთი"

მეტის ნახვა
22-11-2018, 10:30


ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს იყენებს.

„ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება „გაძვალტყავებულ ჯღანებად“ არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი.

შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის – ბ-ნ მოშე კლუგჰაფტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.
ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი – ეს არის გზა ტოტალიტარიზმამდე“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სახელითაც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომელიც შუღლს აღვივებს ქვეყანაში.

„გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ჩემი სახელით, თითქოს მე რაღაც გაუგონარ, აბსურდულ განცხადებებს ვაკეთებდი კახელებზე, მეგრელებზე. ეს არის შუღლის გაღვივება ქვეყანაში, ხოლო კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების მცდელობა ასევე არის გზა ტოტალიტარიზმისკენ.

მინდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ: არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის; სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე; დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას.

მტკიცედ მწამს, რომ 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტის ნახვა
20-11-2018, 13:30