გვესაუბრება ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანი პოლკოვნიკი, ბატონი რეზო რომანაძე

- ბატონო რეზო, მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს აჭარის მთავრობაში, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, რას იტყვით, ივანიშვილი აჭარასაც „კულისებდან“ მართავდა?

- სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა ზოგიერთი პოლიტიკოსის და ე.წ. საზოგადო მოღვაწის მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავდა პროცესებს. ივანიშვილი რომ პერიოდულად ჩარეულიყო სახელმწიფოს მართვაში, დღევანდელ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. სწორედ ამან განაპირობა მისი პოლიტიკაში დაბრუნება.

მინდა შევახსენო ზოგიერთებს, რომ სწორედ ბატონმა ბიძინამ პრემიერ-მინისტრის რანგში გადადგა უაღრესად პრინციპული და ჭეშმარიტად დემოკრატიული ნაბიჯი: –2013 წლის თებერვალში ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს სახელწოდებით:,, საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის.“ ამ მხრივ მთავრობისთვის პრიორიტეტებად უნდა წარმოდგენილიყო დეცენტრალიზაციისა და თვითმართველობის განვითარებების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, რომელსაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისათვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განეპირობებინა. 

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რეფორმატორი და პატრიოტი, ღრმად არის შეწუხებული არსებული მდგომარეობით, მაგრამ თავს იკავებდა აშკარა ჩარევებისაგან.

- რას ფიქრობთ, რა უნდა გაეკეთბინა ხელისუფლებას მისი მმართველობა მეტად ეფექტური რომ ყოფილიყო?

- ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეძლო ისეთი ქმედითი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა სახელმწიფოს ეკონომიურ უსაფრთხოებას. საუბარი მაქვს მრავალმილიონიან არამიზნობრივ ხარჯებზე, აგრეთვე, წინა ხელისუფლების დროს გაქურდულ, გაფლანგულ, მიტაცებულ და მითვისებულ ასტრონომიულ თანხებზე, რომლის ნაწილის მობრუნება რეალურად წაადგებოდა ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას. 
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ის პრეცედენტი, რომ სახელმწიფო მოსახლეობის კუთვნილ დოვლათს არავის შეარჩენს.

- რაც შეეხება აჭარას?

- უნდა აღინიშნოს, რომ აჭარაში არსებობს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომლის დაუნახავობა არ შეამცირებს მათ რაოდენობას. მოჩვენებითი კეთილდღეობა არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. აჭარა არის საქართველოს ფორპოსტი და მას განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.
არ დავწრილმანდები ყველა პრობლემების ჩამოთვლით, შევეხები მხოლოდ რამდენიმეს:
_ ბათუმის მოსახლეობაში ჩამოყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის ნაწილი დაუმსახურებლად სარგებლობს ხალხის სახელით და ზოგიერთის კომპენტეციაში და განათლებაში შეაქვს სამართლიანი ეჭვი. უმაღლესი საბჭო დისტანცირებულია მოსახლეობისაგან და დაკავებული არის რუტინული საქმიანობით. იმავდროულად ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გააჩნია ავტონომიური უფლება შეიტანოს დამატებითი ცვლილებები იმ რეგულაციებში, რომლის აუცილებლობა კარგა ხანია მომწიფებულია.

- აჭარის მოსახლეობაში დომინირებს აზრი იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კვალიფიციური კადრების ჩართვა გადაწყვეტილებების მომზადების და მიღების პროცესებში, რამაც განაპირობა კიდევაც აჭარის მმართველობის ცვლილება.

- მართლია და ამიტომაც ხშირად ღებულობდა საეჭვო გადაწყვეტილებებს. ერთ მაგალითს მოვიტან: ცნობილია, რომ თურქულ ფირმა,, მეტროს“ მიენიჭა ექსკლუზიური უფლებები აჭარაში საკვანძო ობიექტების შეძენაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ადგილას, როგორიც არის ზღვისპირა პარკი. ამით საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიც არის ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.

მოსახლეობის აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ჩარეულიყო ბათუმის ზღვისპირა პარკში უცხოელებისთვის ისეთი ობიექტების გადაცემაზე, როგორებიც არის რესტორნები ,,შავი ზღვის მარგალიტი“ და ,,ძველი გემი“. მართალია, `შავი ზღვის მარგალიტი“ ეკუთვნოდა კონკრეტულ პირს, კერძოდ, არჩილ ხაბაძის სიმამრს მერაბ სირაბიძეს და ბიზნესმენ ალექსანდრე ინწკირველს, მაგრამ აუცილებლად გამოიძებნებოდა ისეთი არგუმენტაცია, რომელიც საკმარისი იქნებოდა, ეს ობიექტები დარჩენოდა აჭარის მოსახლეობას, ვინაიდან არსებობს გარკვეული ეჭვი პრივატიზაციის და გასხვისების სამართლიანობაზე. 

დღესაც ბურუსითაა მოცული აჭარის სამთავრობო რეზიდენციის უცხოელებზე გასხვისების ფაქტი, რომელიც მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. სალიბაურში.

გასულ წელს პრესაში გაშუქდა ინფორმაცია და თქვენც იცით ამის შესახებ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ბიზნესმენი, ყველა ნორმატივების და კანონის იგნორირებით აპირებდა გონიოში ზღვისპირა ზოლში კორპუსების მშენებლობას. ამის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ უკანონობას შეაჩერებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, კორპუსები აშენებულია კანონის დარღვევით, ხოლო მოსახლეობის მოთხოვნა იგნორირებულია. ეს არის ანომალია. იზეიმეთ უკუღმართო ჩინოვნიკებო. პრეცედენტი დაშვებულია. ამის შემდეგ მიაყოლებენ მრავალ კორპუსს. უფრო მეტად გამრავლდებიან უცხოელები. გამდიდრდებიან გათავხედებული ბიზნესმენები და სახელმწიფო ბიუჯეტს კიდევ მეტად შეუმცირებენ რეალურ შემოსავალს.

მოსახლეობა კარგა ხანია ელოდა, რომ აჭარის ხელისუფლება შეძლებდა რედაქციის შენობის დაბრუნებას, რომელიც შეიძინა ,,პროკრედიტ ბანკმა“ და იქ ყველა ბეჭდვითი მედიის საშუალებას მოათავსებდა, დააბრუნებდა ფოსტას თავის ძველ ადგილზე, სადაც ახლა უცხოელების სამორინე ფუნქციონირებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ორივე შემთხვევაში მოიძებნებოდა საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ამ საკითხების სამართლებრივ დარეგულირებას და ხელისუფლების ავტორიტეტი აიწევდა.

ახლახან ბათუმის ,,წყალკანალში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე აჭარის ,,კუდის“ ყოფილი უფროსის, ავადხსენებული თემურ პატარიძის მოადგილე ალექსანდრე ბალაძე დაინიშნა, რომელიც განერიდა სამართლებრივ დევნას და თავს მეზობელ სახელმწიფოს აფარებდა. ბალაძესთან საზოგადოებას სერიოზული და მკაცრი შეკითხვები გააჩნია მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის გახმაურებულ როინ შავაძის მკვლელობასთანაც კი. რომ არა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ჩარევა, ბატონი ბალაძე დღესაც დაუმსახურებლად ისარგებლებდა საჯარო სამსახურის უპირატესობებით. რომელი ერთი ჩამოვთვალო ამ პატარა საუბარში. საკითხები და პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ანომალია, ანუ უკუღმაღთობა ჩვენს ირგვლივ საფუძვლიანად არის ფეხმოკიდებული.

- საინტერესოა, რა ფორმით არის დაკავშირებული ბალაძე როინ შავაძის მკვლელობასთან? 

- ბალაძის უწყებაში დაიგეგმა როინ შავაძის წინააღმდეგ სპეცოპერაცია. მოგეხსენებათ, როინ შავაძე მზვერავი გახლდათ, პატრიოტი კაცი იყო, თუმცა, ზოგიერთებს მის ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდა. დაგეგმეს სპეცოპერაცია, რის შესახებაც მშვენივრად იცის ბატონმა ბალაძემ და ჩემი აზრით, ისიც იცის, ვინ ესროლა პირველმა შავაძეს, გამოსაძიებელია ეს საკითხები. კიდევ ვიმეორებ, ამის შესახებ ინფორმაციებს ფლობს ალექსანდრე ბალაძე. შავაძის მკვლელობაში ათამდე ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ საქმის გამოიძიება არავითარ პრობლემასთან არ იყო დაკავშირებული. კაცი სულ ტყუილად გასწირეს, შეეშინათ ბალაძეს და პატარიძეს, არ გაეთქვა მათი ბნელი საქმიანობის შესახებ და მოიცილეს...

მინდა ოპონენტებს მარტივი შეკითხვა დავუსვა: რაო, ბატონებო, რაც ჩამოვთვალე და ბევრი სხვაც, რაც არ ჩამომითვლია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ჩარევით ხდებოდა? უკუღმართო ხელმძღვანელებო და ჩინოვნიკებო, ყველაფერი თქვენი უყაირათობის და ვინ იცის კიდევ რისი ბრალია.
ჩემი აზრით, სახელმწიფოში უნდა შეიქმნას პასუხის მოთხოვნის მექანიზმი, რომელიც დროულად შეუფასებს ნებისმიერ საჯარო მოხელეს გაკეთებულს და გაუკეთებელსაც, და იმავდროულად იქნება მნიშვნელოვანი რგოლი სამართლიანობის აღდგენის საქმეში.

- ბატონო რეზო, კვლავ შეგეკითხებით, რას იტყვით აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით. გაქვთ იმედი, რომ უკეთესი მმართველი იქნება?

- აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატი ახალგაზრდა კაცია და ხელის შეწყობა სჭირდება, ჩვენ მზად ვართ მას მხარში ამოვუდგეთ. აჭარის ხელმძღვანელობამ აჭარის პრობლემები რეალურად უნდა დაინახოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თორემ სიტუაცია აჭარაში საგანგაშოა. 
ლოიალურ, ფასადურ მმართველს აჭარა ვეღარ აიტანს და თუ ახალი მმართველიც იმავე გზას გაუყვება, რასაც პატარაძე დაადგა, მასაც მოუწევს აჭარის დატოვება.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
19-07-2018, 11:30


- ქვეყანა თავზე გვექცევა! ჩვენისთანა ჭკვიანი ერთი ასი კაცი შევიკრიბოთ და გადავარჩინოთო, - მისწერა დავითმა გიორგის.
ანდაზაა ასეთი: მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო.


ისეა ამათი საქმეც - ერთი პოლიტიკურად მკვდარი პერსონა მეორე პოლიტიკურად მკვდარს არჩევნებამდე, ანუ პოლიტიკურ სამარემდე მიყვანას სთხოვს და ჰგონია, თუ ორი პოლიტიკურად მკვდარი გაერთიანდება, ორივე გაცოცხლდება და ქვეყანას გადაარჩენენ.

მკვდრების მიერ გაცოცხლებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს და, ცხადია, ვერც ახლა ვნახავთ, თუმცა დავითი მაინც არ იტეხს იხტიბარს და მეორე მკვდარს ეჯაჯგურება - ჰე, ბიჭო, გაიღვიძე, თორემ, სადაცაა, მიწას მოგვაყრიან და საბოლოოდ დაგვმარხავენო.

ამ მეორეს კიდევ, როგორც ჩანს, გაღვიძება და გაცოცხლება მაინცდამაინც დიდად არ ეხალისება და მოუსვენარი და ცქვიტი დავითის ჯაჯგურზე ჯერჯერობით არ რეაგირებს.

ვერც გაამტყუნებ _ დაიღალა კაცი პრეზიდენტობით და რა ქნას?

ხუმრობა საქმე ხომ არ არის ამდენი ვეტოს დადება, ამდენი ვისკის დალევა, ამდენი პატიმრის შეწყალება?

ვიღაც მოცლილმა დაიანგარიშა და გაარკვია, რომ პრეზიდენტი გიორგი დღეში ორ პატიმარს იწყალებდა.

მკვლევარებმა, ჯერჯერობით, ვერ დაადგინეს - როგორ ახერხებდა ამას მოწყალე გიორგი _ ადამიანი რომ შეიწყალო, ჯერ მისი საქმე უნდა შეისწავლო, დაადგინო, ვინ არის, რა აქვს ჩადენილი და ხომ არ არის საშიშროება, შენგან შეწყალებულმა და "სვაბოდაზე" გამოსულმა რაღაც ახალი უბედურება მოსწიოს ვინმეს.

დღეში ორი კაცის საქმე სკრუპულოზურად რომ შეისწავლო, სხვა არაფერი არ უნდა აკეთო, ელემენტარულად, სხვა არაფრისთვის არ გეყოფა დრო.

არადა, გიორგი სხვა რაღაც-რაღაცების გაკეთებასაც ასწრებდა - სტუმრებსაც იღებდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, "ქართულ ოცნებას" "ეშპილკავებოდა", ქეიფობდა, კარტოფილს თესავდა, ქსოვდა, ხანდახან წაუფილოსოფოსებდა კიდევაც.
- ერთი ფილოსოფოსი მასწავლებელი გვყავდა. ნაკითხი კაცი იყო. სულ წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან დაბნეული და დაფანტული იყო.

ერთხელ ეს ჩემი ფილოსოფოსი მასწავლებელი სანადიროდ წავიდა, საღამოს კი უთოფოდ დაბრუნდა შინ.
- რა უყავი, კაცო, თოფი? სად დაკარგე თოფი? - შეეკითხნენ თანასოფლელები.
- მე თოფი არ დამიკარგავს. ის ხე დავკარგე, რომლის ტოტზეც თოფი ჩამოვკიდე, - უპასუხა ჩემმა ფილოსოფოსმა მასწავლებელმა. - იგონებს კობა არაბული.

მე მეჩევენება, რომ გიორგი მარგველაშვილმაც ის ხე დაჰკარგა, რომელზეც თოფი ჩამოჰკიდა, თუმცა დავითი არწმუნებს _ შენ ოღონდ მე დამიჯერე და იმ ხესაც გაპოვნინებ და იმ თოფსაცო.

მართალია, სახელმწიფოებრივ-პატრიოტული მოტივებით კი აფერადებს დავითი ამ თავის ინიციატივას და გულმხურვალედ იფიცება, მე არაფერი მინდაო, თუმცა მისი საუბრის ქვეტექსტს თუ ჩაუკვირდები, მიხვდები, რომ დავითს, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტობა უნდა და სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად აპირებს გიორგი შეიამხანაგოს.
სხვათა შორის, დავითმა პირდაპირ მიანიშნა გიორგის, რომ მისგან დიდად არის დავალებული.

- პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სულ რაღაც თვენახევარში, მარგველაშვილის გადადგომის საკითხი დადგა დღის წესრიგში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვირბინე აქეთ-იქით, რომ ეს არ მომხდარიყო, - გაუმხილა საიდუმლო ქალბატონ ემა ტუხიაშვილს დავითმა.

გამოდის, რომ დავითს შეუნარჩუნებია გიორგისთვის პრეზიდენტობა.

ახლა დრო დადგა, გიორგი დაეხმაროს დავითს, გახდეს პრეზიდენტი.

ვალს გადახდა უნდა, ძმაო!

აი, ეს არის მთელი იწილო-ბიწილო იმ მაღალფარდოვანი და ჰეროიკულ-პატრიოტული განცხადებებისა, რასაც დავითი ბოლო ხანებში აკეთებს.

პრეზიდენტობა უნდა პატივცემულ დავითს, ძალიან, ძალიან უნდა, იმას კი არ კითხულობს, ქართველ ხალხს უნდა თუ არა პრეზიდენტად კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება კოსმოპოლიტურ იდეებს აფრქვევს და რომლისთვისაც სამშობლო და სამშობლოს მსახურება მეორეხარისხოვანი ცნებაა.

გარდა მარგველაშვილის გადარჩენისა, კიდევ ერთი "დამსახურება" აქვს დავითს ქართველი ხალხის წინაშე _ სწორედ მან გადაარჩინა "ნაციონალური მოძრაობა" იმ მკაცრი განაჩენისგან, რომელსაც ის იმსახურებდა.

- ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადავარჩინოთ "ნაციონალური მოძრაობა"! - აი, ეს ლოზუნგი ისროლა პარლამენტის თავმჯდომარე დავითმა და თავის სულიერ ძმასთან - გიორგისთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენილიყო.

კოაბიტაციის ავტორი, რომელმაც "ქართული ოცნება" საგრძნობლად დააზიანა და დააზარალა, დავით "გადამრჩენელია" და არა სხვა ვინმე.

რამდენადაც ვიცით, სწორედ ის არწმუნებდა `ქართულ ოცნებას", რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უარყოფითად მიიღებდა იმ ფაქტს, თუ ხელისუფლება "ნაცმოძრაობის" მიმართ მკაცრ სამართლებრივ სანქციებს გაატარებდა.

ასე რომ, არა მარტო მარგველაშვილი, "ნაცმოძრაობაც" დიდად არის დავალებული დავითისგან და მას, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალები" ამ ვალს დააბრუნებენ.

დავითის მისამართით ზოგიერთები ხშირად აღავლენენ ხოლმე კომპლიმენტებს, თუმცა, სინამდვილეში, ის ერთი უიღბლო კაცია, რომელიც თავის დროზე რაიკომის მდივნობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მოულოდნელმა დაშლამ ეს ნანატრი ოცნება ჩაუშალა და სიმწრით მოპოვებული პარტბილეთი ფარატინა ქაღალდად უქცია.

ასე შემორჩა დავითი დემოკრატიას და ეს კომუნისტი კაცი დემოკრატიული ფასეულობებისთვის და კოსმოპოლიტურ-გლობალისტური იდეებისთვის მებრძოლ პერსონად იქცა, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ქვეცნობიერად ის მაინც რაიკომის მდივნად დარჩა - რომ ლაპარაკობს, რაიკომის მდივანივით ლაპარაკობს - თითქოს პარტბიუროს სხდომაზეა და ქვეშევრდომებს ინსტრუქციებს ურიგებს.

დავითი და გიორგი, გიორგი და დავითი - ეს ორი ადამიანი ქართული გვარ-სახელით, საქართველომ ვერ მიიღო და ვერ შეიყვარა, როგორც ქართველი პოლიტიკოსები, რადგან ბევრი რამ, რაც მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიასა თუ პირად ცხოვრებაში მომხდარა, ვერ ჯდება იმ ნორმებსა თუ ჩარჩოებში, რითაც ქართველი კაცი ქართველობს.

დავითისა და გიორგის პოლიტიკური კარიერა დამთავრდა! რაც უფრო მალე მიხვდებიან ისინი ამას, მით უფრო კარგი მათთვისაც და საქართველოსთვისაც.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
13-07-2018, 13:30


თვეზვიად ჩიტიშვილი რედაქციაში ერთმა მეგობარმა მოგვიყვანა – საინტერესო კაცია, ქვეყნისთვის სასიკეთო იდეები აქვსო… არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, დაელაპარაკეთ, მოუსმინეთ და თუ თქვენთვისაც მისაღები და საინტერესო იქნება მისი მოსაზრებები, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთო.

რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ ბატონ ზვიადს, ყურადღებით მოვუსმინეთ, ძალიანაც მოგვეწონა, რასაც ამბობდა და სულ მალე გაზეთის ორ გვერდზე ვრცელი ინტერციუც დავბეჭდეთ.

ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი გვირეკავდა და ბატონ ზვიადთან, როგორც ისინი ამბობდნენ, ამ ღვთის მიერ მოვლენილ კაცთან და დიდ პატრიოტთან დაკონტაქტებას გვთხოვდნენ.

სამწუხაროდ, ამ ადამიანებს თხოვნა ვერ შევუსრულეთ – ჩიტიშვილი ისე გაფრინდა, როგორც ჩიტი და მერე აღარც მოფრენილა.
არადა, მის ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რომ ამ ინტერვიუს წყალობით გამოჩენილ საკმაოდ ფართო აუდიტორიასთან კავშირები დაემყარებინა.

პირველი ეჭვი ამ კაცის მიმართ მისი მოულოდნელიგაუჩინარების შემდეგ გაჩნდა, თუმცა ამ ფაქტისთვის მაშინ მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია.

როგორც აღმოჩნდა, ჩიტიშვილი შორს არ გაფრენილა – სხვა გაზეთების ფურცლებზე დაიწყო ინტერვიუებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ისეთ ფანტასმაგორიულ დაპირებებს იძლეოდა და ისე იოლად და ადვილად წარმოაჩენდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დაუბრებულ ოსებთან და აფხაზებთან შერიგების შესაძლებლობას, რომ ადამიანს შეიძლებოდა მის ნორმალურობაშიც კი შეჰპარვოდა ეჭვი.

მიუხედავად ამისა, ჩიტიშვილი მაინც "უბერავდა" და ინტერვიუს ინტერვიუზე, წერილს წერილზე "აცხობდა" და ერთმანეთზე ალაგებდა. აშკარად ბარონი მიუნჰაუზენის ტიპაჟს ჰგავდა ჩიტიშვილი. ამასობაში რედაქციაშიის ადამიანი მოვიდა ბოდიშის მოსახდელად, ვინც ჩიტიშვილი მოგვიყვანა.

– ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ჩემდაუნებურად შეცდომაში რომ შეგიყვანეთ, ისეთი რამეები აკეთა ამ ადამიანმა, იმდენი ვინმე მოატყუა, რომ გაოცებული ვარ – თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი, ვინც იყო და რაც იყოო.

– ბარონ მიუნჰაუზენის გარე ბიძაშვილი ხომ არ არის ეგ? – ვკითხეთ.

ÐоÑожее изобÑажение– მიუნჰაუზენი კი არა ნამდვილი ოსტაპ ბენდერია – ფულს აკეთებს ამ ვითომ პოლიტიკოსობით. აქ ჩვენ, ქართველებს გვატყუებს, საქართველოს გარეთ კი სხვებს აყრის თვალებში ნაცარს და ფულებს ცინცლავს – საქართველოში ისეთი ავტორიტეტი მაქვს, ოღონდ თქვენ დამეხმარეთდა პარლამენტში შევალ ჩემი გუნდითო. იმ წერილებს და ინტერვიუებს რომ ბეჭდავს წარამარა სწორედ მათ შეცდომაში შესაყვანად აკეთებს ამას, თორემ ქართველი ხალხი მაგის ზღაპრებს როგორ დაიჯერებს?

მალე ზაზა გაბედავამაც ამოიღო ხმა და ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან ჩიტიშვილი აფიორაში ამხილა:
"დღეს საქართველოში ყველაფერი ფულზე იყიდება. ადრე, ეროვნული მოძრაობის აყვავების პერიოდში, გულანთებული რომ ვიბრძოდით, მაშინ არ იყო ასე. რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია მომივიდა, მეჭიაური ახლადგამოჩეკილ ჩიტიშვილთან და პუტჩისტ მამალაძესთან გაერთიანებულა. ძალიან გამიკვირდა ეს თამაზისგან. დავურეკე კიდევაც და ვუთხარი ამაზე. მანამდე, ჩიტიშვილი რომ გამოჩნდა, დამირეკა ერთი-ორმა და მკითხა: ვინ არიან ძმები ჩიტიშვილებიო. ვინ არიან და არარაობები-მეთქი, ვუთხარი და მართალიც ვთქვი. ახლა ესენი ატყუებენ ხალხს. ვერ ვითმენ, გული მტკივა, მწყინს, რომ ასეთი რამეები ხდება დღესაც საქართველოში.

მეჭიაური მოსკოვში იყო ჩამოსული, შეხვედრები ჰქონდა აქ ხალხთან. დამირეკა მეც. შევხვდი. ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თუ ახლა ჩიტიშვილებთან, მამალაძეებთან და მამლაყინწებთან ერთიანდება, აღარ მაქვს მე მასთან საქმე.
რამდენიმე ხნის წინ ზვიად ჩიტიშვილის ძმამ ბადრი ჩიტიშვილმა დამირეკა. რესტორანშიდავჯექით, ცოტა წავიხემსეთ. ბადრიმ თქვა: ბიზნესმენი კაცი ვარ, რუსეთში კი ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოშიც ჩავდიოდი სააკაშვილის დროს, მიშასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდაო.

ეკლესიაში შევალ და დავიფიცებ, რასაც ვამბობ, სრულ სიმართლეს ვლაპარაკობ – ახლა რომ ეროვნულ კაცად მოაქვს თავი, იმ ზვიად ჩიტიშვილის ძმამ განაცხადა ასეთი რამ. სააკაშვილთან კარგ ურთიერთობაში ყოფილან და ახლა მთავრობაში უნდათ მოსვლა?!

ძმები ჩიტიშვილები ახლა გვერდიგვერდ რომ დგანან და სააკაშვილის ფიტულს რომ წვავენ ამერიკის საელჩოსათან, მაშინ სად იყვნენ, ჩემმა ძმაკაცმა, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრმა ბესო მიქავამ სააკაშვილის მმართველობის დროს რომ დაწვა მიშას ფიტული?! მაშინ სად იყვნენ ეს ჩიტები და გვრიტები? პოპულიზმია მათი ქმედება და ძალიან მიკვირს, გია კორკოტაშვილ რომ ჩიტიშვილის გვერდით ჩნდება."
***

ბევრისთვის მოულოდნელად ზვიად ჩიტიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ "მრეწველების" ბლოკში გაერთიანდა.
ახლა ის "მრეწველებს" უჩივის, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში და რა ფოკუსები ჩაატარა ბლოკში, ამის შესახებ "მრეწველებთან" დაახლოებული ერთი პირი მოგვითხრობს, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა:

– "შემოთავაზება მივიღეთ: იქმნება პარტია "ჩვენი სამშობლო" და ეგებ მასთან ბლოკი შექმნათ საარჩევნოდო. ამ პარტიის შესახებ მანამდე, ცხადია, არაფერი ვიცოდით, მოგვიანებით გავიგეთ, ჩიტიშვილები ოთხი ძმანი ყოფილან და მოსკოვში წვრილი მარკეტების ქსელი ჰქონიათ. გარკვეული დროის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა ზვიად ჩიტიშვილისორი ძმა და პარტია "მრეწველებს" ფინანსური დახმარება შესთავაზეს. ასე დაუფიქრებლად, ცხადია, ჩვენ ვერავითარ წინადადებაზე ვერ დავთანხმდებოდით და გამოვიკითხეთ, ვინ იყო ქართული საზოგადოებიდან მათი მხარდამჭერები. ყველაზე ცნობილი გია კორკოტაშვილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები მაინც გავაგრძელეთ, რომ გაგვერკვია, რას ითხოვდნენ ჩვენი პარტიისგან – მაჟორიტარები გვყავს საკმაოდ ავტორიტეტული ხალხი, ჩვენ მათ დავაფინანსებთო. ბლოკში გაერთიანების კვალდაკვალ 16 მაჟორიტარი მოითხოვეს, რომელთაგან ერთი გორელი ოსი იყო და სხვები უღიმღამო და ნაკლებად ავტორიტეტული სახეები, რომლებიც, თავიდანვე ჩანდა, ხმებს ვერ მიიღებდნენ. ძმები ჩიტიშვილები ირწმუნებოდნენ: ჩვენ დავაფინანსებთო.

პარტიის ხელმძღვანელები ეუბნებოდნენ: ახალციხეში, ხაშურში, სამეგრელოში ოსური წარმოშობისადამიანებს ხმებს არ მისცემენ და კანდიდატურები სწორად შეარჩიეთო, მაგრამ ესენი მაინც თავისას მიერეკებოდნენ. ჩასვეს ეს ხალხი, დაფინანსება არ მისცეს, მაჟორიტარობის მათმა კანდიდატებმა ჯიბის ფული დახარჯეს და როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც ერთი ვერ გავიდა. არჩევნების შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული, რომ მრეწველთა პარტიის ოფისს მათგან გაწბილებული ხან ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მოადგა, ხან – მეორე – ფული მოგვეცითო, საკუთარი თანხები დავხარჯეთო. ჩვენს პარტიას რა უნდა მიეცა, როცა მაჟორიტარები "ჩვენი სამშობლოს" წარდგენილი იყო?!

უარესი ამბავი მოხდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. ჩვენ ყველანაირიდოკუმენტაცია გამზადებული გვქონდა, როცა "ჩვენი სამშობლოს" ცენტრალურ ოფისში გაწევ-გამოწევა მომხდარა და საარჩევნო დოკუმენტაციას ვერ კრებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მოიტანეს საბუთები, მაგრამ წარდგენის ბოლო დრო 6 საათი იყო და ჩვენ 7-ის ნახევარზე მივედით რეგისტრაციაზე.
ცხადია, არ დაგვარეგისტრირეს. მერე, გახსოვთ, ალბათ, სასამართლო გვქონდა და დაუშვეს ჩვენი ჩართვა საარჩევნო პროცესებში.
"ჩვენი სამშობლოს" ოფისში ამ დროს თურმე ისევ გამიშვი-დამიჭირეა სიაში ჩასმასთან დაკავშირებით და ა. შ. მერე რაღაც მიტინგი გამართეს და ჩვენც მიგვიწვიეს. მიტინგზე 50 კაცი იყო სულ. მოკლედ, წავაგეთ ბლოკმა ეს არჩევნები.

წაგებამდე მრეწველთა პარტიას მოსკოვიდანდაუკავშირდნენ. როგორც ჩანს, იქ თავიანთ ძალებში ვიღაცებს არწმუნებდნენ ჩიტიშვილები და მათი თანამოაზრის –ნლევან მამალაძის სიაში ჩასმა გვთხოვეს. ჩვენგან რომ უარი მიიღეს, მერე მამალაძის ცოლი შემოგვთავაზეს კანდიდატად. ცხადია, ორივე წინადადებაზე უარი მიიღეს, როგორ ჩავსვამდით სიაში მამალაძეს, რომელსაც 17 წელი აქვს მისჯილი, ან მისი მეუღლე რომელი პოლიტიკური მოღვაწეა?! პარტიას თავისი ავტორიტეტი აქვს და რატომ უნდა გაგვეფლანგა წლებით მოპოვებულინდობა? მერე მეჭიაური მოგვიგზავნეს. მოვიდა მეჭიაური და გამოგვიცხადა – "ჩვენი სამშობლოდან" 10-ში 8 ჩვენი კანდიდატურა უნდა იყოს, 2 – თქვენიო. გუშინ შექმნილ პარტიას 8 კაცი უნდოდა სიაში. გასაკვირი ამბავი არ არის?

არჩევნების მერე 12 მაჟორიტარი მოგვადგა, ფული არ მოგვცეს, გადაგვაგდეს, თქვენ მოგვეცით მათი დაპირებული თანხაო.
ვინც ეს ხალხი თავიდან შემოგვთავაზა, ის დღემდე გვიკავშირდება და ბოდიშებს იხდის – არ ვიცოდით, ასეთი "ჟულიკები" თუ იყვნენო, მაგრამ "მრეწველთა პარტიას" ავტორიტეტიუკვე გაუფუჭეს და რაღა დროსია, რომ იტყვიან, "თითზე კბენანი".
ამის მერე კიდევ გამოჩნდნენძმები ჩიტიშვილები და ისევ შემოგვთავაზეს თანამშრომლობა. დაგვეკარგეთ აქედან-თქო, ვუთხარით. წავიდნენ და ახლა ზვიად ჩიტიშვილი გამოგვიგზავნეს. ზვიადმა თქვა: მე ჩავალ ცხინვალში, მოველაპარაკები ოსებს და დავაყენებ საკითხს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების თაობაზეო. რისი გამკეთებელი იყო?! მერე თანხებზეც დაელაპარაკა პარტიის ხელმძღვანელობა, ხალხი ფულს ითხოვს და რა ხდებაო. დავალება მომცეს ისეთი, შეუძლებელი იყო იმის გაკეთებაო, უთქვამს. ჩვენგან ყველაფერზე უარი რომ მიიღო, მერე დაიწყო პროვოკაციები და საჯარო პრეტენზიები. მთავარი პრეტენზია ისაა, რომ ბლოკისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა თითქოს მას უნდა მივცეთ, მაგრამ რაში უნდა მისცეს "მრეწველებმა" ფული. თანხა სახელმწიფოსგან ჩვენი წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი და ჩიტიშვილი და მისი ე.წ. პარტია რა შუაშია? ნახა, რა, რომ ჩვენთან არაფერი გამოუვიდა, ახლა თურმე სხვადასხვა პარტიებთან დადის და ცხადია, იმათაც ატყუებს – ფულს მოვიტანთ, მუშაობას გავაჩაღებთო.

"მრეწველები" სარჩელს ვამზადებთ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხალხმა უნდა დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე, რომ კიდევ ახალი აფიორები არ წამოიწყოს.

ჩვეულებრივი მატყუარაა ეს კაცი – ოსეთში ეკლესიას ვაშენებო, ქართველები და ოსები ერთად ილოცებენო. იდეა ცუდი არაა, მაგრამ ზვიად ჩიტიშვილი რომ ამ ტაძრის აშენებას იბრალებს, გავიგეთ, სინამდვილეში, ჩრდილო ოსეთელები აშენებენ თურმე ტაძარს და ჩიტიშვილი იქ არაფერ შუაშია.
ჩვენ აუცილებლად ვუჩივლებთ, არადა, ახლა თვითონ ამბობენ, თურმე, ჩვენ ვუჩივლებთ "მრეწველებსო". გვიჩივლონ, ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი. რაც შემოიტანეს, ყველაფერი დოკუმენტურად გვაქვს გაფორმებული. რაც ჩვენ გავიღეთ წინასაარჩევნოდ ბლოკის წარმატებისთვის, ისიც სახეზეა.

საინტერესოა, საიდან ჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთი ხალხი და რატომ და რისთვის აძლევენ ფულს. შეიძლება რუსეთში, გარკვეულმაძალებმა, მისცეს ჩიტიშვილებს, ალბათ, სავარაუდოდ, 3 მლნ, მაგრამ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თანხებიდან მხოლოდ კაპიკები დახარჯეს. ხომ გითხარით, ხალხი გადაყარეს, საკუთარი ჯიბის ფული ახარჯვინეს საარჩევნოდ. საბოლოოდ იმის ეჭვი ჩნდება, რომ მათ არავითარი პოლიტიკურიმიზნები არ ჰქონიათ. ფულის კეთება უნდოდათ და, ალბათ, გააკეთეს კიდევაც. როგორც ჩანს, რუსეთშიც არიან გარკვეული ძალები, რომლებიც პოლიტიკის სახელით ფულს აკეთებენ – გამოიჭერენ ჩიტიშვილისნაირებს, აძლევენ ფულს, რომლის დიდი ნაწილი ისევ "პირველწყაროებს" უბრუნდება".

***
ÐаÑÑинки по запÑоÑÑ á©áááá á¡ááá¨ááááჩვენ შევხვდით პარტია "ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთ წევრს, რომელიც უშუალო თვითმხილველი და მოწმეა იმისა, თუ როგორ ჩააფლავა და გააკოტრა პოლიტიკურად ორგანიზაცია "ჩვენი სამშობლო" ამ "დიდმა პოლიტიკოსმა".
– "როგორც კი შევამჩნიე, რა კაციც იყო ზვიად ჩიტიშვილი, მაშინვე ჩამოვეცალე და ბოლოს ისე მოხდა, რომ მის გვერდით ერთგული აღარავინ დარჩა კორკოტაშვილის, ხუბულაშვილის და მათნაირების გარდა.
რასაც ლაპარაკობდა, სულ ფანტაზიები იყო.

ამბობდა, მოსკოვიდან გამომგზავნეს ქართველებმაო, მაგრამ თუკი იქ ქართველები შეიკრიბნენდა რაიმე სასიკეთო მოიფიქრეს და მაინცდამაინც ბენტერა გამოგზავნეს, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
ჩემი აზრი ასეთია: იქ ქართველებმა შეკრიბეს ფული, რაიმე კარგი საქმე გავაკეთოთო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ტაძრის აშენება გადაწყვიტეს.

წმინდა გიორგის ტაძარი აშენდა, რაზეც ჩიტიშვილი ამბობს, ჩემი ჯიბის ფულით ავაშენეო, ძნელი დასაჯერებელია. იმის მიუხედავად, რომ ამბობს: ბიზნესები მაქვს საქართველოშიც და რუსეთშიცო.
დასამალი არაფერია, პირდაპირ ვიტყვი, რამდენი პოლიტიკოსიც გამოგზავნეს რუსეთიდან საქართველოში, ზოგმა სახლები იყიდა, ზოგმა მანქანები, თუ საქმის გაკეთება უნდოდათ, რატომ არ გამოაგზავნეს ისეთი ადამიანი, რეალურ საქმეს რომ გააკეთებდა? თუ არადა, რატომ არავის პასუხს არ სთხოვენ? მაგრამ სპეციალურად აგზავნიან ისეთ ადამიანს, რომელიც თვითონაც შეჭამს და იმათაც დაუტოვებს სახრავად რუსეთში.

ჩიტიშვილი წარმოშობით ახალგორელია. იცის იქაური სიტუაცია და ბევრი სხვა ამბებიც, მაგრამ როგორ შეიძლება სანდო იყოს, როცა თვითონ აფინანსებდა ნაციონალებს.
ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე გეტყვით, რომ მის მიერ შექმნილი პარტია `ჩვენი სამშობლოს~ გარშემო რუსეთში მცხოვრები ლევან მამალაძე და მისი მეგობრები მოიაზრებიან. პირდაპირ ვიტყვი, ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული. იქედან მოდის ყველაფერი, თორემ ზვიად ჩიტიშვილი მარტო რას მოიმოქმედებდა. ასეთი თაღლითი სჭირდებოდათ მოსკოვში ფულის გასათეთრებლად, თორემ პატრიოტი ადამიანი შემოწირულობებით იმდენ კეთილ საქმეს გააკეთებდა, ქვეყანას მართლა დაეტყობოდა – რუსეთის საზოგადოებასაც გააგებინებდა და ჩვენს საზოგადოებასაც, რომ ფული დაიხარჯა და საქმეც გაკეთდა. ახლა რა გამოვიდა – წლები დაიკარგა.

როგორც ჩანს, რუსეთში ამბობდა: პარტია შევქმენი, უამრავი წევრი და მომხრე მყავსო. გამოდიოდა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და ისე წარმოაჩენდა ყველაფერს, თითქოს ჩიტიშვილი იყო საქართველოს ერთადერთი ხსნა.
მან ოთხი წელი იბოგინა პოლიტიკოსის ამპლუაში. თურმე, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიტინგს მართავდნენ, ჩიტიშვილი წინასწარ ფულს იხდიდა, გარეთ რომ არ გამოსულიყვნენ და მათთვის პასუხი არ გაეცათ. მერე აღმოჩნდა, ეს გარიგება ნაციონალებს შეუთავაზებიათ ჩიტიშვილისთვის და ისიც, რატომაც არა, დასთანხმებია მათ აფიორას საკუთარი ვითომ ძლევამოსილების სადემონსტრაციოდ.
ჩიტიშვილის და მისნაირების აფიორებს საქართველოში რუსეთიდან ლობირებენ ხუბუტია, ებრალიძე და მათი თანამზრახველები.
ახლა საუბარია, ფული მისცა "მრეწველებსო". ჩიტიშვილი თავის ფულს არავის მისცემდა. ის ხომ ცხადია, ვიღაცამ რუსეთიდან თანხები გამოატანა. ჩიტიშვილი კი გამოდის ტელევიზიებით და ამბობს: ფული ჩემი იყო, დამიბრუნონ, პარტია უნდა აღვადგინოო.

– ჩიტიშვილი ყველა გადაწყვეტილებას პარტიასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად იღებდა და ესეც არის იმის დასტური, რომ ეს კაცი თავიდან ბოლომდე აფიორა იყო და მასთან გაჩერება პარტიაში წევრადაც არ ღირდა.
იგი ამომრჩევლებს მოუწოდებდა, ხმა მოგვეცითო და საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლებად სხვა პარტიების წევრები ჰყავდა ჩასმული. რომელიმე პარტია ამას გააკეთებს თუნდაც იმისთვის, რომ ხელფასი აიღოს?

ეს რაც გარეგნულად ჩანდა მისი ნამოქმედარიდან, თორემ დაწვრილებით, ალბათ, მისმა ძალიან ახლობლებმა იციან, მაგრამ იმათაც თუ აგებინებდა თავისი შავბნელი ზრახვების შესახებ, ეს კიდევ საკითხავია.
ეს კაცი არის თაღლითი. თავისი საქციელით ქვეყანას უტეხს სახელს და პერსპექტივასაც უბლოკავს. ქვეყნის ინტერესები მამოძრავებდა ყოველთვის და ახლაც ასე ვარო, ამბობს, მაგრამ უბრალო გულშემატკივრობა რომ მაინც გამოეჩინა, ახლა, თუნდაც, ელემენტარული მაინც ხომ იქნებოდა გაკეთებული?! ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს, რომელიც არ არსებობს?
კიდევ ვიმეორებ, ეს კაცი არის თაღლითი და თავისთვის რომ იყოს, კიდევ არა უშავს, ქვეყანას უშავებს და რუსეთთან მოლაპარაკებების პერსპექტივასაც სპობს თავისი ნამოქმედარით.

სამწუხარო ისაა, რომ რუსეთში მყოფი შეძლებული ქართველებიყველა თავის სასარგებლო თამაშს თამაშობს და შესაძლოა, ფული, რომელიც ჩიტიშვილის ხელში აღმოჩნდა, რუსული ძალებისგანიყოს.
უბედურება ის გახლავთ, რომ გინდა რუსეთი იყოს, გინდა სხვა რომელიმე ქვეყანა, იქედან ფულს ერთი და იგივე ბნელი ძალები აგზავნიან.
18 წელიწადი აკონტროლებდა რუსეთი კოდორის ხეობას, მაგრამ როგორც კი სომხური ფული ჩაიდო მის გასაყიდად, მაშინვე შევიდა იქ რუსული ჯარი. რუსეთის სახელით მანიპულირებენ და ვაჭრობენ არამზადები.
იგივე მოხდა ცხინვალის რეგიონშიც. წლების განმავლობაში იყო იქ დაძაბულობა, ფული გამოჩნდა თუ არა, დაიკარგა რეგიონი, საუბედუროდ, ახლა იმ ურთიერთობას ვეღარც რუსული ინტელიგენცია აღადგენს და ვეღარც ქართული. ეგაა სინამდვილე. ქართული ინტერესი და საქართველო არავის არ აღელვებს".

ბოლოთქმა:
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ვიღაც-ვიღაცებმა პოლიტიკა ფულის კეთების საშუალებად და ბიზნესად აქციეს.
პოლიტიკა ბინძური საქმეაო, – ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ირწმუნებოდნენ მავანნი და მავანნი, თუმცა ამ "ბინძურ საქმეში" ისეთი ენთუზიაზმით იყვნენ თავად ჩართული და ისე ხვეტდნენ მილიონებს, უხერხულობასულაც არ ეტყობოდათ…
აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებდა, მაგალითად, ვაცლავ ჰაველი, რომელიც მიიჩნევდა, რომ პოლიტიკა მხოლოდ კრისტალურად სუფთა ადამიანებმა უნდა აკეთონ, მაგრამ სანამ საქართველოში ამას მიხვდებიან, მანამდე კიდევ ბევრი ჩიტიშვილი შემოფრთხიალდება ქართული პოლიტიკის სივრცეებში, რათა პოლიტიკის წყალობით ხეირი და სარგებელი ნახონ.

ქართულ პოლიტიკაში ჩიტიშვილი გამონაკლისი არაა. ჩვენდა სავალალოდ, სხვაც ბევრი გვყოლია და გვეყოლება ალბათ მისნაირი და რაც ყველაზე მეტად გულსატკენია, მათი უმრავლესობა, როგორც ამბობენ, რატომღაც რუსეთიდან შემოეხეტება ხოლმე უზალთუნებით გაძეძგილი ქისით.

გასაკვირი კიდევ ის არის, რომ ეს ქისები პოლიტიკოსებად წოდებული ისეთი ადამიანების ხელში აღმოჩნდებახოლმე, რომლებსაც პოლიტიკური პროცესების შეცვლის არანაირი შანსი არ აქვთ.
მართლაც ასეთი არაინფორმირებულები არიან ეს რუსები, ამ ურეიტინგო და უპერსპექტივო პერსონებს რომ ურიგებენ ფულებს?

– არც არაინფორმირებულები არიან და არც გულუბრყვილოები, ფულს აკეთებენ, ფულს! გაღებული თანხის დიდ ნაწილს "ატკატით" იბრუნებენ უკან, – მითხრა ერთმა ამ საქმეში ჩახედულმა პირმა…

რაც უნდათ, ის უქნიათ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, საქმოსნების და შემთხვევითი ადამიანების მოძალებით ისედაც დაჭაობებული ქართული პოლიტიკა კიდევ უფრო რომ ჭაობდება, ხოლო ქართველ ამომრჩეველს უფრო უძნელდება სწორი გადაწყვეტილების მიღება ამ აბლაბუდასავით გადახლართულ პოზიციებსა და იდეებში.

რაც შეეხება ზვიად ჩიტიშვილს, ბატონი ზვიადი ახლა თურმე პარტიების კარდაკარ დადის და ახალ სამსხვერპლოს ეძებს…

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
10-07-2018, 21:30


„ჩვენ ვგეგმავთ განათლებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას. ეს არის რეალურად სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს“ – საქართველოს ახალი პრემიერ- მინისტრის მცირე მთავრობის კონცეფციამ პოლიტიკოსებში, ექსპერტებსა და პროფესიულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია ეფექტურად დაწარმატებულად განხორციელდეს და რატომაა აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მანანა ნიკოლაიშვილი გვიამბობს:

– სანამ მცირე მთავრობის კონცფციაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ შარშან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა. შედეგად სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდა, ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი კი განათლების სამინისტროს შეერწყა. ამჯერად, ორი დიდი სამინისტროს გაერთიანებაზეა საუბარი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ამ რეორგანიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს მექანიკური შეერთება არ იქნება და ახალი პრემიერ მინისტრი ცვლილებებს სწორად განახორციელებს. ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია გამართლებული და წარმატებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრული კატასტროფით დამთავრდება. დავიწყოთ იმით, რომ სამინისტროების სახელწოდებაში დაიკარგა მეცნიერება, ძეგლთა დაცვა და ახალგაზრდობის პოლიტიკა. კი ბატონო განათლება, სპორტი და კულტურა პრიორიტეტია, მაგრამ არც ზემოთ ხსენებული დარგებია მეორეხარისხოვანი და სამინისტროების დასახელებაში უნდა ჩანდეს. მეორე და მთავარი – მინისტრი ანუ გადაწყვეტილების მიმღები მის უწყებაში შემავალი ყველა დარგის მცოდნე ადამიანი უნდა იყოს და არა მოადგილეების იმედად მყოფი. კულტურა და განათლება მთელი ერის სახეს განსაზღვრავს და ამ სისტემაში უვიცი და არაპროფესიონალი მენეჯერის ან პოლიტიკოსის დანიშვნა არ შეიძლება. კეთილი ინებონ და მოძებნონ შესაბამისი კანდიდატი. სხვა გამოსავალი არ არის. 

– ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა და მასშტაბური ინვესტიციები უნდა იყოს, არადა „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე განათლების სისტემაში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვა. საინტერესოა, როგორ შეძლებს ახალი პრემიერი განათლებაში ფუნდამენტური რეფორმის გატარებას დიმიტრი შაშკინისა და მისი წინამორბედების დანატოვარი კადრებით? 

– არა მხოლოდ განათლების, კულტურის სამინისტროც სავსეა ნაციონალების დატოვებული კადრებით, რომლებმაც ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს. ამიტომ ვამბობ, რომ მექანიკური ცვლილებები საკმარისი არაა. სამინისტო მთლიანად უნდა შეიცვალოს, ახალი კონკურსები უნდა ჩატარდეს და ახალი კადრები უნდა შეარჩიონ. პარლამენტში უნდა შემუშავდეს განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის ახალი კონცეფციები და რაც მთავარია, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

– სამინისტროების გაერთიანებასთან საპარლამენტო არჩევნები რა კავშირშია?

– როცა ორ ამხელა სამინისტროს აერთიანებ, მაშინ კანონმდებლობიდან დაწყებული, ყველაფერი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენი მთავრობების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პარლამენტი უსაქმურებითაა სავსე. თუ საკანონმდებლო ორგანო კარგ კანონს და ბიუჯეტს მიიღებს, კარგად დაგეგმავს და გააკონტროლებს, აღსრულებას რა უნდა? მთელ მსოფლიოში კანონშემოქმედებითი მუშაობა ყველაზე მძიმე და შრომატევადი საქმიანობა გახლავთ, საქართველოში კი პირიქითაა.. ყველა უვიცი, უქნარა, „ფულის ტომარა“ და ბანდიტი პარლამენტშია და ამის გამო, სახელმწიფო თავზე გვექცევა. საქართველოს პარლამენტი არის აბსოლუტურად უავტორიტეტო, არაპროფესიონალი, მილიონერების კლუბად ქცეული გაერთიანება და სხვა არაფერი. მე თუ მკითხავთ, საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი მილიონერი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხალხს და რეალობას მოწყვეტილი არიან. ამ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის ლობირებისა და ფულის შოვნის გარდა არაფერი აინტერესებთ. ბუნებრივია, პარლამენტში მყოფი თითო-ოროლა პროფესიონალი „ამინდს“ ვერ ქმნის, ამიტომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტში უნდა შევიდნენ თვალსაჩინო ექსპერტები და სპეციალისტები. განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ახალი კანონებია მისაღები და რაც მთავარია, ამ სფეროებში სამართლიანობა უნდა აღდგეს. უნდა შემუშავდეს ეფექტური სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და სტრატეგია, რასაც დღევანდელი არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული პარლამენტი ვერ გააკეთებს. მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნების“ რიგები და ზოგადად, პარლამენტი ნაციონალებითაა სავსე. ისიც გემახსოვრებათ, რომ მე და თქვენ წლების განმავლობაში ვწერდით როგორ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების დატაცება. სწორედ ამ პერიოდში მიიტაცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი შენობები, მათ შორის სკოლები და ბაგა-ბაღები, მიწის ფართები, სტადიონები და ა.შ. ყოვლად წარმოუდგენელია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების ყოფნის პირობებში სამართლიანობის აღდგენა და მიტაცებული ქონების უკან დაბრუნება. არადა, ეს ქონება უნდა დაბრუნდეს! მიტაცებული სპორტული და საგანმანათლებლო ობიექტები სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს, მუსიკალური სკოლები და მათი დაფინანსება უნდა აღდგეს და მუსიკა და სპორტი მასობრივი უნდა გახდეს. მაშინ ახალგაზრდებში ამდენი აგრესია აღარ იქნება და აღარც ამდენი ქუჩას და ნარკოტიკებს აყოლილი ბავშვი გვეყოლება.

– მთავრობა ამბობს, რომ სამინისტროების გაერთიანების თვითმიზანს თანამშრომელთა გათავისუფლება არ წარმოადგენს და სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას არ უნდა ველოდოთ? 

– საზღვარგარეთ სამინისტროებში საკმაოდ მცირერიცხოვანი თანამშრომლები ჰყავთ, თუმცა საქმეს კარგად აკეთებენ. ამიტომ ვფიქრობ, „გაბერილი შტატების“ შემცირება უნდა მოხდეს. საერთოდ გასაუქმებელია სამინისტროების ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი და სხვა სტრუქტურები უნდა შეიქმნას. განათლების სამინისტროს შემთხვევაში, მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანუ აკრედიტაცია და ავტორიზაცია უნდა დარჩეს და პარლამენტში გადავიდეს. გამოთავისუფლებული თანხები მოსწავლის ვაუჩერის მომატებაზე უნდა დაიხარჯოს. ვაუჩერი რომ მოიმატებს, მასწავლებლის ხელფასიც გაიზრდება და განათლების ხარისხიც მოიმატებს. გაბერილ შტატებში და სამინისტროების სსიპებში მილიონები იხარჯება და ამ დროს მასწავლებელს 150 და 200 ლარიანი ხელფასი აქვს. როდის უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი? მისცენ ეს ფული სკოლებს და უნივერსიტეტებს. ექსპერიმენტული დარგები რომ სულს ღაფავენ და უნივერსიტეტებს ცდების ჩატარების საშუალება არა აქვთ, რა სპეციალისტები უნდა გაზარდონ? გაზარდონ სტუდენტის საგრანტო დაფინანსება, რომ განათლების ხარისხი გაიზარდოს. აფრიკის ყველა სახელმწიფოსაც კი აქვს განათლების მართვის სტრუქტურები და ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი სტრუქტურა არ გააჩნია. მამუკა ბახტაძეს გულწრფელად ვურჩევ ჯერ საკადრო რეფორმა ჩაატაროს, საბოტაჟნიკ `ნაციონალებთან~ ერთად არაპროფესიონალი და უსაქმური ხალხი სახლში გაუშვას და ის პროფესიონალები მოიყვანოს, ვინც სააკაშვილმა „ჩარეცხა“.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
10-07-2018, 14:24


ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ყურადღება გასულ კვირას, რუსეთის გარდა, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბრიუსელისკენ იყო მიპყრობილი. ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი აფრიკა-ახლო აღმოსავლეთიდან მომწყდარი მიგრანტების ბედის განსაზღვრა იყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში არაოფიციალურად შეიკრიბნენ, როგორც ამბობენ, `მოთელვისთვის~. არაოფიციალურ შეხვეარდა 16 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა დემონსტრაციულად უარი განაცხადეს არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე. სამიტი, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, საერთო აზრს ვერ მიაღწიეს.

გასულ კვირას, ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტი მართლაც დაძაბული გამოდგა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველ დღეს შეხვედრა 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააგრძელეს. მიგრანტებთან მიმართებაში კი გაურკვევლობაა. ევროკავშირის ქვეყნების სურვილია, მესამე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გადანაწილდნენ მიგრანტები. ამის გარდა, ევროკავშირის გეგმაა, აზია-აფრიკის ქვეყნებში შეიქმნას მიგრანტების საფილტრაციო ბანაკები, რომლებსაც ზედამხედველობას პოლიცია გაუწევს. ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით იტალიის პირველი ვიცე-პრემიერი და შსს-ის მინისტრი მატეო სალვინი ლიბიაში. იქაურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ქვეყანაში მიგრანტთა ბანაკების შექმნაზე. სალვინის ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა. 

ევროკავშირის გეგმებმა მიგრანტებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი კრიტიკა დაიმსახურა ექსპერტების მხრიდან. მათთვის გაუგებარია, რომელი ქვეყნის პოლიციამ უნდა განახორციელოს ზედამხედბელობა მიგრანტების ბანაკებში, ან რას ნიშნავს ფილტრაცია. ისრაელელი სამხედრო ექსპერტის იაკობ კედმის განცხადებით, ბანაკების შექმნისთვის გამოყოფილი მილიონობით თანხა არაოფიციალური, გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირებების ხელში აღმოჩნდება. "…ლიბიაში, სადაც არ არსებობს ერთიანი ხელისუფლება, ვისთვის აპირებენ ფულის მიცემას? ვინ იქნება გარანტორი, რომ თანხები მიზნობრივად გაიხარჯება?" – აცხადებს იაკობ კედმი. რუსეთის სენქციებზე იგივე კედმის განცხადებით, ამით რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის. "…რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მათთვის სასიკეთოც აღმოჩნდაო", – ამბობს ექსპერტი.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ მიგრანტების საკითხმა, რომელიც პრობლემად იქცა ევროკავშირისთვის, შესაძლოა, წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ამაზე მეტყველებს იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტესა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შელაპარაკება სამიტზე. კონტემ მოუწოდა, საფრანგეთმაც გაუღოს კარი მიგრანტებს. ამაზე გაღიზიანებულმა მაკრონმა უპასუხა: "…არავის ჭკუის სწავლება არ გვჭირდებაო". ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაპირისპირების შედეგად, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებმა ჩაკეტონ თავიანთი ქვეყნის საზღვრები, რითიც ეჭვქვეშ დადგება შენგენის არსებობა. ევროკავშირის სამიტის შემდეგ შემაჯამებელი ერთობლივი დოკუმენტი არ მიუღიათ, რაც დღემდე არ მომხდარა. ამიტომ მიმომხილველებმა "უშედეგო სამიტად" მონათლეს.

"სავაჭრო ომი" ევროკავშირის დასასუსტებლად არის აგორებულიო, აცხადებენ ექსპერტები. "ევროკავშირის ქვეყნებიდან ეკონომიკურად ძლიერი სამია – გერმანია, დანია და ნიდერლანდები. დანარჩენები დოტაციის ხარჯზე ცხოვრობენ, ფაქტობრივად, გერმანელების, – აცხადებს კედმი. – ამას თუ დავუმატებთ სავაჭრო ომს, ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა". ამასობაში შეირყა კანცლერ ანგელა მერკელის პოზიციები ქვეყნის შიგნი თ. მართალია, ევროკავშირის სამიტზე კონკრეტულად არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ყველა საკვანძო საკითხი შემოდგომისთვის გადაიდო, მერკელის კოალიციური მთავრობის ბედი, ექსპერტების განცადებით, ჯერაც გაურკვეველია.

გასულ კვირას ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილში მაკრონის აშშ-ში ვიზიტისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა, საფრანგეთი გასულიყო ევროკავშირიდან. ამით სანქციები შეგიმსუბუქდებათო, უთქვამს ტრამპს. რამდენად მართალია პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, უცნობია. კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. არავის უარყვია და არც დაუდასტურებია ჩვენი ამერიკელი კოლეგების ინფორმაცია. თუმცა ამან, ეჭვი, რომ ტრამპი ევროკავშირისადმი არაკეთილგანწყობილია, კიდევ უფრო გაამყარა.

როგორც დაგეგმილი იყო, გასულ ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. "…თქვენი ჩამოსვლა იმედს გვისახავს, რომ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება. აქამდე სასურველი პოლიტიკური ვითარება არ იყო. ახლა სიტუაცია გამოსწორდა", _ უთხრა შეხვედრის დაწყებამდე სტუმარს პუტინმა. თავის მხრივ ბოლტონმა ჟურნალისტებს განუცხადა: "…პრეზიდენტები ერთმანეთს კარგად იცნობენ. შარშან უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ პირად შეხვედრაში უჩვეულო არაფერია. ეს უფრო გააუმჯობნესებს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის".

ჯონ ბოლტონის ვიზიტის მიზანი დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება გახლდათ. როგორც გადაწყდა, პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდებიან. პრეზიდენტებამდე პირველი დიპოლმატები – მაიკლ პომპეო და სერგეი ლავროვი ისაუბრებენ. სამიტი ერთდღიანი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ყველა საკითხზე, რომლებიც მრავლადაა დაგროვილი, ვერ მოასწრებენ საუბარს და რაიმე კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან. მათივე ვარაუდით, ჰელსინკში გამოჩნდება, როგორ განვითარდება აშშ-რუსეთის ურთიერთობა სამომავლოდ.

ჯერ მხოლოდ რუსეთ-აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი და დროა ცნობილი, მაგრამ ევროპელებს უკვე აშფოთებთ ორი ქვეყნის დაახლოება. ამის თაობაზე წერენ ევროპული გამოცემები. ამერიკული გამოცემები კი აღნიშნავენ, რომ ტრამპი დიპლომატიურ ენაზე ვერ შეძლებს პუტინს აჯობოსო. ამ დღეებში კი ამერიკელი სენატორები ბიზნესმენების თანხლებით უკვე ჩავიდნენ რუსეთში.

გია ბურდული

მეტის ნახვა
8-07-2018, 12:00


რა ეშველება ამ ქვეყანას, სადაც ერთ კაცს რომ დანიშნავ თანამდებობაზე, ორი კაცი მეთვალყურედ უნდა მიუჩინო, რომ არ იქურდოს, არ იმამაძაღლოს, არ მოიპაროს, თუმცა არც ეს შველის საქმეს – დრო გადის, ის ერთი იმ ორ მოყურიადესთან საერთო ენას პოულობს და ახლა უკვე სამნი იპარავენ ერთად.

საყოველთაო-სახალხო უბედურებაა ის, რაც გვჭირს, ეროვნული, ზოგადნაციონალური ავადმყოფობა, რომლისგანაც ვერა და ვერ განვიკურნეთ.

მსოფლიოში, ალბათ, ძნელად მოიძებნებაქვეყანა, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით, ასეთი აზარტით და ხალისით ძარცვავდნენ მისი მოქალაქეები, როგორც ამას ქართველებიაკეთებენ.

ჩვენ კი დავმგარვართ და ბიძინა ივანიშვილისკენ ვიშვერთ ხელს _ რატომ არ ასწორებს ამ ზნეგამრუდებულ, მამაძაღლობის და ოღრაშობის გზაზე შემდგარ ქვეყანასო.

ერთმა ბიძინა ივანიშვილმა რა ქნას, ერთმა კაცმა როგორ დაუმოკლოს საჯიბგიროდ გამზადებული ხელი და როგორ გამოუცვალოს საცუღლუტოდ მომართული ტვინი და გონება ათასებს და ასიათასებს?

არა მარტო ილია ჭავჭავაძე, მე 19 საუკუნის მთელი ქართული მწერლობა იმის თავგამოდებულ ცდაში იყო, ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტად და ჭეშმარიტ მოქალაქედ აღზრდილიყო, ჩვენ კი იოლი გამოსავალი მოვძებნეთ - ავიღეთ და ილია მოვკალით, მოგვიანებით კი საერთოდ მოვკალით ქართული მწერლობა, რომ კიდევ ვიღაცას არ შევეწუხებინეთ ზედმეტად თავისი აღმზრდელობით-დიდაქტიკური შეგონებებით.

ეკლესიაა და, როგორც ირკვევა, თვითონ იქცა ბიზნესცენტრის მაგვარ რაღაც ორგანიზაციად, სადაც მილიონები ტრიალებს თურმე.
სკოლაა და იმ სკოლამ სხვას რა განათლება უნდა მისცეს, სადაც მასწავლებლები თვითონ ვერ აბარებენ გამოცდებს.

ოჯახია და მშობლები უცხოეთში არიან წასული სამუშაოდ, შინ მარტო დარჩენილი ბავშვები და ბებია-ბაბუები კი, ერთმანეთისგან ეპოქებით დაშორებულნი, ერთმანეთს ვერ უგებენ, ერთმანეთისა არ ესმით.

არა ეკლესია, არა მწერლობა, არა სკოლა, არა ოჯახი – აბა, სად უნდა აღიზარდოს და ვინ უნდა აღზარდოს ადამიანი თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ?

არა ეკლესია, არა მწერლობა, არა სკოლა, არა ოჯახი, სამაგიეროდ, ყოველივე ამას ჩანაცვლებული ინტერნეტი და ამ ინტერნეტის ჯუნგლებში "აღზრდილი" თანამედროვე მაუგლები – ეს არის კაცობრიობის საბედისწერო მომავალი და, როგორც ჩანს, ამ მომავალს ვერც საქართველოასცდება.

სხვათა შორის, პოლიტიკაში შემოსვლის პირველ ხანებში ბიძინა ივანიშვილმა სცადა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ სულიერ ფასეულობებზე წამოეწყო საუბარი და საზოგადოების ყურადღება იმაზე გაემახვილებინა, თუ როგორ უნდა აღიზარდოს ადამიანი სრულყოფილ ადამიანად, სრულყოფილ პიროვნებად, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა ეს თემები.

საზოგადოებას დღესვე, ახლავე, დაუყოვნებლივ სურდა ყველანაირისიკეთე მიეღო და თანაც ისე, რომ თავად დიდად არ გარჯილიყო.

ჩვენ გვინდა, უკეთესად ვიცხოვროთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ.

ჩვენ გვინდა, ეს დუხჭირი რეალობა შევცვალოთ, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ თვითონ შევიცვალოთ.

თუ უკეთესები არ გავხდით, თუ უკეთესობისკენ არ შევიცვლებით, ვერაფერს ვერ შევცვლით და ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.

სახელმწიფოს ფუნქცია სულაც არ არის მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი პური, რაც შეიძლება მეტი კარტოფილი და ლობიო მოიყვანოს.

სახელმწიფოს უპირველესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი "პროდუქტის", მაღალი სულიერების და მაღალი კულტურის ადამიანის ჩამოყალიბებას.

თუ ეს არ გაკეთდება, პურიც შეიჭმება, კარტოფილიცდა ლობიოც, მაგრამ ქვეყანა სახელმწიფოდ, ხალხი კი ერად ვერ შედგება.
მინაწერი: სასაცილოა და იმავე დროს უკიდურესად გამაღიზიანებელი, როცა "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ფინანსურ დარღვევებსა და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებებზე უკიჟინებს.

ცალკეული ფაქტები, ცხადია, დღესაც ხდება, მაგრამ ეს ფაქტები იმ გრანდიოზული მასშტაბების კორუფციასთან და ბანდიტიზმთან შედარებით, რასაც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი, ზღვაში წვეთია.

ექსპერტების და ანალიტიკოსების დასკვნით, "ნაცმოძრაობამ" ცხრა წლის განმავლობაში 16 მილიარდი "აითვისა" და მიიტაცა.
ამას თუ მივუმატებთ შევარდნაძის პერიოდში მიტაცებულ მილიარდებს, ადვილი მისახვედრია, რა უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო "ქართულ ოცნებას", რომელსაც, სახელმწიფოს ნაცვლად, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ნანგრევები დახვდა, კეთილდღეობის და ბედნიერების იმიტაციის შესაქმნელად ნანგრევებზე გადაფარებული ბრჭყვიალა და ჭყეტელა ფალასფულასით.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს განხორციელებული, მე ვიტყოდი, რევოლუციური რეფორმები, ვგულისხმობსამინისტროების შერწყმას და ე.წ. მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, ბევრ სხვა სიკეთსთან ერთად, მკვეთრად შეამცირებს ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური ელიტისგან მომდინარე კორუფციული საფრთხეების რისკებს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განთლებისა და კულტურის სამინისტროს შერწყმა, რომელიც, ფაქტობრიოვად, ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების ახალ ფილოსოფიურ ხედვად, ახალ კონცეფციად მიმაჩნია.
ამის შესახებ უფრო ვრცლად საუბარს "საერთო გაზეთის" მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

ვ.ხ.

მეტის ნახვა
5-07-2018, 11:30


გვესაუბრება საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი:

– ბატონო ალი, მოგვიყევით, რა მოხდა სინამდვილეში მარნეულში, თქვენ გექნებათ უფრო ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია.

– მარნეულში მომხდარი ინციდენტი თბილისიდან დაიწყო.
მოგეხსენებათ, თბილისში გასულ კვირებში აქციები მიმდინარეობდა შვილმკვდარი მამებისთვის ვითომ სოლიდარობის გამოსახატავად, რომელსაც, ფაქტობრივად, ნაციონალები ხელმძღვანელობდნენ.

აქციაზე ჩამოყვანილი ჰყავდათ დეპუტატი "ნაცმოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვი, რომელიც არ უარყოფს, რომ ხშირად ხვდება მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ. ფაქტებიც არის დაფიქსირებული, როცა ის საბჭოში ზის ჰოლანდიაში და, რა თქმა უნდა, მეორე ფრთის "ევროპული საქართველოს" ლიდერი ახმედ გულმამედოვი. ამ არეულ სიტუაციაში თბილისში აქციაზე ელჩინ ალახვერდოვმა პირდაპირ აგინა ბიძინა ივანიშვილს, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს, მთელ "ქართულ ოცნებას", ამ პარტიის მამაკაცების ცოლებს და მარნეულის მერს თემურ აბაზოვს.

იმ საღამოს, როცა ალახვერდოვის გინების ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებელ ტელევიზიაში "რუსთავი 2"-ში გავიდა სიუჟეტი და დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარალელურად "ნაცმოძრაობის" ოფისში მარნეულში "ნაცმოძრაობის" დეპუტატი აზერ სულეიმანოვი და მისი მომხრეები იბარებენ ალახვერდოვს ოფისში და მიდის იქ გარჩევა, თუ რატომ მოქმედებდა ეს ადამიანი "ნაცმოძრაობის" სახელით. ოფისში ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ყოფილა და სხვათა შორის, ამ ამბავს, თურმე "ქართული ოცნების" ერთი წარმომადგენელიც ესწრებოდა, კერძოდ, საკრებულოს დეპუტატი რამინ ალახვერდოვი. ამ გარჩევის მერე წასულან მერნეულში რესტორანში, სადაც მოხდა კიდევაც ის ინციდენტი, რომელსაც იღებენ – ალახვერდოვი ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" უხდის ბოდიშს და იგინება ახლა უკვე თავისი ცოლის მისამართით, ხელში უჭირავს პლასტმასის ჭიქა და სახეზე ისვამს რაღაც სითხეს, მაგრამ რა სითხეა ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია.

ამ ვიდეოს გადაღებას თემურ აბაზოვს აბრალებენ, არადა, თავის გაკეთებულ ამ სამარცხვინო საქმეს თემურ აბაზოვი როგორ და რატომ გაავრცელებდა?!.
ეს იყო "ნაციონალების" მიერ დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაცია "ქართული ოცნების" და მარნეულში "ოცნების" ლიდერის თემურ აბაზოვის წინააღმდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიაში თემურ აბაზოვი არის პირველი მერი, რომელიც მარნეულში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აირჩია ხალხმა.

ჩვენ კავკასიელები ვართ და ჯერ კიდევ დაგვრჩა წინაპრებისგან სინდის-ნამუსი და ტრადიცია, რასაც საუკუნეებია ვინახავთ. როცა დღეს ჩვენ თვალწინ ილახება ქალის ღირსება და პატიოსნება, მოხუცის, ბავშვის პატივისცემა იკარგება, მათ შეურაცხყოფას ჩვენ ვერ მოვითმენთ. საჯაროდ ადამიანს ცოლს უგინებენ, კიდევ კარგი მოთმინება ჰქონია გინების ადრესატებს. მიმაჩნია, რომ ეს იყო მოწყობილი, სპეციალურად დადგმული ამბავი. "ნაციონალები" უკვე დიდი ხანია ცუდად ურევენ ხელს მარნეულში.

– რატომ მაინცდამაინც მარნეულში?


– მარნეული ქვემო ქართლში ყველაზე მძიმე ობიექტია, მოქმედებენ კლანური ძალები. არის ადგილობრივი – აზერბაიჯანული კლანები, რომლებიც ითხოვენ, რომ მარნეულში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ ადგილობრივები უნდა იყვნენ და არა სხვა რაიონიდან ან თბილისიდან ჩასულები; ასევე არის სვანური კლანი, რომელთაც სურთ, თავიანთი ძალაუფლება ჰქონდეთ; მესამე – „პოლიტიკური კლანი“ და მეოთხე – „რელიგიური კლანი“. 
პრინციპში, მათი ძირითადი ინტერესია, რეგიონში და კერძოდ, მარნეულში, ხელისუფლებაში არ მოვიდეს ინტეგრირებული, ქართულენოვანი აზერბაიჯანელი.

ამ პროცესებში განსაკუთრებით აქტიურობენ ის პოლიტიკური კლანები, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ფლობენ ძალაუფლებას. ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ ეს ადამიანები არ იცვლებიან.
თემურ აბაზოვს გირაოზე უარი უთხრეს, რითაც გამოდის, რომ მარნეულის გამგებელი ყოფილა სერიოზული კრიმინალი, სახელმწიფო დამნაშავე, მაშინ, როცა აბაზოვი არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი და კიდევ ვიმეორებ, ხალხის მიერ არჩეული. შეიძლებოდა მას დაკისრებოდა გირაო და აკრძალვოდა ქვეყნიდან გასვლის უფლება ან მისჯოდა შინაპატიმრობა.

– ბატონო ალი, თქვენ იცნობთ ელჩინ ალახვერდოვს? იგი "ნაცმოძრაობის" წევრია?

– ალახვერდოვს პირადად ვიცნობ. 2012 წელს გავიცანი. ის ჩვენს ჯგუფში დადიოდა, ვითომ `ოცნებას~ ვუჭერ მხარსო, მაგრამ მერე ნაციონალების გვერდით დადგა. სინამდვილეში ის ყოველთვის ნაციონალი იყო და აქტიურად მონაწილეობდა იმ სისაძაგლეებში, დარბევებში და ა. შ. რაც ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს. 

ნაციონალებს ქვეყანაში არეულობა სურთ, რომ ხელისუფლება შეცვალონ, ვითომ მშვიდობიანი გზით, სინამდვილეში კი ნებისმიერი ხერხით, ოღონდაც თვითონ მოვიდნენ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. იგივე სურვილები აქვს მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომლის ადგილი მატროსოვის ციხეშია. მის გვერდით ადგილები ეკუთვნის იმ ნაციონალებს, რომლებიც დღეს დათარეშობენ და ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. მათ შორის მოიაზრება პატივცემული ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ძალით სტაცებდა ბიზნესებს ხალხს, უსამართლოდ უკანონებდა მიწებს მათ მომხრეებს. ამ ადამიანმა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის რეგისტრაცია, ყოველგვარი კანონის დაცვით შექმნილი, წამართვა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, სისხლის სამართლის საქმე რომაა აღძრული, ისეთ ადამიანს გადასცა.

– ვისზე საუბრობთ?

– ჰუსეინ უსუბოვზე, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა იდგეს ახლა. მასზე სს საქმეა აღძრული. ეს კაცი დღემდე `ნაცმოძრაობის~ მომხრეა და ელოდება, როდის დაბრუნდება მიშა საქართველოში, რომ თვითონ ისევ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასკუპდეს.
ნუ ეწყინება "ნამდვილებს", ჩემს "ოცნებელებს", მე ვაცხადებ: პორტირებულები სპეციალურად არიან ჩანერგილი ჩვენს გუნდში იმისთვის, რომ `ნაცმოძრაობის~ დაბრუნების შემთხვევაში, ზურგიდან ხანჯალი ჩაგვცენ.

ის, რაც ხდება "ქართული ოცნების" შიგნით, ყველაფერი იციან ნაციონალებმა. ინფორმაციები ჟონავს პროკურატურიდან, შს ორგანოებიდან, უსაფრთხოების სამსახურებიდან, პრეზიდენტის აპარატში, გუბერნიებში, გამგეობაში და ყველა ორგანოში, ყველგან ნაციონალები არიან მოკალათებული. თვითონ სააკაშვილმაც თქვა: ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ჩვენი ხალხი გვყავს, საიდანაც ინფორმაციებს ვიღებთო.
მივმართავ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას!

მოხდეს პორტირებულების ლუსტრაცია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ერთგულები არ არიან, წავიდნენ ჩვენი რიგებიდან, დავიბრუნოთ ჩვენი თანამებრძოლი, პატიოსანი ადამიანები, რომლებიც 1 ოქტომბერს გმირებივით იდგნენ ამ ფაშისტების წინააღმდეგ,"ოცნების" გვერდით. ეს ხალხი დღეს ძალიან არის გაბრაზებული და გულნატკენი. რატომ ვკარგავთ მომხრეებს, ბატონებო?! 

თემურ აბაზოვს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვემო ქართლში. ეს კაცი წარმოშობით თბილისელია, არის ერთგული და განათლებული ადამიანი. მის გათავისუფლებას ითხოვენ მარნეულელები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში კომპაქტურად მცხოვრები აზერბაიჯანელები.
თემურ აბაზოვი თანამშრომლობს გამოძიებასთან და თუ მხარდაჭერას იგრძნობს, კიდევ ბევრი სიმართლე გაირკვევა. მისი იზოლაცია, არის ნაციონალების ინტერესი და პროკურატურის ვითომდა პრინციპულობა. თუ ასეთი პრინციპულები არიან, თაროებზე რომ უდევთ მტვერდაყრილი, ნაციონალების ჩადენილი დანაშაულებების ტომეულები, იმათ მიხედონ და არა `ქართული ოცნების~ წარმომადგენლების დისკრედიტაციას ქვემო ქართლში.

თუ პროკურატურა აბაზოვის საქმეს ასე გააგრძელებს, ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელები, ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერები შევაგროვოთ მის მხარდასაჭერად. ამანაც თუ შედეგი არ გამოიღო, პერმანენტულ აქციებს გავმართავთ, როგორც გენპროკურატურასთან, ასევე მარნეულში.
დამნაშავე ნაციონალები ჭკუას რატომ გვარიგებენ? ესენი უნდა დარბოდნენ ხალხში და პროვოკაციებს აწყობდნენ, ხოლო თემურ აბაზოვი უნდა იყოს ციხეში? ეს არის ჩვენი დღევანდელი სამართალი?

დღეს დაიჭირეს თემურ აბაზოვი, ხვალ სხვას დაიჭერენ, ზეგ ჩვენ დაგვიჭერენ, სად ვიპოვოთ სამართალი, უკვე გაუგებარია.

ძალიან მიკვირს, რატომ არ იჩენენ არავითარ რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნების ელჩები იმაზე, რასაც აკეთებს „ნაცმოძრაობა“ და მისი ჯუჯა პარიტები საქართველოში. ეს ჯგუფები ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ და ამით გზას უკეტავენ საქართველოს განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. საერთაშორისო დონეზე ულახავენ იმიჯს ჩვენს ქვეყანას.

დიდი იმედი მაქვს სახელისუფლო ცვლილებების და ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ პატიოსან, პროფესიონალ გენერალურ პროკურორს, რომელიც მართლაც გენერალურ წმენდას ჩაატარებს და ზოდელავას, ოქრუაშვილის, ადეიშვილის კადრებს ჩამოაცილებს პასუხსაგებ თანამდებობებს.
ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის დასაწყები ცვლილებები კანონმდებლობაში – ადამიანის უფლებებს თუ ვიცავთ, ადამიანის უფლებაა ოჯახის ღირსების დაცვაც, ქონების დაცვის უფლებაც და ა.შ. გინება, რომელსაც ბინძურად ახორციელებენ ნაციონალები, შორსაა ჩვენი, კავკასიური ეთიკიდან და ადათ-წესიდან, ამოძირკვონ მეტყველებიდან და ურთიერთობებიდან ბილწსიტყვაობა. დაცული იყოს ადამიანის ღირსება კანონით, თორემ სხვანაირად ნორმალურ სახელმწიფოს ჩვენ ვერ ავაშენებთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
23-06-2018, 13:00


სინგაპურში გამართული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩინ ინის სამიტი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ მსოფლიოს პოლიტოლოგების განხილვის საგნად დღემდე რჩება.

სინგაპურში თავდაპირველად კიმ ჩინ ინი ჩავიდა. მიმომხილველებისთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ ისარგებლა კიმ ჩინ ინმა მაინცდამაინც ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამშობლოდან თავისი ქვეყნის თვითმფრინავით გაემგზავრა, მაგრამ ლაინერმა მოულოდნელად შეცვალა გეზი და ჩინეთში დაეშვა. სწორედ იქ გადაჯდა კიმ ჩინ ინი ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავში და განაგრძო გზა სინგაპურისკენ.
სამიტის მასპინძელ ქვეყანაში კიმ ჩინ ინმა დონალდ ტრამპის ჩასვლამდე მოასწრო სინგაპურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა. ამის გარდა, კიმ ჩინ ინმა ქალაქის ქუჩებში ფეხით გაისეირნა, ადგილობრივი მოსახლეობა მას აღფრთოვანებით შეხვდა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩინ ინის შეხვედრა, თავისთავად, დახურული იყო და თითქმის ორი საათი გაგრძელდა. დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ საუზმე გაიმართა. ტრამპმა კიმ ჩინ ინს შესთავაზა, სწრაფი კვების ობიექტში ესადილათ. იმის გარდა, რომ ტრამპი სწრაფი კვების სამზარეულოს მოყვარულია, ექსპერტების ვარაუდით, მას სურდა, ერთგვარი რეკლამა გაეკეთებინა და ირიბად შესთავაზა კიმ ჩინ ინს ჩრდილოეთ კორეაში სწრაფი კვების ობიექტების გახსნა.
კონკრეტულად რა თემები განიხილეს სინგაპურში ორი ქვეყნის ლიდერებმა, უცნობია. ზოგადად, გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ორივე ქვეყანა იღვაწებს ხალხის კეთილდღეობისთვის, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისთვის, ჩრდილოეთ კორეის განიარაღებისთვის. ამასთან, დონალ ტრამპი პირადად დაუდგა გარანტად კიმ ჩინ ინს, თუ მისი ქვეყანა სრულად განიარაღდება.

აშშ-ში პოლიტიკოსებისა და პრესის კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა კიმ ჩინ ინთან შეხვედრას ისტორიული უწოდა. მართალიც არის, რადგან თითქმის 70 წლის მანძIლზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ კიმ ჩინ ინი ჩამორჩენილი და გაუნათლებელი სულაც არ ყოფილა, როგორც აქამდე მოიხსენიებდნენ.

"…ფანტასტიკური, ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა. კიმთან განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყარეთ… იმედია, სხვა ბევრ საკითხზეც შევთანხმდებით",
_ განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, მოხარული იქნება კიმ ჩინ ინი თეთრ სახლში მიიღოს. 

მიუხედავად უამრავი კომპლიმენტისა, როგორც ჩანს, მხარეებს შორის უნდობლობა არ განელებულა. სინგაპურიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო სამხრეთ კორეაში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზას ეწვია. მისი თქმით, ერთობლივი წვრთნების შეჩერება დროებითი მოვლენა ყოფილა და ტრამპს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა. სამიტის შემდეგ კიმ ჩინ ინის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შედეგები კი არა, საუბრის თემაც კი უცნობია.

დონალდ ტრამპს ერთდროულად უწევს ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მოწინაღმდეგეებთან. მან რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი ვლადიმირ პუტინთან პირად შეხვედრაზე. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილი ყველანაირად ცდილობდნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა, რასაც დღემდე აღწევდნენ კიდეც. თუმცა ტრამპი კვლავ დაჟინებით ითხოვს, შედგეს დიალოგი. სამზადისის დაწყების განკარგულებაც გასცა. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვედრის დაბლოკვას ვეღარ შეძლებენ. ექსპერტები ორი პრეზიდენტის შეხვედრას ზაფხულში ვარაუდობენ.
აფრიკა-აზიიდან ევროპაში მიმწყდარი მიგრანტების თემა ადვილი შესაძლებელია, ქვეყნებს შორის განხეთქილების საგნად იქცეს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი უარს აცხადებენ მიგრანტების მიღებაზე. მათ რიცხვს ახლა იტალიაც შეუერთდა. გასულ კვირას იტალიის ახალმა მთავრობამ ქვეყნის პორტებში შესვლის უფლება არ მისცეს გემს, რომელზეც 600-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. ფაქტმა ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამისთვის მკაცრად გააკრიტიკა იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტე. მათი დაგეგმილი შეხვედრა ჩაშლის პირას იყო. თუმცა ჯუზეპე კონტე პარიზში კი ჩავიდა, მაგრამ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელი აღიარებს მიგრანტების პრობლემას, რამაც ბევრი თავსატეხი გაუჩინა ევროკავშირის ქვეყნებს.

განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მიგრანტების მიმართ გერმანიის მოსახლეობა გამოთქვამს. უკვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ და კანცლერ ანგელა მერკელს ღიად აკრიტიკებენ მიგრანტთა მიმართ განხორციელებული პოლიტიკის გამო. გერმანელი პოლიტოლოგები შიშობენ, არ დაიშალოს წვალებით შეკოწიწებული კოალიციური მთავრობა, რომლის ფორმირებასაც 5 თვეზე მეტი დასჭირდა. გერმანულ პრესაში გავრცელდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის გამონათქვამი მერკელის შესახებ: "…აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობაო". რას მოიმოქმედებს მერკელი, უცნობია. თუმცა მთავრობის წევრები და პოლიტიკური პარტიების ნაწილი კანცლერს ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან. უცნობია ასევე, ევროკავშირის პოზიცია, რომელიც დღემდე დუმს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, თუ არ მიიღეს ქმედითი ზომები, კრიზისი გაღრმავდება, რამაც, შესაძლოა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დიდი განხეთქილება გამოიწვიოს, რაც ევროპისთვის საზიანო იქნება.

გია ბურდული

მეტის ნახვა
22-06-2018, 09:30


განათლებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა იქნება მომტანი იმ ეკონომიკური შედეგისა, რომელიც  საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე.

„ახლა კი მსურს მოგახსენოთ ის კონკრეტული პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ხედვა. პირველი – ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია გავხადოთ შეუქცევადი. ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ ინტეგრაციას აღნიშნულ სტრუქტურებში, არამედ ღირებულებით კავშირებს და დასავლური პრინციპებისადმი ერთგულებას. უნდა მოხდეს სრული ჰარმონიზაცია განათლების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და მრავალი სხვა მიმართულებით. ჩვენ ამ საკითხში გვაქვს მიღწეული ძალიან დიდი წარმატება და ამ წარმატებას სჭირდება შემდგომი განმტკიცება. მეორე – ჩვენ გავატარებთ ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად მივიღებთ ეკონომიკის ისეთ მოდელს და დავამკვიდრებთ თამაშის ისეთ წესებს, რომლებიც იქნება სამართლიანი და აისახება თითოეულ ოჯახზე, თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს და ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. მესამე გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია. ჩვენ გვჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატია.

ეს იქნება სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლი. მეოთხე – განათლება, ჩვენი ახალგაზრდობა და ინოვაცია. ეს იქნება ჩვენი უპირობო პრიორიტეტი. სწორედ განათლებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა იქნება მომტანი იმ ეკონომიკური შედეგისა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებულ ეკონომიკათა, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. შესაბამისად, მთავრობა აუცილებლად განახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს და მივმართავთ ამ სექტორში მასშტაბურ ინვესტიციებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე უფრო დეტალურად შემდგომ მოგახსენებთ. და ბოლოს, მეხუთე და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. შესაბამისად, ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე. ეს ხუთი პრინციპი საფუძვლად დაედება და ლაიტმოტივად გაჰყვება მთავრობის საქმიანობას მომდევნო წლებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტის ნახვა
20-06-2018, 13:00