გვესაუბრება ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, როგორ დაახასიათებთ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს?

_ ქალბატონი სალომე მთელ საქართველოში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ევროპული პოლიტიკა იცის არა წიგნებიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან. იგი ევროპულად აზროვნებს. ჩვენ ხომ ევროპისკენ მივიწევთ. სალომე ზურაბიშვილი თავისი აზროვნებით, წესით უკვე ევროპელია, ანუ საითკენაც ჩვენ მივიწევთ, უკვე იქ არის. იგი თავისი ხასიათის გამო და პოლიტიკური პროფესიული ასაკის გამოც ამ თანამდებობაზე ყოფნისას კარიერაზე ფიქრს არ დაიწყებს. ომის თემაზე გაკეთებული განცხადება "ნაცებმა" სათავისოდ გამოუყენეს და ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამეს. ეს არის "ნაციონალების" დაუნდობელი სტილი, მათთვის ტყუილ-მართალს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ზურაბიშვილს სიფრთხილე დააკლდა. ეროპაში ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ. აქ, ჯერ იმაზე უნდა იფიქრო, მეტოქე რას დაგაბრალებს. ევროპაში დაბრალების კულტურა ნაკლებია. ამ პირობებში წარიმართა პირველი ტური.

_ როგორ შეხვდა ამ პროცესებს საზოგადოება?

_ მოსახლეობაში მიმდინარე პროცესები ცალკე მოვლენაა. პოლიტიკოსები აკეთებენ გათვლას _ რის მერე რა მოხდება. ისინი ჭადრაკს თამაშობენ. მოსახლეობა არ ითვლის რის მერე რა მოხდება, ის იმას აკეთებს, რაც იმ წუთას მას გულს მოფხანს. ეს ყოველთვის ასე იყო. საზოგადოებას უკმაყოფილება რაღაცნაირად უნდა გამოეხატა, რაც იმით გამომჟღავნდა, რომ "ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცეს. გავლენა იქონია სუბელიანის, ფარცხალაძის თემებმა. ისე გამოჩნდა, რომ რა დანაშაულებებსაც "ნაცმოძრაობა" სჩადიოდა, იგივეს აკეთებდა "ქართული ოცნება". ივანიშვილმა თქვა: რასაც აკეთებენ, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენო. ეს, "ნაციონალების" მხრიდან კარგად გათვლილი პიარი იყო. მათ სჭირდებოდათ საზოგადოებას დაენახა თითქოს, "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ამ თემაში არ განსხვავდება. სურდათ ხალხს ეთქვა: არც ერთს მივცემ ხმას, არც მეორეს და სახლში დავრჩებიო. მოსახლეობის სახლში დარჩენა განაპირობა სწორედ სუბელიანების, ფარცხალაძეების თემების წამოტივტივებამ, ასევე, შვილმკვდარ მამებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. პოლიტიკური პროცესების პარალელურად პედალირება ამ საკითხებზეც ხდებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და მოსახლეობის 50% სახლში დარჩა. ასე, რომ პირველი ტური "ნაცებმა" იდეალურად გათვალეს. რაც შეეხება მეორე ტურს, აქ, ნაციონალებმა" ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რის გათვლასაც უკვე ექვსი წელია ვერ ახერხებენ _ "ნაცებს" ჰგონიათ, თუ "ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ, თვითონ გაიმარჯვებენ. "ნაცმოძრაობა" ვერასდროს გაიმარჯვებს. ის თაობა, ვისაც მათი მოღვაწეობა ახსოვს, მხარს არასდროს დაუჭერს, თუ მათში ცვლილებები არ მოხდა. არადა, "ნაცები" შეცვლას არც აპირებენ. ფაქტობრივად, მეორე ტურში წაგება ამან განაპირობა — გრიგოლ ვაშაძემ და დანარჩენებმა აჩვენეს, რომ ისინი ისევ სიცრუეზე, ძალადობაზე ორიენტირებულნი არიან. სააკაშვილის ყოველდღიურად ეთერში ჩართვა, ციხიდან ახალაიების, მერაბიშვილის გამოშვების პირობა მეორე ტურშიც გაგრძელდა. ხალხმა ცხადად დაინახა, რომ "ნაცები" მოსვლას აპირებენ და ის 50% სახლებიდან გამოვიდა. ჩამოყალიბდა მოძრაობა _ "არა ნაცებს", რამაც მეორე ტურის შედეგი გადაწყვიტა.

_ ბატონო რამაზ, "ნაციონალები" აცხადებენ: არჩევნები გაგვიყალბესო.

_ "ნაციონალების" მხრიდან გაყალბებაზე საუბარი, სამარცხვინოა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ამ საქმეს გაყალბება არ სჭირდებოდა "პატრიოტთა ალიანსის" აქცია იყო, სადაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ნაცების აქციაზე _ მსოლოდ ხუთი. მიტინგების შეფარდება გიჩვენებს, რომ არჩევნებში მიღებული ციფრები _ 20%-ით ზურაბიშვილის გამარჯვება კიდევ მცირე მოგებაა. აშკარაა, პირველ და მეორე ტურშიც "ნაცებმა" რაღაც იეშმაკეს. ამიტომ, ლოგიკური მეჩვენება ინაშვილის მოთხოვნა: შეისწავლონ შედეგები, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია: როგორ ქაჩავდნენ ვაშაძისკენ ხმებს "ქართული ოცნების" კომისიებში ჩამჯდარი "ნაციონალები". "ქართული ოცნების" შემადგენლობა ხომ "ნაცებისგან" თავისუფალი არ არის. მათ სახელად ჰქვიათ "ქართული ოცნება", თორემ, რეალურად, "ნაცები" არიან. "ნაცებს", გარდა იმისა, რომ ვერ ხვდებიან _ ხალხს ასეთი აგრესიული, დანაშაულზე, სიცრუეზე წამსვლელი პარტია არ უნდა, კიდევ ერთი რამ შეეშალა. ანუ, ერთი ის, რომ ვერ ხვდებიან: ხალხის სიმპათია უნდა მოიპოვონ და არა შიში. მეორე _ რაც უფრო უსიმპატიუროდ, არალოგიკურად მოიქცევი, მით უფრო დაგაკლდება ხალხის მხარდაჭერა. ევროპული, ცივილური სტილი დამარცხებულის მხრიდან მეტოქის გამარჯვების აღიარებაა. მათ 2012 წელს აღიარეს "ქართული ოცნების" გამარჯვება. ახლაც იგივე უნდა გაეკეთებინათ. 20%-ით მოგების ფონზე ჯიუტად იმის ძახილი: ვაშაძემ მოიგო, არჩევნები გაყალბდაო, უაზრობაა. 

_ რა შეცდომები დაუშვა "ქართულმა ოცნებამ"?

_ ძირითადი შეცდომები მენეჯმენტშია დაშვებული. როგორც ჩანს პოლიტიკური მართვა, ივანიშვილმა, ცუდად იცის. კომერციული სტრუქტურის მართვა პოლიტიკურისგან ძალიან განსხვავდება. ივანიშვილმა იცოდა "ნაცმოძრაობა" რასაც წარმოადგენდა, მაგრამ ვერ გაუშვა. ანუ, საქმე ასე მარტივად არ არის _ არ მოგეწონა და გაუშვა, ბევრად რთული მექანიზმები, რთული პროცესებია. ივანიშვილი ბუნებით ქველმოქმედია, მას არ უყვარს პიარი, მოქმედებს პრინციპით _ სიკეთე გააკეთე და გაიარე. ივანიშვილი წლების მანძილზე სიკეთეს ყოველგვარი პიარის გარეშე აკეთებდა. ეს გააგრძელა პოლიტიკაშიც. ამ დროს პოლიტიკას პიარი სჭირდება იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ბუნდოვანია რას აკეთებს ხელისუფლება. 

ამან გამოიწვია ის, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი დაცემულია და უფრო გახშირდა ლაპარაკი მესამე ძალაზე. ამ არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ეს არის აქცენტი მესამე ძალაზე. რეალურად, მგონია რომ ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკური იერი აქვს. ანუ პოლიტიკოსები ხედავენ, რომ მესამე ძალა საჭიროა, მაგრამ შესაძლებლობები ნაკლებადაა. ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს "პატრიოტთა ალიანსს". იგი, ხალხის თვალში გამოჩნდა როგორც ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვს "ნაციონალების" იურიდიული და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.

_ მოდით, დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილშიც შევხედოთ. არჩევნების პერიოდში "ნაცები" კრემლის აგენტობაში სდებდნენ ზურაბიშვილს ბრალს. ეს ბრალდებები ხალხის გასაგონად გაისმოდა თუ მათი პატრონებისადმი?

_ თქვენ მეკითხებით: "ნაცებმა" მესიჯები თავიანთ პატრონებს გაუგზავნესო, მე არ ვთვლი, რომ მათი პატრონები მხოლოდ უცხოელები არიან. ვაშაძის კანდიდატურასაც ეტყობოდა _ ვინ არის პატრონი. "ნაცები" ორ ფრონტზე _ რუსეთის და ევროპის დაკვეთებზე თამაშობენ. რამდენადაც შეუძლიათ _ სიტყვით, ჯარისკაცებით, სისხლით აჩვენებენ დასავლეთს, რომ ევროპაზე ორიენტირებულნი არიან. დიდი თანხები ევროპიდან მისდით, მეორე მხრივ, საქმეს _ რუსეთისას აკეთებენ. ამჟამადაც, თუ არ ვცდები რუსულ დაკვეთაზე მუშაობდნენ. 

ჩინეთმა სასწრაფოდ შეცვალა სტრატეგია და იგივე ლოგიკით თავისი კომუნიკაციები პატარა ქვეყნებისკენ _ კავკასიისკენ წამოიღო, რაც გამოიხატა ჩადებულ ინვესტიციაში, რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია. ეს აბრეშუმის გზა "გასაფუჭებელი" იყო. რუსეთი ჩინეთის სტრატეგიის შეცვლით მილიარდებს კარგავს. თუმცა, იგი ჩინეთს ჭიდაობას ვერ დაუწყებს. ამიტომ, ძველი ხერხის გამოყენება გადაწყვიტა, რაც რუსეთმა 90-იან წლებში გამოიყენა _ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უცხოური კაპიტალი რომ არ შესულიყო, მან, ფაქტობრივად, თავის გარშემო ყველგან კონფლიქტი გააღვივა იმდენად, რომ რუსეთის გარშემო არსებულ ცეცხლოვან რკალს კონფლიქტების ჯაჭვს უწოდებდნენ. ამ კონფლიქტების, არეულობის საშუალებით რუსეთმა, იმ პერიოდში, პოსტსაბჭოტა ქვეყნებში უცხოური კაპიტალის შესვლა დაბლოკა და ეს ქვეყნები თავისი გავლენის ქვეშ დატოვა. ჩვენ, რუსეთის ამ ნაბიჯმა უფრო მიგვაქცია ევროპისკენ და არა პირიქით. მაგრამ თავისთავად ესმომენტი _ აურიე ქვეყანა და მერე იმ ქვეყანაში კაპიტალი აღარ შევა, რუსეთის სტრატეგიაა. ვთვლი, რომ რუსეთისთვის ახლაც ეს სტრატეგია იყო საჭირო. შორეული აღმოსავლეთიდან ეს ხაზები თუ არ შეწყდებოდა, ნაწილი მაინც მის ტერიტორიაზე რომ გადასულიყო, რუსეთს ამისთვის არეულობა სჭირდებოდა, რისი განხორციელებაც "ნაციონალებმა" ითავეს.
_ თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით 2018 წლის არჩევნები ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებად გამოცხადდა.

_ ეს გაუგებარია. ჩვენ, გვახსოვს 2012 წელს თეფშებს როგორ ატუსაღებდნენ, რას უშვებოდნენ საბანკო მანქანას და ა.შ იმასთან შედარებით, ეს არჩევნები, დემოკრატიულობის განსახიერებაა. მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობა" ახერხებს იმას, რომ უცხოელ პარტნიორებს თავად აწვდიდეს ინფორმაციას და არა "ქართული ოცნება". რა ინფორმაციაც მისდით უცხოელებს, იგივეს ამბობენ. მით უმეტეს, ახლანდელი სცენარი 2003 წლის `"ვარდების რევოლუციის" სცენარს ბევრი ელემენტით ჰგავდა. ერთ-ერთი ელემენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციის სამსახურში ჩართვა. ყველას გვახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი უმთავრესი მოტორი იყო. მაშინაც, დასავლეთს ინფორმაციას არასამთავრობო ინსტიტუტები აწვდიდნენ. დასავლეთს, დღესაც, არასამთავრობოების ნდობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების. 

დასავლეთისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საქართველო მას მერე გახდა, რაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის იდეა ჩამოყალიბდა. იქამდე, საერთოდ არ ვარსებობდით, საქართველოს მიმართ ინტერესი არ იყო, მერე შევუყვარდი თ. მახსოვს, შვილ ბუშთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მან შევარდნაძეს მხარზე ხელი დაუბარტყუნა და უთხრა: მე, მიყვარს ის ქვეყნები, საიდანაც ნავთობის სუნი მცემსო. ეს ნავთობის სუნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, გვგონია, რომ დემოკრატიის გამო ხდება ყველაფერი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დასავლელ პარტნიორებს ნავთობის სუნი დემოკრატიაზე უფრო მეტად იზიდავდეს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
Today, 15:30


უცხო სიტყვათა ლექსიკონის თანახმად, სიტყვა “ფანფარონი” ფრანგული ენიდან მოდის და ნიშნავს – ბაქიას, მკვეხარას, თვითდაჯერებულ ადამიანს. აი, რუსები რომ იტყვიან ხოლმე, “სამადავოლნი ბალვან”-იო, სწორედ ეგაა. ჰოდა, რამ და ვინ გამახსენა ეს სიტყვა ახლა?

4 დეკემბერია, საღამოს 8 საათი, წამოწოლილი ვარ დივანზე, თან ხელში ტელევიზორის პულტს ვათამაშებ. გავიხედე, უცებ გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ოქრუაშვილი არ წამოიტრაკნენ ინგა გრიგოლიას “რესაქციაში”? ვააა… თვით ინგასაც კი გაუკვირდა, თქვენ ერთად რანაირად მოხვედით სტუდიაშიო? ერთმა აფერისტმა, ანუ ფანფარონმა იქით ჩაიხითხითა, მეორე აფერისტმა, ანუ ფანფარონმა კიდევ აქეთ… ისაო, როცა მამული განსაცდელშია, პირადი რაღაცები გვერდზე უნდა გადავდოთო, ჩვენაო, შვილებსა ვზრდით, გვინდა, ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრონო… გვინა, რომ არსად გაიქცნენო… აი, ბიძინა ივანიშვილი კიდე იგეთ პოლიტიკურ სიტუაციასა ქმნის, ახალგაზრდები გარბიანო. ჰოდაო, ჩვენ რო მივხედავთ სამშობლოს, გაქცეულებიც დაბრუნდებიან, ვინც გაქცევას აპირებს, ისინიც გადაიფიქრებენ, ავაყვავებთ სახელმწიფოს, თავისუფლების მოედანზე დავდგამთ ერთ დიდ სამოვარს, ავადუღებთ ჩაის, პურზე სქლად წავუსვამთ შოკოლადიან კარაქს, ანუ “ნუთელას”, შემოვუსხდებით მრგვალ მაგიდას და შთამომავლებს ვესაუბრებით არა მხოლოდ ხელოვნებაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ მოვიპოვეთ თავისუფლება, ძმობა, ერთობა და სიყვარულიო. გულში გავიფიქრე, ორივენი რა დიდი პროჭები იყავით, იმას არ ეტყვით-მეთქი? გეგონება გაიგეს, მიხვდნენ, ეგრევე დაიწყეს თავის მართლება, პოლიტიკა იგეთი რაღაცაა, შეიძლება დღეს ადამიანი გძულდეს, ხვალ კიდე შეგიყვფარდესო, მის გვერდით დაჯდე და მამულის ბედზე იფიქროო.

მოკლედ, ილაპარაკეს, იქაქანეს, ღეჭეს მრავალჯერ ნათქვამ-ნაბოდიალები და ბოლოს მიადგნენ მთავარს… მთავარს რა, მიადგნენ თავიანთი ბებიების მძ…ნერით გატენილ მუთაქებს და ამოღერღეს… ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი არჩევნებით არასოდეს წავა, რევოლუცია უნდა მოვაწყოთო. ვაჰმეო, შეჰკივლა ინგა გრიგოლიამ, მომესმა თუ თქვენ მართლა რევოლუციას აანონსებთო? არ მოგესმაო, ჩაიბურდღუნა თავისებურად გუბაზმა, საქართველოს პაშინიანი უახლოვდებაო. უი, გაიკვირვა ისევ ინგამ, პაშინიანი რომელი ხართო? ჯერ არ ვიცითო, მაგას გავარკვევთ და მერე გეტყვითო. 

გუბაზ სანიკიძე: “ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება და მთავარი ის არის, რომ ფაშინიანს თვითონ ეპოქა ქმნის და ვითარება. ფაშინიანმა დაიწყო მოძრაობა ქვეყანაში ორი მანქანით, 10 კაცი დადიოდა. რაც შეეხება 16 დეკემბერს, გამორიცხულია, ჩვენ ამას არ შევუერთდებით იმიტომ, რომ მე პირადად მაქვს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. სალომემ ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო, მაგრამ ფაქტორია. ახლა სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოჰყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება და მთელი ამბები, ამიტომ სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე. საქართველოს ხელისუფელბას მივმართავ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი თქვენთაგანი ჩემი მეგობრები ხართ, ქვეყანა არ წაიყვანოთ აქეთ. არ ხართ იმპერატორები, არ ხართ მაგრები, ძალიან სუსტად ხართ. მე რევოლუციის არ მეშინია. დასჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია?! მოხდება რევოლუცია, თუ არაფერს არ შეცვლით, თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლი თ. თუ აქ არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას და მე კი არ ვარ ამის გარანტორი, ქართველი ხალხია”.

ისევ ბლა-ბლა-ბლა ქართველი ხალხის სახელით უსახელოთა პირიდან. დიდ გუბაზ ირაკლი ოქრუაშვილმაც გაუტოლა თავი, ეს არჩევანი ჩემთვის იყო ჭაობს, სიბნელესა და ცვლილების მოლოდინს შორის, ასე მივიღე მე გადაწყვეტილება და სხვანაირად არ შემეძლო, რომ დამენახა მე რაიმე სახის პოზიტივი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდიო. ვერაფერი გაიგეთ, ხომ? იძულებული ვარ, აგიხსნათ: ესე იგი, ირაკლი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული ხალხს საძინებლებში უვარდებოდა და ისე აპატიმრებდა, მერე კი ფულს ახევდა, მერე კი მიხომ თავისსავე წუმპეში ახოხიალა, ამბობს, მე იგივე ვარ მარად და მარად, გინდ წინ მომი…ვით, გინდ – უკანო. მაინც ვერაფერი გაიგეთ, ხომ? ვაააჰ, კაცოოო, აეგ ტიპი მიხომ “ფიფრინავში” ჩასვა და პარიზში გააგდო. თუმცა მანამდე ალაპარაკა, სააკაშვილს რომ დავუპირისპირდი, შემეშალა, სულ ტყუილები გითხარით, მაპატიეთო. ამის მერე შესვა ვირზე კი არა… “ფიფრინავზე” და გააგდო. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეხლაც ფრანციაში იჯდებოდა და პერიოდულად “კამაზით” გამოქანდებოდა “ჩერეზ” ცხინვალი რევოლუციის მოსაწყობად. რაც მართალია, მართალია, სულზე მოუსწრო ივანიშვილმა არა მხოლოდ მაგას, მაგის გამო ციხეში გამომწყვდეულებსაც, მაგრამ რას ვხედავთ? ირაკლიმ ცოტა მოიკეთა თუ არა, წელში გაიმართა თუ არა, ეგრევე მიადგა ბიძინას, უნდა დაგამხოო, უნდა გაგაგდოო, თანაც ფრანციაში, სადაც მე ვეგდე, იქაო. თან არ დაგავიწყდეთ, ოქრუაშვილი ამ საქმეში იმ სააკაშვილს შეეკრა, რომლის წინააღლდეგაც სასამართლოში არაერთი ჩვენება მისცა. აი, აღარც სინდისი, აღარც ნამუსი, აღარც კაცობა, აღარც ადამიანობა, აღარც არაფერი. ნახეთ, რას ბოდიალობს:

“ჩემთვის ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია კარტოფილი. ჩვენ დღეს მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც არის არჩეული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ, გარკვეული იდეების მატარებელი ადამაინების მიერ და ქურდების, ძველი ბიჭების, პრობაციონერების, ნარკომანების, იმ ადამიანების მიერ, რომელთაც ძალიან უჭირდათ და იძულებულნი იყვნენ, კარტოფილი აეღოთ. სააკაშვილის ფაქტორი ასე ადვილად წასაშლელი არ არის, მეთოდებს დახვეწენ, არაფერი დათმობები არ იქნება. ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“.

ოპააა… ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არისო, ისევ მომიწევს “კამაზზე” შემოჯდომაო. უმადურობა მინახავს, როგორ არ მინახავს, მაგრამ ეგეთი და ამ დონისა? არასოდეს!

გუბაზ სანიკიძემ მეორე დღეს, 5 დეკემბერს თავისივე ჭკუის დავით აქუბარდიას მიაკითხა, რაღაცები გამომრჩა და მალაპარაკეო. ილაპარაკა, ძალიან ბევრი სისულელე ილაპარაკა, მთელი ცხოვრება სააკაშვილს ვებრძოდი და ახლა მიშოსტობას მაბრალებენო. მერე ბიძინა ივანიშვილს მიადგა, თამარ მეფეს რომ ახსენებ, შენ რა იცი, ეგ ვინ იყოო? საოცარია პირდაპირ, გუბაზს თამარ მეფე და საქართველოს ისტორია პრივატიზებული აქვს, მარტო მაგან იცის, ვინ ვინ არი, სხვამ ხმა არ უნდა ამოიღოს. მაშ, კაცო, მაშ, მაგან რა იცის, თამარი ვინ იყოო? – კვერი დაუკრა “ჯანგოს” ქმარმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს “კრაოტის” ქვეშ იმალებოდა. მაი ამბავი არ იცით, ხომ? რაკი ეს უდღეურები არ ისვენებენ და სხვაზე ასე ქილიკობენ, უნდა მოვყვე: ესე იგი, გაგანია ომია აფგხაზეთში, დღე-დღეზე სოხუმი უნდა დაეცეს, ქართველები იღუპებიან, “აქუ” სახლშია, დივანზე კოტრიალობს. მაშინ “ჯანგო” არ ჰყავდა ცოლად, მისი მეუღლე ერთი პატივსაცემი პოეტესა გახლდათ (გვარს შეგნებულად არ დავასახელებ), რომელიც აფხაზეთში იბრძოდა. ერთ დღესაც მეომარი პოეტესა სახლში დაბრუნდა, ხედავს, მისი ქმარი მხართეძოზეა წამოწოლილი და ტროცკის ბიოგრაფიას კითხულობს. შე ლაჩარო მაიმუნოო, გადატენა ავტომატი და ჰაერში ისროლა, სასიკვდილოდ მაინც ვერ გაიმეტა. “აქუ” შეძვრა “კრაოტის” ქვეშ, იქიდან იხვეწებოდა, შევრიგდეთ, შენ რომ გგონია, ეს ის არ არის, ზავი, ზავიო. ჰოდა, ახლა ეს მელაპარაკება ცინიკურად, ბიძინა ივანიშვილი უწინგურია, არც თამარ მეფე გაუგონია, არც დავით აღმაშენებელი, არც ილია ჭავჭავაძეო. მაშ, მაშ, ზუსტად ეგრეაო, უდასტურებს გუბაზი თავისი ბუყბუყა ხმით, გეგონება წყალში გაუკუებიათო. სირცხვილი და თავის მოჭრა, ვეღ გაძღა ამათი მუცლები, ერთს მილიონის შოვნა უნდოდა ბიძინას ხარჯზე და ვერ იშოვა… თუმცა ამბობენ, მილიონი კი არა, ცოტა მეტიც იშოვა, თქვენ რომ გგონიათ, არც მთლად ეგრეა საქმეო… მეორეს კიდევ თავისი ტელევიზიისთვის ახალი ოფისი უნდოდა და ბიძინამ არ მისცა საყიდელი ფული. ერთი შეიტანა პარლამენტში, დაიძინა და 2016 გაიღვიძა, მეორეს კიდევ დღემდე სძინავს, თან მაგიდის ქვეშ ტაშტში აქვს ფეხები ჩაწყობილი. მოუნდათ ბიჭებს მილიონები და კაი ცხოვრება ივანიშვილის ხარჯზე, ვერ მიიღეს და დადგნენ რევოლუციურ ხასიათზე. ბებიათქვენის ტრაკმა, თუ გადატრიალებ-გადმოტრიალება გინდათ, საკუთარ “კრაოტებში” გადატრიალდით და გადმოტრიალდით, ლამის ნაწოლები რომ გაგიჩნდათ ტრაკზე!

და ბოლოს… იცით, გუბაზმა რა იკადრა “აქუსთან” პირდაპირ ეთერში? აეგრე, თითქოს სასხვათაშორისოდ წაიჭორავა, ბიძინას მეგრელები ეზიზღებაო. ჰი, ჰი, ჰი… მაგას სხვებიც ამბობენ, ხო იციო, დაუკრა ბეჭედი ირიბად “ჯანგოს” ქმარმა. ჰოო-ვო, ვერ იტანსო, კაცო, ალერგია აქვსო, ჩაიხითხითა მომავალმა ფაშინიანმა, უფრო სწორად, ფაშინიანობის მსურველმა. ამიხსენით, ხალხი არა ხართ? ეს ხომ წმინდა წყლის “კაკებეშნიკური” მეთოდია, რომელიც გაცვდა და დაიხა ჩინური ჩითის “ტრუსიკივით”? ასე აუგორეს სიბინძურე ზვიად გამსახურდიას, კახელები ეზიზღება და შაჰ-აბასის ნაბიჭვრებს ეძახისო, ასევე ცდილობდნენ სიბინძურის აგორებას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მეგრელებს და კახელებს ვერ იტანსო. ქალი კახელია და მეგრელი ქმარი ჰყავდა, როგორ შეიძლება, ან ერთს ვერ იტანდეს, ან მეორეს? ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი და უამრავი თანამდებობის პირი მეგრელები ჰყავს, თუ ეზიზღება, იქ გააჭაჭანებდა? აი, სადამდე შეუძლია ადამიანს დაშვება და ტლაპოში ჩაფლობა, ხედავთ?!

შარშან ერთმა სოლიდურმა ადამიანმა მითხრა, გინება და ბილწსიტყვაობა არ გიხდება, ცოტა თავი შეიკავეო. დავფიქრდი, თითქოს მეც არ მომეწონა და გადავწყვიტე, უფრო კეთილშობილურად მეცხოვრა… აი, არ გამომდის, ვერ ვცხოვრობ კეთილშობილურად, არ მაცდიან, არ მაძლევენ ამის საშუალებას, ეს… ეს… ეს… ფანფარონები!!!

P.S. კარტოფილზე, ხახვზე, მაკარონზე და ბადრიჯანზე გაყიდულები თქვენკენ მოიკითხეთ, თქვე ფულის ხურუშიანებო!!!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
Today, 12:30


მოყოლებული იულიუს კეისრის ეპოქიდან, პოლიტიკური ცხოვრების ბნელ და სისხლის სუნით აშმორებულ ლაბირინთებში დღემდე ისმის გაოცებით და გაკვირვებით ნათქვამი:

_ შენაც, ბრუტუს?!

_ "შენაც, ბრუტუს" არა, მაგრამ _ "შენაც, გრიშავ?!" აუცილებლად აღმოხდებოდა შორეულ ამსტერდამში მყოფ სააკაშვილს, როცა ის მისგან ნაფერებ-ნალოლიავებმა გრიშამ, ვაშაძემ, ფაქტობრივად, «на х..»-ზე გააგზავნა, როცა სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება კერძო პირის კერძო მოსაზრებად გამოაცხადა და არა პოლიტიკური ლიდერის დირექტივად, რომელიც უპირობოდ უნდა შესრულდეს.

ენამ მიყივლა და მეორე ტურის წინ ასეთი რამ დავწერე: II ტური, ეს იქნება სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური სასაფლაო-მეთქი.

ეს წინასწარმეტყველება მართლაც ახდა და დღეს თუ ვინმე არის სერიოზულად დაზარალებული II ტურის პოლიტიკური ბატალიების შემდეგ, ეს არის "ნაცმოძრაობა" და მისი ბელადი მიხეილ სააკაშვილი.

საქმე ის არის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ღიად თქვა უარი მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმაზე, რითაც მოცემულ სიტუაციაში მთავარ პოლიტიკურ ფიგურად გრიგოლ ვაშაძე აღიარა.

გაერთიანებული ოპოზიციის ეს კონფრონტაციული დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არც "ნაცმოძრაობას" გაუპროტესტებია და არც გაერთიანებულ ოპოციზიაში შემავალ `ნაცმოძრაობის~ წარმომადგენლობას.

ერთადერთმა ნიკა მაჭუტაძემ გამოთქვა თავისი აღშფოთება და ვიღაც-ვიღაცებს შეჩვენებით დაემუქრა, თუმცა ისიც მალე მოეგო გონს და მანაც ოპოზიციის ახალი ჰიმნის ტექსტს ააყოლა ბანი.

სააკაშვილი მიხვდა, რომ მის მიერ შემოთავაზებული საყოველთაო დაუმორჩილებლობის და რევოლუციის გეგმა ჩავარდა და, როგორც იტყვიან, სასწრაფოდ გადაატრიალა "პლასტინკა", მაგრამ გვიანი იყო _ პროცესის მართვის სადავეები მას უკვე გაექცა ხელიდან და გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური სუბიექტების თვალში მისი ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყა.

მას უკვე არ უსმენდნენ _ უფრო ზუსტად, მოსმენით კი უსმენდნენ, მაგრამ მის მოსაზრებებს ანგარიშს არ უწევდნენ და იმ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რაც მათ მიაჩნდათ სწორად.
ვაშაძე მიზანმიმართულად აგრძელებდა სააკაშვილისგან დისტანცირების ტაქტიკას და ღიად მიანიშნებდა, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონაა და არა სააკაშვილის მარიონეტი.

სააკაშვილმა სცადა დაყვავებით, მოფერებით, კომპლიმენტებით მოელბო უეცრად გაკერპებული ვაშაძის გული, მაგრამ ვაშაძე სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მიამიტი და სენტიმენტალური ბუნების კაცი, რომ მსგავსი დითირამბებით მოხიბლულიყო და გული აჩვილებოდა.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ჩართვაში კიდევ ერთხელ "მიაწვა" ღალატის და განდგომის გზაზე შემდგარ ყოფილ თანამებრძოლებს _ თქვენ რა საკუთარ თავზე წუხხართ მხოლოდ და რას ბაქიბუქობთ, როცა ქვეყანა თავზე გვექცევაო, რაზეც გაწიწმატებულმა და გაკაპასებულმა ნიკა გვარამიამ მკვახედ მიუგო: თქვენ რა განაღვლებთ, თქვენ შორს ხართ, ჩვენ კიდევ აქ ვართ, ოჯახები გვყავს, შვილები გვყავს და მათ უსაფრთხოებაზე არ უნდა ვიფიქროთო?

ნათელი იყო, რომ გვარამიას ბაგეებით ვაშაძე და ოპოზიცია ეპასუხებოდა ქვეყნის გადარჩენის სურვილით შეპყრობილ "პატრიოტ" სააკაშვილს და მის იმ ადგილზე მოსმას ცდილობდა, რაც მას ვაშაძემ და ოპოზიციამ მიუჩინა.

სილა, რომელიც გვარამიას ხელით ვაშაძემ და ოპოზიციამ საჯაროდ და სახალხოდ გააწნა სააკაშვილს, ფაქტობრივად, სილა კი არა საკონტროლო გასროლა იყო, რითაც, მოცემულ ეტაპზე, სააკაშვილის, როგორც ოპოზიციის ლიდერის, არსებობას წერტილი დაესვა.

საქართველოში მისივე თანამებრძოლების თუ "ხელქვეითების" მიერ პანღურამორტყმული და გაბითურებული სააკაშვილი ახლა, როგორც ამბობენ, უკრაინის საარჩევნო ფრონტზე აპირებს გადართვას.

ჩასვლით ის უკრაინაშიც ვერ ჩავა, მაგრამ ამჯერადაც დისტანციურად შეეცდება პროცესების მართვას და ისედაც არეულ-დარეული უკრაინის კიდევ უფრო არევ-დარევას.

სააკაშვილის მოქმედებებში ყველაზე გასაოცარი და გასაკვირი ის არის, რომ, რასაც ის თავისი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში აკეთებდა და აკეთებს, თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს რუსეთის სასარგებლოდ ლაგდება და მის წისქვილზე ასხამს წყალს.

ასე იყო საქართველოში, ასე იყო უკრაინაშიც.

კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ, მიუხედავად ზემოთთქმულისა, სააკაშვილი მაინც პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება და ის დღემდე დასავლეთის პოლიტიკური წრეების მფარველობით და მხარდაჭერით სარგებლობს.

არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდესო, ნათქვამია.

მოვა დრო, სააკაშვილთან დაკავშირებულ საიდუმლოებებსაც აეხდება ფარდა, ხოლო მოსკოვში, წითელ მოედანზე, აუცილებლად დაიდგმება მიხეილ სააკაშვილის ძეგლი წარწერით: მიხეილ სააკაშვილს _ მადლიერი რუსი ხალხისგან.

თუმცა, სანამ ეს მოხდება, მანამდე კიდევ დიდი დროა, ამ ხნის განმავლობაში კი დიდი კონსპირატორი კიდევ ბევრ მავნებლობას ჩაიდენს.

მისი ბოლო მავნებლობა, მისი ყველაზე უტიფარი და ცინიკური "ხუმრობა" _ მის მიერვე ოკუპანტად შერაცხული რუსეთის ბარაქიანი ძუძუებით გამოზრდილი გრიგოლ ვაშაძის, თხემით ტერფამდე რუსი პოლიტიკოსის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა _ სააკაშვილს ბუმერანგივით შემოუტრიალდა უკან.

როგორც ჩანს, ვაშაძემ სათანადო ინსტრუქციები მიიღო თავისი პატრონებისგან და სააკაშვილს იმ დროს ჩასცა ზურგში ლახვარი, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა.

…როგორც სარწმუნო წყარომ გვაცნობა, ისედაც ნერვიული და ფსიქიკური პრობლემებით დახუნძლულ სააკაშვილს, ბოლო ხანებში, საკმარისია, ჩაეძინოს, იმწამსვე ხმამაღლა იწყებს ყვირილს: შენაც, ვაშაძევ! შენაც, ვაშაძევ!

იმავე წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი ყოველღამე სიზმრად ხედავს შევარდნაძეს, რომელიც შეშინებულ მიშას თითს უტრიალებს ცხვირწინ და ერთსა და იმავე ფრაზას უმეორებს დაუსრულებლად: _ მე რომ გამწირე, კარგი იყო? შენ რომ გამწირე, კარგი იყო?

სხვები თეთრ სამოსში არიან გამოწყობილნი, შევარდნაძეს კი რატომღაც შავი სამოსი აცვია.

_ რატომ გაცვიათ მხოლოდ თქვენ შავი სამოსი? _ უკითხავს ერთხელ მიშას ბატონი ედუარდისთვის.

_ რა ვიცი, ჩემო მიშიკო… აქაური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მითხრა, თქვენ იმდენი შავი საქმე გაქვთ გაკეთებული, თეთრი სამოსის ჩაცმის უფლებას ვერ მოგცემთო. ჰოდა, დავდივარ ასე სუდარაში…

ამ სიტყვებზე მიშას იმწამსვე ეღვიძება და სკუკუნს იწყებს _ არ მინდა სუდარა! არ მინდა სუდარა!

ვაშაძევ და მელიავ, უგულავავ და გვარამიავ, ხოშტარიავ და ბაქრაძევ და კიდევ სხვა მრავალნო თახსირნო და მატრაბაზნო, თქვენ მოგეცათ ამ კაცის ცოდვა, ისედაც გადარეული მთლად რომ გადაიყვანეთ ჭკუაზე და ასე უპატრონოდ რომ დააგდეთ უცხო ქვეყანაში.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
Today, 10:00


"ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლების შვიდკაციანი ჯგუფი კი დააკავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა ჯგუფებიც იქნებიან შემოსული, რომელთა სტუმრობის სავარაუდო მიზანიც საქართველოში ე.წ. მაიდნის მოწყობაა", აცხადებს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე.

მედიასაშუალებებით არაერთხელ ითქვა, რომ ბოლო "მაიდნის" დროს, კიევში, შენობების სახურავებზე განლაგებული სნაიპერები ესროდნენ მომიტინგეებსა და სპეცრაზმ "ბერკუტის" წევრებს. მოგვიანებით ქართველი სნაიპერების ინტერვიუებიც ვიხილეთ ტელევიზიით, რომლებიც ადასტურებდნენ სისხლიან ანგარიშსწორებაში მონაწილეობას და ამ ყველაფერში სააკაშვილის ჩართულობას. ახლა ეტყობა "ვალს" უბრუნებენ სააკაშვილს მისი უკრაინელი მხარდამჭერები და საქართველოში გადმოსხეს "დესანტი". მე არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა, რომ უკრაინელი მებრძოლები საქართველოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, როგორც თავად აცხადებენ. ისინი თურმე არც აპირებდნენ 2 დეკემბრის ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას. მე გამოძიების დასრულებამდე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ დაკავებულებს მართლაც ჰქონდათ იარაღი და საბრძოლო მასალა, მაგრამ კრიტიკას ვერ უძლებს მავანთა სიტყვები, სტუმრები" თვითფრინავით ჩამოვიდნენ საქართველოში, კონტროლი გაიარეს და იარაღს როგორ შემოიტანდნენო. რად უნდოდა შემოტანა, როცა რაიმე ასე ვთქვათ, ოპერაციის ჩასატარებლად მიდიან, მათ ყოველთვის ადგილზე ხვდება იარაღიც და საბრძოლო მასალაც. ბინაც წინასწარაა მათთვის გამზადებული და ხშირ შემთხვევაში იარაღიც იქ ხვდებათ. თუ მართლაც სასტუმროს ნომრებში აღმოაჩინა პოლიციამ იარაღი, მე სასტუმროების მეპატრონეების მიკვირს, როგორ ვერ შენიშნეს იარაღი და საბრძოლო მასალა რომ შეჰქონდათ. 

თავად რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკოც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მის პერსონასთან დაკავშირებით, არცთუ სახარბიელო ინფორმაცია დევს ინტერნეტსივრცეში. სემენჩენკო სინამდვილეში კონსტანტინე იგორის ძე გრიშინია, ეროვნებით რუსი, რომელიც სევასტოპოლში დაიბადა და გაიზრდა. მან რამდენიმე წლის წინ შეიცვალა გვარ-სახელი. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო, მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას და ოჯახთან ერთად სევასტოპოლში დარჩა საცხოვრებლად. სემენჩენკოს ჩაოყალიბებულია ბატალიონი "დონბასი", რომელიც უკრაინელების ნაწილისთვისაც მიუღებელია, უკრაინის ხელისუფლებაც უარყოფითადაა მათ მიმართ განწყობილი, ამას არც მალავს და "დონბასის" მებრძოლებს მარადიორებად იხსენიებს".

ხსენებული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა-დაკავებას ფართო გამოხმაურება მოყვა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ერთ-ერთი არაქართველი ბლოგერის ინფორმაციას, რომ პოლონეთში არსებულ "ევროპული უსაფრთხოების აკადემიას", რომელიც სპეცრაზმელებსა და სამხედრო პირებს ამზადებს, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი სტუმრობდა. ამ ცნობილ ბაზაზე, რომლის მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს, იმ დროს უკვე იმყოფებოდნენ სემიონ სემენჩენკო და მასთან დაახლოებული ათეულობით (სავარაუდოდ 40) სამხედრო პირი. რატომ არ ინტერესდება უკრაინის ხელისუფლება, რა მიზნით ვარჯიშობდა ეს ხალხი იქო. სააკაშვილსა და სემენჩენკოს შორის, რომელიც ექს-პრეზიდენტის დიდი ხნის მეგობრად და მოკავშირედ ითვლება, მოლაპარაკება შედგა, სააკაშვილმა მეგობარს სთხოვა, ნოემბრის ბოლოს რამდენიმე ჯგუფი ჩაეყვანა საქართველოშიო. დაჯგუფების გაგზავნის მიზეზად ვიპ-პერსონების და უძრავი ობიექტების დაცვა დასახელებულა. საინტერესოა, რა ობიექტები უნდა დაეცვა ამ ხალხს. ბატონი სემენჩენკო 29 ნოემბრიდან უკვე საქართველოში იყო, რამდენიმე დაჯგუფება კი 30 ნოემბერს გაგზავნეს, თუმცა ყველა ვერ შევიდა, ზოგიერთი საზღვრიდანვე უკან გააბრუნეს, დანარჩენებმა მაინც მოახერხეს საზღვრის გადალახვაო. ხსენებული ბლოგერის ინფორმაციით, 2 დეკემბერს უკრაინის საელჩოს საქართველოში ვინმე ევგენი შევჩენკო დაუკავშირდა, რომელმაც თავი სემენჩენკოს დამხმარედ და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების აგენტად წარადგინა და ამცნო, რომ უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დაიკარგა და დახმარება ითხოვა. ელჩი სემენჩენკოს დაკავშირებია, ამ უკანასკნელს საქართველოში ყოფნა და ამ ადამიანების გაუჩინარება დაუდასტურებია. ამის შემდეგ ატყდა ხმაური მედიასა და სოციალურ ქსელებშიო. მართალია, ზემოხსენებული ბლოგერი არ ახსენებს, მაგრამ გაირკვა, რომ ბატონმა შევჩენკომ 2017 წელს კერძო საწარმო "დონბას ბატალიონ კორპი" დაარეგისტრირა, სავარაუდოდ ეს იმ კერძო სამხედრო დაჯგუფების ("დონბასი") "გადასაფარად" გაკეთდა, რომელიც უკრაინაში აკრძალულიაო. სწორედ ამ დაჯგუფების წევრები ყოფილან ის შვიდი პირი, რომლებიც ჩვენმა სამართალდამცავებმა დააკავეს. 

პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი ბირიუკოვი ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის სემენჩენკოც იყო. სხვა და სხვა წყაროები მყავს, ისინი ადასტურებენ, რომ სემენჩენკო თბილისშია, ის იქ ოფიციალური დოკუმენტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა, დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, საკუთარი ხალხი გაწირა და გაიქცაო. ბირიუკოვი და უკრაინის სოციალური პარტიის ლიდერი ილია კივა ფეისბუქშიც წერენ, რომ ლვოვის პარტია "სამოპომოშჩი" სემენჩენკოს (ბატალიონ "დონბასის" ექსმეთაური) ხელმძღვანელობით, არის უკრაინაში ქართული დიპლომატიური სკანდალის "შემოქმედი". 

ბირიუკოვისა და კივას პოზიციას არაოფიციალური წრეებიც ეთანხმებიან, არეულობის მონაწილეები, რომლებსაც სათავეში სემენჩენკო უდგას, სავსებით შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულონ, არ არის გამორიცხული ეს ბრალდება უკრაინასაც წარედგინოს, როგორც სახელმწიფოს. 

სემენჩენკო-გრიშინმა რადიო "თავისუფლებას" ფრიად "გულისამაჩუყებელი" ინტერვიუ მისცა, მან რა თქმა უნდა გამორიცხა დაკავებული უკრაინელი და ქართველი მებრძოლების საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი და "დაგვმოძღვრა", მინდა ქართველები დაფიქრდნენ, თქვენ შესანიშნავი მეომრები ხართ, როგორ შეიძლება ვიღაცამ ხუთი კაცით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც შეუგდეს, როგორც ჩანს, საქართველოს შსს-ს მეტი რესურსი არ ჰქონდა, გააკეთო რაღაც რევოლუცია რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში. 

თადარიგის მაიორი სემენჩენკო და სააკაშვილი წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს, თუნდაც იმიტომ, რომ სემიონიც მიშასავით ყველაფრის "სპეციალისტია". ბატალიონ "დონბასის" შტაბის ყოფილმა უფროსმა ერიომინმა ეს ჩვენი მაიორი 2014 წლის სექტემბერში, არაპროფესიონალიზმსა და გადაჭარბებულ პოპულიზმში დაადანაშაულა, ბატალიონი მისთვის კომერციული პროექტია, ფეისბუქზე წერა კი ეხერხება, მაგრამ მისი "მხედრობისა" რა მოგახსენოთ, კრიტიკულ მომენტებში, უბრალოდ უჩინარდება. ბატალიონის გასაპიარებლად ის ხშირად იწვევდა ჟურნალისტებს და ფოტოსესიებს აწყობდა, თავადვე ამბობდა, ვიცი, რომ ტელევიზიას არაფრისგან შეუძლია ფიგურა შექმნასო. ბატალიონ "დნეპრის" ასეულის უფროსმა შილოვმა ("დონბასის" ყოფილი მებრძოლი) სემენჩენკო ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან მიღებულ დანაკარგებში დაადანაშაულა, ისეთი სამოძრაო მარშრუტი შეადგინა, რომ უიარაღო ხალხს "ხორცსაკეპში" უკრა თავი, თვითონ კი უკანა ხაზზე ფეისბუქს იყო მიმჯდარი. ამის შემდეგ "დონბასიდან" ბევრი მებრძოლი გადავიდა სხვა სამხედრო დანაყოფებშიო.

სემიონ იგორის ძე სემენჩენკოს (წარსულში კონსტანტინე იგორის ძე გრიშინი) პერსონის უკეთ გასაცნობად, შემოგთავაზებთ მის მოკლე ბიოგრაფიას. იგი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი (2014 წლის 27 ნოემბრიდან), ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის ეროვნული გვარდიის თადარიგის მაიორი გახლავთ, უკრაინის საზოგადო, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სემენჩენკო-გრიშინი მას შემდეგაა ცნობილი პიროვნება და პოლიტიკური წონის მქონე, რაც მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაური და რადას დეპუტატი გახდა პარტია "სამოპომოშჩიდან". იგი კომპანია "ახალი თანამგზავრული ტელევიზიის" მფლობელიც გახლავთ. სემენჩენკოს ყოფილ თანამებრძოლებს ტყუილად არ შეპარვიათ ეჭვი, არ არის ეს კაცი სამხედროო, სევასტოპოლის ნახიმოვის სახელობის "შავი ზღვის სამხედრო სასწავლებელში" კი მოეწყო, მაგრამ როცა მიხვდა ფლოტში ვერ "გაქაჩავდა", სამოქალაქო სექტორში გადაბარგება გადაწყვიტა და სევასტოპოლის ტექნიკურ უნივერსტიტეტში საფინანსო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 1998–2004 წლებში საჯარო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, პარალელურად საზოგადოებრივ "მოღვაწეობასაც" ეწეოდა, გაზეთ "სევასტოპოლის მაცნეს" მთავარი რედაქტორი ყოფილა. ასე რომ, მას ჟურნალისტური გამოცდილებაც აქვს, ალბათ ამიტომაც ჩაერთო ბაჩუკი ქარდავას კუთვნილი საინფორმაციო სააგენტოს "ეგიდით", საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლად. სემენჩენკოს 2014 წლის შემოდგომაზე გაზეთმა "მოსკოვსკი კომსომოლეცმა" "გაუბაზრა", 2006–2008 წლებში "ვგიკში" სწავლობდა დრამატურგიასა და ტელევიზიის რეჟისურას, მაგრამ სადიპლომო ნამუშევარი ვერ შეასრულა და დიპლომი ვერ მიიღოო. 

ბატალიონი "დონბასი" სემენჩენკოს 2014 წლის აპრილში ჩამოუყალიბებია და უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან უმოკლეს დროში "მუშაობისთვის" აუცილებელი ნებართვაც მიუღია. იგი ცოტა მოგვიანებით კიევში ჩავიდა მოთხოვნით, შეეწყვიტათ შერიგების მცდელობა და საომარი მდგომარეობა შემოეღოთ. ამ მოთხოვნით მიტინგი ჩაატარა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და "მაიდნის" სცენაზეც გამოვიდა სიტყვით. უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაქოვმა 20014 წლის აგვისტოში ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სემენჩენკო ილოვაისკისთვის ბრძოლაში თეძოსა და ზურგის არეში დაიჭრა და წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. პრემიერმა არსენ იაცენიუკმა და შს მინისტრმა ავაქოვმა სემენჩენკო ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის საბრძოლო ორდენით დააჯილდოვეს. შემდეგ რადას არჩევნებზე იყარა კენჭი და დეპუტატიც გახდა. ტელევიზიით კი უთქვამს პოდპოლკოვნიკის წოდება მომანიჭესო, თუმცა ამომრჩევლისადმი ფეისბუქმიმართვაში წერდა, რომ სახალხო გვარდიის თადარიგის მაიორი და ბატალიონ "დონბასის" სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურია. სემენჩენკო მისივე თქმით, 2000-იან წლებში დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად (მისი მეუღლე დონეცკელია, შვილებიც იქ დაიბადნენ), უსაფრთხოების სისტემებით იყო დაკავებული, მისი კომპანია ამონტაჟებდა თანამგზავრულ ტელევიზიისთვის საჭირო აპარატურას და მატერიალურად საკმაოდ უზრუნველყოფილი იყო, თუმცა 2014 წლის გაზაფხულზე, იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად კიევში გადასულიყო.

რუსული ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, სემენჩენკო და მისი მეუღლე ნატალია მოსკოვეცი ფლობენ კომპანია "საოლქო კურიერულ სამსახურს", რომელიც ბრენდ "ახალი თანამგზავრული ტელევიზიის" შემადგენლობაშია. კომპანიის წლიური ბრუნვა მილიონნახევარი დოლარია, ხოლო წყვილის თვიური შემოსავალი მილიონი გრივნა. 

და ბოლოს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინიდან სამარცხვინოდ განდევნილი მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს. "გონივრული" ეჭვი მიჩნდება, რომ დიდი ალბათობით, ეს ტელევიზია მიხეილის მეგობარ-მოკავშირე სემიონ სემენჩენკოს ეკუთვნის.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
Today, 08:00


თელავში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი რეგიონში პირველად ქალი გახდება.

ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.
საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება.
დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.





 

მეტის ნახვა
Yesterday, 14:30


ვახტანგ ხარჩილავა:

ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი ლოზუნგი წამოაყენა _ ყველა _ 1.
_ 1-ში, ცხადია, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება…

ანუ ყველას ეს ერთი ბიძინა ივანიშვილი რომ გამოაკლდეს, გაერთიანებული ოპოზიციის აზრით, ქვეყანაში საყოველთაო ბედნიერების, კეთილდღეობის და აღმშენებლობის ეპოქა დაიწყება.
ეს ერთი, ბიძინა ივანიშვილია, ხელს რომ უშლის და ფეხებში რომ ებლანდება თურმე ამ აღმშენებლებს, თორემ მინუს ივანიშვილი და ყველაფერი უსწრაფესად გაპლიუსდება და ივერიაც გაბრწყინდება.

მოდით, ახლა ისიც ვნახოთ, ვინ არიან ეს გამპლიუსებლები, თავიანთ თავს გერთიანებულ ოპოზიციას ისე ამაყად და ისე თავმოწონებით რომ ეძახიან, თითქოს ნახევარი მსოფლიო ჰქონდეთ შემოერთებული.
ვინ არიან და ნიკანორ მელია, პაატა დავითაია, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ხარატიშვილი, გიორგი ვაშაძე, შოთა მალაშხია, ბაჩუკი ქარდავა, აკაკი ასათიანი, შალვა ნათელაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, მამუკა კაციტაძე, შალვა შავგულიძე და კიდევ სხვა ვიღაც-ვიღაცები, რომლებიც თავისუფალი გარემარბების როლში გვევლინებიან, გაერთიანებულ ოპოზიციაში ხან შეირბენენ, ხან გამოირბენენ და თვითონაც ხეირიანად რომ არ იციან, სინამდვილეში სად არიან.

აი, ესენი აპირებენ ქვეყნის აშენებას, ოღონდ ერთი პირობით _ მინუს ბიძინა ივანიშვილი!
რამდენი ხანია, სულ ამათი სახელები მესმის, მაგრამ ლაყბობის გარდა ამათი აშენებული ჯერ არავის არაფერი უნახავს და ახლა რა აღმშენებლობითი ნიჭი და ტალანტი დაეფერთხათ თავზე?
უმეტესობა მათგანი ჩამოყალიბებული პოლიტიკური წურბელა და პარაზიტია, რომელთა `მოღვაწეობა~ წურბელობის და პარაზიტობის იქით არ წასულა.

ყველა _ 1, ეს იდიოტური ფორმულა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადრეც ხშირად გაჟღერებულა და ზიანის გარდა სიკეთე არასოდეს მოუტანია ქვეყნისთვის, იმ სუბიექტების ბაგეთაგან, რომლებიც ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენენ, იმდენად სასაცილოდ და კომიკურად ჟღერს, არ შეიძლება სერიოზული ადამიანი არ დააფიქროს: აი, ესენი, ეს ოდიოზური ფიგურები, 20 და 30 კი არა, თუნდაც 2000 და 3000, ერთად რომ გააერთიანო, თუნდაც გადაადნო და ერთ ზოდად ჩამოასხა, ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ გაკეთებულ საქმეებს გადასწონიან?

ყველა _ 1 რომ დაუჩემებიათ ამ პოლიტიკურ არამზადებს და პარაზიტებს, აბა, წარმოვიდგინოთ, როგორი და რანაირი იქნება საქართველო, მინუს ყველა ის საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის?

საქართველოს მინუს სამების ტაძარი და ბიძინა ივანიშვილის მიერ რესტავრირებული და აღდგენილი უამრავი ეკლესია-მონასტერი, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის წყალობით გადარჩენილი თეატრები და მუზეუმები, საქართველოს მინუს მის მიერ აშენებული მუსიკალური ცენტრები, სტადიონები, პარკები, გზები, ხიდები, სკოლები, საავადმყოფოები, სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობები, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის მიერ რესტავრირებული უნივერსიტეტის I კორპუსი და ოპერის თეატრი, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარჩენილი უამრავი სიცოცხლე, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის პენსიით თუ სტიპენდიით შიმშილით სიკვდილისგან დახსნილი უამრავი ადამიანი, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული და აწყობილი უამრავი სახელმწიფო სტრუქტურა, საქართველოს მინუს ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის მიერ თავიანთ აქტივში ჩათვლილი და მისაკუთრებული, მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მიერ უხმაუროდ და ინკოგნიტოდ დაფინანსებული ასევე უამრავი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, იდეა, მიმართულება.

დაბოლოს, საქართველოს მინუს 2012 წლის შემოდგომაზე `ნაცმოძრაობის~ კრიმინალურ-ფაშისტურ რეჟიმზე გამარჯვება, რომლის მიღწევა ბიძინა ივანიშვილის თავგანწირვის და თავდადების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ახლა იმაზე დავფიქრდეთ, ზემოთჩამოთვლილი მინუსების შემდეგ რა რჩება იმ საქართველოსგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეები გამოვაკელით?

იმდენად მძიმე, უბადრუკ და უღიმღამო სურათს ვიღებთ, რომ ამის წარმოდგენაც კი არ მინდა…

საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილი და პლიუს პოლიტიკური მუქთახორები – ამ არითმეტიკით აპირებთ თქვენ ქვეყნის აშენებას, თქვე მართლაც უნიჭო აფერისტებო და ფარისევლებო?



მეტის ნახვა
13-12-2018, 18:00


სანამ პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთში ბრალდებებს ცვლიან, „პატრიოტთა ალიანსი“ ვაშაძისთვის მიცემულ ხმებს ითვლის. საგანგებო ბრიფინგზე, ირმა ინაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დაიწყოს გამოძიება, ენმ-ს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით.

„ადგილი აქვს პოლტიკუირ აფერისტობას, რადგან შეუძლებელია 780 ათასი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მინიმუმ 30 ათასი მხარდამჭერი არ იდგეს“ – დარწმუნებულია ინაშვილი. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უდავოდ, არჩეული პრეზიდეტის ინაუგურაციის ადგილის განხილვა გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ ხელისუფლებას ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევა გაქცევად შეაფასა, თუმცა ვალში არც ხელისუფლების მხარდამჭერები დარჩნენ და ნაციონალურ მოძრაობას 2004 წელს ქუთაისში გამართული ინაუგურაცია გაახსენეს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილისთვის ინაუგურაციის თელავში ჩატარება სხვა მხრივაც მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, თელავი სიმბოლურად ქართული მონარქიის, ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება და საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს. „თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუსახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, ლეიბორისტული პარტია გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა. 5 დეკემბერს „ძალა ერთობაშიას“ წევრები ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შეხვდნენ. პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს და ხელისუფლებას 3 მოთხოვნას წაუყენეს:

პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულიწესით ჩატარება;
მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა;
მესამე: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეები არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა – ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე და მასთან ერთად მყოფი ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიება მინდია გოგოჭურს, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს სოციალურ ქსელში არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა 2012 წლის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქალბატონი თაკო სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ციხეებში პატიმრების გაუპატიურებაზე საუბრობს. სოციალური ქსელის მომხმარებელმა რუსიკო ყიფიანმა კი ჩარკვიანს შემდეგი შინაარსის სტატუსით მიმართა: „ქ-ნო თაკო, ვინაა ბიძინას მონა?

თქვენ ძმას 5 ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს, მისი დასაფლავების ხარჯები გაიღო, მიხვედით მამაჩემის ხელფასი დედაჩემს დაუტოვეთო … კიდევ რამდენი არ ვიცით… და ჩვენ ვართ ბიძინას მონები? აბა, დაფიქრდით! (ქმარი კი მილიონერი გყავთ, უხერხული ხომ არაა?)მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ჩარკვიანი მშიდადშეხვდა და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვს, უსამართლობას ყოველთვის ებრძოდა და მის ოჯახს არავის ვალი არ აქვს. პირიქით, მათთან ვალში სახელმწიფოა, რომელმაც ოჯახის ბიზნესი „შეიტყაპუნა“ (სავარაუდოდ, საუბარია, სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეულ ბიზნესზე)

ბოლო დღეებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანობას ბზარი შეეპარა. „აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს“ – ამის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე განაცხადა. სამადაშვილის განმარტებით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები თანამებრძოლის პოზიციით არ აღფრთოვანებულან, რადგან იმავე დღეს ნინო კალანდაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთი და იგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან”. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვირთხებში ვინ იგულისხმება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა პარტიაში განხეთქილებას მთლიანად გამორიცხავს. „არანაირი განხეთქილება, ეს დარჩება ივანიშვილის აუსრულებელ ოცნებად“ – განაცხადა ბოკუჩავამ. „ძირს კინკლაობა! ერთიანობის დროა! ან თქვენ გადაარჩენთ ქვეყანის დემოკრატიის მომავალს, ან ავტოკრატია გადაგვყლაპავს ყველას ერთად და მოგვისპობს ხვალინდელ დღეს“ – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი მომხდარს.
სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმის შეჩერებას „ქართულმა მარშმა“ იუსტიციის სახლთან გამართული აქციით უპასუხა.

აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიან აჯანყებას მოაწყობს. „ეს იქნება ლეგიტიმურიკონსტიტუციური აქტი“- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალიკონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებიცდილობენ არ დაუშვან 16 დეკემბრამდე დარჩენილ დროში მიწების უცხო ქვეყნების მოქალაქეებზედარეგისტრირება.

„ღმერთი არავის გაუწყრესდა ამ 6 დღეში სანამ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, 1 სანტიმეტრი ქართული მიწა არ გაიყოდოს დაინაუგურაცია სამოქალაქო პანაშვიდებში არ გადაიზარდოს … ეგ მიწა ჩვენი ისეა, როგორც თქვენი და ეხლაპოლიტიკოსობანას თამაში არ დაიწყოთ, დილიდან და რამე არ მოხდეს, კარგად გაითვალისწინეთ“ – წერია „ქართული მარშის“ მიმართვაში.

აქციების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში” შეიძლება პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი ახლად დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობისთვის კეთილსინდისიერ ადამიანებს ეძებს. ელისაშვილი ამბობს, რომ მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს: პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

ბოლო დღეებში მედია აქტიურად განიხილავს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თემას. ერთ-ერთი ვერსიით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოიაზრებენ. გახარიას ადგილზე შესაძლოა, ალეკო ტაბატაძე ვიხილოთ. მაია ცქიტიშვილს სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეცვლის. იზორიას შემცვლელად მედიამ უკვე დაასახელა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე. რამდენი მინისტრი დაკარგავს პოსტს მამუკა ბახტაძის კაბინეტში, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.

და ბოლოს, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია, ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველომ იმდენად მოხიბლაა, რომ საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში გადმოდის. ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ვან დერ ბელენის შვილმა ფლორიან ვან დერ ბელენმა 2018 წლის მაისში საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა უკვე საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასაც გეგმავს. „ჩემი ნარატივი საქართველოზე აღვიძებს სიყვარულს ამ ქვეყნის მიმართ პოტენციურ ინვესტორებში და საინვესტიციო შესაძლებლობებს აცნობს მათ. ევროპელებს საქართველო დღემდე ეგზოტიკურ ქვეყანად მიაჩნიათ, თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რწმუნდებიან, რომ ეს ასე არ არის. საქმიან ადამიანებს საქართველოს ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები.“ „როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვერც კი ვიძინებდი. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. იცით, როგორ ვიყავი?! აი, განსაკუთრებულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ რომ აცნობიერებ, რომ შეყვარებული ხარ მასზე“ – აცხადებს ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემასთან ინტერვიუში ფლორიანი.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
13-12-2018, 11:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი შოთა გლურჯიძე:

_ ბატონო შოთა, როგორ შეაფასებთ 2018 წლის არჩევნების I და II ტურებს?

_ ამ საკითხზე ძალიან დუალისტური დამოკიდებულება მაქვს. დადებითია ის, რომ არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მეორე ტურში "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, ცდილობდა ხალხისთვის საკუთარი თავი გაეხსენებინა და ეთქვა, რომ არჩევნები მანაც მოიგო. ჩვენ, ძალიან მძიმე ბრძოლაში სახალხო პრეზიდენტი მივიღეთ. ეს რაც შეეხებოდა დადებით მხარეს. უარყოფითი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფრიდან არანაირი დასკვნები არ იქნა გამოტანილი. ვფიქრობ, ქალბატონი სალომე, აბსოლუტურად, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება. იგი დამოუკიდებელი ადამიანია, ძნელად შეიძლება ვინმემ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანოს. იმედია, კონსტიტუციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი დღის წესრიგის განმსაზღვრელი იქნება, ზღვარს არ გადავა და როგორც ევროპელი ადამიანი წესებს დაიცავს. 

ამ გარემოებაში ძალიან დიდი შანსია, პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელების როლი შეასრულოს, რაც ჩემი აზრით, მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის ეროვნულ ამოცანებს, ვიდრე "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ატეხილი კინკლაობა. ასე თუ გაგრძელდა და "ქართული ოცნება" არ გამოფხიზლდა, ის და "ნაცმოძრაობა" როგორც კარტოფილი ხახვში ერთად მოიხრაკებიან. ეს არის ჩემი პროგნოზი. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით შესაძლებელია სხვა დღის წესრიგი გაჩნდეს, შეიქმნას ხალხის ოცნებებისა და სურვილების გამხმოვანებელი მესამე ცენტრი. ჩვენ, ქართველი ხალხი ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ქალბატონი სალომე შეძლებს ხალხს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს. ზურაბიშვილი შეიძლება ქართველი ხალხის უპირობო ლიდერი გახდეს. თუ სწორად მოიქცევა, მას ამის შანსი აქვს. მისი პირველი ნაბიჯი ძალიან მომეწონა, როცა გამარჯვების შემდეგ საპატრიარქოში უწმინდესს შეხვდა და თქვა: ახლა, ვიგრძენი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვარო. ეს ძალიან სიმბოლური, სწორი გზავნილი იყო. მას სწორად აქვს აღქმული, რა უნდა ხალხს. ქართველი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების გამომხატველი ჩვენი სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის ფაქტიც, რომ მან ადმინისტრაციის უფროსად აირჩია ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიასთან კავშირშია, ძალიან მახარებს. ანუ, ზურაბიშვილმა, არჩევანი ამ ჭინკა ლიბერალების წრიდან არ გააკეთა. ლაშა ჟვანიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არ მგონია პატრიარქის გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იქნება.

_ ბატონო შოთა, მთავარ ოპოზიციურ პარტიად კვლავ "ნაცმოძრაობა" რჩება. გამოდის, იმავე ჯადოსნურ წრეზე ვტრიალებთ?

_ მოდით ვთქვათ: "ნაცმოძრაობა" ეს არის ცალკე "შპს" _ შეზღუდული პასუხისმგებლობის და აზროვნების საზოგადოება. მეორე მხარეს კი არის ქართველი ხალხი თავისი ტრადიციული პრობლემებით, ადათით, წესით. ჩვენ, სხვადასხვა ხალხი ვართ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სხვადასხვა ნაცია ვართ. 

_ ბატონო შოთა, 800 ათასამდე ადამიანმა მხარი ვაშაძეს დაუჭირა. ამას რა ახსნა აქვს?

_ ამ ხალხიდან უმეტესმა ნაწილმა მხარი "ქართულ ოცნებას" იმიტომ დაუჭირა, რომ მათ "ნაცმოძრაობის" მობრუნება არ უნდოდათ. მე, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის პერიოდი დისტანცირებულად გავიარე, მაგრამ დახმარებასაც ვცდილობდი. ქართველი ხალხიც, ალბათ, ამ პოზიციაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ძალას დიდი მატერიალური რესურსი აქვს _ "ქართული ოცნების" უკან დგას ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულით და "ნაცების" უკან დგას მიხეილ სააკაშვილი ასევე დიდი ფულით. ამ არჩევნებზე ადგილი არ ჰქონდა ერთგულებას როგორც ეს ლევან გაჩეჩილაძისდროინდელი არჩევნების დროს იყო. ქართველი ხალხი ლევან გაჩეჩილაძეს მართლა გულით აძლევდა ხმას იმიტომ, რომ მასში ქართველ კაცს, მათი პრობლემების, ჭირ-ვარამის გამზიარებელს ხედავდა. თუმცა, ვიმეორებ, ამ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" კი არა, არამედ ქართველმა ხალხმა და მისი სახით, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან არ უნდა ჩათვალოს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ვალდებულება აქვს. პირდაპირ ვაცხადებ: ქალბატონო სალომე, მე, "ქართული ოცნებისთვის" არ მიმიცია ხმა, არამედ ხმა თქვენ მოგეცით, როგორც ქართული ეროვნული პოზიციის, ემიგრაციის ღირსეულ წარმომადგენელს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი იყო.

_ წინ 2020 წლის არჩევნებია, ასე თუ გაგრძელდა გამორიცხული არ არის "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდოს.

_ მეტი არაა ჩემი მტერი "ნაცმოძრაობა" გაძლიერდეს. მათ ქართველი ხალხის გულების მოგება არ ძალუძთ. იმედი მქონდა, რომ მმართველ გუნდში პრაგმატულად მოაზროვნე ხალხი იყო, მაგრამ როგორც ცხენები რომელთაც შორებს უკეთებენ, რათა მარტო ერთ მხარეს იყურონ, ქართული ოცნებაც~ ასეა _ გვერდზე ვერ იყურება. "ქართული ოცნებისთვის" ისევე მისაღები აღმოჩნდა სინგაპურის მოდელი, როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის. სინგაპურში ორივე ძალა ვირტუალურ სინგაპურში ცხოვრობს, რომელიც საქართველო არ არის. სულ, ალბათ, 150 კაცი იქნაბა, ხომ. როგორმე ამ 150 კაცის სინგაპურში პორტირება უნდა მოვახდინოთ, ჩვენ კი საქართველოში ვიცხოვროთ. ახლა, დიდი ამბით გვამცნეს, რომ 2019 წელს დედა ენას დააბრუნებენ. შედგება კომისია, რათა დედა ენის რევიზია მოახდინონ. ამდენი საუკუნეა საქართველოში დედა ენის რევიზია არ მომხდარა და ახლა, ზოიძეები და სხვანი ისეთი ჭკვიანები არიან, რომ დედა ენის რევიზია უნდა მოახდინონ?! ეს არის სამარცხვინო.

_ ბატონო შოთა, "ქართული ოცნება" პორტირებული წევრებისგან უნდა გაიწმინდოს?

_ კი ბატონო, მაგრამ ვინ უნდა გაწმინდოს? ჩვენ შევქმნათ ახალი დღის წესრიგი. თუ ამაში ქალბატონი სალომე დაგვეხმარება, მადლობას გადავუხდით და გვეცოდინება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. 

ხალხი ეკონომიურად ძალიან მძიმე სიტუაციაშია, განსაკუთრებით, ინტელიგენცია, რომელიც ასფალტზე ხახვს და კარტოფილს ვერ მოიყვანს. შესაბამისად, ინტელიგენცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, იმ ძალის ფორმირება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ძალიან ძნელია. იმედი არ მაქვს, რომ ამას 2020 წლამდე მოვახერხებთ. შეიძლება პოლიტიკურ ძალებს კიდევაც აწყობთ არჩევნების უფრო ადრე ჩატარება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ძალა ვერ მოიკრიბოს. მოთხოვნა რაც "ნაცმოძრაობიდან" გაისმა _ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეიძლება "ქართულ ოცნებასაც" აწყობდეს. ასე მგონია, 2020 წლამდე ვერც "ქართული ოცნება" მიაღწევს და ვერც "ნაცმოძრაობა". ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს. მოვუწოდებ ეროვნული განწყობის ადამიანებს, ბიზნესმენებს ჩაიდონ თანხა ამ საქმეში, რათა ეროვნული ძალების კოორდინირება მოხდეს.

_ ბატონო შოთა, საერთაშორისო ორგანიზაციები ცუდად ჩატარებულ არჩევნებზე ალაპარაკდნენ.

_ იცი რა, მოდი სხვა არჩევნების გამოხმაურებები ამოვწიოთ და ზუსტად იგივე შეფასებებს დავინახავთ. მაგალითად, მე, საზიზღრობად მიმაჩნია, თუ ადამიანების კარტოფილით მოსყიდვა მართლაც ხდებოდა. მეორე მხრივ, მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ "ნაცებს" ამომრჩევლისთვის ფული პირდაპირ ტომრებით მიჰქონდათ. ასე ხომ ადამიანს ღირსებას ულახავ. ერთი რამ უდაოდ დადებითია: ამ არჩევნებზე არ ყოფილა პირდაპირი მუქარა, ზეწოლა, ცემა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ამ მხრივ, წინ ვართ, რაც მნიშვნელოვანია. "ნაციონალებმა" წინასაარჩევნოდ ყველაფერი იკადრეს, ბრალდებები, ცილისწამება ქალბატონი სალომეს მიმართ თითქოს, იგი მოღალატე ყოფილიყო. როგორც ქართველს, ამ ყველაფერის გამო, მრცხვენია. საერთაშორისო ორგანიზაციები "ქართულ ოცნებასაც" მხარს უჭერენ და "ნაცმოძრაობასაც". მათ აწყობთ, რომ პოლიტიკურ ველზე ეს ორი ძალა არსებობდეს. ჩემი აზრით, გარიგების მომენტია ის, როცა "ქართული ოცნების" ლიბერალი წევრები საუბრობდნენ, რომ პარტიას, თურმე, საერთოდ, არ უნდა დაეყენებინა კანდიდატი. ეს პირდაპირ იმას ნიშნავდა, რომ ისინი "ნაცმოძრაობას" აბარებდნენ ხელისუფლებას. "ქართულ ოცნებაში" დიდი ბრძოლა იყო გამართული იმ ხალხთან ვინც თვლიდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

_ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებზე რას იტყვით?

_ ამას ისე უბრალოდ ნუ შევაფასებთ, თითქოს, ეს გიჟის ნათქვამია. ჯარშიც, პოლიციაშიც, უდიდესი ნაწილი, "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები, მათი ზონდერები არიან. სააკაშვილს სწორედ მათი იმედი აქვს. ეს ყველაფერი კი "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა. დიდ ბოდიშს ვიხდი იმ ჯანსაღ ნაწილთან, რომელსაც მართლა შესტკივა საქართველოზე გული, მაგალითად, ზაზა პაპუაშვილს, გედევან ფოფხაძეს და კიდევ რამდენიმე მათგანს. დანარჩენები არც ვიცი ვინ არიან, არც ის მინახავს სად იყვნენ იმ 9 წლის მანძილზე, როცა ჩვენ ვიბრძოდით. ისინი მაშინ "ნაცმოძრაობის" ოფისებში იყვნენ მოკალათებულნი.

_ სააკაშვილმა რადიკალიზმისკენ მოუწოდა თავის გუნდს და მხარდამჭერებს. საფრთხის შეგრძნება გაქვთ?

_ იცი რა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საფრთხის შეგრძნება სულ უნდა გქონდეს. "ნაცმოძრაობის" უკან დგას უდიდესი ხიფათის შემცველი ძალა, როგორიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველოში სიტუაციის არევა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. შესაბამისად, გაზრდის იმის შანსს, რაც დომბასში და ლუგანსკში მოხდა, საქართველოშიც იგივე განმეორდეს. პირდაპირ ვამბობ: მომღიმარი ულვაშების უკან, რომელიც ამ მაქცია ვაშაძეს აქვს, დგას ვოვა პუტინი. აქედან გამომდინარე, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, განსაკუთრებით, იმ ხალხმა, რომელსაც არ უნდა, რომ ისევ საქართველოს ანექსია მოხდეს. ვიმეორებ, საქართველოში დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, რომელიც აქ არსებულ 2ათას კაციან აშშ-ს საელჩოს დედაბუდიანად ამოძირკვავს. ეს ამერიკელებსაც უნდა ესმოდეთ. რით ვერ გაიგეს, რომ მიშა ორმაგი აგენტია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გააცნობიერებს, რომ არეულობას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
10-12-2018, 13:30


"სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ასე დამაჯერებლად რომ გაიმარჯვა, ეს ქართველი ხალხის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა", აცხადებს "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.
სრულად ვეთანხმები პოეტ დავით მაღრაძის განცხადებას, რომ ეს არჩევნები ქართველმა ხალხმა მოიგო, სახელისუფლებო რესურსები ვისზე მუშაობდა, კაცმა არ იცისო. სახელისუფლებო რესურსების გარკვეული ნაწილი, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ მუშაობდა, ამიტომაც მივიღეთ პირველ ტურში ის შედეგი. სწორედ ამიტომ ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში და ვიღაცების თავების დაგორებაზეც დაიწყეს საუბარი. ვიმეორებ, რომ არა ქართველი ხალხი, არჩევნები წაგებული გვქონდა, რადგან ფაქტობრივად ყველა ტელევიზია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაციონალების მხარეს მუშაობდა. 
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ თითქოს "ქართულ ოცნებას" არავინ უჭერს მხარს. გვარამიას რომ უსმინო, ყველა ხელოვანი ნაციონალებს უჭერს მხარს, არადა მთელი საქართველო სალომე ზურაბიშვილის მხარეს დგას, მაგრამ ამის აფიშირება არ ხდება. ტელეკომპანია "იმედმა" ბოლო ხანს პოლიტიკა შეცვალაო, ამას დიდად ვერ ვამჩნევ, 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე 100.000 ადამიანი შეიკრიბა, თუმცა "იმედმა" საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი "ლაივიც" კი არ ჩართეს. სამაგიეროდ, ნაციონალებმა 2000 კაცი რომ შეკრიბეს ფილარმონიაში, ყველა ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ირმა ინაშვილს ეუბნება, თქვენს აქციაზე სულ ხანდაზმული ხალხი მოვიდა, ისეთი ხალხი, რომლებიც სოციალურ ქსელთან არ არიან ახლოს, გარიყულებივით არიანო. ჯერ ერთი, იმ აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი იყო, მეორეც ამხელა შეურაცხყოფას როგორ უნდა აყენებდე საზოგადოებას, "რუსთავი 2"-ის ენით ლაპარაკობს იმ ტელევიზიის ჟურნალისტი, რომელსაც ეს ხალხი უხდის ხელფასს. აი, ზუსტად ეს არის მტრობა. თავების დაგორებაზე რომ არის საუბარი, პირველი სწორედ სახელმწიფო არხზე უნდა დააგორონ თავები. "გირჩებისა" და რესპების გარდა, ამ ტელევიზიაში ფაქტობრივად არავის იწვევენ. 

მე მომხრე ვარ, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი, რომლის წევრებიც იქნებიან იგივე დავით მაღრაძე, თქვენი გაზეთის რედაქტორი ბატონი ვახტანგ ხარჩილავა, საზოგადოების სხვა ღირსეული წარმომადგენლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც ჩანს, მინისტრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მას სიმართლეს უმალავენ. ბატონ ბიძინას ობიექტურ ინფორმაციას რომ მივაწვდით, ის აუცილებლად დაინტერესდება და რეაგირებასაც მოახდენს. პირველი ტურის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა, რაც ფაქტობრივად წაგება იყო, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი თურმე დაცარიელებული იყო, კომპიუტერებიც კი წაღებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, არჩევნები არ დამთავრებულა, წინ მეორე ტური იყო და შტაბიდან ყველა გაიხვეტა. ამის შემხედვარე ბიძინა ივანიშვილი გაოგნებულა. 

ჩემს სოფელში, ჭანიეთში (ოზურგეთის რაიონი) კომუნისტების დროსაც კი არ გაკეთებულა, რაც "ქართული ოცნების" მმართველობისას გაკეთდა, აშენდა ახალი სკოლა, ახალი საბავშვო ბაღი, ფაქტობრივად ახალი გზა გაკეთდა, ამ დროს პირველ ტურში ნაცების კანდიდატმა გაიმარჯვა ოზურგეთში. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხალხთან კომუნიკაცია.
კარგია "იმედი" მეორე ტურის წინ მაინც რომ აჩვენებდა 7 ნოემბრის აქციის და მათი ტელევიზიის დარბევის კადრებს, მაგრამ ერთი სიუჟეტი არ გაუკეთებიათ `ქართული ოცნების~ მმართველობის პერიოდში ამდენი სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები რომ აშენდა, ჯანდაცვაში რამხელა სასიკეთო ძვრებია. ისე, კერძო ტელევიზიასთან რა პრეტენზია მაქვს, როცა ხელისუფლება არ აპიარებს რა გააკეთა. "ქართული ოცნების" მტრები პარტია ნაცმოძრაობაზე მეტად თავად მმართველ პარტიაში ჩაბუდებული ვითომდა ყოფილი ნაციონალები არიან. როგორც ყოფილი "კაგებეშნიკი" არ არსებობს, ისე არ არსებობს ყოფილი ნაციონალი, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს "ქართული ოცნება" ამ პორტირებულებისგან. როგორ შეიძლება იმის არდაფასება, რაც ირმა ინაშვილმა გააკეთა, ვიღაცას 100.000 კაცის შეკრება ადვილი საქმე ხომ არ ჰგონია? მაინტერესებს, ამ "კრიტიკოსებმა" ძალიანაც რომ მოინდომონ, ამის მეათედ ხალხს თუ შეკრებენ. მე მეგონა, სალომე ზურაბიშვილი მივიდოდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხთან და მადლობას ეტყოდა, ეს ხალხი ხომ მის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ვფიქრობ, ქალბატონი სალომე იმიტომ არ მივიდა მხარდამჭერებთან, რომ მას არ ყავს მრჩევლები, რომლებიც ამას ეტყოდნენ. მე მადლობა მინდა ვუთხრა ირმა ინაშვილს, რომელიც რკინის ლედიც არის, მაია წყნეთელიც, იმიტომ, რომ რაც მან ახლა გააკეთა, გმირობის ტოლფასია. რომ არა ის 100.000 კაცი, არ ვიცი რა შედეგით დამთავრდებოდა არჩევნები. მე პირადად ამდენი ხალხი რომ დავინახე, იმედი მომეცა, ქართველი ერი არ წაქცეულა, თორემ ამ ტელევიზიებს შემხედვარე, იფიქრებ, რომ ყველაფერი დამთავრდა. 

– გჯერათ, რომ ნაციონალებს 800.000 კაცი უჭერს მხარს?

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის ლუსტრაციაც მოხდა, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ, არჩევნებზე არ მიხვიდეთო. ნაცმოძრაობას ყავს თავისი ამომრჩეველი, ეს არის სექტა, რომელსაც რა კადრებიც არ უნდა აჩვენო, ვერაფერს შეასმენ, მაგრამ ეს სექტა არ არის მრავალრიცხოვანი. როცა ვამბობთ, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები ნაცებითაა სავსეო, რატომ გამოვრიცხავთ, რომ ცესკოშიც იყოს ეს კონტიგენტი, რომლებმაც ნაცების სასარგებლოდ გააყალბეს ეს არჩევნები? იცით თქვენ, რომ მთელი ცესკო "სამართლიანი არჩევნების", საიას და სხვა მათი მსგავსი ენჯეოების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ამიტომ ცესკოშიც ბევრი რამ არის შესამოწმებელი, ასევე გადასამოწმებელია ის ციფრები, რაც მათ გამოაქვეყნეს. ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც ბოლო შანსი მისცა "ქართულ ოცნებას". ახლა მართლა თავებიც უნდა დაგორდეს და "ქართული ოცნებაც" გაიწმინდოს პორტირებული ნაცებისგან, ამას უკვე თავად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ. ვინაიდან ამ გამარჯვებაში მთელ ერს მიგვიძღვის წვლილი, ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა, დაასრულონ ნაცებთან კოჰაბიტაცია, გაასამართლონ ყველა დამნაშავე ნაციონალი.
 
საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ "ენჯეოშნიკების" სრული ლუსტრაცია მოხდა, ხომ გამოჩნდა ვის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ხელისუფლებას მოვუწოდებ, კარვები არ დაშალოს პარლამენტის წინო. რომელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომლის წარმომადგენელიც თვითონ არის? ამ ქალბატონს თავი ისევ საია-ს თავმჯდომარე ჰგონია, ვის მოუწოდებ, ვიცე-სპიკერი ხარ, თუ რამე გინდა, დაურეკე მინისტრს და უთხარი. სახალხო დამცველზე აღარაფერს ვამბობ. აი, ასეთი მოღალატეებითაა სავსე ეს ხელისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კახიშვილი ჩაჩოჩებული და გადამალული რომ ყავთ, ისინი წამოსწიონ წინ და დანიშნონ თანამდებობებზე, ესენი კი, ვის მიმართაც ხალხში უკიდურესი უკმაყოფილებაა, მოაშორონ ხელისუფლებას, თორემ, როგორც გითხარით, ხალხმა ბოლო შანსი მისცა ხელისუფლებას. 

მთლიანად გასაწმენდია "ქართული ოცნება", განსაკუთრებით მათი პიარ-სამსახურები. ის ხალხი, რომლებიც სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, გვაქვს ეროვნული, კონსერვატიული პოზიცები, არჩევნების პერიოდში ტელევიზიებს არ გაგვაკარეს. ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის დასაცავად ისეთ ხალხს უშვებდნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ პოლემიკასა და დისკუსიაში შესვლა. არჩევნების წინა დღეს შორენა შავერდაშვილი უნდა გეჯდეს, როცა მეორე მხარეს 30–40 ადამიანი ყავს თავისი კანდიდატის დასაცავად? ვინ არის საერთოდ შორენა შავერდაშვილი, ან ის ხალხი ვინც ვითომ მმართველი პარტიის პოზიციას იცავს, იცნობს ვინმე, ან რა პრინციპით შეარჩიეს? ეს არის საინფორმაციო პოლიტიკა? სახელმწიფო სტრუქტურების პიარ-სამსახურის წარმომადგენლები თავიანთ ფოტოებს კი არ უნდა დებდნენ სოციალურ ქსელებში, როგორი კაბა ან საცურაო კოსტიუმი აცვიათ და როგორ "გრიალებენ" უცხოეთში ვიზიტების დროს, ის ინფორმაცია უნდა გაასაჯარონ ახალი ობიექტები რომ იხსნება და სასიკეთო რაღაც კეთდება. თუ "ქართული ოცნება" ჭკუას არ ისწავლის და არ შეცვლის პოლიტიკას, ცუდად დაამთავრებს. ქართველი ხალხი უკვე ნაცებს კი არ დაეტაკება, ამათ მოვთხოვთ პასუხს. აუცილებლად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი, სადაც ვიღაც მოღალატეები კი არ იქნებიან, არამედ საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს რეალურ ინფორმაციას მიაწოდებენ და იმასაც ეტყვიან, სად რა არ კეთდება სწორად.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
10-12-2018, 10:00