ვახტანგ ხარჩილავა:

10 ივნისის აქცია ჩაიშალა, ამის მიზეზი კი არც ხელისუფლების ზეწოლა ყოფილა, არც რაიმე სხვა გარე ფაქტორი -  აქცია მისი ფარული ორგანიზატორის და იდეოლოგის, "ნაცმოძრაობის" გამო ვერ შედგა.

ეს უკვე ის საბოლოო განაჩენია, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა `ნაცმოძრაობის~ სისხლიან რეჟიმს და მის წარმომადგენლებს.
ქართველ ხალხს არა მარტო ნაცები, არამედ მათთან რაიმე სახით დაკავშირებულ სხვა პოლიტიკოსებთან თუ არაპოლიტიკოსებთან თანამშრომლობა სურს.
აქციის ჩაშლაში ლომის წილი შეიტანა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც კარგა ხანია, სააკაშვილის პარტნიორად და სატელიტად ითვლება.

"ვამბობთ ლენინი და ვგულისხმობთ დიდი პარტია, ვამბობთ პარტია და ვგულისხმობთ დიდი ლენინი".
სააკაშვილიც და ნათელაშვილიც ასე არიან და როცა დიდმა შალვამ თავისთან კარავში უხმო სხვა ყარტაყურტა ოპოზიციურ პარტიებს, იქ დამთავრდა 10 ივნისის აქციის ყოველგვარი პერსპექტივა - რა შალვას უხმია და რა მიშას - ასე ჩათვალეს მოქალაქეებმა (არა მარტო მოქალაქეებმა, არამედ პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმაც) და აქციაზე არ მივიდნენ.

ამ აქციაზე კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი მოხდა _ აქციაზე სახელწოდებით "ნუ მომკლავ", არ გამოჩენილა არც ერთი შვილმოკლული მშობელი, რომელსაც შვილი "ნაცმოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის დროს მოუკლეს.

არადა, ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ვიღაცამ იზრუნა იმაზე, რომ ისინი აქციაზე არ მისულიყვნენ და თუ მაინც გამოჩნდებოდნენ, მათთვის მიკროფონთან მისვლის საშუალება არ უნდა მიეცათ.

ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ აქციის ქვეტექსტი პოლიტიკური ხასიათისა იყო და მისი მთავარი აქცენტი "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და არა ზოგადად ძალადობის და განუკითხაობისკენ.

ამაზრზენი ფარისევლობა და უტიფრობაა, როცა თავად მკვლელები, რომლებიც მიზეზთა და მიზეზთა გამო სათანადოდ არ დაისაჯნენ, დღეს სხვის მსაჯულებად და ბრალმდებლებად გამოდიან.

- როგორ ახსნით იმას, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობას "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებით აშინებს. ექვსი წელი გავიდა უკვე, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში არ არის და ეს დრო საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ამ პარტიაზე არ ვილაპარაკოთ? - ასეთ კითხვას სვამდა და მიამიტურად აფახულებდა თვალებს ნიკა გვარამია, რომლის ბოლოდროინდელი საქციელები აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ეს კაცი მთლად საღ ჭკუაზე არ არის.

თუ გავიხსენებთ, როგორ კოტრიალობდა დივანზე და როგორ აფხარკალებდა ფეხებს ვითომ სიცილისგან ჩაბჟირებული ეს დირექტორი კაცი ვანო ჯავახიშვილის შოუში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გვარამიას კრამიტი დაუცურდა.

ჰოდა, ამ კრამიტდაცურებულ გვარამიას გვინდა შევახსენოთ, რომ არსებობს კატეგორია დანაშაულებისა, რომლებიც დავიწყებას და გადაფასებას არ ექვემდებარება.

სწორედ ამ დანაშაულთა რიგს მიეკუთვნება იმ დანაშაულთა მთელი წყება, რომლებიც ნაციონალებს აქვთ ჩადენილი და რომლებშიც ბოლო დროს გაბავშვებულ გვარამიას თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა სახიფათო და დამანგრეველი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის დაუსჯელობის სინდრომი, როცა დაუსჯელობით გაპარპაშებული და გათავხედებული დამნაშავეები და კრიმინალები უკან, ხელისუფლებაში, აპირებენ მობრუნებას, რომ საბოლოოდ წაშალონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობების კვალი, რასაც ისინი ახალი დანაშაულობების ჩადენის გარეშე ვერ შეძლებენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ამ ყველაფერს სადღაც უნდა დაესვას წერტილი, ეს ყველაფერი სადღაც უნდა დამთავრდეს, რაც შეუძლებელია, თუ არ გასრულდა 6 წლის განმავლობაში გაჭიმული კოაბიტაციის პროცესი, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა "ქართულ ოცნებას" და ქართულ სახელმწიფოს.

ქართველმა ხალხმა არ მიიღო კოაბიტაცია, ქართველი ხალხი ვერ შეეგუა კოაბიტაციის მავნებლურ ზნეს და შინაარსს.

მას არც "ნაცმოძრაობასთან" სურს თანამშრომლობა, არც "ნაცმოძრაობის" განაყოფებთან, არც "ნაცმოძრაობის" სატელიტებთან.

აი, ამის დასტური იყო 10 ივნისის აქცია, რითაც, ფაქტობრივად, სამუდამოდ დამთავრდა გაკოტრებული და გაბითურებული "ნაცმოძრაობის" ფაფხური.
10 ივნისი -  "ნაცმოძრაობის" გარდაცვალების დღეა!

ცხედრის დამარხვა ნაწილ-ნაწილ, 2020 წლის შემოდგომამდე.

მეტის ნახვა
17-06-2018, 15:00


(დასასრული.  დასწყისი იხ. "სგ" №20 )

ვაგრძელებთ ინტერვიუს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის ჰიდროპროექტის ყოფილ დირექტორთან, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ანზორ ჭითანავასთან.

– ავარიის შედეგად გაჩერებული ენგურჰესი ამოქმედდა და სრული სიმძლავრით მუშაობს, მაგრამ ეს დამშვიდების უფლება არ გვაძლევს, რადგან არ ნიშნავს, რომ აღარაფერი მოხდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ენგურჰესის კვალიფიციური კოლექტივის შრომა-გარჯა და საქმისადმი ერთგულება, ზუსტად მათი პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა მოკლე ვადაში ავარიის ლიკვიდაცია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კოლექტივის წევრები და მათი ხელმძღვანელი ლევან მებონია, ფაქტობრივად ენგურჰესზე გაიზარდნენ, იქ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლევან მებონიას სახით გვაყავს ერთ-ერთი უძლიერესი ხელმძღვანელი და სტრატეგი. ძალიან კარგია, რომ ავარიის დროს არ იყო კომისიების შექმნა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების აქტიური ჩარევა, ამან ხელი შეუწყო კოლექტივის მიზანსწრაფულ და შეუფერხებელ მუშაობას, აღარ გაჭიანურდა სამუშაო პროცესი. რაც შეეხება ავარიის ზუსტ მიზეზს, გასკდა მილსადენის დამცლელი მილი, როდესაც გვირაბს ვაჩერებთ, წყალი უნდა გამოათავისუფლო, ამისთვის სხვა მოწყობილობებთან ერთად ეს მილიცაა. რომელიც ჰესის აშენების პირველი დღიდან იყო იქ ჩამონტაჟებული და არასდროს შეკეთებულა. გვირაბის დაცლის გარეშე მას ვერ შეამოწმებდნენ და შეაკეთებდნენ, შეკეთების რიგი კი უწევდა, მაგრამ ენგურჰესი არ გაჩერეს. იქ ასეთი კიდევ ხუთი მილია, შეიძლება იქაც მოხდეს ასეთი რაღაც, ამან გამოიწვიოს დატბორვა, რაც კატასტროფით მთავრდება.

დღეს რომ გადავრჩით, წყალი გენერაციის უბნამდე (სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება) არ ამოვიდა, ენგურჰესის კოლექტივის პროფესიონალიზმის, მათი ოპერატიული მუშაობის დამსახურებაა. ენგურჰესის პრობლემა კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია, ამიტომ, როგორც გითხარით, მარტო ამ ავარიის ლიკვიდაციით და მსგავსი შემთხვევების გაუვნებელყოფით არ მთავრდება. ენგურჰესი ძალზე რთულად სამართავი სისტემაა, მას მართვის მექანიზმების სრულყოფა და გაძლიერება ჭირდება, სადგური ისე უნდა მოქმედებდეს, რომ გამომუშავება არ დაიკარგოს, არ უნდა გავთიშოთ სისტემიდან. ამისთვის საჭიროა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად განხორციელება, რაც ქართველმა დამპროექტებლებმა და ინჟინრებმა 70-იანი წლების დასაწყისშივე გაითვალისწინეს. მდგრადობის, საიმედოობის და ფუნქციონირების ამაღლების მიზნით, კაშხლის ტანში ჩატანებულია მილები, რომლებიც გამოყენებადია, როგორც გამომუშავების, ისე წყალაქაჩვის რეჟიმში. როდესაც ენგურჰესის გაჩერება მოგვიწევს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, როგორც ახლა მოხდა, თავისუფლად უნდა შევძლოთ მისი გადართვა კაშხლის ტანში ჩატანებულ ხსენებულ სქემაზე. კაშხლის ტანში ოთხი მილია ჩატანებული, რომლებიც წყალსაცავის ეფექტურობის ასამაღლებლად და ენგურის ქვედა ბიეფიდან ჰესის მიერ უკვე გამოყენებული წყლის ხელმეორედ გამოყენებას ემსახურება. პროექტის მიხედვით, ეს სქემა 2000 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო, რადგან ჩვენი გათვლებით, ამ პერიოდისთვის დგებოდა მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, სქემის ამოქმედება არ მოხდა, მიზეზების ძებნა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ახლა ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სასწრაფოდ მოხდეს პროექტის ბოლო კონდიციამდე მიყვანა, მისი რეალიზაციისთვის ფინანსების მოძიება, ლიცენზიის გაცემა და მშენებლობის დაწყება. ამას თან სდევს მრავალჯერადი პროცესები, ენგურის ქვედა და ზედა (კაშხლის უკან) ბიეფების მომზადება, გაწმენდითი სამუშაოები, მთელი რიგი ჰიდროტექნიკური და ძალოვანი დანადგარების შეკვეთა, გამოცვლა, დამონტაჟება და ამუშავება. ენგურის ზედა და ქვედა ბიეფები ისედაც სასწრაფოდ გასაწმენდია, ადრეც გითხარით და გავიმეორებ, ერთი, რომ მოიხსნება სამეგრელოსა და გალის რაიონის დატბორვის საფრთხე, თანაც მდინარის მიერ ჩამოტანილი ინერტული მასალა ფასდაუდებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად მიდის საუბარი, რომ ენგურჰესის აშენების შემდეგ, მდინარეს აღარ ჩააქვს ანაკლიაში ქვა-ღორღი და ზღვა მიწას იტაცებს.

ჩვენი შეფასებით, ზღვას ყოველწლიურად ხუთი ჰექტარი მიწა მიაქვს, რადგან "კვება" არ აქვს. ეს "კვება" ზუსტად ენგურის კალაპოტიდამ ამოღებული ინერტული მასალით უნდა მოხდეს. ენგურჰესის პროექტში გათვალისწინებული გვქონდა დეფიციტის შევსების მეთოდი, 3-კილომეტრიან უბნებზე ცდები ჩავატარეთ, შედეგები საუკეთესო იყო. 1 კმ სიგრძის ნაპირის დაცვა ძალიან იაფი ჯდებოდა, რაც ენგურჰესის ტარიფში შესული ისეთი დაბალი მაჩვენებელია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. ეს პროექტი მთლიანად ქართველების დამუშავებულია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა განხორციელების საშუალება არ მოგვცა, შუა გზაზე მივატოვეთ. მას შემდეგ ინტენსიურად ირეცხება ზღვის ნაპირი. ხსენებული ინერტული მასალა, გარდა იმისა, რომ ნაპირგამაგრებისთვის და მშენებლობისთვის საუკეთესო მასალაა, სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სასუქად ენგურის ჩამოტანილი შლამი. მდინარის ჩამოტანილი მასალა საკმაო რაოდენობის ისეთ ძვირფას და იშვიათ ლითონებსაც შეიცავს, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, ტიტანი, ნიკელი, ვოლფრამი.

ინერტული მასალა მთელ მსოფლიოში დეფიციტურია, ჩვენ ამ მასალით უმდიდრესი ქვეყანა ვართ, რადგან საქართველო ვულკანური წარმოშობის ზონაში მდებარეობს, ეს მასალა ენგურის კალაპოტში დიდი რაოდენობით დევს. ჩემი აზრით, მისი არგამოყენება, დანაშაულის ტოლფასია. დავუბრუნდეთ, ჩვენი საუბრის თემას, ვფიქრობ, ქართულ ენერგეტიკას და ეკონომიკას ისე არაფერი ჭირდება, როგორც კაშხალთან არსებული ჰიდროსააკუმულაციო სადგურის ამოქმედება, რაც სასწრაფოდაა გასაკეთებელი, რადგან გარანტირებულად უზრუნველვყოფთ ელექტრონერგიის იმ დანაკლისის კომპენსაციას, რაც ენგურჰესის გაჩერებით იქნება გამოწვეული. ქვეყნის გარედან აღარ დაგვჭირდება იმ დანაკლისის შევსება, რაც გაუთვალისწინებელი, არაპროგნოზირებადი სიტუაციების დროს არის, რომელიც პოლიტიკას, სტიქიას და კიდევ სხვა მრავალ ფაქტორს უკავშირდება ხოლმე. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს გათვალისწინებული, რადგან ერთადერთი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროგრამებში, გათვლებში, საერთოდ, ენერგეტიკულ ხედვაში ეს საკითხები დაფიქსირებულია, ამოქმედებული არ არის. ხსენებული სქემის ამოქმედებით, გარდა იმისა, რომ შემთხვევითობაზე არ ვიქნებით დამოკიდებული და შეგვეძლება თვითონ ვმართოთ პროცესები, სხვა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმეც მოყვება, ესაა ხალხის დასაქმება, ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ა.შ. ამ ყველაფრის განხორციელება, ანუ ეკონომიკური საქმიანობა, გამოიწვევს საქართველოს და აფხაზეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვას, ხალხის დაახლოებას, რადგან ხალხს ყველაზე მეტად მაინც ეკონომიკური საქმიანობა აახლოებს.

ენგურჰესი, თავისი მოცულობით და მასშტაბით ამის წინაპირობაა. მარტო ჰიდროსააკუმულაციო დანადგარის ამოქმედებით არ მთავრდება ჩემი ხედვა ენგურჰესის სრულყოფასთან დაკავშირებით, ის პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვარდნილჰესების(სამი ობიექტი) სრულყოფილად ამოქმედებასთან. არც ამ პროცესის გადადება შეიძლება, დაუყოვნებლივ, პარალელურ რეჟიმში უნდა ავამოქმედოთ ხსენებული დანადგარები და ეს ობიექტები. იქ ფაქტობრივად 340 მეგავატი სიმძლავრე გვაქვს და უფლება არ გვაქვს ამხელა სიმძლავრე არ გამოვიყენოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საქართველოს ყველაზე მეტად წაადგება. ელექტროენერგიის ნამატი, რაც ხსენებული ობიექტების ამუშავებით გვექნება, აფხაზეთის მოხმარებაში რომ წავიდეს, მათ საკუთარი წყარო ექნებათ, დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ნდობისა და ურთიერთობის გაუმჯობესების ბიძგი და სტიმულატორი. აფხაზები რომ დაინახავენ გაუუმჯობესდათ ენერგომომარაგება, თვითონაც დაინტერესებული იქნებიან და ჩვენს მიმართ განწყობა უკეთესობისკენ შეეცვლება თ. მარტო პიროვნულ ურთიერთობებს არ ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობის გამთლიანება მაქვს მხედველობაში. ვფიქრობ, ყოველ მხრივ მომგებიანია ამ ღონისძიებების განხორციელება. მე რომ მკითხოთ, აფხაზეთის გასაღები ენგურჰესშია, რადგან აფხაზეთის ელექტრომომარაგების დიდი წილი ენგურჰესზე მოდის, ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ენგურჰესი არაფერში გვჭირდება, როცა ამ ობიექტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ოღონდ ქართველებმაც და აფხაზებმაც უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერს აქვს ფასი, მათ შორის ელექტროენერგიას, რომელსაც გადახდა უნდა. აფხაზებმა უფასოდ რატომ უნდა მიიღონ დენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ენგურჰესს მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკავია გარკვეული `მოედანი~? ეს დაუშვებელია, ასეთი საუბარი ყოვლად უვიცი, გაუნათლებელი ადამიანების ლოგიკაა.

– ბატონო ანზორ, როგორ შეაფასებთ ქვეყნის ენერგეტიკულ კურსს?

– ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში უკვე ნათელი სურათი გვაქვს, რა მოგვცა ენერგეტიკაში აღებულმა გეზმა, რასაც ჩვენ მცირე ენერგეტიკა დავარქვით. 2005 წლიდან დღემდე 22 მცირე და საშუალო ელექტრო სადგურია აშენებული, მათ შორის, ერთი ქარის სადგურია. ამგვარი სადგურების პრიორიტეტებად გამოცხადებამ, მართლაც მოგვცა გარკვეული შედეგი, ჯამში 790 მეგავატი სიმძლავრე მოგვემატა, ე.ი. იმდენი, რამდენსაც ერთი ხუდონჰესი გამოიმუშავებდა რომ აშენებულიყო. თანაც ეს ელენერგია მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც სისტემაში ისედაც არის დენი, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ამ სადგურების გამომუშავებული ელ-ენერგია მკვეთრად ეცემა. ხუდონჰესს გარდა იმისა, რომ ერთად აღებული 22 სადგურის სიმძლავრე აქვს, მას აქვს რეზერვუარი, რომელიც ელენერგიას ინახავს და როდესაც წყლის და დენის დეფიციტია, ანუ შემოდგომასა და ზამთარში, შეგვიძლია ეს შენახული ელენერგია გამოვიყენოთ. სხვათა შორის, ხუდონჰესის 1/3 უკვე აშენებულია. ელექტროენერგიის მთლიანად კომპენსირებაზე უკვე გითხარით, ამ 22 სადგურისთვის გამოყოფილი ტერიტორიები, მათ მიერ დატბორილი ან დაკავებული ტერიტორიების ერთობლიობა გაცილებით მეტია, ვიდრე ხუდონის წყალსაცავის. მე ეს ციფრებიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ხალხი ამისთვის მზად არ არის. ჰესს როცა ვაშენებთ, კეთდება წყალაღების სათავე-ნაგებობა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეტბორვის დონე, უნდა მოეწყოს გზები, კომუნიკაციები. ამ ყველაფრის ათვისებას ენერგეტიკაში ტერიტორიის გასხვისება ჰქვია, ანუ სახელმწიფომ ეს მიწა ენერგეტიკას მისცა, ეს იქნება მცენარეული საფარი, ხიდები, სახლები, ეზოები, უამრავი რამ. რამდენი რამ მოგვარდა ხსენებული სადგური რომ აშენებულიყო, მე კი ვიცი, მაგრამ ხალხმა არ იცის და ჰგონიათ, რომ უმტკივნეულოდ მოხდა. მესტია-ჭალის ჰესზე რომ არის ატეხილი აჟიოტაჟი, არ გვინდაო, ვფიქრობ, ძალიან ცუდს აკეთებენ, როცა დაუსაბუთებლად აკეთებემ ასეთ განცხადებებს, როცა მშენებლობა დამთავრების სტადიაშია. მეპატრონემ ან მშენებელმა რატომ არ აუხსნა ხალხს, რა შედეგი ექნება ამ ჰესს, ყველა პარამეტრებით, რასაც ეკონომიკის და სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია, მისაღები ობიექტია. როგორც გითხარით, მცირე და საშუალო სადგურები, რაღაც ამოცანებს კი წყვეტენ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა.

გარანტირებული სიმძლავრე, ზამთრის ენერგია, აკუმულირებული ენერგია ხუდონჰესის სახით მთლიანად ანეიტრალებს ამ 22 სადგურს, ამიტომ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ხუდონჰესის აშენების საკითხს და სასწრაფოდ გადავწვიტოთ. ენგურჰესის უფრო მეტად ეფექტურობისთვის, ჰიდროსააკუმულაციო დანადგარი და ვარდნილჰესები რომ ამუშავდება და ამას ხუდონჰესიც დაემატება, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ენგურჰესისა და ხუდონჰესის ერთ სქემაში მოქცევა, მათი ენერგეტიკული ურთიერთკავშირი, დამატებითი ეფექტის და მოგების მიღების საშუალებას იძლევა. მე ამას რომ ვამბობ, დაინტერესებულ პირად მთვლიან, რადგან ის ინსტიტუტია იმ პროექტის ავტორი, რომლის დირექტორიც ვიყავი წლების განმავლობაში. მე რა თქმა უნდა ლობირებას ვუწევდი ამ პროექტს სიმპოზიუმებზე, სამთავრობო სტრუქტურებში, ექსპერტთა წრეებში და წარმატებასაც ვაღწევდი, მაგრამ ეროვნული მოძრაობის პირობებში, როდესაც ძალიან გამძაფრდა დამოკიდებულება ეკოლოგიის მიმართ, ვერ განვახორციელეთ, ისეთი საზიანო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელმაც 25 წლით უკან დაგვხია, ამ პერიოდის დანაკარგებმა ძალიან დიდი ციფრი შეადგინა.

პირადად მე, ყოველთვის მხარს ვუჭერდი და დღესაც ასე ვარ განწყობილი, რომ სვანეთის იმ უბანში მცხოვრებ ხალხს, მაქსიმალური პირობები შეექმნას, ისე არა, რომ ფული მივცეთ და გავუშვათ, სახლიც უნდა ავუშენოთ, თანხაც მივცეთ, ვეცადოთ სვანეთში დავამაგროთ, კომპენსაციის თანხა შევიდეს ამ კომპლექსის დანახარჯების ნუსხაში, ეს უზრუნველვყოთ. გადაუჭრელი საკითხი არ არსებობს, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება, სვანებთან საერთო ენის გამონახვა პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მათ უნდა აუხსნა, რომ ეს მარტო მათი საქმე კი არა, სახელმწიფოებრივი საქმეა და სახელმწიფოს რთულ მდგომარეობაში ვარდება, როცა ხსენებული პროექტის განხორციელების საშუალებას არ აძლევ. ამის უფლება არავის აქვს, ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხები კანონმდებლობით არის დარეგულირებული. ვფიქრობ, სახელმწიფომ კორექტირება უნდა შეიტანოს ენერგეტიკისადმი მიდგომებში და საზოგადოებასაც გააცნოს თავისი გეზი და სტრატეგია.

რაც შეეხება ენგურის ზედა ბიეფის ათვისებას (ხუდონის ზემოთ), პირდაპირ ვაცხადებ, ჩვენმა ინსტიტუტმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ძირფესვიანად შეესწავლა ენგურის ხეობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური და ენერგეტიკული საკითხები. 33-მა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დადო დასკვნები, რომ ხუდონის ზევით მაღალი კაშხლების და დიდი წყალსაცავების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, უნდა შეიცვალოს საშუალო და მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტებით. ამის შესახებ მედიასა სხვა წრეებში რომ ვისაუბრე, ეს ძველებური მიდგომაა, ძველებური ხედვები დღეს არ გამოგვადგებაო. მინდა ჩემს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს ვუთხრა, ჩვენ წარმოშობის და მრავალფეროვნების თვალსაზრისით, უძველესი მიწა-წყალი გვაქვს, რადგან ძველია, არ ვარგა და გადავსახლდეთ აქედან?! ზემოხსენებულ დასკვნებს მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები აწერენ ხელს, ვიღაც გუშინ გამოჩეკილი ექსპერტები კი არა, ისიც რომ არ იციან, რა არის ენერგეტიკა. ამ თემას ჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და რეგულირება, კიდევ ერთხელ მკვეთრად ვაყენებ საკითხს, ყველა მდინარის და წყლის რესურსების ენერგეტიკული გამოყენების პერსპექტივები და ცხვა მრავალი შესაძლებლობები სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს გააზრებული, მოწონებული. და მხოლოდ მას შემდეგ უნდა ხდებოდეს სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

როცა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღწვის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა დარგების უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, საქართველოში დემოკრატიამ ეკონომიკას გაასწროო, მეც ასე ვფიქრობ, და აქვე იმასაც დავამატებდი, რომ, ენერგეტიკა ეკონომიკას ჩამორჩა. ამ დროს პირიქით უნდა იყოს – ენერგეტიკამ უნდა გაასწროს ეკონომიკას, ის იმდენად უნდა იყოს წინ წასული, რომ ვერავითარმა კატაკლიზმებმა და სტრატეგიული გეგმიდან გადახვევებმა, რომელიც მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, ვერ უნდა შესძლოს მისი შერყევა და საფუძვლის გამოცლა.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
15-06-2018, 17:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია: „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტი დავით ქაცარავა.

- ბატონო დავით, როგორ დაიბადა ორგანიზაციის შექმნის იდეა?

- რუსული პოლიტიკით უკმაყოფილება, ყველა ქართველისთვის 9 აპრილით დაიწყო, ალბათ. არც მე ვიყავი გამონაკლისი. შემდეგ გამოვიარეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომი. 

სულ მუდამ მჭამდა ბოღმა და უსუსურობა. არასოდეს მექეიფება, არ შემიძლია, დიდი ყანწით დავლიო სამშობლოს სადღეგრძელო, აღმატებულ ხარისხში, პომპეზურად, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მრცხვენია… მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა არ არის თავისუფალი, ჩამოჭრილი აქვს ჩემს ქვეყანას მიწები და ადამიანები და ტკივა ჩემს ქვეყანას…

ყველა ადამიანი უნდა მივიდეს რაღაც ეტაპამდე და ჩემი ეს ეტაპი შედგა, ამდენი წლის მერე, როცა 40 წლის გავხდი. 2017 წელს. 4 ან 5 ივლისი იყო, ბერშვეთში კიდევ გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა. ვიგრძენი, ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ გაწყდა რაღაც ჩემში. დავწერე სტატუსი: მორჩა აღარ მინდა სახლში ჯდომა და კლავიშების კაკუნი ვირტუალურად და ვაპირებ ამას და ამას და ვინც გინდათ შემომიერთდით. 

- არ გიფიქრიათ იმაზე, რომ შეიძლება თქვენს გვერდით მდგომმა რომელიმე ადამიანმა შესაძლოა ფული აიღოს, ან არ აიღოს და ისე, პირადი მიზენებისთვის -პროვოკაცია მოაწყოს, რასაც კიდევ მოჰყვება ტერიტორიების დაკარგვა. ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს?

- ბუნებრივია ჩემი პასუხისმგებლობა იქნება. ეს უკვე ის ბირთვია, ვინც თავიდანვე დადგა ჩვენს გვერდით და რომელმაც გაიარა საკმაოდ დიდი ფილტრი. ზოგი ჩამოშორდა მოძრაობას, ზოგი მოვიდა, წავიდა. ეს ბუნებრივია. საქართველოს ისტორიას რომ გადახედო, გაჯერებული იყო მოღალატეებით, მაგრამ მგლის შიშით, ცხვრის ფარა ვის გაუწყვეტია. ეს თანმდევი რისკია, რომელზედაც ჩვენ მუდამ ვფიქრობთ და მის მინიმიზაციას ვახდენთ. არც ასეთი მარტივია ჩვენს გუნდში ნდობის მოპოვება. ჩვენ დესტრუქციული რომ ვიყოთ, სხვაგვარად მოვიქცეოდით, ათასნაირი შანსი გვქონდა დივერსიის, პროვოკაციის, მაგრამ, ყველამ კარგად იცის, შსს-მაც, პოლიციამაც, სუსმაც, რომ ჩვენგან მსგავსს არაფერს უნდა ელოდეს.

ჩვენს ხელისუფლებასაც ვთავაზობ ჩვენს გამოყენებას, ეფექტურად გამოგვიყენეთ, მე არ მიტყდება ეს. ჩვენ ყველა პოლიტიკური და არაპოლიტიკური ძალის მისაღებად მზად ვართ…

ვის ხედავ ჩვენს გვერდით, ვინც იყო ხელისუფლებაში და იღებდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას? არც ერთი, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ რაღაც ღირებულებებს, რაღაც მოწონდათ, რაღაც არ მოწონდათ. ობიექტურობა მოითხოვს იმას, რომ უღიარო ის, რაც გაკეთდა კარგი და აღიარო ისიც, რაც გაკეთდა, ძალიან ცუდი. ჩემს გვერდით არ დგას არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ან გაზის გაყიდვაში, ან თელასის გაყიდვაში, ან კოდორისთვის სახელის გადარქმევაში და მიერთებაში აფხაზეთისთვის.

- გასული წლის ივლისის მერე, ყველა დღე საოკუპაციო ზოლში პატრულირებთ, როგორც ვიცი, საკმაოდ რთული პროცესია, ყოველდღიურად ჩახვიდე, იდგე, ისმენდე იქაურ პრობლემებს და მეორეს მხრივ, ამ პროცესს ფინანსებიც ხომ სჭირდება, საიდან, ვისი ფულით?

- ქართველი არის მენტალურად ფეთქებადი ხასიათის, სწრაფად ფეთქდება და ასევე სწრაფად ვარდება მისი შემართება. ქართველი გრძელვადიან ბრძოლაში ძალიან სუსტია, იმიტომ, რომ ბეზრდება. ამიტომ, თავიდანვე ვიცოდი, რომ დიდ მასაზე გათვლა, წამგებიანი იქნებოდა, განწყობას ვერ გავუქაჩავდი. მინდოდა, შემქნილიყო ჯგუფი, საიდანაც ადამიანები ერთმანეთს ჩაანაცვლებდნენ პატრულირებისას და თითო ადამიანს შეიძლებოდა, მორიგეობა მოსწეოდა თვეში ერთხელ და ორჯერ. პრინციპში, ამდენიც კი ვერ შეიკრიბა. პირველი 7–8 თვე დაახლოებით 10 კაცზე გადადიარა ამ მორიგეობამ. ხან ერთი გადიოდა მხოლოდ, ხან ორი, ხან ხუთნიც ვიყავით.

რაც შეეხება ფინანსებს, გაჩვენებთ პირველი აგვისტოდან დღემდე, საბანკო ამონაწერს ჩვენი ორგანიზაციის და ნახეთ, ვისგან რა თანხები ირიცხება. 1200 ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა თვის მანძილზე – ჯერ ჩვენ არ გვქონია. თავიდან უმეტესად ჩემს კისერზე გადადიდოდა, მე ვიღებდი ჯიბიდან ფულს და დღესაც ხშირად ეგრე ხდება. 2000 ლარამდე სრულიად საკმარისია, რომ ერთი ჯგუფის პატრულირება კარგად უზურნველჰყო თვის მანძილზე. ეს არის სულ ფინანსები რეალურად. 

- ბევრს საუბრობენ თქვენს ტურისტულ ბიზნესზეც, ამ ბოლოს, ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც თქვენ „ალფა ბანკის“ წარმომადგენლებს ხვდებით.

- რუსი ტურისტი რომ ჩამოდის ჩემთან, მას ფაინდაზად არ ვეფინები. მე მას ვაჩვენებ, რომ მე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. ეს კიდევ ერთი ფრონტია, იმიტომ რომ ის სტუმარია, მე უხერხულ თემებს გვერდს არ ავუვლი.

ძალიან უბედურნი არიან რუსები, რადგან ისინი არიან მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პროპაგანტისტული მანქანის მსხვერპლნი.
რამდენიმე წლის წინ „გაზპრომი“ მყავდა კორპორატიულ კლიენტად. 25 კაციდან ერთი გადათვრა და ცოტა არ იყოს, ცუდი ფრაზა თქვა ქართველებზე. დანარჩენებს ავუხსენი, რომ მხოლოდ იმიტომ გადაგვირჩა, რომ სტუმარია. საბოლოო ჯამში, რომ დაბრუნდნენ რუსეთში, სამსახურიდან გაუშვეს ეს კაცი.
„გაზპრომის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან დავმეგობრდი და ჩემი პოსტების გამო ფეესბეს გენერალიტეტმა დაიბარა, ეს რატომ გყავს მეგობრებშიო. მომწერა თხოვნით, იქნება თავი შეიკავო აგრესიული ნარატივისგანო. ვუპასუხე: მე ქვეყანა ვარ, რომელიც დაჩაგრული და დაპყრობილი ვარ და თუ გიქმნი პრობლემას, წამშალე. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდება, როცა ფეიოსბუქ პოსტები მაქვს მხოლოდ.
ეს ბანკი არის ფრიდმანის, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირია და შეიძლება ამ ადამიანებს პირიქით შეექმნათ პრობლემა, ჩემთან და ჩემს ტურისტულ კომპანიასთან ურთიერთობის გამო.

– თქვენი ორგანიზაცია ანტირუსულია, თუ ანტიპუტინური?

- ჩემთვის ის რუსი, რომელიც მეუბნება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის შენი ტერიტორია და არის ჩემი ქვეყნის მიერ დაპყრობილი, არის ჩემი მეგობარი და მყავს მე ასეთი მეგობრები, მაგრამ ისინი, რომლებიც მე აგრესიულად მასწავლიან ჭკუას, რომ რუსეთი ჩემი უფროსი ძმაა და თავი უნდა დავუხარო, ბედნიერი უნდა ვიყო რომ რუსის ჩექმა მადგას კისერზე და რომ რუსმა მე გამომიყვანა ტყიდან – ეგეთი რუსი ჩემთვის პუტინს უდრის.

- როგორ გგონიათ, თქვენი იქ დგომის გამო, რუსი გაიყვანს თავის ჯარს?

ჩვენ არც ერთი წამი არ გვიფიქრია, რომ რუსი ჩვენი იქ დგომით, შეიძლება გავიდეს. ეს აბსურდია, ამის ილუზიაც არა გვაქვს, ჩვენი ყოველდღიური პატრულირება ემსახურება იმას, რომ ჩვენ გვინდა გავახსენოთ ჩვენს ერს, რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დაკარგული, ჩვენ გვინდა ეროვნული თვითშეგნება გავაღვიძოთ. ჩვენ ვართ გენეტიკური მეომრები. რუსი გვებრძვის საუკუნებია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეგვიქმნას წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ ჩვენ ვართ მომღერლები, მოცეკვავეები და ხაჭაპურ-ხინკლის მკეთებლები, ამას ძალიან მაგრად ცდილობს და საკმაოდ კარგად გამოსდის.
გარდა ამისა, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს იმედს ვაძლევთ, რომ ისინი მარტოები არ არიან, მათ განცდა აქვთ, რომ ისინი მიგდებულები არიან. ძალიან ბევრ ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება, სარგებლობენ მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით, მაშინ როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უფასოდ სამედიცინო მომსახურება აქვთ. მაშინ, როცა რუს სამხედროთა ბაზას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა, იხდის ელექტროენერგიის ფულს.
შარშან, გატაცებული იყო 127 ადამიანი მთელი წლის მანძილზე სამაჩაბლოში. თუ გადაკვეთა ადამიანმა, ის პირობითი საოკუპოაციო ხაზი, მოკიდებენ ხელს და მიჰყავთ, ხშირად ჩვენი, კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც მიჰყავთ. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 127 ადამიანი ნიშნავს, რომ იქედან ყველა მესამე დღე იტაცებენ ვინმეს. რამდენ გატაცებაზე გქონდათ შარშან ინფორმაცია? რამდენ გატაცებაზე დაიწერა?

- და მათი დაბრუნება როგორ ხდება, ან რას ყვებიან?

- ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და დაშინება. გარდა ამისა, აჩვევენ იმას, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი. თავში უნერგავენ და წვრთნიან, უხეშად რომ ვთქვათ, რომ საკუთარ მიწაზე თუ გადავლენ, მათრახი მოხვდებათ. გარდა ამისა, რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვეს მიიყვანს, თავის ბანაკში, ორკვირიან შვებულებას აძლევენ და 2 000 რუბლია ჯარიმა, ანუ ჩვენი ფულით 80 ლარი, რომელსაც ოჯახი შავად გადააწოდებს და მერე გამოუშვებენ ტყვეს. გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ შემოდიან გარკვეულ სოფლებში, სახლებში, აშანტაჟებენ და პროდუქტს ართმევენ.
სტატისტიკას გეტყვით უბრალოდ: 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, შარშან გატაცებული იყო 50 კაცზე მეტი, წელს იგივე პერიოდში – 26.
ჩვენ იქ ჟურნალისტებიც ვართ, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ვეხმარებით, დაზვერვის ფუნქციასაც ვარულებთ და ამ დროს მოქალაქეები ვართ, ამ დროს, ამ ინფორმაციას ღიად ვდებთ – ესაა ჩვენი ძალა.

2010 წლიდან დღემდე გადმოწეულია 53 კილომეტრი მავთულხლართი და ღობე.

მათ შორის, 2017 წლის 21 ივლისიდან დღემდე – მხოლოდ კილომეტრნახევარი – არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა. მაგრამ, ვაკუუმი, რომელიც კომფორტს უქმნიდა რუსს, გაირღვა და დაირღვა. არ არის ეგრე, რომ რუსს ფეხებზე ჰკიდია, არ ჰკიდია მას ფეხზე ხმაური, ის წუხდება, იმას თავისი რეაგირება აქვს. რუსის წინააღმდეგ მიდის გლობალური ბრძოლა მსოფლიო მაშტაბით და ყველა იყენებს მის წინააღმდეგ ნებისმიერ მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას. ის რომ იწყებს მავთულხლართის გავლებას, მე თუ მივედი და ლაივი ჩავურთე, იმან იცის, რომ ამ ვიდეოს, რომ ახლაც, ამ წუთშიც გრძელდება ოკუპაცია, ყველა ნახავს და ის წყვეტს და მიდის. ჩვენ როგორც კი ამბავს ავტეხთ, ის რეაგირებს, ის დათვი აღარ არის, ამ დათვსაც უკვე უამრავი სუსტი წერილი გაუჩნდა. შარშან გატაცებულ ადამიანებს 3–4 დღეში აბრუნებდნენ, ახლა 24 საათში აბრუნებენ უკან. საკმარისია, რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის, ჩვენ ან ქართული პოლიცია დაინახოს, რომ ეგრევე უკან ბრუნდება.

- როგორც მითხარით, ტერიტორიების დაბრუნების იმედი გაქვთ, მათი დაბრუნების გზებზეც გექნებათ ნაფიქრი…

- ბრძოლა და ძალა, ოღონდ ძალაში – ინფორმაციას ვგულისხმობ და ინფორმაციულ ბრძოლას ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ამისთვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ პირველ რიგში ის ღირებულებები უნდა გავაცოცხლოთ და იმის გვერდით დავდგეთ, რომელმაც მოგვატანინა ჩვენი იდენტობა დღემდე.

თამო კეშელავა


მეტის ნახვა
14-06-2018, 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს [ბიძინა ივანიშვილი] უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.
„იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიდრე თანამდებობის დატოვების შესახებ იტყოდა, მისი ხელმძღვანელობით მთავრობის მუშაობის შედეგებზეც ილაპარაკა.     

„ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ უამრავ, ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემს თანამშრომლებს უდიდესი მადლობა გადავუხადო გათენებული ღამეებისთვის, იმ შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, ადამიანური თანადგომისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო ქვეყნის სასიკეთოდ გადაგმულ თითოეულ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესაძლებლობაზე ბოლოს ორი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს, თუმცა გადადგება თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.

imedinews.ge

 



მეტის ნახვა
13-06-2018, 17:30


მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა დაეთანხმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას, ოპოზიციამ, რომელიც ამ კომისიის არსებობას მოითხოვდა, თავისი მოთხოვნა უკან წაიღო. მიზეზად კი ძალიან სასაცილო (თუ შეიძლება ასეთი ფაქტის არსებობისას სასაცილოდ მოგვეჩვენოს რამე) მოტივი დაასახელა: ჩვენ არა გვყავს ისეთი იურისტები პარლამენტში, რომლებიც შეძლებენ ძირფესვიანად გამოიძიონ ეს საქმე.

გამოვიდა, რომ როცა ოპოზიცია კომისიის შექმნას ითხოვდა მოკლული ბავშვის მამას ატყუებდა! თუმცა ამ „დეტალს“ სარალიძემ ყურადღება არ მიაქცია და უკვე შოთაძის გადადგომის შემდეგ, მან ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა გააჟღერა. საპარლამენტო უმცირესობის დარად, სარალიძემაც შეცვალა „პირველი ჩვენება“ (ისე, როგორც მკვლელობის მოწმეებმა შეცვალეს ჩვენებები), თუ შოთაძის გადაგომამდე მისთვის მთავარი იყო გამოძიება და შოთაძის გადადგომა, გადადგომის შემდეგ სარალიძე უკვე შვილის მკვლელების დასჯას მეორე მოთხოვნად აყენებს და მთავრობის გადაყენებას ითხოვს. ამ მოთხოვნის შემდეგ აქციაზე მიდის პრემიერ მინსიტრი, სარალიძე მას ხვდება, გადაეხვევა და უკვე „ტრიბუნასთან“ მისული, როცა დაინახავს რომ პრემიერს მიმართულებით შუშის და პლასტმასის ბოთლების „წვიმა“ წამოვიდა, ხმას აღარ იღებს. პრემიერის წასვლის სემდეგ, სარალიძე მეორე დღეს, უკვე აცხადებს რომ ის მთავრობის გადადგომას კი არ ითხოვს მხოლოდ, მისი სურვილია სისტემა შეიცვალოს.

ეს ყველაფერი, თქვენც იცით, ჩვენო მკითხველო, თქვენ ისიც იცით, რომ სარალიძის წინ და უკან, ასეთი დაბნეული სიარული უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ამ ეგრდწოდებული არაპოლიტიზირებული აქციის ეგრედწოდებულ ორგანიზატორს, ვინმე ზვიად კუპრავას. დღეის მონაცემებით დასკვნა ასეთია – კუპრავას უნდა სახელი და მოიპოვა ეს, ყველა ჟურნალისტი მას სთხოვს კომენტარს. კუპრავას უნდა იყოს ჭკვიანი ბიჭი და მოიპოვა ეს სახელი – სარალიძემ თქვა ჩემი მეგობარია და თან გამომძიებელიო. კუპრავას უნდა ფული და ხსნის სასტიკად მოკლული ბავშვის დავით სარალიძის ფონდს, თან აცხადებს რომ ფონდის გახსნამდე ყულაბას დადგამს აქციაზე და ივანიშვილს სთხოვს მთელი ქონება ჩვენს ყულაბაში ჩადეო, მანამდე კი ხალხს ეუბნება დაგვაფინანსეთ და ყავას და სიგარეტს ვიყიდითო. აი, სანამდე დავიდა სამართლიანობის და მკვლელების დასჯის მოთხოვნით დაწყებული აქცია.

სინამდვილეში ვინ აფინანსებს კუპრავას და რა ძალები დგას მის უკან?

დავიწყოთ იმით რომ გამოძიება წესიერად რომ წარმართულიყო, გამოძიებას ხალხი რომ ჩაეყენებია საქმის კურსში და ეთქვათ ფაქტი – საქმის გამოძიების ერთი ნაწილი, სამი პირის მიმართ დავასრულეთ და სასამართლოს უნდა გადავსცეთ იმიტომ რომ არასრულწლოვნებს უკანონოდ ვერ გავაჩერებთ საქმის მთლიანად გამოძიების დასრულებამდეო, – აქამდე არ მივიდოდით!

გამოძიებას რომ არ დაეშვა შემთხვევის ადგილის განადგურება (ფარდული აიღეს მესაკუთრის მოთხოვნით), დღეს ვერავინ იტყოდა რომ მტკიცებულებები გამქრალია. ყველამ იცის, საგამოძიებო მოქმედებები რომ ამოიწურება, შემთხვევის ადგილს ლუქს ხსნიან, მითუმეტეს როცა ის კერძო საკუთრებაა. აი, ვთქვათ ლუქი მოეხსნათ ფარდულისთვის და არ გაენადგურებიათ, საინტერესოა ასეთ შემთხვევაში რას იტყოდა დაზარალებული მხარე? 

გამოძიებას თავი რომ შეეწუხებია და „ზედმეტი“ ორი სიტყვა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, დღეს ეგრედწოდებულ საპროტესტო აქციაზე, მხოლოდ ნაცები იდგებოდნენ და სხვა არავინ!

ახლა ამ აქციაზე, უკვე აშკარად პოლიტიკურზე დგანან შვილმკვდარი მშობლები, რომელთა შვილების მკვლელობის საქმეები პროკურატურამ რატომღაც ვერ ან არ გამოიძია და დგანან ნაცები, რომლებსაც სხვების შვილები სულ არ აინტერესებთ, მათ თვაისი მიზნები აქვთ – ხელისუფლების გადატრიალება. აქვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა ზუსტად იგივე მოთხოვნების გამო დაარბია მიტინგი და ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის გამოაცხადა ძებნილად. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შეკერეს „ყინწვისის საქმე“ და ა.შ.
დღეს სააკაშვილის ნაცხროვა იგივე მოთხოვნებით გამოდის, რა მოთხოვნებიც ამ ხროვის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას, მაგრამ დღეს ეს ოპოზიცია ხელისუფლებაშია და არავის აკავებს ხელისუფლების გადატრიალების მოთხოვნით, ამ შემთხვევაში ისმის კითხვა – რატომ?
დღემდე არავის მოუთხოვია პასუხი არც ნიკა გვარამიასთვის, რომელმაც აქციაზე მისულ ქალს აგინა! არც იმ ქალბატონისთვის რომელმაც მსუბუქად, მაგრამ მაინც სცემა აქციაზე სიტყვით გამომსვლელი გოგონა, რომლის მოსაზრებაც ეგრედწოდებულ ლიდერებს არ მოეწონათ! პასუხი არ მოუთხოვიათ არც იმ ადამიანებისთვის, ვინც გზა გადაკეტა ამ უსანქციო მიტინგომანიით და მოახდინა ქალაქის პარალიზება!

ახლა მთავარი: მართალია, კუპრავა ფულს აგროვებს, ფონდის გახსნამდე ყულაბას დგამს ქალაქის ცენტრში, მაგრამ უკვე ცალსახად ნათელია რომ ამ „მოძრაობას“ ნაციონალები უდგანან უკან. ვინ, რომელი შტო შეიძლება ეს იყოს? ყველა ერთხმად იტყვის – სააკაშვილი. დიახ, მაგრამ თავად სააკაშვილი არა, ესეც ფაქტია. ვის აქვს ფული სააკაშვილის ხროვაში? ყველას! მაგრამ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით მხოლოდ ორი წყარო კოდუა და კეზერაშვილი სახელდება. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის საახლობლო, რომელსაც არავინ ახსენებს კეზერაშვილის „სასტავის“ შემადგენლობიდან, ანდა ვის ვის და მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ეს აქცია, ოღონდ მინუს სარალიძე, თუმცა არც სარალიძე არ ახსენებს არსად იმ ბრალდებულს და აქცენტი მხოლოდ სუბელიანზე აქვს გადატანილი. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ კეზერაშვილსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ დიდი ხანია გაიარა და კეზერა ახლა გიგა ბოკერიას „პირად შემადგენლობას“ აფინანსებს. დასაშვებია თუ არა, რომ კეზერას და სააკაშვილის ინტერესის გადაკვეთის გამო, მათი გაერთიანება? დასაშვებია, მაგრამ აქ შეიძლება კოდუა მიშას ფლანგში, კეზერა კი ბოკერიას ფლანგში თამაშობდეს. ბოკერია ამ შემთხვევაში წინაა, საქართველოშია და არც ჩანს არსად, არც არავის აქვს ეჭვი რომ ის შეიძლება ამ ყველაფრის უკან იდგეს. სააკაშვილი გაშიფრულია, მას უკავშირდება თუ არა, მაინც ახსენებენ. ამიტომ ბოკერიასთვის ახლა ხელსაყრელი დროა!

რა დარჩება ამ ფონზე დაზარალებულს, რომელმაც იმ ბავშვის მამაც კი გაიმეტა გასალანძღად, რომელმა ბავშვმაც მისი შვილის დაცვას შეწირა თავი. ყველამ იცის, რომ ამ ჩხუბში დადუნაშვილი შემთხვევით მოხვდა, დაიანახა ცემდნენ სარალიძეს, მივიდა, გაშველება სცადა, მკვლელს ხელში კი არა ზედ დანაზე სწვდა და მიუხედავად იმისა დანამ ხელები დაუჭრა, მაინც ცდილობდა სარალიძისთვის აეცილებინა დარტყმა, სწორედ ამ დროს მოკლეს ის. სარალიძის მამამ კი ერთი სიტყვაც არ თქვა როცა მისი შვილის სიცოცლისთვის მოკლულ დადუნაშვილის მამას, აგენტი უწოდა ერთმა მოჟურნალისტო თავად აგენტმა! 

დავიწყებას მიეცა ის ფაქტი, როცა მკვლელობის დღეს თუ მეორე დღეს სუბელიანმა თავისი შვილი პოლიციას ჩააბარა და თავად უფლემბამოსილება შეიჩერა. სარალიძეს კი მხოლოდ სუბელიანზე რატომ აქვს აქცენტი გადატანილი, ცოტა უცნაურია, მითუმეტეს რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ გამოძიებამ დაკითხა ასევე ბრალდებული ჯანაშია, მისი მამა და ბიძა. თუ ამ პირებს კარგად გამოვიკვლევთ, მივხვდებით ვინ დგას კუპრავას უკან, უბრალოდ, სარალიძე რატომ დუმს ეს არის გასაკვირი...

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
11-06-2018, 11:00


გვესაუბრება ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელი, გრიგოლ გაგნიძე.

- ბატონო გრიგოლ, ფაქტობრივად, ემოციურ ტალღაზე შეიკრიბა საზოგადოება, თითქოსდა დავით სარალიძის მკვლელები გაამართლესო. რა მოხდა სინამდვილეში?

- საზოგადოებაში წარმოიშვა აზრი, რომ პროკურატურა არაადეკვატურად იქცეოდა და ამიტომ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.

ეს იყო პროვოკაცია და თვით აქციაც იყო პროვოკაცია, რადგან სასამართლოზე არავინ გამართლებულა.
ამ ხნის განმავლობაში აშკარად იყო საუბრები, რომ ზაზა სარალიძე "ნაცმოძრაობის" საბურთალოს რაიონის კოორდინატორი იყო თავის დროზე.
"ნაცმოძრაობა" სულ ცდილობდა, გირგვლიანის თემასთან დაეკავშირებინა სარალიძის ტრაგედია, მაგრამ ეს არ გამოვა. ხალხი მშვენივრად ხედავს, რომ მაშინ იყო სისტემური პრობლემა. პოლიცია თვითონ ხოცავდა ადამიანებს. გირგვლიანიც, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და 200 მეტი ადამიანი პოლიციელების ხელით გარდაიცვალა. ამჟამად კი რიგით კრიმინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.
შვილმკვდარ მამას კი არა, ნებისმიერ ადამიანს ვუსამძიმრებ, რომელიც კრიმინალის ხელით მოკვდება, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები, მთავრობა გადადგესო და ა. შ. არ უნდა ყოფილიყო აქციის მოტივი. თავიდანვე ჩანდა ის მუხტი, რაც გაჩნდა პროკურატურასთან, რომ მომიტინგეები არ დაიშლებოდნენ მხოლოდ პროკურორის გადადგომით.

აქციაზე "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ უკმაყოფილება ვინც გამოთქვა, ქალბატონები ნაციონალებმა გინებით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააძევეს იქიდან.

ახლა ნაციონალები საზოგადოების მართვას ცდილობენ და ამბობენ, რომ მხოლოდ მათი ჯალათები არიან სამართლიანობის აღმდგენები და ისინი თუ მოვლენ ხელისუფლებაში, თვითონ დაადგენენ სამართალს.
პირველი გეგმა, წიქარიშვილისა და "ბასიანის" დაპირისპირება ჩაუვარდათ, წამოიწყეს მეორე ტალღა და ამჯერად, პრინციპულად ცდილობენ, იგივე შეცდომები არ დაუშვან და, ალბათ, ამიტომაც არ დაალაპარაკეს პრემიერი შეკრებილ საზოგადოებას.
კიდევ ვიმეორებ, "ნაცმოძრაობა" აქტიურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტად წამოაგოს პროვოკაციაზე ხელისუფლება, რომ, მათი აზრით, გამეორდეს 26 მაისი ან 7 ნოემბერი, რომ სამართლებრივადაც, ასე ვთქვათ, გადატეხოს ხელისუფლება.

- "ნაცმოძრაობა" შეძლებს პროვოკაციების მოწყობას და მიზნის მიღწევას?

- "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილი გამოვიდა და ჩემდა გასაკვირად და მოსაწონად, `ნაცმოძრაობის~ წევრებს მიმართა: რა გინდათ, რას მოელით და რა მიზანი გაქვთ, პირდაპირ თქვით, ხელისუფლებაში მობრუნება გინდათო? ესენი შეცდომებს კი უშვებენ, მაგრამ თქვენ რასაც აკეთებდით, იმის გათვალისწინებით, თქვენ კი არ უნდა მობრუნდეთ ხელისუფლებაში, არამედ ახალი ძალა უნდა მოვიდესო.
თეა წულუკიანმა განაცხადა, მთავარი პროკურორის გადადგომა მართლმსაჯულებისთვის არასასურველი ნაბიჯი იყოო და იქვე მოუწოდა პროკურორებს, თავიანთი საქმიანობა მოტივირებულად გააგრძელონ სახელმწიფო სამსახურში რაც მორალურად, ვფიქრობ, სწორი იყო. პროკურორატურის დისკრედიტაცია რომ არ მოხდეს, ეს განცხადება აქეთკენ იყო მიმართული.

მოკლედ, არასახარბიელო ვითარებაა და თუ ხელისუფლებამ, "ნაცმოძრაობის"ასე ვთქვათ, ჭკუაზე გაიარა, სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება. ნაცები თავიანთ „სამართლიანობაზე“ აცხადებენ პრეტენზიებს, "ნაცმოძრაობის" მიერ დაზარალებული ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება პირიქით მოხდეს. შეიძლება, "ნაცმოძრაობამ" მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა იმათთვის, ვისაც თვითონ ჩათვლიან დაზარალებულად, თუ მათ მიერ დასახელებული კანდიდატი გავიდა პროკურორის თანამდებობაზე.
გენერალური პროკურორი შესაბამისი სამსახურებიდან უნდა დაინიშნოს, რადგან მათი პრობლემა თავად უფრო იციან, თორემ, აბა, ოთო კახიძე ან მათ მიერ მოწონებული რომ პროკურორად დანიშნონ, რა მოხდება, თვითონაც მშვენივრად მიხვდებით.
ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატი მთლად დაანგრევს სტრუქტურას.

- როგორ ფიქრობთ, უნდა გადამდგარიყო ირაკლი შოთაძე?

- საქმე იმაშია, რომ ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება ჰუმანურად გამართლებული გახლდათ. მან განაცხადა, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს თანამდებობის ფასადო. სწორი იყო მისი განცხადება.

- აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ფიქრობდით, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები?

_ წიქარიშვილის და მისი ამფსონების მიერ ორგანიზებული აქციები რომ ჩაუვარდათ, ნაცები საჯაროდ ნანობდნენ და ახალი ტალღა აგორდა. პირველი დღეებიდანვე ვფიქრობდი, და სოცქსელებში განცხადებებსაც ვაკეთებდი, ვიცოდი, ესენი ასე ადვილად აღარ გაჩერდებოდნენ და იმ `შეცდომებს~, რაც წინა აქციისას დაუშვეს, ამჯერად უფრო მასშტაბურ ხასიათს მისცემდნენ აქციებს. პირდაპირ ვწერდი ამას ფეისბუქზე.
როგორც კი სასამართლო დამთავრდა, გინება დაიწყო ფოიეში: გაამართლეს დამნაშავეებიო. მერე კი, როცა ინტერვიუები მისცეს მედიასაშუალებებს, იქ განაცხადეს _ სასამართლო სწორად მოიქცა, მაგრამ პროკურატურამ სისუსტე გამოიჩინაო.
ზვიად კუპრავა და მისი მეგობრები გაჰკიოდნენ ამას.

ზვიად კუპრავა კი, მოგეხსენებათ, "ნაცმოძრაობის" გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის პერიოდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც გარკვეული დარღვევების გამო 2012 წლის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
რაც შეეხება ნიკოლოზ გვარამიას, ყველამ კარგად ვიცით, ვინც არის და რაც არის. ისიც გაჰკიოდა მიტინგზე. ამიტომ, ცხადია, სარალიძის სახელით გამართული მიტინგი პოლიტიკური იყო.
ბავშვების მკვლელები უნდა დაისაჯონ, ამაზე არავინ კამათობს, თუმცა ყოფილი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად რომ ითხოვენ სამართალს, ეს შეცდომაა.

- როგორც უფლებადამცველს, გკითხავთ: ამ აქციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?

- როგორც უკვე გითხარით, პირველი საპროტესტო ტალღა ჩაუვარდათ და ახლა წამოაგორეს თემა, რომელიც მეტად მტკივნეული იქნებოდა საზოგადოებისთვის. ნაციონალებმა მშვენივრად განსაზღვრეს, რომ ამ აქციას სხვა კატეგორიის ხალხიც შეუერთდებოდა.
კარგი იქნება, ზაზა სარალიძე საბოლოოდ თუ გაემიჯნება ნაციონალებს და თავად იბრძოლებს მისი შვილის მკვლელების დასასჯელად.
პირველ ხანებში, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება გაჟღერდებოდა, ბატონი სარალიძე აცხადებდა, თუკი დამნაშავეები არ დაისჯებიან, "მალალეტკების" ომი დაიწყება და ჩემი შვილის მეგობრები სისხლს აიღებენო.
გამოდის, რომ ბავშვებს აქეზებდა დანაშაულისკენ.

შე კაი ადამიანო, თუ შენი შვილის მეგობრებმა იციან. ვინ არის მკვლელი, დაასახელონ, რომ დაისაჯოს დამნაშავე.
ათეულობით ბავშვიდან რამდენიმემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ ითანამშრომლეს მოკლული სარალიძის მეგობრებმა და არც ზაზა სარალიძეს მოუწოდებია მათთვის, თქვენი ძმაკაცის მკვლელები დაასახელეთო. დარწმუნებული ვარ, სარალიძემ მშვენივრად იცის, ვინ არიან მისი შვილის მკვლელები, მაგრამ არ ამბობს, ამიტომ დიდი ალბათობაა, ის გააფრთხილეს და უთხრეს, არ ეთქვა არაფერი მკვლელების შესახებ, ოღონდ დრო გაეწელათ და გაეგრძელებინათ აქციები პოლიტიკური მოსაზრებით.
"ნაცმოძრაობას" პირდაპირ ვადებ ხელს, ისინი ცდილობენ ახალგაზრდები დაუპირისპირონ ხელისუფლებას და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
11-06-2018, 09:30


გვესაუბრება ანალიტიკოსი, ბატონი სოსო მანჯავიძე:

– ბატონო სოსო, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა `რუსთავი 2~-ის ეთერში. მისი პოლიტიკური მომავალი საქართველოში რეალურად გეჩვენებათ?

– სააკაშვილი პოლიტიკურ ცხოველია და აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური ყნოსვა, ამიტომ იგი მშვენივრად ხვდება, საიდან უბერავს ქარი. ის ცდილობს ჩაერთოს კონსერვატიული რევოლუციის ტალღაში, რომელიც მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში და საუბრობს იმავე ენით, რომელი ენითაც ვებრძოდით მას პატრიოტულად განწყობილი ადამიანები მისი მძვინვარების პერიოდში.
ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, ვის ებრძვის და ვის წინააღმდეგ იყენებს ის ამ "პატრიოტულ" რიტორიკას?  – "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რომელიც მას ებრძოდა, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური თაღლითობის პერიოდში კოსმოპოლიტური ძალების წარმომადგენელი გახლდათ.
სააკაშვილი მეტყველებს ზუსტად იმ ტერმინოლოგიით, ზუსტად ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის კონსერვატიული ნაწილი ლაპარაკობს.
იგი მსჯელობს, როგორც ამერიკელი ზვიად გამსახურდია, ამერიკელებისვე მხარდაჭერით. აი, ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჰოლანდიაში უკვე მიმდინარეობს სერიოზული კონსულტაციები, რათა განხორციელდეს მისი განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში. ეს გეგმა იქ ინტენსიურად განიხილება.

– როგორ და რატომ მოხდა სააკაშვილში მეტამორფოზა?

– ის ელექტორატის მოთხოვნებს დაემორჩილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ დააჩოქეს და ვერ მოხდა ჩვენთან ეროვნული იდეების საბოლოო დამხობა. ეს მშვენივრად იცის სააკაშვილმა და ის ახლა პოლიტიკურად ძალიან მომგებიან მდგომარეობაში იმყოფება.
"ქართული ოცნება" და მისი პოლიტიკური ხელისუფლება არ არის კომუნიკაციაში აშშ-ის პოლიტიკურ ადმინისტრაციასთან. ესენი იმთავითვე ორიენტირს იღებდნენ კლინტონის ლიბერალურ, უკიდურეს მემარცხენე ფლანგთან, ანუ სოროსთან და ამის შესახებ მშვენივრად იცის საკმაოდ შურისმაძიებელმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. შესაბამისად, რბილად რომ ვთქვათ, მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ არის მთლად სახარბიელო.
ჩვენს ხელისუფლებაში არსებული ძალები, ე.წ. "წიწამურელები", რომლებიც ყოველგვარი დამსახურებებისა და წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯების მიუხედავად გავლენებით სარგებლობენ დღევანდელ ხელისუფლებაში…

– "წიწამურელები" ვინ არიან?

– ის ახალგაზრდა "ოცნებელები", რომლებიც ადრე "ნაცმოძრაობაში" იყვნენ და ახლა "ოცნების" ხელმძღვანელობაში გახლავან. ისინი წიწამურში წარადგინა ბატონმა კვირიკაშვილმა. ხოდა, ესენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. ჰოი, საოცრებავ, და, გაიმარჯვა ტრამპმა. იგავ-არაკები, რომ ის რუსეთის აგენტია და ა. შ. არ გამართლდა და მივიღეთ ის, რომ საქართველო გადაიქცა მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად, ანუ სოროსიანელობის კუნძულად და დაპირისპირებული აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან, შესაბამისად, დაკავშირებული ტრამპის მოქმედ ოპოზიციასთან.
სააკაშვილი ცდილობს მოიხმოს დასავლური ძალები და საქართველოს ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს _ დაარწმუნოს ტრამპი, რომ ის და მისი მხარდამჭერი ძალები არიან მისი ერთგულები, ხოლო მოქმედი ხელისუფლება არის ტრამპის მოწინააღმდეგე.
ამაში დარწმუნებაც კი არაა საჭირო. ფაქტები არსებობს _ ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას ითხოვს, ჩვენ ნარკოლიბერალიზაციის კანონს ვიღებთ, აშშ ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენთან ამ თემატიკის პროპაგანდაა გაჩაღებული. ტრამპი ეკონომიკურ ნაციონალიზმს ქადაგებს, ჩვენ უკიდურეს საბაზრო ლიბერალიზმს ვუჭერთ მხარს, თუმცა ბოლო ხანებში ამის საწინააღმდეგო ტენდენციები შეინიშნება, მე ვგულისხმობ ფინანსთა მინისტრის ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვან და გაბედულ ქმედებებს ბანკებთან დაკავშირებით.
თუ მიდგომები არ შეიცვალა, ტრამპი საქართველოს მის მოკავშირედ აღარ განიხილავს იდეოლოგიურ საკითხებში და ეს ცუდად მოუბრუნდება საქართველოს.

ჩვენთან ფიქრობენ, რაა მერე, ვიყოთ დაპირისპირებული იდეოლოგიური თვალსაზრისით და საგარეო პოლიტიკურ ვექტორებში თანხვედრა გვქონდეს. ფიქრობენ ასე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, იქ საკმაოდ პრინციპული და რადიკალურად განწყობილი კონსერვატორები მოვიდნენ სათავეში და სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობენ ხელისუფლების ყველა შტოს, რისი პიკიც იქნება არჩევნები, სადაც კვლავ ტრამპის მხარდამჭერები ლიდერობენ, რითაც სრული კონსოლიდაცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციაში. ამის ნიშანია ისიც, რომ ჯერჯერობით არ აგზავნიან ახალ ელჩს. ეს იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ში მიმდინარეობს მუშაობა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესამუშავებლად საქართველოს მიმართ.
ამ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და სოროსის კადრებიდან გაწმინდოს მმართველობა, შეცვალოს ეკონომიკური და მედიაპოლიტიკა, ლაგამი ამოსდოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა. შ. თუ ასეთი ტიპის საკადრო ნაბიჯები გადაიდგმება, გამოსავალი ნამდვილად არის და თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ ესკალაციას.

ამის აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და ეს შესანიშნავად იცის სააკაშვილმა. მას აქვს ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა, აქვს მედია და ჰყავს ფანატიკოსთა არმია, რომლებიც მიშას, როგორც მესიას, ისე ელოდებიან და რევანშის იდეით არიან გამსჭვალულნი.

"ქართული ოცნების" "წიწამურელთა" ნაწილმა ჩათვალა, რომ ისინი "ნაცმოძრაობას" ორად გაყოფდნენ და ბოკერიას ფრთა კონსტრუქციულ ოპოზიციად გამოაცხადეს. ეს მიდგომა უზნეობასთან ერთად, პოლიტიკურად გაუთვლელია. ბოკერია და მისი ფრთა ქართველი ხალხისთვის ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური პერსონები არიან, ისინი გახლავან ყველაფერ იმის იდეოლოგები, რასაც ცუდს აკეთებდა "ნაცმოძრაობა". იყვნენ უკიდურესად რადიკალური სოროსელების ფრთა _ რამიშვილი-ბოკერიას ჯგუფი, რომლებიც სააკაშვილზე მეტად რადიკალური მარგინალი ლიბერალები იყვნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ესენი ყველაზე საშიში ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება გახლავთ. ჩვენმა სახელმწიფომ სწორედ ისინი აირჩია მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც მდგომარეობის უკიდურეს სიმწვავეზე მიუთითებს.

– თქვენ წეღან საქართველო რეგიონში ლიბერალიზმის კუნძულად მოიხსენიეთ…

– რეგიონში კი არა, საქართველო მსოფლიოშიც ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფორპოსტია.
სოროსმა სად გადაიხადა დაბადების დღე? _ საქართველოში. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი.
ამას გარდა, არის ილუზია, თითქოს ჩვენ გვკარნახობდნენ ლიბერალურ ტრენდს, მე პირიქით ვიტყვი. ხშირ შემთხვევაში, ჩვენგან მოდის ინიციატივა.
ყველა ვხედავთ, რამხელა წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწევს, რომ ჩვენი ხელისუფლება გავხადოთ ეროვნული ინტერესების მსახური.

– ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი პოლიტიკური ფსევდოწინასწარმეტყველები, როგორიც, მაგალითად, ვინმე კაკულიაა, მაგრამ მოვლენების ანალიზის გათვალისწინებით, შევეცადოთ პერსპექტივები განვსაზღვროთ.

– სააკაშვილი, მართალია, უნამუსოდ ცდილობს თავი ეროვნული იდეებით გამსჭვალულ პირად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი წარსული ყველას ახსოვს. ამიტომ, მისი დაბრუნების შემთხვევაში, ხალხი დაუპირისპირდება მას.
სამწუხარო ისაა, რომ სააკაშვილის და "ქართული ოცნების" ანტირეიტინგი ერთნაირია. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს შუა გაკრეფილი ორი ძალა, რომლებიც უახლოვდებიან ერთმანეთს და ქვეყანა დაპირისპირებისკენ მიჰყავთ.
ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ამ ორმა ძალამ კვლავ ვერ მოილაპარაკა, მოხდება ის, რომ ეს ძალები ერთმანეთს გაანეიტრალებენ და ვაითუ, ამ პროცესებმა ქვეყანაც არ "გაანეიტრალოს".
სავარაუდოდ, ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესების ფორმირება.

– ბატონო სოსო, იმაზე რას იტყვით, აქციები რომ პერმანენტულ ხასიათს იღებს, ხოლო ყოფილი ზონდერი კუპრავა მიტინგების ლიდერად იქცა?

– კუპრავა რომ ფსიქიურად ავადაა, ნათელია. რის გამოც აქცია ისტერიულ და ირაციონალურ ვაკხანალიად გადაიქცა.
ისტერია მიზანმიმართულად ღვივდება ორი ტელევიზიის მიერ.
უკვე გითხარით, "ნაციონალური მოძრაობა" რევანშს გეგმავს.

“ქართული ოცნების” გაურკვეველმა ქცევამ, ნაცების გვერდით უამრავი აღშფოთებული ადამიანი დააყენა.
ზაზა სარალიძე ამ აღშფოთების ასაფეთქებელ ნაპერწკლად იქცა და მისი მოთხოვნები გასცდა ყოველგვარ რეალიზმს.
თუ ეს მარაზმი გაგრძელდება და ამ ტრაგედიის გამოყენებას ნაცები და მათი მოკავშირეები ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენებენ, მზად უნდა ვიყოთ კონტრზომებისათვის.
იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ამ კაციჭამიებს ახალი სისხლის გუბეები დავაყენებინოთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
10-06-2018, 13:30


კობა არაბული: საზოგადოება აღშფოთებულია: რა არის ის, რაც ხდება რუსთაველზე, შვილმკვდარი მამა მძევლად რომ აიყვანეს და საკუთარი ბედისწერის უფსკრულში გადაჩეხეს…

ოთხი ტელევიზიის იერიში საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე – სიცრუის ტირაჟირება, ილუზიური განცდა იმისა, თითქოს ხელისუფლებამ დაუხოცა ბავშვები მშობლებს და იგი უნდა ჩამოიშალოს?!

რა არის ეს? რუსთაველზე დღისით, მზისით, სააკაშვილის ზონდერები და გლდანის ციხის ვამპირები მიტინგზე მოსულ აჭრილ საზოგადოებას პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალებისკენ რომ მოუწოდებენ, უტიფრად შეურაცხყოფს და აბუჩად იგდებს ვინმე კუპრავა სამართალს, ხელისუფლებას, პარლამენტს… რა დაუსჯელობის სინდრომია, რა ძალის მიერ მართული და დაცულია ეს უზნეობა?! 

გეტყვით: ეს არის ის, რასაც ჩვენ ვწერდით, რასაც ჩვენ ვიძახდით მთელი ხუთი წელიწადი: თუ არ დასჯი ბოროტებას, ის დაგსჯის!
"ბილწთ ზავით შეეკვრი?!" ხალხი, ერი შემოგწყრება, გეტყვიან, "რატომ შვრებიო ამას?!"

ეს არის ყველაფერი გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი.

შეურიგდი, დაუზავდი "სატანის კუდებს?" – ისინიც გამოძვრნენ სოროებიდან და გამოვიდნენ მზეზე გამთბარი გველებივით და პირდაპირ გადმოვიდნენ იერიშზე!..

ეს არის ის, რასაც ხალხური სიბრძნე (მითი) გვასწავლის (და გვაფრთხილებს!): არ გაუშვა დევის თავიდან ამომძვრალი ჭიები, თორემ გველეშაპებად იქცევიან და შთანგთქავენ! – ასე დაემართა ამირანს, ის შთანთქა მისი შეწყალებული ბოროტების "მიგრმა" და დღესაც მის მუცელშია..


ჩვენ გეუბნებოდით, რომ (ხალხს და ხელისუფლებას) არ გვაქვს არც ერთი სატელევიზიო არხი, ყველა "იმათია", იმ სატანების, იმ ანტიქრისტეების; მათ აპიარებენ, მათ ბოროტებას აღაზევებენ და აზვავებენ… სახელმწიფოს, ხელისუფლებას, ერის მორალს და ზნეობას კი ანგრევენ!
რწყილს აქლემად აჩვენებენ, ატყუებენ და აბითურებენ (ნაცარს აყრიან) საზოგადოებას, აცდენენ და აზომბებენ ახალგაზრდობას.
აშანტაჟებენ ხელისუფლებას!

საქმე იქამდე მივიდა, რომ ზონდერების აგორებული "პარადით" ლამობენ ქვეყნის დანგრევას! ხალხი შეურაცხყოფილია:
ზონდერი კუპრავას კარნახით მიდის მთავარი პროკურორი თანამდებობიდან. საიდან მოიყვანა "ქართულმა ოცნებამ" ასეთი უღიმღამო პროკურორი. არაერთი ხელისუფლების პროკურორს მოვესწარი, მსგავსი რამ არ მინახავს, ყველას საკუთარი "ენერგეტიკა" ჰქონდა!

სამწუხაროდ, ამ ნაცისტ-ზონდერების მძევლად იქცა შვილმოკლული მამა, რომელზეც ვერაფერს იტყვი _ მას შვილი მოუკლეს!
მაგრამ მისი შვილი ხომ მისივე თანატოლმა ბავშვებმა მოკლეს; მოკლეს სადისტურად, დაუნდობლად! ახლა ზონდერი კუპრავას მიტინგზე რომ გაჰკივიან: "არ მომკლა!" და სახელმწიფოს ჩამოშლას და ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ! ამ ბნელ პიარს აყოლილი, სრულიად გაუცნობიერებელი ახალგაზრდობა, რომელსაც არ ესმის, რას ნიშნავს ისედაც ოკუპირებული, ძლივს ფეხზე წამომდგარი სახელმწიფოს (და ხელისუფლების) ჩამოშლა! ეს არის ყველაზე ავაზაკი და "შეფუთული" მტრის იდეა: ქვეყნის ერთხელ კიდევ ჩამოშლა, რომ აღარაფერი დარჩეს საქართველოსგან!..

ახალმა თაობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა ხიფათი (კატასტროფა) ელოდება მთელ ერს მათი ამ უპასუხისმგებლობით!
იგივე ეხება (მოეთხოვება) მშობლებსაც:
ბავშვებმა ერთმანეთი მოკლეს და ისინი არ მოუკლავს ხელისუფლებას გირგვლიანების, რობაქიძეების, ვაზაგაშვილებისა და სხვა ასობით ახალგაზრდის მსგავსად, ქუჩებში რომ ხვრეტდნენ და მორგებში წამებით ხდიდნენ სულს და მერე მიცვალებულებზეც "მოროდიორობდნენ"!
მსგავსი რამ ამ ხელისუფლებას არ გაუკეთებია!

ჩვენ კი გამოვდივართ და მოკლულ ბავშვებს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ ვადარებთ?! პარლამენტის სვეტებზე რომ ვაწერთ” `არ მომკლა!~ეს სადაური მორალი და სიცრუეა, რა ტიპის არამზადობაა!?..

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: აღასრულეთ სახელისუფლო ფუნქცია!
მოიქეცით ისე როგორც ერდოღანი მოიქცა და იქცევა, თუნდაც როგორც ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი (ისინი "საინფორმაციო" ველის გასწორებას ახერხებენ)!..

თუნდაც, როგორც ბელარუსის პრეზიდენტი იქცევა, რომელმაც ჩაახშო ლიბერასტული ანკლავების და ტელევიზიების იერიში საზოგადოებაზე და ქვეყანა გადაარჩინა!

საზოგადოებას გაუჩნდა კატეგორიული მოთხოვნა:
დაიჭირეთ დასაჭერი და უთხარით გაუბედურებულ სარალიძეს: "აი, აჰა, ესეც დაჭერილია!" 
როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ზონდერებს? ამ იდიოტების იდიოტურ მიტინგებს, წარამარა ბოდიშს რომ ახდევინებენ ხელისუფლებას და თან უტიფრად აფურთხებენ! ამოუვიდა ყელში საზოგადოებას სახელმწიფოს უსუსურობა და უმოქმედობა მათ მიმართ!

ხელისუფლებას მოვუწოდებთ: იმოქმედოს რადიკალურად, როგორც ხელისუფლებას შეჰფერის!
დაამყაროს კონსტიტუციური წესრიგი საკუთარ ქვეყანაში; მე არ ვიცი, რა "ხელშეუხებლობის" იმუნიტეტი იცავს კუპრავას და მისნაირ გარეწრებს, ანდა სხვა რომელ სახელმწიფოში "ითმენენ" ასეთ რამეს? ჩვენ რა გვჭირს?

ყველა შარლატანის და სააკაშვილის გამონაყოფი "ნარატივების" _ რატიანების თუ შალიკო-მელიების მოთხოვნაზე ხელისუფალების და პარლამენტების გამოცვლა წარმოუდგენელია! ამნაირად არანაირი ქვეყანა არ აშენდება!

რაკი სამართალს ითხოვენ, თავად სამართალდამრღვევნი და მათი დამქაშები და, ბუნებრივია, საზოგადოებაც, ხელისუფლებამ დააპატიმროს სააკაშვილის რეჟიმის ყველა დამნაშავე, ვინც ადამიანებს წაართვა სიცოცხლე, ღირსება, ქონება, დაუნგრია ოჯახები და პირადი ცხოვრება – კერძო საკუთრება…

ვინც ქვეყანა გაყიდა და რუსეთს ჩააბარა, გამოცხადდეს მოღალატედ და აიკრძალოს ერთი კანონით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ!
თორემ კუპრავა და მისი მძევალი სარალიძე და სარალიძის უბედურებაზე მობმული ნაცების ხროვა პარლამენტის დაშლასაც ითხოვს.
გაუშვით სადაც ჯერ არს, ყველა "ზონდერი" მოსამართლე, პროკურორი და სახელმწიფო მოხელე, იმ ავბედითი რეჟიმის მონაწილე და მოზიარე!
"კოაბიტაცია" და ზნეობრივი ძალადობა იქცა დღევანდელი ბაქჰანალიის მიზეზად. ეს ასეა და ჩვენ ამას ვღაღადებდით იმთავითვე!
როდესაც ნარკომან-ლიბერასტთა და "გადაბრუნებული" სქესის (გენი) სექტანტთა მიტინგებს, მაგალითად, ჰოლანდიის ელჩი მართავს, ეს ელჩიც იმათ უნდა გააყოლო პედერასტთა "ქვეყანაში"! როდემდე უნდა გვეშინოდეს, როდემდე უნდა იყოს ხელისუფლება ამ წაჯექ-უკუჯექობაში?!

ხელისუფლებას მოვუწოდებთ: აისხით "აბჯარი თქვენ საომარე…" და "იშიშვლეთ მახვილები" ერისა და სახელმწიფოს დასაცავად, მორალის და სამართლის აღსადგენად, თქვენივე ღირსებისთვის. რატომ არ აბრუნებთ გლდანის ციხის ზონდერებს უკან, რუსთაველზე რომ "აპოკალიფსობენ" და "ჩამოშლას" გიქადიან… ამით მხოლოდ ხელისუფლება არ ინგრევა, ქვეყანა დგება შეუქცევადი კატასტროფის წინაშე.

გთავაზობთ, თქვენ თვითონ (ხელისუფლებამ) მოუწოდეთ ერს და მოიხმეთ, ვიდრე დრო არს, სრულიად საქართველოს რჩეულ კაცთა დარბაზი, უხუცესთა გილდია, ჰკითხეთ მათ და შეცვალეთ სწრაფად და რადიკალურად, რაც შესაცვლელია!

თორემ ისევ ჩამოდგება "სააკაშვილისეული სისხლის წვიმების" დრო. ხომ ვხედავთ, როგორ იქცევიან ეს "ზონდერი ნაცები" (ვაშაძეები, მელიები, რატიანები, კუპრავები, რურუები, მათი ტელევიზიები და ასე შემდეგ), რა კაციჭამია გიენები, რა სადისტი-ბარბაროსები, თაღლითი არამზადები არიან?! შვილმოკლული ოჯახების უბედურებითაც კი სპეკულირებენ და საკუთარი ბნელი ამბიციებისთვის იყენებენ!

მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებიც ზონდერი კუპრავების მიტინგზე მივიდნენ:
ვის უჯანყდებით, სახელმწიფოს? სააკაშვილის დროს მისი რეჟიმი გვხოცავდა, არ ინდობდა არც მოხუცებს და არც ახალგაზრდებს, გვახსოვს სახურავზე შემოდებული გვამებიც!

ახლა თქვენ თავად ხოცავთ ერთმანეთს? ხომ ასეა? საკუთარ თავს რატომ არ უჯანყდებით? საკუთარ წინდაუხედაობას, სარალიძის ცრუ ქომაგი ზონდერი ნაცების ბრჭყალებში რომ აღმოჩნდით?! ვერ გრძნობთ, თქვენდა უნებურად, ნაციონალურ ხროვას და რეჟიმს რომ აცოცხლებთ? თუ თქვენ თქვენს ამ შეცდომებს და "გადახრას" არ გაასწორებთ, ეს ქვეყანა მართლა დაიღუპება! ზოგი რამ თქვენს მშობლებს და უფროსებსაც ჰკითხეთ და დაუჯერეთ: კარგად ისწავლეთ `ვეფხისტყაოსანი~ და ის გადაგარჩენთ, თორემ სახიფათოა თქვენი მოქმედება, ხელისუფლებისთვის კი არა, ქვეყნისთვის!

რეზიუმესთვის ვიტყვი: საზოგადოებაში მუსირებს აზრი და არის იმისი შეგრძნება, რომ ვიღაცას გარედან სურს ამ ხელისუფლების "გაყვანა" და ისევ "იმათი" შემოყვანა.

ხელისუფლებას აშინებს ვიღაცა გარედან (როგორც დათვი ცხვრის ფარას) ზღუდავს მისი მოქმედების თავისუფლებას, უფრო მყარად სვამს "კოაბიტაციის" .თუ გარედან დაგეგმილია ხელისუფლების ჩანაცვლება კვლავ ნაცებით, ან მათი ფორმალური გამონაყოფებით – ჩვენ ქართველი ერი და საზოგადოება ამას არ დავუშვებთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად.
ეს უნდა იცოდნენ იმათ, საიდანაც იმართება ეს ყველაფერი!

მეტის ნახვა
9-06-2018, 15:00


„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირდება. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ორ მთავარ საკითხთან: პირველი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს წითელი ხაზი არასდროს იქნება გადაკვეთილი ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიერ და მეორე- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ”განაცხადა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება ცხინვალის ციხეში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

მისი თქმით, სამ ქვეყანას საერთო გამოწვევები აკავშირებს, განსაკუთრებით -ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მატებს მნიშვნელობას ერთად დგომას. „ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, განსაკუთრებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო მატებს მნიშვნელობას ჩვენს ერთად დგომას, რათა ერთად ვუპასუხოთ უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და ჩვენი თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილება ამისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ყველა, რუსული აგრესიის მსხვერპლი ვართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ახორციელებს და რომელსაც, ფართოდ უჭერენ მხარს ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. ირაკლი კობახიძის თქმით, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მძიმე ვითარებაა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ეს პროგრესი, ძირითადად, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება, ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. რუსეთი რჩება აგრესიულ ძალად და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ადამიანთა გატაცება თითქმის ყოველდღიურად ხდება. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება არის არა გაყინული კონფლიქტი, არამედ, ამ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ.

„ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი მეგობრებიც იმავე პრობლემების წინაშე დგანან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება იდგეს ჩვენთან ერთად. უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამ ქვეყანას სურს, შექმნას დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემები. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის განვითარებას. გამოცდილების გაზიარება სამივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკურ რეფორმებს, სოციალურ რეფორმებს ჩვენი ქვეყნების გასაძლიერებლად. ეს რეფორმები ღირებულებებთანაა კავშირში. გვინდა, შევქმნათ ისეთი სისტემები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება და გვწამს, რომ ამ რეფორმების მეშვეობით, საბოლოოდ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკის მიზნები მიღწეული იქნება. მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან და მოლდოვიდან და რა თქმა უნდა, მზად ვართ, მათგანაც მივიღოთ საქართველოსთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და გვაერთიანებს საერთო მიზნები, რომლებიც, ძირითადად, დასავლურ ინტეგრაციას და შიდა რეფორმებს უკავშირდება და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გვწამს, რომ ჩვენს ძალისხმევა დასავლური ინტეგრაციისა და შიდა რეფორმების მიმართულებით, წარმატებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დასავლური ინტეგრაცია ქართველი ერის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა და ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა ხალხში მაღალია.

„დასავლური ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს მისწრაფებებს.
გახდეს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკურ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი-ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ნება ქართველი ერისა და თუ ერთად ვიდგებით, გვწამს, რომ ამ მიზნებს მივაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ. გამომსლელებმა უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
www.newposts.ge

მეტის ნახვა
9-06-2018, 13:30