ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებმა საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.

"ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა და სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც. სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოითვალოს ისინი.

პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რაც უპრეცედენტოა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რუსთაველზე აქციის გამართვამდე, რათა ეს ვინმემ არ მიიწეროს და ამის შესახებ განცხადებები მაშინვე გაკეთდა.
შემდგომში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით. ამის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი და ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში და ჩვენშიც არსებობს, პასუხები უახლოეს პერიოდში გაეცემა.
ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, რაც ვფიქრობ, რომ ასევე უპრეცედენტოა. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილება მოხდა.
ჩვენ ასევე მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობა. 
ასევე უპრეცედენტოა ის, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარე უმცირესობის წარმომადგენელია.

ასე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა, ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრსა და მოთხოვნებზე დღევანდელი სახელმწიფო. ეს ცვლილება მოიტანა რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი, ერთმანეთის გვერდში დგომით, მხარში ამოდგომით, გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელს საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზეც.

სასამართლო რეფორმაზე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა, ის დღეს არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მნიშვნელოვანია, აღქმები საზოგადოებაში იყოს ისეთი, რომ ნდობა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ეს აუცილებლად სათქმელია.

რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს.
არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაცა ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

imedinews.ge

მეტის ნახვა
8-06-2018, 11:00


სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით, 1 ივნისს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეროსა და ეგვიპტეში ოფიციალური ნოტა გადაეცათ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელეკბს ინფორმაციას. 

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ასევე აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს. 

"2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პირდაპირ მხარდაჭერას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის განკარგულების საფუძველზე, ქართულმა მხარემ შეწყვიტა „საქართველოს რესპუბლიკასა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე“ 1993 წლის 18 მაისის დადებული შეთანხმების მოქმედება", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა,  ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

imedinews.ge

მეტის ნახვა
5-06-2018, 16:30


23 მაისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა. საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთს აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, კერძოდ: სიცოცხლის უფლება (მე‑2 მუხლი), წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე‑3 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე‑5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე‑8 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე‑13 მუხლი), საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი), განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე‑2 მუხლი), მიმოსვლის თავისუფლება (მე‑4 დამატებითი ოქმის მე‑2 მუხლი). პროცესის მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ სტრასბურგიდან დაბრუნებული ქართულ დელეგაციის წევრი, ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე გვესაუბრა:

– 23 მაისს სტრასბურგში მრავალწლიანი პროცესის შემაჯამებელი, ფაქტობრივად, დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესს ქართველი ჟურნალისტების გარდა, უამრავი სხვა ქვეყნის ჟურნალისტი აშუქებდა. დაახლოებით, საათისა და 20 წუთის განმავლობაში საქართველოს ადვოკატებმა დეტალურად მიმოიხილეს ომის დაწყებამდე განვითარებული პროცესები და ისაუბრეს რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე. საქართველოსაც და რუსეთსაც ბრიტანელი ადვოკატები ჰყავდათ დაქირავებული, მაგრამ მომზადების დონით, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, საქართველოს ადვოკატები გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ძალიან კვალიფიციურად შეძლეს ჩვენი ინტერესების დაცვა. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ დასკვნითი სიტყვა არ განსაზღვრავს, რადგან მანამდეც უამრავი პროცესი ჩატარდა, უამრავი მტკიცებულება იქნა წარდგენილი და მრავალი მოწმე დაიკითხა. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა ბრალდების უმეტეს ნაწილში ჩვენი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ სასამართლომ აუცილებლად ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, განწყობა ასეთია.

– როგორც ვიცი, რუსეთის კონტრარგუმენტები ამჯერადაც, ომის დაწყების დროს და მძინარე ცხინვალის დაბომბვას ეხებოდა..

– დიახ, რუსეთი გამუდმებით ომის დაწყების თემაზე აპელირებს, ამიტომ ცუდია, რომ ჩვენს გამოსვლაში ნახსენები არ იყო რა უძღოდა წინ 7 აგვისტოს. რომ იყო სროლები ქართული სოფლების მიმართულებით და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენს საზოგადოებაში ერთობა უნდა იყოს. ჩვენ შეიძლება საკუთარ ხელისუფლებას პრეტენზიები წავუყენოთ სამხედრო ოპერაციების წარმოების საკითხში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, რუსეთს აწყობს, რომ ომის ათვლა 7 და 8 აგვისტოდან დაიწყოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სროლები იყო ივნისში, ივლისში და აგვისტოს პირველ რიცხვებში, მათ შორის არტილერიის გამოყენებითაც. ჩვენი ხელისუფლების შეცდომა ისაა, რომ ამ რეალობის სათანადოდ გაშუქება და მსოფლიოსთვის ჩვენება ვერ მოახერხა, ამიტომ რუსეთი გამუდმებით ატრიალებს რეაქტიული დანადგარების ღამით გამოყენების კადრებს და ცდილობს პრეტენზია შემოგვიბრუნოს, რომ მძინარე ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა დავბომბეთ.

– ამ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები თუ წარმოადგინეს?


– ასეთი ფაქტები წლების განმავლობაში ვერ წარმოადგინეს და ვერც წარმოადგენენ, რადგან დასახლებული პუნქტები არავის დაუბომბავს .. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბომბავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ კოლონებს. ამის გარდა, რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს სტალინმა მიუერთა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთი ძალით იქნა მიერთებული საქართველოსთან და ზოგადად, ძალიან ბევრ ისტორიულ აბსურდზე ისაუბრეს. რაც შეეხება ომის დაწყება-არდაწყების თემას, სამშვიდობო კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში იმისთვის არ დგას, რომ რომელიმე მხარე განსაჯოს და კონფლიქტი ცალმხრივად გადაწყვიტოს. მისი ფუნქცია ცეცხლის განახლების შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება და მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაა. ჩვენ კი სრულიად სხვა რამ ვიხილეთ. რუსეთი მეორე მხარის სასარგებლოდ მოქმედებდა, რაც სამშვიდობო ფორმატში ნამდვილად არ ჯდება. ვიმეორებ, რუსეთის ქმედებები ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული დაპირისპირების აღკვეთისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და ამისათვის მას ძალის გამოყენების მანდატიც ჰქონდა. ჩვენი ერთ-ერთი ბრალდება რუსეთის მიერ ჭარბი ძალის გამოყენებაა, მაგრამ თუ ეს ძალა საომარი მოქმედებების შეწყვეტას და რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფდა, პრეტენზიები არ გვექნებოდა. საქმე ისაა, რომ რუსეთის ინტერესებში სწორედ ომი და სროლები ჯდებოდა, ამიტომ პროცესები დიდი ხნის წინ დაწერილი სცენარით წარმართა.

– ასეთი სცენარის არსებობას რით ვადასტურებთ?

– იმას, რომ კონფლიქტის სცენარი წინასწარ არსებობდა, რუსეთის ოფიციალური პირების ომამდელი და ომის შემდგომი განცხადებებიც ადასტურებს. ქართულმა მხარემ სასამართლო პროცესზე ზემოთ ხსენებული სცენარის არსებობა საკმაოდ ეფექტიანად დაამტკიცა რუსეთის ლიდერის ომამდელი განცხადებებით სამოქმედო გეგმებსა და ე.წ. საშინაო დავალებებზე და და ასევე ომის შემდგომი განცხადებებით, როცა აღარ მალავდნენ, თუ როდის დაიწერა ეს გეგმა გენერალურ შტაბში. ყველაფერი მეტყველებს, რომ 2006–07 წლებში ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და აღიარების პროცესის გეგმა უკვე არსებობდა და პუტინმა მას ომამდე ორი წლით ადრე მოაწერა ხელი. რუსეთმა შემოიყვანა ჯარი, გამოდევნა კონფლიქტის ზონიდან ეთნიკურად ქართული მოსახლეობა, ჭარბი ძალის გამოყენებით ვითომ მშვიდობის იძულება, რეალურად კი ამ ორი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და იქ საკუთარი ბაზები განათავსა. ზუსტად ეს იყო რუსეთის მთავარი მიზანი. 

რაც მთავარია, საქართველო ომის დაწყებაში დამნაშავეც რომ იყოს, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ომის დანაშაულებთან. ადამიანის უფლებათა სასამართლო კონფლიქტის ისტორიას არ იხილავს. მას არ აქვს იმის მანდატი, რომ მხარე ომის დაწყებაში დაადანაშაულოს.. სასამართლო იხილავს ომის დანაშაულებს და ადამიანის უფლების დარღვევებს, რაც სახეზეა. ომის დაწყებისა თუ ცუდად წარმოებული სამხედრო მოქმედებების თემა, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, ეს ჩვენი განსახილველი საკითხია და ამ სასამართლოს ფორმატში არ განიხილება. მნიშვნელოვანი თემაა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აფხაზეთის ომის შემდეგ, მუდმივად ახორციელებდა სეპარატისტული რეჟიმების როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო ფირმირებების ჩამოყალიბებას, მათ აღჭურვას, სპეციალისტების მომზადებას, წვრთნებს და ა.შ. სრულიად უკანონოდ ახორციელებდა ძალადობრივ პასპორტიზაციას და ჩვენი მოსახლეობის ყოველმხრივ შევიწროვებას. განსაკუთრებით, გალის რაიონში და ეს ყველაფერი აგვისტოს ომამდე ხდებოდა.

– რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები არ გამოუყენებიათ და გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორმანსის სხეულში რაკეტის ნამსხვრევები ქართულმა მხარემ მოათავა.

– დიახ, რუსეთის მხარეს უხეშად მოუვიდა ჰოლანდიელი ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების კომენტირება და ბოდიშიც არ მოუხდია, რომ „ისკანდერის“ ჩამოგდების დროს ათზე მეტი ადამიანი და მათ შორის, ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ „ისკანდერი“ არის ძლიერი მოქმედების ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რომელიც აზიანებს 15 000 კვ-მ-მდე ტერიტორიას და რა თქმა უნდა, მისი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე აკრძალულია, რაც რუსეთმა უგულვებელყო. ამიტომ რუსეთი მთლიანად უარყოფს „ისკანდერის“ არსებობას და ქართული მხარის ბრალდებებს, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებებითაა გამყარებული, ფალსიფიკაციას უწოდებს. ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ რუსულმა მხარემ საათნახევარში დაახლოებით, ასჯერ გამოიყენა სიტყვა „ფალსიფიკაცია“, რაც არგუმენტების არარსებობაზე მიუთითებს. დაიწყეს რაღაც ზღაპრების მოყოლა, რომ არსებობს „ისკანდერების“ საექსპერტო მოდიფიკაციები, რომლებსაც ბოლოში „E“ აწერია და ა.შ. ალბათ, ამით რუსეთის ადვოკატს უნდოდა დაემტკიცებინა, რომ „ისკანდერები“ სხვა სახელმწიფოებსაც გააჩნია, თუმცა 2008 წელს რუსეთის გარდა, ჩვენს არც ერთ მეზობელ ქვეყანას ეს რაკეტა არ ჰქონდა. რუსები სიცრუეს უწოდებენ გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებს და უამრავ მასალას, რომელიც სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს. სიცრუეს და ფალსიფიკაციას უწოდებენ ქართული მოსახლეობის გამოდევნას და მათი სახლების განადგურებას. მოკლედ გეტყვით, რომ რუსეთის ადვკატების მიერ წარმოდგენილი ცინიკური და უსუსური თავდაცვითი სტრატეგია საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო.

– დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ მსოფლიოში ანტირუსული განწყობა გაძლიერდა. შეიძლება თუ არა ამ განწყობამ სასამართლოზე ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს?

– მე სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ველოდები და არ მინდა, რომ ის რაიმე განწყობებზე იყოს დაფუძნებული. სხვათა შორის, შეიძლება პირიქით მოხდეს და სასამართლო გარკვეულწილად, რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ზეწოლისა და შანტაჟის გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს განსაკუთრებით, ევროსტრუქტურების დაფინანსებას ეხება. რუსეთი იმუქრება, რომ დაფინანსებას შეწყვეტს და ამ ფორმატებს მთლიანად დატოვებს. თუ არ ვცდები, საუბარია 34 მილიონ ევროზე, მაგრამ არა მგონია, რომ სასამართლო შანტაჟს დაექვემდებაროს.

– საუბრის ბოლოს 26 მაისის საზეიმო აღლუმზე მომხდარ ინციდენტზეც გკითხავთ. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ რამდენიმე ჯარისკაცი ცუდად გახდა და პრეზიდენტმა მოედნიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. „ძალიან ცხელი გარემოდან და იქიდან გამომდინარე, რომ მზე გვაჭერს, მე მინდა, რომ ჯარი მოედნიდან გავიდეს და მე გავაგრძელებ ცერემონიას“ — ბრძანა გიორგი მარგველაშვილმა. როგორ ფიქრობთ, ჯარისკაცების შეუძლოდ გახდომის მიზეზი მართლა სიცხე გახდა?

– სოციალურ ქსელში გარკვეულ დეტალებს გავეცანი და მაღალი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ჯარისკაცები მოედანზე ფაქტობრივად, 6 საათიდან მშივრები იდგნენ. ეს იყო ჩვეულებრივი გამოსვლა, ფიცის დადება და გასვლა, რაც უამრავჯერ გაკეთებულა და ჯარისკაცებს განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გამოვლენა არ ჭირდებოდათ, ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო ჯარის 6 საათზე მიყვანა და ამდენი ხნის განმავლობაში დაყენება. როცა ხალხი მოედანზე 6-7 საათზე მიგყავს და 2-3 საათამდე ანუ 7-8 საათის განმავლობაში დაყენებას გეგმავ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და მათი კვებაც დაგეგმო, თუნდაც მშრალი ულუფით და წვენებით. ამ ყველაფრის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა და არაფერი მოხდებოდა. ასე, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი და არა იმის თქმა, რომ ასეთი რაღაცეები სხვაგანაც ხდება. კი ბატონო, ასეთი შემთხვევები სხვა არმიებშიც ხდება, მაგრამ როცა ასე მასიურად, რამდენიმე ჯარისკაცი წაიქცევა, სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ფიზიკური ჯანმრთელობა ყველას სხვადასხვა აქვს. ვიღაცამ ამდენი ხანი მშიერ კუჭზე, სრული აღჭურვილობით ფეხზე დგომას გაუძლო და ვიღაცამ ვერა. არ მომეწონა ოფიციალური პირების განცხადებები, რადგან ასეთ დროს უადგილოა საქმის მიჩქმალვის მცდელობა და იმაზე საუბრები, რომ ჯარისკაცს მეტი სივრცე ჭირდება. ამას ჯობდა მომხდარის მიზეზები გაერკვიათ და ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა ეცნობებინათ, რადგან ეს ჯარისკაცები ჩვენი შვილები არიან და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. არ მინდა საუბარი ნეგატიურ ნოტაზე დავამთავრო.. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვულოცავ ყველას და პირველ რიგში იმ ჯარისკაცებს და სამხედროებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იდგნენ და საქართველოს ერთგულებაზეფიცი დადეს.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
1-06-2018, 10:30


18 მაისს შინაგან საქმეთ მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე პარლამენტართა წინაშე წარდგა. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს მისთვის მიცემული შესაძლებლობისთვის, წარუდგინოს მათ სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე თავისი მოსაზრებები, გეგმები, აგრეთვე დეტალური ინფორმაცია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, განსაკუთრებით, 12 მაისის ღონისძიების შესახებ. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში გამოსვლა მისთვის, მისი გუნდისა და მთლიანად სამისტროსთვის არის შესაძლებლობა, ესაუბროს არა მარტო პარლამენტარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც.

გიორგი გახარია:
„გვინდა, წარმოგიდგინოთ რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. რეფორმების სრული გეგმა გვინდა წარვუდგინოთ პოლიციელებს 31 მაისს, პოლიციის დღეს, და შემდგომ გეწვიოთ თქვენ და კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნოთ ის გეგმები, რომლებსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში.

კონცეპტუალურად ამ გეგმების შესახებ: ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანაა. საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგსა და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება – ჩვენს რეგიონშიც და ქვეყანაშიც გამოწვევები მატულობს და ისინი უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამ გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროში შემუშავებულია სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავს. ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული გულისხმობს კონკრეტულ გეგმას. სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტებია: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში.

კრიმინალური პოლიციის კომპონენტი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია. პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ დღეს კრიმინალურ პოლიციაში ხდება სპეციალიზაციის მკაფიო გამიჯვნა. ცალკე გამოიყო საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით. საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს. რაც ყველაზე მთავარია და რისიც ყველაზე დიდი იმედი გვაქვს, ეს არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ უკვე ახალი სახელით და ახალი, განახლებული ფუნქციებით – ეს გახლავთ უბნის ოფიცერი. უკვე შექმნილი გვაქვს მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით, ასეთ პოზიციაზე გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია. 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის".

მინისტრმა ისაუბრა იმ სიახლის შესახებ, რომელიც ქვეითი პატრულის კორპუსის ჩამოყალიბებას ეხება. ამგვარი პატრულირება განაპირობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის მატებამ, რაც დიდი სარგებელია ეკონომიკისთვის და იმავდროულად, უდიდესი გამოწვევაა სამართალდამცავი სისტემისთვის. 21 მაისიდან ტურისტულ ზონაში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟის პატრულირების გარდა, ყოველთვიურად მას დამატებით 20 ეკიპაჟი მიემატება. საბოლოოდ, ამ ქვედანაყოფის 60 ეკიპაჟი სრულად გააკონტროლებს თბილისის ტურისტულ ადგილებს.

გიორგი გახარია: „კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატება ვერ იქნება სათანადოდ შეფასებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტი. სწორედ ამ მიზნით, ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც აქვს კონკრეტული ამოცანები, აქვს კონკრეტული გეგმები და მისი მუშაობის ეფექტიანობა უკვე აისახება ციფრებშიც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული და ვერანაირი შედეგები და წარმატებები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება“.

გამომსვლელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ანალიტიკისა და ტექნოლოგიების საკითხებს და აღნიშნა, რომ სამინისტროში ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მათს საქმიანობაში ძირითადი მიმართულებები იყოს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურების ყველაზე მაღალი სტანდარტების მაჩვენებელი.

გიორგი გახარია:
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა მართლწესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და კრიმინალთან ბრძოლა. ამ ამოცანებზე შესაბამისი და სათანადო პასუხის გაცემა შეუძლებელია ეფექტიანად მომუშავე პოლიციის გარეშე, ეფექტიანად მომუშავე პოლიციის სოციალური დაცულობის ხარისხი კი უნდა იყოს ძალზე მაღალი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატებები ვერ გაამართლებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დაუცველობას“.

მინისტრმა დიდი დრო დაუთმო იმ სპეცოპერაციაზე საუბარს, რომელიც ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“12–13 მაისის ღამეს ჩატარდა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, მით უმეტეს, რომ, მინისტრის თქმით, უფლებამოსილების გადამეტების ვერც ერთი მაგალითი ვერავინ ვერ წარმოადგინა. და თუ მსგავსი მაგალითები წარმოდგენილი იქნება, სამინისტრო შესაბამისს რეაგირებას მოახდენს.

გიორგი გახარია:
სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად ფაქტობრივი მასალებით დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა სისტემური სახით მიმდინარეობდა. ჩვენ, საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. საკონტროლო შესყიდვა დაფიქსირებული გვაქვს სასამართლო განჩინებით, 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდით უბანს, ეს არის კლუბის წინ), ისე კლუბის შიგნი თ. სადაც დადასტურებული არ გვქონდა კლუბის შიგნით შესყიდვა, ღონისძიება არ ჩაგვიტარებია. ერთ-ერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, ადმინისტრაციის ჩვეულებრივი წევრი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს. ფორმასთან დაკავშირებითაც გვაქვს შინაგანი რწმენა იმისა, რომ სწორად მოვიქეცით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით. თუ უფლებამოსილების გადამეტების ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ამაზე გვექნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარანტული რეაქცია.

ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა, რასაც თავისი ახსნა აქვს. ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება. იყო ორი კომპონენტი, პირველი – აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს, და მეორე – ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერაცია ჩავატარეთ.

მინისტრმა განმარტა აგრეთვე, თუ რატომ ჩატარდა ჩხრეკა ღამის კლუბებში მაინცდამაინც ასეთ დროს:

გიორგი გახარია: „არჩევანი იყო ძალიან მარტივი – ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი-ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან გამთენიისას, 6-იდან 7 საათამდე, როცა იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი. პირველ შემთხვევაში, პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა და ეს აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში – ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს ჩვეულებრივი აზრის გამოხატვაა, რომლის თავისუფლებაც პოლიციამ უზრუნველყო. თუ იქ ხდებოდა დაკავება, მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში. ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის… არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა“.

პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის პოლიტიკური შეფასებებისა და დებატების შემდეგ, გიორგი გახარიამ დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. მინისტრის სიტყვის მთავარი ადრესატი რიგითი პოლიციელები იყვნენ.

გიორგი გახარია:
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ჩვენთვის პატივია და ძალიან სასარგებლო, წარვდგეთ თქვენ წინაშე. რა თქმა უნდა, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს და ვუთხრა, რომ თმენის ვალდებულება არის საფუძველი ჩვენი მოვალეობის შესრულების. კეთილსინდისიერება და ეფექტიანობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ნდობის ის მაღალი ხარისხი, ურომლისოდაც ეფექტიანი ბრძოლა კრიმინალთან იქნება შეუძლებელი.“.

მეტის ნახვა
26-05-2018, 23:11


ეს რა ნატვრა ჰქონია!
ეს რა დარდს დაუღრღნია და დაუდნია!
ეს რა ოცნება უტარებია 5 გრძელი წელიწადის განმავლობაში სამშობლოს სიყვარულით დათუთქულ გულში!

– ერთი ნატვრა მქონდა –  პუტინს შევხვედროდი, პუტინთან მესაუბრა, როგორც ტოლს ტოლთან, ისე, როგორც, ვთქვათ, გერმანიის კანცლერს ვესაუბრებოდი, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს ვესაუბრებოდი.
ვიცი, ჩემი ხალხის დიდ ნაწილს სურს რუსეთთან დალაპარაკებაო, – ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

ხუთი წელი თუ ამაზე ოცნებობდით, ბატონო გიორგი, ხუთი წელი თუ იცოდით, რომ ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი აქვს, ამდენ ხანს რას ელოდებოდით და მაინცდამაინც თქვენი საპრეზიდენტო ვადის მიწურულამდე რატომ მოიტანეთ ამ სანუკვარი ოცნების ასრულება? თუ ასე გულით გინდოდათ პუტინთან გულითადი მასლაათი, თუ ხვდებოდით, რომ ქართველი ხალხის ერთი ნაწილის შეკვეთა იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს დალაპარაკებოდით და ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული პრობლემები მოგეგვარებინათ, ვინ გიშლიდათ ხელს, ამდგარიყავით და ხმამაღლა, ოფიციალურად განგეცხადებინათ, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გინდოდათ.

ხუთი წლის განმავლობაში თავგადაკლული პროდასავლელი იყავით და ახლა გახდით პრორუსული ორიენტაციის და ახლა გაგისკდათ მაინცდამაინც სიყვარულის გუდა?

საოცარი მეტამორფოზაა, საოცარი!

თქვენგან მეტამორფოზები არავის უკვირს, მაგრამ ეს ბოლო სახეცვლილება ნამეტანი მოულოდნელი იყო. კიდევ ვიმეორებ, თუ ვლადი- მირ პუტინთან დალაპარაკება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმედ მიგაჩნდათ, თქვენ, პრეზიდენტ კაცს, ვისთვის რა გქონდათ საკითხავი – ჩასულიყავით მოსკოვში და შეხვედროდით ბატონ პუტინს.
თუ მარტოდმარტო ჩასვლა არ გინდოდათ, "პატრიოტთა ალიანსს" დამგზავრებოდით, რა პრობლემა იყო?
ჩნდება ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებს, კერძოდ კი მარგველაშვილის ფარულ სურვილს, კიდევ ერთხელ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი?

კი, მაგრამ, რუსეთი და პუტინი საქართველოს პრეზიდენტობასთან რა კავშირშიაო? - იკითხავს მიამიტი მკითხველი. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, მოდით, იმაზე დავფიქრდეთ, რა მდგომარეობში იმყოფება დღეს გიორგი მარგველაშვილი?

რა მდგომარეობაში იმყოფება და ჩიხშია - "ქართულ ოცნებასთან" დასაბრუნებელი პირი არ აქვს, ოპოზიციასთან შარიშურიდანაც არაფერი გამოვიდა, ვერც დასავლეთი მოხიბლა თავისი პოლიტიკური ფიგურით, ვერც ქართველ ხალხს შეაყვარა თავი, ერთი აბდუშელიშვილიღა დარჩა მხარდამჭერად და დასაყრდენად და ისიც კატასტროფულად იკლებს წონაში (პოლიტიკურ წონას ვგულისხმობ).

მოკლედ რომ მოვჭრათ, მარგველაშვილი მარტოა დარჩენილი, პოლიტიკური მოკავშირეების გარეშე და, როგორც ჩანს, ახალი, ძლიერი მოკავშირის ძებნაში რუსეთისკენ გადაწყვიტა გაჭრა.

სჭირდება თუ არა რუსეთს ეს არამდგრადი და არასაიმედო მარგველაშვილი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მარგველაშვილს რომ ძალიან, ძალიან სჭირდება რუსეთი, ეს ფაქტია.

როგორც ჩანს, მარგველაშვილს კარგად ახსოვს 2003 წლის ნოემბრის ე.წ."ვარდების რევოლუცია", რომელიც იმით დამთავრდა, რომ "რევოლუციის" ლიდერი მიხეილ სააკშვილი მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოფრენილმა იგორ ივანოვმა გამარჯვებულად "გამოაცხადა" – მისი მარჯვენა ისე ასწია მაღლა, როგორც რეფერი სწევს გამარჯვებული მოკრივის მარჯვენას.

მაშინაც ისმოდა ეს კითხვა: რაკავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთი "ვარდების რევოლუციასთან", მაგრამ, როგორც გაირკვა, იყო.
უნდა ითქვას რომ, მიუხედავად პროდასავლური ძალებიოს ოპტიმისტური ყიჟინისა და ეიფორიული განცხადებებისა, რუსეთი დღემდე ინარჩუნებს სერიოზულ გავლენას საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ის არის თითქმის ყველგან, მათ შორის იქაც, სადაც მას არც ველოდებით. რაც მთავარია, საქართველოში არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ელექტორატი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და საქართველოს მომავალს მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ორბიტაზე ხედავს.

არცთუ ისე შორეულ წარსულში, ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ამ ადამიანთა რიცხვი 31%-ს შეადგენდა, რაც ძალიან სერიოზული ციფრია. შეიძლება დღეს ეს ციფრი ცოტათი ნაკლებია ან ცოტათი მეტი, თუმცა ეს არაფერს ცვლის – პრორუსული ორიენტაციის ამომრჩეველთა ხმები საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.

ამ ხმებზე ხომ არ აპირებს ნადირობის დაწყებას ბატონი მარგველაშვილი, როცა რუსეთისადმი ასეთ მოულოდნელ სიმპათიას ამჟღავნებს და, ფაქტობრივად, ღიად და დაურიდებლად აქცევს ზურგს დასავლეთს, რომლის აპოლოგეტადაც აქამდე გვევლინდებოდა.

მარგველაშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის მხრიდან.

რუსები სულაც არ თვლიან შეუძლებლად მარგველაშვილის ოცნების რეალობად ქცევას. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი, თუნდაც პიარის და პროპაგანდის შესანიშნავი შანსის გათვალისწინებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.

თუნდაც ვერ შედგეს ეს შეხვედრა, მარგველაშვილმა ამ თავისი განცხადებით უკვე ისეთი ფასდაუდებელი მასალა მიაწოდა რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას (რომელიც, უნდა ითქვას, ბრწყინვალედ მუშაობს), რომ მის დამსახურებას პუტინის კარზე აუცილებლად დააფასებენ სათანადოდ.

რუსეთის მხრიდან მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემები მას შეიძლება საქართველოში შეექმნას.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა უკვე უჩვენა ყვითელი ბარათი რუსეთისკენ მზერაგაქცეულ პრეზიდენტს და შეახსენა, რომ ერთია სურვილი, მაგრამ ასეთ შეხვერას სერიოზული მომზადება სჭირდება, რომელსაც, შეიძლება, თვეები მოუნდეს.
თუ ისე წარიმართა მოვლენები, რომ მარგველაშვილი, მოუხედავად სურვილისა, მაინც ვერ მოახერხებს პუტინთან შეხვედრას და თუ ეს ამბავი ქართულ მხარეს დაბრალდება, რუსეთი ამ ფაქტსაც შესანიშნავად გამოიყენებს სათავისოდ და მთელი მსოფლიოს გასაგონად განგაშს ატეხს –  საქართველო იმდენად არის დამოკიდებული დასავლეთზე, რომ ქვეყნის პირველ პირსაც კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავის ნება-სურვილზე, თავისი შეხედულებების მიხედვით იმოქმედოს.

ფაქტობრივად, მარგველაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს, წაუგებელი თამაში ითამაშოს.

რუსეთი მარგველაშვილის მიერ ბოძებული კოზირით ბევრ რამეს მოიგებს, მაგრამ რას მოიგებს ამ თამაშში თვითონ მარგველაშვილი, ეს მასზე და მის მიერ სამომავლოდ გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
რაც ამ მომენტში დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მარგველაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელმეორედ იყაროს კენჭი საქართველოს პრეზიდენტობაზე.

როგორც ჩანს, ძნელია, შეეგუო პრეზიდენტობის დაკარგვას.
ტკბილია პრეზიდენტობა, თან ისეთი პრეზიდენტობა, როგორიც მარგველაშვილს ჰქონდა.
ახლა ის მოკავშირეებს ეძებს, მხარდამჭერებს ეძებს, საყრდენს ეძებს, რომ როგორმე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, ამ დიადი მიზნისთვის კი მზად არის, ყველაფერი იკადროს, ყველაფერზე მოაწეროს ხელი.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარგველაშვილს რაღაცის პანიკური შიში აქვს.
ეტყობა, მას ეშინია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შეიძლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და თუ აქედან დროზე ვერ გაასწრო, არ არის გამორიცხული, დაიჭირონ კიდევაც.
კონკრეტულად რა საქმეების გამო შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, ეს ყველაზე კარგად, ცხადია, თვით მარგველაშვილმა იცის და, რა თქმა უნდა, იცის საქართველოს ხელისუფლებამაც.
მარგველაშვილს, ეტყობა, მწარედ ენიშნა ის "ნამიოკები", რაც მისი მისამართით გაჟღერდა პარლამენტის იმ სხდომაზე, საიდანაც ის თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, თუ გასაქცევად შეექნა საქმე, ყველაზე კარგი ადგილი გასაქცევად, რა თქმა უნდა, რუსეთია.
როგორც ჩანს, ამაზეც აქვს ნაფიქრი მარგველაშვილს, რომელიც ახლა მარბიელების მიერ ალყაში მოქცეული ნადირივით აქეთ-იქით აწყდება და ალყიდან თავის დაღწევას ცდილობს.
საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ – ყურადღებით იყავით, არ გაგეპაროთ ეს კაცი თქვენ აქედან და ავლაბრის რეზიდენციიდან უცებ წითელ მოედანზე არ ამოჰყოს თავი.

ასეა თუ ისეა, გიორგი მარგველაშვილს შანსი აქვს, საქართველოს ისტორიაში გიორგი რუსის სახელით შევიდეს.

მიმომხილველი

მეტის ნახვა
24-05-2018, 17:30


სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გვესაუბრება პოლი ტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე.

– სომხეთში მეგობრები მყავს, მათ შურდათ ჩვენი, დემოკრატიული გარდაქმნები განახორციელეთ, პროდასავლურები გახდით, ჩვენთან კი კორუფცია, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და არაფერი იცვლებაო. მომავალი გვიჩვენებს ხელისუფლების ცვლილება სომხეთს დადებით შედეგს მოუტანს თუ უარყოფითს, მაგრამ ჩემი აზრით, სომხეთმა პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ცვლილებამდეც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.

ევრაზიული კავშირის წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ანუ დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებდა, თუმცა ხედავთ როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ძლიერია რუსეთისა და ირანის ფაქტორი, შემთხვევითი არ არის, რომ გარკვეული მზადებაა აზერბაიჯანში, ალიევის ვიზიტი თურქეთში და ა.შ. თუ სომხეთი განვითარებული მოვლენები არ არის შეთანხმებული რუსეთთან და მის მიერ მხარდაჭერილი, თუ მკვეთრი ანტირუსული მოძრაობები განხორციელდა, არ არის გამორიცხული ყარაბაღის პრობლემის სხვაგვარად განვითარების მოწმე გავხდეთ. სომეხი პოლიტიკოსები ძალიან ხშირად ამბობენ, პაშინიანმაც თქვა თავის გამოსვლაში, რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და რატომ ყიდის იარაღს აზერბაიჯანზეო, რაზეც რუსებს ასეთი პასუხი აქვთ, ჩვენ რომ არ მივყი- დოთ, აზერბაიჯანელები სხვისგან მაინც იყიდიან იარაღსო.
პაშინიანი და პუტინი სოჭში კი ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ესეც ბევრი არაფრის მთქმელია, სააკაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ პირველად პუტინს შეხვდა, მაგრამ ეს არ გამხდარა იმის გარანტი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დათბებოდა. ჩემი აზრით, სომხებს ძალიან ფრთხილი მოქმედება მართებთ, რადგან იქით ირანი ყავთ, აქეთ რუსეთი.

პარადოქსული ისაა, რომ სომხეთში მგონი, სიდიდით მეორე საელჩო აქვს ამერიკას, ძალიან დიდია სომხეთში ამერიკული გავლენა, ამერიკელები ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ იქ ვითარებას. პროამერიკული და საერთოდ, პროდასავლური განწყობები არის სომხეთში, მაგრამ სომხები იმასაც კარგად ხედავენ, რომ რუსეთი ჭირდება თ. მიუხედავად ამისა, ძალიან უნდათ პროდასავლური ვექ ტორის განვითარება, იმ ფონზეც რუსეთში ძალიან დიდი დიასპორა რომ ყავთ, ამ მხრივ რუსეთი პირველ ადგილზეა. მათი საქმე კარგად ვითარდებოდა, მთავარია, ახლა რა პროცესები განვითარდება, ძალზე საინტერესოა რუსეთი როგორ პოზიციას დაიჭერს იგივე ყარაბაღის პრობლემის მიმართ. სტრატეგიული პარტნიორები კი არიან, მაგრამ პოლიტიკა მაინც ბინძურია, მეტ-ნაკლებად ვიცნობ პოლიტიკურ კულუარებს, ამიტომ არ გამოვრიცხავ ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, რუსეთი არათუ არ ჩაერიოს, მიესალმოს კიდეც ეს კონფლიქტი აზერბაიჯანის სასარგებლოდ რომ გადაწყდეს. საკმაოდ გვაქვს მაგალითები, როდესაც ამ სახის სახელისუფლებო ცვლილებები ქვეყნისთვის, კარგად არ მთავრდება ხოლმე, ჩვენ ორი ტერიტორია დე-იურედ დავკარგეთ, აღარაფერს ვამბობ სხვა ფერად რევოლუციებზე, რაც იმ ქვეყნებისთვის ცუდად დამთავრდა.

– ქალბატო თამარ, მიმდინა- რე პროცესები საქართველოზეც აისახება?

– რა თქმა უნდა, ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, ჩვენი უახლოესი მეზობლების ასეთი გართულებული ურთიერთობები დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, რომლის წარმომადგენლები ჩვენც ვართ. მით უმეტეს, რომ ეს არის ჩაფიქრებული დასავლეთის მიერ, მათ უნდათ რუსეთის გარშემო არეულობის რკალი შეიქმნას, აგერ უკრაინაში რა მოხდა, მოლდავეთშიც არ არის მშვიდი ვითარება, სირიაში წლებია საომარი ვითარებაა, ამ ყველაფერს სომხეთიც დაემატა, ასე რომ, რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ექსპერტებს რომ ვხვდები მაშინაც ვამბობ და გავიმეორებ, მე არ მესმის რუსეთის პოლიტიკა. სწორედ მათი ამ გაუგებარი პოლიტიკის შედეგია, პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი პროცესები რომ განვითარდა.
თუ რუსეთს უნდა, რომ ეს სივრცე მისი გავლენის სფერო იყოს, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მოქცევა, რუსებისთვის კი დამახასიათებელი უხეში ჩარევაა, როგორც საქართველოს მიმართ განახორციელეს, უბრალოდ ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს და იქ თავისი სამხედრო ბაზები განათავსეს, მაშინ, როცა ამერიკა და საერთოდ დასავლეთი სულ სხვაგვარად, რბილი ძალის გამოყენებით მოქმედებს. ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, იმიტომ, რომ ადამიანის გონებაზე, განწყობაზე, შეხედულებებზე ძალიან ძლიერ გავლენას ახდენენ, თუმცა აქ არც ის მოვლენები უნდა დაგვავიწყდეს, რაც დღეს ევროპაში ვითარდება.

რუსებს საერთოდ არ გაუნძრევიათ ხელი, ისედაც მიმდინარეობს იქ ნაციონალიზმის აღზევება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ინტეგრაციული პროცესებია, რიგი სახელმწიფოების სათავეში მოდიან მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ეროვნულ ღირებულებებზე. თავად ის ფაქტი, რომ რამდენიმე ქვეყანაში არ მოხდა საერთო ევროპული კონსტიტუციის მიღება, იმის ძალზე კარგი მაგალითია, რომ გლობალიზაციის ფონზე, ადამიანებში მაინც დევს ეროვნები- სადმი მიკუთვნებულობა. ასე რომ, პოლიტიკოსები ერთს გეგმავენ, მაგრამ სხვაგვარად მიდის პროცე- სები. ბევრი რუსი პოლიტიკოსისა თუ პოლიტოლოგისგან მომისმენია, რატომ უნდა დავხარჯოთ ენერგია და რესურსები, როდესაც პროცესები ისევ თავისი მიმართულებით მიდისო. ერთი სიტყვით, საკმაოდ რთული ვითარებაა, როგორც ამბობენ, შეიძლება ყაზახეთშიც ვიხილოთ დაძაბულობა, ბელორუსიც რიგში დგას. ყაზახეთში კირილიციდან ლათინურ ანბანზე გადავიდნენ, სკოლებში ინგლისური სწავლება შემოიღეს. ნაზარბაევის აშშ-ში ვიზიტამდე მოხდა მათი აქტივების, მილიარდობით დოლარის დაყადაღება, მისი ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა ქვეყნის პოლიტიკის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მოსახლეობის უმრავლესობას რუსები წარმოადგენენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ის სანქციები, რომელიც ამერიკამ რუსეთს დაუწესა, თვითონ ევროპას არ წაადგა, ფაქტია, გერმანიამ მძიმე ეკონომიკური დანაკლისი განიცადა. ამერიკა ამ თვალსაზრისით ორ კურდღელს იჭერს, რუსეთსაც ასუსტებს და ევროპასაც, რადგან ევროპელების, განსაკუთრებით გერმანიის ინტერესშია რუსეთთან ურთიერთობა. თუ სწორად მახსოვს გერმანიას და რუსეთს 5.000 ერთობლივი საწარმო აქვთ და წარმოიდგინეთ, როგორი ეკონომიკური ვითარება შეიქმნებოდა ამ სანქციების ფონზე. მიუხედავად აშშ-ის ასეთი ზეწოლისა, ხელი მოეწერა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" ხელშეკრულებას, თურქეთსაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან, რომელმაც იქ ატომური ლექტროსადგურიც ააშენა და ხელიც მოაწერეს თურქული ნაკადის პროექტს, თურქეთი ჰაბი იქნება, აქედან განაწილდება რუსული ბუნებრივი აირი ევროპის რიგ ქვეყნებში.

თურქეთი რუსეთისგან იარაღსაც ყიდულობს. ასე რომ, მსოფლიო წესრიგი დასალაგებელია, ახლა არის დალაგების პროცესი, რაც ძალზე მტკივნეულია. გარდა ამისა, უამრავი იარაღია დაგროვილი მსოფლიოში, ზოგი ამის გამოცდას ცდილობს, ზოგიც გასაღებას, ამიტომაც ტრიალებს მსოფლიოში დენთის სუნი. რომის პაპმაც აღნიშნა, რომ ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ვითარება არის ძალიან რთული, საქართველო ფრთხილად უნდა იყ- ოს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონთან ძალიან ახლოსაა. ამიტომ ჩვენი ყველა განცხადება და ნაბიჯი ძალიან მოზომილი უნდა იყოს. უამრავი ქართველია გასული ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენი დიასპორა არსად ჩანს ასპარეზზე. რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებშიმრავლად არიან სომხური წარმოშობის ექსპერტები, ჟურნალისტები და ა.შ. ყველაზე გავლენიანი რუსული ტელეკომპანიის "რაშა თუდეის" შეფი სომეხია. რუსეთში ძალიან ძლიერ სომხურ დიასპორასთან გვაქვს საქმე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებმაც თავიანთი ნებით დათმეს დისპოზიციები. რუსეთში ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდათ ქართველებს, რისი დათმობაც ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ, რომ ქართველებმა იმ ძირითად ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას აკეთებს, ქართულ ინტერესებს უნდა გაუწიონ ლობი. საერთოდ ყველა ქვეყანასთან უნდა ვიმუშაოთ, შეიძლება ეს ღიად არ დავადასტუროთ, მაგრამ მუშაობა ყველასთან არის საჭირო, მით უმეტეს რუსეთთან, როდესაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან ბევრი პრობლემის გასაღები ამ ქვეყანაშია. ჩვენი პრემიერ-მინისტრი გვერდითაც კი ვერ დაუჯდა რუსეთის პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ეს ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები ისე არის მომართული, რომ არ მოხდეს რაღაც დაახლოება, მაგრამ ამას ვერ წაუვალთ. საჭიროა რუსეთთან მუშაობა, ისევე, როგორც ევროკავშირთან, აშშ-სთან, აუცილებლად ახლო მეზობლებთან და საერთოდ, მთელ მსოფლიოსთან.

მანანა სუხიშვილი


მეტის ნახვა
22-05-2018, 11:00


გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

_ ბატონო მამუკა, "ქართული ოცნების" მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?

_  ხალხს  შემდეგი  გარემოე- ბები  აინტერესებდა:  პირველი – რატომ ბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში, მეორე – რას აპირებს, ანუ, იგულისხმება, რა შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, საზოგადოება ამას  წარმატებად  ვერ  აღიქვამს იმიტომ,  რომ  დიდი  უმრავლესობის სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორებულა, არ შეცვლილა. რასაკვირველია, ადამიანების სერიოზულ  კატეგორიას  სიკეთე დაეტყო  იმ  თვალსაზრისით,  რომ აღარ  ხდება  მათი  შევიწროება,  სამოქალაქო  და  ადამიანური ღირსებების ხელყოფა და გარკვეული პროცენტისთვის ეკონომიკური  მდგომარეობაც  გამოსწორდა. თუმცა, ხალხის ძირითად ნაწილს, ეს  სიკეთეები  მაინცდამაინც  არ უგრძვნია.  მოსახლეობა  ითხოვს შემდეგს – შეიქმნას ქვეყნის მყარი ეკონომიკური და სოციალური განვითარების  სისტემა.  თორემ, ის  რაც  აქამდე  გაკეთდა  კარგია, მაგრამ  ამაში  სისტემა  ნაკლებად იგრძნობა.

ეკონომიკური  განვითარების კუთხით სერიოზული ცვლილებები  რომ  მოხდეს,  ამისთვის  მყარი სისტემის  შექმნაა  საჭირო.  მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა რომ გამოაცხადოს: ხვალიდან ინდუსტრიის განვითარება იწყება, სხვა- დასხვა  რეგიონში,  ინდუსტრიის განვითარების  თვალსაზრისით, ხუთი  ქარხნის  მშენებლობა  დაიწყებაო,  აი,  ეს  მართლა  გააჩენს იმედს.  ასე  ქვეყნის  სამრეწველო პოტენციალის განვითარების კუთხით  მყარ  სისტემას  დაედება საფუძველი. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხომ ის არის, რომ ისეთი სოციალური გარემო შევქმნათ, როდესაც ხალხი ქვეყნიდან გასვლაზე აღარ იფიქრებს.  მეტსაც  გეტყვით,  ამოცანა, ალბათ, ისიც უნდა იყოს, რომ ჩვენი  მოსახლეობის  ის  ნაწილი რომელიც  ევროპაში,  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებშია  წასული, ნაწილი მაინც სამშობლოში დაბრუნდეს.  მათი  დაბრუნების  წინაპირობა  კი  სწორედ  ამ  სისტემის შექმნა  იქნება.  როცა  ადამიანი დაინახავს,  რომ  ქარხანა  მუშაობს  სადაც  ხელფასი  საშუალოდ 1500  ლარია,  ის  თავის  ქვეყანაში იცხოვრებს,  დიდი  ნაწილი  დაბრუნდება, ეს უმნიშვნელოვანესია. საბოლოო ჯამში რეზიუმეს სახით ვიტყვი: ბუნებრივია, ივანიშვილის გამოსვლაში ბევრი ძალიან მნიშვ- ნელოვანი რამ ითქვა, საინტერესო გზავნილები  იყო,  მაგრამ  ხალხს დღეს, რეალური ქმედება სჭირდება. სოციალურ-ეკონომიკური თემა იყო მთავარი საკითხი რაზეც მან ყურადღება  გაამახვილა.  მეორე საკითხი იყო პარტიაში, სახელისუფლებო წრეებში განხეთქილება, ნაპრალი, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მაგრამ ნაპრალი მარტო სახელისუფლებო წრეებში როდი იყო  მზარდი.  თავად  ივანიშვილ- მაც ახსენა იმის საშიშროება, რომ ნაპრალი შეიძლებოდა ხელისუფლებასა  და  ხალხს  შორის  გაზრდილიყო,  ეს  მან  დელიკატურად თქვა.  ვთვლი,  რომ  ეს  ნაპრალი ისედაც  საკმაოდ  სერიოზულად არის  გაზრდილი.  კომუნიკაციის სისტემა  ხალხსა  და  ხელისუფ- ლებას  შორის  ძალიან  შემცირე- ბულია, თუ საერთოდ დაკარგული არ არის. საზოგადოება ზუსტად ამ კომუნიკაციის  სისტემის  აღდგენას ითხოვს.

პრემიერ-მინისტრის აპარატს უამრავი თანამშრომელი ჰყავს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს სად და რისთვის არიან, ან კონკრეტული მისამართობრივი დავალება არ აქვთ, რაც ძალიან  ცუდია.  სხვა  სამინისტროებზე  აღარაფერს  ვამბობ.  რიგ სამინისტროებში,  კომუნიკაციის დამყარების  თვალსაზრისით,  უბრალოდ, ვერ შეაღწევ, ან ყურმილის მეორე მხარეს, აბსოლუტურად,  უვიცი  ადამიანები  სხედან, ან ისეთ პასუხს გაგცემენ მეორედ დარეკვა აღარ მოგინდება. გამოსვლაში ამაზე იყო საუბარი.

_ ივანიშვილმა მიღწევებზე ისაუბრა. აღნიშნა რომ დაცულია ბიზნესი, შევძელით რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია.


_  ბიზნესთან  დაკავშირებით საქმე მთლად ასე არ არის. ბიზნესის დაცვა არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ საწარმო გახსნა და მას თავზე სხვადასხვა ჩინოვნიკები არ ასხედან და ქრთამს არ თხოვენ. ამაში არ არის საქმე. არც იმაშია საქმე, რომ ბიზნესის წამოწყება საქართველოში  იოლია.  ეს  მართლაც ასეა. მეორეს
გეტყვით: არსებობს უზარმაზარი  ბიზნეს-პროექტები, რომელსაც ჩინოვნიკები შეგნებულად  ამუხრუჭებენ.  ზუსტად  ეს არის იმის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება ფერხდება, განსაკუთრებით, დიდ პროექტებზე, ეს იქნება ენერგეტიკული თუ ინდუსტრიის. როდესაც ივანიშვილი ბიზნესისთვის ხელის არშეშლაზე საუბრობს, სხვა რამეს გულისხმობს. დიახ, ბიზნესს, ნაწილობრივ,  ხელი  არ  ეშლება.
გარკვეული  შეზღუდვები,  რაც მიშას დროს იყო, არ არის და ეს ძალიან კარგია. ხალხი ხომ ესეა მოწყობილი, ყოველთვის უკეთესი უნდა. საზოგადოებას ასეთი ფსიქოლოგია  აქვს  –  აუცილებლადდიდი ერების წარმატებებს უნდა ეტოლებოდეს. ევროპაზე სწორება ყოველთვის  იყო.  ბოლო  6–7  საუკუნეა ასეა და ეს ძალიან კარგი თვისებაა. სწორება უნდა იყოს საუკეთესოზე, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ საზოგადოება საუკეთესოს დღესვე ითხოვს. საზოგადოების  ძირითადი  ნაწილი  ითხოვს საუკეთესოს,  მაგრამ  დღესვე  კი არა,  არამედ  ზეგ.  დღეს  ითხოვს: დამანახეთ  განვითარების  პროცესი  და  როგორი  სისტემა  შექმენითო.  ეს  ლეგიტიმურია.  რაც შეეხება  რუსეთთან  ესკალაციის თემას, საქართველო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სტაბილური ქვეყანა გახდა, ეს ბიზნესის განვი- თარებასაც ეტყობა. რაც არ უნდა ილაპარაკონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ეს ასე. მაგრამ საქმე  ისაა,  რომ  ამ  სტაბილურობას დამოკლეს  მახვილივით  ჰკიდია ოკუპირებული  ტერიტორიები. ამ  მიმართულებით  სერიოზული გარღვევა  ვერ  მოვახერხეთ.  არ ვამბობ, რომ ეს 2013 წელს უნდა მომხდარიყო. სიტუაციის შეცვლას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ  აქაც  პროცესი უნდა  დავინახოთ.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რა მემკვიდ- რეობაც დაგვიტოვეს იქედან გამოვდივართ.  არსებობს ორი პლატფორმა – ჟენევის  ფორმატი და  აბაშიძე-კარასინის შეხვედრები. შეიძლება, პოლიტიკური  თვალსაზრისით, განსაკუთრებული გარღვევა  არ  მომხდარა,  მაგრამ  ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთი ცდილობს შუამავალი იყოს, კარასინი-აბაშიძის  შემთხვევაში – რუსეთი მხარეა. ამ ხელისუფლების  ხელში  ახალი  ფორმატი შეიქმნა,  რამაც  გამოიწვია  გარკვეული  გარღვევა  ეკონომიკური ურთიერთობების  გაჯანსაღების თვალსაზრისით.

_ როგორ ფიქრობთ, რა ეტაპი იწყება ივანიშვილის მოსვლით?

_ ჯერჯერობით, რთული სათქმელია. ერთადერთი მთავარი რაც არის, დავინახე, რომ ივანიშვილმა ისევ ღიად აიღო პასუხისმგებლობა  საკუთარ  თავზე.  ეს  ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ამან  იმუშავა  მაშინ  მას  მართლა შეუძლია  მთლიანად  გამოიყენოს ის რესურსი, რომელიც არის პარტიაში, ხელისუფლებაში და საზოგადოებაში.

_  თქვენი  აზრით,  შეძლებს კვლავაც ხალხის ნდობის მოპო- ვებას და საზოგადოების კონსოლიდაციას?

_  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში თუ ხალხმა დაინახა, რომ სიტყვების უკან სერიოზული სისტემური ნაბიჯები  დგას  და  არა  ფრაგმენტული.

_ საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

_  საკადრო  ცვლილებები აუცილებელია. ადამიანების ერთი ნაწილი ხელისუფლებაში იმყოფება  იმიტომ,  რომ  ხელისუფლების მაღალჩინოსნის მეგობარია, ძმაკაცია,  ისე  არაფერს  წარმოადგენს. ბალასტი  როგორც  აღმასრულებელ  ხელისუფლებაში,  ისე  საკანონმდებლოში იმაზე უფრო მეტია, ვიდრე საჭიროა.

_ განახლებულ პოლიტ.საბჭოზე რას იტყვით?

_  არ  მომეწონა  ის,  რომ  ვეტერანების ერთი ნაწილი პოლიტ. საბჭოში  აღარ  არის.  ეს  არ  მომეწონა  იმიტომ,  რომ  ამ  ხალხმა 2012 წელს მართლა სერიოზული ბრძოლები გადაიტანა. მაგრამ ის, რომ  პოლიტ.საბჭოში  ახალგაზრდები  არიან,  ეს  მათი  შანსია.  ამ შანსს გამოყენება უნდა. მინახავს ადამიანები,  რომლებიც  ივანიშ- ვილის გვერდზე იყვნენ, პარტიის სათავეში იდგნენ და მეორე დღეს არსად არ ყოფილან, რადგან შანსი ვერ გამოიყენეს. შანსის გამოყენება საკუთარ კეთილდღეობაზე კი არა ქვეყანაზე ზრუნვას ნიშნავს.

_ ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს თუ არა იმ თანამებრძოლების დაბრუნება, რომლებმაც ივანიშვილთან ერთად
ქვეყანას 2012 წელს ეს გამარჯვება მოუტანეს?


_ ეს ლაპარაკი ჩემგან არ გამოვა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი  მეც  ვიყავი  და  გამოვა,  რომ ჩემს თავზე ვსაუბრობ. მაგრამ იმ ხალხში  ვინც  მაშინ  ახალ  გარემოს  ქმნიდა,  ბევრი  ღირსეულია, რომელთაგან  ზოგი  იმედგაცრუების  გამო  ჩამოშორდა,  ზოგიც თვითონ  მოიშორეს.  ამ  ხალხის მიმართ  ასე  მოქცევა  არ  შეიძლება,  დიდი  ნაწილი,  პარტიულ საქმიანობაში,  დასაბრუნებელია. ახლა,  პარტიის  ყრილობას  რომ ვუყურებდი 50%-ს საერთოდ ვერ ვცნობდი  ვინ  იყვნენ,  ეს  ძალიან ცუდია.  არ  ვიცი  ივანიშვილი  ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა, მაგრამ ხალხის  ნაწილი  უკან  უნდა  დაბრუნდეს.  

ახალგაზრდობას  ერთი კარგი  თვისება  აქვს  –  ეს  მისი ენერგია,  დისტანცირებაა  კომუნისტური  წარსულისგან  რომელშიც ვცხოვრობდით. მაგრამ ცუდი თვისებაც აქვთ – გამოცდილება არ გააჩნიათ.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი, უბრალოდ, ხალხს არ იცნობს. ბიძინა ივანიშვილი ბევრ ჩვენთაგანს  არ  იცნობდა,  მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაეცნო. პირადად  მთხოვდა  კონკრეტულ ადამიანებზე ბიოგრაფიული ცნობები  მიმეწოდებინა  და  ქვეყანაში მათი გავლენები შემეფასებინა. აქ, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებზე არ არის ლაპარაკი. ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას ამის სურვილს  ვერ  ვატყობ,  საკუთარ წრეში არიან ჩაკეტილნი, თავიანთი გამოცდილებით კმაყოფილდებიან, არ უნდათ ვინმემ შეამჩნიოს, რომ რაღაც  არ  იციან  და  კონსულტაციებს არ გადიან.
შედეგად ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, ისინი საქმის მოგვარებისთვის მზად არ არიან.

თამარ შველიძე



მეტის ნახვა
18-05-2018, 23:00


გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

_ ბატონო ელიზბარ, "ბასიანში" ჩატარებულ სპეც.ოპერაციას "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინიციატივით რუსთაველზე აქცია მოჰყვა. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

_ ნორმალური ადამიანი, ვისაც კი აზროვნების უნარი აქვს, ამ აქციას დადებითად ვერ შეაფასებს. გამოსვლების, მიტინგების მეტი რა მინახავს, ახალგაზრდობიდან მოყოლებული სულ აქციებში ვარ ჩართული, მაგრამ არ მახსოვს, ჩვენ, სამშობლოს, ეროვნების დასაცავად და დამოუკიდებლობის მოპოვების გარდა სხვა მოთხოვნა გვქონოდა. მაშინ ჭეშმარიტი ქართველი ხალხი იკრიბებოდა, რომელიც სამშობლოსთვის იწვოდა და იღწვოდა. ახლა კი ამ პიდარასტების, მორფინისტების, ზღვარს გადასული კახპების, დედათმავლებისა და მამათმავლების შეკრებას და მათ პრეტენზიებს ვისმენ: ჩვენ თავისუფლებისათვის ვიბრძვითო. რომელი თავისუფლებისთვის იბრძვიან ან ვინ ზღუდავს მათ თავისუფლებას? გაიძახიან: დაგვისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც ნარკოტიკი თავისუფლად არ იყიდებაო. მათ დამისახელონ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ნარკოტიკის გაყიდვაზე კონტროლი არ აქვს დაწესებული. თუ სადმე ასეთი რამ არსებობს, ეს ქვეყანა კი არა ბორდელია. მათი აზრით, ღამის კლუბ "ბასიანის" დახურვა იგივე ყოფილა, რაც თავის დროზე "იმედის" დარბევა. როგორ შეიძლება ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვა დავუშვათ?! საქართველოში მორფინისტები ისედაც მრავლადაა, ისინი ოჯახებს ანგრევენ. ჩემს თვალწინ უვაჟკაცესი ბიჭების ოჯახები დაინგრა იმის გამო, რომ შვილებს ვერ მიხედეს. ოჯახების დანგრევას რომ თავი დავანებოთ, ეს უკვე ქვეყნის დანგრევაა. ერთს გეტყვით: 26 მაისს მარტივ რამეს მოვითხოვდით: მიხეილ სააკაშვილს ამ ადგილას დამოუკიდებლობის დღესასწაული არ ჩაეტარებინა, რადგან იგი, ამის ღირსი არ იყო. ამის გამო ამოგვწყვიტეს, პოლიციაში ცემა-ტყეპით წაგვიყვანეს, უვაჟკაცეს ქართველებს სისხლი გვანთხევიეს, პოლიციის მთელი შენობა სისხლით იყო შეღებილი. ახლა, თურმე, დემოკრატიაა და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზატორობით ამ ნაძირლებს აყალ-მაყალის, ყველაფერის უფლებას აძლევენ. ჯერ ერთი, არცერთი ღამის კლუბი არ უნდა გაიხსნას, რადგან ეს არის ბუდე, სადაც ქართველი ახალგაზრდები ირყვნებიან. ღამის კლუბებში გარყვნილების, ბოდიში მომითხოვია და ბოზობის მეტი არაფერი ხდება.
 
_ ამ "თავისუფლების" შედეგად, დღეს, 9 აპრილის მემორიალზე "თანასწორობის მოძრაობის" წევრი ცეკვავდა. საით მიდის ქვეყანა?

_ ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ _ ასეთი დემოკრატია საქართველოს ღუპავს. ეს არ არის დემოკრატია, არამედ თავზე ხელაღებული, ჭკუაგადასული ახალგაზრდების ხმაურია, რასაც "თეთრი ხმაური" ჰქვია. როგორც უნდათ ისე იხმაურონ, ოღონდ, აქედან, ქართველ საზოგადოებას მოშორდნენ. შვილიშვილები მეზრდება, მათი შემყურე როგორ გაიზრდება ნორმალური მომავალი თაობა? აქციაზე გამოსულ ბავშვებს არ ესმით რას აკეთებენ, მუსიკებს რთავენ, ცეკვავენ, ვითომ ძალადობას ცეკვით აპროტესტებენ. მათზე ნაკლები არიან ქუჩის მუსიკოსები?! სჯობს წინ ქუდი დაიდონ და ფული შეაგროვონ. ბექა წიქარიშვილი ქუჩის მაწანწალას რომ ჰგავს, ავადმყოფია, "სოროსის" ფულით იკვებება. "სოროსის" უმთავრესი მიზანი რა არის? – საქართველოს მოსპობა, განადგურება. დღეს, "სოროსი", ყველა ქვეყნიდან – რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, თავად მისი სამშობლოდანაც კი გაძევებულია. მხოლოდ საქართველო არის სოროსელების ბუდე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ღუპავს. კი დემოკრატია არის ის, რომ ადამიანს გამოხატვის შესაძლებლობა მისცე, მაგრამ რას გამოხატავს – ეს უნდა გაკონტროლდეს. ტელევიზიები, განსაკუთრებით, "ტვ-პირველი" მთელი დღის მანძილზე ამ ავადმყოფების მსჯელობას უჩვენებდნენ. თავად "გონიერი" ქალბატონი ინგა გრიგოლია აჩვენებდა საზოგადოებას ამ ავადმყოფობას. ამ დროს არცერთი ღონისძიება, სამეცნიერო აღმოჩენები, რაც ერს წაადგება, არ შუქდება. "მეცნიერთა აკადემიაში" ნარკომანიის წინააღმდეგ გავილაშქრეთ და ტელევიზიები მხოლოდ მცირე სიუჟეტებით შემოიფარგლნენ. იცით, ეს რატომ ხდება? – ამ თემაზე, პარლამენტში შესულია კანონი და იქ, მას მომხრეები ჰყავს. როგორც კი პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ქართველების ჯანსაღი ნაწილი თავისი შვილების, შვილიშვილების დასაცავად გამოვა და ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს – ეს პიდარასტები თუ ქართველი ვაჟკაცები? 80 წლის ვარ, მაგრამ მაგისთანებს ათასს გავუსწორდები, მაგათი დედა…

_ დასაწყისში აღნიშნეთ, ადრე, ახალგაზრდობა ქუჩაში სამშობლოს დასაცავად გამოვდიოდითო. მართლაც, იყო დრო, როცა დედა ენის დასაცავად და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ვიბრძოდით, ახლა კი, ახალგაზრდობა ქუჩაში გამოდის მოთხოვნით _ ნარკოტიკების გაკეთების უფლება მოგვეცითო.


_ აი, ამაშია მთელი უბედურება, ვინც ამას აკეთებს ცნობიერება გადაბრუნებული აქვს. ეს ხომ შემთხვევით არ მოხდა?! რვა-ცხრა წელიწადში ის დაგვმართეს, რაც რუსეთს 170 წლის მანძილზე არ გაუკეთებია. ახალგაზრდები გადააგვარეს, ახლა უკვირთ, ბავშვები ვერ აზროვნებენო. ამ განათლების სისტემით როგორ უნდა იაზროვნონ ან რა გადაცემებს აჩვენებენ ტელევიზიებში. ეს ნაძირლები ღამის კლუბებში მილიარდებს შოულობენ. ვიღაც გამოდის და ამ სპეცოპერაციას სპექტაკლს უწოდებს. ჭკუით იყვნენ, თორემ, მარტო კლუბები კი არა, ოჯახებიც დაეწვებათ. სწორედ ეს არის სავალალო რასაც თქვენ მეკითხებით _ ადრე თუკი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ვიბრძოდით ახლა დედათმავლები და მამათმავლები გვეუბნებიან ერთმანეთთან მიგვიშვით და ნარკოტიკებიც უნდა გავიკეთოთო. ხვდებით, რა გვჭირს?!

_ ბატონო ელიზბარ, აქციაზე ლაშა ბუღაძე გამოვიდა და განაცხადა: ახლა, ხდება ბრძოლა პროგრესსა და განუვითარებლობას შორისო. ეს რას ნიშნავს?


_ ეს ბუღაძეები, ვითომ მწერლები არიან, რომელთაც საკუთარი დედის ბაყვებით გამთბარი უნიტაზი აღაგზნებთ. ვინ არის რეალურად ბუღაძე, მამამისი ვინ იყო? – კედლის მღებავი, რომელსაც ხან ერთი ხელისუფლების საჯდომისაკენ ჰქონდა ცხვირი მიშვერილი და ხან – მეორის. ბოლოს, სამხატვრო აკადემიის რექტორობა იმით დაამთავრა, რომ ბავშვები შეკრიბა და ერთმანეთს აფურთხებინა, ეს თავისუფლებააო. აი ამ ოჯახშია "აღზრდილი" ლაშა ბუღაძე, რომელმაც თამარ მეფეს შეურაცხყოფა მიაყენა. სირცხვილი ისიც არის, რომ ლიტერატურული პრემია "საბათი", რომელსაც ხაზარაძე ვითომ ლიტერატურული წინსვლისთვის გასცემს, ასეთი ხალხი ჯილდოვდება. სწორედ ეს არის გარყვნა. ხაზარაძეც ფულისაგან გარყვნილი, გათახსირებული კაცია. ბანკირებიც გაირყვნენ, მათ მთელი საქართველო იყიდეს და საჯდომქვეშ ამოიდეს, ხელისუფლებამ მათაც უნდა მიხედოს. დავუბრუნდეთ, მორფინისტებს. ამას წინათ ერთი მათგანი გამოვიდადა განგვიცხადა: ყველა მეზიზღებითო. ერთი მე მკითხოს: როგორ მიყვარს. ესენი ნეხვში მოძრავი ჭიაღუები არიან, ლამის ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა. ეს ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ არსებობდა კოაბიტაცია, დათმობა, არ დადგა სამართალი, დასაჭერი კაცი ვეღარ დავიჭირეთ. ვინც დასაჭერია უნდა დაიჭირო. ის თმაგაბურძგნული, წვერებმოშვებული წიქარიშვილი რომ იგინება და ხალხს სახელმწიფო დამხობისაკენ მოუწოდებს, არ უნდა დაიჭირონ?! 

_ ბოლოს გკითხავთ, რას ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

_ ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა ძალიან საინტერესოდ დაასრულა: მოვედი იმიტომ, რომ ჩვენი ძმები –აფხაზები და ოსები გავერთიანდეთო. ბიზინა ივანიშვილი ამ გაერთიანებას თუ მოახერხებს, იგი ქართველი ხალხის ცნობიერებაში, სამუდამოდ, უკვდავ ძეგლს დაიდგამს. 

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
16-05-2018, 14:00


"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ბიძნა ივანიშვილი დაამტკიცეს. ასევე დამტკიცებულია პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც. მასში შევიდნენ: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, კახა კალაძე.

ივანიშვილისთ თქმით, პოლიტიკაში მის დაბრუნებას სამი მიზეზი განსაზღვრავს. პირველი , ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ხელოვნურად დამძიმების წარმოჩენის მცდელობები. მეორე, ოპონენტებისგან დესტრუქციული მუხტი, მესამე ხელისუფლების შეიგნით არსებული გაუგებრობები, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და უსაფუძვლოა.

„მეორე, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის გონივრული, უკეთესი ალტენატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად შეპყრობილია ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უიმედობისა დ უპერსპექტივობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია ის ერთადერთი პლაცდარმი რომლიდანაც შეძლებენ დემოკრატიაზე შურისძიებას. ხალხის მხარდაჭერის არქონის გამო, ხედავენ მხოლოდ ერთ გზას, როდესაც ხალხს მხოლოდ არეულობა უნდა მოეჩვენოს ერთადერთ გზად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა "ქართულ ოცნებაში" არსებულ კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გუნდსი სერიოზული პრობლემა არ იყო მხოლოდ პატარა გაუგებრობა იყო. ივანიშვილს სიტყვით გამოსვლა 25 წუთს გაგრძელდა და თანაგუნდელებმა ტაშით 31-ჯერ შეაწყვეტინეს. 



მეტის ნახვა
11-05-2018, 17:30