პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს წევრობა ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია. ამ გზაზე საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა სტრუქტურა სრული მობილიზაციითა და მიზნის მნიშვნელობის სრული გააზრებით მუშაობს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატოსთან მიმართებაში საქართველოს პასუხისმგებლიანი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორებით და გადაწყვეტილებებით.
საქართველოს მტკიცე მონაწილეობა ნატოს მშვიდობისმყოფელ მისიებში მნიშვნელოვნადაა დაფასებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ნათლადაა დაფიქსირებული საქართველოს მზაობა ჩაერთოს ნატოს ფორმატებში, სადაც საქართველოს როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
"არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს წევრობის პარალელურად საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებში ადეკვატურია და საქართველო მზად არის ამ თვალსაზრისითაც შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო სტაბილურ და დაცულ რეგიონს და სამყაროს მოგვცემს.
წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელია, ჩვენ ველით და ვემზადებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიტისთვის და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საკითხი იქნება შესაბამისად წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას მოითხოვს.
"ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც. ჩვენ ყველა ვერთიანდებით იმ მიზნის ირგვლივ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულები გავხადოთ იმ სიმართლის, ჭეშმარიტების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ამ ღირებულებებით გაერთიანებული ქართველებიც და ნატოს ჩვენი პარტნიორებიც ვემსახურებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მეტის ნახვა
17-04-2018, 13:00


ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენი საზოგადოება ზედმეტად ინერტული გახდა და ისეთ საკითხებზეც კი ნაკლებად რეაგირებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის და იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც ცხოვრობს.

ეს რომ არ იყოს, დღეს საზოგადოების აქტიური მონაწილეობით გაცხოველებული სჯა-ბაასი და დებატები უნდა მიმდინარეობდეს იმის გარშემო, რომელსაც მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ჰქვია.

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი, წლებია, ველოდებით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას საქართველოს მხრიდან.

ასე რომ, ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ მთავრობის ინიციატივა, ის საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის სურვილს და მისწრაფებას გამოხატავს, რომლებიც თვლიან, რომ პირველი ნაბიჯები ჩვენი ძმებისკენ, აფხაზებისა და ოსებისკენ, სწორედ ჩვენ, ქართველებმა, უნდა გადავდგათ, რადგან მთავარი პასუხისმგებლობა ყველაფრის გამო, რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქართველებს ,გვაკისრია.

"ეს არის სამშვიდობო ინიციატივა _ "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას. 

ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს არის ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას~, _ განაცხადა ამ ინიციატივის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები უაღრესად საინტერესო, თამამი და პრაგმატული ხასიათისაა, დაწყებული მისი ცნობილი მიმართვიდან რუსეთის ხელისუფლებისადმი და დამთავრებული ამ ბოლო ინიციატივით.
რამდენი არ უნდა ამტკიცოს ოპოზიციამ, რამდენი გმირულ-ჰეროიკული შინაარსის განცხადებებიც არ უნდა აკეთონ ფსევდო-პატრიოტებმა, რა ხმაურიც არ უნდა ატეხონ ავანტურისტებმა და პროვოკატორებმა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით არის ნასაზრდოები და მასში არაფერი არ არის ისეთი, რამაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას რაიმე სახის ზიანი მოუტანოს.

პირიქით, ეს მიმართვა არის ერთგვარი გარღვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რომლის გაკეთებასაც საკმაოდ დიდი გამბედაობა და პოლიტიკური სიმამაცე სჭირდებოდა.

ეს მიმართვა რომ არა, ალბათ, არ იქნებოდა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივაც, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისათვის არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებლად, არამედ ქართველ თანამემამულეებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, რომელიც აუცილებელია როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დნობა დაიწყოს ჩვენს შორის აღმართულმა იმ ყინულის ჯებირებმა, რომლებიც საშუალებას არ გვაძლევს ერთმანეთთან ახლოს მივიდეთ და ერთმანეთი ხელახლა ვიგრძნოთ.

ვინც აფხაზებთან და ოსებთან პირისპირ დალაპარაკებას დაუშვებლად მიიჩნევს, ის შეურაცხყოფას აყენებს აფხაზებსა და ოსებს, ლახავს მათ ღირსებას და თავმოყვარეობას, რადგან ამით პირდაპირ მიანიშნებს, რომ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან მათ არავინ ეკითხება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და რა გზას უნდა დაადგნენ.

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა, რა თქმა უნდა, შეცდომაა, არადა, იმდენი შეცდომები გვაქვს დაშვებული, ძველი შეცდომებისღვის კიდევ ახლის დამატება, ცხადია, არ ღირს.

ამ შეცდომებიდან ყველაზე მთავარი, ყველაზე საბედისწერო მაინც ის იყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ, უცებ გაირკვა, რომ ეს თავისუფლება მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდა, ხოლო აფხაზებს და ოსებს, რომლებმაც რეფერენდუმზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ისეთი ვერაფერი შევთავაზეთ, რაც მათ მონაწილეობას ახალი ტიპის საქართველოს მშენებლობაში განსაკუთრებულ ფუნქციას და მისიას შესძენდა.

რთული და ვრცელი თემაა ეს და მასზე საუბარს აქ ვერ გავაგრძელებ, თუმცა ვიტყვი ერთს: სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზების ძიება და ახალი ინიციატივების და იდეების შეთავაზება ოსთა და აფხაზთათვის, ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი.

სანამ ჩვენ, ქართველები, არ გავაკეთებთ მიუკერძოებელ, ობიექტურ ანალიზს იმისა, თუ რა მოხდა 90-იან წლებში, თუ გულწრფელად არ ვაღიარებთ და არ მოვინანიებთ ჩვენს წილ ცოდვებს და შეცდომებს, თუ ახალ პოლიტიკურ ენაზე არ ავმეტყველდებით, ყველა მცდელობა ფუჭად ჩაივლის.
ჩვენ, ქართველები, აფხაზები, ოსები ერთმანეთში ვიწყებით და ერთმანეთში ვგრძელდებით, ამიტომაც დაპირისპირება ჩვენს შორის _ ეს არის დაპირისპირება საკუთარ თავთან, დაპირისპირება, რომელიც ძალიან ჰგავს თვითმკვლელობის მცდელობას.

ჩვენ ერთად უნდა გადავრჩეთ _ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

სწორედ ეს ქვეტექსტი გასდევს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას ლაიტმოტივად.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

"პირველი _ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე _ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

მესამე მიმართულებაა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტერგაციის გზაზე, ხელმისაწვდომი გახდა _ ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა. შ.~
როგორც ხედავთ, სრულიად ახალი ხედვებია, სრულიად ახალი პოლიტიკური სინტაქსი, სრულიად ახალი მოდელი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნული კონსოლიდაცია, ეროვნული თანხმობა და ერთიანობაა საჭირო.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მთავრობის აღმა ხნულს ვიღაც-ვიღაცები ამჯერად მაინც არ დაუწყებენ დაღმა ფარცხვას და ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ შესწირავენ...

მეტის ნახვა
14-04-2018, 11:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

უმრავლესობის წარმომადგენელმა რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა, აღდგომის წინა დღეებში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრად აირჩია ეკლესიის მტერი, ადამიანი, რომელიც დეკლარირებულად ებრძვის პატრიარქს, ლანძღავს უწმინდესს და საღებავით თხუპნის ეკლესიის კედლებს. ყველაზე გასაკვირი ისაა, ზვიად ძიძიგურმა რომ დაუჭირა მხარი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, თორემ ფსევდოლიბერალებისგან არაფერი მიკვირს. ძალიან მაინტერესებს როგორ შევლენ ეკლესიაში იგივე "ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ღვთისმგმობელ კაკაბაძეს, დაანთებენ სანთლებს და თვალებში შეხედავენ პატრიარქს. მრევლის ადგილას, მე მათ ეკლესიაში არ შევუშვებდი, რადგან ისინი ფარისევლები არიან. მე ათეისტების მიმართ, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არ სწამთ ღმერთი, არ უყვართ ეკლესია და პატრიარქი იმდენი აგრესია არ მაქვს, რამდენიც ხსენებული პერსონების მიმართ, რომლებიც მორწმუნეობაზე სდებენ თავს და ვითომ ძალიან უყვართ პატრიარქი. ფარისევლების გარდა რა უნდა უწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის მტერს უჭერენ მხარს, რომ მან მერე სახელმწიფო ტელევიზიაზე გააკეთოს ეკლესიის საწინააღმდეგო გადაცემები, ხალხის გულისწყრომის შემდეგ კი ბოდიშებს იხდიან. სახარებაში წერია, რომ სწორედ ის ხალხი დაისჯება უფრო მეტად, ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს. ისე, სიმბოლურია, აღდგომის წინა დღეებში, დიდ ოთხშაბათს, როცა ქრისტე გასცეს, იმ დღეს გამოუცხადეს მხარდაჭერა უმრავლესობის დეპუტატებმა ქრისტეს მგმობელ კაკაბაძეს, რითაც ფაქტობრივად გასცეს ქრისტე. არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია იმ ახალგაზრდების სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადება, რომლებიც უფლის შეურაცხოფის გაპროტესტების გამო დაიჭირეს. 

ესენი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც ებრძვიან, პრემიერის რუსეთისადმი ცნობილი მიმართვის შემდეგ, გამოხტნენ ეს სოროსელები და ორაზროვანი განცხადებები გააკეთეს. ზუსტად ესენი დაუპირისპირდნენ თავის დროზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ადამიანები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არიან "ჩანერგილი" ხელისუფლებაში იმისთვის, რათა ამ ქვეყნების ინტერესები გატარდეს საქართველოში. ძალიან დიდი დილემის წინაშე ვდგავართ, "ქართული ოცნება" თუ დაიშლება, ხელისუფლება კარგავს უმრავლესობას პარლამენტში, რადგან იქ ძალიან დიდი რაოდენობით არიან თავშეყრილი ფსევდოლიბერალები, რომლებიც არ არის გამორიცხული კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მათ იდეურ "პარტნიორს" შეუერთდნენ. ხელისუფლებაში მოსული სოროსის ლეკვები დღეს თუ ფარულად ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, მოკლე ხანში ღიად დაუწყებენ ლანძღვას.
ბიძინა ივანიშვილი კაი ხანია გაემიჯნა ამათ, ტატუნაშვილის დასაფლავებაზე რომ იყო მისული, არც დალაპარაკებია "ქართული ოცნების" დეპუტატებს, აღარ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, არც ბოლო არჩევნებში ჩარეულა. ვფიქრობ, რაც ახლა სახელმწიფო ტელევიზიის ბორდთან დაკავშირებით მოხდა, არის წყალგამყოფი, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა, თუ პარტია არ გაიწმინდა "ჩანერგილებისგან", მას მომავალი არ ექნება. 

მე არც ის გამიკვირდება, რომ მათ მიხეილ სააკაშვილსაც დაუჭირონ მხარი, სადაც ნინია კაკაბაძეს უჭერენ მხარს, სააკაშვილის მხარდაჭერა შერცხვებათ და გაუჭირდებათ? აბსურდია იმის თქმა, რომ "ქართული ოცნება" ერთი გუნდია, რომელ ერთიანობაზეა საუბარი, როცა საკუთარ პრემიერ-მინისტრს არ უჭერენ მხარს. ნიკა მელია რომ დაუპირისპირდა გიორგი კვირიკაშვილს, პრემიერის დასაცავად ხელი არ გაუნძრევია თუნდაც გაუკეთებია მინისტრთა კაბინეტს. უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე რომ შეკამათდნენ, ამათ გაჩეჩილაძეც მიატოვეს. ეს არის ყოვლად უპრინციპო, ამაზრზენი ძალა. ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავენ ნაცები და მათი სატელიტები, რომელიმეს ამოუღია ხმა? ამიტომაც ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი, რომ "ქართული ოცნების~ სახელით შესულიყო ეს დეპუტაცია პარლამენტში. ჩუგოშვილის გვარი რომ გავიგე, გავოგნდი, "ქართული ოცნების" ფანკლუბის წევრებს ნაცები რომ აკერიათ პირზე, `ჩუგოშვილსა და კომპანიაზე" დიდი ნაცი ვინღაა? სააკაშვილმა ვერავინ რომ ვერ მონახა 26 მაისის დარბევის "გასაპრავებლად", ჩუგოშვილმა გამოუცხადა "თანადგომა". ამ ქალბატონმა აუნთო "მწვანე შუქი" ამერიკის ელჩთან ერთად სააკაშვილს, ჩუგოშვილმა ბრძანა, ეს აქცია უნდა დაირბესო და მაგის მერე მოხდა ის საშინელება. ადამიანს, რომელსაც სისხლში აქვს გათხვრილი ხელები, ის რომ გეყოლება პარლამენტის ვიცე-სპიკერად, რომელიც პლიუს ამას ხელს უშლის თავის "თანამოაზრე" პარლამენტარებთან~ ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს ხალხი, ქართული ოცნების გარდა ყველაფერია, ზოგი აზერბაიჯანული ოცნებაა, ზოგი სომხური, ზოგი თურქული და ა.შ. ამათ ქართველი ხალხის ოცნების ახდენა კი არა, თავიანთი დასავლელი დამფინანსებლების ოცნების ახდენა უნდათ საქართველოში. სახალხო დამცველად "დასმული" ნინო ლომჯარია ისეთ ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებს, რომ უკვე უჩა ნანუაშვილს გაუსწრო. ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა რომ ამოეწურა, გვიხაროდა, ნორმალური ადამიანი მოვა სახალხო დამცველადო, მაგრამ უარესი მივიღეთ. სახალხო დამცველად დაგვისვეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერა ერთსქესიანთა ქორწინება, მაშინ სამოქალაქო პარტნიორობა უნდა დავაკანონოთო, ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე? რა მნიშვნელობა აქვს ქორწინებას დაარქმევ თუ სამოქალაქო პარტნიორობას, თუ ეს კანონით იქნება დაშვებული, ერთსქესიანებს ეკლესია ისედაც არ დასწერდა ჯვარს. ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა ბუკიკიომ ხომ თქვა, საქართველოში გაგვიჭირდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მაგრამ ჩვენსას მაინც მივაღწევთო, გააკეთებენ კიდეც ჩუგოშვილების, მდინარაძეების, მათიკაშვილების ხელით. მე იმის მეშინია, გამწარებული ხალხი არ მიუვარდეს ამათ და უბედურება არ დატრიალდეს.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთადერთი ნათელი წერტილია სახელმწიფო სტრუქტურებში, კახა კახიშვილისთანა მინისტრს ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებს, ლომჯარია კი უჩხიკინებს ამ უწყებას, საპატიმროებში სერიოზული პრობლემები გვაქვს ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითო. ფსევდოლიბერალებს უნდათ, რომ ერთადერთი სისტემა, რომელიც გამართულად მუშაობს, დაანგრიონ. სააკაშვილის რეჟიმი ციხეებში არსებული საზარელი პირობების გამო დაიშალა, ახლა ამიტომ უჩხიკინებს ეს სექტა სასჯელაღსრულების სისტემას, რომ ხელოვნურად შექმნან იქ პრობლემა. ყოველივე ამის შემდეგ, ლომჯარიაა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ძლიერი, გამართულად მომუშავე სტრუქტურის დანგრევა უნდა და პარალელურად ეკლესიას ებრძვის? ესენი არიან გაკოტრებული პოლიტიკოსები ჯერჯერობით გედევან ფოფხაძეს ეყო ვაჟკაცობა და გაემიჯნა ამ ყველაფერს, იმედია, სხვებიც გამოჩნდებიან. ფსევდოლიბერალები მარტო პოლიტიკიდან კი არ უნდა წავიდნენ, მათ შეიძლება საქართველოდანაც მოუწიოთ წასვლა, რადგან თავიანთი ქმედებებით, სულში ჩააფურთხეს ქართველ ერს.

"ომბუდსვუმენი" ლომჯარია თუ ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას ითხოვს, მისი "სულიერი" და სოფო ვერძეული ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას აპროტესტებს. ვერძეულის პროტესტს "კეთილშობილური" მოტივი ჰქონია, მარტო მთავრობას რომ აქვს მიწის უცხოელებზე გასხვისების უფლება, ეს კორუფციის წყარო გახდებაო. სხვათა შორის, ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა "ქართული მარშის" წევრების ციხეში გამომწყვდევას, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების და ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს "ენჯეოშნიკები" სხვა და სხვა სახელის ქვეშ მოქმედი ერთი გუნდია, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი სახელები ზუსტად აღარ მახსოვს, ქართულ ეკლესიას და ხელისუფლებას ერთობლივ რეჟიმში დაუპირისპირდნენ. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სადაო ტაძარი მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნა, ეს ორგანიზაციები სომხურ ეკლესიასთან ერთად იბრძვიან, ეს ტაძარი ქართული კი არა, სომხურიაო. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ხარ, რატომ უნდა დაიცვა უცხო ქვეყნის ინტერესები, ან რატომ უნდა იცავდე უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისების საკითხს, რატომ უნდა ითხოვდე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას? დღეს ყველა ტელევიზია "ბახალას" ეროვნულ გმირად წარმოგვიდგენს, ნარკოტიკების გამსაღებლები თურმე ანგელოზები ყოფილან. ამ დროს ის ბიჭები, რომლებმაც უფლის შეურაცხყოფა გააპროტესტეს, თურმე ქსენოფობები არიან. იმ უბედურებაში, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, ყველაზე დიდი დამნაშავე ტელევიზიები არიან. ძალიან ცუდი გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", რომ იმ ტელევიზიებსა და მათ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ (და დღესაც ემსახურებიან) ნაციონალების სისხლიან რეჟიმს, საქმიანობა არ აუკრძალეს.

გერმანელი ნაცისტები რომ დაამარცხეს, ევროპის ბევრ ქვეყანაში თავი გადაპარსეს, სამარცხვინო ბოძზე გააკრეს ის ხალხი, მათ შორის კულტურის მოღვაწეები და ჟურნალისტები, ვინც ჰიტლერთან თანამშრომლობდა. "ქართულმა ოცნებამ" კი ნაციონალების ჯიბის ჟურნალისტების ნაწილი სახელმწიფო კანცელარიისა და სხვა უწყებების პრესცენტრებში გადაანაწილეს, ფაქტობრივად უმუშევარი არავინ დაუტოვებიათ. ნაწილი დარჩა ტელევიზიებში, რომლებიც კვლავ ნაცების ხელშია და სისტემატურ რეჟიმში იფრქვევა იქიდან შხამი. ბადრი პატარკაციშვილისთვის წართმეული `იმედი~, ძველ მფლობელებს კი დაუბრუნდა, მაგრამ "რუსთავი 2"-ზე უფრო საზიზღარი ტელევიზია გახდა. თურმე ქსენოფობია ყოფილა ქართული მიწის და ეროვნული იდენტობის დაცვა, თურმე ვერ ვიტანთ უცხოტომელებს, შავკანიანების უფლებებს ვლახავთ, არატოლერანტი ერი ვართ, ერთი სიტყვით, ქართველები რითიც ვამაყობთ, ზუსტად იმას ურტყამენ. რამდენადაც ვიცი ტელეიმედის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია, ძალიან მაინტერეესებს, ამ ქალბატონს საერთოდ თუ გააჩნია სინდისი, ნუთუ არ ანაღვლებს რას დაემსგავსა ბატონი ბადრის სათაყვანებელი ტელევიზია?

ამდენი ღვარძლი და სიბინძურე "რუსთავი 2"-დანაც კი არ მოდის. ყველა ანტიქართული პოზიციის მქონე ხალხი "იმედში" შეყარეს და ყველა "სიკეთესთან" ერთად, ღიად ეწევიან ნარკოტიკების რეკლამა-პროპაგანდას. ამ ტელევიზიამ ხალხი იმდენად გააღიზიანა, რომ უკვე იმას ამბობენ, ღირსები არიან რაც სააკაშვილმა და ნაცებმა გაუკეთესო. ფაქტია, საქართველოს ტელევიზიები, პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური სპექტრის და მთავრობის გარკვეული ნაწილი, სოროსის მიერ მოსყიდული საზოგადოება, ფონდები, მთელი ეს ვერტიკალი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მართლაც გვჭირდება მეორე ბახტრიონი. მაშინ აჯანყება იმიტომ მოხდა, მღვდელი გააუპატიურესო, ახლა მთელი ქვეყანაა გაუპატიურებული. ვინ არის ბახტრიონის მომწყობი, როცა ყველაზე დიდ წმინდანს, თამარ მეფეს რომ გამოგისახავენ პრეზერვატივზე და ამას მოითმენ. ჯერ მავანნი გამოხტნენ ჭრელა-ჭრულა შარვლებით და კოპლებიანი ტრუსებით, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლიბერალიზაცია მოვახდინოთო, ეს რომ შერჩათ, მეორე დღეს წმინდანები გამოსახეს პრეზერვატივებზე. ვეთანხმები იმ ხალხს ვინც ამბობს, თუ წმინდანის ასე გამოსახვა შეურაცხოფა არ არის, მაშინ საკუთარი დედები და ის პერსონები გამოსახონ, ვინც ასეთი თავგამოდებით იცავენ "ნოვატორებსო". სოციალურ ქსელში ზოგიერთი ისეთი ქალის გამოსახვა მოითხოვეს, რომ მერე თვითონვე უარყვეს, ეგენი რომ დაეხატათ, კაცებს მარტო მოცემულ მომენტში კი არა, საერთოდ აღარ გაუჩნდებოდათ სურვილიო. სხვათა შორის, ტრანსგენდერებზე, სექსუალურ შევიწროებაზე, გენდერულ კვოტირებაზე ისეთი ქალები საუბრობენ, რომლებზეც ნამდვილად არ გაგიჩნდება სურვილი რომ სექსუალურად შეავიწროვო. ხელისუფლება რომ გქვია, მეორე დღესვე უნდა მიგეღო კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ, მაგრამ ფსევდოლიბერალებით გაძეძგილი პარლამენტი ამ კანონის მიმღებია? რა თაობას ზრდიან ფსევდოლიბერალები, ამის დასტურად ილიას უნივერსიტეტიც კმარა. მე არ ვიცი, ამაზე რთული ვითარება როდისმე თუ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ვფიქრობ, დადგა დრო ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას, მაინც და მაინც სახლში უნდა შემოგვეჭრან, ბიჭები უნდა გაგვითხოვდნენ, თითოეულს უნდა შეგვეხოს ეს უბედურება? 

– თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ, რომ "ელიტარებისთვის" რუსეთის ინტერესების გამტარებელს წარმოადგენდეთ.

– "კავკასიაზე" ტელედებატების დროს, "ტაბულას" ჟურნალისტმა სალომე უგულავამ საქართველოს ინტერესების დაცვა, პუტინის ნარატივად "შეაფასა". თურმე მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვა, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ წასვლა და ა.შ პუტინის ნარატივი ყოფილა. ამ ვითომ პროგრესულ-დემოკრატიულებმა იმ დონეზე შეაძულეს მოსახლეობას ამერიკა და დასავლეთი, რუსეთი რომ შემოვიდეს, შეიძლება ხალხი ყვავილებით დახვდეს. დღეს, ქვეყანაში რეალურად გვაქვს `მებრძოლ უღმერთოთა კავშირის~ და სოდომისტების მმართველობა. ნელნელა იქით მიდის ყველაფერი, რომ განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება დაგვხვრიტონ. ადრე თუ სატელივიზიო თოქ-შოუებში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებსაც იწვევდნენ, ახლა ყველგან კოლექტიური ნაცები სხედან, რადგან ესენი ყოველთვის აგებდნენ დებატებს, ტელევიზიებმა დაასკვნეს, რომ არ ღირს განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მიწვევა. ახლა დასხდებიან ერთად ეს მარგინალები, იდილიას არავინ დაურღვევთ, შვლის ნუკრივით განაბული წამყვანებიც აუმღვრევლად მოისმენენ სტუმრების "ბრძნული" აზრების ფრქვევას. ამათ რუსული ინტერესების გატარება სხვას როგორ უნდა დააბრალონ, როცა თავიანთი სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით, რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. სააკაშვილი არ იყო, 2008 წლის ომიდან ძალიან მოკლე ხანში, ენგურჰესის მართვა რუსებს ჩააბარა. მე რომ ვამბობ, რუსეთს დაველაპარაკოთ, ურთიერთობა დავალაგოთ ამ ქვეყანასთან-თქო, ეს არის რუსეთის აგენტობა?

ვფიქრობ, დაიწყება "კუდიანებზე" ნადირობა, როგორც შევარდნაძის დროს ებრძოდნენ ზვიადისტებს, როგორც მიშა "ებრძოდა" კრემლის აგენტებს, "ენვერი" და რაღაც საქმეები რომ შეთითხნეს, ახლაც იგივე უნდათ, მაგრამ ეს ვერ იმუშავებს. ამათ ისევ ძველი დრო ჰგონიათ, დაიწყებენ თუ არა ამ პროცესებს, ზუსტად მანდ დამთავრდებიან საბოლოოდ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რუსეთის აგენტები, თვითონ უზით კაბინეტებში. რუსეთის აგენტობაზე ის ხალხი მელაპარაკება, რომლებსაც ბიზნესი აქვთ რუსეთში, სხვა და სხვა კომპანიების წილებში სხედან და ფულს შოულობენ? რაღაც საეჭვოდ ხდება ყველაფერი, ფსევდოლიბერალები ბიძინა ივანიშვილს რომ ლანძღავენ, ხოლო "ქართულ ოცნებასა" მთავრობას არ ეხებიან, ეს როგორ გავიგოთ? მიზანმიმართულად ხომ არ ხდება ეს ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოიცილონ. აშკარაა, რომ ხელისუფლების გარკვეულმა წრეებმა გაწირეს ბატონი ბიძინა, ილიას ვესროლეთ, ზვიად გამსახურდიას ვესროლეთ, ეს გამყიდველი კასტა ბიძინა ივანიშვილს დაინდობს? შევარდნაძე მისმა მოწაფეებმა, ე.წ. რეფორმატორებმა გაყიდეს, ახლაც ეს ვითომდა რეფორმატორები, სოროსის ლეკვები, ცოტა ხანში ღიად დაუპირისპირდებიან ივანიშვილს, დიქტატორია, არაფორმალური მმართველიაო (ლომჯარიამ უკვე ისაუბრა არაფორმალური მმართველობის მიუღებლობაზე — მ.ს.) და ყველა უბედურებაზე მას შეახოცავენ ხელს.
არ არის გამორიცხული "განახლებული" სააკაშვილის გამოჩენა, ამ ყველაფერს უკავშირდებოდეს, რუსეთში გარკვეულ ძალებს სურთ სააკაშვილის "შემოგდება". რუსეთში არის გარკვეული ძალა, რომელიც ლობირებს სააკაშვილს, რომ საბოლოოდ დააქციონ საქართველო. 

თავს იმით ნუ დავიმშვიდებთ, რომ სააკაშვილს არ მიიღებენ, თავის დროზეც ვამბობდით, ამ გიჟს ვინ აირჩევსო, მაგრამ ორჯერ გახდა პრეზიდენტი. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში ხალხს არც ეკითხებიან. სააკაშვილის გამოჩენა, ერთგვარი მესიჯი იყო ხელისუფლებისთვისაც და მოსახლეობისთვისაც, რომ თუ ჭკუით არ მოვიქცევით, ხელისუფლებაში მოაბრუნონ, რაც აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო ომს, რასაც საქართველო ვერ გადაიტანს. ამიტომ, თუ ქვეყნის საბოლოო განადგურება, მისი დაქუცმაცება არ გვინდა, პირველ რიგში ხელისუფლება უნდა გაიწმინდოს ფსევდოლიბერალებისგან და დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განლაგებას, ეს გამორიცხულია. რუსეთი თავის სასიცოცხლო ინტერესებს იცავს, ამიტომ მოვეშვათ ილუზიებს, ნუ ვაიძულებთ ამ უზარმაზარ ქვეყანას კონტრზომები მიიღოს, რაც საბოლოოდ დაასამარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
14-04-2018, 06:00


გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმა, თქვენ საჯარო პოლიტიკიდან წახვედით, ამჟამად, რას საქმიანობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ დიახ, საჯარო პოლიტიკიდან გარკვეული ტაიმ-აუტი ავიღე. რიგ საკითხებზე ხელისუფლებასთან აქტიური ოპონირება მიწევს. პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა. ხელისუფლება, ყოველდღიურად, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალში შესასვლელი კარი საერთოდ დაიხუროს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ვინმესთან სალაპარაკოც აღარაფერი გვექნება. ამიტომ, გადავწყვიტე რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების კუთხით ვიმუშავო.

_ კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულოდან რუსი დიპლომატის გაწვევა მოჰყვა. რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივეს?

_ სოლიდარობის მიზნით (ასე განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ) საქართველომ, არარსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ქვეყნიდან შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსული სექციის ათიდან ერთ-ერთი დიპლომატი გააძევა. აღსანიშნავია, რომ მის გაძევებას არც მატერიალურად ხელშესახები და არც პოლიტიკური დივიდენდის მომცემი შედეგი არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვეება. სამაგიეროდ, მდგომარეობა გავირთულეთ და კვლავ მოჯადოებულ წრეში დავრჩით. გიორგი კვირიკაშვილის წერილს წინგადადგმულ, პროგრესულ ნაბიჯად ვთვლი. მიმართვაში გამოთქმული იყო შემდეგი აზრი: ჟენევის ფორმატმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა, საჭიროა ურთიერთობების განახლება, რათა მასში მონაწილეობა უმაღლესმა პოლიტიკურმა წარმომადგენლობითმა პირებმა მიიღონ. ფაქტობრივად, ითქვა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საჭიროა პირდაპირი დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატში მონაწილე საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის ასევე, იყვნენ აშშ როგორც შუამავალი, გაერო, ეუთო და ევროკავშირი. ისმის კითხვა: თუკი აშშ გაეროს და ეუთოს ფორმატში ისედაც მონაწილეობს, ასევე, ევროკავშირის პროტექტორია, მაშინ რაღა საჭირო იყო ცალკე, დამოუკიდებლად აშშ-ს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შუამავლობა?! საერთაშორისო ინსტიტუტები ხომ ისედაც ახდენდნენ დაკვირვებას და შუამავლობას. სწორედ ამ საკითხმა გადაწყვიტა მიმდინარე პროცესის ბედი.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს, უმაღლესი რანგის ვიზიტად, ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო ეწვია. მან არაორაზროვნად დააფიქსირა მზაობა, რათა მინსკი რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალ ასპარეზად ქცეულიყო. ამ ვიზიტამდე, 4 დეკემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საგარეო საქმეთა მიმართულებას კურირებს. მან, საეკლესიო საკითხებთან მიმართებით, პირდაპირ გამოთქვა სურვილი აფხაზეთში ახალი დიალოგის გახსნაზე. სოხუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კუთვნილი რეზიდენცია არსებობდა. მიტროპოლიტმა მაშინ უპრეცედენტო რამ თქვა: ეს რეზიდენცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაუბრუნდეს და იქ გაიმართოს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, შეხვედრებიო. რა თქმა უნდა, აშშ-ს რეაქციამ მაშინაც არ დააყოვნა, მეორე დღესვე მოხდა 12 ეპისკოპოსის მობილიზაცია, რომლებიც ვიზიტად აშშ-ში წაიყვანეს. მე, არავის განვიკითხავ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ამერიკის მხრიდან, რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით, მუდმივ კონკურენციას, ეჭვიანობას გულისხმობს, არადა იგი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ნახეთ რა მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ აშშ საკუთარი განცხადების ერთგული დარჩენილიყო, რომელიც ელჩის პირით გააჟღერა, მან უკან წაიღო თავისი სიტყვები. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როდესაც შეშფოთებული აშშ, უცებ, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ქართული მხარის სუვერენული უფლებაა აწარმოოს პირდაპირი დიალოგი, მათ შორის, ოკუპანტ სახელმწიფოსთან. მაგრამ რამდენიმე დღეში, რეალ-პოლიტიკის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, ჩვენი ხელისუფლება აიძულეს ლოგიკური პროცესების წინააღმდეგ ემოქმედა, რაც გულდასაწყვეტია. აი, რა მივიღეთ ამ ნაბიჯით. ჩვენ უკვე ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნაცვლად გაუმჯობესებისა, კიდევ უფრო მძიმდება. თუმცა, არის კი რუსეთი ის აქლემი, რომელიც ისე დაეცემა რომ ვირის საპალნე ვეღარ ზიდოს?! ეს კითხვა დასავლეთში უნდა აწუხებდეთ. ბოლო წლების შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთისკენ მიმართული სანქციებით ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ზარალდება, ვიდრე რუსეთი. ამ სანქციებს შედეგი ჯერ არ მოუტანია. მოუტანს კი დასავლეთს შედეგს დიპლომატიური ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წამოიწყეს? _ რა თქმა უნდა, არა!

_ ბატონო დიმა, კვირიკაშვილის მიმართვას მალევე გამოუჩდნენ პროვოკატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთს მხოლოდ ჟენევის ფორმატში უნდა ველაპარაკოთ. მაგალითად, ბოკერია ამტკიცებს, რომ რუსეთს არ უნდა დავუთმოთ, პრინციპულები ვიყოთო. რას მოგვიტანს ასეთი პოლიტიკა?


_ დიახ, გეთანხმებით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელისუფლებო საკვანძო სიმაღლეებზე და ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ სპარინგ-პარტნიორებს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით დესტრუქციულნი არიან და საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ. აგვისტოს ომის შემდეგ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისა და მისი ძალოვანი კვანძის ბედი ასე გადაწყდა: ჯერ ომი გაცივებული არ იყო რომ ქართულმა მხარემ რუსეთისთვის ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციით გადაცემის მემორანდუმს ხელი მოაწერა. სწორედ, ბატონი ბოკერია იყო ის ადამიანი, რომელმაც 2010 წელს დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური საზღვრები ფსოუდან ენგურზე გადმოსწია. ამ ბრალდებას ყოფილი ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს, ფაქტობრივად, მოახერხეს მკვდარი წერტილიდან დაძვრის პროცესში მყოფი ვითარება შემოეტრიალებინათ. ამის ნათელი დადასტურებაა დიპლომატის გაუაზრებელი გაწვევა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს აგვარებდა. ნონსესია, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს და დიპლომატს აძევებ. იმიტომ, რომ საქართველო, რუსეთთან საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის თვალსაზრისით, კოლოსალურ მოგებას იღებს, რამაც 2017 წლის სტატისტიკით მილიარდორასმილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო მაჩვენებელი არ არის. 2018 წელს საქართველო ტურისტების შემოდინების კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს ელის. რუსი ტურისტი მსოფლიოში საუკეთესო გადამხდელად ითვლება. რუს ხალხს უყვარს საქართველო, ისინი ერთგვარ ნოსტალგიას განიცდიან. ხალხებს შორის _ სწრაფვა, ხელისუფლებებს შორის კი ანტაგონიზმია, რაც დაუშვებელია.

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. იმ აშშ-სი რომლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებით განსაკუთრებული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული და მასაც ისევე როგორც კვირიკაშვილის წერილს დაემართა, უბრალოდ, ფრთები შეუკვეცეს. შეიცვალა ნარატივი, რაც ურთიერთობის გამძაფრებისა და პოლიტიკური ვითარების შემდგომი ესკალაციის განხორციელების მიზნით შავბნელი ელემენტებით დამუხტეს. აი, ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ნამდვილი ომი, მესამე მსოფლიო ომის კონტურები უკვე ნათლად ისახება. დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულმა ჭიდილმა, გამორიცხული არ არის ეპიცენტრი სწორედ საქართველოში ჰპოვოს. ზუსტად ამაზე მინდა აქცენტის გაკეთება _ საქართველო ზესახელმწიფოთა შორის არსებული პოლიტიკური ინტერესების ჭყლეტვის ობიექტი აღმოჩნდება. ამას ემატება რუსეთის შორეულ ბუფერში არსებული ძალიან დრამატულად განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ ასადის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ქვეყანაში _ სირიაში ლეგიტიმურად ითვლება, ჩრდილოეთით მოვლენებს ვერ აკონტროლებს, სადაც ქურთებით დასახლებულ რეგიონებს თურქეთის არმია გამალებული უტევს, თურქული სამხედრო ექსპანსია თავის ზენიტშია. სირიის ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვას. აქვე, ყურადსაღებია დამასკოს აღმოსავლეთით განვითარებული მოვლენები, სადაც ასევე, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და ასადის ხელისუფლება გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რაც დასავლური, ზოგიერთი რეაქციული ძალისთვის ყოვლად მიუღებელია. იქ, უკვე, ბალანსის მისაღწევად კონტრ-ზომები ხორციელდება. ვინაიდან, თურქეთი სირიაში უკვე ახორციელებს სამხედრო ექსპანსიას, ირანი მზად არის თავისი კონტიგენტი გაზარდოს, რუსეთის ფედერაცია კი ხვალ მზად იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაციების სერია დაიწყოს. საქართველოს ეპიცენტრად ქცევის ერთ-ერთი მანიშნებელი, ინდიკატორი სწორედ ის არის, რომ რუსეთის სამხრეთში შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო მობილიზაცია ხდება. 58-ე არმიას ერთდროულად ორი დივიზია დაემატა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან განლაგდა. რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდა რუსული სამხედრო მანქანა. ყველაფერი ზემოთქმული საქართველოსთვის უდიდესი რისკების შემცველია.

_ ბატონო დიმა, რუსეთი რეგიონში დომინანტია. რა მოხდება თუ პირველობას თურქეთი წაართმევს?

_ ასეთი საფრთხე რეალურია. სწორედ ამისკენ არის მიმართული რიგი დასავლური რეაქციული ძალების მოქმედება, რომ რუსეთის როლი და ახლო აღმოსავლეთზე მისი დომინანტური გავლენა მაქსიმალურად შეასუსტოს. სირია შორეულ ბუფერად შემთხვევით არ მოვიხსენიე. რუსეთს სამხრეთით ორი ბუფერი აქვს _ სირია-ერაყი და კავკასია, რომელიც მისი სასიცოცხლო ზონაა. სირიაში თურქეთი ძალიან გააქტიურებულია და მასთან ერთად გააქტიურებულია ე.წ. სირიის თავისუფლების არმია, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთისგან ფინანსირდება. რაც ყველაზე მთავარია თურქეთისა და სირიის ე.წ. თავისუფალი არმიის გვერდით ისლამური სახელმწიფოს ლიდერები იბრძვიან, რაც უკვე ნათელს ჰფენს შემდეგს: მიზნის მიღწევის გზაზე დასავლეთი ყველაზე უფრო უზნეო, მიუღებელი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ფაქტობრივად, ეს, ყველაფერი, რუსეთის როლის დასასუსტებლად ხდება. თუ რა პასუხს გასცემს რუსეთი, ეს შემდეგი გარემოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ _ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სულ ახლახან ახალი შეიარაღების პრეზენტაცია გამართა, რომლის ანალოგი არავის გააჩნია. არის თუ არა ეს მინიშნება, რომ რუსეთმა დასავლეთის გამოწვევა მიიღო და მზად არის პასუხი ადეკვატური მეთოდებით გასცეს.

ფაქტია, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. ვიმეორებ, ამის ნათელი დაადსტურებაა შეიარაღების გაძლიერება, სამხრეთით ახალი დივიზიების მობილიზაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა სირიის მიმართულებით თავისი ძალების ფართომასშტაბიანი გადასროლა განახორციელოს და ამისთვის სწორედ საქართველო გამოიყენოს როგორც დერეფანი. როგორ განხორციელდება აღნიშნული, ამაზე ახლა ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ თუკი ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, ვფიქრობ, მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრის ფონზე უმოქმედო, არაფრისმომცემი აქტის განხორციელება _ ქვეყნიდან პირის გაძევება, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა დაუშვებელი იყო. ვის გაუფუჭა ამით ხელისუფლებამ საქმე, ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ხომ?! ვითარება ყოველდღე იცვლება, საჭიროა სრულიად ქართული ელიტარული საზოგადოების მობილიზება და რუსულ საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარება. რასაც პოლიტიკოსები არ აკეთებენ, ის ხალხმა უნდა გააკეთოს. ქვიშის საათი დადგმულია, დრო აღარ რჩება. ღმერთმა დაიფაროს ასეთი პლაცდარმისთვის მზადება დაიწყოს, რომ საქართველო ზესახელმიფოთა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი აღმოჩნდეს. ერთხელ ვნახეთ რა შედეგები გამოიღო იმან, როდესაც საკითხების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საქართველო კრახამდე მიიყვანა. ვგულისხმობ შემდეგს: მაკ კეინის საარჩევნო კამპანიას საქართველოს ტრიტორიული მთლიანობა შეეწირა და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსავალი ეძია, საქართველოს სხეულს მისი ორგანული ნაწილები საერთოდ მოსწყვიტა. სხეულს, რომელიც 1991 წლიდან დღემდე გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთიანი სახელმწიფო. თუ ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით სიარულს გავაგრძელებთ, მავანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკის გადახედვასაც ჩაუყრის საფუძველს. ასე, რომ ძალიან ფრთხილად, ქართველებო! დღეს, ჩვენ, ერთსულად უნდა გადავიქცეთ, ეროვნული ინტერესის დასაცავად საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს.

ვინაიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ერთი მხრივ, მიმდინარეობს ქვეყნისთვის დემოგრაფიული პლაზმის შეცვლა, მეორე მხრივ, რეგიონალური იმიჯის შეცვლა. საქართველო ამიერკავკასიაში ყოველთვის რეგიონალური ძლიერი მოთამაშე იყო. მისი გეოპოლიტიკური სტატუსი გვაძლევდა ფუფუნებას, რომ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავით. დღეს, ჩვენ რეგიონალური ბორდელის სტატუსი მივიღეთ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია _ თურქეთისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის ჩვენ როგორც სათამაშო, სექს-ტურიზმის, ნარკო-ტურიზმის ქვეყანა, ისე განვიხილებით. როგორც ჩანს, საქართველომ როგორც ერმა და სახელმწიფომ აქამდე არსებული ფორმით ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და სხვადასხვა გაზსადენებისთვის, ნავთობსადენებისთვის, ჰაბებისთვის, ტერმინალებისთვის ტერიტორიული წარმონაქმნი გახდეს და აქ, ტრადიციული ქრისტიანული სახელმწიფოსთვის ადგილი აღარ უნდა იყოს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
5-04-2018, 18:30


გვესაუბრება მოძრაობა "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისთან მისული ჩვენი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ე.წ. ჟურნალისტის გიორგი გაბუნიასგან ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ლიბერასტული სამყაროს დაკვეთით დააკავეს და სააკაშვილის ზონდერმოსამართლედ წოდებულმა დავით კურტანიძემ ექვს მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალდება, რაც მათ წაუყენეს, 2000-ლარიან ჯარიმას და 30-დან 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ინციდენტს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მისცეს. თურმე ეს ხულიგნური ჯგუფი, რომლებმაც წინასწარ მოილაპარაკეს და დაგეგმეს "დანაშაული". თუ ბოდიშის მოხდის მოთხოვნა და გინება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლისთვისაც ხალხს ციხეში უშვებენ. მაშინ რატომ არ დადგა სხვების, მათ შორის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი? იგივე მელია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ხალხს, ზუგდიდისა და თელავის საკრებულოებში, აგინეს კი არა, ცხვირ-პირი დაამტვრიეს ერთმანეთს, მაგრამ კაციშვილი არ დაუკავებიათ. შეიძლება ჩვენმა წარმომადგენლებმა მართლაც ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, დაესაჯათ ადმინისტრაციული წესით, ეს ბრალი 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს. გაბუნიასთვის არავის უცემია, რომელიც ჟესტების ენით იქით აყენებდა შეურაცხყოფას იქ მისულ ხალხს.

დაკავებულთაგან ორს ბრალი დაუმძიმეს, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებაც წაუყენეს. თურმე მათ დაუმტვრევიათ ტელეკომპანიის იურისტის ავტომანქანა და ზარალი 550 ლარს უტოლდება, არადა უმნიშვნელო დაზიანება იყო, რომლის გამოსწორებასაც მაქსიმუმ 150 ლარი ჭირდება. ზარალი ხელოვნურად გაბერეს, რომ სს-ის საქმე აღეძრათ. იმას რატომ არ ამბობენ, რომ იურისტმა თამთა მურადაშვილმა ავტომანქანით ფეხებზე გადაუარა ტელეკომპანიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მე მოსამართლე კურტანიძის კომპეტენციაში არ ვიჭრები, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს წინასწარ დაგეგმილი ხულიგნობა, იურისპრუდენცია ასეთ ცნებას არ ცნობს, ასე რომ ეს თავიდან ბოლომდე არასწორი ბრალდებაა. ვფიქრობ, ეს იყო "რუსთავი 2"-ის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის ოფისთან ვიკრიბებოდით დათქმულ დროს, რათა გაბუნიასთვის ბოდიში მოგვეხდევინებინა. ამ ინფორმაციებს ცხადია, ყველა კითხულობს. აქციის მონაწილეები დათქმულ დროს მივიდნენ ადგილზე, მურადაშვილის ავტომანქანა მათ უკვე ჭიშკართან ხვდება სადაც გაბუნიაც ზის, მურადაშვილი უცებ გამოვარდა და ფეზებზე გადაუარა რამდენიმე ადამიანს და ამის შემდეგ დაიწყო აყალმაყალი. ამ დროს ეზოდან გამოცვივდნენ ათამდე ზონდერი, ბადრი ბასიშვილის ცნობილი დაჯგუფების წევრები, რომლებიც დღემდე "რუსთავი 2"-ის დაცვის არაოფიციალური წევრები არიან. ამ ფიზიკურად ძლიერ, ნავარჯიშებ ახალგაზრდებს, რომლებიც გაბუნიას მსგავსად საყურეებით იყვნენ "შემკულნი", "ქართული მარშის" ახალგაზრდული ფრთის წევრებთან მოუვიდათ წაკამათება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ვიდეოკადრებშიც და ფოტოებზეც, ასე რომ ამ ზონდერჯგუფის ამოცნობა პრობლემას არ წარმოადგენს. კურიოზი ისაა, რომ ტელევიზიის კორესპონდენტი იღებდა იმ ადგილს, რომ თითქოს აქციის მონაწილეები მურადაშვილის ავტომანქანას უკნიდან აყირავებდნენ, ავტომანქანა შეიძლება გვერდიდან გადააბრუნო და არა უკანიდან. ყველა ტელევიზია სისტემატურ რეჟიმში ატრიალებდა ზონდერჟურნალისტ დავით ერაძის ("რუსთავი 2" ტელევიზია კი არა, ზონდერჟურნალისტების ნაკრებია) დასისხლიანებულ სახეს, მაგრამ არავინ ამბობს ამას წინ რა უძღვოდა. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, ერაძეს როგორ გაყავს ჩვენი წევრი გიორგი ონიანი გვერდით, ეკამათება და მერე ურტყამს. რახან ონიანს ცხვირიდან სისხლი არ წამოუვიდა, ნაცემი არ არის და ონიანმა საპასუხოდ რომ დაარტყა, მარტო ეს ითვლება ხულიგნობად? სასამართლოში ამ ყველაფერზე იყო მსჯელობა, როგორ შევარდა მურადაშვილი ავტომანქანით ადამიანების ჯგუფში, ცინიკურად როგორ იწვევდა გაბუნია აქციის მონაწილეებს, როგორ დაგვესხნენ თავს მათი ზონდერები, მაგრამ პროკურორმა და მოსამართლემ სიტყვა არ გვათქმევინეს, პროკურორმა, რომლის გვარიც აღარ მახსოვს, არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა. ეს პროკურორი ცნობილია, როგორც სოროსის ლიბერასტული ფრთის წარმომადგენელი, "შემოგდებული" პროკურორია, მოსამართლეზეც მოგახსენეთ, ნაცების ზონდერ მოსამართლე იყო და თავისას არც ახლა იშლის, ის შერჩევითი სამართალი, რაც ნაცრეჟიმის დროს იყო გამეფებული, კვლავ მოქმედებს და ისევ ნაცების და მათი სატელიტების სასარგებლოდ. "ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე პოლიტპატიმრებად გამოაცხადა და ბოდიში მოუხადა იმ რვა ადამიანს, რომელიც ნაცების მმართველობისას ტელეკომპანია "კავკასიის" ღია ეთერში ქრისტეს სიყვარულის გამო დაიჭირეს და გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს, მოქმედმა ხელისუფლებამ ახლა იგივე გაიმეორა, თვითონ უკვე შვიდი პოლიტპატიმარი ჰყავს. დიდი აჟიოტაჟით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, მხოლოდ სოროსულ-ლიბერასტული ფრთის, ქრისტეს მაგინებლების ინტერესების დაცვას მოარგეს, ფაქტია, ქრისტიან-მართლმადიდებლების უფლებები როცა ილახება, არ მოქმედებს.

– არ ფიქრობთ, რომ თქვენ საქართველოს ხელისუფლება კი არა, გლობალიზაციის მონსტრი გიპირისპირდებათ ამ "ძალადმაცხონე" გვარამიას და მისი დამქაშების ხელით?


– გეთანხმებით, მაგრამ ევროპაში არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, ათამდე ქვეყანას გლობალისტ-მასონები ვერაფერს აკლებენ. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რაც გარკვეულწილად ბუნდოვანი იყო, მოგეხსენებათ, ეკლესიაშიც მრავლად არიან ლიბერასტული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქს ღალატობდნენ და სულიერებისგან შორს დგანან. მთავრობასთან იმიტომ მაქვს პრეტენზია, რომ არ შეიძლება გარე ძალებს მუდმივად თავი დაუხარო და მათი "დირექტივებით" იმოქმედო, პოლიციამ ლამის ერთი-ერთში გაიმეორა ნაციონალებისდროინდელი პოლიციის "სპეცოპერაციები". ბასიშვილის ზონდერებმა ტვინის შერყევა მიაყენეს მიხეილ ამისულაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს და სხვებს, საქმეში დევს ეს სამედიცინო დასკვნები, მაგრამ პროკურატურა-მართლმსაჯულებას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. აქციის მონაწილეები ზოგი საავადმყოფოში დააკავეს, ზოგიც ოფისებში, სადაც პოლიციამ კარი შეამტვრია. ინციდენტის დროს სანდრო ბრეგაძე იქ საერთოდ არ ყოფილა, ჩვენ სხვადასხვა ავტომანქანებით ვმოძრაობდით, "საცობში" მოვხვდით და ლამის ორი საათის დაგვიანებით მივედით. სანდრო პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით, როცა საავადმყოფოდან გამოვიდა მაშინ უთხრეს, მოწმის სტატუსით უნდა დაგკითხოთო. როდის იყო მოწმეებს აკავებდნენ, შეტყობინება გაუგზავნეს და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე? ვაკე-საბურთალოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და არც შესაბამისი მოწმობები წარუდგენიათ. პოლიციის შენობაში არ უცემიათ, მაგრამ დაკავების დროს სანდროს თავი მიარტყმევინეს და ზედა ტანსაცმელი შემოახიეს, მცირე სილურჯის კვალი ეტყობოდა, ჩაატარონ სამედიცინო, ბიოლოგიური თუ ქიმიური ექსპერტიზები, რაც უკვე მოვითხოვეთ და დამტკიცდება, რომ სანდრო ძალის გამოყენებით დააკავეს.

ნერვიულობის დროს გულყრები ეწყება, დაკავების დროს ცუდად გახდა, მაღალი წნევაც ჰქონდა, პოლიციაში პატარა, უჰაერო ოთახში გამოკეტეს და ცუდად რომ გახდა, კარს არ უღებდნენ ჰაერი რომ შესულიყო. ადამიანის წამება მარტო ცემა, ფეხებით დაკიდება, ხელების მაგიდის უჯრაში მოყოლება არ არის, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ. ცუდად მყოფ ადამიანს საათზე მეტ ხანს უჰაეროდ რომ გამოკეტავ, ხომ შეიძლება დაიღუპოს, შველას რომ გთხოვს და ექიმს არ გამოუძახებ, ესეც წამებაა, რასაც ევროკონვენციის შესაბამისი მუხლიც ითვალისწინებს. არც ამ ფაქტებს მიაქცია ყურადღება მოსამართლემ. მელორ ვაჩნაძე სანდროს სანახავად იყო მისული საავადმყოფოში, როცა დააკავეს. პალატიდან გამოსულს დახვდა ბადრაგი, რატომ შეხვედიო, ცემით დამუქრებიან, შეკამათების დროს მელორს ტელეფონი ამოუღია და იღებდა, რამაც პოლიციელები გააღიზიანა, ლიფტში შეუყვანიათ და იქ უცემიათ. ნაციონალები ვინც არიან კარგად ვიცი, მე 'ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებისგან მწყინს დაპატიმრებული ადამიანების დაცინვა-ღლიცინი, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით ნაციონალების წინააღმდეგ.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
2-04-2018, 22:00


საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
347 გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში აქტუალური რჩებოდა წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა. 
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საგანგაშია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა, არასაკმარისად ეფექტურია ამ მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებული რეაგირება.
 
2018 წლის 2 აპრილს ომბუდსენი საზოგადოებას ანგარიშის მთავარ საკითხებს გააცნობს.

მეტის ნახვა
31-03-2018, 17:30


გვესაუბრება ანალიტიკოსი, ბატონი სოსო მანჯავიძე.

– ბატონო სოსო, დასავლელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს ევროკავშირისკენაც ეკეტება გზა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?


– მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით გაისმა გერმანიის კანცლერის განცხადება: ქართველები ღუპავენ ევროპასო. ამას მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩვენი ემიგრანტების შესახებ, ხმა ამოიღო შვეციამაც, ანუ ევროკავშირმა, ფაქტობრივად, კარები მიგვიხურა.

გამოდის, რომ ერთგვარ ჩიხში აღმოვჩნდით. ეს უფრო ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა, რადგან, თუ რუსეთი რეგიონიდან წავა, შავ ზღვას თურქეთი დაეპატრონება. ეს კი მის ავტომატურ გაძლიერებას ნიშნავს, ხოლო თურქეთის გაძლიერებას ისევ რუსეთის გაძლიერება ურჩევნია ევროპას და ევროპის კავშირის სახელმწიფოებს.

ზემოთჩამოთვლილი ამ არგუმენტების გასამყარებლად აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებას მოვიხმობ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შემდეგ გააკეთა. მან მოიწონა პრემიერის მზადყოფნა რუსეთთან დიალოგის შესახებ.
წარმოიდგინეთ, ეს სხვა დრო ყოფილიყო, როგორ დაესეოდნენ კვირიკაშვილს. თუმცა ე.წ. დასავლეთის მომხრე ლიბერალებს მაინც არ მოსწონთ პრემიერის პოზიცია და არ სურთ დიალოგი შედგეს რუსეთ-საქართველოს შორის. ეს ის ხალხია, რომლებიც თავს მედასავლეთეებს უწოდებენ, სინამდვილეში რუსეთის აგენტურა ბრძანდებიან, ოღონდ რუსეთში არსებული სომხური ძალების აგენტები, რომლებსაც არ სურთ, შედგეს დიალოგი და დაბრუნდნენ, მაგალითად, აფხაზეთში ქართველი დევნილები. იმ აფხაზეთში, სადაც დღეს, პირდაპირ ვთქვათ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ.

რამდენი პროცენტია აფხაზეთში სომეხი მოსახლეობა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დაზვერვა საგანგებოდ მალავს, მაგრამ, ჩემი გათვლებით, სომეხთა რაოდენობა აფხაზეთში, დაახლოებით, 60%-ია. აფხაზეთში სამთავრობო პოსტებს სომხები, ჯერჯერობით, ვერ იკავებენ, მაგრამ, ალბათ, აფხაზებს მალე მოუწევთ სომხური მმართველობის სიმკაცრის საკუთარ თავზე გამოცდა. აფხაზეთში ეთნიკური აფხაზების გენოციდი მიმდინარეობს. ასე ვთქვათ, წალეკილია აფხაზეთი ნარკოტიკებით, აფხაზური ეთნოსის კრიმინალიზაცია აქტიურ ფაზაში შედის და ა. შ. რაც ამ ხალხის გადაშენებაზე მიანიშნებს და, სამწუხაროდ, შემაკავებელი ფაქტორები არსად ჩანს…

ჩემი საუბარი, თავისთავად ცხადია, არ გახლავთ ანტისომხური ისტერიის გაჩაღების მცდელობა, უბრალოდ, ეს არის რეალობა. ჩვენ კი, საქართველოში, ვერაფრით შევძელით ეროვნული ინტერესების გამოხატვის ცენტრის შექმნა, რომელიც რეკომენდაციებს გაუწევდა ხელისუფლებას, თავს მოუყრიდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს, მისცემდა სახელმწიფო სტრუქტურებს გარკვეულ რჩევებს, რაც იმის გარანტი იქნებოდა, რომ, ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები. უბრალო ლოგიკაა: ბრძოლაში ხმლით რომ მიდიხარ, ან წააგებ, ან მოიგებ, მაგრამ საერთოდ უხმლოდ რომ მიდიხარ, უეჭველად წააგებ. ასეთ უხმლოდ მებრძოლთა მდგომარეობაში ვართ ჩვენ.

იმ დონეზე გამოასულელეს ხალხი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, რომ საუბარი მიმდინარეობს იმაზე: ბრძოლაში ხმალი უნდა გეჭიროს თუ არა საერთოდ. ანუ რუსეთთან დალაპარაკება ცუდია. მედიის 20% ლაპარაკობს იმაზე, რომ მარტო არ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს. ამაზე საუბრები იმდენად სამარცხვინოა, რომ აღარც მინდა გავაგრძელო. ეს იგივეა, დამნაშავე არასრულწლოვანის დაკითხვის უფლება რომ არ აქვთ მშობლის ან მეურვის გარეშე. გამოდის, ჩვენ არასრულწლოვანი ვართ და უფროსის გარეშე ლაპარაკი გვეკრძალება.

– ეს არასამთავრობოების და ურაპატრიოტების ე.წ. რეკომენდაციებია, ბატონო სოსო…


– და ვინ არიან ეს ე.წ. არასამთავრობოები? თქვენ გგონიათ, მათ ლამაზი თვალებისთვის უხდის ვინმე ხელფასს? მოხვეჭილი აქვთ დადებითი ავტორიტეტი თუ რაიმე სასარგებლო გაუკეთებიათ ოდესმე? ისინი დავალებებს ასრულებენ, იღებენ ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში, იმაში, რომ არ დაუშვან მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის, რადგან მოსალოდნელია, შეთანხმების შემთხვევაში, რუსებმა გამოიყენონ, ასე ვთქვათ, ქართული სუბსტრატი და გარკვეული სახის დათმობებზე წამოვიდნენ. შეიძლება არც მოხდეს ასე, მაგრამ, რომ მოხდეს?

რუსეთშიც უდიდესი გავლენა აქვთ სომხებს. საქართველოს საკითხი მიბარებული აქვს ლავროვს, რომელიც, სინამდვილეში, ქალანთაროვია.

რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ-საბანკო-საინფორმაციო-საექსპერტო სივრცეში არაპროპორციულად დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი სომხური ეროვნების წარმომადგენლები.
შესაბამისად, რუსეთშიც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩვენი მოლაპარაკებები არ შედგეს, ანუ ორმხრივად კეტავენ ამ, ჩვენთვის აუცილებლად საჭირო საკითხს. აღნიშნულ საკითხში ჩვენ, ფაქტობრივად, მოკავშირე არ გვყავს. ჩვენი ფასი ერთი ქართული გამონათქვამისნაირად `ქათმის ფასს~ უტოლდება – ღორი დაკლეს, მე დამაკლეს, ხარი დაკლეს, მე დამაკლესო. ჩვენი ფასი კვლავ ის რჩება, რა ფასიც დაგვაკისრა `ბაზარზე~ მიხეილ სააკაშვილმა. ანალოგიური ფასი გვადევს დღესაც. ეს არის ყველაზე დამამცირებელი როლი რუსეთის ვითომ მამხილებელი სააკაშვილის.

2008 წელს რუსეთი თბილისში რომ შემოჭრილიყო, რუსეთს მსოფლიოში ერთმორწმუნე დემოკრატი ქვეყნისთვის გენოციდის მომწყობის სახელი დაერქმეოდა. ამ მოვლენების ღრმა ანალიზზე მარტო საქართველოში არ ლაპარაკობენ, თორემ მსოფლიოში დიდი ხანია წერენ.

რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ე.წ. ანაკონდას რკალის შემორტყმის პროცესი და საქართველო, სხვათა შორის, ამ გეგმის განხორციელების ერთ-ერთ ნაწილად აღიქმება. თუ გონიერებას არ გამოვიჩენთ, ვერ გადავრჩებით ამ სასტიკ გეოპოლიტიკურ დოლაბებში და ჩვენი გარდაცვალების გამო არავინ ტირილს არ დაიწყებს.

– ბატონო სოსო, ეკლესია იყო და კვლავ რჩება ერთადერთ ინსტიტუტად, რომელსაც ენდობოდა ხალხი. ახლა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ეკლესიაში. ფაქტობრივად, ეკლესიის რღვევა ხდება. პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის გამოცხადებამ კი რაღაცნაირი კატალიზატორის ფუნქციაც შეიძინა და ბევრი რამ ზედაპირზე ამოიტანა.


– ბოლო ხანებში ვიხილეთ მეუფეების ვიზიტები ამერიკაში.
მათი საოცარი განცხადებებიც "რუსთავი 2"-ზე, სადაც, ფაქტობრივად, ავანგარდში დგანან. იქ ამბობენ აღსარებებს გვარამია-გაბუნიას ოლარის ქვეშ.

“მორწმუნე ადამიანების რიგს განვეკუთვნები და ვარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, – ამბობს ნიკა გვარამია და დასძენს, პატრიარქმა მითხრა: იმდენ სიკეთეს, რამდენსაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისათვის, ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველაფერს გააკეთებთ, რომ ქვეყანას რამე ეშველოსო”.

"სხვათა შორის, "რუსთავი 2"-ის ღვაწლს მღვდელმთავრები პირად საუბრებში ყოველთვის აღნიშნავენო”, – დასძენს ნოდარ მელაძე.
ასეთი ღრმადმორწმუნე და ღვთივსულიერი ადამიანები არიან ნიკა და ნოდარი და თვით გიორგი გაბუნიაც.
ეს, უბრალოდ, სასაცილოც არ არის, მაგრამ მწარე ირონიის გარდა, აღარ ვიცი, რაღა დაგვრჩენია.
"ვაჰ სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა".

რაც შეეხება მეუფე შიოს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ბერი გახლავთ. არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ ზნეობრივად დამღუპველ პროცესში, რაც ბოლო წლებში საპატრიარქოში მიმდინარეობდა. მეუფე შიოზე არ არსებობს კომპრომატები, რაც ამ რეალობაში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მას, ჩემი აზრით, მთელმა საქართველომ უნდა დაუჭიროს მხარი, თორემ ჩვენს წინაშე დგას რეალობა – ეკლესიის მიმართ ხალხი სრულად დაკარგავს ნდობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ღმერთმა დაგვიფაროს და, დაიშლება, ხოლო ნანგრევებში სწორედ ის მღვდელთმთავრები მოჰყვებიან უპირველესად, რომლებიც მტრობენ ქვეყანას და ეკლესიას და თავის დროზე მოეთხოვებათ კიდევაც ამის გამო.

– ვისზე საუბრობთ, ბატონო სოსო?

– ასეთი ბევრია. კონკრეტულად, მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე აბრაამ გარმელია "რუსთავი 2"-ზე რომ ყელყელაობენ, თუმცა ქრისტე არ ახსოვთ, სამშობლოზე რომ არაფერი ვთქვათ…

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
28-03-2018, 09:00


დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო, რუს დიპლომატებს 15 ქვეყანა აძევებს - აშშ და 14 ევროპული ქვეყანა. აშშ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოსაც ხურავს.

60 დიპლომატს აძევებს აშშ, გერმანია - 4, პოლონეთი - 4, უკრაინა - 13, დანია - 2, საფრანგეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლატვია - 1, ესტონეთი - 1, ლიტვა - 3, იტალია - 2, კანადა - 4, ნიდერლანდები - 2, რუმინეთი -1, ფინეთი -1.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გამო პროტესტს აცხადებს და ამ ნაბიჯს პროვოკაციულს უწოდებს."აღნიშნულს ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულ ნაბიჯს, რომელიც არ პასუხობს იმ ამოცანებსა და ინეტერესებს, რომელიც უკავშირდება ამა წლის 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის მიზეზების დადგენასა და დამნაშავეების გამოვლენას," - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშ, რომელიც ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

კრემლი მიჩნევს, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა "სკრიპალების საქმის" დეტალებში გარკვევის გარეშე დიდი ბრიტანეთის ფეხის ხმას აჰყვა, რაც კონფრონტაციული ხაზის გაგრძელებას ადა სიტუაციის ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს.

"თავისთავად ცხადია, რომ ქვეყნების ერთი ჯგუფის მხრიდან განხორციელებული არამეგობრული ნაბიჯი უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ მასზე რეაგირებას მოვახდენთ," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი  ქალიშვილი მოწამლეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.


მეტის ნახვა
26-03-2018, 15:00


2015 წლის თებერვალში გამართულ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ — რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა, მხარდაჭერის მიზნით, უმრავლესობის წევრებთან არაერთგზის მოლაპარაკების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის (თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც კანონდარღვევებზე შეგნებით დახუჭა თვალი) მიერ პარლამენტს წარუდგინა და შემდგომ აარჩევინა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილის, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის თანაშემწის მეუღლე, იმდროინდელი რესპუბლიკელი მერაბ ქათამაძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად. ამ არჩევანით საქართველოს პარლამენტმა ნებსით, თუ უნებლიეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არალეგიტიმურად აქცია.

რაში გამოიხატება კანონდარღვევები და აქედან გამომდინარე არალეგიტიმურობა? 2013 წელს პარლამენტის დეპუტატებმა, რესპუბლიკელებმა – თინა ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ მე 9-ე და მე 11-ე მუხლებში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა (აპლიკანტთა) შესარჩევად ისეთ პუნქტებს, როგორიცაა, უპარტიობა: მუხლი 11–1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად: ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; (იმ დროისთვის მერაბ ქათამაძე რესპუბლიკური პარტიის წევრი და პარტიის ალმანახის რედაქტორი გახლდათ);

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატთა სპეციალობის ჩამონათვალს: მუხლი 9–6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე. მმართველობითი თანამდებობის მიკუთვნებულ პირთა ჩამონათვალი სპეციალური კანონითაა გაწერილი; მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივი ცნობადობაც საფუძველს მოკლებულია… მაუწყებლობის კანონში აღწერილი ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა უხეშადაა დარღვეული მერაბ ქათამაძის, როგორც კომისიის წევრის მიმართებაში.

აპლიკანტი მერაბ ქათამაძის მასალები, რომელიც განიხილა საქართველოს პრეზიდენტის იურიდიულმა და ადმინისტრაციულმა სამსახურებმა, არც კი უნდა გადაგზავნილიყო პარლამენტში განსახილველად, მაგრამ…

კომისიის ლეგიტიმურობის აღდგენისა, და ზოგადად სამართლიანობისთვის, საჭიროა პარლამენტმა დაუყოვნებლივ დააყენოს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით კომისიის წევრის – მერაბ ქათამაძის იმპიჩმენტის საკითხი.

მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე მოხდა 2013 წელს, საქართველოს პარლამენტმა კომისიის ყოფილი წევრი, კარლო კვიტაიშვილი, მისი ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირების მოტივით გააიმპიჩმენტა.

პარლამენტარებო! აღვადგინოთ სამართლიანობა!

დავით ქავთარია

მეტის ნახვა
22-03-2018, 16:00