წლევანდელი წლის პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გახლდათ. პოლიტოლოგები აცხადებდნენ, რომ ტრამპი გახდა თეთრი სახლის ლიდერი იმაზე ნაკლები მხარდაჭერით, ვიდრე ოდესმე ჰქონია აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტს. ტრამპის ინაუგურაცია იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან მედიას შეუტია. "ომს ვაწარმოებ მედიასთან. ისინი დედამიწის ზურგზე ყველაზე უსინდისო არსებები არიან", _ განაცხადა ტრამპმა.

 მას მხედველობაში, პირველ რიგში, ამერიკული მედია ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრამპს მხოლოდ მედიასთან არ მოუწევდა ბრძოლა. პრეზიდენტობის 10 თვეში ტრამპმა თავისივე დანიშნული 12 მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი გადააყენა თანამდებობიდან.

საშინაო პოლიტიკაში ტრამპმა წარუმატებლობები პრეზიდენტობის დაწყებისთანავე განიცადა. სწორედ ამ გარემოების გასანეიტრალებლად და საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად ტრამპის ბრძანებით დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებით სირიის სამთავრობო ჯარების აეროდრომი. თუმცა მისი ერთ-ერთი დაპირება ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსთან" უკომპრომისო ბრძოლა და მისი სრული განადგურება გახლდათ. ამისთვის აშშ-ისა და რუსეთის სამხედროებმა გარკვეული შეთანხმებაც დადეს - ამიტომაც აღმოჩნდა მსოფლიო საზოგადოებისთვის მოულოდნელი სირიის სამთავრობო ჯარების აეროდრომის დაბომბვა. საინტერესო გახლდათ ის გარემოება, რომ ტრამპმა შეტევის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი იმყოფებოდა. ტრამპმა ჩინელ სტუმარს დაბომბვის შესახებ ოფიციალური სადილობისას აცნობა, როდესაც დესერტად შოკოლადის ტორტს მიირთმევდნენ. მოგვიანებით ექსპერტებმა ფაქტი ნართაულ მუქარად შეაფასეს, თუმცა სტუმარს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და არც კომენტარი გაუკეთებია. მოგვიანებით ჩინეთის მხარემ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა.

მოსკოვში ტილერსონის სტუმრობის თითქმის ერთი თვის შემდეგ სერგეი ლავროვმა განახორციელა საპასუხო ვიზიტი ვაშინგტონში. ტილერსონის შემდეგ ლავროვი დონალდ ტრამპმა მიიღო. რუსეთის ოფიციალური პირები, 2013 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილან თეთრ სახლში. ამჯერად შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სტუმარ-მასპინძლებმა ნაყოფიერად შეაფასეს. გავრცელებული ინფორმაციით, უნდა შექმნილიყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებდა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას დიდი ოცეულის ფარგლებში.

ლავროვის ვიზიტმა ახალი ძალით ააგორა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანია, ამერიკული პრესა წარმოუდგენელი ჭორებით დაიხუნძლა.

ამაშობაში საფრანგეთში მეთერთმეტე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ევროპელი პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ბინძური საარჩევნო კამპანია საფრანგეთის ისტორიაში არ ყოფილა. გამარჯვება ახალგაზრდა, 39 წლის ემანუელ მაკრონმა (რომელსაც 64 წლის ცოლი ჰყავს) მოიპოვა.

პირველი ტურის შემდეგ თავის უშუალო კონკურენტს მარი ლე პენს მაკრონი მხოლოდ 1,5 პროცენტით უსწრებდა, ხოლო მეორე ტურში თითქმის 30 პროცენტით აჯობა. მაკრონისგან განსხვავებით, ლე პენს ჰქონდა სამოქმედო გეგმა. მისი აზრით, საფრანგეთმა უარი უნდა თქვას ევროზე და დააბრუნოს მიმოქცევაში ეროვნული ვალუტა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა ადგილობრივ პროდუქციას. ამის გარდა, დღემდე ლე პენი ნატოში და ევროკავშირში ყოფნას საჭიროდ არ მიიჩნევს. პირველი ოფიციალური ვიზიტი დაონალდ ტრამპმა ევროპა-ახლო აღმოსავლეთში განახორციელა. ვოიაჟის დაწყებისას პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ ტრამპი ცოტა ხნით მაინც გაეცლება ვაშინგტონის ჭაობს, რომლის ამოშრობასაც აპირებდაო. თავდაპირველად ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია, სადაც მართლაც გრანდიოზული დახვედრა მოუწყეს.

არაბეთში ტრამპმა 280-მილიარდიანი ხელშეკრულებები გააფორმა. საუდის არაბეთის და ისრაელის შემდეგ ტრამპი ევროპას ეწვია. ტრამპის ევროკავშირში ვიზიტის შემდეგ ევროჩინოვნიკები იმედგაცრუებული დარჩნენ, მათ ვერ მიიღეს ფინანსური დახმარების დაპირებაც კი. ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა სიცილიაზე გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრა. წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში განვითარდა. დიდი ოცეულის სამიტზე დაგეგმილი იყო დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის პირისპირ პირველი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს პიოლიტიკოსები მოუთმენლად ელოდნენ. დიალოგი შედგა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუბარს მხოლოდ ამერიკელი და რუსი პირველი დიპლომატები ესწრებოდნენ. ორმხრივი შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

მსოფლიოს, განსაკუთღებით ევროპის ქვეყნებისთვის ტერორიზმი და მასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლდათ. თუმცა პოლიტიკურ არენაზე წლეულს გაჩნდა ახალი თავსატეხი ჩრდილო კორეის სახით. წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 15-ჯერ გამოსცადეს ბალისტიკური რაკეტები. აგვისტოს მიწურულს ქვეყანაში წყალბადის ბომბი წარმატებულად გამოსცადეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ჩრდილო კორეის სრული განადგურებით დაემუქრა. მსგავსი განცხადება გაეროს ტრიბუნიდან მისი არსებობის მანძილზე არც ერთ პოლიტიკოსს, მით უფრო, ქვეყნის მმართველს არ გაუკეთებია. სწორედ ამ განცხადებამ შეაშფოთა მსოფლიო. აღსანიშნავია, რომ რეგიონში საომარი ვითარების დაწყებას ეწინააღმდეგებიან იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები. ჩინეთი და რუსეთი ორივე ქვეყანას დიალოგისკენ მოუწოდებენ.

ტრამპის საგარეო პოლიტიკას მიმომხილველების ნაწილი დადებითად აფასებს, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი მოღვაწეობა მან ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოყვანით დაიწყო. ამასთან, ამერიკის მოკავშირე თურქეთთან იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, `ამერიკა არ გვჭირდებაო~. პოლიტოლოგების გაოცება გამოიწვია ტრამპის გადაწყვეტილებამ, ირანთან შეაჩეროს ბირთვული თანამშრომლობა. 2011 წელს გაეროს ჩარევით, როგორც იქნა, დაიყოლიეს ეს ქვეყანა, შეეჩერებინა ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ტრამპის განცხადების შემდეგ, ირანელებმა უპასუხეს, რომ მათი ქვეყანა კვლავ დაიწყებს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას.

ამასობაში კი რუსეთი აძლიერებს საკუთარ გავლენას მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურების იქ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საუდის არაბეთის მეფის სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის მოსკოვში სტუმრობა. საუდის არაბეთის მონარქის ვიზიტი რუსეთში ისტორიაში პირველი გახლდათ. არაბეთის დელეგაციის შემადგენლობაში ათასზე მეტი წევრი იყო, რაც ბევრის მთქმელია. ვიზიტისას გაფორმდა 15-ზე მეტი ხელშეკრულება. არაბებს განსაკუთრებით შეიარაღების შეძენა სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე აშშ-სთან გააფორმერს ხელშეკრულება იარაღის შეძენაზე.

აღსანიშნავია ასევე სოჭში გამართული რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა, რომელიც უცხოელმა ჟურნალისტებმა "ახალ იალტად" მონათლეს. ამერიკულმა პრესამ აღნიშნა, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში პოზიციები დათმო და მაყურებლის როლში დარჩა. გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი. მიუხედავად ტრამპის მუქარისა, რომელი ქვეყანაც არ აღიარებს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, საკითხი ხმების უმრავლესობით ვერ გავიდა.

პალესტინის მეთაურის მაჰმუდ აბასის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში,. კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რომელიც გასულ კვირაას ესპანეთის კატალონიაში განვითარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 82 პროცენტს გადააჭარბა, ეს მაშინ, როდესაც რაფერენდუმზე მოსახლეობის 43-მა პროცენტმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. არჩევნებზე ხმების უმრავლესობა - 70 ადგილი დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მიიღეს, რახოის პარტიამ კი მხოლოდ 3 ადგილი მოიპოვა. ვნახოთ, როგორ გასრულდება წლევანდელი წელი. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი 2018 მშვიდობიანი იქნება საქართველოსთვის, და საერთოდ, მსოფლიოსთვისაც, თუმცა ისეთი ვითარებაა სამყაროში, როდის აფეთქდება `ბომბი~ სახელად ომი, არავინ იცის…

გია ბურდული

მეტის ნახვა
12-01-2018, 12:19


    გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს მოაწერა ხელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის შემდეგ მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ საკანონმდებლო მუშაობის შესახებ, რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს.

მიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებების უკეთ დასაცავად. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომლებიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქმნება პროცედურები. ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში, რაც ასევე აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით.

ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ ამ კანონების პრაქტიკაში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო შედგეს და ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით შემდგომ საკანონმდებლო სამუშაოებსაც. ერთერთი კანონი, რომელიც ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი, ეს არის "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები. ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. აქამდე წვევამდელებს შეეძლოთ, რომ მცირე ანაზღაურების საფასურად ემსახურათ სპეციალური დაცვის სამსახურში. ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, რომ კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი ამ სამსახურში აყვანა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს ამ კანონებს და ისინი ძალაში შევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა და ასევე, საზოგადოებამ აქტიურად მიადევნოს თვალი, იმას, თუ როგორ განხორციელდება და დაინერგება ეს კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მეტის ნახვა
11-01-2018, 14:56


გვესაუბრება ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე.

– ბატონო გრიგოლ, რა შეფასება შეიძლება მივცეთ სააკაშვილის მოქმედებას უკრაინაში, რასაც ახლა ვხედავთ?


– დღეს სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური მტერია, მან საჯაროდ განაცხადა, რომ სურს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. თავისთავად, ყველა ხელისუფლებას ჰყავს და ეყოლება ოპოზიცია. სააკაშვილის მიზანია დააჩქაროს უკრაინის ხელისუფლების ცვლილება. იგი არ ელოდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს და ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას.

დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილის მიერ პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მოხდა უკანონოდ. უკრაინელმა კოლეგებმა მაჩუქეს იქაური სისხლის სამართლის კოდექსი. კანონი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ითვალისწინებს სასჯელს სამიდან ხუთ წლამდე. როგორც ვნახეთ, უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი მხოლოდ დააჯარიმა. საჯაროდ განაცხადეს, რომ ვაჯარიმებთო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება, რეალურად, არც დაუჯარიმებიათ. პირებს, რომლებიც მას საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაეხმარენ, იგივე მისი მომხრეების მიმართ, როგორც იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სხვადასხვა სანქციები განხორციელდაო. გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დაინდო. ვფიქრობ, რომ ეს ან თამაშია, რათა სააკაშვილი გმირად აქციონ, ან უკრაინელი ძალოვანი სტრუქტურების სისუსტეა, რასაც დრო გვიჩვენებს. გასულ კვირას ვნახეთ, რომ სააკაშვილს აკავებენ, იქაური კანონით ეჭვმიტანილის სტატუსით, მიკროავტობუსში სვამენ და ბრალის წარსადგენად უნდა წაეყვანათ, იქ შეკრებილმა ხალხმა მანქანა ალყაში მოაქცია და არ გაატარა. ამის გარდა, სააკაშვილს მისცეს საშუალება, რომ სახურავიდან, სადაც იყო ასული, თავისი მომხრეებისთვის მოეწოდებინა: დამეხმარეთ, ამ უკანონობას წინ აღუდექითო, რათა ძალოვნებას იგი არ წაეყვანათ. შემდგომ ვნახეთ, რომ ხალხის რაოდენობამ მოიმატა, მიკროავტობუსი დააზიანეს, საბურავები დაუშვეს, სააკაშვილი გამოჰყავთ თუ თვითონ გადმოდის მანქანიდან, სადაც ბადრაგთან ერთად იმყოფებოდა და პარლამენტის წინ დაიწყო აქცია მხარდამჭერებთან ერთად. ამასთან, კარვებიც გაშალეს, მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა მუხლებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, სახელმწიფო ღალატის მუხლითაც, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მძიმე დანაშაულია. ვერ გეტყვით, სახელმწიფო ღალატში უკრაინელები რას გულისხმობენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, როდესაც ქვეყანა საომარ ვითარებაშია რუსეთთან, ამ დროს სააკაშვილი "მაიდნის" პროვოცირებას ახდენს რადას წინ, კარვებს შლის და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. სავარაუდოდ, უკრაინელებმა ეს ჩაუთვალეს დანაშაულად.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა. თუმცა ნახეთ, როგორ კურიოზულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ჯერ ერთი, სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ არ დადგა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შემდეგ მანქანიდან გაუშვეს თუ გაექცათ უკვე დაკავებული სააკაშვილი. გამოდის, რომ უკრაინული ძალოვანი სტრუქტურა ან სუსტია, ან არ ემორჩილება თავის ხელისუფლებას, ან არაპროფესიონალები არიან, ან გათამაშებული სცენაა. იმ შემთხვევაში, თუ გათამაშებულია, ეს მიგვანიშნებს, რომ სააკაშვილის გმირად წარმოჩენა ხდება. "მოუხელთებელი ჯოს" იმიჯს უქმნიან.

უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია, სააკაშვილის ქმედება, ფაქტობრივად, ზურგში დანის ჩარტყმა. სახელმწიფოს დასუსტებაა, საერთაშორისო დონეზე ქვეყნისთვის იმიჯის შელახვაა. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის და სხვა ორგანიზაციების განცხადებები, რომ უკრაინამ არ უნდა დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ყოველივე ეს, ვიმეორებ, ქვეყნის იმიჯის შელახვაა. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ხედავს საშიშროებას, რომ სააკაშვილის სათავეში მოსვლა, რაც გამოიწვევს უკრაინის დაშლა-დანაწევრებას უფრო მეტად, ვიდრე ახლა, კარგი იქნებოდა, გაეთვალისწინებინათ საქართველოს მაგალითი. თუნდაც ის, რომ შევარდნაძის დროს დაწყებული კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სააკაშვილმა გააგრძელა და 2008 წელს მისი ავანტიურული მოქმედების შედეგად დავკარგეთ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. ბაზების ჩაყენებით და სადემარკაციო ხაზის გავლებით, რუსეთმა, ფაქტობრივად, ჯერჯერობით, დაიკანონა ჩვენი ტერიტორიები. ამ შეცდომებს თუ დანაშაულებებს თუ გაითვალისწინებენ უკრაინელები, კარგი იქნება, თუ არა, სათავეში მოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილი დაშლის უკრაინას.

"ნაცმოძრაობას" დღეს აქვს ლოზუნგი, პირდაპირ ვთქვათ, ლენინური — ოლიგარქებს ვებრძვითო, გაიძახიან. დღეს მსოფლიო პოლიტიკას ბიზნესმენები, მაგათი ენით, ოლიგარქები აკონტროლებენ. მაშინ მოდით, ჯერ დონალდ ტრამპი გადავაყენოთ და სხვისი გადადგომა მერე მოვითხოვოთ. სააკაშვილს არ მოსწონს უკრაინის პრეზიდენტი — ოლიგარქიაო, გაჰყვირის. უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს მოწინააღმდეგე ოლიგარქები და მათი წაქეზებით და დაფინანსებით იბრძვის სააკაშვილი უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, სწორედ ის ოლიგარქები გამოიყენებენ სააკაშვილს და შემდეგ გასწევენ გვერდზე. რა ფორმით, ძნელი სათქმელია.

– სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრობა უნდა, მაგრამ როგორ შეიძლება პირმა, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, დაიკავოს ასეთი მაღალი თანამდებობა?

– ვფიქრობ, რომ იგი ცდილობს, უკრაინის ხელისუფლებაზე მოახდინოს ზეწოლა თავისი მოქმედებით. სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლით მას შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და აღიდგინოს მოქალაქეობა. ვფიქრობ, მას უნდა უკრაინის ხელისუფლება გამოიწვიოს პროვოკაციებზე, დააღვრევინოს სისხლი, რათა შემდეგ უფრო დიდი ლეგიტიმაცია ჰქონდეს, მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მას სხვისი სისხლის დაღვრა არაფრად უღირს, იგი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყოველთვის სხვის ხარჯზე იბრძოდა.

– როგორ განვითარდება მოვლენები? რა მოხდება სამართლებრივად?


– როდესაც რომელიმე ქვეყანა ითხოვს პირის ექსტრადაციას, პრიორიტეტი იმ ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება. თუ მას არ აქვს ქვეყნის მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში, ექსტრადირების პროცედურა რთულდება. სააკაშვილის თემა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა, რადგან პოლიტიკოსად ითვლება და საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ასე რომ, თუ გაასამართლებენ და მიუსჯიან, მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ შეიძლება კვლავ გაიმართოს მოლაპარაკება მის გადმოსაცემად. ყოველივე უკრაინის ხელისუფლების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.

– რამდენად გამართლებული იყო სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა იმ დროს, როდესაც უკვე ძებნილი იყო? ეს ხომ არ მიგაჩნიათ ორმაგ თამაშად უკრაინის მხრიდან?

– ვიდრე უკრაინაში ჩავიდოდა, იგი ამერიკაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, იქიდან მიიღო თანხმობა. ფაქტობრივად, ამერიკელებისგან იგი პროტექციას ითხოვდა, ამასთან, გამოიყენა იქაურ პოლიტიკოსებთან ნაცნობობაც. მისი განცხადებები, საქართველოში ჩამოვალო, არარეალურია. სააკაშვილის აქ ჩამოსვლა მისი თანაგუნდელების გარდა არავის უნდა. `ნაცმოძრაობას~ კი მისი ჩამოსვლა საქართველოში არეულობის მოსაწყობად უნდა. ნაცები ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ყველაფერს გააკეთებენ. თუმცა სააკაშვილის გარეშე უმაქნისები არიან, რამდენიმე ჯგუფად დაიშალნენ, მაგრამ ლიდერი არავინ ჰყავთ და ამიტომაც მისტირიან სააკაშვილს. იმედია, ხალხი აღარ გაიმეორებს 2003 წლის შეცდომას.

გია ბურდული

მეტის ნახვა
19-12-2017, 16:45


აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, იერუსალიმი ვაღიაროთ ისრაელის დედაქალაქად, ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოპერატიულად "მოუწოდა" ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიაროს. პასუხად კი მიიღო "კარგად უნდა დავფიქრდეთ" -ო, მაგრამ დიდიხანია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ნაცვლად `უფროსი ძმა~ ფიქრობს… საინტერესოა უმრავლესობის წევრი შალელიშვილი საკანონმდებლო ორგანოში რა დამსახურების გამო მოხვდა?ან, აქამდე არცერთი გადაწყვეტილება არ აწუხებდა არც აღელვებდა? შოთა შალელაშვილის უპასუხისმგებლო მიმართვას (თუ შეგნებულ პოვოკაციას) პრემიერისადმი, პასუხს და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მწვავე რეაქციას, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აბრაამ შმულევიჩმა სრულიად არაადექვატური განცხადებით უპასუხა და საქართველოს ღვარძლი და რისხვა დაატეხა. რას გვამადლის ეს პატივცემული გვამი და რატომ თვლის რომ საქართველო ისრაელთან ვალშია ან რატომ გვავალდებულებს მთელი მუსულმანური სამყაროს გადაკიდებას უცნობია.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველო არ არის ამერიკა, წინდაუხედავ განცხადებებს უნდა მოერიდონ! არ ჭირდება, იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას პოლიტიკური ანალიზი. ანტიქრისტეს დასახვედრად ამზადებენ სოლომონის ტაძარს. ხოლო იერუსალიმი არა მარტო ისრაელის.. არამედ მთელი “ახალი” მსოფლიოს დედაქალაქად გამოცხადდება.. სადაც “იკურთხება” მსოფლიო “მმართველად” ანტიქრისტე. რაც დაწერილია წმინდა წერილებში, ისე ხდებოდა და მოხდება ყველაფერი ვფიქრობ, ხალხი ამას ვერ შეცვლის…მესამედ აშენებული სოლომონის ტაძრის მომდევნო სცენარზე არსებობს ათონელი ბერის წინასწარმეტყველებაც- თურქეთს დაიკავებს რუსეთი, თურქეთი კი გაქრება რუქიდან, იმიტომ, რომ მათი ერთი მესამედი გაქრისტიანდება. 1/3 დაიღუპება და 1/3 გაემართება მესოპოტამიისაკენ. შუა აღმოსავლეთი ომის სცენად იქცევა, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება, ჩინელებიც კი გადმოლახავენ მდინარე ევფრატს, ეყოლებათ რა 200-მილიონიანი არმია და იერუსალიმამდე მივლენ. ამ მოვლენების მოახლოების ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რადგან მისი დანგრევა ნიშნავს სოლომონის ტაძრის აღდგენის დასაწყისს, რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იყო აშენებული. კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთი არ ითამაშებს პირველხარისხოვან როლს ამ ომში, მაგრამ მას კონსტანტინოპოლს მისცემენ, იმიტომ კი არა, რომ საბერძნეთს ეთაყვანებიან რუსები, არამედ იმიტომ, რომ არ მოიძებნება უკეთესი გამოსავალი და მოელაპარაკებიან ბერძნებს, მათზე დიდი ზეწოლა იქნება გარემოებათა მხრიდან. ბერძნული არმია ვერ მოასწრებს იქ მისვლას, რომ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპელების მხარდაჭერა ექნებათ და იმდენად გაამაყდებიან, რომ შეეცდებიან ევროპის მართვას, მაშინ 1/3 ებრაელი გაქრისტიანდება.

სერაფიმ როუზი, იერუსალიმის ტაძრის შესახებ რომელიც ორჯერ დაინგრა უკანასკნელად პირველი საუკუნის 70-ე წელს. წერდა, – აპოკალიფსის თანახმად იუდეველები მოახერხებენ ტაძრის მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მესიად. `არსებობს ძალზე მნიშვნელოვანი ნიში იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ. კაცობრიობის ისტორიაში პირველად სწორედ ახლა გახდა ეს შესაძლებელი. უწინდელ დროში მხოლოდ ერთხელ სცადეს მისი აღდგენა – IV საუკუნეში. ცოდნა ამის შესახებ ძალზე კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ განანათლებს ადამიანს ე ისტორიის კითხვა. ამ მოვლენის შესახებ IV საუკუნის რამდენიმე წყაროს ნახვა შეიძლება: მას მოიხსენიებს წმიდა კირილე, აგრეთვე იმ დროის ზოგიერთი სხვა საეკლესიო მემატიანეც. იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, ანთებულმა სურვილით გაენადგურებინა ქრისტიანობა, გადაწყვიტა: რაკი ქრისტე წინასწარმეტყველებდა, რომ იერუსალიმის ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩებაო, ამიტომ, მოდი, მე აღვადგენ ტაძარს და ამით ცხადად დავამტკიცებ, რომ ქრისტე თვითმარქვია იყოო, – ხოლო რადგან ასეა, ამიტომ ჯერ-არს წარმართობა ავაღორძინოთო. ამგვარად, იულიანე განდგომილმა, ამ განზრახვით განგებ დააბრუნა ებრაელები იერუსალიმში, და მათაც იმპერატორის ნებართვით, ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. ერთი დღის განმავლობაში მათ რაღაც გააკეთეს, ხოლო როცა მეორე დილით მივიდნენ, ნახეს, რომ ყველა ქვა მიწაზე იყო გაბნეული. მათ ხელმეორედ სცადეს მშენებლობის დაწყება, მაგრამ მიწიდან ცეცხლოვანმა ბურთებმა იწყო ამოფრქვევა. ამის შესახებ ბევრი ისტორიკოსი მოწმობს. თანამედროვე, რაციონალურად მოაზროვნე ისტორიკოსები, რამდენადაც მათ არ ძალუძთ უგულებელჰყონ ძველი ტექსტების არსებობა და რაკი ხედავენ, რომ რაღაც ამის მსგავსი ნამდვილად მოხდა, შემდეგნაირად იწყებენ ამ მოვლენის ახსნას: "ისინი ალბათ ნავთობის საბადოს გადააწყდნენო”, ანდა "მიწისქვეშა გაზის ამოფრქვევა იქნებოდაო”. მაგრამ ცხადია, ღმერთმა ეს სასწაული იმისთვის აღასრულა, რომ იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისათვის შეეშალა ხელი, რადგან ჯერ არ მოსულიყო ამის დრო, – ტაძარი მხოლოდ ქვეყნის დასასრულის წინ უნდა აღდგეს. როგორც არ უნდა იყოს, მათი მცდელობანი, აეშენებინათ, აღედგინათ მესამე იერუსალიმის ტაძარი, ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, და ებრაელებმაც უარი თქვეს ამ საქმეზე. ამრიგად, ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩა. ასე აღსრულდა იულიანე განდგომილის დროს უფლის წინასწარმეტყველება ტაძრის შესახებ.

მაგრამ ახლა, დაწყებული 1967 წლიდან, ის ადგილი, სადაც უწინ ტაძარი იდგა, უკვე ებრაელებს ეკუთვნით. და პირველად ხდება შესაძლებელი ტაძრის მშენებლობა. ხელისშემშლელია მხოლოდ ის, რომ იქ მუსლიმთა დიდი მეჩეთი დგას. თუკი მას დაანგრევენ, ალბათ, ო დაიწყება (უკანასკნელი ცნობებით, პალესტინაში გაჩაღებული ბ დაიწყო მას შემდეგ, რაც 2000 წლის ბოლოს ისრაელის პრემიერი დემონსტრაციულად მივიდა იერუსალიმის ტაძრის მთაზე და სიმბოლურად ჩაუყარა საძირკველი მესამე ტაძრის აღდგენას! დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო წმიდა მიწაზე მხოლოდ 1948 წელს წარმოიქმნა. ანტიქრისტე სწორედ ებრაელებთან მოვა. თავიდან იგი ებრაელებთან მივა, ხოლო შემდეგ მათი მეშვეობით მთელს მსოფლიოსაც მოევლინება. და მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყოველივე აღესრულება, უშულოდ მეორედ მოსვლის წინ, ებრაელთა უმნიშვნელო რაოდენობა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცევა. ამიტომაც ეს ნიში ტაძრის შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ დავინახავთ, რომ იერუსალიმის ტაძარი შენდება, მაშინ გვეცოდინება, რომ ქვეყნის დასასრული მოახლოებულია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტად ეს არის ერთ-ერთი ნიში, სასწაული თავად დასასრულისა. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ტაძარი არ შენდება, მაგრამ ავრცელებენ ყოველგვარ ხმებს მასზედ, რომ ადგენენ გეგმებს, ამზადებენ ქვებს და ა.შ. ცხადია, რომ ებრაელები ემზადებიან ამისთვის…აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოოგლე-მ თავის რუქაზე სოლომონის ტაძარი უკვე ააშენა…" ტაძრის მთა ჩვენს ხელთაა." მის რუქაზე ანტიქრისტეს კურთხევის ტაძარი ზუსტად წელიწადია დგას ალ-აქსას მეჩეთის ადგილზე, ტაძარი რომელშიც გვირგვინი უნდა დაადგან ანტიქრისტეს. ვირტუალურ რეალობაში აშენებული ტაძარი, რომ ხვალ რეალობად იქცევა. "გუგლი" როგორც ცნობილია ახალი მსოფლიო მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურაა და აპოკალიფსისის მოახლოებაც ამიტომ "გვახარა"

…დამაფიქრებელია ზვიად გამსახურდიას მიერ თავის ერთ-ერთ ლექციაზე გაჟღერებული მსგავსება სოლომონისა და სვეტიცხოველის ტაძრებს შორის- "სვეტიცხოველი არის ტაძარი, რომელშიც ყველაზე უფრო ღრმად და ყოველმხრივედ არის არეკლილი საქართველოს სულიერი მისსია, ქართული სულიერება, ქართული ქრისტიანობა. თქვენ იცით, რომ ეს უჩვეულო ტაძარია. არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში, ყოველ შემთხვევაში მე ასე აგონია, არ არსებობს საკულტო სვეტი. სვეტი, უფრო სწორედ, ორი სვეტი არსებობდა იერუსალიმის ტაძარში, სოლომონის ტაძარში. ხოლო აქ ქრისტიანული ტაძარია აგებული სვეტთან დაკავშირებით. თავდაპირველი საფუძველი ამ ტაფრისა იყო სვეტი. მისი აგების ისტორია უკავშირდება სვეტის აღმართვის ისტორიას. ხოლო ეს სვეტი სიმბოლურად განასახიერებს ცხოვრების ხეს ისტორიულადაც ამ ადგილას იზრდებოდა კედარი, რომელიც არის ცხოვრების ხის სიმბოლო, რომელიც მოიჭრა და შემდეგ ეს მოჭრილი კედერი ანგელოზებმა წმინდა ნინოს ლოცვით აღმართეს და ამ ადგილას აშენდა პირველი ტაძარი, პირველი ეკლესია წმინდა ნინოსი, ხოლო შემდეგ უფრო გვიან აშენდა სვეტიცხოველი, რომელიც არის ალეგორიული ტაძარი, ისევე როგორც სოლომონის ტაძარი იყო ალეგორიული".

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
18-12-2017, 20:16


ამას წინათ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა გამოაცხადა, მეგის ქარდავას კი ვიცნობ, მაგრამ ვინმეს თუ აწამებდა, არასდროს გამიგონია, არც სამეგრელოში არსებული სამალავების ვიცი რამე, არც კასტილიანი გამაუპატიურებლის შესახებ მსმენია და სერგო თეთრაძე, წამებით თუ მოკლეს, ეგეც ახლა გავიგე პირველადო. ეს კაცი ადრე იმასაც ამბობდა, არ მახსოვს, სააკაშვილი ოდესმე მსტუმრობდა თუ არა სახლში და, საერთოდ, არც ის ვიცი, ციხეში რისთვის ვზივარო.

კაცი ღირსეულად თუ აღზევდება, დაცემაც ღირსეულად უნდა შეეძლოს. მაგრამ სად აქვთ ნაცებს ღირსება. ვირთხულად აღზევდნენ და მათი დაცემაც ამაზრზენია.

როგორც ჩანს, ნაცების ყოფილ მინისტრსაც ამნეზია დამართია ციხეში. ვერ გაიხსენა ის `საწყალი~ ყველასაგან უარყოფილი და `დავიწყებული~ მეგისა ქარდავა, თავის დროზე, მიშა სააკაშვილმა ორჯერ საკუთარი ხელით რომ დააჯილდოვა ღირსების ორდენით და უკრაინელებმა ივანო-ფრანკოვსკის ციხიდან ახლახან პირდაპირ საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, დაჭერა ვერ აუტანია თავისუფლებისმოყვარე ბიჭს, გული გახდომია, თურმე, ცუდად.
რაც შეეხება მიშიკოს, მას ისედაც ჰქონდა მეხსიერების დაქვეითება _ როცა რაიმე სჭირდებოდა, ახსოვდა, როცა არა _ არა.
მოკლედ, საქმეში ჩაუხედავმა რომ უსმინოს ამათ, იფიქრებს: ეს ნაცები ანგელოზები ყოფილან, ქართველი ხალხია თურმე ცილისმწამებლები, აბრალებდნენ პატიოსან ბიჭებს რაღაც-რაღაცებს, თორემ ამათ 9 წელიწადი ბუზი არავისთვის აუფრენიათ _ შრომობდნენ, თხილის გულს იყოფდნენ და ლუკმად იმას ჯერდებოდნენ, ავსებდნენ ბიუჯეტს, აშენებდნენ, ეფერებოდნენ ხალხს, ამათ დააგეს გზები სავალუტო ფონდის თუ მსოფლიო ბანკის ფულით ვალად, რომელსაც დღემდე ჩვენი ზურგის ტყავით ვიხდით, ხოლო ქვეყანას უცხოპლანეტელები მართავდნენ. ისინი კლავდნენ, აწამებდნენ, ისინი ყიდდნენ მიცვალებულების ორგანოებს, ეს უცხოპლანეტელები თხრიდნენ მიწისქვეშა ბუნკერებს და იღებდნენ წამების და გაუპატიურების კადრებს და აკონსერვებდნენ (ეტყობა, სხვა პლანეტაზე წაღება უნდოდათ), ისინი აცხადებდნენ ნულოვან ტოლერანტობას, ისინი აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ ქონებას ხალხს, მათ მოკლეს ვერაგულად პატარკაციშვილი, მათ შეიწირეს ნაციონალების თანამოძმე და თანაგუნდელი ზურაბ ჟვანია, უცხოპლანეტელებმა ესროლეს გურამ შარაძეს, მათ უბოძეს ქართული პასპორტები ჩინელებს, თურქებსა და ინდუსებს, მათ დაანგრიეს განათლების, ჯანდაცვის სისტემა და მეცნიერებათა აკადემია და ა. შ. და ა.შ.

ამის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, მიშა სააკაშვილმა ის რომ თქვას, სააკაშვილი კი არ ვარ, თავად ნაპოლეონი ვარ, ბონაპარტე, ელბადან გამოვიქეციო, ესეც არ იქნება გასაკვირი.
ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
18-12-2017, 18:00


პოროშენკომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა _ ეგონა, სააკაშვილის სახით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იჭერდა და ხელთ ფსიქიკურად ავადმყოფი, ფაქტობრივად, შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანი შერჩა!

შეცდომამ სააკაშვილის პირველი დაკავებისთანავე იჩინა თავი, როცა ის საბადრაგო მიკროავტობუსში იმდენად ცუდად გახდა, რომ ბადრაგი პანიკაში ჩავარდა.
პოროშენკოსთან ხანმოკლე დათათბირების შემდეგ ლუცენკომ განკარგულება გასცა, პატიმარი გაეთავისუფლებინათ.
ასე რომ, სააკაშვილი მის მხარდამჭერებს კი არ გაუთავისუფლებიათ _ ბადრაგმა გაუშვა.

სააკაშვილი როცა მეორედ დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს, მას ავადმყოფობის იგივე ნიშნები გაუმეორდა, რაც საბადრაგო ავტომანქანაში დაემართა.
ოთხჯერ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება, თუმცა პაციენტის დაშოშმინება მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებები არ მისცეს.

ექიმების დასკვნით, სააკაშვილის ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია და არა ციხეში.
სააკაშვილი ციხისთვის უვარგისი კაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ზოგადად, უვარგისი კაცია.
ექიმებისვე დასკვნით, სააკაშვილის ფსიქიკაზე გამანადგურებლად მოქმედებს ჩაკეტილ სივრცეში მოთავსება. ამ დროს ის აბსოლუტურად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და პანიკური შიშით შეპყრობილი იმ ნადირს ემსგავსება, რომელიც გალიაში ჩაკეტეს.
პოროშენკოს, ალბათ, ჭორად კი ჰქონდა გაგონილი, რომ სააკაშვილი ალაგ-ალაგ ცოტას ურიკინებდა მაგრამ, როგორც ჩანს, მას ვერ წარმოედგინა, რომ კაცი, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ასე დანგრეული ექნებოდა ფსიქიკა.
როგორც ამბობენ, პოროშენკო შოკში ჩავარდა, როცა ფირზე დაფიქსირებული ის კადრები აჩვენეს, სადაც სააკაშვილის იზოლატორში ყოფნის მომენტებია აღბეჭდილი.

ეს ფირი, რა თქმა უნდა, საიმედოდ არის შენახული და საჭიროების შემთხვევაში, მას აუცილებლად ანახებენ იმ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, რომელსაც სააკაშვილის მისამართით ჯერ კიდევ რაღაც ილუზიები და ცრუ წარმოდგენები გააჩნია.
ვფიქრობთ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკრაინის უშიშროების სამსახურის იზოლატორში დამთავრდა, ისე, როგორც დამთავრდა მისი გმირად წარმოჩენის ტრაგიკომიკური მცდელობები.

სააკაშვილის უშიშრობა და შეუპოვრობა მისი გმირული ხასიათით კი არ არის განპირობებული, არამედ ეს არის პარანოიკული ენერგიის მოზღვავების გამოხატულება, რომელიც მერე პათოლოგიური შიშით და დეპრესიით იცვლება.
ის, რაც არ იცოდა პოროშენკომ, ცხადია, შესანიშნავად იციან სააკაშვილის ახლობელმა ადამიანებმა. მათ ისიც დაზუსტებით იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა და რა დაემართებოდა დაპატიმრებულ სააკაშვილს.

მათ იცოდნენ, რომ ამ დაპატიმრებით ფარდა აეხდებოდა დიდ საიდუმლოს _ გმირად და დემოკრატიის შუქურად აღიარებული სააკაშვილი ფსიქიკურად შერყეული ერთი ავადმყოფი კაცია, რომელსაც ახალ-ახალი "გმირობებისკენ" წაქეზება კი არა, შველა და დახმარება სჭირდება.
სააკაშვილის პარანოიდული შეტევების შედეგები საკუთარ ზურგზე აქვთ ნაწვნევი მის ძალოვანი უწყებების მინისტრებს, რომლებსაც უძილობით გატანჯული, ჰალუცინაციებით დამფრთხალი სააკაშვილი შუაღამისას წამოყრიდა ხოლმე საწოლებიდან, რომ მათ გარემოცვაში უფრო უსაფრთხოდ და დაცულად ეგრძნო თავი.

თავადაც ავანტიურისტი და ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ზურგს უკან მასზე დიდი ავანტიურისტების და საერთაშორისო მასშტაბის `რაზბოინიკების~ აჩრდილები ილანდება, რომლებიც, ადრე თუ გვიან, სააკაშვილს აუცილებლად შეიწირავენ.
იცის ეს სააკაშვილმაც, მაგრამ არც მას და არც მის გულწრფელ გულშემატკივრებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ _ სააკაშვილი ის ყუმბარაა, რომელიც ზარბაზნის ლულიდან უკვე გამოისროლეს და სამიზნისკენ მიმართეს…

მინაწერი: პეჩორის რაიონის მოსამართლემ ციხისთვის "დაბრაკული" სააკაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, რასაც `ნაცებისა~ და მათი მხარდამჭერების აჟიოტაჟი და ღრიანცელი მოჰყვა.

"ნაცებო" და "ნაცების" მხარდამჭერებო, სულ ტყუილად გიხარიათ, რაც გიხარიათ და ბედნიერებისგან ფრთაშესხმული სულ ტყუილად უვლით დავლურს.
ერთადერთი, რაც მართლა უნდა გიხაროდეთ ისაა, რომ თქვენი გაბანძებული ბელადისთვის "პერედაჩების" ზიდვა უკრაინაში არ მოგიწევთ და აქვე, "მატროსოვის" ციხეში, მიუცუნცულებთ ხოლმე.

აი, ეს გაგრძელება და ფინალი აქვს მოსამართლე სოკოლის განაჩენს.
თქვენ კი ვერაფერს მიმხვდარხართ და გიხარიათ…

გიხარიათ და გიხაროდეთ, აი, დარდი…

მეტის ნახვა
15-12-2017, 12:44


ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის რომელიღაც მუხლი დაირღვაო, ნაციონალები და მათი სატელიტები ფრიად გაამხიარულა. მერე რა, რომ ეს დარღვევა, მხოლოდ ერთ ეპიზოდს, მერაბიშვილის ციხიდან თავზე "ტომარაგადაფარებულ" გაყვანას ეხება, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა თუ გაიყვანეს, თანაც ამ ფორმით. ვანიჩკას "პოლიტპატიმრად" გამოცხადებას, "ოპერატიულად" გამოეხმაურა სააკაშვილიც, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო მერაბიშვილი, მივესალმები სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩემი თანამებრძოლის პატიმრობის უკანოდ გამოცხადებასთან დაკავშირებითო. მმართველი ძალის განცხადებით, ევროსასამართლოს მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ უცვნია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მერაბიშვილის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სრულიად კანონიერი იყო, საერთოდ არ მოიცავდა მის პოლიტიკურ საქმიანობიდან ჩამოშორების მოტივაციას. ეტყობა, ნაციონალებისა და მათი ლიდერისთვის ცალკე გადაწყვეტილება გამოსცეს, სააკაშვილს ისიც გაურკვევია, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლის, ქვეყნის `ექსხერხემლის~ მრავალწლიანი პატიმრობის მთავარი მიზანი, მისგან სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. ოლიგარქ ივანიშვილს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ არაფერი მომიპარავს. ამის გამო, უდანაშაულო ადამიანს ამდენი ხანია აწამებენო.

ივანიშვილის "უნდობლობისა"რა უკვირს მიხეილ-ბატონს, როცა უკრაინელ ჟურნალისტსაც გაუჩნდა მის მიმართ კითხვა, პარტია გაქვთ (თანაც ორი, თუ მეტი არა – მ.ს.), ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობთ, მუდმივად მოგზაურობთ, ამას როგორ ახერხებთო. კი "დაამშვიდა" მიშამ "კოლეგა", რა არის აქ გასაკვირი, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ, ბებია მუშაობს (ცხონებული მზია ბებია მაშინ ცოცხალი იყო), დედა მუშაობს, ცოლი მუშაობს და ფულს მიგზავნიან, მეც ერთ-ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდიო, მაგრამ დაუჯერა თუ არა ყოფილმა "კოლეგამ", ვერაფერს მოგახსენებთ. სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ქართველებს (თუ არ ჩავთვლით ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერებს) ნამდვილად არ სჯერათ სააკაშვილის არგუმენტის. მათ არც ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობა და პოლიტპატიმრობა სჯერათ და აქედან გამომდინარე, მის უვადო პატიმრობას თუ არა, მრავალწლიან სასჯელს მაინც ითხოვენ. მერაბიშვილი ოთხი ბრალდებითაა მსჯავრდებული: "აკურას"ღვინის ქარხნის ჩამორთმევა – 2 წელი და 3 თვე; სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხწელიწადნახევარი; ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე. მას საბოლოო ჯამში, ამ უკანასკნელი სასჯელის ვადა შეეფარდა, რადგან ნაციონალებისგან "ქვეყნის დამაქცევრად" გამოცხადებულმა "ქართულმა ოცნებამ", ნაციონალების დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის წესი გააუქმა და უდიდესი სასჯელი შთანთქავს უმცირესს. ეს ბრალდებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც საზოგადოება მერაბიშვილს ედავება, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას არ უჩივის, ახსოვთ ვანოს მოთხოვნილი ორი "ტრუპი", ნავთლუღში, კორტებთან თუ სხვაგან ჩაცხრილული უდანაშაულო ახალგაზრდები, 7 ნოემბრის აქციის და ტელეიმედის დარბევა, ბადრი პატარკაციშვილისა თუ სხვა ბიზნესმენებისთვის ქონების "ახევა" და ა.შ. კი გვიმტკიცებს სააკაშვილი, "ანგელოზები" ვართ მე და ჩემი უახლოესი თანამებრძოლი, "გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე" მერაბიშვილიო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ათასობით საჩივარს, რომელიც მთავარ პროკურატურაში დევს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით?! არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს განვითარების ლაბორატორიის~ დირექტორი, ექსპარლამენტარი ირაკლი გოგავა `საერთო გაზეთისთვის~ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურები სადამსჯელო ორგანიზაციებად აქცია, მიზანი ერთი იყო – კორუფციით, შავი ბიზნესითა თუ კანონიერად ნაშოვნი ფული ამოღებულიყო მოსახლეობისგან.

საქართველოსთვის ასტრონომიული თანხებია, რაც მათ ამოიღეს, თანაც ეს ნახევრად ოფიციალურად ხდებოდა, საპროცესო გარიგებების მეშვეობითო. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2011 წლის ჩათვლით, 900-ათასამდე სს-ის საქმე იყო აღძრული, საიდანაც მხოლოდ 1%-ზე თუ დადგა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენების უმეტესობა საპროცესო გარიგებით დასრულდა. გარიგებისთვის საჭირო თანხა 5.000 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, ესეც წვრილმანი დანაშაულის შემთხვევაში, თორემ დანარჩენ შემთხვევებში მილიონებს უტოლდება. ჯამში 16-დან 19 მილიარდამდე ლარი ყოფილა ამოღებული. ირაკლი გოგავას განცხადებით, ეს ფული ნაციონალების მიერ შექმნილ 3–4 ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციაში წავიდა, ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი ყოფილა. არცერთი ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, დაშლილია, მათი მთელი დოკუმენტაცია კი უკვალოდაა გამქრალი. ბიზნესმენებს დაწესებული ჰქონდათ "სტავკები", რამდენი უნდა გადაერიცხათ ამ ფონდებში და რამდენი ოფშორულ ანგარიშებზე. იმიტომაც ვერ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პირწმინდად გაძარცვეს ხალხი. ნაციონალებმა კორუფცია კი არ მოსპეს, მისი ერთ ხელში კონსოლიდაცია მოხდაო. ბიზნესმენებთან ერთად, ყველა მსხვილი იმპორტიორიც "გასტავკული" ყოფილა, "ხარკი" 10–20%-ის ფარგლებში მერყეობდა, "სტავკაც" ალბათ იმის მიხედვით დგინდებოდა, ვის რა "დამსახურება" ჰქონდა "მეფის კარზე". ირაკლი გოგავას ნაცნობი უკრაინელი ბიზნესმენი, რომელსაც ხორბლის შემოტანა უნდოდა, ნაცელიტას ერთ-ერთ მინისტრთან გადაუმისამართებია, ამ უკანასკნელმა "ატკატის" სახით 20% მოითხოვა, არადა ხორბლის მარჟა 7–8, მაქსიმუმ 10%-ია. ცხადია, ეს გარიგება ვერ შედგა, მაგრამ იყო ხალხი, ვინც მოთხოვნებს თანხმდებოდა, ციხეში გამოკეტვისა და ქონების "ექსპროპრიაციის"შიშით. "საერთო გაზეთი" თავის დროზე წერდა იმ ბიზნესმენების შესახებ, რომლებსაც ბიზნესის "ახევა" არ აკმარეს და გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეპატრონე ჯემალ ლეონიძეა. მისთვის წართმეული ობიექტები, შემდეგ დავით კეზერაშვილის კომპანია "გალფის" სახელით მოევლინენ საწვავის ბაზარს.

სწორედ, ამგვარი "სპეცოპერაციების" შედეგად იქცნენ ნაცხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოსული პერსონები მილიარდერებად. მიწისა და სხვა უძრავი ქონების "ერთგულ" ხალხზე ერთ ლარად გასხვისება, სააკაშვილის ჩვეული მეთოდი იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში გამდიდრებულებმა, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მიკროქალაქი შექმნეს, მთავარი გამზირით, სიხარულის ქუჩა. ამ ქუჩაზეა წამოჭიმული სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი `თანამებრძოლების~ ფეშენებელური ვილები. საწვავის ბიზნესი და საგანმანათლებლო სფერო ხომ მთლიანად სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში იყო და დღესაც იგივე გრძელდება. როგორ "უფეშქაშა" გაგანია ომის დროს სააკაშვილმა საკუთარ დედას ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა პრესაში, მათ შორის, ჩვენს გაზეთშიც. სააკაშვილი, რომლის ქონების ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, დღეს ირწმუნება უპოვარი ვარ, მხოლოდ ოჯახის წევრების ხელფასით ვარსებობო. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, დავით გაგნიძის განცხადებით, საქართველოდან მთლიანობაში 25 მილიარდი ლარია გატანილი და ვინ იცის, რომელ ოფშორულ ზონაში "დავანებული". "ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, აქედან 18 მილიარდი სააკაშვილის `ყულაბაშია~. აი, ამაზე რომ არ მოსთხოვა მას პასუხი "ქართულმა ოცნებამ", იმიტომაც ბედავს სააკაშვილი აქეთ წაუყენოს ბრალდებები მმართველ ძალას და მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, რომელიც სააკაშვილზე ნაკლებ ქონებას არ ფლობს. `გაღლეტილი~ ვანოს მატერიალური აღზევება, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროიდან დაიწყო, როცა ერთ-ერთი `ენჯეოს~ ხელმძღვანელი გახდა, რომელსაც მემამულეთა თუ მიწისმფლობელთა ასოციაცია ერქვა. საქმეში ჩახედული ხალხის განცხადებით, სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ქართული მიწების განიავება. დღეს აღარც ეს ორგანიზაცია არსებობს, სამაგიეროდ, დაგვრჩა მულტიქონების მფლობელი მერაბიშვილი, რომელიც მიზერული სასჯელით გაამწესეს `მატროსოვის~ კომფორტულ ციხეში და მომავალი წლის მარტში ეწურება სასჯელის ვადა, თუმცა შეიძლება უფრო ადრეც, საახალწლოდ ვიხილოთ `თავისუფლებაზე~. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, მერაბიშვილს ახალი ბრალი წაუყენონ, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილიო, თუმცა საკითხავია, რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი. "ნაცბობოლებთან", მათ შორის, მერაბიშვილთან დაკავშირებითაც, ხალხი მწარედ ხუმრობს, ჩვენც გვაშოვნინონ მილიონები და ასეთი სასაცილო სასჯელით, სიამოვნებით ჩავჯდებით ციხეში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი სასჯელაღსრულების სისტემა, სააკაშვილის ციხესთან შედარებით, სამოთხეაო. რა ქონებას ფლობს მერაბიშვილი, დაზუსტებით შეიძლება თვითონაც არ იცის, მაგრამ ექსგუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესქონების რეალური მფლობელი რომ "გაღლეტილი" ვანოა, ეს არაერთხელ უთქვამთ კარგად ინფორმირებულ წყაროებს. ხე-ტყის ბიზნესსაც, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, ვანო აკონტროლებდა და დღესაც აქვს ამ სფეროდან შემოსავალიო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, თავის დროზე მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე რეალურად ის მართავს და "წილსაც" იღებს. ნაციონალების მმართველობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (აქ არ იგულისხმება ნაცვლიშვილ-გიგაურისა და სხვა `ელიტარების~ ორგანიზაციები), არაერთხელ მოაწყეს საპროტესტო აქციები დიღმის ფეშენებელურ კვარტალსა თუ თბილისის ზღვაზე, მათი განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე უზარმაზარი ვილა მერაბიშვილის საკუთრება იყო. ამ აქციების გამო, პროტესტანტებს არაერთხელ მოუწიათ თბილისის პოლიციის სამმართველოსა თუ სხვა ქალაქების "კაპეზეებში" ყურყუტი და ცემა-წამების ატანა. დღეს კი, თურმე სააკაშვილის "არარსებული" ანგარიშების"არგათქმის" გამო "ეწამებ" მერაბიშვილი.

ისე, საბანკო ანგარიშების "არმქონე" სააკაშვილთან ერთად, მოქმედ ხელისუფლებასაც გვინდა დავუსვათ კითხვა, რატომ გაყიდა პრეზიდენტყოფილმა ნახევარ მილიარდ დოლარად შეფასებული სახელმწიფო ქონება, ფოთის პორტი, 130 მილიონად, რომლის თითქმის ნახევარიც თურმე დღეს არ ფუნქციონირებს. ვითომ ასეთი გულუბრყვილო იყო სააკაშვილი რომ მეოთხედ ფასად გაესხვისებინა ეს ობიექტი, თუ იქ რაიმე ინტერესი არ ჰქონდა? კოსტუმებსა და აბანოს ხარჯებს რომ ედავებოდა მთავარი პროკურატურა სააკაშვილს და თავი ნაცების საქილიკო გაიხადეს, სტრატეგიული ობიექტების `უპრაგონო~ გაყიდვაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს თემა? საქართველოს რკინიგზის "ჩაძირვაზე" რომ მოსთქვამენ ნაციონალები და მათი სატელიტები, სწორედ, მათი მმართველობისას დაიწყო ამ უწყების ქონების განიავება, მათ არ დანიშნეს იქ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ბატონი ეზუგბაია, რომლის ანაზღაურებაც ასტრონომიულ ციფრებს უტოლდებოდა? ძალით თავსმოხვეული კოაბიტაციის წყალობით, სააკაშვილს მხოლოდ ოთხ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული, სამსახურებრივი უფლეამოსილების ბოროტად გამოყენება (გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე); 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეიმედში შეჭრის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით (8.837.461 ლარი) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა (სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხარჯების საქმე).

სააკაშვილი ამბობდა: პოროშენკომ შემომთავაზა, ან ჰოლანდიაში წადი, ან პოლონეთში ანდა საქართველოში, მაგრამ ევროპაში არ წავალო, თან ბიძინას ემუქრებოდა, საქართველოში ჩამოვალ და ივანიშვილს დავამხობო, მაგრამ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ვეჭვობ, რომ დანაქადნის შესრულება შეძლოს...

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-12-2017, 16:24


რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწყობს ტერაქტს _ ფანატიკოსი, ჯინსებსა და კედებში, თუ ღვთის სახლში შეპარული ანაფორაგადაცმული ფარისეველი

ვახტანგ ხარჩილავა:

ის, რაც ქართულ ეკლესიაში ბოლო ხანებში ხდება, შეიძლება გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო.
ესეც ტერაქტია, ოღონდ სხვა ტიპის და სხვა ხასიათის ტერაქტი, სადაც, მართალია, არც ავტომატებს ისვრიან და არც ხელყუმბარებს, სამაგიეროდ, ისეთი იდეოლოგიური ბომბის აფეთქებას აპირებენ ვიღაც-ვიღაცები, რომელმაც შეიძლება ეს ქვეყანა ორად გახლიჩოს.
განსაკუთრებით საგანგაშო და თავზარდამცემია ის გარემოება, რომ ამ ტერორისტული აქტის განმხორციებლები შეიძლება ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ანაფორები აცვიათ, ჯვრები და პანაღიები ჰკიდიათ, თავზე მიტრა ახურავთ და რომელთა მთავარი მისია საზოგადოების გახლეჩა კი არა, საზოგადოების გაერთიანებაა იმ დიდი სიკეთისა და სინათლის გარშემო, რომელსაც ჰქვია სიყვარული და რომელიც არს ღმერთი.
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწყობს ტერაქტს _ ფანატიკოსი, ჯინსებსა და კედებში, თუ ღვთის სახლში შეპარული ანაფორაგადაცმული ფარისეველი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის, ბნელი გზებით ნაშოვნი სიმდიდრისა და ოქრო-ვერცხლის შესანარჩუნებლად მზად არის, მთელი ქვეყანა გაწიროს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.
უპრეცედენტო, ჭეშმარიტად ბრძნული და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება _ ასე შეფასდა უწმიდესისა და უნეტარესის ეს ნაბიჯი.
ამ გადაწყვეტილ; ებით, ფაქტობრივად, გზა მოეჭრა ყველა იმ შესაძლებელ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა მომავალი კათოლიკოსის არჩევის პროცესს მოჰყოლოდა.
სამწუხაროდ, საქართველოს მწარე ისტორიული გამოცდილება აქვს ამ მხრივ.
ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული მრავალი დრამატული ფაქტი დღემდე რჩება სხვადასხვა ვერსიების, ბრალდებების, მითქმა-მოთქმის საგნად, რაც სრულებითაც არ უწყობს ხელს ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებას და განმტკიცებას.
ილია II-მ მოსაყდრის თავის სიცოცხლეშივე დასახელებით, რაც განმტკიცებული და დადასტურებულია მის მიერ შედგენილი სათანადო ტექსტით და ხელმოწერით, ფაქტობრივად, აღკვეთა ის სპეკულაციები, გნებავთ, შიდა დაპირისპირებების საფრთხე, რასაც, ადვილი შესაძლებელია, მომავალში ადგილი ჰქონოდა.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება, რის შესახებაც ნაკლებად ვლაპარაკობთ, თუმცა ეს ამბავი ნამდვილად არის ყურადღების და აღნიშვნის ღირსი.
საქართველოს პატრიარქს, უჭკვიანეს ადამიანს, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსეს, არ შეიძლება არ სცოდნოდა და წინასწარ არ გაეთვალა, რომ მოსაყდრის დასახელებით იმედგაცრუებული სხვადასხვა ჯგუფების რისხვა, რომლებსაც თავისი ფავორიტები ჰყავდათ და ჰყავთ მომავალი პატრიარქის თანამდებობაზე, სწორედ მას დაატყდებოდა თავს.
მან სრულიად შეგნებულად და გააზრებულად თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა, რითაც ფარად აეფარა და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქა მდგომარეობა არა მარტიო მეუფე შიოს, არამედ მთლიანად ეკლესიას.
ამის გაკეთებას დიდი სულიერი სიმტკიცე, თავგანწირვისთვის მზადყოფნა და, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება.
მეუფე შიოს (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) ახასიათებენ, როგორც უაღრესად განათლებულ და ერუდირებულ ადამიანს, თავმდაბალ, უწესიერეს პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის, მოყვასს სიკეთის ხელი გაუწოდოს.
მეუფე შიო, ამასთან ერთად, დაჯილდოებულია შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭით, რაც მან არაერთხელ გამოავლინა თავისი საეკლესიო მოღვაწეობის განმავლობაში.

ის, როგორც ყოველმხრივ შემკული პიროვნება, გულწრფელი სიყვარულით უყვარს მის მრევლს, მის ნაცნობ-მეგობრებს, სასულიერო თუ საერო პირებს.
არის უკონფლიქტო, გაწონასწორებული ხასიათის ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა რაიმე სახის დაპირისპირებასა თუ ინტრიგებში, რომლებიც, სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღშიც არცთუ იშვიათად გვხვდება.
აი, ასეთი გამორჩეული და ნამდვილად ღირსეული კანდიდატი შეარჩია პატრიარქმა თავის მოსაყდრედ, რომლის წინააღმდეგი, წესით და რიგით, არავინ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინოდის წევრებში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მკვეთრად აგრესიული და უარყოფითი შეფასებები გააკეთეს პატრიარქის ამ გადაწყვეტილების მიმართ.
მართალია, პიროვნული ზადი და ხინჯი ვერ მოუძებნეს მეუფე შიოს, მაგრამ `ნაკლად~ ის ჩაუთვალეს, რომ მას თურმე განათლება რუსეთში აქვს მიღებული.
სწორედ ამ `ნაკლზე~ აიგო ის შავი პიარი, რომელიც მეუფე შიოს წინააღმდეგ ააგორეს ე.წ. დასავლური ორიენტაციის მედიასაშუალებებმა, რომელთა საქმიანობასაც სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ანტიქართულს, ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივს.
ამ შავ პიარს სინქრონულად აუწყო ხმა ზოგიერთმა სასულიერო პირმაც, რომლებიც პატრიარქის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს, უკანონოს უწოდებდნენ, თუმცა იმის ახსნა-განმარტებით, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ამ გადაწყვეტილების არალეგიტიმურობა და არაკანონიერება, თავი არავის შეუწუხებია.
Картинки по запросу საპატრიარქო
ზოგიერთები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და იმის თქმასაც არ მოერიდნენ, რომ პატრიარქს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით არ მიუღია და ამის გაკეთება მას რუსებმა აიძულეს.
მთელი ამ პარანოიკული ბოდვის მთავარ არგუმენტად ის იგულისხმებოდა, რომ მეუფე შიოს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში მოღვაწეობდა, რომლის განახლება-რესტავრაციას, რუსეთში მოღვაწე სხვა ქართველების დახმარებით და მათთან ერთად, ფასდაუდებელი ამაგი დასდო.
გვინდა ვიკითხოთ: რუსეთში სწავლა-განათლების მიღება რატომ ნიშნავს ავტომატურად რუსეთუმეობას და რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გატარებას?
ბევრმა თქვა და მეც გავიმეორებ: განა რუსეთის უნივერსიტეტებში არ სწავლობდნენ ის ქართველები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ მწერლობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში?

ამ გლობალისტური იდეოლოგიის ზეობის ჟამს, თუ საქართველოს ჯერჯერობით კიდევ უდგას სული, ეს მათი წყალობით, მათი დანატოვარი იმედით, მათი უკვდავი ანდერძით, მათი თავდადები თ.
დიახ, რუსეთში სწავლობდნენ, ოღონდ სწავლობდნენ არა იმიტომ, რომ რუსეთს მომსახურებოდნენ, არამედ იმისთვის, რომ იქ მიღებული სწავლა-განათლებით თავის სამშობლოს გამოსდგომოდნენ.
სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ რუსეთში განათლებამიღებული თერგდალეულთა თაობა თვითონ ჩაენაცვლა სახელმწიფოს, თვითონ იქცა ქართული სახელმწიფოებრიობის იდეების ქადაგად და მებაირახტრედ.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვით, რუსეთში სწავლობდნენ…
საერთოდ მეუხერხულება, ამაზე რომ ვლაპარაკობ, იმდენად პროვინციალური და სულელურია თემა, რომლის გარშემოც ასეთი აურზაურია ატეხილი.
მთავარი ის კი არ არის, ვინ სად სწავლობდა, არამედ მთავარი ის არის, ვინ არის თვითონ.
"მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"-ო, _ ბრძანა პოეტმა.
მეუფე შიო ბუნებით არის გამორჩეული პიროვნება და როცა პატრიარქმა მასზე გააკეთა არჩევანი, ალბათ, ეს იყო უმთავრესი, რითაც ის სხვებისგან გამოირჩა და არა იმით, სად, რომელ კონტინენტზე მიიღო წვრთნა.

და კიდევ ერთი: ვიღაც-ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ რუსული მწერლობა, რუსული კულტურა, რუსული ხელოვნება, რუსული განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე ევროპულია, თავიდან ბოლომდე ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებზეა აგებული.
ასე რომ, ადამიანებისთვის იმის წამოძახება, რომ რუსეთში მიიღეს განათლება, სამარცხვინო და სულმდაბლური სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
დაბოლოს, რუსეთში 700 000-მდე ქართველი ცხოვრობს და მოღვაწეობს, რომლებსაც არავისზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო.
ჩვენი როყიო და პროვოკაციული განცხადებებით ნუ ვაყენებთ მათ შეურაცხყოფას, ნუ ვტკენთ გულს და ნუ ვუბიძგებთ გაუცხოებისკენ.

როგორც ვთქვით, სინოდის წევრთა ერთმა ჯგუფმა პატრიარქის არჩევანს თავიდანვე დაუდო პოლიტიკური სარჩული და მისი გადაწყვეტილება საქართველოსადმი აგრესიულად განწყობილი რუსული სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული პოლიტიკური მოტივებით ახსნა, ხოლო სულ მალე ამერიკიდან დაბრუნებულმა მეფე იაკობმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის ლიდერია, ისეთი პოლიტიკური განცხადებები აკეთა, საგარეო საქმეთა მინისტრს შეშურდებოდა.
_ რუსეთი ერთმორწმუნეა, მაგრამ მოღალატეაო. აი, ამერიკას კი არასოდეს არ უღალატია ჩვენთვისო. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ამერიკასთან თანამშრომლობაშიო, _ ბრძანებდა მეუფე იაკობი და მას რომ ვუსმენდი, მეგონა, უცხოური გრანტებით დაფინანსებულ რომელიღაც ახალი პოლიტიკური პარტიის მეთაურს ვუსმენდი.
არადა, მეუფე იაკობი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც, წესით და რიგით, პოლიტიკაში კი არ უნდა ერეოდეს და პოლიტიკურ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ ამბიონიდან ერს სულიერი ამაღლებისკენ, ერთიანობისკენ უნდა მოუწოდებდეს და ღვთისკენ მიმავალ გზას უნდა აჩვენებდეს.
მეუფე იაკობმა და მისმა ჯგუფმა ახალი `ღმერთის~ ძებნა აშშ-ის პოლიტიკურ ინსტიტუტებში და იმ ორგანიზაციებში დაიწყეს, რომელთანაც, მათივე ინფორმაციით, დახურული, საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ, სადაც გაქარწყლებულა თურმე ის არასწორი წარმოდგენები, რაც აქამდე ამერიკელებს ჰქონიათ ჩვენს სამღვდელოებაზე.
_ ჩვენთან საუბრის შემდეგ სულ სხვა წარმოდგენა შეექმნათ ჩვენზეო, _ ამაყად განაცხადა მეუფე იაკობმა, თუმცა არც ის დაუზუსტებია, ან აქამდე რატომ ჰქონდათ ამერიკელებს ცუდი წარმოდგენა ქართულ ეკლესიაზე და მის წარმომადგენლებზე და ისეთი რა თქვეს და რა უთხრეს ამერიკელებს მეუფე იაკობმა და მისმა კოლეგებმა, რომ ეს ცუდი წარმოდგენა ერთბაშად შეეცვალათ?

ამასაც რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა ჰქონოდათ დახურული და საიდუმლო შეხვედრა სასულიერო პირებს ვინმესთან? რა არის ისეთი, რაც თავის ერს, თავის მრევლს უნდა დაუმალოს სასულიერო პირმა?
სასულიერო პირები ხართ თუ კონტრდაზვერვის თანამშრომლები ან დიპლომატიური კორპუსის წევრები, საიდუმლო შეხვედრებს რომ მართავთ?
ასეა თუ ისეა, მეუფე იაკობმა და მისმა თანამოაზრეებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური ორიენტაცია აშშ-ის სასარგებლოდ და ასევე ღიად მიანიშნეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს პატრიარქის "პრორუსული" გადაწყვეტილების საპირწონედ, მის ალტერნატივად.
აი, ეს არის ის ქმედება, რომელსაც ტერაქტი ვუწოდეთ წერილის დასაწყისში და რომელსაც, ადვილი შესაძლებელია, ქართული ეკლესიის შიგნით რღვევა და დაპირისპირება მოჰყვეს.

რა ქნას ყოველივე ამის შემდეგ მრევლმა _ პოლიტიკური ნიშნით ორად უნდა გაიყონ და აშშ-ის მომხრეები მეუფე იაკობის და მისი ჯგუფის მხარეს უნდა დადგნენ, სხვები კი მეორე მხარეს?
კი, მაგრამ, ამ ორი მხარის პოლიტიკურ დაპირისპირებაში დაკარგულ ღმერთს რა პასუხს ვცემთ ან ერთი ღმერთით, ერთი ჯვრით, ერთი მადლით შეკრულ ჩვენს ერთიანობას რა ხვედრს ვუმზადებთ?
რა საინტერესოა, მეუფე იაკობი ახალ რელიგიას, უფრო ზუსტად, ერთდროულად რელიგიური და პოლიტიკური ელემენტებით შეჯერებულ ახალ ორგანიზაციას ხომ არ ქმნის, ნეტავ?

არ მინდა დავიჯერო, რომ მართალია ის, რასაც ზოგიერთ მეუფეზე და მათ შორის მეუფე იაკობზეც ლაპარაკობენ.
არ მინდა დავიჯერო, რომ მღვდელმთავართა ერთი ნაწილი ვერცხლისმოყვარეობამ. სიმდიდრის და ქონების მოხვეჭის დაუოკებელმა სურვილმა ისე დააბრმავა და გადააგვარა, რომ თავიანთი უპირველესი და უმთავრესი მისია დაავიწყდათ.
არ მინდა დავიჯერო, რომ ზოგიერთ მღვდელმსახურს ერისკაცობაში ისეთი ცოდვები აქვს ჩადენილი, რომ მათ მოსანანიებლად მთელი ცხოვრება სენაკში უნდა იყო ჩაკეტილი და მუხლმოყრილი ღმერთს პატიებას უნდა ევედრებოდე, ისინი კი შავ ჯიპებში ჩამსხდარნი, გალაღებულნი და ნაპატიებნი, სხვებს მოძღვრავენ, სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ სწორად.
თუ მოინანიებ, ყველა ცოდვა მიგეტევება, მაგრამ რომ არ ჰგვანან ესენი მონანიებულებს და გულწრფელი სინანულით განწმენდილებს, ამას რა ვუყოთ?
მკრეხელობად მიმაჩნია იმის გაფიქრებაც კი, რომ მავანს და მავანს ანაფორა ისე აქვს მორგებული ტანზე, როგორც მგელს ცხვრის ტყავი, რომ თავისი მგლობა დამალოს.
არც იმის დაჯერება მინდა, რომ მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადებამ ზოგიერთი დააშინა _ ვაითუ, რისთვისაც აქამდე მიმიღწევია და რაც აქამდე მიშოვია, ყველაფერი ერთბაშად დავკარგოო და სწორე ამ შიშის გამო მოიძიეს "მოკავშირედ" ნატო და ამერიკა, რომ მათ კალთას შეეხიზნონ და თავი დაცულად იგრძნონ.

ქართველი კაცი ხშირად იტყვის ხოლმე _ უზარმაზარი იმპერიები აღიგავნენ პირისაგან მიწისა, საქართველო კი დღემდე არსებობს და დღემდე ფეხზე დგას!
ქართველი კაცი სიამაყით ამბობს ამას, მაგრამ სიამაყესთან ერთად მის ნათქვამში გაკვირვებაც და გაოცებაც იგრძნობა.
მას გულის სიღრმეში ნამდვილად უკვირს, მართლაც რა ძალამ გადაარჩინა გავეშებული იმპერიების რკალში მოქცეული ეს პატარა ქვეყანა?
რამ გადაარჩინა და ქრისტიანობამ, ანუ იმან, რის გამოც გვაოხრებდნენ, განადგურებდნენ, გვწვავდნენ, გკვლავდნენ, მაგრამ ეს ყველაფეერი კიდევ უფრო გვაძლიერებდა, რომ არ დაგვეთმო უმთავრესი ღირებულება _ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა.
თუ დღეს ვიღაც-ვიღაცების სიხარბის, ეგოისტური ინსტინქტების, სულმოკლეობისა და სულმდაბლობის წყალობით, ქართულ ეკლესიას ბზარი გაუჩნდება, ამან შეიძლება ქართული სახელმწიფოებრიობა შეიწიროს.

მეტის ნახვა
8-12-2017, 16:14


მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი სიმაილ ჰანია აცხადებს, რომ  აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. მან ახალი ინტიფადა ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი დააანონსა. ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა ღაზაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ ნაბიჯით აშშ-მა მოკლა სამშვიდობო პროცესი, მოკლა ოსლოს ჩანაწერი. ეს გადაწყვეტილება არის აგრესია, ჩვენთვის ომის გამოცხადება.
ჩვენ ყველას უნდა მოვუწოდოთ და ვიმუშაოთ ახალი ინტიფადის დასაწყებად სიონისტური მტრის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰამასის ლიდერმა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ავრცელებს.

ტრამპის განადწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ამით მან "ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო."

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა, მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

მეტის ნახვა
7-12-2017, 15:21