საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პრესამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

"ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.



მეტის ნახვა
21-05-2018, 18:30


უპატრონო ძაღლებს ხოცავენო, - აქციებს მართავენ და გრგვინავენ  "ლომები", ახალგაზრდებს რომ ხოცავენ, აღარც კი კნავიან...

ქართული  მედიის, "გირჩის", "თეთრი  ხმაურის  მოძრაობისა" და სხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ აქტიურად წარმოებული ნარკოპროპაგანდის შედეგად, საზოგადოებაში შეიქმნა მცდარი წარმოდგენა, თითქოს ევროპაში დეკრიმინალიზებულია ნარკოტიკები და შესაბამისად, შემცირებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და აქედან გამომდინარე, ამ მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვიც.

ეს სიცრუეა!

ნარკოტიკების ფლობა დეკრიმინალიზებულია მხოლოდ პორტუგალიასა და ჩეხეთში. შედეგი – ნარკოტიკებსა და ნარკოდამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მონაცემების თანახმად, დეკრიმინალიზაციის შემდეგ, მდგომარეობა ორივეგან მკაფიოდ გაუარესდა. ორივე ქვეყანაში უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო სარეაბილიტაციო ქსელების ჩამოყალიბებაში; ზიანის შემცირების ღონისძიებების დანერგვაში; ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში და ნარკოტიკებით ვაჭრობის
საწინააღმდეგო საპოლიციო კონტროლის გაძლიერებაში, მაგრამ მდგომარეობა გ ა უ ა რ ე ს დ ა!

საქართველო, ჯერჯერობით მაინც, ვერც ჩეხეთს გაუტოლდება და ვერც პორტუგალიას და რისი იმედი აქვს ვინმეს როდესაც დეკრი- მინალიზაციაზე თუნდაც სიტყვას ასველებს?

ამ თემაზე დეტალური ანგარიში წარმოადგინა პარლამენტში ექიმმა ინფექციონისტმა (ადიუნქტპროფესორი - ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ატლანტა, აშშ) გიორგი  კანდელაკმა  და  ლამის გაგუდეს, არასწორ ფაქტებს ასახელებსო. რით ვერ გაძღა სხვისი შვილების ცხედრების ხარჯზე ვიღაც(ებ) ის ამოუყორავი მუცელი!…

სახელმწიფო გვაქვს თუ ნარ- კოვოლიერი!..

სიგარეტის მოწევა აკრძალეს, ნარკოტიკი – ინებეთ!

უპატრონო ძაღლებს ხოცავენო, – აქციებს მართავენ და გრგვინავენ "ლომები", ახალგაზრდებს რომ ხოცავენ, აღარც-კი კნავიან… სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელ- გატეხილი და ყოველმხრივ თავმოჭ- რილი აუღებელი კლუბ "ბასიანის" მოწილე, მთელი თავისი ნარკობარიგობით, ბერა ივანიშვილისა ყოფილა. რა თქმა უნდა, ინფორმაციამ ადრესატამდეც მიაღწია და იმედი მიეცა მრავალ მშობელს, მეუღლეს თუ უბრალოდ, მოქალაქეს, იქნებ ამის გამო მაინც დაინტერესდეს მავანი, რა ხდება კლუბური ნარკოტი- კების ირგვლივ, ვინ მფარველობს ასეთი ხელშეუხებელიო?

კი, დააკავეს რამდენიმე პირი, როგორც ნარკოტიკების ინტერნეტით გამყიდველები, ისე შემომტანები, ადგილზე – ნარკობარიგები, მაგრამ ხომ ცხადზე უცხადესია, რომ დაკავებულები "ჩვეულებრივი ბარიგები" არიან და არა მსხვილი ნარკობოსები?

შსს-მ ბოლო ოთხ თვეში ბრუნვიდან  ამოიღო  განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკი: 8 კგ-მდე ჰეროინი, 1 კგ- ზე  მეტი  კოკაინი,  318  გრ  ახალი ფსიქოტროპული და ფსიქოაქტი- ური ნივთიერება, მათ შორის ბუპ- რენორფინის შემცველი 3465 აბი, 1,5 კგ სინტეთიკური ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 650 გრამი სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება. ესენი არ არის "კლუბური ნარკოტიკები"? ან "ცუდი" რომელია და "კარგი" რომელი?

"თეთრმა ხმაურმა", "გირჩმა" და ა.შ ყველა დედის დაწყევლილმა, შეიძლება, კი, აქოს და ადიდოს ნარკოტიკები, მაგრამ როგორ არ უნდა შერცხვეს ნარკოლოგ ქალს (თუნდაც არ ჰყავდეს შვილი) იმის თქმის ("მაესტრო"), რომ უხარისხო ნარკოტიკის გამო იხოცებიან, ნარკოტიკის უხარისხობა არის პრობლემაო.

ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი და კლინიკა გვიდევს წინ! სრულებით არ სჭირდება დიდი ნარკოლოგობა იმის დაზუსტებას, რომ გასულ დღეებში გარდაცვლილები "მეფედრონის" მოქმედების ქვეშ არ იყვნენ. მიუკერძოებელ ნარკოლოგს ვკითხოთ!

"არ არის ეს მეფედრონი!!! ოპიატია, ეტყობა. თავისი კლინიკით, ძილიანობა  და  ასეთი  სიკვდილი ძილში, უფრო ოპიატებისთვის არის დამახასიათებელი!!! იყიდება, ალბათ, როგორც ამფეტამინი ან მეტამფეტამინი!!! თავს გაუფრთხილდით, ნუ მოიხმართ უცნობ სუბსტანციას!" – მოუწოდა ცალკეულ პირებს ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ.

"ნარკომადიდებლების" ალოგიკური ლოგიკით, დეკრიმინალიზაცია იმიტომ ყოფილა აუცილებელი და სასწრაფო, რომ ხელმისწვდომი ფასის გამო იაფი ნარკოტიკი აღარ მიიღონ. რა საინტერესოა, დეკრიმინალიზაციის შემდეგ შემოსავალსაც მოუმატებს ვინმე? რა თქმა უნდა, – არა, ხელმოკლე ნარკოდამოკიდებული იგივეს შეიძენს, მაგრამ თავისუფლად.

ამათ  რომ  უსმინო,  თურმე საგაუშვან, "ცუდი" თუ აღმოაჩნდება, პანჩურების რტყმევა-რტყმევით წაიყვანონ "ვირის აბანოში"? სახუმარო თემა არ არის, მაგ- რამ  რასაც  ვერ  აყალიბებენ,  ასე იხატება…
საინტერესო მხოლოდ ერთია – მომძლავრებულ ნარკოგასაღების ფონზე, ვის ვერ ეხება კანონი და კანონიერება, ვინ ან რა არის ასეთი ხელშეუხებელი, ვისი მითითებითა თუ ბრძანებით?

აკრძალულ  ადგილებში  (ანუ თითქმის ყველგან) სიგარეტის მწეველ უპოვარ ადამიანს ისეთი ოდენობის  თანხით  ვაჯარიმებთ, ის ფული რომ ავანსად მისცენ მოუწევლობისთვის, აღარ მოსწევს, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას კი ორივე ხელით მხარს ვუჭერთ. ამის მერე ნორმალური განვითარების გზაზე მდგარი ქვეყანა გვქვია ხელმწიფოს შვილების (მომავალი თაობების) დაცვა კი არ უნდა მოვ- თხოვოთ ნარკოტიკების პროპაგანდა-მოხმარებისგან, არამედ ის, რომ ხარისხიანი ნარკოტიკის მიღების საშუალება თავისუფლად ჰქონდეთ, თითქოს დაბადებიდან ნარკოდამო- კიდებულებით იბადება ვინმე…

არანაირი ეფექტური ბრძოლა არ არსებობს ნარკოტიკების წინააღმდეგ არც ცხადში, არც – ლიტერატურასა თუ ფილმების სცენარებშიც კი. ერთადერთი თავდაცვაა – არ  დაინტერესდე!  "ადინ  რაზ  ნე პიდარასტ!" არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებს, თვით ნათქვამს არსშივე, ერთხელ მიმქარავი მეორედაც მიჰქარავს და მეათედაც…

ნარკოდამოკიდებულებს, ნარკო- ბარიგებს და "რაღაც" ინტერესების გამო მათ მხარდამჭერებს რომ უსმინო, როგორ უნდა მოიქცეს სა- ხელმწიფო, კურიოზამდე მივა კაცი! მაშასადამე, სახელმწიფომ უნდა დააწესოს ნარკოტიკების ხარისხის კონტროლი? და ეს რანაირად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პოლიცია როდესაც დაიჭერს ნარკობარიგას, გასინჯონ მისი "ტავარი", თუ "კარგი" აღმოაჩნდება, მხარზე ხელი მოუთათუნონ, პატიოსანი ხარ შენო და მაინც?

როგორ გაბედა სპეცნაზმა ოპე- რაციის ჩატარება ერთბაშად ორ კლუბში "ბასიანსა" და "გალერიში"  შესვლა,  ჩხრეკის  ჩატარება და ნარკოტიკული საშუალების 8 გამსაღებლის დაკავებაო, – რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებდნენ ნარკომოტრფიალენი ნარკომომხმარების  მხარდამჭერებს  შეკრების ადგილიდან. დედებიც თავზე დაახურეს პოლიციელებს ყველა გაბრუებულმა ვისაც არ ენაღვლე- ბოდა, ტრანსგენდერმა თუ რიგითმა ნარკომომხმარებელმა…

"ბასიანი" მხოლოდ დასაწყისია, ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, სადაც შეგიძლია თავისუფალი იყო ყველანაირად, დაივიწყო ყველა პრობლე- მა. ასეთი რამ მე არ ვიცი, არსად არ ხდება. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო სცენა გვაქვს და მართლა წარმატებული ვართ ძლივს რაღაცაში და იმასაც მიწასთან ასწორებენ", – ყველას აღიარებითი სათქმელი თქვა აღშფოთებულმა მომხმარებელმა ნიკა ქებულაძემ.
ე.წ პოლიტიკოსებიც რომ "წამლის ბარიგების" დასაცავად ქუჩაში გამოვლენ, ან პირობას იძლევიან, პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველა  მსჯავრდებულს  შევიწყალებ ვინც  ნარკოდანაშაულზე  იხდის სასჯელსო, გაუგებარი აღარ უნდა იყოს ბევრი რამ.

ერთხელ  თავგასულებს  შემდგომში როკვას ვინღა დაუშლით გაბრუებულ ნარკომომხმარებლებს 9 აპრილის მემორიალზე და კვლავ "განფენენ როკვას", აბა, რას იზამენ… ზოგი ფეხშიშველიც იქნება და სააბაზანო მოსაცმელითაც; კაცები – ქალის წკაპუნებით და ქალები – მამაკაცის "ბათინკებით"… ქალებად დაბადებულები გინებით გამომხატველები, კაცებად დაბა- დებულები – რბილის "ლასით" და კურტუმომოქანავენი… სახელმწიფო გადატრიალებასაც დააანონსებენ და ქვეყნის ამოგდებასაც, აბა, რას იზამენ, სადამდეც ეყოფათ "კალიკები", იქამდე იაქტიურებენ და მამლის პირველ ყივილამდე მოწყდებიან თუ არ შეაშველეს ახალი დოზა…

ხუთი ახალგაზრდა მიყოლებით გარდაიცვალა ჯერ კიდევ დაუდგენელი ნარკოტიკით… ერთი თვის განმავლობაში რვა ადამიანი მოხვდა ნარკოტიკების ძლიერი ინტოქსი- კაციით საავადმყოფოებში (შსს-ს ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია)…

ბოლოს და ბოლოს, როდესაც ასე წაეწყო ნარკოტიკების მოხმარებით სიკვდილიანობა და განაცხადეს, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ  მთავრობის  პოლიტიკა მკაცრი იქნებაო, მაგრამ იქნება კი ბოლომდე?

ხალხს  არ  სჯერა,  რადგან დარწმუნებულია რომ "თეთრ სიკვდილს" ვიღაც თუ რაღაც დიდი ძალა "კრიშავს"! "უკრიშო" ნარკორეალიზატორების დაჭერა რას მოიტანს, მათ ადგილზე ორი იმდენი გამოჩნდება… კაცმა რომ თქვას, პირველი ხელი – "მამულიჩა" თუ გამოუშვეს, სხვას რატომღა დაიჭერენ, გამოსაშვებად?
ნარკოტიკი კლავს! – სანამ ამას არ გაიაზრებს თვით ნარკომანი, ამ მხრივ საშველი არ იქნება…

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
20-05-2018, 15:30


ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. 
მოქალაქეები ვარდების მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საიდანაც მსვლელობა დაიწყო.  მრევლი ქაშვეთის ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო, ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეებს პოლიტიკოსები შეუერთდნენ. შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაც, საიდანაც მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა.  უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.


თბილისში დღეს სხვადასხვა ადგილას აქციების ათეულობით მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა.მისი თქმით, ნაწილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე.
„ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ნაწილი გადაყვანილია გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თოლორაიას თქმით, შსს მობილიზებულია იმისთვის რომ აქციის მონაწილეების უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს:
„შსს მობილიზებულია, რათა აქციის თითოეული მონაწილის უფლება დაცული იყოს. თანასწორობის მოძრაობის იმ წევრებთან ვინც დღეს აქ მოსვლას გეგმავს ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს. არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმას, რომ თავისუფლად გამოხატონ დღეს თავიანთი აზრი“- განაცხადა თოლორაიამ.


დღესვე, პარლამენტის წინ შეკრებილ პირებს სასულიერო პირმა მამა ანდრია ორმოცაძემ მიმართა და თანამოაზრეებს პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.

„აქ იმისთვის ვიმყოფებით რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, ჩვენ არ ვიწვევთ არავის, არ ვუვარდებით არავის ოფისებში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით სადაა მათი ოფისები. ჩვენ გამოვდივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სადაც ვაფიქსირებთ ჩვენ მართებულ პოზიციას ,, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არაერთი პიროვნების დაკავება მოხდა ჩვენს თვალწინ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების თითოეულ ნაწილს ჯანსაღი აზრი უნდა გააჩნდეს, მოვიდეს, დადგეს თავისი ქვეყნის სადარაჯოზე. შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ წამოვეგოთ პროვოკაციას. ქრისტიანობა სიყვარულია მაგრამ ამ სიყვარულში არ მოისაზრება უსამართლობა. მსურს განუგეშოთ, რომ ჩვენ აქციას შემოუერთდებიან სასულიერო პირები, საზოგადოების ჯანსაღი წევრები და გთხოვთ ნუ მოგცემთ თქვენი გული იმის საშუალებას, რომ ამ კადრებს ტელეეკრანებიდან უყუროთ.“- განაცხადა ანდრია ოროცაძემ.



მეტის ნახვა
17-05-2018, 17:00


რუსთაველის პროსპექტზე 12 მაისს მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ გამართული მიტინგზე ყველაზე ხშირად სიტყვა თავისუფლება ისმოდა და აქციის მთავარი სლოგანიც ეს იყო "ჩვენი თავისუფლებისთვის გამოდი გარეთ", თუმცა რა იგულისხმებოდა ამ სიტყვის ქვეშ, რისთვის სჭირდებოდათ და რისთვის ითხოვდნენ ეს ახალგაზრდები ასე ემოციურად და პათეტიკურად თავისუფლებას, ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ სხვა აქციებს და იქ გაჟღერებულ მოთხოვნებს, ცხადი იყო, რა იყო 12 მაისის მიტინგის სიტყვა თავისუფლებით შენიღბული ქვეტექსტი.

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მესვეურებს თავისუფლება იმისთვის უნდათ, რომ თავისუფლად მოიხმარონ ნარკოტიკები და ამისთვის არავინ დაისაჯოს.

კი, ბატონო, დავუშვათ და სახელმწიფომ ყველანაირი შეზღუდვები მოხსნა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით და სრული თავისუფლება მისცა ნარკოტიკების მომხმარებლებს, რას მივიღებთ შედეგად?

რა მოაქვს ამგვარ თავისუფლებას და, ზოგადად, თავისუფლების რა კატეგორიაა ეს?

ეს არის თავისუფლება, რომელიც კლავს, თავისუფლება, რომელიც სულიერად და ფიზიკურად ანადგურებს და ამახინჯებს ადამიანებს, და, რაც მთავარია, ეს არის ის თავისუფლება, რომელიც თავისუფლებას ართმევს და ნარკოტიკების მონად ხდის ყველას, ვინც ამგვარ "თავისუფლებას" ეზიარება.

აი, ასეთი თავისუფლება გინდათ თქვენ, ძვირფასო ახალგაზრდებო, თავისუფლება, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგკლავთ, თავისუფლება, რომელიც მონად გაქცევთ და როცა მიხვდებით, რომ იღუპებით და ამ მონობიდან თავის დაღწევას შეეცდებით, უცებ აღმოაჩენთ, რომ ეს თითქმის შეუძლებელია.

აი, ამ თავისუფლებას სთავაზობთ თქვენ ადამიანებს, ნარკომანიის ნაბიჭვარო აგიტატორებო?

ბოდიშს ვიხდი საზოგადოებასთან ამგვარი მიმართვისთვის, მაგრამ მათ, ვინც თავისუფლების სახელით სიკვდილს და მონობას სთავაზობენ ადამიანებს, ნაბიჭვრის გარდა სხვა რა სახელი ვუწოდო?

იქნებ სატანის მოციქულები სჯობდეს?

ნამდვილად სჯობია, რადგან სატანურია იდეები, რომლებსაც ისინი ქადაგებენ, სატანურია მიზანი, საითკენაც ისინი ადმიანებს უბიძგებენ, სატანურია ის მუსიკაც, რომლის დიდხანს მოსმენაც ნარკოტიკული თრობის გარეშე შეუძლებელია.
თავიდან ბოლომდე სატანურია მთელი ეს კომპლექტი, მთელი ეს ბუკეტი, ე.წ. კლუბური მუსიკით და კლუბური ნარკოტიკებით, რომელიც ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება, ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა და მათი ბიოლოგიურ რობოტებად ქცევა.

– ეს არის ბრძოლა პროგრესსა და განუვითარებლობას შორის! _ აცხადებს "პროგრესული" "მწერალი" ლაშა ბუღაძე, თვითონაც რომ რაღაცით ჰგავს სატანის ბიძაშვილს.

საქართველოვ, დაიმახსოვრე მათი სახეები, ვინც 12 მაისს "თეთრი ხმაურის" მხარდასაჭერად მივიდა და მწერლების სახელით, ინტელიგენციის სახელით, ჟურნალისტების სახელით, პოლიტიკოსების სახელით წაახალისა და წააქეზა აქციის მონაწილეები.

ისინი, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდების მტრები არიან, რომლებსაც ვითომ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ისინი ქვეყნის მტრები არიან, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ამ ქვეყნის მტრებმა უკვე მთლიანად დაიპყრეს ქართული ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, შეაღწიეს სახელმწიფო სტრუქტურებში, დაიბუდეს პოლიტიკურ პარტიებში და თუ ასე გაგრძელდა, მალე მთელ ქვეყანასაც დაიპყრობენ.

სატანისტების არმია ებრძვის საქართველოს და მის სხეულში შეპარული შიგნიდან უჭამს გულ-ღვიძლს.

სატანის მოციქულები გვპარავენ შვილებს და შვილიშვილებს, გვპარავენ მომავალს, გვპარავენ ხვალინდელ დღეს და საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ბოლომდე, რა კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

– გაუშვით, მოიკლან თავი, თუ ასე უნდათ! – ასეთი რეპლიკებიც გაისმა აქა-იქ.

ისინი მხოლოდ თავს კი არ იკლავენ, კლავენ სხვებსაც, სიკვდილის ბანგით გათანგულ ბურანში ითრევენ და სიკვდილისთვის ამზადებენ, ისე, როგორც ტერორისტები ამზადებენ თვითმკვლელებს იმ დაპირებით, რომ მაღლა, ცაში ცხონდებიან.
სამსხვერპლოდ განწირულებს სიტყვა თავისუფლება შემოარტყეს წელზე შაჰიდის ქამრად, რომელშიც ბომბის ნაცვლად ნარკოტიკებია ჩაკერებული.

ვინც ამას აკეთებს, მათ იციან, რომ ეს ახალი ყაიდის მოდერნიზებული შაჰიდის ქამარი აუცილებლად აფეთქდება და ათობით და ასობით სიცოცხლეს შეიწირავს.

…ისინი წავიდნენ და დაიქადნეს, შაბათს დავბრუნდებითო!

ისინი ვერ უნდა დაბრუნდნენ უკან ვერც შაბათს, ვერც კვირას, ვერც ორშაბათს, ვერც ვერასოდეს.
ქართველმა ხალხმა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას!



მეტის ნახვა
16-05-2018, 15:00


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 12 მაისს, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცეკვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მემორიალზე მოცეკვავე გოგოს ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა გოგოს საქციელი გააკრიტიკა.

„მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა... 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ... ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება..."- წერს ლომჯარია..

ლომჯარია ამასთან, ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ახალგზარდა გოგო ინოლა გურგულიას საღამოზე მღერის.
შეგახსენებთ, თბილისში 12 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით, ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.
პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა.

imedinews.ge

მეტის ნახვა
15-05-2018, 12:00


9 მაისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნა. 
ქართველმა ომის ვეტერანებმა ფაშისტურ გერმანიაზე კომუნისტური იმპერიის გამარჯვების დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი უცნობი ჯარისკაცის საფლავს, ერთმანეთი მოინახულეს, ერთმანეთს საერთო პრობლემებზე ესაუბრნენ.

უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და სხვა პოლიტიკოსებმა.
"დიდი მადლობა და პატივისცემა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით კი, გაგრძელდება ვეტერანებისთვის იმ დახმარებებების მიცემა, რაც დაწესებულია.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. 

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ,ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.  საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

მეტის ნახვა
9-05-2018, 13:30


"საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ქართული ტელევიზია, თითქმის ყველა მათგანი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და ამ ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან. ესენი იმაზე კი არ დარდობენ, რა უჭირს საქართველოს, მათი მთავარი საფიქრალია რა დავალებას მიიღებენ ამერიკიდან და რა გრანტით "დაჯილდოვდებიან" შესრულებული "სამუშაოსთვის", აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.

"ტვ პირველზე", ვახო სანაიას გადაცემაში იმიტომ მოხდა დაპირისპირება ჩემსა და წამყვანს შორის, რომ თავიდანვე პროვოკაცია იყო ჩადებული შავკანიანებთან დაკავშირებით. მათ დაჩეხილი ვიდეოკადრები დადეს, სადაც არ ჩანს როგორ დაიწყო ჩხუბი ბელიაშვილის ქუჩაზე. ვიმეორებ, იქ რასობრივ ნიადაგზე არ მომხდარა დაპირისპირება, უბრალოდ, ე.წ. ქართულმა ტელევიზიებმა შეფუთეს ასე, რასაც შორს მიმავალი ზრახვა აქვს. იმ ფონზე, როცა უამრავი ქართველი დევნილი გვყავს, გვჭირდება ამდენი უცხოელი მიგრანტი? სწორედ ეს კითხვა გახდა სტუდიაში დაპირისპირების მიზეზი. ვახო სანაიას არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი, ისტორიულ ჰერეთში ქართველებს რომ აწამებენ, ამას რატომ არ აშუქებთ-თქო. სანაიამ აქეთ შემომიტია, ჭკუას ნუ მასწავლიო, რითაც პირდაპირ მიანიშნა, რომ არ გააშუქებენ. ამიტომ ვუთხარი, რომ ჰერეთელების პრობლემების არ გაშუქების მიზეზი, "სოკარის" მიერ მათ ტელევიზიაში მიტანილი რეკლამებია, არ უნდათ აზერბაიჯანელების განაწყენინება, რადგან ხვალ-ზეგ შეიძლება აღარ მიუტანონ ეს რეკლამები. სანაია იმიტომაც გაცხარდა, რომ მტკივნეულ ადგილზე დავარტყი, მტკივნეულ ადგილზე მოხვედრილმა ნათქვამმა ისე გააცოფა სანაია, რომ ეთიკის ნორმებიც დაავიწყდა. ქართული ტელეჟურნალისტიკის ისტორიაში, ვგულისხმობ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს, არცერთ ტელევიზიაში, მათ შორის, "რუსთავი 2"-ში არასდროს ყოფილა, რომ რესპოდენტისა თუ სტუმრისთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინოთ, სისულელეს ლაპარაკობ, წადი, დატოვე სტუდია, ეს ბოლო გადაცემაა შენთვისო და ა.შ. ბოლო გადაცემა ვისთვის იქნება და საერთოდ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. სანაია ძალიან ბევრ ტელევიზიას იცვლის, სამსახურიდან წასვლის მიზეზი თავად უკეთ მოეხსენება. "ტვ პირველის" ხელმძღვანელობის ადგილზე, სანაიას ბოლოდროინდელ საქციელს რეაგირების გარეშე არ დავტოვებდი. სოციალურ ქსელს რომ გადავხედე, ნამდვილად არ იხსენიებენ თბილად და ტკბილად სანაიას და თავად ტელევიზიას. 

ჩემი ვარაუდით, მისი მიზანი იყო, შეურაცხყოფა მიმეყენებინა ან რაღაც ისეთი მეთქვა, რომ "კავკასიის" მსგავსი სცენარი დადგმულიყო. სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ტელევიზიაში უჩნდებათ პრობლემები კონსერვატიულად, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს, მათ ლაპარაკს არ აცლიან წამყვანები, სამაგიეროდ ლიბერასტებს სულგანაბულები უსმენენ, საუბარში არ ეჭრებიან და არც კითხვას უსვამენ. ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები მიუღებელია ლიბერასტულად მოაზროვნე "კონტიგენტისთვის", წამყვანებთან ერთად სხვა რესპოდენტები და სტუმრებიც გაწყვეტინებენ სიტყვას, არ გაძლევენ პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას, რაც გამიზნულად ხდება. ტრადიციული ღირებულების მატარებელი ადამიანები ტელევიზიებს უბრალოდ ანტურაჟისთვის ვჭირდებით.

სანაიას იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა თავისი განცხადებების გამო, ბრძანებს ისევ იმ პოზიციაზე ვრჩები, რაზეც ვიყავიო, თან ვითომ ხუმრობს, იყო თუ არა პენალტიო. ვიცით ბატონო, ფეხბურთი რომ უყვარს, მეც ძალიან მიყვარს, ამიტომ ამ `ფეხბურთისმოყვარულს~ ვურჩევ გაითვალისწინოს, რომ როდესაც მატჩის დროს მსაჯი ნეიტრალურ ფიგურად კი არ რჩება, მხარედ იქცევა, ის თამაში ცუდად ფასდება. ასევე უნდა იყოს გადაცემის წამყვანიც, ხსენებულ გადაცემაში კი სანაია გამოკვეთილად მხარე იყო. ერთ-ერთ სტუმარს ლამის თოფით დაადგა, თქვენ შეიძლება კანის ფერის გამო პრობლემა არ გქონიათ საქართველოში, მაგრამ თქვით, ხომ გაგიგიათ სხვებს რომ ექმნებათო. ამიტომ ვუთხარი სანაიას, რომ ქართველები და ყველაფერი ქართული ეზიზღებათ. სანაიას კოლეგებიც აყვნენ, იგივე იდეოლოგიის მქონე ჟურნალისტები, თურმე ჩამჭრელი კითხვა დამისვეს, რაზეც ვერ ვუპასუხე. კუდი მოაბეს შავკანიანი სტუმრის აბსურდულ კითხვას, ღმერთი თეთრია თუ შავიო. მასაც ვუთხარი, რომ სისულელე იყო ამგვარი კითხვის დასმა, მეტი რა პასუხი უნდა გამეცა?! შეგნებულად არ შევყევი დისკუსიაში, რადგან ეს იყო შეურაცხმყოფელი კითხვა, მაშინ უნდა მეთქვა, რომ ისიც გიორგი გაბუნუასავით შეურაცხყოფდა ქრისტეს და სულ სხვა გადაცემა წავიდოდა. რა ფერზეა საუბარი, როცა ქრისტე არის ნათელი და უხილავი. ამ გადაცემის შემდეგ, უამრავი ადამიანი მიკავშირდება და მხარდაჭერას მიცხადებს, საინფორმაციო სააგენტო `ჰერეთის~ წარმომადგენლებმა მითხრეს, სანაიამ მარტო თქვენ კი არა, ჰერეთელებსაც მოგვაყენა შეურაცხყოფა და ჩვენს მიმართაც მოიხადოს ბოდიშიო. ცხადია, სანაიას არც ის ესიამოვნა, როცა ვკითხე ძაღლებსა და კატებს გადაცემების ციკლს რომ უძღვნით, რატომ არ აშუქებთ რა სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, ქართველები თუ ხართ, ჯერ ქართველების პრობლემები გააშუქეთ და მერე იზრუნეთ უცხოტომელ მიგრანტებზე-თქო. ამიტომ ვამბობ, რომ ესენი არ არიან ქართული ტელევიზიები, სულგაყიდული ხალხია, რომლებისთვისაც მთავარი მსუყე გრანტებია. გრანტი კი ქართველების უფლებების დაცვაზე არ მოდის, `პრიორიტეტული~ რელიგიური, ეთნიკურ უმცირესობების ინტერესების "დაცვაა". 

ჟურნალისტის ძმამ რამდენიმე ტაქსისტი დააყაჩაღა, ამასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადება გავაკეთე, ეს ტელეკომპანია "ქართულ ოცნებას" ჩადენილ "დანაშაულობებს" რომ უთვლის, თავისი ძმის ყაჩაღობებთან დაკავშირებით სიუჟეტი რატომ არ გააკეთა-თქო. სხვათა შორის, ამ პიროვნებას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და გაათავისუფლეს. ამ განცხადების შემდეგ, ამ ტელეარხმა დამბლოკა, ახლა "ტვ პირველიც" თუ დამბლოკავს, არ იქნება ეს ჩემთვის ტრაგედია. თუ ყველა კონსერვატიულად, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს დაბლოკავენ ტელევიზიები, არ არის გამორიცხული ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ეროვნული მოძრაობის და ნაციონალების მმართველობის დროსაც ჩაკეტილი იყო ტელევიზიები, მაგრამ ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და იქ ლაპარაკობდა, უტელევიზიობას პოლიტიკური მოვლენებისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ გადაცემაში მიწვევას გვამადლიან, სამაგიეროდ, "გირჩი", რომელიც ებრძვის ეკლესიას, ჯარს, ეროვნულობას, ყველა გადაცემაში უზით, ყველა ქართველთმოძულე, ქართველების მტერი ტელევიზიების მუდმივი სტუმარია. ბარემ ჩუსტები და ხალათიც აჩუქონ, რომ სახლში წასასვლელად დრო არ დაკარგონ.

– ეროვნულად მოაზროვნე ხალხი რეიტინგისთვის ჭირდებით ტელევიზიებს, საზოგადოებას განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა. მარტო ფსევდოლიბერალები რომ მიიწვიონ თოქ-შოუებში, იმ მწირ მაყურებელსაც დაკარგავენ, რაც ყავთ ქართულ ტელევიზიებს.

– ამიტომ ვამბობ, რომ ანტურაჟისთვის ვჭირდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრის გამოხატვის საშუალებას არ შეგვიზღუდავდნენ, ახლა უკვე შეურაცხყოფაზეც გადმოდიან. ელიზბარ ჯაველიძეს ეთერი გათიშული ეგონა და შეიგინა, ატყდა ერთი ამბავი, ისე მონათლეს, თითქოს ინგა გრიგოლიას შეაგინა. მაინ და მაინც უნდა შეეგინებინა სანაიას, რომ შეურაცხყოფად ჩაეთვალათ. "ტვ პირველის" მხრიდან ადექვატური საქციელი იქნებოდა სანაიას ბოდიში მოეხადა, შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ კიდევ აქეთ არიან დიდ გულზე, თურმე აზრი არ შეუცვლია. მე რომ გამოვიდე და ვთქვა, ზოგიერთი ჟურნალისტი რეალურად რა პიროვნებაცაა, ბევრი მათგანი შეიძლება ბევრი მათგანი მარტო ტელეეთერში ვერ გამოჩნდეს კი არა, ქუჩაშიც ვერ გამოვიდეს, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, მორალი არ მაძლევს ამის უფლებას. ესენი ჯერ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახლა სააკაშვილის დაბრუნებას და ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებიან. "ქართული ოცნების" ხელისუფლება მართლა დამნაშავეა, ამათ პასუხი რომ არ აგებინა, არ შეაფასა მათი "მოღვაწეობა" და არ დაითხოვა ტელეეთერებიდან. იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჰიტლერს ემსახურებოდნენ, სამუდამოდ ჩაიკეთა გერმანული მედიის კარი, ჩვენთან კი რეჟიმის "გამპრავებლები" სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებში და სამთავრობო ტელევიზიებში დაასაქმეს, ხოლო ის ჟურნალისტები, რომლებიც ცხრა წელი რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ, ახლაც უმუშევრები სხედან. იმიტომაც არის კარგად ხელისუფლების პიარის საქმე. თქვენ გგონიათ, ციხის გამაუპატიურებლებზე ნაკლებები იყვნენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც კარგად იცოდნენ რა ხდებოდა, მაგრამ ემსახურებოდნენ ამ უბედურების `შემოქმედთ~. ახლობელთან სტუმრად ვიყავი, "პოპულარული" სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" გადიოდა, გავოგნდი, ფილმის პერსონაჟმა კაცმა მცირეწლოვან შვილს ისეთი უწმაწურობა უთხრა, ვერ გავიმეორებ. ძალიან მაინტერესებს, შეიძლება ასეთი უხამსობის პროპაგანდა? ქართული ტელეარხების ყურება არ შეიძლება, მე უბრალოდ, იძულებული ვარ ვუყურო, საჯარო სივრცეში ვარ ჩართული და უნდა ვიცოდე ქვეყანაში რა ხდება. 

აფგან მუხთარლიზე რომ შემოიხიეს ყველაფერი, უდანაშაულო ქართველი, ბესო ქუზიბაბაშვილი რომ ზის აზერბაიჯანის ციხეში, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ ტელევიზიები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები? ჩვენს ხელისუფლებას ერთი ტაშ-ფანდურა რომ აქვს ატეხილი ნოვრუზ-ბაირამზე და ულოცავენ ჩვენს თანამოქალაქე მუსლიმანებს, ერთხელ თუ ჩასულა ჰერეთში პრეზიდენტი ალიევი და იქაურებისთვის თუ მიულოცია ქრისტიანული დღესასწაულები? ჰერეთში მცხოვრებ ქართველებს რომ შეურაცხყოფს, იმ ქვეყნის მეგობრად მოხსენიება ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის? ქართულ ეკლესია-მონასტრებს შეურაცხყოფენ, თქვენმა ეპისკოპოსმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღოს საინგილოში რომ იქადაგოსო, ეკლესიების გარდა, ქართულ სკოლებსაც არ ხსნიან, ქართული წიგნები ვერ შედის, ასე თუ გაგრძელდა, იქ ქართველი აღარ დარჩება. ამას რატომ არ აშუქებენ ე.წ. ქართული ტელევიზიები? მწვადებს შავკანიანებს კი ნუ უწვავენ, ჰერელებს შეუწვან, ამ გმირ ხალხს. დიდ პატრიოტებად რომ მოაქვთ თავი ამ ოპოზიციონერებს, ისინი რატომ არ იღებენ ხმას იმის წინააღმდეგ, თუნდაც საინგილოში რაც ხდება? მე უკვე "შავ სიაში" ვარ შეყვანილი, ძალიანაც რომ მინდოდეს ჰერეთში ჩასვლა არავინ შემიშვებს, მაგრამ ვცდილობ რაღაც გავაკეთო, მარტო საუბრით არ ვიფარგლები. ჯანდაცვის კომიტეტში და საერთოდ პარლამენტში შეხვედრები მქონდა ამ საკითხებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გავაგზავნე. მე თუ რაღაცას ვამბობ, საქმითაც ვცდილობ, იმიტომ ვარ მიუღებელი იმ "კონტიგენტისთვის", რომელიც საზოგადოებას წამლავს. ამათი ჭკუით პატრიოტიზმი, კულტურის და ტრადიციების დაცვა თურმე სისულელეა, ამის დამკვიდრებას ცდილობენ, მათთვის მთავარი სექსუალური უმცირესობის და არაქართველების დაცვაა.

ნაცხროვამ და მისმა სატელიტებმა ვახო სანაიას დაცვის "ეგიდით" ე.წ. ჟურნალისტი ელისო კილაძე მომიქსიეს, მერე ისიც დაწერა სიამოვნებით ვცემდი ნიკოლოზ მჟავანაძეს, ჩემი შვილი დაჭერილი რომ იყო, ცუდად შეეხოო. ვინმეს თუ უნახავს ჩემი ერთი პოსტი მაინც, სადაც მის შვილს ცუდად ვიხსენიებ, მე არ ვარ ის ადამიანი, პატიმარზე ცუდი ვთქვა, წაქცეულს ვურტყამდე. ეს კილაძის სტილია, ის ლანძღავდა ამაზრზენი სიტყვებით ჟურნალისტებს გიორგი მამაცაშვილსა და ნინო ჯღარკავას, უნდა ვუთხრა თქვენს შვილებს რა მშობლებიც ყავხართო. მე დავდე სოციალურ ქსელში მტკიცებულებები როგორ ლანძღავს მათ კილაძე, დადოს ამ ქალბატონმაც მტკიცებულება, როგორ გავლანძღე მისი შვილი. აი, ეს ადამიანი ყავთ წამოსკუპებული ეთერში ყველა ტელევიზიას და ალანძღვინებენ ხელისუფლებას თუ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ექსპერტობასთან ერთად, "ნათელმხილველობაზეც" აქვს კილაძეს პრეტენზია, თუმცა სამი წელია მისი "ხილვები" არ ცხადდება, ვერაფრით ვერ გადააყენა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. ტელევიზიებში მისი სისტემატურ სტუმრობასაც აქვს თავისი მიზეზი, ეჭვი არ მეპარება ჟურნალისტებზეც ექნება "კომპრომატები", აბა ერთი არ მიიწვიონ გადაცემაში, ცხვირწინ დაულაგებს "მტკიცებულებებს". არჩილ გამზარდიაზე ბრძანებდა კილაძე სუს-ის აგენტიაო, ახლა დღე და ღამე გამზარდიას უზის გადაცემაში, ახლა აღარ არის გამზარდია აგენტი? როგორ დამავიწყდა, ირაკლი ჩხვირკიაც ძალიან აქტიურობს სანაიას დაცვაში.

ახლა იცხრილება პოლიტსაბჭო და ყველაზე მეტად ესენი აკრიტიკებენ გასაყრელად გამზადებულ "თანაგუნდელებს". ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა, რა თქმა უნდა დადებითი მოვლენაა, ეს ხელისუფლებაზეც აისახება და იმედია, ვითარება გამოსწორდება. სახელისუფლებო გუნდიდან მისმა წასვლამ ძალიან ცუდად იმოქმედა, ყველაფერი უკან-უკან წავიდა, ფაქტობრივად თავზე დაიმხეს ყველაფერი სოროსის "ბუდიდან" აფრენილმა უმწიფარმა პოლიტიკოსებმა. როგორ გაიწმინდება, ვინ დატოვებს ხელისუფლებას და თავად "ქართულ ოცნებას", უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
8-05-2018, 10:30


რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება ამაზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

– განათლება დიდი პოლიტიკის ნაწილია და პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მიმართულებით პროგრესულ და პოპულარულ რეფორმებს არ ატარებს, ვადაზე ადრე მიდის ხელისუფლებიდან. სააკაშვილის ხელისუფლება განათლებასა და მეცნიერებაში გატარებულმა არაპოპულარულმა და ანტიმეცნიერულმა რეფორმებმა შეიწირა. მისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში საუკეთესო პროგრამით მოვიდა, რომელიც პირველ რიგში, კანონმდებლობის მთლიანად შეცვლას ითვალისწინებდა, მაგრამ იმ პროგრამიდან არაფერი გაკეთებულა. რაც დღეს ხდება, კატასტროფაა! არასრულწლოვან ნარკომომხმარებელთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკმა 15-მდე მოზარდი შეიწირა. გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვიც, რაც იმის დამსახურებაა, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვი მთლიანად გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან.

– რა გამოდის, რომ ყოველწლიურად, 600 მილიონს უვიცობაში და კრიმინალისა თუ ნარკომიდრეკილების ჩამოყალიბებაში ვიხდით?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების მიღების ნაცვლად, ბავშვები ნარკოტიკებს ეჩვევიან, მოძალადეებად ყალიბდებიან და ჭრიან და ჩეხავენ ერთმანეთს, ასე გამოდის. უძვირესი კერძო სკოლები გვაქვს: ამერიკული, ბრიტანული, ევროპული, არაეროპული, აზიური და ა.შ. ზოგან სწავლა 25 000 დოლარი ღირს, ზოგან 10 000 დოლარი და არაფერი. მოდის ბავშვი სახლში და მშობელი ყველა საგანში ამზადებს, რადგან იმდენ ცოდნას ვერ აძლევენ, რომ ბავშვმა დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ზოგადი თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასეთი მზაკვრული, ბოროტი, ანტიმეცნიერული და ახალგაზრდების განადგურებაზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს. სტუდენტების განათლების დონეს რომ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ საერთოდ არაფერი იციან. ვეკითხები სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს – რად უნდათ ეს უვიცი ბავშვები, მარტო იმისთვის, რომ ხელფასი აიღონ?

– თავის დროზე, ვარაუდობდით, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დღეს არსებული მოდელი სწორედ ასეთ შედეგებს მოიტანდა..

– არც ვცდებოდი, თუმცა დაფინანსების გარდა, სხვა პრობლემებიცაა. ჩემი აზრით, დანაშაულია, როცა ტექნიკურ, სამედიცინო ან აგრონომიულ ფაკულტეტებზე ისტორიას, გეოგრაფიას ან ლიტერატურას გამოცდებით აბარებენ და სპეციალურ საგნებში არავითარი ცოდნა არა აქვთ. წარმოიდგინეთ, სტუდენტებს ქართველი კლასიკოსების ერთი ნაწარმოებიც კი არ აქვთ წაკითხული და ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. გაუგებარია, რა ტესტია, რა წყობაა და რა მოთხოვნებია, რომ უნარების გარდა, არაფრის ცოდნა არ გჭირდება და სტუდენტი ხდები. სტუდენტებმა ქართული და მათემატიკა არ იციან და ქიმიის, ბიოლოგიის და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაზეა საუბარი? რატომ გვიკვირს, რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებლის პირობებში, პროფესიონალი ექიმების, ინჟინრების თუ აგონომების დეფიციტი გვაქვს? რა აგრონომი გახდები თუ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია არ ჩაგიბარებია? რა ინჟინერი გახდები მარტო ისტორია-გეოგრაფიის ცოდნით?

– დანგრეული მაღაროები, ავარიული სახლები და გზები საბოლოოდ, ვიღაცის არაპროფესიონალიზმის შედეგია, თუმცა ბოლო დროს, განსაკუთრებით ბევრ კითხვას ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი აჩენს..

– რაც შეეხება სამედიცინო დარგს, დღევანდელი ექიმები სანატრელი გაგვიხდებიან, როცა პროფესიაში ექიმების ახალი თაობა შევა. თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში, უბრალო დაავადებების სამკურნალოდ თურქეთში წასვლა დაგვჭირდება. რომელ არჩევით საგანზეა საუბარი? სამედიცინოზე მინიმუმ, ხუთი საგანი უნდა ბარდებოდეს: სამი, რომელიც ყველგან ბარდება და ამასთან, ქიმია, რომელიც მედიცინის ხერხემალს წარმოადგენს და ბიოლოგია. თანამედროვე მედიცინა ფიზიკის ცოდნასაც მოითხოვს, ამიტომ მომავალმა ექიმმა ეს საგანიც უნდა იცოდეს. ფიზიკა-ქიმიას კი ვერ ისწავლი, თუ მათემატიკა კარგად არ იცი. ამასწინათ, სტუდენტთა ჯგუფს ვკითხე მეტალი ელექტრულ დენს ატარებს თუ არა და ვერ მიპასუხეს. 21-ე საუკუნეში სტუდენტს ეს რომ არ ეცოდინება, სამედიცინოს სტუდენტი გოგორდმჟავას და მარილმჟავას ფორმულას რომ ვერ დაგიწერს და ფიზიოლოგიური ხსნარი არ იცის რაა, ის რა ექიმი უნდა დადგეს? ათასობით სტუდენტში თითო-ოროლა წარმატებულ და შრომისმოყვარე სტუდენტს ნახავთ და ისინიც საზღვარგარეთ გარბიან, იმიტომ, რომ აქ თუ ფული არ გაქვს და ვიღაცის შვილი არ ხარ, სამსახურს ვერ იშოვი. მაშინ რაში გვჭირდება ამდენი უმაღლესი სასწავლებელი? საბჭოთა კავშირის დროს, როცა 5 მილიონი ვიყავით, 18 უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა. ახლა ამის ნახევარი ვართ და 70-მდე აკრედიტებული უნივერსიტეტი გვაქვს. უნივერსიტეტების გარდა, დასახურია ბევრი მიმართულება. არ მესმის, რა საჭიროა პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებში არაპროფილური მიმართულებები? მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ისტორიის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტები სრულიად ზედმეტია და თავის პროფილურ მიმართულებებს უნდა მიხედოს. ასევე, სხვებმაც. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ძირეული რეფორმებია გასატარებელი. 

თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა? ეს ადამიანი იმ ხუთკაციანი კომისიის წევრი გახლდათ, რომელმაც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღვაწლმოსილი პროფესიორები გაუშვა, თანაც ამ დროს, აკადემიური ხარისხი არ ჰქონდა. ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგია, რომ განათლების სისტემაში ნაციონალების წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

– დღევანდელი განათლების სისტემას ყველაზე მწვავედ ნაციონალები აკრიტიკებენ. თქვენ კი ამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი საგანმანათლებლო პოლიტიკა გააგრძელა და რადიკალური ცვლილებები არ განუხორციელებია.

– ნაციონალებს ოპონირებაში ბადალი არ ჰყავთ, ხელისუფლებამ კი მათთვის პასუხის გამცემიც კი ვერ ნახა.. ღრმა და საფუძვლიანი რეფორმირების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა, რომლის წყალობით მივიღეთ გაცილებით უარესი, „ტაშფანდურა“ საგნებით სავსე და არაფრის მომცემი ეროვნული სასწავლო გეგმა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ხომ საერთოდ, კორუფციის წყარო კი არა, მდინარეა.. ამდენი მკვლელობა და ძალადობა არ მოხდებოდა, რომ ასეთ გაუაზრებლად მიღებულ დოკუმენტებს მასწავლებელი და მოსწავლე არ დაეშორებინა.. ყველა მიმართულებით ჩიხში შევედით და ამას ხელისუფლება მშვიდად აკვირდება. ბავშვებში რომ ამდენი აგრესია და ძალადობაა, გაკვეთილების მიმდინარეობისას თუ გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს რომ ჭრიან და ხოცავენ, თანამდებობის პირებმა პასუხი არ უნდა აგონ? 

– 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფაქტს გულისხმობთ?

– არა მარტო, მაგრამ თუნდაც ეს ფაქტი იყოს. სასწავლო პროცესის დროს მოხდა სასტიკი დანაშაული. კი არ მოკლეს, დაკლეს ბავშვები და სკოლის დირექციას პასუხი არ უგია.. რატომ არავინ დაინტერესდა, დანაშაულის ჩადენის დროს, სად იყვნენ 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები? თუ ადგილზე იყვნენ, რა გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო? მე თუ მკითხავთ, მარტო დირექტორები კი არა, სამინისტროს მთელი შემადგენლობა უნდა გაეშვათ. სანამ თანამდებობა მარტო მაღალ ხელფასთან ასოცირდება და არა პასუხისმგებლობასთან, ვერც ივანიშვილის დაბრუნება გვიშველის და ვერაფერი. დღეს არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ არათუ თანამდებობა უნდა დაატოვებინონ, პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვისი ბრალეულობაც ამ საქმეში იკვეთება.

საერთოდ გაუშვან არაპროფესიონალი და გამოცდილების არმქონე დირექტორები, რომლებსაც სკოლის მართვა არ შეუძლიათ. შეცვალონ უვარგისი კანონი, რომელშიც წერია, რომ სკოლის დირექტორად მუშაობისთვის პედაგოგიური განათლება აუცილებელი არაა და 3 წლიანი სტაჟიც საკმარისია. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. სამი კი არა, სკოლის დირექტორს ათწლიანი სტაჟი და განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურები უნდა ჰქონდეს გავლილი, რომ ნამდვილი პროფესიონალი ერქვას. როგორ შეიძლება გამოცდილების არმქონე ადამიანი პროფესიონალი იყოს, როცა პროფესიონალიზმს წლები და გამოცდილება ჭირდება?

ნელი თორდია



მეტის ნახვა
8-05-2018, 07:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერის თქმით, განათლების სისტემაში არსებული ამოცანები, ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას მოითხოვს. ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა. დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც.

"ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია, არამხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვრიკაშვილის თქმით, ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. როგორც პრემიერმა განაცხადა, ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებას უკავშირდება, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.

„ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანია. მათ გააჩნიათ მომავლის სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები და თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის და თქვენი ჩართულობა გარდაუვალი და მნიშვნელოვანია. მადლობა განათლების სამინისტროს და მინისტრ მიხეილ ჩხენკელს საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ბევრი იმუშავეს ამ გეგმაზე. ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, პირველი არის განათლება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და ეკონომიკური წინსვლის მთავარი ძალა გახდეს. ჩვენ ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმის საქმეში.

„ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების წარმატებულ მოდელს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ამ სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია კოლეჯების შექმნა, შემდეგი წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტის ნახვა
7-05-2018, 10:30