შსს-ს ინფორმაციით, სისხლის "სამართლის კოდექსში" და "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდობისთვის" და აფართოვებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების წრეს.

ვის ერქვა "კანონიერი ქურდი" და რას წარმოადგენს დღეს ე.წ "კანონიერი ქურდი", ხომ არ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ "კანონიერი ქურდისგან", ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა გარდა სახელისა.

დაახლოებით 13-15 წლის უკან ცხონებულ რომან გვენცაძესთან ნარიყალაზე სწორად ამ თემაზე სასაუბროდ მივედი. 
– "კანონიერი ქურდები" – კი, იყო დაუწერელი კანონები, რომელზე ლაპარაკიც შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოდი, ასე ვიტყვი, მათ ადრე ბნელი ცხოვრება ჰქონდათ, დღეს იქაც შევიდა "ცივილიზაცია," კარგი ცხოვრების უფლება მისცეს საკუთარ თავს. ეს იმის საწინდარია, რომ დროთა განმავლობაში "კანონიერი ქურდები" გაქრებიან. კი, იყო "კანონიერი ქურდის" ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერვე ხელოვნურად შექმნილი ინსტიტუტი, მაგრამ მოჭამა თავისი დრო. "ქურდული იდეა იდეაში იდეად დარჩა, მაგრამ ის, რაც კლასიკური გაგებით "ქურდია" ქმედებითა და ცხოვრების ნირით, გადასხვაფერდა. თუ "კანონიერ ქურდებზე" დაიწყება საუბარი, "მაფიოზებზე" დაიწყონ…

რაღა დროს დაუწერელი ქურდული კანონებია, თავისით მინავლდება… დღეს, როცა ხალხი მშიერია და წირვაზე გადაჭედილია ეკლესიები, ეს იმედს მაძლევს, რომ მოვა დრო, როცა ადამიანი არც "ძველ ბიჭთან" მივა საქმის გასარჩევად და არც პოლიციელთან, ეკლესიაში მივა".

დიახ, გადასხვაფერდა ბევრი რამ კრიმინალურ სამყაროში. მაგალითად, გასულ საუკუნეში, როდესაც მიზანმიმართულად შეიქმნა "კანონიერი ქურდის ინსტიტუტი", თავდაპირველად, უამრავი შემთხვევები იყო მოკვლა-დასახიჩრებებისა როგორც სასჯელაღსრულების თანამშრომლებისა, ისე მსჯავრდებულებისა. "ქურდული გაგების" მსჯავრდებული არ იმაგრებდა მკერდზე ე.წ "ბირკას" რომელიც მის ვინაობაზე მიუთითებდა. დასასრული რომ არ უჩანდა სისხლიან დაპირისპირებას, ე.წ "შავებმა" იმსჯელეს: "რას ვეკვლევინებით? "ძაღლმა" რომ გვკითხოს ვინაობა, ხომ ვუპასუხებთ, ჰოდა, გავიკეთოთ ის "ბირკა", ერთი ამათი კარგიცო" და გადაიჭრა პრობლემა.

საპირისპირო მხარეს – "ჩიფირის" გამო, განსაკუთრებით ციმბირის "ლაგერებში" ხშირად ხდებოდა პატიმრების მხრიდან "ლაგერის" მომსახურე პერსონალის მოკვლა-დასახიჩრება. ამ მხარემაც იმსჯელა და გადაწყვიტა: "ბოლო-ბოლო "ჩეფირი" მაგარი დაყენებული ჩაია, სხვა ხომ არაფერი. ჰოდა სვან, რას ვეკვლევინებით, თავში ქვა უხლიათო~ და პრობლემა მოიხსნა.
ეს ორი მაგალითი მხოლოდ იმის თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანეთ, რომ "ძველი ქურდული გაგება" ანუ ის, რასაც "კანონიერი ქურდი" ჰქვია, დროთა განმავლობაში, შეიცვალა გადაკეთდა.

"კანონიერი ქურდი" ერთგვარ ჩარჩოში ცხოვრობდა და "მოღვაწეობდა" რის გამოც არა ერთ ცხოვრებისეულ სიამეს იყოს გარიდებული. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ისიც საკმარისია სათქმელად, რომ ქურდს არ ჰქონდა უფლება ოფიციალურ ქორწინებაში ყოფილიყო; არ ჰქონდა დაგროვილი უძრავ-მოძრავი ქონება; არ იყო წამალდამოკიდებული; არ იყო მკვლელი; ბოლოს და ბოლოს, არ ერეოდა პოლიტიკაში და ა.შ.

ცხონებული ყოფილი შს მინისტრისა არ იყოს, "კანონიერი ქურდის" ცნება მკვდარია! თავდაპირველად "ქურდული იდეით" შეპყრობილი ადამიანები იქცნენ უხვშემოსავლიან ბიზნესებში ჩაფლულ ადამიანებად რომელთაც კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობაში გარანტირებულად პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ მოპოვებული.

სხვათაშორის, აბსოლუტურად მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობენ პირები, რომლებიც შესაძლოა, სრულებით არ იყვნენ "კანონიერი ქურდები", მაგრამ როგორც ვხედავთ, საკანონმდებლო ინიციატივა არაფერს ამბობს მათზე, არადა, ორივენი ერთ საქმიანობას ეწევიან, მაფიოზობენ…

რა გამოდის, სასჯელი მკაცრდება იმ დრომოჭმულ იდეაზე რომელსაც ტვინი გამოიმუშავებს? მსგავსი წარმატებით აბსოლუტურად უყოყმანოდ შეგვიძლია მივიღოთ ახალი ინიციატივები ე.წ "სხვაგვარად მოაზროვნეების" მიმართაც, მითუმეტეს, რომ აპრობირებულია ამგვარი ადამიანების შეურაცხადად გამოცხადება, უბედური შემთხვევა და სხვა მრავალი.
ვიღაცამ შემოაგდო და აიტაცეს რომ თურმე "ქურდული მენტალიტეტის" გავლენით იმატა კრიმინალმა მოზარდებში. რა თქმა უნდა, აბა, იმ კოჰაბიტირებულ სივრცეში იმას ვინ იტყვის რომ კრიმინალი მოზარდებში შვა იმ საშინელმა რეალობებმა, რომელიც მოზარდს იმ ცხოვრების მცირე მონაკვეთში შეუქმნა თვითონ არასწორად მართულმა სახელმწიფომ.

ცნება "კანონიერ ქურდს" ვინც უკავშირებს მოზარდთა აგრესიას, ნეტავ, მას თუ ჰყავს ნანახი ცოცხალი ქურდი? "კანონიერი ქურდი" არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმას, რომ მის უბანში, მის საახლობლოში, მის სიახლოვეს ასეთი სისხლისმიერი გამეტება მომხდარიყო. ვის არ უნდა იმის აღიარება, რომ მოზარდების ნაწილი თავისდაუნებურად იმართება იმ ფსევდო-სამყაროსგან რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს არანაირ იდეასთან, მითუმეტეს, "ქურდულთან"?

მოზარდი რომ მოზარდია, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ მავანთ, როცა მოზარდი უკვე ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულში, ვთქვათ, მკვლელობაში ან განზრახ მკვლელობის მცდელობაში. არავის უნდა გახსენება და აღიარება, რამ გააღვიძა რომელიმე მოზარდში მკვლელად გახდომისკენ სწრაფვა, როგორც გავლენის სფეროების მოპოვების საშუალებისკენ მიმავალი გზა. 
არც იმის დანახვა უნდა მავანს, რომ მოზარდი ხედავს რა უსამართლობაა მის გვერდზე და მისივე თანდასწრებით; როგორაა გალაღებული შერჩევითი სამართალი; (როცა მკვლელობის მონაწილე 15-20 პირია და მხოლოდ 2 აღმოჩნდება დამნაშავე, რაღაზეა საუბარი…) რამდენად არაფრის მომცემია სიმართლე და მისი მოძიება და ის თვითონ იწყებს სამართალისა და სამართლიანობის ძიებას… და არა მხოლოდ მოზარდი…

როცა ადამიანმა გადაწყვეტილად იცის რომ კანონი არ კანონობს ყველასთვის და არ აღსრულდება სამართალი და სამართლიანობა, ვიღაცას მიაკითხავს დასახმარებლად; ასეთი თუ არავინ ეგულება, თვითონ აღასრულებს და ასეც ხდება, ვინ ვის კლავს, მხოლოდ ერთეულებმა იციან და ისინიც საეჭვოდ ჩუმად არიან…

რომელი მკვლელობის საქმე გაიხსნა, უთხარით ხალხს, ნუ დაუმალავთ!
გადავხედოთ ჩვენივე წარსულს – როდის იწყება კრიმინალური სიტუაციის გააქტიურება?
როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პირები მასიურად იწყებენ პარვას.

დიახ, მოპარვაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში ფულის გადანაცვლებაც და სახელმწიფოს გამუდმებული წველაც დაუმსახურებელი პრემიებისა თუ დანამატების მიღების სახით. ასევე, მსხვილი ტენდერების მოგება იქნება თუ სხვა საქმეების "გაიმასქნება". ამ ყველაფერს რომ ხედავს ვიღაც, აბსოლუტურად ლეგიტიმური სურვილი უჩნდება რომ მანაც ნახოს სარგებელი და უკვე "ქურდის ქურდი ცხონდაო" კი არ ხდება, პირდაპირ ეუბნება რომ მასაც ეკუთვნის წილი, არ აქვს მნიშვნელობა "სახელისუფლებო ვირთხაა" თუ ამ სახის "ვირთხის" ბიზნესის მწარმოებელი. "ვირთხამ" თავის მხრივ ხომ იცის რომ მოპარული აქვს, თანაც კიდევ აქვს მოსაპარი, ეგულება ბლომად და მისცემს, აბა, რას იზამს, ყვირილს ხომ არ დაიწყებს, მე რომ შენ მოგპარე ჩემი ძვირფასო სახელმწიფოვ, იმ ფულს მთხოვს ვიღაც გარეწარიო?

ასეა, ყოველთვის კავშირშია ერთმანეთთან "დიდი ფულები" და კრიმინალი, კავშირში კი არა, უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ – რაღა დროს "ქურდული გაგებაა"?

სახელმწიფოში გამეფებული უწესრიგობა ბადებს ყველანაირ კრიმინალს და როდის, რა სახით იჩენს თავს გარემოებაზეღაა დამოკიდებული.

არჩევნების დროს რომ უბნის რომელიმე კანდიდატისთვის ხმების მოსაგროვებლად უბნის "ძველი ბიჭი" იქნება დასახმარებელი ან ქექვაატეხილი კაიფარიკი მოსასყიდი "წამლით", "კანონიერი ქურდის" ხსენებაზე სასჯელის გამკაცრებაზე გაგახსენდება რაღაცეები, აბა, რა იქნება…

განიმარტოს ტერმინი "მაფია" და "მაფიოზი" და სწორი მიმართულება მიეცით კანონს, რატომ არის შეუძლებელი სიმართლის თქმა პირდაპირ და ხმამაღლა?

სხვათაშორის, წლების წინ მითხრა რესპონდენტმა, ამათ თუ ასე გააჭირეს მართლა საქმე, დაჯდებიან "ბიჭები" და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ თუ "ძაღლი" ჰკითხავს არის თუ არა "ქურდი", იტყვის რომ არ არის და ეს "არაქურდულად" აღარ ჩაითვლებაო… მაშინ "ბირკის" ამბავი გამახსენდა და ახლა ორივე ერთად.

ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები (მაფია და მაფიოზები), როგორც აღვნიშნეთ, სრულებით არ არის აუცილებელი რომ საბჭოთა დროის ხელოვნურად შექმნილი "კანონიერი ქურდის" ტიტულის მატარებლები იყვნენ. ერთიც და შემობრუნდნენ ეს "პატივცემული ტიტულიანებიც" და განაცხადიონ, არ ვართ, ბატონო, "კანონიერი ქურდებიო", მერე რა ვუყოთ ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას?

თუ გინდათ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს, ეძებეთ დონ კორლეონეები, ქართველი დონ კორლეონეები – "კანონიერ ქურდებსაც" ისინი ნიშნავენ, მინისტრებსაც ისინი ნიშნავენ და, საერთოდ, ყველას და ყველაფერს, ისინი მართავენ…

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
23-02-2018, 19:00


"სიცოცხლე მუშებს" ამ შეძახილით გაიარეს გზა პროფკავშირების წარმომადგენლებმა, ასევე სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულმა მუშებმა, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მუშების მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, უზრუნველყოს სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული შრომა. 

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ აქტივისტებს პროფკავშირების წარმომადგენლებმა მანიფესტიც გააცნეს ეფექტური კანონმდებლობის შემუშავებისა და შრომის ინსპექციის შექმნის თაობაზე. აქტივისტები, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

13 თებერვალს შრომის ინსპექციის ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია. შრომის უსაფრთხოებასთან და დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მეორე მოსმენის რეჟიმში მიმდინარე სასესიო კვირას განიხილება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მეტის ნახვა
23-02-2018, 18:00


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცხინვალში ქართველი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცხინვალში, დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგოვრობის აქტიური ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, ასევე დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გასულ ღამეს ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა. დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა ავღანეთსა და ერაყში, იგი ასევე იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში.
ინფორმაციას newposts.ge ავრცელებს.

მეტის ნახვა
23-02-2018, 16:30


 გასულ კვირას, კიდევ ერთი აღიარება მოისმინა საზოგადოებამ. პოლიციის მაღალჩინოსანმა, საჯაროდ, ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს, დაკავებულებს იარაღი არ ჰქონდათ და მკვლელობის შემდეგ იქნა შემთხვევის ადგილზე მიტანილი. ეს არის რიგით მეორე ჩვენება, სადაც გარკვევით ითქვა ის, რაც ისედაც იცოდა საზოგადოებამ. საზოგადოებამ ისიც იცის, რომ მკვლელობის დაფარვის საქმეში სხვებთან ერთად ლომის წილი გურამ დონაძეზე, ვანო მერაბიშვილის პრეს-სამსახურის უფროსზე მოდის.

საზოგადოებამ ყველაფერი იცის, მაგრამ გამოძიება მიუხედავად ყველაფრისა მაინც ერთ ადგილს ტკეპნის უკვე რახანია: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, საზოგადოებრივი მღელვარების შემდეგ, მხოლოდ პატრულის თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი გაასამართლეს. მას 2006 წელს, რობაქიძის გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე თავად ბაშალეიშვილმაც აღიარა, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ, სასამართლომ ეს მხედველობაში არ მიიღო.

2012 წლის დეკემბრამდე ამ საქმეზე ბრალდებულებად ბუტა რობაქიძის მეგობრები ითვლებოდნენ, გახმაურებული მკვლელობისა და შემდეგ დანაშაულის დაფარვის საქმეში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული. ეს მძიმე დანაშაული ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, 2004 წლის 24 ნოემბერს მოხდა. მეორე დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა "პატრულმა", რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები, მათ შორის რობაქიძის გვამთან.

დღეს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი "პატრულის იმიჯის" გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ დანაშაულში მონაწილეობდა გურამ დონაძეც, რომელსაც ხელს რამდენიმე ადამიანი ადებს. მათ შორის, ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე.

ასევე, ბუტა რობაქიძის მეგობრებიც, რომლებიც იმ საბედისწერო ღამეს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გურამ დონაძის გარდა, მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში ასევე მონაწილეობდა პოლიციის მინიმუმ ექვსი მაღალჩინოსანი. მათ შორის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე. პროკურატურამ იგი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააკავა, თუმცა, სასამართლომ 16 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა.

წლების წინ, დააკავეს თურქეთიდან დაბრუნებული გურამ დონაძეც, რომელიც არჩევნებამდე ტელეკომპანია "რეალ ტვ" -ს ხელმძღვანელობდა. დონაძე ბრალდებებს უარყოფს. თავის დროზე, იგი საერთოდ ამბობდა, რომ რობაქიძის მკვლელობის დროს საქართველოში არც კი იმყოფებოდა. სასამართლომ მას 25 ათასიანი გირაო შეუფარდა.იგივე განმეორდა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების: ირაკლი ფირცხალავას, ალექსანდრე გვაზავასა და დავით იაშვილის მიმართაც. ეს ეჭვმიტანილები მოსამართლემ 15 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გურამ დონაძე ზეწოლას ახდენს მოწმეებზე, მათ შორის გადაცემა "პატრულის" ყოფილ თანამშრომელ გოჩა მუკბანიანზე. ეს ადამიანიც ხელს დონაძეს ადებს და აცხადებს, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, ცრუ ჩვენების მიცემა დონაძემ აიძულა. რამოდენიმე დღის წინ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა ბაქრაძემ გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა – "ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, აბსურდულია. ეს ფირი არის მონტაჟი. ალბათ აინტერესებს საზოგადოებას, თუ სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სად არის. ეს ფირი აქვს გურამ დონაძეს. მე ამ ფირით მთელი რვა თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას. შანტაჟი ხორციელდება როგორც ჩემი შვილის მიმართ, ისე ადვოკატზე. გურამ დონაძე მიდის მათთან და მითვლის მე, რომ თუ არ ვიქნები ჩუმად, თუ არ მოვიცდი, მანამ ისინი დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, ამის შემდეგ მივცემ "სკაიპით” ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, თუ ასე არ გავაკეთებ, მითვლის, რომ მას აქვს ფირი, სადაც ვჩანვარ მე, სხვა ხელმძღვანელი მუშაკები და ამ ფირს გამოაჩენს. მე არაფერი მაქვს დასამალი, აქედან ვუთვლი გურამ დონაძესაც და საზოგადოებასაც. მე ჩადენილი მაქვს დანაშაული”. 

2013 წლის დასაწყისში დონაძემ ახალი ზღაპარი მოიგონა, ბუტას მკვლელობის ჩანაწერი კიდევ გააყალბა და ირაკლი ფირცხალავას "გაახმოვანებია" შემდეგ ბრიფინგზე ჩვეული გაიძვერობით განაცხადა: მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე, – მტკიცებულებად კი ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები "აღიქვა", როგორც დონაძემ აღნიშნა, ეს კადრები მას აქამდე ნანახი არ ჰონდა და გავრცელებული კადრებით გაოცებულია. -”გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკურ ჭრილში აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს და გავრცელდა ინტერშუმიანი მასალა, ისე როგორც უნდოდათ. ვახო კომახიძემ გაავრცელა მსგავსი სიყალბე, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რაც ჩვენ ვნახეთ საოცრება იყო. არასოდეს ბუტა რობაქიძის ოჯახისთვის პასუხი არ გამიცია იმ ბრალდებებზე, რომელსაც ისინი 9 წლის განმავლობაში მიყენებდნენ, იმიტომ არ ვცემდი პასუხს, რომ მესმოდა მათი ტრაგედია. მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე. დღეს ამ საქმეს ფარდა აეხადა”, მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული სრული ვიდეომასალა მას ნანახი არ ჰქონდა, მხოლოდ ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის მიერ დამონტაჟებული მასალა ჰქონდა ნანახი.

რა საკვირველია დონაძე მაშინაც ტყუოდა და ეხლაც ტყუის. ჩვეული უტიფრობით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ზოგადად, ნაცმაცუნებს დიდი იმედი აქვთ, რომ დრო და სიჩუმე საზოგადოებას და კონკრეტულ დაზარალებულ ადამიანებს, ყველა მათ მიერ მიყენებულ ჭრილობას მოუშუშებს. ცნობილია, რომ სისხლის მოყვარული დონაძე არაერთ უდანაშაულო "კრიმინალის" ლიკვიდაციას ესწრებოდა. ანუ, თანამონაწილე გახლდათ განსაკუთრებით მძიმე არაერთ დანაშაულში, მაგრამ სამწუხაროდ დღესაც თავისუფლად დადის და შანტაჟის, პროვოკაციის საშუალებით ცდილობს აიცილოს უმძიმესი პასუხისმგებლობა. გაუმართლა და მართლაც საოცრებათა ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ყველამ ყველაფერი იცის თუმცა, პროკურატურა კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ, ხოლო სასამართლო "ვიღაცის" დავალებით გირაოთი ათავისუფლებს მკვლელებს, რომლებიც არაერთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ჯგუფურად მონაწილეობენ. ბუტას მკვლელობიდან თოთხმეტი წელი გავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ ნაცხროვა კიდევ ბედავს და ბუტას დედას სასამართლო პროცესებზე ამწარებს. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, ია მეტრეველის დაკითხვისას გურამ დონაძემ დასვა კითხვა – "ქალბატონო ია, დაკითხვის დაწყებამდე თქვენ განაცხადეთ, რომ ოჯახი გაგინადგურეთ და აღარ გყავთ. თუ შეიძლება გვითხარით, რას ნიშნავს ეს". ამ კითხვას ია მეტრეველის ემოციური რეაქცია მოჰყვა და იგი შეუძლოდ გახდა. 

"ამ ყველაფერში სააკაშვილია თავი და თავი. მან უთხრა პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. 10 წელი ვიბრძოდი, რომ ეს ჯალათები შემეჩერებინა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თქვენს შვილებს რა ცოდვას უტოვებთ. ისეთი შვილი მომიკალით, აუცილებლად გადავა ეს ცოდვა თქვენს მოდგმაზე", – მიმართა ია მეტრეველმა ბრალდებულებს. უბედურებაა ისიც, რომ ნაცხროვის ეგრედწოდებულ მკვლელ სამართალდამცავების უმეტესობას. ყავთ ოჯახები. მშობლები, შვილები, და-ძმები რომლებსაც სულაც არ აწუხებთ, რომ მკვლელის, ჯალათის, გარეწრის, არაკაცის ოჯახისწევრები არიან. თუმცა, მალე დადგება ნანატრი დრო და რიგი გარემოებიდან გამომდინარე, ნაცხროვის "საერთო მამა" მათ სამაგალითოდ გაწირავს და ისეთივე პროვოცირებით და შანტაჟით დაადუმებს, როგორც ნაცგარეწრები ცდილობენ მოწმეების და დაზარალებულების დადუმებას.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
22-02-2018, 16:30


გასულ კვირას თადარიგის პოლკოვნიკს, 90-იანი წლების სამხედრო დაჯგუფების "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერის დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში დღემდე დაუდგენელმა პირმა ორი გასროლით გუგეშაშვილის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა, ხოლო ქალბატონი გულის არეში მძიმედ დაჭრილი რეანიმაციულ გამყოფილებაში იმყოფება.

ამ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მრავალი ვერსია გავრცელდა. ზოგიერთი ამ საზარელ მკვლელობას დოდო გუგეშაშვილის "მხედრიონელურ" წარსულს უკავშირებდა, ზოგიერთი, კონკრეტულად, სოფელ დარჩელში 27 სახლის გადაწვას, ზოგიერთი აფხაზების მკვლელობას და ა. შ. შეუძლებელია ომიდან გამოხვიდე და ხელები სისხლიანი არ გქონ- დეს, მაგრამ, თითქმის გამორიცხულია, დოდო გუგეშაშვილის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი დედის მიერ ოდესმე ჩადენილი ცოდვის გამო მოეკლათ ამდენი ხნის შემდეგ.

რა მოხდა გუგეშაშვილების სახლში 7 თებერვლის დილას?

თავდაპირველად ითქვა, რომ ეს შურისძიება, პიროვნული კონფლიქტი იყო. ნოდარ გუგეშაშვილმა და მისმა მეგობარმა 8–10 წლის წინ შეყვარებულის გამო ერთმანეთი სცემეს თბილისის ზღვაზე, მერე ის ბიჭი სხვა საქმეზე დაიჭი- რეს, "სროკი" მოიხადა, ციხიდან გამოვიდა და ძველი წყენა გაუხსენა ნოდარ გუგეშაშვილსო. იყო მითქმა-მოთქმა, თითქოს იმ დილას უცნობი თავდამსმელი თავად დოდო გუგეშაშვილის მოსაკლავად მივიდა დიღომში, გუგეშაშვილებთან.

ეს ვერსიები იმდენად არადამაჯერებელი და არამყარია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, სპეციალურად ხომ არ გავრცელდა მკვლელობის მთავარი და ძირითადი მოტივის გადასაფარავად.

როგორც ამბობენ, ნოდარ გუგეშაშვილი უწყინარი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო, ერთი ხანი ბავშვთა გასართობ ცენტრში უმუშავია ვიდეო და ფოტორეპორტიორად, მერე ვეტერანთა კომიტეტში იყო ფოტოგრაფადო. რაც შეეხება ქალბატონ დოდო გუგეშაშვილს, მას შემდეგ, რაც მან 5-წლიანი სასჯელი მოიხადა საქართველოს ციხეში და ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ გათავისუფლდა, პოლიტიკაში სცადა ბედი და "პატრიოტთა კავშირის" სახელით პარლამენტში შეღწევა განიზრახა, თუმცა ეს მცდელობა ვერ განხორციელდა. პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

დოდო გუგეშაშვილი ადრე სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა რიგებში ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უკრაინაში მოიკიდა ფეხი და ქართველ მებრძოლებს მოუწოდა უკრაინის დასაცავად დაძრულიყვნენ, დოდო გუგეშაშვილი დონბასში გაემგზავრა, შემდეგ აცხადებდა: ჩვენ უკრაინასთან
სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, უკრაინას უჭირს და ჩვენ, ვისაც შეგვიძლია, ჯარისკაცებად უნდა დავდგეთ ამ ქვეყნის დასაცავადო. ინფორ- მაციული ცნობების თანახმად,გუგეშაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ჯარისკაცებს წვრთნიდა დონბასში და შესაბამისად, სააკაშვილიც უკრაინის გადამრჩენად მიაჩნდა… როგორც წესი, ადამიანის ფერისცვალება ნაკლებდასაჯერებელია. ძლიერი ნებისყოფის არსებები, შესაძლოა, შეიცვალონ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და გარდამტესი მოვლენების შედეგად, მაგრამ სააკაშვილის ყაიდის ადამიანისგან ეს გამორიცხულია და მის ფერისცვალებას ძალიან გულუბრყვილოც კი ვერ დაიჯერებს. ის "იგივეა მარად და მარად". რაც იყო საქართველოში,იგივეა უკრაინაშიც… საგამოძიებო ორგანოები სანამ დამტკიცებულ ფაქტებს და ამ საშინელი ტრაგედიის მომ- წყობების ან მომწყობის ვინაობას დაასახელებენ, მანამ, ცხადია, ვერსიები კვლავ იქნება, ამიტომაც მოეთხოვება შესაბამის სამსახურებს, დროულად გამოიძიონ საქმე, შემთხვევამ მითოლოგიური ხასი- ათი რომ არ მიიღოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდო გუგეშაშვილს კავშირები ჰქონდა პანკისთანაც. მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობართაგანი იყოო. მაჩალიკაშვილის შემთხვევა, მოგეხსენებათ, არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო განცალკევებული პანკისში მომხდარი სხვა მოვლენებისგან. ლაფანყურის ოპერაცია და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს მაჩალიკაშვილის საკითხთან. ამის შესახებ თუ დეტალურად არა, გარკვეულწილად, მაინც ექნებოდა ინფორმაცია დოდო გუგეშაშვილს, მით უფრო, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს მეგობრობდა თურმე
ქალბატონი დოდო.

დასაწყისშიც ვთქვი: ომი ბინძური რამეა, უსისხლო ხელებით იქიდან თავს ვერ დაიძვრენ-მეთქი და აქვე იმასაც ვიტყვი - ომში, მით უფრო, ძმათამკვლელ ომში უამრავი ნაძირალა ამოტივტივდება ხოლმე და რაც უნდა პატიოსანი იყო, თავისდაუნებურად გიხდება მათ გვერდით ბრძოლა და მათთან ურთიერთობა.

ამასთანავე, "მხედრიონის" იმიჯს თუ გავით- ვალისწინებთ, ამ სამხედრო გაერ- თიანებაში უამრავმა კრიმინალმა მოიყარა თავი. იმ ხალხმა, რომლებიც ჯაბა იოსელიანმა ციხიდან გამოაშვებინა და იარაღი მისცა ხელში. ამათგან ზოგიერთმა მერე ფრაკი ჩაიცვა, ჰალსტუხი გაიკეთა და ხელისუფლებაში გამოგვეცხადა,
მაგრამ ეს სხვა თემაა უკვე… გუგეშაშვილის მეზობლები, რომლებმაც მე-13 სართულიდან მე-11 სართულამდე ჩამოსული სის- ხლმდინარე, დაჭრილი, ფეხშიშველი, შვილმკვდარი დედა დოდო გუგეშაშვილი დაინახეს, ამბობენ, რომ მათ ასევე დაინახეს ახალგაზრდა,.

საშუალო ტანის მამაკაცი, რომელსაც "კაპიშონი" ჰქონდა თავზე ჩამოფარებული და კიბეებზე ჩამორბოდა. ხელში პარკი ეჭირა, რომელშიც ისეთი რაღაც ეწყო, მინასავით ჩხარაჩხური გასდიოდაო, ამბობენ.

სავარაუდოდ, მკვლელს იცნობდნენ გუგეშაშვილები. მათ გაუღეს კარი სტუმარს, რომელიც პარკით თუ მივიდა ოჯახში, კაცი რომ მოკლა, მერე, სავარაუდოდ, პარკი აღარ გაახსენდებოდა.

ნოდარ გუგეშაშვილს ტყვია კეფაში და თავში აქვს ნასროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელმა შესანიშნავად იცოდა, როგორი გასროლით და სად დამიზნებით შეიძლება უეჭველად გარდაიცვალოს ადამიანი, პროფესიონალი მკვლელი კი იარაღს პარკში არ ინახავს…

დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე განხორციელებულ თავდასხმაში ერთი კი არა რამდენიმე პირი მონაწილეობდა?

სავარაუდოდ, პარკი ოჯახში იყო, აიღო, ან მისცეს და მკვლელ- მა ის წაიღო. პარკში ქაღალდები არ შარიშურობს, არც ტანსაცმელი, მინასავით ხმას, სავარაუდოდ, DVD დისკები გამოსცემს.
მოკლედ, მე ვერსიებს და ვარაუდებს განვიხილავ, რადგან, პრინციპში, თვითმხილველი ამ ამბავს არ ჰყავს, რადგან შემთხვევისთანავე კორპუსში შუქი გამორთულა და მალევე ისევ მოსულა.

განსაკუთრებით დამამძიმებელ ვითარებაში ჩადენილი ეს დანაშაული, განზრახ მკვლელობა ხომ არ შეიძლება იყოს ორი ან მეტი პირის მიერ ჩადენილი, როცა ერთი კლავს, მეორე კი დენს თიშავს, რომ მკვლელმა უჩინრად დატოვოს შემთხვევის ადგილი, ხოლო მესამე დიღმის ტყე-პარკში ელოდება
მკვლელს მანქანით, რომ შემთხვევის ადგილს გაარიდოს?

დოდო გუგეშაშვილმა, რომელსაც მაშინვე გონება არ დაუკარგავს, 3 სართული ფეხით ჩამოიარა, დაინახა შვილის მკვლელი. ის საავადმყოფოში გონზე მყოფი მიიყვანეს. როგორც ამბობენ, მან თქვა, ვინ ესროლა მის ვაჟს. სად გაქრა ის ეჭვმიტანილი, რომელიც გუგეშაშვილმა დაასახელა? რატომ სდუმან ისინი,
ვისაც გაუმხილა გუგეშაშვილმა მომხვდურის ვინაობა?

ყველაფერთან ერთად, სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ჩნდება კითხვები, რომლებსაც, შესაძლოა, დიდხანს ან საერთოდ არ გაეცეს პასუხი.

შესაძლოა, ეს საქმე უფრო ღრმა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდებოდეს, რომელზეც ჩვენ, უბრალო მოკვდა ვებს, ხელი არ მიგვიწვდება.

როგორც ამბობენ, მკვლელი უკვე საზღვარგარეთ არის, ხოლო ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის გარემოებებზე
დასკვნები ჯერ კიდევ არ არსებობს...

ირანდა კალანდაძე



მეტის ნახვა
20-02-2018, 16:30


კობა არაბული:
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორია გვამცნობს, რომ ძურძუკნი არიან თარგამოსის შთამომავალნი და ნათესავნი ქართველიანი:
ძურძუკოსი უწარჩინებულესი ძე იყო კავკასოსის – ქართლოსის ერთ-ერთი ძმის _ გონიერი და გულოვანი…
როდესაც ხაზარები მოადგნენ ჩრდილო კავკასიას: "ესე ძურძუკოს ეზრახა ექვსთა ნათესავთა ძმათა… შველად რამე თუ ურთიერთ სიყვარულში იყვნენ…

გარდვიდნენ ქართლოსიანნი მთას აქეთით, და ერთობლივად სძლიეს მტერი, მოწყვიტეს და ჩაუკეტეს დარუბანდის კარი _ ამის შემდგომ ხაზარები დიდი ხანი აღარ გამოჩენილან.
თვით ყრმა ფარნავაზი კავკასიის მთებში ფხოვსა და ძურძუკეთში აფარებდა თავს ალექსანდრე მაკედონელის ექსპანსიის დროს, როდესაც მამა მისი და ბიძა მისი სამარა (რომელიც მცხეთის მამასახლისი იყო) მოიკლნენ აზოს მიერ…


ფარნავაზი კავკასიის მთიანეთიდან (ფხოვიდან და ძურძუკეთიდან) ფრიად გაწვრთნილი მონადირე და მეომარი ჩამოვიდა. მან ჩამოიტანა უცნობი სამხედრო ხელოვნება "მზის ენერგია" და იხილა ხვთაებრივი სიზმარი, რომელიც არის მითი და ნათელხილვა, ანუ მომავალი ომის მისტერია…

ფარნავაზმა და ქუჯიმ გაათავისუფლეს სამშობლო ურიცხვ ბარბაროსთაგან და შექმნეს პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო: "ფარნავაზ განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა თვინიერ ქართულის ენისა"…
ეს არის გენიალური მოვლენა! ქართულ ენაზე აღმოცენებული სახელმწიფო და ერი III საუკუნეში ჩვენს ერამდე… და ამაში თავისი დიდი წვლილი ძურძუკებსაც მიუძღვით…


ფარნავაზს ძურძუკი ქალი ესვა ცოლად და შვილმა მისმა საურმაგ _ ფარნავაზის შემდგომმა მეფემ საქართველოისამ _ გარდამოასახლნა ძურძუკნი და დასხნა "დიდოეთს და სავანეთს ეგრისამდე"… როგორც ყველაზე მისანდობი ნათესავი ტომი.
მან, მეფე საურმაგმა "აღამაღლა ძურძუკნი, დედულნი თვისნი" და ქართველებზე მეტი პრიორიტეტი მისცა ბრძოლის ველზე!..
ალბათ, მკითხველი დამეთანხმება, რომ ეს უნიკალური და (არა შემთხვევითი) მოვლენაა ქართველთა და ჩეჩენ-ინგუშთა (ისტორიულ ვეინახთა) ურთიერთობაში…

ისიც საკვლევია და მკვლევართა ყურადღების მიღმაა დარჩენილი, თუ სად და როგორ, ან რომელი თემისა და კუთხის ეთნოსს შეერწყნენ თავის მიწაზე "ვერ დატეულნი" და "კაცთა სიმრავლის გამო~ აყრილნი ძურძუკნი საურმაგის მიერ (ძვ.წ. II–I სს.).


ეს არის ქართველთა და ძურძუკთა (ანუ ჩეჩენ-ინგუშთა) შორეული ისტორიის ფრაგმენტები… მაგრამ ჩვენი დროისთვის და ვითარებისთვის მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი…
ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ქისტურ და ქართულ ურთიერთობებს მეტი გაფრთხილება უნდა…
არც ახლა, XXI საუკუნეში ჰყავს ჩეჩენ-ინგუშებს (ხევსურთა ტერმინოლოგიით "ქისტებს") ნაკლები ბარბაროსი ხაზაროიდული, სლავურ-მონღოლური რასა "მტრად მოკიდებული", და არც ქართველთ _ აზოზე ნაკლები სისხლის მწოველი, ვამპირი მტერი, ბავშვებს რომ სწირავდა კერპებს და ადამიანის ხორცს აჭმევდა…

საქართველომ გამოიარა ურთულესი ისტორია _ ბეწვის ხიდი და ახლაც "ბეწვის ხიდზე" დგას.
არც ვეინახებს უდგათ ლხინის სუფრა, როცა მათი ქალები რუსის ტანკზე მიბმული შემოჰყავდათ გროზნოს ქუჩებში და მუცლიდან ამოყვანილ ჩვილებს, ქალებს და მოხუცებს ცოცხლად უმარხავდნენ.
ეს მოვლენა აპოკალიფსის ნაწილია და ამ ვანდალიზმს და ისტორიული რასის გენოციდს დღევანდელი მასონურ-ლიბერასტული მსოფლიო გაუგონარი გულგრილობითა და დუმილით შეხვდა…


მინდა საგანგებოდ ვთქვა: პანკისელი ქისტები, ჩვენი სტუმრები და მასპინძლებიც არიან! ჩვენი ადათ-წესის და ქართული ენის ბრწყინვალედ მცოდნე და მოუბარნი (როგორც ფარნავაზის დროს!), საკუთარი ნათესავის კალთას შემოხიზნულნი. ამიტომ ქართველთა სახელმწიფო ვალდებულია (მათი მორალური ვალია) უფრო ფაქიზად და კორექტულად მოექცეს მათ!
ქისტებსაც მინდა მივმართო და ვუთხრა: გააცნობიერონ საქართველოს ურთულესი გეოპოლიტიკური "ხაფანგი", რომელიც ბევრ შეცდომას აშვებინებს და მუდმივი ხიფათის ზღვარზე ამყოფებს მას, უქმნის გამოუვალ მდგომარეობებს… სახელმწიფოს (ქვეყანას), რომლის ერთი მესამედი ოკუპირებულია, ორ მესამედს ნახევრად ხილული და უხილავი "სფინქსის თვალი" უყურებს… ახვევს იდუმალი იდეოლოგიის და ეკონომიკის ქაოსში, უსევს ათასნაირ არასამთავრობო ჯაშუშ სექტებს, ფსევდონაციონალურ, ლიბერასტულ-აგენტურულ პარტიებს, რომლებიც ციხეს შიგნიდან ტეხენ, შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ამ დროს არც ერთი ძველი თუ ახლადშექმნილი ჰიბრიდული წარმონაქმნი მეზობელი ტომი და სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, არ არის ჩვენი მოყვარე და კეთილისმსურველი, არის მტერი ან მოყვარე მტერი და წამგლეჯი ქართული მიწის და კულტურის…


ეს გარემოება უნდა გაითვალისწინონ "ჩვენმა ქისტებმა" და მოვლენებს ამ კუთხით შეხედონ. სახელმწიფოს დაუცველობა, შეცდომები, გამოუცდელობით და ვინმეს ზეწოლით, შეიძლება იყოს ზოგიერთი არასასურველი მოვლენის გამომწვევი ფაქტორი, თუმცა არა ყოველთვის საპატიო მიზეზი.

ქისტებმაც უნდა გააცნობიერონ საკუთარი შეცდომები ამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით, ჰიბრიდული ომებით და ისლამური "ჯიჰადებით" გამოწვეული, რომელიც ხიფათს უქმნის სუსტ ქართულ სახელმწიფოს და მათივე ეთნოსს, მათივე ახალ თაობას, ამდენად, უფრო ფრთხილად ყოფნაა საჭირო… 
უხუცესებმა მეტი თვალ-ყური უნდა ადვნონ ახალგაზრდებს, ხოლო ახალმა თაობამ არ დაივიწყოს ძველი ქისტურ-კავკასიური უფროს-უმცროსობის ადათ-წესი: სტუმარ-მასპინძლობა, ღირსება და ყური მიუგდონ უხუცესთა სწავლებას! მე მეჩვენება, რომ ქისტების ახალი თაობა ძველ თაობას რამდენადმე ემიჯნება, არ უსმენს _ ეს სავალალო შედეგით დასრულდება!..


ჩეჩენ-ინგუშებს ბევრი ზნეობრივი ადათი ძველთაგან გადმოჰყვა, ვიდრე ისლამი იქნებოდა მათი რელიგია.
პანკისელი ქისტები იგივე ქართველები არიან და ცოტა უკეთესებიც მე თუ მკითხავთ; მათი ქართულის ცოდნა, მათი პატივისცემა ქართული ტრადიციებისა და კულტურისადმი სრულიად უნიკალურია!

მათი სულიერი-შინაგანი სილამაზე, მათი გარეგნობა ძველ იბერიულ-კავკასიურია.

მათი პატივისცემა და სიმამაცე, მათი პატიოსნება და ღირსება, მათი სტუმარ-მასპინძლობა და უღალატობა _ განუმეორებელია!
ჩვენ დავკარგეთ და ვკარგავთ ბევრ რამეს იმ უძველესი კავკასიური ტრადიციებიდან _ ქისტებს არ დაუკარგავთ!
ახალგაზრდა ქისტი ვეინახი უფროსთან პაპიროსს არ მოწევს, სიტყვას არ შეუბრუნებს, ფეხზე აუდგება… მათი ქალისადმი პატივისცემა – ნამუსის შენახვა – კავკასიურია, ჩვენი მთიელების ერთიანი მორალის ნაწილია…
– ჩეჩენი (და არც ხევსური) მტრის ბავშვს ხელხ არ დააკარებდა…


ძველ საუკუნეებში ქისტები (ჩეჩენ-ინგუშები) ქრისტიანები ჩანან ("ციხევ, ქალ-ღმერთის ნაგებო, ქრისტიანთ ხატებიანო!" – ამას ადასტურებს ეს მითოსური ლექსიც). ქრისტეს რჯული ხაზაროიდულ-არაბულ-ყივჩაღურ და შემდგომ, თემურ ლენგის და შაჰ-აბასის რელიგიურმა ძალადობამ დააკარგვინა, ხოლო ხევსურთა მომიჯნე ჩეჩენ-ინგუშები ბოლომდე ქრისტიანებად რჩებოდნენ. ამიტომაც უწოდებდნენ მათ ქისტებს (ანუ "ქრისტებს", ე.ი. "ქრისტიანებს"– იხ, ალ. ჭინჭარაულის კვლევა).
პანკისელი ქისტები ბოლომდე კიდევ ქრისტიანები იყვნენ და მათი გაუცხოვება ქრისტიანული სამყაროსგან რუსეთის ვერაგულმა, მიზანმიმართულმა, რასათა გამთიშველმა პოლიტიკამ გადაწყვიტა.


ქისტებს (ჩაჩენ-ინგუშებს) იმდენი ბარბაროსული ძალადობა, იმდენი ხოცვა-ჟლეტა (მათ შორის, სრული, დედაბუდიანად აყრა-დეპორტაცია) აქვთ გადატანილი რუსების მიერ, რომ აღარაფერი გაუკვირდებათ!
მსოფლიომ როგორც ჩეჩნების გენოციდი, ასევე ქართველთა მიწა-წყლის დანაწევრება და ოკუპაციაც "გადაყლაპა" _ ახლა "ნიანგის ცრემლებით" რომ დაგვტირიან და შიშველ-ტიტველ სხეულზე ვითომ "თაფლს გვისვამენ"…
ამდენად და ამიტომ, ჩვენ "ერთ ბედ ქვეშა ვართ" და ქართულ-ქისტურ ურთიერთობას მეტი გაფრთხილება უნდა!
როგორც ვთქვი: ქისტებს აღარაფერი გაუკვირდებათ, იმდენი `წისქვილის ქვა~ დატრიალდა მათ თავზე… მაგრამ გაუკვირდებათ და ეწყინებათ ჩვენგან! ეტკინებათ გული ჩვენი გულგრილი და `ოდიოზური~ დამოკიდებულების გამო…
სახელმწიფოც უფრო ფაქიზად და კორექტულად უნდა მოიქცეს მათ მიმართ _ ასეთი უნდა იყოს პოლიტიკურ-სტრატეგიული მიზანშეწონილობა!..

აქვე დავძენ:

საქართველოს, ამ გლობალურ სივრცეში, ამ ურიცხვ ტომთა და რასათა, თუ სახელმწიფოთა გარემოცვაში ქისტებზე უკეთესი, ერთგული და გულშემატკივარი მეზობელი არ ჰყავს…
მათ და მხოლოდ მათ, ვეინახების სისხლს და ჯიშს არ უღალატია საქართველოსთვის…
მხოლოდ მათ შეუძლიათ ქართველთა მხარდაჭერა, ქართველებთან ერთად ბრძოლა საერთო ფატალური მტრის წინააღმდეგ ომში.
ქისტმა კარგად იცის მისი რასის (ტომის) ტრაგიზმს რომ ემგვანება ქართველთა ბედისწერა…
იგი არასოდეს არის უმადური იმ მიწისა და რასის მიმართ, სადაც ცხოვრობს _ იგი თვალისჩინივით უფრთხილდება პანკისის მიწა-წყალს, ბუნების ამ მშვენიერ მარგალიტს…

არც ერთ სააუგო, ზედმეტ სიტყვას არ ამბობენ ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ სწყინთ და სტკივათ…

არც ელიზბარ არგოშვილს, არც სულეიმან გუმაშვილს, არც ჯარაფ ხანგოშვილს _ ამ ბრძენ ადამიანს, არც რომელიმე სხვა უხუცესს და ახალგაზრდა ქისტს სახელმწიფოს მიმართ საყვედური არ დასცდენია… თუ ასე გაგრძელდა, ავიყრებით და გადავსახლდებითო!.. მოვისმინე ქისტი ქალების სიტყვები. გული დამწყდა: რა იქნება საქართველო, პანკისის ხეობა უქისტებოდ!.. მართლა რომ აიყარონ და წავიდნენ – ღმერთმა დაიფაროს…

რა თქმა უნდა, სწყინთ და გული სტკივათ მშობლებს _ დედას და მამას, მაგრამ არც მათ უთქვამთ რაიმე ისეთი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც შვილმოკლული მშობლებისთვის საძრახისი იქნებოდა! ისინი გამოძიებას და გარკვევას ითხოვენ, როგორ და რატომ მოკლეს მათი შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი – ნამდვილად იყო ეს აუცილებელი, ან იქნებ, საბედისწერო შეცდომა იყო, ან გააზრებული პროვოკაცია ვითარების დაძაბვისთვის… რეალური ურთიერთობა ჰქონდა მას ტერორისტებთან, თუ მათთან მხოლოდ სურათი ჰქონდა გადაღებული…

არის ეს კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს. სწორი, გაბედული პასუხია საჭირო ერის ღირსებისთვის, დაზარალებულის პატივისთვის, გონიერი საზოგადოებისთვის (და არა შარლატანებისთვის, მიცვალებულის საფლავსაც კი სამარცხვინო პოლიტიკური პროვოკაციისთვის რომ იყენებენ). და თუ შეცდომა დავუშვით, უნდა ვაღიაროთ და `ვზღოთ~ ჩვენი შეცდომის `წილი~ _ ასეთია ქართულ-კავკასიური საადათო სამართალი და სახელმწიფოს მორალიც!


ახლა დავუბრუნდეთ ქისტებთან ურთიერთობის ფოლკლორულ-ისტორიულ მაგალითებს.

ჩეჩენ-ინგუშები (ქისტები) ხევსურების მოსაზღვრე ტომი იყო.
ხევსურები პატივს სცემდნენ ქისტების პირდაპირობას და მამაცობას – მათ მოყვრობაც ჰქონდათ და მტრობაც…
მტერი ხომ მტერია, მაგრამ ქისტ მტერს ხევსურთა ანდრეზული იარლიყი – "კარგი მტრის" სტატუსი ჰქონდა მინიჭებული…
"კარგი მტერი" ის არის, პირდაპირ რომ შეგებრძოლება და ღალატით არ მოგკლავს!
სწორედ ასეთია ალუდა ქეთელაურისა და ქისტი მუცალის საოცარი ორაბრძოლა.
(ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო და იცოდა, რასაც წერდა).

ალუდა ქეთელაურის ფსიქიკა მთლიანად შეცვალა მუცალის ვაჟკაცობამ, მისმა "კაი-ყმობამ", გაუხსნა მას სხვა მორალის სამყარო. ის არც მკლავს სჭრის მუცალს და არც იარაღს აჰყრის. უფრო მეტიც, "გუდანის ჯვარში" კურატს სწირავს მის სახელზე და ხევისბერთა რისხვას იწვევს…
ვინაიდან თემისთვის ყველა მტერი მტერია – "კარგი" და "ცუდი" არ არსებობს. ალუდა ქეთელაურისთვის კი ასე არ აღმოჩნდა, არც ვაჟასთვის.
ალუდას პიროვნებაში გაიღვიძა უფრო ძველმა ადათმა, რომელიც ერთ უძველეს მითოსურ ლექსში იკითხება და კავკასიური მორალია გაცხადებული:

"ხევსურებ მოიკითხავენ" _ ნასკვაურის ძე სად არსა?!
– ომში არს ნასკვაურის ძე, იმის ამოსვლა გრძლად არსა…
მტერს მოჰკლავს, ხელსა არ მოსჭრის, ხევსურის წესი არ არსა!"
შეიძლება ითქვას, მუცალის ფენომენმა ალუდა აქცია საყმოს "ენიგმურ" ფიგურად და გაუცოცხლა საკრალური დროის ხსოვნა. იგი სულ სხვა ფსიქოტიპად წარსდგება თემის წინაშე მუცალთან "შეხების" მერე…

ალუდას ძველ მორალს, რომ მოკლული მტრისთვის "ხელის მოჭრა წესი არ არსა" _ მუცალის ფენომენი უბრუნებს. ხევსურთა ძველი ადათით, მტრისთვის არათუ ხელის მოჭრა მოკლულისთვის სახეში "ჩაშტერებაც" კი მძიმე "ჯურუმით" ისჯებოდა!..
ხოლო ხელის მოჭრა თემმა, ეტყობა, უფრო გვიან, კავკასიაში შემოჭრილ ისლამურ ძალადობას დაუპირისპირა…


ერთ მაგალითს მოვიტან ჩემი პირადი ურთიერთობიდან ქისტებთან:

90-იან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ეროვნული ეიფორია იყო და ყველანი ერთმანეთს პატივს ვცემდით, დედაჩემის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა: მწერალი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწეები, ნათესაობა და მათ შორის ახლობელი ქისტები.
როდესაც ხევსურებმა სუფრაზე ქისტები დაინახეს, ძალიან გაუხარდათ.

ადგა ფეხზე ერთი მხცოვანი, ახოვანი არხვატელი კაცი (დედაჩემის ბიძაშვილი) ხელში ყანწი აიღო და თქვა:
"ძალიან გამახარა ქისტების აქ ყოფნამ, ამ მწუხარების ტაბლაზე… ამათან ძმობაც და მტრობაც ღირდა! მერჩივნა, ჩემი მტერი ქისტი ყოფილიყო, ესენი უვალ-უბრალოდ კაცს არ მოჰკლავდნენ! კაი კაცი ყოველთვის ბეჩავისგან კვდებოდა. კარგი კარგს ადვილად არ მოკლავდა, დაინდობდა! ქისტები ასეთები იყვნენ!" და მან ქისტების სადღეგრძელო შესვა.
ხნიერი ხევსურის ამ სიტყვას მთელი სუფრა ფეხზე წამოუდგა.
ინტელიგენციამ თავისი გაკვირვება გამოხატა: ახლა ჩვენს შორის აფხაზურ-ქართულ, თუ საერთო კავკასიურ ურთიერთობებში ასეთივე მიდგომა რომ იყოს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო… რეგიონში სიმშვიდე იქნებოდა…
მაშინ ვითარება დაძაბული იყო და ხევსურის ეს სიტყვა მართლაც, თითქოს მოულოდნელი იყო.


ალექსანდრე ბატონიშვილის რუსებთან ომის დროს შატილში ხევსურების (ქართველთა ლაშქრის) დასახმარებლად ქისტების ასკაციანი რაზმი მოხულა, მაგრამ ვეღარ მოუსწრიათ – ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე გადასული იყო დაღესტანზე, რუსები კი – წასული…
ქისტები რუსებს გაჰკიდებიან და ვეღარ დასწევიან. შემდეგ უყიდიათ შატილში, ყველაზე დიდი თეთრი ხარი და გაღმა ჯვარში შეუწირავთ…
და შატილს: დახოცილთა პარაკლისის სუფრა გაუშალეს. ამას შატილელები გვიანობამდე იგონებდნენ.
იმასაც იტყოდნენ: რომ ქისტებს მოესწრო: გავიმარჯვებდითო!


ქისტებს და ხევსურებს ერთნაირი, ერთმანეთის გავლენით დადებული რჯულ-სამართალი ჰქონდათ.
მაგალითად, კაცის არკვლის და სანაცვლოდ დამნაშავის "ჩრდილის მოკვდინების" წესი ხევსურთაგან სწავლებული ჰქონიათ ქისტებს.

ხოლო "დიაცთა ენობის" შეზღუდვის "რჯული" ხევსურებისთვის ქისტებს მიუციათ.
როდესაც ხევსურთა ორ სოფელს "ქალის ენობის" (წაქეზების) მიზეზით ლამის ერთმანეთი ამოუწყვეტია, შუა კაცად ქისტები ჩამდგარან: დაჭრილებს წყლულებს ქისტის ქალები უხვევდნენ…

მაშინ ქისტების რჩევით დაიდო ხევსურთა სალოცავებში ახალი "რჯული" – "დიაცთა ენობის" აკრძალვის შესახებ:
მოენე დიაცის ოჯახს, გვარს, ჩამომავლობას უმძიმესი "ჯურემი"– ჯარიმა დაუწესდა, თუ ქალის ჭორი და სიტყვა ზიანს მიაყენებდა თემს და მის ინტერესებს.
ხევსურეთს ახსოვს დიაცთა ენობით დანგრეული სოფელი ("დალივნა თათხელიონნი დიაცთა ენობამაო").
შორს თუ წავალთ, დიაცის უზნეობამ დაანგრია ტროა, და თუ ახლოს დავრჩებით: არც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას აყარა კარგი დღე.


ხევსურები და ქისტები თვლიდნენ, რომ ქალის გონება, ნებელობა და საიდუმლოს შენახვის უნარი საკმარისი არ იყო რთული სათემო და საერო საქმეებისთვის…

ამიტომ ისინი ქალებს არ რევდნენ საჭირბოროტო საქმეების განსჯაში, არ იწვევდნენ "რჯულში" ("ბჭეში").
მაგრამ ეს არ ნიშნავდა ქალისადმი უპატივცემულობას, ქალს ისედაც დიდი ფუნქცია და მისია ჰქონდა: ის წყვეტდა და მართავდა ბევრ საშინაო, სამეურნეო საქმეს.

ქალი იყო გვარში მაღალი ჯიშის შემოტანის "ფუნქციონალი". ჯიშიერი ქალის შემოსვლა ოჯახისთვის და გვარისთვის დიდი პატივი და სიხარული იყო.

ჯიშნაკლული ქალი კი აკნინებდა და უარყოფითად ცვლიდა გვარის გენეზისს – შეიძლება "სიტყვამცდარობასთან", "ავ ენობასთან" ერთად ფიზიკური გადახრის (მანკიერების) რაიმე გენეტიკური ნიშანი შეეტანა გვარში…

ამიტომ ქალი ფრიად დაფასებული და "განდობილი" იყო – ის არ ერეოდა კაცის (თემის) საერო საქმეებში და სრულიადაც არ ჰგავდნენ ღობეზე მხტომარე და პარლამენტში მჩხავანა დედაკაცებს. ისინი ლამაზები და გონიერნი იყვნენ და იცოდნენ სიყვარული.
არის ერთი მაგალითი: ქისტებს ტყვე ქალები ჩაუტარებიათ შატილზე. ერთ-ერთ მათგანს უთქვამს, რომ წივილ-კივილი აეტეხათ, მანდ ჩემი დედიძმანია და გვიშველიანო, მაგრამ მეორეს დაუშლია: შატილიონი გამოვლენ და ერთმანეთს ჩახოცავენ. ნუ ჩავახოცინებთ ერთმანეთს, ჩვენ მაინც გამოგვიხსნიანო. ტყვეებმა იცოდნენ, რომ იქ ნამუსს შეუნახავდნენ…
ეს მართლაც ასე მომხდარა.

ამ ქალის გონიერებას ქებით იხსენებდნენ ხევსური უხუცესნი. ასეთი იყო მორალი.

მეტის ნახვა
19-02-2018, 17:30


ბოლო წლებში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების გარკვეული გააქტიურება შეინიშნება, თუმცა ცხადია, რომ ომის შემდგომ გაჩენილი უნდობლობისა და ხიდჩატეხილობის პრობლემის დასაძლევად, ეს საკმარისი არაა. რა განწყობაა აფხაზებში, აფხაზ ახალგაზრდებში საქართველოსთან დაახლოების კუთხით, რა მიზნით შეიქმნა საზოგადოება „გუდაუთა“ და როგორ აპირებს ორგანიზაცია სახალხო დიპლომატიის გზით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას, ამაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მწერალი, ორგანიზაცია „გუდაუთას“ წევრი ვაჟა კაკაბაძე გვესაუბრა:

– საზოგადოება „გუდაუთელი“, რომელსაც გაიოზ მეტრეველი ხელმძღვანელობს, 4 წლის წინ შეიქმნა. ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი წევრია, რომელთა უმეტესობა გუდაუთიდან იძულებით გადაადგილებული პირი გახლავთ. ძირითადი ბირთვი და მათ შორის მეც არც ერთ პარტიაში გაწევრიანებული არ ვართ.

– ორგანიზაციის სახელწოდებად რატომ მაინცდამაინც გუდაუთა აირჩიეთ და არა სოხუმი, გაგრა ან აფხაზეთის სხვა რომელიმე ქალაქი?

– გუდაუთა ფაქტობრივად, აფხაზეთის შუაგულია და მთელ კუთხეს აერთიანებს. მეც გუდაუთაში დაბადებული ვარ, თუმცა სახელწოდებაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მიზანია, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატახილი ხიდის აღდგენას ისახავს. სახალხო დიპლომატია თავისი განვითარების დონით შეიძლება ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო იყოს. აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევა არის როგორც ადგილობრივი (რადგან აფხაზეთი საქართველოა), ისევე რეგიონული. თუ გავითვალისწინებთ კავკასიაში საქართველოს გავლენას, ცხადია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რეგიონალური მნიშვნელობის ხდება. ამიტომ კარგად გათვლილი რეგიონალური პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მეზობელ და სხვა სახელმწიფოებთან მოკავშირეობა. სახალხო დიპლომატიის ყველაზე დადებით მხარეს განსხვავებულთა თანაარსებობის პირობების შექმნა და ინტერესთა შეთანხმება წარმოადგენს.

– ორგანიზაციაში აფხაზებიც არიან?

– რა თქმა უნდა.. ჩვენს ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სატელევიზიო გამოსვლაში აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გვყავდა სტუმრად, რომელიც ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, იმ მხრიდან გარკვეული მზადყოფნა რომ არ იყოს. დიახ, აფხაზეთიდან ქართულ მხარესთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით გარკვეული გზავნილები მოდის. ეს პირველ რიგში, უბრალო ადამიანების სურვილია, რომლებიც ხვდებიან, რომ შეიძლება ეროვნული იდენტობა დაკარგონ. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ აფხაზებს ძალიან აშინებთ სომხების კულტურული ავტონომიის მოთხოვნა..

– სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კრუნკი“ და აფხაზეთის სომხური საზოგადოება კი იმითაა უკმაყოფილო, რომ სომხებს „ქართული ფაშიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა სათანადოდ არ დაუფასდათ. „კრუნკი“ დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში სომხური ნაციონალური-კულტურული ავტონომიის შექმნა აუცილებელია აფხაზეთში მცხოვრები სომხების ეთნო-კულტურული მოთხოვნილებისთვის.


– ეს ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ სომხები აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ამის მაგალითად, გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს ასახელებს, საიდანაც ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხური მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს. მათი თქმით, სომხები აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, არაბების და თურქების წინააღმდეგ და აფხაზეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს. თურმე, აფხაზეთის ძირძველ, სომხურ მოსახლეობას აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნისთვის ყველანაირი კანონიერი საფუძველი ჰქონია. აფხაზები ამაზე ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ. ჩვენთვის მათი განწყობა კარგადაა ცნობილი. უამრავი აფხაზი ჩამოდის საქართველოში სამკურნალოდ, თანაც ჩვენს ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებთან და ჩრდილოეთ კავკასიის უხუცესთა კავშირთან, სადაც მშვენივრად იციან, რომ აფხაზ და ქართველ ხალხს დიდი ისტორია და სიყვარული აერთიანებს.

– სახალხო დიპლომატია ახსენეთ.. იქნებ, სახალხო დიპლომატიის ბოლოდროინდელი მიღწევების რამდენიმე მაგალითი დამისახელოთ?


– ამ მიმართულებით ძალიან დიდ საქმეს აკეთებს სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც ცდილობს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოვებას. არაოფიციალური წყაროებიდან შევიტყვე, რომ მათ აფხაზეთიდან სტუდენტები ჰყავდათ ჩამოყვანილი. სამშობლოში დაბრუნების მერე ამ ახალგაზრდებს უკითხავთ „რატომ ცდილობთ დაგვარწმუნოთ, რომ ქართველებს ვძულვართო“. ახლახან სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს შევხვდი, რომელმაც სოხუმელ ბავშვებს უმასპინძლა და თბილისი დაათვალიერებინა. მისგან გავიგე, რომ ჩამოსვლის დღეს ბავშვები მხოლოდ აფხაზურად საუბრობდნენ, მერე კი ზოგი მეგრულადაც კი ალაპარაკდა. ჩვენი აფხაზეთის მხატვართა კავშირმა აფხაზ ბავშვებს ღია ბარათები გაუგზავნა და მათგან უკვე პასუხები მიიღო. აი, ესაა სახალხო დიპლომატია.. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენ სისტემატიურად გვეხმიანებიან სხვადასხვა ქვეყანაში კერძოდ, სოჭში და პეტერბურგში მობინადრე აფხაზები და ქართველები ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ რა თქმა უნდა, მხოლოდ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში.

– მხოლოდ სახალხო დიპლომატიით ასეთ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია?

– რომ ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია აფხაზეთს დაიბრუნებს, აბსოლუტური ტყუილი იქნება. ვერც იმას დავპირდები ჩვენს იძულებით გადაადგილებულ ქართველ და აფხაზ მეგობრებს, რომ სახალხო დიპლომატია ხელს შეუწყობს აფხაზეთში მათ დაბრუნებას. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აფხაზები შევინარჩუნოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. მე თუ შევინარჩუნებ აფხაზეთს აფხაზეთში, მომავალში აფხაზეთის დაბრუნების პირობას შევქმნი და ოდესღაც დადგება დრო, როცა ჩვენ შევძლებთ ამ ტერიტორიის უკან დაბრუნებას თავის მშობლიურ სახლში. ჩემი წინადადებაა შეიქმნას თავისუფალი საგანმანათლებლო ზონა, რაც აფხაზეთში და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს უფასო ან შეღავათიან ფასებში განათლება მიიღონ, თავისუფალი საგანმანათლებლო ზონა სწორედ ამას ითვალისწინებს. მე, ეს წინადადება ადრედაც წამოვაყენე, როცა ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი, მაგრამ მაშინ საქართველო დსთ-ს წევრი იყო და ეს წინადადება მიუღებლად მიიჩნიეს, უფრო მეტიც კინაღამ ერის მოღალატედ შემრაცხეს. სახალხო დიპლომატიაში ჩართულია გუდაუთაში მცხოვრები ბევრი ცნობილი პიროვნება და მალე უფრო მეტი ჩაერთვება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გვინდა შევხვდეთ აჭარაში მაცხოვრებელ აფხაზებს. მერე ჩავიდეთ ზუგდიდში და გუდაუთაში სადაც შევხვდებით უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს. ორგანიზაცია „გუდაუთელი“ იწყებს სახალხო დიპლომატიის გზით ჩატეხილი ხიდის აღდგენას აფხაზებსა და ქართველებს შორის და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას თხოვს ყველა პარტიას და მასმედიის ყველა საშუალებას.

და ბოლოს, ჩვენს მოძმე აფხაზებს რუსთველის სიტყვებს შევახსენებ „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
19-02-2018, 16:00


სეისმომედეგი მშენებლობის შესახებ კანონი კი მივიღეთ, მაგრამ მისი დაცვით თავს არავინ იწუხებს. რკინა-ბეტონის კარკასული შენობები 12-სართულიანზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად ეს შენობები ინგრევაო, მაღალი სეისმური რისკის მქონე საქართველოში კი 30–40-სართულიან კორპუსებს ვაშენებთ.

ცალკე საკითხია რამდენად ხარისხიანი მასალებით შენდება ეს "მონსტრები". "ვარდოსნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, სომხური პერლტიანი ცემენტი გახდა "პრიორიტეტული", რაც მისი დაბალი ფასით იყო გამოწვეული. საშენი მასალების სპეციალისტები და მშენებლები კი ამბობდნენ, პერლიტიანი ცემენტის რკინა-ბეტონში გამოყენება არ შეიძლება, სომხეთში 1988 წელს მომხდარ მიწისძვრას იმიტომაც ჰქონდა დამანგრეველი შედეგი, რომ შენობების კარკასებში ასეთი ცემენტი იყო გამოყენებულიო, მაგრამ მოგებას დახარბებულზე ამ არგუმენტმაც ვერ გაჭრა. ნაცხელისუფლება კონტროლის გამკაცრებაზე არც იფიქრებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რადგან სამშენებლო ბიზნესი მთლიანად "ნაცბობოლების" ხელში იყო და სავარაუდოდ, დღესაც ასეა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "მშენებელთა ლიგის" წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.

კონსტრუქტორ ვაჟა დარჩიაშვილის განცხადებით, იმ პერიოდში მასიურად შემოდიოდა სომხეთიდან პერლიტის დანამატიანი, ანუ გოგირდის მაღალი შემცველობის მქონე ცემენტი, რომლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში გამოყენება დაუშვებელია, რადგან არმატურის კოროზიას იწვევს. სხვა შემთხვევაში პრობლემა არ ყოფილა ამ ცემენტის გამოყენება, საკმაოდ კარგ ხსნარს იძლევა, უბრალოდ, ლითონთან არ უნდა ჰქონდეს შეხება. ჩვენს რესპონდენტს 2009-2011 წლებში ბევრი ახალაშენებული შენობა გამოუკვლევია, ზოგან მშენებლობა დამთავრებულიც არ იყო, მაგრამ უკვე იმ დონეზე იყო წასული კოროზიის პროცესი, რომ არმატურა განშრევებული იყო. ფაქტობრივად, ბეტონის ჩასხმის მომენტიდანვე იწყებოდა კოროზია. ამ ობიექტების დასახელებაც შემიძლია, უბრალოდ არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან. ახალაშენებული შენობების პირველ სართულზე რომ შეხვიდოდი, ცემენტის სუნიც კი არ იგრძნობოდა, გოგირდის სუნით იყო იქაურობა გაჯერებულიო. შემოწმებულ შენობათა შორის, ერთი გასართობი ცენტრი ყოფილა, ორსართულიანი შენობა, თუმცა სართულების სიმცირე, დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის. ვაჟა დარჩიაშვილის აზრით, ყველა ახალაშენებული კორპუსის გამოკვლევა უნდა მოხდეს და წუნის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად გაძლიერდეს, რაც იოლი არ იქნება.

ანზორ საკანდელიძე ("მშენებელთა ლიგის" თავმჯდომარე): საქმე იმაშია, რომ პერლიტს, როგორც აქტიურ დანამატს, ცემენტში ორჯერ ამატებდნენ, პირველად, კაზმის დამზადების დროს, რაც შემდეგ გამოიწვება და მიიღება კლინკერი. შემდეგ ეს კლინკერი იფქვება და მზადდება ცემენტი. ამ პროცესშიც რომ ამატებდნენ პერლიტს, იმიტომაც იყო ცემენტში გოგირდის ჭარბი რაოდენობა, თორემ სუფთა კლინკერულ ცემენტს (პორტლანდცემენტი) დამზადებისას აღარაფერი ემატება და კოოროზიული პროცესებიც უფრო ნაკლებია. 

ვითარება ამ კუთხით მეტნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ უკანონო მშენებლობების მასშტაბი შემცირების მაგივრად, მატულობს. ჯერ ისიც ვერ გაგვირკვევია, რა უნდა ვუშველოთ დარღვევით აშენებულ მრავალსართულიან კარკასული ტიპის კორპუსებს, ამ დროს კვლავ გრძელდება ამგვარ კორპუსების მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დიღმის მასივის ტერიტორიაზე დაახლოებით 11 მილიონი კვ.მ. ფართის საცხოვრებელ კორპუსების აშენებაზე ყოფილა ნებართვები გაცემული, რაც სრული კატასტროფა იქნება. ვაკესა და საბურთალოზე ხომ საშინელება ხდება, მაგრამ თუ ეს მშენებლობები არ გავაჩერეთ, კორპუსების სიმჭიდროვით დიღომი ორივე უბანს გაასწრებს.

სეისმომედეგი მშენებლობის შესახებ კანონი კორპუსებზე მიშენება-დაშენების, რეკონსტრუქციის, გამაგრებითი სამუშაოების საკითხსაც არეგულირებს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, კონკრეტული შენობა მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს დღევანდელ სეისმომედეგობის ნორმას – რვა ბალს. დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის წინ თავი მოიწონა, ჩემი მერობის პერიოდში 140 მილიონი ლარის გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთო. მერწმუნეთ, წყალში გადაყრილია ეს თანხები, რადგან არცერთ დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების დროს არ არის შემოწმებული და დაფიქსირებული, რომ გამაგრებული ობიექტი 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. ძალიან მეეჭვება, ამ დონემდე გაემაგრებინათ, ეს შენობები ძირითადად, კომუნისტების მმართველობის პერიოდშია აშენებული, როცა სეისმომედეგობის ნორმა შვიდი ბალი იყო. ამ შენობებმა ბუნებრივია, ამორტიზაცია განიცადა, მით უმეტეს, რომ 50–60 წელი მათ არავითარი ზედმეტი შეკეთებები არ ჩატარებია. განსაკუთრებით პრივატიზაციის შემდეგ წავიდა ამორტიზაციის პროცესი უფრო აქტიურად. უზარმაზარი პრობლემაა წლობით მიტოვებული, დაუმთავრებელი მშენებლობები, რომელიც ათასობითაა დედაქალაქში, მათი კონსერვაციაც კი არ მომხდარა, შესაბამისად, სეისმომედეგობა, კოროზიამედეგობა, ხანგამძლეობა მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული, რადგან წლების განმავლობაში ათოვს და აწვიმს. არაფრით არ შეიძლება იქ მშენებლობის განახლება, ყველა დანგრევას უნდა დაექვემდებაროს, არადა ბევრგან დაწყებული და დამთავრებულიც არის მშენებლობა. საბურთალოზე, ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე 15 თუ 17 წელი მიტოვებული იყო მშენებარე კორპუსი, სადღაც 2–3 სართული თუ იქნებოდა აშენებული, არმატურები მთლად დაჟანგული იყო. მშენებლობა რომ განაახლეს, ვკითხე, როგორ რისკავდნენ ამ გავერანებულ შენობაზე რაიმეს დაშენებას, ექსპერტიზის დასკვნა აღებული გვაქვს, რომ შესაძლებელიაო. მაინც დააშენეს რამდენიმე სართული, უკვე დაბზარულია მთელი შენობა, გასულ ზაფხულს მიმდგრები იყვნენ აქეთ-იქიდან და ამაგრებდნენ.

გიორგი სადაღაშვილი (მშენებელი): ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხუთი თუ ექვსი 32-სართულიანი რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის საცხოვრებელი კორპუსის აშენება უნდოდათ. მოსახლეობამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სამივე ინსტანციაში მოიგო პროცესი. მერიას დაევალა მშენებლობა შეეჩერებინათ, სანამ სამშენებლო დოკუმენტაცია კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოვიდოდა. ეს ერთეული შემთხვევა არ არის, სხვაგანაც გაუჩერებიათ უკანონო მშენებლობები, მაგრამ მერე ისევ გრძელდება, რადგან მერია თავისი ბრძანება-გადაწყვეტილებების დუბლირებას ახდენს, სასამართლო ერთს რო გააუქმებს, მერე სხვა გადაწყვეტილებას რთავენ საქმეში თანამიმდევრობით, ვითომ პროექტსაც ცვლიან და მაინც აგრძელებენ მშენებლობას. ამის მაგალითი ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსი. იქ მცხოვრებლებმაც მოიგეს სასამართლო პროცესები, გააჩერებინეს მშენებლობა, მაგრამ ქალაქის მერის შეცვლის შემდეგ კვლავ განახლდა. ახლა უკვე ხალხი დააპირისპირეს ერთმანეთთან, თავიდან ვითომ 12-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, მერე პროექტში კიდევ 15 სართული დაამატეს და აუშენებელი ფართები წინასწარ გაყიდეს. ახლა ეს მყიდველები დაობენ, დროზე დამთავრდეს მშენებლობა, ფული გვაქვს გადახდილი, როდემდე უნდა ვიყოთ უბინაოდო. 

ბესო ჭიჭინაძე: (არქმშენინსპექციის ყოფილი უფროსი): სრული ქაოსია ნებართვების გაცემის სფეროში, როგორ შეიძლება მშენებლობის ნებართვა ელექტრონულად, ერთი არქიტექტურული ნახაზის საფუძველზე გაიცემოდეს, შარშანდლამდე ასე იყო, ეტაპობრივად, მშენებლობის პროცესში უნდა მომზადებულიყო პროექტი. მერე გამოვიდა მთავრობის № 41 დადგენილება "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ". 500-ზე მეტი ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული, რადგან პროექტში გათვალისწინებული არ იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამ ობიექტების მშენებლობა განაშენიანების რეგულირების საფუძველზე დაიწყეს, რომ მერე ეტაპობრივად შეთანხმდებოდა შენობის პროექტი და გაიცემოდა მშენებლობის ნებართვა. ახლა მათ არც ნებართვა აქვთ, ძველი წესით ახალ ნებართვას ვეღარ გასცემენ, პროექტი ისეა შეთანხმებული, რომ სახანძრო ნორმები არ არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, პროექტს კორექტირება ჭირდება, ერთი სიტყვით, ისეთი ქაოსია შექმნილი, გაოგნდებით. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ არცერთი არქიტექტურული კომპანია საავტორო ზედამხედველობას არ ახორციელებს თავის ობიექტზე, არქიტექტორი მშენებლობაზე საერთოდ არ მიდის. არადა უხეში დარღვევებით მიმდინარეობს მშენებლობა, რაც საფრთხის ალბათობას ზრდის. რაც შეეხება სამშენებლო მასალების ხარისხს, მთავრობის №57 დადგენილების თანახმად, საშენი მასალები, ნაკეთობები და სხვა ელემენტები მშენებლობის პროცესში უნდა შემოწმდეს და შესაბამისი დოკუმენტაციაც შედგეს, რაც ობიექტის დამთავრების შემდეგ მიმღებს უნდა წარუდგინონ, რომ ეს ყველაფერი შემოწმებულია. სინამდვილეში არანაირი შემოწმება არ ხდება, არც სამშენებლო მასალა მოწმდება და არც ის, როგორ შენდება. სამშენებლო ბლოკები არასდროს მოწმდება სიმტკიცეზე, არც ღერძულა გაჭიმვაზე, არც სითბოგამტარობის კოეფიციენტი მოწმდება და ა.შ. უდიდესი შეცდომა იყო მშენებლობის სამინისტროს გაუქმება, როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც სამშენებლო ბუმია, ბიზნესის ერთ-ერთი პირველი შემოსავლის წყარო მშენებლობაა, რომელიც მუდმივად მუშაობს, მშენებლობის სამინისტრო და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არ არსებობდეს. 

როგორ შეიძლებოდა არქმშენინსპექციის, გარემოს დაცვის სამსახურის, სანეპიდსადგურის ერთ რაღაც ზედამხედველობით სამსახურში გაერთიანება. დადიან ამ სამსახურის წარმომადგენლები (რა თქმა უნდა ყველა ახალგაზრდა) სამშენებლო ობიექტებზე და მხოლოდ იმას ამოწმებენ მშენებლობის ნებართვა თუ არის გაცემული, არსებობის შემთხვევაში ვადაგასული ხომ არ არის, ხარისხს არავინ უყურებს. რომ შეამოწმო, სპეციალისტ უნდა იყო, ერთ-ერთ ობიექტზე ზედამხედველობის სამსახურიდან ოთხი წარმომადგენელი იყო მისული, როგორც გაირკვა, ერთი ფილოლოგი იყო, მეორე ისტორიკოსი, დანარჩენი ორიც არ იყო მშენებელი. თუ მშენებლობის სამინისტრო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არ აღადგინეს, მშენებლობის სფერო ვერასდროს მოწესრიგდება. ადრე არქიტექტურის სამსახურის უფროსები არქიტექტორები იყვნენ, თანაც გამოცდილი პროფესიონალები, დღეს ამ სამსახურის უფროსები იურისტები არიან, რომლებსაც მარტო ის აინტერესებთ, მშენებლობის ნებართვა თუ არის გაცემული, იურიდიული ნორმები ხომ არ დაირღვა. 

ანზორ საკანდელიძე: რაღა ექსპერტული შემოწმება უნდა, როცა ხედავ, ჟანგიან, უკვე კოროზირებულ არმატურას რომ დებენ კონსტრუქციებში, რამდენად სწორად დებენ, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. არც მთავრობა ამოწმებს, არც მუნიციპალიტეტები, მარტო სამშენებლო კომპანიის პატიოსნებაზეა დამოკიდებული შეამოწმებს თუ არა. ვიღაცა მართლაც კეთილსინდისიერი მშენებელია, მაგრამ ამ განუკითხაობაში მისი პროდუქციაც უფასურდება, მყიდველი ვეღარ არჩევს, რომელია კარგი და რომელი ცუდი. 

ახლა რა ექსპერტული დასკვნებიც იდება, ყველაფერი ფორმალურია. ასე, რომ არ იყოს, ვინ გასცემდა მეწყერულ ზონებში, ან ნაყარ მიწაზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენების დასაშვებობაზე დასკვნას. ერთ მაგალითს გეტყვით, სამშენებლო კომპანია "დირსი", რომელმაც მთელი კვარტალი გააშენა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, როგორც მითხრეს, მონოლითში აკეთებს ყველაფერს, ანუ კორპუსს გარედან მთლიანად ბეტონს არტყამენ. მძიმე ბეტონის თბოტექნიკური მაჩვენებელი ძალზე დაბალია, კონდენსირება ხდება. იმიტომაც ჩივის ხალხი, კედლებზე სოკოები ჩნდებაო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაგ ტერიტორიაზე ადრე ნაგავსაყრელი იყო, არაფრით არ შეიძლებოდა აქ მრავალსართულიანი კორპუსების აშენება, მით უმეტეს მტკვართან ასე ახლოს, აგრესიული დინების ზონაში. გრუნტი უკვე დაწეულია, რაც იმის მომასწავებელია, რომ კორპუსების კედლები დაიბზარება. რამდენადაც ვიცი, იქ ბინები თითქმის არ იყიდება, რაც სერიოზული ზარალია მშენებლისთვის. ასე რომ, თვითონ სამშენებელო კომპანიაც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ზემოხსენებულ შემოწმება-ექსპერტიზებს ფორმალური სახე არ ჰქონდეს.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
17-02-2018, 12:00


მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  ბატონ გიორგი კვირიკაშვილს - საქართველოს წინააღმდეგ დიდი საინფორმაციო ომია გამოცხადებული.

თავის დამშვიდება იმით, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია და ვისაც რა უნდა, ის თქვას, არა გვგონია, მართებული იყოს.
მედიის თავისუფლებასაც აქვს თავისი საზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ ის შეიძლება თავისი ქვეყნის დამანგრეველ, დესტრუქციულ ძალად იქცეს.
ქართული მედია დღეს ზუსტად ამ ეტაპზეა…

იმოქმედეთ, ბატონო პრემიერო, სანამ გვიან არ არის!


აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც გასულ კვირას ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, „რუსთავი 2“-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება ქართველ ძალოვანებს კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა.

მუხთარლის თქმით, მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ და ყველა მათგანი ქართველი იყო.
ჟურნალისტიო, კი ვთქვით მუხთარლიზე, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი მუხთარლი ჟურნალისტი არ არის და არც არასოდეს ყოფილა, ხოლო პუბლიკაციები, რომლებსაც ის დროდადრო აქვეყნებდა, სულაც არ ეკუთვნის მის კალამს.

მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

ისმის კითხვა: პირები, რომლებსაც მუხთარლის გატაცება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, ამ ოპერაციის განხორციელებისას რატომ ჩაიცვამდნენ მაინცდამაინც პოლიციის ფორმას და რატომ მისცემდნენ საბაბს გასატაცებლად გამზადებულ აფგანს, რომ ხელი პოლიციისთვის დაედო?

ამ ოპერაციის დამგეგმავები, თუ ის მართლაც დაიგეგმა, ნუთუ ისეთი წინდაუხედავები და სულელები იყვნენ, რომ კონსპირაციის ელემენტარული წესები არ იცოდნენ და მუხთარლის მოსატაცებლად ფორმებში გამოწკეპილ პოლიციელებს აგზავნიდნენ?

მუხთარლის მოკვლას და წყალში გადაგდებას ხომ არ უპირებდნენ – ქართველ პოლიციელებს ის თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგებისთვის ცოცხალი და საღსალამათი უნდა გადაეცათ, ხოლო ეს ცოცხალი და საღსალამათი აფგანი ქართულმა კრიმინალურმა პოლიციამ დამიჭირაო, რომ იტყოდა, ხომ ცხადზე ცხადი იყო თავიდანვე?

რა გამოდის? – ქართული მხარე საკუთარ თავს უწყობდა პროვოკაციას და საკუთარი თავის წინააღმდეგ გამზადებულ სამხილს აჩეჩებდა ხელში პატივცემულ აფგანს?

კითხვა მეორე – როგორ მოხერხდა ის ამბავი, რომ საპატიმროდან ორი დღით გაშვებული აფგანი, რომელიც, ცხადია, ბადრაგის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, ოპერატიულად უკავშირდება „რუსთავი 2“–ს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ინტერვიუს აძლევს მას.
ალბათ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამ ინტერვიუს მომზადება და ორგანიზება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ეს სირთულეები წარმატებით გადაილახა და ინტერვიუ შედგა, რაც ეჭვს ბადებს, რომ, „რუსთავი 2“–ს რაღაც უჩინარი ძალები აქტიურად ეხმარებოდნენ აზერბაიჯანის მხრიდანაც.

საინტერესოა, ეს „რუსთავი 2“ ტელეკომპანიაა თუ საერთაშორისო მასშტაბის საჯაშუშო–სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს გაშლილი თავისი სადაზვერვო–საჯაშუშო ქსელი.
მსგავსი ტიპის ინტერვიუები პირველი ხომ არ არის „რუსთავი 2“–ის პრაქტიკაში?
ისიც საკითხავია, რატომ ჰგავდა აფგან მუიხთარლის ინტერვიუს ტექსტი ასე ძალიან „რუსთავი 2“–ის ეთერში არაერთგზის გაჟღერებული განცხადებების ტექსტს?

აქედან, „რუსთავი 2“–დან, ხომ არ უკარნახეს მუხთარლის ეს დემაგოგიური და საქართველოსთვის მრავალმხრივ საზიანო ტექსტი?
სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, როცა აზერბაიჯანის მოქალაქე უმძიმეს დანაშაულში, ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის მომზადებაში დებს ბრალს მეზობელი ქვეყნის, საქართველოს, პრემიერ–მინისტრს, მის ძალოვან სტრუქტურებს და ამ ქვეყნის ერთ–ერთ გავლენიან პირს, ბიძინა ივანიშვილს.
არამარტო მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში უტეხს ეს ინტერვიუ საქართველოს სახელს, არამედ ის შეიძლება ორ მეზობელ და მეგობრულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაფუჭების საბაბიც გახდეს.

ვინც ქართული სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ საზიანო და საზიფათო ამ ინტერვიუს გაუკეთა ორგანიზება, ის საქართველოს მტერია და თუ მტერია, რატომ არ ვთხოვთ პასუხს ისე, როგორც მტერს უნდა მოსთხოვო?

დავიღალეთ იმის მტკიცებით, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის გააფთრებული საინფორმაციო ომი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებების ერთი ნაწილი აქტიურად არის ჩართული და ძირს უთხრის საკუთარი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ძალიან სურთ აზერბაიჯანში `არაბული გაზაფხულის~ მსგავსი `აზერბაიჯანული გაზაფხული~ მოიყვანოს და თანაც ამის გაკეთებას აზერბაიჯანის მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს, ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების მეშვეობით აპირებს. 
ამ ადამიანებმა თავიანთ სამშობლოში რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ჩვენი სამშობლოს პლაცდარმად გამოყენების უფლება, მათი ზრახვების და მიზნების განსახორციელებლად, არავის არ უნდა მიეცეს.

ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამასწინათ ისიც კი თქვა, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ აფგან მუხთარლი საქართველოს გადმოეცეს. ამით ჩვენ ქართული დემოკრატიის შელახულ რეპუტაციას აღვიდგენთ და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში კვლავ დავიბრუნებთ იმ სახელს, რომელიც აქამდე გვქონდაო.

აფგანის გადასარჩენად და ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოსაწმენდად ომიც ხომ არ გამოვუცხადოთ ამ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანს, ჰა?
ზემოთნახსენები იმ ქართველი პოლიტიკოსისა, დიდი ხანია, არაფერი გვიკვირს, მაგრამ გვიკვირს იმ ქართველების, რომლებიც აფგანს კი იცავენ, მაგრამ იცავენ საკუთარი სამშობლოს იმიჯის შელახვის ფასად და საკუთარ სახელმწიფოს ისეთ დანაშაულში სდებენ ბრალს, რომელიც გამოძიებით ჯერ არ დადგენილა, საერთოდ მოხდა თუ არა?

მივმართავთ საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს – საქართველოს წინააღმდეგ დიდი საინფორმაციო ომია გამოცხადებული.
თავის დამშვიდება იმით, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია და ვისაც რა უნდა, ის თქვას, არა გვგონია, მართებული იყოს.
მედიის თავისუფლებასაც აქვს თავისი საზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ ის შეიძლება თავისი ქვეყნის დამანგრეველ, დესტრუქციულ ძალად იქცეს.
ქართული მედია დღეს ზუსტად ამ ეტაპზეა…

იმოქმედეთ, ბატონო პრემიერო, სანამ გვიან არ არის!

"საერთო გაზეთი"

მეტის ნახვა
17-02-2018, 11:00