დავით გაგნიძე (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი): "კაგებეს" გენერალი თემურ ალასანია და მისი "მრევლი", რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატიც ამავე სამსახურის გამოზრდილი კადრი გრიგოლ ვაშაძე ყავთ. სააკაშვილისთანა ვამპირის გამზრდელი, სირცხვილით ხმას ვერ უნდა იღებდეს, ამ დროს თემურ ალასანია უწმაწური სიტყვებით ლანძღავს ქართველ ერს, ვინ მისცა მას ამის უფლება? ნაცსექტანები გასაგებია, მაგრამ ინტელიგენციას მინდა მივმართო, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ვაშაძის მხარდამჭერებად მოიაზრებიან, სულ დაკარგეთ თავმოყვარეობა, ნუთუ არავის გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობა ქართველი ხალხის ასეთ შეურაცხყოფაზე, ხმას რომ არ იღებთ?! ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, ხმა როგორ უნდა მისცე იმ ადამიანს, რომელიც კომუნისტების ნაჩუქარ "მოსწავლეთა სასახლეს" ართმევდა ბავშვებს. ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნება არაფრით არ შეიძლება, ეს ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დაღუპვას ნიშნავს. ჩემს ადრინდელ ინტერვიუებში არაერთხელ მითქვამს, რომ ნაციონალები დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, თუ ერი არ გაერთიანდა, დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ, წყენა იქნება თუ გულგატეხილობა, 28 ნოემბერს მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს".

ნუკრი ქირია (26 მაისის დარბევის დაზარალებული, მცხეთა): "არჩევნების პირველ ტურში მცხეთაშიც იგივე მოხდა, რაც საქართველოს დანარჩენ რაიონებში, "ქართული ოცნება", რომ იტყვიან, მხართეძოზე წამოწოლილი შეხვდა საპრეზიდენტო არჩევნებს, ეგონათ ხალხი ისედაც მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, მეორე ტური გახდა საჭირო, რომ ხალხს კარგად გაეანალიზებინა, რომ მათმა გულგრილობამ, კატასტროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს. არავინ დაუშვებს ნაციონალების უკან დაბრუნებას, ხალხმა თვითონ აიღო ხელში ინიციატივა, ყველა მივა არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. პირადად მე, არაერთხელ გავხდი ნაცრეჟიმის სამიზნე. 2008 წელს საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ გააყალბეს ნაციონალებმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი ვიყავი მცხეთაში. საპარლამენტო არჩევნების დროს, მოტყუებით მიმიყვანეს პოლიციაში, ვერაფერი რომ ვერ მომიძებნეს, მითხრეს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხარო, რა ნარკოტიკი, მაღალი სიცხე მქონდა, სერიოზული ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. პოლიციელები მეუბნებოდნენ, დაურეკე გუბერნატორ ჩოჩელს, ხომ კარგად იცნობ, ის თუ გვეტყვის, რა პრობლემაა, გაგიშვებთო. არაფერი დამიშავებია, რა მქონდა ჩოჩელთან სათხოვარი, უარი ვთქვი ვინმესთან დარეკვაზე. ის ღამე საკანში გამათევინეს, ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე წამიყვანეს და ვითომ ნარკოტიკის მოხმარება დამიდგინდა. სასამართლომ 500 ლარით დამაჯარიმა, არ გამისაჩივრებია, იურისტებმა მირჩიეს, აზრი არ აქვს გასაჩივრებას, ამათ ხელში სამართალს მაინც ვერ იპოვნიო. ჩემთვის ყველაზე მძიმე გასახსენებელი მაინც 2011 წლის 26 მაისია, იმ ღამეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ასეთი სისატიკე, როგორითაც ხალხს უსწორდებოდნენ ნაცზონდერები, არასდროს მინახავს. რუსთაველის გამზირი ყველა მხრიდან ჩაკეტეს, ხალხს უმოწყალოდ ურტყამდნენ ხელკეტებს. კინოთეატრ "რუსთაველის" წინ წავიქეცი, ხალხის ტალღამ რკინის მოაჯირი გადაანგრია, ამ მოაჯირის ქვეშ მოვყევით მე და ცნობილი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე. ლუკამ მოახერხა მოაჯირის აწევა, რომ გამოვსულიყავით, თორემ გადაგვჯეგავდნენ მარბიელები. ასე რომ, ლუკა კურტანიძემ გადამარჩინა სიკვდილს. კინოთეატრის შენობაში შევცვივდით, მარბიელები იქაც შემოგვყვნენ, აქ უკვე შავფორმიანი რაღაც დაჯგუფება გამოუშვეს, რომელთა სისასტიკემ სპეცრაზმელებიც კი გააოგნა, ძირს დაყრილ, ხელებშეკრულ ხალხს რაღას ერჩით, ნუღარ ურტყამთო ეუბნებოდნენ, მაგრამ ესენი ჭკუაზე აღარ იყვნენ, ზომბებივით იქცეოდნენ. სპეცრაზმელები ამათზე ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილის "ლიჩნიკები" არიან, 30-კაციანი დაჯგუფებაა, მხოლოდ სააკაშვილს ემორჩილებიანო. როგორც დაგეშილი ძაღლები, ისე იწევდნენ ხალხზე, ლამის ორმეტრიანი ხელკეტები ეჭირათ და იმით სცემდნენ ხალხს განურჩევლად, ქალი იყო, მოხუცი თუ ბავშვი. ბევრს გაუტეხეს თავი, მათ შორის, ჩემს მეგობარსაც. ერთი მოხუცი კაცი ეუბნებოდა, აქციის მონაწილე არ ვარ, აქ შემთხვევით მოვხვდი, შვილიშვილს ვეძებო, არც ის დაინდეს, ხელკეტით გაუხეთქეს თავი და სისხლში აბანავეს. ამ შავფორმიანებმა დარბაზიდან გაიყვანეს ქალები, გვეგონა მათ უშვებდნენ, ვიფიქრეთ, რაღაც სინდისი კიდევ შერჩენიათო, შენობიდან რომ გავყავდით, მერე გავიგეთ ქალები ტუალეტებში ჰყავდათ შეყრილი, ისეთი წივილ-კივილი იყო, გახსენება აღარ მინდა, ნურაფერს მკითხავთ. კი ამბობენ, ამ დარბევის დროს ორი კაცი დაიღუპაო, მაგრამ მსხვერპლი გაცილებით მეტი მგონია. 

აი, ამ ნაძირალებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს. ჩემსავით გამწარებული უამრავი ადამიანია, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ის სისხლიანი რეჟიმი უკან დაბრუნდეს და უარესი სასაკლაო მოგვიწყონ. ყველას მოვუწოდებ, 28 ნოემბერს მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, დღეს ეს არის მთავარი, მერე სამართლიანობაც აღდგება, ყველაფერი დალაგდება და ხალხსაც ეშველება."

გიორგი თევზაძე (უფლებადაცველი): "თუ არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს იქნება მოსახლეობის მხრიდან ავანსად გაცემული ნდობა. ამიტომ პოლიტიკოსები ნუ ჩაიკეტებიან საკუთარ ნაჭუჭში, გამოვიდნენ ილუზიებიდან. ხელისუფლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ, ვაზის ქვეყაანაში "მარიხუანასა" და სხვა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების კულტივაცია-ექსპორტზე, როგორც შემოსავლების სერიოზულ წყაროზე არ უნდა საუბრობდეს. ეს ყველაფერი უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს, მომავალ თაობებს, ამიტომ ბუნებრივია, მოსახლეობა ამ ინიციატივას დადებითად არ შეხვდებოდა. მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა ჩვენი ბრძენი პატრიარქის რჩევა და გაიწვია ეს პროექტი. მაინც და მაინც მოსახლეობას მკვეთრად უარყოფითი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა არჩევნების პირველ ტურში და მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა უნდა დამდგარიყო, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება მიეღო?!"

როგორც ჩანს, ნაციონალების "რჩეულმა" გრიგოლ ვაშაძემ თავი უკვე პრეზიდენტად დაიგულა და ქვეყნის "დალაგებას" მიჰყო ხელი. სახელმწიფო თურმე არც თეატრებს უნდა აფინანსებდეს, არც ფეხბურთს. მისი მოგვარე და მარჯვენა ხელი გიორგი ვაშაძე უფრო შორს წავიდა, სახელმწიფომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ავადმყოფები არ უნდა დააფინანსოს, ეს წყალში გადაყრილი ფულიაო. ვაშაძეების ტანდემის "ნოვაციებმა" დიდი აღშფოთება გამოიწვია ნაციონალებისადმი ისედაც უარყოფითად განწყობილ საზოგადოების უდიდეს ნაწილში.

მსახიობი თემურ გვალია გრიგოლ ვაშაძის "ბრძნულ" მოსაზრებას თეატრებთან დაკავშირებით ასე ეხმაურება: "ეს ენოტთან ნაჯვარი მაჩვი ნახეთ რა დღეშია, 80-იანი წლების შემდეგ ქართულ თეატრში არავის შეუხედიაო. სხვას რომ დასცინი ქართულად ვერ მეტყველებსო, ჯერ ერთი "შეუხედია" კი არა, "შეუხედავს". მეორეც, ვინმე ხომ არ გეხუმრა, უკვე პრეზიდენტი ხარო და შემთხვევით ხომ არ დაიჯერე? შე მართლა თანამდებობისთვის შეუფერებელო "კაგებეს" პრაპორშჩიკო, ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე, ახლა ქართულ თეატრს, ხვალ ალბათ მომღერლების ჯერი დადგება. ყველას კარგად გვახსოვს როგორი მონდომებით "ახევდი" ბავშვებს "მოსწავლეთა ახალგაზრდულ სასახლეს", რომ შენი წეროსთვის თუ გედისთვის "ტბა" მოგეწყო ფულის გასაკეთებლად, უბრალოდ არ დაგცალდა. მთელი ქართული "თეატრალური საზოგადოების" საყურადღებოდ, მოუსმინეთ ამ "ბეთხოვენას" რეების გაკეთებას აპირებს და ისე გააკეთეთ არჩევანი! ეს კანდიდატი დაღუპავს საქართველოს. საქართველოში "მიშა-გრიშას" დრო წავიდა. არა მიშას! არა ნაციონალურ მოძრაობას და მასში შემავალ ხუთკაციან "პარტია-სამიკიტნოებს"!

ზურაბ ყიფშიძე (მსახიობი): "გრიგოლი იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტურად იდიოტია, რა იცის მაგან. ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ არის. თეატრი არის ქვეყნის სიამაყე, ან საერთოდ როგორ შეიძლება ვაშაძემ ილაპარაკოს ხელოვნებაზე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ერთადერთი ბროდვეის თეატრია, რომელიც თავს თვითონ ინახავს."

ვეტერანი ფეხბურთელი ლადო ბურდული: "თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს რომელი პარტიის "ჩლენია"? თავის ენაზე რომ მივმართო, მართლა "ჩლენია", ამხელა კაცი ფეხბურთზე ამბობს, არ უნდა დაფინანსდესო. ვინმემ ამ "ჩლენს" აუხსენით, რომ საქართველოში პროცენტულად რა სპორტსმენებიც ფიქსირდებიან, იმის ნახევარი ფეხბურთით არის დაკავებული და ეს ამ განცხადებით უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში? ზუსტად ეს საფეხბურთო სამყაროს ოჯახები და ფეხბურთელები გეყოფით, რომ გადაგახიოთ თავზე ეს არჩევნები".

ანა მიქაძე (ფერმერი): "ხალხი დარაზმულია, მე არ ვიცი ვის აძლევენ ხმას მეორე ტურში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შეშფოთებულები არიან პირველი ტურის შედეგებით, მათაც ჩემსავით არ უნდათ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. მე არ მომწონდა მათი მართვის სტილი. სიამოვნებით გავუწევ პროპაგანდას, რომ ფერმერული მოძრაობის წარმომადგენლები პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს იქნება ხალხის ხმა, მერე ყველა ნახავს ნამდვილ მშრომელ ადამიანებს რა აწუხებთ და ჭირდება თ. "ქართულ ოცნებას" პიარი არ უვარგა, ამდენი გადამამუშავებელი საწარმო, სათბური, დამუშავებული მიწები ამ ხნის ქალს, არ მახსოვს. თქვე დალოცვილებო, თქვენ თუ არ გინდათ ამდენი გაკეთებული საქმის გაპიარება, მე მჭირდება მოტივაციისთვის. ძალიან მიხარია რაიმე კარგი თუ კეთდება, ასეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. მმართველ პარტიას მოვუწოდებ, კეთილი ინებეთ და გააპიარეთ, რაც ქვეყანაში კარგი ხდება, მიიტანეთ ეს მოსახლეობამდე, რომ ვიღაცებს სათქმელი არ ჰქონდეთ, რომ ამ ხელისუფლების ხელში, თითქოს ქვეყანა თავზე გვენგრევა".

მანანა სუხიშვილი



მეტის ნახვა
26-11-2018, 19:40


ეს გვერდი მოარიდეთ ბავშვებს და წაკითხვისთანავე დაწვით

როდესაც ვნახე, თუ რა ჩაიდინეს ე.წ. პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრებმა (იგივე "ნაციონალებმა") საოკუპაციო საზღვართან, როგორ ჩაიხადეს შარვლები და რანაირად აჩვენეს თავიანთი უშნო დუნდულები მოშორებით გამაგრებულ რუსებს, უნებლიედ აღმომხდა: ჰაი, დედასააა… განა ტრაკია ადამიანი?! არა, აქამდეც ბევრი ტრაკი მინახავს საქართველოში, ბევრი ქვემძრომი, ბევრი ვაზელინწასმული, ბევრი შარვალჩახდილი, მაგრამ ეგრე, კაცო, ეგრე სახალხოდ აშვერილნი და თანაც მტრის წინაშე, რომელსაც ხიშტიანი "კალაშნიკოვი" უჭირავს?! არა-მეთქი, რეალში არ მინახავს! ახლა მკითხავთ, რეალში თუ არა, სხვაგან სად გინახავსო? უცხოური ფილმია ერთი, სათაური აღარ მახსოვს, თუ არ ვცდები, შოტლანდიელმა მეომრებმა უჩვენეს ასე ბრიტანელ მეომრებს, გააღიზიანეს და ისინიც გამოეკიდნენ მშვილდებით. ოღონდ შოტლანდიელებსა და ე.წ. ქართველებს შორის დიდი სხვაობაა – იქ რეჟისორმა უფრო მკვრივი და ზაგარმიღებული ტრაკები შეარჩია, აქ კი ჩვენ ვიხილეთ თეთრი, გაფუებული და უნიათო დუნდულები. აი, ისეთები, ადამიანს რომ შეგეცოდება და მიფურთხება მოგინდება. ეეეჰ, ამოიოხრეს ამის შემყურე ცოტა ნორმალურმა ქართველებმა და ჩაილაპარაკეს: ჩვენი წინაპრები და ჩვენც ყოველთვის იარაღით ვიბრძოდით, ესენი კი ტრაკებით აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასო. პრინციპში, მეტრაკეების დროში რით და რანაირად უნდა დაიბრუნო დაკარგული ტერიტორიები, თუ არა ტრაკით?!

* * *

ჰოდა, იმას ვამბობდი… როდესაც ვნახე ეს დუდულოვიჩები, მაშინვე აღმომხდა: ტრაკია ადამიანი?! ალბათ გახსოვთ, ამაზე ჩემამდე ილია ჭავჭამაძემ იფიქრა, მაგრამ რაკი ის უფრო ზრდილობიანი კაცი გახლდათ, სიტყვა "ტრაკი" "კაცით" შეცვალა. მე ბოდიშს ვუხდი მის სულს, პატიებასაც ვთხოვ, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, თუ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, ქვეყანა შემოგვეღუპება.

მოკლედ, ჩემო მკითხველო, ჯერ იმაზედ ვიმსჯელოთ, რა როლი აკისრია მეტრაკეობას ქართულ პოლიტიკაში? დამეთანხმებით, ამ სფეროში ეს დარგი დიდად გახლავთ განვითარებული. ჩვენში ბოლო დროს ფეხი მოიკიდა ერთმა ფრთიანმა გამოთქმამ, სადაც დიდი ტკივილია ჩადებული – დღეს მავანი და მავანი იტყვის ხოლმე, როცა შვილები და შვილიშვილები მკითხავენ, შენ სად იყავიო, მე ამაყად ვუპასუხებ, რომ ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი, ბოროტებას ვებრძოდიო. ბუნებრივია, ცხოვრებაში დადგება დრო, როცა იმ ტრაკაშვერილ ადამიანებსად იგივეს ჰკითხავენ თავიანთი შთამომავლები და როგორ გგონიათ, რას უპახუსებენ? მე უკვე წარმოვიდგინე: ბაბუ, მე საოკუპაციო ხაზთან ვიდექი, სამშობლოს სადარაჯოზე. შეკითხვა: ესე იგი, თოფი გეჭირა, ბაბუ? პასუხი: მდაააა… ისა, არა, ტრაკით ვიბრძოდი, ბაბუ! შეიძლება პასუხი სულაც სხვანაირი იყოს, შეიძლება ამათ თავიანთი შთამომავლებიც მოატყუონ და დაარწმუნონ, რომ ტანკისტები იყვნენ ომამდე. კაი, ბატონო, მე პირადად შარვალჩახდილების სახეები არ მინახავს, ქუჩაში კი არა, სადმე სუფრაზეც რომ შემხვდნენ ვერ ვიცნობ, მაგრამ ეს უფრო ცუდი არ არის? მე ხომ დღეს ამ უცოდინრობის გამო ყველა ქართველი "ვაჟკაცი" შარვალჩახდილი მეტრაკე მგონია? ეჭვი, მეგობრებო, ეჭვი უფრო საზიზღარი რამეა, ვიდრე დუნდულებაშვერილთა სახეზე ცნობა. აი, ასევე ცუდ დღეში ჩაცვივდებიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ისინიც ხომ ყველა ჩვენგანში შარვალჩახდილ `გმირს~ ხედავენ? ალბათ, გახსოვთ, რა თქვა ილია ჭავჭავაძემ, როცა "ტრაკია ადამიანი?"-ს… უკაცრავად, "კაცია ადამიანი?"-ს წერა დაიწყო, ნუ გეწყინებათ, ჩემო თანამემამულეებო, თუ ლუარსაბში საკუთარ თავებს ამოიცნობთო, მე მხოლოდ "მოყვარეს პირში" უნდა ვუძრახო და სარკეში ჩაგახედოთო. ჰოდა, ჩემო თანამემამულეებო, მეც მინდა, პირში გიძრახოთ და სარკეში ჩაგახედოთ, მაგრამ საგონებელში მაგდებთ – ვცდილობ, სარკეში საკუთარი თავი დაგანახოთ, თქვენ კიდევ ამ სარკეს ტრაკს უშვერთ. თუმცა ახლა იმისიც მეშინია, რომ გაიძულოთ და სახით დაგაყენოთ, მაინც ტრაკი არ გამოჩნდეს. სხვათა შორის, ჯორჯ ორუელს აქვს ერთი გენიალური რომანი ("ცხოველების ფერმა"), სადაც მოთხრობილია, თუ როგორ მოაწყეს ცხოველებმა, თხებმა, ცხვრებმა, ვირებმა, ღორებმა და ასევე ფრინველებმა ფერმაში რევოლუცია, როგორ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და როგორ გააძევეს ფერმის პატრონი. ფინალი ასეთია: იყურებიან სარკეში ღორები და საკუთარ თავებს ვეღარ სცნობენ… ანუ ჩვენს დღევანდელობას თუ შევადარებთ, სარკეში ხედავდნენ მხოლოდ ტრაკებს.

ზურაბ ჯაფარიძე, იგივე "ჯაფარა", იგივე "ნაციონალი", რომელმაც თავის თანამოაზრეებს შარვლები ჩახადა, გახლავთ თანამადროვე ლუარსაბ თათქარიძე, საქმე რომ არაფერი აქვს და მუდმივად ყვერებს იფხანს. კაი, ბატონო, ამან მოიფიქრა, ამას თავში წაუღიტინეს, შენ, ვითომ ქართველო კაცო, რა ბნედა დაგცემია, რომ ამას აკეთებ? თან როგორი ყაზილარები შეურჩევია, ორმეტრიანები, ქუჩაში რომ გაივლიან და იტყვი, თქვენს გამზრდელებს ვენაცვალეო. სინამდვილეში კი რა ხდება? ფუი, თქვენს კაცობას და ვაი თქვენს მოდგმას, განა თქვენ ხართ დავით აღმაშენებლის შთამომავლები? არა, არ ხართ, ვერ ხართ!
"ჯაფარა" გახლდათ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს იყრიდა პირველ ტურში და ხმების გარკვეული რაოდენობაც აკრიფა, ზოგიერთ ე.წ. პოლიტიკოსს აჯობა. მოდით, ვიფანტაზიოროთ და წარმოვიდგინოთ, რომ ის გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი, როგორ დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, როგორ დაელაპარაკებოდა ოკუპანტებს? როგორ და მივიდოდა ე.წ. საზღვართან, ჩაიხდიდა შარვალს, გადმოყრიდა გაყვითლებულ დუნდულებს და ოკუპანტებს აჩვენებდა შუა თითს. დიახ, ის თავის მიმდევრებსაც დააყენებდა ასეთივე პოზაში და ეს იქნებოდა უპრეცედენტო ომი რუსეთის წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ, 2008 წლის აგვისტოს ომიც დაახლოებით მსგავსი იყო, უბრალოდ "ნაცმთავრობის" სარდლებმა შარვლების ჩახდა ვეღარ მოასწრეს. თუმცა ვეღარ მოასწრეს რა, რა რეზოლუციაზეც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში, შარვლის ჩახდაზე უარესია, რაც მიხო სააკაშვილმა ჩაიდინა გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე, მაგას შარვლის ჩახდა სჯობდა. დიახ-მეთქი, ჰალსტუხის ღეჭვას და წითელი ხიდისკენ გაქცევას ნამდვილად სჯობდა შარვლის ჩახდა!
უკაცრავად, დღეს ვინ გველაპარაკება ჩვენ გმირობაზე, პატრიოტობასა და სინდის-ნამუსზე? ის, ვისაც არც ერთი გააჩნია, არც მეორე და არც მესამე. რა, მიხო სააკაშვილი არ არის პირწავარდნილი ლუარსაბ თათქარიძე? ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო და მიხოს ჭამისა თუ ცხოვრების სტილი ენახა, ვის დახატავდა ლუარსაბის ნაცვლად? ვის და მიხოს, გაქსუებულ თემურ ალასანიას დის შვილს. ეს ის ნაძირალა თემური გახლავთ, რომელსაც ქართველი ხალხის თავზე დაჯმა სურს. სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდნენ აპრაკუნე ჭიმჭიმელები, რომებიც ყაბულს არიან, მოგვაფურთხეთ, დაგვაფსით და უფრო მეტიც გვიქენით, ბატონო, ეს ჩვენთვის ჟუჟუნა წვიმააო.

დასკვნა: დღეს საქართველოში ბევრი ტრაკია, რომელსაც გარეგნულად ადამიანის ფორმა აქვს, ფრთხილად!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
26-11-2018, 19:05


ვაფრთხილებ ყველას, დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაც, ერსაც, ბერსაც და ხელისუფლებასაც, "ნაციონალები" ისევ აყალბებენ არჩევნებს (28 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურს). თუ პირველ ტურში ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია (მაჭუტაძეები) საქართველოს მთავარი გამყალბებლის გარეშე მუშაობდნენ, ახლა ისიც ამ "სასტავში" მოექცა.

დიახ, ალბათ მიხვდით, ვისზეც მოგახსენებთ, მაგრამ მაინც დაგიკონკრეტებთ – ეს გახლავთ არჩევნების გაყალბების დედა ხათ(ქ)უნა გოგორიშვილი. ვერაფერს იტყვი, მას აქვს უპრეცედენტო გამოცდილება შევარდნაძიდან ეპოქიდან მოყოლებული დღემდე. თქვენ გგონიათ, დავით ბაქრაძემ (ჩანგალა და გოგონამ) მართლა მიიღო 10 პროცენტი პირველ ტურში? არ დაიჯეროთ, უბრალოდ ვიღასცებს ეგონათ, დავითი მოსესავით გვატარებს და თავს მართლა ევროპულ საქართველოში ამოგვაყოფინებსო, სინამდვილეში კი ისევ "ნაცმოძრაობაში" აღმოჩნდნენ. თან, როგორც გითხარით, ქალბატონმა ხათ(ქ)უნამაც შეიტანა თავისი მანიპულაციებით დიდი წვლილი ჩერგო-ბოკერვილების კანტორაში. მოკლედ, ასეა თუ ისე, ამჟამად გოგორიშვილი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის (მაჭუტაძეების) შტაბშია გადასროლილი და შესაბამისად, უნდა ველოდოთ გაყალბების ახალ-ახალ იდეებსა თუ პროექტებს. მართალია, ქალბატონ ხათ(ქ)უნას გადასროლა (წონის გამო) იოლი არ იყო, მაგრამ `ნაცებმა~ მაინც მოახერხეს, მაგათი მოუხერხებელ-გაუკეთებელი არის რამე ამ დუნიაზე? ბოლო-ბოლო, "კასტილებით" აუპატიურებდნენ თანამოქალქეებს!

ერთი სიტყვით და მრავალნაირი გაგებით, მე, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, გადავწყვიტე, ბოლომდე ვებრძოლო "კასტილოვანთა" მოდგმას და არ დავუშვა მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. ამიტომ პერიოდულად გვერდზე ვდებ კალამს (კლავიატურას) და თბილისიდან ჩავდივარ ჩემს მშობლიურ სიღნაღში, სადაც "ნაციონალებმა" ლამის მთლიანად ააყროლეს იქაურობა და იკადრეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს დღეს საერთოდ არ გააჩნია ანალიზის კი არა, უბრალოდ დაფიქრების უნარი – ბევრი წამოეგო ვაშაძის "ტუფტა" (400-ლარიან) პენსიის თემას. ზოგი ბებო იძახის, განა მჯერა, შვილო, რო მოგვიმატებს, მაგრამ მაინც კარგი მოსასმენიაო. ჰო, ეგრეა, ყურს სიამოვნებს 400 ლარი. მეორე – გარკვეულ მასებში ასევე კარგად მუშაობს მიხო სააკაშვილის უძლეველობის თემა – მაგალითად, გავიცანი ადამიანი, რომელსაც ამ ხელისუფლებამ ორჯერ დაუფინანსა გულის ოპერაცია, ერთხელ 32 ათასი ლარით, მეორედ – 22 ათასი ლარით, ახლა სიცოცხლენაჩუქები ადამიანი და მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ ეს ფული სააკაშვილმა დაუტოვათ წასვლისას (აზროვნების დონე ნახეთ!). ასეთ ადამიანებს ვერც ვერაფერს ავუხსნი, ვერც ვერაფერში დავარწმუნებ, საქმე გვაქვს ფსიქიატრიულ მოვლენასთან.

"ნაციონალებს" კარგად აქვთ შესწავლილი ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია და გონებრივი შესაძლებლობები. ამავე დროს ეფექტურად იყენებენ იოზეფ გებელსის (ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგის) მეთოდებს – შენი სიბინძურეები უნდა მიაწერო და გადააბრალო სხვას, რათა იმ სხვას იქით მოუხდეს თავის მართლება. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ ბოლო დროს აჭარაში განვითარებული მოვლენები, სადაც "ნაცები" დაძვრებიან ასლან აბაშიძის მომხრეებთან, მის ყოფილ სპეცრაზმელებთან, მიდის გადაბირება. ამ დროს იწყებენ კამპანიას, თითქოს "ოცნება" აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან. მურმან დუმბაძემ თქვა კიდეც ამაზე, ვახტანგ გომელაურია ჩამოსული აჭარაში და "ბაბუინებს" ხვდება ფარულადო. ისე, მე თუ მკითხავთ, ამ ხალხს მართლა უნდა დაელაპარაკოს ვინმე, უნდა დამთავრდეს ამ ადამიანების გარიყვის პროცესი, მარტო 500-მდე ყოფილი სპეცრაზმელი ზის სახლში.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბებიდან ჯერაც ვერ მოხერხდა "ნაციონალებისა" და მათთან გათანაბრებული პირების განდევნა. როგორც მეუბნებიან, ბათუმის შტაბის უფროსს, ირაკლი ჭეიშვილს მარჯვენა ხელად ჰყავს გავარვარებული "ნაციონალი", ვინმე ბერძენიშვილი. სულ მიკვირდა და ახლაც მიკვირს, თუ შენ ამ ხელისუფლების სამსახურში ხარ, მაშინ რატომ იყენებ ამავე სამსახურში ისეთ ადამიანს, რომელიც დღეს თუ ხვალ გადატრიალებას მოგიწყობს და ყელს გამოგჭრის? გარდა ამისა, "ოცნების" საარჩევნო შტაბებიდან გრიალით გადის ინფორმაცია, "ნაციონალებისთვის" ამ მხრივ არა არს რაიმე დაფარული. შტაბებში ჩანერგილების თემა არახალია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შენობებში დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურები, ე.წ. "ჟუჩოკები". მოვუწოდებ ხელმძღვანელებს, კარგად გადაამოწმონ ოთახები, ავეჯი და კედლები, ასევე "შტეფსელები". თუ ვერაფერს აღმოაჩენენ, მაშინ გაითვალისწინონ ჩემი რჩევა და ოფისებში ნუ ილაპარაკებენ ბაზრის დონეზე, შეარჩიონ დრო და ადგილი. უჰ, რავა ყველაფერი ჩემი საფიქრალია ამ ქვეყანაში?! კაი, ვხუმრობ, სერიოზულად არ მიიღოთ!

რაც უფრო მოახლოვდება მეორე ტური, მით მეტი იქნება საბოტაჟის მცდელობა. ამ საქმისთვის "ნაციონალები" იყენებენ სკოლების დირექტორებს, რეგიონებში ბიბლიოთეკების გამგეებს, ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. მაგალითად, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან სწორედ მეორე ტურის წინ მოუნდათ "მავნებს" პედაგოგების გათავისუფლება და საათების შემცირება, ვითომც განათლების სამინისტროდან დაავალეს. მე არ ვიცი, ვინ გასცა ბრძანება, სკოლაში პედაგოგები შეამცირეთო, მაგრამ ეს რომ აშკარა საბოტაჟია, კარგად ჩანს. ამჟამად სიტუაცია გამოსწორებულია.

როდესაც ამ სტატიას ვწერდი, გავრცელდა ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი, ვეჯინელი ელმირა ბეციაშვილი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარესო. თურმე ელმირას ამავე სოფელში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილისთვის 40 ლარი მიუცია, შენს რძალს გადაეცი, რომ მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭიროსო. გულნაზის ფული არ აუღია და როცა სახლში მისულა, შვილსა და რძალს უცებიათ. თურმე რძალმა არა მარტო სცემა, არამედ ხელის მტევანზეც რამდენჯერმე უკბინა. გაუძელით, ქალბატონო გულნაზ, ჩვენც მაგ დღეში ვართ, "ნაციონალები" ხან ხელის მტევანზე გვკბენენ, ხან კიდევ ტრაკზე. ისე, ძალიან ძნელია, ოჯახში ასეთი სულგაყიდულები რომ გეყოლებიან. ეს ამბავი ცოტაოდენ სასაცილო კია, მაგრამ საბოლოო ჯამში სერიოზულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე – გამოვა ამხანაგი გრიგოლი (თუ აირჩიეს) და გამოგვიცხადებს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ქართველმა ხალხმა ქვეყნის სადავეები ჩამაბარაო. სინამდვილეში კი ბეციაშვილ-ცანკაშვილების ნაჩალიჩარი პრეზიდენტი გამოდის. უკვე გითხარით, სიღნაღში ჩავდივარ-მეთქი პერიოდულად… ჰოდა, იქ ერთ სოფელში აღმოჩნდა ბიბლიოთეკარი ქალი, რომელსაც სამკითხველო ამ კვარტალში არ გაუღია, აღარაფერს ვამბობ წინა კვარტლებზე. ამ ქალს იმავე სოფელში მაღაზია აქვს გახსნილი, ზის მთელი დღე და ვაჭრობს. ბიბლიოთეკაში ხელფასი აქვს პენსიასავით, თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ იმდენად გახარბებულა, "ნაცებისგანაც" აუღია და "განაცებულა". 

ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: მეორე ტურში "ნაციონალები" იმდენ ფულს ვეღარ ხარჯავენ, რამდენიც პირველ ტურში დახარჯეს. აშკარაა, რომ თურქეთის გავლით დიდ ფულს აღარ იძლევიან. თემურ ალასანიას ან გაუთავდა, ან კიდევ წუწკობს და ბიძინა ივანიშვილის მოსაკლავად ინახავს. ჰოდა, რაკიღა ეს წუპაკები ტელევიზიით სარეკლამო რგოლებს ვეღარ უშვებენ, მოსახლეობას ვეღარ არწმუნებენ, სალომე ზურაბიშვილი მოღალატეაო, მთელი თავიანთი ბინძური არტილერია სოციალურ ქსელებში გადაიტანეს. სოციალურ ქსელებში რა, მაგათ მარტო "ფეისბუქში" შესვლა იციან ახლობლების დახმარებით და იბრძვიან ლათინური შრიფტი თ. აგერ, სალომეს ვაჟს, თეიმურაზ გორჯესტანს ლანძღავენ (ლათინური შრიფტით), შენ დედას რანაირად დაიცავ, როცა ქართველი კი არა, ირანელი ხარო? ჰა, ჰა, ჰა… ჯერ ერთი, თეიმურაზის ნამდვილი გვარი გუგუშვილია და მეორეც – რათ უნდა დედის დაცვას ეროვნება, თქვე ჭკუით ღატაკებო, ეგ რა შუაშია?! მოკლედ, "ნაცებმა" თავიანთ "პადელნიკებს" დაავალეს, როგორც შეგიძლიათ, ისე ლანძღეთ და თათხეთ სალომე ზურაბიშვილიო და ესენიც გადასულები არიან შეტევაზე. აქ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სისულელეს დაწერენ ან იტყვიან, ამ ქვეყანაში იმდენი დეგენერატი ცხოვრობს, ამასაც იჯერებენ, იტაცებენ და მსჯელობენ.

და ბოლოს… "ქართულ ოცნებას", მთავრობას, საკანონმდებლო ორგანოს და საერთოდ, "ნაციონალების" მოწინააღმდეგე ძალებს ახლა სჭირდებათ ასი თვალი და ასი ყური, "ოცნებამ" თავის შტაბებში კი შეცვალა "უმფროსობა", მაგრამ იქ "მიშმაკები" მაინც მრავლად არიან, ამ ეტაპზე ყველას ვერ მისწვდები, გაწმენდითი სამუშაოები არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ერთ-ერთ რაიონში (შეგნებულად არ ვასახელებ) რამდენიმე ჩინოვნიკის მძღოლი "ნაციონალი" რომ აღმოჩნდა, მაგაზე ვიცინე მაგრად. არა, რა სასაცილო ამბავი ესაა, მაგრამ "ოცნების" ხელისუფლებაში რომ ხარ და მძღოლად `"აციონალი" გყავს, მაინც მაგარია. თან ამ მძღოლის ძმის სახლში ყოველ საღამოს რაიონული მაჭუტაძეების შეკრებები იმართება, ეგეც ხომ ძაან მაგარია? ჰოდა, ბიჭებო და გოგოებო, თქვენ მძღოლებზეც მე რაფერ უნდა ვიფიქრო, მაგრამ რაკი ახლა საქმეს სჭირდება, გადაამოწმეთ, შეიძლება ვინმეს გადაცმული გრიგოლ ვაშაძე, ან გადაცმული მიხო სააკაშვილი აღმოგაჩნდეთ მანქანაში. თუ თავს კარგად გრძნობთ მაგათთან, იმის გაგება მაინც მოახერხეთ, რომ ჯიბეებში "დიქტოფონები" არ ედოთ. კარგად დაიმახსოვრეთ, ეგენი ფარული ჩაწერის დიდოსტატები არიან. მაგალითად, მე უკვე ისე ვარ დაზაფრული, როცა მანქანაში ვჯდები, საგულდაგულოდ ვათვალიერებ, შეიძლება სალონში უცებ მეგი გოცირიძე გამეჩითოს.

აბა, თქვენ იცით, ნუ გეშინიათ, ჩვენ ამ ომსაც მოვიგებთ და მერე პასუხსაც მოგთხოვთ, აქამდე რომ მიგვიყვანეთ, გასაგებია?!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
26-11-2018, 14:00


უმადური ერის ტრაგედია და ცოდვამოუნანიებელთა სინდრომი

"სულ ლაშქარსა ვართ, რაც კია _ ძუძუს მომწყვიტა დედამა!" _ ამბობს ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონის" ერთ-ერთი მისტიკური გმირი.

ეს მართლაც ასეა, და ომი ჩვენთვის _ ქართველი ერისთვის უწყვეტი პროცესია _ ის არასოდეს მთავრდება! და როდესაც გვგონია, რომ დამთავრდა, ის სწორედ მაშინ იწყება; მაშინ დგება ჩვენი "ძილ-ღვიძილის" და დაღუპვის ხიფათი…

იბერთა ისტორია ომის ისტორიაა, ბრძოლა "ყოფნა-არყოფნისათვის": არაოდენ ფიზიკური, არამედ ზნეობრივი სივრცის დაცვისთვის, ისტორიული ცივილიზაციის გადარჩენისთვის…

სიტუაცია ახლაც იგივეა _ დრამატული მოვლენა მეორდება _ ჩვენ ვერც ამირანის მითში დავამარცხეთ დამანგრეველი სატანური ენერგია ბოლომდე და ვერც ახლა.

მოგვეჩვენა, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ასე არ არის!

ქვეყანას გამოუჩნდა ბოროტი მოუნანიებელი ცოდვების განუკურნებელი სენით შეპყრობილი ძალა, "დაუნდობელი ნაცისტური სექტა", რომელსაც შეუძლია, რომ ყველაფერი უარყოს და სხვას გადააბრალოს. მათ, ფაქტობრივად, აღარ შეუძლიათ თეთრისა და შავის გარჩევა. მათ დაკარგეს მორალი და უმორალოდ იბრძვიან ძალაუფლებისთვის! გაუგონარი უტიფრობით უსწორდებიან პრეზიდენტობის კანდიდატ მანდილოსანს, დახვეწილ, კულტურულ ქალბატონს…

მათთვიც უცხოა "არა იცრუო", "არა ცილ სწამო", "არა კაც ჰკლა"… მათ ამოძრავებს მოუნანიებელთა სინდრომი, დანაშაულთა არაღიარების ცოდვა და ასე ხელისუფლებაში შემობრუნებისთვის იბრძვიან.

მათ უნდათ, საზოგადოებამ და `ოცნებამ~ დაივიწყოს მათი გაუგონარი არაადამიანური დანაშაულებები და ცოდვათა დავიწყებულ სამყაროში გვაცხოვრონ. ისტორია, ხალხი ვერასოდეს ივიწყებს წარსულს: ჰეროსტრატების, ნერონების, ჰიტლერების, პილატეების დანაშაულს და ცოდვას, არამც თუ გუშინნდელს _ ნაცების ნამოქმედარს!

მთავარი მორალია. "კოჰაბიტაცია", ანუ "ბილწთან ზავით შეკვრის" სინდრომი მორალის ნგრევა იყო!
"შერიგება ბილწთან", ბოროტთან თანაცხოვრების იძულება ერისთვის და საკუთარი თავისთვის, ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების დანაშაულის ტოლფასი უმძიმესი შეცდომა და სასჯელი ერისთვის, რომლის ისტორიული ცნობიერება (მენტალობა) და ფსიქოლოგია შეუთავსებელია ამ მოვლენასთან!

თუ `კოჰაბიტაცია~ მკვეთრად უარყოფილი არ იქნა, "ოცნება" ვერაფერს დაალაგებს, ქვეყანა მუდმივ შეუთავსებლობაში და მორალურ რყევაში იქნება. საზოგადოება ახლა მოიგებს ომის ერთ ფაზას, რომელიც ნაცების შეჩერებას და სალომეს გაპრეზიდენტებას გულისხმობს!

მაგრამ ეს ბრძოლაა და ამ ბრძოლის შემდგომი რადიკალური ფაზა თუ არ გაგრძელდა, თუ არ აღმოიფხვრა "ნაციონალ-ფაშისტური" სექტის შხამიანი ფესვები, ქვეყანა (ერი) კატასტროფას ვერ გადაურჩება! 

ამიტომ უსწრაფესად უნდა დაიწყოს ახალი ეროვნულ-პატრიოტული ძალების ჩამოყალიბება 2020 წლის საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნებისთვის… "ოცნებამ" უნდა იზრუნოს ერის კონსოლიდაციისთვის. უნდა რადიკალურად შეცვალოს საზოგადოებასთან მიდგომის კრიტერიუმები, სწრაფად გაწმინდოს პოლიტიკური სივრცე და "სულიერი ზონები" ფაშისტურ-ლიბერასტული ელემენტებისგან, მათი უარყოფითი "კარმით".
დაეჭიროს მხარი "პატრიოტთა ალიანსს" და დაიწყოს ნაცების პარტიის აკრძალვის საპარლამენტო პროცედურა: ერის წინაშე მათ დანაშაულთა სასამართლო პროცესები…

მიმდინარე მოვლენების ფონზე საზოგადოების ცნობიერება და "გარჩევის" უნარი წაშლილია _ მას შავ-თეთრი, კეთილი და ბოროტი, ანუ, უკეთესი და უარესი აერია ერთმანეთში! მოხდა ფასეულობათა სრული დევალვაცია და ნიველირება. შეიძლება ვიხმაროთ ახალი ცნება (ტერმინი) "ზნეობრივი დალტონიზმი". საზოგადოებაში "ზნეობრივი დალტონიზმი" ინერგება…

მე მრცხვენია იმ დროის და იმ ვითარების, რომელსაც ქართველთა ერთი ცდუნებული ნაწილი აბრუნებს საქართველოში.
საზოგადოების ეს ნაწილი აღმოჩნდა რევანშისტულ-ობსტრუქტიულ პარტიათა და არასამთავრობო ლიბერასტულ სექტათა მსხვერპლი და სატანისტური (ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული) ტელევიზიების და, კერძოდ, "რუსთავი 2"-ის მძევალი…
საზოგადოება და ხელისუფლებაც მოექცა ყოვლად უტიფარი, ფაშისტურ-ლიბერასტული, ანტიქართული, მაზომბირებელი მასმედიის ძალადობის არეალში.

სიტყვა ცვლის ადამიანთა ფსიქიკას და რწმენასაც კი, როდესაც დღე და ღამ ყურში ჩასჩიჩინებენ სატანისტურ ტექსტებს.
სრულიად წარმოუდგენელია გრიგოლიების, ჟიჟილაშვილების, კვესიტაძე-გვარამიების, სანაია-გაბუნიების თუ ჯანგირაშვილების დაბრუნება ზნეობრივ სივრცეში, მათ მიერ ერისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო, მასტაბილირებელი, პატრიოტული თუნდაც ერთი გადაცემის მომზადება…

ისინი იქცნენ "ფუნაგორიებად" _ ნეხვში ჯდომა და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ნერვების წეწვა იქცა მათთვის საარსებო მატერიად და ცხოვრების წესად.

მე მრცხვენია თუნდაც ივანიშვილის წინაშე! ადამიანს, რომელმაც, ფაქტობრივად, "მორგიდან ამოთხარა ქვეყანა" და გამოიყვანა გაუგონარი ტირანის ბრჭყალებიდან, ბოდიშს ვახდევინებთ?

კაცს, რომელმაც XXI საუკუნის "სვეტიცხოველი" დაუდგა სამშობლოს, გენიალურ ქველმოქმედს და პატრიოტს, მილიარდები რომ დახარჯა თავისი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენისთვის, თავის მართლება და პატიების თხოვნა უწევს უმადური ერისთვის _ არაფრისთვის და იმისთვის "რატომ კარგი აგიგიაო!.."

ბოდიშის მოხდა უწევს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში `კაცი კაცადი` ვერ ნახა, რომელიც არ უღალატებდა და არ "ჩააფლავებდა" თვით მის "იმიჯს" და ღირსებას და საქველო საქმეებს მის მიერ ქმნულს საკუთარი სამშობლოსთვის!..
ეს პრობლემა გვიდგას ჩვენს ყველა სფეროში: "კაცი-კაცადი" სანთლით საძებარი გახდა…

ამავე პრობლემამ დააქცია ბიბლიური "სოდომი და გომორი", როდესაც უფალმა 10 კაციც კი ვერ ნახა ღირსეული!..
უნდა ითქვას, რომ არსემომს ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებაში `დეფიციტი~, მაგრამ არსებობს ღირსეულ ადამიანთა ძებნის და პოვნის ნაკლები სურვილიც…

გამაოგნებელია ჩვენი საზოგადოების (ვიტყვი ქართველთა!) უმადურობა!
კაცი მოვიდა და თავი გადადო, რომ ერისთვის მომაკვდინებელი ვირუსი აერიდებინა. ის, ფაქტობრივად, "ქოლერიან" ("ჟამით" მოოხრებულ) სივრცეში შემოვიდა, სადაც მიწა-წყალი უკვე წართმეული იყო და ერიც აყრილი ამ მიწიდან! ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა "მკვდარ ზონაში", როგორც მკურნალი შედის ქოლერიან თემში და, რა თქმა უნდა, ადვილი არ აღმოჩნდა მისი გაცოცხლება!..

მკვდარ სხეულში ცოცხალს თუ შეიყვან, რა მოხდება, არავინ იცის: _ ცოცხალი წამოაყენებს მას თუ მკვდარი გაიწოვს?! 
კაცს, სამების ტაძრის ამშენებელს, ბოდიშის მოხდა რომ უწევს მთელი ერის სივრცეზე ჩაყრილი მილიონებისთვის და ქველობისთვის, სიკეთისთვის, არაერთი განწირული ადამიანის გადარჩენისთვის პატიებას რომ ითხოვს:
_ ეს უმორალო და უმადური ქვეყნის თუ ხალხის მახინჯი სულიერი ანომალიაა, სხვა ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდება, პიგმეების ტომებშიც კი!

მკვდარს რომ "გამოაღვიძებ" და გამოღვიძებული რომ გეტყვის: "წადი, შენი ასე და ისე, _ რატომ გამაცოცხლეო!" _ აი, ასეთი უმადური მკვდრები ვართ ჩვენ და არც არაფერი გვეშველება!
ჩვენ შეგვიძლია ჯერ ვლანძღოთ და ვაგინოთ კაცი, რომელმაც მართლა გადაგვარჩინა და მერე მოვიყვანოთ რუსის გენერალ ალასანიას ქილერები, რომელიც მილიონს იხდის ივანიშვილის მოსაკლავად!..
ზისტად ასე მოვაკვდინეთ ილია მართალი _ ერის მამას ჯერ ტალახი ვაყარეთ, მერრე ტყვია და მერე ხელისუფლებაში ორჯონიკიძეები მოვიყვანეთ!

ახლაც იგივეს ვიმეორებთ _ მოგვყავს რუსის აგენტები, სააკაშვილის ჯალათები, გრიშები, გრიშისტები და მიშისტები, ეკლესიის მაგინებელი იუდა სამნიძე-ბერძენიშვილები, ბარამიძე-ბოკერიები, ილიას და რუსთაველის მტრები! პატრიარქის ცილის მწამებლები! და ამ ჯალათებს ქართველ მანდილოსანს ვალანძღვინებთ! ვითმენთ მათ შეურაცხყოფას და სიცრუეს! ქართველები ასე არ უნდა ვიქცეოდეთ!

ქართველმა ერმა უნდა იგრძნოს და გააცნობიეროს, რომ საბედისწერო ზღვარზე ვდგავართ! როგორმე უნდა გაიღვიძოს, მოიკრიბოს ძალა და 28 ნოემბერს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანოს ნაციონალების ამ უზნეო და "ცოდვათა მოუნანიებელ სექტას", სადღაციდან მოვლენილ "ჰიქსოსებს", რომელთაც ქვეყანა აპოკალიფსის ზღვარზე დააყენეს და "მაოხრებელი მკვდარივით" გვებლანდებიან ყველგან, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე…

კობა არაბული
მწერალი, ეთნოლოგი

მეტის ნახვა
24-11-2018, 22:00


თავიდანვე მინდა განვაცხადო: იმ რეზოლუციას, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" წამოაყენა და რომელსაც უკვე 300 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, თუ არ დაეთანხმება და ხელის მოწერით არ დაადასტურებს ამ ქვეყნის მოყვარული ნებისმიერი ადამიანი, მწერალი იქნება, ხელოვანი თუ სხვა ვინმე, ეს იქნება ღალატი. მერე სიები უნდა გამოქვეყნდეს იმათი, რომლებიც აქეთ-იქით დახტიან პოლიტიკური ამინდის მიხედვით. ერმა უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის.

ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს განწმენდის დრო.

უცოდველი არავინ არაა, მაგრამ ვინაც ისეთი ცოდვები ჩაიდინა სამშობლოს და ერის მომავლის წინაშე, რაც "ნაცმოძრაობამ" და მისმა განშტოებებმა, სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული.

თუ ხელისუფლება ამ არჩევნების შემდეგ ისევ გააგრძელებს კოჰაბიტაციურ ფორმაში ურთიერთობას ამ ნაძირლებთან, პირველი მე ვიქნები, ვინც მათ გადაეღობება.

დღეს ვითარება ასეთია: "რუსთავი 2"-ის სათაო ოფისმა ტვ I-ში გადაინაცვლა. მე მათ "პირგველები" დავარქვი. ამჟამად არ მოვყვები თითოეული მათგანის დახასიათებას, მაგის დროც მოვა, მაგრამ მთელი ერის საყურადღებოდ ვაცხადებ _ თუ ჩვენ არ შევისწავლეთ საქართველოში არსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა _ საიდან ფინანსდებიან და რა მიზანს ემსახურებიან, იგივე წრეზე მოგვიწევს სიარული, რაზეც დავდივართ ბოლო რამდენიმე ათეული წელია.

ამხანაგი გრიშა, რომელიც "ობრაზცოვის კუკლას" ჰგავს, თავის დროზე, 10 წლის წინ მე "მოვნათლე" და დავარქვი "ტარაკან პრუსაკი". გიჟი-გადარეული და საქართველოს მტერი, სისხლისმსმელი სააკაშვილი და ეს "ტარაკანა" ერთი კაცის თოჯინები არიან და ეს კაცი გახლავთ თემურ ალასანია, რომელმაც თავის დროზე გამოჩორკნა მიშა თავისი ხელით, როგორც პაპა კარლომ ბურატინო. დანარჩენი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციონერებიც ყველანი თემურ ალასანიას თოჯინები არიან.

პირი არავინ არ გააღოს და არ გაბედოს ხმამაღლა იმის თქმა, რომ ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიცია, ესენი გახლავან 11 თითო-ოროლა კაცისგან შემდგარი ჯგუფები.

ოპოზიციის ზოგიერთ ყმაწვილს, ძმა რომ გაუთხოვდა ამერიკაში, თვითონაც რომ წაეთრიოს, უკეთესია, მოშორდება აქაურობას.
ვინც იმას ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ რაიხსფიურერები და ა. შ. რასაკვირველია, მე ამას ვეთანხმები! მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, უნდა დაისაჯონ ქალბატონი გურგენა დონაძე და ის ვითომ ჟურნალისტები და ვითომ მოღვაწეები, უფროსი დაიკო ლევან ბერძენიშვილი და გურუც. თავი და თავი ყველა უბედურების. თუ ჩვენ დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, რომ ისინიც ქართველები არიან და ჩვენები არიან, ხომ გახსოვთ, `ამოითხარე თვალი იგი მაცდუნებელი~. თუ ბოლომდე არ იქნება სულიერი განწმენდა, ჩვენ არაფერი გვეშველება.

დროა, გამოფხიზლდეს საქართველო, თავი დავანებოთ პრანჭიაობას და ვითომ იურიდიულ მარკერებს. მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენ რომ მეტად თავმოყვარეები ვიყოთ, პირველ რიგში, ზურაბ ჯაფარიძე უნდა გამოვათრიოთ და ხეზე დავკიდოთ თავისი იმ ამფსონებით, რომლებმაც შარვლები ჩაიხადეს და ეპატიჟებიან რუსებს. ნუ დაემგვანება ერი "გირჩის" შარვალჩახდილ პეტუხებს, თორემ ღმერთი დაგვსჯის აუცილებლად.

დღეს საუბარი არ არის რომელიმე პარტიულ კუთვნილებაზე. ლაპარაკი არაა პარტიკულარულ ურიერთობებზე. აქ საუბარია ერის მომავალზე, მის ბიოლოგიურ გადარჩენაზე. მე არავის არ ვაშინებ. მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა ჩემი სტატია და გამოსვლა ბოლო ხანებში იწყებოდა იმით, რომ ვამბობდი: დააპატიმრეთ ბოკერია.

ამას იმიტომ ვამბობდი, რომ, ეს არის განზოგადებული სახე იმ საშინელების, იმ ბინძური რეჟიმის, რომელსაც წარმოადგენდა თვითონ გიგა ბოკერია.

მივმართავ თბილისელებს, გავიხსენოთ, ვინ წამოაყენა "ნაცმოძრაობამ" თბილისის მერის კანდიდატურაზე.
ცალტვინა იდიოტი აყუდებული ბუტაფორია უდუმაშვილი, ეს არის კაცი, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა, როგორ ეხვეოდა საქართველოს აოხრების მთავარ დირიჟორს იგორ შკლიაროვს.

ახლა კახა კალაძეს უმიზნებენ, რომ მოაცილონ ხელისუფლებას.

მტრების ჯინაზე კახა კალაძე მოუხდა ჩვენს ქალაქს. ყველანაირად ცდილობენ სააკაშვილის ლეკვები, რომ მასაც მიაყენონ ჩრდილი. მაგრამ ვერ მივართვით. კახის გვერდით მთელი თბილისი დგას!

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ხალხს, ყველას, ვისაც ოდესმე ჩემი სჯეროდა, ან სჯერა _ მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ციფრი 48.

საქართველო უნდა გადარჩეს!



მეტის ნახვა
24-11-2018, 18:00


სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებმა რუს მესაზღვრეებს უკანალები მიუშვირეს. ვითომ მცოცავ ოკუპაციას ვაპროტესტებთო.
ქართველები ყველაფერში გამორჩეულები ვართ და ჩვენი უნიკალურობა კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოსაც ვაჩვენეთ. ბოლო-ბოლო ბრძოლის ახალი მეთოდი გამოვიგონეთ _ მტრებისთვის ტ-ების დამანგრეველი და გრანდიოზული მიშვერა.
შესანიშნავი იდეაა.


ეძებეს ბიჭებმა და მტრის გამანადგურებელ სტრატეგიას მიაგნეს. წინაპრები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ და, აჰა, აქაც `მოუჯოკრეს~. ადრე ხმალ-ხანჯლით, თოფებით, ზარბაზნებით და ყუმბარებით რომ იბრძოდნენ, ახლებმა გამოიგონეს ბრძოლის ახალი მეთოდი.
არა, მართლა რა გულუბრყვილობები ყოფილან ძველები, რაღაზე ღვრიდნენ სისხლს და იხოცებოდნენ ბრძოლებში, მიეშვირათ უკანალები შაჰ აბასისთვის, აღა მაჰმად ხანისთვის, თემურ ლენგისთვის, ხომ დაამარცხებდნენ უსისხლოდ?!

ატოცში აქტივისტებმა, მათ ჭკუით, "სამოქალაქო გმირობა" გამოიჩინეს. მესაზღვრე რუსებმა უყურეს, ცოტა ხანი, ჯერ გაკვირვებულები იდგნენ, მერე ნელ-ნელა შეტრიალდნენ უსიტყვოდ. ხომ კარგი სტრატეგიაა?! აი, ახალი და უნიკალური გამოგონება!
თანაც ისე სწრაფად და ბუნებრივად ჩაიხადეს "ვაჟკაცებმა". როგორც ჩანს, პირველად არ აკეთებდნენ ამას. ხშირად აქვთ შარვალი ჩანახადი და უკანალი განიავებული…

პრინციპში, ეს, ალბათ, მოთელვა იყო. თუ საქმეს დასჭირდა, ამბავში, სავარაუდოდ, წესით, მეგი გოცირიძეც უნდა ჩართონ. მასთან ერთად სხვა აქტიური, ენერგიული ლიბერალი ქალბატონებიც და გამოიყენონ ბუნებრივი, ორგანული აირებიც, მეტი ეფექტისთვის, მტრის გასაბრუებლად.
ასე მოუხდება მაგათ.

პირდაპირ მუხლები მოეცელებათ…
ჰოდა, როგორც ვხედავ, ჩვენ ამიერიდან, ომებს მოვიგებთ ტრაკებით.
ამ მიმართულებით ლიბერალები ისე აქტიურობენ, რომ ბოლო დროს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ველი განიტალიების დემონსტრირებითა და მასზე საუბრით არის გაჯერებული.

საქართველოში არსებობს ორგანიზაცია "ფუჩუ".
ხშირად ისმის: პენისზე მკიდია, პენისის შვილი ვიყო, პენისი ხარ. თუმცა, ალბათ გიკვირთ, რომ არ არსებობს ორგანიზაცია "პენისი".
რა დააშავა იმ პატიოსანმა ორგანომ? ისიც ჩართეთ საქმეში, მარტო ლაპარაკი რა არის?! არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას მისი სახელი რატომ არ ჰქვია?!
ზოგადად, ყველაფერში დამნაშავე და ყველაფრის თავი და თავი მაინც პენისია, მაგრამ არც ორგანიზაციას არქმევენ მის სახელს, არც მისი სახელობის აქციებს აწყობენ.

დიდი უსამართლობაა ეს, დიდი!
ადრე ერთი მოარული ანეგდოტი იყო. ქალის უკანალი "წუხდა": პირველად ყველა მე მიყურებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უფუნქციოდ ვრჩებიო.
ასეა პენისიც.

ყველა სიტყვაში მაგას ახსენებენ, ყველა გაფუჭებულ საქმეს პენისს მიაწერენ, ყველა ცუდ კაცს პენისის სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ ორგანიზაციას მის სახელზე არა და არ ქმნიან.
როგორც ვთქვი, აგერ ახლახან რუსებს უკანალები მიუშვირეს. პენისი ისევ `აბსაიდშია~.
საბრძოლო იარაღად, წინმსწრებად, ცოტა ხნით ადრე, ქართველ ლიბერასტებს წინა ხაზზე ძუძუები ჰქონდათ გამოტანილი, მაგრამ, როგორც ჩანს, მაგათ საქმეს არც "თავისუფალმა ძუძუებმა" უშველა და არც ორგანიზაცია `ფუჩუმ~, ახლა უკანალები გამოიტანეს სამზეოზე…
ამ ორიოდე წლის წინათ, სხვა ლიბერასტებს, ხვანხვალ-ხუნტრუცით რომ ცდილობდნენ რუსების დაშინებას და დაჩმორებას, ერთმა ჩემმა კოლეგამ შეუძახა: მოგენატრათ ვოვა? წაიკუზეთ, მოვაო.

ეს ოჯახქორები მართლა წაიკუზნენ.

ხოდა, ახლა ვოვა მართლა რომ მოვიდეს, მერე ნახეთ სეირი…
ხუმრობა იქით იყოს და, რაც ატოცში მოხდა უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრა იყო, მეტი რომ არ ვთქვა.
გასაგებია, მარიხუანით კაიფი ბევრ სისულელეს გააკეთებინებს მაგათ, მაგრამ საოკუპაციო ზოლთან წავიკუზებით და მცოცავი ოკუპაცია შევიცოცოთო, ეს უკვე მეტისმეტი იყო. ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი.

თანაც აქციის მთავარი ფიგურანტი "პლანაქეში" სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იყო, გორში ნეხვი რომ მიიტანა გამგეობაში და გამგებელმა თავზე რომ ჩამოამხო ის ნეხვიანი ვედრო. მერე ეს სამოქალაქო აქტივისტი გიგა ტელევიზიაში მიიწვიეს და იქ გოდებდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების სამომავლო პერსპექტივებზე, მერე მარიხუანაც გააბოლა ღია ეთერში, ახლა უკანალი გვაჩვენა…
ამ უტვინო პერფორმანსებით კავკასიაში ხომ მოგვჭრეს თავი, მსოფლიოშიც სალაპარაკო გაგვხადეს.
აი, სადამდე მიგვიყვანა 9-წლიანმა გაუპატიურებების საშინელებათა "სერიალებმა".
ფსიქოლოგიაში დადასტურებულია, ძალადობის მსხვერპლი ისე ეგუება წამებას, რომ მერე ეს პროცესი ნორმალურობად ეჩვენება.
წამება შეიძლება ადამიანმა პირადად არ განიცადოს, მაგრამ სხვისი წამების პერმანენტული ყურება ან მოსმენა, მით უმეტეს, სუსტი ნერვების ადამიანს, მენტალურად აქცევს ძალადობის მსხვერპლად.

სამწუხაროდ, ამათ, ეს თავიანთი საქციელი მოსწონთ, მეტიც სიამოვნებასაც გვრით, ამიტომაც ვურჩევ: ჩვენ თავი დაგვანებონ და ხომ არსებობს ორგანიზაცია "ფუჩუ", ახლა შექმნან ორგანიზაცია "ჭუჭუ", ან ორგანიზაცია "ტრაკი", პენისიც არ დაივიწყონ და აჩვენონ მტერს ნძ, უკაცრავად, ძლევაი საკვირველი.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
19-11-2018, 16:30


გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი): 11 წლის თავზე რომ იგივე საშიშროების წინაშე ვდგავართ, ასეთი რამ რომ მოხდებოდა, ადრე არაერთხელ გვისაუბრია ჟურნალისტებს. ეს საზიზღარი კოჰაბიტაცია, რომლის მწარე შედეგსაც ვიმკით, თურმე ქართველმა ხალხმა დაავალა ხელისუფლებას. რეალურად კი იმის ბრალია, რომ გარკვეული პოლიტკორექტულობა, "გავლენიანი" საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ რაღაც მონური შიში და მორჩილება გამოვიჩინეთ, ისინი რას იტყვიან, გაგვიჯავრდებიანო. ვერავინ გაგვიჯავრდება, ხომ ხედავთ რამდენი ხალხი გამოვიდა. ვინც ფიზიკურად ვერ მოვიდა, იმ განწყობაზეა, რომ ნაციონალური რეჟიმი უნდა მოშორდეს ქვეყანას. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია, გერმანიაში დღესაც აჩვენებენ საკონცენტრაციო ბანაკებზე ფილმებს და გმობენ ფაშიზმს, ჩვენ კი თურმე არ უნდა ვისაუბროთ ნაციონალების ცხრაწლიან სისხლიან რეჟიმზე. "პატრიოტთა ალიანსს" შესანიშნავი რეზოლუცია აქვს, პარლამენტის მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა და მიღება საბოლოოდ დაამთავრებს ამ უბედურებას. გიორგი მარგველაშვილი გვპირდებოდა, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, რატომ არ შეასრულა დანაპირები, რაღაც ვერ ვამჩნევ დასრულებას. ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ვამჩნევ, მიხვდნენ თავიან შეცდომებს და მზად არიან რეალური ნაბიჯები გადადგან გამოსასწორებლად. ნაციონალები რომ ამბობენ შეცდომები დავუშვითო, ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. მე დღეს აქ პროტესტის გამოსახატად არ მოვსულვარ, ამ უამრავი ადამიანის ერთიანობის მხარდასაჭერად მოვედი, მათ შორის, იმ ხალხის, რომლებმაც დღეს მოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ იგივე აზრზეა. ხალხმა უნდა დაიჯეროს უმთავრესი, რომ თვითონ არის ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, მის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივი და ცხადია, რომ არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა იმ სასტიკი რეჟიმის დაბრუნება, ამიტომ ახლა ყველამ კეთილი ინებოს, მივიდეს არჩევნებზე და უარი უთხარი სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას, რომ მერე ცნობილი ანეგდოტის პერსონაჟივით შვილიშვილების წინაშე არ გვქონდეს სათქმელი, ბაბუ, მე დამხვრიტესო.

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი): ჩემთვის კარგი მაგალითია, ჩემმა შვილიშვილმა რომ დამირეკა, რომელიც 16 წლის ხდება, მეც მოვდივარ ამ შეკრებაზეო. ასე რომ, მესამე თაობასთან ერთად მიწევს სამართლიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე ყოფნა. იმედი მაქვს, ეს ოდესმე დამთავრდება, თუ არა და ჩემს შვილიშვილებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ჩვენ ადამიანებს ვერ შევცვლით, არსებობენ ბოროტი, სულმოკლე თუ სულგრძელი ადამიანები, ე.ი. იყვნენ სულმოკლე ადამიანები, რომლებისთვისაც სხვისი ტკივილი არაფერს ნიშნავს, ან ავიწყდებათ. ღმერთმა ამ სიმართლით აცხოვროთ, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

მალხაზ თოფურია (ვეტერანი მეომარი):
ამ შეხვედრაზე ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც მოკლე მეხსიერება არ აქვთ. ვისაც დაეზარა არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბანზე მისვლა, ვერ აცნობიერებს, რომ ისევ განმეორდება, რაც 11 წლის წინ მოხდა. ის უბედურება რომ არ განმეორდეს, ყველა უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ნაციონალები, თუმცა არ მგონია, ამით დასრულდეს ის სიგიჟე, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი ლურსმანი უნდა დავაჭედოთ მათ პოლიტიკურ კუბოს. ოღონდ აქ ერთი ფაქტორიცაა, ხელისუფლებამაც უნდა ივარგოს, თორემ საზოგადოება ამისთვის დიდი ხანია მზადაა.

დავით ახრახაძე (ომის ვეტერანი):
ამ შეკრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ყელში ამოვიდა კოჰაბიტაცია. ეს უბრალოდ არჩევნები არ არის, დიდი პოლიტიკის ნაწილია. საიდან არ შემოგვიარა სააკაშვილმა, ყველანაირად ცდილობს შემოძვრომას. წარმოუდგენელია ეს 600.000 ადამიანი არ ენდობოდეს დიპლომატს, რომელსაც საფრანგეთი ენდობოდა და მხარს უჭერდეს "კაგებეს" გამოზრდილ კადრს. სალომე ზურაბიშვილს რომ მოიხსენიებენ რუსეთის აგენტად, საფრანგეთი იმდენი წელი რუსეთის აგენტს ამუშავებდა საგარეო სამინისტროში, ეს ხომ სასაცილოა?! უკვე ძალიან დავიღალეთ, უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნების" უუნარობა, მათ ყველანაირად დავუდგებით გვერდით, რომ დაასრულოს ეს განუკითხაობა. 7 ნოემბრის დარბევის დაზარალებული ვარ, ისეთი ადამიანი მოკლეს ცემაში, რომელსაც არცერთი ხელი არ ქონდა. მერე გვეუბნებიან, მკვლელი ამოიცანითო, როგორ ამოვიცნო, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩამოაცვა ნიღბები ამ მარბიელ-მკვლელებს?!

პაატა აბულაძე ("ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის და სხვა პრესტიჟული სამხედრო ჯილდოების კავალერი): მე მეგონა 2012 წლის 1 ოქტომბერს დავამთავრე №5, თურმე არ დამიმთავრებია. ბოლოჯერ დავეხმარებით "ქართულ ოცნებას", უფრო ზუსტად, საქართველოს ვუდგებით მხარში, მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 48-ს, იმის გამო, რომ დრო გვქონდეს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად. არჩევანი მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და ნაციონალებს შორის არ უნდა გვქონდეს გასაკეთებელი, ხელისუფლებამაც ჭკუა უნდა ისწავლოს. მეორე ტურში არ მონაწილეობა და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის არ მიცემა ნიშნავს, იმ სისტიკის უკან მობრუნებასთან ერთად, ფაქტობრივად არ მექნება მესამე ძალის ჩამოყალიბების დრო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
18-11-2018, 13:30


7 ნოემბერს, სამოქალაქო მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" ინიციატივით მოწყობილ შეკრება-აქციას უამრავი ადამიანი დაესწრო. რუსთაველის თეატრის დარბაზი მოკლე ხანში ისე გადაიჭედა, რომ ხალხი იძულებული გახდა ქუჩაში დალოდებოდა გამომსვლელებს და სავალი ნაწილი გადაეკეტა. აქციის მონაწილეთა შორის იყო მხცოვანი პოეტი რეზო ამაშუკელიც, რომელიც მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, დამიჯერეთ, ახლა ეს ამდენი ხალხი და მათი ხმაური უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩემი ინტერვიუო.

"საერთო გაზეთი" ხსენებული სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს და აქციის სხვა წევრებსაც გაესაუბრა.

ლევან გოგიჩაიშვილი (ყოფილი უფლებადამცველი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი)
: საზოგადოება აქ იმისთვის შეიკრიბა, რომ დაიცვას თავისუფლება, სამწუხაროდ, ისევ დაგვჭირდა ქუჩაში გამოსვლა. `მე ვიცავ თავისუფლებას~ არის წმინდა საზოგადოებრივი მოძრაობა და მეც, როგორც საზოგადოების წევრი ისე ვიმყოფები აქ. თავისუფლება და დემოკრატია ისეთი ღირებულებებია, რომელსაც დაცვა ჭირდება, რადგან ყოველთვის არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ მათ შეზღუდვას. ძალზე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება, რადგან თავისი კონკურენტისგან განსხვავებით, ის სიკეთის მხარეს დგას. სხვათა შორის, ეს არჩევნები ძალიან კარგი იყო იმ სამარცხვინო ადამიანების ბუნების კიდევ ერთხელ გამოსავლენად, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლის წინ რიგში დგანან თავიანთი შეთავაზებებით. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი სერიოზულ შედეგს დადებს, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება იმ ბოროტი ძალებისთვის, რომელსაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა და გრიგოლ ვაშაძე. ახლა მთავარია მობილიზაცია, საზოგადოება უნდა დაირაზმოს. ის ხალხი, რომელიც პირველი ტურის დროს არჩევნებზე არ წავიდა, ახლა აპირებს წასვლას, მათ ძალიან დიდი მადლობა ვუხდი, სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერას რომ აპირებენ. ბუნებრივია, პირველი ტურის შედეგი "ქართული ოცნებისთვის" კარგი გაკვეთილი იყო, შესაბამისად ჩვენ სრულიად რადიკალურად სასიკეთოდ შევცვლით პროცესს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ის სიკეთე, რასაც ჰქვია ქვეყანაში პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების ყოლა.
ირაკლი მეძმარიაშვილი (სამოქალაქო მოძრაობის წევრი, საზოგადოება "თბილისელის" გამგეობის თავმჯდომარე): ძალიან ცუდია, რომ 11 წლის შემდეგ ისევ მოგვიწია ჩვენი თავისუფლებისა და მეობის დაცვა, მაგრამ ასეთია დღევანდელი მოცემულობა და ეს უნდა გავაკეთოთ. ვთვლი, რომ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც დაივლის მთელ საქართველოს, ყველასთან მივა და შეახსენებს, ვისაც დაავიწყდა რა ხდებოდა ნაცრეჟიმის დროს. ექვსი წელი გავიდა, რაც ნაციონალები ხელისუფლების სთავეში აღარ არიან და მე არ მინახავს მათგან ერთი ადამიანი გამოსულიყო და თუნდაც ბოდიში მოეხადა იმ სისასტიკეზე, რაც მათი მმართველობისას იყო გამეფებული ქვეყანაში. პირიქით, ბრალდების რეჟიმში არიან, აქეთ გედავებიან. არადა, ჩვენ რომ ვყოფილიყავით მაგათ ადგილზე, ამდენს ნამდვილად არ გვალაპარაკებდნენ, ციხის საკნებში ვიქნებოდით გამომწყვდეული. თითქმის ყველა ტელევიზია მათ ხელშია და რევოლუციურ რეჟიმში მუშაობენ, ვთვლი, რომ "მე 9 არხი", ინფო 9 არ უნდა დახურულიყო, არც "ჯიდიე"-ზე უნდა გაეუქმებინათ საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური თოქ-შოუები. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ არ იყოს განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზია. მედიასაშუალებების უმეტესობა დღეს როგორც იქცევა, ეს არ არის ნორმალური ქვეყნის მახასიათებელი. რაც შეეხება არჩევნებს, ჩემი აზრით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღეს, რის გამოც ხმები დაკარგა სალომე ზურაბიშვილმა, გასაგებია, რომ გაბრაზებულები არიან ხელისუფლებაზე და სამართლიანადაც არიან გაბრაზებულები, ახლა გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ მისცენ შანსი "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ შეასრულონ დაპირებები. იმ ჯგუფმა, რომელიც ახლა შეიქმნება და დაივლის საქართველოს, როცა საზოგადოებისთვის სასურველი შედეგით დამთავრდება მეორე ტური, აუცილებლად უნდა აკონტროლოს მთავრობა. ხალხის მიერაა დაქირავებული ხელისუფლება და სწორედ მან უნდა აკონტროლოს.

ჯაბა ჯიშკარიანი (ყოფილი უფლებადამცველი, დედაქალაქის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"):
დღევანდელი შეკრების მიზანი საზოგადოების საბოლოო კონსოლიდაციაა, ყველამ ერთად (მათ შორის ხელისუფლებამ), ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა. ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ რეჟიმის ჩასახვიდანვე დაიწყო, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი, მაგრამ იყო ძალზე შეუპოვარი და პრინციპული. შემდეგ მოხდა 7 ნოემბერი, სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე ფართო პროტესტის დღე, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ ერთად ჩამოვხსენით ნიღაბი სააკაშვილს. ჩვენ მოვისმინეთ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედი" არ იყიდება, ჩემს რესურსს ბოლო ცენტამდე გამოვიყენებ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ მოუსავლეთში გასასტუმრებლადო, რაც მას არ აპატია სააკაშვილის ხელისუფლებამ. 11 წლის შემდეგ ვნახეთ ჩანაწერი, როგორ გეგმავდა მაშინდელი ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მოცილებას, როგორ გეგმავდნენ მაღალჩინოსნები ბატონი ბადრის ლიკვიდაციას. რომ არ განმეორდეს 7 ნოემბერი, 26 მაისი, გირგვლიანები, ვაზაგაშვილები, გამცემლიცეები, რობაქიძეები, შავაძეები და სხვა რეჟიმის მიერ განადგურებული ადამიანები, აღარ მოხდეს პატიმრების წამება-გაუპატიურება, ყველა უნდა დავირაზმოთ, გავერთიანდეთ და უარი ვუთხრათ სისხლიან წარსულში დაბრუნებას, რადგან ისევ ჩვენი საომარი გახდება. დღეს შეიძლება საკრებულოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ჩემი ფუნქციები და მოვალეობები მაქვს ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ პირველ რიგში მოქალაქე ვარ, ყოველთვის ძალიან აქტიური მოქალაქე ვიყავი და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოში ამაზრზენი ძალების პარპაშს, არ დავუშვებთ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლების დაკარგვას. არჩევნებამდე დავივლით მთელ საქართველოს, ქუდზე კაცს გამოვიყვანთ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ძალიან კულტურული, დემოკრატიის ამრჩევი ერი, რომელიც უარს ეუბნება წარსულს, ხალხის მჩაგვრელ რეჟიმებს, რომელიც იყო ფაშიზმის მანიაკალური გამოვლინება. სააკაშვილის ენა სიძულვილის ენაა, ხომ მოვისმინეთ, როგორ მოიხსენიებდა "კაგებეშნიკ" ბიძამისთან ერთად ქართველ ერს. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ავირჩიეთ სიყვარულის ენა, მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, რასაც არაფრით დავთმობთ და არაფერზე გავცვლით.

გიორგი იაკობაშვილი (ინტერნეტგამოცემა "ფორ-გეს" დირექტორი, ჟურნალისტი): ჟურნალისტებიც ვცოდავთ იმ მხრივ, რომ არ ხდება მეტი ახალი სახის წარმოჩინება საზოგადოებისთვის, რაც ძალზე საჭიროა. ვიღაც-ვიღაცებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, არა აუცილებლად ცნობადი სახეები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელზეც გადადის ამ ქვეყნის მომავალი. ზოგი ჭირი კი არა, ლამის ყველა ჭირი მარგებელია, შექმნილ ვითარებაში, როცა ნაცმოძრაობას რაღაც იმედი გაუჩნდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება, აქაც არის დადებითი მომენტი, "ქართულმა ოცნებამ", იმ ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ქვეყნის ბედი აბარიათ, ყურები გამოიჩხრიკონ, მოუსმინონ იმ ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ მოხდებოდა ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. სხვათა შორის, არ არსებობს დედამიწის ზურგზე მთავრობა, რომელსაც შემოძახებაა არ ჭირდებოდეს, ეს ქვეყნისთვისაა აუცილებელი. ისე გამოვიდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ 1 ოქტომბერს დაამთავრა ბრძოლა და დაელოდა დადებით შედეგს. სახელმწიფოს მშენებლობა, მითუმეტეს ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც 200 წლის განმავლობაში კოლონია იყო, მათ შორის, 70 წელი ბოლშევიკური რეჟიმის ნაწილი, ხოლო შემდეგ სამოქალაქო ომები და სააკაშვილის სისხლიანი ხელისუფლება, ასეთი სახელმწიფო 1–2 დღეში და თუნდაც ხუთ წელიწადში ფეხზე ვერ დადგება, საერთოდაც ვერ დადგება თუ არ იქნება საზოგადოებრივი აქტივობა, თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს არ არის უბრალოდ ხმამაღალი სიტყვები. ჩვენ ველოდებით, რომ ვიღაც რაღაცას გააკეთებს, ერთმანეთის იმედზე ვართ, ამან მოიტანა ის შედეგი, რომ თუნდაც ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი არ წავიდა არჩევნებზე, სხვები მაინც მიდიანო და დღეს თავში ხელს ირტყამს. ამ სავალალო შედეგიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს როგორც მმართველმა ძალამ, ისე თითოეულმა მოქალაქემ, გასაგებია, რომ არჩევნების დროს ის ამომრჩეველია, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოქალაქეა და ვალდებულებები გააჩნია. მედიასაშუალებებზე ვსაუბრობდით, მე იმას არ ვამბობ, რომ "ქართული ოცნების" აპოლოგეტები იყვნენ, იმის აპოლოგეტები იყვნენ, ვინც ამას იმსახურებს, ეს არის ჩვენი სამშობლო თავისი ისტორიით, ერი და თუნდაც ჩვენი ხვალინდელი დღე, რომელიც კარგი ლამაზი მინდა იყოს. ჟურნალისტებისგან მე უბრალოდ იმას ვითხოვ, რომ შავზე შავიაო თქვან და თეთრზე თეთრი, ნუ აპიარებენ და ნუ ქმნიან ცნობად სახეებად იმ პერსონებს, რომლებსაც ქვეყნისთვის კი არა, საკუთარი ახლობლებისთვის არ გაუკეთებიათ არაფერი. მაგალითად მე, ერთად აღებულ ამ "ცნობად" სახეებს საქართველოსთვის დაღუპული ერთი უცნობი ჯარისკაცი მირჩევნია.

დინა მირცხულავა (ინფო 9-ის ყოფილი ჟურნალისტი): ყველაზე მეტად ვიყავი მოვლენების ეპიცენტრში, ამიტომ გული მტკივა, რომ 2018 წელს ისევ ნაციონალებთან ბრძოლა გვიწევს. ეს ჩემი თაობის ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ მოქმედ ხელისუფლებას ბოლოჯერ უნდა მივცეთ შანსი. უხეშად გამომდის, მაგრამ არჩევნების შედეგი კარგი ალიყური იყო ხელისუფლებისთვის იმდენად დაშორდნენ ხალხს, ძალიან შორს არიან რეალობისგან. ბიძინა ივანიშვილმა სწორად ბრძანა, რომ უნდა დაბრუნდნენ ძველი გვარდიელები, რომლებიც ახლა უბრალოდ ფეისბუქში ვაჩხაკუნებთ, არსად გვაქვს რაიმეს კეთების უფლება, იმიტომ, რომ ყველანაირად ჩაჩოჩებული ვართ. დღევანდელი შედეგი იმან მოიტანა, რომ "ქართულ ოცნებას" იდეოლოგები კი არა, მხოლოდ ტაშის დამკვრელები ყავდა დაშვებულ შეცდომებზეც კი. მოყვარეს პირში უძრახო, ეს დავწერე კიდეც, როდესაც ჩვენს რეგიონში (მცხეთა-მთიანეთი) "ქართულმა ოცნებამ~" ყველაზე ცუდი შედეგი დადო. ნაციონალებს მცხეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ მოუგიათ, იმდენად ოპოზიციურად განწყობილი რაიონი იყო, დღეს კი მათმა კანდიდატმა დაახლოებით 1600 ხმით (ზუსტი ციფრი არ ვიცი) მოუგო სალომე ზურაბიშვილს. ვფიქრობ, კარგი რაღაც მოხდა, რომ ხელისუფლების გასააქტიურებლად. ჩემს თაობას ვურჩევდი, რომ არ ჭირდება ეს 30-წლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსები, თუმცა ახალგაზრდობა არც რეაგირებს მათზე და არც ცოცხებისა და "დუბინკების" ეშინია. ჩენს თაობას რეალური საქმე და კომუნიკაცია ჭირდება თავისივე არჩეულ ხელისუფლებასთან და დეპუტატთან. მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს "ქართულ ოცნებას" მცხეთაში პულსი რომ არ ესინჯება, ჩემი აზრით, ამაში დიდი "წვლილი" მიუძღვის მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს. მე არ ვიცი ეს მიზანმიმართულად მოხდა თუ უნებლიედ, მაგრამ ვითარებამ აჩვენა, რომ ბატონი ხუნდაძე ნამდვილად არ არის "ქართული ოცნების" კადრი.

მეტის ნახვა
18-11-2018, 12:00


ბოლო ათი წლის განმავლობაში მთელი საქართველო ერთხმად გაიძახოდა – სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უმკაცრესად უნდა დაისაჯონ როგორც სამშობლოს მოღალატეები, რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიზნობრივი გადაცემისთვისო… და რა ხდება, რა შეიცვალა დღეს, როცა სალომე ზურაბიშვილმა სცადა დაეკონკრეტებინა, თუ რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი?

შავი პიარის და თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება და ამ საქმეში მთელი ქვეყნის „ბნელეთის მოციქულები“ საოცარ ერთსულოვნებას ავლენენ. ზოგი პროცესი მართვადია, ზოგიც სტიქიური, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ორგანულია ნეგატივზე მომართული მანქანის თითოეული ჭანჭიკისთვის, რომ „ჰარმონიის“ მიღწევა ყოველთვის ხერხდება.

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, კვლავინდებურად ორი პოლიტიკური სუბიექტი იკვეთება – ბარიერის ერთ მხარესაა მმართველი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“, საზოგადოების განმსაზღვრელი (გადამწყვეტი) უმრავლესობის მხარდაჭერით, ხოლო მეორე მხარეს – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სტაბილური 25%-იანი მხარდაჭერით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერესების გამოხატვას თითქოს მარტივად უნდა ერქმეოდეს ხოლმე თავისი სახელი, რადგან საზოგადოების მენტალური გახლეჩის, ან უფრო ზუსტად – სამოქალაქო „ზნეობრივი ომის“ პირობებში – ნეიტრალურები, უბრალოდ, არ არსებობენ, მაგრამ…
სიტყვა „თითქოს“, რასაკვირველია, შემთხვევით არ ჩამისვამს წინადადების გულში. სახელის დარქმევას, ხშირ შემთხვევაში, ხელს ერთი გარემოება უშლის: არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც შინაგანად არ არის „ნაცების“ მომხრე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო (პირადი ინტერესი, სნობური თავმოყვარეობა, პოლიტიკური სიბეცე და სხვა.., ან უბრალოდ – შური და ბოღმა), სწორედ „ნაცების“ საქმეს აკეთებს.
არის კიდევ ერთი, არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი (ე.წ. ერთკაციანი პარტიები, გრანტიანი „ენჯეოები“, „ექსპერტები“, პრონაცურ მედიაში გადანაწილებული „ჟურნალისტების“ მთელი არმია და სხვ.) რომლისთვისაც „იქ დგომას“ გარკვეული სარგებელი მოაქვს და წინა აბზაცში ჩამოთვლილი სუბიექტებისგან განსხვავებით, შეგნებულად მავნებლობენ, ანუ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროსტიტუციასთან გვაქვს საქმე.
„ნეგატივი მოდაშიაო“ – ამაზე საუბრობს ყველა, პოლიტიკური ელიტით დაწყებული და რიგითი „ობივატელით“ დამთავრებული. შეფასების ქვეტექსტში იკითხება ის უზარმაზარი ზიანი, რაც ქვეყნისთვის საზოგადოების განწყობაზე მუდმივ უარყოფით ფსიქოლოგიურ წნეხს მოაქვს.
სამწუხარო რეალობაა, რომ თითქმის ყველა ტელეარხი ნეგატივზეა აწყობილი. შეიქმნა ყალბი სტერეოტიპები, რომ ლანძღვა-გინება უფრო გაყიდვადია, რომ გაკეთებულის არდანახვა და სიკეთის არდაფასება „კარგი ტიპობის“ პირობაა, რომ რაც უფრო „ზევით“ აისვრი ტალახს, მით უფრო მაგარი ბიჭი ხარ.
განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ პროცესმა თანდათან მასობრივი სახე მიიღო. ყურადღების ცენტრში მოქცევის და მოკლევადიანი სარგებლის მიღების სურვილი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს უბრალოდ აყრუებს და აბრმავებს და ავიწყებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ შეუმდგარი სახელმწიფოს პირობებში პირადი კეთილდღეობა მიუღწეველი ოცნებაა. მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ხილული ფაქტია, რომ ქვეყანაში ერთგვარი ჰეროსტრატეს სინდრომი მძვინვარებს.

… ისევ აგვისტოს მოვლენებს დავუბრუნდები და მთელი ქვეყნის ვაშაძე-ბაქრაძეებისთვის, თავის მარგველაშვილ-უსუფაშვილებიანად (და რასაკვირველია, მათთვისაც, ვინც გულწრფელად განიცდის ამ პოლიტიკური ჭუჭყის შემოტევებს და ფაქტები და არგუმენტები არ ჰყოფნით ფეისბუქჭაობის დუღილის ჩასახშობად) კიდევ ერთხელ გავიხსენებ ძველი ხელისუფლების იმ ყველა დანაშაულებრივ ნაბიჯს, რომლებიც წინ უძღოდა რუსული გეგმის წარმატებით განხორციელებას.
საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს „დაუმტკიცოს” „ნაცების” პროპაგანდისტულ მანქანას, რომ „მოღალატე“ არაა, რომ რუსეთის დავალებებს არ ასრულებს, რომ პროდასავლური ორიენტაციისაა და ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქმეში ჩახედული ნებისმიერი ქართველისთვის თუ უცხოსთვის ცხადზე უცხადესია, რომ წინა ხელისუფლებამ სარუსეთო დავალება შეასრულა.

მივყვეთ ქრონოლოგიას და მხოლოდ შიშველი ფაქტებით ვილაპარაკოთ: პროცესი 2004 წლის 6 მაისიდან იღებს დასაბამს. თეთრ ცხენზე მჯდარმა (თუ დასმულმა) სააკაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბათუმიდან „დააანონსა”, რომ სექტემბერში ცხინვალში შევიდოდა, ხოლო 23 ნოემბრის გიორგობას სოხუმში აღნიშნავდა. ამის შემდეგ დაიწყო, (საღი აზრის პოზიციებიდან სრულიად უაზრო), თანმიმდევრულ აქტივობათა სერიალი, რაც მთლიანად 8 აგვისტოს შემზადებას ემსახურებოდა, სწორედ იმ დასასრულით, რა შედეგიც მივიღეთ:

პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი – ავანტურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგები თ. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, ქართულუნიფორმიანი, მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.

შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის – ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;
შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, „მონადირის” გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);
შემდეგ იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად). ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება”. ამ ყველაფერს, მუდმივად, ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.

იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა – „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია”. მართლაც, კომენტარი ზედმეტია.

უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი თემურ ალასანია. საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე.
(თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)

ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.
ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა – რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?
ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური, ან პრორუსული არ არის ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში ემსახუროს აშშ-ის, ან რუსეთის ინტერესების გატარებას. ქვეყნის ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდებით მმართველი სააკაშვილის პროდასავლურობაზე საუბარი დასავლური ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია) შეურაცხყოფაა. სააკაშვილის და მსგავსი მენტალური წყობის ადამიანებისთვის ყველაფერს პირადი ინტერესი, პირადი ამბიცია განსაზღვრავს. როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.

ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ორივე ერთად), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.
ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაც „ყველა მტერთან გამკლავება შეუძლია”? (სააკაშვილის სიტყვებია).
არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს”.

იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ე.წ. ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).

აუცილებლად შესასწავლია ომის შემდგომი პერიოდის მოვლენათა განვითარებაც. ავადსახსენებელი აგვისტოდან გარკვეული დროის შემდეგ მოვისმინეთ აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირების – კონდოლიზა რაისის, ჯონ ტეფტის, რიჩარდ მაილსის, ჯონ მაკკეინისა და თქვენ წარმოიდგინეთ, მეთიუ ბრაიზას – „გულისშემძვრელი აღსარებები”, თუ როგორი უმართავი (ყველაზე რბილი შეფასებით) გახდა „მიშა” აგვისტოს წინა პერიოდში.
საუკუნეების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და მაინც, პირვანდელი ჟღერადობით გაისმის კითხვა: რატომ არ ხდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება? მითუმეტეს, როცა საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია ჩვენი პარტნიორების მიერ (ტალიავინის კომისიის დასკვნა მაქვს მხედველობაში). ნაცვლად იმისა, რომ მრავალ დანაშაულში უკვე მხილებული რეჟიმი „კედელთან ჰყავდეს მიყენებული”, ხელისუფლება თვითონ იყენებს თავს თავის მართლების რეჟიმში.

2008 წლის აგვისტოს ე.წ. მოვლენებიდან ათი წელი გავიდა, ძიების საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. არც პოლიტიკური შეფასება გაკეთებულა, რომ სამართალმა ნაწილობრივ მაინც იზეიმოს. ის, რომ საერთაშორისო ინსტიტუციამ მიიღო გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება და ამისთვის პასუხისმგებელი პირიც შეარჩია (პროკურორი ფატუ ბენსუდა), ოდნავადაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. უბრალოდ, არ მჯერა, რომ გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, თუ საქართველოს ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში არ იმუშავებს იმავე მიმართულებით.
არ მჯერა, რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, რადგან ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში მთავარი დამნაშავეა რუსეთი, რომლის მიმართაც, „იქ“, როგორც წესი, გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე სავარაუდო დამნაშავეა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რომლის პირველი პირიც, მრავალ დანაშაულში მხილებული და საერთაშორისო ძებნაში გადაცემული მიხეილ სააკაშვილი, მის ძველ ლობისტებს, „საერთაშორისო სამართლის“ ცხვირწინ, წლებია საიმედო თავშესაფარში ჰყავთ გახიზნული, კაცმა არ იცის, რა ძველი „დამსახურებებისთვის“…

სულ რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულების დათხოვნის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურების სკოლაგამოვლილების ნდობა ათწლეულების შემდეგაც არ შეიძლება. ძველებურად რომ ვთქვათ – ამ საქმეში „ყოფილები“ არ არსებობენ.
ცნობილი ფაქტია, რომ იმავე „სკოლის“ აღზრდილია მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც, დამატებით, გავლენიანი ბიძის „ხელის წაკვრით“, კგბ-ს სასაზღვრო ნაწილებში გაიარა სამხედრო სამსახური.

აგვისტოს შემზადებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა „ნაცების“ დღევანდელ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც სააკაშვილთან ერთად ბოლო წუთებამდე მთელ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ „რუსები კარგად იქცევიან“. გრიგოლ ვაშაძე, თავისი „შეგნებული ცხოვრების“ უდიდესი ნაწილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღების დეპარტამენტის თანამშრომელი, ანუ „მაღალი ნდობის“ პირი იყო.
ერთი სიტყვით, საკმაო საფუძველი არსებობს იმ ვარაუდისთვის, რომ სააკაშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად შეასრულა რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რასაც, მეტი გარანტიისთვის, პუტინის შტაბის დავალებითვე, მუდმივ კონტროლს უწევდნენ თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძე და კახა ბენდუქიძე, რომელიც, თავის მხრივ, გეგმის ეკონომიკურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო გამოძიება საქმის ამ და მსგავს ასპექტებს ყურადღებას არ დაუთმობს და არც უნდა დაუთმოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.

მხოლოდ გულუბრყვილო ამომრჩეველზე შეიძლება იყოს გათვლილი ის ყალბი ისტერიკა, რომ ომზე ყველა სიმართლის თქმამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესს. ყალბია პირველ რიგში იმიტომ, რომ რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილს, ეს რუსეთის, როგორც აგრესორის და ოკუპანტის პასუხისმგებლობას ვერ შეამცირებს და მეორე – ყველამ ყველაფერი ქალბატონი სალომეს გარეშეც კარგად უწყის, ანუ – იმაზე მეტს მაინც ვერ იტყვი, რაც არაერთგზის უკვე თქვეს ტალიავინის („გაზპრომის აგენტის“) კომისიამ, ევროსაბჭოს რეზოლუციამ, კონდოლიზა რაისმა, რიჩარდ მაილსმა და სხვ.
ჩემი ღრმა რწმენით, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს აღიაროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შედეგების გამო (თუნდაც ის რად ღირს, რომ ქართული სოფლებიდან არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია), თვითონაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს და მათაც შესაბამისად უნდა მოეთხოვოთ ამისთვის.

თუ რა სიმძიმისაა ეს პასუხისმგებლობა და რა ფასად დაუჯდა ის ქვეყანას, ამაზე ომის შედეგები მეტყველებს: ას ორმოცდაათზე მეტი დაკარგული სოფელი; ასეულობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე; ასეულობით დანგრეული, გადამწვარი და მიტოვებული სახლი; ათასობით ახალი დევნილი; ასეულობით შეურაცხყოფილი ადამიანი; ძირძველ ქართულ მიწაზე ორი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის საჯარისო შენაერთებით დაცული და გამყარებული…

აი, ეს გახლავთ შეულამაზებელი სიმართლე და რეალობა და ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის მოვალეობაა, ხელისუფლებას მოსთხოვოს ფაქტებს და მოვლენებს დროულად დაარქვას თავისი სახელი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისი თ. სხვანაირად, ქვეყანაში გამეფებული მართვადი ქაოსი არ დასრულდება და სახელმწიფოს შენების პროცესი გარდაუვალ ჩიხში მოექცევა, რადგან –
სადაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა.

ბიძინა დვალი

მეტის ნახვა
15-11-2018, 18:00