გვესაუბრება ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე:

- ბატონო რამაზ, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ სერიოზული ცვლილებების ჟამი დადგა. საინტერესოა, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ დღეს, რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა?

- ეს მარტივი შეკითხვა არ გახლავთ, არამედ საკმაოდ რთული საკითხია. ეს კითხვა - რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა, ხშირად ისმის. სწორად განვითარებაში შეიძლება იგულისხმო პროცესები ბუნებრივად მიდის თუ არა, კარგისკენ მიდის თუ ცუდისკენ. შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები ბუნებრივად ვითარდება. ბოლოსდაბოლოს შემთხვევით ხომ არ არის ნათქვამი: ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილოო, ასევე, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ზოგადად, ყველა ქვეყნის ისტორიაში არსებობს გმირობის ეპოქა, რაც გარკვეულ პირობებში, გარკვეული ლიდერების, მათი მოწოდებებისა და კონკრეტული პირობების წყალობით დგებოდა. თორემ, თუკი ადამიანებს თავის ნებაზე მიუშვებ, ისინი ბევრ ცუდ რამეს ჩაიდენენ. ასე ვითარდებოდნენ ქვეყნები ოდითგანვე. ძალიან არ უნდა ვიდარდოთ, რომ ჩვენს თავზე ხდება რაღაც საშინელება. იმ მეტნაკლებად მყიფე ღირებულებების, რომლებიც მერე ამა თუ იმ მოვლენების მიმართ ქვეყანაში მოქალაქეების დამოკიდებულებას აყალიბებს, ჩამოყალიბებასაც დრო უნდა. გავიხსენოთ, რამდენი დრო დასჭირდა იქამდე მისვლას, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ილიას ძირითადი დამსახურება სწორედ ეს არის - მან ეროვნული თვითშეგნება გააღვიძა. თორემ, ქართველები შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდებოდნენ. ასე, რომ მოდით ყველა მოვლენას იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში შევხედოთ, რომელშიდაც ვცხოვრობთ. ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში კი როგორც კი თავის ნებაზე (ნახირის არ იყოს) მიშვებული აღმოვჩნდით, კიდეც დავანგრიეთ, კიდეც მოვიტაცეთ, ბევრი საშინელება, სისულელე ჩავიდინე თ. შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო? - არ ვიცი, ძალიან მეეჭვება.

ამიტომ, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მივდივართ ისე როგორც უნდა მიდიოდეს ქვეყანა, ერი, რომელსაც არ დასცალდა საიმისოდ ჩამოყალიბება, რათა მდგრადი სახე ჰქონოდა. მარტო ჩვენ კი არა, ნებისმიერი ქვეყანა რევოლუციებმა, კატაკლიზმებმა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. წინა საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო რუსეთი ეკონომიურადაც, სამხედრო ძალითაც და ა.შ. გერმანელების შეგდებულმა რევოლუციამ მთელი რუსული სინამდვილე ისე ამოატრიალა, რომ ამხელა იმპერია ნაწილებად დაიშალა და ერთმანეთს ებრძოდნენ. საფრანგეთის რევოლუციამაც ბევრი უბედურება მოუტანა ფრანგებს და ა.შ. ასე, რომ ქვეყნებს ასეთი ეტაპები განვლილი აქვთ. ჩვენც გარდამავალ ეტაპზე ვართ. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ამ გარდამავალი ეტაპის ზოგად კანონზომიერებებს საქართველო იმეორებს. მე ის მიკვირს, კიდევ უარესად რომ არ ვართ. სულ ჩივილსა და წუწუნში ვართ. ეს ჩემი სფეროც არის, ფსიქოლოგიას ვგულისხმობ _ ადამიანი რომელიც სულ ტირის, ჩივის, ის ყოველთვის უბედური იქნება არა იმიტომ, რომ რეალობაა ცუდი, მას, უბრალოდ, ბედნიერების ნიჭი არ აქვს, იგი ასე ბედნიერების ნიჭს კარგავს, რაც, სხვათა შორის, ადრე გვქონდა. საუკუნეების მანძილზე მიუხედავად იმისა დაპყრობილნი ვიყავით თუ არა, ცხოვრების ხალისი, სიცოცხლის წყურვილის ნიჭი ყოველთვის გვქონდა. ახლა, უბრალოდ, რაღაც ეტაპი დაგვიდგა, იმედია დროებითი, როდესაც კარგ ტონად მიგვაჩნია ძახილი და წუწუნი, რომ ცუდათ ვართ. ამ დროს რეგიონში მყოფ სხვა ხალხებთან - სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და ა.შ., შედარებით ცუდად არ ვართ.

- დასაწყისში ახსენეთ, დიდი დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვყუდნებოდაო. დღეს, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის?

– რეალობას გავუწიოთ ანგარიში. ადრე, საქართველოს მეფე ვინ იქნებოდა, ეს საკითხი ისპაჰანში წყდებოდა. დღეს, ასეთი მდგომარეობა გვაქვს?

- პრობლემები სხვაც ბევრია. დღეს ყველა პარვაზე, ძარცვაზეა გადასული და არავინ ფიქრობს ქვეყანას რა არგოს.

- ამიტომ დავაყენე დასაწყისში საკითხი ასე - ბუნებრივად ვვითარდებით თუ კარგად. ეს, არაბუნებრივია, რომ ქვეყანაზე არ ფიქრობენ?! დავაკვირდეთ, განა ოდესმე ქვეყანაზე ფიქრობდნენ? თავადები ერთი მეორეს ღალატობდნენ, ჯარი არ გამოჰყავდათ დასახმარებლად. ისინი ფიქრობდნენ ქვეყანაზე?! თუ ეს ჩვენი ისტორია არ იყო?!

- ამიტომ, გკითხეთ დასაწყისში ცვლილებების ჟამი ხომ არ მოახლოვდა?

- რა რესურსით უნდა შევიცვალოთ უკეთესობისკენ?! ერეკლე მეორე ბრწყინვალე მხედართმთავარი იყო. ხმალი, პირადი გაბედულება და ვაჟკაცობა იყო მისი მთავარი რესურსი, რათა საქართველოსთვის ებრძოლა. დღეს, რა რესურსი გვაქვს? ინდივიდუალური რესურსები, ადამიანები გვჭირდება, რომელთაც ქვეყნის მართვა შეუძლიათ. ასევე, გვჭირდება საზოგადოება, რომელსაც სწორი არჩევანის გაკეთება შეუძლია. საზოგადოებას აქვს იმის უნარი სწორი პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს? - არ აქვს, ხომ. ხოდა თუ საზოგადოებას ეს არ აქვს, მაშინ რაღას ვიშვერთ თანამდებობის პირებისკენ ხელს - იპარავენო. მომპარავები ხომ საზოგადოებამ აირჩია, ვინმემ ძალით დაგვინიშნა? ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რაღაცას რომ ვჩივით, ვის უჩივით - ჩვენს თავს?! ამ ტიპის ჩივილი აწუხებდა ილიას, რომელიც ამბობდა, რომ ქართველები არ ვარგიან. იგი არ ჩიოდა იმას, რომ იპარავენო. არამედ იმას ჩიოდა, რომ "ბედნიერი ერი" ვართ, რომელსაც სერიოზულად არაფრის კეთება არ შეუძლია. ამ გზით რატომ არ მივდივართ? ჩვენს ეროვნულ ხარვეზებზე რატომ არ ვლაპარაკობთ? 

- ახლა ილია ახსენეთ. არამარტო იგი, არამედ მე 19 საუკუნის ქართული მწერლობა თავგამოდებით ცდილობდა ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტად და ჭეშმარიტ მოქალაქედ აღზრდილიყო…


- ნუ ვქმნით ლეგენდას. ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთი ძალიან კარგი, ბრწყინვალე ჯგუფი, მაგრამ ამავე დროს, პარალელურად, იყვნენ ისინიც ვინც ილიას ტყვია ესროლეს.

რატომ ვკლავთ-ხოლმე, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ერში ერთიც არის და მეორეც. აკაკიმ ილიას დაკრძალვისას თქვა: თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. რამხელა ტკივილით ნათქვამი სიტყვაა. კარგად ჩანს, რომ ეს მხოლოდ მწერლისგან ნასროლი სიტყვა არ იყო, არამედ რეალობა. მიაჩნდათ, რომ საქართველო როგორც ასეთი, უნდა გაქრეს. დღეს ხომ ასეთი იდიოტიზმები აღარ გვაქვს. ეს ეტაპი გავიარეთ, ქვეყანა მაინც გადარჩა. ასე, რომ იმაზე ტირილი რომ არიქა, ახლა, დავიღუპებით და არაფერი არ გვეშველებაო, ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ამდენი რამ აქვს გამოვლილი, სწორად არ მეჩვენება.

- თქვენ ახსენეთ, საზოგადოებას არ შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთებაო. ეს სახელმწიფო ხომ ვერ იქნება ძლიერი, თუ მოქალაქე პატრონად არ ვარგა.

- სახელმწიფოსგან პატრონობას არა, მაგრამ თავი დაგვანებოსო, ითხოვდნენ მაგალითად, ამერიკაში. ამერიკა, ამერიკაო სულ რომ ვიძახით, ეს ის ამერიკაა, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მოქალაქის ცხოვრებაში მინიმალური უნდა იყოს. ჩვენ, ვაპირებთ ამერიკას მივბაძოთ, ამ დროს ვთვლით, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანზე. თვითონ ადამიანი ზრუნავს თავის თავზე?! ე.ი. აქ, უბრალოდ, სხვა თემაა წინ წამოსაწევი. ქართველი ვარგა თუ არა იმისთვის, რასაც ცხოვრება ითხოვს, ილიასდროინდელ ჩივილს ვუბრუნდები, საკითხავი ესაა. ილია ამბობდა: ახლა, კალამმა უნდა გაიმარჯვოს და არა ხმალმაო. იგი ცდილობდა ქართული ცნობიერება შეეტრიალებინა. ამ მიმართულებით ქართველებთან დაბეჯითებით ლაპარაკი უფრო უპრიანი იქნება, თორემ, მთელი საზოგადოების, ჟურნალისტების ძირითადი სასაუბრო თემაა, რომ ხელისუფლება არ ვარგა.

ხელისუფლებას შენ ირჩევ და ვის უჩივი რომ არ ვარგა, გაუგებარია. თუ ასარჩევიც არ ვარგა, მაშინ ე.ი. ერს სხვა რამ უნდა მოუწოდო, თორემ რეალურად გამოდის, რომ ჩვენ, ერს მუდმივად რევოლუციისკენ მოვუწოდებთ, ასევე, იმისკენ, რომ უნდა გადავატრიალოთ, გავყაროთ, დედა ვუტიროთ. ამ დროს თუ პრობლემა ჩვენშია, რამდენი ხელისუფალიც არ უნდა გაყარო, მაინც ცუდი სახელმწიფო შეგრჩება იმიტომ, რომ გადამტრიალებელი ისევ ჩვენ ვართ. ჩვენ რომლებიც აზრზე არ ვართ რისთვის გვინდა ეს სახელმწიფო. ხშირად იმისთვისაც აწყობენ რევოლუციას, რომ ფულის აპარატთან თვითონ მივიდნენ და სხვა გვერდზე ჩააჩოჩონ. ამიტომ, ისევ რევოლუციური განწყობის მოტივირებაა _ ხელისუფლება ადამიანს არ უვლის, ცუდია, ხომ ძირითადად ამის კულტივირებას ვახდენთ. საქმე ჩვენდაუნებლიედ იმ რევოლუციისკენ მიგვყავს, რამაც არაერთხელ დაანგრია ქვეყანა და ეტყობა, კიდევ გვინდა დაანგრიოს. ამიტომ, არის ჩემთვის ძალიან ხშირად გაუგებარი ის რასაც, მედიას არც ვიტყოდი, პუბლიცისტიკა აკეთებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მეც ვარ.

- სადღა არის პუბლიცისტიკა?


- პუბლიცისტიკა თუ არ არის, ესეც რისი ბრალია? ერთ-ერთ ცნობილი გაზეთის რედაქტორს, რომელთანაც თავის დროზე კამათი მქონდა გაზეთის ბედ-იღბალზე, ვუთხარი: ილიამ პუბლიცისტიკით შეატრიალა ქართული ცნობიერება-მეთქი. მან მიპასუხა: რა დროს ილიაა, ახლა, გაზეთი კომერციააო. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად არიან. რა უნდა ვქნათ, მათ ხომ არ დავხოცავთ. იქნებ რაღაც სხვა არის შესაცვლელი. კერძოდ, იქნებ ის არის შესაცვლელი, რომ ეს ძირითადი ლაიტმოტივი, რითაც ცხოვრობს ქართველი _ ხელისუფლება ცუდიაო, გამოვცვალოთ. დავაკვირდეთ, იქნებ ჩვენ ვართ ცუდი. შევუძახოთ ერთმანეთს ისე როგორც ვუძახით-ხოლმე ნარკოტიკს ნუ მოსწევ, ცუდიაო. ეს შეძახილი მეტნაკლებად მოქმედებს, მერე, იმის მაინც რცხვენიათ თქვან რომ ვეწევიო. დღეს, მაგალითად, ასეთი შეძახილით მიღებულია, რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს, სირცხვილია თუ ვინმე იძახის სხვას მივეკედლოთო. ეს მოსაწონია, ე.ი. შეძახილმა შედეგი გამოიღო.

მაშინ იქნებ შევუძახოთ ადამიანებს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი მოქმედება, მეტი ფიქრი. ჩვენ ადამიანებს - ქართველებს არაფერს არ ვავალდებულებთ. მარტო ხელისუფლებას ვავალდებულებთ ჩვენი რიტორიკით. ამიტომ, ადამიანები რჩებიან ისევ ისეთი უპასუხისმგებლონი, დაუდევარნი, ისევ გაქურდვაზე ორიენტირებულნი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ადამიანები არიან შესაცვლელი და არა მარტო ხელისუფლება. იმიტომ, რომ ხელისუფლება ისევ იმ ადამიანებიდან იცვლება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
14-07-2018, 13:30


სვანეთს თუ რამე დაღუპავს, პირველ რიგში, ხერხი და ნაჯახი დაღუპავს, რომლითაც ულმობლად იხერხება და იჩეხება სვანეთის ტყეები.
ბუნებამ, ნენსკრას სახით, უკვე გვაჩვენა ყვითელი ბარათი და სასტიკად გაგვაფრთხილა, რომ, იმ უმსგავსობას, რაც სვანეთში ხდებოდა და ხდება, არ გვაპატიებს და არ შეგვარჩენს.


გვესაუბრება სვანეთის მკვიდრი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

_ ბოდიშს ვუხდი მკითხველს, რომ ჩემს ვინაობას არ ვამხელ. ვაჟკაცი კაცი ასე არ უნდა იქცეოდეს, მაგრამ რა ვქნა, ისეთ სასტიკ ძალას ვეჯახები, რომელსაც შეუძლია დედაბუდიანად გამანადგუროს.

სვანეთის მოსახლეობამ შესანიშნავად იცის, რომ სვანეთს დიდი ხანია მაფიოზური კლანები მართავენ. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს _ ბიუჯეტს, გრანტების განაწილებას, სხვადასხვა პროექტებს, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხე-ტყის ბიზნესს და ა. შ.
ამ ადამიანებმა სვანეთის ხარჯზე მილიონები იშოვეს, პასუხის მომთხოვნი კი არავინ არ არის.

აბა, თუ დააკვირდით, რა ჩამოჰქონდა ადიდებულ ნენსკრას ხეებთან, ქვა-ღორღთან, სახლებთან და ხიდებთან ერთად?

რა ჩამოჰქონდა და სახერხი ქარხნები, რომელთა უმრავლესობა, ცხადია, არალეგალურად და უკანონოდ ფუნქციონირებდა.
ასეთი სახერხებით არის მოფენილი მთელი სვანეთი, რომელთა დიდი ნაწილი რამდენიმე გავლენიან ოჯახს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი სახერხების პატრონები წილს უხდიან "ზემდგომებს".

სხვანაირად აქ ვერ იმუშავებ – ყველა და ყველაფერი "ბოსების" კონტროლს და მათ მიერ დაწესებულ ნორმებს ექვემდებარება.
უზარმაზარი ტყის მასივები იჩეხება სვანეთში, ნადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები, მაგრამ ამას ვერავინ ვერ "ამჩნევს", ვერავინ ვერ "ხედავს".
არადა, ხე-ტყით დატვირთული სატვირთოების ეშელონები ნემსი ხომ არ არის, ვერ დაინახო?

მოგეხსენებათ, არსებობდა გარემოს დაცვის სამინისტრო, თავისი მინისტრით, მინისტრის მოადგილეებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი შტატი თ.
საინტერესოა, სხვას რას იცავდა ეს სამინისტრო, როცა არ იცავდა გარემოს.

საერთოდ, რატომ ერქვა ამ სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო?
უფრო უპრიანი არ იქნებოდა, ამ ორგანიზაციისთის გარემოს გაჩანაგების სამინისტრო დაგვერქმია?
სამინისტრო კი გაუქმდა, მაგრამ ვინ აანაზღაურებს და ვინ დააბრუნებს უკან იმ ზარალს, რაც ამ სამინისტროს დანაშაულებრივი გულგრილობით სახელმწიფოს მიადგა არა მარტო სანეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის იმაში დამნაშავე, რაც სვანეთში ხდება _ კრიმინალის გრძელი ჯაჭვია ეს, წვრილი და მსხვილი რგოლებით, რომელიც მთიდან ჩამოდის და პორტებამდე აღწევს, საიდანაც ეს გასაყიდად გამზადებული ხის მასალა უამრავი მიმართულებით ნაწილდება.
ვის ეყოფა სიმამაცე და ვინ შეძლებს ამ ჯაჭვის გაწყვეტას, არ ვიცი.

ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებამ ადგილობრივ მოსახლეობას ცოტათი იმედი მოგვცა.

ბატონმა მამუკამ სტიქიის არნახული მასშტაბებით გამძვინვარების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ხე-ტყის უკონტროლო ჭრა დაასახელა.
ამ განცხადებას დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები სვანეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად და დამნაშავეების გამოსავლენად.
ძალიან რთული, ძალიან მძიმე ბრძოლა მოელის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ახალ შემადგენლობას სვანეთში სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

სვანეთის მოსახლეობა, ეს შრომისმოყვარე, წესიერი ადამიანები, რომლებსაც ისედაც მძიმე პირობებში უწევთ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება, კიდევ უფრო დაღალა და დაქანცა იმ გაურკვეველმა, ბუნდოვანმა პერსპექტივამ, რაც ამ უნიკალურ კუთხეს ელოდება.
წლები გადის და დღემდე ზუსტად არ ვიცით, აშენდება თუ არა ხუდონჰესი.
ასევე არ ვიცით, აშენდება თუ არა ნენსკრაჰესი?

ჩვენ ისიც არ ვიცით, რაც გაკეთებულია, რა ზიანს აყენებს გარემოს და ის, რის გაკეთებასაც მომავალში აპირებენ, რა ახალ საფრთხეებს უქმნის სვანეთს.
დღემდე, აი, ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, რაც სერიოზული სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს, ხელს უშლის, დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და ა. შ.

სვანეთს დროულად, დაუყოვნებლივ უნდა მიხედვა, თორემ ყველაფერს აქვს საზღვარი და, მათ შორის, სვანების მოთმინებასაც.


აი, ასეთი, მოსასმენადაც კი მძიმე და შემაშფოთებელი ამბები გვიამბო ჩვენმა სვანმა სტუმარმა.
ის ერთი პატიოსანი და წესიერი ადამიანია, რომელსაც სხვა არანაირი ინტერესები არ ამოძრავებს გარდა ერთისა - მის უმშვენიერეს და ულამაზეს სვანეთს ხარბმა და გაუმაძღარმა ადამიანებმა ისეთი ზიანი არ მიაყენონ, რომლის გამოსწორება, დროთა განმავლობაში, შეუძლებელი გახდება.
- ძირი აქვს გამოხერხილი სვანეთს და ამ უკუღმართებს თუ დროულად არ გავაგდებინეთ ხელიდან ხერხი და ნაჯახი, ჩამოგვეშლება, წაგვექცევა სვანეთი, - გვითხრა სტუმარმა დამშვიდობებისას.

ძირგამოხერხილი სვანეთი - ფრაზა, რომელიც ამ წერილს სათაურად მივეცით, ჩვენს სტუმარს ეკუთვნის…

„საერთო გაზეთი“

მეტის ნახვა
11-07-2018, 17:30


წინასიტყვაობის მაგიერ

ამასწინათ გურიაში ვიყავით თანამშრომლის დედის ორმოცზე.

საოცარი სილამაზისაა გურია, მაგრამ ამ საოცარი სილამაზის მხარეში კიდევ უფრო საოცარი სილამაზისაა ჩოხატაური – გურიის მიკროშვეიცარია და ამ მიკროშვეიცარიაში ჩადგმული კიდევ ერთი საოცრება – სოფელი ხიდისთავი.
სასაფლაოზე გასვლის შემდეგ, წესისამებრ, სუფრა გაიშალა.
სუფრასთან ასამდე კაცი იჯდა – სულ ასაკოვანი ადამიანები.

– ახალგაზრდები რატომ არ ჩანან? – გავიკვირვეთ.

– ახალგაზრდები თხილის და ჩაის საკრეფად არიან თურქეთში გადასული, ზოგიც ევროპაშია, ზოგიც რუსეთში, ზოგი – ამერიკაში. მოხუცებიღა დავრჩით, ნენა და ჩვენც მივდივართ ნელ-ნელა "საზღვარგარეთ"… ვის უნდა დარჩეს ეს ქვეყანა, არ ვიცი. – ასეთი იყო პასუხი ჩვენს კითხვაზე.

მხოლოდ გურიაში არ არის ასეთი მდგომარეობა – მთელ საქართველოში ასეა – ახალგაზრდები მასობრივად მიდიან ქვეყნიდან.
ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები ვნახე ამასწინათ – 800 გამოკითხული ახალგაზრდიდან თითქმის ას პროცენტს საზღვარგარეთ სურს განათლების მიღება, ხოლო 80 პროცენტი უკან დაბრუნებას არ აპირებს.

მართლაც ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანას, განგების მიერ ბოძებულ სამოთხეს, რომელიც ვიღაც-ვიღაცებს რატომღაც ჯოჯოხეთად ეჩვენებათ და თავქუდმოგლეჯილი გარბიან აქედან.

რედაქციაში დაბრუნებული თორმეტი წლის წინათ გამოქვეყნებულ ერთ ჩემს წერილს გადავაწყდი, რომელშიც ზუსტად იმ უმტკივნეულეს თემაზეა ლაპარაკი, რომელზეც ახლა გესაუბრეთ.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ თორმეტი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა და ქვეყნის დაცარიელების შემაძრწუნებელი პროცესი გრძელდება.

სად გარბიხართ, ქართველებო?

კოდორის ხეობაში ჩატარებული "ძლევამოსილი" სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ორი მონა გაათავისუფლა, სამაგიეროდ, ავსტრიის პოლიციამ 52 ქართველი დაიჭირა, რომლებიც საქართველოდან მონობას გაექცნენ, უფრო ზუსტად, მონობის საძიებლად გაიქცნენ, ოღონდ მაძღარი მონობის საძიებლად.

"აღსდექ, კრულვითა დაღდასმულო,
ქვეყანავ, მშიერ მონების.
საბედისწერო ომში გვიწვევს
დღეს აღშფოთება გონების".

როდინდელი ლექსია ეს და ახლა, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში რამ გამახსენა?
ის ორი მონა, კოდორის ხეობაში რომ აღმოაჩინეს, ლუკმაპურის შოვნის სურვილმა აიყვანა იქ, კოდორში.
კოდორი იყო მათი ავსტრიაც და ჰოლანდიაც – რა ექნათ, უფრო შორს ვერ წავიდნენ…

– ორი მონა გავათავისუფლეთ, ორი მონაო – აცმუკდნენ და აჭყლოპინდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რაც კი ტელეკამერები იყო, ამ ისტორიული ფაქტის აღსაბეჭდად მიმართეს.

ამ ხელისუფლებას რომ ორი კაცის მონობა გაუკვირდება – ლამის მთელი საქართველო დაიმონეს და ორი მონა გინდ იქით იყოს, გინდ – აქეთ.
ათასობით და ათიათასობით ადამიანს რომ დაამშევ, მერე წყალწყალა სუპს რომ დაუდებ წინ და თანაც თავს იწონებ: ერთი მნახეთ, რა გულმოწყალე, რა კეთილი ბატონი ვარ, როგორ ვზრუნავ ჩემს საცოდავ მონებზეო, – ეს რაღაა, თუ არა მონათმფლობელობის აგიტაცია-პროპაგანდა, ბატონყმობის რაღაც ახალი, ცინიზმამდე და მარაზმამდე აყვანილი ფორმა?

მშიერი მონების ქვეყანა და მშიერი მონების სევდიანი და სასოწარკვეთილი ქვეყნის ბედნიერი, სახეგაბადრული, მაძღარი და გაყეყილი ხელისუფლება, რომელიც გგონია, რომ სადაცაა დააბოყინებს და თავზე გადაგასხამს ჯერ კიდევ მოუნელებელ საქართველოს.

***

რამდენი ადამიანია წასული საქართველიდან მაძღარი მონობის საძიებლად? ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს (არ უნდათ, რომ არსებობდეს და იმიტომ), თუმცა ამბობენ, რომ სადღაც მილიონნახევრამდე, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
კი მაგრამ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სულ საქართველოში?

ამბობენ, ოთხმილიონნახევარი, შეიძლება ასი ათასით მეტი, შეიძლება ასი ათასით ნაკლები.
ამ ასი ათასს ისე იტყვიან, თითქოს საქმე ას ქათამს ან ას გოჭს ეხებოდეს.

ორმილიარდიანი ჩინეთი ახერხებს ზუსტად დათვალოს თავისი მოსახლეობა, ჩვენ ოთხი თუ ხუთი მილიონის დათვლა ვერ მოგვიხერხებია?

ვერ მოგვიხერხებია იმიტომ, რომ არც იმ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და არც ამ ხელისუფლების ინტერესებში შედის ამის გაკეთება.
ქვეყანაში, სადაც არჩევნების დროს მკვდრები ცოცხლდებიან და ცოცხლები ქრებიან, ზუსტი სტატისტიკა ხელის შემშლელი ფაქტორია.
არეულ-დარეული, ერთმანეთში ალუფხული დავთრით ცდილობდნენ და ცდილობენ ღმერთის მოტყუებას საქართველოს ძველი და ახალი პატრონები და ბატონები.

შემაძრწუნებელი სანახავია გოგორიშვილების და მისთანების კალმით გადადღაბნილი ეს დავთარი – გადაფხეკილი, გადაშლილი, ათჯერ ჩასწორებული და გადასწორებული დოკუმენტი, მონათა სია, ქართველთა გაბითურების ამაზრზენი მოწმობა.

– ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ძალიან ბევრს რომ არ ვხოცავთ, ძალიან ბევრს? – შეჰბედეს თურმე ლენინს, როდესაც რევოლუციის მსხვერპლთა რიცხვმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.

– რა მოხდა მერე, ნიკოლოზს თვლით კი არ ჩაუბარებია ჩემთვის რუსეთი, – მოსწრებულად მიუგო პროლეტარიატის ბელადმა.
რამდენი ვიყავით ქართველები ამ ოცდაათიოდე წლის წინათ და რამდენი ვართ ახლა?

ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გაგვცემს – არც შევარდნაძეს გადმოუბარებია თვლით სამოქალაქო ომით გაპარტახებული საქართველო და არც სააკაშვილს მიუთვლია მისგან მისხალ-მისხალ, იმანაც ის გადააბარა სოროსს, რაც წინამორბედმა გადმოულოცა – დაუთვლელად, ბითუმად, "ოპტომ".
ნახირს ითვლიან, ცხვრის ფარას ითვლიან და ისე აბარებენ მწყემსები ერთმანეთს.

ქართველებს არ ითვლიან – ჯოგად, ბრბოდ, მასად, "კუჩად" გადმოლალავენ ხოლმე ახალი "მწყემსები" თავიანთ საჩეხში.
რამდენი ვართ დღეს ქართველები?

რამდენი ვართ და, რამდენიც ვიყავით, იმას მინუს რუსუდან გუგუსიანი, მინუს ამირან რობაქიძე, მინუს სანდრო გირგვლიანი, მინუს ნავთლუღის ბაზრობასთან დახვრეტილი სამი ბიჭი, მინუს საკნებში ჩახოცილი შვიდი პატიმარი, მინუს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ყოფას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, მინუს ყველა, ვინც საზღვარგარეთ გაიქცა და იქ დალია სული მარტოობაში, სიღატაკეში, მონობაში, სამშობლოსა და ახლობლების ნატვრაში.

90-იან წლებამდე უკან თუ დავიხევთ და იქიდან დავიწყებთ ათვლას, მაშინ რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, გია აბესაძე, ვოვა ვეკუა, ზურაბ ჭავჭავაძე, ირაკლი გოცირიძის ორი ვაჟი, გურამ შარაძე და მისი ვაჟები, მანანა გიგინეიშვილის ვაჟი, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ამირან კალაძე, გოჩა ესებუა, სოსო სიგუას დედა, რომელიც შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო საკუთარ სახლში მხეცურად აწამეს და მოკლეს…

რამდენი ვართ და რამდენიც ვიყავით, იმას მინუს ძმათამკვლელ ომში დახოცილი გამსახურდიას ჯარისკაცები და კიტოვანის გვარდიელები, `მხედრიონელები~ და სახალხო მოლაშქრეები, ყველა ქართველი, ვინც ან ერთმანეთს, ან მტერს შეაკვდა, სოხუმთან თუ ტამიშთან, ცირკთან, დიდუბის მეტროსთან, კოდორის ხეობაში, წალენჯიხაში, ხობში, კახეთში, იმერეთში…

საქართველოს ბოლო ათწლეულების ცხოვრება მინუსების უსასრულო, გრძელზე გრძელი ბილიკია – ბილიკი არყოფნისკენ, ბილიკი საერთო აკლდამისკენ, ბილიკი უფსკრულისკენ.

– წარმატებული ოპერაცია იყო, ერთი გუგუსიანი დაიღუპა და ისიც შემთხვევით, – ამბობენ ხელისუფალნი.

იქ, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ, არაფრად უღირთ ათასების სიცოცხლე, ასიათასების სიცოცხლე.
ათასიც და ასი ათასიც ერთისგან შედგება და როცა ათასს და ასი ათასს ერთი აკლდება, იქ აუცილებლად ირღვევა ღვთის მიერ დაწესებული დიდი ჰარმონია.
– საქართველოს მინუს ეს ხელისუფლება უდრის გადარჩენას! – წავიკითხე ამასწინათ ერთ კედელზე მიწერილი.
ჩვეულებრივი კედელი იყო, აშკარად დილეტანტი კალატოზის მიერ აცაბაცად ამოყვანილი, ბათქაშჩამოცვენილი, გაქუცული.
მართლაც ერთი ჩვეულებრივი კედელი იყო, ოღონდ არაჩვეულებრივი შინაარსის…

***
– ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არნახულად იზრდება, ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის მონაცემებიო, – გადარეულია სიხარულისგან პრეზიდენტი სააკაშვილი.

მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა თუ აღმავალი გზით მიდის, ეს შვიდასი ათასი უპოვარი და ღატაკი საიდან, თქვე უღმერთოებო?
შვიდასი ათასი ლუმპენპროლეტარი, მათხოვრის დონეზე დასული, არასმქონე ქართველი.
კი მაგრამ, სულ სამი მილიონი ვართ დარჩენილი (მილიონნახევარი საზღვარგარეთაა) და ამ სამი მილიონიდან შვიდასი ათასი თუ ლუმპენპროპლეტარია, მაშ ვინ ცხოვრობს უზრუნველად ამ `ბედნიერ~ საქართველოში?

არ დაგავიწყდეთ, რომ ღატაკებად მხოლოდ ისინი ითვლებიან, რომლებსაც სახლში ტელევიზორი და მაცივარიც კი არა აქვთ, ხოლო დანარჩენები – ტელევიზორ-მაცივრიანები, მაგრამ უმუშევრები, უსახსრონი, მშივრები – უზრუნველყოფილთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.
თუ გაქცევის თავი გაქვს, ასეთი ქვეყნიდან უნდა გაიქცე, აბა, რა უნდა ქნა?

თუმცა სად გაიქცევი, ამათ ისეთი გრძელი საცეცები აქვთ, ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის რომელიმე ფერმაში თხის წველის დროს ჩაგავლებენ.

***

"სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი" – ესეც როდინდელი ლექსია, მაგრამ იმდენად თანამედროვეა, გეგონება, აგერ, ახლახან, ნოღაიდელის მთავრობის მორიგი სხდომის მოსმენის შემდეგ დაიწერა ცხელ გულზეო.

მაძღარ მონობას ეძებენ-მეთქი, ვთქვი ზემოთ. თუმცა ეს ფრაზა სხვარანირადაც შეიძლება ითქვას: – მონობას კი არა, თავისუფლებას ეძებენ საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი ქართველები, თუმცა თავისუფლების ძებნაში კვლავ მონის უღელში ყოფენ თავს, რადგან ქართველებისთვის საქართველოს გარეთ თავისუფლება მაინც ტყვეობაა, მაინც მონობაა.

ასეთ ვარსკვლავზეა ქართველი კაცი დაბადებული, ასეთი ზნე და ხასიათი აქვს – ახალ ნიადაგს ვერ ეგუება – "გადარგვას" არ ექვემდებარება.
მეორე თვისებაც აქვს ქართველს – ხშირად მონობაში გადიდკაცებაზე უარს არ ამბობს და მერე მტრისას, ეს მონობაში გადიდკაცებული თავის სისხლსა და ხორცს რომ მოუტრიალდება, რათა პატრონს ერთგულება დაუმტკიცოს და თავი მოაწონოს.
ჩვენ გადიდკაცებული მონების მონები ვართ, ყმების ყმები.

ის რა კაცია, ვინც სხვა კაცის კაცის კაცია? იმას, როცა მოესურვებათ, მაშინ ამოშლიან კაცთა სათვალავიდან, როცა მოუნდებათ, ისევ ჩაწერენ…
მბრძანებლის, ზედამხედველის სტატუსით მოვლენილი სხვისი მონები სხვებს ვერ გაათავისუფლებენ.
თავისუფლება უმაღლესი, უზენაესი ღირებულებაა და მას დასარიგებლად და გასაცემად მონებს არავინ მიაშავებს.

***

სად გარბიხართ, ქართველებო?

დიდგორიდან არ გაქცეულხართ, ბასიანიდან არ გაქცეულხართ, დიდი თურქობის დროს არ გაქცეულხართ, არაბობის და მონღოლობის დროს არ გაქცეულხართ და რაღა "მოქკავშირისა" და "ნაცმოძრაობის" დროს შეგიჩნდათ დამღუპველი შიში?

სად გარბიხართ, ქართველებო?

სხვა საქართველო არსად არის, სხვა საქართველოს ვერსად ნახავთ.

აბა, სად გარბიხართ, სად მიეშურებით, სად მიიჩქარით?

უცხოელებმა თვითონ ზიდონ თავიანთი ღამის ჭურჭელი, თქვენ კი თქვენი ჯვარი ზიდეთ!!!

მეტის ნახვა
8-07-2018, 18:00


ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. 

imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში წვიმამ იმატა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ამ წუთებში, უსაფრთხოების მიზნით,  ელექტროგადამცემ ბოძებს ხსნიან.  სტიქიის ზონაში გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, სტიქიის ადგილზე 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.
5 ივლისის სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მაშველები.  ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.


 

მეტის ნახვა
6-07-2018, 17:00


ერთმა კინორეჟისორმა ცოფები ჰყარა ამასწინათ – კაცი, რომელიც მე მარჩენს და სიბერის ხვედრს მიმსუბუქებს, გაუნათლებელი კაციაო.
როცა სხვას ეძახი გაუნათლებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ძალიან განათლებულად თვლი, თუმცა ნამდვილად განათლებული ადამიანი არ იკადრებს, რომ სხვას გაუნათლებელი დაუძახოს.


განათლებული ადამიანი რომ იყო, ამისთვის სულაც არ არის საკმარისი, ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, ბევრი ფილმი, ბევრი გამოფენა გქონდეს ნანახი, ფლობდე ბევრ ინფორმაციას, კარგად ერკვეოდე სხვადასხვა საკითხებში დ ა. შ.
სიტყვა განათლება სიტყვა სინათლიდან მოდის, სინათლეა მისი ფუძე და საწყისი.
განათლებული ადამიანი ის არის, ვინც შიგნიდან არის გასხივოსნებული და განათებული არა მარტო ცოდნით და ინტელექტით, არამედ სიკეთით, თავმდაბლობით, უბრალოებით, მოყვასისადმი სიყვარულითა და თანადგომით.

ამ ნიშნით და ამ საზომით სწორედ ის ადამიანი არის განათლებული, ვისაც გაუნათლებელი დაუძახა თავად როყიო და უკმეხმა კაცმა.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელსაც შემოქმედებითი ინტელიგენცია ჰქვია და რომელიც განათლებულად მიიჩნევს საკუთარ თავს, ერთ ცუდ, აშკარად პლებეურ-პროვინციალურ თვისებას ვამჩნევ.

ეს ადამიანები, რომლებსაც ზედმეტად აღმატებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და საკუთარ ღვაწლზე, ზოგჯერ ზემოდან დაჰყურებენ დანარჩენებს და თვლიან, რომ მათ იმხელა დამსახურება აქვთ ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყველანაირ პრივილეგიას იმსახურებენ, მათ შორის, იმსახურებენ იმასაც, რომ ვინმე კეთილშობილმა და ქველმოქმედმა ადამიანმა თვეში ზოგს 3000 ლარი უხადოს სტიპენდიის სახით, ზოგს 4000, ზოგს — 5000, თუმცა ამის გამო ისინი მადლიერებიც არ არიან, რადგან თვლიან, რომ მათ ეკუთვნით, ეს მათ დაიმსახურეს ერის წინაშე.

ზოგიერთს მართლაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დამსახურება ერის წინაშე, მაგრამ როცა მთელი ერის ნაცვლად, მთელი ერის მაგიერ ერთი კაცი აკეთებს მთელი ერის გასაკეთებელს და საკუთარი ჯიბიდან სოლიდურ სტიპენდიას გიხდის ყოველთვიურად, თანაც ისე, რომ მას ამის არანაირი ვალდებულება არ აქვს, ასეთ კაცს რატომ უნდა მოექცე უდიერად და უმადურად?
მხოლოდ ეს ერთი უმადური ადამიანი რომ იყოს გამონაკლისი, ეს ამბავი, ალბათ, სალაპარაკოდაც არ ღირდა, მაგრამ ასეთები სხვაც ბევრი რომ არის, ამას რა ვუყოთ და ამას რა დავარქვათ?

უმადურობა მთავარ ნაციონალურ მახასიათებლად ხომ არ გვექცა შემთხვევით?
ეს ეგრეთწოდებული ელიტა, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მოასწრო გარყვნა და მორალური დეგრადირება, დღემდე ძველი ინერციით აგრძელებს ცხოვრებას და პრივილეგიებს ითხოვს.

დამსახურებაზე ვსაუბრობდით ზემოთ. სხვა დამსახურებათა შორის ერთი დიდი "დამსახურებაც" არ უნდა დავუვიწყოთ ამ პატივცემულ ელიტას.
სწორედ ეს ელიტა აღმოჩნდა მთავარი იდეოლოგიური მაპროვოცირებელი იმ უბედურებისა, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების სახით თავს დაატყდა ქვეყანას გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მათ ლომის წილი აქვთ შეტანილი დამოუკიდებლობის გზაზე ახლადფეხადგმული საქართველოს დამარცხებასა და გაპარტახებაში. 
აი, ამ "დამსახურების" გამო ითხოვთ თქვენ, პატივცემულებო, პრივილეგიებს, კომფორტს, სტიპენდიებს, ჯილდოებს?
"უწიგნური" და "გაუნათლებელი" რომ აგიკვიატებიათ, იქნებ ზვიად გამსახურდიაც უწიგნური და გაუნათლებელი იყო, რუსების მიერ ნაჩუქარი ტანკებით და ბეტეერებით რომ მიადექით დასამხობად და მასთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოც რომ დაარბიეთ და დაიპყარით?

ვინმეს წიგნიერება თუ უწიგნურობა კი არ გაინტერესებთ თქვენ, თქვენი პირადი კეთილდღეობა გაწუხებთ მხოლოდ და ამ კეთილდღეობას თუ რაიმე საფრთხე დაემუქრება, მზად ხართ მთელი ქვეყანა დალეწოთ და გააცამტვეროთ, ოღონდ მუდმივად ზედაპირზე იტივტივოთ.
90-იან წლებში ზუსტად ეს საფრთხე იგრძნეს ამ ე.წ. ელიტარებმა – შეიძლება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ფასეულობათა გადაფასება მომხდარიყო და საბჭოთა იმპერიის ერთგული მსახურებისთვის ბოძებულ მათ ყალბ დიდებას წყალი შედგომოდა.

სწორედ ამიტომ აისხეს იარაღი, მკვლელების, ბანდიტების, ყაჩაღების, ნარკომანების გვერდით დადგნენ და მათთვის საბედისწერო ეს საფრთხე აღკვეთეს.
თუ საჭიროება დადგა, ისინი ახლაც ასე მოიქცევიან და ზუსტად ისე დაუპირისპირდებიან ნებისმიერ პიროვნებას, ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც მათ კეთილდღეობას საფრთხელ შეუქმნის.

ამ ელიტამ ღალატს გაუგო გემო და ახალი პატრონის გულის მოსაგებად ისე ადვილად და თვალის დაუხამხამებლად გაყიდის თავის ძველ კეთილისმყოფელს, ნერვი არ შეუტოკდება.

სიკეთის ღირსეულად მიღება და დაფასებაც ისეთივე ღვთიური მადლია, როგორიც სიკეთის გაღება.
თუ ამ ჭეშმარიტებას ადამიანები ვერ მიხვდებიან და ვერ გააცნობიერებენ, მაშინ სიკეთის ქმნაც ისეთივე უაზრობა ხდება, როგორც ღორებისთვის მარგალიტების დაყრა.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
29-06-2018, 12:30


საზოგადოებისა და ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლისა თუ გაშვების მიზეზი UNISEF-ის საგანგაშო დასკვნაში იმალება, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ დასკვნა პრემიერის წასვლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზია. ამ და სხვა თემებზე საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა, თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, გაზეთში ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

– სამწუხაროდ, IUNISEF-ის კვლევის შედეგები არ გამკვირვებია და ვეცდები ვხსნა, რატომ.. განათლება და მეცნიერება ნებისმიერი განვითარებულ სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მთავარი, მამოძრავებელი ძალაა. ამ ძალას თუ დაამუხრუჭებ ან პოლიტიკურ პროცესებს დაუქვემდებარებ, ერის ეკონომიკა მუდმივად სამომხმრებლო და დაბალი შემოსავლებისთვის იქნება განწირული. ადამიანად და პიროვნებად რომ შედგე, უფლის მიერ მონიჭებული გონი შენი ღვაწლმოსილი მეცნიერების შექმნილი ცოდნით უნდა დატვირთო და გაამდიდრო. დღეს კი ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტს ამ ცოდნის გადამცემიც არ ჰყავს.

– რატომ? უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა დეფიციტია?

– სამწუხაროდ, უნივერსიტეტს მართავს რექტორი, რომელიც არავის აურჩევია და მისი მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტი გეომეტრიული პროგრესიით განადგურებისკენ მიექანება. 1918 წელს კავკასიის რეგიონში გახსნილი პირველი უნივერსიტეტის დიდი დამფუძნებლებიც კი ცდილობდნენ პოლიტიკური მმართველობისგან დისტანცირებას, დღეს კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მთლიანად პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტში არავის გააჭაჭანებს, თუ პირწავრდნილი ნაციონალი არაა და ეს ოცნებამაც მშვენივრად იცის. გენიალურად ბრძანა უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ — ბატონმა ბიძინამ სააკაშვილი კი არ მოგვაშორა, დაგვაშორაო. ყველა დეკანი და დეკანის მოადგილე ნაციონალია და საათები მათი ბრძანებით ნაწილდება. აკადემიურ ბაზარს მთლიანად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და ნაციონალი თუ არ ხარ, ილია ვეკუაც რომ იყო, ლექციაზე არავინ შეგიშვებს. უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს „გაქანებული ნაციონალი“ დალი კანდელაკი ხელმძღვანელობს. ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთი დოქტორანტის მქონე პროფესორს კათედრა შეუქმნან, მაგრამ ნაციონალ კანდელაკს კათედრაც შეუქმნეს და სადოქტორო საბჭოც ჩააბარეს.

შარვაშიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში ნაციონალები ისე აღზევდნენ, როგორც არასდროს, სამაგიეროდ, კატასტროფულად ეცემა სტუდენტთა ცოდნის დონე. შარვაშიძე უნივერსიტეტში დიდი რიხით მოვიდა, ამას ვიზამ, იმას ვიზამო და საბოლოოდ რიგ კორპუსებში ტუალეტების გარემონტებას დაჯერდა. არადა, რექტორის და მართვის სამენეჯერო საკითხებში ტუალეტების მოწესრიგება არასოდეს შედიოდა. უნივერსიტეტს ჰქონდა სამეურნეო განყოფილება, რომელსაც ახლა ლოჯისტიკა ქვია და ასეთ საკითხებს ის აგვარებდა. ვიღაცამ ადეკვატური პროექტი დაწერა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოში წარადგინა და სახელმწიფომ დააფინანსა. ესაა და ეს. ციცერონმა ბრძანა, რომ ისტორია ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილია და ამ დროს ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტში ისტორიას არ ასწავლიან. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენი საუნივერსიტეტო სივრცე სტუდენტს საერთაშორისო ბაზრის შესაბამისი ცოდნის უმცირეს ნაწილსაც ვერ აძლევს? ალბათ, სწორედ ეს იყო ვლადიმერ პაპავას თანამდებობიდან გაშვების მთავარი მიზანი, რაშიც ყოფილ პრემიერს ლომის წვლილი მიუძღვის.

– პაპავა თანამდებობიდან სტუდენტების საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. კვირიკაშვილი რა შუაშია?

– დავიწყებ იმით რომ სტუდენტების აქცია, რომელსაც კვირიკაშვილმა მხარი დაუჭირა, მთლიანად მართული პროცესი იყო. თუ გახსოვთ, სტუდენტებმა ორი დაჯგუფება შექმნეს: „აუდიტორია 115“, რომელსაც სწორედ კვირიკაშვილი აკონტროლებდა და თვითმმართველობა, სადაც ყველა სტუდენტი ნაციონალია. ისტორიას არ ახსოვს, რომ ჰარვარდის, კემბრიჯის ან სხვა რომელიმე უმაღლესი სასწავლელის ხელმძღვანელთან პრემიერ-მინისტრი ან კონგრესმენი გაუფრთხილებლად მისულიყო, ჩვენთან კი სწორედ ასეთი რამ მოხდა. ვლადიმერ პაპავა თავის კაბინეტში მუშაობდა, როცა კვირიკაშვილმა კარი გაუფრთხილებლად შეუღო და რამდენიმე დღეში რექტორი, რომელიც უნივერსიტეტის ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენა იყო, თანამდებობიდან გადადგა. რაც შეეხება ბატონი შარვაშიძის გარექტორებას, ამაში ბევრი კლანი მონაწილეობდა. მათ შორის, განათლების სამინისტროდან, ხუბუას გარემოცვიდან და ა.შ. უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერები პირად საუბრებში იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ საქმეში მამა-შვილ გაბაშვილებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ნებით თუ უნებურად, კვირიკაშვილიც ამ პროცესებში ჩართული აღმოჩნდა, თუმცა ეს ყოფილი პრემიერის ერთადერთი შეცდომა არ გახლავთ.

თავის დროზე, სწორედ მან დანიშნა განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც ნაციონალების დროს უნივერსიტეტიდან უამრავი დამსახურებული პროფესორი გაუშვა. გამეღიმა, როცა ახალმა პრემიერ მინისტრმა განათლების სექტორის ფუნდამენტალური რეფორმის შესახებ ისაუბრა.. ლომაიადან მოყოლებული, განათლების სამინისტროში ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე ნაციონალები მუშაობენ და რომელ რეფორმებზე და ცვლილებებზე შეიძლება საუბარი? თანამედროვე სამყარო ფუნდამენტალურ მეცნიერებებზე დგას, ესენია: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამ დროს, ჩვენი სახელმწიფო მათემატიკაში, ფიზიკაში და ქიმიაში 100 სტუდენტს ვერ იღებს, იმიტომ, რომ არ გვყავს 100 ბავშვი, რომელიც უნარების როდენობრივ ნაწილში 44 ქულს მიიღებს. სამწუხაროდ, განათლების მინისტრი, რომელიც მექანიკა-მათემატიკის დოქტორი გახლავთ, ამ ვითარებას ისევე მშვიდად უყურებს, როგორც სამინისტროში ნაციონლების სიმრავლეს, რაც „ქართული ოცნების“ ფიასკოდ მიმაჩნია. 

– 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სიღარიბის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი ამ დასკვნას გადააყოლეს?

— ჩემი აზრით, კვირიკაშვილის წასვლა თუ გაშვება დასკვნასთან პირდაპირ კავშირშია. UNISEF-მა გვითხრა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იხოცებიან. გვითხრა, რომ ჩვენი ბავშვების უდიდესი ნაწილი დღეში 3 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც სომალის, გუანტანამოს და ამ ტიპის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას უტოლდება. ანგარიშის თანახმად, 21-ე საუკუნეში საქართველოს უამრავი რეგიონი ვერ პასუხობს ელემენტალურ საყოფაცხოვრებო სტანდარტს. 
წარმოიდგინეთ, აფრიკულ სომალიში, რომელიც საქართველოზე ჩამორჩენილი ქვეყანა გვგონია, ჩვენზე მაღალი ყოფითი კულტურა აქვთ, რადგან მეტ-ნაკლებად სამართლიანი განაწილება იციან. ჩვენთან მინისტრთა კაბინეტს და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ასტრონომიული ხელფასები და პრემიები აქვთ, იმ ხალხს კი ვისი გადახდილი ფულითაც საჯარო სექტორი საზრდოობს, შიმშილით სული ძვრება. თუ ევროპისკენ მივდივართ, ამ ხალხმა ბრიტანეთის ისტორია წაიკითხოს, საფრანგეთისა და გერმანიის ისტორია წაიკითხოს და ბისმარკის მოღვაწეობას გაეცნოს. 

რუსულ-ამერიკული ძალა, რომელიც თანამედროვე ლიბერალურ იმპერიას ქმნის, თამაშის წესებს გვკარნახობს და ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. თუ დავაკვირდებით, ყველაფერი „ხელის გულზე“ დევს.. „ვნეშტორგბანკმა“, რომელიც რუსული უშიშროების ბანკი გახლავთ, „გაერთიანებული ქართული ბანკი“ შეიძინა და იმის ბაზაზე „ვითიბი ბანკი“ შექმნა.

ნაციონალების დროს ყველა რენტაბელური, ლიკვიდური კომპანია რუსების ხელში აღმოჩნდა და გასაკვირი არაა, რომ ტერიტორიებიც მისცეს. თანაც, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დასავლეთიდან 5 დღეში 4 მილიარდი დოლარი მიიღეს, რაც ცოტა არაა..

– აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ, როგორც ომით დაზარალებულმა ქვეყანამ 4,55 მილიარდი დოლარის დახმარება ნამდვილად მიიღო, მაგრამ დასავლეთს რუსეთისთვის დახმარება არ გაუგზავნია..

– ფაქტია, ეს ფული ხალხს რომ მოხმარებოდა, ქვეყანაში მოშიმშილე ბავშვები და მოხუცები არ გვეყოლებოდა და „იუნისეფი“ ზემოთ ხსენებულ დასკვნას არ დაწერდა. ეს მილიარდები იმ ბიზნეს-სექტორში დაილექა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსების ხელშია. ცალკე სასაუბრო თემაა მედია. წარმოიდგინეთ, გაეროს ბავშვთა ფონდი ასეთ დასკვნას აქვეყნებს და ჩვენს ტელევიზიებში (მათ შორის, იმაშიც, ჩვენი ჯიბიდან რომ ფინანსდება), საბავშვო გადაცემებს და ბავშვთა პრობლემებზე საუბარს ვერ ნახავთ. ყველგან პრიმიტიული გართობა და რუსული თუ ევროპული მაუწყებლობების ბადიდან ამოღებული გადაცემების კალკები გადის. ეს არის სახელმწიფოს პროპაგანდული მანქანის ნაწილად ქცეული ტელებიზნესი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ დაჩლუნგებას იწვევს. 

– წელს თქვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი წელია — სასწავლებელს აკრედიტაცია ელის და მთელ რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსებიც იწყება. რა შედეგებს ელით ერთი ან მეორე პროცესიდან?

– არავითარს! აკრედიტაციასთან დაკავშირებით მოსულები იყვნენ განთლების ხრისხის განვითარების ცენტრის ექსპერტები, რომლებიც აუცილებლად დადებით დასკვნას დაწერენ, რდგან ამ სსიპის სათვეშიც ნაციონალი თამარ სანიკიძეა და ესპერტებიც ნაციონალები იყვნენ. რაც შეეხება კონკურსებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკურსების შემდეგ ის სამარცხვინო პროფესორები, რომლებიც უნივერსიტეტში არიან, უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხებს მიიღებენ და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგომარეობაზე ყველაზე კარგად ერთი ფაქტი მეტყველებს — მსოფლიო დონის მეცნიერები, ცნობილი ფოლკლორისტი და ბიბლეისტი ზურაბ კიკნაძე და ენათმეცნიერი, თედო სახოკიას შვილიშვილი შუქია აფრიდონიძე ჩვენი უნივერსიტეტიდან ილიას უნივერსიტეტში გადავიდნენ, იმიტომ, რომ იქ მაღალი ხელფასებია. ილიაუნში მოღვაწეობს შესანიშნვი ფიზიკოსი გია მაჩაბელიც, რადგან ჩვენთან მოაზროვნე, განათლებული და ეროვნული სულის მქონე ადამიანების ადგილი აღარ დარჩა. არა მარტო უნივერსიტეტიდან, ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კვალიფიციური, ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე მოაზროვნე და ენერგიული ნაწილი გადის. 

განვითარებული მსოფლიო ინფორმაციული და ქსელური ურთიერთობების ეპოქაში შევიდა. ასეთ მოცემულობაში ხელისუფლება მთლიანად ტრანსფორმირდება.. ელექტრონული მმართველობის დროს ვერტიკალი ინგრევა და ყველაფერი ჰორიზუნტალურ სიბრტყეზე გადადის. სამყაროს განვითარებული ნაწილი აქამდე მივიდა, ჩვენ კი ამის სიახლოვესაც არ ვართ, ამიტომ ხელისუფლებამ და ახალმა პრემიერ მინისტრმა ყველა საქმე უნდა გადადოს და განათლებას, განსაკუთრებით, სასკოლო განათლებას უნდა მიხედოს. ქვეყნის გადარჩენის გზა განათლებაზე გადის…

ნელი თორდია

მეტის ნახვა
22-06-2018, 10:00


გვესაუბრება ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე:

_ ბატონო ვაჟა, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, იგი, პოსტს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების გამო დაემშვიდობა.

_ გიორგი კვირიკაშვილი პედალირებდა მემარჯვენე ხედვებზე, პრო-ბიზნესურ, პრო-საბანკო მიმართულებაზე. იგი გარკვეული თვალსაზრისით იყო ბიზნესის, ბანკების ინტერესების ლობისტი მთავრობასა და ხელისუფლებაში. ის დასავლეთელ პარტნიორებს მოსწონდათ, მაგრამ მის მიერ ზედმეტად იქნა იგნორირებული სოციალური პრობლემები, რამაც შედეგად საკმაოდ მილევადი რეიტინგი მოგვცა როგორც კვირიკაშვილის, ისე ზოგადად, ხელისუფლების. ამის თაობაზე ივანიშვილის რეაქცია, ვფიქრობ, ადეკვატური და სწორი იყო. ვიდრე სიტუაცია დამძიმდებოდა ბატონმა ბიძინამ ბახტაძის სახით ახალი ფიგურა შემოგვთავაზა, რომელიც რკინიგზიდან მთავრობაში ფინანსთა მინისტრად გადაიყვანეს. მისგან წამოვიდა ინიციატივები, რაც მიზნად სოციალური ვითარების გაუმჯობესებას ისახავს. მის მიერ გაჟღერებული მიდგომები, უპირველეს ყოვლისა, სოციუმის პრობლემებზეა ორიენტირებული. 

მაშინ როცა დოვლათი არ იქმნება. ჩვენთან, დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ ქვეყნებთან მიმართებაში მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტული ხედვები პირობითია, რადგან აქ, სიღარიბის დონე იმ მასშტაბებისაა, რომ არ შეგვიძლია სამართლიანი განაწილების მთლიანი შიდა პროდუქტის და დოვლათის თანაბარი გადანაწილების პრიმატზე ვისაუბროთ. 
მმართველმა ძალამ შემოგვთავაზა ახალი მთავრობა, ახალი ხედვა, რომლის ფრაგმენტებიც მოცემულია მამუკა ბახტაძის ინიციატივებში.

_ რა მოლოდინები გაქვთ პრემიერობის კანდიდატ ბახტაძის მიმართ, რა შეიცვლება ქართულ ეკონომიკაში?

_ "ქართულმა ოცნებამ" ვერა და ვერ ისწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა _ რასაც აკეთებს ისიც გაუგებარი და უცნობია. თუნდაც, ავიღოთ ბახტაძის პოლიტიკაში შემოყვანა. ეს ტექნოკრატიული მიდგომა არახალია, ბევრგან არის გამოყენებული, როცა მთავრობა კომპლექტდება არა პოლიტიკური ფიგურებით, არამედ ტექნოკრატებისგან. ასე დააკომპლექტა ივანიშვილმა თავის მთავრობა, ასევე მოიქცნენ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი. ახლა, ბახტაძე უნდა გახდეს პოლიტიკოსი. ფაქტობრივად, ისევ ტექნოკრატიულ მართვაზე კეთდება აქცენტი, მაგრამ ადამიანს რომელიც მთავრობას სათავეში უდგება, ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემებისადმი უფრო ფართო და სისტემური ხედვა უნდა ჰქონდეს, რასაც, თითქოს, თანდათან გვაცნობს ბატონი ბახტაძე. 

ბახტაძე შემოვიდა და საბანკო, საფინანსო ინსტიტუტების მიმართ საკმაოდ კრიტიკული ხედვა წამოაყენა, შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა არის ქართული საზოგადოების უმთავრესი პრობლემა, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის წყაროო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამორჩა _ ჭარბვალიანობა თვითონ არის სიღარიბის შედეგი. ადამიანები ჭარბ ვალებს იმის გამო იღებენ, რომ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ჩვენთვის მთავარი სამიზნე სიღარიბეა და არა ჭარბვალიანობა იმიტომ, რომ არ შეიძლება ებრძოლო შედეგს მისი წარმომშობი მიზეზების გარეშე. ასე, რომ ბახტაძის ხედვებში ბევრი რამ არის კრიტიკულად შესაფასებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საჭიროა კურსის კორექტირება, შეცვლა და პოლიტიკაში უფრო სოციალისტური პრონციპების შემოტანა, რადგან მოსახლეობა უკმაყოფილოა, თან საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნები მოდის და თუ ხალხი ვერ მიიმხრე ვერანაირი გაყალბება ვერ გიშველის. ამ ყველაფრის შედეგი იყო კვირიკაშვილის ბახტაძით ჩანაცვლება. მე, რა თქმა უნდა, ვხედავ სუბიექტურ ფაქტორებსაც, თუნდაც ცალკეულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის ანაკლიის პროექტზე, რომლის მიმართ მიდგომა, მთავარი წამყვანი უცხოური ძალის კაპიტალის და `თი-ბი-სის~ ხედვა, ივანიშვილს არ მოსწონს. დიდი პროექტი ღარიბ ქვეყანაში ბევრი რეგიონული, მასშტაბური მოთამაშისთვის ძალიან მიმზიდველია. ვგულისხმობ, როგორც დასავლურ, რუსულ, ისე ჩინურ კაპიტალს, რომელიც კიდევ უფრო აქტიურდება. ვფიქრობ, დროული და საჭირო ცვლილება იყო. 

როდესაც 2016 წელს `ქართულმა ოცნებამ~ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიაღწია, ფაქტობრივად, პოლიტიკაში კონკურენცია მოკვდა, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შეაჩერა, მოხდა პოლიტიკის დეპოლიტიზაცია, რამაც საზოგადოებაში სტაგნაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა სულ ვითარდებოდა, ამ ყველაფერმა სიტუაცია დაამძიმა. როცა პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია, წინააღმდეგობა რაც საზოგადოებაში არსებობს, მით უმეტეს, ღარიბ ქვეყანაში, იჩქმალება, ხალხის წიაღში მიდის და იქ უკმაყოფილების სახით გროვდება, რაც მასობრივ მღელვარებაში გადაიზრდება, როგორც ეს მოხდა ბათუმში, ასევე, ნარკომომხმარებელთა აქცია თბილისში, რასაც მოჰყვა შვილმკვდარი მამების პროტესტი გამოწვეული სამართალწარმოების ხარვეზების გამო, რამაც სტაბილურობა ეჭვქვეშ დააყენა. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების სისუსტეა. სუსტი ხელისუფლება კი დესტაბილიზაციის წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, სასწრაფოდ თუ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, შესაძლოა, უკმაყოფილების მეოთხე ტალღა უფრო მასშტაბური იყოს, რაც არამარტო ხელისუფლებას დაემუქრება, არამედ საზოგადოების სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს.

ჩვენ უკვე წლებია ვიხდით საფასურს ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ ქვეყანას უკეთესი ხალხი მართავდეს, რომლებიც მოახერხებენ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას, უფრო ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნას, უფრო მეტად გამოაცოცხლებენ ქვეყნის ეკონომიკის საკმაოდ მიძინებულ სექტორებს. მხოლოდ ეს არის გზა წარმატებისკენ და რაც მთავარია ბოლოს და ბოლოს უნდა გადაიჭრას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან, რაც ამ პოლიტიკით რასაც ახლა ვახორციელებთ, წარმოუდგენელია. არ შეიძლება ქვეყნის 22% ოკუპირებული იყოს, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იყო დიდ მეზობელთან, მას როცა უნდა გადაგიკეტავს ბაზრისკენ მიმავალ გზებს. რუსეთის ბაზარზე ღვინის შეტანის პირობები მკაცრდება. მათ, რეალურად, ხარისხთან კი არ აქვს პრეტენზია, არამედ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მაქსიმალურად შეგიზღუდოს შესაძლებლობები, თან ისე, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები არ შელახოს.
 
მოსახლეობისგან სოფელი სწრაფად იცლება და ხალხი საზღვარგარეთ მიდის, რასაც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდება. არადა, თითქოს, კვირიკაშვილის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკის განვითარების ოთხ პუნქტიანი გეგმა, ხედვები ჰქონდა, მაგრამ იგი ასეთ კონკრეტიკამდე არ დადიოდა. ეს ყველაფერი გასააზრებელია და თან ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გამოიკვეთოს და გარკვეული ეროვნული პოლიტიკა მიესადაგოს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყებთ ფიქრს, რომ ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია და უფრო მეტი უნდა დავუთმოთ ბიუჯეტიდან დახმარებების, შემწეობების, პენსიების გაზრდით, ეს მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს, მაგრამ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ახლა, ამბობენ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც წელიწადში სამ მილიარდამდე ლარამდე იხარჯება, ყველას არ სჭირდება და საჭიროების მიხედვით იყოსო. ვთქვათ, 10 ათასი ლარიანი ოპერაციის გასაკეთებლად რამდენ პროცენტს არ სჭირდება სახელმწიფოს დახმარება?! არ ვიცი, როგორ უნდა შეამცირო აქ დანახარჯი და ეს თანხა პენსიის გასაზრდელად გადმოისროლო. პენსიონერების ნაწილი ამბობს: სულ არ მჭირდება ოპერაცია, 180 ლარი თვიდან თვემდე არ მყოფნისო. მაგრამ ოჯახის წევრს რომ რამე დაემართოს და ოპერაციის გასაკეთებლად ბინის ბანკში ჩადება მოუწევს, ამაზე არ ფიქრობს. "ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციამ" დათვალა, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა საერთოდ რომ გავაუქმოთ, პენსია 103 ლარით გაიზრდება, მაგრამ ვინ გადაიხდის ოპერაციების და ძვირი მკურნალობის ფულს?! ეს მთავრობის მიერ კომპლექსურად გასააზრებელია. ამ მხრივ, მომწონს ბახტაძის ხედვები. თუ მისი პლატფორმა და ხედვები მეტისმეტად სოციალიზებული არ იქნება და ბიზნეს-გარემოს არ გააუარესებს, მაშინ გვექნება შედეგიანი ცვლილება. კარგია პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მაგრამ ვერ დაეტყო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ასეთი პროექტები შედეგს მალე ვერ გამოიღებს, აქ, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილება. ამას შეეცადა სააკაშვილის ხელისუფლება, აქ, იყო ლიბერტარიანული მიდგომების ზეობა, დამქირავებელს ყველაფრის უფლება ჰქონდა, არანაირი შეზღუდვები, შრომის ინსპექცია არ არსებობდა, რაც მოქალაქეებს მძიმე მდგომარეობაში აგდებდა, მაგრამ ეს იყო ხედვის გზა. ლიბერტარიანული მოდგომები ჩვენზე არანაკლებ იციან ბულგარელებმა, პოლონელებმა, უნგრელებმა, ხორვატებმა, მაგრამ ისინი ამ გზას არ ირჩევენ, პირიქით, დასავლეთ ევროპელების აზრით, მათ, მიგრანტებთან დაკავშირებით, ნაციონალისტური შეხედულებები აქვთ. კვოტებიც კი არ აიღეს სირიიდან დევნილების მისაღებად იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ეკონომიკულ აღმავლობას ლიბერალური და ლიბერტარიანული ხედვებისკენ გადასვლას სჭირდება გახსნილი შრომითი ბაზარი, რათა საქართველოში მწარმოებელ კომპანიას რაც შეიძლება იაფი მუშახელი ჰყავდეს დასაქირავებელი. 

_ ბატონო ვაჟა, როცა თანამდებობის პირი თანამდებობას ტოვებს, თანაგუნდელებისგანვე იწყება საუბარი მის არაკვალიფიციურობაზე. თავიდანვე რატომ ინიშნებიან ასეთი კადრები, ამით ხომ ქვეყანა ზარალდება?

_ კვირიკაშვილიმა თავი ვერ გაართვა მთავრობის წინაშე მდგომ რიგ პრობლემებს, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური იყო. მაგრამ იქ, რაშიც თავი ძლიერი ეგონა, რაღაც გამოეპარა. მაგალითად, ეკონომიკის მართვა, ან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ მიდგომა _ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელიწადში მილიარდ 200 მილიონი ლარი იხარჯება. აქ, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი არე კორუფციული გარიგებებისთვის. არასამთავრობების და მედიის ერთმა ჯგუფმა ბევრი მასალა გამოაქვეყნა, მაგრამ ამ ფაქტების შესწავლა არ დაიწყო. თუნდაც, რასაც ადგილი ჰქონდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ტენდერი უკრაინულმა ფირმამ მოიგო, ფული გადაირიცხა უკრაინული ბანკის დონეცკის ფილიალში _ 47 მილიონი, დაიკარგა დონეცკი, ფულიც და კომპანიაც გაქრა, ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ამას კვირიკაშვილი უნდა ჩაღრმავებოდა. მაგრამ წავიდა მინისტრი და მიჩუმდა ყველაფერი. აი, კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ შეიცვალა კვირიკაშვილი. მოსკოვის, გინდაც ჰარვარდის, პრინსტონის უნივერსიტეტებში განათლების მიღება კარგია, მაგრამ როგორც რუსთაველი ამბობდა: `არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა~. თუ არ შეგიძლია აკადემიური ცოდნა პოლიტიკურ ასპექტში გარდატეხო და მისი შესრულება უზრუნველყო, არც ხელმძღვანელობა შეგიძლია. ახლა, ყველაფერი ისევ ივანიშვილზეა დამოკიდებული. მან დასკვნები უნდა გამოიტანოს.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
22-06-2018, 09:00


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, იმნაძის მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით კი, ხელების ხშირი დაბანა, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.მან რამდენიმე ძირითადი რისკის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების –  სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადაცემადი დაავადებების“, - განმარტა იმნაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, პრაქტიკულად, მალარიის რისკი ქვეყანაში არ არის.

მეტის ნახვა
20-06-2018, 11:00


გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

– რაც დღეს გვჭირს, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სოროსის მიერ დადგმულ უღელს თავი ვერ დავაღწიეთ. ხდება ქართული განათლების გასოროსება. უმაღლეს სასწავლებლებში სოროსელები ქადაგებენ. "ილიაუნი" -  ეს არის იგივე სოროსის ბუდე, თავისუფლების ინსტიტუტი. ესეც არ იკმარეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორად სოროსის გამოზრდილი ლეკვი მოუვლინეს, რომელიც 15 წელიწადი, უნგრეთში, სოროსის საზოგადოების პრეზიდენტი იყო. ბუნებრივად, მიჩნდება კითხვა: დღეს, როდესაც ყველა ღირსეული ქვეყნიდან - ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, თავისი სამშობლოდანაც კი, სოროსი განდევნილია, რა გავხდით ასეთი, საქართველოში რატომ იფურჩქნება?!

სწორედ სოროსის განათლებას მოჰყვა ის უბედურება, რაც დღეს გვჭირს - ბავშვებმა ერთმანეთი დახოცეს. განათლების სისტემაში არ არსებობს პროგრამა, რომელიც ადამიანს ზნეობრივ, ეროვნულ პიროვნებად ჩამოაყალიბებს. ასეთი პროგრამა თუ არ შემუშავდა, არაფერი გვეშველება. დღეს რა ხდება? _ ბიძინა ივანიშვილმა შეატყო, რომ ურემი ძალიან ჭრაჭუნობს და პოლიტიკაში დაბრუნდა. მავანმა ეს ვერ აიტანა და მის დაბრუნებას ტალღები მოჰყვა. უპირველეს ყოვლისა სცენაზე გამოვიდნენ დედათმავლები, მამათმავლები, პიდარასტები, ნარკომანები და მათი ხელმძღვანელები - "გირჩი", "თეთრი ხმაური" თუ "ნაცები". ატეხეს ერთი ამბავი - თავისუფლება გვინდაო. მათ ის უნდათ, რასაც ნიცშე ცხოველურ თავისუფლებას უწოდებდა. ეს არის გარყვნილება. თავისუფლება მათ ასე წარმოუდგენიათ: ქუჩაში რომ გაივლიან და იქვე, ჩაიფსამენ და ჩაისვრიან. თავისუფლება სულ სხვა რამ არის, იგი, ზნეობრივ სიმაღლეზე ასული სულია.

რაც შეეხება დღევანდელ აქციებს, კაცს შვილი რომ უკვდება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. ამის აღქმა ყველა ადამიანისთვის მძიმედ გადასატანია, მაგრამ რა ხდება ახლა? ეს კაცი - ზაზა სარალიძე გააფეტიშეს. თავდაპირველად, იგი, თავის მწუხარებას მართლაც ბუნებრივად გამოხატავდა. ზოგს წუხილის გამოხატვა სხვაგვარად ძალუძს _ თავის გულში ატარებს ამ სიმძიმილს, რაც უფრო ძნელია, ვიდრე ის, რომ საჯაროდ გამოდიხარ და ყვირიხარ. იგი უსამართლობამ ააყვირა. მაგრამ ამ უსამართლობას ვუყურებთ დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან, მერე გაცილებით მკვეთრად წარმოჩნდა სააკაშვილის პერიოდში და აქეთ მოცოცავს.

პირადად, მე, "ქართული ოცნების" ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია თავსმოხვეული კოაბიტაცია და ის, რომ დღემდე, საქართველოში, "ნაცები" ბოგინობენ. ისინი პირსისხლიანი ფაშისტები არიან, თუმცა, თავად სამშობლოს მოყვარულებს ეძახიან ფაშისტებს. რაც მათ გააკეთეს, ჰიტლერსაც არ ჩაუდენია. კოჭლი კაცი დედის, მეუღლის და შვილის თვალწინ გააუპატიურეს, ასეთი რამ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, "ნაცებმა" კი ჩაიდინეს. დღეს, ეს გათახსირებულები ჩვენ გვსაყვედურობენ. იძახიან "ნაციონალები" დაიშალნენო. არა ბატონებო, ისინი არავითარი დაშლილები არ არიან, ყველა ნაცები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახელები დაირქვეს ზოგმა "გირჩი", ზოგმა "თეთრი ხმაური", ზოგმა "ევროპული საქართველო", ზოგმა "სახელმწიფო ხალხისთვის". ყველა ეს ძალა ბოკერიადან დაწყებული ლომჯარიათი დამთავრებული ქვეყნის მტერია. მათ საქართველო მტრის ბუნაგად აქციეს. ისინი საქართველოდან უნდა მოიკვეთონ, ციხეში უნდა ჩასვა.

მავანი გამოდის და ამბობს: ჩვენ, მწერლები ვართ და დაპატიმრებას ხომ არ მოვითხოვთო. აი, იმ ძალიან "კეთილშობილს" ვეკითხები: როდესაც ქართველ კაცს უმიზეზოდ აპატიმრებდნენ და ცოცხით ხმარობდნენ, მაშინ რატომ არ იღებდი ხმას ჩემო "კეთილშობილო" კაცო?! აქციებს ხანდახან თვალს ვადევნებ, იქ, ერთი შუა ხნის ქალი გამოდის-ხოლმე და იძახის: რას გვაყვედრის ეს ოცნება ცოცხის გამოღებასო. შეიძლება, იმ ქალს ის ცოცხი სიამოვნებს და ღმერთმა ბოლომდე მოახმაროს, მაგრამ ამაზე შეურაცხმყოფელ, ერისთვის ღირსებისჩამკვლელ ფაქტს მსოფლიო არ იცნობს. ეს ხალხი გამოდის და ამბობს: ჩვენ ახალი სისტემა უნდა შევქმნათო. აქვე, ვიტყვი: ადრე, როდესაც არჩევნები გაგვიყალბეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვთქვი: თუკი ოპოზიცია გავერთიანდებით, ჩვენ, ამ ხელისუფლებას, კონსტიტუციური გზით, დავამხობთ-მეთქი. მეორე დღეს შევარდნაძემ თქვა: ჯაველიძე ხალხს დამხობისკენ მოუწოდებსო და მაშინვე დამაპატიმრეს. ახლა, არსებულ პროკურატურას ვეკითხები: როდესაც ეს ზონდერი, მკვლელი, მიშას ყურმოჭრილი მონა და საჯდომის მლოკველი კუპრავა გამოდის და გაჰკივის: ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, სისტემა უნდა დავანგრიოთო, პასუხი არ უნდა აგოს?! თუ სარალიძის მეგობარია და ამის ხათრით უნდა ვაპატიოთ?! 

- ბატონო ელიზბარ, აქციაზე ბავშვები იდგნენ წარწერით - "ნუ მომკლავ"…

- დიახ, რაც ყოვლად გაუგებარია. რას ნიშნავს ეს, გამოჰყავთ ბავშვები და იძახიან: ნუ მომკლავო. ვითომ, ხელისუფლებას მიმართავენ. ვინ მოკლა ეს ბავშვები, ხელისუფლებამ?! არა, ბატონო, მათ ურთიერთი მოკლეს. რატომ? - იმიტომ, რომ ამ განათლების სისტემამ ბავშვებში ნორმალური ურთიერთობა ვერ ჩამოაყალიბა. ნორმალურ მდგომარეობაში ასეთი მკვლელობები არ ხდება. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ზურაბ ჯაფარიძე ტელევიზიით გამოდის და აცხადებს: მარიხუანა საშიში ნარკოტიკი არ გახლავთ, მე დიდი ხანია ვეწევი და არაფერი დაუშავებიაო. ეს მას ჰგონია ასე, როგორ არ დაუშავებია, მაგას დიდი ხანია თავი დაბრახუნებული აქვს. "გირჩის" არცერთი წევრი ნორმალური არ არის. ავლიპა ზურაბაშვილს ვერ გავაცოცხლებ, თორემ, მაგათ არცერთს არ მისცემდა ნორმალური ადამიანის ცნობას. ეს ყველაფერი თავს იყრის. ვიმეორებ: ხელისუფლება თმობს, რაც არასწორია. მივმართავ ბატონ ბიძინას: დემოკრატია არ გახლავთ ის, რომ ეს ნაძირლები თავისუფლად მივუშვათ. დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ზნეობრივ სამართალს. ეს ცხოველები მეუბნებიან: შენ ჩამორჩენილი ხარ იმიტომ, რომ სამშობლო გიყვარსო.

დღეს, არცერთი ნაბიჯით უკან დახევა არ შეიძლება. შოთაძეს არ ვიცნობ, მაგრამ მისი გადადგომა უკანდახევაა. ახლა, არასამთავრობო ორგანიზაციები იძახიან: მთავრობა ჩვენ უნდა დავნიშნოთო. ვინ არიან ისინი? - მათ ქვეყნისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვთ: ერთი მათგანი სამშობლოზე გულაყრილია, მეორეს - სძულს, მესამე - შეშინებულია, ბუჩქეებშია შემძვრალი, მეოთხე ამბობს: ჩვენ, ადამიანის უფლებების დამცველები ვართო. ამ დროს, ფულის აგენტები არიან, რომლებიც ამერიკისგან, დასავლეთისგან, თუ გნებავთ, მიხეილ სააკაშვილისგან ფინანსდებიან. ეს ფულის აგენტი მეუბნება: ჩვენ ვართ ყველაფერიო. ეს შემთხვევითი არ არის, მათი დეევიზია: სახელმწიფოს წითელი სისხლი გამოაცალონ და თეთრი შეიყვანონ ანუ, თანდათან, ხელისუფლება უნდა ავიღოთო. დღეს, ჩვენი ხელისუფლება რამეს წყვეტს? გიორგი კვირიკაშვილი რამეს წყვეტს? - ამათ უყურებს თვალებში, რამე არ ეწყინოთ. ვიმეორებ, სახელმწიფომ ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადადგას უკან და კონსტიტუციური უფლებით იმოქმედოს. პარლამენტის წინ მონღოლების კარვები რომ დამიდგეს, რატომ არ იღებენ? იქ, ვინ ყრიან, ვინ გდიან? - უზნეო ხალხი.

ეს ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ საქართველო სხვა მხარეს დგას და არა ამ ნაძირლების _ უგულავების და ბოკერიების მხარეს. დღეს უგულავა თავისუფლად დაბრძანდება. თავგასიებული ვაშაძე ამბობს: აი, რა თქვა ზაზა სარალიძემო. ზაზა კი არა, ჭკუას მოუხმონ. გუშინ, ვუსმენდი რა ხდება "სამართლიანობით აღსავსე" ამერიკაში - ყოველ კვირას ვიღაც ტვინგადაბრუნებული შევარდება სკოლებში და ხოცავს 15 ბავშვს, მასწავლებლებს. ამის გამო იქ ვინმემ თქვა ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო?! აი, ვინც აქ გაჰყვირის ხელისუფლება უნდა დავამხოთო, იმას წაავლეთ ხელი და წააბრძანეთ აქედან ან ციხეში ან საერთოდ გააგდეთ, საქართველოში ცხოვრება აუკრძალეთ. საქართველო `ნაცებისგან~ უნდა გაიწმინდოს. მარტო გაწმენდა არ შველის საქმეს, მერე, ქლორი უნდა მოასხა და დეზინფექცია ჩაატარო, რათა ბაცილები არ დარჩეს, თორემ, ესენი ქვეყანას დაღუპავენ. მათთან ენის მოჩლექით საუბარი არ შეიძლება, არც გინება უშველის, გინდა დედა შეაგინე, გინდა ცოლი, სულერთია. მათ არც დედა უყვართ, არც ცოლი, ერთმანეთის ცოლებთან გადადიან-გადმოადიან. აი ეს არის მთელი უბედურება. ხელისუფლებამ, "ქართულმა ოცნებამ" ხმა უნდა ამოიღოს და ყველას თავის ადგილი მიუჩინოს. თუ ასე არ მოხდა ჩათვალეთ, რომ ცოტა ხანში დიდი უბედურება დატრიალდება იმიტომ, რომ ის თავქარიანი მიშა ჩამოსვლას აპირებს და ხალხი უკვე, იარაღს მოჰკიდებს ხელს.

აქვე, ერთსაც ვიტყვი: ყველა დამნაშავე, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არასწორი განაჩენი გამოიტანა, უმართებულოდ გამოიძია საქმე, უნდა დაისაჯოს. ბოლომდე უნდა დაისაჯოს ე.წ. ნაპატიები უგულავა, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა და დღეს აქეთ-იქით დასეირნობს. მაგალითად, ანტისოროსის საზოგადოებიდან, რომლის წევრი მეც ვიყავი, 13 კაცი დაიჭირეს, შეთითხნეს საქმე, ვითომ, შევიკრიბეთ და ხელისუფლების დამხობა გადავწყვიტეთ, რაღაც სარდაფი მოძებნეს, ჩადეს იარაღი. ამ 13 კაციდან შვიდი მკვდარია, თემურ ჟორჟოლიანი მოკლეს. დღეს სასამართლომ ეს ხალხი გაამართლა და ბოდიში მოუხადა. კი მაგრამ ბოდიში საკმარისია? როდესაც ის გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე დღესაც სისტემაშია, ისევ დაიჭერს და დახვრეტს. როცა ახალგაზრდები დაიჭირეს, მე და ნონა გაფრინდაშვილი სასამართლო სხდომებს ვესწრებოდით, მოსამართლეს ისეთი განაჩენი გამოჰქონდა, ნონამ მითხრა: მე, ვეღარ მოვალ, ამის მოსმენა არ შემიძლიაო. არავითარი სამართალი, ერთიდაიგივე კაცი მოდიოდა მოწმედ და ამ ხალხს აჭერინებდა. დავუბრუნდეთ დღევანდელობას: ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც ნაძირალა, გარყვნილ, გათახსირებულ გვარამიასგან ქრისტეს სახელი დაიცვეს, დღესაც ციხეში სხედან. ჩემი თვალით ვნახე, გვარამიამ როგორ გალახა ქალბატონი, დედა როგორ აგინა. ვეკითხები პროკურატურას, პოლიციას: რატომ არ იჭერთ გვარამიას? თუ ასე მივუშვით, მერე ოჯახებში შემოგვივარდებიან. მე ვერ შემომივარდებიან იმიტომ, რომ აქედან ისეთ პასუხს მიიღებენ, ცოცხალი ვერ გავლენ. ეს არის მთელი უბედურება. ქართველი არასოდეს შიმშილის გამო ხმას არ იღებდა. ქართველ კაცს ერთ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში - გუთანი და ისე უძღვებოდა ცხოვრებას. მაგრამ როგორც კი მტერი შემოიჭრებოდა და მის ღირსებას შეეხებოდა, მაშინვე ხმას იმაღლებდა, თავს დებდა. ეს გენი ჯერ კიდევ არსებობს. ამ ნაძირლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ დროზე არ გაასწრეს, ეს გენი მათ დაახრჩობს და მოსპობს.

- თქვენ თქვით, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო. დღეს ვინც სამართალს ითხოვს, თავად სამართალდამრღვევია. ხომ არ დაგვეწყო სწორედ მათგან სამართლიანობის აღდგენა? რადგან სამართალს ითხოვენ, ხელისუფლებამ სააკაშვილის რეჟიმის ყველა დამნაშავე არ უნდა დააპატიმროს?


- ესენი სამართალდამრღვევები კი არ არიან, არამედ ბოროტმოქმედები, სისხლის სამართლის დამნაშავენი. სამართალდამრღვევი სხვა არის, შეიძლება მე დავარღვიო რაღაც. ესენი არიან მკვლელები, მძარცველები, შარაგზის ყაჩაღები, ანუ ისეთი ხალხი, ძველ დროში სახრჩობელაზე რომ ჰკიდებდნენ. ახლა, ბევრი ხეებია და ჩამოკიდონ ისინი როგორც ნაძვის ხეზე სათამაშოები. გვაჩვენონ, რომ ეს ის ხალხია, ვინც საქართველო ასეთ დღეში ჩააგდო. რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღდგენა მათგან უნდა დავიწყოთ. ნაძირალა ბარამიძე ამბობს: ჩვენ ვართ ხალხის იმედიო. იმედი კი არა, ისინი საფრთხობელები, მკვლელები არიან. ხალხი მაშინ დამშვიდდება, როდესაც ამ დამნაშავეებს, საბოლოოდ, გალიაში ნახავენ.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
19-06-2018, 17:00