რატომ გახშირდა 51-ე სკოლაში ქუჩური გარჩევების შემთხვევები, შეეძლო თუ სკოლის დირექციას სტრაგედიის თავიდან აცილება და ეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო? ამ და სხვა საკითხებზე 52-ე და 154-ე სკოლების ყოფილი დირექტორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი გუგა სამხარაძე გვესაუბრა:

– მოგეხსენებათ, რომ შვიდი წლის მანძილზე, ორი სხვადასხვა სკოლის დირექტორად ვიმუშავე, ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პედაგოგი განსაკუთრებული პროფესიის ადამიანია, რომელიც სამართლებრივზე მეტად, მორალური კოდექსით უნდა ხელმძღვანელობდეს. რა თქმა უნდა, ბავშვებს შორის შეკამათებაც ხდება და ჩხუბიც, მაგრამ როცა საქმე მკვლელობამდე მიდის, ვფიქრობ, სკოლის დირექტორს თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს. ისეთი საშინელი დანაშაული, როგორიც მკვლელობაა, ერთ დღეში არ იწყება და მთავრდება. სავარაუდოდ, კონფლიქტი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეებს და დამრიგებელს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ. როცა კონფლიქტი სერიოზულ სახეს იღებს, დირექცია და დამრიგებელი ვალდებული არიან მშობლები საქმის კურსში ჩააყენონ და პრობლემის მოგვარებაზე მათთან ერთად იზრუნონ. ამიტომ ვამბობ, რომ თუ სკოლის დირექტორს თანამდებობიდან წასვლისთვის თავად არ ეყო შინაგანი ძალა, განათლების სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა მისი უფლებამოსილება. რას ელოდებოდნენ, რომ ზაზა სარალიძე აქციებს მოაწყობდა და რუსთაველის გამზირს გადაკეტავდა? ბოლო დღეებამდე რატომ არ ჩანდა სკოლის დირექტორის პოზიცია?

– ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და გვახსოვს, რომ დირექტორის სკოლიდან გასვლა განსაკუთრებით ცელქ ბავშვებს უხაროდათ. დირექციას ამ დროს განსაკუთრებით უჭირდა სკოლაში დისციპლინის დაცვა. როგორც ვიცი, ხორავას ქუჩის ტრაგედიის დღეს არც 51-ე და არც 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა და ტრენინგებს ატარებდა.

– გასაგებია, რომ ტრენინგების ჩატარება შემოსავალთან არის დაკავშირებული, მაგრამ კოლეგიალობის მიუხედავად, მაინც უნდა ვთქვა, რომ როცა სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე გყავს, სასწავლო პროცესის დროს, სხვა საქმით არ უნდა იყო დაკავებული. არ შეიძლება დამატებითი შემოსავლის გამო სკოლა მიატოვო და მხოლოდ მაშინ გამოჩნდე, როცა რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

– 51-ე სკოლას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად, სკოლებში შექმნილ სიტუაციას როგორ შეაფასებ თ. თქვენი აზრით, თავის დროზე სკოლის დირექტორებად მენეჯერების დანიშვნა კარგი იდეა იყო?


– რა თქმა უნდა, არა. დიდ პატივს ვცემ ეკონომისტსაც, იურისტსაც და ინჟინერსაც, მაგრამ მათთვის ეს უცხო სფეროა. როგორც მე არ გამოვდგები სამშენებლო ან იურიდიული კომპანიის დირექტორად, ისე ვერ მართავს სკოლას ეკონომისტი, ინჟინერი, იურისტი და სხვა. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში სკოლის დირექტორებს აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონოდათ. 
მახსოვს, როცა სკოლის დირექტორად დამნიშნეს, ათასი გეგმა მქონდა, სკოლის კულტურის კერად ქცევას ვაპირებდი და ვერ მოვახერხე, რადგან ათას უსარგებლო საქმეზე ვცდებოდი. ვფიქრობ, სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს დირექტორს, რომ პირველ რიგში აკადემიური პროცესის ხელმძღვანელი იყოს და არა მნე და მენეჯერი.

– ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ განათლების სისტემა საფუძვლიან რეფორმას საჭიროებს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა განახორციელოს სასახელმწიფომ ვითარების შესაცვლელად?

— შესაცვლელი ძალიან ბევრია. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით.. 2006 წელს, ჩემი სკოლის ერთ-ერთი უფროსკლასელი სამი თვის მანძილზე სკოლაში არ გამოჩენილა. ბუნებრივია, მოსწავლის ბედით დავინტერესდით. მასთან, სახლში რამდენჯერმე მივიდა კლასის დამრიგებელი და სასწავლო ნაწილი, მაგრამ არავინ დახვდათ. სამი თვის მანძილზე გამუდმებით ვაკითხავდით სახლში და ბოლოს, მეზობლებისგან გავიგეთ, რომ მოზარდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი, როგორც ჩანს, სიტუციას გაერიდა. წარმოიდგინეთ, სამი თვის მანძილზე არც პოლიციას, არც პროკურატურას და არავის ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. საბჭოთა პერიოდში თუ მოსწავლესთან დაკავშირებით პრობლემა იქმნებოდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებული იყო სკოლისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

– როგორც მახსოვს, საბჭოთა განათლების სისტემას სხვა უამრავი დადებითი მხარეც ჰქონდა. თუმცა, ეს ხომ საბჭოთა კი არა, გერმანული სისტემა იყო?

– რა თქმა უნდა, ეს იყო გერმანული, ძალიან კარგი მოდელი, რომელიც რუსებმა გადაიღეს და შემდეგ მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელდა. იმის ნაცვლად, რომ რაღაც გაუგებარი და უვარგისი მოდელი გადმოგვეღო, შეიძლებოდა უკვე არსებული განათლების მოდელისთვის იდეოლოგიური და პოლიტიზირებული მომენტები ჩამოგვეცილებინა და გამოგვეყენებინა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, არც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 000 მოსწავლე გვყოლოდა და არც ამდენი პრობლემა დაგროვილიყო, რაც ახლა სკოლებშია. მე 123-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და არასოდეს დამავიწყდება როგორ მოულოდნელად გვეწვეოდა არასრულწლოვანთა საქმის ინსპექტორი ლია მეტონიძე. ამას ახლა არავინ აქცევს ყურადღებას, მაშინ კი მოსწავლეებში ჩხრეკას მარტო ცივი იარაღის კი არა, ფულის აღმოსაჩენადაც ატარებდნენ. დღეს ზოგიერთ მოსწავლეს ჯიბეში 100 და 200 დოლარი უდევს და არც სკოლა და არც ოჯახი ინტერესდება, საიდან აქვს ან რისთვის ჭირდება ეს ფული?

– როგორც მახსოვს, თანამდებობიდან ნაციონალებმა გაგათავისუფლეს, რადგან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გაშვებაზე უარი თქვით. სისტემაში დაბრუნებას არ გეგმავთ?

– 2012 წლის აპრილი იყო, რომ 9 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება მომთხოვეს. ჩემი დირექტორობის პერიოდში მუდმივად იყო ასეთი მოთხოვნები, მაგრამ მანამდე ცოტა მსუბუქად.. სამსახურიდან გასაშვებთა სიაში დამლაგებელიც კი ჰყავდათ შეყვანილი. გამიკვირდა, ამ ქალის ხმა არ გამიგია. მოდის, ალაგებს და მიდის და რას ერჩით თქო? ამას არაფერს ვერჩით, მაგრამ ამის დედამთილს მეზობლებში სააკაშვილზე ცუდად ულაპარაკიაო, მიპასუხეს. წარმოგიდგენიათ? მერე ოფიციალური წერილით მივმართე, რომ ეს ცხრა ადამიანი ოპოზიციურად განწყობილი არაა და თავი დავანებოთ თქო. ეს სია სამი სხვადასხვა სტრუქტურის გადამოწმებულია და არაფერი გვეშლებაო, მივიღე პასუხად.
სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განათლების სამინისტროს განცხადებით მივმართე. დირექტორად დაბრუნება არ მსურდა, მხოლოდ იმის აღიარებას ვითხოვდი, რომ უსამართლოდ გამათავისუფლეს. სამინისტროდან მივიღე ოფიციალური წერილი, სადაც ეწერა — გთხოვთ წარმოადგინოთ ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ხართო..

– ანუ დიმიტრი შაშკინმა დაგვიდასტუროს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგიშვათო, არა?

– ასე გამოდის. ვინ მომცემდა ამ ცნობას, შაშკინი, მერაბიშვილი თუ სააკაშვილი? მოგვიანებით, სამინისტრომ შემომთავაზა განცხადება დაწერეთ, რომ დირექტორობა გსურთ და სხვა სკოლაში დაგნიშნავთო, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ვიმეორებ, მე დირექტორად დანიშვნა კი არა, მორალური კომპენსაცია მინდოდა, რასაც ვერ მოვაღწიე. სამაგიეროდ, ადამიანი, რომელმაც ჩემი მოსახსნელი დასკვნა დაწერა და პირველ ოქტომბრამდე მხურვალე ნაციონალი იყო, დააწინაურეს და ეს ერთეული შემთხვევა არაა. ის მასწავლებლები, რომლებიც შაშკინისა და მისი მიმდევრების სკოლებში თარეშს ვერ ეგუებოდნენ, ქუჩაში გამოყარეს და დღესაც უმუშევრები არიან, ისინი კი რომლებიც მაშინ ყველა ბინძურ დავალებას ასრულებდნენ, მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს. ამ ფაქტორისა და დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყველაფერზე გული გამიტყდა და სისტემაში დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობ. სამწუხაროდ, ქვეყნის არასტაბილური სიტუაცია სკოლაზე აისახა, რადგან სკოლა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად, ლაკმუსის ქაღალდივითაა. ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუ ქვეყანას კარგად აწყობილი განათლების სისტემა და გამართული სკოლა არ ექნა, ეკონომიკურ აღმავლობაზე და პროგრესზე ფიქრი ზედმეტია..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
15-06-2018, 14:00


ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან მამა ბასილ მკალავიშვილთან.

– მამაო, როგორ აფასებთ მოვლენებს, რომლებიც საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარეობს?

– სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.
საპატრიარქოზე რომ შეტევას მიიტანდნენ, ამას მე ორი ათეული წლის წინათ ხმამაღლა ვაცხადებდი, რამეთუ ერის ეკლესია (თუ, რა თქმა უნდა, დედა-ეკლესიის მოვალეობას ასრულებს) ბოლო ბასტიონია, რომელსაც უშუალოდ უფალი მართავს. 

მე საპატრიარქოს ვაფრთხილებდი მოსალოდნელი განსაცდელის გამო და მოვუწიდებდი, ხმა აღემაღლებინათ მართლმადიდებლობის მტრების წინააღმდეგ, რამეთუ სარეველა ჩანასახში უნდა ამოძირკვო. თუ არა, ის ყოველივეს შთანთქავს. ეკლესიის მესვეურთ კი ეგონათ, რომ საპატრიარქოს ვერაფერს დაუშავებდნენ. შევატყვე რა, რომ მათ არაფერი ესმოდათ, 1995 წლიდან გამოვეყავი მათ, გადავწყვიტე, ჩემს მრევლთან ერთად მელოცა, უკომპრომისოდ მებრძოლა სარწმუნოების დასაცავად, ჩემი ერის ტრადიციების შესანარჩუნებლად. მოყოლებული 1990 წლიდან, ერთადერთი მღვდელი ვიყავი, ვინც მრევლთან ერთად სისტემატურად აქციებს ვაწყობდი თავისუფლების ინსტიტუტის, სოროსის ტელევიზიის, "რუსთავი-2"-ის, მთავრობის წინააღმდეგ სხვადასხვა მოთხოვნებით. გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად. მხოლოდ მე ვებრძოდი მსოფლიო ბნელ ძალებს, იმ დროს აქციებს ჩვენს გარდა არავინ მართავდა. მაშინ დუმდა სრულიად საქართველო, საპატრიარქოს კი ღრმად ეძინა. შედეგიც თვალწინ გვიდგას – დღეს საპატრიარქო ლანძღვა-გინების ობიექტად იქცა, თუმცაღა თავად აძლევენ ამის საბაბს.

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია და საყურეებიანი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სოროსის ყურმოჭრილი მონები არიან. გაბუნია ბრმად იყენებს სიტყვის თავისუფლების ცნებას. მისი აზრით, რაც ენაზე მოადგება, უნდა წამოროშოს. ამბობენ, გაბუნია სტიქაროსანი ყოფილა და რომ შეამჩნიეს მამაკაცური თვისებებიდან სერიოზული გადახრები, გაურიცხავთ ეკლესიიდან...

მინდა გითხრათ, რომ სხვა ტელევიზიებიც არაფრით ჩამორჩებიან "რუსთავი-2"-ს, მათი "სახელოვანი" ჟურნალისტებიც ერთიმეორეს ეჯიბრებიან მართლმადიდებელთა განქიქებაში. თითქმის ყველა შოუში იწვევენ სულგაყიდულებს _ ლგბტ წარმომადგენლებს, უმეტეს დროსაც მათ უთმობენ, თანაუგრძნობენ კიდეც. ხოლო, რაც შეეხება ეკლესიას, მოიწვევენ მღვდლებს, რომლებიც სათანადო პასუხს ვერ მიაგებენ, ერთ სიტყვას მეორეს ვერ აბამენ. ვერ აურჩევიათ რედიკალური, მართებული პოზიცია, რომ უფლის შეურაცხმყოფელნი ანათემას გადასცენ ისე, როგორც ეს გააკეთა მეუფე იობმა. სწორედ საქართველოს ეკლესიის პრეროგატივაა, ღმერთზე აუგის მთქმელნი, ერის მოღალატენი ანათემით დასაჯონ.

– მამაო, ამ ბოლო დროს მაღალი იერარქიის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ამერიკას.თუ იცით, რა საქმე აქვთ იქ?

– ისტორიული ფაქტებიდან ვიცით, კომუნისტები როგორ იბირებდნენ სასულიერო პირთ. სამწუხაროდ, უმრავლესობა შეკრულია მათთან, უფრო მეტიც, თანამშრომლობენ კიდეც და მათ ჩარჩოებს მიღმა ვერაფერს მოიმოქმედებენ.
ამჯერად ცოტა სხვანაირად არის საქმე. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჩვენი "გადამრჩენელი" ამერიკაა, სასულიერო პირთა მაღალი იერარქები ხშირად მიეახლებიან მათ. როგორც ეტყობა, ოკეანის გაღმელებმა ისე აურიეს ტვინი, მათ სულ სხვა თვალით იხილეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.

თუ 2013 წლის 17 მაისს ერთად ვიდექით მართლმადიდებლობის დასაცავად, სამწუხაროდ, ეს ეპისკოპოსები სულ სხვანაირად `ჭიკჭიკებენ~. თითქოს ისინი ლგბტ უფლებების დასაცავად იდგნენ. ეს საქციელი ხომ ქრისტეს გაცემაა, ეს საქციელი ხომ დიდი, შავი ლაქაა ეკლესიის ისტორიის ფურცლებზე. ნუთუ ქრისტეს სიყვარული გრანტებმა უნდა გადაწონოს? 

– მამაო, როგორც ვიცი, თქვენ პარლამენტის შენობის წინ, სადაც აქცია მიმდინარეობდა. ის ადგილი აკურთხეთ

– ჩემო კარგო, მე ამას აქციას ვერ დავარქმევ, ის იყო ეგზალტირებულ, ზნედაცემულთა თავმოყრა.

ჩემი მრევლით რომ მივედი იქ, საშინელება ვნახე. მემორიალის შიგნით ეყარა სიგარეტის ნამწვავები, შპრიცები, კონიაკის ბოთლები და სხვა საშინელი ბინძური საგნები, რაც არ ითქმება და არც გაზეთში დაიწერება. მაშინ, როცა ამ წმიდათაწმიდა ადგილას კრძალვითა და მოწიწებით უნდა მივეახლოთ, რამეთუ ეს ადგილია საქართველოს ბედკრული ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული და უმძიმესი მოგონება.

გამაოგნებელი იყო იქ მყოფთა გარეგნული იერსახე, ჩაცმულობა, ვერ გაარჩევდი მამაკაცს ქალისაგან და პირიქით.

ამ საზარელი ფაქტის მომსწრემ, როგორც ღვთის მსახურმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეკურთხებინა მათ მიერ წაბილწული ადგილი.
მინდა აღვნიშნო, რომ მათი აღვირახსნილობა შედეგია გადამეტებული ტოლერანტობისა, კოჰაბიტაციის, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა, რომელიც უდიდესი ნაღმია, რომელიც ნელ-ნელა აფრქვევს ანტიეროვნულ, ანტიმართლმადიდებლურ ბოროტ ქმედებებს, რათა წარხოცონ ერის იდენტურობა. შედეგია იუვენალური კანონების მიღების, რომელიც ძირს უთხრის ყოველივე ქართულს, წარხოცავს წინაპართა სისხლით ნაწერ ისტორიას.
უცხოეთიდან დაკვეთილმა კოჰაბიტაციამ ისე გააძლიერა სისხლისმსმელი სააკაშვილის დატოვებული ლეკვების ბანდა, სახელმწიფო მართვის სადავეებიც კი იგდეს ხელთ.

ანტიქრისტეს მოციქული ნანუაშვილის მემკვიდრე ისე გათავხედდა, ნანუაშვილს გაასწრო და უსირცხვილოდ აცხადებს, კონსტიტუციაში შეიტანონ ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა.

ჩემო ერო, სადამდე უნდა გვეძინოს, ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე თავზე გვემხობა და რამდენიმე თაობის შემდეგ ქართული არაფერი შეგვრჩება?!
მინდა აღვნიშნო მეტად საგულისხმო ფაქტი: ჩვენ როცა თავგანწირული ვიბრძოდით სარწმუნოების დასაცავად, მთელი საქართველოს სამოქალაქო თუ საეკლესიო სპეცრაზმი ჩვენ დაგვდევდნენ დასარბევად. მაშინ დუმდა სრულიად საქართველო, სიტყვა არავის დაუძრავს ჩვენს დასაცავად. მოსალოდნელი უბედურება არავის სტკიოდა და დღეს, როცა ზნედაცემულთა ღამის ბუნაგები დაშალეს, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, უფრო მეტიც, ლგბტ არსებები, ეს ამორალურები ავტობუსებით მიჰყავთ დანიშულების ადგილას, აქციას ატარებინებენ, ყარაულობენ და მერე კვლავ უკან ამიაბრძანებენ. აი, ცინიზმი... 

– მამაო, ამ დღეებში ჯერ გია ბარამიძემ გაგლანძღათ ტელეეკრანიდან, შემდეგ კი სააკაშვილმა საზღვარგარეთიდან, თავისივე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში

– მიხეილ სააკაშვილი ანტიქრისტეს წინამორბედს წააგავს, რამეთუ მისი ქმედება ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს სცილდება, მაგრამ გარწმუნებთ, რაც არ უნდა დარაზმოს მამათმავალი კონგრესმენები, სოროსის ლეკვები, ვერაფერს მიაღწევენ, სატანა სააკაშვილი საქართველოში ტახტს მეტად ვეღარ დაიდგამს.
სააკაშვილი ბარამიძესთან ერთად ყოველდღიურ სატანურ რიტუალებს აღასრულებდნენ, როგორ უმოწყალოდ, დამამცირებლად ხოცავდნენ ხალხს ციხეებში თუ ქუჩებში. გავიხსენოთ, აკადემიკოსი გურამ შარაძის დახვრეტა ქალაქის გულში. მე მათ სატანური სექტის ლიდერებს ვუწოდებ.

საქმემან შენმან გამოგაჩინოს. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და ნახოს გლდანში ვეკუას ქუჩაზე გრანდიოზული ტაძარი, ეზო, მიმდებარე ტერიტორია ეკლესიის მსახურებთან ერთად გაკეთებული. სააკაშვილის თქმით, მე ბანდიტი ვყოფილვარ, თვითონ კი სახურავებზე მოხეტიალე, გზააბნეული. ვერ გაუგია, ვის მიეკედლოს, უწყინარი ბატკანი ყოფილა. თქვენ თავად დაარქვით სახელი ამ გარეწარის საქციელს.

– მამაო, როგორ შეაფასებთ მოვლენებს, რომლებიც ამჯერად მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ. 

– ღვთის მსახური ვარ და თავს მოვალეთ ვთვლი, ვთქვა: რაც იქ ხდება, არც გლოვის ფორმაა და არც სამძიმრის. მოკრძალებით შევახსენებ ბატონ ზაზას, ნაადრევად წასული ბავშვის სულს სიმშვიდე სჭირდება, რათა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ამას მხოლოდ ლოცვითა და ვედრებით მოვახერხებთ და არა ვინმემ მისი ტკივილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. საზოგადოება ხედავს: იქ დგანან ადამიანები, რომლებმაც ლომის წილი დადეს 26 მაისს რუსთაველზე უდანაშაულო ხალხის ჟლეტაში. ისინიც ხომ ვიღაცის შვილები იყვნენ...

მე ხშირად ვაცხადებ და ახლაც ვიტყვი: ყოველგვარ დაძაბულობას, რაც ხდება და მოხდება, სააკაშვილისკენ მივყავართ. იმისთვის, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში, რამდენიმე გეგმა აქვს შემუშავებული. სწორედ ამიტომ სჭირდება არეულობა, პროცესები რომ უმართავი გახდეს.

იქ შეკრებილთაგან ბევრი გამომსვლელი გულისწყრომას გამოხატავდა ღამის კლუბების დარბევით, იყო მუშტების ქნევა, მუქარა, დედის გინებაც. ყოველივე ამას საერთო აქვს მომხდარ ტრაგედიასთან. სასურველია, ოჯახის ტრაგედიას ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის. იქნებ, ნიკა გვარამიამ, რბილად რომ მოკალათებულა სოროსის ნაბოძებ სავარძელში და მორალს კითხულობს, დაითვალოს მისი პროკურორობის დროს რამდენი დანაშაული გამოუძიებია, როგორ აღუდგენია სამართალი, ამცნოს საზოგადოებას. `რუსთავი-2~-ელებო, სოროსელებო, გეშინოდეთ ღვთის რისხვისა!

მივმართავ ბატონ  ბიძინა ივანიშვილს!

ბატონო ბიძინა, წინათაც გირჩევდით და ახლაც მოვიხდი ჩემს მოვალეობას ღვთის წინაშე. გამცნობთ, რომ სააკაშვილი თქვენს ლიკვიდაციას ამზადებს ისე, როგორც ჩამოიცილა ბადრი პატარკაციშვილი. ის თქვენ შემოგიგზავნით შენიღბულ `სანდო~ პიროვნებას, რომელიც ამ საშინელებას ჩაიდენს.
ბატონო ბიძინა, ჩვენ გვიხარია თუ გვტკივა, ყოველივე უფლისგან არს, ამიტომ გირჩევთ, დაუახლოვდით ღმერთს. ღმერთს მინდობილი ადამიანი კლდეზე მაგარია. უფლის ძალას ვერანაირი მატერიალური ვერ გადასწონის. რაც გვაბადია თუ გვაკლია, ისიც ღმრთისგან არს, ამიტომ, რათა დაცულ იქნეთ მოსალოდნელი განსაცდელისგან, მხოლოდ უფალს დაეყრდენით მთელი არსებით. 

მოგიწოდებთ, დროზე ჩამოიცილეთ სააკაშვილის დარჩენილი წიწილები გია ბარამიძე _ დაუნდობელი მკვლელი, მხედველობაში მაქვს სვანეთში მის მიერ უმოწყალოდ ამოწყევილი ოჯახი. მას მიაყოლეთ სოროსის შვილობილი, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი გიგა ბოკერია, რომელმაც ციხის ბუნტის დროს რვა პატიმარი გამოასალმა სიცოცხლეს. თუ ეს სარეველები და მათი მესვეურნი არ ჩამოშორდებიან პოლიტიკას, საქართველოს გზა ხსნისა აღარ იარსებებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ჩვენ ვამაყობთ წარსულით, ვაი-ვაგლახით ვინარჩუნებთ აწმყოს. რაც შეეხება მომავალს, ამას ნუ გახდით უცხოთა გადასაწყვეტად, ნუ ვაქცევთ ქართველ ხალხს ორიენტაციადაკარგულ, ზნედაცემულთა ვასალებად, ნუ გვექნება სხვისი იმედი, ჩვენი მხსნელი მხოლოდ ღმერთია.
გთხოვთ, ნუ დავამკვიდრებთ უძველესი ტრადიციების ქვეყანაში დასავლურ მანკიერ ჩვევებს. ჩვენ ხომ რუსთველის, ჭავჭავაძის, გოგებაშვილის, ვახტანგის, დავითის, თამარის და უამრავ სახელოვან მამულიშვილთა ფესვებიდან აღმოვცენდით.

გარწმუნებთ, თუ საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველივე ადალაგდება, ჩვენი სამშობლო საოცნებო ქვეყნად გადაიქცევა.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
12-06-2018, 13:00


 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღესასწაულს!
დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას.

ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილი ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა.

სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო.

მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის!“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

მეტის ნახვა
12-06-2018, 11:00


განაჩენის თანახმად, 16 წლის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია. პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო დავით სარალიძის მამამ მოსახლეობას თანადგომისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქციების ტალღას ქვეყნის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებული და ხორავას ქუჩაზე ტრაგედიით დასრულებული ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის და პროკურატურის თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილია. მოვლენებს თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, კონფლიქტი 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. შელაპარაკება პნევმატური იარაღიდან 14 წლის ა.სუბელიანის მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლას მოჰყვა. ამ დროს საპირფარეშოში ორი მეცხრეკლასელი და ოთხი მეთერთმეტეკლასელი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მანდატურმა ხმაური გაიგო და ბავშვებს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა სკოლის გარეთ გაერკვიათ. სუბელიანმა, რომელიც უფროსკლასელებისგან გარკვეულ ზეწოლას განიცდიდა, დახმარების თხოვნით თავის მე 12 კლასელ, რაგბისტ დეიდაშვილს მიხეილ კალანდიას დაურეკა, რომელიც პირველ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე გახლავთ. ამ უკანასკნელმა კი საქმის გარჩევაზე გაყოლა მეგობრებს თხოვა. საბოლოოდ, ხორავას #4-ში ოცზე მეტმა მოზარდმა მოიყარა თავი.

როგორც ირკვევა, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ქვისლები არიან. მათი ცოლები ბორის კაკუბავას შვილები თეა და ლელა კაკუბავები არიან. ერთ-ერთი ქვისლი თენგიზ კალანდია თავის ორ შვილთან ერთად პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა, როცა მეორე ქვისლი, მირზა სუბელიანი არც დაუკითხავს. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა და საქმის ფაბრიკაციით სწორედ მირზა სუბელიანია დაინტერესებული. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სუბელიანს თანამდებობრივი მდგომარეობის გამო საქმეზე ხელი მიუწვდებოდა და სურვილის შემთხვევაში, შეეძლო ოჯახის წევრებისთვის ალიბის შექმნა შეეძლო. მის მიმართ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, სუბელიანმა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით მთავარ პროკურორს მიმართა, თუმცა მოგვიანებით გაჟღერდა ბრალდება, რომ სუბელიანი პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებდა, რასაც სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს.

მ. სუბელიანი: „არ ყოფილა ისე, რომ მე ვიღაც გადამემალა. ჩემი შვილი პირველივე წუთებიდან მივიყვანე საგამოძიებო ორგანოებში და მისი დაკითხვით დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე. მირჩევნია, მე ვიყო მკვდარი და ეს ბავშვები ცოცხლები.. დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. 2014 წლიდან მას შემდეგ, რაც გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტიდან წამოვედი, გამოძიებასთან არანაირი შეხება არ მქონია. არანაირი კადრები, არავითარი მერაბიშვილის გაყვანა და არაფერი გარდა იმისა, რომ დევს ჩემი დასკვნა, რომ მერავიშვილის საკნიდან გასვლა არ ყოფილა“.

სისხლიან გარჩევის მონაწილეთა ოჯახის წევრები კონფლიქტის მიზეზად 51-ე სკოლაში არსებულ არაჯანსაღ გარემოს ასახელებენ. მათი თქმით, სკოლაში აკრძალული ნივთების ტარება, „ფულის შეწერა“ და ბულინგი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ კოინფლიქტი მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და ამის მიზეზი მის მე 9 კლასელ შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობა გახლდათ. ექსპარლამენტარის თქმით, მოძალადეები მის შვილიშვილს ფულს სძალავდნენ, ამცირებდნენ და უნიტაზში თავს აყოფინებდნენ და სკოლა ამ პროცესს ვერ აკონტროლებდა.

რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუკზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „დავინტერესდი, თუ რატომ არ უდგანან მხარში ზაზა სარალიძეს დანარჩენი მშობლები, რატომ არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან მისი შვილის მკვლელობის საქმეზე და რატომ დარჩა გამწარებული მშობელი ბრძოლაში მარტო. როგორც ამბობენ, ზაზა სარალიძის შვილი სისტემატიურად ძალავდა ფულს ბავშვებს და ამ საქმეში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ ის იყო ტიპიური მჩაგვრელი — ე.წ. კუნთიანი ბეზპრედელშიკი და აბიჟნიკი, რომელიც ბავშვების უმეტესობას სძულდა და ყველას ყელში ჰყავდა ამოსული. მის მიმართ ჩადენილ სისასტიკეს სწორედ აფექტის ამ მაპროვოცირებელ მოცემულობას უკავშირებენ“.

ზემოთ თქმული სიმართლეა თუ მკვლელების მხარდასაჭერად შეთხზული ვერსია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მოზარდების მკვლელობას რომ არაფერი ამართლებს, ისედაც ცხადია. ცხადია ისიც, რომ 51-ე საჯარო სკოლის დირექცია სკოლაში მიმდინარე პროცესებს ვერ აკონტროლებდა და სკოლის საპირფარეშოში 1 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი ერთეული შემთხვევა არ გახლდათ.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სასტიკი მკვლელობის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოზარდთა ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს პრიორიტეტად გამოაცხადა და სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება დააანონსა, თუმცა დაიწყო თუ არა ეს კამპანია, უცნობია.

ერთ-ერთ ინტერვიუში 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ადასტურებს, რომ 1 დეკემბერს სკოლაში არ ყოფილა, რასაც შვებულებაში ყოფნით ხსნის. ჩვენი ინფორმაციით კი საქმე სრულიად სხვაგვარად გახლავთ. იმ ავბედით დღეს სკოლაში არც 51-ე და არც პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი იმყოფებოდა, სადაც მკვლელობისთვის გასამართლებული მოსწავლეები სწავლობდნენ. მანანა თურქაძე და ხათუნა ბარაბაძე შვებულებაში კი არა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩასატარებლად იმყოფებოდნენ.

იცოდა თუ არა განათლების სამინისტრომ, რომ მკვლელობის დღეს სკოლების დირექტორები სამსახურში არ იმყოფებოდნენ? რა თქმა უნდა იცოდა, რადგან სკოლის დირექტორის სამუშაო საათებში ტრენინგებზე მივლინება სწორედ სამინისტროსთან შეთანხმებით ხდება. სავარაუდოდ, ამიტომ არავის უფიქრია დირექტორების პასუხისმგებლობაზე, მაშინაც კი, როცა თანამდებობა მთავარმა პროკურორმა დატოვა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მთავრობისა და პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნები გაისმა.

შეიძლება ვიღაც იკითხოს, რა მნიშვნელობა აქვს დირექტორის სკოლაში ყოფნა-არყოფნასო და ძალიან შეცდება. დავიწყოთ იმით, რომ სწორედ დირექტორი ხელმძღვანელობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. შესაბამისად, კონფლიქტის შემთხვევაში, დირექტორს ბავშვები ქუჩაში კი არ უნდა გაეშვა, სკოლაში მშობლები უნდა დაებარებინა და ბავშვები მათთვის გაეყოლებინა.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე 9 მუხლის თანახმად, სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმავე მუხლის მე 8 თავის მიხედვით, მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისგან. კანონის მე 20 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 33- მუხლი უზრინველყოფს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება.

დარღვეული იყო თუ არა 51-ე სკოლაში კანონის ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები და შეეძლო თუ არა სკოლის დირექციას ტრაგედიის თავიდან აცილება, მშობლებმა, მოსწავლეებმა და ჩვენმა მკითხველმა განსაჯონ. თავის დროზე, როცა განათლების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების მქონე პროფესიონალებზე უარი თქვა და სკოლის მართვა მენეჯერებს გადააბარა, ვწერდით, რომ ეს შეცდომა სკოლის უსაფრთხო გარემოზე და ზოგადად, მოსწავლეთა დისციპლინაზე აისახებოდა. იმასაც ვამბობდით, რომ მოსწავლეთა დისციპლინასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთლიანად მანდატურებს და პოლიციას არ უნდა გადავაბაროთ და პასუხისმგებლობა სისტემამაც უნდა აიღოს. გვახსოვდეს, ბავშვები პირად მაგალითს შეგონებებზე მეტად ენდობიან, ამიტომ როცა მოზარდს პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ, თავადაც ამის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ..

ნელი თორდია

მეტის ნახვა
10-06-2018, 12:30


ბატონო ზაზა, უპირველეს ყოვლისა, გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ იმ ტრაგედიის გამო, რაც თქვენ და თქვენს ოჯახს დაატყდა თავს. თუმცა ამასთან ერთად გვაქვს კითხვები, რომლებიც არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ საზოგადოებას აწუხებს.

ბატონო ზაზა, როდის უნდა მიხვდეთ თქვენ, რომ თქვენთვის საბედისწერო და ქვეყნისთვის უაღრესად სახიფათო შეცდომას უშვებთ, როცა პოლიტიკურ ნაძირალებს და პოლიტიკურ პროსტიტუტკებს, მკვლელებს და ბანდიტებს აყენებინებთ თავს და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას უპირისპირდებით, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა არაადამიანური სისასტიკე იმ რეჟიმისა, რომლის წარმომადგენლებიც თქვენ თანამოაზრეებად და თანამებრძოლებად აირჩიეთ.

ქართველი ხალხი გულწრფელად თანაგიგრძნობთ თქვენ, ბატონო ზაზა და გულწრფელად იზიარებს თქვენს ტრაგედიას. ქართველ ხალხს, ისე, როგორც თქვენ, გულწრფელად სურს, დამნაშავეები და მათი მფარველები დაისაჯოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის აყირავების, სამოქალაქო დაპირისპირების და სახელმწიფო გადატრიალების უფლებას მისცემს ვინმეს, რომ ამის შემდგომ ხელისუფლების სათავეში კვლავ ის ფაშისტურ-კრიმინალური ძალები მოვიდნენ, რომლებმაც ცხრა წლის განმავლობაში საისხლსა და ცრემლში აბანავეს მთელი ქვეყანა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება კი არა ქართველი ხალხი არავის დაუთმობს იმ ისტორიულ მონაპოვარს, რასაც "ნაცმოძრაობის" რეჟიმზე გამარჯვება ჰქვია და ქვეყნის უკან, უკუნში და წყვდიადში შებრუნების უფლებას არავის მისცემს.

გაუგებარია, აუხსნელია, რატომ არჩიეთ თქვენ ქართველი ხალხის თანადგომას კუპრავას, მელიას, ვაშაძის, მაჭუტაძის, ქარდავას და მათნაირების თანადგომა?
გულუბრყვილობით და გამოუცდელობით მოგდით ეს ამბავი, თუ კიდევ არსებობს სხვა მიზეზები?
იქნებ, მართლა გჯერათ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები 10 ივნისს იმდენ ხალხს შეკრებენ, რომ მთავრობასაც გადააყენებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც დანიშნავენ?

უტოპიაა ეს, წმინდაწყლის პროვოკაციაა, რადგან ეს არის ზღვარი, რომლის გადაბიჯება ნებისმიერ სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ითვლება და ამის გამკეთებლებს, კანონი მთელი სიმკაცრით მოსთხოვს პასუხს.

არ დაიჯეროთ, არ ირწმუნოთ ნაცების და მისი სატელიტი პარტიების დემაგოგია, თითქოს ისინი კონსტიტუციის ფარგლებში, კანონების დაცვით, მშვიდობიანი ფორმით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საპროტესტო ტალღის აგორების ფონზე რაღაც სისხლიან შეთქმულებას, სატანისტური მსხვერპლშეწირვის მსგავს რაღაც დიდ პროვოკაციას გეგმავენ, რომ ამით გამოიწვიონ საყოველთაო სახალხო მღელვარება და საწადელს მიაღწიონ.

ფრთხილად იყავით თქვენ, ბატონო ზაზა, ჯვარი გწერიათ, მაგრამ თქვენ არ აღმოჩნდეთ ის მსხვერპლი, რომელსაც ნაცები კარგა ხანია, არჩევენ.
არც ნაცები, არც ევრონაცები, არც ვაშაძენაცები, არც შალვანაცები, არც ნაცების ძუძუთი ნაკვები სხვა პოლიტიკური პარაზიტები, არავინ არ არის სხვა თქვენი დარდის და ტკივილის უფრო მეტად გამზიარებელი, ვიდრე "ქართული ოცნებაა".

მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად დაგვიანებული რეაქციებისა, მაინც ერთადერთი ეს ხელისუფლებაა, რომელიც გვერდით დაგიდგებათ და თქვენი შვილის მკვლელობის საქმეს ფარდას ახდის.

ეს ქვეყანა თქვენი სამშობლოა, ეს ქვეყანა თქვენი შვილების სამშობლოა, ეს ქვეყანა ყველა ჩვენთაგანის სამშობლოა და, ცუდია თუ კარგია, მაინც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ მას და ისედაც დაზიანებული კიდევ უფრო არ დავაზიანოთ — ესაა თითოეული ქართველის უპირველესი მოვალეობა, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, თქვენ შესანიშნავად აცნობიერებთ.

და ბოლოს: ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ, შვილმკვდარ მამას, ცოტა არ იყოს, მკაცრი ტონით გელაპარაკეთ, მაგრამ იმდენად ბევრი რამ არის შეგდებული ქვეყნის ყოფნა-არყოფნის სასწორზე, ვფიქრობთ, ენის მოჩლექით საუბრის დრო არ არის.

"საერთო გაზეთი"

მეტის ნახვა
8-06-2018, 11:30


ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. კაპანაძის თქმით, შეხვედრა სარალიძის სახლში შედგა.

"ჩემი ამოცანაა, რომ საქმემ წაიწიოს წინ რაც შეიძლება სწრაფად. ასევე მქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან და მასთან ერთაც შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. დღესვე შევხვდები სახალხო დამცველს, მას შემდეგ რაც მექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, რათა შევთანხმდეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექრივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ყველა სუბიექტი იყოს ჩართული.
ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში და თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა მას ნდობა. ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ზაზა სარალიძესთან ხვალ უკვე პარლამენტში შედგება.

მეტის ნახვა
7-06-2018, 12:00


ამდენს იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ თავის გამოჩენა მინდა, 80 წლის კაცს ეს არაფერში მჭირდება, არც თანამდებობას ვეძებ. გული რომ შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, იმიტომ ვამბობ, ხელისუფლება რომ გქვია, რატომ არ მიჯერებ, მით უმეტეს  იცი, რომ მთელი ცხოვრება ენერგეტიკაში გავატარე

ენგურჰესზე უჩვეულო არაფერი ხდება, მოხდა ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ზედამხედმხედველობის, კონტროლის და სპეციალისტების არარსებობის პირობებში. ის ადამიანები არ მყავს მხედველობაში, ვინც ექსპლუატაციას უწევს ამ სადგურს, იმ სპეციალისტებს, ვინც კანონმდებლობას და საფუძველს ქმნიან, რომ ქვეყანაში გაჩნდეს კანონის აღსრულების მექანიზმი მართვის სტრუქტურისთვის, მათ შორის ენერგეტიკისთვის , აცხადებს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.

ამ ყველაფრის არარსებობამ და ხელმძრვანელობის სითამამემ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად იგნორირება გავუკეთეთ ამ უნიკალური ნაგებობისთვის საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს. უსაფრთხოება ნიშნავს პირველ რიგში კრიტერიუმების დადგენას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მდგრადი, შეეძლოს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. ჩვენ არც ეროვნული კრიტერიუმები გვაქვს შემუშავებული და არც ვინმესგან გვაქვს გადმოღებული, გამოდის, თვითდინებაზეა მიშვებული ექსპლუატაციის უსაფრთხოება. ენერგეტიკაში უსაფრთხოება ყველა ობიექტისთვის ინდივიდუალურია, ყველას თავისი შესაძლებლობები აქვს, ზოგადი მოთხოვნების გავრცელება შეიძლება, მაგრამ კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით თუ არ გააკეთე კორექტირება, არ შეიყვანე ეს მონაცემები იმ ბაზაში, რასაც ჰქვია მდგრადობა და საიმედო ექსპლუატაცია, დაიშლება ეს სისტემა.

ენგურჰესი 40 წელია ექსპლუატაციაშია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი ვადაა, ამ ხნის განმავლობაში მას ჭირდებოდა რეაბილიტაცია, განახლება, გარკვეული მოთხოვნების, დაკვირვებების შედეგად მიღებული მასალების საფუძველზე იმ მოთხოვნების კორექტირება, რასაც ჰქვია ობიექტის მდგრადობის, საიმედობის მახასიათებლები და უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობები. წლების განმავლობაში ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებდით, კომუნისტების მმართველობის პერიოდში ინტენსიურად ანალიზდებოდა, კორექტირდებოდა ეს მონაცემები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს პროცესებიც შეწყდა. დღეს ჩვენ სრულყოფილად არ ვფლობთ ვითარებას, ავტომატიზირებული სისტემებიდან (ნაგებობის ტანშიცაა ჩატანებული ზოგიერთი აპარატურა) ანათვლებს ვღებულობთ, მაგრამ თუ ის სისტემაში არ იქნა დანარჩენ კომპონენტებთან, ცალკე ზუსტ სურათს არ იძლევა, ამახინჯებს მდგომარეობას და ფაქტობრივად, შეიძლება პიროვნულ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. მდგომარეობა ზოგჯერ შეიძლება გაიოლებულად წარმოიდგინო, ზოგჯერ კატასტროფულად მოგეჩვენოს, მაგრამ მოჩვენებითი იყოს ეს ყველაფერი. ეს ამ უნიკალური ნაგებობის, მსოფლიოში იშვიათია ასეთი რთული კომპლექსი, როგორიცაა ენგურჰესი, ნაკლი არ არის. მართლაც საამაყო ნაგებობაა, რომელსაც ასეთივე ზედამხედველობა და ყურადღება ჭირდება, რასაც დღეს ვერ ვაკეთებთ.

რაც შეეხება თავად რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიას. გვირაბის გაჩერების, წყალმოდინების შეჩერების შემდეგ დათვალიერების შედეგად, სპეციალისტებს გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე არ არის გარკვეული რა მოხდა. რამდენიმე დღეში დაიდება მომხდარის შესახებ, პირველი მიახლოებითი დასკვნა, თუმცა სპეციალისტებს მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, უკვე გვაქვს ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიღებული დასკვნა, რომ სატურბინო მილსადენის ბოლო ნაწილში (სადაც ტურბინაში წყალი შედის) არსებული სარქველი მოწყდა. ეს რთული კონსტრუქცია ლითონისგანაა დამზადებული. 40 წელია, რაც ენგურჰესი ექსპლუატაციაშია და ამ ხნის განმავლობაში იქ არაფერი შეუცვლიათ, ე.ი. ლითონი დაიღალა, არსებობს ასეთი ტერმინი, ლითონის დაღლა, ვერ გაუძლო წყლის დაწოლას და გამოხეთქა. სპეცილისტებს არაერთხელ გაგვიკეთებია საჯარო განცხადებები, გვისაუბრია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ სახიფათო იყო ასეთი უკონტროლობა, საჭირო იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ კაციშვილი არ აქცევს ამას ყურადღებას. ჰესზე ამისთანა ხუთი კონსტრუქციაა, ახლა ერთმა გამოხეთქა და ამხელა პრობლემები შეგვიქმნა, არ არის გამორიცხული დანარჩენებზეც იგივე მოხდეს.

ამიტომ ვამბობდით 2006 წლიდან რომ გაგვეჩერებინა ენგურჰესი და ცალკეული ნაგებობის კი არა, მთლიანად სისტემის რეაბილიტაცია მოგვეხდინა. იმის მერე 12 წელი გავიდა, წესით უკვე ორჯერ უნდა გაგვეჩერებინა ენგურჰესი და ჩაგვეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანად, კომპლექსში უნდა გაგვეკეთებინა რევიზია, დაგვედგინა ავარიასაშიში უბნები და იმის მიხედვით მოგვეხდინა რეაგირება, რომ შეგვერბილებინა მოსალოდნელი უსიამოვნებები. არ გაგვაჩერებინეს, ახლა ამის დრო არ არის, როგორმე გავიტანთო, რას გაიტან, ხომ ხედავთ რაც მოხდა. როგორც სპეციალისტი გეუბნებით, რომ რაც მოხდა, ამას თავიდან ვერავინ აიცილებდა.

უვიცობაა შეფასება, რომ რაც მოხდა, ადამიანური ფაქტორითაა გამოწვეული. ლითონის დაღლის გარდა, იქ სხვა ფაქტორებიც მრავლად არის, გრავიტაცია, წყალში ათასნაირი ქიმიური მინარევია, რაც ჭამს კონსტრუქციებს და მოქმედებს მთლიანად კომპლექსზე. ასე რომ, ადამიანური ფაქტორით აპელირება, ვიღაცის დასჯაზე საუბარი, ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია, რადგან ეს არის კანონზომიერი შედეგი კანონით უზრუნველყოფილი მოთხოვნების შეუსრულებლობისა. ხუთი ობიექტი უკვე გითხარით, კიდევ რამდენი წერტილია დაწყებული გვირაბიდან, ყველგან შეიძლება მოხდეს რაღაც ანომალია. ენერგეტიკოსები ამას ვაფასებთ, როცა უშუალოდ ხდება ძირეული შემოწმება და ანალიზი, ეს იქნება აპარატურა, გაანგარიშება, რაიმე თვალით დანახული და ა.შ. ყველაზე სერიოზული ნაგებობის ე.წ. ნატურით გამოცდაა, როდესაც წყალსაცავი და გვირაბი ბოლომდე შევსებულია, ხუთი აგრეგატი მუშაობს, წნევა, ხარჯი სრულია და ამ პირობებში როგორ იქცევა ეს ნაგებობა. შედეგებს ვაანალიზებთ და ვქმნით ნორმატიულ ბაზას ექსპლუატაციისთვის. სხვათა შორის, ენგურჰესი ბოლომდე არ არის დამთავრებული, ობიექტის მიღება არ მომხდარა. სადგური საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩაბარდა, მაშინ ითქვა, დროებით ექსპლუატაციაში ჩავაბაროთ და როცა კომპლექსს მთლიანად დავამთავრებთ, კომპლექსურად მაშინ გამოვცადოთო. მაშინ არავის ეგონა საბჭოთა კავშირი თუ დაინგრეოდა, ამიტომ ნატურალური გამოცდა არ ჩატარებულა და დღესაც გაუკეთებელია. ამიტომ ჩვენ კრიტერიუმები, რომელიც უნდა დავადგინოთ და გადავცეთ ახალ თაობას, რომ იხელმძღვანელოს და მოახდინოს ნაგებობის ექსპლუატაცია, უზრუნველყოს მისი საიმედობა და ა.შ. დღესდღეობით არ გვაქვს.

სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო საკანონმდებლო დოკუმენტაციის შექმნა, რომელიც ყველა სუბიექტს ავალდებულებს, რა უნდა გააკეთოს. ამიტომ ყველა თავისებურად იქცევა. ჩეხები როგორც მოეპრიანებათ, ისე იქცევიან, ჩეხეთში მიღებული რაღაც წესებით ხელმძღვანელობენ, ნორვეგიელები, როგორც თავად გაუხარდებათ და აწყობთ, ანალოგიურად იქცევიან ჩინელებიც. ქართველებს ეს კრიტერიუმები არ გვაქვს, ჩვენმა მთავრობამ იოლი გამოსავალი მონახა, მიიღო დადგენილება, რომელიც უფლებას აძლევს დამკვეთს ან ინვესტორს ის ნორმატივები გამოიყენოს, რომელიც თვითონ მიაჩნია სრულყოფილად, ანუ თავისი დანერგონ ჩვენთან. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობამ ამ ვითომდა პასუხისმგებლობის მოშორებით, უდიდესი დანაშაული ჩაიდინა, პასუხისმგებლობა კი არ მოიშორა, მარყუჟში გაყო თავი. სად ჩინეთის, ნორვეგიის, რუსეთის, ჩეხეთის ნორმატივი და სად საქართველოს ნორმატივი, ჩვენთან ყველა მდინარე თავისებურია, თავისი წესი, ხასიათი, ქიმია-ფიზიკა და შესაძლებლობები აქვს, რასაც მისადაგება უნდა. ამიტომ არსებობდა ჩვენი ინსტიტუტი, რომელიც ფაქტობრივად 1922 წელს, ზაჰესის მშენებლობის დროს შეიქმნა, ჩვენი აშენებულია ენგურჰესი, ჟინვალჰესი და სხვა მრავალი ჰესი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს ენერგეტიკაში, დღემდე ვერ მივიღეთ კანონი ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ, იმიტომ, რომ ინსტიტუცია, რომელიც ამას გააკეთებს, საქართველოში აღარ არსებობს, ყველა გაიყიდა, დაიშალა, არავის არაფერი ჭირდება. ფრაგმენტულად ვწყვეტთ საკითხებს, ეს ფრაგმენტული საკითხები მერე თავს იყრის და გამოდის ნაზავი, რომელსაც არცერთი პარამეტრი არ აქვს ნორმალური ქვეყნის და ცხოვრების პირობების შექმნისთვის.

ვიმეორებ, აუცილებლად არის შესამუშავებელი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ეკონომიკური სტრატეგია შეთანხმებული იქნება ენერგეტიკულ უზრუნველყოფასთან. ენერგეტიკის გარეშე, ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია. ეს პოლიტიკაა შესამუშავებელი. ამდენს იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ თავის გამოჩენა მინდა, 80 წლის კაცს ეს არაფერში მჭირდება, არც თანამდებობას ვეძებ. გული რომ შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, იმიტომ ვამბობ, ხელისუფლება რომ გქვია, რატომ არ მიჯერებ, მით უმეტეს იცი, რომ მთელი ცხოვრება ენერგეტიკაში გავატარე.

– ბატონო ანზორ, გასაგებია, რომ ენგურჰესზე მომხდარ ავარიაში ადამიანური ფაქტორები გამორიცხეთ, მაგრამ როგორ აფასებთ იქ მომუშავე პერსონალის ქმდებას ექსტრემალური სიტუაციის დროს და საერთოდ, არ ფიქრობთ, რომ ენგურჰესის ამ მაგალითზე საქართველოში ასეთი მასშტაბური ჰესების მშენებლობა სახიფათოა.


– ავარიული სიტუაციის დროს, რეაგირების ხარისხის მიხედვით ფასდება კოლექტივის პროფესიონალიზმის ხარისხი. რამდენად ოპერატიულად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ სისტემას, რომ გააუვნებელყონ სავალალო შედეგები. ეს ამ კოლექტივმა შესანიშნავად გააკეთა, ჩაკეტა გვირაბი, გააჩერა სადგური, გადმოაქცია წყალი კაშხლის ტანიდან ქვედა ბიეფში (ენგურის კაშხლის ქვემო კალაპოტი), იქ გაუშვა და დაიწყო წყალში ჩაძირული ადგილების გამოსუფთავება ვიზუალური დაკვირვებისა და ანალიზისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ოპერატიულად და კვალიფიციურად გააკეთეს. ადგილზე ჰქონდათ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჭირდებოდა თ. ყველა სამუშაო ოპერატიულად ჩაატარეს და ფაქტობრივად რამდენიმე საათის განმავლობაში შევძელით, უმართავი პროცესი მართვადი გამხდარიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწია წყლის დონემ, 26 მაისს წყლის დონე ბოლომდე იყო დაწეული, მთლიანად გათავისუფლებული და გასუფთავებულია იქაურობა. იქაურმა ენერგეტიკოსებმა კი ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ეს არსებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ვნახეთ, რომ სარქველი მოგლეჯილია, მისი მიდუღება და სხვა დეტალების აღდგენაც შეიძლება, მაგრამ ეს იქნება დროებითი, ენგურჰესმა იმ ვადის განმავლობაში უნდა იმუშაოს, რაც პროექტით აქვს განსაზღვრული. ეს დროებითი ღონისძიება კატასტროფას აჩერებს, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვაგანაც მოხდეს. ამიტომ დროა, მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იმ პერიოდში, როცა წყალი დიდი რაოდენობითაა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ნაკლებია, რადგან ზაფხულის პერიოდია. იმ ვადით გავაჩეროთ ჰესი, რა ვადაც პოტენციურად ავარიული უბნების ლიკვიდაციას ჭირდება, რომ ჰესი მთლიანობაში მოვიდეს წესრიგში.

იმისათვის, რომ ენგურჰესი, როგორც კომპლექსი და ნაგებობა, რომელიც მსოფლიო ხელოვნური ნაგებობების სიაშია შეტანილი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილება, აქვს უჩვეულო პარამეტრები, რომლითაც არათუ უტოლდება, არამედ ჯობნის არსებულ ელექტროსადგურებს, წესრიგში რომ მოვიდეს, ასეთი პატარ-პატარა ინექციების შეშხაპუნება არ ეყოფა. ამისთვის საჭიროა კაპიტალური გაჩერება, სერიოზული მომზადება, თანხების მოძიება, კვალიფიციური მშენებლების და მემონტაჟეების მოყვანა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ადრე ყოველთვის ვიცოდით რა სამუშაოები იყო ჩასატარებელი და რა დრო ჭირდებოდა ამას. ახლა ზუსტად არ ვიცით, რადგან წლების განმავლობაში ვაკუუმი იყო, ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ დეტალური შესწავლაა საჭირო. პირდაპირ ვამბობ, 1922 წლიდან აშენებული ძველი ობიექტები დღესაც ყველა გამართულად მუშაობს, ასრულებს თავის დანიშნულებას. ეს იმიტომ ხდება, რომ თავის დროზე იყო 24-საათიანი ზედამხედველობა, კონტროლი, მართვის სისტემების და თვითონ გადაწყვეტილებების მიღების სრულყოფა. ენგურჰესმა საშიშროება ხომ არ შეგვახსენაო, თუ იგნორირებას გავუკეთებთ პრომბლემებს, არავითარ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ ეს საშიშროება რეალურია და შეიძლება ხვალვე დადგეს.

არასწორად მიმაჩნია ის პოზიცია, რომ ენგურჰესმა დაღუპა სვანეთი, ტენიანობის მატებასთან ერთად, დაავადებებმაც იმატა, იმას რატომ არ ამბობენ, რამდენი სიკეთე მოგვიტანა ამ უნიკალურმა ჰესმა. მას დღემდე ათ მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია აქვს გამომუშავებული, ეს კოლოსალური რაოდენობის შეშის, გაზის, მაზუთის, ქვანახშირის დაზოგვაა, რომელთა წვაც მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს. სამწუხაროდ, ჩემმა თაობამ ვერ მოვახერხეთ ამ პროექტში ჩადებული ყველა გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა, იმიტომაც არსებობს მის მიმართ პრეტენზიები, ანაკლიის მიდამოებში ნაპირი ირეცხება, ზღვა მიწა ჭამს და პლაჟები ინგრევა, ენგურს ჰესის გამო, ინერტული მასალა (ქვა-ღორღი) აღარ ჩააქვს, რომ გამაგრდეს ზღვის ნაპირიო. გათვალისწინებული გვქონდა ეს რომ არ მომხდარიყო, მეთოდიც გვქონდა, რომელიც მთლიანად ქართველების შემუშავებულია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდის არეულობამ, ეკოლოგიური მოძრაობის გამწვავებამ და ა.შ. ამის განხორციელების საშუალება არ მოგვცა, ფაქტობრივად არ გაგვაკეთებინეს, შუა გზაზე მივატოვეთ და მას შემდეგ ინტენსიურად ირეცხება ზღვის ნაპირი.

აქ მეორე საკითხცაა, რომელიც ვერ მოგვარდა, კაშხლის ქვევით ტერიტორიაზე, ანუ ქვედა ბიეფში უსაფრთხოების პროცესები ბოლომდე არ არის მიყვანილი, როდესაც კაშხლიდან კატასტროფული ხარჯების გადმოშვების პერიოდი დგება, უნდა გახსნა ფარები და წყალი გაუშვა. ხსემენული ავარიის დროს, ზუსტად ასე მოიქცნენ ჩვენი ენერგეტიკოსები. კატასტროფული ხარჯების სიდიდეც დადგენილია და მისი გავრცელების ზონაც, ყველა სახის კატასტროფის აღკვეთა ბუნებრივია არ იყო პროექტში ჩადებული, ეს გამორიცხულია, რადგან კატასტროფა არაპროგნოზირებადია. ამას ჭირდებოდა უსაფრთხოების ღონისძიებები: სანაპიროს დაცვისთვის გამაგრებითი სამუშაოები, წყალმომარაგების, ხიდების დაცვის და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ მოსახლეობის არეალში არ გავრცელებულიყო კატასტროფული წყალმოვარდნებით გამოწვეული ცუდი შედეგები. ეს ვერ გავაკეთეთ, ვერ ავითვისეთ გამოყოფილი თანხები, აგრეგატების გაშვება და სხვა სამუშაო უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, მერე დაინგრა საბჭოთა კავშირი და პროექტი განუხორციელებელი დარჩა. ადამიანი ავად რომ ხდება, წამალი თუ არ მიეცი, შეიძლება იცოცხლოს, მაგრამ ვერ განიკურნება, ჩვენ ეს წამალი ენგურჰესისთვის არ მიგვაცემინეს და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოს ბუნებას აჩანაგებს, არ გვინდა ჰესები, მითუმეტეს ასეთი გიგანტებიო. ყველა საკითხი თავიდან ბოლომდე მეცნიერულად არის შესწავლილი და გაანალიზებული, ყველაფრის მოვლა-პატრონობა შეიძლება, მთავარია სახელმწიფო დონეზე იყოს ამის სურვილი.

– ბატონო ანზორ, ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ვისაუბრეთ, რომ ენგურის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი კაშხალს მიღმა ვერ გადის, სადღაც რჩება და თუ ხდებოდა მდინარის კალაპოტის გაწმენდა, რომ ისეთი ტრაგედია არ დატრიალებულიყო, რის მოწმეც 2015 წლის ივნისში ვერეს ხეობაში გავხდით, მით უმეტეს, რომ მასშტაბები გაცილებით დიდია. თუ გატარდა რაიმე ღონისძიება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

– აბსოლუტურად არაფერი, ინერტული მასალა კაშხლის უკან მდებარე წყალსაცავში ილექება, დალექვის ინტენსივობა შეფასებული გვაქვს — 170 წლის განმავლობაში წყალსაგდებების დონემდე შეივსება, 310 წლის განმავლობაში კი მთლიანად ამოივსება წყალსაცავი ამ მასალით. ძალიან დიდი პერიოდი კი გვაქვს დარჩენილი, ეს რომ არ მოხდეს, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მოქმედება, არსებობს უამრავი ხერხი, რომ ტრაგედია თავიდან ავიცილოთ და სარგებელიც მივიღოთ. ეს ინერტული მასალა მშენებლობის და ნაპირის გამაგრების გარდა, სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მიწის სასუქად. მასში ასევე საკმაოდ არის ძვირფასი და იშვიათი ლითონები, ოქრო, ვერცხლი, ტიტანი, ნიკელი, ვოლფრამი. პროექტში ესეც გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნგრევამ, ეს საკითხიც გადაუწყვეტელი დატოვა. ენგურის წყალსაცავის გარკვეულ დონემდე ამოვსების საწყის ეტაპზე ვართ, ანაკლიიდან შავი ზღვა გვიტევს, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი შენდება და ზღვის აგრესია უფრო იმატებს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიურად 5 ჰექტარი მიწა მიაქვს ზღვას, რადგან ის კვება არ აქვს, რაც მანამდე ჰქონდა, ამიტომ ეს კვება აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

დამატებით სხვა პროცესიც მიმდინარეობს, ენგურის ქვედა ბიეფში მდინარის კალაპოტის დონის აწევა ხდება, რადგან მას არ აქვს იმის ძალა, რომ კაშხლის ქვემოთ არსებული ხევების და პატარა მდინარეების მიერ ჩამოტანილი შვავი ზღვამდე გაიტანოს. ეს ჩამოშვავებული ნაკადები გზადაგზა რჩება და ენგურის კალაპოტს ავსებს. სანამ კაშხალი აშენდებოდა, ათასობით კუბმეტრი შვავი ისე გაივლიდა ენგურზე, რომ ვერავინ იგებდა, ახლა საკმარისია სამასმა კუბმა გაიაროს, რომ მოსახლობას ზარალდება, იტბორება ყანები, სახლები, ეზოები, იხრჩობა შინაური ფრინველები და პირუტყვი. ადრეც გითხარით და გავიმეორებ, კაშხლის ზემოთაც და ქვემოთაც სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ღონისძიებები, რაც ნიშნავს მდინარის მიმდებარე ტერიტორიების დაცვას, თუ ენგურის ქვედა ბიეფის ნორმალური ექსპლუატაცია არ მოხდა, ამოივსო მდინარის კალაპოტი, წყალდიდობისას შედეგად წამოსული ნაკადები ყველაფერს წალეკავს. გამოვიყენოთ ენგური ჩვენს სასარგებლოდ, ამოვიღოთ ჩამოტანილი ინერტული მასალა, ჯერ ერთი, დატბორვის საფრთხე მოიხსნება, მეორე, ინერტული მასალა მთელ მსოფლიოში დეფიციტურია, ჩვენ კი ამ მასალით და შესაბამისად სამშენებლო მასალებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ, რადგან საქართველო ვულკანური წარმოშობის ზონაში მდებარეობს. ენგურის ქვედა ბიეფში მართლაც არის საშიშროება, რომ მძიმე მოვლენები განვითარდეს.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
4-06-2018, 14:00


თბილისის მერმა მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში: საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ და გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე"- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შექმნილი სიტუაციისთვის დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, მემამქანეებს კი გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და მოსახლეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

მეტის ნახვა
4-06-2018, 11:30


12 მაისს "ბასიანის" "დაპყრობას" დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რუსთაველი. გაისმა პოლიტიკური მოწოდებები. აქციაზე კი ტრანსგენდერების, გეების, ფემინისტების გარდა თავი მოიყარა პოლიტიკოსებმა და იმ ადამიანებმაც, ვინც ჩათვალეს რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ღამის კლუბ "ბასიანიდან" იწყებოდა და მთავრდებოდა.

მოხდა დაყოფა, ერთ მხარეს იდგნენ "გასხივოსნებულები", მეორე მხარეს "ბნელები": "გასხივოსნებულთაგან" რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა პოლიციელს, იყო გინება, ფურთხი. ეგრედწოდებულ არაცნობადებს მხარი ეგრედწოდებულმა ცნობადებმა აუბეს და ოხრად "დაიყარა" ზიზღი, აგრესია: მოვუხნათ დედის ტრაკი ამ ბნელებს!” – დავით კოვზირიძე;

"მოგხანთ სალი კლდეები და სახელოვანი წარსული!” – ანა სუბელიანი;
"დაუხეთქეთ თავები და გააჯმევინეთ სახლში მაგათ!" – სალომე ბარკერი;
"ვიღაც ნაბიჭვრები რომ სხედან იქ სადღაც!" – ბექა წიქარიშვილი;
"მოდით, ბევრი ვიყოთ რომ მოვუხნათ კარგის ტრაკები!” – ხათუნა გოგებაშვილი;
"ვიღაც ყ.ე სამართალდამცველი თმაში მწვდა" – მათე ხიდაშელი;

"ჩვენ ვიცავთ თავისუფლების იდეალს, რომელიც მათ დაკარგეს, იმიტომ რომ თავისუფლება არის აქ და არა კაბინეტებში. დამოუკიდიებლობის მოპოვება დიდი ბრძოლის შედეგი იყო. არავინ არ გვაჩუქებს თავისუფლებას და ბრძოლა დღესაც გრძელდება. მივმართავ მაყურებელს, თავს ნუ მოატყუებინებთ ამ ხალხს. მოდით და შემოგვიერთდით, ვინაიდან ეს არის ბრძოლა პროგრესსა და განუვითარებლობას შორის", – ლაშა ბუღაძე;

"ბასიანს არბევენ, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ევროპაში. ესაა კალაძის დანაპირები "ღამის ცხოვრების" განვითარების შესახებ? ნარკოდანაშაულს ვერაფერი მოუხერხეს და ახლა განტევების ვაცს ეძებენ, ვინმეს უნდათ რომ შეახოცონ ხელი. ღამის ეკონომიკა კრიმინალის დამარცხებამ, უსაფრთხო გარემომ და ტურიზმის ბუმმა შექმნა და არა კალაძის `ღამის სამინისტრომ".
ნუ ანგრევთ იმას, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ! ჩემი სოლიდარობა ბასიანს!”, – რომან გოცირიძე;
"არ დაგვიტოვეს ადგილი, ისეთი სადაც შეგვიძლია ვიყოთ ისე როგორც გვინდა. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ. არ ვაშავებთ, როდესაც ვცეკვავთ. მეტი რა გავაკეთოთ?" – ბაია პატარაია.

დავით ზურაბიშვილი: "კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ და ეს ფაშისტი ნაბიჭვრები მოაცილეთ აქციას!"
დავით გაბუნია: "აქ რაც ხდება არის არანაკლები, რაც ხდებოდა 7 ნოემბერს… ჩვენ აქ ვიდგებით 17 მაისსაც, სამწუხაროდ, აქ ვიქნებით ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისაც, 26 მაისს".

გიორგი ვაშაძე: "ხელისუფლებავ! ახალგაზრდებს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს თორე კუდით ქვას გასროლინებთ!"
"სამწუხაროდ, მე დღესაც არ მაქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ", – სერგი გვარჯალაძე.

ღამის ეკონომიკის "მინისტრის" (რომელსაც თურმე 4000 ლარზე მეტი აქვს ხელფასი და ჯერჯერობით არანაირი პროექტი არ განუხორციელებია) მხარდამხარ "ბასიანის" დასაცავად "იბრძოდნენ" დეპუტატებიც, ყოფილები, მომავალი. საბოლოო ჯამში "პრადვინუტული საზოგადოება" შეჯერდა, რომ რუსთაველზე იდგა "მთელი თფილისი" და რომ ყველა ვინც "ბასიანში" არ დადის ბნელია. აქცენტი გადატანილი იქნა ეკონომიკაზე და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჩანდეს, თურმე სერგი გვარჯელაძის "ღამის ეკონომიკა" "ბასიანზე ყოფილა დამოკიდებული. როგორც ჩანს, არავინ მიაქცია ყურადღება, რომ წინა ხელისუფლების დროს, სასტუმრო "აჭარის" კლუბში ("აჭარა მიუზიკლ ჰოლი"), შეიჭრა სპეცრაზმი, იგივე მოტივით, რაც "ბასიანში", კლუბის დირექტორი სერგი გვარჯალაძე იყო და თავად კლუბი, ასეთივე ცნობილი, როგორც `"ბასიანი”, მაშინ სუბუტექსის დიდი პარტია იქნა ამოღებული. მაშინ საზოგადოება ამართლებდა ძალოვანების ქმედებას და ხელისუფლებას ნარკორეალიზატორების მიმართ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებდა. ამდენად, "ბასიანში" რომ ხედავს გვარჯალაძე გამოსავალს და ღამის ეკონომიკის აღორძინებას, გასაკვირი არაა.

წინმსწრები მოვლენები:

სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებს წინ სიკვდილი უსწრებდა. სიკვდილი, რომელმაც, საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა, დააფიქრა. სიკვდილი დადიოდა ღამის კლუბებში, ფესტივალებზე (კაზანტიპი). საზოგადოების აზრის გასაგებად, დღეს საუკეთესო საშუალება სოციალური ქსელია და როცა რამდენიმე ახალგაზრდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა დაისვა კითხვები – რას აკეთებს ხელისუფლება? რატომ იყიდება თავისუფლად ღამის კლუბებში გაურკვეველი თუ გარკვეული სახის ნარკოტიკი? რატომ არ აკავებენ "ბარიგებს"? რამდენიმე ადამიანი აქციების მოწყობის ინიციატივითაც გამოვიდა და კანონის გამკაცრება მოითხოვა. საქმე ისაა, რომ მოქმედი კანონის მეტად გამკაცრება, უბრალოდ შეუძლებელია და საზოგადოების მოთხოვნაც, შესაბამისად, აბსურდული. მთავარი, კანონის აღსრულებაა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამას არავინ, ან ძალიან ცოტა ითხოვს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს უფრო ადრე, წინ უსწრებდა "უსისხლო" და "უსიკვდილო" ფაქტები: ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე იქნნენ დაკავებულნი ქართული შოუ-ბიზნესის "ელიტარული" წარმომადგენლები, რომელთა დასაცავად ცალკე "ელიტამ" და ცალკე საზოგადოების მუდამ უკმაყოფილო ნაწილმა, მკლავები დაიკაპიწა. მოხდა ისე, რომ დეპუტატებიც ჩაერთვნენ საქმეში და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით "გამომცხვარ" "პეტიციებზე" თავიანთი ფაქსიმელე სავიზიტო ბარათივით, დამღად დაასვეს. მოგვიანებით, ერთმა დეპუტატმა ბოდიშიც მოიხადა "პეტიციაზე" ხელის მოწერის გამო – საზოგადოებას ასე თუ არ უყვარდა ეს "ცნობადი სახე", ამას როგორ წარმოვიდგენდიო, ხელმოწერა "უკან გამოითხოვა" და ერთი სიტყვითაც არ დაგმო ფაქტი – დიდი რაოდენობის ნარკოტიკების შემოტანა.

"ელიტამ" გარისკა და აღიარა, "ცნობადის" დაკავებამდე ტაბუდადებული საკითხი და განაცხადეს, რომ თურმე "ცნობადმა" საკუთარი მოხმარებისთვის შემოიტანა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წამალი. მოგვიანებით, ალბათ, ინანეს აჩქარება – "ცნობადი" მალე გაათავისუფლეს – არც გამოცხადებული თვითმკვლელობის და არც კონტრაბანდისთვის არ დააკავეს, მისი ნაზი ბუნებისთვის ციხე ზედმეტი იყო.

12 მაისს, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, მოხდა ისე, რომ იმ ადამიანების ნაწილიც კი, ვინც წინა დღეებში ზედმეტი დოზისგან გარდაცვლილ ბავშვებს გლოვობდნენ, უცებ აღმოჩნდნენ ნარკოტიკების გამსაღებელთა დამცველები. `"ეთრმა ხმაური", რომელსაც თავის დროზე, ჩანასახშივე, ე.წ. ხმაური არ აუკრძალეს და არ დააკავეს ნარკოტიკების პოპულარიზაცია-აგიტაციისთვის, ხელისუფლების შეცვლაზე `"ჭიკჭიკდა", "გირჩმა", რომელსაც კანაფის დათესვისა და აგიტაციისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა, საქმიანობას არ შევწყვეტთო. "ბარიგებმა", უკაცრავად, დილერებმა, რევოლუცია "დაანონსეს". "სტრატეგიულად მნიშვნელოვან" ადგილზე მეტეორული სისწრაფით გამოცხადებულმა ნაცმაცუნებმა "ამბრაზურას" როლი იკისრეს.

ასეთ ფონზე "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა: "კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე". ანუ, "ბასიანი" ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და პარალელურად აცხადებს რომ თურმე კლუბში, ნარკოტიკი კი არა, ციტრამონი იყიდებოდა.
"ბასიანის" გარდა პოლიცია შევიდა ღამის კლუბ "გალერიში", თუმცა დიდი ვნებათაღელვის ფონზე `"გალერი" არავის გახსენებია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია: "კლუბი “ბასიანის” მთავარი მოწილე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია! აკაკი ხურციძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ 1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2012 წლამდე, აკაკი ხურციძის ვაჟი, გიორგი ხურციძე უკრაინაშია…
კლუბი "ბასიანი" – წილები და მეწილეები:
– აკაკი ხურციძე 50%
– ნიკო ნიკოლაძე 10%
– ნათია ორაშვილი 10%
– ზვიად გელბახიანი 10%
– ივანე გეთია 10%
– ვახტანგ გოცაძე 10%".

ასევე სოციალურ ქსელში, "გალერის" შესახებ ვრცელდება ინფორმაცია: "გალერი" იყო ჩერნიგოველის სახელობის ეკლესიის შენობა. შენობა გროშებად გაიყიდა 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს.

საინტერესოა ასევე ისიც, რომ, მაგალითად "ბასიანში", როგორც ამბობენ, თავისი "სადილერო" "ბუტკა" აქვს გახსნილი ცნობილი მომღერლის ცნობილ ქმარს. ხოლო "გალერიში" გადაღებული ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელში იქნა გამოქვეყნებული, სხვა არაფერია თუ არა გარყვნილება. არც "ბასიანი" და არც "გალერი" დღევანდელი და გუშინდელი "პროდუქტი" არაა. "გალერი"უფრო მხცოვანია, `"ბასიანი" უფრო ახალგაზრდა, მაგრამ ამ ორივე `ღამის ეკონომიკის მთავარ სიძლიერეს~ აკავშირებს პოლიტიკა.

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, 10%-იანი წილის მეპატრონე არის ზვიად გელბახიანი. ზვიად გელბახიანი არის ვალერი გელბახიანის ძმის შვილი. თავის მხრივ ვალერი გელბახიანი, როგორც თავად აცხადებდა, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა. მეტიც, ბადრი პატარკაციშვილთან ურთიერთობისა და მისი შტაბის ხელმძღვანელობის გამო, ის თურმე სასიკვდილოდ გაწირეს. ისმის კითხვა: მაშ როგორ მოხდა რომ "დევნილი" ვალერი გელბახიანის ძმის შვილი "ბასიანში" 10%-იანი წილი მფლობელია? იმიტომ ხომ არა, რომ თავის დროზე, როცა ვალერი გელბახიანი დაბრუნდა საქართველოში (დედა მყავს ავად და მომეცით ნება რომ ვნახოო, ამ მოტივით ჩამოვიდა და ნება მისცეს კი არა, ხელიც არავინ ახლო თუ არ ჩავთვლით ერთდღიან პატიმრობას) საქართველოს მთავარი ნარკუშა და ნარკობარიგა ირაკლი – ერეკლე კოდუა აეროპორტში დახვდა? ვინმემ არ თქვას, ეს ევალებოდაო. ჰო, აბა, თურმე, ეგრედწოდებულ პოლიტიკურ დევნილს სოდ-ის უფროსზე ნაკლები არ უნდა დახვედროდა აეროპორტში და თან არ დაგავიწყდეთ, ამ "სტუმართმოყვარე აქტის" დროს კოდუა გელბახიანის სს საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

რუსთაველზე აქციაზე მისულმა გახარიამ, აქციის მონაწილეებს მოსთხოვა ბოდიში მოეხადათ იმ პოლიციელებისთვის, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ ადამიანებმა, რომელთაც არა ერთ კომენტარში აღიარეს, რომ კლუბში "კაიფის გამო დადიოდნენ" (დაგვაცადეთ ჩვენ ეს გვისწორდება) ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადეს. პარლამენტში გახარიამ გამგებთათვის გასაგებად თქვა, გამოძიება მიდის და გვაცალეთ ყველა თავისას მიიღებს, პოლიციელთა შეურაცხყოფისთვისაც და ნარკოტიკების გასაღებისთვისაცო. ახლა "საქართველოს მომავალს", "დაგვაცალეთ კაიფი, ჩვენ ეს გვისწორდება" ხალხს არჩევანი არა აქვთ. ეგრედწოდებულ ლიდერებს, თავისი დამცველებითურთ ცხირ-პირში მიარტყეს ფირები, სადაც ბარიგობის, წინააღმდეგობის გაწევის და შეურაცხყოფის კადრებია აღბეჭდილი. ერთადერთი გზა, რაც მათ დარჩათ ისევ აქციის მოწყობაა, თუმცა როგორც "ცნობადმა სახე" ნიკა ქავთარაძე წერს: "მოვიდა ტიპი ჩვენს მოედანზე და მივეცით საშუალება, რომ მისი წესებით გვეთამაშა". გახარიამ დიდი ანგარიშით მოუგო საპარლამენტო ოპოზიციასაც. ამდენად, ლიდერებმა უკვე იციან, რომ ჩანასახშივე წაგებულ აქციას, მოწოდებას – "თავისუფლებას გვართმევენ, თავისუფლება დავიცვათ" – ანკესზე ტრანსგენდერების და "ჩვენ კაიფი გვინდა" ხალხის გარდა, მხარს არავინ დაუჭერს.

ახლა ისინი სხედან და ტირიან…

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
29-05-2018, 17:00