რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება ამაზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

– განათლება დიდი პოლიტიკის ნაწილია და პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მიმართულებით პროგრესულ და პოპულარულ რეფორმებს არ ატარებს, ვადაზე ადრე მიდის ხელისუფლებიდან. სააკაშვილის ხელისუფლება განათლებასა და მეცნიერებაში გატარებულმა არაპოპულარულმა და ანტიმეცნიერულმა რეფორმებმა შეიწირა. მისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში საუკეთესო პროგრამით მოვიდა, რომელიც პირველ რიგში, კანონმდებლობის მთლიანად შეცვლას ითვალისწინებდა, მაგრამ იმ პროგრამიდან არაფერი გაკეთებულა. რაც დღეს ხდება, კატასტროფაა! არასრულწლოვან ნარკომომხმარებელთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკმა 15-მდე მოზარდი შეიწირა. გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვიც, რაც იმის დამსახურებაა, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვი მთლიანად გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან.

– რა გამოდის, რომ ყოველწლიურად, 600 მილიონს უვიცობაში და კრიმინალისა თუ ნარკომიდრეკილების ჩამოყალიბებაში ვიხდით?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების მიღების ნაცვლად, ბავშვები ნარკოტიკებს ეჩვევიან, მოძალადეებად ყალიბდებიან და ჭრიან და ჩეხავენ ერთმანეთს, ასე გამოდის. უძვირესი კერძო სკოლები გვაქვს: ამერიკული, ბრიტანული, ევროპული, არაეროპული, აზიური და ა.შ. ზოგან სწავლა 25 000 დოლარი ღირს, ზოგან 10 000 დოლარი და არაფერი. მოდის ბავშვი სახლში და მშობელი ყველა საგანში ამზადებს, რადგან იმდენ ცოდნას ვერ აძლევენ, რომ ბავშვმა დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ზოგადი თუ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასეთი მზაკვრული, ბოროტი, ანტიმეცნიერული და ახალგაზრდების განადგურებაზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს. სტუდენტების განათლების დონეს რომ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ საერთოდ არაფერი იციან. ვეკითხები სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს – რად უნდათ ეს უვიცი ბავშვები, მარტო იმისთვის, რომ ხელფასი აიღონ?

– თავის დროზე, ვარაუდობდით, რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დღეს არსებული მოდელი სწორედ ასეთ შედეგებს მოიტანდა..

– არც ვცდებოდი, თუმცა დაფინანსების გარდა, სხვა პრობლემებიცაა. ჩემი აზრით, დანაშაულია, როცა ტექნიკურ, სამედიცინო ან აგრონომიულ ფაკულტეტებზე ისტორიას, გეოგრაფიას ან ლიტერატურას გამოცდებით აბარებენ და სპეციალურ საგნებში არავითარი ცოდნა არა აქვთ. წარმოიდგინეთ, სტუდენტებს ქართველი კლასიკოსების ერთი ნაწარმოებიც კი არ აქვთ წაკითხული და ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. გაუგებარია, რა ტესტია, რა წყობაა და რა მოთხოვნებია, რომ უნარების გარდა, არაფრის ცოდნა არ გჭირდება და სტუდენტი ხდები. სტუდენტებმა ქართული და მათემატიკა არ იციან და ქიმიის, ბიოლოგიის და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაზეა საუბარი? რატომ გვიკვირს, რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებლის პირობებში, პროფესიონალი ექიმების, ინჟინრების თუ აგონომების დეფიციტი გვაქვს? რა აგრონომი გახდები თუ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია არ ჩაგიბარებია? რა ინჟინერი გახდები მარტო ისტორია-გეოგრაფიის ცოდნით?

– დანგრეული მაღაროები, ავარიული სახლები და გზები საბოლოოდ, ვიღაცის არაპროფესიონალიზმის შედეგია, თუმცა ბოლო დროს, განსაკუთრებით ბევრ კითხვას ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი აჩენს..

– რაც შეეხება სამედიცინო დარგს, დღევანდელი ექიმები სანატრელი გაგვიხდებიან, როცა პროფესიაში ექიმების ახალი თაობა შევა. თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში, უბრალო დაავადებების სამკურნალოდ თურქეთში წასვლა დაგვჭირდება. რომელ არჩევით საგანზეა საუბარი? სამედიცინოზე მინიმუმ, ხუთი საგანი უნდა ბარდებოდეს: სამი, რომელიც ყველგან ბარდება და ამასთან, ქიმია, რომელიც მედიცინის ხერხემალს წარმოადგენს და ბიოლოგია. თანამედროვე მედიცინა ფიზიკის ცოდნასაც მოითხოვს, ამიტომ მომავალმა ექიმმა ეს საგანიც უნდა იცოდეს. ფიზიკა-ქიმიას კი ვერ ისწავლი, თუ მათემატიკა კარგად არ იცი. ამასწინათ, სტუდენტთა ჯგუფს ვკითხე მეტალი ელექტრულ დენს ატარებს თუ არა და ვერ მიპასუხეს. 21-ე საუკუნეში სტუდენტს ეს რომ არ ეცოდინება, სამედიცინოს სტუდენტი გოგორდმჟავას და მარილმჟავას ფორმულას რომ ვერ დაგიწერს და ფიზიოლოგიური ხსნარი არ იცის რაა, ის რა ექიმი უნდა დადგეს? ათასობით სტუდენტში თითო-ოროლა წარმატებულ და შრომისმოყვარე სტუდენტს ნახავთ და ისინიც საზღვარგარეთ გარბიან, იმიტომ, რომ აქ თუ ფული არ გაქვს და ვიღაცის შვილი არ ხარ, სამსახურს ვერ იშოვი. მაშინ რაში გვჭირდება ამდენი უმაღლესი სასწავლებელი? საბჭოთა კავშირის დროს, როცა 5 მილიონი ვიყავით, 18 უმაღლესი სასწავლებელი გვქონდა. ახლა ამის ნახევარი ვართ და 70-მდე აკრედიტებული უნივერსიტეტი გვაქვს. უნივერსიტეტების გარდა, დასახურია ბევრი მიმართულება. არ მესმის, რა საჭიროა პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებში არაპროფილური მიმართულებები? მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ისტორიის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტები სრულიად ზედმეტია და თავის პროფილურ მიმართულებებს უნდა მიხედოს. ასევე, სხვებმაც. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, გეტყვით, რომ განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ძირეული რეფორმებია გასატარებელი. 

თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა? ეს ადამიანი იმ ხუთკაციანი კომისიის წევრი გახლდათ, რომელმაც ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღვაწლმოსილი პროფესიორები გაუშვა, თანაც ამ დროს, აკადემიური ხარისხი არ ჰქონდა. ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგია, რომ განათლების სისტემაში ნაციონალების წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

– დღევანდელი განათლების სისტემას ყველაზე მწვავედ ნაციონალები აკრიტიკებენ. თქვენ კი ამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი საგანმანათლებლო პოლიტიკა გააგრძელა და რადიკალური ცვლილებები არ განუხორციელებია.

– ნაციონალებს ოპონირებაში ბადალი არ ჰყავთ, ხელისუფლებამ კი მათთვის პასუხის გამცემიც კი ვერ ნახა.. ღრმა და საფუძვლიანი რეფორმირების ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა, რომლის წყალობით მივიღეთ გაცილებით უარესი, „ტაშფანდურა“ საგნებით სავსე და არაფრის მომცემი ეროვნული სასწავლო გეგმა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ხომ საერთოდ, კორუფციის წყარო კი არა, მდინარეა.. ამდენი მკვლელობა და ძალადობა არ მოხდებოდა, რომ ასეთ გაუაზრებლად მიღებულ დოკუმენტებს მასწავლებელი და მოსწავლე არ დაეშორებინა.. ყველა მიმართულებით ჩიხში შევედით და ამას ხელისუფლება მშვიდად აკვირდება. ბავშვებში რომ ამდენი აგრესია და ძალადობაა, გაკვეთილების მიმდინარეობისას თუ გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს რომ ჭრიან და ხოცავენ, თანამდებობის პირებმა პასუხი არ უნდა აგონ? 

– 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფაქტს გულისხმობთ?

– არა მარტო, მაგრამ თუნდაც ეს ფაქტი იყოს. სასწავლო პროცესის დროს მოხდა სასტიკი დანაშაული. კი არ მოკლეს, დაკლეს ბავშვები და სკოლის დირექციას პასუხი არ უგია.. რატომ არავინ დაინტერესდა, დანაშაულის ჩადენის დროს, სად იყვნენ 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები? თუ ადგილზე იყვნენ, რა გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო? მე თუ მკითხავთ, მარტო დირექტორები კი არა, სამინისტროს მთელი შემადგენლობა უნდა გაეშვათ. სანამ თანამდებობა მარტო მაღალ ხელფასთან ასოცირდება და არა პასუხისმგებლობასთან, ვერც ივანიშვილის დაბრუნება გვიშველის და ვერაფერი. დღეს არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ არათუ თანამდებობა უნდა დაატოვებინონ, პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვისი ბრალეულობაც ამ საქმეში იკვეთება.

საერთოდ გაუშვან არაპროფესიონალი და გამოცდილების არმქონე დირექტორები, რომლებსაც სკოლის მართვა არ შეუძლიათ. შეცვალონ უვარგისი კანონი, რომელშიც წერია, რომ სკოლის დირექტორად მუშაობისთვის პედაგოგიური განათლება აუცილებელი არაა და 3 წლიანი სტაჟიც საკმარისია. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. სამი კი არა, სკოლის დირექტორს ათწლიანი სტაჟი და განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურები უნდა ჰქონდეს გავლილი, რომ ნამდვილი პროფესიონალი ერქვას. როგორ შეიძლება გამოცდილების არმქონე ადამიანი პროფესიონალი იყოს, როცა პროფესიონალიზმს წლები და გამოცდილება ჭირდება?

ნელი თორდია



მეტის ნახვა
8-05-2018, 07:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერის თქმით, განათლების სისტემაში არსებული ამოცანები, ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას მოითხოვს. ამ მიმართულებითაც დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – სხვადასხვა უწყების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება სასკოლო პროცესში ფსიქოლოგების და მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა. დაიწყო მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაციის პროექტიც.

"ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ისინი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამავე დროს, ეს ყველაფერი მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ აქტიურობას. ჩვენი ვალია, არამხოლოდ მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას განხორციელებული ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის არსი, არამედ უწყვეტი საჯარო დისკუსიის პირობებში ერთად შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გახდება ძალიან ძლიერი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენ ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწევთ.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვრიკაშვილის თქმით, ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. როგორც პრემიერმა განაცხადა, ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებას უკავშირდება, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.

„ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანია. მათ გააჩნიათ მომავლის სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები და თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის და თქვენი ჩართულობა გარდაუვალი და მნიშვნელოვანია. მადლობა განათლების სამინისტროს და მინისტრ მიხეილ ჩხენკელს საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ბევრი იმუშავეს ამ გეგმაზე. ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, პირველი არის განათლება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და ეკონომიკური წინსვლის მთავარი ძალა გახდეს. ჩვენ ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმის საქმეში.

„ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების წარმატებულ მოდელს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ამ სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია კოლეჯების შექმნა, შემდეგი წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტის ნახვა
7-05-2018, 10:30


სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთში მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა. რეგიონული სამსახურის უფროსმა ნინო შეწირულმა მეფუტკრეებს ინფორმაცია მიაწოდა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აქტიურად მიმდინარეობს ფაროსანას მონიტორინგი, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გამოსვლა აღინიშნება, წამლობითი ღონისძიებები ტარდება.

უსაფრთხოების ზომების და მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება მიმდინარეობს საღამოს საათებში, როცა ფუტკარი უკვე დაბინავებულია, ხოლო „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსება ყვავილოვანი მცენარეებისგან მოშორებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა სრული რეკომენდაცია,როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან.




მეტის ნახვა
5-05-2018, 15:30


გვესაურება მწერალი და დრამატურგი, ბატონი გურამ ბათიაშვილი

_ ბატონო გურამ, ქართულ მწერლობას დიდი ღვაწლი დასდეთ. მოგვიყევით თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ ახლა?

_ მოგეხსენებათ, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება" და ქართულ თეატრმცოდნეობას გარკვეული სამსახური გავუწიე. ახლა გამოვცემ ებრაული თემატიკის გაზეთს "მენორა". ეს გაზეთი ასახავს ქართველთა და ებრაელთა ისტორიულ ურთიერთობას, ებრაელთა ყოფას საქართველოში, ისრაელის ისტორიასა და დღევანდელობას.
მოგეხსენებათ, საქართველოს ებრაელობა ისტორიულ სამშობლოს უბრუნდება. ეს პროცესი გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს ქართველ ებრაელთა უდიდესი ნაწილი ისრაელში ცხოვრობს, ასევე არიან ამერიკაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში დარჩენილია ებრაელთა ძალიან ცოტა რაოდენობა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 2-დან 3 000-მდე ებრაელი. ამიტომ ჩვენი გაზეთის ამოცანაა, არ იყოს მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა გაზეთი, არამედ იყოს და ჩვენი აზრით, არის კიდეც, როგორც აქ, საქართველოში მცხოვრები, ასევე უცხოეთში წასული ქართველი ებრაელების საყვარელი ქართული გაზეთი.

_ ვიცი, თქვენ სენაკელი ხართ.

_ სამტრედიაში, სოფელ კულაშში დავიბადე. შემდეგ მამაჩემმა სამსახური სენაკში იშოვა და იქ გადავსულვართ საცხოვრებლად. მაშინ ექვსი თვის ვყოფილვარ. გავიზარდე სენაკში და ასე ვთქვათ, სამეგრელოს შვილი ვარ. ამიტომ ჩემთვის ოდიშური სამყარო ძალიან ახლობელი და ძვირფასია. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი უნდა გიამბოთ: 2003 წელს იერუსალიმში გაიმართა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ყრილობა. 
ყრილობის დამთავრების შემდეგ ისრაელის ტელევიზიაში მიგვიწვიეს. ჩვენთან ერთად იყო მსახიობი ვახტანგ ტატიშვილი. იგი ყრილობის მხატვრულ პროგრამაში მონაწილეობდა. ვისაუბრეთ ახლადშექმნილი კონგრესის შექმნის ამოცანებზე. საუბრის დასასრულს გადაცემის წამყვანი აცხადებს: სამი ქართველი რომ შეიკრიბიბება, ჩინებულად მღერიან. თქვენ კი ოთხნი ხართ, იქნებ, ჩვენი გადაცემა დიდებული ქართული სიმღერით დავამთავროთო. ერთმაც უარი თქვა სიმღერაზე და მეორემაც _ ჩვენ კარგი მსმენელები ვართ, მომღერლები არაო. დავრჩი მე, ჩემზე უარესი მომღერალი კი ჯერაც არ დაბადებულა. არც სმენა მივარგა, არც სასიმღერო ხმა მაქვს, მაგრამ მომეჩვენა, რომ საქართველოს ღირსება ჩემს სიმღერაზე იყო დამოკიდებული და სიმღერა დავიწყე. დავიწყე სწორედ მეგრული სიმღერა:,, ასე ჩონგური ქოფთქუათი…~კარგად დავიწყე, ვახტანგ ტატიშვილიც წამომეშველა და ჩინებულადაც დავაგუგუნეთ.
ამით რა მინდა გითხრათ? იმ ექსტრემალურ სიტუაციაში სწორედ ის მომეძალა, წამომეშველა, რაც სისხლსა და ხორცშია გამჯდარი.

_ ბატონო გურამ, ბევრი წავიდა, თქვენ რატომ არ დაბრუნდით ისტორიულ მიწაზე?

_ (პაუზა). გამიჭირდა, ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი… მაგრამ… (პაუზა.) მე სხვადასხვა საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციის წევრი გახლავართ. სულ ახლახან ამომეწურა მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის კადენცია, გახლდით მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის გამგეობის წევრი იერუსალიმში, დღეს ვარ ევრაზიის ებრაელთა კონგრესის სტრატეგიული კომიტეტის წევრი, რომლის შტაბ-ბინა თელ-ავივშია განთავსებული, გახლავართ საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ისრაელში და სხვა ქვეყნებში ხშირად მიხდება ყოფნა, ვესწრები სხვადასხვა ღონისძიებებს. ვმონაწილეობ ყრილობების, კონფერენციების მუშაობაში. ისრაელში ყოფნისას რამდენიმეჯერ მიფიქრია: გურამ, აი, შენ შენი წინაპრების სამშობლოში ხარ და აქ იმყოფები არა ორი-სამი დღით, ან ერთი კვირით, არამედ, სამუდამოდ. მღელვარება მეუფლება… ძალიან მიყვარს იერუსალიმი. თბილისის გარდა თუ ოდესმე სადმე ვიცხოვრებ, ალბათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, იერუსალიმი იქნება. 
ჩემზე ხშირად უთქვამთ, რომ მე ვარ ქართველი ებრაელი მწერალი. რა თქმა უნდა, მე ვარ ქართველი ებრაელი, მაგრამ, მწერალი არის იმ საზოგადოების, რომელ ენაზეც წერს. მე ქართულად ვწერ, ამდენად, მე ებრაული წარმოშობის ქართველი მწერალი ვარ.

_ ებრაულ თემატიკაზე წერთ?

_ ჩემი ყველა რომანი საქართველოში ებრაელთა ყოფას ასახავს, დრამატურგიაში ასე არ არის. ორი-სამი პიესაა ებრაულ თემატიკაზე. ჩემი ძალიან დიდი ინტერესის საგანი საქართველოს ისტორია გახლავთ. საქართველოს ისტორიაში არის ძალიან ბევრი დრამატული და შეიძლება ითქვას, დრამატული ეპიზოდებიც.
მაგალითად, მე მაქვს ერთი პიესა, რომელიც ახლა წარმატებით იდგმება ბათუმის თეატრში. ეს არის პიესა `სამშობლო მცირეთა და მრავალთა~, რომელიც თამარ მეფის ეპოქას ეხება. კერძოდ, იმ ეპიზოდს, ზანქან ზორაბაბელმა გიორგი რუსი რომ ჩამოიყვანა საქართველოში. მართალია, პიესა თამარის ეპოქას ეხება, მაგრამ დაწერილია საქართველოს დღევანდელობაზე.
მიმაჩნია და ასეც არის _ თამარ მეფე იყო მსოფლიოში პირველი მმართველი, რომელმაც პარლამენტის მსგავსი სათათბირო შექმნა. პიესაში ლაპარაკია თამარის დროინდელ სათათბიროზე და სინამდვილეში ვწერ თანამედროვე საქართველოს პარლამენტზე.

_ თქვენ შესანიშნავ რომანებსაც ქმნით.

_ (ეღიმება.) მაგ მოსაზრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. კარგი იქნებოდა, თუ სხვებიც ამ მოსაზრებას გაიზიარებდნენ…
ახლახან გამოვიდა ჩემი ახალი რომანი,, ელიგულა და ხავა~, რომელიც წინა საუკუნის 10–20-იანი წლების მოვლენებზეა აგებული. 

_ როგორც მწერალი, როგორ შეაფასებთ, ზოგადად, ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ფენომენს?

_ ამბობენ, რომ ქართველთა და ებრაელთა კეთილი ურთიერთობა ქართველთა ტოლერანტობამ, ებრაელთა გამტანობამ და ერთგულებამ განაპირობაო. კი, ბატონო, არის ეს არგუმენტი, მაგრამ ჩვენ სათავე უნდა ვეძებოთ. საიდან, როგორ იწყება ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ამ ურთიერთობების სიმყარეს სხვა, უფრო მეტად ისტორიული მიზეზები აქვს. გასული საუკუნის 80-იან წლებში მეც ისეთივე თანამშრომელი ვიყავი გაზეთისა, როგორიც თქვენ ხართ და როგორც ,,ლიტერატურული საქართველოს" ჟურნალისტმა ინტერვიუ ავიღე უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორისაგან, რომელიც ახალი დაბრუნებული გახლდათ ისრაელიდან. სამუდამოდ დამამახსოვრდა მისი პირველივე ფრაზა:,, ებრაელებმა საქართველოში მოიტანეს მონოთეიზმი!"

მონოთეიზმი, მოცემულ შემთხვევაში კი, ქრისტიანობა, უზარმაზარი ნახტომი გახლდათ პროგრესისაკენ.
მე ეს თეზა მაქვს რომანში "ერთი, მხოლოდ ერთი".
ებრაელებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების საქმეში.
ეს დაახლოების ერთ-ერთ მძლავრ ფაქტორად მიმაჩნია.

გორის უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ელდარ მამისთვალაშვილს საინტერესო ნაშრომები აქვს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე.,, ქართველ ებრაელთა ისტორიაც~ მისი დაწერილია. ამ წიგნში ერთ ასეთ ამბავს გადმოგვცემს: ერთი სურამელი ებრაელი ქალი ერეკლე მეორეს წერს: მშობლები გარდამეცვალნენ, ძმებმა ჩემი მშობლების ქონება გაიყვეს, მე არაფერი მერგო. შენ ხელმწიფე ხარ, დამეხმარე, რომ მეც შემხვდეს წილი მშობლების ქონებიდანო. როგორც ხედავთ, ერთი ჩვეულებრივი საჩივარია ოჯახურ თემაზე, მაგრამ უჩვეულო და უნიკალურიც კია მეფის მინაწერი, ასე ვთქვათ რეზოლუცია ამ საჩივარზე: "გამგებელსა სურამისასა. თუ მოსეს რჯულის მიხედვით ეკუთვნის, მიეცეს!"

ეს ხდება მე 18 ს-ის 60-იან წლებში და დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოს ტოლერანტობას ასწავლის.

_ გაზეთები წერენ უკმაყოფილო ქართველების შესახებ, რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან ებრაელი მესაზღვრეების საქციელით. ეს ძაბავს ურთიერთობებს არა, ვთქვათ, სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვან, ერთა შორის ურთიერთობების დონეზე და ეს, მგონი, გასათვალისწინებელია.


_ ისრაელი არის სახელმწიფო, რომელსაც, ასე ვთქვათ, ბომბებზე სძინავს, ქალაქები, მოსახლეობა ყოველ წუთს ტერაქტების მოლოდინშია. ამიტომ მათ არ აქვთ უფლება ზედაპირულად მოექცნენ თავიანთ მოვალეობას, ამ შემთხვევაში, საზღვარზე გადმომსვლელს.
ისრაელში არ არის იოლი სამსახურის შოვნა. აი, ამ მესაზღვრემ დიდი ხნის ძებნის შემდეგ იშოვა სამსახური, რომელზეც მთელი მისი ოჯახის ცხოვრება და არსებობაა დამოკიდებული. მან გაიარა სათანადო ტრენინგები. თუ ის დაარღვევს შრომით შინაგანაწესს და ისე მოიქცევა, როგორც ამას ზოგიერთი გვიამბობს, აუცილებლად მოუწევს უმუშევართა არმიის შევსება, რაც მისი ოჯახის შიმშილს და მრავალ პრობლემას ნიშნავს.
ისეთ გარემოცვაშია ისრაელი, სხვანაირად მისი არსებობა შეუძლებელია. მებაჟე, მესაზღვრე და, საერთოდ, ვერავინ, თავს უფლებას ვერ მისცემს, გადააბიჯოს წესდებას და კანონს. ამას გარდა, ევროპაში საქართველოდან ჩასულთა კრიმინალის მომრავლება, ყველა მესაზღვრეს გაათკაცებულ სიფხიზლეს ავალდებულებს. ისრაელს თავისი კრიმინალებიც ჰყოფნის ისინი საკმაოზე ბევრია.

_ ჩვენი, ქართულ-ებრაული პოზიტიური ურთიერთობები რომ შენარჩუნდეს, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს?

_ საშუალო და უფროსი ასაკის თაობა, რომელსაც ახსოვს, უყვარს საქართველო, ნელ-ნელა ტოვებს ცხოვრების ასპარეზს. მოდის ახალი თაობა, რომელსაც ბებია-ბაბუებისგან გაუგია საქართველოს შესახებ, ამიტომ არ იცის ისე ცხოვლად, როგორც უფროსებმა იცოდნენ. საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია.
ისრაელში თითქმის ყველა იმ ქვეყნის შვილთა შეკრების ცენტრები არსებობს, სადაც ებრაელებს დევნილობის პერიოდებში უცხოვრიათ, თუმცა, არ არსებობს ქართული სახლი, ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკა. ჯერ კიდევ ვერ მოება თავი ამას. დღეს ლიტერატურა არცთუ ისეთ პატივშია, როგორშიც უნდა იყოს, მაგრამ ქვეყნის და ხალხის იმიჯის შესაქმნელად იგი უზარმაზარ მისიას ასრულებს.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
25-04-2018, 15:00


საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, გოგონებსა და ქალბატონებს მამაკაცები ყოველთვის ეუბნებოდნენ ქათინაურს, თუნდაც უცხო ყოფილიყო. ქალბატონები შექებას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ და ამით ამაყობდნენ კიდეც. ისიც აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ზრდილობისა თუ ეთიკის ნორმებს ოდნავადაც არ არღვევდნენ. ჩვენში ქალს განსაკუთრებული ადგილი რომ ეკავა, არახალია. ერთსაც გავიხსენებ ჩვენი სიჭაბუკიდან _ ბიჭს, რაც უნდა გაენაწყენებინა მეორე ბიჭი, შეხვედრისას თუ მას გოგონა ახლდა, ხმას არავინ გასცემდა. ეს გახლდათ ქალის და კაცის, საერთოდ, ადამიანის და საკუთარი თავის პატივისცემა. სამწუხაროდ, ახლა ასეთ რაინდობაზე წარსულ დროში გვიხდება საუბარი.

კაცობრიობა წინ წავიდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწიაო, ხშირად გვსმენია. თუმცა ბოლო დროს, მიუხედავად უდიდესი ტექნიკური პროგრესისა, ეჭვი მეპარება ამაში. თითქმის ყოველ კვირას ქართული ტელევიზიებიდან გვესმის: "მავანმა კაცმა მავანი ქალი სექსუალურად შეავიწროვა, არიქა, მისი უფლებები უნდა დავიცვათო". რას ნიშნავს "სექსუალური შევიწროება" და მართლაც ასეთი საგანგაშო მდგომარეობაა თუ არა საქართველოში, ამის შესახებ გვესაუბრება უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე. 

_ ბატონო გრიგოლ, რას ნიშნავს "სექსუალური შევიწროება" და რა მიზანს ემსახურება ამ თემის გააქტიურება?

_ დავიწყოთ იმით, რომ "სექსუალური შევიწროება" ჩვენთან ახალი მოვლენაა. თემის გააქტუალურებას შორსმიმავალი მიზნები აქვს. გარკვეულმა პირებმა, ადვილი შესაძლებელია, ეს შანტაჟისთვის გამოიყენონ, რისი საშუალებითაც ზოგიერთი სასურველ თანამდებობას ჩაიგდებს ხელში, ზოგიერთი გზიდან ჩამოიცილებს კონკურენტს, ზოგიერთიც, უბრალოდ, ვინმეს გაამწარებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები უკვე გვაქვს.

_ კი, მაგრამ, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება და დასჯადია თუ არა?

_ კანონით სექსუალური შევიწროება არ ისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში, საბედნიეროდ, ჯერ არ ჩაუწერიათ (დასჯადი მხოლოდ ძალადობაა). როგორც უკვე გითხარით, ახალი თემაა და თავად პირზე, ქალზეა დამოკიდებული, რას მიიჩნევს სექსუალურ შევიწროებად _ ხელით შეხებას, ლოყაზე ამბორს თუ, უბრალოდ, შეხედვას. ვერ დაითვლით, უკვე რამდენმა ქალმა გაიკეთა კარიერა სექსუალური შევიწროების შანტაჟით _ ერთსაც გეტყვით, თუ გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ და ითხოვენ, მაშინ გავიწვიოთ ქალბატონები სავალდებული სამხედრო სამსახურში, როგორც ისრაელშია და დაიცვან სამშობლო.

_ თქვენ თქვით, რომ უკვე გვაქვს შევიწროების ბრალდების მაგალითები. იქნებ, დაგვისახელოთ...

_ კი, ბატონო, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა თანამდებობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატობას ზვიად დევდარიანი ჩამოაშორეს. ორივე ერთი მიზეზით _ სექსუალური შევიწროების ბრალდებით. ორივე საქმე ჯერ კიდევ მოკვლევის პროცესშია და ვნახოთ, როგორ დასრულდება. საერთოდ, ნებისმიერ საკითხში ორივე მხარის უფლებები უნდა იყოს დაცული. იმას, რა ფორმითაც იბრძვიან ეს ადამიანები თავიანთი უფლებების დასაცავად, მე, პირადად, რადიკალურ ლიბერალიზმს დავარქმევდი, რაც დიქტატურაზე ნაკლებად საშიში არ გახლავთ. ლიბერალად მეც ვთვლი საკუთარ თავს, მაგრამ საკანონმდებლო ლიბერალიზაციის მომხრე ვარ და არა რადიკალიზმის. იმასაც გეტყვით, რომ დევდარიანი სამი შვილის მამაა, შვილი ჰყავს უგრეხელიძესაც და საჯარო ბრალდებების დროს ოჯახის ფაქტორი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რათა სხვა ადამიანებიც არ დავაზარალოთ, თუნდაც მორალურად.

_ ბატონო გრიგოლ, თქვენი აზრით, რა გახდა დევდარიანზე და უგრეხელიძეზე განხორციელებული შეტევის მიზეზი?

_ დევდარიანი, ფაქტობრივად, თავისივე კოლეგებმა, ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ გაწირა. აქვე გეტყვით, რომ სახალხო დამცველის და, საერთოდაც, უფლებადამცველი ორგანიზაციების დაპირისპირებაა, რამდენიმე ფრთად დაიშალნენ ისინი. დევდარიანი ეკა გიგაურის რადიკალური ლიბერალების გუნდში იყო და ამიტომაც გაიმეტეს. რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძეს, იგი იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი სახალხო დამცველის ნანუაშვილის დაპირისპირებას გადაჰყვა. სკანდალის გასაჯაროების შემდეგ ლიბერალები სწორედ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვდნენ. ეს გახლდათ იუსტიციის სამინისტროზე და ქალბატონ თეა წულუკიანზე განხორციელებული არაპირდაპირი შეტევა.

_ ახლა, შესაძლოა, მავანი შემოგვედაოს, თითქოს გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვის წინააღმდეგები ვართ.


_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ქალთა უფლებებიც დამიცავს და კაცისაც. არ შეიძლება კანონი საკუთარი ორგანიზაციის ინტერესებს მოარგო, როგორც ამას ახლა ზოგიერთი ცდილობს. ერთიც ვიკითხოთ, სად იყვნენ ეს უფლებადამცველები, როდესაც სააკშვილის რეჟიმის დროს ციხეები სავსე იყო ქალებით, მათ შორის, სრულიად უდანაშაულოებით. მაშინ ხმა ამათგან არავის ამოუღია და ახლა გააქტიურდნენ.

_ როგორ ფიქრობთ, რა მიზნები ამოძრავებთ?

_ მათი მცდელობაა ქართველი მამაკაცის ინსტიტუტის დაკნინება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში ოდითგანვე იყო და, იმედია, მომავალშიც იქნება ქალის კულტი. ამის დანგრევაც სურთ. გენდერული უთანასწორობის, სექსუალური შევიწროებისა თუ ქალებზე ძალადობის თემა შემოგდებულია. მავანს გრანტების მიღება სურს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რადიკალური ოპოზიციის წაქეზებით მოქმედებენ და თემას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ. გახსოვთ, ალბათ, წლების წინ არასასურველ ოპონენტს სუკის, კრემლის და სხვა ქვეყნების თუ ორგანიზაციების აგენტების იარლიყს აწებებდნენ, ახლა სექსუალურ მოძალადეს დაარქმევენ და მორჩა, დაუნგრევენ კარიერას, ოჯახს.

_ კაცებს თუ გვაქვს უფლება, დავადანაშაულოთ ქალები სექსუალურ შევიწროებაში?

_ კი, გვაქვს, მაგრამ გააკეთებს კი ამას ვინმე? საერთოდაც, ქალი ყოველთვის ცდილობს, ლამაზად, სექსუალურად გამოიყურებოდეს, მოაწონოს კაცს თავი. ეს ხომ ბუნებრივია. სექსუალური შევიწროების თავიდან ასაცილებლად დავუწესოთ მათ, თუ როგორ ჩაიცვან, რათა არ გააღიზიანონ მამაკაცი. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ კანონის გაუაზრებლად მიღებით, ადვილი შესაძლებელია, ლამაზ, კეკლუც ქალებს მოესპოთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, რადგან ძალადობის ბრალდების შიშით ხელმძღვანელი მამაკაცები მათ სამსახურში მიღებაზე, უბრალოდ, უარს იტყვიან.
ამიტომ, ვიდრე კანონს მიიღებენ ჩვენი კანონმდებლები, აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება და არა ემოციებზე აყოლა.

_ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ტყუილად, შანტაჟის მიზნით ადანაშაულებენ სექსუალურ შევიწროება-ძალადობაში?

_ სიმართლის დასადგენად საჭიროა ბოლომდე ბრძოლა. სჯობს, პიროვნებამ საჩივარი პროკურატურაში შეიტანოს, სადაც შეისწავლიან, გამოიძიებენ ფაქტს, გამართლების შემთხვევაში, პირი მომჩივანს ცრუ დასმენისთვის უჩივლებს, რომელსაც ბოდიშის მოხდის ნაცვლად პატიმრობაც კი შეიძლება შეეფარდოს.

გია ბურდული

მეტის ნახვა
25-04-2018, 13:30


(დასასრული. დასაწყისი იხ. "სგ" N14)

საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა ბრიტანეთის პარლამენტშიც. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან ნაიჯელ ფარაჯი უთითებდა, სინამდვილეში ყველაფერს წყვედტა არა ინგლისის პარლამენტი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო. პრემიერ-მინისტრმა კამერონმა, მისი პარტიისა და ერის საწინააღმდეგოდ, ეს კანონპროექტი პარლამენტს თავს მოახვია უშუალოდ სტრასბურგის მითითებით.


2008 წელს გაეროს ისტორიაში პირველად საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სხვა მთელი რიგი სახელმწიფოების ინიციატივით გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია ადამიანის უფლებებთან და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტურობასთან დაკავშირებით, (“ანტი-ადამიანის უფლებები” “ადამიანის უფლებების” ნაცვლად.) (რომელსაც მხარი დაუჭირა სახელმწიფოთა მესამედმა: დღეისთვის მას ხელი მოაწერა უკვე 68 სახელმწიფომ (ალბანეთი, გერმანია, ანდორა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, მწვანე კონცხი, ჩილი, კოლუმბია, კოსტა-რიკა (შეუერთდა 2010 წლის მარტში), ხორვატია, კუბა, დანია, ეკვადორი, აშშ (შეუერთდა 2009 წ.), ესპანეთი, ესტონეთი, მაკედონია, ფინეთი, საფრანგეთი, გაბონი, საქართველო, საბერძნეთი, გვინეა-ბისაუ, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მავრიკია, მექსიკა, ჩერნოგორია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პარაგვაი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, სან-მარტინი, სან ტომე-და-პრინსიპე, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ტიმორ-ლესტე, ურუგვაი და ვენესუელა).

ამან შედეგად გამოიწვია სოდომიტების უფლებების საყოველთაო გამყარება, რომელმაც თავი იჩინა ახლადმიღებულ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ დასჯას ჰომოფობიის საფუძველზე, ცნობენ ერთსქესოვან ქორწინებას და ამარტივებენ ტრანსგენდერთათვის ოფიციალური დოკუმენტების გაცემას, სადაც მითითებულია სასურველი სქესი. პოლიციის თანამშრომელთათვის, ციხეებისა და სოციალური მუშაკებისთვის, ასევე სხვა პერსონალისთვის შემუშავდა შესაბამისი პროგრამები. მრავალ სკოლაში რეალიზებულ იქნა ინიციატივები, რომლებიც მიმართულია დაშინების პრაქტიკის აღმოფხვრისკენ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ღონისძიებათა შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უმაღლესმა კომისარიატმა დაგეგმა ჰომოსექსუალიზმის საყოველთაო დეკრიმინალიზაციის მისაღწევად, სხვა დანარჩენთან ერთად გათვალისწინებულია მთავრობებთან დიალოგის გზით რეკომენდაციების შემუშავება რეფორმის ჩასატარებლად, მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივ პროპაგანდაში, სტატიები პრესაში და ვიდეო-მიმართვები, თანამშრომლობა გაეროს პარტნიორებთან შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივების რეალიზაციისთვის, მხარდაჭერის უზრუნველოყოფა დისკრიმინაციის ფაქტების დადგენასა და მთავრობებთან კონფიდენციალური კავშირების დამყარებაში. როგორც ვხედავთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის გეგმები საკმაოდ მასშტაბურია, ხოლო მათი კოორდინირება ხდება შტაბ-ბინიდან, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში. ამავდროულად ფართოვდება ფინანსური ბაზა გარყვნილთა საერთაშორისო “დახმარებისთვის”.

ჯერ კიდევ 2009- წელს საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ შექმნეს ისტორიაში პირველი, ფონდი რომელიც ეხმარება სექსუალურ უმცირესობებს. ფონდი, რომლის სახელწოდებაა “ადამიანის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის უფლებები” დაფუძნდა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან საბრძოლველად და იმართება დონორი-სახელმწიფოების დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შემწეობით, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ფონდის საქმიანობაში შედის სოდომიტების მხარდამჭერი აქციების დაფინანსება. ამასთან საინტერესოა, რომ ფონდის ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვას ახორციელებდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფონდის საქმიანობაში შედის სოდომიტების მხარდამჭერი აქციების დაფინანსება. 2010 წლის ივლისში შეიქმნა პირველი სამმართველო კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ფონდის სპონსორებისგან (ნორვეგიისა და ნიდერლანდების საელჩოები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო). 2011 წლის თებერვალში კომიტეტმა შეიმუშავა სამი საცდელი პროექტი, რომელიც რეალიზებული იქნა ორი წლის განმავლობაში. პირველი მიმართული იყო მედია-კამპანიების დახმარებით ტოლერანტობის მისაღწევად ყველა დონეზე, ასევე ზეგავლენის მოხდენად კანონმდებლებზე (ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა გამოვლენის მხრივ) და ჰომოსექსუალისტთა უშუალო დაცვისკენ. მეორე პროექტის მიზანი იყო უშუალო მუშაობა მოსახლეობასთან, რათა განეწყოთ იგი ლგბტ-თანამეგობრობის სასარგებლოდ, პროპაგანდისტულ ღონისძიებებში იგულისხმებოდა დოკუმენტალური ფილმების დემონსტრაცია, შესაბამისი შინაარსის კინო-ფესტივალები და დემონსტრაციები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უნივერსიტეტებს. მესამე პროექტი ეძღვნება ჰომოსექსუალისტთა ასოციაციების იურიდიულ აღიარებას, რომლებიც იბრძვიან დისკრიმინალიზაციის წინააღმდეგ ფონდს აქტიურად აფინანსებენ დონორი ორგანიზაციები, პროფკავშირები, უნივერსიტეტები, მასმედია და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები.

2013 წლის დასაწყისში (თებერვალ-მარტი) სამი კონტინენტის სახელმწიფოთა ძალისხმევით, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად, ბრაზილიაში (ამერიკა), კატმანდუსა (აზია) და პარიზში (ევროპა) ჩატარდა კონფერენცია ადამიანის უფლებათა და სექსუალურ-გენდერული იდენტურეობის დაცვის ეგიდით ხოლო 15–16 აპრილს ოსლოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზეც შეიკრიბა მსოფლიოს 86 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი, წარმოდგენილ იქნა ჩატარებული მუშაობის შედეგები და განხილულ იქნა მომდევნო ნაბიჯები ლგბტ-თანამეგობრობის გასაძლიერებლად სამწუხაროდ, სოდომური მაფია გადაიქცა მძლავრ იდეურ-პოლიტიკურ ძალად, რომელიც სულ უფრო და უფრო აგრესიულ ფორმებს ღებულობს, ამყარებს თავის კონტროლს კულტურლ-საზოგადოებრივი ცხოვრების საკვანძო სფეროებზე. მისი წინსვლა მსოფლიო პოლიტიკის მწვერვალებისკენ მიმდინარეობდა უხილავად, დიდი ხნის განმავლობაში არ აღიქმებოდა სერიოზულ ძალად და განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი უმცირესობა. შედეგად, როდესაც დაგროვდა პოტენციალი და შეიქმნა მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და მოძრაობათა ქსელი, ლგბტ-მოძრაობა გამოვიდა მსოფლიო არენაზე და აღმოჩნდა, რომ ძალაუფლებრივ სტრუქტურებში “სექსუალური უმცირესობა” უკვე დიდი ხანია გადაქცეულია “სექსუალურ უმრავლესობად”, რომელიც მთელი სისატიკით კარნახობს თავის კანონებსა და ნორმებს. იბრძვის რა დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის სახელით (რომელიც შეიძლება საკმაოდ ფართოდ და თავისუფლად იქნეს განმარტებული), გარყვნილთა ძალა აქტიურად ამტკიცებს თავის განსაკუთრებულ უფლებებს და თანდათანობით იქცევა ხელშეუხებელთა კასტად. რეალურად, აძლევს რა საკუთარ უფლებებს საკრალურ ხასიათს, სოდომურ მაფიაში იწყება რელიგიური თანამეგობრობის სახის გამოკვეთა. წინ წაწიეს რა “ქუჩის ჰომოსექსუალიზმი” და ამოეფარნენ რა სამეცნიერო-გენდერულ რიტორიკას, მისი ოკულტური, ნიუ-ეიჯისეული ბირთვი ჯერაც მიმალულია, მაგრამ აშკარად მიჰყვება თავის მიზანს. მოქმედებს რა სატანური ლოგიკით, ის მუდმივად ახორციელებს ცნებების აღრევას, რათა თავის ქსელში შემოიტყუოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის, რომლებიც, უკვე გატოლერანტებულნი, სიმართლისა და სიცრუის გამრჩევნი ვეღარ იქნებიან. მაგრამ, რამდენად უფრო ტოლერანტულია საზოგადოება, იმდენად ნაკლებად შემწყნარებელნი არიან მისდამი სოდომიტები.

ისინი მაქციებივით მოქმედებენ, ერთნი იყენებენ საზოგადოების სოციალურ ორგანიზაციებს და კანონებს, რათა შიგნიდან გახრწნან ისინი და მათ ნანგრევებზე ააშენონ თავიანთი სოდომური ერთობა, რომელიც არის კიდევაც სატანის ანტიეკლესია. ისინი ამოფარებულნი არიან “ადამიანის უფლებებს”, და მისი დახმარებით ახდენენ ადამიანურობის ლიკვიდაციას, რომლის ნაცვლად ამყარებენ უსქესო არსებას – ანტი-ადამიანს.

ისინი სისხლს წოვენ ამ სისტემას მანამ, სანამ ეს სჭირდებათ. მაგრამ, როგორც კი ეს “თანამეგობრობა” მიაღწევს თავის კრიტიკულ მასას და დაამყარებს მსოფლიო დემოკრატიას, მათი რევოლუციაც დასრულდება, მათი სოდომი გახდება ერთადერთი ნორმა, ყველა დანარჩენი კი პათოლოგიად გამოცხადდება.
ნორმა იქნება ყოველგვარი ვნება და გარყვნილება, დამტკიცდება საყოველთაო სექსუალური ანარქია, როდესაც ქორწინების დაკანონებას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რამეთუ მას თანაცხოვრების ყველაზე ანტიბუნებრივი ფორმებით შეცვლიან. ის, რაც დღეს ნორვეგიაში ხდება — ამ საძაგელი ტილოს მხოლოდ ესკიზებია, რომელსაც მსოფლიო ანტიეკლესიის მესვეურები ხატავენ, მათი ხელით მოქმედებს თვით სატანა.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
22-04-2018, 08:30


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა.„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 კილოზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 800 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე მეტია.
სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 996 გრამი კოკაინი, 288 გრამი ჰეროინი, 1402 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 1317 აბი, 55 გრამი და 173 აბი მეტადონი, 172 გრამი და 77 აბი „მდმა“, ასევე, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა
18-04-2018, 15:30


თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, ისტორიულ ადგილებში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. 
ელოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს.
"საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია", - განაცხადა ელოშვილმა.

დღესვე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ახალი საბაგირო გზით მეტრო “რუსთაველისა” და მთაწმინდის დაკავშირება იგეგმება. მისი თქმით, არსებობს მეტრო “რუსთაველისა” და მთაწმინდის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
"ერთადერთი პროექტი, როემლიც საბაგიროზე არსებობს, არის მეტრო “რუსთაველის“ დაკავშირება მთაწმინდასთან. ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. რაც შეეხება სხვა პროექტებს, კვლევებია ჩასატარებელი, რომლის შემდეგაც მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალაძემ.

მეტის ნახვა
17-04-2018, 11:30


ერევნის ცენტრში, ბაგრამიანის გამზირზე პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ. შეტაკების შედეგად 3 პოლიციელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა.

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი და საპარლამენტო ფრაქცია „გამოსვლის“ ხელმძღვანელი ნიკოლ პაშინიანი ნაკვეთი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით პაშინიანმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც შეტაკებისას მავთულხლართებზე დაეცა. ერევნის მედცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არიან სხვა დაშავებული დემონსტრანტებიც, რაც შეეხება პოლიციელებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე საათით ადრე პაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა პარლამენტის შენობისკენ წასულიყვნენ, რის შემდეგაც დემონსტრატების ნაწილმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა შეძლო. პოლიციამ პასუხად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია. დილით აქციის მონაწილეებმა ერევნის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეიჭრა და სტუდენტებს მოუწოდეს, რომ საპროტესტო აქციებს შეერთებოდნენ.

სარგსიანის მოწინააღმდეგეების მიტინგი ერევანში უკვე მესამე დღეა რაც იმართება, კვირას ნიკოლ პაშინიანმა მასობრივი აქციების გეგმა გაამჟღავნა, მან მხარდამჭერებს მოუწოდა გადაეკეტათ ხიდები, ქუჩები და მოეხდინათ მეტრო სადგურების ბლოკირება. ორშაბათს დილით, მმართველ კოლიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამ და პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ ოფიციალურად წარადგინეს სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა სამშაბათს იგეგმება.

სარგსიანი იკავებს უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება.

სერჟ სარგსიანის შესაძლო გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ.

9 აპრილს სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის არმენ სარკისიანის ინაუგურაცია გაიმართა, სარკისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩია. იმავე დღეს უფლებამოსილება შეუწყდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და სომხეთის მთავრობა გადადგა, არმენ სარკისიანი გახდა სომხეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტმა აირჩია 2015 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს.
newposts.ge

მეტის ნახვა
16-04-2018, 12:00