"საერთო გაზეთის" სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, ევროკავშირის ექსპერტი, თინათინ თოფურია. მას ხუმრობით "ახალი წლის ექსპერტსაც" უწოდებენ. ქალბატონი თინა წლების მანძილზე საახალწლო განწყობას გვიქმნის და სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. მისი საახალწლო რჩევები და პროგნოზები ორიგინალურობით გამოირჩევა, რაც ასტროლოგების პროგნოზებისაგან განსხვავდება _ იგი სხვადასხვა კულტურების, ტრადიციებისა და სიმბოლოების ანალიზზეა დაფუძნებული. ვიმედოვნებთ, ეს რჩევები ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

_ ქალბატონო თინა, 2019 წელი მიწის ღორისაა. მისგან რას უნდა ველოდოთ?

_ სულ მალე ერთგული ძაღლი თავის უფლებებს მიწის ღორს გადააბარებს. საინტერესოა რას გვპირდება ახალი მფარველი? ღორი დინჯი, მშრომელი, მზრუნველი, კეთილი, ხელმომჭირნე, ამტანი, პატიოსანი, ადამიანების მფარველი სიმბოლოა. მისი პრიორიტეტი ახალი ოჯახების შექმნა, ოჯახურ სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება. მიწის ღორი ყურადღების გარეშე არც მიწათმოქმედებს დატოვებს. მისგან, ზოგადად, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ხვავსა და ბარაქას უნდა ველოდეთ.

_ ქალბატონო თინა, საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციებზე რას გვეტყვით?

_ ნაძვის ხე ოდითგან მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება და მისი ოჯახში შეტანით სახლი ავი სულებისგან იწმინდება. რიგი ქვეყნების ტრადიციის მიხედვით, ნაძვი მარადიული ახალგაზდობის, სიკეთის, კეთილშობილების, აღორძინების, განახლებისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან წამოვიდა. კელტები, რომლებიც მცენარეებს ცოცხალ სულებად თვლიდნენ, ნაძვს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ როგორც უკვდავების მომცემსა და სამართლიანობის მფარველს. მათი ღრმა რწმენით, ნაძვის წიწვებში ცხოვრობს ტყის კეთილი სული. ომში წასვლის წინ მეომრები შემდეგ რიტუალს ატარებდნენ: უხუცეს ნაძვს ნაირნაირი საჩუქრებით ეახლებოდნენ, რითაც მის ტოტებს რთავდნენ და მტერზე გამარჯვებას სთხოვდნენ. მათ სწამდათ, რომ მფარველი ნაძვი სიკვდილისგან დაიფარავდა და მალე, შინ საღსალამათები დაბრუნდებოდნენ. ბევრმა არ იცის, რომ საშობაოდ ნაძვის მორთვა ქრისტიანული ტრადიციაა, რაც სათავეს გერმანიიდან იღებს. ცნობილია, რომ მარტინ ლუთერმა ეკლესიაში ნაძვის კენწერო ვარსკვლავით შეამკო, როგორც ბეთლემის ვარსკვლავის განსახიერება, ხოლო ტოტებზე სანთლები დაუნთო, როგორც ბეთლემის შუქის სიმბოლო. თანდათან, ამ ყველაფერს, ახალი ატრიბუტები დაემატა: ვაშლი, როგორც ნაყოფიერების ნიშანი და კაკალი, როგორც ღვთიური სიბრძნის შეუცნობადობის სიმბოლო. ეს ლამაზი ტრადიცია სწრაფად გადაიღეს ინგლისელებმა, მოგვიანებით კი, იგი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა და ისე შეესისხლხორცა შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომ დღეს, შობა ათასნაირი შუქებითა და სათამაშოებით მოკაზმული ნაძვის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია.სხვათა შორის, საშობაო ნაძვის ხის დაბადების დღედ 1513 წელი ითვლება. ახალი წლის დადგომას მსოფლიო ზეიმით აღნიშნვას. მას ოთხი ათასი წლის ტრადიცია აქვს და დასაბამს მესოპოტამიაში იღებს, საიდანაც ის ებრაელებმა გამოიტანეს, შემდეგ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ახალი წლის მობრძანებას ძალიან საინტერესოდ ხვდებოდნენ ბაბილონში. მეფის ოჯახის ყველა წევრი მდიდრულს იხდიდა, უბრალო სამოსით იმოსებოდა და თერთმეტი დღით ქალაქიდან უჩინარდებოდა. მათი ადგილსამყოფელი არავის უნდა სცოდნოდა. ეს თერთმეტი დღე კალენდარშიც არ ფიქსირდებოდა, თითქოს, არც არსებობდა. ამ დროს ქვეყანაში სრული თავისუფლება სუფევდა. ყველა განცხრომას ეძლეოდა. არავინ მუშაობდა _ არც დიდგვაროვანი, არც უბრალო მოქალაქე, არც მონა. ყველა ერთობოდა, კანონი არ კანონობდა და არც არავინ ისჯებოდა. თერთმერტი დღის შემდეგ მეფის ოჯახი ბრუნდებოდა და ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანას თავისი კალნდარი ჰქონდა და შესაბამისად, წლის ათვლაც სხვადასხვა დროს იწყებოდა, რაც როგორც წესი ამა თუ იმ ქვეყანაში მოსავალის აღებასთან იყო დაკავშირებული. ახალი წლის ათვლა 1 იანვრიდან არც თუ ისე ძველი ტრადიციაა _ ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წელს დაიწყო, როდესაც რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ახალი კალენდარი შემოიღო, რითაც დღესაც ვსარგებლობთ. წლის პირველ თვეს მან იანვარი ორსახიანი ღვთაების _ იანუსის საპატივცემულოდ უწოდა, რომელიც ერთი სახით წარსულში, ხოლო მეორეთი მომავალში იყურება. ახალი წლის აღნიშნვა პირველ იანვარს თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დროს შემოიღეს: მაგალითად, საფრანგეთში კარლოს IX პირველი იანვარი 775 წელს დააკანონა; გერმანიაში მხოლოდ მე 16 საუკუნეში იქნა მიღებული; ინგლისში კიდევ უფრო გვიან _ მე 18 საუკუნეში; იმპერატორ პეტრე I დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი კალენდარი დაეკანონებია. რთული აღმოჩნდა თავგასული ბოიარების ერთჭკუაზე მოყვანა. ამისთვის მას სპეციალური კანონის გამოშვება დასჭირდა, რომლის მიხედვითაც ახალი წლის შეხვედრა 1 იანვრის გარდა, სხვა დროს იკრძალებოდა. ურჩობისათვის სასჯელიც დაწესდა _ წვერის გაპარსვა!

_ ქალბატონო თინა, რას გვირჩევთ: სად შევხვდეთ ახალ წელს?

_ სანამ გადაწყვეტთ თუ სად შეხვდეთ ახალ წელს, გაიგეთ რა საფრთხე გელით ახალი წლის ღამეს თუ უცხო წეს-ჩვეულებების ქვეყანაში აღმოჩნდებით: იტალიაში შეიძლება ტრამვა მიიღოთ. იარეთ შუა ქუჩაში, არ მიუახლოვდეთ სახლებს, თორემ შეიძლება საახალწლო ტრადიციის მსხვერპლი გახდეთ! აქ, ითვლება, რომ სწორედ ამ ღამეს ძველი ნივთების ფანჯრიდან გადაყრა ოჯახს ხვავსა და ბარაქას მოუტანს. ამიტომ, სახლიდან ყრიან ყველაფერს –ჭურჭელს, ავეჯს და ა.შ. შოტლანდიაში შეიძლება თავი კუპრში ამოყოთ. არ იაროთ აღმართზე, თორემ შეიძლება კუპრით სავსე ცეცხლმოკდებული კასრი დაგეტაკოთ! სწორედ ასე წვავენ შოტლანდიელები ძველ წელს თავისი პრობლემებით და დაღმართებზე აგორებენ. საბერძნეთში შეიძლება თავში ქვა მოგხვდეთ. როცა სახლებთან ახლოს გაივლით კარგად დააკვირდით შიგ შესვლას სტუმრები ხომ არ აპირებენ. თუ ასეა, გაერიდეთ იქაურობას, თორემ, შეიძლება ქვა მოგხვდეთ, რომელსაც სტუმრები, ტრადიციისამებრ, მილოცვის ნიშნად მასპინძლის სახლს უშენენ. რაც უფრო დიდი ქვას მოიტანს, მით უფრო მაგარი `ბიჭია~ სტუმარი! ავსტრიაში — შეიძლება სმენა დაკარგოთ. თუ სუსტი გული გაქვთ ეცადეთ ახალი წლის ღამეს ქუჩაში არ გახვიდეთ. კანონმორჩილი ავსტრიელები ისვრიან ყველაფერს, რაც ხმას გამოსცემს და თავადაც საოცარ ხმაზე კიჟინებენ. კანონმორჩილი ავსტრიელები მთელი წლის დაგროვილ სროლის ჟინს სწორედ ამ ღამეს იკმაყოფილებენ, რადგან კანონით მხოლოდ ამ ღამეს შეიძლება ხმაური! ბირმაში შეიძლება ფილტვების ანთება აიკიდოთ. თუ სუსტი ჯანმრთელობა გაქვთ, ქუჩაში გასვლას მოერიდეთ. ახალ წელს აუცილებლად წყლის შემოსხმით მოგილოცავენ და რაც უფრო პატივს გცემენ, თქვენთვის მით მეტ წყალს გაიმეტებენ! კუბაში შეიძლება ტანსაცმელი დასვაროთ. საათი 11-ჯერ რომ დაკრავს, ფანჯრებიდან ნარეცხი წყლის გადასხმას იწყებენ, რათა ძველი წლის სიბინძურე მოიშორონ _ წარმავალ წელს გაატანონ. ტიბეტში შეიძლება წონაში მოიმატოთ. ითვლება, რომ რაც მეტ ტრადიციულ ღვეზელს შეგაჭმევენ, მით მეტი ბარაქა შეუვათ სახლში. 

უკრაინაში შეიძლება ეჟვანი შეგაბან. ტრადიციულად ამ ღამეს გასათხოვარი ქალები მკითხაობენ და ფანჯრიდან ფეხსაცმელს ისვრიან _ ვისაც მოხვდება მის საბედოდაც ის ითვლება. თუ შემთხვევით ფეხსაცმელი მოგხვდათ, თავს ვერ დააღწევთ, არც იფიქროთ! ასე, რომ უმჯობესია სახლში დარჩეთ და ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდეთ, ჯეროვნად დახვდეთ ყვითელ ღორს და მიიღოთ მისი მფარველობის გარანტიები.

_ როგორი ნაძვის ხე დავახვედროთ ყვითელ ღორს, რათა მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?

_ წელს ნაძვი ყვითელი, ბრჭყვიალა ოქროსფერი და ყავისფერი სათამაშოებით უნდა მოირთოს, შიგადაშიგ შეურიეთ მწვანე. ნაძვი გაანათეთ წითელი და ყვითელი ნათურების გირლიანდებით. აუცილებლად უნდა დაკიდოთ ცოცხალი მცენარეებისგან დაწნული გვირგვინი. ნაძვის ქვეშ დასვით გოჭები, რაც მეტი იქნება, უკეთესია. ნაძვის ქვეშ მიწით სავსე ქოთანი დადგით, ჩამალეთ შიგნით ოქროს მონეტა, რათა ღორმა გამოთხაროს. ნაახალწლევს მონეტა თავად ამოთხარეთ და წლის ბოლომდე თან ატარეთ. ეს იქნება თქვენი ფინანსური კეთილდღეობის თილისმა. უხვად დაყარეთ ნაძვის ხის ქვეშ ღორის საყვარელი სასუსნავი რკო და წაბლი. ამით თქვენ მოიგებთ მიწის ღორის გულს და იგი მთელი წელი თქვენი ოჯახის მფარველი იქნება.

_ სად დავდგათ ნაძვი?

_ ნაძვის ხის სწორ ადგილას დადგმა არც თუ ისე სახუმარო საქმეა! თუ გინდა ძლიერი და ყველასათვის საინტერესო პიროვნება გახდე, ნაძვი პიდაპირ, შესასვლელთან ახლოს დადგით; თუ ოჯახურ სიმყუდროვეზე ოცნებობთ, იგი, მარცხენა კედელთან დადგით; თუ თქვენი მიზანი ინტელექტუალური ზრდა ან საერთაშორისო კონტაქტების გაფართოვებაა, ნაძვი კარებიდან ახლოს მარცხენა კუთხეში დადგი; თუ გინდა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესო, ნაძვი მარცხენა შორეულ კუთხეში დადგი; თუ სექსისა და ინტიმური კავშირის პრობლემები გაქვთ, კარიდან შორსმდებარე მარჯვენა კუთხეში მდგომი ნაძვი დაგეხმარებათ; მაჯვენა კედელთან მდგომი ნაძვი ბავშვებს სიხარულს მოუტანს; თუ ყველაფერი ცოტ-ცოტა გსურთ, ან ზუსტად არ იცით რას მიანიჭოთ უპირატესობა, ნაძვი შუა ოთახში დადგით.

_ როგორი საახალწლო სუფრა დავახვედროთ ყვითელ ღორს?

_ ღორს არც გადაპრანჭული სუფრა მოეწონება და არც მთლად უბრალო. ნუ დაგვავიწყდება ღორი სოფლის ბინადარია და ყველაფერი სადა და ნატურალური მოსწონს. ამიტომ, მის დასახვედრად საუკეთესო ვარიანტი "ქანთრი" სტილი იქნება: სადა სუფრა უხვად გააწყვეთ ცოცხალი მცენარეების დეკორებით, მწვანილით, თიხის ნაკეთობებითა და ჯამებით, რომლებშიც ჩაყრით რკოს, წაბლს, სიმინდსა და თხილს. მაგიდის ცენტრში უნდა იდგას გამჭირვალე ჯამი სუფთა წყლით, მის გარშემო კი _ ფერადი სანთლები. ასევე, აუცილებელია ყვითელი და მწვანე ფერის ხილი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, ლიმონი, ბანანი, ნესვი. კერძები სასურველია იყოს მრავალფეროვანი. განსაკუთრებით, ბოსტნეულის სხვადასხვა ვარიანტები. სასმელებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს წითელ ღვინოს, შამპანურს და ლიქიორებს. ღორს არ უყვარს ის სასმელები, რომლებითაც `ღორივით~ თვრებიან.

_ ქალბატონო თინა, საახალწლო სუფრის მთავარ კერძზე _ საცივზე რას გვეტყვით?

_ ახალ წელს მიირთვით საცივი და იქნებით ჯანმრთელი! საცივი, უბრალოდ, საჭმელი არ გეგონოთ! ეს უგემრიელესი კერძი მხოლოდ საახალწლო სუფრის მშვენება როდია. ეს გახლავთ კულინარიული სამკურნალო ხელოვნების გასაოცარი ნიმუში, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მას თავისი `ინსტრუქცია~ ახლავს _ ჭამე მხოლოდ ახალ წელს! ასეა დაწესებული და ამ წესს ნუ დავარღვევთ. მართლაც, თავისი მრავალფეროვნებით განთქმულ მრავალსართულიან ქართულ სუფრებზე საცივს იშვიათად თუ შეხვდებით, ხოლო საახალწლო სუფრაზე ის ტრადიციულ ატრიბუტად გვევლინება.
წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა ტრადიციებისა და რიტუალების სახით დაგვიტოვეს.. ასეა, საცივის შემთხვევაშიც _ ვიცით, რომ საახალწლო კერძია, მაგრამ არ ვიცით რატომ. თუმცა, ერთი რამ ცხადია _ საცივს ახალ წელს სულ სხვა გემო აქვს, სხვა დროს არც კი გვინდება. რატომ მაინცდამაინც ახალ წელს? 

საცივი ადაპტოგენის როლს ასრულებს. მასში შემავალი სანელებლები სხვადასხვა სისტემებზე ახდენენ ზემოქმედებას და ორგანიზმი მწყობრში მოჰყავთ. აქტიურდება სასიცოცხლო ძალები, ძლიერდება იმუნიტეტი, იწყება თვითგანახლების პროცესი. საცივში შემავალი ყოველი კომპონენტი ცალკე აღებული წამალია. როცა გაეცნობით თითოეული მათგანის სამკურნალო თვისებებსა და მოქმედებას, მიხვდებით თუ რატომ არის საცივი მხოლოდ საახალწლო კერძი და რატომ არის დაწესებული მისი მირთმევა ასე იშვიათად. საქმე გვაქვს ძალიან ძლიერ სტიმულატორებთან. 

მართლაც საოცრებაა _ გურმანულ კერძს მიირთმევ და თან ჯანმრთელდები!

_ როგორც ამბობენ: ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრებული სურვილი სრულდება.

_ სამყარო ბრძენია და ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. მას ჩვენი ესმის.
ახალი წლის ღამეს მისი კარი იღება და ის მზადაა ყველა ნატვრა შეგვისრულოს! მას თავის ენაზე უნდა ესაუბრო. ეს სიყვარულის ენაა. სამყაროს თავისი კანონები აქვს. ერთ-ერთი მათგანი ბუმერანგის პრინციპია _ რასაც გაუგზავნი, იგივე დაგიბრუნდება. ახალი წლის ღამეს გეძლევა შანსი ბედნიერების ილუზორულ სამყაროში მოხვდე. ნუ გეშინიათ ოცნების! მიენდეთ ინტუიციას, იპოვეთ სულის სიღრმეში ჩამალული ბავშვი, დაემსგავსეთ მას და თამამად შეაბიჯეთ ოცნებათა ჯადოსნურ სამყაროში. გახსენით გული სიყვარულისთვის და დაინახავთ თუ რა საოცარ სიურპრიზებს გიმზადებთ ბედი! დაიჭირეთ მარჯვენა ხელში ფიჭის სანთელი, მარცხენაში _ ჭიქით წითელი ღვინო, გამოაღეთ ფანჯარა, ახედეთ ცას, სადაც თქვენი მფარველი ანგელოზი გიღიმით, გაანდეთ სანუკვარი სურვილი და გჯროდეთ, აგისულდებათ.

გილოცავთ შობა-ახალ წელს! სურვილები აგსრულებოდეთ!

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
31-12-2018, 13:00


ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, როცა ირგვლივ ყველაფერი იდუმალებით არის მოცული, თითქოს ზღაპრულ სამყაროში ვართ და ველოდებით ჩვენი სურვილების ასრულებას. ამ დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ დეტალს, რომელზეც, დიდწილად არის დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალ წელი…

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სჯერათ, რომ ტრადიციულ კერძებს ბედნიერების მოტანა შეუძლია…

ინგლისი
ინგლისში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია პლუმპუდინგის გარეშე, რომელსაც ღორის ქონის, პურის ნამცეცების, ფქვილის, ქიშმიშის, კვერცხისა და სანელებლებისგან ამზადებენ. სუფრაზე მიტანამდე მას რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ, რაც დღესასწაულს უფრო ალამაზებს.
სადღესასწაულო კერძია ბოსტნეულით ფარშირებული ინდაურიც.

ამერიკა
ამერიკაში საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძია ინდაური, რომელსაც სახლში არსებული პროდუქტით ავსებენ: ყველით, ნივრით, სოკოთი, შავი ქლიავით… და სანელებლებით…

ავსტრია-უნგრეთი
ამ ქვეყნებში სადღესასწაულოდ ფრინველს არ ამზადებენ. ტრადიციულ ავსტრიულ სუფრაზე აუცილებლად იხილავთ შნიცელს, შტრუდელს, ასევე, თევზის სალათს ავსტრიულად.
უნგრეთში საახალწლო სუფრის მშვენებაა ბეიგლები – ხაშხაშისა და კაკლის რულეტები, რომლებმაც აქ ებრაული სამზარეულოდან გადმოინაცვლეს.

დანია, შვედეთი
დანიელების მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზა, რომელიც ბედნიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.

გერმანია

გერმანიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ქაშაყი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.
სადღესასწაულო კერძია მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოსისთან ერთად, მოხარშული ღორის ხორცი და მრავალფეროვანი ძეხვეული და ცნობილი საშობაო ნამცხვარი, რომელიც ქიშმიშისა და ნუშისგან მზადდება.

ისრაელი
ისრაელში ახალი წელი სექტემბერში იწყება. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს მხოლოდ ტკბულეული: ფინიკი, თაფლი, ვაშლი და ბროწეული. ასევე მოხარშული თევზი, შემწვარი ვაშლი, კომბოსტო და ჭარხალი.

ჰოლანდია, საფრანგეთი
ჰოლანდიელების სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია ფრიტიურში მოხალული ფუნთუშებისა და მარილიანი მარცვლეულის გარეშე.
საფრანგეთში კი საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი წაბლი, ლამაზად გაფორმებული ბუტერბროდები ბატის პაშტეტით, ხამანწკები, ყველის მრავალი სახეობა და… ფრანგული ღვინო.

პოლონეთი
პოლონეთში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად თორმეტი კერძი უნდა იყოს, ოღონდ ხორციანი არც ერთი კერძი არ არის. სოკოს სუპი ან ბორშჩი, შვრიის ფაფა შავ ქლიავთან და შოკოლადის ტორტი. აუცილებელი კერძია თევზი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ამ ორი ქვეყნის საახალწლო სუფრის მშვენებაა შტრუდელი – ფენოვანი რულეტი ვაშლით.

რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი
ამ ქვეყნების სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ განსაკუთრებულ ნამცხვარს, რომელშიც დებენ მონეტას, თხილს ან წიწაკის თესლს. ვისაც "საჩუქარი" შეხვდება, დამდეგ წელს აუცილებლად იპოვის თავის მეორე ნახევარს.

იაპონია
იაპონიაში 30 დეკემბერს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად ამშვენებს მოტი – მოხარშული ბრინჯისგან და ხილისგან მომზადებული ნამცხვარი. სუფრაზე უნდა იყოს ლაფშა, რაც უფრო გრძელი იქნება, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრება ელით სტუმრებს. სუფრას ამშვენებს ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, მოხარშული თევზი და მარცვლეული. ეს ყველაფერი ბედნიერების, წარმატების, ჯანმრთელობის და სიმშვიდის წინაპირობაა.

ესპანეთი, პორტუგალია, კუბა

ბევრ ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიასა და კუბაზე კეთილდღეობისა და ბერნიერი ოჯახური კერის სიმბოლოდ ვაზი ითვლება. ამიტომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ჭამენ 12 მარცვალ ყურძენს და თითო მარცვლის მირთმევისას თითო სურვილს ჩაუთქვამენ.

იტალია
იტალიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ყურძენი, კაკალი, ოსპი, როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

ტიბეტი
ტიბეტში ახალ წელს უამრავ ღვეზელს აცხობენ სხვადასხვა შიგთავსით და ურიგებენ ნაცნობებსა და უცნობებს. რაც მეტ ღვეზელს დაარიგებ, მომავალ წელს უფრო მეტად გამდიდრდები!

ბელგია
ბელგიაში ახალ წელს მიირთევენ საქონლის ძეხვს ტრუფელებთან ერთად, ტახის ხორცს, ტრადიციულ ტორტსა და ღვინოს.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

დაე, მომავალ წელს მოეტანოს სიმშვიდე, სიკეთე და კეთილდღეობა!

ბელა გველესიანი



მეტის ნახვა
31-12-2018, 05:00


სახელმწიფოს პირველი პირები ყველგან და ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და არც შობა და ახალი წელი გახლავთ გამონაკლისი. ადამიანებს აინტერესებთ სად და როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიო ლიდერები, თუმცა ხშირად, დღესასწაულის დადგომამდე, ასეთი თემები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ წელს საშობაო არდადეგები წინა წლის მსგავსად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაატარა, რომელიც ტრამპის პირად საკუთრებას წარმოადგენს. თეთრმა სახლმა არ გაახმაურა პრეზიდენტის საშობაო გეგმების დეტალები, თუმცა მელანია ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკის პირველი ოჯახი საშობაო სადილის შემდეგ ტრადიციულად, ღვთისმსახურებას ესწრება.

ემანუელ მაკრონის საშობაო გეგმების დეტალებიც ასევე მკაცრად გასაიდუმლოებულია. მედიამ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ფრანგი ლიდერი დღესასწაულის დღეებშიც კი არ ტოვებს ქვეყანას და მთავრობის წევრებისგანაც იგივეს ითხოვს. მაკრონს მიაჩნია, რომ დასვენების ადგილი მინისტრის ფუნქციებთან შესაბამისი იყოს, რაც ნიშნავს, რომ საახალწლო არდადეგების მიუხედავად, მინისტრებმა ქვეყანა არ უნდა დატოვონ და დედაქალაქთან ახლოს უნდა იყვნენ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საშობაო არდადეგებს ქმართან, იოაჰიმ ზაუერთან ერთად ატარებს. სადღესასწაულო თუ სამუშაო დღეებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი დილაობით, ყავის ნაცვლად, პიტნის ჩაის მიირთმევს, უყვარს შMშ-ების წერა და ზოგჯერ, ნამცხვრების ცხობა. არ უყვარს სამკაულები, სუნამო და პარფიუმერია.

სამუშაო მაგიდაზე რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორეს პორტრეტი უდევს, ჩანთაში კი მობილური ტელეფონი, სათვალე, უბის წიგნაკი და ფანქარი. წლების წინათ ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ამჟამად, მავნე ჩვევაზე უარი თქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არჩია. მერკელის ყოველდღიური სამოსი შარვალი და კოსტიუმია. ის საზოგადოებამ კაბით მხოლოდ ერთხელ იხილა — ოსლოში ოპერის გახსნის დღეს.
რაც შეეხება საშობაო ვახშამს, კანცლერის ოჯახში ის საკმაოდ მოკრძალებულია. გერმანული მედიის ინფორმაციით, მერკელს მწვანე კომბოსტოს კერძები, ბოლონეზეს სპაგეტი, და სხვადასხვა სუპები უყვარს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი შობა-ახალ წლის სადღესასწაულო დღეებში მრავალწლიან ტრადიციას იცავს: შობის დილას ეკლესიაში მიდის, შემდეგ კი მეგობრებს ხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ყველაფერს აკონტროლებს — გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დაწყებული, საახალწლო ღონისძიებებით და საზეიმო სუფრით დამთავრებული. საშობაო არდადეგების წინ ტერეზა მეიმ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სადღესასწაულო ვახშამს თავად ამზადებს. საახალწლო სუფრაზე უპირატესობას ბატს ვანიჭებ და არა ინდაურს — აღნიშნა მეიმ და პატარა კულინარიული საიდუმლოც გაამხილა. მისი თქმით, ცხიმი, რომელსაც ფრინველი შეწვისას გამოყოფს, შეიძლება კარტოფილის შეწვის დროს გამოვიყენოთ.

პრემიერის სახლში ცეკვები არასოდეს ეწყობა. როგორც გაირკვა, მეის ცეკვა არ ხიბლავს, სამაგიეროდ, პოპულარულ სატელევიზიო შოუებს დიდი სიამოვნებით უყურებენ. „მიყვარს არაჩვეულებრივი აგატა კრისტის ექიმი პუაროს ყურება, რომლის როლი შესანიშნავად შეასრულა დევიდ სუშემ“ — ამბობს მეი. შობის დღეებში ინგლისის პრემიერ მინისტრი საქველმოქმედო ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს.

ასევე მოკრძალებულად აღნიშნავს შობას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. საზეიმო ვახშამში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 25 ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრებს იწვევენ. შარშან გამონაკლისი პრინცი ჰარის იმ დროისთვის, საცოლის მეგან მარკლის გამო დაუშვეს და სამეფო ოჯახის მომავალი წევრი ვახშამზე მიიწვიეს. სამეფო ოჯახის ტრადიციის თანახმად, მოწვეულმა სტუმარმა საზეიმო სუფრაზე საჩუქარი უნდა მიიტანოს.
რუსეთის პრეზიდენტი ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი დღესასწაულის დღეებშიც სამუშაო რეჟიმშია, მაინც ახერხებს გამონახოს დრო სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის.

რუსეთის ყველაზე მხიარული პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის საახალწლო გეგმებში მხოლოდ გართობა და მხიარულება შედის. 31 დეკემბერს დაახლოებით 6 საათზე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულიპარტიის ლიდერი სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გადის, შემდეგ ძველი წელის გასაცილებლად სახლში, ოჯახის წევრებთან ბრუნდება და 12-ის ნახევარზე ისევ სახლიდან გადის რომ ახალ წელს ქუჩაში შეხვდეს.

რამდენჯერმე ახალ წელს წითელ მოედანზე, შამპანურით ხელში შევხვდი, მაგრამ ახლა სასმელის შეტანა აკრძალეს, ალბათ, ვიღაცამ ბოთლები დაყარა. 12 საათზე ახალი წლის სადღეგრძელოს ავწევ, რომ ადამიანები უფრო მხიარულები იყვნენ, ნაკლები იჩხუბონ და მეტი დრო სიყვარულს დაუთმონ. დაქორწინდნენ მეორედ, თუ საჭიროა, მესამედაც. დაე, ყველგან მენდელსონის მარში ისმოდეს და ღმერთმა დაგვიფაროს სამგლოვიარო მუსიკისგან. ყველა ქალაქში ქორწილები და ოლიმპიური თამაშები იმართებოდეს, ქალები სამშობიაროში მიდიოდნენ და კაცები გასართობად — ამბობს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მხიარული ლიდერი.

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში შეხვდებიან 2019 წელს ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი ტრადიციას დაარღვევს და ახალ წელს განსხვავებულ ფორმატში შეხვდება.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
28-12-2018, 16:00


„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ – ახალი წელი ამ ფილმის გარეშე ბევრისთვის წარმოუდგენელია. რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი 1975 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟენიასა და ნადიას ისტორიას მნახველი არ მოჰკლებია. ანდრეი მიაგკოვი კი რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე შეყვარებული და რომანტიკული ადამიანია, როგორი იმიჯიც მან ჟენიას როლით შეიქმნა.

მსახიობი ცოლ-ქმრის ბევრი ოჯახი ვერ დაიტრაბახებს, რომ „ოქროს ქორწილამდე“ მიაღწია, თუმცა, გამონაკლისი ყველგან და ყოველთვის არსებობს.
ანდრეი მიაგკოვისა და ანასტასია ვოზნესენსკაიას ბედნიერი ქორწინება ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება. მიაგკოვს ბევრჯერ უთქვამს, რომ ამ წლების მანძილზე მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი მეუღლე იყო და მის სიტყვებში ტყუილის ნატამალი არ ურევია.

მათი რომანი სტუდენტობის წლებში დაიწყო და ლამაზი ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, რომელიც დღემდე გრძელდება. მსახიობებმა საკუთარი სამყარო შექმნეს, სადაც მოკრძალებულად ცხოვრობენ და ერთმანეთისა და თეატრის გარეშე არსებობა ვერც კი წარმოუდგენიათ.

ანდრეი მიაგკოვმა და ანასტასია ვოზნესენსკაიამ ერთმანეთი მოსკოვის დრამატული თეატრის სტუდიაში სწავლის დროს გაიცნეს.
თუ „ბედის ირონიაში“ მიაგკოვის გმირი მოსკოველია, რომელიც ლენინგრადში ჩადის და ლენინგრადელი ქალი უყვარდება, რეალურ ცხოვრებაში პირიქით მოხდა – ლენინგრადელი მიაგკოვი მოსკოვში ჩავიდა და მოსკოველი გოგონა შეუყვარდა.

ანდრეი კურსზე ყველაზე უფროსი იყო, ანასტასია კი – ყველაზე უმცროსი და თანაც მზეთუნახავი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. თავიდან გოგონა ანდრეის მომაჯადოებელმა სიმღერებმა, შემდეგ მისი სიარულის მანერამ მოხიბლა და ბოლოს მიხვდა, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
ისინი ქუჩაშიც, რეპეტიციებზეც და სტუდენტურ სასადილოშიც ერთად დადიოდნენ და თანდათან, ანდრეი გოგონასთვის ყველაზე საჭირო, ერთგულ და საიმედო ადამიანად იქცა, რომელიც ყველა პრობლემისა და გასაჭირისგან იხსნიდა.

წყვილი მეორე კურსზე სწავლის დროს დაქორწინდა და მას შემდეგ, ერთმანეთს არასოდეს დაცილებია.

1965 წელს ერთად მივიდნენ თეატრ „სოვრემენნიკში“ და 1977 წელს ერთად გადავიდნენ მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც დღემდე მუშაობენ.
1976 წელს, „ბედის ირონიის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ანდრეი მიაგკოვი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მსახიობი გახდა. მისი გმირი – მორიდებული და მოუხერხებელი ჟენია ლუკაშინი მაყურებლისთვის საოცრად ახლობელი აღმოჩნდა.

ერთი წლის შემდეგ, ფილმ „სამსახურებრივ რომანში“ ანატოლი ნოვოსელცევის როლით მიაგკოვმა დიდებისკენ ტრიუმფალური სვლა განაგრძო.
მსახიობი კინოში უბრალო, ყველასთვის გასაგები და დაბნეული ადამიანების როლს ასრულებდა, თუმცა ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია და რთული სიტუაციიდან ვირტუოზულად გამოსვლა შეუძლია. მიაგკოვი ოჯახში ყოველთვის უპირობო ლიდერი გახლავთ და ანასტასია მის გვერდით თავს ისევ სიფრიფანა სტუდენტ გოგონად გრძნობს, რომელსაც მზრუნველი და საიმედო დამცველი ჰყავს.

კოლეგებისგან განსხვავებით, მიაგკოვი გასტროლებზეც ცოლთან ერთად დადიოდა.
კოლეგები აღნიშნავენ, რომ მიაგკოვი დღესაც შეყვარებული ბიჭივით ცხოვრობს, ცოლთან ხელჩაკიდებული დასეირნობს და ამ დროს გარშემო ვერავის ამჩნევს.

მსახიობების წყვილს არ უყვარს მედიაში გამოჩენა, ინტერვიუების მიცემა და კატეგორიულ უარს ამბობს პირადი ცხოვრების აფიშირებაზე. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ისინი სტუმრად არავის იწვევენ და კარჩაკეტილად ცხოვრობენ, რადგან უბრალო და მოკრძალებული ბინის ჩვენების რცხვენიათ.
სინამდვილეში, მსახიობების ჩაკეტილობის მიზეზი ისაა, რომ სახლი მათი ყოვლისმომცველი სიყვარულის ციხესიმაგრეა, სადაც უცხოს შესვლა აკრძალულია.
ანასტასია ვოზნესენსკაია 22 ფილმშია გადაღებული: „მაიორი ვიხრი“, „გარაჟი“ (ალბათ, გახსოვთ ბაზრის დირექტორის პრეტენზიული ცოლი), „ძველი ვალები“, „ვაგზალი ორისთვის“ და სხვ.

ანდრეი მიაგკოვის ფილმოგრაფია კი 46 ფილმს ითვლის: „ბედის ირონია“, „სამსახურებრივი რომანი“, „გარაჟი“, „ძმები კარამაზოვები“, „სასტიკი რომანსი“…
ამბობენ, რომ მიაგკოვი რეჟისორებს ხშირად უყენებდა ასეთ პირობას: თუ ფილმში მის ცოლს თუნდაც ეპიზოდურ როლს არ მისცემდნენ, იმ ფილმში არც თავად მიიღებდა მონაწილეობას.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
28-12-2018, 09:30


ფიქრია ყაზაიშვილი
სწავლობდა ადამიანთმცოდნეობისა და პოლიტოლოგია-სოციოლოგიის ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა გააგრძელა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. წერს კინოსცენარებს, ლექსებს, მოთხრობებს.
2014 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში `ასი საუკეთესო ლექსი~. მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
ჰყავს ოთხი შვილი.
წარმატებები და შემოქმედებითი გამარჯვებები ვუსურვოთ ამ მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდა ქალბატონს.

*********************************

ლ ე ქ ს ე ბ ი
**
ეს მე ვარ

-------------------------

ახლა ქარია, აშრობს სისველეს, საგაზაფხულოდ ამზადებს ქალაქს
და მიხარია, რაღაც ისეთი, რასაც სახელი უბრალოდ არ აქვს.....
ახლა დარია...... გაუბედავად აშიშვლებს მიწა ნაზმორებ მკლავებს
ან სიზმარია ეს ყველაფერი, ანდა ცხადს უნდა რომ სიზმარს გავდეს....
და სადაც უნდა ვცოცხლობდე ახლა, ცხადში თუ სიზმრად, დღისით თუ ღამით....
და ორ ნაბიჯზეც რომ იყოს ჩემგან სიკვდილ სიცოცხლის გზაგასაყარი
მე ვერ შევაქცევ ზურგს ამ სიხარულს, უეცრად მოსულს, სტიქიის მსგავსად...
და მე გადავდებ გარდაცვალებას, თუნდ ცოდვის ვერმიტევების ფასად....
ახლა ქარია, დასანანია, წვეთები კვალსაც რომ არ ტოვებენ...
მეტამორფოზით დაღლილ ქალაქში,წარსულს აწმყოზე ამათხოვრებენ...
რა მიხარია არ ვიცი....ალბათ სითბო, ამ ციცქნა ოთახს რომ ავსებს
ეს მე ვარ, მე ვარ! დიახაც მე ვარ, სამყაროსხელა სიმშვიდით სავსე....

DM-3

-------------------------

... არ ვიცი რა გითხრა...
დუმილით საშენოდ განმაწყობ...
მე მინდა ვიშვილო
ღამე შუქჩრდილებით
და ჩემში ჩავღვარო...
... შემოდი... თვალებში
მითხარი რას ნიშნავს
შენი ანკესივით
ნასროლი სიჩუმე...
ლამის ამოვარდეს
ეს გული ბუდიდან...
სიჩუმით მიშორებ?
თუ უფრო მიზიდავ...
რა გითხრა, არ ვიცი...
მეგონა, ჩამკეტე...
არა, გასაღები
არც გაგხსენებია
შენ გამიჯახუნე!
მომგლიჯე დარაბებს
უფანჯრო ოთახში
ჟანგბადის გაშვებით
და არ მწერ არაფერს...
სრულიად არაფერს...
როცა ერთმარცვლიანს
მოველი პოემას;
არ გინდა!
რას შვრები!
მე გარდავიცვლები
თუ არ დაველოდე
ჩვენს განმარტოებას.
რა გითხრა ღამეა –
ისევ გაცრეცილი
ცოტა ფერნაკლული
ლექსისთვის ნამეტი...
მე მცივა...
მწყურია...
შენი გარყვნილება...
ერთად მოწეული
ღერი სიგარეტის...
... რა გითხრა? რომც გითხრა...
მითხარი რას მეტყვი
ისეთს, რომ დავმდორდე
როგორღაც მოვთავსდე
ჩემი შეგრძნებების
ვიწრო კალაპოტში...
მინდა არ მინდოდე...
მაგრამ რომ მინდიხარ?
შეჩერდი ... იცოდე!
სხვა მოდის! სხვა მოდის!
მე ის სხვა არ მინდა!
ტყუილად მიდიხარ!
რა გითხრა არ ვიცი!
მინდა დაველოდო
შენგან მრავალწერტილს...
ან ნიშანს ძახილის!
რომ გავთავისუპლდე...
ნუ გაიბუტები
ასე ვერ ვიცხოვრებ!
ასე ვერ ვისუნთქებ!
მითხარი, დავმთავრდით!
მითხარი, ვიჩქარეთ
ამ ჩქარი ქროლვებით
ვნებების მარხილის
მითხარი, ორივე
ავყევით იმპულსებს...
რომ დროა ზამთარის
და არა აპრილის...
... შორია იქამდე?
... რაღაცა მითხარი....
ძალიან მარტო ვარ...
ფიქრები შიშობენ
თენებას უშენოდ...
გრძნობებს ვერ ვალაგებ
მიშველე!!!
იტყვები მიშოვე საჩემო.
... ამ წერილს შენ ალბათ
ამაღამ იპოვი...
პასუხიც იქნება
ხვალამდე დაწერო
... რა გითხრა არ ვიცი...

გენია

------------------

დღემ ღამეს მუზების ზმანება მოსტაცა,
მთვარიდან ფარდებათ დაეშვნენ ნოტები,
ხელი შეაცურა ღამეში მოცარტმა,
ხეებმა მიწამდე დახარეს ტოტები.
ერთხელ გაიქროლა ამურის ისარმა
და გადაღალული შექსპირი გაკაწრა,
მას მერე იჯდა და სიყვარულს რითმავდა
რაღაც სხვანაირად და უფრო ლამაზად..
მერე..გამოფრინდნენ მუზები ფერებად,
ქარმა ფოთოლცვენა ბაღებთან მიჰყარა,
ფუნჯი შეაწმინდა დუქანის კედელს და...
ზეცისკენ გასწია შემთვრალმა ნიკალამ.

მამრი DM-3

---------------------------------------

შემომახვიე ვნების საბურველი
გატეხილ ღამეში.....
სინდისი ამატკიე მტკივანი კბილივით.....
ყოველი არა მიქციე თანხმობად..
თვალებში ჩახედვით და თხოვნით....
მინდიხარ!
დაღლილი უაზროდ ნატკეპნი ბილიკით
გზად დაგელოდები....
მე თავად არ მოვალ....
შენ მოდი!...უბრალოდ.
ძალიან მარტივად...
თითქოს დედამ გთხოვა და რძეზე მიდიხარ....
პეშვით მომიშვირე შენი გარყვნილება...
ყლუპებად არ დავლევ.....
ერთბაშად გადავკრავ....
თითქოს უდაბნო ვარ, წვიმას დანატრული...
არავის არ ვგავარ...
გეტყვი რომ, არ ვიცი, მჯერა თუ არ მჯერა
ვნების გაზმორებით მოსული წამების...
ან სულაც არაყით გამომთვრალ სიგიჟის..
დამთავრდა...
პარასკევს გაუსწრო შაბათმა..
იქნებ გაყოლოდი?...
წავედი!
აქ სხვა ოქტომბერი არასდროს არ მოვა.....
ოდესმე თუ ჩემსკენ ისევე მოხვდები,
მეტყვი რომ გინდოდი..
მეტყვი რომ გახსოვდა თეთრი პარასკევით
შაბათის მონუსხვა...
მე ფურცლად ამოგხევ
ცხოვრების წიგნიდან
და დავიხურები....
თითქოს არაფერი...
თითქოს არც მოსულხარ... არადა...
ღამე... რომელიც თოვდა შიშველი წვივებით
... ახლაც აქ ტრიალებს. ..
აიღე გასაღები ჩემი სხეულიდან
შენი გარყვნილების...
და ერთ ღრიჭოში მოქცეული
ორის მღელვარებით.
არ მინდა

-----------------------------

არ მინდა ტბასავით ვავსებდე კალაპოტს...დუნედ და მოწყენით...
სხვა მინდა...და თუ არ იქნება არასდროს, შენს ბუდეს მოვწყდები...
- სად მიხვალ? – არ მკითხო უაზრო თვალებით და ტონით მაღალით!
ქალაქში სხვაც ბევრნი ივლიან ქალები ....იპოვე ახალი!
არ მინდა სიცოცხლე დახვრიტოს ეჭვმა და სიმძიმემ კამათის,
არ ღირდა სიბნელის ნათელთან შერწყმა და ერთობა ამათი!
არ მინდა სხვის კანში...სხვის როლში ...რომელიც სულ ერთი ფერია..
ატირდა ჰაერი ნაცრისფერ მინორში -- აქ რა დამრჩენია...
არ მინდა ტბას ვგავდე... მორჩილად ვავსებდე ხელოვნურ კალაპოტს,
თუ ვდუმვარ, არ ნიშნავს სათქმელი არა მაქვს... უბრალოდ არ ვამბობ!!

გ ა დ ა ა ტ რ ი ა ლ ე !

-------------------------------------

ფანჯრიდან შე-მოსილი ღმერთი
დახურულ ფანჯრებით ვაკავებ სამყაროს
ზიზღის და შიშების....
არ ვიცი რას ვშრები.... უფალო მაღალო, ზვავივით ვიშლები....
დაგმანულ დარაბებს აწყდება მდინარე
მღვრიედ და საშიშად,
არ მინდა დავნებდე, ვიცი რომ ვინანებ....ისევ რომ გაგიშვა!
სარკმელზე წვიმები ტირიან ცოდვების
ზეიმებს მიწაზე,
ვერ გავიღიმები, სიკვდილზე ბოდვები კარგს არას მიზამენ...
აღმართებს შეყოლილ მანძილებს ჩამოვრჩი
ცოდვები მათოვენ,
აღმართე ჯვარი და იმ გზაზე გამოჩნდი
მე რომ მიგატოვე.....
დახურულ ფანჯრებით ვაკავებ ქარებს და
მტვერწაყრილ ოცნებას
დღეს თუ გადავრჩები, ხვალ გავხსნი კარებს და
შევდგები ლოცვებად!

მეტის ნახვა
23-12-2018, 18:00


„თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!” – დიახ, ეს აკაკის სიტყვაა ილიას დაკრძალვისას წარმოთქმული, თუმცა, ეს ციტატა ნიკა რურუას ყოფილ ცოლს სოფო გორგაძეს ფეისბუქსტატუსში თავისად აქვს გამოყენებული, რომელიც სრული სახით ასე „გამოიყურება“: „ნიკა რურუა თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!” და ახლა საქმე ასეა: ვაჟა, ილია, აკაკი და "ერის მამა"… ნიკა რურუა“. 

გავრცელებული ინფორმაციით რურუა გულის შეტევამ იმსხვერპლა. მაია ორჯონიკიძის აზრით რურუას გარდაცვალებაში რუსეთის ხელი ურევია, მეგი გოცირიძე კი ივანიშვილის კვალს ხედავს.~ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა რურუა… ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ქართველი და საქართველოზე გადამკვდარი პატრიოტი.. ცარიელი გული იყო… ცრემლები მახრჩობს… ხვალ მოდიოდა ჩემთან ევროპაში… რესტ ინ პეაცე, ბროტჰერ!… აუცილებლად მივიყვანთ შენს, ჩვენს საქმეს გამარჯვებამდე!”, – წერდა სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე. „ნიკა იყო ჩემი მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ის იყო გამორჩეული კულტურის მინისტრი, კულტურის ბევრ მინისტრს შორის“, – უთხრა მედიას რურუების ოჯახში სამძიმრის სათქმელად მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

“მე ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან და ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა. პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით. მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიკა რურუას მეგობრების „დიდი მწერლების, „საზოგადო მოღვაწეების“ და იმ სამეგობროს შეფასებაც გასაგებია „ერთად დაღვრილი სისხლი, რომ აერთიანებდათ“. გიორგი მარგველაშვილთან „ნაწილობრივ“, მაგრამ ყოფილი პრემიერის, კვირიკაშვილის რურუასთან მეგობრობა ფრიად დამაფიქრებელია – საინტერესოა რა ნიშნით მეგობრობდნენ რა ჰქონდათ საერთო, ან რურუას რომელ გუნდში მოიაზრებოდა „სხვადასხვა“ გუნდში აღმოჩენამდე?… ბევრი ითქვა და დაიწერა რურუას შესახებ, უცებ აღმოვაჩინეთ რომ ნიკა რურუას მსგავსი ქართველი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიძებნება. უცებ გავარკვიეთ, რომ რურუა ყოფილა ის პატრიოტი, რომელიც „ებრძოდა სტალინის ძეგლს“, ოკუპანტებს, ოკუპაციას, არჩევნების წაგების მიუხედავად სადარბაზოს კარი დაკიდა ერთ-ერთ კორპუსში და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ… ჩვენ, უბრალო მოკვდავთ სხვა „დეტალებიც“ გვახსოვს ძმები რურუების და რურუების საძმოს „ცხოვრებიდან“, მაგრამ ჩვენ უბრალონი ვართ და აბა ვის რაში ადარდებს ჩვენი მახსოვრობა, მთავარია ბრალიანებს რა ახსოვთ და რა უნდათ… და, როდესაც ერთმა „უბრალომ“ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, „ბრალიანებით“ აღფრთოვანებულმა „უბრალოებმა“ – მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, – ბრძანეს. მხოლოდ ერთ ადამიანს გაახსენდა რომ ეს გამონათქვამი, სრული სახით ასე ჟღერს: მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა. დიახ, სიმართლის გარდა! – „რა ვთქვა აბა? – ამ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდნილა! ოჯახის წევრთან სამუდამო განშორებაზე დიდი ტკივილი არ ვიცი, თუ არის რამე… და მაინც დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდი ნიკა რურუას გვერდით და მოვისმენდი სიკვდილის წინ მის აღსარებას“, – ეს პოსტი თამუნა თორაძემ გამოაქვეყნა. დღეს შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს ვინ არის თამუნა თორაძე, საქართველოს ტრაგიკულ ისტორიას ახსოვს ვინ იყვნენ თორაძეები და ვინ არის თამუნა თორაძე. ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი, ერთი „შემთხვევითობა“: ნიკა რურუას სამოქალაქო პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში მიმდინარეობდა, სწორედ იმ ვერის სასაფლაოსთან, სადაც 1992 წელს მისმა „საძმოს“ წევრებმა თორაძეების ოჯახის სამი წევრი უმოწყალოდ ჩახოცეს და შემდეგ დარჩენილ ოჯახის წევრებს „ბეტეერით“ მიადგნენ: „კარებზე აბრახუნეს, ხმა არ გავეცით, მერე ფანჯარაში მოგვიბრახუნეს: კარები გააღეთ! ვიცით, რომ აქ ხართ! ლიმონკებს შემოვყრით და ყველანი დაიხოცებით! ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ბოლოს კახამ თქვა გაეღო კარები თამრიკოს. თამრიკომ კარები გააღო და სთხოვა მკვლელებს, ჩაეწიათ ავტომატები, ბავშვებს შეაშინებთო. ბიჭის ხმა გაისმა თორაძეები აქ არიან, ხო?! კახამ დაიძახა, აქ ვართ ხელცარიელებიო. შემოლაგდნენ გაფითრებული დაძაბული სახეებით წინ მომარჯვებული ავტომატებით და მიუშვირეს ორივეს! კახა იმედოს გადაეფარა, ბიჭო, არ ისროლო, უიარაღოდ ვართ და შეეცადა აეწია რურუას ავტომატი ზევით! მაგრამ კიდევ იყვნენ წვერებიანი და ნიღბიანი ბიჭები, რომლებმაც იარაღი მიუშვეს იმედოს და კახაზე! დაყარეს ძირს ორივე ძმა ჩვენს წინ, ვუყურებდი და ვხაოდი ბოლო ხმაზე! მაგრამ ვერავინ შევაჩერე! ვერც ავდექი! დავინახე წვერებიანი როგორ გავიდა ოთახიდან, როცა დარწმუნდა, ორივე ძმა მოკლული იყო! რურუა (ჟორჟიკა - ქ.ზ.) არ ვიცი, რამ გააბოროტა ესე, რომ მაკაროვი ამოიღო, ჩვენსკენ გამოიშვირა! თვალით ჩამოგვიარა ბავშვებს, მერე კი დაბლა დაწია და სროლა გააგრძელა უკვე მოკლულ უსულო სხეულზე! თითქოს ვითვლიდი, ეხლა მორჩება, ეხლა და, მგონი, 7 დავითვალე! გატრიალდნენ და გიჟებივით გარბოდნენ. ჰაერში ისროდნენ უკვე სახლიდან გასულები! თითქოს ზეიმობდნენ და აგებინებდნენ ერთმანეთს! რომ მორჩა. მოვკალით! არ ვიცი. ეს რანაირად შეიძლება გადმოგცეთ, რო თქვენც შეიგრძნოთ ამ თვითეული არა ადამიანის ჩადენილი!“…

ნუთუ არ ახსოვს ჟორიკა რურუას ჩემი სახე?! ჩემი თვალები?! როცა დაწია ჩემსკენ მომართული იარაღი და გააგრძელა მკვდარ სხეულზე სროლა?! ნუთუ არასოდეს შეაწუხებს იმის შიში, რომ მოწმე დატოვა?!ან იმ მეორეს (წვერებიანს) დინჯად რომ მიაბიჯებდა?!. შეიძლება ადვილია ვიღაცებისთვის ამის მოსმენა ან წაკითხვა!!! მერწმუნეთ, არ არის ადვილი ამ ყველაფრის შემსწრემ ცხოვრება გააგრძელო და რამე კანონის იმედი გქონდეს, იმ ქვეყანაში და საერთოდ დედამიწაზე, სადაც კანონს იყიდი თუ ბევრი ფული გაქვს! იმასაც არ დავივიწყებ, რომ ეს ადამიანები ერთ დროს გაჭირვებული ოჯახის შვილები იყვნენ! „ვლასტზე“ და „მაფიოზობაზე“ ოცნებობდნენ!..როგორც ამბობენ, კეკუაც რამდენიმე წელში რურუებმა გაისტუმრეს ჯერ ციხის „კლეტკებში“ და მერე „თავის ჩამოხრჩობით“. ჩამოკიდეს, რა თქმა უნდა! “ თორაძეების ოჯახის განადგურებას „მომხრეების“ ვაკეში, გია ბარამიძის და მისი ძმის განადგურება მოყვა, მანამდე, თორაძეების მეგობრის გელოვანის მკვლელობაზე მხოლოდ ბრალი წაუყენეს გიორგი რურუას…

თამუნა თორაძისთვის მაშინ, უცნობი, წვერებიანი და ნიღბიანი „ბიჭები“ დღეს თუ ცოცხლები არიან აუცილებლად წარმატებული ბიზმესმენები იქნებიან! ოთხმოცდაათიანელ „ბოროტებს“ მხედრიონელებს“და სხვა კრიმინალურ ჯგუფებს რომლებსაც დაღვრილი სისხლი აერთიანებდათ და სხვა უამრავი ჰქონდათ საერთო. ხელისუფლებამ და ქუჩამ თითქმის ერთდროულად 1995-წელს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. საძმოები სხვადასხვა ქვეყნებში მიმოიფანტნენ ვიდრე ქვეყნის სათავეში დიდი მიხეილი „კრიმინალების და ქურდების რისხვა“არ მოგვევლინა პრეზიდენტად და აქტიურად დაიწყო „ბოროტების“რეანიმაცია, რაც მშვენივრად გამოუვიდა და უკვე ჩასარეცხი კრიმინალები -პოლიტიკოსებად და ბიზმესმენებად აქცია, მართალია ბოლოს „ბიზნესწილების“ანუ დიდი ფულის გამო მაინც დაერივნენ ერთმანეთს, „ვერელი ბოროტები“, რომ სხვა დონე იყო ვერ გათვალა „უდელმა“ვანომ და ზის დღემდე დამარცხებულ-დადუმებული ციხეში, მაგრამ მანამდე შეხმატკბილებულად ძარცვავდნენ ხალხს და ქვეყანას (არც ეხლა აკლებენ)… ყველაფრისტი“, სისხლის მსმელი, კრიმინალები, ერთნაირი შემართებით ბიზნესმენებიც იყვნენ და ზონდერებიც. 2007-წელს „იმედის“დარბევის ფაქტზე, გიორგი რურუა მისგან მართულ ზონდერჯგუფთან ერთად სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა… ორი წლის წინ ინტერვიუში „ყოფილი „მხედრიონელი“ თემურ ხაჩიშვილი ყურადღებას ამახვილებს, თუ რა პოლიტიკურ წიაღში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „მხედრიონი“: – „მხედრიონში“ ჩამოყალიბდნენ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით, პირველ რიგში – გიგა ბოკერია, ასევე ძმები რურუები, მამა-შვილი გაბაშვილები და სხვები. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენდნენ „მხედრიონის“ იმ მანკიერ მხარეს, რასაც საზოგადოება გმობდა. მე არ მსმენია პატიოსანი და, იმავდროულად, ფულიანი არც „მხედრიონელი“, არც ზვიადისტი პირადად მე – მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობზე ვიმუშავე, თუმცა როგორც ხედავთ, ჩემი მატერიალური მდგომარეობა უმწვავესია იმ ფონზე, როცა უღირსი „მხედრიონელები“ ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებულნი და დღეს უზრუნველად ცხოვრობენ.

პირველი პოლიტიკური წრთობა მათ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინაღმდეგ ქმედებებში მიიღეს. მაგალითად, ბოკერია სასტიკად არბევდა ზვიადისტებს, მან პირადად დააპატიმრა თბილისში ზვიადისტების მხარდასაჭერად ჩამოსული რუსი დისიდენტი ვალერი ნოვოდვორსკაია… ვაცნობიერებ, რომ მეც მეკისრება ამ დარბევების გამო პასუხისმგებლობა, როგორც „მხედრიონის“ ხელმძღვანელს… “, – აცხადებს თემურ ხაჩიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. დიახ, 90-იან წლებში დამნაშავეთა სამყაროს პოლიტიკაში ჩარევამ პოლიტიკის კრიმინალიზაციას დაუდო დასაბამი. “მხედრიონის” პოლიტიკური ამბიციებით გამოსვლამ ქურდული კონტრკულტურა ორად გაყო – ისინი, ვინც პოლიტიკაში მოვიდა და ისინი, ვინც ქურდული განდგომილობა დაიცვა. 1992 -წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სისხლიანი მოვლენებით. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს ადამიანები „ჩაიხუტა“ გატეხილი სახელითა და ძალიან მძიმე რეპუტაციით „უპატრონა“და მათთან ერთად არანაკლები ბოროტება აკეთა ვიდრე ოთმოცდაათიან წლებში აკეთებდნენ“ბოროტების“ორდენის კავალრები… რობერტ სტურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავა 2011-წელს „ყველაზე წარმატებულ კულტურის მინისტრს“ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ასე ამკობდა- „კულტურის მინისტრი, რომელსაც ადამიანების სისხლში აქვს ხელები გასვრილი და მკვლელები რომ ქვეყნის სათავეში იქნებიან, ბოლოს და ბოლოს მკვლელებს რომ კულტურას ჩააბარებენ, ის კულტურა მოკვდება. მომავლის მოსპობის მცდელობა მიდის, იმიტომ, რომ ამ ნაციონალების იდეა თავიდანვე უისტორიო ახალი ქართველის შექმნა იყო. ჩვენთან, როგორც წესი, ასეთ რამეებს შეთქმულების თეორიის ნაწილს მიაწერენ, მაგრამ ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება.უცხოელები ამათ იყენებენ შემსრულებლებად. დავალებები ერთ ჯგუფს ეძლევა მოსკოვიდან, სხვა ჯგუფს ვაშინგტონიდან, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც ვაშინგტონიდანაც, რუსეთიდანაც, თეირანიდანაც, ბეირუთიდანაც, ჯანდაბიდან და ოხრობიდანაც რომ დაავალონ, შეასრულებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის… 

მათი ნავსაყუდელი არის სააკაშვილის მმართველობა და ყველანაირად ეცდებიან ეს ნავსაყუდელი არ დაკარგონ. ყველაფერზე ხელს მოაწერენ, რობიკო სტურუას მოხსნის კი არა, დახვრეტის ბრძანებას მოაწერენ ხელს, ერთი წუთით არ დაფიქრდება ამაზე ნიკოლოზ რურუა“. 

დაბოლოს, ნიკა რურუა არავის გაუსამართლებია მის მიერ ჩადენილ ცოდვათა გამო. არავის მოუთხოვია მისთვის პასუხი, ამიტომ წავიდა ის ამქვეყნიდან გმირის სახელით, დიდი მელომანის მანტიაში გახვეული. მეტიც, თურმე რურუამ ააყვავა „ქართული კინო“. არადა, თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია „აყვავებული“ „ქართული კინო“ რომ დავინახოთ: კინოთეატრებში გახსნოლი სახინკლეები და სასტუმროები, სუპერმარკეტები და სალონები. აი, როგორ ააყვავა ნიკა რურუამ „ქართული კინო“. არაფერს ვიტყვით „ვიდრე მე ვარ, კინოს ვერ გადაიღებ“-ო, იმ რეჟისორებს რომ ეუბნებოდა რურუა, ვინც ნაცხროვის რეჟიმს ქუჩაში, აქციებზე აპროტესტებდა.

„მშვიდობით საქართველოს თავისუფლების არწივო.მშვიდობით რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის დაუმორჩილებელო რაინდო“, – საინტერესოა არა? დიახ, საინტერესოა, ამიტომაა რომ ყოფილმა ცოლმა ნიკა ილიას რანგში აიყვანა. კიდევ კარგი, მთაწმინდაზე ადგილი აღარ არის, თორემ ვიხილავდით ილიას გვერდით „მხედრიონელ“ ნიკა რურუას… 

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
13-12-2018, 08:00


ერთ დიდ მსახიობს (თუ არ ვცდები, ვასო აბაშიძე იყო) უნიჭო კოლეგა აუტყდა, შენს სპექტაკლებზე არ მეცინებაო. ერთხელ გაუტარა, ორჯერ, სამჯერ, მაინც არ ჩერდებოდა, არ მეცინება და რა ვქნაო? ბოლოს ამოუვიდა ყელში, ავიდა სცენაზე და იქიდან გამოუცხადა: ამ ჩემ ფეხებს, თუ არ გეცინებაო!

ეხლა დედამიწის არამოქალაქე მიხა სააკაშვილი ატყდა ამსტერდამიდან, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებ, ხალხმა გია ვაშაძე აირჩია, პრეზიდენტი ეგ არიო. ერთხელ გავუტარე, ორჯერ, სამჯერ, მაინც არ ჩერდება, არ ვაღიარებ და რა ვქნაო?!

ჰოდა, საჯაროდ ვეუბნები: ამ ჩემ ფეხებს, თუ არ აღიარებ, სულ ერთ ადგილას არ მკიდია?!
ტიპი არ არის არც ერთი ქვეყნის მოქალაქე, მისჯილი აქვს 6 წელიწადი, შეფარებულია სიდედრის ტრიკოს ტოტის ერთ-ერთ ნაოჭში და მაინც აცხადებს, არ ვაღიარებო. სალომე ზურაბიშვილს ლამის მთელმა მსოფლიომ მიულოცა, სადამკვირვებლო მისიებმაც დადეს ანგარიშები, დარღვევები იყო, მაგრამ მაინც ვემხრობით საქართველოს დემოკრატიასო და ეს კიდევ იძახის, არ ვაღიარებო. ჰოდა, ისევ ვიმეორებ: ამ ჩემ შაშას და კოლას, თუ არ აღიარებ!

თუმცა მიხას არაღიარებას აქვს თავისი მიზეზები: პირველი – მილიონები დახარჯეს მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ, მისმა "ძმაკაცმა" კობა ნაყოფიამ და კიდევ სხვა "ძმაკაცებმა", მაგრამ შედეგი მაინც არის ნულის ტოლფასი, გრიშა ვერ გახდა პრეზიდენტი; მეორე – მიხამ იცის, რომ მომავალში ამდენ ხალხს ვეღარ გადაიყვანს თავის რელსებზე, ისედაც ცალი ფეხით გაქცევაზე არიან ე.წ. ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, მათ კარგად იციან, რომ რევოლუციის არც ტრაკი აქვთ, არც რესურსი და არც ავტორიტეტი საზოგადოებაში; მესამე – სადაც იხარჯება დიდი ფული და ამ ფულის დამხარჯავი ვერ იღებს შედეგს, შემდეგ იწყება დავა-გარჩევა და ფულის უკან დაბრუნების პროცესი, უფრო სწორად, მცდელობა. როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელიც მილიონ დოლარს იძლევა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობისთვის, მაჭუტაძეებს, ვაშაძეებს, ქარდავებსა და დავითაიებს რამეს შეარჩენს? თუ არ იქნება რევოლუცია, გაიძვერა თემურ ალასანია ჩაფლავებულ ე.წ. ლიდერებზე დაიწყებს ნადირობას, მაგათ "ჩაპიზდეცებაში" სულაც არ არის მილიონები საჭირო, მუქდადაც ბევრი გაუერთიანებს თავ-პირს; მეოთხე – ბოლო დროს გავრცელებული ფარული ვიდეო-ჩანაწერების თანახმად (ეს ისედაც ვიცოდით), მიხა სააკაშვილს თავიდან ბოლომდე მართავს ბიძა, თემურ ალასანია, ის მუდმივად ეჯიჯღინება თავის დის შვილს, რომ არა და არ დადგა შედეგი, ვერა და ვერ დაამხეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. აგერ, მილიონები დახარჯეს პირველ ტურში, არაფერი გამოვიდა და ე.წ. ოპოზიცია ისევ ითხოვს ფულს. ამათ მიხა პირდება, წადით, არიეთ სიტუაცია, აქციები გადაიტანეთ თავისუფლების მოედანზე და როცა ძალაუფლებას ჩავიგდებთ ხელში, არ დაგივიწყებთ, ყველას გადაგიხდითო. ესენი, ეს ე.წ. ლიდერები არ და ვერ არიან ის ჩიტები, "პოსლეზე" რამე ააგორონ. არადა, რუსეთშიც კარგად დაინახეს, თუ როგორ დაირაზმა ერის ჯანსაღი ნაწილი გრიშას წინააღმდეგ და იქიდანაც ეგრევე შეწყვიტეს ფულის გამოგზავნა. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ "ჩერეზ" ცხინვალი უზალთუნები ბლომად შემოდიოდა!

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ქარაქუცა "ნაჩალნიკებს" უკან დასახევი გზა არ აქვთ, რაც თემურ ალასანიას ჯიბიდან ჭამეს, უკან ამოარწყევინებენ. "რესპუბლიკელებმა" ვერ მოასწრეს მსუყე ნაჭრის ჩამოჭრა და რევოლუციური გზიდან გადაუხვიეს, აქციას არ შეუერთდნენ. იციან ვირესმაკებმა, ვის როგორ უნდა უღალატონ. "ევროპულმა საქართველომ" ამ არჩევნებში 10-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაითრია და ეგენიც გვერდზე გადგნენ, ჩვენ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთო. ამ ვირეშმაკებმაც იციან, ვის რა დროს უნდა უღალატონ!

მიხა სააკაშვილი არც მალავს, რომ მას რევოლუცია სწყურია და ოცნებობს 2003 წლის სცენარზე, როცა დასავლეთ საქართველოდან "იკარუსით" გამოექანა. ნახეთ, რას აცხადებს:

"როგორც ჩვენ არ მივეცით საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი და ლეგიტიმაცია მოეხდინა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, ზუსტად ასევე, 16-ში აპირებენ ესენი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, ჩვენ, მშვიდობიანად, წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად, არ მოგცემთ თქვენ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები".

მიხა კბილებით ებღაუჭება ამ არჩევნების "მონაპოვარს", მეტი შანსი აღარ იქნება. ის ყველაფერზე მიდის, არც ადრე იყო დალაგებული, მაგრამ ახლა საერთოდ ამოვარდა გრაფიკიდან. არჩევნების ღამეს "ნაციონალების" შტაბში სკაიპით ჩაერთო და მილანძღ-მოლანძღა ყველა, დიდი თუ პატარა. როდესაც მას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე რევოლუციური სცენარი არ გამოვა, ბიძინა ივანიშვილის მოსყიდულები და მათხოვრები უძახა. ივანიშვილის მოსყიდვაზე რა გითხრათ, მაგრამ მათხოვრები რომ არიან, მაგაში ვეთანხმები. უკვე გითხარით, ამ მათხოვრებს სხვა გზა არ გააჩნიათ, რაკი შევიდნენ სააკაშვილ-ალასანიას ტლაპოში, ბოლომდე უნდა ჩაიხრჩონ!

არ არის ფული, აღარ არის ოვსილა და სურვილი. ამიტომაც გადავიდა "ნაცმოძრაობა" იაფფასიან ჭორებზე. მაგალითად, ახლა მოიგონეს, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადადის. მიდის კომენტარები სოციალურ ქსელებში: "არ არსებობს, ამას ქართველი ერი არ დაუშვებს"! რასაკვირველია, ვინც ასეთ კომენტარს აკეთებს, მას სჯერა, რომ ბერა ავლაბრის სასახლეში გადადის საცხოვრებლად. სწორედ ამაზე იტყოდა ხოლმე გაბრაზებული აკაკი წერეთელი – ვაი, ვაი და სხვანიო!

მეორე იაფფასიანი შავი პიარი: ბიძინამ 5-5 კილო კარტოფილი და ხახვი დაარიგა, ანუ ხალხმა გრიშა ვაშაძე კარტოფილსა და ხახვში გაცვალა! ნუ, ეხლა "ნაცებს" რომ თავში ტვინის ნატამალი არ გააჩნიათ, ეს ვიცით, ცნობილია, მაგრამ ამ დონეზე? ჯერ ერთი, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ კარტოფილზე გაყიდულს ეძახი, შენ არ გამოდგები არც პრეზიდენტად და არც მინისტრად; მეორე – თუ მილიონზე მატმა ადამიანმა 5 კილო კარტოფილში გაგცვალა, მაშინ გამოდის, ამ 5 კილო კარტოფილის ფასადაც არ ღირხარ!

ნათქვამია, გაჭირვებამ ჩხუბი იცისო. ეს არ არის ნათქვამი მხოლოდ ეკონომიკურ გაჭირვებაზე, აქ იგულისხმება პოლიტიკური თუ ტვინით გაჭირვებაც. ჰოდა, რაკი ამ მხრივაც გადებული აქვთ, ერთმანეთსაც დაერივნენ. ამისი საუკეთესო მაგალითია მიხა სააკაშვილისა და ნილოლოზ გვარამიას კამათი პირდაპირ ეთერში:

მიხა: მე მიმაჩნია, რომ ხალხს ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება უნდა და ნამდვილად არ მესმის თქვენი ეს პიროვნული საუბრები – „მე მიქნეს" და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ რა გიქნეს, რა გაწყენინეს?! ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მე ძალიან მიკვირს და თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი. რომ ამბობთ, „მე მიქნეს", „ასე ვუზამ, ისე ვუზამ", რას ბაქიბუქობთ და რას ლაპარაკობთ?! ქვეყანა დაგვენგრა თავზე, ქვეყანა იკარგება.

ნიკოლოზი: რას ჰქვია, "მე რა მიქნეს", რა მნიშვნელობა აქვს?! მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ თქვენგან განსხვავებით და ჩემს ოჯახის წევრებს შეეხნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ფიზიკურად მეხებიან. მე შვილები მყავს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის ჩემთვის წყალგამყოფი, ჩემს სივრცეში შემოღწევა!

სხვათა შორის, მიხას ყურს ძალიან ცუდად უნდა მოხვედროდა თაკო ჩარკვიანის ნათქვამი ფილარმონიაში – "არავითარი მიშა, არავითარი გრიშა"! ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მან შექმნა ახალი პარტია და იქ ეპატიჟება ყველას. ესე იგი, რა გამოდის? არც მიშა, არც გრიშა, ჩემთან წამოდითო. აშკარაა, შიგნით, ნაცხროვაში მთლად იეს ვერაა საქმე, როგორც მიხას და თემოს უნდათ.
და აი, დადგა 2 დეკემბერიც. დღის 3 საათი. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა 2 ათასამდე სექტანტი. თუ ამას გამოვაკლებთ პოლიციას, ჟურნალისტებს და სხვებს, დარჩება 1500 სექტანტი. ალბათ დამეთანხმებით, არ ჰგავს ეს 700 ათას მხარდაჭერილ აქციას. თუნდაც 3 ათასი იყოს, 5 ათასი, 10 ათასი, მერა რა? უჭირთ "ნაცებს" ყველანაირად, როგორც ეკონომიკრად, ისე პოლიტიკურად და "ტვინობრივად".

ასე გასრულდა რევოლუციამისჯილ მიხას ოცნება და ასე დასამარდა ნაციონალური ხროვა. თუმცა ფრთხილად, ქართველებო, ჩვენს გარშემო გველების სისინი კვლავაც ისმის!

P.S. მე ვნახე, როგორ იჭინთებოდა რუსთაველის გამზირზე გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, ზაალ უდუმაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და სხვები. ისე იჭინთებოდნენ, გეგონება უთვალავი ლაშქარი მიადგა პარლამენტს და ხმას ვეღარ აწვდენდნენ. ვაი, თქვენს პატრონს, სად არის 700 ათასი ხმა? აი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამათ ხელისუფლებას ცხვირწინ გაუყალბეს არჩევნები და ახლა იქით აბრალებენ გაყალბებას.

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
7-12-2018, 15:00


ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფება ბათუმის მერიის დელეგაცია მერის, ლაშა კომახიძის ხელმძღვანელობით. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა.

ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპულ ქალაქებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს.

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში ჩავიდა, სადაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერეს, სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

ACES Europe-ის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბათუმს, ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტული კი ბუდაპეშტს მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრნენ მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც.

მეტის ნახვა
5-12-2018, 10:30


სანამ მის ცხოვრებაში ქართველი თავადიშვილი გამოჩნდებოდა და ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, ცხოვრება რუსეთის იმპერატორის სასახლის კარზე მშვიდად მიედინებოდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ კონსტანტინე რომანოვის ულამაზესი ქალიშვილი სიყვარულის გამო სამეფო ტახტზე უარს იტყოდა და ცხოვრებას ქართველ თავადიშვილს დაუკავშირებდა.

1979 წელს, როცა იერუსალიმის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დედა თამარი გარდაიცვალა, თითქმის აღარავის ახსოვდა, რომ საერო ცხოვრებაში ის რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი და ქართველი თავადის კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე იყო.

ტატიანა რომანოვა 1890 წელს სუსხიან რუსულ ზამთარში დაიბადა. მამა კონსტანტინე რომანოვი რუსეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ, ხოლო დედა ელიზავეტა მავრიკიევნა – გერმანელი პრინცესა. ცოლ-ქმარს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდა, რაც დინასტიური ქორწინებებისას იშვიათობას წარმოადგენდა. კონსტანტინე რომანოვი უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო. ახალგაზრდობაში ის ბერად აღკვეცასაც კი აპირებდა, თუმცა ამის ნება ბიძაშვილმა, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ არ მისცა: „ყველა რომ მონასტერში წავიდეთ, რუსეთს ვინ ემსახურება?“ – უთხრა მაშინ იმპერატორმა.
კონსტანტინე და ელიზავეტა რომანოვებმა ერთად 30 წელი იცხოვრეს და რვა შვილი გაზარდეს.

კონსტანტინე რომანოვს ძალიან უყვარდა ბუნება და ქალაქგარეთ მდებარე სასახლეები. სწორედ მოსკოვის გარეუბანში, ოსტაშევოში მდებარე ერთ-ერთ სასახლეში, 1910 წლის ზამთარში გაიცნო 20 წლის ტატიანა რომანოვამ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი – ქართველი თავადი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

ტატიანას სილამაზით მოხიბლულმა ქართველმა თავადმა ოსტაშევოს სასახლეში ვიზიტები გაახშირა. კავალერიის პოლკის კორნეტი მშვიდ და მეფური თვისებებით შემკულ ტატიანას ქართველთა უპირველეს მეფეს თამარს ადარებდა. მალე შესამჩნევი გახდა, რომ არც რომანოვების ასული გახლდათ ქართველი თავადის მიმართ გულგრილი.

ტატიანას უმცროსი ძმა ოლეგი შეყვარებულებს ეხმარებოდა და ერთმანეთის წერილებს გადასცემდა, სამაგიეროდ, ამ ამბავმა ტატიანას მშობლებს თავზარი დასცა. კონსტანტინე რომანოვი დინასტიის წესებს მკაცრად იცავდა, შესაბამისად, მისთვის თუნდაც წარჩინებულ, მაგრამ არასამეფო გვარის წარმომადგენელთან ქორწინება დაუშვებელი იყო. როდესაც ტატიანას შეგონებით ვერაფერი გააწყო, კონსტანტინე რომანოვმა ქართველ თავადთან დალაპარაკება გადაწყვიტა: „ახალგაზრდავ, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ რომანოვების გვარის წარმომადგენელს მხოლოდ თანაბარი წოდების გვარის წარმომადგენელზე შეუძლია დაქორწინება“. – მშვიდად უთხრა მან ბაგრატიონს. პასუხად კი მიიღო: „თქვენც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ბაგრატიონების გვარი რომანოვებზე არაფრითაა ნაკლები“.

ასეთი თავხედობა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი მეორე დღესვე სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გამოამგზავრეს. ტატიანა კი, ქართველი შეყვარებულის მალე დასავიწყებლად, ყირიმში, დეიდასთან – იმპერატორის ქვრივ მარია თევდორეს ასულთან გაამგზავრეს. „წლების შემდეგ მიხვდები, რომ სხვა ქორწინებისთვის ხარ შექმნილი“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა რომანოვი საკუთარ ქალიშვილს, თუმცა ცდებოდა…

ყირიმში ყოფნის დროს ტატიანას გვერდიდან არ მოუცილებია დედის ნაჩუქარი წიგნი „თამარ მეფე, ანუ საქართველოს აყვავების ხანა“. გოგონა იმდენად განიცდიდა საყვარელ ადამიანთან დაშორებას, რომ დეიდამ იმპერატორს ახალგაზრდა კორნეტის კავკასიიდან ჩამოყვანა სთხოვა. ნიკოლოზ მეორეს არ შეეძლო დედის ნებას შეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ბაგრატიონ-მუხრანელს რუსეთში დაბრუნების ნება დართო.

მალე ქართველი თავადი ყირიმში, შეყვარებულთან ჩავიდა. ის ყოველ დილას ცხადდებოდა იმპერატორის სასახლეში და მთელ დღეს საყვარელი ქალის გვერდით ატარებდა, მაგრამ შეყვარებულების იდილია კონსტანტინე რომანოვის მოულოდნელმა გამოჩენამ დაარღვია. მონატრებული ქალიშვილის სანახავად ჩასული თავადის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასახლის ეზოში, ჰამაკში მოქანავე ტატიანას ფეხებთან ქართველი თავადი იხილა. ყველა შეცბუნებული და დაბნეული დუმდა, როცა ტატიანა მამის წინ მუხლებზე დაეცა და ცრემლების ღვრით ქართველ თავადთან ქორწინების უფლება სთხოვა: „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და უერთმანეთოდ ბედნიერები ვერ ვიქნებით“.

მონატრებული ქალიშვილის ცრემლებმა რომანოვს გული მოულბო. სულის სიღრმეში ქართველი თავადის შეუპოვრობაც მოეწონა, მაგრამ ამ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ იმპერატორს შეეძლო.

ტატიანას ძმის, გავრილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ ქართველი თავადის გამო ნიკოლოზ მეორეს იმპერატორის ოჯახის წევრთა საქორწინო წესებში ცვლილების შეტანა მოუწია. სპეციალური განკარგულების მიხედვით, ტატიანას შეეძლო, ცოლად არასამეფო გვარის წარმომადგენელს გაჰყოლოდა, თუმცა ამის შემდეგ ის და მისი შთამომავლები ტახტზე მემკვიდრეობის უფლებას სამუდამოდ დაკარგავდნენ, თუმცა ამას ტატიანასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ჯვრისწერა სამეფო სახლთან მდებარე ეკლესიაში 1911 წელს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა.
ეკლესიაში გამგზავრების წინ ტატიანამ, როგორც ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა, წერილობით დაადასტურა, რომ მას და მის შთამომავლებს სამეფო ტახტზე პრეტენზია არასოდეს ექნებოდათ.

ქორწილი პავლოვსკში, კონსტანტინე რომანოვის სასახლეში გაიმართა. ერთადერთი სტუმარი, რომელიც წვეულებაზე მოსულ იმპერატორს ფეხზე არ წამოუდგა, ქართველი სიძის ნათესავი ქალბატონი, გვარად ბაგრატიონ-მუხრანელი ბრძანდებოდა. ვინაიდან იმპერატორის შემოსვლისას დაჯდომის უფლება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენელს ჰქონდა, ამ ჟესტით ბაგრატიონმა რომანოვს აგრძნობინა, რომ მასზე ნაკლები სამეფო გვარის არ გახლდათ. ნიკოლოზ მეორემ არაფერი შეიმჩნია, ქართველ ქალბატონს რამდენიმე თავაზიანი სიტყვა უთხრა და გაეცალა.

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, კონსტანტინესა და ტატიანას ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ქართული სახელი – თეიმურაზი დაარქვეს. 1914 წელს კი ქალიშვილი ნატალია გაჩნდა, მაგრამ წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, სადაც ტატიანას ხუთივე ძმა და ქმარი წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ფრონტიდან უმცროსი ძმის ოლეგის გარდაცვალების ცნობა მოვიდა. ერთი წლის შემდეგ კი ტატიანამ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელ გენერალ ბრუსილოვისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი 19 მაისს ლვოვთან გმირულად დაიღუპა.

ტატიანას ძმა გავრილ რომანოვი ამ დღეს ასე იხსენებდა: „როცა ტატიანასთან მივედი, ის დიდ დარბაზში იჯდა და ძალიან მშვიდი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ღრმად მორწმუნე ადამიანია და უმძიმესი დარტყმა ქრისტიანული სიმშვიდით გადაიტანა. მან შავის ნაცვლად, თეთრი კაბა ჩაიცვა, რაც მის უბედურებას უფრო ხაზს უსვამდა“. იმავე საღამოს, პავლოვსკის სასახლის ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა, რომელზეც რუსეთის იმპერატორი მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად მობრძანდა.

ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ეკლესიასთან შეთანხმებით, კონსტანტინეს დაკრძალვა სვეტიცხოვლის ტაძარში გადაწყვიტეს. საქართველოში გამგზავრების წინ ტატიანამ მშობლები მოინახულა. მამა-შვილი დიდხანს უყურებდა ერთმანეთს მდუმარედ. ორივე გრძნობდა, რომ ხანგრძლივი განშორება ელოდათ, თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.

კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის დაკრძალვის დღეს ქართული გაზეთები წერდნენ, რომ მისმა ქვრივმა თბილისსა და მცხეთაში გასაყიდად გამოტანილი უკლებლივ ყველა ყვავილი იყიდა და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია თაიგულებით გაავსო. მეუღლის დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ტატიანამ მამის გარდაცვალების მაუწყებელი დეპეშა მიიღო. 56 წლის კონსტანტინე რომანოვს ომში გარდაცვლილი შვილის, სიძისა და დანარჩენ შვილებზე დარდმა ბოლო მოუღო, თუმცა მას სხვებზე მეტად გაუმართლა – ისე წავიდა, რომ არ გაუგია, რა ბედი ეწია რომანოვების დინასტიას რევოლუციის შემდეგ…

ბოლშევიკებმა მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტეს. დახვრიტეს ტატიანას ბიძა დიმიტრი რომანოვი, ალაპაევსკის მაღაროში ცოცხლად ჩაყარეს ტატიანას ღვიძლი ძმები და დეიდა ელიზავეტა თევდორეს ასული. ერთმანეთზე მიყოლებულ უბედურებას ტატიანა რომანოვა საოცარი სიმშვიდით შეხვდა. რწმენა მას უბედურების გადატანაში დაეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტზე უფლებები აღარ ჰქონდა, ტატიანასა და მისი შვილების რუსეთში დარჩენა მაინც სახიფათო იყო. რომანოვების ასულმა, განსვენებული ბიძის ადიუტანტის ალექსანდრე კოროჩენცევის დახმარებით, რუსეთი კიევის გავლით დატოვა და რუმინეთში გადავიდა, სადაც ის ნათესავმა, დედოფალმა მარიამ შეიფარა, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა. სამშობლოდან ბევრი არაფერი წაუღია, თუმცა დედის ნაჩუქარი წიგნი თამარ მეფეზე ყველგან თან დაჰქონდა. ტატიანა მშვენივრად ხვდებოდა, რომ კოროჩენცევის დახმარების გარეშე შვილებიანად დაიღუპებოდა, ამიტომ როცა სამშვიდობოს გასულს კოროჩენცევმა ცოლობა სთხოვა, დასთანხმდა. ადიუტანტი არა მხოლოდ მზრუნველი მეუღლე, არამედ თეიმურაზ და ნატაშა ბაგრატიონ-მუხრანელებისთვის მოსიყვარულე მამაც აღმოჩნდა…

თუმცა, რომანოვების ასულს ქალური ბედნიერება არ ეწერა – ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ადიუტანტი დიფტერიით დაავადდა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალმა ეს დარტყმაც ვაჟკაცურად გადაიტანა. ამ დროისთვის მას ნათესავებისა და ახლობლების უმეტესობა უკვე დაკარგული ჰყავდა.

მარტოდმარტო დარჩენილმა ტატიანამ საკუთარი თავი შვილების აღზრდას მიუძღვნა და ყველაფერი იღონა, რომ მათ ღირსეული განათლება მიეღოთ. შემდეგ კი გააკეთა ის, რაზეც მამამისი ოცნებობდა – 1946 წელს შვეიცარიაში მონაზვნად აღიკვეცა და საქართველოს უდიდესი მეფისა და წმინდანის პატივსაცემად, საეკლესიო სახელად თამარი აირჩია. შვეიცარიიდან დედა თამარი პალესტინაში გაემგზავრა და 5 წელი გაატარა ბიძის, ალექსანდრე მესამის მიერ აშენებულ მარიამ მაგდალინელის ტაძარში. სწორედ აქ განისვენებდა მისი ბიცოლა ელიზავეტა თევდორეს ასული. დედა თამარისთვის ეს ადგილი მხოლოდ სიწმინდეს კი არა, დაკარგული სამშობლოს ნაწილსაც წარმოადგენდა.

1951 წლიდან დედა თამარი იერუსალიმის წმინდა ამაღლების ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. მონაზვნებს ძალიან უყვარდათ ბრძენი და კეთილი წინამძღვარი და სიყვარულით მას მეფური იღუმენია შეარქვეს.

ტატიანა რომანოვა 89 წლის ასაკში, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა და თან წაიღო ქართველი თავადის საარაკო სიყვარული, რომელმაც სამეფო ტახტი დაათმობინა.

მეტის ნახვა
3-12-2018, 08:30