კეშას ბლოგი

მიატოვა ადვოკატმა მალხაზ კობაური და – აჰა, ადვოკატიც კი მიხვდა, რომ დამნაშავეა, ეტყობა, უმალავდა ადვოკატს აქამდე ბრალდებული სიმართლეს, აი, ამ ადვოკატს ჰქონია სინდისი, თუ ჰქონია, არ მოინდომა მკვლელის დაცვა – გაჰყვირიან ერთნი.

მეორენი კობაურთან ერთად მისი ადვოკატის დახვრეტსაც ითხოვენ, აკი, ბრალდებულს ჩვენება შეაცვლევინა და ვიღაც ორ კაცზე ზღაპრები დააწერინაო.
და არიან მესამენი, ნეტარ არიან მესამენი, რომლებიც არც ყვირიან და არც დახვრეტას ითხოვენ, სხედან და ფიქრობენ, ფიქრობენ: – რატომ არ გვეუბნებიან სიმართლეს, რა მოხდა სინამდვილეში იქ, მთაში, რა საშინელება მოხდა და ვისი ხელით?

მაინც, რატომ არ გვეუბნებიან, რა მოხდა იქ, ეშინიათ, ნეტავი, თუ რცხვენიათ? – დაფიქრებით მკითხა ერთმა და მაშინვე დავპირდი, რომ ეს ფრაზა ჩემს წერილში მოხვდებოდა.

365 წელს ერთმა ახალგაზრდა კაცმა, არაფრით გამორჩეულმა ახალგაზრდა კაცმა, არტემიდას ტაძარი გადაწვა – ისტორიაში რომ შესულიყო. ვიცი მე ამ ახალგაზრდა კაცის სახელი, მაგრამ, არ ვიმეორებ არასოდეს, არ არის ღირსი ისტორიაში შესვლის და სახელის დამახსოვრების და იმიტომ.
მომიტევეთ, იგივეს ვფიქრობ ავდოკატზეც – მივიდა, გადაწვა – წამოვიდა. ამიტომ, ამ წერილში, ჩემს წერილებში მის სახელს და გვარს არ ვახსენებ.
ერთი ადგილი უნდა გქონდეს, იმ ბიჭის დასაცავად რომ მიხვიდე, რომელსაც სამი ადამიანის, მათ შორის ბავშვის მკვლელობა ედება ბრალად, რომელსაც დაწერილი აქვს აღიარებითი ჩვენება ერთი უკვე, ერთი ადგილი უნდა გქონდეს და არ უნდა წუწუნებდე პატარა ბიჭივით, რომ სუსის მანქანები დაგდევენ.
ექსპერტიზის დასკვნის გამო არ მიმიტოვებია ბრალდებული, იმიტომ რომ ეს ექპერტიზის დასკვნა რაღაცააო… მე და ბრალდებული ვერ შევთანხმდითო… რა ვიცი, მიიყვანეს ბრალდებული პოლიციაში, გვითხრეს, სკოლაშიც არ უვლია, ქართულად საუბარიც უჭირსო – მალევე დაწერა აღიარებითი ჩვენება, რომელმაც მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე მანამდე გვქონდა, მივიდა ადვოკატი – დაწერა ბრალდებულმა მორიგი სულელური აღიარებითი ჩვენება ორ კაცზე, წამოვიდა ადვოკატი – დაწერა კობაურმა მესამე სულელური აღიარებითი ჩვენება ისევ, მე მოვკალიო

ხოდა, ადვოკატს უნდა დაგვარწმუნოს, რომ, კობაური არა თუ საკუთარ ადვოკატს, საერთოდ ვინმეს ეწინააღმდეგება, ვინმეს ეურჩება?
ყველაფერი 4 ივლისს დაიწყო, 4 ივლისს სიცხემ შეაწუხა სმიტების ოჯახი და გასაგრილებლად, დასასვენებლად გაუდგა გზას.
მე რომ სმიტების ოჯახი ვყოფილიყავი, კარავს წავიღებდი, ტყეში თუ წავიდოდი, სახლს შევიპირებდი, ტყის სიახლოვეს, სასტუმროში ადგილს დავჯავშნიდი, საკვებს წავიღებდი, რამდენიმე დღე თუ ვაპირებ ტყეში დარჩენას, იარაღას წავიღებდი – ნადირის შიშით მაინც.

მაგრამ, სმიტების ოჯახი უშიშარია, სმიტების ოჯახი ღამით ღია ცის ქვეშ აპირებს დაძინებას, არც კარავი ჰქონდა გაშლილი და არც სახლი ჰქონდა დაჯავშნული.

მეტიც, სმიტების ოჯახი სოფლიდან გააცილეს, სოფლიდან დასჭირდა გაცილება და გზის გაგნებაში დახმარება და ხეობაში წავიდა გამცილებლის გარეშე?
სმიტების ოჯახს იარაღი არ წაუღია თან – მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეეშინდათ ახალგაზრდა იარაღიანი კაცის დანახვის, ფოტოც კი გადაუღეს, მერე კი წაყვნენ, მანქანა მიატოვეს და წაყვნენ უფრო ღრმად ხეობაში, უფრო მიუვალ ადგილას წაყვნენ.

ანუ, არ ყოფილა სმიტების ოჯახი დასასვენებლად ხო წასული, არც ფრთხილი ყოფილა, როგორც ამბობდნენ მისი მეგობრები.
ექსპერტიზის დასკვნა დაიდო – ქალის უკანა ტანში კობაურის ბიომასალა აღმოჩნდა. საშოში კი მეუღლის ბიომასალა.
კარგი და დნმ-ის გარდა. რამის დადგენა შეუძლია ექსპერტიზას საქართველოში?
მაგალითად, როდის დამყარდა სექსუალური აქტი?

იყო, თუ არა სექსუალური აქტი ძალადობრივი?

როდის დადგა მსხვერპლთა გარდაცვალება?

ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად, როგორ შეიძლება დანაშაულის დადგენა? სპერმის კვალი რომ მკვლელობას ნიშნავდეს – ყველა კაცი მკვლელი იქნებოდა.
რა უნდოდათ სმიტებს ხადას ხეობაში? რისთვის წავიდნენ სინამდვილეში? – უკვე ღიად იწერება, რომ სმიტები არ იყვნენ უბრალო მოკვდავნი, რაიან სმიტს ამერიკაში არც თუ ისე უბრალო სამსახური ჰქონდა და არც თუ ისე უბრალო თანამდებობა. როგორ მოხდა, რომ ასე გამოცდილი ადამიანი, წავიდა დაუსახლებელ ადგილას მოუმზადებელი, შვილთან და ცოლთან ერთად და გაჰყვა იარაღიან ბიჭს ღრმად ხეობაში?

ან, თავიდან რომ გვიყვებოდით, უთვალთვალებდა მწყემსი სმიტების ოჯახს და ამის ფოტომასალა არსებობსო – აბა, როდის უთვალთვალებდა და სად?
ახლა გვიყვებით, უი, ის ფოტომასალა გარდაცვლილი ლორა სმიტის გვამისთვის გადაუღიაო – გვამის და ცოცხალი ადამიანის ფოტოებსაც ვერ ვარჩევთ?
გვამს უთვალთვალებდა კობაური?

ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: მიწის ბალახიანი ნიადაგიდან მოთავსებულ თოფზე აღმოჩენილი მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს, ამავე თოფზე აღმოჩენილი ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, ნაწილი ეკუთვნის სმიტების ვაჟს, ნაწილი კობაურს.
ანუ, მიბჯენით ესროლა ამ თოფიდან და სისხლის წვეთიც არ მოხვდა იარაღს? ბიომასალა შეიძლება იყოს ოფლის წვეთიც, ნერწყვიც, კი, თავის ტვინის ნაწილიც შეიძლება იყოს ბიომასალა, და როგორც თავად ახსენებთ ამ ბალახიან ნიადაგს – ბალახიანი ნიადაგიდანაც შეიძლებოდა მოხვედრილიყო სმიტის ბიომასალა თოფზე, ისევე, როგორც კობაურის ბიომასალა მოხვდა თოფის ხელში დაჭერით.

ხოდა, რომელია? რა ბიომასალაა? სისხლი არაა, გავიგეთ, რა არის, თავის ტვინის ნაწილია, თავის ქალის ნამტვრევია შერჩენილია, ოფლია, ხელია უბრალოდ თოფზე ნახლები, თუ რა ჯანდაბაა? რას გვიყვებით?

ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ტელევიზიით გამომზეურდა – თარიღი აწერია კუთხეში 14.07 – ასეთ ხმაურიან საქმეზე 14-ში უკვე გაქვთ ექსპერტიზის პასუხი და ეს პასუხი არ მიაწოდეთ ადვოკატს, არა აქვს პროკურატურას?

22 ივლისამდე 8 დღეა – 8 დღე სად იდო ექსპერტიზის დასკვნა და რას ელოდებოდა?
რატომ გამოქვეყნდა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ტელევიზიით და ადვოკატს მერე რატომ მიეწოდა? – თუ, ეგაც ტყუილია?
სამი ჩვენება გვაქვს ბრალდებულის – სამივე განსხვავებულია, სამივეგან განსხვავებული მოტივია – ხოდა, ეს ბიჭი ასე განათლებული და ასე მოხერხებულია, რომ სამჯერ შეცვალა ჩვენება?

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ბიჭის მთავარი კოზირი მისივე ჩვენებებია, ისე იხლართება, ისე მიკიბ-მოკიბავს, რომ ეჭვი ჩნდება – საერთოდ, იყო კი მკვლელობის დროს იქ, მკვლელობის ადგილას?

რატომ იყო რაიან სმიტი შიშველი? სად არის მისი ტანისამოსი? რატომ გააშიშვლეს და ვინ გააშიშვლა?
რატომ გააშიშვლეს კაცი, თუ ქალზე იხმარეს ძალა? და როდის გააშიშვლეს მამაკაცი, სანამ მის ცოლზე ძალას იხმარდნენ, თუ მერე?
რატომ არ გვითხრა გამოძიებამ თავიდანვე, რომ მსხვერპლებს თავის მხოლოდ ფრაგმენტები ჰქონდათ შემორჩენილი – რატომ გვიმტკიცებდა, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათო?

სად მიდიოდნენ სინამდვილეში სმიტები და ვის უნდა შეხვედროდნენ?
რატომ გაჩუმდნენ მარნეულელები?

რატომ გაჩუმდნენ ის ადამიანები, რომლებიც კობაურს დადებითად ახასიათებდნენ?
რატომ გვითხარით თავიდან, რომ კობაური სოფელმა ჩამოკიდა და ისე ათქმევინა სიმართლე?
რატომ გვითხარით, რომ კობაური სმიტებს უთვალთვალებდა – რამდენი დღე იყვნენ სმიტები ხადას ხეობაში, სანამ მოკლავდნენ და სად ათევდნენ ღამეს, სად რჩებოდნენ ეს დღეები?

ბოლოს და ბოლოს, რა გახდა იმის დადგენა – როდის, რომელ რიცხვში გამოვიდნენ სმიტები მარნეულიდან და როდის დახოცეს? სად იყვნენ ის დღეები – ვისთან იყვნენ, როცა კობაური უთვალთვალებდა?

და ბოლოს მკვლელობის მოტივიც მინდა რომ ამოღერღოთ: – ეჭვიანობა?

ისე, მოსწონდა ლორა სმიტი კობაურს, ისე მოსწონდა, რომ მხოლოდ ანალური სექსით დაკავდა მასთან, თან ახრჩობდა და თან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. არადა, ლორას ქმარი ხომ იმიტომ მოკლა, რომ ქალის სხეულით მშვიდად დამტკბარიყო.
მეორე მოტივი – სიბრაზე, შენიშვნა მიუცია რაიან სმიტს მწყემსისთვის – ერთი შენიშვნის გამო თუ სამი ადამიანი მოკლა, ფსიქოლოგის დასკვნა გვჭირდება მაშინ, არ იქნება მაშინ სრულ ჭკუაზე და გვატყუებთ.

რა მოხდა სინამდვილეში ხადას ხეობაში, ვხვდებით, რომ რაღაც საშინელი მოხდა, ფილმებს გვახსენებს უამრავს ეს საკონტროლო გასროლა თავში, კაცის შიშველი სხეული წამებაზე მიგვანიშნებს და 19 წლის ბიჭი, რომელიც უკვე მესამედ ცვლის ჩვენებას და სამივეჯერ იხლართება საკუთარ ტყუილებში. დანაშაული აღიარა და ახლა მაინც იტყოდა სიმართლეს – მაგრამ, რაც არ იცის, რაც არ უნახავს, რა თქვას?

გვითხარით, რა მოხდა სინამდვილეში ხადას ხეობაში, რატომ ვერ გვეუბნებით – გეშინიათ, თუ გრცხვენიათ?

მეტის ნახვა
31-07-2018, 13:50


ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე  ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“ ჩატარდება.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლი, ჩატარდება 25 უფასო კონცერტი.

კონცერტები ბათუმის ბულვარში ანბანის კოშკთან ყოველდღე, 20:00 საათზე გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაციისა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, ამ ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას, ასევე  ტურისტების დაინტერესებას ამ მიმართულებით.
1tv.ge

მეტის ნახვა
27-07-2018, 10:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა ჯამში NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი ამოიღო.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

1tv.ge

მეტის ნახვა
20-07-2018, 13:30


იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ გერმანულ ენაზე გამოიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, წიგნი შვეიცარულმა გამომცემლობა Daltas Verlag-მა გამოსცა, გერმანული ტექსტის თარგმანზე კი ჰელმუტ კუნკელმა იმუშავა.

წიგნში მოთხრობილია პატარა ქეთოს ისტორია, რომლიც მშობლებისგან შორს გაიზარდა. მრავალი წლის შემდეგ, შინ დაბრუნებული გოგონა დედ-მამას ვეღარ სცნობს. მშობლები მას სწორედ დედის მიერ ნამღერმა „იავნანამ“ გაახსენა.

მეტის ნახვა
20-07-2018, 11:00


განმანათლებელთა და გონების საუკუნეში დაბადებული გერმანელი ექიმი ფრანც ფრიდრიხ ანტონ მესმერი (1734–1815) პარადოქსი იყო ამ ხანისთვის.

ვოლტერის, დიდროს, და კალიოსტროს თანამედროვე მესმერი, ერთდროულად რაციონალისტიც იყო და ინტუიტიურიც. იგი სწავლობდა ავსტრიის დედაქალაქ ვენის სამიდიცინო სკოლაში. ძირფესვიანად შეისწავლა ოკულტური მეცნიერებები. ასევე ფილოსოფია, თეოლოგია და სამართალი.
1766 წელს მან დაწერა ნაშრომი "`ადამიანის სხეულზე პლანეტების გავლენის შესახებ“. მესმერი ამბობდა რომ ციური სხეულები, დედამიწა და ცოცხალი არსებები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე მაგნიტური ნაკადის მეშვეობთ. მაგრამ მესმერი მისდა საუბედუროდ ძალიან ადრე და ძალიან გვიან, დაიბადა სუპერგონიერ განმანათლებელთა საუკუნეში. ვოლტერს მოსწონდა რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე და არა მესმერი.

ეს იყო თავისი ყოვლისმცოდნეობით მკვეხარა ენციკლოპედისტების ხანა. იყო მატერიალისტების ფაქტიური დიქტატურა.

ასეთი პროფესორებისთვის მესმერი რა თქმა უნდა სულელი და შარლატანი ყბედი იყო, მაგრამ მესმერი არ დანებდა. მან გაცურა დინების წინააღმდეგ. მესმერმა თქვა რომ მთელ სამყაროს სერავენ უხილავი და მოუხელთებელი ტალღები რომელთაც აღიქვამს მარტო ინტუიცია. ეს წინ და უკან მოძრავი იდუმალი ტალღები მიდიან ასე ვთქვათ სულიდან სულამდე, ადამიანიდან ადამიანემდე.

მესმერს არ შეეძლო ამ ტალღების, ამ იდუმალი ძალის წარმომავლობის ნამდვილი სახელის და შემადგენლობის დადგენა. მაგრამ მან ანალოგიით ამ ძალას უწოდა მაგნეტიზმი. მესმერმა სთხოვა აკადემიებს, პროფესორებს თვითონ მათ შეემოწმებინათ საოცარი შედეგები რომლებსაც მან მიაღწია ამ მკურნალობით რომელიც უბრალოდ თითების ოდნავ შეხებით ხდებოდა. მესმერი ურჯულო მატერიალისტ პროფესორებს ემუდარებოდა წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე შეემოწმებინათ ის საოცარი შედეგები რომლებსაც მან მიაღწია, განსაკუთრებით ნერვიულ ავადმყოფობათა განკურნების შემთხვევები. როგორც ირკვევა მესმერი კურნავდა შთაგონებით, ჩაგონებით.

მაგრამ პროფესორულმა აკადემიურმა მეცნიერებამ ჯიუტად უარყო წინადადება. მან თვალიც კი არ შეავლო მესმერის მიერ წარმოდგენილ და ასჯერ შემოწმებულ ფენომენებს. უცნობი ბუნების ეს უხილავი ენერგია, რომლის გადაცემაც შეიძლება, არ ჯდებოდა განმანათლებელთა და ენციკლოპედისტთა კონცეფციებში. მესმერი მოვიდა ერთი საუკუნით ადრე და რამოდენიმე საუკუნით გვიან.

თავისი ხრწნადი და მოკვდავი ტვინის ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებულ პროფესორებს არ ესმოდათ თუ რა ხდება ადამიანის შიგნი თ. არ ესმოდათ ცნობიერის და არაცნობიერის ურთიერთობისა. ამ პროფესორთა მეცნიერება არ აღიარებს სულის როგორც მოქმედებითი ძალის არსებობას. ასეთი პროფესორების მედიცინა ადამიანს თვლის მექანიზმად და ხედავს მარტო ფიზიკურ ავადმყოფობებს. ის ვერ გრძნობს ფსიქიურ ძვრებს. ის სულით ავადმყოფებისთვის აღიარებს მხოლოდ დალაქის ბარბაროსულ სიბრძნეს: კუჭის აშლას, სისხლის გამოშვებას, ცივ წყალს… სულით ავადმყოფებს აბავდნენ ბორბალზე და ატრიალებდნენ მანამდე სანამ ქაფი არ ამოვიდოდა ამ უბედურთა პირიდან. იყო მკურნალობად გამოცხადებული წამების სხვა ხერხებიც. ეპილეპტიკოსებს ტენიდნენ ნარკოტიკებით. ნერვიულ ავადმყოფობებს ვერაფერს შველიდნენ და აცხადებდნენ რომ ასეთი ავადმყოფობები საერთოდ არ არსებობს და როდესაც მესმერმა თავისი მაგნიტური გავლენით პირველად უშველა ამ უბედურებს აკადემიურმა მედიცინამ მესმერი გამოაცხადა შარლატანად!
ამ ნათელმხილველმა და გამჭრიახმა ადამიანმა მოიარა კრეტინი და ყოყოჩი მატერიალისტების აკადემიები ის ითხოვდა უბრალოდ დაინტერესებას მისი იდეით, დახმარებას და ამ ავანგარდულმა, ყოყოჩი კრეტინების მიერ შარლატანად გამოცხადებულმა მებრძოლმა აღმოაჩინა ბევრად მეტი, ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი, შთაგონება, ტელეპატიაც კი ფესვგადგმულია ტრაღიკული მესმერის ძიებებში და მიღწევებში…

მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი იგი მოცარტის მეგობარი გახლდათ. 1773 წელს ლეოპოლდ მოცარტმა მისწერა წერილი თავის მეუღლეს რომელიც ცხოვრობდა ზალცბურგში. "ბოლოს არ მომიწერია იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა დიდი კონცერტი ჩვენს მეგობარ მესმერთან ლანდშტრასსეზე გაშენებულ მის ბაღში...“ ავანგარდისტი ექიმი, მაგნეტიზორი მესმერი და მამა-შვილი მოცარტები კარგი მეგობრები იყვნენ. უკვე რამოდენიმე წლის შემდეგ, მოხდა ისე რომ კარის ოპერის სახელგანთქმულმა დირექტორმა, იმპერატორის ბრძანების საწინააღმდეგოდ არ მოინდომა მაშინ 14 წლის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოები ლა Fინიტა სიმპლიცე-ს შესრულება. აი აქ გამოჩნდა ალღოიანი მესმერის გულუხვობაც. მან ახალგაზრდა კომპოზიტორს მის განკარგულებაში გადასცა თავისი ღია პატარა თეატრი რათა იქ დადგმულიყო მოცარტის პირველი ოპერა Bastien und Bastienne პატარა მოცარტმა არ დაივიწყა მეგობრობის ეს ნიშანი. ის თავის წერილებში სულ ლაპარაკობდა თავის „ძვირფას მესმერზე“ სწავლული, ხელოვნებათა მოყვარული, ფილანტროპი მესმერი მდიდარიც იყო. ის ხომ დაქორწინდა ფინანსთა მრჩეველი ვან ბოშის ქვრივზე, რომელმაც მას დიდი ქონება მოუტანა. შარლატანად გამოცხადებული მესმერის დიდებულ სახლში მუდამ იყო გაშლილი სუფრა მისი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის. შესანიშნავად სვამდნენ და ჭამდნენ სტუმრები ამ სწავლული, განათლებული და როგორც გულუხვი ისე ფულუხვი და სტუმართმოყვარე მესმერის სახლში. ამ სახლში ინტელექტუალურადაც ხალისობდნენ და ხარობდნენ. იქ ხშირად თვითონ ავტორები, სახლის ახლო მეგობრები, ანუ ჰაიდნი, მოცარტი, გლიუკი, ასრულებდნენ თავის ახალ და ჯერაც გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებს. იქ ისმოდა პუჩინის და რიგინის მუსიკაც. ამას გარდა ამ სახლში დაუღალავად საუბრობდნენ სულიერ პრობლემებზეც. მოკლედ მესმერის სახლი იყო მატერიალისტი აკადემიკოსების აკადემიის პარალელური აკადემია…

მესმერმა მონმარტრის ქუჩაზე მდგარ თავის სახლში გახსნა კლინიკა სადაც მიდიოდა ყველა კლასის ავადმყოფთა ბრბოები. მესმერის კაბინეტში ყოველ დღე ხდებოდა საოცარი სცენები. ბევრი ავადმყოფი ხტოდა და ყვიროდა რომ ისინი განიკურნენ.

სხვები ვარდებოდნენ მუხლებზე და უკოცნიდნენ დიდ მესმერს ხელებს. კიდევ სხვები მესმერს სთხოვდნენ მაგნიტური ნაკადის გაძლიერებას და მისი ხელების მკურნალი მოძრაობების გამეორებას. ამის შემხერდვარე მატერიალისტი პროფესორები და აკადემიკოსები სულ გადაირივნენ და გააფთრდნენ. მესმერი იძულებული იყო წასულიყო პარიზიდან.

მესმერს სჯეროდა უხილავისა, იმისა რომ სამყაროს მსჭვალავს მკურნალი ნაკადი თუ ენერგია რომელიც მოქმედებს ადამიანის სხეულზე. მესმერი დიდად იყო შთაგონებული ისააკ ნიუტონის ნაშრომებით და მიზიდულობის თეორით. ის ამბობდა პლანეტები მოქმედებენ ადამიანის სხეულზეც ძალით რომელსაც ის უწოდებდა ცხოველურ მაგნეტიზმს.

მესმერი დიდ დროს და ენრგიას ხარჯავდა იმისთვის რომ მოეხერხებინა სამყაროს გამმსჭვალავი უხილავი ენერგიების მართვა. მან დაიჯერა რომ მაგიური მკურნალი ძალა აქვს. პარიზში მოდურად ქცეული მისი სეანსების დროს მესმერი თავის პაციენტებს შთაგონებით აძინებდა და აცეკვებდა კიდევაც.

პაციენტების ასეთი რეაქციები გამოწვეული იყო მესმერის ჰიპნოტური ძალით. თვითონ მესმერმა თავიდან არც იცოდა რომ მას ჰქონდა ეს ძალა. ინტენსიური ექსპერიმენტები – მესმერს თავისი მეთოდით შეეძლო პიროვნების თუ ბრბოს ემოციური მდგომარეობის გაძლიერება არანორმალურ მაგრამ კონტროლირებად მდგომარეობამდე. მესმერი პიროვნებათა ემოციური მდგომარეობის გასაძლიერებლად და ასამაღლებლად იყენებდა მუსიკას.

ჰიპნოტური შთაგონების შედეგად მესმერმა მრავალ პაციენტს უშველა. ის ამბობდა რომ შეუძლია სიბრმავის, პარალიჩის, კონვულსიების და სხვა ავადმყოფობების შველა.

მესმერმა სახელი გაითქვა სხვა ქვეყნებშიც. ის ბევრს მოგზაურობდა და ევროპულ არისტოკრატიას შთამბეჭდავად წარუდგენდა თავის ტექნიკას და შესაძლებლობებს. მართალია, მაშინდელმა ოფიციალურმა მატერიალისტურ-პროგრესისტულმა მედიცინამ მესმერი განდევნა, მაგრამ დღეს უკვე ვიცით რომ ჰიპნოზი და ტრანსი კაცობრიობისთვის სულაც არაა უცხო.

ქეთევან ზარნაძე


მეტის ნახვა
18-07-2018, 09:30


როგორი პუბლიცისტი იყო თამაზ წივწივაძე, როგორი ლიტერატორი და როგორი რედაქტორი, მკითხველმა შესანიშნავად იცის, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, როგორი ადამიანი იყო იგი.

ვინც მას მხოლოდ მისი ნაწერებით იცნობდა, შეიძლება არც დამიჯეროს, რომ თამაზი უაღრესად თავმდაბალი, მოკრძალებული და მორიდებული პიროვნება გახლდათ, რომელსაც ყველას ჭირ-ვარამი გულთან ახლოს მიჰქონდა, ყველას გვერდით ედგა და ყველას ეხმარებოდა, რითაც შეეძლო.
ნაცნობ-მეგობრებს და ახლობლებს კი არა, სრულიად უცნობ ადამიანს რომ ეთხოვა რამე, არ დაიზარებდა, ათასგან დარეკავდა, ათას ვინმეს შეაწუხებდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

90-იან წლებში, როცა ქართულ მწერლობას ძალიან გაუჭირდა, სწორედ თამაზ წივწივაძის ინიციატივით დააარსდა ფონდი, რომელმაც ბევრი მწერალი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან.

შემდეგშიც ასე იყო _ სიცოცხლის ბოლომდე პირადი "სტიპენდიანტი"

ჰყავდა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან უხდიდა "სტიპენდიას".

ყველაფერი ეს კი ჩუმად და უხმაუროდ, მოკრძალებით და მორიდებით კეთდებოდა.

სიკვდილშიც მორიდებული და მოკრძალებული კაცი აღმოჩნდა თამაზი. მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ, ძალიან ცუდად რომ იყო, არ უწუწუნია, არავინ შუწუხებია _ ჩუმად გამოაღო კარი და წავიდა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
14-07-2018, 22:30


კეშას ბლოგი
დღისით ერთი საათით ჩამეძინა და მესიზმრა, რომ მიყვარდა და ვუყვარდი...
გაღვიძებულს უცნაური გრძნობა მქონდა... მივხვდი, რომ მიკვირდა, სიყვარული მიკვირდა...
ბაბუა არასოდეს ყვებოდა პირველ ცოლზე, რომელზედაც გადასახლებაში მყოფმა იქორწინა. მხოლოდ ერთხელ მითხრა ხმა და თვალებჩამქრალმა: მან მე გადამარჩინა, ფიზიკური და სულიერი სიკვდილისგან მიხსნა...


მერე იყო ბებო, ჩემთვის ბებო, ბაბუასთვის საყვარელი ქალი, რომლისთვისაც არასოდეს უღალატნია. სოფლად ცხოვრობდნენ და ბებოს თოხი და ბარი არასოდეს სჭერია ხელში, ბოსელში არ შესულა, ვენახი არ გაუსხლავს, თევზი და ხორცი არ დაუჭრია – მძიმე საქმე აკრძალული იყო ჩვენს სახლში ქალისთვის. უყვარდა ბაბუას ბებო, თორემ, რომ არ ყვარებოდა – ისეთი ნატანჯი და გადაღლილი იყო, იქეთ იყო საზრუნავი და მოსავლელი.
უსიყვარულოდ მზეც ამოდის ცის კაბადანზე უკვე, სიოც ქრის და ჯანდაბა, ტყეც კი კრთება უსიყვარულოდ – მხოლოდ უკვდავებას ვერ ეხება უსიყვარულობა, უკვდავებას ვერ დაეპატრონა უსიყვარულობა – რომ არა სიყვარული, რა მაიძულებდა ბაბუაჩემი უკვდავმეყო ჩემს გულში, ჩემს სიტყვებში, ჩემს ქცევებში...

როგორ დავიჯერო იმ ქმრების სიყვარული, რომელთა ცოლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ და წლობით ვერ ბრუნდებიან ოჯახებში? – ხშირად ვფიქრობ, რას უნდა ეიძულებინა ბაბუჩემი, ბებოსთვის თვალზე მოფარების საშუალება მიეცა – არათუ, ქვეყნიდან თავისი ხელის გადაეხვეწა და არ არის ასეთი მიზეზი, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

როგორ დავიჯერო იმ ცოლების სიყვარულის, რომელთა ქმრებიც უკვე მესამე ბინის ფულს აგროვებენ და მეხუთე მანქანას უცვლიან ცოლს და მაინც არ ეუბნება ოჯახი: – კმარა, საკმარისია, ჩამოდი, დაგვიბრუნდი... როცა ბაბუამ ბებია ცოლად წამოიყვანა, ხო, ასე ხელი მოკიდა და წამოიყვანა, მიიყვანა მდელოსთან და უთხრა – აი, აქ ავაშენებ სახლს...

მეტყვიან ახლა მავანნი, რომ მაშინ სხვა დრო იყო... რომ მაშინ არ ჭირდა ცხოვრება... იყო ერთი ქალი, რომელიც ქმარს და შვილებს ეუბნებოდა, რომ ქათმის მხოლოდ ფრთები უყვარდა, სხვა ნაჭერს არ ჭამდა. სინამდვილეში ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ქათმის ყველა სხვა ნაჭერი შვილებს და ქმარს უყვარდათ და არ უნდოდა ჩაზიარებოდა. ერთხელაც, ავად გახდა და საავადმყოფოში ყველა დღე მიჰქონდათ მნახველებს ბულიონი, რამდენიმე ქათამს კლავდნენ, რომ ბევრი ფრთა მოეგროვებინათ, აკი, ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ფრთებს ჭამდა... იყო ასეთი ქალი, მყავდა ასეთი ბებო.

მხოლოდ უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ, მხოლოდ სიყვარულია უკვდავი, სხვა ყველაფერმა ფერი დაკარგა, არომატი დაკარგა, დანიშნულება დაკარგა, სხვა ყველაფერი უსიყვარულობაში დაიკარგა.

ერთი გოგო გავიცანი, მეორე ქმარი ჰყავს – ევროპაში ვაცილებ ხვალ სამუშაოდ, ერთი სული მაქვს მანქანას როდის მიყიდის და აუცილებლად მიყიდის, რადგან ძალიან, ძალიან ვუყვარვარო – ამ საუბრისას ქუდი აუფრიალა ქარმა. რომ დაბრუნდა, მითხრა, დაინახე რა კარგ ბიჭთან მიფრინდა ჩემი ქუდი, მგონი ბედიაო.
ისეთი ძუნწია ერთი ჩემი უბნელი ბიჭი, ისეთი ძუნწია, ქარს არ გაგიყოფს, რომ შეეძლოს. პირღიაც არის, ამიტომ ყველა მისი ისტორია ვიცით. ხოდა, ყველა პაემანი პარკში აქვს, თან ისეთ პარკში, სადაც არაფერი იყიდება. მაგრამ, ამას წინათ გამოეწყო, თავი მოიქაჩლა და გოგო ისეთ მაგარ კაფეში დაპატიჟა, სამი კვირა არ დაელია სალაპარაკო, როგორ გადაიხადა 2 ჭიქა ყავაში 50 ლარი. ჩვენ რომ შეყვარებული გვეგონა ეს ჩვენი ძუნწი, გამოგვიტყდა, ფულიანი გოგოა და პარკში ვერ წავიყვანდი, ფულიანი გოგოა და შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა, ფულიანი გოგოა და რა ვიცი სად და როგორ გამომადგებაო...

სიყვარულის ყიდვაც შეიძლება ახლა, პაემნის ყიდვა შეიძლება, ადამიანის ნახვის ყიდვა შეიძლება – ასე, მარტივად, ვითომ ჭიქა ყავას ყიდულობ, ვითომ ნაჭერ ნამცხვარს ყიდულობ... შეგიფუთავენ კიდეც, შეგიცვლიან, თუ არ მოგეწონება, შეგიკეთებენ, თუ არ დაგაკმაყოფილებს – მთავარია, ფული გქონდეს და ყიდვა შეგეძლოს, მთავარია მყიდველი იყო...

გრძნობების ბორდელია დღეს ჩემს ირგვლივ ყველგან, გრძნობები იყიდება, ქერა და შავთმიანი, მაღალი და დაბალი, მსუქანი და სუსტი გრძნობები, გრძნობები იყიდება ჩემს ქალაქში, კაცის და ქალის, ფულიანის და უფულოს, ლამაზის და უშნოს გრძნობები.
გრძნობების ბორდელია დღეს ჩემს ქალაქში ყველა კუთხეში გახსნილი და მესმის ფულის შრიალის ხმა, მესმის ჩურჩული, ვინ ვის რა უყიდა, ვის როგორ გაუმართლა, ვინ ჩამოწერეს და ახალი იყიდეს...

იყო დროს, სხეულის ყიდვა გვიკვირდა, იყო დრო, სხეულის ყიდვა იყო სამარცხვინო – ახლა სული იყიდება, ახლა ემოცია იყიდება...
მონათმფლობელმაც კი იცოდა, რომ მონის სხეული იყო მისი საკუთრება და არა სული. მონამაც კი იცოდა, რომ მისი სხეულია პატრონის საკუთრება და არა სული. ფიქრებში და ემოციებში მონაც კი თავისუფალი იყო.

ახლა, უნდა უცინონ თოჯინა ბიჭებმა და გოგონებმა, ქალებმა და კაცებმა პატრონებს, ცუდი ფიქრები უნდა დაუმალონ, ემოცია უნდა გასცენ, სიყვარული უნდა მოაჩვენონ, ალერსი გულითადი უნდა აგრძნობინონ...

მალე სული აღარ დარჩება გასაყიდი, მალე სულსაც დავკარგავთ, მალე გასაყიდი აღარაფერი დაგვრჩება...
და უცებ, თუ ვიღაცას გულწრფელად შეუყარდა – გაუგებარია, უცნაურია, გასაკვირია, თითით საჩვენებელია, გოიმია, ჩამორჩენილია... როგორ შეუძლია, დარდსა და გასაჭირში არ მიატოვოს, როგორ შეუძლია ბრმად ენდოს, როგორ შეუძლია ისევ და ისევ, უფრო და უფრო უყვარდეს და სამაგიეროდ არაფერს ითხოვდეს, არაფერი სჭირდებოდეს სამაგიეროდ, რაში სჭირდება და სად გამოიყენებს მხოლოდ გრძნობას, რად უნდა სიტყვები და ემოციები ფულის და ფულით მოტანილის გარეშე...

რა ფასი აქვს სიცოცხლეს სიყვარულის გარეშე, რა ფასი აქვს არსებობას ემოციის გარეშე.

მაგრამ, ჩვენს ქალაქში გრძნობების ბორდელია გახსნილი, ამიტომ, ჩემს ქალაქში დასვამ თუ არა კითხვას: – რა ფასი აქვს სიცოცხლეს სიყვარულის გარეშე? – ათასი პასუხი გესმის, ყველას თავისი პასუხი აქვს, ათასობით პასუხია ჰაერში გაბნეული: – სიცოცხლის ფასი მაგარი ბაითია აუზით; მანქანა; მილიონი დოლარი; სპა-სალონები და მოგზაურობა; „გულაობა“ დილამდე; ბევრი წამალი...

მზე ამოდის კაბადონზე უსიყვარულოდ, სიო დაქრის უსიყვარულოდ, ტყე კრთება უსიყვარულოდ, სიცოცხლე გადის უსიყვარულოდ...
უკანასკნელი დინოზავრები, უკანასკნელი მოჰიკანები შვილებს ბებიების და ბაბუების, მამების და დედების სიყვარულზე ისე ვუყვებით, თითქოს ზღაპარს ვყვებოდეთ, თითქოს ლეგენდებს ვიხსენებდეთ...

გვიჭირს უკანასკნელ დინოზავრებს, გვიჭირს უკანასკნელ მოჰიკანებს ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ნამდვილი სიყვარულის ძალა, ნამდვილი ემოციის სიძლიერე – გრძნობების ბორდელად ქცეულ ქალაქში.

ყველა დღე ვკლავთ ჩემს ქალაქში სიყვარულს, ვკლავთ და ვაქუცმაცებთ, ვგუდავთ და სისხლისგან ვცლით, ის კი, მაინც მოდის, მოდის და გვისახლდება, გვისახლდება და ელოდება, მივიღებთ – თუ ისევ მოვკლავთ... მივიღებთ და ჩვენთვის დავიტოვებთ თუ გავყიდით...
არაფერს აქვს აზრი ასე უსიყვარულოდ, ასე ღალატ-ღალატ შექმნილ ოჯახს არა აქვს აზრი, ნაყიდ პაემანს არ მოაქვს სიამოვნება, ვერ გაბედნიერებს ნაყიდი სული, ვერ გიხარია ნაყიდი სხეულის თვალიერება...

ოდესმე, თუნდაც, ნახევარი ცხოვრების გავლის მერე, თუნდაც, ცხოვრების მიწურულს – სულ ერთია, მაგრამ ოდესმე, აუცილებლად უნდა გიყვარდეს, ისე უნდა გიყვარდეს, რომ თქვა: – ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ამისთვის ღირდა ლოდინი, არ ჩაუვლია ამაოდ ჩემს სიცოცხლეს...
გული მიჩერდება, როცა წარმოვიდგენ, რას გრძნობდა ბაბუა გულში, როცა საყვარელ ქალს ხელი ჩაჰკიდა, მდელოზე გაიყვანა და უშიშრად უთხრა: – შენ ჩემი ცოლი ხარ დღეიდან და მე აქ ავაშენებ ჩვენთვის სახლს.

გული მიჩქარდება, როცა წარმოვიდგენ, როგორ ჩახარა ბებომ თავი მორცხვად და დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მართლა ედო ბაბუას ჯიბეში, იმ მდელოზე ასაშენებელი, სახლის ფული.

და ზუსტად ვიცი, სანამ ეს ისტორია მემახსოვრება, ვერავინ მიყიდის და არავის ვიყიდი.
და ჩემი შვილიც, ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე მოისმენს ლეგენდებს გულწრფელ სიყვარულსა და ემოციებზე, სიყვარულით შექმნილ ოჯახებზე და სიყვარულით შექმნილ ბავშვებზე...

მერე კი, ოდესმე, აუცილებლად მეტყვის: – მართალი იყავი, ამისთვის ღირდა სიცოცხლე...
თუმცა, მანამდე ჩემი ჯერია, მანამდე მე უნდა ვთქვა, რომ ამაოდ არ ჩაუვლია ჩემს სიცოცხლეს...



მეტის ნახვა
12-07-2018, 11:30


2005 წელს, დაახლოებით სულ რაღაც ორ პროცენტს შეადგენენ მსოფლიო მოსახლეობის – თეთრი ქალები. თეთრი რასა მკვდარია!!! მოკლული ებრაული კოალიციისგან, ქრისტიანული უნივერსალისტებისგან, ბუნების მატყუარა მოწინააღმდეგეებისგან, ოპორტუნისტი პოლიტიკური მეძავებისგან, მედია-მაგნატებისგან, განათლებული ინტელიგენციისგან, დოგმატი ნაციონალისტებისგან, სულელი ფემინისტებისგან, სხვადასხვა ნარჩენებისგან და უბრალოდ მხდლებისგან.

ცოცხლად დარჩენილი თეთრები უიმედოდ ინტეგრირებულები თანამედროვე საზოგადოებაში – ჩვენს მკვლელ მანქანაში, შეშინებულები, მოტყუებულები, გამორეცხილი ტვინებით, შერეულები არიან და სწრაფად იღრევიან ექვს მილიარ ფერად ცხოველებს შორის.

როგორც ეთნიკური ორგანიზმი გადარჩენისთვის მებრძოლი – თეთრი რასა უკვე აღარ არსებობს, ჩამქრალია. ის მცირეოდენნი ჩვენგანი, ვინც ეწინააღდეგება ჩვენი ერის გენოციდს, ცოცხალ უჯრედებს წავაგავართ მკვდარი ადამიანის სხეულზე.

მათ მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ჩვენი რასა ვერ გადარჩება ცალკეული თეთრი ნაციების არსებობის გარეშე. მათ იციან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცადოთ ათი წელიც კი. მათ იციან, რომ რამოდენიმე თეთრი ოჯახი არაფერია მილიარდობით ფერადებთან. მათ იციან, რომ ამერიკა თავისი რაკეტებით ნებისმიერს ქვეყანას დააჩოქებს მუხლებზე, რომელიც შეეცდება დარჩეს თეთრად. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი მხდალი რჩევა – მხოლოდ სამომავლო უკანდახევაა, რომლიდან დაბრუნებაც არ არსებობს. მათ იციან, რომ სრული რევოლუცია ან ანარქია, მსგავსი ბობ მეთიუზის და ტიმოთი მაკვეის – ერთადერთი გამოსავალია. მაგრამ ისინი ან არიან მხდლები ან გამყიდველები და მტრის აგენტები.

მათ იციან, რომ რევოლუციას მოიტანენ უუფლებო თეთრი მამაკაცები. და მაინც ისინი თავზე ხელს უსვამენ ქალებს და მათ "ტრადიციულ ოჯახებს" და "მშვიდობიანი გადაწყვეტა" მათთვის დოგმაა, იმიტომ რომ ისინი – ფემინისტები არიან.

მერწმუნეთ ჩემი სიტყვები – არ არის უპატივცემულობა არც თუ ისე ბევრი ჩვენი ერის ღირსეული მანდილოსნის მიმართ! იმიტომ, რომ თეთრი ქალის სილამაზე არასრდოს არ უნდა გაქრეს პლანეტიდან, მე ამისთვის ჩავერთე ამ ბრძოლაში. მაგრამ, როგორც წესი, ქალები უფრო მეტად აფასებენ კონკრეტულ ადამიანებს და თავის ოჯახს, ვიდრე მთლიანად ჩვენი რასის გადარჩენას. ხოლო მებრძოლი, რომელიც ყოველდღიურად რისკავს საკუთარი სიცოცხლით და თავისუფლებით – მათი აზრით არაფერს კარგს არ აკეთებს.

მხოლოდ ანარქიას და რევოლუცის შეუძლია დაბადოს ახალი თეთრი რასა. და თუკი ჩვენ წავაგებთ, დაე მტრებმა შიშით მოუყვნენ თავიანთ შთამომავლებს უკანასკნელი ვიკინგების განრისხებაზე.“ წერილის, უფრო ზუსტად მიმართვის ავტორი დევიდ ლეინი, რომლის ფიგურამ გაიბრწყინა და ცნობილი გახდა თეთრი რევოლუციური ორდენის "მდუმარე საძმოს" ერთ-ერთი დამაარსებლის სახელით.

1984-87 წლების სასამართლო პროცესებზე სხვადასხვა ბრალდებებით დევიდ ლეინი უკანონოდ იქნა გასამართლებული 190 წლით (!!!) თავისუფლბის აღკვეთით. უკვე პატიმრობაში მყოფი ლეინი, როგორც `მდუმარე საძმოს’’ უმრავლესობა გმირის, ციხის საკნიდან უწევს პროპაგანდირებას თეთრი რევოლუციის იდეას. თავის მეუღლე ქეითთან ერთად შექმნა გამოცემა "14Word Press’’, რათა მთელ მსოფლიოში გაევრცელებინა მართალი სიტყვა. 
1979 წელს ლეინმა შექმნა `კუ-კლუქს-კლანის რაინდების’’ დენვერის დანაყოფი. ორგანიზაცია. 

"არიული ნაციების~ ერთ-ერთ კონფერენციაზე მისტერ ლეინი ხვდება რობერტ მეთიუზს "ნაციონალური ალიანსის" ქარიზმატულ მხარდამჭერს, რომელსაც აღიზიანებდა იმდროინდელი პრო-თეთრი ორგანიზაციების უმოქმედობა. ბობ მეთიუზმა მის გარშემო სხვადასხვა პრო-თეთრი ოგანიზაციებიდან თანამოაზრეების შეგროვება დაიწყო. მისი მიზანი იყო პარტიზანული აჯანყება, რომლის ნაპერწკლებიც გააღვივებს რასობრივ რევოლუციას და გამოიწვევს თეთრი რასობრივი სახელმწიფოს შექმნას ა.შ.შ.-ს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. 22 სექტემბერს ბობ მეთიუზთან სახლში შეხვედროს დროს მეთალაინ ფოლზში, ვაშინგტონში, მან, დევიდ ლეინმა და კიდევ რვა მამაცმა ადამიანმა შექმნეს რევოლუციური ორგანიზაცია, სახელწოდებით "ბრუდერ შვაიგენ" ("მდუმარე საძმო"), რომელსაც დაკისრებული ქონდა შესულიყო თეთრი კაცობრიობის მომავლის განმანთავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაში სახელწოდებით – "ორდენი’’ (წესრიგი).

ჯგუფი იზრდებოდა, მისი სტრატეგია შედგებოდა ექვსი ეტაპისგან აღწერილის თეთრი რასის ყველა ლოიალისტის საკრალურ წიგნში – ტერნერის დღიურები. რომლის ავტორიც გახლდათ რობერტ მეთიუზის აღმზრდელი, უილიამ პირსი. ორდენი მოქმედებდა ელვისებურად და სიმტკიცით. ჯგუფი წარმატებით ატარებდა სამხედრო ოპერაციებს მთლიანად ამერიკული მოძრაობის ფინანსურად მოსამარაგებლად. გაიგეს რა ბრუდერ შვაიგენზე, ვირთხებმა იგრძნეს რომ დაუსჯელობას ბოლო ეღებოდა. ორდენის გმირული ბრძოლის აპოგეა გახდა სიონისტური რადიოპროგრამების წამყვანის ებრაელი ალან ბერგის დასჯა. განაჩენი სისრულეში ბრიუს პირსმა მოიყვანა, ხოლო დევიდ ლეინი უკანდახევას ხელმძღვანელობდა.

წარმატებული ოპერაცია იუკაიში, გადამწყვეტი მომენტი გახდა ბრუდერ შვაიგენის ისტორიაში. ბობ მეთიუზის დასჯის ადგილას დატოვებულმა პისტოლეტმა, ფედერალები ორდენამდე მიიყვანა. გარდა ამისა ტომ მარტინესი, ორდენის ფილადელფიის ფილიალის წევრი, რომელიც ყალბი ბანკნოტების დამზადებისთვის დააკავეს, გატყდა და დათანხმდა გამხდარიყო გამყიდველი.

პირველი სასამართლო შედგა 1985 წლის აპრილში სიეტლში, ვაშინგტონში. დევიდ ლეინი ერთი თვით ადრე ავტოსადგომზე იქნა აყვანილი უინსტონ-სალემში, ჩრდილოეთ კაროლინაში. მისტერ ლეინს და ორდენის 22 სხვა წევრს ბრალად დაედოთ დარეკეტება და სხვა "დანაშაულები’’. მანამდე სანამ მოისმენდა თავისი თავისუფლების აღკვეთის განაჩენს 40 წლით, მისტერ ლეინმა 15 წუთიანი სიტყვით მიმართა "მოსამართლეებს" – "მე არ ვცნობ მთავრობას, რომლის ერთადერთი მიზანიც ჩემი რასის განადგურება გახლავთ… მე გავეცი ყველაფერი რაც მქონდა და ყველაფერი რითიც ვარსებობ, რათა გამოვაღვიძო ჩემი ერი მომაკვდინებელი ძილისგან…’’ცალკე პროცესზე დევიდ ტეიტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ხოლო რიჩარდ სკუტარს, ორდენის უსაფრთხოების ხელმძღვანელს, რომელიც 1986 წლის ბოლოს დააკავეს 60 წლამდე პატიმრობა. ორი წლის შემდეგ 1987 წლის ოქტომბერში, დევიდი კვლავ მიიყვანეს სასამართლოზე – ამჯერად დენვერში, ბრიუს პირსთან, რიჩარდ სკუტართან და ჯეინ კრეიგთან (ერთადერთი ქალი, ბრალდებული ორდენში საქმიანობისთვის) ერთად. ბრალეულობა დამცინავი გახლდათ – ალან ბერგის სამოქალაქო უფლებების დარღვევა. დევიდი და ბრიუსი გასამართლებული იყვნენ 150 წლით (!). განაჩენის მოსმენის შემდეგ დევიდ ლეინმა მშვიდად აწია თავს ზემოთ ბლოკნოტი, რომელშიც სამი სიტყვა ჩაწერა: "გახსოვდეთ უიდბი აილენდი", მხედველობაში ჰქონდა რობერტ მეთიუზის უკანასკნელი ბრძოლა, როდესაც ერთმა თეთრმა მებრძოლმა, როგორც ნამდვილმა ვიკინგ-ბერსერკმა წინააღმდეგობა გაუწია ძალოვანი სტრუქტურის კბილებამდე შეიარაღებულ 800 წარმომადგენლის თავდასხმას. 1986 წლის 8 დეკემბერს, დარწმუნებულები მარტოხელა-გმირის დაუმარცხებლობაში, ფედერალებმა რობერტ მეთიუზი ცოცხლად დაწვეს… ციხემ ვერ გატეხა დევიდის სიმტკიცე, როგორც იმედოვნებდნენ სიონისტები საბრალდებო დასკვნამ მხოლოდ უპრეცედენტო სიმაღლეებამდე აიყვანა მისი ავტორიტეტი მოძრაობაში "სიკვდილი ან დატყვევება – ყველაზე საუკეთესო გზაა რევოლუციონერისთვის რათა მიაღწიოს უკვდავებას. ამ თვალსაზრისით მე მადლობა უნდა გადავუხადო ტირანებს, მატყუარებს და არაადამიანებს, ჩემს აქ ჩამსმელებს… "პატიმრობაში მყოფი, დევიდ ლეინი ცნობილი გახდა როგორც ნიჭიერი მწერალი, მუშაობდა თითქმის ყველა პრო-თეთრი ორგანიზაციის ბეჭვდით და ინტერნეტ გამოცემებისთვის.

"ამერიკა – თეთრი რასის მკვლელია – აცხადებს მწერალი – ჩემს საპირფარეშოსაც კი არ გავსვრიდი ამ წითელ-თეთრ-ლურჯი ჩვრით. რადგან შეუძლებელია ერთდროულად იყო თეთრიც და ამერიკელიც, ისევე როგორც შეუძლებელია შეაჩერო პლანეტების მოძრაობა. თუ თქვენ – არ ხართ გამძვინვარებული მოწინააღმდეგე ამერიკის, იმით რაც იყო და რაც არის ეხლა, მაშინ თქვენ – რასის მოღალატეები ხართ…".

"დაცვა საკუთარი ჯიშის – ბუნების პირველი და უმთავრესი კანონია’’ – ამბობს ის "თეთრი გენოციდის მანიფესტში".

თეთრი რასის მებრძოლებს გენიალური თოთხმეტი სიტყვით მოუწოდა დევიდ ლეინმა,– "ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ერის არსებობა და მომავალი თეთრი ბავშვებისთვის". "88 მცნებაში", "სტრატეგიაში" და სხვა სტატიებში დევიდ ლეინი გვიჩვენებს გზას, რომლითაც შესაძლებელია განთავისუფლების მიღწევა და თეთრი საზოგადოების შენება. რაც შეეხება რელიგიას სამწუხაროდ იგი თვლიდა, რომ ქრისტიანობა საზიანოა თეთრი ადამიანებისთვის, ვინაიდანაც მისი ფილოსოფია უარყოფს ბუნების კანონებს. ის ევროპულ წარმართობას თვლიდა თეთრების ორიგინალურ ჭეშმარიტ რელიგიად. საინტერესოა ლეინმა, იცოდა რომ კავკასიაა თეთრი ადამიანის სამშობლო?. ან, „თეთრი რასის გადამრჩენელი“ იცნობდა რასოლოგიისა და ანთროპოლოგიის მამის ფრიდრიხ ბლუმენბახის ნაშრომებს? მან 1795-წელს საქართველოში აღმოჩენილი თავის ქალის შესწავლის შედეგად დაამტკიცა, რომ სწორედ კავკასია არის თეთრი ადამიანის სამშობლო. ბლუმენბახი წერდა: „კავკასიური ტიპის შესწავლისთვის მე სწორედ ეს ტიპი, კავკასიის მთის ტიპი, ავირჩიე იმიტომ, რომ მისი სამხრეთ ფერდობი ქმნის ადამიანების ყველაზე ლამაზ რასას ამ რასაში მე პირველ რიგში ვგულისხმობ ქართველებს, ყველა ფიზიოლოგიურ თვისებას სწორედ აქამდე მივყავართ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ კავკასია არის თეთრი ადამიანის დაბადების ადგილი, თუკი ჩვენ სადმე უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ, საქართველოში".

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
11-07-2018, 13:00


კეშას ბლოგი

ვინც მიცნობს, კარგად იცის, მწარეა ხოლმე ჩემი კალამი. არ ვინდობ ადამიანებს, რომლებიც სხვებს ჩაგრავენ, რომლებიც თავიანთ საქმეს არ ასრულებენ, რომლებიც ფიზიკურად ან მორალურად ანადგურებენ… ზოგჯერ, ზედმეტიც მომდის, ზოგჯერ, მიზანს ვცდები, შესაძლოა – მაგრამ, როცა სათქმელი მომაწვება – უკან დასახევ გზას ვერ ვიტოვებ.

დღეს ერთი ფიქრი ამეკვიატა – მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, მე რა შემიძლია გავიღო ადამიანებისთვის…
სახლი არ ამიშენებია ჯერ, არც ხე დამირგავს, საღამოობით იმაზე ფიქრით არ ვიძინებ – დღის მანძილზე ვის რა ვარგე. ერთ კინკილა შვილს ვუზრდი ქვეყანას და ვწერ…

გზა მაინც გაუყვანელია, მაინც დაუსრულებელია გზა – არ შველის ჩემი წერა და ყვირილი, დაუგებელია ისევ გზა, ხან ვინ გადავარდება ამ გზიდან, ხან ვის აუცურდება ფეხი. მაინც არ ვდგები მოსახვევიდან, მაინც არ ვიკაპიწებ მკლავებს და მაინც არ ვცდილობ საკუთარი ხელებით გზის დაგებას.
იმიტომ, რომ მე ჯერ არ გადავარდნილვარ გზიდან, ჯერ არ ამცურებია ფეხი, ჯერ არ მოვსრიალებულვარ, ჯერ არ აღმოვჩენილვარ ხრამში…
ვზივარ სადღაც მოსახვევში და ვუყურებ, ვუყურებ და ვჩხუბობ დაუგებელი გზის გამო, ვაბრალებ ყველას და ყველაფერს, მერე უსწორ-მასწორო გზიდან, გადაცვენილი ხალხის დროულად არ ამოყვანაში, არ გადარჩენაში ვანაშაულებ ისევ სხვებს და ისევ ვჩხუბობ – და თან ვზივარ, ვზივარ სადღაც მოსახვევში და შორიდან ვუყურებ…

მამა რომ გარდამეცვალა – მაშინ მივხვდი, რომ 50 წელი სიცოცხლისთვის ძალიან ცოტაა, მაშინ გავაცნობიერე, რას ნიშნავს დარჩე უმამოდ, თორემ, ცრემლს ჩამოვაგდებდი, შევწუხდებოდი, მაგრამ რეალურად რას გავიგებდი, რეალურად, როგორ მივხვდებოდი, რა არის უმამომა, სანამ მამა სახლში მელოდა…
მას შემდეგ, რაც მამა დამეღუპა, იმდენ ადამიანში მიძებნია მამა, ვერ დავთვლი, რამდენიმემ დიდი სიტყვაც მითხრა – მამაშვილობა მითხრა – ვერ აასრულა, ვერ შემიყვარა შვილივით, ვერც მე შევიყვარე, ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომაც მე ერთხელ დავკარგე მამა და არა იმდენჯერ, რამდენჯერაც მამაშვილობა მითხრეს.

სიყვარული რომ შემეძლოს, მე ახლა მგლოვიარე ქალბატონი ვიქნებოდი, ჩემი შვილები იქნებოდნენ, მდინარეში დამხრჩვალი ბავშვები, ჩემი შვილები იქნებოდნენ დანით დაჩეხილი ბავშვები…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, უამრავი მშიერი ბავშვი მეყოლებოდა და რამდენიმე დაპურებული. ერთის დაპურება მიჭირს ახლა სათანადოდ, მაგრამ სიყვარული შემაძლებინებდა, კიდევ რამდენიმე დამეპურებინა, გამოვძებნიდი საშუალებას, ვნახავდი გამოსავალს.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ის ბავშვებიც ჩემი შვილები იქნებოდნენ, რომლებმაც დანა დაარტყეს ჩემს მეორე შვილს, არ ვიცი, დაარტყამდნენ, თუ არა, რომ სცოდნოდათ რომ ძმები არიან, რომ სცოდნოდათ, რომ ერთი ჯიშისა და ჯილაგისგან მოდიან, ან იქნებ მაინც დაერტყათ, ეგაც ვინ იცის…
მაგრამ, მე რომ მკვლელი შვილები მყოლოდა, სისხლიან ტანისამოსს ვერ გადავყრიდი, არ მეცლებოდა ერთი შვილის ხელის დასაფარებლად, როცა მეორეს მიწაში ვდებ, არ მექნებოდა დრო, ერთის გადასამალად, როცა მეორე სისხლისგან იცლება.

მე რომ სიყვარული შემეძლოს უამრავი და-ძმა მეყოლებოდა, ზოგი მოკლული, ზოგი დაჭერილი, ზოგი გაღატაკებული, ზოგი დაბნეული… და ხო, ყველას დავეხმარებოდი. ყველას ვერ გავწვდებოდი? – ტყუილია, გავწვდებოდი – მე ხომ მარტო აღარ ვიქნებოდი, მე უამრავი და-ძმა მეყოლებოდა, ერთმანეთს დავეხმარებოდით ყველა…

მე რომ სიყვარული შემეძლოს – ჩემი ძმა იქნებოდა თავშიტყვიადახლილი, ნაწამები ტატუნაშვილი… ოთხოზორიაც ჩემი ძმა იქნებოდა… ყველას გვარის ჩამოთვლას ვერ მოვახეხებ, ბევრი შვილი და ძმა გვყავს ჩვენ წამებით მოკლული…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ბებიები და ბაბუები მეყოლებოდა, ცხორების ჯაფით გადაღლილი ბებიები, ბაბუები დაკოჟრილი ხელებით. რას გაბედავდა სახელმწიფო წამლის ფული არ დაეფინანსებინა ჩემი ბებიისთვის, როგორ შეძლებდა სახელმწიფო ბოლომდე არ ემკურნალა ჩემი ბაბუისთვის, ფანჯრიდან გადმოიხედავდა მინისტრი და იმდენი და-ძმა ვიქნებოდით შეკრებილი, იმდენი შვილი ეყოლებოდა ბებიას და ბაბუას – ვის შეუძლია ამდენი შვილიშვილის პატრონები აშიმშილოს და სიღატაკეში აცხოვროს.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ქალაქი და სოფელი ერთნაირად მეყვარებოდა, ჩემი სოფლელების მოყვანილ პროდუქტს ვიყიდდი, არ ვიყიდდი უცხო ქვეყნის გაუგებარ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და შეუწყობდა მერე მთავრობა ქართულ მრეწველობას და მეურნეობას ხელს, რა გზა ექნებოდა სხვა.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ეკლესიაში მხოლოდ სალოცავად კი არ ვივლიდი, მამაოს – მხოლოდ სიტყვისთვის არ ვიტყოდი, მე რომ სიყვარული შევძლო, მამაო რომ მამასავით შევიყვარო, რამდენიმე მამაოს გარდა, მრევლი აღარ ეყოლებოდათ დანარჩენებს და იძულებულნი გახდებოდნენ, იმ მამაოებისთვის მიებაძათ, რომლებიც ჩვენზე ისე სწუხან, როგორც საკუთარ ოჯახზე.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ეკლესიიდან გამოსული, მარხვადაცული, ნაზიარები, სხვების გასაკითხად როგორ მოვიცლიდი, როგორ ჩავყრიდი წყალში ჩემს ზიარებას, სხვებზე საჭორაოდ, როგორ გავაქიაქებდი, როგორ დავდებდი სანეხვეზე.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, არც ტანისამოსი გამიკვირდებოდა, არც ბრენდი, არც ტუჩი და კანჭი, არც მანქანა და სახლი – ადამიანი და არაადამიანი გამიკვირდებოდა მხოლოდ.

მაგრამ, არ შემიძლია მე სიყვარული, უსიყვარულოდ ვცხოვრობ მე – ამიტომ, მოკლეს ბავშვებმა ბავშვები და ერთის მშობელმა სისხლიანი ტანისამოსი გადამალა, ერთის მშობელმა – ცოცხლები გადამალა, ერთის მშობელმა საქმე შეაკერინა – რომ იცოდეს, ვინმემ რომ უთხრას, იმ ერთის მშობელს, რომ ის მეორეც მისი შვილია, რომელიც მიწაში ჩავდეთ, ისიც მისი შვილია, რომელიც მარტო დაიცალა სისხლისგან – ასე ვერ მოიქცეოდა, ვერ აირჩევდა, ვინ გაეწირა და ვინ არა.
მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს, შვილმოკლულ მამას ვინ გალანძღავდა, ყველანი შვილმოკლული მამები და დედები ვიქნებოდით, ვინ მოიცლიდა პოლიტიკისთვის, ვის დაუდგებოდა სახლებში გული, ვინ წავიდოდა სამსახურში – უფროსიან-უმცროსიანად ვიდგებოდით ერთად, მანამ, სანამ სამართალს არ მოგვცემდნენ.

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შევეძლოს, ჩვენ ასე ცოტანი, ისე ბევრნი გამოვჩნდებოდით, იმდენნი ვიქნებოდით, მთელი დუნია ჩვენი იქნებოდა…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს, ბანაკებად არ დავიყოფოდით, მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არ დავიყოფოდით, პარტიებად და უპარტიო პარტებად არ დავიყოფოდით და ჩვენი ხმა იქნებოდა ერთიანი და ერთი.

ხო, ჩვენ ცოტანი ვართ და უფრო და უფრო ვცოტავდებით – ეს კიდევ ცალკე სასაუბროა, ეს კიდევ სხვა თემაა – მაგრამ, ცოტაც კი შეიძლება დიდი ძალა იყოს, ცოტამაც შეიძლება ერთ დღეს თავისი სათქმელი თქვას.

ერთი ბიჭია, 10-11 წლის იქნება, სოლოლაკში ცხოვრობს, ვიცი, რომ ოჯახი ჰყავს, მაგრამ ვერ დავადგინე კონკრეტულად ვინ პატრონობს, არ ამბობს, ყველაფერზე საუბრობს ამის გარდა, ეშინია, რომ წაიყვანენ და უპატრონო სახლში გამოამწყვდევენ. უმეტესად მათხოვრობს, სკოლაში არ დადის, არც არასოდეს უვლია. შემხვდა გუშინ, ბურახის აპარატთან იდგა, ვიღაც ბავშვებთან ერთად, იმ ბავშვებს ჰქონდათ ბურახის ფული, ამას არა და არ უსხამდნენ 30 თეთრიან ბურახს უფულოდ, მთხოვა: – ერთი ჭიქა შეგიძლია მიყიდოო? ათასი მადლობა მითხრა. მომიბოდიშა კიდეც, გიცანი და იმიტომ გთხოვე, თორემ, ისე არ გთხოვდიო.

ვერ გადავწყვიტე, ვერ მივხვდი რა ვქნა, რა სჯობს მისთვის, იყოს იმ ოჯახში, სადაც უნდა ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავის სარჩენად პატარაობიდან მათხოვრობა უწევს, თუ სახელმწიფოს ვთხოვო და უპატრონო სახლში გადავაყვანინო, სადაც, იქნებ რამე ხელობა მაინც ასწავლონ…
ვერ გადავწყვიტე, რადგან არ მიყვარს ისე, როგორც საჭიროა, თორემ, რომ მიყვარდეს, როგორ დავტოვებდი ქუჩაში, პატარა ხელით ჩაბღუჯული ერთი ჭიქა ბურახით?

არ შეგვიძლია ჩვენ სიყვარული, თორემ, რას გაბედავს სახელმწიფო, პატარა ბავშვები აშიმშილოს და ამათხოვროს, რას გაბედავდა სახელმწიფო, რომ უპატრონო ბავშვთა სახლების ეშინოდეს ბავშვებს…

არ შეგვიძლია ჩვენ საკუთარი თავის სიყვარული, თორემ, რა დროს პოლიტიკა და პარტიებია, რა დროს დაპირისპირება და ბანაკებია, რა დროს პრემიები და დანამატებია – ვცოტავდებით, ყველა დილით და საღამოს ვცოტავდებით, ვინც ვრჩებით, მათ მიწა აღარ გვადარდებს ჩვენი, ხალხი აღარ გვადარდებს, მხოლოდ საკუთარი სახლი და საკუთარი ჭერი, მხოლოდ მანქანა და ფული, მხოლოდ კანჭი და ტუჩი…

არადა, მე რომ სიყვარული შემეძლოს, ჩვენ რომ სიყვარული შეგვეძლოს – წარმოდგენაც კი მიჭირს, რამხელა ძალა ვიქნებოდით, რამდენი ვიქნებოდით, რა კარგად ვიქნებოდით…



მეტის ნახვა
8-07-2018, 11:00