სწრაფად აწესრიგებს შარდ-სასქესო სისტემის მუშაობას.

თუკი გაქვთ: შენელებული და გახშირებული შარდვა, შარდვის დროს წვა, შარდსადენის ხვრელის ბაგეთა მიწებება, სუნი, გამონადენი, ტკივილი წელის, გავის ძვლის, თირკმლის არეში, შარდის წვეთ-წვეთად გამოყოფა, მოშარდვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა, ნაადრევი ეაკულაცია (სპერმის გამოყოფა).
აღადგენს სექსუალურ სიძლიერეს. 

სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს ხსნის ტკივილებს მკერდის, ბეჭისა და იღლიის არეში. 
მასტოპატიების შემთხვევაში, უნარი აქვს, გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. 

მშობიარობის შემდეგ, პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას, თავიდან აიცილებთ მასტიტს და შეინარჩუნებთ ჩვილის კვებას საკუთარი რძით. 

"სალხინო" რეკომენდირებულია, აგრეთვე, სხვა რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესებით გამოწვეულ დაავადებათა სამკურნალოდ. 
იგი, ტრადიციულად, გამოიყენებოდა სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებათა დროს. 80-იანი წლებიდან კი მრავალი ქვეყნის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტების მიერ რეკომენდირებულია რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესების და მათ მიერ გამოწვეული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც. კერძოდ, კოლპიტის, პროსტატიტის, პულპიტის, პარადონტიტის, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადების, ქრონიკული ბრონქიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ქრონიკული და მწვავე გასტრიტის, ჰეპატიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის, ენდომეტრიოზის, რადიკულიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ეფექტურია ბუასილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.

გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი, შეგუბების (მასტიტი) საწინააღმდეგო მოქმედება. 

აფთიაქებში გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტის ნახვა
6-07-2018, 12:00


კეშას ბლოგი 

– მოგწონს შენი შვილი? – ჰკითხეს ერთხელს ჩემს მეგობარს…
– რას ჰქვია, მომწონს, მიყვარს – უპასუხა დაბნეულმა.
– არა, ბებო, რომ გიყვარს, ცხადია და ვინ დაობს, კარგია, მაგრამ მთავარია, მოგწონდეს მისი ქცევა, სიტყვა და პასუხი, მისი დამოკიდებულება ადამიანებისა და სამყაროს მიმართ.

მინდა 51-ე და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგებს ვკითხო – მოგწონთ, თქვენი აღზრდილი მოსწავლეები?
დიდი ხანია, სკოლაში სწავლამ სადღაც სხვა პლანზე გადაიწია, წლებია – ყველა ბავშვს რეპეტიტორი სჭირდება საგნის დასაძლევად, რას არ იმიზეზებენ პედაგოგები – წიგნის სირთულეს, გაკვეთილის სიმცირეს, მოსწალეთა სიმრავლეს – ხოდა, უნდა ვატაროთ შვილები რეპეტიტორებთან, უნდა გადავიხადოთ ფული იმის სასწავლებლად, რაც სკოლის პროგრამაში შედის და სკოლის პედაგოგს უნდა ესწავლებინა, რომ შესძლებოდა.
არ შეუძლია რომ ასწავლოს და ძალაა? – ვერ მოკლავ. არ უნდა და რას უზამ? – ძალით როგორ აიძულებ.

თბილისის რომელ სკოლაშიც არ უნდა მიხვიდე, პედაგოგი გეუბნება, რომ დრო არ ჰყოფნის მოსწავლის დავალების შესამოწმებლად, განა ყველადღიურად, განა კვირიაში ერთხელ – ჩვენი შვილების დავალებები თვიდან თვემდე არ მოწმდება.
ტიროდა, ამას წინათ, ჩემი მეგობრის მეორეკლასელი გოგონა, რისთვის ვწერ დავალებებს, მე ხომ მაინტერესებს მასწავლებლის აზრი, რა მოხდება, რომ შეამოწმოსო…

მეორე დღეს მივიდა ეს ჩემი მეგობარი სკოლაში და პედაგოგს სთხოვა, იქნებ დავალება შეუმოწმოთ ჩემს შვილს, თორემ, განიცდისო.
იმავე დღეს, ფეხზე ააყენა პედაგოგმა ჩემი მეგობრის გოგონა და კლასელების თანდასწრებით უთხრა: შენმა დედამ რომ დავალების შემოწმება მომთხოვა, ვერ ხედავ როგორი დაკავებული ვარო.

უფრო მყარად ატირებული დაბრუნდა ბავშვი სახლში, მთელი კლასი დამცინოდა, დედაშენმა მასწავლებელს დავალების შემოწმება სთხოვაო…
ხოდა, დაკავებულნო, გაკვეთილის შემოწმებაც რომ გიჭირთ და თითზე ჩამოსათვლელნი დაგვრჩით მართლა პედაგოგნი, რომელთაც შეუძლიათ ასწავლონ – თუ შვილები რეპეტიტორებთან უნდა ვატაროთ, თუ უფასო სწავლაში, მაინც უნდა ვიხადოთ ფული, ან უსწავლელნი დავრჩეთ – იქნება და კეთილი ინებოთ და ფიზიკურად ცოცხალნი მაინც დაგვიბრუნოთ სახლში ჩვენი შვილები.

გაკვეთილებიდან წავიდა ხორავას ქუჩაზე ყველა მოსწავლე, ყველა მეორე მოსწავლეს ცივი იარაღი ედო ჯიბეში.
იმ დილით ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ჩხუბი მოხდებოდა, იმ დილით არავინ იყო მზად დანის დასარტყამად, მაგრამ მაინც შეირაღებულბნი იყვნენ – ესე იგი, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, ესე იგი, ყოველ დილით იკაზმებიან დანებით…
შეუძლებელია, ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, მთელი წლის მანძილზე მოსწავლეებმა დანებით იარონ სკოლებში და პედაგოგებმა ვერ შეამჩნიონ.
მე რომ პედაგოგი ვიყო და ჩემი მოსწავლე დანით დადიოდეს – მანამდე დავიბარებ ამ მოსწავლის მშობელს, სანამ არ გავაგებინებ, რომ მისი შვილი შეიძლება ან მოკლან, ან ციხეში ჩასვან მკვლელობისთვის.

მე რომ პედაგოგი ვიყო და ვერ გავაგებინო მშობლებს, რა შეიძლება მოჰყვეს მოსწავლეთა დანით სიარულს – განათლების სამინისტროს მივმართავ – ისინიც თუ არ იმოქმედებენ, შსს სამინისტროს და ისინიც თუ ვერას გახდებიან – ავდგები და სახლში წამოვალ – ვერ შევძლებ, ვიჯდე და ველოდო, როდის დაჩეხავენ ერთმანეთს ბავშვები.

90-იან წებში იყო დანების ფრიალი, თუ იყო. დიდი უჯრა ჰქონდა მამას, სადაც მოსწავლეთა ჩამორთმეულ დანებს ინახავდა – მერე მშობლებს იბარებდა და ხელწერილით ატანდა. ზოგს მშობელს არ მიჰქონდა დანა, ტოვებდა მამას დიდ უჯრაში, იმის შიშით, რომ მის შვილს ისევ არ ეპოვნა და არ წაეღო სკოლაში. როცა მამა გარდაიცვალა – ხელუხლებელი ვიპოვნე მის უჯრაში მოსწავლეებისთვის წართმეული დანები. ვუყურებდი და ვფიქრობდი: – ეს ბიჭები ახლა კაცები არიან, ახლა ოჯახები ჰყავთ, ახლა შვილებს ზრდიან, ახლა მადლიერნი არიან, რომ მამამ დანა ჩამოართვა, საშუალება არ მისცა, დანის გამოყენების…
მორალური პასუხისმგებლობა რომ გვერდით გადავდოთ, ხორავას ქუჩის გარჩევის მონაწილეებიდან, რამდენიმე ადასტურებს, რომ მასწავლებლებმა გააჩერეს და სთხოვეს, არ წასულიყვნენ საჩხუბრად. თუმცა, თხოვნა თხოვნად დარჩა და მოსწავლეები მაინც აღმოჩნდნენ ხორავას ქუჩის კუთხესთან.

რატომ რამდენიმე, მასწავლებელო, ყველას რატომ არ სთხოვეთ, ყველა თქვენი მოსწავლე არ იყო? ყველა თქვენ არ ჩაგაბარეთ აღსაზრდელად?
თხოვნით როგორ შემოიფარგლეთ მასწავლებელო, როგორ არ მიჰყევით ბოლომდე, როგორ არ დარეკეთ საპატრულოში, როგორ არ დაიბარეთ მშობლები, როგორ არ გადაუდექით წინ მოსწავლეებს?

რას, მასწავლებელო, რას აკეთებთ მაშინ, თუ არც აღზრდა გევალებათ, არც სწავლება და ფიზიკურად ცოცხლებსაც ვერ გვიბრუნებთ სახლებში შვილებს?
ფარული მკვლელია ჩემთვის ყველა ის პედაგოგი, რომელმაც იცოდა მოსალოდნელი ჩხუბის შესახებ და არაფერი მოიმოქმედა, ფარული მკვლელია, ყველა ის პედაგოგი, რომელმაც იცის, რომ მისი მოსწავლე დანით დადის და რეაქცია არა აქვს.

რა საჭიროა მაშ სკოლა, რა საჭიროა სკოლაში მორიგე პედაგოგები, თუ ვერაფერს ხედავენ, რა საჭიროა, მაშ, კლასის დამრიგებელი, თუ ვერაფერს ამჩნევს, რა საჭიროა მანდატური – თუ არაფრის კეთება ევალება?

სკოლებში უამრავი ბავშვის ხმა ისმის ერთად, ან მასწავლებლის ყვირილი.

რა გაყვირებთ, მასწავლებელო, ბავშვებს შესაშინებლად არ ვუშვებთ ჩვენ სკოლაში, რა გაყვირებთ, საშინელებათა ფილმში კი არ გიღებენ, რა გაყვირებთ, მასწავლებელო, სად გინახავთ ყვირილით დაშინებული ბავშვი ადამიანი გამოსულიყოს? ან ვის ეშინია იმ პედაგოგის, რომელიც სულ გაჰყვირის?
მშობლებისკენ იშვერთ ხელს და მესმის, კი, მშობლების როლი უდიდესია და მათ როლზეც დავწერ აუცილებლად, მაგრამ, მშობლის ვალი, თქვენ თქვენი ვალისგან არ გათავისუფლებთ, მასწავლებელო.

დანა კი არა, ტელეფონს ვერ რთავს ჩემი შვილი გაკვეთილზე – საჯარო სკოლაში სწავლობს ისიც.
51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორებო, არ გამიკვირდება, მალე ტანკებით რომ იარონ თქვენმა მოსწავლეებმა სკოლაში, არ გამიკვირდება, ავტომატები რომ შემოიტანონ გაკვეთილებზე.

ჩემი შვილის კლასის დამრიგებელს დანა კი არა, სიგარეტი არ მოეპარება, ვის შვილს მოუვიდა კამათი და ვისას არა – ყოველთვის იცის. მცირე დაძაბულობის შემთხვევაშიც კი – ბავშვი სახლში მარტო ვერ მიდის, ან მშობელს იბარებენ, ან პედაგოგი აცილებს.
ჩემი შვილის კლასის დამრიგებელიც ადამიანია და პედაგოგია და თქვენი პედაგოგებიც, პატივცემულო დირექტორებო?
ნუთუ, ძალიან ბევრს ვითხოვთ, ნუთუ, ესეც მეტია, რომ დილით სკოლაში გამოშვებული შვილი ცოცხალი დაგვიბრუნდეს სახლში?
რა ხელფასს ვიღებთო – მეტყვით ახლა პასუხად – 90-იან წლებში იყო პერიოდი 40 ლარი ჰქონდა მამას ხელფასი, არ მოდუნებულა, არ გაჩერებულა, ისევ ისე ხსნიდა გაკვეთილს, ისევ ისე იყო დაკავებული დანების ჩამორთმევით, ისევ ისე ეცალა ყველა მშობლისთვის და თუ რომელიმე მოსწავლეს დამხარება სჭირდებოდა, უანგაროდ ეხმარებოდა.

მყოფნიდა თუ არა მე მამას ხელფასი – არა, არ ჰყოფნიდა ჩემს მოვლა-პატრონობას 40 ლარი, სულ ვალი ჰქონდა მამას, შეიძლება ამ ვალებზე დარდმა გადაიყოლა, შეიძლება ჩვენს მოვლა-პატრონობაზე ფიქრმა შეიწირა – სამაგიეროდ, არც ერთი მოზარდის ცხოვრების გზის გამრუდებაში არ მიუძღვის წვლილი.

სულ ვფიქრობ და არ მესმის, რატომ არის ამ ორი სკოლის დირექტორი ისევ თავის ადგილას, რატომ არ დაიჭირეს, თუ მართლა იცოდნენ მოსალოდნელი ჩხუბის შესახებ და არ განაცხადეს, რას აკეთებს განათლების სამინისტრო – თუ გადაამოწმა მოსწავლეთა ნაამბობი და სიმართლე თუ დაადგინა? რატომ არ მოხდა სკოლების შემოწმება მკვლელობის მერეც კი? როცა ეჭვად მაინც იცი, რომ რომელიმე სკოლაში, დირექტორი თვალს ხუჭავს მოსწავლეები რომ დანებით დადიან და არ ამოწმებ – ეგაც ხომ მკვლელობის ხელშეწყობაა?

როდის ჩამოყალიბდა ჩვენს შორის ამდენი ფარული მკვლელი, როგორ შეიყარა ერთად ამდენი ფარული მკვლელი!
მშობლების და საზოგადოების შესახებ – შემდეგ ბლოგში – მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნე – ყველას თავისი ვალი აქვს მოსახდელი, ერთის გადაუხდელობით, მეორე არ თავისუფლდება მოვალეობისგან!

მეტის ნახვა
29-06-2018, 11:30


რა ქვეყანა ეს, სადაც მამაკაცები ზნემოშლილი დედაკაცებივით ჭორაობენ, ხოლო დედაკაცები მამაკაცებივით იგინებიან და საქმეებს არჩევენ?

რა ქვეყანაა ეს, სადაც კაცი, ქართული გვარ-სახელით — კოტე იოსელიანი, სახალხოდ და საჯაროდ, ტელევიზიით, ბინძურ, ამაზრზენ ჭორს ავრცელებს და იმის არ ეშინია, რომ, როცა ტელევიზიის შენობიდან გამოვა, რომელიმე სხვა კოტე იოსელიანი ან რომელიმე სხვა გიორგი ან ზვიადი, როგორც არაკაცს, პასუხს მოსთხოვს.

რა ქვეყაანაა ეს, სადაც კაცებს იმის არ ერიდებათ, რომ არაკაცს დაუძახებენ, ხოლო დედაკაცები მათი მდიდარი სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრების სახალხოდ ჩვენების შემდეგაც ურცხვად და უტიფრად ჩნდებიან ეკრანებზე და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ.
რა ქვეყანაა ეს, სადაც ადამიანებმა სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და სირცხვილთან ერთად დაკარგეს ღირსებაც, რომლის გარეშეც ადამიანს ადამიანი არ ეთქმის.

რა ქვეყანაა ეს, სადაც ვიღაც პროვოკატორს შეუძლია მიტინგზე გამოვიდეს, ადამიანებს ცოლ-შვილი შეუგინოს, მერე ეს თავისი `შემოქმედება~ სოციალური ქსელით გაავრცელოს, ხოლო როცა ამ უმსგავსობის გამო პასუხს მოსთხოვენ, პასუხის მომთხოვნები ციხეში ჩაყარონ, პროვოკატორი კი დაუსჯელი დარჩეს — მას თურმე გამოხატვის თავისუფლების "წმინდათაწმინდა" "კანონი" იცავს?

რა ქვეყანაა ეს, სადაც საკმარისია, პოლიტიკოსის სახელი დაირქვა და ამის შემდეგ ყველაფრის უფლება გეძლევა — ცილისწამების, შანტაჟის, პროვოკაციის, სიცრუის ტირაჟირების. თითქოს პოლიტიკოსობა გათახსირებულობის ლოცენზიას იძლეოდეს.

რა ქვეყანაა ეს, სადაც დაუსჯელობის სინდრომიოთ გალაღებული მკვლელები, ყაჩაღები, ბანდიტები, უკან, ხელისუფლებაში აპირებენ მობრუნებას, ხოლო მათი ხელისბიჭი კოტიკო იოსელიანი კატეგორიულად მოითხოვს, "ნაცმოძრაობისთვის" სისხლიანი რეჟიმის დაძახება არავინ გაბედოსო.
რა ქვეყანაა ეს, სადაც შეიძლება ასეთი ამბები ხდებოდეს?

"როცა ეთერს იყენებ ჭორების ტირაჟირებისთვის (რისი გამეორების არავითარი სურვილი არ მაქვს) და როდესაც ყველანაირ მორალურ ადამიანურ წითელ ხაზს გადახვალ: მინიმუმ, ბოდიში უნდა მოიხადო ჩემთან და მთელ ტელევიზიასთან მიმართებაში! პოლიტიკოსი შვილებზე ბინძური ჭორების გავრცელების გზებს მედიის გამოყენებით არ უნდა ცდილობდეს! ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება!ეს არის ადამიანური მორალისა და უფლებების ყველანაირი დარღვევა!!! ეს არის სიბინძურე, გამოთქმული, რა ფორმასაც კატეგორიულად ვემიჯნები, პირდაპირ ეთერში და მოვითხოვ კოტე იოსელიანმა ბოდიში მოიხადოს "ფაბრიკის"ეთერში გამოთქმული ბინძური ჭორების გამო".

ეს "მრისხანე" წერილი ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გათახსირებული იოსელიანის უზნეო გამოხტომას უამრავი მოქალაქის აღშფოთება მოჰყვა.

– ჩვენ ხომ ენმ-ის ოფისიდან ტუალეტის ქაღალდის მოპარვას გვაბრალებდა, მაშინ მივხვდი, რა ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა იყოო, — დააკომენტარა ოთო კახიძემ.

ამ საყოველთაო აღშფოთების ფონზე დაწერა გასვიანმა ზემოთხსენებული "მრისხანე" წერილი, თორემ მანამდე მან და "ვანიამ" ("ხმამ") მსუბუქი შენიშვნებით მიაცილეს ყიამყრალი სტუმარი კარამდე, გასვიანმა კი დამშვიდობებისას მაგრად ჩამოართვა ხელი კოტიკოს.
იოსელიანს დიდი ხანია, დაავიწყდა, რომ იოსელიანია, მაგრამ გასვიანსაც დაავიწყდა, რომ გასვიანია, თორემ ისე მოიქცეოდა, როგორც ასეთ დროს მისი გვარის ღირსეული კაცები მოიქცეოდნენ და სალახანა კოტიკოს ხელს კი არ ჩამოართმევდა, ჯერ ადგილზე მოახდევინებდა ბოდიშს, მერე კინწისკვრით მოისვრიდა სტუდიიდან.

ჩვენი მთავარი უბედურება ის ხომ არ არის, რომ ნელ-ნელა ყველას დაგვავიწყეს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა ჯიშის და რა ჯილაგისანი ვართ, ხოლო ეს თუ დაგავიწყდება, მერე ყველაფერს იკადრებ, ყველაფერზე მოაწერ ხელს და არც არაფრის შეგრცხვება, რადგან მახსოვრობა და მახსოვრობასთან ერთად წარსულიც გაქვს დაკარგული, რომლის გარეშეც ვერც აწმყოს ააშენებ და ვერც მომავალს.
გასვიანის "დიპლომატიური" სვლა იოსელიანის მხრიდან ბოდიშის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა, როგორც იტყვიან, არ ჭამეს და იქით შეუტიეს ტელეწამყვანს — იქ არ გყავდა, მაშინვე რატომ არ მოახდევინე ბოდიში ან შენ თვითონ რატომ არ მოუხადე ბოდიში მაყურებლებს, ამისთანა თახსირის მოთრევისთვისო.

გასვიანი პირველი არ არის, ვისაც "ნაციონალები", მათი მოკავშირეები და სატელიტები თავიანთ გადაცემებში ექსპერტებად და მტყუან-მართლის გამრჩევებად მოჰყავთ და ქვეყნის დამაქცევრებს "კვალიფიციურ" კომენტარებს და შეფასებებს სთხოვენ.
არ არსებობს ტელევიზია, არ არსებობს ტელეშოუ, არ არსებობს ტელეგადაცემა, სადაც ეს უზნეობა არ ხდება.
მართალია, ნაცების გაჯეჯილება კოაბიტაციას ბრალდება, თუმცა, სინამდვილეში, ნაცებს და სხვა მათნაირ კრიმინალებს სწორედ მედია, განსაკუთრებით, ელექტრონული მედია ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს.

რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა წამყვანი ქართული ტელევიზია ერთი და იგივეა, ერთ თარგზე და ერთ ქარგაზეა მოჭრილი და, საბოლოო ჯამში, ერთსა და იმავე მიზანს და ამოცანას ემსახურება.

გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ყოველივე ამის უკან ადგილობრივი ძალები დგანან და ისინი იძლევიან განკარგულებას, რომ ყველამ ერთ ხმაში იმღეროს და ყველამ ერთად, გაშლილი ფრონტით, ერთად გაილაშქრონ საქართველოს წინააღმდეგ.
ვფიქრობთ, საქმე გაცილებით რთულადაა და დირექტივები და ინსტრუქციები, სათანადო გრანტებით და დაფინანსებით, ქვეყნის საზღვრებს გარედან მოდის.
მოქალაქეები მოითხოვენ, კოტე იოსელიანმა კანონის წინაშე აგოს პასუხი.

კი, ბატონო, აგოს, მაგრამ გვაქვს კი ჩვენ ისეთი გამართული კანონი, რომ იოსელიანის მსგავს თახსირებს პასუხი აგებინოს?
არა, არ გვაქვს!

ჩვენ დღემდე სააკაშვილის მიერ ნაანდერძევი იმ კანონით ვხელმძღვანელობთ, რომელიც სიტყვით მკვლელებს, ცილისმწამებლებს, პროვოკატორებს, არაკაცებს და არაქალებს, ბინძური და საზარელი ჭორების გამავრცელებლებს იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად დაუცველია წესიერი და პატიოსანი მოქალაქე და, ამ მოქალაქესთან ერთად, დაუცველია ის სახელმწიფოც, სადაც ეს მოქალაქეები ცხოვრობენ.

მეტის ნახვა
23-06-2018, 12:00


(გაგრძელება, დასაწყისი იხ. "სგ" N 22)

1994 წლის 8 თებერვლის რეზოლუციაში ევროპარლამენტი წევრი-ქვეყნებისგან მკაფიოდ ითხოვდა ბოლო მოეღოთ ჰომოსექსუალისტებისთვის დაწესებული აკრძალვისთვის ჰყოლოდათ ოჯახი, იძლეოდა რეკომენდაციებს გარანტირებული ჰქონოდათ მთელი რიგი უფლებები, პარტნიორთა რეგისტრაციის შესაძლებლობა და მოხსნილიყო შეზღუდვა ჰომოსექსუალისტთა მიერ ბავშვთა მიშვილებაზე. 2000 წელს, ადამიანის უფლებათა ქარტიაში ევროპის კავშირმა უარი თქვა სქესის მითითებაზე ქორწინების განსაზღვრებისა და ბავშვის უფლებების დამტკიცების სფეროში (ლაპარაკია მშობლების თანასწორუფლებიანობაზე დედისა და მამის ხსენების გარეშე). 2001 წლის 5 ივლისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა წევრ-ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა შეეცვალათ თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტთათვის თანაბარი უფლებების მინიჭების მხრივ და ევრო კავშირის დღის წესრიგში დაეყენებინათ საკითხი ჰომოსექსუალისტთა შორის ურთიერთობის კანონიკურობის აღიარებაზე. დაბოლოს 2003 წელს, ევროპარლამენტმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა მოხსნილიყო ჰომოსექსუალისტთა დისკრიმინაციის ყველა ფორმა (იურიდიული და ფაქტობრივი), კერძოდ, ქორწინებისა და ბავშვთა მიშვილების სფეროში. შემდეგათ, 2006 წლის რეზოლუციაში ქვეყნებს რეკომენდაცია მისცეს მიეღოთ ახალი ზომები ერთსქესოვანი ქორწინებების ლეგალიზაციისთვის და მოუწოდეს ყველას თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტებისადმი უფრო "ლმობიერი" კანონებით შეეცვალათ. გარდა ამისა, ამავე რეზოლუციით გათვალისწინებულია მთელი რიგი ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს იღონებენ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვლენილი სხვადასხვა ექსცესებისადმი. 

იმისთვის, რათა არ გამოწვიათ ევროპელთა პირველდაწყებითი მძაფრი საპროტესტო რეაქცია, გარდამავალი ნაბიჯის სახით ევროპის პოლიტიკური ელიტის მაღალმა ეშელონებმა შეიმუშავეს ქორწინების ალტერნატიული ფორმა, ერთსქესიანი პარტნიორობის დარეგისტრირების უფლება, რომლის წყალობითაც გარყვნილები ღებულობდნენ საგადასახადო შეღავათებს და მემკვიდრეობის უფლებებს. პირველად კანონი ამის შესახებ მიღებულ იქნა დანიაში 1989- წელს., ხოლო დღეისთვის ის არსებობს ანდორაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ისრაელში, ირლანდიაში, ისლანდიაში, კოლუმბიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ეკვადორსა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ჰომოსექსუალისტებს შეუძლიათ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ იტალიის ზოგიერთ ქალაქშიც.

სხვადასხვა ქვეყნებში ეს "კავშირები" სხვადასხვაგვარად იწოდება, განსხვავებულია უფლებების ჩამონათვალიც, რომლებითაც ისინი სარგებლობენ, თუმცა ამით არსი არ იცვლება – ეს არის ჰომოსექსუალისტთა "ქორწინების" დაკანონების პირველი ფორმა. ბრძოლის ალგორითმი კარგად არის შემუშავებული და საკმაოდ მკაფიოდ მუშაობს. მოამზადეს რა ნიადაგი, უმეტესად "წინწაწეული" მმართველები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ჰომოსექსუალისტებს უკვე ქორწინების სრული უფლებები მიანიჭეს. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ეს აღიარა, გახდა ჰოლანდია (2001 წელს.), შემდეგ ამ გზას დაადგნენ ბელგია (2003-წელს), ესპანეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია, არგენტინა, დანია და აშშსა და მექსიკის ზოგიერთი შტატები. 2013- წლის აპრილს მათ შეუერთდა ურუგვაი და ახალი ზელანდია, 18 მაისს – საფრანგეთი, ხოლო 21- მაისს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანი ქორწინიების უფლებას იძლევა ინგლისსა და უელსში. ამჯერად მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ ლუქსემბურგი, ნეპალი და პარაგვაი. 

არც ისე დრამატულად, მაგრამ საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა ბრიტანეთის პარლამენტშიც. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან ნაიჯელ ფარაჯი უთითებდა, სინამდვილეში ყველაფერს წყვედტა არა ინგლისის პარლამენტი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო. პრემიერ-მინისტრმა კამერონმა, მისი პარტიისა და ერის საწინააღმდეგოდ, ეს კანონპროექტი პარლამენტს თავს მოახვია უშუალოდ სტრასბურგის მითითებით. ასე, რომ არ არის გასაკვირი საფრანგეთსა და ბრიტანეთში ერთდროულად რომ განიხილებოდა ეს კანონპროექტი. თუმცა, ფარაჯმა გახსნა ევროკავშირის უფრო ღრმა ზრახვები, რომლებიც სტოკჰოლმის პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული და გულისხმობს ევროპის ქვეყნების უფლებათა უნიფიცირებას 2010–2014- წლების პერიოდში. ამ მიზნების მიღწევის მეთოდები წარდგენილ იქნა ბერლინგუერის მოხსენებაში 2010- წელს, რომელიც, როგორც ფარაჯმა ივარაუდა, ამა წლის ნოემბერში უნდა იქნეს მიღებული. ამ კანონის თანახმად, ნებისმიერი სამოქალაქო პაქტი ან ქორწინება, რომელიც ევროკავშირის ერთ რომელიმე ქვეყანაში იქნება დადებული, კანონიერად უნდა იქნეს ცნობილი სხვა წევრი-ქვეყნების მიერაც. ანუ თუ წყვილს უფლება არა აქვს ქორწინება გააფორმოს თავის მშობლიურ ქვეყანაში, მას ამის გაკეთება შეუძლია ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, და როდესაც თავის ქვეყანაში დაბრუნდება, იქ უკვე ეს პაქტი კანონიკურად უნდა იქნეს აღიარებული.

გასაგებია, რომ ამგვარი `"ქორწინების უფლება" ხელს შეუწყობს "ჰომოსექსუალური ქორწინების ტურიზმს", და მათ ვინც ამგვარი ქორწინების წინააღმდეგია, იძულებულს გახდის აღიაროს იგი სხვა ქვეყანაში მიღებული კანონების მიხედვით. 2008- წლის მსოფლიო კრიზისის დაწყებით და მსოფლიო ელიტის მიერ "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარების აუცილებლობის ღიად გამოცხადებით სოდომიტების "უფლებების" დამკვიდრების პოლიტიკა ახალ დონეზე გადავიდა. ჯერ-ერთი, ის აღწევს მსოფლიო მასშტაბებს, მეორეც, ჰომოფობიასთან ბრძოლის საბაბით ღებულობს ტრადიციული ღირებულებების აგრესიული დათრგუნვისა და გამოძევების ფორმას. 2008 -წელს გაეროს ისტორიაში პირველად საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სხვა მთელი რიგი სახელმწიფოების ინიციატივით გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია ადამიანის უფლებებთან და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტურობასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი დაუჭირა სახელმწიფოთა მესამედმა, დღეისთვის მას ხელი მოაწერა უკვე 68 სახელმწიფომ (ალბანეთი, გერმანია, ანდორა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, მწვანე კონცხი, ჩილი, კოლუმბია, კოსტა-რიკა (შეუერთდა 2010 წლის მარტში), ხორვატია, კუბა, დანია, ეკვადორი, აშშ (შეუერთდა 2009 წ.), ესპანეთი, ესტონეთი, მაკედონია, ფინეთი, საფრანგეთი, გაბონი, საქართველო, საბერძნეთი, გვინეა-ბისაუ, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მავრიკია, მექსიკა, ჩერნოგორია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პარაგვაი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, სან-მარტინი, სან ტომე-და-პრინსიპე, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ტიმორ-ლესტე, ურუგვაი და ვენესუელა).

ამან შედეგად გამოიწვია სოდომიტების უფლებების საყოველთაო გამყარება, რომელმაც თავი იჩინა ახლადმიღებულ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ დასჯას ჰომოფობიის საფუძველზე, ცნობენ ერთსქესოვან ქორწინებას და ამარტივებენ ტრანსგენდერთათვის ოფიციალური დოკუმენტების გაცემას, სადაც მითითებულია სასურველი სქესი. პოლიციის თანამშრომელთათვის, ციხეებისა და სოციალური მუშაკებისთვის, ასევე სხვა პერსონალისთვის შემუშავდა შესაბამისი პროგრამები. მრავალ სკოლაში რეალიზებულ იქნა ინიციატივები, რომლებიც მიმართულია დაშინების პრაქტიკის აღმოფხვრისკენ. 2011 წლის 15 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო-ს საბჭომ 17/19-ე რეზოლუციით დაამტკიცა თანასწორობა ყველა ადამიანს შორის მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობისა. ტექსტი, რომელიც წარადგინა სამხრეთ აფრიკამ, მხარი დაუჭირა 39-მა ქვეყანამ და ხელი მოაწერა 86-მა, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა უნივერსალურობა და მოითხოვა რათა 2011 წლის ბოლომდე შედგენილიყო მოხსენება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

მეტის ნახვა
23-06-2018, 10:00


კეშას ბლოგი
_______________________
– სიზარმაცეში, დავიწყებაში, ხვალისთვის გადადებაში…
ყველაფერი გვეზარება – ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ და ვყრით… სტატუსების დაწერით ვიოხებთ გულს და მეზობლებთან ჭორაობით გაგვყავს დრო.

ქვეყანა კი გვეღუპება, სიზარმაცეში გვეხრჩობა ქვეყანა.
ნაცების განდევნაც გვეზარებოდა, მთელი ცხრა წელი გვეზარებოდა – ვეტყოდით, გვიპასუხებდნენ, ვუპასუხებდით, დაგვტუსქავდნენ, დაგვტუქსავდნენ ას და ორასს ადამიანს და დანარჩენ ორასი ათაას, დანარჩენ ორ მილიონს, იმ ორასის გვერდით დადგომა გვეზარებოდა…
დაარბიეს 7 ნოემბერს აქცია, ცრემლსადენი აირით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური თოფებით და წყლის ჭავლით დაარბიეს, ზოგი სცემეს, ზოგი ძალიან სცემეს, ზოგს თავი გაუტეხეს, ზოგს თავიც არ შეარჩინეს და 8 ნოემბერს – ქვეყანამ მშვიდად მისცა ხელისუფლებას უფლება, რუსთაველი დაელაგებინა, სისხლი აეწმინდა რუსთაველიდან – ქუდზე – კაცი, კაბაზე – ქალი არ გამოვიდა მეორე დღეს რუსთაველზე. შეგვეშინდა? – რისი? შეუძლებელია მთელ ერს მოერიოს პოლიცია, შეუძლებელია მთელ ქვეყანას მოერიოს ჯარი – ყველას ხომ ვერ დაგვხოცავდნენ – უბრალოდ, დაგვეზარა… 9 ნოემბერსაც დაგვეზარა და 10 ნოემბერსაც…

გავუშვით ნაცები, ჩვენ არა, თავად ნაცებმა გაყიდეს ნაცები და წავიდნენ და ახლა დასჯა დაგვეზარა – აუ, დაიჭერ ნაცს და ატეხენ დანარჩენი ნაცები მთელ ამბავს, დაგემუქრებიან სტრასბურგით, დაგემუქრებიან ამერიკით და აღშფოთებისთვის მუდამ მზადყოფნაში ევროპით – ხოდა, დავეზარა – უმტკიცე ახლა სტრასბურგს, ეომე ახლა ინფორმაციულად ნაცებს, უხსენი ახლა ამერიკას და ევროპას – რომ ყოფილი მთავრობის წევრებზე მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია გაქვს – ამიტომ, დავწვით ინფორმაცია, ფერფლს გავატანეთ სამართალია…
ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ 51-ე სკოლის დირექტორს 6 თვე ეზარებოდა მოკლულ მოსწავლეზე კარგის თქმა, 6 თვე ათრევინა ჭორს და სიბინძურს, 6 თვე სილაში ედო სირაქლემასავით თავი…

ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ ლგბტ საზოგადოება, თუ მთელი წლის მანძილზე, ეწევა თავისი თავის პროპაგანდას და აგიტაციას – ჩვენ მხოლოდ 17 მაისს გვახსენდება, 17 მაისს გვეწვება ჯიგარი…
ისე ზარმაცები ვართ, რომ ერის სიწმინდეზე საუბარს საუბრით ვამთავრებთ, არ ვაპროტესტებს გაბორდელებულ ქალაქს – კანონიერია ბორდელები? კანონიერად ზის 16 წლის გოგო ზრდასრული კაცის მუხლებზე შუა აღმაშენებელზე?
აპოლიტიკურობა მოგვინდა… ჩვენ მოგვინდა აპოლიტიკურობა? პარადოქსიც აღარ არის, სასაცილოა… როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში აპოლიტიკური იყოს რამე, როცა არც ერთხელ არ გამოვსულვართ ქუჩაში პოლიტიკური პარტიების შეძახილის გარეშე? არც ერთი სოციალური მოთხოვნის გამო არ გადაგვიკეტია რუსთაველი?

რატომ? – არ გვშია და არ გვწყურია?

ჩვენ გვეზარება პასუხი მოვთხოვოთ ჩინოვნიკებს და მერე გვიკვირს – გვიკვირს რატომ ეზარებათ მათ პასუხების გაცემა.
ჩვენ არ ვითხოვთ, გვითხრან, სად მიდის ბიუჯეტიდან თანხები, არ ვკითხულობთ, როგორ ხდება, რომ ბიუჯეტი იზრდება და ჩვენ ვპატარავდებით – მერე გვიკვირს, ამა თუ იმ ჩინოვნიკის გაზრდილი ხელფასი, მერე გვიკვირს დარიცხული პრემიები, დარიცხული დანამატები…
ვუყვებით მეზობლებს, მეგობრებს ვუყვებით, ნაცნობებს ვაჩერებთ და საქმის კურსში ვაყენებთ: რამდენი დანამატი და ხელფასი აუღია ამას და ამას, გაოცების გამომხატველი ჟესტიკულაციებით ვიღლებით, ვოხრავთ და საფულეში ვიხედებით – მაგრამ ისევ გვეზარება, გვეზარება კითხვის დასმა ხმამაღლა და ისინიც იწერენ და იჯიბავენ, იჯიბავენ და მდიდრდებიან – ასე იყო და ასე იქნება – სანამ ჩვენ გვეზარება…
ჩვენ სარალიძის მოკლული შვილისთვის სამართლის თხოვნაც დაგვეზარა – დაგვეზარა და მივუგდეთ ნაცებს, მერე კონტრაქცია მოვაწყვეთ, რამდენიმე საათიანი და დავიშალეთ, ისევ ნაცების ანაბარა დავტოვეთ – გავსულიყავით ორასი ათასი ადამიანი და სად გამოჩნდებოდა ორი ათასი ნაცი – ვნახავდით, გამოვსულიყავით ყველა დაბასა და ქალაქში, ორი მილიონი გამოვსულიყავით, ამდენნი მაინც ხომ ვართ დარჩენილნი და ვინ იქნებოდა ნაცი, ვინ მოუსმენდა კუპრავას.

ტყუილია, ტყუილია რომ პოლიტიკოსები წყვეტენ – ხმა ერისა წყვეტს, ხალხის ხმაა გადამწყვეტი – მაგრამ, როცა ერს და ხალხს ხმა არა აქვს, როცა ერს და ხალხს ხმის ამოღება ეზარება, როცა ერმა და ხალხმა რამდენიმე ასეულ ადამიანს დაუთმო ასპარეზი – შედეგი ასეთია – დავტკბეთ.
რა შიში? ყველა მეორე ექსტრემალი ვართ, რომ გვკითხონ… მოტოებით დავრბივართ, პარაპლანებიდან ვხტებით, ახალ ნარკოტიკებს ვსინჯავთ, ავტორბოლებში ვიღებთ მონაწილეობას, ვჩხუბობთ უბანში ორი, ათის წინააღმდეგ, უთანასწოროდ და ამაყად. ყველა მეორე, საკუთარ სიცოცხლეს უაზროდ ვაგდებთ საფრთხის ქვეშ ყოველდღიურად – რა შიში, არ ვართ ჩვენ მშიშრები – ზარმაცები და ნაცარქექიები ვართ.
ნაცარქექიაც კი არ იყო მშიშარა, ისიც ებრძოდა დევს.

ჩვენ გვეზარება ჩვენი მიწის და სახლის დაცვა და მთავრობას ვლანძღავთ, მთავრობას ვთხოვთ პასუხს – უცხოელები რომ ჩვენს ქვეყანაში მიწებს და სახლებს ყიდულობენ – არ მოგვწონს, მაგრამ ვინ მიყიდა უცხოელს, ის მიწა და სახლი – ეს გვავიწყდება.
გვეზარება დაველოდოთ ქართველ მყიდველს, გვეზარება შრომით ვიშოვნოთ ის რამდენიმე ათასი, რომელსაც უცხელი გვიხდის ზედმეტად და ამიტომ, უშრომელად ვუთმობთ მათ ჩვენს მიწა-წყალს, ამიტომ არ ვყიდით ქართველზე.
7 შვილის დედა შეკრულ ბარგზე ზის, არც ერთი ქართველს არ უნდა, რომ სახლი მიაქირავოს, ამდენი ბავშვი სახლს გამიფუჭებსო, იხმაურებსო, მეზობლებს შემიწუხებსო.

თურქი ხომ არ შეუწუხებს მეზობელს, არც არაბი, არც ერაყელი.
თურქს და ერაყელს ქართველი გოგოები რომ მოჰყავს შუღამისას სახლში – ეგ რატომ არ აწუხებთ ქართველ მეზობლებს?
9 ვაჟი რომ გაზარდეს ხერხეულიძეებმა – მაშინაც წუხდებოდნენ, ნეტავი, ქართველები? მაშინაც უკვირდათ, ნეტავი, ბევრი შვილი და ბევრი ბავშვი ერთად?
ბავშვები რომ შიმშილობენ, სათამაშოები რომ არა აქვთ ბავშვებს, ფერად ფანქრებს და სახატავ რვეულებს რომ ნატრობენ ბავშვები – ეგ ხომ არ გვაწუხებს?
კი, ეგაც სიზარმაცეა, გვეზარება ადამიანების მოსმენა, მოთმენა გვეზარება, აღზრდაში მონაწილეობის მიღება გვეზარება, სხვისი ტკივილის გაზიარება გვეზარება, დახმარება გვეზარება.
ისე წინ და წინ წავედით, უკვე ცოლის მოყვანა და გათხოვება გვეზარება, შვილის გაჩენა გვეზარება, მისი მოვლა და პატრონობა გვეზარება.
სიღარიბის ბრალიაო – მეტყვით ახლა და ეგაც ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ სამართლის მოთხოვნა გინდოდათ, მაგრამ კუპრავამ გადაგაფიქრებინათ – ღატაკ ქვეყნებში ყველგან მაღალი შობადობაა – ჩვენს გარდა. აქაც უცნაურები ვართ. აქაც პარადოქსს ვაწვებით. ღატაკს – ღარიბზე მეტი შვილი ჰყავს, ღარიბს – საშუალო მაცხოვრებელზე მეტი, საშუალო მაცხოვრებელს – მდიდარზე მეტი…

უფლის სახლში მოსალოცად შევდივართ და იმის კითხვა გვეზარება – რატომ არის გადაქცეული უფლის სახლი ისევ სავაჭრო დახლად – რა უნდა გასაყიდ პოვიდლოს და მურაბას, რა უნდა გასაყიდ შოკოლადს უფლის სახლში? ვისი მიწიდან მოჰყავთ ეს ხილი და ბოსტნეული, ზეცაში გამოკერებული მიწიდან? ამისთვის ვაჩუქეთ მიწები, რომ მერე იქ მოყვანილი პროდუქცია ოთუსბირად მოგვყიდონ?
თუ იმაზე ზედმეტი მოგყავთ, რაც თავად გჭირდებათ, უპატრონო ბავშვები აღარ გვყავს? აღარ გვყავს გაჭირვებული ოჯახები?
რად უნდა მღვდელს სასტუმრო და ბიზნესი, რად უნდა მღვდელს სასახლე?

ნაცარქექიაც კი ადგა ერთ დღეს და გზას გაუდგა, იმანაც კი მოკლა, ერთ დღეს, დევი, იმანაც დაიწყო, ერთ დღეს, ცხოვრებასთან ბრძოლა…
ჭეშმარიტად, სიზარმაცე – ჩვენი საყვარელი ცოდვაა.
სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით ჭეშმარიტებას, სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით სიმართლეს, სიზარმაცეში ვერ ვიპონით პურს – სანახაობა კი, სანახაობა რამდენიც გვინდა.

ველოდები იმ დღეს, როცა სანახაობის ნახვაც დაგვეზარება…
სიზარმაცე – მკვლელობაა, ქურდობაა – სიზარმაცე, მეძავეობაა – სიზარმაცე, საკუთარი მშობლების და შვილების უპატივცემულობაა – სიზარმაცე, უფლის უსიყვარულობაშია -სიზარმაცე, ცილისწამებლობაა – სიზარმაცე…
ყველა ცოდვის თანაზიარნი ვართ, ჩვენი სიჩუმით და უმოქმედობით, ჩვენ, ასე საყვარლად ზარმაცნი

მეტის ნახვა
21-06-2018, 14:00


(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "სგ" N20)

ნებისმიერი რეპრესიის, მათ შორის, 37-იანი წლების რეპრესიების გამართლება, რა მიზანსა და ამოცანასაც უნდა ისახავდეს იგი, ცხადია, არ შეიძლება, თუმცა 37-იანი წლების რეპრესიებს ჰქონდა განსაკუთრებული მოტივაცია, განსაკუთრებული მიზანი _ ტროცკისტული ორგანიზაციების განადგურება.

სრული სიმართლეა ის, რომ 37-იანი წლების რეპრესიებს ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა სრული სიცრუე იქნებოდა იმის თქმაც, თითქოს არავითარი ტროცკისტული ორგანიზაციები არ არსებობდა და, იმ დროის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, არც მავნებლურ, ძირგამომთხრელ, ჯაშუშურ-დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა ვინმე.
ვინ იყო ლევ ტროცკი და რას წარმოადგენდა ის იდეოლოგია, რომლის განხორციელებას ტროცკი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ზემოთ უკვე ვთქვით, თუმცა არ გვითქვამს ერთი რამ _ 37-იანი წლების რეპრესიები იყო ერთგვარი კონტრრეპრესიები იმ რეპრესიებისა, რომლებიც მანამდე მთელ საბჭოეთში მძვინვარებდა და რომლის მთავარი მებაირახტრე ტროცკი და მისი ამფსონები იყვნენ.

უცნაური ამბები ხდება ამ 37-იან წლებში _ მასობრივად აპატიმრებენ და სხვადასხვა სასჯელს უსჯიან ადამიანებს, რომლებიც მანამდე ხელმძღვანელ პოსტებზე იყვნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში.

უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ჯერ იაგოდა და ეჟოვი ხვრეტდნენ სხვებს, მაგრამ დგება დრო და ახლა მათ მიაყენებენ კედელთან.

ასე ხდებოდა ეს საქართველოშიც…

კაცი, რომელმაც საკუთარი მამის სურათი გამოიტანა მოედანზე და მაუზერის ტყვია დააცალა _ თავადი იყო ეგ და, საერთიოდ, თავადაზნაურობა და ინტელიგენცია 5 პროცენტამდე უნდა დავიყვანოთო, რომ იქადნებოდა, ცოტა მოგვიანებიღ თვითონაც დაიჭირეს და დახვრიტეს.

ეს არ არიას გამონაკლისი შემთხვევა _ 37-იან წლებში დახვრეტილთა რაღაც ნაწილი თავიდან თვითონვე ასრულებდა ინკვიზიტორის ფუნქციას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეპრესიულ მანქანას გამართულად და მწყობრად ემუშავა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რეპრესიული მანქანა თვითონ მათ შემოუტრიალდა და მუსრი გაავლო ათასებს და ათიათასებს.

მთელ ამ პროცესს ყურადღებით თუ დააკვირდები, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, სტალინი, მას შემდეგ, რაც მთელი ძალაუფლება აიღო ხელში, მიზანმიმართულად იწყებს იმ ძალების განეიტრალებას, რომლებსაც შეიძლება პირობითად სიონისტურ-მასონური ძალები ვუწოდოთ, რომლის სათავეშიც რუსეთში ლეიბა ბრონშტეინი იდგა.
ამ ძალებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს რუსეთის ინტელიგენცია, მისი საუკეთესო მოაზროვნე ნაწილი, მიწასთან გაასწორეს ეკლესიები, დახვრიტეს უამრავი სასულიერო პირი, სასტიკად გაუსწორდნენ მილიონობით ქრისტიანს, რელიგია ხალხის ოპიუმად გამოაცხადეს, ერთმანეთს დაუპირისპირეს თაობები, შექმნეს უღმერთოთა კავშირები და მთავარ ამოცანად ახალი ყაიდის, ახალი ჯიშის ადამიანის შექმნა განიზრახეს.

სტალინმა შეუძლებელი შეძლო _ მან დაამარცხა პროლეტარული რევოლუციის ნიღბით შენიღბული სიონისტურ-მასონისტური ძალები და სრულიად ახალი ფორმაციის სახელმწიფოს შექმნას შეუდგა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ტროცკისა და ტროცკისტების იდეოლოგიასთან.
დღეს მსოფლიოში, გნებავთ, საქართველოში მიმდინარე პროცესები, საოცრად ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების მოვლენებს.
ლოზუნგები, რომლებსაც ლიბერალიზმის სახელით აფრიალებენ დღეს მავანნი და მავანნი, ერთი-ერთში ჯდება იმ იდეების ჩარჩოებში, რომლებსაც XX საუკუნის 20-იან წლებში სოციალიზმის სახელით გვთავაზობდნენ ვლადიმერ ულიანოვი, მამათმავალი ლეიბა ბრონშტეინი და მათი საძმო.
ეს მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები არიან, გორში სტალინს რომ ჩაუხტებიან ხოლმე და სიცოცხცლეში რომ ვერაფერი დააკლეს, ახლა მიცვალებულზე ცდილობენ, შური იძიონ.

1931 წელს ლავრენტი ბერია საქართველოს ცეკას პირველ მდივნად ინიშნება.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 32 წლის სრულიად ახალგაზრდა კაცს მთელი რესპუბლიკის ბედს ანდობენ.
ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სტალინის ფარული განზრახვის გამოძახილია _ ის ემზადება იმისთვის, რომ ბოლშევიკების ძველი გვარდია ჩააჩოჩოს და მათ ადგილზე ახალი კადრები მოიყვანოს.
ბერიას დანიშვნას დიდი უკმაყოფილებით შეხვდა როგორც ბოლშევიკთა ძველი თაობის პარტიული ელიტა, ასევე ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელმაც, მიუხედავად მცირე დროისა, მაინც მოასწრო ბოლშევიკური ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან დამოყვრება და დამეგობრება.
ვინ იყვნენ ის ბოლშევიკები, რომლებიც იმ პერიოდისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ?
ვინ იყვნენ და ის ადამიანები, რომლებმაც 1921 წელს წითელ არმიასთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია მოახდინეს, ხოლო სამი წლის შემდეგ სისხლში ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება.
ბოლშევიკთა აი, ეს თაობა მართავდა მაშინ საქართველოს, თაობა, რომელსაც თანამემამულეთა სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შემოქმედებითი თუ ტექნიკური ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ძმური და მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა ამ ადამიანებთან.

სამწუხაროდ, იმ დროის კონიუნქტურული შეფასებებიდან გამომდინარე, არავინ ამბობს სიმართლეს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში შემოქმედებითი თუ ტექნიკური ინტელიგენციის ერთი ნაწილი არსებულ რეჟიმთან იდეოლოგიურ უთანხმოებას და დაპირისპირებას კი არა, ბოლშევიკური პარტიის შიგნით გაჩენილ განხეთქილებას და შიდა დაპირისპირებას შეეწირა.
იწყება დაუნდობელი, გააფთრებული ბრძოლა ბოლშევიკთა ძველ და ახალ თაობას შორის.
ფაქტობრივად, ეს არის პარტიული წმენდა, პარტიაში ახალი სისხლის შეშვება, ახალი ენერგიით დამუხტვის და პარტიის განახლების დრამატული პროცესი, რომელსაც ერთი საერთო სახელი ტროცკიზმთან და ტროცკისტებთან ბრძოლა ჰქვია, თუმცა ამ სახელწოდების ქვეშ არა მარტო ტროცკისტების, არამედ ბოლშევიკთა საკმაოდ მობერებული და დაღლილი, იმავე დროს, ძველ დამსახურებათა გამო ზედმეტად ამბიციური და ქედმაღალი ფრთის ასპარეზიდან ჩამოშორება ხდება.
რა თქმა უნდა, გეგმა სტალინის მიერ არის მოფიქრებული, რომელიც გრძნობს, რომ აუცილებელია მისი თაობის ბოლშევიკთა ჩანაცვლება ახალი კადრებით, მათ წინამორბედებზე უფრო ინტელექტუალური და ნაკლები ცოდვებოთ დამძიმებული ადამიანებით.

გამჭრიახი გონების და განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოებული სტალინი ხვდება, რომ ბოლშევიკთა ძველი თაობა, რომელთა შორის ძალიან ბევრია მისი მეგობარი და თანამებრძოლი, ვერ გამოდგება იმ ახალი ყაიდის სახელმწიფოს აღმშენებლად, რომლის აშენებასაც ის აპირებს და რომელიც ძირეულად განსხვავდება იმ სახელმწიფო მოდელისგან, რომლის აშენებასაც ლენინი და, ზოგადად, ძველი ბოლშევიკები აპირებდნენ.
მათ შეასრულეს თავიანთი მისია _ გამოიარეს კატორღა, ციმბირი, დევნა, წამება, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოლეს, იომეს და სასტიკად გაუწსორდნენ კლასობრივ მტერს, მაგრამ ეს ძალა უკვე გუშინდელი დღეა, წარსულია, რომელიც თავისი დოგმატური და ორთოდოქსული შეხედულებებით, მომავლის მშენებლად ვერ ივარგებს.
საქართველოში ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა და რას მოასწავებდა რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე ახალგაზრდა ბერიას დანიშვნა.

ბევრს ეგონა, რომ ეს რაღაც დროებითი ამბავია, რაღაც გაუგებრობაა, რომელსაც მალევე აღმოფხვრის ამხანაგი კობა და ყველაფერი თავის ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
ვერც მაღალი თანამდებობის პარტიულმა ამხანაგებმა, ვერც ამ ამხანაგებთან შეამხანაგებულმა მწერლებმა, პოეტებმა, ხელოვნების მუშაკებმა ვერ დაიჯერეს და ვერ ირწმუნეს, რომ ქვეყანაში ახალი, რევოლუციური ეტაპი დაიწყო და სტალინმა ისტორიულ სანაგვეზე გადასაყრელად გაიმეტა თავისი ყოფილი თანამებრძოლები.
სწორედ ამით აიხსნება ის ამბავი, რომ არც პარტიული მუშაკები და არც მათი მეგობარი ხელოვანები არ ერიდებიან ბერიას ლანძღვას, მის დაცინვას და აბუჩად აგდებას.
ასე, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი, გამორჩეული თავისი ფიცხი და იმპულსური ხასიათით, შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, აუგად არ მოიხსენიოს ლავრენტი ბერია და სახალხოდ და საჯაროდ ერთსა და იმავეს იმეორებს: ეს რა ხდება, ეს ვინ ჩეკისტი დაგვასვეს თავზეო.

თითქოს ისინი, ვინც მანამდე ეჯდათ თავზე, ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და არა საკუთარი სამშობლოს დამპყრობლები, რომლებმაც მე 11 არმიის მიერ დახოცილ ქართველთა გვამებზე გადავლით მიაღწიეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს.
სამწუხაროდ, ბოლშევიკთა ამ ძველი თაობის წარმომადგენლებთან ძმური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მწერალთა და ხელოვანთა ერთ ნაწილს, რომლებიც შემდგომ 37-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
თავიდან ბერია ბევრს ეცადა, ამ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა, მაგრამ ამაოდ _ ისინი დემონსტრაციულად ზურგს აქცევენ ბერიას მიერ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გადმოდგმულ ყველა ნაბიჯს.
ასე, მაგალითად, ბერია ვახშმად ეპატიჟება მის მეზობლად მცხოვრებ ტიციან ტაბიძეს და მის ოჯახს, მაგრამ ტიციანი უარს ამბობს მიწვევაზე.

ბერიას მიმართ ხაზგასმულ უპატივცემულობას გამოხატავენ სხვებიც _ სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, რომელიც მამია ორახელაშვილის სიძე იყო.
ბერიასთან სისტემატურად მოაქვთ ინფორმაციები იმის Aშესახებ, თუ როგორ ლანძღავს მას მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი საოჯახო წვეულებებზე და შეხვედრებზე.
ბერიას მლანძღველები ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება მათ შორის ვინმე დამსმენი და ჩამშვები იყოს და მათი ნალაპარაკევი იქ მიიტანოს, სადაც ჯერ არს.
მალე გაირკვევა, რომ ჩეკას აგენტურული ქსელი მწყობრად და გამართულად მუშაობს და ამ ქსელში ხელოვნებისა და ლიტერატურის ბევრი წარმომადგენელია ჩართული, რომლებიც თავიანთი კოლეგების თითოეულ სიტყვას ჩეკას ლაბირინთებში მიარბენინებენ.

ბერია ყველაფერს იმახსოვრებს და ანგარიშსწორებისთვის ხელსაყრელ დროს მოთმინებით ელოდება.
ეს დროც სულ მალე დგება და ბერია სასტიკად აგებინებს პასუხს ყველა მის უარმყოფელს და შეურაცხმყოფელს, მათ შორის, შემოქმედებითი ინტელიგენციიას იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც, ფაქტობრივად, იმ დროისთვის ხელისუფლებაში მყოფ ბოლშევიკთა ძველ თაობასთან მეგობრობას შეეწირნენ.
ისინი იმ მხარეს აღმოჩნდნენ, სადაც, წესით და რიგით, არ უნდა ყოფილიყვნენ და, ალბათ, არც არასდროს იქნებოდნენ, რომ არა ჟამთა ტრაგიკული ცვლილება, როცა იძულებილი ხდები, შენს გუშინდელ მტერს დაუმოყვრდე, რადგან გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობს, თუმცა კონფორმიზმი და კოლაბორაციონიზმი ადრე თუ გვიან აუცილებლად ისჯება.

(გაგრძელება იქნება)



მეტის ნახვა
19-06-2018, 19:00


"ნიუ ეიჯის" მიზანია მსოფლიო წესრიგის ტოტალური შეცვლა ადამიანის სულიერი გარდაქმნით, რათა მიაღწიოს "ღვთაებრივ ყოვლადძლიერებას", რომელიც მას მსოფლიოს მართვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ სწავლებამ მისცა ყველაზე განვითარებული რელიგიური საფუძველი ჰომოსექსუალიზმს, რომელსაც ადამიანის გადარჩენის თავისი გზა შესთავაზა.

"ნიუ ეიჯი"სრულიად იმეორებს კაბალის სწავლებას პირველ ადამიანზე, როგორც ღმრთის მსგავს სულიერ ანდროგენზე, რომლის მთლიანობა მატერიალიზაციის შედეგად ორ ნახევრად დაიშალა. ამგვარად, სქესი წარმოადგენს საზიანო შეზღუდულობას, გაყოფილობას, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე და ხრწნადობამდე მიჰყავს. რომ გადარჩეს, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ადრინდელ სულიერ მდგომარეობას და შეუერთდეს ღვთაებას. ამ მთლიანობის ძიებას ის უკვე ამავე ცხოვრებაში იწყებს. რადგან ევასთან ქორწინებით შეერთებული ადამი ვერ უერთდება მას ნამდვილი ერთობით და არასრულფასოვან მამაკაცად რჩება, ხოლო ევა – არასრულფასოვან დედაკაცად. ანუ, სანამ მამაკაცი მიილტვის მამაკაცობისკენ, მას არ ძალუძს მოიპოვოს ჰარმონია, ისევე, როგორც დედაკაცი, რომელიც ქალურობისკენ მიილტვის. ამიტომაც, ქორწინების ღვთაებრივი წყობა მათთვის საძულველი რჩება.

იმისთვის რათა მამაკაცმა აღადგინოს ანდროგენული ერთობა საკუთარ თავში უნდა შეჰკრიბოს ქალური საწყისები, ხოლო დედაკაცმა – მამაკაცური. ეს "მთლიანობა", როგორც "ნიუ ეიჯი" ასწავლის, წარმოიქმნება საკუთარი სქესიდან გამოსვლის მეშვეობით, და ჰომოსექსუალურ-ლესბიური კავშირებით მიიღწევა~ სწორედ ეს არის ნიუ-ეიჯისეული "აღდგენის თეოლოგია" პირველყოფილ, ჰარმონიულ და უკვდავ ანდროგენულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, აუცილებელია, ჰომოსექსუალიზმითა და ლესბიანობით გახდე ქალბიჭა. მეტიც, ანდროგენიზაცია გამოიწვევს რაღაც ახალ, ანგელოზს მიმსგავსებული სახეობის გაჩენას, ბლავატსკაიას იმ მეშვიდე რასისა, რომელიც შემდგარი იქნება მხოლოდ სულთაგან. ამიტომაც, "ახალი ერას" (ანუ "ნიუ ეიჯის") ჰერმაფროტიდი – ერთადერთი ნორმაა და მისი სიმბოლო ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისთა – ინისა და იანის შერწყმაა. ხოლო სქესთა დაყოფა არის ანომალია, და ყოველივე, რაც დაკავშირებულია ოჯახთან, რაც არასრულყოფილების დაღს ადებს ადამიანის თვითგამოხატვას, გაუქმებულ უნდა იქნას. ამგვარად, ჰომოსექსუალიზმი "ნიუ-ეიჯის" მრწამსით საზოგადოებისა და მისი მორალის წინააღმდეგ მიმართული უბრალო გამოწვევა კი არ არის, არამედ მომზადებაა "სოდომიზმის რელიგიის" გაცხადებისა და დამტკიცებისთვის, რომელმაც IIIათასწლეულის ახალი, ეკუმენისტური რელიგიის სახით უნდა შეცვალოს ქრისტეანობა. სასიკვდილო ცოდვას "ნიუ ეიჯი" აცხადებს უმაღლეს, ღვთაებრივ და განმაახლებელ სიყვარულად, მაგრამ ამით ადამიანს სამუდამოდ დაეკეტება გზა ჭეშმარიტი ცხოვნებისკენ. სოდომიტის ბედი საშინელია – სქესისგან უარის თქმით ის უარს ამბობს ღმრთის მიერ ბოძებულ ხვედრზე და განწირულია მეორე სიკვდილისთვის. მისი სული, რომელსაც ანგელოზი დატოვებს, განიცდის სულიერ მუტაციას და უკვე სატანის პროგრამით იმართება. თავიანთი პროგრამის ჭეშმარიტი, სულიერი არსის დასამალად, ნიუ-ეიჯის მიმდევრები იყენებდნენ სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის განვითარებად ძალას, რომელმაც მათი იდეები სამეცნიერო კონცეფციებისა და თეორიების ფორმით შემოსა, და რომელიც სრულიად შეესატყვისებოდა იმდროინდელ სულისკვეთებას. მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 60-იანი წლების მიწურულს შემუშავებულ ამერიკულ გენდერულ კონცეფციას, რომელიც პირველად ინტერსექსუალობისა და ტრანსსექსუალობის შემსწავლელმა სექსოლოგმა, ჯონ მანიმ ჩამოაყალიბა. სწორედ მან შემოიტანა პირველად "გენდერისა" და "გენდერული როლის" ცნებები ადამიანის "სოციალური სქესის" აღსანიშნად, რომელიც სოციალურად განსაზღვრებად იდენტობად გაიგება და, რომელსაც ის ბუნების მიერ ბოძებული "ბიოლოგიური სქესისგან" განასხვავებდა. მალე ეს ცნებები ფართოდ აიტაცეს სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. ის საკმაოდ გავრცელდა ფემინისტური მოძრაობის შიგნითაც, რომელმაც, ებრძოდა რა მამაკაცურ ძალაუფლებას, კრიტიკის ანალიზი "ბიოლოგიური" იდენტობიდან "სოციალურზე" გადაიტანა. ამან შესაძლებლობა მისცა მას სქესი განეხილა როგორც წმიდად სოციალური მოვლენა, რომელიც დამოკიდებულია არა ბუნებაზე, არამედ აღზრდაზე. შედეგად ახალ კონსტრუქციაში `გენდერი~ გადამწყვეტი კონცეფცია ხდება. მის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს, რომელიც ბერძნული პედერასტიის აპოლოგეტი გახლდათ და რომელსაც ის ჭეშმარიტ სიყვარულად მიიჩნევდა. "კულტურული რევოლუციის" პირობებში, რომელიც მძლავრ სამეცნიერო-რელიგიურ ფუნდამენტს ეყრდნობა, რადიკალურად განწყობილი გარყვნილები იწყებენ პოლიტიკურ ბრძოლას, რათა ჰომოსექსუალიზმი აღიარებულ იქნას ცხოვრების ნორმალურ და ალტერნატიულ წესად.

ამ მიზნით აშშ-ში ჩამოყალიბებულმა გეების გამათავისუფლებელმა ფრონტმა დაამკვიდრა ახალი სოციალური ცნება "ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები" (ლგბტ), რათა გამოყოფილიყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან, როგორც განსაკუთრებული თვითშეგნებისა და ახალი სუბკულტურის მატარებლები. 1969 წ. დაიწყო სტოუნვოლის ამბოხი, რომელმაც დასაბამი მისცა უკვე ცნობილ ლგბტ-თანამეგობრობას.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ყალიბდება მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, რომლებმაც განაცხადეს რა თავიანთი უფლებები "განსაკუთრებულობაზე" და ზეწოლის მთავარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენეს ყოველწლიური "გეი-აღლუმები" "ადამიანის უფლებების" დაცვის ლოზუნგით სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ.

ამერიკელი მხატვარ-აქტივისტის, გილბერტ ბეიკერის მიერ "გეი-აღლუმებისთვის" შემუშავებული ცისარტყელას დროშა მოძრაობის სიმბოლიკად იქცა. ფაქტობრივად მან გამოიყენა "ნიუ-ეიჯის" ერთ-ერთი სიმბოლო, ცისარტყელას მეშვეობით გამოიხატება ხიდი ადამიანის ინდივიდუალურ სულსა და "საყოველთაო ზე-გონს", ანუ ლუციფერს შორის. მთავარი, რასაც ლგბტ-თანამეგობრობამ მიაღწია გახლავთ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ჰომოსექსუალიზმისადმი. ამერიკულ სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში მას უკვე არ განიხილავენ როგორც პათოლოგიას ან გადახრას, და ჰეტეროსექსუალობასთან და ბისექსუალობასთან ერთად განსაზღვრავენ როგროც "სექსუალური ორიენტაციის" ერთ-ერთ ფორმას. იმ ადამიანთა დისკრედიტაციისთვის, ვინც აკრიტიკებდა ან უბრალოდ არ ღებულობდა ამ ანომალიურ მოვლენას, ამერიკელმა ფსიქიატრმა ჯორჯ ვაინბერგმა 1972 წელს შემოიტანა ტერმინი "ჰომოფობია", რომელიც "ირრაციონალურ შიშებზე" მიანიშნებს. "ჰომოსექსუალიზმი" როგორც დიაგნოზი აღიარებულ იქნა "დისკრიმინაციულად", ხოლო დისკრიმინაციას უკვე განიცდიდნენ ისინი, ვისაც ამ ცოდვისგან გათავისუფლება სურდა. თავიანთი უმთავრესი ნახტომი ლგბტ საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ორპოლუსოვანი მსოფლიოს დაცემის შემდეგ განახორციელეს, როდესაც "ადამიანის უფლებების" დასავლური კონცეფცია ღირებულების ერთადერთ შესაძლო სისტემად დამკვიდრდა. ამგვარად, გარყვნილება ლეგიტიმირებულ იქნა და მას ფიზიოლოგიური და მორალური ნორმის, ანუ ცხოვრების ალტერნატიული ფორმის ერთ-ერთი ვარიანტის სტატუსი მიენიჭა. შლუზები გაიხსნა, და პათოლოგიური მოვლენა დასავლეთში არნახული სისწრაფით განვითარდა. ლგბტ-თანამეგობრობამ თავის უმთავრეს ამოცანად დაისახა "მოუხსნას ჰომოსექსუალურობას პათოლოგიისა და დევიაციის მარკერი" ყველა ეროვნულ სახელმწიფოში, რაც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ამის პარალელურად მიმდინარეობდა მამათმავლობისთვის დასჯის გაუქმების საყოველთაო პროცესი, რომელიც დღეს მხოლოდ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. რუსეთში არსებული შესაბამისი კანონი გაუქმდა 1993 წელს, როდესაც ქვეყანა ევროპის საბჭოში შესასვლელად მოემზადა. ოთხმოციანი წლების მიწურული და ოთხოცდაათიანის დასაწყისი აღინიშნა სერიოზული ცვლილებებით სოდომიტური თანამეგობრობის შიგნით, რომელშიც გამოიკვეთა ორი მიმართულება. პირველი აერთიანებს გეებსა და ლესბოსელებს, რომლებიც აღიარებენ მამრობით და მდედრობით სქესს, მაგრამ ესწრაფვიან ტოლერანტობას მათი არჩევანისადმი, მაშინ როდესაც მეორე მიმართულება კატეგორიულად უარყოფს თვით სქესთა განსხვავების პრინციპს და ჰეტეროსექსუალობას როგორც ასეთს და თუკი პირველი წარმოადგენს ქუჩის "ჰომოსექსუალიზმს", რომელიც ცდილობს გარკვეული იურიდიული და სოციალური შედეგების მიღწევას, მეორე ინტელექტუალურ და საუნივერსიტეტო წრეებში დომინირებს და იმ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო-ოკულტურ ბირთვს წარმოადგენს, რომელიც სქესთა შორის განსხვავების დანგრევის გზით გრძელვადიან სტრატეგიას ამუშავებს ნორმალური ურთიერთობების დასანგრევად.

მეორე მიმართულების გამყარება გახდა დედაკაცთა ჰომოსექსუალიზმის აქტივიზაციის შედეგი, რომელიც, შეუერთდა რა ფართო ფემინისტურ მოძრაობას და გახდა მისი იდეური საყრდენი, თვით ფემინისტური მოძრაობა მისთვის საჭირო კალაპოტში მოაქცია. სწორედ ფემინისტ-ლესბოსელებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. ქვირ-მოძრაობა (უცნაური), რომელიც "გენდერის" ცნების ახალი ინტერპრეტაციას ჩაუდგა სათავეში. პირველი, ვინც გამოიყენა "ქვირ-იდენტობის" შემდეგში უკვე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლესბოსელი პროფესორი ტერეზა ლაურეტისი. შემდეგ ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს არა მარტო სოდომიტების, არამედ სხვა "იდენტობების" აღსანიშნად, რომლებიც ვერ თავსდება ტრადიციული გენდერული დიქოტომიის ჩარჩოებში ამგვარად, "ქვირის" ცნება მოასწავებდა გადასვლას ჰომოსექსუალობის ფემინისტური თეორიიდან გენდერულ თეორიამდე, რომელიც ლაპარაკობს უკვე "გენდერული იდენტურობის" განსხვავებულ ტიპებზე. ქვირ-თეორიის ნამდვილი დამფუძნებელი გახდა იუდით ბატლერი (ნაშრომი "გენდერული მღელვარება". 1990 წ.), რომელმაც ტერმინ "გენდერს" მიანიჭა რევოლუციური განსაზღვრება და სრულიად გააკრიტიკა "სქესობრივი იდენტურობის" თვით ცნებაც კი. საბოლოოდ განჰყო რა "ბიოლოგიური სქესისა" და "სოციალური სქესის" (გენდერი) ცნებები, მან განაცხადა, რომ მეორე სრულიად დამოუკიდებელია პირველისგან, განისაზღვრება ადამიანის თავისუფალი არჩევანით, იმ გენდერისგან დამოუკიდებლად, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერს ადამიანი. ამ სიახლის არსი შეიძლება გამოვხატოთ ტერმინით "მრავალი ქვირები", რომლის დამკვიდრება აღიარებს განსხვავების გაქრობას მამრობით და მდედრობით სქესებსა და მათზე დამოკიდებულ კატეგორიებს შორის. ამჯერად მკვიდრდება "მულტისექსუალურობა", რომელიც დამახასიათებელია ჰომოსექსუალობისთვისაც, ანდროგენებისთვისაც, ბისექსუალებისთვისაც, ჰერმაფროდიტებისთვისაც, ტრანსსექსუალებისთვისაც და ჰეტეროსექსუალებისთვისაც, თანაც, მშვიდად არის შესაძლებელი ერთი განსხვავებულობიდან მეორეზე გადასვლა.

როგორც ბატლერი ასწავლის, ადამიანი არ განისაზღვრება მისთვის ბოძებული ბუნებით, არამედ ყალიბდება და ფორმატირდება: "სქესობრივი ქცევა არ არის ჩადებული ჩვენს სიღრმისეულ "მე"-ში. ის იბადება გამოცდილებიდან, ჩვენი დამოკიდებულებიდან სხვების მიმართ, რთული, ფსიქიკური მექანიზმების ზეგავლენით" ამგვარად, გენდერის ახალი კონცეფცია, რომელიც ქვირ-თეორიის ნაყოფი გახდა, იბრძვის სქესთა სრული აღრევისთვის და სქესის ნეიტრალური განსაზღვრებისთვის, რომელიც შეესაბამება საშუალო სქესს ასეთი მიდგომის პირობებში, რომელიც ყველა გამოვლენას, რაც კი მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებულ ბიოლოგიურ განსხვავებებთან არის დაკავშირებული, ერთგვარ მითებად აცხადებს, ჰეტეროსექსუალურობა ქცევის უბრალოდ შესაძლებელ ფორმად არის მიჩნეული. გენდერი განსაზღვრულ უნდა იქნას ადამიანის პირადი არჩევანით, რომელიც შესაძლოა იცვლებოდეს ლტოლვისგან დამოუკიდებლად – აი სწორედ ამას უწოდებენ დღეს "გენდერულ, იდენტურობას" ყველა ეს თეორია საფუძვლად დაედო მსოფლიო ტოტალურ სექსუალურ რევოლუციას, რომელიც მიმართულია ადამიანის საკუთარი სქესისგან "გაუცხოებისკენ", თუმცა, მისი რეალიზაციის მეთოდებიდან გამომდინარე მისი მიმდევრები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად.

ერთი გამოდის კულტურული და სოციალური წყობის ფარული განადგურების მომხრედ, ხოლო მეორემ აირჩია მაქსიმალური ვარიანტი, რომელიც უარყოფს სქესობრივი განსხვავების თვით ფიზიოლოგიურ ბუნებას და სრული სექსუალური ანარქიისთვის იბრძვის. მაგალითად, ესპანელი ქვირ-ფილოსოფოსი ბეატრის პრესიადო დაჟინებით მისდევს ისეთ "პოლიტიკურ სტრატეგიას", როგორიცაა "იდენტურობის გაუქმება, სხეულის ტექნოლოგიის შეცვლა, ანატომიური მედიცინის შეცვლა, რომელიც წარმოქმნის "ნორმალურ" და "გადახრის" მქონე სხეულებს და ასე შემდეგ სხვა გარყვნილი მწერალი მონიკ ვიტინგი, ლესბოსური მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი და მოდური თეორიის, ("სექსუალურად სწორს") ავტორი საერთოდ ამტკიცებს, რომ არც მამაკაცი არსებობს და არც დედაკაცი. ის ამ კატეგორიებს "ენობრივ ხრიკებად" მიიჩნევს, რომელთა დახმარებით არის აგებული მთელი ჰეტეროსექსუალური საზოგადოება, და მოუწოდებს გათავისუფლდნენ მისგან, გამოიგონონ ახალი ენა და ახალი გრამატიკა, შეცვალონ ყველა ტერმინი, რომელიც სქესთან არის დაკავშირებული (დედა, მამა, ქმარი, ცოლი) ახალი, "გენდერულად ნეიტრალური" ტერმინებით. კიდევ ერთი ქვირ-ფილოსოფოსი, ჯაკ დერიიდა ასეთ იდეებს გვთავაზობს: "რატომ არ უნდა მოვიფიქროთ სხვა სხეული? სხვა ისტორია? სხვა ინტერპრეტაცია?"

შედეგად, სწორედ ამ კარგად შეკრულმა ქვირ-მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ "გენდერის" და "გენდერული იდენტურობის" ცნება არა მარტო სოციოლოგიაში დამკვიდრდა, არამედ სამართლებრივ სფეროშიც, და "სექსუალური ორიენტაციის" სახელწოდებით ახალი მსოფლიო სექსუალური ხასიათის წყობის მთავარი ელემენტი გახდა. ამან, თავის მხრივ, დასაბამი მისცა ტოტალურ ღვევას. საქმე იმაშია, რომ, მართალია ცნება "სექსუალური ორიენტაცია" ჰომოსექსუალურობის შირმად ითვლება, არც ერთ საერთაშორისო და ეროვნულ დოკუმენტებში ის დაკონკრეტებული არ არის, ასე რომ ნორმის სტატუსი შეიძლება მიეცეს ნებისმიერ სექსუალურ ორიენტაციას. ანუ, ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელიც დღეს დანაშაულებრივად განიხილება, მაგრამ აღსრულებულია ორივე მხარის ნებაყოფლობითი თანხმობით, შესაძლოა სოციალურად ლეგიტიმური გახდეს.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
14-06-2018, 18:30


ახალი მეცნიერული აღმოჩენა - ლაზები და მეგრელები ქურთებისა და ებრაელების შთამომავლები არიან!

ზურაბ თორია:


სამწუხაროდ ჩვენდა, დღესდღეობით საზოგადოებაში უფრო და უფრო იმატა განუსჯელობამ და თავკერძობამ, ამ შემთხვევაშიც ძაღლიც ყეფს და ქარავანიც მიდის, მაგრამ სჯობს, ვიდრე გვიან არ არის, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას მიკიბვ მოკიბვის გარეშე და უშეღავათოდ.
მეცნიერის დიდი პრეტენზიის მქონე ვინმე ნაზი ხანიაშვილმა 2017 წლის 24 მარტის და მიმდინარე წლის 23 აპრილის ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე გამოაქვეყნა ამბიციურობისა და თავხედობის უპრეცენდენტო მაგალითებით სავსე წერილები, სადაც თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ლაზები და მეგრელები ქურთებისა და მეგარელი ებრაელების შთამომავლები არიან.

ქურთებსა და მით უმეტეს, ებრაელებთან საუკუნეთა განმავლობაში კეთილისმყოფელი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ქართველებს და ამის გამოც ჰპოვეს თავიანთი მიწა-წყლიდან ბარბაროსულად აყრილმა მათმა ნაწილმა მშვიდი ნავსაყუდელი ჩვენ მიწაზე, და ერთიც და მეორეც დადებითად აფასებს ქართველთა რჯულთშემწყნარებლობას. ამ ურთიერთობის მსგავს ნათელ მაგალითებს დედამიწის ზურგზე იშვიათად თუ მოიძიებ, მაგრამ, როცა ვიღაცა აკვიტებათა გამო ხელოვნურად შეკოწიწებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მთელ კუთხეს, ანუ ნახევარ საქართველოს, კეთილად განწყობილ, თუმცა სხვა გენეტიკისა და მენტალობის ერებს მიაკუთვნებს, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

საინტერესოა, პირადად რომელი ეროვნული ნიშნის მატარებელია ეს თვითმარქვია მეცნიერი . ის თავის ბეჭდურ გამოცემებსა თუ სატალევიზიო გადაცემებში ამტკიცებს, ამ ცნობებს მიცვალებულები მკარნახობენ და ჩემი მოწოდებული ინფორმაციები უტყუარიაო. თუ ამის უარყოფას შეეცდება, შეგვიძლია მისი წიგნებიდან, სოციალურ ქსელში განთავსებული მასალებიდან ან ტელეგადაცემებიდან ცოცხალი მაგალითები მოვუყვანო, მაგრამ მასთან პოლემიკაში ჩართვას არაფრისდიდებით არ ვაპირებ, რადგან, როცა 2017 წლის 24 მარტის ნომერში ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე ლაზებისა და მეგრელების შესახებ მისი განმაქიქებელი ოპუსი დაიბეჭდა, 21 აპრილს ამავე გაზეთში არგუმენტებით აღჭურვილი საპასუხო წერილით: ქართველთა კიდევ ერთი საჭირბოროტო სატკივარი , ვუპასუხე და ვფიქრობდი, რომ იგი პრობლემის არსს ჩასწვდებოდა და ამ საკითხს მეტად არ მიუბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ჩერდება, ან არ აჩერებენ, თორემ უნდა შეეგნო, რომ მისი აღმოჩენა , თითქოს კოლხური მითები სინამდვილისაგან შორს დგას და ბერძნების მიერ არის შეთხზული, კოლხეთს, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნს არასოდეს უარსებია და ლაზ-მეგრელებს ქართულ სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს, მთელი ერის წინააღმდეგ მიმართული ავანტიურაა. საუკუნეთა განმავლობაში მსგავსი აზრი საქართველოში არ გაჭაჭანებულა, ამ პრულარიზმისა და განუკითხაობის გარემოში ხანიაშვილი მეცამეტე გოჭივით გამოხტა და ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი, ან ვიღაცისგან შეგულიანებული, თავის აკვიატებებს ვერ ელევა. ეტყობა, ყველაფერთან ერთად, ქართველთა ბედოვლათობამდე მისული მიმტევებლობის იმედი აქვს, თორემ ასეთ რამეს არავის არსად არ პატიობენ.
მას თავისუფლად შეუძლია, რომელ მიცვალებულთანაც მოესურვება, იმასთან იმუსაიფოს, ამისი აკრძალვის უფლება არავის აქვს, მაგრამ ერთ რამეს მაინც შევნიშნავ: ამ ასაკოვანმა პირმა უნდა იცოდეს, რომ მიცვალებულთა და დიად სულთა შეწუხება საკუთარი ამბიციების გამო, უდიდესი მკერეხელობაა, ამისი ფართო საზოგადოების წინაშე განხილვა კი ორმაგი მკრეხელობა და აქედან გამომდინარე, ყველა მისი ე.წ. მეცნიერული ვერსია სწორედ მეცნიერული დასკვნების სანდოობას კარგავს, რადგან ერთმანეთში ურევს მისტიკას და შარლატანობას.

ისტორია არაერთ მაგალითს იცნობს ცრუმეცნიერთა მიერ წამოჭრილი მსოფლიო პრობლემებისას, რომლებიც სულ ცოტა ხანში საპნის ბუშტივით გამსკდარან, ხანიაშვილის მსგავს მუცლითმეზღაპრეთა ნაყალბევი კონცეფციები მალე დავიწყებას მისცემია, ხოლო საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, რომელიც ათასწლეულებში იღებს დასაბამს, თავისი განუყოფელი კუთხეებითურთ მარადიულად იარსებებს და ამ რამდენიმე ათასწლოვანი ერთობის ეჭვქვეშ დამყენებელი ყველა ნათელმხილველი ამაოდ გაისარჯება.

ამჯერად არ შეიძლება უაღრესად საგანგაშო რამ არ აღვნიშნო: რატომ გამოჰყავთ ამ ტიპის მოღვაწეები ღია ეთერში, ვის ინტერესში შედის ამ სუბიექტების კონცეფციების ტირაჟირება? საქართველოში საბედნიეროდ, ბევრი სახელგანთქმული მწერალი, მეცნიერი და ხელოვნების მოღვაწეა, რომელთაც დიდი ხანია, აქვთ საზოგადოების ნდობა მოპოვებული და სახელმწფოებრივადაც აზროვნებენ, მაგრამ მათ წლობით არსად აჩენენ, ხოლო ნაზი ხანიაშვილის მსგავს მუცლითმეზღაპრეებს ყველა გზა აქვს ხსნილი და პერიოდულ გამოცემებში მთელ გვერდებს უთმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემების ბოლოში რედაქციები მკითხველებს მიუთითებენ, რედაქციის აზრი შესაძლოა, არ ემთხვეოდეს მასალის ავტორის მოსაზრებებსო, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ნაზი ხანიაშვილის არგუმენტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო როცა ვიღაცა პირადი მაგალითით, ან ვინმეს დავალებით ერის შუაზე გახლეჩას ცდილობს, ეს ქმედება ჩემი აზრით, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

ძნელია აღშფოთებას დაოკება, როცა ხანიაშვილის ტირადებს კითხულობ: ქალდეველებმა (ანუ ლაზ-მეგრელებმა, ზ.თ.) თავი დაანებეთ საქართველოში ღმერთთან მებრძოლობის პოლიტიკას, ზედმეტ ამბიციებს და ამპარტავნობას და იყავით უბრალოდ ქართველები. თქვენმა ღმერთმა დღეს აქ ამ მიწა-წყალზე ქართველებთან მოგიყვანათ და დაგასახლათ, იყავით ქართველების წინაშე მოკრძალებულნი, რამეთუ თვით შემოქმედმა ღმერთმა აირჩია ისინი და თავისი ხალხი უწოდა … ქალდეველები – საბერძნეთის მეგარელი ლაზები (მეგრელები) ქართველთა წინაპრები ვერასოდეს იქნებიან! ეს კანონზომიერება თვით შემოქმედმა ღმერთმა დააწესა, რომლის ნების გარეშეც სამყაროში არაფერი ხდება … გრაკლიანის ნიშნები ქართულია და არა მეგრული , მეგრელ-ლაზი ქართველები ქართველთა პროტო ხალხი ვერ იქნება. ქართველს პროტო არ შეიძლება ჰყავდეს, ვინაიდან თვით სამყაროს შემოქმედი ღმერთია გენეტიკურად ქართველი… , კ. ფიფიას მიერ წარმოდგენილი გრაკლიანის წარწერის ნიმუშები თითქმის ძირეულად განსხვავდება პროფ. ვახტანგ ლიჩელის მიერ წარმოდგენილ ასო-ნიშანთა გამოსახულებებისაგან. ფიფია მის მიერ წარმოდგენილ გრაკლიანის წარწერის ასო-ნიშნებს კითხულობს მარცხნიდან მარჯვნივ, რაც სემიტურ-არამეული წარმომავლობის ქალდეველი მეგრელ-ლაზი ხალხისთვის უჩვეულოა. ისინი ნაწერს წერენ და კითხულობენ აუცილებლად მარჯვნიდან მარცხნივ), (რა საინტერესოა, სად ნახა მეგრელ-ლაზების მიერ მარჯვნიდან მარცხნივ ნაწერი ტექსტები ამ სუბიექტმა, ალბათ, მიცვალებულებთან, და ამაზე ისე სერიოზულად საუბრობს, თითქოს უფალო მომიტევე და, მიცვალებულთა რომელიმე კონფერენციის მასალებს ასაჯაროებდეს! (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ კუკური ფიფიას, ანუ ერთი პიროვნების მიერ წამოჭრილ, სავარაუდოდ მცდარი კონცეფციის გამო, დაუშვებელია, მთელი კუთხის მიმართ ააგორო მსგავსი ანტიეროვნული ინსინუაციები.ზ.თ), ამას ადასტურებს ისიც, რომ მეგრელ-ლაზების უახლოესი წინაპრები ქურთები და ებრაელები არიან… და ამ მის აღმოჩენასთან დაკავშირებით მოჰყავს გიორგი ანდრიაძის არგუმენტები , რომლებიც გაზ. რეზონანსში 2013 წლის 27 მაისსა და 25 ნოემბერს გამოქვეყნებულა.) ჩემი კვლევებით, გრაკლიანის ასო-ნიშნებით სიტყვები არ იკითხება და არავითარ მეგრულ-ლაზური კვალი არ შეინიშნება. ძალიან საეჭვოა, რომ მეგრელები 3000 წლის წინათ დღევანდელი მეგრული ენით ლაპარაკობდნენ. , ივ. ჯავახიშვილი ქალდეველთა შესახებ წერს: ითრუშენას ანუ ითრუჯანი -ს ღვთაებაზე აქ არაფერს ვამბობთ, რადგან თვით წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების ავტორსაც ქართველთა ღვთაებად არ ჰყავს მიჩნეული და მას არც სალოცავი ჰქონია საქართველოში: იგი ქალდეველთა ღვთაებად იწოდება. მაშასადამე, ის ქართულ წარმართულ პანთეონს არ ეკუთვნის … , მეგრელები (მეგარელები) ვერავის პროტო ხალხი ვერ იქნება, ვინაიდან სემიტური რასა ქვეყნის გაჩენიდან დღემდე 5700 წელს ითვლის. მაშინ, როცა ქართველები ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ყურძენს ვწურავდით და ქვევრში ღვინოს ვაყენებდით … ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ, მეგარელმა სემიტებმა (მხედველობაში ჰყავს ლაზ-მეგრელები.ზ.თ.) მიითვისონ ქართული ანბანი… 

აი, ასეთი აღმაშფოთებელი, ზღვარდაუდებელი მარგალიტებითაა სავსე ნაზი ხანიაშვილის მიერ დროის გარკვეული ინტერვალით დაბეჭდილი ორივე წერილი. მას მიზნად აქვს დასახული ქართულ სამყაროს როგორმე ჩამოაშოროს ქართულივე სამყაროს განუყოფელი ნაწილი – სამეგრელო და მეცნიერული რუდუნებით ცდილობს, ლაზ-მეგრელების სემიტური რასისთვის მიკუთვნებას. საიდან ეს თავდაჯერება? ჯერ ერთი, ვინ არის ის თვითონ, ან რატომ აძლევს თავს უფლებას, ლაზ-მეგრელები ქართული სამყაროსთვის უცხო ეთნოსად წარმოაჩინოს, საკუთარი თავი კი ქართული ეთნოსის კანონიერ მემკვიდრედ და მისი უფლების ყველაზე კომპეტენტურ დამცველად. შემთხვევით აკაკი წერეთლის ღამურას სენი ხომ არ შეჰყრია?..
თავისი არგუმენტის ერთადერთ მტკიცებად მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ითრუჯანასთან დაკავშირებით და ერთხელაც არ ახსენებს ოქრომრავალი კოლხეთის სამყაროს, მზის შვილების, აიეტისა და მედეას ხანას, რადგან მათი ებრაელებისა და ქურთების ეთნოსისადმი მიკუთვნება მისი კონცეფციის სიმცდარეს იმთავითვე დაადასტურებდა.

მადლობა ღმერთს, ოქროს საწმისის მითი ქართველების მიერ არაა შეთხზული და მსოფლიო რანგის მკვლევარების მიერ ისტორიულ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. გასულ საუკუნეში მეცნიერმა და მსოფლიო მოგზაურმა ტიმ სევერინმა, როცა არგოს ასლით კოლხეთამდე ის საზღვაო მარშრუტი გაიარა, რაც არგონავტთა ოდისეაშია აღწერილი, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არგონავტების მოგზაურობა ისტორიულ სინამდვილეს შეეფერება და ყველა მითს დამადასტურებელი არტეფაქტები უმაგრებს ზურგს.

ხანიაშვილი მსოფლიო რანგის მეცნიერთა მიერ დადგენილ ფაქტებს შეგნებულად არიდებს თავს, რადგან დიდი მიზანი აქვს, ამ მიზნიდან გადახვევა არ აწყობს და ამგვარი მეთოდით ცდილობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავისი თამამი გამოხდომებით თავი დაამახსოვროს.

რაო, ბერძნებს ამ საკითხების ირგვლივ ხანიაშვილზე ნაკლები ცოდნა ჰქონდათ და არ იცოდნენ კოლხეთისკენ რისთვის მოემართებოდნენ? საქმე ისაა, რომ ისინი ამ ნაბიჯის გამართლებას საუკუნეებია ცდილობენ, მაგარამ მათ თვითონ ისტორიამ გამოუტანა განაჩენი და დაამტკიცა, რომ სხვის საუნჯეთა მიმტაცებელი ერი სრულ კეთილდღეობასა და ბედნიერებას ვერასოდეს ეღირსება… და ხანიაშვილი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები რომ მიაფუჩეჩოს, წინასწარ თავს იზღვევს, სამი ათასი წლის წინ საეჭვოა, მეგრელები დღევანდელ მეგრულზე მეტყველებდნენო, და ლაზ-მეგრელთა და კოლხთა იდენტობასა და მემკვიდრეობითობას იმთავითვე გამორიცხავს… ან როგორ შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ადგილი ჰქონდა წარმართული ხანისა და შემდგომ, გაქრისტიანების გზაზე შემდგარი საქართველოს ბობოქარ ისტორიაში. საინტერესოა, რატომ არ ახსენებს სხვადასხვა მწვალებლური ჯგუფების მცდელობებს, გაბატონებულიყვნენ ქართულ სივრცეში, რათა ერი მათთვის სასურველ გზაზე დაეყენებინათ. ამავე წარმატებით შეიძლებოდა კოლხებისთვის წარმართულ მისტერიების ტრადიციის, კერძოდ კი ჭყონის (მუხის) კულტის მადიდებელი ვინმე უცხო (მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოვლად გამორიცხულია.ზ.თ.), ხალხის ნათესაობა დაებრალებინა, ან ეგრისში კათოლიკე ბერების მოღვაწეობის გამო მეგრელ-ლაზები იტალიელებად შეერაცხა, რით არიან სხვებზე ნაკლები, ხოლო აგერ, ჩვენს რეალობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ ქუჩაზე ახეტებულ იეღოველთა სექტის მაგალითზე, რომელთაც, სამწუხაროდ, კანონი იცავს და სულებზე ნადირობის აქტიური ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, ქართველები ამერიკულ ან სექტანტთა შემომგზავნი ქვეყნის ეროვნულ წარმონაქმს მიაკუთვნოს. მაგრამ მშვენივრად იცის, დიდი ავანტიურის დასატრიალებლად, რაც უფრო დიდ სიცრუეს ააგორებს, მისთვის უფრო ხელსაყრელია, და ვიღაცის დავალებით, იმ კუთხეს უმიზნებს, რომელზეც თავის დროს ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, სამეგრელოში ვიყავი და ნამდვილი საქართველო აქ ვნახეო… და ამჯერად აუცილებლად უნდა მოვუხმო ერთი ხალხურ სიბრძნეს: ეგრე არაა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო!.. 

მისი ნაღვაწები იმის საბაბს იძლევა, ვიფიქრო, რომ ამ პერსონას საქართველო ჩალით ჰგონია გადახურული. მას არც ერთი ქართველი მეცნიერი არაკომპენტენტურობის გამო პასუხის ღირსად არ ცნობს, და აქედან გამომდინარე, ეტყობა, გაუმყარდა აზრი იმისა, რომ მისი ნაცოდვილარი სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ქართული აზროვნება არასოდეს ისე არ დაკნინდება, რომ ნაზი ხანიაშვილისა და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ანგარებიანი შარლატანის ამარა დარჩეს, რომელთაგან ერთ-ერთს, ვინმე ფირცხელავას ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღი სხვა დროსა და სხვა სივრცეში გადააქვს და გაუთვითცნობიერებელი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

საინტერესოა, როდის ამოიღებთ ხმას ზოგადად ისტორიის და კონკრეტულად ლიტერატურის ისტორიის მკვლევარებო. თქვენი სეფე სიტყვა ბრძანეთ რეგალიებმოხვეჭილო პროფესორებო და აკადემიკოსებო, როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას, ვითომ ამ დილეტანტებს თავს როგორ გავუყადრებთო… ნუ გაუყადრებთ თავს, მაგრამ ნურც გაუჩუმდებით, რადგან დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო, პირიქით, ის ხშირად თანხმობის ნიშანია. ადექით და პირუთვნელი არგუმენტებით გამყარებული პასუხი გაეცით ამ ვიღაცის მიერ დაქირავებულ ვითომ მეცნიერებს. საბუთი გნებავთ? ხანიაშვილის წერილები ნათელი ნიმუშია აშკარა დილეტანტიზმისა, დროში ემთხვევა და უნისონში მოდის ამასწინათ ზუგდიდში გამართულ მომიტინგეთა მოთხოვნასთან, სამეგრელოს ავტონომიზაციასთან დაკავშირებით. აშკარაა, ვიღაცა სხვადასხვა გზებით ცდილობს თავისი ავი ზრახვების ბოლომდე მიყვანას და ეს იდეა აფხაზეთში თავმოყრილი და ნახტომის სამზადისში მყოფი, დაფინანსებული და ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელი ჯგუფებიდან მომდინარეობს.
ჩემი აზრით, ხსენებულ საკითხებზე შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რადგან ამ ქმედებებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები იკვეთება და თუ სახელმწიფოს ძალა შესწევს, წინ უნდა აღუდგეს ამგვარ ანტისახელმწიფოებრივ, მიზანმიმართულ გამოხდომებს.
რედაქციებს კი მოკრძალებით ვურჩევდი: ნაზი ხანიაშვილი და სხვა წინასწარმეტყველები და გურუები , როგორც ჩანს, მათ ნდობასა და კეთილგანწყობას ბოროტად იყენებენ. თუ კეთილს ინებებენ, ძველ ტრადიციას გაიხსენებენ და პრობლემურ და საეჭვო შინაარსის წერილებს სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის სწავლულებს გადასცემენ, უხერხულობას უეჭველად აიცილებენ თავიდან.

ინტერნეტის იშვიათი მომხმარებელი ვარ, მაგრამ ამ წერილისთვის ხანიაშვილის პოსტს რომ ვეძებდი, წავაწყდი გვერდს, რომელმაც ჩემში საშინელი გულისწყრომა აღძრა: პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფერად ილუსტრაციაზე მცხეთის ჯვარი, მტკვრისა და არაგვის შესართავთან საქართველოს უძველესი დედაქალაქი – მცხეთა, ქართული ქრისტიანობის ბურჯით – სვეტიცხოველით, სამთავროს მონასტრით, ბებრის ციხითა და მთელი რიგი კომპლექსებით… იყო განფენილი და ინგლისურ ენაზე, შთამბეჭდავი მხატვრული შრიფტით, არც მეტი, არც ნაკლები, ამშვენებდა სათაური – არმენია.
იქნებ მოიძიოთ, ბატონებო, ინტერნეტში ეს ფოტო. თუ თქვენ იმის მტკიცებას მოჰყვებით, რომ ეს შემთხვევით ხდება და ყურადღების ღირსი არაა, ვერ დამარწმუნებთ, რადგან სამყაროში ყველაფერი მკაცრ კანონზომიერებას ემორჩილება. ვინც ეს ჩაიდინა, მას აქვს მიზანი, რისი ერთ-ერთი უდიდესი ქმედითი იარაღია სოციალური ქსელი და მისი რეკლამა, რაც ადამიანის გონების შრეებში სამუდამოდ ილექება და ვინ იცის, ნელი მოქმედების ნაღმივით როდის იფეთქებს. უკიდურეს შემთხვევაში, გაიხსენეთ აფხაზეთი, სადაც ამგვარმა წაყრუებებმა და მსგავსი დანაშაულის ტოლფასმა ქმედებებმა ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღეს მისი ძირძველი მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, ხოლო სამურზაყანოში ჩარჩენილები უუფლებო უცხოტომელებადაა გამოცხადებული, უმძიმეს, დამამცირებელ პირობებში უხდებათ არსებობა და ვერც მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებები თუ ზერელე დაპირებები ცვლის ეთნიკური კუთვნილობის გამო მონობასთან გათანაბრებულ, გაუსაძლის ყოფას.

სანამ გვიან არ არის, დროა, ზემოთჩამოთვლილ თავკერძობებს საკადრისი პასუხი გაეცეს და ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
ეს ჭეშმარიტ მეცნიერთა მოქალაქეობრივი ვალია.

მეტის ნახვა
6-06-2018, 17:00


ნიუ ეიჯი ახალი ერა , ახალი საუკუნის რელიგია – საერთო სახელი განსხვავებული მისტიური მიმდინარეობისგან მიიღო. ნიუ ეიჯი განსხვავდება ტრადიციული რელიგიური მიმდევრობებისაგან იმით რომ, ის არ არის წარმოდგენილი რომელიმე ერთი სასულიერო სწავლებით ან რელიგიური მრწამსით (სექტა, საზოგადოება, ტრადიცია, სკოლა), არამედ გულისხმობს მასში განსხვავებულულად მოაზროვნე ოკულისტების, ეზოთერიკოსების და მეტაფიზიკოსების სწავლებებს, პრაკტიკასა და კონცეფციებს. 1980-იანების დასაწყისში, ტერმინი ნიუ ეიჯი , ფართოდ გავრცელდა დასავლურ მასმედიასა და ლიტერატურაში, მაგრამ მისი ჩამოყალიბება უფრო ადრე მოხდა.

დასავლეთის სოციუმის უმაღლეს ფენებში, განსაკუთრებით კი ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელებამ ხელი შეუწყო იმას, რომ სექსოლოგებს და ფსიქოლოგებს შორის გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ცდილობდნენ ამ ვნების მატარებელთა რეაბილიტაციას. უდიდესი წვლილი ამ საქმეში შეიტანა ებრაული მასონური ლოჟის ბნაი ბრიტის წევრმა ზიგმუნდ შლომო ფროიდმა. ცნობილია, რომ მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა მაგიასთან და ოკულტიზმთან, მან პრაქტიკულად შექმნა თავისი საკუთარი საიდუმლო ორდენი საიდუმლო შეხვედრებითა და ენითაც კი. მის შეხედულებებზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს იუდეველ წინასწარმეტყველთა ისეთმა კორიფეებმა როგორებიც იყვნენ კაბალისტ ადოლფ ჟელინეკი და დოქტორი ვილჰელმ ფლისი, რომელმაც ბისექსუალურობის იდეა და კონცეფცია განავითარა… ფროიდი აქტიურად აკრიტიკებდა შეხედულებას ჰომოსექსუალიზმზე, რომლის მიხედვითაც ის გახლავთ შედეგი დეგენერაციისა და წარმოადგენდა მას როგორც ფსიქოსექსუალური ორიენტაციის ერთგვარ ფორმად, რომელიც ობიექტის არჩევანზეა დამოკიდებული… ჰომოსექსუალიზმის მომდევნო დეკრიმინალიზაციისათვის განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა ფროიდის დასკვნას, რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სქესის ობიექტის არჩევა და ამ არჩევანს ისინი ქვეცნობიერში აკეთებენ და რომ ფსიქოანალიზი შესაძლებლობას იძლევა ყოველ ადამიანში გამოვლინდეს ობიექტის არჩევანის ჰომოსექსუალური ელემენტი. გარყვნილების სხვა არანაკლებ ცნობილი დამცველი გახლდათ ფაბიანური საზოგადოების წევრი, ბერნანდ შოუს უდიდესი თაყვანისმცემელი გალტონის ევგენიკის ინსტიტუტის მეთაური და სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგის პრეზიდენტი, ინგლისელი მეცნიერი ჰევლოკ ელისი რომელიც დაქორწინებული იყო ლესბოსელ ქალზე ედიტ ლისზე. თავის ნაშრომებში (სექსუალური ინვერსია, სქესის ფსიქოლოგიის გამოკვლევა)ის უარყოფდა ჰომოსექსუალიზმის დეგენერაციულ არსს და მათ ნორმალურ ადამიანებად სახავდა. მოკლედ, ელისი სექსუალური რევოლუციის პირველი მერცხალი გახლდათ…

დასავლეთის საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში გადამწყვეტი ცვლილებები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. რაც დაკავშირებული იყო აშშ-ში დაწყებულ კულტურულ და სექსუალურ რევოლუციასთან , რომელმაც ღია ომი გამოუცხადა ყოველგვარ ტრადიციულ ღირებულებას, ნორმასა და ყოფიერებას. ეს რევოლუცია დაემთხვა ახალ, უფრო მძლავრ ტალღას ოკულტიზმისა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოდგენილია მოძრაობა ნიუ ეიჯის მეშვეობით და რომელიც ადრინდელ ეზოთერული სწავლების გამაგრძელებლად მოგვევლინა. ნიუ ეიჯი პრეტენზიას აცხადებს შექმნას ახალი, უკანასკნელი მსოფლიო სინთეთიკური რელიგია, რომელიც შეცვლის ქრისტეანობას. მას დასაბამი დაუდო ელენე ბლავატსკაიას საქმის გამგრძელებელმა ელის ბეილიმ, რომელიც ახალი ერას წინასწარმეტველი გახდა-მერწყულის ერასი იგივე ახალი მსოფლიო წესრიგისა , ხოლო მის იდეებსა და მიზნებს, საზოგადოებას მერილინ ფერგიუსონი განუმარტავდა პროგრამული წიგნის მერწყულის შეთქმულების საშუალებით (ავტორი თავად გახლდათ), რომელიც წარმოადგენს კაცთღმერთობის თანამედროვე რელიგიას. ნიუ ეიჯის მიზანია მსოფლიო წესრიგის ტოტალური შეცვლა ადამიანის სულიერი გარდაქმნით, რათა მიაღწიოს ღვთაებრივ ყოვლადძლიერებას , რომელიც მას მსოფლიოს მართვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ სწავლებამ მისცა რელიგიური საფუძველი ჰომოსექსუალიზმს, რომელსაც ადამიანის გადარჩენის თავისი გზა შესთავაზა. ნიუ ეიჯი სრულიად იმეორებს კაბალის სწავლებას პირველ ადამიანზე, როგორც ღმრთის მსგავს სულიერ ანდროგენზე, რომლის მთლიანობა მატერიალიზაციის შედეგად ორ ნახევრად დაიშალა. ამგვარად სქესი წარმოადგენს საზიანო შეხედულებას, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე და ხრწნადობამდე მიჰყავს, რომ გადარჩეს უნდა დაუბრუნდეს ადრინდელ სულიერ მდგომარეობას და შეუერთდეს ღვთაებას. 

სექსოლოგმა ჯონ მანიმ ჩამოაყალიბა. პირველად გენდერისა და გენდერული როლის ცნებები ადამიანის სოციალური სქესის აღსანიშნად, რომელიც სოციალურ განსაზღვრებად იდენტობად გაიგება და, რომელიც ბუნების მიერ ბოძებული ბიოლოგიური სქესისგან განსხვავდება. მალე ეს ცნებები აიტაცეს სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. ის საკმაოდ გავრცელდა ფემინისტური მოძრაობის შიგნითაც, ებრძოდა რა მამაკაცურ ძალაუფლებას, კრიტიკის ანალიზი ბიოლოგიური იდენტობიდან სოციალურზე გადაიტანა. ამან შესაძლებლობა მისცა მას სქესი განეხილა როგორც სოციალური მოვლენა…აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ყალიბდებოდა მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებდნენ რა თავიანთ განსაკუთრებულ უფლებებზე ზეწოლის მთავარ პოლიტიკურ ბერკეტად ყოველწლიურად იყენებდნენ გეი-აღლუმებს ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. ამერიკელი მხატვარ-აქტივისტის, გილბერტ ბეიკერის მიერ გეი-აღლუმებისთვის შემუშავებული ცისარტყელას დროშა მოძრაობის სიმბოლიკად იქცა. ფაქტობრივად, მან გამოიყენა ნიუ-ეიჯის ერთ-ერთი სიმბოლო, ცისარტყელას მეშვეობით გამოიხატება ხიდი ადამიანის ინდივიდუალურ სულსა და საყოველთაო ზე-გონს შორის. 

1990-წელს ამერიკის ფსიქიატრიულ ასოციაციაზე ორიენტირებული და ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო საზოგადოებამ ამოიღო ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან. სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ლგბტ-საზოგადოება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ… 

დღეს უკვე ფართოდ გავრცელებული გლობალისტური იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობის საპირისპირო შეხედულება გახლავთ. გლობალიზაცია სხვადასხვა ფორმის გამოვლენით – „გლობალური მსოფლიო წესრიგი” და ასე შემდეგ – 2000 წლიანი ქრისტიანული ეპოქის დასასრულზე და ახალი დროის დასაწყისზე საუბრობს. მათი დამქაშები ხშირად იმეორებენ ტერმინს „პოსტ-ქრისტიანული მსოფლიო”, ანუ ადამიანების შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ ქრისტიანობამ უკვე მოჭამა თავისი დრო, ის ვითომდა ისტორიული წარსულია. ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ, მათი აზრით, „ახალი ერა”, „მერწყულის ერა” დადგებოდა. ამ იდეოლოგიას ისინი ამერიკაში პოპულარული თეოსოფიური და ოკულტური მიმდინარეობის „ნიუ ეიჯ, ანუ “ახალი დრო”-ის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მოძრაობა ფართო მასებისათვის ცნობილი 1975 წელს გახდა. ის თავდაპირველად ა.შ.შ. – ში, ხოლო შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. „ნიუ ეიჯი” არ არის არც სექტა, არც რელიგია. მას თითქოს არა აქვს მმართველობითი ცენტრი, ორგანიზაციული სტრუქტურა, არ გააჩნია განსაზღვრული სწავლება და დოგმატები და ასე შემდეგ ამ მიმდინარეობაში შერწყმულია მონიზმი, პანთეიზმი, გნოსტიციზმი, სხვადასხვაგვარი ოკულტური საზოგადოებები და სექტები, ერეტიკული და ყალბი რელიგიური მიმართულებები. მათი მიზანია – გარდაქმნან პიროვნება, ხოლო შემდეგ – გარდაქმნან მთელი მსოფლიო. ამისთვის ისინი ყველანაირ საშუალებებს: პრესას, ტელევიზიას, მასობრივ პოპ-კულტურას, ნარკოტიკებს, საზოგადოების გარყვნის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ. მუსიკის სფეროში გაჩნდა ახალი სტილი „ნიუ ეიჯი”. დაწესებულია ყოველწლიური პრემია „გრემი” ამ სტილის საუკეთესო ალბომისათვის. მრავალი ამერიკელი კონგრესმენი და „რომის კლუბის” გამოჩენილი წევრის ცნობილი ეკუმენისტის ენ ჩიტეს მიერ ჩატარებულ „ახალი დროის” ყოველდღიურ ლექციებს ესწრებოდა.

დღესდღეობით, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, „ნიუ ეიჯ-ის” წარმომადგენლები ყველაზე მდიდარი, განათლებული და წარმატებული ადამიანები არიან. „ნიუ ეიჯის” ინსტრუქტორები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „პროქტერ ენდ გემბლი”, „ჯენერალ მოტორსი”, „ფორდ მოტორ კომპანი”. მათ მიერ იხსნება უნივერსიტეტები, „ნიუ ეიჯის” ფონდები. ასე რომ, „ნიუ ეიჯი” – არა რელიგია, არამედ რელიგიურ-სოციალური მოძრაობაა, რომლის მიზანი ახალი „სულიერების” ახალი „რელიგიური შეგნებისა” და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაა. სინამდვილეში „ნიუ ეიჯი” კაცობრიობას ანტიქრისტეს მოსვლისათვის ამზადებს. „ახალი დროის” ქაოსიდან შემდეგში ერთინი მსოფლიო რელიგია უნდა დაიბადოს, რომელიც თავის თავში დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიის ელემენტებს შეიცავს. „ნიუ ეიჯის” მრავალი ელემენტი გადმოღებულია ოკულტიზმიდან. აქ არა მარტო ცრურწმენისა და წარმართობის, არამედ ჯადოქრობისა და მაგიის ელემენტები შეინიშნება. „ნიუ ეიჯის” მსოფლმხედველობა მორალურ ინდიფერენტიზმზეა აგებული. ცნობილი მაგისა და ოკულტისტის კროულის „სურვილით“, მომავალში „ნიუ ეიჯის” კანონი უნდა გამხდარიყო – „აკეთე ის, რაც გინდა”. (ალისტერ კროულის საყვარელი მაგიური დევიზი) ამ მოძრაობის მიმდევრები იბრძვიან ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების უფლებებისათვის, რითაც თანამედროვე მსოფლიოს ახალ სოდომად გადაქცევას ცდილობენ.

დღესდღეობით „ნიუ ეიჯის” 22 მლნ მიმდევარი ჰყავს. მარტო ამერიკასა და კანადაში, „ნიუ ეიჯის” დაახლოებით 20 ათასი ორ-განიზაციაა. ეს ორგანიზაციები სხვადასხვაგვარი, მეცნიერული, პოლიტიკური, რელიგიურ – ფილოსოფიური ფორმისაა.
ბერძენმა ღვთისმეტყველმა ალექსის პანაგოპულოსმა დაწვრილებით განიხილა მოძრაობა „ნიუ ეიჯის” არსი და შემდეგი აზრი გამოიტანა: მათი მიზანი „ახალი მსოფლიოს წესრიგის” თეორიის შემუშავება, ახალი მსოფლიოს რელიგიის „ახალი ეპოქის ქრისტეს” (ანუ ანტი-ქრისტეს) მოსვლაა.
მოკლედ, გლობალიზაციის იდეოლოგიამ ჩამოიხსნა თავისი ნიღაბი და გვიჩვენა თავისი მონდილისტური არსი – სინთეტური რელიგია, რომლის აღმსარებლობაა: რწმენა ერთიანი კაცობრიობისა, რომელიც ერთიანი ცენტრიდან, ანუ მსოფლიო მთავრობიდან წარიმართება.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
6-06-2018, 06:30