(გაგრძელება, დასაწყისი იხ. "სგ" N 22)

1994 წლის 8 თებერვლის რეზოლუციაში ევროპარლამენტი წევრი-ქვეყნებისგან მკაფიოდ ითხოვდა ბოლო მოეღოთ ჰომოსექსუალისტებისთვის დაწესებული აკრძალვისთვის ჰყოლოდათ ოჯახი, იძლეოდა რეკომენდაციებს გარანტირებული ჰქონოდათ მთელი რიგი უფლებები, პარტნიორთა რეგისტრაციის შესაძლებლობა და მოხსნილიყო შეზღუდვა ჰომოსექსუალისტთა მიერ ბავშვთა მიშვილებაზე. 2000 წელს, ადამიანის უფლებათა ქარტიაში ევროპის კავშირმა უარი თქვა სქესის მითითებაზე ქორწინების განსაზღვრებისა და ბავშვის უფლებების დამტკიცების სფეროში (ლაპარაკია მშობლების თანასწორუფლებიანობაზე დედისა და მამის ხსენების გარეშე). 2001 წლის 5 ივლისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა წევრ-ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა შეეცვალათ თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტთათვის თანაბარი უფლებების მინიჭების მხრივ და ევრო კავშირის დღის წესრიგში დაეყენებინათ საკითხი ჰომოსექსუალისტთა შორის ურთიერთობის კანონიკურობის აღიარებაზე. დაბოლოს 2003 წელს, ევროპარლამენტმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა მოხსნილიყო ჰომოსექსუალისტთა დისკრიმინაციის ყველა ფორმა (იურიდიული და ფაქტობრივი), კერძოდ, ქორწინებისა და ბავშვთა მიშვილების სფეროში. შემდეგათ, 2006 წლის რეზოლუციაში ქვეყნებს რეკომენდაცია მისცეს მიეღოთ ახალი ზომები ერთსქესოვანი ქორწინებების ლეგალიზაციისთვის და მოუწოდეს ყველას თავიანთი კანონმდებლობა ჰომოსექსუალისტებისადმი უფრო "ლმობიერი" კანონებით შეეცვალათ. გარდა ამისა, ამავე რეზოლუციით გათვალისწინებულია მთელი რიგი ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არაფერს იღონებენ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვლენილი სხვადასხვა ექსცესებისადმი. 

იმისთვის, რათა არ გამოწვიათ ევროპელთა პირველდაწყებითი მძაფრი საპროტესტო რეაქცია, გარდამავალი ნაბიჯის სახით ევროპის პოლიტიკური ელიტის მაღალმა ეშელონებმა შეიმუშავეს ქორწინების ალტერნატიული ფორმა, ერთსქესიანი პარტნიორობის დარეგისტრირების უფლება, რომლის წყალობითაც გარყვნილები ღებულობდნენ საგადასახადო შეღავათებს და მემკვიდრეობის უფლებებს. პირველად კანონი ამის შესახებ მიღებულ იქნა დანიაში 1989- წელს., ხოლო დღეისთვის ის არსებობს ანდორაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ისრაელში, ირლანდიაში, ისლანდიაში, კოლუმბიაში, ლიხტენშტეინში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ეკვადორსა და აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ჰომოსექსუალისტებს შეუძლიათ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ იტალიის ზოგიერთ ქალაქშიც.

სხვადასხვა ქვეყნებში ეს "კავშირები" სხვადასხვაგვარად იწოდება, განსხვავებულია უფლებების ჩამონათვალიც, რომლებითაც ისინი სარგებლობენ, თუმცა ამით არსი არ იცვლება – ეს არის ჰომოსექსუალისტთა "ქორწინების" დაკანონების პირველი ფორმა. ბრძოლის ალგორითმი კარგად არის შემუშავებული და საკმაოდ მკაფიოდ მუშაობს. მოამზადეს რა ნიადაგი, უმეტესად "წინწაწეული" მმართველები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ჰომოსექსუალისტებს უკვე ქორწინების სრული უფლებები მიანიჭეს. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ეს აღიარა, გახდა ჰოლანდია (2001 წელს.), შემდეგ ამ გზას დაადგნენ ბელგია (2003-წელს), ესპანეთი, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ნორვეგია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია, არგენტინა, დანია და აშშსა და მექსიკის ზოგიერთი შტატები. 2013- წლის აპრილს მათ შეუერთდა ურუგვაი და ახალი ზელანდია, 18 მაისს – საფრანგეთი, ხოლო 21- მაისს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანი ქორწინიების უფლებას იძლევა ინგლისსა და უელსში. ამჯერად მსგავს კანონპროექტებს განიხილავენ ლუქსემბურგი, ნეპალი და პარაგვაი. 

არც ისე დრამატულად, მაგრამ საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა ბრიტანეთის პარლამენტშიც. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან ნაიჯელ ფარაჯი უთითებდა, სინამდვილეში ყველაფერს წყვედტა არა ინგლისის პარლამენტი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო. პრემიერ-მინისტრმა კამერონმა, მისი პარტიისა და ერის საწინააღმდეგოდ, ეს კანონპროექტი პარლამენტს თავს მოახვია უშუალოდ სტრასბურგის მითითებით. ასე, რომ არ არის გასაკვირი საფრანგეთსა და ბრიტანეთში ერთდროულად რომ განიხილებოდა ეს კანონპროექტი. თუმცა, ფარაჯმა გახსნა ევროკავშირის უფრო ღრმა ზრახვები, რომლებიც სტოკჰოლმის პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული და გულისხმობს ევროპის ქვეყნების უფლებათა უნიფიცირებას 2010–2014- წლების პერიოდში. ამ მიზნების მიღწევის მეთოდები წარდგენილ იქნა ბერლინგუერის მოხსენებაში 2010- წელს, რომელიც, როგორც ფარაჯმა ივარაუდა, ამა წლის ნოემბერში უნდა იქნეს მიღებული. ამ კანონის თანახმად, ნებისმიერი სამოქალაქო პაქტი ან ქორწინება, რომელიც ევროკავშირის ერთ რომელიმე ქვეყანაში იქნება დადებული, კანონიერად უნდა იქნეს ცნობილი სხვა წევრი-ქვეყნების მიერაც. ანუ თუ წყვილს უფლება არა აქვს ქორწინება გააფორმოს თავის მშობლიურ ქვეყანაში, მას ამის გაკეთება შეუძლია ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, და როდესაც თავის ქვეყანაში დაბრუნდება, იქ უკვე ეს პაქტი კანონიკურად უნდა იქნეს აღიარებული.

გასაგებია, რომ ამგვარი `"ქორწინების უფლება" ხელს შეუწყობს "ჰომოსექსუალური ქორწინების ტურიზმს", და მათ ვინც ამგვარი ქორწინების წინააღმდეგია, იძულებულს გახდის აღიაროს იგი სხვა ქვეყანაში მიღებული კანონების მიხედვით. 2008- წლის მსოფლიო კრიზისის დაწყებით და მსოფლიო ელიტის მიერ "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარების აუცილებლობის ღიად გამოცხადებით სოდომიტების "უფლებების" დამკვიდრების პოლიტიკა ახალ დონეზე გადავიდა. ჯერ-ერთი, ის აღწევს მსოფლიო მასშტაბებს, მეორეც, ჰომოფობიასთან ბრძოლის საბაბით ღებულობს ტრადიციული ღირებულებების აგრესიული დათრგუნვისა და გამოძევების ფორმას. 2008 -წელს გაეროს ისტორიაში პირველად საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სხვა მთელი რიგი სახელმწიფოების ინიციატივით გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია ადამიანის უფლებებთან და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტურობასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარი დაუჭირა სახელმწიფოთა მესამედმა, დღეისთვის მას ხელი მოაწერა უკვე 68 სახელმწიფომ (ალბანეთი, გერმანია, ანდორა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, მწვანე კონცხი, ჩილი, კოლუმბია, კოსტა-რიკა (შეუერთდა 2010 წლის მარტში), ხორვატია, კუბა, დანია, ეკვადორი, აშშ (შეუერთდა 2009 წ.), ესპანეთი, ესტონეთი, მაკედონია, ფინეთი, საფრანგეთი, გაბონი, საქართველო, საბერძნეთი, გვინეა-ბისაუ, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მავრიკია, მექსიკა, ჩერნოგორია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პარაგვაი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, სან-მარტინი, სან ტომე-და-პრინსიპე, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ტიმორ-ლესტე, ურუგვაი და ვენესუელა).

ამან შედეგად გამოიწვია სოდომიტების უფლებების საყოველთაო გამყარება, რომელმაც თავი იჩინა ახლადმიღებულ კანონებში, რომლებიც ითვალისწინებენ დასჯას ჰომოფობიის საფუძველზე, ცნობენ ერთსქესოვან ქორწინებას და ამარტივებენ ტრანსგენდერთათვის ოფიციალური დოკუმენტების გაცემას, სადაც მითითებულია სასურველი სქესი. პოლიციის თანამშრომელთათვის, ციხეებისა და სოციალური მუშაკებისთვის, ასევე სხვა პერსონალისთვის შემუშავდა შესაბამისი პროგრამები. მრავალ სკოლაში რეალიზებულ იქნა ინიციატივები, რომლებიც მიმართულია დაშინების პრაქტიკის აღმოფხვრისკენ. 2011 წლის 15 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის გაერო-ს საბჭომ 17/19-ე რეზოლუციით დაამტკიცა თანასწორობა ყველა ადამიანს შორის მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობისა. ტექსტი, რომელიც წარადგინა სამხრეთ აფრიკამ, მხარი დაუჭირა 39-მა ქვეყანამ და ხელი მოაწერა 86-მა, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა უნივერსალურობა და მოითხოვა რათა 2011 წლის ბოლომდე შედგენილიყო მოხსენება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

მეტის ნახვა
23-06-2018, 10:00


კეშას ბლოგი
_______________________
– სიზარმაცეში, დავიწყებაში, ხვალისთვის გადადებაში…
ყველაფერი გვეზარება – ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ და ვყრით… სტატუსების დაწერით ვიოხებთ გულს და მეზობლებთან ჭორაობით გაგვყავს დრო.

ქვეყანა კი გვეღუპება, სიზარმაცეში გვეხრჩობა ქვეყანა.
ნაცების განდევნაც გვეზარებოდა, მთელი ცხრა წელი გვეზარებოდა – ვეტყოდით, გვიპასუხებდნენ, ვუპასუხებდით, დაგვტუსქავდნენ, დაგვტუქსავდნენ ას და ორასს ადამიანს და დანარჩენ ორასი ათაას, დანარჩენ ორ მილიონს, იმ ორასის გვერდით დადგომა გვეზარებოდა…
დაარბიეს 7 ნოემბერს აქცია, ცრემლსადენი აირით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური თოფებით და წყლის ჭავლით დაარბიეს, ზოგი სცემეს, ზოგი ძალიან სცემეს, ზოგს თავი გაუტეხეს, ზოგს თავიც არ შეარჩინეს და 8 ნოემბერს – ქვეყანამ მშვიდად მისცა ხელისუფლებას უფლება, რუსთაველი დაელაგებინა, სისხლი აეწმინდა რუსთაველიდან – ქუდზე – კაცი, კაბაზე – ქალი არ გამოვიდა მეორე დღეს რუსთაველზე. შეგვეშინდა? – რისი? შეუძლებელია მთელ ერს მოერიოს პოლიცია, შეუძლებელია მთელ ქვეყანას მოერიოს ჯარი – ყველას ხომ ვერ დაგვხოცავდნენ – უბრალოდ, დაგვეზარა… 9 ნოემბერსაც დაგვეზარა და 10 ნოემბერსაც…

გავუშვით ნაცები, ჩვენ არა, თავად ნაცებმა გაყიდეს ნაცები და წავიდნენ და ახლა დასჯა დაგვეზარა – აუ, დაიჭერ ნაცს და ატეხენ დანარჩენი ნაცები მთელ ამბავს, დაგემუქრებიან სტრასბურგით, დაგემუქრებიან ამერიკით და აღშფოთებისთვის მუდამ მზადყოფნაში ევროპით – ხოდა, დავეზარა – უმტკიცე ახლა სტრასბურგს, ეომე ახლა ინფორმაციულად ნაცებს, უხსენი ახლა ამერიკას და ევროპას – რომ ყოფილი მთავრობის წევრებზე მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია გაქვს – ამიტომ, დავწვით ინფორმაცია, ფერფლს გავატანეთ სამართალია…
ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ 51-ე სკოლის დირექტორს 6 თვე ეზარებოდა მოკლულ მოსწავლეზე კარგის თქმა, 6 თვე ათრევინა ჭორს და სიბინძურს, 6 თვე სილაში ედო სირაქლემასავით თავი…

ჩვენ ისე ზარმაცები ვართ, რომ ლგბტ საზოგადოება, თუ მთელი წლის მანძილზე, ეწევა თავისი თავის პროპაგანდას და აგიტაციას – ჩვენ მხოლოდ 17 მაისს გვახსენდება, 17 მაისს გვეწვება ჯიგარი…
ისე ზარმაცები ვართ, რომ ერის სიწმინდეზე საუბარს საუბრით ვამთავრებთ, არ ვაპროტესტებს გაბორდელებულ ქალაქს – კანონიერია ბორდელები? კანონიერად ზის 16 წლის გოგო ზრდასრული კაცის მუხლებზე შუა აღმაშენებელზე?
აპოლიტიკურობა მოგვინდა… ჩვენ მოგვინდა აპოლიტიკურობა? პარადოქსიც აღარ არის, სასაცილოა… როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში აპოლიტიკური იყოს რამე, როცა არც ერთხელ არ გამოვსულვართ ქუჩაში პოლიტიკური პარტიების შეძახილის გარეშე? არც ერთი სოციალური მოთხოვნის გამო არ გადაგვიკეტია რუსთაველი?

რატომ? – არ გვშია და არ გვწყურია?

ჩვენ გვეზარება პასუხი მოვთხოვოთ ჩინოვნიკებს და მერე გვიკვირს – გვიკვირს რატომ ეზარებათ მათ პასუხების გაცემა.
ჩვენ არ ვითხოვთ, გვითხრან, სად მიდის ბიუჯეტიდან თანხები, არ ვკითხულობთ, როგორ ხდება, რომ ბიუჯეტი იზრდება და ჩვენ ვპატარავდებით – მერე გვიკვირს, ამა თუ იმ ჩინოვნიკის გაზრდილი ხელფასი, მერე გვიკვირს დარიცხული პრემიები, დარიცხული დანამატები…
ვუყვებით მეზობლებს, მეგობრებს ვუყვებით, ნაცნობებს ვაჩერებთ და საქმის კურსში ვაყენებთ: რამდენი დანამატი და ხელფასი აუღია ამას და ამას, გაოცების გამომხატველი ჟესტიკულაციებით ვიღლებით, ვოხრავთ და საფულეში ვიხედებით – მაგრამ ისევ გვეზარება, გვეზარება კითხვის დასმა ხმამაღლა და ისინიც იწერენ და იჯიბავენ, იჯიბავენ და მდიდრდებიან – ასე იყო და ასე იქნება – სანამ ჩვენ გვეზარება…
ჩვენ სარალიძის მოკლული შვილისთვის სამართლის თხოვნაც დაგვეზარა – დაგვეზარა და მივუგდეთ ნაცებს, მერე კონტრაქცია მოვაწყვეთ, რამდენიმე საათიანი და დავიშალეთ, ისევ ნაცების ანაბარა დავტოვეთ – გავსულიყავით ორასი ათასი ადამიანი და სად გამოჩნდებოდა ორი ათასი ნაცი – ვნახავდით, გამოვსულიყავით ყველა დაბასა და ქალაქში, ორი მილიონი გამოვსულიყავით, ამდენნი მაინც ხომ ვართ დარჩენილნი და ვინ იქნებოდა ნაცი, ვინ მოუსმენდა კუპრავას.

ტყუილია, ტყუილია რომ პოლიტიკოსები წყვეტენ – ხმა ერისა წყვეტს, ხალხის ხმაა გადამწყვეტი – მაგრამ, როცა ერს და ხალხს ხმა არა აქვს, როცა ერს და ხალხს ხმის ამოღება ეზარება, როცა ერმა და ხალხმა რამდენიმე ასეულ ადამიანს დაუთმო ასპარეზი – შედეგი ასეთია – დავტკბეთ.
რა შიში? ყველა მეორე ექსტრემალი ვართ, რომ გვკითხონ… მოტოებით დავრბივართ, პარაპლანებიდან ვხტებით, ახალ ნარკოტიკებს ვსინჯავთ, ავტორბოლებში ვიღებთ მონაწილეობას, ვჩხუბობთ უბანში ორი, ათის წინააღმდეგ, უთანასწოროდ და ამაყად. ყველა მეორე, საკუთარ სიცოცხლეს უაზროდ ვაგდებთ საფრთხის ქვეშ ყოველდღიურად – რა შიში, არ ვართ ჩვენ მშიშრები – ზარმაცები და ნაცარქექიები ვართ.
ნაცარქექიაც კი არ იყო მშიშარა, ისიც ებრძოდა დევს.

ჩვენ გვეზარება ჩვენი მიწის და სახლის დაცვა და მთავრობას ვლანძღავთ, მთავრობას ვთხოვთ პასუხს – უცხოელები რომ ჩვენს ქვეყანაში მიწებს და სახლებს ყიდულობენ – არ მოგვწონს, მაგრამ ვინ მიყიდა უცხოელს, ის მიწა და სახლი – ეს გვავიწყდება.
გვეზარება დაველოდოთ ქართველ მყიდველს, გვეზარება შრომით ვიშოვნოთ ის რამდენიმე ათასი, რომელსაც უცხელი გვიხდის ზედმეტად და ამიტომ, უშრომელად ვუთმობთ მათ ჩვენს მიწა-წყალს, ამიტომ არ ვყიდით ქართველზე.
7 შვილის დედა შეკრულ ბარგზე ზის, არც ერთი ქართველს არ უნდა, რომ სახლი მიაქირავოს, ამდენი ბავშვი სახლს გამიფუჭებსო, იხმაურებსო, მეზობლებს შემიწუხებსო.

თურქი ხომ არ შეუწუხებს მეზობელს, არც არაბი, არც ერაყელი.
თურქს და ერაყელს ქართველი გოგოები რომ მოჰყავს შუღამისას სახლში – ეგ რატომ არ აწუხებთ ქართველ მეზობლებს?
9 ვაჟი რომ გაზარდეს ხერხეულიძეებმა – მაშინაც წუხდებოდნენ, ნეტავი, ქართველები? მაშინაც უკვირდათ, ნეტავი, ბევრი შვილი და ბევრი ბავშვი ერთად?
ბავშვები რომ შიმშილობენ, სათამაშოები რომ არა აქვთ ბავშვებს, ფერად ფანქრებს და სახატავ რვეულებს რომ ნატრობენ ბავშვები – ეგ ხომ არ გვაწუხებს?
კი, ეგაც სიზარმაცეა, გვეზარება ადამიანების მოსმენა, მოთმენა გვეზარება, აღზრდაში მონაწილეობის მიღება გვეზარება, სხვისი ტკივილის გაზიარება გვეზარება, დახმარება გვეზარება.
ისე წინ და წინ წავედით, უკვე ცოლის მოყვანა და გათხოვება გვეზარება, შვილის გაჩენა გვეზარება, მისი მოვლა და პატრონობა გვეზარება.
სიღარიბის ბრალიაო – მეტყვით ახლა და ეგაც ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ სამართლის მოთხოვნა გინდოდათ, მაგრამ კუპრავამ გადაგაფიქრებინათ – ღატაკ ქვეყნებში ყველგან მაღალი შობადობაა – ჩვენს გარდა. აქაც უცნაურები ვართ. აქაც პარადოქსს ვაწვებით. ღატაკს – ღარიბზე მეტი შვილი ჰყავს, ღარიბს – საშუალო მაცხოვრებელზე მეტი, საშუალო მაცხოვრებელს – მდიდარზე მეტი…

უფლის სახლში მოსალოცად შევდივართ და იმის კითხვა გვეზარება – რატომ არის გადაქცეული უფლის სახლი ისევ სავაჭრო დახლად – რა უნდა გასაყიდ პოვიდლოს და მურაბას, რა უნდა გასაყიდ შოკოლადს უფლის სახლში? ვისი მიწიდან მოჰყავთ ეს ხილი და ბოსტნეული, ზეცაში გამოკერებული მიწიდან? ამისთვის ვაჩუქეთ მიწები, რომ მერე იქ მოყვანილი პროდუქცია ოთუსბირად მოგვყიდონ?
თუ იმაზე ზედმეტი მოგყავთ, რაც თავად გჭირდებათ, უპატრონო ბავშვები აღარ გვყავს? აღარ გვყავს გაჭირვებული ოჯახები?
რად უნდა მღვდელს სასტუმრო და ბიზნესი, რად უნდა მღვდელს სასახლე?

ნაცარქექიაც კი ადგა ერთ დღეს და გზას გაუდგა, იმანაც კი მოკლა, ერთ დღეს, დევი, იმანაც დაიწყო, ერთ დღეს, ცხოვრებასთან ბრძოლა…
ჭეშმარიტად, სიზარმაცე – ჩვენი საყვარელი ცოდვაა.
სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით ჭეშმარიტებას, სიზარმაცეში ვერ ვიპოვნით სიმართლეს, სიზარმაცეში ვერ ვიპონით პურს – სანახაობა კი, სანახაობა რამდენიც გვინდა.

ველოდები იმ დღეს, როცა სანახაობის ნახვაც დაგვეზარება…
სიზარმაცე – მკვლელობაა, ქურდობაა – სიზარმაცე, მეძავეობაა – სიზარმაცე, საკუთარი მშობლების და შვილების უპატივცემულობაა – სიზარმაცე, უფლის უსიყვარულობაშია -სიზარმაცე, ცილისწამებლობაა – სიზარმაცე…
ყველა ცოდვის თანაზიარნი ვართ, ჩვენი სიჩუმით და უმოქმედობით, ჩვენ, ასე საყვარლად ზარმაცნი

მეტის ნახვა
21-06-2018, 14:00


(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "სგ" N20)

ნებისმიერი რეპრესიის, მათ შორის, 37-იანი წლების რეპრესიების გამართლება, რა მიზანსა და ამოცანასაც უნდა ისახავდეს იგი, ცხადია, არ შეიძლება, თუმცა 37-იანი წლების რეპრესიებს ჰქონდა განსაკუთრებული მოტივაცია, განსაკუთრებული მიზანი _ ტროცკისტული ორგანიზაციების განადგურება.

სრული სიმართლეა ის, რომ 37-იანი წლების რეპრესიებს ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა სრული სიცრუე იქნებოდა იმის თქმაც, თითქოს არავითარი ტროცკისტული ორგანიზაციები არ არსებობდა და, იმ დროის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, არც მავნებლურ, ძირგამომთხრელ, ჯაშუშურ-დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა ვინმე.
ვინ იყო ლევ ტროცკი და რას წარმოადგენდა ის იდეოლოგია, რომლის განხორციელებას ტროცკი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ, ზემოთ უკვე ვთქვით, თუმცა არ გვითქვამს ერთი რამ _ 37-იანი წლების რეპრესიები იყო ერთგვარი კონტრრეპრესიები იმ რეპრესიებისა, რომლებიც მანამდე მთელ საბჭოეთში მძვინვარებდა და რომლის მთავარი მებაირახტრე ტროცკი და მისი ამფსონები იყვნენ.

უცნაური ამბები ხდება ამ 37-იან წლებში _ მასობრივად აპატიმრებენ და სხვადასხვა სასჯელს უსჯიან ადამიანებს, რომლებიც მანამდე ხელმძღვანელ პოსტებზე იყვნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში.

უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ჯერ იაგოდა და ეჟოვი ხვრეტდნენ სხვებს, მაგრამ დგება დრო და ახლა მათ მიაყენებენ კედელთან.

ასე ხდებოდა ეს საქართველოშიც…

კაცი, რომელმაც საკუთარი მამის სურათი გამოიტანა მოედანზე და მაუზერის ტყვია დააცალა _ თავადი იყო ეგ და, საერთიოდ, თავადაზნაურობა და ინტელიგენცია 5 პროცენტამდე უნდა დავიყვანოთო, რომ იქადნებოდა, ცოტა მოგვიანებიღ თვითონაც დაიჭირეს და დახვრიტეს.

ეს არ არიას გამონაკლისი შემთხვევა _ 37-იან წლებში დახვრეტილთა რაღაც ნაწილი თავიდან თვითონვე ასრულებდა ინკვიზიტორის ფუნქციას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეპრესიულ მანქანას გამართულად და მწყობრად ემუშავა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რეპრესიული მანქანა თვითონ მათ შემოუტრიალდა და მუსრი გაავლო ათასებს და ათიათასებს.

მთელ ამ პროცესს ყურადღებით თუ დააკვირდები, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, სტალინი, მას შემდეგ, რაც მთელი ძალაუფლება აიღო ხელში, მიზანმიმართულად იწყებს იმ ძალების განეიტრალებას, რომლებსაც შეიძლება პირობითად სიონისტურ-მასონური ძალები ვუწოდოთ, რომლის სათავეშიც რუსეთში ლეიბა ბრონშტეინი იდგა.
ამ ძალებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს რუსეთის ინტელიგენცია, მისი საუკეთესო მოაზროვნე ნაწილი, მიწასთან გაასწორეს ეკლესიები, დახვრიტეს უამრავი სასულიერო პირი, სასტიკად გაუსწორდნენ მილიონობით ქრისტიანს, რელიგია ხალხის ოპიუმად გამოაცხადეს, ერთმანეთს დაუპირისპირეს თაობები, შექმნეს უღმერთოთა კავშირები და მთავარ ამოცანად ახალი ყაიდის, ახალი ჯიშის ადამიანის შექმნა განიზრახეს.

სტალინმა შეუძლებელი შეძლო _ მან დაამარცხა პროლეტარული რევოლუციის ნიღბით შენიღბული სიონისტურ-მასონისტური ძალები და სრულიად ახალი ფორმაციის სახელმწიფოს შექმნას შეუდგა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ტროცკისა და ტროცკისტების იდეოლოგიასთან.
დღეს მსოფლიოში, გნებავთ, საქართველოში მიმდინარე პროცესები, საოცრად ჰგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების მოვლენებს.
ლოზუნგები, რომლებსაც ლიბერალიზმის სახელით აფრიალებენ დღეს მავანნი და მავანნი, ერთი-ერთში ჯდება იმ იდეების ჩარჩოებში, რომლებსაც XX საუკუნის 20-იან წლებში სოციალიზმის სახელით გვთავაზობდნენ ვლადიმერ ულიანოვი, მამათმავალი ლეიბა ბრონშტეინი და მათი საძმო.
ეს მათი შვილიშვილები და შვილთაშვილები არიან, გორში სტალინს რომ ჩაუხტებიან ხოლმე და სიცოცხცლეში რომ ვერაფერი დააკლეს, ახლა მიცვალებულზე ცდილობენ, შური იძიონ.

1931 წელს ლავრენტი ბერია საქართველოს ცეკას პირველ მდივნად ინიშნება.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 32 წლის სრულიად ახალგაზრდა კაცს მთელი რესპუბლიკის ბედს ანდობენ.
ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სტალინის ფარული განზრახვის გამოძახილია _ ის ემზადება იმისთვის, რომ ბოლშევიკების ძველი გვარდია ჩააჩოჩოს და მათ ადგილზე ახალი კადრები მოიყვანოს.
ბერიას დანიშვნას დიდი უკმაყოფილებით შეხვდა როგორც ბოლშევიკთა ძველი თაობის პარტიული ელიტა, ასევე ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელმაც, მიუხედავად მცირე დროისა, მაინც მოასწრო ბოლშევიკური ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან დამოყვრება და დამეგობრება.
ვინ იყვნენ ის ბოლშევიკები, რომლებიც იმ პერიოდისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ?
ვინ იყვნენ და ის ადამიანები, რომლებმაც 1921 წელს წითელ არმიასთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია მოახდინეს, ხოლო სამი წლის შემდეგ სისხლში ჩაახშეს 1924 წლის აჯანყება.
ბოლშევიკთა აი, ეს თაობა მართავდა მაშინ საქართველოს, თაობა, რომელსაც თანამემამულეთა სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შემოქმედებითი თუ ტექნიკური ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ძმური და მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა ამ ადამიანებთან.

სამწუხაროდ, იმ დროის კონიუნქტურული შეფასებებიდან გამომდინარე, არავინ ამბობს სიმართლეს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში შემოქმედებითი თუ ტექნიკური ინტელიგენციის ერთი ნაწილი არსებულ რეჟიმთან იდეოლოგიურ უთანხმოებას და დაპირისპირებას კი არა, ბოლშევიკური პარტიის შიგნით გაჩენილ განხეთქილებას და შიდა დაპირისპირებას შეეწირა.
იწყება დაუნდობელი, გააფთრებული ბრძოლა ბოლშევიკთა ძველ და ახალ თაობას შორის.
ფაქტობრივად, ეს არის პარტიული წმენდა, პარტიაში ახალი სისხლის შეშვება, ახალი ენერგიით დამუხტვის და პარტიის განახლების დრამატული პროცესი, რომელსაც ერთი საერთო სახელი ტროცკიზმთან და ტროცკისტებთან ბრძოლა ჰქვია, თუმცა ამ სახელწოდების ქვეშ არა მარტო ტროცკისტების, არამედ ბოლშევიკთა საკმაოდ მობერებული და დაღლილი, იმავე დროს, ძველ დამსახურებათა გამო ზედმეტად ამბიციური და ქედმაღალი ფრთის ასპარეზიდან ჩამოშორება ხდება.
რა თქმა უნდა, გეგმა სტალინის მიერ არის მოფიქრებული, რომელიც გრძნობს, რომ აუცილებელია მისი თაობის ბოლშევიკთა ჩანაცვლება ახალი კადრებით, მათ წინამორბედებზე უფრო ინტელექტუალური და ნაკლები ცოდვებოთ დამძიმებული ადამიანებით.

გამჭრიახი გონების და განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოებული სტალინი ხვდება, რომ ბოლშევიკთა ძველი თაობა, რომელთა შორის ძალიან ბევრია მისი მეგობარი და თანამებრძოლი, ვერ გამოდგება იმ ახალი ყაიდის სახელმწიფოს აღმშენებლად, რომლის აშენებასაც ის აპირებს და რომელიც ძირეულად განსხვავდება იმ სახელმწიფო მოდელისგან, რომლის აშენებასაც ლენინი და, ზოგადად, ძველი ბოლშევიკები აპირებდნენ.
მათ შეასრულეს თავიანთი მისია _ გამოიარეს კატორღა, ციმბირი, დევნა, წამება, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოლეს, იომეს და სასტიკად გაუწსორდნენ კლასობრივ მტერს, მაგრამ ეს ძალა უკვე გუშინდელი დღეა, წარსულია, რომელიც თავისი დოგმატური და ორთოდოქსული შეხედულებებით, მომავლის მშენებლად ვერ ივარგებს.
საქართველოში ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა და რას მოასწავებდა რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე ახალგაზრდა ბერიას დანიშვნა.

ბევრს ეგონა, რომ ეს რაღაც დროებითი ამბავია, რაღაც გაუგებრობაა, რომელსაც მალევე აღმოფხვრის ამხანაგი კობა და ყველაფერი თავის ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
ვერც მაღალი თანამდებობის პარტიულმა ამხანაგებმა, ვერც ამ ამხანაგებთან შეამხანაგებულმა მწერლებმა, პოეტებმა, ხელოვნების მუშაკებმა ვერ დაიჯერეს და ვერ ირწმუნეს, რომ ქვეყანაში ახალი, რევოლუციური ეტაპი დაიწყო და სტალინმა ისტორიულ სანაგვეზე გადასაყრელად გაიმეტა თავისი ყოფილი თანამებრძოლები.
სწორედ ამით აიხსნება ის ამბავი, რომ არც პარტიული მუშაკები და არც მათი მეგობარი ხელოვანები არ ერიდებიან ბერიას ლანძღვას, მის დაცინვას და აბუჩად აგდებას.
ასე, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი, გამორჩეული თავისი ფიცხი და იმპულსური ხასიათით, შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, აუგად არ მოიხსენიოს ლავრენტი ბერია და სახალხოდ და საჯაროდ ერთსა და იმავეს იმეორებს: ეს რა ხდება, ეს ვინ ჩეკისტი დაგვასვეს თავზეო.

თითქოს ისინი, ვინც მანამდე ეჯდათ თავზე, ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და არა საკუთარი სამშობლოს დამპყრობლები, რომლებმაც მე 11 არმიის მიერ დახოცილ ქართველთა გვამებზე გადავლით მიაღწიეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს.
სამწუხაროდ, ბოლშევიკთა ამ ძველი თაობის წარმომადგენლებთან ძმური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მწერალთა და ხელოვანთა ერთ ნაწილს, რომლებიც შემდგომ 37-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
თავიდან ბერია ბევრს ეცადა, ამ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა, მაგრამ ამაოდ _ ისინი დემონსტრაციულად ზურგს აქცევენ ბერიას მიერ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გადმოდგმულ ყველა ნაბიჯს.
ასე, მაგალითად, ბერია ვახშმად ეპატიჟება მის მეზობლად მცხოვრებ ტიციან ტაბიძეს და მის ოჯახს, მაგრამ ტიციანი უარს ამბობს მიწვევაზე.

ბერიას მიმართ ხაზგასმულ უპატივცემულობას გამოხატავენ სხვებიც _ სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, რომელიც მამია ორახელაშვილის სიძე იყო.
ბერიასთან სისტემატურად მოაქვთ ინფორმაციები იმის Aშესახებ, თუ როგორ ლანძღავს მას მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი საოჯახო წვეულებებზე და შეხვედრებზე.
ბერიას მლანძღველები ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება მათ შორის ვინმე დამსმენი და ჩამშვები იყოს და მათი ნალაპარაკევი იქ მიიტანოს, სადაც ჯერ არს.
მალე გაირკვევა, რომ ჩეკას აგენტურული ქსელი მწყობრად და გამართულად მუშაობს და ამ ქსელში ხელოვნებისა და ლიტერატურის ბევრი წარმომადგენელია ჩართული, რომლებიც თავიანთი კოლეგების თითოეულ სიტყვას ჩეკას ლაბირინთებში მიარბენინებენ.

ბერია ყველაფერს იმახსოვრებს და ანგარიშსწორებისთვის ხელსაყრელ დროს მოთმინებით ელოდება.
ეს დროც სულ მალე დგება და ბერია სასტიკად აგებინებს პასუხს ყველა მის უარმყოფელს და შეურაცხმყოფელს, მათ შორის, შემოქმედებითი ინტელიგენციიას იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც, ფაქტობრივად, იმ დროისთვის ხელისუფლებაში მყოფ ბოლშევიკთა ძველ თაობასთან მეგობრობას შეეწირნენ.
ისინი იმ მხარეს აღმოჩნდნენ, სადაც, წესით და რიგით, არ უნდა ყოფილიყვნენ და, ალბათ, არც არასდროს იქნებოდნენ, რომ არა ჟამთა ტრაგიკული ცვლილება, როცა იძულებილი ხდები, შენს გუშინდელ მტერს დაუმოყვრდე, რადგან გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობს, თუმცა კონფორმიზმი და კოლაბორაციონიზმი ადრე თუ გვიან აუცილებლად ისჯება.

(გაგრძელება იქნება)



მეტის ნახვა
19-06-2018, 19:00


"ნიუ ეიჯის" მიზანია მსოფლიო წესრიგის ტოტალური შეცვლა ადამიანის სულიერი გარდაქმნით, რათა მიაღწიოს "ღვთაებრივ ყოვლადძლიერებას", რომელიც მას მსოფლიოს მართვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ სწავლებამ მისცა ყველაზე განვითარებული რელიგიური საფუძველი ჰომოსექსუალიზმს, რომელსაც ადამიანის გადარჩენის თავისი გზა შესთავაზა.

"ნიუ ეიჯი"სრულიად იმეორებს კაბალის სწავლებას პირველ ადამიანზე, როგორც ღმრთის მსგავს სულიერ ანდროგენზე, რომლის მთლიანობა მატერიალიზაციის შედეგად ორ ნახევრად დაიშალა. ამგვარად, სქესი წარმოადგენს საზიანო შეზღუდულობას, გაყოფილობას, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე და ხრწნადობამდე მიჰყავს. რომ გადარჩეს, ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ადრინდელ სულიერ მდგომარეობას და შეუერთდეს ღვთაებას. ამ მთლიანობის ძიებას ის უკვე ამავე ცხოვრებაში იწყებს. რადგან ევასთან ქორწინებით შეერთებული ადამი ვერ უერთდება მას ნამდვილი ერთობით და არასრულფასოვან მამაკაცად რჩება, ხოლო ევა – არასრულფასოვან დედაკაცად. ანუ, სანამ მამაკაცი მიილტვის მამაკაცობისკენ, მას არ ძალუძს მოიპოვოს ჰარმონია, ისევე, როგორც დედაკაცი, რომელიც ქალურობისკენ მიილტვის. ამიტომაც, ქორწინების ღვთაებრივი წყობა მათთვის საძულველი რჩება.

იმისთვის რათა მამაკაცმა აღადგინოს ანდროგენული ერთობა საკუთარ თავში უნდა შეჰკრიბოს ქალური საწყისები, ხოლო დედაკაცმა – მამაკაცური. ეს "მთლიანობა", როგორც "ნიუ ეიჯი" ასწავლის, წარმოიქმნება საკუთარი სქესიდან გამოსვლის მეშვეობით, და ჰომოსექსუალურ-ლესბიური კავშირებით მიიღწევა~ სწორედ ეს არის ნიუ-ეიჯისეული "აღდგენის თეოლოგია" პირველყოფილ, ჰარმონიულ და უკვდავ ანდროგენულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, აუცილებელია, ჰომოსექსუალიზმითა და ლესბიანობით გახდე ქალბიჭა. მეტიც, ანდროგენიზაცია გამოიწვევს რაღაც ახალ, ანგელოზს მიმსგავსებული სახეობის გაჩენას, ბლავატსკაიას იმ მეშვიდე რასისა, რომელიც შემდგარი იქნება მხოლოდ სულთაგან. ამიტომაც, "ახალი ერას" (ანუ "ნიუ ეიჯის") ჰერმაფროტიდი – ერთადერთი ნორმაა და მისი სიმბოლო ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისთა – ინისა და იანის შერწყმაა. ხოლო სქესთა დაყოფა არის ანომალია, და ყოველივე, რაც დაკავშირებულია ოჯახთან, რაც არასრულყოფილების დაღს ადებს ადამიანის თვითგამოხატვას, გაუქმებულ უნდა იქნას. ამგვარად, ჰომოსექსუალიზმი "ნიუ-ეიჯის" მრწამსით საზოგადოებისა და მისი მორალის წინააღმდეგ მიმართული უბრალო გამოწვევა კი არ არის, არამედ მომზადებაა "სოდომიზმის რელიგიის" გაცხადებისა და დამტკიცებისთვის, რომელმაც IIIათასწლეულის ახალი, ეკუმენისტური რელიგიის სახით უნდა შეცვალოს ქრისტეანობა. სასიკვდილო ცოდვას "ნიუ ეიჯი" აცხადებს უმაღლეს, ღვთაებრივ და განმაახლებელ სიყვარულად, მაგრამ ამით ადამიანს სამუდამოდ დაეკეტება გზა ჭეშმარიტი ცხოვნებისკენ. სოდომიტის ბედი საშინელია – სქესისგან უარის თქმით ის უარს ამბობს ღმრთის მიერ ბოძებულ ხვედრზე და განწირულია მეორე სიკვდილისთვის. მისი სული, რომელსაც ანგელოზი დატოვებს, განიცდის სულიერ მუტაციას და უკვე სატანის პროგრამით იმართება. თავიანთი პროგრამის ჭეშმარიტი, სულიერი არსის დასამალად, ნიუ-ეიჯის მიმდევრები იყენებდნენ სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის განვითარებად ძალას, რომელმაც მათი იდეები სამეცნიერო კონცეფციებისა და თეორიების ფორმით შემოსა, და რომელიც სრულიად შეესატყვისებოდა იმდროინდელ სულისკვეთებას. მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 60-იანი წლების მიწურულს შემუშავებულ ამერიკულ გენდერულ კონცეფციას, რომელიც პირველად ინტერსექსუალობისა და ტრანსსექსუალობის შემსწავლელმა სექსოლოგმა, ჯონ მანიმ ჩამოაყალიბა. სწორედ მან შემოიტანა პირველად "გენდერისა" და "გენდერული როლის" ცნებები ადამიანის "სოციალური სქესის" აღსანიშნად, რომელიც სოციალურად განსაზღვრებად იდენტობად გაიგება და, რომელსაც ის ბუნების მიერ ბოძებული "ბიოლოგიური სქესისგან" განასხვავებდა. მალე ეს ცნებები ფართოდ აიტაცეს სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. ის საკმაოდ გავრცელდა ფემინისტური მოძრაობის შიგნითაც, რომელმაც, ებრძოდა რა მამაკაცურ ძალაუფლებას, კრიტიკის ანალიზი "ბიოლოგიური" იდენტობიდან "სოციალურზე" გადაიტანა. ამან შესაძლებლობა მისცა მას სქესი განეხილა როგორც წმიდად სოციალური მოვლენა, რომელიც დამოკიდებულია არა ბუნებაზე, არამედ აღზრდაზე. შედეგად ახალ კონსტრუქციაში `გენდერი~ გადამწყვეტი კონცეფცია ხდება. მის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს, რომელიც ბერძნული პედერასტიის აპოლოგეტი გახლდათ და რომელსაც ის ჭეშმარიტ სიყვარულად მიიჩნევდა. "კულტურული რევოლუციის" პირობებში, რომელიც მძლავრ სამეცნიერო-რელიგიურ ფუნდამენტს ეყრდნობა, რადიკალურად განწყობილი გარყვნილები იწყებენ პოლიტიკურ ბრძოლას, რათა ჰომოსექსუალიზმი აღიარებულ იქნას ცხოვრების ნორმალურ და ალტერნატიულ წესად.

ამ მიზნით აშშ-ში ჩამოყალიბებულმა გეების გამათავისუფლებელმა ფრონტმა დაამკვიდრა ახალი სოციალური ცნება "ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები" (ლგბტ), რათა გამოყოფილიყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან, როგორც განსაკუთრებული თვითშეგნებისა და ახალი სუბკულტურის მატარებლები. 1969 წ. დაიწყო სტოუნვოლის ამბოხი, რომელმაც დასაბამი მისცა უკვე ცნობილ ლგბტ-თანამეგობრობას.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ყალიბდება მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, რომლებმაც განაცხადეს რა თავიანთი უფლებები "განსაკუთრებულობაზე" და ზეწოლის მთავარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენეს ყოველწლიური "გეი-აღლუმები" "ადამიანის უფლებების" დაცვის ლოზუნგით სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ.

ამერიკელი მხატვარ-აქტივისტის, გილბერტ ბეიკერის მიერ "გეი-აღლუმებისთვის" შემუშავებული ცისარტყელას დროშა მოძრაობის სიმბოლიკად იქცა. ფაქტობრივად მან გამოიყენა "ნიუ-ეიჯის" ერთ-ერთი სიმბოლო, ცისარტყელას მეშვეობით გამოიხატება ხიდი ადამიანის ინდივიდუალურ სულსა და "საყოველთაო ზე-გონს", ანუ ლუციფერს შორის. მთავარი, რასაც ლგბტ-თანამეგობრობამ მიაღწია გახლავთ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ჰომოსექსუალიზმისადმი. ამერიკულ სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში მას უკვე არ განიხილავენ როგორც პათოლოგიას ან გადახრას, და ჰეტეროსექსუალობასთან და ბისექსუალობასთან ერთად განსაზღვრავენ როგროც "სექსუალური ორიენტაციის" ერთ-ერთ ფორმას. იმ ადამიანთა დისკრედიტაციისთვის, ვინც აკრიტიკებდა ან უბრალოდ არ ღებულობდა ამ ანომალიურ მოვლენას, ამერიკელმა ფსიქიატრმა ჯორჯ ვაინბერგმა 1972 წელს შემოიტანა ტერმინი "ჰომოფობია", რომელიც "ირრაციონალურ შიშებზე" მიანიშნებს. "ჰომოსექსუალიზმი" როგორც დიაგნოზი აღიარებულ იქნა "დისკრიმინაციულად", ხოლო დისკრიმინაციას უკვე განიცდიდნენ ისინი, ვისაც ამ ცოდვისგან გათავისუფლება სურდა. თავიანთი უმთავრესი ნახტომი ლგბტ საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ორპოლუსოვანი მსოფლიოს დაცემის შემდეგ განახორციელეს, როდესაც "ადამიანის უფლებების" დასავლური კონცეფცია ღირებულების ერთადერთ შესაძლო სისტემად დამკვიდრდა. ამგვარად, გარყვნილება ლეგიტიმირებულ იქნა და მას ფიზიოლოგიური და მორალური ნორმის, ანუ ცხოვრების ალტერნატიული ფორმის ერთ-ერთი ვარიანტის სტატუსი მიენიჭა. შლუზები გაიხსნა, და პათოლოგიური მოვლენა დასავლეთში არნახული სისწრაფით განვითარდა. ლგბტ-თანამეგობრობამ თავის უმთავრეს ამოცანად დაისახა "მოუხსნას ჰომოსექსუალურობას პათოლოგიისა და დევიაციის მარკერი" ყველა ეროვნულ სახელმწიფოში, რაც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ამის პარალელურად მიმდინარეობდა მამათმავლობისთვის დასჯის გაუქმების საყოველთაო პროცესი, რომელიც დღეს მხოლოდ აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. რუსეთში არსებული შესაბამისი კანონი გაუქმდა 1993 წელს, როდესაც ქვეყანა ევროპის საბჭოში შესასვლელად მოემზადა. ოთხმოციანი წლების მიწურული და ოთხოცდაათიანის დასაწყისი აღინიშნა სერიოზული ცვლილებებით სოდომიტური თანამეგობრობის შიგნით, რომელშიც გამოიკვეთა ორი მიმართულება. პირველი აერთიანებს გეებსა და ლესბოსელებს, რომლებიც აღიარებენ მამრობით და მდედრობით სქესს, მაგრამ ესწრაფვიან ტოლერანტობას მათი არჩევანისადმი, მაშინ როდესაც მეორე მიმართულება კატეგორიულად უარყოფს თვით სქესთა განსხვავების პრინციპს და ჰეტეროსექსუალობას როგორც ასეთს და თუკი პირველი წარმოადგენს ქუჩის "ჰომოსექსუალიზმს", რომელიც ცდილობს გარკვეული იურიდიული და სოციალური შედეგების მიღწევას, მეორე ინტელექტუალურ და საუნივერსიტეტო წრეებში დომინირებს და იმ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო-ოკულტურ ბირთვს წარმოადგენს, რომელიც სქესთა შორის განსხვავების დანგრევის გზით გრძელვადიან სტრატეგიას ამუშავებს ნორმალური ურთიერთობების დასანგრევად.

მეორე მიმართულების გამყარება გახდა დედაკაცთა ჰომოსექსუალიზმის აქტივიზაციის შედეგი, რომელიც, შეუერთდა რა ფართო ფემინისტურ მოძრაობას და გახდა მისი იდეური საყრდენი, თვით ფემინისტური მოძრაობა მისთვის საჭირო კალაპოტში მოაქცია. სწორედ ფემინისტ-ლესბოსელებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. ქვირ-მოძრაობა (უცნაური), რომელიც "გენდერის" ცნების ახალი ინტერპრეტაციას ჩაუდგა სათავეში. პირველი, ვინც გამოიყენა "ქვირ-იდენტობის" შემდეგში უკვე ფართოდ გავრცელებული ტერმინი, გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლესბოსელი პროფესორი ტერეზა ლაურეტისი. შემდეგ ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს არა მარტო სოდომიტების, არამედ სხვა "იდენტობების" აღსანიშნად, რომლებიც ვერ თავსდება ტრადიციული გენდერული დიქოტომიის ჩარჩოებში ამგვარად, "ქვირის" ცნება მოასწავებდა გადასვლას ჰომოსექსუალობის ფემინისტური თეორიიდან გენდერულ თეორიამდე, რომელიც ლაპარაკობს უკვე "გენდერული იდენტურობის" განსხვავებულ ტიპებზე. ქვირ-თეორიის ნამდვილი დამფუძნებელი გახდა იუდით ბატლერი (ნაშრომი "გენდერული მღელვარება". 1990 წ.), რომელმაც ტერმინ "გენდერს" მიანიჭა რევოლუციური განსაზღვრება და სრულიად გააკრიტიკა "სქესობრივი იდენტურობის" თვით ცნებაც კი. საბოლოოდ განჰყო რა "ბიოლოგიური სქესისა" და "სოციალური სქესის" (გენდერი) ცნებები, მან განაცხადა, რომ მეორე სრულიად დამოუკიდებელია პირველისგან, განისაზღვრება ადამიანის თავისუფალი არჩევანით, იმ გენდერისგან დამოუკიდებლად, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერს ადამიანი. ამ სიახლის არსი შეიძლება გამოვხატოთ ტერმინით "მრავალი ქვირები", რომლის დამკვიდრება აღიარებს განსხვავების გაქრობას მამრობით და მდედრობით სქესებსა და მათზე დამოკიდებულ კატეგორიებს შორის. ამჯერად მკვიდრდება "მულტისექსუალურობა", რომელიც დამახასიათებელია ჰომოსექსუალობისთვისაც, ანდროგენებისთვისაც, ბისექსუალებისთვისაც, ჰერმაფროდიტებისთვისაც, ტრანსსექსუალებისთვისაც და ჰეტეროსექსუალებისთვისაც, თანაც, მშვიდად არის შესაძლებელი ერთი განსხვავებულობიდან მეორეზე გადასვლა.

როგორც ბატლერი ასწავლის, ადამიანი არ განისაზღვრება მისთვის ბოძებული ბუნებით, არამედ ყალიბდება და ფორმატირდება: "სქესობრივი ქცევა არ არის ჩადებული ჩვენს სიღრმისეულ "მე"-ში. ის იბადება გამოცდილებიდან, ჩვენი დამოკიდებულებიდან სხვების მიმართ, რთული, ფსიქიკური მექანიზმების ზეგავლენით" ამგვარად, გენდერის ახალი კონცეფცია, რომელიც ქვირ-თეორიის ნაყოფი გახდა, იბრძვის სქესთა სრული აღრევისთვის და სქესის ნეიტრალური განსაზღვრებისთვის, რომელიც შეესაბამება საშუალო სქესს ასეთი მიდგომის პირობებში, რომელიც ყველა გამოვლენას, რაც კი მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებულ ბიოლოგიურ განსხვავებებთან არის დაკავშირებული, ერთგვარ მითებად აცხადებს, ჰეტეროსექსუალურობა ქცევის უბრალოდ შესაძლებელ ფორმად არის მიჩნეული. გენდერი განსაზღვრულ უნდა იქნას ადამიანის პირადი არჩევანით, რომელიც შესაძლოა იცვლებოდეს ლტოლვისგან დამოუკიდებლად – აი სწორედ ამას უწოდებენ დღეს "გენდერულ, იდენტურობას" ყველა ეს თეორია საფუძვლად დაედო მსოფლიო ტოტალურ სექსუალურ რევოლუციას, რომელიც მიმართულია ადამიანის საკუთარი სქესისგან "გაუცხოებისკენ", თუმცა, მისი რეალიზაციის მეთოდებიდან გამომდინარე მისი მიმდევრები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად.

ერთი გამოდის კულტურული და სოციალური წყობის ფარული განადგურების მომხრედ, ხოლო მეორემ აირჩია მაქსიმალური ვარიანტი, რომელიც უარყოფს სქესობრივი განსხვავების თვით ფიზიოლოგიურ ბუნებას და სრული სექსუალური ანარქიისთვის იბრძვის. მაგალითად, ესპანელი ქვირ-ფილოსოფოსი ბეატრის პრესიადო დაჟინებით მისდევს ისეთ "პოლიტიკურ სტრატეგიას", როგორიცაა "იდენტურობის გაუქმება, სხეულის ტექნოლოგიის შეცვლა, ანატომიური მედიცინის შეცვლა, რომელიც წარმოქმნის "ნორმალურ" და "გადახრის" მქონე სხეულებს და ასე შემდეგ სხვა გარყვნილი მწერალი მონიკ ვიტინგი, ლესბოსური მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი და მოდური თეორიის, ("სექსუალურად სწორს") ავტორი საერთოდ ამტკიცებს, რომ არც მამაკაცი არსებობს და არც დედაკაცი. ის ამ კატეგორიებს "ენობრივ ხრიკებად" მიიჩნევს, რომელთა დახმარებით არის აგებული მთელი ჰეტეროსექსუალური საზოგადოება, და მოუწოდებს გათავისუფლდნენ მისგან, გამოიგონონ ახალი ენა და ახალი გრამატიკა, შეცვალონ ყველა ტერმინი, რომელიც სქესთან არის დაკავშირებული (დედა, მამა, ქმარი, ცოლი) ახალი, "გენდერულად ნეიტრალური" ტერმინებით. კიდევ ერთი ქვირ-ფილოსოფოსი, ჯაკ დერიიდა ასეთ იდეებს გვთავაზობს: "რატომ არ უნდა მოვიფიქროთ სხვა სხეული? სხვა ისტორია? სხვა ინტერპრეტაცია?"

შედეგად, სწორედ ამ კარგად შეკრულმა ქვირ-მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ "გენდერის" და "გენდერული იდენტურობის" ცნება არა მარტო სოციოლოგიაში დამკვიდრდა, არამედ სამართლებრივ სფეროშიც, და "სექსუალური ორიენტაციის" სახელწოდებით ახალი მსოფლიო სექსუალური ხასიათის წყობის მთავარი ელემენტი გახდა. ამან, თავის მხრივ, დასაბამი მისცა ტოტალურ ღვევას. საქმე იმაშია, რომ, მართალია ცნება "სექსუალური ორიენტაცია" ჰომოსექსუალურობის შირმად ითვლება, არც ერთ საერთაშორისო და ეროვნულ დოკუმენტებში ის დაკონკრეტებული არ არის, ასე რომ ნორმის სტატუსი შეიძლება მიეცეს ნებისმიერ სექსუალურ ორიენტაციას. ანუ, ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელიც დღეს დანაშაულებრივად განიხილება, მაგრამ აღსრულებულია ორივე მხარის ნებაყოფლობითი თანხმობით, შესაძლოა სოციალურად ლეგიტიმური გახდეს.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
14-06-2018, 18:30


ახალი მეცნიერული აღმოჩენა - ლაზები და მეგრელები ქურთებისა და ებრაელების შთამომავლები არიან!

ზურაბ თორია:


სამწუხაროდ ჩვენდა, დღესდღეობით საზოგადოებაში უფრო და უფრო იმატა განუსჯელობამ და თავკერძობამ, ამ შემთხვევაშიც ძაღლიც ყეფს და ქარავანიც მიდის, მაგრამ სჯობს, ვიდრე გვიან არ არის, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას მიკიბვ მოკიბვის გარეშე და უშეღავათოდ.
მეცნიერის დიდი პრეტენზიის მქონე ვინმე ნაზი ხანიაშვილმა 2017 წლის 24 მარტის და მიმდინარე წლის 23 აპრილის ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე გამოაქვეყნა ამბიციურობისა და თავხედობის უპრეცენდენტო მაგალითებით სავსე წერილები, სადაც თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ლაზები და მეგრელები ქურთებისა და მეგარელი ებრაელების შთამომავლები არიან.

ქურთებსა და მით უმეტეს, ებრაელებთან საუკუნეთა განმავლობაში კეთილისმყოფელი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ქართველებს და ამის გამოც ჰპოვეს თავიანთი მიწა-წყლიდან ბარბაროსულად აყრილმა მათმა ნაწილმა მშვიდი ნავსაყუდელი ჩვენ მიწაზე, და ერთიც და მეორეც დადებითად აფასებს ქართველთა რჯულთშემწყნარებლობას. ამ ურთიერთობის მსგავს ნათელ მაგალითებს დედამიწის ზურგზე იშვიათად თუ მოიძიებ, მაგრამ, როცა ვიღაცა აკვიტებათა გამო ხელოვნურად შეკოწიწებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მთელ კუთხეს, ანუ ნახევარ საქართველოს, კეთილად განწყობილ, თუმცა სხვა გენეტიკისა და მენტალობის ერებს მიაკუთვნებს, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

საინტერესოა, პირადად რომელი ეროვნული ნიშნის მატარებელია ეს თვითმარქვია მეცნიერი . ის თავის ბეჭდურ გამოცემებსა თუ სატალევიზიო გადაცემებში ამტკიცებს, ამ ცნობებს მიცვალებულები მკარნახობენ და ჩემი მოწოდებული ინფორმაციები უტყუარიაო. თუ ამის უარყოფას შეეცდება, შეგვიძლია მისი წიგნებიდან, სოციალურ ქსელში განთავსებული მასალებიდან ან ტელეგადაცემებიდან ცოცხალი მაგალითები მოვუყვანო, მაგრამ მასთან პოლემიკაში ჩართვას არაფრისდიდებით არ ვაპირებ, რადგან, როცა 2017 წლის 24 მარტის ნომერში ლიტერატურული საქართველოს ფურცლებზე ლაზებისა და მეგრელების შესახებ მისი განმაქიქებელი ოპუსი დაიბეჭდა, 21 აპრილს ამავე გაზეთში არგუმენტებით აღჭურვილი საპასუხო წერილით: ქართველთა კიდევ ერთი საჭირბოროტო სატკივარი , ვუპასუხე და ვფიქრობდი, რომ იგი პრობლემის არსს ჩასწვდებოდა და ამ საკითხს მეტად არ მიუბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ჩერდება, ან არ აჩერებენ, თორემ უნდა შეეგნო, რომ მისი აღმოჩენა , თითქოს კოლხური მითები სინამდვილისაგან შორს დგას და ბერძნების მიერ არის შეთხზული, კოლხეთს, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნს არასოდეს უარსებია და ლაზ-მეგრელებს ქართულ სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს, მთელი ერის წინააღმდეგ მიმართული ავანტიურაა. საუკუნეთა განმავლობაში მსგავსი აზრი საქართველოში არ გაჭაჭანებულა, ამ პრულარიზმისა და განუკითხაობის გარემოში ხანიაშვილი მეცამეტე გოჭივით გამოხტა და ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი, ან ვიღაცისგან შეგულიანებული, თავის აკვიატებებს ვერ ელევა. ეტყობა, ყველაფერთან ერთად, ქართველთა ბედოვლათობამდე მისული მიმტევებლობის იმედი აქვს, თორემ ასეთ რამეს არავის არსად არ პატიობენ.
მას თავისუფლად შეუძლია, რომელ მიცვალებულთანაც მოესურვება, იმასთან იმუსაიფოს, ამისი აკრძალვის უფლება არავის აქვს, მაგრამ ერთ რამეს მაინც შევნიშნავ: ამ ასაკოვანმა პირმა უნდა იცოდეს, რომ მიცვალებულთა და დიად სულთა შეწუხება საკუთარი ამბიციების გამო, უდიდესი მკერეხელობაა, ამისი ფართო საზოგადოების წინაშე განხილვა კი ორმაგი მკრეხელობა და აქედან გამომდინარე, ყველა მისი ე.წ. მეცნიერული ვერსია სწორედ მეცნიერული დასკვნების სანდოობას კარგავს, რადგან ერთმანეთში ურევს მისტიკას და შარლატანობას.

ისტორია არაერთ მაგალითს იცნობს ცრუმეცნიერთა მიერ წამოჭრილი მსოფლიო პრობლემებისას, რომლებიც სულ ცოტა ხანში საპნის ბუშტივით გამსკდარან, ხანიაშვილის მსგავს მუცლითმეზღაპრეთა ნაყალბევი კონცეფციები მალე დავიწყებას მისცემია, ხოლო საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, რომელიც ათასწლეულებში იღებს დასაბამს, თავისი განუყოფელი კუთხეებითურთ მარადიულად იარსებებს და ამ რამდენიმე ათასწლოვანი ერთობის ეჭვქვეშ დამყენებელი ყველა ნათელმხილველი ამაოდ გაისარჯება.

ამჯერად არ შეიძლება უაღრესად საგანგაშო რამ არ აღვნიშნო: რატომ გამოჰყავთ ამ ტიპის მოღვაწეები ღია ეთერში, ვის ინტერესში შედის ამ სუბიექტების კონცეფციების ტირაჟირება? საქართველოში საბედნიეროდ, ბევრი სახელგანთქმული მწერალი, მეცნიერი და ხელოვნების მოღვაწეა, რომელთაც დიდი ხანია, აქვთ საზოგადოების ნდობა მოპოვებული და სახელმწფოებრივადაც აზროვნებენ, მაგრამ მათ წლობით არსად აჩენენ, ხოლო ნაზი ხანიაშვილის მსგავს მუცლითმეზღაპრეებს ყველა გზა აქვს ხსნილი და პერიოდულ გამოცემებში მთელ გვერდებს უთმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემების ბოლოში რედაქციები მკითხველებს მიუთითებენ, რედაქციის აზრი შესაძლოა, არ ემთხვეოდეს მასალის ავტორის მოსაზრებებსო, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ნაზი ხანიაშვილის არგუმენტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო როცა ვიღაცა პირადი მაგალითით, ან ვინმეს დავალებით ერის შუაზე გახლეჩას ცდილობს, ეს ქმედება ჩემი აზრით, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

ძნელია აღშფოთებას დაოკება, როცა ხანიაშვილის ტირადებს კითხულობ: ქალდეველებმა (ანუ ლაზ-მეგრელებმა, ზ.თ.) თავი დაანებეთ საქართველოში ღმერთთან მებრძოლობის პოლიტიკას, ზედმეტ ამბიციებს და ამპარტავნობას და იყავით უბრალოდ ქართველები. თქვენმა ღმერთმა დღეს აქ ამ მიწა-წყალზე ქართველებთან მოგიყვანათ და დაგასახლათ, იყავით ქართველების წინაშე მოკრძალებულნი, რამეთუ თვით შემოქმედმა ღმერთმა აირჩია ისინი და თავისი ხალხი უწოდა … ქალდეველები – საბერძნეთის მეგარელი ლაზები (მეგრელები) ქართველთა წინაპრები ვერასოდეს იქნებიან! ეს კანონზომიერება თვით შემოქმედმა ღმერთმა დააწესა, რომლის ნების გარეშეც სამყაროში არაფერი ხდება … გრაკლიანის ნიშნები ქართულია და არა მეგრული , მეგრელ-ლაზი ქართველები ქართველთა პროტო ხალხი ვერ იქნება. ქართველს პროტო არ შეიძლება ჰყავდეს, ვინაიდან თვით სამყაროს შემოქმედი ღმერთია გენეტიკურად ქართველი… , კ. ფიფიას მიერ წარმოდგენილი გრაკლიანის წარწერის ნიმუშები თითქმის ძირეულად განსხვავდება პროფ. ვახტანგ ლიჩელის მიერ წარმოდგენილ ასო-ნიშანთა გამოსახულებებისაგან. ფიფია მის მიერ წარმოდგენილ გრაკლიანის წარწერის ასო-ნიშნებს კითხულობს მარცხნიდან მარჯვნივ, რაც სემიტურ-არამეული წარმომავლობის ქალდეველი მეგრელ-ლაზი ხალხისთვის უჩვეულოა. ისინი ნაწერს წერენ და კითხულობენ აუცილებლად მარჯვნიდან მარცხნივ), (რა საინტერესოა, სად ნახა მეგრელ-ლაზების მიერ მარჯვნიდან მარცხნივ ნაწერი ტექსტები ამ სუბიექტმა, ალბათ, მიცვალებულებთან, და ამაზე ისე სერიოზულად საუბრობს, თითქოს უფალო მომიტევე და, მიცვალებულთა რომელიმე კონფერენციის მასალებს ასაჯაროებდეს! (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ კუკური ფიფიას, ანუ ერთი პიროვნების მიერ წამოჭრილ, სავარაუდოდ მცდარი კონცეფციის გამო, დაუშვებელია, მთელი კუთხის მიმართ ააგორო მსგავსი ანტიეროვნული ინსინუაციები.ზ.თ), ამას ადასტურებს ისიც, რომ მეგრელ-ლაზების უახლოესი წინაპრები ქურთები და ებრაელები არიან… და ამ მის აღმოჩენასთან დაკავშირებით მოჰყავს გიორგი ანდრიაძის არგუმენტები , რომლებიც გაზ. რეზონანსში 2013 წლის 27 მაისსა და 25 ნოემბერს გამოქვეყნებულა.) ჩემი კვლევებით, გრაკლიანის ასო-ნიშნებით სიტყვები არ იკითხება და არავითარ მეგრულ-ლაზური კვალი არ შეინიშნება. ძალიან საეჭვოა, რომ მეგრელები 3000 წლის წინათ დღევანდელი მეგრული ენით ლაპარაკობდნენ. , ივ. ჯავახიშვილი ქალდეველთა შესახებ წერს: ითრუშენას ანუ ითრუჯანი -ს ღვთაებაზე აქ არაფერს ვამბობთ, რადგან თვით წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების ავტორსაც ქართველთა ღვთაებად არ ჰყავს მიჩნეული და მას არც სალოცავი ჰქონია საქართველოში: იგი ქალდეველთა ღვთაებად იწოდება. მაშასადამე, ის ქართულ წარმართულ პანთეონს არ ეკუთვნის … , მეგრელები (მეგარელები) ვერავის პროტო ხალხი ვერ იქნება, ვინაიდან სემიტური რასა ქვეყნის გაჩენიდან დღემდე 5700 წელს ითვლის. მაშინ, როცა ქართველები ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ყურძენს ვწურავდით და ქვევრში ღვინოს ვაყენებდით … ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ, მეგარელმა სემიტებმა (მხედველობაში ჰყავს ლაზ-მეგრელები.ზ.თ.) მიითვისონ ქართული ანბანი… 

აი, ასეთი აღმაშფოთებელი, ზღვარდაუდებელი მარგალიტებითაა სავსე ნაზი ხანიაშვილის მიერ დროის გარკვეული ინტერვალით დაბეჭდილი ორივე წერილი. მას მიზნად აქვს დასახული ქართულ სამყაროს როგორმე ჩამოაშოროს ქართულივე სამყაროს განუყოფელი ნაწილი – სამეგრელო და მეცნიერული რუდუნებით ცდილობს, ლაზ-მეგრელების სემიტური რასისთვის მიკუთვნებას. საიდან ეს თავდაჯერება? ჯერ ერთი, ვინ არის ის თვითონ, ან რატომ აძლევს თავს უფლებას, ლაზ-მეგრელები ქართული სამყაროსთვის უცხო ეთნოსად წარმოაჩინოს, საკუთარი თავი კი ქართული ეთნოსის კანონიერ მემკვიდრედ და მისი უფლების ყველაზე კომპეტენტურ დამცველად. შემთხვევით აკაკი წერეთლის ღამურას სენი ხომ არ შეჰყრია?..
თავისი არგუმენტის ერთადერთ მტკიცებად მოჰყავს ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ითრუჯანასთან დაკავშირებით და ერთხელაც არ ახსენებს ოქრომრავალი კოლხეთის სამყაროს, მზის შვილების, აიეტისა და მედეას ხანას, რადგან მათი ებრაელებისა და ქურთების ეთნოსისადმი მიკუთვნება მისი კონცეფციის სიმცდარეს იმთავითვე დაადასტურებდა.

მადლობა ღმერთს, ოქროს საწმისის მითი ქართველების მიერ არაა შეთხზული და მსოფლიო რანგის მკვლევარების მიერ ისტორიულ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული. გასულ საუკუნეში მეცნიერმა და მსოფლიო მოგზაურმა ტიმ სევერინმა, როცა არგოს ასლით კოლხეთამდე ის საზღვაო მარშრუტი გაიარა, რაც არგონავტთა ოდისეაშია აღწერილი, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არგონავტების მოგზაურობა ისტორიულ სინამდვილეს შეეფერება და ყველა მითს დამადასტურებელი არტეფაქტები უმაგრებს ზურგს.

ხანიაშვილი მსოფლიო რანგის მეცნიერთა მიერ დადგენილ ფაქტებს შეგნებულად არიდებს თავს, რადგან დიდი მიზანი აქვს, ამ მიზნიდან გადახვევა არ აწყობს და ამგვარი მეთოდით ცდილობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავისი თამამი გამოხდომებით თავი დაამახსოვროს.

რაო, ბერძნებს ამ საკითხების ირგვლივ ხანიაშვილზე ნაკლები ცოდნა ჰქონდათ და არ იცოდნენ კოლხეთისკენ რისთვის მოემართებოდნენ? საქმე ისაა, რომ ისინი ამ ნაბიჯის გამართლებას საუკუნეებია ცდილობენ, მაგარამ მათ თვითონ ისტორიამ გამოუტანა განაჩენი და დაამტკიცა, რომ სხვის საუნჯეთა მიმტაცებელი ერი სრულ კეთილდღეობასა და ბედნიერებას ვერასოდეს ეღირსება… და ხანიაშვილი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები რომ მიაფუჩეჩოს, წინასწარ თავს იზღვევს, სამი ათასი წლის წინ საეჭვოა, მეგრელები დღევანდელ მეგრულზე მეტყველებდნენო, და ლაზ-მეგრელთა და კოლხთა იდენტობასა და მემკვიდრეობითობას იმთავითვე გამორიცხავს… ან როგორ შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ადგილი ჰქონდა წარმართული ხანისა და შემდგომ, გაქრისტიანების გზაზე შემდგარი საქართველოს ბობოქარ ისტორიაში. საინტერესოა, რატომ არ ახსენებს სხვადასხვა მწვალებლური ჯგუფების მცდელობებს, გაბატონებულიყვნენ ქართულ სივრცეში, რათა ერი მათთვის სასურველ გზაზე დაეყენებინათ. ამავე წარმატებით შეიძლებოდა კოლხებისთვის წარმართულ მისტერიების ტრადიციის, კერძოდ კი ჭყონის (მუხის) კულტის მადიდებელი ვინმე უცხო (მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოვლად გამორიცხულია.ზ.თ.), ხალხის ნათესაობა დაებრალებინა, ან ეგრისში კათოლიკე ბერების მოღვაწეობის გამო მეგრელ-ლაზები იტალიელებად შეერაცხა, რით არიან სხვებზე ნაკლები, ხოლო აგერ, ჩვენს რეალობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ ქუჩაზე ახეტებულ იეღოველთა სექტის მაგალითზე, რომელთაც, სამწუხაროდ, კანონი იცავს და სულებზე ნადირობის აქტიური ბრძოლა აქვთ გაჩაღებული, ქართველები ამერიკულ ან სექტანტთა შემომგზავნი ქვეყნის ეროვნულ წარმონაქმს მიაკუთვნოს. მაგრამ მშვენივრად იცის, დიდი ავანტიურის დასატრიალებლად, რაც უფრო დიდ სიცრუეს ააგორებს, მისთვის უფრო ხელსაყრელია, და ვიღაცის დავალებით, იმ კუთხეს უმიზნებს, რომელზეც თავის დროს ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, სამეგრელოში ვიყავი და ნამდვილი საქართველო აქ ვნახეო… და ამჯერად აუცილებლად უნდა მოვუხმო ერთი ხალხურ სიბრძნეს: ეგრე არაა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო!.. 

მისი ნაღვაწები იმის საბაბს იძლევა, ვიფიქრო, რომ ამ პერსონას საქართველო ჩალით ჰგონია გადახურული. მას არც ერთი ქართველი მეცნიერი არაკომპენტენტურობის გამო პასუხის ღირსად არ ცნობს, და აქედან გამომდინარე, ეტყობა, გაუმყარდა აზრი იმისა, რომ მისი ნაცოდვილარი სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ქართული აზროვნება არასოდეს ისე არ დაკნინდება, რომ ნაზი ხანიაშვილისა და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ანგარებიანი შარლატანის ამარა დარჩეს, რომელთაგან ერთ-ერთს, ვინმე ფირცხელავას ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღი სხვა დროსა და სხვა სივრცეში გადააქვს და გაუთვითცნობიერებელი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

საინტერესოა, როდის ამოიღებთ ხმას ზოგადად ისტორიის და კონკრეტულად ლიტერატურის ისტორიის მკვლევარებო. თქვენი სეფე სიტყვა ბრძანეთ რეგალიებმოხვეჭილო პროფესორებო და აკადემიკოსებო, როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზაში ყოფნას, ვითომ ამ დილეტანტებს თავს როგორ გავუყადრებთო… ნუ გაუყადრებთ თავს, მაგრამ ნურც გაუჩუმდებით, რადგან დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო, პირიქით, ის ხშირად თანხმობის ნიშანია. ადექით და პირუთვნელი არგუმენტებით გამყარებული პასუხი გაეცით ამ ვიღაცის მიერ დაქირავებულ ვითომ მეცნიერებს. საბუთი გნებავთ? ხანიაშვილის წერილები ნათელი ნიმუშია აშკარა დილეტანტიზმისა, დროში ემთხვევა და უნისონში მოდის ამასწინათ ზუგდიდში გამართულ მომიტინგეთა მოთხოვნასთან, სამეგრელოს ავტონომიზაციასთან დაკავშირებით. აშკარაა, ვიღაცა სხვადასხვა გზებით ცდილობს თავისი ავი ზრახვების ბოლომდე მიყვანას და ეს იდეა აფხაზეთში თავმოყრილი და ნახტომის სამზადისში მყოფი, დაფინანსებული და ყოველგვარ პროვოკაციაზე წამსვლელი ჯგუფებიდან მომდინარეობს.
ჩემი აზრით, ხსენებულ საკითხებზე შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რადგან ამ ქმედებებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები იკვეთება და თუ სახელმწიფოს ძალა შესწევს, წინ უნდა აღუდგეს ამგვარ ანტისახელმწიფოებრივ, მიზანმიმართულ გამოხდომებს.
რედაქციებს კი მოკრძალებით ვურჩევდი: ნაზი ხანიაშვილი და სხვა წინასწარმეტყველები და გურუები , როგორც ჩანს, მათ ნდობასა და კეთილგანწყობას ბოროტად იყენებენ. თუ კეთილს ინებებენ, ძველ ტრადიციას გაიხსენებენ და პრობლემურ და საეჭვო შინაარსის წერილებს სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის სწავლულებს გადასცემენ, უხერხულობას უეჭველად აიცილებენ თავიდან.

ინტერნეტის იშვიათი მომხმარებელი ვარ, მაგრამ ამ წერილისთვის ხანიაშვილის პოსტს რომ ვეძებდი, წავაწყდი გვერდს, რომელმაც ჩემში საშინელი გულისწყრომა აღძრა: პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფერად ილუსტრაციაზე მცხეთის ჯვარი, მტკვრისა და არაგვის შესართავთან საქართველოს უძველესი დედაქალაქი – მცხეთა, ქართული ქრისტიანობის ბურჯით – სვეტიცხოველით, სამთავროს მონასტრით, ბებრის ციხითა და მთელი რიგი კომპლექსებით… იყო განფენილი და ინგლისურ ენაზე, შთამბეჭდავი მხატვრული შრიფტით, არც მეტი, არც ნაკლები, ამშვენებდა სათაური – არმენია.
იქნებ მოიძიოთ, ბატონებო, ინტერნეტში ეს ფოტო. თუ თქვენ იმის მტკიცებას მოჰყვებით, რომ ეს შემთხვევით ხდება და ყურადღების ღირსი არაა, ვერ დამარწმუნებთ, რადგან სამყაროში ყველაფერი მკაცრ კანონზომიერებას ემორჩილება. ვინც ეს ჩაიდინა, მას აქვს მიზანი, რისი ერთ-ერთი უდიდესი ქმედითი იარაღია სოციალური ქსელი და მისი რეკლამა, რაც ადამიანის გონების შრეებში სამუდამოდ ილექება და ვინ იცის, ნელი მოქმედების ნაღმივით როდის იფეთქებს. უკიდურეს შემთხვევაში, გაიხსენეთ აფხაზეთი, სადაც ამგვარმა წაყრუებებმა და მსგავსი დანაშაულის ტოლფასმა ქმედებებმა ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღეს მისი ძირძველი მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, ხოლო სამურზაყანოში ჩარჩენილები უუფლებო უცხოტომელებადაა გამოცხადებული, უმძიმეს, დამამცირებელ პირობებში უხდებათ არსებობა და ვერც მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებები თუ ზერელე დაპირებები ცვლის ეთნიკური კუთვნილობის გამო მონობასთან გათანაბრებულ, გაუსაძლის ყოფას.

სანამ გვიან არ არის, დროა, ზემოთჩამოთვლილ თავკერძობებს საკადრისი პასუხი გაეცეს და ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
ეს ჭეშმარიტ მეცნიერთა მოქალაქეობრივი ვალია.

მეტის ნახვა
6-06-2018, 17:00


ნიუ ეიჯი ახალი ერა , ახალი საუკუნის რელიგია – საერთო სახელი განსხვავებული მისტიური მიმდინარეობისგან მიიღო. ნიუ ეიჯი განსხვავდება ტრადიციული რელიგიური მიმდევრობებისაგან იმით რომ, ის არ არის წარმოდგენილი რომელიმე ერთი სასულიერო სწავლებით ან რელიგიური მრწამსით (სექტა, საზოგადოება, ტრადიცია, სკოლა), არამედ გულისხმობს მასში განსხვავებულულად მოაზროვნე ოკულისტების, ეზოთერიკოსების და მეტაფიზიკოსების სწავლებებს, პრაკტიკასა და კონცეფციებს. 1980-იანების დასაწყისში, ტერმინი ნიუ ეიჯი , ფართოდ გავრცელდა დასავლურ მასმედიასა და ლიტერატურაში, მაგრამ მისი ჩამოყალიბება უფრო ადრე მოხდა.

დასავლეთის სოციუმის უმაღლეს ფენებში, განსაკუთრებით კი ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელებამ ხელი შეუწყო იმას, რომ სექსოლოგებს და ფსიქოლოგებს შორის გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ცდილობდნენ ამ ვნების მატარებელთა რეაბილიტაციას. უდიდესი წვლილი ამ საქმეში შეიტანა ებრაული მასონური ლოჟის ბნაი ბრიტის წევრმა ზიგმუნდ შლომო ფროიდმა. ცნობილია, რომ მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა მაგიასთან და ოკულტიზმთან, მან პრაქტიკულად შექმნა თავისი საკუთარი საიდუმლო ორდენი საიდუმლო შეხვედრებითა და ენითაც კი. მის შეხედულებებზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს იუდეველ წინასწარმეტყველთა ისეთმა კორიფეებმა როგორებიც იყვნენ კაბალისტ ადოლფ ჟელინეკი და დოქტორი ვილჰელმ ფლისი, რომელმაც ბისექსუალურობის იდეა და კონცეფცია განავითარა… ფროიდი აქტიურად აკრიტიკებდა შეხედულებას ჰომოსექსუალიზმზე, რომლის მიხედვითაც ის გახლავთ შედეგი დეგენერაციისა და წარმოადგენდა მას როგორც ფსიქოსექსუალური ორიენტაციის ერთგვარ ფორმად, რომელიც ობიექტის არჩევანზეა დამოკიდებული… ჰომოსექსუალიზმის მომდევნო დეკრიმინალიზაციისათვის განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა ფროიდის დასკვნას, რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სქესის ობიექტის არჩევა და ამ არჩევანს ისინი ქვეცნობიერში აკეთებენ და რომ ფსიქოანალიზი შესაძლებლობას იძლევა ყოველ ადამიანში გამოვლინდეს ობიექტის არჩევანის ჰომოსექსუალური ელემენტი. გარყვნილების სხვა არანაკლებ ცნობილი დამცველი გახლდათ ფაბიანური საზოგადოების წევრი, ბერნანდ შოუს უდიდესი თაყვანისმცემელი გალტონის ევგენიკის ინსტიტუტის მეთაური და სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგის პრეზიდენტი, ინგლისელი მეცნიერი ჰევლოკ ელისი რომელიც დაქორწინებული იყო ლესბოსელ ქალზე ედიტ ლისზე. თავის ნაშრომებში (სექსუალური ინვერსია, სქესის ფსიქოლოგიის გამოკვლევა)ის უარყოფდა ჰომოსექსუალიზმის დეგენერაციულ არსს და მათ ნორმალურ ადამიანებად სახავდა. მოკლედ, ელისი სექსუალური რევოლუციის პირველი მერცხალი გახლდათ…

დასავლეთის საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში გადამწყვეტი ცვლილებები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. რაც დაკავშირებული იყო აშშ-ში დაწყებულ კულტურულ და სექსუალურ რევოლუციასთან , რომელმაც ღია ომი გამოუცხადა ყოველგვარ ტრადიციულ ღირებულებას, ნორმასა და ყოფიერებას. ეს რევოლუცია დაემთხვა ახალ, უფრო მძლავრ ტალღას ოკულტიზმისა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოდგენილია მოძრაობა ნიუ ეიჯის მეშვეობით და რომელიც ადრინდელ ეზოთერული სწავლების გამაგრძელებლად მოგვევლინა. ნიუ ეიჯი პრეტენზიას აცხადებს შექმნას ახალი, უკანასკნელი მსოფლიო სინთეთიკური რელიგია, რომელიც შეცვლის ქრისტეანობას. მას დასაბამი დაუდო ელენე ბლავატსკაიას საქმის გამგრძელებელმა ელის ბეილიმ, რომელიც ახალი ერას წინასწარმეტველი გახდა-მერწყულის ერასი იგივე ახალი მსოფლიო წესრიგისა , ხოლო მის იდეებსა და მიზნებს, საზოგადოებას მერილინ ფერგიუსონი განუმარტავდა პროგრამული წიგნის მერწყულის შეთქმულების საშუალებით (ავტორი თავად გახლდათ), რომელიც წარმოადგენს კაცთღმერთობის თანამედროვე რელიგიას. ნიუ ეიჯის მიზანია მსოფლიო წესრიგის ტოტალური შეცვლა ადამიანის სულიერი გარდაქმნით, რათა მიაღწიოს ღვთაებრივ ყოვლადძლიერებას , რომელიც მას მსოფლიოს მართვის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ სწავლებამ მისცა რელიგიური საფუძველი ჰომოსექსუალიზმს, რომელსაც ადამიანის გადარჩენის თავისი გზა შესთავაზა. ნიუ ეიჯი სრულიად იმეორებს კაბალის სწავლებას პირველ ადამიანზე, როგორც ღმრთის მსგავს სულიერ ანდროგენზე, რომლის მთლიანობა მატერიალიზაციის შედეგად ორ ნახევრად დაიშალა. ამგვარად სქესი წარმოადგენს საზიანო შეხედულებას, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე და ხრწნადობამდე მიჰყავს, რომ გადარჩეს უნდა დაუბრუნდეს ადრინდელ სულიერ მდგომარეობას და შეუერთდეს ღვთაებას. 

სექსოლოგმა ჯონ მანიმ ჩამოაყალიბა. პირველად გენდერისა და გენდერული როლის ცნებები ადამიანის სოციალური სქესის აღსანიშნად, რომელიც სოციალურ განსაზღვრებად იდენტობად გაიგება და, რომელიც ბუნების მიერ ბოძებული ბიოლოგიური სქესისგან განსხვავდება. მალე ეს ცნებები აიტაცეს სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა. ის საკმაოდ გავრცელდა ფემინისტური მოძრაობის შიგნითაც, ებრძოდა რა მამაკაცურ ძალაუფლებას, კრიტიკის ანალიზი ბიოლოგიური იდენტობიდან სოციალურზე გადაიტანა. ამან შესაძლებლობა მისცა მას სქესი განეხილა როგორც სოციალური მოვლენა…აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ყალიბდებოდა მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებდნენ რა თავიანთ განსაკუთრებულ უფლებებზე ზეწოლის მთავარ პოლიტიკურ ბერკეტად ყოველწლიურად იყენებდნენ გეი-აღლუმებს ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. ამერიკელი მხატვარ-აქტივისტის, გილბერტ ბეიკერის მიერ გეი-აღლუმებისთვის შემუშავებული ცისარტყელას დროშა მოძრაობის სიმბოლიკად იქცა. ფაქტობრივად, მან გამოიყენა ნიუ-ეიჯის ერთ-ერთი სიმბოლო, ცისარტყელას მეშვეობით გამოიხატება ხიდი ადამიანის ინდივიდუალურ სულსა და საყოველთაო ზე-გონს შორის. 

1990-წელს ამერიკის ფსიქიატრიულ ასოციაციაზე ორიენტირებული და ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო საზოგადოებამ ამოიღო ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან. სწორედ ამ დღეს აღნიშნავს ლგბტ-საზოგადოება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ… 

დღეს უკვე ფართოდ გავრცელებული გლობალისტური იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობის საპირისპირო შეხედულება გახლავთ. გლობალიზაცია სხვადასხვა ფორმის გამოვლენით – „გლობალური მსოფლიო წესრიგი” და ასე შემდეგ – 2000 წლიანი ქრისტიანული ეპოქის დასასრულზე და ახალი დროის დასაწყისზე საუბრობს. მათი დამქაშები ხშირად იმეორებენ ტერმინს „პოსტ-ქრისტიანული მსოფლიო”, ანუ ადამიანების შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ ქრისტიანობამ უკვე მოჭამა თავისი დრო, ის ვითომდა ისტორიული წარსულია. ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ, მათი აზრით, „ახალი ერა”, „მერწყულის ერა” დადგებოდა. ამ იდეოლოგიას ისინი ამერიკაში პოპულარული თეოსოფიური და ოკულტური მიმდინარეობის „ნიუ ეიჯ, ანუ “ახალი დრო”-ის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მოძრაობა ფართო მასებისათვის ცნობილი 1975 წელს გახდა. ის თავდაპირველად ა.შ.შ. – ში, ხოლო შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. „ნიუ ეიჯი” არ არის არც სექტა, არც რელიგია. მას თითქოს არა აქვს მმართველობითი ცენტრი, ორგანიზაციული სტრუქტურა, არ გააჩნია განსაზღვრული სწავლება და დოგმატები და ასე შემდეგ ამ მიმდინარეობაში შერწყმულია მონიზმი, პანთეიზმი, გნოსტიციზმი, სხვადასხვაგვარი ოკულტური საზოგადოებები და სექტები, ერეტიკული და ყალბი რელიგიური მიმართულებები. მათი მიზანია – გარდაქმნან პიროვნება, ხოლო შემდეგ – გარდაქმნან მთელი მსოფლიო. ამისთვის ისინი ყველანაირ საშუალებებს: პრესას, ტელევიზიას, მასობრივ პოპ-კულტურას, ნარკოტიკებს, საზოგადოების გარყვნის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ. მუსიკის სფეროში გაჩნდა ახალი სტილი „ნიუ ეიჯი”. დაწესებულია ყოველწლიური პრემია „გრემი” ამ სტილის საუკეთესო ალბომისათვის. მრავალი ამერიკელი კონგრესმენი და „რომის კლუბის” გამოჩენილი წევრის ცნობილი ეკუმენისტის ენ ჩიტეს მიერ ჩატარებულ „ახალი დროის” ყოველდღიურ ლექციებს ესწრებოდა.

დღესდღეობით, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, „ნიუ ეიჯ-ის” წარმომადგენლები ყველაზე მდიდარი, განათლებული და წარმატებული ადამიანები არიან. „ნიუ ეიჯის” ინსტრუქტორები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „პროქტერ ენდ გემბლი”, „ჯენერალ მოტორსი”, „ფორდ მოტორ კომპანი”. მათ მიერ იხსნება უნივერსიტეტები, „ნიუ ეიჯის” ფონდები. ასე რომ, „ნიუ ეიჯი” – არა რელიგია, არამედ რელიგიურ-სოციალური მოძრაობაა, რომლის მიზანი ახალი „სულიერების” ახალი „რელიგიური შეგნებისა” და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაა. სინამდვილეში „ნიუ ეიჯი” კაცობრიობას ანტიქრისტეს მოსვლისათვის ამზადებს. „ახალი დროის” ქაოსიდან შემდეგში ერთინი მსოფლიო რელიგია უნდა დაიბადოს, რომელიც თავის თავში დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიის ელემენტებს შეიცავს. „ნიუ ეიჯის” მრავალი ელემენტი გადმოღებულია ოკულტიზმიდან. აქ არა მარტო ცრურწმენისა და წარმართობის, არამედ ჯადოქრობისა და მაგიის ელემენტები შეინიშნება. „ნიუ ეიჯის” მსოფლმხედველობა მორალურ ინდიფერენტიზმზეა აგებული. ცნობილი მაგისა და ოკულტისტის კროულის „სურვილით“, მომავალში „ნიუ ეიჯის” კანონი უნდა გამხდარიყო – „აკეთე ის, რაც გინდა”. (ალისტერ კროულის საყვარელი მაგიური დევიზი) ამ მოძრაობის მიმდევრები იბრძვიან ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების უფლებებისათვის, რითაც თანამედროვე მსოფლიოს ახალ სოდომად გადაქცევას ცდილობენ.

დღესდღეობით „ნიუ ეიჯის” 22 მლნ მიმდევარი ჰყავს. მარტო ამერიკასა და კანადაში, „ნიუ ეიჯის” დაახლოებით 20 ათასი ორ-განიზაციაა. ეს ორგანიზაციები სხვადასხვაგვარი, მეცნიერული, პოლიტიკური, რელიგიურ – ფილოსოფიური ფორმისაა.
ბერძენმა ღვთისმეტყველმა ალექსის პანაგოპულოსმა დაწვრილებით განიხილა მოძრაობა „ნიუ ეიჯის” არსი და შემდეგი აზრი გამოიტანა: მათი მიზანი „ახალი მსოფლიოს წესრიგის” თეორიის შემუშავება, ახალი მსოფლიოს რელიგიის „ახალი ეპოქის ქრისტეს” (ანუ ანტი-ქრისტეს) მოსვლაა.
მოკლედ, გლობალიზაციის იდეოლოგიამ ჩამოიხსნა თავისი ნიღაბი და გვიჩვენა თავისი მონდილისტური არსი – სინთეტური რელიგია, რომლის აღმსარებლობაა: რწმენა ერთიანი კაცობრიობისა, რომელიც ერთიანი ცენტრიდან, ანუ მსოფლიო მთავრობიდან წარიმართება.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
6-06-2018, 06:30


ამ ორიოდე თვის წინათ ზუგდიდში ჩასულმა ერთმა ტელეჟურნალისტმა ბერიას ქუჩის მაცხოვრებლებს (არის თურმე ასეთი ქუჩა ზუგდიდში) ერთი და იგივე კითხვები დაუსვა: უნდა იყოს თუ არა ზუგიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქში ბერიას სახელობის ქუჩა და ხომ არ ეუხერხულებათ მათ, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობენ?

ზოგმა რა უპასუხა და ზოგმა რა, ჟურნალისტმა კი თავის კომენტარებში ხაზგასმით და გამოკვეთილად აღნიშნა, რომ ბერია 37-იანი წლების რეპრესიების ერთ-ერთი ავტორია, პირსისხლიანი ჯალათია, რომელმაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი გაანადგურა.

ეს არის ის ტრაფარეტი, ის ჩარჩო, რომლის მიხედვითაც იწერება უამრავი წერილი, ქვეყნდება უამრავი პუბლიკაცია ბერიას შესახებ, თითქოს ამ კაცს სხვა არაფერი ეკეთებინოს, გარდა უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტისა.

ეს ცალმხრივი, ტენდენციური და მიკერძოებული პუბლიკაციები, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და რომლებიც ბერიას მოღვაწეობის შეფასების დაკანონებულ ტრაფარეტად იქცა, სინამდვილეში ყალბად და დამახინჯებულად წარმოგვიდგენენ იმ ურთულეს დროსა და ეპოქას, რომელშიც ბერიას მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა.

ჩვენმა თანამედროვეებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ფაქტობრივად, არაფერი იციან არც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების და არც ბერიას შესახებ და თუ რამე იციან, იციან ნიკიტა ხრუშჩოვის დაკვეთით, მის მიერ ორგანიზებული შეკვეთილი მასალების მიხედვით, რომელთა მიზანი იყო, მომხდარიყო სტალინისა და ბერიას მოღვაწეობის სრული დისკრედიტაცია.

ჩვენ, ჩვენდა სამარცხვინოდ, დღემდე ვიმყოფებით შურისძიების მანიაკალური ექსტაზით შეპყრობილი ქართველთმოძულე ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ აგორებული შავი პიარის გავლენის ქვეშ და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სიცრუის, ამ ნახევარსიმართლის მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ.
ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან ბევრს გააოგნებს, ძალიან ბევრს აღაშფოთებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: ლავრენტი ბერია არის ის ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დანგრეული და გაპარტახებული საქართველოს აღორძინებაში.

სწორედ ლავრენტი ბერიას დროს, მისი უშუალო ინიციატივით და ორგანიზებით დაიწყო ქართველებისგან დაცლილ ქართულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის გეგმაზომიერი ჩასახლება. ბერიას მეცადინეობით დაუბრუნდა საქართველოს მენშევიკების მიერ საფრანგეთში გატანილი განძი. ბერიას დროს ჩაეყარა საფუძველი თბილისის განახლებას და დაიწყო მისი გეგმაზომიერი განვითარება. ბერიას დროს აშენდა უამრავი ფაბრიკა და ქარხანა და ა. შ.
ის იყო ბრწყინვალე ორგანიზატორი და მენეჯერი, მაგრამ რისი გაკეთებაც მან საქართველოში მოასწრო, ორგანიზატორის და მენეჯერის საქმიანობას სცილდება.

ბერიას ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და გაძლიერების გეგმა, ჰქონდა ნათლად ჩამოყალიბებული კონცეფცია, რასაც ის თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა.

მართალია, ბერიას სამეგრელოსა და მეგრელებისადმი განსაკუთრებულ, მიკერძოებულ დამოკიდებულებებს აბრალებდნენ (სწორედ ამ ცრუ ბრალდებებით შეითითხნა მის წინააღმდეგ ცნობილი მეგრელთა საქმე ), მაგრამ სწორედ ბერია იყო ის პიროვნება, რომელმაც პრინციპული წინააღმდეგობა გაუწია მაფალუისტებს და სამეგრელოს ავტონომიის შექმნის იდეა ჩანასახშივე ჩაახშო.

ის თვლიდა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის საზიანო იქნებოდა სამეგრელოს რეგიონში არსებული ეროვნული მუხტისა და ენერგიის ავტონომიის ჩარჩოებში ჩაკეტვა. მისი აზრით, ეს მუხტი და ენერგია ფართოდ უნდა გაშლილიყო ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი საქართველოს ძირძველი ტერიტორიის, აფხაზეთის, მიმართულებით.

სრულიად უნიკალურია მისი დამოკიდებულება სამცხე-ჯავახეთისადმი, სადაც მან, ფაქტობრივად, ქართული კოლონიები დააარსა და ქართველთაგან დაცლილ ამ მხარეს ქართული სული შთაბერა.

დღეს თუ სამცხე-ჯავახეთში ქართული გენი მძლავრობს, ამაში ბერიასაც მიუძღვის დიდი ღვაწლი, ისევე, როგორც აფხაზეთის ქართველობის მომძლავრებაში, რომელსაც მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, მოგვიანებით ვერ მოვუარეთ, ვერ ვუპატრონეთ. არა მარტო აფხაზეთს, კიდევ ბევრ რამეს ვერ მოვუარეთ ჩვენი ბედოვლათობით და წინდაუხედაობით, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

ბერია აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინის მიერ დაწყებულ კამპანიაში, რომლის მიხედვითაც თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიები საქართველოს უნდა დაბრუნებოდა. ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, შეიკრიბა და აიკინძა უამრავი დოკუმენტური მასალა, შემუსავდა თურქეთში საბჭოთა ჯარების შესვლის გეგმა. როგორც ამბობენ, უკვე არსებობდა იმ ადამიანების სიაც, რომლებსაც ახლადშემოერთებულ ქართულ ტერიტორიებზე ხელმძღვანელი პოსტები უნდა დაეკავებინათ, მაგრამ მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა და ამ გეგმის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა ეს გაურკვეველი დრო მაშინ დასრულდა, როცა სტალინი გარდაიცვალა, სულ მალე კი ბერიაც მოკლეს.

სწორედ ამის შემდეგ იწყება დიდი შურისძიების ხანა საქართველოზე.
ორი დიდი პატრონისა და მფარველის გარეშე დარჩენილ რესპუბლიკას არამზადა ხრუშჩოვის და მისი ხროვის რისხვა დაატყდა თავს.
იმდენად დიდი იყო ხრუშჩოვისა და მისი ბანდის ზიზღი და სიძულვილი ამ ორი ქართველის მიმართ, რომელთა წინაშეც, თავის დროზე მუხლებზე ხოხავდნენ და მათ ყველა ნება-სურვილს მონური მორჩილებით ასრულებდნენ, რომ გადაწყვიტეს, მათ სამშობლოზე ეძიათ შური და საქართველო, როგორც ქვეყანა, პირისაგან მიწისა აღეგავათ.

ხრუშჩოვი აპირებდა, ქართველებისგან გაეწმინდა საქართველო და ყველა ქართველი შუა აზიის ტრამალებში გადაესახლებინა.
ხრუშჩოვი ამ განზრახვას არც მალავდა და ხან მთვრალი, ხან ფხიზელი ღიად გვემუქრებოდა.
საბედნიეროდ, მან ვერ მოახერხა დანაქადნის შესრულება, თუმცა ბრწყინვალედ შეასრულა მეორე განზრახვა გააქრო და გაანადგურა საარქივო მასალები, გააყალბა ფაქტები და დოკუმენტები, დაამახინჯა სტატისტიკური მონაცემები, რომ, რაც შეიძლებოდა შემაძრწუნებელი კუთხით წარმოეჩინა სტალინის და ბერიას მოღვაწეობა, დაეკნინებინა მათი დამსახურება, უკიდურესად უარყოფითი შტრიხებით წარმოეჩინა მათი პიროვნული თვისებები.
ხრუშჩოვისგან რა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ იმ ქართველებისა კი ნამდვილად მიკვირს, რომლებიც დღემდე ხრუშჩოვის მიერ აგორებული შავი პიარის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და სტალინისა და ბერიას სახელს ხრუშჩოვის ეპითეტებით ამკობენ.

მხოლოდ არაინფორმაციულობის ბრალი არ უნდა იყოს ის არანორმალური, არაჯანსაღი, აშკარად არაობიექტური და აგრესიული დამოკიდებულება, რასაც ქართველთა ერთი ნაწილი ამჟღავნებს სტალინისა და ბერიას მოღვაწეობის შეფასებისას.

ზოგიერთ მათგანს, როგორც ზემოთ ვთქვით, ძალიან მწირი, ზედაპირული და ცალმხრივი ინფორმაცია აქვს გასული საუკუნის 20–30-იანი წლების უკიდურესად დრამატული მოვლენების შესახებ, ზოგი სართოდ არ იცნობს ამ პერიოდს და ბრმად სჯერა საინფორმაციო საშუალებებით თუ სხვადასხვა გამოცემებით გავრცელებული ყალბი ვერსიებისა, თუმცა არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც შეგნებულად, გაცნობიერებულად ემსახურებიან იმ საერთაშორისო პოლიტიკური ძალების მიერ დაქოქილ პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც საუკუნეების წინათ დაიქოქა და რომელიც დღემდე ემსახურება იმ იდეოლოგიას, რომელიც სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა ინტერპრეტაციით არსებობს, მაგრამ ყველა ამ განშტოებას და შენაკადს ძირი და სათავე ერთი აქვს, ისე, როგორც ერთი აქვს მიზანი ადამიანების გათავისუფლება ღმერთისგან, ადამიანის გადაკეთება და მისი განძარცვა დრომოჭმული მორალურ-ზნეობრივი ნიორმებისგან, ეროვნული თვითმყოფადობის და იდენტობის მოშლა და რღვევა, კოსმოპოლიტური და გლობალისტური იდეების წინ წამოწევა, მსოფლიოს ერთი წერტილიდან მართვა და ა. შ.

ამ იდეოლოგიას, როგორც ვთქვით, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ლიბერალური, მასონური, გლობალისტური, სიონისტური, კოსმოპოლიტური, თუმცა საძირკველი და საფუძველი ყველა ამ სხვადასხვა დასახელების მიმდინარეობას თუ მიმართულებას, აბსოლუტურად ერთი აქვს.
ეს ერთი იდეოლოგიაა სხვადასხვა ვარიაციით თუ ინტერპრეტაციით.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში, რომელსაც პროლეტარიატის რევოლუციად იცნობს ისტორია, სინამდვილეში პროლეტარული კი არა, სიონისტურ-მასონისტური ძალების მიერ განხორციელებული რევოლუცია იყო, სადაც პროლეტარიატი საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს, ძალაუფლება კი სულ სხვა ძალებმა ჩაიგდეს ხელში.

საგულისხმო ფაქტია, რომ წითელი რუსეთის მთავრობის 23 წევრიდან მხოლოდ სამი იყო არაებრაული წარმოშობის.
შეიძლება ბევრმა არც ის იცის, რომ რევოლუციის პირველ წლებში ლენინის შემდეგ პირველი კაცი, პროლეტარული რევოლუციის მთავარი იდეოლოგი სტალინი კი არა ლევ ტროცკი იყო, რომელიც ლენინთან ერთად მანიაკალური ენთუზიაზმით შეუდგა რუსეთის მართლმადიდებლური მოსახლეობის ჟლეტას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ეს იყო არნახული მასშტაბის რეპრესიები, უზარმაზარი მსხვერპლით.
არქივებმა შემოინახეს ლენინისა და ტროცკის რეზოლუციები, სადაც ისინი ასიათასობით ადამიანის განადგურებას მოითხოვენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლენინისა და ტროცკის მიერ ორგანიზებულ რეპრესიებს რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლევ ტროცკი, იგივე ლეიბა ბრონშტეინი, ოქტომბრის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, გემით მოადგა ოდესას, რომლითაც სამასი პროფესიონალი მკვლელი ჩამოიყვანა.

ქილერების ამ ბრიგადამ, რომელიც მკვლელთა სხვა ბრიგადებთან ერთად, ლეიბა ბრონშტეინს ექვემდებარებოდა, სისხლის ოკეანე დააყენა რუსეთში.
თქვენ უნდა ნახოთ სიფილისისგან გონებაშერყეული ლენინის უმკაცრესი მოთხოვნები, კიდევ უფრო გაეზარდათ მსხვერპლთა რაოდენობა, რასაც დიდი ხალისით ასრულებენ ამხანაგი ლეიბა და მასთან შეამხანაგებული სხვა მკვლელები.

როცა 37-იანი წლების რეპრესიებზე ვლაპარაკობთ, რატომ არ ვლაპარაკობთ 20-იანი წლების რეპრესიებზე, რომელიც თავისი სისასტიკით და მსხვერპლთა რაოდენობით გაცილებით აღემატება ე.წ. სტალინური რეპრესიების მასშტაბებს.

მეტის ნახვა
4-06-2018, 11:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია სკანდალური განცხადებებით ცნობილი რესტავრატორი, ქვაზე ჩუქურთმის ოსტატი, ბატონი არჩილ ღუდუშაური.

– სად აღარ მივედი – არავინ მისმენს… საშინელი სენია მოდებული: უცოდინარობა, გაუნათლებლობა, ისევ და ისევ ყოველგვარი უცხოურის თაყვანისცემა… ქართული აღარაფერი უნდათ… საქართველოს ისტორია გაყალბებულიაო, გიკვირთ! კარგი, გააყალბეს შენამდე, შენ რომ მოხვედი, როგორადაც შეგიძლია, თქვი სიმართლე!
საქართველო ზესაოცარი ქვეყანაა საკუთარი სალოცავი მდინარეებით, მთებითა და ნაგებობებით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გადაკეთდა უცხოური რელიგიებით – დაწყებული ქრისტიანობით, დამთავრებული მუსლიმანობით, ყველას მითვისებული აქვს ქართული სალოცავები, ძველებიც და ახლებიც… მაგალითად, უფლისციხეში ქართველთა ღმერთის ტაძარი დაინგრა და გადაკეთდა ქრისტიანულად, ისევე, როგორც მცხეთაში. სვეტიცხოველი კი არ აშენებულა, არამედ გადაკეთდა. სვეტიცხოველს აქვს სამი კედელი, შიდა კედელი არის ქართველთა ღმერთის სალოცავი, რომელიც გარედან შეფუთეს ქრისტიანული კედლით. ეს იმდენად უხეიროდაა გაკეთებული, მითუმეტეს მისთვის, ვინც იცნობს ბერძნულ კულტურას, მასზე საუბარიც კი სამარცხვინოა. თვით ტაძარი ბერძნული არქიტექტურული მიმდინარეობის შენობაა. დღემდეა შემორჩენილი ქართული სიმბოლოები სვეტიცხოველზე: გონიო, ბორჯღალი, ვაზი…

– "ქართულ რელიგიას" თქვენ რას უწოდებთ?

– მაგალითად, "გიორგი" არის ქართული ღვთაება…

– "გიორგი" ბერძნულია და მიწათმოქმედს ნიშნავს…

– საქმე მაგაში გახლავთ, რომ როგორც ბევრი სხვა რამ, მითვისებული აქვთ ბერძნებს. ორივე "გიორგობა" მიძღვნილია მის წამებასა და სიკვდილზე, დაბადებასა და წარმატებაზე არ არის აქცენტი, რატომ, არ დაბადებულა? ქართული ღვთებაა და იმიტომ!

– კაპადოკიაში დაიბადა… გასაგებია კაპადოკია ძველი ქართული (კოლხური) ცივილიზაციის ნაწილი იყო…

– ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე, რაც დაავიწყეს და თავს მოახვიეს, უნდა გაიხსენონ… შაბათი მეშვიდე დღეა ბიბლიურად, ხომ? კვირის პირველი დღე არის ქართველთა ღმერთის შვილის დღე, დღესასწაული, რომელიც მითვისებული აქვთ ქრისტიანებს. რომ გამოვაცალკევოთ და აღვნიშნოთ, რომ ეს ქართული ღმერთის დღეა და არა ქრისტიანული, უკვე შედეგია. მაგალითად, სვეტიცხოველი შიგნიდან კვირაცხოველია, კვირაცხოვლობა ქართული დღესასწაულია, რომელიც ქრისტიანებმა მიითვისეს. ბარბარობაც ქართულია, ბარბარე მზის სალოცავია, რომელიც შემდეგ ქრისტიანებმა მიითვისეს (ცნობისათვის, მეფის რუსეთი უფრო გვიწყობდა ამაში ხელს და 40-იან წლებამდე კომუნისტები).

_ მაშასადამე, თქვენ ამბობთ, რომ ძელიცხოველი უკვე უცხოურია? სვეტიცხოველი ხომ ძელიცხოველზე დაიდგა.

– უცხოურის ხიბლია. სვეტიცხოველს გარეთა კედლები რომ მოვხსნათ, საწყისი არის ქართული სალოცავი. ბავშვობაში, სვეტიცხოველში რომ დავდიოდი, სამი ახალგაზრდა გოგონა იყო გიდი და იმ მყარი ათეიზმის დროს ისინიც ყვებოდნენ, რომ სვეტიცხოვლის შიგნითა კედელი იყო ქართული სალოცავის კედელი.
ანჩის ხატი, როგორც შენობა-ნაგებობა, არის ბუდა რომელიც 1989 წელს გამოიტანეს როგორც იესო და არის ბუდა. ახლა ხელოვნების მუზეუმში ინახება ორი ბუდა, ერთი არის ნამდვილი ბუდა რასაც ჰქვია…
ქურთებს რომ გადაეცათ ნარიყალას ქვემოთ არსებული ტერიტორია ე.წ ათეშგათი. ათეშგათი შებოლილია 1985 წელს…

– რას ჰქვია შებოლილი…

– მაგ ადგილზე იყო მცირე ზომის ხის საწყობი სადაც ინახებოდა საბურავები და ის დაიწვა. შეისწავლონ ჭვარტლი და ხომ გაირკვევა რა შემადგენლობისაც არის – რომელი "მუდმივი ცეცხლის ტაძარი" რა ტყუილები და სიბრიყვეა, როგორ უნდა ბედავდეს ვინმე ასე თვალში ნაცრის შეყრას?
მე ისეთი პროფესია მაქვს ადვილად ვერავინ დამიდგება წინ, მითუმეტეს, რომ რაზეც ვსაუბრობ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გადამოწმებული. მე რომც არაფერი ვთქვა, თვითონ ღაღადებენ ქვები!… "მუდმივი ცეცხლის ტაძარი" კი არა, იქ არსებული ქართული სალოცავი მიართვეს ქურთებს! რომელი პოლიტიკის ნაწილია საკუთარი ისტორიის გაყალბება, არ მესმის და ვერც გავიგებ!
კაცხის სვეტი! – სვეტს ქვემოთ შემორჩენილი აქვს მზის სიმბოლო, მაგრამ რვა წელი გავიდა და გადაკეთდა ქრისტიანულად, რატომ?! რა ვქნა, საიდან ვიყვირო რომ გაიგოთ _ ქრისტიანობა არის ახალი ბერძნული რელიგია რომელსაც შიგნით გაერთიანებული აქვს კიდევ რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა. ბერძნული, ებრაული _ თვით იმ ებრაულში განშტოებებია. მაგალითად, იოანობა. იქ წერია, რომ იესო მივიდა იოანესთან და გახდა, "ჩვენებურად" რომ ვთქვათ "იოანისტი". ეს უკვე სულ სხვა რელიგიური მიმდინარეობაა, ხომ?

უბედურებაა, აბა, რა არის, როცა შენს სულიერებასთან ერთად სრულიად უცხო რამ ითვისებს შენივე მზა შენობა-ნაგებობებსაც და იქიდან გიქადაგებს უცხოურს!… ასე მიითვისა ყველა უცხოურმა ქართველი ადამიანის სულიერება და მატერიალური სიმდიდრე და მინდა ხმა მივაწვდინო ვინმეს, ვთქვათ, "იუნესკოს", "მსოფლიო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციას", მე – ერთი კაცი თუ ვერაფერს გავაწყობ, ფაქტი დაფიქსირდეს რომ ტყუილზეა აგებული ეს ყველაფერი და დღესვე თუ არა, ხვალ მაინც უნდა დაუბრუნდეს კანონიერ შემოქმედს – დაგვიბრუნდეს ის, რაც ჩვენია!
"ალაზანი" მუსლიმანური სახელია, ქართულად ერქვა "ღვთის წყალი", სალოცავი მდინარე იყო…

– მაშასადამე, თქვენ ამბობთ რომ ქართულ რელიგიას ერქვა "გიორგიანობა" და ვიყავით (გვერქვა) "გიორგიანელები"?

_ გეოგრაფიული მეზობლები "გრუზიას" რომ გვიწოდებენ, "გურჯისტანს" – ეს ნიშნავს არა ქრისტიანობას, არამედ "გიორგიანელობას", ქართულ რელიგიას. ქართული მიწა-წყალი შემოსაზღვრულია ძველ არა მხოლოდ ქართულ რუკებში, ევროპულშიც და აზიურშიც და არის "გიორგიათი" შემოსაზღვრული.
ფაქტია, რომ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მსოფლიო ისტორიის გაყალბება, უპირველესად ქართულს ვწუხვარ, ჩვენს თანამედროვეობაში კი ასე გამიზნულად ხდება რელიგიებისა და ისტორიული ფაქტების აღრევა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას?
სულ რვა საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო, თქვენ კი გგონიათ, IV საუკუნეში მივიღეთ...

– მე 9 საუკუნეში მიიღეს რუსებმა ქრისტიანობა და მანამდე რა ჰქონოდათ, როცა მე 5 საუკუნეში ტომობრივი გაერთიანება ჰქონდათ…

– არ მიუღია მთლიანად რუსეთს (ან სად იყო), ეს ჩვენ მივიღეთ რვა საუკუნეა…

– რას ამბობთ? თქვენ მეუბნებით რომ XII–XIII საუკუნეებში მივიღეთ? ჩვენ მართლმადიდებლობის მიღების საწყისად ნანა დედოფლისა და მირიან მეფის გაქრისტიანება გვაქვს…

– არა! არა! ამ მოგონილ ზღაპრებს ნუ იჯერებთ! ეს იყო უცხოურის ხიბლი!

ჯვარი არის მსოფლიო ნიშანი, რომელიც აქვს ავსტრალიასაც, ინდონეზიასაც, ტიბეტსაც, ევროპასაც და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ინდიელებსაც კი. ჯვარი სამყაროს ოთხი მხარეა და გვქონდა ჩვენც, ბერძნებსაც, აისორებსაც და ა. შ ჯვარი არ არის არც ქართული და არც არავის ნიშანი, სამყაროს ოთხი მხარეა და მორჩა, ქართული ნიშანი არის ბორჯღალი!"

გადაკეთებულია ყველაფრის ისტორია და ასაკი! მაგალითად, თბილისის მეჩეთი და ე.წ არმიანული ეკლესია, სულ 170–180 წლისაა. აგურები შეამოწმონ! არმიანული ეკლესია აშენებულია ქართული აგურით, მეჩეთი – რუსული დაბეჭდილი აგურით, თარიღიც ზედ არტყია, მანამდე ეგ უცხოური სალოცავები იქ არ იყო, ეს არის ფაქტი და რატომ გავურბივართ? ათეშგათი იყო, მაგრამ ქურთული კი არა, ქართული სალოცავი იყო…

– ამეებს საიდან ამბობთ, პროფესიიიდან გამომდინარე?

– რესტავრაციებზე მუშაობა არც არის საჭირო, თვალნათლივ ეტყობა ყველა შენობას როგორ გადაკეთდა. მაგალითად, ანჩისხატს აბსოლუტურად ყველა გადაკეთება ეტყობა შეუიარაღებელი თვალისა და ცოდნის გარეშეც. მეტეხი მხოლოდ სამი საუკუნეა რაც ქრისტიანულად გადაკეთდა და ეტყობა გადაკეთება – მანამდე იყო ქართული რელიგიის შენობა, სახელიც იგივე შერჩა, ვერც შეუცვალეს.

– ქვაშვეთი? იმ ადგილას არაფერი იყო, ანუ არ არის ახლით შეფუთული?

– ქვაშვეთი მხოლოდ 100 წლისაა, მაგრამ ქვაშვეთი იმიტომ აშენდა, რომ "მასონი" ითარგმნება "ქვაშვეთად". ქვის შვეთაც შეიძლება, თლაც, ფლეთვაც, ხვეწაც, ტეხვაც. "მასონი" თვითონ რელიგიების ნაკრებია და ამ ნაკრებით გაკეთდა ერთი ახალი მიმდინარეობა.

უცხოელებს ესმით რასაც ვსაუბრობ, მაგრამ რატომღაც ქართველებს არ ესმით. ახლახანს დავესწარი უცხოური რელიგიების შეკრებას. თურქეთიდან იყო სუფისტების შეიხი, სუნიტების შეიხი, შიიტების შეიხი, დერვიშების შეიხი და ნაკაიძის თბილისელი წარმომადგენელი, ხოლო შეხვედრა იყო ბაპტისტების ეკლესიაში, მათ მოაწყვეს შეხვედრა და სცეს პატივი. მოკლედ რომ ვთქვათ, უცხოური რელიგიების შეკრება იყო საქართველოში. მე კი დავესწარი, მაგრამ არ დამალაპარაკეს, მხოლოდ ნაკაიძის წარმომადგენელმა უთარგმნა დერვიშების შეიხს რასაც ვამბობდი და დიდი ყურადღებით მისმენდა რომ წარმოვუდგინე თავი "ქართული" რელიგიის წარმომადგენლად, მაგრამ ვიღამ დამალაპარაკა, გამარიდეს იმ კაცს ბაპტისტებმა…
ბაპტისტების გადასაწყვეტია საქართველოში მე, ქართველი, ვის დაველაპარაკები და ვის არა? ეს იმდენად დამამცირებელია ქართული მიწისა და რელიგიისთვის, რა გითხრათ…

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
29-05-2018, 16:00


კეშას ბლოგი 
____________________
ამბობენ, მალე ლეგალიზებული პლანი გვექნებაო, მაგრამ, ამ ჩვენს პროგრესულ ახალგაზრდებს რომ თეთრი ხმაური ქვიათ? თეთრი ხმაური და არა მწვანე სიმშვიდე. რას ეყოფა მაგათ ნარკოტიკით გაჯერებულ ორგანიზმს პლანის კაიფი?

არასოდეს მინახავს ქართული სპეცრაზმი ასე მობილიზებული მოსახლეობის დაცვაზე, არასოდეს მინახავს ორი დაპირისპირებული ძალის ასე უსისხლოდ დაშლა, არასოდეს მინახავს შსს-ს მინისტრი, რომელიც ორივე მხარესთან მივიდა სალაპარაკოდ და ორივე მხარემ მოუსმინა.
მანამდე კი, მანამდე ადამიანები იღუპებოდნენ, ზოგი გოგო, ზოგი ბიჭი, ზოგი პატარა და ზოგი დიდი…
ადამიანები და პოლიტიკოსები ერთხმად ითხოვდნენ – გვაჩვენეთ რა ხდება ბასიანში, ნუ უყურებთ ჩვენი შვილების სიკვდილს შორიდან, შედით ბასიანში და გამოიტანეთ ნარკოტიკი, თორემ, ჩვენ შევალთ და ჯერ რუმბივით გავაგორებთ იქაურ ფალავნებს და მერე თავებს დავკვეთთო.
ხოდა, ადგა შსს და შევიდა ბასიანში.

ტიტუ, შსს – ბასიანში ისე მოულოდნელად შევიდა და თან იარაღიც ეკეთაო…

მოგიკვდით, არ გაგაფრთხილათ, მოვდივარ და წამალი გადამალეთო? არ შემოყარეს ფერადი ბუშტები და არ გაუშვეს ფეიერვეკი, ისე მოვიდნენ?
რუსთავი 2 ის ჟურნალისტი ყოფილა მაგ დროს კლუბში, ხოდა, პირდაპირ ეთერში აღწერა, როგორ შევიდა შსს და როგორ ითხოვა კლუბის დაცლა სტუმრებისგან – მაგრამ, არ ცლიდნენ კლუბს, არ ჰქონდათ ბოლო ყლუპი ვისკი დალეული, ვერ მოასწრეს კოქტეილის მოწრუპვა…
აქეთ მაღალმა საზოგადოებამ დაიწყო აღშფოთება – საქართველოს კულტურულ ცენტრს, ბასიანს კლავენ, საქართველოში ტურისტები ბასიანის სანახავად ჩამოდიოდნენ და ახლა რა ვაჩვენოთო.

იქეთ, ბასიანელებმა დადეს პირველი ვერსია – საცეკვაოდ დავდივართ ჩვენ კლუბში და ცეკვას გვიშლიანო – მართალია, ფეხზე ვერ დგებოდნენ – მაგრამ დაწოლილი ცეკვაც ხომ არსებობს, კაცო? არსებობს, ალბათ, ტყუილს ხომ არ გვაკადრებდნენ.

მერე, ცოტა რომ შეფხიზლდნენ, გვითხრეს – არაო, მარტო საცეკვაოდ როგორ ვივლით ქვეყნის პროგრესული ნაწილი, ჩვენ კლუბებში ჰაერის დაბინძურებაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ თემებზე სასაუბროდ ვიკრიბებითო.
კლუბში ვინც არის, ერთხელ მაინც, ნამყოფი, ეცოდინება, რომ წარმოუდგენელია იქ რამეზე საუბარი მოახერხო, წარმოუდგენელია ხმა მიაწვდინო ადამიანებს და მათი ნათქვამი გაიგო – ხოდა, მგონი, ეგენი კლუბში არ იყვნენ, შეეშალათ მაგათ რაღაც.
ნუ, ახლა 9 აპრილის მემორიალზე რომ იცეკვეს, სამშობლოს რომ სულ ლანძღვა-გინებით მოიხსენიებდნენ და გაურკვეველ თავისუფლებას ეძახდნენ – სად გაიგეს თავისუფლება სამშობლოს გარეშე, რად უნდათ თავისუფლება სამშობლოს გარეშე. რა სამშობლო და რისი სამშობლო – ამათ ეს ქვეყანა საკაიფოდ უნდათ მხოლოდ.

რამდენ ხანს გაგრძელდება, ნეტავი, ნარკოტიკით მოტანილი თავისუფლება.
ნახევარი საქართველოღაა დარჩენილი, ამ ჩვენს ნახევარსაც არაბი და თურქი, სირიელი და ჩინელი გვართმევს – რა წამლით თავისუფლება, რის თეთრი ხმაური და მწვანე სიმშვიდე…

კარგად ჩანდა შსს-ს დადებულ ვიდეოებში, როგორ უთვლიდნენ ასლარიანებს ნარკორეალიზატორებს (ბარიგა არ უნდა დავუძახოთ, ხიხი სიტყვაა ბარიგა) – ვუყურებდი და ვფიქრობდი – რამდენ მშიერ ბავშვს დააპურებდნენ, რამდენ ობოლს გაახარებდნენ, რამდენ პენსიონერს გადაარჩენდნენ მცირე ხნით შიმშილისგან, მაგრამ თავისუფლების ფასიც ეს არის, ალბათ…

დაგვიანონსეს 17 ში – ლგბტ-ების გვერდით დავდგებითო – და აქამდე 11-ში, 12-ში და 13-ში ვის გვერდით იდგნენ, რო?
დადგნენ, უფრო გმირები გამოჩნდებიან, მეტად დიდები გამოჩნდებიან, მეტი ფასი დაედება მაგათ პროგრესულ აზროვნებას.
ასე იქცევა რუსი, რუსი კრძალავს ნარკოტიკს და ძირს რუსიო!

დებენ ჩვენი ემიგრანტი ქართველები, ევროპის ქალაქებიდან, პოლიციის მიერ, კლუბებში განხორციელებული რეიდების ფოტოებს – არ დაქცეულა ევროპა, არ გამოსულა ევროპის პროგრესული ნაწილი ქუჩაში – არა აქვთ, ეტყობა, იმათ ქუჩები.
მიუხტდნენ ქართველთა ნაწილი უწუ-ბუწუ პროგრესუკებს, მიუხტდნენ და დაშლა მოთხოვეს – გადაუვლიდნენ, ბევრნი იყვნენ, ლუკმად არ ეყოფოდათ.

არ დაანება პოლიციამ, ბოლომდე იბრძოდა, ფეხს არ იცვლიდა პოლიცია იმ დღეს.
მოიბოდიშა შსს-ს მინისტრმა, ვის მოუბოდიშა, რა მოიბოდიშა – მე კი ვერ გავიგე – მაგრამ თეთრმა ხმაურმა გაიგო და დაიშალა.
გაიგებდნენ, აბა, რა იქნებოდა, მომდგარი იყვნენ ქუჩას ხელკეტიანი ბიჭები, ცოტაც და ვეღარ შეაკავებდათ პოლიცია.
გაიგებდნენ, აბა, რას იზამდნენ, ორშაბათი მოდიოდა და ხალხს მაგათი ტანცებისთვის სადღა ეცლებოდათ.
მდგარიყვნენ, რომელი გმირები ეგ გყავდათ, რომ იქ კვირაობით გაეძლოთ მზისა და წვიმისათვის, ქარისა და მტვერისათვის, მოშივდებოდათ, მოწყურდებოდათ, დოზა მოუჭერდათ თავისუფლებაზე და მიაშურებდნენ თბილ კერებს.
ამასობაში, გახარიამ, ნარკოლიბერალიზაციაზე ვიფიქრებო.

ეჰ, ამ პროგრესულ თაობას განა თავისუფლება არ სურდა? განა თავისუფლებას არ ართმევდნენ? – რა ნარკოტიკი, რის ლიბერალიზაცია?
დღეს საავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი, გვერდით სკამთან პრაქტიკანტები იყვნენ შეკრებილნი – 15 მდე ახლაგაზრდა იქნებოდა.

- ეს რა სამარცხვინო აქცია იყო, მაგათ გვერდით დადგომაც კი ტეხავს.
- რა ნარკოტიკი, ნეტავი ოდესმე უფიქრიათ, მათმა შვილმა რომ წამალი გაიკეთოს, რას იგრძნობენ?
- ცეკვის წინააღმდეგი ვინაა, მაგრამ მემორიალზე რომ ცეკვავ…
- არ არის ის მემორიალი – წარწერაა, რომ მემორიალი უნდა დაიდგას იქ…
- მერე რა? მე რომ მოვკვდე და მარმარილოს დაფა ვერ დამადგან გულზე, ამიტომ უნდა მოხვიდე და ჩემს საფლავზე იცეკვო?
- ხო, ეგ მართალია…
- ნარკოტიკის ლეგიტიმაცია თუ მოხდება, ამ ქვეყანაში შვილები როგორ ვიყოლიო და გავზარდო, აღარ ვიცი. სადა აქვს ქართველ კაცს მაგისი თმენის უნარი, რომ ასე დაყრილ ნარკოტიკს აუქციოს გვერდი.
- წარმოდგენაც კი მიჭირს, ჩემმა შვილმა წამალი რომ გაიკეთოს, რა მომივა…
ეძებდით იმ დღეს მაგ ბრბოში პროგრესულ ახალგაზრდებს, ჭრელი ტანისამოსი რაკი აცვიათ და საყურე რაკი უკეთიათ, იმიტომ არ მოგწონთო – გვამუნათებდით.

ძალიანაც მომწონს ჭრელ ტანისამოსიანი და საყურებიანი ახალგაზრდები – ისინი აქ არიან, აქ, ჩვენს გვერდით არიან, პროგრესულად მოაზროვნეები, განათლებულები, ზრდილები და ლამაზები და არა იქ, სადაც მემორიალზე სტრიპტიზს ცეკვავენ და სამშობლოს დედ-მამის სულს უტრიალებენ. 
არ დგანან 9 აპრილის მემორიალზე – ნუ უყურებთ მხოლოდ პარლამენტის კიბეებს…

მეტის ნახვა
28-05-2018, 05:30