ვაგრძელებთ საუბარს პროფესორ რამაზ გახოკიძესთან. ამჯერად, ბატონი რამაზი "საერთო გაზეთის" მკითხველს "მავნე სისუფთავის" შესახებ მოუთხრობს:
ევრო-რემონტი - ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ფასად?

– მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ერთი შეხედვით ჩვენი ყოფა გაალამაზა: შეცვალა სახლის დიზაინი, ქაღალდის შპალერები გასარეცხმა შპალერებმა შეცვალა, ხის ჩარჩოები — პლასტმასისამ და ა.შ. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ყველაფერი ბუნებრივი ნაგავს გავატანეთ და ქიმიური პროდუქციით ჩავანაცვლე თ. ჩავთვალეთ, რომ ასე უფრო მოხერხებული და თანამედროვეა. დიასახლისებმაც გაიხარეს — სახლის დალაგება ბევრად გაიოლდა. თუმცა, მალევე, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. მათგან გამოყოფილი საწამლავები, თანდათანობით, შინაგან ორგანოებში გროვდება. სამრეწველო მასალების უწვრილესი ნაწილაკები, გაბინძურებულ ჰაერთან და წყალთან ერთად, კიბოს განვითარების სტიმულირებას იწვევს. მაგალითად, თქვენ აფრქვევთ დეზოდორანტს ან კოღოების და სხვა მწერების საწინააღმდეგო აეროზოლებს, იყენებთ სხვადასხვა სპრეებს: თმების ლაქს, არომატულ საფრქვეველს ტუალეტისთვის, რასაც გაზმატარებლად გამოყენებული ფრეონები ემატება. აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს (აეროზოლები, ასევე, ზედაპირიდან ობის მოსაცილებელი საშუალებები), ძუძუს კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების საყოფაცხოვრებო საშუალებებს. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედება დედის საშოში ბავშვის ეკზემის რისკის განცდას იწვევს.

ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილები  კიბოს განვითარების რისკს ზრდის!
ყოველდღიურად თანამედროვე ადამიანი სხვადასხვა ქიმიურ გამწმენდ და სარეცხ საშუალებებს იყენებს. სარეცხი ფხვნილების ძირითად აქტიურ კომპონენტს ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოადგენს. მართალია ისინი ჭუჭყს შლიან, მაგრამ სამაგიეროდ კანში იჭრებიან და ადამიანის ორგანიზმზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ. მაგალითად, იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, არღვევენ იმუნიტეტს, აზიანებენ ტვინს. ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის დიდი ზიანი მოაქვთ ფოსფატებს, რომლებსაც ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან ერთად სარეცხი ფხვნილები შეიცავს. ისინი ჩამდინარე წყლებით მდინარეებსა და წყალსაცავებში ხვდებიან და მათ აბინძურებენ, ხელს უწყობენ ციანბაქტერიების გამრავლებას, რომელთა ტოქსინები კიბოს უჯრედების განვითარებას ააქტიურებენ. გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაში უკვე აიკრძალა ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილების გაყიდვა. სარეცხი ფხვნილების მავნე ზეგავლენისგან თავის დასაცავად ეცადეთ გამოიყენოთ უფოსფატო ფხვნილები. სარეცხი ფხვნილების მტვერი ადვილად ვრცელდება გარემოში, ამიტომ სარეცხ მანქანას სამზარეულოში ნუ დააყენებთ. ხელით რეცხვისას აუცილებელია გაიკეთოთ ხელთათმანები. გარეცხილ თეთრეულს გულმოდგინედ გაავლეთ, დაახლოებით, ათჯერ ცხელი (50–60გრადუსი) წყალი, რადგან ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ფოსფატები ცივ წყალში არ იხსნება.

უსაფრთხო რეცხვის  საშუალებანი!
ფოსფატშემცველი ფხვნილების ერთ-ერთი ალტერნატივაა საპნის საფუძველზე დამზადებული საბავშვო ფხვნილები, თუმცა, ისინი წყალში ცუდად იხსნებიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა უსაფრთხო საშუალებებიც: სამეურნეო საპონი შესანიშნავად რეცხავს ნატურალურ ქსოვილს და კიდეც არბილებს, რაც ჩვილი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: ერთ ვედრო თბილ წყალს დაამატეთ 50 გრამი გახეხილი საპონი და სამი სუფრის კოვზი სოდა. მუქ, არამდგრადი შეფერილობის ნივთებს სოდის გამოყენების გარეშე რეცხავენ. აღნიშნული საშუალებით თეთრეული ნორმალურად ირეცხება სარეცხ მანქანაშიც.

სხვადასხვა ქსოვილის გასარეცხად სხვადასხვა შემადგენლობის ფხვნილია საჭირო. მჟავა და ნეიტრალური არე სასურველია ცხოველური წარმოშობის ქსოვილებისაგან (მატყლი, სელი) დამზადებული ნაწარმის გასარეცხად, ზომიერად ტუტოვანი არე კი — ხელოვნური და სინთეზური ქსოვილებისგან დამზადებული ნაწარმის გასარეცხად. ამიტომ, ბამბისა და სელისგან დამზადებული ნაწარმი შესანიშნავად ირეცხება კალცინირებული სოდით (განსაკუთრებით სარეცხ მანქანაში 50–70 გრადუს ტემპერატურაზე). ავტომატში გასარეცხად სარეცხ ფხვნილად შეგიძლიათ მდოგვის გამოყენება, დაახლოებით, 50 გრამი, რომელიც ერთიანად უნდა ჩაყაროთ მანქანაში და არა კიუვეტში არა უმეტეს 40 გრადუს ტემპერატურის პირობებში, რათა მდოგვი არ შეიკრას. მდოგვით შეიძლება მატყლის ნაწარმის გარეცხვა.
 
საპონას ფესვებით კარგია მატყლისა და აბრეშუმის ქსოვილების გარეცხვა. საპონას ყიდვა შეგიძლიათ ჰომეოპათიურ აფთიაქში ან ბაზარში. 1 კილოგრამ მშრალ ტანსაცმელზე იღებენ 50 გრამ საპონას ფესვებს, ჩაქუჩით ამტვრევენ წვრილ ნატეხებად, ამატებენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, აყოვნებენ ერთ დღე-ღამეს ხშირი მორევის პირობებში. 24 საათის შემდეგ ერთი საათი დაბალ ცეცხლზე ადუღებენ, მერე აცივებენ, გადაწურავენ მარლაში. მარლაში დარჩენილი საპონას ფესვები შეიძლება კვლავ გამოიყენოთ — დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ რამდენიმე საათი. ხსნარის გამოყენება შეგიძლიათ ხელმეორედ. მიღებულ საპონას ასხამენ თბილ წყლიან ჯამში, თქვეფენ და თეთრეულს ორ-სამჯერ რეცხავენ.

ჭურჭლის სარეცხი  საშუალებები -  უშვილობის გამომწვევია?!

ჭურჭლის "საუკეთესო" სარეცხ საშუალებათა შემადგენლობაშიც ასევე შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები: ფოსფატები, ქლორი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფტალატები. მაგალითად, ქლორი იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. ითვლება, რომ ეს ნაერთები შესაძლოა აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი. ფოსფატების ჭარბი შემცველობა ორგანიზმში იწვევს მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შეთვისების მოშლას.
* * *
– ბატონო რამაზ, საყოფაცხოვრებო ქიმიის გარდა კიდევ რა საფრთხეებია?

– ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთებია: ჰაერის ე.წ. გამაგრილებელი საშუალებანი, რომელთა უმრავლესობა შეიცავს ფორმალდეჰიდს და ნაფტალენებს. სჯობს ისინი ნატურალური საშუალებებით, მაგალითად, ლავანდის ან სხვა ეთერზეთით შევცვალოთ; სამღებრო საშუალებანი (საღებავები, წებოები, გრუნტი), რომლებიც კანცეროგენებს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას თან ახლავს `ეკოლოგიური სერთიფიკატები~; არ შეინახოთ სახლში საავტომობილო ქიმიის პროდუქტები, რადგან თითქმის ყველა ტოქსიკურია; ფერადი პარაფინული სანთლები, რომელიც წვისას კანცეროგენს გამოყოფს. სჯობს ბამბის პატრუქიანი ბუნებრივი ცვილის სანთლის გამოყენება; განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ნოხებისა და ავეჯის შამპუნების შერჩევისას; ტარაკნებს და მავნე მწერებს ებრძოლეთ სანიტარიით და არა ქიმიით.

– ზამთარ-ზაფხულ თითოეული ჩვენგანი კონდიციონერს აქტიურად იყენებს. რამდენად უსაფრთხოა იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

– კონდიციონერს სიკეთესთან ერთად ზიანის მოტანაც შეუძლია. იგი ადამიანს სერიოზულ განსაცდელს უქმნის, რადგან დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თავისებურ დამგროვებელს წარმოადგენს. იყო შემთხვევები, როცა კონდინციონერის საშუალებით პნევმონიის ურთულესი ფორმის გამომწვევი ბაქტერიები გავრცელდა. განსაკუთრებით მავნედ მოქმედებს კონდიციონერი იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ჰაიმორიტი ან ქრონიკული ბრონქიტი. აუცილებელია კონდინციონერი გაიწმინდოს წელიწადში ერთხელ, თუმცა ეს არ არის პანაცეა. სასურველია, ოფისებში კონდიციონერები ჩაირთოს სამუშაოს დაწყებამდე 10–15 წუთით ადრე, რადგან მისი ჩართვის შემდეგ ზედაპირზე მყოფი მიკრობების კონცენტრაცია მცირდება.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
18-04-2018, 10:00


2011 წლის გაზაფხულზე ლიბიის სამთავრობო და ოპოზიციურად ძალებს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 20 ოქტომბერს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობით დასრულდა. 69 წლის დიქტატორი 18 წლის მეამბოხემ თავში გასროლით მოკლა. ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული პოლიტიკოსი, რომელიც ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა, ხელისუფლებიდან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად წავიდა.

დღეს ბევრი მსჯელობს იმაზე კადაფი ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი გმირი იყო თუ სისხლიანი ტირანი, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ლიბიის ლიდერს ქალები და მათ გარემოცვაში ყოფნა უყვარდა. მისი პირადი დაცვის ელიტური ქვედანაყოფიც კი სპეცრაზმელი ქალებისგან შედგებოდა და „ამაზონელები“ როგორც მათ ევროპაში ეძახდნენ, კადაფს 20 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ. კადაფი დარწმუნებული იყო, რომ ქალებს კატების მსგავსად, მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომელიც მათ ეხმარება ინტუიციით შეიგრძნონ საფრთხე და იმოქმედონ უფრო სწრაფად, ვიდრე კაცებმა. „ამაზონელები“ კადაფს ქვეყანაში არეულობის დაწყებამდე იცავდნენ, მოგვიანებით კი მათი კვალი გაქრა..

პოლკოვნიკს უჩვეულოდ ჩაცმა უყვარდა – ბედუინების კარავში დაბადებულ პოლიტიკოსს ხშირად იხილავდით ბედუინების ძვირფას სამოსში, რაც პატივმოყვარე იმპერატორის იერს აძლევდა.

ფსიქოლოგები დღემდე ვერ ხსნიან ლიბიის ლიდერის ზოგიერთ ახირებას. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც ფული და ძალაუფლება არ აკლდა, სიცოცხლის ბოლო დღემდე უპირატესობას კარავში ძილს ანიჭებდა. კარავში მართავდა საზეიმო მიღებებს და ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას, კარავს და საყვარელ აქლემს თან დაატარებდა.

ლიბიელი დიქტატორის პირველი ცოლი მისივე მასწავლებელი იყო, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მეორე ცოლთან, საფია ფარკაშთან კი დიქტატორს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. ცოლებისა და „ამაზონელების“ გარდა, ლიბიის ლიდერის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელსაც უახლოეს გარემოცვაში ყველაზე მეტად ენდობოდა და რომლის გარეშე არც ერთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ვიზიტზე არ მიემგზავრებოდა.
2011 წელს სკანდალურმა „ვიკილიქსმა“ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა გაასაჯაროვა. გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ლიბიელ დიქტატორის უახლოეს გარემოცვაში 38 წლის უკრაინელი მედდა, გალინა კოლოტნიცკაია შედიოდა, რომელიც მუამარ კადაფის პირადი ექიმის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა სინამდვილეში დიქტატორის საყვარელი იყო და მასზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიამდე კადაფის ფავორიტი ქალი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ჯერ სამედიცინო კოლეჯი, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. 2002 წელს კიევის ერთ-ერთმა დასაქმების სააგენტომ ექიმებისა და ექთნებისთვის უცხოეთის ვაკანსიები გამოაცხადა. გალინამ გადაწყვიტა ბედი ეცადა და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ გაემგზავრა. თავიდან ქალი ტრიპოლის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა, 2008 წლის დეკემბერში კი სამუშაოდ კადაფის კლინიკაში გადავიდა.

არავინ იცის როგორ მოახერხა ქერათმიანმა უკრაინელმა კადაფისთვის თავის შეყვარება, მაგრამ ფაქტია, რომ დიქტატორი მის გარეშე ვერ ძლებდა და ყველაზე მეტად ენდობოდა. უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს, პოლკოვნიკმა გალინას დედა მოინახულა, კარგი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და ძვირფასი საათი აჩუქა, რომელსაც კადაფის ფოტო ამშვენებდა. ცნობისთვის, კადაფი ასეთ საათებს მხოლოდ უახლოესი გარემოცვის წევრებს ჩუქნიდა და ამით ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აღნიშნავდა.

„სისულელეა. დედა კადაფის საყვარელი არასოდეს ყოფილა. ჭორების გამო ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ადგილს ვერ პოულობს. დედა უბრალოდ, კადაფთან მედდად მუშაობდა და კარგი ანაზღაურება ჰქონდა, რომელიც თვითონაც ყოფნიდა და მეც მეხმარებოდა. ლიბიის ლიდერთან 4 უკრაინელი მედდა მუშაობდა, მაგრამ რატომღაც კადაფი დედაჩემს ყველაზე მეტად ენდობოდა და საქმიან ვიზიტებში ყოველთვის თან დაჰყავდა. კადაფი ბედუინი იყო, ამიტომ უდაბნო ძალიან უყვარდა. უდაბნოში ხშირად მიდიოდა და მხლებლებიც მიჰყავდა. უდაბნოს სიცხეში, ორი და სამი თვე კარვებში ცხოვრება და განსაკუთრებით, მუშაობა ძალიან ძნელია, მაგრამ, კადაფს ამის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. უცხოეთში ვიზიტების დროს, თავად კარავში ცხოვრობდა, თანმხლებ პირებს კი ძვირად ღირებულ სასტუმროების საპრეზიდენტო ნომრებში აბინავებდა. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ის კეთილი და გულისხმიერი ადამიანი იყო, მაგრამ შეეძლო სიმკაცრეც გამოეჩინა – განაცხადა „ვიკილიქსის“ სკანდალური მასალის გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან გალინას ქალიშვილმა ტატიანა კოლოტნიცკაიამ.

2011 წლის 15 თებერვლიდან ლიბიაში კადაფის დამხობის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო ტალღა ბევღაზიდან დაიწყო და თანდათან, სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელმაც 2000-მდე ადამიანი შეიწირა. არეულობის დაწყებისთანავე, ლიბიიდან უცხოელების ევაკუაცია დაიწყო. გალინა კოლოტნიცკაია უკრაინაში, 2011 წლის 27 თებერვალს სატვირთო თვითმფრინავი Ил 76-ით დაბრუნდა. იმავე რეისის მგზავრები იხსენებენ, რომ ქალი საშინლად მთვრალი იყო და თვითმფრინავში დებოში ატეხა.

„ლიბიაში ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, ადამიანებს ხუთწლიანი ციხე ემუქრებათ, თუმცა კოლოტნიცკაია ისეთი მთვრალი იყო, რომ თვითმფინავში ორმა კაცმა შემოიტანა. როცა მიხვდა, რომ სატვირთო თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდა, ქალმა საშინელი ყვირილი ატეხა. ითხოვდა პოლიტების გვარების დასახელებას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებით იმუქრებოდა. ის საშინლად აგრესიული იყო. ამბობდა, რომ კადაფის ქალია და მისი გაბრაზების უფლება არავის აქვს. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები გაოგნებულები უყურებდნენ და რაღაც მომენტში მისი დაბმაც კი დააპირეს, რადგან მასზე ლაპარაკი და შეგონებები არ ჭრიდა – იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე, გალინა ჟურნალისტების ალყაში მოექცა, მაგრამ თავის დაძვრენა მოახერხა და ჟურნალისტებს ბროვარში, ახლად შეძენილ ბინაში დაემალა.

სასიკვდილოდ განწირული დიქტატორი კოლოტნიცკაიაზე ადრე მეორე უკრაინელმა მედდამ დატოვა. გალინას მსგავსად, ყოფილ უფროსს ისიც სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა და ლამის, ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდა:

„კადაფთან მუშაობა რომ დავიწყე, 21 წლის ვიყავი და არაბულად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. კადაფი, რომელსაც უკრაინელი მედდები „მამიკოს“ ვეძახდით, ჩვენთან განსაკუთრებით გულუხვი იყო. მე ყველაფერი მქონდა, რაზეც კი მიოცნებია: საკუთარი სახლი, ძვირფასი ავეჯი, პირადი მძღოლი და ა.შ. თუმცა, სახლში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა მქონდა დამონტაჟებული და ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება არ მქონდა. ლიბიაში ჩასვლიდან პირველ სამ თვეს კადაფის რეზიდენციაში მისვლის უფლება არ მქონდა. ალბათ, „მამიკოს“ ეშინოდა, რომ მისი ცოლი, სოფია იეჭვიანებდა, მაგრამ მალე ეს აკრძალვა მოიხსნა და კადაფისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, რეზიდენციის ხშირი სტუმარი გავხდი. მე და სხვა უკრაინელ მედდებს გვევალებოდა, რომ გამუდმებით ლიბიის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვეკონტროლებინა. ის შესანიშნავ ფორმაში იყო და არტერიული წნევა და გულის რიტმი ახალგაზრდებზე უკეთესი ჰქონდა.

უკრაინული პრესა კადაფის ჰარამხანას გვეძახდა, რაც სისულელეა. ჩვენ მისი საყვარლები არასოდეს ვყოფილვართ და მხოლოდ იმისთვის ვეხებოდით, რომ წნევა გაგვეზომა ან ინექცია გაგვეკეთებინა. „მამიკო“ თავის მეგობარ სილვიო ბერლუსკონეზე ფრთხილი და წინდახედული იყო. მას უბრალოდ მოწონდა, როცა გარშემო ლამაზი ნივთები და ადამიანები ეხვია. გაცნობისას ხელი ჩამომართვა და პირდაპირ თველებში ჩამხედა. მოგვიანებით გავიგე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადამიანთან პირველი შეხვედრისა და ხელის ჩამორთმევის დროს იღებდა. ის უდიდესი ფსიქოლოგი იყო.. კადაფს თან ვახლდი ამერიკაში, იტალიაში, პორტუგალიასა და ვენესუელაში ვიზიტის დროს. თუ კარგ ხასიათზე იყო, გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა და ტანსაცმლის შესაძენად, დამატებით ბონუსებს გვაძლევდა. „მამიკო“ თავის თანამშრომლებს საკუთარი პორტრეტით დამშვენებულ ოქროს საათებს ჩუქნიდა. ეს საათი ნიშნავდა, რომ ლიბიაში ჩვენს წინაშე ნებისმიერი კარი გაიღებოდა და ჩვენი ნებისმიერი პრობლემა მოგვარდებოდა. ვგრძნობდი, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს კადაფი არ უყვარდა. სამედიცინო პერსონალი ვერც ჩვენ გვიტანდა, რადგან მათზე სამჯერ მეტი ხელფასი – თვეში 3000 დოლარი გვქონდა. მე სხვებზე მეტად გამიმართლა -ტრიპოლიდან თებერვლის დასაწყისში წამოვედი, რადგან ხუთი თვის ორსული ვიყავი და მეშინოდა, რომ „მამიკო“ ჩემს სერბ რჩეულს არ მოიწონებდა. ალბათ კადაფი ღალატს არასოდეს მაპატიებდა, მაგრამ ლიბიიდან გაქცევა სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ვიცი, „მამიკო“ ჩემი უკრაინელი კოლეგებისა და საკუთარი შვილებისგან ბოლომდე მასთან დარჩენას და მასთან ერთად სიკვდილს მოითხოვდა“ – იხსენებდა ოქსანა ბალინსკაია.

რაც შეეხება კადაფის ფავორიტ ქალს, გალინა დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ „მამიკო“ აღარ ჰყავდა.
„სამზარეულოში შევედი, რომ ყავა მომედუღებინა. ამ დროს, ტელევიზიით ლიბიის ამბებს გადასცმდნენ და კადაფის სიკვდილის შესახებ გამოაცხადეს. ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა და ისტერიკა დამეწყო. ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ვისაც კადაფთან უმუშავია, იცის, რომ ის ძალიან კეთილი, სამართლიანი და ბრძენი ადამიანი იყო. ცუდად გავხდი, როცა დავინახე მეამბოხეები როგორ სცემდნენ და ამცირებდნენ. ამის ყურება ვერ შევძელი.. ვფიქრობ, რომ ის ევროპის რომელიმე ქვეყანაში უნდა გაქცეულიყო და საერთაშორისო სამართალს ჩაბარებოდა, მაგრამ ძალიან მამაცი იყო და იმედს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ კარგავდა“ -იხსენებს გალინა. ბოლო ინფორმაციით, გალინა თურქ ბიზნესმენზე გათხოვდა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გალია ტომსონის სახელით ცხოვობს. კადაფის ფავორიტ ქალს 41 წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც რატომღაც, მუამარის ნაცვლად, ნიკოლასი დაარქვა...

სალომე სახოკია

მეტის ნახვა
12-04-2018, 17:07


კეშას ბლოგი
___________________
ქრისტე აღსდგა! – გილოცავთ.
მანამდე ზეციდან ჩამოვიდა, კაცის სახე მიიღო – ადამიანთა ცოდვებისგან დამძიმებული მიწა შეამსუბუქა და ჩვენს გამო ეწამა.
15 საუკუნის წინ „ტფილისის კაცნი დასხდებოდეს და მარიამ-წმიდა ეკლესიაი აღაშენეს“. ტაძრის დასავლეთს ფასადის ფილებზე წარწერაა: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“ – იგულისხმება ვახტანგ გორგასლის ვაჟი, დაჩი უჯარმელი. ტაძარი დღეს – ანჩისხატის სახელითაა ცნობილი.
ანჩისხატი ერთადერთი ტაძარი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს, ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო, მას „ზარების საყდარს“ უწოდებდნენ.

15 საუკუნის წინ დაარსა ალავერდი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – იოსებ ალავერდელმა.
დიდია ჩემი ტაძარი – სიძველის სიდიდე აქვს, ლოცვის სიდიდე, ჯვრის სიდიდე, მლოცველის სიდიდე.
გააქვს და გამოაქვს მართლმადიდებელი მრევლი დღეს, ვისაც არ ეზარება.
წაიყვანეს იეღოლევებმა ჯვარის მატარებელი მართლმადიდებლები.

ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ, კარ-კარ დადიან იეღოველები და ინგლისურს გასწავლით უფასოდო – გვთავაზობენ. უფასო ინგლისური სათაგურშია მხოლოდ.
რა არის სეპარატიზმი? – სოციალური იზოლაცია არ არის? კანონის დაუმორჩილებლობა არ არის? ცხოვრობენ იეღოველები ასე იზოლირებულად, დგამენ ლიტერატურის სტენდებს იქ, სადაც გარე ვაჭრობა აკრძალულია, აკრავენ ჩემს კარზე ბუკლეტებს, სთავაზობენ ჩემს არასრულწლოვან შვილს მათთან სიარულს უცხო ენის შესასწავლად, უარს ამბობენ ჩვენი სისხლის გადასხმაზე…

სად არის ამ დროს ჩემი ეკლესია, სად არიან ამ დროს ჩემი მღვდლები და ბერები?
კათოლიკურმა ეკლესიამ ბზობას ბზის კონები საჩუქრად დაურიგა თავის მრევლს – მართლმადიდებლებმა ბზის ორი ტოტი 2 ლარად ვიყიდეთ, მარჯანიშვილზე, ეკლესიის წინ დღის ორ საათზე, უკვე 5 ლარად იყიდებოდა ბზის სამი ტოტი – ცოტაღა დაგვრჩაო.
ერთხელ კედი მაჩუქეს – ვიღაც კეთილ ადამიანს ეკლესიისთვის სხვადასხვა ზომის კედები შეუწირია – საწარმო ჰქონია. ხოდა, იარა, იარა ამ კედმა და ჩემამდეც მოვიდა – მღვდლის სახლიდან იარა და ისე მოვიდა ჩემამდე. სულ არ იცის იმ მამაომ, მისი ტაძრისთვის შეწირული კედი თუ ჩემამდე მოვიდა. ხოდა – ეკლესიისთვის და მრევლისთვის შეწირული განკარგვის უფლება თუ აქვს მამაოს სურვილისამებრ – ბზის გაყიდვაც შეუძლია რომ უზრუნველჰყოს მისაღებ ფასად – სურვილი და ნება არა აქვს, უბრალოდ.

უამრავი საეკლესიო სკოლა გვაქვს ქვეყანაში – სადაც გადასახადი იმდენად ძვირია, მე ვერ გავწვდები ჩემი შვილის მიბარებას.
ასამდე უფასო პანსიონატები გახსნეს აჭარაში თურქებმა – სამჯერადი კვება აქვთ ბავშვებს, გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებიან, მერე ყურანს ასწავლიან და თურქულს.

ჩემს მიწაზე უფასოდ ასწავლიან ყურანს თურქები ჩემს შვილებს, ჩემს დამშეულ შვილებს სამჯერ აჭმევენ დღეში, ისლამისადმი ლოცვის სანაცვლოდ…
ჩემი ეკლესია კი ფულს მთხოვს ჩემი შვილისთვის „მამაო ჩვენოს“ სწავლებაში. მაშინაც კი მთხოვს, თუ ვეტყვი, რომ სოციალურად დაუცველი ვარ და მიჭირს.

და ჰქვია ამ საეკლესიო სკოლებს ამა თუ იმ წმინდანის სახელი: წმინდა ილია მართლის, წმიდა ნინოს, იოანე პეტრიწის, წმიდა გიორგის, კეთილმსახური მეფე თამარის, წმიდა ბარბარეს და ა. შ… ვისია ეს სკოლები? რატომ ჰქვიათ საეკლესიო სკოლა, რატომ არიან წმინდანების სახელობის – თუ ლოცვის და ბიბლიის შესწავლას ვყიდით?

ჩემი წმინდანების ცრემლით და სისხლით გაჯერებულ მიწაზე, წმინდანების ძვლებით დალოცვილ ჩემს მიწაზე – ყურანს ასწავლიან ჩემს შვილებს უფასოდ, უფასოდ ასწავლიან ინგლისურს და იეღოვას…

ზუსტად ორჯერ ნაკლებ ფასად იყიდება სანთელი ეკლესიის გარეთ. ანუ, სანთლის დამზადება იმაზე ორჯერ და მეტჯერ ნაკლები ჯდება – რა ფასიც ეკლესიაში ადევს სანთელს? და რატომ ორმაგდება ეკლესიაში სანთლის ფასი? რა აორმაგებს? ლოცვა? ლოცვას ვყიდით სანთელთან ერთად?
დავანთებ სანთელს, შუამდეც არ არის ჩამწვარი, მოვლენ, ჩააქრობენ და ტომარაში უკრავენ თავს – თავიდან გადასამუშავებლად. ერთმა მოძღვარმა მითხრა, საკმარისია სანთლის თავი მოიწვას, გეთვლებაო. სად მეთვლება, რაში მეთვლება, ვინ მითვლის? ბოლომდე ჩამწვარი სანთლის მადლი მინდა მე. ბოლომდე დასრულებული ლოცვის და ბოლომდე გადაწერილი პირჯვარი მინდა მე.

მინახავს რამდენიმე ტაძარი სადაც არც სანთლების გამყიდველი ზის და არც ფასი ადევს სანთელს – დევს სანთლები და დევს ყუთი – ვისაც რისი საშუალება აქვს იმ თანხას შეწირავს ტაძარს – ოღონდ ქალაქში არ მინახავს – არ მოვიტყუები – ვინ მოვატყუო, ჩემს თავს ხომ არ მოვატყუებ.
ხოდა, წელსაც, ამჯერადაც აჭარის სოფლებში დაკეტილი დახვდათ ეკლესიის კარები მრევლს, ჩარაზული დახვდათ ეკლესიის ჭიშკარი, არავის დაურეკავს ზარი.

ციხისძირში თავად ააგო სოფელმა ეკლესია. დიდი მრევლი ჰყავს ციხისძირის ტაძარას – მაინც არ ჩერდება ციხისძირის მოძღვარი აღდგომას და შობას სოფლის ტაძარში – დიდ ეკლესიაში უნდა წავიდე, დიდ ეკლესიაში ღვთისმსახურებაში უნდა დავეხმარო მღვდლებსო – ამბობს.
არც ციხისძირის ეკლესიაა პატარა – ეკლესიის სიდიდე ლოცვის სიდიდეზე, მრევლის სიმრავლეზე, რწმენის სიდიდეზეა დამოკიდებული – თორემ, ხუროთმოძღვრება ცალკე აღებული – შენობაა და მეტი არაფერი.

კონცერტია ღვთისმსახურება, რომ ბანის მისაცემად მიატოვო ტაძარი და მრევლი?
შენს სოფელში, უცხო ქვეყნის შვილები ყურანს ასწავლიან შენს შვილებს უფასოდ, კვებავენ და აცმევენ უფასოდ – შენ ტაძრის კარს უკეტავ ცხვირწინ და არ აზიარებ მრევლს, რომელმაც მარხვა შეინახა?

რატომ არ გინდა მოუარო და უპატრონო მართლმადიდებელ მრევლს, მამაო? რატომ არ ცდილობ, საპატრიარქოვ, ჩემი მართლმადიდებელი მრევლის შენარჩუნებას?

რატომ აგდებთ ჩემს ქრისტიანებს იეღოველების ხელში, რატომ ახსნევინებთ ჩემი ბავშვების კისრიდან ჯვარს მაჰმადიანებს?
პოლიტიკოსების და მთავრობის წევრებისთვის, ელჩებისთვის და კონსულებისთვის ხომ გცალიათ, მამაო?
გაჭირვებული ხალხისთვის რატომ არ გცალიათ, გაჭირვებულ მრევლზე რატომ არ შეგტკივათ გული.
გამოდით-თქო, გეხვეწებით უკვე მესამე წელია, გამოდით და ხალხი ნახეთ, ხალხს ესაუბრეთ, ჩამოდით ჯიპებიდან, კაბა თუ გიშლით ხელს, მე დაგეხმარებით ჩამოსვლაში და მოდით ჩვენამდე, მოდით მართლმადიდებლების გულამდე.
წელს გაიჟღერა სურვილმა ხალხში გამოსვლის, ქუჩებში ადამიანთა დალოცვის – სურვილი სურვილად დარჩა – ქუჩაში კი არა – სოფლებში ეკლესიებს მიკეტავთ აღდგომის წმიდა ღამით.

წაიყვანა ჩემი ქართველი მართლმადიდებელი იეღოველმა და ვაჰაბიტმა, კათოლიკემ და პროტესტანტმა, ევანგელისტურმა და ბაპტსიტურმა ეკლესიამ წაიყვანა კიდევ და აგერ, სულ მთლად ჩემს თვალწინ, ღიად მიჰყავს მუსლიმან თურქს ყურანის სასწავლად და ალაჰზე დასაფიცებლად.
ვინ უნდა მოვიდეს და ვის გავატან ჩემს შვილს? ვინ მოვა ჩემს სახლში და ვის გაჰყვება ჩემი შვილი? გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი და იმიტომ, შემტკივა მე ჩემს შვილზე გული და არ შემიძლია, ვერ ვიცოცხლებ, რომ წაიყვანონ, რომ წამართვან.

ბევრი შვილი გყავს, მამაო, ვიცი, კიდევ მეტი შეიძლებოდა გყოლოდა, კიდევ მეტი შეიძლება, რომ გყავდეს. არ გიყვარვართ, მამაო, ისე, როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი, თორემ ვის დაანებებდი ჩემს და-ძმებს, ვის გაატანდი ჩემს და-ძმებს.

ნუ დამტოვებ, მამაო, ობლად, ნუ დამტოვებ ობლად მართლმადიდებელს წმინდათა ძვლებით გაჯერებულ, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე, რამდენჯერ უნდა ჩამოვიდეს უფალი მიწაზე და მიიღოს კაცის სახე, რამდენჯერ უნდა ეწამოს ჩვენს გამო, რამდენი ცოდვა უნდა აგვაცალოს მხრებიდან – რომ ვირწმუნოთ, რომ გვიყვარდეს, რომ დავიცვათ ჩვენი ჯვარი და ჩვენი ტაძარი.

ატარე მამაო, ჯიპი კი არა, ჯვარი ატარე, მამაო, და ნუ დამტოვებ მართლმადიდებელს ობლად, შემიყვარე, მამაო, შვილივით შემიყვარე და აღარ გაგემეტები, ვეღარ გამიმეტებ, აღარ დამიკეტავ ტაძარს, აღარ მიმცემ ურჯულოს და გადამთიელს, მიპატრონებ და დამიცავ, თუ ისე გეყვარები, როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი.

დამლოცე, მამაო!

მეტის ნახვა
12-04-2018, 04:00


პირადად მე, რამდენიმე პიროვნებისგან მსმენია, რომ გრიგოლ ონიანის წიგნში "სტალინი" არასწორად არის მოთხრობილი ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება სტალინის პირადი ვაგონის ქალაქ როსტოვიდან გორში ჩამოტანას. საქმის გასარკვევად ვესტუმრე საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელს, ამიერკავკასიის, შემდგომ, საქართველოს რკინიგზის უფროსის მოადგილეს გუგული მაისურაძეს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:

– როგორ მოხერხდა სტალინის ვაგონის გორში ჩამოტანა?


– დავიწყოთ იმით, რომ ამ ვაგონის როსტოვიდან გორში ჩამოტანის ბრძანებას აწერდა ხელს სსრკ-ს გზათა მინისტრი ნიკოლაი კონარევი და არა ბორის ბეშჩევი (და არა ბეშევი, როგორც გრიგოლ ონიანის წიგნშია მოხსენებული). ბეშჩევი იმ დროს ცოცხალიც აღარ იყო, ის 1981 წელს გარდაიცვალა. ბეშჩევის შემდეგ გზათა მინისტრად 1977-დან 1982 წლამდე მუშაობდა ივანე პავლოვსკი, რომელიც ნიკოლაი კონარევმა შეცვალა. სწორედ, მის დროს მოხდა ვაგონის ჩამოყვანა გორში. ეს მოხდა ან 1986, ან 1987 წლებში. ასე რომ, ედუარდ შევარდნაძეს ამ საქმეში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. ეს განახორციელა ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა. სწორედ რომ მისი თაოსნობით მოხდა სტალინის ვაგონის ჩამოტანა გორში.

ბატონი გრიგოლის წიგნში („სტალინი“)წერია, რომ ვაგონის ჩამოტანის ორგანიზაცია დაევალა რკინიგზის უფროსის მოადგილეს, ვლადიმერ ჯაფარაშვილს. სინამდვილეში ვლადიმერი ჩემი მოადგილე იყო და არა რკინიგზის უფროსისა. მეორე მოადგილედ აღმდგენი მატარებლების განხრით ჩემთან მუშაობდა ავთანდილ მაისურაძე. სწორედ, აღმდგენ მატარებელს უნდა შეესრულებინა სადგურის ლიანდაგებიდან ვაგონის სპეციალურ ლაფეტზე გადატანა. სტატიაში აღნიშნულია, რომ, თითქოს, ჯაფარაშვილმა მოიწვია სავაგონო უბნის უფროსი ნოდარ კოპალეიშვილი და ახალგაზრდა ავთანდილ ოქრომჭედლიშვილი. სინამდვილეში კოპალეიშვილი არასდროს ყოფილა სავაგონო უბნის უფროსი. ამ თანამდებობაზე იმ დროს მუშაობდა ახალგაზრდა ინჟინერი ლევან სართანია. კოპალეიშვილი გახლდა ამ უბნის ტექნიკური გასინჯვის პუნქტის უფროსი, ოქრომჭედლიშვილი კი რიგითი ცვლის ოსტატი იყო. ვაგონის მისაღებად როსტოვში გააგზავნეს ლევან სართანია. ეს ძალიან კარგად იცოდა ოქრომჭედლიშვილმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიცრუე და კიდევ სხვა მრავალი მან მიაწოდა ბატონ გრიგოლს, რის შესახებაც მან მე მითხრა ჩემი შენიშვნების საპასუხოდ.

კიდევ ერთი სიცრუე, თითქოს როსტოვში ჩასულებს ვაგონის გადმოცემაზე უარს ეუბნებოდნენ და „უარის მთქმელთა“ შორის განსაკუთრებით ალექსანიანია ნახსენები. ეს პიროვნება ადრე ჩვენს რკინიგზაზე მუშაობდა, შემდეგ როსტოვში სამგზავრო სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. მას ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვაგონის გადმოცემას ხელს როგორ შეუშლიდა, როცა ამის შესახებ საკავშირო მინისტრის ბრძანება იყო გაცემული? სინამდვილეში, როგორც ლევან სართანია იგონებდა, ალექსანიანი, პირიქით, ეხმარებოდა მათ ვაგონის დაკომპლექტებაში. უხერხულია, მეტი თუ არა, ადამიანს ეს დააბრალო! ასევე წერია, რომ, თურმე, ვაგონის ტექნიკურ გამართვაში კოპალეიშვილი და ოქრომჭედლიშვილი იყვნენ დაკავებულნი. რკინიგზის ყველა ნორმატივებით ვაგონის უსაფრთხო მოძრაობის პასუხისმგებელი, რკინიგზის სამმართველოს ფარგლებში, მხოლოდ ადგილობრივი მუშაკები არიან. ოქრომჭედლიშვილს კიდევ ერთი ტყუილი ეკუთვნის. თურმე, ის საჩქაროდ უნდა გადმოფრენილიყო თბილისში, რომ გორში უზრუნველჰყო ვაგონის მიღება. სასაცილოა პირდაპირ! მას არავინ ეკითხებოდა ვაგონის მიღება-ჩაბარებას. კიდევ უფრო დიდი ტყუილი, თითქოს ის — რიგითი ცვლის ოსტატი, რომლის მსგავსი ასეულობითაა რკინიგზაზე, მივიდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში თხოვნით, რომ ოლქს თავისი ძალებით დახმარება აღმოეჩინა ვაგონის გადატვირთვაში ლიანდაგებიდან სამხედროებისვე ლაფეტზე. სწორედ, ამაზეა ნათქვამი, არამკითხე მოამბეო…

სინამდვილეში, რკინიგზის ხელმძღვანელობიდან არავის აზრადაც არ მოსვლია, დახმარებისთვის სამხედროებისთვის მიემართა და არც მიუმართავთ, რადგან ისეთი მძლავრი ტვირთამწევები, როგორიც რკინიგზის აღმდგენ მატარებლებს გააჩნია, სამხედროებს არ ჰქონდათ. გორის სადგურის ლიანდაგიდან ვაგონის გადატანა საქენერგოდან ნათხოვარ ლაფეტზე თბილისის აღმდგენი მატარებლის 120 ტონიანი ტვირთამწევის სარკინიგზო ამწით მოხდა. ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა აღმდგენი მატარებლის უფროსი ალიკო საყვარელიძე. ასე რომ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის არავითარი ბრძანება გორში მძლავრი ამწის ჩატანის შესახებ არ ყოფილა. სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო ორი ავტოამწე, რომლის მოყვანაც გორის ხელმძღვანელობამ უზრუნველჰყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოქრომჭედლიშვილი იმ დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა გორში. სხვანაირად, როგორ შეეძლო მას არ დაენახა უშველებელი სარკინიგზო ამწი, რომლითაც მოხერხდა ვაგონის გადატანა ლაფეტზე. გოგორწყვივიან ურიკების გადატანა ლიანდაგებზე არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. სიძნელეები შეგვექმნა ვაგონის ძარის გადატანისას ურიკებზე. ორი ამწის პარალელური მუშაობა ძნელი იყო. მახსოვს, ერთ-ერთი ბაგირი, რომელიც ავტოამწსზე იყო ჩაბმული, ვაგონის კიბის თუჯის სახელურს ედებოდა და შეიძლება ის დაზიანებულიყო. მაშინ მივეცი უფლება, ამისთვის არ მიექციათ ყურადღება. თუ მოაჯირი დაზიანდებოდა, მას შევადუღებდით. შედუღება საჭირო არ გახდა, რადგან ვაგონის ძარა ურიკებზე მოაჯირის დაზიანების გარეშე დაიდგა.

გიორგი კორძაძე

მეტის ნახვა
5-04-2018, 21:00


24-მარტს სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძიზე" თეთრის ნაცვლად, დამსვენებლებს მოყვითალო თოვლი დახვდათ. კურორტის ადმინისტრაციის ცნობით, თოვლის ფერის შეცვლა წინადღით, ყვითელმა წვიმამ განაპირობა. სწორედ მან შეუცვალა თოვლს ფერი. ასეთივე მოვლენა შეიმჩნეოდა რუსეთში (სოჭში, კრასნოდარის მხარეში) და უკრაინის რიგ ქალაქებში. დაახლოებით 19 მარტიდან უკრაინის სოციალურ ქსელებში და პრესაშიც, გაჩნდა ცნობები უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ყვითელ-ნარინჯისფერი ნალექის შესახებ. საზოგადოება გაოგნებულია არსებული მოვლენით, ხოლო სპეციალისტთა აზრი ურთიერთსაწინააღმდეგო. 

ერთ-ერთი უკრაინელი მკვლევარი არცთუ ძველ წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ყვითელი ნალექი მესამე მსოფლიო ომის მოახლოებას ნიშნავს და იმოწმებს ალოის ირმაიერს რომელიც წარმოშობით ბავარიიდან გახლდათ. ირმაიერი პირველი მსოფლიო ომის დროს სანგარში ცოცხლად დაიმარხა, მას გაუმართლა და მოასწრეს მისი მიწიდან "ამოთხრა" ძალიან მალე თავის "ხილვებით" სახელი გაითქვა…მისი წინასწარმეტყველებები ძირითადად ეხება მესამე მსოფლიო ომის დაწყებასა და მიმდინარეობას. 

ვხედავ დედამიწას როგორც ბურთს და მასზე თვითმფრინავების საჰაერო გზებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავენ, როგორც თეთრი მტრედების ჯგუფი. "დიდი წყლიდან" დაუყოვნებლივ მოვა შურისძიება. ამავე დროს "ყვითელი ბოლი" მიაღწევს ალიასკასა და კანადას, მაგრამ შორს არ წავა…

ისევ ვხედავ თვალწინ დედამიწას, როგორც ბურთს, რომლის ზემოთაც თეთრი მტრედები მიფრინავენ. დიდი რაოდენობით მტრედები სილიდან ზემოთ აფრინდნენ და მაშინ ჩამოვარდა ყვითელი მტვერი. ეს მოხდება თბილ ღამეს, როდესაც ოქროს ქალაქი განადგურდება. თვითმფრინავები ყვითელ მტვერს ჩამოყრიან შავ ზღვასა და ჩრდილო ზღვებს შორის. გაჩნდება სიკვდილის ზოლი, ზღვიდან ზღვამდე, ნახევარი ბავარიის სიგანით. იქ სადაც მტვერი დაეცემა – ყველაფერი მოკვდება, თითოეული ხე და ბუჩქი, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი გახმება და გაშავდება. სახლები მთლიანი დარჩება. მტვრის ყვითელი ზოლი მიაღწევს ყურეს ზემოთ მდებარე ქალაქებამდე. ეს გრძელი ზოლი იქნება, მაგრამ მე არ ვიცი ეს რა არის და ამიტომ არ შემიძლია მასზე უფრო ზუსტად წერა. ვინც ამ ზოლს გადავა მოკვდება. ისინი ვინც იქნებიან ერთ მხარეს, ვერ შეძლებენ მეორეზე გადასვლას. ამიტომ შემტევი ჯარები დაიშლებიან. ისინი იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ. ყველაფერს რაც თან ექნებათ გადაყრიან. არავინ იქ აღარ დაბრუნდება. რუსეთის მომარაგება შეწყდება.
ორი ჯარი იბრძოლებს დასავლეთიდან სამხრეთ–დასავლეთისაკენ. დივიზიები ჩრდილოეთისაკენ შემოუხვევენ და მოიგერიებენ მესამე არმიის შეტევას.

აღმოსავლეთით ბევრი ტანკი იქნება, რომლებიც ისევ მიდიან, მაგრამ შიგნით მხოლოდ გაშავებული გვამები იქნება. იქ პილოტები ყრიან პატარა შავ ყუთებს, რომლებიც მიწაზე დაცემამდე ფეთქდება. მაშინ იფრქვევა ყვითელი და მწვანე ბოლი ან მტვერი. ყველაფერი, რასაც ეს მტვერი შეეხება მოკვდება, ადამიანი, ცხოველი, მცენარე. ეს იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ ადამიანები შავდებიან, ხოლო მათი სხეულები ძვლებს ჩამორჩებიან. ერთი წლის მანძილზე ვერავინ ვერ შევა ამ ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რისკავს. ამის გამო შეტევა რეინზე შეჩერებულ იქნება. სამი არმიის არცერთი ჯარისკაცი უკან არ დაბრუნდება. ინფიცირებულ ზონაში ბალახი უკვე აღარ გაიზრდება მაგრამ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას. ბუნებრივი კატასტროფის თუ სხვა რამის გამო რუსები იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ გაიქცნენ. რეინზე ვხედავ ნახევარმთვარეს, რომელსაც ყველაფრის გადაყლაპვა უნდათ. ისინი ჩრდილოეთით გაფრინდებიან, სადაც მესამე არმია უტევდა, რათა ყველაფერი გაანადგურონ. იქ ყველაფერი მკვდარი იქნება. ბოლო ბრძოლა კიოლნის ახლოს გაიმართება.
ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრენილ თვითმფრინავს რომელიც რაღაცას აგდებს დიდ წყლებში, და მაშინ რაღაც ძალიან გასაკვირი მოხდება. წყალი იმ სიმაღლეზე აიწევა როგორც ციხესიმაგრე, და რასაც დაეცემა თან წაიღებს. მე არ ვიცი ეს რა არის…მიწისძვრა მოხდება და ინგლისის სამხრეთ ნაწილი ჩაიძირიბა. სამი ქალაქი განადგურდება: პირველი წყლით, მეორეზე, რომელიც ზღვის დონეზე მაღლაა განლაგებული მხოლოდ ეკლესიის გუმბათიღა გამოჩნდება, ხოლო მესამე მთლიანად განადგურდება. ყველაფერი ელვისებურად სწრაფად მოხდება.

ვხედავ სამ ზოლს – შეიძლება იყოს სამი დღე, კვირა ან თვე – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კუნძულები ჩაიძირება, იმიტომ რომ ზღვა აბობოქრდება. ვხედავ დიდ ხვრელებს ზღვაში, რომლებიც შეივსებიან, როდესაც დიდი ტალღები უკან დაბრუნდებიან. ზღვის მახლობლად განლაგებული ლამაზი ქალაქი თითქმის მთლიანად ჩაიძირება ზღვაში, ჭუჭყში და სილაში. სხვა ქვეყნები რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ, დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, ზღვა მშფოთვარე იქნება, ტალღები სახლის სიმაღლე, ისე აქაფდებიან თითქოს მიწის ქვეშ რააც იხარშება. კუნძულები გაქრება, ხოლო კლიმატი შეიცვლება. იანვარი იმდენად თბილი იქნება, რომ კოღოებოც კი იცეკვებენ. შეიძლება ეს სხვა კლიმატურ ზონაში გადასვლაა. მაშინ უკვე აღარ იქნება ნორმალური ზამთრები, ისეთები რომელიც ჩვენ ეხლა ვიცით.

ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც სამოცდათორმეტი საათი გაგრძელდება. დილაც ბნელი იქნება, სეტყვა მოვა, ელვა და ჭექაქუხილი იქნება, მიწისძვრები შეარყევენ მიწას. ამ დროს არ გამოხვიდეთ სახლიდან, მხოლოდ სანთლები აანთეთ. ჩამოაფარეთ ფარდები და არ გააღოთ ისინი. წყალი და პროდუქტები, რომლებიც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში არ იქნება მოიწამლება და ასევე ის სურსათი რომელიც მინის ჭურჭელში იქნება. ყველაგან სიკვდილია, მტვრით გამოწვეული, ბევრი ადამიანი მოკვდება. სამოცდათორმეტ საათში ყველაფერი მორჩება, მაგრამ ვიმეორებ: არ გახვიდეთ გარეთ, დაწვით მხოლოდ სანთლები და ილოცეთ. იმ ღამით მოკვდება უფრო მეტი ხალხი ვიდრე, ორივე მსოფლიო ომში. არ გახსნათ ფანჯრები სამოცდათორმეტი საათის მანძილზე. მდინარეებში იმდენად მცირე წყალი იქნება, რომ მათი გავლა ადვილი შესაძლებელი იქნება. საქონელი დაიღუპება, ბალახი გაყვითლდება და გახმება, ადამიანთა გვამები გაყვითლდებიან და გაშავდებიან. შემდეგ ქარი ღრუბლებს აღმოსავლეთისკენ წაიღებს. ქალაქი რკინის გუმბათით საკუთარი ხალხის მსხვერპლი გახდება. ისინი ყველაფერს დაწვავენ, იქნება რევოლუცია, ხალხი გაველურდება. საკუთარი მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდებს ქალაქს, მაგრამ იმათ გამო არა ვინც აღმოსავლეთიდან მოვლენ. ძალიან მკვეთრად ვხედავ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. იტალიაშიც არ იქნება სიმშვიდე. აღმოსავლეთიდან მოსულნი ბევრ ხალხს მოკლავენ. პაპი გაიქცევა, ბევრი ღვთისმსახური მოკლულ იქნება, ბევრი ეკლესია დაინგრევა.

რუსეთში მოხდება რევოლუცია და სამოქალაქო ომი. იქნება ბევრი გვამი ქუჩებში, არავინ არ მიხედავს მათ. რუსები ისევ ირწმუნებენ ღმერთს და მიიღებენ ჯვრის ნიშანს. მმართველები თავს მოიკლავენ და ამით ჩამოირეცხავენ სისხლიან დანაშაულს. ვხედავ, როგორ ირევიან ერთმანეთში წითელი და ყვითელი მასები, წარმოიშობა ბუნტი და საშინელი მკვლელობები. მაშინ იმღერებენ საახალწლო სიმღერებს და დაანთებენ სანთლებს ხატებთან. ქრისტიანების ლოცვით ჯოჯოხეთის ურჩხული დამარცხდება, უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ირწმუნებს ღვთისმშობლის შეწევნას, დახმარებას. გამარჯვების შემდეგ იმპერატორს გვირგვინს დაადგავს პაპი. რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ვხედავ სამ ცხრიანს, მესამეს მოაქვს მშვიდობა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება ადამიანთა ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენებს ღვთის შიში გაუჩნდებათ. კანონები რომელთაც სიკვდილი მოაქვთ ბავშვებისთვის, გაუქმდება. მაშინ დამყარდება სიმშდვიდე. ვხედავ სამ მანათობელ გვირგვინს, გამხდარი ხანშიშესული ადამიანი იქნება ჩვენი მეფე.

სამხრეთითაც ისევ გამოჩნდება "ძველი გვირგვინი". პაპი დაბრუნდება და იგლოვებს დაღუპულ ძმებზე. ამ მოვლენების შემდეგ მოვა ხანგრძლივი და ბედნიერი დროის მონაკვეთი. ისინი, ვინც ცოცხლები დარჩებიან ძალიან ბედნიერები იქნებიან. ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას იქ, სადაც იწყებდნენ მათი წინაპრები. რამდენად შეიძლება ერთმანეთს დავუკავშიროთ ყვითელი ცა და ნარინჯისფერი ნალექი ირლმაიერის წინასწარმეტველებას ძნელი სათქმელია, მაგრამ მტვრის ფერიც ნამდვილად უცნაურია და კიდევ უფრო უცნაურია ის დამთხვევაც, რომ ხმელთაშუა ზღვაში და მის ირგვლივ გემების მართლაც არნახული მოძრაობა შეიმჩნევა. აღნიშნული წინასწარმეტყველება ძალიან გავს მამა პიოს წინასწარმეტყველებას - როდესაც გვიან იქნება, თეთრი ბურუსიდან ერთ ღამეში დიდი კლდე აღმოცენდება – ღამე ომის გამოცხადების გარეშე. ბუხარესტიდან ნიუნბერგამდე და დრეზდენიდან ბერლინამდე ხაზები დაკავებული იქნება ჯარების მიერ. მესამე ხაზი გავა რურას ბასეინიდან კალინინგრადამდე. შემდეგ სამხრეთიდან მოფრინდებიან შავი და ყავისფერი ჩიტები ისეთი სიმძლავრით, ცას და მიწას შეცვლიან. ჯარების მთავარი შტაბ–ბინა ქალაქ კირსბერგში, ბონის მახლობლად. პირველი ბომბა ეკლესიას დაეცემა ბავარიის ტყის მახლობლად. ყველაფერი განადგურდება და ვერავინ ვერ გადაურჩება ამას. წყალდიდობის შედეგად დაიღუპება ქალაქები და სოფლები. სამხრეთ ინგლისი ჩრდილო სანაპიროთი ჩაიძირება. შოტლანდია გადარჩება. დასავლეთით მიწა გაქრება და გამოჩნდება ახალი მიწები.

დაიღუპებიან ნიუ–იორკი და მარსელი. პარიზის ორი მესამედი განადგურდება. რაისტენი, აუგსბურგი, ბენნა გადარჩება. აუგსბურგი და დუნაის სამხრეთით მდებარე ქვეყნები ვერ იგრძნობენ ომის შედეგებს. ვინც განადგურების მხარეს გაიხედავს, დაიღუპება, მისი გული ვერ გაუძლებს ამ საშინელ სანახაობას. ერთ ღამეს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე ორ მსოფლიო ომში. შემდეგ რწმენა გახდება ძლიერი. ამ საშინელებიდან ორ წელიწადში მოვა ოქროს ხანა.
საინტერესოა ოქროს ხანას რამდენი ადამიანი მოესწრება.

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
5-04-2018, 16:57


ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე უნიკალური დენდროლოგიური პარკი შენდება, თუმცა რას წარმოადგენს ეს პარკი, ამის შესახებ არათუ საზოგადოება, არამედ ელექტრონული და ბეჭდური მედიაც არ არის საკმარისად ინფორმირებული.
Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოში მშენებარე ამ იშვიათი პარკის თაობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება. არადა, დაახლოებით, ერთ წელიწადში საქართველოს ექნება დენდროლოგიური პარკი, რომელიც გადაშლილი იქნება ზღვასა და მთას შორის ისეთ უნიკალურ ლანდშაფტზე, როგორსაც მსოფლიოში, ფაქტობრივად, ანალოგი არ აქვს.


როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

ამ თემაზე სასაუბროდ "საერთო გაზეთი" "მწვანეთა პარტიის" გენერალურ მდივანს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ბატონ გია გაჩეჩილაძეს ეწვია.
შეკვეთილში უკვე აშენდა უზარმაზარი საკონცერტო, საკონფერენციო დაწესებულება — შავი ზღვის არენა – Black Sea Arena-ს სახელწოდებით, გასართობი პარკი "ციცინათელა", იქვე აშენდა სასტუმრო და პარკი "საქართველო მინიატურებში", რომელიც შეკვეთილში ორ ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს.
დენდროლოგიური პარკი, რომელიც ერთ წელიწადში გაიხსნება, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. აქ თავს მოიყრის არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. დაირგვება 150-მდე ჯიშის ხე, რაც გააჯანსაღებს ბუნებას, პარკს ექნება, როგორც რეკრეაციული, ასევე, ტურისტული მნიშვნელობა. იქნება შესანიშნავი დასასვენებელი, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი, გამაჯანსაღებელი ტერიტორია.

– ბატონო გია, რა კეთდება წვერმაღალასა და შეკვეთილში. `ნაცმოძრაობა~ და მათი მხარდამჭერები რომ აპოკალიპსურ სურათს ხატავენ, მართლა ასეა? იქცევა გურია-აჭარა თუ შენდება?

– სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში და კონკრეტულად, შეკვეთილში. არ ვიცი, რატომ აკეთებს ამას ჩვენი მედიასაშუალებები, მაგრამ ფაქტია, ტელევიზიები სდუმან, გაზეთები სდუმან, შეკვეთილში კი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პარკი შემდება, რომელიც სულ მალე საქართველოს სავაიზიტო ბარათი გახედება.
შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორია ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებით გაშენებული მუსიკოსების პარკი, მინიატურების ბაღი. კარგი იქნება, ვინმემ მოინდომოს და მოსახლეობას გააგებინოს, რა კეთდება და რა გაკეთდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, რა გაკეთდა და კეთდება შეკვეთილში.

იქ გაშენებული მუსიკოსთა პარკი არა მხოლოდ უნიკალურია თავისი სივრცული მოწყობით, არამედ იქ დგას ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, რომლებსაც, როცა მიუახლოვდებით, თითოეული ქანდაკებიდან, იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი, შესანიშნავი მელოდიები ისმის.
ვისაც უნდა, გაიგოს, როგორია თანამედროვე საქართველო, იქ უნდა ჩავიდეს და ნახოს ეს პარკები.

სულ მალე ამ საოცრებებს დაემატება დენდროლოგიური პარკი, რომელიც მსოფლიოში არსებული დენდროლოგიური პარკებისგან სრულიად განსხვავდება.
ჩვენს დენდროლოგიურ პარკში უნიკალური ჯიშის ხეები დაირგვება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 150 სახის იშვიათი ჯიშის ხეს ჩამოიტანენ. მათ შორის აფრიკიდან და აზიის ქვეყნებიდან. ჩამოიტანენ უნიკალურ სექვოიას, რომელიც ათასი წელი ხარობს და არის მარადმწვანე ჯიშის მცენარე. 2–3 ჰა ფართობზე გაშლილი იქნება გიგანტური ხეები, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ბიომრავალფეროვნებისთვის დამახასიათებელი მცენარეები. ეს იქნება არა მხოლოდ რეკრეაციული, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი შენაძენი, რადგან დენდროლოგიური პარკები, ძირითადად, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით არის ხოლმე საინტერესო, როგორც უნიკალურ ჯიშებზე დაკვირვებისა და მეცნიერული შესწავლის ფართომასშტაბიანი ობიექტები.
ყველაფერი ეს კეთდება ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ის პარკები, რომლებიც უკვე გაიხსნა.
ბიძინა ივანიშვილმა ყოველივე ეს გააკეთა და აჩუქა საქართველოს.
ეს რჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობებს.

– გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია განგაშს ტეხს: ხეების გადატანის დროს ეკოსისტემა ზიანდება და ნადგურდებაო...

– ეს არის "რუსთავი 2"ის ყალბი და დემაგოგიური რიტორიკა. ასე აწვდის ის მოსახლეობას ინფორმაციას შეკვეთილში მიმდინარე პროცესების შესახებ და ეუბნება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს საკუთარ ეზოში. არადა, იმ ტერიტორიიდან, სადაც პარკი უნდა გაშენდეს, ბიძინა ივანიშვილის სახლამდე 2 კმ-ზე მეტია.

ყველამ უნდა იცოდეს, ყოველივე ამას "რუსთავი 2" საზოგადოების გასაღიზიანებლად აკეთებს.
რაც შეეხება ზიანს. თუ რაიმე ზიანდება, ამაში ივანიშვილი კომპენსაციას იხდის.

ორმოებზე მოგახსენებთ.

საქართველოში მოქმედებს კანონი ნიადაგების დაცვის შესახებ. ამ კანონისა და იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმებულია ხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მომუშავე ფირმა ვალდებულია, მოახდინოს იმ ტერიტორიების აღდგენა. შესაბამისად, ორმოები შეივსება და იმ ადგილებში ნარგავები დაირგვება. ქარსაფარი ზოლიც აღდგება. ამაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და მე ამას თვალ-ყურს ვადევნებ. ყოველივე ამის პარალელურად კეთდება სასურველი პარკი მომავალი თაობებისთვის, რომელიც, ასევე, მომავალი ეკოლოგებისთვის იქნება საინტერესო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.

– ბატონო გია, რატომ არავინ არ ლაპარაკობს ამაზე?

– ეს მიკვირს მეც.

ის ტელევიზიები და სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც თავის დროზე სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადარჩინა, რატომ არიან გაჩუმებული? დღეს ისინი ბოკერიას და მისნაირების გაპიარებით არიან დაკავებული და თითქმის ყოველდღე ნაციონალები უზით ტელევიზიებში. სამარცხვინოა მათი საქციელი.

– ეს ადამიანები გარემოს დაცვის საკითხებზე ტელევიზიებში ლაპარაკობენ ბრყელ-ბრტყელ სიტყვებს, აქციებს ამართვინებენ გაურკვეველ სუბიექტებს ხეების დაცვის მოთხოვნით. ცოცხალ ჯაჭვებს ავლებენ ხეებს. ვითომ ყიდულობენ მცენარეებს და ა.შ.

– არსებობს ორგანიზაცია, რომელიც სატელიტური აპარატურის საშუალებით ამოწმებს მსოფლიოში არსებული ტყეების მდგომარეობას. 2001-დან 2012 წლის ჩათვლით მონაცემებით, საქართველოს ტყეებიდან გამქრალია ათასობით ჰექტარი ტყე.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ხანძრები იყო. კი, ბატონო, იყო ხანძრები 1000 ჰა-ზე. მაგრამ დანარჩენი 8 000 ჰექტარი გამქრალია. იცით ეს რამდენი ხეა? 4-დან 5 მლნ-მდე ხე არის განადგურებული 2001-დან 2012 წლამდე. ამ უნამუსოებს ახლა განგაში აქვთ ატეხილი ერთი ხის გადარგვაზე.
ერთ მაგალითს მოვიყვან.

2013 წელს გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის მონაცებები, რომელიც ცხადყოფს, რას ჩადიოდნენ 2003 წლიდან ნაციონალები ქალაქ თბილისში. კერძოდ, ოფიციალური ნებართვაა გაცემული 21 000 ხის მოჭრაზე თბილისში.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებულია, აგრეთვე, ფირმა, რომელიც შენობას აგებდა გარკვეულ ადგილას. იგი მერიას სთავაზობს — ხეებს, რომლებიც მშენებლობას ხელს უშლის, გადავრგავთო, მაგრამ უგულავა კატეგორიულად ითხოვს იმ ხეების მოჭრას.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ უწევენ ხელოვნურად დისკრედიტაციას ბიძინა ივანიშვილის სახელს და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მისი ინიციატივით, 2016 წელს 100 კმ-ზე მეტი გზა არის გაყვანილი საქართველოს ტყეებში, ტყის აღდგენის და რეაბილიტაციის მიზნით. ხეები, რა თქმა უნდა, იჭრება ამ გზების გაყვანის დროს, მაგრამ ყოველივე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტყეს მოვუაროთ.

როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში `ქართული ოცნება~ 2012 წლიდან შეჩერდა ტყეების მრავალწლიანი იჯარით გაცემის ნებართვები. წლების განმავლობაში ნაციონალებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე გაცემული ჰქონდათ 40–49-წლიანი იჯარით ტყით სარგებლობის ნებართვები. ფაქტობრივად, უცხოელებისთვის საკუთრებაში ჰქონდათ მიცემული საქართველოს ტყეები. ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, როცა ამ კანონის მოქმედება შეაჩერა პარლამენტმა.
ახლა ფანტასტიკის სფეროს რომ განეკუთვნება, ისეთ რამეს გეტყვით. შეიძლება არ დაიჯეროთ, რადგან ასეთი რამ ხშირად არ სჯერათ ადამიანებს. 2012 წლის დასაწყისში, ნაციონალების ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ცვლილება გარემოს დაცვის კანონში, თუ ადამიანი წინასწარ გადაიხდიდა გარკვეულ თანხას, მას უფლება ეძლეოდა, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა კონკრეტული ტყის მასივში. მათ შორის, წითელ წიგნში შეტანილი ჯიშების განადგურების უფლებით და ა. შ.

იმ ხელისუფლების მოქმედების პირობებში არც ერთ მაკონტროლებელ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონდა უფლება, შესულიყო ტყეში და შეემოწმებინა, რა ხდებოდა იქ.

იმ ხანებში აქცია გავმართეთ `მწვანეთა პარტიამ~, იქვე შევაგროვეთ ასობით ხელმოწერა და წარვუდგინეთ მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც გაოცებული იყვნენ. მათ განაცხადეს, რომ ამაზე დიდი ბარბაროსობა არც გაეგონათ. მაშინ გაუქმდა ეს განკარგულება, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოს და ქართული ფლორისა და ფაუნის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ეს უნამუსოები ახლა ცდილობენ, რომ დაამცირონ ის საქმე, რაც კეთდება, დისკრედიტაცია გაუწიონ ბიძინა ივანიშვილის სახელს. თქვენ გინახავთ ოდესმე "რუსთავი 2"-ზე სიუჟეტი მუსიკალურ პარკზე, ან დენდროლოგიურ პარკზე, ან მინიატურების პარკზე? მაგრამ არა უშავს. გადახედეთ საქართველოს ისტორიას. თუ ვინმე კარგს აკეთებდა საქართველოსთვის, ამცირებდნენ, ან კლავდნენ, ან ქვეყნიდან აძევებდნენ. ყოველივე სიკეთე ჰქონოდეს ბიძინა ივანიშვილს, ის, ყველაფერს კარგს იმსახურებს ჩვენი მოსახლეობისგან.

– ბატონო გია, "ნაცმოძრაობას" არა მხოლოდ კონკრეტულად ადამიანების წინაშე, არამედ, როგორც ირკვევა, სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული. პარლამენტარები, ვინც თანხმდებით ამაში, რატომ არ აყენებთ მათი გასამართლების მოთხოვნას. ხომ იცით, რომ ხალხი ამაში მხარს დაგიჭერთ?

– ვიცი, რომ ხალხი მხარს დაგვიჭერს, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. მოხდა ისე, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ყველა ცვლილება ძალადობრივად მოხდა. ამჯერად მშვიდობიანად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას. როგორც ჩანს, ამის გამო ბევრ რამეზე მოხდა თვალის დახუჭვა. ახლა ჯერი ხალხზეა. არ უნდა დაიჯეროს მოსახლეობამ, რომ `ნაცმოძრაობის~ განაყოფები უკეთესნი არიან. ისინი ერთი მთელის ნაწილები გახლავთ და მათი ნდობა არ შეიძლება.

პირადად ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს "ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, არ იარსებებდა.
ესენი არიან ჩვეულებრივი დემაგოგები, რომლებიც სხვისი სახელის დისკრედიტაციით, ვითომდა თავიანთ პოლიტიკურ ქულებს იწერენ. თუ ასე ძალიან აინტერესებთ, გაყვნენ სატყეო დეპარტამენტის ჯგუფს და ნახავენ, რა ხდება ჩვენს ტყეებში. იმაზე არავინ წუხს, რომ საქართველოს ტყეები უმძიმეს მდგომარეობაშია და მიხედვა სჭირდება. აუცილებელია სანიტარული ჭრები, ტყის მოვლა. თუ ჩარევა არ მოხდა, ძალიან მძიმე შედეგებია მოსალოდნელი.
სიკეთის დანახვა ნაციონალებს არ უნდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ აკეთებს იმას, რაც მიაჩნია, რომ ადამიანმა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის იმის მიუხედავად, რომ ლანძღვა-გინება არ აკლია უმადური ხალხისგან.

გაიხსენეთ სიტყვები "ახალი აღთქმიდან": "ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის… ნეტარნი ხართ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტსო~… ხომ გახსოვთ?! ასე ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელიც მართლა მშველელად მოევლინა ჩვენს ქვეყანას.

ირანდა კალანდაძე

რ ე დ ა ქ ც ი ი ს ა გ ა ნ:
შეიძლება მოატყუო აწმყო, მაგრამ მომავალს ვერ მოატყუებო, _ ნათქვამია.
დღეს "ნაცმოძრაობა" და მისი ნაბიჭვრები, დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიებს რომ ეძახიან თავიანთ თავს, კერძო თუ მოსყიდული საინფორმაციო საშუალებებით, მოსყიდული ჟურნალისტებით, მოსყიდული არასამთავრობო ორგანიზაციებით საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ გავა სულ მცირე ხანი, 20–30 წელიწადი და მთელი სისრულით წარმოჩინდება გრანდიოზული მასშტაბები იმ საშვილთაშვილო საქმეებისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანას გაუკეთა.
ჩვენ, ივანიშვილის თანამედროვეებს, რომლებიც ამ დროში ვცხოვრობთ და ახლოს ვდგავართ ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესებთან, ამ სიახლოვის გამო შეიძლება გვიჭირს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული უნიკალური პროექტების სრულყოფილად აღქმა, თუმცა დროით და მანძილით დაშორებული მომავალი თაობები აუცილებლად გაოცდებიან ამ კაცის ნამოქმედარით და ნამოღვაწარით/

მეტის ნახვა
5-04-2018, 16:30


კეშას ბლოგი
_____________________
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ციყვი…
ანუ, ციყვის მოტანილს – ციყვი წაიღებსო…
აციყვდა, ბოლო კვირა, საქართველო. ყველგან სექსი და სექსუალური სექსი ელანდებათ, ყველგან სექსშეტენილი და სექსშეუტენელი კაცები ეჩვენებათ, ყველგან ციყვი და მგელია.

ციყვი აციყვებულა – საციყვეში ჩაციყვებულაო – რაღაა იმ ციყვის ფასი, რომლის სახელიც გაცხადდაო.
ნეტა ყველა შავი საქმე ციყვით უნდა შეიკეროს და დაგვირისტირდეს დღეიდან? – თეთრი ძაფიც აღარ იქნება საჭირო?
მინდია უგრეხელიძის ბიჭია ეს პაპუნა უგრეხელიძე და ეგ იზამდა – აბა, რას იზამდაო.
ნწუ, ნწუ, ნწუ…

რომელი მინდია უგრეხელიძის ბიჭია ეგ – 70-მდე ნაშრომის და სამი მონოგრაფიის ავტორი მინდია უგრეხელიძის? „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი – მინდია უგრეხელიძის? საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია რომ მიიღო და ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭოს წევრი რომ იყო 1994 წელს, ოსტინის, ჰიუსტონის და პასადენას საპატიო მოქალაქე რომაა, იმის? ღირსების ორდენი რომ აქვს მინიჭებული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ რომ აირჩიეს, იმ მინდიას ბიჭია? – ხოო, მაშინ კი იზამდა… მაშინ მჯერა. გეთქვათ თავიდანვე.

მივწერო ერთი ოსტინს, ჰიუსტონს და პასადენას…
ციყვმა თხარა, თხარა – სახელ-გვარი გამოითხარაო – ასე დაემართა ეკა მესხიძეს. უფრო სწორედ, ასე დაემართა, მეგონა.
პაპუნა უგრეხელიძემ „შტუკა“ მოუწყო მსხვერპლ ციყვს და მისი ვინაობა გაასაჯაროაო – კიდევ ერთი დანაშაული აკიდეს „მოძალადეს“.
რათა, რათა: კითხვა არ იცით? კითხვა გეზარებათ?

აგერ, აგვიფრიალა ელისო კილაძემ: „ქრონიკა+“-ში ჯერ კიდევ 2017 წლის 8 დეკემბერს გამოვაქვეყნე სახალხო დამცველი ნანუაშვილის დასკვნაო – ხოდა, ამ დასკვნაში შავი კლავიატურით თეთრ ეკრანზე ორჯერაა ზედიზედ მესხიძის გვარი გაპარული.
ასე მტერი გაგვეპაროს.

სხვაგან ყველგან კი პირობითად მოიხსენიებენ, როგორც ვინმე: ნ.ნ.-ს, მაგრამ ორჯერაა გაპარული გვარიც და მარტო მე ვიცი კითხვა, ნეტავი?
დავსქრინეეე, ელისო, დავსქრინე და ფოტოც გადავუღე – ტყუილად არ მიადგე და აღარ ჩაასწორო.
აგერ მთლად ნანუაშვილს გამოუჭენებია ეს გადამალული ციყვი და…
ციყვუნამ თქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო…

ამერიკაში გადაღებულ ფოტოზეც ერთად ვართ მე და მგელი და რა მომივა, ვინღა შემჭამსო
დაემალა 2015 წლის 30 სექტემბერს ციყვი მგელს, თორემ შეჭამდა და ეძებნათ მერე წითელქუდას და მონადირეს, რამდენიც უნდოდათ.
შენგენის ვიზა არ ჩაურტყეს მგელს პასპორტში მაგ დღეს – მგელი კი არა მეც გავბრაზდებოდი, მეც მივადგებოდი ჩემს თანაშემწეს, რომ მყოლოდა თანაშემწე.
იუკადრისა ციყვმა მგელის საყვედური და ტელეფონი გაუთიშა. მიწერა მგელმა მესიჯი:“ნუ ხტიხარ და აკეთე ის, რასაც გეუბნები… ამხელა გოგო ხარ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს“.

რა ქნას, ციყვია და რომ არ ახტეს და დახტეს არ შეუძლია.
მანამდე კი, მანამდე იყო… გულები…
ვგიჟდები რომანტიულ მგლებზე…

გაუგზავნა მგელმა ციყვს გულები და მესიჯიც მიაყოლა, თურმე: – გული გამომიგზავნე…
ერთი ციყვის ერთ გულს რამხელა თანამდებობა გადააყოლა მგელმა – რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ციყვსაო.
ვერბალური სექსუალური შევიწროება ყოფილა, გულს რომ გიგზავნიან და უგზავნი.
დღეს 13.45-ზე და 20.12-ზე ორმა ადამიანმა მთხოვა დალაიქება. 15.26-ზე და 17.02-ზე – ასევე ორმა მთხოვა, ფოტო გახსენი და გული დამიწერეო და ბოლოს 22.57-ზე მეხუთემ საერთოდაც, პირად გვერდზე გაზიარება მთხოვა, რაღაც სისულელის, საკმაოდ ფამილარულად. ხუთივე მთხოვნელიდან – არც ერთს არ ვიცნობდი.

ანუ, მე დღეს 5-ჯერ შემავიწროვეს?
სანტიმეტრი ავიღე, წელი და თეძო გავიზომე – არა, იგივეა – არ დავიწროებულა.
სადავ იწროა – იქ გაწყდეს – სექსუალურად შევიწროებული ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ მავიწროებს, თურმე, გულები – ამოვისუნთქე.
ანუ, დღეს ხუთი თეორიული სექსი მქონდა? – ფაქტობრივად, სიქა გამძვრა დღეს.
ამ დღეებში ორსულობის დასადგენ ტესტს ვიყიდი მაინც – ვაიდა, იმ ხუთიდან არც ერთს არ ეკეთა თამარ მეფის გამოსახულებიანი პრეზერვატივი და დავფეხმძიმდე?

უცნაური ერი ვართ ძალიან – თამარ მეფეს სახეს პრეზერვატივზე ვახატავთ და საოხრეზე ვიკეთებთ და მესიჯად გაგზავნილი გული აღგვაშფოთებს.
ხოდა, მე კითხვა მაქვს ნანუაშვილის უწყებასთან, ნუ, აწ უკვე ნანუაშვილის ყოფილ უწყებასთან – 2015 წლის ივნისის ჩანაწერი თუ გაქვთ ამოწერილი – ანუ, მინიმუმ 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის იანვრამდე მესიჯებსა და მიმოწერებზე გქონდათ წვდომა, ხომ? 8 თვის მესიჯებზე გქონდათ, ანუ წვდომა მინიმუმ და ამ 8 თვეში – რამდენიმე გულისა და ერთი ციყვის მეტი – ვერაფერი ამოქექეთ – სწორად გავიგე, თუ რამე გეშლებათ, იმის არ იყოს, გვარს არ დავასახელებთ, მაგრამ მესხიძეაო – რომ გიწერიათ?

ნამეტანი დინჯად ძალადობდა მგელი ციყვზე – რაკი 8 თვეში მეტი არაფერი მიუწერია „ისეთი“ – აი, დემოკრატიული.
- მიხო, დემოკრატია რა არის?

- აი, მარო, დემოკრატია ისაა, რომა, შემიძლია გადავიდე და ჩვენს მეზობელ ნაზიკოსთანა დავწვე.

- ანუ, მე რომ ნაზიკოს ქმართან დავწვე – ეგაც შაიძლება?

- ე, ქალოო, შენა დემოკრატიას ბოზობაში ნუ აურევ…

ასე მოგვდის, თორე, ერთი ყოფილი მინისტრი სულაც იწვა თავის ხელქვეითთან, თუ მაგას წოლა ქვია – მაგრამ, მთელი ბომონდი იცავდა, პრეზიდენტის ჩათვლით – მისი ბიჭია და უნდა დაწვება, უნდა ადგება – მისი პირადი საქმეა ხელქვეითთან წოლაო.

ახლა, მდიდრულმა გულმა გვიყო.
მისი ხელქვეითია და უნდა გულს გაუგზავნის, უნდა სულს.
ეჰ, ცხარე ცრემლით ვსტირი ეკატერინე მესხიძისათვის სმაილიკებით მიყენებულ შეურაცხყოფას – მაგრამ მე ვინ ვარ, მესხიძემ გვითხრა: კულუარულად ვიცი, პრემიერ-მინისტრიც მითანაგრძნობსო.
დედა, საიდან ყავს ამ ქალს ამდენი კულუარი.
მე რატომ არ მითანაგრძნობს პრემიერ მინისტრი, დღეს რომ თეორიულად ხუთჯერ გამაუპატიურეს – მარტო ეკა მესხიძის პრემიერია ეგ?
ხოდა, კიდევ რა ვერ გავიგე – ეს ამბავი იცოდნენ რეესტრშიო, იცოდა იუსტიციის მინისტრმაო, იცოდა პრემიერ მინისტრმაო, იცოდა თავად მგელმაცო… ქმარმა თუ იცოდა, ქმარმა?

ისიც იქ მუშაობდა და ეცოდინებოდა, წესით – აკი, დებილოს მეძახდა და კუთხეში დადექი – მეუბნებოდა მგელი, მე კი სულ ვტიროდიო და როგორ ვერ გაიგებდა და შეამჩნევდა ქმარიც.
ციყვო, ციყვო, შენსა მზესა, შენი ქმარი რა რიგია?
რაო, რა ქნა ქმარმა? მივიდა და შემოულაწუნა, ალბათ? – არა? – აბა? წამოუთაქა? – არა? არც ეგ? – უჩივლა მაშინ, შესაძლოა – უი, არც ეგ?
ისა და ქალბატონო, ეგ თქვენი ქმარია, თუ დათვის?
კი უნდა დადგეთ, მაშინ კუთხეში – არ არის სხვა გზა. პრემიერის თანაგრძნობას რომ რამე შეეძლოს – ფაროსანა ამოწყვეტილი იქნებოდა და მე დაპურებული.
ციყვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვსტირიო.
მრგვალ შენობაში უნდა იმუშაოთ, თქვენ, ციყვო – კუთხე რომ არ ჰქონდეს შენობას და კუთხეში რომ ვერ დაგაყენონ და დებილო-ზე რა გითხრათ, ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.

მერე იყო ტორტი, ციყვებიანი ტორტი – ასე გადაუხადა სამაგიერო მგელს ციყვმა – ტყუილი ციყვი აჭამა… ციყვის – დაძახებით შეურაცხყოფილმა – ენა ვერ შეუბრუნა, მაგრამ ტორტი შეუბრუნა, ტორტზე დაახატა თავისი ტკივილი და ცრემლი…
ეჰ, რა თანასწორობა, რა მოკლე და გრძელი, რა სუსტი და ძლიერი: – ქალები იქეთ ვიცავთ კაცებს. წამოვიდა ციყვი სამსახურიდან – სხვაგან გადავიდა, უკეთეს ადგილას, უკეთესი ხელფასით, პირადი რეკომენდაცია მისცა მგელმა.

წამოვიდა რეესტრის კუთხიდან მგლისგან დაჩაგრულ-ატირებული ციყვი, მაგრამ მაინც ვერავის უყვებოდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლობის ისტორიას – ქმარს იცავდა, ქმარი ისევ მგელთან მუშაობდა და როგორც სუსტი სქესი უნდა იცავდეს ძლიერს, ისე იცავდა, როგორც ამბობს, უტყვად და უენოდ.
ეჰ, ხანგრძლივ ეგ მგელი გაახარებს ციყვების ქმრებს, განა? მაინც გაუშვა მგელმა ციყვის ქმარი სამსახურიდან. არ დაუფასდა ციყვს თავგანწირვა.
მშიერი ციყვი პატრონს უკბენსო.

აი, აქედან უნდა იწყებოდეს, ჩემი წერილი – რადგან ზუსტად ქმრის სამსახურიდან გამოშვების შემდეგ დაიწყო მთელი ეს დაგულები, გაგულების, მიგულების, გამოგულების, გადაგულების ამბავი.
ციყვი – ციყვია და თუ გაცხარდა – მესხიძეო.
ციყვის ქმარი, რომლის სახელ და გვარსაც არსად ასახელებენ და ყველა ყველგან ასე მოიხსენიებს: ეკა მესხიძეს მეუღლეო (ნუ, მგელმა კი ახსენა, მაგრამ მგელს ხომ ვერ დავესესხები – ემანდ გული არ გამომიგზავნოს), სასამართლოში უჩივის რეესტრსა და რეესტრის მაჩო მგელს – უსამართლოდ გამომიშვაო.
პირველი მოჩივარი, ბატონს მართალი ეგონაო.

ციყვის ქმრის დამცველებმა – ჩვენს საქმეში მთავარი მტკიცებულება სახალხო დამცველის დასკვნაა და უკვე ჩავაბარეთ მოსამართლესო.
ანუ, ციყვის ქმარი რომ სამსახურიდან უკანონო გამოშვებას დაობს, იმ საქმეშია მთავარი მტკიცებულება სახალხო დამცველის დასკვნაა ეკა მესხიძის საქმეზე?
დედა, ცოლი ამას ქვია.

ძლივს არ მივხვდი, რისთვის გამოიყენებს ციყვობას?
ტიტუ, ქმარიც ამას ქვია – საკუთარ ცოლზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დაამტკიცებინა ნანუაშვილს და მიაქვს ახლა სასამართლოში.
ამას, ნამდვილად არ უცემია უგრეხელიძე, ხო? არც შემოულაწუნებია? – არა? არც წამოუთაქებია? – არც უჩივლია ცოლის კინაღამ „დემოკრატიაზე“, ხო?
აბა, ციყვების ოჯახში თუ მშვიდობა და სოლიდარობაა, მითანაგრძნოს პრემიერმა მე, ეყოფათ მაგათ უკვე, თავისი ეყოფათ.

მეტის ნახვა
4-04-2018, 21:07


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ RMG Gold-ს და RMG Cooper-ს რეკომენდაციებით მიმართა.
სამინისტრომ კომპანია RMG Copper-ს დაავალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით.

"კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება. როდესაც სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9 თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, მდინარეების ფოლადაურისა დამაშავერას, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის დროში გაწერილ ვადებში, ორივე კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს და ეტაპობრივად (2020 წლის 31 მარტამდე) აღკვეთოს კუდსაცავებიდან და ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების შესაგროვებელი სადრენაჟო სისტემისა და გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობების მონტაჟი.

ამ ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რასაც სულ მცირე 6 თვიანი ვადა სჭირდება. კომპანიები სამინისტროს წარმოუდგენენ გამწმენდი ნაგეგობების დეტალურ პროექტებს, რასაც ჩვენი გეოლოგები და ჰიდროლოგები ადგილზე შეისწავლიან, იმისათვის რომ ყველა სამომავლო წყლის დაბინძურების რისკი თავიდან იქნეს აცილებული.

კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყომაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში. სამინისტროს მიერ დადგინდა გონივრული ვადები ყველა სხვა პირობის შესასრულებლად, რომელიც ძირითადად 2018-2020 წლებში გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ და წლის ბოლომდე დაასრულონ წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მტვრის ემისიების შემცირებას.

ექსპლუატაციის ეტაპზე მუდმივად უნდა უზრუნველყონ ცხელ და მშრალ ამინდებში ძირითადი სატრანსპორტო გზების პერიოდული მორწყვა, ამტვერიანების მინიმუმამდე შესამცირებლად", - წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციაში.
დღეს პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს.  ლევან დავითაშვილის მოხსენების მთავარი თემა დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხებია. საუბარია კომპანია RMG-ის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე.

კანონმდებლები მინისტრისგან ისმენენ ინფორმაციას, თუ რა სამომავლო ნაბიჯების გადადგმას აპირებს უწყება იმისთვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს და აღმოიფხვრას. ბოლნისსა და დმანისში აღებული სინჯების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი.
imedinews.ge

მეტის ნახვა
3-04-2018, 17:30


კეშას ბლოგი
----------------------

რამდენ ბანაკად დაიყო საქალეთი: ფემინისტები, პარლამენტარები, პარლამენტში ქვოტის მომხრენი, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ქალების მოძულე ქალები, ქალების მოყვარული ქალები, პრადვინუწი ქალები, მეოჯახე ქალები.
რა დროს ფემინიზმია: ისედაც იმდენ მოვალეობას ვიღებთ ქალები საკუთარ თავზე, არ გვყოფნის? კიდევ უფრო ძლიერი სქესი გვინდა ვიყოთ? სადღა უნდა გავძლიერდეთ, როგორღა გავძლიერდეთ. რა თანასწორნი, რატომ უნდა დავაჭედო კედელზე თარო, თუ სახლში კაცია - მით უფრო, რომ ლურმნისა და ჩაქუჩის ხელში დაჭერისთანავე, უკვე რამდენიმე დაზიანება მაქვს თითებზე. რატო რა, ბაზრიდან თუ ჩანთას წამომიღებს მამაკაცი - წინააღმდეგი უნდა ვიყო?

არაფერი შეგეშალოთ, ფემინისტს ქალებს, სულაც არ კლავთ ლურსმნის დაჭედების სურვილი. არც გათანაბრება უნდათ - მეტი სჭირდებათ - მამაკაცის როლის გაუქმება და უფუნქციო მამაკაცი უნდათ - მონა სჭირდებათ - სასურველია დაკოდილი მონა, ენით დაკოდილი კი არა, მართლა დაკოდილი.
აბა, დააკვირდით, როგორი ქალები გამოდიან ფემინიზმის მოთხოვნით - ნახევარქალები, ძალადქალები, ქალ-კაცა ქალები - ხოდა, მაგათ ისედაც არაფერში სჭირდებათ მამაკაცი და ჩვენს წილ მამაკაცებს თავად მივხედავთ, დაგვაცადონ, ბატონო.

ჩემს წილ მამაკაცს - მინდა ელექტროენერგიის ქვითარს გავატან, მინდა სასიყვარულო ბარათს, ჩემს წილ მამაკაცს მინდა ლურსმნის დაჭედებას მოვთხოვ, მინდა სხვა რაღაცის დაჭედებას, მინდა ტოლმას შევუკაზმავ. რატომ მიტოვებენ ჩემს წილ მამაკაცს უფუნქციოდ, რატომ უნდათ ჩემი წილი მამაკაცის დაკოდვა?

რამდენი მამაკაციც არ უნდა დამიტოვონ უფუნქციოდ - მაინც არ გავიხედავ ქალისკენ - ჩემი წილი მკერდიც მეყოფა!
ძალად პრადვინუწი ქალებიც ოხრად გვყავს - აი, ძლიერი ქალი ვარ მე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე, მანქანა ჩემით ვიყიდე, სამსახურში ჩემით მოვეწყვე - მაგრამ, მეგობარი კაცის სახელს ვერ ვიტყვი, ცნობილი ადამიანია და არ მინდა ჯერ ვთქვა... არ უნდა, რომ ვთქვა...
ცნობილი და მდიდარი ადამიანის ხარჭა თუ ვიქნები - რატომ ვერ ვიყიდი მანქანას და ბაითს, რატომ ვერ ვიქნები ძლიერი.
ახლა გაპარლამენტარებული ქალები - გეხვეწებით რა - ქართველი პარლამენტარი, გინდა კაცი და გინდა ქალი, მხოლოდ ორჯერაა გამოსადეგი - არჩევნების წინ, როცა ხმები უნდა და პარლამენტარობის ბოლოს - როცა ახსენდება, რომ ვადა გასდის და ხმები ისევ დასჭირდება.
დანარჩენ დროს კანონის, კონსტიტუციის და ერთმანეთის ჭამაში ატარებენ - ხოდა, ქალი დაღეჭავს და მოინელებს კანონს, კონსტიტუციას და პარლამენტარის ხელფასს, თუ კაცი - ჩემთვის ერთი ჯანდაბაა.

თუმცა, ასეც რომ არ იყოს, იყარა კენჭი რომელიმე ჭკვიანმა და კარგმა ქალმა არჩევნებში და სქესის გამო, ვერ გაიმარჯვა?
თქვენ კი ვერ აღიქვამთ, მაგრამ ქალია იუსტიციის მინისტრიც - რამდენი წელი ინარჩუნებს თანამდებობას, აბა?
გამოდით, რამდენს გინდათ, პარლამენტარობა - დაგთვალოთ.

რა ქვოტა და რა ნახევარ-ნახევარი - ყველა უნდა დაწყვილდეთ? ქალზე კაცი უნდა გამოვიდეს? თუ, კაცზე ქალი?
შნაპსის წაღება არ დაგავიწყდეთ, მერე სამსახურში. რავი, 90-იანებში ორი ბიჭი თუ შნაპსს იშოვიდა - ეგრევე ორი გოგოს ძებნას იწყებდა და რაკი თქვენც წყვილდებით - ვიფიქრე დაგჭირდებოდათ. რავა ტყუილად აკრძალეთ ბუსუებიანი პრეზერვატივები.

ქალები გვინდა პარლამენტშიო. რავიცი, წინასაარჩევნოდ ზოგმა პარტიამ, ნახევარქალები და კაც-ქალები წარმოგვიდგინეთ კანდიდატებად და ეგაა ქალები პარლამენტში?

ძალადობის მსხვერპლი ქალები გვყავს კიდევ ბევრნი. ცალსახად ვემიჯნები ძალადობას. თუ ვინმეზე ძალა იხმარეს - აუცილებლად უნდა გაასაჯაროოს, უნდა უჩივლოს, უნდა დაუმტკიცოს - დახმარებაც უნდა ითხოვოს, თუ მარტოს გაუჭირდება გამკლავება.
მაგრამ, უფრომა თვალი ჩამიკრა, უფროსმა მიჩქმიტა, უფროსმა ყავაზე დამპატიჟა - რა უწუ-ბუწუებია.
ბავშვობაში ბიჭი თუ თვალს ჩამიკრავდა - ენას ვუყოფდი და ვეჯღანებოდი - სინჯეთ თქვენც - იქნება და გაამართლოს.
14 წლის გახდება მალე ჩემი ბიჭი - ხშირ-ხშირად ვეკითხები: ყავს თუ არა შეყვარებული. სიხარულით ველოდები, როდის ჩაუკრავს თვალს გოგოებს, როდის დაპატიჟებს ყავაზე - ხომ არ დაგიჟდით თქვენ.
ეს როგორაა იცით? ვიღაცის ჩაკრული თვალი მოსწონთ, ვიღაცის - არა. ვიღაცის ხარჭობა უნდათ, ვიღაცის - არა. და იმ ვიღაცა უფულომ, ვისი ჩაკრული თვალიც არ მოსწონთ - მთელი ცხოვრება თვალებდაქაჩულმა უნდა იაროს - არიქა, თვალის ჩაკვრა არ მოეჩვენოთ და არაფერი დამწამონო?
ორი ირანელი გოგო დასახლდა ჩემს მეზობლად პლეხანოვზე - სამი დღე იცხოვრეს ზუსტად - იმ სამ დღეში ბოიფრეენდები გაიჩინეს და იმათ ბინებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასეთი ბოიფრენდები იქაც გვყავს ირანშიო. ქმარი რა ჯანდაბად გვინდა - აქოთებული წინდები უნდა ვურეცხოთ და ხან ლანჩს მოგთხოვენ, ხან ყავას და ჩაის, ახლა კი, მე თავად ვთხოვ ამას: - სადაა ჩემი ლანჩი, სადაა ჩემი ყავა, სადაა ჩემი სექსი...
რავიცი აბა, სადაა ჩემი ლანჩი, სადაა ჩემი ყავა, სადაა ჩემი სექსი... - გაბნეულია სადღაც კოსმოსში.

მარტო ჩემს წინდებს ვრეცხავ ჩემს პატარა საკანში:

„ის საკანია,
როცა მარტო ვარ,
სახლად იქცევა,
როცა ორნი ვართ“.

განა ცხოვრება ლანჩი, სექსი და ყავაა? განა ცხოვრება მანქანა და ბაითია? სიცოცხლის ბოლო წუთებში მხოლოდ ბედნიერი წუთები და ლამაზი ემოციები გახსენდება ადამიანს, სიცოცხლის ბოლომდე, მხოლოდ ახლობელი ადამიანები მოგყვება, გინდ ფიზიკურად, გინდ სულიერად.
თუ თანამედროვე ცხოვრება ლანჩისთვის, ყავისთვის, მანქანისთვის სექსია, თუ თანამედროვე ცხოვრებაში ბიჭმა გოგოს თვალი არ უნდა ჩაუკრას და ყვავილები არ უნდა აჩუქოს, თუ თანამედროვე ცხოვრებაში ზემოდანაც და ქვემოდანაც ქალი უნდა იყოს და სანთელი დაკოდილ, ენით კი არა, მართლა დაკოდილ კაცს უნდა ეჭიროს - იყოს, ჩავრჩები მე აქ - ძველში, გაცრეცილში.
კიდევ ხარჭობა და ქალ-კაცობა გვინდა ჩვენ? რას მარგია მე - ირანელის და თურქის წახედულობა - ეგენი ათასჯერ ჩემზე მეტნი არიან მაინც. ეს მე ვარ დარჩენილი ორი კინკილა, ეს მე მემუქრება გადაშენება.
მოკლედ, ქალი მინდა ქალად, კაცი - კაცად, ბავშვი - ბავშვად, მოხუცი - მოხუცად. ოჯახი მინდა - ქალი და კაცის, ოჯახი მინდა ბავშვით და მოხუცით. ხოდა, იკაცეთ და იქალეთ, ძალად კი არა, მიბაძვით კი არა, ხარჭად კი არა, შიშით კი არა, მონად კი არა - მართლა და გულით!
და თუ არ არის მოდაში დღეს კაცს - კაცი ერქვას და ქალს - ქალი - დაე, ვიყოთ გოიმები.
აჰა, გოიმი ვარ მე და მშვენივრად ვგძნობ თავს!

გოიმი ვარ და მჯერა:

„ამ გზით თუ წახვალ -
მზეს შეეყრები,
იმ გზაზე -
სახლი უდგას იუდას“.

მეტის ნახვა
2-04-2018, 22:00