გთავაზობთ ინტერვიუს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "ახალი სიტყვის" ხელმძღვანელთან, ბატონ დავით თორდიასთან.

_ ბატონო დავით, როგორც ვიცი, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის სახელწოდება საქართველოს დარქმევის შესახებ გაქვთ საინტერესო მოსაზრება. გააცანით ეს ჩვენს მკითხველებს.


_ ქართველებს ისტორია რომ გვაქვს დაკარგული და ფალსიფიცირებული, ეს არახალია. ამიტომ დღეს თქვენს წინაშე წარმოვაჩენ კიდევ ერთ ფრიად საინტერესო ფაქტს, რომელსაც, დროა, ფარდა `საერთო გაზეთის~ საშუალებით აეხადოს.
გიორგობის დღესასწაული, წმინდა გიორგის პატივისცემით რომ აღინიშნება, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი, მართალია თუ არა მისი ბიოგრაფიული მონაცემები და რატომ არის მონათლული იგი ამ სახელით?
პირველ რიგში, დავიწყოთ იქედან, თუ რას ეძახიან ჩვენს ქვეყანას უცხოელები.
საქართველოს ჰქვია არა გეორგია, როგორც ეს ბევრ რუკაზეა, არამედ — გიორგია! თუ ორივე სწორია, რატომაა ასეთი არეულ-დარეული ეს ინფორმაცია, ან კიდევ რატომ ჰგავს ეს ორი სიტყვა ერთმანეთს _ სახელწოდება გეორგია-გიორგია და საკუთარი სახელი გიორგი?

პირველი — გეორგია, საქართველო, ვითომ, უცხოელების ენით, ნიშნავს მიწათმოქმედთა, დამრგველთა ქვეყანას, ხოლო გიორგია ნიშნავს თითქოს იგივეს, მაგრამ ის პირდაპირი მნიშვნელობით კიდევ იყოფა ორ სახელად: გიორგი ნიშნავს წმინდა გიორგის სახელით მონათლულ ქვეყანას და მეორე, გიორგი, რომელიც ძველი ქართულით, იგივე მეგრულით, პირდაპირ გვეუბნება _ დარგე, ანუ დამრგველთა, მიწათმოქმედთა ქვეყანა.

მინდა მოგახსენოთ, რომ, ისევ და ისევ, მივდივართ კოლხეთის გენიალური ცივილიზაციის ნანგრევებთან.
როდესაც განვიხილე ბერძნული ისტორია და მითოლოგია, პირველი, რაც მოხდა ის იყო, რომ გამიჩნდა დიდი გაოცება: თუ ბერძნებმა კოლხებს მოსტაცეს ოქროს საწმისი, სადაც, სავარაუდოდ, ეწერა ოქროს დამზადების წესი, რატომ უნდა ეწოდოს წიგნს,, ანტიკური საბერძნეთის ისტორია“? ეს ხომ ელემენტარულია? თუ ბერძნებმა არ იცოდნენ არც ოქროს დამზადების წესი და კიდევ ბევრი რამ, რაც ეწერა ოქროს საწმისზე და თუ მხოლოდ ამიტომ მოიტაცეს საწმისი, გამოდის, რომ სურდათ საკუთარი უცოდინარობა შეევსოთ.

მესამე, ბერძნებს ისტორიაში უწერიათ ასევე, რომ კოლხეთიდან წაიღეს ქვაზე ნაწერი დედამიწის სახმელეთო და საგზაო ნიშნები.
თუ მაშინდელი კოლხური ცივილიზაცია ფლობდა ქვას, იგივე რუკას, სადაც მთელი დედამიწის და ზღვების სავალი გზები იყო მოხაზული, მაშინ გამოდის, რომ კოლხებს მთელი მსოფლიო მოუვლიათ ფეხით, ნავით და ან თუნდაც მარტივი რაიმე,, პლანერით“ და ეს ყველაფერი ქვაზე გადაუტანიათ. გამოდის, რომ მაშინდელი კოლხეთი, ანუ დღევანდელი საქართველო უფრო ხნიერი, განათლებული, ანტიკური ქვეყანა ყოფილა და ასე რამ დააბრმავა მსოფლიო და მასთან ერთად ქართველი მეცნიერები, ამას რომ არ აღიარებენ?

რა ვთქვა, აღარ ვიცი და უნებლიეთ მახსენდება ქართველთა სინდისის ხმა:
"დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო,
სოფლის უკუღმა ტრიალი!"
უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბოლო ჟამის პერიოდში და ბოლო ჟამის ნიშნები სწორედ საქართველოში სრულდება.

_ რატომ სწორედ საქართველოში?


_ აბა სხვაგან სად უნდა მოხდეს?

ჩვენ რჩეული ერი ვართ და გაცხადებული ნიშნები უკვე ნათელია ჩვენს ყოველდღიურობაში, ოღონდ ყველა ამას ვერ ამჩნევს.
დღეს ჩვენ, უძველესი ქართველი ერი ისე ვართ დაჩაგრული, რომ არავინ არაფერს გვეკითხება. დროა, გამოვიღვიძოთ ლეთარგიული ძილისგან და დავიბრუნოთ ღირსება.
ამას წინათ ზურაბ ცინცქილაძე მომიყვა: ბაქოში ვიყავით, ერთ დღეს ატყდა ფეიერვერკები, ჟრიამული, შეიკრიბა უამრავი ხალხი. ბაირამი არ არის, არც რაიმე სხვა დღესასწაული. ვიკითხეთ, რა ხდება-თქო? იუნესკომ ტოლმა აზერბაიჯანულ ეროვნულ კერძად აღიარაო. ამას ზეიმობდნენ აზერბაიჯანელები. ქართველები რომ მსოფლიოში ღვინის პირველ დამწურველებად, ღვინის შემქმნელებად აღიარეს, ტელევიზიებმა ორ საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს და ამაზე მერე არავის არაფერი უხსენებია.
თქვენ, ალბათ, არც ის იცით, რომ მარიამ ღვთისმშობელი ქართველი იყო.

_ რაზე დაყრდნობით აკეთებთ ასეთ სენსაციურ განცხადებას?


_ ახლავე მოგახსენებთ.

უკრაინელი სალოსი და ბერი მამა იოაკიმე, რომელიც დღეს საქართველოში მოღვაწეობს, მანამდე 7 წელი იერუსალიმში დაჰყო, დიდ ხანს ათონის მთაზეც იმყოფებოდა და ბოლოს, მისივე გადმოცემით, საქართველოში გაამწესეს, ამტკიცებს, რომ დედა ღვთისა წარმოშობით ქართველი იყო.
გაიხსენეთ სერაფიმე საროველიც, რომელიც ამბობს: მეორედ მოსვლისას, საღვთო ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან იქნებაო.
ცხონებულმა პეტრე ქოჩაკიძემ 1558 წლის რუსული ისტორიული წყარო ამოიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ, თურმე, 7 წლის მარიამ ღვთისმშობლის მოცვლილი კბილი და მკერდის რძე გელათში ინახებოდა. მე არ ვიცი, როგორ შეინახეს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა ისტორიულ წყაროებშიო. გელათში ინახებოდა თურმე ღვთისმშობლის თმაც.
იმის საილუსტრაციოდ, რომ ღვთისმშობელი ნამდვილად ქართველი იყო, დააკვირდით მის რეაქციას მწუხარებისას. სახარების მიხედვით, მისი ძის ჯვარზე გაკვრის გამო ის სახეს იხოკავს. არ არსებობს მსოფლიოში სხვა ერი, სადაც ქალები უბედურების ჟამს სახეს იხოკავენ. არც ის არის შემთხვევითი, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოშია დაბრძანებული.

_ საოცარია, მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობას, თქვენ წეღან საქართველოსთვის სახელწოდების დარქმევის ასევე არაჩვეულებრივ მიგნებაზე საუბრობდით.


_ დიახ, განვიხილოთ სათითაოდ სიტყვები: გიორგია, გეორგია, გერგობა და გიორგობა.
პირდაპირ დავიწყებ სიტყვათა განმარტებებს. თავიდან ჩვენი ღვთაება, იგივე ტოტემი, რომელსაც ისტორიკოსები წარმართულს ეძახიან, იყო მგელი. მან მისცა დასაბამი ბევრ ქვეყანათა მითოლოგიურ პერსონაჟებს, გვარ-სახელთა, ეთნონიმთა და ტოპონიმთა დასახელებებს.
გეორგია, ეს სიტყვა არ არის ბერძნული, ჩვენი დიდებული წინაპრების მოგონილი სიტყვაა და საქართველოს მისი დიდებული, უძველესი ისტორიის გამო დაერქვა.
ერთ დროს ჩვენს ქვეყანაში ღვთაებად მგელი იყო მიღებული, ამიტომ მას მგელთა ქვეყანას ეძახდნენ.
წინარე ქართულით მარცვალი,, გე“ აღნიშნავს მიწის ზემოთ მდგომელს, მიწის ზემოთ მოქმედ პირს, ან არსებულ სიტუაციას. მგელი კი, კვლავ წინარე ქართულით, იგივე კოლხურ-მეგრულით არის გერ.

_ თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს ორი პარალელი?


_ მოგახსნებთ: გე მიწის ზემოთ მყოფთა სამფლობელო, ანუ არა ქვემოთ, მიწაში, არამედ ზევით, სამოთხეში მყოფ ხალხთა ქვეყანაა. ღვთაება მგელი ითვლებოდა ამ ხალხის ამსახველ ტოტემად მისი სიძლიერის, ცხოვრებისეული სტილის და გონებრივი მონაცემების გამო. მგელი არის ჭეშმარიტი ცხოველთა მეფე, ის ვეფხვზე და ლომზე ფიზიკურად სუსტია, თუმცა ის ცხოველთა სამყაროში უფრო მეტი ღირსებით სარგებლობს: მგლები მონოგამები არიან, მათ სიყვარული, როგორც მთვარის სონატა, ერთხელ ესტუმრებათ და სიკვდილამდე ამ სიყვარულის ერთგული რჩებიან, მგელი ყველა არაჯანმრთელ და ავადმყოფ ცხოველს ანადგურებს, რის გამო იცავს ცხოველთა სამყაროს ეპიდემიისგან. მგელს ურჩევნია იყოს უკანასკნელი მგლებს შორის, ვიდრე პირველი ტურებს შორის, მხოლოდ მგელს შეუძლია მარტო შეებრძოლოს ტურების ხროვას, დაბოლოს, ცხოველთა მეფე -ლომი და ფრინველთა მეფე-არწივი თავს ესხმიან თავისზე უფრო სუსტს, ხოლო მგელი ეძიებს მასზე უფრო ძლიერს, სადაც იბრძვის თავგანწირულად და ამ ბრძოლაში მთელ თავის სიცოცხლეს და ენერგიას დებს. თუ წააგებს, იგი კვდება ჩუმად, შიშის, ტკივილისა და წკმუტუნის გარეშე.
ალბათ, ყველა ეს თვისება გაითვალისწინეს ჩვენმა წინაპრებმა, რადგან ქართველები, მართალია, პერიოდულად ვემონებოდით და „გვათვინიერებდნენ“, მაგრამ მრავალი საუკუნის შემდეგაც ვინარჩუნებთ თვითმყოფადობას და ბოლომდე არასდროს ვურიგდებით ეშმას.
სიტყვა-ეთნონიმი გეორგია ასე განიმარტება: მგელთა ქვეყანა, იგივე გერ+ო+გერ+ია.

_ გერ+ო+გერ+ია რატომ?


_ თუ ასე სვამთ კითხვას, მაშინ იქნებ მიპასუხოთ, რატომაა შუმერული ღმერთის სახელი,, ბა“ და მეგრულში მამაღმერთის სახელი გაორმაგებული მარცვლით —,, ბა+ბა“? და დედაღვთაების სახელი ასევე გაორმაგებული,, ნა+ნა“? ეს ერთგვარი ტექნოლოგიაა, რომელიც დააარსეს ჩვენმა ქურუმებმა და არის უმაღლესი საკრალური, მაგიური და საღვთო ინფორმაციულობის ნაზავი.
ჩვენს შემთხვევაში კი გერ+ო+გერ+ია ნიშნავს ორჯერ უფრო ძლიერს, აღმატებულს, ამქვეყნიურის და იმქვეყნიურის მფლობელს.
გიორგია პირდაპირ ნიშნავს დარგე-ს ქვეყანას. ესეც ჩვენი მიწათმოქმედთა ქვეყანა.

წმინდა გიორგის სახელი შეერქვა მისი უშიშრობის, ფიზიკური და სულიერი სიძლიერის გამო. წინარე ქართულად, გერ-კოჩ, გერიშ-გერ, რაც გერ+ო+გერ, სადაც შუაში მდგომი ასო,, ო“ აღმატებულობის მიმანიშნებელია. ამის მამტკიცებელი სახელია მეგრული დღესასწაულის სიტყვა — გერგობა (გერ-გერ-ობა).

მგელთან კავშირისთვის, დააკვირდით, როგორ ემთხვევა საქართველოს რუკა ძველი ტოტემის-მგლის ფიზიონომიას.
ახლა მოგითხრობთ ერთ უნიკალური არაკს მგელკაცთა, ანუ ჩეჩენთა ფოლკლორიდან და დასკვენბზე მერე ვისაუბროთ:
ძალიან დიდი ხნის წინათ, უხსოვარ დროს, ქვეყანაზე საშინელი ქარი ამოვარდნილა, საზარელი ქარბუქი ხეებს ძირფესვიანად გლეჯდა, მთები იშლებოდა და იქცეოდა. წყლები და ზღვები ადიდდა და მინდვრებში გაიშალა. სამყაროში არსებული ყველა სულიერი სასოწარკვეთილი დარბოდა და გადარჩენას ლამობდა. მხოლოდ ერთი მგელი იჯდა მშვიდად. ის ვერ შეაშინა საშინელმა ქარიშხალმა. ის იყო ერთადერთი, ვინც გაბედა ქართან დაპირისპირება. გაშმაგებული გრიგალი საზარელი კივილით ტყავს აგლეჯდა მგელს, სულ სისხლის ნაკადულები ადინა, მაგრამ მგელი ადგილიდან არ დაძრულა, თავი ამაყად ასწია, ფეხები ღონივრად ჩაასო მიწაში, მიწის ძალას საკუთარ სხეულში იწოვდა და მედგრად უწევდა წინააღმდეგობას სტიქიას.

გარკვეული დროის შემდეგ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, დაწყნარდა ქარი, მზემ გამოანათა, დედამიწაზე ისევ სიმშვიდემ დაისადგურა. ყველა სულიერი ერთად მოგროვდა და მგელთან მივიდა. მხეცებმა მგელს ჰკითხეს: ღვთის გულისათვის, მგელო, მთელი სამყარო გრიგალისაგან აწიოკებული რომ ტრიალებდა, ხეებს ძირიანად რომ სთხრიდა, მინდვრები ადიდებულ წყლებს რომ მიჰქონდა, მთები რომ იშლებოდა და იქცეოდა, ყველა სულიერი რომ გაშმაგებით ეძებდა სამალავს თავის გადასარჩენად, შენ ადგილიდან არ დაძრულხარ, რას ნიშნავს ეს ყოველივე?

ქარისაგან ტყავშემოფლეთილი და დასისხლიანებული მგელი ამაყად იჯდა და შორ სივრცეს მიშტერებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის ფეხზე ადგა და უპასუხა თანამოძმეებს: – მიწა, რომელზეც ვდგავარ, ჩემი სამშობლოა, ჩემი წინაპრების საძვალეა და ამიტომაც, აქ რა სიძნელეც არ უნდა შემხვდეს არასოდეს მივატოვებ მას.

ამ სიტყვების შემდეგ დარცხვენილი მხეცები ჩაფიქრდნენ და აქეთ-იქით წავიდ-წამოვიდნენ. ნაჭრილობევი, ტყავდაფლეთილი, დასისხლიანებული მგელი თავის ადგილას დარჩა, მხოლოდ თვალი გააყოლა ბუნაგისკენ მიმავალ მხეცებს.“
აი, ასე ვდგავართ ქართველები დღესაც სამება ენით, მთლიანობაში კი ერთი ენით – ქ+ართ+ული ენით. ართ, იგივე ერთი და ღმ+ერთი ენით, ვდგავართ ურყევად, ფესვები გადგმული გვაქვს მიწის წიაღში და ეს ფესვები, თავად ხედავთ, თუ როგორ წვდება მთელ დედამიწას.

ამიტომაც ვერ გვიყო ძვრა ცხრა იმპერიამ.
გათენდება ხვალე და იმ ხვალაც ვიტყვით ჩვენს სათქმელს.
,,კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი"…

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
28-03-2018, 08:30


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართულმა მედიცინამ წლების განმავლობაში ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ზოგან იშვიათობას წარმოადგენს, ზოგან – საერთოდ არაფერი იციან მკურნალობის მსგავსი მეთოდების შესახებ, რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხორციელდება. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ნაკლებად უწყის ამის შესახებ, რის გამოც მკურნალობას საზღვარგარეთ ამჯობინებენ. რა სიახლეებია ქართულ მედიცინაში? "საერთო გაზეთი" იწყებს რუბრიკას "გამოჩენილი ქართველი ექიმები".

ჩვენი სტუმარია გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულ-სისხლძარღვთა
ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, ბატონი ზვიად ბახუტაშვილი.

_ რა ხდება, ბატონო ზვიად, გულის დაავადებების კუთხით საქართველოში? გახშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები? გულის ქირურგია უფრო შრომატევადი გახდა?

_ ვერ ვიტყვით, რომ გახშირდა, რადგან საქართველოს მასშტაბით არ არსებობს სრული აღრიცხვიანობა. იყო წლები, როცა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას მოსახლეობის 10% მიმართავდა, შემდეგ ვითარება შეიცვალა. დღეს, შესაძლოა, უფრო მეტ ადამიანს სჭირდებოდეს ამ კუთხით კვლევა, მონიტორინგი, მაგრამ ეს სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს. ჩვენთან უნდა იყოს დასავლეთ ევროპის დონის ეკონომიკა, ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა, ამბულატორიული ნაწილი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადამიანის ჯანმრთელობის საქმეში, დროზე რომ მოხდეს დიაგნოსტირება. ასეთი სურათი თუ გვექნება, მაშინ უფრო ნათლად გვეცოდინება, მოიმატა თუ არა ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა.

მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასე ვთქვათ, ნომერ პირველ მკვლელ დაავადებად ითვლება. მისით გარდაცვლილთა რიცხვი ონკოდაავადებებით გარდაცვლილებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ამას ემატება ისიც, რომ მთელ მსოფლიოში საშუალო ასაკი გაიზარდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ ქვეყანაში 80 წელს გადასცდა, შესაბამისად, მოიმატა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა, ამიტომ გარკვეულ პოპულაციაში გაიზარდა თუ შემცირდა დაავადებების ინტენსივობა, ამაზე ზედაპირულად ვერ ვისაუბრებთ.

_ ჩვენი ეროვნული ხასიათი და ბუნება ჯანმრთელობის კითხით გარკვეულ როლს ხომ არ თამაშობს?


_ დაბალი სოლარიზაციის ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. მაგალითად, იტალიაში 1 მლნ მოსახლეზე ბევრად ნაკლები ოპერაცია კეთდება, ვიდრე გერმანიაში, უფრო მეტი კეთდება ფინეთსა და ნორვეგიაში. მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის მედიტერანული კვების სტილი, სადაც ზეთისხილი და სხვა მსგავსი საკვები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესაძლებლობას. თუმცა ევროპაში მკვეთრი განსხვავებაა _ რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიხართ, დაავადებების რისკი მეტია.

_ მოგვიყევით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის კუთხით ქართულმა სამედიცინო და პრაქტიკულმა მეცნიერებამ უკანასკნელ წლებში რა წარმატებებს მიაღწია?!


_ მეცნიერება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. საბჭოთა კავშირის დროს ექიმი მეცნიერიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა _ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი ოპტიმალური რეკომენდაციები გაცილებით მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენნაირი მცირე მოსახლეობისა და ეკონომიურად დაბალგანვითარებული ქვეყანა თუ მოახერხებს მოწინავე ტექნოლოგიების კარგი კოპირება გააკეთოს, ეს იქნება დიდი მიღწევა. 17 წელიწადია ჩვენს კლინიკაში კარდიოქირურგიის განყოფილება ფუნქციონირებს და პირველი იყო კორონალური შუნტირება, ანუ გულის იშემიური დაავადების _ ინფარქტის პროფილაქტიკა, რომელიც ჩვენთან განხორციელდა. ეს იყო ყველაზე ფართოდ მოთხოვნადი ჩვენს საზოგადოებაში, დღეს გულის დაავადებათა სრულ სპექტრს ვმკურნალობთ, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ოპერაციული ჩარევის თვალსაზრისითაც. დღეს მკურნალობის ასეთი სრული სპექტრი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს.

ორიოდე დღის წინ გავაცილე ჩემი კოლეგა და მეგობარი შვეიცარიის ქალაქ ბაზელიდან. მას ძალიან გაუკვირდა, როცა ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებ შეიტყო. იმ ოპერაციებს, რასაც ჩვენ საქართველოში, ჩაფიძის კლინიკაში ვაკეთებთ, ბერნის საუნივერსიტეტო კლინიკაც კი არ აკეთებს.
მერწმუნეთ, სხვას რომ ეთქვა ეს, არ დავიჯერებდი, რადგან ბერნის კლინიკას თითო პაციენტზე უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს განსაზღვრული. ჩემი მეგობარი ცნობილი ექიმია ბაზელში, ბაბუამისი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. ის თავის პროფესიაში ცნობილი და გამოცდილი ადამიანია და ძალიან გაუკვირდა, საქართველოში ასეთი ოპერაციების გაკეთების შესახებ რომ გაიგო, რასაც გერმანიაში, ჯერ არ აკეთებენ.

_ კერძოდ, რომელ ოპერაციებზე საუბრობთ?


_ მაგალითად, მინიინვაზიური მიდგომები. ეს მართლაც იშვიათი ოპერაციაა _ აორტის სარქველს ვცვლით პაციენტის გულის პერანგიდან გაკეთებული სარქველით. ამ მათოდით პირველად ერთმა იაპონელმა ქირურგმა ჩაატარა ოპერაცია. მსგავს ოპერაციებს გასული ზაფხულის სტატისტიკით, მსოფლიოში, დაახლოებით, 30 კლინიკა აკეთებდა. უკვე ორი წელიწადი ხდება, რაც წარმატებით ვაკეთებთ ამ ტიპის ოპერაციებს. მსგავს ოპერაციას ამიერკავკასიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსად არ აკეთებენ, არც აღმოსავლეთ ევროპაში, თუ არ ვცდები, ერთგან, მხოლოდ პოლონეთში ტარდება ასეთი ოპერაციები.
უნდა აღვნიშნო, რომ ოპერაციების დროს ვცდილობთ, პაციენტს შევუნარჩუნოთ სარქველის აორტალური და მიტრალური და სტრუქტურები. სარქველების შენარჩუნების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკის თვალსაზრისი თ. ეკონომიურად მდიდარ ქვეყნებშიც კი ბევრი კლინიკა არ იტკიებს თავს, იზრუნოს ოპერაციის დროს სარქველების შენარჩუნებაზე, რადგან ეს ძალიან რთული, მაღალტექნოლოგიური პროცესია _ მეტ ენერგიას და დროს მოითხოვს და მედიკოსები, ძირითადად, უფრო მარტივი გზით მიდიან _ სარქველს მთლიანად იღებენ, არადა, საკუთარი სარქველით პაციენტს უფრო დიდხანს სიცოცხლის შანსი ეძლევა. ჩვენ ვცდილობთ, რა მონაპოვარიც გააჩნია თანამედროვე მედიცინას, ყველაფერი სრულად გამოვიყენოთ.
_ თქვენ თუ მოინდომეთ, სხვა ქვეყნებში, იგივე, მაგალითად, რუსეთში, რატომ არ ისურვეს ქირურგებმა ამის გაკეთება, რა უშლით ხელს?
_ მე არა ვარ განსაკუთრებული, უბრალოდ, ცოტა ზედმეტად უნდა დაიტვირთო, თავი შეიწუხო. ყველა შეძლებს ასეთი ტიპის ოპერაციების გაკეთებას, თუ მოინდომებენ და ნერვებსა და ენერგიას არ დაზოგავენ პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

_ და ბოლოს, რითი შეიძლება ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები?

_ პირველ რიგში, არ მოსწიოთ თამბაქო. თამბაქო გულის პირდაპირი "მკვლელია". ერიდეთ ურეჟიმო კვებას. გაერიდეთ ჭარბ წონას. ვითარებას ართულებს უმოძრაობა და სტრესი, ხოლო თუ არსებობს მემკვიდრეობითი სნეულებები ან მიდრეკილებანი გარკვეული დაავადებებისკენ, იმ მიმართულებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
24-03-2018, 10:30


ისრაელში ჟურნალისტები და მთავრობა გამუდმებით ომობს, მაგრამ ახერხებენ თანაცხოვრებას ისე, რომ სისხლი „არ იღვრება.“ მხედველობაში მაქვს ამჟამად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს მისამართით წარდგენილი „ჟურნალისტური გამოძიების“ მასალები, რომლითაც მისი სკანდალში გახვევა შეძლეს, მაგრამ დანაშაულში მხილება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
საქმე გრძელდება.


ეს ე.წ. „საქმე 3000“-ად ცნობილი სისხლის სამართლის საქმე ისრაელის ისტორიაში უდიდეს კორუფციული სკანდალად უკვე მოინათლა. რაც შეეხება მთავრობის და ჟურნალისტის „მშვიდობიან“ თანაცხოვრებას, ჟურნალისტი დრუკერი ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიმანის სტიპენდიანტი ისრაელის ტელევიზიის „მე-10 არხის პოლიტიკური დამკვირვებელი“ და „ჟურნალისტური გამოძიების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის „ჟურნალისტურმა გამოძიებამ“ ისრაელის პოლიტიკაზე არაერთხელ მოახდინა სრულიად სერიოზული ზეგავლენა ისევე, როგორც წლების განმავლობაში მის მიერ ჩატარებულმა სხვა გამოძიებებმა. საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანს მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვა.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ 2014 წელს მისი ჟურნალისტური გამოძიება არაკომერციულ ორგანიზაცია „ებრაულ ნაციონალურ ფონდს“ შეეხო. ეს ფონდი ისრაელის მთლიანი მიწის ფართობების 13% -ს ფლობს. ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალები, რომლითაც ფონდის მესვეურებს, პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლების საეჭვო შეთანხმებებში და პოლიტიკურად მოტივირებული პროექტების განხორციელებაში ამხელდა. 2006 წლის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ვაჟი და ქნესეთის წევრები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი კადრების დანიშვნაში ამხილა. არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ კენჭისყრის გაყალბების კადრები გამოაქვეყნა, რასაც, სამართალდამცავების მხრიდან, დაინტერესება და გამოძიება მოჰყვა. ასევე მისი ჟურნალისტური გამოძიება გახდა მაღალი დონის დაინტერსების საგანი, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის დოკუმენტური მასალებიდან გაჟონილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მასში ლიკუდის წევრების სხვადასხვა დაპირებები იყო დასახელებული. 2008 წელს დრკერმა გამოაქვეყნა მასალები ბენიამინ ნათანიაჰუსა და მისი მეუღლის ლონდონში მოგზაურობის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ვიზიტები კერძო დონორების მიერ იყო დაფინანსებული და „ეთიკის კომიტეტის“ მიერ სათანადოდ დამტკიცებული არ ყოფილა. სკანდალი ისრაელის პოლიტიკაში ცნობილი გახდა, როგორც “ბიბი-ტურების” (“ბიბი” ნეთანიაჰუს მეტსახელი) შედეგად პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტ დრუკერს ორმაგი სტანდარტებისთვის უჩივლა. ჟურნალისტს ასევე, სურდა დაემტკიცებინა, რომ ნეთანიაჰუს შვილმა – იირმა მიიღო ავსტრალიელი მილიარდერი ჯეიმს პაკერისგან ძვირფასი საჩუქრები. საკითხმა ისრაელის პოლიცია დააინტერესა და გამოძიების დაწყება გამოიწვია. ნეთანიაჰუმ ჟურნალისტს სოციალური ქსელების მეშვეობით უპასუხა და მისი და მეუღლის „დევნაში” დაადანაშაულა. „მე-10 არხს” კი „რადიკალური მემარცხენე“ უწოდა. ყოველივეს გამო ისრაელის მედიაში ამ ჟურნალისტის უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

თუმცა არც ამას შეუშლია ხელი დრუკერისთვის „ჟურნალისტური გამოძიება“ გაეგრძელებინა. მეტიც, 2016 წელს ისრაელის ტელევიზიის „მეათე არხმა“ გამოაქვენა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ ისრაელის მიერ გერმანიისგან სამი წყალქვეშა გემისა და 4 სამხედრო-საომარ კატერის შეძენასთან დაკავშირებით დაშვებული იყო დარღვევები. ჟურნალისტური გამოძიების ავტორი რავივ დრუკერი ამტკიცებდა, რომ მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ტუსენ კრუპთან“ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებებს მიკი ჰანორი – ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი წარმართავდა, რომლის კომპანია „მგ 2015 შპს“ მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე ოფიციალურ შუამავლად იყო დაფიქსირებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანი გარიგების ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდი იყო. ჟურნალისტის თუნდაც სრულიად მოკრძალებული დაანგარიშებით, განორის ჰონორარი სულ ცოტა 30 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ამასთან, ჟურნალისტების მთელი ყურადღება მიიქცია იმან, რომ გაირკვა: მიკი განორს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ისრაელელი იურისტი – დავით შარმონი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბიძაშვილი და პირადი ადვოკატი.

ჟურნალისტური გამოძიება ზოგადად, საუბრის სხვა თემაა და მიზანი ხშირად აისბერგივით წყალქვეშ იმალება. ამ შემთხვევაში კი ცხადია, ავტორებისთვის სამიზნე პრემიერ-მინისტრი იყო და სვამდნენ შეკითხვას, იყო თუ არა ცნობილი მისთვის ამ კავშირების შესახებ. მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა დამატებით გემებს არმიის საჭიროებისთვის, მაშინ, როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი წინააღმდეგი იყო და ამტკიცებდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები საკმარისად არის აღჭურვილი. საკმარისია ისიც, რომ ჰყავს 6 ასეთი გემი. ჟურნალისტებმა იცოდნენ ისიც, რომ მას აგრეთვე არ მოსწონდა რომ ზღვაზე გაზის ადგილსამყოფელის დასაცავად 4 საპატრულო კატერის შესყიდვა არ ითვალისწინებდა ტენდერებს, როგორც ამას ისრაელის კანონმდებლობა მოითხოვს.

ამ საკითხებზე ისრაელის სამართალდამცავები მუშაობენ. გარწმუნებთ, ეს ის ხალხია, რომლებსაც არაფერი დაემალება, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. ჟურნალისტის მიერ ხმაურიანი პუბლიკაცების შემდეგ დავით შიმრონმა განაცხადა, რომ გერმანული წყალქვეშა გემების საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა და საკუთარი ნებით „სიცრუის დეტექტორზეც“ გაიარა გამოცდა. ასევე, ნეთანიაჰუს გარემოცვაშია აღნიშნავდნენ, რომ არაფერი იცოდნენ შიმრონისა და გერმანული კომპანიის კავშირებზე, და ყველა გადაწყვეტილებას გემების შესყიდვასთან დაკავშირებით იღებდნენ პროფესიონალი სამხედროების შეფასებისგან და გადაწყვეტილება განპირობებული იყო ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვით.
ცხადია, საგამოძიებო მასალა ავტომატურად ბრალის დადებას არ ნიშნავს. ბუნებრივია, პოლიცია და ისრაელის სახელმწიფო იურიდიული მრჩევლის ამ განცხადებებს არ ენდო და საკუთარი საფუძვლიანი კვლევების შემდეგ 2017 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება „მეათე არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით. 6 თვის განმავლობაში პოლიცია აგროვებდა აუცილებელ ინფორმაციებს. იწვევდა ჩვენების მისაცემად პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ყოფილ სამხედროებს.

ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც მთავრობის ზრუნვა საკუთარ ქვეყანაზე. მეტიც, საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გავიდა და გასული წლის ზაფხულის ერთ დილას პოლიციამ ერთდროულად დასაკითხად ექვსი ადამიანი დააკავა, რომელთა შორის იყვნენ: მიკი ჰონორი – ბიზნესმენი; ელიზერ მარომი – ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი; ავრიელ ბარ-იოსეფი – გადამდგარი გენერალი – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მეთაურის მოადგილე და თავად ადვოკატი დავით შიმრონი. თითოეული მათგანის დაკითხვა, სულ ცოტა, 12 საათი გრძელდებოდა, თუმცა, უცნობია, რა შეკითხვები ჰქონდათ მათდამი. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნათანიაჰუს ამ საკითხისადმი არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. ამიტომ კარგა ხანს უცნობი იყო საკითხთან დაკავშირებით დაკითხავდნენ თუ არა პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს და მაინც, ისრაელის პოლიცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დასაკითხად იერუსალიმის რეზიდენციაში შევიდა.

ისრაელის ბეჭდვითი ორგანოები ყოველდღიურად აქვეყნებენ ნაწყვეტებს გამომძიებლების ხელთ არსებული დოკუმენტებიდან. მაგალითად, გამოცემა „ნაარეტზი“ ამტკიცებს, რომ გამომძიებლების დაეჭვება გამოიწვია გადამდგარი კონტრ-ადმირალ მარომის ქმედებებმა ზოგადად და მისმა ხშირმა მოგზაურობებმა გერმანიაში. ეჭვობენ, რომ მან ჯერ კიდევ მოქმედ სამსახურში ყოფნისას გახსნა საბანკო ანგარიშები გერმანიასა და კიპრში. გერმანიიდან აქ მოხვედრილი თანხები შემოდიოდა ბანკში, როგორც „აუცილებელი (საჭირო, გაუთვალისწინებელი) ხარჯები“.

ამ ხმაურიან საქმეში ბევრი ეჭვმიტანილის ჩათვლა შეიძლება პრემიერის უახლოესი გარემოცვიდან. ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს მის პოპულარობაზე, სხვა რომ არაფერი იყოს, საქმის ბოლომდე მიყვანას და „საბრალდებო დასკვნების“ გამოქვეყნებას ითხოვენ ისრაელის პოლიტიკოსები, ძირითადად ისინი, ვინც ოპოზიციაში უდგანან პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. მაგალითად, ოპოზიციური პარტიის „ეშ ატიდის“ მეთაური და ყოფილი მინისტრი იარ ლაპიდი აცხადებს: „გამოძიება გრძელდება. ბევრი რამ უცნობია ჩვენთვის. მაგრამ ვიცით და არავინ უარყოფს იმას, რაც დღესავით ნათელია – თავდაცვის სამინისტროდან, საგანგებო ნებართვის გარეშე გადარიცხული იყო უზარმაზარი თანხები საბანკო ანგარიშებზე გერმანიასა და კიპრში, ხოლო შემდეგ თანხები დაბრუნდა იმ ადამინების ჯიბეებში, ვინც დაახლოებულები არიან მთავრობის მეთაურთან. ეს წარმოუდგენელია“. ამავე დროს ბევრი პოლიტიკოსი უკვე ემზადება შესაძლო ვადამდელ არჩევნებამდე და იმედოვნებს, რომ გამოძიება თუნდაც სრულიად არ შეეხოს ნეთანიაჰუს, ეს ამბავი მაინც მოახდენს გავლენას მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერები ბლომად ჰყავს. მაგრამ პიროვნული პატიოსნება და ღირსებაც არანაკლებ როლს ასრულებს მის სასარგებლოდ. „ტემპები დაწიეთ, კიდევ დიდხანს ვიქნები თქვენთან. ისრაელის მოსახლეობა თქვენს სიმართლეში გინდათ დააჯეროთ? გეთაყვა, დადეთ თქვენი დასკვნები, ჩვენ ჩვენს პოზიციას და მიღწევებს წარმოვადგენთ და დაე, საზოგადოებამ განსაჯოს. ამაშია დემოკრატიის არსი, – აცხადებს ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოპოზიცია არა და არ ჩერდება. ხან რას აბრალებენ და ხან _ რას, მაგრამ მისი დადანაშაულება ვერა და ვერ შეძლეს. მხილების მცდელობები კი გრძელდება. მეტიც, მთელი სერიალებია, რომელთაგან არც ერთს არ ტოვებს პოლიცია უყურადღებოდ. ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში მოელიან, რომ მალე ისრაელის პოლიცია საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენს ქვეყნის მთავრობის იურიდიულ მრჩეველს ავიჰაი მანდელბლიტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მთავარი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გამოიტანონ თუ არა „საბრალდებო დასკვნა“.

პირადად ვეთანხმები ისრაელის სახელმწიფოს ხელმძღვანელს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს და ოპონენტებს მოუწოდებს „ნაადრევად ნუ იდღესასწაულებენ გამარჯვებას და გადადონ წვეულება მოტივით: „არაფერი იქნება, რადგან არაფერი არ არის“, თუმცა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სასამართლო გამოძიება საკუთარ დასკვნას ჩემი აზრის გაუთვალისწინებლად გააკეთებს.

ქეთვან ჩემია 
სპეციალურად „საერთო გაზეთისთვის“ ისრაელიდან



მეტის ნახვა
22-03-2018, 13:00


მუდმივად დგას დილემა: უნდა დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს.

დალაპარაკებას მაშინ ჰქონდა აზრი, როდესაც პუტინმა შემოგვთავაზა ორჯერ თუ სამჯერ (მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღიარებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი"…) — საინტერესოა, რა სურდა მას, ჩვენ ეს უნდა გაგვეგო!
მაგრამ ჩვენი მხრიდან — ნაცების გავლენით — მხოლოდ დუმილი და აგრესია მიიღო. ჩვენ "აღიარებული"~ სეპარატისტული რეჟიმები მივიღეთ!..

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებას — მტერთან პირდაპირ საუბარს — ალტერნატივა არც ახლა აქვს… სხვა შენს მაგივრად შენს ინტერესს ვერ და არ დაიცავს…
სამწუხაროდ, რუსეთს არ ჰყავს ისეთი მტერი, ვისიც შეეშინდება და არც ისეთი მოყვარე, ვისიც შეეხათრება და დაუჯერებს. ამდენად, ამაოდ ირჯებიან (და წყალს ნაყავენ) სხვათა მოიმედენი: ნაცები და მისთანანი…

ჩვენი მეფეები პირადად ელაპარაკებოდნენ მათ, ყველაზე სასტიკ მტერს: მონღოლს, სპარსელს, ოსმალოს, რომაელს და ა. შ.
ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.

ამდენად, სწორი და მართებული იყო კვირიკაშვილის მიმართვა, ოღონდ დაგვიანებული… მაგრამ სხვა გზა არ არსებობს…
ნაცების მიერ დანგრეული და ობის ბურუსში (და სისხლში) ჩამთხვეული ქვეყანა ძნელი გადასარჩენია, მით უფრო, ნაცების ინტერესში არ შედის ასეთი რამ: რომ მათი "გაფუჭებული" სხვამ გაასწოროს. ამიტომ ნაცები სახიფათო "ნაღმებს" უდებენ საკუთარ ხელისუფლებას, ივანიშვილს, ეკლესიას და, ზოგადად, ერს…

სენტენცია:

"…კარგი ის არის, "ვინც გამორჩევით მქნელია"~! — ამბობს ყველა დროის ყველაზე დიდი გენიოსი რუსთაველი!

"ვეფხისტყაოსანში" ყველაფერი წერია, რაც ბიბლიაში წერია და რაც იქ არ არის — ისიც…

ომი როგორ უნდა მოიგო, ისიც წერია და "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს" — ისიც…

წერია ისიც, რომ: "კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი" — ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ნაცებმა და რესპუბლიკელმა კაცებმა და დიაცებმა!

უვიც ნაცებს და რესპუბლიკელ "ნარატივებს" (სამადაშვილებს და სამნიძეებს) რუსთაველი რომ ჰქონდეთ ნასწავლი (თუნდაც წაკითხული), ასე არ მოიქცეოდნენ, როგორც იქცევიან, ექნებოდათ ოდნავი ზრდილობა მაინც… "ვეფხისტყაოსანი" საგამოცდო ტესტი უნდა იყოს ყველა პარლამენტარისთვის და ჩინოვნიკისთვის (და, გნებავთ, ტელევიზიის "ბორდისთვის", რომელიც ბორდელს ჰგავდა, იმ დღეს რომ ვიხილე… მაშინ ეშველება ამ ქვეყანას…

"გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი!" — ეს ტექსტი უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი იარაღი ჩვენს დროში ჩვენს მტერთან და მოყვარესთან ურთიერთობაში, ვიდრე სხვა ძალა და იარაღი არ გვექნება…
ამდენად, კვირიკაშვილის წერილი ერთადერთი უალტერნატივო ვერსიაა ჩვენს ვითარებაში, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ერისთვის…

SOS! 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აღარაფერი ეშველება ამ ქვეყანას!!!

პატრიარქს ასეთი რამ აროდეს უთქვამს.

პატრიარქის ეს ფრაზა უნდა იქცეს საგანგაშო ზარად მთელი ერისთვის…
ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს და გარეთ გამოვიდეს!

ჯერ უნდა გაიღვიძოს და მერე გამოვიდეს "ქუდზეკაცი"…

როგორც ილიას დროს "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" გადიოდა ერში და თავიდან ასწავებდა და ახსენებდა დავიწყებულ დამწერლობას (ანბანს) და მშობლიურ ენას. ასევე უნდა გავიდნენ სასულიერო მოღვაწენი ერში და დაუპირისპირდნენ ქართველთა მორალისა და რელიგიის წინააღმდეგ გამოცხადებულ დაუფარავ ომს…


საჭიროა მამულზე, ენაზე, სარწმუნოებაზე, მის აღდგინებასა და დაბრუნებაზე ინტენსიური ლოცვა და ქადაგება.
მარტო ეკლესია ვერაფერს იზამს. უნდა შეიქმნას ერთიანი მობილური ჯგუფი საეკლესიო და სასულიერო პირთა (მწერალთა, ხელოვნების მოღვაწეთა, მეცნიერ-მწიგნობართა, საზოგადო მოღვაწეთა) და ერთად მისცენ ნუგეში და სასოება დაზაფრულ საზოგადოებას, რომელსაც წართმეული აქვს მიწა-წყლის ერთი მესამედი და მის მორალურ სივრცეს უხამსი, ამორალური ლესბოსურ-ლიბერასტული სამყარო იკავებს!..

ეკლესიის მამებმა უნდა იქადაგონ ეროვნული ხსნის და დაცვის ახალი მოძღვრება ახალ დროში სრულიად უცნობი (და ნაცნობი!) ვერბალური ძალების წინააღმდეგ!..

ერმა და ბერმა — ეკლესიამ უნდა იმოქმედოს გაბედულად…

ტელევიზიამ (I-მა არხმა) ეროვნული საქმის კეთება უნდა დაიწყოს. ეს ტელევიზია უნდა იყოს ერის, ქართველი ხალხის მენტალობის და ზნეობის ქომაგი, განსხვავებით ყველა სხვა ტელევიზიებისგან!

საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დაბლოკოს ანტიქართულ-ანტისახელმწიფოებრივი ჯაშუშური ტელევიზიები… დადგა პირდაპირი, ღია მოგერიების და დაცვის ჟამი ლიბერასტულ-სოროსულ-ფაშისტური იერიშებისგან…

სამარცხვინოა ის ბორდი და ბორდელიზაცია, რაც ახლა ტელევიზიის არხზე ხდება. არც ერთი ეროვნული პროექტი და იდეა!..
ვინ არიან ეს პატარაიები და გველესიანები…

ვის უტარებენ შესარჩევ გამოცდებს: თავად ზაზა შათირიშვილი როგორ უზის ამ ხლისტებს სოფლელი აბიტურიენტივით. ეს პირდაპირ სირცხვილია.

მართოს პარლამენტმა და ხალხმა I არხი და მორჩება.

მეტის ნახვა
22-03-2018, 12:00


დღევანდელობა ქვეყნის აღსასრულის მრავალ ნიშანს ავლენს და ამჟამად, როგორც არასდროს, ახლოსაა მოციქულის გაფრთხილება: „ყრმანო უკანასკნელი ჟამი არს… და ანტიქრისტე მოვალს“ ჟამი ესე განისაზღვრება ადამიანთა ღვთი- სადმი ლტოლვის შენელებითა და საზოგადოებაში ბოროტის ძალთა გაძლიერებით. მსოფლიოს ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო ჩვენს თანამედროვეებს სინანულისთვის აქვთ მიცემული, როგორც ღირსი მამები გვაფრთხილებენ, რათა მომავალ ცთუნებებს გაუძლონ და ანტიქრისტეს საშინელი დღეების შემდეგ ღირსეულად შეხვდნენ უფლის დიდებით დაბრუნებას.“

უბედურებაა როცა ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანები ნაგავში ეძებენ საკვებს და ბავშვები შიმშილით იხოცებიან… წლების წინ, კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგებდა – „ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მივდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: ვჭამ იმისთვის, რომ ვიარსებო და არ ვარსებობ იმისთვის, რომ ვჭამო. მართლაც რისთვის ვარსებობთ: კაცი სმა-ჭამისთვის, ჩაცმა-დასვენებისთვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაცსხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება? ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლაც აცხადებენ, სრულიად არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერიალურზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც, პირველ რიგში, მასზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს. ...ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყ- დება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკ- ვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მო- იპოვე და ეს მუდამ ასე იქნება".

სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ისეთ ჩიხში შევიდა, რომ ილია მეორემაც დაკარგა იმედი, რომ გვეშველება – ,,მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატიური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშვე- ლოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენ სამშობლოს შველა სჭირდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ მას. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“.

ჩვენი ბრძენი პატრიარქის აღნიშნული ქადაგება დამაფიქრებელია. ჰაერში მართლაც დენთის სუნი ტრიალებს და დემონებიც დიდი ხანია მიწაზე დანავარდობენ, სოროსის ლეკვები გაშმაგებული იბრძვიან მართლმადიდებლობის და ტრადიციების წინააღმდეგ.

მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა რამოდენიმე დღის წინ ბრძანა- „ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდაარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს?

იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს”სოციალური ქსელის მომხმარებელი მეუფე შიოს ქადაგებას ასე გამოეხმაურა საკუთარ ახალშობილ შვილს რომ ყელზე ძაფს მოუჭერ და ზღვაში გადააგდებ! მართალია მეუფე შიო!ამ ქვეყანას უფალი არ გაახარებს სანამ ასეთი ამაზრზენი ფაქტები მოხდება! გამოვა მერე ეს სოროსის დაფინანსებული ქალის მაგვარი სულით და ხორცით მახინჯები და დაიწყებენ ჩემი სხეული ჩემი საქმეა! აბორტი ყველა ქალის უფლებააა! ხელები შორს ჩემი სხეულისგან!

და ისინი ვისაც შვილები არ ყოლია და არ ეყოლება კიდევ იმიტომ ნორმალური კაცი მათ არასდროს შეხედავს!“ “რკინას ცეცხლი აფოლადებს, ადამიანს-განსაცდელი!”-ო ამბობდა ეფრემ მეორე, მაგრამ დღეს, როცა სამყარო უმართავი გახდა და პესიმიზმში ჩაიძირა, როცა ჩვენი თანამემამულეების დიდ უმრავლესობას სიკვდილზე მეტად სიცოცხლის ეშინიათ და სწორედ, ეს უბიძგებს მათ ძალადობისკენ ან საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული მოქმედებისკენ. პრობლემების დასტა განსაცდელზე მეტია და სამწუხაროდ არცთუ უცხო ჩვენი ქვეყნის სინამდვილისთვის. მომავალს შიშით უყურებს დიდი თუ პატარა და ნათელიც არ ჩანს. დღეს მატარებელში, თვითმფრინავში აღარავინ ელაპარაკება ერთმანეთს. გვერდით მჯდომთან დალაპარაკებამ შეიძლება პოტენციურ აგრესორად გაქციოთ. ახალმა ტექნოლოგიებმა გარკვეული სიკეთეც მოგვიტანა, მაგრამ სანაცვლოდ, მყარ იზოლაციაშიც მოგვაქცია.

ბოლო ხანებში გახშირებულმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რა სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს ინტერნეტთან ბავშვის უყურადღებოდ დატოვება.

ხშირად, ინტერნეტის საშუალებით ვრცდელდება მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია! რელიგიასთანდა კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს. (სხვათაშორის ნაცებმაც) დაპირისპირება არამარტო იდეოლოგიურ, არამედ აშკარა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მათი მთავარი მიზანი, საზოგა- დოებაში ეკლესიის ავტორიტეტის მოსპობა და მის ნაცვლად ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრება გახლდათ. თუმცა თვით ბოლშევიკებმაც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხი განიცადეს.

სახელმწიფოს უდიდესი მხარდაჭერით შეიქმნა „უღმერთოთა კავშირი“-ც, რომლის თავმჯდომარეც საქართველოში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბაბუა – მიხეილ სააკაშვილი იყო. უღმერთოთა საქმიანობას საბოლოო წერტილი მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა. როდესაც საბჭოთა კავშირი ომში ჩაერთო ანტირელიგიური კამპანია შეჩერდა. ომის დროს, ბოლშევიკებს ღმერთი დასჭირდათ. ისინი მიხვდნენ, რომ მოსახლეობის დასარაზმად რელიგია ყველა კომუნისტურ ლოზუნგებზე ქმედითი იქნებოდა.

სტალინის ბრძანებით, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ შეწყდა.

და ბოლოს, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ვერავინ ვერასდროს შეძლო ქართველი ერის ცნობიერებიდან მართლმადიდებლობის წაშლა, ღმერთის სიყვარულის განელებას და მივიწყებას, მძიმე განსაცდელი მოსდევს. უცნობია როდის დასჭირდება ჩვენს ხელისუფალთ და მათ დასავლელ მამებს ღმერთი? ჩვენი პატრიარქის ბოლო ქადაგებიდან ჩანს, რომ მალე. თუმცა ერთადერთი ავტორიტეტი დღეს მიუხედავად მართლმადიდებლობის წინააღ- მდეგ გააფრთებული ბრძოლისა მაინც ჩვენი პატრიარქი და ეკლესიაა.

ხალხი მათ გაყვება. რა ელით მეცამეტე ლეგიონის „მხედრებს“ ძნელი მისახვედრი არ არის!

ქეთევან ზარნაძე












მეტის ნახვა
20-03-2018, 17:00


მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მოქალაქეს მათ უწყებაში დასაქმების საშუალებაც ექნება. 
„საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ, არის რამდენიმე ახალი ინიციატივა. კერძოდ, საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ. იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი და ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, რომ ჰქონდეთ საბაზისო უნარები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები, ძირითადად დამხმარე ფუნქციებს შეასრულებენ, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. 

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ხანძრის ჩაქრობაში, თუ სხვა სახის სამაშველო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან და შეასრულებენ დამხმარე ფუნქციებს, რათა მათი სიცოცხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული რესურსების ნაკლელობა, რომელიც არსებობს, შევავსოთ და უკვე რეზერვისთვის იყოს მომზადებული ხალხი. ისინი ასევე გაივლიან წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს ძირითადი უნარების გამომუშავებას. ჩვენ ამ ხალხს შევუქმნით ასევე პირობებს, რომ შემდეგ უკვე დასაქმდნენ კიდეც ჩვენთან. გარკვეულწილად, ეს არის პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ კამპანიაზე, როდესაც არაჯანსაღი ხასიათი აქვს მიღებული რელიგიური ნიშნით, ჯარისთვის თავის არიდებას“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
„ინტერპრესნიუსი"

მეტის ნახვა
19-03-2018, 11:00


წინასიტყვაობა თემურ ჭკუასელის წიგნისთვის "კენჭები თირკმელში"

თემურ ჭკუასელის ამ ვრცელი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ჩვენი საერთო უფროსი მეგობრის ლექსის სტრიქონები გამახსენდა:

"ხანდახან, როცა 
ნაღვლიანი ფიქრები მიხმობს
და გონს განწყობა 
ეუფლება მძიმე, სასუდრო,
თავს ვაიძულებ, 
გავაღწიო სამყაროს მიღმა
და ზეციერი სიმაღლიდან 
ვჭვრიტო საწუთრო."..


ეს სტროფი ვახუშტი კოტეტიშვილის "ფიქრის სონეტიდანაა". თემურ ჭკუასელის "კენჭები თირკმელში" ერთი გაბმული ნაღვლიანი ფიქრით მონაყოლია, რომელშიც ფიქრთან ერთად თავისუფლების ახალ სივრცეს ვხვდებით, დრო-ჟამით შემოუზღუდავს. ცნობილ გამოთქმას მოვიყვან – სტილია ავტორი, ტექსტიც, სიტყვაც და აზრიც. თემურ ჭკუასელის სტილს სხვადასხვა მხატვრული ხერხი განსაზღვრავს, რომლის მიგნებასაც იგი რამდენიმე ათეული წელია ცდილობს; ესაა თხრობის ლაღი, ზოგჯერ მსუბუქი, იუმორით გაჯერებული და, ამავე დროს, სევდით, ფილოსოფიური სიღრმით გადმოცემული ამბის მოყოლის მანერა.

იუმორი ვახსენე: ვინც თემურ ჭკუასელს იცნობს, არ იუცხოვებს მის მიერ სარკაზმით აღწერილ ისტორიებს, ზოგჯერ მხოლოდ მისი კუთხის შვილისთვის სახასითოდ გადმოცემულს, წრფელ ღიმილს რომ მოგგვრის, ან ხარხარსაც კი აგატეხინებს; უფრო მთავარი კი დამაფიქრებელი იუმორია, უშუალოდ ავტორის მიერ განცდილი, დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარს რომ მოუყოლია, თან გაცინებს და, ამავე დროს, წუთისოფლის ავ-კარგზე ჩაგაფიქრებს, უსაშველო ნაღველს დაგიტოვებს გულში, თანაგანცდით აგიყოლიებს.

მოთხრობაში უცნაურად გაადამიანურებულ საგნებს წააწყდებით: აწგაზარმაცებულ ბილიკს, წინათ მგზავრთა ტერფებით გადაღლილს, ამავე ბილიკზე მიმობნეულ ცბიერი გრძნობების ნამცეცებს; დღის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ღრუბლებჩამოშლილ მთებს; ზღვას, რომელიც თავს იხრჩობს... ან გინახავთ ტელეფონი, რომელსაც ისე გააჟრჟოლა, თითქოს ვიღაცამ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან დარეკა?! მოუსმინეთ ფანჯრის რაფაზე წვიმის ზერელე კაკუნს დილის ჩაის პურზე წასმულ ფიქრებთან ერთად. იქნებ, ბევრ ჩვენგანს შეხებია დიდი ხნის უნახავი, ოთახში შემოვარდნილი შვილიშვილისგან ატეხილი ხმაური, სათამაშოების ძველი ყუთიდან ამოღებული ავტომატის კაკანით გამოწვეული, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში ბაბუას ფიქრებს უმოწყალოდ რომ ხოცავს?! ეს კი სულ სხვა რიგის წარმოსახვითი სურათია: ცას თანდათან ისე ეცვლებოდა ფერი, თითქოს წყალჩარჩენილ ჭიქაში ვიღაც წვეთ-წვეთობით უმატებდა და უმატებდა შავ ღვინოს. ღამდებოდა, მოკლედ...

ჩემივე გამოგონილი ლიტერატურული გმირების ემოციებს ვეღარ ვმალავ... აღარც ისინი მიჯერებენ და მეკარგებიან, _ წერს ერთგან მთხრობელი; და, მართლაც, ჩვენ თვალწინ ჩაივლის სამი განზომილებით მცხოვრები გმირის სიცოცხლის კადრები, გამონაგონისა და სიმართლის ნაზავი, თუმცა მოთხრობაში გამონაგონსაც სიმართლედ აღვიქვამთ. ზოგს შეიძლება არსებობის მეტი განზომილებაც ჰქონდეს, მაგრამ ავტორისთვის ისინი საკუთარი თავისა და წუთისოფლის ავ-კარგის შეცნობის ორიენტირებია; ეს ორიენტირები მკითხველსაც სჭირდება ტექსტის გასააზრებლად: ერთია ცხადი, მეორე სიზმარი და მესამე ფიქრი. თითოეულ მათგანს მოთხრობაში თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა კი ავტორს პირველივე გვერდებიდან გაფრთხილებული ვყავართ: როგორც იქნა, მოვახერხე და ისეთი რამ დავწერე, ძალიანაც რომ მოინდომოთ და სულ ფურცელ-ფურცელ ეძებოთ, ისეთს ვერაფერს ამოიკითხავთ, ან დაფიქრება გაიძულოთ, ან ოდნავ მაინც აგაღელვოთ, ან ცრემლი აგიშალოთ, ან ნერვები. ყველაფერი თავის ტკივილივით ნათელიაო. ამ გაფრთხილებაში ზოგმა გულწრფელობა შეიძლება დაინახოს, სხვამ თავმდაბლობა, ან სულაც თვითირონია. ეს, ალბათ, არც არის არსებითი. მთავარი ავტორის ამოცანაა, როგორი განწყობა შეუქმნას მკითხველს, რა დაუტოვოს საფიქრალად.

მოთხრობაში რამდენიმე იგავურ და ალეგორიულ სახეს ვხვდებით. განსაკუთრებული კი ხუთი ჭოტია, რომლებიც არღვევენ ბუს და ყორნის მითოლოგიურ-ბიბლიური წყაროს გააზრებას. სიტყვა "ბუ" ერთგვარი ირონიული სემანტიკური ველითაა მოცემული, რადგან მას განუზომელი "დამსახურება ჰქონია კაცობრიობის წინაშე"; ესენია: ტოპონიმები – ბუ-დაპეშტი, ბუ-ქარესტი, ბუ-რგუნდია, ბუ-რუნდი; ყურძნის ჯიში ბუ-დეშური და სხვა მრავალი. თურმე ელია წინასწარმეტყველისთვისაც ყორანს კი არა, ბუს მიჰქონდა სინამდვილეში საკვები. მაგრამ ბრძენი ჭოტები, რომლებიც, პრაქტიკულად, უხმაუროდ დაფრინავენ, რადგან საკუთარი ფრთების შრიალი ღვთაებრივი მუსიკის მოსმენაში უშლით ხელს, მამაზეციერის დავალებით მოევლინენ ამ ქვეყანას და ბუები ჩაანაცვლეს. ამ ხუთი ჭოტიდან ერთ-ერთი, შიო, ავტორისთვის უწინდელი ცხოვრებიდან გადმოყოლილი, მისი ფიქრების წამკითხველი მეგობარი და მფარველია, ხოლო მეორე, დეპრესიაშეპყრობილი შაბური, ჭოტთაგან ერთადერთს ტირილი რომ შეუძლია, 5 000 წლის მანძილზე უშვებს სიბრძნეებს სივრცეში.

სწორედ მისი ზეციერი სიმაღლიდან განჭვრეტილი ზოგადსაკაცობრიო შეხედულებები გამხდარა სხვადასხვა ეპოქის ფილოსოფოსთა, მეცნიერთა, შემოქმედთა და ისტორიულ პირთა გამონათქვამების წყარო. აქ კი ავტორის დამოკიდებულებაც გამოიკვეთება, რომელიც კითხვადაა დასმული: რომელი უფრო ძნელია, თავს აიძულო ლაპარაკი, დუმილი თუ ფიქრი? – ამ კითხვას სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოეძებნოს, თუმცა გრძნობის იძულება კი სრულიად შეუძლებელია, და ტირილიც ხომ გრძნობისგანაა! სხვათა შორის, სიზმარიც, რომელიც, გარკვეული აზრით, შიფრია და რომლის ღია ტექსტად გადაქცევა შესაძლებელია.
ამგვარი სიზმარ-ცხადისეული ჩანართი არაერთია მოთხრობაში. ესენია ზღაპრად მოთხრობილი ნახევარყვინჩილას თავგადასავალი; ნამდვილ ამბად მოყოლილი ლეონიდ ლეონიდის ძის სევდიანი ისტორია, რომელიც ორგზის ლენინური პრემიის ლაურეატი იყო, თუმცა ჭაჭა ყველაფერს ავიწყებდა; თავად ავტორის წინა ცხოვრების მითოსური ანდრეზი; მოთხრობიდან შეიტყობთ მეგობრის ღალატისა თუ ერთგული ძაღლის შესახებ; დაბოლოს, ტოლობის _ 1=2-ს ამოხსნას.

თუ ვიტყვით _ 2=1-ს, მისი მნიშვნელობა ჭეშმარიტ სიყვარულადაც შეიძლება გავიაზროთ, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთ სულად და სხეულად ქცეულან. 1=2-ს როგორღა გავიგოთ? აქ მოთხრობის მთავარი ორიენტირი უნდა მოვიხმოთ: ესაა ის ცხადი, სიზმარი და ფიქრი, რომელთაც თავი მოუყრიათ ერთგულ ჭოტ შიოში, ავტორის ფიქრთა წამკითხველში და უკიდეგანო თვალსაწიერიდან მოყოლებული მთხრობელის მეორე მე გამხდარა. და კიდევ ერთი ყველაზე არსებითი ასპექტი: ეს გახლავთ თემურ ჭკუასელის მშვენიერი ქალბატონი, ნაწარმოების შექმნის შთამაგონებელი, ყველა ამბის თანმხლები, ყოველწამიერი საფიქრალი...

ალბათ, სათქმელი კიდევ ბევრი დარჩა.

არ ვიცი, რა გამომივიდა ამ ჩემი წინასიტყვით, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა, გულწრფელი სიტყვა გამომეთქვა.
სათაურის შინაარსი კი მკითხველმა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ თავისი შთაბეჭდილების მიხედვით გაიაზროს.

გიორგი ალიბეგაშვილი

მეტის ნახვა
19-03-2018, 09:30


კულტურის სამინისტრო, რომელიც 2014 წელს აცხადებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო, აფეთქებული საყდრისიდან მოპოვებულ არტეფაქტებს ფრანკფურტში იმის დასტურად გამოფენს, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი კერაა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განმარტეს, რომ გამოფენაზე გამოტანილი იქნება ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე პერიოდს მიკუთვნებული მიწათმოქმედების, ღვინის და ოქროს წარმოებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის, საყდრისსა და არუხლოში აღმოჩენილი ნივთები.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშრომელმა, საყდრისის მკვლევარმა ირინა ღამბაშიძემ, ნეტგაზეთს უთხრა, რომ საყდრისში მოპოვებულ იარაღებს გამოფენენ. არქეოლოგის თქმით, სამთო წარმოების მთელი ციკლი იქნება ნაჩვენები. გამოფენა ასახავს გერმანულ–ქართული თანამშრომლობის შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს. ხაზი გაესმევა საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და ოქროს მოპოვების სამშობლოს.

გამოფენა, სახელწოდებით “ოქრო და ღვინო საქართველოში” ფრანკფურტის არქეოლოგიის მუზეუმში 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 თებერვლამდე იქნება ღია. ეს გამოფენა კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო, სადაც 5 400 წლის წინ ოქროს მოიპოვებდნენ. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა.
ირინა ღამბაშიძე გერმანელი მკვლევრების ჯგუფთან ერთად საყდრისის ოქროს მაღაროს 2004 წლიდან იკვლევდა. საყდრისს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2013 წელს კი მოუხსნეს. კომპანია RMG–იმ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობდა, 2014 წელს ააფეთქა და ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. ირინა ღამბაშიძე ითხოვდა, რომ საშუალება მიეცათ, საყდრისი ბოლომდე შეესწავლა, რადგან მაღაროს მხოლოდ მესამედი იყო შესწავლილი. საყდრისში აღმოჩენილი არტეფაქტები დღეს ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული. კომპანია RMG–იმ პირობა დადო, რომ მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტებისთვის ბოლნისში მუზეუმს ააშენებს. ირინა ღამბაშიძის თქმით, მუზეუმი წელს გაიხსნება.

კომპანია RMG–მ 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ. 2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული. 

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა RMG–ის ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.
საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო.


მეტის ნახვა
17-03-2018, 17:00


კეშას ბლოგი

ვერ იქნება ჩემს დღევანდელ წერილში იუმორი – იმედი არ გქონდეთ.

რა გამაცინებს, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ წამომივა – გამეყინა დღეს ბოლო წვეთამდე. ვკითხულობ დღეს ამერიკაში მცხოვრები ერთი ქართველის პოსტს: როგორ ნახა ამერიკაში ჩასული გაჭირვებული ქართველი, ჩემი საწყალი ქართველი, ვალებს გაქცეული ჩემი ქართველი, სიდუხჭირეს გაქცეული ჩემი ქართველი და როგორ შეეძლო დახმარება და არ დაეხმარა ეს ვაი ქართველი და მისი მეგობარი უი უკრაინელი, რადგან – ქოცი იყო ეს ჩემი გაჭირვებული ქართველი, ნაცი არ იყო.

კომენტარებს გადავხედე და უმეტესობა უწონებდა საქციელს.
ღორი ჭამს თავის ნაშიერს. ნეხვსაც ჭამს ღორი.

გამოყარე გერმანიავ, ამერიკავ უკან გამომიგზავნე, საფრანგეთო დაადეპორტე – რაღა მანდ, რაღა უცხო ქვეყანაში დავჭამოთ ერთმანეთი, ჩვენს მიწაზე, მღვდელი თევდორეს სისხლით მორწყულ მიწაზე დავჭამოთ ჩვენი ნაშიერები, ჩვენი ერის ნაშიერები, ჩვენს ქვეყანაში – ჩვენს გაჭირვებულ, დაგლახებულ, წაქცეულ ქვეყანაში ვჭამოთ ნეხვი – რაღა მანდ, რაღა უცხო მიწაზე. ჩვენი ტკივილი და სირცხვილი აქ მინდა, ჩემს მიწაზე მინდა დარჩეს.
გამომიხტებიან არასამთავრობოები, ძალად „პრადვინუწები“ – ლესბოსელები და გეები იდევნებიან სექსუალი ნიშნით საქართველოშიო.

არადა, ყველაზე მეტად საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ვდევნით ადამიანები ერთმანეთს.
ნეტავი, პოლიტიკა მაინც გვქონდეს, რამე მაინც გვქონდეს პოლიტიკის მსგავსი – პოლიტიკურმა კოჰაბიტირებულმა სექსმა შობა კოჰაბიტირებული პოლიტიკური ჰობიტი.

ამათ გამო გვძულს ერთმანეთი? ამათ გამო ვიბოღმებით?

ბავშვები იხოცებიან საქართველოში მშივრები და ჩვენ ვიღაცეების დაკარგული ან მოპოვებული სკამების გამო სიძულვილისა და ბოღმისთვის გვცხელა?

ამათ გამო ვიმეტებთ გაჭირვებულ ქართველს უცხო მიწაზე, უცხო ტომის საჯიჯგნად?

რუსი ტურისტი ქალი ჩამოვიდა ერთი კვირის წინ თბილისში, ერთი კვირა უნდა დარჩენილიყო, მეორე დღესვე აალაგა ბარგი და სვანეთში წავიდა, მერე ხევსურეთს მოვინახულებო. თბილისში არაბის, ირანელის, თურქის მეტი ვერავინ და ვერაფერი ვნახეო. არც იმ ქალს მოწონდა პუწინი, არც იმ ქალს მოწონდა რუსული პოლიტიკა. გეტყვით რა მოწონდა და რისი ნახვა უნდოდა: ქართული სტუმართმოყვარეობის, ქართული კავკასიური ხასიათის, ქართული სახეების ნახვა უნდოდა, მართლმადიდებლები უყვარდა კიდევ – ისიც მართლმადიდებელი იყო და იმიტომ.

იმედი მაქვს – სვანეთსა და ხევსურეთში მაინც ნახავდა რამე ქართულს.

ქუჩაში ბანკომანტთან ვიდექი გუშინ, ორი ბიჭი დგას შორიახლო, ეწევიან, იფურთხებიან. ჩაგვიარეს ხელგადახვეულმა გოგო-ბიჭმა. გოგოს მოკრძალებულად ეცვა, მაგრამ ძალიან ლამაზი ტანი რომ ჰქონდა, იმ დიდი დუტის ქურთუკშიც ეტყობოდა. ხოდა, ჯეელებმა ჯერ გახედეს, მერე ხმაც მიაყოლეს: აუ, რა მაგარი გასა..მი ქალიაო…
რომ გაეგონა გოგოს თანმხლებ ბიჭს, უნდა მობრუნებულიყო და მოეკლა რომელიმე.
მითხარით ახლა, ვინ გვასწავლა ასე მოქცევა? ასე საუბარი ვინ გვასწავლა ჩვენს ქალაქში? ოკუპანტმა? თურქმა? არაბმა? ირანელმა?

არც დაყოფა უსწავლებია ჩვენთვის უცხოს, თავად დავყავით ერთმანეთი ბანაკებად.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქობულეთში ვიყავი. გაითიშა ელექტროენერგია, გაითიშა კომუნიკაცია. სანთლის საყიდლად წავედით – რიგი დაგვხდა. ლარი ღირდა ერთი სანთელი, ერთი 20 თეთრიანი სანთელი ღირდა 1 ლარი.
ომი დაინახე, გაჭირვება დამინახე და სანთელი ლარამდე გა მიძვირე, ქართველო? და ვისია ეს გაჭირვება და ომი? მარტო ჩემია? მარტო ჩემი შვილისაა?

ვენაცვალე ილიკოს და ილარიონს, ბოლო ჩექმა და ნაბადი გააგზავნეს ომის დროს წინა ხაზზე.
არ ვიყიდეთ სანთელი დემონსტრაციულად, ქუჩაში, სიბნელეში გავათენეთ, მაგრამ ერთად…
ჩვენ რომ ერთად დგომა შეგვეძლოს – ვინ მოგვერეოდა, ჩვენ რომ ერთად დგომა შეგვძლებოდა – ჭავჭავაძეს არ მოგვიკლავდნენ...

აფხაზეთის ომიდან სახლში დაბრუნდა ჩემი მეზობელი მთელი და ჯანმრთელი – წაიყვანა ქართულმა პოლიციამ და გაქრა. რამდენიმე წლის შემდეგ ძვლები მოგვიყარეს სოფელს – აქაოდა ტყეში თავი ჩამოიხრჩოო – ძვლების ექსპერტიზა გააკეთა ოჯახმა: რამდენიმე ადამიანის ძვალი იყო დაყრილი.
ჩემი ქართველი ომიდან დაბრუნებულ ქართველებს ხოცავდა ცემით და ძვლებს აგროვებდა – რა პასუხი მოვთხოვო მე რუსეთს?

ჭრელო პეპელა – ჩვენზე, ამ საუკუნის შვილებზე დაუწერიათ, თავის დროზე…
რა მოვთხოვო, რა პასუხი მოვთხოვო მე რუსეთს, როცა ჩემი ქართველი უცხო ტომში მარტოს მტოვებს საჯიჯგნად, რადგან ჩემი პოლიტიკური კურსი არ მოწონს.

რა პასუხი მოვთხოვო მე რუსეთს, როცა ჩემი ქართველი მძარცვავს ომის დროს, მძარცვავს და ფულს ითვლის, მძარცვავს და უხარია.

90-იან წლებში ჩვენს სოფელში ორი ასაკოვანი და ცხოვრობდა. ძალიან უჭირდათ, რადგან მთელ პენსიას შვილს უგზავნიდნენ. ერთ შვილი გაზარდა ორივემ ერთად. ხოდა, ნახევრად მშივრები იყვნენ, თურმე.
გვესტუმრა ერთხელ ერთი და. ბებო გასული იყო. ვიცოდი, ბებო მოვიდა და დაეხმარებოდა, ეხმარებოდა ხოლმე. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა მშიერი ყოფილიყო, მაგრამ, არ მინდოდა სცოდნოდა, რომ ვიცი, შიმშილობს. მინდოდა, უბრალოდ სადილზე დაგვეპატიჟა, როგორც ვაკეთებდით ხოლმე, მაგიდაზე ახალგამომცხვარი პური და ახალმოხარშული ღორის ხორცი იდო. ოთახში პურის და ხორცის სუნი ტრიალებდა. იჯდა მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ სასწაულად ლამაზი მოყვანილობის პირისახის ქალი კუთხეში, უყურებდა პურს და ტიროდა, სახის არც ერთი ნაკვთი არ ეცვლებოდა, უბრალოდ ცრემლები ჩამოსდიოდა გაუჩერებლად. პატარა ვიყავი, მაგრამ ზუსტად მივხვდი, შიმშილს არ ტიროდა – იმას ტიროდა, რომ სახლში მშიერი და ელოდებოდა, იმას ტიროდა, რომ შიმშილობა უწევდა, იმას ტიროდა, რომ შიმშილმა ჩვენამდე მოსვლა აიძულა.

ისე მოკრძალებულად მიირთვა, თითქოს ეს-ესაა ისაუზმა. წასვლის წინ, ერთი პური და ხორცი გავატანეთ. მან კი ჯიბიდან ფერადი ძაფები ამოიღო – ეს მოგიტანე, ამიტომ მოვედიო, – უთხრა ბებოს.
ის ძაფები გამოუყენებლად ედო ბებოს საკერავ მანქანაში – შეიძლება, არ უნდოდა დავიწყნოდა, რომ სადღაც ორი და შიმშილობს, შეიძლება, იმ ამაყი, მაგრამ მშიერი ქალის სახსოვრად იტოვებდა.
იმ დღეს პირველად გამეყინა სისხლი ძარღვებში.

ასე საშიმშილოდ, ასე ცრემლებისთვის გაიმეტა გამაძღარმა ქართველმა გაჭირვებული ქართველი ოკეანის გაღმა პოლიტიკური ნიშნის გამო და თავს იწონებს, მედიდურობს.

დამიბრუნე ამერიკავ, გამომიგზავნე ევროპავ, ჩემი ქართველები, სხვისი ქართველებიც, ზოგადად ყველა ქართველი – თუ ღორებივით უნდა დავჭამოთ ერის შვილებმა ერთმანეთი და მერე ნეხვში ვიგორაოთ, დაე, ქართულ მიწაზე. ჩემი ტკივილი ჩემმა მიწამ იცოდეს, ჩემი სირცხვილი და ტკივილი სანახაობა არ არის – რომ ევროპას და ამერიკას ვაყურებინო.

ოკუპანტი კი, რას დაგვიშავებდა, ჩვენ რომ არ მოგვენდომებინა, ჩვენ რომ არ გვევაჟკაცა – ქართველს ქართველის გარდა ვერავინ ამარცხებს. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც...

მეტის ნახვა
15-03-2018, 14:30