ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი თვის წინათ დაწყებულ საგადასახადო რეფორმას მსოფლიო საფონდო ბირჟებზე უმალვე რყევები მოჰყვა, რომელიც ექსპერტებმა დამანგრეველ მიწისძვრას შეადარეს. გასულ კვირას კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო დონალდ ტრამპმა. მის მიერ შემუშავებული კანონით, აშშ-ში იზრდება საბაჟო გადასახადი ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე. ტრამპის გადაწყვეტილებამ ერთბაშად
გააოცა და შეაშფოთა მძიმე მრეწველობის მუშაკები.


ექსპერტებმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადის გაზრდა "სავაჭრო ომად" მონათლეს. ახალი კანონით ერთბაშად რამდენიმე ქვეყანა დაზარალდება – ჩინეთი, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, სადაც მეტალურგიაა განვითარებული. რეაქციებმაც არ დააყოვნეს. კანადელების განცხადებით, იმპორტზე ფასის გაზრდა აშშ-საც ისევე დააზარალებს, როგორც კანადას. არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მეზობელს უპასუხოდ არ დატოვებენ და სათანადო ზომებს მიიღებენ. არანაკლებ შეშფოთებულია ევროკავშირიც. ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა ჩინოვნიკმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა:

"…იმპორტზე გაზრდილი გადასახადი დააზარალებს ჩვენს მწარმოებლებს. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, ათასობით ადამიანმა დაკარგოს სამსახური. ამიტომაც ჩვენც იძულებული ვიქნებით, გავამკაცროთ კანონი ამერიკული ნაწარმის მიმართ". ერთ-ერთ უდიდეს იმპორტიორს, ჩინეთს ამერიკელებისთვის ჯერ არ უპასუხია, ტრადიციულად მოთმინებით ელოდებიან მოვლენების განვითარებას.

"სავაჭრო ომს" თავად დადებითად დონალდ ტრამპი აფასებს. მისი განცხადებით, ამით გაიზრდება კონკურენცია, როგორც ამერიკის, ასევე მსოფლიო ბაზარზე.  ტრამპს ექსპერტები არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, საბაჟო ტარიფის გაზრდა, პირველ რიგში, აშშ-ის მოკავშირეებს დააზარალებს და არა ჩინეთს, ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც იყო გათვალისწინებული იმპორტზე ფასის გაზრდა, ფაქტობრივად კი, ეკონომიკური სანქციები.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ევროპელმა მოკავ- შირე ქვეყნებმა შეიძლება უარი თქვან ამერიკული იარაღის შეძენაზე. სამხედრო შეიარაღებიდან მიღებული თანხა, ამერიკელი მიმომხილველების განცხადებით, გათვალისწინებულია მათი ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად.

ექსპერტების აზრი ერთია, მაგრამ გაამართლებს თუ არა ტრამპის ახალი გადაწყვეტილება, გაზარდოს გადასახადი იმპორტზე, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა მისი სათავეში ყოფნის პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგად, აშშ-ის ეკონომიკა რომ გაიზარდა, ყველა აღიარებს.

დონალდ ტრამპი კი თავის მხრივ კვლავ აოცებს მსოფლიოს თავისი არაორდინარული გამონათქვამებით. თებერვალში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ყოფილმა მოსწავლემ 17 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა, ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად მასწავლებლები შევაიარაღოთო. საინტერესო იდეაა და განსაკუთრებულად მიმზიდველი სანახავი იქნება გაკვეთილზე თოფიანი მასწავლებელი.

როგორც ირკვევა, არც ევროკავშირის ეკონომიკაა სახარბიელო მდგომარეობაში, რადგან გადაწყვიტეს სოფლის მეურნეობის დარგების სუფსიდირების საგრძნობლად შემცირება, რათა სხვა პროექტების განხორციე- ლება შეძლონ. კერძოდ, რომელ პროექტებზეა საუბარი, უცნობია. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ევროჩინოვნიკებს საკუთარი ხელფასები ადარდებთ და არა სხვადასხვა პროექტებიო.

გასული კვირის მთავარ მოვლენად რუსეთის პრეზიდენტის ფედერა ვლადიმირ პუტინის ლურ კრებაზე მოხსენებით გამოსვლა გახდა. ყოველწლიური ტრადიციული მოხსენებისას, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი უნდა ყოფილიყო. თუმცა პუტინის გამოსვლა სიურპრიზებით აღმოჩნდა დატვირთული. თავისი გამოსვლისას მან განაცხადა:

"…ადრე არავინ გვისმენდა, ახლა მოგვისმინეთ…" ამის შემდეგ მან, ფაქტობრივად, გაასაჯაროვა საკუთარი ქვეყნის შეიარაღება. დამსწრე საზოგადოებას პუტინმა წარუდგინა და ეკრანზე აჩვენა ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც მის გამოსვლამდე გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" ირიცხებოდა. ამ გარემოებამ გააოცა არა მარტო მაყურებელი, არამედ თავად რუსი მაღალი თანამდებობის პირებიც. სამხედრო ტექნიკის დე- მონსტრირებისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ Эჩვენ არავის ვემუქრებით და არც ომს ვაპირებთ ვინმესთან, მხოლოდ სამხედრო ბალანსის შენარჩუნება გვინდა მსოფლიოშიო".

სამხედრო ექსპერტები დემონსტრირებულ შეიარაღებას მაღალ შეფასებას აძლევენ. ამერიკული პრესა აღნიშნავს, რომ აშშ-ის საჰაერო დაცვის სისტემა ჩამოინგრა. პენტაგონის გენერალი ჯონ ხოტენი აღნიშნავს, რომ სარაკეტო სისტემაში რუსებმა საგრძნობ უპირატესობას მიაღწიეს და გადაგვასწრესო.
რუსეთის ახალმა შეიარაღებამ აშშ-ში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ამის შესახებ პრესაშიც ბევრს საუბრობენ. ტელეკომპანია CNN-ი იმასაც კითხულობს, ახალი იარაღის შექმნისთვის ჩვენ, ამერიკელებმა ხომ არ მოვუწყეთ რუსებს პროვოცირებაო. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომლებსაც არ სჯერათ, რომ რუსებს შეუძლიათ ასეთი მაღალტექნოლოგიური შეიარაღებული სისტემის შექმნა და წარმოება.

დონალდ ტრამპს და სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს შეიარაღების დემონსტრირებაზე ჯერ- ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია, რომ პუტინის გამოსვლის შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მათი საუბრის მთავარი თემა რუსეთის ახალი შეიარაღება იყო. იმასაც ამბობენ, ნანახით გაოცება ვერ დამალესო. პოლიტოლოგების განცხადებით, რუსეთმა შეიარა- ღების დემონსტრირება აშშ-ში ახალი სამხედრო დოქტრინის გამოქვეყნების შემდეგ მოახდინაო.

ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, გააფრთხილა დასავლეთი, კონკრეტულად, ნატოს ბლოკი.

ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი:
"პუტინის გამოსვლას ამერიკის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოუსმინეს, თუმცა კონგრესში ნაკლებად, ახლა აშშ-ში ყურადღებით დააკვირდებიან, თუ რა ხდება რუსეთში შეიარაღებიას კუთხით. პუტინის გამოსვლას, მართალია, კი მოუსმინეს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ სათანადო დასკვნა არ გაუკეთებიათ. სერიოზულად მხოლოდ მაშინ დაფიქრდებიან, თუ რუსეთი რეალურად გამოიყენებს სადმე თავის ახალ შეიარაღებას. ქვეყნებს შორის მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ ახლა თითქმის შეუძლებელია რუსეთ-აშშ-ის დიალოგი. ტრამპის გავლენა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ დაბალია.

ამასთან, კვლავ გრძელდება არჩევნებში რუსული კვალის ძიება და ტრამპს პირდაპირ ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში. პოლიტიკურ ელიტას ჯერაც ვერ გაუგია, თუ როგორ გაიმარჯვა ბიზნესიდან მოსულმა ადამიანმა უცხო ქვეყნის ჩაურევლად საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომაც ტრამპის ადმინისტრაციას კონგრესთან დაპირისპირების ფონზე უჭირს მოქნილი პოლიტიკის გატარება".

ისრაელელი სამხედრო ექსპერტი იაკობ კედმი:

"დასავლეთის ხილავენ პუქვეყნებში უკვე განი ტინის გამოსვლას. მათ აშინებთ რუსეთის ასეთი მაღალი განვითარება შეიარაღების საკითხში. როგორც ცნობილია, აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი კოზირი სამხედრო-საზღვაო ფლოტი იყო. ახლა ირკვევა, რომ თურმე მათი სანაპიროები, ფაქტობრივად, შიშველია და ფლოტს არ შეუძლია მოვალეობის შესრულება. მათი ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებითაც ამაყობდნენ, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდება. ამერიკა და ევროპა ერთიანი მხოლოდ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების საკითხშია. გამოდის, რომ ევროპა რუსეთისგან სრულიად დაუცველია. ყველა კარგად ხედავს, რომ ნატომ დაკარგა თავისი ფუნქცია. ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ნატოს დაშლაა აუცილებელი, მაგრამ წავლენ ამაზე თუ არა, ძნელი სათქმელია. აღმოფხვრიან თუ არა ამერიკელები ასეთ ღრმა ხარვეზებს, ვერ გეტყვით, რადგან ბოლო ათი წელია, აშშ-ში ღირებული სამხედრო ტექნიკა აღარ შეუქმნიათ".

გია ბურდული



მეტის ნახვა
14-03-2018, 15:00


ისრაელში ჟურნალისტები და მთავრობა გამუდმებით ომობს, მაგრამ ახერხებენ თანაცხოვრებას ისე, რომ სისხლი „არ იღვრება.“ მხედველობაში მაქვს ამჟამად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს მისამართით წარდგენილი „ჟურნალისტური გამოძიების“ მასალები, რომლითაც მისი სკანდალში გახვევა
შეძლეს, მაგრამ დანაშაულში მხი- ლება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. საქმე გრძელდება.


ეს ე.წ. „საქმე 3000“-ად ცნობილი სისხლის სამართლის საქმე ისრაელის ისტორიაში უდიდეს კორუფციული სკანდალად უკვე მოინათლა. რაც შეეხება მთავრობის და ჟურნალისტის „მშვიდობიან“ თანაცხოვრებას, ჟურნალისტი დრუკერი ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიმანის სტიპენდიანტი ისრაელის
ტელევიზიის „მე-10 არხის პოლიტიკური დამკვირვებელი“ და „ჟურნალისტური გამოძიების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის „ჟურნალისტურმა გამოძიებამ“ ისრაელის პოლიტიკაზე არაერთხელ მოახდინა სრულიად სერიოზული ზეგავლენა ისევე, როგორც წლების განმავლობაში მის მიერ ჩატარებულმა სხვა გამოძიებებმა.

საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანს მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ 2014 წელს მისი ჟურნალისტური გამოძიება არაკომერციულ ორგანიზაცია „ებრაულ ნაციონალურ ფონდს“ შეეხო. ეს ფონდი ისრაელის მთლიანი მიწის ფართობების 13% -ს ფლობს. ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალები, რომლითაც ფონდის მესვეურებს, პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლების საეჭვო შეთანხმებებში და პოლიტიკურად მოტივირებული პროექტების განხორციელებაში ამხელდა. 2006 წლის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ვაჟი და ქნესეთის წევრები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი კადრების დანიშვნაში ამხილა. არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ კენჭისყრის გაყალბების კადრები გამოაქვეყნა, რასაც, სამართალდამცავების მხრიდან, დაინტერესება და გამოძიება მოჰყვა. ასევე მისი ჟურნალისტური გამოძიება გახდა მაღალი დონის დაინტერსების საგანი, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის დოკუმენტური მასალებიდან გაჟონილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მასში ლიკუდის წევრების სხვადასხვა დაპირებები იყო დასახელებული.

2008 წელს დრკერმა გამოაქვეყნა მასალები ბენიამინ ნათანიაჰუსა და მისი მეუღლის ლონდონში მოგზაურობის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ვიზიტები კერძო დონორების მიერ იყო დაფინანსებული და „ეთიკის კომიტეტის“ მიერ სათანადოდ დამტკიცებული არ ყოფილა. სკანდალი ისრაელის პოლიტიკაში ცნობილი გახდა, როგორც “ბიბი-ტურების” (“ბიბი” ნეთანიაჰუს მეტსახელი) შედეგად პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტ დრუკერს ორმაგი სტანდარტებისთვის უჩივლა. ჟურნალისტს ასევე, სურდა დაემტკიცებინა, რომ ნეთანიაჰუს შვილმა – იირმა მიიღო ავსტრალიელი მილიარდერი ჯეიმს პაკერისგან ძვირფასი საჩუქრები. საკითხმა ისრაელის პოლიცია დააინტერესა და გამოძიების დაწყება გამოიწვია. ნეთანიაჰუმ ჟურნალისტს სოციალური ქსელების მეშვეობით უპასუხა და მისი და მეუღლის „დევნაში” დაადანაშაულა. „მე-10 არხს” კი „რადიკალური მემარცხენე“ უწოდა. ყოველივეს გამო ისრაელის მედიაში ამ ჟურნალისტის უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

თუმცა არც ამას შეუშლია ხელი დრუკერისთვის „ჟურნალისტური გამოძიება“ გაეგრძელებინა. მეტიც, 2016 წელს ისრაელის ტელევიზიის „მეათე არხმა“ გამოაქვენა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ ისრაელის მიერ გერმანიისგან სამი წყალქვეშა გემისა და 4 სამხედრო-საომარ კატერის შეძენასთან დაკავშირებით დაშვებული იყო დარღვევები. ჟურნალისტური გამოძიების ავტორი რავივ დრუკერი ამტკიცებდა, რომ მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ტუსენ კრუპთან“ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებებს მიკი ჰანორი – ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი წარმართავდა, რომლის კომპა- ნია „მგ 2015 შპს“ მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე ოფიციალურ შუამავლად იყო დაფიქსირებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანი გარიგების ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდი იყო. ჟურნალისტის თუნდაც სრულიად მოკრძალებული დაანგარიშებით, განორის ჰონორარი სულ ცოტა 30 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ამასთან, ჟურნალისტების მთელი ყურადღება მიიქცია იმან, რომ გაირკვა: მიკი განორს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ისრაელელი იურისტი – დავით შარმონი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბიძაშვილი და პირადი ადვოკატი.

ჟურნალისტური გამოძიება ზოგადად, საუბრის სხვა თემაა და მიზანი ხშირად აისბერგივით წყალქვეშ იმალება. ამ შემთხვევაში კი ცხადია, ავტორებისთვის სამიზნე პრემიერ-მინისტრი იყო და სვამდნენ შეკითხვას, იყო თუ არა ცნობილი მისთვის ამ კავშირების შესახებ. მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა დამატებით გემებს არმიის საჭიროებისთვის, მაშინ, როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი წინააღმდეგი იყო და ამტკიცებდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები საკმარისად არის აღჭურვილი. საკმარისია ისიც, რომ ჰყავს 6 ასეთი გემი. ჟურნალისტებმა იცოდნენ ისიც, რომ მას აგრეთვე არ მოსწონდა რომ ზღვაზე გაზის ადგილსამყოფელის დასაცავად 4 საპატრულო კატერის შესყიდვა არ ითვალისწინებდა ტენდერებს, როგორც ამას ისრაელის კანონმდებლობა მოითხოვს.

ამ საკითხებზე ისრაელის სამარ- თალდამცავები მუშაობენ. გარწმუნებთ, ეს ის ხალხია, რომლებსაც არაფერი დაემალება, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. ჟურნალისტის მიერ ხმაურიანი პუბლიკაცების შემდეგ დავით შიმრონმა განაცხადა, რომ გერმანული წყალქვეშა გემების საკითხთან დაკავშირებით, პრემი-
ერმინისტრთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა და საკუთარი ნებით „სიცრუის დეტექტორზეც“ გაიარა გამოცდა. ასევე, ნეთანიაჰუს გარემოცვაშია აღნიშნავდნენ, რომ არაფერი იცოდნენ შიმრონისა და გერმანული კომპანიის კავშირებზე, და ყველა გადაწყვეტილებას გემების შესყიდვასთან დაკავშირებით იღებდნენ პროფესიონალი სამხედროების შეფასებისგან და გადაწყვეტილება განპირობებული იყო ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვით.
ცხადია, საგამოძიებო მასალა ავტომატურად ბრალის დადებას არ ნიშნავს. ბუნებრივია, პოლიცია და ისრაელის სახელმწიფო იურიდიული მრჩევლის ამ განცხადებებს არ ენდო და საკუთარი საფუძვლიანი კვლევების შემდეგ 2017 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება
„მეათე არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით. 6 თვის განმავლობაში პოლიცია აგროვებდა აუცილებელ ინფორმაციებს. იწვევ- და ჩვენების მისაცემად პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ყოფილ სამხედროებს.

ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც მთავრობის ზრუნვა საკუთარ ქვეყანაზე. მეტიც, საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გავიდა და გასული წლის ზაფხულის ერთ დილას პოლიციამ ერთდროულად დასაკითხად ექვსი ადამიანი დააკავა, რომელთა შორის იყვნენ: მიკი ჰონორი – ბიზნესმენი; ელიზერ მარომი – ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი; ავრიელ ბარიოსეფი – გადამდგარი გენერალი – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მეთაურის მოადგილე და თავად ადვოკატი დავით შიმრონი. თითოეული მათგანის დაკითხვა, სულ ცოტა, 12 საათი გრძელდებოდა, თუმცა, უცნობია, რა შეკითხვები ჰქონდათ მათდამი.

პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნათანიაჰუს ამ საკითხისადმი არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. ამიტომ კარგა ხანს უცნობი იყო საკითხთან დაკავშირებით დაკითხავდნენ თუ არა პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს და მაინც, ისრაელის პოლიცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დასაკითხად იერუსალიმის რეზიდენციაში შევიდა.

ისრაელის ბეჭდვითი ორგანოები ყოველდღიურად აქვეყნებენ ნაწყვეტებს გამომძიებლების ხელთ არსებული დოკუმენტებიდან. მაგალითად, გამოცემა „ნაარეტზი“ ამტკიცებს, რომ გამომძიებლების დაეჭვება გამოიწვია გადამდგარი კონტრ-ადმირალ მარომის ქმედებებმა ზოგადად და მისმა ხშირმა მოგზაურობებმა გერმანიაში. ეჭვობენ, რომ მან ჯერ კიდევ მოქმედ სამსახურში ყოფნისას გახსნა საბანკო ანგარიშები გერმანიასა და კიპრში. გერმანიიდან აქ მოხვედრილი თანხები შემოდიოდა ბანკში, როგორც „აუცილებელი (საჭირო, გაუთვალისწინებელი) ხარჯები“.

ამ ხმაურიან საქმეში ბევრი ეჭვმიტანილის ჩათვლა შეიძლება პრემიერის უახლოესი გარემოცვიდან. ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს მის პოპულარობაზე, სხვა რომ არაფერი იყოს, საქმის ბოლომდე მიყვანას და „საბრალდებო დასკვნების“ გამოქვეყნებას ითხოვენ ისრაელის პოლიტიკოსები, ძირითადად ისინი, ვინც ოპოზიციაში უდგანან პრემიერ- მინისტრ ნეთანიაჰუს. მაგალითად, ოპოზიციური პარტიის „ეშ ატიდის“ მეთაური და ყოფილი მინისტრი იარ ლაპიდი აცხადებს: „გამოძიება გრძელდება. ბევრი რამ უცნობია ჩვენთვის.

მაგრამ ვიცით და არავინ უარყოფს იმას, რაც დღესავით ნათელია – თავდაცვის სამინისტროდან, საგანგებო ნებართვის გარეშე გადარიცხული იყო უზარმაზარი თანხები საბანკო ანგარიშებზე გერმანიასა და კიპრში, ხოლო შემდეგ თანხები დაბრუნდა იმ ადამინების ჯიბეებში, ვინც დაახლოებულები არიან მთავრობის მეთაურთან. ეს წარმოუდგენელია“. ამავე დროს ბევრი პოლიტიკოსი უკვე ემზადება შესაძლო ვადამდელ არჩევნებამდე და იმედოვნებს, რომ გამოძიება თუნდაც სრულიად არ შეეხოს ნეთანიაჰუს, ეს ამბავი მაინც მოახდენს გავლენას მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერები ბლომად ჰყავს. მაგრამ პიროვნული პატიოსნება და ღირსებაც არანაკლებ როლს ასრულებს მის სასარგებლოდ. „ტემპები დაწიეთ, კიდევ დიდხანს ვიქნები თქვენთან. ისრაელის მოსახლეობა თქვენს სიმართლეში გინდათ დააჯეროთ? გეთაყვა, დადეთ თქვენი დასკვნები, ჩვენ ჩვენს პოზიციას და მიღწევებს წარმოვადგენთ და დაე, საზოგადოებამ განსაჯოს. ამაშია დემოკრატიის არსი, – აცხადებს ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოპოზიცია არა და არ ჩერდება. ხან რას აბრალებენ და ხან - რას, მაგრამ მისი დადანაშაულება ვერა და ვერ შეძლეს.

მხილების მცდელობები კი გრძელდება. მეტიც, მთელი სერიალებია, რომელთაგან არც ერთს არ ტოვებს პოლიცია უყურადღებოდ. ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში მოელიან, რომ მალე ისრაელის პოლიცია საკუთარ რე- კომენდაციებს წარუდგენს ქვეყნის მთავრობის იურიდიულ მრჩეველს
ავიჰაი მანდელბლიტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მთა- ვარი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გამოიტანონ თუ არა „საბრალდებო დასკვნა“.

პირადად ვეთანხმები ისრაელის სახელმწიფოს ხელმძღვანელს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს და ოპონენტებს მოუწოდებს „ნაადრევად ნუ იდღესასწაულებენ გამარჯვებას და გადადონ წვეულება მოტივით: „არაფერი იქნება, რადგან არაფერი არ არის“, თუმცა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სასამართლო გამოძიება საკუთარ დასკვნას ჩემი აზრის გაუთვალისწინებლად გააკეთებს.

ქეთვან ჩემია
სპეციალურად
„საერთო გაზეთისთვის“
ისრაელიდან

მეტის ნახვა
14-03-2018, 12:00


კეშას ბლოგი

კიდევ ერთი ახალგაზრდას ცხედარს მიიბარებს ქართული მიწა.
არ გვცალია ჩვენ დასატირებლად – ჯერ ის გვაქვს გასარკვევი – იმსახურებდა, თუ არა მოკვლას, ჰქონდა თუ არა ინტიმური ურთიერთობა სხვა მამაკაცთან და საერთოდ, ჰქონდა თუ არა ინტიმური ურთიერთობა?
პაპიროსსაც ეწეოდა იქნება, ყავასაც სვამდა, ალბათ.

შვილმკვდარ მამას დაადგნენ ჟურნალისტები: – ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს თქვენი ქალიშვილი ნამდვილადო?

– „ყელი გამოჭრეს ჩემ გოგოს… რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობთ“ – უპასუხა დაბნეულმა, გატეხილმა, მობერებულმა, სასოწარკვეთილმა, რადგან, ვერ გაიგო, რა მნიშვნელობა აქვს ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლეს შვილი, თუ სხვა მიზეზით.

ყელი გამოჭრეს 20 წლის გოგოს, 7-ჯერ ჩაარტყეს დანა და საზოგადოებას ის ადარდებს: ჰქონდა, თუ არა გოგონას ინტიმური კავშირი ბეემვეს ვინმე მძღოლთან.

კარგი, მივყვეთ მოვლენებს: დილის 4 საათამდე ემესიჯებოდა, როგორც პროკურატურა გვეუბნება, მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ შეყვარებულ გრიგალაშვილს და ბოლო ზარიც მისი ნომრიდანაა განხორციელებული. ყოფილ შეყვარებულთან მესიჯობას და საუბარს რომ მორჩა, ხალათით ჩავიდა არსებული შეყვარებულის სანახავადო – აი, იდუმალი რომ არის და უჩინარი. მაგრამ არსებულ შეყვარებულთან მისვლამდე – ისევ ძველს ესაუბრა – ასეა, თურმე, დაფიქსირებული ტელეფონის მიხედვით და ჰა…

დილით კი, გოგონას ყელგამოჭრილი ცხედარი იპოვა მშობელმა…

აღიარა გრიგალაშვილმა მკვლელობაო – მოგვახსენეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, აღიარა და დანაც იპოვნა მის მანქანაში პოლიციამ – მაგრამ ადვოკატი ამბობს – ბრალდებულის მამის დანაა ეგ და მაგ დანით ვერ იქნება მკვლელობა ჩადენილიო.
ხო, მამის დანით ვინ კლავს ყოფილ შეყვარებულს.

მეტიც, ადვოკატი ამბობს – ფაქტზე წაადგა იმ რაღაც ბეემვეში ინტიმური ურთიერთობით დაკავებულს ვიღაც კაცთან და სახეც შეუთვალიერა იმ კაცსო.
ხოდა, ეს ყოვლად შეყვარებული კაცი – რომელმაც საყვარელი ქალი სხვის მკლავებში იპოვნა – მოტრიალდა და გამობრუნდა, მოტრიალებამდე კიდევ ერთხელ შეხება ინტიმური ურთიერთობით დაკავებულ კაცს – სახეზე დაიმახსოვრა, მანქანის ნომერი არა, დედას ვუტირებო – არ გაიფიქრა, არც უთხრა: – აქ ვარ, გიყურებთო, არც ცემა, არც შეიგინა – არა, გამობრუნდა და შეყვარებული მამას მიაკითხა – შენი შვილი დაიკარგა და წამოდი, მოვძებნოთო.
აი, იმ რაღაც გაურკვეველი ბეემვეს ვიღაც გაურკვეველმა მძღოლმა კი, მორჩა ინტიმურ საქმეს რა, დააძრო, დაცვის მხარის ვერსიით, თურმე დანა, გამოჭრა ყელი 20 წლის ანას – მოტივით – მაგის ძველმა შეყვარებულმა სახეზე დამინახაო, ცხედარი დააგდო და მიიმალა.

ხოდა, გასაჭირშია ახლა გრიგალაშვილი – შეიძლება მოძებნოს უთავო მძღოლმა და მოკლას – ამიტომაც, კარგია, ციხეში რომ ზისო – ადვოკატმა.
უთავო მძღოლო – ადვოკატია გარეთ, ავდოკატი – „ნაკოლს“ გაძლევ…

თუ გირგალაშვილმა ყოფილი შეყვარებული სხვის მკლავებში იპოვნა ბედნიერი – რატომ ეძებდა ასე თავგანწირვით, რა უნდა მოსვლოდა ახალგაზრდა გოგოს საყვარელ მამაკაცთან?
თუ გრიგალაშვილმა ყოფილი შეყვარებული სხვა კაცთან ინტიმური ურთიერთობის დროს იპოვნა – საერთოდ რაღას ეძებდა, რაღაში სჭირდებოდა?
აი, თუ უკვე ყელგამოჭრილი ყავდა დაგდებული და დანა ჰქონდა გადამალული – მაშინ შეიძლება კვალის დასაფარად დაეწყო გოგონას ძებნა, მაშინ კიდევ გავიგებდი. ახლა ვერ გავიგე, ვერც დავიჯერე.

საზოგადოებას ვეძებ ბრბოში.

ვწერთ და ვამბობთ ხოლმე – საზოგადოება თვლის, საზოგადოება უკმაყოფილოა, საზოგადოებას არ მოწონს – სად არის მაინც ეს საზოგადოება, სად ვმალავთ?

ისეთმა საზოგადოებამ დაწერა – მანქანაში წაწყდომია შეყვარებულს სხვა კაცთან და ქართველ კაცს რა უნდა ექნა, აბაო – რომ საზოგადოებას ვეძებ მას მერე.
ყველას თავისი დარდი აქვს – ბრალდებულის ადვოკატი უთავო მძღოლს ეძებს – მე საზოგადოებას.

ქართველი კი არა, საერთოდ განა კაცია ის, ვინც შეყვარებულს სხვა მანქანაში შეუწრებს ინტიმური ურთიერთობის დროს, მერე ამ ურთიერთობის დასრულებამდე კაცის სახეს თვალს არ აშორებს, რომ კარგად დაიმახსოვროს, დაელოდება დასრულებას, დაელოდება როდის გადმოვა გოგონა მანქანიდან – რადგან კაცს ვერ მოერევა, ალბათ, გოგოს კლავს, დანას მალავს და შვილმკვდარ მამასთან მიდის, წამოდი, შვილს მოგაძებნინებო?

ხომ ამბობთ, რომ ასე მომხდარა, თურმე, ხოდა, ასეთი ქართველი კაცი ვიცი მე?

„ხევისბერი გოჩა“ გადაიკითხეთ – ღალატისთვის კაცი მოკლა ხევისბერმა, თუ ქალი?

მაინცდამაინც მარიტას ნუ გამახსენებთ – ტყუილია ეგ, არასოდეს ყოფილა ქართველი კაციჭამია, არც ქალიჭამია.
ქართველო კაცებო, ქართველ კაცობას ნუ მიაწერთ უსუსური გოგოს მკვლელობას.

ქართველო კაცებო, სხვის ცოლებს რომ ტვინს უტრიალებთ ხოლმე და დასდევთ – მაშინ არ გახსენდებათ ქართველი კაცობა?
ქართველო კაცებო – ქალაქში რომ არასრულწლოვანი გოგონები თურქ ბიძიებთან ერთად ხელგადახვეულნი დადიან – ისინი თქვენი ქალიშვილები არ არიან, განა?

მამას გოგოს ყელი გამოჭრეს, 7-ჯერ ჩაარტყეს დანა – ღირსი იყოო – ეუბნებით – ქართველია ეგ? ჩემი ქართველი ამბობს მაგას?
ჩემს შვილს კამათი მოუვიდა უფროსკლასელთან – ჩემს კლასელ გოგოს ცუდი სიტყვა უთხრაო. მართალია, ის გოგო არ იყო მართალი, მაგრამ ბიჭმა გოგოს ასე როგორ უნდა მიმართოსო.

არ ვიცი, მერე ეს ვითომ საზოგადოება რას უზამს ჩემს შვილს, როგორ შეცვლის, რას გადაუგვარებს – მაგრამ ესაა ქართველი, ასეთია ქართველი.
შეყვარებულებს კი არა ქმრებს შორდებიან – უნდა მოეკლა იურა რუსს თამარ მეფე.

სახელმძღვანელო გამოვცეთ: რისთვის შეიძლება ვცემოთ ადამიანი, რის გამოა ადამიანის მოკვლა გამართლებული.
მაგალითად: – ყოფილი შეყვარებულისთვის ღალატისთვის მკვლელობაა სასჯელი, როგორც დააწესა საზოგადოებამ, რამდენმა კაცმა უღალატეთ ყოფილ შეყვარებულს, მოქმედ შეყვარებულს, მოქმედ ცოლს – ხელი აწიეთ – დაგხოცოთ უნდა.

მაინც რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? ერთი სექსი? ორი შეყვარებული?

მაინც რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? – 7-დან 15 წლამდეო – გვითხრეს და საქმე ისე მიდის, დანაშაული რომც დაუმტკიცდეს, 7 წელსაც არ გააჩერებენ ციხეში, ვატყობ.

შეიძლება, სულაც გარეთ გამოუშვან ერთადერთი ბრალდებული, დღეის მონაცემებით და იმ უცხო ბეემვეზე ამხედრებული უთავო მძღოლის დევნა განაგრძონ. არც ეგ გაგვიკვირდება – ვიცი უკვე. არ არის საზოგადოება და იმიტომ. ვეძებე და ვერ ვპოულობ ბრბოში ჩამალულ საზოგადოებას, გადაუყლაპავს ბრბოს, მოუნელებია კიდეც.
დადის ახლა ეს ქართული ბრბო, დედის უკუღმა გინებით, ქუჩაში ფურთხებით, დადის კაზინოში, საზღვარგარეთ მონად ჩაბარებული ცოლის გამოგზავნილი ფულით, დასდევს სხვის ცოლს და შეყვარებულს, დადის დანით, ჩინური მასაჟისკენ მიმავალი გზად ფსიქოტროპულ აფთიაქს გადის, დადის სულ უკმაყოფილო და მშიერი, დადის მთვრალი ან ნაბახუსევი – სახლში ლომი და ქუჩაში კურდღელი, ფეისბუქზე – ვეფხვი და ქუჩაში – თაგვი… ქუჩაში თვალს არიდებს მეზობლის პატარა გოგოს უსაქციელო ქცევას – სახლში განიხილავს, რატომაც არა, სახლში ფეისბუქი აქვს.

20 წლის ყელგამოჭრილი, დაჩეხილი ცხედარი უნდა ჩადოს მამამ მიწაში, ესენი ზემოდან აფურთხებენ, კუბოს ზემოდან ესვრიან ქვებს.
20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის, წამებისთვისო – წერია კანონში.
რატომ არ არის 20 წლის გოგოს დანით დაჩეხვა წამება და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული?

რატომ არ არის მკვლელობის გამართლება სისასტიკე და რატომ არ არის სისასტიკე დასჯადი?

ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენი შვილი დაშორდეს შეყვარებულს – რა გააკეთოს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა? არ მოკლავს – ჭეშმარიტი ქართველი ვერ იქნება, აკი, ქართველობა დაშორებული გოგოების ხოცვაა, მოკლავს და დაიჭერენ.

მოიფიქრებს, ალბათ, თქვენი შვილის ყოფილი შეყვარებული რამეს, აარჩევს რომელიმე ვარიანტს და პირველი თუ აირჩია, მამები რას იზამთ, მამები? სად გადაეფარებით ამდენ ფურთხს, რომელსაც არც თქვენი მკვდარი შვილისთვის დაიშურებს ბრბო, სახელად საზოგადოება…
მკვლელობა თუ აღიარა გრიგალაშვილმა, როგორც პროკურატურამ გვითხრა – კაცურად რომ მოიქცეს და ერთი წლით ნაკლები სასჯელის გამო სიცოცხლესთან ერთად სახელიც არ მოუკლას გოგოს – ასე ძნელია?

ან ეს აღიარება თავიდანვე როგორ მოიფიქრა, ან მერე ვინ გადააფიქრებინა, რომელ ახლობელს მოუვა თავში აზრად თქვას: – კი, მოკალი, მაგრამ, მოდი, იმ გოგოს იმნაირის სახელი დავარქვათ და ქვიშაში ნემსის საძებნელად გავუშვათ გამოძიება, რომელიც ვერასოდეს იპოვის ბეემვეს უთავო მხედარსო?
მარკა შეგეშალათ, მარკა.

ოპელი რომ გეთქვათ, აქამდე იპოვნიდით ვინმე, საწყალ ბიჭს და შეახოცავდით სისხლიან ხელებს. ბეემვიანები უმეტესად პატრონიანები და ფულიანები არიან – შეგეშალათ მარკა.

ვერსიაც შეგეშალათ – მეზობლებმა პატიოსანი და წყნარი, მშრომელი და წესიერი გოგო იყოო – თქვეს და ჩემზე უკეთ იცით, ქართველმა მეზობელმა მშობელზე უკეთ რომ იცის, რას აკეთებს და როგორია ჩვენი შვილი.

ერთი, რაც ვერ შეგეშლებათ, ისაა, რომ 20 წლის გოგონას დაჩეხილი ცხედარი იპოვნა მამამ. დასტირის და ფურთხს იგერიებს, დასტირის და ბრალდებულის ადვოკატმა დრო უპოვნა, დასტირის და ჩვენ კიდევ პურიც დაგვავიწყდა, ისე პირდაღებულნი შევცქერით სანახაობას.
ვუსამძიმრებ ანა ნაცვლიშვილის ოჯახს.

ვუსამძიმრებ აქა-იქ შემორჩენილ ქართველებს – ბრბოს მიერ ქართული საზოგადოების გადასანსვლასა და მონელებას.

მეტის ნახვა
2-03-2018, 12:30


კეშას ბლოგი

მიხოს ბიჭი სკოლიდან დაღვრემილი მოდის:
- რა იყო, შვილო, რა უხეირო ვირივით ჩამოგიყრია ყურები?
- რავი, მამი, ლოგიკის მასწავლებელმა გამომაგდო გაკვეთილიდან.
- რათა ვითომაო, რა ჩემი ფეხები უნდა?
- აი, წუხელი ლობიო რომ ვჭამე, ცოტა შემბერა და ჰაერი გავაფუჭე.
- ეეე, მოვ… ლოგიკა ლოგიკის მასწავლებელს, შენ გამოგაგდო და ის შიგნით დარჩა?
რავი, აგვიწრიალებია ევროპა, ისე აგვიწრიალებია, რომ ლიბერალიზაციას გვიჩერებენ თურმე, ვიზალიბერალიზაციას, ვიზა, თორემ, მაგათი „ტონკი“ ლიბერალიზაცია გინდ გაჩერებული იყოს და გინდ მავალი – რა ხეირი დაგვაყარა.
ხოდა, რანაირად მოვედეთ ამ ევროპას – სულ 4 მილიონ ორასი ათასი ვართო, გვეუბნებიან. აქედან 3 მილიონ ორასი ათასი საქართველოში ცხოვრობსო – აღგვწერა საარჩევნო კომისიამ, 700 ათასი რუსეთში ცხოვრობსო – გვეუბნება სტატისტიკის სამსახური, 300 ათასამდე ოკეანის გაღმა ვართ გასულები და ამ ევროპას რამდენნი მოვედეთ – 250 კაცი? 300?
ან სტატისტიკის სამსახური გვატყუებს, ან საარჩევნო კომისია, ან უცებ გავმრავლდით და აღწერა ვერ მოასწრეს, მეტნი ვართ ეტყობა, ასე 10 მილიონამდე, ან 15 მილიონამდე ვართ, ალბათ…

რა მოვდეთ ამისთანა გერმანიას, რაიხსტაგზე რომ დროშა ავაფრიალეთ – მაშინაც არ გაუპროტესტებია, ახლა იმაზე უარესი დავმართეთ, ვითომ?
აკი, ისე გვასიამოვნა შევარდნაძემ – ქართველი ხალხი ჩვენი ძმები და დები იქნებიანო? რავა, ცალმხრივია და-ძმობა? ჩვენ უნდა გვიდოთ და გვიძმოთ და ჩვენ არა, ბატონებო? ნამეტანი ხანმოკლედ უსიამოვნებიხართ შევარდნაძეს თქვენ.
აკი, ქალაქები დავაძმობილეთო? რანაირი ძმობაა, თქვენ სტუმრად ჩამოდიხართ – თავზე დაგფოფინებთ, თქვენ ჩვენს ქალაქებში ბანკებს ხსნით, ბიზნესებს იწყებთ, სახლებს ყიდულობთ – მაინც გერმანულად ან ინგლისურად გვესაუბრებით ზემოდან – ჩვენ თქვენს ქალაქებში თქვენს შვილებს ვზრდით, თქვენს ენას ვსწავლობთ, დაბერდებიან მერე ეს ბავშვები და ისევ ქართველი გინდათ პამპერსის გამოსაცვლელად. ამოუვა მერე, ათიდან 2 ქართველს, შარდის და განავალის ყურება, გავა და ერთ შარვალს მოიპარავს – მაგაზე ატეხეთ ერთი ამბავი? – ტყუილია, არ მჯერა – შარდის სუნი უდის მაგ ისტორიას.
ჩვენი დანათესავება და მოყვრობა ამ ანეგდოტს მაგონებს:
- რაზე ოცნებობ, მიხო?
- იახტით რომ მივცურავდე შუაგულ ოკეანეში, კარგ ვისკს ვსვამდე და კარგ სიგარას ვაბოლებდე.
- მე სად ვარ მაგ დროს?
– შენ, აგერ, საცხა შავ ზღვაში იხრჩობი.
ჩავიდა ჩემი მეგობრის ქმარი ისრაელში, დღეში 12 საათი მუშაობს, მშენებლობაზე მუშაობს, ტვირთს ზიდავს – დაზღვევა იმას არა აქვს და კვება, როგორც არალეგალს ცოტას უხდიან – თან თავს ამეტებენ, იქაც ზემოდან უყურებენ – არ დაიწყოთ ახლა, ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე საუბარიო.
რატომ, HELLADOშ, რატომ? დაგავიწყდა ლაწირაკი იანგული?
გაივლი, თურმე, პარიზში და შეგხვდება: ფრანგი არაბი, ფრანგი აფრიკელი, ფრანგი თურქი, ფრანგი ერაყელი. ფრანგი ქართველი გაწუხებთ მარტო?
ერთი პირი ვიფიქრე, იქნება სააკაშვილის ბრალია-თქო, ხან რომელ ქვეყანას მიადგა, ხან რომელს, ხან ვისი პასპორტით დადის, ხანაც სულ უპასპორტოთ – იქნება ამ ერთი ყოფილი პრეზიდენტით წავლეკეთ ევროპა?
არა, თქვენ, ქართველები ქურდობთო.

ჩვენ 15 მილიონი ქართველი ჩავედით ევროპაში და 15 მილიონი ტელეფონი მოვიპარეთ, ალბათ.
ჩვენ 15 მილიონი, გამოუსვლელი, უნახავი ქართველი ჩავედით საათივით აწყობილ ევროპაში, კარგად გამართული, ახალი ტექნოლოგიებით დამონტაჟებული სიგნალიზაციის სისტემა გავტეხეთ და მაღაზიები გავიტანეთ.
ძალიან ნიჭიერი ხალხი ვყოფილვართ, თვალით უნახავი ტექნოლოგიები თუ წამში გავტეხეთ და გვიყურეთ და ისწავლეთ, გვიყურეთ და განვითარდით.
ახლა რა ხდება იცით? ჩვენ ქართველები ნიჭიერი და განვითარებული ერი ვართ, ევროპა რომ გუბიდან სვამდა წყალს, მაგ დროს შუშანიკმა ჭიქა შეალეწა ვარსქენს სახეში, მე- 16 საუკუნეში, რომ საფრანგეთის მეფემ ბრძანება გამოსცა: ყველა კარისკაცს დაევალდებულოს წელიწადში ერთხელ დაბანაო – ჩვენ აბანოთუბანი გვქონდა გაშენებული… ხოდა, მოვა დრო და ეგენიც განვითარდებიან და ისწავლიან ქურდობას, ახლა უკვირთ, თორე, მოვა დრო და ისწავლიან…

მაინც ვერ გავიგე, რაო, რა ქნა ქართველმაო? მაღაზია გატეხაო?
იქნება, ბავშვები დახოცა იმ ირლანდიელივით? იქნება, მანქანით შევარდა ხალხით გადაჭედილ სავაჭრო ცენტრში ტერორისტი არაბივით? იქნება, ბომბი დადო მეტროში? იქნება ავტომატით შევარდა სკოლაში? – არა?
აბა, ტერორისტ მუსლიმანებს თავზე ხელს უსვამთ და ჩვენთვის პანღურის ამოკვრა ვინ მოიფიქრა, ვისი იდეაა ახლა ეგ ვითომ?
აფრიკელი ზანგები არც ქურდობენ, არც ყაჩაღობენ და არც იარაღით დადიან? აბა, ყველა ევროპულ და ამერიკულ ფილმში აფროამერიკელი როა ბანდიტი – რაფერაა ეგ ამბავი?
ყველა ევროპულ და ამერიკულ ფილმში – ქართველის როლი სულ მაგარი და სამართლიანი კაცი „მაფიოზი“ რომ არის და არა წვრილმანი ხულიგანი – ეგაც ბლეფი და მითია?
დავაბრუნებინებ შევარდნაძეს თქვენს გადახდილ ფულს და აგიშენებთ ისევ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის კედელს – ასე ცოტა დავსაქმდებით, ცოტა გავერთობით და ცოტა გულსაც მოვიფხანთ.
არაქურდი ჩინელები გირჩევნიათ თქვენ, ეტყობა და შეგაჯვაროთ ღმერთმა.
ჩამოვიდნენ აფროამერიკელები გერმანიაში და გახშირდა ქალების გაუპატიურებაო – მაგას რატომ არ აპროტესტებთ? მაღაზიის გატეხვას გაუპატიურება გირჩევნიათ, ალბათ.

ე, ბიჭო, დეესიეთ, დეესიეთ გერმანელ გოგოებს, გაუპატიურებას არ იკადრებთ, ვიცი, ჩემო ბაცაცებო, მაგრამ ისე შეესიეთ, რავაც რუსებს და უკრაინელებს. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, ვითომ ისინი არიან, გრძელფეხებიანები, მკვრივმკერდიანები, ტკბილსუნიანები, ტემპერამენტიანები.
რას არ იზამს ვიზალიბერაზიისათვის კაცი.
ევროპას უკვირს ჩვენი ქურდობა. იმ ევროპას – საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის მმართველობა რომ ხელში აქვს ჩაგდებული. ამ დახვეწილ ქურდებს უკვირთ ერთი ჯინსის ქურდობა? პენსიონერი მაგათ არ იციან და სტუდენტი, პროცენტის პროცენტის პროცენტს მანამდე ზრდიან და ბარტყავენ – სანამ ნიფხავის ამარა არ დაგტოვებენ.

ყველა ქართველმა იცის, ბანკის ვალს თუ აიღებს – პირველ რიგში უნდა გავიდეს და კარგი ხარისხის, რამდენიმე ხელი ნიფხავი უნდა იყიდოს – სულ მალე ამ ბანკის ვალის გადამკიდე, ნიფხავით მოუწევს სიარული და იმიტომ.
თუ რამე სამშენებლო კომპანიაა, უმეტესობა უცხოურია, თუ რამე კარგი ბიზნესია, უმეტესობას უცხოელი ინვესტორი ყავს – აქ, სამ მილიონ „სჩემტა“ ქართველში თუ არ გეშინიათ ქართველის, საკუთარ მილიონიან ქალაქში შემოსეულმა ასამდე ქართველმა ასე რავა გაგიხეთქათ გული?
აქამდე პირიქით იყო, მახსოვს, ყველა, ვინც ბოზი გვყავდა და მამათმავალი, ყველა, ვინც მოღალატე იყო და გადამგდები, ყველა, ვინც რჯულს ღალატობდა და კაცობას – მოგწონდა და აფასებდი, მოგწონდა და აფინანსებდი, გიყვარდა და გულში იხუტებდი, გულში იხუტებდი და გრანტში ახრჩობდი – ახლა ასამდე ქურდმა გიყო?

შარდის სუნად ყარს ეს ისტორია, არ ამიჩუყდა გული, ვერ შემიძრწუნდა სული.
ცეკვა ჩვენი მოგწონთ, ბიზნესიც ჩვენთან გინდათ აკეთოთ და ჩვენზე, ჰაერი და წყალი ჩვენი გესალბუნებათ, ბუნებაც და სტუმართმოყვარეობაც კარგი გვქონია, საჭმელი და სასმელიც, ბავშვებსაც და მოხუცებსაც ჩვენ უნდა გამოგიცვალოთ აქოთებული პამპერსები და კი უნდა შეელიოთ ახლა რამდენიმე ხელ შარვალს და ბოტასს.
რავა ყვარებია ამერიკას მექსიკა, თორე რასაც ის ითმენს მართლა და მართლა. ანუ, სიყვარულშია საქმე? ჩვენს უსიყვარულობაში საქმე თუ რუსეთის სიყვარულშია?
რუსული შარდის სუნი მცემს მანდ. რაო, რუსეთმა, არ გინდათ ვიზალიბერალიზაციაო? გაიპოხეთ ისევ ვაზელინით ევროპული თავი და შემომიძვერით ციმბირის სათავეებთანო?
კახელმა ცოლი მოიყვანა და ვირმა ვენები გადაიჭრაო.
კახელი ჩვენ ვართ, აბა ვინ იქნება, ცოლი თქვენ და ვირი დარჩა რუსეთს.
რა ვქნათ, ისევე რუსეთს შევესიოთ?
იქ, ქე მაინც, ერთ ხელ შარვალს არავინ გვამადლის.
ქართველი თუ არ მეყოლება, რა ჯანდაბად მინდა თქვენი ეიფელის კოშკი, ლონდონის ნისლიანი ქუჩები, ბავარიული ლუდი, იტალიური ფეხსაცმელი. ჭირსაც წაუღია პიზას კოშკი – ქართველი თუ არ მეყოლება, არც იმ ტერორისტებთან საბრძოლველად დამიძახოთ, ქართველი თუ არ მეყოლება – ყველამ თავის ტერორისტს მიხედოს, ქართველი თუ არ მეყოლება – არც გერმანული ევრო მინდა, არც ამერიკული დოლარი. ქართველი თუ არ მეყოლება – რა თავში ვიხლი ნატოს.

კი, ბატონო, გამოვიყვანთ მაგ ევროპას შესეულ ქართველებს უკან და შევასევთ რუსეთისკენ, მაგრამ, მანამდე თქვენ აახიბაკეთ თქვენი ბანკები, ბიზნესები, ტურისტები, მშენებლობები და წაახიბაკეთ უკან, თქვენს საათივით აწყობილ ევროპაში.
ის, ყველა უვარგისი: ლოთი, ბოზი, მამათმავალი, უვარგისი, ურჯულო, მოღალატე – დაიტოვეთ, ისევ ჩაიხუტეთ, ისევ დააფინანსეთ, ისევ ჩაახრჩვეთ გრანტებში – ჩემი ქურდბაცაცები კიდევ ჩემთან.
დაიტოვეთ ტერორისტები, აფროამერიკელი ყაჩაღები, დაიტოვეთ ქალებზე მოძალადეები – ჩემი ქურდბაცაცები კიდევა ჩემთან.
გაიპოხეთ ვაზელინით ტანი და დაუყევით ციმბირისკენ რუსული შარდით მონიშნულ გზას ჩვეულებისამებრ – ჩემი ქურდბაცაცები კიდევა ჩემთან.



მეტის ნახვა
24-02-2018, 08:30


გადოების ყურადღება გასულ კვირას, ძირითადად, სამხრეთ კორეისკენ იყო მიპყრობილი. ნაწილი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული სანახაობის, ოლიმპიური თამაშების დაწყებას ელოდებოდა.

პოლიტიკოსებისთვის ინტრიგას აძლიერებდა ჩრდილოეთ კორეის სტუმრობა სამხრეთელებთან. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოელი და სამხრეთელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან ვიზიტით თითქმის 60 წელია, არ ყოფილან. ამჯერად ჩრდილოელთა დელეგაციის შემადგენლობაში ქვეყნის ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც მთავრობის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მეთაურობდა. მთავრობის მეთაური კი ჰქვია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, ვინ განაგებს ჩრდილოეთ კორეას. განსაკუთრებული მოულოდნელობა კიმ ჩენ ინის უფროსი დის ჩასვლა აღმოჩნდა.

სამხრეთელებმა ჩრდილოელი მოძმეები თბილად მიიღეს, ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს და მოლაპარაკებაც გამართეს. საინტერესო გახლდათ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯინ ირის და კიმ ჩენ ინის დის პირისპირ საუბარი, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩრდილოელმა სტუმარმა მასპინძელ პრეზიდენტს პირადად გადასცა თავისი ძმის წერილი. ამასთან, ოფიციალური ვიზიტითაც მიიწვია. სამხრეთის პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო და დაჰპირდა, რომ აუცილებლად ეწვევა ჩრდილოეთ კორეას.

პოლიტიკოსებმა აღიარეს, რომ წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა აღმოსავლეთ აზიისთვის, შესაძლოა, მშვიდობის მომტანი აღმოჩნდეს. მათივე მოსაზრებით, ჩრდილოეთის დელეგაციის ვიზიტით გაყოფილი ქვეყნის შერიგებისკენ გიგანტური ნაბიჯი გადაიდგა. სპორტსმენების გარდა, სამხრეთ კორეის ფხენიანს ხელოვნების მოღვაწეებიც ეწვივნენ. თვალშისაცემი გახლდათ ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტებთან საუბარს გაურბოდნენ, მხოლოდ ერთ-ორ სიტყვას თუ იტყოდნენ და ამით ამთავრებდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ კორეაში დამარცხდა.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ვიზიტი ყველას როდი ესიამოვნა. იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთმა ჯერ უნდა შეაჩეროს ბირთვულ იარაღზე მუშაობა და შემდეგ გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების დაწყება. თავად სამხრეთის მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება ჩრდილოელების სტუმრობას, მით უფრო, ზოგიერთ სახელოაში ერთ გუნდად გამოსვლას. მემარჯვენე ძალების ინიციატივით საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

ოლიმპიადის გახსნას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ესწრებოდა. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე პენსმა იქ მყოფ ყველა ქვეყნის დელეგაციე- ბის ხელმძღვანელებს ჩამოართვა ხელი, გარდა ჩრდილოელებისა. გარდა ამისა, მან დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი, სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ჩრდილოეთ კორეელებიც იმყოფებოდნენ.

პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ პენსმა დაუშვა პოლიტიკური შეცდომა. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პენს უჭირდა ჩრდილოელთა სამხრეთში ყოფნით გამოწვეული გაღიზიანების დამალვა. როგორც აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტები, ამერიკული მხარე აშკარად უკმა- ყოფილოა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის დაწყებისა. სამშობლოში დაბრუნებულმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, აშშ-მ მოლაპარაკება დაიწყოს ჩრდილოეთ კორეასთან იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებას შეაჩერებენ. ამასთან, ფხენიანის მიმართ სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდებაო. როგორ განვითარდება მოვლენები კორეის ნახევარკუნძულზე, ამის კონტურები ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.

ამასობაში კი მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე "დამანგრეველი მიწისძვრები" მოხდა. ჯერ კიდევ განვლილი კვირის დასაწყის- ში სავაჭრო ბირჟებზე დაიწყო აქციების ფასების ვარდნა. რყევები თავდაპირველად ამერიკი- დან დაიწყო და მსოფლიოს მოედო. ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ "შავ ორშაბათად" მონათლეს. ფასების ვარდნა ხუთშაბათსაც გაგრძელდა. როგორც ამბობენ, საფონდო ბირჟებმა 100 მილიარდი დოლარით იზარალეს. თუმცა იმომხილველების ვარაუდით, ბირჟების წარმომადგენლები რეალურ თანხას მალავენ და ზარალი უფრო დიდიაო.

საფონდო ბირჟებზე რყევის მიზეზად ექსპერტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლადმიღებულ საგადასახადო რეფორმას ასახელებენ. ამასთან, არ გამო- რიცხავენ, რომ ახალმა რეფორმამ აშშ-ში "დიდი დეპრესია"გაიმეოროს, რაზეც არსებული სიტუაცია მიუთითებს. ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ დღეს გლობალური ფინანსები ისე მყიფეა, როგორც არასდროს. არ გამორიცხავენ ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის ვარდნასაც. ვიდრე ექსპერტები რყევების მიზეზებს ეძებენ, საფონდო ბირჟებზე ვითარება კვლავ რთულია.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, როგორც ჩანს, მშვიდობის დამყარება იოლი არ იქნება და არც ახლო მომავალშია მოსალოდნელი. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეგიონში, შესაძლოა, ახალი ძალით იფეთქოს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რომელშიც ჯერ კიდევ ჩუმად მყოფი ქვეყნებიც ჩაერთვებიან. თითქმის ერთი თვეა, თურქეთის არმია სამხედრო ოპერაციებს ატარებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ. ორივე მხარეს მსხვერპლი უკვე დიდია, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. თურქეთის მხარე ცდილობს, ქვეყნის სამხრეთით შექმნას ბუფერული ზონა და გაამაგროს საზღვარი.

ქურთი მებრძოლების გარდა, ექსპერტების განცხადებით, სირიის ჩრდილო-დასავლეთით გამაგრებულია სხვადასხვა ჯურის და დასახელების რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც იგილთან ერთად იბრძვიან. სწორედ ამ მიდამოებში ჩამოაგდეს ტერორისტულმა დაჯგუფებებმა თუირქეთის სამხედრო ვერტმფრენი. ექსპერტების განცხადებით, ტერორისტებმა გამოიყენეს გადასატანი საზენიტო კომპლექსი, კონკრეტულად რომელი დასახელების, ვერ აკონკრეტებენ. თურქი მიმომხილველები იუწყებიან, რომ ტერორისტები შეიარაღებას აშშ- ისგან და ისრაელისგან იღებენო. დასავლური პრესის ცნობით, ამერიკული მხარე მომხრეა, ქურთების სახელმწიფოს შექმნის.

სწორედ ამ მიზნით აიარაღებენ ქურთ მებრძოლებსო, აცხადებენ. პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ქურთისტანის შექმნით საფრთხე თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება. სწორედ ამ გარემოებამ გააღიზიანა თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი, რომელმაც საჯაროდ მიმართა ამერიკულ მხარეს: "… ხომ თქვით, დავამარცხეთ რეგიონში ტერორიზმიო? თუ დაამარცხეთ იგილი, წადით რეგიონიდან…" თუმცა ერდოღანის მოწოდების და სირიის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, აშშ რეგიონიდან წასვლას არ აპირებს და სირიაში სამხედრო ბაზაც შექმნა.

გასულ კვირას ისრაელის მხარემ დაადანაშაულა ირანის მხარე, თითქოს მათი უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის ტერიტორია- ზე შეიჭრა ამის გამო ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალების F- ტიპის თვითმფრინავმა შეტევა განახორციელა სირიის ტერიტო- რიაზე არსებულ ირანის სამხედრო ბაზაზე. საპასუხო ცეცხლით ისრა- ელის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს ისრაელის ტერიტორიაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუ შეშფოთებული ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. როგორც ცნობილი გახდა, პუტინმა მხარეებს მოუწოდა ყოველგვარი პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ, რათა არ გაღრმავდეს კონფრონტაცია. სავარაუდოდ, ნეთანიაჰუ დაეთანხმა, რადგან მეორე დღეს განაცხადა, კონფლიქტი ამოწურულიაო. თუმცა დაამატა, რომ ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი ქვეყანა ნებისმიერი აგრესიისგანო.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში – მშვიდობის დასამყარებლად სამხედროები იზრუნებენ თუ დიპლომატიურ მოლაპარაკებას ექნება უპირატესობა. თუმცა, როგორც ამერიკის დაზვერვის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, სიცრუე ომის ერთ-ერთი ნაწილი ყოფილა. თეთრ სახლში კი, შესაძლოა, ახალი სკანდალი აგორდეს, რომელიც, ამჯერად, დონალდ ტრამპის პირად ცხოვრებას ეხება.

გავრ- ცელებული ჭორებით, ტრამპმა მელანიას 12 წლის წინ პორნო- ვარსკვლავთან უღალატა და ახლა მელანია პატიებას არ აპირებსო. თუმცა ერჯერობით ჭორი ჭორად რჩება და თეთრი სახლიდან ყვითელი პრესისთვის არ უპასუხიათ. თუმცა, რა ვიცით… საერთოდ, როგორც ანდაზა გვეუბნება, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.
გია ბურდული


მეტის ნახვა
20-02-2018, 13:30


"საერთო გაზეთი" აგრძელებს საუბრებს ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილ წევრთან, პროფესორ რამაზ გახოკიძესთან. ამჯერად, ბატონი რამაზი ღვინით მკურნალობის შესახებ გვესაუბრება:

ღვინო ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს. საფრანგეთში, სადაც ღვინის მოხმარების კულტურა საკმაოდ განვითარებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ფრანგებში ამერიკელებთან შედარებით ორნახევარჯერ ნაკლებია. ექიმები დიდხანს ფიქრობდნენ: რატომ არის ბევრად დაბალი გულსისხლძარღვთა დაავადებების დონე საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში, ვიდრე მეზობელ ევროპულ ქვეყნებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს წითელი ღვინის დამსახურებაა. მეც საუბარს წითელი ღვინოების სარგებლიანობით დავიწყებ.

წითელი ღვინო, მრავალ დაავადებათა მკურნალი

ითვლება რომ წითელი მშრალი ღვინო, რესვერატროლის მაღალი შემცველობის გამო, უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი მშრალი ღვინო. წითელი ღვინო, ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და რადიაციული დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. იგი, ასევე, ზრდის კიბოს თერაპიის ეფექტიანობას. ამერიკელი მეცნიერების რჩევით, მკერდის კიბოთი დაავადებულმა ქალებმა, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან დღეში ორ ბოთლამდე წითელი ღვინო უნდა მიიღონ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება. წითელი ღვინო მწეველთა ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს. წითელი ღვინო კარგია წყლულის დროსაც. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. წითელი მშრალი ღვინის მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება. წითელი ღვინო იცავს კბილების ემალს, მის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი. წითელი ღვინის მცირე რაოდენობა ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკს. წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს, გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში. მისი მეშვეობით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის, ასევე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენა. დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად სასარგებლოა გლინტვეინის მიღება, რომლის დამზადება შესაძლებელია შემდეგი რეცეპტურით: ქვაბში ათავსებენ ათ მიხაკს, დაფქვილ მუსკატის კაკალს და დარიჩინს (შეიძლება ხილის ნაჭრების დამატებაც) ასხამენ მინიმალური რაოდენობის წყალს და ხარშავენ ნელ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში. ნახარშს აყოვნებენ გაცივებამდე. ერთ ბოთლ წითელ ღვინოს ათბობენ ქვაბში (არ ადუღებენ) და უმატებენ საკმაზს და ოთხ კოვზ თაფლს. სვამენ ბოკალებით ან ფაიფურის ფიალებით. უხდება ფხვიერი ნამცხვრები.

პროსტატის კიბოს დაავადების დაბალი დონეა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც ბევრ ბოსტნეულს, ხილს და ცოტა ხორცს ჭამენ, ხოლო წითელ ღვინოს სვამენ, როგორც მინიმუმ, ორჯერ მეტს, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 45-დან 69 წლამდე 80 ათას მამაკაცზე ჩატარებული დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველები რომლებიც დღეში მინიმუმ ერთ ბოკალ წითელ ღვინოს სვამდნენ, ორჯერ უფრო იშვიათად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე მწეველები რომლებიც ღვინოს საერთოდ არ სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ეფექტი მხოლოდ წითელ ღვინოს ჰქონდა. თეთრს ანალოგიური თვისებები არ აღმოაჩნდა.

ყოველდღიურად 50 გრამი ცხელი წითელი ღვინის მიღებით წარმატებით შეიძლება ტუბერკულოზის მკურნალობა; გაცივებასთან, პნევმონიასთან, გრიპთან, ბრონქიტთან საბრძოლველად კარგია წყლით განზავებული თბილი წითელი ღვინო (50 გრამი 3-ჯერ დღეში) ან ცხელი წითელი ღვინო შაქრით ან თაფლით; წითელი ღვინო, სასურველია განზავებული, სპობს ხოლერის, პოლიომიელიტის, კოკსაკის, ჰერპერ-ვირუსებს; ფაღარათის დროს, შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეკომენდებულია 50 გრამი ცივი წითელი ღვინის დალევა 3-ჯერ დღეში; უძილობისას მიიღეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ძილის წინ; დაჟეჟილის სწრაფად აღსადგენად და ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ცივი წითელი ღვინის კომპრესები. ამგვარად, წითელი ღვინის ორი ბოკალი შესანიშნავი საშუალებაა მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. წითელი ღვინო არა მარტო ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ ადამიანს იცავს გულის პრობლემებისგან, კიბოსგან, დიაბეტისგან, ალცჰაიმერის დაავადებებისგან და ა.შ.

თეთრი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება არღვევს ღვიძლის, თირკმლების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითად ფუნქციებს და იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს. ასეთი ღვინის მიღება არ შეიძლება დიაბეტის, ნიკრისის ქარის, ღვიძლის და თირკმლების ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში.

ღვინო ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს!

ღვინის ზომიერი მოხმარება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის ალბათობას ამცირებს 40%-ით, ხოლო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას – 20%-ით. წითელი ღვინო შეიცავს 600-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, აღსანიშნავია ნახშირწყლები, ვიტამინები, მჟავები, მიკრო და მაკრო ელემენტები. წითელ ღვინოში აღმოჩენილია სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ამინმჟავა. ღვინის ზომიერად მიღება სისხლში `კარგი~ ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) შემცველობას ზრდის და ორგანიზმიდან `ცუდი~ ქოლესტერინი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) გამოაქვს, რითაც ორგანიზმს იცავს ინსულტისა და ინფარქტისაგან. ქოლესტერინი რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, უჯრედების შექმნაში მონაწილეობს, მის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია D ვიტამინის, სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. იგი აუცილებელია სეროტონინის (სიხარულის ჰორმონის) გამოსამუშავებლად, რაც კარგ განწყობას იწვევს. მისი ნაკლებობით ვითარდება დეპრესია და სუიციდისადმი მიდრეკილება. ამერიკელებმა სენსაციური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად ადამიანები რომლებსაც გადაჭარბებული მკურნალობით მინიმუმამდე დაუყვანეს ქოლესტერინის დონე, ყველაზე ხშირად ვარდებოდნენ დეპრესიაში და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ. ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი მჭიდროდ არის დაკავშირებული `ცუდ~ ქოლესტერინთან, ვიდრე საერთო ქოლესტერინთან. `კარგი~ ქოლესტერინი ახორციელებს ცხიმების, მათ შორის, საერთო ქოლესტერინის გადატანას ერთი უჯრედიდან მეორეში, მაგალითად, სისხლძარღვებიდან, გულის კუნთიდან, ტვინის არტერიებიდან და სხვა პერიფერიული ორგანოებიდან – ღვიძლში, სადაც ქოლესტერინიდან წარმოიქმნება ნაღველი.
ღვინო - დაორსულებაში დაგეხმარებათ?!
ქალები რომლებიც ზომიერად სვამენ ღვინოს, უფრო სწრაფად ორსულდებიან, რადგან ღვინო გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ყოველდღიურად 200მლ ღვინო ქალს იცავს გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისგან და ანელებს დაბერების პროცესს. შვედი მეცნიერების მიერ 40 წლის განმავლობაში 1500 ქალზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ ქალებში, რომლებიც პერიოდულად მოიხმარდნენ ალკოჰოლს, ასაკობრივი ჭკუასუსტობის შემთხვევები, პრაქტიკულად, არ გვხვდება.

ღვინის რეგულარული მიღება ეპიდემიისგან დაგიცავთ!

ღვინოს ახასიათებს გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ასევე, კიბოს და შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები, აფართოვებს სისხლძარღვებს და აქვეითებს წნევას, დაბერებისგან იცავს თვალის ბადურას, აუმჯობესებს სისხლს. ეპიდემიების დროს იმ ადამიანთა შორის, რომლებიც რეგულარულად იღებენ ღვინოს, სიკვდილიანობა ბევრად დაბალია. ღვინო ანადგურებს ტუბერკულოზის, ხოლერის, მალარიის და ა.შ. გამომწვევ მიკრობებს. იგივე ეფექტს იძლევა ორჯერ წყლით განზავებული ღვინოც. მშრალი, სუფთა ღვინო კარგად კლავს წყურვილს. ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაცივების და ქრონიკული დაავადებების (გრიპი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და სხვა) დროს. ამ დროს სასურველია მიიღოთ გლინტვეინი და ცხელი წითელი ღვინო სანელებლებთან და შაქართან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს სასარგებლოა მთრიმლავ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის მქონე წითელი ღვინოები. ასეთი ღვინოები ავლენს შემახორცებელ მოქმედებას კუჭის წყლულის და ნაწიბურების შემთხვევებში. გარდა ამისა, ღვინოს ორგანიზმიდან გამოყავს წიდები და ტოქსინები. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი გამძლეობას. დანიელი მეცნიერების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ორ ბოკალ ღვინოს შეუძლია გრიპის ხუთი ნაირსახეობის დამარცხება. ფრანგი მეცნიერების დაკვირვებით, ჭამის დროს, დღეში ორი-სამი ბოკალი ღვინის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ავლენს მატონიზებელ ეფექტს, ანტიბაქტერიულ თვისებებს.

თუ უმადობა გაწუხებთ, შამპანური მიირთვით!

ნერვული სისტემის მოშლის შემთხვევაში კარგია გაცივებული მშრალი შამპანური. ცივი შამპანურით შეიძლება განუწყვეტელი გულისრევის შეჩერებაც. შამპანური, ასევე, ციებისა და ტუბერკულოზის დაავადებათა დროს აძლიერებს მადას და აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას სასუნთქი ცენტრის აგზნებით. იგი ასევე კარგია ხოლერის და სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შემთხვევაში. მსუბუქი ღვინოები (განსაკუთრებით შამპანურის ღვინოები) ამაგრებენ დასუსტებული გულის მუშაობას. მავნებელია შამპანურის უზმოზე დალევა, რადგან იწვევს მჟავიანობის მომატებას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებას. ფრანგმა პარფიუმერებმა სახის კრემში შამპანურის დამატება დაიწყეს, რადგან მასში შემავალ პოლიფენოლებს შეუძლია კანის გაახალგაზრდავება და კოსმეტიკაში გამოყენებული ბოტოქსის შეცვლა.

ღვინო არტერიული წნევის მტერი - მითი თუ რეალობა?

ბევრი ფიქრობს, რომ ღვინის მოხმარება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. წნევის აწევა მხოლოდ იმ პირებს აღენიშნებათ, რომლებიც ყოველდღე სამ ბოკალზე მეტ ღვინოს სვამენ. ისინი, ვინც ღვინოს არ სვამენ, 40%-ით უფრო მაღალი წნევა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ღვინოს ზომიერად მოიხმარენ. ღვინოს სარგებლობა მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა ზომიერად მიიღებ. ნახევარ ლიტრზე მეტი ღვინის (ქალებისთვის ამის ნახევრის) ყოველდღიურად მიღებას შეუძლია ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ღვინის უზმოდ სმა იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ღვიძლის მუშაობის, ფსიქიკის დარღვევას.

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
19-02-2018, 11:30


"მეღვინეობა ხარებამ" მოსკოვში, საერთაშორისო გამოფენა "პროდექსპო 2018"-ზე სადეგუსტაციო კონკურსის ფარგლებში, სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ,,ვარსკვლავი’’ მოიპოვა.
კონკურსზე სხვადასხვა ქვეყნის ალკოჰოლური დარგის ლიდერი კომპანიები მონაწილეობდნენ.

"პროდექსპო 2018"-ზე "მეღვინეობა ხარებას" შემდეგი ჯილდოები ერგო: პროდექსპოს ვარკვლავი - ხარება დაძველება წითელი, ოქროს მედალი - ქვევრის მწვანე, ოქროს მედალი - საფერავი პრემიუმი, ოქროს მედალი - ჭაჭა, ვერცხლის მედალი - ქინძმარაული.
მეღვინეობა ხარება 35-ზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს.

მეტის ნახვა
19-02-2018, 11:00


დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების გეგმიური სხვლა-ფორმირება და სანიტარულ ჭრა დაიწყო. ინფორმაციას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრა, რომლებიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ არის შეფასებული და მონიშნული.

"თბილსერვის ჯგუფი" სანიტარულ ჭრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ბაგებში 291 ძირი, ტაბახმელა-კოჯორი-ბეთანიის გზაზე 3618 ძირი, ი. ბერიტიშვილის ქუჩის გასწვრივ 158 ძირი და ჯიქიას სასაფლაოს მიმდებარედ 5 878 ძირი ხის სანიტარული ჭრა.



მეტის ნახვა
16-02-2018, 11:00


ფრაგმენტები რეზო ამაშუკელის ინტერვიუდან.
წამყვანი: ბონდო მძინარაშვილი "ობიექტივი" 20 იანვარი, 2018 წელი

_ ჩემზე ამბობენ, რომ მე საზოგადო მოღვაწე ვარ, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. საზოგადო მოღვაწე რომ იყო, ის არეალი უნდა არსებობდეს, სადაც ყურს დაუგდებ ვიღაცას და შენც ყურს დაგიგდებენ.წარმოვიდგინოთ, რომ ის ერი, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" პატრონია, ჰაგიოგრაფიის და ასეთი ღირებულებების, თვისებების და ა. შ. ერთ მშვენიერ დღეს გადავასახლოთ ისეთ კუნძულზე, სადაც ყოველივე ეს არის აკრძალული. რა მოხდება? ყოველი უზნეობა, რაც ხდება ჩვენს გარშემო, არის გლობალური მასშტაბის დემოგრაფიული შეტევა პლანეტის წინაღმდეგ. არსებობს დიდი ძალა და სულ, ალბათ, 5–6 ოჯახია, რომლებიც მართავენ ჩვენს პლანეტას. მე არაფერს ახალს არ ვამბობ და არც შეთქმულების თეორიის მომხრე ვარ, მაგრამ ამ ჯგუფებს სურთ, მოსახლეობა დაიყვანონ ერთ ოქროს მილიარდზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ებრძვიან დედამიწაზე ადამიანს. ეს არის კაცობრიობის წინააღ- მდეგ მიმართული დანაშაული. მე პირდაპირ ვიტყვი: ნებისმიერი იმპერიის შიდა სეიფში ღრმად ჩაკეტილი იდეოლოგია, აზრი და მოქმედების გეგმა ყოველთვის ისაა, რომ გაძლიერდეს. ჩვენი ვალია, ვიომით, ანუ ისე ვიცხოვროთ, რომ გონებით წინ აღვუდგე ყოველივე ამას. ეს სატელევიზიო ბადეები, არასამთავრობო ორგანიზაზიები, "გირჩი", "თეთრი ხმაური", პროსტიტუციის აღიარება, ყოველივე ეს არის ერთი რგოლი, გო- ნივრულად შემუშავებული სპეციალური ინსტიტუტების მიერ. შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ. ამ გეგმის განხორციელება იწყება პატარა ერებისგან, რომელთაც ძალა არ ეძლევათ, ყოველივეს აღუდგნენ წინ.

…ტელევიზიები, რომლებმაც უნდა შექმნან საზოგადოებრივი აზრი და აღზარდონ ახალგაზრდობა, რას აკეთებენ? პირდაპირ ვაცხადებ _ ჩვენ გვაქვს უბინძურესი ტელევიზიები, "იმედიდან" დაწყებული, პირგველიდან დამთვარებული, "იბერიაზე" რა ხდება, ყველა ვხედავთ. გადახედეთ, რა ამბავში არიან, გაპარსულ ყარაბასბარაბასს რომ ჰგავს ის ჟურნალისტი, თმაშეღებილი საჭურისი გვახარია და ა. შ. ამათი შემხედვარე, რანაირად უნდა დადგეს ეს ქვეყანა ფეხზე?! პრეზიდენტზე აუცილებლად უნდ ვთქვა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

საია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია _ ი.კ.) ეს არის სოროსის ბოლში გამოყვანილი საზოგადოება, რომელიც არის ბაზა სახელმწიფო სტრუქტურების შესავსებად. ნახეთ: ჩუგოშვილი, კოჟორიძე, დოლიძე, ნაცვლიშვილი, ყველანი თანამდებობებზე დასვეს. ახლა საიას დირექტორად ვიღაც სალაძე დაუნიშნავთ, ღინღლიან მუხუდოს რომ ჰგავს. კი, ბატონო, იყვნენ ესენი, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დავინახო ამათ პროექტებში თუნდაც ერთი პროცენტი მხარდაჭერაქართული პროექტის, ქართული სულიერების, ქართული აღზრდის, განათლების მიმართ. მოსხიპეს ყველაფერი.

წავიდა ის, კაბუკის თეატრის ნიღაბი რომ იყო, ნანუაშვილი, მოგვიყვანეს სოროსის ბურტერიერი ლომჯარია… ჩემთვის გარეგნობა ადამიანის სულიერ მდგომარეობას გამოხატავს, ამიტომ, რასაც ვამბობ, იმაში ვერავინ შემედავება, რადგან, როგორც ამბობენ, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და კიდევ ვაპირებ საინტერესო პოლიტიკური ზოოპარკის გამოქვეყნებას. იქ ძალიან ბევრი ვოლიერში მოსეირნე ადამიანი გამოჩნდება ცოტა ხანში.

რაც შეეხება მარგველაშვილს, ეს ჩვენი ბიოცისტერნა, იგივე "`კარალევა მარგო", ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. მას შეწყალებული ჰყავს ისეთი დამნაშავეები, რომელთა შეწყალების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ წინასწარ იმზადებს ნიადაგს, თითქოს ყოველივე ამის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა.

არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ხანდახან გავიღიმოთ უნდა _ ხომ არიან ფადიშაჰები, სულთნები, შაჰები, აღმოსავლეთის მბრძანებლები, დიდი ტიტულები აქვთ _ იბნ აბნ ალ და ა. შ. ეს მარგველაშვილია თუ ვიღაცა, ესეც არ უნდა დავტოვოთ სრული შეფასების გარეშე, ამიტომაც ვიტყვი: ის არის ბიოცისტერნა, "კარალევა მარგო", "ტროას ძროხა" _ დიდი ხნის წინ შემოგდებული, გასაბერი კაცი და "ბატონი რამდი დარი", გალაკტიონის "ნიკორწმინდის" მიხედვით, მდიდარი სექსი ჰქონია მაგას.
შე უბედურო, ქართველი კაცი რომ იქამდე მიხვალ, გამოეთრევი და იტყვი, მდიდარი სექსი მაქვსო, ხომ წარმოიდგენს ამის მსმენელი, ასეთი მდიდარი სექსი თუ აქვს, მის ჟიურის წევრ ცოლს რანაირი მდიდარი სექსი ექნება? სიბინძურეა ეს.

ეს არის ლიბერალური მოძრაობის პირველი ეტაპი.

ხომ ხედავთ, რა იკადრეს ქართველმა ქალებმა? კაცი ვარ და ვერ გავიმეორებ, რისი თავისუფლება მოითხოვეს. საიდან მოყარეს ეს ვითომ ექსპერტები? მე მეუბნებიან, ქართველ კაცს _ ქალს არ შეხედო, კაცთან დაწექიო.

ამ მახინჯებს, დაუბანელ ტანზე "შანელს" რომ ისხამენ, ეს თხები, მაგათი კომპლექსი ისაა, რომ აკლიათ ვიტამინი, კახეთში რას ეძახიან, არ ვიცი, მაგრამ ავიტამინოზი აქვთ. სადამდე უნდა ვიყოთ შეჩერებული დასავლეთს, სადამდე? უცხოური ფილმები რომ შემოდიდა თბილისში, მხოლოდ ერთი ფილმის ფირი არსებობდა ქალაქში. ფილმის ერთი მონაკვეთი რომ დამთავრდებოდა, ფირს მიარბენინებდნენ მეორე კინოთეატრში, იქიდან მერე სხვაგან და ა. შ. ასე დაათრევენ იმ ვიღაც ექსპერტებს გადაცემიდან გადაცემაში. ანდა ეს გარეწარი პარტიები: მარტო მე, მე და შენ, ეს ბაჩუკი რომ არის, კელამიდის მჭადებს ეძახიან გურულები, დიდი მჭადებია, ორი წერტილი რომ გაუკეთო იმ მჭადს, იმას ჰგავს სახეზე ბაჩუკი ქარდავა.სამი კაცი ჰყავთ პარტიაში და პარტიააო, იძახიან. მაგაზე დიდი სუფრების თამადა ვყოფილვარ მე.

მაინც მთავარი საკითხია არასათავრობოები.

ხელისუფლება, ჯერჯერობით, ისეთი ყურჩამოყრილია, რომ ებოდიშება _ დიახ! არა! გამარჯობა! თქვენ რას იტყვით! და ასე რომ ელოლიავებიან, თუ არასამთავრობოებს არ მოუვლიან, ხალხს მეტი გზა არ დარჩება, მას მერე, რაც ქართველი ერის კისერზე ბოლო ყულფად ნარკოტიკების რეალიზაციის დაკანონებას აპირებენ.

პარლამენტში ამ მიმართულების ემისრები რამდენიმე ახალგაზრდაა. ყოველივე ეს კი მუშავდება ისეთ გაიძვერა ინსტიტუტებში, რომლებიც, პირდაპირ ვაცხადებ, აშშ-ში არის დაფუძნებული. ჩლიფინით რომ გამოდის იან კელი, კოსტუმი მუცელზე რომ აქვს შეკრული და მხრებზე უკან გადაგდებული, სადარბაზოში ნათურას ვერ დააყენებ, თუ იმან არ თქვა. მთელმა საქართველომ იცის ეს.

…მე არც ისე გაუნათლებელი ვარ, არ შემეძლოს, ჩემი ინტუიციით კარგად განვჭვრიტო, პატარა ცდომილებით, რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ვიცოცხლო.

ჩემს ცხოვრებას ხაზს ვერ გადავუსვამ, რომ პატარა ყავის ჭიქა მეჭიროს ხელში და ტელევიზორის წინ ვიჯდე.

დედა უნდა ვუტიროთ მაგათ ჩვენ!

პრიორიტეტებიო, ამბობენ. პრიორიტეტი ერთი ვიცი მე _ ეს ნაციონალები უნდა გაიდო ფეხქვეშ, მაგრამ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ ეს ერი ბიოლოგიურად გადარჩეს. ვინც პატრიარქის გვერდზე გაიხედა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნითაც ბევრი ქვეგამხედვარი აღმოჩნდა, ყველა დამარცხდა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ჩვენმა მომავალმა ჯანმრთელად იცხოვროს, ეს მარიხუანაა, კანაფია თუ რა უბედურებაა, ამის დაკანონე- ბა არის უდიდესი შეთქმულების ერთი რგოლი. ვინც ამას ვერ გაათვითცნობიერებს, არ მინდა, ძმაო, არა ვარ მე არც ლიდერი, არც მოღვაწე, არც არაფერი, ვარ ერთი სულელი პოეტი, მომეცით ჭიქა და მომეშვით, არ მინდა არაფერი, ჩემს იმედზე ნუ იქნება ნურავინ.

…ვაჭრები არა ვართ ქართველებიო.

ყველა მეორე აღმოჩნდა ვაჭარი.

და ბანკირებმაც მიხედონ თავიანთ ცხოვრებას! ძალიან კარგი წერილი ჰქონდა გამოქვეყნებული ვახტანგ ხარჩილავას, მომეწონა. მე უკვე რამდენიმე თვეა არსად არ ვიბეჭდები, თავმოყვარეობა მაქვს და იმიტომ აღარ მინდა არაფერი. რამდენიმეჯერ შეკრება მქონდა. ყველას ვთხოვე, მოდით-მეთქი. ყველას უნდა პრეზიდიუმში ყოფნა.

კი, ბატონო, მე დავჯდები ბოლო რიგში, არ მინდა არაფერი. შეიძლება ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ მე მყოფნის ჩემი სახელი და გვარი და ის ორი სტრიქონი,რაც დამიწერია და მაგათ რომ გამოაცალონ მიკროფონი… რომ დადგებიან და პარტია ვართო, იძახიან. თუ პარტია ხარ, ბიძია, პეტრე ხარ თუ პავლე, ასე თუ გიყვარს შენი სამშობლო, ამდენს რომ ჰპირდები ხალხს და ნახევარზე მეტს ტყუილს რომ ამბობ, გაერთიანდი, რომ მოკვდეს ნარკომანია!

არავის დაჭერა მე არ მიხა- რია, მაგრამ არც ყველაფრის უფლება უნდა მისცენ ამ ხალხს. მე რომ კაზინოში დავდიორი, იმდენი არ უვლია არავის. მე არ ვარ ის კაცი, რამე დავმალო, რადგან, რაც დასამალია, მე ის არ გამიკეთებია, მაგრამ, ფაქტია, გაუბედურებულია ხალხი. როგორც ბორის პაიჭაძის ქალიშვილმა თქვა: საქართველო არის ბორდელი და საქართველო არის მეორე ლასვეგასი. ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ მთავრობამ, მაგრამ მე არ მაინ- ტერესებს უკვე ის კარგი, რადგან ამის მიღმა ერი მიდის საბოლოო განადგურებამდე, როგორც ზე- მოთაც ვთქვი, ეს არის ყულფი.

ანთროპოლოგიურად დააკვირდი _ ახალგაზრდები რომ გამოდიან, რას ჰგვანან?! სიმახინჯე იწყება სულიდან, ამიტომ ერთხელ კიდევ მოვუწოდებ ყვე- ლას, თუ ვინმეს სურვილი ექნება, აგერ ვზივარ მე, სახლში, მამამზე ერისთავივით სიბნელეში, შეუძლიათ დამიკავშირდნენ და ერთადერთი, რაც შემიძლია, ისაა, რომ რუსთაველის თეატრში, ან სადმე რაიმეს მოვახერხებ, რომ ბირთვი შეიკრას, ჩამოყალიბდეს გეგმა, მარტო ტლიკინისთვის კი არ შევიკრიბოთ და წივილ-კივილისთვის, ან ბოღმების გადმოსანთხევად, არამედ საქმისთვის და თითო კაცმა თავის თავზე 100 კაცი აიღოს. ისეთები კი არა, გა- მოვლენ იქიდან და მერე წავლენ რესტორანში, თავი უნდა დააკლა, თუ გინდა, რომ გადარჩეს შთამომავლობა.

გამოდის გოგო, ტუტუცი, რომელიც ამბობს, რომ 10 კაცთან ერთდროულად ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა და ამბობს, რომ ეს "მარში" რა არის? არ არიან საქართველოში კაცები, არა! ჩვენი ხნის ხალხი მიდის ნელ- ნელა, ამათ კი თავის გადადება არ უნდათ. ნახეთ, საით მიდის ამათი განათლება _ მენეჯმენტი, ბანკის ისა, ესა... ლაპარაკიც აღარ მინდა…

ამას წინათ ზვიად რატიანს მოვუსმინე და მთელი ის შეურიგებელი მრისხანება, რაც იყო ჩემში, ჩაქრა. ნორმალურად ილაპარაკა კაცმა… რაც შეეხება დანარჩენებს, ბოდიშს ვიხდი, მე მატლებზე ლაპარაკი არ მინდა. მატლებზე! ვისაც შნო აქვს, თავის ბერძენიშვილებიანად, მოვიდნენ და დამიდჯნენ. ეგენი წერენ ტექსტებს და მე ვწერ ლექსებს.

თუ შნო აქვთ, ღია ეთერში დაჯდნენ, რომ ტლიკინობენ. ლექსი დადონ, ლექსი! მე დავუდებ ჩემსას. მაგრამ ჩემთან ვერ დადგებიან გვერდზე. ნულები არიან ესენი. ბაბუაჩემის ბებიას უყურონ ამერიკის სენატორებმა. დამთავრდეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ, რას იტყვის სენატორი და მე აქ უნდა ვკანკალებდე შიშით, შენს ქვეყანას რაც სჭირდება, ისე უნდა ილაპარაკო.
რამდენჯერ მითქვამს, ყველაფერი კი არ მომწონს რაც "ობიექტივში" შუქდება, მაგრამ ახლა რასაც აქ ვლაპარაკობ, ვინ მათქმევინებს სხვა ტელევიზიაში?! ეს არის მიღწევა.

ზოგიერთ ჟურნალისტს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა არის ის, რომ იყო უწიგნური, თავხედი, ტუჩებგადმობრუნებული, ყველაფერზე ხელის მომწერი, ათას ღობეზე გადამხტარი, ნებისმიერი რაიმეს მთქმელი. ვის ელაპარაკებიან ესენი?! ნინო რომ არის, ჟიჟილაშვილი. განათლებული გოგოა, მაგრამ პროფესორია თუ აკადემიკოსის დეიდაა, ჩასაფრებული მტერია და ბენდუქიძის გამხმარი ყვავია. მტრები არიან ეგენი და მისნაირი ჟურნალისტები.

ნახეთ, რა ხალხი მოაგროვეს ერთად?! ათქვიფეს "იმედი" და "რუსთავი-2".
რატომ უნდა მომილოცოს ვიღაცა იმან მე, ვერ ვხვდები, როცა ვუყურებ "იმედის" გადაცემებს, მგონია, რომ ვენდისპანსერიდან მიდის გადაცემები. რომ გადმოყრიან ლაჯებს და მერე მეუბნებიან, ნუ მაშტერდებიო.

ეს მაია ასათიანი ლამის რომ გადმოხტეს ეკრანიდან. ცოტა ჭკუას მოუხმონ, მაგ უბედურებმა, მაგრამ მე ვარ ნონ-გრატა, არ შეიძლება არსად ჩემი გამოჩენა. არც მაინტერესებს. კისერი უტეხიათ.

ხომ ვიომე. გაჩერებას კიდევ არ ვაპირებ. ზოგიერთს ხომ მაგრად მოხვდა ცხვირში ჩემი "მუშტი"?!.
ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის იმაში, ის გიჟი და გადარეული რომ დარბის უკრაინაში. ამათ კიდევ არ მოვასვენებ, მაგრამ სატელევიზიო გადაცემებს იმიტომვუყურებ, რომ მე უნდა ვიცოდე, სადამდე შეიძლება გარყვნან საზოგადოება და ერი და სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს.
ეს ყველაფერი მანამდე იქნება ასე, სანამ ჩვენს ხელისუფლებას კონცეპტუალურად არ ექნება იმის უფლება, თავისი გზა, მიმართულებები, პოლიტიკური ორიენტაცია თვითონ ჩამოაყალიბოს. ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო. ამიტომ სწორია ის, ვინც ცდილობს, რომ ბეწვის ხიდზე ფრთხილად გავიაროთ, მაგრამ ქვედა რეგისტრებში შეიძლება, რომ უფრო ეფექტურად იმუშაონ.

წეღან კახი ვახსენე და ხმამაღლა ვაცხადებ _ მაქვს მისი იმედი.
მთავრობაშიც არის რამდენიმე მინისტრი, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. სუფთა ხალხია, ნორმალური ხალხი. ძალიან არ მიყვარს გიორგაძე (სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი _ ი.კ.). არაერთხელ გამიკრიტიკებია, იმიტომ რომ, რაც მე ლაშა ბაქრაძემ მაკადრა… ეს მატლები რომ გამოდიან და დედამისზე რომ აღგზნება ეწყებათ, იმათ გავუწიო ანგარიში თუ იმას, მშობლის "ჩაძაღლება" რომ უნდა? ეს არის მწერლობა? თამარ ლებანიძეა ერთი, იმხელა ყბებით გამოდის…

გამომცემლობებს ვერ მიხედეს, გამომ- ცემლობებს. ეს ის სფეროა, საიდანაც იწყება ყველა უბედურება. მაგრამ ყველაზე საზიზღარი კაცი დღეს, პირადად ჩემთვის, რეზო ამაშუკელისთვის, ბოკერიაზე და სხვებზე აღარაფერს ვამბობ, ხელი არ ამიკანკალდება, ამას ვაცხადებ მე, ჰუმანისტი პოეტი, რომ ყველაზე გათახსირებული კაცი არის მარგველაშვილი. ეგ არის ცენტრიფუგა, რომელიც ნელ-ნელა ისრუტავს, ადრე ხომ ქსოვდა ბებიამისის ნიფხავს, ახლა აბლაბუდას ქსოვს.

დარწმუნებული ვარ, ისევ პრეზიდენტობისთვის იომებს მარგველაშვილი, მაგრამ თუ ცოცხალი დავრჩი, მარტო მე მოვუღებ ბოლოს მაგას. ჩემი არც დეიდაშვილია, არც არავინ, ბიზნესი მე არ მაქვს და არაფერი, მაგრამ პრეზიდენტად ერთი ადამიანი მინდა, რომელიც ვაჟკაცია, განათლებულია, სუფთა, ქართულად უძგერს გული. გამოვცადე უკვე არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა ერმა და მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა უარი თქვა ერთსქესიანთა ქორწინებაზე, მაშინვე მივხვდი, რომ იქედან გაუშვებდნენ.
დიდგორზე რომ ავიდა, გახსოვთ, რა ილაპარაკა? ღრანჭმონგრეული ხიდაშელიც რომ იქ იყო?! ერთადერთი კაცია, რომელიც გაუშვეს და მისხალი ბოროტება არ ჩაუდვია გულში.ერთხელ რა მითხრა, იცი? _ კვირიკაშვილი კარგი ბიჭიაო. ეს იყო ჩემთვის უკვე კაცობის მწვერვალი.

თუ გახსოვთ, სურამში იყო სულიერად ავადმყოფების დაწესებულება. ყველაფერი იმის შემყურე, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მე წარმოვიდგინე საკუთარი თავი იქ _ ქუთაისისკენ მანქანებით მიმავალი დეპუტატები რომ ჩაივლიან მანქანებით და მე რომ ვიქნები გადმოყუდებული დაწესებულებიდან ზოლიანი პიჟამით, არ დამაშტერდეთ!!

მოამზადა
ირანდა კალანდაძემ


მეტის ნახვა
12-02-2018, 12:14