ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაცია

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი იწყება. დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, სწორად შეირჩეს სამიზნე ჯგუფები მიზნობრივიდა სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განსახორციელებლად.

პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდებიან მხოლოდ ისეთ პირებს:

• რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი;
• რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან/და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.

რეესტრში საკუთარი ინიციატივით დარეგისტრირების მსურველი პირები შეძლებენ რეგისტრაციას სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით, სადაც, დარეკვის და საკუთარი ფერმერული მეურნეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში (რაც დადასტურდება გადამოწმების შედეგად), პირი ავტომატურად დარეგისტრირდება რეესტრში.
ცხელი ხაზი: 1501

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში

დასრულდა წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია. საავტომობილო გზა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიმეწყრა და დაზიანდა. ქვების შესაჩერებლად გაკეთდა სპეციალურიბადეები, დამონტაჟდაშეტყობინების სისტემები უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზე სიგნალის გადასაცემად.

გზის რეაბილიტაცია 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის ივნისში დასრულდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დასრულებული გზა დაათვალიერეს.
დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები გზაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდებიან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა.
8000 კვ.მ ფართობზე ბაღის გასაშენებლად 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 11 285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო.

მარწყვის ბაღი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ დაათვალიერეს.

ველისციხეში წყლის ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი დაგროვდება სოფლის სათავე ნაგებობაში, საიდანაც მოსახლეობამარაგდება. ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებირეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 230 175 ლარით დაფინანსდა.

სოფელ არაშენდაში წყლის ჭაბურღილი მოეწყობა. სამუშაოებზე, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, ტენდერი გამოცხადდა და 17 ივლისს დასრულდება. ახალი ჭაბურღილიდან წყლით სოფლის ცენტრალურიუბანი მომარაგდება და 250-მდე ოჯახის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფორწმუნებული — გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, აგრეთვე შპს „მექანიზატორის~ წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს ალოობის მიმდინარეობის პროცესი, მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, თუ რამდენად შეუფერხებლად და უდანაკარგოდ ხდება მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მეუფე დიმიტრისთან ერთად, მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა წმინდა ვახტანგ მეფის სახელობის სკოლა-ინტერნატი მოინახულეს, გაეცნენ სკოლა-ინტერნატისმე 3 საფეხურის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციას და სპორტდარბაზის მშენებლობას.
სოფელ არბოშიკში სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესსაც გაეცნენ. სამუშაოების შესრულება მაისში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება. ახალი წყალმომარაგების სისტემით სოფლის 130 ოჯახი ისარგებლებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის — „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელის“ ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დაესწრო. GE EU პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის ქსელის შექმნას.

შეხვედრაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და ათ საპილოტო მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, პროექტი იმუშავებს ლაგოდეხის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

2018 წლის მაისიდან დუშეთის მუნციპალიტეტში, კერძოდ დაბა ჟინვალში, ორგანიზაციის "შინ მოვლის დიაკონური სამსახურისა" და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შინ მოვლის პროგრამა ამოქმედდა.
პროგრმა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, საწოლს ან სახლს მიჯაჭვული პირების შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფას.

პროგრამის ძირითადი ამოცანაა დიმენციით დაავადებული ბენეფიციარების მოვლა. ამ ეტაპზე პროგრამით სარგებლობს 12 ბენეფიციარი, რომლებსაც სთავაზობენშემდეგ მომსახურებას: სამედიცინო უზრუნველყოფა (ექიმის დანიშნულებისამებრ); სხეულის მოვლა და ჰიგიენა; საშინაო საქმეების მოგვარება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისხელმძღვანელი ნინო სხულუხია ჩეხეთის რესპუბლიკის "კარიტასის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზუგდიდში კიბოს პრევენციის სკრინინგ ცენტრის მშენებლობის საკითხებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომი ეტაპი იურიდიული საკითხებისმოგვარებასა და ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას გულისხმობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ონკოპრევენციის ცენტრის არსებობას ზუგდიდისა და რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"სკრინინგის პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ცენტრი დაკომპლექტდება მოწვეული წამყვანი ონკოლოგებით. გარდა ამისა, გადამზადდებიან ადგილობრივი კადრები, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის მომსახურების ხარისხს“, — აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდში კიბოს პრევენციის სკრინინგ-ცენტრის მშენებლობას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს.
5 ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელოსრეგიონში

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან ორი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში. ახალი საბავშვო ბაღები დევნილთა ჩასახლებებში აშენდება.

დაგეგმილი პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა პროექტი. როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.
ლევან შონიამ ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისგამო მადლობა გადაუხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში წმ. ბარბარეს სახელობის ტაძართან მისასვლელ გზაზე ასფალტბეტონის საფარის მეორე ფენა დაგებულია.
პროექტის ფარგლებში დაიგო 1 499 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. ასევე მოეწყო ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში.

სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და მერის წარმომადგენელთან ირაკლი დანელიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 413 971 ლარია. სამუშაოები შესრულებულია 95 პროცენტით. ნაჯახაოში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში „იუსტიციის სახლის“ სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც განთავსდება საოფისე, მომსახურების და სასწავლო სივრცეები, ასევე ქორწინებისსახლი. მოეწყობა ავტოსადგომი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრეგრიგალავამ მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 2 136 900 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ქალაქ მარტვილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა ქალაქ მარტვილში ოქტომბრის და ნ. გეგიას ქუჩებზე ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, შეროზიას, წერეთლის, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტბეტონის საფარი.

პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრეგრიგალავა საკრებულოსთავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანთან, მაჟორიტარ დეპუტატ დავით ბარამიასთან და მერის წარმომადგენელ ელენე კოკაიასთანერთად ქალაქ მარტვილში, ნახარებაოში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ალექსანდრე გრიგალავა მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ნაფიჩხოვოში, "ქართული ჩაის“ რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივი "კოლხური თაიგული“ 24 ჰექტარზე გაშენებული გაველურებული ჩაის პლანტაციისაღდგენაზე მუშაობს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და მერიის სხვადასხა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზეიმსჯელეს.
მოსახლეობის განცხადებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად სასმელი წყალი მცირდება და ხშირად არც აქვთ. ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის გათიშვაზეც ჩივიან. შეხვედრაზე ამ საკითხების მოგვარების გზები განიხილეს.
ბოლნისში ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება — ბოლნისის დასავლეთ ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. საერთაშორისო ტენდერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 25 ივნისს გამოაცხადა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოსთავმჯდომარესთან და მერის პირველ მოადგილესთან ერთად, დაბის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.ავტოსადგურის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა. გოგიბერიძის ქუჩაზე სპორტული მოედნის მშენებლობა სრულდება.
გოგებაშვილის ქუჩაზე მინისაკალათბურთო მოედნის მშენებლობა დაიწყო.

მეტის ნახვა
4-07-2018, 15:30


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ქ. თეთრიწყაროში, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმებმა, უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, მოსახლეობას შეუმოწმეს მხედველობა, ჩაუტარეს ბიომიკროსკოპული გამოკვლევა და თვალის ფსკერის გამოკვლევა არაკონტაქტური გოლდმანის ლინზით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სულ მალე სოფელ ვეჯინში ამბულატორია სრულად ამუშავდება. მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა ამბულატორიის ახალი შენობა იქ მომუშავე ექიმებთან და მედპერსონალთან ერთად დაათვალიერა.

„ის სამშენებლო წუნი და ხარვეზები, რის გამოც აქამდე ახალ შენობაში გადმოსვლა ვერ მოხერხდა, გამოსწორებულია. სულ მალე ვეჯინის მოსახლეობას ექნება საშუალება, იდეალურ პირობებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება", — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.სოფელ ვეჯინის ამბულატორი- ის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 600 ლარი დაიხარჯა.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა „ნავთის ხევმა“ დატბორა და დააზიანა მიმდება- რე გზა, რომელზეც ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა.  გარდა ამისა, სამი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა. ქალაქ გურჯაანში „ნავთის ხევის“ მიმდებარე  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ამ დროისთვის გზა უკვე აღდგენილია. ასევე გაიწმინდა „ნავთის ხევიც“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ გაწმენდილა.

სოფელ ბაკურციხეში ე.წ. „სამადაანთ უბნის“ გზის მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტი ორ ეტაპად განხორცილდება და საბოლოოდ, მოასფალტდება 650 მეტრი გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი. გზის რეაბილიტაცია რეგიონი განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასამდე ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპი აგვისტომდე დასრულდება.

სოფელ ზეგაანში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1400 მეტრზე გზა მოასფალტდება. სამუშაოები რეგიონში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადა- ფინანსებით განხორციელდება. სატენდერო თანხა 411 124 ლარს შეადგენს.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ევროპის დღის მონაწილე 80 მოხალისე, რომლებიც ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

ჯონდო მდივნიშვილი: „მივესალმები ახალგაზრდების ჩართულობას "ევროპის დღის" ფარგლებში გამართულ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებებში. შემდგომ ეტაპზე ლაგოდეხელი ახალგაზრდები თავად გახდებიან ჩვენს რეგიონში ევროინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გამავრცელებლები, გისურვებთ წარმატებებს“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სოფელ ბოდბეში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე — მაია კვეზერელი-კოპაძე) და სიღნაღის მერია. ადგილობრივთა დასახმარებლად ბოდბეში ჩავიდნენ თბილისის წამყვანი კლინიკის სპეციალისტები: ექიმი-კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, ნევროლოგი, ექიმი-რადიოლოგი, ლაბორანტი და ექთანი. ასოციაციამ სოციალურად დაუცველებს ტანსაცმელი გადასცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ქუბრიაანთკარში მიმდინარეობს ჭაბურღილის და სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ 200-მდე ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა მნიშვნელოვნად დააზიანა დუშეთის მუნიციპალიპალიტეტის სოფლებ- ში მისასვლელი გზები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და სას- მელი წყლის სათავე ნაგებობები.

ქ. დუშეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, დაზიანდა შიდა გზები, ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა კობიაანთ დასახლებასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომ- ლები ოპერატიულად ჩაერთნენ სამუშაოებში.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მუნიციპალიტეტს ეწვივნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი, რომლებმაც მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შირაქის ქარსაფარი ზოლის დეგრადირებული მონაკვეთის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

კულტურის სახლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეტის მერმა, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:
"სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც ახლა ჩვენ გვერდითაა, გვაქვს გარკვეული წინსვლა გაუდაბნოებასთან ბრძოლაში. შარშან ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 60 პროცენტით შემცირდა ხანძრის რაოდენობა. ასევე თქვენი დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელ სამთაწყაროში  ექსპლუატაციაში შევა ახალი სამელიორაციო სისტემა, რაც დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მორწყვის საშუალებას მოგვცემს და ეს სოფელს ახალ სიცოცხლეს შესძენს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ნაბიჯ-ნაბიჯ საბოლოოდ დავამარცხებთ იმ გამოწვევას, რასაც გაუდაბნოება ჰქვია".

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მოსულ- მა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზები დააზიანა, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
იმყოფებოდნენ სოფლებში და გაეცნენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს. კენჭისყრის პრინციპით განაწილდა 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინები. გაითვალისწინეს შშმ პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე შეურჩიეს. კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში კიდევ 9 ავარიული შენობა იხურება, იქ მცხოვრები ოჯახები კი ახალაშენებულ კორპუსებში გადავლენ.
ამ ეტაპზე ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

ქალაქ ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის სამუშაოებს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან, მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, აღდგება
კაშხლისა და რეგულატორის ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდება წყალგამყოფი კვანძის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარტვილში შიდა მობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი ამჟამად ოქტომბრის და შეროზიას ქუჩებზე იგება. პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, დადიანისა და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში ასფალტბეტონის საფარი დაიგება 3 500 მეტრზე. პროექტის ღირებულება 607 995 ლარია. ქალაქ მარტვილში გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა ამჯერად ქალაქ მარტვილში, ნალეფსაოს, საელიაოს და ქვაითის მოსახლეობას შეხვდა. მერი მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება.

მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წამლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა,მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ყოფილი ღვინის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას სენაკელებიც შეძლებენ.
"იუსტიციის სახლის" სენაკის ფილიალის შენობა თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება. მისიმშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობა მიმდინარეობს. აქ მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა სამუშაოების მენეჯერ მამუკა ბოკერიასთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტს შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე 45-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში აშენ- და ხიდი მდინარე გვალაშარაზე, მოეწყო ხიდ-ბოგირი მდინარე ნოხუერზე, მიმდინარეობს გზის მშენებლობა პორტალის სათავე ნაგებობამდე, სადაც დაიწყება გვირაბის 6-კმ.იანი
მონაკვეთის მოწყობა. „ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 41,5 მგვტ იქნება. პროექტის თანახმად, სამუშაოები 2020 წლისთვის დასრულდება. მშენებლობისთვის დაახლოებით 75 000 000 აშშ დოლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სტიქიის შედეგებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ეცნობიან. მათ დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც 23 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩამორეცხილია შიდასაუბნო გზები, მოშლილია ხიდ-ბოგირები. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა აგრეთვე მოსახლეობის ეზოები. სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის სპეციალური კომისია. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მასალები შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნებათ. დათო გოგუამ ადგილობრივებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მარნეულში დასრულდა საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა საბაჟო საკითხებს (ექსპორტი-იმპორტის), საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და მოგების გადასახადს ეხებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და თემით დაინტერესებული პირები. აღნიშნული კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ქალაქ ბოლნისში წელს ადგილობრივი ბაზალტით რამდენიმე ქუჩის მონაკვეთი მოპირკეთდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი ოთხ ობიექტზე უკვე გამოაცხადა. ბოლნისის ბაზალტით წისქვილის, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მოიკირწყლება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და აქ ადგილობრივები დასაქმდებიან.

დმანისის მუნიციპალიტეტში

სოფელ საფარლოს მოსახლეობას ჩ ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია სოფლის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება, ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აქციის ორგანიზატორია С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგ- რამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხოლო ხელშემწყობი — მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ტესტირება 75 მოქალაქეს ჩაუტარდა.


წალკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში კუშინარდევანის და კუში-ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საფარი წესრიგდება. აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტ- რუქტურის მოწესრიგება წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, რადგან თავისუფლად გადაადგილების
პრობლემას ქმნიდა.
კუში-ნარდევანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 248 732 ლარით ფინანსდება, რაც შეეხება კუში-ავრანლოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის დაგებას, მასზე რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 767 642 ლარი დაიხარჯება.




მეტის ნახვა
27-06-2018, 20:41


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი. 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა პირველადი დოკუმენტი და იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც აისახება გეგმაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.ინიციატივის მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების მიერ შემუშავებული განვითარების გეგმა მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის ზრდისკენ, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებასა და დასაქმებას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წყლისა და წყალარინების პროექტების ტექნიკური დიზაინის შედგენის საკითხებზე იმსჯელეს.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი, „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში“, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას მათს ტე რიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, შესყიდვასა და მონიტორინგში.

პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროცესს და შემდეგ ასპექტებზე იქნება ორიენტირებული: მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის სწავლება პროექტის ციკლის მართვის ძირითად ასპექტებში, მათი შესაძლებლობების გაზრდით ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში; მუნიციპალიტეტების დახმარება ისეთი ინსტრუმენტის განვითარებაში, რომელიც მათ პროექტების მომზადებაში დაეხმარება, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების ჩათვლით; მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა პროექტების მართვაში; სახელმძღვანელოებისა და სხვა ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა PCM ვებგვერდი, რომელიც ინტერმუნიციპალური კომუნიკაციის პროცესს შეუწყობს ხელს და დაეხმარება მათ პროექტების განსაზღვრისა და მართვის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ სამაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თეთრიწყაროს ოფისის წარმომადგენლები, ა(ა)იპ „თეთრიწყარო წყალის“ და მერიის თანამშრომლები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ვაშლოვანის ქუჩაზე განახლ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი მერის პირველ მოადგილესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოების შეფერხების მიზეზად ქ. ლაგოდეხში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება სახელდებოდა. პრობლემა ამ ეტაპზე უკვე მოგვარებულია. ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB და საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში ხორციელდება. მისი ღირებულება 1 221 000 ლარია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, სოფლის მოედნის განახლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ კართუბნის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა – მოედანი შემოიღობა, დამონტაჟდა ახალი კარი, ბადეები და ბანერი, სკამები. რეაბილიტირებული სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. სტადიონზე ამხანაგური მატჩიც გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულებს დაუპირისპირდნენ. თამაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით დასრულდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

12 მლნ ლარის ინვესტიცია კურორტ „ახტალის" მშენებლობისთვის – აუქციონის შედეგების თანახმად, გამარჯვებულმა ინვესტორმა 3 760 000 ლარი უნდა გადაიხადოს და შემდეგ მინიმუმ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს 48 თვის განმავლობაში. საბოლოოდ, გურჯაანს და მთლიანად საქართველოს შეემატება 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით. ახლანდელ თანამშრომლებსაც შეინარჩუნებენ და ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნიან. ინვესტორი დაინტერესებულია, გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა უმასპინძლებს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აუქციონის პირობების მიხედვით, „ახტალის" ტერიტორიაზე არსებული პარკი არ გადაეცემა ინვესტორს და რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარგებლობაში, თუმცა მის მოვლაპატრონობის სრულ ხარჯებს ინვესტორი გაიღებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ნიკო ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და წითელი ჯვრის ექიმ თერაპევტთან ერთად სოფელ საბათლოს ეწვია, მოსიანების მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა. გარდა ამისა, ოჯახის ასაკოვან წევრს, ანა მიქელაშვილს პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა.

მუნიციპალიტეტის მერი ოჯახის წევრებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. მოსიანებმა მერს მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქამდეც იჩენდნენ მზრუნველობას მათ მიმართ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეიმურაზ ბალარჯიშვილმა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ლევან ჯანგულაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობა) პრაქტიკას უფასოდ გაივლიან. ადგილობრივი თვითმმართველობა პრაქტიკანტს უკეთესი შედეგისთვის მენტორს დაუნიშნავს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მჭადიჯვრის ადმინისტრაცი ერთეულის სოფ. მჭადიჯვარში დასრულდა სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, დამონტაჟდა 32 საუბნო ონკანი. ამიერიდან 450-მდე ოჯახი სასმელი წყლით მთელი დღის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. წყლის პრობლემა მოსახლეო- ბას წლების განმავლობაში აწუხებდა. ადგილობრივები დასრულებული სამუშაოებით კმაყოფილი არიან და აღნიშნავენ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მათ დანაპირები შეუსრულა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა და მერის წარმომადგენელმა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილმა დაათვალიერეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ესტუმრნენ. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის – „აფხაზეთის“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა, სასადილოს ბენეფიციარებს ერთი დღე გაულამაზეს, ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და მათთვის კონცერტი გამართეს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის სასიამოვნო და უზრუნველი გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამები და ამ სერვისის გაუმჯობესება", – აღნიშნა ლაშა გოგიამ და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს პროგრამით 250-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, წელსვე პროგრამას ემატება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში საბაზისო პროდუქტის შეძენა.

სენაკის მუნიციპალიტეტში

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მუშაობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. რეაბილიტაცია, რომელიც ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება, თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა თეატრის ისტორიაში. შენობას ჩაუტარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები. გამოიცვალა სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები. დასრულებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, სრულად განახლებულია ელექტროგაყვანილობა. ამ ეტაპზე დასრულდა რიგელების, სართულშუა გადახურვის ფილების, კიბის უჯრედების, ასევე სვე- ტების ლითონის კონსტრუქციებით გამაგრების სამუშაოები. გამოიცვალა კარ-ფანჯრები. დასრულდა ფასადის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია უტარდება სცენის სივრცეს. დაწყებულია თეატრის უნიკალური მხატვრობის რესტავრაცია, რომელზეც მხატვართა ჯგუფი მუშაობს.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ტექნიკური საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მისი მოადგილეები ირაკლი ურუშაძე და ზაზა სიხარულიძე, საერთაშორისო კონტრაქტორის TAHAL GROUP-ისა და საზედამხედველო კომპანია Safege-ს წარმომადგენლები. კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს არსებული ვითარება შეაფასა და კონტრაქტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვა მოსთხოვა პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე წყალარინების სისტემით ისარგებლებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

დასრულდა დაბა ჩხოროწყუ მდინარე ოჩხომურზე, ამორტი ზებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია. ხიდზე მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აკრძალული იყო, ამ დროისთვის აღდგენილია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხიდის აღდგენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ მუშევანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. შეხვედრა იმ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელთა რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.

400-კომლიანი სოფელი არსებული რიტუალების სახლის სამზარეულოს მოწყობას და ინვენტარით აღჭურვას, ასევე რიტუალების სახლისა და სკოლის ეზოების გამყოფი ღობის გაკეთებას ითხოვს. შეხვედრაზე სკოლის დირექციამ ეზოში მდებარე ხევის იზო- ლირება მუნიციპალიტეტის მერს პირადად სთხოვა. დღის წესრიგში კიდევ ერთი პრობლემის მოგვარე  დადგა – უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სპორტდარბაზის ღია სამზარეულოდ გადაკეთება. სოფელში შიდა გზაც მოსაწესრიგებელია. აღნიშნული საკითხები მერმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 

„ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის ორი სპეცმანქანა გადასცა. ახალი რეანიმობილებით კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანიმობილის მეშვეობით კრიტი- კულ პაციენტებს ოპერატიულად გადაიყვანენ.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სახელმწი- ფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, გააცნეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სხვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარ- მომადგენლები. საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტება. კონკრეტულად კი, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: სოფელ ლეჟბადინში იგება 2 446 გრძ/მეტრი გზა; სოფელ მუღანლოში – 1 318 გრძ/მეტრი გზა; სოფელ ბაიდარში – 1 404 გრძ/მეტრი გზა;სოფელ ქუთლიარში 1 308 გრძ/ მეტრი გზა.
აღნიშნული პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წალკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ სოფ. კუშისა და სოფ. ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. წელს ეს პრობლემა მოუგვარდებათ – პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგება 4600 მეტრი სიგრძის გზაზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვით კომპანია ENVISO-ს და საპროექტო კომპანია GOG-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს გუბაზეულის ხეობაში არაკაშხლური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი. საქართველოს რეგიონული განთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 1 800 ერთეული ურნა გადასცა.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი 10 000 ურნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონა ეტაპობრივად გადაეცემა, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვი- სის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.



მეტის ნახვა
22-06-2018, 14:34


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ვარხუნოს დასახლებაში წყაროს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია წყაროს და მიმდებარე ტერიტო- რიის კეთილმოწყობა. სამუშაოებს აწარმოებს ა(ა)იპ "თეთრიწყარო წყალი".

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ დააზიანა ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მოგლიჯა ხე. ქარს თან დაერთო სეტყვაც. სეტყვის საწინააღმ- დეგო სისტემის ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირების შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ნასრაშვილი და მერის წარმომადგენელი ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი იაკობიშვილი ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას და მოსახლეობას მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ტურიზმის განვითარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კეთილმოწყობის მიზნით, ქ. ლაგოდეხში ორი დასასვე ნებელი ობიექტის, ცენტრალური და „რანის“ სტადიონთან არსებული სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ცენტრალურ სკვერში განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები; დეკორატიული სანათები; მოეწყობა მოზაიკური ფილაქანი; შადრევანი; დაირგვება მწვანე საფარი და ხვიარა ნარგავები; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.
სამუშაოებისთვის გამოყოფილია 265 113 ლარი. „რანის“სტადიონთან არსებული სკვერის კეთილმოწყობას 70 617 ლარი მოხმარდება. პროექტები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სოფელ კოლაგში ჭაბურღი მოეწყობა, რომელიც წყლით ექვს უბანს მოამარაგებს. სამუშაოებზე, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, 122 887 ლარია გათვალისწინებული. ახალი ჭაბურღილი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის წყალმომარაგებას.

მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და გარგარისა და ატმის რეალიზაციით დაინტერესდა. არჩილ ხანდამაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმა ფერმერებთან მოსავლის მოცულობასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

სოფელ ჩუმლაყის #2 საბავშვო ბაღმა კომპანია „აგრომოტორსისგან“ საჩუქრები მიიღო. პატარებს საჩუქრები პირადად გადასცეს კომპანიის წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებმა. ბაღში სათამაშო ზონა მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია კერძო სექტორის ასეთი ჩართულობა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოს ხევში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები. წლების წინ დაიწყო სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაზიფიცირება, მაგრამ დიდი ნაწილი ამ სიკეთით ვერ სარგებლობდა. ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია და სოფლის მოსახლეობაც კმაყოფილია. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივებს სოფლის გაზიფიცირებას მოსახლეობას ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაჰპირდა.


მერიის საჩუქარი სოფელ საქერეს ერთადერთ მუდმივად მცხოვრებს.

ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი საქერე დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელსაც არასდროს ჰქონია ელექტროენერგია. 82 წლის ვასილ ქავთარაძე ამ სოფლის ერთადერთი მუდმივად მცხოვრები მოსახლეა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა უყიდა და დაუმონტაჟა მზის პანელები და ბატარეები.

ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპატეტის „ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ“, ბიბლიოთეკების ფონდების გაახლების მიზნით, ქ. დუშეთის მთავარ, ფასანაურის სადაბო და ანანურის, ჭოპორტის, დავათის სასოფლო ბიბლიოთეკებისთვის ახალი წიგნები შეიიძინა.

ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბარისახოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგის აქცია გაიმართა. ყველა მსურველს უფასოდ ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, აგრეთვე სისხლის ანალიზი სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის განსაზღვრის მიზნით. ექიმებმა ადგილობრივებს სათანადო რეკომენდაციები მისცეს შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით.
აქცია ჩატარდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ დუშეთის „საზოგადოებრივი ჯან- დაცვის ცენტრის“ ხელშეწყობით. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოებისა და აკად.მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მყარი ნარჩენების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი გერმანული წარმოების პლასტმასის 1100 ლიტრიანი 250 ერთეული ურნა გადასცა. "ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ნაგვის ახალი ურნები გადანაწილდა, რაც სოფლებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს", — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მეწიეთში ჰიდროელექტროსადგური შენდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მდინარე კალაშას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაათვალიერა. შპს „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დაკვეთით, საქართველოს მთავრობასთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, დაწყებულია ორსაფეხურიანი კასკადის მშენებლობა, რომლის ჯამური სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება. ამჯერად პირველი საფეხურის (5 მეგავატი) მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერჯერობით 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, სამუშაოს მოცულობის
ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.
პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის მშენებლობას. ტურბინებს წყალი მიწისქვეშ განთავსებული მილების მეშვეობით უნდა მიეწოდოს, რაც ეკოსისტემის შეცვლასა და გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს. ხიდისთავის თემში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდში სექტემბრიდან სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრისას განაცხადა.
მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრის გარდა, ისინი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭითაწყარში, ცაცხვსა და ცაიშში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 420 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზაზე იგება ასფალტბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.
კოლხეთისა და ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილობრივთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მოისმინეს ჩიქოვანის, სანკტ-პეტერბურგისა და ერევნის ქუჩის მცხოვრებთაგან.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების სამმართვე- ლომ ფოთი-გრიგოლეთი- ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე ახალი ხიდის მიმდინარე უბნიდან მდინა- რე მალთაყვამდე ახალი გზა გაივლის. მშენებლობასთან ერთად, პროექტი სარეკულტივაციო სამუშაოებსაც ითვალისწინებს. პროექტის განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალაქ ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, აღდგება კაშხლისა და რეგულატორის ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდება წყალგამყოფი კვანძის კონსტრუქ ცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

ქალაქ მარტვილში შიდა საავმობილო გზებზე ასფალტბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, შეროზიას, ოქტომბრის, დადიანისა და კალინინის ქუჩაზე ასფალტბეტონი 3 500 მეტრზე დაიგება. პროექტი ასევე მოიცავს გრუნტის კიუვეტებისა და ლითონის მილების მოწყობას მიერთებებზე და ეზოს შესასვლელებში.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 607 995 ლარია. სამუშაოები მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა, გაეცნო მათს პრობლემებს და ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება.
ალექსანდრე გრიგალავა მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად ონოღიის და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, რომელთაგან მათთვის პრიორი- ტეტულია შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება. ალექსანდრე გრიგალავამ ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წამლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში

ქალაქ სენაკში, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში,გოლასკურის უბანში მიმდინარეობს სამუშაოები ახალი სანიაღვრე არხის მოსაწყობად, რომლის დამთავრების შემდეგ მოსახლეობას სახნავ-სათესი ნაკვეთები აღარ დაეტბორება.
ტრენინგი პროგრამული ბიუჯეტისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის თემაზე თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ხოსრუაშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ტრენინგი გამართა თემაზე — პროგრამული ბიუჯეტი და საბიუჯეტო კლასიფიკაცია. ტრენინგს მერიის შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

მშენებარე ხიდი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
ხიდის სიგრძე — 170, ხოლო სიგანე 11 მეტრი იქნება. პროექტს საქართველოს საავ- ტომობილო გზების დეპარტამენტი 6 577 834 ლარით აფინანსებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ამჟამად, როგორც ქვეითად, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომელიც ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ დაიშლება.

სოფელ ახუთში გზაზე ასფალტი იგება. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სოფლის ცენტრიდან ნოღას საზღვრამდე ასფალტირებული გზა დაიგება. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი 377 000 ლარით აფინანსებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.ამ გზით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ვახტანგ ლაბაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა
მიიღო. დავით შერაზადიშვილმა ჩემპიონს მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავალში მხარდაჭერა აღუთქვა. მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის“ შესაბამისად, ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო 3000, ხოლო მის მწვრთნელს 1500 ლარი ჩაერიცხებათ. 28 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბოლნისელი ვახტანგ ლაბაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის 28-ე ჩემპიონატზე მკლავჭიდში მან 80 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი მარცხენაში წარმატებით მოიპოვა.

დმანისის მუნიციპალიტეტში 

დმანისში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება. მისი მიზანია აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ თავის ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი სოფელ აღმამედლოს მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს ყველაზე მეტად აღელვებთ სასმელი წყლის პრობლემა, რაზეც მერი თავისი კომპტენიის ფარგლებში უახლოეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა. მერმა მოსახლეობას გააცნო აგრეთვე სოფელ აღმამედლოში დაგეგმილი სხვა პროექტები. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის შპს „მარნეულის სოფ. წყალის“ უფროსი ნაბი აბდულაევი და მერიის თანამშრომები.



მეტის ნახვა
13-06-2018, 22:19


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ითვალისწინებს: ახალი ქსელის მოწყობას; 7 ჭაბურღილისა და 900 კუბ. მ³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას; სატუმბი სადგურისა და 500 მ სიგრძის წყლის გადამცემი ქსელის მოწყობა, რომლის მეშვეობითაც
ჭაბურღილიდან მოპოვებული წყა- ლი რეზერვუარში გადავა; საქლორატოროს მშენებლობა სასმელი წყლის დეზინფექციისთვის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ჩეხ ინვესტორებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის შემთხვევაში, კომპანია "მაუნთინ სკაის" განზრახული აქვს ინვესტიციების განხორციელება კურორტ ბახმაროში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულებს უკვე საკუთარი შემოსავალი გაუჩნდათ და ქვეყნის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. მათ შორისაა რუსეთიდან დაბრუნებული მარიამ კაციაშვილი, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მარწყვისბაღი აქვს. მას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საკუთრებაში არსებული კომბაინების სახით მუნიციპალიტეტს გააჩნია დამატებითი რესურსიც.

საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი საჭიროების შემთხვევაში მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტის დასრულების შემ- დეგ თელავი თბილისის გზა უფრო მოკლე და უსაფრთხო გახდება. უკვე აშენებულია 6 კმ საავტომობილო გზა და 2 ხიდი. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია. სამუშაოზე დასაქმებულია 100 ადამიანი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისა და შესაძლო პრობლემების პრევენციისთვის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და შპს "მექანიზატორის“ ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც ფერმერებს მოსავლის უდანაკარგოდ აღებისა და დაბინავების საშუალებას მისცემს. წელს მუნიციპალიტეტში დამატებით 12 ერთეული კომბაინი შემოვიდა, რამაც ჯამში 40 ერთეული შეადგინა. ტექნიკა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განაწილდება. საჭიროების შემთხვევაში დედოფლისწყაროელ ფერმერებს ჩალაუბნის "მექანიზატორიც“ დაეხმარება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საინფორმა- ციო ხასიათის შეხვედრა გამართა. კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ("ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" და ასოციაცია "ათინათი“) ახორციელებენ ევროკავშირის პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება — მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად".
პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ისეთი საერთაშორისო დონის დოკუმენტებზე, როგორიცაა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიას. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ ინფორმირებულობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, გააძლიერონ პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში და განახორციელონ ორმხრივი ვაჭრობა. ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება- სა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, — განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში

ბრაზილიის ქალაქ სანპაულოს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი გაიანე ლანგი (ბალარჯიშვილი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს და მოადგილეს თეიმურაზ ბალარჯიშვილს შეხვდა. ტურისტულ ჯგუფთან ერთადჩამოსული სტუმრის მიზანია სიღნაღისა და სანპაულოს დამეგობრება და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავება.

სიღნაღში დენდროლოგიურ პარკთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდი- ნარეობს. იწმინდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, პარკში სკამები და დასასვენებელი ზონები განთავსდება. დაგეგმილია აგრეთვე ახალი ფიტნეს-ზონის მოწყობა.

პროექტზე, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 257 844 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა დაათვალიერეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

ბარისახოში სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ფასადის მოპირკეთებას, ეზოს სადრენაჟო სისტემის მოწყობასა და შენობის შიდა სამუშაოებს, როგორიცაა: სველი წერტილების, კვების ბლოკისა და სასადილო ოთახის მოწყობა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დამთავრდება.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხალაშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. იგი მერის წარმომადგენელ შალვა წითელაურთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზაქარია ხეხელაშვილი იმ ოჯახებს სტუმრობდა, რომელთაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მზის პანალებისთვის საჭირო ბატარეები გადასცა.მოსახლეობამ ელეტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებით ადგილობრივ ხელისუფლებას ერთ-ერთი შეხვედრისას მიმართა, რის შემდეგაც უკანაფშავში მუდმივად მცხოვრებ ხუთ ოჯახს მზის ბატარეები შეუძინეს.

უკანაფშავში კვლავ რჩება პრობლემები, ისეთები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა და მობილური კავშირგაბმულობა. ამასთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, იმ ოჯახებს, რომლებიც "ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩაერთვნენ და სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამაში მოხვდნენ, პროგრამაში ჩართვა მიულოცა და სახლის სიმბოლური გასაღებები გადასცა. მუნიციპალიტეტის მერია 40- მდე სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანია მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტიანია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

ზუგდიდში ვეტერანებს უფასო მედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აქციის ინიციატორი და მხარდამჭერია როგორც სამხარეო, ისე მუნიციპალური ხელისუფლება, აგრეთვე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით სხვადასხვა სახის კარდიოლოგიურ გამოკვლევებს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უტარებენ. სამედიცინო აქციის ფარგლებში მომსახურება გაეწევა 200-მდე პაციენტს.

მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისთვის 14 941 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო "რივერსაიდის" ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, წვიმიანი ამინდების შემდეგ, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყეს. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ მერის წარმომადგენლები უბნებში,
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, მე- ფუტკრეებს შეხვდნენ და რეკომენდაციები გააცნეს.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება ქალაქის შიდა ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში ერთდროულად დაიწყო. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილებთან ირაკლი თოფურიასთან, გიორგი ფარეშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა სტადიონზე მიმდინარე მშენებლობისა და ბალახის საფარის დაგების სამუშაოები.

ფოთის საფეხბურთო სტადიონზე გადახურვის სამუშაოები დაიწყო. მზადდება სივრცე მძიმე კონსტრუქციების დასამონტაჟებლად. მშენებლობის პირველი ეტაპი ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, პატარა ინჩხურის უბანში, გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 000 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. იგეგმება გრუნტის კიუვეტებისა მოწყობა და ლითონის მილების მიერთება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მერის პირველ მოადგილესთან, დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულებაა 459 821 ლარი. გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს. ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დამონტაჟებულია აგრეთვე წერტილოვანი ფერომონები, რომელთა საშუალებით ხდება მავნებლის განადგურება.

სოფელ ხაბუმეში, კონკრეტულ უბნებში, თერმული ნისლის აგრეგატით აღჭურვილი 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად მუშაობდა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, რომელმაც ადგილობრივებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან, ლაშა ლობჯანიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მარნეულის წისქვილკომბინატს, შპს „აგროსისტემებს" ესტუმრა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიას და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საწარმოს დირექტორის თქმით, მარნეულის წისქვილ-კომბინატი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3 ათასზე საწარმო სუბიექტს ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საწარმოში 150 ადგილობრივია დასაქმებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გამართა. დეგუსტაციაზე 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება დაიწყო ელიას მთის კალთაზე, ახლად მოწყობილ ტერასებზე, პირველი ვაზის დარგვის ცერემონიით. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, ღვინისა და ტურისტული ბიზნესით დაკავებულმა სტუმრებმა სიმბოლურად თითო ვაზის ნერგი დარგეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ბოლნური ღვინის ისტორიულ მნიშვნელობას. ტრადიციულად, ბოლნისში წარმოებული ღვინო განკუთვნილი იყო როგორც საქართველოს, ისე უცხოური ბაზრისთვის.

დმანისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოადგილეებთან, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტთან ბატონ ლაშა აბაშიძესთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში "საზოგადოებრივი ცენტრის" მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მშენებლობა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დასრულდება.
გიორგი ტატუაშვილი: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვან პროექტი, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი ტერიტორიას შემოღობავს და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობაზეც იზრუნებს. კერძოდ, გაფართოვდება საზოგადოებრივ ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყობა გარე განათების სისტემა. ცენტრის საშუალებით მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს 200-ზე რო და კერძო სექტორის სერვისით".



მეტის ნახვა
6-06-2018, 21:41


26 მაისი თეთრიწყაროში გრანდიოზულად აღინიშნა

მუნიციპალიტეტში „კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანების - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით და ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გრანდიოზულად აღინიშნა. ქალაქის ცენტრში ღონისძიება დილის 12 საათზე საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დამოუკიდებლობის დღე შეკრებილ საზოგადოებას მიულოცეს ადგილობრივი თვითმ- მართველობის წარმომადგენლებმა. მოეწყო ფოტომასალებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.

დამოუკიდებლობის დღე ჩოხატაურში

ჩოხატაურში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა: მოეწყო საზეიმო მსვლელობა, გაიმართა ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, დააჯილდოვეს სპორტული ასპარეზობების გამარჯვებულები. შეკრებილებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი რესპუბლიკის საიუბილეო თარიღი მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა "პურის, ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალსა და სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულები დაჯილდოვა.
მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ცარო მარტიაშვილი, დალი ელისაშვილი და ნინო ნიკვაშვილი. ფესტივალებში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაც.

ლაგოდეხი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე

მუნიციპალიტეტში გამართულ მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს მერი ჯონდო მდივნიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ქალაქის ცენტრში გაიმართა საზეიმო მსვლელობა, გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი ფოტოები, სკოლის მოსწავლეებმა ზეიმის მონაწილეებს გაახსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული ფაქტები. ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

გურჯაანი - 100 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან!

გურჯაანში, დიდების მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა: წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატები, რომლებითაც გაცოცხლდა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე.
მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს გასაყიდად.
ინსცენირებით გააცოცხლეს 100 წლის წინანდელი ამბები, ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს. საზეიმო ღონისძიებას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი სიღნაღში

ამ საზეიმო თარიღს წინ უსწრებდა იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული. ზეიმში ყველა თაობის სიღნაღელები მონაწილეობდნენ. 26 მაისს დილა დაიწყო მუნიციპალურ თეატრში გამართული საბავშვო ზღაპრების წარმოდგენით, დავით აღმაშენებლის მოედანთან არსებულ სკვერში გაიმართა ტრადიციული სახალხო ზეიმების შეუცვლელი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. მოგვიანებით მსვლელობა მოეწყო ქალაქის ცენტრში, შუადღისას კი
დიდი კონცერტი გაიმართა ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით.

დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნა

საქართველოს სხვა მუნიცი- პალიტეტების მსგავსად, დამოუკიდებლობის დღე დუშეთიც განსაკუთრებულად აღნიშნეს. ტრადიციულად, ქალაქში გაიმართა სხვდასხვა  კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში სპორტული ასპარეზობებით დაიწყო: ტურნირები გაიმართა ჭიდაობასა და ჭადრაკში. ჭიდაობის ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხიდან 70-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ი. ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები, ხოლო საზეიმო დღე ქ. დუშეთში სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების კონცერტით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის შემოსასვლელში გამოფენილი იყო ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლის ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებმაც მოსახლეობის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

26 მაისი ზუგდიდში გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა

დამოუკიდებლობის 100 წლის- თავი ზუგდიდში განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. ზუგდიდის მთავარ მოედანზე გააცოცხლეს ორი ეპოქა: საქართველო 100 წლის წინ და ახლა. ისტორიულ ზონაში მოეწყო 1918–1921 წლების მოვლენების ამსახველი დოკუმენტების მუზეუმი, ღია კინოთეტრი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმების, ხოლო ბავშვებისთვის მულტფილმების ჩვენება გაიმართა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

26 მაისი ფოთის მუნიციპალიტეტში

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმმა უმასპინძლა თემატურ გამოფენას, სახელწოდებით „ისტორიის კვალდაკვალ“, ხოლო ქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ საუკუნისწინანდელი ბიბლიოგრაფიული გამოცემები გამოფინა. ფოთში გამართულ ღონის- ძიებებში მონაწილეობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მან ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან, საკრებულოს
თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალური პარკში საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების იმიტირებულ ჩვენებას დაესწრო.

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მარტვილში

მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები და დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი
გვირგვინებით შეამკეს, აქვე კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-შემეცნებითი კომპოზიცია. კულტურის სახლში გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრეების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო საჯარო ბიბლიოთეკაში - ამ დღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.
დღის ბოლოს კულტურის სახლში გაიმართა საზეიმო კონცერ- ტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი სენაკში

საიუბილეო ღონისძიებები სენაკის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. აქვე მოეწყო ფოტოგამოფენა "დამოუკიდებლობის ქრონიკები 1918–1921" და სენაკელი ფოტოხელოვანის, გიორგი ნიკოლავას ნამუშევრების გამოფენა "საქართველო არის ესე". სპეციალურად მომზადებულ ბანერზე - "ჩემს სამშობლოს ვუსურვებ" - მოქალაქეები გამოხატავდნენ თავიანთ თვალთახედვას ქვეყნის მომავლის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მათი ბიუსტები.

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ჩხოროწყუში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურულ-სპორტული ღონისძიბები მთელი დღის განმავლობაში მიმ- დინარეობდა მუნიციპალიტეტში. ღონისძიებების დასასრულს, დაბის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, გაიმართა გალა-კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ადგილობრი- ვი ანსამბლების მონაწილეობით. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიუ- ლოცეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ. 1990 წლის უზენაესი საბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა ანზორ სიჭინავამ ვრცლად ისაუბრა 26 მაისის მნიშნელობაზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
1918 წლიდან დღემდე, საქართველოს ისტორის ფურცლებს უამრავი ადამიანის სახელი, ფაქტი და მოვლენა ახსოვს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია), ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი, "ცისფერყანწელები", გენერალი მაზნიაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია - ეს იმ საზოგადო მოღვაწეთა არასრული ჩამონათვალია, რომელებმაც საქართველოს დამოკი- დებლობის იდეისთვის ბრძოლაში დათმეს სიცოცხლე.

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი დმანისში

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები "შგარიდა",
"ირინოლა", "დმანისური აისი“. მოზეიმეებს 26 მაისი და დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღე მარნეულში

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე წარმოდგენელი იყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიება და თემატური გამოფენები. ამ დღისთვის სახელდახელოდ წარმოდგენილი თემატური პავილიონები მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ,
გუბერნატორის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს და მოსახ- ლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცეს.
მერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოსახლეობას და აღნიშნა: "საქართველოს წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს და მე მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ისევ ერთი ქვეყნის ქვეშ ვიქნებით და ვილაპარაკებთ საერთო ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში!"

წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟდა ქართული პავილონი, სადაც გამოფენილი იყო ტრადიციული სამოსი, მოეწყო მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის და ანბანის კუთხეები, გაცოცხლდა ძველი თბილისის ქუჩა თავისი მახასიათებლებით. კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში მუხის ხის ნერგი დარგეს, როგორც ძლიერი და გამთლიანებული საქართველოს სიმბოლო.

დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი წალკაში

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტში. დღესასწაულის მონაწილეებს ეს დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ. გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა თაობის შემსრულებლები, ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების წევრები. მოზარდებმა წაიკითხეს პატრიოტული ლექსები.



მეტის ნახვა
30-05-2018, 20:12


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 

სოფელ ნამტვრიანში მესასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებას წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო სასმელი წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებოდა. გეგმური სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 1,5 კმ სიგრძის ქსელი, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: დურნუკში, საღრაშენში, ხაიშსა და გუდარეხში.

დაბა მანგლისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიებები. მემორიალის გახსნას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერანები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მერიამ 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადასცა.
"განავითარე შენი რეგიონის" ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელი
პროექტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი რესურსცენრის ხელმძღვანელს, ეთერ დავითაშვილსა და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ისაუბრეს სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილ სასკოლო ღონისძიებებზე ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ნიკოლოზ ჯანიაშვილი საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეაჯამეს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და იმსჯელეს გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც შესაბამის უწყებებთან ერთობლივი მუშაობით აღმოიფხვრება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საპილოტო პროექტს წინასწარ შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში, მათ შორის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, არხილოსკალოსა და არბოშიკში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, საკარმი
დამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მოქალაქეთა ნაცვლად, უფასოდ შეასრულა. პროექტის განხორციელება 2017 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

საქველმოქმედო აქცია „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გუბერთად ნატორის ადმინისტრაციისა და მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" ორგანიზებით მოეწყო. გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

მუნიციპალიტეტის სოფლებში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ტერიტორიების სპეციალიზებული ტექნიკით შეწამვლა და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიამ მუციპალური განვითარების ფონდიდან დამატებით 150 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი მიიღო, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტისა და ბახმაროს საკურორტო ზონის ტერიტორი- აზე მყარი ნარჩენების მართვის პროცესს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში, სოციალური საწარმოს „პურთა პურის“ გახსნას დაესწრო. საცხობი უსაფუვრო, სვიაზე დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა პურს გამოაცხობს, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან.„მსგავსი სოციალური საწარ- მოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ბევრი მომხმარებელი ეყოლება აქ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს", — ამბობს მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

"პურთა პურის" მხარდამჭერები არიან ადგილობრივი ორგანიზაციები და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. გურჯაანის მაჟორიტარი დე ტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი- ის მხარდაჭერით, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ექიმებმა კაჭრეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. პაციენტებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს უწევდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები, ასევე ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები, ჯანდაცვის, გაზიფიცირებისა და დასუფთავების საკითხები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაზეც მუნიციპალიტეტის მერი ნინიგორის თემის სოფ. განათლებისა და გელათის მოსახლეობას ესაუბრა. შეხვედრას ასამდე მოქალაქე დაესწრო. ძირითად პრობლემად გაზიფიცირება დასახელდა. როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ბუნებრივი აირით ივნისის ბოლოდან ისარგებლებს. შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. ჯონდო მდივნიშვილი მერიის შენობაში მისულ ყველა მოქალაქეს შეხვდა, მოისმინა მათი პირადი პრობლემები, რომელთა ძირითადი ნაწილი ეხებოდა ჯანდაცვის, სოციალურიდა დასაქმების საკითხებს. მოქალაქეების მიერ დასმული საკითხების გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაევალათ მათი კომპეტენციის ფარგლებში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

ქ. დუშეთის შესასვლელთან მდერე სკვერში, მუნიციპალიტება ტის მერიის ძალისხმევით, მოეწყო საბავშვო საცურაო აუზი და გასართობი ატრაქციონები. დუშეთს ეწვია ავსტრიის განვითარების ფონდის რეგიონალური მენეჯერი ნიკოლ მარია ბაური პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“ ფარგლებში. ბაური შეხვდა მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ სეხნიაშვილს. მათ ერთად შეაჯამეს პროექტის შედეგები და დაგეგმეს ერთობლივი სამომავლო პროექტები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში


მოსაშვილის ქუჩაზე ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე მოეწყობა, რომლის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი
ითვალისწინებს არსებული რკინაბეტონის სანიაღვრე არხების დემონტაჟს და დახურული სანიაღვრე სისტემის მოწყობას პლასტმას-გოფრირებული მილებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 138 598 ლარია.მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია ჩეხეთის საელჩოს მესამე მდივანს საქართველოში იან ჩერნიკს, ჩეხეთის რესპუბლიკის "კარიტასის" საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ეკატერინე მესხრიკაძეს და კიბოს პრევენციის ცენტრის დირექტორ იოსებ აბესაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზუგდიდში მშენებარე კიბოს სკრინინგცენტრს, რომლის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. 


სიღნაღის მუნიციპალიტეტში 

მუუნიციპალიტეტის მერიაში სივრცე „ქალთა ოთახი“ ოფისისთვის საჭირო ტექნიკით, ინვენტარით დაკომპლექტდა და ფუნქციონირებას ოფიციალურად შეუდგა. "ქალთა ოთახის“ მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; საკონსულტაციო სერვისით; საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრის გასამართად; ბიბლიოთეკით; საგანმანათერვისით.


ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავ- მჯდომარესთან ირაკლი კაკული- ასთან ერთად, კომპანია „Tahal Group BV" 
ოფისს ეწვია. იგი კონტრაქტორი და ზედამხედველი ფირმების წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 1 ივნისიდან დაიწყება საველე სამუშაოები, პრიორიტეტად შერჩეულია წინა კონტრაქტორის მიერ უკვე გადათხრილი ქუჩები. სამუშაოები მალთაყვისა და ნაბადის უბნებში
ერთდროულად რამდენიმე ადგილას დაიწყება. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პირველივე ეტაპზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარია. იგი აზიის განვითარების ბანკიდან დაფინანსდება.

ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას თქმით, ფოთის მაჟო- რიტარის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და უშუალო ჩართუ- ლობით,
ქალაქში დამატებით გამწმენდი ნაგებობი აიგება. პროექტს, რომლის ღირებულება 44 684 016 ლარია, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.


მარტვილის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს — ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ერთად ინჩხურისა და გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მათს პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დაახელა.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერულში დასრულდა რკინაბეტონის ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო ხიდის საძირკველი და ბურჯი მონოლითური რკინაბეტონით, ასევე ლებლო სერვისით.
სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოები. თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ფერომონები განათავსეს. მათი საშუალებით ხდება მავნებლის მოზიდვა და ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმებით. ფერომონები განთავსებულია
ყველა ადმინისტრაციულ ერთე- ულში. ამჟამად, ძველი სენაკის ად- მინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს იმ ფართობების ქიმიური დამუშავება, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. შეიწამლა აგრეთვე ხორშისა და ეკის ადმინისტრა- ციული ერთეულების ფართობი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ამორტი- ზებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტე ტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს. ხიდის რეაბილიტაცია 49 000 ლარით ფინანსდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში
მარნეულის მუნიციპალიტის სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. სკოლის გახსნის შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა და პროექტის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

წალკის მუნიციპალიტეტში
მუნიციპალური შესაძლებ ლობების განვითარების პროექტის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ: რეი უოლში, აქტივების (ქონების) მართვის ექსპერტი, გიორგი სილაგაძე, IT ექსპერტი, რატი გაბრიჩიძე, კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვის ექსპერტი. მუნციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტრატეგიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის როლზე.
პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს მუნიციპალურ ფონდს დაეხმარება, რათა გაიზარდოს საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები პროექტის ციკლის მართვაში.


მეტის ნახვა
23-05-2018, 21:33


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა გიგი ქორიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ სოსო პირველმა და "შშმ პირთა დახმარების ფონდის" ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ შშმ პირებს: საღრაშენელ ნათელა მანთაძეს, ორბეთელ ზინაიდა დოლაშვილს და ქ. თეთრიწყაროში მცხოვრებ სურენ ოგანესიანს საჩუქრად ეტლები გადასცეს.
ქვემო ქართლის რეგიონი- მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ — ქალაქის ქუჩებისა და სოფელ ახალშენამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს.
ცხოვრების დონის გაუმჯოსებისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ოთხწლიანი ინოვაციური პროექტი, რომელსაც „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ეწოდება. პროექტი ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და მას ახორციელებს ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG).

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სენტ ლუისში, აშშ-ისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 112-ე ყრილობას დაესწრნენ.

საქართველოს დელეგაცია გაეცნო ამერიკისა და კანადის თვითმმართველობებში არსებულ მართვის თანამედროვე სისტემებს, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს.
ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, პორტლანდის, ტორონტოს და სხვა თვითმმართველობების წარმომადგენლებს. მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილესთან, საკრებულოს თავ- მჯდომარესთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“ მოინახულა, კიდევ ერთხელ გაეცნო მის მუშაობას და არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში მოისმინა.

ცენტრმა ამ დრომდე დახმარება გაუწია11 ბენეფიციარს. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადგილზე ფსიქოლოგი, იურისტი, ექთანი და სოციალური მუშაკი ემსახურება. ბენეფიციარებს საშუალება აქვთ ასევე ჩაერთონ სხვადასხვა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში. ცენტრი „იმედი“ ევროკავშირის პროექტის „არა ოჯახში ძალადობას“ ფარგლებში 2017 წლის 17 ივლისს გაიხსნა და მისი მიზანია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დმანისის მუნიციპალიტეტში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ რადიო "იმედის" ეთერში ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში

მარნეულის მუნიციპალიტის სოფელ იმირის მიმდებარედ არქეოლოგიურ ძეგლზე ე.წ. „გადაჭრილი გორაზე“, კანადის ტორონტოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დაიწყო ყოველწლიური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც 2018 წლის 17 ივნისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მოწესრიგება.
სასწავლო პროექტის ფარგლებში, იერუსალიმის ჰიბროუს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაათვალიერეს იმირის, გადაჭრილი და შულავერის გორები. მუნიციპალიტეტის სოფელ წეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობა დაიწყო. პროექტის კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივით, მონაწილეობითა და იდეებით არის მომზადებული.
გასართობ-შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა წარმოდგენილი იყო პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში და ერთ-ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა. თანხა, 165 498 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სკვერის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების თანახმად, ივლისში დასრულდება.

წალკის მუნიციპალიტეტში

ცენტრალური და ადგილობ- რივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით წალკის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. წელს კი იგეგმება:ქ. წალკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა;დაბა თრიალეთისა და სოფ. კავთისთვის წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარისა და სა- ტუმბი სადგურის მოწყობა; ბეტონის საფარის დაგება სოფ. კუში-ავრანლოს დამაკავშირებელ გზაზე (4,7 კმ); კუში-ნარდევანის 1,8 კმ-იან გზაზე; სოფ. დაშბაშის კანიონამდე მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოების გაგრძელება
და ა.შ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ჩოხატაურის მერიის სხდომათა დარბაზში ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ „პროგრესის სახლის“ წარმომად- გენლებმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს საგრანტო კონკურსის შესახებ.
„მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ — ამ პროექტის ფარგლებშია გამოცხა- დებული მცირე გრანტების პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან — სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის „პროგრესის სახლთან“ ერთად ახორციელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, ასევე დეტალურად განიხილეს სააპლიკაციო ფორმა. საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია საიტზე:  www.guria.ge

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა სამუკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს გააცნეს. 

გაეროს წარმომადგენლები დედოფლისწყაროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ. ENPARD III-ის (გაეროსა და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ერთობლივი პროგრამა) მიზანია საქართველოს უნიციპალიტეტებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს მარცვლეული კულტურის მოყვანის დიდი გამოცდილება და ხელშეწყობის პირობებში არსებული მოსავლიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს გააჩნია არატრადიციული მარცვლეული კულტურის განვითარების დიდი პოტენციალიც. ამ აზრს იზიარებს FAO-ს წარმომადგენელი მატიე რუვერი, რომლის თქმითაც ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისთვის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი GARE-ის ოფისების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ვრცლად წარმოადგინეს LAG-ის ორწლიანი საქმიანობა, GARE-ის, ადგილობრივი ჯგუფისა და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა GARE-ს მუნიციპალიტეტში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ევროკავშირის მხარდაჭერით კახეთში ხორციელდება ახალი პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის". პროექტის ფარგლებში კახეთის მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დარბაზში გაიმართა. ევროკავშირის ეს ახალი პროექტი განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და მისი მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და რეგიონების ეკონომიკურ განვით რებაში მათი როლის გაზრდა.


გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის მერი არჩილ ხანდაშვილი აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან. ამჯერად იგი ქ. გურჯაანში, შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
"არ არსებობს მოსახლეობასთან პირდაპირ კონტაქტზე უკეთესი საშუალება იმისთვის, რომ უფრო ნათლად დაინახო სოფელში არსებული პრობლემები, უფრო ხელშესახები გახადო ისინი და ყველაზე მთავარი — მოუსმინო ადგილობრივთა რეკომენდაციებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ჩვენი გურჯაანელების რეკომენდაციები მეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ყველა ერთად მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს და გურჯაანი ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალიტეტი გახდება მთელ საქართველოში", — აღნიშნავს მერი. მუნიციპალიტეტის მერი არ შაოს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მათს ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას.


სიღნაღის მუნიციპალიტეტში

თემ "ქედელში“ მესამე საცხოვრებელი სახლი გაიხსნა. სახლის მშენებლობა გერმანულმა ორგანიზაცია BMZ-მა დააფინანსა. 1999 წელს დაფუძნებული თემი "ქედელი“ საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული პირებისთვის შესაფერისი ოჯახური გარემოა შექმნილი. თემში ამჟამად 23 შშმ პირი ცხოვრობს. ისინი "ქედელში“ კასპისა და სენაკის ბავშთა სახლებიდან მოხვდნენ დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში.
თემში არსებულ შრომით თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება. თემის მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მათს ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვი რებული სტიგმის შემცირებას.

დუშეთის მუნიციპალიტეტში

მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებს იწყებს. პირველ ეტაპზე ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 300 არაგველის მემორიალისთვის დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა. მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, პირველ მოადგილესთან, გიორგი თანიაშვილთან ერთად, დაათვალიერა მემორიალი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის უკვე შესრულებული სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ვეჯინში ღვინის მარნისა და საოჯახო ტიპის სასტუმროს „შატო ხარიტონას“ გახსნას დაესწრო.

ზურაბ სეხნიაშვილმა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სო- ფელ გრიგოლაანთკარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელში მიმდინარეობს სასაფლაოზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ხევზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობა. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერმა მათ დანაპირები შეუსრულა — სოფლის სასაფლაოს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის პრობლემა მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ, რის შესახებაც ზურაბ სეხნიაშვილს ერთ-ერთი შეხვედრისას დახმარება სთხოვეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტერიის ჯანდაცვის კომისიამ სხდომაზე 76 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 17 511 ლარი შეადგინა. ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სანანაო-საფიფიოს უბანში, საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. ამ უბანში აქამდე ხიდი არ არსებობდა და მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა. პროექტის ღირებულება 24 185 ლარია.

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტით გათვალისწინებულია: ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობებისა და ღობის რეაბილიტაცია, ნალიზაციო, სადრენაჟო სისტემების მონტაჟი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში დასრულდება.

ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

მდინარე რიონის ჰიდროკვანძზე რეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. იგეგმება ფარების, კაშხლის, ამორტიზებული ელექტროტექნიკისა და სხვა მექანიკური ნაწილების კაპიტალური რემონტი და რეაბილიტაცია. პროექტის მეორე ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები უკვე წყლის ქვეშ დაიწყება.
სარემონტო სამუშაოებზე 1 367 815 ლარი დაიხარჯება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში

სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობის მეოთხე ეტაპის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტბეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, ლითონის მილებისა და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.

ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ხიდის სავალ ზედაპირზე ეწყობა ფოლადის ახალი ფურცლები, რკინაბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის მოაჯირები. სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
მარტვილში, გარე განათების ბოძებზე 50-ვატიანი ნათურების მონტაჟი მიმდინარეობს. თავისუფლების ქუჩაზე და ცენტრალურ გზებზე 600 დიოდური ნათურა დამონტაჟდება, ხოლო ანალოგიური სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა ვანო კუპრეიშვილმა, ადგილობ რივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა. მუნიციპალიტეტის მერიამ, საერთაშორისო ასოციაციის — "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" — მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების ოთხ მოქალაქეს უსასყიდლოდ გამოუყო ეტლები. მერიის ხელშეწყობით, უკვე სამი წელია ეტლები ურიგდებათ მოქალაქეებს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ეტლები უკვე 41 შშმ პირს გადაეცა. ყველგანმავალი ეტლის ინოვაციური დიზაინი ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა, რაც გააუმჯობესებს შშმ პირთა გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ახუთში, მდინარე ზანაზე, ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს. 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად ხიდი დაზიანდა და მისი დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპზე, სტიქიის სალიკვიდწელს აციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომლისთვისაც 780 000 ლარია გამოყოფილი. ხიდის სიგრძე 54, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება. აღნიშნული ხიდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.


მეტის ნახვა
19-05-2018, 11:16


სენაკის პროგრამა "ახალგაზრდა მეწარმე" სოფლად - ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად

დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18–35 წლამდე მამაკაცები და 18–40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებებს, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით დაფინანსდება პროექტის ღი რებულების 40 პროცენტი, არა უმეტეს 60 000 ლარისა. ანამონაწილეობის თანხის მოძიება შესაძლებელია როგორც საკუთარი სახსრებით, ისე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტით).
რეგისტრაცია და ვრცელი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.danida.apma.ge
სააგენტოში განცხადება და თანამდევი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგი ვებგვერდების მეშვეობით: www.apma.ge და www.danida.apma.ge

ჩოხატაური - გორაბერეჟოულის გზაზე ასფალტბეტონი იგება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, სასაფლაოსთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონ- დისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გურჯაანის ტურისტული პოტენციალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმაზე მუშაობს. სპეციალისტები მიმართავენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გამოთქვან თავიანთი აზრი, გურჯაანის ტურისტული განვითარების შესახებ. მოსახლეობას შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი მოსაზრებები გაუზიაროს შემდეგ მისამართზე: gurjanitourisma@gmail.com

გამწვანების აქცია სოფელ მაჩხაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით სოფელ მახჩაანში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი გოგლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლები. სამოცი ძირი წიწვოვანი ნერგი სათამაშო მოედნის, ორი დასას- ვენებელი სკვერის, ტაძრისა და „ფანიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაწილდა.
2018 წელს გამწვანების აქცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იგეგმება.

დუშეთი - საქველმოქმედო აქცია სოფელ თხილიანაში

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ომში დაღუპულთა შემწეობის ფონდის – "მეოხი 2004"-ის ხელმძღვანელი თემურ მირაქიშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. თხილიანაში მცხოვრებ ზაზა მერიისა და "მეოხი 2004"-ის სახელით ოჯახს საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, რაგბის ბურთი  და ველოსიპედი გადასცეს.

ფოთი - მალთაყვის განვითარების საპროექტო წინადადებების განხილვა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მალთაყვის განვითარების პროექტის საჯარო განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. „წინასაპროექტო კვლევა და ხედვა მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ და შპს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიმ წარადგინეს. პროექტის საბოლოო  სახით შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება საჯარო განხილვაზე გამოთქმული მოსაზრებები.

სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე გარგანათების ბოძებზე მიმ დინარეობს 150-ვატიანი ნათურების 50-ვატიანი დიოდური ნათურებით ჩანაცვლების LED-სი.ანალოგიური სამუშაოები გაგრძელდება ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე დამონტაჟდება 360 დიო- დური ნათურა, რის შედეგადაც ეკონომია წლიურად 24 000 ლარი იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას "ინტერნეტი განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება უფასო ტრენინგები ციფრულ წიგნიერებასა და ელექტრონულ ბიზნესში. პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.ტრენინგი ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვ- რებო პირობების მქონე ოჯახე- ბისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და "ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას. განცხადებების ადგილზე შემოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დასრულებულია. წელს მერიაში "ერთი თბილი ოთახის“ პროგ- რამაში ჩართვის მსურველთა 78 განცხადებაა შესული. აღნიშნული პროგრამისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება და 20 ოჯახი ჩაერთვება. 2017 წელს "ერთი თბილი ოთახის“ პროგრამით 11 ოჯახმა ისარგებლა.
სანიაღვრე არხები გაიწმინდაყულიშკარის, დიდინეძისა და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მსგავსი სამუშაო იგეგმება კოკში, ცაიშში, ცაცხვსა და ორსანტიაში. მიმდინარეობს მწვანე საფარის მოწესრიგებაც. ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ოჯახს
საშეშე მერქანი გადაეცა.
ჯანდაცვის კომისიამ 37 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. გახარჯულმა თანხამ 11 125 ლარი შეადგინა.

ჩხოროწყუ - მოქალაქეთა მორიგი მიღება მერთან

მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო ადგილობრივების საჭიროე- ბებს. განცხადებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. დათო გოგუამ, შესაძლებლობების ფარგლებში, მოქალაქეებს დახმარება აღუთქვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევია, თუმცა მერი, საჭიროების შემთხვევაში, მათ ყოველდღე იღებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ააიპ "რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაცია“ ქვემო ქართლის 6 რეგიონალურ ერთეულში ახორციელებს პროექტს „დედაენა ქართული“. ფესტივალი-კონკურსი მოიცავს ბლოგს თემით,, დედაენა ქართული“. პირველი ღონისძიება ორგანიზატორებმა დედაენის დღეს დაამთხვიეს და სტარტი საბას მიწიდან, ძირძველი ტანძიიდან აიღეს. სულხან-საბას მუზეუმმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა, იყო ქართული სიმღერა, ლექსი და სიტყვა მადლიანი, როგორც დიდი პოეტი იტყოდა. ფესტივალში მონაწილეობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცამეტი სკოლა. სპეციალურად არჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი სკოლა, რომლებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით, ისტორიულ-შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის ტომეულებით. ყველა მონაწილე სკოლას გადაეცა სამახსოვრო სიგელები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბოლნისის კულტურის სახლის ანსამბლები და მომღერალთა გუნდები. კონკურსი საზეიმოდ დაიხურება 2018 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დარბაზში.

მედიატური "გაიცანი დმანისი"

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით, მედიატური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნენ დმანისის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს ინფორმაცია ტურიზმის განვითარების მხრივ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი: "დმანისის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი. დმანისში წლის ბოლოს გვექნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც იზრუნებს მარშრუტების შექმნასა და ეკიპირებაზე, რეკლამაზე, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების საინფორმაციო ბაზების მოძიებაზე, ექსკურსიამძღოლებისა და მოლაშქრეების დატრენინგებაზე. დმანისის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია განვითარდეს სატრანსპორტო, საფეხმავლო და აგროტურიზმი, ასევე — კულინარული ტურიზმი".

შეხვედრა შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მოადგილემ ლია ზურებიანმა, ორგანიზაცია „ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის“, შშმ ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის –„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ხელმძღვანელმა და მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა მზია მჭედლიშვილმა. შეხვედრაზე იმსჯელეს შშმ ბავშვთა ინტეგრაციის ხელშესაწყობად სოციალური სერვისების დანერგვა/განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სენსორული დარღვევის მქონე სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზით, პირველ ეტაპზე იგეგმება შშმ ბავშვთა აღრიცხვა და ინფორმაციის შეგ- როვება მათი საჭიროებების შესახებ, ხოლო შემდგომ — კონკრეტული ღონისძიებები.

მარნეულის მერი სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობას შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, პირველ მოად- გილესთან ზაურ ტაბატაძესთან ერთად, სოფელ ქვემო სარალში იმყოფებოდა, სადაც სასმელი წყლის ახალი სისტემის პროექტის დატესტვის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. თემურ აბაზოვი პირადად გაეცნო სოფელში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

ქართული ენის დღე მარნეულის საჯარო სკოლებში

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. მარნეულის კულ- ტურის სახლში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა ქართული ენისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გამართა და ამით კვირეული დაასრულა. ღონისძიებაში, რომელიც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო, მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მათ მაყურებელს შესთავაზეს ქართული სიმღერები, ცეკვები და ლექსები.

მეტის ნახვა
21-04-2018, 23:09