სარეკლამო ადგილი

947x125



"საერთო გაზეთის" სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, ევროკავშირის ექსპერტი, თინათინ თოფურია. მას ხუმრობით "ახალი წლის ექსპერტსაც" უწოდებენ. ქალბატონი თინა წლების მანძილზე საახალწლო განწყობას გვიქმნის და სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. მისი საახალწლო რჩევები და პროგნოზები ორიგინალურობით გამოირჩევა, რაც ასტროლოგების პროგნოზებისაგან განსხვავდება _ იგი სხვადასხვა კულტურების, ტრადიციებისა და სიმბოლოების ანალიზზეა დაფუძნებული. ვიმედოვნებთ, ეს რჩევები ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

_ ქალბატონო თინა, 2019 წელი მიწის ღორისაა. მისგან რას უნდა ველოდოთ?

_ სულ მალე ერთგული ძაღლი თავის უფლებებს მიწის ღორს გადააბარებს. საინტერესოა რას გვპირდება ახალი მფარველი? ღორი დინჯი, მშრომელი, მზრუნველი, კეთილი, ხელმომჭირნე, ამტანი, პატიოსანი, ადამიანების მფარველი სიმბოლოა. მისი პრიორიტეტი ახალი ოჯახების შექმნა, ოჯახურ სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება. მიწის ღორი ყურადღების გარეშე არც მიწათმოქმედებს დატოვებს. მისგან, ზოგადად, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ხვავსა და ბარაქას უნდა ველოდეთ.

_ ქალბატონო თინა, საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციებზე რას გვეტყვით?

_ ნაძვის ხე ოდითგან მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება და მისი ოჯახში შეტანით სახლი ავი სულებისგან იწმინდება. რიგი ქვეყნების ტრადიციის მიხედვით, ნაძვი მარადიული ახალგაზდობის, სიკეთის, კეთილშობილების, აღორძინების, განახლებისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან წამოვიდა. კელტები, რომლებიც მცენარეებს ცოცხალ სულებად თვლიდნენ, ნაძვს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ როგორც უკვდავების მომცემსა და სამართლიანობის მფარველს. მათი ღრმა რწმენით, ნაძვის წიწვებში ცხოვრობს ტყის კეთილი სული. ომში წასვლის წინ მეომრები შემდეგ რიტუალს ატარებდნენ: უხუცეს ნაძვს ნაირნაირი საჩუქრებით ეახლებოდნენ, რითაც მის ტოტებს რთავდნენ და მტერზე გამარჯვებას სთხოვდნენ. მათ სწამდათ, რომ მფარველი ნაძვი სიკვდილისგან დაიფარავდა და მალე, შინ საღსალამათები დაბრუნდებოდნენ. ბევრმა არ იცის, რომ საშობაოდ ნაძვის მორთვა ქრისტიანული ტრადიციაა, რაც სათავეს გერმანიიდან იღებს. ცნობილია, რომ მარტინ ლუთერმა ეკლესიაში ნაძვის კენწერო ვარსკვლავით შეამკო, როგორც ბეთლემის ვარსკვლავის განსახიერება, ხოლო ტოტებზე სანთლები დაუნთო, როგორც ბეთლემის შუქის სიმბოლო. თანდათან, ამ ყველაფერს, ახალი ატრიბუტები დაემატა: ვაშლი, როგორც ნაყოფიერების ნიშანი და კაკალი, როგორც ღვთიური სიბრძნის შეუცნობადობის სიმბოლო. ეს ლამაზი ტრადიცია სწრაფად გადაიღეს ინგლისელებმა, მოგვიანებით კი, იგი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა და ისე შეესისხლხორცა შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომ დღეს, შობა ათასნაირი შუქებითა და სათამაშოებით მოკაზმული ნაძვის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია.სხვათა შორის, საშობაო ნაძვის ხის დაბადების დღედ 1513 წელი ითვლება. ახალი წლის დადგომას მსოფლიო ზეიმით აღნიშნვას. მას ოთხი ათასი წლის ტრადიცია აქვს და დასაბამს მესოპოტამიაში იღებს, საიდანაც ის ებრაელებმა გამოიტანეს, შემდეგ, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ახალი წლის მობრძანებას ძალიან საინტერესოდ ხვდებოდნენ ბაბილონში. მეფის ოჯახის ყველა წევრი მდიდრულს იხდიდა, უბრალო სამოსით იმოსებოდა და თერთმეტი დღით ქალაქიდან უჩინარდებოდა. მათი ადგილსამყოფელი არავის უნდა სცოდნოდა. ეს თერთმეტი დღე კალენდარშიც არ ფიქსირდებოდა, თითქოს, არც არსებობდა. ამ დროს ქვეყანაში სრული თავისუფლება სუფევდა. ყველა განცხრომას ეძლეოდა. არავინ მუშაობდა _ არც დიდგვაროვანი, არც უბრალო მოქალაქე, არც მონა. ყველა ერთობოდა, კანონი არ კანონობდა და არც არავინ ისჯებოდა. თერთმერტი დღის შემდეგ მეფის ოჯახი ბრუნდებოდა და ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანას თავისი კალნდარი ჰქონდა და შესაბამისად, წლის ათვლაც სხვადასხვა დროს იწყებოდა, რაც როგორც წესი ამა თუ იმ ქვეყანაში მოსავალის აღებასთან იყო დაკავშირებული. ახალი წლის ათვლა 1 იანვრიდან არც თუ ისე ძველი ტრადიციაა _ ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წელს დაიწყო, როდესაც რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ახალი კალენდარი შემოიღო, რითაც დღესაც ვსარგებლობთ. წლის პირველ თვეს მან იანვარი ორსახიანი ღვთაების _ იანუსის საპატივცემულოდ უწოდა, რომელიც ერთი სახით წარსულში, ხოლო მეორეთი მომავალში იყურება. ახალი წლის აღნიშნვა პირველ იანვარს თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დროს შემოიღეს: მაგალითად, საფრანგეთში კარლოს IX პირველი იანვარი 775 წელს დააკანონა; გერმანიაში მხოლოდ მე 16 საუკუნეში იქნა მიღებული; ინგლისში კიდევ უფრო გვიან _ მე 18 საუკუნეში; იმპერატორ პეტრე I დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი კალენდარი დაეკანონებია. რთული აღმოჩნდა თავგასული ბოიარების ერთჭკუაზე მოყვანა. ამისთვის მას სპეციალური კანონის გამოშვება დასჭირდა, რომლის მიხედვითაც ახალი წლის შეხვედრა 1 იანვრის გარდა, სხვა დროს იკრძალებოდა. ურჩობისათვის სასჯელიც დაწესდა _ წვერის გაპარსვა!

_ ქალბატონო თინა, რას გვირჩევთ: სად შევხვდეთ ახალ წელს?

_ სანამ გადაწყვეტთ თუ სად შეხვდეთ ახალ წელს, გაიგეთ რა საფრთხე გელით ახალი წლის ღამეს თუ უცხო წეს-ჩვეულებების ქვეყანაში აღმოჩნდებით: იტალიაში შეიძლება ტრამვა მიიღოთ. იარეთ შუა ქუჩაში, არ მიუახლოვდეთ სახლებს, თორემ შეიძლება საახალწლო ტრადიციის მსხვერპლი გახდეთ! აქ, ითვლება, რომ სწორედ ამ ღამეს ძველი ნივთების ფანჯრიდან გადაყრა ოჯახს ხვავსა და ბარაქას მოუტანს. ამიტომ, სახლიდან ყრიან ყველაფერს –ჭურჭელს, ავეჯს და ა.შ. შოტლანდიაში შეიძლება თავი კუპრში ამოყოთ. არ იაროთ აღმართზე, თორემ შეიძლება კუპრით სავსე ცეცხლმოკდებული კასრი დაგეტაკოთ! სწორედ ასე წვავენ შოტლანდიელები ძველ წელს თავისი პრობლემებით და დაღმართებზე აგორებენ. საბერძნეთში შეიძლება თავში ქვა მოგხვდეთ. როცა სახლებთან ახლოს გაივლით კარგად დააკვირდით შიგ შესვლას სტუმრები ხომ არ აპირებენ. თუ ასეა, გაერიდეთ იქაურობას, თორემ, შეიძლება ქვა მოგხვდეთ, რომელსაც სტუმრები, ტრადიციისამებრ, მილოცვის ნიშნად მასპინძლის სახლს უშენენ. რაც უფრო დიდი ქვას მოიტანს, მით უფრო მაგარი `ბიჭია~ სტუმარი! ავსტრიაში — შეიძლება სმენა დაკარგოთ. თუ სუსტი გული გაქვთ ეცადეთ ახალი წლის ღამეს ქუჩაში არ გახვიდეთ. კანონმორჩილი ავსტრიელები ისვრიან ყველაფერს, რაც ხმას გამოსცემს და თავადაც საოცარ ხმაზე კიჟინებენ. კანონმორჩილი ავსტრიელები მთელი წლის დაგროვილ სროლის ჟინს სწორედ ამ ღამეს იკმაყოფილებენ, რადგან კანონით მხოლოდ ამ ღამეს შეიძლება ხმაური! ბირმაში შეიძლება ფილტვების ანთება აიკიდოთ. თუ სუსტი ჯანმრთელობა გაქვთ, ქუჩაში გასვლას მოერიდეთ. ახალ წელს აუცილებლად წყლის შემოსხმით მოგილოცავენ და რაც უფრო პატივს გცემენ, თქვენთვის მით მეტ წყალს გაიმეტებენ! კუბაში შეიძლება ტანსაცმელი დასვაროთ. საათი 11-ჯერ რომ დაკრავს, ფანჯრებიდან ნარეცხი წყლის გადასხმას იწყებენ, რათა ძველი წლის სიბინძურე მოიშორონ _ წარმავალ წელს გაატანონ. ტიბეტში შეიძლება წონაში მოიმატოთ. ითვლება, რომ რაც მეტ ტრადიციულ ღვეზელს შეგაჭმევენ, მით მეტი ბარაქა შეუვათ სახლში. 

უკრაინაში შეიძლება ეჟვანი შეგაბან. ტრადიციულად ამ ღამეს გასათხოვარი ქალები მკითხაობენ და ფანჯრიდან ფეხსაცმელს ისვრიან _ ვისაც მოხვდება მის საბედოდაც ის ითვლება. თუ შემთხვევით ფეხსაცმელი მოგხვდათ, თავს ვერ დააღწევთ, არც იფიქროთ! ასე, რომ უმჯობესია სახლში დარჩეთ და ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდეთ, ჯეროვნად დახვდეთ ყვითელ ღორს და მიიღოთ მისი მფარველობის გარანტიები.

_ როგორი ნაძვის ხე დავახვედროთ ყვითელ ღორს, რათა მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?

_ წელს ნაძვი ყვითელი, ბრჭყვიალა ოქროსფერი და ყავისფერი სათამაშოებით უნდა მოირთოს, შიგადაშიგ შეურიეთ მწვანე. ნაძვი გაანათეთ წითელი და ყვითელი ნათურების გირლიანდებით. აუცილებლად უნდა დაკიდოთ ცოცხალი მცენარეებისგან დაწნული გვირგვინი. ნაძვის ქვეშ დასვით გოჭები, რაც მეტი იქნება, უკეთესია. ნაძვის ქვეშ მიწით სავსე ქოთანი დადგით, ჩამალეთ შიგნით ოქროს მონეტა, რათა ღორმა გამოთხაროს. ნაახალწლევს მონეტა თავად ამოთხარეთ და წლის ბოლომდე თან ატარეთ. ეს იქნება თქვენი ფინანსური კეთილდღეობის თილისმა. უხვად დაყარეთ ნაძვის ხის ქვეშ ღორის საყვარელი სასუსნავი რკო და წაბლი. ამით თქვენ მოიგებთ მიწის ღორის გულს და იგი მთელი წელი თქვენი ოჯახის მფარველი იქნება.

_ სად დავდგათ ნაძვი?

_ ნაძვის ხის სწორ ადგილას დადგმა არც თუ ისე სახუმარო საქმეა! თუ გინდა ძლიერი და ყველასათვის საინტერესო პიროვნება გახდე, ნაძვი პიდაპირ, შესასვლელთან ახლოს დადგით; თუ ოჯახურ სიმყუდროვეზე ოცნებობთ, იგი, მარცხენა კედელთან დადგით; თუ თქვენი მიზანი ინტელექტუალური ზრდა ან საერთაშორისო კონტაქტების გაფართოვებაა, ნაძვი კარებიდან ახლოს მარცხენა კუთხეში დადგი; თუ გინდა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესო, ნაძვი მარცხენა შორეულ კუთხეში დადგი; თუ სექსისა და ინტიმური კავშირის პრობლემები გაქვთ, კარიდან შორსმდებარე მარჯვენა კუთხეში მდგომი ნაძვი დაგეხმარებათ; მაჯვენა კედელთან მდგომი ნაძვი ბავშვებს სიხარულს მოუტანს; თუ ყველაფერი ცოტ-ცოტა გსურთ, ან ზუსტად არ იცით რას მიანიჭოთ უპირატესობა, ნაძვი შუა ოთახში დადგით.

_ როგორი საახალწლო სუფრა დავახვედროთ ყვითელ ღორს?

_ ღორს არც გადაპრანჭული სუფრა მოეწონება და არც მთლად უბრალო. ნუ დაგვავიწყდება ღორი სოფლის ბინადარია და ყველაფერი სადა და ნატურალური მოსწონს. ამიტომ, მის დასახვედრად საუკეთესო ვარიანტი "ქანთრი" სტილი იქნება: სადა სუფრა უხვად გააწყვეთ ცოცხალი მცენარეების დეკორებით, მწვანილით, თიხის ნაკეთობებითა და ჯამებით, რომლებშიც ჩაყრით რკოს, წაბლს, სიმინდსა და თხილს. მაგიდის ცენტრში უნდა იდგას გამჭირვალე ჯამი სუფთა წყლით, მის გარშემო კი _ ფერადი სანთლები. ასევე, აუცილებელია ყვითელი და მწვანე ფერის ხილი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, ლიმონი, ბანანი, ნესვი. კერძები სასურველია იყოს მრავალფეროვანი. განსაკუთრებით, ბოსტნეულის სხვადასხვა ვარიანტები. სასმელებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს წითელ ღვინოს, შამპანურს და ლიქიორებს. ღორს არ უყვარს ის სასმელები, რომლებითაც `ღორივით~ თვრებიან.

_ ქალბატონო თინა, საახალწლო სუფრის მთავარ კერძზე _ საცივზე რას გვეტყვით?

_ ახალ წელს მიირთვით საცივი და იქნებით ჯანმრთელი! საცივი, უბრალოდ, საჭმელი არ გეგონოთ! ეს უგემრიელესი კერძი მხოლოდ საახალწლო სუფრის მშვენება როდია. ეს გახლავთ კულინარიული სამკურნალო ხელოვნების გასაოცარი ნიმუში, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მას თავისი `ინსტრუქცია~ ახლავს _ ჭამე მხოლოდ ახალ წელს! ასეა დაწესებული და ამ წესს ნუ დავარღვევთ. მართლაც, თავისი მრავალფეროვნებით განთქმულ მრავალსართულიან ქართულ სუფრებზე საცივს იშვიათად თუ შეხვდებით, ხოლო საახალწლო სუფრაზე ის ტრადიციულ ატრიბუტად გვევლინება.
წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა ტრადიციებისა და რიტუალების სახით დაგვიტოვეს.. ასეა, საცივის შემთხვევაშიც _ ვიცით, რომ საახალწლო კერძია, მაგრამ არ ვიცით რატომ. თუმცა, ერთი რამ ცხადია _ საცივს ახალ წელს სულ სხვა გემო აქვს, სხვა დროს არც კი გვინდება. რატომ მაინცდამაინც ახალ წელს? 

საცივი ადაპტოგენის როლს ასრულებს. მასში შემავალი სანელებლები სხვადასხვა სისტემებზე ახდენენ ზემოქმედებას და ორგანიზმი მწყობრში მოჰყავთ. აქტიურდება სასიცოცხლო ძალები, ძლიერდება იმუნიტეტი, იწყება თვითგანახლების პროცესი. საცივში შემავალი ყოველი კომპონენტი ცალკე აღებული წამალია. როცა გაეცნობით თითოეული მათგანის სამკურნალო თვისებებსა და მოქმედებას, მიხვდებით თუ რატომ არის საცივი მხოლოდ საახალწლო კერძი და რატომ არის დაწესებული მისი მირთმევა ასე იშვიათად. საქმე გვაქვს ძალიან ძლიერ სტიმულატორებთან. 

მართლაც საოცრებაა _ გურმანულ კერძს მიირთმევ და თან ჯანმრთელდები!

_ როგორც ამბობენ: ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრებული სურვილი სრულდება.

_ სამყარო ბრძენია და ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. მას ჩვენი ესმის.
ახალი წლის ღამეს მისი კარი იღება და ის მზადაა ყველა ნატვრა შეგვისრულოს! მას თავის ენაზე უნდა ესაუბრო. ეს სიყვარულის ენაა. სამყაროს თავისი კანონები აქვს. ერთ-ერთი მათგანი ბუმერანგის პრინციპია _ რასაც გაუგზავნი, იგივე დაგიბრუნდება. ახალი წლის ღამეს გეძლევა შანსი ბედნიერების ილუზორულ სამყაროში მოხვდე. ნუ გეშინიათ ოცნების! მიენდეთ ინტუიციას, იპოვეთ სულის სიღრმეში ჩამალული ბავშვი, დაემსგავსეთ მას და თამამად შეაბიჯეთ ოცნებათა ჯადოსნურ სამყაროში. გახსენით გული სიყვარულისთვის და დაინახავთ თუ რა საოცარ სიურპრიზებს გიმზადებთ ბედი! დაიჭირეთ მარჯვენა ხელში ფიჭის სანთელი, მარცხენაში _ ჭიქით წითელი ღვინო, გამოაღეთ ფანჯარა, ახედეთ ცას, სადაც თქვენი მფარველი ანგელოზი გიღიმით, გაანდეთ სანუკვარი სურვილი და გჯროდეთ, აგისულდებათ.

გილოცავთ შობა-ახალ წელს! სურვილები აგსრულებოდეთ!

თამარ შველიძე

მეტის ნახვა
31-12-2018, 13:00


ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, როცა ირგვლივ ყველაფერი იდუმალებით არის მოცული, თითქოს ზღაპრულ სამყაროში ვართ და ველოდებით ჩვენი სურვილების ასრულებას. ამ დროს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ დეტალს, რომელზეც, დიდწილად არის დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალ წელი…

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სჯერათ, რომ ტრადიციულ კერძებს ბედნიერების მოტანა შეუძლია…

ინგლისი
ინგლისში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია პლუმპუდინგის გარეშე, რომელსაც ღორის ქონის, პურის ნამცეცების, ფქვილის, ქიშმიშის, კვერცხისა და სანელებლებისგან ამზადებენ. სუფრაზე მიტანამდე მას რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ, რაც დღესასწაულს უფრო ალამაზებს.
სადღესასწაულო კერძია ბოსტნეულით ფარშირებული ინდაურიც.

ამერიკა
ამერიკაში საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძია ინდაური, რომელსაც სახლში არსებული პროდუქტით ავსებენ: ყველით, ნივრით, სოკოთი, შავი ქლიავით… და სანელებლებით…

ავსტრია-უნგრეთი
ამ ქვეყნებში სადღესასწაულოდ ფრინველს არ ამზადებენ. ტრადიციულ ავსტრიულ სუფრაზე აუცილებლად იხილავთ შნიცელს, შტრუდელს, ასევე, თევზის სალათს ავსტრიულად.
უნგრეთში საახალწლო სუფრის მშვენებაა ბეიგლები – ხაშხაშისა და კაკლის რულეტები, რომლებმაც აქ ებრაული სამზარეულოდან გადმოინაცვლეს.

დანია, შვედეთი
დანიელების მთავარი საახალწლო კერძია ვირთევზა, რომელიც ბედნიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება.

გერმანია

გერმანიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ქაშაყი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.
სადღესასწაულო კერძია მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოსისთან ერთად, მოხარშული ღორის ხორცი და მრავალფეროვანი ძეხვეული და ცნობილი საშობაო ნამცხვარი, რომელიც ქიშმიშისა და ნუშისგან მზადდება.

ისრაელი
ისრაელში ახალი წელი სექტემბერში იწყება. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს მხოლოდ ტკბულეული: ფინიკი, თაფლი, ვაშლი და ბროწეული. ასევე მოხარშული თევზი, შემწვარი ვაშლი, კომბოსტო და ჭარხალი.

ჰოლანდია, საფრანგეთი
ჰოლანდიელების სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია ფრიტიურში მოხალული ფუნთუშებისა და მარილიანი მარცვლეულის გარეშე.
საფრანგეთში კი საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი წაბლი, ლამაზად გაფორმებული ბუტერბროდები ბატის პაშტეტით, ხამანწკები, ყველის მრავალი სახეობა და… ფრანგული ღვინო.

პოლონეთი
პოლონეთში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად თორმეტი კერძი უნდა იყოს, ოღონდ ხორციანი არც ერთი კერძი არ არის. სოკოს სუპი ან ბორშჩი, შვრიის ფაფა შავ ქლიავთან და შოკოლადის ტორტი. აუცილებელი კერძია თევზი, რომელიც ბევრ ქვეყანაში ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ამ ორი ქვეყნის საახალწლო სუფრის მშვენებაა შტრუდელი – ფენოვანი რულეტი ვაშლით.

რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი
ამ ქვეყნების სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ განსაკუთრებულ ნამცხვარს, რომელშიც დებენ მონეტას, თხილს ან წიწაკის თესლს. ვისაც "საჩუქარი" შეხვდება, დამდეგ წელს აუცილებლად იპოვის თავის მეორე ნახევარს.

იაპონია
იაპონიაში 30 დეკემბერს სადღესასწაულო სუფრას აუცილებლად ამშვენებს მოტი – მოხარშული ბრინჯისგან და ხილისგან მომზადებული ნამცხვარი. სუფრაზე უნდა იყოს ლაფშა, რაც უფრო გრძელი იქნება, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრება ელით სტუმრებს. სუფრას ამშვენებს ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, მოხარშული თევზი და მარცვლეული. ეს ყველაფერი ბედნიერების, წარმატების, ჯანმრთელობის და სიმშვიდის წინაპირობაა.

ესპანეთი, პორტუგალია, კუბა

ბევრ ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიასა და კუბაზე კეთილდღეობისა და ბერნიერი ოჯახური კერის სიმბოლოდ ვაზი ითვლება. ამიტომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე, ჭამენ 12 მარცვალ ყურძენს და თითო მარცვლის მირთმევისას თითო სურვილს ჩაუთქვამენ.

იტალია
იტალიაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ყურძენი, კაკალი, ოსპი, როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

ტიბეტი
ტიბეტში ახალ წელს უამრავ ღვეზელს აცხობენ სხვადასხვა შიგთავსით და ურიგებენ ნაცნობებსა და უცნობებს. რაც მეტ ღვეზელს დაარიგებ, მომავალ წელს უფრო მეტად გამდიდრდები!

ბელგია
ბელგიაში ახალ წელს მიირთევენ საქონლის ძეხვს ტრუფელებთან ერთად, ტახის ხორცს, ტრადიციულ ტორტსა და ღვინოს.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

დაე, მომავალ წელს მოეტანოს სიმშვიდე, სიკეთე და კეთილდღეობა!

ბელა გველესიანი



მეტის ნახვა
31-12-2018, 05:00


სახელმწიფოს პირველი პირები ყველგან და ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და არც შობა და ახალი წელი გახლავთ გამონაკლისი. ადამიანებს აინტერესებთ სად და როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიო ლიდერები, თუმცა ხშირად, დღესასწაულის დადგომამდე, ასეთი თემები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ წელს საშობაო არდადეგები წინა წლის მსგავსად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაატარა, რომელიც ტრამპის პირად საკუთრებას წარმოადგენს. თეთრმა სახლმა არ გაახმაურა პრეზიდენტის საშობაო გეგმების დეტალები, თუმცა მელანია ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკის პირველი ოჯახი საშობაო სადილის შემდეგ ტრადიციულად, ღვთისმსახურებას ესწრება.

ემანუელ მაკრონის საშობაო გეგმების დეტალებიც ასევე მკაცრად გასაიდუმლოებულია. მედიამ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ფრანგი ლიდერი დღესასწაულის დღეებშიც კი არ ტოვებს ქვეყანას და მთავრობის წევრებისგანაც იგივეს ითხოვს. მაკრონს მიაჩნია, რომ დასვენების ადგილი მინისტრის ფუნქციებთან შესაბამისი იყოს, რაც ნიშნავს, რომ საახალწლო არდადეგების მიუხედავად, მინისტრებმა ქვეყანა არ უნდა დატოვონ და დედაქალაქთან ახლოს უნდა იყვნენ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საშობაო არდადეგებს ქმართან, იოაჰიმ ზაუერთან ერთად ატარებს. სადღესასწაულო თუ სამუშაო დღეებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი დილაობით, ყავის ნაცვლად, პიტნის ჩაის მიირთმევს, უყვარს შMშ-ების წერა და ზოგჯერ, ნამცხვრების ცხობა. არ უყვარს სამკაულები, სუნამო და პარფიუმერია.

სამუშაო მაგიდაზე რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორეს პორტრეტი უდევს, ჩანთაში კი მობილური ტელეფონი, სათვალე, უბის წიგნაკი და ფანქარი. წლების წინათ ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ამჟამად, მავნე ჩვევაზე უარი თქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არჩია. მერკელის ყოველდღიური სამოსი შარვალი და კოსტიუმია. ის საზოგადოებამ კაბით მხოლოდ ერთხელ იხილა — ოსლოში ოპერის გახსნის დღეს.
რაც შეეხება საშობაო ვახშამს, კანცლერის ოჯახში ის საკმაოდ მოკრძალებულია. გერმანული მედიის ინფორმაციით, მერკელს მწვანე კომბოსტოს კერძები, ბოლონეზეს სპაგეტი, და სხვადასხვა სუპები უყვარს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი შობა-ახალ წლის სადღესასწაულო დღეებში მრავალწლიან ტრადიციას იცავს: შობის დილას ეკლესიაში მიდის, შემდეგ კი მეგობრებს ხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ყველაფერს აკონტროლებს — გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დაწყებული, საახალწლო ღონისძიებებით და საზეიმო სუფრით დამთავრებული. საშობაო არდადეგების წინ ტერეზა მეიმ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სადღესასწაულო ვახშამს თავად ამზადებს. საახალწლო სუფრაზე უპირატესობას ბატს ვანიჭებ და არა ინდაურს — აღნიშნა მეიმ და პატარა კულინარიული საიდუმლოც გაამხილა. მისი თქმით, ცხიმი, რომელსაც ფრინველი შეწვისას გამოყოფს, შეიძლება კარტოფილის შეწვის დროს გამოვიყენოთ.

პრემიერის სახლში ცეკვები არასოდეს ეწყობა. როგორც გაირკვა, მეის ცეკვა არ ხიბლავს, სამაგიეროდ, პოპულარულ სატელევიზიო შოუებს დიდი სიამოვნებით უყურებენ. „მიყვარს არაჩვეულებრივი აგატა კრისტის ექიმი პუაროს ყურება, რომლის როლი შესანიშნავად შეასრულა დევიდ სუშემ“ — ამბობს მეი. შობის დღეებში ინგლისის პრემიერ მინისტრი საქველმოქმედო ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს.

ასევე მოკრძალებულად აღნიშნავს შობას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. საზეიმო ვახშამში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 25 ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრებს იწვევენ. შარშან გამონაკლისი პრინცი ჰარის იმ დროისთვის, საცოლის მეგან მარკლის გამო დაუშვეს და სამეფო ოჯახის მომავალი წევრი ვახშამზე მიიწვიეს. სამეფო ოჯახის ტრადიციის თანახმად, მოწვეულმა სტუმარმა საზეიმო სუფრაზე საჩუქარი უნდა მიიტანოს.
რუსეთის პრეზიდენტი ახალ წელს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი დღესასწაულის დღეებშიც სამუშაო რეჟიმშია, მაინც ახერხებს გამონახოს დრო სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის.

რუსეთის ყველაზე მხიარული პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის საახალწლო გეგმებში მხოლოდ გართობა და მხიარულება შედის. 31 დეკემბერს დაახლოებით 6 საათზე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულიპარტიის ლიდერი სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გადის, შემდეგ ძველი წელის გასაცილებლად სახლში, ოჯახის წევრებთან ბრუნდება და 12-ის ნახევარზე ისევ სახლიდან გადის რომ ახალ წელს ქუჩაში შეხვდეს.

რამდენჯერმე ახალ წელს წითელ მოედანზე, შამპანურით ხელში შევხვდი, მაგრამ ახლა სასმელის შეტანა აკრძალეს, ალბათ, ვიღაცამ ბოთლები დაყარა. 12 საათზე ახალი წლის სადღეგრძელოს ავწევ, რომ ადამიანები უფრო მხიარულები იყვნენ, ნაკლები იჩხუბონ და მეტი დრო სიყვარულს დაუთმონ. დაქორწინდნენ მეორედ, თუ საჭიროა, მესამედაც. დაე, ყველგან მენდელსონის მარში ისმოდეს და ღმერთმა დაგვიფაროს სამგლოვიარო მუსიკისგან. ყველა ქალაქში ქორწილები და ოლიმპიური თამაშები იმართებოდეს, ქალები სამშობიაროში მიდიოდნენ და კაცები გასართობად — ამბობს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მხიარული ლიდერი.

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა ვითარებაში შეხვდებიან 2019 წელს ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი ტრადიციას დაარღვევს და ახალ წელს განსხვავებულ ფორმატში შეხვდება.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
28-12-2018, 16:00


ვაი თქვენდა.. ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.

(მათე 23.)

მსოფლიოში მართმადიდებლობას სასტიკად ებრძვიან, მძიმე მდგომარეობაა საქართველოს ეკლესიაშიც. ჩვენს ეკლესიას შემოსეული ეგრეთ წოდებული მღვდლები არყევენ, რითაც მხარს უბამენ ნეოგლობალისტებს, სოროსის მოწაფეებსა და მართლმადიდებლობის სხვა მტრებს.

ამ საქმეში აქტიურობენ არა მხოლოდ უბრალო მღვდელთმსახურნი, არამედ, ჩვენი ეკლესიის უმაღლესი იერარქებიც. ნაცმოძრაობის, ანუ მსოფლიო ლიბერალური მოძრაობის მხარდამჭერები: მეუფე პეტრე, მეუფე კალისტრატე, მეუფე იაკობი და მისთანანი აქტიურად აფრიალებენ გლობალიზაციის ბაირახტარს, მიშა სააკაშვილის სისხლიან გზას უჭერენ მხარს და მრევლს თვალს უბრმავებენ.

კაცისმკვლელების, ყაჩაღების, კაცების გამაუპატიურებლების ღმერთი არ არის იესო ქრისტე, ასეთნაირების პატრონი სატანაა და მისი მომხრე თავს ღვთისმსახურს რომ უწოდებს, რა თქმა უნდა, ცოდვას ცოდვაზე უმატებს.

გრიგოლ ვაშაძეს ეფარებოდა თავისი ოლარით ვინმე მამა იოანე წინასაარჩვენოდ. გრიგოლ ვაშაძეს, სააკაშვილის კუდს, სააკაშვილის თანამოაზრესა და მისგან "ნაკურთხ" პრეზიდენტობის კანდიდატს. მთელი "ნაცმოძრაობაც" მის გვერდით იდგა, რომლებმაც 2003 წლიდან 2012 წლამდე 274 675 მოქალაქეს მოახდევინეს სასჯელი საქართველოს საპატიმროებში, 70 779 მოქალაქესთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, ჰყავდათ 188 000 პრობაციონერი, 28 259 მოქალაქეს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, 615 პატიმარი გარდაიცვალა ციხეებში, 108 ადამიანი მოკლული იყო სპეცოპერაციების შედეგად, საპროცესო გარიგების შედეგად ბიუჯეტში ყოველწლიურად შედიოდა 100-დან 115 მილიონ ლარამდე, საქართველოში უმუშევრობის დონემ 60-65% მიაღწია. 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპის 47 ქვეყნიდან პირველ ადგილზე ვიყავით. 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის საწყობი დაწვეს, დახვრეტილი შვილის საფლავზე მისული მამა ააფეთქეს, 3 დღეში ნახევარი საქართველო, კოდორით და ახალგორით, რუსებს გადააბარეს, 120 დაკარგულ სოფელს ქვების გროვა უწოდეს, პატარა ბიჭები "დილიხორის გამო" ქუჩაში დახვრიტეს, ქართველი ბიჭები ზღვაში, თავში გასროლით, ფეხზე თოკით და ქვებით ფსკერზე გადაუშვეს, როინ შავაძეს წამებით, 29 ტყვიით გულში, სული ამოხადეს, საკუთარი მოღალატეობრივი საქმიანობის გადასაფარად თეთრაძეს წამებაში მოკლეს, ქართველი მეომრების გვამები ჯერ კიდევ თბილი რომ იყო, რუსთაველზე "ომის მოგება" იზეიმეს, ქართული მოსახლეობა მოტყუებით მტრის ხახაში ჩატოვეს, საკუთარ ხალხსნხურჩაში ტერაქტი მოუწყვეს, საკუთარი ერი და ხალხი აწამეს, ერი გაძარცვეს, აქციები სისხლში არბიეს, პოლიციას და ჯარს "ბადრის რაააა" აძახებინეს, რუსთაველზე გვამები ბუტკებზე შემოყარეს, 26 000 სისასტიკის ამსახველი ვიდეო-ფაილი გადაიღეს, გაჭირვებულ მოზარდებს ჯართის ხელის ხლების გამო 10-11 წლები მიუსაჯეს, სვანეთს სამხედრო ვერტმფრენებით ჯოჯოხეთი მოუწყვეს, ბათუმი კინაღამ გადაწვეს, დღესაც სულ დამხობა, დაქცევა, არეულობაზე უჭირავთ თვალი, პატრიარქზე საწამლავებით და ციანიდებით, ეკლესიაზე შეტევა არაერთხელ განახორციელეს. 

ასეთი ხალხის მხარდაჭერილი კანდიდატი უნდა შემოეხაზა მოსახლეობას და ვინც ეს არ გააკეთა, მოღალატეა თურმე.
მღვდელია ეს მამა იოანე თუ სადისტი?

კიდევ რამდენი სადისტია ეკლესიაში, რომლებიც ადამიანებს ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად აწამებს და თრგუნავს.


დიდი ხანი არ არის, რაც "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი ნიკა რურუა გარდაიცვალა. სანამ რურუას დაასაფლავებდნენ, იყო ზარების რეკვა და პანაშვიდები საქართველოს ეკლესიებში, თითქოს ქვეყანა "ერის მამას" გლოვობდა. ჩვენი ეკლესიის მაღალი იერარქების კოლონა მივიდა მის დაკრძალვაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა მათგანს მშვენივრად ახსოვდა გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენები. 

ცოდვილს უფრო სჭირდება ლოცვა და პარაკლისებიო. კი, ბატონო, ასეა, მაგრამ ეს ჩვენი სასულიერო პირები, ადამიანი რომ მოკვდება, მის სულს რომ მისდევენ ზეცისკენ, სანამ ცოცხალია ცოდვილი კაცი, მანამდე უნდა წაუკითხო სახარება და მანამდე მიიყვანო მოსანანიებლად. მაგალითად, რურუა სიცოცხლის ბოლომდე მკვლელ და სადისტ "ნაციონალებს" რომ უმაგრებდა გვერდს და იმ საშინელებების მეხოტბე რომ იყო, ამას რაღა ვუყოთ?!.
ეკლესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დააყენებს სასწორზე მიხეილ სააკაშვილის საქმეებს და ბიძინა ივანიშვილის ნამოქმედარს, რადგან ამ უკანასკნელის მიერ თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის აშენება გადასწონის სააკაშვილის და ნაციონალების მიერ ნამოღვაწარ 10-წლიან ჯოჯოხეთს.
დავუშვათ, 2003 წლიდან 2012 წლამდე იმდენს ლოცულობდნენ ჩვენი ზოგიერთი მღვდელი და მღვდელთმსახური, რომ კარგად არ იციან `ნაცმოძრაობის~ შავბნელი წარსულის შესახებ, მაგრამ არც ის სმენიათ, როგორ ეგდო ოქროყანის სასაფლაოზე ტანშიშველი, ნაწამები სანდრო გირგვლიანი, არც 19 წლის ბუტა რობაქიძის სისხლით გამოტენილი ცხვირ-პირიდან ამოსული სასიკვდილო ხროტინი გაუგონიათ ე. წ. კორტების ოპერაციის კადრებიდან, არც კასტილებიანი კაცის მიერ გაუპატიურებული მეგრელი კაცის განწირული ყვირილი სმენიათ და არც სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი ბუნკერების შესახებ იციან რამე.?!
დღეს ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ამ ე. წ. მღვდლებს, სინამდვილეში, ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, ფეხებზე ჰკიდიათ მართალიც და მტყუანიც. ფარისევლობენ მრევლის წინაშე და აბნევენ ისედაც გზაარეულ ქვეყანას და ხალხს... 


ძმები კოენების ერთი შესანიშნავი ფილმი, სახელად "ფარგო" ვნახე ამასწინათ.

ფილმის ორი ძირითადი გმირი, ორივე ბოროტმოქმედია. ამ ორიდან ერთი განსაკუთრებით სასტიკია. ცივსისხლიანი მკვლელი. მისი როლი მთელ ფილმში არის ის, რომ ფიზიკურად ხოცავს ადამიანებს _ განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით. მეორე პერსონაჟი ორ ადამიანს კლავს, მაგრამ არის ძალიან მშიშარა, ფიზიკურად სუსტი და შესაბრალისი. ამ ორი პერსონაჟიდან, რომელთა მოქმედებაზეც ტრიალდება ფილმის მთავარი ღერძი, უფრო საშიში და ამაზრზენი არის არა ის, ვინც სასტიკი ოსტატობით, როგორც მგელი, თავს ესხმის ადამიანებს და კლავს თვალის დაუხამხამებლად, არამედ ის საცოდავი და ერთი შეხედვით საწყალი კაცი, რომელიც თავისი არარაობიდან გამომდინარე, გაბოროტებული, შინაგანი კომპლექსით, შეუმდგარობით დაბოღმილი უსწორდება ადამიანებს. ეს ფილმი ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ `ნაცმოძრაობის~ მთავარი ლიდერები და ამ "მოძრაობის" მეთაურები, ამ ე. წ. პარტიულ, სინამდვილეში, კრიმინალური დაჯგუფების მთავარი სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი და ყველა ლიდერი, რომელიც დროდადრო ჩნდება პოლიტიკურ ავანსცენაზე, გვანან "ფარგოს" იმ უსუსურ და დაკომპლექსებულ, არასრულფასოვნების კომპლექსით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც იმის გამო რომ თვითონაა საცოდავი, თავგანწირულად ანადგურებს თავის გარშემო ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება.

ამ არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ ბოროტების ბორგვა ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ ბორგვას სათავეში ედგა სწორედ საკუთარი არასრულფასოვნებისგან დაკომპლექსებულთა ჯგუფი, რომელთაც აქეზებდა ცნობილი ფსიქო და სოციოპათი მიხეილ სააკაშვილი, სკაიპით და ინტერნეტჩართვებით და მოძღვრავდა ნაცმომხრეებს და ნაცების მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს.

ამ ხალხს თუ მხარს არ დაუჭერდი, თურმე მოღალატე ყოფილხარ.

მოღალატე და ცრუ თავად ხართ, მამაო იოანე და სხვა მამანო და მეუფენო, "ნაცებს" რომ ემხრობით და ქრისტეს უარყოფთ. ფრთხილად იყავით, გაჭირვებული მრევლის შემოწირულობებით აშენებული ეკლესიებიდან წვერით არ გამოგათრიოთ მრევლმა მაგ ფარისევლობისთვის, ღვთის და ხალხის წინაშე რომ ჩადიხართ!

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
28-12-2018, 10:30


„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ – ახალი წელი ამ ფილმის გარეშე ბევრისთვის წარმოუდგენელია. რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი 1975 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟენიასა და ნადიას ისტორიას მნახველი არ მოჰკლებია. ანდრეი მიაგკოვი კი რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე შეყვარებული და რომანტიკული ადამიანია, როგორი იმიჯიც მან ჟენიას როლით შეიქმნა.

მსახიობი ცოლ-ქმრის ბევრი ოჯახი ვერ დაიტრაბახებს, რომ „ოქროს ქორწილამდე“ მიაღწია, თუმცა, გამონაკლისი ყველგან და ყოველთვის არსებობს.
ანდრეი მიაგკოვისა და ანასტასია ვოზნესენსკაიას ბედნიერი ქორწინება ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება. მიაგკოვს ბევრჯერ უთქვამს, რომ ამ წლების მანძილზე მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი მეუღლე იყო და მის სიტყვებში ტყუილის ნატამალი არ ურევია.

მათი რომანი სტუდენტობის წლებში დაიწყო და ლამაზი ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, რომელიც დღემდე გრძელდება. მსახიობებმა საკუთარი სამყარო შექმნეს, სადაც მოკრძალებულად ცხოვრობენ და ერთმანეთისა და თეატრის გარეშე არსებობა ვერც კი წარმოუდგენიათ.

ანდრეი მიაგკოვმა და ანასტასია ვოზნესენსკაიამ ერთმანეთი მოსკოვის დრამატული თეატრის სტუდიაში სწავლის დროს გაიცნეს.
თუ „ბედის ირონიაში“ მიაგკოვის გმირი მოსკოველია, რომელიც ლენინგრადში ჩადის და ლენინგრადელი ქალი უყვარდება, რეალურ ცხოვრებაში პირიქით მოხდა – ლენინგრადელი მიაგკოვი მოსკოვში ჩავიდა და მოსკოველი გოგონა შეუყვარდა.

ანდრეი კურსზე ყველაზე უფროსი იყო, ანასტასია კი – ყველაზე უმცროსი და თანაც მზეთუნახავი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. თავიდან გოგონა ანდრეის მომაჯადოებელმა სიმღერებმა, შემდეგ მისი სიარულის მანერამ მოხიბლა და ბოლოს მიხვდა, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
ისინი ქუჩაშიც, რეპეტიციებზეც და სტუდენტურ სასადილოშიც ერთად დადიოდნენ და თანდათან, ანდრეი გოგონასთვის ყველაზე საჭირო, ერთგულ და საიმედო ადამიანად იქცა, რომელიც ყველა პრობლემისა და გასაჭირისგან იხსნიდა.

წყვილი მეორე კურსზე სწავლის დროს დაქორწინდა და მას შემდეგ, ერთმანეთს არასოდეს დაცილებია.

1965 წელს ერთად მივიდნენ თეატრ „სოვრემენნიკში“ და 1977 წელს ერთად გადავიდნენ მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც დღემდე მუშაობენ.
1976 წელს, „ბედის ირონიის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ანდრეი მიაგკოვი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მსახიობი გახდა. მისი გმირი – მორიდებული და მოუხერხებელი ჟენია ლუკაშინი მაყურებლისთვის საოცრად ახლობელი აღმოჩნდა.

ერთი წლის შემდეგ, ფილმ „სამსახურებრივ რომანში“ ანატოლი ნოვოსელცევის როლით მიაგკოვმა დიდებისკენ ტრიუმფალური სვლა განაგრძო.
მსახიობი კინოში უბრალო, ყველასთვის გასაგები და დაბნეული ადამიანების როლს ასრულებდა, თუმცა ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია და რთული სიტუაციიდან ვირტუოზულად გამოსვლა შეუძლია. მიაგკოვი ოჯახში ყოველთვის უპირობო ლიდერი გახლავთ და ანასტასია მის გვერდით თავს ისევ სიფრიფანა სტუდენტ გოგონად გრძნობს, რომელსაც მზრუნველი და საიმედო დამცველი ჰყავს.

კოლეგებისგან განსხვავებით, მიაგკოვი გასტროლებზეც ცოლთან ერთად დადიოდა.
კოლეგები აღნიშნავენ, რომ მიაგკოვი დღესაც შეყვარებული ბიჭივით ცხოვრობს, ცოლთან ხელჩაკიდებული დასეირნობს და ამ დროს გარშემო ვერავის ამჩნევს.

მსახიობების წყვილს არ უყვარს მედიაში გამოჩენა, ინტერვიუების მიცემა და კატეგორიულ უარს ამბობს პირადი ცხოვრების აფიშირებაზე. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ისინი სტუმრად არავის იწვევენ და კარჩაკეტილად ცხოვრობენ, რადგან უბრალო და მოკრძალებული ბინის ჩვენების რცხვენიათ.
სინამდვილეში, მსახიობების ჩაკეტილობის მიზეზი ისაა, რომ სახლი მათი ყოვლისმომცველი სიყვარულის ციხესიმაგრეა, სადაც უცხოს შესვლა აკრძალულია.
ანასტასია ვოზნესენსკაია 22 ფილმშია გადაღებული: „მაიორი ვიხრი“, „გარაჟი“ (ალბათ, გახსოვთ ბაზრის დირექტორის პრეტენზიული ცოლი), „ძველი ვალები“, „ვაგზალი ორისთვის“ და სხვ.

ანდრეი მიაგკოვის ფილმოგრაფია კი 46 ფილმს ითვლის: „ბედის ირონია“, „სამსახურებრივი რომანი“, „გარაჟი“, „ძმები კარამაზოვები“, „სასტიკი რომანსი“…
ამბობენ, რომ მიაგკოვი რეჟისორებს ხშირად უყენებდა ასეთ პირობას: თუ ფილმში მის ცოლს თუნდაც ეპიზოდურ როლს არ მისცემდნენ, იმ ფილმში არც თავად მიიღებდა მონაწილეობას.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
28-12-2018, 09:30


მოვა დრო, სააკაშვილთან ერთად ნინო ბურჯანაძესაც მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე პასუხის გაცემა იმ დანაშაულების გამო, რაც მათ ერთობლივად, დუეტში აქვთ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს წინაშე _ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილმა უყიდა. მე მაგას როგორ ვიკადრებდი?! _ ისეთი აღშფოთებული ტონით თქვა ეს სიტყვები ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომ ტელეწამყვანი ემა ტუხიაშვილი დაიბნა და რესპონდენტს ვერ ჩაეკითხა: კი, მაგრამ, შემოგთავაზათ თქვენ ბატონმა ბიძინამ, პრეზიდენტობას გიყიდითო და თქვენ უარი თქვით?

უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონ ნინოს ძალიან უყვარს ეს ფრაზები "როგორ გეკადრებათ?", "მე მაგას როგორ ვიკადრებ?", თუმცა როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ქალბატონ ნინოს ისეთი რაღაც-რაღაცები აქვს ნაკადრი ქართულ პოლიტიკაში, მტრისას.
ასე, მაგალითად, თავის დროზე ქალბატონმა ნინომ იკადრა და მამამისის მეგობარს და მფარველს, რაც მთავარია, თავის ნათლიას, ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვოდა ახალგაზრდა ნინიკოს კარიერულ წინსვლაში და რომელმაც, ფაქტობრივად, შექმნა ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი, უყოყმანოდ უღალატა და შევარდნაძის მოწინააღმდეგეების ბანაკში ისე გადაპაკუნდა, კადრება-არკადრების მორალურ-ზნეობრივ საკითხებზე სულაც არ უფიქრია.

სიტყვა პაკუნი უდროოდ და უადგილოდ ჩვენ კი არ გაგვხსენებია, ის მიშა სააკაშვილს გაახსენდა, როცა "ვარდების რევოლუციის" ამბებს იგონებდა.

_ მე და ზურა დიდ საგონებელში ვიყავით. გვესმოდა, რომ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენს თავზე. მძიმე ფიქრებში ვართ… ამ დროს გავიხედეთ და აგერ არ მოპაკუნობს ნინო ბურჯანაძე…

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მიშასთან და ზურასთან მოპაკუნებული ნინო ბურჯანაძე იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და, ფაქტობრივად, მისმა მოპაკუნებამ გადაწყვიტა `ვარდების რევოლუციის~ ბედი, რომელიც, ექსპერტთა აზრით, წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალება იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც თავისი სამსახურებრივი და პოლიტიკური მოვალეობებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უპირველესი დამცველი უნდა ყოფილიყო, სახელმწიფო გადატრიალების მეთაურთა რიგებში აღმოჩნდა და ახლადშექმნილ ტრიუმვირატში თავისი "ღირსეული" ადგილი დაიკავა.

რომ არა ნინო ბურჯანაძის უკადრებელი საქციელი, შეიძლებოდა სახელმწიფოს გადამტრიალებელ ავანტურისტებს ისე ლაღად ვერ გაეშალათ ფრთები და ქართული სახელმწიფოსთვის ამდენი უბედურება არ დაეტეხათ თავს.

მას შემდეგ, რაც შევარდნაძე გადადგა, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა და ორი თვის შემდეგ საკუთარი ხელით დაადგა პრეზიდენტის "გვირგვინი" მიშა სააკაშვილს გახურებულ თავზე.
ედუარდ შევარდნაძე ისე გარდაიცვალა, რომ თავის ნალოლიავებ ნათლულს ღალატი ვერ აპატია და პოლიტიკოსს, რომელსაც ლამის საქართველოს დედოფლად მოჰქონდა თავი, ხან ბურჯანაძის გოგოს ეძახდა, ხან ბურჯანაძის გომბიოს.

სააკაშვილმა მადლიერების ნიშნად ნინო ბიცოლას (ქ-ნ ნინოს ცხრუკვეთელი ქმარი ბადრი ბიწაძე და მიშას ბებია, მზია წერეთელი ერთმანეთს ენათესავებოდნენ და, აქედან გამომდინარე, ანგლობის ხასიათზე დამდგარი მიშა ხანდახან ქ-ნ ნინოს ბიცოლას ეძახდა) მილიონად ღირებული აგარაკი 1 ლარად აჩუქა.

ამ შემთხვევაში ქ-ნ ნინოს არ უთქვამს: _ ამას როგორ ვიკადრებ, მილიონად ღირებულ სახელმწიფო ქონებას ერთ ლარად როგორ ვიჩუქებო?

ის კი არა, როცა მოგვიანებით გაბრაზებულმა მიშამ ქ-ნ ნინოს აგარაკის წართმევა მოინდომა, მან ბოლომდე იბრძოლა, რომ აგარაკი არ დაეთმო, მაგრამ ვერაფერს გახდა, რის გამოც ძალიან ნაწყენი და ძალიან გულნატკენი იყო.
სხვათა შორის, ქალბატონი ნინო ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ეს მოვალეობა ორივეჯერ იმას მოახმარა, რომ მიხეილ სააკაშვილი ორგზის გაპრეზიდენტებულიყო.

ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობს ნინო ბურჯანაძე საკუთარი პერსონის უმწიკვლო და უპატიოსნეს პოლიტიკოსად წარმოჩენას და სულ ტყუილად ირგებს სააკაშვილთან მებრძოლი გმირის მანტიას _ მას ლომის წილი აქვს შეტანილი სააკაშვილის აღზევებაში, უფრო მეტიც, ის თვითონ არის სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების მთავარი მონაწილე და ხელშემწყობი.
მოვა დრო, სააკაშვილთან ერთად ნინო ბურჯანაძესაც მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე პასუხის გაცემა იმ დანაშაულების გამო, რაც მათ ერთობლივად, დუეტში აქვთ ჩადენილი ქართული სახელმწიფოს წინაშე.

გემახსოვრებათ, ალბათ, სააკაშვილი მოულოდნელად იწყებს საუბარს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ და მას ყოველგვარი ეგრეთ წოდებულის გარეშე სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებს, როგორც ლეგიტიმურ სახელმწიფო წარმონაქმნს.

სააკაშვილი თავის გამოსვლებში მიზანმიმართულად იმეორებს და იმეორებს ტერმინს სამხრეთ ოსეთი! სამხრეთ ოსეთი! სამხრეთ ოსეთი! რითაც დაჟინებით ცდილობს, საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ სამხრეთ ოსეთი _ ეს არის რეალურად არსებული სახელმწიფო წარმონაქმნი და არა სეპარატისტების და ოკუპანტების მიერ მიტაცებული საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი.

სამხრეთ ოსეთის პარალელურად სააკაშვილი კოდორის ხეობას სულ უფრო ხშირად მოიხსენიებს ზემო აფხაზეთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხეობას არასოდეს არ რქმევია ზემო აფხაზეთი.

საზოგადოების ყურის გახედნვა ამ ახალი სახელებით დიდხანს არ გაგრძელებულა _ სულ მალე სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად დაამტკიცებინა კოდორის (დალის) ხეობის ახალი სახელწოდება _ ზემო აფხაზეთი, ხოლო საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელსაც აქამდე ეგრეთწოდებულს ვეძახდით, რითაც ხაზს ვუსვამდით მის არალეგიტიმურობას, პარლამენტის დადგენილებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციად გაფორმდა, რომლის საზღვრებში შეყვანილი იქნა ახალგორიც.

ეს ის ახალგორია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, გუმბარიძის დროს, ქსნის ხეობის ქართული მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნით სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გამოეყო.
საბჭოთა კავშირის დროს გამოეყო, მაგრამ დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს დროს ორმა ქართველმა _ ერთმა პრეზიდენტმა და მეორე პარლამენტის თავმჯდომარემ, უკაცრავად გამოთქმაზე და, ისევ უკან შეტენეს ცოტა ხნის წინათ არარსებულ, მაგრამ მათ მიერვე გაცოცხლებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, იქ "არჩევნები" ჩაატარეს და ასე დააკანონეს იურიდიულად და სამართლებირვად ახალი "სახელმწიფო" _ სამხრეთ ოსეთი, თავისი საზღვრებით, თავისი "რეზიდენტით" და "მთავრობით".
სწორედ სააკაშვილისა და ბურჯანაძის მიერ დაარსებული ეს ახალი "სახელმწიფო" სამხრეთ ოსეთი ცნო მოგვიანებით რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

სწორედ სააკაშვილისა და ბურჯანაძის მიერ გავლებულ საზღვრებს მოჰყვება მავთულხლრთების ის ეკლიანი ზოლი, მარყუჟივით რომ უჭერს საქართველოს ყელზე და ნელ-ნელა გუდავს.

სხვა რომ არაფერი ეკადრებინა "უკადრისა" ნინო ბურჯანაძეს, "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებული მარტო ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეყოფოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში სანანებლად და მოსაბოდიშებლად, თუმცა ქალბატონი ნინო ის ადამიანი არ არის, რომელიც საკუთარ თავს რაიმეში დაადანაშაულებს და გაამტყუნებს.

ქალბატონი ნინოს მიერ ნაკადრები საქმეების ნუსხა ამით არ მთავრდება. ის საკმაოდ გრძელია და, ცხადია, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ არ შეიძლება ამ ჩამონათვალიდან ერთი, ყველაზე მთავარი "კადრება" გამოვტოვოთ.
ძვირფასო ქართველებო! ერთი კარგად დახედეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს _ ის არც თქვენი მამის სახელი წერია, არც ეროვნება.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიო, კი ვთქვით, მაგრამ ამ თქვენი დოკუმენტიდან ვერავინ გაიგებს, პირადად ვინ ბრძანდებით თქვენ _ ვისი ძე თუ ვისი ასული ხართ, რა ეროვნების ხართ, რა ჯიშის და რა ჯილაგის ხართ.
_ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გაქართველებას და ქართულ სივრცეში მათ ინტეგრაციას შევუწყოთ ხელიო, _ საიდუმლოდ "მიჩურჩულა" ყურში ამ "პატრიოტული" იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ამ იდეის მთავარ ადრესატებად სომხები და აზერბაიჯანლები დაასახელა.

თვრამეტ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პასპორტიდან მამის სახელი და ეროვნება ამოგვიშალეს, მაგრამ ამის გამო გაქართველებული ჯერ არავინ მინახავს _ ყველა თავის ენაზე ჭიკჭიკებს და ყველა თავისას უბერავს, ყველაზე ბედნიერი კი მაინც ჩემი ნაცნობი გიორგი დადიანია, რომელიც აქამდე გიორგი არშაკის ძე დადიანი იყო, ახლა კი მხოლოდ გიორგი დადიანია და სამეგრელოს მთავრების შთამომავალი ვარ მეო, ამტკიცებს.

საქართველოში მცხოვრებ სომეხს და აზერბაიჯანელს ეროვნება რომ ამოვუშალეთ, ამით მათ არაფერი დაუკარგავთ _ აგერ ორ ნაბიჯზე აქვთ სახელმწიფო სომხეთი და სახელმწიფო აზერბაიჯანი, ანუ სომეხი მაინც სომეხად დარჩება, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანელად, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ვისაც ერთი საქართველოს გარდა სხვა საქართველო არ გაგვაჩნია და ამ ერთადერთი საქართველოდანაც ამოგვშალეს, როგორც ერი.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ უკვე არ ვწერივართ მსოფლიოს ხალხთა სიაში და იცით, როდის მოხდა ეს სამწუხარო ამბავი? იმ დროს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ბრძანდებოდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ანტიქართული, ანტიეროვნული კანონი როგორმე გაეთრია.

_ ეს კანონი, ფაქტობრივად, სხვა კანონპროექტებს ამოუდეს ქვეშ და ისე გააპარესო, _ ამბობს პარლამენტის ზოგიერთი იმჟამინდელი წევრი.

ასეა თუ ისეა, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დიდი ძალისხმევით მამის სახელიც ამოგვიშალეს და ეროვნების აღმნიშვნელი გრაფაც გააქრეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან.
ეს ისეთი ნელი მოქმედების ბომბია, ეს ისეთი დიდი მასშტაბების მავნებლობაა, რომელმაც შეიძლება ერთ სამწუხარო დღეს ქართული სახელმწიფოს არსებობას დაუსვას წერტილი.

იძახოს მერე ქალბატონმა ნინომ _ მე ყველაზე დიიიიდი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში, მე ყველაზე პროფესიონალი პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ უსამართლოდ მავიწროებენ და საშუალებას არ მაძლევენ, ჩემს ქვეყანას ვემსახურო და სიკეთე და ბედნიერება მოვუტანოო.
ყელამდე ვართ თქვენს მიერ მოტანილი სიკეთით და ბედნიერებით, ქალბატონო ნინო და მეტს ნუ შეწუხდებით.

ნინო ბურჯანაძეს ყოველთვის ჰქონდა ნარცისიზმის ნიშნები, მაგრამ ბოლო ხანებში ეს ავადმყოფობა ძალიან მძიმე ფორმებით მოეძალა _ სულ საკუთარი თავის ქებაშია, სულ საკუთარი პერსონის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკობს აღმატებულ ხარისხში.

ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, ქალბატონი სალომე სპეციალურად მის გასანეიტრალებლად და დასაბალანსებლად "გამოუწერია" თურმე საფრანგეთიდან მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც, ქალბატონი ნინოს მტკიცებით, იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა მასზე, როგორც პოლიტიკოსზე და იმდენად ეშინოდა ბურჯანაძის, რომ იძულებული გამხდარა, დამხმარე ძალად სალომე ზურაბიშვილი ჩამოეყვანა პარიზიდან და მრისხანე კონკურენტისგან თავდასაცავად ის აეფარებინა წინ, თუმცა სააკაშვილს ანგარიში შეეშალა და სულ მალე თვითონ გახდა ზურაბიშვილისგან დასაცავი.

ნინო ბურჯანაძე ძალიან არის განაწყენებული ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც, მიუხედავად ქ-ნ ნინოს არაერთგზის მცდელობისა, მიუხედავად არაერთი პირდაპირი თუ ირიბი "ნამიოკისა", მაინც ვერ დაინახა ამ დიიიიდი პოლიტიკოსის დიიიდი პოტენციალი და მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად არ გაიხადა.

დიახ, ნაწყენია ქალბატონი ნინო ბატონ ბიძინაზე და, კაცმა რომ თქვას, აბა, არ უნდა იყოს ნაწყენი? _ თუ პრეზიდენტად ქალი გინდა, ქვეყანაში, სადაც ნინო ბურჯანაძე გყავს, მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილს რატომ უნდა უყიდო პრეზიდენტობა, უყიდე ნინოს, მით უმეტეს, როცა იცი, რომ ამ ქალბატონს უკვე ორჯერ აქვს გავლილი პრეზიდენტობის ორთვიანი კურსები.

მართალია, როგორც ზემოთ ვთქვით, ეს ორი ორთვიანი "გაპრეზიდენტება" ნინო ბურჯანაძემ იმისთვის გამოიყენა, რომ ორჯერ "მოიყვანა" მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად, მაგრამ, მერე რა მოხდა, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროინდელი "დამსახურებები" მაინც გაიხსენე, თუმცა სულ დაგვავიწყდა _ ქალბატონი ნინო ამაზე როგორ წავა, ამას როგორ იკადრებს!
_ პარლამენტის თავმჯდომარეობა რომ მამიკომ უყიდა საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდული ბაღლინჯოიანი პურის ფქვილით ნაშოვნი მილიონებით, მაშინ ხომ იკადრა? ახლაც იკადრებდა, ოღონდ არავინ არაფერი შესთავაზა და როგორ უნდა ეკადრა? _ იკითხა ვიღაც ჭორიკანა არამკითხემ სოციალურ ქსელებში.

ჭორიკანებს და არამკითხეებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე, მეტი საქმე არ აქვს ნინო ბურჯანაძეს, მათ ბურჭალაობას ყურადღება მიაქციოს _ ზის კოხტად და ელეგანტურად, გარშემო შემოვლებულ თავის ბრჭყვიალა გარსში, თავზე საკუთარი ხელით დადგმული შარავანდედი ადგას და ტკბება თავისი დიდი პოლიტიკოსობით, თავისი განუმეორებლობით და ერთადერთობით, ქვეყანაში კი არჩევნებს არჩევნები მოსდევს, სადაც მისი დიდი პოლიტიკოსობის, მისი მაღალი რეიტინგის არანაირი ნიშან-წყალი არ ჩანს…

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
27-12-2018, 19:30


მოკლედ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეა, 16 დეკემბერი, თელავში დიდ სტუმრიანობას ველოდებით. "ნაციონალებიც" დაიძრნენ რამდენიმე მანქანითა და დროშების ფრიალით. წინა დღეს აცხადებდნენ 800 მანქანით მივდივართო, მაგრამ ესეც ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც ამბავი 800 ათასი მხარდამჭერისა. მივიდნენ ველისციხემდე და ლიანდაგზე გაიჭედნენ, იქით აღარ გაუშვეს გახარიას ბიჭებმა. ამავე დროს ველისციხეში მოხვდა მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ისიც თელავისკენ მიეშურებოდა. გააჩერეს "ნაცებმა" — სად მიდიხარ, შენი ასე და ისეო? ვა, რა გინდათ, ბიჭებოო? იკითხა ამან, რომელსაც ორი ძმაკაციც ახლდა. რა გვინდა და შენი დრო მოვიდა, შე ასეთო და ისეთოო. რა ჩემი დრო, რეებს ბოდავთ, თქვე კეთილმინძრეულებოო? შენ ქურდი მურტალო არა ხარ, სამშობლოს და მომავალ თაობას რო ანაგვიანებო? ჩამოდი, სად მიეთრევი, სალომე უნდა "გააპრავოო"?! ზაზა მიხვდა, რაშიც იყო, დაიწყო ახსნა, ქურდი არა ვარ, მსახიობი ვარო. იმათ, იმ "ანგელოზმა" "ნაცებმა" არ დაიხიეს უკან, აღარც ამათ დაუთმეს და ატყდა ჩხუბი. როგორც ჩვენი იურისტები იტყვიან, შედეგად, ყველა დაშავდა, კოლელიშვილს თითი აქვს მოტეხილი, სხვებს კიდევ ახლაც ეტყობათ ნაკაწრები. ესენი ძლივს გაეშვნენ, "ჩერეზ" ველისციხე გაქუსლეს თელავისკენ. ზაზა კოლელიშვილმა არ დაიზარა, მეორე დღეს ისევ ეწვია ველისციხეს, მოძებნა ძაან "განათლებული" ტიპები, დასხა და "გაურჩია" საქმე — ხალხო, მე მურტალო კი არა ვარ, მსახიობი ვარ, უბრალოდ ქურდის როლი შევასრულე ფილმ "კუკარაჩაშიო". ველისციხელებმაც კვერი დაუკრეს, ტიპებს აუხსნეს, ეს კაცი მართალიაო. ამათ თავები ჩაღუნეს, არ ვიცოდითო, ჩვენ ქურდი გვეგონაო, ეხლა აქედან იგრე ვერ გაგიშვებთ, უნდა დავლიოთო. დასხდნენ, იქეიფეს, ჭიქა ასწიეს, ერთმანეთიც გადაკოცნეს, მაგრამ ველისციხელი "ნაციონალები" ბოლომდე მაინც არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს კაცი კანონიერი ქურდი არ არი.

* * *
ვიცი, დაგებადებათ კითხვა: დავიჯეროთ, მართლა არსებობენ ასეთი დეგენერატები საქართველოში, ზაზა კოლელიშვილის შესახებ რომ არ იციან? იმ ქვეყანაში, სადაც ბევრმა ილია ჭავჭავაძის შესახებ არაფერი იცის, ეს ამბავი არ უნდა გაგიკვირდეთ!

ვინ არის ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი, რომელიც თენგიზ გუნავამ გიორგი გახარიასთან ჩაუშვა?

რაკი ქურდებზე და "მაყურებლებზე" ჩამოვარდა სიტყვა, კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. 2017 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში მთავრობის მომავალ წევრებთან შეხვედრისას "ნაციონალები" აშკარად დაუკრეფავში გადავიდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ პრემიერს და მინისტრებს, არამედ გარეშე ადამიანებსაც. მაგალითად, დეპუტატმა თენგიზ გუნავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან "ჩაუშვა" ერთი პიროვნება (ბიზნესმენი ხვიჩა ცხაკაია), რომელიც თურმე ქურდული გაგებით ზუგდიდს უყურებს. მინისტრმა გუნავას ჰკითხა: ვინ არის და რას უყურებსო? კიო, მართლა უყურებს საეჭვოდო, — უპასუხა გუნავამ ადამიანზე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ქურდულ სამყაროსთან, საერთოდ არ მოღვაწეობს ზუგდიდში, ამჟამად ბიზნესი აქვს ბათუმში და რაც მთავარია, 2007 წელს ის ცრუბრალდებით დააპატიმრა სწორედ თენგიზ გუნავამ. იგივე გუნავა არ ჩერდება, 2018 წლის 20 დეკემბერს (ერთი წლის შემდეგ), როცა გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა, კვლავ შეახსენა, ხვიჩა ცხაკაია ზუგდიდს ისევ უყურებსო. ვააა, ერთი უნდა ჩამოვიდე ზუგდიდში და ვნახო, ეს ცხაკაია ვინაა და რას უყურებსო… ეტყობა, "რუსთავი 2"-ს უყურებსო. ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი "საერთო გაზეთს" ამ თემაზე თავად ესაუბრა:

– ბატონო ხვიჩა, საინტერესოა, ზუგდიდში რას უყურებთ, ბუნებას, ცას, მიწას თუ "რუსთავი 2"-ს?

– ოჯახს ვუყურებ, შვილებს და შვილიშვილებს… სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, გუნავამ ისევ გახსენაო. გავგიჟდი კინაღამ, ვერ მოვიშორე ეს კაცი. დედა მომიკლეს გუნავამ და მეგის ქარდავამ, 2007-ში დამიჭირეს და ვიჯექი 2012-მდე.

– პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდით?

– არა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ბიძინა ივანიშვილმა სულზე მომისწრო.

– გუნავამ "მაყურებლის" სტატუსი რანაირად მოგანიჭათ?

– არ ვიცი… მე არ ვცხოვრობ ზუგდიდში, ორწელიწადნახევარია ბათუმში ვარ. 57 წლის კაცი ვარ, რაღა დროს ჩემი მაყურებლობაა? ამათ ტვინი საერთოდ არ აქვთ. გუნავა ვინ იყო, იმას მოგიყვებით ორი სიტყვით: ეს ადამიანი დასდევდა მემწვანილე ქალებს, ბოდიში და "ტრუსიკში" უძვრებოდა 20 ლარის გულისთვის. მერე მიშამ მოათრია. გუშინ მიშა იყო, ხვალ გრიშა რომ იყოს, გუნავა იგივეს გამკეთებელია. ეს ის კაცია, რუსები რომ შემოვიდნენ 2008-ში, ტყეში გაიქცა თავის ძმაკაცებთან ერთად. გუნავამ კაცობის რა იცის, ჩემზე რა უნდა ილაპარაკოს, ან ეგ რანაირი ზუგდიდელია?! ერთი ზუგდიდელი დაასახელოს, მე რომ ცუდი გამიკეთებია. მე გამოვუყვან 2 ათას ზუგდიდელს, ვინც მაგ მათხოვარმა დაღუპა და დააქცია. პროვოკატორია, ახლა უნდა, ახალი შარი ამკიდოს. ეს ღორი, ხედავთ, რას კადრულობს? ბიჭო, ამან პარლამენტის ტრიბუნიდან როგორ უნდა ილაპარაკოს, სხვის შვილებს ხოცავდნენ, წიხლებით სდგებოდნენ, აუპატიურებდნენ, ამისთანებს პარლამენტში რა უნდათ? გუნავა უნდა ეგდოს სადღაც, ეს მათხოვარი!!!

– კაი, ბატონო, თავის დროზე დაგიჭირათ, 5 წელიწადი ციხეში გამყოფათ, ახლა რა უნდა, თქვენ რა ვერსია გაქვთ?

– მაგან გიორგი მღებრიშვილთანაც ილაპარაკა იგივე, ამომიყვანა უკვე ყელში, ყველა მეხვეწებოდა, არაფერი უთხრა, პროვოკატორია, სპეციალურად აკეთებსო. აი, გაჩერებული ვარ, დამიჭირა, 14 წელი მომისაჯეს, დედა მომიკვდა ნერვიულობაზე, ცოლი კინაღამ მომიკვდა, ეხლა ვერ გავიგე, გუნავა ვინაა ამისთანა?!

– ბატონო ხვიჩა, სანამ დაგიჭერდათ და ბრალდებად ნარკოტიკების შენახვას წაგიყენებდნენ, მანამდე რაიმე შეხება გქონდათ?

– არა, შეხება საერთოდ არ მქონია. არავითარი ნარკოტიკები არ იყო, თვითონ დაწერეს ქაღალდზე, ვითომ აღმომიჩინეს და ამის მიხედვით გამასამართლეს. გამომძიებელი გამომიგზავნეს და მეუბნება, "ჰეროინი" გქონდა, "მეტადონი" გქონდაო. 7 წელი ერთში მომცეს, 7 — მეორეში, სასიკვდილოდ გამიმეტა, ახლა რაღა უნდა?! ეგენი ყველაფერს კადრულობენ იმიტომ, რომ არიან იქ, სადაც არ უნდა იყვნენ!!!

– პოლიტიკასთან რამე შეხება გაქვთ?

– არანაირი!

– არჩევნებში "ოცნებას" ხომ არ ეხმარებოდით?

— "ოცნებას" ვეხმარები… პოლიტპატიმრები ვინც იყვნენ, ყველასთან ვმეგობრობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა. არ შეიძლება, იმ ადამიანს და იმ მთავრობას პატივი არ ვცე, რომელმაც 16 ათას ოჯახს შვილები დაუბრუნა. არა, ბატონო, "ოცნებას" არ ვცე პატივი და გუნავას დავუნთო სანთლები?! ასე რომ მოვიქცე, მაშინ კაცი კი არა, ღორი ვიქნები! დიახ, პატივი უნდა სცე იმას, ვინც ნორმალურად იქცევა, ესენი როგორ იქცეოდნენ? უბრალოდ ჩემამდე ვერ დადის, გუნავა და მისნაირები პარლამენტში როგორ უნდა იყვნენ? მე ზუგდიდელი კაცი ვარ, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მილიციონერ გუნავას მსგავსად მოხუცებს არ ვუძვრები ჩანთებში და ლარებს არ ვართმევ. აი, ასე გახდა ეგ ღორი სამხარეოს უფროსი. მაგის პერიოდში სამეგრელოში ხალხი რომ დაიჭირეს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ბავშვებით გამოტენა ციხეები. თურმე ახლა მე ვარ დამნაშავე და თან რაღაცას ვუყურებ. მე ჩემ ხალხს ყოველთვის ვეხმარებოდი და დავეხმარები, ზუგდიდი ჩემი ქალაქია, გუნავას იმდენი ბოროტება აქვს გაკეთებული, იქ მარტო ვერ ივლის!

— თქვენ ამბობთ, გიორგი მღებრიშვილთანაც "ჩამიშვაო", მაშინაც იგივე თქვა, რაც გახარიასთან?

– არა, მღებრიშვილთან ილაპარაკა, ცხაკაია მეთხილეებს ფულს სძალავსო. არა, ძმაო, თხილთან არანაირი შეხება არ მაქვს. არ ჩერდება და რაღა უნდა, არ ვიცი!

– ახლა რას აპირებთ?

– რა უნდა დავაპირო, პროვოკატორ გუნავას ხომ არ ავყვები? მაგასაც ეგ უნდა!

– პოლიცია ხომ არ შეგხმიანებიათ, ხომ არ გადაგამოწმეს, მართლა მაყურებელი ხართ თუ დამკვირვებელი?

– არა, არც მღებრიშვილის პერიოდში შემხმიანებია ვინმე და არც ახლა, როგორ, ზუგდიდელებმა და პოლიციამ არ იციან, ვინ ვარ? შემომხედეთ, ჩემზე ადამიანმა რომ თქვას, მაყურებელიაო, თავში ფაფა უნდა ჰქონდეს ტვინის მაგივრად!

* * *
აბა, მეგობრებო, მეტი რაღა დავამატო ხვიჩა ცხაკაიას ნათქვამს? აშკარად ჩანს, თენგიზ გუნავა წერასაა ატანილი. გახარიას ეუბნება, მე ცხაკაიები და მისთანანი ვერ მაწუხებენ, ხალხი მეცოდებაო. ნუ, ეხლა გუნავას გულჩვილობის ამბავი რომ ვიცით, ხალხზე ფიქრით ღამეებს ათენებს. ალბათ, გიორგი გახარია ახალი წლის მერე მაინც ჩავა ზუგდიდში და ნახავს, ცხაკაია რას უყურებს ასე დაჟინებით.

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
27-12-2018, 16:30


"საერთო გაზეთი" უკვე წერდა, რომ ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკოს 2008 წლის ომს, მედვედევ-დვორკოვიჩისეულ თამაშებად აფასებდა, სადაც ჩართული იყო ქართული მხარეც. ეს სამარცხვინო, ბინძური ომი, ორივე მხრიდან იყო პროვოცირებული ვითარების გასამწვავებლად, ვიღაცას პუტინის ჩამოშორება უნდოდა, რომელიც იმ პერიოდში პეკინის ოლიმპიადას ესწრებოდა, ზოგს კიდევ სხვა საკითხების გადაწყვეტა უნდოდა.

დვორკოვიჩმა და გიგა ბოკერიამ პასუხი გასცენ, როგორ გაუკეთეს ორგანიზება მაქსიმ შევჩენკო ხშირად საუბრობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ომზე. გთავაზობთ უფრო ფართო მიმოხილვას ამ თემებთან დაკავშირებით. შევჩენკო იმასაც უსვამს ხაზს, რომ რუსულ მედიასაშუალებებში რატომღაც ნაკლებად საუბრობენ საქართველოზე.

მაქსიმ შევჩენკო: "ვთვლი, რომ საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მაგრამ რუსული მედია გარკვეულწილად იგნორირებას უკეთებს იქ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ დღემდე არ ვიცით, 2008 წლის ომის დაწყების საიდუმლო მექანიზმები, თუ როგორ დაიწყო ეს ომი. მიდის განხილვა, პირველმა სააკაშვილმა მიიტანა თუ არა იერიში ცხინვალზე. ჟურნალისტი იულია ლატინინა გვიმტკიცებს, რომ სააკაშვილი არაფერ შუაშია, რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, თუმცა არსებობს ის ვერსიაც, რომ ეს საერთოდაც შეთანხმება იყო ქართულ და რუსულ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს შორის. კერძოდ, გიგა ბოკერიასა და არკადი დვორკოვიჩს (იმ პერიოდში პრეზიდენტ მედვედევის თანაშემწე) შორის მოხდა შეთანხმება, რომლებიც ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს ჭადრაკის სფეროდან. აქ ბევრი რამ არის გამოსაძიებელი. მეკითხებით, ბოკერია შეუთანხმდა რუსეთს, რომ საქართველოსთვის ტერიტორიები წაერთმიათო. სხვა რამეში იყო საქმე, სანამ პუტინი პეკინში იყო ჩასული ოლიმპიადაზე დასაწრებად, ისეთი ვითარება უნდა შეექმნათ, როცა სააკაშვილი მყისიერად აიღებდა ცხინვალს, ვერავინ მოასწრებდა ჩარევას, ქართველები მივიდოდნენ როკის გვირაბამდე, ერთი სიტყვით, დაახლოებით იგივე სცენარი გათამაშდებოდა, როგორც იგორ ივანოვის საგარეო საქმეთა მინისტრობისას მოხდა. ივანოვი 2003 წლის ნოემბერში ჩავიდა თბილისში, მაგრამ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს კი არ შეხვდა, ჯერ "ვარდოსნების" საპროტესტო აქციაზე მივიდა და ფაქტობრივად აღიარა სააკაშვილის პირველკაცობა. ერთი სიტყვით, მთავრობის მეთაურ პუტინს გვერდზე გაწევდნენ, ის "საქმეებს" მიღმა აღმოჩნდებოდა და გუნდი, რომელიც დიმიტრი მედვედევთან ერთად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, თვითონ დაიწყებდა ვითარების მართვა-რეგულირებას, თვითონ გამართავდნენ მოლაპარაკებებს სააკაშვილთან და აღიარებდნენ ოკუპაციას. მესმის, რომ ზოგიერთს ეს ვერსია დაუჯერებლად მოეჩვენება, მაგრამ არა ყველას. ხსენებული ომის შეთანხმება-გარიგებების ბმა ძალზე საინტერესოდ მეჩვენება.

...მე უბრალოდ მეშინია, საქართველოში ისეთი სერიოზული პროცესი არ განვითარდეს, რომელიც კიდევ ერთხელ მთლიანად შეცვლის კავკასიაში რუსეთისთვის ვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ომის პარტია, რომელიც საზღვრებისა და ფრონტის ხაზს ზემოდან წყვეტს ყველაფერს, იმ ძალას ვგულისხმობ, რომელმაც უკრაინის ომი გააჩაღა. რუსეთს ემუქრება მორიგ კონფლიქტში ჩათრევა, საიდანაც გამოსავალი, ფაქტობრივად არ არსებობს. დღეს ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკავებს, ისაა, რომ ამერიკას საქართველოში დღემდე არ დაუნიშნავს ელჩი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს პიროვნება, რომელიც კონკრეტულ მითითებას მისცემდა ქართულ ოპოზიციას, რა ქმედებები დაიწყონ. ამიტომ ყველა ის მოვლენა, რაც საქართველოში ხდებოდა, ვგულისხმობ ნარკომანების ბუნტს, ან თითქოს ვიღაცებს რომ სცემეს ციხეში და პარლამენტთან აპროტესტებდნენ, ამის ძალიან სერიოზული მცდელობები იყო. როცა საქართველოში ამერიკის რეალური წარმომადგენელი გამოჩნდება, მერწმუნეთ, შეიძლება არცთუ სახარბიელო პროცესები დაიწყოს. 

ნაცების რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, განსაკუთრებით მის ლიბერალურ ფრთასთან მჭიდრო კავშირებზე, არაერთხელ უსაუბრიათ ჩვენს რესპოდენტებსაც. რაც შეეხება რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერ დვორკოვიჩს, მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ გამოცდილი ჟურნალისტის მაქსიმ შევჩენკოს ვარაუდები და შეფასებები, საფუძველს არ არის მოკლებული.
არკადი ვლადიმერის ძე დვორკოვიჩი — 46 წლის, პროფესიით ეკონომისტი, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე 2018 წლის ოქტომბრიდან. 2004 წლიდან პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის სტატუსს ფლობს. 2008–2012 წწ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ანუ 2008 წლის ომის დროს, ბატონი დვორკოვიჩი პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის თანაშემწე გახლდათ. 
დვორკოვიჩს ჭადრაკის გარდა, სხვა "შეხების წერტილებიც" აქვს სააკაშვილის "რეფორმატორულ" გუნდთან, ისიც "ოკეანისწყალდალეულია", 1997 წელს დიუკის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ კაროლინა) დაუცავს დიპლომი და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიუღია. ელცინის მთავრობის მეთაური გაიდარი აქებდა დვორკოვიჩს, გონიერმა ახალგაზრდა ეკონომისტმა ანატოლი ჩუბაისის ყურადღებაც მიიქცია, მან გაუწია რეკომენდაცია სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ გერმან გრეფთან. 

არკადი დვორკოვიჩის მამა ვლადიმერ დვორკოვიჩი (გარდაიცვალა 2005 წელს) გახლდათ საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში, რუსეთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე, ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის გარი კასპაროვის დიდი ხნის მეგობარი და თანაშემწე, ასევე კასპაროვისა და ანატოლი კარპოვის მწვრთნელთა გუნდის წევრი. რაც შეეხება, არკადი დვორკოვიჩის ძმას, მიხეილს, მეწარმეთა ასოციაცია "ნოვოე დელოს" დამაარსებელია, შეთავსებით ოპოზიციონერიც, ცნობილი თავისი ეპატაჟური აქციებით. ისე, გასაოცარი ამბავია, ერთი ძმა ოპოზიციონერი, მეორე მაღალჩინოსანი, თანაც მთლად მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე. გარი კასპაროვის ვლადიმერ პუტინისადმი მტრული დამოკიდებულებაც არ წარმოადგენს საიდუმლოს, ექს-ჩემპიონი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ რუსეთის პრეზიდენტი მწვავედ არ გააკრიტიკოს იმ დონემდე, რომ შეუარაცხმყოფელ გამოთქმებსაც არ ერიდება, რაც წლებია გრძელდება. 

მაქსიმ შევჩენკოს ზემოხსენებული ინტერვიუს შემდეგ მივხვდი, ქარი საიდანაც უბერავს. ბოკერიასა და დვორკოვიჩს ყრმობისდროინდელი ნაცნობობა რომ აკავშირებდეთ, ეს არც იქნება გასაკვირი. ვითომ რატომ არ გამოიყენებდა ნაციონალების მთავარი იდეოლოგი ამ კავშირს მშობლიური პარტიის სასარგებლოდ? როგორც უკვე აღვნიშნეთ, არკადი დვორკოვიჩი რუსეთის რკინიგზასაც განაგებდა, ალბათ ამის გამოძახილი იყო, პერიოდულად რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, საქართველოს რკინიგზას რუსეთი ყიდულობსო. არადა ნაცების დეზინფორმაციული მანქანა "ქართულ ოცნებას" სდებდა ბრალს, რუსებისთვის აპირებენ ჩვენი რკინიგზის მიყიდვასო. საერთოდ, უტიფრების პრინციპია, სხვას დააბრალონ ის, რაც თვითონ უკეთებიათ. "ქართულ ოცნებას" პრორუსულობაზე ის ხალხი ლაპარაკობს, რომლებიც სისხლხორცეულად არიან დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იმასაც ამბობდნენ, გიგა ბოკერია მოსკოვში ძალიან აქტიურად დარბოდა, კრემლისგან არჩევნებში დახმარებას ითხოვდა, ხან რომელი ჩინოსნის კართან იყო აყუდებული და ხან რომელის, მაგრამ ახლოს არ გაიკარესო. შემოსწყრნენ თუ ვერ "გაქაჩეს" ნაციონალების "რუხი კარდინალის" დახმარება მოსკოველმა "მეგობრებმა", ვერაფერს მოგახსენებთ.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
27-12-2018, 16:00


პოლიტიკური ნოველა

ოთხშაბათია დღესაო, გრიშა ვერ შესწვდა ძეხვსაო, ანუ ტაში, ამხანაგებო!!!

მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო… როგორც ჩვენმა უსანდოესმა წყარომ შეგვატყობინა, ერთ-ერთ კონსპირაციულ დარბაზში უნდა გამართულიყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისა და "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ამოსული ვარსკვლავის, საქართველოს ერთადერთი უგანათლებულესი პრეზიდენტის, გრიგოლ (იგივე გრიშა, იგივე გია) ვაშაძის (იგივე ულვაშაძის, იგივე ვაშლაძის) ინაუგურაცია. რასაკვირველია, ჩვენ იქ არავის მივუწვევივართ, მაგრამ უსანდოესი წყაროს დახმარებით, შევძელით დარბაზში შეღწევა და რეპორტაჟის მომზადება.

ტაში, ამხანაგებო!

– თქვენო უაღმატებულესო უპრეზიდენტ… უპრეზიდენტესობავ, ჩემი ორივე გამხმარი იღლიით გემხრობით და მოგესალმებით მზიური აჭარიდან, რომელიც კი არის მზიური, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა დროებით ჩააბნელა. მე მჯერა, როგორც კი ფიცს დადებთ, ჩემი კუნაპეტად ქცეული ავტონომიური რესპუბლიკა ეგრევე გაბრწყინდება, – განაცხადა ამაყად მურმან დუმბაძემ, თავი მოწიწებით დაუკრა ამხანაგ ვაშაძეს და შემდგომ დასძინა, – თქვენო უაღმატებულესო და ჩემო თანამებრძოლო, დღეის ამას იქით მიმსახურეთ, როგორც გენებოთ… მართალია, მე პოლიციისა ძალიან მეშინია, როგორც კი მკაცრად შემომხედავენ, ეგრევე ვიფსამ და შემდგომ უარესსაც ვშვრები, მაგრამ შემიძლია, როცა ტუალეტში შებრძანდებით, რამე-რუმეები დაგიფერთხოთ.

– მე და მედეა ვასაძე ერთად ვიყავით `ოცნებაში~ ჩანერგილები, საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ აწამებდა ბიძინა ივანიშვილი თავისი პარტიის წევრებს, როგორ აჭრიდა თავებს, როგორ ხარშავდა მათ ხორცს და როგორ მიირთმევდა კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად.

– ეგ ყველაფერი ნოდარ მელაძეს მოუყევი, ჩემო რაინდო, მე ახლა განსხვავებული სასმისით ფიცს დავდებ და მერე ვილაპარაკოთ, – ამხანაგმა ვაშაძემ ბუმბულივით თმაზე ხელი ნაზად გადაისვა და ცოლს გახედა, რომელიც მედეასთან და ერთ უცნობ ქალბატონთან ცეკვავდა. მურმანი სწორედ მათკენ გაეშურა გრიგოლთან საამური საუბრის შემდეგ და კუნტრუშით შეუერთდა.

ტაში, ამხანაგებო!

მუსიკა პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან – "მაკნატუნა". მისი უპრეზიდენტესობა წამით ჩაფიქრდა, შეყვითლებულ ულვაშზე ორი თითი გადაისვა და განსხვავებული სასმისი ზე ასწია:

– თუ შეიძლება, წყნაური იყოს, ჩემო თავდადებულო თანამებრძოლნო!

– წყნაური იყოს ჩვენი მტრის, ბიძინა ივანიშვილის კარზე, ჩემო უსარდლესობავ! – წამოდგა ფეხზე ნიკანორ მელია, რომელსაც სადოლე თავი "შკურკით" გაეპრიალებინა, – დიახაც, სანამ დედულ-მამულს დემონები მართავენ, ჩემ გულში წყნაური ვერ იქნება!!!
– "ტი უჟე ზაებალ, ბლიად"! – გამოსცრა კბილებში გრიგოლმა, იგივე გრიშამ.

– რაო, რა თქვა მისმა უსარდლესობამ? – მიუბრუნდა ნიკანორი იქვე მდგარ რომან გოცირიძეს, – შენ ხო იცი უცხო ენა?

– მნიშვნელოვანი არაფერი, ბიძინას ბალი უნდა დავუკრიფოთ და ბილიარდი დავუმტვრიოთო, – მიუგო ტუჩების წკლაპუნით რომანმა.

ამხანაგი გრიგოლი წამოიმართა მთასავით… უკაცრავად, ვეზუვივით, ამაზე ვერ დაწერ, ეს უნდა გენახათ… თუმცა მაინც შევეცდები, აღვწერო: წამოიმართა, ერთი გემრიელად ამოიხვნეშა, მხრები არწივივით შეათამაშა – გეგონებოდათ, სადაცაა ვულკანივით ამოიფრქვევა და წალეკავს ყოველივესო. ორად გაყოფილი ულვაში ნარინჯისფერი გახდომოდა, თმაზე თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა, ორივე ნესტო დაჰბერვოდა, ულაყს რომ დაებერება ხოლმე საშიშროების მოახლოებისას. მან ლიტრანახევრიანი ყანწი წვერით ღიპზე ჩამოიდო და დაიწყო:

– ხალხნო და ჯამაათნო… მართალია, მე არჩევნები გამიყალბეს… ამის შესახებ ანგელა მერკელსაც მოვახსენე, სანამ ტუალეტში შემასწრებდა… მაგრამ თქვენც ხომ კარგად ხედავთ, რომ მაინც პრეზიდენტი ვარ? არა, ხომ ხედავთ? ეხლა არ მითხრათ, რომ ეჭვი გეპარებათ ჩემ პრეზიდენტობაში!

– როგორ გეკადრებათ, ჩვენო უპრეზიდენტესობავ? აბა, გაუნათლებელი და მოღალატე დედაკაცია პრეზიდენტი?! – აქაქანდა გვერდიდან მეგი გოცირიძე და ბარაქიანი ტრაკი ფასკუნჯივით შეათამაშა.

– ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო უგმირესო ადამიანებო, ახლა კი უნდა გაგახაროთ, უფრო სწორად, სიხარულით გაგაგიჟოთ… ჩვენ "სკაიპით" ჩაგვერთვება… აბა, გამოიცანით, ვინ? – მიმართა თანამეინახეებს ამხანაგმა გრიგოლმა და წელში მოიხარა, თითქმის წაიკუზა. ეს ბელადის ღრმა პატივისცემის გამო მოუვიდა, თორემ სად გრიგილი და სად – წაკუზვა?

– ალო, ალო… გესმით ჩემი?! – ეკრანზე გამოისახა მიხეილ სააკაშვილი.

– გვესმის, თქვენო უბელადესობავ, რომც არ გვესმოდეს, ჩვენ მაინც გვესმის თქვენი! – წამოხტა ზეზე აფრასიძეთმჟლეტი გიორგი ბარამიძე.

– ხიიიიიიიხ… ისემც რა გითხარით, რომ გესმით… რო გესმოდეთ, ეხლა საპრეზიდენტო სასახლეში ისხდებოდით და მე კიდე სარფის საზღვარზე ვიქნებოდი!!! – მოუმატა ნელ-ნელა გაზს ბელადმა.

დარბაზი გაისუსა, ამხანაგ ვაშაძეს ისევ შეეფაკლა ლოყები, კისერში ცივმა ოფლმა დაუწყო გაჟონვა, ულვაშები კი აუცმაცუნდა.

– ჰო, კაი, ვიხუმრე… გია, მიუხედავად ყველაფრისა, შენ მაინც პრეზიდენტი ხარ. აი, ნახავ, სულ მალე მაგ დედაკაცს პანღურით გამოვაგდებთ და შენ შეგიყვანთ ზარ-ზეიმით ავლაბრის სასახლეში, რომელიც დიდი რუდუნებით ავაშენე… ბათუმიც ავაშენე, სიღნაღიც ავაშენე, მთელი საქართველო ავაშენე და კიდევ… სახელმწიფოებრიობა ავაშენე. აი, როგორი უმადური უნდა იყო ადამიანი, რომ მე არ მიწოდოს დავით აღმაშენებელი? რა, არ ვარ?! – სააკაშვილს ტუჩებთან დორბლი მოადგა.

– ხართ, თქვენო უბელადესობავ, მაშ არ ხართ? თქვენ ხართ ნაპოლეონი, უინსტონ ჩერჩილი, რობესპიერი, სტალინი, შევარდნაძე! – აიღო `რაზგონი~ მაჭუტაძემ.

– ხხხხიიიიხხხხ… მე ვარ აღმაშენებელი, ნუ გამოჭუტდი შენ საერთოდ! – ირონია გაურია ბელადმა ტონში.

– ჩემო უბელადესო… თქვენს წინადადებებში არის რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული პრობლემებიდან, მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არა მხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაში უპირველესად, – შეჰბედა მაჭუტაძემ ბელადს და დააბნია იგი, ვითარცა ბრინჯი.

– გაიყვანეთ, ეგ ჩემის ტრამპა და ცუმპა!!! – იყვირა მიხეილმა.

– უკვე გავიყვანეთ, ჩვენო უკვე ამოსულო მზეთა-მზეო! – მიუგო ხელების ფშვნეტით კობა ხაბაზმა, რომელსაც ბოლო დროს თავი ჩაქუჩს დამსგავსებია.

– კარგი, ახლა მოისმინეთ ჩემი მითითებები… გია, შენ უკვე საქართველოს პრეზიდენტი ხარ… მინდოდა, ახალ წელს ერთად შევხვედროდით ჩემ აშენებულ სასახლეში, მაგრამ ოლიგარქმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო. ის კი არა, თელავში ზარბაზანიც კი გვესროლა… მართალია, ვერ მოგვწვდა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ჩაუმტვრია ფანჯრები ჩვენს მომხრეებს შალაურსა და კურდღელაურში. მსოფლიო თანამეგობრობა აღშფოთებულია, მირეკავენ გაეროდან, ევროსაბჭოდან, აზიიდან, აფრიკიდან

– დედა, რა იყო ესაო?! მე მათ ვარწმუნებ, რომ ასეთი რამეები აღარ განმეორდება, მაქსიმუმ რამდენიმე კვირა გვჭირდება, რომ ოლიგარქის ხელისუფლება დავამხოთ. ისე, მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, ივანიშვილის ზარბაზანს ლულას გამოვუკვანძავდი, როგორც ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლმა ბარონმა მიუნჰაუზენმა გააკეთა თავის დროზე, მაგრამ ამსტერდამიდან ეგ შეუძლებელია. წესით, ზარბაზნის ლულა მაჭუტაძეს უნდა გამოეკვანძა, ხოლო შიგ ატმი კურკები გოგიტა ვაშაძეს ჩაეტენა, მაგრამ არ გააკეთეს, ეტყობა, ივანიშვილმა მაგათაც გადაუხადა!

– ვცადეთ, ბელადო, თქვენო უბელადესობავ, ძალიანაც ვცადეთ, მაგრამ ეს უნიათოები მიგვიხვდნენ, გახარიამ მეზარბაზნეები გააფრთხილა, ხოლო გომელაურმა თავისი აგენტები დააყენა ლულასთან, – ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდან გოგიტას, პატარა ვაშაძეს.

– ნიკა გვარამიასთვის თვალი ხომ არ მოგიკრავთ? ბოლო დროს ძაან ათამაშებს ტრაკს… ამ ნოდარ მელაძემაც კაი გვარიანად დააყენა სუნი, ტყუილად დავნიშნე ფილდ-კომანდერად! – შეცვალა უცებ თემა ბელადმა.

– ნიკოლოზი და ეკა კვესიტაძე სტუდიაში სხედან, თქვენო უბელადესობავ, ნოდარი კიდევ ბანს ეუბნება, ამ წუთებში ისინი მთელ ქვეყანას უმტკიცებენ, რომ მე ვარ პრეზიდენტი და არა ის დედაკაცი! – წამოიმართა ისევ ამხანაგი გრიგოლი.

– ჰო, ეგრე გააგრძელეთ, შენ ეჭვი არ შეგეპაროს, რომ პრეზიდენტი ხარ… დაარწმუნეთ მთელი საქართველო, რომ მართლაც პრეზიდენტი ხარ. მე აქედან დავარწმუნებ მთელ მსოფლიოს… ხხხხხიიიიიხხხხხ! – გადაიკისკისა ბელადმა და "სკაიპი" გათიშა.

რეპორტაჟს უძღვებოდა გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
27-12-2018, 16:00