საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დედაქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა

თბილისის ბიუჯეტი საკრებულომ დედაქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ბიუჯეტის ზრდა 100 მილიონით მაინც უნდა მოხდეს და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე იქნას გადანაწილებული.წინასწარ ცნობილია, რომ თბილისის მთავრობა ოპოზიციის შეთავაზებებს არ გაიზიარებს. ის, სავარაუდოდ, გაიზრდება თუმცა, დაიხარჯება იმ პროექტებზე, რომლებსაც კახა კალაძე წინასაარჩევნო პერიოდში აანონსებდა.
„გრძელდება მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან იმ მიზნით, რომ გარკვეული ოდენობით, რაც შესაძლებლობა ექნება ცენტრალურ ბიუჯეტს, გაიზარდოს მუნიციპალიტეტის დაფინანსება იმისთვის, რომ შევძლოთ უფრო მეტი პროექტის განხორციელება 2018 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ.
скачать dle 12.0