ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესი 2019 წელს დაიწყება

2019 წლის პირველივე თვეებში ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური შეიძლება, რამდენიმე თვით გაჩერდეს. ამის მიზეზი ენგურჰესის კაშხლის 14 კილომეტრიანი გვირაბის ძველი და ახალი ბზარებია, რომლებიც დაკვირვებას და შესწავლას მოითხოვენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ენგურის კაშხალში ოთხ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბეტონია ჩასხმული და მისი საიმედოობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა, გვირაბი, რომელიც ოთხი ათეული წელია ექსპლუატაციაშია, გარკვეულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. მით უმეტეს, რომ ფილტრაციული წყლის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, არსებობს მეწყერის განვითარების საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, ენგურჰესის რეაბილიტაციას 25 მლნ. დოლარი დაჭირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა მეზობელი სახელმწიფოებისგან მოუწევს.
თავის  დროზე,  ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიის ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება გახლდათ. იმდენად თამამი, რომ სკეპტიკოსები ჰესის აშენების იდეას უტოპიად და ფანტაზიად მიიჩნევდნენ. ვიღაცას კავკასიონის კალთებზე დაწყებული მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე, ვიღაცას კი ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა აშინებდა.
რამდენად საშიშია ენგურის გვირაბში არსებული ბზარები და რა მოხდება კაშხალის გარღვევის შემთხვევაში? ამ და სხვა თემებზე ჰიდროტექნიკოსი, ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა გვესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ ენგურჰესი უნდა განვიხილოთ როგორც კომპლექსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, ურთიერთობები ხალხებსა და რეგიონებს შორის და ყველაფერი, რაც  ქვეყნის  მომავალს  აერთიანებს.  მე  ვამაყობ,  რომ  30  წლის განმავლობაში  გახლდით  ჰიდროპროექტის  ინსტიტუტის  დირექტორი, რომელმაც მსოფლიოში უნიკალური ენგურის კომპლექსი ჩაიფიქრა  და  სანამ  დაშლიდნენ, ზედამხედველობას უწევდა.

– ვინ, როდის და რატომ დაშალა თქვენი ინსტიტუტი?

– 2010 წელს კახა ბენდუქიძის პერიოდში  გაიყიდა.  იგივე  ბედი ეწია  ენერგეტიკის  მიმართულებით  მომუშავე  სხვა  ინსტიტუტებსაც. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ  ვართ  ერთადერთი  ქვეყანა, რომელმაც  ყველა  საპროექტო, სამშენებლო,  საძიებო  და  სამეცნიერო-კვლევითი  ორგანიზაცია ლიკვიდაციაში გაუშვა. ჩვენს გარდა,  არ  არსებობს  სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ენერგეტიკული კვლევაძიების, ენერგეტიკული და  უსაფრთხოების  საკითხებზე მომუშავე  სტრუქტურა.  პირდაპირ  გეტყვით,  რომ  ეს  არის  ბნელი მომავალი, უპერსპექტივო და განუვითარებელი  ქვეყნისა,  რომელსაც  თავისი  ენერგეტიკული მოწყობის  ძირითადი  პრინციპები  გარე  ძალებზე  აქვს  აგებული. შესაბამისად, თუ ხელისუფლებამ გადამჭრელი  ზომები  არ  მიიღო, ჩვენ როგორც ინტელექტუალური, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყოველთვის სხვაზე დამოკიდებული ვიქნებით. არადა, ჩვენთან ეს სკოლა 1922 წლიდან, ზაჰესის შექმნის  დროიდან  არსებობდა  და საბჭოთა  კავშირის  დაშლამდე, ქართული  მათემატიკის,  ფიზიოლოგიისა  და  ენათმეცნიერების სკოლებისა მსგავსად, სოფლიოში აღიარებული იყო. დღეს მსოფლი- ოში განახლებადი და არატრადიციული ენერგეტიკის მიმართულებით ვითარდება და ჩვენ კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზეც კი ვერ მივდივართ,  რადგან  წარსულის გარდა, აქტივში არაფერი გვაქვს. წარსულით  ცხოვრება  კი  მოგეხსენებათ,  მომავლის  გარანტი  არ გახლავთ.

– სანამ მომავალზე ვისაუბრებთ, იქნებ ენგურჰესის გვირაბში არსებულ ბზარებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე გვიამბოთ?

–  მომავალ  წელს  ენგურჰესს ექსპლუატაციაში  შესვლიდან  40 წელი  შეუსრულდება.  1991  წელს ჰიდროელექტროსადგურმა მთლი- ანად  გამოისყიდა  მასზე  დახარჯული  თანხები  და  მას  შემდეგ ქვეყნის  წინსვლასა  და  ეკონომიკის  განვითარებაზე  მუშაობს.  25 წლიანი ქაოსის პერიოდში დარგის მუშაკებმა  შეძლეს,  რომ  ობიექ- ტის  შენარჩუნება  და  ძირითადი ნაგებობები  გადარჩენილიყო  და დღეს  ის  ენერგეტიკის  საბაზისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რო- მელზეც  ქვეყანაში  წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარი  მოდის.  თუმცა,  ეს  ყველაფერი  არაა..  ენგურჰესი  ენერ- გეტიკის  ორგანიზმში  შემავალი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელშიც  აკუმულირებულია  უდიდესი მოცულობის  სიმძლავრეები  და მათ რეალიზებას შემოდგომაზამთრის პერიოდში ახდენს, როდესაც მისი  მოთხოვნა  და  გამოყენების პარამეტრები უფრო აქტუალურია. გარკვეული ანომალიები და ფილტრაციული გამოვლინებები არავი- თარ საფრთხეს არ წარმოადგენს, როცა ის კონტროლირებადია.

– რას გულისხმობთ?

–  ენგურის  გვირაბი  დაპროექტებულია ბზარების გათვალის- წინებით  და  მისი  კონსტრუქცია იმდენად  ზედმიწევნით  არის  და- საბუთებული,  რომ  ნაგებობასთან  მიმართებაში  პასუხგაუცემელი  კითხვები  არ  გვაქვს.  ჩვენ ეს  ნაგებობა  ექსპლუატაციაში გამოვცადეთ.  ავტომატიზირებული  სისტემით  ყოველდღიური დაკვირვებებით,  ვიზუალური  თუ კომისიური დათვალიერებით და იმ შეფასებებით, რომელიც ინფორმაციის  სახით  შემოდის,  ნაგებობის საიმედოობასთან  დაკავშირებით, საფრთხეებს ვერ ვხედავთ, თუმცა ადამიანის მსგავსად, პერიოდულად ენგურჰესსაც  ჭირდება  „ექიმთან მისვლა“  და  გამოკვლევის  ჩატარება.
– რა სიხშირით?
—  ჩვენ  ექსპლუატაციის  ინსტრუქციაში  გათვალისწინებული გვაქვს ნაგებობის ქცევისა და შეფასების  კრიტერიუმები.  დადგენილია,  რომ  12–15  წელიწადში ერთხელ,  სარეაბილიტაციო  სამუშაოები  უნდა  ჩატარდეს  ენგურის  ყველა  ძირითად  ნაგებობაზე (კაშხალი,  გვირაბი,  მიწისქვეშა ჰესის შენობა, წყალმიმღები, გამთანაბრებელი  რეზერვუარი  და ა.შ.) ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონზომიერად,  გარკვეული  ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ამის გარდა, სადგური  5  წელიწადში  ერთხელ უნდა  გავაჩეროთ  და  შევაფასოთ მისი  „ჯანმრთელობისა  მდგომარეობა“ ჰესის გაჩერება, რომელიც 2019 წლისთვისაა დაგეგმილი, გამიზნულია  სწორედ  ამ  შეფასებისათვის.  სამწუხაროდ,  საბჭოთა კავშირის  დაშლის  მერე  ენგურის დათვალიერება  და  ინსტრუქციაშია ჩამოთვლილი პარამეტრები და ორიენტირები, არ სრულდებოდა, რასაც შეიძლება შეუქცევადი პროცესები გამოეწვია. საბედნიეროდ, ჩვენი  სპეციალისტები  გმირობის ტოლფასი  თავგანწირვით  აკონტროლებდნენ  სიტუაციას  და  იძლეოდნენ  სათანადო  შეფასებებს იმისათვის,  რომ  ნაგებობის  ექსპლუატაცია რაც შეიძლება მდგრადი და საიმედო ყოფილიყო.

—  თუმცა, არც ბუნებრივი კატაკლიზმები უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით, 2011 წელს ფუკუშიმას ატომურ რეაქტორზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ. ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, რა მოხდება კაშხლის გარღვევის შემთხვევაში?

–  რა  თქმა  უნდა  ბუნებრივი კატაკლიზმების  გამორიცხვა  შეუძლებელია,  მაგრამ  ჩვენი  ნაგებობები  გათვლილია  9  ბალიან მიწისძვრაზე  და  10 000  წელი- წადში  ერთხელ  რომ  მეორდება, ისეთ  წყალმოვარდნაზე.  წარმოიდგინეთ  რამხელა  დიაპაზონში ხდება  ნაგებობის  შეფასება  და მისი  სიმტკიცისა  და  მდგრადობის გაანგარიშება. 1962-დან 1968 წლამდე  დაპროექტდა  ენგურის თაღოვანი კაშხალი, მეორე ეტაპი იყო  ტექნიკური  პროექტი,  რომე- ლიც1968  წლიდან  1972  წლამდე განხორციელდა და 1972 წლიდან 1982  წლამდე  ტარდებოდა  მუშა პროექტირება.  ჩვენ  სამ  ეტაპად გავიარეთ რთული გზა, რომელსაც ენგურის ნაგებობების დასაბუთება, მისი საიმედოობისა და კრიტერი- უმების დადგენა და შეფასება ქვია და  ეს  საბჭოთა  კავშირის  სინამ- დვილეში  უნიკალური  შემთხვევა გახლდათ.  კაშხლის  გარღვევის შემთხვევაში,  დადგენილია  გარ- ღვევის ზოლი და ტალღის გავრ- ცელების პარამეტრები. ობიექტზე გვაქვს დაკვირვებების ავტომატიზირებული სისტემები, რომლებიც ყოველ წუთს და ყოველ წამს ახდენს  არსებული  მდგომარეობის შეფასებას.  სიტუაცია  24  საათის განმავლობაში კონტროლდება და ამ  კონტროლიდან  გამოვარდნის თეორიული შანსიც მინიმუმამდეა დაყვანილი, იმიტომ, რომ ის ადა- მიანის  სუბიექტურ  მოქმედებაზე დამოკიდებული  არაა  და  გათვლებს და შეფასებებს ავტომატურ რეჟიმში  აკეთებს.  თუ  რაღაც  ინსტრუქციით  გათვალისწინებულ მოთხოვნებთან  თავსებადი  არ იქნება  და  ნაგებობის  მდგრადო- ბაში  ეჭვი  გვეპარება,  ამავე  ინტრუქციით  გათვალისწინებულია წყალსაცავის ეტაპობრივი დაცლა კაშხლის ტანში არსებული წყალ- გამშვები  სისტემებით.  ამის  გარდა,  არსებობს  ისეთი  საგანგებო სიტუაცია,  როგორიც  ომის  წინა პერიოდია. ამ შემთხვევაშიც, ინსტრუქციით გათვალისწინებულია წყალსაცავის  უვნებელ  დონემდე დაცლა, რომლითაც მოსახლეობას და ეკონომიკას არ დააზარალებს.

– აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეო საომარი მოქმედებების  დროს,  ენგურის წყალსაცავი დაცლილი იყო?

–  ენგურის  წყალსაცავის მაქსიმალური  ნიშნული  ზღვის დონიდან 510 მეტრია, ხოლო წყლის  მოცულობა  მილიარდ  100 მილიონი კუბის ფარგლებში გახ- ლავთ. ომების დროს, წყალსაცავი დაცლა არ მომხდარა, მაგრამ მინიმალური ნიშნულები იქნა შენარჩუნებული,  რაც  საშუალებას გვაძლევდა, რომ პროცესები გვეკონტროლებინა.  საგანგებო  სიტუაციებში არსებობს მექანიზმი, რომელიც ნაგებობების რღვევისა და  დაზიანებების  რისკების  შემ- ცირებას  უზრუნველყოფს.  თუმცა  პრევენცია  მარტო  ეს  კი  არა, ისიც არის, რომ სტიქიური მოვლენების  გავრცელების  ზონაში უსაფრთხოების  კრიტერიუმები მაქსიმალურად  დაცული  იყოს.

– დაგვიკონკრეტეთ, რომელი უსაფრთხოების კრიტერიუმებს გულისხმობთ?

– ამ ზონაში არ შეიძლება ადამიანების ჩასახლება და შენობა-ნაგებობების, მრეწველობის, ტრანს- პორტისა და სხვა კომუნიკაციების განთავსება.  დასაშვებია,  მარტო ერთწლიანი  სასოფლო-სამეურნეო კულტურები წარმოება. უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოების ზონების დაცვის შემთხვევაში, ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება.

– როგორც ვხვდები, ამჟამად, უსაფრთხოების ზონები დარღვეია..

–  სამწუხაროდ,  ასეა.  უსაფრთხოების ზომები  პროექტში დადგენილი  და  განსაზღვრულია, მაგრამ იმის მერე, ბევრი რამ შეიცვალა.  მოსახლეობის  ცხოვრების  დონე  ძალიან  გაუარესდა, ადამიანებმა  თავის  გადარჩენის გზების  ძიება  დაიწყეს  და  სწორედ  ამ  უსაფრთხოების  ზონებში დასახლდნენ. აქ აშენდა სახლები, განთავსდა სამრეწველო და გადა- მამუშავებელი  ობიექტები  და  ეს უზარმაზარი  პრობლემა  25  წლიანი  ანარქიისა  და  განუკითხაობის  შედეგია,  რომელიც  ჩვენს ქვეყანაში  დატრიალდა.  ამჟამად, ყველაფერი  კეთდება  იმისათვის, რომ  ტექნიკური  ღონისძიებებით თუ  ფინანსური  მხარდაჭერით  ამ ამოცანის დამორჩილება გონიერების  ფარგლებში  შევძლოთ.
 უახლოეს  პერიოდში  ასევე  დადგება ენგურის წყალსაცავის ლამისგან გაწმენდის  საკითხი.  (ლამი — წყლის  აუზის  ფსკერის  რბილი ნალექი)  სხვათა  შორის,  ლამი შეიცავს  ძვირფას  მეტალებს  და სამშენებლო მასალას — ჰუმუსოვან  ფენას  სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის  რაც  საშუალებას  გვაძლევს,  რომ  სასოფლო- სამეურნეო  წარმოებისათვისაც გამოვიყენოთ  და  შევინარჩუნოთ წყალსაცავის  მუშა  მოცულობა. ჩვენი  ინსტიტუტის  შეფასებით, მარტო  ენგურის  ქვედა  ბიეფში (წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც წყალსატბორავ ნაგებობას ეკვრის) დაახლოებით, 5000 ჰექტარზე 30-დან 50 მილიონამდე  კუბური  მეტრის  სამშენებლო  მასალა  მოიპოვება,  რაც სასოფლო  სამეურნეო  მიზნებით გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვ- ნად წასწევს წინ. თანაც ისე, რომ არც გარემოს დაცვის მოთხოვნებს დავარღვევთ  და  სასოფლო  სამე- ურნეო  სავარგულებსაც  ხალხის სამსახურში დავაბრუნებთ. ზემოთ თქმულის  მიუხედავად,  არ  მინდა დავამშვიდო  ხელისუფლება  და სპეციალისტები,  ვინც  ენგურთან მიმართებაში  საღად  აზროვნებს ან  ვერა.  ყველას  მინდა  ვუთხრა, რომ  ენგურის  ექსპლუატაციაში არსებული  პრობლემები  კანონზომიერად  დამდგარი  შედეგია, რომელსაც მოგვარება ჭირდება.
თავის დროზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ჰიდროელექტროსადგურის შექმნა,  რომელსაც  არც  ჰიდრო- ტექნიკურ მშენებლობაში და არც თაღოვანი კაშხლების მშენებლობაში ანალოგები არ აქვს. დიახ, ეს გახლავთ უნიკალური ობიექტები, რომლებიც  უნიკალურ  მოვლას საჭიროებს.  რა  თქმა  უნდა,  ამას ჭირდება  ფული  და  დრო,  რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყოველ 12–15 წელიადში მოხდეს სრულფა- სოვანი რეაბილიტაცია, 5 წელიადში ერთხელ მოხდეს დათვალიერება და იმ მონაცემების კორექტირება, რომლებსაც ავტომატიზირებული აპარატურისა და სისტემების მეშ- ვეობით ვღებულობთ. ვიმეორებ, ენგურის მართვის პროცესები კონტროლირებადია. ის დღეს სავსებით შეგნებულად და კვალიფიციურად იმართება და ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ენგურის გაჯანსაღების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, მაგრამ ასეთი მიდგომით, ჩვენ შევძლებთ ენგურ- ჰესის ექსპლუატაცია საუკუნეების განმავლობაში შევინარჩუნოთ.
და   ბოლოს,   ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკულ ხერხემალსაც უწოდებენ, 1961–1978 წლებში აშენდა.  სადგურის  შემადგენლობაში შედის უნიკალური თაღოვანი კაშხალი, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესია   მსოფლიოში   (271,5მ)  სადაწნეო  დერივაციული  გვი- რაბი,   რომელიც   პარამეტრებით უდიდესია  ევროპაში  და  მიწისქვეშა  სამანქანო  დარბაზი,  რომელიც  ასევე,  ერთ-ერთი  უდიდესია ევროპაში.   „ენგურჰესის“   ამჟამინდელი  საპროექტო  სიმძლავრე 1300   მეგავატია,   ენერგიის   საშუალო   წლიური   გამომუშავება კი   5   მილიარდ   კილოვატსაათს აჭარბებს,  რაც  არა  მხოლოდ  საქართველოს, არამედ, საზღვარგარეთის  მასშტაბითაც  შთამბეჭდავი   მაჩვენებელი   გახლავთ.   2015 წელს  ენგურჰესის  თაღოვან  კაშხალს  ინდუსტრიული  მშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსი  მიენიჭა. დაგეგმილია და დაწყებულია კვლევითი სამუშაოები   ამ   კვანძში   ახალი სიმძლავრეების  ამოქმედებისაათვის,  რომლის  შემდეგაც  თაღოვან კაშხალთან  დამატებითი  1000  მეგავატამდე  სიმძლავრის  განვით რება  იქნება  შესაძლებელი,  რაც ძირფესვიანად  შეცვლის  ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა  და  მოხმარების  სტრუქტურას. შესაძლებელს   გახდის   მართვისა და   სარემონტო-პროფილაქტიკური   სამუშაოების   ჩატარებას   ვადებისა და სეზონურობის ფაქტორით   გამოწვეული   შეზღუდვების გარეშე.

ნელი თორდია



скачать dle 12.0