"თქვენ ყოველთვის იცავდით პირუთვნელად საერთო-ეროვნულ ინტერესებს"

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

– გაზეთ „საერთო გაზეთის“ შემოქმედებით ნიჭიერ კოლექტივს, დამდეგ გილოცავთ ახალ, 2018 და გისურვებთ ახალ წელს შემოქმედებით წარმატებებს და აღიარებას. დაე, ამ ახალ წელს თქვენთაგანისათვის და ყველა თქვენი სახით – სრულიად საქართველოს მოსახლეობისათვის – მოეტანოს ხვავი, ბარაქა, კეთილდღეობა, მიზნების ასრულება.
თქვენ ყოველთვის იცავდით პირუთვნელად საერთო-ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მაღალპროფესიულად და ობიექტურად აშუქებდით ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურ პრობლემებს და ამითაც ზედმიწევნით ამართლებდით თქვენი გაზეთის სახელწოდებას. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება გაცილებით წარმატებული, მიღწევებისა და ახალი წელი აღიარებების – პირადად თქვენთვის და თქვენი ერთგული მრავალათასიანი მკითხველისათვის. იხარეთ და იდღეგრძელეთ!скачать dle 12.0