"გახადე შრომა უსაფრთხო" – პროფკავშირების საპროტესტო აქცია

"სიცოცხლე მუშებს" ამ შეძახილით გაიარეს გზა პროფკავშირების წარმომადგენლებმა, ასევე სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულმა მუშებმა, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მუშების მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, უზრუნველყოს სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული შრომა. 

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ აქტივისტებს პროფკავშირების წარმომადგენლებმა მანიფესტიც გააცნეს ეფექტური კანონმდებლობის შემუშავებისა და შრომის ინსპექციის შექმნის თაობაზე. აქტივისტები, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

13 თებერვალს შრომის ინსპექციის ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია. შრომის უსაფრთხოებასთან და დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მეორე მოსმენის რეჟიმში მიმდინარე სასესიო კვირას განიხილება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.скачать dle 12.0