ბოლო ათი წლის განმავლობაში მთელი საქართველო ერთხმად გაიძახოდა – სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უმკაცრესად უნდა დაისაჯონ როგორც სამშობლოს მოღალატეები, რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიზნობრივი გადაცემისთვისო… და რა ხდება, რა შეიცვალა დღეს, როცა სალომე ზურაბიშვილმა სცადა დაეკონკრეტებინა, თუ რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი?

შავი პიარის და თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება და ამ საქმეში მთელი ქვეყნის „ბნელეთის მოციქულები“ საოცარ ერთსულოვნებას ავლენენ. ზოგი პროცესი მართვადია, ზოგიც სტიქიური, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ორგანულია ნეგატივზე მომართული მანქანის თითოეული ჭანჭიკისთვის, რომ „ჰარმონიის“ მიღწევა ყოველთვის ხერხდება.

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, კვლავინდებურად ორი პოლიტიკური სუბიექტი იკვეთება – ბარიერის ერთ მხარესაა მმართველი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“, საზოგადოების განმსაზღვრელი (გადამწყვეტი) უმრავლესობის მხარდაჭერით, ხოლო მეორე მხარეს – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სტაბილური 25%-იანი მხარდაჭერით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერესების გამოხატვას თითქოს მარტივად უნდა ერქმეოდეს ხოლმე თავისი სახელი, რადგან საზოგადოების მენტალური გახლეჩის, ან უფრო ზუსტად – სამოქალაქო „ზნეობრივი ომის“ პირობებში – ნეიტრალურები, უბრალოდ, არ არსებობენ, მაგრამ…
სიტყვა „თითქოს“, რასაკვირველია, შემთხვევით არ ჩამისვამს წინადადების გულში. სახელის დარქმევას, ხშირ შემთხვევაში, ხელს ერთი გარემოება უშლის: არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც შინაგანად არ არის „ნაცების“ მომხრე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო (პირადი ინტერესი, სნობური თავმოყვარეობა, პოლიტიკური სიბეცე და სხვა.., ან უბრალოდ – შური და ბოღმა), სწორედ „ნაცების“ საქმეს აკეთებს.
არის კიდევ ერთი, არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი (ე.წ. ერთკაციანი პარტიები, გრანტიანი „ენჯეოები“, „ექსპერტები“, პრონაცურ მედიაში გადანაწილებული „ჟურნალისტების“ მთელი არმია და სხვ.) რომლისთვისაც „იქ დგომას“ გარკვეული სარგებელი მოაქვს და წინა აბზაცში ჩამოთვლილი სუბიექტებისგან განსხვავებით, შეგნებულად მავნებლობენ, ანუ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროსტიტუციასთან გვაქვს საქმე.
„ნეგატივი მოდაშიაო“ – ამაზე საუბრობს ყველა, პოლიტიკური ელიტით დაწყებული და რიგითი „ობივატელით“ დამთავრებული. შეფასების ქვეტექსტში იკითხება ის უზარმაზარი ზიანი, რაც ქვეყნისთვის საზოგადოების განწყობაზე მუდმივ უარყოფით ფსიქოლოგიურ წნეხს მოაქვს.
სამწუხარო რეალობაა, რომ თითქმის ყველა ტელეარხი ნეგატივზეა აწყობილი. შეიქმნა ყალბი სტერეოტიპები, რომ ლანძღვა-გინება უფრო გაყიდვადია, რომ გაკეთებულის არდანახვა და სიკეთის არდაფასება „კარგი ტიპობის“ პირობაა, რომ რაც უფრო „ზევით“ აისვრი ტალახს, მით უფრო მაგარი ბიჭი ხარ.
განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ პროცესმა თანდათან მასობრივი სახე მიიღო. ყურადღების ცენტრში მოქცევის და მოკლევადიანი სარგებლის მიღების სურვილი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს უბრალოდ აყრუებს და აბრმავებს და ავიწყებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ შეუმდგარი სახელმწიფოს პირობებში პირადი კეთილდღეობა მიუღწეველი ოცნებაა. მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ხილული ფაქტია, რომ ქვეყანაში ერთგვარი ჰეროსტრატეს სინდრომი მძვინვარებს.

… ისევ აგვისტოს მოვლენებს დავუბრუნდები და მთელი ქვეყნის ვაშაძე-ბაქრაძეებისთვის, თავის მარგველაშვილ-უსუფაშვილებიანად (და რასაკვირველია, მათთვისაც, ვინც გულწრფელად განიცდის ამ პოლიტიკური ჭუჭყის შემოტევებს და ფაქტები და არგუმენტები არ ჰყოფნით ფეისბუქჭაობის დუღილის ჩასახშობად) კიდევ ერთხელ გავიხსენებ ძველი ხელისუფლების იმ ყველა დანაშაულებრივ ნაბიჯს, რომლებიც წინ უძღოდა რუსული გეგმის წარმატებით განხორციელებას.
საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს „დაუმტკიცოს” „ნაცების” პროპაგანდისტულ მანქანას, რომ „მოღალატე“ არაა, რომ რუსეთის დავალებებს არ ასრულებს, რომ პროდასავლური ორიენტაციისაა და ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქმეში ჩახედული ნებისმიერი ქართველისთვის თუ უცხოსთვის ცხადზე უცხადესია, რომ წინა ხელისუფლებამ სარუსეთო დავალება შეასრულა.

მივყვეთ ქრონოლოგიას და მხოლოდ შიშველი ფაქტებით ვილაპარაკოთ: პროცესი 2004 წლის 6 მაისიდან იღებს დასაბამს. თეთრ ცხენზე მჯდარმა (თუ დასმულმა) სააკაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბათუმიდან „დააანონსა”, რომ სექტემბერში ცხინვალში შევიდოდა, ხოლო 23 ნოემბრის გიორგობას სოხუმში აღნიშნავდა. ამის შემდეგ დაიწყო, (საღი აზრის პოზიციებიდან სრულიად უაზრო), თანმიმდევრულ აქტივობათა სერიალი, რაც მთლიანად 8 აგვისტოს შემზადებას ემსახურებოდა, სწორედ იმ დასასრულით, რა შედეგიც მივიღეთ:

პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი – ავანტურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგები თ. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, ქართულუნიფორმიანი, მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.

შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის – ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;
შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, „მონადირის” გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);
შემდეგ იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად). ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება”. ამ ყველაფერს, მუდმივად, ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.

იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა – „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია”. მართლაც, კომენტარი ზედმეტია.

უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი თემურ ალასანია. საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე.
(თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)

ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.
ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა – რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?
ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური, ან პრორუსული არ არის ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში ემსახუროს აშშ-ის, ან რუსეთის ინტერესების გატარებას. ქვეყნის ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდებით მმართველი სააკაშვილის პროდასავლურობაზე საუბარი დასავლური ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია) შეურაცხყოფაა. სააკაშვილის და მსგავსი მენტალური წყობის ადამიანებისთვის ყველაფერს პირადი ინტერესი, პირადი ამბიცია განსაზღვრავს. როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.

ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ორივე ერთად), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.
ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაც „ყველა მტერთან გამკლავება შეუძლია”? (სააკაშვილის სიტყვებია).
არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს”.

იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ე.წ. ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).

აუცილებლად შესასწავლია ომის შემდგომი პერიოდის მოვლენათა განვითარებაც. ავადსახსენებელი აგვისტოდან გარკვეული დროის შემდეგ მოვისმინეთ აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირების – კონდოლიზა რაისის, ჯონ ტეფტის, რიჩარდ მაილსის, ჯონ მაკკეინისა და თქვენ წარმოიდგინეთ, მეთიუ ბრაიზას – „გულისშემძვრელი აღსარებები”, თუ როგორი უმართავი (ყველაზე რბილი შეფასებით) გახდა „მიშა” აგვისტოს წინა პერიოდში.
საუკუნეების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და მაინც, პირვანდელი ჟღერადობით გაისმის კითხვა: რატომ არ ხდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება? მითუმეტეს, როცა საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია ჩვენი პარტნიორების მიერ (ტალიავინის კომისიის დასკვნა მაქვს მხედველობაში). ნაცვლად იმისა, რომ მრავალ დანაშაულში უკვე მხილებული რეჟიმი „კედელთან ჰყავდეს მიყენებული”, ხელისუფლება თვითონ იყენებს თავს თავის მართლების რეჟიმში.

2008 წლის აგვისტოს ე.წ. მოვლენებიდან ათი წელი გავიდა, ძიების საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. არც პოლიტიკური შეფასება გაკეთებულა, რომ სამართალმა ნაწილობრივ მაინც იზეიმოს. ის, რომ საერთაშორისო ინსტიტუციამ მიიღო გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება და ამისთვის პასუხისმგებელი პირიც შეარჩია (პროკურორი ფატუ ბენსუდა), ოდნავადაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. უბრალოდ, არ მჯერა, რომ გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, თუ საქართველოს ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში არ იმუშავებს იმავე მიმართულებით.
არ მჯერა, რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, რადგან ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში მთავარი დამნაშავეა რუსეთი, რომლის მიმართაც, „იქ“, როგორც წესი, გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე სავარაუდო დამნაშავეა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რომლის პირველი პირიც, მრავალ დანაშაულში მხილებული და საერთაშორისო ძებნაში გადაცემული მიხეილ სააკაშვილი, მის ძველ ლობისტებს, „საერთაშორისო სამართლის“ ცხვირწინ, წლებია საიმედო თავშესაფარში ჰყავთ გახიზნული, კაცმა არ იცის, რა ძველი „დამსახურებებისთვის“…

სულ რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულების დათხოვნის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურების სკოლაგამოვლილების ნდობა ათწლეულების შემდეგაც არ შეიძლება. ძველებურად რომ ვთქვათ – ამ საქმეში „ყოფილები“ არ არსებობენ.
ცნობილი ფაქტია, რომ იმავე „სკოლის“ აღზრდილია მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც, დამატებით, გავლენიანი ბიძის „ხელის წაკვრით“, კგბ-ს სასაზღვრო ნაწილებში გაიარა სამხედრო სამსახური.

აგვისტოს შემზადებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა „ნაცების“ დღევანდელ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც სააკაშვილთან ერთად ბოლო წუთებამდე მთელ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ „რუსები კარგად იქცევიან“. გრიგოლ ვაშაძე, თავისი „შეგნებული ცხოვრების“ უდიდესი ნაწილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღების დეპარტამენტის თანამშრომელი, ანუ „მაღალი ნდობის“ პირი იყო.
ერთი სიტყვით, საკმაო საფუძველი არსებობს იმ ვარაუდისთვის, რომ სააკაშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად შეასრულა რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რასაც, მეტი გარანტიისთვის, პუტინის შტაბის დავალებითვე, მუდმივ კონტროლს უწევდნენ თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძე და კახა ბენდუქიძე, რომელიც, თავის მხრივ, გეგმის ეკონომიკურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო გამოძიება საქმის ამ და მსგავს ასპექტებს ყურადღებას არ დაუთმობს და არც უნდა დაუთმოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.

მხოლოდ გულუბრყვილო ამომრჩეველზე შეიძლება იყოს გათვლილი ის ყალბი ისტერიკა, რომ ომზე ყველა სიმართლის თქმამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესს. ყალბია პირველ რიგში იმიტომ, რომ რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილს, ეს რუსეთის, როგორც აგრესორის და ოკუპანტის პასუხისმგებლობას ვერ შეამცირებს და მეორე – ყველამ ყველაფერი ქალბატონი სალომეს გარეშეც კარგად უწყის, ანუ – იმაზე მეტს მაინც ვერ იტყვი, რაც არაერთგზის უკვე თქვეს ტალიავინის („გაზპრომის აგენტის“) კომისიამ, ევროსაბჭოს რეზოლუციამ, კონდოლიზა რაისმა, რიჩარდ მაილსმა და სხვ.
ჩემი ღრმა რწმენით, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს აღიაროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შედეგების გამო (თუნდაც ის რად ღირს, რომ ქართული სოფლებიდან არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია), თვითონაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს და მათაც შესაბამისად უნდა მოეთხოვოთ ამისთვის.

თუ რა სიმძიმისაა ეს პასუხისმგებლობა და რა ფასად დაუჯდა ის ქვეყანას, ამაზე ომის შედეგები მეტყველებს: ას ორმოცდაათზე მეტი დაკარგული სოფელი; ასეულობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე; ასეულობით დანგრეული, გადამწვარი და მიტოვებული სახლი; ათასობით ახალი დევნილი; ასეულობით შეურაცხყოფილი ადამიანი; ძირძველ ქართულ მიწაზე ორი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის საჯარისო შენაერთებით დაცული და გამყარებული…

აი, ეს გახლავთ შეულამაზებელი სიმართლე და რეალობა და ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის მოვალეობაა, ხელისუფლებას მოსთხოვოს ფაქტებს და მოვლენებს დროულად დაარქვას თავისი სახელი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისი თ. სხვანაირად, ქვეყანაში გამეფებული მართვადი ქაოსი არ დასრულდება და სახელმწიფოს შენების პროცესი გარდაუვალ ჩიხში მოექცევა, რადგან –
სადაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა.

ბიძინა დვალი

მეტის ნახვა
15-11-2018, 18:00


ეტყობა, "შავი მთვარის" გავლენით გარკვეულ მომენტში იცვლება საზოგადოების ენერგეტიკა, იცვლება ცნობიერება და მოვლენების აღქმა _ გეჩვენება შავი თეთრად.
"მემკვიდრენი" შორდებიან წინაპრებს და კარგავენ ორიენტაციას;
"მემკვიდრენი" უპირისპირდებიან "საკუთარ მომავლინებელს" და კუმირს,… იშვება შავი ენერგია, პროტესტის ტალღა უკუ ენერგიას იძენს და ბრუნდება საკუთარი მხსნელის და პატრონისკენ.

შეიძლება ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო და არის ქართველთა ყველა დროის ფენომენალური ინტელექტი და მოძღვარი, ქართველი ერის გზის გამკვლევი.
გარკვეულმა ძალებმა ილიას წინააღმდეგ აამოქმედეს შავი ენერგია _ შავი პიარი და წიწამურთან ტყვია შეაგებეს… ილიას მიმართ ეს "შავი პიარი" დღესაც გრძელდება, არიან მემკვიდრენი იმ "შავი ენერგეტიკის", რომლებიც ისევ ანგრევენ ერის მორალს და ზნეობრივ არქიტექტურას…
მათ არ უნდათ რუსთაველი…

არ უნდათ ილია…
არ უნდათ ვაჟა-ფშაველა…
არ უნდათ პატრიარქი…

და უნდათ ვინმე მაკკეინი _ ამერიკელი სენატორი, ვიეტნამში ნატყვევი, 5 წელს ნაჯდომი "მგლის ორმოში…"…
მაკკეინი უნდათ, მაკკეინს ტირიან _ ქართულმა (ანტიეროვნულმა) ტელევიზიებმა და ლიბერასტულმა სამყარომ სამდღიანი (დაუსრულებელი) `ტრაური~ გამოაცხადა.
რა ტიპის ანომალიაა? სხვათა მკვდარზე მოტირალი ერი საკუთარ თავს და მიცვალებულს რომ ვერ დასტირის(!!), საკუთარ ბედისწერას რომ ვერ აცნობიერებს.

მე კარგად მახსოვს (ჩვენ ყველას გვახსოვს), ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან ბრწყინვალე მწერლები, ხელოვნების კორიფეები, მეცნიერები, მამულიშვილები, ჩვენს ვაი-ტელევიზიებს კრინტი არ დაუძრავთ და არც დაძრავენ. ისინი იზეიმებენ მაშინ, თუ საქართველოს გაასვენებენ! მისი არსებობის იდეას: "ენას, მამულსა და სარწმუნოებას" დამარხავენ! მარხავენ კიდევაც ყოველ დღე და თანდათან!
ყოველ დღე მართავენ "საიდუმლო სირობებს" ჩვენი ტელეარხები და ღიად სახელმწიფო გადატრიალების გეგმებს აწყობენ სააკაშვილების, მელიების, ვაშაძე _ შალიკოების მონაწილეობით. ანომალიაა არაა, რომ ამაზე სახელმწიფოს რეაქცია არა აქვს?!.


"მე მწყევლიან პალატები ჩემი ნაგები" _ ეს ერთი ბრწყინვალე პოეტის საკრალური ფრაზაა!
დიახ, დგება დრო, როდესაც "მეხსიერებას~" კარგავს "ზედნაშენი" და დევნის "თავურ" დასაბამს, მას ავიწყდება, ვინ არის და საიდან მოვიდა!..
საზოგადოების უმადურობა ფატალურია, მას ავიწყდება და არ ახსოვს, რაც მომავლინებელმა მისცა. ერთი ტიპი ადამიანთა საკუთარ მშობლებს ჭამს, მეორე ხეზე კიდებს ფრინველების საკორტნად, მესამე _ გოდორში სვამს და კლდეზე აგორებს!..
ცხოველებს არა აქვთ ეს თვისება!


დიახ, პოლიტიკა ზოგადად, და, კერძოდ, ქართველთა პოლიტიკა ასეთი ბინძური, ანომალიური და ველურია. ის უეჭველად მოკლავდა ილიას, გამსახურდიას, კოსტავას, შარაძეს… და მოკლეს კიდევაც…
მოკლავენ ყველას _ ზოგს ტყვიით, ზოგს _ ენით, ზოგს _ ღალატით……
სამწუხაროა ეს ფატალური რეალობა _ ყოველთვის იჩეკებიან ბერბიჭაშვილები (არ ჩამოვთვლი აქ მათ გვარებს), რომლებიც ახლა განსაკუთრებით მომრავლდნენ და პირდაპირ საპრეზიდენტო "ფსონს" დებენ……
ყველა მათგანი ერთ ადამიანს უმიზნებს ტყვიას და, იმ ერთმა, ეს უნდა იცოდეს და იმოქმედოს!..
გვახსოვდეს: "არასოდეს ჰქონია მოძღვარს და წინასწარმეტყველს საკუთარ ქვეყანაში შენდობა!" ეს ქრისტესეული სენტენციაა და მწარე ჭეშმარიტებას შეიცავს…

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მეხსიერება და მორალი არ უნდა დავკარგოთ და არანაირი გაჭირვებისა და ძალადობის კარნახით არ უნდა ვიქცეთ უმადურ რასად, ანუ სამარცხვინო "შალიკო-პალიკოებად".

კაცი, რომელსაც არაფერი დაუშავებია საკუთარი ქვეყნისთვის, არაფერი წაურთმევია და მხოლოდ და მხოლოდ მიუცია, აუშენებია, გადაურჩენია, ეს უნიკალური პიროვნება 35 000 ქართველ მოღვაწეს: ხელოვანს, რეჟისორს, მსახიობს, მუსიკოსს, მეცნიერს, მწერალს, პედაგოგს შემწეობას და საარსებო სახსარს აძლევს!

500-ზე მეტი ეკლესია, თეატრი, კულტურის სახლი, სამეცნიერო, სამუზეუმო შენობა აღუდგენია და აუგია ამ დიდ ქველმოქმედს და მოღვაწეს, ასობით ავადმყოფი სიკვდილისგან გადაურჩენია და სხვა ურიცხვი დაფარული სიკეთე, რომელიც მას უკეთებია! ბარაქალა მას ამ ქველობისთვის, ამ ქართველობისთვის და ამ კაცობისთვის, არ უნდა გვიხაროდეს და გვეამაყებოდეს ჩვენ ეს?! რამდენს ჰქონია სხვას ფული, რამდენი ყოფილა და არის მილიონერი, მაგრამ მსგავსი რამ არავის უკეთებია…

ბოლოს და ბოლოს XXI საუკუნის "სვეტიცხოველი აღუმართავს" სამების გენიალური ტაძრის სახით!!!
ამ კეთილი საქმეებისთვის მაინცდამაინც ხელი უნდა მოვჭრათ?!

კობა არაბული

მეტის ნახვა
31-10-2018, 00:00


ამ რუბრიკის სათაური რეზო ჭეიშვილს დავესესხე, აქვს მას ერთი წიგნი ამ სათაურით, სადაც სასაცილო და სასატირლო ამბებია მოთხრობილი. ჰოდა, მეც უნდა მივბაძო ბატონ რეზოს და იმ ამბებზე მოგახსენოთ, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ისე, ალბათ, დამეთანხმებით, კომედიური ჟანრის მწერლებისთვის, პუბლიცისტებისთვის თუ რეჟისორებისთვის ძალიან მსუყე დროა, ამაზე უკეთესს ვერც ვერავინ ინატრებს – სულაც არ არის საჭირო, იჯდე და მუზას ელოდო, მოდის და მოდის თავისით სიუჟეტები. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აგერ, ნიკა გვარამიაზე ლექსი დავწერე… ლექსი რა, დიდი ვერაფერი ნაშრომია პოეტური თვალსაზრისით, მაგრამ როცა ადამიანი გამოდის და საქვეყნოდ აღიარებს, მძ…ნერში ვზივარ, ცეცხლი მიკიდიაო, ხომ უნდა უკვდავყო მისი სახელი და დიდება რამენაირად?

ბევრი იშრომა, იღვაწა,
მიაგნო ნიკამ წამალსა,
რეცეპტიც გამოიწერა,
უმატა მძ…ნერის ჭამასა.

ცხონებული ომარ კელაპტრიშვილი ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად მეტყოდა: ბიჭო, დაიკიდე, ყველამ თავისი მკვდარი პატრონი იტიროსო. იტიროს და იტიროს, მაგათი პატრონი დედაც… ვისაც უნდა, მძ…ნერში იჯდეს, ვისაც უნდა – ცეცხლი ეკიდოს, რავა ახალი თქვა რამე გვარამიამ? უბრალოდ, მე იმაზე ვდარდობ პერიოდულად, რომ ამ ეშმაკის პირიდან გავარდნილ გაიძვერას ზოგიერთი უსმენს, ის ზოგიერთი მერე ჩემთან მოდის და მეკითხება: ვააა, აი, ნახე, რა ხდებაო? ჰო, ვნახე, მერე რა, გვარამია მთელი ცხოვრება მძ…ნერში ზის, რა გაგიკვირდათ, რა იყო მოულოდნელი? გადახედეთ მის `მოღვაწეობას~, მის ნაპროკურორალობას, რა გაუკეთა ბადრი პატარკაციშვილს, რა ამბები დაატრიალა `იმედში~, რამდენი ადამიანი გამოაცხადა იმ პერიოდში რუსეთის აგენტად, რომლებიც ახლა მის ფეხებთან კოტრიალობენ.

მაინც რა კაცია ეს გვარამია, სულ მძ…ნერი რომ ამოსდის პირიდან? – მეკითხებიან ხშირად, როცა კახეთში ჩავდივარ. ნუ, ეხლა, რა ვიცი, რასაც ხედავთ, ეგ არი, რააა! – ვპასუხობ მოკრძალებით, რადგან მინდა, ჯერ `გლეხობის~ აზრი გავიგო. ე, ბიჭო, როგორ შეიძლება, ნორმალური ადამიანი სულ შარში იყოს? ეტყობა, მაგას ბავშვობაში ჭოჭინა დაუფრთხა და თავი რაღაცას მიარტყა, აი! – ასეთია `გლეხობის~ დასკვნა. აგერ, ტიპი ისევ შარშია – გვარამია აცხადებს, რომ სუს-ი ამზადებს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის კომბინაციურ ჩანაწერს გამოსაქვეყნებლად. თურმე ეს ინფორმაცია იმავე წყაროსგან აქვს, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე უნდა შესულიყო ციხეში მირზა სუბელიანთან ჩანაწერის გასაკეთებლად, რაც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა. ნახეთ, როგორ ქსოვს ინტრიგას – ჯერ ამბობს, ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას აპირებენო, მერე კიდევ წყაროზე მიუთითებს, ეს ისაა, ამას წინებზე ნაღდი ინფორმაცია რომ მომაწოდაო. ამ ქაქიჭამიას მიქარული აქვს, მეორე ქაქიჭამისათან ბინძური რაღაცები აქვს ნალაპარაკები და ახლა ალიბს იკეთებს:

"ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას, ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან და მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში, როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს".

აი, ახლა მითხარით, რაღა აზრი აქვს რამის გამოქვეყნებას, როცა ტიპი თვითონვე აღიარებს ყველაფერს? თან ვისაც ელაპარაკა ხელისუფლების დამხობის თაობაზე, ყველა ჩაუშვა. გთხოვთ, არ გამოგრჩეთ მისი ლენინისებური პათოსი დასაწყისში, ის სიფილისიანიც ზუსტად იგივეს ამბობდა რევოლუციის წინ: ჩვენ გვყვანან მოკავშირეები ყველა სფეროში, მშრომელთა მასებში და ისინი მოქმედებენ მყისიერად. გეუბნებით, სისხლი და გენეტიკა არ იკარგება, ბოლშევიკი ბოლშევიკად რჩება მარად და მარად. ჰოდა, იმას ვამბობდი, ამ `ტრუხა~ ადამიანმა თანამონაწილეებიც ჩაუშვა – ირაკლი ალასანია, შალვა ნათელაშვილი, პაატა ბურჭულაძე, გიგი უგულავა. რასაკვირველია, ამ ეტაპზე ყველა არ დაასახელა, მაგალითად, თავისი სეხნია მაჭუტაძე. თან შარვალში კუკავს, ეს არამზადა, არავითარ დანაშაულს არ ვამზადებო. არა, ამზადებდი, ამზადებ და მომავალშიც მოამზადებ, თუ ერთი საკადრისი პანჩური არ ამოგარტყეს! ქვეყნის ჩემეული განვითარების გეგმა მაქვსო, შენი გეგმა არ გაიშვა ფილარმონიის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში ტუალეტი როა, იქამდე!
ამხანაგ ნიკიტას, წესით, ბადრი პატარკაციშვილის სულიც უნდა აწუხებდეს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რა ჩანაწერებიც მთავარმა პროკურატურამ დადო. ჩვენ, საზოგადოების გარკვეულმა წრეებმა დანამდვილებით ვიცოდით, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს და ამაში სააკაშვილის ხელი ერია. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად ეცოდინებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე გვარამიასაც, რომელიც უშუალოდ ბადრის საქმეს კურირებდა და თავისებურად დამონტაჟებულ ფარულ ჩანაწერებს უშვებდა ტელევიზიით. უნდა ვაღიაროთ, გვარამია ახლაც თავის სტიქიაშია – ჭრის, კერავს, კუწავს და ნაწილ-ნაწილ უშვებს გაბოზებულთა მიერ მიწოდებულ ჩანაწერებს `რუსთავი 2~-ის ისედაც დაბინძურებულ ეთერში. ოღონდ, ის უშვებს ორ დიდ შეცდომას: პირველი – ჰგონია, რაც პატარკაციშვილთან გამოუვიდა, ივანიშვილთანაც გამოუვა; მეორე – ვერ ხვდება, რომ მძ…ნერში ყელამდე ჩაძირული ხალხის მიერ გავრცელებულ ნაგავს აღარ აქვს ეფექტი, ახლა სხვა დროა, სხვა ტექნოლოგიები, მდარე ხარისხის ჩანაწერებით ხალხს ვეღარ გააბახებ!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
27-10-2018, 09:30


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულ საქართველოს დელეგაციაში იმდენი ნაციონალი და ნაციონალების მიერ მწერლებად, პოეტებად, ზოგადად, ხელოვნების მუშაკებად დანიშნული იმდენი ტიპი ვიხილე, გულმა მიგრძნო, აქ აუცილებლად სააკაშვილიც გამოჩნდება-მეთქი. 
ისე თქვენ აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მე ეს წინათგრძნობა ამიხდა _ სააკაშვილიც გამოჩნდა და დამატებად კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც თან მოჰყვა, რითაც, როგორც იტყვიან, კომპოზიცია შეიკრა.


_ ვინ დაპატიჟა ეს მსჯავრდებული კაცი იქ და რა სტატუსით ესწრება ამ ღონისძიებასო? _ იკითხა ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა ამ პასუხგაუცემელ კითხვას "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, ნაწილობრივ, თავად სააკაშვილმა გასცა პასუხი: _ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება. ჩვენი პროექტია, ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანზე აგებული კონცეფციაც ნიკა რურუას ეკუთვნისო.

ბოდიში, თქვენ ყოფილხართ, ბატონებო, ყველაფერი…

კი, მაგრამ, თუ თქვენ ხართ ყველაფერი, ესენი ვინღა არიან, ხელისუფლების წარმომადგენლების სტატუსით რომ დაეხეტებიან ამ თქვენს მიერ მოხატულ-მოჩუქურთმებულ-მოვარაყებულ პავილიონებში?

_ ვინ არიან და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საქართველო ოკუპირებულია, ხარატიშვილს რომ არ ეთქვა ეს, მთელი ეს ღონისძიება ისე ჩაივლიდა, ვერავინ გაიგებდა, რა დღეშიც ვართო, _ ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენთ, მაგრამ სააკაშვილის განცხადების შინაარსის შენარჩუნებულია.

ხარატიშვილი ვინ არის?

ხარატიშვილი დრამატურგი ყოფილა თურმე…

_ საქართველო ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ გაღატაკებული და გაუბედურებულია, მაგრამ ამ ბრწყინვალებას, რაც აქ არის, ჯერჯერობით ვერ მოერივნენო, _ თქვა სააკაშვილმა.

რა აიჩემა ამ კაცმა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რისი თქმა უნდა ამით? იმის ხომ არა, ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხალხს კი არ აურჩევია, ის თვითმარქვიაა, რომელმაც ძალად მიიტაცა ძალაუფლებაო?

ეტყობა, გრიშას (ვაშაძეს) მიშამ ასწავლა, ასე და ასე თქვიო და ისიც გაზეპირებულივით იმეორებს _ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაო.
თქვენ საკუთარ თავში ხომ არ გეშლებათ "ქართული ოცნება", პატივცემულო ნაცებო?

ეგრეთ წოდებული თუ ვინმეა, სწორედ რომ თქვენ ხართ, თქვენ, ვინც 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების გზით მოხვედით ხელისუფლებაში, ოღონდ ამ გადატრიალებას პოეტური და რომანტიკული სახელი დაარქვით _ "ვარდების რევოლუცია", თითქოს მხოლოდ ვარდები გეჭირათ ხელში და ამ დროს კი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ქვეშ "ფიშტოები" და ავტომატები გქონდათ მოყუჩებული.

სააკაშვილმა ფრანკფურტში თავი შეიკავა და არ თქვა, რომ არა მარტო პავილიონებში გამოფენილი ეს ბრწყინვალება, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფო მან შექმნა, რომ ის არის დავით, უკაცრავად, მიხეილ აღმაშენებელი, რომელმაც ქართული სახელმწიფო აღაშენა და აღაყვავა, რომ ის არის სტრატეგოსი და უძლეველი მთავარსარდალი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა, ეს ომი მაინც "მოიგო" და გამარჯვება ცეკვა-თამაშით და დიდი მხიარულებით აღნიშნა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მისულ გერმანელს, ინგლისელს თუ ფრანგს, რომელსაც შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, საქართველოს დელეგაციის ხილვისას შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ საქართველოში კვლავ "ნაცმოძრაობაა" ხელისუფლების სათავეში, პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილია, კულტურის მინისტრი ნიკა რურუაა, "ნაცმოძრაობის" მიერ აღზევებულ ეგრეთ წოდებულ მწერალთა და ხელოვანთა "სასტავიც" იგივეა, რომელსაც მხოლოდ ერთი "ახალბედა" ავტორი ბესიკ ხარანაული დაემატა.

დიახ, ფრანკფურტში სტუმრად მიწვეულ დელეგაციაში ხატია ბუნიათიშვილის მოშიშვლებული ძუძუებით დაწყებული, ლაშა ბუღაძის თვალების ბრიალით და სააკაშვილ-რურუათი დამთავრებული, ყველაფერი ისე იყო, როგორც ამ ექვსი თუ შვიდი წლის წინანდელ საქართველოში!

საქართველო რომ დიდი კულტურის ქვეყანაა, საქართველო რომ დიდი მწერლობის ქვეყანაა, საქართველო რომ დიდი ხელოვნების ქვეყანაა, საქართველო რიმ უძველესი დამწერლობის ქვეყანაა, ამის წარმოჩენა თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე, არც სააკაშვილის დამსახურებაა, არც რურუასი, არც გიორგაძის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დეა მეტრეველის, რადგან ის უბრწყინვალესი საუნჯე, რაც ერს დაუგროვებია თავისი არსებობის მანძილზე, თვითონ მეტყველებს თავის თავზე, თვითონ წარმოაჩენს თავის უნიკალურ ფენომენს, მაგრამ, როცა ამ თვალ-მარგალიტს "ნაცმოძრაობ", სოროსის თუ სხვა საეჭვო ღირებულებების ფონდების მიერ დაფინანსებულ ყალბ თვლებს მოაყრი სამშვენისად, აქაოდა, აი, ეს არის ჩვენი თანამედროვე მწერლობის საუკეთესო ნიმუშებიო, ეს უკვე დანაშაულია.

ვინ შეარჩია ეს წიგნები, ვინ შეარჩია ეს თანამედროვე ავტორები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ვინ შეარჩია და რა ნიშნით, რა კრიტერიუმით, როცა ფრანკფურტში წარდგენილ ავტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ უცნობია ქართველი მკითხველი საზოგადოებისთვის.
უცნაური ტენდენცია მკვიდრდება ბოლო ხანებში _ ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, თუ იჩალიჩებენ და მათ ნაცოდვილარს რომელიმე უცხო ენაზე ათარგმნინებენ, ეს მათ მდარე ნაღვაწს ხარისხს და წონას შეჰმატებს.

ჯერ სამშობლოში უნდა გიცნობდნენ მწერლად თუ პოეტად, სამშობლოში უნდა გაფასებდნენ და გაღიარებდნენ, თორემ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად თუ იტალიურად გადაღებილი უნიჭობა მაინც უნიჭობად რჩება.

მწერალთა კავშირში ნიკოლაი ზაბოლოცკი, რომელიც უნიჭიერესი პოეტი და მთარგმნელი იყო, ერთი ქართველი პოეტის ლექსების თარგმანებს კითხულობს.
გალაკტიონმა უსმინა, უსმინა და ბოლოს წამოიძახა: შესანიშნავია, ბრწყინვალეა! ახლა დაუყოვნებლივ ვთარგმნოთ რუსულიდან ქართულად ეს ლექსები და პოეტი ესა და ეს გენიალური პოეტი იქნებაო.

ჩვენც ასე ხომ არ მოვიქცეთ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად გერმანულ ენაზე თარგმნილი თანამედროვე ქართველი ავტორების ერთი ნაწილის "შემოქმედება" გერმანულიდან ქართულად ხომ არ გადმოვთარგმნოთ?

ფრანკფურტში ქართველთა სტუმრობა ფრანკფურტის მერიის ულამაზეს დარბაზში "საბას" ახალი ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალით "დაგვირგვინდა".

"საბას" პრემია, უკვე მესამედ თუ მეოთხედ, ცხადია, ლაშა ბუღაძეს მიენიჭა.

სიმართლე გითხრათ, ესეც წინასწარ ვიცოდი _ ფრანკფურტში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე "საბას" პრემია სხვა ვისთვის უნდა გადაეცათ თუ არა ლაშა ბუღაძისთვის?

ლაშა ბუღაძემ, ისარგებლა რა შემთხვევით, თავისი ქვეყანა საქართველო, კიდევ ერთხელ დააბეზღა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ის მოძალადე, ნახევრად ველურ ქვეყნად წარმოაჩინა, სადაც პოეტებს, მათ შორის ისეთ დიიიდ პოეტებს, როგორებიც არიან ზურაბ რთველიაშვილი და ზურაბ რატიანი, სცემენ, ავიწროებენ და, ისინიც იძულებულნი არიან, ქვეყნიდან გაქცევით უშველონ თავს.

დაგაფსით თავზე და ჩაგისვარეთ დღესასწაულში _ ჰქვია იმას, რაც თავის დროზე თამარ მეფის ხსოვნის შეურაცხმყოფელმა ბუღაძემ გააკეთა.
დაგაფსით თავზე ჰქვია იმას, რაც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მოიმოქმედა, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს და სასჯელს იხდიდეს, მთელ მსოფლიოში დაეხეტება და ქართულ მართლმსაჯულებას და ქართულ სახელმწიფოს სამი თითის კომბინაციას აჩვენებს.

სამწუხაროა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც კი ნაციონალებმა თავიანთი პოლიტიკური ინტერესების რეკლამირებისთვის გამოიყენეს…

ვახტანგ ხარჩილავა

მეტის ნახვა
24-10-2018, 17:00


რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ძველი რესპოდენტი, ნაცრეჟიმის წნეხგამოვლილი სოსო ჯუღელი დაგვიკავშირდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის საფინანსო-სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელად, იყო თბილისის მერიის გენინსპექციის კორუფციასთან ბრძოლისა და საფინანსო შემოწმების განყოფილების უფროსი. ბუნებრივია, მას იმ უნიჭოდ დადგმული პოლიტსპექტაკლის შესახებაც ვესაუბრეთ, რომლის მთავარი ფიგურანტიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.

– ზაზა ოქუაშვილი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თამბაქოს ბიზნესის მონოპოლიზაციას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. ამის გამო, "ელიზის" მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი საგადასახადო ინსპექციაში ერთ-ერთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირთან დაიბარეს. მის კაბინეტში მოხდა საქმის გარჩევა, ელიზბარაშვილისგან ითხოვდნენ, რომ "ელიზს" დაეთმო ბიზნესი "ომეგასთვის", რაზეც მან უარი განაცხადა. უცებ სადღაც დაირეკა, ელიზბარაშვილი უარზეაო, მისი უწყების შენობიდან გამოსვლა იყო და ისე სცემეს, რომ ლამის მოკლეს. მაშინ არც ვიცნობდი ელიზბარაშვილს, მერე გაირკვა, რომ "ელიზის" მფლობელი იყო. იქიდან მოყოლებული ახორციელებდა ოქუაშვილი კონკურენტებზე ასეთ ზეწოლებს და ბიზნესის წართმევას.

სპეცრაზმელები შეცვივდნენ "ომეგას" საწყობებში, თანამშრომლებს ცეცხლიც კი გაუხსნეს და ა.შ. ზაზა ოქუაშვილი ახლაც ცდილობდა იგივე გაეკეთებინა, რასაც შევარდნაძის მმართველობის დროს აკეთებდა, ეს რომ არ გამოუვიდა, იმიტომაც ააგორეს ეს ამბები. "ნაცებმა" გმირად რომ აქციეს ოქუაშვილი, გმირი კი არა, სამშობლოს გამყიდველია, ყველაფერს აკეთებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს. მე ლევან ყიფიანის მიკვირს, რომელსაც 1997 წლიდან ვიცნობ (მე საფეხბურთო კლუბ "ყაზბეგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი ვიყავი, ლევანი "ლოკომოტივის" დირექტორი) და ნორმალურ ადამიანად ვთვლიდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ სიბინძურეში გაერეოდა. ოქუაშვილი ამბობს ფულს ვუხდიდიო, ყიფიანი ასე როგორ დაეცა, რომ ფულის გულისთვის ბინძურ თამაშში ჩაება, თან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. მე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოქუაშვილის ნათქვამი, რომ ივანიშვილმა ოთხი მილიონი სთხოვა (გვარამიამ უკვე გაზარდა ეს "სტავკა" ხუთ მილიონამდე — მ.ს.), თან თურმე თითებითაც აჩვენა, არის სრული აბსურდი. ადამიანს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, უზარმაზარი თანხები აქვს დახარჯული, როგორ დავიჯერო, რომ ვიღაცას ოთხი მილიონი მოსთხოვა. დარწმუნებული ვარ ყველა ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მათი ავთენტურობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდგაირკვეს, თავად ხელისუფლება უნდა იყოს ამით დაინტერესებული. ბიძინა ივანიშვილს ბევრი გამყიდველი რომ ყავს გვერდით, ესეც ფაქტია. 

- ბატონო სოსო, ოქუაშვილს ხელისუფლება 51-მილიონიან საბიუჯეტო დავალიანებას ედავება. საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, რატომ მისცეს ოქუაშვილს იმის უფლება და საშუალება, რომ ამხელა დავალიანება დაეგროვებინა?

- ეს კითხვა კვირიკაშვილს და ქუმსიშვილს უნდა დავუსვათ. კვირიკაშვილის წესიერება როგორღა უნდა გწამდეს, მაფიოზი დიმიტრი ქუმსიშვილი რომ ყავდა გვერდით, ფაქტობრივად, ქუმსიშვილი ატრიალებდა ყველაფერს. ეს ბატონი ოქუაშვილის საქმეშიც არის გარეული, ახლა რომ იმალებიან და ქუმსიშვილზე სიტყვას არ ამბობენ. რატომ მივიდა ლევან ყიფიანი კვირიკაშვილთან და არა ბიძინა ივანიშვილთან, როცა მასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა? იმიტომ არ მივიდა ბატონ ბიძინასთან, რომ ამ ყველაფერს გიორგი კვირიკაშვილი განაგებდა, მას გააცნო ყიფიანმა რა ვითარება იყო თამბაქოს ბიზნესში, ეპატიებოდა თუ არა ოქუაშვილს ვალი. "ომეგა" ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, რომ 11-ჯერ გადაუვადეს დავალიანების გადახდა, რატომ გადაუვადეს, შემოსავალი არ ჰქონდა, ვერ გადაიხდიდა თუნდაც ნაწილ-ნაწილ თუ რა იყო? ხომ ხედავთ როგორ შემოუბრუნდა ხელისუფლებას ეს ნალოლიავები "ბიზნესმენი", ბიძინა ივანიშვილიც გარიეს ამ სიბინძურეში, ესეც სპეციალურად გაკეთებული მგონია. ოქუაშვილი გარიგებაში რომ არის შესული ნაცმოძრაობასთან, უკვე აშკარად ჩანს, საერთოდ ნაციონალები ყველგან არიან შემძვრალები, აქ მარტო სახელმწიფო უწყებებს არ ვგულისხმობ, ყოფილ თავიანთ კომპანიებსა თუ ფირმებში, გამოაქვთ ინფორმაციები და როცა მოესურვებათ, მაშინ იყენებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

ოქუაშვილი რომ ბრძანებს, ორი დღის გახსნილი მქონდა ის ფირმა, საიდანაც ოთხი მილიონი გამოვიტანე, ორი დღის გახსნილი ფირმის ანგარიშზე რა უნდოდა ოთხ მილიონს? როგორ შეძლო ოქუაშვილმა ამხელა თანხის გამოტანა? კარგი, გამოიტანა, მაგრამ ოქუაშვილის დირექტორებმა გამოიტანეს ხომ ბანკიდან ეს ფული ორ ეტაპად, მაგრამ ვის მისცეს, სად წაიღეს? იქნებ ოქუაშვილს მიუტანეს უკან? აქვთ იმის მტკიცებულება, რასაც ლაპარაკობენ? 
პირდაპირ ნაცმოძრაობის მიერ, ოქუაშვილის ხელშეწყობით დადგმული სპექტაკლი. მათ კარგად იცოდნენ, ოქუაშვილს უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანება რომ ჰქონდა და ეს კარგად გამოიყენეს. ოქუაშვილების წყვილს "ქართულ ოცნებასთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსიც" ალანძღვინეს, გაჭირვებაში როგორ მიატოვეს ეს "უმწიკვლო~ ბიზნესმენი? თუ ორი წლის წინ დაიწყო ხელისუფლების მხრიდან "ომეგას"დატერორება, პარლამენტარი ქალბატონი ნატო ჩხეიძე აქამდე რატომ დუმდა, რატომ არ გამოიყენა მაღალი ტრიბუნა, მაინც და მაინც არჩევნების წინ გაახსენდა "გასაჭირი". "აქცენტების" წამყვანებს გვარამია-კვესიტაძეს ისე გაუხარდათ ზაზა ოქუაშვილის პირით გაჟღერებული მორიგი სიცრუე, ბიძინა ივანიშვილი მთხოვდა "პატრიოტთა ალიანსი" დააფინანსეო, რომ ლამის სკამებიდან წამოხტნენ და დავლური დაუარეს. მოკლედ, ერთი სული აქვთ "ქართულ ოცნებასთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსი" ტალახში გასვარონ, ირმა ინაშვილს ვერაფრით პატიობენ ნაცრეჟიმის მესაფლავეობას.

მანანა სუხიშვილი

მეტის ნახვა
14-10-2018, 09:00


ამა წლის 5 ოქტომბერს სოფლის კლუბ “იბერიაში” ელისტრახო კილაძე აათამთამეს - გამოუშვეს სცენაზე ვითარცა პატიოსნების განსახიერება და უფრთო ანგელოზი, ვითარცა უშიშარი, უხორცო და ერის დედაი, ქვეყნის გადამრჩენელი! ვაი, ვაი, ვაი... ნეტა არ ვიცნობდე მაინც, ხომ ვიცი, რა ნაგავსაყრელიც ბრძანდება - რა პატიოსნება, რი ანგელოზი, რომელი ქვეყნის გადამრჩენელი?!

ელოს პირველი “ჩეპე”:

ახლა, თავი რომ არ მოგაბეზროთ და გადაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რეები იკადრა ამ ყველაფრის მკადრებელმა არსებამ: ისაო, დღეს ქართულ ჟურნალისტიკას “ქართული ოცნების” მხრიდან გრუ-ს ბებერი გენერალი ნუგზარ ფოფხაძე მართავსო. უფრო სწორად, იმ ნაწილს მართავს, სადაც თავმოყრილნი არიან სულწაწყმედილი ჟურნალისტებიო და ჩამოთვალა - “ასავალ-დასავალის” “სასტავი”, სააგენტო “რეპორტიორი” გიორგი მამაცაშვილის თამადობით, “საერთო გაზეთი” ვახტანგ ხარჩილავას თამადობით და მე, რომელსაც თურმე ჩემი საინფორმაციო სააგენტოც მქონია. საერთოდ, ელისო კილაძის ნაბოდვარზე რეაქცია არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე უზუსტობაზე გავამახვილებ. 

ქალბატონი ელეონორა თავისი ბინძური პირით ღაღადებს, თამაზ თამაზაშვილი ჩემთვის გადმოსაცემად ნუგზარ ფოფხაძეს ყოველთვიურად 20 ათას დოლარს ატანდა, მაგრამ არ მოჰქონდაო. გაიგონეთ? ატანდა და არ მოჰქონდაო!

ამ დროს არჩილ გამზარდია ზის სტუდიაში წამყვანად და თვალებს აჭყეტავს ქვადარტყმული ბაყაყივით. შე მართლა უჯიშო ქლიავო, თუ მიკერძოებული არ ხარ, ხომ უნდა ჰკითხო: ელო, ქალო, თუ თამაზაშვილი ფოფხაძეს შენთან 20 ათასს ატანდა, გამოდის, რაღაც გარიგება გქონდათ, ესე იგი, ფოფხაძე ზედელაშვილს, ხარჩილავას და სხვებს კი არა, შენ გმართავდა, შე მართლა უკუღმა მომართულო, შენა! 

ელოს მეორე “ჩეპე”: თავის მონოლოგში ერთგან ამბობს, როდესაც გაზეთის გამოცემა დავაპირე, ნუგზარ ფოფხაძე წილის 30 პროცენტს მთხოვდა და უარი ვუთხარიო. საერთოდ, ჩვენში ასეა, როცა ვინმე წილს ან მსგავს რამეს გთხოვს, ის ან ოჯახის წევრია, ან მეგობარი, ან კიდევ გარე ნათესავი. თუ ნუგზარ ფოფხაძე მე და ვახტანგ ხარჩილავას გვმართავს, მაშინ რატომ არ მოგვთხოვა წილები ჩვენ, როცა შპს-ებს ვარეგისტრირებდით? დიახ, მე მაქვს საინფორმაციო სააგენტო “ლიდერი”, რომლის წილის 100-პროცენტიანი მფლობელი არის ჩემი შვილი. რაღაც არ მახსენდება, ფოფხაძეს დაერეკოს და ეთქვას, წილში ჩამსვითო. თუ ვინმე დარეკავდა, ვეტყოდი, სად ერეკლე, სად - პაპაჩემის ყურებიანი ქუდი-მეთქი? არა, ელისომ ასე ვერ უთხრა ნუგზარ ფოფხაძეს, რადგან იმ პერიოდში მას გრუ–ს რეზიდენტს კი არა, მშობელ მამაზე უფრო საყვარელ მამას, გამზრდელს და გზის გამკვალავს ეძახდა და გაზეთიც მისი მეცადინეობით გამოსცა!

ელისტრახო სხაპასხუპით აფრქვევს ტყუილებს, ამ დროს არჩილ გამზარდია ისევ ზის სტუდიაში წამყვანად, როგორც ქვადარტყმული ბაყაყი და ხმას არ იღებს, მხოლოდ ერთხელ ხვნეშის, შოკში ვარო. ბებიაშენისამ, შოკში ხარ, დაგავალეს, ელეონორას არ შეაწყვეტინოო და შეასრულე კიდევაც გაჭყლეტილი ბაყაყის როლი. “ტოჟე მნე”, შოკშია ბიჭი!

ელოს მესამე “ჩეპე”: მოჰყვა, კაცო, მოჰყვა და აღარ გაჩერდა, აღარ ამოისუნთქა, აღარ გააკეთა პაუზა, ბევრი ზღაპარი ჰქონდა მოსაყოლი. თამაზ თამაზაშვილი რომ ფოფხაძეს ჩემთან 20 ათასს ატანდა 4 თვის განმავლობაში, ამის შესახებ თამაზაშვილმა რეზო ამაშუკელს უთხრა, ამ საუბარს “ასავალ-დასავალის” რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი ესწრებოდაო. აი, უყურეთ, თურმე ის რომ ამას ფულს ატანდა, ამაზე იმან ამას უთხრა და ამას ისიც ესწრებოდა. ხომ კარგად არის ჩახლართული ასინეთურად? ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ აქვს კონტაქტი ელისტრაკოსთან, არც ერთი არ გაუგულისპასუხდებოდა, რომ მისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. არადა, ამან დეტალურად იცის, ვინ ვის რა და როგორ უთხრა. არა, პირწავარდნილი ასინეთაა, ეს ჩემი ცოდვით გახორცმეტებული!

ელო ხლართავს, ინტრიგებს აწყობს (თავისი მოკლე ჭკუით), იმან რომ ამას ის უთხრა, ეს ხომ დაეჭვდება, მართლა ხომ არ უთხრაო? უნდა, რომ ხალხი დარიოს ერთმანეთში, მაგრამ არა მგონია, რომელიმე ამ დაჟანგებულ ანკესზე წამოეგოს, არც ერთია არიფი, არც მეორე და არც მესამე!

ელოს მეოთხე “ჩეპე”: ვის, ვის და... მას არ უნდა ეხსენებინა სიტყვა “ხორცმეტები”. არადა, ჩამოგვთვალა - ზედელაშვილიო, ახრახაძეო, თოფურიაო, ჯღარკავაო, მამაცაშვილიო... აი, ესენი, ეს ხორცმეტები უნდა ჩავრეცხოთო. დიახ, სწორედ ასე თქვა “ხორცმეტებიანმა” ელომ. ჰმ... ეტყობა, ამ უგვანოს აღარ ახსოვს, რომ მე ის 2012-ში ჩავრეცხე და ხელებიც დავიბანე. არა, ადამიანის მსგავსი არსება თავის ნაგავს სხვას ასე აყრიდეს, პირველად ვხედავ!
ეგენიო, ეგ ხორცმეტებიო, მკვლელები არიან, სიტყვით კლავენ ადამიანებსო – თქვა ხორც–მეტმა ელომ, იმაზე კი არაფერი უთქვამს, არგასაზრდელი გამზარდიას ეთერში მთელი ნახევარი საათი ცოცხლად რომ მარხავდა კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინათ მამას ეძახდა.

ელოს მეხუთე “ჩეპე”: დიახაცო... მეო, ხშირად მინახავს ლევან ყიფიანი ნუგზარ ფოფხაძის სახლშიო. აი, თეთრი ძაფი და უკანალში პაპიროსი! მე არც ფოფხაძის სახლში ვყოფილვარ, არც ამ ადამიანს ვიცნობ ხეირიანად (ერთხელ ვარ შენახვედრი მეგობრის დაბადების დღეზე შემთხვევით) და ბუნებრივია, არც ლევან ყიფიანი მინახავს მის სახლში. ესე იგი, შენ დადიოდი ფოფხაძის სახლში და ნახე ლევან ყიფიანი ხომ?!

ეეეჰ, ზის ისევ გაშტერებული სახით არჩილ გამზარდია გადაცემის წამყვანად და ხმას არ იღებს, ეგეთი ქინძობა გაგონილა? ჰკითხე, ბიჭო, ჰკითხე, რასაც ახლა მე ვეკითხები. თუმცა რა უნდა ჰკითხო, როცა ქილაში ჯონჯოლის ჩადების მეტი არაფერი იცი? რომც იცოდე, ბებიაშენისამ, რამეს გაბედავ, აი! 

და კიდევ ერთი... თავიდან ელომ დააბრეხვა, ბიძინა ივანიშვილი ფოფხაძის ხელით ქართული მედიის დიდ ნაწილს აკონტროლებსო, მართავსო, ბოლოს კი ყვება, ვიღაცის დაკრძალვაზე შეხვდა ბიძინა მამაჩემ ნუგზარას და ხელი არ ჩამოართვაო. აი, აქ კი შეიშმუშნა ფიქრებში წასული გამზარდია, მაშინ რა გამოდისო? ელომ აქ თავისებურად ჩააგვირისტა, ფოფხაძე ივანიშვილის სახელს იყენებსო. მაიცა, შე ტარტაროზო, ხომ იძახდი, იმის ხელით მართავსო? ეხლა კიდე ის არ მართავს ამის ხელით და ეს მხოლოდ იყენებს? ეგრე არ გამოვა, შვილოსან, ან ისე უნდა იყოს, ან ასე. თუმცა ბოლოს ელომ ისე შეატრიალა საკითხი, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცის და ჩვენ მას ჩამოვაცილეთ სანდო ადამიანები. მომეჩვენა, რომ “სანდო ადამიანებში” თავისი თავი იგულისხმა. არა, ელისტრახოს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის თუ არა, სოსო გოგაშვილის კართან მაინც ჩამომჯარიყო, მაგრამ არც ერთმა არ გაიკარა და მას მერე ჩაუჯდა მიხა სააკაშვილს მუხლებში. ჩაუჯდა რა, მაგანაც თქვა დასაწყისში, ბინძური ქალია, მაგრამ საჩემოდ გამოვიყენებო. ბინძურმა ბინძური უნდა გამოიყენოს, აბა, როგორ? თუმცა შედეგი ყოველთვის უარყოფითია, ქართველმა ხალხმა ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ბოლო-ბოლო, სანამ რამეს მოიწადინებ, სარკეში მაინც უნდა ჩაიხედო, ხომ არ ჰგავხარ ყურებიან პენისს?!

ჰა, ჰა, ჰა... ზედელაშვილს ნუგზარ ფოფხაძე მართავსო, კაცოოო, „საერთო გაზეთსაცო”, იმასაც და ამასაცო. რათა ნუგზარი, იქნებ პირდაპირ ვოვა პუტინი გვმართავს კრემლიდან? ააა, ეს შუამავალია? მერე, თუ გვმართავს, ფული სად არი, რატო არ იძლევა, რატო არ ატანენ ყოველთვიურად 20 ათასს? ნუგზარი ტეხავს? აბა, უყურეთ, ეგეთი რამეები როგორ შეიძლება? ვაი, ვაი, ვაი, არ გიცნობდე მაინც, ელო, შე ფულის ხურუშიანო, შენა!!!

გელა ზედელაშვილი

მეტის ნახვა
11-10-2018, 19:00


საქართველოში სკოლის საატესტატო (CAT) გამოცდები 2011 წლიდან, ორ ეტაპად, მე 11 და მე 12 კლასებში ტარდება. მე 11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) ტესტირებას მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან. მიუხედავად იმისა, რომ საატესტატო გამოცდებისთვის მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე ემზადებიან, გამოცდებზე ჩაჭრილთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2016 წელს 47 098 მოსწავლიდან ზღვარი ვერ გადალახა 11 519-მა. 2017 წელს 48 434 მოსწავლიდან ზღვარის გადალახვა 12 803-მა ვერ შეძლო, ამიტომ უფროსკლასელებისა და მათი მშობლებისთვის სასიხარულო აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ გამოსაშვები გამოცდების რაოდენობა შესაძლოა, რვიდან ოთხამდე შემცირდეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, შესაძლოა, ცვლილებების განხორციელების დროს გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები მხოლოდ ოთხ ძირითად საგანში ბარდება – მშობლიური ენა, მათემატიკა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი.

„ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები – სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის” – განაცხადა ჯაშმა.

რა შედეგებს მოუტანს გამოსაშვები გამოცდების შემცირება სკოლას და როგორ იმოქმედებს ქვეყანაში განათლების ხარისხზე განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა:

– რამდენიმე დღის წინ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდები რვიდან ოთხამდე შემცირდება. შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნები: ინგლისური, ქართული, მათემატიკა და ერთი არჩევითი საგანი დარჩება და ფუნდამენტური მეცნიერებები ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია გაუქმდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან სკოლის დაცლას გამოიწვევს. სკოლა თავზე დაგვემხობა. ეს „კინო“ ერთხელ ხომ ვნახეთ? და რა შედეგები მოგვცა? ეს არის საქმის ყოვლად გაუმართლებელი, მტრული და მზაკვრული გამარტივება იმისთვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ნაკლები ჩაჭრილი გვყავდეს და პოლიტიკოსებმა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ — აი, ბატონო ავწიეთ განათლების ხარისხიო.

თავის დროზე, მე და თქვენ ვწერდით, რა მოუტანა სკოლას გამოცდების გაუქმებამ. ჯერ მეთორმეტე კლასი დაიცალა, შემდეგ მეთერთმეტე და მეათე ანუ მთლიანად, სკოლის მესამე საფეხური, შემდეგ გაცდენები მეორე საფუხურზე დაიწყო და ბოლოს სკოლაში აღარავინ დადიოდა. იმდენად კატასტროფული ვითარება შეიქმნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება 2010 წელს იძულებული გახდა გამოცდები აღედგინა. ახლა ზუსტად იგივე წრეზე მიდის ოცნება, ამიტომ ვამბობ, რომ ეს „კინო“ ნანახი გვაქვს. ასე აპირებენ გამოცდების ფორმატის შეცვლას და ღრმა რეფორმის გატარებას? რეფორმა კი არა, მთლიანად დაიცლება სკოლები.

– ხელისუფლება ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე საუბრობს, სადაც გამოცდები მხოლოდ ძირითად საგნებში ბარდება.

– სად, რომელ ევროპულ ქვეყანაში არ არის სასკოლო გამოცდები? როგორ შეიძლება ბავშვს 12 წელი ასწავლო და სკოლა ისე დაამთავრებინო, რომ სახელმწიფო გამოცდა არ ჩაუტარო? 8 კი არა, წლების წინ 12 გამოცდა იყო. მერე 11-მდე და 10-მდეც შეამცირეს და ახლა 8 გამოცდაა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა დარჩეს. გამოსაშვები გამოცდების შემცირების ნაცვლად, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა მოხსნან და საატესტატო გამოცდებს ფორმატი შეუცვალონ. საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავსად, უნდა შემოვიდეს სამი სავალდებული კრიტერიუმი: ატესტატის რეიტინგი, ატესტატის ქულა და დახასიათება -რეკომენდაცია, რომელსაც სკოლა იძლევა.

–უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს?

– ამ კრიტერიუმებისა და გასაუბრების საფუძველზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რომ იქმნებოდა, რეფორმის სათავეში უცხოელი კონსულტანტები იდგნენ და იქიდანვე განსაზღვრული იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არის, გაუქმდებოდა.

– როგორც იცით, მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის უცვლელი დირექტორი თანამდებობიდან გაუშვა და მის ნაცვლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე დანიშნა. თქვენი აზრით, რამდენად გაუმკლავდება გორგოძე ამ მისიას?

– არ ვიცი ასეთი საკადრო ცვლილება ვის მოუვიდა თავში, რადგან მაია მიმონოშვილი უმაღლესი დონის პროფესიონალია და განათლების დონითაც და სპეციალობითაც სრულიად შეესაბამებოდა იმ თანამდებობას. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ აბრუნებენ სისტემაში ძველ კადრებს, რომლებიც თავის დროზე გაუშვეს. სოფო გორგოძე, მასწავლებელთა სახლის ახალი დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და მინისტრის ახალი მოადგილე ირინა აბულაძე განათლების სამინისტროში ალექსანდრე ლომაიას დროს მუშაობდნენ და მათი დაბრუნება წარსულთან დაბრუნების ასოციაციას ქმნის. საინტერესოა, რატომ გაუშვეს ეს ხალხი სამინისტროდან? კარგი მუშაობისთვის? ხარისხიანი რეფორმა გატარდა რომელიმე? ჯერჯერობით, რა კადრებიც მოიყვანეს, თითქმის ყველა ლომაიას კადრია. ამ ხაზით თუ აპირებენ საკადრო ცვლილებების განხორციელებას, მაშინ ჯობია, პირდაპირ ლომაია მოიყვანონ, უფრო ქმედითიც იქნება და ღრმა რეფორმების გატარება სხვა მინისტრებზე უკეთაც შეუძლია.

– საუბრის ბოლოს აუცილებლად სახელმძღვანელოების გრიფირებაზეც უნდა გკითხოთ. სამინისტროს განმარტებით, გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, ამიტომ სამინისტრომ ინსპექტირების სამსახურის დასკვნა პროკურატურაში გადააგზავნა. თქვენი აზრით, დადგება თუ არა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი?

– სასკოლო სახელმძღვანელობის საკონკურსო წესით შერჩევისა და გრიფირების პროცესი რომ დარღვევებით ჩატარდა, ამაზე არაერთხელ ითქვა. შედეგად, სკოლამ აირჩია სულ სხვა წიგნები და მიიღო სულ სხვა, რაც არის გაუმართავი და კორუფციული ხვრელებით სავსე გრიფირების დებულების დამსახურება. 2015 წელს უნდა გამოცხადებულიყო სახელმძღვანელოებზე კონკურსი, მაგრამ რატომღაც გადაიდო და 2018 წლამდე ორჯერ გაუგრძელდა ვადა. საინტერესოა, რატომ გამოცხადდა კონკურსი დაგვიანებით? 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინათ საკონკურსო მასალა, კონკურსის დაგვიანებით გამოცხადების გამო ძალიან მცირე იყო სახელმძღვანელოების დაწერისადა საკონკურსო მაკეტების დამზადებისათვის გამოყოფილი დრო.

სახელმძღვანელოებისდაწერისთვის იყო შვიდი თვე, რაც არის გამაოგნებლად მცირე დრო და ექსპერტიზისთვის იყო ექვსი თვე. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ იყო ექსპერტიზისთვის ასეთი გაწელილი დრო, რომლის განმავლობაშიც სოლიდურ ხელფასებს ირებდნენ? ავტორებს წაართვეს ექსპერტებთან შეხვედრისა და აზრის დაფიქსირების უფლება, ხშირ შემთხვევაში არ იყო აპელაციის საშუალება, გრიფირებული სახელმძღვანელოების პრეზენტაცია მოხდა სახელმძღვანელოების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეული იყო ანონიმურობა. ზოგიერთი ავტორის წიგნები გრიფირების შემდეგ ვერ მოხვდა ე.წ. შესყიდვების სიაში, როგორც ვთქვი მასწავლებლებმა აირჩიეს სხვა წიგნები და სრულიად სხვა წიგნები მიიღეს, რითაც დაირღვა მასწავლებელთა, სკოლების, ავტორების და გამომცემელთა უფლებები. სახელმძღვანელოების ფასი სამინისტროსთვის გაცილებით ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე მათი შინაარსობრივი და მეთოდური გამართულობა. რატომ არ აღმოჩნდა შესყიდვების სიაში ის სახელმძღვანელოები, რომლებიც საუკეთესო იყო და აღმოჩნდა ის სახელმნძღვანელოები, რომლებიც პირველი გრიფირების დროს საერთოდ არ იყო გრიფირებულთა სიაში..როგორც ხედავთ, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საკმარისზე მეტი დარღვევაა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ეს სხვა სტრუქტურების დასადგენია და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

ნელი თორდია

მეტის ნახვა
6-10-2018, 20:30


"ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას… მაგალითად, მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი”.
წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი

გასულ კვირას მეუფე ანტონმა (ბულუხია) წმინდად იმერული კილოთი ბრძანა: არ გავჩერდები საქართველოში თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნებაო.

ბოდბელი მეუფე იაკობი (იაკობაშვილი)უფრო შორს წავიდა და პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი უწოდა.
ამ მეუფეებს არც შევარდნაძის დროს გამოუხატავთ პროტესტი, არც სააკაშვილის დროს უცდიათ საქართველოდან წასვლა, როცა სინოდალურ განჩინებებს ბოკერია, უგულავა და ძმანი მათნი უწერდნენ, არც მარგველაშვილის პრეზიდენტობისას გასჩენიათ პროტესტის გრძნობა და რაღა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება გახდა მაგათვის მეორედ მოსვლა და აპოკალიპსი, აი, ეს არის საინტერესო.

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას რომ ეს მეუფეები ღვთის კი არა, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსახურები იყვნენ, მისგან იღებდნენ სუბსიდიებს და დივიდენდებს სიჩუმისთვის და თანხმობისთვის ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯის კურთხევაში?!

მაშინ ზოგი სააკაშვილს კოცნიდა გულ-მკერდზე და ხატების გვერდით იმ არანორმალურის პორტრეტი ეკიდა თითქოს წმინდანი ყოფილიყოს, ზოგი როლანდ ახალაიას აძლევდა რეკომენდაციას პატრიარქთან _ ჯილდო რომ მიეღო, ზოგი სანდრა რულოვსს ნათლავდა და ზოგიერთი ბაჩო ახალაიას აღსარებებს იბარებდა.

მაშინ რატომ არ გამოვიდა არც ერთი მღვდელთმთავარი და არ გააპროტესტა, რაც ხდებოდა 10 წლის განმავლობაში?
ამაზე უპასუხებენ: ვლოცულობდით, ბატონო, ხელისუფლებას ღმერთს ვავედრებდითო. 

კი, ასე იყო: მწამებლებსა და ჯალათებს ეკლესია ყოველ დილით ლოცავდა და მრევლსაც აიძულებდა სანთლები დაენთოთ მიშას სიცოცხლისათვის.
თუმცა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მეუფე იაკობზე (იაკობაშვილი) ერთმა დიდი ხნის მრევლმა, ასაკოვანმა კაცმა მითხრა: მისი სწავლება არც ქრისტიანობაა და არც იუდაიზმი, ეგ არის რაღაც ჰიბრიდი, მიშას დემოკრატიასავით არისო.

ბოდბელი მღვდელმთავარი მას შემდეგ გახდა საზოგადოების განსაკუთრებული დაინტერესების ობიექტი, რაც საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად შარშან ნოემბერში ვაშინგტონში იმყოფებოდა, როგორც მაშინ თქვეს, ინტერ-რელიგიურ შეხვედრებზე და კონფერენციაზე დასასწრებად.
დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებისგან შედგებოდა. ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (ჩDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

ვაშინგტონში დაწყებული მჭიდრო „მეგობრული“ ურთიერთობა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სტუმრობით გაგრძელდა ბოდბეში, მეუფე იაკობთან…

არადა, სჯულის კანონის მიხედვით, აკრძალულია მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა არათუ სტუმრად მიიღოს, არამედ პური გატეხოს არამართლმადიდებელთან, რომელიც წმინდა სამების, როგორც ერთარსების მგმობელი და უარმყოფელია…
მაგრამ მოუსმინეთ, რას ამბობს მეუფე: „არის რაღაცა, რასაც არ დათმობს ადამიანი, ხო? არის რაღაც, რასაც არ დავთმობთ, თუ საჭირო გახდა [კონკრეტული ნაბიჯები] რა პრობლემააა, მარტო ქადაგება არა, რა“…
„2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საუბარი მომიწევდა…

ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ.
კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, გეუბნებით რა, სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან რა, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო~… – განაცხადა მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხის განხილვის პერიოდში ქორეპისკოპოსმა.
დააკავირდით მისი მეტყველების სტილს: „გეუბნებით, რა“, „მარტო ქადაგება არა, რა“, – ჰგავს ეს ტონი ეპისკოპოსის მეტყველებას? 
მუქარას უფრო ჰგავს, ჩემი აზრით, რომელიც დღევანდელ დღეს ისე უადგილოა, როგორც ღორის თავ-ფეხი სამარხო სუფრაზე.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქმიანი კაცია. ის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელი გახლავთ და ამავე დროს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფრომაციაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას განიხილავს, წერია:

„დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებათა უმეტესობა 2011 წლის პირველ ნახევარზე მოდის და მათგან უმსხვილესი (936,000 ლარი) ფონდს გამარტივებული შესყიდვების პროცედურების გზით მიენიჭა 2011 წლის 15 აგვისტოს“.

ბოდბელი მეუფე „ციანიდის საქმეშიც“ აქტიურად ფიგურირებდა.

იმ პერიოდში დაეჯახა აშკარად პატრიარქის სიძეს და დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს და, როგორც ამბობენ, ცემა-ტყეპაც გამართულა.
მერე საინფორმაციო საშუალებებთანაც დაადასტურა მეუფემ: კარგად მიიბერტყა ერთი ადამიანიო. ამ ერთ ადამიანში, ცხადია, ოხანაშვილს გულისხმობდა.
წლების წინ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სამთავროს დედათა მონასტრის ყოფილ მორჩილთან, რომელიც ამბობდა: საპატრიარქოში იარაღის ტრიალი იყო, არა მე ვარ უფრო ადრინდელი მღვდელმსახური და არა მეო.

მაშინ ცოტა არ იყოს, მეეჭვებოდა ამ ამბის სისწორე, მაგრამ ახლა ვხვდები, ესენი არაფერზე რომ არ დაიხევდნენ უკან.
სამწუხაროდ, დღეს უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ბოდბელი ქორეპისკოპოსი მანქანის მოპარვისთვის არის ნასამართლევი და ეს კიდევ არაფერი – მეუფე იაკობი „მხედრიონის“ წევრი ყოფილა და სამოქალაქო ომის დროს თბილისის კომენდანტის გელა ლანჩავას მოადგილე. ავტომატით დადიოდა თურმე ქალაქის ქუჩებში.

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთი იღუმენის მოწოდებას წავაწყდი. ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე მეუფე იაკობს მკვლელს უწოდებდა და ეკლესიის გახლეჩაში ადანაშულებდა. აი, რას წერდა მღვდელმონაზონი:

“ყოვლად სამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მღვდელნო, ქრისტეს მიერ დიაკონნო, სამონაზვნო დასნო ზიარნო დედაეკლესიისა, ქრისტეში საყვარელო ერო, მოგმართავთ რა, პირველ რიგში, უმორჩილესი თხოვნითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვოთ პატრიარქის ჩამობრძანება საქართველოში, რათა მიხედოს საქმეს, რომელიც ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააფუჭა და ეკლესია პოლიტიკური ნიშნებით შუაზე გაყო, საერთო ძალებით აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა სინოდის განჩინებებს, რაც საეკლესიო კანონიკით დასჯადია და აღვივებს შუღლს ხალხთა შორის, რაც სისხლის სამართლებრივადაა დასჯადი, ენატრება რა საბჭოთა კავშირის რეჟიმი და ძველბიჭური გარჩევები, რასაც თავადვე ადასტურებს ამბიონიდან. მოგიწოდებთ, ზემოთ ხსენებულ ქორეპისკოპოსს არ მიმართოთ არანაირ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აღსარების საიდუმლოსთნ და მოვითხოვოთ გამოაშკარავდეს მისი ბიოგრაფიის 10 წელიწადი. ეს მოთხოვნა თანხვედრაშია მოციქულების მიერ დადგენილ კანონთან. განსაკუთრებით კი სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიებულ იქნას კონსტანტინე და კახაბერ იაკობიშვილების (კონსტანტინე მეუფე იაკობია, კახაბერი კი მისი ძმა) 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს დისლოკაციისა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალური ცნობები. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში...

...ეხლა დამირეკოს, რატომ არ მირეკავს არ გაინტერესებთ? ვთავაზობ მეუფე იაკობს დამირეკოს ეხლა და დამირეკოს სასწრაფოდ. ვერ მირეკავს? ეს იმას ნიშნავს, მას, მას და პიტალო კახას ერისკაცობაში ბირჟაზე ჩემს გვერდით არ დავიყენებდი. კიდევ 15 წუთი ველოდები მის ზარს. თუ არ დარეკავს, რა განცხადებებს გავაკეთებ კიდევ, თვითონ უფრო კარგად იცის. მთელი საქართველო კი უფრო კარგად გაიგებს".

ჩვენ ცხადია, არ ვიცით, რა საიდუმლო არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს იღუმენს, მაგრამ ვითვალისწინებთ ჟურნალისტის მოვალეობას – მან კატა უნდა დაინახოს ბნელ ოთახში და დაიჭერენ თუ არა მას, ეს ჩვენს პრეროგატივას სცილდება. არც ის არის ჩვენი მიზანი დავამტკიცოთ, ნამდვილად იყო "მხედრიონელი" მეუფე იაკობი, არის თუ არა მკვლელი, მოიპარა თუ არა რაიმე, ან შეგნებულად ხლეჩს თუ არა ეკლესიას, საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს ეჭვი და არსებობს ჭორი, რომელიც ძალიან ხშირად არ შეიძლება სიმართლის მარცვალს არ შეიცავდეს.

პატრიარქი აცხადებს: ნუ ჩაერევით პოლიტიკაში მღვდელმსახურებო, ეკლესია ყოველთვის ნეიტრალური იყო, შეინარჩუნეთ ზომიერებაო, მაგრამ მეუფე იაკობი კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ხან საჯაროდ, ერში, ხან ამბიონიდან მრევლისთვის და თან დასძენს, პატრიარქის მოწოდება მე არ მეხებოდა, მე არ ვქადაგებ პოლიტიკურადო.

თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების დროს მიუთითებდნენ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს: საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთაო. მრევლს მოუწოდებდა, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაეშვათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვებაო.

ძალიან მერყეობს ეს ჩვენი მეუფე, რაღაც, ძალიან…

აბა, რას უნდა ნიშნავდეს ის განცხადება, რაც მან ამერიკაში ვიზიტის მერე გააკეთა: „ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატიაო“?
რელიგიის ისტორიისა და წმინდანების ნაშრომების გათვალისწინებით, მეუფე რუსეთზე სხვა რამეს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ...
საბჭოთა კავშირის პირობებში აღზრდილი იერარქიის მემკვიდრე სასულიეროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ხელდამსხმელი არაფერზე ფიქრობდა, გარდა სასულიერო პირთა რაოდენობისა.


გარკვული დროის წინ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, სადაც იუწყებოდნენ, რომ ბულგარეთში საეკლესიო კრიზისი მძვინვარებდა. სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვდნენ, რომელთა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა. შედეგმა მრევლი შეძრა. სპეცსამსახურებთან კავშირში არ აღმოჩნდა თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, მათ შორის პატრიარქიც. დანარჩენები КГБ-სთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა.

ეს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად მოვიტანე, რომ ლუსტრაცია არა ხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სასულიერო პირებშიც უნდა მოხდეს და გაირკვეს ბოლოს და ბოლოს, ვინ რატომ აქტიურობს ასე თავგამოდებით პოლიტიკურ ასპარეზზე…


2003 წელს ბოდბელი ეპისკოპოსი კონმეუფე იაკობი სტანტინე იაკობაშვილი, ბერად აღიკვეცა და მერე უკვე 2010 წლიდან იწყება მისი იერარქიული სვლა ზემოთ, ეპის- კოპოსის ტიტულამდე. მოარული ხმებით, ქორეპისკოპოსს პატრიარქის ტახტისკენ უჭირავს თვალი.

უკვე მერამდენე პირზე ვწერ, რომლებსაც პატრიარქობა უნდა, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ტახტი ერთია – მსურველი ბევრი.

„მინდა მასმედიას ვთხოვო – ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით, თორემ იცით, სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს… ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არა ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ". – ბრძანა ამას წინათ ბოდბელმა ქორეპისკოპოსმა.

მეტი თავმდაბლობა გმართებთ მეუფეო, ასე აშკარად მითითება – რაც თქვენი საქმე არ არისო და პატარა ბავშვივით თითის დაქნევა არ ეკუთვნის მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილ ქართულ მასმედიას!..

მაგრამ კვლავაც იმუქრებით, მეუფეო: თუ საჭირო გახდება, ჩვენს ძალას გაჩვენებთ, ნახევარ მილიონ ადამიანს გამოვიყვან ქუჩაშიო. რისი ნახევარი მილიონის გამომყვანი ხარ შენ… _ არ გამომყვანის ასე და ისეო, _ დაუწერა ვიღაცამ ფეისბუკზე მეუფეს.

თუ ამდენი ადამიანის გამოყვანა შეგეძლოთ, გამოგეყვანათ, მეუფევ, იმ დროში, როცა "ნაცმოძრაობა" უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ქათმებივით ხოცავდა, როცა 2500 ადამიანი ციხეში ჰყავდა გამომწყდეული, როცა ცხინვალიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა და ადგილობრივ ქართველობას გავეშებული მტრის პირისპირ ღვთის ანაბარა ტოვებდა, როცა 12 აგვისტოს ჯერ კიდევ გაუციებელი ქართველი ბიჭების ცხედრებზე ცეკვავდა და "გამარჯებას" ზეიმობდა.

გამოგეყვანათ მაშინ, მეუფე, ის 500 000 ქართველი. 500 000-ს თავი დავანებოთ, 5000 კაცი გამოგეყვანათ, ჯანდაბას, 500 კაცი მაინც გამოგეყვანათ, ამდენს თუ ვერ მოახერხებდით, 50 კაცი გამოგეყვანათ, ან სულაც 5, ან მარტო გამოსულიყავით, თუ საქართველო ასე გიყვარდათ.

ხანდახან მგონია, რომ ნატოში და ევროკავშირში შესვლა სამოთხეში შესვლაში გეშლებათ, მეუფევ _ სულ ნატო და ევროკავშირი რომ გაკერიათ პირზე, უფრო შორს რომ არ წავიდეთ, ერთი ის იკითხეთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი „ცხვარი“ დაკარგეთ, რამდენი ადამიანი გახდა იეღოველი, 50-იანელი, ბაპტისტი, რამდენი შეუერთდა სხვადასხვა მწვალებლურ სექტებს იმის გამო, რომ თქვენ, მეტწილად, სამშენებლო ბიზნესით იყავით დაკავებული, მიწების დაკანონებას და სიმდიდრის დაგროვებას ჩქარობდით და მრევლისთვის ვეღარ მოიცალეთ?

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ამასობაში „მგელმა“ გააჩანაგა თქვენი ფარა და ვინც დარჩა, აღარც მათშია რწმენა, იმედი და სიყვარული.


ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
30-09-2018, 09:30


დანიაში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებამ, რომ ნამდვილი დანიელები და ნამდვილი ფრანგები არ არსებობენ, და მისმა კრიტიკამ იმ ხალხის მიმართ, ვინც ღია არ არის დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ცვლილებებს ეწინააღმეგება.

დანიელ სტუდენტებს მაკრონმა განუცხადა “თქვენი ენაც კი მხოლოდ დანიური არ არის, ის ევროპულია. იგივე მოცემულობაა ფრანგების შემთხვევაშიც,”ამავე დროს მაკრონმა გააკრიტიკა ფრანგები, რომლებიც ღია არ არიან დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ჯიუტად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს…საზოგადოების აზრი და დარდიც როგორც ჩანს გლობალიზაციის „სინათლით“დაბნელებულ ევროპელ „პირველებსაც“ნაკლებად აღელვებთ…

ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი პიერ რაბი ხუთიოდე წლის წინ თითქოს მარტივად, მაგრამ საინტერესოდ უხსნიდა გატანჯულ საზოგადოებას, რომ კრიზისი ადამიანურია, სულიერია, ღრმაა, გარეგნულად, ერთის შეხედვით ფინანსურია, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა გავიგოთ რომ ის უწინარეს ყოვლისა შინაგანი და ფსიქოლოგიურია, მისი საწყისი ღრმა მიზეზები არის ადამიანის შიგნით, მის სიღრმეში. ეს მიზეზებია სულიერ და კულტურულ ღირებულებათა, ეთიკის, საერთო აზრის, საერთო პრობლემების, საერთო ამოცანების და საერთო ინტერესის განცდის დაკარგვა და ესაა ადამიანის მრავალი ნაკლის სიხარბის, სიძუნწის, ეგოიზმის, მომხვეჭებლობის, ძალაუფლებისკენ სწრაფვის, სხვებზე ბატონობის, სხვათა გაკონტროლების სურვილის შედეგი. დღევანდელი ადამიანი არსებითად გადაიქცა მატერიალისტ, ასოციალურ და ეგოისტ, ათეისტ ვინმედ და მან დაივიწყა ან უარყო თავისი ფუნდამენტური ღირებულებები.

დღევანდელი ადამიანი ნაკლებად გულწრფელია და ის ჩამოშორდა ეთიკას. ის აღარაფრად აგდებს ღვთაებრივ ძალებს და თაყვანს სცემს საკუთარ თავს. დღევანდელი ადამიანი მოხიბლა და გადააგვარა მისმა საკუთარმა სურვილებმა, მისწრაფებებმა, გარყვნილობამ. დღევანდელი ადამიანის მიზანია სიამოვნება და მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭა იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. მან დაივიწყა მთავარი: ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა, სინდისთან, გონიერებასთან მჭიდროდ დაკავშირებული რაღაცა რასაც ვერ იპოვი გარე სამყაროში და მით უმეტეს ვერ იპოვი უსასრულო თავაშვებულობა ავხორცობაში. ბედნიერება არის ბუნებასთან, ჩვენს დედა-მიწასთან, სამყაროს ყველა არსებებთან და ძალებთან ჰარმონიის ნაყოფი. ჩვენი ცივილიზაცია უფსკრულისკენ მიექანება და მას ვერაფერი უშველის მანამდე სანამ გვამოძრავებს ეგოიზმი და სანამ რაღაც გამორჩენის გულისთვის ყველა ებრძვის ყველას. პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლება სამყარო. ყველაფერი მოდის ჩვენი შინაგანი სამყაროდან, ყველაფერი გამოიკვეთება ჩვენი სულიდან, ფსიქიკიდან ფიზიკური სამყაროსკენ, აი რატომაა აბსოლუტურად ფუნდამენტალური შინაგანი ფსიქოლოგიური ასპექტი. აი რატომ ეწერა ძველ საბერძნეთში დელფოს აპოლონის ტაძრის კართან: „ადამიანო, შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს და ღმერთებს“. მაგრამ დღეს არის ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, პოლიტიკური კრიზისები, ირგვლივ ინგრევა და ქრება სახელმწიფოები, დახეტიალობენ ომებისგან თუ კლიმატური კატასტროფებისგან გაგიჟებულ ადამიანთა მასები. მარტო 2015- წელს გერმანიაში დაასახლეს ორ მილიონზე მეტი მიგრანტი. არის ტერორიზმიც. ყველაფერი ეს იწვევს შინაგან, სულიერ კრიზისებს. მეთვრამეტე საუკუნიდან დაწყებულ და წყვეტილად მიმდინარე დექრისტიანიზაციის პროცესსაც აქვს თავისი შედეგები…

ადამიანებმა, მათ შორის ევროპელებმაც, დაკარგეს მოსვენება და ისინი ეძებენ სულიერების წყაროებს ევროპის გარეთაც…

2017 წლის დასაწყისში გარდაცვალებამდე ცვეტან ტოდოროვმა თავის დასმულ კითხვას – რა უნდა გვახსოვდეს მეოცე საუკუნიდან რომელმაც ნახა რომ გულუხვი უტოპიები გადაიქცნენ ყველაზე უარეს ტოტალიტარიზმებად? მან ასეთი პასუხი გასცა — კომუნიზმი იყო დაპირება რომელმაც მოხიბლა მილიონები. ნაციზმმა ვერ მოხიბლა ამდენი. ნაცისტური პროპაგანდა ვერ მოგატყუებს ისე როგორც მოგატყუებს კომუნისტური პროექტი… კომუნისტები ინანიებენ და ანტიკომუნისტები ხდებიან, რითაც ინარჩუნებენ სიმპატიის კაპიტალს და იღებენ ნობელის და იმანუილ კანტის პრემიებს. არ დავივიწყოთ რომ მსოფლიოს უდიდესმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ აშშ-მ, მოსპო ჰიროსიმა და ნაგასაკი 1945 წელს. იაპონიისთვის ატომური ყუმბარების დაშენა გაამართლეს იაპონური მილიტარიზმის ოდიოზური ბუნებით და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აუცილებლობით, მსხვერპლთა „უსასრულოდ მეტი რაოდენობის“ არდაშვების სურვილით. მაგრამ ეს არგუმენტები არაა დამაჯერებელი. შესაძლებელი იყო ომის სხვა საშუალებებით დამთავრება. 

ტოდოროვი განმარტავდა, რომ მილოშევიჩის „საზიზღარი“ რეჟიმისთვის ბოლოს მოღება და იუგოსლავიის ტერიტორიაზე სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა კარგი მიზანი იყო, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არ იყო საჭირო ამ ქვეყნის კიდევ უფრო დანგრევა, სერბებს და ალბანელებს შორის ისეთი სიძულვილის ჩამოგდება, რომელიც არ ჩაწყნარდება არც ექვსი თაობის შემდეგ. არსებობს საშინელი გამოთქმა “ჰუმანიტარული ომი“ სამწუხაროა, რომ ეს გამოთქმა დაწერა ვაცლავ ჰაველის კალამმა კაცისა ვინც ესოდენ აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას ტოტალიტარიზმს. ვაცლავ ჰაველი ლაპარაკობს „ეთიკურ ომზე~ და „ჰუმანიტარულ ბომბებზე“, ბომბი მუდამ სასტიკი და ულმობელია მიუხედავად იმისა რომ არსებობს სამართლიანი ომები. მე არ ვარ პაციფისტი ამბობდა ტოდოროვი და განმარტავს, რომ ომი რომელიც ცდილობს გენოციდის გაჩერებას გამართლებულია. დღეს ვიცით რომ ასე არ ყოფილა კოსოვოში. ეს ალბათ არის ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი გაკვეთილი, აღარ უნდა გჯეროდეს რომ პროექტი კარგია თუ კი ამ პროექტის განხორციელებამ გამოიწვია ტრაღედიები. უნდა გავიგოთ რომ პროექტში რომელიც გულისხმობს სხვებისთვის სიკეთის დაძალებას ბომბებით და ასე შემდეგ, არის რაღაცა რასაც მოყვება დიდი ბოროტება. 

ვიეტნამის დაპყრობისას წვავდნენ და კლავდნენ, მაგრამ ჰანოიმდე მისულმა ბერტმა პირველ რიგში ადამიანის უფლებათა დეკლარაცია დაამაგრა ახლად დანგრეულ სასახლეზე. უნდა უარვყოთ სიკეთის აბსოლუტური განსაზღვრება, სულ მცირე არ უნდა ვენდოთ მას? უბრალოდ სიკეთე არ უნდა გავაიგივოთ სოციალურ პროექტთან. თვითონ საზოგადოება როგორც მთლიანობა არ იქნება სიკეთე. სოციალური უსაფრთხოება, სახელმწიფო, სახელმწიფო ტრანსპორტი, ტელევიზორი კარგია, მაგრამ სიკეთე სხვაა…ინდივიდი კარგია მაგრამ არა ბაზრის, ულტრალიბერალური ეკონომიკის აზრით. ცვეტან ტოდოროვი გახლავთ ავტორი წიგნისა “ ბოროტების ხსოვნა, სიკეთით ცდუნება” სადაც კითხვას დარჩება თუ არა მეოცე საუკუნე ისტორიისთვის სტალინის და ჰიტლერის საუკუნედ? ასე პასუხობს-შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ეს მეტისმეტად დიდი პატივი იქნება ტირანებისთვის. 

ქეთევან ზარნაძე

მეტის ნახვა
29-09-2018, 13:00