სარეკლამო ადგილი

947x125



ისრაელში ჟურნალისტები და მთავრობა გამუდმებით ომობს, მაგრამ ახერხებენ თანაცხოვრებას ისე, რომ სისხლი „არ იღვრება.“ მხედველობაში მაქვს ამჟამად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს მისამართით წარდგენილი „ჟურნალისტური გამოძიების“ მასალები, რომლითაც მისი სკანდალში გახვევა შეძლეს, მაგრამ დანაშაულში მხილება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
საქმე გრძელდება.


ეს ე.წ. „საქმე 3000“-ად ცნობილი სისხლის სამართლის საქმე ისრაელის ისტორიაში უდიდეს კორუფციული სკანდალად უკვე მოინათლა. რაც შეეხება მთავრობის და ჟურნალისტის „მშვიდობიან“ თანაცხოვრებას, ჟურნალისტი დრუკერი ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიმანის სტიპენდიანტი ისრაელის ტელევიზიის „მე-10 არხის პოლიტიკური დამკვირვებელი“ და „ჟურნალისტური გამოძიების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის „ჟურნალისტურმა გამოძიებამ“ ისრაელის პოლიტიკაზე არაერთხელ მოახდინა სრულიად სერიოზული ზეგავლენა ისევე, როგორც წლების განმავლობაში მის მიერ ჩატარებულმა სხვა გამოძიებებმა. საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანს მთავრობის მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვა.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ 2014 წელს მისი ჟურნალისტური გამოძიება არაკომერციულ ორგანიზაცია „ებრაულ ნაციონალურ ფონდს“ შეეხო. ეს ფონდი ისრაელის მთლიანი მიწის ფართობების 13% -ს ფლობს. ჟურნალისტმა გამოაქვეყნა მასალები, რომლითაც ფონდის მესვეურებს, პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლების საეჭვო შეთანხმებებში და პოლიტიკურად მოტივირებული პროექტების განხორციელებაში ამხელდა. 2006 წლის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ვაჟი და ქნესეთის წევრები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი კადრების დანიშვნაში ამხილა. არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ კენჭისყრის გაყალბების კადრები გამოაქვეყნა, რასაც, სამართალდამცავების მხრიდან, დაინტერესება და გამოძიება მოჰყვა. ასევე მისი ჟურნალისტური გამოძიება გახდა მაღალი დონის დაინტერსების საგანი, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის დოკუმენტური მასალებიდან გაჟონილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მასში ლიკუდის წევრების სხვადასხვა დაპირებები იყო დასახელებული. 2008 წელს დრკერმა გამოაქვეყნა მასალები ბენიამინ ნათანიაჰუსა და მისი მეუღლის ლონდონში მოგზაურობის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ვიზიტები კერძო დონორების მიერ იყო დაფინანსებული და „ეთიკის კომიტეტის“ მიერ სათანადოდ დამტკიცებული არ ყოფილა. სკანდალი ისრაელის პოლიტიკაში ცნობილი გახდა, როგორც “ბიბი-ტურების” (“ბიბი” ნეთანიაჰუს მეტსახელი) შედეგად პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტ დრუკერს ორმაგი სტანდარტებისთვის უჩივლა. ჟურნალისტს ასევე, სურდა დაემტკიცებინა, რომ ნეთანიაჰუს შვილმა – იირმა მიიღო ავსტრალიელი მილიარდერი ჯეიმს პაკერისგან ძვირფასი საჩუქრები. საკითხმა ისრაელის პოლიცია დააინტერესა და გამოძიების დაწყება გამოიწვია. ნეთანიაჰუმ ჟურნალისტს სოციალური ქსელების მეშვეობით უპასუხა და მისი და მეუღლის „დევნაში” დაადანაშაულა. „მე-10 არხს” კი „რადიკალური მემარცხენე“ უწოდა. ყოველივეს გამო ისრაელის მედიაში ამ ჟურნალისტის უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

თუმცა არც ამას შეუშლია ხელი დრუკერისთვის „ჟურნალისტური გამოძიება“ გაეგრძელებინა. მეტიც, 2016 წელს ისრაელის ტელევიზიის „მეათე არხმა“ გამოაქვენა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ ისრაელის მიერ გერმანიისგან სამი წყალქვეშა გემისა და 4 სამხედრო-საომარ კატერის შეძენასთან დაკავშირებით დაშვებული იყო დარღვევები. ჟურნალისტური გამოძიების ავტორი რავივ დრუკერი ამტკიცებდა, რომ მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ტუსენ კრუპთან“ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებებს მიკი ჰანორი – ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი წარმართავდა, რომლის კომპანია „მგ 2015 შპს“ მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე ოფიციალურ შუამავლად იყო დაფიქსირებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანი გარიგების ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდი იყო. ჟურნალისტის თუნდაც სრულიად მოკრძალებული დაანგარიშებით, განორის ჰონორარი სულ ცოტა 30 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. ამასთან, ჟურნალისტების მთელი ყურადღება მიიქცია იმან, რომ გაირკვა: მიკი განორს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ისრაელელი იურისტი – დავით შარმონი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბიძაშვილი და პირადი ადვოკატი.

ჟურნალისტური გამოძიება ზოგადად, საუბრის სხვა თემაა და მიზანი ხშირად აისბერგივით წყალქვეშ იმალება. ამ შემთხვევაში კი ცხადია, ავტორებისთვის სამიზნე პრემიერ-მინისტრი იყო და სვამდნენ შეკითხვას, იყო თუ არა ცნობილი მისთვის ამ კავშირების შესახებ. მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი მოითხოვდა დამატებით გემებს არმიის საჭიროებისთვის, მაშინ, როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი წინააღმდეგი იყო და ამტკიცებდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები საკმარისად არის აღჭურვილი. საკმარისია ისიც, რომ ჰყავს 6 ასეთი გემი. ჟურნალისტებმა იცოდნენ ისიც, რომ მას აგრეთვე არ მოსწონდა რომ ზღვაზე გაზის ადგილსამყოფელის დასაცავად 4 საპატრულო კატერის შესყიდვა არ ითვალისწინებდა ტენდერებს, როგორც ამას ისრაელის კანონმდებლობა მოითხოვს.

ამ საკითხებზე ისრაელის სამართალდამცავები მუშაობენ. გარწმუნებთ, ეს ის ხალხია, რომლებსაც არაფერი დაემალება, რაც არაერთხელ დაამტკიცეს. ჟურნალისტის მიერ ხმაურიანი პუბლიკაცების შემდეგ დავით შიმრონმა განაცხადა, რომ გერმანული წყალქვეშა გემების საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა და საკუთარი ნებით „სიცრუის დეტექტორზეც“ გაიარა გამოცდა. ასევე, ნეთანიაჰუს გარემოცვაშია აღნიშნავდნენ, რომ არაფერი იცოდნენ შიმრონისა და გერმანული კომპანიის კავშირებზე, და ყველა გადაწყვეტილებას გემების შესყიდვასთან დაკავშირებით იღებდნენ პროფესიონალი სამხედროების შეფასებისგან და გადაწყვეტილება განპირობებული იყო ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვით.
ცხადია, საგამოძიებო მასალა ავტომატურად ბრალის დადებას არ ნიშნავს. ბუნებრივია, პოლიცია და ისრაელის სახელმწიფო იურიდიული მრჩევლის ამ განცხადებებს არ ენდო და საკუთარი საფუძვლიანი კვლევების შემდეგ 2017 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება „მეათე არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით. 6 თვის განმავლობაში პოლიცია აგროვებდა აუცილებელ ინფორმაციებს. იწვევდა ჩვენების მისაცემად პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ყოფილ სამხედროებს.

ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც მთავრობის ზრუნვა საკუთარ ქვეყანაზე. მეტიც, საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გავიდა და გასული წლის ზაფხულის ერთ დილას პოლიციამ ერთდროულად დასაკითხად ექვსი ადამიანი დააკავა, რომელთა შორის იყვნენ: მიკი ჰონორი – ბიზნესმენი; ელიზერ მარომი – ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი; ავრიელ ბარ-იოსეფი – გადამდგარი გენერალი – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მეთაურის მოადგილე და თავად ადვოკატი დავით შიმრონი. თითოეული მათგანის დაკითხვა, სულ ცოტა, 12 საათი გრძელდებოდა, თუმცა, უცნობია, რა შეკითხვები ჰქონდათ მათდამი. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნათანიაჰუს ამ საკითხისადმი არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა. ამიტომ კარგა ხანს უცნობი იყო საკითხთან დაკავშირებით დაკითხავდნენ თუ არა პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს და მაინც, ისრაელის პოლიცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დასაკითხად იერუსალიმის რეზიდენციაში შევიდა.

ისრაელის ბეჭდვითი ორგანოები ყოველდღიურად აქვეყნებენ ნაწყვეტებს გამომძიებლების ხელთ არსებული დოკუმენტებიდან. მაგალითად, გამოცემა „ნაარეტზი“ ამტკიცებს, რომ გამომძიებლების დაეჭვება გამოიწვია გადამდგარი კონტრ-ადმირალ მარომის ქმედებებმა ზოგადად და მისმა ხშირმა მოგზაურობებმა გერმანიაში. ეჭვობენ, რომ მან ჯერ კიდევ მოქმედ სამსახურში ყოფნისას გახსნა საბანკო ანგარიშები გერმანიასა და კიპრში. გერმანიიდან აქ მოხვედრილი თანხები შემოდიოდა ბანკში, როგორც „აუცილებელი (საჭირო, გაუთვალისწინებელი) ხარჯები“.

ამ ხმაურიან საქმეში ბევრი ეჭვმიტანილის ჩათვლა შეიძლება პრემიერის უახლოესი გარემოცვიდან. ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს მის პოპულარობაზე, სხვა რომ არაფერი იყოს, საქმის ბოლომდე მიყვანას და „საბრალდებო დასკვნების“ გამოქვეყნებას ითხოვენ ისრაელის პოლიტიკოსები, ძირითადად ისინი, ვინც ოპოზიციაში უდგანან პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. მაგალითად, ოპოზიციური პარტიის „ეშ ატიდის“ მეთაური და ყოფილი მინისტრი იარ ლაპიდი აცხადებს: „გამოძიება გრძელდება. ბევრი რამ უცნობია ჩვენთვის. მაგრამ ვიცით და არავინ უარყოფს იმას, რაც დღესავით ნათელია – თავდაცვის სამინისტროდან, საგანგებო ნებართვის გარეშე გადარიცხული იყო უზარმაზარი თანხები საბანკო ანგარიშებზე გერმანიასა და კიპრში, ხოლო შემდეგ თანხები დაბრუნდა იმ ადამინების ჯიბეებში, ვინც დაახლოებულები არიან მთავრობის მეთაურთან. ეს წარმოუდგენელია“. ამავე დროს ბევრი პოლიტიკოსი უკვე ემზადება შესაძლო ვადამდელ არჩევნებამდე და იმედოვნებს, რომ გამოძიება თუნდაც სრულიად არ შეეხოს ნეთანიაჰუს, ეს ამბავი მაინც მოახდენს გავლენას მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერები ბლომად ჰყავს. მაგრამ პიროვნული პატიოსნება და ღირსებაც არანაკლებ როლს ასრულებს მის სასარგებლოდ. „ტემპები დაწიეთ, კიდევ დიდხანს ვიქნები თქვენთან. ისრაელის მოსახლეობა თქვენს სიმართლეში გინდათ დააჯეროთ? გეთაყვა, დადეთ თქვენი დასკვნები, ჩვენ ჩვენს პოზიციას და მიღწევებს წარმოვადგენთ და დაე, საზოგადოებამ განსაჯოს. ამაშია დემოკრატიის არსი, – აცხადებს ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოპოზიცია არა და არ ჩერდება. ხან რას აბრალებენ და ხან _ რას, მაგრამ მისი დადანაშაულება ვერა და ვერ შეძლეს. მხილების მცდელობები კი გრძელდება. მეტიც, მთელი სერიალებია, რომელთაგან არც ერთს არ ტოვებს პოლიცია უყურადღებოდ. ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში მოელიან, რომ მალე ისრაელის პოლიცია საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენს ქვეყნის მთავრობის იურიდიულ მრჩეველს ავიჰაი მანდელბლიტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მთავარი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გამოიტანონ თუ არა „საბრალდებო დასკვნა“.

პირადად ვეთანხმები ისრაელის სახელმწიფოს ხელმძღვანელს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს და ოპონენტებს მოუწოდებს „ნაადრევად ნუ იდღესასწაულებენ გამარჯვებას და გადადონ წვეულება მოტივით: „არაფერი იქნება, რადგან არაფერი არ არის“, თუმცა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სასამართლო გამოძიება საკუთარ დასკვნას ჩემი აზრის გაუთვალისწინებლად გააკეთებს.

ქეთვან ჩემია 
სპეციალურად „საერთო გაზეთისთვის“ ისრაელიდან



მეტის ნახვა
22-03-2018, 13:00


არცთუ დიდი ხნის უკან, ხმა გავრცელდა, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ფრანგულ რესტორანში, უცნობმა პირმა გვარამიას ისეთი ჩაარტყა თავში, რომ მას შემდეგ გვარამიას ქრონიკული ტვინის შერყევა ჭირსო.

ჰოდა ამ გვარამიამ, ქრონიკული ტვინის შერყევით, დეკანოზ მამალაძის ადვოკატობა გადაქყვიტა – ალალ-მართალი კაცი ციხიდან უნდა ვიხსნათო. როგორც ბოროტი ხმები ამტკიცებენ, გვარამიას გაადვოკატრბა იმას გამოუწვევია თურმე, რომ "მამა ციანიდს" საპატიმროდან შემოუთვლია, აღარ ძალმიძს აქ ყურყუტი, მომხედეთ ვინმემ, გამომათრიეთ ამ ოთხი კედლიდან, თორემ მოშიაშვილზე ("თეთრი ბაირაღები" ნოდარ დუმბაძე) არანაკლებ სისუსტეს ვატყობ ჩემს თავს, მოვაღებ პირს და ისე ჩამოვარაკრაკებ ე.წ "ციანიდის საქმის" ნამდვილ ამბავს, ბევრს მოვიჯენ გვერდით, მათ შორის "ნაცებიდანაცო".

გვარამია-ტვინი რომ არ გამომხტარიყო ადვოკატად, ე. წ "ციანიდის საქმეზე" სათქმელი მრავალგზის და მრავალგვარად ითქვა, მაგრამ ჭინკები როცა ჩვეული დავლურის დავლას აპირებენ, ცოტა მაინც ხომ უნდა შეუხრჩოლო?

შეძლებისდაგვარად მოკლედ გადავხედოთ რა მოცემულობაში ამოხტა გვარამია - როცა "მამა ციანიდი" წლობით იზოლირებამისჯილია. ეს ჩვენის პატივცემული "ტვინი" რატომ მანამდე არ გაიქაჩა მის ადვოკატობაზე, როცა საქმე გავარვარებული იყო, რაო, მანამდე იმედიანად იყო?

აბა, გავიხსენოთ! მისი ადვოკატი ცხელ ამბავზე ამბობდა, რომ გიორგი მამალაძემ პროკურატურისგან მისი ოჯახის წევრების დაცვა მოითხოვა, რაზეც დაცვის მხარე ამბობდა: ძალიან ბევრი ისეთი კითხვები დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილი. დავასაბუთებთ რის საფუძველზე უნდა მოხდეს ეს და რატომ ითხოვს, ეს მათი პრეროგატივაა, უნდა იმსჯელონო.

გამოეყო დაცვა თუ არ გამოეყო, ეს სხვა საკითხია, ფაქტი ისაა რომ არაფერი შემატებია "ციანიდის საქმეს", "მამა ციანიდს" მხოლოდ ნიკა გვარამიაღა დარჩა იმედად. კაცი ამდენი ხანია ასეთ სკანდალურ საკითხზე ყურყუტებს "ვირის აბანოში" და ახლაღა მოუნდა და ისიც გვარამიასთან ისეთი შოკისმომგვრელი ამბების მოყოლა რომ მრავლისმნახველ გვარამიას ყბა მოენგრა?

ზოგადად, თუ გადავხედავთ "მამა ციანიდის" გულშემატკივართა წრეს, რატომღაც ყველანი ისეთი პირები აღმოჩნდებიან, ხალხი "მამალ ნაცებს" რომ უწოდებს და არც თვითონ უარყოფენ რაიმე ფორმით. ჰოდა, ახლა ეს ახლადგამომცხვარი ადვოკატი გამოხტა და აგორგოლავებს, დეკანოზ მამალაძისგან თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრისა და მისი სიძის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას მოითხოვდნენო; ასევე, მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილიცო; უნდა ეთქვა, რომ თითქოს გერმანიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად სააკაშვილი და მიმდინარეობდა მოლაპარაკებაო; საქმე ვერ შეიკერა და გადაწყვიტეს, ვითომ შორენა თეთრუაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოკვლა უნდოდაო; თეთრუაშვილის სოცოცხლის ხელყოფას ციანიდი რად უნდოდა, ყოველდღე ხედავდა, რატომ გაირთულებდა საქმეს, როდესაც ციანიდი ურთულესი მოსაპოვებელი საწამლავი არისო…

აბა, ამან რა უნდა იადვოკატოს, ჰა?

ახლა აიტეხა, პრეზიდენტი მესაუბროს ამ თემაზე, რადგან "მამა ციანიდი" ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მძევალიაო. არა, განა პირადად ვერ დავუკავშირდები პრეზიდენტს, მაგრამ საჯაროდ მინდაო… უნდა, ვა!

თურმე "მამა ციანიდი" არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტიც ჩართულია მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში და არც იმას, რომ პრეზიდენტზეც მიმდინარეობდეს ზეწოლა. მოკლედ, "ტვინმა" გვარამიამ ღია ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა "ვეტოდებიას", არ ამყვები და მერე ნახე სეირიო… არაადექვატური "მარგველა" თუ გადაირია და ახლა გვარამიას მოთხოვნას დაადო "ვეტო", აი, მაშინ იქნება გამიშვი და გამატარე…

ორი დიდი ინსტიტუტი, სახელმწიფო და ეკლესია გაერთიანებულა ერთი, არაფრით გამორჩეული დეკანოზის წინააღმდეგ და შეთქმულება მოუწყვიათ, ციანიდი "ჩოუდვიათ".

მამა გიორგის ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი როგორც ეკლესიის შიგნით პროცესებზე, ასევე, იმ დაჯგუფებაზე, რომელიც არის სახელმწიფოს გავლენების ქვეშ და სწორედ ამიტომ მოაქციეს იზოლაციაშიო, საკმაოდ უსიამოვნო შინაარსის საკითხებიაო – ამბობს გვარამია. ამ გვარამიას აქამდე თავი ედო ბალიშზე თუ გენმოდიფიცირებული გოგრა…

თქვეს, ბიძია, თქვეს ყველაფერი ვისაც არ დაეზარა, ყველამ ყველაფერი თქვა, მხოლოდ "მამა ციანიდია" აქამდე ჩუმად, რადგან ჯერ კიდევ აქვს იმედი რომ მის წონა ოქროს დადებენ ვიღაცეები და დაუძახებენ "მამალაძე, ს ვეჩამიო~, მაგრამ ის მისი ბლანჯოები ან ნამეტანი წუწურაქები აღმოჩდნენ, ან მეთოდები დაუძველდათ… 

სათქმელი აქვს "მამა ციანიდსო"… რაც მას სათქმელი ჰქონდა, იქ ჰქონდა ბურთი და მოედანი და ეთქვა!
პატრიარქის ტახტამდე მას ვერავინ მიასუნინებდა და რა უნდა თქვას, მეუფე დიმიტრი, მეუფე აბრაამი, მეუფე დანიელი, მეუფე კალისტრატე და მეუფე პეტრე რომ ქიშპობდნენ ერთმანეთში ამის გამო, მე მოვყევი გაუგებრობაშიო?

თუ, ის უნდა მოყვეს, რომ მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძე და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მძახალი ყოფილა, მაგრამ მეუფე დიმიტრის სულაც არ სწვავდა "მამა ციანიდის"  საპატიმროში მონახულების სურვილი? დეკანოზს, ამაზე "ტვინთანაც" გამოუთქვამს წუხილი, სრული უყურადღებობა და პირიქით, აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა მეუფე დიმიტრის მხრიდანო, არადა, მნიშვნელოვანწილად მის გამო ვიმყოფები ციხეშიო.

ბიჯოო, იმავე მეუფეზე თუ აიძულებდნენ ხელის დადებას და მის სიძეზე, ეს კიდევ ამბობს აი, არ დავადეო, ალალმართალი და `ტვინიანი~ პერსონებისგან ამგვარების ბჟუტური, ცოტა არადამაჯერებლად ჩანს, ადექვატურობაზე რომ არაფერი ვთქვათ…

შესაძლოა, იმის მოყოლა სურდეს, რომ საჯარო რეესტრში მის სახელზე ოთხი კომპანია ("დიმოილი", ტოროქსი", კარო ოპტიმუსი", "სუერტე") იყო რეგისტრირებული და ამ შპს-ებში წილები ერიცხებოდა? არ იქნებოდა ურიგო წილები, `დიმოილის~ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ხომ სარფიან საქმიანობად არის ცნობილი: ნავთობპროდუქტების შემოტანა და რეალიზება; ავტოგასამართი სადგურების ორგანიზება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სავაჭრო ქსელების შექმნა და ექსპლოატაცია; სასტუმრო და რესტორნის ბიზნესი; ტურისტული ბიზნესის მომსახურება. დანარჩენ სამს უკრაინის მოქალაქეებთან ერთად ფლობდა და მისი წილი, ოფიციალური მონაცემებით 25% ყოფილა.

ბევრის რამის გახსენება და მოყოლა შეიძლება იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც "მამა ციანიდის" გარშემო ტრიალებდა და ტრიალებს, იცავდა (ადვოკატების გარდა) და დაიცავს, დაწყებული ბიზნესმენ და სპეცრაზმელ, მცველ და კიდევ უამრავ რამ სოსო ოხანაშვილიდან, დამთავრებული შაშკინის ტარას შავშიშვილით და ნაპროკურპორალ გვარამიას თამადობით.

გიორგი ჩხეიძე

მეტის ნახვა
22-03-2018, 13:00


მუდმივად დგას დილემა: უნდა დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს.

დალაპარაკებას მაშინ ჰქონდა აზრი, როდესაც პუტინმა შემოგვთავაზა ორჯერ თუ სამჯერ (მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღიარებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი"…) — საინტერესოა, რა სურდა მას, ჩვენ ეს უნდა გაგვეგო!
მაგრამ ჩვენი მხრიდან — ნაცების გავლენით — მხოლოდ დუმილი და აგრესია მიიღო. ჩვენ "აღიარებული"~ სეპარატისტული რეჟიმები მივიღეთ!..

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებას — მტერთან პირდაპირ საუბარს — ალტერნატივა არც ახლა აქვს… სხვა შენს მაგივრად შენს ინტერესს ვერ და არ დაიცავს…
სამწუხაროდ, რუსეთს არ ჰყავს ისეთი მტერი, ვისიც შეეშინდება და არც ისეთი მოყვარე, ვისიც შეეხათრება და დაუჯერებს. ამდენად, ამაოდ ირჯებიან (და წყალს ნაყავენ) სხვათა მოიმედენი: ნაცები და მისთანანი…

ჩვენი მეფეები პირადად ელაპარაკებოდნენ მათ, ყველაზე სასტიკ მტერს: მონღოლს, სპარსელს, ოსმალოს, რომაელს და ა. შ.
ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.

ამდენად, სწორი და მართებული იყო კვირიკაშვილის მიმართვა, ოღონდ დაგვიანებული… მაგრამ სხვა გზა არ არსებობს…
ნაცების მიერ დანგრეული და ობის ბურუსში (და სისხლში) ჩამთხვეული ქვეყანა ძნელი გადასარჩენია, მით უფრო, ნაცების ინტერესში არ შედის ასეთი რამ: რომ მათი "გაფუჭებული" სხვამ გაასწოროს. ამიტომ ნაცები სახიფათო "ნაღმებს" უდებენ საკუთარ ხელისუფლებას, ივანიშვილს, ეკლესიას და, ზოგადად, ერს…

სენტენცია:

"…კარგი ის არის, "ვინც გამორჩევით მქნელია"~! — ამბობს ყველა დროის ყველაზე დიდი გენიოსი რუსთაველი!

"ვეფხისტყაოსანში" ყველაფერი წერია, რაც ბიბლიაში წერია და რაც იქ არ არის — ისიც…

ომი როგორ უნდა მოიგო, ისიც წერია და "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს" — ისიც…

წერია ისიც, რომ: "კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი" — ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ნაცებმა და რესპუბლიკელმა კაცებმა და დიაცებმა!

უვიც ნაცებს და რესპუბლიკელ "ნარატივებს" (სამადაშვილებს და სამნიძეებს) რუსთაველი რომ ჰქონდეთ ნასწავლი (თუნდაც წაკითხული), ასე არ მოიქცეოდნენ, როგორც იქცევიან, ექნებოდათ ოდნავი ზრდილობა მაინც… "ვეფხისტყაოსანი" საგამოცდო ტესტი უნდა იყოს ყველა პარლამენტარისთვის და ჩინოვნიკისთვის (და, გნებავთ, ტელევიზიის "ბორდისთვის", რომელიც ბორდელს ჰგავდა, იმ დღეს რომ ვიხილე… მაშინ ეშველება ამ ქვეყანას…

"გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი!" — ეს ტექსტი უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი იარაღი ჩვენს დროში ჩვენს მტერთან და მოყვარესთან ურთიერთობაში, ვიდრე სხვა ძალა და იარაღი არ გვექნება…
ამდენად, კვირიკაშვილის წერილი ერთადერთი უალტერნატივო ვერსიაა ჩვენს ვითარებაში, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ერისთვის…

SOS! 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აღარაფერი ეშველება ამ ქვეყანას!!!

პატრიარქს ასეთი რამ აროდეს უთქვამს.

პატრიარქის ეს ფრაზა უნდა იქცეს საგანგაშო ზარად მთელი ერისთვის…
ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს და გარეთ გამოვიდეს!

ჯერ უნდა გაიღვიძოს და მერე გამოვიდეს "ქუდზეკაცი"…

როგორც ილიას დროს "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" გადიოდა ერში და თავიდან ასწავებდა და ახსენებდა დავიწყებულ დამწერლობას (ანბანს) და მშობლიურ ენას. ასევე უნდა გავიდნენ სასულიერო მოღვაწენი ერში და დაუპირისპირდნენ ქართველთა მორალისა და რელიგიის წინააღმდეგ გამოცხადებულ დაუფარავ ომს…


საჭიროა მამულზე, ენაზე, სარწმუნოებაზე, მის აღდგინებასა და დაბრუნებაზე ინტენსიური ლოცვა და ქადაგება.
მარტო ეკლესია ვერაფერს იზამს. უნდა შეიქმნას ერთიანი მობილური ჯგუფი საეკლესიო და სასულიერო პირთა (მწერალთა, ხელოვნების მოღვაწეთა, მეცნიერ-მწიგნობართა, საზოგადო მოღვაწეთა) და ერთად მისცენ ნუგეში და სასოება დაზაფრულ საზოგადოებას, რომელსაც წართმეული აქვს მიწა-წყლის ერთი მესამედი და მის მორალურ სივრცეს უხამსი, ამორალური ლესბოსურ-ლიბერასტული სამყარო იკავებს!..

ეკლესიის მამებმა უნდა იქადაგონ ეროვნული ხსნის და დაცვის ახალი მოძღვრება ახალ დროში სრულიად უცნობი (და ნაცნობი!) ვერბალური ძალების წინააღმდეგ!..

ერმა და ბერმა — ეკლესიამ უნდა იმოქმედოს გაბედულად…

ტელევიზიამ (I-მა არხმა) ეროვნული საქმის კეთება უნდა დაიწყოს. ეს ტელევიზია უნდა იყოს ერის, ქართველი ხალხის მენტალობის და ზნეობის ქომაგი, განსხვავებით ყველა სხვა ტელევიზიებისგან!

საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დაბლოკოს ანტიქართულ-ანტისახელმწიფოებრივი ჯაშუშური ტელევიზიები… დადგა პირდაპირი, ღია მოგერიების და დაცვის ჟამი ლიბერასტულ-სოროსულ-ფაშისტური იერიშებისგან…

სამარცხვინოა ის ბორდი და ბორდელიზაცია, რაც ახლა ტელევიზიის არხზე ხდება. არც ერთი ეროვნული პროექტი და იდეა!..
ვინ არიან ეს პატარაიები და გველესიანები…

ვის უტარებენ შესარჩევ გამოცდებს: თავად ზაზა შათირიშვილი როგორ უზის ამ ხლისტებს სოფლელი აბიტურიენტივით. ეს პირდაპირ სირცხვილია.

მართოს პარლამენტმა და ხალხმა I არხი და მორჩება.

მეტის ნახვა
22-03-2018, 12:00


დღევანდელობა ქვეყნის აღსასრულის მრავალ ნიშანს ავლენს და ამჟამად, როგორც არასდროს, ახლოსაა მოციქულის გაფრთხილება: „ყრმანო უკანასკნელი ჟამი არს… და ანტიქრისტე მოვალს“ ჟამი ესე განისაზღვრება ადამიანთა ღვთი- სადმი ლტოლვის შენელებითა და საზოგადოებაში ბოროტის ძალთა გაძლიერებით. მსოფლიოს ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო ჩვენს თანამედროვეებს სინანულისთვის აქვთ მიცემული, როგორც ღირსი მამები გვაფრთხილებენ, რათა მომავალ ცთუნებებს გაუძლონ და ანტიქრისტეს საშინელი დღეების შემდეგ ღირსეულად შეხვდნენ უფლის დიდებით დაბრუნებას.“

უბედურებაა როცა ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანები ნაგავში ეძებენ საკვებს და ბავშვები შიმშილით იხოცებიან… წლების წინ, კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგებდა – „ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მივდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: ვჭამ იმისთვის, რომ ვიარსებო და არ ვარსებობ იმისთვის, რომ ვჭამო. მართლაც რისთვის ვარსებობთ: კაცი სმა-ჭამისთვის, ჩაცმა-დასვენებისთვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაცსხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება? ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლაც აცხადებენ, სრულიად არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერიალურზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც, პირველ რიგში, მასზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს. ...ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყ- დება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკ- ვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მო- იპოვე და ეს მუდამ ასე იქნება".

სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ისეთ ჩიხში შევიდა, რომ ილია მეორემაც დაკარგა იმედი, რომ გვეშველება – ,,მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატიური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშვე- ლოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენ სამშობლოს შველა სჭირდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ მას. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“.

ჩვენი ბრძენი პატრიარქის აღნიშნული ქადაგება დამაფიქრებელია. ჰაერში მართლაც დენთის სუნი ტრიალებს და დემონებიც დიდი ხანია მიწაზე დანავარდობენ, სოროსის ლეკვები გაშმაგებული იბრძვიან მართლმადიდებლობის და ტრადიციების წინააღმდეგ.

მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა რამოდენიმე დღის წინ ბრძანა- „ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდაარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს?

იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით. აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს”სოციალური ქსელის მომხმარებელი მეუფე შიოს ქადაგებას ასე გამოეხმაურა საკუთარ ახალშობილ შვილს რომ ყელზე ძაფს მოუჭერ და ზღვაში გადააგდებ! მართალია მეუფე შიო!ამ ქვეყანას უფალი არ გაახარებს სანამ ასეთი ამაზრზენი ფაქტები მოხდება! გამოვა მერე ეს სოროსის დაფინანსებული ქალის მაგვარი სულით და ხორცით მახინჯები და დაიწყებენ ჩემი სხეული ჩემი საქმეა! აბორტი ყველა ქალის უფლებააა! ხელები შორს ჩემი სხეულისგან!

და ისინი ვისაც შვილები არ ყოლია და არ ეყოლება კიდევ იმიტომ ნორმალური კაცი მათ არასდროს შეხედავს!“ “რკინას ცეცხლი აფოლადებს, ადამიანს-განსაცდელი!”-ო ამბობდა ეფრემ მეორე, მაგრამ დღეს, როცა სამყარო უმართავი გახდა და პესიმიზმში ჩაიძირა, როცა ჩვენი თანამემამულეების დიდ უმრავლესობას სიკვდილზე მეტად სიცოცხლის ეშინიათ და სწორედ, ეს უბიძგებს მათ ძალადობისკენ ან საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული მოქმედებისკენ. პრობლემების დასტა განსაცდელზე მეტია და სამწუხაროდ არცთუ უცხო ჩვენი ქვეყნის სინამდვილისთვის. მომავალს შიშით უყურებს დიდი თუ პატარა და ნათელიც არ ჩანს. დღეს მატარებელში, თვითმფრინავში აღარავინ ელაპარაკება ერთმანეთს. გვერდით მჯდომთან დალაპარაკებამ შეიძლება პოტენციურ აგრესორად გაქციოთ. ახალმა ტექნოლოგიებმა გარკვეული სიკეთეც მოგვიტანა, მაგრამ სანაცვლოდ, მყარ იზოლაციაშიც მოგვაქცია.

ბოლო ხანებში გახშირებულმა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რა სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს ინტერნეტთან ბავშვის უყურადღებოდ დატოვება.

ხშირად, ინტერნეტის საშუალებით ვრცდელდება მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია! რელიგიასთანდა კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს. (სხვათაშორის ნაცებმაც) დაპირისპირება არამარტო იდეოლოგიურ, არამედ აშკარა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მათი მთავარი მიზანი, საზოგა- დოებაში ეკლესიის ავტორიტეტის მოსპობა და მის ნაცვლად ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრება გახლდათ. თუმცა თვით ბოლშევიკებმაც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხი განიცადეს.

სახელმწიფოს უდიდესი მხარდაჭერით შეიქმნა „უღმერთოთა კავშირი“-ც, რომლის თავმჯდომარეც საქართველოში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბაბუა – მიხეილ სააკაშვილი იყო. უღმერთოთა საქმიანობას საბოლოო წერტილი მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა. როდესაც საბჭოთა კავშირი ომში ჩაერთო ანტირელიგიური კამპანია შეჩერდა. ომის დროს, ბოლშევიკებს ღმერთი დასჭირდათ. ისინი მიხვდნენ, რომ მოსახლეობის დასარაზმად რელიგია ყველა კომუნისტურ ლოზუნგებზე ქმედითი იქნებოდა.

სტალინის ბრძანებით, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა საერთოდ შეწყდა.

და ბოლოს, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ვერავინ ვერასდროს შეძლო ქართველი ერის ცნობიერებიდან მართლმადიდებლობის წაშლა, ღმერთის სიყვარულის განელებას და მივიწყებას, მძიმე განსაცდელი მოსდევს. უცნობია როდის დასჭირდება ჩვენს ხელისუფალთ და მათ დასავლელ მამებს ღმერთი? ჩვენი პატრიარქის ბოლო ქადაგებიდან ჩანს, რომ მალე. თუმცა ერთადერთი ავტორიტეტი დღეს მიუხედავად მართლმადიდებლობის წინააღ- მდეგ გააფრთებული ბრძოლისა მაინც ჩვენი პატრიარქი და ეკლესიაა.

ხალხი მათ გაყვება. რა ელით მეცამეტე ლეგიონის „მხედრებს“ ძნელი მისახვედრი არ არის!

ქეთევან ზარნაძე












მეტის ნახვა
20-03-2018, 17:00


საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაუჩნდეთ იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ არიან.  ამის შესახებ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო "პალიტრა" ავრცელებს.
საუბარია, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლითაც სფერო უნდა დარეგულირდეს.

„ვფიქრობთ, რომ როგორც ე.წ. ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაა საჭირო საჯარო სექტორში დასაქმებისას, ასევე სავალდებულო უნდა იყოს შესაბამისი ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული. კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს მოთამაშეთა რეესტრის შექმნას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს სივრცეში აზარტულ თამაშებს ითამაშებს, დარეგისტრირება მოუწევს. ხოლო ის პირები, ვინც ამ რეესტრში არ იქნება რეგისტრირებული, საქართველოს სივრცეში ლეგალურად ვერ ითამაშებს. სწორედ ამ რეესტრიდან მოუწევთ ცნობის წარდგენა საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ მკაცრი მოთხოვნა არსებობდეს, რათა მათ მოთამაშეთა რეესტრში თავი შეიზღუდონ და ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ჩართვის საშუალება არ ჰქონდეთ,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. 

ამასთან, ,მისივე თქმით, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა არა 21 წლის, არამედ 22 ან 23 წლის პირებს ჰქონდეთ.

ამ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, ის ჯერ არ მიუღიათ. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება. 

მეტის ნახვა
20-03-2018, 15:30


სოციალური პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. არსებული თანამშრომლობის შედეგია მორიგი სოციალური პროექტი. კახეთში. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ ხანდამაშვილთან და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებ- თან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს ეწვია. მრავალშვილიან ოჯახებს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით საჩუქრად
გადაეცათ მაღაზიათა ქსელ LC WAIKIKI-ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ხოლო მარტოხელა დედებმა, რომელთაც 15 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ჰყავთ, მიიღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები და სამომხმარებლო პროდუქტები. ეს სოციალური პროექტი უახლოეს მომავალში კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია ლაგოდეხში

ლაგოდეხში საქართველოს ფეხბურთის აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003–2004 წლებში დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად მოიცავს კახეთის რეგიონს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი.

ტურნირი ჩოხატაურში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ჩოხატაურის სასპორტო სკოლაში ტრაგიკულად დაღუპული მოჭიდავეების – ხვიჩა ცინცაბაძისა და ზურაბ ბიბინეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VII რესპუბლიკური ტურნირი დასრულდა. ტურნირს ორგანიზება გაუწია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრმა.

ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები ოქტომბრის საჯარო სკოლაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაც- ვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახუ- რის წარმომადგენლებმა სოფელ ოქტომბერში საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მიმდინარე წელს, მერიის დაფინანსებით, აქაურ საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემისთვის საჭირო სამფაზიანი ელექტრომომარაგების სისტემა დამონტაჟდა. საჯარო სკოლების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ფოთი - საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის

ქალაქ ფოთის მუნიციპალი- ტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებულებით განისაზღვრა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ფოთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის გაზაფხულზე სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემ- თხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ B, ანუ ძალიან კარგი 81–90%); აგრეთვე პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სა- ხელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს ტელეფონზე: (+995 32) 2197755
სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 30 აპრილს ვებგვერდზე stajireba.gov.ge

მარტვილი - შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან

სამეგრელოს რეგიონში პოტენ- ციური დაცული ტერიტორიების დაარსების პერსპექტივების შესახებ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაცია მარტვილის მუნიცი- პალიტეტის მერიაში გაიმართა. პროექტი წარადგინეს დაცუ- ლი ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა, WWF გარემოს დაც- ვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის კოორდინატორმა ლაშა მოისწრაფიშვილმა, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რობერტ კოტია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მერიის წარმომადგენლე- ბი და საკრებულოს წევრები.

სენაკი - შეხვედრა ახალსოფლის მოსახლეობასთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან და თვითმმართვე- ლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.

ბოლნისის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწროსამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებმა კი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებულ კონკრეტულ წინადადებებზე ილაპარაკეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კულტურის, განათლების, სპორ- ტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის გან- ვითარების სამსახურის ორგანი- ზებით ქალთა საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, გამგებლის მოად- გილეებმა მინდია ჯელიამ, არსენ ბალახაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს.

დმანისელი საუკუნის თანატოლი ქალბატონები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზე- ბით და ა(აიპ) კულტურისა და ხე- ლოვნების ცენტრის მხარდაჭერით დმანისში საუკუნეს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგია

ქალაქ თეთრიწყაროში ასოცი- აციის – „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) – ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და საგრანტო კონკურსის განაცხადისა და შეფასების ფორმები, გაიმართა RDFG-ის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა.


თვითნებური კონსტრუქციების დემონტაჟი მარნეულში

მარნეულში ჯიხურების, დახლებისა და სხვა მსუბუქი კონსტრუქციების თვითნებური მონტაჟი და განთავსება ერთ-ერთი მწვავე საკითხია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მსგავსი ნაგებობის დემონტაჟის დაწყების შესახებ. მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, კანონის შესაბამისად, განხორციელდა ცენტრალური საავტომობილო გზის (მარნეული-სადახლო, კოსტავას ქუჩის გავლით) ნაპირებზე განათავსებული ზოგიერთი უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი.მოსახლეობამ უკმაყოფილება მერიის წინ შეკრებით გამოხატა. შეკრებილ მოვაჭრეებს, რომლებიც მერის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდნენ, თემურ აბაზოვი პირადად შეხვდა.

შეხვედრები წალკის სოფლების მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწი- ფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციის პირველი პირები რეგულარულად ხვდებიან სოფლების მოსახლეობას. ამჯერად შეხვედრები გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ- ლების – კიზილკილისა და კოხტის, აგრეთვე დაბა თრიალეთის მცხოვრებლებთან.


მეტის ნახვა
20-03-2018, 15:00


"საერთო გაზეთის" სტუმარია საქართველოს ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გადარჩენის ფონდის ხელმძღვანელი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი.

– ბატონო ჯამლეთ, ყოველთვის საამაყო იყო ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა და სიყვარული. რა გაგრძელება და რა პერსპექტივები აქვს ამ კავშირს?


— ჩვენ ერთად მოვდივართ, აგერ, უკვე, 27 საუკუნეა და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ქართველებს ეთქვათ — ებრაელები მოღალატეები არიან, ან სხვა უარყოფითი რამ ჩვენზე. თუ რაიმე უკმაყოფილება ყოფილა, ეს იყო გამონაკლისი, რაც ყველგან და ყველას შორის შეიძლება მოხდეს.

ჩვენ, ებრაელები, საუკუნეებია აქ ვართ, ქართულ ენაზე ვსაუბრობთ, ქართულად ვიძინებთ, ქართულად ვიღვიძებთ, სიზმრებსაც ქართულად ვხედავთ, გვიყვარს საქართველო, თუმცა ვისაც სურვილი ჰქონდა, ადრეც და ახლაც, სწავლობდა და სწავლობს ივრითს. ეს მისასალმებელია. კარგია, როცა ორი ენა იცი, შეიძლება ითქვას, ორი მშობლიური ენა გაქვს — ერთი გენეტიკური, მეორე — ისტორიული, საქართველოში დამკვიდრებული ჩვენი დიდი წინაპრების ენა.

ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობა ეს არის იმ ტოლერანტობის გამოხატულება, რაც საქართველოში არსებობს ყველა სხვა ერის მიმართ, მაგრამ, რადგან ქართულ-ებრაული ურთიერთობები განსაკუთრებულია, ბოლო ხანებში დაიბადა აზრი, რომ იუნესკომ ამ ორ ერს შორის ურთიერთობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭოს. დიახ, ამაზე უკვე დაიწყო საუბრები და რადგან საუბრები დაიწყო, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ამ აღიარებას დიდი დრო სჭირდება, ოფიციალური ბარიერების გადალახვა, მაგრამ, დამეთანხმებით, თუნდაც პროცესი, თავისთავად, სასიხარულოა.

კიდევ ვიმეორებ, ის ტოლერანტულობა, რაც გამოხატულია საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის, მისასალმებელია. მით უმეტეს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა ზაზა ვაშაყმაძემ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია ამ მიმართულებით. პრობლემები ახლაც არის. უპრობლემოდ არაფერი არ არსებობს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არც ერთი ეთნოსის წარმომადგენელი უკმაყოფილო არ გახლავთ.

პირადად მე, მოხარული ვარ იმით, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობები იმ ფაზაში გადადის, რომ ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის კავშირები ღრმავდება. დროა უკვე, საქართველოსა და ისრაელს შორის მყარი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება დამყარდეს. ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ეს უნდა გახდეს უფრო ინტენსიური ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით.
ქართველმა ებრაელებმა შესანიშნავად ვიცით, რომ ჩვენს წინაპართა ძვლები ქართულ მიწაში განისვენებს და ამ ხსოვნას მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის. ჩვენ ამას ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.

– 90-იან წლებში ბევრი ებრაული ოჯახი წავიდა საქართველოდან. ეს განშორება ორივე მხარისთვის მტკივნეული იყო. თქვენ იცნობთ, სავარაუდოდ, საქართველოდან წასულ ბევრ ებრაელს, რა განწყობა აქვთ. რას ფიქრობენ დღეს საქართველოზე?

– იცით, ალბათ, ალია სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება. პირველი ალია 60-იანი წლების ბოლოს მოხდა, მეორე 70-იანი წლების შუა ხანებში, 80-იან წლებში და შემდეგ 90-იანებში. იმ პერიოდში ძალიან აირია სიტუაცია საქართველოში და ხალხი გაეცალა ამ მდგომარეობას. მაშინ ებრაელები კი არა, ქართველებიც კი გარბოდნენ საქართველოდან. აქედან წასული ებრაელი ზოგი ისრაელში დასახლდა, ზოგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დაივიწყეს საქართველო.

განშორებას ქართველები და ებრაელები ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდნენ. 70-იანი წლების ალიას დროს, მაშინ, როცა ე.წ. "რკინის ფარდა" კვეთდა ქვეყნებს, საქართველოდან ტირილითა და მოთქმით მიდიოდნენ, მაგრამ ახლა მიმოსვლა გაადვილდა, კომუნიკაციები გამარტივდა, სტუმრობაც შეიძლება და მასპინძლობაც უფრო ადვილია. მოკლედ, ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობს ძალიან ძმური, მეგობრული ურთიერთობა.

ჩვენ, ებრაელებმა, ცოტა არ იყოს, შეგვიძლია ვიტრაბახოთ, რომ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ყოველთვის ვიღებდით აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოში ქართველი ებრაელების რაოდენობა დღეს ძალიან შემცირდა, მაგრამ უნდა ითქვას: არის ბევრი შერეული ოჯახი. მშვიდობით და სიყვარულით ცხოვრობს იუდეველი ქრისტიანთან ერთად. ეს ქართულ-ებრაული ოჯახები არის ჩვენი სიყვარულის კიდევ ერთი სიმბოლო.

თუ არ ვცდები, 1994 წელი იყო, მახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარემ ვახტანგ გოგუაძემ თქვა მაშინდელი ალიას დროს — ღმერთმა ნუ ქნას, საქართველო ებრაელების გარეშე დარჩესო.

საქართველო ებრაელების გარეშე არ დარჩება, რადგან როგორც ზემოთ ვქვით, მრავალი შერეული ოჯახი არსებობს.
დღეს საქართველოში უამრავი ებრაელი ჩამოდის. ზოგი ტურისტული ვიზიტით, ზოგიერთი საქმიანი განზრახვით, ზოგი მათგანი პირველად არის საქართველოში. ისინი სიამოვნებით ეცნობიან ისტორიულ ქართულ ღირსშესანიშნაობებს.

დაახლოებით, 120 ავიარეისი სრულდება თვეში ისრაელიდან თბილისში, ეს არის ძალიან საიმედო და სანუგეშო რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც კმაყოფილი და გახარებული ბრუნდებიან ისრაელში. მათ მოსწონთ საქართველოს კუთხეები, ქართული სტუმარ-მასპინძლობა. ამაზე მოუთხრობენ შემდეგ თავის მეგობრებს ისრაელში. ასე გრძელდება ჩვენი გზა.

– სახელმწიფოებრივადაც მყარდება ეს კონტაქტები?

– ეს ურთიერთობები სახელმწიფოებრივადაც მხარდაჭერილია. იქაური ბიზნესმენები ჩამოდიან, აწარმოებენ ბიზნესსაქმიანობას საქართველოში, ჩართულნი არიან სამშენებლო ბიზნესებში. რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება დადებითად ხვდება. რადგან ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის მყარი ურთიერთობები არსებობს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამ ურთიერთობების სახელმწიფო დონეზე გასაღრმავებლად მუშაობენ ცალკეული ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ჩვენც. ხალხმა უნდა შევუწყოთ ყოველივე ამას ხელი.

– ბოლო ხანებში პრობლემები ექმნებათ ქართველებს ისრაელის საზღვრის გადაკვეთისას. არ გვაქვს ილუზია, რომ ვინმეს უმიზეზოდ აბრუნებდნენ უკან, მაგრამ, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უკმაყოფილოა ამ ფაქტით, ეს სახარბიელო არ არის ჩვენს შორის ურთიერთობის საკითხში.

– გარკვეულწილად, ინფორმირებული ვარ ამ კუთხით, ჩვენს მეგობრობაზე ამან უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ისრაელი არის საომარ მდგომარერობაში, მტრების გარემოცვაში და ის იცავს თავს. ფრთხლობენ, არ გადავიდნენ საზღვარზე არალეგალები, რომელთა აღრიცხვა ისრაელში უკვე ძალიან გაჭირდება. ამიტომ იყენებენ ყველა ღონეს, რომ არალეგალები არ მოხვდნენ ქვეყანაში. საზღვარზე აქვთ, ალბათ, სპეციალური ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც ხვდებიან, რომ ვიზიტორი არ არის ის ადამიანი, ვინც უახლოეს ხანებში უკან დაბრუნებას აპირებს და შესაბამისად მოქმედებენ.

— ძირითადად, ქართველებს აბრუნებენ უკანო.


– ამას ჩვენ ვიგებთ, თორემ საზღვრის გადაკვეთაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც თუ ეუბნებიან უარს, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს.

მხოლოდ ისრაელის მხრიდან კი არა, გერმანიიდან, იტალიიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც დააბრუნეს ხალხი. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

არ არის სასიხარულო, როცა საქართველოდან წასულ ქართველს უკან აბრუნებენ და მერე ეს ადამიანი სოციალური ქსელით, ან სხვა საშუალებით ატყობინებს ყველას, რომ ასე მოხდა. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია ჩემთვის, მაგრამ, ვიცი, როცა მივლინებით, ტურისტული მიზნით, ან სამკურნალოდ მიდიან, მათ არავინ აფერხებთ, ჩვეულებრივად გადადიან საზღვარს. მთავარია, საბუთები ჰქონდეთ წესრიგში და არსებობდეს მასპინძელი, რომელიც დახვედრას შეძლებს.
სულ ესაა, რისი თქმაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია.

ქართველი ებრაელები საზღვარზე არ მუშაობენ, მაგრამ რომც მუშაობდნენ, ისინიც დაიცავენ კანონს. მეგობრობისა და ნაცნობობის გამო კანონს ისრაელში არავინ დაარღვევს.

როგორც გითხარით, ძალიან მწყინს, ასეთი რამეები რომ ხდება და არ მინდა, მსგავსი პატარ-პატარა ინციდენტები ჩვენს ორ ერს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.

ჩვენ ისეთი ჯაჭვი გვაკავშირებს, რომ არ მგონია, ამან შეარყიოს ეს მართლაც უპრეცედენტო მეგობრობა.

ირანდა კალანდაძე

მეტის ნახვა
19-03-2018, 12:00


მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მოქალაქეს მათ უწყებაში დასაქმების საშუალებაც ექნება. 
„საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ, არის რამდენიმე ახალი ინიციატივა. კერძოდ, საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ. იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი და ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, რომ ჰქონდეთ საბაზისო უნარები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები, ძირითადად დამხმარე ფუნქციებს შეასრულებენ, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. 

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ხანძრის ჩაქრობაში, თუ სხვა სახის სამაშველო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან და შეასრულებენ დამხმარე ფუნქციებს, რათა მათი სიცოცხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული რესურსების ნაკლელობა, რომელიც არსებობს, შევავსოთ და უკვე რეზერვისთვის იყოს მომზადებული ხალხი. ისინი ასევე გაივლიან წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს ძირითადი უნარების გამომუშავებას. ჩვენ ამ ხალხს შევუქმნით ასევე პირობებს, რომ შემდეგ უკვე დასაქმდნენ კიდეც ჩვენთან. გარკვეულწილად, ეს არის პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ კამპანიაზე, როდესაც არაჯანსაღი ხასიათი აქვს მიღებული რელიგიური ნიშნით, ჯარისთვის თავის არიდებას“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
„ინტერპრესნიუსი"

მეტის ნახვა
19-03-2018, 11:00


წინასიტყვაობა თემურ ჭკუასელის წიგნისთვის "კენჭები თირკმელში"

თემურ ჭკუასელის ამ ვრცელი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ჩვენი საერთო უფროსი მეგობრის ლექსის სტრიქონები გამახსენდა:

"ხანდახან, როცა 
ნაღვლიანი ფიქრები მიხმობს
და გონს განწყობა 
ეუფლება მძიმე, სასუდრო,
თავს ვაიძულებ, 
გავაღწიო სამყაროს მიღმა
და ზეციერი სიმაღლიდან 
ვჭვრიტო საწუთრო."..


ეს სტროფი ვახუშტი კოტეტიშვილის "ფიქრის სონეტიდანაა". თემურ ჭკუასელის "კენჭები თირკმელში" ერთი გაბმული ნაღვლიანი ფიქრით მონაყოლია, რომელშიც ფიქრთან ერთად თავისუფლების ახალ სივრცეს ვხვდებით, დრო-ჟამით შემოუზღუდავს. ცნობილ გამოთქმას მოვიყვან – სტილია ავტორი, ტექსტიც, სიტყვაც და აზრიც. თემურ ჭკუასელის სტილს სხვადასხვა მხატვრული ხერხი განსაზღვრავს, რომლის მიგნებასაც იგი რამდენიმე ათეული წელია ცდილობს; ესაა თხრობის ლაღი, ზოგჯერ მსუბუქი, იუმორით გაჯერებული და, ამავე დროს, სევდით, ფილოსოფიური სიღრმით გადმოცემული ამბის მოყოლის მანერა.

იუმორი ვახსენე: ვინც თემურ ჭკუასელს იცნობს, არ იუცხოვებს მის მიერ სარკაზმით აღწერილ ისტორიებს, ზოგჯერ მხოლოდ მისი კუთხის შვილისთვის სახასითოდ გადმოცემულს, წრფელ ღიმილს რომ მოგგვრის, ან ხარხარსაც კი აგატეხინებს; უფრო მთავარი კი დამაფიქრებელი იუმორია, უშუალოდ ავტორის მიერ განცდილი, დიდრონ თვალებში ცრემლჩამდგარს რომ მოუყოლია, თან გაცინებს და, ამავე დროს, წუთისოფლის ავ-კარგზე ჩაგაფიქრებს, უსაშველო ნაღველს დაგიტოვებს გულში, თანაგანცდით აგიყოლიებს.

მოთხრობაში უცნაურად გაადამიანურებულ საგნებს წააწყდებით: აწგაზარმაცებულ ბილიკს, წინათ მგზავრთა ტერფებით გადაღლილს, ამავე ბილიკზე მიმობნეულ ცბიერი გრძნობების ნამცეცებს; დღის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ღრუბლებჩამოშლილ მთებს; ზღვას, რომელიც თავს იხრჩობს... ან გინახავთ ტელეფონი, რომელსაც ისე გააჟრჟოლა, თითქოს ვიღაცამ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან დარეკა?! მოუსმინეთ ფანჯრის რაფაზე წვიმის ზერელე კაკუნს დილის ჩაის პურზე წასმულ ფიქრებთან ერთად. იქნებ, ბევრ ჩვენგანს შეხებია დიდი ხნის უნახავი, ოთახში შემოვარდნილი შვილიშვილისგან ატეხილი ხმაური, სათამაშოების ძველი ყუთიდან ამოღებული ავტომატის კაკანით გამოწვეული, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში ბაბუას ფიქრებს უმოწყალოდ რომ ხოცავს?! ეს კი სულ სხვა რიგის წარმოსახვითი სურათია: ცას თანდათან ისე ეცვლებოდა ფერი, თითქოს წყალჩარჩენილ ჭიქაში ვიღაც წვეთ-წვეთობით უმატებდა და უმატებდა შავ ღვინოს. ღამდებოდა, მოკლედ...

ჩემივე გამოგონილი ლიტერატურული გმირების ემოციებს ვეღარ ვმალავ... აღარც ისინი მიჯერებენ და მეკარგებიან, _ წერს ერთგან მთხრობელი; და, მართლაც, ჩვენ თვალწინ ჩაივლის სამი განზომილებით მცხოვრები გმირის სიცოცხლის კადრები, გამონაგონისა და სიმართლის ნაზავი, თუმცა მოთხრობაში გამონაგონსაც სიმართლედ აღვიქვამთ. ზოგს შეიძლება არსებობის მეტი განზომილებაც ჰქონდეს, მაგრამ ავტორისთვის ისინი საკუთარი თავისა და წუთისოფლის ავ-კარგის შეცნობის ორიენტირებია; ეს ორიენტირები მკითხველსაც სჭირდება ტექსტის გასააზრებლად: ერთია ცხადი, მეორე სიზმარი და მესამე ფიქრი. თითოეულ მათგანს მოთხრობაში თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა კი ავტორს პირველივე გვერდებიდან გაფრთხილებული ვყავართ: როგორც იქნა, მოვახერხე და ისეთი რამ დავწერე, ძალიანაც რომ მოინდომოთ და სულ ფურცელ-ფურცელ ეძებოთ, ისეთს ვერაფერს ამოიკითხავთ, ან დაფიქრება გაიძულოთ, ან ოდნავ მაინც აგაღელვოთ, ან ცრემლი აგიშალოთ, ან ნერვები. ყველაფერი თავის ტკივილივით ნათელიაო. ამ გაფრთხილებაში ზოგმა გულწრფელობა შეიძლება დაინახოს, სხვამ თავმდაბლობა, ან სულაც თვითირონია. ეს, ალბათ, არც არის არსებითი. მთავარი ავტორის ამოცანაა, როგორი განწყობა შეუქმნას მკითხველს, რა დაუტოვოს საფიქრალად.

მოთხრობაში რამდენიმე იგავურ და ალეგორიულ სახეს ვხვდებით. განსაკუთრებული კი ხუთი ჭოტია, რომლებიც არღვევენ ბუს და ყორნის მითოლოგიურ-ბიბლიური წყაროს გააზრებას. სიტყვა "ბუ" ერთგვარი ირონიული სემანტიკური ველითაა მოცემული, რადგან მას განუზომელი "დამსახურება ჰქონია კაცობრიობის წინაშე"; ესენია: ტოპონიმები – ბუ-დაპეშტი, ბუ-ქარესტი, ბუ-რგუნდია, ბუ-რუნდი; ყურძნის ჯიში ბუ-დეშური და სხვა მრავალი. თურმე ელია წინასწარმეტყველისთვისაც ყორანს კი არა, ბუს მიჰქონდა სინამდვილეში საკვები. მაგრამ ბრძენი ჭოტები, რომლებიც, პრაქტიკულად, უხმაუროდ დაფრინავენ, რადგან საკუთარი ფრთების შრიალი ღვთაებრივი მუსიკის მოსმენაში უშლით ხელს, მამაზეციერის დავალებით მოევლინენ ამ ქვეყანას და ბუები ჩაანაცვლეს. ამ ხუთი ჭოტიდან ერთ-ერთი, შიო, ავტორისთვის უწინდელი ცხოვრებიდან გადმოყოლილი, მისი ფიქრების წამკითხველი მეგობარი და მფარველია, ხოლო მეორე, დეპრესიაშეპყრობილი შაბური, ჭოტთაგან ერთადერთს ტირილი რომ შეუძლია, 5 000 წლის მანძილზე უშვებს სიბრძნეებს სივრცეში.

სწორედ მისი ზეციერი სიმაღლიდან განჭვრეტილი ზოგადსაკაცობრიო შეხედულებები გამხდარა სხვადასხვა ეპოქის ფილოსოფოსთა, მეცნიერთა, შემოქმედთა და ისტორიულ პირთა გამონათქვამების წყარო. აქ კი ავტორის დამოკიდებულებაც გამოიკვეთება, რომელიც კითხვადაა დასმული: რომელი უფრო ძნელია, თავს აიძულო ლაპარაკი, დუმილი თუ ფიქრი? – ამ კითხვას სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოეძებნოს, თუმცა გრძნობის იძულება კი სრულიად შეუძლებელია, და ტირილიც ხომ გრძნობისგანაა! სხვათა შორის, სიზმარიც, რომელიც, გარკვეული აზრით, შიფრია და რომლის ღია ტექსტად გადაქცევა შესაძლებელია.
ამგვარი სიზმარ-ცხადისეული ჩანართი არაერთია მოთხრობაში. ესენია ზღაპრად მოთხრობილი ნახევარყვინჩილას თავგადასავალი; ნამდვილ ამბად მოყოლილი ლეონიდ ლეონიდის ძის სევდიანი ისტორია, რომელიც ორგზის ლენინური პრემიის ლაურეატი იყო, თუმცა ჭაჭა ყველაფერს ავიწყებდა; თავად ავტორის წინა ცხოვრების მითოსური ანდრეზი; მოთხრობიდან შეიტყობთ მეგობრის ღალატისა თუ ერთგული ძაღლის შესახებ; დაბოლოს, ტოლობის _ 1=2-ს ამოხსნას.

თუ ვიტყვით _ 2=1-ს, მისი მნიშვნელობა ჭეშმარიტ სიყვარულადაც შეიძლება გავიაზროთ, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთ სულად და სხეულად ქცეულან. 1=2-ს როგორღა გავიგოთ? აქ მოთხრობის მთავარი ორიენტირი უნდა მოვიხმოთ: ესაა ის ცხადი, სიზმარი და ფიქრი, რომელთაც თავი მოუყრიათ ერთგულ ჭოტ შიოში, ავტორის ფიქრთა წამკითხველში და უკიდეგანო თვალსაწიერიდან მოყოლებული მთხრობელის მეორე მე გამხდარა. და კიდევ ერთი ყველაზე არსებითი ასპექტი: ეს გახლავთ თემურ ჭკუასელის მშვენიერი ქალბატონი, ნაწარმოების შექმნის შთამაგონებელი, ყველა ამბის თანმხლები, ყოველწამიერი საფიქრალი...

ალბათ, სათქმელი კიდევ ბევრი დარჩა.

არ ვიცი, რა გამომივიდა ამ ჩემი წინასიტყვით, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა, გულწრფელი სიტყვა გამომეთქვა.
სათაურის შინაარსი კი მკითხველმა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ თავისი შთაბეჭდილების მიხედვით გაიაზროს.

გიორგი ალიბეგაშვილი

მეტის ნახვა
19-03-2018, 09:30